მე ვიყიდე fusion ამერიკაში წინა კვირას. ბევრს ჰყავს საძმაკაცოში, გავიკითხე, გავატარე და მომეწონა ძალიან.
რაც შეეხება გამძლეობას:
მთავარია დაბალ გარბენზე იყიდო, (100 000 - მდე გარბენით თუ ნახავ ძალიან კარგია) რომ ზეთი შეუცვალო დროულად გადაცემათა კოლოფში და მერე ყოვე 50k გარბენზე ცვალო კარგი ზეთით და მოგემსახურება დიდხანს ისე, რომ ვერ გააფუჭებ.
ძრავზე კი სალაპარაკო არ არის, ვირივით გამძლე ძრავები აქვთ. 500k + - ს გადიან კარგი მოვლის პირობებში.
ასევე ამბობენ და უცხოურ სტატიებში წერენ, რომ ელექტროობა აქვს შედარებით სუსტიო, მაგრამ 10 კაცს მაინც ვკითხე, ახლობელსაც და შორეულსაც და არავის დაუჩივლია მსგავსი რამ. ისედაც წვრილმანებია, მგონი.
რაც შეეხება კომპლექტაციას:
ჩემი რჩევა იქნება titanium კომპლექტაცია იყიდო, წელის მიხედვით $500 - $1000 - ია სხვაობა, მაგრამ ღირს. ისედაც არ არის ცუდი, მაგრამ ვიდზეც უფრო ლამაზია და სალონიც უფრო კომფორტულია titanium - ის.
თუმცა SE კომპლექტაციებიცაა დიდი მონიტორით, ტყავის სავარძლებით და ა.შ , მაგრამ იშვიათად და ხშირად მაინც titanium - ის ფასში გადის ხოლმე ან ოდნავ ნაკლებად.
titanium - ში sony - ის აუდიო სისტემა აყენია, რაც უდავოდ უტოლდება ან სჯობს მასზე 10 ჯერ ძვირი მანქანების აუდიო სისტემას. (ეს ჩემი აზრი არ არის, აღიარებული ფაქტია
)
სალონის მასალები ყველა კომპლექტაციას ნორმალური აქვს. ჩემი სუბიექტური აზრით Camry - სა და accord - ის სალონს მირჩევნია.
წლოვანებაზე,
მართალი გითხრეს, რომ 2016+ წლის ჯობია, რადგან რესტაილინგია და როგორც ამბობენ გადაცემათა კოლოფის პრობლემა ნაკლებად აქვთ, მაგრამ როგორც გითხარი ეგ დიდი პრობლემაც არ არის.
2016+ - ს LED ფარები აქვს, ასევე titanium კომპლექტაციას სავარძლებიც განსხვავებული აქვს და წინა ცხაურაც უფრო სიმპატიურია ჩემი აზრით.
სალონში 2017 + დან შეგხვდება მრგვალი ბერკეტით სიჩქარეების გადამრთველი, იქამდე ჩვეულებრივი სიჩქარეების გადამრთველია. ყველა 2017 + იანს არ აქვს, თუმცა კი ძალიან ლამაზია ჩემი აზრით.
სხვა ისეთი გადამწყვეტი სხვაობა არ არის.
არის plugin ვერსიებიც, რომლებიც 30 - 40 კმ- ს გადიან ერთი დატენვით, რაც კარგია, მაგრამ სამაგიეროდ საბარგული აქვს ზედმეტად პატარა. მხოლოდ 1-2 საშუალო ზომის ჩანთის ადგილია. ფოტოში დიდი ჩანს. მაგრამ, დამიჯერე, რომ ჩაიხედავ ზედმეტად გეპატარავება. ჩემი აზრით, თუ მთავარ მანქანად ამას განიხილავ და საბარგული ოდნავ მაინც გჭირდება, არ ღირს plugin - ის ყიდვა.
ისედაც ცოტას წვავს. 2 დღეში 300km + გავიარე შერეულად და საშუალოდ 5.5 ლიტრი გამოვიდა. ამხელა მანქანისთვის იდეალურია ჩემი აზრით.
მე 2014 - იანი ვიყიდე titanium - ი. რაც უფრო მეტად ვუყურებ ფოტოებს უფრო მეტად მიყვარდება
წინა მარჯვენა მხარეს აქვს დაზიანება. კრილო, კარი და ბორბალი აქვს დაზიანებული, მაგრამ სხვანაირად კარგი მანქანაა. 56 000 აქვს გარბენი.
3.4 ად მოვიგე, რაც საშუალო ფასია და თვითონ ამ მანქანისთვის დაბალი ფასიცაა.
თუ ძალიან არ გეჩქარება, დაელოდე კარგ მანქანას და კარგ ფასში წამოიყვან.
წარმატებებს გისურვებ, მეგობარო. კარგი მანქანა გეყიდოს.