გუგლის/იუთუბის თემაში კი დავწერე მაგრამ ნორმალურად პასუხი ვერავინ გამცა ასე რომ ცალკე ვაკეთებ თემას და პასუხის შემთხვევაში დავხურავ
მოკლედ adsenseზე მინდა საქართველოს ბანკის სტუდენტური კარტის მიბმა რადგან Western unionი მალე უქმდება და მინდა წყნარად ვიყო (ბევრთან უკვე დაიწყო ბაგები)
ზევიდან რომ მოვყვეთ ასე მაქვს:
beneficiary idში არაფერი
name of bank account სახელი და გვარი დიდი ინგლისური ასოებით როგორც ბარათზეა (ჯერ გვარი მერე სახელი)
bank nameში BANK OF GEORGIA მიწერია
swift bicში BAGAGE22
IBANში თვითონ ანგარიშის ნომერი (რეკვიზიტებში რაც წერია)
re-type ibanში იგივე რაც ზევით
ესენი იდეაში სწორად მაქვს მაგრამ კითხვა მაქვს შუამავალ ბანკთან დაკავშირებით , ზოგს უწერია და ზოგს არა , არ მინდა გარისკვა ასე რომ მირჩევნია ჩავწერო თუ საჭიროა , საქ. ბანკის რეკვიზიტებში ევროების შუამავალ ბანკი ასე წერია: Commerzbank, Frankfurt, Germany; ხოლო SWIFT კიდე COBADEFF , მაინტერსებს თუ ზუსტად როგორ შევავსო , სახელს სადაც ითხოვენ შუამავალი ბანკისას მარტო Commerzbank დავტოვო თუ მთლიანად ანუ ქალაქი და ქვეყანაც , ამას ისიც ემატება რომ თვითონ იქ გიწერს შუამავალი ბანკი უნდა იმყოფებოდეს ამერიკაშიო და ეს კიდევ გერმანული ბანკია და წესით არ უნდა მიიღონ... ვისაც პირადად გერიცხებათ საქ. ბანკზე იქნებ დამისქრინოთ ან რამე ზუსტად როგორ გაქვთ
წინასწარ მადლობა