როგორც მივხვდი გინდა იყოს პერსონაჟი პირველი პირიდან, რომელიც დადის, ისვრის, ჯდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებში და ანადგურებს გარშემო ყველაფერს. ანუ შენ გინდა FPS-ის გაკეთება. მოდი მაშინ ცოტათი დავხვეწოთ იდეა. ქართველები ვართ, შესაბამისად ლოს-ანჟელესში არ უნდა ხდებოდეს მაი ამბავი. სროლები, აფეთქებები, მანქანები და ლანდშაფტები, რადგანაც გინდა, მაშინ ყველაზე ლოგიკურია კომფლიქტის ზონა ავიღოთ. სიტყვაზე 2008 წელი. სამაჩაბლო. ცხინვალის მისადგომები. პერსონაჟი არის სპეც დანიშნულების წარმომადგენელი, რომელმაც დავალება მიიღო ცხინვალის მისადგომებთან ქართული საჯარისო ფორმირების - პირველი ბრიგადის ეშელონის დაბომბვისა და შემდგომ გადარჩენილი ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ბიჭების ცხინვალის საპატიმროდან გამოხსნა.
შესავალი. გმირი გადის ინსტრუქტაჟს.
პირველი ნაწილი:
პირველადი დავალება - ცხინვალისკენ მიმავალი გზით(სადაც განადგურებული ქართული ტექნიკაა) გზის გაკვალვა.
მეორადი დავალება - განადგურებული ტექნიკის დათვალირება და დასტურის გადაგზავნა ბაზაზე.
- ცხინვალის მისადგომების დაზვერვა.
მეორე ნაწილი:
პირველადი დავალება - ქალაქში ფარულად შეღწევა.
- პატიმრების განთავისუფლება.
- რუსი გენერლის ლიკვიდაცია.
მეორადი დავალება - სარაკეტო და სარადარო სისტემების ლიკვიდაცია
ნაწილი მესამე:
პირველადი დავალება - განთავისუფლებულ სამხედროებთან ერთად სამშვიდობოს გამოსვლა.
მეორადი დავალება - გზაზე განლაგენული რუსული შენაერთების და საპატრულო ჯგუფების ლიკვიდაცია (მაქსიმალურად სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით)
დასასრული:
თავის დაღწევის შემთხვევაში მისიის დასასრული ვიდეო ანიმაციით თუ როგორ იწყებენ ქართული საჯარისო ფორმირებები მასიურ შეტევაზე გადასვლას.
სიკვდილის შემთხვევაში მისიის ჩაშლა, ეკიპაჯის სრული ლიკვიდაცია.
ამით გიჩვენე სიუჯეტის ზოგადი მონახაზი. თუ იდეა არ მოგწონს ასეთივე ფორმით გააკეთე ის სიუჯეტი რაც შენ მოგეწონება. ამის მერე უკვე კონკრეტიკაზე შეიძლება. დავალებების დასახვა და მათი ეტაპობრივი შესრულება.
რაც შეეხება შენს განხილვებს
რუკის გაკეტება. შედიხარ google earth-ის პროგრამაში. ჩემს მიერ დაწერილი სიუჯეტის მიხედვით ნახავ ცხინვალის მისადგომებს. სპეციალური პლაგინით პროგრამიდან გადმოიტან ზუსტ ლანდშაფტს 3დ-ში. ამის გაკეთება პროგრამა სკეტჩაპიტაც შეიძლება. შემდეგ 3დ მაქსში ან მაიაში რელიეფის სხვადასხვა დეტალებს აერთიანებ ერთ პოლიმეშად. აკეთებ მის hightmap-ს და შეგაქ პროგრამა worldmachine-ში. იქ დახვეწავ ანუ უბრალოდ რო ვტქვათ დაამსგავსებ რეალისტურს და მიმზიდველს გახდი. ისევ გამოგაქვს hightmap თავისი ნორმალებით და ასე შემდეგ. შეგაქვს კრაიში და ამატებ გზებს, ბილიკებს. წინასწარ გეუბნები ტექსტურით გაკეთებული გზა ისეთი ვერ გამოგივა როგორც კრაიში გაკეტებული. ამით შენ მიიღებ ძალიან რეალისტურ თითქმის ერთი ერთთან რელიეფს სინამდვილესთან. მიაღწევ იმას რომ ვისაც ეს ადგილი ნანახი აქვს ეგრევე იცნობს მას და იქნება ეფექტი ვაუ.
შემდეგ ამ რელიეფზე დასვავ კუბიკებს ანუ მონიშნავ ადგილებს სადაც შენი სტრუქტურები იქნება განლაგებული. შენით დასმული სტრუქტურები შეიძლება მომხიბლავი არ გამოდგეს. ამიტომ ისევ გამოიყენე გუგლი პლანეტა და მიახლოებით სტრუქტურები ისე განალაგე როგორც რეალობაშია. ასე ქალაქის დაგეგმარებას გაიმეორებ ანუ მიანდე საქმე არქიტექტორებს. თუ ასეთები არ გყავს მაშინ გამოიყენე არსებული ქალაქის დაგეგმარება. დაიმახსოვრე რომ შენ თამაშის დიზაინში ცდილობ მაქსიმალური ეფექტის მიღწევას ყველა გზით.
შემდეგი ეტაპი ამ კუბიკების სტრუქტურებად გარდაქმნაა. ანუ იწყებ მოდელირებას თვითოეული სტრუქტურის. ეს ცოტა ვრცელი თემაა და ამაზე მერე მოგიყვები, როგორ ხდება სტრუქტურების მოდელირება.
შემდეგ მეორედ საგნებს. მაგალითად ბოთლები, დამტვრეული ყუთები და ასე შემდეგ. რაც უფრო ბევრ ასეთ მეორად ნივთებს მიმოფანტავ სცენაში მით კარგი იქნება შენთვის.
რაც მთავარია ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს გემოვნებით და არა ისე რომ მოვალეობა მოიხადო. შენ უნდა შექმნა გარემო. დამიჯერე ეს არის ყველაზე სასიამოვნო პროცესი მთელს პროცესში.
პარალელურად ამ ყველაფრისა დაგჭირდება ტიპაჟების შექმნა. 3-4 ენემი, 3-4, შენიანი, 3-4 მეორადი გმირები მისიისთვის. ეს ალბად ყველაზე რთული პროცესია. ჩემს პრაქტიკაში ყოველშემთხვევაში ასეა. მოდელირება: ლოუპოლი (მაქსი ან მაია), ზბრაში (დახვეწა), ანიმაცია(ყველაზე რთული რადგანაც თვითოეული ტიპაჟი ინდივიდუალურია).
შენი მთავარი გმირის გამართვა ანუ აკეთოს ის რაც შენ გინდა. არაფერი ზედმეტი.
საგნებს და პერსონაჟებს პროგრამულად გამართვაც სჭირდება და აქ უკვე იწყება გემაროი
ეს იყო ყველაზე მოკლედ და ზოგადად დაწერილი რა სამუშაოს გაკეთებაც მოგიწევს.
და ბოლოს შედეგი, რომელიც ან მოეწონება ხალხს ან არ მოეწონება. სამაგიეროდ გეცოდინება რომ 2-3 წლის წვალების შემდეგ შენ ეს შესძელი. და უნდა დაიკიდო სხვისი აზრები რადგანაც შენ ამის კეთების დროს სწავლობდი. ამის შემდეგ კი რიავი გადაწყვეტ უკვე. ან გააკეთებ რამე კომერციულს და პროფესიონალი გახდები ანდა შეეშვები და იტყვი რომ კი შემიძლია მარა ნერვები არ მყოფნისო.
დიდი ბოდიში ამხელა პოსტისთვის და გრამატიკული შეცდომებისთვის