მასე რომ ეფიქრათ ჩვენ წინაპრებს, მე, შენ და ჩვენნაირი კიდევ ბევრი სხვა, ახლა აქ არ დავსხდებოდით და ქართულად არ დავპოსტავდით.
ბევრი ჩვენზე ძლიერი ერი და სახელმწიფო გადაშენებულა. და ახლა რაზეც ბევრი საღადაოდ იხდის იმ სამ თემას, სწორედ იმ სამით შევინარჩუნეთ და მოვიტანეთ თავი აქამდე: სამშობლო, ენა და სარწმუნოება. ეს სამი, რომ არა, ფიზიკურად გადავშენდებოდით. ახლა კიდევ, მოდად იქცა ამ სამის ლანძღვა და ამ სამზე ღადაობა.
მდაჰ.
რომ ფიქრობ ეგ კარგია. მაგრამ რა მიმართულებით წახვალ, ეგაა მთავარი. ყველამ შენსავით რომ იფიქროს, გაბრწყინდება კი არა, 20-30 წელში გადავშენდებით.
მე არ ვთვლი რომ ქართველი ერი ყველაზე მაგარია, მაგრამ როგორიცაა ისეთს ვიღებ. მშობლებს და სამშობლოს ვერ ვირჩევთ.