2 დღეა რაც ტუნისისდან დავბრუნდი, ოღონდ საქართველოდან არ ვიყავი წასული
ნუ რა გითხრათ მე კმაყოფილი ვარ.
მე მიყვარს მანქანით მოგზაურობა მაგიტომ მანქანა ვიქირავე და მოვცილდი ტურისტულ ზონას
მანქანის 70 დინარი ღირს, 1$-1.4 დინარი.
ნაბულში ვცხოვრობდი, ნაბულში არავის არ გირჩევთ უაზრო ქალაქია.
ჰამამტი კარგია მაგრამ ყველას Yasmin-Hamamet ჯობია, ახალია ქალაქია, ძაან სუფთა, ძაან ბევრი 5 ვასკვლავიანი სასტუმროებია, და ბუენოს-აირესს ეძახიან.
hamametიდან yasmin-hamamet ამდე 25 წუთი სავალია ავტობუსით.
კარფაგენშიც ვიყავია 1 საათია ჰამამეტიდან, კარფაგენში დიდი სანახავი არაფერია, მაგრამ თვითონ ქალაქი მაიამის გაგონების ძაან სუფთა და ლამაზი.
ყვეალგან პალემებია, ქალაქში ცხოვრობენ ან მდიდარი არაბები ან ფრანგები, პრეზიდენტის რეზიდენციაც იქვეა.
დედაქალაქო ტუნისი:
სანახი დიდი არაფერია, ნუ ყველა ქალაქს ააქვს თავისი medina ანუ ბაზრობა, ტუნისშიც არის მედინა ძველი ქალაქის ადგილას.
ელ-ჯემ:
ქალაქი სადაც არის შენარჩუნებული კოლიზეი დაახლოვებით ისეთი როგორიც რომშია, ძაან ლამაზია.
საჭმელი არ მომეწონა არანაირათ, ნუ შაურმის გარდა ტრადიციულათ გემრიელი აქვთ.
გზები იდეალური აქვთ, ყველგან ე.წ ავტოსტრადები აქვთ, სადაც 110 შეგიძლია იარო, დიდი მანდძძილზე გზას ვერ გძნობ, 6 ზოლიანებია.
მილიცია ქრთამს იღებს, მაგრამ ძალიან პუნკტუალურია, ყოველთვის მეგობრულად დაგეხმარება და გკითხავს საიდან ხარ, თუ მანქანით ხარ გააჩერებს მოძროაბას რომ შენ გაგატაროს.
ძაან სასაიმოვნო ხალხია (ვგულისხმობ უბრალო ხალხს როცა ტურისტულ ზონას მოშორდები) ყველა გიღიმის, ქალიც, კაციც, ბავშვიც.
სასწაულად ლამაზი და მომხიბლავი გოგოები ყავთ, მე გაოცებული დავრჩი, ბევრი ჩადრში დადის.
ყველამ იცის არაბული და ფრანგული, ბევრმა ინგლისური.
რაღაცით ჩვენს ხალხს მაგონებენ, ელ-ჯემში ოფიციანტმა თავისი ფერმაში წაგვიყვანა აქლემები დაგვათვარიელებინა, რძე მოგვაწველინა და დაგვალევინა,
ასევე წამოსვლისას ერთ ერთმა გლეხმა რატომღაც კვერცხები გვაჩუქა
Please Just Carry On...