არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავიგე Human Design სისტემის შესახებ და იმდენად რამდენადაც აბსოლუტურად ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე მის შესახებ ქართულ ინტერნეტ სივრცეში, გადავწყვიტე აქ გამეხსნა თემა და გამეგო თქვენი აზრი ამ ყოველივეს შესახებ.
საინტერესოა რა კავშირი აქვს მას ასტროლოგიასთან?
იმიტომ რომ ვთქვათ პლანეტებს აქაც ვხვდებით, ასევე ვხვდებით მთვარის აღმავალ და დაღმავალ კვანძს(იგივე რაქუ და ქეთუ), იგივე ზოდიაქოს ნიშნებს და ა.შ.
ვინ შექმნა?
ასტროლოგიისა და სხვა რა დანარჩენი მეცნიერების ან მეცნიერებების სინთეზს წარმოადგენს?
ესეც პარამეცნიერებად ითვლება ასტროლოგიის მსგავსად?
რამდენი ხნის არის ადამიანის დიაგნოსტირების ეს მეთოდი?
დროის მიერ გამოცდის შედეგად, რამდენად სანდო და ზუსტ მეთოდად არის მიჩნეული ფართო საზოგადოების მიერ?
შედარებები ასტროლოგიასთან:
ასტროლოგიაზე რთულია თუ ასტროლოგიაზე მარტივი(პრაქტიკულობის მხრივ)?
უფრო დიდ სიღრმეებს ეხება ადამიანის არსებისა ვიდრე ასტროლოგია(სავარაუდოდ არა მაგრამ მაინც ვიკითხავ ამასაც)?
მოკლედ დასაწყისისათვის ამ კითხვებით შეიძლება დავიწყოთ ეს თემა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩემთვის ამ თემაში თუნდაც ოდნავ ჩახედული ადამიანის თითოეულ, ძალედ უმნიშვნელო კომენტარსაც კი, ამდენად წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას ყველა გამომხმაურებელს გამოჩენილი ყურადღებისათვის!-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ასევე დამატების სახით შეიძლება თემას ბოლოში დავურთოთ ის გარემოებაც, რომ როგორც ჩანს ესენი გახლავთ ამ მეცნიერების ოფიციალური საიტები, ერთ-ერთ მათგანზე ასევე(კონკრეტულად პირველ საიტზე), შესაძლებელია ესევთქვათ პირადი რუქის(Chart) შედგენაც.https://www.humandesignamerica.com/https://www.jovianarchive.com/