Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ბავშვთა გასართობი ცენტრები |
Posted by: g_b_g_b 25 Nov 2012, 19:45 |
გამარჯობათ, ბავშვის დაბადების დღე ახლოვდება და საინტერესო ხდება გასართობი ცენტრები. გამოცდილი ამ დარგში არ ვარ, რადგან პირველი ბავშვია და 3 წლის ხდება, ეხლა ვფიქრობ ცენტრში გადავუხადო თუ სახლში. ზალიკოში, მადაგასკარში - რაც ერთი თვალით შევავლე საკმაოდ ძვირი ფასები აქვთ. სხვა გასართობი ცენტრები შემხვედრია ქალაქში, მაგრამ ეხლა ყველას ვერ ვიხსენებ რომ ჩამოვუარო და გავიგო პირობები. რა ცენტრები იცით, და თუ გქონიათ გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ სასრიალოები აქვთ არა აქვთ.. და ამდაგვარი რაღაცეები. მადლობა წინასწარ |
Posted by: november777 25 Nov 2012, 21:30 |
g_b_g_b http://forum.ge/?f=97&showtopic=33810425 |
Posted by: tamo7779 26 Nov 2012, 11:44 |
ფასდაკლების საიტებზე ლამის ყოველთვისაა განთავსებული ფასდაკლებები დაბადების დღის ცენტრებზე. თუ მადაგასკარი და ზალიკოს ცენტრი ძვირია, ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია ამ შეთავაზებების გამოყენება. სახლში უფრო ძვირი დაჯდება, ბავშვები ნაკლებს ისიამოვნებენ და დამლაგებელი კი არადა რესტავრატორი იქნება მგონი მოსაყვანი 20 ბავშვი რომ სახლში შეიკრიბება |