არასამთავრობო ორგანოიზაცია "Beryllus" უკვე მეორე წელია ახორციელებს პროექტს მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის. პროექტის განმავლობაში სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა კლუბებში და ერთობლივად მუშაობენ.
ერთ-ერთი კლუბია ფოტოგრაფია, სადაც ბავშვებს პროფესიონალი ფოტოხელოვნები უკითხავენ ლექციებს, ბავშვებს დაუროგდათ ფოთოაპარატები და თავისუფალ დროს ისინი დაკავებულები არიან ფოტოგრაფიით. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში დამზადდა საიტიც www.beryllus.ge სადაც არის ბავშვების მიერ გადაგებული სურათების გალერეა და აგრეთვე სულ რამდენიმე დღეში ამუშავდება ფორუმიც.
ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია ის რომ ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი შესაძლებლობების რეალიზაციას და თვითდამკვიდრებას. ინტერნეტ საიტის დამზადების მიზანი არ არის ის რომ უბრალოდ საიტზე განვათავსოთ ერტთ-ერთ კლუბში გადაღებული სურათები. არამედ საიტის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს ის რომ მან ხელი უნდა შეუწყოს იმ ბარიერის დამსხვრევას რომელიც არსებობს საზოგადოებასა და მოცემული კატეგორიის ბავშვებს შორის.
ჩვენი მთავარი მიზანია რომ დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები რომლებიც არსებობს მშობელთა მზრუნბველობას მოკლებულ ბავშვებთან მიმართებაში: თითქოსდა ყველა მათგანი არის კრიმინალი, ტოქსიკომანი და თუნდაც არა ჰიგიენური.
მოგმართავთ ყველას რომ ეწვიოთ ჩვენს საიტს დაათვალიეროთ ფოტო გალერეა გამოთქვათ თქვენი აზრი სურათებზე და შეაფასოთ ისინი( ამას თვითონ ბავშვები დზალიან დიდ ყუირადღებას აქცევენ, თითოეული დადებითი ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და ხელს უწყობს მათ თვითიდენტიფიკაციას).
დარეგისტრირდით ფორუმზე და ერთად ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე რომლებიც გააჩნიათ ამ ბავშვებს! ფორუმზე დარეგისთრირებულები იქნებიათ თავად მზრუნველობას მოკლებული ბავშვებიც(ჩვენი პროექტის ფარგლებში მოხდა მათი ინტერნეტით უზრუნველყოფა და მათ ექნებათ ამის საშუალება)
საიტი ხომ ზუსტად იმისთვისაა შექმნილი რომ კონტაქტი შედგეს მოცემული კატეგორიის ბავშვებსა და საზოგადოებას შორის
ფორუმი საიტზე ამუშავდება 1 კვირაში მანამდე შეაფასეთ ბავშვების ნიჭიერება ფოტოგრაფიაში
www.beryllus.ge
www.beryllus.ge