სწორად გაიგე. ზუსტად მაგის ვარიანტებს ახურდავებს ეხლა აქ ყველა როგორც მივხვდი.
მე კი შემდეგი აზრი დამებადა:
როგორც ვიცი სუბმარინა ჰიდროლოკატორისაგან გაცილებით ძნელად აღმოსაჩენია თუ იგი მიწაზეა გართხმული. ხოლო მინისუბმარინა კიდევ უფრო ძენლი იქნება მიწაზე გართხმული დაინახონ. ეხლა ამას დაუმატე კიდევ ის რო ეს მინისუბმარინა ნაპირთან იქნება სადღაც 100-150 მეტრში მიწაზე გართხმული. მგონი ამან კიდევ უფრო უნდა შეუმციროს მტერის ჰიდროლოკაციას ასეთი სამიზნის აღმოჩენის დისტანცია.
ჰოდა ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს რომ საჭირო დროს, როცა განგაში ატყდება და ვიდრე მტრის ხომალდი ჩვენს ტერიტორიულ წყლებში შემოვა. ეგეთმა მინი სუბმარინებმა გავიდეს და გაიფანტოს მთელი ჩვენი სანაპიროს გასწვრივ ნაპირთან ახლოს. ჩაწვეს ლაფში სრული რადიოსიჩუმით და დაელოდოს ხმელეთიდან ბრძანებასა და კოორდინატებს/კურსებს.
როგორც კი სახმელეთო რადიოლოკაცია და შტაბი ჩათვლის რომ მტრის პოზიციები ჩვენთვის ხელსაყრელია, გასცეს ბრძანება მოქმედებაზე თითეოული მინისუბმარინის კოორდინირებით, სამიზნეებისა და ამოცანების დასახვით.
ჩემი აზრით მათ უნდა იმოქმედონ შემდეგნაირად:
მარაოსებური თანმიმდევრობით გამოსვლა, სამიზნეზე შეტევა და გაბრუნება ისეთნაირად რომ ყოველი მომდევნო მინისუბმარინა უტევდეს წინასუბმარინაზე კონტრიერიშის მიმტან ხომალდზე.
ან ჯვარედინი ცეცხლის წყალქვეშა ვარიანტის გათამაშებაც შეიძლება.
ან სულაც ჩვენი არტილერიის მეთაურის საამაყო ტაქტიკა, აგვისტოში რო გაათამაშა - შახმატისებური.
მოკლედ ამის დამუშავება ცალკე საკითხია.
რატოა ეს იდეა კარგი?
იმიტომ, რომ ნაპირთან ახლოს მყოფი მინისუბმარინა უხილავია (ჩემი ვარაუდით) ჰიდროლოკაციისათვის, ხოლო ჰაერიდან მის აღმოჩენას ხელს შეუშლის სახმელეთო ჰსთ. (თუ გვექნა რათქმაუნდა).
ასევე ეკიპაჟის სიცოცხლის უნარიანობას ზრდის ის გარემოება რომ ნაპირთან სიახლოვე დაღუპვის შანსები საგრძნობლად კლებულობს. შესაბამისად ფსიგოლოგირუ განტვირთვაა და ამოცანაზე კონცეტრირები უფრო მაღალი ხარისხი.
აქ უნდა ავღნიშნო რომ შესამუშავებელია ასეთი 2-3 მეზღვაურიანი სუბმარინისათვის კატაპულტის მაგვარი წყალქვეშა ვარიანტი. მგონი დღევანდელი ტექნოლოგიით ეს შესაძლებელია.