Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > = ახალი წიგნები Vol.2 =


Posted by: Ras_al_Ghul 24 Mar 2017, 20:29
user posted image

მოგესალმებით მეგობრებო love.gif

როგორც ჩანს საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოგვივიდა ამ თემის სახით ფორუმზე მე და ValenTine_Kelly-ს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მას, დახმარებისთვის და იდეის განხორციელებისთვის love.gif

მოკლედ თემას დიდი აღწერა არ სჭრიდება.. განვიხილავთ იმ ლიტერატურულ სიახლეებს, რომლებიც კერძოდ ეხება წიგნებს. ანუ ვისაუბრებთ და დავდებთ ინფორმაციას ახლად გამოცემულ წიგნებზე, ასევე სამომავლოდ დაანონსებულ წიგნების სიახლეებს, ყდებს და ა.შ.

შესაძლოა სხვადასხვა განხილვებიც ახალ წიგნებთან დაკავშირებით, საკუთარი აზრის დაფიქსირება და გამოხატვა აღნიშნულთან დაკავშირებით (ოღონდ ძაან ოფთოპიკში ნუ გადაგვივა, რადგან ბევრი მომხმარებელი შემოდის სიახლეების სანახავად, და მხოლოდ თანაფორუმელების საუბრები რომ არ იყოს სანახავი სიახლეების ნაცვლად, იმედია გამიგებთ love.gif ).

მადლობა ყველას ვინც წინა თემაში აქტიურობდით love.gif - https://forum.ge/?f=18&showtopic=34815167&st=0

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


პ.ს. წარმატებები ყველას love.gif კარგ ლიტერატურულ სიახლეებს გისურვებთ 2kiss.gif love.gif

Posted by: ფორსტმანი 24 Mar 2017, 20:35
ასეთ თემაში არ დაფიქსირება კანონდარღვევის ტოლფასი არის


ისეთი ლამაზი გარეკანი აქვს, აქაც იყოს, პირველი გვერდის ღირსია biggrin.gif


http://www.picz.ge

Posted by: holden kolpildi 24 Mar 2017, 20:37
დავფიქსირდეთ


ახალ ტემას გილოცავტ



ბევრი საინტერესო და ღირებული წიგნებიიიი

Posted by: Eeescadaaa 24 Mar 2017, 20:45

ფიქსიიირ

http://imageban.ru

Posted by: holden kolpildi 24 Mar 2017, 20:48
ახალი პროექტი "პალიტრა L"-ისგან!
ახალი პროექტი "პალიტრა L"-ისგან!

Posted by: merkantila 24 Mar 2017, 20:51
ვეძებდი მეთქი რამე ახალი წიგნით შევალ თქო მარა აი არ არის და ასე აპათიურად ფექსეეეეეერ...


Posted by: 4L3X 24 Mar 2017, 23:23
ფიქსირ-მიქსირ. აპრილ-მაისში ახალ-ახალი წიგნები არ მოგვკლებოდეს.

http://radikal.ru

http://radikal.ru

Posted by: John-obi 25 Mar 2017, 00:45
დავფიქსირდები და ვისურვებ/გისურვებთ რომ სტრუგაცკების "პიკნიკი გზის პირას" იქამდე გამოსულიყოს, ვიდრე ეს თემა 50 გვერდზე ავიდოდეს.

50 თუ ბევრია, 30 იყოს. boli.gif

Posted by: vaho 25 Mar 2017, 11:42
QUOTE
ახალი პროექტი "პალიტრა L"-ისგან!


გაზეთთან ერთად გამოვა ხოლმე?

Posted by: Ras_al_Ghul 25 Mar 2017, 15:49
vaho
QUOTE
გაზეთთან ერთად გამოვა ხოლმე?


ახალი პროექტი "პალიტრა L"-ისგან!

ახალი პროექტი "პალიტრა L"-ისგან!

“ნამდვილი დეტექტივი” რომელშიც მთელ მსოფლიოში აღიარებული, პირველხარისხოვანი, ამ ჟანრის მწერალთა შორის საუკეთესო ოსტატების წიგნებია გაერთიანებული. ეს ბიბლიოთეკა განსაკუთრებულია იმითაც, რომ წიგნების უმრავლესობა პირველად, საგანგებოდ ამ პროექტისთვის, ითარგმნა ქართულ ენაზე.
თითოეული წიგნი თქვენს ბიბლიოთეკას ახალი სახელებით, წარმოუდგენელი, ჩახლართული ამბებითა და თავბრუდამხვევი თავგადასავლებით გაამდიდრებს!

პირველი წიგნი გამოვა აპრილში
როს მაკდონალდის "შიში"

ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი პიროვნების ხელით ხდება და ერთი იარაღით კეთდება. მკვლელის ვინაობას, რამდენიც უნდა ეცადოთ, ვარაუდითაც კი ვერ გამოთვლით. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით!

Posted by: ქაფქიანა 25 Mar 2017, 15:51
ფიქსირ...
...........................

Posted by: Ras_al_Ghul 25 Mar 2017, 15:57
ბარემ სიახლეები დავდო ;დ


user posted image

ანი ფანელი წარმატებული გოგონაა. თავს იწონებს პრესტიჟული სამსახურით, მდიდრული გარდერობითა და სიმპათიური, არისტოკრატი საქმროთი, თუმცა... მას აქვს ერთი საიდუმლო, პირადული და მტკივნეული, რომელიც თუ გამჟღავნდა, ყველაფერს წალეკავს და გაანადგურებს!
ჯესიკა ნოლის "ყველაზე იღბლიანი გოგონა" ფასი: 12.99

--------------

user posted image

აპრილიდან გამოდის ეს

ჯეიმზ ელროის "ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი"
ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან.

Posted by: ValenTine_Kelly 25 Mar 2017, 17:31
Ras_al_Ghul
bis.gif

ბევრ კარგ წიგნს გისურვებთ

Posted by: ტაბუ 26 Mar 2017, 09:17
4L3X
რა წიგნები love.gif
თან, სერია "მსოფლიო კლასიკა" გრძელდებაო up.gif

Posted by: 4L3X 26 Mar 2017, 11:33
ტაბუ
QUOTE (ტაბუ @ 26 Mar 2017, 09:17 )
რა წიგნები love.gif

ხოოო, "ამერიკის" ინგლისურად წაკითხვას ვაპირებდი, მაგრამ ახლა დაველოდები ფესტივალს და იქ ვიყიდი ქართულად.

Posted by: MITIATO 26 Mar 2017, 18:34
http://radikal.ru


-ანტონიუსი და კლეოპატრა, ტროელი ელენე და პარისი, რომეო და ჯულიეტა. ახლა კი... ჰენრი და ფლორა.
საუკუნეთა მანძილზე სიყვარული და სიკვდილი თავიანთ მოთამაშეებს ირჩევდნენ. წესებს ადგენდნენ, კამათელს აგორებდნენ, ზეგავლენისთვის იბრძოდნენ, რათა თავიანთი უპირატესობა ეჩვენებინათ და ამ თამაშში ყოველთვის, ყოველთვის სიკვდილი იმარჯვებდა.
-ნუთუ შესაძლებელია თუნდაც ერთხელ, თუნდაც ერთ ადგილას, თუნდაც ერთი წყვილის სიყვარულმა ძალთა ბალანსი შეცვალოს?
-შეეგებეთ ფლორა საუდადს, აფროამერიკელ გოგონას, რომელიც დღისით ახალ ამელია ერჰარტად გადაქცევაზე ოცნებობს, ღამე კი სიგარეტის ბოლით გაჟღენთილ სიეტლის ჯაზის კლუბებში გამოდის სცენაზე.
-შეეგებეთ ჰენრი ბიშოფს, რომელიც ფლორას სახლიდან სულ რამდენიმე შენობის და მილიონობით სამყაროს მოშორებით დაიბადა - თეთრკანიან ბიჭს, რომლის მომავალი გარანტირებულია მდიდარ ოჯახში შვილად აყვანით. დიდი დეპრესიის ზენიტში ბიჭს არამხოლოდ შესანიშნავი ზოგადი და უმაღლესი განათლება აქვს უზრუნველყოფილი, არამედ ყველა ამქვეყნიური სიამე თუ შესაძლებლობა მისთვის ხელმისაწვდომია.
-მოთამაშეები არჩეულია, წილი ნაყარია. მაგრამ როდესაც მოკვდავები თავიანთ სვლებს იწყებენ, უკვდავებსაც კი არაფერი რჩებათ, ვარაუდის და ლოდინის გარდა.

Posted by: merkantila 26 Mar 2017, 22:31
ვინ წერს რეცენზიებს პალიტრა L სთვის biggrin.gif ?

Posted by: ქაფქიანა 26 Mar 2017, 23:10
merkantila

ამ კონკრეტულ წიგნზე მე დავწერე. უფრო სწორად ვთარგმნე, რაც იყო ინგლისურად, ის გადმოვიტანე ქართულად. ჩემი თარგმანია.


Posted by: merkantila 26 Mar 2017, 23:29
ქაფქიანა

ყველანაირი ორაზროვნების გარეშე, ძალიან ბანალურია smile.gif

Posted by: ქაფქიანა 26 Mar 2017, 23:34
merkantila

რაც დედანი, ის თარგმანი. რაც ეწერა, ის ვთარგმნე.

Posted by: 4L3X 27 Mar 2017, 14:24
მოდით წიგნების პრეზენტაციებიც აქ დავდოთ.

გიწვევთ იტალიელი მწერლის უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარას“ პრეზენტაციაზე.
წიგნს წარადგენენ იტალიის ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი და მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე.
✔მაგარი ყდა, ლიმიტირებული ტირაჟი (ფასი 29.90ლ.).
✔რბილი ყდა, სერია ET CETERA (ფასი 19.90ლ.).
წიგნი ითარგმნა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
➡http://www.diogene.ge/ka/books/book/436
დასაწყისი: 19:00 საათი. მის.: პ. ინგოროყვას ქ. #17
პრეზენტაცია გაიმართება მეცნიერებათა მუზეუმში Experimentorium - ექსპერიმენტორიუმი-ში.დასწრება თავისუფალია.

ეს არ უწერიათ მაგრამ 30 მარტს არის.

Posted by: MITIATO 29 Mar 2017, 19:47
http://radikal.ru

ახალი პროექტი "პალიტრა L"-ისგან. თანამედროვე რუსული ბესტსელერი, რომლის პირველი წიგნიც ხვალ გამოვა! ვიკტორ პელევინის „სამი ცუკერბრინის სიყვარული“
⭕ „სამი ცუკერბრინის სიყვარული“ ჩვენი ეპოქის ელეგიაა, გაჟღენთილი საბედისწერო ვნებებითა და პარადოქსული დასკვნებით. Facebook, Google, უკრაინა, მომხმარებლის კულტი, ტოლერანტობა, ტერორიზმი, იმ ტრენდებს შორისაა, რასაც წიგნი ეხება.
წიგნში ხელის გულზე დევს ადამიანის ცხოვრება. მკითხველი იოლად ამოიცნობს საკუთარ თავს, შესაძლებელია, იმ კითხვასაც მოუძებნოს პასუხი, საუკუნეების წინ რომ დაისვა: „ვინ არის ადამიანი?“

Posted by: საკურა. 30 Mar 2017, 12:46
4L3X
"მსოფლიო კლასიკა"-ს ფარგლებში რამდენი წიგნია სულ გამოსული და სადმე არის ჩამონათვალი?...
მადლობა წინასწარ....


პ.ს. "პალიტრა L"-ის წარმომადგენელი არის აქ ვინმე?...
"დიდი მხატვრები"-ს სერიიდან მაკლია რამდენიმე წიგნი, თავდაპირველ ფასად არის შესაძლებელი შეძენა?.....

Posted by: MITIATO 2 Apr 2017, 19:42
http://radikal.ru


ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან.
ფასი: 14.99

Posted by: merkantila 3 Apr 2017, 12:54
http://radikal.ru


სვეტლანა ალექსიევიჩი
„სექენდ ჰენდის დრო“

სვეტლანა ალექსიევიჩის ამ წიგნში თავმოყრილია იმ ადამიანების ისტორიები, რომლების საბჭოთა კავშირში იზრდებოდნენ, გამოიარეს რევოლუცია, ომი, პერესტროიკა. წიგნი მათ ახლანდელ განცდებს აღწერს, აღწერს, როგორ ცხოვრობენ ისინი ახალ ქვეყნებში – სხვა მიზნებით, სხვა პრიორიტეტებით, სხვა იდეოლოგიით. ეს წინააღმდეგობრივი და ტრაგიკული ამბები სულ სხვა თვალით გვიჩვენებს უახლეს ისტორიას და იმას, თუ როგორ გარდაქმნა, შეცვალა საბჭოეთმა ადამიანი.

ამ წიგნში საბჭოთა კავშირის დაშლა რეალური ადამიანების ბედისა და ტრაგედიის პრიზმიდანაა ნაჩვენები. სწორედ ამითაა უნიკალური ალექსიევიჩის პროზა, მან ხომ არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი წიგნები, არამედ სრულიად ახალი ჟანრი შექმნა ლიტერატურაში.

რომანი „სექენდ ჰენდის დრო“ იმ ციკლის ბოლო წიგნია, რომელსაც 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.

რუსულიდან თარგმნა ნინო ბექიშვილმა

Posted by: Ras_al_Ghul 4 Apr 2017, 16:06
MOX - ეს ვირტუალური რეალობაა. სამყარო, რომელშიც დრო სივრცის მიღმაა და რომლის მომხმარებლებიც ოდესღაც ადამიანები იყვნენ. ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრები მეცნიერის კარლ მოქსის ერთი შეხედვით გიჟური იდეები სამყაროს აღსასრულის პირას მდგომმა ადამიანებმა გაიხსენეს და მატერიალურ ყოფაზე, ადამიანობაზე, თავად თქვეს უარი.

ასე დაიწყო ეპოქა, რომელიც ადამიანების მიერ წარმოდგენილ ედემს ჰგავს. მოქსში არ არსებობს ტკივილი, სიკვდილი, კონკურენცია და შიში... არც პასუხგაუცემელი კითხვები. მოქსი ეს სრულყოფილი სისტემაა, რომელსაც ყოვლის მცოდნე სუპერგონება, იგივე სუპერკომპიუტერი განაგებს. მაგრამ ყველაზე სრულყოფილ პროგრამასაც კი აქვს ხარვეზები და ეს „ხარვეზები“ ვირტუალური არსებების მიერ ადამიანობის ნოსტალგიაში გამოიხატება. მოქსელებს უჩნდებათ კითხვები, რომლებზე პასუხსაც მხოლოდ მატერიალურ სამყაროში დაბრუნებით თუ გასცემენ.

დათო სამნიაშვილის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი „MOX'' მომავლის ადამიანის ცხოვრების ქრონიკაა. ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მოევლინა დედამიწას ვირტუალური სამოთხიდან ადამიანი და კაცობრიობას საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება დაუტოვა.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოქსი ერთ-ერთი პირველი ქართულად დაწერილი რომანია

user posted image

Posted by: Aleph90 4 Apr 2017, 16:29
http://pix.ge/

მირჩა ელიადეს მარადიული დაბრუნების მითი გამომცემლობა ალეფისგან.

Posted by: medium 4 Apr 2017, 16:55














....................................................................

Posted by: Brruto 4 Apr 2017, 17:13
Aleph90

მრავლის მომცველი ანოტაციაა biggrin.gif

რაზეა, ვინაა, რა უნდა?




Posted by: natia_natia9 4 Apr 2017, 23:48
_________________________________

Posted by: vaho 5 Apr 2017, 00:03
QUOTE
_________________________________


+

Posted by: merkantila 6 Apr 2017, 15:29
http://www.radikal.ru

„ლიტერატურულ ოდისეაში“ ქართულ ენაზე თარგმნილი კიდევ ერთი ახალი ავტორი გელოდებათ.

ისმაილ კადარე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა მეოცე საუკუნის ევროპულ ლიტერატურაში. ალბანელ მწერალს სახელი მისმა სადებიუტო რომანმა, 1963 წელს გამოცემულმა „მკვდარი არმიის გენერალმა“ მოუტანა, რომელიც 1999 წელს Le Monde-მა საუკუნის 100 ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს შორის მოიხსენია.

კადარეს ტექსტები მსოფლიოს 40-მდე ენაზეა თარგმნილი და რომანები „მკვდარი არმიის გენერალი“, „გახლეჩილი აპრილი“, „ალყა“ „სამთაღიანი ხიდი“ და სხვ. მსოფლიო ლიტერატურის მონაპოვრად ითვლება. მწერალს 2005 წელს Booker-ის პირველი საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა. მას ასევე აქტიურად განიხილავენ ნობელის პრემიის პოტენციურ ლაურეატად ლიტერატურის დარგში.

„ლიტერატურულ ოდისეაში“ ისმაილ კადარეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანს, „გახლეჩილ აპრილს“ შემოგთავაზებთ. ეს არის წინასწარვე სასიკვდილოდ განწირული ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომლის ცხოვრებასაც ჩაკეტილი საზოგადოება და მთის მკაცრი კანონები თუ ადათები განსაზღვრავს.

26 წლის ჯორჯი ძმის მკვლელის სისხლს აიღებს და საპასუხოდ ისიც უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახმა. „კანუნის“ მიხედვით მას ოცდაათი დღის სიცოცხლეღა დარჩენია, რომელიც აპრილში იწურება...

Posted by: Wrest 6 Apr 2017, 17:32
QUOTE
გახლეჩილი აპრილი

საინტერესო ჩანს..
ვაჟამ ხოარ შთააგონა ნეტა თავისი "სტუმარ-მასპინძლით"? biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 7 Apr 2017, 20:46
კრისტინ ჰანას "ბულბული" 24 აპრილიდან
ფასი 14.99

Posted by: merkantila 8 Apr 2017, 10:56
http://radikal.ru


ინშაააალაჰ

ელენე ახვლედიანის თარგმანი "ინტელექტის" კანტორაში

Posted by: 4L3X 10 Apr 2017, 14:02
12 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ხუან რულფოს რომანის პრეზენტაციაზე.

Posted by: merkantila 10 Apr 2017, 21:26
http://www.radikal.ru
პეტერ ბიქსელი
„ფრაუ ბლუმი. კაცმა რომ თქვას. სიამოვნებით გაიცნობდა მერძევეს“

გამომცემლობა „ინტელექტი“
ფასი: 12 ₾

შვეიცარიელი მწერალი და პუბლიცისტი პეტერ ბიქსელი დაიბადა 1935 წლის 24 მარტს ლუცერნში.

ადრეულ ასაკშივე აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს ჟურნალ-გაზეთებში. აღიარება და რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მოუტანა 1964 წელს გამოცემულმა მოთხრობების კრებულმა ფრაუ ბლუმი, კაცმა რომ თქვას, სიამოვნებით გაიცნობდა მერძევეს.

21 მინიატურისგან შემდგარ ამ პატარა წიგნში ავტორი უაღრესად სადად, ლაკონიურად, ზოგჯერ თითქოს გულუბრყვილოდაც კი გვესაუბრება განზომილებითა და მასშტაბით ჭეშმარიტად ეპიკურ თემებზე: გაუცხოებასა და მარტოობაზე, ბედნიერებასა და სიბერეზე, სიყვარულსა და სიძულვილზე...

გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ
წიგნს ერთვის სოფო კირთაძის ილუსტრაციები
* * *
http://radikal.ru

მიხეილ კვესელავა
„ნიურნბერგის პროცესი“
ფასი: 20 ₾
გამომცემლობა: „ინტელექტი“
ნიურნბერგის პროცესზე გასამართლდა ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეები.
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ კვესელავა მუშაობდა ამ პროცესისათვის საგამომძიებლო მასალის მომამზადებელ ჯგუფში... მონაწილეობდა მესამე რაიხის მთავარსარდლისა და იდეოლოგის – გერინგისა და როზენბერგის დაკითხვებში... ესწრებოდა დამნაშავეთა გასამართლებას... შეხვდა „შინაური ემიგრაციის“ წარმომადგენლებს, მწერლებს – კელერმანს, ნობელის პრემიის ლაურეატ გერჰარტ ჰაუპტმანს...
მიხეილ კვესელავას წიგნი ცდაა იმისა, მოძებნოს პასუხი კითხვაზე – რატომ და როგორ დაატეხეს ფაშისტებმა ამდენი უბედურება მსოფლიო ხალხებს და საკუთარი ქვეყანაც დაღუპეს. იგი ამისთვის იკვლევს ომის ფსიქოლოგიას, არა მარტო გონებრივ, არამედ ზეგონებრივ მიზეზებსაც...

Posted by: MITIATO 11 Apr 2017, 15:04
http://radikal.ru


საშინელებათა ჟანრის ორი სახელგანთქმული მწერლის ამ ნამუშევარმა, რომელიც პირველად 1984 წელს გამოქვეყნდა, მალე მოიპოვა აღიარება და არაერთი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. უჩვეულო, დაძაბული სიუჟეტი, რომელსაც დღემდე თვალს ვერ სწყვეტს მკითხველი, ერთგულებასა და შიშზე მოგვითხრობს. ყოვლისმომცველი ბოროტების წინაშე მდგარი თორმეტი წლის ბიჭის ამბავი „თილისმას“ მართლაც გამოარჩევს ფენტეზის ჟანრში დაწერილი სხვა ნაწარმოებებისგან. ჯეკ სოიერი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს, სიკვდილისაგან იხსნას დედა, წარმოუდგენლად საშიშ გარემოში ხვდება. უდანაშაულო მსხვერპლით, ურჩხულებით, მისტერიითა და დაუჯერებელი ხიფათით სავსე სამყაროში გადარჩენა მისი უმთავრესი ამოცანაა.

ძალიან მალე, სერია „13''-ში
* * *
http://radikal.ru

ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი პიროვნების ხელით ხდება და ერთი იარაღით კეთდება. მკვლელის ვინაობას, რამდენიც უნდა ეცადოთ, ვარაუდითაც კი ვერ გამოთვლით. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით!
ფასი: 9.95

Posted by: merkantila 12 Apr 2017, 12:52
http://radikal.ru


გერჰარტ ჰაუტმანი
„კარნავალი“

ფასი: 12.00 ₾
გამომცემლობა „ინტელექტი“

„ჰაუპტმანი სოციალური თანაგრძნობის პოეტია“ – იძულებული ვარ,მეც გავიმეორო ეს საყოველთაოდ მიღებული შეხედულება.ოღონდ სიტყვები: „საწყალი,რამდენის გადატანა მოუხდა!“ გამოხატავს არა თანაგრძნობას,რომელიც ჩვენ მიერ ასე დაფასებული მისი შემოქმედების სულს წარმოადგენს,არამედ თვით ტანჯვას,მის კოშმარულ ზმანებათა აუტანელ ტანჯვა-ვაებას,დროდადრო რომ მძლავრ ხატოვანებას აღწევს პოეზიის ძლევამოსილების წყალობით“, – თომას მანი.

Posted by: Eeescadaaa 12 Apr 2017, 23:56

რაღაც ჩამკვდარია წიგნობა თუ მეჩვენება?

იმედია მაისისთვის ინახავენ

Posted by: Ras_al_Ghul 14 Apr 2017, 22:21
Eeescadaaa
QUOTE
რაღაც ჩამკვდარია წიგნობა თუ მეჩვენება?

იმედია მაისისთვის ინახავენ


მეგონა მე ვიყავი პასიურად ინტერნეტში, და მეჩვენებოდა მაგრამ მართლა შენელებულა როგორც ჩანს smile.gif))

Posted by: 4L3X 14 Apr 2017, 23:21
სიმშვიდეა ქარიშხლის წინ yes.gif

Posted by: Eeescadaaa 15 Apr 2017, 00:26
QUOTE (4L3X @ 14 Apr 2017, 23:21 )
სიმშვიდეა ქარიშხლის წინ yes.gif

იმედიაა biggrin.gif


---------------------------------

Posted by: ქაფქიანა 15 Apr 2017, 09:17
ბათუმმა "პიკნიკი გზის პირას" დაანონსა.

Posted by: Ras_al_Ghul 17 Apr 2017, 21:05
Top თრილერის ახალი წიგნი 1 მაისიდან

ხუთი წლის წინ ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დიდებული ქორწილი უნდა გამართულიყო, მაგრამ პატარძალი გაქრა...
თუ გაიქცა და სადღაც ცხოვრობს თავისთვის ბედნიერად?.. ან იქნებ მოკლეს?! მაგრამ ვინ?! მისმა საქმრომ ხომ არა, რომელიც უკვე დაქორწინებულა დაკარგული საცოლის მეგობარზე?! აი, ამ მტანჯველ კითხვებზე პასუხის მიღება სურთ გამქრალი პატარძლის მშობლებს, მეგობრებსა და ლორი მორენს თავის შოუში "ეჭვქვეშ"

ფასი: 11.99

http://www.picz.ge

Posted by: holden kolpildi 18 Apr 2017, 13:13
...........................................

Posted by: the_lizard_king 24 Apr 2017, 20:03
ბათუმელებმა ჯო აბერკომბის ტრილოგია დააანონსეს: https://www.facebook.com/booksinbatumi/photos/a.374691069378207.1073741828.361766197337361/736383919875585/?type=3&theater

Posted by: MITIATO 24 Apr 2017, 20:34
ლინკი კი დაიდო, მაგრამ იდოს ფორუმზეც:

http://radikal.ru

„ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერი ავტორის, ჯო აბერკრომბის სადებიუტო რომანი, „პირველი კანონის" ტრილოგიის დასაწყისი - „თვით მახვილი“, ქართულ ენაზე მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამოიცემა.
უიღბლო ბარბაროსი, ბანქოს თამაშითა და ფარიკაობით განთქმული ოფიცერი, წამების მეთოდებში დაოსტატებული ინკვიზიტორი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ჯადოქარი. ეს არამხოლოდ „თვით მახვილის“ პერსონაჟების ჩამონათვალია, არამედ იმ ფეთქებადი კოქტეილის ელემენტებიც, რომლებმაც აბერკრომბი, მისი პირველი რომანის შემდეგ, ფენტეზის სამყაროში ნამდვილ სუპერვარსკლავად აქციეს.
არაპროგნოზირებადი, შავი იუმორით და დაუვიწყარი პერსონაჟებით სავსე ისტორია წიგნს ხელიდან არ გაგაშვებინებთ, სანამ ბოლო გვერდს არ გადაშლით, ან თვალები არ ამოგიშრებათ.
მთარგმნელი: ლაშა შუბლაძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინერი: გაგა თურმანიშვილი


ველოდები და იმედია, მოლოდინს გაამართლებს.

Posted by: natia_natia9 24 Apr 2017, 20:37
QUOTE (MITIATO @ 24 Apr 2017, 20:34 )
ლინკი კი დაიდო, მაგრამ იდოს ფორუმზეც:

http://radikal.ru

„ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერი ავტორის, ჯო აბერკრომბის სადებიუტო რომანი, „პირველი კანონის" ტრილოგიის დასაწყისი - „თვით მახვილი“, ქართულ ენაზე მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამოიცემა.
უიღბლო ბარბაროსი, ბანქოს თამაშითა და ფარიკაობით განთქმული ოფიცერი, წამების მეთოდებში დაოსტატებული ინკვიზიტორი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ჯადოქარი. ეს არამხოლოდ „თვით მახვილის“ პერსონაჟების ჩამონათვალია, არამედ იმ ფეთქებადი კოქტეილის ელემენტებიც, რომლებმაც აბერკრომბი, მისი პირველი რომანის შემდეგ, ფენტეზის სამყაროში ნამდვილ სუპერვარსკლავად აქციეს.
არაპროგნოზირებადი, შავი იუმორით და დაუვიწყარი პერსონაჟებით სავსე ისტორია წიგნს ხელიდან არ გაგაშვებინებთ, სანამ ბოლო გვერდს არ გადაშლით, ან თვალები არ ამოგიშრებათ.
მთარგმნელი: ლაშა შუბლაძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინერი: გაგა თურმანიშვილი


ველოდები და იმედია, მოლოდინს გაამართლებს.

ვააა! იმედია კარგია! მე მისთბორნს ველოდები :დ

Posted by: OHOI_IKA 24 Apr 2017, 20:47
QUOTE
ვააა! იმედია კარგია!

უჰ <3 საუკეთესოა!
დარქ ფენტეზის ვარსკვლავია, საუკეთესო, რაც შეიძლება წაიკითხოთ!
რეალურად ძალიან ბოროტი ტრილოგიაა, ძალიან ცუდი ამბები ხდება.
კითხვისას, სანამ ზებუნებრივობა გამოჩნდება, თითქოს შუა საუკუნეების ეპოქაზე ძალიან კარგ ისტორიულ რომანს კითხულობ, კარგი შავი იუმორით, და ამ დროს, შემოდიან დიადი მაგები <3

Posted by: 4L3X 24 Apr 2017, 20:58
OHOI_IKA
მხედავარი ახალ წიგნს გვაღირსებ? rolleyes.gif

Posted by: Joiner 24 Apr 2017, 21:01
QUOTE (MITIATO @ 24 Apr 2017, 20:34 )
ლინკი კი დაიდო, მაგრამ იდოს ფორუმზეც:

http://radikal.ru

„ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერი ავტორის, ჯო აბერკრომბის სადებიუტო რომანი, „პირველი კანონის" ტრილოგიის დასაწყისი - „თვით მახვილი“, ქართულ ენაზე მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამოიცემა.
უიღბლო ბარბაროსი, ბანქოს თამაშითა და ფარიკაობით განთქმული ოფიცერი, წამების მეთოდებში დაოსტატებული ინკვიზიტორი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ჯადოქარი. ეს არამხოლოდ „თვით მახვილის“ პერსონაჟების ჩამონათვალია, არამედ იმ ფეთქებადი კოქტეილის ელემენტებიც, რომლებმაც აბერკრომბი, მისი პირველი რომანის შემდეგ, ფენტეზის სამყაროში ნამდვილ სუპერვარსკლავად აქციეს.
არაპროგნოზირებადი, შავი იუმორით და დაუვიწყარი პერსონაჟებით სავსე ისტორია წიგნს ხელიდან არ გაგაშვებინებთ, სანამ ბოლო გვერდს არ გადაშლით, ან თვალები არ ამოგიშრებათ.
მთარგმნელი: ლაშა შუბლაძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინერი: გაგა თურმანიშვილი


ველოდები და იმედია, მოლოდინს გაამართლებს.

ლამაზია love.gif

ველოდები მისთბორნს jump.gif

Posted by: OHOI_IKA 24 Apr 2017, 21:09
4L3X
მე რა, გვაღირსებენ რა smile.gif

Joiner
წიგნიც ძალიან კაია და ახლა ვიწყებ მისტბორნის კითხვას, ერთ საათში <3

Posted by: MeBeforeYou 25 Apr 2017, 07:49
QUOTE (MITIATO @ 24 Apr 2017, 20:34 )
ლინკი კი დაიდო, მაგრამ იდოს ფორუმზეც:

http://radikal.ru

„ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერი ავტორის, ჯო აბერკრომბის სადებიუტო რომანი, „პირველი კანონის" ტრილოგიის დასაწყისი - „თვით მახვილი“, ქართულ ენაზე მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამოიცემა.
უიღბლო ბარბაროსი, ბანქოს თამაშითა და ფარიკაობით განთქმული ოფიცერი, წამების მეთოდებში დაოსტატებული ინკვიზიტორი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ჯადოქარი. ეს არამხოლოდ „თვით მახვილის“ პერსონაჟების ჩამონათვალია, არამედ იმ ფეთქებადი კოქტეილის ელემენტებიც, რომლებმაც აბერკრომბი, მისი პირველი რომანის შემდეგ, ფენტეზის სამყაროში ნამდვილ სუპერვარსკლავად აქციეს.
არაპროგნოზირებადი, შავი იუმორით და დაუვიწყარი პერსონაჟებით სავსე ისტორია წიგნს ხელიდან არ გაგაშვებინებთ, სანამ ბოლო გვერდს არ გადაშლით, ან თვალები არ ამოგიშრებათ.
მთარგმნელი: ლაშა შუბლაძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინერი: გაგა თურმანიშვილი


ველოდები და იმედია, მოლოდინს გაამართლებს.

რაღაც კარგი და საინტერესო ჩანს, შევამატებ ფესტ-ზე საყიდი წიგნების სიას.
ისე ავალიანის შემდეგ ვინმეს ასე კარგად თუ გამოუვიდიდა ყდა არ მეგონა, მაგრამ მომეწონა ესეც.



Posted by: Ras_al_Ghul 25 Apr 2017, 16:20
OHOI_IKA


სასწაულები ხართ, სასწაულები love.gif love.gif love.gif

Posted by: Eeescadaaa 26 Apr 2017, 14:27
აბა ვის რომელი გაგიგიათ? biggrin.gif

http://www.picz.gehttp://www.picz.gehttp://www.picz.ge

Posted by: 4L3X 26 Apr 2017, 14:38
QUOTE (Eeescadaaa @ 26 Apr 2017, 14:27 )
აბა ვის რომელი გაგიგიათ? biggrin.gif

ეგ გახლეჩილი აპრილი არის ალბანეთის მთიანეთზე და იქაურ სისხლის აღებაზე. მაგ ისმაილ კადარეზე ამბობენ რომ ალბანეთის საუკეთესო მწერალია რა ვიცი, რა ვიცი.

Posted by: Eeescadaaa 26 Apr 2017, 15:24
QUOTE (4L3X @ 26 Apr 2017, 14:38 )
QUOTE (Eeescadaaa @ 26 Apr 2017, 14:27 )
აბა ვის რომელი გაგიგიათ? biggrin.gif

ეგ გახლეჩილი აპრილი არის ალბანეთის მთიანეთზე და იქაურ სისხლის აღებაზე. მაგ ისმაილ კადარეზე ამბობენ რომ ალბანეთის საუკეთესო მწერალია რა ვიცი, რა ვიცი.


სახელით მხოლოდ მაგან დამაინტერესა

Posted by: MITIATO 26 Apr 2017, 20:40
http://radikal.ru

მაისის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" მკითხველს ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის, თანამედროვე ჰორორის ფუძემდებლის, რიგით მეორე კრებულ "რენდოლფ კარტერის ჩვენებას" შესთავაზებს.

მოემზადეთ სიზმრების სამყაროში სამოგზაუროდ, რომლის დროსაც ლავკრაფტი სიტყვის ფლობის უბადლო ოსტატობით შიშისა და სიგიჟის ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით.

ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი
მთარგმნელები: ზაალ ვეკუა, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი ვაჩნაძე
რედაქტორი: ია ვეკუა

კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: "რენდოლფ კარტერის ჩვენება", "აღუწერელი", "იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში", "ვერცხლის გასაღები","ვერცხლის გასაღების კარიბჭის გავლით", "ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე", "მარადიულობის მიღმა"

Posted by: OHOI_IKA 26 Apr 2017, 21:05
"მოთხრობები" - არაა სწორი განსაზღვრება ალბათ smile.gif
QUOTE
"რენდოლფ კარტერის ჩვენება"

QUOTE
"იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში"

ესენი თითო 200 გვერდიანი გამოვა

Posted by: vaho 26 Apr 2017, 22:39
ჩაპაევ ი პუსტატა.

პუსტატა იქ გვარი იყო ტიპის.

სიცარიელე?

Posted by: Joiner 27 Apr 2017, 08:13
user posted image
მაისის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" მკითხველს ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის, თანამედროვე ჰორორის ფუძემდებლის, რიგით მეორე კრებულ "რენდოლფ კარტერის ჩვენებას" შესთავაზებს.

მოემზადეთ სიზმრების სამყაროში სამოგზაუროდ, რომლის დროსაც ლავკრაფტი სიტყვის ფლობის უბადლო ოსტატობით შიშისა და სიგიჟის ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით.

ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი
მთარგმნელები: ზაალ ვეკუა, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი ვაჩნაძე
რედაქტორი: ია ვეკუა

კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: "რენდოლფ კარტერის ჩვენება", "აღუწერელი", "იდუმალი კადათის სიზმრისმიერ ძიებაში", "ვერცხლის გასაღები","ვერცხლის გასაღების კარიბჭის გავლით", "ჩარლზ დექსტერ უორდის უცნაური საქმე", "მარადიულობის მიღმა"

Posted by: 4L3X 28 Apr 2017, 21:41
http://radikal.ru


მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" დავით გაბუნიას პირველ რომანს გამოსცემს.

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

"ზურას და თინას ოჯახური ცხოვრება უღრუბლო ინერციით მიედინება; ისეთია, როგორიც უნდა იყოს - ჰყავთ შვილები, აქვთ სახლი, ზრუნავენ ერთმანეთზე... მაგრამ 2012 წლის ცხელ ზაფხულს ყველაფერი თავდაყირა დგება. მათ ყოველდღიურობაში სხვები იჭრებიან, უცხო და აქამდე გამოუცდელი ვნებები კი დამანგრეველი ძალის აღმოჩნდება.
დავით გაბუნიას სადებიუტო რომანში სამყაროს მხოლოდ პერსონაჟების თვალით ვხედავთ, დეტალებად დაშლილ რეალობაში ყველას საკუთარი, ერთმანეთთან შეუთავსებელი სიმართლე აქვს."

Posted by: MeBeforeYou 29 Apr 2017, 00:13
QUOTE (4L3X @ 28 Apr 2017, 21:41 )
http://radikal.ru


მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" დავით გაბუნიას პირველ რომანს გამოსცემს.

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

"ზურას და თინას ოჯახური ცხოვრება უღრუბლო ინერციით მიედინება; ისეთია, როგორიც უნდა იყოს - ჰყავთ შვილები, აქვთ სახლი, ზრუნავენ ერთმანეთზე... მაგრამ 2012 წლის ცხელ ზაფხულს ყველაფერი თავდაყირა დგება. მათ ყოველდღიურობაში სხვები იჭრებიან, უცხო და აქამდე გამოუცდელი ვნებები კი დამანგრეველი ძალის აღმოჩნდება.
დავით გაბუნიას სადებიუტო რომანში სამყაროს მხოლოდ პერსონაჟების თვალით ვხედავთ, დეტალებად დაშლილ რეალობაში ყველას საკუთარი, ერთმანეთთან შეუთავსებელი სიმართლე აქვს."

რა ნაცნობი მწარე სიუჟეტია )) თუმცა მგონია რომ საინტერესო იქნება. თემა ათასჯერ გადამღერებულია უკვე რეალურ ცხოვრებაში და საინტერესოა ფურცლებიდან როგორ იკითხება ეს.
წაკითხვამდე გავალდას გადავიმეორებ, მგონია უფრო ადეკვატურად წავიკითხავ შემდგომ ამას. ვნახოთ რამდენი საერთო ექნებათ პიერს და ზურას. პირველი წაკითხვიდანვე ერთნაირად მიყვარს და მეზიზღება ,,მე ის მიყვარდა''. რატომღაც მგონია, რომ ამ წიგნზეც მსგავსი რამ გამიმეორდება.

Posted by: Eeescadaaa 29 Apr 2017, 10:31
ესეც ნარნიაააა


http://www.picz.ge

Posted by: 4L3X 1 May 2017, 20:18
http://radikal.ru

"აღმოსავლური ბიბლიოთეკის" სერიას, მაისის წიგნის ფესტივალზე, კიდევ რამდენიმე წიგნი შეემატება ^_^

მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე არაბი მწერლის იბრაჰიმ ალ-ქუნის რომანი ,,ქვიდან ნაჟური სისხლი” (1990) აჯამებს მწერლის შეხედულებებს ყოფიერებისა და სამყაროში ადამიანის დანიშნულების შესახებ. ისევე როგორც ალ-ქ უნის სხვა რომანებში, აქაც გმირების სამოქმედო სივრცეა უდაბნო, რომლის ფონზეც ადამიანური ვნებები თითქმის პირველყოფილი სიმძაფრითა და ცხოველმყოფელობით გამოიკვეთება. ამ გამოცემით მკითხველს საშუალება აქვს იბრაჰიმ ალ-ქუნის სამყაროს შესანიშნავი, ავთენტური თარგმანის მეშვეობით ეზიაროს.

მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე
რედაქტორი: გიორგი ლობჟანიძე
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

წიგნი გამოიცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ს ფინანსური მხარდაჭერით. — Natalia Avaliani-თან

Posted by: MasterJC 1 May 2017, 23:30
Ras_al_Ghul
ისე ეს ტოპ თრილერი მომწონს
რამდენჯერმე ვიყიდე მაგ სერიის წიგნები
თავიდან კინგსი ხათრით, 2-3 მერე კდეივ დავამატე და არცერთს არ გაუცრუებია მოლოდინი
ფუელბი ბაბაია თორე ყველას ვიყიდდი ალბათ

პ.ს
ჩემგანაც დავდებ
http://radikal.ru
givi.gif

Posted by: Joiner 1 May 2017, 23:38
QUOTE
"აღმოსავლური ბიბლიოთეკის" სერიას, მაისის წიგნის ფესტივალზე, კიდევ რამდენიმე წიგნი შეემატება ^_^

კარგია, კარგი. jump.gif
სერიის წინა წიგნები მაგრად მომეწონა.


user posted image
მაისის ეს ფესტივალი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება!
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი ხულიო კორტასარი (1914-1984) პროზის გამორჩეულ ოსტატად ითვლება. მისმა მოთხრობებმა, სადაც ამბავი რეალურისა და ირეალურის ზღვარზეა, სათავე დაუდო სრულიად ახალ ფორმებს მსოფლიო ლიტერატურაში.
მწერლის სიცოცხლეში კორტასარის მოთხრობების რვა სხვადასხვა კრებული გამოიცა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მწერალმა თავისი 82 მოთხრობა ოთხ ტომად დააჯგუფა და თითოეულ წიგნს სახელი უწოდა: „რიტუალები“, „თამაშები“, „გასასვლელები“ და „იქ და ახლა“. მოთხრობების სრული კრებულის ამგვარ გამოცემას კორტასარი ვერ მოესწრო და ოთხტომეული ამ სახით მხოლოდ მწერლის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოქვეყნდა.
ქართველი მკითხველი კორტასარის მოთხრობების მხოლოდ მცირე ნაწილს იცნობს. წინამდებარე ოთხტომეულში წარმოდგენილია ხულიო კორტასარის ყველა მოთხრობა (მოთხრობების უმეტესობა სპეციალურად ამ გამოცემისათვის ითარგმნა) და, რაც მთავარია, ისინი ტომებად გადანაწილდა თავად მწერლის მიერ შერჩეული გეგმის მიხედვით.
ყდების დიზაინერი: ია მახათაძე

Posted by: MasterJC 1 May 2017, 23:38
QUOTE
მიხეილ კვესელავა
„ნიურნბერგის პროცესი“
ფასი: 20 ₾
გამომცემლობა: „ინტელექტი“
ნიურნბერგის პროცესზე გასამართლდა ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეები.
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ კვესელავა მუშაობდა ამ პროცესისათვის საგამომძიებლო მასალის მომამზადებელ ჯგუფში... მონაწილეობდა მესამე რაიხის მთავარსარდლისა და იდეოლოგის – გერინგისა და როზენბერგის დაკითხვებში... ესწრებოდა დამნაშავეთა გასამართლებას... შეხვდა „შინაური ემიგრაციის“ წარმომადგენლებს, მწერლებს – კელერმანს, ნობელის პრემიის ლაურეატ გერჰარტ ჰაუპტმანს...
მიხეილ კვესელავას წიგნი ცდაა იმისა, მოძებნოს პასუხი კითხვაზე – რატომ და როგორ დაატეხეს ფაშისტებმა ამდენი უბედურება მსოფლიო ხალხებს და საკუთარი ქვეყანაც დაღუპეს. იგი ამისთვის იკვლევს ომის ფსიქოლოგიას, არა მარტო გონებრივ, არამედ ზეგონებრივ მიზეზებსაც...

აუუუუუ
არ რსებობს
ვერ წარმოდიგენთ ეს რა მაგარი წიგნია
აი აუცილებლად რომ უდნა წაიკითხო სი კატეგორიაა
გადაგიყვანთ ჭკუიდან
ძალიან, ძალიან ამგარი ნაწარმოებია
ცხოვრებაში პრიველად მოვანდომე ამხელა დრო წიგნსი წაკითხვას. 3 ტომი - 1 წელი ვკითხულობდი და 2 წლის ემრეც თავიდან არ ამომდის წიგნი სიუჟეტი აქ დასმული საკითხები, ავტორი და ა.შ.

უკვე ვიცი
ამას ვიყიდი ფულ ითუ მექნა
+ la confidential
კინგსაც
და ტოპტრილერის რაიმეს
აჰამ მივამატე სიას ლავკრაფტი და ეს ამბეერკომბი

ohoi-ika
წიგნი რომ დაგიტოვე თბილისის ფილიალში, აიღე?

Posted by: ფორსტმანი 2 May 2017, 02:18
MasterJC
QUOTE
ვერ წარმოდიგენთ ეს რა მაგარი წიგნია

წმინდა იურიდიული მეცნიერების გადმოსახედიდან არც ისე კარგი ნაწარმოები არის.


პ.ს. რედაქტორებმაც მაგარი მიქარეს ამ წიგნში biggrin.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: 4L3X 2 May 2017, 09:56
აუ მაგარ ლომკაში ვარ, მალე დადონ გამომცემლობებმა ახალი წიგნები cry.gif

Posted by: tonio_krogeri 2 May 2017, 18:39
QUOTE (Eeescadaaa @ 26 Apr 2017, 14:27 )
აბა ვის რომელი გაგიგიათ? biggrin.gif

http://www.picz.gehttp://www.picz.gehttp://www.picz.ge


ძალიან მაგარი მწერალია კადარე. მაგარი ამბავია ამ წიგნის გამოსვლა

Posted by: 4L3X 2 May 2017, 20:11
რავი იქნებ ვინმეს მოეწონოსთქო და დავდებ

http://radikal.ru

მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" თამთა მელაშვილის კრებულს გამოსცემს :3

“მარინეს ანგელოზები” თამთა მელაშვილის მოთხრობების პირველი კრებულია, რომელიც 2006-2017 წლებში დაწერილ ტექსტებს აერთიანებს.

კრებულის გმირები სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე ქალები არიან, თუმცა ძირითადად მარგინალური ჯგუფებიდან, რომელთა ხმა საჯარო სივრცეში არ ისმის. კრებული ამ ხმების “შეგროვების” და მათი მკითხველამდე მიტანის მცდელობაა - მხატვრული ფორმის საშუალებით უსამართლობის, უთანასწორობისა და ჩაგვრის გასააზრებლად.

მოთხრობები “ერთი და ორი” (2006) და “მამაჩემი მტრედია” (2016) ლიტერატურული კონკურსის “წეროს” კრებულში გამოქვეყნდა.

“სხვა ფერი” (2010), “რაც ბაბუა წავიდა” (2012), “ის დღე” და “სასუფეველი გოგონებისთვის” (2013) სხვადასხვა დროს “15 საუკეთესო მოთხრობის” ანთოლოგიაში შევიდა.

“წერილი ლიას” და “მარინეს ანგელოზები” ავტორის უახლესი, 2017 წელს დაწერილი ტექსტებია.

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: MasterJC 3 May 2017, 03:39
Charles_Forstman
QUOTE
წმინდა იურიდიული მეცნიერების გადმოსახედიდან არც ისე კარგი ნაწარმოები არის.


პ.ს. რედაქტორებმაც მაგარი მიქარეს ამ წიგნში 

ვერ მივხვდი ვერცერთ ფრაზას


თუ ნიუნბერგზე ამბობ, ფაქტია მთლად სამართლიანი არ იყო. გამარჯვებულმა დამარცხებული მოსპო და ვსიო
და წიგნთან რა შუაშია ეს?

მე ფილოსოფიურ და ისტორიულ ასპექტებში ვუყურებ და მომწონას ძალიან

Posted by: ფორსტმანი 3 May 2017, 10:32
MasterJC
QUOTE
და წიგნთან რა შუაშია ეს?


სათაური აქ "ნიურნბერგის პროცესი"

დაერქვა, როგორც წინა წიგნს დაარქვა სხვა სახელი.



და იალმარ შახტის ადგილას, ჰაინრიხ ჰიმლერის სურათია - ესეც რედაქტორის შეცდომა.

Posted by: MITIATO 3 May 2017, 20:26
http://radikal.ru

მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" წარმოგიდგენთ ანა გავალდას "უბრალოდ ერთად" ^_^
საყვარელი ადამიანების დაკარგვით ტრავმირებული მხატვარი გოგონა, მძიმე ბავშვობით დაღდასმული მზარეული ბიჭი და არისტოკრატული წარმომავლობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე მამაკაცი, უცნაურ გარემოებათა ჯაჭვის წყალობით, ერთ ჭერქვეშ იწყებენ ცხოვრებას. სამივე მათგანს რთული ცხოვრება აქვს - თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი დედა, უმწეო მოხუცი ბებია, მაღალი წრის სულელური წარმოდგენებით შეპყრობილი ოჯახი... ისინი ერთმანეთის დახმარებით სწავლობენ პრობლემებთან გამკლავებას, ცხოვრებით ტკბობას და ერთად მიისწრაფიან ბედნიერებისკენ...
მთარგმნელი: მერაბ (მებო) ნუცუბიძე
ყდის დიზაინი: ანა ბოჭოიძე
ანა გავალდას „უბრალოდ ერთად“ დიდი მეგობრობის, მხარდაჭერის, სიყვარულისა და იმედგაცრუებების ძალიან სევდიანი და სასაცილო ისტორიაა, რომელსაც მწერალი მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქითა და სისადავით გვიყვება და გვაყვარებს წიგნის დაბნეულ, უსუსურ, უცნაურ, მაგრამ სიკეთით სავსე გმირებს, რომლებიც ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ბედნიერების მოპოვებას უბრალოდ ერთად ყოფნით.

Posted by: aniw 4 May 2017, 00:33
ბრიჯიტ ჯონსი არ იქნება ფესტივალისთვის?

Posted by: holden kolpildi 4 May 2017, 10:56
QUOTE
საყვარელი ადამიანების დაკარგვით ტრავმირებული მხატვარი გოგონა, მძიმე ბავშვობით დაღდასმული მზარეული ბიჭი და არისტოკრატული წარმომავლობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე მამაკაცი, უცნაურ გარემოებათა ჯაჭვის წყალობით, ერთ ჭერქვეშ იწყებენ ცხოვრებას. სამივე მათგანს რთული ცხოვრება აქვს - თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი დედა, უმწეო მოხუცი ბებია, მაღალი წრის სულელური წარმოდგენებით შეპყრობილი ოჯახი... ისინი ერთმანეთის დახმარებით სწავლობენ პრობლემებთან გამკლავებას, ცხოვრებით ტკბობას და ერთად მიისწრაფიან ბედნიერებისკენ...




Posted by: MITIATO 4 May 2017, 14:03
http://radikal.ru


მალე!!
ვერონიკა როთის ცნობილი ტრილოგიის მეორე წიგნის - "მეამბოხე" - ქართული თარგმანი "სიესტასგან"
პრეზენტაცია შედგება 25-28 მაისს Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი-ზე


გვეშველა! gigi.gif

Posted by: medium 4 May 2017, 20:54
ერთ წიგნს ველოდები და არ ჩანს ჯერჯერობით smile.gif )

......................

Posted by: vaho 4 May 2017, 23:44
QUOTE
ერთ წიგნს ველოდები და არ ჩანს ჯერჯერობით  )


ნათლია?
რამდენი ხანია, არ გამოუციათ...

Posted by: 4L3X 5 May 2017, 20:10
არიქა ყველას დავასწარი !!!

http://radikal.ru

„ზონა მახეების რთული სისტემაა. ყოველი მათგანი მომაკვდინებელია. არ ვიცი, რა ხდება, როდესაც აქ ადამიანები არ არიან, მაგრამ როგორც კი ვინმე გამოჩნდება, ყველაფერი მოძრაობას იწყებს...” - "სტალკერი" (ანდრეი ტარკოვსკი, 1979)

მაისში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" ძმებ სტრუგაცკების მაგნუმ ოპუსს, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებს, "პიკნიკი გზის პირას"-ს, გამოსცემს.

ზონა ხიფათითა და ანომალიებით სავსე ადგილია. მისი სტუმრის ყოველი ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ადამიანისთვის ასეთ მტრულ გარემოში მოხვედრა ნებაყოფლობით ცოტა თუ ვინმეს მოუნდებოდა, რომ არა ის არტეფაქტები, რომლებიც დედამიწაზე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ხანმოკლე ვიზიტისას დატოვეს.

მათ, ვინც ყველაფრით რისკავენ, რათა ზონაში იპოვონ თავისუფლება, უკან დაბრუნებულებმა კი მოპოვებული არტეფაქტები შავ ბაზარზე გაყიდონ, სტალკერები ჰქვიათ. სწორედ ერთ-ერთი მათგანის ისტორიაა "პიკნიკი გზის პირას".

მთარგმნელი: დათო ქარდავა
რედაქტორი: მარიამ კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: Joiner 5 May 2017, 20:58
ყდა არ მომწონს.
ზედმეტად ფილმისეულია.

Posted by: 4L3X 5 May 2017, 21:59
QUOTE (Joiner @ 5 May 2017, 20:58 )
ყდა არ მომწონს.
ზედმეტად ფილმისეულია.

100% შენთან ვარ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ ტარკოვსკის "სტალკერმა" მოუტანა ამ წიგნს დიდი პოპულარობა და ბევრიც "პიკნიკი გზისპირას" კი არა "სტალკერს" ეძახის ამ წიგნს.

Posted by: Brruto 5 May 2017, 23:00
Joiner
4L3X

+1

ყდა არ მომწონს მეც, ეგრევე ტარკოვსკის ასოციაციას იწვევს sad.gif


Posted by: OHOI_IKA 5 May 2017, 23:03
არც მე ვარ ყდით(იდეით) აღფრთოვანებული, მაგრამ არის რაღაცები, რისი გათვალისწინებაც გვიწევს
სამწუხაროდ ასეა...

ცალკე აღებული ვიზუალი მომწონს ძალიან

Posted by: 4L3X 5 May 2017, 23:09
OHOI_IKA
იმედს დავიტოვებთ რომ შემდეგი ტირაჟისთვის დაძლევთ პრობლემებს და უფრო ორიგინალურ ყდას შემოგვთავაზებთ "ბათუმელების" ჩვეულ სტილში. smile.gif
ახლა გაგვანდე კიდევ რა წიგნები დაიდება ფესტივალისთვის. ყველა შინაური ვართ wink.gif

Posted by: Nickboy 5 May 2017, 23:34
OHOI_IKA

ახალი წიგნების სია დაიდოს biggrin.gif



პს
შეპირებული სტატისტიკა სადაა 2016 წლის? user.gif

Posted by: MITIATO 7 May 2017, 20:56
http://radikal.ru


„ყველა ადამიანი განსაკუთრებულია. ყველა. ვიღაც გმირია, ვიღაც - საყვარელი. ვიღაც სულელია, ვიღაც კი ბოროტმოქმედი. ყველას აქვს თავისი ამბავი.''

ინგლისურიდან თარგმნა ლუკა გრიგოლიამ.

Posted by: merkantila 8 May 2017, 15:31
http://radikal.ru

Posted by: Brruto 8 May 2017, 17:15
merkantila

ერთი წინადადებაში ჩატეული ანოტაცია biggrin.gif სანამ ბოლომდე ჩავედი მომწყინდა biggrin.gif

Posted by: 4L3X 8 May 2017, 20:14
ვიცი გოგოებს გაუხარდებათ

http://radikal.ru

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (25-28 მაისი) გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"-ს სტენდთან ჯოჯო მოიესის ბესტსელერის მეორე ნაწილის, "შენ შემდეგ", შეძენას შეძლებთ ^_^

რა შეიძლება მოიმოქმედო, როცა საყვარელი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ქონებას გიტოვებს? რასაკვირველია, უპირველესად, მისი ანდერძი უნდა შეასრულო და სამოგზაუროდ წახვიდე, მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ არც იმდენად პარიზელი ხარ, სამუდამოდ გადაიკარგო სამშობლოდან.

უილ ტრეინორის სიკვდილიდან თვრამეტი თვის შემდეგ ლუისა კლარკის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრეინორი იჭრება და დიდ აურზაურს დაატრიალებს. ლილი ჰაგტონ-მილერი - გოგონა მამის მეამბოხე ხასიათითა და ჩვეულებრივ თინეიჯერებზე ბევრად სერიოზული პრობლემებით ყოფილი მომვლელისგან დიდ ყურადღებას ითხოვს.

ლუისა კლარკი არჩევანის წინაშე დგება - უილის წინაშე მოვალეობის გრძნობა, ახალი სიყვარული თუ პერსპექტიული შემოთავაზება სამსახურის შესახებ? როგორ გაგრძელდება ცხოვრება უილის შემდეგ?

მთარგმნელი: გვანცა გარმელია
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: MeBeforeYou 8 May 2017, 20:30
QUOTE (4L3X @ 8 May 2017, 20:14 )
ვიცი გოგოებს გაუხარდებათ

http://radikal.ru

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (25-28 მაისი) გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"-ს სტენდთან ჯოჯო მოიესის ბესტსელერის მეორე ნაწილის, "შენ შემდეგ", შეძენას შეძლებთ ^_^

რა შეიძლება მოიმოქმედო, როცა საყვარელი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ქონებას გიტოვებს? რასაკვირველია, უპირველესად, მისი ანდერძი უნდა შეასრულო და სამოგზაუროდ წახვიდე, მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ არც იმდენად პარიზელი ხარ, სამუდამოდ გადაიკარგო სამშობლოდან.

უილ ტრეინორის სიკვდილიდან თვრამეტი თვის შემდეგ ლუისა კლარკის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრეინორი იჭრება და დიდ აურზაურს დაატრიალებს. ლილი ჰაგტონ-მილერი - გოგონა მამის მეამბოხე ხასიათითა და ჩვეულებრივ თინეიჯერებზე ბევრად სერიოზული პრობლემებით ყოფილი მომვლელისგან დიდ ყურადღებას ითხოვს.

ლუისა კლარკი არჩევანის წინაშე დგება - უილის წინაშე მოვალეობის გრძნობა, ახალი სიყვარული თუ პერსპექტიული შემოთავაზება სამსახურის შესახებ? როგორ გაგრძელდება ცხოვრება უილის შემდეგ?

მთარგმნელი: გვანცა გარმელია
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

იიიიიიიიიეეეეეეეეესსსსსსსს love.gif love.gif love.gif
ძლივს, ძლივს, ძლივს lol.gif
ვიცოდი რომ დღეს რაღაც გამიხარდებოდა jump.gif

OHOI_IKA
ფაქტობრივად, სიცოცხლე შეინარჩუნე lol.gif
გმადლობ 2kiss.gif

Posted by: holden kolpildi 8 May 2017, 20:31
ყველაფერი დასწრებაზეა რააა biggrin.gif

ნცნფნფჯფჯფჯფჯფჯდ

Posted by: MITIATO 9 May 2017, 00:45
http://radikal.ru


აჰმედ უმითის გახმაურებული მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივი - „ეძღვნება სტამბოლს“ - "სიესტასგან"!!
თანამედროვე თურქი ავტორის ნაწარმოები, რომელიც ნახევარმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა
...ბიზანტიონში დაწყებული და სტამბოლამდე მოღწეული ამაღელვებელი თავგადასავალი... სარაიბურნუში ათათურქის ქანდაკებასთან დატოვებული გვამი მუჭში ანტიკური მონეტით... არც ეს გვამია უკანასკნელი მხვერპლი და არც ანტიკური მონეტაა ბოლო. შვიდი მოკლული, შვიდი მმართველი, შვიდი მონეტა, შვიდი ისტორიული ადგილი და ერთი რეალობა - ამ ქალაქის საიდუმლოებებით აღსავსე ისტორია.
ქართული თარგმანი ეკუთვნის ნანა ჯანაშიას

Posted by: merkantila 9 May 2017, 10:45
დიოგენე ამ კვირაში დაანონსებს მაისის ფესტისთვის სიახლეებს..

Posted by: 4L3X 9 May 2017, 10:55
QUOTE (merkantila @ 9 May 2017, 10:45 )
დიოგენე ამ კვირაში დაანონსებს მაისის ფესტისთვის სიახლეებს..

user posted image

Posted by: merkantila 9 May 2017, 12:19
QUOTE (4L3X @ 9 May 2017, 10:55 )
QUOTE (merkantila @ 9 May 2017, 10:45 )
დიოგენე ამ კვირაში დაანონსებს მაისის ფესტისთვის სიახლეებს..

user posted image

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: woman_ 9 May 2017, 18:18
QUOTE (Joiner @ 1 May 2017, 23:38 )
QUOTE
"აღმოსავლური ბიბლიოთეკის" სერიას, მაისის წიგნის ფესტივალზე, კიდევ რამდენიმე წიგნი შეემატება ^_^

კარგია, კარგი. jump.gif
სერიის წინა წიგნები მაგრად მომეწონა.


user posted image
მაისის ეს ფესტივალი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება!
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი ხულიო კორტასარი (1914-1984) პროზის გამორჩეულ ოსტატად ითვლება. მისმა მოთხრობებმა, სადაც ამბავი რეალურისა და ირეალურის ზღვარზეა, სათავე დაუდო სრულიად ახალ ფორმებს მსოფლიო ლიტერატურაში.
მწერლის სიცოცხლეში კორტასარის მოთხრობების რვა სხვადასხვა კრებული გამოიცა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მწერალმა თავისი 82 მოთხრობა ოთხ ტომად დააჯგუფა და თითოეულ წიგნს სახელი უწოდა: „რიტუალები“, „თამაშები“, „გასასვლელები“ და „იქ და ახლა“. მოთხრობების სრული კრებულის ამგვარ გამოცემას კორტასარი ვერ მოესწრო და ოთხტომეული ამ სახით მხოლოდ მწერლის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოქვეყნდა.
ქართველი მკითხველი კორტასარის მოთხრობების მხოლოდ მცირე ნაწილს იცნობს. წინამდებარე ოთხტომეულში წარმოდგენილია ხულიო კორტასარის ყველა მოთხრობა (მოთხრობების უმეტესობა სპეციალურად ამ გამოცემისათვის ითარგმნა) და, რაც მთავარია, ისინი ტომებად გადანაწილდა თავად მწერლის მიერ შერჩეული გეგმის მიხედვით.
ყდების დიზაინერი: ია მახათაძე

გულიიიიიი wow.gif

აუუუ love.gif

როგორ მიყვარს და როგორ გამიხარდა


Posted by: 4L3X 10 May 2017, 14:04
http://radikal.ru

მალე სერიაში „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ ჯოზეფ კონრადის შედევრი „შვიდი კუნძულის ფრეია“ გამოიცემა - ირმა ტაველიძის შესანიშნავი თარგმანითა და წინასიტყვაობით. http://diogene.ge/ka/books/book/439
პოლონელ არისტოკრატ თეოდორ იუზეფ კოჟენევსკის, რომლისთვისაც ინგლისური მესამე ენა იყო მშობლიური პოლონურისა და ფრანგულის შემდეგ, მსოფლიო ჯოზეფ კონრადის (1857-1924) სახელით იცნობს. ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის რომანი „შვიდი კუნძულის ფრეია“ სიყვარულის, ერთგულებისა და გარემოებების საბედისწერო დამთხვევის ამბავია, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში ხდება. დანიელი მეზღვაურის ქალიშვილის - ფრეია ნილსენის ირგვლივ დრამატული მოვლენები ვითარდება. კაცებს, რომლებსაც ის უყვართ, ადამიანური სისუსტეები და ახირებები ხელს უშლით მომხდარისა თუ მოსახდენის სწორად შეფასებასა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ გმირს თავისი სიმართლე აქვს, რის გამოც უჭირს მთლიანი სურათის დანახვა - თვალის გასწორება უბრალო ჭეშმარიტებისთვის.

Posted by: merkantila 11 May 2017, 12:06
http://www.radikal.ru

XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერლის - ბრუნო შულცის „დარიჩინის ქულბაქები“ მალე სერიაში „დიოგენეს ბიბლიოთეკა“. http://diogene.ge/ka/books/book/440

ბრუნო შულცი 1892 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პროვინციულ ქალაქ დროგობიჩში დაიბადა. მთელი ცხოვრება ადგილობრივ სკოლაში მუშაობდა ხატვისა და შრომის მასწავლებლად და სიკვდილიც იმავე ქალაქში ეწერა - 1942 წელს ქუჩაში მიმავალი შულცი გესტაპოს ოფიცერმა, კარლ გიუნტერმა თავში გასროლით მოკლა. ერთი წლით ადრე, როცა ნაცისტებმა დროგობიჩი დაიკავეს, ებრაელმა შულცმა თავისი ნახატებისა და ხელნაწერების დიდი ნაწილი შესანახად გადასცა არაებრაელ მეგობრებს. იქიდან აღარაფერი გადარჩენილა. სავარაუდოდ, სწორედ იმ ქაღალდებში იყო შულცის დაუმთავრებელი რომანი „მესია“. ბრუნო შულცი, მეოცე საუკუნის დიდი პოლონელი მწერალი, მოთხრობების ორი პატარა კრებულის ავტორია. „დარიჩინის ქულბაქები“ შულცის პირველი, 1934 წელს გამოქვეყნებული წიგნია.

Posted by: Joiner 11 May 2017, 13:22
user posted image

Posted by: 4L3X 11 May 2017, 20:53
http://radikal.ru

"გრაფ ნევილის დანაშაული" ამელი ნოტომის ახალი რომანია, რომელიც ქართულ ენაზე მაისში, თბილისის წიგნის საერათაშორისო ფესტივალზე გახდება ხელმისაწვდომი.

ბელგიელი თავადების ოჯახი ფინანსური სიძნელეების წინაშე დგას და ამის გამო საგვარეულო კოშკის გაყიდვას აპირებს. გრაფი ნევილი მთელი მონდომებით ემზადება უკანასკნელი წვეულებისთვის, რომელიც მის მამულში უნდა გაიმართოს. ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - გრაფ ნევილს უწინასწარმეტყველეს, რომ საკუთარ წვეულებაზე ერთ-ერთ სტუმარს მოკლავს...

რომანში ამელი ნოტომი კიდევ ერთხელ უბრუნდება დანაშაულის ანატომიას და ცდილობს, სხვა კუთხით დაანახოს მკითხველს მორალის საყოველთაო პრინციპები, შავისა და თეთრის, კეთილისა და ბოროტის ტრადიციული გაგება.

მთარგმნელი: გიორგი ძნელაძე
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: merkantila 12 May 2017, 01:01
ასე მგონია გოთიკური ხანის ალესილ თაღებიანი შენობაში ცხოვრობს ნოტომი, მეწამული მძიმე ფარდებით, კორსეტში გაჭედილი და ტყვიისფერი პეიზაჟით, მაგრამ დავგუგლავ თუ არა ტიპიური ისტერიჩკა მეჩითება, "ჩემს ლოგინში არ იტყნაუროთ მასტი"

Posted by: 4L3X 12 May 2017, 12:13
http://radikal.ru

მალე! ვ. გ. ზებალდის „ემიგრანტები“ სერიაში „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ (მთარგმნელი მაია ბადრიძე). http://diogene.ge/ka/books/book/441
„შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? - ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ. ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვინფრიდ გეორგ ზებალდს აკადემიური წრის იქით კარგა ხანს არავინ იცნობდა. ზებალდმა ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა, სადაც გერმანულ ლიტერატურას ასწავლიდა უნივერსიტეტში. იგი ორმოცს გადაცილებული იყო, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა და ავტორს თანამედროვეობის გამორჩეული პროზაიკოსის სახელი დაუმკვიდრა. სამწუხაროდ, ზებალდის სამწერლო მოღვაწეობა ხანმოკლე გამოდგა - 2001 წელს 57 წლის მწერალი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
„ემიგრანტები“ ოთხი ნაწილისგან შედგება და ოთხი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით დატოვეს სამშობლო. ზებალდის სხვა წიგნების მსგავსად, „ემიგრანტებსაც“ შავ-თეთრი ფოტოები ახლავს, რომლებსაც ავტორი ტექსტის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა.

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 12 May 2017, 14:30
დიოგენე აღარ ხუმრობს biggrin.gif და მე ვკოტრდები

Posted by: Joiner 12 May 2017, 15:13
მალე. ფრანც კაფკას გენიალური "გარდასახვა" და სხვა მოთხრობები. გერმანულიდან თარგმნა დავით კირკიტაძემ. ყდის დიზაინერი - გიორგი ახუაშვილი

user posted image

Posted by: Eeescadaaa 13 May 2017, 18:22
QUOTE (Joiner @ 12 May 2017, 15:13 )
მალე. ფრანც კაფკას გენიალური "გარდასახვა" და სხვა მოთხრობები. გერმანულიდან თარგმნა დავით კირკიტაძემ. ყდის დიზაინერი - გიორგი ახუაშვილი

user posted image


bis.gif bis.gif bis.gif bis.gif jump.gif jump.gif


რა კარგია old.gif

Posted by: holden kolpildi 13 May 2017, 20:20
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი -ზე გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" მსოფლიო ბესტსელერს და ფენომენად ქცეულ წიგნს ქართულ ენაზე შემოგთავაზებთ.

ენ რაისის უკვე კლასიკად ქცეული „ინტერვიუ ვამპირთან“ სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც არა მხოლოდ ვამპირების არსებობას დაგაჯერებთ, არამედ მასში აღწერილი ისტორიის ნამდვილობასაც. ავტორი მეტად გამომსახველობითად აღწერს არა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში გადაშლილ ეპოქებს - მე-18 საუკუნის ახალ ორლეანსა და ვიქტორიანული ეპოქის მიჯნასთან მდგარ ევროპას, არამედ ვამპირთა ისტორიასა და კულტურას.

ნაწარმოებს სამი მთავარი გმირი ჰყავს: ახალგაზრდა, თუმცა მრავალი წლის ყმაწვილი ვამპირები, ლუი და ლესტატი და ხუთი წლის გოგონა კლაუდია, რომელიც ამ ისტორიის ალბათ ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. არიან სხვებიც - სწორედ ისინი, რომლებიც რომანში ღალატს, მტრობას, მეგობრობასა და სიყვარულს თამაშობენ.

მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
რედაქტორი: ხათუნა გოგიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: MITIATO 13 May 2017, 20:20
http://smayliki.ru/smilie-986651751.html


კაი, მე წავშლი.

Posted by: Eeescadaaa 13 May 2017, 20:43

ვაუ ვაუ ვაუ biggrin.gif

უკვე რამდენი წიგნი დაანონსა ბათუმმა, მომზადებულები არიან ფესტივალისთვიის love.gif

Posted by: holden kolpildi 14 May 2017, 15:04
თბილისის წიგნის ფესტივალზე!

სვეტლანა ალექსიევიჩი – „სექენდ ჰენდის დრო“

სვეტლანა ალექსიევიჩის ამ წიგნში თავმოყრილია იმ ადამიანების ისტორიები, რომლების საბჭოთა კავშირში იზრდებოდნენ, გამოიარეს რევოლუცია, ომი, პერესტროიკა. წიგნი მათ ახლანდელ განცდებს აღწერს, აღწერს, როგორ ცხოვრობენ ისინი ახალ ქვეყნებში – სხვა მიზნებით, სხვა პრიორიტეტებით, სხვა იდეოლოგიით. ეს წინააღმდეგობრივი და ტრაგიკული ამბები სულ სხვა თვალით გვიჩვენებს უახლეს ისტორიას და იმას, თუ როგორ გარდაქმნა, შეცვალა საბჭოეთმა ადამიანი.

ამ წიგნში საბჭოთა კავშირის დაშლა რეალური ადამიანების ბედისა და ტრაგედიის პრიზმიდანაა ნაჩვენები. სწორედ ამითაა უნიკალური ალექსიევიჩის პროზა, მან ხომ არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი წიგნები, არამედ სრულიად ახალი ჟანრი შექმნა ლიტერატურაში.

რომანი „სექენდ ჰენდის დრო“ იმ ციკლის ბოლო წიგნია, რომელსაც 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა.

რუსულიდან თარგმნა ნინო ბექიშვილმა.

Posted by: ქაფქიანა 15 May 2017, 09:50
QUOTE
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი -ზე გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" მსოფლიო ბესტსელერს და ფენომენად ქცეულ წიგნს ქართულ ენაზე შემოგთავაზებთ.

ენ რაისის უკვე კლასიკად ქცეული „ინტერვიუ ვამპირთან“ სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც არა მხოლოდ ვამპირების არსებობას დაგაჯერებთ, არამედ მასში აღწერილი ისტორიის ნამდვილობასაც. ავტორი მეტად გამომსახველობითად აღწერს არა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში გადაშლილ ეპოქებს - მე-18 საუკუნის ახალ ორლეანსა და ვიქტორიანული ეპოქის მიჯნასთან მდგარ ევროპას, არამედ ვამპირთა ისტორიასა და კულტურას.

ნაწარმოებს სამი მთავარი გმირი ჰყავს: ახალგაზრდა, თუმცა მრავალი წლის ყმაწვილი ვამპირები, ლუი და ლესტატი და ხუთი წლის გოგონა კლაუდია, რომელიც ამ ისტორიის ალბათ ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. არიან სხვებიც - სწორედ ისინი, რომლებიც რომანში ღალატს, მტრობას, მეგობრობასა და სიყვარულს თამაშობენ.

მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
რედაქტორი: ხათუნა გოგიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი


QUOTE
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი


თქვენი მონა-მორჩილი.

უკუკავშირები დაიდოს, როდესაც წაიკითხავთ.

უოზდაათი უკუკავშირი mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: merkantila 15 May 2017, 13:50
http://radikal.ru

შეგახსენებთ, რომ „დიოგენეს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი არამხატვრული ლიტერატურის გამოცემაა. მაისის ბოლოს თბილისის წიგნის ფესტივალზე წარმოგიდგენთ ჩვენს ორ ახალ ნამუშევარს: კარლ გუსტავ იუნგის „მეტამორფოზის სიმბოლოებს“ და ალენ ვანიეს “ფსიქოანალიზის შესავალს“.
http://diogene.ge/ka/books/book/437
მთარგმნელი - მაია ბადრიძე
http://diogene.ge/ka/books/book/438
მთარგმნელი - გიგა მამინაშვილი

გვეშველა მეგობრებო



Posted by: the_lizard_king 15 May 2017, 15:17
არასოდეს ამდენი ახალი წიგნი მე არ მახსენდება საფესტივალოდ და მანამდეც, წლის განმავლობაში. გამომცემლობები აშკარად ძალიან ამუშავდნენ. ესე იგი, იყიდება კიდეც. ძალიან კარგია.
ერთი ისაა, ამდენი ფული საიდან მოვიტანო მაისის ბოლოს, მაგრამ ოკეი, ოღონდ გამოეცით და რამეს ვიზამ.

Posted by: Eeescadaaa 15 May 2017, 17:26

ახლა დავიწყე ბრძენკაცის შიში, ვამთავრებ და სასწრაფოდ მეორე ნაწილი მჭირდება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: natia_natia9 15 May 2017, 19:39
Eeescadaaa
მაგას მეც ველოდები ^^

Posted by: OHOI_IKA 15 May 2017, 20:06
Eeescadaaa
natia_natia9
სულ მალე smile.gif ერთ კვირაში

Posted by: 4L3X 15 May 2017, 20:16
http://radikal.ru

თანამედროვე სამეცნიერო-ფანტასტიკის ფუძემდებლის, აიზეკ აზიმოვის უკვდავი კლასიკა, „მე, რობოტი“, ქართულ ენაზე მეორედ გამოიცემა. თუმცა ამჯერად მკითხველი ისეთ კრებულს წაიკითხავს, როგორიც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული, სანამ მის ქართულ ვერსიას საბჭოთა ცენზურა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებისგან დაცლიდა.
წიგნის ისტორია 2000-იან წლებში ვითარდება. ამრიგად, ის წარმოადგენს ალტერნატიულ ისტორიას, სადაც რობოტექნიკის სამი კანონი მეფობს, ხელოვნური ადამიანები ჩვენ შორის არიან და ჩვენ გვერდით შრომობენ. მათი ნამდვილი ადამიანებისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება, ზოგჯერ კი ჩნდება კაცობრიობისთვის ეგზისტენციური კითხვა, რამდენი ხანი დავრჩებით ჩვენი ქმნილებების მმართველნი?
წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი-ზე იქნება შესაძლებელი
მთარგმნელები: ნანა მელიწკაური, ზაალ ვეკუა
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

სულაკაური "დაარსება" ბათუმი "მე რობოტი" მოკლედ 2017 წელი აზიმოვიადაა ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში.

ძალიან მაგარი ყდაა. ბათუმელებისათვისაც კი რევოლუციური.

Posted by: Joiner 15 May 2017, 20:19
QUOTE (4L3X @ 15 May 2017, 20:16 )
http://radikal.ru

თანამედროვე სამეცნიერო-ფანტასტიკის ფუძემდებლის, აიზეკ აზიმოვის უკვდავი კლასიკა, „მე, რობოტი“, ქართულ ენაზე მეორედ გამოიცემა. თუმცა ამჯერად მკითხველი ისეთ კრებულს წაიკითხავს, როგორიც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული, სანამ მის ქართულ ვერსიას საბჭოთა ცენზურა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებისგან დაცლიდა.
წიგნის ისტორია 2000-იან წლებში ვითარდება. ამრიგად, ის წარმოადგენს ალტერნატიულ ისტორიას, სადაც რობოტექნიკის სამი კანონი მეფობს, ხელოვნური ადამიანები ჩვენ შორის არიან და ჩვენ გვერდით შრომობენ. მათი ნამდვილი ადამიანებისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება, ზოგჯერ კი ჩნდება კაცობრიობისთვის ეგზისტენციური კითხვა, რამდენი ხანი დავრჩებით ჩვენი ქმნილებების მმართველნი?
წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი-ზე იქნება შესაძლებელი
მთარგმნელები: ნანა მელიწკაური, ზაალ ვეკუა
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

up.gif up.gif
სრული ბედნიერებისთვის მარადისობის აღსასრულის ახალი გამოცემა და თავად ღმერთები მაკლია. user.gif

Posted by: Eeescadaaa 15 May 2017, 20:27

OHOI_IKA
bis.gif


ვუამეეეე, ძალიან საყვარელი ყდააა love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: 4L3X 15 May 2017, 21:26
გამომცემლობა „ინტელექტი" იწყებს ახალ და ძალიან მაგარ სერიას – „აკრძალული წიგნების თარო“!
ერთდროულად სამი ლიტერატურული შედევრი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე:
▪ მაია ენჯელოუ – „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა / Ani Kopaliani);
▪ მარიო ვარგას ლიოსა – „ქალაქი და ძაღლები“ (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ / Lana Kalandia);
▪ ელის უოკერი – „იისფერი“ (ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ);
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წიგნის აკრძალვის განსხვავებული პრაქტიკა არსებობს: ცენზურა, პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური, მორალური და ძალიან იშვიათად კომერციული მოტივებით აკრძალვის შემთხვევებიც კი. აკრძალულ წიგნებში მოიაზრება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე რომანები, ლექსები, პიესები, დოკუმენტური პროზის ნიმუშები. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნი, რომელიც ერთ ქვეყანაშია აკრძალული, მეორე ქვეყნისთვის შესაძლოა სავსებით მისაღები იყოს.
სერიის ავტორი: გვანცა ჯობავა / Gvantsa Jobava
სერიის რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia
სერიის დიზაინი: თეონა ჭანიშვილისა / Teona Chanishvili
დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე / Lika Skhirtladze
⭕ 25 მაისიდან – მოიკითხეთ გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან!

http://radikal.ru/big/wdl4i7hf2s2wg

დღეს ტალღაზე ვართ

http://radikal.ru

1506 წელს, სულთან ბაიაზიდ II-ის მიწვევით, მიქელანჯელო ბუონაროტი კონსტანტინოპოლში ჩადის. გენიალურ მოქანდაკეს პაპ იულიუს II-ის აკლდამის მშენებლობა მიუტოვებია და, ხელმომჭირნე პონტიფექსზე გულმოსული, მალულად ოსმალეთში გარბის. მიქელანჯელომ ოქროს რქაზე ხიდი უნდა ააგოს. მოქანდაკე პირველი არ არის, ვისაც ამ ხიდის აგებას სთავაზობენ. მანამდე სულთანმა თავად ლეონარდო და ვინჩის პროექტი დაიწუნა. მიქელანჯელო გულში წინასწარ ზეიმობს - ამ ხიდით პაპსაც ასწავლის ჭკუას და ლეონარდოსაც მიუჩენს საკადრის ადგილს. ოღონდ მან ერთი რამ არ იცის - სულთნის კარზე უკვე ხლართავენ ინტრიგებს ფლორენციელის წინააღმდეგ...

ცნობილი ფრანგი მწერლის, გონკურის პრემიის ლაურეატის, მატიას ენარის (1972) რომანი „ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე“ ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა. წიგნში მოტანილი მიქელანჯელოს წერილებიც ავთენტურია.

ამას აუცილებლად ვიყიდი.

Posted by: monogamist 15 May 2017, 21:51
the_lizard_king
QUOTE
არასოდეს ამდენი ახალი წიგნი მე არ მახსენდება საფესტივალოდ და მანამდეც

ამის სათქმელად შემოვედი )

Posted by: Dwight 15 May 2017, 22:04
4L3X
QUOTE
1506 წელს, სულთან ბაიაზიდ II-ის მიწვევით, მიქელანჯელო ბუონაროტი კონსტანტინოპოლში ჩადის. გენიალურ მოქანდაკეს პაპ იულიუს II-ის აკლდამის მშენებლობა მიუტოვებია და, ხელმომჭირნე პონტიფექსზე გულმოსული, მალულად ოსმალეთში გარბის. მიქელანჯელომ ოქროს რქაზე ხიდი უნდა ააგოს. მოქანდაკე პირველი არ არის, ვისაც ამ ხიდის აგებას სთავაზობენ. მანამდე სულთანმა თავად ლეონარდო და ვინჩის პროექტი დაიწუნა. მიქელანჯელო გულში წინასწარ ზეიმობს - ამ ხიდით პაპსაც ასწავლის ჭკუას და ლეონარდოსაც მიუჩენს საკადრის ადგილს. ოღონდ მან ერთი რამ არ იცის - სულთნის კარზე უკვე ხლართავენ ინტრიგებს ფლორენციელის წინააღმდეგ...

ცნობილი ფრანგი მწერლის, გონკურის პრემიის ლაურეატის, მატიას ენარის (1972) რომანი „ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე“ ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა. წიგნში მოტანილი მიქელანჯელოს წერილებიც ავთენტურია.


ეს ფბ გვერდზე არ უდევთ და სად ნახე? user.gif

Posted by: 4L3X 15 May 2017, 22:08
QUOTE (Dwight @ 15 May 2017, 22:04 )
ეს ფბ გვერდზე არ უდევთ და სად ნახე?  user.gif

user posted image

ეხლა ნახე კიდევ ერთი ფოკუზი დავდო

http://radikal.ru

სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ.

გოლი თარაყი (1939) - ცნობილი ირანელი მწერალი ქალი - მოთხრობების ხუთი კრებულის, ორი რომანის, ერთი პოემისა და ლიტერატურული ესეების ავტორია. ცხოვრობს პარიზსა და თეირანში. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხრივ - ევროპული რეალობა. თარაყის ენა განსაკუთრებულია: პოეტური, რიტმული, ბავშვობის მოგონებებივით ფერადოვანი. მწერალი, მისივე პერსონაჟივით, „ფრაზებს იტკბობს, წერტილებს გემოს უსინჯავს, ისრუტავს... მერე კი თვალებს ხუჭავს და ელოდება, როდის დაილექება სულში ასოთა გემო“.

2004 წელს „დიოგენემ“ გამოსცა გოლი თარაყის ნოველების კრებული „სახლი ზეცაში“. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ მწერლის ბოლო წლებში გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს.

Posted by: Dwight 15 May 2017, 22:12
.............................................................

Posted by: solali 15 May 2017, 23:11
QUOTE
მარიო ვარგას ლიოსა – „ქალაქი და ძაღლები“ (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ / Lana Kalandia);


ფესტივალზე, ხო იქნება, ნეტა? უეჭველი ვიყიდი. ლანა კალანდიამ თარგმნა მგონი ''ვაცის ნადიმიც'', რომ გადამრია. უეჭველი ვიყიდი, თუ იქნება. ''ინტელექტს'' კაი წიგნები აქვს ხოლმე. სარტრის ''სიტყვებიც'' მაგათია.

Posted by: merkantila 15 May 2017, 23:39
ოთხმოცდაათიანებში მიზიდავდა ასეთი რევიუები "აკრძალული წიგნები"; "საიდუმლო ბიბლიოთეკები" - ვგრძნობ ეს ვნება მიბრუნდება, ვატიკანში უნდა გავიჩითო, ეს "მე რობოტი" ყვითელ ყდაში მაქვს, ადრინდელი გამოცემა და რამე თვისობრივი სხვაობა იქნება? იდეოლოგიურად დამუშავებული არამგონია იყოს smile.gif დიდი სიამოვნებით ვიყიდდი ამდენი სიახლე ერთბაშად რომ არ დასტყდომოდა თავს მაისის ფესტს.. ყველა ფესტზე იყოს ასეთი ამბავი ნეტა..


გამომცემლობები მნიშვნელოვნად დააზიანა სასკოლო სახელმძღვანელოების "რეფორმამ", მათი პასიურობაც სწორედ ამ დარტყმამ განაპირობა, ეს აქტიურობა ჩემი აზრით იმაზე მიუთითებს რომ მათი მენეჯმენტი გადაფასდა და სწორება მხატვრულ ლიტერატურაზეა, მიუხედავად ამ დიდი მტკივნეული თემისა ვფიქრობ კათარზისული მომენტი იყო და ახლა უფრო მრავალფეროვნება მოგველის, რაც მხოლოდ მიხარია... თუმცა სამწუხარო ფაქტი ის არის რომ ასეთი გრანდები სკოლებიდან გავიდნენ და სახელმძღვანელოების ხარისხი ალბათ დაიკლებს, თუმცა თქვენმა მონამორჩილმა დიდი ხნის წინ დაამთავრა და რა თავში ვიხლი..

Posted by: OHOI_IKA 16 May 2017, 00:42
მადლობა ყდის დადებითად შეფასებისთვის smile.gif


სულ იმას ვოცნებობ, ყდასთან ერთად დაწერილი ერთაბზაციანი ტექს კითხულობდეს ხალხი

Posted by: 4L3X 16 May 2017, 00:47
OHOI_IKA
QUOTE (OHOI_IKA @ 16 May 2017, 00:42 )
სულ იმას ვოცნებობ, ყდასთან ერთად დაწერილი ერთაბზაციანი ტექს კითხულობდეს ხალხი

და რატომ გგონია რომ არ ვკითხულობთ? spy.gif
რადან მის ავკარგიანობაზე არ ვწერთ? სინოფსი სინოფსია, რა უნდა დავწეროთ მასზე?

Posted by: merkantila 16 May 2017, 01:03
ჰო ეგ რეპლიკა ალბათ ჩემს პოსტს ეხებოდა სადაც ვიკითხე რით განსხვავდებოდა საბჭოთა ვერსიისგან.. სამართლიანი შენიშვნაა

Posted by: OHOI_IKA 16 May 2017, 01:21
4L3X
საწყენად არ მითქვამს კაცო, შენ რა შუაში ხარ smile.gif)) უბრალოდ, მთელი საღამოა კითხულობენ, რამით თუ განსხვავდება თუ არის წინა, საბჭოთა დროინდელი გამოცემისგანო. მთელი საღამოა მაგას კითხულობენ smile.gif

merkantila
უბრალოდ ფბ-ზე მეზარება და აქ დავიწუწუნე რა :დ

Posted by: 4L3X 16 May 2017, 09:54
OHOI_IKA
QUOTE (OHOI_IKA @ 16 May 2017, 01:21 )
საწყენად არ მითქვამს კაცო, შენ რა შუაში ხარ smile.gif)) უბრალოდ, მთელი საღამოა კითხულობენ, რამით თუ განსხვავდება თუ არის წინა, საბჭოთა დროინდელი გამოცემისგანო. მთელი საღამოა მაგას კითხულობენ smile.gif

ძალიან სწორი შენიშვნაა, ეგ აღარ გამახსენდა mea culpa. user.gif

Posted by: galaqtikosi 16 May 2017, 10:21
"ინტერვიუ ვამპირთან" ყდა მარტო მე არ მომეწონა? არადა სხვა ყველა ყდა მომწონს ავალიანის )

Posted by: Brruto 16 May 2017, 10:21
OHOI_IKA

პირველ რიგში, მადლობა ამდენი კარგი წიგნისთვის და "მე რობოტი"-ის როგორი ყდა ექნება, სქელყდიანია?

კი არ აქვს მნიშვნელობა შესაძენთა სიაში არის მაგრამ მაინც სქელყდიანი უფრო მინდა biggrin.gif

Posted by: MITIATO 16 May 2017, 10:51
http://radikal.ru

გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ.
„პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: იმას, რომ იურეკ ბეკერის „მატყუარა იაკობი“ რომანად გამოქვეყნდა და სწორედ ამ სახით იქცა მეორე მსოფლიო ომისშემდგომი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად, ავტორიცა და მისი მრავალრიცხოვანი მკითხველიც აღმოსავლეთ გერმანიის „დემოკრატიულად“ წოდებულ რეპრესიულ რეჟიმს უნდა უმადლოდნენ. საქმე ის არის, რომ ფართო საზოგადოებისთვის იმხანად სრულიად უცნობმა ახალგაზრდა მწერალმა და სცენარისტმა თავისი სადებიუტო ტექსტი კინოფილმისთვის შექმნა.
იურეკ ბეკერმა თავისი რომანის დასაწყისშივე ათქმევინა მთხრობელს: „უკვე ათასჯერ ვცადე, ვინმესთვის გამეზიარებინა ეს წყეული ამბავი, ახლა რომ გიყვებით. ვფიქრობდი, გულს მომეშვება-მეთქი, მაგრამ ამაოდ – ან ის ხალხი ვერ შევარჩიე კარგად, ვისთვისაც ამბის მოყოლას ვაპირებდი, ან მე თვითონ ვუშვებდი რაღაც შეცდომებს“.
ბევრის აზრით, გდრ-ის კულტურის სფეროს ხელმძღვანელებმა ბეკერს მხოლოდ იმიტომ აპატიეს ჰეროიკული მასალის ესოდენ „არაჰეროიკული“ დამუშავება, რომ მას თავად ჰქონდა გამოცდილი ის, რასაც აღწერდა და, რაკი თავადაც ებრაელი იყო, ებრაელებზე და მათს აუტანელ ყოფაზე ხუმრობაც ეპატიებოდა.
2017 წელს იურეკ ბეკერის ორი იუბილე აღინიშნება: დაბადების მე-80 და გარდაცვალების მე-20 წლისთავი. „მატყუარა იაკობის“ პირველი ქართული გამოცემა ორივე ამ თარიღს ეძღვნება“.
– ამონარიდი მთარგმნელის ბოლოთქმიდან.
▪რედაქტორი: ცისანა ნიკოლაიშვილი
▪გარეკანის დიზაინი: მარინა ვაშაყმაძე, გოგა დავთიანი.


Brruto
QUOTE
"მე რობოტი"-ის როგორი ყდა ექნება, სქელყდიანია?

თხელყდიანიაო ფბ-ზე თქვეს.

Posted by: s-n-r 16 May 2017, 11:06
ხომ არ იცით, პრუსტის სვანის მხარეს როდის გამოსცემენ?

Posted by: OHOI_IKA 16 May 2017, 13:53
Brruto
QUOTE
პირველ რიგში, მადლობა ამდენი კარგი წიგნისთვის და "მე რობოტი"-ის როგორი ყდა ექნება, სქელყდიანია?

კი არ აქვს მნიშვნელობა შესაძენთა სიაში არის მაგრამ მაინც სქელყდიანი უფრო მინდა

<3
ეს რბილყდიანი იქნება.
კიდევ ერთი რბილყდიანი და ერთიც მაგარყდიანი გამოვა წლის ბოლოსთვის smile.gif

ჩემზე რომ იყოს, ბევრ წიგნს გამოვცემდი ორივე ყდაში, მაგრამ გვიწევს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინება

Posted by: 4L3X 16 May 2017, 13:55
MITIATO
რომელი გამომცემლობის არის "მატყუარა იაკობი" არ გიწერიათ.

Posted by: Brruto 16 May 2017, 14:09
OHOI_IKA

გაიხარე, რასაც თქვენ აკეთებთ ფასსდაუდებელია ქართველი მკითხველისთვის, ამიტომ წუწუნი ჩვენი (მკითხველის) მხრიდან სქელ და თხელ ყდაზე ნორმალური არ იქნება.

წარმატებები და წინსვლა, ბევრი კაი წიგნები <3


Posted by: 4L3X 16 May 2017, 14:17
http://radikal.ru

სიახლე!!!
ახალი ფილოსოფიის ფუძემდებლის, რენე დეკარტის კიდევ ერთი ქართული თარგმანი
,,ფილოსოფიის საფუძვლები“ უკვე გამომცემლობა აგორას მაღაზიაში
ფასი 7 ლარი

Posted by: MITIATO 16 May 2017, 14:20
4L3X

QUOTE
რომელი გამომცემლობის არის "მატყუარა იაკობი" არ გიწერიათ.


ინტელექტისაა.

Posted by: tonio_krogeri 16 May 2017, 15:53
https://www.facebook.com/Ochobooks/photos/a.297383390378924.70616.293946617389268/1271743196276267/?type=3&theater

შემოდგომიდან იქნებაო, მაგრამ ეს ისეთი მაგარი ამბავია, ახლავე უნდა გაგიზიაროთ

Posted by: 4L3X 16 May 2017, 16:47
QUOTE (tonio_krogeri @ 16 May 2017, 15:53 )
https://www.facebook.com/Ochobooks/photos/a.297383390378924.70616.293946617389268/1271743196276267/?type=3&theater

შემოდგომიდან იქნებაო, მაგრამ ეს ისეთი მაგარი ამბავია, ახლავე უნდა გაგიზიაროთ

ეს მართლაც რომ დიდი ამბავია. yes.gif
საღოლ ოჩო!!!

Posted by: monogamist 16 May 2017, 19:53
იუნგი არის ამ ფესტის მთავარი მოვლენა )

Posted by: seeman 16 May 2017, 20:37
წიგნებს კი თარგმნიან კონვეიერული სისტემით მაგრამ ინტეგრირებული ლექსიკონის ( გარკვეული სიტყვების ან ფრაზების კონკრეტულ ტექსტზე მორგებული განმარტებების გარეშე) კაპიკია მაგათი ფასი

ნუ მწერალსაც გააჩნია მაგრამ მაინც.

ჯერ ჯერობით რაც წამიკითხია ან მინახია ქართული თარგმანები თითქმის არცერთში არაა არაფერი მსგავსი .

ეხლა სულ შემთხვევით ანატოლი ფრანსის "ანგელოზთა აჯანყება" ჩამივარდა ხელში სპეციალურად გადავხედე ბოლო ფურცლებს თოთო ბავშვის ტრაკივით მოსლიპინებულია. მთავრდება კონვეიერ-ფესტივალ-თარგმანი მთავრდება წიგნი ,არადა ძველ კომუნისტურ ქართულ გამოცემაში ძალიან საინტერესო განმარტებებია შეტანილი .

Posted by: Ras_al_Ghul 16 May 2017, 20:42
http://www.picz.ge

„რებეკა“ დაფნა დიუ მორიეს მიერ შექმნილი კლასიკური ლიტერატურის შედევრია, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოახერხა მკითხველის გულის მოგება და ამავდროულად თავისი ავტორის სახელის უკვდავყოფა. წიგნის თაყვანისმცემლებს შორის ალფრედ ჰიჩკოკიც აღმოჩნდა, რომელმაც 1940 წელს მისი კინოადაპტაცია შექმნა. უკვე 79 წელია რაც "რებეკა" აგრძელებს ლიტერატურულ ცხოვრებას, რადგანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი გამოცემა არასოდეს შეწყვეტილა. რამდენიმე დღეში კი, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი-ზე, მის ქართულ ენაზე წაკითხვას შეძლებთ.

ხანში შესული, ჭირვეული ამერიკელი ქალბატონის ახალგაზრდა კომპანიონი იმპოზანტურ ინგლისელ არისტოკრატს, მაქსიმილიან დე უინტერს გაიცნობს, რომელსაც იდუმალი ნაღველი სტანჯავს, ცოლად მიჰყვება და მასთან ერთად საგვარეულო მამულში, მენდერლიში გადადის საცხოვრებლად. უზარმაზარ, პირქუშ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც თითქოს ძველ დიასახლისს მისტირიან, მშვენიერ და დახვეწილ ქალბატონს, რებეკა დე უინტერს. მაქსიმილიანის უცნაური ქცევა და მოახლის მტრული დამოკიდებულება ახალ დიასახლისს, მეორე მისის დე უინტერს, შიშს ჰგვრის, რადგან ხვდება, რომ ეს ადამიანები გამოუცნობ ვითარებაში დაღუპული რებეკა დე უინტერის სიკვდილის საიდუმლოს მალავენ...

მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
რედაქტორი: თამარ გავაშელიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: tonio_krogeri 16 May 2017, 21:12
QUOTE (seeman @ 16 May 2017, 20:37 )
წიგნებს კი თარგმნიან კონვეიერული სისტემით მაგრამ ინტეგრირებული ლექსიკონის ( გარკვეული სიტყვების ან ფრაზების კონკრეტულ ტექსტზე მორგებული განმარტებების გარეშე) კაპიკია მაგათი ფასი

ნუ მწერალსაც გააჩნია მაგრამ მაინც.

ჯერ ჯერობით რაც წამიკითხია ან მინახია ქართული თარგმანები თითქმის არცერთში არაა არაფერი მსგავსი .

ეხლა სულ შემთხვევით ანატოლი ფრანსის "ანგელოზთა აჯანყება" ჩამივარდა ხელში სპეციალურად გადავხედე ბოლო ფურცლებს თოთო ბავშვის ტრაკივით მოსლიპინებულია. მთავრდება კონვეიერ-ფესტივალ-თარგმანი მთავრდება წიგნი ,არადა ძველ კომუნისტურ ქართულ გამოცემაში ძალიან საინტერესო განმარტებებია შეტანილი .



"ანგელოზთა აჯანყების" ახალ გამოცემაში ეგ განმარტებები სქოლიოებად არის ამოტანილი ტექსტში, რამდენადაც მახსოვს

Posted by: holden kolpildi 16 May 2017, 22:14
მარიო ვარგას ლიოსა
„ქალაქი და ძაღლები“
(სერია „აკრძალული წიგნების თარო“)

⭕ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!
▪ ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

„ქალაქი და ძაღლები“ პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას პირველი რომანია. წიგნი 1963 წელს გამოიცა. რომანში აღწერილია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის კადეტების სასტიკი და წინააღმდეგობებით სავსე ყოფა.

„ქალაქი და ძაღლები“ დიდწილად მწერლის პირადი გამოცდილების ნაყოფია, რადგან ლიოსა თავადაც ამ სასწავლებლის მოსწავლე იყო. რომანმა გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება არა მარტო მაღალი მხატვრული ღირებულებით, არამედ ძალადობრივი სისტემის მხილებით, რის გამოც „ქალაქი და ძაღლები“ პერუში აკრძალული წიგნების სიაში აღმოჩნდა. ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობამ “ქალაქი და ძაღლები“ პერუს წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდად მიიჩნია და წიგნის დიდი ტირაჟი დაწვა.

მარიო ვარგას ლიოსას “ქალაქი და ძაღლები“ ის რომანია, რომელმაც საფუძველი დაუდო ლიტერატურის განახლებას პერუში და ლათინოამერიკული მწერლობის ბუმს მსოფლიოში.

▪ სერიის ავტორი: გვანცა ჯობავა
▪ რედაქტორები: ელზა ახვლედიანი, ზვიად კვარაცხელია
▪ გარეკანის დიზაინი: თეონა ჭანიშვილი
Lana Kalandia
Gvantsa Jobava
ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia
Teona Chanishvili

Posted by: MasterJC 17 May 2017, 08:47
QUOTE (Charles_Forstman @ 3 May 2017, 10:32 )
MasterJC
QUOTE
და წიგნთან რა შუაშია ეს?


სათაური აქ "ნიურნბერგის პროცესი"

დაერქვა, როგორც წინა წიგნს დაარქვა სხვა სახელი.



და იალმარ შახტის ადგილას, ჰაინრიხ ჰიმლერის სურათია - ესეც რედაქტორის შეცდომა.

აა
ახლა გასაგებია




დაუდევრები არიან რა :/

Posted by: holden kolpildi 17 May 2017, 15:32
მაია ენჯელოუ
„ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“
(სერია „აკრძალული წიგნების თარო“)

⭕ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!
▪ ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა / Ani Kopaliani
„ვიცი, რად მღერის გალიის ჩიტი“ ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.

ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.

▪ სერიის ავტორი: გვანცა ჯობავა / Gvantsa Jobava
▪ რედაქტორები: ელზა ახვლედიანი, ზვიად კვარაცხელია / ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia
▪ გარეკანის დიზაინი: თეონა ჭანიშვილი / Teona Chanishvili

Posted by: Joiner 17 May 2017, 21:08
user posted image
ერთდროულად სასაცილო და ძალიან სერიოზული წიგნი, განსაცვიფრებელი დებიუტი... საოცრად ინდივიდუალური, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე "თეთრი კბილებით", დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს...იკბინება. - სალმან რუშდი

ზეიდი სმითის "თეთრი კბილები" 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად აღიარებული ნაწარმოებია. იგი რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ, ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერსოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი "თანკბილვის პრობლემები" და "ფესვთა არხები". წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე, ისტორიული, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშნელოვანესი მოვლენები, დანახული საინტერესო მწერლის თვალით.

მთარგმნელი: თამარ ბაბუაძე
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი


Posted by: GreenWestHam 17 May 2017, 21:14
ქალაქი და ძაღლების რეპრინტმა გაასწორა love.gif

ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია ლიოსასი, მიკვირს აქამდე არავის რომ არ გაახსენდა. საბჭოთა დროის თარგმანი გვქონდა მხოლოდ. ლანა კალანდია ძალიან კარგი მთარგმნელია, ინტელექტის ახალი სერიაც მშვენიერი ჩანს up.gif

პ.ს. აღმოსავლურ ბიბლიოთეკაში ბათუმელებს არაფერი აქვთ ახალი ამ საფესტივალოდ?

Posted by: Ras_al_Ghul 17 May 2017, 21:15
http://www.picz.ge

მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნი" წიგნების იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც გამოცემიდან მოკლე ხანში ლიტერატურის კლასიკად იქცევა. მკითხველი მალევე ხვდება, რომ უკვდავი თემები და თხრობის ენა დროის მდინარებას გაუძლებს და ავტორის სახელს მომავალ თაობებს შემოუნახავს.

"მხევლის წიგნის" ახალი გამოცემა ამიერიდან "უკვდავ ბიბლიოთეკაში" დაიმკვიდრებს ადგილს. მისი შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

მთარგმნელი: ანი კოპალიანი
რედაქტორი: ლალი ჭინჭარაული
ყდის დიზაინი: გიორგი გაბრავა, ნატალია ავალიანი

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან... სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნში“.

„მხევლის წიგნი“ – წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ხოლო რელიგიას – საშიშ იარაღად აქცევენ, იარაღად, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებზეა დამიზნებული. მაგრამ, ამის გარდა, წიგნი კიდევ ერთ თავზარდამცემ სიმართლეს გვიმხელს: თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ჩვენი მოწონება-არმოწონება ააღელვებს...

Posted by: 4L3X 17 May 2017, 21:19
QUOTE (Ras_al_Ghul @ 17 May 2017, 21:15 )
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან... სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება.


Posted by: Ras_al_Ghul 17 May 2017, 21:29
4L3X

biggrin.gif biggrin.gif up.gif

Posted by: Adur 17 May 2017, 21:33

GreenWestHam

QUOTE
პ.ს. აღმოსავლურ ბიბლიოთეკაში ბათუმელებს არაფერი აქვთ ახალი ამ საფესტივალოდ?


სამი ახალი წიგნი იქნებაო

Posted by: Joiner 17 May 2017, 21:39
GreenWestHam
QUOTE
პ.ს. აღმოსავლურ ბიბლიოთეკაში ბათუმელებს არაფერი აქვთ ახალი ამ საფესტივალოდ?

QUOTE
სამი ახალი წიგნი იქნებაო

ერთი როგორც ვიცი

QUOTE
იბრაჰიმ ალ-ქუნი - ქვიდან ნაჟური სისხლი

Posted by: OHOI_IKA 17 May 2017, 22:03
ეს არის ძალიან მაგარი წიგნი. love.gif


ტელეფონით ვარ და ვერ გადმოვაკოპირე პოსტიsmile.gif))) უბრალოდ ყდის არასწორი ვერსია დევს, სმიტი წერია, საბოლოოდ კი სმითია smile.gif

Posted by: monogamist 18 May 2017, 14:08
OHOI_IKA
რა არის ასეთი? )

Posted by: MITIATO 18 May 2017, 14:21
monogamist

მაგ წიგნზე წერს: https://mariefille.wordpress.com/2017/05/16...

Posted by: 4L3X 18 May 2017, 16:42
http://radikal.ru

ელის უოკერი
„იისფერი“
(სერია „აკრძალული წიგნების თარო“)

⭕ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!
▪ ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ

ელის უოკერის „იისფერს“ ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.

1985 წელს რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის გამოსვლისთანავე წიგნს კრიტიკის ახალმა ტალღამ გადაუარა. კრიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ „იისფერი“ ამკვიდრებდა შავკანიანი მამაკაცების ძალადობრივი ბუნების სტერეოტიპს. ფილმი სტივენ სპილბერგმა გადაიღო და მასში მთავარ როლს ვუპი გოლდბერგი ასრულებს.

მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში.

ელის უოკერმა ამ რომანისთვის 1983 წელს პულიტცერისა (ავტორი პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელმაც ეს პრემია მიიღო) და ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია მიიღო.

▪ სერიის ავტორი: გვანცა ჯობავა

Posted by: MITIATO 18 May 2017, 17:01
http://radikal.ru

თანამედროვე სირიელი მწერალი ქალის სალვა ან-ნუაიმის რომანი „თაფლის სამხილი“ გამოცემისთანავე ბესტესელერად იქცა, თუმცა ზოგ არაბულ ქვეყანაში ნაწარმოების შეტანა და გავრცელება სასტიკად აიკრძალა. აღმსარებლობითი პროზის ამ ბრწყინვალე ნიმუშში მწერალი ცდილობს თავისი პირადი გამოცდილებისა და ტრადიციული არაბული სექსუალური ტრაქტატების გაანალიზების საფუძველზე მოგვცეს ერთი მხრივ, სექსუალურობის არაბული გაგებისა და მეორე მხრივ, თანამედროვე სამყაროში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მოდელების მკაფიო სურათი. წიგნი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მაისის ბოლოდან თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მისი გაცნობა ქართველ მკითხველსაც შეეძლება არაბული ლიტერატურის აღიარებული მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის ნამუშევრით.

მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: tonio_krogeri 18 May 2017, 19:06
http://www.ambebi.ge/books/201402-mtserali-romlis-natsarmoebebi-yvelaze-met-enazea-nathargmni.html

აი, იმაზე დიდი ამბავი რა უნდა იყოს ლიტერატურის მოყვარულისთვის, ფოლკნერის ექვსტომეული რომ ექნება მშობლიურ ენაზე, მაგრამ პალიტრა რომ გამოსცემს, რაღაც ჩამწყდა. რაღაც შენთვის ძალიან ძვირფასს რომ წაგართმევენ, ისეთი განცდა მაქვს sad.gif cry.gif

Posted by: 4L3X 18 May 2017, 19:17
http://radikal.ru

სულ მალე, კიდევ ერთი ახალი წიგნი "სიესტასგან"!!

თამარ თანდაშვილი / Tamar Tandashvili-ის ახალი რომანის, "მატერიკონის" პრეზენტაცია Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი-ზე

მონასტერში განმარტოებული ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრება სოციალური კავშირებით არ ანებივრებს, მეგობრის სიყვარული გამორჩეულად ინტიმური გრძნობაა. რა არჩევანს აკეთებს დედა ბარბარე, როცა მისი „სულის ნაწილს“ უმოწყალოდ კლავენ?

იურიდიული ფაკულტეტის მესამეკურსელი მედეა სამართლის ფენომენს მეტაფიზიკური კრიმინოლოგიის კუთხით განჭვრეტს და თეორიულ აღმოჩენას აკეთებს, რისი გადამოწმება ორი ათწლეულის შემდეგ, ხანდაზმულ კრიმინალურ საქმეზე მუშაობისას უწევს.

ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული ორი ადამიანის, საერო პირისა და მონასტერში მოღვაწის ცხოვრება ტრაგიკულად და მოულოდნელად გადაეჯაჭვება ერთმანეთს, მათი ურთიერთდაპირისპირების ფსიქოლოგიური დრამა კი, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების გამო, ყველასთვის წარმოუდგენლად და არცთუ უსისხლოდ სრულდება.

Posted by: Ras_al_Ghul 18 May 2017, 20:05
user posted image

„ზეციური ცეცხლის ქალაქი“ კასანდრა კლერის „სასიკვდილო იარაღების“ სერიის დამაგვირგვინებელი წიგნია. სებასტიან მორგენშტერნი ლანდმონადირეებზე შურისძიებას აღარ სჯერდება - მას მთელი სამყაროს განადგურება სურს. მდგომარეობა გამოუვალი ჩანს - ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებაც მტრის წინააღმდეგ შეიძლება, ჯეისის სხეულშია ჩაკეტილი და მისი გამოხმობა არც რკინის დებმა, არც მდუმარე ძმებმა არ იციან. სერიის ფინალური წიგნი ამავე დროს ყველაზე ჩახლართული, დაძაბული და მოვლენებით დატვირთულიცაა, სადაც კლერის, ჯეისსა და მათ მეგობრებთან ერთად თქვენს ხელშიც იქნება სამყაროს გადარჩენა თუ დაღუპვა.

წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

მთარგმნელი: ნინო ნეკერიშვილი
რედაქტორები: ია ვეკუა, ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: MITIATO 18 May 2017, 20:06
http://radikal.ru

ანატოლ ფრანსის მოყვარულებო, აქეთ ^_^ მალე "პინგვინთა კუნძული".
ფრანგულიდან თარგმნა მანანა მიქელაძემ
ყდის დიზაინერი გიორგი ახუაშვილი

Posted by: Janee 18 May 2017, 20:10
MITIATO
ძალიან კარგი♡


რამდენი წიგნია საყიდელი...biggrin.gif

Posted by: 4L3X 19 May 2017, 14:44
http://radikal.ru

1942 წლის 19 მაისს ,,უცხო“ პირველად გამოაქვეყნა გამომცემლობა გალიმარმა. პირველი ტირაჟი 4400 ეგზემპლარი იყო.

,,პროკურორი მსაჯულებს მიუბრუნდა და განაცხადა: ,,ადამიანმა, რომელიც დედის სიკვდილის მეორე დღეს სამარცხვინო გარყვნილებას ეძლეოდა, უმნიშვნელო წვრილმანების და აგრეთვე იმის გამო, რომ ბოლო მოეღო საეჭვო მორალის საქმისთვის, კაცი მოკლა.“
ამის შემდეგ იგი დაჯდა, მაგრამ ჩემს ადვოკატს მოთმინებამ უღალატა. მან ხელები ისე მაღლა აღაპყრო, რომ სახელოს ქვემოდან გახამებული ნაკეცები გამოუჩნდა და ხმამაღლა დაიყვირა: ,,ბოლოს და ბოლოს, მას ადამიანის მკვლელობისთვის ასამართლებთ თუ დედის დასაფლავებისთვის?“ ხალხმა გაიცინა. მაგრამ პროკურორი ისევ ადგა. ... ,,დიახ, - დაიგრგვინა მან, - მე ბრალად ვდებ ამ კაცს, რომ მან დედა დამნაშავის გულით დაასაფლავა.“

ალბერ კამიუ
,,უცხო“
ფრანგულიდან თარგმნა გურანდა დათაშვილმა

Posted by: OHOI_IKA 19 May 2017, 15:12
QUOTE
http://www.ambebi.ge/books/201402-mtserali...nathargmni.html

აი, იმაზე დიდი ამბავი რა უნდა იყოს ლიტერატურის მოყვარულისთვის, ფოლკნერის ექვსტომეული რომ ექნება მშობლიურ ენაზე, მაგრამ პალიტრა რომ გამოსცემს, რაღაც ჩამწყდა. რაღაც შენთვის ძალიან ძვირფასს რომ წაგართმევენ, ისეთი განცდა მაქვს sad.gif 


გამომცემლობა "პალიტრა L"- ის სერიის "ჩემი რჩეული მსოფლიო" ფარგლებში იწყებს ფოლკნერის ნაწარმოებების გამოცემას, რომელიც 6 წიგნად გამოვა. სერიის პირველი ნაწარმოები არის "დროშები მტვერში". რომანი ფოლკნერმა 1948 წელს გამოსცა. რომანის მთავარი გმირი აფროამერიკელი ფერმერი ლუკას ბიჩემია, რომელიც შეცდომით თეთრკანიანის მკვლელობაშია ბრალდებული. ათავისუფლებენ შავ და თეთრკანიანი მოზარდებისა და ერთ-ერთი კეთილშობილური ოჯახიდან გამოსული - გაუთხოვარი ქალბატონის დახმარებით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილიდანაა.

აქ ნამდვილად "დროშები მტვერშია" საუბარი? sleep.gif

Posted by: 4L3X 19 May 2017, 15:14
აქ იყო კომენტარი

Posted by: tonio_krogeri 19 May 2017, 15:37
QUOTE (OHOI_IKA @ 19 May 2017, 15:12 )
QUOTE
http://www.ambebi.ge/books/201402-mtserali...nathargmni.html

აი, იმაზე დიდი ამბავი რა უნდა იყოს ლიტერატურის მოყვარულისთვის, ფოლკნერის ექვსტომეული რომ ექნება მშობლიურ ენაზე, მაგრამ პალიტრა რომ გამოსცემს, რაღაც ჩამწყდა. რაღაც შენთვის ძალიან ძვირფასს რომ წაგართმევენ, ისეთი განცდა მაქვს sad.gif 


გამომცემლობა "პალიტრა L"- ის სერიის "ჩემი რჩეული მსოფლიო" ფარგლებში იწყებს ფოლკნერის ნაწარმოებების გამოცემას, რომელიც 6 წიგნად გამოვა. სერიის პირველი ნაწარმოები არის "დროშები მტვერში". რომანი ფოლკნერმა 1948 წელს გამოსცა. რომანის მთავარი გმირი აფროამერიკელი ფერმერი ლუკას ბიჩემია, რომელიც შეცდომით თეთრკანიანის მკვლელობაშია ბრალდებული. ათავისუფლებენ შავ და თეთრკანიანი მოზარდებისა და ერთ-ერთი კეთილშობილური ოჯახიდან გამოსული - გაუთხოვარი ქალბატონის დახმარებით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილიდანაა.

აქ ნამდვილად "დროშები მტვერშია" საუბარი? sleep.gif



სტატიაში მგონი "სასახლე" მიმოიხილეს (მხოლოდ ეგაა ახალი თარგმანი), სტატია ბოლომდე ვეღარ წავიკითხე. პაატა ჩხეიძეს უთარგმნია.

Posted by: merkantila 19 May 2017, 16:13
დროშემი მტვერში დიოგენეს აქვს გამოცემული და საავტორო უფლებების ამბავიც ისეთივე მინაგავებული აქვს პალიტრას როგორც ზოგადად თარგმანებს ანაგავებს? თან ჭილაძის თარგმანია.. მე მევასება დროშები მტვერში

Posted by: 4L3X 19 May 2017, 17:04
http://radikal.ru

თუკი არსებობს კითხვითი წინადადება, არსებობს კითხვითი წიგნიც. პაატა შამუგიას „დედა ენა“ კითხვითი წიგნია. მასზე პასუხები კი მკითხველის თავშია დამარხული (დღედმდე მეორედ მოსლვისა).
პაატა შამუგია ფიქრობს, რომ ლიტერატურა არაა ცნობარი, მასში პასუხები რომ მოიძიო. მას უფრო მომხიბლავ მისიას აკისრებს - კითხვების დასმის ექსკლუზიურ უფლებას. ქართველმა მკითხველმა იცის, რომ ამ ავტორს უყვარს პასუხების დასმა და კითხვების გაცემა. ამიტომაც მის ენობრივ თამაშებში, ირონიულ ციტირებასა თუ კლასიკური წიგნების დეკონსტრუქციაში ხშირად ესთეტიკური მახეა დაგებული.
პაატა შამუგია „თავს აფარებს პირველი პირის ნაცვალსახელის მხოლობითი რიცხვის ავატარს“. სინამდვილეში, მრავლობითი რიცხვი უფრო შეეფერება, რადგან ის არ არსებობს, ჩვენი პროექციაა, ავტორის კრებითი სიმბოლო.
პაატა შამუგია ფიქრობს, რომ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი კარგად იქნება.

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (25-28 მაისი) იქნება შესაძლებელი.

ვინემე თუ გაიგო წიგნი რაზეა გისმენთ. yes.gif

http://radikal.ru

რამდენიმე პოეტური კრებულის შემდეგ ალექსანდრე ლორთქიფანიძე „სცენაზე“ ინაცვლებს და პიესების პირველ კრებულს „დგამს“. მასში შესული პიესები სხვადასხვა კონკურების გამარჯვებული ნაწარმოებებია. მათ შორისაა რუსთაველის თეატრის პიესების კონკურსის, 24 საათიანი პიესების ფესტივალისა და „არდიფესტის“ რჩეული პიესები. უმეტესობას „მეორე სიცოცხლე“ უკვე დაწყებული აქვს რუსთაველის, ბათუმისა და სამეფო უბნის თეატრების სცენებზე, ხოლო ერთ-ერთი ჯერ კიდევ ელის რეჟისორს, მსახიობებსა და მაყურებელს.

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

წიგნის ხელმისაწვდომი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გახდება.

http://radikal.ru

"ბრძენკაცის შიშის" მეორე ნაწილის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იქნება შესაძლებელი (25-28 მაისი)

მთარგმნელები: აკაკი მოსახლიშვილი, დავით ბალიაშვილი
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი, ნატალია ავალიანი

ბინდისფერი ზმანებიდან დღის სინათლეზე გამოსული, უკიდეგანო მინდორში ამოზრდილი ერთადერთი გიგანტური ხის ჩრდილში მდგომი დედიშობილა ქვო თავის პირად განსაწმენდელს გაივლის. ბინდში დაბრუნებისას ის
უკვე აღარც მხოლოდ ტკბილად მომღერალი ედემა რუა და აღარც თავგადასავლების მაძიებელი სტუდენტი. ქვო ნელ-ნელა მამაკაცად იქცევა, იზრდება, მხრებში იშლება, მკლავში ძალა და გულში ალი ემატება. წარსულს ცრემლებით აღარ იხსენებს, მომხდარი უკვე ბოლომდე გამოიგლოვა. მისთვის წარსული იმ წინაპირობადაა ქცეული, რომლითაც საიდუმლოების ამოხსნასა და შურისძიებას, ხელიდან გამსხლტარი ყველა სახელის დამორჩილებას შეძლებს.
ქვოს თავგადასავალი სხვა მდინარეების ნაპირებსა და სხვა ენაზე მოლაპარაკეთა მიწებზე გრძელდება. ადგილს ადგილი ცვლის, უკან კი სისხლის გრძელ კვალი რჩება...
ქვო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. ფიზიკურად გაძლიერებული წარსულს სამუდამოდ ეთხოვება და იმ გზას ადგება, რომელიც, საბოლოოდ, ფუნდუკ „შარაქვას“ მარადიულ სიჩუმემდე მიიყვანს.
პარტიკ როტფუსის „მეფის მკვლელის ქრონიკის“ მეორე წიგნის, „ბრძენკაცის შიშის“ დასასრული სწორედ იმ ამბის დასაწყისია, რომელიც სერიის დასკვნითი ნაწილის კარიბჭეებს გაგვიხსნის.

ჰა მოვიდა რასაც ყველა ელოდით biggrin.gif

Posted by: Eeescadaaa 19 May 2017, 23:54

ააჰ როტფუსიი, მშვიდად დავამთავრებ პირველ ნაწილს მაშინ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: natia_natia9 20 May 2017, 16:42
არეტე რა ნაგლია რა... a song of ice and fire-ს არ უშვებენ სქელი ყდით თუ იცით? კიო არ თქვეს?

Posted by: Eeescadaaa 20 May 2017, 17:24
QUOTE (natia_natia9 @ 20 May 2017, 16:42 )
არეტე რა ნაგლია რა... a song of ice and fire-ს არ უშვებენ სქელი ყდით თუ იცით? კიო არ თქვეს?


წესით კი უნდა გამოეშვათ ალბათ ვინაიდან პირველი გამოუშვეს, მაგრამ არ უთქვამთ არაფერი user.gif

Posted by: natia_natia9 20 May 2017, 17:31
Eeescadaaa
ამ თხელ ყდიანებს არ ვყიდულობ. რა საშინელი დიზაინია თან... ველოდები სქელი ყდით როდის გამოუშვებენ sad.gif((

Posted by: MITIATO 20 May 2017, 20:35
http://pix.ge/


სასიამოვნო სიახლე გვაქვს თქვენთვის
Natalie Davitashvili-ს ახალ წიგნს "მთვარის შვილობილებს" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი-ზე შეხვდებით!
27 მაისს 16:45 საათზე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია
14 ლარი ეღირება. თუმცა ფესტივალზე ფასდაკლებით, 10 ლარად, გაიყიდება

P.S. ქარჩხაძის გამომცემლობისაა
* * *
http://pix.ge/


ეს არ არის ტრადიციული ავტობიოგრაფია. ინიესტამ განსხვავებული მიდგომა აირჩია: მას სურდა, წიგნშიც ისეთი როლი ჰქონოდა, როგორც მოედანზე – ბურთი აეღო და პასების ჩამორიგებას შედგომოდა.

ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი ბევრ რამეზე ჰყვება ამ წიგნში – თავის ოჯახზე, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ურთიერთობასა და იმ გზაზე, რომელიც ლა მანჩაში ბეტონის სტადიონიდან „კამპ ნოუმდე“ გაიარა. იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში დაეტიოს უდიდესი საკლუბო/სანაკრებო ტრიუმფები და მძიმე ტრავმები, მწვერვალზე ყოფნის პასუხისმგებლობა და გადამწყვეტ წამს გადამწყვეტ ადგილას მოხვედრის ალღო.

ამასთან ერთად, თანაავტორების დახმარებით, ინიესტამ გადაწყვიტა, რომ მასზე მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და ოჯახის წევრებსაც ესაუბრათ და „ბარსას“ კაპიტანი სხვადასხვა გარემოში, მისი ცხოვრებისა და სპორტული კარიერის სხვადასხვა პერიოდში წარმოეჩინათ.
ეს ამბავია ანდრეს ინიესტას შესახებ, ამბავი, რომელსაც GOOGLE-ში ვერ ნახავთ.

თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ.
გამომცემლობა არტანუჯი

Posted by: merkantila 25 May 2017, 17:28
http://www.radikal.ru

აქ არ დადებულა ეს... საფესტივალო ფასი ოცი ლარი, რეგულარული ფასი ორმოცდაათი. დამატებულია რაღაცეები.ბანკეტზე წარმოთქმული სიტყვებიცო

Posted by: MITIATO 25 May 2017, 21:28
http://pix.ge/


ოთხი ათასი წლის წინ დაწერილი „სინუჰეს ამბავი“ დღეს არამარტო ძველი ეგვიპტის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრად არის აღიარებული. ჩვენთვის უცნობმა ავტორმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოგვითხრო არა რომელიმე ღმერთის, მეფის ან მითიური გმირის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის ისტორია და აღწერა მისი გრძნობები - შიში, ნოსტალგია, ირაციონალური განცდები, რომელთა მიზეზი თვითონაც ვერ აუხსნია და დარდი, რომ მისი სიცოცხლე სამშობლოდან შორს დასრულდება. სწორედ ამიტომ „სინუჰეს ამბავი“ დღეს მოიაზრება, როგორც პირველი რომანი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
ძველეგვიპტურიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო მანანა ხვედელიძემ.

ქარჩხაძის გამომცემლობისაა.

Posted by: graf89 26 May 2017, 16:03
lit.ge-ზე წიგნი შევიძინე გადმოვწერე და წასაკითხ აპლიკაციაში გავხსენი. სიმბოლოებს და რაღაც უაზრობებს მიჩვენებს. საიტს მივწერე და მითხრა მხოლოდ ჩვენი აპლიკაციით წაიკითხეთო. სხვა გზა ხომ არ არის მაგალითად calibre-თი დავაფორმატო თუ დავაკონვერტო და სხვა აპლიკაციით რომ წავიკითხო.?

Posted by: merkantila 26 May 2017, 16:09
graf89
ლიტ ჯიზე წიგნი რამ გაყიდინა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: graf89 26 May 2017, 16:23
სხვაგან ვერ ვიპოვე ის წიგნები..

Posted by: merkantila 30 May 2017, 14:24
იუნგის ქება დიდებაზე დააკომენტარა დიოგენემ - რამდენიმე თვეში ძალიან დიდი სურპრიზი გელოდებათო და რა უნდა იყოს?

რა შეიძლება იყოს? ყური ხომ არავის მოგიკრავთ? დიოგენეს არ ყავს ამ ფორუმზე ვინმე? ექსკლუზივი გვინდა

Posted by: Dwight 30 May 2017, 15:20
QUOTE (merkantila @ 30 May 2017, 14:24 )
იუნგის ქება დიდებაზე დააკომენტარა დიოგენემ - რამდენიმე თვეში ძალიან დიდი სურპრიზი გელოდებათო და რა უნდა იყოს?

რა შეიძლება იყოს? ყური ხომ არავის მოგიკრავთ? დიოგენეს არ ყავს ამ ფორუმზე ვინმე? ექსკლუზივი გვინდა

ეს მომხმარებელია დიოგენედან როგორც მახსოვს - დიოგენე 2013
წიგნი კი Man and His Symbols ან Memories, Dreams, Reflections მგონია.
საშემოდგომო ფესტივალისთვის იქნება ალბათ.

Posted by: merkantila 30 May 2017, 15:23
საკმაოდ სპეციფიური ლიტერატურაა იუნგი და რატომააასეთი პოპულარული?

Posted by: Dwight 30 May 2017, 15:33
QUOTE (merkantila @ 30 May 2017, 15:23 )
საკმაოდ სპეციფიური ლიტერატურაა იუნგი და რატომააასეთი პოპულარული?

რატომ დაინტერესდა ყველა ფროიდით? დაახლოებით იგივე მიზეზია იუნგზეც. :დ

Posted by: merkantila 30 May 2017, 15:40
ფროიდი ეპატაჟურია და მისით დაინტერესება ჩემი აზრით ბუნებრივია. იუნგის შემთხვევა რაღაც ფროიდის გავლენა მგონია, იუნგ ფროიდის აბანოს სურათს რო გულებს უწერენ ის თემაა... იუნგს გარკვეულწილად ფროიდი ყიდის

Posted by: sunny_flower 30 May 2017, 16:17
ენჯი საპკოვსკის მხედვარის მესამე ნაწილი ვისაც არ გაქვთ (ელფების სისხლი ქვია) შემიძლია გაჩუქოთ

არ მკითხოთ როგორ მაგრამ შემთხვევით შემომეყიდა ფესტივალზე და ორი რათ მინდა biggrin.gif

Posted by: MITIATO 30 May 2017, 21:33
http://pix.ge/

5 ივნისიდან TOP თრილერის სერიას ახალი წიგნი შეემატება!

ქრისტინა ყოველ დილას ცხოვრებას თავიდან იწყებს მას მეხსიერება დაკარგული აქვს... მხოლოდ დღევანდელი ამბები ახსოვს... სანამ დაიძინებს... დილით კი ქმარი თავიდან უამბობს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ იქორწინეს, როგორ მოყვა ავარიაში და ამნეზია დაემართა, აღარაფერი ახსოვს...ქრისტინას ძალიან უნდა დაუჯეროს მასზე მზრუნველ მამაკაცს, მაგრამ...

ქალს მხსნელად მოევლინება ექიმი, რომელიც ურჩევს, მეხსიერების გასავარჯიშებლად ყველა მოვლენა დღიურში ჩაიწეროს და მალე ქრისტინა მიხვდება, რომ მის ახლანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრი აუხსნელი, გაუგებარი და დაუჯერებელი რამ არის...

ფასი 12.99

Posted by: ტაბუ 31 May 2017, 08:06
sunny_flower
QUOTE
არ მკითხოთ როგორ მაგრამ შემთხვევით შემომეყიდა ფესტივალზე და ორი რათ მინდა

მე თქვენი მესმის biggrin.gif
ბიბლიოთეკას (კონკრეტულად, მედიათეკას) ვჩუქნი ხოლმე ასეთ წიგნებს - ბევრი მკითხველი იხეირებს smile.gif

Posted by: MITIATO 31 May 2017, 15:27
http://radikal.ru


„ლუდი – 130 ამბავი“

ცხოვრების ჩქარი რიტმი, დაძაბული გრაფიკი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი... ნაკლებად გვაძლევს კითხვის შესაძლებლობას. არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს.

გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა ასეთ ადამიანებს საინტერესო გამოსავალი შესთავაზოს. ეს არის სერია „თან საკითხავი“.

დიახ, თან საკითხავი. საკითხავი თანდათანობით, სვენებასვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობისას. საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში...

თითოეული გამოცემა ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების გარშემო შეკრებილ ინფორმაციას აერთიანებს.

ამჯერად გთავაზობთ საინტერესო ამბებს ლუდის შესახებ.

ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის საზოგადოებრივ განვითარებასა და მატერიალური კულტურის განვითარებას დაუდო სათავე.

გამოსაცემად მოამზადა ვლადიმერ პერანიძემ.
წიგნში გამოყენებულია აგრეთვე ლევან ტავლალიშვილის, ნიკა შონიასა და ნიკა ხოფერიას მიერ მომზადებული მასალები.

Posted by: merkantila 31 May 2017, 16:45
http://radikal.ru


ჯონ აპდაიკის "მამაჩემის ცრემლები" განახლებული ტირაჟით გამოიცა "თანამედროვე მსოფლიო კლასიკის" სერიაში

Posted by: MITIATO 1 Jun 2017, 14:54
http://pix.ge/

1978 წლის ზაფხულში გრუ-ს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შვეიცარიის რეზიდენტურის თანამშრომელმა ვლადიმირ რეზუნმა პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ინგლისის საელჩოს, რამდენიმე წლის შემდეგ კი დასავლეთში, ფსევდონიმით ვიკტორ სუვოროვი, ერთიმეორის მიყოლებით გამოვიდა მისი წიგნები საბჭოთა სინამდვილეზე.

ახალი, ძალიან საინტერესო წიგნი შეემატა "თანამედროვე რუსული ბესტსელერის" სერიას! smile.gif

ფასი : 11.99 ლარი
* * *
http://pix.ge/

შენც დაუმეგობრდი ცხოველებს, შეიყვარე ბუნება და იხსენი სამყარო ჩვენს ახალ წიგნთან ერთად

"ნანადირევის" შეძენა შეგიძლიათ "ბიბილუსის" მაღაზიათა ქსელებში
ფასი: 11.99

Posted by: 4L3X 3 Jun 2017, 19:51
ჩვენ - პირველი სამუშაო მიმოხილვა
იმის ნაცვლად, რომ ახალდაბეჭდილ "გარდასახვაზე" ან "პინგვინთა კუნძულზე" ვწერო, ვწერ წიგნზე, რომელიც გზაშია, ქმნის პროცესშია და დღე-დღეზე ველოდებით მის დაბადებას.
ქართულად, თორემ ორიგინალი 1920-იან წლებში, ადრეულ ოციანებში, ან სულაც 20 წელს ან 21-ში მოევლინა ქვეყანას (რატომღაც არ ჩავთვალე ამ ეტაპზე იმდენად მნიშვნელოვნად დაწერის ზუსტი თარიღი, რომ გადამემოწმებინა. მერეც მოვასწრებთ).

იშვიათად მქონია ასეთი განცდა წიგნზე, რომ კითხულობ და ისე მოგწონს, ქვეცნობიერში წარმოქმნილ ასოციაციებს ვეღარც ეწევი, იმდენია და იმდენად კომპლექსური და ისე გიხარია, დიახ, განა უბრალოდ მოგწონს, გიხარია. რა გიხარია?
არ ვიცი. ან ის, რომ ამ წიგნს შენ კითხულობ, ან ის, რომ ეს წიგნი საერთოდ არსებობს, ან ის, რომ სხვას შეგიძლია წააკითხო და გაუზიარო, ან ის, რომ შენი ტვინი ასე გამალებით მუშაობს და რაც კი ოდესმე წაუკითხ-გაუგონია ალაგებს, ადარებს, ახარისხებს, ერთმანეთში ხლართავს და ა.შ.

ჯერ შუამდე არ ვარ მისული და უკვე პოსტს ვწერ. რადგან მეშინია, რომ მერე და მერე კიდევ იმდენი ასოციაცია წამოვა, სულ დამავიწყდება, რისი ფიქრიც უკვე მოვასწარი.


ახლა, როდესაც პოსტის წერა დავიწყე (სამსახურში სახელმწიფო მნიშვნელობის მოვალეობები გვერდზე გადავდე და ვჩქარობ, ვიდრე ისინი შემამჩნევენ), წიგნის გარეკანის ძებნა დავიწყე, რომ პოსტში ჩამესვა და რეალურად თვალხილული მაგალითი ვიპოვე იმისა, რასაც ვფიქრობდი. კერძოდ, ზამიატინის "ჩვენ" იმ წიგნთაგანია, რომელშიც ბევრი სხვადასხვა რამის ამოკითხვა შეიძლება.
რა შუაშია აქ გარეკანი?
იმ შუაშია, რომ გარეკანზე გამოტანილი სიმბოლოები, თემები და მინიშნებები, რაც დავინახე და რაც თითქმის ნახევრამდე წაკითხული წიგნიდან ვიცანი, ადასტურებს, რომ ყველამ ან თითქმის ყველამ სხვა რამ წამოსწია წინ.
ერთი სული მაქვს ვნახო, რას და როგორ დახატავს ოჩოპინტრეს დიზაინერი.

ჯერ თარგმანს ჩემამდე არ მოუღწევია.
რუსულად ვეცნობი.
დროდადრო იმაზეც ვფიქრობ, ნეტავ რას იზამს მთარგმნელი, როგორ გადმოაქართულებს ამ ეპიზოდს, ამ ფრაზას ან ამ სიტყვას-მეთქი და გულში მიხარია კიდეც, რომ ამის კეთება მე არ მიწევს.
ვერაა ადვილი ამბავი.
იწვალებ, ელოლიავები, სულს უბერავს თარგმანს, საკუთარ ნაწილად გექცევა. მერე წაიკითხავს ვინმე ჩემნაირი ან ჩემზე უფრო ახირებული მკითხველი და თავს გადაიქნევს, ნწ, ნწ, ნწ, ესა და ეს რომ ასე არ გეთარგმნა, აჯობებდა, ემოციურად ცდება ერთმანეთსო და ათასი შარი.
მხოლოდ თავის გადაქნევას თუ დასჯერდა, კიდევ არაუშავს.

შემამჩნიეს.
დანარჩენს შემდეგ პოსტში განვაგრძობ.

http://ochobooks.blogspot.com/2017/06/blog-post.html

Posted by: სინიორა 9 Jun 2017, 02:39
http://radikal.ru

რედაქტორისგან:

თავს პოეტად არ სთვლის, ...უბრალოდ, გულის კვნესას კალამს ვანდობო...
დაუჟინეს მეგობრებმა და აიძულეს წიგნში მოექცია ემიგრანტი ქალის თოთხმეტი
წლის მანძილზე სულში ჩაკირული სევდისა და მონატრების ნაჟური...

სამშობლომ, რომელმაც ვერ შესძლო თავისი შვილები ემიგრანტის მძიმე უღლისგან დაეცვა,
დიდი ადგილი დაიკავა ალაზნის აფერადებულ ველზე გაზრდილი მშვენიერი ქალბატონის ნაკალმარში: ,,ტკივილიანო საქართველოვ, სამშობლოვ ჩემო“,
,,შენ ესიზმრები შენს მკერდიდან აწყვეტილ ღილებს“,
,,სურათებიდან დანახულო ქართულო ზეცავ“...

ჯერი მკითხველზეა.

ოლია ბრაგვაძე

Posted by: ზეფიროსი 17 Jun 2017, 00:20
რა ღირს 150 გვერდიანი წიგნის გამოცემა,ასი ტირაჟით??? ყდა-სქელი, ფოტო მასალა არა. ლიტერატურული ნამუშევარი. სათავგადასავლო რომანი.

Posted by: MITIATO 18 Jun 2017, 11:42
http://pix.ge/

ბნელი კარნავალის მოახლოებასთან ერთად ახლოვდება ამოუცნობი სამყაროც... თქვენ და გმირები იმოგზაურებთ ამ ამოუცნობ სამყაროში, შეეცდებით, ამოხსნათ ავტორის შემოთავაზებული საიდუმლო. იმისათვის, რომ ეს პროცესი თქვენთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს, შეეცადეთ, მიჰყვეთ მთავარი გმირების თითოეულ ნაბიჯს, გახდეთ მათი ფიქრისა და განცდების თანამოზიარე.

ფასი 13 ლარი

Posted by: holden kolpildi 23 Jun 2017, 17:04
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ახალ, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიას - „დასაბამს“ - გთავაზობთ.

სერიის ფარგლებში შერჩეულმა ნაწარმოებებმა სხვადასხვა პერიოდში დასაბამი დაუდო უამრავ დისკუსიასა თუ თეორიას, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი მათგანის გამოცემის პერიოდს, ბევრი იდეა დღეს სამეცნიერო ფანტასტიკის კატეგორიაში აღარც ექცევა და ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა.

სერია „დასაბამის“ პირველი წიგნი აიზეკ აზიმოვის „დასაბამი“ იქნება. ის პირველია იმ სამი წიგნიდან, დაახლოებით 30 წლის მანძილზე „დასაბამის ტრილოგიის“ სახელით რომ იყო ცნობილი. შემდგომ ავტორმა სერიას ოთხი წიგნი შემატა და პირველი „დასაბამი“ ამ სამყაროს ქრონოლოგიაში მესამე წიგნი გახდა.

ყდის დიზაინერი: Giorgi Magradze Artman

Posted by: 4L3X 23 Jun 2017, 17:12
QUOTE (holden kolpildi @ 23 Jun 2017, 17:04 )
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ახალ, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიას - „დასაბამს“ - გთავაზობთ.

სერიის ფარგლებში შერჩეულმა ნაწარმოებებმა სხვადასხვა პერიოდში დასაბამი დაუდო უამრავ დისკუსიასა თუ თეორიას, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი მათგანის გამოცემის პერიოდს, ბევრი იდეა დღეს სამეცნიერო ფანტასტიკის კატეგორიაში აღარც ექცევა და ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა.

სერია „დასაბამის“ პირველი წიგნი აიზეკ აზიმოვის „დასაბამი“ იქნება. ის პირველია იმ სამი წიგნიდან, დაახლოებით 30 წლის მანძილზე „დასაბამის ტრილოგიის“ სახელით რომ იყო ცნობილი. შემდგომ ავტორმა სერიას ოთხი წიგნი შემატა და პირველი „დასაბამი“ ამ სამყაროს ქრონოლოგიაში მესამე წიგნი გახდა.

ყდის დიზაინერი: Giorgi Magradze Artman

დაახლოებით 1 თვეში დაიდებაო, ბაკურამ.

Posted by: MITIATO 25 Jun 2017, 18:02
http://pix.ge/

ფრედრიკ ბაკმანი შვედი მწერალი და ბლოგერია. ახალგაზრდობაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, მაგრამ მიატოვა და სატვირთოს მძღოლობა არჩია, მერე ჟურნალისტობა... ამ წიგნის პერსონაჟი მის ბლოგში დაიბადა ათას მკითხველზე მეტმა ხმა მისცა, რომ დაწერილიყო რომანი კაცზე, სახელად უვე.
დღეს ჩვენს მკითხველს შესაძლებლობა აქვს "კაცი, სახელად უვე" ქართულად წაიკითხოს!
ფასი : 11.99 ლარი

Posted by: rodo 26 Jun 2017, 12:56
კარგია, რომ სულაკაურის გამომცემლობამ გადაწყვიტა "მსოფლიო კლასიკის" სერიის განახლება; გამოსცა კაფკას "ამერიკა" და ახლა აპირებს გამოსცეს პრუსტის "სვანის მხარეს".

Posted by: vaho 26 Jun 2017, 18:44
გაყიდვაშია უკვე?

რა ღირს?
...............

Posted by: marimari11 28 Jun 2017, 01:52
იზაბელ ალდენდეს სულების სახლს არ თარგმნიან? sad.gif

Posted by: George Best :) 28 Jun 2017, 11:51
მხედვარი სადაა მოვიდა ივლისი

30ცირის შრამი

Posted by: 4L3X 28 Jun 2017, 11:54
George Best smile.gif
QUOTE
გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" - "BOOKS IN BATUMI" Publishing გამარჯობა. ივნისში არ გამოვცემთ წიგნებს. ივლისის მეორენა ნახევარში გადაინაცვლეს ყველა ის წიგნი, რომლებიც ფესტივალზე ვერ მოესწრო
user.gif user.gif user.gif

Posted by: Joiner 28 Jun 2017, 12:06
QUOTE
გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" - "BOOKS IN BATUMI" Publishing გამარჯობა. ივნისში არ გამოვცემთ წიგნებს. ივლისის მეორენა ნახევარში გადაინაცვლეს ყველა ის წიგნი, რომლებიც ფესტივალზე ვერ მოესწრო

დროა უკვე ყდის დიზაინები დადონ.

Posted by: Joiner 2 Jul 2017, 18:41
QUOTE
http://pix.ge/

ბნელი კარნავალის მოახლოებასთან ერთად ახლოვდება ამოუცნობი სამყაროც... თქვენ და გმირები იმოგზაურებთ ამ ამოუცნობ სამყაროში, შეეცდებით, ამოხსნათ ავტორის შემოთავაზებული საიდუმლო. იმისათვის, რომ ეს პროცესი თქვენთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს, შეეცადეთ, მიჰყვეთ მთავარი გმირების თითოეულ ნაბიჯს, გახდეთ მათი ფიქრისა და განცდების თანამოზიარე.

ფასი 13 ლარი

აკრიანის თარგმანი ყოფილა. user.gif
ყიდვაზე დავფიქრდი.

Posted by: merkantila 3 Jul 2017, 12:31
http://radikal.ru

Posted by: holden kolpildi 11 Jul 2017, 18:32
ჰურინის შვილები" ჯ. რ. რ. ტოლკინის რომანი, რომელიც გამოიცა 2007 წელს. თავდაპირველად დაიწერა 1910 წელს. გაგახარებთ და გეტყვით, რომ წიგნი პირველად გამოვა ქართულ ენაზე, ჩვენს ახალ პროექტში "პორტალი"! ^_^

"ჰურინის შვილები" თვის ბოლოს უკვე თქვენი გახდება!

Posted by: OHOI_IKA 12 Jul 2017, 02:38
კაი, ხო, დავდებ მეც რამეს




მალე smile.gif

Posted by: fork 12 Jul 2017, 09:46
holden kolpildi
QUOTE
"ჰურინის შვილები" თვის ბოლოს უკვე თქვენი გახდება!

დალოცვილ იყავ,აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე!!!

Posted by: MITIATO 12 Jul 2017, 20:01
http://radikal.ru

ბრენდონ სანდერსონის „ნისლქმნილის“ ტრილოგია, რომელიც დამსახურებულად მიიჩნევა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ფენტეზის ჟანრში, სრულიად ახალ, ლითონების მაგიას გაგაცნობთ. „უკანასკნელი იმპერია“ ტრილოგიის პირველი წიგნია. წიგნის შეძენა ივლისის ბოლოს იქნება შესძლებელი.

მთარგმნელი: ნინო ბეგაშვილი
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

რა მოხდებოდა, თუ გმირი, რომელიც სამყაროს მხსნელად უნდა მოვლენოდა, დამარცხდებოდა? რა მოხდებოდა, თუ ბოროტი სძლევდა კეთილს? სამყაროში, სადაც ტირანად ქცეული გმირი იმპერატორია, ციდან ფერფლი ცვივა და ღამეს ნისლი მბრძანებლობს, ქვეყნიერების ბედი თავზე ხელაღებული ქურდისა და მისი ახალბედა მოწაფის ხელში აღმოჩნდება − მათ უნდა სძლიონ უკანასკნელ იმპერიას.

თუ თავს ფენტეზის მკითხველად მიიჩნევთ, „ნისლქმნილის“ სერია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ამავდროულად, პერსონაჟთა თავისებურებები და მისწრაფება ამა თუ იმ საქმისკენ, ასევე ავტორის ოსტატური ენა იდეალურია მათთვის, ვინც ფენტეზის ჟანრს კარგად არ იცნობს, მაგრამ მის გასაცნობად პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს. თხრობა იმდენად თანმიმდევრული და საინტერესოა, რომ ნაწარმოებისთვის თვალის მოწყვეტა ფაქტობრივად შეუძლებელია.

Posted by: ValenTine_Kelly 12 Jul 2017, 23:54
ჰურინის შვილები ილუსტრაციებით გამიხარდა. ჯუმპ

Posted by: fork 13 Jul 2017, 09:17
ღმერთო,რამდენი ხელფასის ნაწილი უნდა გადამანახინოთ?
ტოლკინის იმედის სხივი თვის ბოლოს...
მხედვარიც იქნებ აღირსონ ამ წელს.
არეტემ-ხმალთა გრიგალის სქელი გამოცემა წელს იქნებაო.
ახლა კიდევ ეს,ნისლქმნილი.
აბერკომბის ტრილოგიის მეორე ტომიც წელს გამოდის მგონი...

და ნარნიის მეხუთე ტომი ჩამოვიდა?თუ ზამთრის წიგნის ფესტივალზე შემოვა?
* * *
MITIATO
რა ჩინებული გარეკანია...

Posted by: merkantila 14 Jul 2017, 13:21
http://radikal.ru


ბეროუზი შემოსულა ლეენ, რია რია აუტეხავთ ტიპეებს..

Posted by: holden kolpildi 17 Jul 2017, 17:15
ძალიან მალე, ედგარ ალან პოს ყველაზე გამოუცნობი ნაწარმოები სერია „13''-ში.

ნანტაკეტელი ახალგაზრდა კაცი, არტურ გორდონ პიმი, ბრიგ „გრამპუსის“ ტრიუმში იმალება, რათა ამ ხომალდით სამხრეთის ზღვებში იმოგზაუროს. მაგრამ მეზღვაურები გემზე ამბოხებას მოაწყობენ. სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ოთხი კაციღა რჩება ცოცხალი. შტორმი თითქმის გაანადგურებს გემს და ისინი აბობოქრებულ ოკეანეში რჩებიან მშიერ-მწყურვალნი და ზვიგენებით გარშემორტყმულნი. განწირულ ზღვაოსნებს სამხრეთ პოლუსისკენ მიმავალი გემი გადაარჩენს...

„ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი“ (1838) ედგარ პოს ყველაზე გამოუცნობ ნაწარმოებადაა მიჩნეული და ჰორორის ჟანრის თხზულებების წინამორბედად ითვლება. ჰოვარდ ლავკრაფტის ერთ-ერთი რომანი სავსეა ალუზიებით „არტურ პიმის ნაამბობზე“, ჰერმან მელვილის „მობი დიკის“ თავი თეთრი ვეშაპის შესახებ კი ფინალში შემოჭრილი მისტიკური თეთრის – სიცარიელისა და არყოფნის ფერის – სიმბოლიზმს ეხმაურება.

ყდის დიზაინერი: Giorgi Magradze Artman

Posted by: merkantila 17 Jul 2017, 17:35
http://radikal.ru

Posted by: chantal 17 Jul 2017, 20:09
ელენა ფერანტე თარგმნილია ან აპირბენ ხომ არ იცით?

Posted by: senpai 17 Jul 2017, 21:43
სკარლეტ ლეტერიც უთარგმნიათ up.gif


Posted by: Eeescadaaa 18 Jul 2017, 05:20
QUOTE (senpai @ 17 Jul 2017, 21:43 )
სკარლეტ ლეტერიც უთარგმნიათ up.gif

ვის? სად? როდის? biggrin.gif

-----------

Posted by: senpai 18 Jul 2017, 13:38
Eeescadaaa
QUOTE
ვის? სად? როდის?

ინტელექტმა ითავა ეგ, წესით კარგი თარგმანი უნდა იყოს. წელს იქნებაო და იმედია შემოდგომაზე უკვე შევძლევთ ქართულად წაკითხვას.

Posted by: MITIATO 18 Jul 2017, 20:22
http://radikal.ru

ფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები - ადამიანის უფლებები, უმცირესობები, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება.

მთარგმნელი: ნინო მიქაშავიძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

უკვე დაგეგმილი გაქვთ, სად დაისვენებთ ამ ზაფხულს? თუ კაფე „უისელ სტოპში“ შეივლით, იქ: „საუზმე ექვსის ნახევრიდან რვის ნახევრამდეა და შეგიძლიათ შეუკვეთოთ კვერცხი, შვრიის ფაფა, ორცხობილა, ბეკონი, სოსისი, ლორი წითელი საწებლით და ყავა ოცდახუთ ცენტად. სადილად და ვახშმად კი შემწვარი ქათამი, დაბეგვილი ღორის ხორცი საწებლით, ლოქო, ქათამი ცომის გუნდებით ან ბარბექიუ. ასევე, ნებისმიერი სამი სახის ბოსტნეული, ორცხობილა ან სიმინდის კვერი, სასმელი და დესერტი ოცდათხუთმეტ ცენტად.“

პატარა ქალაქში ზაფხულის გატარება უამრავ თავგადასავალს გპირდებათ - იჯი ტრედგუდთან ერთად შეგიძლიათ პირდაპირ ველური ფუტკრების სკიდან მოიპაროთ თაფლი და საყვარელ ადამიანს უწილადოთ; ან ბეტ უიმსთან ერთად მეზობლებზე წეროთ საგაზეთო სტატიები; ან რკინიგზელ ბილთან ერთად სამთავრობო მატარებლები გაძარცვოთ და ღარიბ ფერადკანიანებს კონსერვის ქილები გადაუყაროთ ლიანდაგებზე; ევა ბეიტსთან ერთად მთელი ღამე სვათ და იცეკვოთ მეთევზეთა ბუნაგში; „მჟავე კიტრის კლუბთან“ ერთად ათასგვარად გაეხუმროთ მეგობრებს... ალაბამის პატარა ქალაქ უისელ სტოპში გასართობს თუ სადარდებელს რა დალევს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ხუმრობა, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა; აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უდიდესი გმირობა ჩაიდინონ ისე, რომ მადლობასა და აპლოდისმენტებს არ დაელოდონ, მეტიც, არავის გააგებინონ ამის შესახებ. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც იციან მეგობრობის, დახმარების, სიკეთის, სიცოცხლის ფასი.

Posted by: Eeescadaaa 18 Jul 2017, 21:07
QUOTE (senpai @ 18 Jul 2017, 13:38 )
Eeescadaaa
QUOTE
ვის? სად? როდის?

ინტელექტმა ითავა ეგ, წესით კარგი თარგმანი უნდა იყოს. წელს იქნებაო და იმედია შემოდგომაზე უკვე შევძლევთ ქართულად წაკითხვას.

ძალიან კარგია popcorn.gif


შემწვარი მწვანე პომიდვრები რა უბედურებაა gigi.gif

Posted by: holden kolpildi 18 Jul 2017, 21:59
QUOTE (MITIATO @ 18 Jul 2017, 20:22 )
http://radikal.ru

ფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები - ადამიანის უფლებები, უმცირესობები, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება.

მთარგმნელი: ნინო მიქაშავიძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

უკვე დაგეგმილი გაქვთ, სად დაისვენებთ ამ ზაფხულს? თუ კაფე „უისელ სტოპში“ შეივლით, იქ: „საუზმე ექვსის ნახევრიდან რვის ნახევრამდეა და შეგიძლიათ შეუკვეთოთ კვერცხი, შვრიის ფაფა, ორცხობილა, ბეკონი, სოსისი, ლორი წითელი საწებლით და ყავა ოცდახუთ ცენტად. სადილად და ვახშმად კი შემწვარი ქათამი, დაბეგვილი ღორის ხორცი საწებლით, ლოქო, ქათამი ცომის გუნდებით ან ბარბექიუ. ასევე, ნებისმიერი სამი სახის ბოსტნეული, ორცხობილა ან სიმინდის კვერი, სასმელი და დესერტი ოცდათხუთმეტ ცენტად.“

პატარა ქალაქში ზაფხულის გატარება უამრავ თავგადასავალს გპირდებათ - იჯი ტრედგუდთან ერთად შეგიძლიათ პირდაპირ ველური ფუტკრების სკიდან მოიპაროთ თაფლი და საყვარელ ადამიანს უწილადოთ; ან ბეტ უიმსთან ერთად მეზობლებზე წეროთ საგაზეთო სტატიები; ან რკინიგზელ ბილთან ერთად სამთავრობო მატარებლები გაძარცვოთ და ღარიბ ფერადკანიანებს კონსერვის ქილები გადაუყაროთ ლიანდაგებზე; ევა ბეიტსთან ერთად მთელი ღამე სვათ და იცეკვოთ მეთევზეთა ბუნაგში; „მჟავე კიტრის კლუბთან“ ერთად ათასგვარად გაეხუმროთ მეგობრებს... ალაბამის პატარა ქალაქ უისელ სტოპში გასართობს თუ სადარდებელს რა დალევს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ხუმრობა, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა; აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უდიდესი გმირობა ჩაიდინონ ისე, რომ მადლობასა და აპლოდისმენტებს არ დაელოდონ, მეტიც, არავის გააგებინონ ამის შესახებ. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც იციან მეგობრობის, დახმარების, სიკეთის, სიცოცხლის ფასი.

ფილმი მაქვს ნანხი ადრე...
სადღაც 14 ან 15 წლის უკან და ძალიან მომეწონა
რუსტავი ორზე ვუყურე
წიგნსაც სიამოვნებით წავიკიტხავ

Posted by: vaho 18 Jul 2017, 22:08
QUOTE
შემწვარი მწვანე პომიდვრები რა უბედურებაა


ტაფაზე ოდნავ უნდა დაასხა ზეითუნის ზეთი (ან რაფსის, ქართულად არ ვიცი, როგორაა) და 5-6 წუთი უნდა ნელ ცეცხლზე.
ცოტაც მარილი და შავი წიწაკა.

ზედაც ცივ-ცივი კოზელი. სვიანიც მიდის...

Posted by: senpai 18 Jul 2017, 22:33
QUOTE (MITIATO @ 18 Jul 2017, 20:22 )
http://radikal.ru


აუცილებლად წასაკითხია, არ მეგულება ადამიანი, ვინც წაიკითხა და არ მოეწონა.




ნეტა ვინმემ კუტზეეს - В ожидании варваров თარგმნოს sad.gif




Posted by: Eeescadaaa 18 Jul 2017, 23:20
QUOTE (vaho @ 18 Jul 2017, 22:08 )
QUOTE
შემწვარი მწვანე პომიდვრები რა უბედურებაა


ტაფაზე ოდნავ უნდა დაასხა ზეითუნის ზეთი (ან რაფსის, ქართულად არ ვიცი, როგორაა) და 5-6 წუთი უნდა ნელ ცეცხლზე.
ცოტაც მარილი და შავი წიწაკა.

ზედაც ცივ-ცივი კოზელი. სვიანიც მიდის...

gigi.gif gigi.gif
ვცდიი

----------------------------------

Posted by: თოვლი_ 19 Jul 2017, 00:09
QUOTE (senpai @ 18 Jul 2017, 22:33 )
QUOTE (MITIATO @ 18 Jul 2017, 20:22 )
http://radikal.ru


აუცილებლად წასაკითხია, არ მეგულება ადამიანი, ვინც წაიკითხა და არ მოეწონა.




ნეტა ვინმემ კუტზეეს - В ожидании варваров თარგმნოს sad.gif

რა შემწვარი მწვანე პომიდვრები, რა სახელია lol.gif facepalm.gif
სათაურს რომ ასეთს დაარქმევ შიგნით რაღას ჩაწერ წარმომიდგენია
სილკ ტივიზე ყოველ დღე უშვებდნენ რაღაც პერიოდი და რამდენჯერაც სათაურს გავიგონებდი ეგრევე სხვა არხზე ვრთავდი

Posted by: Cadmus 20 Jul 2017, 22:44
ვიყიდე ახლადთარგმნილი სუვოროვის "აკვარიუმი" საინტერესოა ვის მოუვიდა აზრად წიგნის ყდაზე თევზების დახატვა, რადგან ამწგინს არანაირი პირდაპირი და არაპირდაპირი ასოციაციები არაქვს თევზების "აკვარიუმთან"

user posted image

მაგალითისთვის სხვა გამომცმემლობების ყდები ამწიგნზე.
user posted image
user posted image

Posted by: WendyD 21 Jul 2017, 18:07
fork
QUOTE
ტოლკინის იმედის სხივი თვის ბოლოს..

რაო?
რა მოხდება თვის ბოლოს? რამე სიახლეა თუ მხოლოდ ხელფასი? smile.gif

Posted by: DelPotroN1 21 Jul 2017, 18:17
QUOTE (Cadmus @ 20 Jul 2017, 22:44 )
ვიყიდე ახლადთარგმნილი სუვოროვის "აკვარიუმი" საინტერესოა ვის მოუვიდა აზრად წიგნის ყდაზე თევზების დახატვა, რადგან ამწგინს არანაირი პირდაპირი და არაპირდაპირი ასოციაციები არაქვს თევზების "აკვარიუმთან"

user posted image

მაგალითისთვის სხვა გამომცმემლობების ყდები ამწიგნზე.
user posted image
user posted image

აკვარიუმიო და ამათმა შეიძლება შინაარსი არც იცოდნენ და სთაურთან კავშირში რაც იყო (თევზები)ის დაახატეს gigi.gif ისე საინტერესო წიგნია?

Posted by: OHOI_IKA 21 Jul 2017, 20:24
QUOTE
რა შემწვარი მწვანე პომიდვრები, რა სახელია   
სათაურს რომ ასეთს დაარქმევ შიგნით რაღას ჩაწერ წარმომიდგენია

იმედია ხუმრობთ, ხომ? smile.gif))

Posted by: Charlotte Casiraghi 21 Jul 2017, 21:52
თოვლი_

მართლა კარგი წიგნია smile.gif

Posted by: 4L3X 21 Jul 2017, 22:12
OHOI_IKA
იკა შემწვარ პომიდვრებს დებთ და მხედვარს არა? cry.gif

Posted by: George Best :) 22 Jul 2017, 09:28
ტოლკიენი და ბეროუზი უკვე გამოვიდა?

Posted by: fork 22 Jul 2017, 09:33
George Best smile.gif
QUOTE
ტოლკიენი

ჯერ არა,თორემ ამის შეძენას დამასწრებს ვინმე?

ისე ზუსტად ვერ გვეტყვიან,როდიდან უნდა ველოდოთ?

Posted by: Cadmus 22 Jul 2017, 13:38
DelPotroN1
QUOTE
ისე საინტერესო წიგნია?

ჟანრი თუ მოგწონს (დაზვერვა, შპიონები და ა.შ) ერთ-ერთი უმაგრესია თან რეალური ისტორიებიდან არის აღებული ყველაფერი.

წიგნი დაწერილია საბჭოთა კავშირის გენ.შტაბის გენერალური სადაზვერვო სამართველოს (ГРУ) -ს ყოფილი რეზიდენტის ვლადიმერ რეზუნის მიერ რომელმაც 70 -იან წლებში, უღალატა ГРУ -ს და გაიქცა ინგლისში.
(ეხლა დავამთავრე ასევე მისი წიგნის წაკითხვა "ყინულისმჭრელი" საინტერესო მოსაზრებები და ფაქტებია მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, კარგი იქნება მაგასაც თუ თარგმნიან)

Posted by: Nickboy 22 Jul 2017, 15:05
OHOI_IKA

პმ-ში შეიხედე biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 23 Jul 2017, 15:53
QUOTE (Eeescadaaa @ 18 Jul 2017, 23:20 )
QUOTE (vaho @ 18 Jul 2017, 22:08 )
QUOTE
შემწვარი მწვანე პომიდვრები რა უბედურებაა


ტაფაზე ოდნავ უნდა დაასხა ზეითუნის ზეთი (ან რაფსის, ქართულად არ ვიცი, როგორაა) და 5-6 წუთი უნდა ნელ ცეცხლზე.
ცოტაც მარილი და შავი წიწაკა.

ზედაც ცივ-ცივი კოზელი. სვიანიც მიდის...

gigi.gif gigi.gif
ვცდიი

----------------------------------

http://allrecipes.com/recipe/16760/best-fried-green-tomatoes/

ესეც სცადე biggrin.gif

Posted by: merkantila 26 Jul 2017, 13:24
http://radikal.ru

სიახლე!
სერიას ET CETERA ორი წიგნი შეემატა: მილან კუნდერას ბოლო რომანი „უმნიშვნელობის ზეიმი“ (თარგმნა ლია რუხაძემ) http://diogene.ge/ka/books/book/446 და სიუ მონკ კიდის ბესტსელერი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ (თარგმნა თამარ ლომიძემ) http://diogene.ge/ka/books/book/444

Posted by: 4L3X 26 Jul 2017, 17:21
http://www.picz.ge

ახალი გარეკანი გაუკეთა დიოგენემ

Posted by: fork 29 Jul 2017, 09:34
სანდერსონი როდის იქნება,ზუსტ ინფორმაციას არავინ ფლობთ?
აგერ,ჰურინის შვილები 1 აგვისტოს ჩაეშვება....

Posted by: 4L3X 29 Jul 2017, 09:40
fork
მგონი თვითონაც არ იციან gigi.gif
* * *
ტელეპორტერებო, დიდებო და პატარებო, ჭკუამხიარულებო, სერიოზულებო, ბედნიერებო, მოწყენილებო, ასეთებო და ისეთებო, ჩვენ ყველას გელოდებით... პორტალი უკვე ოფიციალურად იხსნება, სამშაბათს, 1 აგვისტოს, 21:30 საათზე ბიბლუსის კარის გავლით, ერთად შევაბიჯოთ სხვა სამყაროში!

გახდით „ჰურინის შვილების" პირველი მფლობელები. თქვენ დაგხვდებათ ტოლკინური გემრიელობები: ბურახი, ჩაი, ტკბილეული შესაბამისი გარემო და სიურპრიზები.

შემოგვიერთდით, ერთად გავხსნათ საქართველოს ყველაზე ფანტასტიკური „პორტალი".

ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის #7, გაგარინის მოედანი)

Posted by: Eeescadaaa 29 Jul 2017, 22:22
QUOTE (fork @ 29 Jul 2017, 09:34 )
სანდერსონი როდის იქნება,ზუსტ ინფორმაციას არავინ ფლობთ?
აგერ,ჰურინის შვილები 1 აგვისტოს ჩაეშვება....

ივლისის ბოლოსო, მაგრამ არაფერი ისმის და ალბათ ეგაც აგვისტოში user.gif

Posted by: OHOI_IKA 30 Jul 2017, 02:48
QUOTE
მგონი თვითონაც არ იციან 

ხო, გარტყმაზე ვართ, ან იქნება ან არა
ან 2017-ში ან 2018-ში smile.gif

სერიოზულად კი, დაბეჭდილია და ტრაილერში აწყვია, სტამბულის სეტყვის და უამინდობის გამო დააგვიანა გამოსვლა და 2 დღეში იქნება

Posted by: Sergi_Roberto 30 Jul 2017, 03:59
ემანუელ შმიდტი არ წერს რამე ახალს?

Posted by: fork 30 Jul 2017, 10:05
OHOI_IKA
ანუ 2 აგვისტოსთვის?
რამდენ გვერდიანია,ვერ მაუწყებთ?
და დაახლოებით ფასსაც?

(სამსახურის გამო ვერ ვახერხებ ბევრ წანწალს,მირჩევნია ერთიანად ავითვისო ყველაფერი რაც მსურს,სათითაო ეგზემპლარებისთვის რომ არ ვირბინო შემდეგ).
(თვეში ორი-სამი კაი წიგნისთვის მინიმუმ 50 ლარი მაქვს გადადებული).

Posted by: OHOI_IKA 30 Jul 2017, 17:58
fork
კი, 2 აგვისტოსთვის აუცილებლად იქნება.
896 გვერდია და ფასი 32.90 აქვს, მარა ჩვენთან ოფისში და ბათუმში 30% ფასდაკლებით იქნება.
სავარაუდოდ, ბიბლუსშიც 20% ფასდაკლებით გავუშვებ პირდაპირ, არსებულ ფასდაკლებას მივაბამ, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი.
მოკლედ, ჩვენთან 23 ლარად გაიყიდება

Posted by: fork 30 Jul 2017, 18:13
QUOTE
2 აგვისტოსთვის აუცილებლად იქნება

გაიხარეთ.
QUOTE
896 გვერდია

ვაშა,თითქმის მთელი 900

დავკმაყოფილდები ბიბლიუსით,მადლობა.

* * *
QUOTE
ჩვენთან 23 ლარად გაიყიდება

ვაკეში?ჭავჭავაძის გამზირზე?

რამდენი წანწალი მომიწევს ოთხშაბათს! givi.gif

Posted by: Irakli2013 30 Jul 2017, 20:09
თქვენს განყოფილებაში ახალბედა ვარ და შეიძლება არასწორ თემაში ვპოსტავ. თუ შეიძლება მომიტევეთ biggrin.gif

ინგლისურენოვანი წიგნები სად შეიძლება ვიყიდო? მხატვრული ლიტერატურა მაინტერესებს

Posted by: Joiner 30 Jul 2017, 20:19
Irakli2013
პარნასი,
http://www.parnasi.ge/?m=3

პროსპერო
http://www.prosperosbookshop.com/contact.php

https://forum.ge/?f=18&showtopic=34909779&st=225

Posted by: OHOI_IKA 31 Jul 2017, 04:16
fork
QUOTE
ვაკეში?ჭავჭავაძის გამზირზე?

კი, სმარტის მოპირდაპირე მხარეს, 66-ში
4 სართულიანის პირველი სართულია.


ისე, როგორც კი ჩამოვა, რიდერსლენდზეც ეგრევე დაიდება წიგნები

Posted by: fork 31 Jul 2017, 10:24
OHOI_IKA
მხედვარის მეოთხეს და ნარნიას მეხუთეს როდისთვის აპირებთ?


Posted by: Irakli2013 31 Jul 2017, 20:40
Joiner

მადლობა

პროსპერო უფრო უკეთესი უნდა იყოს წესით, თუ საიტის კატალოგით ვიმსჯელებთ

Posted by: Joiner 31 Jul 2017, 21:27
ალბათ, ყველას გვაქვს კითხვები ჩვენს ცხოვრებასთან. ალბათ, ყველას გვაქვს შიშები, რომელთათვისაც თვალის გასწორება არ გვინდა. ალბათ, ყველას გვიფიქრია, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, თუკი საკუთარ თავს ხელს გავუშვებდით და უფლებას მივცემდით, გონების ყველაზე ბნელ კუნჭულებში ჩაეღწია.

მთარგმნელი: სალომე ბენიძე
რედაქტორი: მარი კორინთელი
დიზაინერი: ნატალია ავალიანი


სუზანა კეისენის „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სწორედ ის წიგნია, რომელიც მკითხველს ყველა გასაქცევ გზას უჭრის და სიმართლეს მშვიდი, სასტიკი ტონით უყვება. აქ ჩვენი ალტერნატიული ცხოვრებაა, ყველა იმ ადამიანის, ვისაც ოდესმე მაინც უფიქრია, რომ ის, რაც მის თავს ხდება, შეიძლება, სულაც არ იყოს სხვების რეალობაც. „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სასოწარკვეთის, გადარჩენის, საკუთარი თავისგან გასვლისა და დაბრუნების, და ყველაზე უცნაური მეგობრობის ნამდვილი ამბავია, ამბავი, რომელსაც სხვა წიგნის ფურცლებზე ვერ ამოიკითხავთ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სუზანა კეისენის ალტერნატიულ სამყაროში!

user posted image

Posted by: 4L3X 1 Aug 2017, 22:52
"პორტალმა" კლიფორდ სიმაკის https://www.goodreads.com/book/show/222093.City?ac=1&from_search=true დაანონსა.

Posted by: Eeescadaaa 2 Aug 2017, 21:47

მხედვარი ფაფუუუ ??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

----------------

Posted by: 4L3X 2 Aug 2017, 22:00
QUOTE (Eeescadaaa @ 2 Aug 2017, 21:47 )
მხედვარი ფაფუუუ ??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგეთი პირი უჩანს sad.gif

Posted by: Eeescadaaa 3 Aug 2017, 10:33
QUOTE (4L3X @ 2 Aug 2017, 22:00 )
QUOTE (Eeescadaaa @ 2 Aug 2017, 21:47 )
მხედვარი ფაფუუუ ??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგეთი პირი უჩანს sad.gif

ბაი ბაი biggrin.gif

-------------------------

Posted by: natia_natia9 4 Aug 2017, 01:47
QUOTE (Eeescadaaa @ 2 Aug 2017, 21:47 )
მხედვარი ფაფუუუ ??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

----------------

ეგრეა. ისე ახლა ვფიქრობ, რომ სანამ სერია მთლიანად არ გამოვა არც ღირს ყიდვა. ბათუმელების თითქმის ყველა წიგნი დაუსრულებელი მაქვს sad.gif((

Posted by: MeBeforeYou 4 Aug 2017, 10:49
QUOTE (Joiner @ 31 Jul 2017, 21:27 )


user posted image

რანაირი ყდაა :/
ესეთ ყვითელ ფერს ვერ ვიტან mad.gif

Posted by: G_saxva 7 Aug 2017, 11:47
QUOTE (4L3X @ 1 Aug 2017, 22:52 )
"პორტალმა" კლიფორდ სიმაკის https://www.goodreads.com/book/show/222093.City?ac=1&from_search=true დაანონსა.

როგორი წიგნია ვინმემ თუ იცის? ან ზოგადი შინაარსი.

Posted by: natia_natia9 7 Aug 2017, 14:35
QUOTE (G_saxva @ 7 Aug 2017, 11:47 )
QUOTE (4L3X @ 1 Aug 2017, 22:52 )
"პორტალმა" კლიფორდ სიმაკის https://www.goodreads.com/book/show/222093.City?ac=1&from_search=true დაანონსა.

როგორი წიგნია ვინმემ თუ იცის? ან ზოგადი შინაარსი.

მეც მაინტერესებს :/

Posted by: G_saxva 7 Aug 2017, 16:00
QUOTE (natia_natia9 @ 7 Aug 2017, 14:35 )
QUOTE (G_saxva @ 7 Aug 2017, 11:47 )
QUOTE (4L3X @ 1 Aug 2017, 22:52 )
"პორტალმა" კლიფორდ სიმაკის https://www.goodreads.com/book/show/222093.City?ac=1&from_search=true დაანონსა.

როგორი წიგნია ვინმემ თუ იცის? ან ზოგადი შინაარსი.

მეც მაინტერესებს :/

ინგლისური აღწერა წავიკითხე და საკამოდ საინტერესო იყო.

Posted by: თოვლი_ 7 Aug 2017, 16:08
QUOTE (G_saxva @ 7 Aug 2017, 16:00 )
QUOTE (natia_natia9 @ 7 Aug 2017, 14:35 )
QUOTE (G_saxva @ 7 Aug 2017, 11:47 )
QUOTE (4L3X @ 1 Aug 2017, 22:52 )
"პორტალმა" კლიფორდ სიმაკის https://www.goodreads.com/book/show/222093.City?ac=1&from_search=true დაანონსა.

როგორი წიგნია ვინმემ თუ იცის? ან ზოგადი შინაარსი.

მეც მაინტერესებს :/

ინგლისური აღწერა წავიკითხე და საკამოდ საინტერესო იყო.

stories told by Dogs აქ შევწვიტე აღწერის კითხვა
როგორ დაგაინტერესათ ამან? facepalm.gif

Posted by: Joiner 7 Aug 2017, 16:23
QUOTE

stories told by Dogs აქ შევწვიტე აღწერის კითხვა
როგორ დაგაინტერესათ ამან? 

შორეული მომავალია. კაცობრიობა გაქრა თუ რა დაემართა უცნობია (ბოლოსკენ ირკვევა). დედამიწაზე ყველაზე განვითარებული არსებები, ძაღლები არიან. წიგნში კი მოყვანილი ისტორიები ადამიანებზეა რომელიც ძაღლებს შემორჩათ. ისინი ამ ისტორიებს განიხილავენ როგორც ლეგენდებს და მოყავთ არგუმენტები თუ რატომაა ადამიანების არსებობა შეუძლებელი.
მე პირადად როცა წავიკითხე მომეწონა. ჰქონდა საინტერესო მომენტები.

ისე საიმაკის გობლინთა ნაკრძალი და way station უფრო მომწონს. user.gif

Posted by: MITIATO 8 Aug 2017, 10:12
QUOTE
stories told by Dogs აქ შევწვიტე აღწერის კითხვა
როგორ დაგაინტერესათ ამან?


რავი, მე მაინტერესებს რა მოგონებებს გადასცემდნენ ჩემი ძაღლები ჩემზე შთამომავლობას. user.gif

აუცილებლად ვიყიდი, როცა გამოვა.

Posted by: G_saxva 8 Aug 2017, 11:48
QUOTE (Joiner @ 7 Aug 2017, 16:23 )
QUOTE

stories told by Dogs აქ შევწვიტე აღწერის კითხვა
როგორ დაგაინტერესათ ამან? 

შორეული მომავალია. კაცობრიობა გაქრა თუ რა დაემართა უცნობია (ბოლოსკენ ირკვევა). დედამიწაზე ყველაზე განვითარებული არსებები, ძაღლები არიან. წიგნში კი მოყვანილი ისტორიები ადამიანებზეა რომელიც ძაღლებს შემორჩათ. ისინი ამ ისტორიებს განიხილავენ როგორც ლეგენდებს და მოყავთ არგუმენტები თუ რატომაა ადამიანების არსებობა შეუძლებელი.
მე პირადად როცა წავიკითხე მომეწონა. ჰქონდა საინტერესო მომენტები.

ისე საიმაკის გობლინთა ნაკრძალი და way station უფრო მომწონს. user.gif

Simak's "City" is a series of connected stories, a series of legends, myths, and campfire stories told by Dogs about the end of human civilization, centering on the Webster family, who, among their other accomplishments, designed the ships that took Men to the stars and gave Dogs the gift of speech and robots to be their hands.
მოკლე აღწერა წიგნის, ვიფქრობ საინტერსოა ერთხელ წაკითხვად ღირს. რომ გამოვა და წავიკითხავ მერე დავწერ ჩემს აზრს.

Posted by: natia_natia9 8 Aug 2017, 14:40
ჰურინის შვილებზე რას ფიქრობთ? რიდერსლენდზე დევს 10.50-ად და ვიყიდო? :დ

Posted by: G_saxva 8 Aug 2017, 14:52
natia_natia9
QUOTE
ჰურინის შვილებზე რას ფიქრობთ? რიდერსლენდზე დევს 10.50-ად და ვიყიდო? :დ

გააცნია თუ მოგწონს ეგ ჟანრი. მე მაგალითად ახლა ვკითუხლობ სილირმალიონს რაც საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს რთული წასაკითხიცაა.
ჰურინის შვილების ყიდვას ვაპირებ ზუსტად რიდერსლენდზე უბრალოდ ფული ვერ ჩავრიცხე biggrin.gif

Posted by: natia_natia9 8 Aug 2017, 14:56
G_saxva
რატომ ვერ ჩარიცხე? ))) ჟანრთან არ მაქვს პრობლემა. ზოგადად ყველაფერს ვკითხულობ. კონკრეტულად ჰურინის შვილები როგორია ეს მაინტერესებს smile.gif

Posted by: G_saxva 8 Aug 2017, 15:14
QUOTE (natia_natia9 @ 8 Aug 2017, 14:56 )
G_saxva
რატომ ვერ ჩარიცხე? ))) ჟანრთან არ მაქვს პრობლემა. ზოგადად ყველაფერს ვკითხულობ. კონკრეტულად ჰურინის შვილები როგორია ეს მაინტერესებს smile.gif

ჩავრიცხე და ვიყიდე უკვე biggrin.gif
მაშინ ჟანრი თუ მოგწონს საკმაოდ კარგი წიგნია ერთხელ წაკითხვად ღირს. ბეჭდების მბრძანებელთან არ აქვს საერთოდ მაგრამ იგივე სამყაროში ტრიალებს.
გადახედე ამ ბლოგს და დასვკა თავად გააკეთე
https://meworldyou.com/2017/08/07/hurinis-svilebi-j-r-r-tolkini/

Posted by: natia_natia9 8 Aug 2017, 15:37
G_saxva
G_saxva
მადლობა ^^

Posted by: MITIATO 8 Aug 2017, 17:53
http://radikal.ru

"თევზი ხეზე" არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ "შეზღუდული შესაძლებლობები" პირობითი ტერმინია; რომ სინამდვილეში, როგორც ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი იტყოდა: "ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია".

მთარგმნელი - ლია ჯამბურია
ფასი - 12,90 ლ.

Posted by: Caddie 8 Aug 2017, 20:08
რა ფასები აქვს ზოგ გამომცემლობას facepalm.gif "აგვისტოს ნათელი" მინდოდა მეყიდა და 25 ლარი ღირს (არტანუჯი). 10 ლარადაც ვნახე სხვაგან, მაგრამ გაზეთის ქაღალდზე იყო დაწერილი. პრისტის წიგნიც მინდოდა და ისიც 25 ლარიო. რემარკის "სამი მეგობარი" იდო გვერდით, ბიბლუსში, და უბრალოდ დამაინტერესა, ამოვატრიალე და 28 ლარი lol.gif vis.gif უნდა მივადგე ბუკინისტებს, თუ დარჩნენ საერთოდ

Posted by: Eeescadaaa 8 Aug 2017, 21:47



http://www.picz.ge


აუ ენერგია არ მაქვს ჭავჭავაძეზე წასასვლელად user.gif
რიდერსლენდზე რომ დაიდება ვიყიდი

Posted by: fork 8 Aug 2017, 23:23
Eeescadaaa
მივდივარ,ნარნია და ნისლქმნილი მინდა...

Posted by: Eeescadaaa 8 Aug 2017, 23:31
QUOTE (fork @ 8 Aug 2017, 23:23 )
Eeescadaaa
მივდივარ,ნარნია და ნისლქმნილი მინდა...


cry.gif cry.gif მეც მინდაააა user.gif user.gif

იმედია მალე დაიდება

Posted by: fork 8 Aug 2017, 23:43
Eeescadaaa
8-დან 11 აგვისტომდეო ფბ-ზე დაწერეს ბათუმელებმა.
40%-იანი ფასდაკლებით.
დალშე-ადგილზე თუ იყიდი-30%-იანი.

Posted by: Eeescadaaa 8 Aug 2017, 23:51
QUOTE (fork @ 8 Aug 2017, 23:43 )
Eeescadaaa
8-დან 11 აგვისტომდეო ფბ-ზე დაწერეს ბათუმელებმა.
40%-იანი ფასდაკლებით.
დალშე-ადგილზე თუ იყიდი-30%-იანი.


ვიცი gigi.gif
//////////////////////

Posted by: ქაფქიანა 9 Aug 2017, 09:09
ნისლქმნილი ვიყიდე ოფისში 23 ლარად.

ძალიან კარგია. ახლა დავიწყე კითხვა და მოაქვს და მოაქვს.

Posted by: 4L3X 9 Aug 2017, 23:13
user posted image

"მთვარის ქრონიკა"გრძელდება
"ქრესი" სერიის მესამე წიგნია
სინდერი, სკარლეტი, მგელი და კაპიტანი თორნი დევნილები არიან. ისინი ერთად აპირებენ მთვარის დედოფლის, ლევანას, დამხობას. მათი ერთადერთი იმედი ქრესია, გოგონა, რომელიც ბავშვობიდანვე უმძლავრეს სათვალთვალო აპარატურით გამოტენილ ხელოვნურ თანამგზავრზეა გამოკეტილი. ამ მისიამ ქრესი საუკეთესო ჰაკერად აქცია. სამწუხაროდ, ლევანამ მას სინდერის მოძებნა უბრძანა. სინდერი და მისი მეგობრები ქრესს ათავისუფლებენ, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. სინდერს, სკარლეტსა და ქრესს არასოდეს უოცნებიათ სამყაროს გადარჩენაზე, მაგრამ ახლა დედამიწის ბედი მათზე ჰკიდია...
"მისი თანამგზავრი ყოველ თექვსმეტ საათში ერთხელ პლანეტა დედამიწის გარშემო სრულ ორბიტაზე ტრიალებდა. ეს საპყრობილე განუყოფელი ნაწილი გახლდათ გასაოცრად წარმტაცი ხედისა: აქედან მოჩანდა თვალუწვდენელი ლურჯო ოკეანეები, ცაში მონანავე ღრუბლის ქულები და ისეთი მზის ამოსვლები, ნახევარ სამყაროს ცეცხლს რომ უკიდებდა."

Posted by: senpai 17 Aug 2017, 22:05
http://radikal.ru/big/y9d1tbdg1jc1t

ეს ნაღდია ? არც სულაკაურის საიტზე და არც სადმე სხვაგან არაა ინფო.


4L3X
ჩავასწორე და აბა ნახე.

Posted by: 4L3X 17 Aug 2017, 22:05
senpai
სურათზე არ გადადის

Posted by: marimari11 17 Aug 2017, 22:07
პედრო პარამო რა ღირს?

Posted by: senpai 17 Aug 2017, 22:09
http://radikal.ru/big/y9d1tbdg1jc1t

ეს ნაღდია ? არც სულაკაურის საიტზე და არც სადმე სხვაგან არაა ინფო.

Posted by: celestiales 19 Aug 2017, 18:48
QUOTE (senpai @ 17 Aug 2017, 22:09 )
http://radikal.ru/big/y9d1tbdg1jc1t

ეს ნაღდია ? არც სულაკაურის საიტზე და არც სადმე სხვაგან არაა ინფო.

სად დევს ეს???
................

Posted by: Joiner 19 Aug 2017, 19:29
QUOTE (celestiales @ 19 Aug 2017, 18:48 )
QUOTE (senpai @ 17 Aug 2017, 22:09 )
http://radikal.ru/big/y9d1tbdg1jc1t

ეს ნაღდია ? არც სულაკაურის საიტზე და არც სადმე სხვაგან არაა ინფო.

სად დევს ეს???
................

https://m.facebook.com/santabooks/photos/a.206470539383710.54881.200925149938249/1588985937798823/?type=3&source=48

Posted by: celestiales 19 Aug 2017, 19:41
QUOTE (Joiner @ 19 Aug 2017, 19:29 )
QUOTE (celestiales @ 19 Aug 2017, 18:48 )
QUOTE (senpai @ 17 Aug 2017, 22:09 )
http://radikal.ru/big/y9d1tbdg1jc1t

ეს ნაღდია ? არც სულაკაურის საიტზე და არც სადმე სხვაგან არაა ინფო.

სად დევს ეს???
................

https://m.facebook.com/santabooks/photos/a.206470539383710.54881.200925149938249/1588985937798823/?type=3&source=48

ვა, მადლობა yes.gif
.......

Posted by: ValenTine_Kelly 19 Aug 2017, 22:40
QUOTE
საიმაკის გობლინთა ნაკრძალი

ფენტეზისა და საი ფაის ძალიან კარგი ნაზავი.

არის ქართულად თარგმნილი და გამოსცეს რომელიმე გამომცემლობამ, არ იშოვება.

Posted by: merkantila 21 Aug 2017, 12:06
QUOTE (senpai @ 17 Aug 2017, 22:09 )
http://radikal.ru/big/y9d1tbdg1jc1t

ეს ნაღდია ? არც სულაკაურის საიტზე და არც სადმე სხვაგან არაა ინფო.

ვნახე ესა გუშინ.. 20 ლარი ღირდა.. გამიგია რომ ძალიან რთული სათარგმნიაო და ასე ჩუმად რომ ჩაიარა პრეზენტაციამ შემეშინდა და არ ვიყიდე...

Posted by: senpai 21 Aug 2017, 12:14
merkantila
QUOTE
ძალიან რთული სათარგმნიაო

yes.gif

არამარტო რთული სათარგმნი, წასაკითხადაც საკმაოდ რთულია. სანახავია როგორ გაართვეს თავი. წავიკითხავ აუცილებლად ქართულადაც.

Posted by: celestiales 21 Aug 2017, 18:14
QUOTE (merkantila @ 21 Aug 2017, 12:06 )
QUOTE (senpai @ 17 Aug 2017, 22:09 )
http://radikal.ru/big/y9d1tbdg1jc1t

ეს ნაღდია ? არც სულაკაურის საიტზე და არც სადმე სხვაგან არაა ინფო.

ვნახე ესა გუშინ.. 20 ლარი ღირდა.. გამიგია რომ ძალიან რთული სათარგმნიაო და ასე ჩუმად რომ ჩაიარა პრეზენტაციამ შემეშინდა და არ ვიყიდე...

ანუ ცუდი თარგმანი იქნება? user.gif
ისე ადრე რაღაც ამბები იყო მაგ წიგნზე, რაღაცას ვერ იყოფდნენ მახსოვს.

Posted by: Divergent 21 Aug 2017, 18:16
QUOTE (senpai @ 17 Aug 2017, 22:09 )
http://radikal.ru/big/y9d1tbdg1jc1t

ეს ნაღდია ? არც სულაკაურის საიტზე და არც სადმე სხვაგან არაა ინფო.

რაამაბვია. წიგნი ფუფუნების საგნად იქცა ისეთი ფასებია facepalm.gif
იმდენი ახალი წიგნი გამოვიდა მინდა წაკითხვა მარა სასწაული ფასი აქვს.
ერთი ინგლისურ ლიტერატურას არ ადევსდიდი ფასი.
რუსულ ლიტერატურასაც სასწაული ფასები აქვს

Posted by: cinakani 21 Aug 2017, 22:44
QUOTE
ანუ ცუდი თარგმანი იქნება? 
ისე ადრე რაღაც ამბები იყო მაგ წიგნზე, რაღაცას ვერ იყოფდნენ მახსოვს.


ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ სიესტას უნდა გამოეცა, მაგრამ პროექტი ჩაიშალა და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. როგორც ვიცი, მაშინ ეს თარგმანი რამდენიმე რედაქტორმა დაიწუნა და სიესტამაც იმიტომ გადაიფიქრა გამოცემა.

Posted by: celestiales 22 Aug 2017, 00:51
QUOTE (cinakani @ 21 Aug 2017, 22:44 )
QUOTE
ანუ ცუდი თარგმანი იქნება?  
ისე ადრე რაღაც ამბები იყო მაგ წიგნზე, რაღაცას ვერ იყოფდნენ მახსოვს.


ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ სიესტას უნდა გამოეცა, მაგრამ პროექტი ჩაიშალა და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. როგორც ვიცი, მაშინ ეს თარგმანი რამდენიმე რედაქტორმა დაიწუნა და სიესტამაც იმიტომ გადაიფიქრა გამოცემა.

ვა user.gif
არ ვიყიდი მაშინ, სანამ ვინმე კომპეტენტური არ წაიკითხავს და არ მეტყვის აზრს .
რომელიმემ იყიდეთ რა givi.gif

Posted by: holden kolpildi 22 Aug 2017, 10:39
marimari11
QUOTE
პედრო პარამო რა ღირს?

13.90

Posted by: merkantila 22 Aug 2017, 12:18
cinakani
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამ წიგნის მთარგმნელის წინაშე - შეიძლება არასწორი წარმოდგენა შევქმენი, პირველ რიგში:

სიესტას სკანდალი ამ წიგნთან დაკავშირებით იყო საავტორო უფლებების კუთხით, როგოც ვიცი მთარგმნელი მარიამ ქსოვრელი ჩიოდა იმას რომ სხვამ მიისაკუთრა მისი შრომა.

მეორე რიგში:

ქსოვრელი ძალიან კარგი მთარგმნელია..

ასე რომ ჩემი სუბიექტური აზრი არ მიიღოთ მხედველობაში რადგან როგორც ვულფი ამბობდა: ერთადერთი რჩევა წიგნების შესახებ, არის ის - რომ არ გაითვალისწინოთ არავითარი რჩევა...

wink.gif

ჰო.. მაპატიეთ გაოფებისთვის..

Posted by: cinakani 22 Aug 2017, 13:16
QUOTE
სიესტას სკანდალი ამ წიგნთან დაკავშირებით იყო საავტორო უფლებების კუთხით, როგოც ვიცი მთარგმნელი მარიამ ქსოვრელი ჩიოდა იმას რომ სხვამ მიისაკუთრა მისი შრომა.

ქსოვრელი რა შუაშია საავტორო უფლებასთან საერთოდ. ეს სკანდალი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ სიესტამ მთლიანი წიგნნი ათარგმნინა ქსოვრელს და მერე ფულს აღარ უხდიდა, იმ მიზეზით რომ თარგმანი არ ვარგოდა. ეს დაუშვებელია მიუხედავად იმისა კარგია თუ არა თარგმანი. ამის გარკვევა იქამდე შეიძლებოდა სანამ ეს პროცესი დასრულდებოდა. საავტორო უფლებები არაფერ შუაშია მანდ.
QUOTE
ქსოვრელი ძალიან კარგი მთარგმნელია..

მე ქსოვრელზე არ მითქვამს რომ ცუდი მთარგმნელია, ვთქი რეალურად რაც იყო. სადღაც გაგონილ ჭორებს არ ვამბობ, ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ქართულ საგამომცემლო სფეროში, იმაზე კარგადაც კი ვიდრე აქ ვინმეს წარმოუდგენია.

Posted by: merkantila 22 Aug 2017, 15:00
cinakani

რატომ ბრაზობთ, მე აქ კონკრეტულად ვინმეს მისამართით არაფერი მითქვამს :http://premieri.ghn.ge/com/news/view/537

აქ არის წყარო სიესტას თემაზე

Posted by: cinakani 22 Aug 2017, 17:43
QUOTE
რატომ ბრაზობთ

სად დაინახეთ ჩემი გაბრაზება? : ))
ფაქტი ის არის რომ ეგ წიგნი სხვას არავის უთარგმნია და ქსოვრელის ვარაუდიც არ გამართლდა. რაც შეეხება ხარისხს, მართლაც დაიწუნეს ტექსტი. ყველას გვარი არც წერია, ვინც დაიწუნა ეგ ტექსტი. ფაქტი ის არის, რომ თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა მაგ წიგნის გარშემო. თარგმანის ხარისხს კი მკითხველი შეაფასებს.

Posted by: George Best :) 24 Aug 2017, 16:02
გზა უშვებს კომისარ მეგრეებს,უმეტესობა უკვე ნათარგმნი რაღაცებია,მარა ახლებიც არის
პრეზიდენტი იქნება მე-5 ტომში,რაც წამიკითხავს მეგრეების,საუკეთესოა აშკარადა,თან მგონი არ იყო ნათარგმნი

Posted by: merkantila 26 Aug 2017, 11:45
http://radikal.ru

„კონსერვის რიგი“ დიდი ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია. წიგნი 1945 წელს გამოიცა და ერთი ქუჩის ცხოვრებას აღწერს დიდი დეპრესიის პერიოდის მონტერეიში (კალიფორნია).

მაღაზიის ჩინელი მეპატრონე ლი ჩონგი, რომელიც უდრეკი კაცია, თუ საქმე ლობიოს კონსერვს ეხება, მაგრამ თანაგრძნობით სავსე, თუ ბაბუის ცხედარზე ფიქრობს; დიდებული ქალი დორა და მისი გოგოები ბორდელ „დათვის დროშიდან“; მხატვარი ჰენრი, ნაოსნობა რომ უყვარს, მაგრამ წყლის ეშინია; „მაწანწალების სასახლის“ სახელით ცნობილი მაკისა და მისი ძმაკაცების ჯგუფი, რომლის არც ერთ წევრს არ ჰყავს ოჯახი, არც ფული აქვს და არც არავითარი ამბიცია, ჭამა-სმის, სიამოვნების, ხიფათისა და თავგადასავლების გარდა – ეს ის შთამბეჭდავი პერსონაჟებია, რომელიც კონსერვის რიგის კოლორიტულ, სევდიან და იმედიან ამბავს ქმნიან.

ამ ამბის შუაგულში მოქცეულია ბიოლოგიური ლაბორატორიის მესაკუთრე, ტანმორჩილი დოკი, კაცი, რომელიც ქრისტესაც ჩამოჰგავს და სატირსაც. აი, ისეთი, ყველას რომ ეიმედება. „დოკი ჯიგარია!“ – ამბობენ კონსერვის რიგის მცხოვრებლები და ერთხელაც გადაწყვეტენ, რომ მას წვეულება მოუწყონ...

---
ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ. / Tako Chiladze

რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია / ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia
გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი / Teona Chanishvili
დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე / Lika Skhirtladze

---
11 სექტემბრიდან – წიგნის მაღაზიებში!

Posted by: holden kolpildi 26 Aug 2017, 13:00
merkantila
არტანუჯია??
იმედია ფასში არ გაეხვევიან

Posted by: merkantila 26 Aug 2017, 13:43
holden kolpildi


კი არტანუჯია ^_^

Posted by: senpai 26 Aug 2017, 14:00
QUOTE
ჯონ სტაინბეკი

ამისი საუკეთესო რომანი უკვე გამოცემულია ქართულად და ჯობდა სხვა მწერლებზე გადასულიყვნენ. ზოგი (უფრო საყურადღებო) მწერლის საერთოდ არაფერი არაა გამოცემული და ეს გამომცემლობა კიდე გადააკვდა ამ ერთს.

Posted by: merkantila 26 Aug 2017, 14:23
senpai
მრისხანების მტევნები, რუსული დღიურები, თაგვებსა და ადამიანებზე თუ ტორტილა ფლეტი?

Posted by: senpai 26 Aug 2017, 15:01
merkantila
QUOTE
მრისხანების მტევნები, რუსული დღიურები, თაგვებსა და ადამიანებზე თუ ტორტილა ფლეტი?

არც ერთი მაქედან biggrin.gif

ედემის აღმოსავლეთით არის საუკეთესო, არამარტო ჩემი აზრით, თვითონ მწერალიც მაგას ამბობდა. ამისთვის ვწერდი ყველაფერს აქამდეო.


Posted by: holden kolpildi 26 Aug 2017, 15:24
QUOTE
ედემის აღმოსავლეთით არის საუკეთესო

ნამდვილად

Posted by: merkantila 26 Aug 2017, 15:28
senpai

სადღაც კი წავაწყდი, მე მგონი ქარჩხაძის გამომცემლობაა, მაგრამ რაც წამიკითხავს სტეინბეკის, ცოტა ლაკონურობასთანაა მწყრალად და შემეშინდა წაკითხვა.. მაგრამ რახან ასეთი რეკომენდაციები წამოვიდა - წაიკითხავდა კაცი smile.gif

Posted by: ilikeit 26 Aug 2017, 15:36
senpai
არადა პულიცერი მრისხანების მტევნებმა აიღო, აუცილებლად უნდა იყოს ნათარგმნი
როგორც ასეთი საუკეთესოდ მიჩნეული, ესაა (მიუხედავად იმისა, რომ სტაინბეკი არ ეთანხმებოდა gigi.gif)

Posted by: George Best :) 26 Aug 2017, 15:38
იმენა ტვინი წაიღეს ამ კომუნისტი ძალით მწერალით,თარგმნიან და თარგმნიან

Posted by: holden kolpildi 26 Aug 2017, 15:47
merkantila
კი ქარჩხაძისა 20 ლარი ღირს
800 გვერდია
ისეთი სიამოვნება გელოდება წინ მშურს ცოტა smile.gif

QUOTE
კი არტანუჯია ^_^

აჰა ესეგი ექნება სასწაული ფასი biggrin.gif

Posted by: senpai 26 Aug 2017, 15:53
ilikeit
QUOTE
არადა პულიცერი მრისხანების მტევნებმა აიღო, აუცილებლად უნდა იყოს ნათარგმნი

იყო ეგ კომუნისტების დროს თარგმნილი ისედაც. ვერაა ისეთი როგორიც ედემი. ვერ ქაჩავს.



შემიძლია ერთი 20 მწერლის დასახელება, რომლის ერთი ნაწარმოები მაინც უნდა იყოს თარგმნილი და ძალიან ნელი ტემპებით კიდებენ ხელს ჩვენები. მერე თუ არ დამეზარება ჩამოვწერ.

Posted by: GreenWestHam 26 Aug 2017, 17:51
და რა არის ედემის აღმოსავლეთში ასეთი გამოსარჩევი? სუსტი სიუჟეტი, სრულიად უაზრო და უშინაარსო დიალოგებით გატენილი, ალუზიებიც ისეთია, კოელიოს მკითხველიც რომ გამოიცნობს და გაიხარებს biggrin.gif

რამდენიმე კარგი მომენტი არის, თუნდაც ფინალი ნორმალურია, თუმცა საერთო ჯამში "მინდა ვიყო ფოლკნერობის" ძალიან წარუმატებელი მცდელობაა

Posted by: ValenTine_Kelly 26 Aug 2017, 19:48
ilikeit
QUOTE
არადა პულიცერი მრისხანების მტევნებმა აიღო, აუცილებლად უნდა იყოს ნათარგმნი

არის კიდეც . smile.gif

მაგრამ თავიდან რომ გამოსცენ, კარგს იზამენ.


ედემი მაინტერესებს და ვერ ვიყიდე. ძვირია.

Posted by: ilikeit 26 Aug 2017, 23:36
senpai
ValenTine_Kelly
იმას თარგმანს ეძახით?
ალბათ არ გაქვთ ქართულად წაკითხული :დ
"ჯიმ ნუ იქცევი აგრე, - მაგრე იმიტომ ვიქცევი რომ..." drug.gif
* * *
QUOTE

მაგრამ თავიდან რომ გამოსცენ, კარგს იზამენ.

yes.gif

Posted by: rodo 27 Aug 2017, 13:41
ilikeit
თუ ასეთი თარგმანია, და ეს ძველი წიგნიც ძნელად იშოვება, კარგი იქნება ხელახლა თარგმნონ "მრისხანების მტევნები". სტაინბეკის მხოლოდ "თაგვებსა და ადამიანებზე" მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს.

----
სტაინბეკის კომუნისტურ მსოფლმხედველობას რაც შეეხება, დიდი მწერლების შემოქმედებაში მათი პოლიტიკური შეხედულებები არ არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, გაბრიელ გარსია მარკესი სოციალისტი იყო, კნუტ ჰამსუნი და ბერნარდ შოუ ფაშისტებს გულშემატკივრობდნენ; დოსტოევსკი შავრაზმული პოლიტიკური აზრები ჰქონდა და ა.შ. თუმცა, ყველა ჩამოთვლილი სხვადასხვა სიდიდის, მაგრამ მაინც დიდი მწერლები არიან, მათ შორის სტაინბეკიც.

Posted by: ValenTine_Kelly 27 Aug 2017, 15:17
ilikeit
QUOTE
იმას თარგმანს ეძახით?
ალბათ არ გაქვთ ქართულად წაკითხული :დ

ნწუ biggrin.gif

საბჭოეთის პერიოდის თარგმანებში რამდენია ეგეთი. ჭელიძის თარგმანში მაქვს მგონი ქართული ანდაზები წაკითხული biggrin.gif

Posted by: George Best :) 27 Aug 2017, 21:30
QUOTE
სტაინბეკის კომუნისტურ მსოფლმხედველობას რაც შეეხება, დიდი მწერლების შემოქმედებაში მათი პოლიტიკური შეხედულებები არ არის მნიშვნელოვანი

QUOTE
გაბრიელ გარსია მარკესი სოციალისტი იყო, კნუტ ჰამსუნი და ბერნარდ შოუ ფაშისტებს გულშემატკივრობდნენ; დოსტოევსკი შავრაზმული პოლიტიკური აზრები ჰქონდა

სხვაობა ის არის რო ქვემოთ ჩამოთვლილი ტიპები თავის ნაწერებში მაგის პროპაგანდას არ ახდნენ და სხვა რამისთვის წერდენ
აი სტაინბეკი კიდე იმენა ტრაკს ათამაშებდა თავისი კომუნიზმით
ყალბი,პათეთიკური ნაგავია რა იტოგში up.gif

Posted by: rodo 27 Aug 2017, 21:56
რა მაგარია. ფაუსტის მეორე ნაწილი დაანონსა სულაკაურის გამომცემლობამ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე. რამდენი ხანია ველოდით და უკვე თარგმნა ბატონმა დავით წერედიანმა, რომელმაც პირველი ნაწილი სრულიად გენიალურად თარგმნა.

Posted by: *kamikaze* 27 Aug 2017, 23:19
გამარჯობა,

ალბერტო მორავიას "ზიზღი" სად შეიძლება ვიყიდო ხომ არ იცით?

Posted by: rodo 28 Aug 2017, 11:11
*kamikaze*

http://laterna.ge/?cat=38&show=1498#.WaPBYD4jHIU

Posted by: *kamikaze* 28 Aug 2017, 14:43
rodo
მადლობა,
ისე ძალიან პატარა ტირაჟებით გამოსცემენ, ზოგი წიგნის შოვნა ძალიან რთულია,

Posted by: 4L3X 7 Sep 2017, 19:57
საინტერესო ამბები. ბაკურ სულაკაურმა Leftovers დაანონსა.
პორტალმა სიმაკის "ქალაქს" სექტემბრის ბოლოს გამოვუშვებთო.

Posted by: Janee 8 Sep 2017, 14:50
ნეტა სულაკაური შიშველ ლანჩს ან ღრუბლის ატლასს როდის გამოუშვებს,აპირებდნენ.

Posted by: MITIATO 14 Sep 2017, 19:12
http://radikal.ru/big/1nnk9l5xnuiex


ძალიან მალე „ჰილჰაუსის მოჩვნება'' სერია „13''-ში დაისადგურებს.
ამერიკელი მწერლის, შირლი ჯექსონის რომანი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია მოჩვენებაზე.
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
ყდის დიზაინერი: Giorgi Magradze

Posted by: ♥მარიამი♥ 14 Sep 2017, 21:00
რამდენი კაი რამე გამოდის, ძაან ამოქაჩეს გამომცემლობებმა <3

Posted by: 4L3X 14 Sep 2017, 21:05
user posted image

წიგნი გერმანულიდან თარგმნა დავით წერედიანმა

Posted by: fork 15 Sep 2017, 11:37
QUOTE
პორტალმა სიმაკის "ქალაქს" სექტემბრის ბოლოს გამოვუშვებთო.

ამას ველი,მალე ქნან-შემომეხარჯა ხელფასი.

Posted by: merkantila 15 Sep 2017, 17:27
http://radikal.ru


Posted by: senpai 15 Sep 2017, 17:51
QUOTE (merkantila @ 15 Sep 2017, 17:27 )
http://radikal.ru

ეს გამოსული არ იყო უკვე ?

http://www.biblusi.ge/item/proza/35815-pani.html?lang=ka-GE

პანი : ლეიტენანტ გლანის ჩანაწერები - ესეთია სრული სათაური.

Posted by: MITIATO 19 Sep 2017, 12:51
http://radikal.ru

Posted by: Joiner 21 Sep 2017, 17:08
სულაკაურის გამომცემლობისგან.

user posted image

მკითხველისთვის კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს - არტ შპიგელმანის საკულტო გრაფიკული რომანი „მაუს“ უკვე ითარგმნება!

წიგნის ფრაგმენტები პირველად 1980 წელს ჟურნალ Raw-ს დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა. მას შემდეგ ნაწარმოები 11 წლის განმავლობაში იქმნებოდა და საბოლოო სახით 1991 წლის მიწურულს გამოიცა. წიგნმა ფართო აღიარება მოიპოვა, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში; უამრავ მიმომხილველს შორის იყო უმბერტო ეკოც, რომელმაც „მაუს“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ და მომნუსხველ ნაწარმოებად დაასახელა.

„მაუს“ ჰოლოკოსტის ისტორიაა და ავტორის მამის, პოლონელი ებრაელის, ვლადეკ შპიგელმანის თავგადასავალს მოგვითხრობს. შეულამაზებელი ამბები, რომელიც ცოცხლად გადარჩენილი ებრაელის პირითაა მოთხრობილი, ააშკარავებს როგორც ნაციზმის ბოროტებას, ასევე ებრაელების პოსტტრავმულ ყოფას და გარე მაყურებლების დამოკიდებულებას მსოფლიო ისტორიის ამ მოვლენისადმი.

წიგნი არაერთხელ გამხდარა სკანდალის საგანი. პოლონური თარგმანი 2001 წელს საპროტესტო გამოცემის სახით გამოვიდა. გამომცემლობა „Gazeta Wyborcza“ მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული წიგნის გამოცემისთვის დააარსეს. ამ ნაბიჯს დიდი აურზაური მოჰყვა და გამომცემლობის ოფისთან რომანის ათასობით ეგზემპლარი დაწვეს.

ასევე, გერმანიაში პირველად დაუშვეს წიგნის გარეკანზე სვასტიკის გამოსახვის ნებართვა და „მაუს“ სასკოლო პროგრამაშიც კი შეიტანეს; მაშინ, როდესაც 2014 წელს რუსეთში მიღებული კანონის თანახმად, „მაუსის“ ეგზემპლარები წიგნის მაღაზიებიდან გააქრეს სწორედ გარეკანის გამო.

„მაუსს“ 1992 წელს პულიცერის პრემია მიენიჭა და დღემდე რჩება ერთადერთ კომიქსად, რომელსაც ეს პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად მრავალმილიონდოლარიანი შეთავაზებებისა, ავტორი მისი წიგნის კინოეკრანიზების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება;

წიგნი ქართულ ენაზე ამერიკის საელჩოს მთარგმნელობითი პროგრამის მხარდაჭერით 2018 წელს გამოიცემა.
* * *
user posted image

Posted by: GreenWestHam 21 Sep 2017, 23:18
ilikeit
QUOTE
იმას თარგმანს ეძახით?
ალბათ არ გაქვთ ქართულად წაკითხული :დ
"ჯიმ ნუ იქცევი აგრე, - მაგრე იმიტომ ვიქცევი რომ..."

ქართული თარგმანი არ წამიკითხავს, მაგრამ ეგ მთლად მთარგმნელის ბრალი არ არის, ორიგინალშიც ეგრეა დაწერილი, დამახინჯებული სიტყვებით და ჩაყლაპული მარცვლებით biggrin.gif მთარგმნელი რას იზამდა ამ შემთხვევაში, ოკლაჰომელ ფერმერებს არისტოკრატებივით ხომ არ აალაპარაკებდა ქართულად?

Posted by: merkantila 27 Sep 2017, 20:19
http://radikal.ru


ამ წლის ბოლომდე ჩვენი გამომცემლობა მარგარეტ ეტვუდის კიდევ ერთ შედევრს შემოგთავაზებთ!

სამყაროს აღსასრული დადგა. მეცნიერების ამბიციურობის და კორპორაციული სიხარბის კომბინაციამ დედამიწის ზურგზე მხოლოდ ერთი ადამიანი დატოვა - ის ადამიანი, რომელმაც უნდა გაუძლოს შიმშილს, მარტოობის დამაყრუებელ სიჩუმეს და გენეტიკურად მუტირებული არსებების შემოტევებს, იმისთვის რომ თქვენ, მკითხველს, მოგიყვეთ თავისი ცხოვრების შესახებ: თავის საუკეთესო მეგობარზე, კრეიკზე, რომელსაც სამყაროს აღსასრულში ლომის წვლილი მიუძღვოდა და ორიქსზე, რომელიც ორივე მეგობარს უყვარდა.

მარგარეტ ეტვუდის უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რადგანაც ყველაფერი, რაც წიგნში ხდება, უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია. ეს არის სპეკულაცია იმის თაობაზე, რა მოხდება, თუ ჩვენს გარშემო არსებული სამყარო განვითარების კურსს არ შეცვლის.

მთარგმნელები: დავით ბალიაშილი, აკაკი მოსახლიშვილი
რედაქტორი: მარი კორინთელი

Posted by: presbiteri 28 Sep 2017, 10:07
კნუტ ჰამსუნი-"ფანი" ესეც "მისტერიებივით" ძალით რომანია თუ ეს კარგია?

Posted by: senpai 28 Sep 2017, 10:21
presbiteri
QUOTE
კნუტ ჰამსუნი-"ფანი"

კარგია, წაიკითხე. მგონი ჰამსუნის ყველაზე ნაკლებად გამაღიზიანებელი რომანია biggrin.gif

Posted by: Joiner 1 Oct 2017, 20:20
user posted image



ფილიპ დიკის ახალი თარგმანის წაკითხვას 3 ოქტომბრიდან შეძლებთ

ფილიპ კ.დიკის რომანში, „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, სამყარო აღარაა ისეთი, როგორსაც ვიცნობთ. ადამიანები ძალიან მარტოსულები და უბედურები არიან, ერთადერთ ნუგეშად კი „პატარა პატის კომპლექტებიღა“ დარჩენიათ - იდეალური თოჯინები სრულყოფილი ნივთებითა და ცხოვრებით; საოცნებო სამყაროს მინიმოდელი, რომელიც კაცობრიობას ახალ რეალობასთან შეგუების საშუალებას არ აძლევს. სინამდვილისგან თავის დასაღწევად ნარკოტიკების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. და ამ დროს ჩნდება პალმერ ელდრიჩი - უცხო ძალა, რომელიც ადამიანებს ახალ გამოსავალს სთავაზობს. ვინ არის პალმერ ელდრიჩი? სიკეთე თუ ბოროტება, ღმერთი თუ ეშმაკი? იქნებ, სულაც, რაღაც სხვა ძალა, რომელიც იმდენად მარტოსული და მოწყენილია, რომ ადამიანთა კიდევ უფრო გაუბედურებით ირთობს თავს? რას მოუტანს კაცობრიობას სამყარო, რომლის შენებასაც იგი ცდილობს?

მთარგმნელი: ნინო ბარძიმიშვილი
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

„პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“ სავსეა ლიტერატურული და რელიგიური ალუზიებით, დიკისთვის დამახასიათებელი თამაშებითა და თავსატეხებით, უამრავი შესაძლო რეალობით, სიკეთესა და ბოროტებას შორის მყიფე საზღვრების აგებითა და ნგრევით... ამ რომანში არაფერია ცალსახა და ნათელი. ფილიპ კ. დიკი ამჯერადაც გვეპატიჟება საშიშ, პროვოკაციულ თავგადასავალში, რომლიდანაც ვერავინ დაბრუნდება იმად, რაც თავიდან იყო.

Posted by: MITIATO 1 Oct 2017, 21:57
QUOTE
ფილიპ კ.დიკის რომანი, „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“,


ვაუ, ახალი დიკი.

bis.gif bis.gif

Posted by: MeBeforeYou 2 Oct 2017, 09:16
QUOTE (Joiner @ 1 Oct 2017, 20:20 )
user posted image



სიგიჟეა ეს ყდა eek.gif
იმდენად მაგარ ყდებს ქმნის ავალიანი, რომ ხანდახან მის ნამდვილობაში შემაქვს უკვე ეჭვი.
ძალიან მისტიკური გახდა ეს გოგო ჩემთვის, ასეთი ხედვა ნიჭზე მეტია.

Posted by: merkantila 4 Oct 2017, 11:32
რადიკალ.რუ-დან რატომ ვეღარ ჩითავს ლინკს?

Posted by: George Best :) 4 Oct 2017, 16:58
ჩემი მოკლე ჭკუით,ფენტეზის დროულად გაგრძელების თავი თუ არ გაქვს,არც უნდა დაიწყო
ბნელ კოშკზე და მხედვარზე რაც ხდება,მაგაზე ვამბობ

Posted by: 4L3X 4 Oct 2017, 17:05
QUOTE (George Best :) @ 4 Oct 2017, 16:58 )
ჩემი მოკლე ჭკუით,ფენტეზის დროულად გაგრძელების თავი თუ არ გაქვს,არც უნდა დაიწყო
ბნელ კოშკზე და მხედვარზე რაც ხდება,მაგაზე ვამბობ

კარგათ არის ნათქვამი yes.gif

Posted by: Mandangus 5 Oct 2017, 13:55
QUOTE
ჩემი მოკლე ჭკუით,ფენტეზის დროულად გაგრძელების თავი თუ არ გაქვს,არც უნდა დაიწყო
ბნელ კოშკზე და მხედვარზე რაც ხდება,მაგაზე ვამბობ


ეგრეა user.gif
ბათუმის იმდენი წიგნი მაქვს დაწყებული, რო მერევა უკვე ფაილები თავში. რუსულად მაგრად მეზარება :/ აუდიო ვცადე და ვერც მაგან ვერ წაიღო.
დაველოდები ხოლმე ტრილოგიებს მაინც და ისე წავიკითხავ. ეხლა მისთბორნი ვიყიდე და ვერ ვიწყებ.

Posted by: MITIATO 5 Oct 2017, 15:52
პერეგრინი, დიუნი, ენდერის თამაში, ვამპირების აკადემია, ჯოჯოხეთური მექანიზმების სერია, ჭეშმარიტების მახვილი_ეს რის გაგრძელებასაც ველოდები (იმედია, არაფერი გამომრჩა). უმეტესობას, როგორც ვხვდები, სულ ტყუილად.
ნარნიას და აბერკრომბს არ ვათვლი, იმედია გააგრძელებენ.
და მხედვარი პირველი წიგნის მეტი არ მიყიდია, ბოლო, სქელყდიან გამოცემას ველოდებოდი.
user.gif

ამის ფონზე, ნისქმნილს ჯერ შიშით ვერ ვყიდულობ.
არა და, ძალიან მაინტერესებს. user.gif


Posted by: merkantila 5 Oct 2017, 19:36
user posted image

მალე სულაკაურის "ლიტერატურულ ოდისეაში"

Posted by: Eeescadaaa 5 Oct 2017, 19:49
QUOTE (merkantila @ 5 Oct 2017, 19:36 )
user posted image

მალე სულაკაურის "ლიტერატურულ ოდისეაში"



ფილმიც რომ გამოვიდა ის ოთახიიი?? spy.gif

Posted by: rodo 6 Oct 2017, 20:28
ეს ფილმი მგონი ვიცი და არ მომწონს. ზოგადად, "ლიტერატურული ოდისეა"-ის სერია მომწონს. კარგი იქნებოდა ისეთი თანამედროვე ავტორების მთავარ ნაწარმოებები თარგმნა, როგორებიცაა: დონ დელილო, ტომ სტოპარდი, თომას პინჩონი, რობერტო ბოლანო; ასევე ძალიან ეგზოტიკური და საინტერესო იქნება ჩინუა აჩებეს და ნგუგი ვა თიონგოს ნაწარმოებების თარგმნა.

Posted by: Eeescadaaa 6 Oct 2017, 20:40
QUOTE (Joiner @ 1 Oct 2017, 20:20 )
user posted image



ფილიპ დიკის ახალი თარგმანის წაკითხვას 3 ოქტომბრიდან შეძლებთ

ფილიპ კ.დიკის რომანში, „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, სამყარო აღარაა ისეთი, როგორსაც ვიცნობთ. ადამიანები ძალიან მარტოსულები და უბედურები არიან, ერთადერთ ნუგეშად კი „პატარა პატის კომპლექტებიღა“ დარჩენიათ - იდეალური თოჯინები სრულყოფილი ნივთებითა და ცხოვრებით; საოცნებო სამყაროს მინიმოდელი, რომელიც კაცობრიობას ახალ რეალობასთან შეგუების საშუალებას არ აძლევს. სინამდვილისგან თავის დასაღწევად ნარკოტიკების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. და ამ დროს ჩნდება პალმერ ელდრიჩი - უცხო ძალა, რომელიც ადამიანებს ახალ გამოსავალს სთავაზობს. ვინ არის პალმერ ელდრიჩი? სიკეთე თუ ბოროტება, ღმერთი თუ ეშმაკი? იქნებ, სულაც, რაღაც სხვა ძალა, რომელიც იმდენად მარტოსული და მოწყენილია, რომ ადამიანთა კიდევ უფრო გაუბედურებით ირთობს თავს? რას მოუტანს კაცობრიობას სამყარო, რომლის შენებასაც იგი ცდილობს?

მთარგმნელი: ნინო ბარძიმიშვილი
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

„პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“ სავსეა ლიტერატურული და რელიგიური ალუზიებით, დიკისთვის დამახასიათებელი თამაშებითა და თავსატეხებით, უამრავი შესაძლო რეალობით, სიკეთესა და ბოროტებას შორის მყიფე საზღვრების აგებითა და ნგრევით... ამ რომანში არაფერია ცალსახა და ნათელი. ფილიპ კ. დიკი ამჯერადაც გვეპატიჟება საშიშ, პროვოკაციულ თავგადასავალში, რომლიდანაც ვერავინ დაბრუნდება იმად, რაც თავიდან იყო.


რიდერსლენდზე დევს თუ გაინტერესებთ user.gif user.gif

Posted by: ValenTine_Kelly 10 Oct 2017, 12:32
არადა გუშინ ვფქრობდი, ეტვუდის ორიქსი როდის იქნება მეთქი.

მშვენიერი.

Posted by: merkantila 10 Oct 2017, 19:19
user posted image

ჰეჰ.. ესეც მეორე კორტასარი..

Posted by: arvedui 11 Oct 2017, 11:42
QUOTE
ჩემი მოკლე ჭკუით,ფენტეზის დროულად გაგრძელების თავი თუ არ გაქვს,არც უნდა დაიწყო
ბნელ კოშკზე და მხედვარზე რაც ხდება,მაგაზე ვამბობ


ბნელი კოშკის გამოცემას პალიტრა აგრძელებს. მეოთხე წიგნს თარგმნიან უკვე

Posted by: 4L3X 11 Oct 2017, 14:10
user posted image

ბოდლერი ამბობდა: „Il me semble que je serais toujours bien la’ ou je ne suis pas. "ასე მგონია, რომ სადაც არა ვარ, ბედნიერი იქ ვიქნებოდი". ანუ, აზრი რომ განვავრცოთ, "სადაც არა ვარ, იქ ვიქნებოდი ის, რაც მართლა ვარ" ან, სხვაგვარად, უფრო თამამი ინტერპრეტაციით: ოღონდ აქ არა, ამ სამყაროში".

„ნიუიორკული ტრილოგია" თანამედროვე ამერიკელი პოსტმოდერნისტი მწერლის, პოლ ოსტერის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. „რომანი-ექსპერიმენტი", „რომანი-თავსატეხი", „აბსურდული და ფსიქოლოგიური დეტექტივი", "მეტადეტექტივი" – ასე აფასებენ კრიტიკოსები რომანს, რომლის მისტიკურ-დეტექტიური სიუჟეტი ბევრ თავსატეხს უჩენს მკითხველს. ამავე დროს, სწორედ ეს იდუმალება და დაკარგულობის განცდაა მთავარი მიზეზი, რამაც „ნიუიორკულ ტრილოგიას" მსოფლიო აღიარება და მკითხველთა სიყვარული მოუტანა.

Posted by: ValenTine_Kelly 11 Oct 2017, 17:50
QUOTE
ბნელი კოშკის გამოცემას პალიტრა აგრძელებს. მეოთხე წიგნს თარგმნიან უკვე

კაშმარ. რამდენჯერაც კარგ წიგნს ხელს მოკიდებენ, გული მიკვდება

Posted by: monogamist 11 Oct 2017, 19:49
ვალისს არ გააგრძელებთ ბათუმიი?

Posted by: MITIATO 12 Oct 2017, 19:05
user posted image

„ხმელეთზე გადმოსულს (იესოს) შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა... ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი.“ – ახალი აღთქმის ეს ცნობილი პასაჟი ეპიგრაფად უძღვის უილიამ ბლეტის ამ რომანს. თუ რატომ, ამას მკითხველი სათაურითვე ადვილად მიხვდება. ავტორის თქმით, სადღაც მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის სხვა სამყაროა და მისი შეცნობა მხოლოდ გონებით შეუძლებელია. მით უმეტეს, ადამიანი უძლურია, თუ ეს სამყარო თავის წარმომადგენელს დედამიწაზე გზავნის და მოზარდის სხეულში შეასახლებს. სწორედ მაშინ დაისმის კითხვა: სად მთავრდება რეალობა და სად გადის ზღვარი მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის? ამ კითხვაზე საიტერესო პასუხს გვთავაზობს უილიამ პიტერ ბლეტი – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება წერდა ფსიქიკაზე მოქმედ დემონებზე, თავად კი მსგავს ლიტერატურას არასოდეს კითხულობდა.
წიგნის მიხედვით 1973 წელს გადაიღეს ფილმი, რომელმაც არაერთი, მათ შორის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

Posted by: merkantila 13 Oct 2017, 20:04
user posted image
ჟანრულ ლიტერატურას მკითხველის შეშინების უამრავი მეთოდი აქვს. მონსტრები ათასგვარ სახეს იღებენ და მათი მრავალფეროვნება მხოლოდ ავტორის წარმოსახვით არის შეზღუდული. თუმცა, შიში ბევრად უფრო ეფექტურია, როდესაც მისი წყარო არა გროტესკთან და აბსოლუტურ ბოროტებასთან, არამედ უმანკოებასთან და უცოდველობასთან არის დაკავშირებული.
მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
უილიამ მარშის რომანი განსაკუთრებით სულისშემძვრელი იქნება მშობლებისთვის, რომლებიც საკუთარი შვილის განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას ყოველდღიურად აკვირდებიან. რა მოხდება თუ სიყვარულით სავსე ოჯახში გაზრდის მიუხედავად, ბავშვს თანდაყოლილი ნაკლი აქვს, მანკიერი თესლი, რომელსაც კეთილგანწყობილი გარემოთი ვერ შეცვლი და ადრე თუ გვიან საკუთარ მანიფესტაციას საშინელ ფორმებში მოახდენს. ეს კითხვა ავტორმა საკუთარ თავს ორმოცდაათიან წლებში დაუსვა, პასუხი კი მკითხველისთვის მისი გარდაცვალებიდან ერთ თვეში, 1954 წელს გახდა ცნობილი. „მანკიერი თესლი“ არა მხოლოდ თავისი დროისთვის იყო კომერციულად და კრიტიკულად წარმატებული, არამედ ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა გავლენა. ამაზე ბროდვეიზე დადგმული შოუ, ოსკარზე ნომინირებული ფილმი, თუ მისი გავლენით დაწერილი ათობით რომანი მეტყველებს

Posted by: Eeescadaaa 13 Oct 2017, 20:12
QUOTE (merkantila @ 13 Oct 2017, 20:04 )
user posted image
ჟანრულ ლიტერატურას მკითხველის შეშინების უამრავი მეთოდი აქვს. მონსტრები ათასგვარ სახეს იღებენ და მათი მრავალფეროვნება მხოლოდ ავტორის წარმოსახვით არის შეზღუდული. თუმცა, შიში ბევრად უფრო ეფექტურია, როდესაც მისი წყარო არა გროტესკთან და აბსოლუტურ ბოროტებასთან, არამედ უმანკოებასთან და უცოდველობასთან არის დაკავშირებული.
მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
უილიამ მარშის რომანი განსაკუთრებით სულისშემძვრელი იქნება მშობლებისთვის, რომლებიც საკუთარი შვილის განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას ყოველდღიურად აკვირდებიან. რა მოხდება თუ სიყვარულით სავსე ოჯახში გაზრდის მიუხედავად, ბავშვს თანდაყოლილი ნაკლი აქვს, მანკიერი თესლი, რომელსაც კეთილგანწყობილი გარემოთი ვერ შეცვლი და ადრე თუ გვიან საკუთარ მანიფესტაციას საშინელ ფორმებში მოახდენს. ეს კითხვა ავტორმა საკუთარ თავს ორმოცდაათიან წლებში დაუსვა, პასუხი კი მკითხველისთვის მისი გარდაცვალებიდან ერთ თვეში, 1954 წელს გახდა ცნობილი. „მანკიერი თესლი“ არა მხოლოდ თავისი დროისთვის იყო კომერციულად და კრიტიკულად წარმატებული, არამედ ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა გავლენა. ამაზე ბროდვეიზე დადგმული შოუ, ოსკარზე ნომინირებული ფილმი, თუ მისი გავლენით დაწერილი ათობით რომანი მეტყველებს


საინტერესოაა,

ბავშვი მკვლელები user.gif user.gif

Posted by: 4L3X 16 Oct 2017, 19:36
user posted image

თბილისის წიგნის დღეებზე „ლიტერატურულ ოდისეას'' 3 ახალი წიგნი დაემატება <3

შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის დღეები 9-12 ნოემბერს გაიმართება

Posted by: Eeescadaaa 16 Oct 2017, 19:50

ღრუბლების ატლასი გამოსულია უკვე? თუ რა ხდება spy.gif spy.gif

Posted by: MITIATO 16 Oct 2017, 20:59
Eeescadaaa
QUOTE
ღრუბლების ატლასი გამოსულია უკვე?


როგორც თქვეს, დეკემბრის ფესტივალზე იქნებაო. ახლა ვერ მოესწროო.

Posted by: Eeescadaaa 17 Oct 2017, 00:09
MITIATO

გასაგებიაა
მადლობა

Posted by: G_saxva 17 Oct 2017, 13:17
პორტალის სერიას ჯო ჰოლდემანის "სამუდამო ომი" განაგრძნობს.


პორტალის მომდევნო სერია

Posted by: 4L3X 17 Oct 2017, 13:29
QUOTE (G_saxva @ 17 Oct 2017, 13:17 )
პორტალის სერიას ჯო ჰოლდემანის "სამუდამო ომი" განაგრძნობს.


პორტალის მომდევნო სერია

ყოველთვის ვფიქრობდი რომ "ბათუმელები" თარგმნიდნენ მაგ წიგნს. user.gif
აბა ვნახოთ "კოსმოსური დესანტი" ვის შეხვდება.

Posted by: merkantila 18 Oct 2017, 09:56
user posted image


Posted by: Charlotte Casiraghi 18 Oct 2017, 13:39
merkantila

კორტასარის პირველი წიგნი ბიბლუსის ქსელში ვიყიდე როცა გამოვიდა და მეორე ნაწილი ახლა სადაც ვიკითხე, არსად აქვთ.
გაყიდვაში არ გამოსულა ჯერ?

Posted by: merkantila 18 Oct 2017, 14:13
Charlotte Casiraghi


არა, დაანონსეს და ალბათ წიგნის დღეებზე გამოჩნდება, ჯერ გაყიდვაში არ ჩაუშვიათ

Posted by: woman_ 18 Oct 2017, 20:54
კორტასარის კრებულის მეორე ნაწილი love.gif

ოთხივე სრულად მოიცავს მის ნაწარმოებებსო და... ნეტა ქართული გაგებით არ იყოს ეს "სრულად მოიცავს" biggrin.gif

Posted by: Charlotte Casiraghi 19 Oct 2017, 11:06
merkantila

გმადლობ smile.gif

Posted by: fork 19 Oct 2017, 11:21
QUOTE
პორტალის სერიას ჯო ჰოლდემანის "სამუდამო ომი" განაგრძნობს.

როდისთვის დაახლოებით?

Posted by: 4L3X 19 Oct 2017, 11:24
QUOTE (fork @ 19 Oct 2017, 11:21 )
როდისთვის დაახლოებით?

ნოემბრის შუა რიცხვებიო. მემგონი ფესტივალს უნდათ რომ დაამთხვიონ.

user posted image

მალე სერიაში ET CETERA სტივენ კინგის რომანები "მიზერი" და "მწვანე გზა" ახალი გარეკანებით გამოიცემა.

Posted by: ValenTine_Kelly 19 Oct 2017, 21:09
merkantila

ფრიში ვისი თარგმანებია?

Posted by: merkantila 20 Oct 2017, 10:08
ფანჯიკიძეა მე მგონი, ზუსტად არ ვიცი, დალი ფანჯიკიძე თარგმნიდა მაგათ ადრე

Posted by: Joiner 20 Oct 2017, 11:36
QUOTE
ფანჯიკიძეა მე მგონი, ზუსტად არ ვიცი, დალი ფანჯიკიძე თარგმნიდა მაგათ ადრე

yes.gif

ფანჯიკიძეა.

სულაკაურის წინა გამოცემა ფანჯიკიძის იყო და სავარაუდოდ იგივეს გამოსცემენ.

Posted by: merkantila 20 Oct 2017, 12:11
user posted image
მალე სერიაში ET CETERA მილან კუნდერას უმნიშვნელოვანესი რომანი "უკვდავება" გამოიცემა. წიგნი ფრანგულიდან პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა.

თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწერლის, მილან კუნდერას რომანი „უკვდავება“ (1990) გამოსვლისთანავე შედევრად აღიარეს. ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები, ასევე ის მკითხველები, რომლებიც მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ. პარიზში დასახლებული დების, ანიესისა და ლორას სიყვარულისა და დაუძლეველი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ამბავი ბუნებრივად ეხმიანება დიდი გერმანელი პოეტის, გოეთესა და მასზე შეყვარებული ბეტინა ბრენტანოს დაუვიწყარ ისტორიას. შემოქმედის უხილავი ხელი წარსულსა და აწმყოს ოსტატურად ამთლიანებს, ადამიანსა და მის ანარეკლს კი სამუდამოდ აცალკევებს და სასწორის სხვადასხვა პინაზე ათავსებს.
* * *
user posted image

სულაკაურის "ნაბორი" წიგნის დღეებისათვის

Posted by: fork 21 Oct 2017, 15:08
კატალოგებს არ დადებენ გამომცემლობები,თუ რას წარმოადგენენ წიგნის დღეებზე?

Posted by: merkantila 23 Oct 2017, 11:05
user posted image
დიოგენეც გამოჩნდა ასპარეზზე

მალე „დიოგენე“ სერია „ამერიკელების“ ბოლო - მე-19 და მე-20 წიგნებს გამოსცემს. ტიმ ო’ბრაიენის „რასაც თან დაათრევდნენ“ ვიეტნამის ომის თემაზე დაწერილი ყველაზე ცნობილი კრებულია. რეიმონდ კარვერის მოთხრობების წიგნს „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე“ ხშირად მცირე პროზის ეტალონს უწოდებენ. ეს წიგნები მოთხრობის ჟანრის ოსტატების დაწერილია და XX საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკული ლიტერატურის შედევრებად ითვლება. ტიმ ო’ბრაიენის მთარგმნელი ზაზა ჭილაძეა, რეიმონ კარვერის - თამარ ლომიძე.

* * *
user posted imageეს წიგნი სასაფლაოა - პატარა ლურჯი ყვავილებით მოფენილი სასაფლაო, ყვავილების ყოველი რიგი კი თითო ადამიანის ცხოვრების ხაზია: ფსიქოზით, სიგიჟითა და დაუსრულებელი თამაშის წყურვილით დაავადებული ადამიანებისა.

ეს წიგნი ქალაქია, ქუჩაა, სახლია, ოთახია, ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანია; ეს წიგნი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილი ორი მხარეა. პირველი ქუჩაში თითქოს ლაღად და უდარდელად მოთამაშე, სინამდვილეში კი გამუდმებით ჩასაფრებული, შეშინებული, ზურგიდან თავდახმის მოლოდინში გარინდულ ადამიანთა ჯგუფია, მეორე კი ას, ათას, მილიონ ნიღაბს ამოფარებული დაგეშილი მონადირე, რომელიც უსასრულოდ ცვალებად გარსს მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ თავად არ გახდეს მის მიერ დევნილთა, უფრო კი თავისნაირთა მსხვერპლი.

მთარგმნელი: ილო ქარდავა
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ეს წიგნი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელსაც მხოლოდ ადამიანთა მოხმარება, გამოყენება, მათი უხილავი ძაფებით დამორჩილება და, სურვილის შემთხვევაში, ამავე ძაფებით მოხრჩობა შეუძლია.

ეს წიგნი ჩაკეტილი წრეა, საიდან გასვლაც მხოლოდ იმიტომ არ სურთ, რომ მისი გარღვევა შეუძლებელია, ეს ჯერ ვერავის მოუხერხებია და თუ ვინმეს გაუღწევია, გარეთ კიდევ ერთი წრე დახვედრია.

ფილიპ კ. დიკის ნახევრადბიოგრაფიული „ბუნდოვნად, სკანერში“ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია, რომელიც სცდება ფანტასტიკის ჟანრს და ყველაზე სევდიან, უიმედო და ტრაგიკულ ამბავს გვიყვება.

Posted by: 4L3X 23 Oct 2017, 20:18
user posted image

ეს წიგნი სასაფლაოა - პატარა ლურჯი ყვავილებით მოფენილი სასაფლაო, ყვავილების ყოველი რიგი კი თითო ადამიანის ცხოვრების ხაზია: ფსიქოზით, სიგიჟითა და დაუსრულებელი თამაშის წყურვილით დაავადებული ადამიანებისა.
ეს წიგნი ქალაქია, ქუჩაა, სახლია, ოთახია, ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანია; ეს წიგნი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილი ორი მხარეა. პირველი ქუჩაში თითქოს ლაღად და უდარდელად მოთამაშე, სინამდვილეში კი გამუდმებით ჩასაფრებული, შეშინებული, ზურგიდან თავდახმის მოლოდინში გარინდულ ადამიანთა ჯგუფია, მეორე კი ას, ათას, მილიონ ნიღაბს ამოფარებული დაგეშილი მონადირე, რომელიც უსასრულოდ ცვალებად გარსს მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ თავად არ გახდეს მის მიერ დევნილთა, უფრო კი თავისნაირთა მსხვერპლი.
მთარგმნელი: ილო ქარდავა
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
ეს წიგნი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელსაც მხოლოდ ადამიანთა მოხმარება, გამოყენება, მათი უხილავი ძაფებით დამორჩილება და, სურვილის შემთხვევაში, ამავე ძაფებით მოხრჩობა შეუძლია.
ეს წიგნი ჩაკეტილი წრეა, საიდან გასვლაც მხოლოდ იმიტომ არ სურთ, რომ მისი გარღვევა შეუძლებელია, ეს ჯერ ვერავის მოუხერხებია და თუ ვინმეს გაუღწევია, გარეთ კიდევ ერთი წრე დახვედრია.
ფილიპ კ. დიკის ნახევრადბიოგრაფიული „ბუნდოვნად, სკანერში“ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია, რომელიც სცდება ფანტასტიკის ჟანრს და ყველაზე სევდიან, უიმედო და ტრაგიკულ ამბავს გვიყვება.

Posted by: Joiner 23 Oct 2017, 20:25
QUOTE (4L3X @ 23 Oct 2017, 20:18 )
user posted image

ეს წიგნი სასაფლაოა - პატარა ლურჯი ყვავილებით მოფენილი სასაფლაო, ყვავილების ყოველი რიგი კი თითო ადამიანის ცხოვრების ხაზია: ფსიქოზით, სიგიჟითა და დაუსრულებელი თამაშის წყურვილით დაავადებული ადამიანებისა.
ეს წიგნი ქალაქია, ქუჩაა, სახლია, ოთახია, ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანია; ეს წიგნი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილი ორი მხარეა. პირველი ქუჩაში თითქოს ლაღად და უდარდელად მოთამაშე, სინამდვილეში კი გამუდმებით ჩასაფრებული, შეშინებული, ზურგიდან თავდახმის მოლოდინში გარინდულ ადამიანთა ჯგუფია, მეორე კი ას, ათას, მილიონ ნიღაბს ამოფარებული დაგეშილი მონადირე, რომელიც უსასრულოდ ცვალებად გარსს მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ თავად არ გახდეს მის მიერ დევნილთა, უფრო კი თავისნაირთა მსხვერპლი.
მთარგმნელი: ილო ქარდავა
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
ეს წიგნი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელსაც მხოლოდ ადამიანთა მოხმარება, გამოყენება, მათი უხილავი ძაფებით დამორჩილება და, სურვილის შემთხვევაში, ამავე ძაფებით მოხრჩობა შეუძლია.
ეს წიგნი ჩაკეტილი წრეა, საიდან გასვლაც მხოლოდ იმიტომ არ სურთ, რომ მისი გარღვევა შეუძლებელია, ეს ჯერ ვერავის მოუხერხებია და თუ ვინმეს გაუღწევია, გარეთ კიდევ ერთი წრე დახვედრია.
ფილიპ კ. დიკის ნახევრადბიოგრაფიული „ბუნდოვნად, სკანერში“ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია, რომელიც სცდება ფანტასტიკის ჟანრს და ყველაზე სევდიან, უიმედო და ტრაგიკულ ამბავს გვიყვება.

bis.gif bis.gif

მოახლოვდა ფესტივალი და ბათუმიც ჩაირთო.

4L3X
შენი გაკეთებული სურათი გამახსენა biggrin.gif
user posted image

Posted by: merkantila 23 Oct 2017, 20:27
user posted image
ფამუქის რეპრინტები.. დიდებულია

Posted by: 4L3X 23 Oct 2017, 20:30
Joiner
gigi.gif

სხვათაშორის "პორტალი" ისე ვითარდება რომ პალიტრა L თავისი თავის რეაბილიტაციას მოახდენს.

Posted by: merkantila 23 Oct 2017, 20:32
ჰესეს ახალი გაქვთ მეთქი? ბიბლუსში და "დამსვენებელს" მტენიდნენ, წიგნი გადავაბრუნე და თარიღს რო დახედა ,ტრამალის მგელი გამომიტანა..

Posted by: 4L3X 24 Oct 2017, 12:30
დიოგენემ ამოქოქა

user posted image

მალე სერიაში „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ ფლენერი ო’კონორის ყველაზე ცნობილი კრებული გამოიცემა. თუკი XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში შეიძლება, ვინმე უილიამ ფოლკნერის გვერდით თამამად მოიხსენიებოდეს, ერთ-ერთი პირველი ნამდვილად ფლენერი ო’კონორია. წიგნი ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თარგმნეს.

ამერიკული ლიტერატურა წარმოუდგენელია ფლენერი ო’კონორის (1925-1964) გარეშე. მწერლის მემკვიდრეობა, სხვა დიდი სამხრეთელის - უილიამ ფოლკნერის წიგნებთან ერთად, სამხრეთული გოთიკის კლასიკაა. „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ - კრებული, რომელშიც ათი მოთხრობა შედის - 1955 წელს გამოიცა. მწერალი სწორედ მოთხრობის ჟანრის ოსტატად ითვლება. ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია არა მხოლოდ ავტორის შემოქმედებაში, არამედ მთელ XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ფლენერი ო’კონორის სამყარო სასტიკია - სავსე ადამიანთა აულაგმავი სურვილებითა და ბნელი ზრახვებით, ადამიანებისა, რომლებსაც არც ღმერთის სწამთ და არც ეშმაკის ეშინიათ.

Posted by: merkantila 24 Oct 2017, 15:34
user posted image

„მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ყველა ჩემი წოდების ჩამოთვლითაც არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“, „კლა-კლა-კლავდიუსი“, ანდა, მთლად უკეთეს შემთხვევაში - „საწყალი ძია კლავდიუსი“, დღევანდელ დღეს საკუთარი, ერთობ უცნაური ცხოვრების წერად ვჯდები“... ასე იწყება ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის, რობერტ გრეივზის (1895-1985) ყველაზე ცნობილი რომანი, ისტორიული ჟანრის შედევრი და რომის იმპერიაზე დაწერილ საკითხავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი. ეს წიგნი ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები, კალიგულას მემკვიდრე და ნერონის წინამორბედი იმპერატორის, კლავდიუსის ავტობიოგრაფიაა. „მე, კლავდიუსი“ XX საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორისაა დასახელებული.

Posted by: Eeescadaaa 24 Oct 2017, 17:12

გააქტიურდა დიოგენეე chups.gif bis.gif

Posted by: rodo 24 Oct 2017, 17:37
რა კარგ წიგნებს გამოსცემენ "თბილისის წიგნის დღეებისთვის". ვნახოთ, კიდევ ვინმე რაიმე ახალ წიგნს თუ დაანონსებს. მგონი იქითა კვირიდან კატალოგების დადებასაც დაიწყებენ.

Posted by: Joiner 25 Oct 2017, 11:50
user posted image


Posted by: monogamist 25 Oct 2017, 13:10
QUOTE (merkantila @ 24 Oct 2017, 16:34 )
user posted image


ვავა ეტა უჟე დელა

Posted by: 4L3X 27 Oct 2017, 16:47
user posted image

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა'' კიდევ ერთი შედევრის, ალან მურისა და დეივ გიბონსის შექმნილ გრაფიკული რომანის გამოცემას გეგმავს.

„ჰუგოს პრემიის” მფლობელი გრაფიკული რომანი იმ სუპერ-გმირების დაცემის ისტორიას მოთგვითხრობს, რომელთაც ადამიანური გრძნობები შავი ჭირივით შეჰყრიათ. მათ კვლადაკვალ უცნობი მკვლელი მისდევს და ამ დევნისას კიდევ უფრო ცხადად წარმოჩინდება სუპერ-გმირობის ნამდვილი არსი.

„Watchmen''-ს ქართველი მკითხველი 2018 წლის დასაწყისში ქართულ ენაზე იხილავს.

შეგახსენებთ, რომ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ'' 2017 წელს ისეთი გრაფიკული რომანები გამოსცა, როგორებიცაა: „V ანუ ვენდეტა'' და „ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა''

ყდა არ არის საბოლოო ვერსია.

მთარგმნელი: ნიკა სამუშია Nika Samushia
* * *
user posted image

"უკვდავი ბიბლიოთეკის" სერია კიდევ ერთი წიგნით გამდიდრდა ალექსანდრე დიუმას "ქალი ხავერდის ყელსაბამით" თბილისის წიგნის დღეები 2017 / Tbilisi Book Days 2017-ს განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი
სახელგანთქმულმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ (უფროსი) ნაწარმოები „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ 1850 წელს დაწერა და მიუძღვნა თავის მეგობარს, მწერალ შარლ ნოდიეს, რომელიც 1844 წელს გარდაიცვალა.
მთარგმნელი: ეკატერინე სუბათაშვილი
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას.
გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია. მეოცნებე ხელოვანს მთელი სამყარო ერთ დიდ თეატრად წარმოუდგენია, რომლის მთავარი სცენა სწორედ პარიზია. ზუსტად ამ ქალაქში მას დაუჯერებელი თავგადასავალი ელის. იგი ხან რეალურ, ხანაც ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება, მის გარშემო განვითარებული მოვლენები კი ხშირად ფანტასტიკურ ელფერს იძენს.
ნამდვილად არსებობს თუ ჰოფმანის წარმოსახვის ნაყოფია ხავერდისყელსაბამიანი ქალი? სინამდვილეში ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? რა ხდება გილიოტინასთან შუაღამის პარიზში? − ეს არის შეკითხვები, რომლებიც მუდამ ტრიალებს მკითხველის გონებაში. კითხვისას ნაწარმოებიც ზუსტად ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია რაღაც ზებუნებრივმა მოვლენამ იმ ირეალურ სამყაროში, საიდანაც თავის დაღწევა თან უნდა და თან - არა.

Posted by: Joiner 29 Oct 2017, 20:05
user posted image
„სანამ მათ ჩამოახრჩობენ“ ჯო აბერკრომბის ტრილოგიის „პირველი კანონი“ შემდეგი წიგნია, რომელშიც მოვლენები კიდევ უფრო დაძაბულად, ემოციურად და სუნთქვისშემკვრელად ვითარდება.

მთარგმნელი: ლაშა შუბლაძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი


კავშირსა და მის მიწებზე ომის ჯოჯოხეთური ქარიშხალი მძვინვარებს. ჩრდილოეთში ანგლანდს ბეთოდი უტევს, შანკები მთებიდან ჩამოდიან, სამხრეთში კი ძლევამოსილმა უთმან-ულ-დოშტმა დაგოსკას ალყა შემოარტყა და რადაც უნდა დაუჯდეს, ქალაქის დაბრუნებას აპირებს. არქილექტორის ბრძანებით ინკვიზიტორმა გლოკტამ გურკჰების ხელში დაგოსკის ჩავარდნა არ უნდა დაუშვას, ის კი უცხო, მტრებით სავსე ქალაქში სრულიად მარტოა. ვინ დგას ზედამხედველი დავუსტის მკვლელობის უკან? რა როლს თამაშობს სამყაროსა და ომების ბედში მაგია? სადამდე მიიყვანს უცნაურ ჯგუფს ბაიაზის წამოწყებული საშიში მოგზაურობა?

Posted by: Eeescadaaa 29 Oct 2017, 20:24
QUOTE (Joiner @ 29 Oct 2017, 20:05 )
user posted image
„სანამ მათ ჩამოახრჩობენ“ ჯო აბერკრომბის ტრილოგიის „პირველი კანონი“ შემდეგი წიგნია, რომელშიც მოვლენები კიდევ უფრო დაძაბულად, ემოციურად და სუნთქვისშემკვრელად ვითარდება.

მთარგმნელი: ლაშა შუბლაძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი


კავშირსა და მის მიწებზე ომის ჯოჯოხეთური ქარიშხალი მძვინვარებს. ჩრდილოეთში ანგლანდს ბეთოდი უტევს, შანკები მთებიდან ჩამოდიან, სამხრეთში კი ძლევამოსილმა უთმან-ულ-დოშტმა დაგოსკას ალყა შემოარტყა და რადაც უნდა დაუჯდეს, ქალაქის დაბრუნებას აპირებს. არქილექტორის ბრძანებით ინკვიზიტორმა გლოკტამ გურკჰების ხელში დაგოსკის ჩავარდნა არ უნდა დაუშვას, ის კი უცხო, მტრებით სავსე ქალაქში სრულიად მარტოა. ვინ დგას ზედამხედველი დავუსტის მკვლელობის უკან? რა როლს თამაშობს სამყაროსა და ომების ბედში მაგია? სადამდე მიიყვანს უცნაურ ჯგუფს ბაიაზის წამოწყებული საშიში მოგზაურობა?

popcorn.gif popcorn.gif
რა კარგია

....................

Posted by: Mandangus 29 Oct 2017, 22:04
აბერკრომბი love.gif love.gif love.gif love.gif

ტრილოგიაა ხო პირველი კანონი ?

Posted by: Eeescadaaa 29 Oct 2017, 22:21
QUOTE (Mandangus @ 29 Oct 2017, 22:04 )
აბერკრომბი love.gif love.gif love.gif love.gif

ტრილოგიაა ხო პირველი კანონი ?

კი
............................................

Posted by: giojavaxa 29 Oct 2017, 23:05
სულაკაურისგან რა ისმის გოეთეზე ?

Posted by: ჭაბუკი 30 Oct 2017, 10:47
QUOTE (giojavaxa @ 29 Oct 2017, 23:05 )
სულაკაურისგან რა ისმის გოეთეზე ?

ორივე იქნება ფესტივალზეო.

რადგან მეორე ნაწილიც გამოვიდა მგონი ორივე აბერკრომბს ვიყიდი

Posted by: seeman 30 Oct 2017, 12:38
QUOTE (ჭაბუკი @ 30 Oct 2017, 10:47 )
QUOTE (giojavaxa @ 29 Oct 2017, 23:05 )
სულაკაურისგან რა ისმის გოეთეზე ?

ორივე იქნება ფესტივალზეო.


ფაუსტზეა საუბარი და ორივე იქნება გაყიდვაში ამ ფესტივალზე ?

Posted by: ჭაბუკი 30 Oct 2017, 15:09
QUOTE (seeman @ 30 Oct 2017, 12:38 )
QUOTE (ჭაბუკი @ 30 Oct 2017, 10:47 )
QUOTE (giojavaxa @ 29 Oct 2017, 23:05 )
სულაკაურისგან რა ისმის გოეთეზე ?

ორივე იქნება ფესტივალზეო.


ფაუსტზეა საუბარი და ორივე იქნება გაყიდვაში ამ ფესტივალზე ?

კი ეგრე თქვეს სულაკაურის გვერდზე.
გოეთეს სხვა რაზე იქნებოდა საუბარი :დ

მე თუ არ მიჯერებ გადახედე სულაკაურის კომენტარებს

Posted by: BeRa_ChoX 30 Oct 2017, 18:06
გამარჯობათ!

ვეძებ რემარკის "დასავლეთ ფრონტი უცვლელია" წიგნს ინგლისურ ენაზე, სად შეიძლება რომ შევიძინო?

Posted by: notte 30 Oct 2017, 18:17
ხალხო მხედვარის მეოთხე ნაწილი თუ იცით გამოვა წელს ?((((

Posted by: Eeescadaaa 30 Oct 2017, 18:53
QUOTE (notte @ 30 Oct 2017, 18:17 )
ხალხო მხედვარის მეოთხე ნაწილი თუ იცით გამოვა წელს ?((((


არა biggrin.gif

...............................................

Posted by: 4L3X 30 Oct 2017, 19:33
BeRa_ChoX
QUOTE (BeRa_ChoX @ 30 Oct 2017, 18:06 )
გამარჯობათ!

ვეძებ რემარკის "დასავლეთ ფრონტი უცვლელია" წიგნს ინგლისურ ენაზე, სად შეიძლება რომ შევიძინო?

გაგიმარჯოს.

მაღაზია პარნასში დევს პერიოდულად.

Posted by: Joiner 30 Oct 2017, 20:04
user posted image
რომენ გარი (1914-1980) ცნობილი ფრანგი მწერალია, რომელსაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია. წიგნში შესულია მისი თექვსმეტი მოთხრობა. ერთი მხრივ, ამ მოთხრობებს არაფერი აერთიანებს, დამოუკიდებელი ამბებია − ზოგი სევდიანია, ზოგი სასაცილო, ზოგიც მისტიკური. როგორც ავტორი აღნიშნავს, წერდა იმიტომ, რომ ამბის მოყოლით მოგვრილი სიამოვნება განეცადა. თუმცა, მოგვიანებით, როცა კრებული გადაიკითხა, შეამჩნია, რომ ყველა მოთხრობაში ძირითადად ერთი საერთო პრობლემაა წამოჭრილი, მაგრამ გადმოცემულია სხვადასხვა ხერხითა და ამბით. ეს პრობლემა კი არის ადამიანი, მისი ხასიათის თავისებურებანი.

მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი, ია ვეკუა
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი


იუმორნარევი ტონით მწერალი მოგვითხრობს იმაზე, როგორები ვართ, ჩვენ, ადამიანები, ან როგორები უნდა ვიყოთ. „მეეჭვება, რომ ირონიული ან ხალისიანი მონათხრობი ვინმეს შეცდომაში შეიყვანს. ჯერ ისევ მაბნევს და მაშინებს ის ფენომენი, რომელსაც ადამიანი ეწოდება. ისევ ვყოყმანობ, შესაძლებელია თუ არა რაიმე სახის ბიოლოგიური რევოლუცია ან, საერთოდ, რევოლუცია“, − ამბობს ავტორი.

Posted by: MITIATO 30 Oct 2017, 21:48
user posted image

„ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული.
რომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში, კომენდანტის საათისა და მთავრობის შანტაჟის პირობებში, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს.
„ხუთი კუთხე“ ლიოსას აზრით, პერუს ისტორიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
კოლონიზაციის პერიოდში ეს უბანი ბოჰემური თავშეყრის ადგილი იყო, სადაც მუდამ მუსიკა ისმოდა და ცხოვრება ჩქეფდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად, ბოროტმოქმედების, მეძავებისა და ნარკოდილერების ბუდედ იქცა.
▪ესპანურიდან თარგმნა მაკა გოგოლაშვილმა
▪რედაქტორები: ელზა ახვლედიანი, თამარ ლონდარიძე
▪ფოტო და გარეკანის დიზაინი - თეონა ჭაინიშვილის
წიგნის შეძენას თბილისის წიგნის დღეებზე შეძლებთ

Posted by: notte 30 Oct 2017, 22:08
Eeescadaaa
გამომცემლობამ არ გამოვაო ? sad.gif biggrin.gif გამიტყდა მაგრად რამდენი ხანია ველოდები ,....

Posted by: Eeescadaaa 30 Oct 2017, 22:13
QUOTE (notte @ 30 Oct 2017, 22:08 )
Eeescadaaa
გამომცემლობამ არ გამოვაო ? sad.gif biggrin.gif გამიტყდა მაგრად რამდენი ხანია ველოდები ,....


უფლებების ყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერაო

Posted by: 4L3X 30 Oct 2017, 22:32
notte
თუ მხედვარის წაკითხვა გინდა გირჩევ რუსულად ან ინგლისურად ქნა ეგ. იმიტომ რომ არავინ არ იცის როდის შეძლებს ან საერთოდ თუ შეძლებს "წიგნები ბათუმში" მაგ სერიის გაგრძელებას.

Posted by: chicharito12 30 Oct 2017, 23:26
ახალი ესა_აა__________________________________________


Posted by: rodo 31 Oct 2017, 18:29
Mitiato
რომელი გამომცემლობა აპირებს ლიოსას "ხუთ კუთხე"-ს გამოცემას?

Posted by: BeRa_ChoX 31 Oct 2017, 23:35
QUOTE (4L3X @ 30 Oct 2017, 19:33 )
BeRa_ChoX
QUOTE (BeRa_ChoX @ 30 Oct 2017, 18:06 )
გამარჯობათ!

ვეძებ რემარკის "დასავლეთ ფრონტი უცვლელია" წიგნს ინგლისურ ენაზე, სად შეიძლება რომ შევიძინო?

გაგიმარჯოს.

მაღაზია პარნასში დევს პერიოდულად.

დიდი მადლობა!

გავივლი და ვნახავ war.gif

Posted by: MITIATO 1 Nov 2017, 14:54
rodo
QUOTE
რომელი გამომცემლობა აპირებს ლიოსას "ხუთ კუთხე"-ს გამოცემას?


უკაცრავად, არ დავაკვირდი, რომ არ იყო მითითებული.
ინტელექტი გამოსცემს.

Posted by: HurricaneKat. 1 Nov 2017, 17:57
QUOTE (chicharito12 @ 30 Oct 2017, 23:26 )
ახალი ესა_აა__________________________________________

ეს და ის დაგედო ბარემ
გასათხოვრის დღიური თუ განათხოვრის თუ გაუთხოვრის
ბესტსელერი რომაა cry.gif

Posted by: Joiner 1 Nov 2017, 20:09
user posted image
"თბილისის წიგნის დღეებზე" ჩვენი გამომცემლობა კიდევ ერთ ლიტერატურულ დებიუტს შემოგთავაზებთ.

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

გლდანი - დროში გაყინული საბჭოთა ურბანული ექსპერიმენტი - ამ წიგნში უჩვეულო ადგილად იქცევა, ადგილად სადაც ლანა, მარტოხელა დედა, ერთადერთ შვილს აჩენს და ყველასგან განცალკევებით ზრდის. მასზე არავინ არაფერი იცის დანამდვილებით, თუმცა, არაერთ დაუჯერებელ ამბავს მიაწერენ.

ვინ არის ლანა? რატომ ცხოვრობს გლდანში? იმალება თუ არა ამ უბნის გეტოსებურ ყოველდღიურობაში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია?

ახალგაზრდა მწერლის ტექსტში ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის პირობითია,სად მთავრდება პერსონაჟების მდიდარი ფანტაზიით ნაკვები გამონაგონი და სად იწყება სიმართლე, რთული სათქმელია. სტილისტური თამაშებით, ოსტატურად დაქსელილი სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით დატვირთული რომანი მკითხველს ბევრ სიუპრიზს უმზადებს.

Posted by: 4L3X 1 Nov 2017, 20:09
user posted image

"თბილისის წიგნის დღეებზე" ჩვენი გამომცემლობა კიდევ ერთ ლიტერატურულ დებიუტს შემოგთავაზებთ.

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

გლდანი - დროში გაყინული საბჭოთა ურბანული ექსპერიმენტი - ამ წიგნში უჩვეულო ადგილად იქცევა, ადგილად სადაც ლანა, მარტოხელა დედა, ერთადერთ შვილს აჩენს და ყველასგან განცალკევებით ზრდის. მასზე არავინ არაფერი იცის დანამდვილებით, თუმცა, არაერთ დაუჯერებელ ამბავს მიაწერენ.

ვინ არის ლანა? რატომ ცხოვრობს გლდანში? იმალება თუ არა ამ უბნის გეტოსებურ ყოველდღიურობაში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია?

ახალგაზრდა მწერლის ტექსტში ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის პირობითია,სად მთავრდება პერსონაჟების მდიდარი ფანტაზიით ნაკვები გამონაგონი და სად იწყება სიმართლე, რთული სათქმელია. სტილისტური თამაშებით, ოსტატურად დაქსელილი სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით დატვირთული რომანი მკითხველს ბევრ სიუპრიზს უმზადებს.


* * *
Joiner
1 Nov 2017, 20:09 #51601152
1 Nov 2017, 20:09 #51601153

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: chicharito12 1 Nov 2017, 20:33
QUOTE (HurricaneKat. @ 1 Nov 2017, 17:57 )
QUOTE (chicharito12 @ 30 Oct 2017, 23:26 )
ახალი ესა_აა__________________________________________

ეს და ის დაგედო ბარემ
გასათხოვრის დღიური თუ განათხოვრის თუ გაუთხოვრის
ბესტსელერი რომაა cry.gif

რაიი?

ვიყავი მაგის პრეზეტაციაზე და 200 მდე ზიგნი გაყიდა თათულიმ

Posted by: ჭაბუკი 1 Nov 2017, 22:07
QUOTE (Joiner @ 1 Nov 2017, 20:09 )
user posted image
"თბილისის წიგნის დღეებზე" ჩვენი გამომცემლობა კიდევ ერთ ლიტერატურულ დებიუტს შემოგთავაზებთ.

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

გლდანი - დროში გაყინული საბჭოთა ურბანული ექსპერიმენტი - ამ წიგნში უჩვეულო ადგილად იქცევა, ადგილად სადაც ლანა, მარტოხელა დედა, ერთადერთ შვილს აჩენს და ყველასგან განცალკევებით ზრდის. მასზე არავინ არაფერი იცის დანამდვილებით, თუმცა, არაერთ დაუჯერებელ ამბავს მიაწერენ.

ვინ არის ლანა? რატომ ცხოვრობს გლდანში? იმალება თუ არა ამ უბნის გეტოსებურ ყოველდღიურობაში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია?

ახალგაზრდა მწერლის ტექსტში ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის პირობითია,სად მთავრდება პერსონაჟების მდიდარი ფანტაზიით ნაკვები გამონაგონი და სად იწყება სიმართლე, რთული სათქმელია. სტილისტური თამაშებით, ოსტატურად დაქსელილი სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით დატვირთული რომანი მკითხველს ბევრ სიუპრიზს უმზადებს.

ეს რომ არვიყიდო არ გამოვა ისე lol.gif lol.gif

Posted by: Joiner 1 Nov 2017, 22:08
4L3X
QUOTE
1 Nov 2017, 20:09 #51601152
1 Nov 2017, 20:09 #51601153

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პოლიტგანყში ლამის ყოველ წამს ახალი პოსტი იდება, კარგი დამთხვევაა biggrin.gif

Posted by: fork 2 Nov 2017, 11:57
წიგნის დღეებისთვის კატალოგებს არ გვიბოძებენ?

Posted by: 4L3X 2 Nov 2017, 13:26
user posted image

ორი ახალი თარგმანის შეძენას პირდაპირ თბილისის წიგნის ფესტივალზე შეძლებთ!
დანიელ პენაკის ,,პროზის გამყიდველი გოგონა“, ფრანგულიდან თარგმნა ნატა ბალავაძემ

ცნობილი იტალიელი მწერლის, ოტალო კალვინოს ,,განახევრებული ვიკონტი“, იტალიურიდან თარგმნა როზა ოდიშვილმა

Posted by: Joiner 2 Nov 2017, 20:07
user posted image
თანამედროვე არაბული პროზის დიდოსტატი ბაჰა ტაჰირი ათეულობით რომანისა და უამრავი ნოველის ავტორია. მწერალს კარგად იცნობენ არამხოლოდ აღმოსავლურ სამყაროში, არამედ დასავლეთშიც, სადაც მისი თითქმის ყველა წიგნი გამოსვლისთანავე ითარგმნება. ამ წიგნებს შორის მის რომანს ,,დეიდა საფია და მონასტერი“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. წარმოშობით ზემო ეგვიპტელი მწერალი ამ წიგნში ძალზე მიმზიდველად აცოცხლებს მშობლიური სოფლის ყოფას და ტრადიციებს, საინტერესოდ გვიხატავს ადგილობრივთა კოლორიტულ ხასიათებს და ამ ხასიათებიდან გამომდინარე, წიგნის გმირების შინაგან თუ სოციალურ კონფლიქტებს.

მთარგმნელი: ზვიად ცხვედიანი
რედაქტორი: გიორგი ლობჟანიძე
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: 4L3X 4 Nov 2017, 17:22
არეტემ დაანონსა

user posted image

Posted by: Divergent 5 Nov 2017, 00:29
QUOTE (4L3X @ 4 Nov 2017, 17:22 )
არეტემ დაანონსა

user posted image

ბიბლუსსში იყიდება? .

Posted by: senpai 5 Nov 2017, 11:18
QUOTE
არეტემ დაანონსა

შეუძლებელ ფასს დაადებენ და მერე თარგმანის ხარისხს დააბრალებენ biggrin.gif

Posted by: merkantila 6 Nov 2017, 14:01
user posted image

ჯერჯერობით ახალბედააა ეს განონცემლობა როგორც ჩანს მაგრამ ფრიად პრეტენზიული განაცხადით ბრაცი

Posted by: 4L3X 6 Nov 2017, 14:03
merkantila
რა ქვია გამომცემლობას ვერ ამოვიკითხე ვერსად.

Posted by: ValenTine_Kelly 6 Nov 2017, 19:37
4L3X


ჩუბინი


30303030

Posted by: 4L3X 6 Nov 2017, 20:02
user posted image

სასაუზმე „ბუდაპეშტში“ სცენა უკვე მზადაა, დეკორაციები გამართულია, მსახიობები კულისებში გარინდულან და რეჟისორის ნიშანს ელოდებიან, რათა საკუთარი როლების შესრულება დაიწყონ. ნიშანი გაისმის და სცენა პერსონაჟებით ივსება.

ავტორი: მიშა ბახსოლიანი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ყველა აქ არის: მარი, გიო, მძინარე ბაჩო, ბუდა როსტომი (იგივე რიტა), ბიჭი ნელი და ქმრის მიერ ცხვარივით დაკლული ნელიც; აქ არიან ტელევიზორის გამომგონებელი ძველი ხეთები, სიკვდილის წინ მუზეუმში გამოფენილი სნეულები, წინაპართაგან ნაანდერძევი ბირჟის გამამაგრებელი ჯეელები და სქელ კვამლში გახვეული რუსთავის გეტო.

ამ მოთხრობებში სინამდვილე, გამონაგონი, 90-იანი წლებისა თუ პოსტაპოკალიფსური საქართველო – ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული, ავტორი კი მათ შორის დასაშვებ ყველანაირ ზღვარს შლის, წარმოსახვით პორტალებს შორის გადაადგილდება და მკითხველს იმაზე დიდი კითხვის ნიშნის წინაშე აყენებს, ვიდრე ის ტალღაა, ყველასა და ყველაფრის წამებში გადარეცხვა რომ შეუძლია.

Posted by: 4L3X 7 Nov 2017, 23:51
ვიცი ბევრი თქვენგანი აპირებს წიგნების ფესტივალზე "მე, კლავდიუსის" ყიდვას აპირებს. მე კვითხულობ რამდენიმე დღეა, ჯერ არ დამიმთავრებია მაგრამ შემიძლია უკვე შეფასება გავუკეთო. არ ვარ კმაყოფილი, წიგნი კლავდიუსის ავტობიოგრაფიული ნაშრომის სახით არის წარმოდგენილი, ძალიან ბევრი მონოლოგებია რაც ცოტა მოსაწყენი ხდება, არის დიალოგებიც რომლებიც ცოტა ახალისებს წიგნს აი action კი დიდი ბოდიში. მე არ ვამბობო რომ წიგნი ცუდია უბრალოდ ისტორიულ ფიქციაში მომწონს როდესაც რომელიმე ერთი პერსონაჟის ნააზრევს კი არ ვეცნობი არამედ ასე ვთქვათ პირდაპირ რეჟიმში ვითარდება სიუჟეტი. იმედია წიგნის ყიდვის წინ დაგეხმარებათ ჩემი რეცენზია.

Posted by: ValenTine_Kelly 8 Nov 2017, 13:21
„თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ წიგ­ნია წარსულის მეხსიერების შესა­ხებ, რომელიც ქართულ­-გერმანული ურთიერთობის
200-წლიან საიუბი­ლეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა.

აქ რეალური ადამიანების მოყოლილი ამბებია თავმოყრილი, რომელიც გერმანელი კოლონისტების და, იმავდროულად, საქართველოს უახლოესი წარსულის შესახებ მოგ­ვითხრობენ.

თამთა მელაშვილი არის რომანების – „გათვლა“ (2010), „აღმოსავლეთით“ (2015) და მოთხრობების კრებულის „მარინეს ანგელოზები“ (2017) ავტორი.

„თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ კი, ზეპი­რი ისტორიებით შედგენილი მისი პირველი წიგნია.

Posted by: 4L3X 9 Nov 2017, 21:10
ოჩო რომ დაგვპირდა ზამიატინის Мы-ს ვთარგმნითო შემოდგომაზეო თარგმნა? spy.gif

Posted by: John-obi 9 Nov 2017, 22:30
QUOTE (4L3X @ 9 Nov 2017, 21:10 )
ოჩო რომ დაგვპირდა ზამიატინის Мы-ს ვთარგმნითო შემოდგომაზეო თარგმნა? spy.gif

ჰაჰა, ზუსტად გუშინ ვფიქრობდი მაგ წიგნზე, რა კარგი იქნება ვინმემ რომ თარგმნოს-მეთქი.

Posted by: 4L3X 12 Nov 2017, 12:59
"მე, კლავდიუსი" წავიკითხე. მოკლედ კარგი წიგნია, ვარსკვლავებს არ წყვიტავს მაგრამ კარგია. თავიდან ცოტა უღიმღამოა მაგრამ მერე ტიბერიუსი რომ ერთვება საქმეში დაბოლოს დესერტად კალიგულას სიგიჟეებზე რომ ვკითხულობთ მაგარი ხდება. მოკლედ ყველაფერია რაც ძველ რომზე გაგვიგონია, შეთქმულებები, ინტრიგები, მოწამვლები, ზურგში დანის ჩარტყმები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებები, გრანდიოზული სიგიჟეები, ინცესტი და სხვა სექსუალური პერვერსიები და ამ ორომტრიალის ცენტრში კი კლა-კლა-კლავდიუსი. მემგონი ჯორჯ მარტინმა ტირიონის პროტოტიპად კლავდიუსიც აიღო. წიგნის ბოლოს ჩინელი მხედარმთავარის სუნ ცზის შეგონებაც გამახსენდა "თუ კი მდინარის პირას საკმარისად დიდხანს იჯდებით, დაინახავთ როგორ გამოცურავენ თქვენი მტრების გვამები თქვენს გვერდით"
დიოგენე ამის გაგრძელებასაც თუ გამოსცემ ერთი წიგნის მყიდველი უკვე გყავს. ოღონდაც ძალიანაც ნუ იჩქარებ. ცოტა ბევრი რომი მომივიდა.

Posted by: Nickboy 12 Nov 2017, 13:04
4L3X
QUOTE
ოჩო რომ დაგვპირდა ზამიატინის Мы-ს ვთარგმნითო შემოდგომაზეო თარგმნა?


ვთარგმნეთ და ახლა მიდის რედაქტირებაო..

Posted by: 4L3X 12 Nov 2017, 13:15
QUOTE (Nickboy @ 12 Nov 2017, 13:04 )
ვთარგმნეთ და ახლა მიდის რედაქტირებაო..

მადლობა.
დეკემბრის ფესტივალზე ეგ ექნებათ ბომბა. აგერ ნახეთ "მეტამორფოზაზე" მეტი თუ არ გაყიდონ.

Posted by: MITIATO 13 Nov 2017, 11:01
user posted image


ხუან ვალერას (1824-1905) ფსიქოლოგიური რომანი „პეპიტა ხიმენესი" ესპანური რეალისტური პროზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშია. რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა სემინარისტის სიყვარულის ამბავი ლამაზი ყმაწვილი ქვრივი ქალისადმი. ამ თითქოსდა უბრალო ამბის მიღმა ყურადღებას იპყრობს საოცარი სიღრმისეული ოსტატობით გადმოცემული ადამიანური განცდები, მათი ზუსტი ანალიზი, ადამიანის სულის სიფაქიზე.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც ღვთის მსახურებაზე, მღვდლობაზე ოცნებობდა, მოულოდნელად აღმოჩნდა დილემის წინაშე...
▪ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა.
▪ გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
გამომცემლობა "ინტელექტი"

Posted by: Joiner 13 Nov 2017, 16:34
წიგნების ჯგუფში იდო.

user posted image

Posted by: rodo 13 Nov 2017, 19:37
ძალიან კარგი წიგნები დაანონსა "სულაკაურის გამომცემლობამ", ნელ-ნელა მსოფლიო კლასიკის დანაკლის ვავსებთ. თუმცა, მსოფლიოს ლიტერატურის უკვე კლასიკად ქცეული ნაწარმოებებიდან კიდევ დარჩენილია დიდი ნაწარმოებები, რომლებიც ქართულად თარგმნას და კარგად თარგმნას საჭიროებს, მაგალითად "მოგზაურობა ღამის კიდეზე", "ბერძენი ზორბა", ჩინუა აჩებეს "დაქცევა" და სხვ. იმედია ესენიც უახლოეს მომავალში ითარგმნება.

P.S. სხვათაშორის ძმები კარამაზოვების ძველ თარგმანს და რედაქტირებას საკმაოდ ხარვეზები ჰქონდა, იმედია ამ სერიაში ეს ხარვეზები არ იქნება.

Posted by: Joiner 13 Nov 2017, 19:44
rodo
QUOTE
მოგზაურობა ღამის კიდეზე

ეს ნათარგმნია.
user posted image

Posted by: rodo 13 Nov 2017, 19:47
QUOTE (Joiner @ 13 Nov 2017, 19:44 )
rodo
QUOTE
მოგზაურობა ღამის კიდეზე

ეს ნათარგმნია.
user posted image

Joiner
მადლობა, არ ვიცოდი, რომ გამოსული იყო. რომელი გამომცემლობის გამოცემულია?

Posted by: Joiner 13 Nov 2017, 19:49
rodo
QUOTE
რომელი გამომცემლობის გამოცემულია?

თსუ გამომცემლობა.

Posted by: rodo 13 Nov 2017, 19:58
QUOTE (Joiner @ 13 Nov 2017, 19:49 )
rodo
QUOTE
რომელი გამომცემლობის გამოცემულია?

თსუ გამომცემლობა.

Joiner
მადლობა, ბიბლუსში მოვიკითხავ, იქნება ჰქონდეთ.

Posted by: Warner Bros. 13 Nov 2017, 22:14
QUOTE (rodo @ 13 Nov 2017, 19:58 )
QUOTE (Joiner @ 13 Nov 2017, 19:49 )
rodo
QUOTE
რომელი გამომცემლობის გამოცემულია?

თსუ გამომცემლობა.

Joiner
მადლობა, ბიბლუსში მოვიკითხავ, იქნება ჰქონდეთ.

უნივერსიტეტის პირველ კორპუსში იყიდება

Posted by: seeman 13 Nov 2017, 22:36
ვაა საღოლ სულაკაურს მართლა უსერიოზულეს საქმეს უკეთებენ ქვეყანას

ერთია ბიზნესის გამო წიგნების თარგმნა რომ კარგად გაყიდო

მეორეა ის რასაც ესენი აკეთებენ უმდიდრეს მსოფლიო ინტელექტუალურ ფონდს ქმნიან

Posted by: senpai 13 Nov 2017, 22:55
იოზეფ როთი კი თარგმნეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მარა ისე ჩუმად გააკეთეს ეგ ამბავი ცოტახნის წინ გავიგე მეც biggrin.gif მერიდიანის გამომცემლობამ ითავა ეგ საქმე და ბევრი რამე თარგმნეს, იობი, ათასმეორე ღამე, ნოველები და კიდე რაღაც რომანები, მარა მთავარი არ უთარგმნიათ და აი სულაკაურმა გამოიჩინა თავი. კარგია ესე რო უდგებიან საქმეს, იმედია სხვებიც მიბაძავენ და მარტო ერთ მწერალს არ მიახტებიან ხოლმე გამომცემლობები, როგორც აკეთებენ ხშირად დღესდღეისობით.

Posted by: rodo 14 Nov 2017, 00:42
Warner Bros.
ჯერ ბიბლუსით დავიწყებ, და შემდეგ, თუ ვერ ვიშოვნე, თსუ-ს პირველ კორპ. ვნახავ, მადლობა.

Seaman
მიუხედავად, იმისა რომ სულაკაურის ეს სერია მიყვარს, ჩემი საუბრის კონტექსტი მიმართლი იყო, ამ შემთხვევაში უცხოური ლიტერატურის მსოფლიო კლასიკის საინტერესო და ცნობილი ავტორების გამოცემაზე; ანალოგირად, მიხარია, როდესაც სხვა კარგი ხარისხის წიგნების მქონე გამომცემლობა გამოსცემს ხოლმე ჩემთვის საინტერესო წიგნებს. ამ მხრივ, მართლაც დიდი პროგრესია ქართულ ბაზარზე, მაგრამ, როგორც წესი ადამიანს, მეტი გინდა ხოლმე. თუმცა, ზოგიერთი გამომცემლობა ამბობს მკითხველთა უმეტესობა თარგმანის ხარისხს სათანადოდ ვერ აფასებს და ტყუილად ვწვალობთ ამდენსო, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

Posted by: MITIATO 14 Nov 2017, 13:58
user posted image

სულაკაურმა დააანონსა

Posted by: senpai 14 Nov 2017, 16:51
QUOTE (MITIATO @ 14 Nov 2017, 13:58 )
user posted image

სულაკაურმა დააანონსა

კალვინო up.gif

დიდიხანია მინდა მაგ რომანი წაკითხვა და ხელში არ ჩამივარდა რუსულად. იმედია წელს გამოსცემენ და უხილავ ქალაქებზე არანაკლები იქნება.

Posted by: OHOI_IKA 14 Nov 2017, 21:45
https://forum.ge/?showtopic=34937759&view=findpost&p=51662197

ძალიან მაგარია, რომ ეს სერია ისევ მოიხოდა, ანუ დეკემბერში კლასიკებში სერიოზული ამბები გველოდება smile.gif ჩვენც ძალიან მაგარ რამეებს გამოვცემთ smile.gif იმედია, ყველა მოესწრება

Posted by: merkantila 14 Nov 2017, 22:51
OHOI_IKA
ლავკრაფტს ველოდები და ბევრჯერ მივწერე თქვენს გამომცემლობას იქნებ შესავლის სახით უელბეკის წერილი დაურთოთ ლავკრაფტზე თქო და უელბეკის საავტორო სხვას აქვსო, ანუ თემატურად ახლოს რო იქნება თქვენს გამოცემულ წიგნთან მაინც არა გაქვთ უფლება? ცხადია სულაკაურს ექნება ნაყიდი საავტორო, მაგრამ ეს ერთი წერილი არც იქეთ არც აქეთ. ვერ გაგვარკვეთ ამ ბიუროკრატიის აგრეგატში? რა თემაა ეს?

Posted by: OHOI_IKA 15 Nov 2017, 00:12
merkantila
QUOTE
ლავკრაფტს ველოდები და ბევრჯერ მივწერე თქვენს გამომცემლობას იქნებ შესავლის სახით უელბეკის წერილი დაურთოთ ლავკრაფტზე თქო და უელბეკის საავტორო სხვას აქვსო, ანუ თემატურად ახლოს რო იქნება თქვენს გამოცემულ წიგნთან მაინც არა გაქვთ უფლება? ცხადია სულაკაურს ექნება ნაყიდი საავტორო, მაგრამ ეს ერთი წერილი არც იქეთ არც აქეთ. ვერ გაგვარკვეთ ამ ბიუროკრატიის აგრეგატში? რა თემაა ეს?

ახალი ლავკრაფტი ამ თვეშივე იქნება smile.gif
ორშაბათს ვაპირებ ბეჭდვაზე გაშვებას smile.gif
სიმართლე გითხრა, უელბეკის წერილის შესახებ არ ვიცოდი, ვნახავ აბა

Posted by: ფორსტმანი 15 Nov 2017, 01:38
OHOI_IKA
ბატონო ირაკლი, დიუნზე არაფერი ისმის ახალი ?

Posted by: merkantila 15 Nov 2017, 09:36
QUOTE (OHOI_IKA @ 15 Nov 2017, 00:12 )
merkantila
QUOTE
ლავკრაფტს ველოდები და ბევრჯერ მივწერე თქვენს გამომცემლობას იქნებ შესავლის სახით უელბეკის წერილი დაურთოთ ლავკრაფტზე თქო და უელბეკის საავტორო სხვას აქვსო, ანუ თემატურად ახლოს რო იქნება თქვენს გამოცემულ წიგნთან მაინც არა გაქვთ უფლება? ცხადია სულაკაურს ექნება ნაყიდი საავტორო, მაგრამ ეს ერთი წერილი არც იქეთ არც აქეთ. ვერ გაგვარკვეთ ამ ბიუროკრატიის აგრეგატში? რა თემაა ეს?

ახალი ლავკრაფტი ამ თვეშივე იქნება smile.gif
ორშაბათს ვაპირებ ბეჭდვაზე გაშვებას smile.gif
სიმართლე გითხრა, უელბეკის წერილის შესახებ არ ვიცოდი, ვნახავ აბა

უელბეკი ძალიან მაგარ ამბებს ჰყვება ამ წერილში ლავკრაფტზე, ძალიან მაგარი წერილია, და თუ ამ გამოცემას დაურთავთ მარკეტინგულადაც ძალიან გამართლებული იქნება. რომ არაფერი ვთქვათ იმ ძალიან დიდ ინტერესზე რომელიც ზოგადად ამ წერილის მიმართ არსებობს.

Posted by: MITIATO 17 Nov 2017, 11:34
user posted image


არაჩვეულებრივი სიახლე ელფის გამომცემლობისგან!❤️
ექსპერიმენტების ჩატარება არასდროს ყოფილა ასე ადვილითქვენ წინაშეა საოცარი სასაჩუქრე კომპლექტი „ჩემი პირველი ექსპერიმენტების წიგნი“.მასში თავმოყრილია 30-ზე მეტი სახალისო ექსპერიმენტი ბავშვების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და სამყაროს ბუნებრივი, ფიზიკური, ქიმიური და მექანიკური მოვლენების უკეთ გასაცნობად. ❤️
ამ საკვირველ ყუთში პატარა მეცნიერები აღმოაჩენ ნამდვილ სამეცნიერო იარაღებს: დანაყოფებიან ჭიქას, პიპეტებს, კოვზს, პროფესიონალურ თერმომეტრს, 6 სინჯარასა და ლუპას, აგრეთვე – ბუშტებს, მაგნიტს, ფილტრის ქაღალდსა და ძაბრს.
თითოეულ ახალ თავსა და პარაგრაფს მოსდევს ახსნა-განმარტებები, რომლებიც ბავშვებს გარემომცველი სამყაროს უკეთ შემეცნებაში დაეხმარება. ისინი ყველაფერს თამაშ-თამაშით მოუძებნიან ახსნას და კარგადაც გაერთობიან!

Posted by: OHOI_IKA 17 Nov 2017, 16:23
Charles_Forstman
QUOTE
ირაკლი, დიუნზე არაფერი ისმის ახალი ?

მაისში გვექნება აუცილებლად! smile.gif


Posted by: monogamist 17 Nov 2017, 16:29
OHOI_IKA
კაცი ხარ კვიზაც ჰადერაკი!

Posted by: OHOI_IKA 17 Nov 2017, 16:31
monogamist
QUOTE
კაცი ხარ კვიზაც ჰადერაკი!

smile.gif))))

Posted by: ფორსტმანი 17 Nov 2017, 18:05
OHOI_IKA
QUOTE
მაისში გვექნება აუცილებლად!

ჯიგაარ

მაგრები ხართ რა

Posted by: ქაფქიანა 17 Nov 2017, 20:04
ურსულა ლე გუინის „ზღვამიწეთის ციკლის“ მეორე წიგნის „ატუანის აკლდამები“ შეძენა შემდეგი კვირიდან იქნება შესაძლებელი!

მთარგმნელი: ნინო ოქრუაშვილი
რედაქტორი: მარიამ კორინთელი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

როდესაც ტენარს უსახელო ძალების ერთქურუმად აირჩევენ, მას ყველაფრის მიტოვება მოუწევს - სახლის, ოჯახის და საკუთარი სახელისაც კი. ის ამიერიდან არჰაა, ატუანის აკლდამების მცველი.

"ატუანის აკლდამებში“ კვლავ ვიხილავთ „ზღვამიწეთის ჯადოქრის“ მთავარ გმირს, გედს, რომელიც თავგადასავლების ძიებაში აკლდამების ლაბირინთის პატიმრობაში აღმოჩნდება, სადაც ახალგაზრდა ჯადოქრისა და მისი დამტყვევებლის, ტენარის გზები გადაიკვეთება.

ლე გუინის თქმით, როგორც „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ წარმოადგენს ბიჭის კაცად ქცევის ისტორიას, ისევე „ატუანის აკლდამები“ არის ამბავი გოგონას შესახებ, რომელმაც მისი როლი და დაკისრებული პასუხისმგებლობა უნდა გადაიაზროს და ცხოვრების გზა თავად აირჩიოს.

"ატუანის აკლდამებში" ლე გუინმა შექმნა განსაკუთრებით პირქუში და ბნელი სამყარო, სადაც წყვდიადის განათება განსაკუთრებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
user posted image

https://www.facebook.com/booksinbatumi/photos/a.374691069378207.1073741828.361766197337361/836225263224783/?type=3&theater

Posted by: 4L3X 17 Nov 2017, 20:08
აუ 20-26 ნოემბერი ოქროს კვირა იქნება ქართველი ნერდებისთვის ჯერ ჰალდემანის "მარადიული ომი" შემდეგ ეს წიგნი. ზოგიერთს შეიძლება გულიც გაუსკდეს სიხარულისგან jump.gif

Posted by: rodo 17 Nov 2017, 21:11
OHOI_IKA
გუსტავ მაირინკის "გოლემის" თარგმნას და გამოცემას აპირებთ?

Posted by: George Best :) 17 Nov 2017, 21:50
სულაკაური ცუდი ფასდაკლებების გამო დიდად არ მევასება,მარა ფაქტია კლასიკურ და კარგ ლიტერატურას,არაფანტასტიკას მარტო ეგ უშვებს დიდი დოზით
დიოგენეც,ოღონდ შედარებით ნაკლებს და ეგ გულდასაწყვეტია

Posted by: OHOI_IKA 17 Nov 2017, 23:03
rodo
QUOTE
გუსტავ მაირინკის "გოლემის" თარგმნას და გამოცემას აპირებთ?

ვინ თქვა? biggrin.gif bis.gif

Posted by: Joiner 17 Nov 2017, 23:05
OHOI_IKA
https://forum.ge/?showtopic=34909710&view=findpost&p=49425015

Posted by: OHOI_IKA 17 Nov 2017, 23:13
Joiner
აღარ მახსოვდა თუ ვთქვი. biggrin.gif
ახლა ვკითხულობ, საოცარი თარგმანია, ვერ ვწყდები და ძალიან ბედნიერი ვარ smile.gif

QUOTE
მარა ფაქტია კლასიკურ და კარგ ლიტერატურას,არაფანტასტიკას მარტო ეგ უშვებს დიდი დოზით

ბაზარი არაა, მაგარი გამომცემლობაა და მაგარ წიგნებს გამოსცემს, მარა ბოლო 2 წლის მონაცემებით, პრეტენზია მაქვს, რომ არავისზე ნაკლებ კლასიკას არ გამოვცემთ. არც რაოდენობით და არც ხარისხით smile.gif

Posted by: ქაფქიანა 17 Nov 2017, 23:17
George Best smile.gif

QUOTE
მარა ფაქტია კლასიკურ და კარგ ლიტერატურას,არაფანტასტიკას


ფანტასტიკურმა ლიტერატურამ დაგიშავა რამე?

ლიტერატურის ეს ჟანრი საქართველოში ყოველთვის მიგდებული იყო და არასერიოზულად ითვლებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში რაც ბათუმი ამოძრავდა, მერე დაიწყო ამ მხრივ ძვრები. კარგი ლიტერატურა ავტომატურად არაფანტასტიკაა?

ცნობისთვის, ფანტასტიკას სულაკაურიც გამოსცემს.

Posted by: rodo 17 Nov 2017, 23:27
Joiner
მადლობა, თორემ უკვე ეჭვი მეპარებოდა, პარანოია ხომ არ დამეწყო მეთხი. biggrin.gif smile.gif

OHOI_IKA
ამ წიგნზეა საუბარი, ანუ უკვე ითარგმნება და გამოიცემას აპირებთ?

Posted by: kodmena 17 Nov 2017, 23:35
OHOI_IKA
გამარჯობა,
მაირინკის გოლემის გამოცემას როდის გეგმავთ?

Posted by: George Best :) 17 Nov 2017, 23:36
ქაფქიანა
ეს დამრიგებული ტონი რატო გაქვს biggrin.gif? ვიცი ყველა გამომცემლობა და რასაც გამოცემენ ეგენიც,მადლობა მაინც რავი ჩემი განათლების მცდელობისთვის smile.gif

QUOTE
ფანტასტიკურმა ლიტერატურამ დაგიშავა რამე?

დიდად არაფერი დაუშავებია,ბათუმელებიც ხშირად შემიქია,ბევრი წიგნიც მაქვს,მარა დიდად სერიოზულად ვერ აღვიქვამ მაგ ჟანრს,ყველაზე არ მაქვს საუბარი,სიტყვაზე ბრედბერის ფარენჰეიტი ჩემთვის სერიოზული კი არა,ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ლიტერატურაა

Posted by: OHOI_IKA 17 Nov 2017, 23:37
kodmena
დეკემბრის ფესტივალზე smile.gif

rodo
არა, კი არ ვუარყოფდი, არ მახსოვდა თუ ვთქვი და ყდას ველოდებოდით, რომ დაგვედო

Posted by: rodo 17 Nov 2017, 23:41
OHOI_IKA
ეტყობა გულმა მიგრძნო რომ გამოდიოდა biggrin.gif ძალიან გამახარეთ, მადლობა. smile.gif

Posted by: ქაფქიანა 18 Nov 2017, 00:07
George Best smile.gif

დამრიგებლურის რა გითხრა, უბრალოდ ეს კარგი და არაფანტასტიკურის გამიჯვნა მომხვდა გულზე.

ნუ აღიქვამ შენ. წლებია მიგდებული იყო ეს ჟანრი, ბოლო ორი წლის განმავლობაში თავი წამოსწია მომაკვდავმა და შეგვარგეთ, თუ შეიძლება.

Posted by: 4L3X 18 Nov 2017, 00:26
OHOI_IKA
პაემანი რამასთან, სამოთხის შადრევნბზე და თვით ღმერთებზე თუ ისმის რამე?

Posted by: rodo 18 Nov 2017, 00:45
ქაფქიანა
მთელ მსოფლიოშია ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრების ბუმი. ვფიქრობ, საქართველო უბრალოდ ეწევა ამ ტენდენციებს.

საინტერესოა, ასევე პოსტმოდერნისტული ლიტერატურა, რომელიც რამდენიმე ჟანრსა და მიმდინარეობას იყენებს ხოლმე, ვთქვათ, დეტექტივს, მაგიურ რეალიზმს, და სხვ.; არაფერს ვამბობ ეგზისტენციალურ თემებსა და ძენ ბუდისტურ ძიებებზე.

ახლა, დამაინტერესა ჯორჯ სანდერსის "Lincoln in the Bardo"-მ, რომელმაც წელს ბუკერის პრემიაზე გაიმარჯვა და აჯობა მათ შორის ძალიან მაგარი მწერლის პოლ ოსტერის ახალ წიგნს "4321". მაგრამ ამ წიგნის თარგმნას ვერ დაველოდები და ინგლისურად უნდა ვიშოვნო.

Posted by: monogamist 18 Nov 2017, 08:51
ბათუმმა ბაზარზე შესაღწევად ფოკუსზე გააკეთა აქცენტი, თავიდან უშუალოდ ფანტასტიკები და რამდენიმე ერთდროულად დადო

Posted by: merkantila 18 Nov 2017, 10:33
OHOI_IKA
ლავკრაფტის უელბეკზე გაირკვა რამე? ხომ არ დაგავიწყდათ>?

Posted by: Nickboy 18 Nov 2017, 11:51
OHOI_IKA

ირაკლი, ბრედბერის ახალი წიგნის გამოცემას თუ აპირებთ უახლოეს მომავალში? biggrin.gif

Posted by: Joiner 18 Nov 2017, 21:34
OHOI_IKA
მსგავსი რაღაცების გამოა ხალხს ინსაიდერი რომ ვგონივარ biggrin.gif

Posted by: 4L3X 19 Nov 2017, 20:13
user posted image

მას შემდეგ, რაც ჰეზერის დედა იდუმალებით მოცულ ხანძარში იღუპება, მამა ხელმეორედ ქორწინდება და წარსულის დასავიწყებლად ოჯახთან ერთად სხვა ქალაქში გადადის. მამისგან განსხვავებით, ჰეზერი დედის სიკვდილს ვერ ეგუება და ახლადშეძენილ ოჯახთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს. განსაკუთრებით მტრულად დედინაცვლის შვილების, მაიკლისა და მოლის მიმართაა განწყობილი, რომელთაც მისი მოვლა ევალებათ. ჰეზერის ერთადერთი მეგობარი მათი ახალი სახლის მეზობლად მდებარე სასაფლაოს მკვიდრი, 100 წლით ადრე გარდაცვლილი გოგონა ჰელენის მოჩვენებაა, რომლის წარსული ცხოვრება ტრაგედიით, მისი ჰეზერთან დაკავშირებული გეგმა კი იდუმალებით არის მოცული.

მთარგმნელი: სალომე ჯაფიაშვილი
რედაქტორი: ირაკლი ბაკურიძე
ყდა: გაგა თურმანიშვილი

მერი დაუნინგ ჰანის რომანი ისეთ მტკივნეულ და საინტერესო თემებს ეხმიანება, როგორიც სიკვდილი და საიქიო ცხოვრებაა.. ამბავი მოჩვენებაზე იმდენად ენიგმატური და, ზოგჯერ, მძიმეა, რომ ავტორის სამშობლოში წიგნის სასწავლო პროგრამიდან და სკოლის ბიბლიოთეკებიდან ამოღებაზე მშობლებს არაერთხელ მიუმართავთ. ამის მიუხედავად, მერი ჰანის „დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა“ მოჩვენებებზე დაწერილ ნაწარმოებებს შორის საკულტოს სტატუსს ინარჩუნებს და თანაბრად დააინტერესებს საშინელებათა ჟანრის მოყვარულ მოზარდებს და ზრდასრულ მკითველს.

Posted by: MeBeforeYou 19 Nov 2017, 23:51
QUOTE (4L3X @ 19 Nov 2017, 20:13 )
user posted image

მას შემდეგ, რაც ჰეზერის დედა იდუმალებით მოცულ ხანძარში იღუპება, მამა ხელმეორედ ქორწინდება და წარსულის დასავიწყებლად ოჯახთან ერთად სხვა ქალაქში გადადის. მამისგან განსხვავებით, ჰეზერი დედის სიკვდილს ვერ ეგუება და ახლადშეძენილ ოჯახთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს. განსაკუთრებით მტრულად დედინაცვლის შვილების, მაიკლისა და მოლის მიმართაა განწყობილი, რომელთაც მისი მოვლა ევალებათ. ჰეზერის ერთადერთი მეგობარი მათი ახალი სახლის მეზობლად მდებარე სასაფლაოს მკვიდრი, 100 წლით ადრე გარდაცვლილი გოგონა ჰელენის მოჩვენებაა, რომლის წარსული ცხოვრება ტრაგედიით, მისი ჰეზერთან დაკავშირებული გეგმა კი იდუმალებით არის მოცული.

მთარგმნელი: სალომე ჯაფიაშვილი
რედაქტორი: ირაკლი ბაკურიძე
ყდა: გაგა თურმანიშვილი

მერი დაუნინგ ჰანის რომანი ისეთ მტკივნეულ და საინტერესო თემებს ეხმიანება, როგორიც სიკვდილი და საიქიო ცხოვრებაა.. ამბავი მოჩვენებაზე იმდენად ენიგმატური და, ზოგჯერ, მძიმეა, რომ ავტორის სამშობლოში წიგნის სასწავლო პროგრამიდან და სკოლის ბიბლიოთეკებიდან ამოღებაზე მშობლებს არაერთხელ მიუმართავთ. ამის მიუხედავად, მერი ჰანის „დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა“ მოჩვენებებზე დაწერილ ნაწარმოებებს შორის საკულტოს სტატუსს ინარჩუნებს და თანაბრად დააინტერესებს საშინელებათა ჟანრის მოყვარულ მოზარდებს და ზრდასრულ მკითველს.

წაუკითხავად აღარ მომწონს no.gif no.gif no.gif

Posted by: Joiner 21 Nov 2017, 14:36
user posted image

Posted by: 4L3X 21 Nov 2017, 14:40
QUOTE (Joiner @ 21 Nov 2017, 14:36 )
user posted image
                                     

ორიგინალური ყდაა ნამდვილათ. მაგრამ ქესტი ალბათ ისევ ძველი იქნება.

პორტალმა დადო

QUOTE
"პორტალში" აქამდე სულ ახალი თარგმანები გვქონდა და ამ მომენტისათვის 10-მდე ახალი წიგნი ითარგმნება.

სერიოზული განაცხადია.

Posted by: John-obi 21 Nov 2017, 17:44
ოჰო

user posted image bis.gif

Posted by: ქაფქიანა 21 Nov 2017, 17:47
John-obi

აუაუაუაუ bis.gif bis.gif bis.gif

ეს გამომცემლობები და ჩემი შემოსავალი შეუთავსებელი ცნებებია. biggrin.gif

Posted by: 4L3X 21 Nov 2017, 17:47
QUOTE (John-obi @ 21 Nov 2017, 17:44 )


user posted image

vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif

Posted by: ქაფქიანა 21 Nov 2017, 17:52
4L3X

რა არ მოგწონს? biggrin.gif

-----------------------------

Posted by: 4L3X 21 Nov 2017, 17:54
ქაფქიანა
წიგნი, მაგაზე ცუდი წიგნი არ წამიკითხავს, ბოლომდე ვერც გავედი. ქართულად ძლივს კიდევ ერთი ფანტასტიკა ითარგმნა და ისიც ნეურომანსერი facepalm.gif
არადა რამდენი კარგი წიგნია სათარგმნელი და გამოსაცემი user.gif

Posted by: senpai 21 Nov 2017, 17:58
QUOTE (John-obi @ 21 Nov 2017, 17:44 )
ოჰო

user posted image bis.gif

ვაა, კიბერპანკი. ტრილოგია ითარგმნოს მთლიანად. up.gif


მერვინ პიკის ტრილოგიაც სათარგმნია აუცილებლად, ნეტა ბათუმმა მაინც მოკიდოს ხელი მაგას.

Posted by: ქაფქიანა 21 Nov 2017, 18:02
4L3X

ვერ გეტყვი, არ ვიცი როგორი წიგნია.

მაგრამ ის კი ვიცი, რომ სულაკაურს ესეც ჰქონდა დაანონსებული და კლარკის ,,ბავშვობის დასასრული". ამაზე თავის გვერდზე დაწერეს თებერვალ-მარტშიო და ის ალბათ კიდევ უფრო გვიან იქნება.

Posted by: 4L3X 21 Nov 2017, 19:32
ქაფქიანა
აი "ბავშვობის დასასრული" მართლა წიგნია.

Posted by: Eeescadaaa 21 Nov 2017, 19:37
QUOTE (John-obi @ 21 Nov 2017, 17:44 )
ოჰო

user posted image bis.gif


წიგნი არ ვიცი, მაგრამ ლამაზი ყდა კია biggrin.gif



ესაც და Fარენჰაიტიც,

მაგრამ რეი ახალი თარგმანია?

Posted by: George Best :) 21 Nov 2017, 19:45
ისე ამ ფარენჰეიტს რატო შესცეს ასე biggrin.gif?
ვისაც არ ეზარება ყველა რო უშვებს,ცალ-ცალკე ყიდულობენ ამ საავტორო უფლებებს biggrin.gif?

Posted by: ქაფქიანა 21 Nov 2017, 21:22
George Best smile.gif

პალიტრას აქვს მხოლოდ ფარენჰეიტის უფლება.

Posted by: ValenTine_Kelly 21 Nov 2017, 22:35
George Best smile.gif
პალიტრაა, აცადე. ალბათ, 20-30 სხვა სერიაში კიდევ გამოსცემს ამ წიგნს.




ნეირომანსერზე სულ ვფიქრობ, წავიკითხო მეთქი და რაღაც ვერ მივედი. საინტერესოა, ახლა მაინც წავიკითხავ, იმედია.

პ.ს სულაკაურის ამ სერიის ქავერები ერთ სტილში იქნება სულ, როგორ ჩანს. დასაბამისაც იგივე ვიზუალი აქვს დაახლოებით.

Posted by: ქაფქიანა 21 Nov 2017, 23:47
ValenTine_Kelly

QUOTE
პ.ს სულაკაურის ამ სერიის ქავერები ერთ სტილში იქნება სულ, როგორ ჩანს. დასაბამისაც იგივე ვიზუალი აქვს დაახლოებით.


კარგია მერე ეგ. ერთ სერიას ერთი სტილი უნდა ჰქონდეს. აკადემიურობას მატებს.

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 00:06
ნეირომანსერი ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია ჟანრში და ძალიან კაია რომ ითარგმნება.
თუმცა, არ მწყდება გული, რომ ორი წლის წინ უარი ვთქვი მის გამოცემაზე.


ზოგადად ახალ წიგნებს რაც შეეხება, მწერალი დოსტოევსკი და ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" ჩემთვის ლიტერატურაშ უმაღლესი მწვერვალებია და გამიფიქრებია, რომ უკვდავი ბიბლიოთეკის სერიაში კარგი იქნებოდა რომელიმეს გამოცემა, მაგრამ ეგრევე უკუმიგდია აზრი, რადგან როგორი მაგარიც არ უნდა იყოს ნაწარმოები, მაინც მკითხველისთვის უკვე 100-ჯერ გამოცემული ნაწარმოების კიდევ ერთხელ მიწოდება არ მგონია სწორი.
მართალია, იგივე "პედრო პარამო" მანამდეც იყო გამოცემული, მაგრამ იყო მხოლოდ ერთხელ, მცირე ტირაჟით და აღარსად იშოვებოდა.
მოკლედ, სრულად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ მკითხველს ახალი თარგმანები შევთავაზოთ და არა ერთი და იგივე ნაწარმოების 101-ე გამოცემა smile.gif


Posted by: FranziskanerWeissbier 22 Nov 2017, 00:08
QUOTE (OHOI_IKA @ 22 Nov 2017, 00:06 )
მოკლედ, სრულად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ მკითხველს ახალი თარგმანები შევთავაზოთ და არა ერთი და იგივე ნაწარმოების 101-ე გამოცემა smile.gif

up.gif up.gif
საუკეთესო პოლიტიკაა.
იმდენი წიგნია რომელიც ქართულად უნდა ითარგმნოს და კიდევ იმდენი დაიწერება მომავალში, უკვე ასჯერ გამოცემულების ასმეერთეჯერ გამოცემა არაა კარგი აზრი.
------------------------------

Posted by: senpai 22 Nov 2017, 10:20
OHOI_IKA
QUOTE
მკითხველს ახალი თარგმანები შევთავაზოთ


კი, ეგ ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ ერთ მწერალს რატო გადაეკიდეთ ესე ? biggrin.gif კონკრეტულად დიკს.

ხო შეიძლებოდა ერთით ნაკლები მაგის წიგნი და სამაგიეროდ ერთით მეტი სხვა ახალი ავტორი, თუნდაც იგივე ჟანრში, თუნდაც ის ავტორი, რომელიც წინა გვერდზე მიწერია.

Posted by: ValenTine_Kelly 22 Nov 2017, 12:15
ქაფქიანა
QUOTE
კარგია მერე ეგ. ერთ სერიას ერთი სტილი უნდა ჰქონდეს. აკადემიურობას მატებს.

მე არც მითქვამს რომ ცუდია. ფაქტი აღვნიშნე.

OHOI_IKA
არ გეწყინოს, მაგრამ ამაში ვეთანხმები senpai -ს biggrin.gif
QUOTE
კი, ეგ ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ ერთ მწერალს რატო გადაეკიდეთ ესე ?  კონკრეტულად დიკს.

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 15:07
senpai
ValenTine_Kelly
არა, რა უნდა მეწყინოს smile.gif))
ესაა მწერალი, რომელიც პირველად ვტარგმნეთ, რომელზე მოთხოვნაც პირველივე წიგნიდან იზრდება და ყავს ძალიან ბევრი მკითხველი. არრის მოტხოვნა, შესაბამისად არის მიწოდებაც smile.gif
ის ცალკე საკითხია, რომ მიყვარს ძალიან smile.gif
პლიუს აამს, დიკის წიგნები არ იყო, თორემ თვითონ დიკი მანამდეც ძალიან ბევრმა იცოდა საქართველოში და მერვინ პიკის შემოყვანა ჩვენნაირი გამომცემლობისთვის არაა ადვილი.
ჯერ ეღი, ტრილოგიაა და სრულად უნდა თარგმნო, უნდა გააცნო მკითხველს, უნდა მოაწონო და ა.შ. ამას კი ძალიან დიდი რესურსი სჭირდება როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური.
ერთი და იგიე ავტორის წიგნების გამოცემას კიდევ სხვა დეტალებიც განაპირობებს და ამაზე აქ ვერ ვილაპარაკებ, ფორმატი არ იძლევა საშუალებას.
მოკლედ, ბევრი დეტალია, რის გამოც ვართ ასე და ყველაზე მთავარი კიდევ არის ის, რომ 3-4 წლის წინ, ფანტასტიკის გამოცემა ხიხია იყო, არ ჰკიებდნენ ხელს, თუ რაღაც საკულტო არ იყო და მასზე მილიარდიანი ფილმები არ იყო გადაღებული, ახლა კი, თვქნევს ხედავთ, როგორი სერიები მოსცხეს და აღარ ვართ ამ სფეროშ მარტო smile.gif
თუმცა, 800 და 1000 გვერდიან ფენტეზების გამოცემაში მაინც ერთადერთი ვარ ჯერჯერობით, ასე ძალიან შეტოპვას ჯერ ვერ ბედავენ smile.gif

Posted by: senpai 22 Nov 2017, 15:27
OHOI_IKA
მესმის და ეგრეც ვფიქრობდი. დიკენსის გამოცემა გამიხარდა, ეგეთი ავტორები უფრო უნდა შედიოდეს უკვდავი ბიბლიოთეკის სერიაში, ვიდრე რომენ გარი ჩემი აზრით.



ამ ავტორებიდან რომელიმეს გამოცემა ხო არაა გეგმაში ? Диана Уинн Джонс, Робин Хобб, Роберт Асприн, Дэн Симмонс, Гарри Гаррисон, Генри Лайон Олди, Мэрион Зиммер Брэдли, Энн Маккефри, Чайна Мьевиль, Роберт Сальваторе, Клайв Баркер.


QUOTE
800 და 1000 გვერდიან ფენტეზების გამოცემაში

up.gif განსაკუთრებით ორი წიგნია რომელიც მომწონს ესეთ ფორმატში. დიუნი და ბრძენკაცის შიში.

Posted by: Joiner 22 Nov 2017, 15:29
QUOTE
Дэн Симмонс

QUOTE
Чайна Мьевиль

QUOTE
Роберт Сальваторе

ია ზა.

გავრიელ კეიც იყოს. user.gif

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 15:59
senpai
QUOTE
მესმის და ეგრეც ვფიქრობდი. დიკენსის გამოცემა გამიხარდა, ეგეთი ავტორები უფრო უნდა შედიოდეს უკვდავი ბიბლიოთეკის სერიაში, ვიდრე რომენ გარი ჩემი აზრით.

დიკენსს, რომელიც რეკორდების წიგნშიც კია შესული და მეორე ადგილს იკავებს ყველა დროის გაყიდვებით, არავინ კიდებდა ხელს და ისევ და ისევ ერთი და იგივე ნაწარმოებების გადამღერება ხდებოდა. სხვა ძალიან ბომბა კლასიკებსაც ვთარგმნით უახლოეს მომავალში.
გარის რაც შეეხება, ვერ დაგეთანხები, რადგან ეს სერია არაა მხოლოდ კლასიკურ ლიტერატურაზე გათვლილი, აქ შედის როგორც მეცხრამეტე(და მანამდელი), ასევე მეოცე და 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი და გამორჩეული წიგნები და ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა საქართველოში(კიდევ უფრო უკეთესი გახდება)

QUOTE
Диана Уинн Джонс, Робин Хобб, Роберт Асприн, Дэн Симмонс, Гарри Гаррисон, Генри Лайон Олди, Мэрион Зиммер Брэдли, Энн Маккефри, Чайна Мьевиль, Роберт Сальваторе, Клайв Баркер.

ამ ავტორებიდან სამს აუცილებლად გამოვცემთ, ოღონდ, ჯერ, დეკემბრამრის ბოლომდე ვერ დავაკონკრეტებ სახელებს

Posted by: FranziskanerWeissbier 22 Nov 2017, 16:11
OHOI_IKA
ბერნარდ კორნუელის (Grail quest series, the Saxon stories, Warlord chronicles), საიმონ სკეროუს (Eagles of the Empire series) ან კენ ფოლეტის (The Pillars of the Earth) გამოცემა გაგვახარებდა biggrin.gif
საერთოდ რამე historical fiction-ს cry.gif

Posted by: 4L3X 22 Nov 2017, 16:14
OHOI_IKA
მართალი ხარ ყინულმჭრელივით არის წიგნები ბათუმში. მქონდა მაგის იმედი რომ სხვა გამომცემლობებიც მიაქცევდნენ სამეცნიერო ფანტასტიკას და ფენტეზის. თქვენც უნდა გიმადლოდეთ პორტალი რომ გაჩნდა და სულაკაურიც რომ მოიქოქა.


"ქალაქი და ქალაქი" გაასწორებდა ქართულად.

Posted by: senpai 22 Nov 2017, 16:24
OHOI_IKA
QUOTE
სხვა ძალიან ბომბა კლასიკებსაც ვთარგმნით უახლოეს მომავალში.

up.gif დიკენსი უკვე დიდი საქმეა.

განა ვამბობ რომ რომენ გარი ცუდია, მაგრამ როცა სერიას ქვია უკვდავი ბიბლიოთეკა, მანდ შესაყვანად არ მემეტება.(უკეთესები მემეტებიან უფრო მაინც) სიტყვა უკვდავი მოქმედებს ალბათ, თორე მაგ სერიაში ისედაც საკმაოდ კარგი ავტორები დაგროვა: ლოურენსი, მოემი, დიუმა. ახლებიდან - მწვანე პომიდვრები და რებეკა love.gif

ისე შედარებით ახლებსაც არ კიდებს ხელს არავინ და იქნება გაუშვა ეგეც. მაგალითად Джоанн Харрис და Колин Маккалоу.


კრონინიც უნდა იყოს თარგმნილი კარგად, მარა ძველი გამოცემაა ერთი მარტო, ისიც ციტადელი მხოლოდ.

QUOTE
მეორე ადგილს იკავებს ყველა დროის გაყიდვებით

პირველს რომელი იკავებს ?
* * *
QUOTE
კენ ფოლეტის (The Pillars of the Earth)

ამის დაწერა დამავიწყდა, ფოლეტის ერთი თარგმნეს ცოტახნის წინ, მარა მაგის წაკითხვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა.

Posted by: FranziskanerWeissbier 22 Nov 2017, 16:39
QUOTE (senpai @ 22 Nov 2017, 16:24 )
ფოლეტის ერთი თარგმნეს ცოტახნის წინ, მარა მაგის წაკითხვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა.

yes.gif yes.gif
მართლაც ყველაზე ##ეობა თარგმნეს რაც ფოლეტს აქვს

Posted by: George Best :) 22 Nov 2017, 16:48
ლიოსას ვაინა კანცა სვეტა თრგმნეთ,ბომბა და შედევრი ვისაც გინდათ,რომან გარი არა ტოროლა,მაგის ცოლს უფრო მეტი აქვს ერთ როლში დატოებული სამყაროსთვის ვიდრე მაგას თავის ყველა წიგნში

დალშე მართლა კარგი სერიაა,დიკენსი გაასწორებს და სხვებსაც ველოდები,პარამო სასტიკად არ გამისწორდა

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 17:03
senpai
QUOTE
Колин Маккалоу.

მაკალოუს მაისისთვის გამოვცემთ smile.gif

QUOTE
პირველს რომელი იკავებს ?

დონ კიხოტი smile.gif

სხვებსაც მივხედავთ, რასც შევძლებთ smile.gif

George Best smile.gif
QUOTE
ტოროლა

QUOTE
პარამო სასტიკად არ გამისწორდა

ხო, ყველა გემოვნებას ვერ მოერგება smile.gif


მოკლედ, ვმუშაობთ და აქ ჩამოთვლილ ყველა ავტორზე ან გვიფიქრია, ან მიმოწერა გვქონია, ან ნაყიდი გვაქვს smile.gif
იმედია მეტი რესურსი(როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური და რც მთავარია, კარგი მთარგმნელები იქნებიან) გვექნება მალე და მეტ კარგ წიგნს გამოვცემთ

Posted by: FranziskanerWeissbier 22 Nov 2017, 17:08
QUOTE (OHOI_IKA @ 22 Nov 2017, 17:03 )
QUOTE
Колин Маккалоу.

მაკალოუს მაისისთვის გამოვცემთ smile.gif


Masters of Rome series?
boli.gif boli.gif chups.gif

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 17:26
FranziskanerWeissbier
the thorn birds იქნება პირველი და მივყვებით smile.gif

Posted by: senpai 22 Nov 2017, 17:32
OHOI_IKA
QUOTE
მაკალოუს მაისისთვის გამოვცემთ

იმედია Поющие в терновнике-ს ხო ?


QUOTE
დიკენსი

30 ტომეული მაქვს რუსულად. მიკვირს როგორ არ გამოსცეს ქართულად საბჭოთა დროს.

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 17:40
senpai
QUOTE
იმედია Поющие в терновнике-ს ხო ?

კი smile.gif

QUOTE
30 ტომეული მაქვს რუსულად. მიკვირს როგორ არ გამოსცეს ქართულად საბჭოთა დროს.

ეგ მეც ძალიან მიკვრის.
რეალურად, სამ ნაწარმოებზე, ოკვიკზე, საშობაოზე და ორ ქალაქზე გვაქვს მშაობა დაწყებული
დიკენსია ბოლოს და ტეხავს რომ არ იყოს ქართულად smile.gif

Posted by: senpai 22 Nov 2017, 17:53
OHOI_IKA
QUOTE
კი

up.gif სუპერ. იმედია წლის ბესტსელერებში შევა 2018 წელს.

QUOTE
ოკვიკზე, საშობაოზე და ორ ქალაქზე გვაქვს მშაობა დაწყებული

yes.gif love.gif


Posted by: ქაფქიანა 22 Nov 2017, 18:20
user posted image

..................................................

Posted by: celestiales 22 Nov 2017, 18:33
OHOI_IKA
სარტრის და მსგავსი ავტორების თარგმანზე არ გიფიქრიათ? ან თანამედროვე ფილოსოფიაზე..

Posted by: ქაფქიანა 22 Nov 2017, 18:37
OHOI_IKA

ყველაფერი კაი, მაგრამ სხვების ხარჯზე ფანტასტიკას ზურგი არ აქციო.


Posted by: rodo 22 Nov 2017, 18:54
სხვათაშორის ყველა დროის საუკეთესო ბესტსელერების სიაში მე-8 ადგილზეა dream of the red chamber (Cao Xueqin). ამ წიგნის შესახებ ადრეც გამიგია, რადგან ჩინურ ლიტერატურაში ცოტაა შედევრები. ქართულად მგონი ჯერ არც არის თარგმნილი.

ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა გამოგეცათ ქართველი მკითხველისთვის ისეთი "ეგზოტიკური" და ცნობილი მწერლების რომანები, როგორებიც არიან ნატსუმე სოსეკი, იუკიო მიშიმა, ჩინუე აჩებე; ასევე შედარებით თანამედროვე ავტორები, როგორიცაა ngugi wa Thiong'o, Han Kang, Laszlo Kranszahorkai.

Posted by: 4L3X 22 Nov 2017, 19:38
QUOTE (ქაფქიანა @ 22 Nov 2017, 18:20 )
user posted image

..................................................

წიგნი წიგნად ხომ კარგია, მაგრამ აი ყდა დადეს

პალიტრამაც გაგვახარა

არის! ასრულდა ოცნება! smile.gif) ჯო ჰოლდემენი ჩამოვიდა!
შაბათიდან "მარადიული ომის" შეძენას წიგნის მაღაზიებში შეძლებთ.
ფასი: 16.99
მთარგმნელი: Tako Chartolani
დიზაინერი: Tekla Giashvili

user posted image

Posted by: Nickboy 22 Nov 2017, 21:08
ქაფქიანა
QUOTE
ყველაფერი კაი, მაგრამ სხვების ხარჯზე ფანტასტიკას ზურგი არ აქციო.


ჰოო... ეგ შეცდომა იქნებოდა... განსაკუთრებით იმ პირობებში როცა პალიტრა და სულაკაური უკვე აქტიურად შედიან საი-ფაის ბაზარზე...

Posted by: FranziskanerWeissbier 22 Nov 2017, 21:18
OHOI_IKA
"მხედვარს" არაფერი ეშველება?
sad.gif
--------------------------

Posted by: George Best :) 22 Nov 2017, 21:28
OHOI_IKA
QUOTE
მოკლედ, ვმუშაობთ და აქ ჩამოთვლილ ყველა ავტორზე ან გვიფიქრია, ან მიმოწერა გვქონია, ან ნაყიდი გვაქვს
იმედია მეტი რესურსი(როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური და რც მთავარია, კარგი მთარგმნელები იქნებიან) გვექნება მალე და მეტ კარგ წიგნს გამოვცემთ

წარმატებები
უბრალოდ მაქამდეც რაც დავწერე,ბათუმელებმა უკვე დიდი საქმე გააკეთა ფანტასტიკის ამბავში,შემოიტანა ეგ ჟანრი და ა.შ და ა.შ
უბრალოდ ამ თემიდან თუნდაც გამომდინარე,სერიოზული ლიტერატურა,კიდე ჩრდილქვეშაა,ამ ფორუმზე ისეც ბევი გაქებთ,მეც და დიდი მადლობელიც ვარ თქვენი,ოღონდ კრიტიკულ აზრზაც გეუბნებით,არაფანტასტიკურ ჟანრში სერიოზულად მოიკოჭლებთ,გინდა ინტელექტი,გინდა დიოგენე,გინდა სულაკაური ბევრად გჯობიან,ბოლო წიგნებით კი ამოქაჩეთ,მარა გარით,პედრო პარამოთი ფონს გასვლა ცოტა გაგიჭირდებათ
თუ თქვენი კრედო ფანტასტიკური ჟანრია უდავოდ ნომერ პირველები ხართ,სხვა სფეროში მოიკოჭლებთ,თან სერიოზულად smile.gif))))))
იმედია არ გეწყინება,რიგითი მყიდველის აზრია

ქაფქაფიანამ რაც დაწერა,ფანტასტიკა ეგეთი წიგნები ჩრდილქვეშ იყვნენ მთელი ცხოვრებაო,ახლა პირიქით მგონია,უცებ ბუმი ატყდა და კორტასარი სიტყვაზე იქცა უკვე ჩრდილში
ცოტა უცნაურად ტრიალებს სიტუაცია biggrin.gif

Posted by: 4L3X 22 Nov 2017, 21:38
QUOTE (George Best :) @ 22 Nov 2017, 21:28 )
ქაფქაფიანამ რაც დაწერა,ფანტასტიკა ეგეთი წიგნები ჩრდილქვეშ იყვნენ მთელი ცხოვრებაო,ახლა პირიქით მგონია,უცებ ბუმი ატყდა და კორტასარი სიტყვაზე იქცა უკვე ჩრდილში

გვაცადეთ ცოტახანი მზის ქვეშ ყოფნა user.gif

Posted by: ქაფქიანა 22 Nov 2017, 21:43
George Best smile.gif

ეუფ. არ შეგვარგოთ ახლა.

აღარ გვინდა ეს კორტასარები, კოელიოები და ფამუქები. უკაცრავად უცენზურო ლექსიკის გულობიზა, მაგრამ უგანდონოდ შეგვცეს რაც ჰქვია უკვე. გვინდა ჟანრული ლიტერატურა. გვინდა ფანტასტიკა, გვინდა ტექნიკური ლიტერატურა, გვინდა ისტორიული-ფილოსოფიური ნაშრომები. მოიტყნა ტვინი ამ მარკესებით და მილანა კუნდერებით.

ბათუმს რომ არ დაეწყო ეს საქმე, ისევ ისევ გააგრძელებდნენ გამომცემლობები. გვაცალეთ ჩვენც ახლა.

გაუმარჯოს ფანტასტიკას. მიდი ირაკლი მიაწექი, არ დათმო ფანტასტიკა.

Posted by: George Best :) 22 Nov 2017, 21:45
ქაფქიანა
QUOTE
კორტასარები, კოელიოები და ფამუქები.

აქ გამოჩდა ყველაფერი,მე პას შენთან კამათისას :დ

Posted by: celestiales 22 Nov 2017, 21:54
ქაფქიანა
QUOTE
კორტასარები


QUOTE
კოელიოები და ფამუქები

biggrin.gif კორტასარი კოელიოს რანგში გადის უკვე?

Posted by: ქაფქიანა 22 Nov 2017, 21:56
George Best smile.gif

როდის გეკამათები რომ? შეგვარგეთ უბრალოდ ფანტასტიკა, ამას გეუბნები.

celestiales

როგორ მკიდია სამივე, რომ იცოდეთ.

Posted by: senpai 22 Nov 2017, 22:00

QUOTE
კორტასარები, კოელიოები და ფამუქები

ერთად რა პონტშია ნახსენები ესენი ? biggrin.gif


George Best smile.gif
დააანონსეს უკვე რამდენიმე კარგი წიგნი და თან უკვე გამოცემულიცაა ნორმალური რაღაცეები, თუნდაც წელს. ასე რომ ვნახოთ რას იზავენ.

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 22:00
George Best smile.gif
ვერ დაგეთანხმები თუნდაც იმაში, რომ "პარამოთი ვცდილობთ ფონს გასვლას"- გასაგებია, რომ შენ არ მოგეწონა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც კორტასარის შემოქმედებას ჩამორჩება. ამას მარტო მე არ ვამბობ, ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი თანხმდება მთელ მსოფლიოში. პირიქით, ძალიან მეამაყება პედრო პარამოს გამოცემა.
მერე მეორე იმაში ვერ დაგეთანხმები, რომ მოვიკოჭლებთ, რადგან გამომცემლობა ჯერ სამი წლისაც არაა და ვფიქრობ, მეტნაკლებად დაბალანსებული გვაქვს ჟანრობრივად.
დაუბალანსებელი რაც გვაქვს, იმას უბრალოდ ხელს არ ვკიდებთ და არ ვცდილობ კაპიკებად ვბეჭდო ჩინეთში დაბალი დონის საბავშვო წიგნები და პოლიგრაფიულ მანიპულაციებში ვიშოვო დიდი რაოდენობით წიგნების გამოსაცემი ფული. მე არც იმ დროიდან მოვდივარ, როდესაც ტონობით ბეჭდავდნენ სკოლის წიგნებს და იქედან ნაშოვნი ფულის ხარჯზე გამოსცემდნენ ნათარგმნ ლიტერატურას.
რასაც გამოვცემთ, მთლიანად ჩვენი კაპიტალით დავიწყეთ და ამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ვამატებ, არცერთი თეთრი არ ამიღია, რომ განვითარდეს გამომცემლობა. ყველა წიგნი ვერაა კომერციულად გამართლებული და დიდი ჩავარდნებიც ხშირადაა.
დიდი და სერიოზული წიგნის თარგმნას კი წლები და დიდი ფინანსები სჭირდება.
აგერ, ძვლივს მივაღწიეთ დიკენსის დასრულებას.


მოკლედ, სერიოზულად ვაწვებით ფანტასტიკას რა თქმა უნდა და ბევრი სიახლე გელოდებათ 2018-ში

სხვათა შორის, იმასაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, ზომებსაც როგორ ექცევა ყურადღება. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენ გამოვეცით 800-1000 გვერდიანი როტფუსი, აბერკრომბი, დიუნი, სანდერსონი და ა.შ. - ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხის და გვერდების ხარჯზე არ ვცდილობთ მკითხველის გაცურებას smile.gif

როგორც ვიცი, მუზილი 7 წელი ითარგმნებოდა და ჩვენ ჯერ 3-ის არ ვართsmile.gif გვაცადეთ, ბატონო wink.gif

Posted by: ქაფქიანა 22 Nov 2017, 22:09
senpai

QUOTE
ერთად რა პონტშია ნახსენები ესენი ?


კიდევ დაპოსტეთ ვინმემ და ანთემაზე გადამეცით.

OHOI_IKA

QUOTE
სხვათა შორის, იმასაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, ზომებსაც როგორ ექცევა ყურადღება. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენ გამოვეცით 800-1000 გვერდიანი როტფუსი, აბერკრომბი, დიუნი, სანდერსონი და ა.შ. - ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხის და გვერდების ხარჯზე არ ვცდილობთ მკითხველის გაცურებას


დიახაც.


Posted by: George Best :) 22 Nov 2017, 22:10
OHOI_IKA
QUOTE
გვაცადეთ, ბატონო 

გაცლი კაცო,უბრალოდ რახან გაქვთ პრეტენზია იყოთ ნომერ პირველი,მიიღეთ მკითხველის პრეტენზიები,თორე მე არც დიოგენეში ვიცნობ ვინმეს და არცსულაკაურში,ვაბშემც თქვენი გამოცემა მევაასება ყველაზე მეტად
ძაან კარგ რამეს აკეთებთ,გაფასებთ,აგერ მთელი ფორუმი თქვენი ფანკლუბია,მარა ახლა დიქტატურასავით ნუ გამოგივა მთლად,კრიტიკა რო არ მიიღო,უკვდავი ბიბლიოთეკა დაარქვით იმ წიგნებს,თუ რაღაც ეგრე,ხოდა არ არის მაქედან უმეტესობა ეგეთი და რა ვქნა ახლა,ჩემი აზრი მაქვს გეუბნები
არც ღვაწლს გიკარგავთ,პირიქით,მადლობას გიხდი,მარა ახლა ვერ დაგიჩოქებ.რაც არ მომწონს და მინდა უკეთესი იყოს ჩემ აზრს გეუბნები,ქაფქაფიანა კორტასარს და კოელიოს ერთნაირად აღიქვამს,ეგეთი შექებები თუ გინდა და ფანკლუბი გაგიმარჯოთ ორივეს,მე რა smile.gif)))
QUOTE
სხვათა შორის, იმასაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, ზომებსაც როგორ ექცევა ყურადღება. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენ გამოვეცით 800-1000 გვერდიანი როტფუსი, აბერკრომბი, დიუნი, სანდერსონი და ა.შ. - ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხის და გვერდების ხარჯზე არ ვცდილობთ მკითხველის გაცურებას

მადლობა
ქედს გიხრით
სხვა რა ვქნათ ახლა?არ მოვითხოვოთ ახალი რამე,თუ სხვებს რო ჯობიხართ გავჩუმდეთ?


ეგრე დიოგენეს კუნდერას ყოფიერება და კერუაკის გზაზე,კიდე ფოლკნერის დროშები აქვს გამოცემული,მაგ დონის წიგნის ნახევარიც არ გაქვთ გამოცემული,მერე?
რაღაც პირად შეურაცყოფათ ნუ მიიღებ ახლა smile.gif

senpai
QUOTE
დააანონსეს უკვე რამდენიმე კარგი წიგნი და თან უკვე გამოცემულიცაა ნორმალური რაღაცეები, თუნდაც წელს. ასე რომ ვნახოთ რას იზავენ.

მაგრა ვბალეშიკობ,რაც მეტი კარგი წიგნი,მეტად გაგვიხარდება იასნა :დ

Posted by: vaho 22 Nov 2017, 22:16
QUOTE
ფანტასტიკა ეგეთი წიგნები ჩრდილქვეშ იყვნენ მთელი ცხოვრებაო,ახლა პირიქით მგონია,უცებ ბუმი ატყდა


როგორაა ის ანდაზა?

ქაჩალმა ჯერ არ მოიფხანაო და მერე თავი გაიგლიჯაო?

ნამეტანი ბევრი მაკულატურაც არ გვინდა...

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 22:19
ქაფქიანა
QUOTE
დიახაც.

wink.gif

George Best smile.gif
QUOTE
ვერ დაგიჩოქებ

არა, რას ამბობ, ხომ უბრალოდ ვსაუბრობთ და ჩვენს აზრებს ვაფიქსირებთ.
მადლობა ყველა ამ სიტყვისთვის, გულწრფელად
კრიტიკის გარეშე არაფერი გამოვა, თუმცა სხვადსხვა აზრები გვაქვს რიგ საკითხებში.

აი, მე მაგალითდა, კერუაკისგან და ფოლკნერისგან განსხვავებით, ყოფიერება არ მიმაჩნია დიდი და ძალიან მაგარ წიგნად და შეიძლება მე არა, მარა მთელი მსოფლიოს კრიტიკოსები თანხმდებიან, რომ რებეკა გაცილებით დიდი ტექსტია, ვიდრე ყოფიერება.

ასე რომ , კამათია და გეკამათები არა რაღაც გამომცემლობის მეპატრონის პოზიციიდან, არამედ ის ტიპი, ვინც პასუხისმგებელია წიგნების შერჩევაზე

მოკლედ, ძალიან გამძაფრებაც არ ღირს smile.gif

Posted by: 4L3X 22 Nov 2017, 22:19
vaho
QUOTE (vaho @ 22 Nov 2017, 22:16 )
ნამეტანი ბევრი მაკულატურაც არ გვინდა...

არ მოგწონთ სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი კი ბატონო, ნება თქვენია მაგრამ მაკულატურას ნუ დაუძახებთ ამით ამ ჟანრებს ვერაფერს დააკლებთ მაგრამ თქვენ თავს კი ავნებთ.

Posted by: ქაფქიანა 22 Nov 2017, 22:30
George Best smile.gif

QUOTE
ქაფქაფიანა კორტასარს და კოელიოს ერთნაირად აღიქვამს,ეგეთი შექებები თუ გინდა და ფანკლუბი გაგიმარჯოთ ორივეს,მე რა


კი. ეგრე აღვიქვამ იმიტომ რომ გააპაპსავეს. სხვას არაფერს ბეჭდავდნენ. არჩევანი არ იყო და გამაღიზიანებელია ეს.

უკვე გამოჩნდა თქვენი (კრებსითად) დამოკიდებულებაც, მაკულატურა რომ არის თქვენთვის ფანტასტიკა. ვისთვისაც არ არის, შეგვარგეთ.

Posted by: monogamist 22 Nov 2017, 22:30
ნეირომანსერი და კლარკი, სგ ცოლიკაური
QUOTE
                                   


Posted by: George Best :) 22 Nov 2017, 22:34
ქაფქიანა
QUOTE
უკვე გამოჩნდა თქვენი (კრებსითად) დამოკიდებულებაც, მაკულატურა რომ არის თქვენთვის ფანტასტიკა. ვისთვისაც არ არის, შეგვარგეთ.

მხედვარი,ბნელი კოშკი,სატახტო ჩემი ცხოვრებაა
ბრედბერის ფარენჰეიტი კიდე ერთ-ერთი დიდი წიგნი რაც წამიკითხავს,ასე რო გეთაყვა,ნაადრევი დასკვნებისგან თავიშეიკავე biggrin.gif smile.gif
QUOTE
კი. ეგრე აღვიქვამ იმიტომ რომ გააპაპსავეს. სხვას არაფერს ბეჭდავდნენ. არჩევანი არ იყო და გამაღიზიანებელია ეს.

კაცო,არ კითხულობ ნუ კითხულობ,არ იცი ნუ იცი მარა გაპაპსავებული კორტასარი სად ნახე?

სულ გამოცემული კორტასარი სულაკაურამდე იყო ორი
საბჭოთა დროს მოთხრობების კრებული მდევარი
თანამედროვე დროში კლასობანა არეტემ გამოცა

ახლა უშვებს კორტასარის ოთხ ტომეულს სულაკაური

კარგი რა,წიგნის მოყვარული კაცი ხარ,მთარგმნელი,ნუ მელაპარაკები ასე ჰარი ჰარალეზე,არ გიხდება smile.gif)))))))))

OHOI_IKA
აი ეგ მომწონს უკვე,ჯანასაღი კამათია
რებეკა ფილმი მინახავს ჰიჩკოკის,მომწონს,ისე აღწერე,დეკემბერში დავითრევ თქვენთან,ვნახოთ აბა

Posted by: ქაფქიანა 22 Nov 2017, 22:43
George Best smile.gif

ჰო, მამენტ ზედმეტი მომივიდა. ვაღიარებ. უბრალოდ გამაღიზიანა იმან, რომ წლების განმავლობაში მიგდებულ ჟანრს როგორც იქნა, პულსის ნიშნები შეეტყო და რატომ შეეტყოო, მერე საერთოდ მაკულატურა უწოდეს.

ვერც ვერაფერს დასაძრახისს ვხედავ იმაში, რომ ბათუმელების ფანი ვიყო. ყველას ფანი გავხდები, ვინც ფანტასტიკას გამოსცემს. რაც შეეხება ბათუმელებს, მაქვს მიზეზები, მათთან განსაკუთრებული სენტიმენტები მაკავშირებდეს.

და არც არავის ვიცავ, მაგრამ სამწლიან გამომცემლობას ოც-თხუთმეტწლიანებთან რომ ვადარებთ რავი... არა მგონია გონივრული იყოს.

და დიახ, თუკი ლიტერატურის განყოფილება ბათუმელების ფანად იქცა, ამას აქვს მიზეზები. თუნდაც არჩევანის გაზრდა და თუნდაც ის, რომ გამომცემელი მომხარებლებთან პირდაპირ კავშირს ამყარებს. დავუშვათ ეს კომერციულ მიზნებს ემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამომცემელი მკითხველებთან პირდაპირ კავშირზე გამოდის. არავის დაუშლია ეს სხვებისთვის.

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 22:43
George Best smile.gif
ხო, მე პირადად ძალიან მომწონს ამ ტიპის კამათი. ახლა ერთ რთულ ტექსტს ვკითხულობ და ცოტა ხანი გამოვიპარე ფორუმზე smile.gif)

ისევ იმავე თემაზე, მე ვფიქრობ, რომ არცერთ გამომცემლობას, არ გამოუცია ეტვუდზე და ზეიდი სმითზე უფრო დიდი, 21-ე საუკუნის ნაწარმოებები(მხოლოდ ბრმა მკვლელი, დიოგენეს და ეკოები არ ითვლება მთლად ახლებში) და ამაზეც სეგვიძლია ვიკამათოთ smile.gif

ახლა, მალე, ეტვუდის ერთ ძალიან მაგარ წიგნს გამოვცემთ, რაც დიდი მოვლენაა ქართულ მთარგმნელობით სფეროში

Posted by: 4L3X 22 Nov 2017, 22:49
OHOI_IKA
QUOTE (OHOI_IKA @ 22 Nov 2017, 22:43 )
ახლა, მალე, ეტვუდის ერთ ძალიან მაგარ წიგნს გამოვცემთ, რაც დიდი მოვლენაა ქართულ მთარგმნელობით სფეროში

ორიქსი და კრეიკი? wink.gif

Posted by: Joiner 22 Nov 2017, 22:50
OHOI_IKA
არაფანტასტიკებზე წავიდა საუბარი და ჩემი სუბიექტური აზრით აღმოსავლური ბიბლიოთეკა ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა.
შეიძლება ითქვას რომ დაუფასებელიც კი. ქვიდან ნაჟური სისხლი კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია მათ შორის რაც წამიკითხავს.

Posted by: George Best :) 22 Nov 2017, 22:51
OHOI_IKA
აუ შენ რა მასტი ხარ,აღწერები რო წავიკითხე რებეკას და სმითის არ გამისწორდა და ისე მებაზრები უნდა მაყიდინო რა ფესტზე :@
კაი გაგებით ვამბობ ოღონდ,ვნახოთ დეკემბერში ვიყიდი და თუ არ დამევასა "დაგერხათ " biggrin.gif 2kiss.gif

ქაფქიანა
QUOTE
ჰო, მამენტ ზედმეტი მომივიდა.

კაი დაიკიდე,მეც,ოღონდ მე აი თქვენ ხო გისწორდებათ ეგ ფანტასტიკა და მეც,ოღონდ თქვენ კრიტიკა გიტყდებათ,მე ზედმეტი ფანატიზმი და გავიჩხირეთ შუაში რა biggrin.gif

ბაათუმელები და დიოგენე მე წიგნების გარდა იმიტო მომწონს რო,ფასდაკლებები აქვთ და ხალხზე ზრუნავენ,იგივე სულაკაურისგან განსხვავებით,5 წიგნი ვიყიდე ნოემბერში სულაკაურის და 20 წუთი ფასებს არკვევდნენ,დამოკიდებულებაც არ ავქთ რაღაც ჯანსაღი smile.gif თორე მაგარ წიგნებს უშვებენ


Posted by: senpai 22 Nov 2017, 22:54
ქაფქიანა
QUOTE
კიდევ დაპოსტეთ ვინმემ და ანთემაზე გადამეცით.

არანაირად, უბრალოდ ხო ხვდები რომ არ იყო დასაწერი ერთად. კონტასარი ვერასოდეს იქნება მასოვკის ჩემი აზრით, დიდი გაქანების მწერალია უფრო.

QUOTE
რებეკა გაცილებით დიდი ტექსტია, ვიდრე ყოფიერება.

გაცილებით დიდზე ვერ ვიტყვი, თუმცა გამორჩეული და აუცილებლად გასაცნობი უეჭველად.

OHOI_IKA
QUOTE
არ გამოუცია ეტვუდზე და ზეიდი სმითზე უფრო დიდი, 21-ე საუკუნის ნაწარმოებები

პლატფორმა არ ითვლება 21 საუკუნედ ? თუ დიდში გულისხმობ წიგნის მოცულობას ?

თან ეხლა არეტემ ხო თქვა Тень ветра-ს გამოვუშვებთო.

George Best smile.gif
კაკრაზ მაგ უკვდავ ბიბლიოთეკაშია ეგ რებეკაც და მწვანე პომიდვრებიც. ორივე მაგარი კაიფია. შენც მოგეწონება ალბათ.

Posted by: ქაფქიანა 22 Nov 2017, 23:03
George Best smile.gif

არა. მართლა არ მიტყდება. ერთადერთი მიტყდება ის, რომ წლების განმავლობაში მიგდებული ჟანრს გაცოცხლებას აყვედრიან.

ზედმეტი ფანატიზმზე ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. სად ვიჩენ ზედმეტ ფანატიზმს, კონკრეტული მაგალითი მომიყვანე და მაჩვენე.

თუ ბათუმელების ფანი ვარ, არ ნიშნავს, რომ სხვა გამომცემლობებს ვერ ვხედავ და არ ვაფასებ.

უბრალოდ მიმაჩნია, რომ ჟანრული და სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის სასტიკი დეფიციტია ჩვენთან და ამ მხრივ ბათუმმა ნამდვილად შექმნა ალტერნატივა თუ არა, ალტერნატივის პრეცედენტი მაინც.

senpai

QUOTE
არანაირად, უბრალოდ ხო ხვდები რომ არ იყო დასაწერი ერთად. კონტასარი ვერასოდეს იქნება მასოვკის ჩემი აზრით, დიდი გაქანების მწერალია უფრო.


კი, დავწერე უკვე, ზედმეტი მომივიდა.

QUOTE
გაცილებით დიდზე ვერ ვიტყვი, თუმცა გამორჩეული და აუცილებლად გასაცნობი უეჭველად.


ეგ პოსტი მე არ მეკუთვნის.

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 23:06
4L3X
QUOTE
ორიქსი და კრეიკი?

იეს wink.gif

Joiner
QUOTE
არაფანტასტიკებზე წავიდა საუბარი და ჩემი სუბიექტური აზრით აღმოსავლური ბიბლიოთეკა ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა.
შეიძლება ითქვას რომ დაუსაფებელიც კი. ქვიდან ნაჟური სისხლი კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია მათ შორის რაც წამიკითხავს.

love.gif ეგ და კაცები მზეში ძალიან კაი რამეებია smile.gif

George Best smile.gif
ეგ ნამდვილად დიდი ლიტერატურაა და შეგვიძლია, რომ მოხვალ ფესტივალზე, ჯერ ვილაპარაკოთ და მერე გადაწყვიტე ყიდვა smile.gif
ხო, პომიდვრები კიდევ

senpai
QUOTE
პლატფორმა არ ითვლება 21 საუკუნედ ? თუ დიდში გულისხმობ წიგნის მოცულობას ?

უი, ეგ არ გამახსენდა უცებ, პლატფორმა <3 ძალიან მაგარი კი არა, უმაგრესია <3
ხოდა ცოტაათქო და მაგ ცოტაში შევდივართთქო, იმას ვიძახი რა

QUOTE
თან ეხლა არეტემ ხო თქვა Тень ветра-ს გამოვუშვებთო.

ეგრე თქმით, უფლება არ მაქვს, თორემ ისეთებს ვიტყოდიიიიი...))))

Posted by: Adur 22 Nov 2017, 23:10
ბარემ მეც

OHOI_IKA

დიდი მადლობა, ამდენი ქალი მწერლის თარგმნის გამო user.gif

QUOTE
არაფანტასტიკებზე წავიდა საუბარი და ჩემი სუბიექტური აზრით აღმოსავლური ბიბლიოთეკა ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა.
შეიძლება ითქვას რომ დაუსაფებელიც კი. ქვიდან ნაჟური სისხლი კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია მათ შორის რაც წამიკითხავს.


++++

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 23:27
Adur
QUOTE
დიდი მადლობა, ამდენი ქალი მწერლის თარგმნის გამო 

love.gif
კიდევ მეტი იქნება მაგარი ქალი <3
მაგარი მწერლებიც და ამავედროს ძლიერი ქალებიც. ურსულას და ეტვუდის დარი smile.gif

Posted by: ValenTine_Kelly 22 Nov 2017, 23:30
კაცები მზეში რა ცუდად მახოვს უნივერსიტეტიდან. გათენება რომ მომიწია, მაგის გამო. biggrin.gif


ჩემი ლექტორის თარგმანი უნდა იყოს გამოცემული, როგორც მახსოვს.

Posted by: Dwight 22 Nov 2017, 23:41
OHOI_IKA
შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ მემგონი ადრე გეწერა დოკინსის წიგნების შესახებ და რა ხდება მაგ მიმართულებით?

Posted by: senpai 22 Nov 2017, 23:42
OHOI_IKA
21-ე საუკუნეში კიდე რა კარგი წიგნებია ისე ? ბევრი არ მაქვს წაკითხული სამწუხაროდ, ვერ მოვეშვი მეოცე საუკუნეს იმდენად დიდია. ეგ ორი გამახსენდა რაც განსაკუთრებით მომეწონა.









ისე თარგმნის სირთულეს თუ გავითვალისწინებთ სავარაუდოდ ბევრი იშრომეს ბროხის მთვარეულების გამოცემაზე, მუზილი კიდე უფრო რთულია პრინციპში.

Posted by: OHOI_IKA 22 Nov 2017, 23:56
ValenTine_Kelly
QUOTE
ჩემი ლექტორის თარგმანი უნდა იყოს გამოცემული, როგორც მახსოვს.

დარეჯანია მტარგმნელი smile.gif კარგი ქალია, ძალიან smile.gif

Dwight
კი, სწორად გახსოვს და ჯერ კიდევ მაგ საკითხზე გვაქვს გაწევ-გამოწევა))))) იმედია, მალე დავაანონსებთ smile.gif

senpai
მაგალითად "2666" - bolano
შანტარამი - roberts
gathering - Anne enright
A brief history of seven killings - Marion james
middlesex - eugenides
the brief history of Oscar wao - Diaz
და მაკიუენის მონანიება

ესენი, რაც გამახსენდა

Posted by: Dwight 23 Nov 2017, 00:07
OHOI_IKA
QUOTE
Dwight
კი, სწორად გახსოვს და ჯერ კიდევ მაგ საკითხზე გვაქვს გაწევ-გამოწევა))))) იმედია, მალე დავაანონსებთ


The "Four Horsemen"-დან მხოლოდ დოკინსს გეგმავთ?
ან ასევე კარლ სეიგანსაც ხომ არ აპირებთ?

Posted by: rodo 23 Nov 2017, 11:46
მგონი არ არის იმაზე საუბარი საჭირო, რომ საქართველოში სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის ჟანრში პირველია "წიგნები ბათუმში". ხოლო რაც შეეხება უკვდავი ბიბლიოთეკის სერიას, იმედია არ გეწყინებათ თუ გეტყვით, რომ სულაკაურის და დიოგენეს სერიებს ჩამორჩება.

თქვენი ამ სერიის მარგალიტები, ჩემი აზრით "პედრო პარამო" და "თეთრი კბილებია", მაგრამ ამას კიდევ, თქვათ იგივე თქვენ მიერ ნახსენები თანამედროვე ავტორებიდან რობერტო ბოლანო ან ჯუნო დიაზი რომ დაამატოთ დიდი წინ გადადგული ნაბიჯი იქნება.

მიკვირს ჩინუე აჩებეს "things fall apart" არცერთი გამომცემელი, რომ არ კიდებს ხელს.

Posted by: OHOI_IKA 23 Nov 2017, 12:54
rodo
პირველ რიგში მადლობა <3
მაგაზე არავინ(მე ყოველ შემთხვევაში არა) დაvობს, რომ ის ორი სერია ჯობია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთლიანად ჩემ გამომცემლობაზე ორჯერ უფრო დიდი ხანია არსებობენ ეს სერიები. უკვდავი ბიბლიოთეკის სერია კი წელიწად ნახევრისაა smile.gif

ამ დროის განმავლობაში, თავიდანვე რომ დავიწყოთ, ითარგმნა ოსტინი, რასაც სხვა არვინ მოკიდებდა ხელს, რადგან,
1. ოსტინის თარგმნას არ დაუფინანსებდნენ გამომცემლობას(დაფინანსების საკითხი ცალკე განსახილველია და ბევრი რამეა მასზე დამოკიდებული), 200 წლის წინ გამოცემულ წიგნებს არ აფინანსებენ.
2. იციან, რომ ოსტინი კი, გაიყიდება, მაგრამ სუპერ გაყიდვები ვერ ექნება და ბესტსელერებში ვერასდროს შევა, რადგან ძალიან ძველია(თუმცა სწორი მუშაობი შემთხვევაში ესეც თითქმის შევძელით).
მოკლედ, ასეთ წიგნებს, გამომცმლობები არ უკეთავენ მთარგმნელებს და გამოსცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში(თითქმის 100%), თუ ვინმე უკვე ნათარგმნს მიუტანს და თანხა არაფერში ეხარჯებათ.
ხოდა, მათგან განსხვავებით, მოვკიდევ ხელი ოსტინს, დიკენსს, დიუმა, მეირინკს და ა.შ. რადგან გვინდა რომ ღირსეული სერია იყოს.

ნაწარმოებების სიკარგეზე კი ალბათ ვერასდროს შევთანხმებით, რადგან ზემოთ აგერ ჯორჯ ბესტი ამბობს, რომ პედრო პარამოთი ვერ გავფრინდებით, შენ ამბობ რომ პარამო და თეთრ კბილებია მარგალიტები. სენპაის პომიდვრები მოწონს და ა.შ.
მე უბრალოდ თავს არ მივცემ უფლება, სხვა გამომცემლობების ხალტურებზე ვწერო პოსტებში, თორემ ამ ყველაფერის დანახვა შეიძლება ცოტაოდენი დაკვირვებით smile.gif

და მაინც, არ ვდაvობ, რომ ის ორი სერია გაცილებით წინაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ სერიაში არასდროს ვაკეთებთ ხალტურას და კლასიკოსებსაც, ანუ იმათ, ვისაც საავტორო უფლება არ სჭირდება, შეკვეთით ვათარგმნინებთ.
გემოვნება რა თქმა უნდა საკამათოა, მაგრამ ამ სერიაში არ გამოვცემთ წიგნებს, რომელიც ცალსახად, უმრავლესობისთვის სუსტია. რამდენიმე მკითხველს შეიძლება არ მოწონდეს, მარა უმრავლესობას ყველა თუ არა, უმრავლესობა მოწონს და როცა გამოცემის გადაწყვეტილებას ვიღებთ, ძალიან ბევრს ბევრ ეტაპს აგდის.
აი, ასე smile.gif))

Posted by: ValenTine_Kelly 23 Nov 2017, 13:57
OHOI_IKA
QUOTE
დარეჯანია მტარგმნელი  კარგი ქალია, ძალიან

სწორად მხსომებია ე.ი.

ნამდვილად კარგი ადამიანი და პროფესიონალია smile.gif

Posted by: rodo 23 Nov 2017, 14:29
OHOI_IKA
წესიერი ხალხი, რომ ხართ და ხარისხზე აკეთებთ აქცენტს ამაში ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება გემოვნებას, ამაზე დავა არ ღირს, თუმცა ისე ზოგადად ავტორების ნაწარმოებების ანალიზი და შედარება საინტერესოა, მაგრამ არა სათაურების დონეზე. ზემოთ, მე დავასახელე ის ავტორები, რომლებიც ჩემთვის არის საინტერესო. ვფიქრობ, საქართველოში თანამედროვე ავტორების გაყიდვა ძირითად შემთხვევაში პიარზეა დამოკიდებული.

Posted by: ქაფქიანა 23 Nov 2017, 14:34
rodo

QUOTE
ვფიქრობ, საქართველოში თანამედროვე ავტორების გაყიდვა ძირითად შემთხვევაში პიარზეა დამოკიდებული.


აი ზუსტად, ჩემი სათქმელი თქვი რა. ,,დაჟე" მხოლოდ თანამედროვე ავტორებისაც კი არა.

თუმცა ამაზე ვერ დაიწუწუნებ. პიარი თავისთავად სულაც არ არის ბოროტება.

Posted by: OHOI_IKA 23 Nov 2017, 14:39
ქაფქიანა
ეგ კი არა, გეუბნები მე შენ, დიდი ტექსტია ძალიან და თარგმნე უ.უ.ქ smile.gif

სულ ტყუილად გაჩერდი მაშინ

QUOTE
საქართველოში თანამედროვე ავტორების გაყიდვა ძირითად შემთხვევაში პიარზეა დამოკიდებული.

კი, 100%

Posted by: ქაფქიანა 23 Nov 2017, 14:43
OHOI_IKA

მეღადავები?

ტყუილად არ გავჩერებულვარ.

შესავალი ნათარგმნი მაქვს.

Posted by: holden kolpildi 23 Nov 2017, 14:48
წიგნის მაღაზიაში რომ შევდივარ გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ბათუმის წიგნებს ვათვალიერებ პირველად მერე სხვა დანარჩენს მიუხედავად იმისა რომ ფანტასტიკა მთლად ჩემი ჟანრი არაა მომწონს ის რომ ამ გამომცემლობამ თავისი სტილი აირჩია და თავის ნიშად აქცია რაღაც კონკრეტული ჟანრი


Posted by: OHOI_IKA 23 Nov 2017, 14:53
ქაფქიანა
არ გეღადავები, ნახევრად ხუმრობით დავწერე smile.gif)
უბრალოდ, დეტალებზე გვაქვს სალაპარაკო და რომ ჩამოვალ 5 დეკემბრისთვის, ვილაპარაკოთ რა
მართლა ძალიან მაგარია <3

holden kolpildi
love.gif როგორ მიხარია ასეთი ამბები. მადლობა! <3

Posted by: FranziskanerWeissbier 23 Nov 2017, 16:05
holden kolpildi
მეც ეგრე ვარ, ავტომატურად ჯერ ბათუმის წიგნებს ვნახულობ biggrin.gif ალბათ ეგ იმიტომაა რომ ყველაზე ბევრი წიგნები ასეთ მოკლე დროში ბათუმმა გამოუშვა და სიახლეს ველოდებით ინსტიქტურად biggrin.gif

Posted by: senpai 23 Nov 2017, 16:33
OHOI_IKA
QUOTE
მეირინკს

ამას გვიმალავდი ? sad.gif რომელ ნაწარმოებს მოკიდებ ხელს ?

Posted by: OHOI_IKA 23 Nov 2017, 16:49
senpai
QUOTE
ამას გვიმალავდი ?  რომელ ნაწარმოებს მოკიდებ ხელს ?

საფესტივალოდ გოლემი გამოდის smile.gif ახლა ბოლო თავს ვკითხულობ, საოცარი თარგმანია

FranziskanerWeissbier
love.gif

Posted by: OHOI_IKA 23 Nov 2017, 16:54
https://www.facebook.com/booksinbatumi/photos/a.374691069378207.1073741828.361766197337361/839029232944386/?type=3&theater

Posted by: Brruto 23 Nov 2017, 17:11
OHOI_IKA

ძაან მაგარია,გაიხარეთ!!

კლარკის კოსმოსური ოდისეა 2010 და ანდროიდები არი დარჩენილი?

Posted by: OHOI_IKA 23 Nov 2017, 17:24
Brruto
ოდისეა ნამდვილად არის(მომდევნო კვირაში 2001 იქნება რეპრინტი) და ანდროიდებზე ვერ გეტყვი ზუსტად, ცოტა იყო დარჩენილი და ეგეც ერთ კვირაშ იქნება რეპრინტი

Posted by: MeBeforeYou 23 Nov 2017, 17:26
წავიკითხე ეს ბოლო გვერდები და ერთადერთი ვერ მივხვდი ამ სახელს რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აი, მაგალითად ,,უკვდავი ბიბლიოთეკა'' და მიდის დავა , ეს წიგნი არ უნდა ყოფილიყო აქ, ეს მარგალიტი არაა თუ არის და ა.შ . უბრალოდ რა აზრი აქვს ამით აპელირებას? მართლა 49 წიგნის სერია ხომ არაა , რომ ლამის დანაშაული იყოს სიტყვაზე ყველას არ ქონა. არ მოგწონს და ნუ იყიდი ,მირჩევნია ახალი ითარგმნოს , ვიდრე ხუთ სერიაში გაუშვან ,,ტრამალის მგელი'' ან ,,ლოლიტა'' და იმიტომ რომ სერიაა მაგალითად უკვდავი ბიბლიოთეკის სახელით, ყველა ვიყიდო. სისულელეა რა ამაზე დავა , ჩემი აზრით. ითარგმნოს ბევრი კარგი წიგნი და უკვდავი ბიბლიოთეკა იქნება, მოკვდავი თუ მკვდრეთ აღმდგარი მართლა რა მნიშვნელობა აქვს, შენთვის საინტერესოს მაინც გამონახავ რამეს. სულ ვამბობდი, რომ ფანტასტიკა არაა მაინცდამაინც ჩემი, მაგრამ ფანტასტიკური ბიბლიოთეკის სკანერმა ბოლო მომიღო.
ყველას შრომა დასაფასებელი და გასათვალისწინებელია, მითუმეტეს როცა ესე აქტიურად ცდილობენ მაქსიმალური შედეგი დადონ. არ ვარ ოღონდაც ამ შემთხვევაში სუბიექტური, მაგრამ ბათუმი ყველაზე მეტად პროგრესირებადი გამომცემლობაა.
აქამდე დიოგენე იყო ჩემი ფავორიტი და ეხლა დელფინებიც მიემატნენ.

Posted by: senpai 23 Nov 2017, 17:49
OHOI_IKA
QUOTE
საფესტივალოდ გოლემი გამოდის

love.gif ძალიან მაგარი სიახლეა. დაჟე დიკენსზე მეტად ეხლა ეს გამიხარდა.

მარტო 6 საათიდანაა ფასდაკლება ?

MeBeforeYou
QUOTE
არ მოგწონს და ნუ იყიდი

ეს რანაირი მიდგომაა ?
QUOTE
მართლა 49 წიგნის სერია ხომ არაა , რომ ლამის დანაშაული იყოს სიტყვაზე ყველას არ ქონა

ან ეს სად დაიწერა რომ აღნიშნავ ?

QUOTE
ყველას შრომა დასაფასებელი და გასათვალისწინებელია

ან ვინ არ დაუფასა ? biggrin.gif

რა უკიდურესობებში ვარდებით ხალხო რა გჭირთ, გამიჩნდა შეკითხვა, აზრი და დავწერე. ვისი მისამართითაც იყო მიმართული მესიჯი, იმ ადამიანმა მშვიდად მიიღო და შემდეგაც მშვიდად გაგრძელდა საუბარი.

QUOTE
აქამდე დიოგენე იყო ჩემი ფავორიტი და ეხლა დელფინებიც მიემატნენ.

ანალაგიჩნა yes.gif

Posted by: MeBeforeYou 23 Nov 2017, 18:07
senpai
რანაირი მიდგომაა და ჭრელი, სავალდებულოა ყველა იყიდო ადამიანმა რადგან რომელიმე კონკრეტული სერიით გამოიცემა? თუ არ მოგწონს რომელიმე, მშვიდად გაატარებ და არ იყიდი. იმდენი ახალი წიგნი გამოდის, ყველა იპოვის თავის საკბილოს ღრმად მწამს ამის. tongue.gif

49 წიგნზე რატომ გაიკვირვე არც ეს მესმის, ხალხი რომ ისტერიულად აგროვებს ამ სერიას ჩემგან გაიგე? biggrin.gif აქ დაიწერა-თქო არ მითქვამს მემგონი.

უკიდურესობაში ნაღდად არ ჩავვარდნილვარ , მითუმეტეს შენთვის არც დამიწერია ეს პოსტი, მოგნიშნავდი ბოლო- ბოლო არ მომერიდებოდა და რაღაც ზედმეტად ახლოს შენ მიიტანე გულთან მემგონი love.gif
ადრსატმა მშვიდად მიიღოო მესიჯიო, მე რა შემატყვე ერთი აღელვების? ჩემზე მშვიდი ადამიანი ცხოვრებაში არ გეყოლება ნანახი, მენდე სიტყვაზე biggrin.gif

პ.ს ბოლო წინადადებაზე კი დამეთანხმე, წინ გადადგმული ნაბიჯი სახეზეა lol.gif




Posted by: senpai 23 Nov 2017, 18:23
MeBeforeYou
QUOTE
სავალდებულოა ყველა იყიდო ადამიანმა რადგან რომელიმე კონკრეტული სერიით გამოიცემა?

ვინმემ აქ ეგეთი რამე დაწერა ? საიდან მოიტანე ? და თუ არ დაუწერია რატომ აღნიშნე და მიაბი იმ ამბავს ?

QUOTE
მითუმეტეს შენთვის არც დამიწერია ეს პოსტი

მეც ვიყავი იმ ადამიანთა შორის რომელმაც გამოთქვა მაგ თემასთან დაკავშირებით აზრი.

QUOTE
რაღაც ზედმეტად ახლოს შენ მიიტანე გულთან მემგონი

სიახლოვე სად ნახე ? ისევე როგორც შენ, მეც სრულიად მშვიდად ვამბობ ჩემს სათქმელს. დაწერე აზრი და მეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. რატომ ამდენი და ეგეთი სმაილები შენი მხრიდან ნეტავ ?
QUOTE
მენდე სიტყვაზე

გოგონებს სიტყვაზე ვერ ვენდობი სამწუხაროდ.
QUOTE
მე რა შემატყვე ერთი აღელვების?

სადმე დავწერე შენი აღელვების შესახებ ? biggrin.gif




პატარა განსხვავებული აზრი და ეგრევე ესეთი პოსტები იდება, ნეტა რატომ... ისწავლეთ განსხვავებულის მიღებაც(მითუმეტეს რომ არაა რადიკალურად დაწერილი და არავის არაფრისკენ არ მოუწოდებს), წიგნების კითხვაც მემგონი მაგიტომ გვისწორდება რომ ბევრნაირი კუთხიდან შევაფასოდ სიტუაცია.

Posted by: George Best :) 23 Nov 2017, 18:25
QUOTE
არ მოგწონს და ნუ იყიდი

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: MeBeforeYou 23 Nov 2017, 18:47
George Best smile.gif
love.gif


senpai
ეხლა მომისმინე, როგორც შენ დაწერე შენი მოსაზრება, ისე დავწერე მეც და რამე პრობლემა გაქვს? გამოთქვი აზრი და შეირგე და ჩემი აზრი მეც შემარგე რა.
არაფერზე არაფერი არ მიმიბია ეს ერთი, შენთან კამათი რომ მდომოდა მოგნიშნავდი-თქო გითხარი, ზოგადად თემასთან დაკავშირებით მაქვს უფლება რომ გამოვთქვა საკუთარი აზრი თუ არა? და რა ამდენი სმაილები და ეგეთი სმაილები, სმაილკონტროლიც უნდა ჩავრთო?
კარგ ხასიათზე ყოფნასაც რომ არ გაცდიან რა, ტეხავს უბრალოდ smile.gif

სიახლოვე სად ვნახე და სადაც საერთოდ არ დამითაგიხარ და კონკრეტულად შენთვის არაფერი დამიწერია იქ შენ აღმოჩნდი ერთადერთი ვინც ჩემს პოსტში საკუთარი თავი აღმოაჩინა მემგონი, როგორც არასასურველი წიგნი უნდა გაატარო, ისე უნდა გაატარო ზოგი პოსტიც ალბათ ))( მაინც ჩავტენე რჩევა :დ). ეს ვიგულისხმე და არაფერი ცუდად. არ მეგონა თუ ესე ზედმეტად პირდაპირ და ხისტად აღიქვამდი სრულიად უწყინარ სიტუაციებს, თორემ ალბათ სიტყვებს კი არა, სმაილებსაც კი გავაკონტროლებდი შენთან. სხვა დროს გავითვალისწინებ.

რჩევებისთვისაც გმადლობთ, ვისწავლი როგორმე განსხვვებული აზრის მიღებას. 2kiss.gif
იმედია ამ კოცნის სმაილსაც ,, ეგეთ'' სმაილად არ თვლი, კეთილგანწყობა გამოვხატე უბრალოდ. smile.gif

Posted by: holden kolpildi 23 Nov 2017, 18:57
მგონო მარტო ბათუმს ესმის შავი პარასკევი სწორად

ისეთი პოსტერები ვნახე ფბ მეტირა თუ მეცინა ვერ ჩამოვყალიბდი biggrin.gif

Posted by: senpai 23 Nov 2017, 18:57
MeBeforeYou
თან გინდა და თან არა ხო ? biggrin.gif

Posted by: holden kolpildi 23 Nov 2017, 19:01
ანუ რა მომენტია იცით მოგვ წონს გვიყვარს ეს გამომცემლობა და "საჩვენო" წიგნები უფრო მეტი რომ გამოსცეთ ის გვინა რაა
არა ბესთ biggrin.gif

Posted by: MeBeforeYou 23 Nov 2017, 19:02
senpai
გააჩნია სიზარმაცის და ხასიათის ინდექსს tongue.gif lol.gif

holden kolpildi
ჯერ რომ ზრდიან ხოლმე ფასს და მერე აკლებენ სეილებზე, მე ეგ მომწონს ყველაზე მეტად lol.gif

სულაკაურს ხომ არ აქვს ფასდაკლება თუ იცი?
ჯეიმი ოლივერის წიგნი მინდა საჩუქრად და ვიყიდდი ბარემ.

Posted by: senpai 23 Nov 2017, 19:09
holden kolpildi
QUOTE
"საჩვენო" წიგნები უფრო მეტი რომ გამოსცეთ ის გვინა რაა

რა გინდა ჯოჯოზე გაჩერდნენ ? biggrin.gif


QUOTE
მგონო მარტო ბათუმს ესმის შავი პარასკევი სწორად

სხვებს აქვთ საერთოდ რამე ფასდაკლება ? არცერთის რეკლამა ან პოსტი არ ამოუგდია ჯერ.


MeBeforeYou
გპატიობ 2kiss.gif tongue.gif

Posted by: holden kolpildi 23 Nov 2017, 19:17
senpai
სულაც არააა ჯოჯო საჩემო biggrin.gif
გამლმცრმლობების არ მინახავს არსად ბათუმის გარდა

ზოგადად ქართულ სეილებზე ვსაუბრობდი მესამე და მეოთხე შენაძენზე რო ვრცელდება ფასდაკლება ისიც 30 პროცენტიანი

ბიბლუსისჯ ვნახე და ნაძვისხეებზე ჰქონდათ biggrin.gif

MeBeforeYou
არა არ ვიცი არ აქვს მგონი

Posted by: MeBeforeYou 23 Nov 2017, 19:18
senpai
alk.gif jump.gif tan.gif

holden kolpildi
კარგი, მადლობა :*

დღეს დავინახე ისე ეგ ბიბლუსის ნაძვის ხეები და არ მეცალა შესასვლელად, ლამაზი აქსესუარები აქვთო საახალწლოო, ამბობენ.

Posted by: holden kolpildi 23 Nov 2017, 19:25
MeBeforeYou
არაფრის :*

კი კარგი რაღაცეები აქვთ მაჰრამ ფასები აქვს სასწაული ;D

Posted by: OHOI_IKA 23 Nov 2017, 19:34
senpai
QUOTE
ძალიან მაგარი სიახლეა. დაჟე დიკენსზე მეტად ეხლა ეს გამიხარდა.

მეგონა ნათქვამი მქონდა
ვიცოდი რომ შენ გაგიხარდებოდა. ძალიან მეამაყება ეს წიგნი <3

QUOTE
მარტო 6 საათიდანაა ფასდაკლება ?

სამწუხაროდ ხო, რადგან რაღაც ხელშეკრულებები გვაქვს გამავრცელებლებთან და ასეთი ფასდაკლების გაკეთება ჩვეულებრივ არ შეიძლება. ამიტომაც ასე გამოვიდა sad.gif


და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ხალხო ძალიან კეთილი სიტყვებისთვის <3

Posted by: 4L3X 23 Nov 2017, 19:40
OHOI_IKA
QUOTE (OHOI_IKA @ 23 Nov 2017, 19:34 )
და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ხალხო ძალიან კეთილი სიტყვებისთვის <3

user posted image

Posted by: MeBeforeYou 23 Nov 2017, 19:42
holden kolpildi
ფასები არ მიკვარს lol.gif

Posted by: ქაფქიანა 23 Nov 2017, 19:58
OHOI_IKA

არ შეიძლება რომ გადამიდოთ ურსულას მეორე წიგნი და ორშაბათს წავიღო მაგ ფასით? რაიონში ვარ ორშაბათამდე.

Posted by: Joiner 23 Nov 2017, 20:25
user posted image

როდესაც საშინელებათა ჟანრზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, ჰ.ფ. ლავკრაფტის სახელი არ ვახსენოთ და იშვიათად თუ აღმოვაჩენთ ამ ჟანრის გამორჩეულ თანამედროვე წარმომადგენელს, რომელსაც საკუთარი შემოქმედების ფესვები პროვიდენსის შეშლილი შვილის ლიტერატურაში არ აქვს გადგმული. „ქთულჰუს ძახილის“ შემდეგ, „სიგიჟის მთებთან“ ლავკრაფტის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია და, მის მოკლე მოთხრობებით სავსე შემოქმედებაში, ყველაზე ახლოს დგას სრულფასოვანი რომანის სტატუსთან.

მთარგმნელები: გიორგი ხარაიშვილი, გიორგი ვაჩნაძე
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი
კრებულში ასევე შესულია: დანვიჩის საშინელება, აღუწერელი, ქოფაკი, ერიხ ზანის მუსიკა


„სიგიჟის მთებთან“ საშინელებათა ჟანრისა და სამეცნიერო ფანტასტიკის იდეალური კომბინაციაა. მკითხველი უძველეს ცივილიზაციასთან შეხვედრით აღტაცებასაც განიცდის და, ამავე დროს, მთელი არსებით შეიგრძნობს შიშს, როდესაც კაცობრიობის კოსმოსურ უმნიშვნელობას, მეცნიერულ სიღატაკესა და სრული განადგურების შესაძლებლობას აცნობიერებს.

ექსპედიცია ანტარქტიკაში, იმ ხანაში, როდესაც დედამიწის შესახებ ჩვენი ცოდნა გაცილებით შეზღუდული იყო, ახალი აღმოჩენებით, დაკარგული სიცოცხლითა და სიგიჟით არის სავსე - სიგიჟით იმ მთებთან, სადაც დაკარგული ცივილიზაციის საიდუმლოა დაუნჯებული.

Posted by: ქაფქიანა 23 Nov 2017, 20:51
უაუაუა. ანტარქტიკის მთებიო?

სიმართლე რომ ვთქვა, ლავკრაფტის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ აი ანტარქტიკის მთებმა კი დამაინტერესა.


* * *
პორტალმა ახალი წიგნი დაანონსა გაზაფხულზე:

მალე "პორტალზე" დიდი ამბები მოდის!
ფენტეზის მოყვარულთათვის და არა მხოლოდ, ყველაზე საინტერესო წიგნი "შავი პრიზმა" მზადდება

Posted by: British-Beret 25 Nov 2017, 23:56
#off topics ის თვის ბოდიში , რომგქონდეთ სასაჩუქრე ბარათი 50+-5ლ რა წიგნებს იყიდდით , ან რამე კარგ წიგნებს თუ მიჩევთ თანამედროვე ქართველი ავტორების , 90 —დღემდე ეპოქას რო ეხებოდეს მორჩილაძის გარდა

Posted by: Brruto 26 Nov 2017, 13:36
British-Beret

ზურა აბაშიძე - როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი
ცოტნე ცხვედიანი - ქალაქი და წმინდანები


ამ ორს გირჩევ, ორივე წაკითხული მაქვს და ორივე მაგრად მომწონს smile.gif კიდე ბევრი არიან მაგრამ მაგათ გამოვარჩევ.

Posted by: senpai 26 Nov 2017, 15:59
British-Beret
QUOTE
რამე კარგ წიგნებს თუ მიჩევთ თანამედროვე ქართველი ავტორების

თუ დანამედროვე ქართულ ავტორებს ეცნობი - აუცილებლად წასაკითხია შუღლაძის - გადამალვა.

დანარჩენი რაც ნორმალური იყო ჩემთვის: გაბუნიას - დაშლა და ქიქოძის - სამხრეთული სპილო.

Posted by: MITIATO 30 Nov 2017, 16:14
user posted image

ძალიან მალე, ვიტამინს „ყველაფერი ყველაფერის'' ავტორის, ნიკოლა იუნის მეორე წიგნი, „მზეც ხომ ვარსკლავია'' შეემატება <3
❄ „არსებობს ასეთი იაპონური ფრაზა, რომელიც ძალიან მომწონს. Koi no yokan. ერთი ნახვით შეყვარებას არ ნიშნავს. უფრო მეორე ნახვით შეყვარებასთანაა ახლოს. ეს შეგრძნება გიჩნდება იმ ადამიანთან შეხვედრისას, ვინც მერე შეგიყვარდება. შეიძლება პირველივე წუთს არა, მაგრამ შეყვარება გარდაუვალია''

Posted by: senpai 4 Dec 2017, 23:31
user posted image

აგორას გამოუცია, მარა მარტო პირველი ცოტაა, როცა სამივე ნაწილი ერთ წიგნად უნდა იყოს(მითუმეტეს ზომიდან გამომდინარე, მოინდომეს 108 გვერდიანი წიგნის გამოცემა სქელტანიანის ფასად. biggrin.gif )

,,განახევრებული ვიკონტი", ,,ბარონი ხეზე" და ,,არარსებული რაინდი" სამივე ერთ წიგნად და მაშინ ღირს 14,5 ₾ , ცალკე არ ღირს მაგდენი.

Posted by: merkantila 6 Dec 2017, 13:12
user posted image

მალე სერიაში ET CETERA ირმა ტაველიძის წიგნი „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ გამოიცემა.

http://diogene.ge/ka/books/book/454

თანამედროვე ქართველი მწერლის, ირმა ტაველიძის წიგნში „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ გაერთიანებული ესეები ბოლო წლებში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში. ესეების თემატიკა განსხვავებულია: ბავშვობის მოგონებები, სკოლა, ლიტერატურა, თარგმანის ხელოვნება...
ირმა ტაველიძე მოთხრობების ორი კრებულის („ავტობიოგრაფია ფრანგულად“ და „აღმოსავლეთის გამოგონება“) ავტორია. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. ნათარგმნი აქვს ჯოზეფ კონრადის, მიშელ უელბეკის, ჯ. მ. კუტზეეს წიგნები.

Posted by: senpai 6 Dec 2017, 18:22
user posted image

მომწონს ყდები.

Posted by: ValenTine_Kelly 6 Dec 2017, 18:28
QUOTE
მომწონს ყდები.

+1
მომწონს, რომ დაიწყეს გყდებისთვის ყურადღების მიქცევა. აშკარად შესამჩნევი ბათუმის გამოჩენის მერე გახდა ეგ.

Posted by: woman_ 7 Dec 2017, 20:54
რამდენი კარგი წიგნია, ორი ათასი ლარი არ მეყოფა შესაძენად sad.gif

მაგრამ ჩემი კორტასარის მოთხრობების კრებულის მეორე ნაწილს კი დავითრევ love.gif

Posted by: 4L3X 7 Dec 2017, 22:40
პორტალში რეი გვესტუმრა და მალე წიგნის მაღაზიებსაც მოივლის
Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L-ს ფოტო.
Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა Lგვერდის მოწონება

user posted image

როგორც იქნა ჩვენი სერია პორტალი • Portal -ის ულამაზესი წიგნი ჩამოვიდა, ძალიან მალე კი მის ნახვას "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ <3

რეი ბრედბერი - "451 ფარენჰაიტით"
აღწერა : გიფიქრიათ, რა უბედურების მოტანა შეუძლია წიგნის კითხვის აკრძალვას?

სადღაც, შორეულ მომავალში, გაი მონტეგი ცხოვრობს. გაი მეხანძრეა, თუმცა ჩაქრობის ნაცვლად, მისი საქმე ხანძრების გაჩენაა. სისტემაში, რომელიც მარტივი და ყველასათვის გასაგებია, იწვება „საშიში“ წიგნები და სახლები, რომლებიც ამ წიგნებს ინახავს. 451° ფარენჰაიტით სწორედ ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება. გაი საქმეს სიამოვნებით აკეთებს, სანამ რამდენიმე მოვლენა, ცოლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა, ახალგაზრდა მეზობლის სიკვდილი და პროფესორთან შეხვედრა, მისთვის ყველაფერს არ შეცვლის. დიდი რისკის მიუხედავად, მან იცის, რა უნდა მოიმოქმედოს…

წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ!

ფასი : 14.95 ლარი

დიზაინერი: Tekla Giashvili

ინტელექტი

„Arboles Altos“
სოსო მეშველიანი
მალე ! smile.gif
Arboles Altos ესპანურად მაღალ ხეებს ნიშნავს. სოსო მეშველიანის პოეზია ყველაზე ბუნებრივი ადამიანური სიმაღლიდან დანახული სამყაროს რეტროსპექტივაა, რაც მის მკითხველად თანაბრად გულისხმობს გლეხსაც და ინტელექტუალსაც. მისთვის ცხოვრება „ბედნიერი შიმშილის“ მუდმივი განცდაა, რომელსაც თავდაპირველი ვნებით სხვაშიც აღძრავს და მერე კი, სამყაროს ვრცელ სუფრაზე, როგორც წმინდა ტრაპეზზე, ხელგაშლილი უმასპინძლდება.
სამყარო კი დაუნაწევრებელია, მთლიანია – პატრიარქალური სიმშვიდითა და მეგაპოლისური ხმაურით. წარმართული და ქრისტიანული, მითოსური და ფოლკლორული აჩრდილებით გაჯერებულ მთლიანობას პოეტის მეხსიერება ინახავს. ვერც იმას დაითვლით, რა უფრო მეტია ამ პოეზიაში – ტკივილი თუ სიხარული, ტანჯვა თუ ნეტარება, რადგან სიცოცხლე ყველაფერს ყოფნის და პოეზია კი მას მაღალი ხეების შეხვედრის წერტილიდან ჭვრეტს, როგორც ყველაზე ბუნებრივ სუბსტანციას, როგორც „თავსმოხვეულ სრულყოფილებას“.
▪ რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია
▪ დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღუში
▪ გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი

user posted image

Posted by: George Best :) 7 Dec 2017, 23:53
ვააა რა საინტერესოა ბრედბერი გამოცეს
უფრო დაწვრილებით ვისაც გაქვთ წაკითხული შეგიძლიათ მოყვეთ,რა ხდება?
ყდაა <3 მარტო ყდის გამო ღირს ყიდვაა <3

Posted by: senpai 8 Dec 2017, 00:02
George Best smile.gif
QUOTE
უფრო დაწვრილებით ვისაც გაქვთ წაკითხული შეგიძლიათ მოყვეთ,რა ხდება?

კალიფორნიაში ეხლა ხანძრები როა მაგას ეხება. პალიტრა ხო გამოირჩევა სულ ახალი წიგნების გამოცემით და ჯერ ორი დღეა გასული და უკვე წიგნი მიუძღვნეს <3

Posted by: fork 8 Dec 2017, 00:08
QUOTE
რეი ბრედბერი - "451 ფარენჰაიტით"

წინა გამოცემების არმქონე,შევესევი...
ასანთის ღერებიც ხომ არ აწყვია შიდ?

Posted by: Joiner 8 Dec 2017, 00:11
QUOTE
ასანთის ღერებიც ხომ არ აწყვია შიდ?

user posted image

user.gif

Posted by: GreenWestHam 8 Dec 2017, 15:40
QUOTE
ყდაა <3 მარტო ყდის გამო ღირს ყიდვაა <3

gigi.gif

სერიის მიხედვით ფასიც რო იმატებს
პალიტრას ვთავაზობ ახალი სერია გააკეთონ "ტუალეტის ქაღალდის ბიბლიოთეკა" და შიგნით გააერთიანონ მთელი თავისი შემოქმედება love.gif

Posted by: 4L3X 8 Dec 2017, 15:47
QUOTE (GreenWestHam @ 8 Dec 2017, 15:40 )
პალიტრას ვთავაზობ ახალი სერია გააკეთონ "ტუალეტის ქაღალდის ბიბლიოთეკა" და შიგნით გააერთიანონ მთელი თავისი შემოქმედება love.gif

კაი ეხლა, ძლივს ნორმალურ გზას დაადგნენ და გინდა ახლავე აუცრუო გული?

Posted by: ValenTine_Kelly 8 Dec 2017, 16:12
QUOTE
კაი ეხლა, ძლივს ნორმალურ გზას დაადგნენ და გინდა ახლავე აუცრუო გული?

ნორმალურ გზას იქამდეც ადგნენ, ნორმალური თარგმანები რომ ჰქონდეთ. biggrin.gif

ნორმალური თარგმანი იყოს და გამოსცენ 96897909808 სერიაში.

Posted by: GreenWestHam 8 Dec 2017, 16:25
4L3X
QUOTE
კაი ეხლა, ძლივს ნორმალურ გზას დაადგნენ და გინდა ახლავე აუცრუო გული?

აუფ biggrin.gif
იმდენი უპასუხისმგებლობა შემხვედრია მთლიანად მაგ ჰოლდინგისგან, ბოდიში ახლა კრიტიკულს რომ ვწერ.

ნორმალურ გზას ალბათ პორტალის სერიას ეძახი. კი ბატონო მეც მომწონს ეგ სერია და ვაქებ, მაგრამ აქაც ათასჯერ გადაღეჭილს რომ გვტენიან, ტეხავს უბრალოდ.


Posted by: 4L3X 8 Dec 2017, 16:46
GreenWestHam
კი ბატონო ბევრი რამისთვის შეიძლება პალიტრას გაკრიტიკება. სასაცილო ფასდაკლებები, მოუმზადებელი კონსულტანტები ფესტივალებზე და ა.შ მაგრამ "პორტალის" გახსნა მგონია იმიტომ მოხდა რომ დაინახეს მყიდველები რას ითხოვენ. გამოდიან გაყიდვის არქაული წყობიდან "რასაც გავაკეთებ იმას იყიდის მყიდველი და იმდენად რამდენადაც ვეტყვი" ახლა მგონი დაიწყეს თანამედროვე მეთოდის დანერგვა "გავარკვევ რა უნდა მყიდველს და იმას შევთავაზებ"

Posted by: Dwight 8 Dec 2017, 17:43
ალექსანდრ ეტკინდის წიგნი „ისტორიის სწორი მხარე: უილიამ ბულიტის ინტელექტუალური ბიოგრაფია.

ისტორიკოსი და კულტურის მეცნიერი ალექსანდრ ეტკინდი ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიურ ბესტსელერებად ქცეული წიგნების „შეუძლებლობის ეროსის“ და „შინაგანი კოლონიალიზაციის“ ავტორია. მისი ახალი წიგნი მოგვითხრობს ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, სსრკ-ში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ელჩის უილიამ ბულიტის (1891-1967) მოღვაწეობაზე.

წიგნში გაანალიზებულია ამ მრავალმხრივი პიროვნების თეორიული ნააზრევი და 20-ე საუკუნი მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობის მოვლენების მისეული ხედვა. ღონისძიების მასპინძელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი.

ანოტაციიდან:

ჟურნალისტი, დიპლომატი, ინტელექტუალი, ის იყო ფიცჯერალდის თანამედროვე, ჰემინგუეისთან ჩოგბურთს თამაშობდა, მეგობრობდა ფროიდთან და ბულგაკოვთან, მოლაპარაკებებს მართავდა ლენინთან და სტალინთან, ჩერჩილთან და დე გოლთან, ჩან კაიშისთან და გერინგთან, ბრწყინვალე რჩევებს სთავაზობდა უილსონს და რუზველტს და მსოფლიო ისტორიის შეცვლისგან მას ხშირად ერთი ნაბიჯი აშორებდა.

ეს შესანიშნავი ბიოგრაფია დეტალურად, ფერებში აღწერს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის მთავარ გმირებსა და მოვლენებს.

Posted by: Dwight 8 Dec 2017, 20:19
გოლემი მითური არსებაა, რომლის საწყისებიც ძველ აღთქმაში იძებნება და რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მხატვრულ ლიტერატურაში უამრავი რეინკარნაცია განიცადა. თუმცა, ვერცერთი მათგანი ვერ მიუახლოვდება იმ ფანტასტიკურ და მისტიკურ დიდებულებას, რომელსაც გუსტავ მაირინკის რომანი „გოლემი“ წარმოადგენს.

საიდუმლოს ქსელით მოცული პრაღა, ჩრდილოვან ძალებთან დაპირისპირება, ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი და პოლიტიკური ინტრიგები. მკითხველი მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაინაცვლებს, დიდი მღელვარების პერიოდში, როდესაც ევროპის კარს პირველი მსოფლიო ომი იყო მომდგარი. მის მიერ აღწერილი პრაღა ერთდროულად ისტორიული და ეზოტერიკული, დიდებული და გროტესკული, რეალური და წარმოსახვითი. „გოლემის“ სახით მკითხველს წინ ჰალუცინოგენური მოგზაურობა ელის.

მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

მაირინკი არნახული ოსტატობით ქმნის პრაღის გეტოს ატმოსფეროს და გვიყვება ისტორიას დამცირებულ ხალხზე და დამონებულ ერზე, რომლის სულიერი მდგომარეობა და ქვეცნობიერიც გოლემის სახით წარმოგვიდგება.

„გოლემი“ სრულად 1915 წელს გამოიცა და პირველივე წელს ორასათასიანი ტირაჟით გაიყიდა. ის გუსტავ მაირინკის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია, ევროპის პირველი ბესტსელერია და ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია. ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის სიტყვებით „[გოლემი] ყველაზე დიდებული და უცნაური რამ არის რაც აეონთა განმავლობაში წამიკითხავს“.

Posted by: senpai 8 Dec 2017, 20:42
QUOTE
გოლემი

რა წიგნი, რა წიგნიიიი jump.gif love.gif


ესეთი ყდა არ ეკადრება down1.gif

user posted image
ესეთი რამე მაინც აეღოთ.

Posted by: OHOI_IKA 8 Dec 2017, 20:44
senpai
ეგეთი რატომ უნდა აგვეღო?smile.gif))
მე მგონია რომ ზალიან კაი ყდაა.
გოლემია გამოსახული, მაგრამ მთლად გოლები არაა smile.gif

Posted by: senpai 8 Dec 2017, 20:53
OHOI_IKA
ხო იცი როგორი კარგი დამოკიდებულება მაქვს ბათუმისადმი, მარა ერთ-ერთI ყველაზე ცუდი ყდაა რაც გამოგიციათ. ელფის ყურს თუ არ ჩავთვლით...

QUOTE
ეგეთი რატომ უნდა აგვეღო?

უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით.

თუნდაც ესეთი
user posted image

user posted image

Posted by: OHOI_IKA 8 Dec 2017, 20:59
senpai
არა, დამოკიდებულებებს არ შევხებივარ და არც მიფიქრია ეგეთი რამ
უბრალოდ, ალბათ გემოვნებაზეა. აი, ნახავ რამდენს მოეწონება ძალიან
აუცილებლად გაჩვენებ როცა ვნახავ, ელფის ყურმა როგორ გაიმარჯვა საპკოვსკის ფანების გამოკითხვაში, სდაც 30 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი ადამიანი ღებულობდა მონაწილებას შეფასებებში და ის ელფის ყური, რომელიც სხვათაშორის არც მე მომწონს, საუკეთესოდ დაასახელეს 30 ყდაში smile.gif

ყდებს ყოველთვის ჩვენ ვქმნით, მხოლოდ ორჯერ გვაქვს ორიგინალი ყდა(ერთს ახლა ვიღებთ ერთ-ერთ ბესტსელერზე) გამოყენებული. ხოდა არ ვირებთ რა სხვის გაკეთებულებს.
ამ ყდის იდეა მომწონს, თორემ დავახატავდით ამას და ყველა კმაყოფილი იქნებოდაsmile.gif

Posted by: ფორსტმანი 8 Dec 2017, 21:00
საინტერესო ყდაა.

გოლემის სიმბოლო არის მინიმალისტურად დატანილი ყდაზე. ავალიანის სტილი არის.

მე მომეწონა ყდა.

Posted by: 4L3X 8 Dec 2017, 21:38
კარგია! კარგი! წავიდა "გოლემი" საყიდელი წიგნების სიაში! პრაღა, მისტიკა, გოლემი რა შეიძლება წავიდეს ცუდათ? jump.gif

Posted by: seeman 8 Dec 2017, 22:31
QUOTE
პრაღა, მისტიკა, გოლემი


პრაღა მართლა გადატენილია ამ გოლემის მინიატურული ქანდაკებებით ,თან პიდარასტები არიან 40 ევროზე ნაკლები არ ღირდა არსად რაღაც სირბანჯობა,ცალკე ებრაული რესტორანიცაა გოლემის სახელობის და მოკლედ მაგრადაა ბიზნესში ჩართული ეგ ლეგენდა და ნუ იასნია ფრანც კაფკა (მეორე ებრაული ლეგენდა biggrin.gif) ამ უკანასკნელითაც გამოვსებულია ყველაფერი




Posted by: MITIATO 8 Dec 2017, 22:49
user posted image

ადამიანი, სადაც კი უხდება მას ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და ხრიოკებს შეხიზნულს, ყველგან აადამიანურებს უტყვ ბუნებას.
ფასეულია არა მხოლოდ მსოფლიო ცივილიზაციათა მონუმენტური შენობები, არამედ უჩინო საზოგადოებანიც, დედამიწისკიდეებში გაფანტულნი, ეფემერულნი და ამით ძვირფასნი, რომელთაც მუნმყოფობის კვალიც არ დაუტოვებიათ.
მაგრამ ეს უკვალობაც შეიძლება მათი ღირსებაც იყოს, რადგან კვალი ნივთიერია, ეს ხალხი კი თავისი ურვა-ლხენით, ცოდვა-ბრალით, სტუმარ-მასპინძლობით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ნივთიერთან ერთად სულიერ ღირებულებებს ქმნიდა. არსებობს სოფელი მცირე და სოფელი დიდი, მცირე დიდშია ჩახატული, როგორც სარკე მისი. რა დიდი და რა მცირე... „გვრინის“ პოეტის განცდაში, მკითხველსაც რომ გასენავს, ერთი ძალა აქვს მათ აპოკალიფსურ დასასრულს.
ძვირფასი სახელები _ ხიტალე, ჩირდილი, სამკიბალი, გადუა, ანატორი და სხვანი მრავალნი ამოუხსნელ რებუსებად შერჩება პოსტაპოკალიფსურ სიზმარს.
„ჟამს გამხმარი გვიმრა ამოუქარგავსო“ ნასახლარზე. ერთადერთი გვიმრა, დედამიწის უძველესი ბინადარი, რჩება მისი ბოლოჟამის მოწმედ...
(ზურაბ კიკნაძის ბოლოსიტყვაობიდან).
▪ რედაქტორი: ზურაბ კიკნაძე
▪ დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღუში
▪ გარეკანის დიზაინერი: ბერდია არაბული

ინტელექტი გამოსცემს.

Posted by: Joiner 11 Dec 2017, 20:19
user posted image
„ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“ - ეს ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და ცნობილი დასაწყისია. ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ ყველა დროის უდიდესი რომანისტის მაგნუმ ოპუსია. ისტორიული ნაწარმოები დასავლური ცივილიზაციის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქზე, ლონდონსა და პარიზზე მოგვითხრობს, რომელთა წარსული, ამწყო და მომავალი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი


უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენების ფონზე, რომლებმაც მსოფლიო წესრიგი შეცვალეს, დიკენსი გენიალურად მოგვითხრობს დაუვიწყარი პერსონაჟების ცხოვრებას: უდიდესი სიყვარულის, დაუნდობელი შურისძიების, ერთგული მეგობრობისა და უანგარო თავგანწირვის ამბავს.

რევოლუციის ალში გახვეული საფრანგეთი, სასტიკი ბატონების წინააღმდეგ აჯანყებული სისხლმოწყურებული გლეხები და გილიოტინის ფიცარნაგზე მიმოყრილი არისტოკრატების თავები. როდის იქცევა სამართლიანი ჯანყი ბრბოს ბრმა და გაუაზრებელ შურისძიებად; როდის იცვლება სამართლის მოთხოვნა სიკვდილით დასჯის შეძახილებით და რა არის საჭირო, რათა სისხლით მორწყული ქალაქის ქუჩებში ისევ სიწყნარემ დაისადგუროს.

რევოლუციური პარიზი დიკენსისთვის მორალურ დილემას წარმოადგენდა. ერთი მხრივ, მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი შემოქმედებით, ის ღარიბების ქომაგი იყო, მდიდრები კი მისი კრიტიკის სამიზნეს წარმოდგენდნენ, მეორე მხრივ, რევოლუციონერების სისასტიკეზე და ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში დაკარგული უდანაშაულო ადამიანების ბედზე მან თვალის დახუჭვა ვერ შეძლო. წიგნიც ზუსტად ამ დუალიზმით არის გაჟღენთილი. აქ ყველაფერს აქვს თავისი მეორე ნახევარი, რომელიც პირველის სიკეთეს ან ბოროტებას უკეთ ასახავს, ყველაფერ ახალს წინ ძველის სიკვდილი უძღვის, დიდ ცვლილებებს კი დიდი ტრაგედიები - „ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“

Posted by: senpai 11 Dec 2017, 20:28
QUOTE (Joiner @ 11 Dec 2017, 20:19 )
user posted image

ყდა up.gif

რომანი chups.gif

დიკენსი love.gif


Posted by: rodo 11 Dec 2017, 20:46
"ორი ქალაქის ამბავი" პირველად გამოდის ქართულ ენაზე?

Posted by: Eeescadaaa 11 Dec 2017, 20:50

აღარც მახსოვს რამდენი ხანია რაც ველი ამას jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: 4L3X 11 Dec 2017, 22:44
QUOTE (Joiner @ 11 Dec 2017, 20:19 )
user posted image
„ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“ - ეს ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და ცნობილი დასაწყისია. ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ ყველა დროის უდიდესი რომანისტის მაგნუმ ოპუსია. ისტორიული ნაწარმოები დასავლური ცივილიზაციის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქზე, ლონდონსა და პარიზზე მოგვითხრობს, რომელთა წარსული, ამწყო და მომავალი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.


ბიჭო, ბიჭო, აი ეს სერიოზული განაცხადია! ყოჩაღ!!! წავიდა კალათაში!

Posted by: OHOI_IKA 11 Dec 2017, 22:45
rodo
QUOTE
"ორი ქალაქის ამბავი" პირველად გამოდის ქართულ ენაზე?

კომუნისტები ამას სათოფეზე არ გაეკარებოდნენ და მათ შემდეგ არავის უთარგმნია smile.gif

Posted by: merkantila 12 Dec 2017, 13:45
user posted image


Posted by: SUBADARI 12 Dec 2017, 16:04
მოკლედ მე ვარ ადამიანი რომელიც აგროვებდა 50-საც და 49-საც. ნუ ახალ სახლში რო გადავედი საერთოდ არ მქონდა ჩემი წიგნები და მინდოდა შემეგროვიებინა. მაგრამ 49-ის სადღაც შუაში მივხვდი რო რაც გამოიცემოდა ბერვრი საერთოდ არ მაინტერესებდა ან უკვე წაკითXული მქონდა ხოდა შევეშვი. და ეხლა სამაგიეროდ წიგნები ბათუმის გამოცემული წიგნების კოლექციონერი ვარ biggrin.gif თქვენ გაიხარეთ ფანტასტიკური ბიბლიოთეკისთვის <3 და სხვა წიგნებისთვისაც... ეტვუდის ახალი წიგნის ამაბვი როგრო გამიხარდა <3 ზუსტად ვიცი რომ ახალ ახალ თარგმანებს უნდა ველოდო თქვენგან და არა ათასჯერ გამოცემულ გადამღერებულს.. ხოდა წარმატებები ბიზნესში რო ბევრი ახალი წიგნი თარგმნოთ და გამოსცეთ<3

პ.ს: წავიდა გოლემი და ორი ქალაქი სიაში war.gif

Posted by: celestiales 12 Dec 2017, 18:48
QUOTE
ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“

რა ეღირება?

Posted by: Joiner 12 Dec 2017, 18:53
user posted image

„ყური მიუგდე ქარის სიმღერას'' და „პინბოლი 1973'' სახელგანთქმული „ვირთხას ტრილოგიის'' პირველი და მეორე რომანებია. ორი რომანი ორ მარტოსულ ადამიანზე...

„მურაკამი ნაწარმოებში იდეალურად აღწერს, როგორ შეიძლება შეცვალოს სიურრეალისტურმა და ერთი შეხედვით, ზებუნებრივმა შეხვედრებმა ყოველდღიური ცხოვრების ლანდშაფტი'' - „ვაშინგტონ პოსტი''

იანვრიდან, წიგნის ყველა მაღაზიაში, ჰარუკი მურაკამი - „ქარი/პინბოლი''

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი
რედაქტორი: ელენე ბერიაშვილი
ყდისა და შიგთავსის დიზაინერი: ია მახათაძე
ტექნიკური დიზაინერი: თინათინ ბერბერაშვილი


Posted by: rodo 12 Dec 2017, 21:20
QUOTE (OHOI_IKA @ 11 Dec 2017, 22:45 )
rodo
QUOTE
"ორი ქალაქის ამბავი" პირველად გამოდის ქართულ ენაზე?

კომუნისტები ამას სათოფეზე არ გაეკარებოდნენ და მათ შემდეგ არავის უთარგმნია smile.gif

მადლობა. კარგია, რომ ქართულ ენაზე გვექნება.

Posted by: OHOI_IKA 13 Dec 2017, 00:21
SUBADARI
QUOTE
მოკლედ მე ვარ ადამიანი რომელიც აგროვებდა 50-საც და 49-საც. ნუ ახალ სახლში რო გადავედი საერთოდ არ მქონდა ჩემი წიგნები და მინდოდა შემეგროვიებინა. მაგრამ 49-ის სადღაც შუაში მივხვდი რო რაც გამოიცემოდა ბერვრი საერთოდ არ მაინტერესებდა ან უკვე წაკითXული მქონდა ხოდა შევეშვი. და ეხლა სამაგიეროდ წიგნები ბათუმის გამოცემული წიგნების კოლექციონერი ვარ  თქვენ გაიხარეთ ფანტასტიკური ბიბლიოთეკისთვის <3 და სხვა წიგნებისთვისაც... ეტვუდის ახალი წიგნის ამაბვი როგრო გამიხარდა <3 ზუსტად ვიცი რომ ახალ ახალ თარგმანებს უნდა ველოდო თქვენგან და არა ათასჯერ გამოცემულ გადამღერებულს.. ხოდა წარმატებები ბიზნესში რო ბევრი ახალი წიგნი თარგმნოთ და გამოსცეთ<3

პ.ს: წავიდა გოლემი და ორი ქალაქი სიაშ

უჰჰ <3 გაიხარე, ძალიან დიდი მადლობა ასეთი სტიმულისთვის love.gif

Posted by: MasterJC 13 Dec 2017, 01:44
QUOTE (SUBADARI @ 12 Dec 2017, 16:04 )
მოკლედ მე ვარ ადამიანი რომელიც აგროვებდა 50-საც და 49-საც. ნუ ახალ სახლში რო გადავედი საერთოდ არ მქონდა ჩემი წიგნები და მინდოდა შემეგროვიებინა. მაგრამ 49-ის სადღაც შუაში მივხვდი რო რაც გამოიცემოდა ბერვრი საერთოდ არ მაინტერესებდა ან უკვე წაკითXული მქონდა ხოდა შევეშვი. და ეხლა სამაგიეროდ წიგნები ბათუმის გამოცემული წიგნების კოლექციონერი ვარ biggrin.gif თქვენ გაიხარეთ ფანტასტიკური ბიბლიოთეკისთვის <3 და სხვა წიგნებისთვისაც... ეტვუდის ახალი წიგნის ამაბვი როგრო გამიხარდა <3 ზუსტად ვიცი რომ ახალ ახალ თარგმანებს უნდა ველოდო თქვენგან და არა ათასჯერ გამოცემულ გადამღერებულს.. ხოდა წარმატებები ბიზნესში რო ბევრი ახალი წიგნი თარგმნოთ და გამოსცეთ<3

პ.ს: წავიდა გოლემი და ორი ქალაქი სიაში war.gif

მეც შენს სიაში გადმოვეწერე

მადლობა პალიტრას რომ წიგნები გაარეკლამა და ინტერესი გააღვიძა
ასევე მადლობა პალიტრას, რომ მიმახვედრა 50,49, რჩეულები და ა.შ> არ უდნა შემეგროვებინა სრულად

და დიდი მადლობა წიგნები ბათუმს რომ მათი გამოცემების ნახევარი მაინც უკვე ვიყიდე smile.gif
უფრო მეღირებულება

Posted by: 4L3X 13 Dec 2017, 13:55
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing
35 წთ. ·
„უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი არ მოატყუო. ადამიანი, რომელიც თავს იტყუებს და საკუთარ სიცრუეს ისმენს, იქამდე მიდის, რომ ვეღარ არჩევს ჭეშმარიტებას საკუთარ თავში და მის გარშემო, ამიტომაც კარგავს პატივისცემას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. პატივისცემის გარეშე კი, ის წყვეტს სიყვარულს.''
თებერვალში დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები'' მსოფლიო კლასიკაში!

Posted by: Joiner 14 Dec 2017, 10:25
user posted image
მალე! ზაზა ჭილაძის მიერ თარგმნილი უილიამ ფოლკნერის კიდევ ერთი წიგნი.

„ველური პალმები“ პირველად 1939 წელს გამოიცა, ქართულ ენაზე კი მას „არტანუჯი“ 2018 წელს წარმოგიდგენთ.

Posted by: senpai 14 Dec 2017, 12:47
QUOTE
უილიამ ფოლკნერის კიდევ ერთი წიგნი.

„ველური პალმები“

ძალიან გამიჭირდა ამ წიგნის შოვნა, სულ ორჯერაა მგონი გამოცემული რუსულად, ბუკინისტებთან ისედაც არ იყო. ინგლისურადაც ვეძებდი და არც გაეგონათ როცა ვიკითხე მაღაზიებში, ვინმე სხვაში გეშლებაო biggrin.gif

იმედია კარგი თარგმანი იქნება და ფესტივალისთვის მოესწრება მაისში.

Posted by: 4L3X 14 Dec 2017, 13:42
20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ქარჩხაძის გამომცემლობა“ გეპატიჟებათ ინგებორგ ბახმანის რომანის „მალინა“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.
წიგნს მისი მთარგმნელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანა კორძაია-სამადაშვილი და მთარგმნელი მაია ბადრიძე წარადგენენ.
დრო: 20 დეკემბერი, 19:00 საათი

user posted image

Posted by: GreenWestHam 14 Dec 2017, 15:55
senpai
QUOTE
იმედია კარგი თარგმანი იქნება

ზაზა ჭილაძე თარგმნის, სხვანაირად შეუძლებელია.

ისე მე მგონი ქართულად თარგმნილი პირველი რომანია ეს, რომელშიც იოკნაპატოფას ოლქში არ მიდის მოქმედება. არადა ასწორებს პერსონაჟების გადაკვეთა, ყველას ისტორია რომ იცი სხვადასხვა წიგნებიდან biggrin.gif

Posted by: rodo 14 Dec 2017, 16:58
როგორც მახსოვს "ველური პალმები" მარკესისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები იყო. ზაზა ჭილაძეს თარგმანებს აქებენ ხოლმე.

Posted by: George Best :) 14 Dec 2017, 18:14
ფოლკნერრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ
ვაბშე არ გამიგია ეგ,ძაან სტრანი იქნება არაიოკნაპატოფური ფოლკნერი,ნეტა მალე გამოვიდეს

Posted by: chicharito12 14 Dec 2017, 18:53
თრეულობთ ფასდაკლებებში _ ? ________________

როდემდეაა ნეტა?

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2017, 20:02
chicharito12

ფესტივალს დაელოდე, უმჯობესია.


Posted by: fexburtistelefoni 14 Dec 2017, 20:27
ვინც ერკვევით "შიშველი საუზმე" წიგნი სჯობს თუ ფილმი?

ან მხოლოდ ფილმის ნახვით ხომ არ დავკმაყოფილდე და 15 ლარი დავზოგო?

Posted by: chicharito12 14 Dec 2017, 21:03
ქაფქიანა

რა ფესტივალს?, პირველა მესმის

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2017, 22:34
chicharito12

წიგნის ფესტივალს. 22-24 დეკემბერი, საჯარო ბიბლიოთეკაში.

https://on.ge/story/16880-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-22-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: Heart_of_Darkness 14 Dec 2017, 23:21
senpai
QUOTE (senpai @ 14 Dec 2017, 12:47 )
ინგლისურადაც ვეძებდი და არც გაეგონათ როცა ვიკითხე მაღაზიებში, ვინმე სხვაში გეშლებაო biggrin.gif

,,ბიბლუსის" თითქმის ყველა ფილიალში მინახავს, ინგლისურად.
ზოგადად, ფოლკნერის თითქმის ყველაფერია ხელმისაწვდომი, ქართულ მაღაზიებშიც კი.
,,Wild Palms" მგონი, საერთოდ არავინ კითხულობს, იმდენჯერ შემხვედრია სხვადასხვა ფილიალში.
,,ბიბლუსში" თუ იკითხე და არ გვაქვსო, მაშინ მაგარი კონსულტანტები ჰყოლიათ biggrin.gif

Posted by: D10S 15 Dec 2017, 00:00
წიგნებს ვყიდი და ვისაც გინდათ შემეხმიანეთ , ყველანაირი ჟანრი !!!!

Posted by: George Best :) 15 Dec 2017, 00:15
D10S
QUOTE
წიგნებს ვყიდი და ვისაც გინდათ შემეხმიანეთ , ყველანაირი ჟანრი !!!!

ფოლკნერის ველური პალმები და ბახმანის მალინა მინდა,ყველანაირ მდგომარეობაში შევიძენ,რამდენად გაქვს?

Posted by: senpai 15 Dec 2017, 00:29
D10S
Мария Корелли - Скорбь Сатаны
Элиас Канетти - Ослепление
Робер Мерль - Мальвиль



QUOTE
ბახმანის მალინა

up.gif

Posted by: MITIATO 18 Dec 2017, 12:41
user posted image

"ღვარძლი, რომელსაც თესავ" გეტოს სახარებაა - თუფაქის მუსიკა, თანამედროვე აფროამერიკელთა ცხოვრება, იარაღი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობა... ეს ყველაფერი გეტოს მცხოვრებთა, მათ შორის - მოზარდი სტარის ყოველდღიურობაა. თუმცა, მათი გულგრილობა გრძელდება იქამდე, ვიდრე პოლიციელები უდანაშაულო ხალილს არ შეიწირავენ. და აქედან იწყება ბრძოლა სამართლიანობისთვის, სამართლისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეპერების სიმღერებში აღწერილი კოშმარი ამ წიგნის გმირებისთვის ჩვეულებრივი ყოფაა, "ღვარძლი, რომელსაც თესავ" სიძულვილისა და სისასტიკის წიგნი არაა. ეს მეგობრობის, უდიდესი თანადგომის, სიყვარულის, სიკეთისა და იმედის წიგნია.
ენჯი თომასი თანამედროვე აფროამერიკელი მწერალი და ყოფილი თინეიჯერი რეპერია. აქტივისტური მოძრაობის „Black Lives Matter“ მოღვაწეობით შთაგონებული მისი სადებიუტო წიგნი, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ ისეთი ხმაურით შეიჭრა ლიტერატურულ სამყაროში, როგორსაც ახალგაზრდული სულისკვეთებისა და უთანასწორობასთან ბრძოლის ჟინის მატარებელი წიგნი იმსახურებს.
მთარგმნელი: მზიკო ლაპიაშვილი
რედაქტორები: ხათუნა ნონიაშვილი, ნინო ნეკერიშვილი

Posted by: 4L3X 18 Dec 2017, 12:57
ამ წიგნს არ ვებრძვი მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. აი ასეთი წიგნები თანამედროვე სოციალური პრობლემების შუბის წვერზე რომ არიან, მარტო იმიტომ აღწევენ პოპულარობას რომ ძალიან აქტუალურ პრობლემებს ეხებიან თუ არის მათში ლიტერატურული ღირებულებაც? ლიტერატურულ ღირებულებაში ვგულისხმობ სიტყვა კაზმულობას, საინტერესო პერსონაჟებს, წიგნის გამართულობას და ა.შ
კითხვა იმიტომ გამიჩნდა რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ასეთი ტიპის წიგნს ვაწყდები როგორც უცხოურში ასევე ქართულში. ანუ Mocking Bird პრინციპში იგივე თემას ეხება მაგრამ დროს გაუძლო იმიტომ რომ კარგათ დაწერილიც არის. აი ეს წიგნები იქნება საინტერესო 30-50 წლის მერე? spy.gif
წარმატებას ვუსურვებ ამ წიგნს გაყიდვებში და მთლიანად "წიგნები ბათუმში"-ს

Posted by: OHOI_IKA 18 Dec 2017, 14:44
4L3X
სულ იმას გავიძახი, არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ სათუო პროექტებში გადავიხადო ფული.
მართალია რამდენიმე პროექტი ცაგვივარდა, მაგრამ ისეთი არაფერი ყოფილა, რაც დროს და მკითხველს არ ჰქონდა საზღვარგარეთ გამოცდილი.
ამ წიგნს რაც შეეხება, მართალია, წიგნის ინსპირაცია არის აშშ-ში პოლიციელის მიერ შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, თუმცა ამ წიგნში გაცილებით დიდი ამბებია მოთხრობილი. ძალიან თვითმყოფადი და ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან, არასდროს წამიკითხავს წიგნი, სადაც ასე კარგადაა აღწერილი გეტო. მართლა Ghetto gospel შეიძლება ამ წიგნს უწოდო და მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს შეიძლება მობეზრებული ჰქონდეს ეს მაგარი მამის პერსონაჯები ლიტერატურაში, ამ წიგნში სულ სხვანაირი, ცუდი კარგი მამაა smile.gif)
ამ წიგნს ძალიან დიდი რესურსი დავახარჯე და ძალიან მიყვარს, შეიძლება ცოტა სუბიექტურიც ვარ, მაგრამ სუბიექტური გამომცემელი ვერ ვიქნები, სუბიექტური მკითხველი ვარ პირველ რიგში smile.gif)

ორიგინალს რომ დამსგავსებდა, ძალიან ბევრი ვიმუშავე და ალბათ ზოგიერთ ადგილას ვინმე იფიქრებს რომ გადავამლაშე გინებებში smile.gif თუმცა ნატურალურად იგინებიან მაინც smile.gif)
მოკლედ, როგორც მინიმუმ, არ ინანებთ ამ წიგნის წაკითხვას smile.gif
და ხო, 2017 წელს რომ ეს თემა აქტუალურია, 30 წლის შემდეგაც აქტუალური იქნება წასაკითხად.

QUOTE
წარმატებას ვუსურვებ ამ წიგნს გაყიდვებში და მთლიანად "წიგნები ბათუმში"-ს

love.gif love.gif love.gif

Posted by: MITIATO 18 Dec 2017, 21:15
user posted image

ადამიანს საკუთარი თავიდან გაქცევისა და სხვად გადაქცევის ცნობისწადილი უხსოვარი დროიდან აწვალებს. ხშირად ამას განაპირობებს შინაგანი პრობლემები, ხშირად კი გარემო, სადაც ამა თუ იმ პიროვნებას ცხოვრება უხდება. მეტამორფოზა რთული გზაა, რომელიც დიდ მსხვერპლზე - საკუთარი თავის უარყოფაზე გადის. ახალგაზრდა მწერლის, შოუ ბაბუხადიას პირველი რომანის ცენტრალური პრობლემაც სწორედ ეს საკითხია: როგორ ახერხებს ესა თუ ის ადამიანი დაასამაროს თავის თავში თავისივე თავი და წამოდგეს სრულიად ახალ ადამიანად.
კარნავალური სულისკვეთებით გაჯერებული ეს ბრწყინვალე ტექსტი, რომლის გასაგებადაც მკითხველს შესაბამისი ლიტერატურული და ფილოსოფიური კონტექსტის კარგად გააზრება ესაჭიროება, ქართული ლიტერატურისათვისაც კარგად ნაცნობ თემატიკას სრულიად ახალი, განსხვავებული და თანამედროვეობის ადეკვატური მხატვრული ხერხებითა და რაც მთავარია, უჩვეულო და სასიამოვნოდ გასაკვირი მწერლური ნიჭიერებით გთავაზობთ.
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი



Posted by: seeman 18 Dec 2017, 22:29
MITIATO

QUOTE
კარნავალური სულისკვეთებით გაჯერებული ეს ბრწყინვალე ტექსტი, რომლის გასაგებადაც მკითხველს შესაბამისი ლიტერატურული და ფილოსოფიური კონტექსტის კარგად გააზრება ესაჭიროება, ქართული ლიტერატურისათვისაც კარგად ნაცნობ თემატიკას სრულიად ახალი, განსხვავებული და თანამედროვეობის ადეკვატური მხატვრული ხერხებითა და რაც მთავარია, უჩვეულო და სასიამოვნოდ გასაკვირი მწერლური ნიჭიერებით გთავაზობთ


ეს რეცენზია ვის ეკუთვნის ? ვინაა ავტორი ?

შოუ ბაბუდახია რო ფსევდონიმია გასაგებია (სავარაუდოდ 2 ერთმანეთზე უარესი უკიდურესობის "ნეო ლიბერალებე" და " რელიგიური ობსკურანტებე"დან პირველის წევრია) ამიტომ რეცენზიატიც საინტერესოა თუა ხელმოსაჭიდი biggrin.gif პიროვნება

Posted by: OHOI_IKA 18 Dec 2017, 22:58
seeman
გიორგი ლობჟანიძისაა ეს ანოტაცია smile.gif

Posted by: 4L3X 18 Dec 2017, 23:04
OHOI_IKA
გოლემი და ორი ქალაქის ამბავი კარგია მაგრამ ამ ფესტივალზე რამე ისეთს არ გაისვრი sci/fi-დან ან ფენტეზიდან რომ ფანტასტიკის თემას ცეცხლი რომ აეკიდოს? user.gif

Posted by: George Best :) 18 Dec 2017, 23:06
OHOI_IKA
შენ რო მეუბნებოდი ძაან კარგებია,უეჭველი წასაკითხიაო ერთი რებეკა მახსოვს და კიდე რომელი იყო ზვიად სმითი?

გოლემი,დიკენსი,რებეკა მაგეებს ვაპირებ ჯერ რაც ვნახე

Posted by: ქაფქიანა 18 Dec 2017, 23:21
4L3X

ფანტასტიკურ ბიბლიოთეკას ახლა მხოლოდ ლავკრაფტი ემატება, ამ ფესტივალზე.

George Best smile.gif

QUOTE
ზვიად სმითი?


ზვიად სმითი-გამსახურდიასი. bis.gif

Posted by: 4L3X 18 Dec 2017, 23:28
ქაფქიანა
კარგი მადლობა. მგონი იკამ გული აიცრუა სამეცნიერო ფანტასტიკაზე. ადრე ტყვიამფრქვევივით ისროდა ფესტივალებზე. ერთი მარგარეტ ეტვუდი იანვარში და ეგაა.

Posted by: senpai 18 Dec 2017, 23:31
სხვა გამომცემლობებიდან არაფერი ისმის ? რამე ახალი არ ესწრება ამ ფესტივალზე ?

Posted by: ქაფქიანა 19 Dec 2017, 00:04
4L3X

არა მგონია. ირაკლი ფანტასტიკის მოყვარულია. თუ არადა, შემოვა და გვეტყვის.

აჰა, დაპოსტვაც ვერ მოვასწარი, დაუწერია gigi.gif

Posted by: OHOI_IKA 19 Dec 2017, 00:04
George Best smile.gif
კი, ზეიდი სმითზე და ეტვიდზე, "მხევლის წიგნზე" ვსაუბრობდით smile.gif

4L3X
აუფ sad.gif რას ამბობ, ჩემი ამოსავალი წერტილი არის და მუდამ იქნება ფანტასტიკა, კერძოდ საი-ფაი
უბრალოდ, მართლა არ მყოფნის რესურსი, რომ ბევრი რამე მოვასწრებინო ხალხს. მთარგმნელებსაც და განსაკუთრებით რედაქტორებს.
წარმოიდგინე, სულ 4 რედაქტორია გამომცემლობაში და მე. მე წელს ერთადერთი წიგნის რედაქტორი ვარ, პატარა და ადვილი წიგნის, "დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა" დანარცენებზე კი, არცერთი ნათარგმნი წიგნი არ გამოსულა, რომელიც გამოცემამდე მინიმუმ ორჯერ არ მექნება წაკითხული.
აი, ორი ქალაქის ამბავი, 15 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე პერიოდში, სრული ტექსტი წავიკითხე სამჯერ ქართულად, ერთხელ რუსულად და ერთხელაც ინგლისურად და რაღაც მონაკვეთები, შეიძლება 10-10-ჯერაც კი მაქვს ამ დროში წაკითხული. განსაკუთრებით რთულია კლასიკური დიდი წიგნების გამოცემაიქ მთარგმნელი რაღაცას ვერ იგებს ისე, როგორც ავტორს უწერია, აქ რედაქტორს სქოლიო სჭირდება და ასე... ვერ ჩამოვთვლი რამდენი ნიუანსია...
აი, მაგალითად წიგნი, "ღვარძლი, რომელსაც თესავ" პირველადი რედაქტირების შემდეგ მომივიდა და გავოგნდი, ეს არის წიგნი, სადაც იმდენი და ისეთი ღია გინებებია, არსად შემხვდერია და ამ დროს, მთარგმნელს ყველაზე უხამსი რაც ეწერა, იყო "ეშმაკმა დალახვროს" და "მაგის დედაც" ხოდა მაგ წიგნის გინებების რედაქტორი მე ვარ smile.gif)) კიდევ იყო უამრავი ისეთი რამე, რასაც მხოლოდ რედაქტორი არ ჰყოფნის. მაგალითად, ერთ მომენტშ, ერთ-ერთი მთავარი გმირი ციტირებს ორგანიზაცია Nation of Islam(ისლამის ერი, ისლამის ნაცია)-ის დებულებას და მთარგმნელს ეწერა, რომ ეს კაცი იყო ისლამური სახელმწიფოს მიმდევარი. ხოდა ეს ბუნჩულა კაცი, უცებ, თვალსა და ხელს შუა გამოყვანილი იყო, როგორც ტერორისტი smile.gif)

მოკლედ, იმიტომ მოვყევი ამდენი, რომ ავხსნა რაღაც წიგნების გაწელვის ამბავი.
ახლა, მაგალითად, უნდა გამოგვეცა "მარადისობის აღსასრული", ჩემი თანამშრომელი დაჯდა და რედაქტირებამდე დაიწყო ადრე ნათარგმნი წიგნის ორიგინალთან შედარება და პირველ 10 გვერდზე 35 აცდენა იყო ორიგინალს, 3 აბზაცი ამოღებული იყო და ა.შ. ხოდა შეეშვა, რადგან ასეთის ჩასწორებას 3 თვე მაინც დასჭირდება smile.gif))
ხოდა, ამ შემოდგომა-ზამთარში კი იყო შეფერხება და ხოლოდ ლავკრაფტი და დიკები გამოვეცით, მარა ძალიან კაი რამეებს გპირდებით თებერვლიდან smile.gif
საი-ფაის არასდროს ვუღალატებ smile.gif

Posted by: 4L3X 19 Dec 2017, 00:34
ა ძმაო კაცი და ბიზნესმენი, ვალდებულად თვლის თავს რომ ანგარიში ჩააბაროს პოტენციურ მყიდველს და გულშემატკივარს. გამორჩეული შემთხვევაა ნამდვილათ.

QUOTE
საი-ფაის არასდროს ვუღალატებ

chest.gif chest.gif chest.gif

Posted by: Brruto 19 Dec 2017, 10:01
OHOI_IKA

აუ, მარადისობის აღსასრულმა მაგრად გაასწორა...

ანუ ბევრი განსხვავება იქნება ძველსა და ახალს შორის??? ძველი მაქ წაკითხული და ვგიჟდები ისე მევასება ეგ წიგნი smile.gif

როდისთვის იქნება და აზიმოვის სხვა წიგნებიც თარგმნეთ რა ^^

Posted by: 4L3X 19 Dec 2017, 10:20
user posted image

კასანდრა კლერის "ჯოჯოხეთური მექანიზმების" ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი - "მექანიკური პრინცესა" წიგნის საახალწლო ფესტივალზე [22-24 დეკემბერი] გახდება ხელმისაწვდომი!

მთარგმნელი: ნინო ნეკერიშვილი
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

Posted by: merkantila 19 Dec 2017, 11:33
user posted image
პროექტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გრძელდება! smile.gif


Posted by: OHOI_IKA 19 Dec 2017, 19:35
Brruto
კი, ძველ თარგმანსა და ორიგინალს შორის ბევრია განსხვავება და ახალი თარგმანი გამო ამიტომ. გაზაფხულზე smile.gif

seeman
აგერ, კიდევ ერთი რეცენზენტი smile.gif)
სიმართლე გითხრა, არ ვიყავი დიდად მოწადინებული სასკანდალოდ, მაგრამ არც ცენზურის გამო დავიხევ უკან, არასდროს smile.gif
ხოდა გამოვა დღე-დღეზე და ნახავ smile.gif
https://www.facebook.com/booksinbatumi/videos/851928774987765/

Posted by: seeman 19 Dec 2017, 20:48
OHOI_IKA

ა თქვენი გამოცემაა საინტერესოა

რეცენზიის ავტორი იმიტომ ვიკითხე რომ საინტერესო წინასიტყვაობა ( სათაურიც მომეწონა) დაიდო წინა გვერდზე და მეთქი ვისია რეკომენდაციაა რომ მორიგი გაპიარებული დეისაძე არ შემრჩენოდა ("დეისაძეში" ცარიელ პიარს და ვგულისხმობ თორე ეკოს არსებითად არაფერს ვერჩი პირიქით გვჭირდება ეგეთი ხალხი )

ვობშემ წარმატებები. დამაინტერესა რეალურად. თანამედროვე ქართველ ავტორებს მაინცდამაინც ვერ ვუმუღამებ მაგრამ ამას ვნახავ მომავალში

Posted by: OHOI_IKA 19 Dec 2017, 21:02
seeman
მადლობა <3
ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არის ძალიან გამართული ლიტერატურული ტექსტი და ძალიან სკანდალური smile.gif

Posted by: 4L3X 19 Dec 2017, 22:53
QUOTE (merkantila @ 19 Dec 2017, 11:33 )
user posted image
პროექტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გრძელდება! smile.gif

წავიდა ჩაკლული სული კალათაში

Posted by: Ezekia 19 Dec 2017, 23:33
უი, უი, როგორც წყალი შოკოლადისთვისოოო user.gif




Posted by: senpai 19 Dec 2017, 23:38
QUOTE (merkantila @ 19 Dec 2017, 11:33 )
user posted image
პროექტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გრძელდება! smile.gif

ძალიან მომეწონა ორივე წიგნის ყდა. ესკიველიც გამოუციათ up.gif ყოჩაღ ინტელექტს user.gif მაგარი კონკურენცია წავიდა 2017 წელს. იმედია ახალი წელი უფრო მაგარი იქნება მაგ მხრივ და ბევრი კარგი წიგნი დაიდება ქართულად.

Posted by: ValenTine_Kelly 20 Dec 2017, 14:17
ინტელექტმა რედაქტირება-კორექტურას რომ ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოს, ძალიან კარგი იქნება. ტეხავს, ის შეცდომები, რამ მაგათ წიგნებშია, თუნდაც ამ სერიისაში.

მარტო გამოცემაა არაა საქმე.


Posted by: Joiner 20 Dec 2017, 18:35
user posted image
მოემზადეთ!

იანვარში სტივენ კინგის კიდევ ერთ წიგნს, "ბნელი კოშკის" მეოთხე ნაწილს "ჯადოქარი და ბროლს" ვიხილავთ!

აღწერა : „ჯადოქარი და ბროლი“ ციკლის მეოთხე წიგნია. მესამე წიგნის, „უნაყოფო მიწების“ ბოლოს ბლეინი, ჭკუიდან გადასული კომპიუტერულად მართული მატარებელი, როლანდსა და მის კა-ტეტს უცხადებს, რომ თუკი გამოცანების შეჯიბრში ვერ დაამარცხებენ, მატარებელს ლიანდაგებიდან გადააგდებს. სწორედ ამ გამოცანების შეჯიბრით იწყება „ჯადოქარი და ბროლი,“ რომელშიც ასევე ბევრ საინტერესო რაიმეს ვიგებთ, რა მოხდა მას შემდეგ რაც როლანდმა კაცობის გამოცდა ჩააბარა და მასწავლებელი დაამარცხა? სად გააგზავნა ის და მისი მეგობრები მამამისმა და რატომ? ვინ არის სიუზენი? რატომ ერჩის მას კუდიანი რია და რას წარმოადგენს სინამდვილეში ჯადოსნური ბროლი, რომლითაც ყველა ასეა დაინტერესებული? მეოთხე ნაწილში ბევრ საინტერესო ფაქტს აეხდება ფარდა და ბევრი კითხვა დაისმება, რომელიც მკითხველს კიდევ უფრო მეტად ჩაითრევს ბნელი კოშკის სამყაროში.

ყდის ილუსტრაცია : Natia Zarandia
მთარგმნელი : Anton Sinatashvili
კონსულტანტი : Nika Samushia
რედაქტორი : ლალი ჭინჭარაული

Posted by: George Best :) 20 Dec 2017, 22:01
ჰოლდენ მოდი აქ,მგონი არ მოგიწევს 80 წლამდე ლოდინი,გილოცავ biggrin.gif

QUOTE
"ბნელი კოშკის" მეოთხე ნაწილს "ჯადოქარი და ბროლს" ვიხილავთ!

საუკეთესო ნაწილი ჩემთვის up.gif up.gif
მალე ქნან რა,ახლა ქართულადაც გადავიზეპირებ
იფ რა კაი რამეა

სწორად გთაგავ მგონი :დ
holden kolpildi
an holden kolfildi

biggrin.gif

აუ სუზენი მინდოდა ყდაზე,ისე მაინც საკაიფოა,მარა ყოფილიყო სადმე რა sad.gif

Posted by: ჭაბუკი 20 Dec 2017, 23:32
QUOTE (merkantila @ 19 Dec 2017, 11:33 )
user posted image
პროექტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გრძელდება! smile.gif

ვახ ვახ ვახ
ჩაკლული სულის წაკითხვა მინდა რამდენი ხანია
ამისთვის მაინც გადავდებ ფულს <3

Posted by: Ezekia 22 Dec 2017, 19:44
დიოგენე, სად ხართ!

რა საყვარელი რუკები გამოგიციათ, გავგიჟდი!!! love.gif ძალიან მომეწონა, ბავშვებისთვის მშვენიერი საჩუქარია up.gif up.gif


Posted by: ilikeit 22 Dec 2017, 22:35
QUOTE (Joiner @ 14 Dec 2017, 10:25 )
user posted image
მალე! ზაზა ჭილაძის მიერ თარგმნილი უილიამ ფოლკნერის კიდევ ერთი წიგნი.

„ველური პალმები“ პირველად 1939 წელს გამოიცა, ქართულ ენაზე კი მას „არტანუჯი“ 2018 წელს წარმოგიდგენთ.

აააააააა
ძალიან გამიხარდა!
help.gif

Posted by: 4L3X 23 Dec 2017, 23:37
ვინც სულაკაურთან წიგნი იყიდა კსატალოგსაც მისცემდნენ. საინტერესო სიახლეები იქნება 2018-ში. ბევრი ვიცოდით, მაგრამ ზოგი არა.

Posted by: Eeescadaaa 23 Dec 2017, 23:54
QUOTE (4L3X @ 23 Dec 2017, 23:37 )
ვინც სულაკაურთან წიგნი იყიდა კსატალოგსაც მისცემდნენ. საინტერესო სიახლეები იქნება 2018-ში. ბევრი ვიცოდით, მაგრამ ზოგი არა.


მე ერთი ვიყიდე და ეტყობ არ გაემეტათ

დაგვასპოილერეეეე რაებია??? bis.gif bis.gif

Posted by: 4L3X 24 Dec 2017, 00:30
QUOTE (Eeescadaaa @ 23 Dec 2017, 23:54 )
QUOTE (4L3X @ 23 Dec 2017, 23:37 )
ვინც სულაკაურთან წიგნი იყიდა კსატალოგსაც მისცემდნენ. საინტერესო სიახლეები იქნება 2018-ში. ბევრი ვიცოდით, მაგრამ ზოგი არა.


მე ერთი ვიყიდე და ეტყობ არ გაემეტათ

დაგვასპოილერეეეე რაებია??? bis.gif bis.gif

ბევრია სურათებს ვერ ვტვირთავ ბევრი გამოვიდა და ჩამოთვლა მეზარება user.gif

Posted by: senpai 24 Dec 2017, 00:35
4L3X
QUOTE
ბევრია

იმდენს ნუ იზავ რო მოვიპარო ხვალე მაგათი კატალოგი biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 24 Dec 2017, 06:02
4L3X

ძალიანაც განსაკუთრებული არაფერია მაგ კატალოგში.

Posted by: მადამ ფისუნია 25 Dec 2017, 04:34
ხომ არ იცით მეგობრებო ვამპირების აკადემიის ბოლო ნაწილი როდის გამოვა,,,

ან ხომ არ გამოსულა უკვე?

ჩამოვრჩი...

Posted by: Joiner 27 Dec 2017, 11:09
user posted image
მალე! smile.gif

ოლდოს ჰაქსლი
„აღქმის კარები“
„სამოთხე და ჯოჯოხეთი“

თქვენ წინაშეა დიდი ინგლისელი მწერლის, ფილოსოფოსისა და ინტელექტუალის ოლდოს ჰაქსლის ორი მცირე ესეი – „აღქმის კარები” (1954) და „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ (1956).

ეს ესეები ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი აღმოჩნდა ჩვენი თანამედროვე კულტურის ჩამოყალიბებისათვის. წიგნში მოთხრობილია ავტორის პირადი ფსიქოდელიური თავგადასავალი, რომელიც მან ნარკოტიკული საშუალება მესკალინის მიღების შემდეგ განიცადა. ის აღწერს, თუ როგორ გარდაქმნის ნარკოტიკი ჩვენს აღქმის უნარს, თუ როგორ მოგვეცემა მისი საშუალებით საკუთარი ცნობიერებისა თუ გარესამყაროს შესწავლის შესაძლებლობა.

ამასთან, უამრავი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ჰაქსლი ცდილობს ხელოვნების ქმნილების დანიშნულების განსაზღვრასაც, რომელიც განსხვავდება ყველა იმ განსაზღვრებისაგან, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების წიგნებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ერთი სიტყვით, თავად ეს წიგნიც ერთგვარი მოგზაურობაა, რომლიდან დაბრუნების შემდეგ ყურადღებიან მკითხველის ბევრი რამე სახეცვლილი დახვდება – თითოეული ხელოვნების ქმნილება, თითოეული საგანი ჩვენს გარშემო, საკუთარი თავიც კი... ეს ყველაფერი შეიძენს იმ მნიშვნელობას, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

▪ ინგლისურიდან თარგმნა ლევან ღამბაშიძემ

▪ რედაქტორები: ნატო გორდელაძე, სერგო წურწუმია
▪ დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე
▪ გარეკანის დიზაინერი: პიტო სეთურიძე

Posted by: MITIATO 27 Dec 2017, 12:56
მადამ ფისუნია
QUOTE
ვამპირების აკადემიის ბოლო ნაწილი როდის გამოვა,,,


ბოლო კი არა, მე-4 ნაწილს ველოდები უკვე 1 წელია.
ახლა ვერ მოვასწარითო და გაზაფხულზე იქნება იყოსო. user.gif
არა და ისეთ ადგილას გაწყდა, ცნობისმოყვარეობა მკლავს.

Posted by: chicharito12 27 Dec 2017, 13:09
მგონი კარგი წიგნის ნაწყვეტია, არაა ?

რას იტყვიით?

http://docdro.id/O2wLA6p

Posted by: მადამ ფისუნია 27 Dec 2017, 18:14
MITIATO
QUOTE
ბოლო კი არა, მე-4 ნაწილს ველოდები უკვე 1 წელია.
ახლა ვერ მოვასწარითო და გაზაფხულზე იქნება იყოსო. 
არა და ისეთ ადგილას გაწყდა, ცნობისმოყვარეობა მკლავს.

როგორც ვიცი აულ 4ია და მაგიტომ ვიკითხე ბოლო
და ეგრე კატასტროფულად რომ გაწყდა იმიტომაც ვერ ვისვენებ biggrin.gif

Posted by: HurricaneKat. 27 Dec 2017, 18:22
chicharito12
შენია?
თავიდან თარგმანი მეგონა

Posted by: chicharito12 27 Dec 2017, 19:51
HurricaneKat.

კი ჩემია მარა )) რას ქვია თარგმანი, არ ვარგა ??

თარგანს რატო გავს მშვენივრადაა თავიდან ჩამოყალიბრბუული

Posted by: HurricaneKat. 28 Dec 2017, 08:56
chicharito12
QUOTE
GARNI

ამას ეხლა დავაკვირდი : ))
QUOTE
რას ქვია თარგმანი, არ ვარგა ??

პირიქით
აზრი იმდენად კარგადაა ჩამოყალიბებული თარგმანი მეგონა მეთქი

Posted by: chicharito12 28 Dec 2017, 09:42
HurricaneKat.

აა მეც გამიკვირდა ), მწერლებს რო წავაკითხე მინუსი ვერ ტქვეს.......

Posted by: 4L3X 28 Dec 2017, 17:43
„საღეჭი განთიადები უშაქროდ“, ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანის ელექტრონული ვერსიის შეძენა დღეიდან შესაძლებელია!

ბეჭდური სახით წიგნი მაღაზიებში იანვრიდან გაიყიდება.

user posted image

Posted by: jurnalistka 28 Dec 2017, 19:56
მადამ ფისუნია
ექვსია.
ცალკე ექვსია კიდევ ადრიან ივაშკოვზე ბლადლაინები.
არ ვიცი ეგ გამოვა თუ არა, მაგრამ ივაშკოვი არის სიყვარული bis.gif
ჰოდა გაზაფხულზე უნდა იყოს რა smile.gif

Posted by: მადამ ფისუნია 28 Dec 2017, 20:13
jurnalistka
QUOTE
ექვსია.
ცალკე ექვსია კიდევ ადრიან ივაშკოვზე ბლადლაინები.
არ ვიცი ეგ გამოვა თუ არა, მაგრამ ივაშკოვი არის სიყვარული 
ჰოდა გაზაფხულზე უნდა იყოს რა

ვაა 4 მახსოვდა sad.gif

ივაშკოვი თავიდან ნერვებს მიშლიდა rolleyes.gif
დიმიტრიზე ვიყავი შეყვარებული მეც როზასავით user.gif
ათასი გაგრძელება მოვუფიქრე ტვინში და იმედია მეოთხეში არცერთი ჩემი ვერსია არ იქნება და გამაოცებს love.gif

Posted by: 4L3X 29 Dec 2017, 19:51
ჩამოვიდნენ, კარგად უმგზავრიათ და მოვაწყვეთ კიდევაც უკვე ^_^

ჰალდორ ლაქსნესის „თევზის კონცერტი'' - გერმანულიდან თარგმნეს: რუსუდან ღვინეფაძემ და მანანა პაიჭაძემ.
ყდის დიზაინერი - ნათია კვარაცხელია

ჩაკ პალანიკის „ხრჩობა'' - ინგლისურიდან თარგმნა ზაზა კოშკაძემ.
ყდის დიზაინერი - ნათია კვარაცხელია

რიჩარდ ფლენეგანის „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ'' - ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ.
ყდის დიზაინერი - ნათია კვარაცხელია

შეძენა შეგიძლიათ დღეიდან, ჩვენს მაღაზიაში, ჭავჭავაძის 15-ში

user posted image

მურაკამის მოყვარულებო, თქვენი წიგნი შესაშურად ლამაზია ^_^

„ყური მიუგდე ქარის სიმღერას'' და „პინბოლი, 1973'' სახელგანთქმული „ვირთხას ტრილოგიის'' პირველი და მეორე რომანებია. ორი რომანი ორ მარტოსულ ადამიანზე

შეძენა შეგიძლიათ დღეიდან, ჩვენს მაღაზიაში, ჭავჭავაძის 15-ში ^_^

ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა.
ყდის დიზაინერი - ია მახათაძე

user posted image

Posted by: Joiner 3 Jan 2018, 12:14
user posted image

2018-ში „დიოგენე“ ბევრ სიახლეს გეგმავს. ანონსებს პერიოდულად შემოგთავაზებთ ხოლმე. სულ მალე (თებერვალში) ბრიტანეთში ჯულიან ბარნსის ახალი რომანი „ერთადერთი ამბავი“ (The Only Story) გამოვა. რომანი გასული წლის შემოდგომაზე, რედაქტირების ეტაპზე წავიკითხეთ და მისი ქართულად გამოცემაც მაშინვე გადავწყვიტეთ. წიგნის ქართული თარგმანი, სავარაუდოდ, მაისში გამოიცემა. „ერთადერთი ამბავი“ სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელსაც ბარნსი ჩვეული ოსტატობით მოგვითხრობს.
მთარგმნელები ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე იქნებიან. წიგნის გარეკანი უკვე მზად გვაქვს. თავად ბარნსი ყდით დიდად კმაყოფილი დარჩა. იმედია, არც თქვენ დაიწუნებთ. შეგახსენებთ, რომ „ერთადერთი ამბავი“ ბარნსის მეექვსე რომანია, რომელსაც „დიოგენე“ გამოსცემს.

* * *
user posted image
მალე!

ივან ბუნინი
„არსენიევის ცხოვრება“

„არსენიევის ცხოვრება“ ნობელიანტი მწერლის გახმაურებული რომანია, რომელიც მან ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა.

წიგნი ავტობიოგრაფიულ შტრიხებსაც ატარებს და მისი პირველი ნაწილის გამოქვეყნებისთანავე (1927 წ.) დაიწყეს საუბარი, რომ ტექსტის სიახლე, უპირველეს ყოვლისა, თხრობის სტილი იყო – დაძაბული, ექსპრესიული მონოლოგი, რომელსაც მრავალფეროვან ნაკადებად ერთვოდა ფილოსოფიური, საზოგადოებრივი და ლიტერატურული რეფლექსიები.
რომანის მთავარი გმირი – ალექსეი არსენიევი საკუთარ თავგადასავალს ჰყვება. ესაა შემოქმედის სულიერი მოგზაურობა, სამყაროს მიიმართ ზე-მგრძნობელობის ხარისხით.
„არსენიევის ცხოვრება“ პროტაგონისტის არა მხოლოდ ფიზიკური და სულიერი ზრდის ამსახველი საგაა, არამედ მასში სრულიად ახალი ფერებითა და ხმებითაა ნაჩვენები მწერლად ჩამოყალიბების დრამატული პროცესი.

რომანს, რომელმაც მკითხველთა აღიარება გამოსვლისთანავე მოიპვა, დღესაც რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს უწოდებენ.

▪ რუსულიდან თარგმნა ვაჟა ახალაძემ.

▪ რედაქტორი: ნინო დეკანოიძე
▪ დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღუში
▪ გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი

Posted by: 4L3X 3 Jan 2018, 23:15
ყოჩაღ დიოგენე რომ სრულიად ცინცხალ წიგნს გამოსცემას რისკავს და არა 10 ან 20 ან უფრო დიდი ხნის წინ გამოცემულ უკვე კლასიკად ქცეულმ გამოცდილ, ჩავარდნისგან დაზღვეულ წიგნს. მე ამას არ წავიკითხავ მაგრამ დიოგენეს გამბედაობას ვუწონებ. სამწუხაროა ეკოს წიგნებს რომ შეეშვნენ. მე კი არაფერი პრობლემა მაგითი უბრალოდ გამიხარდებოდა ის რომ ეკოს ყველა წიგნი მშობლურ ენაზე იქნებოდა გმაოცემული. user.gif

Posted by: merkantila 4 Jan 2018, 11:19
4L3X
ანუ ოფიციალურად შეეშვნენ თუ როგორ?

Posted by: 4L3X 4 Jan 2018, 11:23
merkantila
ოფიციალურობისას ვერაფერს გეტყვი მაგრამ ქანქარა გამოსცეს მარტში. იმის მერე რამდენჯერაც ვკითხე ხომ არ გეგმავთ ახალი წიგნის გამოშვებასო, ჯერ არაო.

Posted by: MITIATO 5 Jan 2018, 00:28
user posted image

”დრო რაღაცით ჰგავს ქარს. ქარს ჩვენ არ ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ ტოტებს, რომელსაც ის ხრის, მტვერს, რომელსაც ის ჰაერში სწევს. მაგრამ თვითონ ქარი ჯერ არავის დაუნახავს.”
ჟან-კლოდ კარიერი, ”სფინქსის შეკითხვები”
ახალი წიგნი "აზრისგან" აზრიანი მკითხველისთვის

Posted by: GreenWestHam 5 Jan 2018, 14:25
4L3X
QUOTE
სამწუხაროა ეკოს წიგნებს რომ შეეშვნენ

ამასწინათ ვკითხულობდი, ეკოს მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე ამბობდა, ძალიან ცუდად მომექცა დიოგენე და მათთან აღარ ვითანამშრომლებო

ასე რომ, თუ ეკო კიდევ გამოიცემა, ალბათ სხვა გამომცემლობის ეგიდით. არამგონია, რომელიმე სხვა მთარგმნელმა მოკიდოს ხელი

Posted by: ValenTine_Kelly 5 Jan 2018, 14:39
QUOTE
ახალი წიგნი "აზრისგან" აზრიანი მკითხველისთვის

სერიოზული სლოგანია, ვერაფერს იტყვი biggrin.gif facepalm.gif

Posted by: 4L3X 5 Jan 2018, 16:14
GreenWestHam
ტფუი მაგათიც მაშინ რა. ფუკოს ქანქარას ჯერ წაკითხვა რა არის და მერე მისი თარგმნა ხომ საერთოდ და ასეთ მთარგმნელს ესე ექცევიან mad.gif
ყოველითვის მაღალი წარმოდგენა მქონდა დიოგენეზე და თურმე რეებს კადრულობენ

Posted by: monogamist 5 Jan 2018, 16:20
GreenWestHam
სად რა თქვა ცხადაძემ?
მე ვფიქრობ ქანქარის თარგმნაში ცოტა წაახალტურა

Posted by: GreenWestHam 5 Jan 2018, 17:06
4L3X
monogamist
https://www.facebook.com/womenofgeorgia/posts/1911463739168348

მეც ძალიან გამიკვირდა დიოგენესგან. ცხადია, მედალს ორი მხარე აქვს და მათი პოზიციაც მოსასმენია, მაგრამ ფაქტია, რომ თანამშრომლობა აღარ შედგება

QUOTE
მე ვფიქრობ ქანქარის თარგმნაში ცოტა წაახალტურა

არ ვიცი, ქანქარა არ წამიკითხავს, მაგრამ დანარჩენი რაც წამიკითხავს ეკოსი, თარგმანის პრობლემა არ შემხვედრია არსად. ნუ ისეთი პრობლემა, რასაც რიგითი მკითხველი ამჩნევს

Posted by: Joiner 5 Jan 2018, 18:46
user posted image
სამეცნიერო ფანტასტიკის მორიგი შედევრი პორტალში. ალექსანდრ ბელიაევის "პროფესორ დოუელის თავი". სრულიად ახალი თარგმანი!

ადამიანისა და ტექნოლოგიის შერწყმა, მეორე სიცოცხლე განსხვავებული სხეულით, მეცნიერული მიღწევების დიდი ქარტეხილი, ეს ყველაფერი "პროფესორ დოუელის თავში" არის თავმოყრილი, რომლის ხილვასაც სულ მალე "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ.

აღწერა : შეიძლება თუ არა ტვინმა იაზროვნოს სხეულის გარეშე? შესაძლებელია თუ არა ტვინის გადანერგვა? როგორ იმოქმედებს ეს ინდივიდის ფსიქიკასა და სულიერ მდგომარეობაზე? სად გადის ზღვარი გენურ ინჟინერიასა და ეთიკას შორის?
პროფესორი დოუელი საბოლოო მიზნად ადამიანის მოკვეთილი თავის გაცოცხლებას ისახავდა. ბოლო ცდის წინ, რომლის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა, კვლევის სრული ხელნაწერი თავის ასისტენტს გადასცა გადასაბეჭდად, მაგრამ მოულოდნელად ასთმის საშინელი შეტევა დაემართა და... არასდროს იფიქრებდა პროფესორი დოუელი, რომ პირველი სწორედ მისი თავი გაცოცხლდებოდა...

მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
დის დიზაინერი: თეკლა გიაშვილი
ყდა : სქელი

Posted by: senpai 5 Jan 2018, 18:49
QUOTE
ბელიაევი

ადამიანი-ამფიბია ამისი არაა ? ბავშვობაში მაქვს წაკითხული და ტიპიური საბჭოთა თარგმანი იყო.

Posted by: merkantila 6 Jan 2018, 13:13
QUOTE (monogamist @ 5 Jan 2018, 16:20 )
GreenWestHam
სად რა თქვა ცხადაძემ?
მე ვფიქრობ ქანქარის თარგმნაში ცოტა წაახალტურა

საბა აიღო თარგმანმა, გარდა ამისა წახალტურებული არა მგონია იყოს...

Posted by: monogamist 6 Jan 2018, 14:43
merkantila
საბა რისი არგუმენტია? რაც თარგმა მაგის მნიშვნელობისთვის მიცეს და არა როგორც თარგმნა მაგაში
ლენინის ნაწარმოებზე მატერიალიზმი და ემპირიზმის კრიტიკაო წერია, რედაქტორიც აკლია ზოგ ადგილას, ეგ დიოგენეს ბრალიცაა

Posted by: merkantila 6 Jan 2018, 15:28
ზოგადად რთული მოსასმენია, როცა იცი რომ წლბის განმავლობაში უზარმაზარი შრომა გასწია ტიპმა, უშველებელი თამასა დადო ზოგადად თარგმნის, თარგმანის კულტურის, უშველებელი და ურთულესი ტექსტი თარგმნა და უცებ "წახალტურებულ" თარგმნად მოინათლება ხოლმე, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ორიგინალის პრიზმაში არგუმენტირებულ კრიტიკას, და არა ასეთ ბანალურ წამოძახილებს...

საბას შემთხვეაში აშკარად ტუილს ამბობ (დავარქვათ თავისი სახელი) ცხადაძემ ფუკოს ქანქარაში საბა სწორედ "საუკეთესო თარგმანისთვის" აიღო
* * *
user posted image

monogamist

წლის საუკეთესო თარგმანი

Posted by: monogamist 6 Jan 2018, 15:50
merkantila
ეგ ფორმალური სახელწოდებაა, ისე კი ეკუთვნოდა, ბაუდოლინოსთვისაც მივცემდი, ვინც და როგორც არ უნდა თარგმნოს )

Posted by: Joiner 8 Jan 2018, 12:43
user posted image
„ბატონმა სადილი შეუკვეთა და სანამ დუქნების ჩვეულ კერძებს უნაცვლებდნენ ერთიმეორეს - მჟაუნას წვნიანსა და ფენოვან ღვეზელს, საგანგებოდ რომ უნახავენ მგზავრებს რამდენიმე კვირის განმავლობაში, მუხუდოთი შეკმაზულ ტვინს, სოსისსა და კომბოსტოს, შემწვარ ყვერულს, მჟავე კიტრსა და, რაღა თქმა უნდა, მუდამჟამ თბილ-თბილ, ფენოვან ნაზუქს - ვიდრე ყველაფერ ამას მოართმევდნენ, შემთბარსაც და ცივ-ცივადაც, მგზავრმა მედუქნე ბიჭს, იგივე მიმტანს, სულ წვრილ-წვრილად დააფქვევინა, თუ ვინ ყოფილიყო ადრე იქაურობის მეპატრონე და ახლა ვის ეკუთვნოდა, დიდი მოგება ჰქონდა თუ არც მაინცდამაინც, და რამდენად გაიძვერა გახლდათ დუქნის ახლანდელი ბატონ-პატრონი. ამ ბოლო შეკითხვაზე ბიჭმა ჩვეული პასუხი გასცა: დიდი, დი-ი-დი გაიძვერა ვინმე გახლავთ, ბატონო ჩემოო...“

მალე „დიოგენე“ ნიკოლაი გოგოლის „მკვდარი სულების“ ახალ თარგმანს გამოსცემს. წიგნი, რომელმაც მრავალი ქვეყნის მწერლებსა და მკითხველებზე წარუშლელი კვალი დატოვა, ქართულად ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თარგმნეს.

* * *
user posted image

Posted by: John-obi 8 Jan 2018, 19:36
ნეტა კიდე რამდენი დაუპოსტავს სულაკაურს, "ორი ქალაქი" ბათუმმა უკვე გამოსცაო biggrin.gif

Posted by: senpai 8 Jan 2018, 19:50
შიკიბუს წიგნი უზარმაზარია, ერთ წიგნად გამოსცემენ დავიჯერო ? სადღაც 1300 გვერდი მაინც უნდა იყოს სტანდარტული ფორმატის.

Posted by: 4L3X 8 Jan 2018, 20:06
QUOTE (John-obi @ 8 Jan 2018, 19:36 )
ნეტა კიდე რამდენი დაუპოსტავს სულაკაურს, "ორი ქალაქი" ბათუმმა უკვე გამოსცაო biggrin.gif

სერიოზულად ბომბავენ "ორი ქალაქის" გამო

ესეც სულაკაურის პასუხი

QUOTE
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing დიდი ხანია, „ორი ქალაქის ამბავის'' გამოცემა გვქონდა გეგმაში. ამ რომანზე არ მოქმედებს საავტორო უფლებები.
თარგმანს კი, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელს, ლელა დუმბაძეს ვანდობთ.


იკას დამიძახეთ, იცოდეს რაც ხდება მის თავს gigi.gif

Posted by: Joiner 8 Jan 2018, 20:07
QUOTE
ნეტა კიდე რამდენი დაუპოსტავს სულაკაურს, "ორი ქალაქი" ბათუმმა უკვე გამოსცაო 

ეგ რა არის, ადრე დაწერეს big little lies ვთარგმნითო, არადა ბათუმს აქვს უფლება ნაყიდი. biggrin.gif

Posted by: senpai 8 Jan 2018, 20:17
QUOTE
თარგმანს კი, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელს, ლელა დუმბაძეს ვანდობთ.

ბათუმის ვისი თარგმანია ? უკვე რომ არ მქონდეს წაკითხული, შეიძლებოდა ორივე თარგმანის წაკითხვა და შედარება მერე biggrin.gif

Posted by: John-obi 8 Jan 2018, 20:19
senpai
QUOTE
ბათუმის ვისი თარგმანია ?


ნინო შეყილაძის.

Posted by: chicharito12 8 Jan 2018, 23:30
მოდი თოვლის კაცი განვიხილოთ )) ______________

Posted by: დიოგენე 2013 9 Jan 2018, 00:00
monogamist

გმადლობთ, თქვენი შენიშვნა მართებულია. სამწუხაროდ, რედაქტორი აბსოლუტური ცაიტნოტის პირობებში მუშაობდა, თუმცა ეს არ გვამართლებს. თუ სხვა შენიშვნებიც გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ. სჯობს, ფეისბუქში ან ჩვენს საკონტაქტო მეილზე მოგვწეროთ, რადგან აქ, ფორუმზე დაწერილს იშვიათად ვნახულობთ.

Posted by: rodo 9 Jan 2018, 01:54
ძალიან კარგი ახალი წიგნები ანონსდება. ბევრი ძველი თარგმანი, რომელიც უხარისხო ან მოძველებულია იმსახურებს ხელახლა თარგმანს. თუმცა, კარგად ვერ გავიგე "ორი ქალაქი"-ს შემთხვევაში რა მოხდა?

Posted by: merkantila 9 Jan 2018, 10:21
არის ერთი კომპეტენტური ადამიანი ფორუმზე რომელიც ამ ბატალიებს ფარდას ახდის (თუ რათქმაუნდა იქნება ნება და სურვილის მისი).. smile.gif

Posted by: Joiner 9 Jan 2018, 10:26
rodo
QUOTE
თუმცა, კარგად ვერ გავიგე "ორი ქალაქი"-ს შემთხვევაში რა მოხდა?

როგორც ვიცი, ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ წიგნის უფლებების ყიდვა საჭირო არაა და ნებისმიერს შეუძლია გამოცემა.

Posted by: Dwight 10 Jan 2018, 13:42
გამომცემლობა უსტარი
შვეიცარიის ფონდის (prohelvetia.ch) ხელშეწყობით გამოიცა ახალი წიგნი "ბავშვიანი ქვრივი" ავტ. დანიელ მაჯეტი

XIX საუკუნეში დახვეწილი პიემონტელი მღვდელი დონ ტომაზო ბარბიზიო შერისხეს და იტალიის შვეიცარიის მიყრუებული ხეობის ერთ სოფელში გაამწესეს, სადაც მან მსახურად აიყვანა ასაკოვანი ქვრივი ანა მარია, რომელიც ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა და რომლის საოცარი წარსულიც დონ ტომაზომ თანდათანობით შეიტყო.
თუ დონ ტომაზო გამოგონილი გმირია, ანა მარია და მისი ქმარი, რომლის უკეთურობასაც თაობიდან თაობას გადასცემდნენ, ნამ­დვი­ლად არსებობდნენ.

Posted by: senpai 10 Jan 2018, 13:52
user posted image

ვეღირსეთ!!!


Posted by: Warner Bros. 10 Jan 2018, 16:08
QUOTE (senpai @ 10 Jan 2018, 13:52 )
user posted image

ვეღირსეთ!!!

wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: ValenTine_Kelly 12 Jan 2018, 16:37
არ ვიცი, ეს იდო თუ არა უკვე. smile.gif))

სათაური: ოდინის შვილები
ავტორი: პადრიკ კოლუმი
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
ჟანრი/თემატიკა: პროზა; მითოლოგია
ყდის ტიპი: რბილი
გვერდების რაოდენობა: 148

ფასი: 10 ლარი

აღწერა: “ოდინის შვილები” 35 თავისგან შემდგარი ნაწარმოებია, რომელიც სკანდინავიელი ღმერთებისა და ქალღმერთების საქმეების შესახებ გვამცნობს. წინამდებარე ნამუშევრის დახმარებით, მკითხველი იმ დროში იმოგზაურებს, როდესაც ღმერთები ასგარდში ყველაზე მაღალ მთაზე ცხოვრობდნენ და ადამიანთა შორისაც დაიარებოდნენ.

“ოდინის შვილები” მოგვითხრობს, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ იშვნენ ამ სამყაროში ღმერთები, გოლიათები, ადამიანები და სხვა ქმნილებები. გაიგებთ, თუ როგორ გასწირა ოდინმა მარჯვენა თვალი სიბრძნის მიღების სანაცვლოდ, როგორ დაადუღეს ჯუჯებმა მაგიური თაფლუჭი, როგორ დაწყევლა ჯუჯა ანდვარიმ ოქროს ბეჭედი და რა დაემართათ ამ ბეჭდის მფლობელებს; გაეცნობით მიოლნირის მპყრობელი თორის თავს გადამხდარ გასაოცარ თავგადასავლებს და ცბიერი ლოკის კეთილი და ავი საქმეების შესახებაც შეიტყობთ; გაიგებთ, როგორ და რატომ მოუკლა ლოკიმ უძველეს ღმერთს საყვარელი ვაჟი ბალდური.

წინამდებარე ნამუშევარი განკუთვნილია, სკანდინავიური მითოლოგიით დაინტერესებული, ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის.

Posted by: merkantila 12 Jan 2018, 18:27
user posted image

2018 წლის კიდევ ერთი ანონსი: მალე სერიაში ET CETERA ზიგმუნდ ფროიდის „რჩეული შრომები“ გამოიცემა. მთარგმნელი მაია ბადრიძეა. წიგნი 5 ნაშრომს აერთიანებს („ტოტემი და ტაბუ“, „ერთი ილუზიის მომავალი“, „კულტურით უკმაყოფილება“, „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“, „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“).

Posted by: leonardoo 13 Jan 2018, 02:43
მეგობრებო თხოვნა მაქვს ამ ორ ნაწარმოებს ვეძებ რომანი. ნეტში არის ?
1)გურამ დგებუაძის "დაუმორჩილებელი" ინტერნეტში ვერ ვნახე.
2) ერნესტ ჰემინგუე "მშვიდობით იარაღო"

Posted by: FranziskanerWeissbier 13 Jan 2018, 07:51
ValenTine_Kelly
გამომცემლობა?
---------------------------------

Posted by: fork 13 Jan 2018, 10:34
ValenTine_Kelly
წიგნების მაღაზიათა ქსელში ჩაშვებულია უკვე თუ აწი იქნება?
სკანდინავიურ მითოლოგიაზე ნამდვილად მსურს ერთი პატარა წიგნი...

Posted by: Dwight 13 Jan 2018, 12:16
fork
user posted image

Posted by: fork 13 Jan 2018, 12:32
Dwight
იმედია მხოლოდ მაგით არ შემოიფარგლებიან...50 ეგზემპლარი რა არის?
და რამე,ძირფესვიანადდ ქართულ ენაზე თარგმნილი მსგავსი რამ არ მოიძებნება?
დიდი მითოლოგიური სასტავის-ბერძნული,სკანდინავიური,ეგვიპტური,ინდური,ჩინური,აცტეკური...
ფრიად გამიხარდება,თუ მიექცევა ამათ ყურადღება.

Posted by: Joiner 13 Jan 2018, 12:43
fork
http://laterna.ge/?cat=26&show=12688#.WlnGahmgfIW

რამდენად იშოვება არ ვიცი.

Posted by: fork 13 Jan 2018, 16:38
Joiner
მაინც მადლობა,იშოვება თუ არა...
არადა დამხატავდა!

Posted by: Ve()_Fobos 14 Jan 2018, 01:04
.....................................................

Posted by: MITIATO 15 Jan 2018, 14:36
user posted image

ცნობილი ჟურნალისტის, ოლეგ პანფილოვის სტატიების კრებული „ანტისაბჭოთა ისტორიები“ რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთ უსაშინლეს იარაღს – ტყუილზე დამყარებულ იდეოლოგიურ პროპაგანდას – ეძღვნება. ავტორის განმარტებით, ამ წიგნის მთავარი თემა სიცრუეა, რომელსაც კრემლი სამი ძირითადი ისტორიული ეტაპის – რომანოვების იმპერიის, საბჭოთა ხელისუფლების და თანამედროვე, პუტინის პერიოდის – განმავლობაში პერმანენტულად და ეფექტურად იყენებს თავისი „ველიკოდერჟავნიკული“ მიზნების განსახორციელებლად, მოსახლეობის დასამონებლად, მეზობელი ქვეყნების დასაპყრობად და მსოფლიოში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. კრებული უკვე არაერთ ენაზე ითარგმნა და გამოიცა (ჩეხურად, უკრაინულად და სხვა). ამჯერად ამ უაღრესად საინტერესო და ამაღელვებელ „ანტისაბჭოთა ისტორიებს“ ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნობა.

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე
რედაქტორი: რუსუდან კოტეტიშვილი
ყდის დიზაინერი: გიორგი მაღრაძე
დიზაინერი: ია მახათაძე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
ფასი: 17.90

Posted by: 4L3X 16 Jan 2018, 14:42
user posted image

QUOTE
ესეც ჩვენი ჯ.რ.რ. ტოლკინის "სილმარილიონი", რომელიც მზის სხივებს თებერვალში იხილავს ^_^

რას ფიქრობთ მის ულამაზეს ყდაზე? ^_^

P.S. სორი, მარა ძველი ქართული ფონტი უფრო მოუხდა sad.gif

თარგმანი: "შესძინა არსი ილუვატარმა ხილვას მათსას და დაკიდა იგი სიცარიელეში და ააგიზგიზა საიდუმლო ცეცხლით ქვეყნიერების გული. და ეწოდა მას ეა"

ყდის ილუსტრატორი : Megi Sidamonidze Jonc

Posted by: ValenTine_Kelly 16 Jan 2018, 15:30
4L3X
თუ იცი,ილუსტრირებული ხომ არაა?

ძველი ვერსია მაქვს, ამათი გამოცემული და თუ ჰურინის შვილების მსგავსად, ვინმე კარგის ილუსტრაციები დაურთეს, ვაჩუქებინებ ვინმეს biggrin.gif

Posted by: 4L3X 16 Jan 2018, 15:35
ValenTine_Kelly
რავი, ფეისზე მიწერე.

Posted by: chicharito12 16 Jan 2018, 15:49
აგათა კრისტის ყველაზე კარგი წიგნი რომელიაა?

ტუ ყველა აღმოსავლეთის ექსპრესის ნაირიაა?))

Posted by: 4L3X 18 Jan 2018, 16:32
ვიცი ბევრს გაგიხარდებათ.

ესეც ასე! ამ ულამაზესი ყდიანი წიგნის ჩამოსვლამდე მხოლოდ 3 კვირა დარჩა <3

ბრიტანელი მწერლის, დევიდ მიჩელის რომანი „ღრუბლების ატლასი“ ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია. ნაწარმოების მიხედვით 2012 წელს ვაჩოვსკებმა და ტომ ტიკვერმა ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით გახმაურებული ფილმი გადაიღეს.

მთარგმნელი: ნიკა სამუშია
რედაქტორი: მაკა სესკურია
ყდის დიზაინერი: ნათია კვარაცხელია
ყდის ილუსტრატორი: გიორგი მაღრაძე

user posted image

Posted by: merkantila 18 Jan 2018, 17:41
სხვათაშორის ჩიტმა ანბავი მოიტანა რომ მალე მაქს ფრიშის "შტილერი" გამოვა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ეგიდით... მაია ფანჯიკიძის თარგმანი... მე ეხლა გადავავლე თვალი და ძალიან მომეწონა

Posted by: Joiner 18 Jan 2018, 18:27
merkantila
შემთხვევით მაგ ჩიტმა კლარკის ბავშვობის დასასრულზე ხომ არ იცის როდის გამოვა? user.gif

Posted by: merkantila 18 Jan 2018, 19:16
Joiner

არაა, ეგ სხვა ჩიტის კომპეტენციაა ალბათ

Posted by: senpai 18 Jan 2018, 19:42
QUOTE
მაქს ფრიშის "შტილერი"

განტერბაინზე მეტად თუ რამე მომეწონებოდა არ მეგონა ფრიშის შემოქმედებაში, მარა შტილერი აღმოჩნდა ეგეთი. up.gif

QUOTE
სულაკაური

სერიოზულად გაიჭრა კარგი ლიტერატურის თარგმანში. chups.gif



Posted by: merkantila 18 Jan 2018, 20:36
senpai

ყველა შტილერს ანიჭებს უპირატესობას ვისაც კი წაუკითხავს..

Posted by: Metal_Head 18 Jan 2018, 20:45
ქსოვილი საქართველოდან

ეს წიგნი გამოვიდაო და გაყიდვაში არ არის?

https://www.facebook.com/events/119747575373875/


Posted by: Wrest 18 Jan 2018, 20:45
chicharito12
როჯერ ეკროიდის მკვლელობა yes.gif

Posted by: senpai 18 Jan 2018, 20:46
merkantila
QUOTE
ყველა შტილერს ანიჭებს უპირატესობას ვისაც კი წაუკითხავს..

yes.gif არადა 10 წელია სხვაობა განტერბაინს და შტილერს შორის.

ადრეული ფრიში უფრო მომწონს, განტერბაინის მერე დაღმასვლა დაეწყო და ბოლო რომანი(ლურჯწვერა) საერთოდ ძალით დაწერილი მომეჩვენა.

Posted by: merkantila 18 Jan 2018, 20:48
Metal_Head

ეს წიგნი ხელოვნების მუზეუმში იყიდება და 100 ლარი ღირს...

* * *
senpai
ჰომო ფაბერიც ძალიან მომწონს, თუმცა ლურჯწვერა არ წამიკითხავს... არაა, ახლანდელი გადმოსახედიდან შტილერმა მართლა ჩააჩოჩა დანარჩენები. ინგლისურად აიმ ნოთ შტილერი რატომ ჰქვია ნეტა, გერმანულად მხოლოდ შტილერი ჰქვია? სულელური კითხვაა მაგრამ მაინც


Posted by: senpai 18 Jan 2018, 21:05
merkantila
QUOTE
ჰომო ფაბერიც ძალიან მომწონს,

მეც მომწონს. მარა ნუ განტერბაინს და შტილერს გამოვარჩევ მაინც. რუსულად იყო ძალიან მაგარი სამტომეული გამოცემული ადრე. ყველა ძირითადი ნაშრომი შედიოდა.

QUOTE
ინგლისურად აიმ ნოთ შტილერი რატომ ჰქვია ნეტა,

რავი, გერმანულად Stiller არის.


Posted by: MITIATO 19 Jan 2018, 12:07
user posted image


ზუსტად 79 წლის წინ, 1939 წლის 19 იანვარს “Random House”-მა უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ გამოსცა.

„ველური პალმები“ იმ სიყვარულის ამბავია, რომლის გადასარჩენადაც გმირები დამყაყებული ყოფიდან თავის დაღწევას ლამობენ. თუმცა, ბედისწერას ვერც ისინი გაურბიან – ამავე წიგნის ორი სხვა პერსონაჟის მსგავსად, რომელთაც დროებით ერთმანეთთან ერთი საგანგებო გარემოება აკავშირებს... ამ ორი წყვილის თავგადასავალი პარალელურად ვითარდება, რაღაცით ჰგავს კიდეც ერთიმეორეს და თან სრულიად განსხვავდება კიდეც. და მაინც, ორივე შემთხვევაში იკვეთება დანაშაულისა და სასჯელის თემა. რის იმედადღა შეიძლება იყოს გარდაუვალთან პირისპირ დარჩენილი ადამიანი? ისევ და ისევ – გაძლების, სულის სიმტკიცის შენარჩუნების, როგორც ეს საერთოდ სჩვევიათ ხოლმე ფოლკნერის გმირებს.

შეგახსენებთ, წიგნის ზაზა ჭილაძისეულ თარგმანს „არტანუჯი“ გაზაფხულზე შემოგთავაზებთ.

Posted by: merkantila 22 Jan 2018, 15:58
user posted image

ლიტერატურული ოდისეა წარმოგიდგენთ

Posted by: თარხუჯი 22 Jan 2018, 16:18
MITIATO
QUOTE
ზუსტად 79 წლის წინ, 1939 წლის 19 იანვარს “Random House”-მა უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ გამოსცა.
შეგახსენებთ, წიგნის ზაზა ჭილაძისეულ თარგმანს „არტანუჯი“ გაზაფხულზე შემოგთავაზებთ.

რატომ ამ სათურით?

ფოლკნერის ორიგინალური სათაურია ''უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ.'' ეს 136, თუ 137 ფსალმუნიდანაა:

''მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი. 2 ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი; 3 რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყვანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა! 4 ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? 5 უკუეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი 6 აღექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არათუ მოგიჴსენო შენ და არათუ პირველ განგებულ ვყო იერუსალემი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა! 7 მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალემისაჲ, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა! 8 ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! 9 ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!''



ჰოდა, ეს მრავლის მთქმელი სათაური, პირველმა გამომცემელმა შეცვალა, არფრისმთქმელი ''ველური პალმებით.'' ოღონდ რომანის შემდეგი გამოცემები, გამოვიდა ავტორისეული სათურით.

https://en.wikipedia.org/wiki/If_I_Forget_Thee,_Jerusalem

არამგონია, ზაზა ჭილაძემ ეს პოსტი ნახოს, მაგრამ თუ არატანუჯიდან ვინმე ნახავს, იქნებ სთხოვონ მთარგმნელს რომ რომანი ქართულად ფოლკნერისული სათაურით გამოვიდეს.

Posted by: MITIATO 22 Jan 2018, 18:34
თარხუჯი
QUOTE
რატომ ამ სათურით?

მე რა ვიცი. biggrin.gif
არც მთარგმნელი ვარ და არც_გამომცემლობის წარმომადგენელი.

Posted by: vaho 22 Jan 2018, 18:38
QUOTE
ლიტერატურული ოდისეა


ჟურნალია რამე?

არსად შემხვედრია...

Posted by: ValenTine_Kelly 22 Jan 2018, 18:49
vaho
სულაკაურის გამომცემლობის სერიაა

Posted by: merkantila 22 Jan 2018, 19:49
user posted image

⭕ მაისის ფესტივალამდე, ლიტერატურული ოდისეაში, ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება'' და იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური''.

⭕ რომლის მოლოდინში ხარ შენ? ^_^

⭕ „იესოს სახარება'' - მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე; ყდის დიზაინერი: ნათია კვარაცხელია; ყდის ილუსტრატორი: რუსლან ბერიძე

⭕ „თუ ზამთრის ღამით მოგზაური'' - მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე; ყდის დიზაინერი: ნათია კვარაცხელია

Posted by: merkantila 26 Jan 2018, 23:19
სელინის რამე არის გამოსული? ან ხო არ გსმენიათ რამე ხო არ ითარგმნება

Posted by: Wrest 26 Jan 2018, 23:45
merkantila
"სიკვდილი კრედიტით" დააანონსა სულაკაურმა.
ისე კი "მოგზაურობა ღამის დასალიერში" არის კაიხანია გამოსული. თუ კარგად მახსოვს თსუ_ს გამოცემაა.
არ მახსოვს სად მიდევს თაროზე თორე ვნახავდი ზუსტად.

Posted by: rodo 27 Jan 2018, 21:38
საინტერესო და კარგი წიგნები დაანონსა სულაკაურის გამომცემლობამ. მე განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკელი მწერლების დაანონსებულ წიგნებს ველოდები.

სამწუხაროდ, "ღრუბლის ატლასი" პირდაპირი და ცუდი თარგმანია წიგნის სათაურის "Cloud Atlas". ამ სათაურთან დაკავშირებით ავტორს, დეივიდ მიტჩელს შეკითხვა დაუსვა BBC-ს ჟურნალისტმა და ავტორმა ახსნა თუ რატომ არის ატლასი ღრუბლიანი, მაგრამ ახლა ამის განმარტებას არ მოვყვები.

Wrest
რაც შეეხება კალვინოს წიგნს, ის შენ გერევა სელინის წიგნში.

Posted by: Wrest 28 Jan 2018, 10:11
rodo
ვერ მივხვდი რა მერევა? :/

Posted by: rodo 28 Jan 2018, 12:34
QUOTE (Wrest @ 28 Jan 2018, 10:11 )
rodo
ვერ მივხვდი რა მერევა? :/

იტალო კალვინოს რომანი "თუ ზამთრის ღამით მოგზაური" გერევა ლუი ფერდინანდ სელინის წიგნში "მოგზაურობა ღამის კიდეზე", რომელიც თსუ-ს გამომცემლობამ გამოსცა, მაგრამ ჩემი აზრით ჯობდა სხვა რომელიმე უფრო დიდ და ცნობილ გამომცემლობას ეთარგმნა და გამოეცა.

Posted by: arvedui 28 Jan 2018, 12:57
rodo
QUOTE
სამწუხაროდ, "ღრუბლის ატლასი" პირდაპირი და ცუდი თარგმანია წიგნის სათაურის "Cloud Atlas". ამ სათაურთან დაკავშირებით ავტორს, დეივიდ მიტჩელს შეკითხვა დაუსვა BBC-ს ჟურნალისტმა და ავტორმა ახსნა თუ რატომ არის ატლასი ღრუბლიანი, მაგრამ ახლა ამის განმარტებას არ მოვყვები.


"ღრუბლიანი" ნიშნავს "მოღრუბლულს", ატლასი კი მოღრუბლული ვერ იქნება.

ღრუბლიან-ი (ღრუბლიანისა) ღრუბლებით დაფარული, _ მოღრუბლული. ღრუბლიანი დღე პატარძალს დილა ეგონაო (ანდაზა). ქარიანსა და ღრუბლიან ღამეში რთვილს არ გააგდებს ხოლმე (ი. გოგებ.). დღეს ღრუბლიანი დღეა. [ძროხები] ჭალაზე წავასხათ. იქნებ კალმახებიც დავიჭიროთო (თ. რაზიკ.). ღრუბლიან დღესა წამოსასხამს ისხმენ ჭკვიანნი (ი. მაჩაბ. თარგმ.).

გარდა ამისა, ღრუბლების ატლასი რეალური რამ არის: https://en.wikipedia.org/wiki/Cloud_atlas

პლუს, თუ წიგნი წაგიკითხავთ, მიჩელი თავად იყენებს წიგნში ამ ფორმას the atlas of clouds და აქ პირდაპირ რუკაზეა საუბარი. ერთგან სონმია ამ ატლასთან შედარებული, მეორეგან ტიმოთი კავენდიში ნატრობს ამ წარმოსახვით რუკას ბედნიერების საპოვნელად.

თუ მიჩელი რომელიმე ინტერვიუში მეტაფორულ შედარებას აკეთებს, ეგ არ ცვლის არც სათაურს და არც იმას, რაც წიგნში წერია. წიგნს "ღრუბლების ატლასი" ჰქვია და თუნდაც ვიკიპედიაში რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომ ყველა ენაზე ასეც ითარგმნა.

ის, რომ რუსულის გავლენით, ზოგჯერ სათაურებს ქართულად შეცდომით ან სასაცილოდ თარგმნიან ("მშიერი თამაშები" უწერიათ ზოგიერთ კინოსაიტზე დღესაც, ან თუნდაც "ვარსკვლავური ომები", როცა "ვარსკვლავების/ვარსკვლავეთის ომები" უფრო ზუსტი შესატყვისია), ცუდი პრაქტიკაა. მაგალითად, Облачный покров ქართულად არის "ღრუბლის საფარი" და არა "ღრუბლიანი/ღრუბლოვანი საფარი".

Posted by: rodo 28 Jan 2018, 19:29
QUOTE (arvedui @ 28 Jan 2018, 12:57 )
"ღრუბლიანი" ნიშნავს "მოღრუბლულს", ატლასი კი მოღრუბლული ვერ იქნება.

ღრუბლიან-ი (ღრუბლიანისა) ღრუბლებით დაფარული, _ მოღრუბლული. ღრუბლიანი დღე პატარძალს დილა ეგონაო (ანდაზა). ქარიანსა და ღრუბლიან ღამეში რთვილს არ გააგდებს ხოლმე (ი. გოგებ.). დღეს ღრუბლიანი დღეა. [ძროხები] ჭალაზე წავასხათ. იქნებ კალმახებიც დავიჭიროთო (თ. რაზიკ.). ღრუბლიან დღესა წამოსასხამს ისხმენ ჭკვიანნი (ი. მაჩაბ. თარგმ.).

გარდა ამისა, ღრუბლების ატლასი რეალური რამ არის: https://en.wikipedia.org/wiki/Cloud_atlas

პლუს, თუ წიგნი წაგიკითხავთ, მიჩელი თავად იყენებს წიგნში ამ ფორმას the atlas of clouds და აქ პირდაპირ რუკაზეა საუბარი. ერთგან სონმია ამ ატლასთან შედარებული, მეორეგან ტიმოთი კავენდიში ნატრობს ამ წარმოსახვით რუკას ბედნიერების საპოვნელად.

თუ მიჩელი რომელიმე ინტერვიუში მეტაფორულ შედარებას აკეთებს, ეგ არ ცვლის არც სათაურს და არც იმას, რაც წიგნში წერია. წიგნს "ღრუბლების ატლასი" ჰქვია და თუნდაც ვიკიპედიაში რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომ ყველა ენაზე ასეც ითარგმნა.

ის, რომ რუსულის გავლენით, ზოგჯერ სათაურებს ქართულად შეცდომით ან სასაცილოდ თარგმნიან ("მშიერი თამაშები" უწერიათ ზოგიერთ კინოსაიტზე დღესაც, ან თუნდაც "ვარსკვლავური ომები", როცა "ვარსკვლავების/ვარსკვლავეთის ომები" უფრო ზუსტი შესატყვისია), ცუდი პრაქტიკაა. მაგალითად, Облачный покров ქართულად არის "ღრუბლის საფარი" და არა "ღრუბლიანი/ღრუბლოვანი საფარი".

დიახ, ღრუბლიანი ნიშნავს ღრუბლებით დაფარულს, მაგრამ რატომ ვერ იქნება ატლასი მოღრუბლული? თქვენი არგუმენტები არადამაჯერებელი მეჩვენება და ვერ გავიგე ეს ანდაზები რას ამტკიცებს.

რაც შეეხება მეტაფორებს, მივყვეთ დეივიდ მიტჩელის ახსნას, თუ რას ნიშნავს ღრუბელი და რას ნიშნავს ატლასი.

ღრუბლები ავტორმა შეადარა ადამიანთა სულებს, რადგან ისინიც ცვალებადი არიან. ასევე საუბარია, რომ ღრუბლები იცვლიან ფერს, ზომას, ფორმას და კვლავ ბრუნდებიან, როგორც სულები რეინკარნაციის საშუალებით. ავტორი ამბობს, რომ ატლასი მარად უცვლელი ადამიანის ბუნებაა, ხოლო ღრუბლები მისი მანიფესტაციების ცვალებადობა. ფაქტიურად, ღრუბლიანი ატლასი - ადამიანის უცვლელი ბუნების მარად ცვალებადი მანიფესტაციებია.

მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს ღრუბლის (ან ღრუბლების) ატლასიც (რაც სათაურის სიტყვა სიტყვით თარგმანია), მაგრამ უფრო ლამაზად და პოეტურად მეჩვენება ღრუბლიანი ატლასი. სხვა სიტყვებით ადამიანის მთელი გზა მოცემულია რუკაზე (ატლასზე) (ბედისწერა, რომელსაც ჩვენთვითონ ვწერთ), ხოლო ღრუბლები მის ფონზე იცვლება და მოძრაობს. ატლასი ცას ჰგავს, რომელზეც ღრუბლები მოძრაობს და ამიტომ მთელი სიუჟეტი, ფორმების ცვალებადობის გამო, ხანდახან ბუნდოვანია.

Posted by: arvedui 28 Jan 2018, 22:40
rodo

QUOTE
დიახ, ღრუბლიანი ნიშნავს ღრუბლებით დაფარულს, მაგრამ რატომ ვერ იქნება ატლასი მოღრუბლული? თქვენი არგუმენტები არადამაჯერებელი მეჩვენება და ვერ გავიგე ეს ანდაზები რას ამტკიცებს.


იმას ამტკიცებს, რომ სიტყვათშეთანხმება ღრუბლიანი ატლასი ქართულად გაუმართავია. მით უმეტეს, როცა ტექსტში ღრუბლების ატლასში პირდაპირ გულისხმობენ წარმოსახვით რუკას, რომლებიც ღრუბლების (ზაქრი რეინკარნაციისკენ მსწრაფ ადამიანთა სულებს რომ ადარებს) გადაადგილებისა და მიმართულების დადგენაში დაეხმარებოდა ადამიანებს.

შეუძლებელია რუკა იყოს ღრუბლებიანი, ვარსკვლავებიანი, ან ოკეანეებიანი. ქართულად სწორია ღრუბლების, ვარსკვლავების, ოკეანეების რუკა.

ამიტომ სწორი ქართული ფორმის გამოყენება სათაურად, მართებული მგონია, ხოლო თუ ქართველ მკითხველს სათაურისთვის კიდევ რაიმე პოეტური მნიშვნელობის დამატება მოუნდება ავტორის მეტაფორული შედარებების წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობ, ამისთვის "ღრუბლების ატლასიც" ისევე გამოადგება, როგორც ინგლისურენოვან მკითხველს - cloud atlas. ჩემი აზრით, სათაურის გადაკეთება სულაც არ არის საჭირო.

Облачный покров ქართულად არის "ღრუბლის საფარი" და არა "ღრუბლიანი/ღრუბლოვანი საფარი" - ზედა პოსტში ესეც შესადარებლად და იმის საჩვენებლად დავწერე, რომ ამ წიგნის სათაურის რუსულ ვარიანტშიც სწორედ "ღრუბლების ატლასი" იგულისხმება და არა "ღრუბლიანი ატლასი", როგორც ჩვენთან თარგმნიან პირდაპირ.

Posted by: Wrest 29 Jan 2018, 12:42
rodo
ეხლა ვნახე. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა აწერია და ეგ რომელია ხზ biggrin.gif

Posted by: monogamist 29 Jan 2018, 20:18
Wrest
სად ცხოვრობ? )

Posted by: Florbelle 29 Jan 2018, 20:20
პალიტრამ რო მოაყარა ამ ბოლო დროს liberteens-ის სერიიდან წიგნები ესენი ახალი გამოცემებია თუ აქამდეც იყო და ყდები შეცვალეს პროსტა?

Posted by: ValenTine_Kelly 29 Jan 2018, 20:32
Florbelle
ლიბერთინსი ცალკე სერიაა, YA კატეგორიის წიგნებს გამოსცემენ და თინეიჯერებისთვისაა განკუთვნილი ძირითადად.

რა წიგნსაც თვალი მოვკარი, მაგ სერიაში, ყველა პირველად იყო გამოცემული, განსხვავებით სხვა სერიებისგან, სადაც უკვე 500-ჯერ გამოცემულ წიგნებს გამოსცემენ.


http://www.palitral.ge/teenss.html?lang=ka-GE

Posted by: Florbelle 29 Jan 2018, 20:33
ValenTine_Kelly
მადლობა პასუხისთვის,კაია თუ ახლებია დამაინტერესა რამოდენიმემ იყოს თინეიჯერებისთვის არაუშავს biggrin.gif

Posted by: ValenTine_Kelly 29 Jan 2018, 20:38
Wrest
QUOTE
ეხლა ვნახე. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა აწერია და ეგ რომელია ხზ

თსუს გამომცემლობაა biggrin.gif


Posted by: Wrest 29 Jan 2018, 21:11
monogamist
თბილისში, მარა ყველა უნივერსიტეტის სახელში თბილისი ურევია უკვე და დავიბენი სხვა ხო არაა რამე თქო biggrin.gif

ValenTine_Kelly
ხოო, მახსოვდა რომ თსუ-ს სტენდთან ვიყიდე შარშან ფესტივალზე.
მარა არააო და biggrin.gif

Posted by: 4L3X 30 Jan 2018, 17:35
user posted image

შელ ასკილდსენი გამორჩეული თანამედროვე ნორვეგიელი პროზაიკოსია. ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული თანამედროვე ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის. ასკილდსენი ცნობილია როგორც უკიდურესად მინიმალისტური მოკლე მოთხრობების ავტორი, რომლებშიც გმირები ხან მარტოობას ებრძვიან, ხან კი ეგზისტენციალურ პრობლემებს ეჭიდებიან. კრებული „უეცრად გამათავისუფლებელი ფიქრი“ მწერლის ყველაზე ცნობილ და თავის დროზე სკანდალურ მოთხრობებს მოიცავს. ქართველი მკითხველი ასკილდსენს სწორედ ამ ნარჩევი ნაწარმოებებით გაეცნობა.
* * *
user posted image

მალე!

თეონა დოლენჯაშვილის ახალი მოთხრობების კრებული „პერსონალური ქრისტე“

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 2 თებერვალს, ლიტერატურული კვირეულის დასკვნით საღამოზე smile.gif

თეონა დოლენჯაშვილის ახალ წიგნში ერთმანეთს ენაცვლება ნოსტალგიური, დესტრუქციული და აპოკალიფსური მოვლენები და განწყობილებები.

ოთხი მოთხრობა, რომელსაც ერთი შეხედვით შეიძლება არაფერი აკავშირებდეს ერთმანეთთან, კითხვის პროცესში ერთიან სივრცედ იქცევა, სადაც შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, რაც კი ადამიანის ცოდვა-მადლიან ბუნებაში ჩადებულა უხსოვარი დროიდან.

სოფლის იდილიის მონატრება, უღმერთობისა და პროგრესისგან, გასრესილი და გაუკაცურებული გარემო; ტერორიზმი და მის წინაშე უძლური უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც დამნაშავის ძიებაში ხელებდაკაპიწებულებმა, შეიძლება უდანაშაულო ადამიანების ცხოვრება დაანგრიონ. სამყაროს დასასრულის მოლოდინში დათრგუნული კაცობრიობა და ქალი, რომლის ოცნებას – შვილი ჰყავდეს – ქმრის, საზოგადოებისა და საკანონმდებლო აქტების დიდი წინააღმდეგობა ელოდება.

ეს და სხვა ამბები (და დემონები) შეგხვდებათ თეონა დოლენჯაშვილის ტექსტებში, რომლებსაც მძაფრი სიუჟეტები და მოულოდნელი ფინალები აქვს.

▪რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია
▪დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღუში
▪გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი

Teona Dolenjashvili

Posted by: თარხუჯი 31 Jan 2018, 12:53
4L3X
QUOTE
შელ ასკილდსენი გამორჩეული თანამედროვე ნორვეგიელი პროზაიკოსია. ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული თანამედროვე ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის. ასკილდსენი ცნობილია როგორც უკიდურესად მინიმალისტური მოკლე მოთხრობების ავტორი, რომლებშიც გმირები ხან მარტოობას ებრძვიან, ხან კი ეგზისტენციალურ პრობლემებს ეჭიდებიან. კრებული „უეცრად გამათავისუფლებელი ფიქრი“ მწერლის ყველაზე ცნობილ და თავის დროზე სკანდალურ მოთხრობებს მოიცავს. ქართველი მკითხველი ასკილდსენს სწორედ ამ ნარჩევი ნაწარმოებებით გაეცნობ

ვაჰ, სიტყვა ''სკანდალური'' თუ ურევია ე.ი. კარგია?
და რაა სასკანდალო? გეებზეა? თუ მასეა, ეს ანტირეკლამაა...

რა ამის პასუხია, და ნორვეგული კლასიკური ლიტერტურა ძალიან მიყვარს, ისევე როგორც თანამდეროვე ნორვეგიელი დექტივები :-)

და მართლა მაინტერესებს, ჰამსუნის ქვეყანაში რითაა ცნობილი ეს მწერალი? თუ ვინმე წაიკითხავს, დადეთ რა ორი სიტყვით, თქვენი აზრი...

Posted by: 4L3X 31 Jan 2018, 13:11
თარხუჯი
მე რატომ დამთაგე ეგ მითხარი მარტო. რაც ფეისბუქზე ეწერა ამ წიგნზე ის გადმოვაკოპირე მეც user.gif

Posted by: senpai 31 Jan 2018, 16:56
user posted image

ახალი ტირაჟია.

ყდები შევცვალეთო ისე ამბობენ თითქოს ძალიან კრეატიული და მაგარი რამე გააკეთეს biggrin.gif


Posted by: GreenWestHam 31 Jan 2018, 17:33
senpai
QUOTE
ყდები შევცვალეთო ისე ამბობენ თითქოს ძალიან კრეატიული და მაგარი რამე გააკეთეს

არადა ძველი ჯობდა, ეს ჭრელა-ჭრულა ყდები რა უბედურებაა gigi.gif
ისე, არ მიყვარს ეგ გამომცემლობა. ხარისხთან შედარებით უაზროდ ძვირი ღირს

Posted by: senpai 31 Jan 2018, 18:11
GreenWestHam
QUOTE
ხარისხთან შედარებით უაზროდ ძვირი ღირს

yes.gif ფურცლის ხარისხიც არ იყო კარგი. თუმცა თარგმანს არაუშავდა. ჯობდა ესე 100 გვერდიანების ბეჭდვას ერთი ან ორი ნორმალური ხარისხის და სქელყდიანი წიგნი გამოეცათ შესაბამისი ფასით.

Posted by: Wrest 31 Jan 2018, 19:11
ყველაზე იდიოტი გამომცემლობაა მგონი სამყაროში.
ტიპები წიგნებს 700%_ით ძვირად ყიდიაn.. გადაიხდიდა კაცი ჟანდაბას ფულს მარა ხარისხი? წიგნების ყდის დიზაინი? უნიჭობის ზეიმი facepalm.gif
და რატო აქვთ მარტო მაგათ კამიუს გამოცემის უფლება, რა მარაზმია.. ან თუ მარტო მაგათ არ აქვთ ნორმალური გამომცემლობები რატომ არ ბეჭდავენ? :/

Posted by: rodo 1 Feb 2018, 14:39
სამწუხაროდ, "უცხო" რომ ვიყიდე ფესტივალზე, მერე აღმოვაჩინე, რომ ფურცლები აკლდა და არასწორად იყო აკინძული. ჩემი აზრით, "აგორა" არ არის ცუდი გამომცემლობა, მაგრამ მეტი მუშაობა სჭირდებათ. კამიუს წიგნებზე ფასი გაბერილია და ალბათ აჯობებდა "უცხოს" გარდა, ყველა დანარჩენი მოთხრობისთვის ერთ სქელყდიან წიგნში მოეყარათ თავი.

Posted by: senpai 1 Feb 2018, 18:59
user posted image

ნეტა ვინმემ მსგავსი ფორმატის გამოცემა შეძლოს. ესეთი სერიები უფრო გაიყიდება, ფასიც ნაკლები იქნება და არც ფურცლების ამოვარდნაზე ექნება პრეტენზია ხალხს.

Posted by: natia_natia9 1 Feb 2018, 21:26
QUOTE (senpai @ 31 Jan 2018, 16:56 )
user posted image

ახალი ტირაჟია.

ყდები შევცვალეთო ისე ამბობენ თითქოს ძალიან კრეატიული და მაგარი რამე გააკეთეს biggrin.gif

+1 biggrin.gif

Posted by: merkantila 5 Feb 2018, 14:23
user posted image

⭕ ახალი სერია „ინტელექტისგან“ ^_^
⭕ ახალი სერია „ინტელექტისგან“ ^_^


Posted by: MITIATO 9 Feb 2018, 14:11
user posted image

(S)hero(es) მწერალ სალომე ბენიძისა და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ახალი წიგნია, რომელსაც გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გამოსცემს. ფოტოწიგნი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს.

წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და მონაწილეები გახდნენ, რომლებმაც, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა.

Posted by: 4L3X 9 Feb 2018, 14:46
დიოგენემ ახლა დადო პოსტი რომ 2018-ში ნიკოს კაზანტზაკისი "ზორბა ბერძენი" გამოვა. ვიცი ვიღაცას ლიტგანყში უნდოდა ეს წიგნი ქართულად. მთარგმნელი მაია კაკაშვილი.
* * *
არეტე

მოკლედ გვეღირსა smile.gif

დღეს, შაბათს, 10 თებერვალს, 14.00 საათიდან, პარნასში (ჭავჭავაძის 22) მივიტანთ 100 ცალს განსაკუთრებით მოუთმენელი ხალხისთვის.
ერთი კვირის განმავლობაში პარნასში ეღირება 15 ლარი, ნაცვლად ჩვეულებრივი 20 ლარისა.

დანარჩენ მსოფლიოში დაახლოებით ერთ კვირაში იქნება

user posted image

Posted by: Joiner 12 Feb 2018, 21:52
user posted image

მხატვარი: ნათია ზარანდია

Posted by: fork 13 Feb 2018, 00:45
Joiner
ეს პორტალის სერიაში არაა?

Posted by: Joiner 13 Feb 2018, 01:01
fork
QUOTE
ეს პორტალის სერიაში არაა?

yes.gif

* * *
user posted image

Posted by: MITIATO 14 Feb 2018, 18:09
user posted image


მალე! კიდევ ერთი გამორჩეული ფენტეზი პორტალში!

⚔ მაიკლ ჯ. სალივანის "ხმლების ქურდობა"

"მათ მეფე მოკლეს. დანაშაული ორ კაცს დააბრალეს. თუმცა არჩევანში შეცდნენ.
ამ წიგნში არც ძველთაძველ ბოროტებას ებრძვიან და არც რომელიმე ობოლს მოელის დიდება. ეს მხოლოდ იმ ადამიანების თავგადასავალია, მოულოდნელად რომ გახდნენ გმირები. როის მელბორნს, გამოცდილ ქურდს და მის მეწყვილე ადრიან ბლექუოთერს გაქცევა უწევთ, სიცოცხლე რომ გადაირჩინონ, მათ ხომ მეფის მკვლელობა დააბრალეს, ისინი შეთქმულების მსხვერპლნი არიან. შეთქმულებს კი პატარა სამეფოს დამხობაზე ბევრად დიდი და ავი მიზნები ამოძრავებთ. როის მელბორნსა და ადრიან ბლექუოთერს ერთადერთ იმედად უძველესი საიდუმლოს დროული ამოხსნა რჩებათ."

მთარგმნელი: ბექა არაბული

Posted by: ValenTine_Kelly 14 Feb 2018, 18:22
ისე, ამ ტომეულებს რომ მიადგნენ ფენტეზიში, თარგმნიან თუ როგორც უმეტესად ხდება, ერთ წიგნს გამოსცემენ და მერე გაიჭედება ყველაფერი? smile.gif


Posted by: 4L3X 14 Feb 2018, 19:47
QUOTE (ValenTine_Kelly @ 14 Feb 2018, 18:22 )
ისე, ამ ტომეულებს რომ მიადგნენ ფენტეზიში, თარგმნიან თუ როგორც უმეტესად ხდება, ერთ წიგნს გამოსცემენ და მერე გაიჭედება ყველაფერი? smile.gif

რთულიკითხვაა და დამოკიდებულია რამდენიმე ცვლადზე.

1. რამდენი ადამიანი იყიდის? თუ საკმარისად არა მაშინ აღარ გააგრძელებენ.
2. რა ფასს დაუდებენ უცხოელი უფლებების მქონეები? აი მაგალითად "წიგნები ბათუმში" დაიწყო პოლონელი ავტორის ანდჟეი საპკოვსკის "ვეძმინის" თარგმნა პირველი 3 წიგნი თარგმნეს მაგრამ IV წიგნზე ისეთი ფასი მოუხიეს რომ იძულებულები გახდნენ შეჩერებულიყვნენ. იყიდო უფლება ყველა წიგნზე ერთად ძალიან ძვირი ჯდება.

Posted by: ValenTine_Kelly 14 Feb 2018, 20:29
4L3X
ვიცი, როგორც ხდება და მხედვარ/ვიჩერის ამბებიც ვიცი. რიტორიკული შეკითხვა უფრო იყო ეგ smile.gif

Posted by: Joiner 15 Feb 2018, 12:54
user posted image
ჩვენ რეპროდუქციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვენი პირადი მსოფლხატის უდიდესი ნაწილი საკუთარი თვალით არასდროს გვინახავს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკუთარი თვალით კი გვინახავს, მაგრამ არა იქ, იმ ადგილას; ჩვენ ტელე-მაყურებლები, ტელე-მსმენელები, ტელე-მცოდნეები ვართ.''

მაქს ფრიშის „შტილერი'', ლიტერატურულ ოდისეაში!

მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
ყდის დიზაინერი: რუსლან ბერიძე
ყდის ილუსტრატორი: ნათია კვარაცხელია

Posted by: senpai 15 Feb 2018, 15:18
user posted image

love.gif

აუ როგორ მიხარია. ესეთი სიახლეები თვეში თითო უნდა იყოს ხოლმე მინიმუმ.

Posted by: Joiner 16 Feb 2018, 13:31
user posted image
ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი დაუსრულებლად დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს... ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს... ეს წარმტაცი, ემოციური, ირონიით აღსავსე ტექსტი დიდი პორტუგალიელი მწერლის ლიტერატურული მოღვაწეობის ღირსეული, ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია.

მალე „ლიტერატურულ ოდისეაში'' ჟოზე სარამაგუს „კაენიც'' გამოჩნდება.

Posted by: 4L3X 16 Feb 2018, 13:56
სულაკაურმა ტყვიამფრქვევი ამოიღო jump.gif
აუ იტალო კალვინოც მალე დაანონსონ რა user.gif

Posted by: merkantila 16 Feb 2018, 14:12
სულაკაურს ჩაკეტილი ყავდა მთარგმნელები ჰეჰე

Posted by: ValenTine_Kelly 17 Feb 2018, 15:40
არ ვიცი, ზუსტად როდის გამოიცა, ტრიასის ფეიჯზე ვიპოვე, ერთი თვის დადებულია და იყოს მაინც
კორეელი პოეტი იუნ დონგჯუ დაიბადა ბუკგან-დოში. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა იონჩონში(დღევანდელ იონსეს უნივერსიტეტში)კოლეჯში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ იუნ დონგჯუ გაემგზავრა იაპონიაში და მოეწყო ტოძისის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტზე. 1943 წლის ზაფხულში, იუნ დონგჯუ, ანტი იაპონური მოღვაწეობის გამო დააპატიმრეს. 1944 წლის ივნისში, მას მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა კუნძულ გიუსიუზე მდებარე ფუკუკოას ციხეში, სადაც გარდაიცვალა.
ლექსების კრებულის შეძენა შესაძლებელი ,,ბიბლუსი"-ს მაღაზიებში.

Posted by: ilikeit 18 Feb 2018, 22:20
სამეფო კარის თამაშების სერიას უსაზიზღრესი გაფორმება აქვს, არ ეკადრება
არადა არეტეს ძალიან მაგარი წიგნების სერია და რენდის გაფორმება კარგი აქვს, ამას რატო ჩაგრავენ :დ

Posted by: senpai 28 Feb 2018, 11:22
user posted image
დიდი ამერიკელი მწერლის პირველ რომანს – „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ შესანიშნავი მთარგმნელი ნინო ქაჯაია თარგმნის და „არტანუჯი“ მას მალე შემოგთავაზებთ.

ვნახოთ აბა როგორი იქნება. დიდი წიგნია და კარგი თარგმანი ჭირდება.

Posted by: GreenWestHam 28 Feb 2018, 19:17
მსოფლიო კლასიკის სერიის ახალ წიგნებს სულაკაური როდის უშვებს ხო არ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია მაგაზე?

რადეცკის მარშს აპირებენ ხო ეგენი?

Posted by: merkantila 28 Feb 2018, 22:59
user posted image

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზვიად რატიანის „ნეგატივი. 2009-1996“ თანამედროვე ქართულ პოეზიაში საეტაპო წიგნია. მალე (გამოსვლიდან თითქმის ათი წლის თავზე) „დიოგენე“ კრებულის ახალ გამოცემას შემოგთავაზებთ.

ესეც რატიანის რევანში.. <3

რატიანის მაგინებლებს მინდა მივულოცო მათი სულისშემძვრელი უიღბლობა, მინდა მივულოცო რომ ისინი ისტორიას უმნიშვნელო ატომებად ჩაბარდებიან, მათი საფლავები სტატისტიკას შეავსებენ მხოლოდ და მათი სახელები დავიწყებულ იქნება აწ და სამარადჟამოდ, უკუნითი უკუნისამდე. ალილუია, ალილუია, ალილუია..


Posted by: ValenTine_Kelly 1 Mar 2018, 11:31
ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი)
„სხვა იოსები“

ქეთევან დავრიშევი (დავრიშაშვილი) დაიბადა პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. მისი დიდი ბაბუა დედის მხრიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი ნოე ხომერიკი, მამის მხრიდან კი – სოციალ-ფედერალისტი და ცნობილი ავიატორი იოსებ დავრიშევი.

ქეთევან დავრიშევის ნაწარმოები „სხვა იოსები“ გამოქვეყნდა 2016 წელს. რომანმა „დე მაგოს“ (Deux Magots) პრემია დაიმსახურა. ავტორი წიგნის დასაწყისშივე გვიმხელს, რომ რომანის ინსპირაციის წყარო მისი დიდი ბაბუისა და იოსებ სტალინის საინტერესო და წინააღმდეგობრივი ურთიერთობაა. გორის პრეფექტის ვაჟი იოსებ დავრიშევი ქუჩის ბიჭების გარემოცვაში იზრდებოდა, რომლებსაც მასსავით უყვარდათ ბიბლიური ლეგენდები და კავკასიელი ყაჩაღები. ის პატარა სოსო ჯუღაშვილთან ერთად ოცნებობდა გმირობასა და დიდებაზე, თუმცა ეგზალტირებული, მებრძოლი და ქედმაღალი ამხანაგი აღიზიანებდა. მით უფრო, რომ სულ ხაზს უსვამდნენ მათ ფიზიკურ მსგავსებას. ჭორებიც დადიოდა პრეფექტ დავრიშევისა და სოსოს დედის ურთიერთობაზე.

რევოლუციური იდეებით მოფუთფუთე პარიზში სასწავლებლად წასული იოსები ტფილისში დაბრუნების შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდა, სოსო ჯუღაშვილს კი სხვა მიზნები ჰქონდა. მათ შორის უფსკრული გაღრმავდა, რასაც ძველმა მეტოქეობამაც შეუწყო ხელი...
---
ფრანგულიდან თარგმნა ცისანა ბიბილეიშვილმა. ✍

Posted by: seeman 1 Mar 2018, 19:22
მოკლედ ერთი ცოტა აბსტრაქტული კითხვა მაქვს

ადრე ალბათ წინა წელს დაიდო აქ ( რომელიღაც წინამორბედ თემაში) წიგნი არ მახსოვს ვისი გამოცემული იყო წესით დიოგენესი (თუმცა ამათ საიტზე ვერ ვიპოვე)

ბუნებრივი სახელიც არ მახსოვს თუმცა რაღაც იაპონიაზე ან აზიაზე იყო , ავტორი ევროპელოიდი იქნებოდა ან ამერიკელი (ნუ აზიელი არ იყო)

ხოდა ვინაა ავტორი ან წიგნი იქნებ ვინმე მიხვდეს

აქ იმიტომ ვკითხულობ რომ ძირითადად და მყარად ერთი და იგივე კონტიგენტის ხალხი მოძრაობთ და რომელიღაც თქვენთაგანს უნდა დაედო, ან გახარებოდა (იმიტომ რომ ვიღაცას მაგრად გაუხარდა ეგ ამბავი მახსოვს) ეგ წიგნი

დაახლოებით ამ ტიპის ყდა ქონდა (ანუ ყვითელ ფონზე ხეები ) თუ სწორად მახსოვს

Posted by: 4L3X 1 Mar 2018, 20:03
seeman
user posted image

არაფრის

Posted by: seeman 1 Mar 2018, 20:10
4L3X


up.gif up.gif up.gif up.gif

კარგი კაცი ხარ

Posted by: melodyman/ 1 Mar 2018, 20:30
ბიბლუსში ვაპირებდი მაგ წიგნის ყიდვას,ასე 1 წლის წინ
არც ავტორი მახსოვდა და არც წიგნის სახელი
ვუთხარი,რომ იაპონურ ფილოსოფიასა და კულტურაზე იყო
ნუ კონსულტანტმა ვერაფერი გაიხსენა.მასზე ზემდგომს კითხა და ისიც ვერაფერს იხსენებდა
ბოლოს რატომღაც ფროიდის რომელიღაც წიგნი მირჩიეს
გასახსენებელი კურიოზია

Posted by: 4L3X 2 Mar 2018, 13:17
გამომცემლობა "დიოგენე" Diogene Publishers
1 სთ ·
კიდევ ერთი ანონსი!

რომანი „ქვის ანგელოზი“ კანადური ლიტერატურის კლასიკოსის, მარგარეტ ლორენსის (1926-1987) ე. წ. „მენავაკის ციკლის“ პირველი და ყველაზე ცნობილი წიგნია. მენავაკა კანადის პროვინცია მანიტობაში მდებარე გამოგონილი პატარა ქალაქია. მას ხშირად ადარებენ ფოლკნერის იოკნაპატოფას, თავად ლორენსს კი „კანადელ ფოლკნერს“ უწოდებენ. „მენავაკის ციკლის“ წიგნები XX საუკუნის კანადური ლიტერატურის ერთგვარი ნიშანსვეტია.

„ქვის ანგელოზის“ მთხრობელი, ხანში შესული ჰეიგარი, თავისი რთული, დრამატული ცხოვრების ამბავს ჰყვება. მის მონათხრობში გარდასული ცხოვრების სურათებს აწმყო ენაცვლება ხოლმე, აწმყოში კი ჰეიგარს ერთადერთი რამ სურს - არ მოხვდეს მოხუცთა თავშესაფარში...

user posted image

Posted by: MITIATO 5 Mar 2018, 15:24
user posted image


გამომცემლობა ალეფი
ესპანურიდან თარგმნა: Keti Jishiashvili
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
ყდის დიზაინი: Nino Jijavadze

Posted by: seeman 7 Mar 2018, 23:13
melodyman/

QUOTE (melodyman/ @ 1 Mar 2018, 20:30 )
ბიბლუსში ვაპირებდი მაგ წიგნის ყიდვას,ასე 1 წლის წინ
არც ავტორი მახსოვდა და არც წიგნის სახელი
ვუთხარი,რომ იაპონურ ფილოსოფიასა და კულტურაზე იყო
ნუ კონსულტანტმა ვერაფერი გაიხსენა.მასზე ზემდგომს კითხა და ისიც ვერაფერს იხსენებდა
ბოლოს რატომღაც ფროიდის რომელიღაც წიგნი მირჩიეს
გასახსენებელი კურიოზია

წაიკითხე ? მოგეწონა ?

ახალი დაწყებული მაქვს და უკვე დავიტანჯე . ზოგი ნაწილი კარგად იკითხება ნაწილი სადღაც მიდის (თარგმანს ვაბრალებ შეიძლება ვცდები) ფრაზებს (აბზაცებს ) შორის კავშირს ან უფრო თანმიმდევრულობას ვერ ვპოულობ

თარგმანია ბლიად თუ ჩემშია პრობლემა ჯერ ვერ გავიგე ცოტასაც ვცდი

Posted by: melodyman/ 7 Mar 2018, 23:24
seeman

არ წამიკითხავს.რამოდენიმე მაღაზიაში ვიკითხე და არსად ქონდათ
ინტერნეტში რაც ვნახე შთაბეჭდილებები მახსოვს,რომ ძაან აქებდნენ - ცხოვრება შეცვალაო და ამდენი ცოდნა არცერთი წიგნისგან მიმიღიაო და ასეთები
მეც მაშინ ძენ ბუდიზმი მაინტერესებდასავით და ვკითხულობდი რაც შემხვდებოდა,მეთქი ამასაც მივაყოლებ,მაგრამ მერე დავიკიდე

Posted by: MITIATO 8 Mar 2018, 17:49
user posted image


ალბათ, გსმენიათ ჩარლზ მენსონის - მეოცე საუკუნის ყველაზე დაუნდობელი სერიული მკვლელისა და „მენსონის ოჯახის“ შესახებ, თუმცა, ჩვენს სამყაროში გაფანტული სხვა ათასობით ისტორიის არ იყოს, „მენსონის ოჯახშიც“ იყვნენ ისინი, ვისი ხმაც დაიკარგა.

⭕ დებიუტანტი ამერიკელი მწერალი, ემა კლაინი იმ გოგონების ხმებს დაეძებს, რომლებიც „მენსონის ოჯახს“ უერთდებოდნენ, თუმცა მათი მოტივების, სურვილებისა და შიშების შესახებ არაფერი ვიცით. პირველ პირში მოთხრობილი ამბავი, რომელიც 14 წლის გოგოს თვალით აფასებს გაზრდას, როგორც გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების უწყვეტ სინთეზს, იმაზე მეტია, ვიდრე ტიპური რომანი ძლიერ ქალებზე. „გოგონები“ იმას გვიყვება, თუ რა გზას გადიან გოგონები მანამ, სანამ გაიზრდებიან, სწორ არჩევანს გააკეთებენ და გზად ბევრ შეცდომასაც დაუშვებენ.

✨ „გოგონებს არსებობისათვის საოცრად მცირე სივრცეს ვაძლევთ, ისინი იმსახურებენ წიგნებს, რომლებიც მთლიანად ასახავენ მათ ადამიანურ მხარეს„ - წერს კლაინი და ცდილობს ნათლად დაგვანახოს საკუთარი თავისა და სიახლეების ძიებაში გაფანტული ახალგაზრდა ქალის სახე, რომელიც თავისუფლებისა და ბოჰემური ცხოვრების ხიბლითაა შეპყრობილი და თავადაც ვერ აცნობიერებს, თუ როგორ უახლოვდება უკიდურესი ძალადობის საზღვრებს.

⭕ ავტორის უნარი, დაუბრუნდეს წარსულს და შეაფასოს მოვლენები განსხვავებული პერსპექტივებიდან, საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სამყაროსთან დაპირისპირებული, მაძიებელი ქალების ფსიქოლოგიური პორტრეტები, რომლებიც 60-იანი წლების ამერიკაში ცდილობენ თავის დამკვიდრებას.


Posted by: Metal_Head 9 Mar 2018, 00:47
QUOTE
ქსოვილი საქართველოდან

ეს წიგნი გამოვიდაო და გაყიდვაში არ არის?

https://www.facebook.com/events/119747575373875/

merkantila
QUOTE
Metal_Head

ეს წიგნი ხელოვნების მუზეუმში იყიდება და 100 ლარი ღირს...


ხელოვნების მუზეუმის საიტზე რატომ არ დევს , თუ მე ვერ ვიპოვე ?
გუდიაშვილსა და პუშკინს შორისაა ხომ მუზეუმი?

Posted by: MITIATO 9 Mar 2018, 12:01
user posted image


მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ივან ტურგენევი (1818-1883) რუსული ლიტერატურის "ოქროს საუკუნის" წარმომადგენელია. მას უწოდებდნენ "ყველაზე დახვეწილ პოეტს, რომელსაც ოდესმე პროზაული ნაწარმოები დაუწერია".

ალბათ სწორედ ამიტომ მოთხრობები – "პირველი სიყვარული" და "გაზაფხულის მღელვარე ნაკადები", უპირველეს ყოვლისა, არა ეპიზოდების, არამედ პერსონაჟთა ემოციების თანამიმდევრობაა, და ყურადღებას მუსიკალურობით იპყრობს.

Posted by: John-obi 9 Mar 2018, 12:40
QUOTE (MITIATO @ 9 Mar 2018, 12:01 )
user posted image


მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ივან ტურგენევი (1818-1883) რუსული ლიტერატურის "ოქროს საუკუნის" წარმომადგენელია. მას უწოდებდნენ "ყველაზე დახვეწილ პოეტს, რომელსაც ოდესმე პროზაული ნაწარმოები დაუწერია".

ალბათ სწორედ ამიტომ მოთხრობები – "პირველი სიყვარული" და "გაზაფხულის მღელვარე ნაკადები", უპირველეს ყოვლისა, არა ეპიზოდების, არამედ პერსონაჟთა ემოციების თანამიმდევრობაა, და ყურადღებას მუსიკალურობით იპყრობს.

კაი ხნის გამოსულია ეს, სიახლის გამო არ დაუდიათ სულაკაურის ფეიჯზე.

Posted by: Joiner 29 Mar 2018, 13:07
user posted image

Don'T Panic! ჰიჩჰაიკერის მეორე ნაწილი „რესტორანი სამყაროს დასალიერში'' წამოვიდა და ვიმედოვნებთ, წარმატებით დაეშვება ჩვენს მიზაწე.

დაგლას ადამსის „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში'' ელონ მასკის საყვარელი წიგნია.
„თუ შეძლებ შეკითხვის სწორად დასმას, პასუხი მარტივია. სწორედ ეს არის წიგნში მნიშვნელოვანი - ხშირ შემთხვევაში შეკითხვა უფრო რთული დასასმელია, ვიდრე პასუხი.''

ჰიჩჰაიკერების თავგადასავალი უსასრულო, უცნაური არსებებითა და ამოუხსნელი მოვლენებით სავსე სამყაროში კვლავ გრძელდება. გალაქტიკის ექსტრაორდინალურ პრეზიდენტსა და მის უჩვეულო ამალას, რომელთა შორის ორი განადგურებული დედამიწის მკვიდრია, ერთი ბეთელჰეიზელი, ერთიც – დეპრესიული ანდროიდი, ამჯერად რესტორნისკენ აუღიათ გეზი. რესტორანი კი ყველაზე გასაოცარი ადგილია, რადგან ის სამყაროს დასალიერში მდებარეობს – იქ, სადაც დროის კანონები ირღვევა, ერთმანეთში ირევა წარსული და მომავალი...

იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკის მეორე წიგნში კაცობრიობა, რომელმაც უკვე შეიტყო სიცოცხლის, სამყაროსა და ყველაფრის პასუხი, ამჯერად ცდილობს დაადგინოს, რომელია ამ პასუხის შესაბამისი კითხვა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მთავარი მაინც ერთი გემრიელი ვახშამია, რომლისთვისაც ჰიჩჰაიკერი სამყაროს დასალიერში წასვლასაც კი არ დაიზარებს.

Posted by: ValenTine_Kelly 30 Mar 2018, 16:59
კაი დიდი შეცდომა დავუშვი, ჰიჩჰაიკერი რომ ქართულად წავიკითხე biggrin.gif

თარგმანს არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ, არაა ადამსის წიგნები ქართულად საკითხავი.

Posted by: monogamist 30 Mar 2018, 18:44
ValenTine_Kelly
სრული ნაგავის შთაბეჭდილება დამიტოვა
ვითომ მარტო ქართულობის ბრალია?
არამგონია

Posted by: Joiner 30 Mar 2018, 20:02
user posted image


მაისის წიგნის ფესტივალისთვის მზადება საბოლოო ეტაპზეა! პირველი წიგნი, რომლის გამოცემასაც დაგიანონსებთ, რიჩარდ კ. მორგანის ჟანრული მასტერკლასია - Altered Carbon. ნეონუარისა და კიბერპანკის საუკეთესო ტრადიციებში დაწერილ ამ სადებიუტო ნამუშევარს 2003 წელს ფილიპ კ. დიკის სახელობის ჯილდო საუკეთესო რომანის ნომინაციაში გადასცეს, მიმდინარე წელს კი მის მიხედვით "ნეტფლიქსმა" გახმაურებული სატელევიზიო შოუ შექმნა.

25-ე საუკუნე. კაცობრიობის მთავარი მტერი, სიკვდილი, დაძლეულია. ადამიანთა გონებას პორტატიულ მოწყობილობაზე ინახავენ, ფიზიკური გარსის განადგურების შემთხვევაში კი მისი ჩამოტვირთვა ახალ სხეულშია შესაძლებელი. უკვდავების მიღწევას უტოპიამდე არ მივუყვანივართ, ძალაუფლებისთვის ბრძოლის მუდმივი ციკლი უწყვეტი რჩება. სიცოცხლის გახანგრძლივებამ მისი გაუფასურებაც გამოიწვია, პროდუქტის ულევ რაოდენობას ახლა უკვე ადამიანის სხეულიც მიემატა. კანონი ასეთია: დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი სხეულით სარგებლობის უფლებას კარგავთ, ახალი პატრონი კი ის არის, ვისაც თქვენზე მეტის გადახდა შეუძლია.

მთავარი გმირი საუკუნოვანი „ძილის" შემდეგ ახალ დროსა და სხეულში იღვიძებს. ის იმდენადვეა ამოვარდნილი დროიდან და კულტურული მოცემულობიდან, როგორც მკითხველი, რომელიც ამ საოცარ და სრულიად ახალ სამყაროს ეცნობა. მასთან ერთად, ჩვენც მოგვიწევს იმ მკვლელობის საუდუმლოს ამოხსნა, რომელის გამოც „გაგვაღვიძეს“ და რომლის ცენტრშიც უკვე კლასიკად ქცეული ნეონუარის გული იმალება.

Posted by: dionise12 30 Mar 2018, 20:25
Joiner
sa.gif,. სერიალიც გამოვიდა, პირველი სეზონია ჯერ

Posted by: John-obi 2 Apr 2018, 20:04
ვა, ჰაინლაინი.

jump.gif

------------------

Posted by: 4L3X 2 Apr 2018, 20:10
დიდხანს ველოდი რომ ბათუმელები ამას იზავდნენ. რობერტ ჰაინლაინის Stranger in the Strange Land-ს თარგმნიან!

რობერტ ჰაინლაინის შემოქმედება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ქვაკუთხედად მიიჩნევა. აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად მან ამ ჟანრის ერთგვარი ლიტერატურული სტანდარტი შექმნა და საყოველთაო პოპულარობაც მოუტანა. Stranger in a Strange Land არა მხოლოდ მისი ყველაზე ცნობილი, კონტროვერსიული და ენობრივად დახვეწილი რომანია, არამედ პირველი წიგნია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელმაც “ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერთა სიაში დაიმკვიდრა ადგილი. ფრენკ ჰერბერტის „დიუნთან“ ერთად, Stranger in a Strange Land სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე გავლენიან წიგნადაა მიჩნეული.

ჰაინლაინის მაგნუმ ოპუსი იმ იშვიათ ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომლებიც, არათუ საკუთარი ეპოქის გამოძახილია, არამედ თანამდევი გავლენით საზოგადოების განვითარების მიმართულებასაც განსაზღვრავენ. წიგნში წარმოჩენილმა იდეებმა რელიგიის, ქონების, მონოგამიისა და სიკვდილის შესახებ დიდი გამოძახილი ჰპოვეს გასული საუკუნის კონტრკულტურულ ოაზისში - ჰიპურ მოძრაობაში. მისი გავლენა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ წიგნში აღწერილმა გამოგონილმა რელიგიამ ჩვენს სამყაროშიც გადმოინაცვლა და დღემდე Сhurch of All Worlds-ის სახელით არსებობს. ამ მიღწევათა გათვალისწინებით აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ Stranger in a Strange Land იმ წიგნების ასეულში შეიყვანა, რომლებმაც ამერიკა ჩამოაყალიბეს (Books that shaped America), 1962 წელს კი რობერტ ჰაინლაინი საუკეთესო რომანის ავტორობის გამო პრემია „ჰუგოთი“ დააჯილდოეს.

ვალენტაინ მაიკლ სმიტი, პირველი ადამიანია, რომელმაც არა მხოლოდ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მარსზე, არამედ ამ პლანეტის მკვიდრთაც აღზრდეს. მკითხველისთვის იგი იდეალური ინსტრუმენტია, რათა ახალი კუთხით დაინახონ ის ინსტიტუციები და სოციალური ნორმები, რომელთა ფესვებიც დედამიწურ საზოგადოებაშია ჩაკირული. სმიტი მგლების მიერ აღზრდილი მაუგლის მსგავსად უბრუნდება ადამიანთა მოდგმას, თუმცა, მისგან განსხვავებით, უცხოპლანეტურმა აღზრდამ იგი დედამიწელთა უმეტესობაზე უფრო ჰუმანური და პროგრესული გახადა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ზებუნებრივ უნარებზე. როგორ მიიღებს დედამიწა უძღებ შვილს და როგორ გავლენას იქონიებს მისი იდეები კაცობრიობის განვითარებაზე - ამის შესახებ მკითხველი უკვე მაისის წიგნის ფესტივალზე შეიტყობს.

user posted image

Posted by: Joiner 4 Apr 2018, 20:39
user posted image

მალე ბიბლუსის დახლებზე
პირველად, ქართულ ენაზე - რობერტ ლუის სტივენსონის "
დოქტორი ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური" ამბავი გამოჩნდება!

Posted by: 4L3X 4 Apr 2018, 20:40
ყველას წარმოგვიდგენია, როგორი უნდა იყოს იდეალური მშობელი: განათლებული, მზრუნველი, დამცველი და გულწრფელი სიყვარულის წყარო. ჟანეტ უალსის მემუარებში - „შუშის სასახლე“ - კი ყველაფერი პირიქითაა. მამა ლოთია, რომელსაც მუდამ მევახშეები დასდევენ, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევს სახლიდან გაქცევა და ახალი საცხოვრებლის ძიება. დედა საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი, არშემდგარი მხატვარია, რომელიც პრინციპულად უარს ამბობს თავისი მოვალეობების შესრულებაზე და ბავშვების თავისუფლად გაშვებასა და უპატრონოდ დატოვებას შორის სხვაობას ვერ ხედავს. მშობლების ასეთი საქციელის შედეგად, შვილებს შიმშილის, ძალადობის, ჩაგვრისა და მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

„შუშის სასახლე“ არ არის ზღაპარი ბოროტი დედინაცვლის შესახებ, რომელსაც თავისი გერის სიკვდილი უნდა. აქ პერსონაჟები ნამდვილი ადამიანები არიან. მშობლები, რომლებმაც რეალობას თვალი ვერ გაუსწორეს და ბავშვებს ღირსეული ცხოვრება ვერ შეუქმნეს, და შვილები, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს, რათა ამ სამყაროში თავი დაემკვიდრებინათ.

წიგნში აღწერილი ამბები ზოგჯერ იმდენად დაუჯერებელი და მტკივნეულია, რომ მკითხველს ურჩევნია, მათი სიყალბე დააჯეროს საკუთარ თავს. მიუხედავად ყველაფრისა, მწერალი მშობლებს არ განსჯის, პირიქით, მის სიტყვებში იკითხება მელანქოლია დაკარგულ ბავშვობაზე, გულწრფელი სიყვარული და სურვილი, საუკეთესო დაინახოს ყველა ადამიანში.

„შუშის სასახლე“ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერთა სიაშია უკვე მერვე წელია. მემუარები 22 ენაზე ითარგმნა და უამრავი პრიზი მიიღო, მათ შორის, ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციისგან. 2017 წელს კი ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც თამაშობენ ვუდი ჰარელსონი, ნაომი უატსი და ბრი ლარსონი.

წიგნის ქართულ ენაზე შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

user posted image

Posted by: Eeescadaaa 5 Apr 2018, 02:15

კარგ რაღაცეებს რომ პალიტრა თარგმნის გული მიკვდება ხოლმე

Posted by: 4L3X 5 Apr 2018, 14:03
"მსოფლიო კლასიკის" სერიას კიდევ ერთი რომანი შემოუერთდა !

"ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა უცნაურ ზემოქმედების ძალას _ აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში. ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ."

"ორლანდო" სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად...

ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და იგი დღესაც მუდმივი მჯელობის და კვლევის საგანია.

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

user posted image

Posted by: ValenTine_Kelly 6 Apr 2018, 10:50
QUOTE
კარგ რაღაცეებს რომ პალიტრა თარგმნის გული მიკვდება ხოლმე

+1

Posted by: 4L3X 6 Apr 2018, 23:40
ლიზა ჯენოვას, ბესტსელერი რომანის, „ჯერ კიდევ ელისის“ ავტორის შემდეგი წიგნი "სიყვარულით, ენტონი" არის ისტორია დანაკარგზე, უპირობო სიყვარულისა და ცხოვრების გაგრძელების აუცილებლობაზე.

რომანი ორი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ბედისწერა ტრაგედიებმა გადააჯაჭვა ერთმანეთს. ბეთ ელისი, რომელსაც 8 წლის აუტისტი შვილი, ენტონი დაიღუპა და ოლივია დონატელი, რომლის 14-წლიანი ოჯახური ცხოვრება ქმრის ღალატმა გაანადგურა. ორივე ცხოვრების გადააზრებას და ემოციური ჭრილობის მოშუშებას ცდილობს, მათი გზები კი ნანტაკეტში, ზღვის პირას, ცხოვრების გარდამტეხ მომენტში გადაიკვეთება.

ლიზა ჯენოვა თავის პერსონაჟება და მკითხველს უნივერსალურ კითხვას უსვამს: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი სხვებისთვის საჭიროდ ვიგრძნოთ, მივაღწიოთ ბედნიერებას, ვგრძნობდეთ თავს უსაფრთხოდ და ვიცოდეთ, რომ სხვებს ვუყვარვართ?

ამ კითხვაზე პასუხი ენტონიში იმალება. ბიჭში, რომელსაც არ უყვარდა, როდესაც მას ეხებოდნენ, ადამიანებს თვალებში ვერ უყურებდა და სათქმელს სიტყვებით ვერ გამოხატავდა. თავისი მეცნიერული გონებით და ადამიანური გულით, ჯენოვა აღგვიწერს, თუ როგორ აღიქვამდა ენტონი მისთვის ესოდენ უცხო სამყაროს და მიუხედავად თავისი განსხვავებულობისა, რამდენი საერთო ჰქონდა სხვა ადამიანებთან.

"სიყვარულით, ენტონის" ქართულ ენაზე შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

user posted image

Posted by: _Pablo_ 7 Apr 2018, 00:36
QUOTE
ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა უცნაურ ზემოქმედების ძალას _ აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში. ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ."

ასეთი რთული და გაუკუღმართებული ტექსტით რატომ უნდა გადმოსცე ასეთი მარტივი აზრი?
ნეტა ორგინალში როგორ არის? მთარგმნელს დავაბრალო ვითომ?

Posted by: 4L3X 10 Apr 2018, 20:38
გარანსი, სიმონი, ვანსანი და ლოლა - ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და-ძმა ერთ მშვენიერ დღეს დაუგეგმავად გადაწყვეტს, ყველაფერს გაექცეს. ნათესავის ქორწილიდან ისინი გარბიან შორს ყოფითი პრობლემებისგან, განქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების კრიზისებისგან, ფინანსური სიძნელეებისა და მარტოობისგან და ბავშვობის უკანასკნელ, ულამაზეს დღეს იწყობენ. ეს სწორედ ის დღეა, რომელიც თითოეულის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის: შორიდან საკუთარ ყოფას სულ სხვანაირად დაინახავენ, ერთად ყოფნა კი ოთხივეს ეხმარება თავების შეცნობაში. ლამაზად გაქცევის წყალობით უამრავ კითხვას უჩნდება პასუხი. ეს დღე მათ მთავარის აღმოჩენაში ეხმარება - რაც არ უნდა მოხდეს, რა შორსაც არ უნდა დასახლდნენ ერთმანეთისგან, ვისთან ყოფნაც არ უნდა აირჩიონ, მათ ერთმანეთი ჰყავთ და ამას ვერაფერი შეცვლის.

ანა გავალდას რომანის L'echappee belle ქართულ ენაზე შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალი იქნება შესაძლებელი.

user posted image

Posted by: 4L3X 12 Apr 2018, 20:31
ღამის ცირკი წარმოდგენებს გაუფრთხილებლად მართავს. მისი განრიგი არავინ იცის. ის უბრალოდ იქ ჩნდება, სადაც წინა დღეს არაფერი იყო. ცირკის შავ-თეთრი კარვების მიღმა მაგიური სანახაობა იმალება, რომელიც იღბლიან სტუმარს ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრდება. ცირკი შუაღამისას იხსნება და განთიადის დადგომასთან ერთად უჩინარდება, რათა მეცხრამეტე საუკუნის მონოტონური ცხოვრება, ეგზოტიკური ფერებითა და თვალწარმტაცი ილუზიებით, ახლა უკვე სამყაროს სხვა ნაწილში გაახალისოს.

თუმცა ამ ღამეული წარმოდგენების უკან ბევრად მისტიკური და საშიში მიზეზები იმალება, ვიდრე ხალხის გართობის სურვილია. ღამის ცირკში ორ ჯადოქარს შორის მიმდინარე საუკუნოვანი ორთაბრძოლის კულმინაცია უნდა გაიმართოს, რომლებიც ერთმანეთს თავიანთი მოსწავლეების მეშვეობით დაუპირისპირდებიან. სელიასა და მარკოს ბედისწერა წინასწარაა განსაზღვრული - ორიდან ერთი უნდა მოკვდეს. მხოლოდ ასე დასრულდება ჯადოქრების პაექრობა და მხოლოდ ასე დაუმტკიცებს ერთი მეორეს თავის სიმართლეს.

ერინ მორგენშტერნის სადებიუტო რომანი Nigh Circus ნიუ იორკ ტაიმსის ბესტსელერია. 2012 წელს ავტორმა ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციის ჯილდო მიიღო. ამავე წელს მას საუკეთესო სადებიუტო რომანისთვის ლოკუსის პრემია გადაეცა.

წიგნის ქართულ ენაზე შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

user posted image

Posted by: 4L3X 17 Apr 2018, 20:46
ზეფირი, ალაბამა მაგიური ადგილია. აქ შეძენილ მეგობრებს ცხოვრების ბოლომდე არ დაივიწყებ, აქაური მდინარე უამრავ საიდუმლოს მალავს, ტყეში გადაშენებული არსებები ხეტიალობენ, ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა კი მაიმუნია, სახელად ლუციფერი. ფანტასტიკური და უცნაური ამბების ეს არასრული სია წარმოდგენას შეგიქმნით იმ ჯადოსნურ ბავშვობაზე, რომელიც წიგნის მთავარმა პერსონაჟმა, კორი მაკენონმა, 60-იანი წლების ამერიკის სამხრეთში გაატარა.

კორისა და მამამისის იდილიური სამყარო მას შემდეგ დგება თავდაყირა, რაც ისინი წამებით მოკლული ადამიანის ცხედარს აღმოაჩენენ. სიკვდილთან საზარელი შეჯახება კორის მამას გონებას აურევს, რის შემდეგაც მას უცნაური ხილვები დაეწყება. საიდუმლო მკვლელის ძიებაში კორი ქალაქის ისტორიის ბნელ მხარეს უნდა დაუპირისპირდეს, ამ პროცესში კი საკუთარი თავი აღმოაჩინოს და ბიჭიდან კაცად გარდაიქმნას.

„Boys Life“ არის ისტორია ამერიკულ სამხრეთზე, რასიზმზე, ტრადიციებზე, ბავშვობაზე, უმანკოებაზე, ცრურწმენებსა და რეალობაზე. კრიტიკოსების აზრით, ჰარპერ ლის შემდეგ ამერიკული სამხრეთის ასეთი ავთენტური სახე ლიტერატურაში არავის შეუქმნია.

1991 წელს წიგნის ავტორმა, კორი მაკამონმა ბრემ სტოკერის ჯილდო მიიღო საუკეთესო რომანისთვის. 1992 წელს კი World Fantasy Award გამარჯვებული გახდა იგივე კატეგორიაში.

წიგნის ქართულ ენაზე შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

user posted image

Posted by: MITIATO 18 Apr 2018, 10:08
user posted image

"...და როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდათ, ხომალდში ჩასხდნენ და სხვა პლანეტისკენ აიღეს გეზი...
შორეული მომავლის სურათი საკმაოდ შთამბეჭდავია - გალაქტიკაში დიდი ცვლილებებია. მთავრობები ემხობა, ახალი მმართველები მოდიან. მთავარი საფრთხე, კოსმოსს რომ ემუქრება, ზეინტელექტია - ძალა, რომელიც წარსულში განადგურდა, მაგრამ გადარჩა მისი ასლი და ახლა, განახლებული, ისევ ბობოქრობს. სწორედ ამიტომ ადამიანთა ჯგუფი გადაწყვეტს, თავს გაქცევით უშველოს. ექსტრემალური დაშვება ხორციელდება ძაღლისებური არსებებით დასახლებულ პლანეტაზე. ეს არსებები ელემენტებისგან შედგებიან და გონიერნი არიან, მაგრამ მათი გონი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ყველა ელემენტი ერთადაა და ხროვაში ერთიანდება.
• ახალ პლანეტაზე მოსული ადამიანები - დედა, მამა და ორი შვილი - დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებიან. მაგრამ დარჩათ კი გასაქცევი? არსებობს კი ადგილი გალაქტიკაში, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს?"

მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
გვერდები: 776
ყდა: მაგარი
ფასი: 26,95 ლ

Posted by: senpai 18 Apr 2018, 18:23
ახალ წიგნზე უკეთესი ინფო გავრცელდა ცოტახნის წინ bis.gif

საქართველოს მიშელ უელბეკი და ერლენდ ლუ ეწვევიან

მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს თავის ფრანგ გამომცემელთან ერთად ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში ის ერთ დიდ შეხვედრას გამართავს მკითხველთან რუსთაველის თეატრში, მეორე შეხვედრაზე კი არჩილ ქიქოძესთან, მედეა მეტრეველსა და იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის როლზე, გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

http://liberali.ge/news/view/35890/maissa-da-ivnisshi-saqartvelos-mishel-uelbeki-da--erlend-lu-etsvevian


Posted by: 4L3X 18 Apr 2018, 20:40
ჯო აბერკრომბის "პირველი კანონის" ტრილოგიის მესამე წიგნის შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

ისტორია დასასრულს უახლოვდება. ლოგენს კიდევ შემორჩა ძალა უკანასკნელი ბრძოლისთვის. ჩრდილოეთი ომის ალშია გახვეული. ცხრათითას სამშობლო უხმობს, სადაც ის თავის ძველ მეგობარსა და მთავარ მტერს უნდა დაუპირისპირდეს.

ინკვიზიტორ გლოკტას ბრძოლა სხვა ფრონტზე აქვს გაჩაღებული. ბრძოლა, სადაც დაცული არავინაა და ნდობას არავინ იმსახურებს. მისი ფარიკაობის დღეები წარსულს ჩაჰბარდა. მისთვის, საბედნიეროდ, შანტაჟი, მუქარა და წამება არანაკლებ ეფექტური იარაღია.

ჯეზალ დან ლუთარმა სამხედრო ცხოვრებასა და დიდების მოპოვების მცდელობას საყვარელ ქალთან ცხოვრება არჩია. თუმცა პირად ცხოვრებაშიც არანაკლები რისკია, დიდების ძახილი კი ზურგიდან მაშინ მოგეპარება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი.

სანამ კავშირის მეფეთ-მეფე მომაკვდავი იმყოფება, გლეხები აჯანყებებს აწყობენ, დიდგვაროვნები კი მისი ადგილის დაკავებისთვის იბრძვიან. ომის აჩრდილი კავშირის შუაგულში გამოჩნდა. უპირველესი მაგებს შორის, როგორც ყოველთვის, სამყაროს გადარჩენას გეგმავს, მაგრამ რისკი დიდია. იმაზე საშინელი რისკი კი არ არსებობს, ვიდრე პირველი კანონის დარღვევაა.

user posted image

Posted by: Joiner 19 Apr 2018, 16:12
user posted image
უილიამ ფოლკნერის რომანი „ველური პალმები“ იმ სიყვარულის ამბავია, რომლის გადასარჩენადაც გმირები დამყაყებული ყოფიდან თავის დაღწევას ლამობენ. თუმცა, ბედისწერას ვერც ისინი გაურბიან – ამავე წიგნის ორი სხვა პერსონაჟის მსგავსად, რომელთაც ერთმანეთთან ერთი საგანგებო გარემოება დროებით აკავშირებს...

ამ ორი წყვილის თავგადასავალი პარალელურად ვითარდება, რაღაცით ჰგავს ერთიმეორეს და თან სრულიად განსხვავდება კიდეც. და მაინც, ორივე შემთხვევაში იკვეთება დანაშაულისა და სასჯელის თემა. რის იმედადღა შეიძლება იყოს გარდაუვალთან პირისპირ დარჩენილი ადამიანი? ისევ და ისევ – გაძლების, სულის სიმტკიცის შენარჩუნების, როგორც ეს საერთოდ სჩვევიათ ხოლმე ფოლკნერის გმირებს...

ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ.

მალე – წიგნის მაღაზიებში!

Posted by: John-obi 19 Apr 2018, 19:31
ყდის დიზაინებს რატომ აღარ დებს ბათუმი?

Posted by: dionise12 19 Apr 2018, 20:04
John-obi
როგორც ვიცი ჯერ არ აქვთ დასრულებული, ფესტივალამდე დადებენ.

Posted by: 4L3X 20 Apr 2018, 14:26
„მსოფლიო კლასიკას“ სულ მალე „ძმები კარამაზოვები“ შემოუერთდება!

„მე მგონი, ახლა იმოდენა ძალა მაქვს, ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდ ჩემ თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში – ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული – მაგრამ ვარსებობ! გოდოლში ვზივარ, მაგრამ ვარსებობ, მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ხომ ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის – ეს მთელი სიცოცხლეა.“

ესაა წიგნი სამი ძმის, სამი კარამაზოვის შესახებ, თუმცა, მათი ცხოვრების მიღმა სხვების უამრავ ცხოვრებისეულ კითხვაზეც იმალება პასუხი.

მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
რედაქტორი: ნათია ნაფოტვარიძე
ყდის დიზაინერი: თამაზ ვარვარიძე
დიზაინერი: ია მახათაძე
ტექნიკური დიზაინერი თინათინ ბერბერაშვილი

user posted image

Posted by: 4L3X 21 Apr 2018, 15:55
აი ამ წიგნს დიდი ხანია ველი!!!

იტალო კალვინოს "თუ ზამთრის ღამით მოგზაური" "ლიტერატურული ოდისეის" სერიას ძალიან მალე შემოუერთდება!

პოსტმოდერნული რომანი. ჰიპერრომანი. მეტარომანი. ათასნაირად მოინათლა კალვინოს ეს წიგნი გამოსვლისთანავე. მკითხველი მინიშნებას, დახმარებას, ინტერპრეტაციის გასაღებს, მწერლის განზრახვას ეძებს ამ წიგნში, გზას, რომელსაც დაადგება, ამბავს, რომელსაც დაამთავრებს. ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უცნაურ ენობრივ და სტილისტიკურ თამაშს, გამოაღწიოს დაწყებული, ერთმანეთში გადამავალი და უკვალოდ გამქრალი ამბების ხლართიდან, არ შეეგუოს აზრს, რომ მის ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება არ უწერია. და ბოლოს, როცა წიგნს ხურავს, ხვდება, რომ იმ გზის გასავლელად, იმ წრედის შესაკრავად სულაც არ ყოფილა აუცილებელი ამბის დასრულება. მეტიც: ისიც კი არ ყოფილა აუცილებელი, ამბავს დასასრული ჰქონოდა.

მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე
რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი
დიზაინერი და ყდის ილუსტრატორი: ნათია კვარაცხელია
ტექნიკური დიზაინერი: გიორგი ლომსაძე

user posted image

Posted by: John-obi 23 Apr 2018, 20:05
მაისში, წიგნის ფესტივალზე, ჩვენს დახლთან უამრავ ახალ წიგნს იხილავთ. მათ შორის სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო ურსულა ლე გუინის The Dispossessed იქნება.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ანარქისტები მშობლიურ პლანეტა ურრასიდან წავიდნენ და მის უკაცრიელ მთვარეზე, ანარრესზე, დასახლდნენ უკეთესი საზოგადოების შექმნის მიზნით. მათი ახალი ცხოვრება მძიმეა და უამრავი გამოწვევით არის სავსე. ურრასისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ ცხოვრების ყველა სიამით ტკბობა, აქ საკუთრებას უარყოფენ და თანასწორობისკენ მიისწრაფვიან. თუმცა ბიუროკრატიამ და ინდივიდუალიზმზე უარის თქმამ სისტემაში უამრავი ნაკლი და სტაგნაცია გამოიწვია.

ფიზიკოსი შევეკი ანარრესზე ცხოვრობს. მას თავისი რევოლუციური გამოგონების სრულყოფა უნდა, მაგრამ ანარრესელები მხარს არ უბამენ. გადაწყვეტს, ურრასზე გაემგზავროს. შევეკის მოგზაურობის დროს მძაფრად ჩანს ამ ორ პლანეტას შორის არსებული სხვაობა, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ნათელი ხდება, რომ უნდობლობითა და ერთმანეთის შიშით გაყოფილი სამყაროებიდან არცერთი არაა სრულყოფილი და მათ შორის ბარიერების დამსხვრევა შევეკის მიზანი ხდება.

ნებულას, ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოს მფლობელი ურსულა ლე გუინის The Dispossessed-ი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და გავლენიანი რომანია. თემატური სიმდიდრე, რომელიც ავტორის შემოქმედებას ახასიათებს, ამ ნაწარმოებში პიკს აღწევს. ანარქიზმი, რევოლუციური პროცესები, კაპიტალიზმი, ფემინიზმი, ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ლე გუინი თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მოქმედება შორეულ მომავალში, სხვა მზის სისტემაში ვითარდება, ის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

ურსულა ლე გუინისთვის სამეცნიერო ფანტასტიკა ყოველთვის წარმოადგენდა ერთგვარ ლაბორატორიას, სადაც ის კაცობრიობაზე ექსპერიმენტებს ატარებდა და შედეგებს მხატვრული ლიტერატურის ფორმით აწვდიდა მკითხველს. ამ შემთხვევაშიც ასეა, მკითხველს არა მხოლოდ შორეულ მომავალში მოგზაურობის საშუალება ეძლევა, არამედ იმის ნახვის ფუფუნებაც, თუ როგორი იქნებოდა ანარქისტული იდეოლოგიით შექმნილი საზოგადოება.
user posted image

Posted by: Joiner 23 Apr 2018, 20:12
QUOTE (John-obi @ 23 Apr 2018, 20:05 )
მაისში, წიგნის ფესტივალზე, ჩვენს დახლთან უამრავ ახალ წიგნს იხილავთ. მათ შორის სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო ურსულა ლე გუინის The Dispossessed იქნება.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ანარქისტები მშობლიურ პლანეტა ურრასიდან წავიდნენ და მის უკაცრიელ მთვარეზე, ანარრესზე, დასახლდნენ უკეთესი საზოგადოების შექმნის მიზნით. მათი ახალი ცხოვრება მძიმეა და უამრავი გამოწვევით არის სავსე. ურრასისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ ცხოვრების ყველა სიამით ტკბობა, აქ საკუთრებას უარყოფენ და თანასწორობისკენ მიისწრაფვიან. თუმცა ბიუროკრატიამ და ინდივიდუალიზმზე უარის თქმამ სისტემაში უამრავი ნაკლი და სტაგნაცია გამოიწვია.

ფიზიკოსი შევეკი ანარრესზე ცხოვრობს. მას თავისი რევოლუციური გამოგონების სრულყოფა უნდა, მაგრამ ანარრესელები მხარს არ უბამენ. გადაწყვეტს, ურრასზე გაემგზავროს. შევეკის მოგზაურობის დროს მძაფრად ჩანს ამ ორ პლანეტას შორის არსებული სხვაობა, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ნათელი ხდება, რომ უნდობლობითა და ერთმანეთის შიშით გაყოფილი სამყაროებიდან არცერთი არაა სრულყოფილი და მათ შორის ბარიერების დამსხვრევა შევეკის მიზანი ხდება.

ნებულას, ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოს მფლობელი ურსულა ლე გუინის The Dispossessed-ი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და გავლენიანი რომანია. თემატური სიმდიდრე, რომელიც ავტორის შემოქმედებას ახასიათებს, ამ ნაწარმოებში პიკს აღწევს. ანარქიზმი, რევოლუციური პროცესები, კაპიტალიზმი, ფემინიზმი, ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ლე გუინი თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მოქმედება შორეულ მომავალში, სხვა მზის სისტემაში ვითარდება, ის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

ურსულა ლე გუინისთვის სამეცნიერო ფანტასტიკა ყოველთვის წარმოადგენდა ერთგვარ ლაბორატორიას, სადაც ის კაცობრიობაზე ექსპერიმენტებს ატარებდა და შედეგებს მხატვრული ლიტერატურის ფორმით აწვდიდა მკითხველს. ამ შემთხვევაშიც ასეა, მკითხველს არა მხოლოდ შორეულ მომავალში მოგზაურობის საშუალება ეძლევა, არამედ იმის ნახვის ფუფუნებაც, თუ როგორი იქნებოდა ანარქისტული იდეოლოგიით შექმნილი საზოგადოება.
user posted image

bis.gif bis.gif bis.gif


Eeescadaaa

მოდი აქ.

Posted by: Eeescadaaa 23 Apr 2018, 20:21
QUOTE (Joiner @ 23 Apr 2018, 20:12 )
QUOTE (John-obi @ 23 Apr 2018, 20:05 )
მაისში, წიგნის ფესტივალზე, ჩვენს დახლთან უამრავ ახალ წიგნს იხილავთ. მათ შორის სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო ურსულა ლე გუინის The Dispossessed იქნება.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ანარქისტები მშობლიურ პლანეტა ურრასიდან წავიდნენ და მის უკაცრიელ მთვარეზე, ანარრესზე, დასახლდნენ უკეთესი საზოგადოების შექმნის მიზნით. მათი ახალი ცხოვრება მძიმეა და უამრავი გამოწვევით არის სავსე. ურრასისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ ცხოვრების ყველა სიამით ტკბობა, აქ საკუთრებას უარყოფენ და თანასწორობისკენ მიისწრაფვიან. თუმცა ბიუროკრატიამ და ინდივიდუალიზმზე უარის თქმამ სისტემაში უამრავი ნაკლი და სტაგნაცია გამოიწვია.

ფიზიკოსი შევეკი ანარრესზე ცხოვრობს. მას თავისი რევოლუციური გამოგონების სრულყოფა უნდა, მაგრამ ანარრესელები მხარს არ უბამენ. გადაწყვეტს, ურრასზე გაემგზავროს. შევეკის მოგზაურობის დროს მძაფრად ჩანს ამ ორ პლანეტას შორის არსებული სხვაობა, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ნათელი ხდება, რომ უნდობლობითა და ერთმანეთის შიშით გაყოფილი სამყაროებიდან არცერთი არაა სრულყოფილი და მათ შორის ბარიერების დამსხვრევა შევეკის მიზანი ხდება.

ნებულას, ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოს მფლობელი ურსულა ლე გუინის The Dispossessed-ი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და გავლენიანი რომანია. თემატური სიმდიდრე, რომელიც ავტორის შემოქმედებას ახასიათებს, ამ ნაწარმოებში პიკს აღწევს. ანარქიზმი, რევოლუციური პროცესები, კაპიტალიზმი, ფემინიზმი, ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ლე გუინი თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მოქმედება შორეულ მომავალში, სხვა მზის სისტემაში ვითარდება, ის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

ურსულა ლე გუინისთვის სამეცნიერო ფანტასტიკა ყოველთვის წარმოადგენდა ერთგვარ ლაბორატორიას, სადაც ის კაცობრიობაზე ექსპერიმენტებს ატარებდა და შედეგებს მხატვრული ლიტერატურის ფორმით აწვდიდა მკითხველს. ამ შემთხვევაშიც ასეა, მკითხველს არა მხოლოდ შორეულ მომავალში მოგზაურობის საშუალება ეძლევა, არამედ იმის ნახვის ფუფუნებაც, თუ როგორი იქნებოდა ანარქისტული იდეოლოგიით შექმნილი საზოგადოება.
user posted image

bis.gif bis.gif bis.gif


Eeescadaaa

მოდი აქ.


ვუამეეეეეე
ძალიან გამიხარდა bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: 4L3X 23 Apr 2018, 21:09
აუ საღოლ ტო! ძალიან მაგარი ამბავია!!! ვუჰუუუ!!! jump.gif
* * *
user posted image

...დაკარგვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ვინმე გეძებს. სხვა შემთხვევაში, ჯობია, თვითონვე მოიფიქრო უკან დასაბრუნებელი ორიგინალური მარშრუტი...
შეიძლება ითქვას, რომ ბესო პაპასქუას „ფოსტალიონი“ ზღვიდან გამორიყული რომანია, რომელიც მოგვითხრობს ორ პუნქტს – A-სა და B-ს შორის არსებულ უცნაურ კავშირზე. მათ შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებს ფოსტალიონი, რომელიც ამბავში საიდუმლო მისიით ერთვება. ის კუნძულზე მცხოვრებ ადრესატს აიძულებს, წაიკითხოს ზღვიდან გამორიყულ ბოთლებში ნაპოვნი წერილები, რათა დაადგინოს მათი დაკარგული ავტორის ადგილსამყოფელი. ამ უცნაური ძიების მარშრუტი თანდათან სულ უფრო საიდუმლოებით მოცული ხდება...
ბესო პაპასქუა სოხუმში დაიბადა. ამჟამად პედაგოგია და ჯავახეთში, ნინოწმინდის სკოლაში, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. „ფოსტალიონი“ მისი მეორე მცირე რომანია.


Posted by: 4L3X 6 May 2018, 15:57
როგორც ბევრმა იცით ფესტივალისთვის "ბათუმელები" აპირებენ გამოსცენ რობერტ ჰაინლაინის წიგნი "Stranger in the strange land". წიგნი იმდენად ფანტასტიკა არ არის როგორც რევოლუცია პატრიარქალური ამერიკის წინაამღდეგ. რა არის რელიგია, სიყვარული, სექსი, საზოგადოება ადამიანების ურთიერთობა აი თემების მცირე ჩამონათვალი რომლებიც განხილულია ამ წიგნში. წიგნი სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს 60-იანების ამერიკის კონტრკულტურის მონაპოვრად ისევე როგორც ვუდსტოკის ფესტივალი და "სექსი, ნარკოტიკი და როკენრილი"

Posted by: 4L3X 9 May 2018, 20:10
ლიზა ჯენოვას, ბესტსელერი რომანის, "ჯერ კიდევ ელისის" ავტორის შემდეგი წიგნის "სიყვარულით, ენტონის" შეძენას მაისში, წიგნის ფესტივალზე შეძლებთ.

მთარგმნელი: ლიკა ბარაბაძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ლიზა ჯენოვა თავის პერსონაჟება და მკითხველს უნივერსალურ კითხვას უსვამს: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი სხვებისთვის საჭიროდ ვიგრძნოთ, მივაღწიოთ ბედნიერებას, ვგრძნობდეთ თავს უსაფრთხოდ და ვიცოდეთ, რომ სხვებს ვუყვარვართ?

ამ კითხვაზე პასუხი ენტონიში იმალება. ბიჭში, რომელსაც არ უყვარდა, როდესაც მას ეხებოდნენ, ადამიანებს თვალებში ვერ უყურებდა და სათქმელს სიტყვებით ვერ გამოხატავდა.

user posted image

Posted by: Joiner 9 May 2018, 20:13
user posted image



ეს გამომცემლობა ყდებს და ფურცლების ხარისხს რომ მიხედავდეს, არაფერზე ვიწუწუნებდი.
* * *
ახალი სამზითვო გამოცემა bis.gif
user posted image

Posted by: 4L3X 10 May 2018, 17:59
1930 წლის 15 ნოემბერს ბრიტანეთში დაიბადა ჯეიმს ბალარდი, რომელმაც თავისი შემოქმედებით გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ლიტერატურაზე, არამედ მუსიკაზე, მოდასა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კულტურაზე. მისი გამორჩეული სტილის გამო დამკვიდრდა ტერმინი „ბალარდისეული“. ბალარდის რომანები უახლოესი მომავალის ავისმომასწავებელი გაფრთხილებაა, რომელთაგან ბევრი უკვე ახდა. ის ინსპირაციის წყარო გახდა ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ტომ იორკი, კლინტ მანსელი, იენ კერტისი და მადონა.

ჯეიმს ბალარდის პირველი წიგნი, რომელსაც ქართულ ენაზე ვიხილავთ, გახლავთ „შეჯახება“. ეს არის შთამბეჭდავი და შემაშფოთებელი რომანი, რომელიც მწერლის ავტომობილებისადმი აკვიატებული ლტოლვის ნაყოფია. „შეჯახება“ სასტიკი და საშიში რომანია, რომლის სახელწოდებაც ზუსტად ასახავს მის შინაარსს.

„ბალარდთან ფუტურისტული ძრწოლა ყოველთვის სასიამოვნო მღელვარებითაა შეზავებული; იგი მუდამ პოულობს იმ ოპტიმალურ წერტილს, სადაც ანტიუტოპია უტოპიას ერწყმის. რადგან უსინდისობა იქნებოდა იმის თქმა, რომ, პრინციპში, ზუსტად ის არ მივიღეთ, რაზეც ვოცნებობდით და რაც ყოველთვის ასე ძალიან გვსურდა. ყველა ოცნება აგვიხდა: მყისიერი გლობალური კომუნიკაცია, ვირტუალური სამყარო, ბიოტექნოლოგია. ეს იყო ჩვენი ოცნება. ბალარდი კი, როგორც უშფოთველი და ცნობისმოყვარე მკვლევარი, ახალ-ახალ კავშირებზე მიგვითითებს და ყოველ ნაბიჯზე შეგვახსენებს, რომ ოცნება ხშირად უზნეოა.“ - ზეიდი სმიტი

►მთარგმნელი ლაშა გველესიანი
►რედაქტორი ნათია ნაფეტვარიძე
►ყდის დიზაინერი ნათია კვარაცხელია
►ყდის ილუსტრატორი გიორგი მაღრაძე
►დიზაინერი ია მახათაძე
►ტექნიკური დიზაინერი გიორგი ლომსაძე

წიგნის შეძენას „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე“ შეძლებთ, 31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით.

user posted image

Posted by: Ezekia 10 May 2018, 19:50
როგორც მახსოვს, ამბობდნენ, ამ ფესტივალზე აკა მორჩილაძის ახალი წიგნი იქნებაო.

მართლა? ისმის რამე?




Posted by: 4L3X 10 May 2018, 20:40
"ბათუმელებმა" დადეს პირველი საფესტივალე ყდა

ანა გავალდას რომანის, "ლამაზად გაქცევა" შეძენა მაისში, წიგნის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

მთარგმნელი: მარიკა მეგრელიშვილი
რედაქტორი: მარი კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

გარანსი, სიმონი, ვანსანი და ლოლა - ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და-ძმა ერთ მშვენიერ დღეს დაუგეგმავად გადაწყვეტს, ყველაფერს გაექცეს. ნათესავის ქორწილიდან ისინი გარბიან შორს ყოფითი პრობლემებისგან, განქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების კრიზისებისგან, ფინანსური სიძნელეებისა და მარტოობისგან და ბავშვობის უკანასკნელ, ულამაზეს დღეს იწყობენ.

user posted image

Posted by: dionise12 10 May 2018, 22:48
QUOTE (4L3X @ 10 May 2018, 20:40 )
"ბათუმელებმა" დადეს პირველი საფესტივალე  ყდა

შენს ზედა პოსტს ახედე აბა. lol.gif

Posted by: 4L3X 10 May 2018, 22:53
dionise12
ავხედე, მერე? ის სულაკაურის არის.

Posted by: dionise12 10 May 2018, 22:55
QUOTE (4L3X @ 10 May 2018, 22:53 )
dionise12
ავხედე, მერე? ის სულაკაურის არის.

ცოტა ზემოთ კიდე, "ლიზა ჯენოვას, ბესტსელერი რომანის, "ჯერ კიდევ ელისის" . . . "

Posted by: 4L3X 10 May 2018, 23:03
dionise12
ხომ დავაკონკრეტე სპეციალურად რომ ყდა დაიდოთქო.

Posted by: dionise12 10 May 2018, 23:06
QUOTE (4L3X @ 9 May 2018, 20:10 )
ლიზა ჯენოვას, ბესტსელერი რომანის, "ჯერ კიდევ ელისის" ავტორის შემდეგი წიგნის "სიყვარულით, ენტონის" შეძენას მაისში, წიგნის ფესტივალზე შეძლებთ.


ან ვერ მიხვდი, ან აშკარად სხვა რამეს გულისხმობ :/

Posted by: 4L3X 11 May 2018, 00:48
QUOTE (dionise12 @ 10 May 2018, 23:06 )
ან ვერ მიხვდი, ან აშკარად სხვა რამეს გულისხმობ :/

სწორი ყოფილხარ ყველაფერში ძმობილო. რაღაცა მომივიდა.
* * *
მოიხოდნენ ცოტა გამომცემლობები ფესტივალის წინ

user posted image

ანდრეი პლატონოვი
„ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“
(სერია: „აკრძალული წიგნების თარო“)

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!

▪️ რუსულიდან თარგმნა გივი კიკილაშვილმა

„პლატონოვის გენიალური ქმნილებები: „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“ თავისთავად ქმნიან ტრილოგიას, თუმცა ავტორს ისინი ასე არ გაუერთიანებია; პირველი უტოპიაა, მეორე – ანტიუტოპია, ხოლო მესამე „რწმენის გამოცდის“ ფეერია.

„ჩევენგური“, რომელსაც პირველ რედაქციაში „გაზაფხულის მშენებლები“ ერქვა, პლატონოვის ერთადერთი დასრულებული რომანია. პლატონოვი მის სრულად გამოქვეყნებას ვერ ეღირსა. რომანის ნაწყვეტები: „ოსტატის წარმოშობა“ და „მებადურის შთამომავალი“ ჟურნალმა „კრასნაია ნოვმა“ გამოქვეყნა. ერთი ფრაგმენტი დაბეჭდა „ლიტერატურულმა გაზეთმა“ პლატონოვის გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ, როდესაც პარიზში ფრანგული თარგმანი გამოიცა. სამოცდაათიან წლებში გამოცემულმა იტალიური თარგმანმა პიერ პაოლო პაზოლინის აღფრთოვანება გამოიწვია. ამ წიგნში მთავარი გმირი, ალექსანდრ დვანოვი „მოსახლეობის თვითშემოქმედებაში კომუნიზმის საძებნელად“ გაემართა და რევოლუციის მოგზაურ რაინდ დონ კიხოტად იქცა, ხოლო მის დულსინეა ტობოსელად როზა ლუქსემბურგი მოგვევლინა.

„ქვაბული“ ერთდროულად დისტოპიააცაა, სოციალური იგავიც, ფილოსოფიური გროტესკიც და პირველი ხუთწლედის პერიოდის საბჭოთა კავშირის სასტიკი სატირაც. „საერთოპროლეტარული სახლის“ მშენებლობა, რომლის მიზანიცაა მომავლის უტოპიური ქალაქის პირველი აგური გახდეს, მთავრდება მომავალი სახლის ფუნდამენტის ქვაბულის მშენებლობით, საქმე უფრო შორს ვერ მიდის და მშენებლები ხვდებიან, რომ ვერაფერ ახალს ვერ შექმნიან განადგურებული ძველის ადგილზე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე უფრო საშინელი წიგნია, რომელიც ოდესმე დაწერილა რუსულ ენაზე.

„ჯანის“ სიუჟეტს ბევრი მკვლევარი „კაცობრიობის გადარჩენის სიუჟეტად“ ნათლავს, რომლის ცენტრშიც მთავარი გმირი, ნაზარ ჩაგატაევი დგას. იგი ერთდროულად ატარებს ექსილეს პრომეთევსისა და ბიბლიური მოსეს ნიშნებს. პირველმა ადამიანებს ცეცხლი და დამწერლობა მოუტანა, მეორემ კი თავისი ხალხი უდაბნოდან გამოიყვანა და „მკვდარი უდაბნო სამოთხედ აქცია“. ახალი მოსე ცდილობს ხალხს რწმენის კიდევ ერთი აღთქმა მისცეს“. – ლევან ბერძენიშვილი / Levan Berdzenishvili

▪️ პროექტის ავტორი: გვანცა ჯობავა / Gvantsa Jobava
▪️ რედაქტორები: ნატო გორდელაძე, ზვიად კვარაცხელია / Nato Gordeladze ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia
▪️ დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე / Lika Skhirtladze
▪️ გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი / Teona Chanishvili

user posted image

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) ერინ მორგენსტენის რომანის, "ღამის ცირკის" შეძენას შეძლებთ.

მთარგმნელი: ნინო ოქრუაშვილი
რედაქტორები: მარი კორინთელი, ია ვეკუა
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ღამის ცირკი წარმოდგენებს გაუფრთხილებლად მართავს. მისი განრიგი არავინ იცის. ის უბრალოდ იქ ჩნდება, სადაც წინა დღეს არაფერი იყო. ცირკის შავ-თეთრი კარვების მიღმა მაგიური სანახაობა იმალება, რომელიც იღბლიან სტუმარს ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრდება.

მაყურებლებმა არ იციან რომ წარმოდგენების უკან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს. აქ, ორ ჯადოქარს შორის, საუკუნოვანი დაპირისპირების კულმინაცია უნდა შედგეს.

Posted by: John-obi 12 May 2018, 20:06
user posted image
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) რობერტ ჰაინლაინის რომანის, "უცხო უცხოთა ქვეყანაში" შეძენას შეძლებთ.

მთარგმნელი: გაგი გაბრიჭიძე
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

რობერტ ჰაინლაინის შემოქმედება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ქვაკუთხედად მიიჩნევა. აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად მან ამ ჟანრის ერთგვარი ლიტერატურული სტანდარტი შექმნა და საყოველთაო პოპულარობაც მოუტანა. "უცხო უცხოთა ქვეყანაში" არა მხოლოდ მისი ყველაზე ცნობილი, კონტროვერსიული და ენობრივად დახვეწილი რომანია, არამედ პირველი წიგნია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელმაც “ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერთა სიაში დაიმკვიდრა ადგილი. ფრენკ ჰერბერტის „დიუნთან“ ერთად, "უცხო უცხოთა ქვეყანაში" სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე გავლენიან წიგნადაა მიჩნეული.

ჯერ რაც ყდები დადო ბათუმმა - არცერთი არ მომწონებია იქიდან biggrin.gif

Posted by: 4L3X 12 May 2018, 20:21
QUOTE (John-obi @ 12 May 2018, 20:06 )
user posted image

მე მომეწონა ეს ქავერი. ყველას ჯობია რაც იყო.

Posted by: ქაფქიანა 12 May 2018, 20:27
ფანტასტიკური ბიბლიოთეკის ლოგო რატომ არ აქვს? სერიის გარეთ გამოდის ,,მარსელი"-ვით?

Posted by: natia_natia9 13 May 2018, 00:13
John-obi
4L3X
მისთბორნის ყდა მაინტერესებს smile.gif))

Posted by: senpai 13 May 2018, 00:22
QUOTE
რობერტ ჰაინლაინის რომანის, "უცხო უცხოთა ქვეყანაში"

საინტერესოა. რამდენგვერდიანია და რა ეღირება ?


Posted by: dionise12 13 May 2018, 00:54
QUOTE (senpai @ 13 May 2018, 00:22 )

საინტერესოა. რამდენგვერდიანია და რა ეღირება ?

700 მდეო, რბილი ყდითო , ირაკლიმ დაწერა მგონი

Posted by: fork 13 May 2018, 10:26
QUOTE
700 მდეო, რბილი ყდითო

ამხელა წიგნებს რბილ ყდებს რატომ უკეთებენ?
500 გვერდიანზე დიდი წიგები სულ მაგარი ყდით უნდა გამოიცემოდეს,ხარისხი და გამძლეობა მეტი აქვთ.

Posted by: dionise12 13 May 2018, 10:29
QUOTE (fork @ 13 May 2018, 10:26 )
QUOTE
700 მდეო, რბილი ყდითო

ამხელა წიგნებს რბილ ყდებს რატომ უკეთებენ?
500 გვერდიანზე დიდი წიგები სულ მაგარი ყდით უნდა გამოიცემოდეს,ხარისხი და გამძლეობა მეტი აქვთ.

ფასიც მეტი აქვს, ხალხს ფული კი ნაკლები.

Posted by: fork 13 May 2018, 11:06
QUOTE
ფასიც მეტი აქვს, ხალხს ფული კი ნაკლები.

სულ ჩვენ ჯიბეზე არ ფიქრობენ...
წიგნი სარტყმელად და სასროლად არ მჭირდება,მაგრამ ზოგ წიგნს იმდენად ხშირად ვავლებ ხელს თუ თვალს,შემომეფცქვნება ხელში სადაცაა...
გაცილებით ხანგრძლივად ცოცხლობენ მაგარყდიანები.

სულაკაური გეიმანის "ჩრდილოურ მითოლოგიას" ხომ არ გვიპირებს?
თუ ჰო-კელაპტარს ვამზადებ ასანთებად.

Posted by: dionise12 13 May 2018, 11:48
QUOTE (fork @ 13 May 2018, 11:06 )

სულ ჩვენ ჯიბეზე არ ფიქრობენ...

სწორედ ამიტომაც, თუ ვერ გაყიდეს არ აწყობთ გამოცემა

Posted by: OHOI_IKA 13 May 2018, 14:24
რასაც გინდა იმას დაარქმევ, გინდა ჯიბეზე ზრუნვას და გინდა ვერგაყიდვას smile.gif

მეც მირჩევნია მაგარ ყდაში გამოვცე და უფრო ხარისხიანი იყოს, მაგრამ ხელმისაწვდომობის გამო, იძულებულები ვართ, რომ დავარბილოთ smile.gif 8-9 ლარით იაფი ეღირება რბილ ყდაში.

Posted by: ფორსტმანი 13 May 2018, 15:03
OHOI_IKA
ბარონო ირაკლი, დიუნას მეორე ნაწილზე არაფერი ისმის ?

Posted by: OHOI_IKA 14 May 2018, 02:15
Charles_Forstman
დიუნის გაგრძელება ითარგმნება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოესწრო ამ ფესტივალისთვის. ზაფხულში მოგაშველებთ, აუცილებლად.
ძალიან ვეცადეთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა sad.gif

Posted by: Ras_al_Ghul 14 May 2018, 10:51
OHOI_IKA
QUOTE
დიუნის გაგრძელება ითარგმნება,


ეეე მაგარიაა <3

Posted by: ფორსტმანი 14 May 2018, 11:07
OHOI_IKA
მთავარია ითარგმნება.

ძალიან ჯიგრები ხართ

Posted by: Joiner 14 May 2018, 11:59
user posted image

მალე სერიაში ET CETERA!
„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ამერიკელი მწერლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) მეორე და ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნის მთავარი გმირია ცხრა წლის ოსკარ შელი, ჭკვიანი და უცნაური ბიჭი, რომელსაც 11 სექტემბერის ტრაგედიისას მამა დაეღუპა. ოსკარი ცდილობს, მამის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ებრძოლოს და ეს ბრძოლა ფსიქოთერაპიის სეანსიდან კი არ იწყება, რომელზეც დედას მიჰყავს, არამედ მამის ნივთებში ნაპოვნი კონვერტიდან, რომელშიც გასაღები დევს. ოსკარი მთელ ნიუ-იორკში ეძებს საკეტს, რომელსაც ის მოერგება და იმედი აქვს, რომ შეიტყობს მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოს. რომანი დავით ახალაძემ თარგმნა.

„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ჯონათან საფრან ფოერის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს მწერლის სადებიუტო რომანი „სრული გასხივოსნება“.

Posted by: Joiner 15 May 2018, 20:07
user posted image

ჯო აბერკრომბის "პირველი კანონის" ბესტსელერი ტრილოგიის დასკვნითი ნაწილის, "მეფეთა უკანასკნელი არგუმენტის" შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) იქნება შესაძლებელი.

მთარგმნელი: ლაშა შუბლაძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

ისტორია დასასრულს უახლოვდება. ლოგენს კიდევ შემორჩა ძალა უკანასკნელი ბრძოლისთვის. ჩრდილოეთი ომის ალშია გახვეული. ცხრათითას სამშობლო უხმობს, სადაც ის თავის ძველ მეგობარსა და მთავარ მტერს უნდა დაუპირისპირდეს.
* * *
პ.ს იდეალური ყდაა.

Posted by: natia_natia9 15 May 2018, 20:19
QUOTE (Joiner @ 15 May 2018, 20:07 )
user posted image

ჯო აბერკრომბის "პირველი კანონის" ბესტსელერი ტრილოგიის დასკვნითი ნაწილის, "მეფეთა უკანასკნელი არგუმენტის" შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) იქნება შესაძლებელი.

მთარგმნელი: ლაშა შუბლაძე
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

ისტორია დასასრულს უახლოვდება. ლოგენს კიდევ შემორჩა ძალა უკანასკნელი ბრძოლისთვის. ჩრდილოეთი ომის ალშია გახვეული. ცხრათითას სამშობლო უხმობს, სადაც ის თავის ძველ მეგობარსა და მთავარ მტერს უნდა დაუპირისპირდეს.
* * *
პ.ს იდეალური ყდაა.

ნისლქმნილის ყდა მაინტერესებს ყველაზე მეტად :დ

Posted by: Joiner 15 May 2018, 23:25
user posted image
მალე! ევგენი ზამიატინის "ჩვენ". წიგნი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით.
რუსულიდან თარგმნა ტატა ნიკოლაძემ
ყდის დიზაინერი გიორგი ახუაშვილი

Posted by: monogamist 16 May 2018, 00:00
სგ სგ ოჩო

Posted by: 4L3X 16 May 2018, 00:28
QUOTE (Joiner @ 15 May 2018, 23:25 )
user posted image
მალე! ევგენი ზამიატინის "ჩვენ". წიგნი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით.
რუსულიდან თარგმნა ტატა ნიკოლაძემ
ყდის დიზაინერი გიორგი ახუაშვილი

ეს წავა ლიწინით, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა yes.gif

Posted by: senpai 16 May 2018, 01:01
QUOTE (Joiner @ 15 May 2018, 23:25 )
user posted image
მალე! ევგენი ზამიატინის "ჩვენ". წიგნი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით.
რუსულიდან თარგმნა ტატა ნიკოლაძემ
ყდის დიზაინერი გიორგი ახუაშვილი

ვეღირსეთ. old.gif

კარგია. ყოჩაღ.

Posted by: Joiner 16 May 2018, 12:20
user posted image
კიდევ ერთი სიახლე სერიაში ET CETERA!
შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი (1921-1990), უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიური დეტექტივის დიდოსტატი. წიგნი დიურენმატის ორ ნაწარმოებს აერთიანებს, რომლებიც გერმანულიდან მაია ბადრიძემ თარგმნა.
დრამატული ბალადა „მინოტავრი“ არის სევდიანი ამბავი ურჩხულზე, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს და რომელიც ცდილობს, გარშემო არეკლილ უთვალავ ორეულთან დაამყაროს ურთიერთობა.

„დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი უცნაური შემთხვევითობებისა და გასაოცარი დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა. აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ცდილობს, ძალადობის, ტყუილის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მექანიზმის ახსნას, ვინც მოვლენების კულისებში იხედება და მათ იდუმალების ნიმბს აშორებს.

Posted by: Nickboy 16 May 2018, 12:35
OHOI_IKA

მომენატრა შენი წიგნები bis.gif

Posted by: Joiner 16 May 2018, 16:18
Ezekia
QUOTE
როგორც მახსოვს, ამბობდნენ, ამ ფესტივალზე აკა მორჩილაძის ახალი წიგნი იქნებაო.

მართლა? ისმის რამე?

user posted image

„თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე“ აკა მორჩილაძის ახალი წიგნის, „კუპიდონი კრემლის კედელთან“, შეძენას შეძლებთ.

იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის „მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს.

Posted by: Ezekia 16 May 2018, 18:31
Joiner

რა კარგი ბიჭი ხარ შენ!
2kiss.gif love.gif


Posted by: 4L3X 16 May 2018, 19:33
მორიგი სიახლე „თბილისის წიგნის სართაშორისო ფესტივალისთვის“

ეკატერინე ტოგონიძის ნაწარმოებები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. გამოცემული აქვს პროზაული კრებულები და რომანები. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის პრემია „საბა“.

ტრიალი, ნაბიჯი, ტრიალი – ქარიშხალივით ბრუნავს მოცეკვავე მარგო სცენაზე და ყოველი მისი მოძრაობის კვალდაკვალ ნადგურდება დედამიწის ნაწილი. სხვა კონტინენტზე წარმოქმნილი სტიქია, რომელსაც მარგოს არქმევენ, ამოუცნობი კანონზომიერებით იმეორებს ქალის ცხოვრებაში დატრიალებული ამბის დრამატურგიას – ეს წიგნიც სწორედ ადამიანისა და სამყაროს ერთიანობაზე, სიყვარულზე, შიშსა და ძალადობაზეა. ძალადობა მრავალსახიანია და ხშირად ჩვენს ყოველდღიურობაში, კულტურასა თუ ფოლკლორში რომანტიკული საბურველით გვევლინება. მისი მსხვერპლი, შესაძლოა, მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადამიანი იყოს, მაგრამ, სინამდვილეში, ის მთელ საზოგადოებაზე ახდენს დამანგრეველ გავლენას. „მარგოს“ შემდეგ სტიქიისთვის აღარასდროს დაურქმევიათ ქალის სახელი, კაცობრიობის ისტორიაში ესაა ბოლო ქარიშხალი მდედრობითი სქესით.

user posted image

რობერტ მაკამონის რომანი "ბიჭის ცხოვრება" თბილისის წიგნის ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) გახდება ხელმისაწვდომი.

მთარგმნელი: სალომე ჯაფიაშვილი
რედაქტორი: ქეთი ნიკოლაიშვილი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

ზეფირი, ალაბამა მაგიური ადგილია. აქ შეძენილ მეგობრებს ცხოვრების ბოლომდე არ დაივიწყებ, აქაური მდინარე უამრავ საიდუმლოს მალავს, ტყეში გადაშენებული არსებები ხეტიალობენ, ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა კი მაიმუნია, სახელად ლუციფერი.

კორისა და მამამისის იდილიური სამყარო მას შემდეგ დგება თავდაყირა, რაც ისინი წამებით მოკლული ადამიანის ცხედარს აღმოაჩენენ. სიკვდილთან საზარელი შეჯახება კორის მამას გონებას აურევს, რის შემდეგაც მას უცნაური ხილვები დაეწყება. საიდუმლო მკვლელის ძიებაში კორი ქალაქის ისტორიის ბნელ მხარეს უნდა დაუპირისპირდეს, ამ პროცესში კი საკუთარი თავი აღმოაჩინოს და ბიჭიდან კაცად გარდაიქმნას.

Ezekia
ჰა! თქვი ახლა მე რავარი ბიჭი ვარ wink.gif

Posted by: John-obi 17 May 2018, 15:44
2018 წლიდან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ იწყებს ახალ სერიას სახელწოდებით „რომანები სიყვარულზე“.

რომანში მოქმედება გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთი იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. 17 წლის ელიო ზაფხულში თავის მშობლებთან ექვსი კვირით ჩასულ ამერიკელ სტუდენტს, 24 წლის ოლივერს გაიცნობს. სწორედ აქ იწყება მათი საზაფხულო თავგადასავალი. წიგნი განსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.

რომანის მიხედვით 2017 წელს რეჟისორმა ლუკა გუადანინომ გადაიღო ფილმი ამავე სახელწოდებით. ფილმი ამერიკული კინოაკადემიის ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი და მიიღო ოსკარი „საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის“. ფილმს მიღებული აქვს სხვა არაერთი პრესტიჟული ჯილდო.

მთარგმნელი - გურამ ღონღაძე

Posted by: Ezekia 17 May 2018, 20:14
4L3X
QUOTE
ჰა! თქვი ახლა მე რავარი ბიჭი ვარ 



უჰ, ა-რა-ჩვე-უ-ლებ-რი-ვი!!!!!

yes.gif love.gif 2kiss.gif

Posted by: Joiner 17 May 2018, 20:43
user posted image


რიჩარდ კ. მორგანის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, "სახეცვლილი ნახშირბადი" ხელმისაწვდომი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გახდება (31 მაისი - 3 ივნისი)

მთარგმნელი: ილო ქარდავა
რედაქტორი: სოფო ჩერქეზიშვილი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

25-ე საუკუნე. კაცობრიობის მთავარი მტერი, სიკვდილი, დაძლეულია. ადამიანთა გონებას პორტატიულ მოწყობილობაზე ინახავენ, ფიზიკური გარსის განადგურების შემთხვევაში კი მისი ჩამოტვირთვა ახალ სხეულშია შესაძლებელი. უკვდავების მიღწევას უტოპიამდე არ მივუყვანივართ, ძალაუფლებისთვის ბრძოლის მუდმივი ციკლი უწყვეტი რჩება. სიცოცხლის გახანგრძლივებამ მისი გაუფასურებაც გამოიწვია, პროდუქტის ულევ რაოდენობას ახლა უკვე ადამიანის სხეულიც მიემატა. კანონი ასეთია: დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი სხეულით სარგებლობის უფლებას კარგავთ, ახალი პატრონი კი ის არის, ვისაც თქვენზე მეტის გადახდა შეუძლია.

Posted by: senpai 17 May 2018, 20:45
QUOTE (Joiner @ 17 May 2018, 20:43 )
user posted image


რიჩარდ კ. მორგანის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, "სახეცვლილი ნახშირბადი" ხელმისაწვდომი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გახდება (31 მაისი - 3 ივნისი)

მთარგმნელი: ილო ქარდავა
რედაქტორი: სოფო ჩერქეზიშვილი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

25-ე საუკუნე. კაცობრიობის მთავარი მტერი, სიკვდილი, დაძლეულია. ადამიანთა გონებას პორტატიულ მოწყობილობაზე ინახავენ, ფიზიკური გარსის განადგურების შემთხვევაში კი მისი ჩამოტვირთვა ახალ სხეულშია შესაძლებელი. უკვდავების მიღწევას უტოპიამდე არ მივუყვანივართ, ძალაუფლებისთვის ბრძოლის მუდმივი ციკლი უწყვეტი რჩება. სიცოცხლის გახანგრძლივებამ მისი გაუფასურებაც გამოიწვია, პროდუქტის ულევ რაოდენობას ახლა უკვე ადამიანის სხეულიც მიემატა. კანონი ასეთია: დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი სხეულით სარგებლობის უფლებას კარგავთ, ახალი პატრონი კი ის არის, ვისაც თქვენზე მეტის გადახდა შეუძლია.

მერამდენე სქელტანიანი წიგნია ბათუმისგან უკვე ? user.gif


ყოჩაღ, როგორ კარგად მოასწრეს ამხელა წიგნების საფესტივალოდ გამოცემა.

Posted by: 4L3X 17 May 2018, 20:49
ვინ მეთანხმება რომ გაგა თურმანიშვილი, ნატა ავალინზე უკეთეს ყდებს დებს?

Posted by: fork 17 May 2018, 20:56
გამატყავებს ეს ფესტივალი,ვატყობ...
კატალოგები როდიდან დალაგდება,რომ გამოვიანგარიშო-რამდენი ხნით მომიწევს შიმშილობა.

Posted by: OHOI_IKA 18 May 2018, 00:03
მადლობა!
ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ყდები და ისიც, რომ აღნიშნავთ წინსვლას <3

გაგა ძალიან მაგარი ბიჭია! ზოგადად, 3 წლის განმავლობაში, სულ 8 დიზაინერს უმუშავია ჩვენ წიგნებზე. მათ შორის, ყველაზე მეტი ხანია ნატა ავალიანს. უბრალოდ, ახლა ნატა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის წიგნებს აკეთებს, დროებით, რადგან, თითქოს წესია, რომ ერთი და იგივეს კეთებისას, ხელი ეჩვევათ და სულ ერთნაირად კარგები ვერ გამოსდით ხოლმე. smile.gif ამიტომაც, მუდამ ვეძებ ახალ დიზაინერებს smile.gif

Posted by: anderson 18 May 2018, 00:37
გამარჯობათ კითხვის მოყვარულნო. არ ვიცი, თქვენთვის რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ მინდა დაგიანონსოთ საკმაოდ განსაკუთრებული წიგნი.

ემინემის ავტობიოგრაფიული წიგნი - "ჩემი გზა" ქართულ ენაზე. ჩემი ნათარგმნია და წლებია ამ წიგნზე ვმუშაობ. როგორც იქნა მიბეჭდავენ და ძალიან მიხარია.


წიგნი გამოდის თვის ბოლოს, ამ ფეიჯზე დაიდება ყველა სიახლე - https://www.facebook.com/emChemigza/

თხოვნა იქნება შეატყობინოთ ისეთ ადამიანებს, ვისაც დააინტერესებთ ეს წიგნი, ემინემის ფანებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებათ.

Posted by: ახალგაზრდა 18 May 2018, 00:48
QUOTE (John-obi @ 17 May 2018, 15:44 )
2018 წლიდან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ იწყებს ახალ სერიას სახელწოდებით „რომანები სიყვარულზე“.

რომანში მოქმედება გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთი იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. 17 წლის ელიო ზაფხულში თავის მშობლებთან ექვსი კვირით ჩასულ ამერიკელ სტუდენტს, 24 წლის ოლივერს გაიცნობს. სწორედ აქ იწყება მათი საზაფხულო თავგადასავალი. წიგნი განსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს.

რომანის მიხედვით 2017 წელს რეჟისორმა ლუკა გუადანინომ გადაიღო ფილმი ამავე სახელწოდებით. ფილმი ამერიკული კინოაკადემიის ოთხ ნომინაციაზე იყო წარდგენილი და მიიღო ოსკარი „საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის“. ფილმს მიღებული აქვს სხვა არაერთი პრესტიჟული ჯილდო.

მთარგმნელი - გურამ ღონღაძე

ვახ ვახ, რაღაც საინტერესო ჩანს შინაარსიდან გამომდინარე (ნუ, რაც დავგუგლე)

Posted by: Joiner 18 May 2018, 11:51
user posted image
მალე სერიაში „დიოგენეს ბიბლიოთეკა“!

დიდ ბერძენ მწერალ ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, „ალექსის ზორბასის ცხოვრების“ ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია - კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის. წიგნი ბერძნულიდან თარგმნა მაია კაკაშვილმა.

Posted by: 4L3X 18 May 2018, 12:32
QUOTE (Joiner @ 18 May 2018, 11:51 )
user posted image
მალე სერიაში „დიოგენეს ბიბლიოთეკა“!

დიდ ბერძენ მწერალ ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, „ალექსის ზორბასის ცხოვრების“ ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია - კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის. წიგნი ბერძნულიდან თარგმნა მაია კაკაშვილმა.

აი მხოლოდ ამ წიგნისთვის წავიდოდი სხვა რომ არაფერი არ იყოს.

იმედია ამ ავტორის "ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებასაც" თარგმიან.


მგონი ივნისში უპურისფულოდ დავრჩები user.gif

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე“ ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ სერიას „მსოფლიო კლასიკას“ იოსეფ როთის „რადეცკის მარში“ შემოურთდება!

„რადეცკის მარში“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან თხზულებათა ოცეულში მოიაზრებენ, პირველად 1932 წელს ბერლინში გამოიცა. რომანი ტროტას საგვარეულოს ოთხი თაობის ცხოვრების მაგალითზე გადმოგვცემს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, ჰაბსბურგთა დინასტიისა და ზოგადად ძველი ევროპის დაცემის ისტორიას.

ნობელიატი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას აზრით, „რადეცკის მარში“ საუკეთესო პოლიტიკური რომანია, რაც კი ოდესმე დაუწერიათ“.

ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, მოსე იოზეფ როთი გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში ებრაულ ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლემბერგის, შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას შეისწავლიდა. 1916 წლიდან ავსტრიელ ჰაბსბურგთა საიმპერატორო არმიას შეუერთდა, 1918 წელს კი ვენაში დაბრუნდა და „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით დაიწყო სტატიების გამოქვეყნება. როგორც ჟურნალისტი, მოღვაწეობდა ბერლინსა და პარიზში.

იოზეფ როთი ავტორია რომანებისა: „რადეცკის მარში“, „იობი“, „ობობას ქსელი“, „ბრმა სარკე“, „გაქცევა დასასრულის გარეშე“, „მუნჯი წინასწარმეტყველი“, „მკვლელის აღსარება“ და „კაპუცინელის სამარე“.

► მთარგმნელი ასმათ ფარჯიანი
► რედაქტორი რუსუდან კოტეტიშვილი
► ყდის დიზაინერი თამაზ ვარვარიძე
► დიზაინერი ია მახათაძე
► ტექნიკური დიზაინერი თინათინ ბერბერაშვილი

Posted by: jurnalistka 18 May 2018, 13:22
4L3X
QUOTE
იმედია ამ ავტორის "ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებასაც" თარგმიან.


თარგმნიან, ოღონდ, მგონი ინტელექტში.
თათია მთვარელიძის თარგმანი იქნება up.gif

Posted by: ქაფქიანა 18 May 2018, 13:42
user posted image

ჩასაყლაპი ყდა.

ერთი ის არ მომწონს, რომ ახალი ტიპის ყდებით ფანტასტიკური ბიბლიოთეკის თემატური მთლიანობა დაირღვა. ისე კი, ძალიან კარგია.

Posted by: 4L3X 18 May 2018, 13:44
QUOTE (ქაფქიანა @ 18 May 2018, 13:42 )
user posted image

ჩასაყლაპი ყდა.

ქრესტომათიული ყდაა. ურასი და ანარესი. jump.gif

Posted by: Joiner 18 May 2018, 14:27
QUOTE
user posted image


love.gif


თან ჯერ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც არ უდევთ biggrin.gif

Posted by: dionise12 18 May 2018, 14:32
QUOTE (ქაფქიანა @ 18 May 2018, 13:42 )
user posted image

ჩასაყლაპი ყდა.

ერთი ის არ მომწონს, რომ ახალი ტიპის ყდებით ფანტასტიკური ბიბლიოთეკის თემატური მთლიანობა დაირღვა. ისე კი, ძალიან კარგია.

ლოლ lol.gif lol.gif , "ურულა" წერია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: 4L3X 18 May 2018, 14:34
QUOTE (dionise12 @ 18 May 2018, 14:32 )
ლოლ lol.gif lol.gif , "ურულა" წერია biggrin.gif biggrin.gif

ვინმე ირაკლის შეეხმიანეთ. იქნებ ჯერ არ არის დაგვიანებული.

Posted by: OHOI_IKA 18 May 2018, 15:35
არა, არა
ეგ საერთოდ საიდან მოხვდა მაგ ფეიჯზე არ ვიცი, არაა ეგ დასრულებული ყდა, ელემენტები სანამ დაიხვეწებოდა მანამდეა. ალბათ ჩემმა თანამშრომელმა არასწორი მისცა smile.gif
წიგნი სწორი ყდით დაიბეჭდა smile.gif

მადლობა <3 4L3X
ქაფქიანა
ამ ყდებს, მხოლოდ დიდი ფორმატის ფანტასტიკებზე გამოვიყენებთ. იმ ზომის წიგნებზე, როგორიც "დოუნია".
ხოლოდ მეორე, 13.19.5 ზომის წიგნები ისევ მინიმალიზმს დაუბრუნდება

Posted by: ქაფქიანა 18 May 2018, 15:40
OHOI_IKA

,,ფანტასტიკური ბიბლიოთეკის" ლოგო ექნება ამ ახალ წიგნებს?

Posted by: OHOI_IKA 18 May 2018, 15:43
ქაფქიანა
კი, ლოგოები ადევს ყველას. უბრალოდ, ბოლოს, მალხაზი ადებს ფასს, ისბნ-ს, უკანა ანოტაციას და ლოგოებს, ბეჭდვის წინ და ყდაზე კორექტურაც მაშინ სწორდება. ამიტომ, გამოფენილი ყდები არასრულყოფილებია

Posted by: ქაფქიანა 18 May 2018, 15:55
OHOI_IKA


ძალიან კარგი.

............................................

Posted by: fork 18 May 2018, 18:14
ქაფქიანა
ლე გუინის ახალი ჰაინის ციკლიდანაა,არა?

Posted by: 4L3X 18 May 2018, 19:21
fork
არა უბრალოდ ციკილიდან არის არამედ ჰაინის ციკლის პირველი წიგნია.

jurnalistka
QUOTE (jurnalistka @ 18 May 2018, 13:22 )
თარგმნიან, ოღონდ, მგონი ინტელექტში.
თათია მთვარელიძის თარგმანი იქნება up.gif

შესანიშნავი. არ იქნება დიოგენე იყოს ინტელექტი რა პრობლემაა.

Posted by: merkantila 18 May 2018, 19:55
user posted image

„თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე“ სერია „დასაბამს“ სტანისლავ ლემის „სოლარისი“ შემოურთდება!

⭕ პოლონელი მწერლის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის, სტანისლავ ლემის რომანს „სოლარისი“ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. იდუმალი პლანეტა სოლარისი – მოაზროვნე ოკეანე – აუხსნელი მოვლენებით აოცებს და უამრავ თავსატეხს უჩენს უცხო ცივილიზაციებით დაინტერესებულ დედამიწელებს. მეცნიერთა მცდელობას, კავშირი დაამყარონ უცნაური სუბსტანციით დაფარულ პლანეტასთან, თან სდევს უჩვეულო ამბები და ძნელია იმის განსაზღვრა, სად გადის ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის... ან იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის
წარმოსახვით სამყაროში ხდება?! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტაფიზიკური ტექსტი, რომელიც ამავდროულად მეცნიერულია.

⭕ შოტლანდიელი ლიტერატორის, დევიდ ფრინგლის მიერ შედგენილ ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებთა ასეულში სტანისლავ ლემის „სოლარისი“ მეხუთე ადგილზეა.
ნაწარმოების ორგზის ეკრანიზაციას – ანდრეი ტარკოვსკისა (1972 წ.) და სტივენ სოდერბერგის (2002 წ.) მიერ – კინოსამყაროში მისი
აღიარება მოჰყვა.

► მთარგმნელი ნორა ქართველიშვილი
► რედაქტორები: ელენე ჩაბრაძე, მარინა ყიფშიძე
► დიზაინერი ია მახათაძე
► ყდის დიზაინერი გიორგი მაღრაძე
► ტექნიკური დიზაინერი ლადო ლომსაძე

#მოდიფესტივალზე

* * *
user posted image

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) "უკვდავ ბიბლიოთეკას" მიგელ ოტერო სილვას რომანი "როცა მეტირება,არ ვტირი" დაემატება.

მთარგმნელი: თეა გვასალია
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

„როცა მეტირება, არ ვტირი“ მიგელ ოტერო სილვას შედევრად და ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად არის მიჩნეული. ნაწარმოებში მოვლენები ქვეყნის ისტორიის არეულ პერიოდში ვითარდება და იმდროინდელი ვენესუელის სოციალური და პოლიტიკური ქაოსით, გაურკვევლობითა და ცვლილებებით არის გაჟღენთილი. მიგელ ოტერო სილვას რომანის სამივე გმირი ერთ დღეს დაიბადა, სამივეს ვიქტორინი დაარქვეს და განგებამაც სამივეს საერთო ბედისწერა არგუნა. მაგრამ ბედისწერისკენ მიმავალი გზა ყველასთვის განსხვავებული გამოდგა, ისევე როგორც მათი ცხოვრება და გამოწვევები, თუმცა ნებსით თუ უნებლიეთ სამივე ჯიუტად მიუყვება მას.

სამი ვიქტორინოს ცხოვრებას ავტორი პარალელურ რეჟიმში ოსტატურად აღწერს და მკითხველიც მათთან ერთად გადის ცხოვრების გზას, მათთან ერთად განიცდის, უხარია, იძაბება და შვებას გრძნობს. განვლილი ცხოვრების ბოლოს კი მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ ეტირათ, რა მოხდებოდა, მათ დედებს მაინც რომ ეტირათ ერთხელ?

Posted by: OHOI_IKA 19 May 2018, 00:46
QUOTE
შოტლანდიელი ლიტერატორის, დევიდ ფრინგლის მიერ შედგენილ ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებთა ასეულში

ვაა, რა სიაა? მეგონა ყველა სია ვიცოდი, მარა ეს დევიდ ფრინგლის სია სხვანაირი ვნახე, ბევრი უცნაური წიგნია(ანუ მე რაც ვნახე, იმაში არაა სოლარისი და კიდევ ბევრი ძალიან მაგარი წიგნი) და ხომ არ იცით ალტერნატიული რომელია?

Posted by: senpai 19 May 2018, 01:01
QUOTE
მიგელ ოტერო სილვას რომანი "როცა მეტირება,არ ვტირი

ეს იყო მგონი გამოცემული საბჭოთა დროს, ოღონდ შემოკრებული ვერსია. კარგია რომ გამოიცა, მომწონს მოხოდილი გამომცემლობები საფესტივალოდ. ერთი პრემია-დამანატი გადავინახე უკვე biggrin.gif

Posted by: tomhardy 19 May 2018, 15:57
user posted image

კიდევ ერთი გრაფიკული რომანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე - "დრაკულა"


Posted by: kaatinga 19 May 2018, 19:17
ტიმ, ######## ფორუმი. ფოტო ვერ ავტვირთე ბლიად

Posted by: ქაფქიანა 19 May 2018, 19:19
kaatinga

აბერკრომბს ემატება მესამე ნაწილი.

Posted by: 4L3X 19 May 2018, 19:23
QUOTE (ქაფქიანა @ 19 May 2018, 19:19 )
აბერკრომბს ემატება მესამე ნაწილი.

და ვიყიდი სამივეს chups.gif

Posted by: kaatinga 19 May 2018, 19:24
ქაფქიანა
30 მადლობა

Posted by: 4L3X 19 May 2018, 19:25
kaatinga
აღარ უნდა რადიკალები და იმაჯშაკები. დასაწერი ველის ზემოთ რომ ღილაკია იმას დააჭირე და დესკტოპიდან ატვირთავს. smile.gif

Posted by: kaatinga 19 May 2018, 19:26
4L3X
არ ქნა, დიდიაო sad.gif

30


Posted by: 4L3X 19 May 2018, 20:07
user posted image

„ორიქსი და კრეიკი“ მარგარეტ ეტვუდის, „მხევლის წიგ­ნის“ ავტორის კიდევ ერთი დისტოპიური შედევრია, რომე­ლიც თანამედროვე ცივილიზაციის საზარელ მომავალს წინასწარმეტყველებს. წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იქნება შესაძლებელი (31 მაისი - 3 ივნისი)

მთარგმნელები: დავით ბალიაშვილი, აკაკი მოსახლიშვილი
რედაქტორი: მარიამ კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

სამყაროს აღსასრული დადგა. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია დარჩენილი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამ დაღუპა კაცობრიობა: კორპორაციების სიხარ­ბემ, მუდმივი სიცოცხლისა და ახალგაზრდობისკენ სწრაფ­ვამ თუ ერთი გენიოსის ახირებამ? უკანასკნელმა ადამიანმა უნდა გაუძლოს შიმშილს, აუტანელ მარტოობასა და დამა­ყრუებელ სიჩუმეს, რათა მოგიყვეთ თავის მეგობარზე, კრე­იკზე, რომელმაც ერთხელ თავი ღმერთად წარმოიდგინა და ორიქსზე, რომელიც ორივე მეგობარს სიგიჟემდე უყვარდა.

მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კუ­რსს არ შეიცვლის.

Posted by: Merilen 19 May 2018, 20:51
QUOTE (4L3X @ 19 May 2018, 20:07 )
user posted image

„ორიქსი და კრეიკი“ მარგარეტ ეტვუდის, „მხევლის წიგ­ნის“ ავტორის კიდევ ერთი დისტოპიური შედევრია, რომე­ლიც თანამედროვე ცივილიზაციის საზარელ მომავალს წინასწარმეტყველებს. წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იქნება შესაძლებელი (31 მაისი - 3 ივნისი)

მთარგმნელები: დავით ბალიაშვილი, აკაკი მოსახლიშვილი
რედაქტორი: მარიამ კორინთელი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

სამყაროს აღსასრული დადგა. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია დარჩენილი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამ დაღუპა კაცობრიობა: კორპორაციების სიხარ­ბემ, მუდმივი სიცოცხლისა და ახალგაზრდობისკენ სწრაფ­ვამ თუ ერთი გენიოსის ახირებამ? უკანასკნელმა ადამიანმა უნდა გაუძლოს შიმშილს, აუტანელ მარტოობასა და დამა­ყრუებელ სიჩუმეს, რათა მოგიყვეთ თავის მეგობარზე, კრე­იკზე, რომელმაც ერთხელ თავი ღმერთად წარმოიდგინა და ორიქსზე, რომელიც ორივე მეგობარს სიგიჟემდე უყვარდა.

მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კუ­რსს არ შეიცვლის.

აუ, როგორ ველოდებოდი chups.gif

თან ისეთი ყდა აქვს ყველანაირად ახლოს რომ არის ჩემთან lol.gif
მოკლედ, გამიხარდა და როგორც წინა წელს, წელსაც ღარიბულად შევხვდები ივნისს gigi.gif

Posted by: 4L3X 19 May 2018, 20:52
Merilen
QUOTE (Merilen @ 19 May 2018, 20:51 )
ისეთი ყდა აქვს ყველანაირად ახლოს რომ არის ჩემთან 

ბიო-ქიმიკოსი ბრძანდებით? spy.gif gigi.gif

Posted by: senpai 19 May 2018, 20:56
QUOTE
ბიო-ქიმიკოსი

დნმ-ის სპეციალისტი უფრო

Posted by: Merilen 19 May 2018, 20:57
4L3X
ნწ, გენეტიკოსობა მიწინასწარმეტყველეს ორიოდ დღის წინ rolleyes.gif biggrin.gif

senpai
ზუსტად გამოიცანი რაც ვიგულისხმე biggrin.gif

Posted by: 4L3X 19 May 2018, 21:12
Merilen
კარგი, ცოტათი ავცდი. user.gif
აბა თქვენ იცით ბიო-ინჟინერიაში როგორ გარღვევებს გააკეთებთ. chest.gif

Posted by: GreenWestHam 19 May 2018, 21:17
კატალოგებს როდის გვაღირსებენ? 2 კვირაზე ნაკლები რჩება უკვე biggrin.gif


ბათუმელების ახალი წიგნები არ მომწონს რაღაც არც ერთი. არადა ყველაზე მეტს მაგათთან ვყიდულობდი ხოლმე
მაქსიმუმ აბერკრომბს თუ შევავსებ

აი, იოზეფ როტს ველოდები ყველაზე მეტად. იმედია, კარგი თარგმანი იქნება
ბერძენმა ტიპმაც დამაინტერესა biggrin.gif
დიოგენე ვერ აქტიურობს ისე დიდად წელს

Posted by: 4L3X 19 May 2018, 21:22
QUOTE (GreenWestHam @ 19 May 2018, 21:17 )
კატალოგებს როდის გვაღირსებენ? 2 კვირაზე ნაკლები რჩება უკვე biggrin.gif

სულაკაური შემდეგ კვირას გვპირდება კატალოგს.

კაზანძაკისის "ზორბასი" ძალიან ცნობილი წიგნია და ფილმიც არის გადაღებული ენტონი ქვინის მონაწილეობით.

მინოტავრს ისე სინოფსი აქვს წესით უნდა გაასწოროს.

Posted by: Merilen 19 May 2018, 21:23
QUOTE (4L3X @ 19 May 2018, 21:12 )
Merilen
კარგი, ცოტათი ავცდი. user.gif
აბა თქვენ იცით ბიო-ინჟინერიაში როგორ გარღვევებს გააკეთებთ. chest.gif

ცოტათი აცდენას არაუშავს, გეპატიება user.gif

ასევე შენც წარმატებები ))
* * *
GreenWestHam

ჯერ ადრეა კატალოგები აშკარად. ლამის ბოლო წუთამდე არ იციან მგონი თვითონაც რა ესწრება ხოლმე და რა ვერა და ბოლო ორ დღეში თუ დადებენ, ეხლა სულ ტყუილად ელოდები biggrin.gif

Posted by: GreenWestHam 19 May 2018, 22:18
4L3X
QUOTE
კაზანძაკისის "ზორბასი" ძალიან ცნობილი წიგნია და ფილმიც არის გადაღებული ენტონი ქვინის მონაწილეობით.

ჰო, არ მსმენია, მაგრამ ანოტაციამ დამაინტერესა
დავითრევ უეჭველი

ზამიატინიც გვაღირსეს როგორც იქნა
ოჩო ძაან ჯიგარი გამომცემლობაა ისე. წელიწადში ერთ წიგნს უშვებენ, მაგრამ კარგს biggrin.gif

Merilen
ვიცი ყველა ფესტივალზე ასე რომ არის, მაგრამ იქნებ წელს მაინც ისწავლეს ჭკუა-მეთქი, ვიმედოვნებდი biggrin.gif

Posted by: OHOI_IKA 19 May 2018, 22:25
GreenWestHam
QUOTE
ბათუმელების ახალი წიგნები არ მომწონს რაღაც არც ერთი. არადა ყველაზე მეტს მაგათთან ვყიდულობდი ხოლმე
მაქსიმუმ აბერკრომბს თუ შევავსებ

არადა ასე ძალიან არცერთ ფესტივალზე არ მომწონებია ჩვენი წიგნები smile.gif გულწრფელად ვამბობ

Posted by: senpai 19 May 2018, 22:28
QUOTE
არადა ასე ძალიან არცერთ ფესტივალზე არ მომწონებია

QUOTE
ბათუმელების ახალი წიგნები

იმენა მოხოდილები არიან. biggrin.gif





დიოგენეს საპასუხო ნაბიჯები სად არის mad.gif

Posted by: 4L3X 19 May 2018, 22:31
OHOI_IKA
მარკეტერზე თქვენი სტატია რომ ვნახე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ აი ასეთები ხართ.

user posted image

18 ახალი წიგნი, რომელი გამომცემლობა დაუდგება გვერდზე?

თქვენს კატალოგს როდის ველოდოთ? ახლა კვირა რომ მოდის იმაში თუ ბოლო დღეებში გაახმოვანებთ? rolleyes.gif

Posted by: GreenWestHam 19 May 2018, 22:33
OHOI_IKA
კი ბატონო, სხვადასხვა გემოვნება გვაქვს უბრალოდ როგორც ჩანს, თორემ მე არ მითქვამს, რომ ცუდი წიგნია რომელიმე
აღმოსავლურ ბიბლიოთეკაში ისე აღარ აპირებთ არაფერს? ბოლო დროს ცოტა პასიურობს ეგ სერია, არადა ძალიან საინტერესო ავტორები ითარგმნა


Posted by: OHOI_IKA 19 May 2018, 22:40
4L3X
QUOTE
თქვენს კატალოგს როდის ველოდოთ?

მომდევნო კვირის მეორე ნახევარში ალბათ. მანამდე ვერ sad.gif
სტამბაში გაგზავნილი გვაქვს წიგნები, მაგრამ ბოლომდე არ ვიცით, ზუსტად რა მოეწსრება. აქედან გამომდინარე არ ვჩქარობთ, რომ მერე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ :დ

GreenWestHam
ხო, ალბათ გემოვნების ამბავია. თუმცა, მე ის მომწონს, რომ ამ ფესტივალზე ჟანრობრივი მრავალფეროვნება გვაქვს. აღმოსავლურზე გეთანხმებით, სულ 3-4 მთარგმნელი გვყვას არაბულიდან ქვეყანაში და პროდუქტიულობა ნაკლებია აქედან გამომდინარე. თუმცა, ძალიან დიდი ალბათობით, ერთი წიგნი მაინც იქნება ფესტივალზე და კიდევ ერთი ივლისში

senpai
QUOTE
იმენა მოხოდილები არიან. 

ვცდილობთ biggrin.gif

Posted by: Merilen 19 May 2018, 22:53
QUOTE (GreenWestHam @ 19 May 2018, 22:18 )

Merilen
ვიცი ყველა ფესტივალზე ასე რომ არის, მაგრამ იქნებ წელს მაინც ისწავლეს ჭკუა-მეთქი, ვიმედოვნებდი biggrin.gif

ეჰ, ჭკუა არაფერ შუაშია, ისედაც არ გამოვა ეგ ამბავი სამწუხაროდ, როგორი თვეც გამომცემლობებისთვის მაისია ისეთი რომ იყოს ყველა , მერე აეწყობოდნენ უფრო. ჯერ მაგის იმედი არც ჩვენ უნდა გვქონდეს და არც თავად ექნებათ ასე მგონია.

Posted by: kaatinga 19 May 2018, 23:05
18 ის სია არის სადმე ?
და ,,ბათუმელები“ რატომ ჰქვია გამომცემლობას ?

ჰოდა არ მახსოვს ვთქვი თუ არა

OHOI_IKA
ვიღაც კონსულტანტი გყავთ ან გყავდათ სადღაც 1-2 წლის წინ. ბიჭი.
ტიპმა ისე კარგად ისაუბრა და ,,გაყიდა“ პროდუქტი რომ ლამის ტაში დავუკარი. რასაკვირველია წიგნი ვიყიდე. (ოღონდ არ მახსოვს რომელი) და ცხოვრებაში პირველად, ასე ნაყიდმა წიგნმა ძალიან გაამართლა.

მოკლედ, ვინ იყო არ ვიცი და ყველას უთხარი მადლობა. biggrin.gif
* * *
ბარემ ორ რამესაც ვიკითხავ, ,,ტერორის“ თარგმნას აპირებს ვინმე თუ იცით? სერიალის კომენტებში ძალიან ბევრი ამბობდა, რომ წიგნი ძალიან კარგია.

და ,,ინტერსტელარი“ (ან რაც შეიძლება ერქვას წიგნს, რის მიხედვითაც ფილმჯ გადაიღეს რა) წიგნი არსებობს? და თუ აპირებენ თარგმნას?

სამი კითხვა გამოვიდა


Posted by: 4L3X 19 May 2018, 23:12
kaatinga
გეთანხმები "ბათუმელებს" მაგარი მოტივირებული კადრები ყავთ, ყოველთვის კეთილ განწყობილი და პროდუქციის მცოდნეები. აბა პალიტრა L-ს გამყიდველებს მე ვასწავლი რა წიგნები აქვთ და რომელ სერიებში ეძებონ lol.gif მაგრამ მათდამი პრეტენზია არ მაქვს ხალხს ფული ჭირდება და ასეთ ერთჯერად საქმეზეც თანხმდებიან. აი გამომცემლობის მიდგომა არის საკითხისადმი ცუდი.

ინტერსტელარი წიგნი არსებობს კი. ოღონც გაფრთხილებ რომ ლიტერიზაციაა. ანუ ჯერ ფილმი იყო და მხოლოდ ამის მერე წიგნი. ანუ წიგნში ზუსტად ის არის რაც ეკრანზე ვნახეთ.

Posted by: senpai 19 May 2018, 23:13
QUOTE
ტერორი

OHOI_IKA
ითავე ბარემ ამის თარგმნაც. ჩაჯდება კარგად გამომცემლობის სტილში.


Posted by: Joiner 19 May 2018, 23:15
kaatinga
QUOTE
და ,,ინტერსტელარი“ (ან რაც შეიძლება ერქვას წიგნს, რის მიხედვითაც ფილმჯ გადაიღეს რა) წიგნი არსებობს? და თუ აპირებენ თარგმნას?

no.gif

მანდ პირიქითაა საქმე. წიგნი ფილმის გამოსვლის შემდეგ დაწერეს.

Posted by: kaatinga 19 May 2018, 23:20
Joiner
დანპლები

QUOTE
ტერორი

ვინც მხოლოდ სერიალი ნახეთ და წიგნი არ წაგიკითხავთ ამის კომენტებს ჩაყევით, საკმაოდ საინტერესო დახასიათებაა წიგნის

https://filmix.co/dramy/124669-terror-2018.html

განსაკუთრებით 15 აპრილის კომენტარია მოცულობითი, ლამაზი და ალბათ სიმართლეც biggrin.gif
დამაინტრიგებელიც


ეს

Сериал, который НЕ СМОГ...
Я прочитал книгу Дэна Симмонса "Террор" за год до выхода сериала. О планах снять сериал я тогда не слышал и книга в принципе (с небольшими оговорками) мне понравилась своей атмосферностью, нагнетанием отчаяния и безысходности экипажей, застрявших во льдах двух экспедиционных кораблей "Террор" и "Эребус", постоянно атакуемых неизвестным существом.
Автор книги использовал реальные исторические факты бесследно исчезнувшей экспедиции Франклина и разбавил эти факты мистическими и отчасти даже философскими рассуждениями и образами. Узнав о выходе сериала по мотивам данной книги, я с любопытством решил его посмотреть и вот какие выводы сделал.
Основная проблема сериала заключается скорей всего только в одном - режиссеры не смогли создать и передать достойную пугающую атмосферу страха и безысходности, которую испытывали экипажи затерянных во льдах двух кораблей, а ведь вся книга Дэна Симмонса и держится исключительно на нагнетании страха безысходности перед неизвестным, страха отсутствия будущего, сомнения в своем спасении и удачной развязки путешествия. В книге люди реально страдают и физически и психологически от лишений, от холода от снега от постоянной арктической ночи и от того, что может выйти на охоту на них.
Однако в сериале мы видим достаточно позитивно настроенных членов экипажа, которые не опасаются ничего и не сомневаются ни в чем, почти не страдают, смело и хорошо переносят жизнь во льдах, которая длиться не первый год, ходят вне кораблей в свитерах и легкой одежде.
Смотря киноверсию книги, я не ощущал того смертельного, страшного ХОЛОДА, который я чувствовал, когда читал книгу, я не ощущал страха экипажей перед своей медленно приближающейся неминуемой участью, которую я чувствовал, читая книгу, я не ощущал у экипажей ужаса и понимания того, что люди больше не охотники, а лишь добыча, которую я чувствовал, когда читал книгу.
Очень разочаровала картинка льда и зимних пейзажей, было странное осознание искусственности, как будто снег сделан из пенопластовой стружки, а все сцены на улице снимались не зимой и не в северных широтах, а в кинопавильоне, не было ощущения того, что людям действительно холодно и они страдают от этого.
В итоге сериал получился неоднозначным, тем кто не читал книгу и не проникся атмосферой повествования в ней, сериал может понравиться, но те, кто прочитал книгу, я думаю меня поймут.
Мне лично хотелось испытать от сериала те эмоции, которые я испытывал от его заставки, она действительно получилась очень хорошей как раз в духе книги Дэна Симмонса "Террор"

Posted by: OHOI_IKA 19 May 2018, 23:28
kaatinga
"წიგნები ბათუმში" ქვია და მოკლე ისტორია არის , რომ ჯერ მაღაზია გვქონდა ბათუმში იგივე სახელის, რომელიც პოპულარული გახდა, ერთგვარად ბრენდად იქცა და გამომცემლობის სახელზეც გადმოვიდა, რადგან ბათუმელები ვართ, ბათუმში ვმუშაობთ და მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების უმრავლესობა თბილისში გვყავს, მაინც ბათუმურია რა smile.gif)

QUOTE
ვიღაც კონსულტანტი გყავთ ან გყავდათ სადღაც 1-2 წლის წინ. ბიჭი.
ტიპმა ისე კარგად ისაუბრა და ,,გაყიდა“ პროდუქტი რომ ლამის ტაში დავუკარი. რასაკვირველია წიგნი ვიყიდე. (ოღონდ არ მახსოვს რომელი) და ცხოვრებაში პირველად, ასე ნაყიდმა წიგნმა ძალიან გაამართლა.

ვახ <3 რა სასიამოვნოა smile.gif ვიზუალურად თუ გახსოვს როგორ იყო, მადლობა ვეტყვი კიდევ ერთხელ smile.gif

QUOTE
ბარემ ორ რამესაც ვიკითხავ, ,,ტერორის“ თარგმნას აპირებს ვინმე თუ იცით? სერიალის კომენტებში ძალიან ბევრი ამბობდა, რომ წიგნი ძალიან კარგია.

და ,,ინტერსტელარი“ (ან რაც შეიძლება ერქვას წიგნს, რის მიხედვითაც ფილმჯ გადაიღეს რა) წიგნი არსებობს? და თუ აპირებენ თარგმნას?

სამი კითხვა გამოვიდა

ტერორს ჩვენ ვაპირებთ და მგონი ფინიშზეა უკვე გასული მოლაპარაკებები და მალე გავაფორმებთ კონტრაქტს.
ინტერსტელარის გამოცემა არ ღირს, არაფერია smile.gif

4L3X
მადლობა <3

senpai
კი, კი smile.gif

Posted by: 4L3X 19 May 2018, 23:59
OHOI_IKA
ტერორისას ვერაფერს ვიტყვი მაგრამ რობერტ ვეგნერის "მეეკჰანის საზღვრის პირეთის" სერიას ძალიან აქებენ და ჯერ რასკრუტკაც არა აქვს.

user posted image

Posted by: OHOI_IKA 20 May 2018, 00:07
4L3X
მაგაზე ჭიდაობა გვაქვს გაჩაღებული. გინდა თუ არა პოლონურიდან თარგმნეთო და ვერ ვაგებინებ, რომ არ გამოვა smile.gif)) ძალიან მაგარია ვეგნერი და იმედი მაქვს მალე ვიზამთ

Posted by: kaatinga 20 May 2018, 00:14
OHOI_IKA
QUOTE
ვახ <3 რა სასიამოვნოა  ვიზუალურად თუ გახსოვს როგორ იყო, მადლობა ვეტყვი კიდევ ერთხელ

sad.gif no.gif

Posted by: 4L3X 20 May 2018, 00:18
OHOI_IKA
QUOTE (OHOI_IKA @ 20 May 2018, 00:07 )
მაგაზე ჭიდაობა გვაქვს გაჩაღებული. გინდა თუ არა პოლონურიდან თარგმნეთო და ვერ ვაგებინებ, რომ არ გამოვა smile.gif)) ძალიან მაგარია ვეგნერი და იმედი მაქვს მალე ვიზამთ

წარმატებები. ერთი კლიენტი გყავთ! სადაც შევძლებ შევაქებ ამ სერიას. ეს პოლონელები კარგი ხის თავიანები არიან ეტყობა

Posted by: George_Best 20 May 2018, 00:36
QUOTE
დიოგენე ვერ აქტიურობს ისე დიდად წელს

ძაან ცუდია
მიუხედავად კრიზისისა,კარგ რამეებს უშვებდნენ,ღირებულ ლიტერატურას
სულაკაურიც ვეღარაა ხოდზე,საბოლოოდ წალეკა როგორც ჩანს აქაურობა იაფფასიანმა ფენტეზებმა და ფანტასტიკებმა
ცუდია

Posted by: OHOI_IKA 20 May 2018, 00:36
kaatinga
ვიფიქრე მე ვიქნებოდი და თავს შევიქებდი smile.gif)) მარა მე რომ ვყოფილიყავი, გრძელი თმა ალბათ დაგამახსოვრდებოდა :დ
ენივეი, მადლობა დიდი! <3

4L3X
მეც ვაქებ და ვაქებ, მარა ეგენი მართლა ძალიან უცნაური ხალხია და ვერაფერს ვუხერხებ საუბარში sad.gif

Posted by: 4L3X 20 May 2018, 00:45
QUOTE (George_Best @ 20 May 2018, 00:36 )
საბოლოოდ წალეკა როგორც ჩანს აქაურობა იაფფასიანმა ფენტეზებმა და ფანტასტიკებმა

user posted image

Posted by: George_Best 20 May 2018, 00:48
4L3X
მოდერს დაუძახე ,რო მნახავს ბანს დამადებს,სტილს არ უღალატო ,ჩამშვებოოოო

Posted by: kaatinga 20 May 2018, 00:49
OHOI_IKA
მგონი გრძელი თმა ჰქონდა, 50/50-ზე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: 4L3X 20 May 2018, 00:52
George_Best
აბა ეხლა მოდი გავერკვიოთ მე რა პონტში მადებ ხელს? ბანი თუ გქონდა ეგეც არ ვიცოდი და უეჭველი იცი რომ მე დაგარეპორტე?

Posted by: George_Best 20 May 2018, 00:55
kaatinga
QUOTE
ტიპმა ისე კარგად ისაუბრა და ,,გაყიდა“ პროდუქტი რომ ლამის ტაში დავუკარი. რასაკვირველია წიგნი ვიყიდე. (ოღონდ არ მახსოვს რომელი) და ცხოვრებაში პირველად, ასე ნაყიდმა წიგნმა ძალიან გაამართლა.

QUOTE
მგონი გრძელი თმა ჰქონდა, 50/50-ზე 


არ ჯდება არანაირ ლოგიკაში
ასე თუ დაგამახსოვრდა,რა მაგრა გელაპარაკა და რაღაც,გრძელ თამას ყველა ვარიანტში დაიმახსოვრებდი,იმიტო რო საქართველოში ცოტას აქვს ,ძაან ცოტას გრძელი თმა,მით უფრო კონსულტანტებს
ბარემ უთხარი პირდაპირ რო კარგი რჩევა მოგცა,რათ უნდა მაგდენი შემოვლები :დ
50-50-ზე შანსი არაა,თუ რამე დეფექტი არ გაქვს აღქმის ან მეხსიერების,ხოდა ამდენი წელი შენი პოსტები ვიცი და ეგრე არაა
ასე რო

4L3X
QUOTE
აბა ეხლა მოდი გავერკვიოთ მე რა პონტში მადებ ხელს? ბანი თუ გქონდა ეგეც არ ვიცოდი და უეჭველი იცი რომ მე დაგარეპორტე?

შენ რა შუაში ხარ ჩემ წინა ბანთან,მომავალ ბანზე დავაზუსტე წინასწარ,ერთხელ მახსოვს ჩაერიე,ჩემი და გენიალური მთარგმნელის და თეთრი ვეშაპის ფრიად არასასიამოვნო საუბარში,მოდერის მუქარით,ხოდა მაგიტო რა

QUOTE
ისე, ამ საფესტივალოდ, აპრილის თვეში ჩემმა ორმა მთარგმნელმა დაკარგა ლეპტოპი  მართლა ოღონდ :დ არა, იმაზე კი ვერ დავდებ თავს მართლა დაკარგეს თუ არა, მარა ეს დაგვისახელეს თარგმანის ვერჩაბარების მიზეზად :დ

იმდენია შანსი მაგის,რამდენიც კაატინგას 50-50 ახსოვს გრძელი თმა :დ

ჩემმა შერლოკ ჰოლმსობამ მოზგანა biggrin.gif

Posted by: OHOI_IKA 20 May 2018, 00:55
kaatinga
QUOTE
მგონი გრძელი თმა ჰქონდა, 50/50-ზე

biggrin.gif biggrin.gif


ისე, ამ საფესტივალოდ, აპრილის თვეში ჩემმა ორმა მთარგმნელმა დაკარგა ლეპტოპი biggrin.gif მართლა ოღონდ :დ არა, იმაზე კი ვერ დავდებ თავს მართლა დაკარგეს თუ არა, მარა ეს დაგვისახელეს თარგმანის ვერჩაბარების მიზეზად :დ
ასეთებიც ხდება

Posted by: kaatinga 20 May 2018, 00:58


QUOTE
მგონი გრძელი თმა ჰქონდა, 50/50-ზე 

George_Best
ვიხუმრე ადამიანო biggrin.gif

Posted by: 4L3X 20 May 2018, 00:58
QUOTE (OHOI_IKA @ 20 May 2018, 00:55 )
ისე, ამ საფესტივალოდ, აპრილის თვეში ჩემმა ორმა მთარგმნელმა დაკარგა ლეპტოპი biggrin.gif მართლა ოღონდ :დ არა, იმაზე კი ვერ დავდებ თავს მართლა დაკარგეს თუ არა, მარა ეს დაგვისახელეს თარგმანის ვერჩაბარების მიზეზად :დ
ასეთებიც ხდება

1 შემთხვევა არაფერია, 2 დამთხვევაა, 3 ბუდეა. smile.gif

Posted by: Joiner 20 May 2018, 20:25
user posted image
ჯანეტ უოლსის "შუშის სასახლე" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გახდება ხელმისაწვდომი (31 მაისი - 3 ივნისი)

მთარგმნელი: ნინო ბარძიმიშვილი
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

ყველას წარმოგვიდგენია, როგორი უნდა იყოს იდეალური მშობელი: განათლებული, მზრუნველი, დამცველი და გულწრფელი სიყვარულის წყარო. ჯანეტ უოლსის მემუარებში - „შუშის სასახლე“ - კი ყველაფერი პირიქითაა. მამა ლოთია, რომელსაც მუდამ მევახშეები დასდევენ, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევს სახლიდან გაქცევა და ახალი საცხოვრებლის ძიება. დედა საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი, არშემდგარი მხატვარია, რომელიც პრინციპულად უარს ამბობს თავისი მოვალეობების შესრულებაზე და ბავშვების თავისუფლად გაშვებასა და უპატრონოდ დატოვებას შორის სხვაობას ვერ ხედავს. მშობლების ასეთი საქციელის შედეგად, შვილებს შიმშილის, ძალადობის, ჩაგვრისა და მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

„შუშის სასახლე“ არ არის ზღაპარი ბოროტი დედინაცვლის შესახებ, რომელსაც თავისი გერის სიკვდილი უნდა. აქ პერსონაჟები ნამდვილი ადამიანები არიან. მშობლები, რომლებმაც რეალობას თვალი ვერ გაუსწორეს და ბავშვებს ღირსეული ცხოვრება ვერ შეუქმნეს, და შვილები, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს, რათა ამ სამყაროში თავი დაემკვიდრებინათ.

Posted by: monogamist 20 May 2018, 21:47
კი ვიყიდი ფესტივალზე, მარა ივლისის შუამდე უნდა დავდო, არ მეცლება biggrin.gif

Posted by: OHOI_IKA 20 May 2018, 22:28
4L3X
არადა არც იცნობენ ერთმანეთს. ერთი საფრანგეთშ ცხოვრობს და მეორე საქართველოშ და ერთი კვირის შუალედით, ორივემ გამოგვიცხადა, რომ ლეპტოპი მოპარეს sleep.gif ორი ძალიან კარგი წიგნი გადაიდო.
ივლის-აგვისტოსთვის

Posted by: dionise12 20 May 2018, 23:16
OHOI_IKA
"ნისლქმნილი - აღზევების წყარო" -ც მაგას ემსხვერპლა?

Posted by: OHOI_IKA 20 May 2018, 23:22
dionise12
არა, ნისლქმნილი უბრალოდ ვერ მოესწრო. მოგეხსენება, ძალიან დიდია და ფიზიკურად ვერ მოესწრო. რადგან ნისლქმნილის ერთ-ერთი მთარგმნელი "უცხო უცხოთა ქვეყანაშის" მტარგმნელი იყო და დასრულების შემდეგ, კიდევ ბევრი მუშაობა მოუწია რედაქტორთან ერთად, რადგან ჰაინლაინი ძალიან რთული წიგნია, რთული რელიგიურ-ფილოსოფიური პასაჯებით.
ზაფხულში გამოვა 5-6 ძალიან მაგარი წიგნი, მათ შორის სანდერსონიც და იმ დროს გამოვა, როდესაც ბიბლუსში ფასდაკლებების სეზონი იქნება და ეგრევე ფასდაკლებაში ჩაჯდება

Posted by: fork 21 May 2018, 08:18
OHOI_IKA
ლე გუინის "ზღვამიწეთის ციკლის" მომდევნო წიგნი გვეყოლება წელს?

Posted by: Joiner 21 May 2018, 09:57
მთლად ამ თემის შესაფერისი არაა, მაგრამ იყოს მაინც.

ქართული ზღაპრების გერმანულენოვანი გამოცემის ყდა.

user posted image

Posted by: 4L3X 21 May 2018, 13:29
მეგობრეო მარიო ვარგას ლიოსას "ბოლო ჟამის ომი" ვინ უნდა გამოსცეს გახსოვთ?

Posted by: Joiner 21 May 2018, 13:31
4L3X
QUOTE
მეგობრეო მარიო ვარგას ლიოსას "ბოლო ჟამის ომი" ვინ უნდა გამოსცეს გახსოვთ?

სულაკაურმა.

Posted by: 4L3X 21 May 2018, 13:50
Joiner
მეც ეგრე მახსოვდა, მადლობა. რაღაც ხმა არ ისმის მაგ წიგნის გამოცემაზე. ერთი უნდა ვკითხო.

Posted by: natia_natia9 21 May 2018, 15:48
4L3X
ლიოსა შემოდგომისკენ იქნებაო

Posted by: ValenTine_Kelly 21 May 2018, 18:42
ვა, რამდენი ახალი წიგნი დადებულა, რაც აქ ბოლოს შემოვედი, მას მერე!


ისე, ფესტივალზე ფესტივალის თემაში რომ იწერებოდეს, უკეთესია, ადამიანურად ვნახავდი იქ ახალ ამბებს და აქ ახალ წიგნებს.

Posted by: Joiner 21 May 2018, 18:43
user posted image
ძალიან მალე - სერიაში ET CETERA - ზიგმუნდ ფროიდის „რჩეული შრომები“.
ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები ცივილიზაციის სფეროში გადააქვს და ავითარებსაზრს, რომ კულტურაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ინდივიდის ფსიქიკაში. „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაშრომია, რომელიც პირველყოფილიადამიანის ფსიქოსოციალურ თავისებურებებს ეხება. „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“ და „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“ ამ ორი დიდი შემოქმედის ფსიქოლოგიურიბიოგრაფიების შექმნის მცდელობაა, რომელიც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას სრულიად განსხვავებულად დაგვანახვებს.
მთარგმნელი - მაია ბადრიძე

Posted by: 4L3X 21 May 2018, 20:01
user posted image

„დიდი პატარა ტყუილები“ ავსტრალიელი მწერლის, ლიან მორიარტის გამორჩეული ნაწარმოებია, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ძალიან პოპულარული სატელევიზიო სერიალი. წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) იქნება შესაძლებელი.

მთარგმნელი: მარი კორინთელი
რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

ავტორმა პირივის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ტიპის ოჯახი დაასახლა და ყველას თავისი წილი პრობლემა არგუნა.

ახალგაზრდა ჯეინი შვილთან, ზიგისთან, ერთად საცხოვრებლად გადმოდის ამ ნახევარკუნძულზე. ცდილობს, დაივიწყოს მოვლენა, რომელმაც მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა; დაუმეგობრდება ასაკით უფროს, ბრჭყვიალა, ლამაზ და მდიდარ ქალებს, თუმცა გაიჩენს მტრებსაც და უწევს ბრძოლა შვილის დასაცავად.

სელესტი და პერი თითით საჩვენებელი წყვილია. მათი ცხოვრება ზღაპრულ სამყაროს წააგავს, რომელზეც ყველა ოცნებობს. მაგრამ ოჯახურ იდილიასაც აქვს თავისი საფასური. და რას ითხოვენ სელესტისგან სანაცვლოდ? ღირს კი ამად ეს ფუფუნება?!

„დიდი პატარა ტყუილები“ იმ სიმართლის საბადოა, რომელსაც თვალს ვერ ან არ ვუსწორებთ. ეს არის ამბავი ქალებზე, რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია... ეს არის ამბავი ცოლებზე, ყოფილ ქმრებზე, ძალადობის უწყვეტ ციკლზე, სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებსა და სკანდალებზე. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამბავი იმპატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც საკუთარ თავებს ვკვებავთ; თან გვგონია, რომ თუ გავუძლებთ, პრობლემა თავისით მოგვარდება.

natia_natia9

QUOTE
ლიოსა შემოდგომისკენ იქნებაო


მადლობა.

ეხლა ერთი ის გამაგებინა ინტელექტი როდის გამოსცემს "ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას"

Posted by: Joiner 22 May 2018, 13:43
user posted image
ძალიან მალე - „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“!

რუსული ლიტერატურის კლასიკოსის, ნიკოლაი გოგოლის (1809 - 1852) „მკვდარი სულები“ იმ დიდ წიგნებს შორისაა, რომლებმაც თვალსაჩინო კვალი დატოვეს მწერალთა და მკითხველთა თაობებზე. მთავარი გმირის, პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვის მოგზაურობას სოფლიდან სოფელში, ერთი მემამულის სამფლობელოდან მეორეში წარმოუდგენელი მიზანი აქვს: ეგრეთ წოდებული მკვდარი სულების შეგროვება. XIX საუკუნის პირველი ნახევრის რუსეთი მკითხველის თვალწინ მთელი სისავსით ცოცხლდება: უსწრაფესად გავრცელებული ჭორებით, უცაბედი გამდიდრების მსურველებით, ქრთამის აღებას დაჩვეული მოხელეებით, განსაცდელში ჩავარდნილი მებატონეებით, დაგირავებული ყმაგლეხობით...

მთარგმნელები - ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე
* * *
user posted image
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) "უკვდავი ბიბლიოთეკის" სერიას მეოცე საუკუნის კიდევ ერთი გამორჩეული ავტორის, დანიილ ხარმსის კრებული "შენ ფანჯარაში დამინახავ" შეემატება.

მთარგმნელი: მანანა მენაბდე
რედაქტორი: კატო ჯავახიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

"ლიტერატურაში, აკადემიური მწერლების გარდა ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც ანგრევენ კედლებს, გამოდიან საყოველთაოდ მიღებული ჩარჩოებიდან და მუდმივად ახალი გზების ძიებაში არიან. ზუსტად ასეთი მწერალია დანიილ ხარმსი – ირაციონალური, უკიდურესობების მწერალი, რომელიც აქტუალურობას კი არ კარგავს, არამედ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მიიჩნევა.

მსოფლიო გაოგნებული იყო, როცა, სამოციანი წლებისბოლოს, ხარმსი აღმოაჩინა. სიტყვებისა და ასოების თამაშით დაწერილი, ერთი შეხედვით, აბსურდული და ალოგიკური ვარიაციები მომავლის მწერლობა აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ უდიდესი ექსპერიმენტატორის მიერ დიდი ტრაგიზმითა და იუმორით დაწერილმა ტექსტებმა მომავალში დაიდეს ბინა.

ხარმსი – აბსურდული სინამდვილის დღესასწაული! ამ მოგონილ, ილოზიურ „დღესასწაულში“ ვიმყოფებით ჩვენ, ადამიანები, მას შემდეგ, რაც დედამიწა გაჩნდა." [მანანა მენაბდე]

Posted by: ქაფქიანა 22 May 2018, 21:46
user posted image

პალიტრა.

ეს კიდევ სულაკაური (ოღონდ ზაფხულში):

user posted image

გამიხარდა, დიქეის სერიას გამომცემლობებმა აქტიურად რომ მოჰკიდეს ხელი. ამ სერიით სულაკაურის მსოფლიო ისტორია, ბიბლია, მუსიკა და მხატვრობა ვიყიდე სხვადასხვა ფესტივალებზე. ძალიან კარგი და კაპიტალური წიგნებია. სამწუხაროდ, ნაკლებადაა გაპიარებული და არ ვიცი, რატომ.

Posted by: seeman 22 May 2018, 22:36
ქაფქიანა
QUOTE
დიქეის სერიას

QUOTE
მხატვრობა


ეს სერია არ ვიცი მაგრამ მხატვრობის წიგნის გარეკანი დადე თუ შეგიძლია რომელია მაინტერესებს

Posted by: ქაფქიანა 22 May 2018, 22:39
seeman

QUOTE
ეს სერია არ ვიცი მაგრამ მხატვრობის წიგნის გარეკანი დადე თუ შეგიძლია რომელია მაინტერესებს


user posted image

მოკლედ, არსებობს ასეთი ბრიტანული გამომცემლობა დორიან-კიორსლინგი, ანუ შემოკლებით დიქეი, რომელიც არამხატვრულ, ენციკლოპედიურ-საცნობარო ლიტერატურის გამოცემაზეა ორიენტირებული. ძალიან კარგი გამომცემლობაა, მსოფლიოში აღიარებულია. ჰოდა, ჩვენები აქამდეც თარგმნიდნენ ამათ ნამუშევრებს, ოღონდ ძირითადად საბავშვო ხასიათისას. გამიხარდა, რომ ახლა სერიოზული მასალის თარგმნასაც მოჰკიდეს ხელი. შეძლებისდაგვარად ვაგროვებ ამ სერიას. ძაან ძვირია ისე ეს ოხერი და ფესტივალიდან ფესტივალამდე ველოდები ცოტა მაინც ფასის დაგდებას. ძალიან კაპიტალური, ძალიან მაგარი წიგნებია.

Posted by: seeman 22 May 2018, 22:52
ქაფქიანა

ა ხო ეს ვიცი სპს გავითვალისწინებ თუ ასე აქებ

Posted by: ქაფქიანა 22 May 2018, 23:08
seeman

კი, ნამდვილად კარგი წიგნებია.

Posted by: Ezekia 22 May 2018, 23:50
QUOTE
ძაან ძვირია ისე ეს ოხერი და ფესტივალიდან ფესტივალამდე ველოდები ცოტა მაინც ფასის დაგდებას.

ქაფქიანა

60 ლარი, ხო? თუ მეტი უფრო. ფესტივალზე რამდენად იქნება დაახლოებით?



Posted by: ქაფქიანა 23 May 2018, 08:08
Ezekia

60-იდან 80-მდე. ფესტივალზე 15-20 ლარით იაფია და ეგეც შეღავათია.

Posted by: monogamist 23 May 2018, 17:02
Ezekia
რა კარგი სახელი გაქ, და ინტერესები user.gif

Posted by: OHOI_IKA 23 May 2018, 18:37
monogamist
ეგ პირადში უნდა მიგეწერა gigi.gif

Posted by: ქაფქიანა 23 May 2018, 20:29
ნუ კარგი. ისევ მე დავდებ:

user posted image

,,ს"-ც ადგილზეა და ლოგოც.

Posted by: OHOI_IKA 23 May 2018, 21:23
ქაფქიანა
QUOTE
,,ს"-ც ადგილზეა და ლოგოც.

ის სამუშაო ვარიანტი როგორ გაიპარა იმ დღეს biggrin.gif

Posted by: Nickboy 24 May 2018, 05:40
კარგია, კარგია... ამ ფესტივალზე ბათუმს რაღაც ბევრი წიგნი გამოაქ... მომენატრა ბევრი ერთად bis.gif

Posted by: Ras_al_Ghul 24 May 2018, 09:47
დიდუუუ რა წიგნებია გამოსულიიი sad.gif love.gif

დაინდეთ ხალხი OHOI_IKA gigi.gif



Posted by: Brruto 24 May 2018, 16:04
OHOI_IKA

რა მაინტერესებს, კოსმოსური ოდისეას დანარჩენ ნაწილების გადათარგმნას თუ გეგმავთ ახლო მომავალში?

Posted by: ქაფქიანა 24 May 2018, 16:35
Brruto

QUOTE
OHOI_IKA

რა მაინტერესებს, კოსმოსური ოდისეას დანარჩენ ნაწილების გადათარგმნას თუ გეგმავთ ახლო მომავალში?


ეგ მეც მაინტერესებს. biggrin.gif

Posted by: 4L3X 24 May 2018, 17:07
ვახ! ვახ! ვახ!!! ინტელექტმა ზედ ფესტივალის წინ ნახეთ რა გამოაგორა!

user posted image

ნათანიელ ჰოთორნი
„ალისფერი დამღა“
(სერია: „აკრძალული წიგნების თარო“)

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!

▪️ ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა/ Ani Kopaliani

„ალისფერი დამღა“ ცნობილი ამერიკელი რომანტიკოსი მწერლის, ნათანიელ ჰოთორნის რომანია, რომელმაც ავტორს დიდი სახელი მოუხვეჭა სამშობლოში და დროთა განმავლობაში ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა.

წიგნი 1850 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა საქვეყნო აღიარება. ის ეხება აკრძალული სიყვარულის, საზოგადოებასთან დაპირისპირების, დანაშაულისა და სასჯელის თემებს. რომანი მრავალჯერ აკრძალეს სხვადასხვა ქვეყანასა და ეპოქაში (მათ შორის, ცარისტულ რუსეთშიც), როგორც უხამსი და საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფელი, რადგან ავტორის სიმპათია აშკარად ეკუთვნის მთავარ პერსონაჟს – ქალს, რომელმაც მღვდელთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა და ამით მთელ პურიტანულ საზოგადოებას დაუპირისპირდა.

▪️ პროექტის ავტორი: გვანცა ჯობავა / Gvantsa Jobava
▪️ რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია / ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia
▪️ დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე / Lika Skhirtladze
▪️ გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი / Teona Chanishvili

წიგნი გამოიცა ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით
US Embassy Tbilisi, Georgia

Posted by: senpai 24 May 2018, 17:11
QUOTE
ნათანიელ ჰოთორნი
„ალისფერი დამღა“

დაწინაურდა ინტელექტი chest.gif

აბა ვინ აჯობებს biggrin.gif

Posted by: 4L3X 24 May 2018, 17:23
senpai
ყველა დიდმა გამომცემლობამ 1-2 ძალიან კარგი წიგნი გამოაქვს. მაგრამ ყველა ბათუმელები ჯობიან. 18 ახალ წიგნს ვერავინ ვერ ქაჩავს სულაკაურის გარდა. ფასდაკლებებითაც ყვალეზე მეტად ბათუმელები აკლებენ.

Posted by: senpai 24 May 2018, 17:35
4L3X
რაოდენობაზე ვთქვი მე ? biggrin.gif უბრალოდ ძალიან მომწონს ჰოთორნი და დიდიხანია მინდოდა ეთარგმნათ ეგ და კიდევ ერთი კარგი რომანი.

ბათუმმა იცის უკვე რომ ფავორიტებში მყავს, ერთი-ორი საქებარი სიტყვა სხვებსაც შევაწიოთ biggrin.gif

Posted by: monogamist 24 May 2018, 19:28
ოო ჰოთორნი უჟე დელააა

Posted by: Eeescadaaa 24 May 2018, 19:48

ვაააჰ
ჰოთორნი ერთი წლის წინ დაანონსდა მგონი up.gif

Posted by: 4L3X 24 May 2018, 20:16
user posted image

რიშელ მიდის „ვამპირების აკადემია“ ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია ვამპირებზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის. ორიგინალური სიუჟეტითა და ვამპირთა ცხოვრებისა და თვისებების განსხვავებული კუთხით წარმოჩენით მან უკვე მოიგო მსოფლიოს მილიონობით თინეიჯერის გული. წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) იქნება შესაძლებელი.

მთარგმნელი: თამარ ბოჭორიშვილი
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

„ვამპირების აკადემია“ ექვსი წიგნისგან შემდგარი საგაა. მეოთხე წიგნში „სისხლიანი დაპირება“ მოვლენები აკადემიის და, უფრო მეტიც, ამერიკის გარეთ ვითარდება. როუზი დიმიტრის ძველ სიტყვებს იხსენებს და საკუთარ თავთან დადებული პირობის შესასრულებლად რუსეთში მიემგზავრება.

იპოვის თუ არა ბელიკოვის ნაკვალევს დამპირების რუსულ ქალაქში სწავლება დაუმთავრებელი როუზი? შეძლებს თუ არა აღასრულოს ფიცი, რომლის გამოც საუკეთესო მეგობარი მიატოვა? იქნებ მისი ადგილი პატარა დასახლება ბაიაშია, სადაც დიმიტრის ოჯახი მზადაა, მისი სახით კიდევ ერთი შვილი მიიღოს? როუზის წინ, როგორც ყოველთვის, ისევ დგას სასურველსა და აუცილებელს შორის არჩევანი.

Posted by: Warner Bros. 24 May 2018, 20:39
QUOTE (senpai @ 10 Jan 2018, 13:52 )
user posted image

ვეღირსეთ!!!

ეს როდის იქნება spy.gif /////////

Posted by: Ezekia 24 May 2018, 20:53
ქაფქიანა
QUOTE
60-იდან 80-მდე.


ეიჰ?!




QUOTE
დანიილ ხარმსის კრებული

ვინ იცნობს? როგორია?


monogamist
QUOTE
კარგი სახელი გაქ, და ინტერესები



smile.gif

Posted by: senpai 24 May 2018, 20:55
QUOTE (Warner Bros. @ 24 May 2018, 20:39 )
QUOTE (senpai @ 10 Jan 2018, 13:52 )
user posted image

ვეღირსეთ!!!

ეს როდის იქნება spy.gif /////////

რა კარგად გაიხსენე ეგ ჩემი პოსტი. ნეტა მოესწრება ამ ფესტივალისთვის ?

Posted by: ქაფქიანა 24 May 2018, 21:08
Ezekia

QUOTE
ეიჰ?!


ეიჰ!

yes.gif

sad.gif

მაგიტომ ველოდებოდი ფესტივალს ამ სერიისთვის. 10-15-20 ლარი აკლდება და შეღავათია ეგეც.

ნუ ძირითადი წიგნები ნაყიდი მაქვს უკვე. ოთხ ფესტივალზე გადავანაწილე.

Posted by: Ezekia 24 May 2018, 21:37
ქაფქიანა
მაგ სერიიდან არაფერი მაქვს, ჩემი დი-ქეი მცენარეების მოვლაა, ძაღლები, ღვინის დაგემოვნება, სამკურნალო მცენარეები, დაკონსერვება, მეცნიერების პირველი ენციკლოპედია და +ანატომიები სამსახურში facepalm.gif smile.gif smile.gif ფასები მახსოვდა მწარედ. ვნახავ ამ ფესტივალზე აბა...


Posted by: ქაფქიანა 24 May 2018, 21:46
Ezekia

ჰო, ეგენიცაა, მაგრამ აი ჩემი რამდენიმე დი-ქეი, რაც მაქვს:

https://www.sulakauri.ge/books/msoplio-istoria-ilustrirebuli-enciklopedia

https://www.sulakauri.ge/books/ilustrirebuli-istoria-biblia

https://www.sulakauri.ge/books/mxatvroba-ilustrirebuli-istoria

https://www.sulakauri.ge/books/musika-ilustrirebuli-istoria

რაც მინდა:

https://forum.ge/?showtopic=34937759&view=findpost&p=52761647

Posted by: senpai 25 May 2018, 12:02
user posted image

იგივე წიგნების გამოშვების ტრადიციას არ ღალატობს პალიტრა, სამაგიეროდ სერიის სახელწოდების გამო დაცხეს სულაკაურმა და ამათმა lol.gif

Posted by: 4L3X 25 May 2018, 14:03
user posted image

"- როდესაც მორიარტის კრიმინალს უწოდებ, კანონის თვალსაზრისით ეს ცილისწამებაა და ამაშია მისი დიდება და საოცრება! ყველა დროის უდიდესი ინტრიგანი, ყველა უღმერთობის ორგანიზატორი, იატაკქვეშა სამყაროს მაკონტროლებელი გონი, გონი რომელსაც შეეძლო შეექმნა ან მოეწამლა ნაციათა ბედი – აი, ასეთია ეს კაცი! მაგრამ იგი იმდენად შორს დგას საზოგადო ეჭვისაგან, იმდენად დაცულია კრიტიკისგან, მორიდებულია, მაგრამ იმდენად დაფასებული თავის საქმიანობაში, რომ შენ მიერ გაჟღერებული ამ კონკრეტული სიტყვების გამო შეუძლია გაიძულოს სასამართლოში წახვიდე და შენი წლიური პენსია მისთვის მიყენებული შეურაცხყოფის კომპენსაციად გადაიხადო."

შერლოკის და მორიარტის ამბები

Posted by: dopp 26 May 2018, 00:44
QUOTE (senpai @ 25 May 2018, 12:02 )

იგივე წიგნების გამოშვების ტრადიციას არ ღალატობს პალიტრა

facepalm.gif
როოოდემდე შეიძლება ატრიალონ სტენდალი ცვაიგი და ა.შ. cry.gif
ჯერ თვითონ უშვებენ უკვე მერამდენედ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზზე რო ყველას უხსოვარი დროიდან უდევს ეს წიგნები სახლში

და თან მაინც ახერხებენ რომ დამპალი თარგმანი ქონდეთ facepalm.gif

Posted by: 4L3X 26 May 2018, 16:48
user posted image

"მე ტკივილს უფრო ვიცნობ, ვიდრე სიხარულის მიღებას. როდესაც ელ.ფოსტაზე წერილი მომივიდა, რომ გავიმარჯვე, ჩემი პირველი ფიქრი იყო, "მადლობა ღმერთს, მორიგი იმედგაცრუება ავიცილე თავიდან". მტკივნეულია, როდესაც რაღაცის მიღებას ვერ ახერხებ, ამდენად გულზე მომეშვა, რომ ეს ტკივილი ამცდებოდა. ორი-სამი დღის შემდეგ ბედნიერების შეგრძნება დავიწყე" - ახილ შარმა, დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრიზის მფლობელი.

Posted by: Eeescadaaa 26 May 2018, 17:12
QUOTE (dopp @ 26 May 2018, 00:44 )
QUOTE (senpai @ 25 May 2018, 12:02 )

იგივე წიგნების გამოშვების ტრადიციას არ ღალატობს პალიტრა

facepalm.gif
როოოდემდე შეიძლება ატრიალონ სტენდალი ცვაიგი და ა.შ. cry.gif
ჯერ თვითონ უშვებენ უკვე მერამდენედ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზზე რო ყველას უხსოვარი დროიდან უდევს ეს წიგნები სახლში

და თან მაინც ახერხებენ რომ დამპალი თარგმანი ქონდეთ facepalm.gif


არც მე მომწონს მაგათი თარგმანი, მაგრამ გაიყიდა ყველა და ახლიდან ბეჭდავენ რა არის აქ ასეთი გასადრამებელი? old.gif old.gif

Posted by: 4L3X 26 May 2018, 22:08
user posted image

მალე! "ოჩოპინტრეს" ახალი წიგნი! გენერალი გიორგი მაზნიაშვილი "მოგონებანი". ყდის დიზაინი: გიორგი ახუაშვილი

Posted by: jurnalistka 26 May 2018, 22:11
QUOTE
მალე! "ოჩოპინტრეს" ახალი წიგნი! გენერალი გიორგი მაზნიაშვილი "მოგონებანი". ყდის დიზაინი: გიორგი ახუაშვილი


ეს და შიშის ველი ახალი არაა, შარშან მაქვს ნაყიდი rolleyes.gif

Posted by: 4L3X 26 May 2018, 22:11
QUOTE (jurnalistka @ 26 May 2018, 22:11 )
ეს და შიშის ველი ახალი არაა, შარშან მაქვს ნაყიდი rolleyes.gif

ოჩო გვატყუებს!!! eek.gif eek.gif eek.gif mad.gif

Posted by: jurnalistka 26 May 2018, 22:22
4L3X
ტყუილით არა მგონია, უბრალოდ ვიღაცისთვის ახალია, ვიღაცისთვის არა...
კაი ხანი ვიმტვრიე თავი წინაც რომ დადე, ეს ხომ მაქვს კაცო და მოლანდებები ხომ არ დამეწყო თქო :დ

user posted image

Posted by: Joiner 26 May 2018, 22:31
QUOTE (4L3X)
ოჩო გვატყუებს!!!     

უფრო ძველ პოსტებს აზიარებს yes.gif

Posted by: ახალგაზრდა 26 May 2018, 22:41
მე ეგ პოსტი ფასდაკლების მითითებით ვნახე და მაგიტო ხო არ აზიარებს იგივე პოსტებს

Posted by: VioletHill 26 May 2018, 22:49
ეს წლების განმავლობაში ამოუყიდავი მაკულატურა რამდენი ხანი უნდა გამოფინონ ხოლმე ყოველ გაზაფხულზე
ან რა დაბეჭდეს ამდენი
ან ამ პალიტრა ელმა რამე ნორმალური რომ ტარგმნოს და 1 000ჯერ გამოცემული თავიდან რომ არ გამოსცეს ძაან ზარალში წავლენ ?!
რა მენეჯმენტიც ყავთ იმ დონის გამოცემები აქვთ

იმხელა კატალოგები დადეს დავიბენი მაინც

ვერაფერი ავარჩიე და შენი გემოვნებით თუ მაჩუქებ რამეს Moby-Dick

უფ დავიცალე ნეგატივისგან mo.gif
* * *
და ფესტივალის თემაში ვპსოტავდი საერთოდაც
facepalm.gif

Posted by: OHOI_IKA 26 May 2018, 23:23
QUOTE
და ფესტივალის თემაში ვპსოტავდი საერთოდაც

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: marimari11 27 May 2018, 00:58
ხალხო ინფერნო მესამე ნაწილია ხო? biggrin.gif ძალიან იაფად ვნახე და ვიყიდე.. biggrin.gif სამ წიგნს თუ იყიდდი კარგი ფასდაკლება იყო.ორი ავარჩიე მესამეს ვერ ვარჩევდი გრეის 50ელფერი და რაღაც თრილერები იყო/მერე ეს ვიპოვე :დ
ვიცი რომ ტრილოგიაა.ვერაფერს გავიგებ ხო წინა ორის გარეშე?
* * *
QUOTE (senpai @ 25 May 2018, 09:02 )
user posted image

იგივე წიგნების გამოშვების ტრადიციას არ ღალატობს პალიტრა, სამაგიეროდ სერიის სახელწოდების გამო დაცხეს სულაკაურმა და ამათმა lol.gif

რა უბედურებაა lol.gif
ჯერ კიდევ როდის უშვებდნენ ამეებს

ეყიდებათ? :|

Posted by: Eeescadaaa 27 May 2018, 01:45
QUOTE (marimari11 @ 27 May 2018, 00:58 )
ხალხო ინფერნო მესამე ნაწილია ხო?  biggrin.gif ძალიან იაფად ვნახე და ვიყიდე..  biggrin.gif სამ წიგნს თუ იყიდდი კარგი ფასდაკლება იყო.ორი ავარჩიე მესამეს ვერ ვარჩევდი გრეის 50ელფერი და რაღაც თრილერები იყო/მერე ეს ვიპოვე :დ
ვიცი რომ ტრილოგიაა.ვერაფერს გავიგებ ხო წინა ორის გარეშე?


რომელს ვერ გაიგებ? დენ ბრაუნს? წიგნები სხვადასხვა ამბებზეა

Posted by: natia_natia9 27 May 2018, 01:57
QUOTE (marimari11 @ 27 May 2018, 00:58 )
ხალხო ინფერნო მესამე ნაწილია ხო? biggrin.gif ძალიან იაფად ვნახე და ვიყიდე.. biggrin.gif სამ წიგნს თუ იყიდდი კარგი ფასდაკლება იყო.ორი ავარჩიე მესამეს ვერ ვარჩევდი გრეის 50ელფერი და რაღაც თრილერები იყო/მერე ეს ვიპოვე :დ
ვიცი რომ ტრილოგიაა.ვერაფერს გავიგებ ხო წინა ორის გარეშე?

გაიგებ, როგორ ვერ გაიგებ smile.gif)))) ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიუჟეტია.. “და ვინჩის კოდიც” კარგია

Posted by: marimari11 27 May 2018, 02:18
QUOTE (Eeescadaaa)
წიგნები სხვადასხვა ამბებზეა

QUOTE (natia_natia9)
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიუჟეტია.. “და ვინჩის კოდიც” კარგია

მადლობა
ეს მაინტერესებდა ზუსტად

Posted by: Moby-Dick 27 May 2018, 20:07
VioletHill
QUOTE
ვერაფერი ავარჩიე და შენი გემოვნებით თუ მაჩუქებ რამეს Moby-Dick

რას მეკიტხები ქრთამებს თუ მომიტანდი ხო იცი, გუშინ შეიძლებოდა ჩუქება, დღესაც შეიძლებოდა.
ფესტივალზე არა gigi.gif

Posted by: VioletHill 27 May 2018, 21:27
QUOTE (Moby-Dick @ 27 May 2018, 20:07 )

რას მეკიტხები ქრთამებს თუ მომიტანდი ხო იცი, გუშინ შეიძლებოდა ჩუქება, დღესაც შეიძლებოდა.
ფესტივალზე არა gigi.gif

ან ფესტივალი ან 29 თებერვალი მეთქი და არ გინდა
მე ხო იცი არავის არაფერს ვეხვეწები
სხვას წავიყვან boli.gif

Posted by: Moby-Dick 28 May 2018, 09:57
რა არი როგორ მელაპარაკები არ მომწონს.
სხვა უნდა წაიყვანო რა თქმა უნდა biggrin.gif

Posted by: Joiner 28 May 2018, 12:08
user posted image
თქვენთვის ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს!!
ჰიუგოსა და ნებულას არაერთგზის გამარჯვებულისა და სხვადასხვა პრესტიჟული დაჯილდოებების ნომინანტი მწერლის ნ.კ. ჯემისინის რომანი, რომელიც ერთ წელია Publisher Weekly-ს ფენტეზის საუკეთესო 10-ეულს"

პორტალი სიამაყით წარმოგიდგენთ "მეხუთე სეზონს", რომელიც მალე დაამშვენებს წიგნის თაროებს!

Posted by: 4L3X 28 May 2018, 12:27
QUOTE (Joiner @ 28 May 2018, 12:08 )
პორტალი სიამაყით წარმოგიდგენთ "მეხუთე სეზონს", რომელიც მალე დაამშვენებს წიგნის თაროებს!

eek.gif eek.gif eek.gif

გადაჭარბების გარეშე წერია მანდ "სიამაყით". საღოლ "პორტალი" სერიოზულ წიგნებს და სერიებს დაეჭიდნენ. წარმატებები მთელი სულით და გულით.

Posted by: Eeescadaaa 28 May 2018, 15:50
QUOTE (Joiner @ 28 May 2018, 12:08 )
user posted image
თქვენთვის ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს!!
ჰიუგოსა და ნებულას არაერთგზის გამარჯვებულისა და სხვადასხვა პრესტიჟული დაჯილდოებების ნომინანტი მწერლის ნ.კ. ჯემისინის რომანი, რომელიც ერთ წელია Publisher Weekly-ს ფენტეზის საუკეთესო 10-ეულს"

პორტალი სიამაყით წარმოგიდგენთ "მეხუთე სეზონს", რომელიც მალე დაამშვენებს წიგნის თაროებს!

ვა ვა ვა up.gif up.gif
ისე წელს ჰიუგო რომ მოიგოს ზედიზედ 3 -ის მფლობელი იქნება up.gif



მე პირადად არ წამიკითხავს პორტალის არც ერთი
და თარგმანი მოგწონთ? ალბათ პალიტრას გამო შევიკავე თავი smile.gif

Posted by: melodyman/ 28 May 2018, 16:23
QUOTE (Warner Bros. @ 24 May 2018, 20:39 )
QUOTE (senpai @ 10 Jan 2018, 13:52 )
user posted image

ვეღირსეთ!!!

ეს როდის იქნება spy.gif /////////

მაგათ რედაქტორთან ფბ მიმოწერა უკვე წლებს ითვლის და რაღა დასამალია ძალიან ინტიმური გახდა



user posted image

Posted by: natia_natia9 28 May 2018, 16:27
QUOTE (Eeescadaaa @ 28 May 2018, 15:50 )
მე პირადად არ წამიკითხავს პორტალის არც ერთი
და თარგმანი მოგწონთ? ალბათ პალიტრას გამო შევიკავე თავი smile.gif

ზუსტად მაგიტომ შევიკავე მეც თავი. საინტერესოა ვინც წაიკითხა როგორ მოეწონა...

Posted by: Brruto 28 May 2018, 16:37
natia_natia9

სიმაკის - ქალაქი წავიკითხე და მშვენიერი თარგმანია ბ-ნი ირაკლი ლომოურის.

Posted by: 4L3X 29 May 2018, 16:59
სიესტა რებრენდინგს გადის ეტყობა

user posted image

vintage international-ის ალბერტ კამიუს სერიას გავს

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ნამდვიათ კარგი გამოუვიდათ.

Posted by: Dwight 29 May 2018, 18:00
გამომცემლობა რემედას / Remedas Publishing

ჰერმან ჰესე “მოხილვა დილის ქვეყნისა” ✅
ჩვენი ახალი წიგნი, რომელიც საქართველოში 39 წლის განმავლობაში დავიწყებული იყო!

Posted by: monogamist 31 May 2018, 00:08
QUOTE
მოხილვა დილის ქვეყნისა

ზე წიგნია!

Posted by: 4L3X 31 May 2018, 00:09
monogamist
ინგლისურად ან გერმანულად როგორ არის მაგ წიგნის სახელი?

Posted by: monogamist 31 May 2018, 00:12
4L3X

Die Morgenlandfahrt
Journey to the East
Паломничество в Страну Востока

Posted by: 4L3X 31 May 2018, 00:19
monogamist
Danke Schöne
Thank you very much
Спасибо большое

smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: melodyman/ 31 May 2018, 03:39
QUOTE
მოხილვა დილის ქვეყნისა


up.gif


https://www.intelekti.ge/book_ge.php?id=652


პლატონოვი რა ჩუმად უთარგმნიათ,ახლა ვნახე შემთხვევით.მშვენიერი
ჩევენგურს ვკითხულობდი სკოლის მერე დავიწყებული რუსულით და ნამეტანი ვიტანჯე

Posted by: celestiales 31 May 2018, 08:35
Dwight
QUOTE
გამომცემლობა რემედას / Remedas Publishing

ჰერმან ჰესე “მოხილვა დილის ქვეყნისა” ✅

რა ეღირება???

Posted by: Dwight 31 May 2018, 12:08
QUOTE (celestiales @ 31 May 2018, 08:35 )
Dwight
QUOTE
გამომცემლობა რემედას / Remedas Publishing

ჰერმან ჰესე “მოხილვა დილის ქვეყნისა” ✅

რა ეღირება???

8₾ ფასდაკლებით.

Posted by: ახალგაზრდა 31 May 2018, 18:51
ახლა გადავხედე სულაკაურის კატალოგს სტენდთან რომ მომცეს და როგორც ჩანს მურაკამის "დენს, დენს, დენს"-ის გამოცემასაც აპირებენ და აზიმოვის "დასაბამი და იმპერია"-სიც
რა დასაკვშირებელია მაგრამ ესენია ჩემთვის ნაცნობი და საინტერესო bis.gif

user posted image
თუ უკვე იყო დაანონსებული რავი იდოს მაინც სილამაზისთვის

Posted by: senpai 31 May 2018, 19:19
ახალგაზრდა
კარგი სიახლეა. კიდე რეებია დაანონსებული ? იქნებ გააზიარო.

Posted by: Eeescadaaa 31 May 2018, 19:44
QUOTE (ახალგაზრდა @ 31 May 2018, 18:51 )
ახლა გადავხედე სულაკაურის კატალოგს სტენდთან რომ მომცეს და როგორც ჩანს მურაკამის "დენს, დენს, დენს"-ის გამოცემასაც აპირებენ და აზიმოვის "დასაბამი და იმპერია"-სიც
რა დასაკვშირებელია მაგრამ ესენია ჩემთვის ნაცნობი და საინტერესო bis.gif

user posted image
თუ უკვე იყო დაანონსებული რავი იდოს მაინც სილამაზისთვის


The Wind-Up Bird Chronicle-თ ვარ დაინტერესებული და ალბათ ამასაც გამოუშვებენ ოდესმე biggrin.gif biggrin.gif
სხვა ყველაფერი გამოუშვეს უკვე და............

Posted by: ახალგაზრდა 31 May 2018, 20:14
ზუსტად არ მახსოვს რეები იყო ადრევე დაანონსებული მაგრამ რაც თვალში მომხვდა არის:

ოქროს კომპასის სერიაში: "უჩვეულო დანა" და "ქარვისფერი ჭოგრიტი"

ლიტერატურულ ოდისეაში: კრიტა ვოლფის "კასანდრა", ტომ პეროტას "ნარჩენები" და ვიქტორ პელევინის "Generation F"
დანარჩენები სურათზე
user posted image

მილენიუმის საგაში "გოგონა, რომელსაც თვალი თვალის წილ მიაქვს"

სამეცნიერო ფანტასტიკაში აზიმოვის გარდა უილიამ გიბსონის "ნეირომანსერი" და ჯეიმს ბალარდის "ცათამბრჯენი"

შმიტის "კაცი, რომელიც სახის მიღმა ხედავდა"

ჰითჩჰაიკერის მესამე ნაწილი "სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი"

ხო კიდე 50 ელფერის მეოთხე ნაწილი თუ ვინმე "იზვრაშენეცია" დაინტერესებული :დ

და ბრაუნის "ანგელოზები და დემონები"

Eeescadaaa
სადაც ამდენი თარგმნეს იქ მაგასაც თარგმნიან ალბათ, მეც ველოდები yes.gif

Posted by: merkantila 31 May 2018, 20:38
ზამიატინს რატო აიგნორებთ? პატარა ამბავია მაგის დედა ვატირე?

Posted by: senpai 31 May 2018, 20:45
ახალგაზრდა
სელინი არ ეწერა ?

Posted by: ახალგაზრდა 31 May 2018, 21:08
senpai
"სიკვდილი კრედიტით" ხო? კი, წერია.

გენჯის გვერდით იყო და რადგან ეს დაანონსებული იყო უკვე ჩავთვალო რომ ეგეც წინა კატალოგიდან გადმოიტანეს და მაგიტომ აღარ დავწერე

Posted by: Eeescadaaa 31 May 2018, 21:37
QUOTE (ახალგაზრდა @ 31 May 2018, 20:14 )

ხო კიდე 50 ელფერის მეოთხე ნაწილი თუ ვინმე "იზვრაშენეცია" დაინტერესებული :დ



ამის მეოთხე ნაწილიც არის და არ ვიცი???
შემირცხვეს ქალობაა old.gif old.gif old.gif

Posted by: Heart_of_Darkness 3 Jun 2018, 23:39
კატალოგს ვათვალიერებდი და ყოჩაღ ,,სულაკაურს",
რა კარგი საბავშვო სერიის გამოშვებას გეგმავენ:
user posted image
თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცებზე მეოცნებე, ინერტული, უამბიციო პრინცესების დრო უნდა დასრულდეს,
ძირს სტერეოტიპები sa.gif
biggrin.gif
როგორც კი გამოვა შევიძენ, საახლობლოს ბავშვებისთვის.

Posted by: ქაფქიანა 10 Jun 2018, 21:52
მოკლედ, გამომცემლობა ყოფილა ასეთი, ,,პოეზია".

საკმაოდ საინტერესო გამომცემლობაა. შარშან ფესტივალზე, მაგათი ეს ვიყიდე:

user posted image

და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, წელს ფესტივალზე კი ეს:

user posted image

ჰოდა, რა მაინტერესებს. ვინები არიან, რა გეგმები აქვთ და რა წიგნები? ნეტში ფაქტობრივად არაფერი იძებნება მათზე. ვინმემ რამე იცით?

ამ ორი წიგნით თუ ვიმსჯელებთ, პირველ რესპუბლიკაზე აქვთ აქცენტი აღებული ვითომ? მე ძალიან მომეწონება, თუ ასეა.

Posted by: MeBeforeYou 10 Jun 2018, 22:30
QUOTE (Heart_of_Darkness @ 3 Jun 2018, 23:39 )
კატალოგს ვათვალიერებდი და ყოჩაღ ,,სულაკაურს",
რა კარგი საბავშვო სერიის გამოშვებას გეგმავენ:
user posted image
თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცებზე მეოცნებე, ინერტული, უამბიციო პრინცესების დრო უნდა დასრულდეს,
ძირს სტერეოტიპები sa.gif
biggrin.gif
როგორც კი გამოვა შევიძენ, საახლობლოს ბავშვებისთვის.

ვაა, მართალია სულაკაურს დიდად ვერ ვიტან, მაგრამ მაინც გამომადგებოდა სასაჩუქრედ ეს სერია.

Posted by: Joiner 15 Jun 2018, 20:36
user posted image

აკციო პოტერის ილუსტრირებული გამოცემა!
მაგლებისა და ჯადოქრების საყურადღებოდ,
თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს!
ჯიმ ქეის საოცარი ილუსტრაციებით გაფორმებული სერიის პირველი ნაწილი - "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" მალე გამოჩნდება ჩვენი წიგნის მაღაზიის თაროებზე

Posted by: Joiner 29 Jun 2018, 15:01
user posted image

მაიკლ ჯ. სალივანი 8 წლის იყო, როცა მეგობრის სახლში ძველი საბეჭდი მანქანა აღმოაჩინა, ჩადო მასში ფურცელი და დაბეჭდა: „ეს იყო ბნელი და ბობოქარი ღამე. და გაისმა გასროლა“. ასე დაიბადა ეპიკური და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გამორჩეული ავტორი, რომელსაც არასოდეს განელებია სურვილი სუფთა ფურცლები შეევსო. ის წერდა წიგნებს თავისი ცამეტი წლის შვილისთვის, რომელიც დისლექსიით იტანჯებოდა. პატარ-პატარა, ფრაგმენტული, იოლად საკითხავი ეპიზოდებისგან, მოგვიანებით, შეიქმნა ვრცელი, დაუვიწყარი ამბები მრავალფეროვან სამყაროზე - რაინდებზე, ჯადოქრებზე, ჯუჯებსა თუ ურჩხულებზე.
დღეს მაიკლ ჯ. სალივანი ფერფაკსში, ვირჯინიის შტატში ცხოვრობს და თავის მაგიურ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვასა და ცარიელი ფურცლების შევსებას განაგრძობს.

Posted by: dionise12 29 Jun 2018, 15:35
QUOTE (Joiner @ 29 Jun 2018, 15:01 )
user posted image

მაიკლ ჯ. სალივანი 8 წლის იყო, როცა მეგობრის სახლში ძველი საბეჭდი მანქანა აღმოაჩინა, ჩადო მასში ფურცელი და დაბეჭდა: „ეს იყო ბნელი და ბობოქარი ღამე. და გაისმა გასროლა“. ასე დაიბადა ეპიკური და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გამორჩეული ავტორი, რომელსაც არასოდეს განელებია სურვილი სუფთა ფურცლები შეევსო. ის წერდა წიგნებს თავისი ცამეტი წლის შვილისთვის, რომელიც დისლექსიით იტანჯებოდა. პატარ-პატარა, ფრაგმენტული, იოლად საკითხავი ეპიზოდებისგან, მოგვიანებით, შეიქმნა ვრცელი, დაუვიწყარი ამბები მრავალფეროვან სამყაროზე - რაინდებზე, ჯადოქრებზე, ჯუჯებსა თუ ურჩხულებზე.
დღეს მაიკლ ჯ. სალივანი ფერფაკსში, ვირჯინიის შტატში ცხოვრობს და თავის მაგიურ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვასა და ცარიელი ფურცლების შევსებას განაგრძობს.

3 წიგნად უშვებენ ხო? sa.gif
------------------

Posted by: fork 29 Jun 2018, 19:12
QUOTE
3 წიგნად უშვებენ ხო?

სალივანი წერას რომ აგრძელებს?
მგონი მეტის გამოშვება მოუწევთ.

* * *
Joiner
სიპატიური ყდაა,თან რაღაცნაირად გრილი ელფერის.
მისწრებაა ამ პაპანაქებაში.

Posted by: Alisaka 13 Jul 2018, 18:06
"სიკვდილი კრედიტით"როდისთვის იქნება ნეტა
?


ზაფხულში კითხვა არ შემიძლია,მგონი...
ვერასდროს ვერაფერს ვკითხულობ,

Posted by: 4L3X 13 Jul 2018, 21:56
აგვისტოს დასაწყისშიო

user posted image

წიგნი ეძღვნება ტროის მეფის პრიამოსის ქალიშვილს რომელიც ღმერთებმა წინასწამეტყველების ნიჭით დააჯილდოვეს მაგრამ ამავე დროს დაწყევლეს იმით რომ მისი არავის სჯეროდა. მისი თვალებით ჩვენ დავინახავთ "გმირთა ხანის" მანკიერებას.

Posted by: GeorgianGayNovel 17 Jul 2018, 20:21
love.gif პირველი ქართული "გეი" რომანი
უკვე გაყიდვაშია, მხოლოდ lit.ge-ზე!

წაიკითხე სრულად ელ ვერსია kiss.gif
"ლუკა პირველის ცისფერი ღამეები"
user posted image

Posted by: John-obi 18 Jul 2018, 20:18
user posted image

მალე – მარსელ პრუსტის კიდევ ერთი რომანი „არტანუჯისგან“!

Posted by: Heart_of_Darkness 20 Jul 2018, 00:02
QUOTE (John-obi @ 18 Jul 2018, 20:18 )
user posted image

მალე – მარსელ პრუსტის კიდევ ერთი რომანი „არტანუჯისგან“!

რა კარგი სისწრაფით თარგმნიან,
ასე თუ გააგრძელეს, სადღაც 10 წელში, სრულად გვექნება პრუსტი ქართულად.

Posted by: Joiner 3 Aug 2018, 10:11
სულაკაურმა დაწერა ფექსბუქზე.


„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ეხმიანება გოგონებისა და ბიჭების წიგნების ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

პირველ ყოვლისა, გვინდა გითხრათ, რომ გამომცემლობის უკლებლივ ყველა თანამშრომელი იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საგამომცემლო პოლიტიკა და გადავწყვიტეთ, აღარ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების რაიმე ნიშნით გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ერთგული მკითხველები ხართ, ასევე ვწუხვართ იმ დისკომფორტის გამო, რომელიც ჩვენ მიერ შერჩეული წიგნების გამოცემამ შექმნა.



არავინ იცით რა ხდება?
* * *
ვიპოვე

https://www.facebook.com/bakursulakauripublishing/posts/10155829634994211

Posted by: natia_natia9 3 Aug 2018, 15:15
QUOTE (Joiner @ 3 Aug 2018, 10:11 )
სულაკაურმა დაწერა ფექსბუქზე.


„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ეხმიანება გოგონებისა და ბიჭების წიგნების ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

პირველ ყოვლისა, გვინდა გითხრათ, რომ გამომცემლობის უკლებლივ ყველა თანამშრომელი იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საგამომცემლო პოლიტიკა და გადავწყვიტეთ, აღარ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების რაიმე ნიშნით გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ერთგული მკითხველები ხართ, ასევე ვწუხვართ იმ დისკომფორტის გამო, რომელიც ჩვენ მიერ შერჩეული წიგნების გამოცემამ შექმნა.



არავინ იცით რა ხდება?
* * *
ვიპოვე

https://www.facebook.com/bakursulakauripublishing/posts/10155829634994211

კარგია რომ დადე, მეც მაინტერესებდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა და რაზე იყო საუბარი, ახლა გასაგებია.. კარგია რომ ეს სერია აღარ გაგრძელდება

Posted by: Eeescadaaa 3 Aug 2018, 18:16
QUOTE (Joiner @ 3 Aug 2018, 10:11 )

https://www.facebook.com/bakursulakauripublishing/posts/10155829634994211


გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი up.gif up.gif up.gif

ნეტა ვისი აზრი იყო? lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: George_Best 3 Aug 2018, 22:17
რაზე იშლიან ნერვებს ან ბოდიშებს რაზე იხდიან
########თ გამოყლევებბული აზროვნება
გენდერული სტერეოტიპები არა ###
საქმე არ აქვთ მასტებს
დდშვც
ვიღაც მოცლიცლი ### გაიჩითა და მაგ სერიაზე გაუტრაკა
ენეჯოშნიკი ###

Posted by: ახალგაზრდა 3 Aug 2018, 22:43
QUOTE (4L3X @ 13 Jul 2018, 21:56 )
აგვისტოს დასაწყისშიო

user posted image

წიგნი ეძღვნება ტროის მეფის პრიამოსის ქალიშვილს რომელიც ღმერთებმა წინასწამეტყველების ნიჭით დააჯილდოვეს მაგრამ ამავე დროს დაწყევლეს იმით რომ მისი არავის სჯეროდა. მისი თვალებით ჩვენ დავინახავთ "გმირთა ხანის" მანკიერებას.

ვაა ეს რაღაცა საინტერესო ჩანს
როდისთვის გამოდის?

Posted by: 4L3X 3 Aug 2018, 23:21
ახალგაზრდა
QUOTE (ახალგაზრდა @ 3 Aug 2018, 22:43 )
როდისთვის გამოდის?

შემდეგ კვირაში. yes.gif

Posted by: Adur 3 Aug 2018, 23:58
აუ რა კარგია jump.gif
ბერძნული მითოლოგია სადაცაა ყველაფერი წინასწარ მიყვარს, თან კასანდრა ძალიან სევდიანი პერსონაჟია


Posted by: Heart_of_Darkness 4 Aug 2018, 00:09
QUOTE (Joiner @ 3 Aug 2018, 10:11 )
https://www.facebook.com/bakursulakauripublishing/posts/10155829634994211

ის მომენტია, რომლითაც აღშფოთებას ვერ გაიზიარებ,
თუ ბავშვობაში თანატოლი ბიჭები ფეხბურთს არ გათამაშებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ
,,შენ გოგო ხარ, წადი ბარბებით ითამაშე"
და სხვა მრავალი.

ზოგადად, არამარტო ყდას.
არამედ თანამედროვე საბავშვო წიგნების შინაარს რომ ჩაუღრმავდე,
კიდევ უფრო, შემაშფოთებელ, აღმაშფოთებელ ან სახალისო რამეებსაც აღმოაჩენ.
დრო რომ მექნება საბავშვო წიგნების ანალიზით გავერთობი.

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 15:15
Heart_of_Darkness
QUOTE
თუ ბავშვობაში თანატოლი ბიჭები ფეხბურთს არ გათამაშებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ

იმაზე როდისმე თუ გიფიქრია,იმიტო არ გათამაშებდნენ რო გონზე არ არიან გოგოები ფეხბურთს და თან როგორც ბიჭს ეგრე ვერ ეთამაშები და მოკლედ თამაშში ხელის შემშლელი ფაქტორია გოგო?

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 15:51
George_Best
QUOTE
გონზე არ არიან გოგოები ფეხბურთს და თან როგორც ბიჭს ეგრე ვერ ეთამაშები და მოკლედ თამაშში ხელის შემშლელი ფაქტორია გოგო?


რა ქართველი დამსაქმებელივით ლაპარაკობ ჯორჯ, 25 წელს და 10 წლის სტაჟს რომ ითხოვენ )))
თუ არასოდეს არ მიიკარეს გოგო ფეხბურთის თემაზე, არ ელაპარაკნენ, არ ათამაშეს, საიდან ეცოდინება?
სპორტული ნებისმიერი აქტივობაც, ისევე როგორც გონებრივი, განვითარებას საჭიროებს.
ფეხბურთი კი არა, ვინც დაინტერესებულია ჭიდაობს, ბოქსს მისდევს და ა.შ.
იქნებ რა გულით უნდა იმ გოგოს იმ ბიჭებთან თამაში?

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 15:56
jurnalistka
აუ არ გითამაშია ფეხბურთი :დ
მესმის რასაც წერ,სწორსაც წერ მარა მაინც :დ
ვერ აგიხსნი,როგორ ავხსნა ეგეც არ ვიცი biggrin.gif
აი ბიჭები დამეთანხმებიან,გოგოს უფრთხილდები ვერ ურტყავ,ვერ ებრძვი
და ფეხბურთში ეგ მთავარია biggrin.gif

პ,ს
სულაკაურის ამბავზე მაინტერესებს შენი აზრი
სწორია ბოდიში?

Posted by: senpai 4 Aug 2018, 16:03
ფორუმზე ვერ გაიგებ ვინ გოგოა და ვინ ბიჭი და აქ კიდე წიგნებზე ბოდიშებს იხდიან biggrin.gif

ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, რატო იზღუდება ეს ხალხი ვიღაცის დადგენილი სტანდარტებით.

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 16:05
George_Best
QUOTE
აუ არ გითამაშია ფეხბურთი :დ


ცდები, მითამაშია ბევრჯერ, ძალიან ახტაჯანა გოგო ვიყავი.
ცოტა ბავშვობის შუა ნაწილში უკვე მეკარეობას მაძალებდა ჩემი ძმა და სოფელში ერთმანეთს ვეთამაშებოდით.
ეგ რა არის, საკუთარი გამოთლილი ხის ხმლებით არ დაგვიხოცია ერთმანეთი? :დ

QUOTE
სულაკაურის ამბავზე მაინტერესებს შენი აზრი
სწორია ბოდიში?


მარკეტინგულად სწორია, ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ სადავოა ეგ საკითხები.
საზღვარგარეთ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ბოლომდე, გენდერული ჩიჩინი მოქმედებს თუ არა რეალურად ზრდასრულ ასაკში პიროვნების თვითაღქმაზე.
მაგრამ მე თუ პატარა გოგო ვარ, რომელიც კოსმოსში წასვლაზე ოცნებობს და ეზოში ჩავედი და ბიჭებმა რა კოსმოსი ბიძია, თოჯინებით ითამაშე და ფეხბურთში არ მოგვეკაროო, შეიძლება სულ "პლინჩეშად" დავრჩე მერე მთელი ცხოვრება wink.gif

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 16:09
jurnalistka
სგ სგ ევა ლოტა ლისანდერი იბაზრე :დ
ვარდების ომში დაჟე მაგას უფრთხილდებოდნენ(შედარებით)
QUOTE
მარკეტინგულად სწორია, ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ სადავოა ეგ საკითხები.
საზღვარგარეთ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ბოლომდე, გენდერული ჩიჩინი მოქმედებს თუ არა რეალურად ზრდასრულ ასაკში პიროვნების თვითაღქმაზე.
მაგრამ მე თუ პატარა გოგო ვარ, რომელიც კოსმოსში წასვლაზე ოცნებობს და ეზოში ჩავედი და ბიჭებმა რა კოსმოსი ბიძია, თოჯინებით ითამაშე და ფეხბურთში არ მოგვეკაროო, შეიძლება სულ "პლინჩეშად" დავრჩე მერე მთელი ცხოვრება

ჩემი აზრით სისულელეა
რაც უნდა იბრძოლონ მაგ რაღაცებისთვის,გოგო გოგოა,ბიჭი ბიჭია
შეიძლება შენ გინდოდეს კოსმონავტობა,არაა გასაკვირი
შეიძლება ბიჭს თოჯინა ქონდეს ეგეც
მარა ბიჭი და გოგო ერთი და იგივე არაა და ვერ იქნება
ბიჭს სხვა რამეები ევასება გოგოს სხვა
და ამს ხელოვნურად გაიგივება-გათანაბრება ბოდიში და სამ ასოიანი სიტყვაა

დემოკრატია და თავისუფლება თუ არის
QUOTE
ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, რატო იზღუდება ეს ხალხი ვიღაცის დადგენილი სტანდარტებით.

ასე უნდა იყოს

დალშე ყალბი ენჯეოშნიკობაა

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 16:16
George_Best
QUOTE
მარა ბიჭი და გოგო ერთი და იგივე არაა და ვერ იქნება
ბიჭს სხვა რამეები ევასება გოგოს სხვა
და ამს ხელოვნურად გაიგივება-გათანაბრება ბოდიში და სამ ასოიანი სიტყვაა


ხელოვნურად არც არავინ ათანაბრებს.
ბავშვების 98% ისევ ავტომატურად ბუნებრივ ინსტინქტებს მიჰყვება და ძაან ბანალურად რომ ავიღოთ ბიჭი "ლურჯს" აირჩევს და გოგო "ვარდისფერს".
იდეა ის კი არაა, პირიქით მოხდეს, იდეა ისაა, რომ გოგო თუ ლურჯს მოინდომებს და ბიჭი ვარდისფერს, თანასწორებმა არ დაჩაგრონ და არ გარიყონ.
ნაკლები სტერეოტიპული ფაქტორი მოქმედებდეს იმაზე, რომ

QUOTE
ვისაც რა უნდა ის გააკეთოს




Posted by: George_Best 4 Aug 2018, 16:19
jurnalistka
QUOTE
რომ გოგო თუ ლურჯს მოინდომებს და ბიჭი ვარდისფერს, თანასწორებმა არ დაჩაგრონ და არ გარიყონ.

ბავშვებში ბულინგი სულ იყო იქნება,არა მარტო გოგო-ბიჭზე
მაგას ვერასდროს ვერ შეცვლი,ძაან დიდხანს მიმუშავია ბავშვებთან,ძაან კარგებთანაც მაგრამ ეგ ბულინგი სულ იყო- იქნება
ვერ ვიტან ამ სიტყვა ბულინგს :@
QUOTE
ბავშვების 98% ისევ ავტომატურად ბუნებრივ ინსტინქტებს მიჰყვება და ძაან ბანალურად რომ ავიღოთ ბიჭი "ლურჯს" აირჩევს და გოგო "ვარდისფერს".

ხო,იმიტო რო ბუნებრივია
და ევა ლოტა მაგარი გოგო იმიტომაა, როგორც უნდა ეგრე იქცევა და მამა რო ეჩხუბება და პოლიციელი ბიორკი დაცინის სულ კიდია გრძელ ფეხებზე
განსხვავებულობა თუ უნდა ადამიანს,სხვების აზრის დაკიდებაც უნდა შეეძლოს,ვარდის და ეკლის ბაზარია :დ

სულაკაურის ბოდიში არ არის ვისაც რა უნდა აკეთოს
არი დედამოხნული ენჯეოშნიკების ყალბი იდიოტობების შემდეგ გაკეთებული ჩმორული ნაბიჯი
ისედაც არ მევასებოდა სულაკაური :@

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 16:22
George_Best
QUOTE
ისედაც არ მევასებოდა სულაკაური :@


ნეტა შენ ვინ გევასებოდა ერთი givi.gif
გახსენი შენც გამომცემლობა, სხვებმაც მოიოხონ გული lol.gif

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 16:23
jurnalistka
დიოგენე და ბათუმელები მევასება :დ
ბოლოს ცოტა აურია ბათუმელებმა და ნერვები მეშლება
დიოგენეს ყავდა აქ წარმომადგენელი,ისე ვაკრიტიკებდი რო ძაან,მარა იმიტო რო უკეთესი მინდა იყოს
ეგრე ხართ თქვენც biggrin.gif

Posted by: senpai 4 Aug 2018, 16:28
jurnalistka
QUOTE
ბავშვების 98% ისევ ავტომატურად ბუნებრივ ინსტინქტებს მიჰყვება და ძაან ბანალურად რომ ავიღოთ ბიჭი "ლურჯს" აირჩევს და გოგო "ვარდისფერს".

აი ესეც სტერეოტიპია, პირადი გამოცდილებით ამბობ ? თუ საიდან ციფრები და წარმოდგენა ? ზუსტად ეგეთი განცხადებები მოქმედებს მერე არჩევანზე, იმიტომ რომ ესე "გასწავლიან". ესე უნდათ...

კონსტიტუციის მე-16 მუხლია ზუსტად რაზეც იხევიან ისინი, ვისაც არ მოსწონს სხვისი ინდივიდუალიზმი და პიროვნული გადაწყვეტილებები.

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 16:28
George_Best
რადგან მაგას მოვესწარი მგონი ასე 5 წლის სიცოცხლე მომემატა biggrin.gif

დიოგენე მეც მევასება.
და ოჩოც love.gif

სხვების მიმართ ნეიტრალურ-კოლეგიალური დამოკიდებულება მაქვს givi.gif
* * *
senpai
QUOTE
აი ესეც სტერეოტიპია, პირადი გამოცდილებით ამბობ ? თუ საიდან ციფრები და წარმოდგენა ? ზუსტად ეგეთი განცხადებები მოქმედებს მერე არჩევანზე, იმიტომ რომ ესე "გასწავლიან". ესე უნდათ...


მიდიხარ ვთქვათ სტუმრად.
საჩუქრად ბავშვს რას წაუღებ?
ბიჭი თუა ტრაქტორს არ უყიდი და თოჯინას უყიდი?
ან გოგო თუა პირიქით?
თუკი არ იცი ის ბავშვი, პირველად მიდიხარ და არანაირი წარმოდგენა არ გაქვს მის პრიორიტეტებზე, ბუნებრივად იხელმძღვანელებ სქესით.
კი ბატონო, შეიძლება ნეიტრალური რამე აარჩიო და ვთქვათ, ფაზლი წაუღო, მაგრამ იქაც კი ნახატები იყოფა givi.gif

Posted by: senpai 4 Aug 2018, 16:32
jurnalistka
ვიყავი სტუმრად და ვუყიდე ზღაპრების წიგნი, მარა მანდაც პირველი ის მკითხეს გოგოს ზღაპრები გინდა თუ ბიჭისო givi.gif

Posted by: senpai 4 Aug 2018, 16:32
jurnalistka
ვიყავი სტუმრად და ვუყიდე ზღაპრების წიგნი, მარა მანდაც პირველი ის მკითხეს გოგოს ზღაპრები გინდა თუ ბიჭისო givi.gif

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 16:35
senpai
QUOTE
ვიყავი სტუმრად და ვუყიდე ზღაპრების წიგნი, მარა მანდაც პირველი ის მკითხეს გოგოს ზღაპრები გინდა თუ ბიჭისო 


ვიცოდი რომ წიგნების შემთხვევაში ეგრე იქნებოდა და იმიტომ გკითხე სათამაშოებზე givi.gif

Posted by: senpai 4 Aug 2018, 16:41
jurnalistka
ხო მარა ნეიტრალური ვუყიდე და მეც გამისწორდა და იმასაც. biggrin.gif

სათამაშოების შემთხვევაში მაქვს უნივერსალური რაღაცა, დაჟე დიდებიც რომ სიამოვნებით ხმარობენ.

user posted image

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 16:41
jurnalistka
QUOTE
სხვების მიმართ ნეიტრალურ-კოლეგიალური დამოკიდებულება მაქვს 

ხოდა არ ვარგა ეგ პონტი
გასაკრიტიკებელი უნდა გაკრიტიკდეს
ქართულ კინოშია ეგ პონტი-დიდიან-პატარიანად
პირში ყველას ფილმ-სცენარი მოწონთ,ზურგს უკან მიწასთან ასწორებენ :დ
ლიტერატურაშიც მამენტ

QUOTE
მიდიხარ ვთქვათ სტუმრად.
საჩუქრად ბავშვს რას წაუღებ?
ბიჭი თუა ტრაქტორს არ უყიდი და თოჯინას უყიდი?
ან გოგო თუა პირიქით?
თუკი არ იცი ის ბავშვი, პირველად მიდიხარ და არანაირი წარმოდგენა არ გაქვს მის პრიორიტეტებზე, ბუნებრივად იხელმძღვანელებ სქესით.

და ვერ ვხვდები რას ერჩი biggrin.gif?არაა ბუნებრივი ?ეგრე არ უნდა იყოს biggrin.gif?
რატო იგიონებ ველოსიპედებს :დ

senpai
QUOTE
სათამაშოების შემთხვევაში მაქვს უნივერსალური რაღაცა, დაჟე დიდებიც რომ სიამოვნებით ხმარობენ.

გოგოურია ბრატ,ფერები ლგბტ :დ

Posted by: senpai 4 Aug 2018, 16:44
George_Best
QUOTE
გოგოურია ბრატ

რო გაჩუქო ჩუმად არ დაუკრავ მაინც ? biggrin.gif

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 16:45
senpai
QUOTE
რო გაჩუქო ჩუმად არ დაუკრავ მაინც ?

უბანში ვერ გამოვაჩენ,იმ დღეს რაღაც ჭრელი ნასკები მეცვა შორტებზე და პიდარასტი ხარო,ლამის მცემეს biggrin.gif biggrin.gif
მერე თმა გადავიპარსე და რეციდივისტის ვიდზე მოვედი,ახლა აღარ მიტრაკებენ მაგ ნასკებზე biggrin.gif

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 16:46
senpai
QUOTE
სათამაშოების შემთხვევაში მაქვს უნივერსალური რაღაცა, დაჟე დიდებიც რომ სიამოვნებით ხმარობენ.


lol.gif up.gif
კარგი იყო smile.gif

George_Best
QUOTE
გასაკრიტიკებელი უნდა გაკრიტიკდეს

ამისთვის უნდა არსებობდეს ყოველ სფეროში პროფესიონალური კრიტიკა.
რომ არ გეძახონ დაბოღმილი და არაპროფესიონალი wink.gif

QUOTE
და ვერ ვხვდები რას ერჩი ?არაა ბუნებრივი ?ეგრე არ უნდა იყოს ?
რატო იგიონებ ველოსიპედებს :დ


არაფერს არ ვერჩი კაცო, სად ნახე რომ ვერჩი.
უბრალოდ მაგ ბუნებრივობას ვამატებ ერთ პირობას - ვთქვათ, როცა მე ვარ დედა, ჩემმა ბიჭმა შვილმა მითხრა აი, ეს ბარბი მომწონს და მიყიდეო, არ უნდა ვუპასუხო გურჯულ-დედებისკლუბურად: რას ამბობ შვილო, ხომ არ დავიღუპე და გეი ხარ? ბარბი რა ბიჭის სათამაშოა, აი, მოდი მე შენ ამ ავტომატს გიყიდი givi.gif

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 16:50
jurnalistka
QUOTE
უბრალოდ მაგ ბუნებრივობას ვამატებ ერთ პირობას - ვთქვათ, როცა მე ვარ დედა, ჩემმა ბიჭმა შვილმა მითხრა აი, ეს ბარბი მომწონს და მიყიდეო, არ უნდა ვუპასუხო გურჯულ-დედებისკლუბურად: რას ამბობ შვილო, ხომ არ დავიღუპე და გეი ხარ? ბარბი რა ბიჭის სათამაშოა, აი, მოდი მე შენ ამ ავტომატს გიყიდი

მე ვამატებ მაგ ერთ პირობას ჩემ პირობას :დ
ევა ლოტას მაგალითი რაც მოვიყვანე
განსხვავებულობა თუ გინდა,შედეგების გაძლება-დაკიდების ტრაკიც უნდა გქონდეს biggrin.gif
შენ კაი იქნები ნორმალური დედა და არ უყიდი,სკოლა-ბაღი-უბანში გაიტისკება ბავშვი არა მარტო აქ,თქვენი აზრით "ბნელ" ღრუზიაში,არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში :დ
QUOTE
ამისთვის უნდა არსებობდეს ყოველ სფეროში პროფესიონალური კრიტიკა.
რომ არ გეძახონ დაბოღმილი და არაპროფესიონალი

ბარემ ნორმალური ქვეყანა და მთავრობაც მოითხოვე :დ biggrin.gif

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 16:55
George_Best
QUOTE
ბარემ ნორმალური ქვეყანა და მთავრობაც მოითხოვე :დ


მეტი ხელფასიც და კვირაში 4 სამუშაო დღეც givi.gif

QUOTE
განსხვავებულობა თუ გინდა,შედეგების გაძლება-დაკიდების ტრაკიც უნდა გქონდეს
შენ კაი იქნები ნორმალური დედა და არ უყიდი,სკოლა-ბაღი-უბანში გაიტისკება ბავშვი არა მარტო აქ,თქვენი აზრით "ბნელ" ღრუზიაში,არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში :დ


იცი რა, შეიძლება მე ცოტა არ იყოს (რაღა ცოტა) იდეალისტი ვარ, მაგრამ მგონია, რომ ბნელი ღრუზიაც და დანარჩენი მსოფლიოც რაღაცებს სწავლობს.
ანუ თუ ბევრმა ათასმა დედამ არ მოახვია შვილს თავზე რომ ბიჭს ევალება მაინცდამაინც ესა, ესა და ესა , შესაბამისად, ბევრი ათასი შვილი იქნება ცრურწმენებისგან თავისუფალი >> ბევრ ათას ბავშვს არ მოუნდება სხვის დაცინვა განსხვავებული აზრის გამო და >> ბევრი ნორმალური ქვეყანა აშენდება.

მაგრამ მანამდე ვერ მივაღწევთ ჩვენ, გენური ინჟინერია, კლიმატის ცვლილება და ატომური ომები მოგვიღებს ბოლოს givi.gif

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 16:56
jurnalistka
QUOTE
მეტი ხელფასიც და კვირაში 4 სამუშაო დღეც

წავედით ნორვეგიაში :დ

Posted by: senpai 4 Aug 2018, 16:57
George_Best
QUOTE
უბანში ვერ გამოვაჩენ

უბანში დასაკრავად რამე ნეიტრალური გაჩითე biggrin.gif

jurnalistka
მომწონს შენი მიდგომა, იმედია ბევრია შენნაირი.


წიგნებს რაც შეეხება, ჩემი აზრით უნდა იყოს თითოეული წიგნის რაღაც კატეგორიებში გაერთიანება, რა ნიშნითაც მერე უცნობი მკითხველი წაიკითხავს. მაგალითად ვისაც არ უნდა ერთსქესიანთა ურთიერთობებზე წაკითხვა მოერიდება, მისიმას ნიღბის აღსარებას.

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 17:00
ძალიან გავცდით ახალ წიგნებს და მოდერი დაგვქოთავს )))

წინა პოსტში ჩავამატე რაღაც smile.gif


Posted by: George_Best 4 Aug 2018, 17:04
jurnalistka
QUOTE
ანუ თუ ბევრმა ათასმა დედამ არ მოახვია შვილს თავზე რომ ბიჭს ევალება მაინცდამაინც ესა, ესა და ესა , შესაბამისად, ბევრი ათასი შვილი იქნება ცრურწმენებისგან თავისუფალი >> ბევრ ათას ბავშვს არ მოუნდება სხვის დაცინვა განსხვავებული აზრის გამო და >> ბევრი ნორმალური ქვეყანა აშენდება.

ხო,იდეალისტი ხარ :დ
ოღონდ მე მგონია რო ეგ ყველაფერი ბუნებრივი პროცესია
რო იბადები შენ ხო არაფერს ირჩევ,აი არც ქვეყანას,არც მშობლებს,არც სარწმუნეობას
მე რო ვიფიქრე მერე გადავწყვიტე რო მინდა ბნელი ქართველი ღრუზინი ვიყო,სხვას რა უნდა პატივს ვცემ
ხოდა ბავშვებიც ეგრე უნდა იყვნენ,უნდა თოჯინა,უნდა ავტომატი :დ
ოღონდ ენჯეოშნიკ-ბლა-ბლა ფულის გამო რო იდეებს აწვებიან მაგ ლენჩი,იდიოტების ჩარევის გარეშე :დ
QUOTE
მაგრამ მანამდე ვერ მივაღწევთ ჩვენ, გენური ინჟინერია, კლიმატის ცვლილება და ატომური ომები მოგვიღებს ბოლოს 

დაიკიდე,საქართველო სუ გადარჩება,ანუ მსოფლიოც :დ
მოდერიც დაიკიდე :დ ძლივს განყოფილება გამოცოცხლდა,ცოტათი

senpai
აუ საკრავები კი არა პლ დაიწყოს
ვეღარ ვითმენ ისე ველოდები

Posted by: jurnalistka 4 Aug 2018, 17:21
George_Best

გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაც უნარია და გამომუშავება სჭირდება.
თუ ამაზე ბავშვობიდან არავინ ზრუნავს, დიდობაში მგონია რომ ძალიან გაგიჭირდება.
და შეიძლება მაინც მოახერხო სხვადასხვა წნეხიდან გამოძრომა და მეამბოხე ტიპად ჩამოყალიბება, მაგრამ ძალიან იშვიათი ამბავია რა smile.gif

Posted by: George_Best 4 Aug 2018, 17:35
jurnalistka
მეამბოხეებიც იშვიათები არიან
ყველა რო მეამბოხე იყოს ჩვეულებრივობა გახდებოდა საჭირო :დ
მაგიტო იჩითებიან სელინჯერისნაირი მასტები და ქმნიან ჰოლდენს და გლასების ოჯახებს

Posted by: Heart_of_Darkness 4 Aug 2018, 20:02
QUOTE (George_Best @ 4 Aug 2018, 15:15 )
იმაზე როდისმე თუ გიფიქრია,იმიტო არ გათამაშებდნენ რო გონზე არ არიან გოგოები ფეხბურთს

კი, მიფიქრია, მაგრამ ჩემს უბანში, თანატოლებთან შედარებით, ყველაზე სწრაფად მე დავრბოდი,
თან, ზაფხულობით, ბავშვები რომ გაიხვეტებოდნენ სოფლებში და თამაშზე კაცი აკლდებოდათ.
ბოლოს, ისევ მე მეძახდნენ, ფეხბურთის სათამაშოდ.
ჩვეულებრივ დროს, გოგო რომ ვიყავი, უტყდებოდათ გოგოსთან თამაში.

QUOTE
და თან როგორც ბიჭს ეგრე ვერ ეთამაშები და მოკლედ თამაშში ხელის შემშლელი ფაქტორია გოგო?

lol.gif
რატომ?
გოგო ნაზია და ბურთი თუ მოხვდა მარტივ მამრავალებად დაიშლება? biggrin.gif

არადა, ფეხბურთსაც ვთამაშობდი, კარატეზეც დავდიოდი და შტაბებსაც ვაშენებდი boli.gif

QUOTE
ბიჭს სხვა რამეები ევასება გოგოს სხვა

ამას სოციუმი აყალიბებს, საზოგადოებაში ცხოვრებით სწავლობ რა უნდა მოგწონდეს, გაინტერესებდეს და ა.შ.
სოციალიზაციის შედეგია შენი ინტერესები.
გოგოს ფიზიკა და მათემატიკა რომ მოსწონს და მასწავლებელი ეუბნება ,,კაცის ტვინი გაქვსო"
გენდერული დისკრიმინაცია არ არის?

QUOTE
რატო იზღუდება ეს ხალხი ვიღაცის დადგენილი სტანდარტებით

პირიქით, ბავშვის შეზრუდვაა როდესაც ადრეულ ასაკშივე განუსაზღრავ რისი კეთება შეეფერება (მისი სქესიდან გამომდინარე) და რისი არ.
შეზღუდვა არ არის გოგოს რომ აჩვევ რომ ადრეული ასაკიდან: პრინცესები, ვარდისფერი, დედა-შვილობანას თამაში, კერძების კეთება და სახლის დალაგება უნდა მოსწონდეს?
ბიჭი კი, ამასობაში, მანქანებით, რობოტებით, ციფრებით და კოსმოსით უნდა ინტერესდებოდეს.

ამიტომ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო სულაკაურმა.

P.s. ბავშვობიდანვე ვერ ვიტან ვარდისფერს.
ვერც პრინცესებზე მულტფილმებს ვიტანდი.
ერთადერთი, ალადინის პრინცესას არაუშავდა,
სულ სასახლეში არ იჯდა, ალადინთან დაეხეტებოდა ხოლმე.

Posted by: senpai 4 Aug 2018, 20:25
Heart_of_Darkness
ფეხბურთის მოთამაშე და წიგნების მოყვარული გოგო მაგარი იშვიათობაა biggrin.gif

Posted by: Eeescadaaa 5 Aug 2018, 19:21
QUOTE (Joiner @ 29 Jun 2018, 15:01 )
user posted image

მაიკლ ჯ. სალივანი 8 წლის იყო, როცა მეგობრის სახლში ძველი საბეჭდი მანქანა აღმოაჩინა, ჩადო მასში ფურცელი და დაბეჭდა: „ეს იყო ბნელი და ბობოქარი ღამე. და გაისმა გასროლა“. ასე დაიბადა ეპიკური და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გამორჩეული ავტორი, რომელსაც არასოდეს განელებია სურვილი სუფთა ფურცლები შეევსო. ის წერდა წიგნებს თავისი ცამეტი წლის შვილისთვის, რომელიც დისლექსიით იტანჯებოდა. პატარ-პატარა, ფრაგმენტული, იოლად საკითხავი ეპიზოდებისგან, მოგვიანებით, შეიქმნა ვრცელი, დაუვიწყარი ამბები მრავალფეროვან სამყაროზე - რაინდებზე, ჯადოქრებზე, ჯუჯებსა თუ ურჩხულებზე.
დღეს მაიკლ ჯ. სალივანი ფერფაკსში, ვირჯინიის შტატში ცხოვრობს და თავის მაგიურ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვასა და ცარიელი ფურცლების შევსებას განაგრძობს.


ჩემ დაბადებისდღეს გამოსულაა და არ ვიცოდი facepalm.gif facepalm.gif

lol.gif lol.gif

ვინმემ თუ შეიძინა???


Posted by: dionise12 5 Aug 2018, 20:10
Eeescadaaa
მე შევიძინე, 15 ლარად.

Posted by: Eeescadaaa 5 Aug 2018, 21:48
QUOTE (dionise12 @ 5 Aug 2018, 20:10 )
Eeescadaaa
მე შევიძინე, 15 ლარად.


თუ დაიწყე............ როგორ მოგწონს თარგმანი? gigi.gif

Posted by: dionise12 5 Aug 2018, 22:14
QUOTE (Eeescadaaa @ 5 Aug 2018, 21:48 )

თუ დაიწყე............ როგორ მოგწონს თარგმანი? gigi.gif

არ დამიწყია, სავარაუდოდ წელს ვერც მოვასწრებ მაგის წაკითხვას , სათაური კარგადაა ნათარგმნი(მეტი არ წამიკითხავს) biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif givi.gif .
რავიცი კომენტარებში პორტალმა აქო( რა თქმა უნდა არ აძაგებდა) დეიდებული ნათარგმნიაო.

Posted by: Joiner 5 Aug 2018, 22:42
QUOTE
რავიცი კომენტარებში პორტალმა აქო( რა თქმა უნდა არ აძაგებდა) დეიდებული ნათარგმნიაო.

დამაინტერესა ვინ თარგმნა მეთქი და ერთ საინტერესო კომენტარს წავაწყდი. givi.gif


user posted image

Posted by: Adur 5 Aug 2018, 22:56
QUOTE (Joiner @ 5 Aug 2018, 22:42 )
QUOTE
რავიცი კომენტარებში პორტალმა აქო( რა თქმა უნდა არ აძაგებდა) დეიდებული ნათარგმნიაო.

დამაინტერესა ვინ თარგმნა მეთქი და ერთ საინტერესო კომენტარს წავაწყდი. givi.gif


user posted image

ახლა ვგუგლავ ჩემს ფავორიტ მთარგმნელ კაცებს, უნდა გადავამოწმო რა არიან ზოდიაქოთი givi.gif



წერედიანი ლომი ყოფილა, ვსო აღარ მჯერა user.gif

Posted by: 4L3X 7 Aug 2018, 21:21
გამოვიდა კასანდრა!!! bis.gif

კრისტა ვოლფის „კასანდრას“ შეძენა უკვე შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში!

მსოფლიო ლიტერატურაში კასანდრა ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ეყო სიმამაცე, მთელი თავისი შინაგანი ძალა მიემართა ომის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.

კრისტა ვოლფის რომანში არ არის პირდაპირი მოწოდებები, იგი არ იძლევა კაცობრიობის გადარჩენის რეცეპტებს, მაგრამ მითის უნივერსალური ენით აფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროების წინაშე მდგარ საზოგადოებას.

ცნობილი გერმანელი მწერალი კრისტა ვოლფი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, თომას მანის პრემიის ლაურეატია; განათლებით იგი არც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი იყო და არც ძველი მსოფლიოს ისტორიისა, მაგრამ ტროელ ნათელმხილველ კასანდრაზე ჩაფიქრებული ნაწარმოების ხორცშესასხმელად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ინტერესით გაეცნო კრეტა-მიკენის კულტურის ძეგლებს, შეისწავლა მითოლოგია და არქეოლოგია. კრისტა ვოლფმა მითიური სიუჟეტი მხატვრულად გადაამუშავა და კასანდრას სახე მითიდან სოციალურ-ისტორიულ კოორდინატებზე გადმოიტანა.

user posted image

Posted by: MITIATO 14 Aug 2018, 23:24
user posted image


ჯორჯ ორუელის შედევრი, "ბირმული დღეები" მალე "ლიტერე ინვენტეს" სერიაში გამოიცემა

ავტორი 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბირმაში, სადაც ადგილობრივ პოლიციაში მსახურობდა. წიგნში მოთხრობილია მარტოსული ინგლისელის, ჯონ ფლორის სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც უპირისპირდება ბირმაში გაბატონებულ იმპერიალისტური ჟინით, ქსენოფობიითა და რასიზმით შეპყრობილ თანამემამულეებს. ბრძოლით დაღლილი კი ეძებს ადამიანს, რომელიც ამ რთულ ყოფას მასთან ერთად გაიზიარებს.

Posted by: senpai 21 Aug 2018, 15:32
user posted image


love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: George_Best 21 Aug 2018, 15:34
senpai
კაია ეს სელინი?ფორუმზე აქებენ სუ რაც მინახავს,არაფერი წამიკითხავს

Posted by: senpai 21 Aug 2018, 15:39
George_Best
აუცილებელია წასაკითხად. ჩემთვის პირადად ტოპ 10 მწერალია მეოცე საუკუნის.

ოღOნდ ჯერ "მოგზაურობა ღამის დასალიერში" წაიკითხე.

Posted by: George_Best 21 Aug 2018, 15:46
senpai
არი ეგ მშობლიურ ენაზე გამოსული,თუ რუსულად უნდა ვიჩალიჩო/
დამაინტერესა ხო იცი

Posted by: senpai 21 Aug 2018, 15:53
George_Best
კი არის თსუ-ს გამოცემა. თარგმანი ტაკ სებე, მარა მაინც წასაკითხია.




Posted by: vaho 21 Aug 2018, 16:12
QUOTE
აუცილებელია წასაკითხად. ჩემთვის პირადად ტოპ 10 მწერალია მეოცე საუკუნის.


დაახლოებით ვის ჰგავს?

უფრო პრუსტს თუ უფრო ჯოისს?

Posted by: melodyman/ 21 Aug 2018, 16:16
QUOTE
კაია ეს სელინი?



დიდად აქტიური მკითხველი არ ვარ,უფრო აღარ.ბევრი არაფერი წამიკითხავს,ყოველშემთხვევაში ისეთები რაც ახლა დაფიქრებისას გამახსენდებოდა,რომ წაკითხვად ღირდა.მაგრამ სელინიზე ახლაც ჟრუანტელი მივლის <3
უწი პუწი პოსტია მარა მასეა


QUOTE
უფრო პრუსტს თუ უფრო ჯოისს?


Philip Roth, who once declared “Céline is my Proust!”


მაგის ცოლი ისევ ცოცხალია biggrin.gif


Posted by: Adur 21 Aug 2018, 16:35
არ წამიკითხავს სელინი და დიდი ხანია ვგეგმავდი, ძალიან კარგი jump.gif

QUOTE
"მოგზაურობა ღამის დასალიერში"

ახლა გადავხედე ამის ინგლისურ ვერსიას, ნეტა აქამდე მექნა, რატომღაც უფრო რთული ტექსტი მეგონა და მეზარებოდა

Posted by: senpai 21 Aug 2018, 16:38
vaho
QUOTE
დაახლოებით ვის ჰგავს?

აი ესე პირდაპირ ვერავის დავამსგავსებ, მილერს აქვს აღებული რაღაცეები ამისგან(ესე მგონია), ბეკეტსაც რაღაც მომენტებში(პირდაპირ არა), ადრინდელი ჰამსუნი.

უეჭველი მოახდინა გავლენა და ემსგავსებოდნენ(ზოგჯერ უნიჭოდ) : ჟენე, ვონეგუტი, კერუაკი, უელში, უელბეკი.

აფანატებდნენ - სარტრი და ბოვუარი.

მსგავსი განცდები მქონდა როცა ვკითხულობდი ანდრეევს და ბელის.

QUOTE
უფრო პრუსტს თუ უფრო ჯოისს?

ამ ორიდან უფრო პრუსტს(წინადადებების წყობით)

ისე როცა კითხულობ თითქოს ჯოისის, მილერის და სტეინბეკის ნარევია biggrin.gif

პ.ს. ისე ცალკე დგას სელინი და შეუდარებელია. love.gif

Posted by: seeman 21 Aug 2018, 17:47
QUOTE
აფანატებდნენ - სარტრი და ბოვუარი.


სარტრთან მაგარ დაპირისპირებაში იყო როგორც მახსოვს, სულ უკანასკნელი სიტყვებით აგინებს თავის წიგნებში პატივცემულ ჟან-პოლს biggrin.gif

Posted by: senpai 21 Aug 2018, 19:01
QUOTE
აგინებს თავის წიგნებში პატივცემულ ჟან-პოლს

და ჟან-პოლი როგორ პასუხობს ? biggrin.gif

Posted by: Heart_of_Darkness 21 Aug 2018, 21:09
QUOTE (senpai @ 21 Aug 2018, 15:32 )
user posted image

კი კარგი ამბავია, მაგრამ გააჩნია ვინ თარგმნა.
სულაკაურის ,,მსოფლიო კლასიკის" წიგნების თარგმანით არ ვარ, მაინცდამაინც, აღფრთოვანებული.
,,რადეცკის მარშის" კითხვა დავიწყე, მალე მომწყინდა, ვერ გავქაჩე ქართულად და ბოლოს რუსულად წავიკითხე.
ვულფის ქართული თარგმანების კითხვა დავიწყე და ეგეც დიდი ვერაფერი. საერთოდ ვერ მოიტანა.
,,ათასფრთიანი წერო" ხომ, საერთოდ, საზიზღრობა იყო, ქართულად. ეჭვი მაქვს რომ რუსულიდან თარგმნეს. user.gif

ჰოდა, ვნახოთ, ვნახოთ.

QUOTE
სულ უკანასკნელი სიტყვებით აგინებს თავის წიგნებში პატივცემულ ჟან-პოლს

ჯერ მარტო ამისთვის დასაფასებელი ავტორია biggrin.gif

Posted by: senpai 21 Aug 2018, 21:27
Heart_of_Darkness
QUOTE
ვერ გავქაჩე ქართულად და ბოლოს რუსულად წავიკითხე.

რუსულად არ მოგწყინდა ?

ითარგმნოს ბევრი ეგეთი და ხარისხი დაიხვეწება თანდათან.




Posted by: Adur 21 Aug 2018, 21:48
Heart_of_Darkness

QUOTE
ვულფის ქართული თარგმანების კითხვა დავიწყე და ეგეც დიდი ვერაფერი. საერთოდ ვერ მოიტანა.

არადა მე მომეწონა შუქურა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო.


QUOTE
,ათასფრთიანი წერო"

ეს ინტელექტის გამომცემლობის მაქვს თავის დროზე წაკითხული. დიდი ხნის წინ იყო ამიტომ თავს ვერ დავდებ, მაგრამ მაშინ მომეწონა მახსოვს :დდ

Posted by: Heart_of_Darkness 21 Aug 2018, 21:58
senpai
QUOTE
რუსულად არ მოგწყინდა ?

ნაკლებად.
ქართულად რომ ვკითხულობდი, ცოტა დავეჭდვი, რომ ქართული მესმოდა.
ბევრ ფრაზას ვკითხულობდი და ტექსტი გონებაში არ მრჩებოდა,
თითქოს ტექსტი კითხვის პროცესისგან დამოუკიდებლად არსებობდა და სიტყვები აისხლიტებოდა გონების მიერ.
თითქმოს მესმის რაც წავიკითხე, მაგრამ საერთოდ არ ილექება.
თავიდან მეგონა ჩემში იყო პრობლემა, მერე დავაკვირდი და ცუდ თარგმანებზე მემართება ეგრე.
ამაზე ჩემი ლექტორი მახსენდება, სტუდენტებს, რომლებმაც სათარგმნი ენა კი იცოდნენ,
მაგრამ ფილოსოფიის აზრზე არ იყვნენ, ათარგმნინებდა ფილოსოფიურ ტექტს.
შედეგი ის იყო, რომ თარგმანი კი იქმნებოდა, მაგრამ რომ წაიკითხავდი ვერაფერს იგებდი.
თარგმნა ხელოვნებაა. მარტო ენის ცოდნა არ არის.

QUOTE
ხარისხი დაიხვეწება თანდათან.

იმედია.

Adur
QUOTE
ეს ინტელექტის გამომცემლობის მაქვს

როგორც მახსოვს, ერთიდაიგივე თარგმანია.
* * *
ახლა ვნახე მერაბ ფიფიას უთარგმნია ,,სიკვდილი კრედიტით".
უკვე კარგია. მომწონს ამ კაცის თარგმანები.

Posted by: Moby-Dick 21 Aug 2018, 22:11
Heart_of_Darkness
QUOTE
QUOTE
სულ უკანასკნელი სიტყვებით აგინებს თავის წიგნებში პატივცემულ ჟან-პოლს

ჯერ მარტო ამისთვის დასაფასებელი ავტორია

სარტრი კაი და იქით თემაში პრუსტის ტემა შებღალეთ მაგის ორიენტაციაზე საუბრითო და თვითონ სელინი პრუსტსაც რო არ სწყალობდა და პედერასტს უწოდებდა მაგას როგორ აფასებ? biggrin.gif

Posted by: seeman 21 Aug 2018, 22:11
QUOTE (senpai @ 21 Aug 2018, 19:01 )
QUOTE
აგინებს თავის წიგნებში პატივცემულ ჟან-პოლს

და ჟან-პოლი როგორ პასუხობს ? biggrin.gif

biggrin.gif

მაგასაც არ ევასებოდა . ანუ ლიტერატურულ ამბავში ყველა აღიარებდა იმდროინდელი ელიტა მაგრამ ამავე დროს მაგრად დაუპირისპირდნენ როგორც "სამშობლოს გამყიდველს" და კოლაბორაციონისტს და გაიწირა კიდეც გაჭირვებაში განდეგილი სიკვდილისთვის


Posted by: Moby-Dick 21 Aug 2018, 22:26
seeman
QUOTE
მაგასაც არ ევასებოდა . ანუ ლიტერატურულ ამბავში ყველა აღიარებდა იმდროინდელი ელიტა მაგრამ ამავე დროს მაგრად დაუპირისპირდნენ როგორც "სამშობლოს გამყიდველს" და კოლაბორაციონისტს და გაიწირა კიდეც გაჭირვებაში განდეგილი სიკვდილისთვის

რავი რასისტობა დარჩა ერთადერთ შავ ლაქად სელინის ცხოვრებაშიო, გამყიდველი და ეგეთი ტიპი არ ყოფილა, გაამარტლა კიდევაც მგონი სასამართლომ და რაღაც ჰქვია იურიდიული სახელი მაგ გადაწყვეტილებას, ეგ მოახდინაო

Posted by: melodyman/ 21 Aug 2018, 22:32
QUOTE
ანუ ლიტერატურულ ამბავში ყველა აღიარებდა იმდროინდელი ელიტა მაგრამ ამავე დროს მაგრად დაუპირისპირდნენ როგორც "სამშობლოს გამყიდველს" და კოლაბორაციონისტს და გაიწირა კიდეც გაჭირვებაში განდეგილი სიკვდილისთვის


მეეჭვება რომელიმე აქედან ჩამოთვლილი მისთვის პრობლემა ყოფილიყო,თუნდაც სიკვდილი


ცოლს აქვს უფლება იმ ანტისემიტულ ტრილოგიაზე და ამ ბოლოს გამოთქვა სურვილი გამოქვეყნების
მაგრამ საფრანგეთის რაღაც ანტირასისტულმა დელეგაციამ გააჩერა :დდ

მშვენივრად კი წერს ებრაელებზე,ვერ დაუკარგავ

All the same, you need only consider, a little more closely, the pretty puss of the average kike, male or female, to remember it forever…. Those spying eyes, lyingly pale…that uptight smile…those livestocky lips that recall: a hyena…. And then out of nowhere there’s that look that drifts, heavy, leaden, stunned…the nigger’s blood that flows…. Those twitchy naso-labial commisures…twisted, furrowed, downward curving, defensive, hollowed by hate and disgust…for you!…for the abject animal of the enemy race, accursed, to be destroyed…. Their nose, the “toucan” beak of the swindler, the traitor, the felon…the sordid schemes, the betrayals, a nose that points to, lowers toward, and falls over their mouths, their hideous slots, that rotten banana, their croissant, their filthy kike grins, boorish, slimy, even in beauty pageants, the very outline of a sucking snout: the Vampire…. It’s pure zoology!…elementary!… It’s your blood these ghouls are after!… It’s enough to make you scream…to shudder, if you have the least inkling of instinct left in your veins, if anything still moves around in your meat and your head, other than pasty lukewarm rhetoric, stuffed with cunning little tricks, the gray suit of bloodless clichés, marinated in alcohol…. Grins of the kind you find on Jewish pusses, understand, aren’t improvised, they don’t date from yesterday or from the Dreyfus Affair…. They erupt from the depths of the ages, to terrify us, to draw us into miscegenation, into bloody Talmudic mires and, finally, into the Apocalypse!

Posted by: seeman 21 Aug 2018, 22:41
Moby-Dick

QUOTE
გამყიდველი და ეგეთი ტიპი არ ყოფილა,


ნუ გამყიდველი რა ნაცისტების შემოსვლას ელოდებოდა და მაგათი მხარე ეკავა biggrin.gif

სხვათა შორის ვფიქრობდი ვაპატიებდი თუ არა მე მაგალითად ასეთ მაგარ როჟას მაგალითად ღიად რუსეთის მომხრე რო იყოს დღევანდელ დღეს (თან როდესაც ასეთი მაგალითი გვაქვს სელინის სახით) და რაღაც პონტში მესმის იმ ფრანგების ვინც დაუპირისპირდა biggrin.gif

გენიოსობა ერთია და ჩათლახების : ) მხარეს რო იკავებ მეორე

ყველაზე გაწონასწორებული კამიუს კომენტარი მახოვს რო უბრალოდ დაგვანებოს თავიო .სხვები ათახსირებდნენ და ალბერა როჟა იყო იმენა love.gif .არც სელინისგან მახსოვს კამიუს მიმართ რამე ცუდი დამოკიდებულება(ან მე არ შემხვედრია რაც წავიკითხე იქ)

melodyman/
QUOTE
მეეჭვება რომელიმე აქედან ჩამოთვლილი მისთვის პრობლემა ყოფილიყო,თუნდაც სიკვდილი


მასეც ნუ გააიდეალებ მაგრად უჭირდა და მოშნადაც ეშინოდა იმიტომ რომ პირდებოდნენ მოკვლას სხვადასხვა ნაციონალისტური ორგანიზაციები.

Posted by: senpai 21 Aug 2018, 22:49
seeman
QUOTE
მაგასაც არ ევასებოდა

Забавно, что ничтожный Сартр поставил эпиграфом к "Тошноте" цитату из Селина. Селин к тому времени был гораздо более знаменит чем Сартр, но ни разу не воспользовался своей знаменитостью, в отличие от Сартра, который будучи профессором в Сорбонне забавлялся тем, что своим острым хуйком прорывал плевры плевы девственницам-студенткам



Селин обвинял Сартра в эпигонстве и плагиате user.gif

Posted by: George_Best 21 Aug 2018, 22:58
მთელი ელიტა აქ ხართ ლიტ განყის და ამ შაბათ კვირას,ტოტალიზატორში რამე ფეხბურთის ნახვა არ გინდათ biggrin.gif?
ლუდი და ფეხბურთი,ვინც დაპოსტეთ ჩემს მერე ყველა დათაგული ხართ biggrin.gif

Posted by: melodyman/ 21 Aug 2018, 23:19
seeman

QUOTE
ნუ გამყიდველი რა ნაცისტების შემოსვლას ელოდებოდა და მაგათი მხარე ეკავა 

სხვათა შორის ვფიქრობდი ვაპატიებდი თუ არა მე მაგალითად ასეთ მაგარ როჟას მაგალითად ღიად რუსეთის მომხრე რო იყოს დღევანდელ დღეს (თან როდესაც ასეთი მაგალითი გვაქვს სელინის სახით) და რაღაც პონტში მესმის იმ ფრანგების ვინც დაუპირისპირდა 


ეს ახლა უტრირება გამოდის
რეალურად ნაცისტების მხარეს იმიტომ იყო რომ ებრაელებს ვერ იტანდა.შეძულების მიზეზი კი ის იყო რომ მათ ადანაშაულებდა ომის დაწყებაში
ის რაც პატრიოტიზმსა და რელიგიაზე უწერია ღამის დასალიერში,მაგის მერე რავი,როგორ შეიძლება ვირწმუნო,რომ ნაცისტი იყო :დ მიუხედავად იმისა,თუ თვითონ რას ამბოდა

ეს მთელი ანტისემიტური განწყობა არ მგონია რეალური,მთელი თავისი ნაწერებით და 1000 გვერდიანი ტრილოგიით
ნუ მე ერთი წაკითხული წიგნიდან და პატარა ინტერვიუებიდან გამიჭირდება დასკვნის გამოტანა,მაგრამ რაც წამიკითხავს იმ დროინდელი ე.წ. ინტელექტუალების ნაწილი ამ აზრზეა
ანდრე გიდე ამბობს ამას:

What surprises me is that they could all have been so mistaken. For, after all, Céline was playing for high stakes, even the very highest, as he always does. He has always come straight to the point. He has done his best to warn that all of this is no more serious than Don Quixote’s tilting at windmills…. Certain other readers might not be comfortable with a literary game that, with the help of stupidity, runs the risk of tragic consequences…. If one were forced to see in Bagatelles pour un massacre anything other than a game, then Céline, despite all his genius, would have no excuse for stirring up our commonplace passions with such cynicism and casual levity.


დონ კიხოტის ქარის წისქვილებთან ბრძოლაზე სერიოზული არაა და უბრალოდ ლიტერატურული თამაშიაო
სულაც არაა გასაკვირი რომ სელინის ეს "ეკადრა" და ანტისემიტური პოზა დაეკავებინა
მილერმა არა მარტო მაგარი მწერალი,ასევე მაგარი ადამიანიაო
ნუ ებრაელი როთი პრუსტს უწოდებს

To tell you the truth, in France, my Proust is Céline! There’s a very great writer. Even if his anti- Semitism made him an abject, intolerable person. To read him, I have to suspend my Jewish conscience, but I do it, because anti-Semitism isn’t at the heart of his books, even Castle to Castle. Céline is a great liberator. I feel called by his voice.

მაგის რედაქტორი ამბობდა რომ ცალკეული პასაჟებით სელინის შეფასება არაა სწორი და სინამდვილეში ის პირველ რიგში იუმორისტიაო
მართალია ეს კაცი,აგერ

ვიღაც ებრაელ ქალთან ქონდა პატარა რომანი,მერე ის სხვაგან წავიდა საცხოვრებად,მაგრამ მიმოწერას არ წყვეტნდნენ.ეს ქალი დაოჯახდა და რაღაც დროის მერე ქმარი მოუკლეს
ხოდა სელინი წერს წერილს,სადაც მწუხარებას გამოთქვამს და ამბობს რომ არც ჩემი საქმეები მიდის კარგად,ანტისემიტური პოზიციის გამო სამსახური დავკარგე და მალე სასამართლოში უნდა წავრსდგეო.ხოდა ბოლოში წერს - ნახე,ებრალებსაც ცოდნიათ დევნაო :დდ

კაი გაპრავებასავით გამოვიდა მარა რას იზამ

Posted by: Moby-Dick 22 Aug 2018, 00:25
George_Best
წავიდეთ ცოტა ლუდიც დავლიოთ და სელინის მოგზაურობასაც წამოგიღებ რახან არ წაგიკითხავს, წესით მოგეწონება

Posted by: George_Best 22 Aug 2018, 01:45
Moby-Dick
QUOTE
წავიდეთ ცოტა ლუდიც დავლიოთ და სელინის მოგზაურობასაც წამოგიღებ რახან არ წაგიკითხავს, წესით მოგეწონება

დავაი
მე ლივრულს რახან ვემხრობი შაბათს 9-ს ნახევარს ვამჯობინებ,თუ რამე სხვა წინადადებებიც მიიღება
თან სელინიც გამისწორდება
მიშიმას ოქროს ტაძარს ვკითხულობ ახლა,ხან მოაქვს ხან ვერა,პატრიოტიზმი,თუ რაც ქვია,იმის დუხის ვერაა მაინც

ერთი ვორნიც და ახალი წესებიტ იპ ბანი მაქვს :დ ოღონდ ხუინაა ეგ ერთი ოთხჯერ მქონდა და ### მომჭამეს,ისე ავიკელი ფორუმი თავისით მომხსნეს biggrin.gif

Posted by: Moby-Dick 22 Aug 2018, 02:19
George_Best
კაი, შაბათს საღამოს იყოს თუ რამე ხელის შემშლელი არ მოხდა მეც მაწყობს.
მე ტოტენჰემი მევასება და ლივერპულის მოწინააღმდეგეს ვუგულშემატკივრებ მაგ პონტში, ბრაიტონი ყოფილა, მოგება გაუჭირდებათ მაგრამ არცერთს ფრე არ უტამაშია ჯერჯერობით და მაგის იმედად ვიქნები biggrin.gif
პატრიოტიზმი არ ვიცი, ოქროს ტაძარი საინტერესო იყო, ტხა და გიგოსავით ვკითხულობ ხოლმე უმეტესად წიგნებს და ოქროს ტაძარი რომ მოვრჩი და კიტხვის პროცესშიც ჩამაფიქრა კარგად biggrin.gif

Posted by: George_Best 22 Aug 2018, 03:25
Moby-Dick
მოსულაა
აუ ნიკებს სოწრად ვერ ვწერ სენპაი და ჩარლს ფროსტმანი ? იქნებ წაიკითხონ ეგენიც დაითაგონ და რავი ვისაც მოუნდება რა :დ
ტოტალიზატორია,ლუდს გარედან შევიტანთ ორ ლარად,ფეხბურთს ვუყუროთ გავერთობით "D

აუ ნახევარი საათია პოსტის დაწერას ვცდილობ,პროსტა კამათს შევყევი ქარტულ სპორტში და იმდენი ვრონი მაქვს 15 წუთში ერთხელ ვწერ biggrin.gif

Posted by: senpai 22 Aug 2018, 10:51
ეხლა თბილისში არ ვიქნები მაინც და თან ამ კვირაში არაა კარგი საპრემიერლიგო თამაშები, აი 27-ში არის მანჩესტერი-ტოტენჰემია და დიდი ალბათობით მაგასაც ტელეფონში უნდა ვუყურო გზაში.


Posted by: cinakani 22 Aug 2018, 16:17
QUOTE
ახლა ვნახე მერაბ ფიფიას უთარგმნია ,,სიკვდილი კრედიტით".
უკვე კარგია. მომწონს ამ კაცის თარგმანები.


ფიფია და კარგი თარგმანი უკვე პარადოქსია yes.gif yes.gif

Posted by: Heart_of_Darkness 22 Aug 2018, 16:49
cinakani
ჰმ, რატომ?
ამის შმიტები რაც წავიკითხე, მომეწონა.

Posted by: cinakani 22 Aug 2018, 17:00
QUOTE
ჰმ, რატომ?
ამის შმიტები რაც წავიკითხე, მომეწონა.

შეიძლება შმიტს დიდი ბაგაჟი არც სჭირდება. მისი ნათარგმნი უელბეკი და იურსენარი წაიკითხე და მიხვდები რასაც ვამბობ. უბრალოდ ფიფიას კარგი სახელი აქვს გაკეთებული და ძნელია მისი კრიტიკა: )))

Posted by: senpai 22 Aug 2018, 18:41
სკოლის სევდაც ფიფიას თარგმნილია და მე ვერ დავიწუნე როცა წავიკითხე ქართულად.

Posted by: Heart_of_Darkness 22 Aug 2018, 21:10
QUOTE
მისი ნათარგმნი უელბეკი

ახლა ვნახე ,,ლანსაროტე" უთარგმნია. თუმცა ეგ ისედაც სუსტი ტექსტია. მთარგმნელი რას უზავდა.

Posted by: cinakani 22 Aug 2018, 22:47
QUOTE
ახლა ვნახე ,,ლანსაროტე" უთარგმნია.


კუნძულის შესაძლებლობაც თარგმნა. ზოგადად ფიფიას მუშაობის სტილი ვიცი. არ შეიძლება ეთდროულად 4–5 წიგნს თარგმნიდე და ხარისხიანად აკეთებდე. რაც შეეხება სელინს, ეგ ტექსტი არის აბსოლიტური ჯადო, ურთულესია სათარგმნად. წარმომიდგენია რედაქტორი რა დღეში იქნებოდა help.gif

Posted by: Moby-Dick 23 Aug 2018, 18:58
George_Best
ადგილი დავთქვათ და სადგაც 8 საათისთვის შევხვდეთ ვინც ვიქნებით

Posted by: Joiner 24 Aug 2018, 15:40
user posted image


Laterna Magica - ასე ჰქვია ჩვენს ახალ სერიას, რომელიც ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებებს მოუყრის თავს.

პირველი ორი წიგნი, რომელთაც ამ სერიაში იხილავთ არის ენდი უორჰოლის „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ და ინგმარ ბერგმანის Laterna Magica.

ბერგმანმა მისი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები Laterna Magica მაშინ შექმნა, როდესაც კინოდან წავიდა. რეჟისორი წიგნში გვიყვება ეპიზოდებს თავისი ბავშვობიდან, იხსენებს ჰოლივუდის ოქროს ხანას, გულახდილად და ემოციურად გვესაუბრება პირად ცხოვრებასა და ოჯახის წევრებზე. აღსანიშნავია, რომ Laterna Magica-ში ავტორი უფრო მეტს საუბრობს თეატრზე, ვიდრე - კინოზე.

მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე

„ენდი უორჰოლის ფილოსოფიას“ მემუარს ვერ დავარქმევთ. ეს უფრო მისი შთაბეჭდილებებისა და მოგონებების კოლექციაა. ნაწარმოებში უორჰოლი საუბრობს სიყვარულზე, სილამაზეზე, დიდებაზე, რომელიც 60-იან წლებში უხვად დაატყდა თავს, მუშაობაზე, დროზე, სიკვდილზე, სექსზე, ფულზე... „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ მათთვისაა, ვისაც აინტერესებს ადამიანი, რომლის აზრითაც „მომავალში ყველა მოიპოვებს თავისი დიდების 15 წუთს“.

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი

Posted by: Adur 24 Aug 2018, 17:11
ბერგმანის წიგნი დიდი ვერაფერია, ერთადერთი ავტორის სიყვარულის გამო შეიძლება წაიკითხო


აი ენდი მაინტერესებს jump.gif

Posted by: Joiner 27 Aug 2018, 18:59
user posted image

წიგნის მაღაზიების თაროებზე ძალიან მალე აიზეკ აზიმოვის „დასაბამი და იმპერია“ გამოჩნდება!

სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულიდან“ ერთ-ერთს, აიზეკ აზიმოვს, სხვადასხვა კატალოგის მიხედვით, 500-ზე მეტი ნაწარმოები აქვს შექმნილი. მისმა ნაწერებმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურაზე, არამედ მეცნიერების სხვადასხვა დარგზეც.

შეიძლება ითქვას, რომ „დასაბამი“ აზიმოვის კოლოსალური შემოქმედების ხერხემალია. 1965 წელს მან მოიგო ჰუგოს პრემია ყველა დროის საუკეთესო სერიისთვის.

„დასაბამი და იმპერია“ ორიგინალური ტრილოგიის მეორე წიგნია. თუმცა, ათწლეულების შემდგომ აზიმოვმა სერიას 4 ნაწარმოები შეჰმატა და „დასაბამის“ სამყაროს ქრონოლოგიაში „დასაბამი და იმპერია“ მეოთხე წიგნად გადავიდა. მასში გავრცობილია პირველ წიგნში განხილული თემები და ტექსტი სხვა ლიტერატურულ ღირებულებებსაც იძენს. გვხვდებიან ახალი და საინტერესო პერსონაჟები. ნაწარმოები ღირსეულად აგრძელებს გალაქტიკის ისტორიას და კიდევ უფრო შთამბეჭდავი თავგადასავლებისკენ მიგვიძღვის.

მთარგმნელი:ირაკლი ლომოური

Posted by: MITIATO 27 Aug 2018, 20:06
user posted image

დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია – უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.

როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე – წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

დროსაც რომ თავი გავანებოთ, დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ“.

რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია
დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღუში
გარეკანის დიზაინერი: ნატალია ავალიანი

ინტელექტი გამოსცემს.

Posted by: SUBADARI 28 Aug 2018, 23:44
წავიკითხე ეტვუდის კრეიკი და ორიქსი და მომეწონა ფრიან :0 ხოდა ეს პირველი წიგნია ტრილოგიის ხომ? ხომ არ იცით ბათუმმა დაანონსა დანარჩენ ორს რას უპირებენ?

Posted by: TORPEDO20 2 Sep 2018, 11:46
რამდენად ახალია არ ვიცი კორმაკ მაკარტის- გზა . საინტერესო წიგნი იყო. ბიბლიოთეკაში ახალი მიღებული ჰქონდათ smile.gif

Posted by: 4L3X 6 Sep 2018, 15:03
user posted image

„ლიტერატურულ ოდისეას“ თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსისა და ბუკერის პრემიის ლაურეატის, იენ მაკიუენის „მონანიება“ შეემატება.

იენ მაკიუენი თოთხმეტი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორია. მისმა რომანებმა, მათ შორის „ბავშვმა დროში“, 1987 წელს წლის საუკეთესო რომანისთვის უაითბრედის პრიზი მოიპოვა, 1998 წელს კი „ამსტერდამმა“ ბუკერის პრემია დაიმსახურა.

იენ მაკიუენი თანამედროვე მწერალთა შორის თხრობის განსხვავებული, რეალისტური სტილით გამოირჩევა. მისი პერსონაჟები ხშირად უცნაურები არიან. ისინი მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობენ და არა წარსულითა და მომავლით. რაც მკითხველს იზიდავს.

„მონანიებას“, იენ მაკიუენის სხვა რომანებთან შედარებით, განსხვავებული სტრუქტურა აქვს. წიგნში მოქმედება 1935 წლის ინგლისში ვითარდება. ბრაიონი ცამეტი წლის გოგონაა, რომელიც სარის საგრაფოში მდებარე დიდ სახლში ცხოვრობს მშობლებთან და უფროს დასთან, სესილიასთან ერთად, მაგრამ მათ ცხოვრებაში ჩნდება რობი, რომელიც ამ ყოველდღიურ ყოფას საფუძვლიანად ცვლის...

მთარგმნელი: ანა აბულაშვილი

„ცემენტის ბაღი“ მწერლის პირველი რომანია. იგი მოგვითხრობს ობლად დარჩენილ ბავშვებზე, რომლებსაც ცხოვრებისეული ტრაგედია აწყებინებს „დიდობანას“ თამაშს, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება. როგორ უნდა გაუმკლავდნენ უეცრად თავს დატეხილ „თავისუფლებას“ ბავშვები, მაშინ, როცა ისინი გარე სამყაროსგან მოწყვეტილ, პირქუშ სახლში რჩებიან თავიანთ საიდუმლოებებთან ერთად?

„ცემენტის ბაღის“ განახლებული გამოცემაც „ლიტერატურული ოდისეის“ სერიით გამოვა.

მთარგმნელი: ნიკი თარხან-მოურავი

Posted by: 4L3X 23 Sep 2018, 20:46
user posted image

„მოსკოვი-პეტუშკი“, შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა – საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. მთელი თავისი ჟარგონებით, კალკებით, სახარებისეული ალუზიებითა და ფინალით (რომელიც დღესაც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს ლიტერატურისმცოდნეებში), მატარებელის ბორბლების რიტმში მოგყვება ეს ბლუზი – მოსკოვიდან პეტუშკიმდე, და მის შემდეგაც.

„მოსკოვი-პეტუშკი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში. საბჭოთა სისტემისა და ზოგადად რუსული ყოფის სარკასტულად, იმ დროისათვის ზედმეტად მძაფრ, გროტესკულ ფერებში დახატვისა და ტექსტში ბიბლიური მოტივების უხვად გამოყენების გამო საბჭოთა ცენზურამ წიგნი აკრძალა. რომანი პირველად ისრაელში, 1973 წელს, ხოლო შემდგომ პარიზში, 1977 წელს გამოიცა.

Posted by: tonio_krogeri 23 Sep 2018, 21:09
QUOTE (4L3X @ 23 Sep 2018, 20:46 )
user posted image

„მოსკოვი-პეტუშკი“, შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა – საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. მთელი თავისი ჟარგონებით, კალკებით, სახარებისეული ალუზიებითა და ფინალით (რომელიც დღესაც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს ლიტერატურისმცოდნეებში), მატარებელის ბორბლების რიტმში მოგყვება ეს ბლუზი – მოსკოვიდან პეტუშკიმდე, და მის შემდეგაც.

„მოსკოვი-პეტუშკი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში. საბჭოთა სისტემისა და ზოგადად რუსული ყოფის სარკასტულად, იმ დროისათვის ზედმეტად მძაფრ, გროტესკულ ფერებში დახატვისა და ტექსტში ბიბლიური მოტივების უხვად გამოყენების გამო საბჭოთა ცენზურამ წიგნი აკრძალა. რომანი პირველად ისრაელში, 1973 წელს, ხოლო შემდგომ პარიზში, 1977 წელს გამოიცა.

ეს იყო ქართულად. ახლა ამათ გამოუციათ. კარგია უფრო ხელმისაწვდომი იქნება. წინა გამოცემა, მგონი მთარგმნელს ჰქონდა თვითონ გამოცემული

Posted by: senpai 24 Sep 2018, 11:45
QUOTE (4L3X @ 23 Sep 2018, 20:46 )
user posted image

„მოსკოვი-პეტუშკი“, შეიძლება ითქვას, ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელმაც ვენედიქტ ეროფეევი მეოცე საუკუნის რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ აქცია და მას, ევროპელი მკითხველისა და ლიტერატორების აზრით, გოგოლისა და ჩეხოვის გვერდით მიუჩინა ადგილი. ერთი რამ აშკარაა – საბჭოთა, უფრო კი რუსი ადამიანის ცხოვრების ბლუზს ასე მკაფიოდ სხვა ვერც ერთ წიგნში ვერ შეიგრძნობთ. მთელი თავისი ჟარგონებით, კალკებით, სახარებისეული ალუზიებითა და ფინალით (რომელიც დღესაც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს ლიტერატურისმცოდნეებში), მატარებელის ბორბლების რიტმში მოგყვება ეს ბლუზი – მოსკოვიდან პეტუშკიმდე, და მის შემდეგაც.

„მოსკოვი-პეტუშკი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და 80-იანი წლების ბოლომდე არ გამოცემულა რუსეთში. საბჭოთა სისტემისა და ზოგადად რუსული ყოფის სარკასტულად, იმ დროისათვის ზედმეტად მძაფრ, გროტესკულ ფერებში დახატვისა და ტექსტში ბიბლიური მოტივების უხვად გამოყენების გამო საბჭოთა ცენზურამ წიგნი აკრძალა. რომანი პირველად ისრაელში, 1973 წელს, ხოლო შემდგომ პარიზში, 1977 წელს გამოიცა.

ვერ დავამუღამე, ქართულადაც ვცდი წაკითხვას, მარა არვიცი რა შედეგი ექნება.
* * *
user posted image

ესეც ერთი სიახლე. საინტერესოა, თუმცა ძალიან მცირე იქნება ზომაში და რამდენ ინფოს დაატევენ ნეტა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Sep 2018, 12:32

user posted image

ოქტომბრის პირველ კვირაში

ზომა ბ5 = 250 * 176
596 შავ-თეთრი გვერდი
მორბილო ყდა

ამბავი + ულევი სტატისტიკა
300 "ჭადრაკულა" ცხრილი

:::

Posted by: seeman 25 Sep 2018, 20:21
ემილ ჩორანი დააანონსა დიოგენემ. რითაც ძალიან გამახარა

Posted by: senpai 25 Sep 2018, 22:40
seeman
QUOTE
ემილ ჩორანი დააანონსა დიოგენემ. რითაც ძალიან გამახარა

wow, არ მჯერა. bis.gif

დიოგენე, ექსკლუზიურად ფორუმზე დადეთ ახალი წიგნის ქავერი. bis.gif

„მე ჩემი დრო უკვე მოვჭამე“, - არ არსებობს ფრაზა, რომლის წარმოთქმაც ასეთი შესაფერისი იყოს სიცოცხლის ნებისმიერ წამს, პირველის ჩათვლით.

რუმინული წარმოშობის ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოაზროვნის, ემილ ჩორანის წიგნი „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ მალე გამოიცემა სერიაში ET CETERA. ეს ჩორანის პირველი წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა (მთარგმნელი: ილია ბაწაშვილი).

Posted by: MITIATO 26 Sep 2018, 12:59
user posted image


სულ მალე!!!
როლან ბარტი ,,ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან“
როლან ბარტის ყველაზე პოპულარული წიგნი, რომელიც გამოცემის წელს რვაჯერ დაიბეჭდა და ბესტსელერად იქცა. წიგნი არ გახლავთ სიყვარულის ისტორია. აქ მხოლოდ შეყვარებული სუბიექტი ლაპარაკობს თავის ეგზისტენციალურ გამოცდილებაზე...
გამომცემლობა "აგორა"

Posted by: senpai 26 Sep 2018, 13:22
ბათუმი დეკემბრის წიგნების ფესტივალს ელოდება ? თუ რატომ არაა ახალი წიგნები გამოსული ? (ან დაანონსებული მაინც)

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Oct 2018, 12:54
user posted image

ბიბლუსის, სანტა-ესპერანსას და პარნასის წიგნის მაღაზიებში
შევიდა წიგნი ,,ქართული ფეხბურთის ქრონიკები''.

მისი შეძენა შეგიძლიათ ზოგიერთ ჟურნალ-გაზეთების გამყიდველებთან
(პლანეტა, მარჯანიშვილის მეტროსთან) მაღაზიებში

წიგნის ფასის 27 ლარი . მსურველებს შეუძლიათ წიგნი შეიძინონ ავტორთანაც

დაკავშირება ტელეფონებით: 595 17 15 62, 570 70 95 96, 295 82 82 და 296 50 50.

Posted by: monogamist 8 Oct 2018, 19:59
QUOTE
ემილ ჩორანი დააანონსა დიოგენემ

ვოოოვ გრეით !

Posted by: Likri 9 Oct 2018, 14:53
https://www.facebook.com/bakursulakauripublishing/photos/pb.375226294210.-2207520000.1539082267./10155982410699211/?type=3&theater


ამას მართლა კითხულობენ? sad.gif
ხალლხს რა უხარია
user.gif

Posted by: ფორსტმანი 9 Oct 2018, 15:07
Likri
QUOTE
ამას მართლა კითხულობენ?

ეგ უფრო წაკითხვადი არის ვიდრე ნებისმიერი რამ რაც ბოლო დროს გამოიცა.

Posted by: Likri 9 Oct 2018, 15:12
Charles_Forstman
ვინ კითხულობს,თინეჯიერები? "ahahahahh eg cigni chemia chemi grey ahaha machukeb? )))))) " სასტავი smile.gif 15 წლის ნინჩოები .პრინციპში რა,(ცუდად გამომივიდა,შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის )გემოვნების ამბავია,მაგიტომაც უშვებენ რომ გაყიდვადია,პროსტა აზროვნება მაინტერესებდა მაგათი,მაგარი იაფფასიანი პორნოგრაფიაა მეტი არაფერი.

Posted by: ფორსტმანი 9 Oct 2018, 15:23
Likri
პორნოგრაფია ყველაზე მოთხოვნადი რომ არის მაგის შესახებ გეცოდინება დარწმუნებული ვარ.
პ.ს. არა მარტო 15 წლის ნინჩო, 35 წლის მაყვალაც და 45 წლის მურთაზიც კითხულობს დიდი სიამოვნებით.


სულაკაურის ბიზნესი არის, მეტი არაფერი.

ვის აინტერესებს მეტიურინი ? რამდენი იყიდის ? 30 ადამიანი ? 50 ? 100 მაქსიმუმ. ( ყდა თუ ლამაზი იქნება და ფერებში კარგად გავიდა ორასამდეც ავა )

აი გრეის გაყიდვებს კი... ნუ კომენტარებშიც ჩანს როგორ ელოდებიან.

Posted by: Likri 9 Oct 2018, 15:27
Charles_Forstman
QUOTE
Likri
პორნოგრაფია ყველაზე მოთხოვნადი რომ არის მაგის შესახებ გეცოდინება დარწმუნებული ვარ.
პ.ს. არა მარტო 15 წლის ნინჩო, 35 წლის მაყვალაც და 45 წლის მურთაზიც კითხულობს დიდი სიამოვნებით.


სულაკაურის ბიზნესი არის, მეტი არაფერი.

ვის აინტერესებს მეტიურინი ? რამდენი იყიდის ? 30 ადამიანი ? 50 ? 100 მაქსიმუმ. ( ყდა თუ ლამაზი იქნება და ფერებში კარგად გავიდა ორასამდეც ავა )

აი გრეის გაყიდვებს კი... ნუ კომენტარებშიც ჩანს როგორ ელოდებიან.

კი ბატონო,ვერავინ ვერასდროს დამარწმუნებს რომ პორნო არავის აინტერესებს და აშ,მარა ხო ყველაფერს გააჩნია?თუნდაც მაგ პორნოს
პორნუხაა მართლა,მეტი არაფერი,ყველაფერს თავისი გამოხატვა აქვს და რაღაც ფორმა რა,იმდენად ბბანძობაა რომ მარტლა ჩართონ რამე და უყურონ სჯობს
მაგ გრეიზე რომ ცუდად ხდებიან გოგოები,ეგეც არ მესმის
უელბეკი უნდა წააკითხო მაგათ
sa.gif

Posted by: ფორსტმანი 9 Oct 2018, 15:30
Likri
QUOTE
მაგ გრეიზე რომ ცუდად ხდებიან გოგოები,ეგეც არ მესმის

რამდენი ოცნებობს გრეიზე, ისიც რომ იცოდე, დაგაბნევს მგონი

მაგ ტრილოგია ახლა უკვე +1 იმის ასახვა არის, თუ როგორი კულტურული მდგომარეობა არის არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად სამყაროში სადაც ვცხოვრობთ.

ყველაზე საშინელება კი ის არის რომ "ბინდის" ფანფიკი არის biggrin.gif

QUOTE
უელბეკი უნდა წააკითხო მაგათ

ბევრს ნუ მოთხოვ, ცოდვები არიან biggrin.gif

Posted by: Likri 9 Oct 2018, 15:35
Charles_Forstman
QUOTE
ყველაზე საშინელება კი ის არის რომ "ბინდის" ფანფიკი არის 

აუ,ეგ ბინდში რო ტიპია,სუფთა იდიოტის სახე აქვს,გოგოები კიდე ცუდად ხდებოდნენ,კაცის და კაცურობის აღქმა აქვთ დაკარგული biggrin.gifდდ
ეს გრეიც მაგარი არაკაცური და იდიოტია ჩემ თვალში,პორნუხობასთან ერთად ეგეც განაპირობებს რომ მაგ წიგნის დანახვა/ატანა არ მაქვს
ეგ რა არის,ნაცნობები ამაზონიდან ინგლკისურად იწერდნენ დროზე რომ წაეკითხათ :დ



QUOTE
ბევრს ნუ მოთხოვ, ცოდვები არიან

არც ბანი მანროზე იტყვიან ეგენი უარს,ცოტა მრავალფეროვნება ექნებათ და ავრილ ლავინის სასქესო ორგანოზე დაიწყებენ ოცნებას <3

Posted by: MITIATO 10 Oct 2018, 09:55
user posted image

მალე მირჩა ელიადეს მოთხრობების კრებული პირველად ქართულ ენაზე.
„დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო“
„ღამეები სერამპორში“
„პელერინა“
„ივან“

ეს გამოცემა მირჩა ელიადეს მხატვრული შემოქმედების სხვადასხვა ეტაპებს აერთიანებს. „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო” და „ღამეები სერამპორში” ინდური მისტიციზმით არის გაჯერებული. მოთხრობაში „პელერინა” ავტორი გასაოცარი სიზუსტით აღწერს რუმინეთის უშიშროების სამსახურის „სეკურიტატეს” მუშაობის პრინციპებს, ხოლო „ივან” კი ომის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.

რუმინულიდან თარგმნა: Alexi Kshutashvili
ყდის დიზაინი: Nino Jijavadze

გამომცემლობა "ალეფი"

Posted by: monogamist 10 Oct 2018, 23:23
კაიმირჩა <3


გრეის ვინ კითხუკიობს კიდია ყველას, მთავარია იყიდება და რას ერჩით, მაგისთვისაა სულაკაური )

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Oct 2018, 10:33
QUOTE
რუმინულიდან თარგმნა: Alexi Kshutashvili
ყდის დიზაინი: Nino Jijavadze

ეგ სახელ-გვარები ქართულად ვერ იწერება? -- ალალად მაინტერესებს!
თუ კლავიატურის გადართვაა საამაყო მიღწევა?

Posted by: John-obi 13 Oct 2018, 11:03
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 13 Oct 2018, 10:33 )
QUOTE
რუმინულიდან თარგმნა: Alexi Kshutashvili
ყდის დიზაინი: Nino Jijavadze

ეგ სახელ-გვარები ქართულად ვერ იწერება? -- ალალად მაინტერესებს!
თუ კლავიატურის გადართვაა საამაყო მიღწევა?

სავარაუდოდ დათაგულები არიან და მაგიტომ დასჭირდათ ლათინური ფონტი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Oct 2018, 19:30
რა არიან? გინების ახალი ფორმაა? თაგ’ი რაია?

Posted by: ქაფქიანა 22 Oct 2018, 14:15
user posted image

......................................................

Posted by: 4L3X 31 Oct 2018, 15:17
ძალიან მალე! ჯულიან ბარნსის ახალი (2018 წლის) რომანი „ერთადერთი ამბავი“ სერიაში ET CETERA!

„მაშინ უკვე იცოდი, რომ არსებობდა როგორც კარგი, ასევე ცუდი სექსიც. ბუნებრივია, ცუდს კარგი გერჩია, მაგრამ რაკი ჯერაც ახალგაზრდა იყავი, იმასაც ფიქრობდი, რომ ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, მთლად უსექსობას ცუდი სექსი სჯობდა. ეგ კი არა, ზოგჯერ ეს ხელმრუშობაზე უკეთესიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა არა - ყოველთვის. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ამ ორ უკიდურესობას გულისხმობს, ძალიან ცდება, რადგან თურმე არსებობდა მისი სხვა ნაირსახეობაც, რომლის შესახებაც მაშინ არაფერი იცოდი - რაღაც ისეთი, რასაც, უბრალოდ, ცუდი სექსის ქვესახეობად ვერ ჩათვლიდი, გინდაც მის თაობაზე ყურმოკვრით გსმენოდა. ამას მოსაწყენი სექსი ჰქვია და უფრო მოსაწყენს, ღმერთმანი, ვერც ვერაფერს წარმოიდგენს კაცი...“

უნივერსიტეტიდან არდადეგებზე შინ დაბრუნებული 19 წლის პოლი საჩოგბურთო კლუბში წევრიანდება, სადაც სიუზენს გაიცნობს. სიუზენი 48 წლისაა, დაოჯახებულია და ორი ქალიშვილი ჰყავს. მცირე ხანში პოლისა და სიუზენის ურთიერთობა უბრალო ნაცნობობას სცდება - მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს წიგნი სწორედ ამ სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელსაც უკვე ხანში შესული პოლი ჰყვება.

წიგნი ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ.

Posted by: senpai 1 Nov 2018, 12:47
user posted image


ძალიან მაგარია.

Posted by: Joiner 1 Nov 2018, 20:35
user posted image
თბილისის წიგნის დღეებზე – ხალიდ ჰოსეინის ახალი საერთაშორისო ბესტსელერი

მთვარით განათებულ სანაპიროზე მამას ვაჟიშვილი კალთაში უზის და არწევს, გათენებას ელოდება. დილას ნაპირს ნავი მოადგება. მამა ბიჭს სირიაში, ბაბუის სახლში გატარებულ ზაფხულის გრძელ ღამეებს ახსენებს, ნიავით აფორიაქებულ ზეთისხილის ხეებს, ბებიას კიკინა თხებს, ჯამ-ჭურჭლის ჩხაკუნს, ხმაურიან ქალაქ ჰომსს, ხალხით სავსე ვიწრო ქუჩებს, მეჩეთს, დიდ ბაზარს და იმ დღეებს, როცა ჰომსის ქუჩებში სეირნობდნენ, სანამ ციდან ჭურვების წვიმა წამოვიდოდა და იძულებული გახდებოდნენ, გაქცეულიყვნენ. მზე ამოვა, ხალხი თავს მოუყრის თავის ავლადიდებას, ნავში ჩასხდებიან და თავშესაფრის საძიებლად ზღვით სახიფათო მოგზაურობას დაიწყებენ.

ხალიდ ჰოსეინის „ზღვას ვევედრები“ სამი წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭუნას, ალან ქურდის, ამბავმა შთააგონა. ბიჭუნა, რომელიც ოჯახთან ერთად ცდილობდა, უსაფრთხოება ევროპაში ეპოვა, 2015 წლის 2 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო.

ალანის სიკვდილის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კიდევ უამრავი ადამიანი ეცადა ნავებით ზღვის გადაკვეთას; მათგან 4,176 კაცი დაიღუპა ან დაიკარგა.

⚪ წიგნი ეძღვნება ომსა და ეთნიკურ დევნას გამოქცეულ ათასობით ლტოლვილს, რომლებიც ზღვამ იმსხვერპლა.

▪️ წიგნის მხატვარია დენ უილიამსი.
▪️ ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა.

Posted by: 4L3X 2 Nov 2018, 14:00
მალე სერიაში „დიოგენეს ბიბლიოთეკა“!

რომანი „ქვის ანგელოზი“ კანადური ლიტერატურის კლასიკოსის, მარგარეტ ლორენსის (1926-1987) ე. წ. „მენავაკის ციკლის“ პირველი და ყველაზე ცნობილი წიგნია. მენავაკა კანადის პრერიებში მდებარე გამოგონილი პატარა ქალაქია. მას ხშირად ადარებენ ფოლკნერის იოკნაპატოფას, თავად ლორენსს კი „კანადელ ფოლკნერს“ უწოდებენ. „მენავაკის ციკლის“ წიგნები XX საუკუნის კანადური ლიტერატურის ერთგვარი ნიშანსვეტია. „ქვის ანგელოზის“ მთხრობელი, ხანში შესული ჰეიგარი, თავისი რთული, დრამატული ცხოვრების ამბავს ჰყვება. მის მონათხრობში გარდასული ცხოვრების სურათებს აწმყო ენაცვლება ხოლმე, აწმყოში კი ჰეიგარს ერთადერთი რამ სურს - არ მოხვდეს მოხუცთა თავშესაფარში...

„ქვის ანგელოზი“ ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თარგმნეს.
ნაწყვეტი წიგნიდან: http://diogene.ge/ka/books/book/474

user posted image

Posted by: John-obi 2 Nov 2018, 15:26
user posted image
ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ.

ბრაზილიელი მწერლის, მოასირ სკლიარის (1937-2011) რომანი „კაფკას ლეოპარდები“ ახალგაზრდა ებრაელის, ბენიამინ კანტაროვიჩის, მეტსახელად „თაგუნას“, თავშესაქცევ ამბავს მოგვითხრობს. ლევ ტროცკისთან შეხვედრაზე მეოცნებეს ბედისწერა დიდ თავსატეხს უმზადებს: მის ხელში თავად ფრანც კაფკას ხელნაწერი აღმოჩნდება, რომელსაც გასაღები უნდა მოარგოს. 1916 წლის ზამთარია. გათოშილი, თავგზააბნეული ბენიამინ კანტაროვიჩი პრაღის ქუჩებში დაეხეტება და მინიშნებებს ეძებს… წიგნში მოულოდნელობა მოულოდნელობას ენაცვლება, მთავარ გმირს კი ისღა დარჩენია, ჰრადშინის ციხესიმაგრის უკან, ალქიმიკოსების ქუჩაზე, ფრანც კაფკას პატარა ოთახს მიადგეს და კარზე დააკაკუნოს.

დიოგენესთვის ყოფილა მხოლოდ ეს ფესტივალი.

Posted by: 4L3X 2 Nov 2018, 15:58
QUOTE (John-obi @ 2 Nov 2018, 15:26 )
დიოგენესთვის ყოფილა მხოლოდ ეს ფესტივალი.

დიოგენებმ ამოქოქა რასაც ქვია. gigi.gif

მე მგონი მივხვიდ დიოგენეს სტრატეგიას. ნოემბრის ფესტივალზე ძალიან ცოტა სიახლე გამოდის. ყველა გამომცელობა ახალ წიგნებს უფრო უშვებს დეკემბრის ფესტივალზე და მაისში ხომ საერთოდ თავზე იმხობენ ყველაფერს. მაგალითად მე არ მახსოვს ბათუმელებს ნოემბერში გამოეტანოთ უახლესი წიგნები. ფესტივალებზე ყველაზე მეტად იყიდება ყველაზე ახალი წიგნები ეს გასაგებიც არის. ხოდა დიოგენემ გადაწყვიტა ნოემბრის ფესტივალზე გაისროლოს როდესაც და მყიდველის საფულეს ბრძოლაში მოიგოს და მაქსიმალური თანხა მიიღოს მისგან.

Posted by: senpai 2 Nov 2018, 15:59
ბრავო დიოგენეს, მაგრად მომზადებულან საფესტივალოდ, ესეთი კრიზისია ქვეყანაში და მაინც როგორ აქტიურად გამოცემენ ხარისხიან ლიტერატურას.

Posted by: GreenWestHam 2 Nov 2018, 16:07
user posted image

სახურავების თემა მაგრად ევასება დიოგენეს როგორც ჩანს biggrin.gif

Posted by: chicharito12 2 Nov 2018, 17:20
დიზაინები არ უვარგა, თან საერთოდ !

Posted by: John-obi 2 Nov 2018, 20:48
ისე, ოთხი წიგნი დააანონსა დიოგენემ და ამ ოთხიდან 2 ჭილაძე/ჭუმბურიძის დუეტმა თარგმნა, ერთიც მხოლოდ ჭილაძემ.


Posted by: monogamist 2 Nov 2018, 23:49
დიოგენე ყველაზე კარგი გამომცემლობაა წლების მანძილზე უცვლელად

ჩორანი ბრავო !

Posted by: Likri 2 Nov 2018, 23:57
chicharito12
მერე რომ არ უვარგა?
ჯერ პირველი ის,რომ უვარგა არ უვარგა არის გემოვნების ამბავი
მერე ის,რომ როცა რაღაცას იწუნებ,კაკ მინიმუმ,იმაზე ბევრად მაგარს უნდა აკეთებდე(მანახე შენი ყდა აბა,ან დიზაინი,ილუსტრაცია აიღე საიდანმე და მანახე,მაინტერესებს)

მესამე ის,რომ აქ ძაან მაგარ ნაწარმოებებზეა საუბარი,დიოგენეს ბიბლიოთეკიდან რომელს გაეცანი ყდებს რომ უწუნებ?

მაგრად ამეშალა ნერვები smile.gif)
მაგის წერას დაგეწერა ზოგადად ამ გამომცემლობჯს დამსახურებები
ან ის,რა კრიზისიც გამოიარეს და ა.შ

იი,ყდები არუვარგა,არ წავიკითხავ smile.gif))))))))))

Posted by: chicharito12 3 Nov 2018, 10:32
წიგნისთვის ყდა მნიშვნელოვანი საკითხია.

ფსიქოლოგიური მომენტია, როცა წიგნს ირჩეევ

Posted by: Eeescadaaa 11 Nov 2018, 22:43
user posted image
user posted image


ვინის ხათრით თორემ, წითელი ფერი უფრო უხდება ყდას, ჩემი აზრით old.gif

Posted by: dionise12 11 Nov 2018, 22:57
QUOTE (Eeescadaaa @ 11 Nov 2018, 22:43 )
user posted image
user posted image


ვინის ხათრით თორემ, წითელი ფერი უფრო უხდება ყდას, ჩემი აზრით old.gif

თემატურად პირველი შეეფერება აღზევების წყაროს. მეორე - ეპოქათა გმირს.

Posted by: MasterJC 12 Nov 2018, 11:51
QUOTE (Likri @ 2 Nov 2018, 23:57 )
chicharito12
მერე რომ არ უვარგა?
ჯერ პირველი ის,რომ უვარგა არ უვარგა არის გემოვნების ამბავი
მერე ის,რომ როცა რაღაცას იწუნებ,კაკ მინიმუმ,იმაზე ბევრად მაგარს უნდა აკეთებდე(მანახე შენი ყდა აბა,ან დიზაინი,ილუსტრაცია აიღე საიდანმე და მანახე,მაინტერესებს)

მესამე ის,რომ აქ ძაან მაგარ ნაწარმოებებზეა საუბარი,დიოგენეს ბიბლიოთეკიდან რომელს გაეცანი ყდებს რომ უწუნებ?

მაგრად ამეშალა ნერვები smile.gif)
მაგის წერას დაგეწერა ზოგადად ამ გამომცემლობჯს დამსახურებები
ან ის,რა კრიზისიც გამოიარეს და ა.შ

იი,ყდები არუვარგა,არ წავიკითხავ smile.gif))))))))))

არაა აუცილებელი დიზაინერი და დამკაბადონებელი იყო იმისთვის რომ ხარისხიანი ან უხარისხო განასხვავო ერთმანეთისგან.
თითქმის 2კ წიგნი მაქვს წაკითხული
და უფრო მეტს ჩემს ხელში გაუვლია. პირადი ბიბლიოთეკა 600ზე მეტი წიგნის და 200მდე ჟურნალ-გაზეთისგან შედგება
და გარტყმაში არ ვარ დიზაინის და ბეჭდვის

თუმცა როცა ვუყურებ წიგნს ეგრევე გეტყვი რომლის ყდა გაძლებს და რომლის ვერა და რამდენად აზრიანი დიზაინი აქვს

რა თქმა უნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
სხვას სხვა აზრი ექნება

თუმცა იმასაც ვითვალისწინებ რა პრობლემებს შეიძლება აწყდებოდეს გამომცემლობა.


ასე ხელაღებით ნუ განსჯი


სულ არ გჭირდება საუკეთესო ბარისტა იყო იმის მისახვედრად რომ ყავა რაც მოგიტანეს მოხალული კი არა დამწვარი ყავითაა გაკეთებული



ხო ყდა არ უვარგა და არ წავიკითხავ -გემოვნების ამბავია

პალიტრის გამოცემულ ჩხიკვთა ქორწილს უსაზღვროდ მსუქანი ლუარსაბ-დარეჯანის პინგვინი ვარიანტი ახატია

მაგის პრინტში გამშვებს სულ ავუკრძალავდი ამ სფეროში მოღვაწეობას.


Posted by: IronBank 12 Nov 2018, 16:05
QUOTE (Eeescadaaa @ 11 Nov 2018, 22:43 )
user posted image
user posted image


ვინის ხათრით თორემ, წითელი ფერი უფრო უხდება ყდას, ჩემი აზრით  old.gif

ერთის მხრივ პირველი სჯობია იმიტომ რომ კოლოსები მარტო ბოლოში ჩანან მეორე ნაწილში, მეორეს მხრივ პირველს თუ აირჩევენ ზეინი იქნება ყდაზე vis.gif

Posted by: dionise12 12 Nov 2018, 20:53
QUOTE (IronBank @ 12 Nov 2018, 16:05 )
მეორეს მხრივ პირველს თუ აირჩევენ ზეინი იქნება ყდაზე vis.gif

ზეინს რას უწუნებ? თუ კოლოსი იმსახურებს ყდაზე გამოჩენას, მაშინ ზეინიც იყოს , + ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია მეროე ნაწილში. old.gif

Posted by: ფორსტმანი 13 Nov 2018, 02:29
რეალურად განიხილავთ უკვე ყდის თემას ?

ზოგს მოსწონს, ზოგს არა.

ვინც სხვა იდეას აგდებს უბრალოდ ინტრიგანი არის, შეეგუეთ და დავუთმოთ ეს თემა მის მნიშვნელობას.

შევეშვათ ოფფებს.

Posted by: 4L3X 21 Nov 2018, 17:37
წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც ანგელოზი და დემონი აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად ერთიანდებიან.

რომანში „კარგი ნიშნები“ სამყაროს დასასრული კლასიკური სცენარით ვითარდება - ამოუხსნელი ამბები, სტიქიური მოვლენები და ანტიქრისტეს მოვლინება. მაგრამ არის თუ არა სინამდვილეში ანტიქრისტე ის, ვინც ყველას წარმოგვედგინა და შეძლებენ თუ არა ანგელოზი აზირაფელი და დემონი ქროული საუკუნოვანი შუღლის გვერდზე გადადებას და საერთო მიზნისთვის გაერთიანებას?

„კარგი ნიშნები“ თანამედროვე ფენტეზი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის – ნილ გეიმანისა და იუმორისტული ფენტეზის კლასიკოსის, ტერი პრეტჩეტის ერთობლივი რომანია, რომელშიც ზღვარი იშლება კეთილისა და ბოროტის ცალსახა განსაზღვრებებს შორის, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების სირთულე და სამყაროს დასასრულის მძიმე მოლოდინი უჩვეულო სატირულ-იუმორისტული ხერხებითაა გადმოცემული.

უკვე მრავალი წელია, „კარგი ნიშნები“ საკულტო ნაწარმოებადაა მიჩნეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2019 წელს კი გამოვა Amazon Video-სა და BBC-ის მიერ შექმნილი სატელევიზიო სერიალი, რომელშიც ქროულის როლს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი „დოქტორი ვინ“, დევიდ ტენანტი ასრულებს, აზირაფელს კი მაიკლ შინი განასახიერებს.

user posted image

jump.gif jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: ValenTine_Kelly 22 Nov 2018, 15:18
QUOTE
„კარგი ნიშნები“

ვა, ვა, კარგი ამბავია ეს.

უბრალოდ ეს ამერიკელი ღმერთები ყდის ილუსტრაცია რა უბედურებაა?! გასაგებია, რომ ერთი ავტორია, მაგრამ ...

ნუ, კარგი ამბავია, რაცაა

Posted by: fork 23 Nov 2018, 10:15
გეიმანის "ჩრდილოური მითოლოგიაც" თარგმნონ რა...

Posted by: 4L3X 27 Nov 2018, 20:46
სერიაში „Laterna Magica“ სიახლე გვაქვს!

პოლონელი პოეტისა და ესეისტის, ზბიგნიევ ჰერბერტის, „ნატურმორტი ლაგამით“ ჩვიდმეტ ესეს აერთიანებს, რომლებიც ერთგვარი კულტურულ-ისტორიული გზამკვლევია მე-17 საუკუნის ჰოლანდიის ხელოვნებაში. ჰერბერტი ჰოლანდიელ მხატვრებსა და მათ შემოქმედებაზე გვიამბობს, თუმცა ყურადღების მიღმა არ რჩება ჰოლანდიელი ხალხის ხასიათი, მათი ნაკლები თუ ძლიერი მხარე. იმდროინდელი ჰოლანდიური მხატვრობისთვის დამახასიათებელ ნატურმორტებსა და ყოფით სცენებს, რომლებშიც ხშირად სხვადასხვა მორალისტური მესიჯი მოიაზრება, ავტორი დეტალურად აღწერს და განიხილავს. ამით მკითხველს ნამუშევრის, იმდროინდელი ყოფისა და ისტორიულ-სოციალური კონტექსტის გააზრებას უმარტივებს. წიგნი თანაბრად საინტერესოა როგორც ხელოვნების მკვლევართათვის, ისე მოყვარულთათვის.

პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილებით, 2018 წელი ზბიგნიევ ჰერბერტის წლად გამოცხადდა. ჰერბერტის შემოქმედება განსაკუთრებით გამორჩეულია პოლონურ ლიტერატურაში. მისი სახელი მოიხსენიება ისეთი ცნობილი პოლონელი მწერლებისა და პოეტების გვერდით, როგორებიც იყვნენ ჩესლავ მილოში (პოეტი, ესეისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი), თადეუშ რუჟევიჩი (ცნობილი დრამატურგი და მწერალი), ვისლავა შიმბორსკა (პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი). აღსანიშნავია, რომ ჰერბერტი მრავალგზის იყო ნობელის პრემიის კანდიდატიც.

user posted image

Posted by: seeman 27 Nov 2018, 20:54
QUOTE (4L3X @ 27 Nov 2018, 20:46 )
სერიაში „Laterna Magica“ სიახლე გვაქვს!

პოლონელი პოეტისა და ესეისტის, ზბიგნიევ ჰერბერტის, „ნატურმორტი ლაგამით“ ჩვიდმეტ ესეს აერთიანებს, რომლებიც ერთგვარი კულტურულ-ისტორიული გზამკვლევია მე-17 საუკუნის ჰოლანდიის ხელოვნებაში. ჰერბერტი ჰოლანდიელ მხატვრებსა და მათ შემოქმედებაზე გვიამბობს, თუმცა ყურადღების მიღმა არ რჩება ჰოლანდიელი ხალხის ხასიათი, მათი ნაკლები თუ ძლიერი მხარე. იმდროინდელი ჰოლანდიური მხატვრობისთვის დამახასიათებელ ნატურმორტებსა და ყოფით სცენებს, რომლებშიც ხშირად სხვადასხვა მორალისტური მესიჯი მოიაზრება, ავტორი დეტალურად აღწერს და განიხილავს. ამით მკითხველს ნამუშევრის, იმდროინდელი ყოფისა და ისტორიულ-სოციალური კონტექსტის გააზრებას უმარტივებს. წიგნი თანაბრად საინტერესოა როგორც ხელოვნების მკვლევართათვის, ისე მოყვარულთათვის.

პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილებით, 2018 წელი ზბიგნიევ ჰერბერტის წლად გამოცხადდა. ჰერბერტის შემოქმედება განსაკუთრებით გამორჩეულია პოლონურ ლიტერატურაში. მისი სახელი მოიხსენიება ისეთი ცნობილი პოლონელი მწერლებისა და პოეტების გვერდით, როგორებიც იყვნენ ჩესლავ მილოში (პოეტი, ესეისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი), თადეუშ რუჟევიჩი (ცნობილი დრამატურგი და მწერალი), ვისლავა შიმბორსკა (პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი). აღსანიშნავია, რომ ჰერბერტი მრავალგზის იყო ნობელის პრემიის კანდიდატიც.

user posted image

ვაჰ ეს არ ჩანს ცუდი ნეტა რა ეღირება


Posted by: Joiner 28 Nov 2018, 17:08
user posted image

ფასი: 21,95 ლარი

Posted by: seeman 28 Nov 2018, 23:53
მარტენ პაჟი - "მეფუტკრეობა სემუელ ბეკეტის მიხედვით"

ეს არის წიგნი-ავანტიურა იმაზე, თუ როგორ შეხვდა ანთროპოლოგიის ახალგაზრდა დოქტორანტი სემუელ ბეკეტს პარიზში, რათა დახმარებოდა მას არქივების მოწესრიგებაში. დაუჯერებელი შეხვედრა შთააგონებს დოქტორანტს, ყოველი დღე დღიურში აღწეროს. ისინი შექმნიან საარქივო ყუთებს გამოგონილი საგნებითა და დოკუმენტებით, მკვლევარები რომ საგონებელში ჩააგდონ და შეცდომაში შეიყვანონ. ამ ჩანაფიქრის შესრულებისას კი მათ არაერთი თავგადასავალი ელით წინ. მარტენ პაჟმა საყვარელი მწერალი პერსონაჟად აქცია იმისთვის, რომ უფრო მიახლოვებოდა მას

Posted by: John-obi 3 Dec 2018, 16:45
გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing

3 დეკემბერი ჯოზეფ კონრადის დაბადების დღეა.

მოიკითხეთ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ავტორის საუკეთესო რომანი „წყვდიადის გული“ და სხვა მოთხრობები 21 დეკემბრიდან, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე!

წიგნი ინგლისურიდან პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა თარგმნეს.

user posted image

Posted by: MITIATO 5 Dec 2018, 11:00
user posted image


„ანიჰილაცია“ პორტალის სერიით 2019 წელს გამოვა!
ყდის ილუსტრატორი: ნათია ზარანდია
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
* * *
user posted image


დეკემბერში პორტალის სერიას მე-13 წიგნი შეემატება ^_^
ალექსანდრ ბელიაევის „ადამიანი-ამფიბია“

ფასი: 12.95
ყდა: მაგარი
დიზაინერი: თეკლა გიაშვილი
მთარმგნელი: პაატა ჩხეიძე

Posted by: 4L3X 5 Dec 2018, 19:58
სულ მალე „ლიტერატურულ ოდისეას“ რუსული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ვიქტორ პელევინის კიდევ ერთი წიგნი შეემატება.

Generation „პ“ მოგვითხრობს თაობაზე, რომელიც 90-იანი წლების ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ფონზე ჩამოყალიბდა. წიგნის მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი კოპირაიტერია. სარეკლამო სამყაროში მოხვედრისას ის ცდილობს, ამერიკული პროდუქტის რეკლამა რუსეთის 90-იანი წლების ვითარებას მოარგოს. ამით ის გარკვეულწილად იქცევა ალტერნატიული რეალობის შემოქმედად, რომელიც არსებული სამყაროსგან რადიკალურად განსხვავდება. შეგვიძლია, რომანი მივიჩნიოთ ანტიუტოპიის ერთგვარ პაროდიად, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე სოციალური პროცესების არსსა და საზოგადოებასა და პიროვნებაზე მათ გავლენას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოგვიჩენს და თანამედროვე რეალობას მთელი თავისი აბსურდულობითა და სისასტიკით გვიშლის თვალწინ.

► მთარგმნელი - შოთა იათაშვილი
► რედაქტორი - ანა ჭაბაშვილი
► გარეკანის დიზაინერი - გიორგი მაღრაძე

user posted image

Posted by: Heart_of_Darkness 5 Dec 2018, 20:17
QUOTE
რუსული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის

რუსულენოვან წიგნებს რომ თარგმნიან და სერიებში ათავსებენ, რაღაცნაირად არ მსიამოვნებს.
ზოგჯერ სერიის შეგროვების მუღამი მაქვს, დასაწყისში, ჩავიფიქრებ რომ ამ სერიის ყველა წიგნს შევიძენ,
მაგრამ არ მინდა ხოლმე ის წიგნი ვიყიდო რომელიც მაქვს, განასაკუთრებით რუსულენოვანი,
რადგან აპრიორი ვიცი, რომ არასდროს მომინდება მათი ქართულად წაკითხვა.
ასეთ დროს ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს სერიის შეგროვების მუღამი მომიკლეს. ,,სულკაურმა" ,,მსოფლიო კლასიკაში" დოსტოევსკის, ჩეხოვის და ტურგენევის ტომებით. ,,დიოგენემ" გოგოლის თარგმნით. ისევ სულაკაურმა პელევინის ორი წიგნით...

ვიცი სნობურად ჟღერს, მაგრამ ამ სერიებს აღარ ვაგროვებ, აი, ამ მომენტის გამო.
წავალ, კუთხეში დავდგები. user.gif

ეს ,,პ"-ც რა ცუდად ჟღერს. თითქოს დაიკარგა სათაურში ,,პის" მაგია.

Posted by: Pablo Aimar 5 Dec 2018, 21:54
ლიოსას არ უშვებს სულაკაური?
კონრადი რო თარგმნეს ასწორებს

Posted by: 4L3X 5 Dec 2018, 22:54
Pablo Aimar
QUOTE (Pablo Aimar @ 5 Dec 2018, 21:54 )
ლიოსას არ უშვებს სულაკაური?

იანვარშიო "ბოლო ჟამის ომიო"

Posted by: ლილიტის_ქალიშვილი 6 Dec 2018, 04:39
ვამპირების აკადემიაზე რა ინფორმაცია გაქვთ იქნება მალე ახალი წიგნი?

Posted by: MITIATO 7 Dec 2018, 18:25
user posted image

ალბათ ყველას ერთხელ მაინც გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, გარკვეული მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო. როგორ რეალობაში აღმოჩნდებოდით მაშინ?

ჯეისონ დესენი ფიზიკოსია, რომელსაც თავის მეცნიერულ მისწრაფებებზე უარის თქმა მოუწია და უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობას დასჯერდა. მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ის დაფიქრდება კითხვაზე: „შენი ცხოვრებით ბედნიერი ხარ?“

თანამედროვე ამერიკელი მწერალის, ბლეიკ კრაუჩის „ბნელი მატერია“ ჩვენ გარშემო არსებული რეალობის აღქმისა და გააზრების მარადიულ პრობლემას ეხება. მეცნიერულად ბოლომდე აუხსნელი თეორიებიც აქ ადამიანურ, ჩვენი ყოველდღიურობისთვის გასაგებ მოცემულობად იქცევა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს თითოეულ გადაწყვეტილებასა თუ ნაბიჯს და რამდენად განუსაზღვრელი შეიძლება იყოს სამყარო იმ რეალობისგან განსხვავებით, რომლის აღქმაც ჩვენ შეგვიძლია.

► მთარგმნელი - ალექსი სიუკაევი
► რედაქტორი - რუსუდან კოტეტიშვილი
► გარეკანის დიზაინერი - გიორგი მაღრაძე

Posted by: kaatinga 7 Dec 2018, 23:11
ნისლქმნილის რამდენი ნაწილია ნათარგმნი?
მხოლოდ ერთი ისევ? ხომ არ იცით რას აპირებენ

Joiner
ეგ რომელი ნაწილის კოშკის?
ხელახლა დაიწყეს თუ აგრძელებენ ?
ეგეც საყიდი მაქვს ბოლოში როცა გავლენ...

Posted by: Joiner 7 Dec 2018, 23:14
kaatinga
ნისლქმნილის მეორე სავარაუდოდ ეხლა წიგნების ფესტივალზე იქნება. რამოდენიმე კვირის წინ გაერკანს არჩევდნენ.

ბნელი კოშკის ეგ ნაწილი მეხუთეა.
როგორც ვიცი პალიტრა თავდაპირველი ნაწილების ხელახალ გამოცემასაც გეგმავს.

Posted by: 4L3X 7 Dec 2018, 23:14
kaatinga
წესით ახალი წლის ფესტზე უნდა იყოს მეორე წიგნი.

Posted by: kaatinga 7 Dec 2018, 23:18
Joiner
4L3X
მადლობა.
როდისაა ეგ ფესტივალი? მშვენიერი ინფოა

Joiner
QUOTE
ბნელი კოშკის ეგ ნაწილი მეხუთეა.
როგორც ვიცი პალიტრა თავდაპირველი ნაწილების ხელახალ გამოცემასაც გეგმავს

ანუ არაერთნაირი ნაწილები გვაქვს ახლა მარტო ?
ანუ პირველი სამი ნაწილი მაქვს ნაყიდი როგორც მახსოვს და ყველა რბილყდიანია... ეს მაგარყდიანი ჩანს + სხვა გამოცემაა ხო? sad.gif ტეხავს


მეოთხე წიგნს მივასკდები ფესტივალზე love.gif ყველაზე მაგარი ნაწილია ეგ კოშკის

Posted by: Pablo Aimar 7 Dec 2018, 23:19
QUOTE
ანუ პირველი სამი ნაწილი მაქვს ნაყიდი როგორც მახსოვს და ყველა რბილყდიანია... ეს მაგარყდიანი ჩანს + სხვა გამოცემაა ხო?  ტეხავს

არაა მაგარყდიანი,მარა სხვა გამოცემაა

Posted by: Joiner 7 Dec 2018, 23:22
kaatinga
QUOTE
ანუ პირველი სამი ნაწილი მაქვს ნაყიდი როგორც მახსოვს და ყველა რბილყდიანია... ეს მაგარყდიანი ჩანს + სხვა გამოცემაა ხო?  ტეხავს

ესეც რბილყდიანია. განსხვავება ისაა რომ დიოგენეს მაგივრად პალიტრა გამოსცემს და ფორმატებში შეიძლება იყოს აცილებული.
ფესტივალი 21-23 დეკემბერსაა.

Posted by: kaatinga 7 Dec 2018, 23:41
Joiner
Pablo Aimar


მადლობა.

ფესტივალზე შევათვალიერებ და მერე გადავწყვეტ მაშინ რა ვქნა.
მერჩივნა ერთი გამოცემის მქონოდა ყველა წიგნი მარა ჰა...


Posted by: Pablo Aimar 7 Dec 2018, 23:46
kaatinga
მეც ეგრე ვარ,ჯერ დიოგენეს გამოცემები მაქვს,ახლა პალიტრას ვყიდულობ,კი მაქვს რუსულად წაკითხული,მარა რა ვუყო შეწყვიტა დიოგენემ და :@

Posted by: kaatinga 9 Dec 2018, 02:03
არ მომაქციოთ ყურადღება, ჩემთვის ვინიშნავ
....
.
.
.
.


user posted image

ალბათ ყველას ერთხელ მაინც გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, გარკვეული მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო. როგორ რეალობაში აღმოჩნდებოდით მაშინ?

ჯეისონ დესენი ფიზიკოსია, რომელსაც თავის მეცნიერულ მისწრაფებებზე უარის თქმა მოუწია და უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობას დასჯერდა. მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ის დაფიქრდება კითხვაზე: „შენი ცხოვრებით ბედნიერი ხარ?“

თანამედროვე ამერიკელი მწერალის, ბლეიკ კრაუჩის „ბნელი მატერია“ ჩვენ გარშემო არსებული რეალობის აღქმისა და გააზრების მარადიულ პრობლემას ეხება. მეცნიერულად ბოლომდე აუხსნელი თეორიებიც აქ ადამიანურ, ჩვენი ყოველდღიურობისთვის გასაგებ მოცემულობად იქცევა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს თითოეულ გადაწყვეტილებასა თუ ნაბიჯს და რამდენად განუსაზღვრელი შეიძლება იყოს სამყარო იმ რეალობისგან განსხვავებით, რომლის აღქმაც ჩვენ შეგვიძლია.

► მთარგმნელი - ალექსი სიუკაევი
► რედაქტორი - რუსუდან კოტეტიშვილი
► გარეკანის დიზაინერი - გიორგი მაღრაძე [/QUOTE]
.

user posted image

ფასი: 21,95 ლარი

user posted image
user posted image


ვინის ხათრით თორემ, წითელი ფერი უფრო უხდება ყდას, ჩემი აზრით old.gif

user posted image

......................................................

user posted image

წიგნის მაღაზიების თაროებზე ძალიან მალე აიზეკ აზიმოვის „დასაბამი და იმპერია“ გამოჩნდება!

სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულიდან“ ერთ-ერთს, აიზეკ აზიმოვს, სხვადასხვა კატალოგის მიხედვით, 500-ზე მეტი ნაწარმოები აქვს შექმნილი. მისმა ნაწერებმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურაზე, არამედ მეცნიერების სხვადასხვა დარგზეც.

შეიძლება ითქვას, რომ „დასაბამი“ აზიმოვის კოლოსალური შემოქმედების ხერხემალია. 1965 წელს მან მოიგო ჰუგოს პრემია ყველა დროის საუკეთესო სერიისთვის.

„დასაბამი და იმპერია“ ორიგინალური ტრილოგიის მეორე წიგნია. თუმცა, ათწლეულების შემდგომ აზიმოვმა სერიას 4 ნაწარმოები შეჰმატა და „დასაბამის“ სამყაროს ქრონოლოგიაში „დასაბამი და იმპერია“ მეოთხე წიგნად გადავიდა. მასში გავრცობილია პირველ წიგნში განხილული თემები და ტექსტი სხვა ლიტერატურულ ღირებულებებსაც იძენს. გვხვდებიან ახალი და საინტერესო პერსონაჟები. ნაწარმოები ღირსეულად აგრძელებს გალაქტიკის ისტორიას და კიდევ უფრო შთამბეჭდავი თავგადასავლებისკენ მიგვიძღვის.

მთარგმნელი:ირაკლი ლომოური

Posted by: MITIATO 9 Dec 2018, 14:24
user posted image

„ქვიან სანაპიროზე“ რომანია ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომელიც თაფლობის თვის გასატარებლად ცნობილ კურორტზე მიემგზავრება. „ორი ახალგაზრდა, განათლებული და ყოველმხრივ უმანკო – განსაკუთრებით კი ქორწინების ღამეს – იმ დროში ცხოვრობდა, სექსუალურ შეუთავსებლობაზე ხმას რომ ვერ ამოიღებდი“ – ასე იწყებს ავტორი ნაწარმოებს. სხვადასხვა გარემოში გაზრდილ ედუარდსა და ფლორენსს ქორწინების პირველი ღამის შესახებაც განსხვავებული მოლოდინები და შფოთვები აქვთ, რაც მათ ურთიერთობას, სიყვარულის მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„მონანიებისა“ და „ცემენტის ბაღის“ ავტორი წყვილის სექსუალურ ლტოლვებსა თუ შიშებზე ღიად გვესაუბრება, რითაც, ქორწინებასთან დაკავშირებული რომანტიული ფანტაზიების პარალელურად, რეალობაში არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

რომანმა მთელ მსოფლიოში მალევე მოიპოვა პოპულარობა და არაერთ ენაზე ითარგმნა. 2018 წელს კი ეკრანებზე ამავე სახელწოდების ფილმიც გამოვიდა.

► მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
► რედაქტორი: ნათია ნაფეტვარიძე
► გარეკანის დიზაინერი და ილუსტრატორი: რუსლან ბერიძე


P.S. სულაკაური უშვებს სერიით "რომანები სიყვარულზე"

Posted by: MITIATO 11 Dec 2018, 18:57
user posted image

კონფლიქტი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს განვითარდა ბრაზილიის მთავრობასა და რელიგიურ თემს შორის, მსოფლიო ისტორიაში „კანუდოსის ომის“ სახელითაა ცნობილი. კანუდოსი (პორტუგალიური გამოთქმით - კანუდუსი) იმ ადგილის სახელია ბრაზილიაში, სადაც სხვადასხვა ჯურის ღატაკებმა, ხეიბრებმა თუ ყოფილმა დამნაშავეებმა შექმნეს თავიანთი დასახლება კონსეილეირუ ანტონიუ მენდეს მასიელის წინამძღოლობით, იქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ და ბრაზილიის ცენტრალურ მთავრობას არ ემორჩილებოდნენ.
პირველი, რაც კანუდოსის ხსენებისას მოგაგონდებათ, ალბათ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ იქნება და არცთუ უმიზეზოდ, რადგან ეს რომანიც კანუდოსის თემაზეა. მარიო ვარგას ლიოსას ისტორიული რომანი „ბოლო ჟამის ომი“ „სამოსელი პირველის“ გამოცემიდან სამი წლის შემდეგ დაიბეჭდა. სულ მალე ჩვენი მკითხველი ქართულად შეძლებს მის წაკითხვას.

თუ „სამოსელ პირველში“ ავტორი ისტორიულ ფაქტს თავისი ჰუმანისტური იდეების საილუსტრაციოდ იყენებს, ლიოსა, რომელსაც ეს რომანი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიაჩნია, ისტორიული ეპიზოდებისგან სიუჟეტის მთავარ ხაზს ქმნის. იგი მისთვის დამახასიათებელი მხატვრული სტილით წარმოგვიჩენს კონკრეტული კონფლიქტის ყველა მხარეს.

► მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი
► რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი
► გარეკანის დიზაინერი: რუსლან ბერიძე

Posted by: senpai 11 Dec 2018, 19:08
QUOTE (MITIATO @ 11 Dec 2018, 18:57 )
user posted image

კონფლიქტი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს განვითარდა ბრაზილიის მთავრობასა და რელიგიურ თემს შორის, მსოფლიო ისტორიაში „კანუდოსის ომის“ სახელითაა ცნობილი. კანუდოსი (პორტუგალიური გამოთქმით - კანუდუსი) იმ ადგილის სახელია ბრაზილიაში, სადაც სხვადასხვა ჯურის ღატაკებმა, ხეიბრებმა თუ ყოფილმა დამნაშავეებმა შექმნეს თავიანთი დასახლება კონსეილეირუ ანტონიუ მენდეს მასიელის წინამძღოლობით, იქ მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ და ბრაზილიის ცენტრალურ მთავრობას არ ემორჩილებოდნენ.
პირველი, რაც კანუდოსის ხსენებისას მოგაგონდებათ, ალბათ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ იქნება და არცთუ უმიზეზოდ, რადგან ეს რომანიც კანუდოსის თემაზეა. მარიო ვარგას ლიოსას ისტორიული რომანი „ბოლო ჟამის ომი“ „სამოსელი პირველის“ გამოცემიდან სამი წლის შემდეგ დაიბეჭდა. სულ მალე ჩვენი მკითხველი ქართულად შეძლებს მის წაკითხვას.

თუ „სამოსელ პირველში“ ავტორი ისტორიულ ფაქტს თავისი ჰუმანისტური იდეების საილუსტრაციოდ იყენებს, ლიოსა, რომელსაც ეს რომანი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიაჩნია, ისტორიული ეპიზოდებისგან სიუჟეტის მთავარ ხაზს ქმნის. იგი მისთვის დამახასიათებელი მხატვრული სტილით წარმოგვიჩენს კონკრეტული კონფლიქტის ყველა მხარეს.

► მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი
► რედაქტორი: ანა ჭაბაშვილი
► გარეკანის დიზაინერი: რუსლან ბერიძე

მშვენიერია, სქელტანიანი რომანია და იმედია კარგად თარგმნეს.

Posted by: Joiner 12 Dec 2018, 20:56
user posted image

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი ახლოვდება!
მანამდე კი წარმოგიდგენთ დაპირებულ ახალ წიგნებს, რომლების შეძენაც პირველად, ფესტივალის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

ვიტოლდ გომბროვიჩი პოლონელი მწერალია, რომელსაც მეოცე საუკუნის ლიტერატურაში მნიშვნელობით მარსელ პრუსტსა და ჯეიმზ ჯოისს უთანაბრებენ.
“უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რა გააკეთა გომბროვიჩმა პოლონურ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, - ალბათ, ზოგადად, აზროვნებაში. პოლონელობის (polskość ) კულტივირებულ ცნებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კრავდა ამ ერის იდენტობას კათოლიკობის, ქვეყნის მსახურების გარშემო - გომბროვიჩმა ეს ყველაფერი დაუნდობლად ამოატრიალა.

რომანში ორი ვარშაველი ინტელექტუალი გარემოებათა გამო ადგილს იცვლის, მათთვის უჩვეულო ,,სცენაზე“ ხვდება და ამის შემდეგ რაღაც ბნელ-ნათელი იმპულსების კარნახით მოქმედებს, რაღაც ახალ რეალობას ქმნის, ძველი ყაიდის მემამულეთა ცხოვრებიდან სიკვდილ-სიცოცხლის სცენას ჩარხავს - რისთვის, რატომ - იმიტომ, რომ ესთეტიკური მგრძნობელობა არ აქვთ დაკარგული: სადღაც სიცოცხლის ძარღვი ფეთქავს, სადღაც არის აბსოლუტური მშვენიერება, ახალგაზრდობა, თავაწყვეტილი სიცოცხლე… ომის, გამოფიტულობის, უსურვილობის ატმოსფეროში.

გომბროვიჩი… ალბათ შლიახტური სამყაროს, არისტოკრატიული რესპუბლიკის დაგვირგვინება იყო, მისი ინდივიდუალისტური სივრცის კვინტესენცია, სადაც ერთი liberum veto, ერთი ხედვა, დანარჩენებისას უტოლდება. ყველა ფიგურა ცალ მოვლენად ჩნდება და ცალად მიდის, თვით მეფეც კი. სიმრავლე მას ვერ გადასწონის - ეს ერთი შეიძლება ჰაერში გამოკიდებულ სიგიჟედ ან გენიალურ ტრაექტორიად დარჩეს, იგი დამოუკიდებელია, არაფრის გაგრძელება არ არის. და ესაა თითქოს გომბროვიჩიც. მგონი ასეა, და მგონი გომბროვიჩი მეფეა.“ - ქეთი ქანთარია

პოლონურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

რედაქტორი: თეონა ბექიშვილი

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ტექნიკური დიზაინერი: მალხაზ ფაღავა

სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა

Posted by: senpai 12 Dec 2018, 20:57
Joiner
დამასწარი biggrin.gif


ძალიან მაგარი ნიუსია. როგორც იქნა გამოვიდა დიადი პოლონელი ჩვენს ენაზეც.


Posted by: seeman 12 Dec 2018, 21:35
ვააახ ვიტოლდას ვეღირსეთ

ძააან მაგარია საღოლ


Posted by: Pablo Aimar 12 Dec 2018, 22:09
რამდენი ხანია ველოდებოდი ლიოსას სგ სგ,ამ ფესტივალზე იქნება?

ამ პოლონელზე რატო მიდის მასობრივი ნძრევა,კარგი მწერალია?

Posted by: senpai 12 Dec 2018, 22:12
Pablo Aimar
ლიოსას თუ ელოდებოდი არ გეცოდინება ეგ პოლონელი

Posted by: 4L3X 12 Dec 2018, 22:13
user posted image

ჩინუა აჩებე
„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს”

▪️ ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ / Gvantsa Jobava

„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ ეპოქალური ნიგერიელი მწერლის, ბუკერის პრემიის ლაურეატის ჩინუა აჩებეს მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი რომანია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი აღიარება ხვდა წილად. ეს ნაწარმოები დღემდე აუცილებელ სასწავლო ტექსტადაა მიჩნეული როგორც აფრიკის კონტინენტის, ისე ინგლისურენოვანი ქვეყნების სკოლებსა და უნივერსიტეტებში. წიგნი თარგმნილია ორმოცდაჩვიდმეტ ენაზე და ამ დრომდე გაყიდულია ოც მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

რომანში პირუთვნელად, შეულამაზებლადაა აღწერილი ნიგერიული ტომის ცხოვრება მე-19 საუკუნის მიწურულს, კოლონიზაციამდე, და მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელებმა ამ მხარეში დადგეს ფეხი. წიგნი, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა – ორი წლით ადრე, ვიდრე ნიგერია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა – სრულადაა დაცლილი კოლონიამდელი ეპოქის გაიდიალებისგან და გვიხატავს სამყაროს, რომლისთვისაც ძალადობა, ომი და გაჭირვება უცხო არ არის, თუმცა ამასთან, გაჯერებულია ტრადიციების, რიტუალების, რწმენა-წარმოდგენებისა და სოციალური ურთიერთგაგების ძლიერი განცდით. რომანში აღწერილია ერთი ადამიანის, იბოს ტომის წარჩინებული, ძლევამოსილი და უშიშარი მებრძოლის – ოკონკვოს ქარიშხლიანი, ტრაგიკული ცხოვრება და ბრძოლა იბოს ტომის ტრადიციების გაუფასურებათა ყოველი მცდელობის წინააღმდეგ – მათ შორის გაორებულ თანატომელთა წინააღმდეგაც.

„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ კოლონიზაციის პროცესის მუქი საღებავებით დახატვის გამო მალაიზიისა და ნიგერიის მთავრობებმა აკრძალეს. მართალია, აშშ-ში წიგნი ოფიციალურად არასდროს აკრძალულა, თუმცა 2012 წელს გასაჩივრდა წიგნში შესული რასისტული ელემენტების გამო.

▪️რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია / ზვიად კვარაცხელია/ ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia
▪️დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე / Lika Skhirtladze
▪️გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი / Teona Chanishvili

⚪️ წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის მხარდაჭერით.

Posted by: Pablo Aimar 12 Dec 2018, 22:20
senpai
QUOTE
ლიოსას თუ ელოდებოდი არ გეცოდინება ეგ პოლონელი

ხოდა ჩამორჩენილი ლიოსას მკითხველი რო ვარ მაგიტო ვიკითხე როგორი მწერალია მეთქი,რო მცოდნოდა არ ვიკითხავდი

Posted by: 4L3X 12 Dec 2018, 22:25
user posted image

ივა ფეზუაშვილის „ფსკერის სახარება“

„ფსკერის სახარება“, ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი, ბიბლიური სლენგით მოთხრობილი ჩვენი რეალობის ან ჩვენი შესაძლო რეალობის ანარეკლია – ამბავი, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავზე ფიქრს ყველაზე არაკორექტული კითხვით იწყებენ, რომელშიც სიმართლის ნახევარს ან ნახევრად სიმართლეებს ამბობენ, რომელშიც თბილისის მიწისქვეშეთს ქვემოთ კიდევ ერთი თბილისია – ფსკერი, საიდანაც ამოსვლა შეიძლება, გაქცევა კი არასდროს, რადგან მიწისქვეშეთიდან ამოსულებს პოლიციის მაღალჩინოსნები კიდევ უფრო ღრმა და უძირო ფსკერისკენ მიაქანებენ.

▪️ რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია
▪️ დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღიში
▪️ გარეკანის დიზაინერი: ილია ხელაია

Iva Pezuashvili
ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia Viola Tugushi Teona Chanishvili

Posted by: John-obi 13 Dec 2018, 17:55
user posted image
აი, ისიც! ყველასათვის ნანატრი ,,ნისლქმნილი'', რომლის შეძენაც პირველად, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

იდუმალი ნისლით დაბურულ სამყაროში ქაოსი და შიში მეფობს. ხალხი არჩევანის ზღვარზეა − ტირანი მმართველი ან დემოკრატი მეფე. გადაარჩენენ თუ არა სამყაროს ალომანტები და ფერუქიმიკოსები? რა მოხდება ფერფლისა და ნისლის ქალაქ ლუთადელში? რა ელის ხალხს, რომელიც უკანასკნელ იმპერიაში თავისუფლებისთვის იბრძოდა?
ბრენდონ სანდერსონის „ნისლქმნილის“ ტრილოგია, რომელიც დამსახურებულად მიიჩნევა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ფენტეზის ჟანრში, ლითონების მაგიას გაგაცნობთ. „აღზევების წყარო“ ტრილოგიის მეორე წიგნია.

მთარგმნელები: გაგი გაბრიჭიძე, გიორგი ხარაიშვილი

რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი

ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი

ტექნიკური დიზაინერი: მალხაზ ფაღავა

Posted by: Joiner 13 Dec 2018, 18:14
QUOTE (John-obi)
მთარგმნელები: გაგი გაბრიჭიძე, გიორგი ხარაიშვილი

პირველის მთარგმნელი გამოცვალეს რაც კარგია up.gif

ადგილებს სადაც გადავხედე დიდად არ მომეწონა.

Posted by: fork 14 Dec 2018, 21:32
ვახ,ვახ გავამზადე 200 გელამდე საფესტივალოდ,ისეთი წიგნები შემოანონსდა.
ნისლქმნილი-პირველი სიაში.

ხალხო,არ იცით-არეტე აპირებს თუ არა სოიაფის მეხუთე ტომს მაგარი ყდით ამ ფესტზე?
თუ მაისამდე არა?
არ მიყვარს თხელყდიანები.
და დროა აწი დალაგდეს კატალოგები ფესტის.

Posted by: John-obi 15 Dec 2018, 09:34
user posted image
ლიან მორიარტი მისთვის დამახასიათებელი ლაღი და ძალდაუტანებელი ენით, ბასრი იუმორითა და გონებამახვილობით ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ოჯახური ცხოვრება, საყვარელი ადამიანის ღალატი, ცალმხრივი და გაზიარებული სიყვარული, ტრაგიკულ მოვლენებთან შეგუება, სხვადასხვა სახის მორალური დილემა... ეს სამი ქალის ისტორიაა. მათი ბედი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სამივეს აერთიანებს დანაკარგი, რომელთან შეგუებაც უჭირთ. ნაწარმოების ეპიცენტრში სესილია ფიცპატრიკია, რომლის ოჯახურ იდილიას სხვენზე აღმოჩენილი უცნაური წერილი არღვევს. წერილი ძველია, სესილიასთვის დაწერილი და მის ქმარს, ჯონ-პოლს ეკუთვნის. მინაწერი ატყობინებს, რომ იგი უნდა წაიკითხოს მხოლოდ ჯონ-პოლის გარდაცვალების შემდეგ. რას უმალავს ქმარი სესილიას?! ქალი დიდხანს ყოყმანობს წერილის გახსნაზე, არ იცის, რომელი გზაა სწორი და როცა გახსნას გადაწყვეტს, წერილიდან, როგორც პანდორას ყუთიდან, ამოფრენილ ავბედით საიდუმლოს ვეღარაფერი აჩერებს. ეს საიდუმლო სამუდამოდ ცვლის არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის, არამედ სხვა ადამიანთა ცხოვრებასაც.

მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი

რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ტექნიკური დიზაინერი: მალხაზ ფაღავა

Posted by: Joiner 15 Dec 2018, 22:40
user posted image

იხილეთ მორიგი ახალი წიგნი, რომლის შეძენაც პირველად, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

„აჩრდილებით სავსე თავი“ შოკის მომგვრელი ფსიქოლოგიური თრილერია. პოლ ტრემბლეიმ მოახერხა, შეექმნა გამაოგნებელი, საშინელი, შემაძრწუნებელი და ძალიან საშიში რომანი, რომელიც უამრავ კითხვას აჩენს და ამ კითხვებზე ნებისმიერი პასუხი სწორია. წიგნი ეხება ისეთ მნიშნელოვან თემებს, როგორებიცაა ეკლესიისა და მეცნიერების დაპირისპირება, ოჯახური ურთიერთობები, თანამედროვე მედიასტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკა, მენტალური აშლილობები, სანახაობას დახარბებული საზოგადოება...

ნაწარმოებში ახალგაზრდა მერი ჰყვება ამბავს, რომელიც მის თავს მაშინ დატრიალდა, როცა თავად რვა წლის გოგონა იყო. ბარეტების ოჯახს ფინანსური კრიზისი და მასთან დაკავშირებული სირთულეები აწუხებს, მერის უფროსი და, მარჯორი კი უცნაურად და საზარლად ქცევას იწყებს, საშინელ ამბებს იგონებს და გოგონას აშინებს.

რა ხდება მარჯორის თავს? რა არის ეს - შიზოფრენია თუ შეპყრობილობა? საქმეში კათოლიკური ეკლესია ერევა, მედია კი საკბილოს ხელიდან არ უშვებს და მარჯორისა და ექსორციზმის რიტუალზე რეალურ შოუს იწყებს. იქნებ მარჯორი ყველაფერს იმისთვის იგონებს, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს? ეს ავადმყოფური წარმოსახვა და შეშლილობაა თუ მართლაც ზებუნებრივმა ძალებმა შეიპყრეს გოგონა? იქნებ მანიპულატორის მსხვერპლია? ნაწარმოების ფინალი თავისი მოულოდნელი, სუნთქვისშემკვრელი შემობრუნებით ამ კითხვებზე რამდენიმე ვერსიას გვთავაზობს და ყოველი პასუხი, ყოველი ვარაუდი, რომელიც მკითხველის გონებაში იბადება, ამ თავსატეხის ყოველი ამოხსნა სწორია.

მთარგმნელი: ილო ქარდავა

რედაქტორები: ია ვეკუა, ხათუნა ნონიაშვილი

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ტექნიკური დიზაინერი: მალხაზ ფაღავა

Posted by: Brruto 16 Dec 2018, 21:17
bernard cornwell - The last kingdom სერიების თარგმნაზე რამე ხო არ გსმენიათ? თითქოს სადღაც წავიკითხე აპირებენო.

სერიალს ვუყურებ და ვფიქრობ კარგი უნდა იყოს.

Posted by: ქაფქიანა 16 Dec 2018, 22:03
user posted image

ტედ ჩანი ამერიკელი მწერალია, თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საინტერესო, პოპულარული და ხმაურიანი წარმომადგენელი. მას ოთხ-ოთხჯერ აქვს მოგებული ისეთი მნიშვნელოვანი ჟანრული პრემიები, როგორებიცაა "ჰიუგო", "ნებულა" და "ლოკუსი".

მოთხრობების კრებული "შენი ცხოვრების ამბები" სხვადასხვა თემატიკის ნაწარმოებებს აერთიანებს. აქ შეხვდებით ბაბილონის გოდლის აშენების ალტერნატიულ ვერსიას; მოთხრობას სახელდებასა და კაბალას სხვა საიდუმლოებებზე; ამბავს მათემატიკოსზე, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათემატიკა არც ისე ზუსტი მეცნიერებაა და ამის გამო თავის მოკვლა უნდა; და რაც მთავარია, მოთხრობას "შენი ცხოვრების ამბავი", რომლის მიხედვითაც გახმაურებული ფილმი, "ჩამოსვლა" (Arrival), არის გადაღებული.

კრებულს ბოლოში ერთვის ავტორისეული განმარტებები, სადაც ტედ ჩანი საინტერესოდ გვიამბობს თითოეული მოთხრობის შექმნის ისტორიას.

მთარგმნელები: დავით ბალიაშვილი, აკაკი მოსახლიშვილი
რედაქტორი: მარიამ კორინთელი
ყდის დიზაინი: გაგა თურმანიშვილი
ტექნიკური დიზაინერი: მალხაზ ფაღავა

Posted by: cinakani 16 Dec 2018, 22:32
user posted image

მალე მირჩა ელიადეს „მითები, სიზმრები და მისტერიები“ პირველად ქართულ ენაზე.

ფრანგულიდან თარგმნა: მზია გომელაურმა
სამეცნიერო რედაქტორი: ხათუნა თავდგირიძე
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
ყდის დიზაინი: ნინო ჯიჯავაძე
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

,,მითები, სიზმრები, მისტერიები“ – ელიადეს გამორჩეული წიგნია, უპირველესად იმ არაჩვეულებრივი მიზნის გამო, რომელიც ავტორმა ამ წიგნს დაუსახა – ეჩვენებინა მსგავსება და განსხვავება აზროვნების ორ ტიპს – ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის. ამ მიზანსვე ემსახურება წიგნში თანამედროვე სამყაროს მითების შესწავლაც, რითაც ჟორჟ სორელისა და ერნსტ კასირერის დაწყებული სოციალური და პოლიტიკური ახალი მითოლოგიების კვლევა, ელიადემ, სრულიად სხვა, დაკარგული სულიერების კვლავ აღმოჩენისა და ეგზისტენციური კრიზისების დაძლევის მოდუსში გადაიტანა. ამ აზრით, ამ წიგნს ერთგვარი ,,გამოყენებითი“ ღირებულებაც გააჩნია, – თანამედროვე ევროპულ სამყაროს, რომელმაც, ელიადეს დაკვირვებით, ,,ზღურბლური“ ინიციაციის რიტუალი შუა ფაზაში შეწყვიტა, უძველესი მითორელიგიური გამოცდილებიდან გააცნობიერებინოს სულიერი მშფოთვარების ნამდვილი მიზეზები და ისევ და ისევ, მითორელიგიური გამოცდილებიდან აუხსნას, თუ რატომ არის აუცილებელი თანამედროვე ადამიანისთვის მითების ცოდნა.

წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

Posted by: Joiner 17 Dec 2018, 10:34
user posted image
22 დეკემბრიდან!
ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გული“

ჯოზეფ კონრადი – პოლონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, დასავლური მწერლობის რჩეული სახელი, მოდერნიზმის სათავეებთან მდგომი და შემაერთებელი ხიდი რომანტიკულ და მოდერნისტულ ეპოქებს შორის. მის დიდ ზეგავლენას ახალი დროის პროზაზე – და საერთოდაც ზოგად მხატვრულ ტენდენციებზე – აღიარებდნენ უილიამ ფოლკნერი, ტომას სტერნზ ელიოტი, ერნესტ ჰემინგუეი...

„წყვდიადის გული“ 1899 წელს დაიწერა და მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან რომანად. ჩარლზ მარლო, წიგნის მთავარი პერსონაჟი, ლონდონის მწუხრიდან ჯერ პირქუშ ბრიუსელში, შემდგომ კი დაუნდობელსა და სასტიკ მდინარე კონგოზე აღმოჩნდება და მიილტვის მის სიღრმეში, სავაჭრო კომპანიის შიდა სადგურისაკენ. კონრადის მკვლევარებისა და აღიარებული ლიტერატურისმცოდნეების აზრით, ესაა სწრაფვა ცივილიზაციიდან ამაოებისაკენ, სიცარიელისა და ბოროტებისაკენ, წყვდიადისაკენ, ძარცვისა და სამყაროს საწყისებისაკენ; კონგოზე მარლო თავის ტრაგიკულ ანტიპოდს, მისტერ კურცს ხვდება – იდეალისტს, რომელსაც აფრიკაში ცივილიზაციის შეტანის დაუოკებელი წყურვილი თანდათან ველურ და სახიფათო არსებად აქცევს.

ამ წიგნში შესული სამივე ნაწარმოები კარგად წარმოაჩენს ჯოზეფ კონრადის მხატვრული აზროვნების მასშტაბურობასა და თავისებურებას, ასევე ადასტურებს მის სტილურ არტისტიზმსა და შთამბეჭდაობას.

ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა.

არტანუჯისაა.
* * *
user posted image

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ასეთი ჯადოსნური ამბები გელოდებათ!

პარიზის ოპერის იდუმალებით მოცული შენობა მრავალ საიდუმლოს ინახავს. პარიზელებს მისი აგებიდან მოყოლებული აფორიაქებდათ უცნაური ჭორები ოპერის ამოუცნობი ლაბირინთების, მიწისქვეშა სამყაროსა და მისი უცნაური ბინადრების შესახებ. სწორედ ამ ხმებსა და ქალაქურ ლეგენდებზე შეიქმნა გასტონ ლერუს „ოპერის მოჩვენება“, ლამაზი, დახვეწილი, იდუმალი კლასიკური რომანი, რომელიც მრავალ კინოადაპტაციასა და თეატრალურ დადგმას დაედო საფუძვლად.

„ოპერის მოჩვენება“ პარიზის ოპერის ბნელ დერეფნებში მიგვიძღვის, ბალერინებისა და მომღერლების საგრიმიოროებში გვახედებს და გვეჩურჩულება სევდიან ამბავს იქ მცხოვრებ აჩრდილზე, რომელიც ბევრ ბოროტებას სჩადის, იმიტომ, რომ უდიდეს სიყვარულსა და ვნებას დაუმონებია. ზოგიერთისთვის ის მუსიკის ანგელოზია, ზოგისთვის - სასტიკი დემონი და მხოლოდ ორიოდე ადამიანმა იცის, სინამდვილეში ვინ იმალება მოსასხამისა და მკვდრის ნიღბის უკან. წიგნის ყოველი გვერდი დიდი სიყვარულის, მკვლელობების, აუხსნელი მოვლენების გამოცანას ინახავს. ვინ იცის, იქნებ ზებუნებრივისთვისაც კი არაფერი ადამიანური არაა უცხო?!

მთარგმნელი: ნინო ციმაკურიძე

რედაქტორი: თეონა ბექიშვილი

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი, გიორგი ჯიშკარიანი

ტექნიკური დიზაინერი: მალხაზ ფაღავა

სერია: ,,უკვდავი ბიბლიოთეკა”

Posted by: 4L3X 17 Dec 2018, 22:29
ბათუმელებმა დაანონსეს



user posted image

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ასეთი ჯადოსნური ამბები გელოდებათ!

პარიზის ოპერის იდუმალებით მოცული შენობა მრავალ საიდუმლოს ინახავს. პარიზელებს მისი აგებიდან მოყოლებული აფორიაქებდათ უცნაური ჭორები ოპერის ამოუცნობი ლაბირინთების, მიწისქვეშა სამყაროსა და მისი უცნაური ბინადრების შესახებ. სწორედ ამ ხმებსა და ქალაქურ ლეგენდებზე შეიქმნა გასტონ ლერუს „ოპერის მოჩვენება“, ლამაზი, დახვეწილი, იდუმალი კლასიკური რომანი, რომელიც მრავალ კინოადაპტაციასა და თეატრალურ დადგმას დაედო საფუძვლად.

„ოპერის მოჩვენება“ პარიზის ოპერის ბნელ დერეფნებში მიგვიძღვის, ბალერინებისა და მომღერლების საგრიმიოროებში გვახედებს და გვეჩურჩულება სევდიან ამბავს იქ მცხოვრებ აჩრდილზე, რომელიც ბევრ ბოროტებას სჩადის, იმიტომ, რომ უდიდეს სიყვარულსა და ვნებას დაუმონებია. ზოგიერთისთვის ის მუსიკის ანგელოზია, ზოგისთვის - სასტიკი დემონი და მხოლოდ ორიოდე ადამიანმა იცის, სინამდვილეში ვინ იმალება მოსასხამისა და მკვდრის ნიღბის უკან. წიგნის ყოველი გვერდი დიდი სიყვარულის, მკვლელობების, აუხსნელი მოვლენების გამოცანას ინახავს. ვინ იცის, იქნებ ზებუნებრივისთვისაც კი არაფერი ადამიანური არაა უცხო?!

მთარგმნელი: ნინო ციმაკურიძე

რედაქტორი: თეონა ბექიშვილი

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი, გიორგი ჯიშკარიანი

Posted by: Heart_of_Darkness 17 Dec 2018, 22:37
QUOTE (Joiner @ 17 Dec 2018, 10:34 )
user posted image

ყდა მოიკოჭლებს user.gif საბავშვო ზღაპრების წიგნის გარეკანს ჰგავს.
ინსპირაციის წყარო ალბათ, ეს იყო.user posted image

მე ეს ვარიანტი მომწონს, ყველაზე მეტად.
user posted image

Posted by: vaho 18 Dec 2018, 10:41
ეგ კონრადი კატალოგში არა აქვს არტანუჯს...................

Posted by: Moby-Dick 18 Dec 2018, 19:09
QUOTE (cinakani @ 16 Dec 2018, 22:32 )
user posted image

მალე მირჩა ელიადეს „მითები, სიზმრები და მისტერიები“ პირველად ქართულ ენაზე.

ფრანგულიდან თარგმნა: მზია გომელაურმა
სამეცნიერო რედაქტორი: ხათუნა თავდგირიძე
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
ყდის დიზაინი: ნინო ჯიჯავაძე
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

,,მითები, სიზმრები, მისტერიები“ – ელიადეს გამორჩეული წიგნია, უპირველესად იმ არაჩვეულებრივი მიზნის გამო, რომელიც ავტორმა ამ წიგნს დაუსახა – ეჩვენებინა მსგავსება და განსხვავება აზროვნების ორ ტიპს – ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის. ამ მიზანსვე ემსახურება წიგნში თანამედროვე სამყაროს მითების შესწავლაც, რითაც ჟორჟ სორელისა და ერნსტ კასირერის დაწყებული სოციალური და პოლიტიკური ახალი მითოლოგიების კვლევა, ელიადემ, სრულიად სხვა, დაკარგული სულიერების კვლავ აღმოჩენისა და ეგზისტენციური კრიზისების დაძლევის მოდუსში გადაიტანა. ამ აზრით, ამ წიგნს ერთგვარი ,,გამოყენებითი“ ღირებულებაც გააჩნია, – თანამედროვე ევროპულ სამყაროს, რომელმაც, ელიადეს დაკვირვებით, ,,ზღურბლური“ ინიციაციის რიტუალი შუა ფაზაში შეწყვიტა, უძველესი მითორელიგიური გამოცდილებიდან გააცნობიერებინოს სულიერი მშფოთვარების ნამდვილი მიზეზები და ისევ და ისევ, მითორელიგიური გამოცდილებიდან აუხსნას, თუ რატომ არის აუცილებელი თანამედროვე ადამიანისთვის მითების ცოდნა.

წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

ბოდიში, რომელმა გამომცემლობამ თარგმნა?
“მითის ასპექტები” ჰქონდა ილიაუნის ადრე, კარგი იყო, ესეც საინტერესო იქნება

Posted by: John-obi 18 Dec 2018, 20:13
user posted image
ჯეიმს ბალარდის საკულტო დისტოპიურ რომანში მოქმედება ლონდონის მახლობლად მდებარე ცათამბჯენში ვითარდება. შენობა თავისი ყოფითი კომფორტით მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს გზა გაუხსნან თავიანთ პირველყოფილ გადახრებსა თუ იმპულსებს. მათი ერთგვარი უსიტყვო შეთანხმება მიზნად ისახავს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და, ამავდროულად, სახიფათო ასპექტების აღმოჩენას, რაც მანამდე შექმნილ კომფორტის ზონაში არც დაესიზმრებოდათ. რომანი 1975 წელს გამოვიდა და დაემთხვა იმ დროს, როდესაც ლონდონში 40-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა და, საერთოდ, ქალაქის განაშენიანება აქტიურად მიმდინარეობდა. ბალარდის განზრახვა, გვიჩვენოს სამომხმარებლო საზოგადოების ყოველდღიურობა, შერწყმულია თანამედროვე არქიტექტურის დამკვიდრებულ ხედვასთან ადამიანურობისგან მაქსიმალურად დაცლილი სივრცეები შემოგვთავაზოს.

2015 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ბენ უიტლის ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰიდსტონი ასრულებს. როგორც თავად მსახიობი ამბობს, მისთვის ფილმში აღწერილი სამყარო ერთდროულად საშიშიც იყო და მიმზიდველიც. „იმის გათვალისწინებით, რომ პროვოკაცია ნაწარმოების ყოველ გვერდზე გხვდება, არ მტოვებდა განცდა, რომ ამ ფილმის გადაღება მეტისმეტად გაბედული ნაბიჯი იყო; ერთგვარი ამბოხი, რადგან მსგავს ფილმებს დღეს თითქმის არ იღებენ“.

სულ მალე „ცათამბჯენს“ ქართულ ენაზეც წაიკითხავთ!
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
რედაქტორი: ელენე ბერიაშვილი
გარეკანის დიზაინერი: რუსლან ბერიძე

Posted by: Lord_Raptor 18 Dec 2018, 21:30
QUOTE
ქაფქიანა

ფანტასტიკური ამბავი, ტედი (Ted Chiang) ნამდვილად ჩემი ფავორიტია და გამორჩეული ბევრი რამის გამო.
ფანტასტისთვის უჩეულოდ ემოციური და მხატვრული სტილი აქვს, ნაწარმოებები მოკლეა და ერთი სიტყვაც არაა ზედმეტი. თრუ არტ, იმჰო. wink.gif
რასაც ბეჭდავენ ყველა კარგია,მე კიდევ გირჩევთ:
1. The Merchant and the Alchemist's Gate - შუა საუკუნეების ბაღდადი და დროში მოგზაურობა ერთად თუ გინდათ smile.gif
2. Understand - თქმულება ტიპზე რომელსაც ექსპერიმენტული პრეპარატის გამო ზეგონება უვითარდება
და ყველა ზოგადად, ცოტა აქვს დაწერილი ტედს და ყველა კარგია.
მალადეც ბათუმელებს (მარტო კრიტიკა კაიარა ქებაც ვიცი) up.gif

Posted by: 4L3X 18 Dec 2018, 23:09
თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე ჩვენი ახალი სერიაც გელოდებათ!

"დედის რძე" ახალი სერიის, "საკუთარი ოთახის" პირველი წიგნია. სერია „საკუთარი ოთახი“ ქალ ავტორებს გააერთიანებს. ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს თავიანთი საქმითა თუ სიტყვით ხელი შეუწყვეს თანასწორობის საკითხების წინ წამოწევას, ქალებისთვის უფლებების მოპოვებას, მათ გააქტიურებას. ქალების, რომლებიც არაერთი სხვა ქალისთვის გახდნენ შთაგონების წყარო, მათი წიგნები კი იქცა ახალი ტალღების, ახალი მოძრაობების სათავედ. ეს ნაწარმოებები - მნიშვნელოვანი, აქტუალური ნაწარმოებები - შეგვახსენებენ, რომ მსოფლიოში თანასწორობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელია, რომ არსებობს უამრავი ქალი, რომელთა ხმა უბრალოდ არ ისმის, რადგან ისინი გამომწყვდეულები არიან ტრადიციების, ადათების, ძალადობის, სიღარიბის, აუნაზღაურებელი და უჩინარი საშინაო შრომის, დისკრიმინაციული კანონების მარწუხებში. გვჯერა, რომ წიგნებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია და ეს სერია, პირდაპირ თუ ვერ შეცვლის, შთაგონებით მაინც ბევრი ქალის ცხოვრებას უბიძგებს უკეთესობისკენ.

სერიას სახელი ვირჯინია ვულფის საკულტო ფემინისტური ესეის, „საკუთარი ოთახის“ გამო ეწოდა.

თანამედროვე ლატვიელი მწერლის, ნორა იკსტენას „დედის რძე“ სულის შემძვრელი რომანია. სევდიანი და ამაღელვებელი, ლამაზი და მტკივნეული წიგნი შეულამაზებლად აღწერს, როგორია ცხოვრება საბჭოთა კავშირში, ან ნებისმიერი რეჟიმის პირობებში, რომელიც მარწუხებივით იმწყვდევს არა მხოლოდ ქვეყნების თავისუფლებას, არამედ ადამიანურ ურთიერთობებს.

„დედის რძე“ ორი ქალის ამბავია, ორი განსხვავებული ხედვა, ორი სიცოცხლე. რომანს ორი მთხრობელი ჰყავს: დედა და შვილი. მათი ამბები თითქოს პარალელური წრფეებივით მიედინება ერთმანეთის გვერდით და არასდროს იკვეთება, რადგან ორივე სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს. დედა ვერ სუნთქავს გალიაში, რომელსაც საბჭოთა ყოფა ჰქვია. რეჟიმმა დედას ოცნებები დაუმსხვრია. შვილს კი ყველაფერი წინ აქვს, იმედითაა სავსე და უნდა, დედაშვილური სიყვარული იგრძნოს, მშობლის სითბო მიიღოს, როგორც სხვა ოჯახებში ხდება. მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან დედამისის რძე უიმედობით, აპათიით, ტყვეობით, მომაკვდინებელი სევდითა და მარტოობით არის მოწამლული.

მთარგმნელი: მზია კობერიძე
რედაქტორი: ია ვეკუა
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
ტექნიკური დიზაინი: მალხაზ ფაღავა

წიგნი გამოიცა ლატვიის საელჩოს მხარდაჭერით.

სერიის მეორე წიგნი ქართველი ავტორის, მაია ცირამუას სადებიუტო რომანი, "მშვიდობით, ძია გერშვინ!" იქნება.

user posted image

Posted by: cinakani 18 Dec 2018, 23:21
QUOTE
ბოდიში, რომელმა გამომცემლობამ თარგმნა?
“მითის ასპექტები” ჰქონდა ილიაუნის ადრე, კარგი იყო, ესეც საინტერესო იქნება


ალეფმა გამოსცა.

Posted by: monogamist 19 Dec 2018, 00:18
Moby-Dick
მირჩას ოთხი წიგნია უკვე ქართულად, სულ მცირე )
კარგია თავდგირიძის ჩართვაც )

Posted by: Moby-Dick 21 Dec 2018, 22:39
cinakani
monogamist
მადლობა
ერთი რომანი მეც მაქვს, "მაიტრეი" ჰქვია თუ რაღაც მსგავსი, შევყოვნდი და ვეღარ წავიკითხე, ღირს ნეტა მაგის მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვაც?biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 23 Dec 2018, 11:18
სულაკაურის კატალოგის ანონსი (ანუ ესენი საიტზე არ უდევთ ჯერ):

დენ ბრაუნი - ანგელოზები და დემონები

ნილ გეიმანი - ოკეანე გზის ბოლოს


Posted by: monogamist 23 Dec 2018, 16:34
Moby-Dick
არ ვიცი ეგ გამოცემა, ქართულადაა?
ვისია როდინდელია?

QUOTE
ანგელოზები და დემონები

გუდ გუდ )

Posted by: cinakani 23 Dec 2018, 22:36
QUOTE
ერთი რომანი მეც მაქვს, "მაიტრეი" ჰქვია თუ რაღაც მსგავსი, შევყოვნდი და ვეღარ წავიკითხე, ღირს ნეტა მაგის მხატვრული ნაწარმოებების წაკითხვაც?

მატირეი არის ელიადეს რომანი. როდესაც ინდოეთში ჩავიდა იქ შეუყვარდა მასპინძლის ქალიშვილი მაიტრეი და მათ ურთიერთობაზეა ეს რომანი. მაიტრეი ალბათ მისი ყველაზე პოპულარული ლიტერატურული ნაწარმოებია, თუმცა მასზე ძლიერი ნაწარმობებიც შექმნა შემდგომ. ელიადე არის ბრწყინვალე მწერალი, მეტიც ვიტყოდი გენიალური. სამწუხაროდ ბევრგან იცნობენ როგორც მხოლოდ მეცნიერს. თავად საკუთარ თავს პირველ რიგში თვლიდა მწერლად და მხოლოდ შემდეგ მეცნერად. უზარმაზარი მხავტრული მემკვიდრეობა დატოვა. მიაჩნდა, რომ თუ მომავალაი თაობები გახსენების ღირსად ჩათვლიდნენ, ის უნდა გაეხსნებინათ როგორც მწერალი.

Posted by: ValenTine_Kelly 27 Dec 2018, 22:38
ინტელექტის ანონსი 2019 წლისთვის

და აი, თქვენ წინაშეა წიგნები, რომელიც 2019 წელს გამოიცემა!

მარიო ვარგას ლიოსას „საუბარი კათედრალში“
გაბრიელ გარსია მარკესის „საუკუნის სკანდალი“
ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე“
ნინო ხარატიშვილის „კატა და გენერალი“
ტ. ს. ელიოტის „ბებერი ოპოსუმის წიგნი კატების ნაირსახეობათა შესახებ“
ბორის პასტერნაკის „ექიმი ჟივაგო“
შერმან ალექსის „დროდადრო ინდიელის აბსოლუტურად მართალი დღიური“
იმან ჰუმაიდან იუნესის „ასო „ბ“, როგორიცაა სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი“...
ქეით შოპენის „გამოღვიძება“
სერჰი ჟადანის „ინტერნატი“
იმან ჰუმაიდან იუნესის „ველური თუთა“
ზურაბ ქარუმიძის „დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი“

Posted by: ახალგაზრდა 27 Dec 2018, 23:13
ექიმი ჟივაგო ხო იყო უკვე გამოცემული კაცო

Posted by: B l a c k J a c k 28 Dec 2018, 08:33
სულაკაურმა იანვრის ბოლოსთვის იქნება ახალი წიგნებიო დასწყევლოს ეშმაკმა.

Posted by: ValenTine_Kelly 28 Dec 2018, 14:51
არტანუჯის ანონსი 2019 წელი

უილიამ ფოლკნერის „დაუმარცხებელნი“.
ემა ვიგოდსკაიას „მიგელ და სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“.
თომას ვულფის „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“.
თომას ვულფის „შინ ვეღარასდროს დაბრუნდები“.
ფრანჩესკო ტოტის „კაპიტანი“.
„ორსულობა არც ისე
რთულია!“ (დასურათებული გზამკვლევი ბავშვის
ჩასახვიდან მის დაბადებამდე)

Posted by: ქაფქიანა 28 Dec 2018, 21:13
B l a c k J a c k

საიდან ეგ ინფო? გვერდზე უდევთ, იანვრის დასაწყისიდანო.

Posted by: B l a c k J a c k 28 Dec 2018, 23:59
ქაფქიანა
QUOTE
საიდან ეგ ინფო? გვერდზე უდევთ, იანვრის დასაწყისიდანო.

არ მინდა დაცვის ბიჭებისკენ გავიშვირო ხელი, მაგრამ მუშაობს მეგობარი და იმან :დ
ჰადაჰა 20სთვის გამოჩნდეს თაროებზეო. ლიოსა, ბნელი მატერია და ა.შ.

Posted by: ქაფქიანა 29 Dec 2018, 09:40
B l a c k J a c k

გასაგებია.

QUOTE
ბნელი მატერია


ამას ველოდები და კიდევ ,,ჰიჩჰაიკერის" მესამე წიგნს და ,,კარგ ნიშნებს".

ოქსფორდის ახალი სერია რომ დაიწყეს, მოკლე შესავალი, ოთხი წიგნი უნდა ყოფილიყო ამ სერიით ჯერ კიდევ ნოემბერში, მაგრამ სულ სწევენ და სწევენ. ახლა თებერვალში გადასწიეს.

Posted by: merkantila 29 Dec 2018, 10:14
ეგ ოქსფორდის პატარა წიგნები, ჯერ თესეუმ დაიწყო მგონი და ისე საშინლად იყო ნათარგმნი , იმენნა გასაზიზღრებული იყო, მერე ზოგიერთი გვერდები გამოტოვებული იყო, თეთრი ფურცლები იყო უბრალოდ და ნერვების სათხრელი. უბრალოდ მაინტერესებს, ამ ხალხს ვინ აძალებს ასე საშინლად გამოსცეს წიგნები.

Posted by: monogamist 29 Dec 2018, 11:54
merkantila
თესეუ და საზმაუ გასაუქმებელია თუ კერძო არ გახდა )

Posted by: ფორსტმანი 29 Dec 2018, 14:57
საღოლ არტანუჯი.

გამისწორა ბებერის წიგნის დაანონსებამ, იმედია გამოსცემენ დროზე

Posted by: ქაფქიანა 8 Jan 2019, 15:11
სულაკაურმა, ახალი წიგნები ხვალიდანო.

Posted by: senpai 8 Jan 2019, 16:06
ქაფქიანა
QUOTE
სულაკაურმა, ახალი წიგნები ხვალიდანო.

რეებია დაანონსებული ?

Posted by: ქაფქიანა 8 Jan 2019, 16:15
senpai

ბევრია. ნუ მე კარგი ნიშნები, ბნელი მატერია და ჰიჩჰაიკერის მესამე წიგნი მინდა. ხვალიდან ჩვენს მაღაზიაში და ორ-სამ დღეში უკვე ყველგანო.

Posted by: B l a c k J a c k 16 Jan 2019, 10:32
ქაფქიანა
QUOTE
ბევრია. ნუ მე კარგი ნიშნები, ბნელი მატერია და ჰიჩჰაიკერის მესამე წიგნი მინდა. ხვალიდან ჩვენს მაღაზიაში და ორ-სამ დღეში უკვე ყველგანო.

ბიბლუსში არ ქონდათ არაფერი. ლატერნაში იყო და თვითონ სულაკაურის მაღაზიაში , ჰო და გამოვზიდე :დ ქვიშის საათის 2 ტომიც მივამატე და მადათოვის ტრილოგიაც და ეგ იყო.
ლიოსას და ცათამბნჯენს ველოდებითო. ერთად უნდა ჩამოსულიყო ყველა წიგნი, მაგრამ ეგენი მერეო და კაი მეთქი :დ


Posted by: ქაფქიანა 16 Jan 2019, 10:34
B l a c k J a c k

ცათამბჯენი თებერვალშიო, მე ასე მიპასუხეს. ოქსფორდის ის ახალი სერიაც თებერვალში იქნებაო.

Posted by: B l a c k J a c k 16 Jan 2019, 16:48
ქაფქიანა
QUOTE
ცათამბჯენი თებერვალშიო, მე ასე მიპასუხეს. ოქსფორდის ის ახალი სერიაც თებერვალში იქნებაო.

მე გამოვტოვე ამ სერიებიდან რამდენიმე წიგნი და მერე იმდენი ვიწვალე მაგათ შოვნაზე, რომ ახლა გავრბივარ და ეგრევე ვყიდულობ.
აღარ ველოდები ფასდაკლებებს და ფესტივალებს. იმედია იქნება თებერვალში და შევისრუტავ ეგრევე :დ

Posted by: B l a c k J a c k 21 Jan 2019, 19:03
არტანუჯის ახალი წიგნები:
http://artanuji.ge/index.php
ჰართ ოფ დარქნეს დაიდო :დ

Posted by: MITIATO 21 Jan 2019, 19:07
user posted image

ტადააამ! პორტალში ახალი წიგნისა და ილუსტრაცის ანონსის დრო მოსულა!

⭐ მალე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის შესანიშნავი ფრანგი მწერილს, ბერნარ ვერბერის „ანგელოზების იმპერია“ შემოგვიერთდება!

სიამაყით წარმოგიდგენთ ქართული გამოცემის ულამაზეს ორიგინალ ილუსტრაციას, რომელის ავტორიც უნიჭიერესი მაკა ზედელაშვილია


* * *
P.S.
რა უცნაურ რაღაცას აკეთებენ ეს გამომცემლობები. განსაკუთრებით, პალიტრა. უამრავ ახალ სერიას იწყებენ და პირველი ან მეორე წიგნის გამოცემის მერე წყვეტენ. პორტალს მაგალითად, საერთოდ აღარ გამოუცია არც ერთი წიგნის მეორე ნაწილი.

mo.gif

Posted by: ValenTine_Kelly 21 Jan 2019, 19:32
არ მომწონს ვებერის ილუსტრაცია sleep.gif

Posted by: Lord_Raptor 21 Jan 2019, 22:20
მე საერთოდ ვერბერი არ მომწონს.
პორტალს შავი პრიზმა და ხმლების ქურდობა გადაავიწყდა?

Posted by: fork 22 Jan 2019, 12:25
QUOTE
პორტალს შავი პრიზმა და ხმლების ქურდობა გადაავიწყდა?

ამის მეშინია სხვათა შორის-შუა გზაზე მიტოვებული მხედვარიც მეყოფა ჩემს ბიბლიოთეკაში.

Posted by: G_saxva 22 Jan 2019, 13:47
Lord_Raptor
QUOTE
მე საერთოდ ვერბერი არ მომწონს.
პორტალს შავი პრიზმა და ხმლების ქურდობა გადაავიწყდა?

fork
QUOTE
ამის მეშინია სხვათა შორის-შუა გზაზე მიტოვებული მხედვარიც მეყოფა ჩემს ბიბლიოთეკაში.

როგორც მახსოვს დაუსვეს კითხვა ფბ-ზე და პასუხი იყო თარგმნის პროცესშია წლის განმავლოაში იქნებაო.

Posted by: MITIATO 22 Jan 2019, 18:28
ილუსტრაციაც მომწონს და ვერბერიც, მაგრამ პალიტრას პასუხები არ მომწონს, როცა წიგნების გაგრძელებაზე ეკითხებიან.
ყველაფერზე იძახის ჯერჯერობით განვიხილავთ, ჯერჯერობით განვიხილავთო. drug.gif

QUOTE
შუა გზაზე მიტოვებული მხედვარიც მეყოფა ჩემს ბიბლიოთეკაში.

ეჰ, მარტო ეგ რომ იყოს... user.gif


Posted by: ქაფქიანა 25 Jan 2019, 22:00
,,ცათამბჯენი" გამოჩნდა სულაკაურის საიტზე ,,მალე"-ს კატეგორიაში.


Posted by: senpai 28 Jan 2019, 20:11
user posted image

==============================================

Posted by: 4L3X 28 Jan 2019, 20:13
QUOTE (senpai @ 28 Jan 2019, 20:11 )
user posted image

==============================================

რა სულების სახლი ესენი ხომ არ გაგიჟდნენ? სად არის "ბოლო ჟამის ომი"? mad.gif

Posted by: senpai 28 Jan 2019, 20:13
4L3X
მაისში იქნებაო არ თქვეს ? თუ ეგ სხვაზე იყო ?

Posted by: Ezekia 28 Jan 2019, 20:27
კარგია სულების სახლი....





.....

Posted by: 4L3X 28 Jan 2019, 20:30
senpai
მაისში? vis.gif
მე იანვარი მახსოვდა user.gif

Posted by: ქაფქიანა 6 Feb 2019, 23:48
user posted image


..................................................

Posted by: kaatinga 8 Feb 2019, 01:38
დიუნზე ხომ არ ისმის რამე ?

მეორე ნაწილზე

ძალიან მძიმედ თარგმნიან რაღაც

Posted by: ქაფქიანა 8 Feb 2019, 22:57
kaatinga

მაისის ფესტივალზე იქნება.

ეგ და მარადისობის აღსასრული აზიმოვის.

Posted by: B l a c k J a c k 11 Feb 2019, 23:35
ძალიან სულელურად და არასწორად აკეთებენ რა. გამომცემლობამ არ უნდა იცოდე სად რამდენი და რა გამოეცი? ეს ავიღოთ თუნდაც:
https://www.sulakauri.ge/content/msoplio-klasika
18 წიგნია მითითებული. მაშინ როდესაც მეტია გამოსული და ფლორენციელი ჯადოქარი და ლოლიტა ამ სერიის ეგიდით თხელი ყდითაც აქვთ გამოშვებული.
განაახლონ რა სრული სიები. წიკო-წიკო ვაგროვებ და თავგზა ამებნდა უკვე სად და რომელი სერიის არის გამოშვებული. მივწერე გამომცემლობებს და თვითონაც არ იციან სრული სიები (((

Posted by: Heart_of_Darkness 11 Feb 2019, 23:54
QUOTE (B l a c k J a c k @ 11 Feb 2019, 23:35 )
18 წიგნია მითითებული. მაშინ როდესაც მეტია გამოსული და ფლორენციელი ჯადოქარი და ლოლიტა ამ სერიის ეგიდით თხელი ყდითაც აქვთ გამოშვებული.
განაახლონ რა სრული სიები. წიკო-წიკო ვაგროვებ და თავგზა ამებნდა უკვე სად და რომელი სერიის არის გამოშვებული. მივწერე გამომცემლობებს და თვითონაც არ იციან სრული სიები (((

მე რაც დავთვალე, 30 არის ჯერ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ისე დიდი ვერაფერი სერიაა, გულახდილად რომ ვთქვა user.gif
ყველაზე მაგარი პროექტი სულაკაურს ჰქონდა ,,მსოფლიო ლიტ-რა უძველესი დროიდან მე-19 სკ-მდე", მაგრამ ჩანასახშივე მოკვდა, 31-ე ტომთან ერთად sad.gif

Posted by: ანდაზა 12 Feb 2019, 00:00
" სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს."

Posted by: Heart_of_Darkness 12 Feb 2019, 00:05
QUOTE (ანდაზა @ 12 Feb 2019, 00:00 )
"  სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს."

ისეთი სახლი მინახავს, რომელიც გატენილი იყო წიგნებით, მაგრამ იმ წიგნებს არავინ კითხულობდა. ისეთი მეგობრებიც მყავს, რომლებსაც სახლში მხატვრული ლიტ-რა საერთოდ არ აქვთ, მაგრამ ბიბლიოთეკაში კითხულობენ, ამიტომ ამ ანდაზს ვალიდურობაში ცოტა ეჭვი მეპარება. user.gif ცვლის თუ არა კითხვა რამეს უკეთესობისკენ ეს, კიდევ, ცალკე საკვლევი საკითხია smile.gif

Posted by: ანდაზა 12 Feb 2019, 07:59
Heart_of_Darkness
“რაც მოგივა დავითაო..”
დავითა არ მქვიაო?! smile.gif

“ჭკვიანური რამ მუდამ საამო გასაგონია.” wink.gif



Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 09:11
Heart_of_Darkness

QUOTE
ყველაზე მაგარი პროექტი სულაკაურს ჰქონდა ,,მსოფლიო ლიტ-რა უძველესი დროიდან მე-19 სკ-მდე", მაგრამ ჩანასახშივე მოკვდა, 31-ე ტომთან ერთად


31-ე ტომი რომელია?

აგერ მიდევს კომპლექტი. 30-ე ტომით თავრდება. გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი. ,,კეისართა ცხოვრება", წიგნი მეორე.

31-ე ტომი რომელია?

Posted by: Ras_al_Ghul 12 Feb 2019, 10:23
ქაფქიანა
QUOTE
მაისის ფესტივალზე იქნება.



შენ გაიხარე love.gif

როგორ ჩამოვრჩიი ამ თემებს user.gif

Posted by: Heart_of_Darkness 12 Feb 2019, 11:56
ანდაზა
ხალხური ანდაზების ამბივალენტურ სიბრძნეზე ხომ არ გვემსჯელა? smile.gif
ქაფქიანა
QUOTE (ქაფქიანა @ 12 Feb 2019, 09:11 )
31-ე ტომი რომელია?

რომ არ ეღირსა 31-ე ტომს დაბადება იმას გავუსვი ხაზი. ანტიკური ლიტ-რა 32 უნდა ყოფილიყო, მაგრამ 30-ის შემდეგ აღარ გამოსცეს.

Posted by: B l a c k J a c k 12 Feb 2019, 12:59
Heart_of_Darkness
QUOTE
ისე დიდი ვერაფერი სერიაა, გულახდილად რომ ვთქვა 

დიდი არაფერი ეძახე და სისხლის ფასად ვიშოვე კობო აბე, ჯადოსნური მთა, ლოლიტა, ფლორენციელი ჯადოქარი, ბუზთა ბატონი და ა.შ. ახლა მთელი სერია კი მაქვს biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 13:34
Heart_of_Darkness

QUOTE
რომ არ ეღირსა 31-ე ტომს დაბადება იმას გავუსვი ხაზი. ანტიკური ლიტ-რა 32 უნდა ყოფილიყო, მაგრამ 30-ის შემდეგ აღარ გამოსცეს.


33 ტომი უნდა ყოფილიყო.

საერთოდ ასტომეული უნდა ყოფილიყო.

ეჰ რა პროექტი ჩავარდა. ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო დამოუკიდებლობის პერიოდის ლიტერატურულ ისტორიაში.

Posted by: Heart_of_Darkness 12 Feb 2019, 13:55
QUOTE (B l a c k J a c k @ 12 Feb 2019, 12:59 )
დიდი არაფერი ეძახე და სისხლის ფასად ვიშოვე კობო აბე, ჯადოსნური მთა, ლოლიტა, ფლორენციელი ჯადოქარი, ბუზთა ბატონი და ა.შ.

ჩემი გამოცდილებიდან, კოლექციონირება ზოგჯერ საგნების რაციონალურად შეფასების უნარს აქვეითებს. თან როცა კონკურენციაც არ არის, სხვებზე უკეთესი საუკეთესო გგონია.
მაგრამ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით რომ შევადაროთ, მალევე ვნახავთ ხარვეზებს.
მაგალითად,,,ულისეს" ქართული და რუსული გამოცემა რომ შევადაროთ,
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ან უელბეკის გამოცემები შევადაროთ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

უკეთესს ხარისხზე არ აქვს ,,სულაკაურს" ამბიცია, ბაზარიც არ არის დიდი, მკითხველიც არსებულით კმაყოფილია. user.gif
ქაფქიანა
QUOTE
ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო დამოუკიდებლობის პერიოდის ლიტერატურულ ისტორიაში.
yes.gif
ჩემთვის საუკეთესო ქართულენოვანი სერია იყო, დიზაინიც კარგი ჰქონდა შერჩეულ წიგნებთან ერთად.
32 წერია სარჩევში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 14:08
Heart_of_Darkness

პირველ ტომს 33 ტომი უწერია სარჩევში, 30-ეს 32.


Posted by: ანდაზა 12 Feb 2019, 19:00
Heart_of_Darkness
QUOTE
ამ ანდაზს ვალიდურობაში ცოტა ეჭვი მეპარება

QUOTE
ანდაზების ამბივალენტურ სიბრძნეზე ხომ არ გვემსჯელა?

რა თქმა უნდა
QUOTE
ხალხური ანდაზების

არა მხოლოდ

offtopic.gif

შევაგროვებ საკმარის პოსტებს და დაგთაგავ შესაბამის თემაში smile.gif

"გაიხსენეთ, რომელი მწერლის ბიოგრაფიას ამშვენებს საქართველოში, და თუნდაც მის გარეთ, ორი დუელი, არა პირადი ღირსების, არამედ სამშობლოს, ერის წმინდა სახელისა და ღირსების დასაცავად."

Posted by: Heart_of_Darkness 12 Feb 2019, 19:55
ქაფქიანა
ვნახე, მარკუს ავრელიუსის შემდეგ შეუცვლიათ წიგნების თანმიმდერვობა.
ჯანდაბას სულ 30 ყოფილიყო ანტიკური მწერლობა, ავიტანდით იმ 2თუ 3 წიგნის დანაკლისს,
მაგრამ გაეგრძელებინათ პროექტი, აღმოსავლურ კლასიკურ მწერლობაზე გადასულიყვნენ.
ერთი სერიის ქვეშ მთელი მსოლფიო კლასიკა იქნებოდა წარმოდგენილი.

Posted by: monogamist 12 Feb 2019, 20:12
Heart_of_Darkness
ხარისხი ფიზიკურად კარგია, მაგრამ ზოგ წიგნზე დებილურად არის კონტენტი შერჩეული

Posted by: Heart_of_Darkness 12 Feb 2019, 20:36
QUOTE (monogamist @ 12 Feb 2019, 20:12 )
ხარისხი ფიზიკურად კარგია, მაგრამ ზოგ წიგნზე დებილურად არის კონტენტი შერჩეული

გააჩნია რასთან ადარებ, თუ პალიტრას წიგნებთან, მაშინ რა შედარებაა.
ზემოთ უკეთეს გამოცემებს, არგუმენტირებულად, შევადარე.
დიზაინი down1.gif ფურცლების ხარისხიdown1.gif და ზოგ შემთხვევაში თარგმანიც down1.gif
კავაბატას თარგმანი იყო ისეთი, ბოლომდე დამეზარა წაკითხვა. user.gif
თანაც მანის, ფრიშის, სელინის გვერდით ლიოსა, რუშდი და სტრინდბერგი ერთობ ეკლექტური ნაზავია.

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 21:07
Heart_of_Darkness

QUOTE
მაგრამ გაეგრძელებინათ პროექტი, აღმოსავლურ კლასიკურ მწერლობაზე გადასულიყვნენ.
ერთი სერიის ქვეშ მთელი მსოლფიო კლასიკა იქნებოდა წარმოდგენილი.


ეგ თქვი.

ათასგვარ ###ობას ბეჭდავს თუნდაც იგივე სულაკაური და ეს გააუქმეს.

sad.gif

Posted by: Heart_of_Darkness 12 Feb 2019, 21:36
ქაფქიანა
ცალ-ცალკე სერიებად მაინც გამოეშვათ.
მესმის, რომ ფირდოუსის, მოლა ნასრედინს და ნიზამი განჯელს ვერ გაყიდიდნენ დიდი ტირაჟით, სპეციფიკური მკითხველი სჭირდება,
მაგრამ მცირე ტირაჟით შეიძლებოდა გამოცემა.
ან აღორძინების ხანიდან მაინც გაეგრძელებინათ.
მსოფლიო კლასიკა დანტე, ბოკაჩო, შექსპირი, რაბლე, სერვანტესი, სვიფტი, რუსო, დეფო და ვოლტერია, ვიდრე ,,ფლორენციელი ჯადოქარი" ან ,,დეიდა ხულია". user.gif რუსულ მსოფლიო კლასიკაში კი მაქვს ესნი, მაგრამ არც ქართულენოვან გამოცემებზე ვიტყოდი უარს.

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 21:59
Heart_of_Darkness

თვე არ გავა, რომ არ მივწერო აღდგენა-გაგრძელების თხოვნით. უკვე აღარც კი მსინავენ. biggrin.gif

Posted by: Joiner 15 Feb 2019, 16:16
user posted image

სტივენ კინგის „ბნელი კოშკის“ წიგნების სერიას სულ მალე დაემატება - „მსროლელი“.

„მსროლელი“ ☑️
„სამის გამორჩევა“
„უნაყოფო მიწები“
„ჯადოქარი და ბროლი“ -☑️
„კალას მგლები“-☑️
„სუზანას სიმღერა“
„ბნელი კოშკი“

სტივენ კინგის „მსროლელი“ თავიდან ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალში Fantasy & Science Fiction, მაგრამ თანდათან რვა წიგნისგან შემდგარ „ბნელი კოშკის“ საგაში გადაიზარდა და, ავტორის თქმით, მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა.

„მსროლელი“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი, მის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი 2017 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე.

მთარგმნელი: ნიკა სამუშია
ყდის ილუსტრატორი: ნათია ზარანდია
ყდის დიზაინერი: მიაკო ნადირაძე
პროექტის მენეჯერი: ანა კოპაძე

Posted by: MITIATO 19 Feb 2019, 17:23
user posted image


გამომცემლობა პეგასი უშვებს,
14,95 ლარი ეღირება და ორიგინალივით ილუსტრირებული იქნებაო.

Posted by: უტა 19 Feb 2019, 21:59
user posted image
Megobrebo es wigni akvs vinmes? Vitxoveb da sanacvlod mec shemidzlia rame gatxovot

Posted by: fork 20 Feb 2019, 09:29
MITIATO
ემინემის ბიოგრაფია მაისის ფესტისთვის იქნება?
ჩემს ძმას ევასება,გავუსწორებ და ვუყიდი.
თუ მანამდე დაიდება-თლა უკეთესი.
და გვერდების რაოდენობაც ხომ არ იცი,შენს გახარებას.

Posted by: Joiner 20 Feb 2019, 10:10
fork
სანტა ესპრენასაში არის უკვე. მომდევნო დღეებში სხვაგანაც გამჩნდებაო.

Posted by: B l a c k J a c k 20 Feb 2019, 22:21
https://indd.adobe.com/view/d270dec0-1b42-40c2-99b3-bacf95bc211c?fbclid=IwAR1eegmBm7dQwhVzJdOC2_xh2hJJ5dEi15Xe8dTL2IjoA-v5IMtQmXjxY1I
სულაკაურმა 22სთვის ფასდაკლება დადო. ბოლო ჟამის ომი და ცათამბჯენი იქნება )))))))))

Posted by: Heart_of_Darkness 20 Feb 2019, 23:35
QUOTE (B l a c k J a c k @ 20 Feb 2019, 22:21 )
https://indd.adobe.com/view/d270dec0-1b42-40c2-99b3-bacf95bc211c?fbclid=IwAR1eegmBm7dQwhVzJdOC2_xh2hJJ5dEi15Xe8dTL2IjoA-v5IMtQmXjxY1I

თუ იცით, ოსტერი დაუმთავრდათ თუ ამოიღეს სერიიდან? საიტზეც აღარ უდევთ. user.gif

Posted by: B l a c k J a c k 20 Feb 2019, 23:42
Heart_of_Darkness
QUOTE
თუ იცით, ოსტერი დაუმთავრდათ თუ ამოიღეს სერიიდან? საიტზეც აღარ უდევთ.

ბიბლუსიდან მე შევძინე ბოლო ნიუ-ორკული ტრილოგია 9 თვის წინ. აღარ არის ტირაჟი.
მაგრამ ცალკეულ ბიბლუსის მაღაზიებში შეიძლება იყოს.
საწყობიდან გამოყარეს ძველი წიგნები და ფუკოს ქანქარას წავაწყდი სქელი ყდით-ვტაცე ეგრევე ხელი.
ბათუმში არის წიგნების მაღაზია ლამპარი. მანდ შეიძლება ქონდეთ, ფეიქბუქზე დაძებნე და იპოვი.
ისეთი წიგნები შევიძინე მანდედან: საერთოდ გადაწურული მქონდა აქ მაგათი შეძენა.

Posted by: MITIATO 21 Feb 2019, 12:19
fork

QUOTE
გვერდების რაოდენობაც ხომ არ იცი,შენს გახარებას.


მაგდენი აღარ ვიცი. sad.gif


Posted by: B l a c k J a c k 22 Feb 2019, 23:20
ისე ლიოსა მეექვსე კლასში ჩარჩენილი მეათე კლასელივით არის მთელ სერიაში biggrin.gif

Posted by: senpai 23 Feb 2019, 17:55
user posted image
======================================

Posted by: seeman 23 Feb 2019, 19:28
senpai

ფოლკნერზე გამახსენდა ველური პალმები ხო არ წაგიკითხია ?

Posted by: senpai 27 Feb 2019, 19:43
user posted image


user posted image




seeman
ქართულად ჯერ არა.

Posted by: merkantila 28 Feb 2019, 13:57
user posted image

ძალიან მალე სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი წიგნი!
იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც _ დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი _ ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება.
„ნიღბის აღსარება“ მწერლის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“
„ნიღბის აღსარება“ იაპონურიდან თარგმნა Tatia Memarnishvili - მა.

Posted by: Joiner 28 Feb 2019, 14:01
QUOTE (merkantila @ 28 Feb 2019, 13:57 )
user posted image

ძალიან მალე სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი წიგნი!
იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც _ დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი _ ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება.
„ნიღბის აღსარება“ მწერლის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. „დიოგენეს“ ასევე გამოცემული აქვს იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი“
„ნიღბის აღსარება“ იაპონურიდან თარგმნა Tatia Memarnishvili - მა.

bis.gif

იცის დიოგენემ როგორ გაგახაროს.

Posted by: 4L3X 28 Feb 2019, 14:34
გამიკვირდა ეს რომ არავინ არ დადო.

QUOTE
26 თებერვალი, 23:00-ზე ·
მოკლედ, ბოლომდე დავეწიეთ მარტინს smile.gif
ნელა რომ გამოვცემდით წიგნებს ვამბობდით მაინც დავეწევით–თქო და აჰა, აწი მარტინის ხელშია ყველაფერი. smile.gif

ხვალიდან იქნება პარნასში და ლიბრას ქსელში (ლიბრას დილიდან ნუ მიაწყდებით, დღის ბოლოს იქნება). სხვა მაღაზიებში ნელ–ნელა შევა.
"დრაკონებთან ცეკვა" პირველი ერთი კვირა 23 ლარი ეღირება 35–ის ნაცვლად პარნასშიც და ლიბრაშიც ("ხალხს უჭირს")


user posted image

Posted by: senpai 28 Feb 2019, 15:34
user posted image

თუ შუა კვირაში გონებრივი შრომით გადაიღალეთ, შეგიძლიათ ჯორჯს, ჰარისს, ჯეისა და მათ ძაღლს შეუერთდეთ და ნამდვილად არ მოიწყენთ. ჯერომ ჯერომის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „სამნი ნავში“ ვიქტორიანული ეპოქის იუმორისტულ შედევრად ითვლება. წიგნში მხიარული ამბებითა და ხალასი ხუმრობებით გადმოცემულია სამი მეგობრის მოგზაურობა მდინარე თემზაზე.

„სამნი ნავში“ მრავალ ენაზე ითარგმნა. მკითხველები მას დღესაც კი ხარხარით კითხულობენ და სტრესის მომხსნელ საუკეთესო წამლად მიიჩნევენ.

Posted by: Heart_of_Darkness 1 Mar 2019, 01:56
QUOTE (merkantila @ 28 Feb 2019, 13:57 )
user posted image

რა მაგარია! სულ ცოტა ხნის წინ, ვფიქრობდი ნეტა მიშიმას რამის თარგმნას ხომ არ გეგმავენ-მეთქი.
თან მიკვირდა აქამდე რომ არ თარგმნეს,სადაც ჟან-ჟენე თარგმნეს, იქ ,,ნიღბის აღსარება" აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
ძალიან ბევრი ასეთი წიგნი გვჭირდება, რომ გადაილახოს ის ფობიები, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს.
თვითანალიზის მცდელობებით სავსე წიგნია.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: B l a c k J a c k 1 Mar 2019, 11:35
ვა ვა რა გამიხარდა დიოგენეს ახალი წიგნი!!!
გუდ გუდ

დრაკონების სტრიპტიზიც გამიხარდა, ამგრამ ეს უფრო biggrin.gif

Posted by: 4L3X 4 Mar 2019, 22:30
user posted image

„ხშირად ბავშვობის მოგონებები ღრმად, ზემოდან დაშრევებული მოვლენების ქვეშ მარხია, გახუნებული და გაცვეთილი, როგორც ძველი სათამაშოები, რომლებსაც დიდები კარადაში შეჩურთავენ ხოლმე და თავიდან იშორებენ, მაგრამ მათი სამუდამოდ დავიწყება შეუძლებელია“.

ბავშვობის მაგიური სამყარო ოთახში დანახულ ჩრდილს ურჩხულად მოგვაჩვენებს, ყულაბაში შენახულ მონეტებს - ოქროდ, ხოლო პატარა გუბურას - ოკეანედ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფენტეზის ავტორის, ნილ გეიმანის რომანი „ოკეანე ქუჩის ბოლოს“ სწორედ ამ სამყაროში გვამოგზაურებს და კიდევ ერთხელ წაშლის ზღვარს რეალურსა და გამოგონილს შორის, რადგან ბავშვის ფანტაზია უკვე რეალობაა.

რომანის მთავარი გმირი თავისი ყრმობის სახლს უბრუნდება, სადაც წარსულის აჩრდილები ელოდებიან. მისი ბავშვობა, ბედნიერისა და ლაღის ნაცვლად, ხიფათებითა და შიშითაა აღსავსე. იმედი კი ქუჩის ბოლოს არსებული ოკეანეა - პორტალი სხვა სამყაროებში. იქ მას ლეთი ჰემფსტოკი ელოდება - გოგო, რომელიც არასდროს მიატოვებს.

გეიმანის კიდევ ერთი შესანიშნავი ნამუშევარი, “ოკეანე ქუჩის ბოლოს“, გაგვახსენებს ყველა იმ ემოციას, რომლებმაც ადამიანებად გვაქცია. რომანი თავისი მისტიკურობით და ამასთანავე, ზღაპრულობით მოგვაგონებს ავტორის საუკეთესო ნაწამოებებს - „სასაფლაოს წიგნსა“ და „კორალაინს“, რომლებსაც კარგად იცნობს ქართველი მკითხველი.

მთარგმნელი - ლელა ფიროსმანიშვილი
რედაქტორი - ნათია ნაფეტვარიძე
გარეკანის დიზაინერი - გიორგი მაღრაძე

Posted by: kaxa__01 5 Mar 2019, 02:04

Posted by: John-obi 5 Mar 2019, 16:59
user posted image

„ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი საზრუნავით თავს არ იწუხებენ. რაც შეეხება ჩვენს მსგავს ადამიანებს – ვინც ობლის თვალით შეჰყურებს სამყაროს – მათი ხვედრია, წლობით კვალდაკვალ სდიონ თავიანთი გამქრალი მშობლების აჩრდილებს“ - „როცა ობლები ვიყავით“

ნობელიატი მწერალი კაზუო იშიგურო არის ის ვინც თავის ემოციურ რომანებში სამყაროსთან ჩვენი კავშირის ილუზორული შეგრძნების მიღმა არსებული უფსკრული გამოააშკარავა. 
  
მალე... მწერლის მორიგი ახალი რომანი ქართულად - „როცა ობლები ვიყავით“ - „ლიტერე ინვენტეს“ სერიაში.
მთარგმნელი: ია ქვაჩახია / Ia Kvachakhia
რედაქტორი: ლია თოფურია
დიზაინერი: თეკლა გიაშვილი / Tekla Giashvili
პროექტის მენეჯერი: ანი ნემსიწვერიძე /Ana Nemsitsveridze

Posted by: MITIATO 11 Mar 2019, 20:02
user posted image

ოლდოს ჰაქსლის ერთ-ერთი უკანასკნელი რომანი „კუნძული“ მეგზურობას გაგიწევთ წყნარ ოკეანეში, სადაც 120 წლის განმავლობაში დასავლური მეცნიერებისა და აღმოსავლური ფილოსოფიის შერწყმის საფუძველზე იდეალური საზოგადოება ყალიბდებოდა. კუნძულ პალას ბინადართა კეთილდღეობა მისი თითოეული წევრის განვითარებას, თავისუფლებასა და ბედნიერებას ემყარება. ჰაქსლი დეტალურად აღგვიწერს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ამ იდეალს. მწერალი ეხება ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს: ჭამას, ძილს, შრომას, სიყვარულს, გარდაცვალებას.

რომანის ყველაზე საინტერესო ნაწილი მაშინ იწყება, როდესაც კონსპირატორების აგენტი, ჟურნალისტი უილ ფარნები კუნძულზე შეაღწევს. თავისდაუნებურად ფარნები ამჩნევს, თუ როგორ შთააგონებენ მას პალას მკვიდრნი გადააფასოს საკუთარი ღირებულებები და, მისდა გასაოცრად, ჩაესახოს მომავლის იმედი.

ყველა თემა, რომლის გარშემოც ტრიალებდა ჰაქსლის შემოქმედება წლების განმავლობაში - მილიტარიზმი, ეკოლოგია, მოსახლეობის მატება, იძულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და სხვა - ამ რომანში - პალას განწირულ უტოპიაში ჰპოვებს გამოხატულებას. წიგნი უხვად არის გაჯერებული აღმოსავლური ფილოსოფიითა და მისტიციზმით, რომლითაც ავტორი იყო გატაცებული. ჰაქსლისთვის საკუთარი რომანები ერთგვარი საშუალებაა პირად ტრაგედიასთან გასამკლავებლად და ადამიანის მნიშვნელობაზე დასაფიქრებლად. ამ მხრივ გამონაკლისი არც „კუნძულია“. რომანის წაკითხვას მალე ქართულ ენაზეც შეძლებთ.

► მთარგმნელი - თამარ შანიძე
► რედაქტორი - რუსუდან კოტეტიშვილი
► გარეკანის დიზაინერი - გიო ჯინჭარაძე

Posted by: senpai 25 Mar 2019, 22:53
user posted image
================================

Posted by: аnderson 30 Mar 2019, 19:20
ცოტა ხნის წინ გამოიცა, უკვე ყველა მაღაზიაში იყიდება. ვისაც ეს ადამიანი და მისი შემოქმედება გაინტერესებთ არაჩვეულებრივი წიგნია.

დიდი ხანი ვთარგმნიდი და უფრო დიდხანს ვცდილობდი მის გამოცემას popcorn.gif

https://www.facebook.com/emChemigza/

Posted by: MITIATO 4 Apr 2019, 13:51
user posted image

სიესტას ფენტეზის ჟანრის წიგნების სიას შეემატა ახალი წიგნი - “არქანჯელები”.
ავტორი იშმაილ აქსტონი.

-"მზესთან ერთად დაჰყურებდა ჯადოქართა ქალაქს. კადარედიიდან ამომავალი კვამლი და შუადღის კანიონი, ცეცხლი სახურავებზე და გასხივოსნებული ტაძრები"...
-"ორი წითელთვალებიანი ჯადოქრისკენ გაექანა, მაგრამ სწორედ იმ წამს გადმოხტნენ უკან, როცა ზემოდან მეტეორივით ცეცხლი უნდა დასცემოდათ და ნახტომშივე გატყორცნეს შუბები შავკანიანისკენ. შუბები არსაიდან გამოძერწილმა სინათლემ ჩაყლაპა და ჰაერშივე გველებად გარდაქმნილნი დაღდასმულებისკენ გაცურდნენ"...
-"კლასიკურ მაგიას ორი მხარე აქვს. პირველი მის ექვს ფუნდამენტში იმალება _ ექვს ბარონში, რომელთაც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ამდენწლიანი გამოცდილების მიუხედავად, მე თვითონ ახლოსაც არ ვარ იმასთან, რასაც ბელიალის, კაეშის, ან თუნდაც, ექვსიდან სხვა რომელიმეს არსი ჰქვია"...

ცალკე გვერდიც მიუძღვნიათ ფბ-ზე: https://www.facebook.com/TheArchangels19

Posted by: ქაფქიანა 4 Apr 2019, 15:55
არქანჯელები? მთავარანგელოზები ვერა, არ გამოდიოდა?

Posted by: Heart_of_Darkness 4 Apr 2019, 16:19
QUOTE (ქაფქიანა @ 4 Apr 2019, 15:55 )
არქანჯელები?

ძალიან ხელოვნურად ჟღერს.
არქაული და ქაჯი ამომიტივტივდა უცებ, ცნობიერებაში user.gif
არქანჯელ მიქაელი biggrin.gif

Posted by: MITIATO 4 Apr 2019, 22:54

QUOTE
არქანჯელები? მთავარანგელოზები ვერა, არ გამოდიოდა?


რავი, კაი ხანი რამე ადგილმდებარეობის დასახელება მეგონა (ვიღაც არქანჯიდან facepalm.gif ) და მერე მივხვდი, რომ მთავარანგელოზებს გულისხმობდნენ.
ან ეს იშმაილ აქსტონი ვინ არის?
გუგლში ვერაფერი მოვძებნე ვერც წიგნზე და ვერც_ავტორზე.

Posted by: Filsufatia 5 Apr 2019, 22:22
QUOTE (MITIATO @ 4 Apr 2019, 22:54 )
QUOTE
ან ეს იშმაილ აქსტონი ვინ არის?
გუგლში ვერაფერი მოვძებნე ვერც წიგნზე და ვერც_ავტორზე.


ქართველი ავტორი იქნება სავარაუდოდ. მაგ ფსევდონიმით.

Posted by: Lord_Raptor 13 Apr 2019, 23:17
სად იპოვეს ეს არქანჯელები, ნეჩეგო სებე. მე პირადად პირველად გავიგე.
ფენტეზი დღეს მეინსტრიმია მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც, მაგრამ ეს სად იპოვეს. არა ცუდს ვერ ვიტყვი, იქნებ კარგიც იყოს მაგრამ კარგი რომ იყოს გაკვრით მაინც გავიგებდი სადმე.
რას გაუგებ სიესტას.

Posted by: Mwvanevashli123 16 Apr 2019, 17:54
სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ შევიარე ბიბლუსში და წამოვაყოლე "არქანჯელები", გუშინ დავამთავრე კითხვა.

თუ ფენტეზის მოყვარულები ხართ, ჩემი აზრით, მოგეწონებათ. შთაბეჭდილებებით და ემოციებით ამავსო.

ნამდვილად ღირს წაკითხვაsmile.gif

Posted by: ZGarb1 16 Apr 2019, 18:41
Mwvanevashli123
Nice try იშმაილ, nice try...

Posted by: Krusty_the_Clown 20 Apr 2019, 23:16
user posted image

„ბრმა ბუ“ გახლავთ საზოგადოებისგან მოკვეთილი თუ მისგან ნებაყოფლობით გაქცეული მარტოსული ადამიანის აღსარება-საუბარი თავისი სულიერი ტკივილების შესახებ, ურთულესი ფსიქიკის მქონე კაცის შინაგანი მონოლოგი. ნაწარმოები ცნობიერების ნაკადის ტექნიკით დაწერილი თანამედროვე მოდერნისტული რომანია. მასში გამოყენებულია ყველა მნიშვნელოვანი და საუკეთესო ხერხი, რაც მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურას შეუქმნია.

Posted by: alesandra 20 Apr 2019, 23:19
Krusty_the_Clown
QUOTE
„ბრმა ბუ“


ვისი თარგმნილია, ხომ არ იცით?

Posted by: Krusty_the_Clown 20 Apr 2019, 23:24
alesandra
სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ
რედაქტორები: თეა შურღაია, ნინო დეკანოიძე

აკრძალული წიგნების თაროდანაა

ინტელექტმა გამოსცა, დიდი ხანია ველოდები...

Posted by: seeman 20 Apr 2019, 23:27
QUOTE
ბრმა ბუ“ გახლავთ საზოგადოებისგან მოკვეთილი თუ მისგან ნებაყოფლობით გაქცეული მარტოსული ადამიანის აღსარება-საუბარი თავისი სულიერი ტკივილების შესახებ, ურთულესი ფსიქიკის მქონე კაცის შინაგანი მონოლოგი. ნაწარმოები ცნობიერების ნაკადის ტექნიკით დაწერილი თანამედროვე მოდერნისტული რომანია. მასში გამოყენებულია ყველა მნიშვნელოვანი და საუკეთესო ხერხი, რაც მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურას შეუქმნია.



კობო აბეს the box man გადაუწერია ფაქტიურად

Posted by: B l a c k J a c k 20 Apr 2019, 23:33
ZGarb1
QUOTE
Nice try იშმაილ, nice try...

არ ვიცი რამდენად თემატურია ან ზემდგორე იუზერმა რამდენად დაწერა სიმართლე, მაგრამ მე შევიძინე სამი დღის წინ ბიბლუსში არქანჯელები.
სიესტა 2018 წელი: პირველი თავია ლუციუსი. დარბაზში ვიღაც მაეგს ელოდებიან უზარმაზარ ქვის დარბაზში biggrin.gif


მზესთან ერთად დაჰყურებდა ჯადოქართა ქალაქს. კადარედიიდან ამომავალი კვამლი და შუადღის კანიონი, ცეცხლი სახურავებზე და გასხივოსნებული ტაძრები....

Posted by: alesandra 20 Apr 2019, 23:42
Krusty_the_Clown
მადლობა.
მგონი, მეორე თარგმანია ჰო?

დისერტაცია დაუცავთ მაგ წიგნზე ჯერ კიდევ 2010 წელს biggrin.gif
პაატა ჯაფარიძე "სადეჰ ჰედაიათის მხატვრული პროზის მოდერნისტული ასპექტები"
* * *
seeman
QUOTE
კობო აბეს the box man გადაუწერია ფაქტიურად


მგონი, "ბრმა ბუ" უფრო ადრეა დაწერილი (1936 წელს)

საინტერესო წიგნი ჩანს...

Posted by: Krusty_the_Clown 21 Apr 2019, 00:06
alesandra
სალომე ასათიანს აქვს კარგი რევიუ ამ წიგნზე, გადახედე (მოუსმინე)
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%A3-%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90-/29731824.html

Posted by: alesandra 21 Apr 2019, 14:42
Krusty_the_Clown
მადლობა.
პრეზენტაციაზეც მინდა წასვლა, რამემ თუ არ შემიშალა ხელი.

Posted by: Krusty_the_Clown 21 Apr 2019, 20:23
alesandra
არაფრის, რა მადლობა. წარმატებები, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო წარდგენა იქნება, თუ მოვახერხე, მეც მივალ.

Posted by: John-obi 23 Apr 2019, 17:28
user posted image
ავსტრალიელი დრამატურგისა და პროზაიკოსის, გრემ სიმსიონის წიგნის, „პროექტი „როუზის“ მთავარი პერსონაჟი 39 წლის მომხიბვლელი პროფესორი, გენეტიკოსი დონ ტილმანია, რომელსაც იმდენად ცოტა მეგობარი ჰყავს, მათი ჩამოთვლა ერთ ხელზე შეუძლია, სოციალურ ურთიერთობებში გამოჩენილი სირთულეები კი კიდევ უფრო აშორებს გარესამყაროსთან. ტილმანს სჯერა, რომ ყველა ადამიანი დაქორწინების მერე უფრო ბედნიერია და ამიტომ ახალ პროექტს იწყებს, რომლის შედეგადაც იდეალური ცოლი რამდენიმეგვერდიანი კითხვარის მეშვეობით უნდა იპოვოს.

დონის მონდომების საპირწონედ მის ცხოვრებაში ჩნდება როუზი - ქალი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რასაც დონი იდეალური ცოლისგან ელის. როუზს, თავის მხრივ, საკუთარი პროექტი აქვს - ბიოლოგიური მამა უნდა იპოვოს. როუზის ეს სურვილი გულგრილს არც დონს ტოვებს და იგი ქალის დახმარებას გადაწყვეტს.

ლაღი თხრობის სტილი, ტრაგიკომიკური ეპიზოდები და ნაწილობრივ დეტექტიური სიუჟეტი სწორედ ისაა, რაც სიმსიონის რომანს უსაშველოდ მომხიბლავს ხდის მკითხველისთვის. რაც მთავარია, წიგნი ყველას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სიყვარული ვერასდროს დაემორჩილება ლოგიკურ ფორმულებს და ხშირად ყველაზე უცნაურ ადგილებში უცნაური ფორმით მოგვევლინება ხოლმე.

2013 წელს ავსტრალიაში გამოცემული ეს რომანი 30 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

მთარგმნელი - მზია ლაპიაშვილი
რედაქტორი - მარინა ყიფშიძე
გარეკანის დიზაინერი - რუსლან ბერიძე

Posted by: ZGarb1 23 Apr 2019, 21:46
ოდნავ გადავუვხვევ და რა სჭირს წიგნები ბათუმს? რაღაც აღარ არის მათგან სიახლეები, ახალი წიგნები... თუ მე მეშლება რამე?!

Posted by: 4L3X 23 Apr 2019, 21:49
ZGarb1
მაისის ფესტივალზე გამოისვრიან ერთბაშათ.

Posted by: monogamist 23 Apr 2019, 23:16
ბრმა ბუ წინა ზაფხულს წავიკითხე ძველი გამოცემა )

Posted by: Ziggy Pop 23 Apr 2019, 23:24
ბათუმმა არამგონია რამე გამოისროლოს, არ არიან ახლა კარგ მდგომარეობაში მგონი.

Posted by: alesandra 23 Apr 2019, 23:48
monogamist
QUOTE
ბრმა ბუ წინა ზაფხულს წავიკითხე ძველი გამოცემა )


ვისი თარგმანი იყო, არ გახსოვს?

Posted by: ZGarb1 24 Apr 2019, 19:42
Ziggy Pop
ხო არ იცი რატო?

Posted by: monogamist 24 Apr 2019, 20:43
alesandra
სამშაბათს გეტყვი )

Posted by: monogamist 29 Apr 2019, 21:38
alesandra
თენგის კეშელავა

Posted by: alesandra 29 Apr 2019, 22:15
monogamist
მადლობა! smile.gif
..............................................................................

Posted by: John-obi 8 May 2019, 19:48
თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯონათან ფრენზენი რომანი „შესწორებები“ ტრაგიკომიკური ოჯახური საგაა, რომელშიც მოქმედება ლამბერტების ოჯახის გარშემო ვითარდება. ხანდაზმული ინჟინერი ალფრედ ლამბერტი და მისი მეუღლე ინიდი მარტო ცხოვრობენ, მათ ზრდასრული შვილებს – გარის, ჩიპს და დენიზს – კი თავიანთი ცხოვრება აქვთ. ოჯახის ყოფითი და ემოციური ამბების ფონზე ფრენზენი გვიჩვენებს თანამედროვე ამერიკული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ კულტურულ თუ სოციალურ დაპირისპირებებს და სხვადასხვა რეალობას, რომლებშიც პერსონაჟები ამოყოფენ თავს - იქნება ეს ბიოტექნოლოგიური კომპანია ფილადელფიაში, ლიბერალური განათლების კოლეჯი კონექტიკუტში თუ მსხვილი სარკინიგზო კომპანია.

წიგნი 11 სექტემბრის ტერაქტამდე 10 დღით ადრე გამოვიდა და ამის გამო ამერიკელების ტრაგედიამდელი ყოველდღიურობისა და ცხოვრების წესის ერთგვარ ილუსტრაციად იქცა. ფრენზენი ყურადღებას ამახვილებს იმ შესწორებებზე, რომლებიც გასული საუკუნის ბოლოს დაწყებულმა ეკონომიკური კრიზისმა ამერიკელთა ღირებულებათა სისტემაში შეიტანა. ამ პერიოდში ახალგამომცხვარი მილიონერებს ფონზე, რომლებიც მუდამ ცდილობდნენ, სხვებისაგან მაქსიმალურად განსხვავებულები ყოფილიყვნენ, ფრენზენი ლამბერტების ოჯახის სახით ამერიკაში ჩვეულებრივ მოქალაქედ ყოფნის ტრაგიკულ ბედს გვიჩვენებს. „სამწუხარო სინამდვილე ის იყო, რომ ყველა უჩვეულო და გამორჩეული ვერ გახდებოდა. ყველა თუ უჩვეულო იქნებოდა, ჩვეულებრივი ვინღა უნდა ყოფილიყო?“

რა ბზარებს აჩენს შეცვლილი გარემოებები ოჯახურ თუ საზოგადოებრივ ურთიერთობებში და როგორ ცდილობენ პერსონაჟები, ამის მიუხედავად შეინარჩუნონ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა - ყველაფერს ამას ავტორი გამორჩეული ოსტატობით აღწერს, რითაც სქელტანიანი წიგნის კითხვას სასიამოვნოს ხდის. ეს კი დამსახურებულად უნარჩუნებს რომანს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების, ხოლო ჯონათან ფრენზენს _ დიდი ამერიკელი მწერლის (Great American Novelist) სახელს.

user posted image

Posted by: ქაფქიანა 8 May 2019, 22:43
სულაკაური:

user posted image

user posted image

Posted by: John-obi 9 May 2019, 16:08
მსოფლიო ბესტსელერი №1. „აუშვიცის ტატუისტი“ არის იმედის, გადარჩენისა და სიყვარულის სიძლიერის ისტორია.

ლალე, ერთი მშრომელი და უკეთეს მომავალზე მეოცნებე ებრაელი ბიჭი, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს სასწაულით იმის წყალობით გადაურჩა, რომ ტატუისტი გახდა ათეულათასობით ტყვეს ნომრავდა. ტყვეობის დროს ბევრი ტრაგედიისა და ნაცისტთა სისასტიკის მოწმე შეიქნა, მაგრამ მტკიცე რწმენამ, რომ აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო, გააძლებინა...

მისმა თავდადებამ იხსნა სხვა ტყვეებიც ‒ მისგან მალულად მიწოდებულმა მოპარულმა პურის ნატეხებმა და ნუგეშისცემამ... გაზის კამერებში მოსაგუდად განწირული უამრავი ტყვეც სწორედ მისმა სიმამაცემ გადაარჩინა ‒ ლალე მათ ხელებზე ნომრებს ცვლიდა, ახალ ტატუს უკეთებდა.

სწორედ იმ ჯოჯოხეთში იპოვა ნამდვილი სიყვარული ‒ მასავით ტყვე გიტა ფურმანოვა, რომელიც 1945 წელს, აუშვიცის ბანაკის გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე, სხვა ტყვე ქალებთან ერთად უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

წიგნი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიყიდება! ასე რომ, „აუშვიცის ტატუისტი“ შეგიძლიათ უკვე საფესტივალო სიაში ჩაწეროთ.
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე.
user posted image

Posted by: nothing_else_matters 9 May 2019, 18:44
QUOTE (ქაფქიანა @ 8 May 2019, 22:43 )


user posted image

ამ წიგნის ყიდვას სად შევძლებ?????????????????????

Posted by: ქაფქიანა 10 May 2019, 10:23
nothing_else_matters

საწყენად ნუ მიიღებ, სულ მაინტერესებდა და შენ გკითხავ.

რა მუღამი აქვს წიგნზე კითხვის დასმას, თუ სად იყიდება? სად უნდა იყიდებოდეს წიგნი, თუ არა წიგნის მაღაზიაში?

ამ კითხვას რატომ სვამს ხალხი, აი მართლა ძალიან მაინტერესებს.

ელიავაზე იქნება დაშლილები, ბათუმის თევზის ბაზარში, ლილოში ტავარების სკლადებში თუ აი სად?

მართლა ძალიან მაინტერესებს.

Posted by: nothing_else_matters 10 May 2019, 11:21
ქაფქიანა

როცა შენ თვითონ დებ ფოტოს წიგნის,რომელიც არასდროს არსად შემხვედრია

და მქონია გამოცდილება როცა რომელიღაც კონკრეტული წიგნი არცერთი თანამედროვე წიგნების მაღAზიების ქსელში არ ყოფილა
და არც მშრალი ხიდი
არც პატივცემულ რიდერ როენასთან

ლოგიკურია მგონი ხო ვინც წიგნის ფოტოს დებს რომ კითხო სად იყიდა ან იცოდეს იქნებ სად იყიდება , შენზე მეტი ინფო ყველა ვარიანტში ექნება სადაც დებს
და სანამ მაღაზიაში ადგება და მივა როცა აწყდება ფოტოს ფორუმზე გეკითხება მაინც

იმედია ახლოს მაინც მიხვედი რაღაც აზრამდე იმის რაც ესე ძალიან გაინტერესებდა

Posted by: ქაფქიანა 10 May 2019, 11:32
nothing_else_matters

აგაშენა ღმერთმა.

სავარაუდოდ, ფესტივალზე გაიყიდება პირველად და მერე ნელ-ნელა გამოჩნდება მაღაზიებშიც.

Posted by: Krusty_the_Clown 13 May 2019, 23:45
user posted image

საზოგადოება ყველა დროში უწესებდა ადამიანებს ბედნიერების კრიტერიუმებს. ედნა პონტილიეს ყველაფერი ჰქონდა, რასაც მისი ეპოქა ბედნიერებად სახავდა, მაგრამ ერთ დღესაც გამოეღვიძა და აღმოაჩინა, რომ საკუთარი ცხოვრება არაფრად უღირს.

ეს სასიყვარულო რომანია. ეს არ არის მხოლოდ სასიყვარულო რომანი. ეს არის ამბავი საკუთარი თავის შეცნობისა, მათ შორის, სიყვარულითაც. ეს არის ამბავი, რომელიც ქეით ჩოპინმა, მეცხრამეტე საუკუნის მწერალმა, ფემინიზმის პირველი ტალღის აზვირთებასთან ერთად დაწერა. ავტორმა, რომელიც მის თანამედროვეებს არაერთხელ შეურისხავთ, რომელსაც მისი ეპოქის პრესა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა, თუმცა თანამედროვე ამერიკელ კრიტიკოსთა და სწავლულთა შეფასებით, თითქმის ასი წლით გაუსწრო დროს.

ედნა პონტილიეს ბედნიერების თავისი გზა ჰქონდა, რაც ეპოქას არ მოეწონა და ამიტომაც ქეით შოპინის „გამოღვიძებამ“ მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკის რამდენიმე შტატის ბიბლიოთეკების თაროები დატოვა.

▪️ ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა

▪️ პროექტის ავტორი: გვანცა ჯობავა
▪️ რედაქტორები: ზვიად კვარაცხელია და ირმა ჩინჩალაძე
▪️ დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე
▪️ გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი

Posted by: MITIATO 14 May 2019, 19:21
user posted image

„დიდი ხანია, მძაგს ხელოვანთა ჭიჭინი მუზების შესახებ, აქაოდა, ჩვენი გამჭრიახობა იმ ხმების დამსახურებაა, რომლებიც ჩაგვესმის, თორემ ჭკუა რომ გვიჭრის, ამას სხვა რა მიზეზი უნდა ჰქონდესო, ჩემი აზრით კი, ადამიანებმა მუზები საკუთარი გონიერების შესანიღბად გამოიგონეს აღარავინ გვკითხავს, ეს აზრები საიდან მოგდისო, არავინ შეეცდება, გაარკვიოს, სად გადის ზღვარი ერთმანეთში არეულ ავტობიოგრაფიასა და გამოგონილ ამბებს შორისო.

ჩემთვის ამგვარი გამოცანა ხელოვანის მიერ საკუთარი შემოქმედებითი უნარების დასაფარავად აღმართულ ფარს წარმოადგენდა, ფარს, რომელიც არავის მისცემდა სხვისი შემოქმედებითი პროცესის ფორმულირების, გაანალიზებისა და თუნდაც მასთან დაკავშირებული დეტალების შეტყობის შესაძლებლობას.“ - ტონი მორისონი.

წიგნი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიყიდება! ასე რომ, „ქებათა ქება სოლომონისა“ შეგიძლიათ უკვე საფესტივალო სიაში ჩაწეროთ.

ინგლისურიდან თარგმნა ეკატერინე მაჩიტიძე / Ekaterine Machitide
რედაქტორი: ლია შარვაშიძე
ყდის მხატვარი: მაკა ზედელაშვილი / Maka Zedelashvili

პ.ს. პალიტრასია


* * *
user posted image

წიგნი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიყიდება! ასე რომ, „რძე და თაფლი“ შეგიძლიათ უკვე საფესტივალო სიაში ჩაწეროთ.

ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ / Salome Benidze
რედაქტორი ანი კოპალიანი.

ესეც პალიტრასია

Posted by: MITIATO 19 May 2019, 12:44
user posted image

იტალიელი მწერლის, მელანია მაცუკოს რომანი "ვიტა" ერთდროულად ოჯახური საგაც არის და კოლექტიური ეპოპეაც. ეს არის სამხრეთ იტალიის უღარიბესი სოფლიდან შიმშილს გაქცეული ცხრა წლის ვიტასა და თორმეტი წლის დიამანტეს თვალით დანახული მეოცე საუკუნის დასაწყისის ემიგრაციის ისტორია. იტალიისა და ამერიკის არქივებში მრავალწლიანი დოკუმენტური კვლევის შედეგად, თავისი ოჯახური ამბიდან აღებული პერსონაჟებით ავტორმა მთელი ქვეყნის ავტობიოგრაფია დაწერა: სასტიკი, გულის ამაჩუყებელი და ღიმილისმომგვრელი, დაუვიწყარი ამბავი სიყვარულზე, დაბრუნებაზე, არ-დავიწყებაზე, არ-დანებებაზე.


Posted by: senpai 19 May 2019, 12:48
QUOTE (MITIATO @ 19 May 2019, 12:44 )
user posted image

იტალიელი მწერლის, მელანია მაცუკოს რომანი "ვიტა" ერთდროულად ოჯახური საგაც არის და კოლექტიური ეპოპეაც. ეს არის სამხრეთ იტალიის უღარიბესი სოფლიდან შიმშილს გაქცეული ცხრა წლის ვიტასა და თორმეტი წლის დიამანტეს თვალით დანახული მეოცე საუკუნის დასაწყისის ემიგრაციის ისტორია. იტალიისა და ამერიკის არქივებში მრავალწლიანი დოკუმენტური კვლევის შედეგად, თავისი ოჯახური ამბიდან აღებული პერსონაჟებით ავტორმა მთელი ქვეყნის ავტობიოგრაფია დაწერა: სასტიკი, გულის ამაჩუყებელი და ღიმილისმომგვრელი, დაუვიწყარი ამბავი სიყვარულზე, დაბრუნებაზე, არ-დავიწყებაზე, არ-დანებებაზე.

up.gif






სხვები სად არიან ? vik.gif

Posted by: ქაფქიანა 19 May 2019, 13:10
---------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: merkantila 20 May 2019, 14:04
user posted image


Posted by: Krusty_the_Clown 21 May 2019, 13:16
user posted image
ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანი – „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2019-ზე!

Posted by: Joiner 22 May 2019, 16:23
user posted image

კიდევ ერთი საფესტივალო სიახლე!

მარსელ პრუსტის შედევრმა „დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც 3000-ზე მეტ გვერდს მოიცავს და შვიდ ტომადაა დაყოფილი, შეცვალა არა მხოლოდ ფრანგული, არამედ მსოფლიო ლიტერატურა.

პრუსტი ძირეულად ცვლის რომანის სტრუქტურისა და სიუჟეტის ტრადიციული ქარგას: მოგვითხრობს სპონტანურ მოგონებათა, ასოციაციათა, ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ; მოვლენათა გადმოცემისას არ იცავს დროულ თანმიმდევრობას. მკითხველი პრუსტისეულ უდროო დროში ვარდება: წარსულის ფრაგმენტსა და დღევანდელ შეგრძნებას გამოჰყავს დროის ბრუნვიდან. დრო დამარცხებულია ამ რომანში, დრო ხელახლაა ნაპოვნი.

მთხრობელს (პრუსტსაც), რომელსაც წერა სურს, ყურადღება გაფანტული აქვს ამქვეყნიური ამაოებით, ზეპურ საზოგადოებაში ტრიალით, ფუქსავატობით და ამ მდგომარეობაში მყოფი გადაქანცულია უამრავი ძიებით. თვალნათლივ ხედავს, რომ არანაირი ლიტერატურული ნიჭი არ გააჩნია, რომ ვერაფერს დაწერს, რადგან ის თვისებანი, რაც მწერალს უნდა ჰქონდეს, მხოლოდ დროდადრო აქვს. გადაწყვეტს, ხელი აიღოს მწერლად გახდომის განზრახვაზე. თუმცა გერმანტების წვეულებაზე მისული ეზოში ფეხს წამოჰკრავს ცუდად დაგებულ ფილაქანს და წამსვე სენ-მარკის ეკლესიის ეზო ახსენდება ვენეციაში, სადაც სწორედ ამგვარად წაბორძიკდა. ლაქიას ჩაი მოაქვს და კოვზი გაწკარუნდება ლამბაქზე, რაც შუა მინდორში გაჩერებული მატარებლის შეკეთების ხმაურს აგონებს, როდესაც საყვარელ ბებიასთან ერთად მგზავრობდა. ბიბლიოთეკაში ფორთოხლის წვენს მოართმევენ და ხელსახოცი სწორედ ისევეა გახამებული, როგორც ბალბეკში პირველად ჩასვლისას დახვდა. ეს სამი ნიშანი იდუმალი კავშირია წარსულსა და აწმყოს შორის. და ის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებს – ჩაიკეტება, წერას დაიწყებს და კვლავ იპოვის დაკარგულ დროს. სასწორის ერთ მხარეს წერა იდება, მეორეზე – სხვა ყველაფერი. წერით უმაქნისი, უბედური ამაო სიცოცხლე, ქმედით, ბედნიერ სიცოცხლედ იქცევა.

ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა.

შეგახსენებთ, „არტანუჯს“ ასევე გამოცემული აქვს პრუსტის შვიდწიგნეულის მეოთხე ტომიც – „სოდომი და გომორი“.

Posted by: senpai 22 May 2019, 16:44
გაიჭრა არტანუჯი წინ. biggrin.gif უბრალოდ ვერ ვხვდები ხოლმე პრუსტს რატომ ეჭიდებიან ერთდროულად ესენიც და სულაკაურიც.

Posted by: Lord_Raptor 22 May 2019, 20:05
ბათუმელებს ჭირთ რამე? არ ისმის არაფერი მაგათგან. ან მე არ მსმენია. ამ დროს წესით თვალებში უნდა მეჩხირებოდეს და რა ხდება?

Posted by: MITIATO 23 May 2019, 11:37
user posted image

ავსტრიული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ჰერმან ბროხი 1886 წელს დაიბადა ვენაში. ჰერმან ბროხის და ზოგადად XX საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი საეტაპო ნაწარმოები ვერგილიუსის სიკვდილი 1945 წელს გამოიცა ამერიკაში. პოეზიისა და პროზის მიჯნაზე დაწერილ ამ რომანში აღწერილია გენიალური რომაელი პოეტის, ვერგილიუსის სიცოცხლის ბოლო საათები: მისი მგზავრობა და ბრუნდიზიუმში ჩასვლა, სიკვდილისწინა ხილვები და ბოდვები, მეგობრებთან და იმპერატორ ოქტავიანუსს ავგუსტუსთან უკანასკნელი საუბარი, რამაც გადაწყვიტა კიდეც მისი უკვდავი ქმნილების – ენეიდას ბედიც. რომანი შეგვიძლია ბროხის შემოქმედების ერთგვარ შეჯამებადაც მივიჩნიოთ, სადაც განხილულია მწერლისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი.

გერმანულიდან თარგმნა: რუსუდან ღვინეფაძემ
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
ილუსტრაცია ყდაზე: რიტა ხაჩატურიანი
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.

გამომცემლობა "ალეფი"

Posted by: ფორსტმანი 23 May 2019, 13:23
QUOTE (MITIATO @ 23 May 2019, 11:37 )
user posted image

ავსტრიული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ჰერმან ბროხი 1886 წელს დაიბადა ვენაში. ჰერმან ბროხის და ზოგადად XX საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი საეტაპო ნაწარმოები ვერგილიუსის სიკვდილი 1945 წელს გამოიცა ამერიკაში. პოეზიისა და პროზის მიჯნაზე დაწერილ ამ რომანში აღწერილია გენიალური რომაელი პოეტის, ვერგილიუსის სიცოცხლის ბოლო საათები: მისი მგზავრობა და ბრუნდიზიუმში ჩასვლა, სიკვდილისწინა ხილვები და ბოდვები, მეგობრებთან და იმპერატორ ოქტავიანუსს ავგუსტუსთან უკანასკნელი საუბარი, რამაც გადაწყვიტა კიდეც მისი უკვდავი ქმნილების – ენეიდას ბედიც. რომანი შეგვიძლია ბროხის შემოქმედების ერთგვარ შეჯამებადაც მივიჩნიოთ, სადაც განხილულია მწერლისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი.

გერმანულიდან თარგმნა: რუსუდან ღვინეფაძემ
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
ილუსტრაცია ყდაზე: რიტა ხაჩატურიანი
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.

გამომცემლობა "ალეფი"

მომეცა მიზეზი ფესტივალზე წასასვლელად biggrin.gif

Posted by: senpai 23 May 2019, 13:42
QUOTE (MITIATO @ 23 May 2019, 11:37 )
user posted image

ავსტრიული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ჰერმან ბროხი 1886 წელს დაიბადა ვენაში. ჰერმან ბროხის და ზოგადად XX საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი საეტაპო ნაწარმოები ვერგილიუსის სიკვდილი 1945 წელს გამოიცა ამერიკაში. პოეზიისა და პროზის მიჯნაზე დაწერილ ამ რომანში აღწერილია გენიალური რომაელი პოეტის, ვერგილიუსის სიცოცხლის ბოლო საათები: მისი მგზავრობა და ბრუნდიზიუმში ჩასვლა, სიკვდილისწინა ხილვები და ბოდვები, მეგობრებთან და იმპერატორ ოქტავიანუსს ავგუსტუსთან უკანასკნელი საუბარი, რამაც გადაწყვიტა კიდეც მისი უკვდავი ქმნილების – ენეიდას ბედიც. რომანი შეგვიძლია ბროხის შემოქმედების ერთგვარ შეჯამებადაც მივიჩნიოთ, სადაც განხილულია მწერლისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი.

გერმანულიდან თარგმნა: რუსუდან ღვინეფაძემ
რედაქტორი: ელზა ახვლედიანი
ილუსტრაცია ყდაზე: რიტა ხაჩატურიანი
ტექნიკური უზრუნველყოფა: გვანცა მახათაძე

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.

გამომცემლობა "ალეფი"

არვიცი გამიხარდეს თუ მეწყინოს, სანამ თარგმანს არ ვნახავ. yawn.gif

Posted by: Heart_of_Darkness 23 May 2019, 15:07
QUOTE (MITIATO @ 23 May 2019, 11:37 )
user posted image

რა კარგი ამბავია,
ბროხის მოერე წიგნი ქართულად. jump.gif

მაგრამ გული მიგრძნობს რომ გაყიდვებში ჩავარდება user.gif
ყდაც ისეთი აქვს, დიდად არ მიგიზიდავს.

Posted by: senpai 24 May 2019, 19:16
user posted image




მთავრობაში კაცი ყავს არტანუჯს user.gif

Posted by: B l a c k J a c k 25 May 2019, 00:21
Heart_of_Darkness
QUOTE
მაგრამ გული მიგრძნობს რომ გაყიდვებში ჩავარდება 
ყდაც ისეთი აქვს, დიდად არ მიგიზიდავს.

biggrin.gif
მთვარეულები და ეს. კარგია, რომ თარგმნეს.

Posted by: MITIATO 27 May 2019, 21:21
user posted image

მილორად პავიჩის "ვარსკვლავთა მოსასხამი". მალე... წიგნი გამოიცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის მხარდაჭერით

ოჩომ დააანონსა.

Posted by: Ezekia 27 May 2019, 21:29
QUOTE (MITIATO @ 27 May 2019, 21:21 )
user posted image

მილორად პავიჩის "ვარსკვლავთა მოსასხამი". მალე... წიგნი გამოიცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის მხარდაჭერით

ოჩომ დააანონსა.



....................


ნეტა ვისი თარგმანია...





..............

Posted by: the_lizard_king 28 May 2019, 00:28
ქარჩხაძის გამომცემლობამ დააანონსა ჯეფრ იუნიჯიდისის 'მიდლსექსი'. ძალიან კარგი ნიუსია ლიტერატურის მოყვარულებისთვის.

Posted by: MITIATO 28 May 2019, 01:40
user posted image


თორმეტი წელია გასული არაკენის ომის მერე, როდესაც უდაბნო ფარკედელში გადმოიღვარა და ლომის ტახტზე პოლ ატრეიდესი ავიდა – არა იმპერატორი, არამედ ღმერთი.
„კვლავ იწყება დრამა“, – თქვა მაშინ პოლმა.
მუად’დიბის ჯიჰადს უკვე ათეულობით პლანეტა და მილიარდობით ადამიანი ჰყავს წალეკილი.
ღმერთს გასჩენია მეხოტბები, მომლოცველები, ფანატიკოსები და განდგომილები.
მან იცის მომავალი და მისი ტყვეა. მტრებად ჰყავს ბედისწერა, ვალდებულება და სამყაროს უძველესი, უძლიერესი ორდენები; მოკავშირეებად ჰყავს ისინი, ვისაც უყვარს იგი.
„დიუნის მესიის“ წაკითხვამდე აუცილებლად უნდა იცნობდეთ სერიის პირველ წიგნს, „დიუნს“. მეორე წიგნი არის საფეხური, რომელიც ამ საკულტო ნაწარმოებს ფანტაზიის სიმაღლეებიდან ფილოსოფიის სიღრმეებისკენ ატრიალებს, თუმცა არც პირველს აკლია მეორე და არც მეორეს – პირველი. ატრეიდესების საოცარი საგა უჩვეულოდ გრძელდება, როგორც უნდა გაგრძელდეს ამბავი მისი, ვინც არის
„სალოსი წმინდანი,
ოქროს მგზავრი უცხო მხარიდან,
სამარადჟამოდ
დასახლებული გონის კიდეზე“.
მთარგმნელი: ნინო ბარძიმიშვილი
რედაქტორი: ნათია მენაბდე
დიზაინერი: ნატალია ავალიანი

bis.gif

Posted by: John-obi 28 May 2019, 18:36
user posted image
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, 30 მაისი - 2 ივნისი.
აიზეკ აზიმოვის "მარადისობის აღსასრული" ქართულ ენაზე გადამუშავებული და შევსებული სახით, პირველად გამოიცემა.

აიზეკ აზიმოვის „მარადისობის აღსასრული“ მწერლის ერთ-ერთი პოპულარული და გამორჩეული რომანია. წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკაა, იგი 1955 წელს გამოიცა და დღემდე უდიდესი სიყვარულითა და თაყვანისცემით სარგებლობს ჟანრის მოყვარულებში.
„მარადისობის აღსასრული“ დროის ფენომენისა და დროში მოგზაურობის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს. ნაწარმოებში აღწერილია მომავალი, რომელშიც კაცობრიობამ, დროში მოგზაურობის მეშვეობით, დროის მიღმა დააარსა მარადისობა – ორგანიზაცია, რომელშიც მარადიულები მუშაობენ – სპეციალურად მომზადებულ მეცნიერთა და ტექნიკოსთა ჯგუფი, რომლის დანიშნულება დროზე დაკვირვება და საჭირო ჩარევებით კაცობრიობის ბედის გაუმჯობესებაა. კაცობრიობის ბედნიერებას მარადიულები მცირე ჩარევების მეშვეობით აღწევენ – სულ პატარა ჭანჭიკის გადაადგილებამ, უმნიშვნელო ადამიანის გაქრობამ, ჩაშლილმა შეხვედრამ, დაუგეგმავმა მოვლენამ ხომ შეიძლება კაცობრიობის ისტორიას ომები და კატასტროფები ააცილოს თავიდან. მაგრამ ჩარევებს ბევრი რამ ეწირება და,რა თქმა უნდა, გარდაუვალია დიდი დილემებიც.
„მარადისობის აღსასრულის“ ყოველ თავში სუნთქვის შემკვრელი მოულოდნელობა, სიუჟეტის წარმოუდგენელი შემობრუნება გელოდებათ – სწორედ ეს მოულოდნელობები ქმნის აიზეკ აზიმოვის განუმეორებელ ხელწერას.

მთარგმნელები: ნანა მელიწკაური, მარინა ქართველიშვილი, გიორგი ხარაიშვილი
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
დიზაინერი: გაგა თურმანიშვილი

Posted by: Heart_of_Darkness 28 May 2019, 21:46
თურმე რა მაგარი წიგნი გამოსულა, მე კიდევ გამომრჩენია.
ფუკუიამმა ქართულადjump.gif
user posted image
მეზარებოდა ფესტივალზე წასვლა, მაგრამ ამ წიგნისთვის შევივლი.

Posted by: ქაფქიანა 28 May 2019, 21:56
მეჩვენება თუ ყდაზე ,,მჭერმეტყველი" წერია? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Heart_of_Darkness 28 May 2019, 22:13
ქაფქიანა
lol.gif
არადა, ისე გამიხარდა ,,პრეისტორიული ხანიდან საფრანგეთის რევოლუციამდე" ამის ქვემოთ აღარ წამიკითხავს.

მთავარია რომ თარგმნეს,
შემდეგ გამოცემაზე ჩაასწორებენ, ალბათ- მჭევრმეტყველით biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 28 May 2019, 22:15
Heart_of_Darkness

რა სამარცხვინოა.

ტაიპო და ყდაზე.

უნივერსიტეტის გამოცემა მაინც არ იყოს.

Posted by: Heart_of_Darkness 28 May 2019, 22:26
ქაფქიანა
ცოტა უცნაურიც კია.მათ სხვა წიგნებზე არ შემინიშნავს მსგავსი შეცდომა.
ილიაუნის სხვა სოც.პოლ. ლიტ-რის გამომცემლობებზე უკეთესი ხარისხის თარგმანები კი აქვთ ხოლმე... თან შემდეგი გამოცემა თუ იქნება, ჩაასწორებენ.
ერთადერთი ,,შთა-ს" პირველ გამოცემებზე, მახსოვს იყო შეცდომები- სტივენ ჰოუკინგის ნაცვლად- სტეფან ჰოვკინგად ეწერა და ა.შ. smile.gif

საინტერესოა ვინ არის მთარგმნელი ან რედაქტორი. ან როგორ გაეპარათ. სიჩქარეში ხდება ხოლმე, ალბათ.

თავს იმით გავიმხნევებ, რომ მთელ თარგმანს მხოლოდ ყდაზე გაპარული შეცდომით არ შევაფასებ user.gif

Posted by: ქაფქიანა 28 May 2019, 22:32
Heart_of_Darkness

ნუ, ვნახოთ.

ფუკუიამას პონტში ტეხავს, თორემ მაკულატურაზე რაც უნდათ, ის უქნიათ.

Posted by: Moby-Dick 29 May 2019, 00:59
ვშლი რავი, გაფრთხილება და ეგეთი რამეები არაუშავს იყოს რამვდენიც საჭიროაbiggrin.gif

Posted by: ფორსტმანი 29 May 2019, 02:19
QUOTE
ტაიპო

რაღაც გონივრული ეჭვი მაქვს ტაიპო არ არის biggrin.gif


Moby-Dick
კარგი სურათი იყო არადა biggrin.gif

Posted by: monogamist 29 May 2019, 12:34
ქაფქიანა
მჭერმეტყველზე ვერ მივხვდი რა არი შეცდომა?

Posted by: DinamoTbilisi 29 May 2019, 12:45
QUOTE (monogamist)
მჭერმეტყველზე ვერ მივხვდი რა არი შეცდომა?

მჭევრმეტყველია სწორი ფორმა

Posted by: vaho 29 May 2019, 14:33
QUOTE
მჭევრმეტყველია სწორი ფორმა


მჭერმეტყველია სწორი.

ვ არ უნდა.

სწორად უწერიათ მაგათ...

Posted by: DinamoTbilisi 29 May 2019, 14:43
vaho
აჰა
http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=42&t=39748

Posted by: vaho 29 May 2019, 14:49
user posted image
...............................................
* * *
ენა დინამიურად ვითარდება და ზედმეტი თანხმოვნები ერთგვარად "ცვდება" და იკარგება სიტყვებიდან.

რამდენიმე მაგალითი ვიცოდი კიდევ, მაგრამ ახლა ვეღარ ვიხსენებ...

Posted by: monogamist 29 May 2019, 15:33
ვემხრობი მოსაზრებას რომ ენა დინამიურია
მეტი წიგნი იბეჭდება - მეტად დინამიურია
ვ-ს გარეშე მეტ რეზულტატს აგდებს გუგლი
ჩემთვის ეგ არგუმენტია

Posted by: just_for_today 29 May 2019, 15:55


ლოლ

სიტყვა "შეურაწყოფასაც" ბლომად ხალხი წერს ისე.
ეს იმიტომ რომ გაცვდა ის "ცხყ" ალბათ. შემოაცვდა ენას. შემოადნა, შემოეცრიცა. შემოედინამიურდა.

და ალბათ ეგ ხალხიც იმსახურებს გაგებით მოკიდებას, თან ასეთი არღუმენტი ეძრობა ცვეთაზე.


მთავარია იხტიბარი არ გაიტეხონ.

Posted by: vaho 29 May 2019, 16:02
QUOTE
"შეურაწყოფასაც


ცხ-ს გაცვდომით წ ვერანაირად ვერ მიიღება.

ჰა და ჰა, ყ გამოდნეს...
* * *
და იყოს მჭე-ვ-რმეტყველი, კი ბატონო.

პრემიას მე მაინც არავინ გამომიწერს და...

Posted by: just_for_today 29 May 2019, 16:07
vaho
QUOTE
ცხ-ს გაცვდომით წ ვერანაირად ვერ მიიღება.


ფაქტია რომ მიიღება, რადგანაც ენა დინამიურია და ხალხს ასე უფრო უხერხდება თქმა და წერა,

უბრალოდ ცოტა ცვეთა და ცოტა მუტაციაც არის ამ შემთხვევაში, რა მოხდა ახლა.

Posted by: monogamist 29 May 2019, 16:56
just_for_today
სგ მაგრად იბაზრე *
რომ დაგეგუგლა ნახავდი რომ სწორს ექვსჯერ მეტი რეზალტი აქვს

Posted by: DinamoTbilisi 29 May 2019, 20:11
2 წლის წინ ვისწავლე, მჭევრმეტყველი სწორი რომაა
ახლა არვიცი, შეიძლება ვისაც ევალება ენაში ცვლილებების შეტანა, იმან შეცვალა სწორი ფორმა
ზოგადად, სწორია მჭევრმეტყველი smile.gif
საკმაოდ სანდო საიტებიც მჭევრმეტყველს აგდებს

Posted by: Ras_al_Ghul 4 Jun 2019, 17:56
მათთვის ვინც ბათუმელების ახალ წიგნებს ელოდებოდით:

იმ წიგნების ნაწილი, რომლებსაც საფესტივალოდ ასე ძალიან ველოდებოდით, დიდი დაგვიანებით, მაგრამ უკვე თბილისშია! ❤
ოთხი ახალი და ცხრა დიდი ხნის მონატრებული წიგნის ხელახალი გამოცემის შეძენა კვირის ჩათვლით 50%-ანი ფასდაკლებით, ჩვენი გამომცემლობის ოფისში ხვალიდან შეგეძლებათ.

სამუშაო საათები: 11:00 - 19:30

მისამართი: იაკობ ნიკოლაძის 5ა

შაბათ-კვირას მინიფესტივალსაც შემოგთავაზებთ(მდებარეობას მოგვიანებით შეგატყობინებთ)

ახალი გამოცემების სპეციალური, საამკვირაო ფასები:
ფრენკ ჰერბერტი "დიუნის მესია" - 10.00 ლარი(ნაცვლად 19.90)
აიზეკ აზიმოვი "მარადისობის აღსასრული" - 8.50(16.90)
ე. მ. ფორსტერი "ოთახი ხედით" - 12.00(23.90)
ჩარლზ დიკენსი "დიდი იმედები" - 12.50(24.90)
ფენი ფლეგი "შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე "უისელ სტოპში" - 12.50(24.90)
ქეთრინ პეტერსონი "ხიდი ტერაბითიაში" - 6.50(12.90)
ანა გავალდა "35 კილო იმედი" - 5.00(9.90)
რეი ბრედბერი "ტანმოხატული კაცი" - 7.50(14.90)
ჯონ ბოინი "ბიჭი ზოლიან პიჟამაში" - 6.50(12.90)
დავით გაბუნია "დაშლა" - 5.00(9.90)
სალომე ბენიძე "ქალაქი წყალზე" - 6.00(11.90)
დმიტრი გლუხოვსკი "მეტრო 2034" - 8.50(16.90)
დმიტრი გლუხოვსკი "მეტრო 2035" - 11.50(20.90)

წიგნების მეორე ნაწილი დაახლოებით ორ კვირაში ჩამოვა

user posted image

Posted by: senpai 7 Jun 2019, 12:33
user posted image

=====================

Posted by: 4L3X 25 Jun 2019, 22:17
user posted image

მედლინ ლ'ენგლი ლეგენდარული ამერიკელი ავტორია, მრავალი ჯილდოს მფლობელი მწერალი, რომელმაც სახელი საბავშვო და მოზარდთათვის განკუთვნილი წიგნებით გაითქვა.

”გარღვევა დროში" ლ'ენგლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელმაც არაერთი ლიტერატურული ჯილდო მიიღო.

2018 წელს გამოვიდა ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული გახმაურებული ფილმი, მთავარ როლებში - რიზ უიზერსპუნი და ოფრა უინფრი.

მეგი კეთილი, ჭკვიანი გოგოა, მაგრამ - ჯიუტი და მეამბოხე, რის გამოც სკოლაში პრობლემები აქვს. მეგის მამა დიდი ხნის წინ, ერთ სამეცნიერო ექსპერიმენტზე მუშაობისას, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და მასზე აღარაფერი სმენიათ. მეგს საოცარი, მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ძალიან ენატრება მამა...

ქალბატონმა ვინ-ვინომ, ქალბატონმა რაო-რაომ და ქალბატონმა რომელიომ - სამმა უცნაურმა ქალმა, რომლებიც მეგის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდნენ, ნამდვილად რაღაც იციან მისტერ მიურის ადგილსამყოფლის შესახებ. სინამდვილეში სასწორზე ერთი მეცნიერის სიცოცხლე კი არა, ყველაფერი მშვენიერი და ამაღლებული დევს - სიყვარული, სიკეთე, ხელოვნება, სინათლე... ამ ყველაფრის გადასარჩენად მეგი, სამი ქალბატონი, პატარა ჩარლზ უოლესი და კელვინი დიდ, სახიფათო მოგზაურობაში მიემართებიან.

მთარგმნელები: ეკატერინე სუმბათაშვილი, მარიამ შენგელაია
რედაქტორი: თათია კობიძე
ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი
ტექნიკური დიზაინი: მალხაზ ფაღავა

Posted by: 4L3X 28 Jun 2019, 21:08
user posted image

ჩვენი ახალი სერია, "საკუთარი ოთახი", ამჯერად ქართველი ავტორის ნაწარმოებს წარმოგიდგენთ!

მაია ცირამუას რომანი - "მშვიდობით, ძია გერშვინ!" - ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანში შესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა, თითქოს უწინდელივით სიცოცხლით სავსე და ენერგიულია? რომანის მთავარი პერსონაჟი მზადაა, ყველაფრი დათმოს, რათა გააბედნიეროს ის, ვინც მისთვის ყველაზე ძვირფასია.

"მშვიდობით, ძია გერშვინ!" სერია "საკუთარი ოთახის" ნაწილია. სერია აერთიანებს იმ ქალ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელთა წიგნებმა, ღირებულებებმა და ცხოვრების წესმა თავისი როლი ითამაშა ადამიანის უფლებების დაცვაში, ქალთა გაძლიერებასა და თანასწორობისთვის ბრძოლაში.

ყდაზე გამოყენებულია თეზი გაბუნიას ნამუშევარი

რედაქტორი: ია ვეკუა
ტექნიკური დიზაინი: მალხაზ ფაღავა

Posted by: senpai 12 Aug 2019, 13:17
user posted image


========================

Posted by: senpai 12 Aug 2019, 13:17
user posted image


========================

Posted by: vaho 12 Aug 2019, 13:25
ლიოსა რატომ ითვლება კარგ მწერლად, შეგიძლიათ ამიხსნათ?

მოკლედ, არგუმენტირებულად და ემოციების გარეშე...

Posted by: senpai 12 Aug 2019, 13:29
vaho
QUOTE
ლიოსა რატომ ითვლება კარგ მწერლად, შეგიძლიათ ამიხსნათ?

ბერძენიშვილმა თქვა ასე, მეტი რა არგუმენტი გინდა ? biggrin.gif

Posted by: monogamist 12 Aug 2019, 17:53
vaho
რავი ნეტა ითვლებოდეს biggrin.gif
მე კი მომწონს ფრიად

Posted by: Dalinar 13 Aug 2019, 12:44
QUOTE (Heart_of_Darkness @ 4 Apr 2019, 16:19 )
QUOTE (ქაფქიანა @ 4 Apr 2019, 15:55 )
არქანჯელები?

ძალიან ხელოვნურად ჟღერს.
არქაული და ქაჯი ამომიტივტივდა უცებ, ცნობიერებაში user.gif
არქანჯელ მიქაელი biggrin.gif

ჰო ყურს ცუდად ხვდება , მეც მთავარანგელოზებზე მეგოან წიგნი, სათაურის გამო შეიძლება იფიქრო ალბათ, ანგელოზთა დაცემის ახალი გადამღერებაა, მაგრამ საერთოდ სხვა რამეზეა წიგნი.
ცნობილი სახელების მიღმა უცნობი პერსონაჟები არიან, ინდივიდუალური, თვითმყოფი, სრული, ადამიანური ემოციების მქონე და ამავე ემოციების მომტანი. ოდნავ თხრობის სტილია დასახვეწი ჩემი აზრით ფანტაზიით და ფლოტ ტვისტებით გაოცებული დავრჩი პირადად მე.

Posted by: Joiner 13 Aug 2019, 12:51
Dalinar

კალადინი როგორაა? user.gif



user posted image

Posted by: Heart_of_Darkness 13 Aug 2019, 14:22
QUOTE (Dalinar @ 13 Aug 2019, 12:44 )
ჰო ყურს ცუდად ხვდება , მეც მთავარანგელოზებზე მეგოან წიგნი, სათაურის გამო შეიძლება იფიქრო ალბათ, ანგელოზთა დაცემის ახალი გადამღერებაა, მაგრამ საერთოდ სხვა რამეზეა წიგნი.
ცნობილი სახელების მიღმა უცნობი პერსონაჟები არიან, ინდივიდუალური, თვითმყოფი, სრული, ადამიანური ემოციების მქონე და ამავე ემოციების მომტანი. ოდნავ თხრობის სტილია დასახვეწი ჩემი აზრით ფანტაზიით და ფლოტ ტვისტებით გაოცებული დავრჩი პირადად მე.

ჯერ არ წამიკითხავს, დამაინტერესეთ.
ისეთი სათაური კი აქვს, ერთხელ რომ გაიგებ, გამახსოვრდება.



ამ წიგნზე სულ არქანჯელო ლამბერტი, მახსენდება biggrin.gif


Posted by: ჯიმ"მორისონი 13 Aug 2019, 15:55
QUOTE
ლიოსა რატომ ითვლება კარგ მწერლად, შეგიძლიათ ამიხსნათ?

მოკლედ, არგუმენტირებულად და ემოციების გარეშე...

ვაცის ნადიმის შემდეგ ეგ კითხვა არ უნდა დასვა smile.gif

მაგარი წიგნია,ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა ეგ წიგნი და ლიოსა


Posted by: Dalinar 14 Aug 2019, 12:47
QUOTE (Joiner @ 13 Aug 2019, 12:51 )
Dalinar

კალადინი როგორაა? user.gif



user posted image

შალანმა, დაადო და ცოტა ვერაა ხასიათზე lol.gif lol.gif

Posted by: Juventino 14 Aug 2019, 12:56
კარგი თანამედროვე მეცნიერული წიგნი მირჩიეთ რა მადლობა.

Posted by: B l a c k J a c k 30 Aug 2019, 11:43
ლიოსა ახალია-დავუდარაჯდები.
ეკლების უფლისწული გამიგია. რუსულად წაიკითხა მეგობარმა და მე მეუბნებოდა დაიწყე კითხვა მაგარი წიგნი არისო.
პორტალმა უკვე გამოცემული წიგნების გაგრძელებებიც დადოს რა დასწყევლოს ეშმაკმა. იგივე ანიჰილაცია-კი არის სტანისლავ ლემის გადამღერება, მაგრამ სასიამოვნოდ წაიკითხა თავი biggrin.gif
ისე ამ დოლარის კურსმა და მთელმა რიგმა ფინანსურმა ფაქტორებმა საკმაოდ იმოქმედა ბეჭვდით მედიაზე და გული მწყდება უზომოდ.
ადრე უფრო მეტი წიგნი გამოდიოდა და ახლა იმდენს ვეღარ თარგმნიან და ბეჭდავენ.

Posted by: monogamist 24 Sep 2019, 20:00
რამდენიმე წამით გაგახარეთ, აბა არაფერია ახალი )

Posted by: Ezekia 26 Sep 2019, 20:02
ლევან ბერძენიშვილი - "დიდი გასეირნება ლიტერატურაში"

„ამ წიგნის კითხვისას მკითხველი ჩვენი ქვეყნის ისტორიას, განსაკუთრებით კი ქართულ ლიტერატურას, გაადევნებს თვალს ისე, თითქოს მართლაც სეირნობდეს. აქ ნახავთ პერსონაჟების საოცარ დიაპაზონს.“ – ნესტან ნენე კვინიკაძე ლევან ბერძენიშვილის წიგნზე

„ლიტერატურის ფუნქციაა, რომ მოვლენები იდეებად აქციოს, მწერალი კი, როგორც ფოლკნერი გვეუბნება, ვალდებულია ადამიანს სიმამაცე, ღირსება, იმედი, სიამაყე, თანაგრძნობა, სიბრალული და თავგანწირვა შეახსენოს, რაც წარმოადგენს კიდეც მისი წარსულის დიდებას.“ – ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობიდან


Posted by: Ezekia 26 Sep 2019, 20:06
დიანა ანფიმიადი - „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“!

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი და ჩვენი კულტურული იდენტობაა. ყოველი ეპოქა მას ხელახლა უბრუნდება და გაიაზრებს. „ვეფხისტყაოსანი“ მძლავრი ინსპირაციის წყაროა შემოქმედთათვის, რომლებიც თავიანთი მხატვრული ხედვით და ინტერპრეტაციებით კიდევ უფრო ამდიდრებენ
უკვე მდიდარი ტრადიციების მქონე ლიტერატურათმცოდნეობით დარგს – რუსთველოლოგიას.

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პოეტისა და ენათმეცნიერის – დიანა ანფიმიადის ახალ წიგნთან დაკავშირებით. „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ – ასე ჰქვია კრებულს და ის სხვადასხვა საუკუნის ხელნაწერებში შემონახული მინაწერების, ჩასწორებების თუ შენიშვნების მიხედვით შექმნილი წიგნი-რომანია, რომელიც უამრავ საინტერესო, ნაცნობ და უცნობ, ასევე გამოგონილ ამბავს აერთიანებს.

ეს წიგნი განკუთვნილია გურმანი მკითხველებისთვის, ვისაც უყვარს წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა. „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ მეგზურობას გაუწევს იმ ახალგაზრდებსაც, ვინც ახლა იწყებს რუსთველოლოგიის სიღრმეებში წვდომას, ასევე თვალმოუწყვეტლად საკითხავია იმათთვის, ვისთვისაც წიგნის კითხვა მხოლოდ გართობის კი არა, უპირველესად შემეცნების, აღმოჩენების პირველწყაროა.


Posted by: Ezekia 26 Sep 2019, 20:11
ბერტა ფონ ზუტნერი "ძირს იარაღი!"

ავსტრიელი მშვიდობისმყოფელი და მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი მისი ნაწარმოებების, ლექციებისა და პაციფისტური იდეების ლობირების შედეგად გახდა მსოფლიო სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი I მსოფლიო ომის დაწყებამდე.

1905 წელს გახდა ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი მშვიდობის დარგში. სწორედ მან დაარწმუნა მშვიდობის პრემიის დაფუძნების მნიშვნელობაში მეგობარი ალფრედ ნობელი. ასევე შთააგონა ასიათასობით მისი თანამედროვე, რომ საკუთარ ქვეყნებში სამშვიდობო მოძრაობის აქტიური წევრები გამხდარიყვნენ.

ბერტა ფონ ზუტნერი, როგორც საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერი, პაციფისტად ჩამოყალიბდა საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში. მისი იდეები კვლავაც რჩება ისეთივე აქტუალურად, როგორც მისი მოღვაწეობის დროს. ზუტნერის 1889 წელს გამოცემული და ბესტსელერად ქცეული რომანი „ძირს იარაღი!“ მიანიშნებს მშვიდობის უალტერნატივობაზე.

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პირველი პრემიის მფლობელის – ნინო კალანდარიშვილის ინიციატივით მალე „ძირს იარაღი!“ ქართულად პირველად გამოიცემა (მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე). „არტანუჯთან“ ერთად პროექტს საინიციატივო ჯგუფი „ნდობა მშვიდობისთვის“ ახორციელებს.

ბანერზე გამოყენებულია უახლესი თარგმანის გარეკანი. ზუტნერის რომანინიდერლანდურის ქართული თარგმანი შევა „არტანუჯის“ სერიაში – „სხვა კლასიკა“.


Posted by: Ezekia 26 Sep 2019, 20:17
* * * * * * * * * * * * *
.....................


Posted by: Ezekia 26 Sep 2019, 20:18
.....................
.....................

Posted by: Ezekia 26 Sep 2019, 20:19
***************
***************


Posted by: Ezekia 26 Sep 2019, 20:22
ყველა ქვეყნის ისტორიაში არის გარდამტეხი პერიოდები. იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ასეთი პერიოდი VIII-XI საუკუნეებს მოიცავს. ეს ის დროა, როცა ქვეყანა ჩინეთის გავლენისგან თავისუფლდება; როცა იწყება ახალი, ჰეიანური ეპოქა. სწორედ XI საუკუნეში ცხოვრობდა იმპერატორის კარის სეფექალი, უძველესი გვარის, ფუჯივარას წარმომადგენელი მურასაკი შიკიბუ, რომლის მიერ შექმნილმა ნაწარმოებმა „ამბავი უფლისწული გენჯისა“ საუკუნეებს გაუძლო.

იაპონიის სამეფო კარის ცხოვრების დახვეწილი პორტრეტი, რომელიც XI საუკუნეში შეიქმნა, მსოფლიოში ცნობილია, როგორც პირველი რომანი. მკითხველის თვალწინ იშლება ჰეიანელი არისტოკრატიის ყოველდღიური ცხოვრების სურათები. მკაფიოდ დახატული პერსონაჟები, ეროტიკული კოლორიტი, მძაფრი გრძნობები და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არც თანამედროვე მკითხველს დატოვებს გულგრილს.

XI საუკუნეში შექმნილი ეპოპეა 54 თავისაგან შედგება. ამ წიგნში მოცემული 15 თავი წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის იაპონიის არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობის, სახელმწიფო წყობისა და კულტურის შესახებ. დართული შენიშვნები და კომენტარები დაგეხმარებათ, იმ პერიოდის იაპონიის პოლიტიკურ და სოციალურ იერარქიასა და უძველეს ტრადიციებში გაერკვეთ.

მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი





Posted by: Ezekia 26 Sep 2019, 20:43
user posted image

user posted image

user posted image


Posted by: senpai 5 Oct 2019, 00:06
მომენატრა ფოლკნერის წაკითხვა. წლის ბოლომდე აუცილებლად წავიკითხავ.

user posted image

Posted by: vaho 5 Oct 2019, 11:11
კაი წიგნები უთარგმიათ.

როდისაა უახლოესი ფესტივალი, რაღაც ხომ უნდა იყოს ახლა, ფასიანი რომაა შესვლა?

Posted by: fork 5 Oct 2019, 13:24
vaho
ნოემბერშია ხოლმე წიგნის დღეები, ორლარიანი შესაწირით.
დეკემბერში ჩვეულებრივად ფესტი, თან იმენნა ისეთ დროს, ჩემს იუბილეს ემთხვევა ხოლმე ხანდახან.

Posted by: adelva 5 Oct 2019, 16:05
user posted image
თარხან გასვიანი "მორალის გარეშე"
წიგნი დღიურის ტიპისაა, რომელიც პირველ პირში მოგვითხრობს არც ისე უბრალო ბიჭის, ნამდვილ ამბავზე დაყრდნობილ ისტორიას, რომელიც ცდილობს იყოს ბედნიერი და ამისთვის არასწორ გზას ირჩევს, რომელიც მისი და ზოგადად საქართველოს და მსოფლიოს უახლესი ისტორიის აპოკალიფსთან გათანაბრებული ჭირია. წიგნი მარტივი, იუმორისტული ენითაა დაწერილი, იკითხება ადვილად.
წიგნში იხილავთ ისტორიებს სიყვარულზე, ნარკოტიკზე, სექსზე, უბრალო ოთხფეხა ძაღლზე და ნიღაბ აფარებულ საზოგადოებაზე, სხვადასხვა სახის ნიღბებზე, რომლებსაც საზოგადოება ასე ხშირად იყენებს ხალხის თვალის ასახვევად.

რამდენიმე რეცენზია:

1. მორალს თუ ეძებთ არ იწვალოთ - მორალის გარეშე ხომ ბევრად მარტივია. ეს სიტყვები იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც ძალიან კარგად იცის მორალის არსი და ზუსტად ამიტომ თვლის, რომ მორალი არ უნდა ეძებო - ის შენშია. თითოეული გვერდი სწორედ მორალისა და ამორალურობის ეგზისტენციალური ჯაჭვია, რომელიც გვანახებს, რამდენად ამორალურები ვართ, როდესაც სხვის მორალს განვიხილავთ. იპოვო და აღიარო შენს თავში ის, რასაც გაბოროტებული საზოგადოება ცდილობს იპოვნოს შენში, არის საკუთარ თავზე გამარჯვება - ყველა დაწერილი სიტყვა ამ ტექსტში ამის ლუსტრაციაა. აღიარება - აღსარება - უდიდესი ქრისტიანული და არამხოლოდ ქრისტიანული, ზოგადად რელიგიური, მრწამსისმიერი მოვლენაა, რომელსაც ყველაზე ახლოს მიყავხარ მზიარებელთან - ზიარებასთან. ამ ნაშრომმა მოახერხა ეთქვა ის, რასაც აღმსარებელთა 99% არათუ საზოგადოებასთან, არათუ ეკლესიასთან და რელიგიასთან - საკუთარ თავშიც კი ვერ აღიარებს.

კოკა ყანდიაშვილი დოკუმენტალისტი ტელეწაყმმყავანი 49 წლის.

2. თარხან გასვიანის სადებიუტო რომანი "მორალის გარეშე" განსაკუთრებული გულწრფელობითა და გულახდილობით დაწერილი ტექსტია, რომელიც პირადი მონოლოგის კვალდაკვალ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე საინტერესო, უცნობ და შემზარავ ამბებს ყვება. მიუხედავად სათაურისა, სინამდვილეში წიგნი მორალურ დილემათა მთელი მძივია, რომლის თითოეული ელემენტი ავტორის პირადი გამოცდილების ხარჯზე იქმნება. აქაა თემები, რომლებზეც აქამდე არ უსაუბრიათ ქართველ მწერლებს და ამბები, რომელთა მოყოლასაც დიდი გამბედაობა სჭირდება".
ალექსანდრე ლორთქიფანიძე მწერალი ტელეწამყვანი (30 წლის)

3.თარხან გასვიანის "მორალის გარეშე" არის წიგნი-პროტესტი. იგი არ ერიდება არცერთ კითხვას, მაგრამ გაურბის მორალისტურ პასუხებს ამ კითხვებზე. მორალისტურიპასუხებით ცხოვრება არის ბევრად იოლი, მაგრამ უინტერესო. თარხან გასვიანი ირჩევს საინტერესო ცხოვრებას.
ზვიად ქორიძე ჟურნალისტი (50 წლის)


1. "ბუქმარქი" - არაყიშვილზე
2. "შაქრო ბაბუა" - ჭავჭავაძის 17(პიკსელის მოპირდაპირე)
3. საკანცელარიო მაღაზია "კანცელარი" - ზ.ფალიაშვილის 55
4. "ფაბულა" - ფანჯიკიძის(იგ. ბუდაპეშტის) 3ა
5. "პარნასი" - ჭავჭავაძის 22
6. "სანტა ესპერანსა" - მარჯანიშვილის მეტროსთან სანქ-პეტერბურგის 12
7. "პროსპერო" - რუსთაველის 34

ავტორმა გააფორმა ხელშეკრულება ბიბლუსთან იქითა კვირიდან წიგნის ყიდვა შესაძლებელი იქნება ბიბლუსის ფილიალებში...

სულ მალე 1-2 დღეში წიგნის ელ.ვერსიის ყიდვა შესაძლებელი იქნება saba.com.ge-ზე

Posted by: senpai 11 Oct 2019, 19:50
ვის აძლევენ ამ ნობელს მოკლედ. sad.gif

user posted image

Posted by: seeman 11 Oct 2019, 21:38
QUOTE (senpai @ 11 Oct 2019, 19:50 )
ვის აძლევენ ამ ნობელს მოკლედ. sad.gif

user posted image

ქალი რომაა ცოტა სახიფათოა biggrin.gif

მაგრამ პოლონელი რახანაა იმედებს ვამყარებ კი არა მაინტერესებს კიდეც


Posted by: senpai 11 Oct 2019, 23:13
seeman
მურაკამის არ აქვს და ვიღაც უცნობ ტიპებს აძლევენ, მაგრად ტეხავს რა. 21-ე საუკუნეში ისედაც ერთიმეორეზე ცუდი რაღაცეები გამოდის და ვინც ოდნავ მაინც ღირებულია ისინიც თუ დაიკიდეს ვაბშე აზრი არ ქონია არაფერს.

Posted by: B l a c k J a c k 18 Oct 2019, 10:41
საერთოდ ეგ ნობელი და ოსკარი მაგარი გაცუდდა. დაუმორჩილეს ზოგად პოლიტიკას და ანაწილებენ იმის მიხედვით.
ვიღაც აფროამერიკელ ტრანსგენდერს მისცმენე , იმიტომ რომ ზანგი ტრანსგენდერია და ბავშვობაში აბულინგებდნენ და ჰეტერო თეთრკანიანს არა.
ლიტერატურა რომ აღარ იქნება გადამწყვეტი ლიტერატურის დარგში.

Posted by: vaho 18 Oct 2019, 13:39
სადაც ალექსიევიჩს მისცეს, აღარაფერია საკვირველი.

საერთოდ არაა მწერალი ქალი, თვითონაც არა აქვს პრეტენზია მწერლობაზე, მგონი.

ერთი გაზეტა ტრუდის დონის ჟურნალისტია...

Posted by: littlebee 18 Oct 2019, 20:57
QUOTE (Joiner @ 13 Aug 2019, 12:51 )
Dalinar

კალადინი როგორაა? user.gif



user posted image

კარგია?
მხოლოდ ერთი წიგნია თუ სერია?

Posted by: Joiner 18 Oct 2019, 21:01
littlebee
ტრილოგიაა.

Posted by: monogamist 18 Oct 2019, 21:24
რა ამბავი სიახლეები ყოფილა
ნოემბერშია ფესტუკა? )

Posted by: ახალგაზრდა 19 Oct 2019, 16:53
სულაკაურმა ბულგაკოვის მოთხრობები გამოდისო მსოფლიო კლასიკაში

---

ვახ, ორჯერ დავამატე უკვე სრული ინფორმაცია და არ ჩანს :/

Posted by: Windmill 19 Oct 2019, 17:48
QUOTE (vaho @ 18 Oct 2019, 13:39 )
სადაც ალექსიევიჩს მისცეს, აღარაფერია საკვირველი.

საერთოდ არაა მწერალი ქალი, თვითონაც არა აქვს პრეტენზია მწერლობაზე, მგონი.

ერთი გაზეტა ტრუდის დონის ჟურნალისტია...

გაგიკვირდებათ და უნდა დაგეთანხმოთ lol.gif lol.gif lol.gif


საწყალი ნობელი საფლავში ბრუნავს და მოსტყბნია დინამიტიანი პატრონი biggrin.gif

Posted by: Ezekia 20 Oct 2019, 14:50
უცენზურო გამონათქვამებისთვის ვორნი/ბანია, გაითვალისწინეთ.


user posted image

მართა ბრეენი, იენი იურდალი
მებრძოლი ქალები

მთარგმმნელი: სოფო ქარჩხაძე

მებრძოლი ქალები თავისუფლებისთვის, თანასწორობისა და დობისთვის ბრძოლის 150-წლიან ისტორიას მოგვითხრობს.

150 წლის წინ ქალები სულ სხვაგვარად ცხოვრობდნენ – მათ არ შეეძლოთ ხმის მიცემა, განათლების მიღება ან საყვარელი საქმის კეთება. დღეს სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველა რასის, ეროვნებისა და წარმოშობის ქალმა, მიუხედავად არსებული საფრთხისა, ხმა აიმაღლა თანასწორობის მისაღწევად. თავდაუზოგავი ინტელექტუალური შრომისა და საპროტესტო აქციების შედეგად მათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალეს.

მებრძოლი ქალები მსოფლიოს ქალების უდიდეს მიღწევებს აცოცხლებს. ბოლო 150 წელი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს, მაგრამ მისაღწევი ჯერ კიდევ ბევრია.

user posted image

Posted by: George_Best 20 Oct 2019, 17:34
QUOTE
უცენზურო გამონათქვამებისთვის ვორნი/ბანია, გაითვალისწინეთ.

ბოლო ორ გვერდს გადავხედე და ამდენი ###ობის თარგმნა გაპიარებაზე ჯობია იყოს ბანი ვიდრე სიტყვა YლEზე

მარა რაც მოდერი ის წესები
facepalm.gif

ტ არ დაწეროთ წიგნების სიწმიდე შეურცხყოფას აყენებთ
მე წესიერი ვარ,ცუდი სიტყები არ ვიცი
მეკარგი ვარ
ყველანი კარგები ვიყოთ
დილას ვილოცოთ
ტყ
გულის რევა

Posted by: Heart_of_Darkness 20 Oct 2019, 21:38
QUOTE
user posted image

მართა ბრეენი, იენი იურდალი
მებრძოლი ქალები

რა კარგი ამბავია,
მეტი ასეთი წიგნი გვჭირდება.
George_Best
რაღაც ერჩი ეზეკიას,
არადა, გაწონასწორებული მოდერია.
QUOTE
ტ არ დაწეროთ წიგნების სიწმიდე შეურცხყოფას აყენებთ
მე წესიერი ვარ,ცუდი სიტყები არ ვიცი
მეკარგი ვარ
ყველანი კარგები ვიყოთ
დილას ვილოცოთ
ტყ
გულის რევა

lol.gif
ლოცვა რაღა იყო? biggrin.gif
ინდივიდუალური ამბავია,
მინდა ვიუზრდელებ,მინდა არ, ზოგ წიგნს უხდება, ზოგს არ.
მე პირადად თავს არაკომფორტულად ვგრძნობ როცა ჩემს სიახლოვეს უზრდელობენ,
თან რა საჭიროა პლებეური ბილწსიტყვაობა როცა აგრესორის შეურაცხყოფის უფრო დახვეწილი ხერხები არსებობს? rolleyes.gif

Posted by: ახალგაზრდა 21 Oct 2019, 14:30
სულ მალე მსოფლიო კლასიკას მწერალ-სატირიკოსის, დრამატურგისა და რეჟისორის, მიხეილ ბულგაკოვის რჩეული მოთხრობების კრებული შეემატება!

„ბედმა ლატარიით მარგუნა ბილეთი, რომელსაც გარკვევით ეწერა „სიკვდილი"…, მაგრამ მე არ მოვკვდი!" – წერდა მიხაილ ბულგაკოვი საკუთარ ცხოვრებაზე.

ბულგაკოვმა პროფესიად ექიმობა აირჩია და სამოქალაქო ომში სამხედრო ექიმადაც მუშაობდა. თუმცა, პროფესიის მიუხედავად, როგორც თავად ამბობდა, მის გონებაში ყოველთვის უელავდა ფრაზები და მხატვრული სახეები, რაც შემდგომში სატირულ ლიტერატურად აქცია. მოთხრობებში ავტორი თავისსავე ცხოვრებისეულ ამბებს ასახავდა და გაბედული, სხარტი, ალეგორიული შემოქმედებით იმდროინდელი რუსეთის საზოგადოებისთვის არცთუ სასურველ მწერლად იქცა. მისი მეამბოხე სამყარო ვერ ეგუებოდა ჩარჩოებს, რომელსაც რევოლუციის ტალღაზე მოსული ხელისუფლება შემოქმედ ადამიანებს უწესებდა. რამდენჯერმე სცადა კიდეც საბჭოეთის დატოვება, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღო.

1930-იანი წლებიდან ბულგაკოვის მოთხრობების უმეტესობა აიკრძალა, გახმაურებული რომანი „ოსტატი და მარგარიტა" კი მწერლისგარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ დაიბეჭდა.

► მთარგმნელი - გივი კიკილაშვილი
► რედაქტორი - ელენე ჩაბრაძე

user posted image


ოკ, ძვლივს არ გამოჩნდა? მეთქი რა მაფიაა აქ
თუ რეპოსტია და ეს წიგნი უკვე დადო ვინმემ... facepalm.gif

წიგნის დღეებამდე იქნებაო

Posted by: seeman 21 Oct 2019, 18:16
QUOTE
ყველა ქვეყნის ისტორიაში არის გარდამტეხი პერიოდები. იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ასეთი პერიოდი VIII-XI საუკუნეებს მოიცავს. ეს ის დროა, როცა ქვეყანა ჩინეთის გავლენისგან თავისუფლდება; როცა იწყება ახალი, ჰეიანური ეპოქა. სწორედ XI საუკუნეში ცხოვრობდა იმპერატორის კარის სეფექალი, უძველესი გვარის, ფუჯივარას წარმომადგენელი მურასაკი შიკიბუ, რომლის მიერ შექმნილმა ნაწარმოებმა „ამბავი უფლისწული გენჯისა“ საუკუნეებს გაუძლო.

იაპონიის სამეფო კარის ცხოვრების დახვეწილი პორტრეტი, რომელიც XI საუკუნეში შეიქმნა, მსოფლიოში ცნობილია, როგორც პირველი რომანი. მკითხველის თვალწინ იშლება ჰეიანელი არისტოკრატიის ყოველდღიური ცხოვრების სურათები. მკაფიოდ დახატული პერსონაჟები, ეროტიკული კოლორიტი, მძაფრი გრძნობები და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არც თანამედროვე მკითხველს დატოვებს გულგრილს.

XI საუკუნეში შექმნილი ეპოპეა 54 თავისაგან შედგება. ამ წიგნში მოცემული 15 თავი წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის იაპონიის არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობის, სახელმწიფო წყობისა და კულტურის შესახებ. დართული შენიშვნები და კომენტარები დაგეხმარებათ, იმ პერიოდის იაპონიის პოლიტიკურ და სოციალურ იერარქიასა და უძველეს ტრადიციებში გაერკვეთ.

მთარგმნელი: ლილი მჭედლიშვილი


აი ამას კი დიდი სიამოვნებით ვიყიდი

იმედია თარგმანი სათანადო დონეზეა .

Posted by: monogamist 21 Oct 2019, 19:39
ეს გენჯი მონოგატარი მიღირს მარტო ყიდვად სიახლებიდან, ჯერჯერობით )

Posted by: ახალგაზრდა 1 Nov 2019, 13:17
პალიტრა ახლიდან უშვებს Pride and Prejudice-ს და ახლა "ამპარტავნება და ამოჩემება" დაარქვეს...

Posted by: fork 1 Nov 2019, 20:38
ახალგაზრდა
ბოლოდ თავს გასვლა და დაბღუჯვა იქნება...სადღაც საიუბილეო მეათე რეპრინტში.

Posted by: monogamist 1 Nov 2019, 20:53
გამომცემლობების ტელე იმედია (იუმორინას ამბავში)

Posted by: Heart_of_Darkness 1 Nov 2019, 21:58
user posted image
25 დღეში ჩამოვა და 28ლარი ეღირებაო.

QUOTE
ახლა "ამპარტავნება და ამოჩემება" დაარქვეს...
spy.gif
ხუმრობ?

Posted by: ახალგაზრდა 2 Nov 2019, 12:22
QUOTE (Heart_of_Darkness @ 1 Nov 2019, 21:58 )
QUOTE
ახლა "ამპარტავნება და ამოჩემება" დაარქვეს...
spy.gif
ხუმრობ?

ნეტა ვხუმრობდე

QUOTE
user posted image

" - ქალი განათლებულად არ ჩაითვლება, თუ ასეთი ჩვეულებრივი რამეების გარდა, სხვა არაფერი იცის. ამ სახელის ღირსი რომ იყოს, მუსიკაში, სიმღერაში, ხატვაში, ცეკვასა და თანამედროვე ენებშიც უნდა ერკვეოდეს... განათლება იერზეც უნდა ეტყობოდეს, სიარულზეც, ხმის ტემბრზეც, მიხრა-მოხრასა და მეტყველებაზეც; სხვა შემთხვევაში, მასზე განათლებულს ვერ ვიტყვით.

– დიახ, ეს ყველაფერი უდავოდ, უნდა ჰქონდეს, – დასძინა დარსიმ, – მაგრამ ეს არ კმარა, სხვა რამაც სჭირდება: გონების ვარჯიში და ბევრი კითხვა.

– მაშ, აღარ მიკვირს, რატომ იცნობთ სულ ექვსიოდე განათლებულ ქალს. ისიც მაოცებს, რომ ასეთს საერთოდ იცნობთ."

#მალე ჩვენი გამომცემლობა ჯეინ ოსტინის რომანის, Pride and Prejudice ახალ თარგმნას შემოგთავაზებთ.

მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული შედევრის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი ახალი სათაურით.

მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
რედაქტორი: ეკატერინე სუმბათაშვილი

Posted by: სერაფიტი 3 Nov 2019, 19:16
QUOTE
მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული შედევრის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი ახალი სათაურით.


ეს ფრაზა მიყვარს love.gif
* * *
monogamist
QUOTE
მონოგატარი


იყიდა. მათხოვა. baby.gif

Posted by: 4L3X 8 Nov 2019, 21:00
user posted image

სერიას „ლიტერატურული ოდისეა“ ჟოზე სარამაგუს ახალი წიგნი შეემატება!

სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანი, „სპილოს მოგზაურობა“ ისტორიულ ამბავს ეფუძნება და მოგვითხრობს გოადან პორტუგალიაში საჩუქრად გაგზავნილი სპილო სოლომონის მოგზაურობას ხელახლა გაჩუქების შემდეგ – პორტუგალიიდან ავსტრიამდე. სოლომონი, იგივე სულეიმანი, რომელიც პორტუგალიის მეფე ჟუან მესამემ ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიანს საქორწინო საჩუქრად მიართვა, თავის მომვლელ სუბჰროსთან ერთად რთულსა და გრძელ, ცნობისმოყვარე გამცილებლებით დატვირთულ გზას გადის ლისაბონიდან ვენამდე და მგზავრობისას ათას ხიფათსა და არაერთ უცნაურ ადამიანს გადაეყრება.

ერთი შეხედვით ბანალურ, მაგრამ ძალიან საინტერესო მოგზაურობის ისტორიას სარამაგუ თხრობის ჩვეული სტილით, მსუბუქი იუმორითა და ირონიით გვიყვება. იგი გვერდს უვლის ისტორიული პროზისთვის დამახასიათებელ მშრალ და მოსაწყენ სტილს, მოხერხებულად „თამაშობს“ არქაიზმებითა და ნეოლოგიზმებით და მიუხედავად გრძელი, უწყვეტი თხრობისა, მთელ ამბავს მეგობრულ თავგადასავლად აქცევს, რაც წიგნს ერთი ამოსუნთქვით წაგაკითხებთ.

პორტუგალიელი მწერალი ჟოზე სარამაგუ მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. 1998 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. რომანი „სპილოს მოზგაურობა“ პორტუგალიურად 2008 წელს გამოიცა და მალევე რამდენიმე ენაზე ითარგმნა. სულ მალე ქართველი მკითხველი წიგნს მშობლიურ ენაზეც გაეცნობა.

► მთარგმნელი - მიხეილ ანთაძე
► რედაქტორი - რუსუდან გორგაძე
► გარეკანის დიზაინერი - რუსლან ბერიძე

Posted by: ახალგაზრდა 10 Nov 2019, 22:19
მიშა ბახსოლიანის რომანი „კანიბალიადა“ საქართველოს ალტერნატიული ისტორიაა. აქ ვერ ნახავთ საგმირო ისტორიებს, აქ ყველაფერი ცუდი ერთადაა თავმოყრილი. ყველაფერი, რაზეც თვალს ვხუჭავთ და არ ვიმჩნევთ.

მიუხედავად იმისა, რომ რომანის მოქმედება 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება, ეს წიგნი არ არის ომზე. აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიცირი ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს. ეს წიგნი ავტორის ბავშვობაზეა, როდესაც ყველაფერი ომით მართლდებოდა. უშუქობა, გაჭირვება და „სუხარზე“ გადასმული მარგარინი „ონა“ - ყოველივე ამას წიგნის ნებისმიერ გვერდზე შეხვდებით.

ეს წიგნი არ არის გმირებზე. პირიქით, აქ ყოველი პერსონაჟი იმდენად გადაგვარებულია მორალურად, რომ ძნელია, შეიყვარო. რომანში აღწერილი მოვლენები ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმცა მთლიანად გამოგონილსაც ვერ დავარქმევთ, რადგანაც რამდენიმე მონაკვეთი იმ ადამიანების მონათხრობის მიხედვითაა დაწერილი, რომლებმაც ეს ომი, ავტორისგან განსხვავებით, საკუთარი თვალით ნახეს და დღემდე ვერ ივიწყებენ.

ეს წიგნი არც კულინარიაზეა, თუმცა აქ ჭამენ ყველაფერს, ჭამენ გემრიელად და ჭამენ სინდისის ქენჯნის გარეშე.

მიშა ბახსოლიანი კულტურის ისტორიკოსია, თუმცა თავისი პროფესიის მიუხედავად, დღეს კოპირაიტერად მუშაობს. გამოცემული აქვს მოთხრობების ორი კრებული. „კანიბალიადა“ მისი პირველი რომანია.

► რედაქტორი - ანა ჭაბაშვილი
► გარეკანის დიზაინერი - ია გაბუნია

user posted image

Posted by: 4L3X 10 Nov 2019, 22:37
user posted image

ნიკოლო ამანიტის ხშირად თავისი თაობის საუკეთესო იტალიელ მწერლად მოიხსენიებენ. იგი შვიდი რომანისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორი, ფილმების სცენარისტი და რეჟისორია. მისი რომანი – „მე არ მეშინია“ – გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და 35-მდე ენაზე ითარგმნა. 2010 წელს გამოცემული რომანი – „მე და შენ“ – მსოფლიოში არანაკლები წარმატებით სარგებლობს. 2012 წელს ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

„მე და შენ" საკუთარ თავში ჩაკეტილი 14 წლის ბიჭის, ლორენცო კუნის მიერ მოთხრობილი ამბავია მარტოსულობაზე, გარე სამყაროს მიმართ შიშსა და უნდობლობაზე, ბულინგსა და ნარკომანიაზე.

ლორენცოს ხშირად აბუჩად იგდებენ სკოლაში, დასცინიან და ფიზიკურადაც უსწორდებიან. მან იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი საკუთარ ინდივიდუალობაზე უარის თქმა და გარშემომყოფების მსგავსად მოქცევაა. თუმცა მან ისიც იცის, რომ მიბაძვა მხოლოდ ნიღაბია, ერთგვარი თამაში, რომელიც მოზარდების სასტიკ და აგრესიულ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

ლორენცო თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა მარტოა. მოულოდნელად ამ მყუდრო სიმარტოვეში მისთვის უცხო ადამიანი, 23 წლის ნახევარდა შემოიჭრება, რომელთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე მას სამყაროს სხვაგვარად დაანახვებს…

► მთარგმნელი – თეა ნიკობაძე
► რედაქტორი – მაკა სესკურია
► გარეკანის დიზაინერი – ია გაბუნია

Posted by: MITIATO 19 Nov 2019, 13:16
user posted image

ბერნარ ვერბერის ბოლო რომანში, 2018 წ. სექტემბერში გამოცემულ „პანდორას ყუთში“ მწერალი შინაგანი ცხოვრების და რეინკარნაციის თემას განავრცობს. თავადაც განუცდია რეგრესიული ჰიპნოზის შედეგები და ნაწილობრივ თავის ნანახსაც გადმოგვცემს. წიგნში გაერთიანებულია სამეცნიერო ფანტასტიკის, მისტიკური, მითოლოგიური ელემენტები. რომანში გადმოცემულია მთავარი გმირის თავგადასავლები სხვადასხვა ეპოქაში; მას ერთი ცხოვრებიდან მეორეში უწევს გადანაცვლება და იქ მოქმედება, რადგან ძველი ამბები თავისებურად გავლენას ახდენენ აწმყოს მოვლენებზე.

ეს უჩვეულო და თამამი რომანი გადაგვისვრის პარიზიდან ეგვიპტეში, ანტლანტიდის გავლით, დაგვაფიქრებს ინდივიდუალური თუ კოლექტიური მეხსიერების მექანიზმებზე, და ავტორის ენციკლოპედიურ ცოდნას გვიზიარებს მსოფლიო ისტორიის, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაზე.
ბერნარ ვერბერის რომანი „პანდორას ყუთი“ გვაიძულებს, დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ადგილზე ისტორიასა და თანამედროვე სამყაროში.

► მთარგმნელი - მანანა ბოსტოღანაშვილი
► რედაქტორი - გიორგი კაკაბაძე

გამომცემლობა პეგასი


* * *
user posted image

თანამედროვე ლიტერატურის აღიარებული კლასიკოსი, ბრიტანელი მწერალი და ფილოსოფოსი აირის მერდოკი სამართლიანად ითვლება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანისტად. მას მრავალი პრესტიჟული ჯილდო და ტიტული აქვს მოპოვებული.

„შავი პრინცი“ აირის მერდოკის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებთა რიცხვშია. ალუზიებითა და სიმბოლოებით დატვირთულ ტექსტში ბევრი რამ წარმოაჩენს მწერლის ოსტატობას: სიუჟეტური პერიპეტიები, საინტერესო სტრუქტურა, დახვეწილი ენა... თუმცა რომანის მთავარი ღირსება ის არის, რომ მთავარი გმირების - ასაკოვანი კაცისა და ახალგაზრდა ქალის - უცნაური ურთიერთობის ამბავს ავტორი მთლიანად ცლის ბანალურობისგან და მკითხველისთვის „შავი პრინცი“ სიყვარულის შესახებ დაწერილი განსაკუთრებული წიგნი ხდება.

მთარგმნელი - თამარ ლომიძე

Posted by: MITIATO 20 Nov 2019, 15:49
user posted image

ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანგი მწერალი ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო (1940) ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ფიგურაა თანამედროვე ლიტერატურაში, ხოლო 2017 წელს გამოცემული მისი „ალმა“ დიდი მწერლის დიდი წიგნია - არა მხოლოდ უკიდურესად დახვეწილი სტილისა და რთული სტრუქტურის გამო. წიგნში პოლიფონიური თხრობაა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ხმაა - ერთი გვარის მატარებელი ორი კაცისა, ძიების ვნებით შეპყრობილები, საპირისპირო მიმართულებით რომ მოძრაობენ: ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება წინაპრების კვალის საძებნელად და გადაშენებული ფრინველის, დოდოს შესახებ უფრო მეტის შესატყობად; დომინიკ ფელსენი, მეტსახელად „დოდო“ კი, მავრიკელი მაწანწალა, პარიზში მიდის. მისი მიზანიც დაკარგული ნაწილის ძიებაა, წინაპრების ქვეყანაში აჩრდილებთან შეხვედრა და მათგან რაღაც ისეთის შეტყობა, რაც სხვაგვარ შუქში დაანახებდა ამ სამყაროში საკუთარ არსებობას.

მთარგმნელი - თამარ ლომიძე

Posted by: B l a c k J a c k 20 Nov 2019, 16:12
ვა დიოგენეს წიგნები რა გამიხარდა biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 20 Nov 2019, 16:17
MITIATO

ვერბერის ახალი წიგნი? ძალიან კარგი.

Posted by: senpai 21 Nov 2019, 16:47
ესეც საახალწლო სიაშია ჩასაწერი


user posted image

Posted by: monogamist 21 Nov 2019, 19:27
ოო კონტრაპუნქტი უკვე მნიშვნელოვანი სიახლეა )

Posted by: MITIATO 22 Nov 2019, 10:27
user posted image

გამორჩეული კანადელი მწერლის, მაიკლ ონდააჩის რომანი „ომის წილი სინათლე“ (2018) იმ წლებზე მოგვითხრობს, რომლებიც მთავარმა გმირმა, ნათანიელმა, სიმართლის ძიებაში გაატარა. 1945 წლის ზაფხულში, ლონდონში, ორ მოზარდს მშობლებმა აცნობეს, რომ სამუშაოდ სინგაპურში მიდიოდნენ, მათ წაყვანას კი არ აპირებდნენ. ცოტა ხანში ორივეს კვალი გაქრა და თავგზააბნეული და-ძმისთვის სამყარო კიდევ უფრო იდუმალი გახდა. რა იცოდნენ მშობლებზე? როგორ უნდა ეცხოვრათ იმ უცნობების გარემოცვაში, რომლებიც მფარველებად და გზის მაჩვენებლებად გამოეცხადნენ? წლების შემდეგ ნათანიელს გამბედაობა ჰყოფნის იმისათვის, რომ წარსულის ბნელ წყალში ღრმად ჩაყვინთოს და შორეული სიმართლის მკრთალი შუქიც იხილოს.

მთარგმნელები - გია ჭუმბურიძე და ზაზა ჭილაძე
* * *
user posted image

ძალიან მალე - სერიაში დიოგენეს ბიბლიოთეკა !

ავსტრიელი მწერალი ქრისტოფ რაინსმაირი (1954) არაერთი გერმანულენოვანი თუ საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. მისი რომანი „უკანასკნელი სამყარო“ 1988 წელს გამოვიდა და მაშინვე დაიმსახურა როგორც ლიტერატურული კრიტიკის, ისე მკითხველის აღიარება.
წიგნში მოთხრობილია რომაელი მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავი ქვეყნის დასალიერში - შავზღვისპირა ქალაქ ტომისში. ეს ქალაქი უკანაკნელი სამყაროს მოდელია, ადამიანური იმედების, სურვილების განადგურების ადგილი. აქ იმპერატორმა პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი გადაასახლა, რომელმაც, გადმოცემით, გამგზავრების წინ თავისი ცნობილი პოემა „მეტამორფოზები“ დაწვა. ტექსტში უცნაურადაა გადახლართული ძველი სამყარო, მითები, დღევანდელობა. ყველა და ყველაფერი მეტამორფოზას განიცდის: ადამიანები ცხოველებად, ქვებად გარდაიქმნებიან და ამ მეტამორფოზას ტექსტის პირველივე ფრაზა აღწერს - ფრინველების თეთრი გუნდი უცებ უზარმაზარ ქაფმოდებულ ტალღად გადაიქცევა.
„უკანასკნელი სამყარო“ ოცდაოთხ ენაზეა ნათარგმნი და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება.

მთარგმნელი - მაია ბადრიძე

Posted by: senpai 8 Dec 2019, 12:17
ჩუმად გამოუშვეს ეს ?



user posted image

Posted by: Ezekia 8 Dec 2019, 18:55
senpai

დარქნესმა დადო წინა გვერდებზე.

გამოუშვეს, კი, და იყიდება

Posted by: senpai 9 Dec 2019, 14:56
Ezekia
აპირებ ყიდვას ? ნეტა როგორი თარგმანია
* * *
user posted image


ესეც კიდევ ერთი სიახლე.

Posted by: ilikeit 10 Dec 2019, 23:17
ვულფი რულამს up.gif
და არც მახსოვს სადმე ოდესმე მისი რომანი მენახოს ქართულად
მშვენიერი აურჩევიათ საპრემიეროდ თუ ეგრეა. აი მოთხრობები მახსოვს არტანუჯს ჰქონდა, მაქვს სადღაც
უბრალოდ ამ ხალხის არ მესმის, რა თომას? ანგლო-ამერიკელი მწერლები "ტომას"ებად ითარგმნებიან ხოლმე გინდ მორი ავიღოთ, გინდ ელიოტი, გინდ ჰარდი, ხოდა რას დახტიან აქეთ-იქით? :ბოდიშითპედანტიზმისთვის:

Posted by: Ezekia 11 Dec 2019, 00:49
senpai
QUOTE
ნეტა როგორი თარგმანია


არ ვიცი, არ მინახავს. კი, კი, ყიდვას ვაპირებ.

Posted by: George_Best 11 Dec 2019, 02:42
რომელი გამომცემლობისაა ვულფი?არ ვაპირებდი დეკემბერში ფესტივალზე,მარა იმენა მაგის ყიდვა ღირს

QUOTE
აი მოთხრობები მახსოვს არტანუჯს ჰქონდა, მაქვს სადღაც

ინტელექტს აქვს,დაკარგული ბავშვი ქვი,ათი მოთხრობაა,თუ რაღაც ეგრე მეტი არაა გამოცემული ქარტულად



Posted by: B l a c k J a c k 11 Dec 2019, 11:42
George_Best
QUOTE
რომელი გამომცემლობისაა ვულფი?

არტაბუჯის, დაკარგული ბავშვიც არტანუჯისაა, შავი ყდით და ვულფის პორტრეტით.
პრინციპში ინტელექტი და არტანუჯი ერთად დაიარებიან მუდამ :დ


senpai
ეს ახლა გამოვიდა თუ გამოსასვლელია? საახალწლო ფესტივალზე იქნება ხომ?

Posted by: senpai 11 Dec 2019, 12:08
B l a c k J a c k
კი იქნება. მაგისთვის ვაპირებ მეც წასვლას.



Posted by: B l a c k J a c k 11 Dec 2019, 12:25
senpai
QUOTE
კი იქნება. მაგისთვის ვაპირებ მეც წასვლას.

ოკოკ, ჩავინიშნე. მადლობა.

Posted by: George_Best 11 Dec 2019, 15:04
B l a c k J a c k
ხო,ახლა შევხედე და ეგრეა,ინტელექტის ნობელიანტების გამოცემას გავს არადა ;დ
ეს ახალი,იმედია ფასდაკლებით 20-ზე მეტი არ ეღირება,კაი სქელი კი ჩანს

Posted by: senpai 12 Dec 2019, 13:47
იანვარში იქნებაო.


user posted image

Posted by: Katana_ 14 Dec 2019, 22:48
რას მირჩევთ ახალს რომ ვიყიდო ?
ფსიქოლოგიური-ფილოსოფიური ჟანრის ნაწარმოები მსურს
smile.gif



Posted by: ახალგაზრდა 8 Jan 2020, 16:42
რა მიჩუმდა ეს თემა, არაფერი დაუანონსებიათ ახალი ამ წლისთვის ჯერ?

Posted by: ქაფქიანა 8 Jan 2020, 17:18
ახალგაზრდა

სულაკაურმა დენ ბრაუნის ლენგდონის ციკლიდან მესამე წიგნი დაანონსა: ,,დაკარგული სიმბოლო".

Posted by: Katana_ 9 Jan 2020, 16:54
მოგეწონათ ფესტივალი biggrin.gif


Posted by: ახალგაზრდა 14 Jan 2020, 16:10
ესეც დაპირებული "დროის შვილების" საბოლოო ყდა!

ჩაიკოვსკის „დროის შვილები“ გადარჩენილი დედამიწელების ერთგვარ კოსმოსურ ოდისეაზე მოგვითხრობს. წარმოუდგენლად შორეულ მომავალში _ მაშინ, როცა დედამიწა მტვრად იქცევა (გა)დარჩება ადამიანთა მემკვიდრეობა, რომელიც ვარსკვლავთა შორის გაიბნევა... დროის შვილებისთვის ეს მომავალი უკვე აწმყოა და...

კაცობრიობის გადარჩენილი ნაწილი გალაქტიკაშია და კოსმოსური ხომალდიდან დასცქერის პლანეტას _ მწვანე ბურთს, რომელიც მათგან ოცი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს მათი მომავალია, ეს ის ადგილია, სადაც, დოქტორი ავრანა კერნის ჩანაფიქრით, ადამიანები ღმერთებად უნდა იქცნენ

მთარგმნელი: გაგი გაბრიჭიძე
მხატვარი: ნათია ზარანდია

გვერდების რაოდენობა: 560
ფასი: 23,95 ლარი


user posted image

Posted by: დოჩანა 14 Jan 2020, 16:14
QUOTE (senpai @ 12 Dec 2019, 13:47 )
იანვარში იქნებაო.


user posted image

ამ წიგნს აუცილებლად ვიყიდი და წავიკითხავ.

Posted by: Eeescadaaa 14 Jan 2020, 16:23
QUOTE (ახალგაზრდა @ 14 Jan 2020, 16:10 )
ესეც დაპირებული "დროის შვილების" საბოლოო ყდა!

ჩაიკოვსკის „დროის შვილები“ გადარჩენილი დედამიწელების ერთგვარ კოსმოსურ ოდისეაზე მოგვითხრობს. წარმოუდგენლად შორეულ მომავალში _ მაშინ, როცა დედამიწა მტვრად იქცევა (გა)დარჩება ადამიანთა მემკვიდრეობა, რომელიც ვარსკვლავთა შორის გაიბნევა... დროის შვილებისთვის ეს მომავალი უკვე აწმყოა და...

კაცობრიობის გადარჩენილი ნაწილი გალაქტიკაშია და კოსმოსური ხომალდიდან დასცქერის პლანეტას _ მწვანე ბურთს, რომელიც მათგან ოცი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს მათი მომავალია, ეს ის ადგილია, სადაც, დოქტორი ავრანა კერნის ჩანაფიქრით, ადამიანები ღმერთებად უნდა იქცნენ

მთარგმნელი: გაგი გაბრიჭიძე
მხატვარი: ნათია ზარანდია

გვერდების რაოდენობა: 560
ფასი: 23,95 ლარი


user posted image


ეიიიი popcorn.gif
PS ძალიან კარგია, ერთი სული მაქვს მეორეს როდის წავიკითხაავ



მაგრამ არ ჯობდა რომელიმე უკვე გამოშვებულის მეორე წიგნი გამოეშვათ? smile.gif გასაგებია რომ თარგმნის პრობლემაა ხოლმე, მაგრამ წლები ჰომ არ უნდა თარგმნას? user.gif I don't understand

Posted by: ქაფქიანა 14 Jan 2020, 16:44
Eeescadaaa

QUOTE
თარგმნის პრობლემაა


თარგმნის პრობლემა რატომ?


Posted by: Eeescadaaa 14 Jan 2020, 17:21
QUOTE (ქაფქიანა @ 14 Jan 2020, 16:44 )
Eeescadaaa

QUOTE
თარგმნის პრობლემაა


თარგმნის პრობლემა რატომ?


მაგალითად ერთი მთარგმნელი გადათარგმნის პირველ წიგნს და მერე სხვა წიგნებს თარგმნის და ამის გაგრძელებას ვერა

რავი როგორ ხდება ეს ამბავი spy.gif spy.gif ჩემი აზრი იყო რომ ერთ-ერთ პრობლემას ეგ წარმოადგენდა

Posted by: ქაფქიანა 14 Jan 2020, 17:29
Eeescadaaa

რავი, აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. შემიძლია დანარჩენი ნაწილები გავაგრძელო.

ერთხელ ვუთხარი, მეორედ. მეტი რაღა, ხვეწნას ხომ არ დავუწყებ.

Posted by: Eeescadaaa 14 Jan 2020, 17:37
QUOTE (ქაფქიანა @ 14 Jan 2020, 17:29 )
Eeescadaaa

რავი, აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. შემიძლია დანარჩენი ნაწილები გავაგრძელო.

ერთხელ ვუთხარი, მეორედ. მეტი რაღა, ხვეწნას ხომ არ დავუწყებ.

user posted image
.........................................

Posted by: ქაფქიანა 14 Jan 2020, 17:44
Eeescadaaa

ჰოდა, ანუ ეგ თემაა ზუსტად. ანუ იმის თქმა მინდა, რომ გაგრძელებების უთარგმნელობა ყველაზე ნაკლებადაა მთარგმნელებით განპირობებული.


Posted by: Eeescadaaa 14 Jan 2020, 17:49
QUOTE (ქაფქიანა @ 14 Jan 2020, 17:44 )
Eeescadaaa

ჰოდა, ანუ ეგ თემაა ზუსტად. ანუ იმის თქმა მინდა, რომ გაგრძელებების უთარგმნელობა ყველაზე ნაკლებადაა მთარგმნელებით განპირობებული.


მჯერა მჯერა yes.gif

რავი რას დავაბრალო ეგრე ვარ ალბათ, ესეთი თავმოუბმელობა არ გამიგია spy.gif spy.gif

Posted by: ახალგაზრდა 21 Jan 2020, 02:52
გიხაროდეთ ვინც გრეის ორმოცდაათი ელფერის წიგნები გადაცვითეთ უკვე
სულაკაურმა გრეი დააანონსა lol.gif

Posted by: Inquisitor 26 Jan 2020, 02:52
ეს ისეთი წიგნია - ყდაც უნდა იდოს - მხოლოდ ანონსი არ არის საკმარისი

user posted image


ეჰ, ფსიქოლოგია/ლიტერატურა/ფილოსოფიაში მქონდეს სადოქტორო დასაცავი - მარტო ეს გენიალური წიგნები, იქეთ ბინდი, შიმშილები და უბედურებები ... რა საკვლევი თემა იქნება...

Posted by: ilikeit 26 Jan 2020, 22:23
QUOTE
ეჰ, ფსიქოლოგია/ლიტერატურა/ფილოსოფიაში მქონდეს სადოქტორო დასაცავი - მარტო ეს გენიალური წიგნები, იქეთ ბინდი, შიმშილები და უბედურებები ... რა საკვლევი თემა იქნება...

lol.gif up.gif

მთარგმნელი კარგად იკაიფებდა

Posted by: fork 26 Jan 2020, 22:26
ახლა თვით გრეი ყვება როგორ უშუშუნებდა იმ გოგოს დანახვაზე?
და რას იმასუშვრებოდა?
რა დავაშავეთ?

Posted by: Lord_Raptor 26 Jan 2020, 22:59
საინტერესოა ფემინისტები რას იტყვიან გრეის უწესობაზე. ააა სულაკაური ბეჭდავს ხო? if you know what i mean..

Posted by: Inquisitor 27 Jan 2020, 01:10
Lord_Raptor
QUOTE
საინტერესოა ფემინისტები რას იტყვიან გრეის უწესობაზე. ააა სულაკაური ბეჭდავს ხო? if you know what i mean..

უყვართ გრეი - მასზე ხომ ძალადობდნენ ბავშვობაში...

fork
თანამედროვე ლიტერატურა მეგობარო

Posted by: Moby-Dick 20 Feb 2020, 23:41
QUOTE
მთავარი გმირი, მხატვარი ხუან პაბლო კასტელი ჰყვება თუ როგორ და რატომ მოკლა მარია ირიბარნე, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც „მისი ესმოდა“. ნაწარმოები გაჟღენთილია ეგზისტენციური ეჭვებით, მარტოობითა და სასოწარკვეთით, რასაც თან ერთვის კასტელის ფსიქიკური აშლილობა.წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა სამართლიანად მონათლეს, როგორც XX საუკუნის ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

* * *

Posted by: Inquisitor 6 Mar 2020, 11:49
user posted image

======================

Posted by: Lord_Raptor 6 Mar 2020, 22:30
სულაკაურზე თუ გული მომიბრუნდებოდა არ მეგონა.

"ლომნი ვართ, მაგრამ, დროშის ფრთებზე ვმძლავრობთ და ვმარდობთ,
გვიბერავს ქარი და ჩვენც ვშფოთავთ, და ეს ვართ მარტო... "
ძლიერ კარგია რუმი.

Posted by: Moby-Dick 6 Mar 2020, 22:48
QUOTE (Moby-Dick @ 20 Feb 2020, 23:41 )
QUOTE
მთავარი გმირი, მხატვარი ხუან პაბლო კასტელი ჰყვება თუ როგორ და რატომ მოკლა მარია ირიბარნე, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც „მისი ესმოდა“. ნაწარმოები გაჟღენთილია ეგზისტენციური ეჭვებით, მარტოობითა და სასოწარკვეთით, რასაც თან ერთვის კასტელის ფსიქიკური აშლილობა.წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა სამართლიანად მონათლეს, როგორც XX საუკუნის ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

* * *

უნდა მოგკლა მარია. შენ მე მარტო დამტოვეოbiggrin.gif
აბა რა უნდა ექნაbiggrin.gif
მაგარი გამოდგა ერნესტო საბატო, იატაკქვეშეთის ჩანაწერები იყო ბოლოს ესე ერთი შებერვით რო წავიკითხე

Posted by: ilikeit 7 Mar 2020, 03:33
QUOTE
ლომნი ვართ, მაგრამ, დროშის ფრთებზე ვმძლავრობთ და ვმარდობთ,
გვიბერავს ქარი და ჩვენც ვშფოთავთ, და ეს ვართ მარტო... "

love.gif

მაგარი ამბავია რუმი
https://soundcloud.com/ablabuda/wftoyimxex22?utm_source=soundcloud&utm_campaign=share&utm_medium=facebook&fbclid=IwAR0z2j1ot9vtiuK7C8Neb6VbigSvxHJL_JK4gCIMgEYyS9_omtUyuY99jBE

Posted by: Inquisitor 7 Mar 2020, 23:32
მაისში გამოვა ჰესე "თამაში რიოში მარგალიტებით"-ო სულაკაურის გამომცემლობამ.

QUOTE
https://soundcloud.com/ablabuda/wftoyimxex2...S9_omtUyuY99jBE

up.gif

Posted by: Inquisitor 13 Mar 2020, 22:52
user posted image

ჰესეს ბუმი იქნება წელს რაღაცატომ biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 14 Mar 2020, 17:17
"მოხუცების ადგილი აქ არ არის" - ცინიკურად დაერქვა კორონა ვირუსს და ამ წიგნის გამოცემაც რაღაცნაირად დაემთხვა

Posted by: Inquisitor 19 Mar 2020, 18:09
user posted image
3 დღე ვაქცინამდე - ლალი მოროშკინა

biggrin.gif



ეზეკ - რომ გამოვა კარგი, ახალი წიგნები, გავხსნათ ერთიანად ახალი თემა.

Posted by: ალექსანდრა91 19 Mar 2020, 18:16
Inquisitor
ბიჭო მიგნებებს რა პონტში მპარავ?! lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Inquisitor 19 Mar 2020, 18:21
ალექსანდრა91
რას ელოდებოდი ? biggrin.gif


Posted by: Ezekia 19 Mar 2020, 23:20
QUOTE
Inquisitor

QUOTE
ალექსანდრა91


:დდდდ


QUOTE
ეზეკ - რომ გამოვა კარგი, ახალი წიგნები, გავხსნათ ერთიანად ახალი თემა.



გახსენი, მიდი, აანონსებენ ახლებს.

Posted by: Heart_of_Darkness 30 Apr 2020, 12:53
რა კარგი ამბავი ყოფილა ჩვენსთავს,
იზოლაციაში წასაკითხი კიდევ ერთი ძალიან მაგარი წიგნი უთარგმნიათ.
გამომცემლობა და ფასი ცოტა კი მეწყინა, მაგრამ იმედია კარგი თარგმანია.

user posted image
QUOTE

როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე, რომელიც აიძულეს ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი, რომელის მუდამ ირჩევს ორიდან ერთს...
წიგნის ეკრანიზაცია რეჟისორმა ალან პაკულმა 1982 წელს გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს - მერილ სტრიპი ასრულებს. ცნობილია, რომ მსახიობი ამ როლს, რეჟისორ ალან პაკულას, თითქმის მუხლებზე დამხობილი სთხოვდა.
მერილ სტრიპმა აღნიშნული როლისთვის მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

Posted by: ახალგაზრდა 17 May 2020, 19:33
აზიმოვზე რამე ახალი არ ისმის? ვინმე რამეს რომ თარგმნიდეს

Posted by: 4L3X 16 Oct 2020, 22:46
ესეც ახლები

user posted image

Posted by: Катеньки 4 Nov 2020, 21:43
ანდაზა
QUOTE
Heart_of_Darkness
“რაც მოგივა დავითაო..”
დავითა არ მქვიაო?!
“ჭკვიანური რამ მუდამ საამო გასაგონია.”

არა ლევანი მქვიაო. მაგრამ დავითაც მქვიაო. wink.gif
გააჩნია, რასაც ვკითხულობთ გვაძლევს თუ არა სწორ ცოდნას და ხარისხიანს. facepalm.gif

Posted by: Ezekia 15 Nov 2020, 02:44
შესანიშნავი სიახლე გვაქვს ქართული ლიტერატურის მოყვარულთათვის: მალე გამოვა რევაზ ინანიშვილის ორი თემატური კრებული - „მოთხრობები სიყვარულზე“ და „მოთხრობები ქალებზე“.

კრებული „მოთხრობები სიყვარულზე“ აერთიანებს ქართველი მკითხველისთვის საყვარელი ავტორის ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია. რევაზ ინანიშვილი მისთვის ჩვეული ოსტატობითა და მძაფრი ემოციებით მოგვითხრობს ერთმანეთისაგან განსხვავებულ, ხან გამხელილ, ხანაც გაუმხელელ, მაგრამ ვერდავიწყებულ და ამაღელვებელ სიყვარულზე.

რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალ პერსონაჟებს, სწორედ ამიტომ კრებულში ,,მოთხრობები ქალებზე" ის ნაწარმოებები გავაერთიანეთ, რომელთა მთავარი გმირები არიან ქალები - ცოლები, დები, შეყვარებულები, დედები, ბებიები და სულ პატარა გოგონები - სოფლელი და ქალაქელი ქალები: ამაყები, ყოჩაღები, იმედიანები და იმედგაცრუებულები, მხნეები და დაღლილები, თავგანწირულები, ერთგულები, ანცები...

ეს გამოცემები ძვირფასი საჩუქარი იქნება როგორც მწერლის შემოქმედების მოყვარულების, ასევე ახალგაზრდა მკითხველებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ რევაზ ინანიშვილის მდიდარი შემოქმედების გაცნობას.

Posted by: Ezekia 15 Nov 2020, 02:52
user posted image


და მეორე

Posted by: Ezekia 15 Nov 2020, 02:57
30 ნოემბრიდან, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის გახმაურებული რომანი „იისფერი ჰიბისკუსი“

ნიგერიელი ინგლისურენოვანი მწერლის, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – Women's Prize for Fiction-ის „გამარჯვებულთა-გამარჯვებულის“ რომანი #ინტელექტი25წლისაა სერიის ფარგლებში გამოიცემა.

რომანში – „იისფერი ჰიბისკუსი“ მოქმედება დასავლეთ ნიგერიაში მიმდინარეობს. მთხრობელი, თხუთმეტი წლის კამბილი, ტკივილით სავსე პირქუშ ცხოვრებას აღწერს. ქვეყანაში გამეფებული სამხედრო ტირანია, ადამიანების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები, უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ამავე დროს, ოჯახური ძალადობა, რელიგიური პირფერობა და მორჩილების იძულება ანგრევს თხუთმეტი წლის კამბილის შინაგან სამყაროს, მაგრამ ის ცდილობს ცხოვრებას თავი გაართვას და შავ-თეთრის გარდა სხვა ფერებიც დაინახოს...

ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა

Posted by: ალექსანდრა91 29 Nov 2020, 16:53
user posted image

ესევ გამოვიდა

Posted by: ალექსანდრა91 11 Dec 2020, 23:30
user posted image

40 ლარი ეღირება
ამ სერიის წიგნი ამხელა ფასიანი იყო რომელიმე? rolleyes.gif

Posted by: onlyfighter 12 Dec 2020, 12:53
https://saba.com.ge/books/details/16235/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-24-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90

კაი წიგნია..

Posted by: ალექსანდრა91 20 Dec 2020, 16:39
ბუქსეილმა და ინტელექტმა სახე აიძრო :დ
50% - იანი ფასდაკლება აქვს “ინტელექტი 25 წლისაა” ამ სერიაზე )))

Posted by: სერაფიტი 22 Dec 2020, 22:52
ალექსანდრა91

ყველაზე სქელი წიგნია, რაც გამოუცია სულაკაურს, ასე დაწერეს.

Posted by: 4L3X 29 Dec 2020, 15:30
ახალი თემა გავხსენი რადგან ეს აცდა 100-ს. შეგვიძლია ეს დავხუროთ და იქ გადავიდეთ smile.gif

https://forum.ge/?f=18&showtopic=35185360

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)