Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ბიორაგი


Posted by: zio11 12 Feb 2013, 14:57
ძვირფასო ფორუმელებო!!!

ამ ბოლო დროს ბევრ ჩვენთაგანს მოუსმენია ბიორაგის შესახებ. ძალიან კარგი იქნებოდა თუ მართლა ასეთ კარგს შედეგებს იძლევა, მაგრამ ცოტა არ იყოს დაუჯერებლად მეჩვენება.

ვინმეს რეალობაში ხომ არ გამოუცდია ეს პრებარატი? როგორ შედეგებს იძლევა?

Posted by: edna mamida 12 Feb 2013, 18:59
QUOTE
ვინმეს რეალობაში ხომ არ გამოუცდია ეს პრებარატი? როგორ შედეგებს იძლევა?


ამ სამ პრეპარატზე "ეკოლოგიკი”, ”ორგანიკა”, ”ბიორაგი”, რა აზრის ხართ, ვინმეს თუ გამოუყენებია?

Posted by: LSoso 12 Feb 2013, 22:55
თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"

დამზადებულია მცენარეული ნარჩენებისგან და გამოიყენება, ფესვით და ფესგვარეშე კვებისთვის, ყველა სახის მცენარისთვის - ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლეული (ხორბალი, ქერი, სიმინდი და ა.შ.), ყვავილები, გაზონის ბალახი, კენკროვნები, ხეხილი და სხვ.;
"ორგანიკა"®, აგრეთვე, გამოიყენება როგორც ნიადაგის თვისიებების გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის საშუალება (ჰუმუსი, აგრეგატული მდგომარეობა და ა. შ.);
სასუქი განსაკუთრებით ეფექტურია ორგანულ მეურნეობებში.
თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა" არის ქართული წარმოების, ერთადერთი სასუქი რომელსაც მოპოვებული
აქვს ორგანული სერტიფიკატი, მინიჭებული აქვს
საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინი QC100 და ოფიციალურად დაშვებულია, ევროკავშირში,
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად
ხარისხიანი მოსავალი, შენახვის ვადის გახანგრძლივება;
ნაყოფის ბუნებრივი არომატი, მეტი რაოდენობით ვიტამინების შემცველობა
მცენარის გამძლეობა სტრესისადმი;
დაბალი ღირებულება და მარტივი გამოყენება;
ნიადაგში ორგანული შემცველობის ზრდა;
ფიზიკო-ქიმიური თვისებების გაუმჯობესება და დაცვა გამოფიტვისგან;
არ არსებობს მავნე ეფექტი და უკუჩვენება;
ნიტრატების არ არსებობა ნიადაგში, მცენარეებსა და ნაყოფში;
მოსავლანობის მატება 15-20%-ით.



ერთი ჰექტრისთვის ფართობისთვის - ღია გრუნტი:
6-10 ლიტრი სასუქი "ორგანიკა" იხსნება 300 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ნიადაგზე დამუშავებამდე.
1000 მ2 ფართობისთვის - სათბური:
5-10 ლიტრი სასუქი "ორგანიკა" იხსნება 300 ლიტრ წყალში და ეფრქვევა ნიადაგზე დამუშავებამდე.
წყალი ატარებს მხოლოდ გადმანაწილებლის ფუნქციას.
* * *
ბიორაგზე ჩვენი თანაფორუმელი GioAgro წერდა 2010 წელს http://forum.ge/?showtopic=34021770&f=&st=465&
* * *
pernata-ს მიწერე და დაგეხმარება.
.............

Posted by: Jules Winnfield 25 Mar 2013, 23:31
ბიორაგის ფასი ხომ არ იცით? ან სად შეიძლება რომ შევიძინო?

Posted by: kelasuri 27 Mar 2013, 13:18
Jules Winnfield

http://www.agroinvest.com.ge/ აქ არის

Posted by: khvaramze 28 Mar 2013, 23:56
ეგ მეც მაინტერესებდა ძალიან. ხორბალზე ვცადეთ. შედეგებს ზაფხულში გაცნობებთ smile.gif

Posted by: tavgrili 25 Nov 2014, 13:12
ბიო სასუქის წარმოებაზე ხომ არაფერი იცით?

Posted by: Vano52 18 Dec 2014, 22:59
ბიორაგი პირადად გამოვიყენე და ძაან მაგარი შედეგი აქ ნუ მე ხორბალზე ვცადე სხვა არ ვიცი. 2ჯერ კარგი მოსავალი მქონდა მეზობელ ყანებთან შედარებით ჯერ მარტო ფერს აძლევს ყანას მუქდება და მსხვილდება ღერო ყველას ვურჩევ გამოიყენოს

Posted by: 2110 10 Mar 2015, 13:16
რა სხვაობაა ბიორაგსა და ორგანიკას შორის?

Posted by: laveraki 11 Mar 2015, 13:49
ეგ მეც მაინტერესებს რომელი ჯობია ამ ორს შორის, იქნებ ვინმეს პრაქტიკაში აქვს მოხმარებული ორივე

Posted by: dima1993 16 Apr 2015, 16:05
სად შევიძინო ბიორაგი? საკონტაქტო ნომერს ან მისამართს ხო ვერ მეტყვით?

Posted by: khvaramze 16 Apr 2015, 16:14
შეძენა შეიძლება აგროინვესტში. ზემოთ დევს ლინკი, მისამართით და ტელეფონის ნომრით.
ჩვენ გამოვიყენეთ ბიორაგი მაგრამ თესვა დაგვიანებული იყო და შედეგი არანაირი არ აჩვენა. მასეც გვითხრეს, რომ ბევრს არაფერს ელოდოთო.
ისე მაღაზიაშიც კარგი ხალხია დაგარიგებენ.

Posted by: dima1993 17 Apr 2015, 02:20
გასაგებია. მე მინდა ბიორაგი გამოვცადო უკვე განშენიანბულ თხილის ბაღში. უფრო მეტი ნაყოფის მიღების მიზნით. მაინტერესებს ბიორაგი გამომადგება ამაში? და ძვირი ღირს ეს პრეპარატი? თუ გაქვთ გამოცდილება ამ საკითხში გამიზიარეთ თქვენი აზრი. წინასწარ მადლობა!

Posted by: iagi01 12 Jul 2015, 10:55
dima1993---რა ქენით გაარკვიეთ რამე? რა შედეგებს იცლევა თხილთან დაკავშირებით?

Posted by: dima1993 21 Jul 2015, 10:25
iagi01
წელს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე თავი შევიკავე. მომავალ წელს ვაპირებ... სხვა ვინმემ თუ გამოცადეთ დაწერეთ შედეგები…

Posted by: BaronMunchausen 25 Jul 2015, 12:21
მე გამოცადე ბიორაგი. ძალიან მიკვირდა ესეთ შედეგს როგორ იძლევა თქო ხოდა ავდექი და ვიყიდე. ჯერ მცირე მაშტაბით ვცადე რამოდენიმე კულტურაზე და თუ გაამართლებდა შემდეგ უკვე ვაპირებდი დიდ ფართობზე. მოკლედ ვცადე სიმინდზე, ლობიოზე, და პამიდორზე. რაც ეწერა ხსნარში გაჩერების დრო დავაცადე და შემდეგ რო ვნახე სიმინდიც და ლობიოც ისე იყო გაჟღინთული და გაბერილები რო მეთქი ეს მაგარი რამე ჩანს უკვე მოქმედებს თქო biggrin.gif ლობიო სადღაც 8 საათში გაღივდა, ვიფიქრე ეს ყოფილა რაც ყოფილათქო და წლის ბოლოს შედეგი საშინელი. სიმინდი სიმაღლეში გაიზარდა მაგრამ ტაროები არ ქონდა იმდენი რაც ბიორაგის გამოყენების შემთხვევაში უნდა ქონოდა. უმეტესად 1-2 ტარო და ისიც პატარა. იშვიათი იყო 3 ტაროიანი. ნუ მსხმოიარობაში არაფერი შედეგი არ ქონია. მგონი მაგის გარეშე რო დამეთესა უფრო ბევრს დაისხავდა. არადა როგორ მიხაროდა რა სასწაული რამე გამოიგონეს თქო, მითუმეტეს იმიტო მიხაროდა რომ ეს ქართველის გამოგონებაა....

Posted by: Tenjoza 18 Mar 2016, 00:00
დღეს ვიყიდე ბიორაგი, ვაპირებ ვაზების ძირებში დავასხა. არ ვიცი რა შედეგს მომცემს.

BaronMunchausen
შენი პოსტის შემდეგ უკვე შემეშინდა, არ გავაფუჭო ამდენი წლის ხეივანი. წელს ახალ ვაზებს დავუსხამ მარტო, სატესტოდ ვნახავ რა შედეგს მომცემ და შემდეგ გადავწყვიტავ ბებრების ამბავს. იქნებ რამე დოზირებაში შეგეშალა???

Posted by: BaronMunchausen 18 Mar 2016, 00:05
Tenjoza
არაა დოზირება სწორედ მქონდა.. ნუ გეშინია თუ არ არგებს არ ავნებს

Posted by: Tenjoza 18 Mar 2016, 00:28
BaronMunchausen
ხო ცდას წინ არაფერი უდგას. გავტესტავ, ვნახოთ რასაც ყვებიან სინამდვილეა თუ tvshop.ge-ს რეკლამა biggrin.gif

Posted by: BaronMunchausen 18 Mar 2016, 00:35
Tenjoza
კარგი და გაგვაგებინე შედეგი smile.gif))) მე მაინც ბლეფი მგონია. არადა რა იმედებს ვამყარებდი დიდ ფართობზე მინდოდა თუ ცდა გაამართლებდა

Posted by: Tenjoza 18 Mar 2016, 00:51
BaronMunchausen
მეც დიდ იმედებს ვამყარებ. ვნახოთ რა იქნება. ივნისი ივლისში უკვე აშკარა შედეგი უნდა ჩანდეს. აუცილებლად დავწერ რა მოხდება.

Posted by: BaronMunchausen 18 Mar 2016, 00:59
Tenjoza
წარმატებები ...............................................

Posted by: davita74 18 Mar 2016, 01:24
BaronMunchausen
BaronMunchausen
QUOTE
არაა დოზირება სწორედ მქონდა

უკაცრავად მაინტერესებს ბიორაგის დოზირება როგორ ხადება? ანუ რა დოზით ზავდება რამდენ წყალზე????

Posted by: Tenjoza 18 Mar 2016, 10:14
davita74
1:100 თან. 100 გრამი ბიორაგი აკეთებს 10 ლიტრ წყალს. თუ იყიდი ინსტრუქციას მოგცემენ. ყველაფერი დაწვრილებით წერია.

Posted by: BaronMunchausen 18 Mar 2016, 12:37
davita74
იქ ყველაფერს გეტყვიან ინსტრუქციას ადგილზე გასცემენ

Posted by: davita74 18 Mar 2016, 16:07
BaronMunchausen
Tenjoza
მადლობა პასუხისათვის, უკაცრავად ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება შეძენა და რა აქვს ფასი??????

Posted by: Tenjoza 18 Mar 2016, 22:51
davita74
აღმაშენებლის გამზირზე 20 ში. რემონტია ქუჩაზე მანქანით ვერ მიხვალ.

Posted by: davita74 18 Mar 2016, 23:01
Tenjoza
QUOTE
აღმაშენებლის გამზირზე 20 ში. რემონტია ქუჩაზე მანქანით ვერ მიხვალ.

მადლობააააა, ეგ აგროინვესტი არ არის მაგ მისამართზე????? rolleyes.gif

Posted by: Tenjoza 20 Mar 2016, 21:53
davita74

ხო ეგენი არიან მაგ მისამართზე. 20 ნომერში აქვთ ოფისი ზუსტად მოპირდაპირე მხარეს აქვთ მაღაზია.

Posted by: davita74 21 Mar 2016, 01:07
Tenjoza

QUOTE
ხო ეგენი არიან მაგ მისამართზე. 20 ნომერში აქვთ ოფისი ზუსტად მოპირდაპირე მხარეს აქვთ მაღაზია.


მადლობა გავივლი ამ კვირაში, ეხლა დასავლეთში მივდივარ smile.gif

Posted by: SoSeLa 21 Mar 2016, 01:08
გამაგებინეთ რა დათვირთვას ატარებს ეს ბიომაგი, მოსავლიანობას ზრდის თუ?

Posted by: Tenjoza 21 Mar 2016, 15:28
SoSeLa
როგორც მწარმოებელი გვეუბნება მცენარეის დოპინგია, აძლიერებს მცენარის ფესვს და მწვანე მასას რის ხარჯზეც ლოგიკურად მოსავალიც უნდა გაიზარდოს.


https://www.youtube.com/watch?v=tUuUuL95mu8

Posted by: kxi100 14 Apr 2016, 22:18
QUOTE (BaronMunchausen @ 18 Mar 2016, 00:59 )
Tenjoza
წარმატებები ...............................................

გამარჯობათ ! მე პირადად გამოვცადე გასულ წელს. ეკოლოგი ! ვაზზე - სიმინდზე -კარტოფილზე-. ხეივანზე კარგად იმუშავა ძალიან. მართლა კინაღამ გააორმაგა. კარტოფილზეც იმუშავა. დიდად ვერ გადარია თუმცა არანაირი სასუქი სხვა არ მიმიცია და მე სიამრთლე გითხრათ მაინც კარგი მოსავალი მივიღე. სიმინდს რაც შეეხება ძალიან ცუდ ადგილას მეთესა, ჩრდილი აქვს სულ იმ ადგიზე და არც ვთესავ ხოლმე საერთოდ უბრალოდ დავთესეთ . და მხოლოდ ერთხელ გადავასხი სულ რაგაც 10 დღეში გალურჯდა და ისეთი ფერი მიიღო ეგეთი რამე არ მინახია და მოსავალმაც გაამართლა. გირჩევთ გამოიყენოთ !!!! მე წელსაც აუცილებლად უნდა ვიყიდო, მაგრამ რო დავაკვირდი დროს თუ კარგად შეურჩევთ მუშაობს კარგად !
* * *
QUOTE (edna mamida @ 12 Feb 2013, 18:59 )
QUOTE
ვინმეს რეალობაში ხომ არ გამოუცდია ეს პრებარატი? როგორ შედეგებს იძლევა?


ამ სამ პრეპარატზე "ეკოლოგიკი”, ”ორგანიკა”, ”ბიორაგი”, რა აზრის ხართ, ვინმეს თუ გამოუყენებია?

ეკოლოგი გამოვცადე და კარგია ძალიან !!!!!

Posted by: Tenjoza 18 Apr 2016, 21:12
kxi100
ანუ შენ ბიორაგი არ გამოგიყენებია. მე მაქვს ნაყიდი ბიორაგი და მაინტერესებს რა შედეგს მომცემს. წელს ვაზზე და სიმინდზე ვაპირებ დატესტვას.
* * *
და ეგ ეკოლოგი ვისი ნაწარმია, სად იყიდება და რა ღირს?

Posted by: Vano52 19 Apr 2016, 18:36
ბიორაგი ვერსად ვერ ვიშოვე კახეთში და ბლეკჯეკი ს დახმარებით გაზაფხულზე დარგული თხილის 100 პროცენტი გავახარე, მარტო 2 ნერგი გახმა

Posted by: abcdefg_1 3 May 2016, 16:09
QUOTE (Vano52 @ 19 Apr 2016, 18:36 )
ბიორაგი ვერსად ვერ ვიშოვე კახეთში და ბლეკჯეკი ს დახმარებით გაზაფხულზე დარგული თხილის 100 პროცენტი გავახარე, მარტო 2 ნერგი გახმა

ვანო სანამ დარგავდი ფესვები დაულბე თუ მერე მიასხი? მეც დავრგე წელს და უკვე 10% გახმა წესით უკვე არ უნდა გამხმარიყო და ეხლა ვფიქრობ რა შეიძლებბა ვუქნა... შენ შეწამვლას თუ აპირებ წელს?

Posted by: Vano52 3 May 2016, 17:10
abcdefg_1
დარგვამდე არ დამილბია დარგვისას დავუსხი, რამდენჯერ მორწყე დარგვის შემდეგ? მე 5 ჯერ მოვრწყე აქედან 4 ჯერ ბლეკჯეკით + დიამოფოსკა მოვაყარე 30_30 გრამი და ჩავთოხნე პირველი წამლობა ბორდოთი შევწამლე და 2 ჯერ პარაზიტებზე დავამუშავე, ფოთლებს უჩვრეტდა რაღაცა და შემდეგ წამლობას მაისში ჩავატარებ ისევ ბორდოთი, შუალედებში ფოთლის მკვებავებით შეწამვლაც კარგია

Posted by: abcdefg_1 4 May 2016, 09:30
QUOTE (Vano52 @ 3 May 2016, 17:10 )
abcdefg_1
დარგვამდე არ დამილბია დარგვისას დავუსხი, რამდენჯერ მორწყე დარგვის შემდეგ? მე 5 ჯერ მოვრწყე აქედან 4 ჯერ ბლეკჯეკით + დიამოფოსკა მოვაყარე 30_30 გრამი და ჩავთოხნე პირველი წამლობა ბორდოთი შევწამლე და 2 ჯერ პარაზიტებზე დავამუშავე, ფოთლებს უჩვრეტდა რაღაცა და შემდეგ წამლობას მაისში ჩავატარებ ისევ ბორდოთი, შუალედებში ფოთლის მკვებავებით შეწამვლაც კარგია

მე დარგვამდე დავალბე ფესვები და გადამწვარი ნაკელიც მივეცი და სუპერფოსფატიც ოღონდ მერე აღარ მომირწყავს და სიმართლე გითხრა ვერც ვხედავ საჭიროებას ამ ეტაპზე იმიტომ რომ მიწა საკმაოდ სველია, რაც სეეხება ბლეკ ჯეკით მორწვას ეგ კარგია და ეხლა მაინც მოვრწყავ.... ფოთლებიც არა აქვს დაზიანებული და შევწამლო თუ არა არ ვიცი აგრონომი მეუბნება არ გინდა პირველ წელსო და რავი... მიწა გაუფხვიარე? მე სარეველებს ცამოვუარე ბენზო ცელით და ეხლა ვაპირებ შემოვტოხნო იმ კვირაში

Posted by: Vano52 4 May 2016, 10:21
abcdefg_1
ჩემთან გაზაფხულის გვალვა იყო წვეთი არ ჩამოვარდნილა თვეზე მეტი,

მიწა 2 ჯერ შემოვუთოხნე 1კვ მეტრზე ნაცარივით გავუფხვიერე, იონჯა მეთესა წინა წელს და სუ მოსპო ბალახი ამიტომ იოლათ ფხვიერდება, შეწამვლას რაც შეეხება სანამ ჯამთლადაა მანამ უნდა დამუშავება თორე თუ გააჩნდა რამე ისე იოლათ ვეღარ უშველი, თან ადვილად იწამლება 1 აპარატი 350 ნერგს ყოფნის 3_4 ლარი ჯდება სულ, მთავარია ძაან ძლიერი კონცენტრაციით არ შეწამლო რო ახალ კვირტს მოწვავს 1% ანი ან უფრო ცოტა 100 ლიტრზე 800 გრამი ბორდო ეყოფა

Posted by: abcdefg_1 4 May 2016, 12:10
QUOTE (Vano52 @ 4 May 2016, 10:21 )
abcdefg_1
ჩემთან გაზაფხულის გვალვა იყო წვეთი არ ჩამოვარდნილა თვეზე მეტი,

მიწა 2 ჯერ შემოვუთოხნე 1კვ მეტრზე ნაცარივით გავუფხვიერე, იონჯა მეთესა წინა წელს და სუ მოსპო ბალახი ამიტომ იოლათ ფხვიერდება, შეწამვლას რაც შეეხება სანამ ჯამთლადაა მანამ უნდა დამუშავება თორე თუ გააჩნდა რამე ისე იოლათ ვეღარ უშველი, თან ადვილად იწამლება 1 აპარატი 350 ნერგს ყოფნის 3_4 ლარი ჯდება სულ, მთავარია ძაან ძლიერი კონცენტრაციით არ შეწამლო რო ახალ კვირტს მოწვავს 1% ანი ან უფრო ცოტა 100 ლიტრზე 800 გრამი ბორდო ეყოფა

გაიხარე ბორდოს ხსნარს არაფერი არ უდგას წინ შევწამვლავ, ცოტა ბალახი მიხურებს რა ძირებს კი შემოვუთოხნი და დანარჩენს ბენზოცელით ჩამოვუვლი ხოლმე და არა მგონია რამე პრობლემა იყოს... ნეტა ბორდოს ხსნარში რამე ყლორტის საზრდელი სტიმულატორის რომ სევურიო მაგალითად ბიო დეპოზიტი რა უჭირს?

Posted by: pankisa777 10 May 2016, 00:04
გამარჯობა.მაინტერესებს ბიორაგი მხოლოდ აგროინვესტს აქვს თუ სხვაგანაც იყიდება.და ფასს ცოცხალი თავით რატომ არავინ წერს?სეკრეტია? smile.gif სამჯერ იკითხეს უკვე smile.gif

Posted by: jjj 10 May 2016, 00:08
QUOTE (pankisa777 @ 9 May 2016, 20:04 )
გამარჯობა.მაინტერესებს ბიორაგი მხოლოდ აგროინვესტს აქვს თუ სხვაგანაც იყიდება.და ფასს ცოცხალი თავით რატომ არავინ წერს?სეკრეტია? smile.gif სამჯერ იკითხეს უკვე smile.gif

ოფიციალური დისტრიბუტორი აგროინვესტია მარტო, ანუ შესაბამისად სხვაგან ნაყიდი ფალსიფიცირებული იქნება, მე ვიყიდე ეხლახანს და ას გრამში 20 ლარი გადავიხადე... (1X100-ზე ზავდება)

Posted by: pankisa777 10 May 2016, 22:58
jjj
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: Tenjoza 18 May 2016, 19:28
წელს დავასხი ვაზებს თითო ლიტრი, მოუთმენლად ველი შედეგს. იმედია მოლოდინს გაამართლებს. smile.gif

Posted by: Tenjoza 3 Jun 2016, 13:45
ვინმეს ხომ არ გამოგიცდიათ კიდევ ბიორაგი?
მე რაღაც ვერ შევატყვე ვერანაირი შედეგი. მგონი წყალში გადავყარე ფული.

Posted by: Pshaveli 6 Jun 2016, 20:44
QUOTE
ვინმეს ხომ არ გამოგიცდიათ კიდევ ბიორაგი?
მე რაღაც ვერ შევატყვე ვერანაირი შედეგი. მგონი წყალში გადავყარე ფული.

მეც ვერ ვატყობ, ხეხილს დავუსხი ადრე გაზაფხულზე.

Posted by: Tenjoza 7 Jun 2016, 08:06
Pshaveli
გორში ვკითხე ერთ გამოცგილ აგრონომს და მითხრა, ტყუილად გადაყარე ფული კანალიზაციის წყალიაო.

რავიცი აბაა.

Posted by: Zmuzu 16 Jun 2016, 21:19
"შავი ბრილიანტი" მივასხი სიცხისგან შეყვითლებულ ფოთლებს და მეორე დღესვე გაამუქა და გამოაცოცხლა, ჯერჯერობით არ ვიცი მოსავალზე როგორ იმოქმედებს.

Posted by: Vano52 16 Jun 2016, 21:34
Tenjoza
შენ ადგილას მაგ აგრონომს მაგრად დავცინებდი,

Posted by: Zmuzu 16 Jun 2016, 22:22
BaronMunchausen
QUOTE
ლობიო სადღაც 8 საათში გაღივდა, ვიფიქრე ეს ყოფილა რაც ყოფილათქო და წლის ბოლოს შედეგი საშინელი. სიმინდი სიმაღლეში გაიზარდა მაგრამ ტაროები არ ქონდა იმდენი რაც ბიორაგის გამოყენების შემთხვევაში უნდა ქონოდა

შეიძლება სხვა ხელისშემშლელი სიტუაციამ იმოქმედა ცუდ მოსავალზე?, მაგალითად გვალვამ.

Posted by: Tenjoza 24 Jun 2016, 09:52
Vano52
ვნახოთ მოსავალი როგორი იქნება, ჯერ ჯერობით რაიმე განსაკუთრებული ნაზარდი არ ეტყობა ვაზს.

Posted by: Tenjoza 17 Aug 2016, 00:22
ვინმემ იხმარეთ წელს ბიორაგი? და რამე დანსხვავებული შედეგი თუ დაინახეთ?

Posted by: saperavitv 19 Sep 2016, 17:01
ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ "ბლექჯეკს". გამოვცადეთ და საუკეთესოა ყველა კულტურაში. ბიორაგზე ვერაფერს ვიტყვით smile.gif

Posted by: Tenjoza 20 Sep 2016, 21:50
წელს დავუსხი ბიორაგი ვაზებს. რაც შარშან იყო წელსაც იგივეა. ასე რომ დიდი ვერაფერი.

Posted by: hellboy13 18 Nov 2017, 15:55
სად იყიდება ეს ბიორაგი ვერმეტყვით ? სამთო ქიმიასთან ვიყავი და არ იყო არცერთ მაღაზიაში

Posted by: kaxaberski66 18 Nov 2017, 23:04
მარცხენა სანაპიროზე ქორწინების სახლი რომ არის, მაგ კორპუსშია მეორე სართულზე. გზის მხრიდან აქვს შესასვლელი.

Posted by: BaronMunchausen 10 Feb 2018, 16:21
Zmuzu
QUOTE
შეიძლება სხვა ხელისშემშლელი სიტუაციამ იმოქმედა ცუდ მოსავალზე?, მაგალითად გვალვამ.

საქმეც მაგაშია რომ მწარმოებელი იძახის გვალვის დროს მცენარეს იცავს და ადვილად იტანსო.
თუმცა ჩემს შემთხვევაში არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. მითუმეტეს გვალვა

Posted by: Nemiroff 4 Aug 2018, 14:36
რა ღირს ბიორაგი არრავინ იცით?

1 ჰა სიმინდის თესლისთვის რამდენი ლარის დამჭირდება

Posted by: sandro777 25 Aug 2018, 20:31
სად ვიყიდო იცით ვინმეეეემ? ან რა ღირს?

Posted by: kaxaberski66 26 Aug 2018, 01:24
sandro777
სანაპიროზე ქორწინების სახლი რომ არის, მაგ კორპუსის მეორე ბოლოშია ბიორაგის ოფისი.
შესასვლელი გზის მხრიდან არის და მეორე სართულზე უნდა ახვიდე.
პირველ სართულზე, როგორც მახსოვც, ფრანგული გასაჭიმი ჭერების ოფისი იყო ორი წლის წინ.

Posted by: შაქროII 6 Sep 2018, 23:12
ხეს დავუსხიო ვინც წერთ..ხეზე როგორ უნდა იმოქმედოს...დიდი და ღრმა
ფესვები აქვს....1 ლიტრა რას ეყოფა....ხეებისთვის ძალინ ძვირი დაგიჯდებათ...
ნერგებზე კი....ფესვები უნდა დაულბო....
ახლაა ტვ-ში ობიექტივზე...ხალხიც რეკავს...
რ. გახოკიძე ძალიან კარგიდა პატიოსანი პროფესორია და ბლეფიაონუ წერთ...
ყველაფერს ცოდნა უნდა..ადრე თითოეულ რაიონში მინიმუმ ერთი
აგრონომი მაინც იყო.. სამწუხაროდ ახლა აგრონომი საერთოდ არ არსებობს
თუ არსებობს მხოლოდ თბილისში უნივერსიტეტებში smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)