საჩხერის "ჩიხურას" აღმასრულებელი დირექტორი ბერიკა შუკაკიძე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება: "საწყენია, "ზესტაფონი" გამქრალი რომაა ქართული საფეხბურთო რუკიდან. ილია კოკაიას მსგავსი ადამიანი ხელიდან როგორ უნდა გაუშვა?! კაცი მზადაა, ფული ჩადოს, დღესაც კი. საუბარია საკუთარ ფულზე...
შენ რომ ხელმძღვანელობა ხარ, არ გაქვს ასეთი კაცის დაკარგვის უფლება. ისე უნდა მოაწყო საქმე, რომ ის ქართულ ფეხბურთს გამოადგეს...
არადა, თავის დროზე "ზესტაფონი" ჩემთვის ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო. ხშირად მიფიქრია, ამათთან არ მათამაშა და ვისაც გინდა, იმას ვეთამაშები-მეთქი. გადაჭედილი იყო სულ სტადიონი, საფეხბურთო ქალაქია ზესტაფონი"...
http://fczestafoni.ge/News/2/317.htm