#58425312 · 1 Oct 2021, 12:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კოსოვო სერბეთის საზღვრიდან, იარინიეს გამშვები პუნქტიდან პოლიციის გაყვანას დათანხმდა. შეთანხმებას მხარეებმა ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში მიაღწიეს.
შეთანხმების მიხედვით, სანამ კოსოვო პოლიციის დანაყოფებებს გაიყვანს, იარინიესა და ბრნიაკის გამშვებ პუნქტებს NATO-ს კოსოვოში მყოფი სპეციალური მისიის, KFOR-ის ძალები გააკონტროლებენ, ორი კვირის განმავლობაში.
ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაძაბულობის გამომწვევი რეგულაციის, მანქანის რეგისტრაციის ნომრების საკითხს განიხილავს. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2021 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება, მეორე კი 6 თვის შემდეგ და განიხილავენ პრობლემასთან დაკავშირებულ აღმოჩენებსა და საბოლოო გადაჭრის გზებს.
მხარეები მანქანებს სპეციალურ სტიკერებს მიაკრავენ, სანამ გამოსავალას იპოვიან.
შეთანხმებას გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი.
"ვფიქრობ შეთანხმება მოქალაქეებისთვის სამართლიანია. მინდა უფრო ხანგრძლივი გამოსავალი ვიპოვოთ. ეს კოსოვოს აღიარებას არ მოიცავს", – თქვა ვუჩიჩმა.
--------------------
They didn't know it was impossible, so they did it- Mark Twain
For with much wisdom comes much sorrow; the more knowledge, the more grief- Ecclesiastes 1:18
|