Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > ვალუტის ყიდვა/გაყიდვა


Posted by: revolutie 20 May 2010, 15:44
ბოდიში ეს თემა ვერ ვიპოვე.

თუ გვსურს ვალუტის გადაცვლა ან ყიდვა, მაგალითად, ევრო ეცემა და მინდა მაგალიტად ლარებში გადავახურდავო.

ბანკის საიტებზე ვკიტხულობთ: ყიდვა ამდენი, გაყიდვა ამდენი, ანუ, ბანკი შენ 5 ით ზედმეტად მოგყიდის როცა შენგან 5 იტ ნაკლებად იბარებს, ხოდა მაინტერსებს, როცა ვარ ამ ბანკის მომხმარებელი და ვხედავ ევრო ეცემა და მინდა მისი გადარჩენა ანუ ვფიქრობ ლარებში გადვიყვანო ჩემზეც როგორც ამ ბანკის მომხმარებელზეც იგივე ვრცელდება ? ანუ მეც 5 ით მეტი უნდა გადავიხადო ეს ეს ლარები ევროში რომ გადავიყვანო და თუ კი რატომ?

Posted by: babaiaro 20 May 2010, 15:58
revolutie

ბანკის მომხმარებელი კი ხარ მაგრამ როგორი იდეალური ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ ბანკი ოპერაციას არ გაგიკეთებს თუ მისგან სარგებელი არ მიიღო.
კონვერტაციის ოპერაცია საბანკო მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა რაშიც ბანკს სიმართლე ითქვას უფრო მეტი ფული რჩება ვიდრე რაღაც უაზრო აქციების შედეგად
რასაც ამ ბოლო დროს ქართული ბანკები ხშირად მიმართავენ.

თუ შენ დიდი ოდენობის თანხის გადახურდავებას აპირებ მაშინ შეგიძლია წახვიდე ბანკთან ვაჭრობაზე.
მოუთხოვო კურსის დაკლება და ა.შ.
თუ საკმარისად მსხვილი თანხას ახურდავებ შეიძლება ფილიალის დირექტორი სახაზინო დეპარტამენტს დაუკავშირდეს და შენთვის სპეციალური კურსიაც დაადგინონ.
ბოლო დროს ეს ტექნოლოგია უფრო განვითარდა და შეიძლება სამუშაო საათებში იგივე ოპერატორმაც გააკეთოს.
თუმცა ეს ხდება მაშინ როცა საქმე დიდ თანხებს ეხება.
მინიმუმ 10 000$ და ზემოთ.

თუ ვინმემ ამის გაკეთება 2000-3000$ მოითხოვა ეს უკვე ნიშნავს რო კლიენტი მელოჩნიკობს. მაქსიმალური სარგებელი 20 ლარი და არავის არ უნდა ეწყინოს თუ ესეთ კლინეტს რა თქმა უნდა ზრდილობის ფარგლებში დააიგნორებენ.

Posted by: revolutie 20 May 2010, 16:45
babaiaro
გასაგებია, თქვენ კომპეტენტური ხართ ამ საკითხში? ანუ ნამდვილად იცით?

მოკლედ, როცა გადავახურდავე ეურო ლარებში მაგარი წავაგე, ცუდი კურსი იყო ხოდა ეხლა ვიფიქრე მოდი უკან გადავახურდავებ ზარალი რომ მაინც ავინაზღაურო მექტი, მაგრამ როგორც ვხედავ ისევ ზარალი გამოდის. sad.gif

Posted by: babaiaro 20 May 2010, 17:03
QUOTE
თქვენ კომპეტენტური ხართ ამ საკითხში?


ეხლა რო ვთქვა კომპეტენტური ვარო ძალიან პრეტენზიული გამოვა smile.gif
თუმცა რაღაცეები ვიცი.
ნამდვილად ვიცი რომ დიდი თანხის გადახურდავების დროს ბანკთან შევაჭრება შეიძლება და საკმაო რაოდენობის თანხის დაზოგვაც შეიძლება.
იქნება ეს 10 000 თუ 20 000 დამოკიდებულია უშუალოდ ბანკზე.
მეტი დამაჯერობისთვის ვიტყვი რომ მეც არაერთხელ გამიკეთებია, სამწუხაროდ პირადად ჩემი ფული არ იყო ორგანაზიაციას ეკუთვნოდა.
თუმცა ბანკისთვის სულ ერთია 20 000$ ფიზიკურ პირს უხურდავებს თუ იურიდიულს.

QUOTE
ოკლედ, როცა გადავახურდავე ეურო ლარებში მაგარი წავაგე, ცუდი კურსი იყო ხოდა ეხლა ვიფიქრე მოდი უკან გადავახურდავებ ზარალი რომ მაინც ავინაზღაურო მექტი, მაგრამ როგორც ვხედავ ისევ ზარალი გამოდის


ბუნებრივია წააგებდი. მაღალ კურსში გქონდა ევრო ნაყიდი და როცა დაინახე რო კურსი ეცემოდა მისი მოშორება გადაწყვიტე.
ეხლა ეს ვარდნა შეჩერდა შედარებით კურსმა აიწია და ორმაგად დაზარალებული ხარ.
რაც შენ გააკეთე ფაქტიურად ბიზნეს ოპერაცია ოღონდ ამ შემთხვევაში წარუმატებელი.
წარმოიდგინე პირიქით რო მომხდარიყო მოგებული დარჩებოდი.
შესაბამისად ამისგან ვერცერთი ბანკი ვერ დაგიცავს. როდის იყო ბანკები ბიზნეს რისკებს თავის თავზე იღებდნენ.
მისი ფუნქცია ამ შემთხვევაში მხოლოდ მომსახურებაა. სულ რო არ დაეტოვებინათ შენ მომსახურებაში არცერთი თეთრი საკომისიო მაინც წაგებაში იქნებოდა და რაც უფრო დიდი იქნებოდა თანხა მით მეტი იქნებოდა
დანაკარგი.

Posted by: revolutie 20 May 2010, 17:18
babaiaro
QUOTE
ხლა რო ვთქვა კომპეტენტური ვარო ძალიან პრეტენზიული გამოვა 
თუმცა რაღაცეები ვიცი.

რარაცეების ცოდნა არ მაკმაყოფილებს, მე ამაში ვგულისმხობდი თუ ბანკის თანამშრომელი ხარ, ესე იგი, იცი, ეს განყოფილება ბანკის ტანამშრომლებით არაა სავსე?
QUOTE
ბუნებრივია წააგებდი. მაღალ კურსში გქონდა ევრო ნაყიდი და როცა დაინახე რო კურსი ეცემოდა მისი მოშორება გადაწყვიტე.

მე ევროს არ ვიყდულობ, ფულის ერთეულია აქ, ანუ გავაგზავნე და ლარებში გადაახურდავეს და ისე შეიტანეს, ხოდა ეხლა ვიფიქრე მოდი რახან ევრო ეცემა ისევ იმ ფულს ევროში გადავიტან მეტქი რომ ზარალი ავინაზღაურო. ტუ ევრო 2 ზე ჩამოვა მასეც ვიზავ, ამ 2 წლის წინ იყო 2ის ქვევით იყო ჩამოსული, მგონი 1,78! და ეგებ ისე იყოს ისევ, ზუსტად მაშინ დამჭირდა კიდევ საბანკო ოპერაცია და მაშინ კიდევ უფრო დავზარალდი. ცოტა უნდა დაფიქრდეს კაცი რას აკეტებს, მასე რომ მოვქცეულიყავი არ ვიზარალებდი.

Posted by: babaiaro 20 May 2010, 17:59
revolutie

ბანკის თანამშრომელი ვიყავი და სადაც კი ვმუშობდი (ვმუშაობ) მუდმივად ბანკთან მაქვს შეხება.
სამომხმარებლო სესხის დაფარვას არ ვგულისხმობ
wink.gif

Posted by: shato2008 20 May 2010, 18:11
გარე სავალუტო ჯიხურების (ადგილსაც გააჩნია) კურსით ვალუტის გადახურდავებისას კლიენტი თითქმის ყოველთვის მოგებული რჩება.

Posted by: fablo 20 May 2010, 18:13
დაელაპარაკე მეჯერს,შერავათს გაგიწევენ თუ სოლიდურ თანხაზეა საუბარი,მე პირადად გამიკეტებია ასე ბინის ყიდვისას,ოღონდ მენეჯერტან დავილაპარაკე!

Posted by: Noe Ramishvili 21 May 2010, 10:32
მე ვარ ამისთანა კლიენტი. დაახ 50 ათასი ლარის გადოლარება მინდა და ცოტა ჭირვეულობს ბანკი რომ ნორმალური პროცენტი მომცეს. რა ვქნა? რისი იმედი უნდა მქონდეს?

Posted by: geograp 21 May 2010, 11:00
როცა დიდ თანხაზეა საუბარი, ბანკი ხაზინასთან ათანხმებს ვალუტის კურს და დიდი შეღავათი გამოდის გადახურდავების დროს.

Posted by: revolutie 21 May 2010, 11:14
QUOTE
თუ გვსურს ვალუტის გადაცვლა ან ყიდვა, მაგალითად, ევრო ეცემა და მინდა მაგალიტად ლარებში გადავახურდავო.

მოკლედ, შემშლია პირიქით მინდა, ანუ ევრო რომ ეცემა მინდა ლარები ევროებში გადავახურდავო, ანუ ევრო ვიყიდო, ანუ ტქვენ ამბობტ რომ სჯობს ლარი გამოვიტანო და ევროები გარეთ ვიყიდო??? ეს სჯობს ვიდრე ბანკს ვტხოვო არა? თუ სჯობს გარეთ ყიდვას ისევ
QUOTE
როცა დიდ თანხაზეა საუბარი, ბანკი ხაზინასთან ათანხმებს ვალუტის კურს და დიდი შეღავათი გამოდის გადახურდავების დროს.
?

* * *
Noe Ramishvili
QUOTE
ე ვარ ამისთანა კლიენტი. დაახ 50 ათასი ლარის გადოლარება მინდა და ცოტა ჭირვეულობს ბანკი რომ ნორმალური პროცენტი მომცეს. რა ვქნა? რისი იმედი უნდა მქონდეს?
შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^

გადოლარებას არ გირჩევნია გააევრო? დოლარი სულ ხტუნაობს და ევრო მყარია უფრო. ამდენი ხნის მანზილზე ეხლა ჩამოვარდა, ანუ 2 წლში ერთხელ

Posted by: ECOMASTER 21 May 2010, 11:28
revolutie
მოკლეთ, მიდი სც-ის მენეჯერთან და უთხარი შეღავათიანი კურსით მინდა გადახურდავებათქო. თანხის ოდენობას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა (რა თქმაუნდა თუ დიდია უკეთესია), ყოფილა შემთხვევა 30 დოლარი დაგვიხურდავებია შეღავათიანი კურსით. ისე ჩემი რჩევაა კურსის თამაშის გამო ფული არ გადაახურდავოთ (ასე როგორც წესი მეტს დაკარგავთ) და შეინახოთ იმ ვალუტაში რა ვალუტაშიც მოგიწევთ მისი დახარჯვა.

Posted by: revolutie 21 May 2010, 11:30
shato2008
QUOTE
გარე სავალუტო ჯიხურების (ადგილსაც გააჩნია) კურსით ვალუტის გადახურდავებისას კლიენტი თითქმის ყოველთვის მოგებული რჩება.

მგონი სენ რარაც კაი უნდა იცოდე რაც მე არ ვიცი და ხომ არ იცი ევრო სად იქნება ყველაზე დაბალი, გარეტ ჯიხურებს ვგულისხმობ,
ან ვინმემ ხომ არ იციტ, გტხოვტ მიპასუხოტ, მადლობელი დაგრჩებით

ანუ ევრო უნდა ღირდეს დაბალი რომ ვიყიდო.
* * *
ECOMASTER
QUOTE
მიდი სც-ის მენეჯერთან

სც ი რა არის?

QUOTE
ჩემი რჩევაა კურსის თამაშის გამო ფული არ გადაახურდავოთ (ასე როგორც წესი მეტს დაკარგავთ) და შეინახოთ იმ ვალუტაში რა ვალუტაშიც მოგიწევთ მისი დახარჯვა.

ეგ კი ვიცი მაგრამ ეხლა უყურე, ევრო გადაახურდავეს ლარებში რაშიც დიდად ვიზარალეთ მაშინ ევროს დაბალი კურსის გამო, რადგან მერე სულ ერტ კვირაში ახტა 2,40 ზე! ხოდა ეხლა ვფიქრობ რახან ევრო კიდევ უფრო ეცემა, მაშინ თუ 2,15 G მისცეს , ეხლა 2 ზე რომ ჩამოვიდეს და გადავახურდავო, ვისარგებლებ, რადგან ევრო ისევ ავა 2,40 როცა იქნება და მეც მაშინ ისევ გადავახურდავებ ლარებზე, აბა ნახე რამდენს ვისარგებლებ, რავი ჩემის პატარა ჭკუით მასე ვფიქრობ, სულ მცირე 1000 ევროს მაინც ვფიქრობ ამით მოვიგო და ეს კია 2 000 G და მეტიც უკვე
მომეწონა კიდევ რჩევა რომ გარეთ ჯიხურებში კიდევ უფრო ვისარგებლებ გადახურდავებით სადაც ევრო ყველაზე იაფადა იყიდება, ვიდრე ბანკში, არა? ბანკში არა მგონია ევრო ს ჩემტვის სასარგებლო კუტრსზე შემიტანხმდენე რადგან იციან რომ ეს მყარი ერთეულია და დროებიტი დაცემები აქვს.

Posted by: shato2008 21 May 2010, 14:45
მე თქვენს ადგილზე რომ ვიყო, ეხლა ევროს არ ვიყიდდი, რადგან კურსი ჩემი აზრით კიდევ შეიძლება რომ დაეცეს. ალბათ სექტემბრამდე დაველოდებოდი და კურსის ცვლილებას დავაკვირდებოდი.
ისე ევროში კურსის ცვალებადობით უფრო მეტის მოიგება/წაგება შეიძლება, ვიდრე დოლარში.

Posted by: Did_Giorgi 21 May 2010, 20:55
revolutie
არსებობს შეღავათიანი კურსები, რომელსაც ხაზინა თვითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად სთავაზობს
რაღათქმაუნდა უცხო კლიენტს შეღავათს არავინ გაუკეთებს, ბანკის კარგი კლიენტი უნდა იყო და პირველრიგში ბანკის თანამშრომლებთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა wink.gif

Posted by: Hawaiian 21 May 2010, 21:25
Did_Giorgi
QUOTE
არსებობს შეღავათიანი კურსები, რომელსაც ხაზინა თვითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად სთავაზობს
რაღათქმაუნდა უცხო კლიენტს შეღავათს არავინ გაუკეთებს, ბანკის კარგი კლიენტი უნდა იყო და პირველრიგში ბანკის თანამშრომლებთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა

არანაირად მიიტანე თუნდაც 5000$ და მშვენივრად შემოგთავაზებენ

Posted by: Did_Giorgi 21 May 2010, 21:34
Hawaiian
QUOTE
შემოგთავაზებენ

კურსს გააჩნია wink.gif

Posted by: Hawaiian 21 May 2010, 21:40
Did_Giorgi
QUOTE
კურსს გააჩნია

???? )))))
შეღავათი ყველა ვარიანტში გექნება

Posted by: revolutie 22 May 2010, 02:47
shato2008
QUOTE
მე თქვენს ადგილზე რომ ვიყო, ეხლა ევროს არ ვიყიდდი, რადგან კურსი ჩემი აზრით კიდევ შეიძლება რომ დაეცეს. ალბათ სექტემბრამდე დაველოდებოდი და კურსის ცვლილებას დავაკვირდებოდი.

არა ეხლა არც ვიყიდი, 2 ზე თუ ჩამოვიდა მაშინ ღირს, ისე არა. მარა 2ზე არა მგონია რარაც დავარდეს.
Did_Giorgi
QUOTE
რაღათქმაუნდა უცხო კლიენტს შეღავათს არავინ გაუკეთებს, ბანკის კარგი კლიენტი უნდა იყო და პირველრიგში ბანკის თანამშრომლებთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა

biggrin.gif
რა გინდა, სენ რომელ ბანკში ხარ, კონიაკი და რამე არ გეყოფა არა? biggrin.gif

Posted by: Did_Giorgi 22 May 2010, 13:25
revolutie
QUOTE
სენ რომელ ბანკში ხარ, კონიაკი და რამე არ გეყოფა არა?

biggrin.gif
მე არ მეხება ეგ no.gif
თან მასეთ ''კარგ'' ურთიერთობაზე არ მითქვამს

Posted by: oto_terabyte 23 May 2010, 22:42
სტამბულში მივდივარ და ლირა სად ვიყიდო? დოლარი წავიღო და იქ გადავახურდაო? თუ აქვე ვიყიდო? როგორ გავიგო სად არის უკეთესი კურსი?

Posted by: SOPHUNA 23 May 2010, 23:44
Did_Giorgi
QUOTE
არსებობს შეღავათიანი კურსები, რომელსაც ხაზინა თვითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად სთავაზობს
რაღათქმაუნდა უცხო კლიენტს შეღავათს არავინ გაუკეთებს, ბანკის კარგი კლიენტი უნდა იყო და პირველრიგში ბანკის თანამშრომლებთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა 


უცხო კლიენტებისთვისაც აკეთებენ შეღავათებს, უბრალოდ თანხას გააჩნია smile.gif

Posted by: mmm481 24 May 2010, 00:41
ისე დიდ თანხებზე როცაა ხოლმე საუბარი (დიდი თუნდაც ერთი, ორი, სამი ათასი ლარი) გარეთ ჯიხურებში გადახურდავებაზე არ მიმიწევს ხოლმე გული biggrin.gif მირჩევნია ბანკს გადავუხადო ისევ და დაზღვეული ვიყო ,,მოულოდნელი სიურპრიზებისგან" biggrin.gif

Posted by: oto_terabyte 24 May 2010, 11:36
QUOTE
სტამბულში მივდივარ და ლირა სად ვიყიდო? დოლარი წავიღო და იქ გადავახურდაო? თუ აქვე ვიყიდო? როგორ გავიგო სად არის უკეთესი კურსი?

???

Posted by: shato2008 25 May 2010, 10:42
აქ თუ იშოვი სადმე ლირას (ალბათ სადგურის ჯიხურებში), არა მგონია წაგებული დარჩე (ეროვნული ბანკის კურსი წინასწარ ნახე).
ისე თურქეთში დოლარზე ვაჭრობაზეც არ ამბობენ უარს smile.gif

Posted by: _R_ 27 May 2010, 22:05
QUOTE (mmm481 @ 24 May 2010, 00:41 )
ისე დიდ თანხებზე როცაა ხოლმე საუბარი (დიდი თუნდაც ერთი, ორი, სამი ათასი ლარი) გარეთ ჯიხურებში გადახურდავებაზე არ მიმიწევს ხოლმე გული biggrin.gif მირჩევნია ბანკს გადავუხადო ისევ და დაზღვეული ვიყო ,,მოულოდნელი სიურპრიზებისგან" biggrin.gif

+1 biggrin.gif

Posted by: mmm481 28 May 2010, 20:25
QUOTE
სტამბულში მივდივარ და ლირა სად ვიყიდო? დოლარი წავიღო და იქ გადავახურდაო? თუ აქვე ვიყიდო? როგორ გავიგო სად არის უკეთესი კურსი?



დოლარი წაიღე და გადაახურდავე იქ და ლირა თბილისში არ წამოიღო თორე ისეთი ცუდი კურსიააა აქ რომ რავიცი biggrin.gif მე საზღვარზე არ გადავახურდავე რომ მთავაზობდნენ და აქ რომ ჩამოვედი იქ ერთში ერთს მაძლევდნენ და აქ 0.8 ში მომიწია biggrin.gif

Posted by: Bacha777 7 Aug 2010, 19:30
სალამი, მაქვს ამერიკული დოლარი და მინდა ევროს ყიდვა, ქალაქში ყველაზე კაი კურსი სადაა ხომ ვერ მეტყვით, ჩემთვის თუნდაც უმნიშვნელო ცდომილებასაც მნიშვნელობა აქვს, როდესაც მოზრდილ თანხას ეხება საქმე...
ანუ ყველაზე დაბალი კურსით სად ვიყიდი ევროს დოლარით? მადლობა...

Posted by: INA-INA 8 Aug 2010, 01:20
Bacha777

მიდი რომელიმე ბანკში, შეღავათიანი კურსით იქნებ გაგიკეთონ კონვერტაცია.

Posted by: Kandi 8 Aug 2010, 11:16
Bacha777
გადარეკე ქოლცენტრებში და კითხე კურსები

Posted by: babaiaro 8 Aug 2010, 11:31
Bacha777

თუ დიდი თანხაა ნუ აჩქარდები. მოიცადე ხვალამდე მერე მიდი რომელიმე ბანკის ფილიალში და მოითხოვე შეღავათიანი კურსი.
თუ დიდ თანხას ახურდავებ ნამდვილად წამოვლენ ამ გარიგებაზე. 2000$ შეიძლება ვიღაცისთვის დიდი თანხა იყოს მაგრამ ბანკი ამ ოპერაციით დიდ სარგებელს ვერ მიიღებს. ამ შემთხვევაში
სავალურო ჯიხურებში ჩამოვლა ჯობია. თუ თანხა დიდია სადღაც 10 000$ ბანკი აუცილებლად წამოვა გარიგებაზე.

ყველაზე კარგია რამოდენიმე ბანკში თუ მიხვალ და ბოლოს იმას აირჩევ რომელიც უკეთესს კურსს შემოგთავაზებს.
მაგრამ ეს თავისთავად smile.gif
მთავარია გახსოვდეს რომ ამ შემთხვევაში მსხვილი კლიენტი ხარ და წესით ბანკმა ხელიდან არ უნდა გაგიშვას. ამიტომ ვაჭრობა და შენი პირობების წამოყენება სულაც არ არის უხერხული ისევე
როგორც არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს პირველივე შემოთავაზებულ კურსზე დათანხმდე.

Posted by: paparesta 8 Aug 2010, 14:45
10აგვისტომდე მოცადეეეეეეეეე კურსი მაგ დროს შეიცვლება უფრო მოიგებ ამ დამიჯერე

Posted by: ._. 8 Aug 2010, 16:25
paparesta
რატომ 10 აგვისტომდე?smile.gif

Posted by: paparesta 8 Aug 2010, 17:50
ყოველკვირეული მოხსენება თუ რაღაც მაგის მსგავსი 10 ში ემთხვევა აშშ ში დადებითი სტატისტიკა სამუშაო ადგილების ზრდის პონტში და რაღაც დადებითი ელემენტები ეკონომიკასი ასე რო მსგავს სემთხვევაში დოლარის კურსი ევროს მიმართ გამყარდება ნუ 90 % ასე იქნება

Posted by: Bacha777 8 Aug 2010, 19:33
paparesta
გაიხარე მადლობა... smile.gif

babaiaro
Kandi
INA-INA
ეგ აზრი მეც დამებადა, ლოგიკურია მადლობა. მარა პირადი კურსის შეთავაზება ან შევაჭრება თუ იყო მოსული არ ვიცოდი, ბიჭებმა მიტხრეს ბანკიდან მასეთ შემთხვევაში სადღაც რეკავს ოპერატორი და კითხულობსო, ძირითადად თანხმდებიან, ნუ რათქმაუნდა თუ მოზრდილ თანხას ეხება საქმე smile.gif

პ.ს. მე უბრალოდ მაინტერესებდა, ეს ყველა ბანკები და გადასახურდავებელი ჯიხურები საიდანღაც ხო აკონვერტებენ, ანუ საბითუმოს პონტში მინდა თუა შესაძლებელი კერძო პირი მივიდეს და თანხა დაახურდაოს?!

Posted by: babaiaro 9 Aug 2010, 13:06
Bacha777

კერძო პირი მიდის ბანკში და მისი საშუალებით ყიდულობს/ყიდის ვალუტას სასურველ კურსით.
მთავარია იცოდე რა არის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი იმ დღეს როდესაც ოპერაციას ანხორციელებ.
მაგის ნახვა იოლია ნებისმიერი ბანკის ვებ გვერდზე, ანუ გეცოდინება სადამდე შეუძლია ბანკს კურსის დაწევა.
ეროვნული კურსის ქვემოთ ძალიანაც რომ უნდოდეს ბანკს ვერ ჩამოვა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მისი მოგება არის კომერციული კურსისა და ეროვნული კურსის სხვაობა
და ლოგიკურია რომ ბანკის ნებისმიერი ოპერაციას მხოლოდ მაშინ აკეთებს თუ მას სარგებელი რჩება.

100$ დახურდავებისგან ბანკს რჩება 1 ლარი საშუალოდ. სავალუტო ჯიხურს 30-40 თეთრი.
მაგრამ თუ 100 000 $ ახურდავებ ბანკი შეიძლება 10 თეთრზეც იყოს თანახმა.
ნებისმიერ ვარიანტში რომ გამოთვლი ბანკი იმით რომ შენ მსხვილ თანხას ახურდავებ საკმაოდ ითბობს ხელს მაგრამ ეს ბიზნესია და სხვანაირად არ გამოდის wink.gif
არ არის გამორიცხული რომელიმე სავალუტო ჯიხურმა ძალიან კარგი წინადადება შემოგთავაზოს მაგრამ ლოგიკურად ამის უფრო დიდი შანსი ბანკს უნდა ქონდეს.

Posted by: ._. 9 Aug 2010, 14:24
QUOTE (paparesta @ 8 Aug 2010, 17:50 )
ყოველკვირეული მოხსენება თუ რაღაც მაგის მსგავსი 10 ში ემთხვევა აშშ ში დადებითი სტატისტიკა სამუშაო ადგილების ზრდის პონტში და რაღაც დადებითი ელემენტები ეკონომიკასი ასე რო მსგავს სემთხვევაში დოლარის კურსი ევროს მიმართ გამყარდება ნუ 90 % ასე იქნება

FED-ის შეკრებას გულისხმობ ალბათ -- ბერნანკე და კამანდა იკრიბება მონეტარულ პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, დიდი შანსია, რომ არაფერი არ შეცვალონ (ზოგიერთი იძახის სახაზინო ვალდებულებების გამოსყიდვას გეგმავენო, მაგრამ არა მგონია). შესაბამისად, მე ვფიქრობ, კურსი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება თუ არ დაეცემა (ანუ დოლარი დასუსტდება ევროსთან მიმართებაში).

Posted by: Bacha777 9 Aug 2010, 18:20
QUOTE
ანუ დოლარი დასუსტდება ევროსთან მიმართებაში)

ესეიგი მოვასწრო ხვალე ჯობია ევროში გადახურდავება თუ დაველოდო ჯობია? smile.gif

babaiaro
ოკ, მადლობა ამომწურავი კონსულტაციებისთვის wink.gif ყველაფერი გასაგებია...
პ.ს. ეროვნული ბანკის კურსი იმ კონკრეტულ დღეს როგორ გავიგო? ვებსაიტზე ჩანს თუ უნდა დავრეკო? ეს ინფოც მომაწოდეთ და დიდად მადლობელი დაგრჩებით... jump.gif

Posted by: paparesta 9 Aug 2010, 20:54
._. მართალი ხარ მაგას ვგულისხმობდი, დღეს ევროთი დოლარის ყიდვა 1.3223 დავარდა იყო 3 დღის მანზილზე 1.33, სმაშაბათს კიდე დაიწევს მნისვნელოვნააააააააააად 1.318 მდე (3000 ჯერ 1 ცენტი კაი ფულია 30 $ ააგდებ ) 100% დორალი მაგადია. შენ დოლარით ყიდულობ ევროს ნუ კაი ქენი დღეს რო არ იყიდე აგერ კურსი ამ წუთებსი 1 აშშ= 0.755700 ევროს

alk.gif

Posted by: Bacha777 9 Aug 2010, 21:25
თვენახევრის წინ შეღავათიანი კურსით 1.289 ასე დავახურდავე, და ეხლა რაამბავია რაარის რა sad.gif
ხუთშაბათის ჩათვლით მაქვს დრო, იმედია მანამდე დაიწევს ევროს კურსი დოლართან მიმართებაში... boli.gif

პ.ს. ეროვნული ბანკის კურსი იმ კონკრეტულ დღეს როგორ გავიგო?

Posted by: paparesta 9 Aug 2010, 21:36
http://nbg.ge აქ შედი და მარცხენა ქვედა კუთხე ნახე, მარა შენ კონვერსია გაინტერესებს ეს კი აქ ნახე http://ru.reuters.com/news/currencies?srcAmt=1.00&srcCurr=USD&destAmt=&destCurr=EUR&historicalDate=

Posted by: ._. 10 Aug 2010, 11:05
QUOTE (paparesta @ 9 Aug 2010, 20:54 )
დღეს ევროთი დოლარის ყიდვა 1.3223 დავარდა იყო 3 დღის მანზილზე 1.33, სმაშაბათს კიდე დაიწევს მნისვნელოვნააააააააააად 1.318 მდე





EUR 1 = USD 1.317
არ ვიცი საიდან გამოიცანი მაგრამ ბრავოოო!!!!

Posted by: Bacha777 10 Aug 2010, 11:26
paparesta
ვა საღოლ შენ, იქნებ ზეგამდე კიდე დაიწიოს jump.gif
პ.ს. http://ru.reuters.com/news/currencies?srcAmt=100&srcCurr=EUR&destAmt=&destCurr=USD&historicalDate=
ეს საქართველის კურსსაც აჩვენებს? როგორც ვნახე რუსული საიტია...

Posted by: imerely 10 Aug 2010, 13:00
ამიტომ არ ღირს ბანკში უცხოური ვალურის გადახურდავება biggrin.gif
თუ ამას შეკვრა შეიძლება დავარქვათ, ვალუტჩიკებთან არიან შეკრულები, აძლევენ მუშაობის საშუალებას, კვირის ბოლოს ვალუტჩიკის მოგროვილი უცხოური ვალუტა მიაქვს ბანკში და მათ იქ თავიანთი მოლაპარაკება აქვთ ..

ამიტომ ბანკში ნუ გადაახურდავებთ უცხოურ ვალუტას ..
wink.gif

Posted by: Bacha777 10 Aug 2010, 13:53
holky
თუ ვალუტნი უკეთეს კურსსში გადამიხურდავებს ჩემთვის უკეთესია, მაშIნ იქ მივალ...

Posted by: imerely 10 Aug 2010, 13:56
Bacha777

თუ კი არა, ძირითად შემთხვევაში, დაჟე 10იდან 9 ემთხვევაში, ვალუტნი პუნქტი უკეთ გადაგიხდის ვიდრე ბანკი პირადად შენ ..
საღამოს ვალუტჩიკი მივა და იმაზე საგრძნობლად მეტს აიღებს ვიდრე შენ მოგცა ..
მარა ბანკი შენთან არ ითანამშრომლებს .. wink.gif

Posted by: Bacha777 10 Aug 2010, 16:53
მაშIნ სადაა წესიერი და სერიოზული ვალუტნი ცოდა დიდ თანხებზე ვინც მუშაობს?

Posted by: ._. 10 Aug 2010, 17:45
QUOTE (holky @ 10 Aug 2010, 13:00 )
ამიტომ არ ღირს ბანკში უცხოური ვალურის გადახურდავება biggrin.gif
თუ ამას შეკვრა შეიძლება დავარქვათ, ვალუტჩიკებთან არიან შეკრულები, აძლევენ მუშაობის საშუალებას, კვირის ბოლოს ვალუტჩიკის მოგროვილი უცხოური ვალუტა მიაქვს ბანკში და მათ იქ თავიანთი მოლაპარაკება აქვთ ..

ამიტომ ბანკში ნუ გადაახურდავებთ უცხოურ ვალუტას ..
wink.gif

ვერ გავიგეsmile.gif ანუ გულისხმობ რომ ბანკები და ვალუტშიკები არიან შეკრული საქართველოში და დოლარი/ევროს კურსს ცვლიან როგორც უნდათ???? spy.gif

Posted by: paparesta 10 Aug 2010, 19:13
Bacha777
ხო გითხარი 10 რიცხვს დაუცადე ევროს კურსი დაიწევს თქო ნახე თითქმის 2.5 ცენტით დაეცა კიდე დაიწევს
* * *
პარასკევამდე მოასწარიიიიიი თორე მერე ცოტას მოიმატებს ,(ეჰ ბანკში მუშაობა რას არ გასწავლის) ბაჩა ისე კაი ქენი რომ დაგვიჯერე ყოველ 1000 დოლარზე 20 დოლარი მოიგე 3 დღეში spy.gif
* * *
._.
ყველა ვალიუტნი პუნქტი რომელიმე ბანკზეა მიმაგრებული ნუ ოპიციალურად არა მარა მაინც, კი ბატონო პატარა ქვეყანაა და 1 ბანკმა რო მოინდომოს ვალიუტის ყიდვა-გაყიდვი პუნქტს ან ისე მოაკლებს ან ისე დაწევს ეროვნული ბანკი აზრზე ვერ მოვა(მარა მერე ეროვნული მიაკაჩავებს),მაგალითი : ივნისის 13-16 რაც მოხდა ეგ ყველამ იცის დოლარი 1.78 ღირდა და უცებ 2 საათში 1.88 გახდა კლიენტები შოკში იყვნენ ნუ რომელიმე ბანკს დიდი რაოდენობით დოლარი დაჭირდა და რადგან ბევრი ლარი ქქონდა თხლიშა უაზროდ მაღალი კურსი მერე ეროვნულმა მიაყენებია თორე 2.00 ავიდოდა

Posted by: Bacha777 10 Aug 2010, 21:49
QUOTE
პარასკევამდე მოასწარიიიიიი თორე მერე ცოტას მოიმატებს ,(ეჰ ბანკში მუშაობა რას არ გასწავლის) ბაჩა ისე კაი ქენი რომ დაგვიჯერე ყოველ 1000 დოლარზე 20 დოლარი მოიგე 3 დღეში

კი ხუთშაბათს დავახურდავებ კაროჩე... მადლობა მეგობარო wink.gif

პ.ს. მაინც ვერ გავიგე, ბანკებში დავრეკო და ყველასე კაი კურსი ვისთანაცაა იქ მივიდე თუ ვალუტნის დაველაპარაკო?

Posted by: ._. 11 Aug 2010, 13:01
QUOTE (paparesta @ 10 Aug 2010, 19:13 )
ყველა ვალიუტნი პუნქტი რომელიმე ბანკზეა მიმაგრებული ნუ ოპიციალურად არა მარა მაინც, კი ბატონო პატარა ქვეყანაა და 1 ბანკმა რო მოინდომოს ვალიუტის ყიდვა-გაყიდვი პუნქტს ან ისე მოაკლებს ან ისე დაწევს ეროვნული ბანკი აზრზე ვერ მოვა(მარა მერე ეროვნული მიაკაჩავებს),მაგალითი : ივნისის 13-16 რაც მოხდა ეგ ყველამ იცის დოლარი 1.78 ღირდა და უცებ 2 საათში 1.88 გახდა კლიენტები შოკში იყვნენ ნუ რომელიმე ბანკს დიდი რაოდენობით დოლარი დაჭირდა და რადგან ბევრი ლარი ქქონდა თხლიშა უაზროდ მაღალი კურსი მერე ეროვნულმა მიაყენებია თორე 2.00 ავიდოდა

ლარი/დოლარი ბაზარი არაა, მანიპულირებადია.. ჩვენ ევრო/დოლარზე გვქონდა საუბარი... ევრო/დოლარზე მთელი მსოფლიოს ვალუტშიკები რომ შეიკრიბონ ვერაფერს შეცვლიან smile.gif

Posted by: Bacha777 11 Aug 2010, 13:34
მაინც ვერ გავიგე, ბანკებში დავრეკო და ყველაზე კაი კურსი ვისთანაცაა იქ მივიდე თუ ვალუტნის დაველაპარაკო? ან ეროვნულ ბანკში თუა შესაძლებელი დახურდავება კაი კურსით? მადლობა... wink.gif
* * *
QUOTE (._. @ 10 Aug 2010, 11:05 )
QUOTE (paparesta @ 9 Aug 2010, 20:54 )
დღეს ევროთი დოლარის ყიდვა  1.3223  დავარდა  იყო 3 დღის მანზილზე 1.33,  სმაშაბათს კიდე დაიწევს მნისვნელოვნააააააააააად  1.318 მდე





EUR 1 = USD 1.317
არ ვიცი საიდან გამოიცანი მაგრამ ბრავოოო!!!!

მეჩვენება თუ მართლა ასე დაიკლო? 128.6 spy.gif spy.gif spy.gif
* * *
პ.ს. თუ ესეა ბედიც მე მქონია, კაკრას ხვალე მიწევს დახურდავებაა jump.gif

Posted by: coliani 28 Aug 2010, 13:54
მაინტერებს ევრო კურსი როგორი იყო ლარის მიმართ ბოლო 3წლის განმავლობაში დაეცა თუ მოიმატა
დღეს ეასეთი სიტუაციაა EUR 2.300 2.340
მაინტერესებს 1 დოლრი რომ იყო 1.42 ლარი შარშან წინ მაშინ ევროს კურსი როგორი იყო???????

Posted by: paparesta 28 Aug 2010, 19:41
ევროს კურსი მაგ დროს 2008 წლის 30 ოქტომბერს იყო 1.8065 ანუ 1ევრო=1.8065 ლარი იყო ხოლო 1დოლარი=1.421 ლარი, 31 ოქტომბრიდან ევრომაც და დოლარმაც 8 თეთრით მოიმატა დაახლოებით

Posted by: ZaZaZu 29 Aug 2010, 14:35
revolutie


თანხა ყოველთვის უნდა დაახურდავო სავალუტო ჯიხურში, კერძოდ, საბურთალოზე. ძირითადად ბანკები მოგებას კონვერტაციიდან იღებენ.

Posted by: Bacha777 3 Sep 2010, 15:13
სავალუტოს ძIრითადად დიდი თანხა არააქვთ ევროში... მაშIნ წინასწარ წინა დღეს უნდა შეუთანხმდე ან რამე...
თურქეთში 100$ გადამიხურდავეს 150 ლირაში.

Posted by: Tutankhamun 7 Sep 2010, 16:13
ხომ არ იცით, დოლარის კურსი უახლოეს ორ კვირაში აიწევს თუ პირიქით?

Posted by: uchinаri 7 Sep 2010, 16:23
Tutankhamun

ეგ რომ ვიცოდეთ, აქ მაინც არ დავწერთ. smile.gif

და ვინმესთვის რომ ცნობილი იყოს პროგნოზი, უცბად გამდიდრდებოდა. smile.gif

Posted by: Did_Giorgi 10 Sep 2010, 02:15
ZaZaZu
QUOTE
ძირითადად ბანკები მოგებას კონვერტაციიდან იღებენ.

არამგონია მართალი იყო
მე მგონია მაინც რომ საკრედიტო განყოფილების შემოსავლები ყველაზე მეტია ბანკში wink.gif

Posted by: სქაილაინ 14 Sep 2010, 13:57
ვერ მეტყვით სად შეიძლება გადავახურდავო? დიდი დიღმისკენ რომ იყოს ჯობია smile.gif

Posted by: GURAMI19 23 Sep 2010, 14:30
ეროვნულ ბანკში გადამიხურდავებენ ლარებს ჩეხურ კრონაში ? თუ იცით მიპასუხეთ smile.gif ბევრი არ მინდა 100-200 ლარი.

Posted by: Kate789 1 Dec 2010, 02:12
რა კურსით შევძლებ დოლარის დახურდავებას ხვალ ხომ არ იცით???
კი არა და უკვე დღეს.

ბანკის კურსები არ მაინტერესებს ოღOნდ biggrin.gif

Posted by: exploit 1 Dec 2010, 03:23
ბანკში არასოდეს ვახურდავებ ხოლმე ფულს ცუდი კურსი აქვთ როგორც ყოველთვის
10 000 ევრო დავახურდავე ამ ზაფხულს დინამოსთან სავალუტოში და ჯიბით წამოვიღე smile.gif

300+$ შეღავათი მივიღე ბანკის კურსთან შედარებით

ევროს კურს სპეციალურად აგდებენ ჩემი ვარაუდით
სტაბილურად ეშვება დაბლა მალე დასტაბილურდება და ისევ აიწევს

მოკლედ სპეკულაციები ხდება მსოფლიო დონის შეიძენენ ევროს იაფად და მერე ააგდებენ კურსს wink.gif

Posted by: Kate789 1 Dec 2010, 03:37
ნუ ეგ რა თქმა უნდა. ბანკი თავის მოგებაზე ფიქრობს და მაგიტომაც აქვს მაღალი კურსი.
არ ვახურდავებ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ვცდილობ, რომ არასოდეს დავახურდავო.
როცა 50 თეთრშია სხვაობა, მართლა დაგეზარება ჯიხურის მოძებნა.

Posted by: ROBERY 1 Dec 2010, 14:54
როგორ პროგნოზს გააკეთებდით ლარი-დოლარის კურსთან დაკავშირებით 1 წლის განმავლობაში? დაეცემა დოლარი თუ ავარდება?

Posted by: Did_Giorgi 1 Dec 2010, 23:25
ROBERY
QUOTE
დაეცემა დოლარი თუ ავარდება?

დაგვცინი?
ეგ რომ ვიცოდე ....

ისე მომავალ წელს 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლაა მოსალოდნელი საქართველოშიო.
თუ ეს მართლა ასეც მოხდა, მაშინ დოლარის კურსი დაეცემა 2 მიზეზის გამო:
1) ინვესტიციის გახარჯვა საქართველოში მხოლოდ ლარში უნდა მოხდეს, შესაბამისად იქნება მოთხოვნა ლარზე, ანუ ეროვნული ბანკი გაყიდის ბევრ ლარს, შესაბამისად ლარზე ტუ მოთხოვნა დიდია, მისი ფასიც (კურსი) გაიზრდება
2) სახელმწიფო ხელოვნურად გაამყარებს ლარს რომ ინვესტორმა რაც შეიძლება მეტი დოლარი გადაიხადოს ცოტა ლარებში ანუ შემოტანილი დოლარებით აქ ნაკლები ლარი იყიდოს

თუმცაღა მსგავსი არგუმენტებიტ საპირისპიროს დამტკიცებაც შემიძლია gigi.gif

Posted by: Kate789 2 Dec 2010, 01:23
Did_Giorgi
ხვალინდელი კურსი მითხარი რა.
ისე ბოგ-ში უფრო ცუდი კურსია, ვიდრე ბრ-ში.
ხვალ რა კურსი იქნება ჯიხურებში???

Posted by: Yazva 31 Dec 2010, 18:33
როგორც წესი ლარი მყარდება ხოლმე ახალ წელს მარა არ მოხდა ასე jump.gif

ეტყობა ახალმა მილიონერმა მოიშორა ლარები და იყიდა დოლარები biggrin.gif

Posted by: G4BSON 8 May 2013, 13:08
კანადური დოლარის გადაცვლა რომელ ბანკში ან დაწესებულებაში შემიძლია?
წინასწარ გმადლობთ

Posted by: Did_Giorgi 8 May 2013, 23:49
G4BSON
ნებისმიერ ბანკში, ოღონდ ძირითადად ცენტრალურ ფილიალებში
ქოლ ცენტრებში ჩამორეკე და გეტყვიან

Posted by: dzirkoka 20 May 2013, 15:38
Did_Giorgi


ხომ არ იცი, დოლარის კურსი როდის აიწევს? ბოლო ორი კვირაა ძალიან დაბალი კურსია. საერთოდ რისი ბრალია?

Posted by: paparesta 20 May 2013, 22:01
dzirkoka
QUOTE
ხომ არ იცი, დოლარის კურსი როდის აიწევს
user posted image



QUOTE
ბოლო ორი კვირაა ძალიან დაბალი კურსია
user posted image

QUOTE
საერთოდ რისი ბრალია
user posted image


აქ წინასწარმეტველი ვანგა არის ვინმე და ვერ ვხედავთ , კურსბს რომ პროგნოზირებდეს, ისე შეიძლება ეგ აშშ ს ხაზინის უფროს ვკითხოთ user posted image


მოდ K M A

Posted by: Did_Giorgi 21 May 2013, 00:46
paparesta
QUOTE
მოდ K M A

ეს ფრაზა გაშიფრე, თუ არის ვალუტის კურსებთან კავშირში
თუ არა და იძულებული ვიქნები ოფტოპიკის გამო დაგვორნო

Posted by: paparesta 21 May 2013, 20:24
Did_Giorgi

QUOTE
თუ არა და იძულებული ვიქნები ოფტოპიკის გამო დაგვორნო


ტყულა მადებ ვორნებს , მასე რომელიმე სურათი ვალუტის გაცვლასთან რაიმე კავშირშია?

და საერთოდ როდის მოგვცილდება ეს შევარდნაძისდროინდელი მოდერობა , სხვა ბანკის თემებში იმენა დედის ტრიალი მიდის , ამხობენ თავზე ყველაფერს და იმენა სადაც მე შევედი იქ არ იჩითება სულ

Posted by: Did_Giorgi 21 May 2013, 22:57
paparesta
არადა შეგეძლო საერთოდ არ დაგეწერა ეგ, არავინ გექაჩებოდა. ეხლა მაგ ფრაზისა და კიდევ, როგორც შენ ამბობ, არათემატური სურათების გამო +20%

Posted by: verccetty 24 Jul 2013, 18:16
დოლარის ევროში კონვერტაცია ჩერეზ ლარი უფრო მომგებიანია ? დღევანდელი კურსით ასე დავთვალე .. ხო და კარგი ''ვალუტნაია'' იცოდეთ იქნებ?

Posted by: Kandinskaia 25 Jul 2013, 01:04
QUOTE
ხო და კარგი ''ვალუტნაია'' იცოდეთ იქნებ?

+1

ევროს ყიდვა მინდა შაბათამდე, ყოველ ზაფხულს იწევს კურსი, მაინცდამაინც წელს აიწია როცა ორმაგ თანხას ვყიდულობ წინა წლებთან შედარებით.
ან იქნებ ვინმეს გაყიდვა უნდოდეს და საშუალო კურსი აგვერჩია biggrin.gif

Posted by: verccetty 25 Jul 2013, 02:39
Kandinskaia
მეც მინდა ევროები : / დღეს ინტერესისთვის დავრეკე ბანკებში სიის მიხედვით ტარიფები წერტილი ჯიდან ავიღე ზრდადობის მიხედვით პირველ ადგილზე მიჩვენა Bank Constanta რო ყველაზე კაი კურსი მაგათ აქვთო ვეკითხები 1000 დოლარი ევროში რამდენია თქო დამელოდე კურსი ვნახოო ნუ ნახა გადაიყვანა 740 იო ახლა ლარებში გადაიყვანე 1000 $ და მერე ევროებში დააკონვერტირე თქო ველოდე ასე 15 წუთი მომბეზრდა და გავუთიშე = )) რიგიღ მეორე იყო კსბ სიაში საკმაოდ გონებამახვილი გოგონა შემხვდა იცოდა რა იყო კალკულატორი იმანაც 1000 $ 740 ევროაო ლარებში კოვერტაციის შედეგად და მერე ევროში 748 ევრო მიიღო ერთი 5 წთ მაგას ვარკვევდით რანაირად დაიანაგრიშა = ))))) მერე დავრეკე საქ.ბანკში იმათმა საერთოდ 728 ევროა და ლარებში კოვერტაციისას იგივე მიიღო ყველაზე კალკულატორის მცოდნე საქ ბანკი აღმოჩნდა მვულოცოთ smile.gif) პ.ს არაფერი პირადული ბანკებთან

Posted by: Kandinskaia 25 Jul 2013, 12:15
verccetty
lol.gif
მე ბანკში არც ვაპირებ ყიდვას, საკმაო განსხვავებაა კურსებში.

Posted by: დიაბლო 26 Jul 2013, 08:20
უდიდესი სხვაობაა ნამდვილად



QUOTE
1000 დოლარი ევროში რამდენია თქო დამელოდე კურსი ვნახოო ნუ ნახა გადაიყვანა 740 იო ახლა ლარებში გადაიყვანე 1000 $ და მერე ევროებში დააკონვერტირე თქო

ესე მეტი გამოდის მართლა?

Posted by: bajo 27 Aug 2013, 01:10
მინდა დოლარის ყიდვა ლარით, სადგაც 3000 დილარის, სად მირჩევთ? შეგიძლიათ პირადში მომწეროთ? მადლობა

Posted by: mariami555 28 Aug 2013, 20:37
ბანკის მომხმარებელი კი ხარ მაგრამ როგორი იდეალური ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ ბანკი ოპერაციას არ გაგიკეთებს თუ მისგან სარგებელი არ მიიღო.
კონვერტაციის ოპერაცია საბანკო მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა რაშიც ბანკს სიმართლე ითქვას უფრო მეტი ფული რჩება ვიდრე რაღაც უაზრო აქციების შედეგად
რასაც ამ ბოლო დროს ქართული ბანკები ხშირად მიმართავენ.

თუ შენ დიდი ოდენობის თანხის გადახურდავებას აპირებ მაშინ შეგიძლია წახვიდე ბანკთან ვაჭრობაზე.
მოუთხოვო კურსის დაკლება და ა.შ.
თუ საკმარისად მსხვილი თანხას ახურდავებ შეიძლება ფილიალის დირექტორი სახაზინო დეპარტამენტს დაუკავშირდეს და შენთვის სპეციალური კურსიაც დაადგინონ.
ბოლო დროს ეს ტექნოლოგია უფრო განვითარდა და შეიძლება სამუშაო საათებში იგივე ოპერატორმაც გააკეთოს.
თუმცა ეს ხდება მაშინ როცა საქმე დიდ თანხებს ეხება.
მინიმუმ 10 000$ და ზემოთ.

თუ ვინმემ ამის გაკეთება 2000-3000$ მოითხოვა ეს უკვე ნიშნავს რო კლიენტი მელოჩნიკობს. მაქსიმალური სარგებელი 20 ლარი და არავის არ უნდა ეწყინოს თუ ესეთ კლინეტს რა თქმა უნდა ზრდილობის ფარგლებში დააიგნორებენ.

Posted by: user123 28 Oct 2013, 23:50
გამარჯობათ ხვალ ვაპირებ საკმაო მოცულობის თანხის, დაახლოებით 25 000 $ ის გადახურავებას ლარებში. თუ შეძლებთ რომ მითხრათ სპეც კურსი რამდენი შეიძლება შემომთავაზოს ბანკმა?
თანხა განთავსებული მაქვს ლიბერთ ბანკში

ესეც ლიბრთი ბანკის დღევანდელი მონაცემები
1.6500 1.6800

Posted by: Mr-Banks 29 Oct 2013, 00:40
user123

თუ 1.65 აქვთ, ასე მოგცემენ 1.66-ში უკეთეს შემთხვევაში, 1.655 -ში 100%-ით

Posted by: user123 29 Oct 2013, 01:19
Mr-Banks
კარგი მადლობ.

ისე ეგრე ფიქსირებულად აქვთ ეგ სპეც კურსი თუ შეიძლება რო შემომთავაზებენ ვევაჭრო (ერთგულება შევფიცო მომავალში biggrin.gif ) ან რამე მსგავს შემთხვევაში თუ გამიზრდიან გადასახურდავებელ კურს?

Posted by: Lizarabengoa 30 Oct 2013, 12:51
მაგარი ამბავი!!! როგორც იქნა დაერხათ იმ ვალუტის ჯიხურებს საკომსიოს პონტში რომ ატყავებდნენ და ძარცვავდნენ ადამიანებს!!!! მეც ვიყავი მათი მსხვეპრლი ახვრები, არ გამაფრთხილეს და #####უვდი ეხლა კი დაერხათ გააუქმეს !!! საღოლ

აღმოჩენილი დარღვევების გამო ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, შპს „პ ენდ ლ გრუპ“ - ის ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა. მიზეზი აღნიშნული პუნქტების მხრიდან იმ ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო პუნქტებს ფულის გათეთრების მონიტორინგის პროცესის ადეკვატური წარმართვისა და მომხმარებელთა უფლებების სათანადოდ დაცვის მიზნით დაუწესა.

შპს „პ ენდ ლ გრუპ“ - ის სავალუტო ჯიხურები, რომლებიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, არაერთხელ იყო მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზი ვალუტის გადაცვლის ოპერაციაზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე საკომისიო გადასახადის დაკისრების გამო. ეროვნული ბანკის რეგულაციის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ ინფორმაცია განათავსოს თვალსაჩინო ადგილას - სალაროსთან და ვალუტის ყიდვა–გაყიდვის კურსის თითოეულ მაჩვენებელთან. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, „პ ენდ ლ გრუპ“ - ის მფლობელთა მხრიდან მუდმივად ჰქონდა ადგილი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და წესების დარღვევას.

მართალია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ საკომისიოს დაწესების უფლებას ნაღდი ფულით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის წარმოებისას. მიუხედავად ამისა, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“ პირდაპირ ავალდებულებს პუნქტის მეპატრონეს სათანადოდ მოახდინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციისას მომხმარებლის ინფორმირება საკომისიოს დაწესების შესახებ.

http://nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=2276

საღოლ ეროვნული ბანკი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: imirz 30 Oct 2013, 13:12
ძლივს ვიღაცავ მიაქცია ყურადღება.

რამდენჯერ ვალუტიდან გამოსვლის მერე დამითვლია და მერე გამიგია ჩამოჭრილი გაურკვეველი საკომისიოები, რომელსაც არც გეუბნებიან, ისე გძარცვავენ. ვითომ მაღალ კურსს წერენ რო შეიტყუონ და იმ კურსის სხვაობაზე ორმაგს გატოვებინებენ საკომისიოზე.

ძალიან კარგი ცვლილებაა !!!

ყოჩაღ ეროვნული !! jump.gif bis.gif bis.gif

Posted by: donrobita 30 Oct 2013, 17:57
user123
1.663 -ში გაგიკეტებს ლიბერთი სპეც კურსს

თუ ხვალამდე არაფერი შეიცვალა

Posted by: user123 31 Oct 2013, 12:38
donrobita

ჰო ვიყავი 1.664 ში მოვასწარი გადახურდავება გუშინწინ.
გლდანის ფილიალში მომიწია გადახურდავება და თურმე იქ ნებისმიერ თანხაზე ეგეთი სპეც კურსი ქონია ლიბერთის.

Posted by: speechl1 31 Oct 2013, 21:50
შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე და აქ დავწერ, მაქვს 1976წლის გამოშვების 2დოლარიანი (ოთხი11-ით) ბანკში რამდენად გავყიდი?

Posted by: okioki 15 Dec 2013, 14:36
კარგ კურსში დოლარი (სავალუტო ჯიხურში) არანაირი %

3000$ - 1.708 იყიდება დოლარი

Posted by: okioki 17 Dec 2013, 13:19
კარგ კურსში დოლარი (სავალუტო ჯიხურში) არანაირი %

2000$ - 1.704 იყიდება დოლარი

Posted by: Did_Giorgi 1 Feb 2014, 02:23
A-G-O-R-A
დასტოვა საიტის რეკლამირება
!!!

Posted by: დუდა 22 Jan 2015, 21:04
გამარჯობა
5000 დოლარის ყიდვა მინდა დაახლოებით
ბუნებრივია რაც შეიძლება დაბალ ფასად
რას მირჩევთ?

Posted by: ako0708 25 Jan 2015, 21:22
10 დოლარის ყიდვა მინდა, მომყიდით ვინმე დაბალი კურსით? : DD

Posted by: tamashi 28 Jan 2015, 11:32
დოლარის ყიდვა მინდა. რა ვქნა???
როდემდე გაგრძელდება ეს საქმე??? და თუ გასმოწრდება, ან თუ არის გამოსწორების პერსპექტივა საერთოდ?

Posted by: king001 8 May 2015, 22:19
თემაში არ ჯდება მაგრამ ვინმე ხომ ვერ გამარკვევს ვალუტის კონვერტაციაში რა მოგებაა??? ვიცი რომ სავალუტო ჯიხურის მოგება არის კურსთაშორისი სხვაობა მაგრამ იცი რა მაინტერესებს, ანუ დავუშვათ 1 დღე მარტო 1000 დოლარი გავყიდე 2000 ლარად და ლარი ვაფშე არ მიყიდია, მეორე დღეს კურსი 2.1 გახდა, ანუ 2000 ლარად 1000 დოლარზე ნაკლებს ვიყიდი. რა მოგებაა ვერ მივხვდი??? ერთადერთი მოგება ალბათ იმ შემთხვევაში იქნება თუ მე ავდგები და მეორე დღეს კურსის შეცვლას არ დაველოდები და დღის ბოლოს ამ 2000 ლარს ეროვნულ ბანკში ოფიციალური კურსით გადავახურდავებ, მაგრამ ეროვნული ბანკისგან ვალუტის ყიდვა მხოლოდ ბანკებს ხო შეუძლიათ??? აზრს მაინც ვერ ვხვდები, დიდად დამავალებთ თუ გამარკვევთ

Posted by: Иван Васильевич 10 May 2015, 09:07
თურქული ლირა მინდა ვიყიდო და ყველაზე კარგი კურსი სადაა ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: bavaria87 5 Jun 2016, 14:47
გამარჯობათ!
ერთი ასეთი მარტივი შეკითხვა მაქვს, ვერსად ვნახე ინფო და ამიტომ ვპოსტავ აქ. სად შემიძლია ეურო პირადპირ დოლარში გადავახურდავო? ეროვნული ვალუტის გევრდის ავლით და საერთოდ ეს შესაძლებელია თუ არა? მადლობა წინსაწარ

Posted by: Davion 7 Jun 2016, 09:25
bavaria87
QUOTE
სად შემიძლია ეურო პირადპირ დოლარში გადავახურდავო?

საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე შეგიძლია გადაცვალო, დაახლოვებით 1 000 000 რიგის ვალუტა თუ გაქვს smile.gif სარგებლობენ ამით ეროვნული და მსხვილი კომერციული ბანკები, საბროკერო ბირჟები და სხვ.
ასევე ელექტრონულ საფულეებს აქ ეს ფუნქცია, მაგრამ არა მგონია საბოლოოდ უფრო მომგებიანად გამოხვიდე გადამცვლელ პუნქტებთან შედარებით.

Posted by: bavaria87 8 Jun 2016, 00:42
გადამცვლელ პუნქტებზე ვკიტხულობ. არვარ საქართველოში და ვერ ვერკვევი. მანდ ეუროს პირადპირ დოლარში გადავახურდავებ? სავალუტოებში ხდება ეგ?

Posted by: Davion 8 Jun 2016, 09:21
bavaria87
QUOTE
მანდ ეუროს პირადპირ დოლარში გადავახურდავებ? სავალუტოებში ხდება ეგ?

გადაგიხურდავებენ, უბრალოდ გადაითვლიან შესყიდვა-გაყიდვის კურსებს და შემოგთავაზებენ რაღაც კურსს, თუ მოგეწონება ის კურსი- ჩააბარებ ევროს და აიღებ დოლარს. სავალუტოებშიც განსხვავებული კურსებია, ასე რომ უნდა დაითვალო შენც რა კურსი გაწყობს.
შეიძლება ეს გამოგადგეს:
http://agora.ge/

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)