Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომუნიკაციები > საქართველოს რუკა "გუგლ მეფზე"


Posted by: i_ka 13 Jan 2011, 11:27
რატომ არ გვაქვს საქართველოს რუკა, თბილისის, ან ცენტრალური საქალაქთაშორისო გზატკეცილების მიანც გუგლ მეფზე? :| როცა მეზობელ სომხეთს ერევნის თითოეული წერტილი აქვს აღნიშნული?! :| თუ იცით ვინმემ ეს სისტემა საერთოდ როგორ მუშაობს, თვითონ გუგლის ინიციატივით ემატება რუკები, თუ ქვეყნები აწვდიან ელექტრნულ ვერსიას?

user posted image
VS
user posted image

Posted by: geg 13 Jan 2011, 11:36
i_ka
QUOTE
რატომ არ გვაქვს საქართველოს რუკა, თბილისის, ან ცენტრალური საქალაქთაშორისო გზატკეცილების მიანც გუგლ მეფზე? :| როცა მეზობელ სომხეთს ერევნის თითოეული წერტილი აქვს აღნიშნული?! :| თუ იცით ვინმემ ეს სისტემა საერთოდ როგორ მუშაობს, თვითონ გუგლის ინიციატივით ემატება რუკები, თუ ქვეყნები აწვდიან ელექტრნულ ვერსიას?

მალე დაემატება

Posted by: UMTS 13 Jan 2011, 12:06
http://pix.ge/

Posted by: GGM 13 Jan 2011, 12:43
QUOTE
მალე დაემატება

+1

Posted by: i_ka 13 Jan 2011, 15:27
UMTS
ეს სად ნახე? სამუშაო ვარიანტია რამე თუ უკვე გამოქვეყნდა?

Posted by: mimic 13 Jan 2011, 16:49
i_ka
QUOTE
ეს სად ნახე? სამუშაო ვარიანტია


yes.gif

შეიგიძლია შენც მიიღო მონაწილეობა რუქის შექმნასი - ურო მალე იქნება...
აიღე რაღაც კუთხე რომელსაც კარგად იცნობ და გააკეთე - გმეილის აქაუნტი თუ გაქვს ეხლავე შეგიძლია დაიწყო idea.gif
http://google.com//mapmaker


Posted by: datoka888 13 Jan 2011, 16:59
ცოტაც მოითმინე და მალე იქნება.
მუშაობს ხალხი მაგ საკითხზე, ხალხი კი არა მთელი სამსახური.

Posted by: i_ka 13 Jan 2011, 21:32
ძალიან კარგი, გამიხარდა, რამდენიმე დღეა დავბუნდი საქართველოში და გული დამწყდა სულ ცარიელი რომ არის გუგლზე ჩვენი რუკა smile.gif კარგია რომ ჩვენც გვექნება smile.gif

Posted by: otarius-big 18 Jan 2011, 02:08
http://www.google.com/mapmaker?gw=10&hl=en&ll=41.632509,41.627626&spn=0.041955,0.064888&z=14&vpid=1294520873476 მგონი ბევრი არ დარჩა ამ ამბავს სადაცაა გამოვა

Posted by: zviadi1989 24 Jan 2011, 20:55
http://wikimapia.org/ არის ძალიან მაგარი საიტი, ნახეთ ქუჩებზეც აწერია მისამართები და შენობებსაც და ადგილებსაც, მგონი ყველას შეუძლია ცვლილების გაკეთება.

Posted by: sokxrata 25 Jan 2011, 01:48
მაგარი რუკა ეს ნახეთ არა მგონია გოოგლე ის ჯერ არ გამოჩენილ ნამუშევას ჯობდეს. გირჩევთ ნახოთ. http://www.live-georgia.piczo.com/ruka/


(მიჯეორჯიას ნამუშევარია! )

Posted by: brevalo 11 Feb 2011, 15:56
აბა რა ხდება, რას ამბობს გუგლი, როდის შევა ექსპლუატაციაში თბილისის რუკაო???

Posted by: UMTS 11 Feb 2011, 18:33
QUOTE
მაგარი რუკა ეს ნახეთ არა მგონია გოოგლე ის ჯერ არ გამოჩენილ ნამუშევას ჯობდეს. გირჩევთ ნახოთ. http://www.live-georgia.piczo.com/ruka/


(მიჯეორჯიას ნამუშევარია! )

მაგარი რუკაა, გუგლის ჯერ არ გამოსულს ხო თავისთავად ჯობია და დაჟე ჯეოლენდის 2011 ისასაც,
(ჯეოლენდს სოფლებში შენობები არ აქვს ) smile.gif

Posted by: Unknown 11 Feb 2011, 20:41
ძალიან მაგარია, გუგლმეპშI ხო, მალე გაიჩითება!
და ნოკია maps-ში როდის იქნება ნეტა...მარა სონიერიქსონივით ერხევა მარკეტინგულად ნოკიასაც და მაგისთვის არ სცხელათ ალბათ...

Posted by: ალფი 25 Feb 2011, 23:46
აუ, ისა... ბინგისავით რამე კოდს არ ჩითავს გუგლი, საიტზე რომ ჩავსვა??

Posted by: jeki1500 30 Jan 2012, 12:43
გავაკეთეთ თბილისის ახალი რუკა და გთხოვთ დაათვალიეროთ და მირჩიოთ რა დავამატოთ ან შევცვალოთ, გთხოვთ მოგვცეთ რჩევები.

http://www.city24.ge

რუქა მუდმივათ განახლებადია და აქ შეიძლება მოიძებნოს ქუჩები, ქუჩის ნომრები, სოფლები, ქალაქები, ორგანიზაციები. ამასთან ქუჩის ან ქუჩის ნომრის მოძებნის დროს იძლევა მასზედ არსებული ორგანიზაციების სიას(ჯერ მხოლოდ თბილისში).

სულ ახლახანს დაემატა ბათუმის ქუჩები და ქუჩის ნომრების მიხედვით ძიება. ორგანიზაციის დამატების და ძებნის ფუნქციას ბათუმში ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.

ასევე შესაძლებელია რუქის ლინკის აღება სასურველ ზომაში სასურველი მასშტაბით და მისი ნებისმიერ ვებ-გვერდზე ჩასმა გენერირებული კოდის საშვალებით.

რუქაზე ასევე მუშაობს ნავიგაციის (როუტინგის) ბეტა ვერსია.

Posted by: GGM 30 Jan 2012, 15:13
jeki1500
ყოჩაღ კაი რამეა! wink.gif
QUOTE
რუქაზე ასევე მუშაობს ნავიგაციის (როუტინგის) ბეტა ვერსია.

...მოძრაობის მიართულებას არ ითვალისწინებს, თუმცა ბეტა ყოფილა და გამოსწორდება ხო?

Posted by: ნიკა 31 Jan 2012, 11:22
jeki1500
აი ეგ ყველაფერი Openstreetmap-ზე რო გაგეკეთებინათ იქნებოდა კარგი. იმიტომ რომ open soorce-ა ის. ეს კიდე დახურულია.

Posted by: jeki1500 31 Jan 2012, 12:53
ნიკა

ეს კომერციული პროექტია და შესაბამისად მაგიტომაც არის დახურული. თუმცა ჩვენ შემუშავებული გვაქვს ქუჩებისა და ქუჩის ნომრების შემოთავაზების სისტემა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა მომხმარებელმა და შეგვისწოროს მცდარი ინფორმაცია ან გამოგვიგზავნოს ახალი მონაცემები.
ეს ფუნქცია სულ ახლო მომავალში გახდება ყველასათვის ხელმისწვდომი

http://city24.ge

Posted by: jeki1500 10 Feb 2012, 12:00
დაიხვეწა სიტყვებით ძებნის ფუნქცია. ასე მაგალითად თუ ადრე მხოლოდ ერთი სიტყვით ან ერთი სიტყვის ნაწილით ეძებდა და გამოქონდა შემოთავაზებები, ეხლა შესაძლებელი გახდა პლიუს ამას ორი, სამი და მეტი სიტყვით მოძებნა (თუ რა თქმა უნდა ზუსტად ამ სიტყვების შესაფერისი ჩანაწერი იქნა ნაპოვნი)
რა თქმა უნდა ჯერ კიდევ დასახვეწია შეცდომით აკრებილი სიტყვებით ძებნის პრინციპი, თუმცა ამ თემაზეც ვმუშაობთ და როგორც კი რაიმე სიახლე იქნება აუცილებლად შეგატყობინებთ

თქვენი http://city24.ge

Posted by: moen8 3 Oct 2015, 15:24
სახლების ნომრები რატომ გააქრო გუგლმა რუქაზე იცით ვინმემ??? მტელი საქართველოს მასშტაბით გამქრალია კორპუსების და სახლების ნომრები!!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)