ეს თემა ეხება დედაქალაქში და მის შემოგარენში ყველა ტიპის ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, პროექტს და სამომავლო გეგმებს.
შევეცდები ჩამოთვალო ყველაზე მნიშვნელოვანი მშენებლობები, რაც ამ მომენტისათვის თბილისში მიმდინარეობს.
თბილისში დღეს დღეობით რამოდენიმე გრანდიოზული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს
ესეინია:
-თბილისი ისტ -მოლის( Tbilisi East Mall) პროექტი წარმოადგენს აეროპორტისა და ქალაქის დამაკავშირებელ კახეთის გზატკეცილზე მდებარე, თვალჭრელიძის ქ. N2-ში, კერძო საკუთრებაში არსებული 183 618 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაგეგმარებულ შიდა და გარე ქუჩების, მოედნებისა და მთავარი ადმინისტრაციული შენობისაგან დაკომპლექტებულ 85 000 კვ.მ სოფლის ტიპის (indoor-outdoor village) კომპლექსს.
-სასტუმრო კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, რუსთაველის 29-ში. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია არსებული შენობის რეკონსტრუქცია და ახლაი სასტუმროს კორპუსის მშენებლობა (სიმაღლე-130.1მ. 0.00 ნიშნულს ზემოთ.) არსებული შენობის განაშენიანების ფართობი=2841.8 კვ.მ. ხოლო ახალი შენობის განაშენიანების ფართობი=3163.7 კვ.მ.
თავდაპირველი პროექტის მიხედვით საპროექტო მაღლივი შენობა მდებარეობდა არსებული შენობიდან 3 მ მანძილზე, რაც ართულებდა ქვაბულის და საძირკვლის მოწყობას, ამასთან იყო საშიშროება არსებული შენობის საძირკვლის დაზიანების, ქვაბულისთვის საჭირო ანკერებით. ამის გამო მოხდა პროექტის კორექტირება, რომლის მიხედვითაც საპროექტო მაღლივი შენობა მოსცილდა არსებულს, რამაც გაამარტივა ახალი შენობის საძირკვლის და მისთვის საჭირო ქვაბულის მოწყობა. ამასთან ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები ნაკლებად იმოქმედებს ძველ, არსებულ შენობაზე, რაც ზრდის მშენებლობის პროცესის უსაფრთხოებას, ასევე საგრძნლობლად ამცირებს არსებული, ისტორიული შენობის დაზიანების რისკს.
ახალი შენობა მთლიანად შემინულია ამრეკლავი მინით, შემინვის დამჭერი და კარკასი წარმოადგენს ალუმინის პროფილებს.
„MILLENIUM” HOTEL არის თანმედროვე მსოფლიოს მაღალი კლასის სასტუმრობიზნესისა და დასვენებისათვის. ის გათვლილია 216 ნომერზე და შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ნაწილისაგან: 1. ძველი ისტორიული ნაგებობა და ახალი 32 სართულიანი მინის კოშკი. ძველი შენობის რეკონსტრუქსიის შედეგად მასში განთავსდება სპორტული და გასართობი ზონები: სპორტდარბაზი, აუზი, სამორინე, სპა–სალონი.
-ჯერ ჯერობით დაუსრულებელია, რიყის ე.წ. "ტრუბების" პროექტი, რაც საგამოფენო და საკონცერტო დარბაზს მოიცავს. (გთავაზობთ ძია იურას სურათს). სამაგიეროდ დასრულდა რიყის პარკის ტერიტორიაზე მშენებარე საბაგირო რომელიც რიყის პარკიდან ნარილალის ფერდობზე აჰყავს ხალხი.
აქვე თემა რიყის პარკის შესახებ :
რიყის ახალი სახე II აქვე რადგანაც საბაგიროებს შევეხეთ, მინდა გითხრათ რომ დასრულდა ისტორიული მთაწმინდის ფუნიკულორის მშენებლობა დეტალებისათვის იხილეთ თემა. ასევე გაურკვეველია რუსთაველი(რედისონის) - მთაწმინდის პარკი-ს საბაგიროს ბედი. აღნიშნულ ადგილას რედისონმა ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი გააკეთა (ეგრედ წოდებული პარკინგ ზონა)
საქართველოს საბაგიროებიგამოთქვით თქვენი საჯარო აზრი საკონცერტო დარბაზის და საგამოფენო დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით :
თანახმა ხართ თუ არა რიყეზე "ტრუბების" დასრულების?-წინა თემიდან გადმოგვყვა და ვერ მოესწრო - აღმოსავლეთ მიმართულების რკინიგზის სდგური, ქეთევან წამებულის გამზირზე. მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარედ. დამკვეთის შპს „საქართველოს რკინიგზა“ შემსწულებელი „დექსუსი“. - მშენებლობა მიმდინარეობს.
-როგორც წინა თემაში, ამ თემაშიც მოგვიწევს განვიხილოთ "რაკიინ აფთაუნ თბილისი", დავით აღმაშენებლის ხეივნის ბოლოში
Uptown Tbilisiაშენებს არაბული კომპანია "რაკია"-ს. პროექტის ერთი ეტაპი დასრულებულია თბილისი მოლი და ახლა მეორე ეტაპი იწყება რაც ითვალისწინებს 2x27 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, ერთერთი შენობის ფუნქცია საცხოვრებელი იქნება მეორე კი საოფისე.
-ალექსიძის ქუჩაზე შენდება სასტუმრო „რეზიდი“ - რამოდენიმე სართული უკვე ამოყვანილია.
-"მხატვრის სახლის ადგილიც დაიძრა, და ის ქაჯური შუშის პროექტი აღარ აშენდება, სამაგიეროდ აშენდება დიდი საგამოფენო დარბაზები", ბატონი მოდერის სიტყვებს, სულ გუშინდელ 31 იანვრის ინფორმაციას მივამატებ, რომ გაიცა ნებართვა მად მუზეუმის მშენებლობაზე. პროექტის დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი. ჯერ გაწმენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
-თბილისში გუდიაშვილის ქუჩაზე შენდება ასევე Rixos Tbilisi !
ფოტო მშენებობიდან
-Holiday Inn- თავისუფლების მოედანზე, დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
-რუსთაველზე ყოფილი გამომცემლობა "მერანი"-ს ადგილას კვლავ გრძელდება სამუშაოები, ახალი სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად სადაც განთავსდება, გუდვილი და რითეილ ჯგუფის ყველა ბრენდი (ზარა და ა.შ.)
რუსთაველის მხრიდან სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
"რენდერი" გრიბოედოვის მხრიდან
არსებული სიტუაცია გრიბოედოვის მხრიდან. აქვე დავამატებ, გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებმა შეიტანეს საჩივარი თბილისის მერიაში, რადგანაც არსებულს უნდა დაამატონ კიდე 3 სართული რაც გაზრდის ქუჩის გამტარიანობას (პარკინგიც გრიბოედოვის მხრიდან იქნება) და ასევე რამოდენიმე სადაო საკითხი აქვთ ინვესტორებთან.
-ასეთი იქნება ყოფილი გამომცემლობის შენობა ბელინსკის მხრიდან
-თბილისში ასევე შენდება ოლიმპიური სოფელი, მოგახსენებთ 2015 წელს თბილისში ჩატარდება ახალგაზრდული ოლიმპიადა.
-აეროპორტის გზაზე, თეგეტა მოტორსი და გებრუდერ ვაისი აშენებენ დიდი სასაწყობო ტერმინალს.
- მიმდინარეობს პარკ მზიურის ძირფესვიანი მშენებლობა. ამერიკელი კოლეგების კონსულტაციებით.
- მიმდინარეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
- თბილისში კიდევ 100-ობით სხვადასხვა მსხვილი თუ წვრილი პროექტი მიმდინარეობს, რომლებსაც ჩვენ შემდგომ განვიხილავთ. თუ რაიმე პროექტის შესახებ ფლობთ ინფორმაციას, მისი შეჩერების ან გაგრძელების შემთხვევაში დაგვიკავირდით დაგვირეკეთ 022-ზე ან მოგვწერეთ აქ.
წინა თემის ბმული:
თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები This post has been edited by Daniel on 1 Feb 2013, 05:31