Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > ვაკანსიებს ვუყურებ ჯობს გე-ზე და


Posted by: Katutu 25 Mar 2020, 15:25
თითქმის ყველა კომპანიას აქვს შაბათი მოკლე სამუშაო დღედ
ადრე არ იყო ასე
მაგალითად ოფის მენეჯმენტში არასოდეს ყოფილა ადრე (ნუ ძალიან იშვიათად იყო) რომ შაბათ დღესაც გამუშავებდნენ
ახლა თითქმის ყველა კომპანიაში ვაწყდები შაბათ დღეს მუშაობას
კი კარგია, თითქოს ხელფასებს ცოტა მოუმატეს მაგრამ
თან შაბათი დღეც დაამატეს და ჩათვალე ის მომატებული ხელფასი მაინც ბენეფიტი ვერაა
ახალი ტრენდია რამე? მოკლე სამუშაო დღე შაბათობით
ხელფასის მატების ილუზიაა ჩვეულებრივი, შაბათ დღესაც თუ გამუშავებენ და იმის ხარჯზეა ხელფასი მომატებული, ეგ რანაირი ხელფასის ზრდაა?

Posted by: Krusty_the_Clown 25 Mar 2020, 19:39
მოკლე სამუშაო დღე უნდა იყოს პარასკევობით yes.gif
შეეცადე იქ მოხვდე, სადაც შაბათ-კვირა დასვენებაა, დამიჯერე.

მოკლე შაბათი არ ვიცი, მაგრამ მსოფლიო წესრიგი აუცილებლად შეიცვლება...
QUOTE
"360 გრადუსით შემობრუნება"


user posted image

Posted by: аnderson 25 Mar 2020, 22:15
ჯობს ჯიზე სამსახურის ძებნა იგივეა მონა ბატონს ეძებდეს


მანდ ნორმალური არაფერი მინახავს არასოდეს.


:/

განვითარებული მსოფლიო 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადადის, ჩვენ კიდე მეექვსეს ვამატებთ lol.gif

Posted by: sanfol 25 Mar 2020, 22:54
QUOTE (Katutu @ 25 Mar 2020, 15:25 )
თითქმის ყველა კომპანიას აქვს შაბათი მოკლე სამუშაო დღედ
ადრე არ იყო ასე
მაგალითად ოფის მენეჯმენტში არასოდეს ყოფილა ადრე (ნუ ძალიან იშვიათად იყო) რომ შაბათ დღესაც გამუშავებდნენ
ახლა თითქმის ყველა კომპანიაში ვაწყდები შაბათ დღეს მუშაობას
კი კარგია, თითქოს ხელფასებს ცოტა მოუმატეს მაგრამ
თან შაბათი დღეც დაამატეს და ჩათვალე ის მომატებული ხელფასი მაინც ბენეფიტი ვერაა
ახალი ტრენდია რამე? მოკლე სამუშაო დღე შაბათობით
ხელფასის მატების ილუზიაა ჩვეულებრივი, შაბათ დღესაც თუ გამუშავებენ და იმის ხარჯზეა ხელფასი მომატებული, ეგ რანაირი ხელფასის ზრდაა?

გამარჯობა ქეთათო, რა არ მოგწონთ ჩვენ ვაკანსიაში უფრო კონკრეტულად? smile.gif

Posted by: Katutu 26 Mar 2020, 11:30
Krusty_the_Clown
QUOTE
შეეცადე იქ მოხვდე, სადაც შაბათ-კვირა დასვენებაა, დამიჯერე.

შეეცადე კარგია მაგრამ სადაა აბა?
ისეთი რომ 400 ლარი არ იყოს
500-600 ლარიანი რომაა იქ შაბათიც მოკლე სამუშაო დღეა biggrin.gif


sanfol
თემის პირველ პოსტში წერია რაც არ მომწონს smile.gif შაბათი დღის მომატების ხარჯზე მომატებული ხელფასები, რომლებსაც რეალურად ისევ ზედმეტ სამუშაო საათებში გიხდიან.
სისტემატიურად ვათვალიერებ ჯობს გეს წლებია და თითქოს საშუალოდ 100 ლარია მომატებული ხელფასებს ბოლო წლებთან შედარებით, მაგრამ სამუშაო საათებიც მომატებულია, ანუ მოგებაში არანაირად არ რჩები.
მეორე პრობლემა კიდევ ისაა რომ აწერენ "სრული განაკვეთი" და გულისხმობენ დღეში 12 საათს, კვირაში 5-6 დღე, მაშინ როდესაც სრული განაკვეთი შრომის კოდექსით გულისხმობს კვირაში 40 სამუშაო საათს.

Posted by: S_U_S_E 26 Mar 2020, 12:13
QUOTE
მაგალითად ოფის მენეჯმენტში არასოდეს ყოფილა ადრე (ნუ ძალიან იშვიათად იყო) რომ შაბათ დღესაც გამუშავებდნენ

ჩემი ძმა სულ მენეჯერი იყო და სულ მუშაობდა შაბათსაც... (ბანკი, ფოსტა...)
QUOTE
ჯობს ჯიზე სამსახურის ძებნა იგივეა მონა ბატონს ეძებდეს
ეგრეა

Posted by: multitate 26 Mar 2020, 13:02
ორშაბათიდან -შაბათამდე, ან ზოგი კვირასაც მუშაობს და ვინ როგორ და რა პირობრბში ეგეც საკითხავია. 9 და მეტს საათს ამუშავებენ ხალხს ეს უმდაბლეს ფორმაში გასხივოსნებული ნარწყევი ფარჩაკები, 2 კაპიკ ხელფასს უხდიან ხალხს მაგრამ 100000 სის ნერვოზს კიდებენ. დედ####-ი მო###თ დაგმხობიათ თავზე ყველაფერი .

Posted by: Heart_of_Darkness 26 Mar 2020, 17:38
დღეს მეც ჩავუჯექი ჯობს.გე-ს და ისეთი ხელფასებია... sad.gif

ერთი ,,სემეკის" ვაკანსიები მომეწონა, მაგრამ მანდ უეჭველი გავლენიანი ნაცნობი დაგჭირდება.

Posted by: Krusty_the_Clown 28 Mar 2020, 00:08
Katutu
ხო, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში მინდოდა მეთქვა. არ ვიცი შენი ასაკი, ალბათ ახლა იწყებ მუშაობას, მაშინ ნორმალურია. უბრალოდ იდეაში ყოველთვის უნდა გქონდეს, რომ ვიღაც გნიდამ არ გამოგიყენოს და დასვენების დღე მაინც მოიპოვო დამსახურებულად რაც გეკუთვნის yes.gif

Heart_of_Darkness
ნეპოტიზმი ახრჩობს ქვეყანას mad.gif
შენი ზოგადი განათლება საკმარისზე მაღალია, ალბათ პროფესიულადაც შესაბამისად ხარ. აუცილებლად ნახავ რამე კარგს...

მე მაინც ამ ვირუსის მერე ბუმს ველოდები ეკონომიკაში yes.gif

Posted by: Detroit 28 Mar 2020, 00:51
მე ვიყავი კომპანიაში და 8 დან 6 მდე იყო შაბათის ჩათვლით, რა ღორობაა ??

Posted by: Hiksos 28 Mar 2020, 19:01
multitate
QUOTE
ორშაბათიდან -შაბათამდე, ან ზოგი კვირასაც მუშაობს და ვინ როგორ და რა პირობრბში ეგეც საკითხავია. 9 და მეტს საათს ამუშავებენ ხალხს ეს უმდაბლეს ფორმაში გასხივოსნებული ნარწყევი ფარჩაკები, 2 კაპიკ ხელფასს უხდიან ხალხს მაგრამ 100000 სის ნერვოზს კიდებენ. დედ####-ი მო###თ დაგმხობიათ თავზე ყველაფერი .



მოთხოვნების ათგვერდიანი სიები რომ აქვთ, ეგეც არ დაგავიწყდეს:

ათწლიანი გამოცდილება
მაგისტრის დიპლომი
ოთხი უცხო ენა
და ა.შ.

Heart_of_Darkness

QUOTE
ერთი ,,სემეკის" ვაკანსიები მომეწონა, მაგრამ მანდ უეჭველი გავლენიანი ნაცნობი დაგჭირდება.


მანდ გავლენიანი ნაცნობი კი არა, პირდაპირი თანხმობა გჭირდება ბიძინასგან.
biggrin.gif

Posted by: Roy_x 28 Mar 2020, 19:54
ვინმემ ხომ არ იცით გლოვოში კურიერად როგორ დავიწყო მუშაობა ან ვოლტში სულ ერთია


პ,ს სორი ოფ ტოპიკ

Posted by: Heart_of_Darkness 28 Mar 2020, 21:34
Krusty_the_Clown
მადლობა, გამხნევებისთვის.
გავლენიანი ნაცნობების დეფიციტს განვიცდი.
აღარ ვიცი, ასეთ პირობებში, რამდენ ხანში მოვახერხებ ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენას user.gif
ნეტავ, ეკონომიკურ კოლაფსს გადავურჩეთ და მერე კი ვიზამ რამეს, მოთხოვნაც გაჩნდება ჩემს საქმეზე.
Hiksos
biggrin.gif
ეჰ, მიმზიდველი ხელფასი იყო, არადა sad.gif

Roy_x
აბა, აქ სცადე დარეგისტრირება: https://glovoapp.com/ka_GE/glovers

Posted by: Grows 28 Mar 2020, 21:48
Katutu

მართალია. შაბათს მუშაობა უკვე სტანდარტი გახდა. თითქმის ყველას უწერია უკვე. ე. წ. კაცის სამუშაოები რაც არის - დისტრიბუცია, ვაჭრობა და მსგავსი, იქ შაბათი სრული სამუშაო დღეც კია.

ერთგან მივედი ეგრე, შაბათიც სამუშაო დღე იყო. წინასწარ შევთანხმდით რომ კვირას არ ვიმუშავებდი არასდროს.

მოვიდა პირველი კვირის მეექვსე სამუშაო დღე და მიმიცუცქდა უფროსი - ხველა ხო მოხვალო, ბევრი საქმეაო... არაფერი მითქვამს, წამოვედი და აღარც მივსულვარ.

რო კითხო ფული მაგათ აქვთ და შენ ფულს ეძებ და მათხოვრებივით ეგენი იქცევიან.


Posted by: diliskaptenachunchxa 29 Mar 2020, 10:53
ჯობს.გე ნაპივნი სამსახური არ გაიშვას. კარგი სამსახურები ნეპოტიზმითაა, მონური კი შეიძლება რამე ნახო...

Posted by: ნიკიი 29 Mar 2020, 19:02
არც ერთი ნორმალური სამსახური არ დევს ჯობს.გეზე და ეიჩარ.გეზე.
დაბალ პოზიციებზე, კი ბატონო, მონად შაქრის პლანტაციებში.
არც ერთი კომპანია ქუჩიდან არ ასაქმებს მაღალ პოზიციებზე.
დაბალ პოზიციებზე: მიმტანი, დამლაგებელი, მუშა, ა.შ. ვაკანსიები, რა თქმა უნდა, უხვადაა.

მეორე საშინელება ისაა, რომ დასაქმდები, შრომითი პირობები ისეთია, რომ ხალისი გეკარგება ყველაფრის.
ეს საქართველოა.

Posted by: pytgon 29 Mar 2020, 20:47
ნიკიი
ეგ ტენდეცია იმიტომაა რომ , მცოდნე ხალხი ცოტააა რასაც ქვია მაღალი სპეციალისტი და ამიტომ ბრმად კომპანიები ვერ ენდობიან, ქუჩიდან აყვანილს
ერთ მხრივ კარგია რომ შიდა კარდს აქვს უფრო მეტი შანსი განვითარების
ამიტომ კომპანიები ან შიდა კადრს აწინაურებენ ან სამსახურის გარეთ რომ იცნობენ და ნდობა აქვთ ისეთი მოყავთ
(აქ საუბარი არ მაქვს უცოდინარ ნათესავებზე) ვგულისხმობ რომ იცნობს და იცის რა ცოდნა აქ და რა შეუძლია

Posted by: Jonathangoodlock 4 Apr 2020, 18:52
დედა ###### დამსაქმებლების
გასაუბრებაზე ატარებდნენ ხალხს ტყუილად და ბოლოს არ აყავდათ.
ტურიზმის სფეროში მინდოდა დასაქმება და ქალმა იაზვობა დამიწყო ეხლა ხოა კარგად smile.gif smile.gif

Posted by: Evo_PoWeR 19 Apr 2020, 21:21
არადა 3 სამსახური მაქვს ჯობს.გე-ზე ნაშოვნი და 400-500 ლარიანი არც ერთი ყოფილა no.gif

Posted by: Jonathangoodlock 19 Apr 2020, 22:44
QUOTE (Evo_PoWeR @ 19 Apr 2020, 21:21 )
არადა 3 სამსახური მაქვს ჯობს.გე-ზე ნაშოვნი და 400-500 ლარიანი არც ერთი ყოფილა no.gif

რა სფეროებში, მოკლედ ნუ განაზოგადებ არ გვაქვს მთლად კარგად საქმე

Posted by: B l a c k J a c k 19 Apr 2020, 22:56
ერთბაშად რომ დებენ ვაკანსიებს მაგრად ვკაიფობ :დ
თან პერიოდს, პოზიციას და ა.შ. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ხომ?
ერთ კვირიანი ვაკანსიები რომ არის: ან ნიადაგს სინჯავენ ან კანდიდატურა შერცეული ყავთ უკვე და ტუფტაზე აცხადებენ ჩემის აზრით.
და დიდი ხნით რომ არის ვაკანსიები დადებული: ე.ი ან არ ფიქრობენ აყვანას ან მაგრად სჭირდებათ კადრი. უფრო პირველი.
ანუ ყველგან რადიკალური მიდგომაა გამეფებული რა.
მაგალითად საქართველოს ბანკში დადეს რეპორტინგის უფროსის პოზიცია და ერთი კვირა არის ვადა :დ
ხოლო მონაცემთა მეცნიერის ვაკანსიას მისცეს 2 თვე biggrin.gif

აი ამის დედა ვატირე: ვინ ჩემი ფეხებია რეპორტინგის უფროსი მონაცემთა მეცნიერთან შედარებით? :დ
ანუ ამ საყწალმა მონაცემთა მეცნეირმა უნდა შეიმუშაოს ალგორითმები, დაახარისხოს სად რა და როგორ, ეს მონაცემთა უფროსი მოვა მერე დააწვება ორ ღილაკს ამოიღებს რაღაცას და მერე ამს მოუსდგნავს ისევ ტვინს biggrin.gif

ეგ არის რა უფროსობა საქართველოში: ტვინი უნდა სდგნა და მორჩა. ეს საწყალი მონაცემთა მეცნიერი იქნება მათემატიკოსი, სტატისტიკოსი, პროგრამისტი ან ვინმე მასეთI. ეს უფროსი კიდევ ღმერთმა იცის ვინ. უსამართლოა რა ღმეთმანი.


მაგრამ მიდგომაზე მაგრად ვკაიფობ: აი მანდ ცანს საქ ბანკი, რომ ჩოილარი ბანკია. თიბისიმ კორონა ვირუსი ნორმალურად გადაიტანა, რადგან მოწერიგებულები არიან და ამათ რომ დაარტყა მერე დაიწყეს ფიქრი მოდერნიზაციაზე და დედა ვინ გვჭირდებაო ახლა დაფიქრდნენ.

Posted by: Evo_PoWeR 19 Apr 2020, 23:34
Jonathangoodlock
გაყიდვები/ექაუნთ მენეჯმენტი. (ნუ მაღაზიის კონსულტანტობას არ ვგულისხმობ გაყიდვებში)

კარგად ნამდვილად არ გვაქვს საქმე საქართველოში, თუმცა ისეც ნუ ვიტყვით რომ მხოლოდ 400 ლარიანი სამსახურები იშოვება თბილისში, ან მხოლოდ ნაცნობობით შეიძლება სამსახურის შოვნა.
თუ საიტი არ მოგვწონს, აგერ ბატონო Linkdin და თუ კვალიფიცირებული კანდიდატები ვართ, შესაძლოა ისეთ ვაკანსიასაც გამოვკრათ ხელი, რაც ჯობს.გე-ზე არ დევს. ხშირად დამსაქმებელსაც აქვს პრობლემა, კვალიფიციური კადრის შოვნის yes.gif


არიან კომპანიები, რომლებიც საერთოდ არ დებენ ვაკანსიებს არსად, მაგრამ ნათესავები და ნაცნობები კი არ აყავთ, არამედ ე.წ "ჰედჰანთინგს" ახორციელებენ. ამიტომ ნეთვორქინგის განვითარება, ყოველთვის კარგია და მსგავსი სახით სამსახურის შოვნაც არ ითვლება ნეპოტიზმად no.gif

Posted by: irakliunited 20 Apr 2020, 13:31
QUOTE (Evo_PoWeR @ 19 Apr 2020, 23:34 )
Jonathangoodlock
გაყიდვები/ექაუნთ მენეჯმენტი. (ნუ მაღაზიის კონსულტანტობას არ ვგულისხმობ გაყიდვებში)

კარგად ნამდვილად არ გვაქვს საქმე საქართველოში, თუმცა ისეც ნუ ვიტყვით რომ მხოლოდ 400 ლარიანი სამსახურები იშოვება თბილისში, ან მხოლოდ ნაცნობობით შეიძლება სამსახურის შოვნა.
თუ საიტი არ მოგვწონს, აგერ ბატონო Linkdin და თუ კვალიფიცირებული კანდიდატები ვართ, შესაძლოა ისეთ ვაკანსიასაც გამოვკრათ ხელი, რაც ჯობს.გე-ზე არ დევს. ხშირად დამსაქმებელსაც აქვს პრობლემა, კვალიფიციური კადრის შოვნის yes.gif


არიან კომპანიები, რომლებიც საერთოდ არ დებენ ვაკანსიებს არსად, მაგრამ ნათესავები და ნაცნობები კი არ აყავთ, არამედ ე.წ "ჰედჰანთინგს" ახორციელებენ. ამიტომ ნეთვორქინგის განვითარება, ყოველთვის კარგია და მსგავსი სახით სამსახურის შოვნაც არ ითვლება ნეპოტიზმად no.gif

linkedin კარგია გეთანხმებიი yes.gif yes.gif

Posted by: ნიკიი 21 Apr 2020, 18:37
pytgon
ნაწილობრივ გეთანხმები.
მაღალ პოზიციაზე სანდო პირი გჭირდება, თუმცა ბევრი კარგი კადრიც არის შრომით ბაზარზე, ვინც სამსახურს ეძებს.

თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ სამსახური ასარჩევად არც არის. რაც იყო, ისიც აღარ არის.

Posted by: Heart_of_Darkness 21 Apr 2020, 19:58
QUOTE
ვაკანსიებს ვუყურებ ჯობს გე-ზე და
ცხოვრების ხალისი მეკარგება.

Posted by: lordstar 21 Apr 2020, 20:39
QUOTE
ვაკანსიებს ვუყურებ ჯობს გე-ზე და
ცხოვრების ხალისი მეკარგება.

QUOTE
ვაკანსიებს ვუყურებ ჯობს გე-ზე და
ცხოვრების ხალისი მეკარგება.

QUOTE
ვაკანსიებს ვუყურებ ჯობს გე-ზე და
ცხოვრების ხალისი მეკარგება.


yes.gif yes.gif

Posted by: ioram17 22 Apr 2020, 15:28
რა ვაკანსიები "მონები ევრივეა" სხვა არავინ უნდათ. აქამდე ხომ მონები იყო და ახლა მონის მონები გახდა დასაქმებული... საწყლები, პურის ფულიც კი არ რჩებათ ხელფასიდან.

Posted by: belimbor 22 Apr 2020, 15:35
თუ კვალიფიკაცია გაქვთ და მის შესაბამის სამსახურს ეძებთ ან მიმდინარე ეტაპზე არ ეძებთ, აუცილებლად კარგი Linkedin პროფილი გჭირდებათ. HR-ები და მით უმეტეს, HR კომპანიები იქ ეძებენ კადრებს, თვითონვე გწერენ. პლიუს, ჰედჰანთინგიც მაქედან ხდება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)