forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ნუ იყიდით ვითომდა ახალ ტელეფონს ჯეოსელში!, საკუთარ თავზე გამოვცადე
_JABA_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1534
წევრი No.: 46258
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 26 Jun 2016, 18:03  #48197515      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა დავწერო და ყველამ იცოდეს იმის შესახებ რაც გადამხდა თავს...
რადგან ჯეოსელმა ყურადღება არ მომაქცია და გადაწყვიტა ფეხებზე დაეკიდებინა ჩემი პრობლემა, ჩემი ძალებით ამ პრობლემის მოგვარება ვერ შევძელი, სწორედ ამიტომ ვწერ ყველა სოციალურ ქსელში და ვცდილობ გავავრცელო ეს ინფორმაცია.
თავიდან ძალიან გამეხარდა ის ფაქტი, რომ როგორც იქნა ვიღაც გახდა (ჯეოსელი) apple-ის ოფიციალური შემომტანი საქართველოში, სწორედ ამის გამო მივედი ქუთაისის ჯეოსელის ოფისში და შევიძინე iPhone 6s - 64GB. 2628 ლარად როდესაც მეორადის ფასი 1700-იყო!
შეძენის დღეს თითქოსდა (ქარხნულად) შეფუთული ტელეფონი, ჯეოსელის ოპერატორმა ჩემს თვალწინ გახსნა. თავიდანვე ძალიან გამიკვირდა ის ფაქტი, როდესაც ტელეფონსა და ეკრანზე დამცავ ცელოფნის საფარს შორის, მტვერი აღმოვაჩინე, მაშინვე ვკითხე ოპერატორს, რატომ ჰქონდა „გაუხსნელ“ ტელეფონს მტვერი, „ხომ ნამდვილად ახალი ტლეფონია“ თქო. ოპერატორმაც გაიკვირვა მტვერის არსებობა ტელეფონზე და დამიდასტურა რომ ახალი ტელეფონია და რომ პირველად გაიხსნა ჩემს თვალწინ.
სახლში რომ დავბრუნდი, apple-ის ოფიცილურ საიტზე შევამოწმე ტელეფონის საერთაშორისო გარანტიის დეტალები (გარანტია არის ერთწლიანი და ამოქმედება ხდება ტელეფონის პირველად გააქტიურების შემდეგ) და აღმოვაჩინე რომ გარანტიის ვადის ათვლა უკვე ერთი თვის დაწყებული იყო.
უკვე დავრწმუნდი რომ ის მტვერი იმის გამო იყო ტელეფონში ჩარჩენილი, რომ ჩემს მიერ ტელეფონის შეძენამდე ერთი თვით ადრე აქვს ვიღაცას ტელეფონი ჩანართავი და გააქტიურებული. პრობლემა მხოლოდ ამაში არარის, კამერას რომ ჩავრთავ 5-10 წამი გაშეშებულია ბოლოს გადანაღები ფოტო.
მეორე დღესვე მივმართე ჯეოსელის ოფისს და მოვითხოვე სკითხის გარკვევა, თუმცა მათთან რამოდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობ ჩემი სიმართლის დამტკიცებას. ფილიალშიც დავაფქსირე და ქოლ ცენტრშიც, apple-ის ოფიციალური საიტის მონაცემებიც გავაცანი რომ დარწმუნებულიყვნენ სიმართლეში და პასუხად მივიღე ის რომ თურმე apple-ის საიტი ხანდახან ცდება და არასწორ ინფორმაციას აჩვენებს.
როდესაც ოფიციალურად ტელევიზიით აკეთებ რეკლამას, რომ ქვეყანაში მხოლოდ შენ გაქვს ბრედნის შემოტანის უფლება და რომ საუკეთესო ხარისხის ტელეფონები მხოლოდ ჯეოსელშია, და ამ დროს ხელმეორედ შეფუთულ მეორად ტელეფონს ყიდი ახალი ტელეფონის ფასად (საერთოდ არ არის გამორიცხული რომ იმ ერთი თვის მანძილზე ტელეფონი ვინმეს გამოეყენებინა..) თუკი მე მომხმარებელი ამ ხარვეზსს ვპოულობ და გიფიქსირებ პირადად შენ-კომპანიას, და გთხოვ რომ მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა, კომპანიის ინტერესებში რატომ არ უნდა შედიოდეს რომ დროულად მომიგვაროს პრობლემა და არ მაიძულოს სოციალურ ქსელებში ვწერო თუ როგორი მოტყუებული დავრჩი და სხვებს გავუზიარო ჩემი პრობლემა...

ყველას გირჩევთ ნუ გადაყრით ტყუილად ამდენ ფულს ვითომ და ახალ ტელეფონში, როდესაც იგივე ტელეფონს თქვენთვითონაც ჩამოიტანთ ბევრად იაფად ვიდრე ჯეოსელშია!
Pinturicch10
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6213
წევრი No.: 45324
რეგისტრ.: 31-October 07

გამოგზავნილია: 7 Aug 2016, 01:24  #48524147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
_JABA_

სერვის ცენტრს მიმართე?

რასაც ამტკიცებ, რომ ტელეფონი ჩართულია, მეორადია და ა.შ. გამორიცხულია 100%


--------------------
საქართველო...

Juventus... Valencia... Torpedo...

ყველაფერი მარტივი გენიალურია...
matemana
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3204
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 7 Aug 2016, 01:36  #48524214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
_JABA_
apple-ს რომ მისწერო და დარწმუნდე რო გააქტიურებული იყო და თან უთხრა რაც მოხდა? თუ ოფიციალურები არიან ეგებ წაკუზოს apple-მა. ან ამათ რო უთხრა ჩივილს ვაპირებთქო და ექსპერტიზა დაადგენსთქო apple-თან ერთად რომ გააქტიურებული იყო ყიდვამდე.
აუ ასეთი რამე უცხოეთში რო მოხდეს ეგრევე იჩივლებდა ის ადამიანი და თუ სიმართლეა მაგარ მაყუთს მოხევდა პახოდუ მაგ ჯეოსელს სერიოზულ ჯარმიას დააკისრებდნენ, მარა ამ ჩამპალ ქვეყანაში რომელ სიმართლეს დაამტკიცებ მაგათ ხელშია ეს ქვეყანა...
საქართველოში სულ არ მიკვირს ეგეთი რამე რომ ხდება. apple+ და apple city რა მაღაზიებიცაა ყველამ იცის. არც ჯეოსელისგან მიკვირს. ნახმარ macbook-ებს და ტელეფონებს რო ყიდიან. სხვა მაღაზიაშიც შემხვედრია refurbished ან ნახმარი კომპიუტერული ტექნიკა. ახალი საქართველოში არც არაფერს ნიშნავს. უბრალოდ ფულს ყრი. ნახმარი და გამომდგარი აიღე არ ჯობია ვიდრე ეგეთი ახალი. ვის რად უნდა მაგათი გარანტია ისეთ სასაცილო რამეზე გაგიუქმებენ რომ რავი. კაცი არ დადის ალბათ მაღაზიებზე ეგეთი რამე არ გაეგოს და მაინც მაღაზიებში რო ყიდულობენ ის მაკვირვებს ყველაზე მეტად. მაღაზიაში ბოლო ტელეფონი რაც ვიყიდე იყო nokia 6120.
ხოდა მორალი:
###### ქართულ მაღაზიებს!

P.S. ისე მაგ ფასად ლამის ორი galaxy S7 მოგივიდოდა არ გავკარი მაგ გარეკლამებულ, selfie-ს გადასაღებად გამოშვებულ iphone-ს.

This post has been edited by matemana on 7 Aug 2016, 01:43
Unknown
Unknown Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12054
წევრი No.: 906
რეგისტრ.: 3-May 02

გამოგზავნილია: 25 Oct 2016, 00:18  #49113857      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · msn
კაცო ქართულის ცოდნა, სიტყვების ცოდნა, სასვენი ნიშნები, მართლწერა, ამ ფორუმიდან მთლად გადაშენდა? რანაირად გამოდსცემთ აზრს და როგორ საუბრობთ, რა არის ეს?
"არარის" ერთი სიტყვა არაა, რმაოდენიმე არა, რამდნიემე და ა.შ.
ena.ge
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0242 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]