Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > SIMULATORS > Digital Combat Simulator World (DCS World)


Posted by: Code_49 15 Aug 2017, 17:06
user posted image


შინაარსი:

Digital Combat Simulator World იგივე (DCS World) - უფასო საბრძოლო ფრენის სიმულატორი, რომელიც შემუშავებულ იქნა Eagle Dynamics-ის მიერ. თამაშის უფასო ვერსიით საშუალება გეძლევათ მართოთ SU - 25 ტიპის და მეორე მსოფლიო ომის TF-51D Mustang საფრენი აპარატები. ასევე შეგიძიათ შეისყიდოთ შემდეგი ტიპის საფრენი აპარატები:

-Black Shark 2.
-A-10C Warthog.
-Flaming Cliffs 3.
-Fw 190 D-9 Dora.
-Bf 109 K-4 Kurfürst.
-Spitfire LF Mk IX.
-L-39 Albatros.
-F-5E Tiger II
-M-2000C
-Hawk T.1A
-MiG-15bis
-C-101 Aviojet
-Su-27
-MiG-21bis
-F-86F Sabre
-F-15C


აღსანიშნავია რომ თამაშის სცენარი ვითარდება საქართველოს ტერიტორიაზე და ერთმანეთს უპირისპირდებიან რუსეთის ფედერაციის და საქართველოს რესპუბლიკის მხარეები თავიანთი მოკავშირეებით. DCS World - ის რუქები მოიცავს კავკასიის რეგიონის ფართო არეალს, ძირითადად კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ტერიტორიებს. (იხ. რუქა სპოილერში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სცენარის მიხედვით საქართველო უკვე NATO-ს წევრი ქვეყანაა. აზერბაიჯანთან ერთად კავკასიის რეგიონში მოახდინა ნავთობის ტრანზიტული ქვეყნის სტატუსის მოპოვება და აგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად კავკასიონის რეგიონში თავისი გავლენის გაზრდას. რუსეთის ფედერაცია სამხედრო ინტერვენციით ცდილობს NATO-ს ძალები განდევნოს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიებიდან. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საბრძლო მოქმედებები ხდება მთელს საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად კი სოხუმის, სამეგრელოს, იმერეთის და აჭარის რეგიონებში.

2017 წლის განახლებით შეხვდებით ასევე ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ირანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ომანი (ჰორმუზის სრუტე) და კონკრეტული პერიოდის 1944 წლის ნორმანდია.



ინფორმაცია:
  • თამაშის ოფიციალური დასახელება: DCS World
  • მწარმოებელი: Eagle Dynamics
  • გამომცემელი: The Fighter Collection
  • პლათფორმა: Microsoft Windows
  • ჟანრი: Combat flight simulator
  • მოდები: Singleplayer, multiplayer
* https://www.digitalcombatsimulator.com/en/index.php
* https://forums.eagle.ru/?langid=1
* https://www.facebook.com/eagle.dynamics
* https://www.youtube.com/user/eagledynamicstv


თამაში ხელმისაწვდომია როგორც http://store.steampowered.com/app/223750/DCS_World/ ასევე თამაშის https://www.digitalcombatsimulator.com/en/downloads/world/




ესეც ჩემი ნათამაშები (დემო გაფრენა შევასრულე გუშინ smile.gif )




იხილეთ ფოტოები (სკრინშოტები)

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სახმელეთო ძალების რამდენიმე ფოტო :

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: misha-htc 12 Nov 2017, 11:11
ეს არავის არ დაგევასათ?
ყველაზე მაგარი სიმულატორია თუ ვინმე თამაშობთ დაწერეთ და ერთად შევიდეთ ხოლმე

Posted by: Code_49 2 Feb 2018, 17:52
misha-htc
ვითამაშე ვითამაშე... აგერ თემაც გავხსენი, მაგრამ მსურველები რომ არ გამოჩდნენ დავიკიდე... თან რატომღაც ჭედავდა ჩემთან... არადა კარგი კომპი მაქვს

Posted by: Boyarg 23 Nov 2018, 22:57
ვერაფერი გავუგე და წავშალე............

Posted by: Jomardi 8 Dec 2018, 11:22
QUOTE
თამაში ხელმისაწვდომია როგორც STEAM პლატფორმაზე ასევე თამაშის ოფიციალურ ვებგვერდზე

გაითვალისწინეთ, რომ სტიმ, და "სტანდალონ" ვერსია არათავსებადია ერთმანეთთან, ნაყიდ მოდულებთან მიმართებაში. სტიმზე ნაყიდი Mirage 2000c -დე გამოსული მოდულები, შესაძლებელია გააქტიურდეს ოფ. საიტზე. ოფ. საიტიდან ნაყიდი კი, არცეთი სტიმზე. თავიდანვე უნდა აირჩიოთ, რომელ პლათფორმაზე დარჩებით.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით: გარდა იმისა, რომ ძირითადი რუქა "კავკასია" (უფასო) რომელშიც მეტი წილი საქართველოა წარმოდგენილი, ამის გარდა საქართველოსთან ეს სიმულატორი დაკავშირებულია შემდეგით; სუ-25 იწარმოებოდა თბილისის საავიაციო ქარხანაში. მოიერიშე A-10 -ის ავია კონსტრუკტორი გახლდათ ამერიკელი ქართველი ემიგრანტი http://www.alexanderkartveli.com/ თბილისელ ალექსანდრე სევერსკისთან ერთად. ასევე დაანონსებულია DCS World-ში WW II დროის წარმატებული P-47, რომლის ავია კონსტრუკტროიც, ასევე ა. ქართველი გახლდათ. და ბოლოს, UH-1 Iroquois (საქართველოს ა.შ.შ. -დან 1999 წელს 2 UH-1 Iroquois გადაეცა ხოლო 2008 წლის მაისში, მთლიანი რაოდენობას შეადგენდა 12 -ცალს)

მადლობა თემის ავტორს, პოპულაციისთვის, თუმცა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ჩვენში, გაცილებით ნაკლები მსურველია ამ ჟანრში, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, თამაშებშიც იოლ გზას ვეძებთ გასართობათ :დ ამ ფორუმიდან, ერთი კაციც რომ დაინტერესდეს, უკვე საქმე იქნება )) თუ გამოჩნდება, შესაძლებელია კონტაკტზე გამოსვლა. დისკორდ-ზე https://discord.gg/wFuQ2Wt ფორუმზე http://www.pilot.ge/forum/


Posted by: misha-htc 19 Sep 2019, 22:38
QUOTE (Boyarg @ 23 Nov 2018, 22:57 )
ვერაფერი გავუგე და წავშალე............

gigi.gif
გასაკვირი არაა რომ ვერ გაუგე. სიმულატორია და საკმაოდ რთულია დამწყებისთვის. უფრო გაგიადვილდებოდა ვინმესთან ერთად რომ შესულიყავი ვინც ერკვევა უკვე საჰაერო სიმულატორებში მაინც.
თუ ვინმე იქნება მსურველი შემიძლია დავეხმარო საჰაერო ხომალდების ათვისებაშიც და სხვა საკთხებშიც. მაგალითად რომელი ჯოისტიკი შეიძინოთ რომელი მოდულები იყიდოთ თუ გადაწყვეთთ რომ რამე უფრო სერიოზული მოდული გჭირდებათ ვიფრე სუ 25 ია. თუმცა დამწყებისთვის სუ 25 შესანიშნავი მანქანაა.
პ.ს. ჩემი მი-8 ენგურზე ))

Posted by: Jomardi 25 Sep 2019, 11:04
https://discord.gg/kzDXB4W


Posted by: misha-htc 25 Sep 2019, 13:33
Jomardi
აქ აზრი არ აქვს ))) რუსებთან თამაში მომიწევს ისევ ან უკრაინელებთან თუ მოვნახე ეგენი )) შვენ სასაათო სარტყელში სხვა აბა ვინ ვნახო

Posted by: misha-htc 26 May 2020, 16:23
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ სამხედრო აღლუმით! gigi.gif gigi.gif


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)