forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (99) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სექტა თუ ბავშვზე ძალადობა, ლიბერალური ხელისუფლების უუნარობა დაიცვას მოზარდი
bochormeli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5255
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:19  #52167306      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://fortuna.ge/dghes-me-ojakhi-damingri...adoba-bavshvze/
„დღეს მე ოჯახი დამინგრიეთ და მომკალით“ – კიდევ ერთი სექტა თუ ძალადობა ბავშვზე

ახალგაზრდების კიდევ ერთი საშიში დაჯგუფება თუ ოჯახში ძალადობა? – ეს საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც დუშეთში მცხოვრებმა თამთა ონოფრიშვილმა მისი შვილის ისტორიის გასაჯაროვება გადაწყვიტა.

თამთა წერს, რომ მის გოგონაზე (რომელიც სრულწლოვანია) 15 წლიდან ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ კი საქმეში სხვადასხვა უწყება ჩაერთო და 8 თებერვალს, ანა გოგიშვილის მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გამოძიება დაიწყო, მშობლებზე კი შემაკავებელი შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც ბავშვის მშობელი წერს, ერთგვარი სექტა, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდაა ჩართული, მის შვილს მშობლების წინააღმდეგ განაწყობდა. მისი თქმით, ვინმე გოგი ნარეკლიშვილის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფს საკუთარი შეხედულებები, რიტუალები და წესები აქვს.

თამთა საუბრობს გოგის არაადეკვატურ ქცევებზე და ასაჯაროვებს მესიჯებს, რომელსაც ბიჭი მის შვილს წერდა. მესიჯებში კი იკითხება, რომ გოგი ანა გოგიშვილს მშობლებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას ასწავლიდა.

როგორც თამთა ამბობს, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მისმა შვილმა ერთ-ერთი კონკურსის ჯილდო მოიგო (2000 ლარი). სწორედ მაშინ გაიცნო გოგი და მას შემდეგ, აკრძალვების მიუხედავად, მასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა.

იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში წაყვანით ანა გოგიშვილი დროებით ჩამოაშორეს ახალგაზრდების ამ ჯგუფს, თამთა ონოფრიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი საქართველში დაბრუნებისთანავე ისევ მათი გავლენის ქვეშ მოექცა.

მშობლის თქმით, სწორედ გოგის და მისი “სექტის” დამსახურებით გაარიდეს ანა გოგიშვილი ოჯახს. დედა ითხოვს, რომ ბავშვის ადგილსამყოფელი გააგებინონ, თუმცა უშედეგოდ.

“ფსიქიატრიულიდან ანა პირდაპირ წავიყვანე ზღვაზე დასასვენებლად, შემდეგ კი წავედით მალევე გერმანიაში. იქ მთლიანად გამოვიდა მდგომარეობიდან. ძველი, მხიარული და საყვარელი ანა იყო. მოეწონა იქაურობა, მოისურვა დარჩენა და იქ სწავლა თეატრალურზე, რაც მისი ოცნება იყო და დავბრუნდით, რომ აეღო ვიზა სასწავლო და წასულიყო ისევ იქ.

“ჩამოსვლის დღიდან დაიწყო კოშმარი.

“შემოვდივარ სახლში ანა გაფითრებული ზის და მეუბნება, მე არსად არ წავალ აქ უნდა ვიყოო. რატომ, რა მოხდა? არაფერი, აქ უნდა ვიყო… ვნახე ნომრები, იმ ლიკას დაურეკავს. რა უთხრა, რა გაუკეთა, რით შეაშინა თუ გააგიჟა ისევ, არ ვიცი, ეს ჩემი შვილი. ნუ, კარგი, არ წახვალ, ნუ წახვალ… მეორე დღეს პოლიცია დაგვადგა, ავუხსენით, რა ხდება… ერთი კვირის მერე ისე დაგვადგა, ისევ ავუხსენით…

“კვირა არ გასულა, ხალხო, რომ პოლიცია არ შემომვარდნოდა… ვეუბნები, ხომ იცით ყველაფერი, რას აკეთებთ, ვიცითო… სამსახური გვაქვს და რა ვქნათო… ყოველი მათი მოსვლა ჩემს შვილს ძალიან დიდ სტრესს აყენებდა და ისევ იმ ცუდ მდგომარეობაში აბრუნებდა… ვერ გავაგებინე პოლიციას ეს…

“პოლიციას დაემატა სოციალური, არიქა, ძალადობენო. ოჯახში მოვიდა ვიღაც ფსიქოლოგი შორენა მ. ფსიქოლოგიო, რომ თქვეს, გამიხარდა, რაა. მეთქი, დაეხმარება ჩემს შვილს გამოჯანმრთელებაში. ისე, დავდიოდით სოფო ვერულაშვილთანაც… ვესაუბრე ამ ფსიქოლოგს, მოვუყევი ყველაფერი, ესაუბრა ჩემს შვილსაც და წავიდა და ისეთი საშინელებები დაუწერია – თურმე, ვძალადობთ, საშინელი ოჯახი ვართ… რატომ, არ ვიცი.

“მოკლედ, დღეს მოგვადგა სახალხო დაცვის ორი გოგო (ავტორის შენიშვნა: სახალხო დამცველის აპარატი ამ ფაქტს არ ადასტურებს) და პოლიცია. წაგვიყვანეს ჩვენ. ვითომ, კითხვებს დაგისმევთო, სინამდვილეში არაფერიც არ გვკითხეს და, რომ მოვედით, ამ პერიოდის განმავლობაში რა მოხდა, არ ვიცი. ხალხო, ჩემი შვილი უკეთ იყო, დაუწერიათ ისევ შემაკავებელი ოქმი ჩვენთვის. როგორც პოლიცია მეუბნება, ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ სახალხო დამცველებს ვერაფერს ვერ ვაგებინებთო… და ჩემი შვილი წაიყვანეს სადღაც, არ მეუბნებიან, სად,” – წერს თამთა ონოფრიშვილი.

როგორც თამთა ამბობს, პროკურატურასაც და პოლიციასაც მთელი ეს ინფორმაცია და ფაქტები აქვთ, თუმცა, გამოძიება მაინც მშობლების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

მისი ნაამბობიდან ირკვევა ისიც, რომ საქმეში სხვა დაზარალებული გოგონებიც ფიგურირებენ.

სოციალური ქსელის პოსტებით დასტურდება ისიც, რომ გოგი ნარეკლიშვილი ანა გოგიშვილის მშობლებს, კონკრეტულად კი მამამისს, ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდა.


2017 წლის 10 სექტემბერს გოგი ნარეკლიშვილის პოსტი, რომელიც ანას და მის მიმართ ოჯახში განხორციელებულ ძალადობას ეხება.


შსს-ში და სახალხო დამცველი საქმის დეტალებზე არ საუბრობენ
ანა გოგიშვილის განცხადების საფუძველზე შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერი 8 თებერვალს გამოიწერა.

საქმეზე გამოძიება კი 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

სახალხო დამცველის აპარატმა „ფორტუნასთან“ განმარტა, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობენ.

„ვსწავლობთ საქმეს, თუმცა, არ გვაქვს ამ გოგონას წერილობითი თანხმობა, ამიტომ ამ საქმეზე საუბარს ვერ შევძლებთ,“ – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

რაც შეეხება ბრალდებებს მათ მიმართ, სახალხო დამცველის აპარატის პრესასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ბავშვის ოჯახიდან გაყვანა მათი კომპეტენცია არაა და შესაბამისად, მშობლის ბრალდებები მათ მიმართ უადგილოა.

ფორუმზე თემა ამ საკითხე დროებით დაკეტილია,
არ ვიცი სად არის ჩემი შვილი.

მაგრამ საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად აშკარააა სექტის ნიშნები, რომ დისკუსია უნდა გარძელდეს

This post has been edited by bochormeli on 12 Feb 2018, 11:23
Lаki
Ho(m)po sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21445
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:22  #52167329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bochormeli


ერთი ორასგვერდიანი თემა გააქრეს
მეორე დახურეს
არ ვიცი სად არის ჩემი შვილი.


დახურე რა ესეც
გადაღეჭა ფორუმმა უკვე ეგ თემა.
ისევ წავა მარაზმების დადებაში შეჯიბრი sad.gif

This post has been edited by Lаki on 12 Feb 2018, 11:23


--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
"Не трогайте артистов, проституток и кучеров. Они служат любой власти". © Адмирал Колчак
არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩემზე! მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ!..
tira
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 445
წევრი No.: 240134
რეგისტრ.: 28-January 18

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:24  #52167340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
 სექტა თუ ბავშვზე ძალადობა



რელიგიური ხალხი სექტას ეძახის ყველაფერს, რაც "გადახრილია" მათი რელიგიური შეხედულებებისგან. გოგონას მშობლები რელიგიურები ყოფილან. ხელოვანმა გოგონამ კი არ აირჩია სტანდარტული მორწმუნე ქართველი ქალის გზა დედამისივით და ამიტომ მშობლებმა ჩათვალეს, რომ "სექტაშია." მარტო ლეპტოპის დამტვრევის ფაქტიც საკმარისი იქნებოდა ევროპის ქვეყანაში, რომ გამოტენათ დასკვნა, რომ ესაა ახალგაზრდაზე ძალადობა.

პ.ს. გოგი თუ ვიღაცა ყველა ვარიანტში ძიეზია.

bochormeli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5255
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:26  #52167351      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lаki
QUOTE
გადაღეჭა ფორუმმა უკვე ეგ თემა


შედეგს ვერ ვხედავ გადაღეჭვის, რადგან გარკვეული ჯგუფის მოზარდებზე მავნე ზეგავლენა აშკარაა, მაგრამ რეაგირება არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან.
ამიტომ მშობლებმა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ასეთი საფრთხის არსებობის შესახებ.

This post has been edited by bochormeli on 12 Feb 2018, 11:27
Lаki
Ho(m)po sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21445
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:28  #52167355      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
bochormeli
QUOTE
შედეგს ვერ ვხედავ გადაღეჭვის,


რა შედეგს ელოდები ორ დღეში?
lol.gif
bochormeli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5255
წევრი No.: 36114
რეგისტრ.: 7-June 07

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:30  #52167361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lаki
QUOTE
რა შედეგს ელოდები ორ დღეში?


ჯგუფის წევრების დაკავებას და გამოძიების დაწყებას
_thunderstorm_
Satellite


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 563
წევრი No.: 218629
რეგისტრ.: 17-May 16

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:32  #52167367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი


https://www.facebook.com/groups/60163782331...06828846128841/

ესენი დაიჭირეს


--------------------
"Everything is beautiful if you look at it with love.
If you can enjoy the presence of a cat, a bird, a flower, all the world
What can i say, all the world will be yours..." <3
piltakva
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1522
წევრი No.: 101068
რეგისტრ.: 28-September 09

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:35  #52167376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tira
QUOTE
რელიგიური ხალხი სექტას ეძახის ყველაფერს, რაც "გადახრილია" მათი რელიგიური შეხედულებებისგან. გოგონას მშობლები რელიგიურები ყოფილან. ხელოვანმა გოგონამ კი არ აირჩია სტანდარტული მორწმუნე ქართველი ქალის გზა დედამისივით და ამიტომ მშობლებმა ჩათვალეს, რომ "სექტაშია." მარტო ლეპტოპის დამტვრევის ფაქტიც საკმარისი იქნებოდა ევროპის ქვეყანაში, რომ გამოტენათ დასკვნა, რომ ესაა ახალგაზრდაზე ძალადობა.


გენიალურია, ნამდვილი სიბრძნე და ლოგიკის ამოძახილი. ვსიო დახურეთ თემაც და საერთოდ ფორუმიც, აქაურობა არ არის ასეთი გენიოსობის ღირსი.
barakobama
აზდაკი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11153
წევრი No.: 105519
რეგისტრ.: 21-November 09

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:36  #52167381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tira
QUOTE
რელიგიური ხალხი სექტას ეძახის ყველაფერს, რაც "გადახრილია" მათი რელიგიური შეხედულებებისგან. გოგონას მშობლები რელიგიურები ყოფილან. ხელოვანმა გოგონამ კი არ აირჩია სტანდარტული მორწმუნე ქართველი ქალის გზა დედამისივით და ამიტომ მშობლებმა ჩათვალეს, რომ "სექტაშია." მარტო ლეპტოპის დამტვრევის ფაქტიც საკმარისი იქნებოდა ევროპის ქვეყანაში, რომ გამოტენათ დასკვნა, რომ ესაა ახალგაზრდაზე ძალადობა

არ შეიძლება ოჯახის ზედაპირული ცნობით ასეთი პოსტის დადება.
კარგად წერ, დალაგებულად და ვიღაცას სიმართლე ეგონება.


--------------------



როგორც ჩაიდანი იტყოდა >>>>>> შენ მაინც მარადმწვანე პრეზიდენტად დარჩები
ტრამპები და ტრუმპები კი მოდიან და მიდიან ©don_acho
amsona69
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8949
წევრი No.: 113192
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:37  #52167384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისევ მოდაშია ამ ფორუმზე ნეტარყუჩი.
არ დაიღალა ეს ხალხი სხვის ცხოვრებაში ქექვით


--------------------
У него глаза честного человека - именно так.
"მას (პუტინს) პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს _ ეს სწორედ ასეა."

(მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ, გაზეთი Известия; 2004 წლის 12 აპრილი).
http://www.izvestia.ru/news/289012
kaiser Soze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3152
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:41  #52167403      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რელიგიური ხალხი სექტას ეძახის ყველაფერს, რაც "გადახრილია" მათი რელიგიური შეხედულებებისგან. გოგონას მშობლები რელიგიურები ყოფილან. ხელოვანმა გოგონამ კი არ აირჩია სტანდარტული მორწმუნე ქართველი ქალის გზა დედამისივით და ამიტომ მშობლებმა ჩათვალეს, რომ "სექტაშია." მარტო ლეპტოპის დამტვრევის ფაქტიც საკმარისი იქნებოდა ევროპის ქვეყანაში, რომ გამოტენათ დასკვნა, რომ ესაა ახალგაზრდაზე ძალადობა.


ნებისმიერი არაორთოდოქსული არარაციონალური მსოფლმხედველობა არის სექტა.

არ არის სექტა ათეიზმი (მტკიცება რომ ღმერთი არ არსებობს), აგნოსტიზმი (რასაც ჩემი ლოგიკის ძალას ვერ წვდება, მე ამაზე ვერ ვიდავებ) და ტრადიციული რელიგიები (მჯერა იმ ღმერთის, ვისიც ჩემს წინაპრებს სჯეროდათ). სხვა დანარჩენი სექტაა.

თუნდაც ის რომ ხალხს ბრტყელილ დედამიწის სჯერა არის სექტა, საერთოდ ზებუნებრივი ძალა რომც არ ფიგურირებდეს, რადგან სახეზეა არარაციონალური პოსტულატის მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მიღება როგორც ჭეშმარიტება.

This post has been edited by kaiser Soze on 12 Feb 2018, 11:42
merkuriela
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19631
წევრი No.: 114108
რეგისტრ.: 17-April 10

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:43  #52167407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მარტო ლეპტოპის დამტვრევის ფაქტიც საკმარისი იქნებოდა ევროპის ქვეყანაში, რომ გამოტენათ დასკვნა, რომ ესაა ახალგაზრდაზე ძალადობა.

ერთმა ამერიკელმა დედამ შვილებს მობილურები თოფით დაუხვრიტა.
მეორე მშობელმა შვილის დისკები მოაგროვა ერთ ადგილას და ზედ მანქანა გადაატარა.


იქაც ხდება იმის თქმა მინდოდა.


--------------------
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.

თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.

ესენი უნდა მახსოვდეს.
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4077
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:45  #52167413      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
amsona69
QUOTE
არ დაიღალა ეს ხალხი სხვის ცხოვრებაში ქექვით

+1
საკუთარი პრობლემები აქვთ ნაკლებად? კომუნალურების გადახდა არ უწევთ? ბავშვები არ ყავთ წასაყვანი სკოელბში?
მუდამ აივანზე გადმოკიდებული ერი ((((( ტრაგედიაა აბა რა არის. იმედია მშვიდობიანად დამთავრდება ყველაფერი და ბავშვი გონს მოეგება.
იმ ვიღაცას კიდევ, დედამიწის გადარცენა კი არა თოხი ხელში. საჯდომში პანჩური და უბათქუნა პირადი-მორადი ფერდობებს. დედამიწის გადარცენა უნდა თურმე.


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
tira
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 445
წევრი No.: 240134
რეგისტრ.: 28-January 18

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:49  #52167431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
merkuriela
QUOTE
იქაც ხდება იმის თქმა მინდოდა.


ბუნებრივია, ხდება. უარესებიც ხდება.

amsona69
QUOTE
არ დაიღალა ეს ხალხი სხვის ცხოვრებაში ქექვით


თემა ფორუმზე თავად გახსნა ქალბატონმა და ფორუმის საზოგადოებას აზრის გამოთქმა სთხოვა.

barakobama

ჩემი აზრია, რომელიც მე აქ წარმოდგენილი პოსტების მიხედვით გამოვიტანე. ოჯახის გაცნობა თუა საჭირო აზრის გამოსათქმელად, მაშინ სხვა ფორმა უნდა აირჩიოთ აზრების გასაცვლელად და არა ფორუმზე თემის გახსნა.
RINO
oldboy


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4232
წევრი No.: 88155
რეგისტრ.: 5-April 09

გამოგზავნილია: 12 Feb 2018, 11:50  #52167437      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვისაც კიდევ გჯერათ რომ ესენი უწყინარი ბავშვები არიან და მხოლოდ "მაღალ მატერიებზე ბაასით" არიან გართულნი აგერ შეგიძლიათ უკვე მეორე მათი თანამოაზრე იხილოთ უკუღმა დაკიდებული ჯვარით(წინა თემაში დაიდო ერთის ამდაგვარი ფოტო უკუღმა დაკიდებული ჯვრით), ეს ტიპი ნახსენებია თვითონ გოგის მიერ როგორც მათი "სამეგობროს" წევრი
https://www.facebook.com/lasha.gaprindashvili.5
user posted image
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (99) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0376 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]