ზოგადად ქართველებმა საკრედიტო ბარათის მოხმარების წესი არ ვიცით!
ეს არ არის სესხი, რომ გგონიათ რომ გამოიტან და მერე ნელ-ნელა შეავსებ.
საშეღავათო პერიოდით მომხმარებელთა ალბათ 70% არ სარგებლობს,
არადა ბარათის მთელი უპირატესობა ისაა რომ შეგიძლია 1000 ლარიდან 1000-ვე გამოიყენო და დააბრუონო ისე რომ ზედმეტი თეთრიც არ გადაიხადო.
1) ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ტერმინალით გადაიხადოთ და არ გაანაღდოთ, ან თუ გაანაღდებთ ერთდროულად მოხსსენით თანხა და იმ ბანკის ბანკომატში რომელის ბარათსაც ფლობთ. (ნუ შეიძლება პარტნიორ ბანკებშიც)
2) გამოიყენეთ საშეღავათო პერიოდი, მარტივად რომ აგიხსნათ თუ დაანგარიშების თარიღი 5 რიცხვია, გაანაღდეთ 6ში და თანხა შეავსეთ შემდეგი დაანაგრაიშების დღემდე, რომ პროცენტი არ დაირიცხოს.
3) წინასწარ გაარკვიეთ პირობები ჯარიმის შემთხვევაში: ეს ეხება ერთჯერადად ანუ ერთ დღეზე ვაგადაგადაცილებას და ამის შემდეგ ყოველდეღე დარიცხულ პირგასამტეხლოს.
4) გაარკვიეთ ბარათის მომსახურების საკომისიო.
საბედნიეროდ აღარ ვმუშაობ ბანკში და აღარ მიწევს ამ გზააბნეული ხალხის დაკვალიანება..
არც ერთი წესიერი ბანკი არ იტყუება, თუ რამე შეცდომით მოხდა აუცილებლად გამოასწორებენ, დღეს საუკეთესო მომსახურება ყველას პრიორიტეტია.
თავს იტყუებთ, ხანდახან ბანკსაც ატყუებთ რომ დაგიმტკიცდეთ სესხები და მერე წუწუნებთ.
იმიტომ რომ წინასწარ არ იცით არაფრის განსაზღვრა და დაგეგმვა არ იცით