Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > პარვოვირუსული ინფექცია


Posted by: TaTa_TaTuLi 29 May 2012, 13:43
ექიმი ამბობს, რომ ეს რაღაც ახალია და არის მეექვსეცო.
ბავშვს ჯერ სახე აუჭრელდა ცოტათი, მერე მკლავებიც, ხანდახან ექავება.
ბატონებივით უნდა იყოს სავარაუდოდ rolleyes.gif
საშიში ხომ არაა, ან რამე გართულებები ხომ არ ახასიათებს?

Posted by: Natuka NGN 29 May 2012, 16:21
TaTa_TaTuLi
რა მეხუთე ბატონები?
საერთოდ, ამ აცრების შედეგად სახადებმა ძალიან იცვალეს სახე. სრულიად განსხვავებული კლინიკით მიდის ბევრ შემთხვევაში.

Posted by: TaTa_TaTuLi 29 May 2012, 17:03
Natuka NGN
QUOTE
რა მეხუთე ბატონები?

მეც ეს მიკვირს და გარკვევა მინდა.
ისე, წინა თვეში გლანდების გამო რომ დავდიოდით კლინიკაში, იქ ერთი ასისტენტი ლაპარაკობდა მსგავს რაღაცაზე, მაგრამ მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია.
QUOTE
საერთოდ, ამ აცრების შედეგად სახადებმა ძალიან იცვალეს სახე. სრულიად განსხვავებული კლინიკით მიდის ბევრ შემთხვევაში

შესაძლოა მართალი ხარ და ასეცაა, მაგრამ აცრა რომ კარგა ხანია, აღარ დაგვჭირვებია? ანუ, ბოლო აცრიდან დროა გასული და ეს, ალბათ, მიზეზი ვერ იქნება, ხომ?
გამონაყარი კი არაა, ვარდისფერი სიჭრელეა rolleyes.gif
ხვალ სხვაც ნახავს და ვნახოთ...




Posted by: basa-ttt 29 May 2012, 18:28
QUOTE
ექიმი ამბობს, რომ ეს რაღაც ახალია და არის მეექვსეცო.
ბავშვს ჯერ სახე აუჭრელდა ცოტათი, მერე მკლავებიც, ხანდახან ექავება.
ბატონებივით უნდა იყოს სავარაუდოდ  
საშიში ხომ არაა, ან რამე გართულებები ხომ არ ახასიათებს?

ესაა პარვოვირუს ბ19

მას ეძახიან კიდევ пятая болезнь

ყველაზე მეტი შემთხვევა იყო წელს საქართველოში
წააგავს ქუნთრუშას, მაგრამ არაა ქუნთრუშა
არაფერი საშიში..
გაივლის თავისით


http://diseasepictures.info/fifth-disease/erythema-infectiosum-parvovirus-b19-fifth-disease-and-pregnancy/attachment/erythema-infectiosum-parvovirus-b19-fifth-disease-and-pregnancy-16/
user posted image

http://mkurnali.ambebi.ge/index.php/daavadebebi-mkurnaloba/infeqciuri/2771-ras-itsvevs-parvovirusi.html

Posted by: Natuka NGN 29 May 2012, 18:31
basa-ttt
QUOTE
პარვოვირუს ბ19

და საიდან მოვიდა? რაიმეს მუტაციაა?

Posted by: basa-ttt 29 May 2012, 18:35
Natuka NGN
არა არანაირი მუტაცია - ადრეც იყო
უბრალოდ ადრე არ იყო ამ დაავადების გამომწვევი ვირუსი იდენტიფიცირებული
და მეხუთე დაავადებას უწოდებდნენ ინფექციურის წიგნებში
განეკუთვნება საბავშვო ინფექციებს:
1)წითელა 2)წითურა 3)ქუნთრუშა 4)ჩუტყვავილა
და მეხუთე ეს -
აღწერილი იყო როგორც
скарлатиноподобная сыпь, пятая болезнь.
მხოლოდ ბოლო წლებში დაადგინეს რომ მისი გამომწვევი მიზეზი იყო დამოუკიდებელი ვირუსი
პარვოვირუსი.

Posted by: TaTa_TaTuLi 29 May 2012, 19:06
basa-ttt
QUOTE
ესაა პარვოვირუს ბ19

მას ეძახიან კიდევ пятая болезнь

ყველაზე მეტი შემთხვევა იყო წელს საქართველოში
წააგავს ქუნთრუშას, მაგრამ არაა ქუნთრუშა

აი თურმე რა ყოფილა, მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif
QUOTE
არაფერი საშიში..
გაივლის თავისით

კიდევ კარგი 2kiss.gif
ისე, ერთხელ მისცა 37 გრადუსი სიცხე, დაახლოებით 1 საათით და თავისით გაუარა...
პედიატრმა თქვა, წითელი და ყვითელი საკვები არ მისცეთო. არადა მარწყვის სეზონია, მიხაროდა ვიტამინებს რომ იღებდა sad.gif

თუ ვინმეს გადაედო, რამდენ ხანში ვლინდება? დიდებსაც შეიძლება გადაედოთ?

Posted by: Solveig 29 May 2012, 20:32
თემას სახელი რომ შევუცვალოთ და დავაზუსტოთ? smile.gif მე მგონი, უკეთესი იქნება.

Posted by: basa-ttt 30 May 2012, 07:41
QUOTE
თუ ვინმეს გადაედო, რამდენ ხანში ვლინდება? დიდებსაც შეიძლება გადაედოთ?

გადამდები არის, განსაკუთრებით გამონაყარის პერიოდში
ჩვეულებრივი ბატონებია
მოარიდეთ კონტაქტს სხვა ბავშვებთან...
დაავადების ხანგრძლივობა 7-14 დღეა
ამ პერიოდშია უფრო გადამდები.
გადადებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება სხვადასხვა ინტენსივობით...
ზომიერი დიეტა სჭირდება და ალერგიული ფონიც მაგ დაავადებისას რა თქმა უნდა არის
ძალიან ნუ დატვირთავთ ალერგენების შემცველი პროდუქტით - შოკოლადი, თხილი, მარწყვი და ა.შ.

სხვათაშორის მაგის ანალიზს აკეთებენ ონიაშვილის ქუჩაზე რომ ლაბორატორიაა იქ - მგონი ტესტი ჰქვია
მანდ მითხრეს, რომ წელს ამ დაავადების პიკიაო საქართველოში

Posted by: TaTa_TaTuLi 30 May 2012, 18:35
basa-ttt
QUOTE
ზომიერი დიეტა სჭირდება და ალერგიული ფონიც მაგ დაავადებისას რა თქმა უნდა არის

yes.gif
QUOTE
სხვათაშორის მაგის ანალიზს აკეთებენ ონიაშვილის ქუჩაზე რომ ლაბორატორიაა იქ - მგონი ტესტი ჰქვია

თუკი დიაგნოზი ვიცით, ანალიზი მაინც საჭიროა?


დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძალიან მეხმარებით smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)