გამარჯობა. 9 წელი იქნება CV არსად გამიგზავნია და არ დამჭირვებია. ეხლა მთხოვეს დახმარება და არც კი ვიცი თანამედროვე სტანდარტებით რა ტიპის CV-ები იწერება. ინტერნეტს გადავავლე თვალი და ქართულ წყაროებში ხომ ნორმალურს ვერაფერს ნახავ თუნდაც ნიმუშის სახით. არის მხოლოდ ზოგადი რჩევები.
არა და კარგი რეზიუმე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემი აზრით.
თუ შეგიძლიათ თქვენი CV-ები რომ დადოთ, რომელიც შედარებით ახალი სტანდარტებითაა გაკეთებული? ამოიღეთ პირადული ინფორმაცია და მხოლოდ შაბლონის სახით.
* * *
გადავიკითხე მარკეტერებისა და HR-ების სხვადასხვა რესურსი და ყველანაირად დაბდურა ერი როგორ უნდა ვიყოთ : ))))))))))))
ერთგან წერენ რომ თანმიმდევრობის მიხედვით აუცილებელია ჯერ იყოს მიმდინარე გამოცდილება და შემდგომ განათლება.
მეორეგან პირიქით. ჯერ განათლება და ტრენინგები და შემდეგ გამოცდილება.
ერთგან წერენ, რომ აუციელებელია აღვწეროთ ჩვენი ფუნქცია მოვალეობები მიმდინარე ან ყოფილ სამსახურებში, მეორეგან წერენ რომ არაა აუცილებელი და თუ საჭირო გახდა გასაუბრებაზე გვკითხავენ.
ზოგი წერს რომ ჰობი და ინტერესები უნდა იყოს შეტანილი CV-ში, ზოგი პირიქით, ამბობს რომ არავითარ შემთხვევაში არ ვქნათ ასე.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგივეა დიზაინზეც და პირად მონაცემებზეც.
აი, ერთ ექიმთან რომ მიხვალ წინა დიაგნოზით და აუცილებლად ლანძღავს წინა ექიმს, ეს რა სისულელეები უწერიაო, ზუსტად ერთი-ერთში ასეა აქაც.
ამასთანავე, აბსოლუტურად ყველა წერს მენტორული, დამრიგებლური ტონით და არცერთს არ უდევს სტატიის ან ვიდეოს ბოლოში ნიმუში, თუ რაზე საუბრობენ
)))))))) მართლა არაფერი არ გვეშველება
This post has been edited by vOn3Cic4 on 11 Nov 2019, 11:15