ყველაფერი ბიტკოინითა და მისი ბლოკჩეინით დაიწყო.
რა არის ბიტკოინი?
ბიტკოინი (ინგლ. Bitcoin, bit — „ბიტი“ და coin — „მონეტა“) — მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალება. ის არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. მისი გამოიგონება უკავშირდება ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს, ცნობილს, როგორც სატოში ნაკამოტო, რომელმაც 2008 წელის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ან ერთმა კომპიუტერმა მეორეს ინფორმაცია მიაწოდოს პირდაპირ, ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით; ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ეწოდება ბლოკჩეინი. ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით , არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი ბიტკოინის მომხმარებელია.
რა არის ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინი არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც იწერს განხორციელებულ ტრანზაქციებს. ეს ყველაფერი კი ხდება მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ბლოკჩეინის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკები, რომლებზეც ასევე დაფუძნებულია ბიტკოინის პროგრამული უზრუნველყოფა. ქსელის ბლოკები ასრულებენ შემდეგ ოპერაციებს: ტრანზაქციების ვალიდურობის დადგენა, მათი მონაცემთა ბაზაში დამატება და შემდეგ, უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ამ ტრანზაქციების სხვა ბლოკებზე გავრცელება. დაახლოებით, ერთ საათში ექვსჯერ, ბლოკების ამ ჯაჭვს ემატება ახალი ჯგუფი დამოწმებული ტრანზაქციებისა, რომლებიც სწრაფადვე ვრცელდება სხვა ბლოკებზე. ეს ეხმარება ბიტკოინ პლატფორმას დაადგინოს, რომ ბიტკოინის კონკრეტული რაოდენობა დაიხარჯა და გამოირიცხოს მისი ე.წ. ორმაგი ხარჯვის პრობლემა.
2009 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო ბიტკოინით ვაჭრობა სხვა ვალუტების მიმართ და მისი თავდაპირველი ღირებულება შემდეგი კურსით განისაზღვრა: US$1 = 1,309.03 BTC. ბიტკოინის ეს ღირებულება ეფუძნებოდა ელექტროენერგიის ხარჯს, რომელსაც მოიხმარდა ბიტკოინების გენერირებისთვის გამოყენებული კომპიუტერი.
ამავე პრინციპით, მალევე შეიქმნა სხვა კრიპტოვალუტები, ე.წ. ალტკოინები.
დღესდღეობით უკვე ასობით კრიპტოვალუტა არსებობს. ყველა მათგანს კონკრეტული სერვისი ან პროექტი უმაგრებს ზურგს.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კრიპტოვალუტის შესახებ:
1. ვინ არიან დამფუძნებლები და რა წარსული აქვთ.
2. არის თუ არა მათი შემოთავაზებული სერვისი საინტერესო, ხარისხიანი და მოთხოვნადი.
3. რა არის მათი ე.წ. "roadmap", რა გზის გავლას აპირებენ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ.
4. როგორი პრესა აქვთ - რამდენად აშუქებს მათ პროექტებს პრესა, ტელევიზია და ა.შ.
5. რამდენად აქტიურობს მათი გუნდი ბაზარზე, ატარებს პრეზენტაციებს, საქმიან შეხვედრებს, იძიებას სახელოვან პარტნიორებს და ა.შ.
6. სხვა უამრავი ფაქტორი...
თითოეული კრიპტოვალუტის მომავლის, მისი ფასის განსაზღვრა საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ყველა მათგანს არასტაბილურობა ახასიათებს.
ამ თემაში ერთმანეთს სწორედ კარგი არჩევანის გაკეთებაში ვეხმარებით. ვაძლევთ რჩევებს, რომელ კრიპტოვალუტაში ღირს ინვესტირება და რომელში არა.
სად ვიყიდოთ დოლარით/ლარით ბიტკოინი/ალტკოინი?
http://emoney.gehttps://www.unipay.com/unicoinCEX.io
https://www.coinbase.com...
სად ვივაჭროთ უკვე ნაყიდი ბიტკოინით/ალტკოინით?
სანდო ნორმალური ბირჟები.
CEX.io
binance.com
https://www.cryptopia.co.nzhttps://bittrex.com/https://poloniex.com/https://www.bitfinex.com/Yobit.net << პამპ ბირჟა ცოტა ხარვეზებით.
სრული სია:
https://coinmarketcap.com/exchanges/volume/24-hour/USD, RUR(რუბლი)
როგორ გავიგოთ სად შეიძლება ჩვენთვის სასურველი კრიპტოვალუტით ვაჭრობა?
შევდივართ საიტზე
https://coinmarketcap.com, ძიების ველში შეგვყავს სასურველი კრიპტოვალუტის სახელი, ვაწვებით მას და შემდეგ ვირჩევთ განყოფილებას "Markets". დავინახავთ იმ საიტების ჩამონათვალს, სადაც ამ კრიპტოვალუტით ვაჭრობაა შესაძლებელი.
user posted image
კრიპტო-სიახლეები:
https://www.coindesk.com/https://cointelegraph.com/https://coins.live/news/https://www.ccn.com/https://www.reddit.com/r/CryptoCurrency/ვის როდის რა ღონისძიება აქვს დაგეგმილი?
https://www.coinscalendar.com/http://coinmarketcal.com/მომავალი პროექტები. ico
https://icodrops.com/მობილურის აპლიკაციები
CoinMarketApp
INvesting.Com
emoney.ge
ასევე ტელეგრამში ჩვენი ჯგუფი.
@georgianmarket
This post has been edited by Juventino on 1 May 2018, 16:56