უამრავი ენთუზიასტი შეცდომაში შეიყვანა მაგნიტური ველის ძალწირების ცრუ ფოტომ, რომელიც არის ფიზიკის სახელმძღვანელოებში და საერთოდ, ყველგან.
ამ ფოტოს რომ უყურებს ადამიანი, უნებურად უჩნდება იდეა: ოჰო! ამ ძალწირებს ვექტორული ფორმა აქვთ. ამიტომ გარკვეული კუთხით თუ დავხრი და ბორბალზე დავამაგრებ, მაგნიტები ერთმანეთს განიზიდავენ და ბორბალიც დაბზრიალდებაააა.
არაა ასე. მე ჩავატარე ექსპერიმენტები მაგნიტებზე და ძალწირები გამოვიკვლიე არა რკინის ფხვნილით, არამედ მეორე მაგნიტით და ზამბარიანი სასწორით. შემდეგ ფოლადის ნაჭრით და ზამბარიანი სასწორით.
არა აქვს ველის ძალწირებს ასეთი ფორმა, როგორც ფოტოებზეა.. ის უფრო ჰანტელის ფორმას წააგავს. სრულიად წრიულადაა კონცენტრირებული მაგნიტის პოლუსებზე და ძალიან უმნიშვნელოა პოლუსებს შორის. ამიტომ შეუძლებელია მათგან რაიმე სკალარული ძალის გამოწურვა
This post has been edited by ZAZAi on 4 Jan 2024, 17:21