Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > მანდილოსანთა რაგბი


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 May 2008, 14:46
8 მაისს მიდიან ზენიცაში [ბოსნია]

იქა ევროპის შვიდკაცაა,
ყველაზე დაბალი დონისა

მენეჯერი კავშირის ნატაა.

ვერ მიყავთ ერთი ახალი,
ხელბურთელი გოგო,
რადგან პასპორტი ვერ მოასწრო

ყოფილა ორი პული

ჩვენი
1 Romania
2 Croatia
3 Austria
4 Israel
5 Bosnia & Herzegovina
6 Géorgia

იქეთა
1 Lithuania
2 Bulgaria
3 Finland
4 Serbia
5 Latvia
6 Slovenia

სამი უკეთესი გადისო

http://www.fira-aer-rugby.com/competition_detail.php?compet=124&gpement=1108

###

Posted by: giorgi77 5 May 2008, 15:21
წარმატებებს უსურვებ ჩვენ გოგონებს!


არ ვიცი რა დონისაა ნაკრები...... გვაქვს სამეულში მოხვედრის შანსი?

Posted by: kaxelo-1987 5 May 2008, 15:45
QUOTE
8 მაისს მიდიან ზენიცაში [ბოსნია]

წარმატებას ვუსურვებ.
ისე რაგბი ვაჟკაცების სპორტია.მანდილოსანს გულშემატკივრობა უფრო უხდება.
მაგრამ რომ არის ესეც კაია

Posted by: keen 5 May 2008, 15:50
QUOTE
მანდილოსანთა რაგბი

იმედია თემის ავტორი არ მიწყენს და სად მანდილი და სად რაგბი? spy.gif რამდენადაც სასიამოვნო საცქერია მამრთა რაგბი, იმდენად არა - მდედრთა smile.gif

QUOTE
მანდილოსანს გულშემატკივრობა უფრო უხდება.

yes.gif

Posted by: chanichano 5 May 2008, 16:17
QUOTE
იმედია თემის ავტორი არ მიწყენს და სად მანდილი და სად რაგბი? spy.gif რამდენადაც სასიამოვნო საცქერია მამრთა რაგბი, იმდენად არა - მდედრთა smile.gif

კარგი რა განზებას შევეშვათ, ქართველი ქალები არ იყვნენ რომ ომობდნენ?

სპორტი სპორტია,მნიშვნელობა არ აქვს კაცია თუ ქალი.

იმედიაა კარგად ითამაშებენ., ისე კი სერიოზულ მიზნებისთვის ქლთა სპორტისადმი მიდგომა სერიოზლად შესაცვლელი გვაქვს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 May 2008, 16:37
QUOTE (keen @ 5 May 2008, 15:50 )
QUOTE
მანდილოსანთა რაგბი

სად მანდილი და სად რაგბი?

კი ბატონო, დავარქვათ უმანდილოთა რაგბი.
ანაც ლეჩაქ-ახდილთა რაგბი

სპარსი გოგოები თუ გინახავ, თეირანის ბაღში? ორი-სამი წლის წინდელი სურათია




Posted by: giorgi77 5 May 2008, 16:48
QUOTE
იმედიაა კარგად ითამაშებენ., ისე კი სერიოზულ მიზნებისთვის ქლთა სპორტისადმი მიდგომა სერიოზლად შესაცვლელი გვაქვს.


მართალია და პირველ რიგში "ჩვენ თავებში უნდა დაიმსხვრას სტერეოტიპები".... სანამ ეს არ მოხდება არა მგონია რამე შეიცვალოს კარდინალურად.

თანამედროვე ახალგაზრდა გოგოების უმეტესობა აბოლებს და .... მაგას არ ჯობია რაგბი ითამაშონ ან სხვა რამე სპორტით დაკავდნენ, ჯანმრთელ ცხოვრების წესს ეზიარონ....

Posted by: keen 5 May 2008, 16:52
chanichano
QUOTE
კარგი რა განზებას შევეშვათ, ქართველი ქალები არ იყვნენ რომ ომობდნენ?

1. არა მამაკაცთა ნაცვლად
2. თავის გადასარჩენად
3. ეს ჩემი აზრია და შენ თუ მოგწონს მორაგბე ქალები, ეგ შენი საქმეა. მე მაგალითად სპორტის მაგ სახეობის ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ვანიჭებ უპირატესობას wink.gif

QUOTE
სპორტი სპორტია,მნიშვნელობა არ აქვს კაცია თუ ქალი.

არის სპორტის სახეობები, რომელიც უხდება ქალს და პირიქით. უბრალოდ რაგბი კაცების სპორტია, არამარტო გარეგნულად არამედ თავისი არსითაც და მორჩა.

giorgi77
QUOTE
თანამედროვე ახალგაზრდა გოგოების უმეტესობა აბოლებს და .... მაგას არ ჯობია რაგბი ითამაშონ ან სხვა რამე სპორტით დაკავდნენ, ჯანმრთელ ცხოვრების წესს ეზიარონ....

რაღა მაინცდამაინც რაგბი? სხვა სახეობები დაილია? spy.gif

Lukas & Nikos Mama
QUOTE
კი ბატონო, დავარქვათ უმანდილოთა რაგბი.
ანაც ლეჩაქ-ახდილთა რაგბი

ვწუხვარ, რომ მაინცდამაინც თქვენს თემაში დავაფიქსირე ჩემი ეს აზრი, მაგრამ ქალთა რაგბზე ეს ერთადერთი თემა და...


Posted by: kaxelo-1987 5 May 2008, 16:56
QUOTE
თანამედროვე ახალგაზრდა გოგოების უმეტესობა აბოლებს და .... მაგას არ ჯობია რაგბი ითამაშონ ან სხვა რამე სპორტით დაკავდნენ, ჯანმრთელ ცხოვრების წესს ეზიარონ...

ეგ კი ბატონო.
QUOTE
რაღა მაინცდამაინც რაგბი? სხვა სახეობები დაილია?

მაგრამ ამ აზრსაც ვეთანხმები

Posted by: giorgi77 5 May 2008, 16:58
keenდავწერე "ან სხვა რაიმე სპორტით-თქო".

QUOTE
არგი რა განზებას შევეშვათ, ქართველი ქალები არ იყვნენ რომ ომობდნენ?

1. არა მამაკაცთა ნაცვლად
მერე ვინ ამბობს მამაკაცთა ნაცვლად უნდა ითამაშონო :-)


ნუ იქნები ასეთი რადიკალური, ძალით ქალებს რაგბს ვერავინ ატამაშებს და არც აპირებს მგონი არავინ.

Posted by: chanichano 5 May 2008, 19:13
QUOTE
2. თავის გადასარჩენად

ეს ვერ გავიგე, რას გულიხმობ.

QUOTE
3. ეს ჩემი აზრია და შენ თუ მოგწონს მორაგბე ქალები, ეგ შენი საქმეა. მე მაგალითად სპორტის მაგ სახეობის ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ვანიჭებ უპირატესობას wink.gif

პირველ რიგში გემოვნებაზე არ დავობე,, იმაში კი გეთანხმები რომ , კარგი და მიმზიდველია როცა გოგო გიმნასტიკას, ჩოგბურთს და ა.შ, მისდევს, მაგრამ სხვა "არაქალური" სპორტის სახეობებმა რა დააშავა?რაგბი ხისტია, ოკ, ფეხბურთიც?
ეხლა არ ვიი, მაგრამ ჩემს დროც(და მე არც ისე მოხუცი ვარ smile.gif ) გოგოების უმრავლესობა სპორტული ფორმის ჩაცმას თაკილობდა!!!
სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ რო ეხლაც არ იქნება დიდი გასხვავება.


Posted by: Skulls & Bones 7 May 2008, 18:33
ჟან კლოდ ვანდამი ტოესწ ბაკე და ქართველი გოგონა რაგბისტები .............
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=394&i=imgbig16om2.jpg

Posted by: OSTAP 7 May 2008, 20:18
გამაგებინეთ თუ ქალების ძიუდო, ჭიდაობა, შტანგა შეიძლება რაგბი რატომ არ შეიძლება. ყველს აქვს უფლება ითამაშოს ის რაც უნდათ. ისე პირადად ვიცნობ ქართველ მორაგბე გოგოებს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ხალხია. ერთად ვყოფილვართ ტურნირებზე. დონე კიდე პრაქტიკასტან ერთად გაიზრდება.

Posted by: D ! N O 7 May 2008, 20:42
QUOTE
იმედია თემის ავტორი არ მიწყენს და სად მანდილი და სად რაგბი?

+1 biggrin.gif

Posted by: thug 8 May 2008, 02:31
ხალხო დუგლასას მოქმედი email გაქვთ ვინმეს??? მითხარით რა !!!

Posted by: keen 8 May 2008, 10:29
OSTAP
QUOTE
გამაგებინეთ თუ ქალების ძიუდო, ჭიდაობა, შტანგა შეიძლება რაგბი რატომ არ შეიძლება. ყველს აქვს უფლება ითამაშოს ის რაც უნდათ. ისე პირადად ვიცნობ ქართველ მორაგბე გოგოებს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ხალხია. ერთად ვყოფილვართ ტურნირებზე. დონე კიდე პრაქტიკასტან ერთად გაიზრდება.


ყველაფერი შეიძლება და ყველა იმას აკეთებს რაც უნდა. აქ არც უფლებებზეა ბაასი და არც ქალ მორაგბეთა ავკარგიანობაზე, ან ცუდი ხალხი რატომ უნდა იყოს? ვერ ვხვდები spy.gif

უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე, რომ ნაკლებად სასიამოვნო საცქერია ქალთა რაგბი, ისევე როგორც - ძალოსანი ან ბოდიბილდინგით დაკავებული ქალი smile.gif


Posted by: KrusadeR 8 May 2008, 10:56
QUOTE (keen @ 8 May 2008, 10:29 )
უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე, რომ ნაკლებად სასიამოვნო საცქერია ქალთა რაგბი, ისევე როგორც - ძალოსანი ან ბოდიბილდინგით დაკავებული ქალი smile.gif

მაგას რათ უნდა ბევრი ბაზარი gigi.gif ეგ 100% მასე. ქალის მესმის მე კუხნაში givi.gif lol.gif

Posted by: kaxelo-1987 10 May 2008, 10:54
როდის იწყება თამაშები?ფირე აერის საიტზე კი შევედი მაგრამ ვერ ვნახე.
ალბად უძინარი ვარ და იმიტომ

Posted by: giorgi77 10 May 2008, 11:00
QUOTE
როდის იწყება თამაშები?ფირე აერის საიტზე კი შევედი მაგრამ ვერ ვნახე. ალბად უძინარი ვარ და იმიტომ

დრო არ წერია, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა,... დღეს დადებენ შედეგებს ალბათ

http://www.fira-aer-rugby.com/competition_detail.php?compet=124&gpement=1108

Posted by: kaxelo-1987 10 May 2008, 11:12
giorgi77
QUOTE
დრო არ წერია, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა,... დღეს დადებენ შედეგებს ალბათ

ე.ი. ჩემი ბრალი არ ყოფილა biggrin.gif
იმედია თავს არ შეირცხვენენ.ძალიან არ ვემხრობი ქალების რაგბს მაგრამ არ მინდა რომ ცუდად გამოვიდნენ

Posted by: giorgi77 10 May 2008, 11:16
QUOTE
იმედია თავს არ შეირცხვენენ.ძალიან არ ვემხრობი ქალების რაგბს მაგრამ არ მინდა რომ ცუდად გამოვიდნენ
მეც მაგ აზრზე ვარ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 May 2008, 12:50
http://rugbylife.blogger.ba/

http://www.fira-aer-rugby.com/forum2007/viewtopic.php?f=1&p=15862#p15862

ფირა-ზე ოპერატიულად ალბათ აქ იქნება

Posted by: giorgi77 10 May 2008, 14:47
ქალთა შვიდკაცას ტურნირის პლაკატზე ჩვენი დროშის ნაცვლად აშშ შტატ ჯორჯიის დროშაა.... არა რა ნაღდად დაუნიზმთან გვაქვს საქმე ფირაში, კი მოიხადა ბოდიშივით მაგრამ კაცმა შტატი და სახელმწიფო ერთმანეთისგან როგორ ვერ უნდა გაარჩიო....


user posted image

http://www.fira-aer-rugby.com/forum2007/viewtopic.php?f=1&p=15862#p15862

Posted by: kaxelo-1987 10 May 2008, 15:04
QUOTE
ქალთა შვიდკაცას ტურნირის პლაკატზე ჩვენი დროშის ნაცვლად აშშ შტატ ჯორჯიის დროშაა.... არა რა ნაღდად დაუნიზმთან გვაქვს საქმე ფირაში, კი მოიხადა ბოდიშივით მაგრამ კაცმა შტატი და სახელმწიფო ერთმანეთისგან როგორ ვერ უნდა გაარჩიო....

სირცხვილია.ამისთანაშეცდომა როგორ უნდა დაუშვან.
მესმის ძველი დროშა.მაგრამ ქვეყანა და შტატი ვერ უნდა განასხვაონ ერთმანეთისგან?

Posted by: thug 10 May 2008, 18:08
რა არი მართლა გვეკაიფებიან??? sad.gif შტატს რა უნდოდა ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებაში???

Posted by: givi van der vaarti 10 May 2008, 20:17
პოლიტიკური გადახვევა - რავა, არ ვართ აშუშუს შტატი თუ...
QUOTE
მანდილოსანთა რაგბი

და მენდალოსანთა რაგბი არა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 May 2008, 22:14
ფირას არ შეშლია

ბოსანსკი კურვებს შეეშალათ


* * *
მე-პაესტკე-თა მარადი თილიფანი

ამჯერად ესტონეთი ბოსნიაში

+ 372 53 36 05 49 იკითხეთ დუგლიკო, ოკმელა, ნატა

Posted by: otofon2 11 May 2008, 15:49
რა უბედურებაა, როდესმე დადებენ ანგარიშებს?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 May 2008, 15:50
რა ეჩქარებათ
კამბეროვიჩა პოლიეზე

შვიდქალაობის მოყვება
ჯერ ტრადიცუილი მესამე ტაიმი და
მერე არა-ტრადიციული მეოთხეც

მთავარია, მეხუთეც არ მოყვეს მაგას,
ალალად ბოსნიური, ბათქა ბუთქით,
ესაო და ლატვიის მენეჯერი მე შევკერე და
ამ ვიღაც კავკასიელმა როგორ შემაწერაო

*
* * *
>
>
გამოქვეყნდა შედეგები ფირას საითზე

გავსულვართ მეათე ადგილზე 12 გუნდში

ჩამოვიტოვეთ ბოსნია და სლოვენია, გაგვისწრო სერბეთმა







* * *
სწორია კიბე ყდაზე

1 Romania
2 Finland
3 Israel * სამნი გავიდნენ 16-გუნდა ფინალში (ლიმოჟი)

4 Bulgaria
5 Latvia
6 Croatia
7 Austria
8 Lithuania
9 Serbia
10 Géorgia
11 Bosnia & Herzegovina
12 Slovenia

Posted by: maradiora2 12 May 2008, 00:25
QUOTE
გამოქვეყნდა შედეგები ფირას საითზე

გავსულვართ მეათე ადგილზე 12 გუნდში

ჩამოვიტოვეთ ბოსნია და სლოვენია, გაგვისწრო სერბეთმა







* * * სწორია კიბე ყდაზე

1 Romania2 Finland3 Israel * სამნი გავიდნენ 16-გუნდა ფინალში (ლიმოჟი)

4 Bulgaria 5 Latvia6 Croatia7 Austria8 Lithuania9 Serbia10 Géorgia11 Bosnia & Herzegovina12 Slovenia

QUOTE
ქართველმა ქალმა მორაგბეებმა ბოსნიაში ერთადერთი მატჩი მოიგეს

საქართველოს ქალთა ნაკრებმა რაგბი-7-ში, ევროპის ჩემპიონატის მესამე დივიზიონში ერთადერთი მატჩის მოგება შეძლო და 12 გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავა.
ბოსნია-ჰერცოგოვინას ქალაქ ზენიცაში გამართულ ტურნირში, ქართველი ქალები B ჯგუფში მოხვდნენ და მასპინძელ ბოსნიას 14:0 მოუგეს, დანარჩენ 4 შეხვედრაში კი მარცხი განიცადეს.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ავსტრიასთან 10:34 წააგო, ისრაელთან – 7:42, ხორვატიასთან – 7:15, ხოლო რუმინეთთან – 0:50.
ტურნირის მეცხრე-მეათე ადგილებისთვის მატჩში ქართველები სერბეთთან 0:20 დამარცხდნენ.
ჩვენი ნაკრები ბოსნიაში ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა:
ნინო არაბული, ნინო დევიძე, ნათია მესხი, თამთა მთვარაძე, ოლგა ნაცვლიშვილი, ანა პოღოსიანი, მაკა ტყებუჩავა, მარიამ ქველიძე (კაპ.), თამარ ჩხუბიანიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ დუგლაძე.
მწვრთნელის ასისტენტი: გიორგი ოკმელაშვილი.

დასაწყისისთვის არაუშავს,მთავარია გამოცდილება მიიღეს და მომავალში უკეთეს შედეგს აჩვენებენ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 May 2008, 09:13
რად ვაკლებთ ტო

მოიგეს ორი:
პულში ბოსნიასთან და ბარაჟში სლოვენიასათნ,
თორემ ძნელად რო გასულიყვნენ მეათე ადგილზე

Pool B
Austria 34-10 Georgia
Israel 42-7 Georgia
Bosnia & Herzegovina 0-14 Georgia
Croatia 15-7 Georgia
Romania 50-0 Georgia

Bowl 1/2 Final
Slovenia 0-31 Georgia

Bowl Final *Ranking 9 to 10
Serbia 20-0 Georgia

[%]=[%]

Posted by: giorgi77 12 May 2008, 09:30
QUOTE
Bosnia & Herzegovina 0-14 Georgia

QUOTE
Slovenia 0-31 Georgia


მე ასეთ შედეგსაც არ ველოდი. პირველი ტურნირისთვის ნაღდად არაა ურიგო. ნელ-ნელა მოუმატებენ აუცილებლად.

Posted by: kaxelo-1987 12 May 2008, 10:01
QUOTE
Bosnia & Herzegovina 0-14 Georgia

QUOTE
Slovenia 0-31 Georgia

გადასარევი არ არის მაგრამ დასაწყისისთვის კარგია

Posted by: maradiora2 12 May 2008, 14:00
QUOTE
რად ვაკლებთ ტო

მე არაფერს ვაკლებ,სტატია დავაკოფირე,იქ კი ეგეთი რამ არ ეწერა wink.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 May 2008, 14:17
იმ სტაწიის უგულოდ დამწერზე ვთქვი, შენზე კი არა

ეწერა იმ საითზე ყველა ანგარიჩი, მაგრამ დეეეზარა ნახ-ფინალების ნახვა და ფირდაფირ პინალს მიაჰთა

*



Posted by: giorgi77 21 May 2008, 12:04
ფირა შესციცინებს რუსეთს................... "მაჯესტიქ რაშა" biggrin.gif

user posted image

user posted image

http://www.fira-aer-rugby.com/article_detail.php?article=715

Posted by: chanichano 31 Mar 2009, 16:17
ისე რა ხდება ნეტავი ქალთა ფრონტზე?

Posted by: ლილიანი 31 Mar 2009, 17:02
OSTAP
QUOTE
გამაგებინეთ თუ ქალების ძიუდო, ჭიდაობა, შტანგა შეიძლება რაგბი რატომ არ შეიძლება. ყველს აქვს უფლება ითამაშოს ის რაც უნდათ. ისე პირადად ვიცნობ ქართველ მორაგბე გოგოებს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ხალხია. ერთად ვყოფილვართ ტურნირებზე. დონე კიდე პრაქტიკასტან ერთად გაიზრდება.

+ ბევრი!!!!
up.gif
ქალი კაცი სად სად და სპორტში არ უნდა იყოფოდეს, ანუ კი არადა არ უნდა იჩაგრებოდეს ქალი და მისი სპორტული მიღწევები და მისწრაფებები

Posted by: rogera 31 Mar 2009, 20:35
ქალების შესრულებით ყველაფერი კარგია, შერკინებაც კი!

Posted by: mta 1 Apr 2009, 10:19
ქალი სხვაა რაგბი სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი. შემოგდებულია გენდერული თანასწორობა ,უმცირესობები,დასხვ... უნდა ვინმეს შტანგისტი ან ცოლი ან შვილი? გულახდილად. ქალი ქალური უნდა იყოს დედობრივი...

Posted by: giorgi77 1 Apr 2009, 11:21
borjgali1964
OSTAP

თუ ადამაინს მოსწონს რაგბის თამაში, ითამაშოს. თუ ამ სპორტში ახდენს თავის რეალიზებას, რაზე უნდა დაუშალოთ, პირიქით, სიგარეტის მოწევას და სხვა მავნებლობას ისევ რაგბი ითამაშონ ჯობია

Posted by: OSTAP 1 Apr 2009, 19:06
ეხლა სერიოზულად!

მე ადრეც ავღნიშნე, რომ მართლა ვემხრობი გოგოების რეგბისტობას. რამდენიმე ჩვენ გოგონასაც ვიცნობ და ძალიან კარგი ხალხია და გულით უყვართ რეგბი. შვილებსაც აკვნიდან გაუღვივებენ ამ სპორტის სიყვარულს smile.gif და არ იქნება სახლში კამათი ბავშვმა რა სპორტზე უნდა იაროს smile.gif smile.gif

Posted by: giorgi77 1 Apr 2009, 20:24
chanichano

ფორუმელის კანონიერი და სწორი შენიშვნაა,

wink.gif

Posted by: OSTAP 2 Apr 2009, 09:17
ბატონო გიორგი smile.gif smile.gif smile.gif პოსტები პოსტებად და სად არის მომხიბლავი ნარნარა I ხაზელი გოგონას სურათი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: chanichano 8 Jun 2009, 19:26
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=22482

ჩვენებს ყოჩაღ, ცოტათი წისვლა მაინც წინსვლააა

Posted by: Santa_papa 18 Aug 2009, 17:11
user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Aug 2009, 18:03
ხუთშაბათიდან სპარს ხათუნებზე სიუჟეტია ტოტალ რაგბში

Posted by: giorgi77 6 Apr 2010, 19:13
http://www.rwcwomens.com/index.html

user posted image

Posted by: monopolist 6 Apr 2010, 21:10
რა მაგარიაა smile.gif) მიხარია ქალთა რაგბის განვითარება wink.gif

Posted by: lelos 7 Apr 2010, 11:32
პირადად ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში. ისევე მოკვდება როგორც ქალების კალათბურთი, ფეხბურთი, ხელ;ბურთი, ფრენბურთი...

Posted by: mta 14 Apr 2010, 10:03
lelos
QUOTE
პირადად ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში

კარგია,მერე ეგ . ქალი -ქალურ სახეობებში.

Posted by: giorgi77 20 Apr 2010, 21:10
7 ქალა დანიაში მიდის...

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=5348

Posted by: Marguerite Gautier 29 Apr 2010, 14:05
mta
lelos
აბა რააა, რაგბი იმიტომ მიყვარს რომ ვაჟკაცური და ჯიგრული სპორტია,კაცების საქმეა ეგ. რა ჯობია ლომების ყურებას biggrin.gif . რა ვქნა და ქალების ადგილს მანდ ვერ ვხდავ, არ უხდება sad.gif ნუ მაინც წარმატებებს ვუსურვებ...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 May 2010, 19:16
სინი = მეხუთე ადგილი

WOMENS PLATE-FINAL - Match for 5th place
Match 40: Georgia 31 - Lithuania 5

პირველი ჯილდოა

თასზე ვერ მოვხვდით უარესი სხვაობით = პოლონეთმა გვაჯობა სამით

@

Posted by: maxoxi 25 May 2010, 22:43
http://www.fira-aer-rugby.com/competition_detail.php?compet=158&gpement=1606
გვესაჩიროება მორბენალი (მძლეოსანი) გოგონები !!!!!!!!! tan.gif

Posted by: maxoxi 31 May 2010, 02:22
http://radikal.ru/F/s54.radikal.ru/i143/1005/db/00cced1eeb5a.jpg.html
* * *
<a target="_blank" href="http://www.radikal.ru"><img src="http://s001.radikal.ru/i194/1005/c4/fdc2020683ac.jpg" ></a>

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Feb 2013, 22:11
არა უშავთ

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 May 2013, 10:06
user posted image

New Zealand became the first ever winner
of the Women's Sevens World Series
after sealing victory at the Amsterdam Seven


Posted by: Lotkinski 19 May 2013, 11:16
და ქართველმა გოგონებმა რა ქნეს? rugby.ge-ზე წერია, რომ ქართველებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობაო.

Posted by: Lotkinski 8 Jun 2013, 12:20
დაიწყო პირველი შეხვედრა, ხორვატების წინააღმდეგ.

4 წუთი მიიწურა, ანგარიშია 0:0

სამწუხაროდ ბობო წუთზე ლელო დაგვდეს, მაგრამ ვერ გადასახეს და ანგარიშია 5:0

მწისვე გავათანაბრეთ ანგარიში, გარდასახვა ვერ ჩვენ გავიტანეთ და პირველი ტაიმი დასრულა 5:5

Posted by: Datka1964-10-10 8 Jun 2013, 12:29
Lotkinski

სტრიმი დააგდე რა თუ შეიძლება

Posted by: Lotkinski 8 Jun 2013, 12:34
ხორვატებმა ლელო დაგვიდეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს, და წინაურდნენ 12:5 ბოლო წუთი მიმდინარეობს, შერკინებაში ვაგდებთ ბურთს, ვუტევთ, ვიღაცამ ტრამვა მიიღო, სამწუხაროდ ლელოს დადების რეალური შანსი ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით 5:12
* * *
http://data.agssport.cz/ragby/sobota.html

ეს არის სტრიმი, ქვემოთ რომ ჩამოწევ, რომელი გუნდი როდის თამაშობს იქ წერია, ოღონდ ჩეხურად smile.gif
* * *
უკვე იწყება მეორე მატჩი პოლონეთის წინააღმდეგ, პოლონელებს უფრო კარგი გუნდი ჰყავთ ხორვატებთან შედარებით, ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს
* * *
სამწუხაროდ მეორე მატჩიც წავაგეთ ანგარიშით 7:15,

საქართველოში ძალიან ცოტა მანდილოსანი თამაშობს რაგბს და შედეგიც სახეზეა, ვინც თამაშობენ ისინი არიან წასულები ჩეხეთში, მეტი მოთამაშე ფიზიკურად არ გვყავს. იმედია დააინტერესებთ მომავალში გოგონებს და უფრო მეტი ივარჯიშებს რაგბში.
* * *
ჩვენმა გოგონებმა 2 მარცხის წილ 2 გამარჯვება იზეიმეს და ხვალ ბოლო თამაშისთვის ემზადებიან, მეტოქე ტრადიციულია, რუმინეთის ეროვნული გუნდი, იმედს ვიტოვებ მოვიგებთ და მე5 ადგილისთვის ვიბრძოლებთ. ამ წელს აღზევება ვერ მოხერხდა, კარგად მოვემზადოთ და გაისად გრანპრისაც შეიძლება გამოვკრათ ხელი. გამარჯვებებს ვუსურვებ ჩვენს ქალბატონებს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Oct 2013, 11:44
user posted image

August 1-17, 2014 საფრანგეთი

Women's Rugby World Cup draw

Pool A: England, Canada, Spain, Samoa
Pool B: New Zealand, USA, Ireland, Kazakhstan
Pool C: Australia, France, Wales, South Africa

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Dec 2013, 12:55
user posted image

Posted by: giorgi77 4 Dec 2013, 16:01
http://www.huffingtonpost.co.uk/2013/12/03/oxford-university-womens-rugby-team-naked_n_4376861.html


user posted image


user posted image

Posted by: gkhabe 4 Dec 2013, 18:45
giorgi77

ასეთ მორაგბე გოგოებს დიდი სიამოვნებით შევერკინებოდი biggrin.gif

Posted by: giorgi77 4 Dec 2013, 19:30
gkhabe

10 ფუნტი ღირს კალენდარი. ხოლო თუ გაცნობა გინდა 12 დეკემბერს იქნებიან ოქსფორდ-კემბრიჯის თამაშზე biggrin.gif

£10 per calendar. Find us (fully clothed) at the Varsity Match on Dec. 12, 2013 at Twickenham or pick your calendar up at Walter’s in Oxford.

Posted by: gia-gia-gia 4 Dec 2013, 22:03
QUOTE (giorgi77 @ 4 Dec 2013, 19:30 )
თუ გაცნობა გინდა 12 დეკემბერს იქნებიან ოქსფორდ-კემბრიჯის თამაშზე


შენ ისიც გეცოდინება, ეს სიძვის დიაცები ჩაცმულები იქნებიან შეხვედრაზე, თუ დედიშობილები?

Posted by: giorgi77 4 Dec 2013, 23:09
QUOTE
შენ ისიც გეცოდინება, ეს სიძვის დიაცები ჩაცმულები იქნებიან შეხვედრაზე, თუ დედიშობილები?


აგერ ჰკითხე smile.gif http://ouwrfc.wordpress.com/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Dec 2013, 12:40
ამათ მეტი მოაგროვეს

http://rugbyonline.ru/news/2013/12/04/regbistki_oxfordskogo_universiteta_snyalis_v_eroticheskom_kalendare_foto

ჲანსაკუთრებით მაგარია "ბოჭვა არხის კიდეზე" და
"მოედანზე გამორბენა" + ოღონდ, სირინოზის კუდები აკლიათ უკანალში

Posted by: gio_ooo 23 Dec 2013, 18:53
მანდილოსანთა რაგბიი??? ცოტა მეუცხოება ცოტა : ))))

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Dec 2013, 10:13
gio_ooo

უმანდილოდ რაგბობენ, სპარსთა გარდა

user posted image


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jan 2014, 17:24
ჩვენი ჭაღარა "ბოცმანა" უზბეკეთშით

user posted image

მაგრამ ვინაა ეს ტიტლიკანა დედაკაცი?

ბეგლოვა თუ კიწუნოვა?
Беглова Оксана Андреевна — менеджер по международным вопросам
Китцунова Оксана Олеговна — главный бухгалтер
რა ყველას "აქსანა" როგორ ქვია?

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jan 2014, 13:29
user posted image

Posted by: robizonkruzo 23 Jan 2014, 04:34
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 2 Jan 2014, 17:24 )
ჩვენი ჭაღარა "ბოცმანა" უზბეკეთშით

user posted image

მაგრამ ვინაა ეს ტიტლიკანა დედაკაცი?

ბეგლოვა თუ კიწუნოვა?
Беглова Оксана Андреевна — менеджер по международным вопросам
Китцунова Оксана Олеговна — главный бухгалтер
რა ყველას "აქსანა" როგორ ქვია?

@

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ბოცმანას საიდან იცნობ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Jan 2014, 16:08
QUOTE
ბოცმანას საიდან იცნობ?


ჯობდა გეკითხა, ვის ვერ ვიცნობ ...

ცხადია, რომ ბეღლოვაა და არა კიწუნოვა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jun 2014, 22:26
აქაც რვეულში შევედით

@

ევროპის შვიდქალა 2014

"ა" (მეორე) ჯგუფი ბერგენ (ნორ)

საქართველო -

7/06 13.50 პოლონეთი 17:10
15.44 ჩეხეთი 5:12
18.44 დანია 39:0

8/06 12.44 მოლდოვა (1/4ფ) 0:0
15.28 | 16.12 უკრ | პოლ (1/2ფ) 0:0
17.58 - 19.12 (შტლ | შვც) | ( ჩეხ | რუმ) 0:0

@


Posted by: ratomac aRa 8 Jun 2014, 09:49
QUOTE
შვიდქალა


lol.gif


Posted by: imereti 8 Jun 2014, 13:24
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
აქაც რვეულში შევედით

ოთხეულში biggrin.gif

საქართველო-მოლდოვა 14:10

რას დარბის 11 ნომერი biggrin.gif


QUOTE
პოლონეთი 17:10

17:5

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Jun 2014, 13:35
დიდი მადლობა = ჩავასწორე!

"ასი თვალი და ყური გამოიბი, ყორჩიხან, რომ ვერაგმა გჲურჯებმა ტფილისში ჯინსები არ გაგხადონ .."

Posted by: imereti 8 Jun 2014, 13:44
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
"ასი თვალი და ყური გამოიბი, ყორჩიხან, რომ ვერაგმა გჲურჯებმა ტფილისში ჯინსები არ გაგხადონ .."

lol.gif lol.gif

Posted by: Lotkinski 7 Jul 2014, 09:59
https://www.youtube.com/watch?v=pK6QhqTdnQs&feature=youtu.be

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jul 2014, 10:19
user posted image

პარასკევიდან

user posted image

Team Captains in Paris: Mandisa Williams - South Africa, Fiona Coughlan - Ireland, Shannon Parry - Australia, Kelly Russell - Canada, Katy McLean - England, Gaelle Mignon - France, Fiao'o Faamausili - New Zealand, Samoa - Cynthia Ta'ala, Rachel Taylor - Wales, Kazakhstan - Anna Yakovleva, Spain - Ana Maria Aigneren, USA - Shaina Turley


ფორმულა: 12-გუნდა ირბ’ული = ეგრევე ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე
სამი პულური რაუნდი + გადანაწილება სამ ოთხეულად + ორი ოლიმპიური რაუნდი

პულები

Canada
England
Samoa
Spain

Ireland
Kazakhstan
New Zealand
USA

Australia
France
South Africa
Wales

@ "უდაბური ზურზიკეთის" ჯილები

SquadFull Name DOB (AGE) CM KG CLUB Position

ბახტიგუზინა Olga Bakhtiguzina 22/03/1990(24) 170 80 Almaty SRC Prop
კამენდროვსკაია Natalya Kamendrovskaya 17/04/1990(24) 168 74 Almaty SRC Prop
მურადოვა Yelena Muradova 31/01/1989(25) 175 73 Almaty SRC Prop
როგაჩოვა Yelena Rogacheva 07/11/1983(30) 178 80 Taraz Prop
საზონოვა Olga Sazonova 24/01/1986(28) 171 65 Almaty SRC Prop
სტეპანიუგა Veronika Stepanyuga 12/11/1994(19) 165 64 Almaty SRC Prop
ნურმატოვა Nigora Nurmatova 23/01/1990(24) 168 68 Almaty SRC Hooker
რაძივილ Irina Radzivil 27/10/1979(34) 168 64 Olymp SRC Hooker
იევდოკომოვა Yelena Yevdokimova 18/11/1989(24) 169 71 Almaty SRC Hooker
კარატიგინა Svetlana Karatygina 11/05/1974(40) 185 85 Almaty SRC Lock
კირიუშინა Yelena Kiryushina 02/01/1985(29) 178 77 Almaty SRC Lock
ბალაშოვა Marianna Balashova 01/12/1984(29) 170 68 Almaty SRC Back Row
ხამოვა Anastassiya Khamova 19/04/1980(34) 172 74 Almaty SRC Back Row
ჟამანკულოვა Symbat Zhamankulova 16/06/1991(23) 170 63 Olymp SRC Back Row
ბარატოვა Amina Baratova 10/09/1982(31) 168 72 Almaty SRC Scrumhalf
პროსკურინა Karina Proskurina 25/09/1990(23) 162 60 Olymp SRC Scrumhalf
კლიუჩნიკოვა Svetlana Klyuchnikova 27/06/1984(30) 160 62 Almaty SRC Flyhalf
კოიშიბაევა Balzhan Koishybayeva 22/01/1994(20) 168 72 Almaty SRC Centre
მატიევა Lyudmila Matiyeva 14/11/1993(20) 175 75 Almaty SRC Centre
შადრინა Oxana Shardina 23/03/1991(23) 166 60 Olymp SRC Centre
იაკოვლევა Anna Yakovleva 10/11/1983(30) 176 74 Almaty SRC Centre
ბაკტიბაიევა Kundyzay Baktybayeva 27/03/1989(25) 170 68 Almaty SRC Wing
ბაზიარუკ Lilya Bazyaruk 14/02/1989(25) 171 61 Almaty SRC Wing
საპრონოვა Lyudmila Sapronova 17/10/1992(21) 169 55 Olymp SRC Wing
დაურემბაიევა Aigerym Daurembayeva 04/08/1980(33) 167 64 Almaty SRC Fullback
დაირბაიევა Aigul Dairbayeva 10/02/1993(21) 165 65 Olymp SRC Utility Back

Management

მაკ’დონალდ Adam McDonald 26/02/1952(62) Head Coach
ბალბარაკოვ Nurlan Balbarakov 16/03/1984(30) Team Manager
კრუგლიკ Andrey Kruglik 03/02/1962(52) Assistant Coach
გრანკო Sergey Granko 27/11/1972(41) Physiotherapist
კრიუჩკოვ Viktor Kryuchkov 15/01/1953(61) Team Doctor
რიბინ Igor Rybin 01/01/1968(46) Assistant Manager

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Aug 2014, 14:45
user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Aug 2014, 09:27
Ashleigh Baxter Ailis Egan and Vikki McGinn of Ireland Women s Rugby team

user posted image

Round two of 2014's Women's World Cup saw Ireland shock New Zealand, who
lost a first RWC game since 1991 as they went down 17-14 on Tuesday

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Aug 2014, 08:53
user posted image

კანკურენტებმა ფრე დასვეს და ზელანდია მოტეხეს =
აღარ გამეორდა 20-წლამდელთა ამბავი

Posted by: ბენი 10 Aug 2014, 20:08
ჩვენ არ გვყავს ხო ქალო მორაგბეები? mad.gif

Posted by: gia-gia-gia 10 Aug 2014, 21:33
ფუ ჩემი, რას ჰგვანან ეს პოლინეზიელი ნაშები...

ზაალ ბაბუ, ერთი რუსი ფითქინა გოგოები გამოუშვი ფლიზ!

სადმე გექნება კონვერტში შენახული.


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Aug 2014, 10:29
შავი გვიმრები მოასრიალეს

პარიზში მიმდინარე მანდილოსანთა მსოფლიო თასზე სენსაცია მოხდა -
ახალი ზელანდიის "შავმა გვიმრებმა" (ბლექ ფერნზ) ვადამდე დათმეს ტიტული


ქალთა რაგბი ბარემ ასი წლისაა, მაგრამ სერიოზულად XX საუკუნის ბოლო მეოთხედშიღა გაიდგა ფესვი. პირველი ტესტი (ჰოლანდია 0:4 საფრანგეთი) 1982 წელს მოეწყო, ენთუზიასტებმა კი 1991 და 1994 წლებში "მსოფლიო თასიც" გამართეს (მოიგეს შტატებმა და ინგლისმა)

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (ირბ) ქალებს ამის შემდეგღა მიხედა და მარაქაში გაირია. 1998 წლიდან დედაკაცთა უმთავრესი შეჯიბრი 4-წლიანი ციკლით ეწყობა. ჰოდა, კივები რისი გრანდები იქნებოდნენ, ამ განხრითიც რომ არ ეძალათ - გვიმრებმა წლევანდლამდე თასი ოთხჯერ შემართეს ისე, რომ ერთი თამაში რაა, ისიც არ წაეგოთ!

<< აქამდელი ფინალები

1998 ზელანდია 44:12 შტატები @ ამსტერდამი (ჰოლ)
2002 ზელანდია 19:09 ინგლისი @ ბარსელონა (ესპ)
2006 ზელანდია 25:17 ინგლისი @ ედმონტონი (კან)
2010 ზელანდია 13:10 ინგლისი @ ლონდონი (ინგ)

დუბლინში ეგრე მიაჩნიათ

ქალები იმავე წესებით თამაშობენ, რითაც კაცები, ოღონდაც 4.2 მუხლის თანახმად, დამატებითი სამოსი ერგებათ: 1) რბილი და თხელი მასალისგან დამზადებული აზღუდი და 2) ბამბა-ნარევი, გრძელი, ფეხზე ცალ-შიგა-ნაკერიანი ელასტიკი, რომლის ჩაცმაც დაშვებულია შორტისა და გეტრების შიგნით, რათა არ დაიკაწრო და დასისხლიანდე.

მსოფლიო თასის რაზმი 26-ქალაა, რის გამოც მატჩში 22 მოთამაშეღა მონაწილეობს, ანუ მარქაფაში ორია პირველ-ხაზელი. ფორმულა კანონიკური, ალალად ირბ-ულია და "ჩვენი თამაშის" მკითხველს კიდევ ბევრჯერ შეხვდება სულ სხვადასხვა დონეზე, რაღაი დუბლინში მიაჩნიათ, რომ 12 გუნდი 4 დღის შუალედით ეგრე უნდა არაგბო.

დასი თავიდან განთესვით იყოფა სამ 4-გუნდა პულად და იმართება სრული წრე. მერე დგება ერთიანი, 12-გუნდა ცხრილი, რომელშიც ჯერ მთავარია პულში დაკავებული ადგილი, მერე - მოგროვილი ქულა, მერე კიდევ, გატანილ-გაშვებულის სხვაობა, ლელოთა სხვაობა, მეტი ქულა, მეტი ლელო და ბოლოს, თუ საშველი არაა -
წილის ყრა, ყომარის ფორმით!

პლეი’ოფისთვის სამ ოთხეულად დაყოფა ამ ცხრილის მიხედვით ხდება: ზედა კვარტეტი თასზე თამაშობს, შუა - V, ხოლო ქვედა - IX ადგილისთვის. აქ რაუნდი ორია - ნახევარ’ფინალი და ფინალი, რითაც ირკვევა ყველა ადგილი, ანუ შეჯიბრის ყოველ რაუნდში 6 მატჩია, ყოველი გუნდი კი ტოლად, 5-ჯერ რაგბობს.

ტრაფარეტული ფრაზები

მიმდინარე, მეხუთე მსოფლიო თასს მასპინძლობს პარიზი, სადაც ასევე ცხელა, მაგრამ არა თბილისივით. მთელი პულური სტადია მოეწყო "რაგბის ეროვნულ ცენტრში" (მარკუსი), რაიც სხვა არაფერია, თუ არა კაცთა ნაკრების საწვრთნელი ბაზა, და ირბ-ის საითის თანახმად, ხუთიდან ერთ მოედანს ათასი (!) მოსეირის დამტევი ტრიბუნაც აქვს.

ირბ მაგასაც ამტკიცებს, შეჯიბრმა სრულიად რაგბეთში ფრიადი ინტერესი გამოიწვიაო (რაც სათუოა!) და დიდადაც წაადგება ქალთა რაგბის განვითარებასო (ეს კი ნაღდია!)

პრეზენტაცია მერიაში ჩატარდა; თორმეტმა კაპიტანმა თასით გადაიღო ტრადიციული, ჯგუფური ფოტო - რაც რაგბის უნიკალური, მეგობრული სულის მორიგი დადასტურება იყო, და მერე ტრაფარეტული ფრაზები დააზვინა თითო-ოროლა ჟურნალისტს, რომ "აქ ყველა მოსაგებად ჩამოსულა; უწინ რაც მომხდარა, ეგ აღარ ითვლება; და დაე, გაიმარჯვოს უძლიერესმა"

სქრამს ენამ უყივლა

გვჯერა, რომ პარიზში ყველა მოსაგებად ჩავიდა, მაგრამ ზოგს შნო ვერ ეყო. აგერ, სამხრეთმა აფრიკამ, სამოამ და ყაზახეთმა სამ-სამივე თამაში უიმედოდ წააგეს.
"ფურმა ქურციკებმა" ლელო ეგრეც ვერ დადეს და მათი კაპიტანი, მანდისა ვილიამსიც მეტოქის თვალის თით’ყოფისთვის რაგბიდან 16 კვირით განიკვეთა.

საფრანგეთს, პირიქით, ჯერ არ გაუშვია ლელო და ერთიანი ცხრილის კენწეროში სუფევს, აქამდე მომხდარი მთავარი ამბები კი, რაღა თქმა უნდა, ზელანდიას უკავშირდება: ენამ უყივლა მეგა-საით სქრამ.კომ-ს, რაუნდის პრევიუს სათაურად სასხვათაშორისოდ რომ დასვა, ირლანდია გვიმრების დასამუხრუჭებლად ემზადებაო.

მდედრმა "სამყურებმა" 2013 წლის "ექვსი ერი" სლემით მოიგეს - წლეულს ეგრევე საფრანგეთმა იჩემპიონა, 2006-2012 წლებში კი ზედიზედ შვიდჯერ ინგლისმა იპირველა. ჰოდა, ირლანდიამ ზელანდიას პირველი ტაიმი 8:7 მოუგო, 70’ წუთზე კი, 14:14 ფრეზე, ფულბექმა ნიევ ბრიგსმა გადამწყვეტი ჯარიმა შეაგდო.

ამიერიდან ჟან’ბუენზეც

აქ აღსანიშნავია, რომ ირლანდია ზელანდიას ქალებით პირველად ერაგბებოდა. რაც შეეხებათ უიღბლო და უხეირო ვაჟებს, სამყურები "ოლ ბლექსს" 1905 წლიდან ეტესტებიან და აქამდე ვერაფრით მოუგიათ - ბალანსია 28: 0-27*1, შარშან კი ირლანდიას 20 წამი დააკლდა საუკუნოვანი ნავსის გატეხვამდე.

კივებს ზედა ოთხეულში მოხვედრის შანსი კიდევ რჩებოდათ, მაგრამ არ თვლემდნენ კონკურენტები. გვიმრებისგან მრავალ-გზის გვემულმა სხვა-პულელებმა, ინგლისმა და კანადამ მოტვინეს, რომ ფრე ხელს ორივეს აძლევდა. არა, გოგოები ერთურთს არ გარიგებიან და ეგრეც რომ ყოფილიყო, მაგას ვერავინ დაუმტკიცებთ, მაგრამ დაჰკრა ქენუქმა მეგალი ჰარვიმ ჯარიმა 74’ წუთზე და ფრე დაჯდა * 13:13

ამით კანადა საუკეთესო მეორე, ჯამში კი მეოთხე აღმოჩნდა და ნახევარ’ფინალში მასპინძელს შეუწყვილდა, ხოლო ექს-ჩემპიონები, უკეთეს შემთხვევაში, მეხუთე ადგილზე გავლენ.

შეჯიბრის უკეთესი ნახევარი ამიერიდან ინაცვლებს პარიზის მე-16 ოლქში, ჯერ კიდევ 1925 წელს აშენებულ ჟან’ბუენზე, რაიც ჩვენს დროში ბობოლა "სტად ფრანსეზის" ბინაა, და ვისაც ქალთათვის თვალის მიდევნება გსურთ, აგერაა ირბ-ის ლაივ’სთრიმი

http://www.irb.com/live/video.html


ქალთა V მსოფლიო თასი


<< პულური რაუნდები @ პარ 1/08, სამ 5/08, შაბ 9/08

"ა"

კანადა$ 31:5 ესპანეთი
ინგლისი$ 65:3 სამოა
ინგლისი$ 45:5 ესპანეთი
კანადა$ 42:7 სამოა
ესპანეთი$ 41:5 სამოა
ინგლისი 13:13 კანადა

"ბ"

ზელანდია$ 79:5 ყაზახეთი
შტატები$ 17:23 ირლანდია
შტატები$ 47:7 ყაზახეთი
ზელანდია$ 14:17 ირლანდია
ირლანდია$ 40:5 ყაზახეთი
ზელანდია$ 34:3 შტატები

"გ"

ავსტრალია 26:3 აფრიკა
საფრანგეთი$ 26:0 უელსი
ავსტრალია 25:3 უელსი
საფრანგეთი$ 55:3 აფრიკა
უელსი$ 35:3 აფრიკა
ავსტრალია 3:17 საფრანგეთი

# პულ გუნდი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $

1 გ1 საფრანგეთი 14 3-0 +92 15/00 098:006 2
2 ბ1 ირლანდია 13 3-0 +44 10/04 080:036 1
3 ა1 ინგლისი 12 2-0*1 +102 17/03 123:021 2
4 ა2 კანადა 12 2-0*1 +61 12/03 086:025 2

5 ბ2 ზელანდია 11 2-1 +102 20/03 127:025 3
6 გ2 ავსტრალია 8 2-1 +31 06/02 054:023 0
7 ბ3 შტატები 6 1-2 +3 10/09 067:064 2
8 გ3 უელსი 5 1-2 -16 04/07 038:054 1

9 ა3 ესპანეთი 5 1-2 -30 08/11 051:081 1
10 გ4 აფრიკა 0 0-3 -107 00/16 009:116 0
11 ა4 სამოა 0 0-3 -133 02/22 015:148 0
12 ბ4 ყაზახეთი 0 0-3 -149 03/27 017:166 0


<< პლეი’ოფი [საქართველოს დროით]

ნახევარ’ფინალები @ ოთხ 13/08

აფრიკა 16.00 სამოა
ესპანეთი 18.15 ყაზახეთი
ზელანდია 17.45 უელსი
ავსტრალია 20.30 შტატები
ირლანდია 20.00 ინგლისი
საფრანგეთი 22.45 კანადა

ფინალები @ კვი 17/08

XI ადგილი 14.00 @ მარკუსი
IX ადგილი 16.00 @ მარკუსი
VII ადგილი 18.00 @ მარკუსი
V ადგილი 16.15 @ ჟან’ბუენ
III ადგილი 18.30 @ ჟან’ბუენ
I ადგილი 20.45 @ ჟან’ბუენ

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Aug 2014, 01:01
user posted image

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Aug 2014, 08:52
user posted image

ახალი დედოფალი ინგლისია

ქალთა რაგბში დასრულდა ახალი ზელანდიის 4-ციკლიანი ზეობა
და მსოფლიო თასი ინგლისმა გადაიბარა


>>> http://Qaflan.netai.net/2014
http://issuu.com/chveni-tamashi

თასის მეხუთე გათამაშებას პარიზმა უმასპინძლა. მონაწილეობდა 12 გუნდი. თითომ 5-5 მატჩი გამართა. სამედლო ფინალები "სტად ფრანსეზის" ბინაზე, ჟან’ბუენზე კვირას მოეწყო.

მასპინძლებმა ნახევარ’ფინალი კანადასთან წააგეს. ბრინჯაოს მატჩში წინ ხან საფრანგეთი გადიოდა და ხანაც ირლანდია, მაგრამ 66’ წუთზე ფულბექმა ჟესი ტრემულიერმა ჯარიმა შეაგდო და თურმე საბოლოოდ დააწინაურა გალები * 20:18, ხოლო წამატებულ დროში გარემარბმა ელოდი გილიონმა ჩაროზად მეოთხე ლელოც დადო * 25:18

ფინალში შეიბნენ ინგლისი და კანადა. ესენი პულში რომ 13:13 დაზავდნენ, ირლანდიისგან ძლეული ზელანდია ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა და ჯავრი შუა ოთხეულის წევრებზე იყარა - უელსისა და შტატების მოსრვით "საპატიო მეხუთე" ადგილი დაიჭირა.

გადამწყვეტ მატჩში ინგლისი დაწინაურდა შუამარბ ემილი სქერეთის ორი ჯარიმით, მეორე მეოთხედში კი მარბიელმა მეგი ალფონსიმ მეტობით ახეირა 15 ნომერი დენიელ ვოთერმენი * 11:0

რიოში 7-ქალას პრემიერაა

კანადამ თანდათან იძალა შერკინებით და მეგალი ჰარვიმ სამი ჯარიმა გაიტანა * 11:9. ინგლისმა ჯარიმითვე უმალ ხუთამდე აიყვანა ფორა * 14:9, ბოლომდე 5 წუთით ადრე კი სქერეთმა გააბითურა მენდი მარშაკი და ფინალს წერტილი დაუსვა * 21:9

მსოფლიო თასი ინგლისელთა კაპიტანმა, მგეზავმა ქეთი მაკ’ლეინმა შემართა. წლის მორაგბე მანდილოსნად კანადელი ჰარვი სცნეს. ზელანდია აქამდე 4-ჯერ გამხდარიყო ჩემპიონი ისე, რომ თამაში არ წაეგო, მაგრამ ეგეც თქმულა, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო.

ქალთა შემდეგი მსოფლიო თასი 2018 წელს ჩატარდება, მანამდე კი, 2016 წელს, რიოში, 7-ქალას ოლიმპიური პრემიერაა.

რაგბს 2006 წლიდან ქართველი გოგოებიც თამაშობენ. სხვაფრივ, ყოფილი საბჭოეთის მედროშე ყაზახეთია, ვისი თურქულ-სლავური გუნდიც თუმც განუკითხავად პარპაშებს აზიაში, მსოფლიოზე კი თანდათან აუარესებს შედეგს: 9. ადგილი (1998) - 11. (2002 2006 2010) - 12. (2014)


ქალთა V მსოფლიო თასი


ნახევარ’ფინალები

ოთხ 13/08

სამხ.აფრიკა 25:24 სამოა
ესპანეთი 18:5 ყაზახეთი
ახ.ზელანდია 63:7 უელსი
ავსტრალია 20:23 შტატები

ირლანდია 7:40 ინგლისი
საფრანგეთი 16:18 კანადა


ნახევარ’ფინალები კონტრასტული გამოვიდა. ინგლისმა 5-ჯერ დაალელოვა ირლანდია და 33 ქულით მოსრა, კანადამ კი გული ატკინა ჟან’ბუენზე შეკრებილ 17 835, მეტწილად ფრანგ ქომაგს - 2 ქულით, ანუ ერთი, კინკილა გარდასახვით ძლია მასპინძელი.

ამ მატჩში პირველი ტაიმი 6:6 დასრულდა. კანადას რომ დაუშავდა
9 ნომერი სტეფანი ბერნიე, ჰავბექად 15 ნომერი, ალარი ელისა დადგა და რაქის გვერდით გასხლტომითა და 35-მეტრა სოლოთი ლელოც გაიტანა.

ამას იქვე მეგალი ჰარვის გარდასახული ლელო მოყვა * 18:6, მაგრამ ფრანგებმა შემოაბრუნეს თამაში და ბოლო მეოთხედში შერკინებით ორი ლელო შეიტანეს. ერთი კია, სანდრინ აგრიკოლმა ორივე გარდასახვა ააცილა.


ფინალები

კვი 17/08 @ პარიზი

სამოა 31:0 ყაზახეთი
ესპანეთი 36:0 სამხ.აფრიკა
ავსტრალია 30:3 უელსი
ახ.ზელანდია 55:5 შტატები

საფრანგეთი 25:18 ირლანდია

4ლ: მინიო ტრემულიერ გილიონ (3 4) გ: აგრიკოლ; ჯ: ტრემულიერ -
2ლ: ბრიგს დევით; გ 2ჯ: ბრიგს

რეფ თერნბელ (კან)

0:7(7) 7:7(14) 7:10(27) 12:10(31) 12:15(40) /
17:15(47) 17:18(61) 20:18(66) 25:18(80+)

ინგლისი 21:9 კანადა

2ლ: ვოთერმენ სქერეთ; გ 3ჯ: სქერეთ -
3ჯ: ჰარვი

რეფ პერეთ (ავს)

3:0(11) 6:0(25) 11:0(33) 11:3(40+) /
11:6(45) 11:9(58) 14:9(60) 21:9(75)


კიბე

1 ინგლისი
2 კანადა
3 საფრანგეთი
4 ირლანდია
5 ახ.ზელანდია
6 შტატები
7 ავსტრალია
8 უელსი
9 ესპანეთი
10 სამხ.აფრიკა
11 სამოა
12 ყაზახეთი


კვარცხლბეკი

წელი მასპინძელი გუნდი ოქრო ვერცხლი ბრინჯაო

1998 ჰოლანდია 16 ახ.ზელანდია შტატები ინგლისი
2002 ესპანეთი 16 ახ.ზელანდია ინგლისი საფრანგეთი
2006 კანადა 12 ახ.ზელანდია ინგლისი საფრანგეთი
2010 ინგლისი 12 ახ.ზელანდია ინგლისი ავსტრალია
2014 საფრანგეთი 12 ინგლისი კანადა საფრანგეთი

@

Posted by: iverieli 19 Sep 2014, 20:52
ქართველი გოგონა, მარი მაისურაძე პერპინიანში, რომელიც საფრანგეთის ელიტურ ჩემპიონატში გამოდის
~ მარი მაისურაძე გახდა პირველი ქართველი გოგონა, რომელმაც 15-ქალა რაგბიში, თანაც საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის “პერპინიანში” გადაინაცვლა

ფეისბუქიდან გადმოვიტანე ეს ინფორმაცია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Sep 2014, 21:03
მარეხ, მაღალი გოგოა, ყველაზე ტანადი და თანაც მსაჯობს

Posted by: Lotkinski 2 Dec 2014, 23:37
4, 5 და 6 დეკემბერს დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ოლიმპიური (7-კაცა) რაგბის კაცთა და ქალთა მსოფლიო სერიის ეტაპები გაიმართება.

ამათ პარალერულად “ზი სევენსის” კომპლექსში ჩატარდება სხვა საერთაშორისო ტურნირებიც, რომლებზეც სტუმართმოყვარე მასპინძლები ნაკრებებსა და კლუბებს მთელი მსოფლიოდან იწვევენ.

საქართველოს 7-კაცა დუბაის ტურნირში ყოველ წელს მონაწილეობს, 7-ქალა კი მეორედ ახლაღა იასპარეზებს. ორივე ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დუბაის შეჯიბრს ევროპის საგაისო სერიისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

წლეულს, დუბაიში კაცთა ნაკრებში რამოდენიმე ახალ მოთამაშეს ვიხილავთ. მათ, მწვრთნელ კახა ალანიას განცხადებით, საქართველოს 7-კაცაზე გამოიჩინეს თავი.

“ამ ტურნირზე მსურს ახალგაზრდა ბიჭების გასინჯვა, რათა მათ ევროპის სერიისა და ოლიმპიადის შესარჩევისთვის საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ. დუბაიში გამოცდილი შვიდკაცელებისა და ახალგაზრდათა ნაზავით მივემგზავრებით”, – განაცხადა ალანიამ.

კახამ ასევე დასძინა: :მსგავსი არა-სერიული ტურნირები საქმეში ახალგაზრდათა სანახავად საუკეთესო საშუალებაა. დუბაიში დაგროვებული გამოცდილება მათ კლუბსა თუ შესაბამის ასაკობრივ ნაკრებში გამოადგებათ“.

სამწვრთნელო შტაბი გეგმავდა მურაზ გიორგაძისა და გიორგი აფციაურის წაყვანასაც, მაგრამ ესენი მცირე ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციის კურსს გადიან და არაბეთში ვეღარ გაემგზავრებიან.

ქალთა მთავარი მწვრთნელის ჯაბა მალაღურაძის თქმით, დუბაის ტურნირი გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან კაცთა ნაკრებისგან განსხვავებით, გოგონები წლის განმავლობაში უფრო ნაკლებ ტურნირში მონაწილეობენ.

ჩვენი ქალები “რაგბი ევროპის” დონით მეორე, “ა” დივიზიონში ასპარეზობენ და მსოფლიო სერიის შესარჩევში მოსახვედრად ჯერ ევროპის 12-გუნდა ელიტაში უნდა აღზევდნენ. გაისად ევროპის პირველობის ჩვენი ტურნირი 30-31 მაისს, კაუნასში (ლიტვა) გაიმართება.

დუბაის რაზმები

საქართველოს 7-კაცა

1 თორნიკე თეგეთაშვილი (ხარები), 2 ანზორ სიჭინავა (აკადემია), 3 ლევან კალანდარიშვილი (აკადემია), 4 სოსო მათიაშვილი (აკადემია), 5 დავით გულიტაშვილი (ხარები), 6 ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), 7 ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 8 გოდერძი ჭინჭარაული (ლოკომოტივი), 9 გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), 10 ბექა ბებიაშვილი (ხარები), 11 გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 12 გიორგი ფრუიძე (აია).

სამწვრთნელო შტაბი: კახა ალანია - მთავარი მწვრთნელი, ზაზა ლეჟავა - მწვრთნელი, ნონო ანდღულაძე - მენეჯერი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, სანდრო ჭეიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი.

საქართველოს 7-ქალა

1 ანა პოღოსიანი, 2 ქრისტინე გვაზავა, 3 ბელა გოგსაძე, 4 ანა ანდღულაძე, 5 ნინო ელოშვილი, 6 ნათია ცინცქილაძე, 7 სალომე საღარაძე, 8 ნათია გიორგაძე, 9 სალომე მაკასარაშვილი, 10 ანა კვაჭაძე, 11 ქეთევან მოდებაძე, 12 მარეხ მაისურაძე.

სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა – მენეჯერი.


http://dubairugby7s.com/teams-and-results/schedules.aspx?tid=410 განრიგი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Feb 2015, 12:02
user posted image

Posted by: LJprank 1 Feb 2015, 12:42
ქალი ბურჯი ცოტა არ იყოს მურტალია biggrin.gif

Posted by: Dima Fan 3 Feb 2015, 01:17
ჩემი მეგობარი თამაშობს 7 კაცაში,თუ 7 ქალა biggrin.gif
რაც ქვია
დუბაიში იყო ახლა
ქეთი მოდებაძე
love.gif

Posted by: donshakal 26 Feb 2015, 20:15
ხომ არ მოგეპოვებათ ქალთა გუნდების საკონტაქტო ინფო? ვიცი, რომ რუსთავის ხარებს ქალთა გუნდიც ჰყავს. სხვა გუნდები არ ვიცი. თბილისში ან რეგიონებში, სულერთია, იქნებ დაწეროთ აქ ან მომწეროთ

Posted by: donshakal 12 Mar 2015, 18:26
QUOTE (donshakal @ 26 Feb 2015, 20:15 )
ხომ არ მოგეპოვებათ ქალთა გუნდების საკონტაქტო ინფო? ვიცი, რომ რუსთავის ხარებს ქალთა გუნდიც ჰყავს. სხვა გუნდები არ ვიცი. თბილისში ან რეგიონებში, სულერთია, იქნებ დაწეროთ აქ ან მომწეროთ

არავინ იცით?


30303030303030303030303030303030303030303

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Mar 2015, 19:56
ია = ავჭალის ტურნირზე რომ ებარა ბურთის მომტანი ბავშვები = თან ქალთა მენეჯერია
პირადად ნახავთ, პატივცემულო, შაბათს, მოედნის კიდეზე

Posted by: donshakal 12 Mar 2015, 21:50
პირად შეტყობინებას ვერ გიგზავნით, ბატონო ზაალ. სავსეაო საფოსტო ყუთი.
ბოდიში ადმინისტრაციას ბოდიში ამ უადგილო კომენტარისთვის

Posted by: Lotkinski 23 Mar 2015, 13:13
7-ქალა საერთაშორისო, სამოყვარულო ტურნირი ‘ათენის თასის’ მეორე გათამაშება, რომელიც ერთობლივად საბერძნეთის რაგბის კავშირისა და რაგბის კლუბ ‘ჰიპოკრატისის’ მიერ გაიმართა. ქართველმა მანდილოსნებმა მოიგეს. ვულოცავთ მათ !
* * *
21 და 22 მარტს ათენში 7-ქალა საერთაშორისო, სამოყვარულო ტურნირი ‘ათენის თასის’ მეორე გათამაშება გაიმართა, რომელიც ერთობლივად საბერძნეთის რაგბის კავშირისა და რაგბის კლუბ ‘ჰიპოკრატისის’ მიერ იყო ორგანიზებული.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის და მალტის ქალთა ნაკრებები, ასევე შვედური 7-ქალას კლუბი ‘Mama’s Girls’.
პირველი სატურნირო დღე ჩვენი წარმატებით დაიწყო და 2 თამაში დიდი სხვაობით მოვუგეთ ჯერ მალტას - 34:0, შემდეგ კი მასპინძელ საბერძნეთს - 36:0. მაგრამ ამ შემართების შენარჩუნება დიდხანს ვერ შევძელით, რადგანაც ისრაელთან მატჩში 5:12 დავმარცხდით, ხოლო შვედურ კლუბთან 5:5 - ფრეს დავჯერდით.
მეორე დღეს ჩენმა გოგონებმა ძალები აღიდგინეს და ნახევარფინალში ‘Mama’s Girls’-ს მოგება აღარ დაუთმეს(26:6), ფინალშიც ვიმარჯვეთ ისრაელთან და საბოლოო გამარჯვება 7:5 დავაფიქსირეთ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი ნაკრების კაპიტანი ანა პოღოსიანი დასახელდა.
„გოგონების გამარჯვებამ თავდაჯერებულობა და სიხარული შეგვმატა. გამოვცადეთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც სამომავლოდ დიდი წარმატების მოტანას შეძლებენ. პირველი დღის სუსტად თამაშის მერე, გოგონებმა შეძლეს და რადიკალურად განსხვავებული და დახვეწილი რაგბი აჩვენეს, რაც დიდი ნაბიჯია მენტალური მომზადების თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი მოსამსაზედებელი ტურნირი იყო, მე, როგორც მწვრთნელი გუნდს ძალიან დადებითად ვაფასებ“, განაცხადა 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა, ჯაბა მალაღურაძემ.

Posted by: Lotkinski 6 Apr 2015, 14:15
გენტის ორდღიანი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა და მეორეადგილოსანი გოგონები თბილისში ბრუნდებიან. 7-ქალამ ევროპისთვის მოსამზადებელი მეორე ეტაპიც წარმატებით გაიარა.



განრიგი და ანგარიშები>>>



ტურნირი ჩვენი გამარჯვებით დაიწყო - საფრანგეთის გოგონათა კლუბი დიდი ანგარიშით დავამარცხეთ (29-0). მორიგ თამაშზე კი, მართალია, გოგონებმა ასეთი სხვაობა ვეღარ აჩვენეს, მაგრამ 10:21 მაინც სძლიეს ნიდერლანდების „რებელენს“. მაგრამ შაბათის ბოლო შეხვედრა მაინც დათმეს ბელგიასთან - 17:12.



ტურნირის მეორე დღე ისევ ჩვენი გამარჯვებით დაიწყო - ნიდერლანდელ „ტიტებს“(Tulips) 14:10 ვძლიეთ, მაგრამ შემდეგ ‘უინდსმილსთან’ (Windmills, NL) მოგვიწია რკენა და ფინალის არ იყოს პირველ თამაშშიც ვერ მოვახერხეთ მათ წინააღმდეგ ანგარიშის აწევა. სამაგიეროდ გერმანიის ქალთა კლუბს აღარ დავუთმეთ ქულა და 28:0 დავამთავრეთ.





ტურნირის გადამწყვეტ ფაზაში საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია შეჭიდება. Windmills (NL), რომელიც უმეტესად ნიდერლანდების ქალთა ნაკრების წევრებისგან შედგება (ეს უკანასკნელი კი ევროპის ჩემპიონატის ელიტურ ტოპ 12-ში ასპარეზობს) გენტის ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა და 31 ქულით გვძლია(0-31). 7-ქალამ გენტის 27-ე სააღდგომო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და სამშობლოში ფინალისტის სტატუსით ბრუნდება.



ევროპამდე 7-ქალა კიდევ ორ მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას: ნანსის 7-ქალა (16-17 მაისი) და ამსტერდამ სევენსი (23-24 მაისი).

Posted by: Lotkinski 15 May 2015, 22:33
7-ქალა კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირის მონაწილეა. ამჯერად გოგონები ნანსის ტურნირზე - „სტანისლას სევენსზე“ გაემგზავრნენ. 16-17 მაისს გამართულ ტურნირში რუმინეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვედეთის ქალთა გუნდები/კლუბები იღებენ მონაწილეობას.
ტურნირის შემდეგ ეტაპზე, 7-ქალა ნანსში შეკრებასაც გაივლის, რის ფარგლებშიც ადგილობრივი გოგონების გუნდებთან საკონტროლო ვარჯიშებს/შეხვედრებს გამართავს.

22 მაისს კი გოგონები ამსტერდამში გადაინაცვლებენ - „ამსტერდამ სევენში“ ჩვენი ქალთა ნაკრები 7 კაცასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

7-ქალას შემადგენლობა 16-17 მაისის ნანსის საერთაშორისო ტურნირზე:

ანა პოღოსიანი

ნინო ელოშვილი

ბელა გოგსაძე

ანა ანდღულაძე

ნათია ცინცქილაძე

ქრისტინე გვაზავა

ანა კვაჭაძე

სალომე საღარაძე

სალომე მაკასარაშვილი

თათია ბეიტრიშვილი

ნინო ტაბატაძე

ქეთევან მოდებაძე



სამწვრთნელო შტაბი:

ჯაბა მალაღურაძე

გიორგი მაისურაძეა

ილია ლათიბაშვილი

ია ხურცილავა

Posted by: Lotkinski 17 May 2015, 12:59
შვიდქალამ ნანსის ტურნირზე გუშინდელ დღეს წარუმატებლად იასპარეზა, ოთხივე შეხვედრა დათმო და ეხლა ბოლო მე-14 ადგილზე რომ არ გავიდეს ეთამაშება ნანსის სარაგბო გუნდს. ეს ეტაპი მოსამზადებელია, ასე რომ სანერვიულოც არაფერია. იმედია ამსტერდამის შვიდქალაზე უკეთესად გამოვლენ.
* * *
საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა, რომელიც ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, მესამე საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და საფრანგეთის ქალაქ ნანსიში, “სტანისლას სევენსზე” ფიალა მოიგო.

ტურნირში 14 გუნდი მონაწილეობდა და პირველ ჯერზე ისინი სამ ჯგუფში განაწილდნენ - ორი 5-გუნდა და ერთ 4-გუნდა ჯგუფში. ჯგუფური ეტაპის თამაშებს უნდა გაერკვია, ვინ იბრძოლებდა მეორე დღეს თასისთვის (8 გუნდი) და ვინ გაითამაშებდა მე-9-მე-14 ადგილებს.

სამწუხაროდ, პირველი დღე ქართველი გოგონებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა: საქართველოს ნაკრებმა ოთხივე თამაში წააგო - ფრანგულ კლუბებთან “ლორიანთან” (7:29) და “ილ დე ფრანსთან” 0:26, შვეიცარიის ნაკრებთან 5:31 და ნორვეგიასთან 12:21. ამრიგად, კვალიფიკაციაში ჯაბა მალაღურაძის გუნდი მხოლოდ მე-13 იყო და მეორე დღეს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება. აქ ექვსი გუნდი ორ სამგუნდა ჯგუფში განაწილდა და მისი დასრულების შემდეგ, ჯგუფების ლიდერებმა ფინალში ფიალა გაითამაშეს.

ამ დღეს საქართველოს ნაკრები შეუჩერებელი იყო და ფრანგულ კლუბს 14:7, ხოლო შვეიცარიულს 12:5 მოუგო. მე-9 ადგილისთვის მატჩში გოგონები იმ “ლორიანს” შეხვდნენ, რომელთანაც ტურნირის პირველი შეხვედრა დათმეს, წინა დღის შეცდომები გაითვალისწინეს და მეტოქის 7:5 დამარცხებით “ფიალა” დაისაკუთრეს.

22 მაისს საქართველოს 7-ქალა ამსტერდამში გადაინაცვლებს და დიდ საერთაშორისო ტურნირში, “ამსტერდამ სევენსში” ჩაებმება, სადაც საქართველოს შვიდკაცა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

7-ქალას ნაკრები ნანსის ტურნირზე: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ბელა გოგსაძე, ანა ანდღულაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, ანა კვაჭაძე, სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, თათია ბეიტრიშვილი, ნინო ტაბატაძე, ქეთევან მოდებაძე.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jul 2015, 11:31
Rugby Union working hard to create women role models

By Amanda Shalala

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Jul 2016, 22:37
მესამე დონე. ბოსნიაში

(პირველი - 12 გუნდა გრან პრი, მეორე - 12 გუნდა ალაფა)

http://site.rugby.ge/ka-GE/home/ ტაბლოზე

პულში მოვიგეთ სამივე - გვჭირდება ფინალში გასვლა

განახლებული რაზმი http://site.rugby.ge/ka-GE/women-team/




Posted by: Lotkinski 24 Jul 2016, 17:30
თურქეთთან რომ რაგბში წააგებ.... რაღ უნდა ვთქვა, ბრძოლა მაინც ყოფილიყო 0:24 უკვე სხვა თემაა. არადა როგორც ვიცი პირველ ადგილს და რანგით უფრო მაღლა ასვლას უმიზნებდნენ. რაგბის მოთამაშე გოგონების რაოდენობამაც მოიმატა საქართველოში. ვის უნდა დაბრალდეს ეს წაგება?

ხო, როგორც ვიცი მაგ თურქეთის ნაკრებს, ქუთაისის თუ წყალტუბოს გუნდი უგებდა მარტო.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Jul 2016, 20:18
ძვრებია გუნდში და ეს უნდა გახდეს ათვლის წერტილი

http://site.rugby.ge/ka-GE/home/

შეჯიბრში დავიკავეთ VI ადგილი
39-ქვეყნიან ევროპაში ვართ XXX საფეხურზე (12+12+6)
II დონეზე - ალაფაზე - კი ავიდნენ მალტა და ლატვია

Posted by: Dima Fan 29 Jul 2016, 18:14
ჩემი მეგობარი თამაშობს შვიდქალაში
ქეთი მოდებაძე
სარაევოში არიან ახლა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Mar 2017, 12:44
2006

ვაჰ, ბლჲჱჱ, რა დრო იყო ... თურმე ასე იწყებოდა

შვიდ-ქალა სეირი Sevens Exhib
შაბ 28 ოქტ, ვაკეში 14.45,,მსოფლიო თასის შესარჩევის შესვენებაზე

http://lelo.comyr.com/KOBA/KA_EN/KN_8Women.htm

@

Posted by: Gio_G83 29 Mar 2017, 10:50
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5927&callerModID=17364&Title=7-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%20|%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98

7-ქალა | პირველი ღია ტურნირი საქართველოში

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Apr 2017, 10:46
user posted image

Female rugby league players from under 6s all the way up to opens (ABC News)


Posted by: Lotkinski 12 May 2017, 21:10
http://rugger.info/news/13990

კარგი ბოვშვები არიან სიმონ smile.gif

ჩვენებმა რა ქნეს ხომ არ იცით პარიზის ტურნირზე?

Posted by: Gio_G83 16 May 2017, 13:16
"რაგბისტკები"

http://rugger.info/news/13990

Posted by: iverieli 24 Jun 2017, 16:25
Yochag chvens gogonebs avstriis shemdeg bosniasac mouses
Daniastan darchat tamashi

Posted by: Lotkinski 24 Sep 2017, 11:57
23 сентября в Андорре завершился групповой этап первенства Старого Света среди юниорских женских команд.

В заключительном матче украинки сыграли вничью с хозяйками турнира. Проиграв первый тайм 7:12, девушки после перерыва сумели сравнять счёт благодаря попытке Анастасии Малецкой, до победы не хватило точной реализации.

Результат матчей:

Германия 29:0 Латвия

Польша 14:19 Бельгия

Украина 22:5 Грузия

Андорра 12:40 Шотландия

Польша 29:17 Латвия

Германия 27:0 Бельгия

Андорра 17:0 Грузия

Украина 0:36 Шотландия

Бельгия 15:5 Латвия

Германия 19:12 Польша

Шотландия 46:0 Грузия

Украина 12:12 Андорра

Полуфинальные пары определятся позже.

Posted by: jora84 24 Sep 2017, 12:06
თლა სასტაულად წაგვიგია user.gif

30 სასტაული

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Oct 2017, 11:33
user posted image

Barbarians will field a women’s side
featuring players from seven nations

Posted by: Gio_G83 29 Mar 2018, 13:29
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6600&callerModID=17364&Title=7-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%20%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%90

7-ქალა გენტში გაემგზავრა

Posted by: giorgi77 10 Jun 2018, 12:55
აქაც მივულოცავ ჩვენ შვიდქალას ნაკრებს, მამაკაცების ფონზე აშკარა პროგრესი აქვთ.

user posted image


Posted by: BEERTRANCE 12 Jun 2018, 11:21
ვულოცავ წარმატებებს გოგონების ნაკრებს. ეგ 1 და სხვა მრავალი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Aug 2018, 15:08
"ჰოჲ დედანო, მარად ნეტარნო ..."

user posted image

და ფუტურო ოქმი
https://www.worldrugby.org/match/26082


* * *

++ შვიდქალის "ალიმპიური შამპიონი" კი გაისად რულზში გადავაო

user posted image

Posted by: Pyramid_of_Cheops 26 Aug 2018, 15:23
ვა,ქალთა ნაკრებიც გვყოლია up.gif


%%%%%%%%%%%%%%%%%

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)