AVPამას ყველაზე კარგად ის გეტყვის - ვისაც მართლა რაღაც შეემთხვა საზღვარგარეთ ყოფნისას და რამდენი და როგორ აუნაზღაურა სადაზღვევომ.
ან საერთოდ აუნაზღაურა თუ არა.
მე ჯიპიაი-ში გავაკეთე დაზღვევა.
რამე რომ მომივიდეს - როგორ ვიქცევი მეთქი.
მანდ წერია ყველაფერიო, მომიშორა თავიდან ოპერატორმა(პატარა, გადასაფურცლი წიგნაკივით იყო, ბევრი რამ ეწერა.
მე ვუთხარი - სანამ ამას წავიკითხავ და გავერკვევი და მერე რომ არ ვრეკო მეთქი თქვენთან - ეს რას ნიშნავს და ა.შ., იქნებ აქვე მოკლედ ამიხსნათ - რა და როგორ უნდა გავაკეთო მეთქი.
ძალიან უჟმური სახით და ღრმა ჩასუნთქვა გამოსუნთქვით მითხრა რომ უკანა ყდაზე მითითებულია ნომერი და თუ რამე შემემთხვევა(ავარია ან რამე და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დამჭირდება) - უნდა დავრეკო იმ ნომერზე.
გადმოვაბრუნე წიგნაკი და ვხედავ +****** ჩემთვის უცნობი ქვეყნის კოდს.
მეთქი ეს რომელი ქვეყანაა...
რომელიღაც ევროპის ქვეყანა მითხრა რამდენადაც მახსოვს(ბელგია თუ რომელიღაც).
სადაც არ უნდა იყო, 24 საათიანი სერვისია ამ ნომერზე და უნდა დარეკოვო.
რომ დავრეკავ - რას ვეტყვი მეთქი.
რომ დარეკავ ეტყვი რომელ ქვეყანაში ხარ, ეტყვი შენს სახელს და გვარს, დაზღვევის ნომერს, ეტყვი - რომელ საავადმყოფოში ხარო.
და დანარჩენზე თვითონ გაგარკვევენო.
შემდეგი შეკითხვა:
მეთქი, ვთქვათ მოვყევი ავარიაში და კომაში ვარ, ან ისე ვარ დამტვრეული - რომ ტელეფონს ხელში ვარ ვიჭერ და ის სადაზღვევო პოლისიც დაიკარგა ჩემს ჩანთასთან ერთად... ანუ ვერ ვრეკავ ფიზიკურად.... მერე რა ხდება?
თუ არ დარეკავ - არაფერსაც არ აგინაზღაურებთოოოო
თან საავადმყოფოში შესვლიდან რაც შეიძლება მალევე უნდა დარეკოვოო...
ან შენს მაგივრად ვინმემ უნდა დარეკოსო, ვინმეს უთხარიო ნომერი და გადარეკოსო და უთხრას შენი ინფორმაციაო
და ვინმე თუ არ მყავს და მარტო ვმოგზაურობ მეთქი...
მხრები აიჩეცა - ''ვერაფერს გიშველითო'' სათქმელად.
კითხვა:
1. სადაზღვევო კომპანია თვითონ გადმოურიცხავდა თანხას საავადმყოფოს სანამ მე იქ მკურნალობას გავდივარ თუ
2. მე უნდა გადავუხადო საავადმყოფოს მკურნალობის ხარჯები, გამოვართვა ცნობა სადაც აღწერილი იქნება თუ რა მდგომარეობაში შევედი საავადმყოფოში, რა გამოკვლევები და მკურნალობები დამჭირდა... და ამ ცნობით ჩამოვსულიყავი საქართველოში, მიმეტანა ჯიპიაიში ეს ცნობა და შემდეგ ამინაზღაურებდნენ.
პასუხი: როგორც წესი პაციენტი იხდის ხარჯებს, შემდეგ მოაქვს ჩვენთან ფორმა 100 (საზღვარგარეთ ვახსენე ერთხელ ფორმა 100 და თვალები ჭყიტეს, რა 100, რის 36-იო
მსგავსი არაფერი გვაქვსო. ამობეჭდილი ფურცელი მომცეს სადაც ჩვეულებრივი ტექსტი ეწერა''ესა და ეს პაციენტი შემოვიდა ამა და ამ ჩივილებით ამა და ამ თარიღში, ჩაუტარდა ესა და ეს, გაეწერა ამა და ამ თარიღში ამა და ამ მდგომარეობაში მყოფი).
იმ ფორმა 100-ს გადავცემთ ჩვენი ექსპერტების ჯგუფს რომლებიც შეისწავლიან თქვენს საკითხს და მიიღებენ გადაწყვეტილებას - აგინაზღაუროთ თუ არა თქვენი დანახარჯი და თუ აგინაზღაურებთ - აგინაზღაუროთ დანახარჯის 100% თუ 70% თუ 50% - თუ რამდენიოოოო.
ვოტ ტაკ
მოკლედ, უკვე გადახდილი რომ არ მქონოდა თანხა და ეს დაზღვევა გამოწერილი - ნამდვილად არ ვიღებდი მაგ სადაზღვევოსგან
მას მერე ჩემ ქმარს ვაკეთებინებ გერმანიაში სამოგზაურო დაზღვევას.
მართალია 3-მაგი ჯდება მაგრამ სამაგიეროდ - იმის იმედი მაქვს რომ მე არ გადამახდევინებენ ათასობით ევროებს (რომ რამე დამჭირდეს).
და საერთოდ, რაც გერმანიაში და ზოგადად ევროპაში სამედიცინო დახმარება ღირს - ჩემმა მტერმა იხადა ეგ თანხები.
პ.ს. სამოგზაურო დაზღვევა, რომელ კომპანიაშიც არ უნდა აიღოთ - ყველა ანაზღაურებს მხოლოდ გ ა დ ა უ დ ე ბ ე ლ ი სამედიცინო დახმარების ხარჯებს.
ანუ, საავადმყოფოში სასწრაფოდ თუ არ მიხვალ დახმარებისთვის - ფეხს რომ გაფშიკავ.
აი, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აგინაზღაურებენ მაგ ხარჯებს
შეიძლება ფეხი რომ მოგტყდეს ადამიანს, უბრალოდ თაბაშირის დადება დაგჭირდეს - შეიძლება ეგეც არ აგინაზღაურონ იმიტომ რომ ფეხის ძვლის უმნიშვნელო მოტეხილობით(რომელსაც ოპერაცია არ სჭირდება გასასწორებლად) - არ კლავს ადამიანს.
მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებ