Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > ავია ფრენების განრიგი და ბილეთების ფასები


Posted by: freecooler 29 May 2008, 11:28
ავია ფრენების განრიგი და ბილეთების ფასები შეგიძლიათ იხილოთ ამ საიტზე:

http://www.airlines.ge

ასევე თბილისის აეროპორტის შესახებ ინფორმაცია, საინფორმაციო ბიურო, ავია კომპანიები, ავია სალაროები, ავია ბილეთების ფასები, ავია ფრენების განრიგი და ასე შემდეგ.

http://www.airlines.ge

Posted by: Kim chi 30 May 2008, 03:36
lufthansa ვებ საიტზე რატომ აჩვენებს მიუხენი თბილისის რეისზე ათას ვეროს ხომ ვერ მეტყვით ... ნუ ეკონომ კლასზე ვალაპარაკობ

Posted by: freecooler 28 Apr 2010, 18:22
QUOTE (Kim chi @ 30 May 2008, 02:36 )
lufthansa ვებ საიტზე რატომ აჩვენებს მიუხენი თბილისის რეისზე ათას ვეროს ხომ ვერ მეტყვით ... ნუ ეკონომ კლასზე ვალაპარაკობ

არ ვიცი........................................................

Posted by: kokako7 28 Apr 2010, 19:58
freecooler
ყოჩაღ კაი საიტია! იმედია ამის მერე მოერება ბოლო ბილეთების ფასის გაგების უაზრო თემებს! ასაპინია ეს საიტი!

Posted by: Hana Arendtiii 28 Apr 2010, 21:31
kokako7
არც ისე კარგი საიტია.მაგას რომ ნახავ დამერწმუნე უფრო მეტ8ი კითხვა გაგიჩნდება

Posted by: kokako7 28 Apr 2010, 21:34
Hana Arendtiii
მე მაინც სხვაგან ვნახულობ. უბრლოდ ბევრ ხალს აინტერესებს ხოლმე ფასები და მაგათთვის კაია

Posted by: giviko_ 28 Apr 2010, 22:22
და რითია ეს საიტი გამორჩეული?

ალბათ ინფორმაციისს 20 % მიიღებ, თან ჭედავს

და მართალია ურო ბევრ კითხვას გაგიჩენს, ძალიან უმნიშვნელო და არაზუსტი ინფორმაციაა

Posted by: vbhelp 29 Apr 2010, 09:44
საშინელებაა!!! არ ვიცი ეგრე რატომ უნდა გააკეთო რაიმე თუ საკუთარი ბიზნესი ფეხებზე არ გკიდია!

Posted by: hermann1986 6 May 2010, 00:55
იქნებ თემა გაგვეხსნა მარტო ბილეთებთან დაკავშირებით შეკითხვებისთვის?? მე შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით სახლში მაქვს სისტემა და ფასების გაგება არ გაგვიჭირდება

Posted by: marilis 6 May 2010, 01:19
ხალხო, ვინმეს ბალტიკით გიფრენიათ?
რიგის გავლით ბილეთს მატენიან და მართალია, ვიბრძვი, რომ შემიცვალონ კომპანია, მაგრამ ვაი და არ ქნეს,
როგორია მაგითი ფრენა? help.gif

Posted by: hermann1986 6 May 2010, 01:49
marilis
ჩვენსებს ყველას ჯობია.. თან სისტემაში ყოველთვის ყველაზე იაფი ტარიფები აქვთ შეყვანილი... ცუდი ავიაკომპანია არაა... მიახლოებით როგორიც უკრაინული ავიაკომპანები.. ასიანი ფასის გულისთვის გთავაზობენ..

Posted by: kokako7 6 May 2010, 01:50
marilis
ჯერ მაგათი უმაყოფილო მგზავრი არ მინახია! ასე რომ არ იდარდო!

Posted by: marilis 6 May 2010, 02:35
hermann1986
QUOTE
ჩვენსებს ყველას ჯობია.. თან სისტემაში ყოველთვის ყველაზე იაფი ტარიფები აქვთ შეყვანილი... ცუდი ავიაკომპანია არაა... მიახლოებით როგორიც უკრაინული ავიაკომპანები.. ასიანი ფასის გულისთვის გთავაზობენ..

ფასის გამო, რა თქმა უნდა, ფულის მოტეხვა უნდათ ჩემ ხარჯზე biggrin.gif
kokako7
QUOTE
ჯერ მაგათი უმაყოფილო მგზავრი არ მინახია! ასე რომ არ იდარდო!

იმაზე უფრო ვდარდობ, რომ 9 საათი არ მომიწიოს ფრენა, რომიდან რიგა და იქიდან თბილისი კატასტროფაა, მთელ ევროპას უნდა გადაუშხუილო თავზე biggrin.gif

Posted by: hermann1986 6 May 2010, 03:04
marilis

თბილისი-რომი-თბილისი რომელ რიცხვებზე?? შევამოწმებდი რამდენის მოტეხვა უნდათ biggrin.gif

Posted by: marilis 6 May 2010, 07:18
hermann1986
QUOTE
თბილისი-რომი-თბილისი რომელ რიცხვებზე?? შევამოწმებდი რამდენის მოტეხვა უნდათ biggrin.gif

ვიცი, რომელ რიცხვში, გამომიგზავნეს ჯავშანი თვის ბოლოსკენ და არ ვთანხმდები biggrin.gif
შევამოწმე და 200 ევრომდე ტეხავენ, თან მე განვუცხადე, საღამოს რეისი მინდა მეთქი, სტამბულში რომ დიდხანს არ ვიცადო, ეგ უფრო ძვირი ღირს vis.gif

Posted by: daitio 6 May 2010, 08:50
რაღაც ვერ გავიგე.
ჩეხეთის ავიხაზებით -
თბილისი -პრაღა ორმხრივი გზა ღირს 290 ევრო
და თბილისი-პრაღა-მოსკოვი კი 370 ლარი.
რა პოლიტიკაა ეს ?

Posted by: Reservoir Dog 6 May 2010, 15:36
QUOTE
ჩეხეთის ავიხაზებით -

ამითიორჯერ ვიფრინე და ორივეჯერ კარგად უბრალოდ ეხლა რაღაც ვერ გავერკვიე საიტში რა ეს hotel book არ მინდა მარტო ბილეთები მინდა და ვერაფრით ვერ გავაკეთე მარტო ავია ბილეთი რომ ვნახო რა ღირს!!!!
შეიძლება უბრალოდ ვერ ვხედავ საიტზე საიდანაც უნდა გავთიშო!

ბალტიკაზე იაფი არის რომელი კომპანია? (საქართველოში ვისაც ააქვს ფრენა!)

Posted by: kokako7 6 May 2010, 16:36
Reservoir Dog
ონლაინ სერვისებში შედი და იქ არი ბილეთები. ბალტიკა ყველაზე იაფად ითვლება. თუმცა ჩეხებს აქვთ ხოლმე კარგი შემოთავაზებები

Posted by: Reservoir Dog 6 May 2010, 20:23
kokako7
გაიხარე მაგრამ ეს sales point რა არის ვერ გავიგე და საქართველო რაზე არ არის? sad.gif

Posted by: kokako7 7 May 2010, 02:01
Reservoir Dog
ეარ ბალტიკზე თუ ამბობ, მაგათ აქვთ სპეციალური ინტერნეტ ბილეთები ე.წ. ალუბალის ბილეთები. მათი შეძენა მარტო ინტერნეტით შეგიძლია და ისიც გარკეულ დღეებში აქვთ მარტო. საერთოდ ეს ბილეთებს თემა ძალიან ჩახლართულია და მე მაინც ბოლომდე ვერ გავერკვიე smile.gif

Posted by: Gamge 20 May 2010, 11:09
მანდ ფასები აეროპორტის მოსაკრებლის გარეშე წერია? რაღაც არარეალური ფასებია, თბილისი-პრაღა-თბილისი 290ევრო წერია wow.gif

Posted by: natia794 21 May 2010, 14:58
QUOTE
გაიხარე მაგრამ ეს sales point რა არის ვერ გავიგე და საქართველო რაზე არ არის? sad.gif


მანდ რამე მიუთითე, მაგალითად, სომხეთი. "ბერიკას" დაუკავშირდი და იქ იყოდი ბილეთს და ზუსტა ფასსაც ეგენი გეტყვიან [წარმომადგენლები არიან ჩეხეთის ავიახაზების]. ჭავჭავაძეზეა
* * *
QUOTE
მანდ ფასები აეროპორტის მოსაკრებლის გარეშე წერია? რაღაც არარეალური ფასებია, თბილისი-პრაღა-თბილისი 290ევრო წერია


არარეალური არ არის. აქვთ ეგეთი ფასები.

თბილისი-პრაღა-ბრუსელი_პრაღა-თბილისი ზამთარში სულ 270 ევროდ ვიყიდე smile.gif

მოსაკრებლებით წერია ბოლოს smile.gif
*

Posted by: shaksooon 17 Nov 2010, 23:50
ხალხნო ვერ მეტყვით ლარნაკაში ყველაზე იაფად ორმხრივი ბილეტი სად ვისშოვო? sad.gif

Posted by: murzakani 18 Nov 2010, 01:00
QUOTE
მანდ ფასები აეროპორტის მოსაკრებლის გარეშე წერია? რაღაც არარეალური ფასებია, თბილისი-პრაღა-თბილისი 290ევრო წერია

პრაღაში 400 ევროზე ნაკლებად ორი გზა არასოდეს მიფრენია და რა ხდება, გაიაფდა?

Posted by: gio-giorgi 18 Nov 2010, 14:13
ეს ძაან ცუდი საიტია არ ენდოთ,აბსოლიტურად ყველაფერი სიცრუე წერია,როდიდან არის რომ მოსკოვის ყველა აეროპორტში სრულდება რეისიები საქართველოდან?????????????/ biggrin.gif lol.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: shao 8 Apr 2011, 21:43
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ყველაზე იაფად მიუნხენში როგორ მოვხვდე???????????????

Posted by: gio-giorgi 8 Apr 2011, 21:51
shao

პეგასუსით, თორემ ლუფთანზათი გაკოტრდები(ზატო ძAAAAAAAAAAAAAAAAA მაგარი მომსახურეობა აქვთ).

Posted by: shao 13 Apr 2011, 16:16
QUOTE (gio-giorgi @ 8 Apr 2011, 21:51 )
shao

პეგასუსით, თორემ ლუფთანზათი გაკოტრდები(ზატო ძAAAAAAAAAAAAAAAAA მაგარი მომსახურეობა აქვთ).

ეგ მეც ვიცოდი რამე კიდე უფრო იაფი............ biggrin.gif

Posted by: mustafa_ibrahim 18 Apr 2011, 23:03
QUOTE
ზატო ძAAAAAAAAAAAAAAAAA მაგარი მომსახურეობა აქვთ

ვის, ლუფტჰანზას ? wow.gif vis.gif
შეიძლება, ფრანკფურტი-ნიუ-იორკზე ქონდეთ, მაგრამ თბილისი-მიუნხენი არაფრით არ არის გამორჩეული სხვა ავიაკომპანიებისაგან.

Posted by: Анти-Гениалность 11 Jul 2011, 23:51
ხომ ვერ მეტყვით კიევის მიმართულებით თბილისიდან რა ღირს ბილეთი ამჟამად? rolleyes.gif

Posted by: ninicool 12 Jul 2011, 00:19
ვიცი, რომ არავინ არ ვერავინ მიპასუხებს, მაგრამ მაინც დავწერ. ბულგარეთში თუ არსებობს პირდაპირი რეისი საქართველოდან, რომელი ავიაკომპანია დაფრინავს ან სად უნდა დავჯავშნო ბილეთები რომ ვიზა მომცენ. ვაიმე, ცხოვრებაში არსად გავფრენილ-გამოვფრენილვარ ბავშვობის შემდეგ და ამ საქმეში სრულიად გამოუცდელმა მარტომ როგორ უნდა მოვაბა თავი ამ ყველა უბედურებას არ ვიცი.

Posted by: metalliq 12 Jul 2011, 00:50
QUOTE
ბულგარეთში თუ არსებობს პირდაპირი რეისი საქართველოდან

პირდაპირი მეეჭვება, მაგრამ პეგასუსით სცადე აბა?!
მე ამ წამს რაც ვნახე, 12-ში გაფრენა, 14-ში გამოფრენა - $410 ჯდება eek.gif
გაუფრენია პეგასუსს, მაგრამ ყველაზე იაფი ეგაა მაინც.

ninicool
მოაბამ თავს, ნუ გეშინია smile.gif აეროპორტებში ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ დაიკარგები. მონიტორები ყველგანაა, სადაც რეისების დროებს გიჩვენებენ. თუ ვერ გაიგებ რამეს, ნებისმიერ თანამშრომელს კითხავ და დაგაკვალიანებენ

აბა ბედნიერი მგზავრობა! smile.gif
* * *
QUOTE
ან სად უნდა დავჯავშნო ბილეთები რომ ვიზა მომცენ.

ვიზა ბილეთის ქონება-არ ქონებაზე არაა დამოკიდებული. უფრო პირიქით. ჯერ ვიზის ამბავი მოაგვარე ბულგარეთის საკონსულოში.

Posted by: ninicool 12 Jul 2011, 01:02
metalliq
QUOTE
ვიზა ბილეთის ქონება-არ ქონებაზე არაა დამოკიდებული. უფრო პირიქით. ჯერ ვიზის ამბავი მოაგვარე ბულგარეთის საკონსულოში.

იქიდან მომწერეს, ვიზა რომ მიიღო ბილეთი უნდა გქონდესო, დაზღვევა და მოწვევაო. მაგეების გარეშე არც ვიფიქრებ საკონსულოში მისვლას (ვაიმე, ჯერ პასპორტიც არ მაქვს )
QUOTE
აბა ბედნიერი მგზავრობა!

ჯერ არ მივფრინავ, სექტემბერში smile.gif მანამდე კიდევ მოვასწრებთ დამშვიდობებას smile.gif
QUOTE
აეროპორტებში ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ დაიკარგები

აეროპორტამდე მიმაღწევინა და იქ როგორმე ვიზამ რამეს.
QUOTE
პირდაპირი მეეჭვება, მაგრამ პეგასუსით სცადე აბა?!

პეგასუსი ვცადე სტამბულის რომელიღაცა აეროპორტის საიტზე და ძალიან არარეალურად იაფი ფასი ამომიგდო თბილისი-სოფიას მიმართულებით და არც გადაჯდომა არ მაჩვენა არსად

Posted by: metalliq 12 Jul 2011, 13:33
QUOTE
პეგასუსი

მიფრინავს სტამბულის მეორე აეროპორტში (საბიჰა გოკჩენის აეროპორტი), იქიდან სოფიაში.
პირდაპირ პეგასუსის საიტზე ნახე http://www.flypgs.com/en/

Posted by: ninicool 12 Jul 2011, 19:59
metalliq
QUOTE
მიფრინავს სტამბულის მეორე აეროპორტში (საბიჰა გოკჩენის აეროპორტი), იქიდან სოფიაში.
პირდაპირ პეგასუსის საიტზე ნახე http://www.flypgs.com/en/

ესე იგი, მე ბილეთის შეძენისას ინვოისი მჭირდება და ფასი მხოლოდ ევროში და როგორ უნდა შევიძინო ბილეთი, რომ ეგ პირობები დავაკმაყოფილო, ხო ვერ მეტყვი? კი შეგაწუხე, მაგრამ მაინც. და კიდევ, სოფიას გარდა სხვა ქალაქებში აქვს თუ იცი ფრენები?

ეხლა ვნახე. 10 თვით მივფრინავ სექტემბერში და ჩამოფრენის თარიღებს არ მიწერს, გამოდის, რომ one way ticket უნდა შევიძინო და მაგ შემთხვევაში ვიზას მომცემენ ნეტა?
რეებს ვბოდავ, ჯერ პასპორტიც კი არ ამიღია, 15-ში იქნება,

დიდი მადლობა ინფოსთვის, გუშინ მეც საიდანღაც (თურქეთის აეროპორტის საიტიდან) მოვხვდი მაგ საიტზე და დავწერე კიდეც, წარმოუდგენლად იაფოა მეთქი და რაღაცა ტყუილი მეგონა. 1000 ევრომდე ჯდება გადაფრენა ბულგარეთშიო და აქ კიდევ საკმაოდ იაფი ფასია. სკიდკა აქვთ როგორც ჩანს.
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. 2kiss.gif

Posted by: metalliq 12 Jul 2011, 22:28
ninicool
QUOTE
ესე იგი, მე ბილეთის შეძენისას ინვოისი მჭირდება

ბილეთის ყიდვა საიტზე ხდება ელექტრონულად. პლასტიკური ბარათით გადახდის შემდეგ ეკრანზე გამოიტანს ელექტრონულ ბილეთს (პრინციპში, ემაილზეც გამოგიგზავნის), ხოდა ეცადე ყიდვისას ან პრინტერთან იყო, რომ ამობეჭდო, ან ემაილიდან ამობეჭდავ მერე. მე მგონი, ინვოისობას გასწევს.
QUOTE
ფასი მხოლოდ ევროში

საიტს აქვს ფუნქცია, ფასს ევროში გადაიყვანს და ევროში გადაიხდი.
QUOTE
როგორ უნდა შევიძინო ბილეთი

პლასტიკური ბარათი გჭირდება. ოღონდ, ჯერ პასპორტი აიღე. საიტი ითხოვს, რომ სახელი ზუსტად ისე მიუთოთო, როგორც პასპორტშია (აერპორტში პასპორტს აჩვენებ ავიაკომპანიის წარმომადგენელს და ბილეთს მოგცემს. ყოველი შემთხვევისთვის, თან იქონიე ამობეჭდილი ელ. ბილეთიც)
QUOTE
სოფიას გარდა სხვა ქალაქებში აქვს თუ იცი ფრენები?

ძალიან ბევრში. საიტზე ნახავ.

არაფრის. რისი მადლობა smile.gif
გაიხარე. წარმატებები!

Posted by: ninicool 13 Jul 2011, 00:17
metalliq
QUOTE
ბილეთის ყიდვა საიტზე ხდება ელექტრონულად. პლასტიკური ბარათით გადახდის შემდეგ ეკრანზე გამოიტანს ელექტრონულ ბილეთს (პრინციპში, ემაილზეც გამოგიგზავნის), ხოდა ეცადე ყიდვისას ან პრინტერთან იყო, რომ ამობეჭდო, ან ემაილიდან ამობეჭდავ მერე. მე მგონი, ინვოისობას გასწევს.

ეჰ, არა მგონია ეგეთი იოლი იყოს. როგორ მეშინია ეგეთი რაღაცეების ნეტა იცოდე, რომ მივიდე აეროპორტში და შენ ვინღა ხარ, რა ბილეთი, რის ბილეთიო რომ მითხრან. ინვოისი ოფიციალური მესაჭიროება, რომ მგზავრობის ფული დეპოზიტზე დამისვან და აეროპორტში რომ წავიდე და იქ ვიყიდო ეგრე არ გამოვა?
მოკლედ, პასპორტს როცა ავიღებ, მაგაზე კიდევ მარიასთანაც გავივლი კონსულტაციებს.
რუსეში მივდივარ და ეგ ქალაქი არც კი აქვთ ჩამონათვალში smile.gif

Posted by: Baiateo 13 Jul 2011, 01:15
vis.gif vis.gif

ესაა ჩემი კომენტარი


მსოფლიოს 90 % ეგრე ყიდულობს ბილეთებსsmile.gif))


შეიძლება არც იყოს მაგ ქალაქში და შიდა ფრენა ან მატარებელი ან ავტობუსი დაგჭირდეს.

"მგზავრობის ფული დეპოზიტზე დამისვან" ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს


Posted by: trance_man 13 Jul 2011, 01:37
momsaxureba united s ro qonda raaa egaa dzaan dzviria

Posted by: metalliq 13 Jul 2011, 14:19
ninicool
თუ გვეკაიფები, მითხარი
ჯერ სოფიაში მიფრინავდი, ახლა რუსეთში
vis.gif

QUOTE
მოკლედ, პასპორტს როცა ავიღებ, მაგაზე კიდევ მარიასთანაც გავივლი კონსულტაციებს.

ხო, აჯობებს

Posted by: ninicool 13 Jul 2011, 21:29
Baiateo
QUOTE
მსოფლიოს 90 % ეგრე ყიდულობს ბილეთებს

მე საერთოდ არ მიყიდია, მაგარი "ჩაიდანი" ვარ მაგ ამბავში და ხო იცი, პირველი ყველაფერი ძნელია smile.gif
QUOTE
"მგზავრობის ფული დეპოზიტზე დამისვან" ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს

ნუ, ანგარიშზე. ეგრე მომწერეს სიტყვასიტყვით, გამოაგზავნე ინვოისი ბილეთის და I will deposit -ო შენს ანგარიშზეო.
metalliq
QUOTE
თუ გვეკაიფები, მითხარი
ჯერ სოფიაში მიფრინავდი, ახლა რუსეთში

არა, სოფიაში იმიტომ მივფრინავდი, რომ რუსეში (და არა რუსეთში) არა მგონია პირდაპირი დაფრინავდეს.
აი, ამ ქალაქშია ჩემი საბოლოო გაჩერება
http://en.wikipedia.org/wiki/Ruse,_Bulgaria

Baiateo
QUOTE
შეიძლება არც იყოს მაგ ქალაქში და შიდა ფრენა ან მატარებელი ან ავტობუსი დაგჭირდეს.

შიდა ფრენა არის, რადგან სოფიადან 310 კმ მანძილზეა. რუმინეთის დედაქალაქი უფრო ახლოსაა, რუმინეთის საზღვარზეა, თვითონ უნივერსიტეტი, სადაც მივდივარ, იმის საიტზე იყო ინფო, რომ მატარებლით ან თვითმფრინავით მოხვდებით სოფიადან რუსეშიო. ისე მატარებლით საინტერესო იქნებოდა უფრო.

Posted by: Baiateo 13 Jul 2011, 21:34
ninicool

არ ვიცი მე მარტივად ინტერნეტით ვყიდულობ ხოლმე ბილეთებსsmile.gif)

Posted by: ninicool 13 Jul 2011, 21:39
Baiateo
QUOTE
არ ვიცი მე მარტივად ინტერნეტით ვყიდულობ ხოლმე ბილეთებს

დიდი გოგო როცა გავიზრდები მეც ეგრე ვიყიდი, მაგრამ ეხლა ფონდი იხდის მგზავრობის ღირებულებას და ინვოისი თუ არ ვაჩვენე ჩემი ჯიბიდან მომიწევს და რა ზალა მადგია. თვითონ პროექტის კოორდინატორმა მომწერა, რომ ტურისტულ სააგენტოს დაუკავშირდიო რომ ინვოისი მოგცენ ინგლისურად დამოწმებულიო. ზეგ იქნება ჩემი პასპორტი და მანამდე ვერაფერს ვერ ვეუბნები. ზეგ მივწერ და ვიკითხავ ონლაინ შეკვეთა თუ შეიძლება და ეგეთი რამეები

Posted by: irakliii 13 Jul 2011, 21:45
თბილისი-დნეპროპეტროვსკი, თვილისი-კიევი-ში რა დღეებში მიფრინავს თვითმფრინავი და რა ღირს ბილეთები შეგიძლიათ მითხრათ? რა ნომრების ვნახე ინტერნეტში ვერ ვრეკავ ვერცერთზე

Posted by: metalliq 13 Jul 2011, 23:00
ninicool
მაპატიე, რუსეთი წავიკითხე
QUOTE
ფონდი იხდის მგზავრობის ღირებულებას და ინვოისი თუ არ ვაჩვენე ჩემი ჯიბიდან მომიწევს

მაშინ, მართლა აჯობებს, პასპორტს რომ აიღებ, მიხვიდე რომელიმე ტურისტულ სააგენტოში და იქ იყიდო ბილეთი (ნუ, აუხსნა სიტუაცია და თვითონ დაგაკვალიანებენ).
აბა, წარმატებები მგზავრობაში და სწავლაში smile.gif

Posted by: Baiateo 13 Jul 2011, 23:08
ninicool

ხო მაშინ გასაგებიაsmile.gif


Posted by: ninicool 14 Jul 2011, 01:52
metalliq
QUOTE
მაშინ, მართლა აჯობებს, პასპორტს რომ აიღებ, მიხვიდე რომელიმე ტურისტულ სააგენტოში და იქ იყიდო ბილეთი (ნუ, აუხსნა სიტუაცია და თვითონ დაგაკვალიანებენ).
აბა, წარმატებები მგზავრობაში და სწავლაში

დიდი მადლობა smile.gif მარიასთან მოლაპარაკების შედეგებს შეგატყობინებთ. მე შევთავაზებ თვითონვე შეიძინოს ონლაინ ბილეთი და თუ დამთანხმდა სიარული ამცდება სააგენტოებში ამ სიცხეში.

Posted by: მამა-ჯეMალი 14 Jul 2011, 23:41
თბილისიდან თელ-ავივამდე რამდენი საათი უნდა ფრენას?

Posted by: dzirkoka 18 Jul 2011, 13:36
ყველაზე იაფად, კრასნოდარიდან თბილისში და შემდეგ ისევ უკან, როგორ შეიძლება მოვხვდე?

Posted by: gvamer 30 Jul 2011, 13:34
ნიცაში როგორ უნდა მოვხვდე იაფად ვისაც გაქვთ გამოცდილება?
პრაღადან ?

Posted by: gio-giorgi 30 Jul 2011, 13:41
მამა-ჯეMალი
2.30


gvamer
თუ პეგასუსუი დაფრინავს ნიცაში მაშინ ეს, და თუ არა პრაღა

Posted by: Etrange 3 Aug 2011, 15:41

პარიზიდან თბილისში გამოფრენა ყველაზე იაფად რომელი კომპანიით არის შესაძლებელი

Posted by: kudracha 3 Aug 2011, 15:48
QUOTE
პარიზიდან თბილისში გამოფრენა ყველაზე იაფად რომელი კომპანიით არის შესაძლებელი

უნდა ნახო იმ თარიღების მიხედვით კომპანიების საიტებზე.
ბალტიკი, პეგასუსი იაფიანი ავიახაზებია.

Posted by: Etrange 3 Aug 2011, 17:29
კარგი.
...................................................
მადლობა

Posted by: Takunia 5 Aug 2011, 14:21
QUOTE
თბილისიდან თელ-ავივამდე რამდენი საათი უნდა ფრენას?

2 სთ ან 2:30 დაახლოებით

Posted by: ika811 9 Sep 2011, 15:56
თბილისიდან მადრიდში ყველაზე იაფად როგორ უნდა გავფრინდე? რაიმე საიტი თუ არის რო ვნახო თავიში გადაჯდომებით რამდენი დამიჯდება ყველაფერი

Posted by: HoNeY 23 Sep 2011, 19:00
ვერავინ ხომ ვერ მეტყვის რამდენია 1 კგ-ზე გადასახადი როცა ბაგაჟს გადაარჭარბებს თურქიშ აირლაინსზე? მოკლედ ჩემს ელექტრო ბილეთზე წერია 15 კგ დაშვებულიაო ხო და მე 28ზე მიმიკაკუნა sad.gif თან ერთი პაწუკა ჩანთა მაქვს 8 კილოა, როგორც ხელჩანთა გავიყოლო თქო ვფიქრობ sad.gif

Posted by: Kudriashka 23 Sep 2011, 19:04
HoNeY
20 კგ ბარგში შეგიძლია გაუშვა და 10 კგ ხელზე რო გქონდეს არანაირი პრობლემა არ შეგექმნება.ასე რომ მაგ შენი 8 კგ-იანი ჩანთა ბორტზე შეიტანე.

Posted by: HoNeY 23 Sep 2011, 19:22
Kudriashka
ნამდვილად იცი რომ თურქიშ აირლაინს 20 კგ აქვს ? პროსტა ე-ბილეთზე აწერია რომ 15 :9 ხო მაგ 8 კგ პატარა ჩემოდანჩიკუნა თან უნდა ავიტანო ბორტზე

Posted by: მაჰათმა განდი 23 Sep 2011, 20:49
HoNeY
QUOTE
ჩემოდანჩიკუნა

ჰეჰ, ეს სიტყვა რა თაფლივით, (თაფლუკასავით) ჟღერს smile.gif




პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Kudriashka 24 Sep 2011, 11:55
HoNeY
ნამდვილად 20 კგ შეგიძლია გაუშვა ბარგში

Posted by: nnittaa 10 Oct 2011, 12:58
პრაღა-ნიცა პირდაპირი რეისი არის სად უნდა ვნახო ?

Posted by: murzakani 12 Oct 2011, 15:21
ჩეხ-აირლაინსი აღარ დაფრინავს პირდაპირ პრაღაში?
და თუ არა, აბა ვინ დაფრინავს და რა ღირს?

Posted by: kudracha 12 Oct 2011, 15:28
murzakani
QUOTE
ჩეხ-აირლაინსი აღარ დაფრინავს პირდაპირ პრაღაში?

საიტის მიხედვით დაფრინავს
http://www.czechairlines.com/en/portal/homepage/ge_homepage.htm

Posted by: murzakani 12 Oct 2011, 23:54
kudracha
QUOTE
საიტის მიხედვით დაფრინავს
http://www.czechairlines.com/en/portal/hom...ge_homepage.htm

მადლობა smile.gif

Posted by: NewsAvatar 13 Oct 2011, 00:24
გამარჯობა.
თბილისი-ლონდონი-თბილისის ბილეთის ღირებულება რა იქნება...

Posted by: shota199408 12 Aug 2012, 12:13
თბილისი რომი რა ღირს საქართველოდან ბილეთი alitalia.it იდან 800 ეუროზე მეტს მიწერს და ეგრე ღირს? პირდაპირი რეისი

Posted by: Kudriashka 12 Aug 2012, 13:56
shota199408
ავიაბილეთების თემაში მომწერე რომელ პერიოდზე გაინტერესებს და მოგწერ ფასს. smile.gif

Posted by: umbr_ella 11 Sep 2012, 10:54
ვნახე რასაც ვეძებდი biggrin.gif
არადა რამდენი ვეძებე და ამ საიტზე ვიპოვე http://www.dohop.com/

Posted by: Formula_M 12 Sep 2012, 15:00
ხალხო სტამბულიდან მიუნხენამდე რამდენი საათის საფრენია ?? rolleyes.gif

Posted by: kudracha 12 Sep 2012, 15:48
Formula_M
QUOTE
ხალხო სტამბულიდან მიუნხენამდე რამდენი საათის საფრენია ??

3 ალბათ, თუმცა ფრენის ხანგძლივობა დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის ამინდზეც smile.gif

Posted by: Formula_M 1 Oct 2012, 12:39
გუშინ ღამის 3 საათზე გერმანიის მიმართულებით გაფრენილი რეისი რომელზე იქნება იქ ხომ არ იცით ??

Posted by: tiko1991 2 Oct 2012, 21:17
პორტუგალიის მიმართულებით რაიმე არის პირდაპირი? ან სხვა ალტერნატივა მომწერეთ რა თავსი ფასებით

Posted by: execution 16 Nov 2012, 20:54
კიევში რომელი ავია კომპანიით და რა ფასადაა შესაძლებელი ფრენა ? 20 დეკემბერს მერე სავარაუდოდ

Posted by: Levisss 21 Nov 2012, 19:44
მაინტერესებს, თბილისიდან რო მომინდეს წასვლა ბორა ბორაზე და რამდენიმე თვით ადრე რო ავიღო ბილეთები როგორ უნდა გავფრინდე და რა დამიჯდება დაახლოებით, შეგიძლია დამეხმარო?

Posted by: klatch 18 Apr 2013, 11:55
თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით მინდა ბილეთის შეძენა და არ იცით ვინმემ ნორმალური ფასი რომ ღირდეს ბილეთი საკონტაქტო რომ მომაწოდოთ? მადლობაწინასწარ

Posted by: München 21 Apr 2013, 22:50
QUOTE
AirLines.ge

facepalm.gif

ეს შობელძაღლი, როდის ისწავლიან საქართველოში საიტების კეთებას user.gif 90-იანების დასწაყისის დონის საიტია

Posted by: d_tsabo 21 Apr 2013, 22:55
რაღირს რუმინეთისკენ ბილეთები

Posted by: klatch 25 Apr 2013, 14:49
მხოლოდ საიტების? ჩვენ ვერ ვვითარდებით ვერანაირად...

Posted by: zviojije 11 May 2013, 20:13
გაუმარჯოს.დახმარება მჭირდება სად ვნახო შვედეთში რა ჯდება გამგზავრება ან თქვენ თუ იცით ??

Posted by: goga-mariami 13 May 2013, 12:08
erzincan-istambul-canada ეს ფრენა მაინტერესებს გტხოვტ მომეხმარეტ ყველაზე იაპიანი ბილეტი მომაძებნინეთ რა და ინტერნეტით შევიძენ. 20 მაისიდან 5 ივნისამდე. ( +/- 3 დღე ) ათასი ევროს პარგლებში მინდა ბილეტი. დან კიდევ მინდა რომ სტამბულში აეროპორტის დატოვება არ მომიწიოს. აუ მომეხმარეტ რააააააააა ასეტის მოძებნაშიიიი sad.gif

Posted by: tifoza 13 May 2013, 16:39
თურქეთის მიმართულებით ბილეთები მანიტერესებს რა ღირს სად შემიძლია მოვძებნო???

Posted by: marguerite 13 May 2013, 17:45
tifoza
http://www.flypgs.com/en/default.aspx?gclid=CN7R0cqbk7cCFczC3godwl4ATg

Posted by: Marcha 14 May 2013, 20:44
თურკიშს რომ მილების დაგროვების პროგრამა აქვს, ახლა რომ ჩავერთო ძველი ფრენების მილები დამემატება?

Posted by: jana87 7 Jun 2013, 16:45
რომის მიმართულებიტ მინდა ბილეთი ორი გზა 18-25 აგვისტო იქნებ მითხრათ ვის აქვს ყველაზე დაბალი ფასი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)