მთვარე ქალწულში ”გონიერი”
ძლიერი მხარე: აკურატული. ხელმძღვანელობს მისწრაფებით გონიერების, საღი აზრის და მოკრძალებული ცხოვრების წესის მიმართ. მან იცის თუ რას ნიშნავს სიტყვა ”საჭიროა”, და შეუძლია სხვადასხვა გარემოებებთან ადაპტირება. მიდრეკილია კრიტიკისა და თვითკრიტიკისკენ. უყვარს წესრიგი, სისუფთავე და ჰიგიენა. ყოველთვის იღებს თავდაცვის ზომებს. ძალიან მყარი ადამიანია.
პრობლემატიკა: პერფექციონისტი. გადაჭარბებული მიდრეკილება წესრიგის მიმართ, სრულყოფილების და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ, ამ მიდრეკილება თან ახლავს შეუკავებელი სურვილი აკრიტიკოს ყველა და ყველაფერი. მოთმინებით არ გამოირჩევა. შინაგანი დაძაბულობა, ჩახშობილი ემოციები, ბლოკირებული სექსუალობა. ცდილობს ყველაფერი ”თაროებზე” ჰქონდეს დაწყობილი.
ყველაზე რთული ამოცანა: ისწავლოს სპონტანური მოქმედება, გამოიმუშავოს მოთმინების უნარი და დიდსულოვნება.
ფრაზა-გასაღები: ”სიფრთხილეს თავი არ სტკივა”
http://logos-astro.blogspot.com/2013/02/blog-post_5298.html მთვარის ნათელი მხარე ქალწულის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო ინტელექტუალურები, პედანტურები, შრომისმოყვარეები, სანდოები, გამძლეები და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსენი ხდებიან.
მთვარის ბნელი მხარე ქალწულის ნიშანში - ამ დროს ადამიანები უფრო კრიტიკულები, გაღიზიანებულები, ქედმაღალნი, კონფლიქტურები და პირქუშები ხდებიან.
ქალწული, ინტელექტისა და პრაქტიკულობის ნიშანია, რომელიც მთვარის ცვალებადობის სტაბილიზაციას ახდენს და მის გავლენას ანალიტიკური აზროვნების უნარსაც სძენს. მთვარის ქალწული გამჭრიახი, ნათელი გონების პატრონია. ის მუდმივად სწავლობს და ეძიებს არა იმის გამო, რომ მოსწონს ეს პროცესი, არამედ ფიქრობს, თუ რაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა. გარე სამყაროსგან მიღებულ გრძნობით შთაბეჭდილებებზე, მისი უშუალო რეაქცია არის დანხულისა და გაგონილის ანალიზი, შეუძლია მტკიცედ დაიცვას საკუთარი პოზიცია და გაფანტოს ყოველგვარი ეჭვი და ყოყმანი მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით.
მთვარის ქალწული ზოგჯერ ისეთი სკეპტიკურია, რომ არ უჯერებს საკუთარ თვალებსაც კი. მას უყვარს იდეების შესახებ მსჯელობა და სხვისი მოსაზრებების კრიტიკა, მაგრამ თავად მყარად დგას ხოლმე საკუთარ მოსაზრებაზე. თუმცა იგი არაა იმდენად ჯიუტი, რომ ბოლომდე დარჩეს ერთგული საკუთარი თეორიებისა, რომელიც უგულვებელყოფილია ფაქტებით. იგი სიმართლისმოყვარულია, თუმცა სიმართლე ხომ ისაა, რაც რჩება ტყუილის გამორიცხვის შედმდეგ.
მთვარის ქალწული, ცხოვრებას იღებს ისეთს, როგორიც ის არის სინამდვილეში. პრაქტიკულ რეალიზმს კი მისთვის წარმატებები მოაქვს ბიზნესში და ყველა იმ საქმეში, რომელიც დაკავშირებულია ფინანსებთან. ცდილობს მიიღოს ხანგრძლივი, სტაბილური მოგება და არა დროებითი, წუთიერი სარგებელი. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დაცულობას და სურს უზრუნველყოფილი იყოს შორეულ პერსპექტივაშიც.
მთვარე, ქალწულის ნიშანში, ნებისმიერ საქმეში აძლიერებს სრულყოფიერებისადმი და პროფესიონალიზმისადმი სწრაფვას. პრობლემებისადმი საკუთარი, მეთოდური მიდგომით მას ზუსტად შეუძლია გამოთვალოს რისი გაკეთებაა აუცილებელი და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულოს დასახული პროგრამა. თუმცა მიდრეკილია შფოთისკენ, ეშინია უსიამოვნებების და ცდილობს გაითვალისწინოს ყველა შესაძლო ნიუანსი. იგი თვლის, რომ ნებისმიერმა დიდმა საქმემ, შესაძლოა კრახი განიცადოს გაუთვალისწინებული ელემენტალური წვრილმანის გამო, ამიტომ იგი არ ზოგავს არც საკუთარ თავს და არც სხვებს ასეთ საკითხებში.
ლოგიკა - კანონია, რომლის მიხედვითაც ცხოვრობს მთვარის ქალწული, მას აღიზიანებს უგუნურ და დაბნეულ ადამიანებთან ურთიერთობა და საკმაოდ ფრთხილია მეგობრების შერჩევის დროს. ფხიზლად აფასებს ნებისმიერ სიტუაციას და მის მიერ შეძენილი გამოცდილება არასოდეს რჩება რეაგირების გარეშე, რამეთუ ყოველთვის ახერხებს მისგან გაკვეთილის მიღებას.
ქალებს, მთვარის ქალწულის ნიშნით, ზოგჯერ არაქალურებად და ცივებად მიიჩნევენ, რადგან ისინი პედანტურები და ძალიან ორგანიზებულები არიან. ყველა ადამიანი, ვინც დაბადებულია მთვარის ქალწულის ნიშნის ქვეშ, გამოირჩევა თავშეკავების უნარით, ვერ იტანს სენტიმენტებსა და უხვსიტყვაობით გრძნობების გადმოფრქვევას.
სიყვარულში მთვარის ქალწულები არ გამოირჩევიან დიდი თავდაჯერებულობით, მათ იზიდავთ შედარებით ემოციური და ექსპანსიური ადამიანები, რომლებიც ადვილად გადმოსცემენ საკუთარ გრძნობებს.
ქალწული მოძრავი ჯვრის ქალური ნიშანია და მიეკუთვნება "ინ"-ის საწყისს. ამ ნისნის მფარველი მერკურია ოლიმპოს ფრთოსანი მაცნე.
ქალწული მთვარე უდიდეს ძალისხმევას აქსოვს ყველაფერში რასაც აკეთებს, რათა იყოს სრულყოფილი. მთვარე ქალწულს ზოგჯერ იმდენად გაიტაცებს თავისი ემოციების ანალიზი, რომ იმის ნაცვლად დატკბეს შუალედური რეზულტატებით და გააგრძელოს წინსვლა, გააკეთოს ის რაც გასაკეთებელია ამჯობინებს უმოქმედობას და დარდს.
რადგან ქალწულს კრიტიკა და ანალიზი ახასიათებს, მთვარე ქალწულსაც სისხლში აქვს გამჯდარი კრიტიკული ანალიზი. თუმცა უნდა ეცადოთ ცოტა ნაკლებად კრიტიკული იყოთ, საკუთარი თავის მიმართ მაინც..
ქალწული ასევე მსახურების ნიშანია, ამიტომ მთვარის გავლენა ამ ადამიანს ძალიან მზრუნველს ხდის, რომე;ლიც მზადაა მთლიანად მიუძღვნას თავი არჩეულ საქმეს ან საყვარელ ადამიანებს.
რადგან ქალწულს მერკური მართავს, ამ ადამიანების შესანიშნავი მეხსიერება, ძალიან მოქნილი და მახვილი გონება აქვთ. როგორც წესი ქალწულებს თანდაყოლილი ინტუიცია აქვთ და მხოლოდ შინაგან ხმას უნდა დაუგდონ ყური და მიენდონ მას და ეს მათ ძალიან დაეხმარებათ და გაუიოლბთ ცხოვრებას.
თუმცა ქალწულები მზითაც და Mთვარითაც იმდენად არიან ჩაციკლულები სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე, რომ თვაისუფლად შეუძლიათ თავი დაიდანაშაულონ თუ მას ვერ მიაღწევენ. ეს უBიძგებს მათ თვითანალიზისკენ და მოუსვენრობა იზრდება. მთვარე ქალწულს დიდი სიფრთხილე მართებს, რომ მზე ქალწულის რიგებს არ შეუერთდეს, ამ უკანასკნელთა შორის ძალიან ხშირია ფსიქოსომატურ დაავადებათა რიცხვი.
მთარე ქალწული ძალიან დაინტერესებულია ჯანმრთელობით და დიდი ყურადღებას აქცევს თავის ორგანიზმს და მისი გაკაჟების საშუალებებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგია ნორმის ფარგლებში, მაგრამ თუ ჯანმრთელობის პრობლემები ამოსავალ წერტილად გადაგექცათ და თქვენ ახალი დიეტის ან მკურნალობის მეთოდის ფანატი ხართ, იცოდეთ რომ ამით თავსაც დაიტანჯავთ და გარშემომყოფებსაც დატანჯავთ.
ქალწული მთვარის თვისებები დადებითი: შრომისმოყვარე, იდეალისტი, ჯანმრთელობაზე მზრუნველი, ზუსტი, ცოცხალი გონებით.
უარყოფითი: ვორქოჰოლიკი, მტკივნეულო სწრაფვა სრულყოფილებისკენ, თავის ჯანმრთელობაზე ჩაციკლული, იდეალურად კრიტიკულები, თავდაუჯერებლები.
ამ ნიშანს ახასიათებს მოსწრაფება უსაფრთხოების და სტაბილურობისაკენ, თან იმდენად ძლიერ, რომ ვერცერთი სხვა ნიშანი ამაში ვერ შეედრება. თუ მის უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრა , ქალწული მთვარე პანიკაში ვარდება და აი აქ უნდა დაუგდოს ყური შინაგან ხმას და თუ საშუალება აქვს მედიტაციას მიმართოს.
მთვარე ქალწულის ემოციები
ისწავლეთ პატივი სცეთ საკუთარ პიროვნებას, ნაკლი ყველას ადამიანს აქვს. ზოგიერთი ნაკლი ექვემდებარება გამოსწორებას, ზოგი არა. ქალწულის გავლენამ მთვარეზე თქვენ დაგაჯილდოვათ ანალიტიკური უნარით, რომელიც ძალიან სასარგებლოა, თუ სწორად გამოიყენებთ.
კარიერა კარგი ფინანსისტები, საქმეთა მწარმოებლები, ჯანდაცვის სფერო, პედაგოგობა ესაა მათი სფერო. ხოლო მათ კრიტიკულ განწყობას ექნება კარგი გამოყენება თუ ისინი დაკავდებიან თეატრალური, კინოს და სატელევიზიო კრიტიკით.
user posted image ოჯახი მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორ მთვარე კირჩხიბისთვის. მათ მართლა ძალიან უნდათ რომ იდეალური მშობლები იყვნენ. მაგრამ მათი მაღალი მომთხოვნობა საკუთარი თავის და სხვების მიმართ ხშირად აფუჭებს მათ ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.
სიყვარულში ისინი ძალიან სერიოზულები არიან. მაგრამ არ ღირს თავის დატანჯვა თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობის ანალიზით. ხანდახან ის ნერვიულობს და ნერვებს იშლის სულელურ წვრილმანებზე და ამ დროს მთვარი გვერდზე რჩება, მათ შორის ის, რომ როგორი ბედნიერებაა, როცა გიყვარს და უყვარხარ.
თქვენ ალბათ თავიდან ვერაფერს აღმოაჩენთ მოსაწონს ამ მთვარეულ პერსონაჟში, და მართლაც როგორ უნდა მოგეწონოთ ადამიანი, რომელიც აშკარად შემადგენელ ნაწილებად გშლით და გულმოდგინე ანალიზს უკეთებს თქვენი პიროვნების შემადგენელ თითეულ დეტალს.
თუმცა თქვენ მაშინვე მიხვდებით, რომ ეს არაა თავქარიანი პიროვნება, რომელიც როგორც ფარვანა სანთლის შუქზე ერთი მოწონებული ობიექტიდან მეორეზე გადაფრინდება. მუდამ გახსოვდეთ ქალწული მიწის ნიშანია და თვით მთვარის ეფემერული ბრწყინვაც ვერ ჩაკლავს მასში მონათესავე სულის ძიების ჟინს. შეყვარებულის გრძნობითი აღქმა ორივე სქესის მთვარე ქალწულს გამძაფრებული აქვს. ისინი ვერ იტანენ ხმაურს, სიგარეტის წევას შეუფერებელ ადგილებში და არააკურატულობას. მათ საჭმლის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, აქვთ მკაცრად განსაზღვრული რა ჭამონ და რა არა. მაგრამ ღირს მათ ამ უცნაურობებთან შეგუება, რადგან შეყვარებული მთვარე ქალწული ეს ის ადამიანია რომელიც თქვენ ცხოვრებას შუქს შემატებს.
კი, მას არ შეუძლია არ იყოს იდეალისტი, რომელიც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის ყველგან და ყველაფერში. და რადგან მთვარე ადამიანთა ემოციებს მართავს ყოველ შეყვარებულ მთვარე ქალწულს სჯერა, რომ ნებისმიერი in love სიტუაცია შეიძლება ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდოს.
მთვარე ქალწულები ძალიან მგრძნობიარენი არიან, განსაკუთრებით თუ წარსულში უკვე გამოსცადეს იმედგაცრუება. მათი მეხსიერება ყველაფერს ინახავს, მათ შორის წარსულის ტკივილებსაც და რადგან ის ძალიან თვითკრიტიკულია, აქედან არც ისე შორია თვითდანაშაულებამდე ყველა წარსულ წარუმატებლობაში. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ მათ არაფერში ბრალი არ მიუძღვით, მაგრამ მათი დარწმუნება ამაში ძალიან ძნელია.
ამ ადამიანების ცხოვრებაში სამსახურს პირველი ადგილი უკავია და პირადი ცხოვრება შესაძლოა მე2 პლანზე გადავიდეს.
რაც შეეხება სექსს, როგორც მიწის ნიშანი კურო , ესენიც ძალიან ენერგიულები არიან და რადგან ქალწული კრიტიკ. ნიშანია, ეს უკანასკნელი ყველაფერს გააკეთებს რომ კრიტიკა არ დაიმსახუროს.
user posted image ამ ადამიანების ბრბოსგან გამორჩევა ადვილია, მათი კრიტიკული შემფასებლური გამონათქვამებით. ისინი არ არიან კონტაქტური და ექსტრავერტი ადამიანები, მაგრამ მათი არსის შეცნობა არც ისე ძნელია,- მათ ყოველთვის ახასიათებთ კრიტიკ. დამოკიდებულება ხალხისადმი და ამასთან არ აფასებენ საკუთარ თავს სათანადოდ და არიან უაღრესად თვითკრიტიკულები.
ისინი იცვამენ ძალიან მოწესრიგებულად , პედანტური და ზოგჯერ მეწვრილმანეებიც კი არიან. მაგრამ თქვენ მალე დარწმუნდებით , რომ მთვარე ქალწულები რომლებიც გარეგნულად საერთოდ არ ჰგვანან მხიარულ ნატურებს, შინაგანად ბრწყინვ. იუმორით აღსასვსე ადამიანები არიან და თუ ინტელექტ. დებატები გაიმართება ისინი თავს წარმოაჩენენ , როგორც შესანიშნავი მოსაუბრეები.
მათი ცივი ინტელექტის, კრიტიკულობის, მომთხოვნობის , ლოგიკური აზროვნების მიღმა სენტიმენტალურები, მოსიყვარულეები და რომანტიკული ადამიანი იმალება.
მზე/მთვარის კომბინაცია: მზე მორიელი-მთვარე ქალწული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თქვენი პოზიციები ყოველთვის მკვეთრადაა ჩამოყალიბებულ-გამოკვეთილი. გამოირჩევით გულწრფელი აზრებით და მზად ხართ გამოხატოთ ყველაფერი რასაც გრძნობთ და ფიქრობთ. კამათისას შეიძლება გაჩუმდეთ, მაგრამ მაინც საკუთარ აზრზე რჩებით. სხვების გასულელება შეგიძლიათ, მაგრამ არასდროს დაუშვებთ, რომ ტყუილის მსხვერპლი გახდეთ. ძლიერი გონებრივი შესაძლებლობები გაქვთ და თქვენი შეხედულებები ატარებს თქვენი პიროვნების მკვეთრ ანაბეჭდს. ამბიციებს რაც შეეხება, ცდილობთ თვითგამოხატვის საშუალებას, უზრუნველყოფას, აღიარებას მიაღწიოთ და ნაკლებად იბრძვით ძალაუფლებისთვის. რა სიმაღლეებსაც არ უნდა მიაღწიოთ უფრო ადამიანების გონებას "დაეპატრონებით", ვიდრე მათ ცხოვრებას და თავისუფლებას. ერკვევით პოლიტიკაში და სიამოვნებით გამოხატავთ თქვენს შეხედულებას. რეფორმატორი ხართ, მაგრამ უფრო ინტელექტუალურ საკითხში და არა სოციალურ. გსურთ ადამიანებს აზროვნება აიძულოთ, ხოლო მათ მატერიალურ მოთხოვნილებებზე და მათი მართვის აუცილებლობაზე სხვებმა იზრუნონ.
ემოციურ საკითხში ვნებიანი და მიმზიდველი ნატურა ხართ. ერთგულებაზე უცნაური შეხედულება გაქვთ: არ გამორიცხავთ სხვებთან ურთიერთობას, მაგრამ ყოველთვის სახლში ბრუნდებით. ვერ იტანთ როცა თქვენს პირად ცხოვრებაში და საქმეებში ერევიან. მეორეს მხრივ კი სხვებზე წაჭორავების წინააღმდეგი არ ხართ. სარკაზმის დიდი უნარი გაქვთ და ერთნაირად შეგიძლიათ გიყვარდეთ და გძულდეთ. ისეთი განურჩეველი გამომეტყველებით "სწერვობთ" რომ ეს უფრო მტკივნეულია ვიდრე თავად სიტყვები, თითქოს თქვენი მსხვერპლი თქვენთვის ამაზრზენია და არა აუტანელი.
ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფრის გაკრიტიკება გიყვართ: ადამიანები, ხელოვნება, იდეები, ლიტერატურა. გიყვართ მიწიერი სიამოვნებები და იღებთ კიდეც მას თავისუფლების იმ დონით, რომელიც არასდროს სცილდება დახვეწილ გემოვნებას და არ გადადის ვულგარულობაში. კარგად ვერ იაზრებთ თუ რა არის ცოდვა, მაგრამ კარგად იცით რა არის საზოგადოებრივი აზრი, როგორც წესი შეგიძლიათ კარგი სახელის შენარჩუნება, ამიტომ დაუსჯელი რჩებით ხოლმე.
მზე -თევზები, მთვარე - ქალწული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ინტუიციას კარგად უთავსებთ ლოგიკას. თუ ერთხელ ადამიანზე დადებითი შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ, ვერაფერი გაიძულებთ ამ აზრის შეცვლას. ადამიანების არსი კარგად გესმით და მიგაჩნიათ, რომ აქვთ უფლება საკუთარი პრობლემები თავისებური ხერხით მოაგვარონ. გესმით, რომ „გაუგო, ნიშნავს აპატიო“, ძალიან მკაცრი მოსამართლე ხართ თუ თვლით ადამიანს უღირსად, ამავდროულად, შემწყნარებლობას იჩენთ თუ ადამიანში ჯანსაღ საწყისებს ხედავთ. თქვენი მოთმინების უნარი უფრო სპეციფიკურია, ვიდრე უნივერსალური, ინტელექტიდან მოდის და არა ემოციებიდან. ინტუიციაში დიდი დოზით დებთ ლოგიკას, ამიტომ თქვენი განსჯა იმსახურებს ნდობას.
ემოციების გავლენით არასდროს აკეთებთ იმას, რასაც არ ამართლებთ, მაგრამ ხშირად აკეთებთ იმას, რასაც სხვები არ ეთანხმებიან, თუმცა ყოველთვის იცით დარწმუნებით ამ ქმედებების ზუსტი მიზეზები, საკუთარ სიმართლეში ღრმად ხართ დარწმუნებული. სინდისი გაქვთ და რადგან მომთმენები ხართ სხვების მიმართ, საკუთარ თავსაც მოთმინებით ექცევით. უპასუხისმგებლოდ იშვიათად იქცევით, მაგრამ თუ აკეთებთ ამას ძალიან მშვიდად და თავდაჯერებულად, ბოლომდე გწამთ რომ თქვენივე წესების მიხედვით თამაშობთ, მერე რა, რომ ეს წესები ამ წამს მოიფიქრეთ?!
კარგად აზროვნებთ, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა გაქვთ, რომელიც თქვენი ნატურის სიღრმეს და სერიოზულობას არ ესადაგება. მართალია ცხოვრების შავბნელ და ტრაგიკულ მხარეს არაჩვეულებრივად შეიგრძნობთ, მაგრამ ეს არ გიშლით ხელს დატკბეთ მისით.
ინდოვიდუალიზმით აღსავსე რწმენა და ცხოვრებისეული კონცეფცია, მსოფლმხედველობა გაქვთ, რის მეშვეობითაც ცხად ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს ერთ ფილოსოფიაში აერთიანებთ, რის მიხედვითაც ცხოვრობთ და აფასებთ სამყაროს.
ეს მდებარეობა კარგია ბიზნესისთვის, მაგრამ არა ხელმძღვანელის როლში. ასევე ისეთ საქმიანობისთვის, რაც მოითხოვს აკურატულობას, სიღრმისეულ ხედვას. ამ მდებარეობით წარმატებული იუმორისტები გამოდიან.
მზე კურო, მთვარე ქალწული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თქვენ მომხიბლველი, გაწონასწორებული და საღი აზრის მქონე ადამიანი ხართ, მაგრამ რამდენად შეძლებთ ამ თვისებების განვითარებას და ფინანსურ და ინტელექტუალური სარგებლის მიღებას, დამოკიდებულია თქვენს ასპექტებზე. თუ თქვენს ჰოროსკოპში არ არის მზესთან ან მთვარესთან კვადრატურის შეერთება, ალბად რბილად და წყნარად გაატარებთ თქვენს ცხოვრებას, ზედმეტი დარდის გარეშე ფინასურ სიტუაციებთან დაკავშირებით. თქვენ ყოველთვის ტოვებთ უზრუნვლყოფილი ადამიანის შთაბეჭდილებას, ან ასეთიც ხართ რეალურად, რადგანაც ეს კომბინაცია გაძლევთ საშუალებას მატერიალურად წარმატებული იყოთ. თუ შეერთებები და კვადრატურა არის მზესთან, მთვარესთან, ან ორივეს>თან ერთად, თქვენი ულევი ენერგია და ინტელექტი დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ მეცნიერებასა და ხელოვნებაში.
ხელმძღვანელობის ნიჭით არ გამოირჩევით, მაგრამ მითითებული დავალებების შესრულებაში ბადალი არ გყავთ. მაგრამ კუროს არ უყვარს დიდ ხანს სხვისი მითითებების შესრულება, ამიტომაც ყველაზე კარგი ვარიანტი თქვენთვის დამოუკიდებელ სფეროში იქნება კარიერის გაკეთება-ხელოვნების და ლიტერატურის სფეროში მაგალითAდ. სწავლობთ ბევრს და ზედმიწევნით, თითქმის მთელი ცხოვრება, საზოგადოებაშიც პოპულარობით სარგებლობთ, მთავარი საშიშროება იმაშია, რომ ზოგადი წარმატების ფონზე,თქვენი მშვიდი დამოკიდებულება თქვენს განვითარებას აფერხებს, თან თუ ემოციური მოთხოვნილებებიც დაკმაყოფილებულია-გაჩერდებით ერთ ადგილას. პატარა უსიამოვნბები სარგებელს მოგიტანთ და გამოგაღვიძებთ საღათას ძილიდან, რადგანაც კეთილსინდისიერი ხართ და გაფუჭებულ საქმეს გაუკეთებლად არ დატოვებთ.