Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ებრაული კერძები


Posted by: ლილიანი 1 May 2007, 16:32
მოკლედ ვიცი რომ ებრალებს აქვთ განსაკუთრებული კერძები, რომლესაც არა მარტო სპეცომ დღესასწაულებზე აკეთებენ არამედ ისედაც ....

იქნება ვინმემ იცოდეთ ან გყავდეთ ნაცნობი და გამირკვიოთ!

user.gif ძალიან მინდა და მაინტერესებს.

Posted by: ლილიანი 2 May 2007, 17:11
ეხ არვინ იცით?????

არადა მინდა არააuser.gif


Posted by: F_R_E_Y_A 2 May 2007, 22:10
ლილიანი
http://www.jewish.ru/cooking/
აი აქ ბევრი რეცეპტია, თან დასურათებული, ნახე აბა ))) ერთხელ ბავშვობაში ძალიან მაგარი რაღაც ვჭამე ჩემს მეგობართან, ქართველი ებრაელი იყო, მერე ისრაელში წავიდა user.gif აზრზე არ ვარ რა იყო, რაღაც ნამცხვარს ჰგავდა, მაგრამ დღემდე ვნატრობ ერთხელ კიდევ შემომთავაზონ სადმე...სახელი მაინც ვიცოდე, მოვძებნიდი ნეტში((

Posted by: ლილიანი 2 May 2007, 23:06
F R E Y A
ვააააააიმეეეეეეეეე!!!

შენ გაიხარეეეეეეეეე!!!

აუუუ სპაასიბ!!! 2kiss.gif

Posted by: F_R_E_Y_A 2 May 2007, 23:14
ლილიანი
you are welcome smile.gif
თუ რამე მოგეწონა განსაკუთრებით, პაძელის ვპეჩატლენიამი, ok? smile.gif

Posted by: djindjidrinji 3 May 2007, 01:06
ლილიანი

http://www.cook-talk.com/forum/index.php?act=recipes&CODE=02&id=56

აჰა შენ, ნაცნობობით, მარა აქ სადღესასწაულო კერძებია მეტწილად.

ისე, ძაან "ნა ლუბიწელია"-ა.

Posted by: ლილიანი 3 May 2007, 22:03
djindjidrinji
სპასიიბ ძვირფასო!!
F R E Y A
ხარაშო!! უეჭველი ვცდი და გეტყვით biggrin.gif


Posted by: ShadowCat 5 May 2007, 23:48
ზნაჩიტ ტაკ:
ან იდება რეცეპტები (ქართულად tongue.gif) ან თემა იხურება! vis.gif biggrin.gif

Posted by: F_R_E_Y_A 6 May 2007, 00:13
ShadowCat
იყოს რაა...ლილიანმა ვცდი და გეტყვითო...
ლილიანი
დადე რა რამე ქართულად,,,ვთარგმნიდი რამეს უბრალოდ ეხა არ მაქვს მაგის თავი user.gif

Posted by: ShadowCat 6 May 2007, 00:41
F R E Y A
იცი, რაშია საქმე? ამ თემას მოყვა ბრაზილიური კერძების სამზარეულო (სადაც ამო-კოპი-პეისტებული რეცეპტებია), მექსიკური კერძების სამზარეულო..
ასე შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, ჰო? sad.gif
კი, ბატონო, იყოს თემა, სადაც არის ესა თუ ის კერძი. სხვაგვარად, ასეთ თემას ამა თუ იმ ქვეყნის კერძების/სამზარეულოს თემა ვერ ერქმევა boli.gif

მოკლედ, ლილიანის იმედზე ვართ biggrin.gif

პ.ს. კიდევ ერთი: მე მგონი, გასაგებია, რომ ეს განყოფილებაა არაა ონლაინ კულინარიის წიგნი, სადაც უბრალოდ რეცეპტების დადება ხდება. მთელი იდეა იმაშია (და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ იმას ექცევა), რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი უშუალო გამოცდილება ამა თუ იმ კერძის მომზადების საქმეში. თორემ მასე ნებისმიერ კერძს იპოვი yahoo-ზე smile.gif

Posted by: cocolina 6 May 2007, 00:52
ყალია ვიცით (ოჯახში) ებრაელმა მეზობლემა გვასწავლა smile.gif

ძალიან უბრალოდ მზადდება, მაგრამ ძალიან გემრიელია, იხვი უნდა დაამუშავოთ, დაჭრათ ნაჭრებად, მაგრამ მცირე ზომის ნაჭრებად არა, უნდა 'მოთუშოთ' ანუ მოხარშოთ თავისსავე ცხიმმში , იხვი ძალიან ცხიმიანია, ამიტომ ცხიმის დამატება არ დაჭირდება, ცხიმთან ერთად დაამატეთ ცოტაოდენი წყალი, სულ მცირე ოდენობით, როცა ხორცის სანახევროდ მოხარშული იქნება, დაუმატეთ ბროწეული (მხოლოდ გარჩეული რასაკვირველია biggrin.gif ) ბროწეულში უნდა დაიფაროს მთელი ხორცი, დაუმატებთ ხახვს და ქართულ ვარიანტში დაფნის ფოთოლს smile.gif მარილი თავისთავად.

ძAლიან გემრიელი გამოდის, ახლა რაც დავწერე თითქოს მარტივია, არადა მზადების დრო მართლაც კარგად უნდა დააკვირდე ბროწეულის რაოდენობას და იმას, რომ დროულად დაუმატო ხორცს თორემ გემოს ჰკარგავს smile.gif

Posted by: BigCrow 6 May 2007, 02:33
ლილიანი
გამაშინჯე რა მერე biggrin.gif

cocolina
QUOTE
იხვი

სად უნდა იშოვო ერთი იხვი?

Posted by: ShadowCat 6 May 2007, 11:06
BigCrow
QUOTE
სად უნდა იშოვო ერთი იხვი?

ეჰჰ, არა და, რა გემრიელია გარეული იხვი user.gif

Posted by: F_R_E_Y_A 6 May 2007, 12:19
ShadowCat
QUOTE
იცი, რაშია საქმე? ამ თემას მოყვა ბრაზილიური კერძების სამზარეულო (სადაც ამო-კოპი-პეისტებული რეცეპტებია), მექსიკური კერძების სამზარეულო..

მექსიკურში ხომ არაა ქოფიფეისტი user.gif
თანაც არა მგონია კიდევ ბევრი მსგავსი თემა გახსნან, უნგრულ და ნეპალურ სამზარეულოზე ხო არ გახსნიან და რაღა დარჩა, მთავარი რაც იყო, ფრანგული, იტალიური უკვე არის...

Posted by: ShadowCat 6 May 2007, 14:05
F R E Y A
QUOTE
მექსიკურში ხომ არაა ქოფიფეისტი

არაა smile.gif მე პრევენციას მივმართავ biggrin.gif
QUOTE
უნგრულ და ნეპალურ სამზარეულოზე ხო არ გახსნიან და რაღა დარჩა

არ გამიკვირდება, ეგეც რომ გახსნან biggrin.gif

Posted by: cocolina 6 May 2007, 17:30
BigCrow

biggrin.gif რა იყო კაცო იხვს ვეღარ ყიდულობ? თუ თბილისში და ბაზარში ვერ იშოვი, მახლობელ სოფლებში ეყოლება ვინმეს, მაგ: სოფ. დიღომში smile.gif

თუ არადა მოკალი , მოინადირე biggrin.gif

Posted by: ლილიანი 6 May 2007, 23:06
BigCrow
QUOTE
გამაშინჯე რა მერე biggrin.gif

კაიჰ yes.gif

მუოკლედ ვინაიდან და რადგანაც მე სუპების გარდა არ ვჭამ ახლა არაფერს smile.gif ეგი რეცეფთი მომეწუნა :

შემწვარი ცომი ბულიონში
ვთქვეფთ კვერცხს მარილითა და კარაქით. ვამატებთ ფქვილს და გამოგვდის ნაზი ცომი.

ცომს ვაბრტყელებთ და გრძელ ზოლებათ ვჭრით, პარალელურად ვამზადებთ ნებისმიერ საყვარელ ბულიონს smile.gif

ამ გრძელ ცომის ზოლებს დავჭრით კვადრატებათ და მოვბრაწავთ ზეთში (ან ტაფაში ან კარტოფილი ფრის საწვავში) გადმოვიჭებთ კუბიკებს ხელსაწმენდზე რომ დაიწრიტოს შემდეგ კი ბულიონს გავანწილებთ თეფშებზე და დავიმატებთ ამ ჩვენს ცომის გემრეილ კუბიკებს!!

მოკლედ ისეთი მადისაღმძვრელად მომეჩვენა რომ აგერ გადმოგიტანეთ!!

Posted by: BigCrow 10 May 2007, 03:10
cocolina
QUOTE
თუ არადა მოკალი , მოინადირე

:მშვილდისრის სმაილიკი:

Posted by: ლილიანი 10 May 2007, 22:15
მოკკლედ ახლა გავარკვიე ძალიან გემრიელი რაღაც ყოფილა.

ხარაზოტი
ესეიგი უნდა ხორცის საკეპ მანქნაში გაატაროთ:
სხვადსხვა სახის ჩირი რასაც მოიპოვებთ(კურაგა, ქლიავი,ლეღვი და ა.შ), ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, თხილი, კიდევ ეს ყვფელაფერი აურიოთ თაფლში და მაცაზე წაუსვათ- ფენა-ფენა (მაცა არის უსაფუარო პური "პაჩწი") ჰომდა ეს ყოფილა არ ვიცი სამოთხე დედამიწაზედ. ვოტ!

Posted by: violet 10 May 2007, 22:20
ლილიანი
QUOTE
სხვადსხვა სახის ჩირი რასაც მოიპოვებთ(კურაგა, ქლიავი,ლეღვი და ა.შ), ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, თხილი, კიდევ ეს ყვფელაფერი აურიოთ თაფლში და მაცაზე წაუსვათ- ფენა-ფენა (მაცა არის უსაფუარო პური "პაჩწი") ჰომდა ეს ყოფილა არ ვიცი სამოთხე დედამიწაზედ. ვოტ!

მიჭამია მართლაც უგემრიელესიაsmile.gif
ბებიას ახლობლები ყავდა (ებრაელები) და მაგათ მოქონდათ ხოლმე ჩვენთან

სამწუხაროდ ბავშვობის მერე აღარ გამისინჯია

user.gif დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებდი

Posted by: ლილიანი 10 May 2007, 22:41
violet
QUOTE
დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებდი

მეც მარა სად ვნახო ახლა მე მაცა biggrin.gif მე ცხობა მეზარვის user.gif


Posted by: Crimson King 10 May 2007, 23:13
ისე თემის სათაურთან რომაა სმაილიკი ტოჩნად არის შერჩეული biggrin.gif ებრაელები იმედია იუმორით მიიღებენ ამას alk.gif

Posted by: dato74 11 May 2007, 05:06
ყალია იციან ებრაელებმა უძლიერესი!
მოშე, გუშინდელ ყალიას შეჭამო? აბა რას ვიზამო. გამოიარე ხვააალო biggrin.gif

Posted by: ლილიანი 11 May 2007, 16:09
dato74
QUOTE
ყალია იციან ებრაელებმა უძლიერესი!

მაი რაია
?? baby.gif


Posted by: djindjidrinji 11 May 2007, 19:44
ლილიანი
QUOTE
სხვადსხვა სახის ჩირი რასაც მოიპოვებთ(კურაგა, ქლიავი,ლეღვი და ა.შ), ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, თხილი, კიდევ ეს ყვფელაფერი აურიოთ თაფლში და მაცაზე წაუსვათ- ფენა-ფენა (მაცა არის უსაფუარო პური "პაჩწი") ჰომდა ეს ყოფილა არ ვიცი სამოთხე დედამიწაზედ. ვოტ!


QUOTE
სახელი არ ვიცი


ეტო ხარაზოტ, დოროგაია, სადღესასწაულო საჭმელია, ჭამენ ფესახზე. ვაშლი გამოგრჩა, აუცილებელი ინგრედიენტია + ჩემი ებრაელები წაბლით აკეთებენ love.gif

QUOTE
მეც მარა სად ვნახო ახლა მე მაცა  მე ცხობა მეზარვის


მაცა გუდვილშიც არის, პოპულიშიც არის, ალბათ ყველა დიდ სუპერმარკეტში არის. უსაფუარო პური კიდე არაა, ფქვილისგან და წყლისგან გამომცხვარი თხეეელი ფირფიტებია.

Posted by: ლილიანი 11 May 2007, 23:30
djindjidrinji
QUOTE
ეტო ხარაზოტ, დოროგაია, სადღესასწაულო საჭმელია, ჭამენ ფესახზე. ვაშლი გამოგრჩა, აუცილებელი ინგრედიენტია + ჩემი ებრაელები წაბლით აკეთებენ love.gif

ჰომ ეგი აღარ ვიცოდი ნაღდად rolleyes.gif

QUOTE
მაცა გუდვილშიც არის, პოპულიშიც არის, ალბათ ყველა დიდ სუპერმარკეტში არის

wow.gif
წავეი სუპერმარკეტში biggrin.gif

QUOTE
, ფქვილისგან და წყლისგან გამომცხვარი თხეეელი ფირფიტებია.

ესეიგი პურია biggrin.gif chups.gif

Posted by: dato74 12 May 2007, 08:00
ლილიანი
QUOTE
მაი რაია

რაია და:
ნამდვილი ყალია კეთდება მსუქანი, ახლაგაზრდა იხვის (კვატას) ხორცით. ისე, საქონლის, მსუქანი დედლის ხორცითაც აკეთებენ.
აქნი კვატას ხორცს, ჩაშუშავ ხახვში, ცოტა წყალთან ერთდ თუჯის ქვაბში ისე რო ოდნავ ფარავდეს ხორცს. ჩაშუშვის მერე ნიორი, პილპილი, ყვითელი ყვავილი, ცოტა უცხო სუნელი, ცოტა ხმელი ქინძი ( ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს!) უნდა დანაყო. ბროწული უნდა დაარჩიო კაკალ-კაკალ და ყველაფერი ეს ჩაუშვა ქვაბში. მერე წამოდუღებამდე მიიყვან, მარილი გემოვნებით და ყალიაც მზადაა. ღერღილის ღომი უხდება ძაან. დაჯექი მერე და ჭამე და ჭამე.
ესაა, რო ყალიის სეზონი ახლა არაა, შემოდგომაზე აკეთებენ, როცა ბროწეული შემოდის

Posted by: nanka_iuristka 12 May 2007, 12:10
მაცები არის ლესელიძეზეც და სინაგოგაშიც იყიდება როგორც ვიცი.....

არა პურისგან ისე განსხვავდება როგორც შავი და თეთრი smile.gif

ჯერ გასინჯეთ smile.gif wink.gif

ხო ისა ებრაულ სამზარეულოში რეჰანი არარსებობს smile.gif თუ ვინმემ არ იცოდა smile.gif როგორც თურქულ სამზარეულოში ქინძი smile.gif

ებრაეულ სამზარეულოსთან დაკავშირებით რაც არ უნდა დაგჭირდეთ აქ ვარ smile.gif

Posted by: ლილიანი 12 May 2007, 20:23
dato74
გაიხარევი ახსნა განმარტებიზა biggrin.gif

nanka_iuristka
QUOTE
მაცები არის ლესელიძეზეც და სინაგოგაშიც იყიდება როგორც ვიცი.....

თენქს smile.gif

QUOTE
არა პურისგან ისე განსხვავდება როგორც შავი და თეთრი smile.gif

ეგ იასნა smile.gif იდეაა იგივე პაჩტი tongue.gif

QUOTE
ებრაეულ სამზარეულოსთან დაკავშირებით რაც არ უნდა დაგჭირდეთ აქ ვარ smile.gif

კერგია wink.gif

Posted by: nanka_iuristka 12 May 2007, 21:19
ლილიანი

იდეა იგივე არაა ვინაიდან ვისაც პური უყვარს ის მაცით პიურს ვერ ჩაანაცვლებს ვინაიდან ეს არის თხელი "ხრუსტიაშI" ფირფიტა რომელიც გამხამრია და იმის გარდა რომ დროჟი საერთოდ არ ააქვს, საერთოდ პურტან ვერ ასოცირდება smile.gif

ერრტადერთი პაშტეტს უხდება smile.gif მაცაზე წასმული პაშტეტი მართლაც გემრიელია smile.gif

ხო ისე დიეტაზე ვინცაა მათთვის მისწრება იქნება wink.gif smile.gif

Posted by: ShadowCat 12 May 2007, 21:32
nanka_iuristka
QUOTE
ეს არის თხელი "ხრუსტიაშI" ფირფიტა რომელიც გამხამრია და იმის გარდა რომ დროჟი საერთოდ არ ააქვს, საერთოდ პურტან ვერ ასოცირ

რაღაც "კრეკერის" მაგვარი? spy.gif

Posted by: nanka_iuristka 12 May 2007, 21:38
ShadowCat

კი, კრეკერის მსგავსი smile.gif ოღონდ ოთხკუთხედი ფირფიტაა და ნუ კრეკერი მაგაზე ბეევრად ბეევრად უფრო გემრიელია smile.gif მაცას არც მარილი აქვს არც არაფერი smile.gif

ხო პაშტეტს რაც შეეხება მე ვიგულისხმე ევროპული პაშტეტი და არა ებრაული smile.gif

ებრაელები პაშტეტს უფრო სწორად კი "პაშტიდას" სულ სხვა რაღაცას უწოდებენ smile.gif

მე ევროპული პაშტეტის ფანი ვარ, თქვენი არ ვიცი smile.gif

Posted by: ShadowCat 12 May 2007, 21:43
nanka_iuristka
QUOTE
ოღონდ ოთხკუთხედი ფირფიტაა

QUOTE
მაცას არც მარილი აქვს არც არაფერი

აი, სწორედ მასეთი კრეკერები იყო შტატებში, ჩილისთან ერთად ვჭამდი. yes.gif
Breaky-ც დამეთანხმება ალბათ spy.gif

Posted by: nanka_iuristka 12 May 2007, 21:51
ShadowCat

მაცაზე წასასმელად ამზადებენ ხოლმე სპეციალურ ჯემს ეხლა ვერაფრით ვიხსენებ რა ქვია.... აა ვსიო გამახსენდა.... "ხაროზეთი" ქვია.... თხილ შერეული ჯემია.....

ისიც დიდი არაფერი ტკბილი არაა მარა მაინც იმ უგემურ მაცას აძლევს რარაც გემოს...

მარა მე მაინც ერთი დანიშნულებით ვიყენებდი ხოლმე მაცას smile.gif მაცა+პაშტეტი+კიტრი smile.gif

პესახი მაინც და მაინც გემრიელი კერძებით არ გამოირჩევა: მაცა,ხაროზეთი,დანაყილი მწვანილი, კანაიდელი, მოხარშული კვერცხები smile.gif

Posted by: ShadowCat 12 May 2007, 21:57
QUOTE
ხაროზეთი

QUOTE
კანაიდელი

ეს რა არის? user.gif

Posted by: nanka_iuristka 12 May 2007, 22:05
ShadowCat

მოდი ბარემ რეცეპტებს დავწერ.

"ხაროზეთი"

ნებისმიერი მშრალი ხილი ორმელზეც ხელი მიგიწვდებათ:
შავი ქლიავი და კურაგა აუცილებლად, დანარჩენი თქვენი გემოვნებით და შესაძლებლობით დაამატეთ. ეს ყველაფერი ბზრიალდება პროცესორში და მივიღებთ ჯემივით მასას ამას ემატება დაფქული ნოგიზი ან თხილი და ეს მასაც უნდა კარგად ავზილოთ და მივიღებთ ხაროზეთს....

შაქრის დამატება ან რამე არ შეიძლება, ანუ წესით არ ემატება მაგრამ თქვენ თუ ვერ ჭამთ უტკბოს, შეგიძლიათ დაამატოთ.

ამდენად დიეტურიცაა smile.gif მაცაზე წასმული smile.gif

ანუ ხაროზეთი მზადდება პესახის დროს, იდეა ისაა რომ მაცაზე წაისვა და ჭამო...

რაც შეეხება კანაიდელს, მაგას ებრაელთა 80% ყიდულობს მზას და მერე სახლში ხარშავენ... კონკრეტული რეცეპტი ბევრმა არ იცის ვინაიდან სახლში მხოლოდ მოაქვთ და ხარშავენ.. ყუთებში იყიდება ეს არის ბურთები მუხუდოს ფქვილისგან გაკეთებული და იხარშება სუპი რომელშიც ამ ბურთებს ყრიან....

საკამოდ გემრიელი რამაა, უბრალოდ თვით ის ბურთები როგორ მზადდება ეგაა საინტერესო smile.gif

ეგ ნამდვიალდ არ ვიცი smile.gif


Posted by: ShadowCat 12 May 2007, 22:33
nanka_iuristka
QUOTE
კურაგა

ვაი.. არც ეს ვიცი რა არის baby.gif

Posted by: nanka_iuristka 12 May 2007, 22:39
ShadowCat

smile.gif

კურაგა AKA გარგრის ჩირი smile.gif

Posted by: ShadowCat 12 May 2007, 22:44
nanka_iuristka
აააააააააა! პონიატნო biggrin.gif

მომინდა ეხლა.. გარგარი user.gif

Posted by: nanka_iuristka 27 May 2007, 09:06
გიჭამიათ მუხუდოს სოუსში ჩახლილი უმი კვერცხი და ზემოდან მოყრილი ბლომად ქინძი?

მე არ ინგრედიენტებიდან გამომდიანრე ვერც გავსინჯე smile.gif მაგრამ მორწმუნე ებრაელების ნომერ პირველი სოუსია smile.gif ზიან ხოლმე მაგაში პურს აწობენ და დიდი სიამოვნებით მიირთმევენ....

Posted by: ლილიანი 27 May 2007, 23:58
QUOTE
გიჭამიათ მუხუდოს სოუსში ჩახლილი უმი კვერცხი და ზემოდან მოყრილი ბლომად ქინძი?

კარგი რაა user.gif

ბალახი რომ მინდოდეს მოვჭოვდიი sad.gif

და მუხუდოც არც ისე მისარებია biggrin.gif

Posted by: iushki 29 May 2007, 18:45
QUOTE (F R E Y A @ 2 May 2007, 22:10 )
ლილიანი
http://www.jewish.ru/cooking/
აი აქ ბევრი რეცეპტია, თან დასურათებული, ნახე აბა ))) ერთხელ ბავშვობაში ძალიან მაგარი რაღაც ვჭამე ჩემს მეგობართან, ქართველი ებრაელი იყო, მერე ისრაელში წავიდა user.gif აზრზე არ ვარ რა იყო, რაღაც ნამცხვარს ჰგავდა, მაგრამ დღემდე ვნატრობ ერთხელ კიდევ შემომთავაზონ სადმე...სახელი მაინც ვიცოდე, მოვძებნიდი ნეტში((

თუ არ ვცდები მაგ ნამცხვარს ფახლავა ჰქვია

Posted by: nanka_iuristka 29 May 2007, 19:48
QUOTE (iushki @ 29 May 2007, 18:45 )
თუ არ ვცდები მაგ ნამცხვარს ფახლავა ჰქვია

"ფახლავა" ეგეთი რამე ებრაული სამზარეულოსათვის უცნობია...


Posted by: iushki 29 May 2007, 20:18
QUOTE (nanka_iuristka @ 29 May 2007, 19:48 )
QUOTE (iushki @ 29 May 2007, 18:45 )
თუ არ ვცდები მაგ ნამცხვარს  ფახლავა  ჰქვია

"ფახლავა" ეგეთი რამე ებრაული სამზარეულოსათვის უცნობია...

ადრე ბავშვობაში მე და ჩემი კლასელები ვყიდულობდით ხოლმე ავლაბარში მეტეხის უბანში,ებრაელი ქალი აცხობდა ფახლავა ჰქვია.ძალიან ტკბილია. ბოდიში შენ ესე დარწმუნებული რატომ ხარ? ებრაელი ხარ?

Posted by: djindjidrinji 29 May 2007, 20:22
iushki
QUOTE
ბავშვობაში მე და ჩემი კლასელები ვყიდულობდით ხოლმე ავლაბარში მეტეხის უბანში,ებრაელი ქალი აცხობდა ფახლავა ჰქვია


და რა მერე? biggrin.gif ვაჟაზე პიცას აცხობენ, ქართულია? biggrin.gif არ აქვთ ებრაელებს ფახლავა, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ვერ გამოაცხობენ biggrin.gif

Posted by: nanka_iuristka 29 May 2007, 20:46
iushki

ებრაელი არ ვარ, 1 წვეთი არ მაქვს ებრაული მაგრამ ისრაელი, კერძოდ კი თელ-ავივი, ჩემი მეორე სამშობლოა...

აუ ეხლა გავაოფტოპიკე.... სორრიიიიიიიიი

Posted by: iushki 31 May 2007, 00:00
QUOTE (nanka_iuristka @ 29 May 2007, 20:46 )
iushki

ებრაელი არ ვარ, 1 წვეთი არ მაქვს ებრაული მაგრამ ისრაელი, კერძოდ კი თელ-ავივი, ჩემი მეორე სამშობლოა...

აუ ეხლა გავაოფტოპიკე.... სორრიიიიიიიიი

არც მე ვარ ებრაელი,ქართველი ვარ მაგრამ ისრაელის მოქალაქე ვარ და 12 წელია ისრაელში ვცხოვრობ.
აქ ვკითხე ქართველ ებრაელებს და მითხრეს ფახლავა ჰქვიაო მაგ ნამცხვარს,თაფლისგან,ნიგვზისგან,ქიშმიშისგან და ბევრი ტკბილი რამესგან კეთდება.
შეიძლება ებრაული არაა,მაგრამ ებრაელები აცხობენ.

Posted by: nanka_iuristka 31 May 2007, 19:48
QUOTE (iushki @ 31 May 2007, 00:00 )
QUOTE (nanka_iuristka @ 29 May 2007, 20:46 )
iushki

ებრაელი არ ვარ, 1 წვეთი არ მაქვს ებრაული მაგრამ ისრაელი, კერძოდ კი თელ-ავივი, ჩემი მეორე სამშობლოა...

აუ ეხლა გავაოფტოპიკე.... სორრიიიიიიიიი

არც მე ვარ ებრაელი,ქართველი ვარ მაგრამ ისრაელის მოქალაქე ვარ და 12 წელია ისრაელში ვცხოვრობ.
აქ ვკითხე ქართველ ებრაელებს და მითხრეს ფახლავა ჰქვიაო მაგ ნამცხვარს,თაფლისგან,ნიგვზისგან,ქიშმიშისგან და ბევრი ტკბილი რამესგან კეთდება.
შეიძლება ებრაული არაა,მაგრამ ებრაელები აცხობენ.

ფახლავის მოპარვაღა გინდათ თქო თურქებისგან.... ჩემგან ეგრე გადაეცი smile.gif

ჯერ თხინა და ხუმუსი ხო "გააებრაულეთ" თქო, ხოდა ეხლა აბა ფახლავის ჯერია თქო...

მაგათ ადგილას საკუთარი სამზარეულოს შექმნას დავუთმობდი ცოტა მეტ დროს...

Posted by: Tasso 31 May 2007, 22:43
მე მაქვს ასევე რაღაც ნაჭამი: გამომცხვარი ტხელი ფილა მგონი მაცა ერქვა და ზედ ზაან მაგარ რაღაცას უსმევდნენ და მახსოვს ხამსა ტუ რაგაც ასეტი ერქვა. არის ასეტი რამ ტუ მეშლება?

Posted by: nanka_iuristka 31 May 2007, 22:51
Tasso

მაცას როგორც წესი ხაროზეთს უსმევენ...

მარა ვისაც როგორ უსწორდება ისე ჭამს smile.gif ათასნაირ ჯემებს უსმევენ და თაფლს...

Posted by: revolucioneri 1 Jun 2007, 00:16
nanka_iuristka
და ვინა ტქვა რომ ეგ ტურქებისაა მაინცდამაინც! თურქები ყველას ყველას ყველაფერს პარავენ და არტმევენ! ერთი ეგ მიწააა მაგატი კიდევ! spy.gif
[color=blue]Other claims about its origins include: that it is of Assyrian[2] origin, dates back to ancient Mesopotamia, and was mentioned in a Mesopotamian cookbook on walnut dishes; that al-Baghdadi describes it in his 13th-century cookbook; and that it was a popular Byzantine dish.

Posted by: Vika 1 Jun 2007, 00:46
გვეყო კამათი, все мы от Адама и Евы.

Posted by: djindjidrinji 1 Jun 2007, 00:51
Vika

შას ტუტ მასსოვიე სამოუბიისტვა ბუდუტ. სნაჩალა დუმაი- პოტომ გოვორი biggrin.gif

Posted by: Vika 1 Jun 2007, 00:57
djindjidrinji
QUOTE
შას ტუტ მასსოვიე სამოუბიისტვა ბუდუტ

(В предкушении потирая руки) Don't tease me!

Posted by: Tasso 1 Jun 2007, 01:29
ხაროზეთი რა არის? ხამსა მართლაც არსებობს? ბავშვობაში მაქვს ნაჭამი და არვიცი სახელი სწორად მახსოვს ტუ არა

Posted by: iushki 1 Jun 2007, 02:24
nanka iuristka გეთანხმები.აქ ისრაელში მრავალნაირი სამზარეულოა,მაროკოული,სპარსული,არაბული და ვერ გაიგებ ვის რომელი ბლუდა ეკუთვნის,მართლა გააებრაულეს ბევრი რამ. მე ძალიან მიყვარს შვარმის ჭამა პიტაში. smile.gif

Posted by: nanka_iuristka 1 Jun 2007, 07:10
iushki

არა გაგებით მომენტ გაიგებ მარა რა რო? ჯახნუნზე, შავარმაზე, ფალაფელზე, თხინაზე, ხუმუსზე ყველა გეტყვის ჩვენი ეროვნულიაო რას ლაპარაკობო smile.gif)))


მარაჩემი აზრით დღეს არსებული სამზარეულოდან მართლა ებრაელების რაც არის ეს არის პიტა და კანაიდელი smile.gif ხო და კიდევ ერთი ორი არც ისე ცნობილი კერძი...

დანარჩენი ვისთვის რა სეკრეტია რომ ჯახნუნი იემენიდან წამოიღეს, ფალაფელი არაბული ქვეყნებიდან ნუ ხუმუსზე და თხინის წარმოშობაზე აღარ გვინდა smile.gif ყველა კარგად ვიცით

აი პიტა მემგონი მართლა მაგათია.... შავარმათი მეც ძალიან მიყვარს smile.gif ხუმუსით smile.gif ხუმუსის ფანი ვარ smile.gif

--------------------------------------------------------------
ხალხო იცოდით რომ თბილიშიც გაჩნდა ადგილი სადაც შეგიძლიათ პიტები იყიდოთ? აქამდე თუ იყიდებოდა არ ვიცი მაგრამ ეხლა ნაღდად არის საცხობი სადაც პიტებს აცხობენ... დაფასოებულია და თუ არ ვცდები შეკვრაში 5 ცალი ღირს ლარი....


Posted by: ALEF 30 Jan 2008, 11:58
QUOTE
ესაა, რო ყალიის სეზონი ახლა არაა, შემოდგომაზე აკეთებენ, როცა ბროწეული შემოდის

როცა ბროწეული არ არის კვაწარახითაც მშვენიერი გამოდის...ძაან მშვენიერი...wink.gif
ნუ გემოვნებით უმატებ, მე მაგალითად 1-2 სადილის კოვზს ვუშვრები...

Posted by: (c)TG 30 Jan 2008, 14:29
ლილიანი
nanka_iuristka
სინაგოგაში ვყიდულობდი ხოლმე, 3 ლარი ღირდა ადრე კილო და ეხლა აღარ ვიცი 2 წელია არ მიყიდია. ეზოში უკან საცხობია და ფორტოჩკიდან ყიდიდდნენ

Posted by: ლილიანი 30 Jan 2008, 14:35
©TG
გაიხარეეეეეეეე!!
ისა და სულ იყიდებოდა თუ რაღაც კონკრეტულ პერიოდში? jump.gif

Posted by: auau 30 Jan 2008, 14:48
არაჩვეულებრივია ფარშირებული თევზი.
მეგობარი ოჯახი მყავდა მოსკოვში, კულინარიის დიდოსტატები. ისეთ კაი რამეებს ამზადებდნენ, ვერ მოცილდებოდი.ვიდექი და რეცეპტებს ვიწერდი.ახლა რაც ხელთ ვიპოვნე უცებ, დავდებ:
ფარშირებული თევზი(ერთერთი სახეობა)
კარპი, საზანი, კობრის ჯიშის თევზს ვასუფთავებთ, ვაჭრით თავს.გავაცალოთ კანი. კანგაცლილ ხორცს შეძლებისდაგვარად დავაცალოთ ფხები, დავკეპოთ დანით ან გავატაროთ მანქანაში. სულ ცოტა ფქვილი მოვაყაროთ, რომ ცოტა შეასქელოს მასა, 1კგ ფარშზე 1 ცალი კვერცხი შევაზილოთ, გავუწყოთ მარილი, პილპილი, იმბირი.კანები დავჭრათ და გავხვიოთ ფარში ისე, რომ გვერდები არ ამოვკეცოთ, ანუ დაჭრილი თევზის ფორმაზე.ასე თუ გაგიჭირდათ, შეიძლება თევზი ჯერ დაჭრათ და მერე გააცალოთ კანი, ასე უფრო მიხვდებით.
ქვაბის ძირზე თხლად აფენთ მრგვლად დაჭრილ ხახვს და სტაფილოს თხელ ნაჭერებს, მერე ერთი ფენა თევზი, მერე ისევ სტაფილო და ხახვი და ა.შ. ჩადეთ დაფნის ფოთოლი, ბაჰარის და პილპილის მარცვლები, მოასხით სუსტი მარილიანი წყალი ისე, რომ მოადგეს და არ დაფაროს, დაამხეთ თეფში და დაახლოებით 30 წთ იდუღოს ნელ ცეცხლზე.
უგემრიელესია.




Posted by: ALEF 30 Jan 2008, 18:09
auau
QUOTE
არაჩვეულებრივია ფარშირებული თევზი.

ტაკ ნაზივაემი გეFილტე Fიშ...უგემრიელესია მართლა...და მაგის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს,მერე დავდებ აქ...ჩემი დედამთილი ამზადებს,პალჩიკი ობლიჟეშ smile.gif

Posted by: Ariadna 1 Feb 2008, 17:14
"ხამინი" გაგიგიათ? ხვალ მეპატიჟებიან დასაგემოვნებლად.

Posted by: ALEF 1 Feb 2008, 23:20
Ariadna
შაბათობით აკეტებენ უმეტესად ებრაელები.
ევროპიდან ჩამოსულები(აშკენაზები) ჩომტს ეძახიან
მუსულმანური ქვეყნებიდან(სეფარადები) ხამინს
ნუ ზუსტად რა განსხვავებაა ამ ორს შორის აღარ მახსოვს.
მხოლოდ ის მახსოვს,რომ არც ისე ძაან მომეწონა...სლიშკომ მსუყეა..
ლობიო, ხუმუსის მარცვლები,კვერცხი ,ხორცი...ნუ რავიცი...ნა ლიუბიწელია..smile.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 2 Feb 2008, 17:25
ALEF
შაბათობით მე როგორც ვიცი ებრაელები არაფერს არ აკეთებენ, და ძალიან მორწმუნე ებრაელები გაზსაც არ ანთებენ, ისინი ყველაფერს ამზადებენ პარასკევს და შემდეგ შაბათს უთმობენ სეირნობებს გართობას და ქეიფებს, და არანაირად კერძების მზადებებს და სახლის დალაგებას, ეს ვიცი ნათლიაჩემისგან რომელიც რამოდენიმე წელიწადი ისრაელში ცხოვრობდა smile.gif
* * *
QUOTE
მაცა ვჭამე ერთხელ.


ალბათ ვისთვის როგორ rolleyes.gif იმიტომ რომ მაცა ძალიან ძალიან მიყვარს მითუმეტეს ჯემებითა და ამბებით, მეზობელი მყავდა ებრაელი და ის მანებივრებდა მაგით.

Posted by: ALEF 2 Feb 2008, 20:23
Unfinished_Sympathy
შაბათისთვის აკეთებენ...ანუ პარასკევს...მართალი ხარ.წეხნიჩესკაია აშიბკა.

QUOTE
შაბათს უთმობენ სეირნობებს გართობას და ქეიფებს

ვინც შაბათს მხოლოდ სეირნობას და გართობას უთმობს ის ხამინსაც კარგად გააკეთებს შაბათსwink.gif დამიჯერე
10 წელია აქ ვცხოვრობ...
და რელიგიური ებრაელები შაბათს პირველ რიგში ლოცვას უთმობენ. ნუ რათქმაუნდა ტრაპეზებით კაი განწყობით და ასე შემდეგ smile.gif

Posted by: Unfinished_Sympathy 2 Feb 2008, 23:28
ALEF
ნუ ეგ თავისთავად smile.gif მე სეირნობა გართობაში ვიგულისხმე უმუშევრობა და უსაქმოსნობა smile.gif

Posted by: _Burzum 3 Feb 2008, 02:24
ALEF
ვაჰ, შენ რა ქაი რამეებს აკეთებ თურმე ებრაული სამზარეულოდან!
(გინამიოკებbiggrin.gif)

Posted by: (c)TG 3 Feb 2008, 03:07
ლილიანი
QUOTE
ისა და სულ იყიდებოდა თუ რაღაც კონკრეტულ პერიოდში?

მე დღესასწაულებზე ვყიდულობდი (მაშინ მახსენდებოდა ხოლმე და მტელ დიდ ყუთს მერე 3 თვე ვჭამდი), ჩემმა თანამშრომელმაც იყიდა (უფრო პატარა ყუთი მოიტანა და 5 ლარი ღირდაო) და მაშინ დღესასწაული არ ქონდათ არაფერი, ალბათ სულ იყიდება... რე ვიცი რე ვიცი... თუ მოვხვდი სინაგოგასთან, შევივლი და გავიკითხავ რა ხდება (მანამდე თუ არ იყიდე)

Posted by: ALEF 3 Feb 2008, 10:33
_Burzum
სირცხვილი და თავის მოჩრა მეbiggrin.gif
ბეზ ნამიოკოვbiggrin.gif

Posted by: mshvidi 3 Feb 2008, 11:48
ებრაული მაცა ვიცი მარტო. ბავშვი რო ვიყავი მეზობელი მაჭმევდა ხოლმე...

Posted by: anatoreli 3 Feb 2008, 13:13
ქაშერის ამბები როგორაა,ქაშერის....ისიც მოსყევით დაგენაცვლეთ biggrin.gif

Posted by: _Burzum 3 Feb 2008, 14:06
anatoreli
ქაშერის ამბები მშვენივრად - 2 მაცივარი და 2 ჭურჭლის ნიჟარაbiggrin.gif

Posted by: ALEF 3 Feb 2008, 14:52
anatoreli
QUOTE
ქაშერის ამბები როგორაა,ქაშერის....ისიც მოსყევით დაგენაცვლეთ

მაგდენს რა მოHყვება კაცო...
აი მაგალითად აქ ერთი სალათის რეცეპტი ვნახე... ნაჭამიც მაქვს ეგ სალათი..user.gifდა ძალიანაც მიყვარს..
ხორცი ბოლოკით და სმეტნით...ნუ ძაან არაქაშერია მაგალითად...იდეაში მაგ სალათს მარტო მაიონეზს უმატებენ რელიგიური ებრაელები...wink.gif

Posted by: BadbadGirl 3 Feb 2008, 16:06
ALEF
მნია ეგ ბოლკიანი სალათი მეც ძალიან მიყვარსsmile.gifმაგის ხათრით მაიონეზს და სმეტანასაც კი ვჭამ biggrin.gif

Posted by: anatoreli 4 Feb 2008, 19:34
ALEF
QUOTE
ხორცი ბოლოკით და სმეტნით...ნუ ძაან არაქაშერია მაგალითად...იდეაში მაგ სალათს მარტო მაიონეზს უმატებენ რელიგიური ებრაელები...

რავი მე კი გავსკდი ხაჭაპურებით....სტუმრები მყავდა და პირი არაფერს დააკარეს biggrin.gif

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 10 Feb 2008, 01:19
ებრაული კერძები ძალიან გემრიელია და ქართულზე კიდევ უფრო მძიმე! მოსანელებლად
ყალია იყო ნახსენები, სირაბაჯი თუ კარგად მახსოვს არის თხის ფეხები მოხარშული ბოლომდე! და მერე ნივრით და საკმაზებით! თუ არ ვცდები.
მერე ფახლავა, დაახლოებით თურქულის მსგავსი.
მერე ქაშერი ანუ სუფთა ღვინო მხოლოდ ყურძნის მარცვლებისაგან!
ტკბილეულიდან გოზინაყის მსგავსად მაგრამ არა მარტო კაკლისგან არამედ სხვა თხილეულისგან, ნუში, მიწის თხილისაგან გაკეთებული თაფლიანი ბურტულები!!

Posted by: kukuni27 29 May 2009, 15:28
კაიერტი წელია აქ არავის დაუპოსტავს, ერთი მინდა ვთქვა, როგორც ამბობენ, ებრაული სამზარეულო ძირითადა მაროკოული და აღმოსავლური კერძებისგან შედგება, ვიცნობ საბრებს, მათი დიასახლისი უძლიერესი კულინარია, თავად ეს ქალია ამბობს, ჩვენ ვეძახით ებრაულს, თორემ რასაც მე ვაკეთებ ეს ყველაფერი არის ალჟირული და მაროკოული კერძები, რომელიც დედაჩემმა მასწავლა,რადგან ის მაროკოში იყო დაბადებულ გაზრდილი და ისრაელშI KAI GVIAN ჩამოვიდაო.

Posted by: BER 29 May 2009, 15:41
ერთადერთი რაც მომეწონა ისრაელში ეს იყო ხუმუსი, რომელიც ლიბანური არის, და ლიბანური ყველი რომელიც არაჟანს გავს,
დანარჩენს მხოლოდ შიმშილის დასაკმაყოფილებლად ვჭამდი, შეიძლება სხვა ქვეყნების კერძებთან შედარებით უკეთესი საჭმელები აქვთ მაგრამ ქართულ სამზარეულოსთან ახლოს ვერ მოვა,


პ.ს. შემწვარი კვერცხი მომეწონა იქ სასტუმროს საჭმელებიდან biggrin.gif

Posted by: Johnnie Walker 30 May 2009, 13:37
QUOTE
ებრაული კერძები, სპეციფიკური და უგემრიელესი

ფარშირებული თევზი კაი რამეა smile.gif

ისრაელში ვჭამე კიდევ შემწვარი, რაღაც თვალებგადმოკარკლული და პირდაღებული, პირანიასავით კბილებით, ძალიან საშინელი თევზი, ფსკერის ბინადარი, როგორც ჩანს....

მაგარი გემრიელი იყო! smile.gif up.gif
* * *
ხო, ადრე, დიდი ხნის წინ, ქაშერის ღვინო დამალევინა უბნელმა შალომა-ბიძიამ, სასწაული რამ იყო, დღესაც მახსოვს მისი გემო... smile.gif

Posted by: auau 24 Aug 2009, 10:51
ებრაული კულინარიის ერთერთი მშვენებაა ფორშმაკი, რომლის ძირითადი ინგრედიენტებია ხირცსაკეპ მანქანაში გატარებული ან დაბლენდერებული ფხებგამოცლილი სელიოტკა და კარაქი.ერთ ვარიანტს შემოგთავაზეBთ:
მანქამაში გავატაროთ ან დავაბლენდეროთ სელიოტკა და მივამატოთ იმდენი კარაQი, რომ არ იყოს ძალიან მლაშე და თან ემჩნეოდეს თევზის გემო და მარილი. კარაქის რაოდენობა დამოკიდებულია თევზის მარილიანობასთან.წვრილად დავჭრათ მწვანე ხახვი და კოვზით ავურიოთ გამზადებულ მასას. გაუსვით პურზე (თუ მაცა არ გაქვთ) ფორშმაკი და მიირთვით.
არაჩვეულებრივი საუზმეა.

Posted by: Natia_N_N 24 Aug 2009, 19:00
მეგობარი მყავდა ებრაელი, 12 წელია წავიდა ისრაელში და არაფერი ვიცი მის შესახებ - აი ის მაჭმევდა მუდმივად მაცას და ხარაზოთს, დღემდე მახსოვს ის გემოები, თანაც მაშინ შიმშილობის პერიოდში მაგარ ვიტამინებს ვღებულობდი smile.gif

Posted by: rockataka 14 Sep 2009, 16:40
გუშინ ვიყავი კაბალისტების ცენტრალურ ქალაქ "ცFატში". რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, სადღაც 900 კმ მაღლა ზღვის დონიდან.
მივირთვი ძალიან კოშერნი პიცაsmile.gif აგერ, თავად ამ კაცის მომზადებული.

http://www.radikal.ru

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 02:04
kukuni27
QUOTE
ებრაული სამზარეულო ძირითადა მაროკოული და აღმოსავლური კერძებისგან შედგება

ეგ სეფარდების (მაღრიბელი ებრაელების), თორემ აშკენაზებს (ევროპელ ებრაელებს), ბუხარელებს ან თუნდაც ქართველ ებრაელებს სრულიად განსხვავებული სამზარეულოები აქვთ

Posted by: gabarzgaleba 16 Sep 2009, 02:10
rockataka
QUOTE
კოშერნი პიცა


რაიო? biggrin.gif

Posted by: patriciia 18 Sep 2009, 01:15
ძალიან მძიმე მოსანელებელია მაგათი კერძები, უცხიმიანესი, თვითმკვლელობაა, ფაქტობრივად

Posted by: tos-ka 18 Sep 2009, 13:39
დღეს ეს თემა რათაა ჩავარდნილი?
5770 წელს არ ვზეიმობთ?

ეს საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია, ვაშლი თაფლით

Posted by: hirondelle 18 Sep 2009, 13:52
გილოცავთ როშაშჰანე-ახალ წელს!

დაესწარით მრავალს, ჯანმრთელად და ბედნიერად!


დაე გაბრწყინებულიყოს მრავალტანჯული ისრაელი !

ამინ !

Posted by: rtuli 18 Sep 2009, 21:10
QUOTE
გილოცავთ როშაშჰანე-ახალ წელს!

დაესწარით მრავალს, ჯანმრთელად და ბედნიერად!

დაე გაბრწყინებულიყოს მრავალტანჯული ისრაელი !

ამინ !

ვუერთდები მილოცვას smile.gif

Posted by: kanonika 18 Sep 2009, 21:49
bis.gif bis.gif
მაგარი ხალხის მაგარი ახალი წელიიიი!

შალომ!


Posted by: miau 19 Sep 2009, 10:34
QUOTE
გილოცავთ როშაშჰანე-ახალ წელს!

დაესწარით მრავალს, ჯანმრთელად და ბედნიერად!

დაე გაბრწყინებულიყოს მრავალტანჯული ისრაელი !

ამინ !


მოგვიანებით ვუერთდები მილოცვას! smile.gif

Posted by: rockataka 19 Sep 2009, 12:13
http://www.radikal.ru
კარგად გამოვთვერი გუშინ chups.gif

Posted by: WALLON 19 Sep 2009, 14:09
rockataka
QUOTE
კარგად გამოვთვერი გუშინ

შეგარგოს კაშერის ღვინის ნაჟური! alk.gif

Posted by: izabel 19 Sep 2009, 14:48
ვულოცავ ებრაელ ხალხს როშ ჰა შანას. smile.gif

Posted by: agr_bak 16 Feb 2012, 17:55
ასეთი თემა ვერ ვნახე და თუ არის მიაერთეთ ან დახურეთ .
ძალიან მჭირდება ყალიას რეცეპტი.. ინტერნეტში ეს ვიპოვე.
მე მინდა ხბოს ხორცით გაკეთებული ვარიანტი. თუ ვინმემ იცით (განსაკუთრებით ებრაელებმა) იქნებ დამეხმაროთ და მომაწოდოთ. წინასწარ მადლობა.

----------------------------------------------



ებრაული სადღესასწაულო კერძია ყალია, რომელსაც საგულდაგულოდ ამზადებენ, ძირითადად იხვის ხორცისგან. მსხვილად დაჭრილ ნაჭრებს თავისსავე ცხიმში თუშავენ, ამატებენ წყალს, აყრიან ბლომად გარჩეულ ბროწეულს, ხახვს და ხორცი რომ მომზადდება, კერძი მზადაა. საქართველოში მცხოვრები ებრაელები ამ კერძს ხშირად უმატებენ დაფნის ფოთოლს. დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა ნაწილმა ყალია თავისებურად გარდაქმნა - იხვის ხორცს ჩაშუშავენ ხახვში, დაამატებენ წყალს, მარილს, ნიორს და პილპილს, შეაზავებენ დანაყილი ყვითელი ყვავილით, ხმელი ქინძითა და უცხო სუნელით, შემდეგ ამატებენ ბროწეულს და ზოგი სიმინდის ღერღილსაც კი უმატებს.

-------------
ერთი ცალი დაკლულ-გასუფთავებული ფრინველი (დედალი, მამალი, ინდაური, ბატი, იხვი) უნდა ავქნათ ჩვეულებრივი წესით ნაჭრებად და ჩავალაგოთ ქვაბში; მოვაყაროთ ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილი (თითო-თითო სუფრის კოვზი), წიწაკა და მარილი - (თითო-თითო ჩაის კოვზი);
ხახვი 2-3 დიდი თავი - ალყა-ალყა დაჭრილი, ნიორი - რამდენიმე კბილი. ბროწეული - წვენად 1 სუფრის კოვზი, ან პატარა ბროწეული კაკლებად - 1 ცალი პატარა ბროწეული. ფრინველი უნდა ჩაითუშოს დაბალ ცეცხლზე თავისსავე წვენში და ცხიმში, ნახევარი საათის შემდეგ ვუმატებთ 1 სუფრის კოვზ ტომატს. ვაგრძელებთ მზადებას კიდევ ნახევარი საათის მანძილზე თავდახურულ ჭურჭელში (სუნელების რაოდენობა შეგიძლიათ ცვალოთ გემოვნების მიხედვით). ხორცი გამოდის ძალიან რბილი და სუნელებ-გამჯდარი. თითქმის წვენის გარეშე.
---------
აქნი იხვის ხორცს, ჩაშუშავ ხახვში, ცოტა წყალთან ერთდ თუჯის ქვაბში ისე რომ ოდნავ ფარავდეს ხორცს. ჩაშუშვის მერე ნიორი, პილპილი, ყვითელი ყვავილი, ცოტა უცხო სუნელი, ცოტა ხმელი ქინძი ( ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს!) უნდა დანაყო. ბროწული უნდა დაარჩიო კაკალ-კაკალ და ყველაფერი ეს ჩაუშვა ქვაბში. მერე წამოდუღებამდე მიიყვან, მარილი გემოვნებით და ყალიაც მზადაა. ღერღილის ღომი უხდება ძალიან.

Posted by: LTB1948 17 Feb 2012, 17:26
agr_bak

1 კგ ხბოს რბილი დავჭერი პატარა ნაჭრებად და წამოვადუღე, მოვქაფე და წყალი განმოვუცვალე (ნახარში მწყენს და მაგიტომ, თორემ ნახარშით ალბათ უფრო გემრიელია). მერე ჩავუმატე დაფნის ფოთოლი 2-3 ცალი, დაფქვილი ბაჰარი მეოთხედი ჩაის კოვზი, 3 ს.კ. ხმელი ტარხუნა და ცოტა ცყალი და ამ წყალში ვაცადე რომ ჩრბიულებულიყო ძალიან დაბალ ცეცლხზე... რომ მოიხარშა ხორცი და წყალიც ჩააშრა, დავუმ,ატე ნახევარალყებად დაჭრილი წითელი ხახვი 6 ცალი საშჲალო და ვურჩესტერის სოუსი 5 სადილის კოვზი დაახლოებით, ნუ გემოზე მიხვდებით მეტი თუ უნდა ან ნაკლები... ცოტა სოიოს სოუსიც ჩავამატე... კარგად რომ შეიწოვა ხორცმა და არომატიც მიიღო სოუსის, დავამატე ნახევარი ბროწეულის მარცვლები, ცოტა ხმელი ქონდარი. რომ მომზადდა მარილი და პილპილი, გადმოღებისას დავუმატე დაჭრილი ქინძი... რაღც მივიღე დასავლეთ-აღმოსავლეთ ქართუილი ფუჟენი, მაგრამ უგემრიელესია..... მივირთვი კარტოფილის პიურესთან ერთდ და ძალიან მესიამოვნა.....


--------------------
მსგავსია და ეგება გამოგადგესsmile.gif

Posted by: Peppi 17 Feb 2012, 17:49
agr_bak
ჩემი რეცეპტი, სად იპოვე?,smile.gif
მე ყალია ისე ვიცი როგორც შენ დააკოპირე და ჩემი დაწერილი რეცეპტია, უფრო სწორედ დედაჩემი ამზადებს მასე და კულაშელი ებრაელების რეცეპტურით არის.. ხშირად იყო მიწვეული სუფრებზე სადაც ყალიაც იყო..

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1783


სხვა ვარიანტი მე არ ვიცი.. სოიას სოუსი ნამდვილად არ უნდა ყალიასsmile.gif

შენ თავად შეგიძლია შეცვალო საქონლის ხორცით.. და რეცეპტი ფრინველის ნაცვლად წითელ ხორცს მაორგოsmile.gif

კიდევ, აი ამ კერძს გადახედე - ჯურჯალი, ამ ორის კომბინაციით იქნებ გამოვიდეს ის, რაც არის..
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=580

Posted by: miau 17 Feb 2012, 19:19
Peppi
QUOTE
სოიას სოუსი ნამდვილად არ უნდა ყალიას


ალბათ ჩინელებს დაესესხნენ biggrin.gif
სოიას სოუსი ებრაულ სამზარეულოში საიდან უნდა მოხვედრილიყო არ ვიცი, ეს ალბათ რაღაც ვარიაციაა. მითუმეტეს, რომ ყალია, რომელსაც საქართველოში ამზადებენ, ქართულ-ებრაული კერძია. ეს სწორედ ქართველი ებრაელებისგან შევიტყვე, რომლებიც მიყვებოდნენ, რომ ყალიას ვარიანტი, რომელსაც საქართველოში ამზადებენ, ეს არის სრულიად ქართულ-ებრაული. smile.gif

* * *
"ებრაული სადღესასწაულო კერძია ყალია, რომელსაც საგულდაგულოდ ამზადებენ, ძირითადად იხვის ხორცისგან. მსხვილად დაჭრილ ნაჭრებს თავისსავე ცხიმში თუშავენ, ამატებენ წყალს, აყრიან ბლომად გარჩეულ ბროწეულს, ხახვს და ხორცი რომ მომზადდება, კერძი მზადაა. საქართველოში მცხოვრები ებრაელები ამ კერძს ხშირად უმატებენ დაფნის ფოთოლს.
დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა ნაწილმა ყალია თავისებურად გარდაქმნა – იხვის ხორცს ჩაშუშავენ ხახვში, დაამატებენ წყალს, მარილს, ნიორს და პილპილის, შეაზავებენ დანაყილი ყვითელი ყვავილით, ხმელი ქინძითა და უცხო სუნელით, შემდეგ ამატებენ ბროწეულს და ზოგი სიმინდის ღერღილსაც კი უმატებს. ქართული სანელებლებით შეზავებული ეს ებრაული კერძი მართლაც რომ ქართველი ებრაელების კულინარული კულტურის საკუთრებას წარმოადგენს. "

Posted by: Peppi 17 Feb 2012, 20:45
miau
QUOTE
ყალიას ვარიანტი, რომელსაც საქართველოში ამზადებენ, ეს არის სრულიად ქართულ-ებრაული.

გეთანხმებიsmile.gif

ფრინველს რაც შეეხება - უნდა იყოს ძველი და ცხიმიანი, ბატი იქნება, იხვი, თუ ძველი მამალი - ეგ დიასახლისის და შესაძლებლობის ამბავიაsmile.gif

ღერღილი არ გამიგია, ყოველ შემთხვევაში სამტერედიელი ებრაელები თუ არ უშვებოდნენ, სხვამ სულ არ უნდა უქნას (ან არ ამხელდენენ სირცხვილით) ..
თან, დიდ სუფრებზე წვენს არ ატარებდნენო, შუა სუფრაზე შემოქონდათ ცხლად, ოღონდ მხოლოდ ხორციო, მე ასე ვიცი თვითმხილველებისგან..

Posted by: Lieder_Tim 17 Feb 2012, 22:26
agr_bak
QUOTE
16 Feb 2012, 17:55

როგორ მომენატრე smile.gif
2kiss.gif
დამვორნონ ამ ოფისთვის თუნდაც wink.gif

Posted by: agr_bak 18 Feb 2012, 00:08
LTB1948
მადლობა, საინტერესო რამ ჩანს. ვცდი


Peppi
QUOTE
ჩემი რეცეპტი, სად იპოვე?,

ინტერნეტში ''დავსერჩე'' რაღAც პერიოდის წინ და შენახული მქონდა

ესეიგი ამ რეცეპტით გავაკეთEბ, უბალოდ ხორცს შEვცვლი
მადლობა 2kiss.gif

Posted by: izabel 18 Feb 2012, 14:14
agr_bak
თუ კიდევ გაინტერესებს

მეგობარი ამზადებს ასე:

წინასწარ ამარილებს ბატს..აშრობს, ახმობს მერე რამოდენიმე დღე. მოშუშავს ხახვს. თასში სუნელებთან, წინასწარ მოშუშულ ხახვთან და სოიოს სოუსთან, მარილთან აურევს ამ ბატის ხორცს...გადაიტანს ქვაბში და წყალს ამატებს ნახევარ ჭიქამდე. მზადდება ძალიან დაბალ ცეცხლზე და ბოლოსკენ უმატებს ნედლ ქინძს.
ნიორი ამათ უყვართ და თავისთავად იგულისხმება. მიირთმევენ ღომთან ერთად.
ისე ყალია იხვის ან ბატის ხორცისგან აკეთებენ, მაგრამ ბატის უკეთესი გამოდის.

Posted by: LTB1948 18 Feb 2012, 16:53
miau
Peppi
ყალიას არ უნდა, ეს რეცეპტი გავს ყალიას თუმცა არ არის კლასიკური და ჩემი მოდიფიცირებულიაsmile.gif არც ვურჩესტერის სოუსი არის ებრაულიsmile.gif) უბრალოდ მიყვარს ჩემი შტრიხების დამატება კერძებში.... ჩემი მოდიფიკაციით არის ეს კერძი და ყალიის მაგვარიაsmile.gif) არა მგონია სოიო და ვურჩესტერის სოუსი კაშერული იყოს, მაგრამ რეცეპტი არც ებრაულ პრინციპებს არღვევსsmile.gif) იმიტომაც მივაწერე აღმოსავლურ-დასავლური ფიუჟენი და შეგეძლოთ არ გაგემასხარავებინათ, თუმცა ქილიკს ჯერ კაცი არ მოუკლავს და რეცეპტიც ძალიან გემრიელია თუ სცდითsmile.gif)....

ისე მაცას ხარაზოტით არაფერი ჯობს... ჩემი მეგობრის ბებია თუ არ ვცდები ქიშმიშს ნიგოზს, თხილს კურაგას ატარებდა, და თაფლს ურევდა.... სხვა ინგრედიენტები სამწუხაროდ არ მახსოვს, ახლა ისრაელში არიან და ბავშვობის მერე არ მიჭამია, მაგრამ ძალიან მიყვარს.... მგონი შეიძლევბა ინტერნეტში დაზებნა, არ დამეზარება და ჩემს მეგობარსაც მივწერ ბებიის რეცეპტი რომ მომწეროსsmile.gif)) და თუ მასხარად არ ამიგდებთ, გაგიზიარებთsmile.gif

Posted by: agr_bak 18 Feb 2012, 16:58
izabel
QUOTE
თუ კიდევ გაინტერესებს

მადლობა2kiss.gif

LTB1948
QUOTE
რეცეპტიც ძალიან გემრიელია თუ სცდით

თეორიულად ძალიან მომეწონა და აუცილებლად ვცდი yes.gif

Posted by: miau 18 Feb 2012, 23:51
LTB1948

არ ვიცი, გამასხრება არც მიფიქრია. კერძების მოდერნიზაცია სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ რაღაც სიფრთხილით ვუყურებ კონკრეტულ სამზარეულოში სრულიად არადამახასიათებელი ინგრედიენტების დამატებას და მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. ჩემი აზრით ნამდვილად არაფერი წყდება. სხვადასხვა რუსულ საიტზე ბევრი ქართული კერძია ისე გარდაქმნილი, მხოლოდ სახელი რომ აქვს შერჩენილი და ეს ტენდენცია ჩემთვის დამაფიქრებელია.
რაც დაწერეთ, აშკარად გემრიელი კერძი ჩანს, მაგრამ ყალია კიდევ სხვა რამეა. smile.gif
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს.
თუ ჩემი შეხედულებით ვინმეს ვაწყენინე, გულწრფელად ბოდიშს ვიხდი.
smile.gifPeppi
QUOTE
თან, დიდ სუფრებზე წვენს არ ატარებდნენო, შუა სუფრაზე შემოქონდათ ცხლად, ოღონდ მხოლოდ ხორციო, მე ასე ვიცი თვითმხილველებისგან..


საინტერესოა. smile.gif
* * *
QUOTE
თუ მასხარად არ ამიგდებთ, გაგიზიარებთ


http://forum.ge/?showtopic=33733533&view=findpost&p=5581078

მე ვიცი, რომ ვაშლსაც უმატებენ.

Posted by: nanka_iuristka 19 Feb 2012, 01:21
წარმოდგენა არ მაქვს ეს 7 გვერდი რას მოიცავს მაგრამ ჩემს 8 წლიან სტაჟს თუ გავითვალისწინებთ ისრაელში, ჩემი პირადი აზრით - ებრაული სამზარეულო არ არსებობს.

ხაროზეთი, ხალა, ფალაფელი და ხუმუსი -რთულია ამას სამზარეულო უწოდო....

Posted by: elee 19 Feb 2012, 02:32
QUOTE
ებრაული კერძები

ჩემი მეგობარი გამახსენდა sad.gif

Posted by: rockataka 19 Feb 2012, 12:07
QUOTE (nanka_iuristka @ 19 Feb 2012, 01:21 )
წარმოდგენა არ მაქვს ეს 7 გვერდი რას მოიცავს მაგრამ ჩემს 8 წლიან სტაჟს თუ გავითვალისწინებთ ისრაელში, ჩემი პირადი აზრით - ებრაული სამზარეულო არ არსებობს.

ხაროზეთი, ხალა, ფალაფელი და ხუმუსი -რთულია ამას სამზარეულო უწოდო....

თელ ავივის 'ტახანა მერკაზიზე' ცხოვრობ? gigi.gif

Posted by: nanka_iuristka 19 Feb 2012, 17:04
rockataka

"ცოტათი" ასცდი - ჩრდილოეთ თელ-ავივში ვაიცმანის ქუჩაზე გავიზარდე smile.gif

და საერთოდ, ეს შეურაცხმყოფელი აზრები საიდან მოგდით თავებში? რატომ უნდა მეცხოვრა "ცენტრალურ სადგურთან" და არა უკეთეს ადგილას?

ისე მოდერატორი ხართ და ოფტოპიკებზე სანამ სხვებს ლექციას ჩაუტარებთ, თავად უნდა იცავდეთ smile.gif


-----------------------------------
ბოდიშს ვუხდი თემის ავტორს ამ კომენტარისთვის, რომელიც არაფერ კავშირში არაა ებრაულ სამზარეულოსთან...

Posted by: LTB1948 19 Feb 2012, 18:59
nanka_iuristka

ისე გეთAნხმები, წმინდა ებრაულის განსაზღვრა რთულია იმდენად არის არეული არაბულ სამზარეულოში, მაგრამ მაინც აქვთ თავისი წესები, წესით ხორცს და რძის პროდუქტს ერთად არ არ ამზადებენ, კაშერულ პროდუქტებსაც აქვს თავისი წესი, გარდა ლოცვის წაკითხვისა, თუმცა არომატები ბევრი აქვს საერთო იგივე ლიბანურთან და სირიულთან....
არ ვრ ექსპერტი, მარა ბავშვობასი ყოველთვის მიყვარდა ჩემს ებრალ მეზობლებთან კერძების დაგემოვნება, განსაკუთრებით ფესახის მოახლოებისას, მაცასაც ყოველთვის გემრიელად ვაკნატუნებდი ეზოში სხვა ბავსვებთან ერთადsmile.gif რამდენი წელია არ მიჭამია sad.gif

Posted by: nanka_iuristka 19 Feb 2012, 19:22
LTB1948

კი გეთანხმებით, წესები აქვთ, მაგრამ მხოლოდ წესების ქონა ხომ არაა სამზარეულო?

ძალიან მიყვარს ისრაელიც და ებრაელებიც, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება -სამზარეულო არ გააჩნიათ smile.gif

სამზარეულო აქვთ ფრანგებს, იტალიელებს, ბევრს, მათ შორის ჩვენც, მაგრამ არიან ქვეყნები რომლებსაც არ გააჩნიათ. მაგალითად ბელგია - არ ააქვს სამზარეულო და მოკალი smile.gif)) მულები, რომლებიც ჰოლანდიიდან ჩამოაქვთ და შოკოლადი, რომელსაც შვეიცარია ბელგიაზე წინ ამზადებდა, არაა სამზარეულო და რას ვიზამთ. მასე მეც დავირქმევ დედოფალს, მარა არ ნიშნავს რომ დედოფალი ვიქნები smile.gif

ანტი თემის წამოჭრა არაა ჩემი იდეა. შეიძლება ვცდები და ბევრი თვლის რომ ებრაული სამზარეულო არსებობს, სიამოვნებით მოვისმენ მათ არგუმენტებს, ვინც თვლის რომ მე ვცდები smile.gif

Posted by: rockataka 19 Feb 2012, 23:00
nanka_iuristka
რატომ მიიღე შეურაწმყოფად ჩემი პოსტი? ვიხუმრე (სტამ)...

მაგ ადგილზეა პოპილიარული შენსდამი ჩამოთვლილი კერძები და მაგიტომ ვიხუმრე smile.gif

Posted by: Qetucha 9 Apr 2012, 13:32
ვაიმე ხარაზოთი მიყვარს ძალიან მაცაც მართალია მე არ ვარ ებრაელი მაგრამ ებრაელი მეზობლები მყავს
და თან ეხლა მაგათი დღესასწაული ფესახი შემოვიდა და ხარაზოთი აქვთ ხოლმე ამ დღესასწაულზე და სულ მპატიჟებენ
იციან რო მიყვარს ხარაზოთი და მაცა ვჭამ ხოლმე იქ biggrin.gif
ადრე ორი შეკვრა მაცაც მაჩუქეს biggrin.gif ძალიან მიყვარს მეგემრიელება ძალიან ორივე smile.gif
ყალიას არ გავსინჯავ არასოდეს. არ მაქ სურვილი

აი აქ დევს ბევრი საინტერესო რამე ებრაულ სამზარეულოზე ზოგი რამე აქაც არი ნახსენები ამ თემაში დაზოგი არა http://24saati.ge/index.php/category/style/dinning/2010-05-30/7157

Posted by: Johnnie Walker 9 Apr 2012, 16:55
nanka_iuristka
QUOTE
ჩემი პირადი აზრით - ებრაული სამზარეულო არ არსებობს.

რატომ, კაცო, და ფარშირებული თევზი? smile.gif

Posted by: ._. 9 Apr 2012, 17:00
nanka_iuristka
QUOTE
ჩრდილოეთ თელ-ავივში ვაიცმანის ქუჩაზე გავიზარდე

ცფონ?biggrin.gif

QUOTE
ბევრი თვლის რომ ებრაული სამზარეულო არსებობს, სიამოვნებით მოვისმენ მათ არგუმენტებს, ვინც თვლის რომ მე ვცდები

ნუ mediterrenian სამზარეულოა ძირითადად -- ისე, რა ჯობია იციკ აგადოლში ჭამას იაფოშიsmile.gif

ის მაინც აღიარე, რომ ძალიან მაგარი რესტორნებია თელ-ავივში (იქ არ ვცხოვრობ მაგრამ თბილისზე უკეთესად ვიცი -- განსაკუთრებით რესტორნებიsmile.gif)

Posted by: savarcxeli 15 Apr 2012, 17:47
აქ ვინმე ხომ ვერ მეტყვის ხამინის რეცეპტს? ინტერნეტში ვერ ვნახე, მგონი უფრო მაროკოულია, მაროკოელ ებრაელებთან ვნახე. ხუმუსის მარცვლებით და ხორცით მზადდება და შაბათის ღამის განმავლობაში იხარშება

Posted by: izabel 30 Apr 2012, 23:39
savarcxeli
თუ კიდევ გაინტერესებს დაგიწერ ხამინის რეცეპტს.

Posted by: prognosis pessima 28 May 2014, 21:09
nanka_iuristka ან სხვებმაც, იქნებ, იცით ამ პეჩენიების ნამდვილი რეცეპტი? кихелах и земелах. ქართულად, სამწუხაროდ, არ ვიცი რა ქვია.



Возле булочной на улице Горького

Город пахнет свежестью
Ветреной и нежной.
Я иду по Горького
К площади Манежной.

Кихэлэх и зэмэлэх
Я увидел в булочной
И стою растерянный
В суматохе уличной.

Все,
Все,
Все,

Все дети любят сладости.
Ради звонкой радости
В мирный вечер будничный
Кихэлэх и зэмэлэх
Покупайте в булочной!

Подбегает девочка,
Спрашивает тихо:
— Что такое зэмэлэх?
Что такое кихэлэх?

Объясняю девочке
Этих слов значенье:
Кихэлэх и зэмэлэх —
Вкусное печенье,

И любил когда-то
Есть печенье это
Мальчик мой, сожженный
В гитлеровском гетто.

Все,
Все,
Все,

Все дети любят сладости.
Ради звонкой радости
В мирный вечер будничный
Кихэлэх и зэмэлэх
Покупайте в булочной.

Я стою, и слышится
Сына голос тихий:
— Ой, купи сегодня
Зэмэлэх и кихэлэх...

Где же ты, мой мальчик,
Сладкоежка, где ты?
Полыхают маки
Там, где было гетто.

Полыхают маки
На горючих землях...
Покупайте детям
Кихэлэх и зэмэлэх!

Все,
Все,
Все,

Все дети любят сладости.
Ради звонкой радости
В мирный вечер будничный
Кихэлэх и зэмэлэх
Покупайте в булочной!

Моисей Тейф
Перевод Юнны Мориц

Posted by: otarik1977 29 May 2014, 16:10
ყალია ებრაული არაა?! ქუთაისელი ებრაელების საფირმო კერძია მე როგორც ვიცი და მაგრა მევუასება, იქნებ რეცეპტი იცოდეთ ვინმემ

Posted by: nia4u 29 May 2014, 19:36
otarik1977
QUOTE
ყალია ებრაული არაა?! ქუთაისელი ებრაელების საფირმო კერძია მე როგორც ვიცი და მაგრა მევუასება, იქნებ რეცეპტი იცოდეთ ვინმემ

წინა გვერდს რომ გადახედო?
დაჟე რამდენიმე ვარიანტი დევს...

Posted by: მერკუციო 11 Jun 2014, 08:47
თუ კონკრეტულ ხალხს რაიმე თავისი შტრიხი შეაქვს კონკრეტულ კერძში, ჩემთვის ასეთი კერძი ამ ქვეყნის კულინარიას ეკუთვნის და წარმოშობის ქვეყანა დიდად არ მაინტერესებს.
მითუმეტეს, თუ წარმოშობის ქვეყნისთვის/ხალხისთვის ეს მხოლოდ ერთ-ერთი კერძია და ე.წ. "მსესხებელი" ქვეყნისთვს/ხალხისთვის ლამის საკულტო კერძადაა ქცეული.

მაგალითად, ისრაელში ერთ-ერთი პოპულარული საუზმე შაკშუკა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენს აჭარულ ჩირბულს.
იდეაში მაროკოულია, მაგრამ ისრაელში ბევრად მეტი პოპულარობით სარგებლობს.
სპეციალური საშაკშუკეებიც კი არსებობს.

საზაფხულო, უგემრიელესი, მსუბუქი და სასარგებლო კერძია.

http://www.foodclub.ru/detail/9336/

user posted image

Posted by: voice of amerika 13 Jun 2014, 20:14

ლილიანი
კი აქვთ მაგრამ ბევრი კერძი არა ძირითადად მაცით აკეთებენ ყველაფერს.

Posted by: otarik1977 13 Jun 2014, 20:18
QUOTE (მერკუციო @ 11 Jun 2014, 08:47 )
თუ კონკრეტულ ხალხს რაიმე თავისი შტრიხი შეაქვს კონკრეტულ კერძში, ჩემთვის ასეთი კერძი ამ ქვეყნის კულინარიას ეკუთვნის და წარმოშობის ქვეყანა დიდად არ მაინტერესებს.
მითუმეტეს, თუ წარმოშობის ქვეყნისთვის/ხალხისთვის ეს მხოლოდ ერთ-ერთი კერძია და ე.წ. "მსესხებელი" ქვეყნისთვს/ხალხისთვის ლამის საკულტო კერძადაა ქცეული.

მაგალითად, ისრაელში ერთ-ერთი პოპულარული საუზმე შაკშუკა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენს აჭარულ ჩირბულს.
იდეაში მაროკოულია, მაგრამ ისრაელში ბევრად მეტი პოპულარობით სარგებლობს.
სპეციალური საშაკშუკეებიც კი არსებობს.

საზაფხულო, უგემრიელესი, მსუბუქი და სასარგებლო კერძია.

http://www.foodclub.ru/detail/9336/

user posted image

ამას ბიცოლაჩემი აკეთებდა ხშირად და მაგრა მევასება მეც,მარა მე ამ კერძს ჩიჟიპიჟად ვიცნობ givi.gif

Posted by: მერკუციო 13 Jun 2014, 21:14
otarik1977
QUOTE
ამას ბიცოლაჩემი აკეთებდა ხშირად და მაგრა მევასება მეც,მარა მე ამ კერძს ჩიჟიპიჟად ვიცნობ

ჩიჟი-პიჟი სულ სხვანაირი კერძია.
ბევრნაირად აკეთებენ, მაგალითად აი ასეთი http://www.povarenok.ru/recipes/show/76116/

რაც მთავარია ხორცითაა და ამაში ხორცი არაა

Posted by: katokato 14 Jun 2014, 16:23
უგემრიელესი სამზარეულოა.
თელავივში რესტორანში შევუკვეთე ერთხელ ნაუგად და მომიტანეს ისეთი ფანტასტიკა, დღემდე მახსოვს გემო , სახელი კი არა . თევზი იყო გოგრით .

Posted by: rockataka 14 Jun 2014, 23:56
katokato
QUOTE
. თევზი იყო გოგრით .

ეგ, მაროკოული საჭმელია. გარნირად, ბრინჯი მოყვება smile.gif)

Posted by: katokato 17 Jun 2014, 20:29
rockataka
QUOTE
ეგ, მაროკოული საჭმელია. გარნირად, ბრინჯი მოყვება )

არა, ბრინჯი არ ჰქონდა smile.gif თევზი და გოგრა შეზავებული რაღაც ჯადოსნობებით .

Posted by: ჰეისან 18 Jun 2014, 00:45
rockataka
QUOTE
გუშინ ვიყავი კაბალისტების ცენტრალურ ქალაქ "ცFატში". რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, სადღაც 900 კმ მაღლა ზღვის დონიდან.

QUOTE
900 კმ მაღლა

ჰა?
QUOTE
მივირთვი ძალიან კოშერნი პიცა

ეტყობა, პიცაში კოკაინი იყო გარეული biggrin.gif

Posted by: Nona-Nana 20 Jun 2014, 12:57
QUOTE (otarik1977 @ 13 Jun 2014, 20:18 )
QUOTE (მერკუციო @ 11 Jun 2014, 08:47 )
თუ კონკრეტულ ხალხს რაიმე თავისი შტრიხი შეაქვს კონკრეტულ კერძში, ჩემთვის ასეთი კერძი ამ ქვეყნის კულინარიას ეკუთვნის და წარმოშობის ქვეყანა დიდად არ მაინტერესებს.
მითუმეტეს, თუ წარმოშობის ქვეყნისთვის/ხალხისთვის ეს მხოლოდ ერთ-ერთი კერძია და ე.წ. "მსესხებელი" ქვეყნისთვს/ხალხისთვის ლამის საკულტო კერძადაა ქცეული.

მაგალითად, ისრაელში ერთ-ერთი პოპულარული საუზმე შაკშუკა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენს აჭარულ ჩირბულს.
იდეაში მაროკოულია, მაგრამ ისრაელში ბევრად მეტი პოპულარობით სარგებლობს.
სპეციალური საშაკშუკეებიც კი არსებობს.

საზაფხულო, უგემრიელესი, მსუბუქი და სასარგებლო კერძია.

http://www.foodclub.ru/detail/9336/

user posted image

ამას ბიცოლაჩემი აკეთებდა ხშირად და მაგრა მევასება მეც,მარა მე ამ კერძს ჩიჟიპიჟად ვიცნობ givi.gif

love.gif აუჰ როგორ მიყვარს შაკშუკა bis.gif

Posted by: NiaNia007 18 Dec 2014, 15:31
ხალხნო,გაიხსნა ქაშერუ რესტორანი თბილისში. იხილეთ და მოიწონეთ გვერდი

https://www.facebook.com/pages/Kosher-restaurant-David/430455910434970?ref=hl

Posted by: elchi 18 Dec 2014, 16:49
რუსულ-ებრაულ რესტორანში ვიმუშავე დაახლოებით 2,5 წელი მენეჯერად.

უმაგრესი საჭმელები აქვთ.

ერთერთს გამოვყოფდი.

კალმახი, დაახლოებით 35-40სმ-ის სიგრძე, მთლიანად სუფთავდება ფხებისგან ისე, რომ კანი არ დაზიანდეს.

"დრაბილკაში" გატარებულ ფილეში ერევა ბოსტნეული სანელებლებთან ერთად, მოიშუშება ცხელ მცენარეულ ზეთთან და ისევ თევზის კანში გაეხვევა.

ვიზუალურად ჩვეულებრივი კალმახი გიდევთ წინ, არადა სინამდვილეში ბომბა რამეა.

Posted by: rockataka 18 Dec 2014, 17:23
elchi
ფარშირებული თევზი, უფრო კარპით არის მოდაში ისრაელში ))))

Posted by: elchi 18 Dec 2014, 17:49
rockataka

კობრი ძალიან ფხიანია, ძნელია მისი ფილეებად ქცევა.

გამოცდილი მაქვს, დავიჭირე 7-8 კგ-იანები და მერე მე მომიწია იმათი დახურდავება.

ტანჯვაა რა.

აღარ ვთევზაობ მაგ სახეობებზე.

ამერიკელი ებრაელები კიდევ დროს არ ხარჯავენ, კალმახი და მისი ჯანი.

Posted by: nigo 31 Dec 2014, 11:51
აიღეთ თევზის ფილე.

უმჯობესია კალმახი.
თევზი არ უნდა იყოს ცხიმიანი.

გაცხელებულ ტაფაში ჩაასხით ზეიტუნის ზეთი.ოდნავ ძმარი.

დადეთ ნაჭრები,თითოეულს ორი-სამი ღერი ტარხუნა დაადეთ ,მოაყარეთ ყვითელი ყვავილი და წითელი წიწაკა.ერთი თავი ოთხად გაჭრილი ხახვი ,ერთი-ორი ფოთოლი დაფნა.ფილე მარილში უნდა იყოს ამოვლებული.
პირველი მაღალი ცეცხლის შემდეგ დაუწიეთ.
არც უნდა ჩაგეშალოთ და არც ცალ-ცალკე ნაჭრები უნდა ამოიღოთ.

თავისი წვენი უნდა გამოუვიდეს.

ებრაული არასადღესასწაულო კერძია,მაგრამ ძალიან ლამაზია.

სადილის შემდეგ მიაყოლეთ კარდემონიანი ყავა და წარმოიდგენთ, რომ ისრაელში ხართ,წმინდა პეტრეს რესტორანში. biggrin.gif

Posted by: elchi 31 Dec 2014, 12:00
nigo

ტაფას თავსახური უნდა დავახუროთ თუ არა?

Posted by: nigo 1 Jan 2015, 18:28
elchi
მაქსიმუმ 5-7 წუთში კეთდება.
გააჩნია თევზს.
ბოლო ორი წუთი დაახურე მხოლოდ.
წვენი რომ მოიყენოს და არ ჩაიშალოს.

საახალწლოდ კალმახის ფილე ჩავდე შინდის სოუსში.

იქვე გათავდა.

თუ გინდა, მოგწერ რეცეპტს.
მეც არ ველოდი ასეთ პიკანტურ გემოს. მწვადზეც,ენაზეც ,ბურვაკზეც ძალიან კარგად წავიდა.

Posted by: მერკუციო 2 Jan 2015, 11:24
nigo
QUOTE
შინდის სოუსი

აი, ამის რეცეპტი დაგვიწერეთ)

Posted by: nigo 2 Jan 2015, 20:19
მერკუციო

ძალიან მარტივია.

სექტემბრის ბოლოს იყიდე მსხვილი შინდი და კონტეინერით შედე საყინულეში.

როცა დაგჭირდება ,გამოიღე,გარეცხე ,ჩაყარე წყალში და ადუღე 10-15 წუთი.

გააციე ,დურშლაგზე გადაწურე,ოღონდ წყალი შეინახე.რაც დაგრჩება ,ისიც მაგარი დასალევია.

შემდეგ გახეხე,როგორც ახალი ტყემალი.

სისქე გემოვნებით. იმავე წყლით გააზავე.
შემდეგ ქინძი გატარებული,წიწაკა,მარილი,ძალიან ცოტა ნიორი,გემო რომ არ წაიღოს.(ვის როგორ უყვარს,მაგრამ ბევრი არ უხდება)და ცოტა ძალიან წვრილად დაჭრილი კამა.
შეგიძლია ერთი კოვზი შაქარიც დაუმატო,თუ გემჟავება.
მწვადზეც,სტეიკზეც ,ოჯახურზეც ,ყველაფერზე მიდის.
მაგრამ შიგ ჩაწყობილი თევზის ფილეთი შეუდარებელია.

ისრიმ -მაყვალიც გავაკეთე და ინდაური ჩავდე.
არც ბაჟე და არც საცივი არ გამიკეთებია წელს და ყველას მოეწონა ეს მენიუ.ბაჟე და საცივი ,ასე თუ ისე ყველას აქვს.
ებრაული სხვა საჭმელებიც ვიცი,ნათესავები მყავს ისრაელში. მერე თუ მოგინდებათ მარტივ სალათებს გასწავლით.

Posted by: elchi 2 Jan 2015, 21:23
nigo

თქვენი წერილის წაკითხვა იყო და მაშინვე გამოვიღე საყინულედან სამი ბომბორა ცისარტყელა კალმახი.

მომცრო ზომების ფილეებად ქცევა ნამეტანი ძნელია.

ეს ფილეებიც კანზე დავტოვე, რადგან "მყიფეა" კალმახი, ანუ ადვილად იშლება.

ებრაელების სამზარეულო კარგად ვიცი, სათალი მაგათთვის ერთერთი განსაკუთრებული კერძია, ასევე "ბალიკიც", რომელიც ზუთხისგან კეთდება.

ამჯერად გადავწყვიტე სათალი გამეკეთებინა.
შობამდე მოესწრება, 5 დღე მარინადში მექნება, შემდეგ დავთლი თხელ ნაჭრებად და მცენარეულ ზეთში ჩავაწყობ 2 დღით.

იგივე მეთოდით ვაკეთებ ზუთხს და გიგანტურ კამბალას/HALIBAT/.

უმაგრესი საუზმე გამოდის.

ცხელ პურს შუაზე ვჭრი, ჩავდებ შუაში ამ სასუსნავს და ბერების მოხარშულ ლუდთან ერთად სულის ცხონება გამოდის.

ბოლო წერილიც წავიკითხე და შინდი არ მაქვს, სამაგიეროდ შავი გოგრა ბალი მაქვს გაყინული.

ბალით უნდა ვცადო, ვნახოთ რა გამოვა.

ესეც სურათები.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: BadbadGirl 2 Jan 2015, 21:25
nigo
შინდით რაც დაწერე სოუსი, იგივე ვარიანტი გავაკეთე ოღონდ ჟოლოთი. ორაგულისთვის მქონდა საწებელად. უმაგრესი იყო!!

Posted by: nigo 2 Jan 2015, 22:25
elchi
წავიკითხე ,წარმომიდგენია რა გემრიელი იქნება.
თბილისში სუპერმარკეტებში იყიდება კალმახი ცოცხალი,იქვე ასუფთავებენ და შუაზე გადახსნილი იყიდება .ძალიან ლამაზია თეფშზე.

___
BadbadGirl
QUOTE
იგივე ვარიანტი გავაკეთე ოღონდ ჟოლოთი

ჟოლოც მაქვს გაყინული და მოცვიც.~ჟოლომ ცოტა ზედმეტი სიტკბო ხომ არ მისცა?
წარმომიდგენია რა ლამაზი იქნებოდა და თან ორაგულის გემო.

Posted by: მერკუციო 2 Jan 2015, 22:40
elchi
QUOTE
ამჯერად გადავწყვიტე სათალი გამეკეთებინა.
შობამდე მოესწრება, 5 დღე მარინადში მექნება, შემდეგ დავთლი თხელ ნაჭრებად და მცენარეულ ზეთში ჩავაწყობ 2 დღით.


ჰეჰეეეეეეეეეეეეეეეე)))))

შენი მეთოდით ვამზადებ ხოლმე მეც, ადრე რომ დადე ბევრი ფოტოთი))
კონგენიალურია smile.gif

nigo
QUOTE
სექტემბრის ბოლოს იყიდე მსხვილი შინდი და კონტეინერით შედე საყინულეში.

მადლობა smile.gif
მაქვს კაი მოზრდილი კონტეინერი jump.gif

Posted by: BadbadGirl 2 Jan 2015, 22:44
nigo
არა, გაყინული მქონდა მეც და მჟავე იყო.

Posted by: elchi 2 Jan 2015, 23:18
მერკუციო

კიდევ დავწერ სათალის მომზადების რეცეპტს, სხვასაც გამოადგება.

ფილეებად ვაქცევ თევზს, ვტოვებ კანზე, რადგან სალმონოიდები, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ადვილად იშლებიან.

4-5 დღე ვაჩერებ მარინადში, აუცილებლად მაცივარში და ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.

ყოველდღე ორჯერ ვღვრი წვენს და ფილეებს სხვადასხვა ფენაში ვათავსებ.

თუ შევატყვე რომ მარილი აკლია, ისევ ვამარილებ.

მარინადში ვხმარობ ხორხოშინა მარილს, ყავისფერ შაქარს, შავ დაფქულ პილპილს და დაფნის ფოთოლს, ცოტა ლიმონის ნაჟურსაც, უკეთესია თეთრი მშრალი ღვინოც.

5 დღის შემდეგ ავაცლი ტყავისგან ფლეშს და თხლად დავჭრი.

ორი დღით ვათავსებ მცენარეულ ზეთში, რათა დარჩეს თევზს თავისი ნატურალური გემო და სუნი.

ასეთი წესით მომზადებული სათალი, მინიმუმ ორი თვე შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.

სანამ ზეთში ჩააწყობთ, შეგიძლიათ პორციებად დაჰყოთ და გაყინოთ მომავლისათვის.

გარანტიას გაძლევთ, 2 წლის შემდეგაც შესძლებთ თავისუფლად გამოიყენოთ იგივე პროდუქტი.

P.S. ვიცი როგორ გიყვარს თევზაობა.
თებერვალის დასაწყისში მეხსნება სეზონი კალმახზე, თვეების და კვირების ანგარიში მოვრჩი, საათების დათვლა დაწყებული მაქვს.
ახლაც არის დაშვებული თევზაობა კალმახზე, მაგრამ არ ვთევზაობ, რადგან ქვირითობის პერიოდი აქვთ და არ არის ეგ ჩემი საქმე, რასაც "ფეხმძიმეს" შეწუხება ჰქვია.
აქ მომცა შენი თავი და აღარ მოსცილდები აქაურობას.
ადგილები ვიცი, სადაც გიგანტები დაცურავენ.
შარშან 64-სმ-იანი დავამიწე.
წელს 70სმ მაქვს გეგმაში.



Posted by: მერკუციო 7 Jan 2015, 21:59
elchi
QUOTE
ვიცი როგორ გიყვარს თევზაობა.
თებერვალის დასაწყისში მეხსნება სეზონი კალმახზე, თვეების და კვირების ანგარიში მოვრჩი, საათების დათვლა დაწყებული მაქვს.
ახლაც არის დაშვებული თევზაობა კალმახზე, მაგრამ არ ვთევზაობ, რადგან ქვირითობის პერიოდი აქვთ და არ არის ეგ ჩემი საქმე, რასაც "ფეხმძიმეს" შეწუხება ჰქვია.
აქ მომცა შენი თავი და აღარ მოსცილდები აქაურობას.
ადგილები ვიცი, სადაც გიგანტები დაცურავენ.
შარშან 64-სმ-იანი დავამიწე.
წელს 70სმ მაქვს გეგმაში.

ეეეეჰ user.gif
QUOTE
კიდევ დავწერ სათალის მომზადების რეცეპტს, სხვასაც გამოადგება.

ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი გამოდის! up.gif

Posted by: elchi 7 Jan 2015, 23:32
მერკუციო

გილოცავ შობას, მრავალს დაესწარი.


ზუთხი სინჯე იგივე რეცეპტით, უკეთესი გამოდის.

წელს ვეღარ მოვახერხე ზუთხზე წასვლა, მარაგიც არ დამრჩა.

ყავისფერი შაქარი შედარებით ნაქლები უქენი.

ცხელ პურში რომ ჩაალაგებ დათლილს, ნაფარეული, მანავის მწვანე, ან ტიბაანი გქონდეს მომზადებული, ან გაყინული რაიმე ხარისხიანი არაყი.

პ.ს. მომკლავს ვინცხა. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: nigo 8 Jan 2015, 09:44
elchi
თბილისში გაქრა ყავისფერი შაქარი.
ორი თვეა ვერ ვნახე ვერსად.
მე როგორც ნაკლებ კალორიულს ისე ვიყენებ.
ორ ძალიან მარტივ ებრაულ სალათს გასწავლით.


ცოცხალი სტაფილო დახეხეთ,მაიონეზი, ნიორი, შ,ავი პილპილი. მეტი არაფერი არ უნდა.

მოხარშულ ბრინჯს კი მწვანე ხახვი,შავი პილპილი და მაიონეზი.
თითქოს არაფერი და გემრიელია და კარგი გარნირი.

კამა არ ჭირდება,მაგრამ მე ცოტას ვუკეთებ,იმპროვიზაციისთვის.

ებრაული არ არის, აჭარაში მასწავლეს კალმახის დატენვა ნიგვზით,პრასით,ნიორით და ქინძით.ზღაპარია.

Posted by: elchi 8 Jan 2015, 12:08
nigo

პირველ რიგში, თქვენც უნდა მოგილოცოთ პერსონალურად დღესასწაულები, თქვენს ვაჟკაცებთან და ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად, მრავალს დაესწარით.

სალათების მოყვარული ჩემი მეუღლე გახლავთ, არც მე ვამბობ უარს, მაგრამ მე უფრო "ხორცისტი" ვარ.

შემოდის ისიც ამ განყში და კითხულობს რეცეპტებს, დაწერით არაფერს სწერს.

მოვინიშნე ეგ სალათები და ხვალ წავაკითხებ.

მადლობა.

Posted by: fermina 8 Jan 2015, 12:13
nigo
QUOTE
თბილისში გაქრა ყავისფერი შაქარი.

რამდენიმე დღის წინ ვიყიდე გუდვილში, ქავთარაძეზე. საერთოდ ადრეც გუდვილში ვყიდულობდი ხოლმე.


Posted by: LTB1948 8 Jan 2015, 12:37
nigo
კარფურში ვიყიდე ცოტა ხნის წინ. გუდვილშიც არის, გუდვილში ცოტა ძვირია ხოლმე

Posted by: nigo 8 Jan 2015, 16:14
fermina
LTB1948

დიდი მადლობა,ხვალვე გავალ.

როცა მე ვეძებდი არ იყო.რაღაც კარამელიანს მთავაზობდნენ ,ისიც ყავისფერია,იმაში ხომ არ გეშლებათ?

Posted by: fermina 8 Jan 2015, 17:59
nigo
QUOTE
როცა მე ვეძებდი არ იყო.რაღაც კარამელიანს მთავაზობდნენ ,ისიც ყავისფერია,იმაში ხომ არ გეშლებათ?

უი არ ვიცი, შეიძლება. დაფასოებულია ქაღალდის პარკებში, ეწერა brown sugar და უკითხავად ვიყიდე. ჯინჯერის ორცხობილებში ვიყენებ ხოლმე.

Posted by: nigo 9 Jan 2015, 08:43
fermina
შეიძლება ისაა,რასაც ვწერ.
როცა ვეძებდი,ნამდვილი ყავისფერი შაქარი არ იყო.

ქაღალდის პარკებში დაფასოებული კარამელი.


Posted by: LTB1948 9 Jan 2015, 11:41
nigo
უი. სახლში რომ მივალ კარგად დავაკვირდები. მგონი, ლერწმის შაქარი ეწერა.

Posted by: ნინა411 21 May 2016, 12:36
ეს მაცა რა გემრიელი რაღაც ყოფილა user.gif იყიდება ნეტავ სადმე? მე საჩუქრად მომიტანა ებრაელმა ნაცნობმა ერთი ყუთი

Posted by: fermina 3 Jan 2018, 16:39
ხალხო, ყალიას კარგი რეცეპტი იცით? ამ თემაში კი წერია, მაგრამ ინტერნეტიდან ამოღებული და ეგ მეც ვნახე, თვითონ თუ ვინმეს გაქვთ გაკეთებული.

მე ასე მივხვდი რეცეპტებიდან, რომ ხორცი კარგად უნდა ჩაიშუშოს საკუთარ წვენში დაფნის ფოთოლთან ერთად, მერე ალყად დაჭრილი ხახვი დაემატოს, სუნელები (ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი??), ერთი კოვზი ტომატი, ნიორი და ბროწეულის წვენი და ეგაა.

Posted by: fermina 4 Jan 2018, 20:08
მოკლედ გავაკეთე ეს ყალია ექსპერიმენტის სახით, საქონლილს ხორცით. ცუდი არ იყო, მაგრამ ვთვლი, რომ ფრინველის (ქათამი, იხვი) ხოორცი ბევრად უფრო მოუხდება იმ მოტკბო-მომჟავო არომატს, რასაც ბროწეულის წვენი აძლევს.

პ.ს. ბროწეულის წვენი ბევრი არ უნდა, მე ოდნავ მეტი მომივიდა, როდესაც ამატებ, ფერს არ აძლევს კერძს და გგონია, რომ მეტი უნდა ჩაასხა და გააწითლო. ერთი პატარა ბროწეულის წვენი ეყოფა ერთ კილო ხორცს, კიარადა ამდენი არც კი უნდა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)