forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რუსთავი2,სტრასბურგის გადაწყვეტილება.II
Free_World
გაუნათლებელი ჯიხვი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10147
წევრი No.: 194120
რეგისტრ.: 20-November 14

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 12:37  #54995694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რუსთავი 2 ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება




ვაშინგტონში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ. მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, კურტ ვოლკერის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

„ვფიქრობ, რომ ყველამ, მთავრობამაც და ოპოზიციამაც, პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობის პრინციპის. მედიის გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლება საქართველოში გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის. შეუძლებელია გქონდეს თავისუფალი ქვეყანა და დემოკრატია, თუ პატივს არ სცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დიახ, ეს არის გადაწყვეტილება ერთი ტელევიზიის საკუთრების შესახებ და დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და სასამართლო გადაწყვეტილებას უნდა მიეცეს აღსრულების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, აუცილებელია არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი მედია საქართველოში.

თუ ხსენებული ტელეკომპანია შეიცვლება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ იქნება თავისუფალი მედია ან ვერ იარსებებს გამოხატვის თავისუფლება. იმედი მაქვს, რომ მთავრობა და ოპოზიცია გაერთიანდებიან ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დასაცავად“, - აცხადებს კურტ ვოლკერი.
როგორც 18 ივლისს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაცში წერია, შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მანამდე საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.

განცხადება გაავრცელეს „რუსთავის 2“-ს თანამშრომლებმა, რომელშიც ამბობენ, რომ მენეჯმენტის შეცვლა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევს, სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებდნენ, არ დაარეგისტრირებინა ადვოკატ პაატა სალიას მოთხოვნა არხის მესაკუთრედ ხალვაშის დარეგისტრირების შესახებ.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. „სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.


--------------------
მხოლოდ მთებშია თავისუფლება^^

სვანეთის მთები ჩემი სახლია^^

მაზოხისტ მოდერს, სადისტი იუზერი მოუღებს ბოლოს ^^
Raven
INSIEME


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33017
წევრი No.: 8588
რეგისტრ.: 4-February 05

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 12:41  #54995715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს გადაწყვეტილება გავიგეთ და განვიხილეთ, ჯობდა სხვა სათაურით გახსნილიყო ახალი თემა.


--------------------
Temporary unsignatured
Asuka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3551
წევრი No.: 130160
რეგისტრ.: 16-April 11

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 12:45  #54995739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ამერიკაშიც კი არის პარტიული ტელევიზიები, მაგალითად უდიდესი Fox და ABC, და ამ რუსთავი 2-ს რატომ გადაყევით ასე?
იმედი რომ პარტიულია არავინ ამჩნევს.

This post has been edited by Asuka on 19 Jul 2019, 12:45
lamazi gogo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12002
წევრი No.: 89216
რეგისტრ.: 17-April 09

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 12:48  #54995761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ურთმელიძე რ2- ის საქმეზე: ბედნიერი ვარ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ტესტი გადავლახე

“​ჩვენ ვართ ევროპული კონვენციის წევრი და რაც არ უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, ქვეყანას უნდა მიეღო. ჩემთვის ნამდვილად არ იყო სულერთი რა გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან პირველ რიგში ჩემი პროფესიულ კვალიფიკაცია უნდა შეეფასებინათ. ეს იყო ტესტი ჩემთვის. ამიტომ ეს ტესტი გადაილახა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, თქვენ ნახეთ და როგორ წესია ხშირად მიიღება სტრასბურგში გადაწყვეტილება 4/3-ზე ან ძალინ მინიმალური უპირატესობით მიიღება გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ეს არ ყოფილა, ზოგიერთ ნაწილში თითქმის ასმა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ დგას და მე ერთის მხრივ ვიყავი ამ საქმის მოსამართლე, ეს კარგია ჩემთვის, თვითონ სისტემისთვის და ქვეყნისთვის.

მიუხედავად იმისა, რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი პროფესიული მოვალეობაა, ეს იქნება პოლიციელი, ჯარისკაცი, თუ ექიმი, ჩვენ უნდ ვაკეთოთ ჩვენი საქმე პროფესიულ მაღალ დონეზე და ჩვენი სინდისის წინაშე ვიყოთ მართალი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 4 წელი გავიდა ამ საქმეზე, ჩემს მიმართ ხდებოდა ტალახის სროლა. მაგრამ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება დადგა და ამ კუთხით ბედნიერი ვარ.

მე მანამდეც ვაცხადებდი და ახლაც მინდა იყოს ცნობილი, თუ ზღვარს გადავლენ ჩემთან მიმართებაში, მე აუცილებლად მივმართავ სასამართლოს და იმ პირებს, ვინც კიდე ერთხელ ახსენებს ჩემს სახელს ცუდ კონტექსტში, აუცილებლად მოუწევთ სასამართლოს წინაშე თავის გამართლება.

_ დღეს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყეტილებაში მიუთითა, რომ თქვენთან მიმართებაში ნიკა გვარამია კრიტიკის ზღვარს გასცდა…

_ სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება კარგად გავცნობოდი გადაწყვეტილებას.

აქ ფუნდამენტური საკითხები იდგა. მე ვხედავდი, რომ ისე უხეშად იყო წართმეული ეს ქონება თავის დროზე, რომელიც მაშინაც ტელევიზია იყო და ახლაც ტელევიზიაა… ისე უხეშად იყო ჩარევა განხორციელებული რომ ალბათ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს სტრასბურგი გამოხატვის თავისუფლებას, მაინც იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ჩემი აზრით ეს მოხდა.

_ რუსთავი 2-ის საქმის განხილვის შემდეგ, თქვენ ამოგეწურათ სამოსამართლეო საქმიანობის ვადა, რის შემდეგ ადვოკატად მუშაობთ. ხომ არ აპირებთ სასამართლო სისტემაში დაბრუნებას?

_ ერთს მხრივ მე ველოდებოდი ამ გადაწვეტილებას, რომელიც ჩემი პროფესიული საქმიანობის შეფასებაა, რაც ძალინ მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმიტომ რომ რაც ათასი სიბინძურე უთქვამს ჩემზე, ჩემს ოჯახზე და იმ მოსამართლეებზეც ვინც “რუსთავი 2”-ის საქმეს ოდნავ მაინც შეეხომ ეს ყველაფერი უკან არის. ყველაზე, ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ თქვა ამაზე თავისი სიტყვა.

ამ წუთში არ მაქვს რაიმე გეგმა ამ მიმართულებით, ვახორციელებ ჩემს პროფესიაშ ვარ, ძალინ ნორმალურად ვგრძნობ თავს.

შეგახსენებთ, 4 წლის წინ, 2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის 7 მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა.

ეს ორი მოთხოვნა იყო – ხელშეკრულებების ბათილობა შპს “გეოტრანსთნ” და შპს “საქცემენტთან” და ამის შედეგად კი მეორე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის დღევანდელ მესაკუთრეებს საკუთრების უფლება გაუუქმდათ და წილების ნაწილში, 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღინიშნოს ქიბარ ხალვაში, ხოლო 40% -ის მესაკუთრედ მისი კომპანია შპს “პანორამა”.

შედეგად, სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილები სრულად აღუდგინა მოსარჩელე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, სადაც მოპასუხე მხარეები ტელეკომპანიები „რუსთავი -2“, „საქართველო“, შპს „საქცემენტი“(ჰაიდელბერგცემენტი) და „გეოტრანსი“ იყვნენ.

„რუსთავი 2“-მა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძისმიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვდა. თუმცა, სააპელაციომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- სააპელაციოს გადაწვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვდა უზენაესს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. რაც არ დაკმაყოფილდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და საბოლოო გადაწყეტილებითტელეკომპანია„რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და “პანორამას” მიაკუთვნა.

უზენაესი სასმართლოს გადაწვეტილებას არ დაეთანხმა ტელეკომპანია.

„რუსთავი 2“-მა, ტელეკომპანია „საქართველომ“, ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა სარჩელით ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

https://ipress.ge/new/urthmelidze-r2-is-saq...sti-gadavlakhe/

user posted image



This post has been edited by lamazi gogo on 19 Jul 2019, 12:49
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28750
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 12:54  #54995791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
Asuka
QUOTE
იმედი რომ პარტიულია არავინ ამჩნევს.

ვამჩნევთ, ოღონდ აქ (ამ თემაში) საუბარი რ2-ზეა, მათ მავნებლობასა და ექსტრემიზმე (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით).
გახსენი თემა იმედზე და იქ ვაგინოთ yes.gif






არა აქაც ვაგინოთ თუ გინდა, მაგრამ კითხვა დასვი და გიპასუხე.


--------------------
მოსემ 20 წელი ატარა ფეხით მორწმუნენი.
Asuka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3551
წევრი No.: 130160
რეგისტრ.: 16-April 11

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 12:55  #54995796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lamazi gogo

აი შენ რა გიხარია? biggrin.gif
შენ და gruzinski777 დარჩით სამუშაოს გარეშე.
80% თემების რუსთავი 2-ზე და გვარამიაზე იყო.

spider77
და იმედზე კითხვის ნიშანი ნახე სადმე? არაფერში არ მაინტერესებს იმედი. თემასაც არ გავხსნი.
რატომ გადაყევით რუსთავი 2-ს ვიკითხე. და მავნელობა თუ არის პასუხი იყოს.
ჩემთვის არ იყო მავნებელი.

დაველოდოთ TV Pirveli და კავკასია როდის გახდება მავნებელი.

This post has been edited by Asuka on 19 Jul 2019, 12:57
dega
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 106937
წევრი No.: 116052
რეგისტრ.: 24-May 10

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 12:55  #54995803      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ნეტავ როდის გადაშენდებე და გადაჯიშდება ენჯეო თაობა
რომელსაც სტრასბურგი და ვაშინგტონი მამაღმერთი გონია
და თავისუფლებას და დემოკრატიას სათავისოდ იყენებს,,,,
ახალმა თაობამ იცის
რომ პატივი სცეს უნდა დასავლურ ინსტიტუტებს
მიუხედავად იმისა ეთანხმება მას თუ არა
და გააპროტესტოს ცივილურად მისი გადაწყვეტილებები
და არა წაუწვეს მას წინა თაობასავით,,,,
ყველაზე მაგარი რაც ამ დღეებში მოხდა ზუსტად ეს არის
35+ დაპროგრამებულმა თაობამ კრახი განიცადა
აჩვენა რა მისი ნამდვილი სახე როცა დაუწყო გინება სტრასბურგის სასამართლოს
ყველანაირი არგუმენტების გარეშე,,,,,,,,,,,,
მოდი
გადაჯიშთით და ეს ფსევდოევროამერიკელები...
შეეშვით ახალ თაობას
აახვიეთ რა ამ სივრცეებიდან



--------------------
”ჩვენ კი არ ვართ საფრთხეში, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი საფრთხე”@ოლივერ სტოუნი
lamazi gogo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12002
წევრი No.: 89216
რეგისტრ.: 17-April 09

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 12:57  #54995807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Asuka
QUOTE
შენ და gruzinski777 დარჩით სამუშაოს გარეშე.
80% თემების რუსთავი 2-ზე და გვარამიაზე იყო.


ზუსტად ეგ მიხარია biggrin.gif

SALEMA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 413
წევრი No.: 246262
რეგისტრ.: 26-October 18

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 12:58  #54995815      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კურტ ვოლკერის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

ამერიკის პოზი იაც ჩოტკია.
ქართულ ოპოობას და შტაბკვარწირის ნაცობას მხოლოდ ევრო სასამართლო არ ეუბნება რო ქიბარის არხია. ახლა ამერიკამაც უთხრა smile.gifsmile.gifsmile.gif

გაიგეთუ ელ9დ3ბით კრემლის კომენტარს ჟირიკას პირით?

პ.ს.ნათელია ნაცობამ ყველგან დაკარგა ნდობა..


--------------------
ГивиГ. Я тваю маму ебал!. (შენს მშობლიურ ენაზე) .


.კაი რა მიშა რა ჩემი ნაცი გინდა.

.აი ჩემ ნაცს თუ არც გჯერა.
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28750
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 13:06  #54995863      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
Asuka
QUOTE
მავნელობა თუ არის პასუხი იყო

მავნებლები იყვნენ, იმიტომ, რომ აშკარა ტყუილს ავრცელებდნენ და ათას ჭორ-დეზინფორმაციას.
100%-იანი ფაქტი რო ვიცოდი, ესე იყო, ესენი უკუღმა აშუქებდნენ, რო ისე ყოფილიყო როგორც თვითონ აწყობდათ.


დამიდე ამ აშკარა სიცრუის და თვალებში ნაცრის შეყრის საპირწონე მაგალითი, ნებისმიერი ქართული ტელეარხის ეთერიდან და არ შეგეწინააღმდეგები:




This post has been edited by spider77 on 19 Jul 2019, 13:17
Free_World
გაუნათლებელი ჯიხვი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10147
წევრი No.: 194120
რეგისტრ.: 20-November 14

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 13:06  #54995869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი აღარ აქვს
"რუსთავი 2"-ის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლისა და არხის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შემდეგ, სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი დაეკარგა. თუმცა, საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა მფლობელებმა მაინც მიმართონ დიდ პალატას სარჩელით და ეს დადგენილ ვადაში მოხდეს, ანუ არაუგვიანეს 3 თვისა.

"მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წილებზე საკუთრების უფლება და შეიცვალა გენერალური დირექტორი, ამან ფაქტობრივად აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების მომავალში აღსრულებას. ეს არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს, ეს ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილებაა და ალბათ ისინი ამას გაასაჩივრებენ. რაც შეეხება შედეგს, ვინაიდან ეს გარკვეულ დროს საჭიროებს, დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს რა მდგომარეობა იქნება "რუსთავი 2"-ში და საერთოდ იარსებებს თუ არა ეს კომპანია, ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შესაძლოა სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ტელეკომპანიის ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნასაც გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებასა და კომპანიის მფლობელობაზე პრეტენზიის შესახებ. საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს ის იცნობს.

"პირადად მაქვს ნანახი შეთანხმება, რომელიც ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის არის გაფორმებული. ეს შეთანხმება ჩვენ საქმეზე წარვადგინეთ უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ 2016 წელს. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ორივე მხარის მიერ არის ხელმოწერილი, დავის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. თუმცა იმ პირობებში, როცა ეს საქმე განიხილება ქართულ სასამართლოში, ეჭვი მეპარება ეს პროცესები წარიმართოს დროულად და შესაბამისად, დროში გაჭიანურებამ შესაძლოა საერთოდ დაუკარგოს აზრი ამ საკითხის განხილვას", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/112037/r...-azri-agar-aqvs
Bella Moretta9
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1968
წევრი No.: 88281
რეგისტრ.: 7-April 09

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 13:08  #54995883      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
QUOTE
ურთმელიძე რ2- ის საქმეზე: ბედნიერი ვარ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ტესტი გადავლახე



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
Quasi unа fantasia . . .
Free_World
გაუნათლებელი ჯიხვი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10147
წევრი No.: 194120
რეგისტრ.: 20-November 14

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 13:32  #54996002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
spider77
ეგ ჟურნალისტი ძალიან ბევრი რამის მკადრებელია ზოგადად smile.gif

გუშინ კადრები გავრცელდა სადაც არ უკეთი ის ტრამვატოლოგიური სამკლაური და მუშაობს იმ “მოტეხილი“ ხელით smile.gif


მერე ეთერში ისევ მაგ სამკლაურით გამოჩნდა
Raven
INSIEME


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33017
წევრი No.: 8588
რეგისტრ.: 4-February 05

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 13:34  #54996010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ეგ ჟურნალისტი ძალიან ბევრი რამის მკადრებელია ზოგადად 

მარტო ეგ? გაფრინდაშვილი, მელაძე, გაბუნია, გოგსაძე. 99% საინფორმაციო სამსახურის პროვოკატორები და შანტაჟისტები არიან............
matechala
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2283
წევრი No.: 115529
რეგისტრ.: 13-May 10

გამოგზავნილია: 19 Jul 2019, 13:38  #54996030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Free_World
QUOTE
ეგ ჟურნალისტი ძალიან ბევრი რამის მკადრებელია ზოგადად 


ყველა ასეთია მანდ. ზომბებივით ემორჩილებოდნენ გვარამიას და ესენი საუბრობენ დამოუკიდებლობაზე. მე რომ ვიყო სალიას ადგილზე და იმედია ასეც მოიქცევა, შეისწავლოს ფინანასები და ჟურნალისტებს შესათავაზოს ფინანსებიდან გამომდინარე ადეკვატური ხელფასები და უმეტესობა დარჩება, აი ჟორჟოლიანი, გაბუნია და მელაძე, თავისი ზე ხელფასებით დარჩებიან უმუშევრები


--------------------
https://cex.io/r/0/up105767098/0/ აქ შეგიძლიათ ბიტკოინის, რიპლის და ა.შ ვალუტების ყიდვა-გაყიდვა ქართული ბარათით
https://cex.io/r/10/up105767098/10

ალიექსპრესი
https://s.click.aliexpress.com/e/DrTGP0HS
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0403 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]