რედკოს ცალსახა პლიუსი არის ადგილმდებარეობა. თუ რამე გასართობია გუდაურში, ყველაფერი მანდაა თავმოყრილი. გონდოლა, საბაგირო, ახლა კიდევ ერთ საბაგიროს ამატებენ, ბარები, რესტორნები. მთავრობა აპიარებდა ამ ადგილს როგორც ახალ გუდაურს და რამდენიმე წლის წინ მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი ქონდა. ამიტომაც ღირდა იქაური ბინები საკმაოდ ძვირი. პირველ წლებში გაქირავების ფასიც საკმაოდ მაღალი იყო. სეზონზე 100% - იანი დატვირთვაც ქონდა, და ხალხს უღირდა ამ ფასის გადახდა.
თუმცა პანდემიის გამო თუ რის გამო არ ვიცი, მაგრამ რედკომ ვერ გაქაჩა. ყინულის მოედანი არ დაუსრულებიათ და მგონი არც აპირებენ დასრულებას. აუზები და სპა სადაც იყო, იმასაც ხან ამუშავებენ, ხან ვერ. მიწისქვეშა პარკინგებზე იმხელა ფასი ქონდათ დადებული, ვერ გაყიდეს. შესაბამისად ახლა მიგდებულია, ზოგი წყლითაც იტბორებაო. ზამთარში გზებს არ წმინდავენ და სახურავებზეც არ იკლავენ დიდად თავს. კი, გათბობის და ცხელი წყლის პრობლემა სეზონზე ჯერ არ შექმნიათ, თუმცა სხვა დანარჩენ პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, დარწმუნებული არ ვარ რომ რაღაც მომენტში ეს პრობლემაც არ დადგება.
https://www.facebook.com/groups/redcogudauriდეტალები თუ გაინტერესებთ, ამ ჯგუფში გაწევრიანდით და წაიკითხეთ რას წერენ იქაური მაცხოვრებლები.
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რედისონი რომ უნდა აეშენბინა რედკოს, არც დაუწყიათ მშენებლობა, და არც რაიმე პირი უჩანს რომ დაწყებას აპირებდნენ. სამაგიეროდ მაგის გვერდით კორპუსი (ნეოს ეძახიან), რომელიც მიწისქვეშა დერეფნით უნდა ყოფილიყო რედისონთან დაკავშირებული, და წვდომა უნდა ქონოდა რედისონის ყველა სერვისზე, დასრულდა. რედისონთან კავშირის გამო ნახევრადთეთრი კარკასის კვადრატული მეტრი 2000 დოლარად აქვთ გაყიდული. და ახლა ხალხს შერჩა ბინა რომელიც არაფრით განსხვავდება რედკოს სხვა ბინებისგან, უბრალოდ მითიური რედისონის გამო 2000 დოლარი აქვთ გადახდილი.
მეც მინდოდა რედკოში ბინის ყიდვა. ძალიან კარგი აქცია აქვთ. 28000 დოლარად ყიდიან დასრულებულ კორპუსში ბინას თეთრი კარკასის მდგომარეობით (სხვათაშორის 2 წლის წინ იგივე კორპუსში, ჯერ კიდევ დაუსრულებელი როცა იყო, იგივენაირ ბინებს 40 000 ად ყიდდნენ). ამიტომ თუ მაინც გარისკავთ რედკოში ბინის ყიდვას, ისევ რედკოსგან ჯობია, ვიდრე 51000 - ად ვიღაცისგან.
ახალ გუდაურს პოტენციალი აშკარად აქვს. მთავრობაც აგრძელებს მაგ ადგილში ინვესტირებას, თუმცა იმ პრობლემებს რაც ზემოთ ჩამოვთვალე როდის და რა გზით ეშველება არ ვიცი. რედკო გავიდეს და სხვა კომპანია შემოვიდეს ასეთი მარტივი არაა. თითო კორპუსში 100 - 150 ბინაა, და მესაკუთრეების ერთობლივი შეთანხმებით უნდა მოხდეს ეს.
ამიტომ ამ ეტაპზე მე პირადად რედკოში ბინის ყიდვა გადავიფიქრე.