SoloFlyerმე მაქვს ორი მანქანა გაქირავებული. დაზღვევის თანხას შენ იხდი + გაკეთებაც შენია. 110 ლარიანი დაზღვევა მაქვს და ყოველთვე უეჭველი უწევს ზეთის შეცვლა 60 ლარის თემაა. რისკს რაც შეეხება სულ გაუბედურებული მძღოლები არიან, ვგულისხმობ ბანკში გაშავებულ ტიპებს, რომლებსაც სესხს არავინ აძლევს თორე ლიზინგით დაითრევდნენ მაგდენის ქირაში ხდას და თავისი მანქანა ეყოლებოდათ : )) დაჯდებიან ორი კვირა მერე ერთი ორი დღის ვალს დაიდებენ მიდიან... მერე მე დავდევ 80 ლარის ჩასარიცხად. თუ იყიდი შეუთანხმდი რომ ყოველდღე ჩაგირიცხავს თანხას, ერთიც თუ გადააცილა გაუშვი ეგრევე. მძღოლის პოვნა არის ხშირად პრობლემა და რამდენიმე დღე შეიძლება გაგიჩერდეს. დალშე ნორმალურია კარგი მძღოლი თუ დაითრიე თვეში 900 ლარამდე უეჭველი დაგრჩება ერთი მანქანიდან. ძაან კაი მძღოლი მყავდა 2 თვე იმენა პატიოსნად რიცხავდა მერე მთხოვა კვირაში ერთხელ ჩავრიცხავ ასე მირჩევნიაო დავთანხმდი ერთი კვირა ვერ ჩარიცხა მერე მეორეც მიაყოლა და ეხლა 400 ლარი აქვს ჩასარიცხი........ ან მომცემს და ან არა, ვერც ვერაფერს ვუშვრები..
მოკლედ ადრე კაი პონტი იყო და ეხლა ძაან ბევრმა იყიდა და ეგეთი ტიპების დევნა თუ არ გეზარება დაითრიე