forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აჭარული გვარები
Skywatchers
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1078
წევრი No.: 230662
რეგისტრ.: 1-April 17

გამოგზავნილია: 18 Nov 2017, 02:16  #51687287      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაინტერესებს როგორ მოხდა რომ აჭარის ზოგიერთ სოფლებს ქვია ეს სახელები და ამ დროს ამ გვარის წარმომადგენლები არ ცხოვრობენ არათუ სოფელში არამედ აჭარაში

მაგალითად სოფლები: ოქრუაშვილები, დეკანაშვილები, დიაკონიძეები, მეხელაშვილები, გოგიაშვილები და ა.შ.

This post has been edited by Skywatchers on 18 Nov 2017, 02:43
Dehumanizer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9839
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 18 Nov 2017, 11:48  #51688166      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მგონი უფრო სწორი სათაური იქნებოდა - სოფლების დასახელებები
ისე, ეგ ძალაინ უცნაური ამბავია, თან როცა აჭარის გვარებიდან წარმოებული სოფლების დასახელებებში აშკარად აღმოსავლურ ქართულ გვარებთან გვაქვს საქმე
ოქრუაშვილების და გოგიაშვილების გარდა კიდევ რამდენიმეა: სტეფანაშვილები, ჯალაბაშვილები,ბესელაშვილები, პაპოშვილები, მოსიაშვილები
იქნებ ზოგი გვარი მესხეთშიც იყო გავრცელებული და იქიდან აჭარაში გადასვლა კი ხდებოდა ხოლმე... შემდეგ შესაძლოა ახალ ადგილზე ახალი გვარი აიღეს
ამ საკითხის "ოფიციალური" არსნა არც მსმენია სადმე, არადა საინტერესოა...
rolleyes.gif
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15177
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2017, 12:19  #51688269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dehumanizer

ალბათ იდეოლოგიურ ჭრილში ვერ ეტევა ამიტომ ახსნა არ აქვს )
ისე გალში ლეჭარაიე არის ასევე რამოდენიმე მიკროტოპონიმი არსებობს სხვადასხვა სოფლებში სადაც მოიხსენებიან ამა თუ იმ გვარის იქ ყოფნა მაგრამ დღეს იმ სოფლებში ასეთი გვარი აღარ გვხდება ხოლო სამეგრელოს სხვა რეგიონებში ბლომადაა.

აჭარისხეობაში ოსმალების დროს აღწერილი იყო 500 კომლი ანუ მაქსიმუმ იქ ცხოვრობდა 5000 მცხოვრები. ის რომ ეს რიცხვი 1865წლის მონაცემებით შეაგდენდა 15-20 ათას მცხოვრებს ცოტა წარმოუდგენელი ბუნებრივი მატებაა. ალბათ ადგილი ქონდა ოსმალების დროს გაქცეული აჭარლების ნაწილის აჭარაში დაბრუნებას.


--------------------
Везде, где еще процветает невежество, грубость нравов и суеверие, где торговля хромает, земледелие влачит жалкое существование, а мистика могущественна, там встречаем мы и национальный костюм. 

Ницше
Dehumanizer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9839
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 18 Nov 2017, 12:27  #51688299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
QUOTE
აჭარისხეობაში ოსმალების დროს აღწერილი იყო 500 კომლი ანუ მაქსიმუმ იქ ცხოვრობდა 5000 მცხოვრები. ის რომ ეს რიცხვი 1865წლის მონაცემებით შეაგდენდა 15-20 ათას მცხოვრებს ცოტა წარმოუდგენელი ბუნებრივი მატებაა.

რა პერიოდზე საუბრობ ვერ გავიგე?
აჭარლების მუჰაჯირობა 1877-78-ის შემდეგ იყო
მცირე რაოდენობით მანამდეც ყოფილა მიგრაცია.. პირადად მინახავს აჭარალი, რომალიც ამბობდა ჩვენი გვარი მუჰაჯირობამდე წავიდაო შიდა ოსმალეთშიო
მუჰაჯირობის მერე ნაწილი შესაძლოა დაბრუნდა, მაგრამ გადასვლაც ხდებოდა მუდმივად
მეორე ტალღა პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 1921-ს ჩათვლით იყო
20-30 იან წლებშიც ბევრი გადადიოდა, ვისაც კომუნისტები და კოლექტივიზაცია არ უნდოდა
მაგრამ ეგ სხვა საკითხია და ქართლ-კახური გვარებიდან წარმოებული სოფლის სახელები კი სხვა
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15177
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2017, 12:39  #51688356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dehumanizer
აჭარისხეობის დავთარი დევს ინეტში .
ხოლო ლაზისტანის ვილაიეტზე ცნობა Кавказский календарьში საიდანაც ირკვევა რომ ზემო აჭარაში ,ქედაში და შუახევში 1865 წ. ცხოვრობდა ოთხჯერ მეტი ხალხი ვიდრე XVII ს. დამდეგს.

Dehumanizer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9839
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 18 Nov 2017, 12:50  #51688392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
სოფლის სახელებთან რა შუაშია ეგ ამბავი?
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15177
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 18 Nov 2017, 14:38  #51688848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანალოგიური სურათია წარმოდგენილი 1573 წლის 26 ივლისით (ჰიჯ. რები-ულ ეველი, 981 წ.) დათარიღებულ ერთ ოსმალურ დოკუმენტში, რომელიც მოგვითხრობს, რომ აჭარის ლივის გზებზე მდებარე სოფლები დაცლილია მოსახლეობისაგან და ქურდებისა და ყაჩაღების ბუდედ არის ქცეული (15. 334). ეს დოკუმენტი წარმოადგენს სულთნის ბრძანებას ლივანას, მაჭახლის და ფერთექრეკის სანჯაყბეგებისადმი, რომ მათ ყველაფერი იღონონ გაქცეული მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად. გაურკვეველია, თუ რამდენად მოხერხდა აღნიშნული ბრძანების შესრულება, მაგრამ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დოკუმენტში კარგად არის ასახული აღნიშნული პერიოდის აჭარაში შექმნილი დემოგრაფიული სურათი.
აღსანიშნავია ისიც, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ხალხური გადმოცემის საფუძველზე, ზაქარია ჭიჭინაძე ანალოგიურ სურათს გვიხატავს. იგი ამბობს, რომ „ხერთვისელებმა 1850 წლებში, ოსმალთა წინააღმდეგ ისე სასტიკად და გმირულად იომეს, რომ ყველანი გააკვირვესო. დამორჩილების შემდეგ ოსმალთ მთლად გადაუწვავთ ეს სოფელიო“. როგორც ვხედავთ, დაპყრობიდან თითქმის სამი საუკუნის შემდეგ ზუსტად იგივე სურათი მეორდება და ხალხის ოსმალებისადმი წინააღმდეგობაც ბოლომდე არ არის ჩამცხრალი.
Skywatchers
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1078
წევრი No.: 230662
რეგისტრ.: 1-April 17

გამოგზავნილია: 18 Nov 2017, 16:43  #51689417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი აზრით გვარები აქვთ შეცვლილი. როდესაც თურქული გვარებიდან ქართულს უბრუნდებოდენ აშკარად დაკარგეს ზოგიერთებმა ეს ძველი გვარები
Aoteaora
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 170
წევრი No.: 232112
რეგისტრ.: 19-May 17

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 00:43  #51696943      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმიტომ რომ დიდი ხანი ოსმალეთის ძლიერი გავლენის ქვეშ იყვნენ, შესაბამისად ოსმალურ გვარებზე იყვნენ და როცა დადგა საკითხი ქართულზე დაბრუნების უმეტესობას არ ახსოვდა ძველი გვარი. მეტ ნაკლებად მაგრამ ოსმალების დროინდელი გვარები(ოღლები) ახსოვთ დღესაც მაგრამ იმის წინ რაიყო ეს უკვე ძნელი გასახსენებელია დიდ ხნიანი წყვეტა ქონდათ საერთო ქართულ სივრცესთან.
Dehumanizer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9839
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 13:11  #51698442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Skywatchers
Aoteaora
მაგ დაშვებით გამოდის რომ აჭარაში ოდესღაც ოქრუაშვილები გოგიაშვილები, სტეფანაშვილები, ჯალაბაშვილები,ბესელაშვილები, პაპოშვილები, მოსიაშვილები ცხოვრობდნენ... არა მგონია რეალისტური იყოს, რომ ეს გვარები ერთის მხრივ აღმოსავლეთიში და მეორეს მხრივ აჭარაში ყოფილიყო გავრცელებული
შემდეგ კი იყო ოსმალობა, მგრამ ასე მასურად რა დაავიწყებდა გვარებს??
თან სოფლის სახელი თუ უფრო ადრეულია და ამ ეპოქას გადაურჩა, ყველა შემთხვევაში ხომ არ აიყრებოდა უწინდელი მოსახლეობა
და მოსახლეებს თუ ის გვარი ქონდათ, რა სახლესაც სოფელი ატარებდა, ამ გვარს რა დაავიწყებდათ???
boli.gif
ingfari
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3041
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 13:34  #51698566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Dehumanizer @ 20 Nov 2017, 13:11 )
1.მაგ დაშვებით გამოდის რომ აჭარაში ოდესღაც ოქრუაშვილები გოგიაშვილები, სტეფანაშვილები, ჯალაბაშვილები,ბესელაშვილები, პაპოშვილები, მოსიაშვილები ცხოვრობდნენ...
2.არა მგონია რეალისტური იყოს, რომ ეს გვარები ერთის მხრივ აღმოსავლეთიში და მეორეს მხრივ აჭარაში ყოფილიყო გავრცელებული
3.შემდეგ კი იყო ოსმალობა, მგრამ ასე მასურად რა დაავიწყებდა გვარებს??

1.მასე იყო.
2.სტეფანაშვილები მასე იყო და სხვებზე ვერ ვიტყვი, ქართლში აჭარიდან არიან წასულები ოსმალობის დროს, მასე ამბობენ თვითონ.
3.მასიურად არა, მაგრამ აიღეს და მიაწერეს უბნების მიხედვით გვარები, ანუ სადაც ყველაზე მეტად იყო გავრცელებული გვარი, იმაზე მიაწერეს ისინიც ვისაც არ ახსოვდა რუს.იმპერიის დროს და მერე. ბევრმა ის ოღლები იცის რაც თურქების დროს ქონდათ, გვარები არ ახსოვთ(ან ვარაუდის დონეზე იციან), აი ის ძველი რა და ეხლა რომელიმეზე არიან მიწერილები.
ზოგისგან გამიგია ზუსტად არ გვახსოვსო, ზოგისგან ვარაუდის დონეზე გამიგია რომ იციან რა იყო მათი ძველი გვარი სანამ ახალზე მიეწერებოდა, იმათგან ზოგი იბრუნებს, ზოგი იმაზე რჩება რაზეც არის, ისიც და ესეც ქართული გვარებია და მაგიტომ.
ნუ უმეტესობა არაა ესე, გვარებიც შეინარჩუნეს და ყველაფერი, მაგრამ უმცირესობას ქონდა ეგ თემა.

Skywatchers
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1078
წევრი No.: 230662
რეგისტრ.: 1-April 17

გამოგზავნილია: 20 Nov 2017, 23:05  #51701424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგალითად დედაჩემს აქვს ასეთი გვარი: ხოროიშვილი. მხოლოდ ერთი სოფლში ცხოვრობენ, ბათუმიდან ძალიან ახლოს. ძვერი ოსმალური გვარი იყო ხორომუნოღლი.

ერთი ვერსიით გამიგია რო სწორად არის ხოროშვილი და არა ხოროიშვილი ანუ "ი" ზედმეტიაო, მაგრამ ამით რა იცვლება ? ნუთუ დანარჩენ საქართველოში არავინ არ ცხოვრობს იგივე გვარის წარმომადგენელი?

ისიც გამიგია რო კახეთიდან ვართ წარმოშობითო. მაგრამ კახეთში მაგ გვარით არავინაა დღეს, კეხეთში კაირა საერთოდ არსად არაა ეგ გვარი ერთი სოფლის გარდა.

ამ გვარს ძალიან გავს ორი გვარი, ესნია: ხარაიშვილი და ხუროშვილი.
შეიძლება ძველი გვარი ამ ორიდან ერთ-ერთია. ძალიან გავს.

ხარაიშვილები გავრცელებული არიან: საჩხერეში, ხაშურში, ლაგოდეხში და ადიგენში.
ხუროშვილები არიან: გურჯაანში, საგარეჯოში, მცხეთაში და გორში.

This post has been edited by Skywatchers on 20 Nov 2017, 23:10
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61489
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 27 Nov 2017, 23:41  #51741143      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Skywatchers
ხარაძე, ხარაშვილი, ხარაიშვილი და ხარაული "ხარიდან" მომდინარეობს, მაშინ, როცა ხუროშვილი პროფესიას-ხუროს უკავშირდება.


Aoteaora
ოსმალური გვარები არ არსებობს. თურქებს არანაირი გვარი არ ჰქონიათ მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებამდე.


Dehumanizer
ეგენი ყველა საკუთარი სახელებიდან ნაწარმოები გვარებია. რაღაც გადაცემა მაქვს ნანახი, "1 დღე სოფელში" და იქ ახსენეს ეგ გვარები და მათი წარმოშობა. დავდებ, თუ გავიხსენე და ვიპოვე.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
Dehumanizer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9839
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 16:40  #51744512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Solveig
QUOTE
ეგენი ყველა საკუთარი სახელებიდან ნაწარმოები გვარებია. რაღაც გადაცემა მაქვს ნანახი, "1 დღე სოფელში" და იქ ახსენეს ეგ გვარები და მათი წარმოშობა. დავდებ, თუ გავიხსენე და ვიპოვე.

მეც გამახსენდა ეგ განაცემა.. ნანახი მქონდა
https://www.youtube.com/watch?v=0CXTTbMrVKg
05:55-დან ყვება ბაბუ მაგ ამბავს...
თუმცა ფორმა მაინც უცნაურია... ოქრუა, პაპო, მოსია... მთლად დასავლურ ქართულ ფორმებს არ გავს
Aoteaora
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 170
წევრი No.: 232112
რეგისტრ.: 19-May 17

გამოგზავნილია: 29 Nov 2017, 16:19  #51749704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig კი მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ აჭარლებიის დიდმა რაოდენობამ გადმოცემით ახლაც იცის თავისი წინაპრის ოღლი. ბაირახტაროღლი, ჩილიმოღლი, ბუიუკოღლი და აშ. მაშინ გამოდის
რომ როგორც მთელმა თურქებმა 1934 1935 ში აიღო გვარები, ასევე მოხდა საბჭოთა საქართველოში? კერძოდ აჭარაში
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0263 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]