ჩამომივიდა სიგნალიზაცია და ჯიპიესი. ორივე იტენება და უკაბელოა.
https://rover.ebay.com/rover/0/0/0?mpre=htt...%2F122986606464https://rover.ebay.com/rover/0/0/0?mpre=htt...%2F122267958120ესენია.
ჯიპიესი ვერ არი ისეთი როგორც მინდოდა. ნებისმიერი გადახურული ზედაპირი, მანქანა, შენობა ან თუნდაც ჯიბეში ჩადება და არ მუშაობს ჯიპიესი. თან ბოლო სიგნალს არ იმახსოვრებს რაც ცუდია, ანუ მხოლოდ მაშინ ნახულობს ლოკაციას როდესაც ურეკავ. მაგალითად თუ მოიოარეს და სხვა უბანში გარაჟში შეიყვანეს გზაში თუ ვერ მოასწარი დარეკვა და მაშინ მოითხოვე კოორდინატი როცა უკვე გარაჟში იქნება, ამ შემთხვევაში გამოგზავნის ბოლო კოორდინატებს რომელიც გამოგზავნა უკვე და არა ბოლო რომელზეც სიგნალი ჰქონდა, რაც მთლიანად უკარგავს აზრს. მიუხედავად ამისა ორი ელემენტი აქვს და ერთი ედება. ძლებს 3 დღე უპრობლემოდ ერთ ელემენტზე და შეიძლება გამოიყენო როგორც მოსასმენი.
რაც შეეხება სიგნალიზახიას კმაყოფილი ვარ. ელემენტი ძლებს ერთი კვირა მინიმუმ. ჯერ ვერ დავსვი. ძალიან დიდი ხმა აქვს და მგრძნობიარეა. ერთ გამაფრთხილებელ ხმამაღალ სიგნალს იძლევა და 10 წამში თუ განმეორდა ბიძგი ერთ წუთიანი ირთვება. ვისურვებდი რო სახლში დაყენებისას გამაფრთხილებელი არ ყოფილიყო და მაგ ოფციის შეცვლა შეიძლებოდეს მარა არ აქვს. ჯიპიესზე ესეთი ვარიანტი მოვიფიქრე. ვიყიდე ანდროიდი 30 ლარად. ჩავდე სიმი და ჩავრიცხე გეგაბაიტი ინტერნეტი, დავაყენე find my kids. და find my device პრიგრამები, ჩავურთე ლოკაცია და დავაკავშირე ჩემ ექაუნთს. კარგუ სიზუსტით გადმომცემს ლოკაციას real time რეჟიმით. აკუმლატორზე არის შესაძლებელი მანქანის სანთებელის დამტენის დასმა რაც გააადვილებს დატენვას.
კიდევ ერთი დაბმასთან დაკავშირებით სპეციალურად დასაბმელი კარგი ფირმის ჯაჭვსაკეტები ძალიან ძვირია, ამიტომ ვიყავი ნავთლუღში. ვიყუდე ჯაჭვი რომელიც ყველაზე დიდი არსებული რეზაკით არ იჭრება და უნდა მინიმუმ ბარგალკა. თითის სისხოა და 4 კილო წონაში ფასი 25 ლარი. და ბოქლომი რომელიც შედარებით კარგია. 20 ლარად. ჯაჭვი ისე ერგება რომ ბოქლომის მეტალის მოძრავი მილი საერთოდ არ ჩანს. კრიპტონიტის 180 დოლარიან ვერსიას მხოლოდ იმით ჩამოუვარდება თუ გამოცდილი საკეტის განხსნელი არ მიადგა, მაგისგან ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე.
იმედია რამეში დაგეხმარებით.
დაცვის სამსახურები თუ ანაზღაურებდბენ არ ვიცოდი. კარგი გასათვალისწინებელი ფაქტია.