Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > შეწყვეტილი ორსულობა


Posted by: Vanadisi7 28 Dec 2006, 14:24
გოგოებო გავხსენით ახალი თემა რათა გავუზიაროთ ერთმანეთს ამ ტკივილის შესახებ, გაგვიზიარეთ ვის როდის შეემთხვა და რა მიზეზით?, როგორ იმკურნალეთ? და ყოფილა მის შემდეგ ორსულობა თუ არა?

Posted by: makvala 29 Dec 2006, 00:03
Vanadisi7

ეუფ, ამდენი ხნის ნალოდინები ორსულობა შეწყდა, სამწუხაროა...

სტიმულაციის შემდეგ ხშირია ყვითელი სხეულის უკმარისობა, დიუფასტონის მიშველება ყოველთვის არ შველის...

არც ინფექციაა გამორიცხული. ძალიან მნიშვნელოვანია ჰისტოლოგია რას იტყვის გამოფხეკის შემდეგ..

გული არ გაიტეხო, რადგან ერთი ორსულობა შედგა, განმეორება უკვე ნაკლებად პრობლემატურია...

ყოჩაღად იყავი, არ ინერვიულო, ახლა 3–4 თვე პირდაპირ დაორსულობა არ შეიძლება. მკურნალობა და რეაბილიტაცია გჭირდება...

ნერვიულობით და სულ ამაზე ფიქრით მხოლოდ ავნებ საქმეს...

Posted by: Vanadisi7 29 Dec 2006, 11:49
არა მაშინ სტიმულაცია არ იყო, თავისით დავორსულდი, გამონაფხეკი რო ჩავაბარე ლაბორატორიაში, იქაც ასეთი რაღაცა ეწერა, დეციდური ქსოვილი, სპიარალური, სისხლძარღვებით, და ექიმმა მითხრა არაფერიაო, მის მერე გავიდა 4 თვე როცა პირველი სტიმულაცია გამიკეთეს, მაგრამ უშედეგოდ, მეორე თვეს კიდე სტიმულაცია, კიდე უშედეგოდ, ორი კვირა მქონდა გადაცდენა მაგრამ ორსულობა არ იყო, სისხლის ანალიზიც ჩავაბარე, მაგრამ უარყოFიითი პასუხი იყო, არადა ტესტი მეორე ხაზს აჩვენებდა ძაან ღიად,

Posted by: makvala 29 Dec 2006, 23:03
აჰა, ე. ი. ეს ორსულობა ერთ წელზე მეტი ხნის წინ იყო...

მეორეჯერ რადგან ტესტმა აჩვენა და გადაცდენაც იყო, ე.ი. განაყოფიერება მოხდა და ორსულობა დაიწყო, მაგრამ მაშინვე შეწყდა..

ასე დისტანციურად რაიმეს რჩევა სამწუხაროდ არ გამოდის...

Posted by: Vanadisi7 30 Dec 2006, 14:45
არა ორსულობა იყო ამავე წლის მაიში, შეწყდა ივნიში, და ეხლა იყო კიდე დეკემბერში.

Posted by: ikebana 18 Apr 2010, 20:18
მეტა: atulia79

................................

Posted by: კორდელია 18 Apr 2010, 20:22
ikebana
გაიხარე smile.gif ეხლა ვეძებდი ამ თემას რომ ამომეწია თათასთვის..


Posted by: gzaabneuli 18 Apr 2010, 20:29
QUOTE
არადა ტესტი მეორე ხაზს აჩვენებდა ძაან ღიად,

როგორც რუსულ საიტებზე წავიკითხე სტიმულაციის და მითუმეტეს პრეგნილის მერე ტესტი ცრუ დადებითს აჩვენებს, მოჭარბებული ჰორმონების ფონზე. შეიძლება ტესტმაც ამიტომ აჩვენა ცრუ დადებითი

Posted by: ათულია 18 Apr 2010, 20:30
მოკლედ თუ სასიხარულო ქვია ამ თემას და გამიხარდა რომ დავინახე sad.gif
1 წელია გათხოვილი ვარ შეიძლება სასაცილოცაა მაგრამ მე მაინც მინდა შვილი და ვცდილობ რომ ვიყოლიო
ზუსტად ერთი წლის თავზე ტესტი ორი მკვეთრი წითელი ზოლით ძალიან ძალიან დიდი სიხარული და აუტანელი ტკივილი და გაცრულებული დედის სტატუსი
(6 თვე ვმურნალობდი მაღალ პროლაქტინს რომელიც ჩემივე ნერვიულობით ამეწია და რომელმაც მთელი ჰორმონალური სტატუსი შემიცვალა, იყო მონიტორინგები
ანალიზები მოლოდინი და ბოლო თვე როდესაც არ გავკარებივარ ექიმს და ექოს და ზუსტად მაშინ დავრჩი)
მოკლედ ორსულობის დასადასტურებდად მივედი 5 კვირის ვიყავი
6კვირის რომ გავხდი გულისცემის მოსასმენტად მივედი და ყველაფერი კაგად იყო
დამიბარეს 2 კვირის შემდეგ ანუ რომ გავხდი 8 კვირის მივედი კიდევ ერხელ გადასამოწმებად და სამწუხაროდ გუსლიცემა იყო გაჩერებული
13 აპრილს გავიკეთე აბორტი და ძალიან განვიცდი პირველი აბორტის მერე ნეტა იქნება კიდევ ორსულობა?
ჰისტოლოგიის პასუხი იქნება ოთხშაბათს
მაინტერესებს აბორტის შემდეგ რა მკურნალობა ინიშნება?
და აუცილებელია კონტრაცეპტივის მიღება?

Posted by: gzaabneuli 18 Apr 2010, 20:33
QUOTE
13 აპრილს გავიკეთე აბორტი და ძალიან განვიცდი პირველი აბორტის მერე ნეტა იქნება კიდევ ორსულობა?

პირველი აბორტის მერე მომდევნო თვეში დავორსულდი. ყველაფერი კარგად გექნება

Posted by: InternetExplorer 18 Apr 2010, 20:47
atulia79
მე არ ვიცოდი შენი ამბავი sad.gif გული მომეწურა, რომ გავიგე.
გეტყცი, რომ ჩემ მეგობარსაც იგივე დაემართა. აბორტიდან 6 თვეში დაორსულდა და ახლა რამდენიმე დღის ნინო ჰყავს smile.gif ერთს გირჩევ, ამ გოგოს საერთოდ აღარ უნერვიულია და არ ჩაციკლულა.

ხატია88 ვარ smile.gif

Posted by: ათულია 18 Apr 2010, 20:57
InternetExplorer
მადლობა ხატი ასეთი თბილი სიტყვებისთვის ...
უფლის დიდი იმედი მაქვს ...

Posted by: ikebana 18 Apr 2010, 21:06
gzaabneuli
QUOTE
როგორც რუსულ საიტებზე წავიკითხე სტიმულაციის და მითუმეტეს პრეგნილის მერე ტესტი ცრუ დადებითს აჩვენებს, მოჭარბებული ჰორმონების ფონზე. შეიძლება ტესტმაც ამიტომ აჩვენა ცრუ დადებითი

ეს ალბათ იმიტომ რომ, პრეგნილი თავად ქორიუნული გონადოტროპინია, სწორედ ის, რაც აწითლებს ტესტს. ოღონდ ორსულობის შემთხვევაში მას ტროფობლასტები გამოიმუშავებენ, რომელსაც ემბრიონი შეიცავს. ჩემი აზრით პრეგნილის დოზას გააჩნია ცრუ დადებითი ტესტისთვის.

atulia79
მორფოლოგიას სად აკეთებ? თუ წინააღმდეგი არ იქნები დადე პასუხი რა.

Posted by: nuki-nuki 18 Apr 2010, 21:24
atulia79
QUOTE
13 აპრილს გავიკეთე აბორტი და ძალიან განვიცდი პირველი აბორტის მერე ნეტა იქნება კიდევ ორსულობა?

ძალიან ვწუხვარ sad.gif მაგრამ ნუ ნერვიულობ ასე ძალიან მე ოთხი აბორტი მაქვს გაკეთებული და მყავს დათუნა smile.gif ასე რომ მართალია იმ დანაკარგს ვერაფერი ვერ აგინაზღაურებს, მაგრამ მომავალში ყველაფერი კარგად გექნება smile.gif

Posted by: gzaabneuli 18 Apr 2010, 21:36
იკებანა
Прегнил-хорионический гонадотропин человеческого происхождения, получаемый из мочи беременных женщин. Он стимулирует стероидогенез в половых железах за счет биологического воздействия, сходного с действием ЛГ (человеческий лютеинизирующий гормон или, что то же самое, гормон, стимулирующий интерстициальные клетки).

Posted by: ninucani 18 Apr 2010, 21:40
გათხოვებიდნან მეორე თვეს დავრჩი ორსულად,უზომოდ ბედნიერი ვიყავი.მინდოდა ყველაფერი მეყიდა ჩემი პატარსთვის მაგრამ ჯერ ადრეაო მეუბნებოდნენ,ვერ მოვითმინე და პაწაწუნა ნასკები ვუყიდე,ისეთი საყვარლები იყოოო.ვუყურებდი და ერთი სული მქონდა როდის გაჩნდებოდა რომ ჩამეცმია მაგრამ არ დამცალდა სამწუხაროდ.სიცხეები მქონდა ,თან მუცელიც მტკიოდა ხოლმე პერიოდულად,მაგრამ იცისო და არ მივაქციე ყურადღება,უფრო სწორედ ვერ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს.ასე ეწერა ჩემს პატარას.ექიმთან მისვლა რომ გადავწყვიტე იყო პარასკევი დღე ასე 4 საათი მივედი და ვუთხარი როგორც ვიყავი იმან იცით რა მიპასუხა უგულო ადამიანმა?ეხლა გვიანია ჩემი სამუშაო დღე დამთავრდა და ორშაბათს მოდიო არც დანიშნულება არაფერი ასე გამომიშვა უკან.წამოვედი სახლში.კვირა ღამით დამეწყო გამონადენი,მერე ტკივილმა იმატა,საშინელი ტკივლი მქონდა,ერტდროულად ყველაფერი მტკიოდა.მტკიოდა წელი,გული სული,მაგრამ ყველაზე მტად სული მტკიოდა ჩემს შვილს რომ ვერაფერს ვშველოდი.6 კვირის ნაყოფი დავკარგე.ამის მერე ძალიან ცუდად ვიყავი საშინელი დეპრესია მქონდა,ორსულების დანახვა მაღიზიანებდა,გავბოროტდი,ვინმეს ორსულობას რომ ვიგებდი ვტიროდი,ჩემი შვილისთვის ნაყიდ ნასკებთან ერთად მეძინა.თან დრო გადიოდა და არ ვრჩებოდი.4 თვის მერე დავრჩი ორსულად .ეხლა კი მყავს შვილი ჩემი პატარა მარიამი ,მაგრამ ის ტკივილი დღესაც მახსოვს და მტკივა.

Posted by: ikebana 18 Apr 2010, 21:48
gzaabneuli
დიხ, დიახ.

..............................

Posted by: ტაბუ 18 Apr 2010, 21:55
QUOTE
ექიმთან მისვლა რომ გადავწყვიტე იყო პარასკევი დღე ასე 4 საათი მივედი და ვუთხარი როგორც ვიყავი იმან იცით რა მიპასუხა უგულო ადამიანმა?ეხლა გვიანია ჩემი სამუშაო დღე დამთავრდა და ორშაბათს მოდიო არც დანიშნულება არაფერი ასე გამომიშვა უკან.წამოვედი სახლში.კვირა ღამით დამეწყო გამონადენი,მერე ტკივილმა იმატა
mad.gif mad.gif mad.gif
აუ, როგორ გავბრაზდი ახლა...
ჩემი ხელით ვცემდი მაგ ექიმს!

Posted by: Kissie 18 Apr 2010, 21:58
ბუშტნამქერი.

10 თვის მერე დავფეხმძიმდი და ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა.

Posted by: EXHALATING 18 Apr 2010, 22:01
პირველი ორსულობა შეწყდა 6 კვირაზე, მიზეზი-ჰორმონალური დისბალანსი. მაშინ ძალიან მოულოდნელი იყო და არ განმიცდია ძალიან
მეორე ორსულობა 5 თვის შემდეგ დადგა, ამჟამად 18 კვირის ვარ smile.gif

Posted by: ikebana 18 Apr 2010, 22:01
Kissie
გახსოვს რომ მოგწერე? საბოლოოდ გაბათილდა ბუშტნამქერზე ეჭვი.

Posted by: gzaabneuli 18 Apr 2010, 22:03
მე გადაცდენიდან მე 2 დღეს მივედი ექიმთან და ჯერ არ ჩანსო და 1კვირაში დამიბარა, 1 კვირის თავზე რომ მივედი მომილოცეს ყველაფერი კარგად გაქო, მეორე დღეს მომივიდა ავარია, ვიყავი 7 კვირის, 9 კვირაზე შევნიშნე 1 წვეთი გამონადენი, მივედი მეორე დღესვე ექიმთან და ყველაფერი კარგად გაქო, მერე სხვა ექოზე მივედი და აღმოჩნდა რომ ნაყოფის განვითარება 7 კვირაზე ქონდა შეწყვეტილი. მთელი 2 კვირა დაღუპული ნაყოფი ვატარე. შემდეგ იყო აბორტი ნარკოზით, შემდეგ იყო გართულებული მდგომარეობა, ძლივს გამოვედი ნარკოზიდან , შემდეგ დაახლოებით 2 კვირა მქონდა ჰალუცინაციები, საერთოდ ვერავის ვერ ვცნობდი, მძულდა ყველა და ყველაფერი. მქონდა გაორება და ძალიან მძიმედ ვიყავი.

Posted by: EXHALATING 18 Apr 2010, 22:06
ikebana
QUOTE
საბოლოოდ გაბათილდა ბუშტნამქერზე ეჭვი.

საბოლოოდ დადგინდა თქვენთან მიზეზი?

Posted by: ikebana 18 Apr 2010, 22:10
EXHALATING
ზუსტი მიზეზი ვერა.
ჩემი აზრით ჰორმონული დისბალანსია.

Posted by: Kissie 18 Apr 2010, 22:10
ikebana

დარწმუნებული ვიყავი, რომ ბუშტნამქერი არ იყო. yes.gif და ამასწინათ ვაპირებდი ზუსტად დაპიემებას და კითხვას. ვისთან ხარ ისე ექიმთან?

Posted by: ათულია 18 Apr 2010, 22:11
ikebana
QUOTE
მორფოლოგიას სად აკეთებ? თუ წინააღმდეგი არ იქნები დადე პასუხი რა. 

აბორტი გავიკეთე საპატრიარქოში და მორფოლოგიასაც ჩვენ გავაკეთებთო
აუცილებლად დავდებ

Posted by: ikebana 18 Apr 2010, 22:13
atulia79
მეც შემომთავაზეს მანდ. მაგრამ მედეაში სხვაგან მირჩიეს და იქ გავაკეთე. ჩაჩავას უკან, ღვთისგანდავიწყებულ ლაბორატორიაში biggrin.gif

Posted by: ათულია 18 Apr 2010, 22:14
ikebana
მე შორენა მახლდა თან და არ გაუპროტესტებია მორფოლოგიის მანდ გაკეთება
ცოტა დავიბენი ...
ეს ბუშტნამქერი რას ნიშნავს? :ჩაინიკივარ:


მემგონი შენც მაჭავარიანმა გაგიკეთა ხო? და მაინტერესებს ექო როგორი გქონდა ანუ რამე
დანაკარგი თუ ქონდა საშვილოსნოს?
მე ხვალ უნდა გავიკეთო ექო და ...

Posted by: EXHALATING 18 Apr 2010, 22:24
ნუ ინერვიულებთ გოგოებო.. იმაზე უარესები ხდება ვიდრე პირველ ტრიმესტრში შეწყვეტილი ორსულობაა. დაორსულების დღიდან მაინც შიში მაქვს გარკვეული...

Posted by: ათულია 18 Apr 2010, 22:25
EXHALATING
ვაი ეგ რა ცუდი რამ დაწერეეე sad.gif
უფალო მიეცი გაძლება და ატაანინე და გაადაატანინე
წაშალე თორე დამანდრაჟდებიან ორსულები
შენი ორი ორი როგორ არიან?

Posted by: EXHALATING 18 Apr 2010, 22:29
atulia79
ჩემი ორი კარგად. ჯერჯერობით მოძრაობებს ვერ ვგრძნობ კარგად, მაგრამ იმედია ვიგრძნობ მალე smile.gif
იმედია მივალთ ბოლომდე მშვიდობით

Posted by: blblbl 18 Apr 2010, 22:29
sad.gif .

Posted by: ikebana 18 Apr 2010, 22:32
Kissie
ისევ იქ. მედეაში თამუნა გოგოლაძესთან.

atulia79
QUOTE
დანაკარგი თუ ქონდა საშვილოსნოს?

რას გულისხმობ?

Posted by: ათულია 18 Apr 2010, 22:36
EXHALATING
QUOTE
იმედია მივალთ ბოლომდე მშვიდობით


იმედია?! ამას როგორ ბედავ?
აბა ვიშე ნოს smile.gif
ბედნიეროოოო მიხვალ მიხვალ და თან ძალიან მალე

ikebana
ანუ ძალიან დაგითხელდა კედლები?

Posted by: ikebana 18 Apr 2010, 23:28
atulia79
არა. საერთოდ არ ეტყობოდა გამოფხეკა მომდევნო ციკლში. კონტურიც კარგი იყო და სისქეც.

Posted by: ნინიანა 18 Apr 2010, 23:39
Kissie
QUOTE
ბუშტნამქერი.

10 თვის მერე დავფეხმძიმდი და ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა.

შეგიძლია დამიწერო თუ მკურნალობდი ეს 10 თვე?
და ვისთან.

ჩემს ძალიან ახლობელსაც მასე დაემართა,ძალიან მტკივა გული ამის გამო.

Posted by: kozet 19 Apr 2010, 00:01
გათხოვებიდან 2 თვეში აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი, ძალიან მოულოდნელი იყო, პრინციპში თავს არ ვიცავდი, მაგრამ გათხოვებამდე სულ მქონდა ციკლის პრობლემა და ამიტომ ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი დაორსულება ფანტასტიკის სფერო იყო. 8 კვირაზე ვიყავი გულისცემის მოსასმენად, ყველაფერი კარგად იყო. გეგმიური ექო მიწევდა 12-13 კვირაზე, მაგრამ 11 კვირაზე მქონდა სისხლიანი გამონადენი, ძალიან მცირე რაოდენობით. ექოზე მივედით და გულისცემა აღარ დაფიქსირდა. ნაყოფს განვითარება 8 კვირაზე ქონდა შეწყვეტილი (ან შეიძლება უფრო დიდ ვადაზეც, მაგრამ მას შემდეგ რაც ნაყოფი იღუპება, ზომებში პატარავდებაო და შეიძლება 9 კვირაზეა შეწყვეტილი ორსულობაო). გამომფხიკეს საპატრიარქოს სამშობიაროში ნარკოზით და თვითონვე გააკეთეს მორფოლოგიური კვლევა, თუმცა პასუხი იყო "არაფერი". მათითაშვილის ვარაუდით ნაყოფის ანომალიასთან გვქონდა საქმე, ანუ როცა 11 კვირაზე გამონადენით მასთან მივედი ექოზე და გულისცემა ვეღარ მოისმინა, მაშინ თქვა, რომ ემბრიონის ნერვული ღერო არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ჩემი ვარაუდით იყო პროგესტერონის დეფიციტი. 9 კვირაზე, ისე რომ არც გადაგვიკონტროლებია პროგესტერონის დონე სისხლში, ექიმის რეკომენდაციით შევწყვიტე უტროჟესტანის მიღება და სწორედ ამას ვაბრალებ იმ სპონტანურ აბორტს. ეს ვარაუდი შემდეგ მეორე ორსულობისას უფრო განმიმტკიცდა, იმიტომ რომ ორსულობის დადგენისთანავე გავიკეთე სისხლის ანალიზი და პროგესტერონის დონე იყო ძალიან დაბალი, არც საკვერცხეებზე ფისქირდებოდა ყვითელი სხეულის ცისტა და სავარაუდოდ პირველი ორსულობაც ასე მიდიოდა.
აბორტის მერე 3 თვე დამინიშნეს კონტრაცეპტივი "ჟანინი".
მე, როგორც ურჩი პაციენტი (და სხვებს არ მოგიწოდებთ იგივე გაიმეოროთ), კონტრაცეპტივს მხოლოდ ერთი თვე ვსვამდი. გამომფხიკეს 15 ივნისს, ივლისში ვსვი კონტრაცეპტივი და აგვისტოში მივდიოდი ბორჯომში და გადავწყვიტე აღარ დამელია. 29 ივლისს მქონდა ბოლო მენსტრუაცია და 28 აგვისტოს 2 წითელი ხაზი მიჩვენა ტესტამა, მარიამობა დღეს smile.gif
ამჟამდ ვარ 38 კვირის და ველოდები კაცს smile.gif

Posted by: ათულია 19 Apr 2010, 09:13
kozet
ikebana
რამხელა სტიმულია ჩემთვის თქვენი მონათხრობი რომ იცოდეთ
დიდი მადლობაა
გავიქეცი ეხლა მე ექოზე და მალე დაგიბრუნდებით ...

Posted by: Ia-forumze 19 Apr 2010, 09:27
atulia79
QUOTE
რამხელა სტიმულია ჩემთვის თქვენი მონათხრობი რომ იცოდეთ
დიდი მადლობაა
გავიქეცი ეხლა მე ექოზე და მალე დაგიბრუნდებით ...

შეგვატყობინე როგორ ამბებს მოგვიტან 2kiss.gif

Posted by: isida8 19 Apr 2010, 10:28
10 კვირის ვიყავი რომ მომეშალა,მეორე ორსულობა იყო.ლომაიასთან გავიკეთე გამოფხეკა,ხოდა რო ვკითხე მიზეზითქო და ხდება ხოლმეო,აი ზუსტად ასე მითხრა. იმის მერე არც მიმკურნალია,ვამბობდი აღარ გავაჩენ მეორესთქო sad.gif მაგრამ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი smile.gif ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გაჩნდა პატარა ელენე love.gif

Posted by: _siyvarulovna_ 19 Apr 2010, 13:52
მგონი ყველამ იცის აქ ჩემი ისტორია მარა დავწერ მაინც mo.gif


მოკლედ გათხოვებისდან 4 თვეში აღმოვაჩინე რომ ვიყავი ორსულად, ოღონდ ყველაფერი იყო ძალიან არეული mo.gif თავიდანვე არ წავიდა ყველაფერი კარგად, ციკლის მიხცედვით 9 კვირის ვიყავი რომ მომეშალა, სინამდვილეში ნაყოფი იყო 6 კვირის, მოწყვეტილი არ იყო არც გამონადენი არ მქონდა უბრალოდ გულისცემა არ ისმოდა... 1 კვირანი დაკვირვების მერე აღმოვაჩინეძთ რომ სანაყოფე პარკი იზრდებოდა ნაყოფი კი არა user.gif ექიმმა მირჩია რომ აღარ გამეჩერებინდა, ნუ რათქმაუნდა არ დავუჯერე, წავედი გადავამოწმე... მოკლედ გავიკეთე მედიკამენტური აბორტი (მეზიზღება ეს სიტყვა) ყველაფერმა "კარგად" ჩაიარა გართUლებები არ მოყოლია...

საშინლად ვინერვიულე, მაგრამ ძალიან მალე ავიყვანე საკუთარი თავი ხელში, ვიცოდი რომ სახეზე მეწერა ყველაფერი და ყველა ნერვიულობდა Fჩემზე, შემეცოდნენ და....

მოკლედ ისევ სხვისი ხათრით თორე mo.gif არადა თავიდანვე ვგრძნობდი რომ ყველაფერი კარგად არ დამთავრდებოდა... არ ვიცი რატომ მაგრამ მასეთ რაღაცეებში შაშინელი წინათგრძნობა მაქვს...

არ გამომიკვლევია რატო მოხდა ორსულობის შეწყველტა sad.gif უბრალოდ ვიცოდი რომ ხდება მასე და ვიცი რომ შემდეგში ეგრე აღარ მოხდება smile.gif


ეხლა ყველაფერზე გაკეთებული მაქვს ანალიზები ყველანაირად "სუფთა" ვარ მეც და ჩემი მეუღლეც, უბრალოდ გრაფიკებში ვერ ვეწყობით ჩემი ოვულაციის დღეები ვერ ემთხვვა მეუღლის გრაფიკს, მაგრამ იმედი მაქვს ნელნელა მივუახლოვდებიძთ ერთმანეთს smile.gif

Posted by: ათულია 19 Apr 2010, 14:36
QUOTE
შეგვატყობინე როგორ ამბებს მოგვიტან

მოკლედ მოვედი
ამ ეტაპზე ჩემი ექიმი ჩემი ექოსკოპიური დათვალიერებით და ნანახი სურათით კმაყოფილია

Posted by: 15steps 19 Apr 2010, 14:52
atulia79
უი ეს რა მესმის sad.gif
გული დამწყდა ძალიან ვიცი ეხლა შენ რა დღეშიც ხარ და როგორ განიცდიsad.gif( მაგრამ ეხლა ორმაგად უნდა მოერიო თავს
რადგან ერთი ორსულობა იყო მეორეც იქნება აუცილებლად , შენ იცი ჩემი ამბავი გამოფხეკის მერეც რჩებიან მაგზე ნუ იფიქრებ, მე სადღაც მიყრუებულ ბორჯომის საავადმყოფოში გამომფხიკეს და აგერ ბაია მაინც მყავს ასე რომ შენც აუცილებლად დარჩები მალევე, 2kiss.gif

Posted by: ათულია 19 Apr 2010, 15:04
15steps
გაიხარე ნინ შეგეწიოს უფლის ძალა და მადლი შენ და შენს ოჯახს და კიდევ პატარა ალექსანდრეს
მადლობა გამხნევებისთვის უფლის იმედით ვარ და მომავალს იმედის თვალით ვუყურებ

Posted by: Suleluka 19 Apr 2010, 16:05
atulia79
მართლა ძალიან დამწყდა გული sad.gif
მთავარია, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგა იქნება 2kiss.gif

ამ განყოფილებაში ისე ხშირად ვეღარ ვპოსტავ, მაგრამ პოსტებს ვკითხულობ

Posted by: ათულია 19 Apr 2010, 16:15
Suleluka
მადლობა და გაიხარეე

Posted by: MPG 19 Apr 2010, 16:57
მოკლედ, რომ გავთხოვდი 4 თვე თავს ვიცავდით, შევწყვიტე თუ არა მომდევნო თვეში აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბავშვი კარგად ვითარდებოდა, მეც გადასარევად ვგრძნობდი თავს.

ორსულობა შეწყდა 21-ე კვირას ავარიის გამო, ფიზიკურად არაფერი დაშავებია, უბრალოდ ძალიან დიდი სტერსი მივიღე, სახლში რომ მოვედით, სადღაც 1 საათში დამეწყო საშინელი ტკივილი, წ###ბი დავღვარე, წავედით ეგრევე საავადმყოფოში, ვიცოდი რომ ყველაფერი დამთავდრა მაგრამ სადღაც მაინც მქონდა იმედი.sad.gif
ნუ გამსინჯეს, გადამიღეს ექო და წ###ბი სულ დაღვრილი იყო, ჩემს პატარას კი გული ისევ უცემდა, ძლიერი იყო ძალიან. user.gif
ფაქტიურად მამშობიარეს, შემდეგ კი გამომფხიკეს რამე არ დარჩესო, გართულება არ მქონია არანაირი. მას მერე გავიდა 4 თვეზე მეტი, 6 თვე ამიკრძალეს დაორსულება, ხოდა ვნახოთ გავიდეს ბოლომდე ეს დრო და რა იქნება მერე.
თავიდან მეგონა რომ მეტი შვილი არ მეყოლებოდა,საშინელი დეპრესია მქონდა, ახლა კი ღმერთის იმედით უახლოეს მომავალში ვიცი მეყოლება პატარა პუტკუნა ბაია.


Posted by: ათულია 19 Apr 2010, 17:00
MPG
QUOTE
თავიდან მეგონა რომ მეტი შვილი არ მეყოლებოდა

აი ეს ყველაზე დიდი სტრესია
უფალო შეგვიწყალე
მალე ვიქნებით დედიკოები დამიჯერეეე

Posted by: gzaabneuli 19 Apr 2010, 17:03
QUOTE
ფაქტიურად მამშობიარეს, შემდეგ კი გამომფხიკეს რამე არ დარჩესო

ცემს დასაც ანალოგიური სიტუაცია ქონდა და მშობიარობიდან 5 თვეს დაორსულდა და ეხლა 3 პატარა გოგო ყავს. თანაც 3 ერთ წელიწადში. შენც ძალიან მალე გახდები დედა უფლის წყალობით

Posted by: MPG 19 Apr 2010, 17:12
atulia79
ვიცი და ამტიომ ახლა საუკეთესო მომავლის იმედით ვარ.
კი აუცილებლად ვიქნებით ჯანმრთელი და ლამაზი ბაოების დედიკოები.

gzaabneuli
მადლობა ჩემო კარგო, ყველა წეროს მომლოდინეს მალე მოგვაკითხავს ჩვენი წერო, ტაკო გაფუმფულებული პატარებით. 2kiss.gif

Posted by: Suleluka 20 Apr 2010, 09:58
atulia79
MPG
მთავარია - რწმენა 2kiss.gif
მშვიდათ უნდა იყოთ, თქვენთანაც მოვა მალე წერო :*

Posted by: teo-n@ 21 Apr 2010, 00:37
მინდა დავწერო ჩემი ამბები, მაგრამ არ შემიძლია, ყველაფერი კარგად გვექნება გოგოებო...

Posted by: Suleluka 21 Apr 2010, 09:20
teo-n@
გადავხედე ძველ პოსტებს cry.gif
ვწუხვარ ძალიან


____________________________________________
თFუუუუუუუუუუი რაა
თუ არ ხარ მცოდნე ექიმი წადი და სხვას კითხე რაა
მათხოვრები არიან
მაგათ ზუსტად ვიცი სინდისი არ აწუხებთ!!!

Posted by: khatunia 21 Apr 2010, 11:57
პირველი ფეხმძიმობა შეწყდა 7 კვირაზე, დავფეხმძიმდი უპრობლემოდ 5 თვის შემდეგ (იქამდე უბრალოდ თავს ვიცავდით), ახლა კი მყავს ორი ჯანმრთელი და ძალიან ლამაზი გოგონა:-) მთავარი არის არ ინერვიულო და ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif

Posted by: ათულია 16 May 2010, 17:09
მოკლედ დამეხმარეთ
მენზ-ი დავკარგე აბორტის მერე იცის ასე?
34 დღეა ციკლი30-31 დღიანი მაქვს

პ.ს ორსულად არ ვარ

Posted by: Ia-forumze 16 May 2010, 17:32
atulia79
QUOTE
მოკლედ დამეხმარეთ
მენზ-ი დავკარგე აბორტის მერე იცის ასე?
34 დღეა ციკლი30-31 დღიანი მაქვს

კი კი იცის ხოლმე ნამდვილად ვიცი.

რომელ რიცხვში მოხდა აბორტი შემახსენე?
აბორტის მერე მოდის მენსტრუაციასავით
და მაქედან უნდა დათვალო.


პს. დაკარგე ნაკლებად biggrin.gif 3 დღის გადაცდენა გაქვს biggrin.gif

Posted by: ათულია 16 May 2010, 17:36
Ia-forumze
13 აპრილს
გამიკეთეს ხოდა არ ვიცი ველოდო კიდევ თუ მივმართო ზემდგომ ორგანოებს? wink.gif

Posted by: Ia-forumze 16 May 2010, 17:39
atulia79
QUOTE
13 აპრილს

მაგ დღიდანვე დაგეწყო მენზის მსგავსი გამონადენი?
და გაგრძელდა როგროც მენსტრუაცია?

QUOTE
არ ვიცი ველოდო კიდევ თუ მივმართო ზემდგომ ორგანოებს?

რავი, შეგიძლია კიდევ რამოდენიმე დღე მოიცადო smile.gif
ცოტა დრო უნდა ხოლმე ორგანიზმს ჩადგეს ძველებურად მწყობრში smile.gif

Posted by: Night_Blue 16 May 2010, 17:40
1 აბორტის მერე ვცდილობ დაორსულებას... გავიდა 6 თვე...
ახლა ჯერ ძალიან ადრე ტესტსაც არ ვიკეთებ არამგონია მიჩვენოს
მაგრამ დამეწყო მწარე ცისტიტი... რა ვქბა არვიცი sad.gif ძალიან ვნერვიულობ..

Posted by: ათულია 16 May 2010, 17:44
Ia-forumze
QUOTE
მაგ დღიდანვე დაგეწყო მენზის მსგავსი გამონადენი?
და გაგრძელდა როგროც მენსტრუაცია?


მსგავი რაღაცა ნამდვილად იყო
და 2-3 დღე მქონდა

შორენამ ექიმმ ათვლა აბორტის დღიდან დაიწყეო და ...

დავიცდი მეტი რა გზაა

Posted by: Ia-forumze 16 May 2010, 17:50
atulia79
ხო დაელოდე რამოდენიმე დღეც ან თუ გინდა
დაურეკე შორენას როგორ მვოიქცეთქო.
შეიძლება ეხოზე დაგხედოს,
ენდომიეტრიუმით ხო მიხვდებიან ეგრევე
მოსასვლელად მზად არის თუ არა

Posted by: ათულია 16 May 2010, 18:06
Ia-forumze
QUOTE
დაურეკე შორენას

ბოლოს რომ დავურეკე მითხრა ერთი კვირა დაიცადეო და ...

Posted by: algulga 16 May 2010, 18:24
atulia79
QUOTE
პ.ს ორსულად არ ვარ


მასე გეგონოს შენ



Night_Blue
QUOTE
1 აბორტის მერე ვცდილობ დაორსულებას... გავიდა 6 თვე...
ახლა ჯერ ძალიან ადრე ტესტსაც არ ვიკეთებ არამგონია მიჩვენოს
მაგრამ დამეწყო მწარე ცისტიტი... რა ვქბა არვიცი  ძალიან ვნერვიულობ..

ისე მე ორსულობა ცისტიტით დამეწყო. ვამტკიცებდი ცისტიტი მაქვს თქო და მტკიოდა საკვერცხეები და ტუალეტში ძლივს ვასწრებდი, ცოტა დაჟე გზაში მეპარებოდა. და ტანჯული ვიყავი, მაგრამ მერე გადამიცდა

წერობის სუნი მცემს, და ფრთების შხუილი მემის. თანაც ორის

Posted by: Night_Blue 16 May 2010, 18:33
QUOTE
ისე მე ორსულობა ცისტიტით დამეწყო. ვამტკიცებდი ცისტიტი მაქვს თქო და მტკიოდა საკვერცხეები და ტუალეტში ძლივს ვასწრებდი, ცოტა დაჟე გზაში მეპარებოდა. და ტანჯული ვიყავი, მაგრამ მერე გადამიცდა

წერობის სუნი მცემს, და ფრთების შხუილი მემის. თანაც ორის

user.gif user.gif user.gif
თავისით გაგიარა თუ იმკურნალე??

Posted by: algulga 16 May 2010, 18:40
Night_Blue
QUOTE
თავისით გაგიარა თუ იმკურნალე??


ვაპირბდი მკურნალობას, მაგრამ მამათილის ორმოცი იყო და ვერ მოვიცალე საკუთარი თავისთვის, და ფეხზე ვიცმევდი თბილად ძალიან, მეტი ვერაფერი ვერ გავაკეთე.
თან ორმოცისთვის რაიონში მომიწია ყოფნამ და იქ ვიგაც ჩკვიანმა მირჩია რძეში ჩაჯექიო. კიდევ კარგი არ გადავირიე და არ ჩანჯექი, იმიტომ ეომ ძალიან მაწუხებდა.
მაგ დროისთვის ველოდებოდი თან და რომ ჩამოვედი იმდენი საქმე დამხვდა სამსახურსჰი კიდევ ვერ მივაღწიე ექიმთან, მეხვეწებოდა დედაჩემი რაგაც წამალს მაძლევდა დალიეო, მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე და მერ 2 ხაზიც აციმციმდა ტესტზე.

Posted by: Night_Blue 16 May 2010, 18:44
QUOTE
ვაპირბდი მკურნალობას, მაგრამ მამათილის ორმოცი იყო და ვერ მოვიცალე საკუთარი თავისთვის, და ფეხზე ვიცმევდი თბილად ძალიან, მეტი ვერაფერი ვერ გავაკეთე.
თან ორმოცისთვის რაიონში მომიწია ყოფნამ და იქ ვიგაც ჩკვიანმა მირჩია რძეში ჩაჯექიო. კიდევ კარგი არ გადავირიე და არ ჩანჯექი, იმიტომ ეომ ძალიან მაწუხებდა.
მაგ დროისთვის ველოდებოდი თან და რომ ჩამოვედი იმდენი საქმე დამხვდა სამსახურსჰი კიდევ ვერ მივაღწიე ექიმთან, მეხვეწებოდა დედაჩემი რაგაც წამალს მაძლევდა დალიეო, მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე და მერ 2 ხაზიც აციმციმდა ტესტზე.

უიიი ... გუშინ დედაჩემმა რაღაც წამალი ამოიღო და ეს დალიეო, ვადას რომ დავხედე ვადაგასული აღმოჩნდაsmile.gif ... როგორც ჩანს კიდევ კაი... დაველოდებიიიი user.gif

Posted by: nuki-nuki 16 May 2010, 18:45
atulia79
QUOTE
მენზ-ი დავკარგე აბორტის მერე იცის ასე?

კი იცის ნუ გეშინია. ერთმა ციკლმა იცის გამოტოვება და მეორედან დაიწყება, ანუ ჯერ ადრეა. Night_Blue
QUOTE
რა ვქბა არვიცი  ძალიან ვნერვიულობ..

ნუ ნერვიულობ, მითია რომ აბორტის მერე ძნელია დაოსრულება. ნუ იფიქრებ მაგაზე და დაორსულდები, ნერვიულობა აფერხებს საერთოდ დაორსულებას smile.gif

Posted by: ათულია 16 May 2010, 18:52
Night_Blue
QUOTE
1 აბორტის მერე ვცდილობ დაორსულებას... გავიდა 6 თვე...

და იცი რატომ არ რჩები ორსულად მე გეტყვი იმიტომ რომ ცდილობ
დაიკიდე რააა
აბა გადახედე ამ ფორუმის გოგოებს შეხედე კოზეტს როგორი უტა ყავს, შეხედე MPG-ს, ნათუკა444-ს სიყვარულოვნას
განა არ არის საკმარისი მაგალითი რომ თავს დააჯერო რომ ორსულად კიდევ ბევრჯერ იქნები და "ცდილობ"-ას უნდა შეეშვა?
მეც ვიცი რა ტკივილს განიცდი როცა გინდა დაორსულდე და ციკლი გეწყება
ვიცი მეც გამოვიარე ეგ გზა ხოდა ეხლა ხომ ხედავ მენზ-ს როგორ ველოდები რომ ჩემი მომავალი ბაოსთვის სრულიად მომზადებული და დასვენებული დავხვდე მას
ხოდა დამიჯერე ძალიან მალე იქნები ორსულად 2kiss.gif

წამო წეროების თემაში თორე გაოფება გამოგვივა თემის
http://forum.ge/?f=97&showtopic=34097498&st=1425

nuki-nuki
შენ კი დიდი მადლობა რომ დამაიმედე

Posted by: Night_Blue 16 May 2010, 18:58
QUOTE
და იცი რატომ არ რჩები ორსულად მე გეტყვი იმიტომ რომ ცდილობ
დაიკიდე რააა
აბა გადახედე ამ ფორუმის გოგოებს შეხედე კოზეტს როგორი უტა ყავს, შეხედე MPG-ს, ნათუკა444-ს სიყვარულოვნას
განა არ არის საკმარისი მაგალითი რომ თავს დააჯერო რომ ორსულად კიდევ ბევრჯერ იქნები და "ცდილობ"-ას უნდა შეეშვა?
მეც ვიცი რა ტკივილს განიცდი როცა გინდა დაორსულდე და ციკლი გეწყება
ვიცი მეც გამოვიარე ეგ გზა ხოდა ეხლა ხომ ხედავ მენზ-ს როგორ ველოდები რომ ჩემი მომავალი ბაოსთვის სრულიად მომზადებული და დასვენებული დავხვდე მას
ხოდა დამიჯერე ძალიან მალე იქნები ორსულად

წამო წეროების თემაში თორე გაოფება გამოგვივა თემის

რომ წავიკითხე როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ !!! user.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nuki-nuki 17 May 2010, 16:14
atulia79
QUOTE
შენ კი დიდი მადლობა რომ დამაიმედე

ვაიმე მიხარია თუ დაგაიმედე, მე 4-ჯერ მაქვს გაკეთებული, მაგრამ მყვას არაჩვეულებრივი დათუნა smile.gif თუ რამე გაინტერესებს მომწერე და დიდი სიამოვნებით გიპასუხებ ყველაფერზე smile.gif

Posted by: ikebana 17 May 2010, 23:06
atulia79
ნუ ნერვიულობ.
პირველი მენსტრუაცია კაცმა არ იცის როდის დადგება აბორტის მერე. 2 თვემდეც რომ იყოს არ ინერვიულო. მე თავიდანვე მითხრა ეს ჩემმა ექიმმა. მანამდე 28 დღიანი მქონდა ბოლო რამდენიმე თვე და აბორტის მერე 36 დღეს მომივიდა.

Posted by: ათულია 18 May 2010, 10:08
ikebana
გაიხარეე მადლობა

Posted by: HAG 7 Jun 2010, 20:50
გარე ორსულობა 2 წლის წინ, სულ შემთხვევით დავრჩი, მას შემდეგ არც მინდოდა ამაზე ფიქრი... ახლა ისევ გადავწყვიტე... უფრო სწორად ახლა გადავწყვიტე smile.gif

Posted by: T@D 5 Jul 2010, 15:32
გთხოვთ გამომეხმაუროთ ვისაც გქონდათ ნაადრევი მშობიარობა

Posted by: louisiana 5 Jul 2010, 15:38
T@D
კონკრეტულად რა გაინტერესებს?

Posted by: Princess 5 Jul 2010, 15:40
T@D
მე მქონდა. 30 კვირის ვიყავი დაახლოებით.

------------------------

Posted by: Night_Blue 5 Jul 2010, 15:41
გოგოებო ორსულად ვააააარ!!! bis.gif

Posted by: ლილუ 5 Jul 2010, 15:41
T@D
36 კვირაზე გავაჩინე 8 თვიანი
რა გაინტერესებს შენ?

Posted by: კორდელია 5 Jul 2010, 15:56
Night_Blue
გილოცავ, გისურვებ უპრობლემო ორსულობა-მშობიარობას და ჯანმრთელ, ლამაზ შვილს love.gif

Posted by: Princess 5 Jul 2010, 16:04
Night_Blue
გილოცავ smile.gif
აქ რა გინდა? გადადი მომავალ მშობელთა თემაში smile.gif

Posted by: Night_Blue 5 Jul 2010, 16:08
კორდელია
QUOTE
გილოცავ, გისურვებ უპრობლემო ორსულობა-მშობიარობას და ჯანმრთელ, ლამაზ შვილს 

დიდი მადლობაააააა love.gif love.gif love.gif


Princess
QUOTE
გილოცავ
აქ რა გინდა? გადადი მომავალ მშობელთა თემაში

გადავედიიი ...
უბრალოდ მანამდე ვწერდი რომ არ ვრჩებოდი
ხოდა როგორც იქნა ორსულად ვარრრ.. bis.gif

Posted by: T@D 5 Jul 2010, 18:41
მე მქონდა 28 კვირაზე 7 თვის წინ.... 9 დგის მერე დამეღუპა.... სამწუხაროდ რამ გამოიწვია ვერ გაიგეს... მაინტერესებს რამდენი ხნის შემდეგ დაორსულდით.... ან ხომ ვერ მირჩევდით ვინმე კარგ რეპროდუქტოლოგს

Posted by: Princess 6 Jul 2010, 11:53
T@D
sad.gif

მე შარშან აპრილში მამშობიარეს დამაჩქარებლებით. ჯერ არ ვარ ორსულად, 1 წელი არც შეიძლებოდა და არც ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. ეხლა უკვე ვმუშაობ მაგ საკითXზე smile.gif რეპროდუქტოლოგთან ვიყავი, ამოვიჩემე მჭირს რარაც და მჭირდება მკურნალობა მეთქი, ხოდა სტიმულაცია გამიკეტეს, მაგრამ შედეგი ისეთი იყო, არავინ მოელოდა biggrin.gif იმდენი ფოლიკული წამოვიდა, კინაღამ კისტაში გადამეზარდა. კიდევ კარგი იოლად გამოვძვერი. ამი მერე ტავი დავანებე ყოველგვარ მკურნალობას, ერტადერთი ვსვამდი ბრომოკტიპტინს, პროლაქტინი მქონდა მომატებული ნერვიულობის ფონზე, ამ თვეში უნდა გადავიმოწმო თუ დამეწია. სხვა ყველაფერი ეხოზეც და ანალიზებშიც წესრიგში მაქვს.

შენ გადაიმოწმე ჰორმონები? იცის არევა ნერვიულობის ფონზე.


Posted by: T@D 6 Jul 2010, 12:43
Princess
კი, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ციკლი მაქვს არეული . ადრე პოლიკისტოზი მქონდა და ლაპარასკოპია მაქვს გაკეთებული

Posted by: nebiera28 7 Jul 2010, 22:15
მეც დავწერ ჩემს ისტორიას და მინდა გაგამხნეოთ გოგოებო ვინც შეწყვეტილი ორსულობა თავის თავზე გამოსცადეთ.

გათხოვებიდან ერთ თვეში დავორსულდი, ვგრძნობდი რომ მელევე დავრჩებოდი და მოსალოდნელ მენზს არც დავლოდებივარ
აფთიაქში ტესტი ვიყიდე და ორი წითელი ხაზი. გადაცილებიდან ორ კვირაში მივედი ექიმთან და დამინიშნა მკურნალობა,
იმიტომ რომ პროგესტერონის არასაკმარისი რაოდენობა იყო. ერთ თვეში რომ მივედი ყველა ანალიზი იყო ნორმაში, მ.შ პროგესტერონიც.
სულ რაღაც 10 დღეში დამეწყო ვარდისფერი გამონადენიsad.gif მეორე დღეს ეხოზე გულისცემა აღარ იყოsad.gif
ვინაიდან 7-8კვირის ვიყავი არც მედიკამენტოზური და არც ვაკუუმით არ გამოვიდოდა აბორტი. ექიმს იმ დღეს არ გავაკეთებინე, დავიჯინე
ტატიშვილი ცდება და სხვაგანაც უნდა ვნახოთქო, მაგრამ ყველა ეხომ შეწყვეტილი ორსულობა დამიდგინა.
მერე დღეს რომ მივედი ანესთეზიოლოგმა მკითხა ალერგიული ხომ არ ხარო, ვაიმე კი თქო. ხოდა დღეს ვერ გაგიკეთებთ ხვალ მოდიო,
ანტიჰისტამინური დამინიშნა და წამოვედი სახლში. მაგრამ ხვალამდე ტკივილმა დამაცადა?
საღამოს დამეწყო მოვლითი ტკივილები და ისე გაძლიერდა გონება დავკარგე. მერე კრუნჩხვა დამეწყო ხელების და ასეთ მდგომარეობაში
მიმიყვანეს ჩაჩავაში.

მოკლედ დასკვნა იყო ნაწილობრივი ბუშტნამქერი. მკურნალობა არ დამჭირდა რადგან ხე გე ერთ თვეში სრულ ნორმაში იყო.

სამ თვეში დამრთო ექიმმა ორსულობის ნება, მაგრამ სამსახურის გამო ძალიან ხშირად მიწევდა იმ პერიოდში ფრენა და ამიტომ
ჩემი სამი თვე 8 თვედ გადაიქცა.(თავს ვიცავდით )

კონტრაც. შეწყვეტისთანავე დავორსულდი, შემეძინა ბიჭი და ახლა ისევ ველოდები ბაიას.

ამიტომ გამხნევდით გოგოებოsmile.gif დღეს თუ რაღაც ცუდად დამთავრდა, ხვალინდელი დღე სიხარულს მოგიტანთ
შეაგონეთ საკუთარ თავს რომ ,,მე აუცილებლად ვიქნები დედა"
და ეს მოხდება

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: T@D 8 Jul 2010, 10:42
nebiera28
გაიხარე 2kiss.gif

Posted by: sesililu 8 Jul 2010, 10:44
Princess
კი მაგრამ... 30 კვირის ბაოს გადარჩენა არ ხდება? sad.gif

Posted by: Suleluka 8 Jul 2010, 14:27
sesililu
QUOTE
მე შარშან აპრილში მამშობიარეს დამაჩქარებლებით

ალბათ რაღაც პრობლემის გამო ამშობიარეს დამაჩქარებლებით

Posted by: T@D 8 Jul 2010, 14:52
მე ისე მივედი 28 კვირამდე, არაფერი მტკენია. იმ დღესაც 4 საათზე ექიმთან ვიყავი და ეხოზე ვნახე ჩემი ანგელოზი. 7 საათი იქნებოდა მუცელი რომ მეტკინა, დავწექი, მაგრამ არ გამიარა. 11-თვის ექიმს დაურეკე და გინეპრალი დალიეო, იცისო.... ღამით 1 იქნებოდა გულის რევამ გამაღვიძა, და მერე აღმოვაჩინე რომ დენა დამეწყო. ისევ დავურეკე და ეტყობა გაწყინა რამემო ან ვირუსიაო და დილიტ მოდიო..... ნუ კი მტკიოდა მუცელი, მაგრამ პერიოდულად გადამივლიდა... დილით იცევ დავურეკე და საავადყოფოში წადიო, მაგრამ ვეღარ მოვასწარი.... 9 ნახევარზე სახლში ვიმშობიარე.... ისე მალე მოხდა ყველაფერი, სასწრაფომ მოსვლა ვერ მოასწრო.... მერე იყო მტანჯველი ლოდინის 10 დღე და გამიფრინდა ჩემი პატარა.....

Posted by: Princess 8 Jul 2010, 14:57
sesililu
გულისცემა არ ფიქსირდებოდა.

T@D
sad.gif

ციკლი თუ არეული გაქვს, დაგჭირდება მკურნალობა. კარგ რეპროდუქტოლოგი არ ვიიცი ვინ გირჩიო.

Posted by: T@D 8 Jul 2010, 15:07
Princess
თან გუშინ ანალიზები ავიღე და აღმოჩდა რომ ფტ3 მაქვს დაწეული, ქვედა ზღვარი არის 3,7 და მე 3,32 მაქვსsad.gif
ეხლა კარგ ენდოკრინოლოგს ვეძებ

Posted by: Suleluka 8 Jul 2010, 15:44
T@D
QUOTE
ეხლა კარგ ენდოკრინოლოგს ვეძებ

ქეთინო გველესიანი (არამიანცში, იქ სადაც მეტრეველი ზის)
უძლიერესი ადამიანი(მართლა ადამიანი რაც დღეს ჩვენ ექიმებში არაა ხშირი)

Posted by: T@D 9 Jul 2010, 10:12
Suleluka

დიდი მადლობა

Posted by: mirabella 12 Jul 2010, 18:01
მგონი მივაგენი იმ თემას რაც მჭირდება bis.gif

გათხოვებიდან მეორე თვეში დავრჩი ფეხმძიმედ, საშინელი გართულება დამეწყო სუნებზე და ტესტი რომ გავიკეთე ორი წითელი ხაზი იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი,მაგრამ საშინელი ტოქსიკოზი მქონდა და თან მწარე ცისტიტი. ნოემბერი იყო და სულ შეფუთნული ვიყავი. ტოქსიკოზის გამო მივედი ქალთა კონსულტაციაში და დამინიშნეს რაღაც წამლები,ცოტა ცოტა მშველოდა. ჯერ პატარა ხარ და ეხო ადრეაო. დაახლოებით 1 კვირაში ვარდისფერი გამონადენი შევნიშნე და შეშინებულმა იმ ექიმს დავურეკე ქალთა კონსულტაციიდან.კიდე რაღაც წამალი დამინიშნა ტელეფონით და ხვალ აღარ უნდა გქონდესო. ასეც იყო... 9 დეკემბერს ქუჩაში ვიდექი და რაღაც თბილი ვიგრძენი დავიხედე და ასვალტზე უკვე დიდი სისხლის წვეთები იყო sad.gif(((((((( დამემართა ისტერიკა,ვეღარაფერს ვხედავდი,საშინელი ქვითინი ამივარდა,კიდევ კარგი მეუღლე გვერდით მყავდა,სასწრაფო გამოიძახა და არამიანცში გამაქანეს. იქ უკვე ადგილობრივი ანესთეზიით გამომფხიკეს და ექიმმა მითხრა ტყუპები იყოო(ჩემს მეუღლეს აქვს ჯიშში). ეხლა ცუდად მიხდება გული გაფიქრებაზე,შიგნით მე ვტიროდი და გარეთ ჩემი ქმარი : ((((. მოკლედ როცა ვიკითხე რატომ დამემართა ასე (არადა მანამდე 5 წუთით ადრეც კი არანაირი შეგრძნება არ მქონია დისკომფორტის, უშუალოდ როცა ჩამომეშალა მაშინ არ მქონია ფიზიკური ტკივილი)სე მიპასუხეს,ახლა თითქმის ყველას ასე მოსდის პირველ ორსულობაზეო,თან ტყუპები პირველივე ჯერზე ძნელიაო და ტოქსიკოზის გქონიაო. დავთესავთ ნაყოფსო და თუ რაიმე სერიოზულია გეტყვითო. პასუხი იყო რომ არაფერი არ მჭირდა.
უბრალოდ 6 თვე ამიკრძალეს დაორსულება.

მე ძალიან გამოუცდელი ვარ ამ საკითხში, თან საშინელი შიში მაქვს,ასე მგონია რაც არ მჭირს იმას დამმართებს თუ კარგ ექიმთან არ მივედი. ამ თბილისში კიდევ ვეღარ გავიგე ვინაა კარგი ექიმი : (((

ეხლა გავიდა 6 თვეც და იმის მერე მეორე თვეა უკვე,წინა თვეში არ დავრჩი,ეხლა 17-ში ველოდები წესით, თუ მომივიდა,მერე ექიმთან მინდა მივიდე და იქნებ მირჩიოთ გოგოებო ვისთან და როგორ?

ჩემს თავზეც ნერვები მეშლება, რომ ამდენი ხანი იმის მერე საერთოდ არ გამიკეთებია არც ანალიზები და არც არაფერი. სიმართლე გითხრათ არც ვიცი რა უნდა გავიკეთო.ძალიან ჩაინიკი ვარ.

თან ცისტიტი მაქვს 11 კლასიდან მოყოლებული,რაც ცხოვრებას მიცამლავს და ასევე თეთრად შლა,თუმცა ამას ხელი დაორსულებაში არ შეუშლია,ჩემთვის ვფიქრობ იქნებ მოშლა ამან გამოიწვია თქო.
მოკლედ მირჩიეთ რა ვქნა და საიდან დავიწყო,თქვენი იმედი მაქვს cry.gif

Posted by: T@D 13 Jul 2010, 11:08
mirabella
როგორც ვიცი, ანალიზებს პირველი 6 თვე აზრი დიდარ არ აქვს, მაინც არ იქნება ცწორი სანამ დრო არ გავაო. გინეკოლოგი კი აუცილებლად გჭირდება ჩამოშალთან დაკავშირებით, მაგრამ მე თვითონ არ ვიცი ვინ გირჩიოsad.gif((((

Posted by: Suleluka 13 Jul 2010, 12:16
mirabella
აუცილებლად უნდა გქონდეს ვირუსებზე ანალიზები გაკეთებული, პირველ რიგში ეგ უნდა გამოირიცხოს, ხშირ შემთხვევაში უნებლიე აბორტის მიზეზი სწორედ ვირუსები არის
რამდენადაც ვიცი 2 ლაბორატორიაში კეთდება კარგა ანალიზები მაგ ვირუსებზე : ჯანმრთელობის სახლი არამიანცის ტერიტორიაზე და კარაპს მედლაინი.
კარგი ექიმი დღეს დღეობით არაა ადვილი შესარჩევი, მე შემიძლია გირჩიო ჩემი ექიმი - ნუნუკა გელაშვილი, გამოცდილი ექიმია, ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს, თავის საქმის 100%-იანი მცოდნე და ჰუმანური პიროვნებაა. არაა ფულზე გაგიჟებული როგორც დღევანდელი ექიმების დიდი ნაწილი. მაგრამ ტერიტორიის მიხედვითაც რომელიც გაწყობს ალბათ ის ჯობია აირჩიო.
კლინიკა მედეასაც აქებენ, მაგრამ მე პირადად შეხება არ მქონია და ტერიტორიით ძალიან ძალიან მოუხერხებელია ჩემთვის.
QUOTE
ეხლა გავიდა 6 თვეც და იმის მერე მეორე თვეა უკვე,წინა თვეში არ დავრჩი,ეხლა 17-ში ველოდები წესით, თუ მომივიდა

მთავარია არ ჩაიციკლო ფეხმძიმობაზე, მიხედე ტავს გაიკეთე ანალიზები დარწმუნდი რომ ყველაფერი წესრიგშია და მიყევი დინებას, ფეხმძიმობა თავისით გესტუმრება 2kiss.gif

Posted by: mirabella 14 Jul 2010, 07:29


2kiss.gif 2kiss.gif მადლობა გოგონებო რჩევებისათვის.
T@Dის ძალიან გამიხარდა რომ პირველი 6 თვე აზრი დიდად არ ქონია ანალიზებს,ესე იგი ძალიან არ დამიგვიანებია. smile.gif
Suleluka რომელ კლინიკაში მუშაობს შენი ექიმი? ტერიტორიულად რომ განვსაზღვრო რამდენად მოვახერხებ სიარულს და ეს კლინიკები ანუ სანდოა ხო იმისათვის,რომ ვირუსებზე ანალიზები ჩავიტარო.რამდენი ანალიზი უნდა გავიკეთო ხო არ იცი? ბევრის გაკეთება მომიწევს?და პასუხებს რამდენ ხანში იძლევიან ხოლმე? 2kiss.gif

Posted by: Suleluka 14 Jul 2010, 09:53
mirabella
ჩემი ექიმი მუშაობს ჯანმრთეობის სახლში + ისანსა და 300 არაგველებს შორის ქალთა კონსულტაციაში, ხარჯები ნაკლები გექნება თუ ივლი ქალთა კონსულტაციაში, ლაბორატორიაც ნორმალური აქვთ, მაგრამ სერიოზულ ანალიზებს ვაბარებდი ჯანმრთელობის სახლში, ვირუსებზე ანალიზები ერთი სისხლის აღებით კეთდება, 1 დღე უნდა მგონი პასუხისთვის, ჩემ დროს გადავიხადე 120 ლარი თუ 100, ეხლა არ ვიცი შეიძლება მოიმატა ფასებმა, ყოველ შემთხვევაში მაგ ლაბორატორიას ვენდობი და რაც კი კარგი ლაბორატორიებია სტანდარტული ფასებია თითქმის, ვირუსებზე კეთდება მწვავე და ქრონიკული ფორმები, ქრონიკულ ფორმაში ძალიან ბევრს აქვს ვირუსები, მაგრამ გამწვავებულს აუცილებლად ჭირდება მკურნალობა და მაგ დროს ორსულობა ძალიან არასასურველია, შეიძლება რამდენიმე თვე უპრობლემოდ განვითარდეს ნაყოფი მარა მერე უცებ განვითარდეს პათოლოგია. რაც მთავარია ეგ გამორიცხე და მერე უკვე შეგიძლია მშვიდად ელოდო პატარას 2kiss.gif საქართველოში ეხლა და ეხლა ნელნელა შემოდის ორსულობისთვის მზადება, ყველანაირად ჯანმრთელი უნდა იყო და წინასწარ უნდა გამორიცხო ყველაფერი, რომ სასურვლი შედეგი მიიღო.

Posted by: mirabella 14 Jul 2010, 15:43
Suleluka
მართალი ხარ,წინასწარ უნდა მოვემზადო,თორემ მეორედ იგივე შედეგს უკვე ვეღარ გადავიტან ასე მგონია.

ძალიან დიდი მადლობა დახმარებისათვის, აუცილებლად მივმართავ ექიმს და იმედია ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif

Posted by: regenbogen 14 Jul 2010, 18:20
mirabella
QUOTE
თეთრად შლა

მე მქონდა დიდი ხანი,მაგრამ დაორსულებაში ხელი არ შEუშლია და ჯანმრთEლი ბაოც მყავს...ნურაფრის გეშინია,ყველაფერი გადასარევად იქნება 2kiss.gif

Posted by: mzi 10 Aug 2010, 16:27
არ მინდა გახსენება, თითქმის იგივე ისტორია მაქვს რაც უკვე ბევრს გადაუტანია, sad.gif sad.gif sad.gif მიზეზი -არაფერი. მაინტერესებს აბორტის შემდეგ რა მკურნალობა ინიშნება? ვირუსებზე როდის შეიძლება ჩავაბარო ანალიზები? ცოტა დამამშვიდა ამ თემის წაკითხვამ, უფლის მადლით ძალა უნდა მოვიკრიბო

Posted by: Splash 10 Aug 2010, 16:48
mirabella
ძალიან სევდიანი ისტორია გქონია sad.gif მეც დამასევდიანა, მაგრამ მთავარია გული არ გაიტეხო. ბევრს უთქვამს, რომ როცა დაორსულებაზე ფიქრობდნენ და მაგაზე იყვნენ ჩაციკლულები, მაშინ არ ორსულდებოდნენ და როდესაც ყურადღებას არ აქცევდნენ მაში დაორსულდნენ. მთავარია შენი განწყობა და როგორც გოგოებმა გირჩიეს, ვირუსებზე ანალიზი უნდა აიღო. წეროების თემაში მაგ მხრივ კარგი გამოცდილება აქვთ გოგოებს და ისინი გირჩევენ კარგ რეპროდუქტოლოგს. წარმატებებს გისურვებ შენ და ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემები გაქვთ. ღმერთმა მალე აგისრულოთ ნატვრა და თქვენი პატარები ჩაგეხუტებინოთ გულში!

Posted by: agr_bak 10 Aug 2010, 16:55
mirabella
QUOTE
მართალი ხარ,წინასწარ უნდა მოვემზადო

აუცილებლად ჯერ ყველა ანალიზი გაიკეთე
ვირუსებიც და ნაცხიც (გამონადენის გამო)

regenbogen
QUOTE
მე მქონდა დიდი ხანი,მაგრამ დაორსულებაში ხელი არ შEუშლია

ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, შეიძLება გაციების იყოს, შეიძლება ინფექციის,
შენ გაგიმართლა მაგრამ ეს მაგალითი სხვისთVის არ გამოდგება

mzi
ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია

მათავარია ორსულობის წინ საფუძვლიანად მოემზადოთ ხოლმე.
რატომღაც ჩვენ ეს კულტურა არ გვაქვს. გათხოვდება ქალი და იწყებს იმავე თვეს დაფეხმძიმებაზე ზრუნვას,
არ შეიძLება ასე, უამრავ ინფექციას ვატარებთ,
ერთმა მითხრა, ქალიშვილი გავთხოვდი და რა უნდა მქონოდაო, აი ასეთი სიბნელე გვჭირს სამწუხაროდ
ქალიშვილობა ჯანმრთEლობის გარანტია ეგონა

Posted by: anuka2009 10 Aug 2010, 19:20
mzi
QUOTE
ვირუსებზე როდის შეიძლება ჩავაბარო ანალიზები?


ვირუსებზე ანალიზის ჩაბარება არაა დამოკიდებული ციკლის დღეებზე, ნებისმიერ დროს შEიძლება აიღო. აი რაც შEეხება ჰორმონალურ ანალიზებს აქ უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ციკლის მერამდენე დღეს გაკეთდა ანალიზი. გარკვეული ანალიზები კეთდება ციკლის მე-5 დღეს, მაგრამ ამაში უკეთ გაგარკვევს ექიმი.

Posted by: Mis perfect 10 Aug 2010, 19:22
აუუუ....................
cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: Suleluka 11 Aug 2010, 12:08
mirabella
როგორახარ?
გაიკეთე ანალიზები?

Posted by: mirabella 11 Aug 2010, 13:17
Suleluka
აეროპორტში ვმუშაობ და თან თანამშრომელი გავიდა შვებულებაში.ეს პერიოდი ყოველდღე მიწევდა აქ ყოფნა და ქალაქში ვერ ვხვდებოდი ფიზიკურად სამუშაო საათებში.ხვალ გამოდის ეს გოგო და ეხლა დღეგამოშვებით თავისუფალი ვიქნები. გოთუას ქუჩაზე მირჩიეს რაღაც გერმანული კლინიკააო და სისხლის ანალიზით ყველა ვირუსზე გაგიკეთებენ შემოწმებასო და ვფიქრობ წავიდე, თუ მოვახერხე ხვალვე წავალ.

თქვენ ხო არაფერი იცით ამ გოთუას კლინიკაზე,რას მირჩევთ?

Posted by: Suleluka 11 Aug 2010, 15:23
mirabella
QUOTE
აეროპორტში ვმუშაობ და თან თანამშრომელი გავიდა შვებულებაში.ეს პერიოდი ყოველდღე მიწევდა აქ ყოფნა და ქალაქში ვერ ვხვდებოდი ფიზიკურად სამუშაო საათებში

შენი ძალიან კარგა მესმის, 1 წელი დაახლოებით არანაირი შემცვლეი არ მეყოლება და არ ვიცი რა მეშველება, ეხოზე ვარ მისასველი და როდის მივალ და რანაირად არ ვიცი...
QUOTE
თქვენ ხო არაფერი იცით ამ გოთუას კლინიკაზე,რას მირჩევთ?

ნამდვილად არაფერი გამიგია მაგ კლინიკაზე.
მიხედე თავს აუცილებლად 2kiss.gif

Posted by: ტაბუ 11 Aug 2010, 15:29
mirabella
QUOTE
თქვენ ხო არაფერი იცით ამ გოთუას კლინიკაზე,რას მირჩევთ?
უბრალოდ გამიგია, რომ არსებობს...
მე ანალიზებს მიცკევიჩის დასაწყისში "ალფა-მედში" ვიკეთებ: ჩემი გინეკოლოგი ენდობა, მე კი ჩემს გინეკოლოგს ვენდობი ბოლომდე smile.gif
ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია (ბევრ სხვა სახელგანთქმულ კლინიკებთან შედარებით) და მგონი ყველანაირ ანალიზს აკეთებენ, დაწვრილებით.

Posted by: mirabella 11 Aug 2010, 16:53
გოგოებო, წეღან გავიკეთე ტესტი.... ვერ მოვითმინე მოკლედ. წინა თვეში 13 რიცხვში მქონდა და ეხლა 11-ში ანუ დღეს ველოდები.

ხოდა, ვერ გავიგე, ძალიან ვღელავ ღია ვარდისფრად გამოჩნდა მეორე ხაზი და როგორ ფიქრობთ არის თუ არ არის ეს ორსულობა?

user.gif user.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: Suleluka 11 Aug 2010, 16:54
mirabella
არის yes.gif
მეც ეგრე მქონდა, მაგრამ არ ვიცი როგორმე უნდა მონახო დრო და დროზე გაიკეთო ვირუსებზე ანალიზები

Posted by: Ia-forumze 11 Aug 2010, 16:54
mirabella
გილოცავ ორსულობას smile.gif))))))))))))

ეს ტესტი დადებითია და თუ კი სტიმულაცია არ გაგიკეთებია
ან რაიმე მსგავსი, ცრუ დადებითს არ იძლევა smile.gif)))

Posted by: Ssalome 11 Aug 2010, 16:55
mirabella
რაღა ღია, კაშკაშებს yes.gif

მგონი მოსალოცადგაქვს საქმე 2kiss.gif

Posted by: ათულია 11 Aug 2010, 16:56
mirabella
ორსულობას გილოვაც!!!


მემგონი თემას აოფებთ სადაა ბლ-?

Posted by: ტაბუ 11 Aug 2010, 16:56
mirabella
ეს ნამდვილად ორსულობაა, სიხარულო...

რაღაცნაირად სასიამოვნოდ გავთბი!
შენს პოსტს გადავხედე, ხომ გავიდა 6 თვე-თქო: დეკემბერი გიწერია.

აი, ეს ვარდისფერი ხაზი არის ძალიან მკვეთრი, - ისე, ოდნავ საეჭვო და რამე კი არა.
რამე სტიმულაციის მაგვარს ხომ არ იკეთებდი?

* * *
mirabella
წამო წეროებში... ანდა პირდაპირ მომავალ მშობელთა კლუბში wink.gif

Posted by: bancala 11 Aug 2010, 17:02
mirabella
ეგ ტესტი დადებითია bis.gif bis.gif

Posted by: mirabella 11 Aug 2010, 17:07
Suleluka
Ia-forumze
Ssalome
atulia79
Taboo
bancala
დარწმუნებული ხართ გოგოებო,ისე ვოცნებობდი, თან დღეს ჩემი დაბადების დღეა user.gif არ მინდა წინასწარ გავიხარო და მერე იმედები გამიცრუვდეს,არადა მეც რაღაცნაირად მგონია რომ ესეა,ადრე საერთოდ არანაირი ხაზი არ ჩნდებოდა,სულ ტეტრი იყო.

არა,არც სტიმულაცია და არაფერი,გინეკოლოგიც კი არ მყავს,უბრალოდ აქ დამიდეს გოგოებმა კალენდარი ოულაციის დღეები როგორ უნდა გამოთვალო, და დავამთხვიე იმ პერიოდს და ისე მინდა გოგოებო,რომ მართლა ვიყო,ისე მინდა.... love.gif

Posted by: ტაბუ 11 Aug 2010, 17:11
mirabella
QUOTE
თან დღეს ჩემი დაბადების დღეა
რა კარგი საჩუქარია love.gif

მენზს როდის ელოდები? გადაგიცდა უკვე?
პ.ს. ჩემს დადებით ტესტზე ეგ ხაზი ბევრად მკრთალი იყო wink.gif

Posted by: blblbl 11 Aug 2010, 17:14
mirabella
გილოცავ დაბადების დღეს და პატარა საჩუქარს,სულ ასეთი ბედნიერი და გახარებული იყავი


გოგობო ძალიან გთხოვთ ნუღარ აოფებთ თემას მომავალ მშობლებში გააგრძელეთ smile.gif

Posted by: Ia-forumze 11 Aug 2010, 17:14
mirabella
QUOTE
დარწმუნებული ხართ გოგოებო

კი, იმიტომ, რომ ეგ ხაზი ბაცად არ ითვლება smile.gif)) ბაცი ჩემი იყო, ძლივს აჩნდა ზედ

QUOTE
მინდა გოგოებო,რომ მართლა ვიყო,ისე მინდა....

ხარ yes.gif ოღონდ მართლა smile.gif)))

blblbl
QUOTE
გოგობო ძალიან გთხოვთ ნუღარ აოფებთ თემას მომავალ მშობლებში გააგრძელეთ

ვუი, მაწაიე მოდერო დეიდა, რო დავპოსტე მერე ვნახე biggrin.gif

Posted by: Suleluka 11 Aug 2010, 17:34
mirabella
გილოცავთთთთ, მაგას გვიმალავდიი 2kiss.gif
პ.ს ჩემი რჩევა იქნება დროულად მიმართო გინეკოლოგს, ხო კიდე "სუსტ წელს" რომ ეძახიან ყვითელი სხეულის ნაკლებობაზე გაიკეთე ანალიზი, რაღაცა ვიტამინს სვავენ ხოლმე პროფილაქტიკის მიზნით ფოლის მჟავა თუ რაღაც მსგავსი, მოოიკითხე და თუ რამეა დალიე ეგ, მაგას დაორსულებამდეც სვავენ (უფრო სწორედ ორულობისთვის მზადების პერიოპდში და 3 თვემდე მგონი)

Posted by: nino_sh 11 Aug 2010, 18:14
mirabella
ყველაზე კარგი საჩუქარი გაუკეთე შენ თავს დაბადების დღეზე--გილოცავ სულით და გულით smile.gif ელხა ექიმი მოიძიე და თავს მიხედე smile.gif

Posted by: blblbl 11 Aug 2010, 18:16
თხოვნამ აშკარად არ გაჭრა ამიტომ ხვალამდე თემას დავხურავ იქნებ ასე მაინც ადახვიდეთ სხვა თემაში და აღარ გააოფოთ biggrin.gif

Posted by: gzaabneuli 17 Dec 2010, 17:14
გოგოებო 6 კვირაზე შესაძლებელია თუ არა რომ გაკეთდეს მედიკამენტოზური აბორტი?
თუ მაინცდამაინც გამოფხეკაა საჭირო?

Posted by: anuka2009 17 Dec 2010, 17:16
ხათუ მოდი გოგი ცერცვაძის ნომერს მოგცემ და დაურეკე, მარტო ეგ აკეთებს თბილისში როგორც მე ვიცი. 6 კვირამდეა მე მგონი და სანაყოფე პარკის სიდიდეს გააჩნია.

Posted by: tikusha 17 Dec 2010, 17:17
gzaabneuli
კი ,შეიძლება

გამოფხეკა ისედაც არ გჭირდება, 8 კვირამდე გამოტუმბვა კეთდება

Posted by: blblbl 17 Dec 2010, 17:21
gzaabneuli
იმედია არცერთი არ დაგჭირდება და თუ დაგჭQირდა გამოფხეკა მაინც არ დასჭირდება.ყველაფერი აკრგად იქნება აი ნახავ.

Posted by: anuka2009 17 Dec 2010, 17:22
gzaabneuli


QUOTE
იმედია არცერთი არ დაგჭირდება და თუ დაგჭQირდა გამოფხეკა მაინც არ დასჭირდება.ყველაფერი აკრგად იქნება აი ნახავ.




მეც ასე მგონია,

Posted by: Iris87 17 Dec 2010, 17:28
gzaabneuli

არ დაგჭირდება ალბათ. მეც მე-6ზე მომეშალა და ნოშპა და ოქსიტოცინი გავიკეთე და არ დამჭირდა გამოფხეკვა.

Posted by: gzaabneuli 17 Dec 2010, 18:06
გამოფხეკა და გამოტუმბვა ცემთვის ერთი და იგივეა.
არ მინდა რომ ჩარევა დამჭირდეს.
ნერვები არაღ მყოფნის.
მინდა თავისით ანუ მედიკამენტოზურად გაკეთდეს.

Posted by: Nightmare_Industries 17 Dec 2010, 18:20
gzaabneuli
მენსტრუაციით თუ არის 6 კვირა, მაშინ თავისუფლად.
ჩემს შემთხვევაში უპრობლემოდ მიმდინარეობს გამოდევნა.
დაწვრილებით თუ გინდა PM-ში აგიხსნი.

QUOTE
ხათუ მოდი გოგი ცერცვაძის ნომერს მოგცემ და დაურეკე, მარტო ეგ აკეთებს თბილისში როგორც მე ვიცი.

მეც ასე ვიცი yes.gif მაგასთან ვიყავი 13-ში

Posted by: _siyvarulovna_ 17 Dec 2010, 18:27
gzaabneuli


ჯერ ზუსტად ხომ არ იცი რა როგორ დაგჭირდება? mo.gif

წინასწარ ნუ ფიქრობ მაგაზე...


ისე ზოგადად დავწერ, მედიკამენტოზური კეთდება 9 კვირამდე, ბოლო ციკლიდან 11 მაქსიმუმ 12 კვირამდე იმის იქით აღარ აკეთებენ....

ხვალ ხდება 1 წელი რაც გავიკეთე mo.gif

დღე დღეზე ველოდები უკვე smile.gif

Posted by: Nightmare_Industries 19 Dec 2010, 12:40
ვისაც ასპირაცია და გამოფხეკა არ გაგიკეთებიათ, დენა რამდენი ხანი გქონდათ?
ხვალ ერთი კვირა გახდება და ისევ ისე ინტენსიურად გამდის vis.gif

Posted by: _siyvarulovna_ 19 Dec 2010, 12:59
Nightmare_Industries


მედდიკამენტოზური გაიკეთე?

Posted by: Nightmare_Industries 19 Dec 2010, 13:03
_siyvarulovna_
QUOTE
მედდიკამენტოზური გაიკეთე?

yes.gif

Posted by: _siyvarulovna_ 19 Dec 2010, 13:06
Nightmare_Industries


ზუსტად 2 კვირა მქონდა, არ გაგაფრთხილეს რომ მასე იქნებოდა? spy.gif

10 დღე მქონდა საკმაო რაოდენობით, ბევრის თქმაც შეიძლება, ბოლო 4 დღე იკლებდა!



Posted by: Nightmare_Industries 19 Dec 2010, 13:12
_siyvarulovna_
კი, 2 კვირაში დამიბარა და მითხრა, რომ მოხვალ შეიძლება კიდევ გქონდეს ცოტაო.
მაგრამ მე პირველსავე დღეს ჩამომეშალა.
ეს "შეიძლება" არ მინდა რა sad.gif
7-დან 14-დღემდეო და თავს ვიმშვიდებ, რომ ამდენი ხანი არ მექნება.
თან ტამპონები ჯერ არაო და მოკლედ, მაგარ დღეში ვარ sad.gif

Posted by: tikusha 20 Dec 2010, 09:18
Nightmare_Industries
..........

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 12:02
ვიყავი დღეს სერგოსთან.
დადასტურდა ანემბრონია, უფრო სწორად ორსულობა ნამდვილად იყოვო მაგრამ ზალიან ადრეულ ეტაპზე შეწყდაო.

ამის დალოდებას აზრი არა აქვსო


ცემი ექიმი მეუბნება რომ ამ "წყლის ბუშტის" გამო აბორტი არაა საჭიროვო და 1 ამპ. ოქსიტოცინიც ეყოფაო
7 კვირაზე ნეტა მედიკამენტოზური რომ გავიკეთო მერე ისევ გამოფხეკა ხომ არ დამჭირდება, ამაზე ვნერვიულობ ეხლა.

Posted by: blblbl 23 Dec 2010, 12:06
gzaabneuli
sad.gif .

Posted by: forumeli007 23 Dec 2010, 12:07
gzaabneuli
რა გითხრა არ ვიცი... cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: arazam 23 Dec 2010, 12:09
gzaabneuli
sad.gif sad.gif .....................................

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 12:09
მემგონი უარესი წინ მელოდება, ჯერ აბორტი და მერე იმაზეა ეჭვი რომ შესაძლებელია გენეტიკური შეუთავსებლობა გვქონდეს.

Posted by: arazam 23 Dec 2010, 12:12
gzaabneuli
მოოცადე წინასწარ ნუ გააკეთებ დასკვნებს რა sad.gif გაიკეთებ ანალიზებს და ნახავ ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: forumeli007 23 Dec 2010, 12:15
gzaabneuli
ხათო ეს გენეტიკური ანალიზი ჩვენთან საქართველოში უნდა გაიკეთო თუ გერმანიაში ("ჩერეზ" ლიმბახი) უნდა გადააგზავნო???

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 12:16
QUOTE
gzaabneuli
მოოცადე წინასწარ ნუ გააკეთებ დასკვნებს რა  გაიკეთებ ანალიზებს და ნახავ ყველაფერი კარგად იქნება

რაღა წინასწარ, უკვე მე 3 ექიმმა მითხრა.
3 წარუმატებელი ორსულობა უკვე გენეტიკურ შეუტავსებლობაზე მიუთითებდო. დღეს სერგოსთანაც ეს მითხრეს.

ამდენს ვწვალობ და ვერ გაიგეს რა მჭირს, გავგიჟდები რა სადაცაა.


ლიმბახში ეს გამოკვლევა 1400 ლარი ღირსო.

QUOTE
gzaabneuli
ხათო ეს გენეტიკური ანალიზი ჩვენთან საქართველოში უნდა გაიკეთო თუ გერმანიაში ("ჩერეზ" ლიმბახი) უნდა გადააგზავნო???

კი მაი ლიმბახში უნდა გაიკეთოვო.


სანდრას სკრინინგ ცერნტშიც კეთდება თურმე მაგარმ ადგილები შევსებულიაო

Posted by: Take_Off 23 Dec 2010, 12:20
gzaabneuli



cry.gif
QUOTE
გენეტიკურ შეუტავსებლობაზე მიუთითებდო.

ეს რას ნიშნავს?

:ჩაინიკიმაგსაკითხში:

Posted by: forumeli007 23 Dec 2010, 12:26
gzaabneuli
ხათო მე ხომ ლიმბახით ვაგზავნიდი ჩემ ანალიზებს, სასწაული თანხა მიჯდებოდა, მერე თათიასთან რომ გამიშვეს, თათიამ მითხრა რომ ფასდაკლება ქონდა მას და მანამდე რომ მივსულიყავი მასთან ამოდენა თანხებში არ გადავვარდებოდი... ხოდა იქნებ თათიას უთხრა რომ ფასდაკლების პაკეტი მოგცეს და რაღაც შეღავათი მაინც გაგიწიონ?

Posted by: blblbl 23 Dec 2010, 12:27
gzaabneuli
გენეტირკური შეუ
თავსებლობა რომ გქონდეს,ის ბავშვი როგორ დაიბადებოდა,მაშინ ეგეც მოგეშლებოდა,ექიმების შეცდომა რომ არა დღეს ხომ გეყოლებოდა და მაშინ ის როგორ მიიყვანე ბოილომდე?არ მგონია ეგ იყოს,მაგრამ ფაქტია რომ ორსულდები და არ მიდის ბოლომდე,მოკლეთ ამის მერე სულ უდნა აკონტროლო და მაქსიმალურად ადრე არმოაჩინო ორსულობა.

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 12:29
QUOTE
მოკლეთ ამის მერე სულ უდნა აკონტროლო და მაქსიმალურად ადრე არმოაჩინო ორსულობა.

რას გულისხმობ კონტროლში და მაქსიმალურად ადრე აღმოჩენაში.

გადაცდენიდან მეორე დღეს მივედი ექიმთან და კონტროლი კიდევ მე არ მაკლია.
მთელი ჩემი შემოსავალი მიდის ექიმებში და გამოკვლევებში და მეტი რა ვქნა.


QUOTE
gzaabneuli
ხათო მე ხომ ლიმბახით ვაგზავნიდი ჩემ ანალიზებს, სასწაული თანხა მიჯდებოდა, მერე თათიასთან რომ გამიშვეს, თათიამ მითხრა რომ ფასდაკლება ქონდა მას და მანამდე რომ მივსულიყავი მასთან ამოდენა თანხებში არ გადავვარდებოდი... ხოდა იქნებ თათიას უთხრა რომ ფასდაკლების პაკეტი მოგცეს და რაღაც შეღავათი მაინც გაგიწიონ?

ხო ვკითხავ რომ მივალ, ეხლა აბორტის მერე უნდა დავწყნარდე და დავისვენო. თორემ შეიძლება ნერვებმა მიმტყუვნონ

Posted by: arazam 23 Dec 2010, 12:33
gzaabneuli
QUOTE
ლიმბახში ეს გამოკვლევა 1400 ლარი ღირსო.

ვაიმეე რა ამბავია sad.gifმაგრამ ის მაინც გეცოდინება მაგის ბრალია თუ არა და სხვანაირად მიხედავ მკურნალობას sad.gif ისე რა უბედურებაა, ფაქტია ადამიანი უშვილო არაა ორსულდება და ის ვერ უნდა გაიგონ რა მიზეზით ვერ მიდის ბოლოში/? გავგიჟდი რა

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 12:36
QUOTE
ვაიმეე რა ამბავია მაგრამ ის მაინც გეცოდინება მაგის ბრალია თუ არა და სხვანაირად მიხედავ მკურნალობას  ისე რა უბედურებაა, ფაქტია ადამიანი უშვილო არაა ორსულდება და ის ვერ უნდა გაიგონ რა მიზეზით ვერ მიდის ბოლოში/? გავგიჟდი რა

აი არ დავეძებ ამ 1400 ლარს. 1400 კი არა მთელი ქონება ამ გამოკვლევებში და ექიმებში გავფლანგე მაგრამ ისაა უბედურება რომ ტყუილად გავფლანგე.


მაყრევინებენ ამდენ ფულს და არც კი იციან რაში.

ბოლო 10 თვის განმავლობაში 7.000 ლარი დავხარჯე.
და რა საბოლოოდ 3 წლის ლოდინის მერე რა მივიღე.


როდისმე თი შევხვდები საქართველოში ისეთ ექიმს რომელიც მეტყვის რა მჭირს და რა ხერხს მივმართო.

Posted by: arazam 23 Dec 2010, 12:39
gzaabneuli
ხო ეგაა შედეგი კაი რო გქონიდა 3 მაგდენს დახარჯავდა კაცი მაგრამ რო არცაა შედეგი და იცი ტყუილად ყრი ეგაა ნერვებმოსაშლელი sad.gif , გაიკეთებ მაგ ანალიზს და იქნებ ეგეც გამორიცხოთ და მივიდნენ რამე დასკვნამდე ეს ექიმები sad.gif

Posted by: glamour23 23 Dec 2010, 12:44
gzaabneuli
ეხლა ცავიკითხე შენი ამბავი, არ ვიცი რა გითხრა, გული ძაან მეტკინა, არადა სულ რამდენიმე კვირის წინ რა გახარებუი ვიყავი შენი ამბით

Posted by: Unitended 23 Dec 2010, 12:47
gzaabneuli


ურეოპლაზმაზე შენ წერდი მგონი ხომ?

რა ჯანდაბაა, კონკრეტული მიზეზი რომ არ არსებობს აი მაგან გადამიყვანა ჭკუიდან სულ აღარ მინდა აღაც ორსულობა არაფერი სანამ დარწმუნებული არ ვიქნები რომ ყველაფერი კარგად იქნება ბოლომდეთქო მაგრამ მაგის გარანტიას ვინ მოგცემს ვერც ვერავინ.

ადრეც დავწერე და იმის მერე კიდევ წეროებში რაღაც და მე წესით ამაზ არ უნდა ვლაპარაკობდე და არ უნდა ვქადაგებდე მარამ არ შემიძლია რომ არ დავწერო აქ გოგოებმა ისეთი მაგალითი მომცეს......

შენ პოსტებს რომ თვალს ვადევნებდი პირველი დღიდანვე ისე იყავი განწყობილი რომ თითქოს ამას ელოდი....ასე ვიყაი მეც მეორეთ.......

ერთი კარგი ფილმია "სეკრეტ" უნდა უყურო რა ადამიანმა იმდენად რეალურია ყველაფერი.

მოკლედ არ მინდა გაგრძელება ახლა ამ ლაპარაკის რატომღაც მაგრამ ერთს გეტყვი: ეს გენეტიკური ანალიზიც კეთდება მხოლოდ იმიტომ რომ ეგეც გამოირიცხოს ეს არის ყველა ექიმის მიმართულება. უნდაგაიკეთო აუცილებლად რასაც გეტყვიან მერე შენ რომ არ დაგბრალდეს არაფერი მაგრამ აი ვთქვათ არ აღმოჩნდა გენეტიკური შეუთავსებლობა (წესით რა შუაშია ორსულობა ხდება და მითუმეტეს შენი პირველი ორსულობა მე მახსოვს, რომ ავარიის გამო შეწყდა) მერე? მოგადგებიან ურეოპლაზმა იმკურნალეო ისაო ესაო მაგასაც იმკურნალებ მაგრამ 100 % გარანტიას მაინც ვერავინ მოგცემს..........

უბრალოდ ერთი იცოდე: ნუ გგვგონია ეს შვილი რაღაცა მიუღწეველი და ნუ ვითრგუნავთ თავს განეწყე ყველაფერი კარგისთვის დამიჯერე!!!
ცოტა სასაცილოა ცოტა ხნის წინ აქეთ მამსვიდებდნენ წეროებში და დღეს აქ ვქადაგებ მაგრამ ძალიან ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი!

P.ს "პლაზმოფერეზზე" თუ გაგიგია რამე?

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 13:07
QUOTE
შენ პოსტებს რომ თვალს ვადევნებდი პირველი დღიდანვე ისე იყავი განწყობილი რომ თითქოს ამას ელოდი....ასე ვიყაი მეც მეორეთ.......

პირველი დღიდან ნამდვილად არ ველოდი მაგრამ როდესაც 5 კვირის ვადაზე მივედი და ვერაფერი დაინახეს ბუნებრივია ავნერვიულდი.
ახალბედა არ ვარ რომ ვერ მივხვდე რა ხდება.

ისე კი ინტუიცია მაქვს განვიტარებული მაღალ დონეზე.

QUOTE
ურეოპლაზმაზე შენ წერდი მგონი ხომ?

ამაზეც მქონსა სხვა და სხვა ექიმებთან კონსულტაციები და მითხრეს რომ არ შეუქმნისო საფრთხეს ორსულობას.
QUOTE
"პლაზმოფერეზზე" თუ გაგიგია რამე?

არაფერი

ისე კი უფრო სწორად მიმაჩნია სანამ გენეტიკურ ანალიზზე გაუშვებ პაციენტს მანამდე ელემენტარული ვირუსებზე გამოიკვლიონ

Posted by: Unitended 23 Dec 2010, 13:11
QUOTE
პირველი დღიდან ნამდვილად არ ველოდი მაგრამ როდესაც 5 კვირის ვადაზე მივედი და ვერაფერი დაინახეს ბუნებრივია ავნერვიულდი.



ვიცი ჩემო კარგო მაგრამ პირველი დღიდან შიშით შევხვდი მე ჩემ ორხაზიან ტესტს და არა სიხარულით აი ამას ვამბობ

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 13:13
QUOTE
ვიცი ჩემო კარგო მაგრამ პირველი დღიდან შიშით შევხვდი მე ჩემ ორხაზიან ტესტს და არა სიხარულით აი ამას ვამბობ

კი შიშით ნამდვილად მეც შევხვდი, 2 იმედგაცრუებული ორსულობა მქონდა მანამდე და ეხლა მესამეც დაემატა.

არანაირი გრძნობა არღ მაქ უკვე, თითქოს შევეჩვიე ამ ყველაფერს. დედაცემს გონია ხომ არ გააფრინაო.
არ გამიფრეია უბრალოდ დავირალე ამდენი ვაი ვუით.

მინდა ნორმალური ცხივრება, ისეთი როგორც ადრე მქონდა, უდარდელი და ლაღი.



Posted by: buuus 23 Dec 2010, 13:14
gzaabneuli
მტკივა შენი ტკივილი

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 13:16
buuus
2kiss.gif

პმ მოგწერ რაღაც მაინტერესებს

Posted by: Nightmare_Industries 23 Dec 2010, 13:17
gzaabneuli
ერთ მაგალითს მოგიყვან და გავალ.

დედაჩემის დაქალი 35-ს მაგრად გადაცილებული იყო როცა გათხოვდა.
4 წლის განმავლობაში რამდენჯერაც დაორსულდა, იმდენჯერ მოეშალა. ბოლოს ექიმებმა გამოუცხადეს, რომ კიდევ დაორსულების შანსი 0-ის ტოლია, რადგან ქმარს სპერმა "მკვდარი" აქვსო.
ხელი ჩაიქნიეს ყველაფერზე.
ერთ-ერთი დაქალის დაბ. დღეზე ამ ქალს გულის რევა და თავბრუსხვევა დაეწყო. აი აზრად არ ჰქონია ორსულობის გამო თუ იყო.
დღეს 2 ქალიშვილი ყავს.
ეს გენეტიკური შეუთავსებლობა მაგ ოპერიდან მგონია მეც yes.gif

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 13:21
QUOTE
ეს გენეტიკური შეუთავსებლობა მაგ ოპერიდან მგონია მეც

რაღაცა ხომ უნდა შემომთავაზონ და ეხლა გენეტიკურ შეუთავსებლობაზე მიდგა ჯერი.

მერე რომელი ანალიზის ჯერი დადგება არ ვიცი.

Posted by: Unitended 23 Dec 2010, 13:21
QUOTE
არანაირი გრძნობა არღ მაქ უკვე, თითქოს შევეჩვიე ამ ყველაფერს. დედაცემს გონია ხომ არ გააფრინაო.
არ გამიფრეია უბრალოდ დავირალე ამდენი ვაი ვუით.



ზუსტად ესე ვარ! ეს შიში უნდა მოვიხსნა ზუსტად მე ასე მგონია.

QUOTE
ამაზეც მქონსა სხვა და სხვა ექიმებთან კონსულტაციები და მითხრეს რომ არ შეუქმნისო საფრთხეს ორსულობას.


შეიძლება არც უქმნის მაგრამ ზოგან წერია რომ უქმნის საფრთხეს მაგრამ მთავარი იცი რა არის? ურეოპლაზმით ტოქსოპლაზმით და ათასი დაავადებით ორსულდება ხალხი და აჩენს შვილს 21 საუკუნეში. ზოგს ისიც არ აქვს გამოკვლეული თუ რამე აქვს პრობლემა და ისე ორსულდება და მიდის ბოლომდე რატომ? აი მე ამას ვკითხულობ განა რა არის უშველებელი? სწორედ მაგიტომ ვთვლი რომ სტრესიდან მოდის ეს ყველაფერი! ან ..... არ მიყვარს ამის თქმა მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს ალბათ!

ნუ მოვრჩი ამ ბლაბლას ეხლა მე და დაგიწერ თუ დაგაინტერესებს პლაზმოფერეზზე ბევრ ისეთ რამეს ამბობენ რომ ჩემ შემთხვევაში ცუდი არ იქნება ამის გაკეთება და მგონი არც შენთვის. თU დაგაინტერესებს აგიხსნი თU გინდა შენს ექიმს კითხე (მაგრამ გენეტიკურზე რომ გაგზავნის სხვა გამოკვლევების გარეშე შეიძლება ამ პლაზმოფერეზზე ისეთი საშინელება გითხრას რავიცი)...

Posted by: სექსტეტი 23 Dec 2010, 13:24
Nightmare_Industries

ნუ, კაკ? გეშველა?

Posted by: Suleluka 23 Dec 2010, 13:27
gzaabneuli
გუშინდელი დღიდან ვფიქრობ დავწერო რამე თუ არა...
მართლა ძალიან გული დამწყდა, არ ვიცი რა მოგწერო.
საქართველოში ექიმები მკითხავებს უფრო გვანან, ვიდრე მედიკოსებს mad.gif
QUOTE
ისე კი უფრო სწორად მიმაჩნია სანამ გენეტიკურ ანალიზზე გაუშვებ პაციენტს მანამდე ელემენტარული ვირუსებზე გამოიკვლიონ

ვირუსებზე არ ხარ გამოკვლეული? თუ სწორედ ვერ გავიგე...
ეცადე ყოველთვის კარგი განწყობით იყო ნებისმიერი საქმის მიმართ, რაც კი ძალა გაქვს მოიკრიბე და ეცადე ლაღი და უდარდელი იყო, რამე სხვაზე გადაიტანე ფიქრი, დრო და ენერგია.
დროებით მოეშვი ანალიზებს და ექიმებს
2kiss.gif

________________________________________________________________________________________________________________________________________
ყოველთვის ვფიქრობ, რომ როცა კონკრეტული მიზეზი უშვილობის დროს არ არსებობს ან ვერ ადგენენ, პრობლემა უფრო ფსიქოლოგიურია ვიდრე ფიზიკური.

Posted by: Nightmare_Industries 23 Dec 2010, 13:28
სექსტეტი
27-ში მეტყვიან ზუსტად მეშველა თუ კიდევ დამჭირდება ჩარევა.

Posted by: სექსტეტი 23 Dec 2010, 13:29
Nightmare_Industries

აი, რად გინდოდა ეს მედიკამენტოზური. 5 წუთში გამოგტუმბავდნენ და მეორე დღეს გამონადენიც აღარ გექნებოდა.

Posted by: N.G. 23 Dec 2010, 13:31
gzaabneuli
მაგარჯობა, მე 4 წელი არ მყავდა და რა თქმა უნდა მთელი საქართველოს გინეკოლოგები, მკურნალები და ასე შემდეგ მოვიარე და ყველანაირი ანალიზი და ტესტი ჩავიტარე. ბოლოს ვადიმ ხატიაშვილთან გავიწმინდე მილები და მომიწვეს ენდომეტრიოზი. მერე მივედი შორენა მაისურაძესთან, საბურთალოს ლეჩკომბინატშია, ახლა დავით კოდუას სახელობის ცენტრი ქვია, ჰომეოპათ- რეპოროდუქტოლოგია. 2 თვეში დავრჩი ფეხმძიმედ. თუ მოიფიქრებ მოგწერ ნომერს პმ.-ში.

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 13:31
QUOTE
ვირუსებზე არ ხარ გამოკვლეული? თუ სწორედ ვერ გავიგე...

არა არასოდეს. არააო საჭირო,
QUOTE
საქართველოში ექიმები მკითხავებს უფრო გვანან, ვიდრე მედიკოსებს

და +ერთმანეთის გადავლით რომ არიან დაკავებული ვიდრე ტავიანთი პროფესიული დონის გაღრმავებით
QUOTE
ყოველთვის ვფიქრობ, რომ როცა კონკრეტული მიზეზი უშვილობის დროს არ არსებობს ან ვერ ადგენენ, პრობლემა უფრო ფსიქოლოგიურია ვიდრე ფიზიკური.

ალბათ ესეც არის.

Posted by: killer 23 Dec 2010, 13:32
N.G.
2kiss.gif
ხოდა ეხლა გყავს ბუთქუნა ქეთო smile.gif


Posted by: Unitended 23 Dec 2010, 13:32
QUOTE
ყოველთვის ვფიქრობ, რომ როცა კონკრეტული მიზეზი უშვილობის დროს არ არსებობს ან ვერ ადგენენ, პრობლემა უფრო ფსიქოლოგიურია ვიდრე ფიზიკური.



აი მეც მაგას ვამბობ ზუსტად! ამ დასკვნამდე მივედი მაგრამ როგორია ამდენი უბედურების მერე წყნარად და სტრესის გარეშე იყო ადამიანი და ეს მარტო გარეგნული ხომ არ არის ორგანიზმს იმდენი ხანი მისდევს ეს რომ რავიცი

Posted by: Suleluka 23 Dec 2010, 13:33
gzaabneuli
QUOTE
არა არასოდეს. არააო საჭირო,

ცუდათ არ გამიგო, სერიოზულად მწერ?

Posted by: N.G. 23 Dec 2010, 13:34
killer
ხოოოო smile.gif)) მსუქანა და სასაცილო smile.gif

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 13:34
QUOTE
gzaabneuli
მაგარჯობა, მე 4 წელი არ მყავდა და რა თქმა უნდა მთელი საქართველოს გინეკოლოგები, მკურნალები და ასე შემდეგ მოვიარე და ყველანაირი ანალიზი და ტესტი ჩავიტარე. ბოლოს ვადიმ ხატიაშვილთან გავიწმინდე მილები და მომიწვეს ენდომეტრიოზი. მერე მივედი შორენა მაისურაძესთან, საბურთალოს ლეჩკომბინატშია, ახლა დავით კოდუას სახელობის ცენტრი ქვია, ჰომეოპათ- რეპოროდუქტოლოგია. 2 თვეში დავრჩი ფეხმძიმედ. თუ მოიფიქრებ მოგწერ ნომერს პმ.-ში.

ვადიმტან მეც გავიკეთე დოაგნოსტიკური ლაპარასკოპია.
დიაგნოზი იყო აბსოლიტურად ამრთელი.
ანუ გარეგნულად საშვილოსნო, საკვერცხეები , მილები და სხვა ყველფერი იდეალურ მგომარეობაში მაქვს .
მაგრამ ფაქტია რომ უკვე მე 3 წარუმატებელი ორსულობაა.

QUOTE
თუ მოიფიქრებ მოგწერ ნომერს პმ.-ში.

ვიცი შორენა მაისურაზე. ჰომეოპათიც არის ხო?
მადლობა.2kiss.gif

QUOTE
ცუდათ არ გამიგო, სერიოზულად მწერ?

სერიოზულად. yes.gif

3 წელია უშვილობაზე ვმკურნალობ და რამდენჯერაც ვეუბნები ექიმებს არააო საჭირო.

Posted by: Unitended 23 Dec 2010, 13:38
QUOTE
არა არასოდეს. არააო საჭირო,


უპს. ეს როგორ? გჭირდება არ გჭირდება პირველი მაგის ანალიზებს იღებენ უკვე ისე გაიწაფეს ხელი biggrin.gif (ნუ ფულის კეთებაში 200 ლარამდე მაინც ჯდება)

Posted by: KaTeRiN 23 Dec 2010, 13:38
რავიცი, იქნებ შენით გადაგემოწნებინა ვირუსები ხათო?



მე ყველაზე პირველი ეგ გამაკეთებინეს. ტოქსოპლაზმა ჰერპესი ქლამიდია ციტომეგალო, სულ ოთხია

Posted by: nino_ninuciii 23 Dec 2010, 13:39
gzaabneuli
მე შემიძლია გირჩიო ძლიერი გენეტიკოსი,მაგან წარმართა მთელი ჩემი ორსულობა, მაგრამ რავიცი არ მინდა ჩემი აზრი მოგახვიო თავსsad.gif

ისე პირველ რიგში ვირუსებზე უნდა გქონდეს აღებული ანალიზები რავიცი მე პირველი რომ მომეშალა მაშინვე ეგენი უნდა გამოვიკვლიოთო და...
ვერ ვწერ ვერაფერსsad.gif

Posted by: Nightmare_Industries 23 Dec 2010, 13:40
სექსტეტი
ვნახე იქ გოგო "გამოტუმბული" yes.gif
ხელმეორედ გამოტუმბეს, ჩარჩა კოლტები.

არ დამიწერია, მგონი, რომ სანამ გოგი ცერცვაძესთან მივიდოდი, გამოსატუმბად წავედი ლეჩკომბინატში.
ვენები დამიხეთქეს, ნარკოზი ვერ გამიკეთეს, ორივე ხელზე 5 დიიდი კანქვეშა გამაგრება მქონდა, წამალი შეუშვეს 5-ვე შემთხვევაში კანქვეშ.
გინეკოლოგი ამ დროს ყელის გახსნას ცდილობდა, ამაოდ.
მერე გამომიცხადა, ყელი არ გეხსნებაო.
ვიცი, რომ ლოხებთან აღმოვჩნდი (სხვათაშორის, მათთან გამიშვა, ვინც მამშობიარა), ვიცი, რომ 9 თვის ნამშობიარებ ქალს "ყელი არ ეხსნება" ტრუხა ბაზარია.
უბრალოდ ძალიან მაწვალეს და ვერაფერი გააკეთეს, ამიტომ გადავწყვიტე ფარმ. აბორტი

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 13:40
QUOTE
უპს. ეს როგორ? გჭირდება არ გჭირდება პირველი მაგის ანალიზებს იღებენ უკვე ისე გაიწაფეს ხელი  (ნუ ფულის კეთებაში 200 ლარამდე მაინც ჯდება)

მიკვირს რომ დამინდეს rolleyes.gif
QUOTE
რავიცი, იქნებ შენით გადაგემოწნებინა ვირუსები ხათო?

მე ყველაზე პირველი ეგ გამაკეთებინეს. ტოქსოპლაზმა ჰერპესი ქლამიდია ციტომეგალო, სულ ოთხია

სად გაიკეთე? მივალ მეც. ამასაც გავიკეთებ.

Posted by: Take_Off 23 Dec 2010, 13:50
gzaabneuli
პირველი რაც გავიკეთე ვირუსები იყო და მიკვირს შენ რომ არ გაქვს გაკეთებული

QUOTE
ტოქსოპლაზმა ჰერპესი ქლამიდია ციტომეგალო, სულ ოთხია

yes.gif

Posted by: KaTeRiN 23 Dec 2010, 13:50
მედეაში გავიკეთე ადრე, ტყუპზე სანამ დავორსულდებოდი.

ეხლაც გამაკეთებინა, ვუთხარი გაკეთებული მაქვს ადრეთქო და ეს ადრე იყოო ეხლაც მჭირდებაო და სადაზღვეოში გავიკეთე, არ ვიცი ისინი რომელი ლაბორატორიით აკეთებენ. აღმომაჩნდა ჰერპესი, როგორც ადრე, ორკვირიანი მკურნალობა დამჭირდა.

Posted by: Suleluka 23 Dec 2010, 13:52
gzaabneuli
QUOTE
სერიოზულად. yes.gif

3 წელია უშვილობაზე ვმკურნალობ და რამდენჯერაც ვეუბნები ექიმებს არააო საჭირო.

ჯანმრთელობის სახლის ლაბორატორიას ვენდობი, 100 თუ 110 ლარი ღინდა 4 წლის წინ.
პირველ რიგში შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ ვირუსებზე იკეთებს ანალიზეს ყველა (ძირითადად პირადი ექიმის მითითებით) და ეგ არის ხოლმე მიზეზი ხშირად.
თიტქმის ყველას აქვს ვირუსი, უბრალოდ ზოგს ქრონიკულ ფორმაში აქვს რომელიც არ უშლის ხელს არც ფეხმძიმობას და არც ნაყობს არ უქმნის საფრთხეს, ზოგს მწავევ ფორმა აქვს, რომლის დროსაც ხდება დაორსულება, მაგრამ ბოლომდე არ მიდის.
ეგ ერთერთი ყველაზე სერიოზული მიზეზია, და მეორე, რეზუს ფაქტორი. ანუ თუ დედა უარყოფითია, ხოლო მამა დადებითი.

Posted by: N.G. 23 Dec 2010, 14:02
მე ვიკეთებ ხოლმე თინა ბუკიასთან, ძალიან მაგარია. მე9 საავადმყოფოს ტერიტორიაზეა.
აუცილებლად გაიკეთე ვირუსებზე.

Posted by: Gedsa_Neo 23 Dec 2010, 14:21
gzaabneuli
QUOTE
ვირუსებზე არ ხარ გამოკვლეული? თუ სწორედ ვერ გავიგე...

არა არასოდეს. არააო საჭირო,



თქვენი ამბავი ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რახან ორსულობა დგება მისი შენარჩუნებაც შესაძლებელი იქნება, ღმერთი თქვენსკენ.

ვირუსებზე რა გამოკვლევებიც ჩავიტარე მომინდა დამეწერა....

საფრანგეთში ვცხოვრობ და მიდგომაც განცხვავებული აქვთ აქ, ამიტომ იქნებ საინტერესო იყოს თქვენთვის:

როგორც დავორსულდი და ექიმთან მივედი სასწრაფოდ მომთხოვა შემდეგ ვირუსებზე ანალიზი:

ჰეპატიტი B, C, A
შიდსი
წითურა
ტოქსოპლაზმა
ციტომეგალოვირუსი

ციტომეგალოვირუსის ანტისხელები მქონდა და მითხრა 1 თვეში გავაკონტროლებთ თუ არაფერი შეიცვალა თავს დავანებებთო. მართლაც არაფერი შეცვლილა.

მაგრამ ტოქსოპლაზმა 5 თვეში ვარ და ყოველ თვიურად მაკეთებინებენ, თვითონ ექიმი ლაბორანტი წერს დასკვნას რომ მთელი ორსულობის განმავლობაში უნდა ვაკონტროლო. მიუხედავა იმისა რომ იმუნიზებული არ ვარ.

მოკლედ იმედი მაქვს ჩემი ინფორმაცია რამეში გამოგადგება smile.gif




Posted by: სექსტეტი 23 Dec 2010, 14:25
Nightmare_Industries
QUOTE
ვიცი, რომ ლოხებთან აღმოვჩნდი


უჟას vis.gif
იდიოტები.

დავიძინე, გავიღვიძე, 1 დღე გამონადენი მქონდა ძალიან ცოტა და მესამე დღეს აღარც მახსოვდა, რა მოხდა გუშინწინ yes.gif

QUOTE
ვენები დამიხეთქეს, ნარკოზი ვერ გამიკეთეს, ორივე ხელზე 5 დიიდი კანქვეშა გამაგრება მქონდა, წამალი შეუშვეს 5-ვე შემთხვევაში კანქვეშ. გინეკოლოგი ამ დროს ყელის გახსნას ცდილობდა, ამაოდ.


ნუ გამაგიჟე!!! რომელ ლეჩკომბინატში იყავი? ან ექიმი ვინ იყო? eek.gif mad.gif

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 14:28
QUOTE
მოკლედ იმედი მაქვს ჩემი ინფორმაცია რამეში გამოგადგება

დიდი მადლობა. 2kiss.gif

Posted by: Suleluka 23 Dec 2010, 14:38
Gedsa_Neo
QUOTE
ციტომეგალოვირუსის ანტისხელები მქონდა და მითხრა 1 თვეში გავაკონტროლებთ თუ არაფერი შეიცვალა თავს დავანებებთო. მართლაც არაფერი შეცვლილა.

მაგრამ ტოქსოპლაზმა 5 თვეში ვარ და ყოველ თვიურად მაკეთებინებენ, თვითონ ექიმი ლაბორანტი წერს დასკვნას რომ მთელი ორსულობის განმავლობაში უნდა ვაკონტროლო. მიუხედავა იმისა რომ იმუნიზებული არ ვარ.

(გლეხურად დავწერ, იმედია შინაარს გაიგებთ biggrin.gif)
ქრონიკული ფორმა შეიძლება გადავიდეს მწვავეში, ქრონიკული ფორმა არანაირ ფრობლემას არ გიქმნის, მე 2 ვირუსი მაქვს ქრონიკული ფორმით, ვირუსებზე ანალიზი გავიკეთე 4 თვის ფეხმძიმემ, ანუ ფეხმძიმობამდე რომ მქონოდა გაკეთებული მეც აუცილებლად გადამამოწმებინებდნენ, მაგრამ თვეში ერთხელ ბევრი არაა?! ან შეიძლება ნორმის ზედა ზღვარი იყო და იმიტომ გამოწმებინებდნენ ეგრე ხშირად.

gzaabneuli
შენ მართლა გამაოცე, რომ დაწერე ვირუსებზე არ მაქვს გაკეთებული ანალიზიო და სადღაც შორს ეძებ მიზეზებს.
პირველ რიგში დაისვენე, და მერე ვირუსებზე გაიკეთე ანალიზი აუცილებლად (შენც და შენმა მეუღლემაც).

Posted by: Nightmare_Industries 23 Dec 2010, 14:45
სექსტეტი
ქავთარაძეზე, ვინმე მაკა rolleyes.gif
"ლევად" აკეთებენ მგონი. ფასი მომიხია 140 ეროვნული + ნარკოზის 84(?) biggrin.gif

ერთ კვირაში დამიბარა ისევ, იასენ ბაზარ, არ მივედი. ველოდები ახლა, მეანი როდის დამირეკავს და მკითხავს: "რა ქენი?" biggrin.gif
22 წლის განმავლობაში რაც დამიგროვდა, სულ მაგაზე უნდა ვანთხიო bis.gif

Posted by: Gedsa_Neo 23 Dec 2010, 15:08
Suleluka
QUOTE
გლეხურად დავწერ, იმედია შინაარს გაიგებთ biggrin.gif) ქრონიკული ფორმა შეიძლება გადავიდეს მწვავეში, ქრონიკული ფორმა არანაირ ფრობლემას არ გიქმნის, მე 2 ვირუსი მაქვს ქრონიკული ფორმით, ვირუსებზე ანალიზი გავიკეთე 4 თვის ფეხმძიმემ, ანუ ფეხმძიმობამდე რომ მქონოდა გაკეთებული მეც აუცილებლად გადამამოწმებინებდნენ, მაგრამ თვეში ერთხელ ბევრი არაა?! ან შეიძლება ნორმის ზედა ზღვარი იყო და იმიტომ გამოწმებინებდნენ ეგრე ხშირად.


ქრონიკულ ფორმაზე გეთანხმები, მთავარია ორსულობის დროს არ გქონდეს მწვავე ინფექცია და ანტისხეულები არ მატულობდნენ, თორე მასე ყველა ქალს ექნება რაიმე ვირუსი სათბურში რომ ვიცხოვროთ მაინც შეგვხვდება რამე gigi.gif

ტოქსოპლაზმის ყოველ თვე გაკეთება მეც ვფიქრობ რომ ზედმეტია, ზედა ზღვარი კი არა საერთოდ არ მაქვს ანტისხეულები. არ უნდა დაგემართოსო ასე მთხრეს და რა რავიცი boli.gif

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 15:17
QUOTE
gzaabneuli
შენ მართლა გამაოცე, რომ დაწერე ვირუსებზე არ მაქვს გაკეთებული ანალიზიო და სადღაც შორს ეძებ მიზეზებს.

იცი რაშია სამქე? მე არ ვარ პროფესიით ექიმი.
რასაც ექიმები მეუბნებიან იმას ვაკეთებ.

მესამე ექიმია ტუღუში ცემი და არცერთ ექიმს არ მოუთხოვია ვირუსებზე ანალიზები

რამდენჯერაც ვიკითხე ვირუსები არა ისო.

Posted by: anuka2009 23 Dec 2010, 15:21
gzaabneuli

QUOTE
რაღაცა ხომ უნდა შემომთავაზონ და ეხლა გენეტიკურ შეუთავსებლობაზე მიდგა ჯერი.

მერე რომელი ანალიზის ჯერი დადგება არ ვიცი.


ხათუ, მეც გამაკეთებინეს ეგ ანალიზი, 7 ცლის ანგელოზივით შვილი მყავს, სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეს.
სფმკ / დიმერებს თუ გიკონტროლებდნენ? მაგაშია ჩემი პრობლემა - ანტიფოსფოლიპიდები.

Posted by: Suleluka 23 Dec 2010, 15:26
gzaabneuli 2kiss.gif

QUOTE
რამდენჯერაც ვიკითხე ვირუსები არა ისო.

ეგ თუ
QUOTE
ექიმია ტუღუში ცემი

მაგან გითხრა, მგონი დროა ექიმი შეიცვალო,
მაგრამ, სანამ ექიმს შეიცვლიდე
შენით მიდი და გაიკეთე ვირუსებზე ანალიზი, მაგას არანაირი ექიმის მიმართვა ხომ არ სჭირდება (და მეუღლეს რაც შეეხება დააზუსტე, მგონი მეუღლემაც რომ გაიკეთოს აუცილებელია)
და კიდევ... ან PM-ს მოგწერ.

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 15:35
QUOTE
ეგ თუ

QUOTE
ექიმია ტუღუში ცემი


მაგან გითხრა, მგონი დროა ექიმი შეიცვალო,

სამქმე იმაშია რომ ტუღუშმა, გოგოჭურმა და მგალობლიშვილმა მითხრეს.

Posted by: Unitended 23 Dec 2010, 15:39
QUOTE
სამქმე იმაშია რომ ტუღუშმა, გოგოჭურმა და მგალობლიშვილმა მითხრეს.



ისტორიას ეცნობიან შენსას? (ანუ ჩანაწერს ამ შემთხვევაში) თუ ეცნობიან იქნებ იქ არის პასუხი რის გამოც ვირუსებზე ანალიზს არ საჭიროებ მაგრამ ეს ცოტა მეეჭვება რამე მაგის გამომრიცხავი იყოს.

Posted by: anuka2009 23 Dec 2010, 15:59
ბევრი ექიმი მოვიარე და ფიქრია კამლაძემ+ანგიოლოგმა დასვეს დიაგნოზი. სხვებს აზრად არ მოსვლიათ ამ ანალიზების გაკეთება (ანტიფოსფოლიპიდები, წით მგლურას ანტიკოაგულანტი). გოგოჭურმა დასახელებაც არ იცოდა წესიერად - რევმატოლოგიის ცენტრში მიდი და უთხარი მუცელი მომეშალაო და გაგიკეთებენ რაც საჭირო არისო smile.gif ისტორია არც გადაუშლია უმეტესობას

Posted by: Unitended 23 Dec 2010, 16:05
anuka2009


მაგაზე რა მკურნალობა დაგინიშნეს?

მოკლედ ცოტა სასაცილოა მაგრამ ჩემით მივედი იმ დასკვნამდე რომ სისხლის მიწოდების პრობლემა ხომ არ იქმნება ჩემ შემთხვევაშიც? ბავშვობაში მქონდა რეინოს სინდრომი (ანუ სისხვძარღვების შევიწროვება კიდურებში) ხოდა ერთად ერთი ამასღა ვეჭიდები იქნებ ამის ბრალი იყო. მირჩევნია რამე იყოს მიზეზი ვიდრე ასე არაფრის გამო ხდებოდეს შეწყვეტა. პროთრმბინი და ა.შ. კი მაქ გაკოტროლებული მაგრამ აი დიმერები მგონი კიდევ უფრო კონკრეტულია თუ სულ სხვა რამეზე გაქვს საუბარი (ჩემმა ექიმმაც მსგავსი რაღაც ახსენა მე ასე მახსოვს)

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 16:11
QUOTE
პოტრომბინი

ზალიან მაღალი მქონდა ამ ორსულობაში და შესაძლებელია ამანაც გამოიწვია?
უკვე აღღ ვიცი რა ვთქვა

Posted by: Unitended 23 Dec 2010, 16:18
QUOTE
ზალიან მაღალი მქონდა ამ ორსულობაში და შესაძლებელია ამანაც გამოიწვია?
უკვე აღღ ვიცი რა ვთქვა


უნდა დამეწერა შენთვის მაგრამ რატომღაც აღარ დავწერე. მახსოვს წერდი მაღალი პროთრომბინისთვის დამინიშნა რაღაცო.......... ამ შემთხვევაში ეგ ერთ-ერთი პირველი ფაქტორია ანუ მოხდა დათრომბვა და სისხლი აღარ მიეწოდა ნაყოფს და შეწყვიტა არსებობა. თუ მაგის ბრალია უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი რატომ გაქვს მაღალი თორემ უშუალოდ მაგ მომენტში მკურნალობა შეიძლება ასე არასასურველად დასრულდეს მაინც.


ხოდა ეს პლაზმოფერეზიო მაგას შველისო და რავიცი აბა

ჩავიციკლე ესეიგი
biggrin.gif
* * *
QUOTE
პოტრომბინი



ჩასწორებულ იქნა მანამდე სანამ დაფლუდადი ე სიტყვაც და ბევრი სხვაც რომელიც სისწრაფით დავწერე, ნუ რას ვიზავ აქ სტყვების სატკეპნად არ ვარ შემოსული სამწუხაროდ


და ვაბშე რაღა მინდა აქ ნეტა ვიცოდე, თავის დროზე როცა ეს პრობლემა მქონდა მაშინ არ მიწუწუნია და არ გამომიკვლევია ამდენი boli.gif

Posted by: ქინქლა 23 Dec 2010, 17:15
gzaabneuli
QUOTE
ქიმია ტუღუში ცემი

ტუღუში ვირუსებს არც იკვლევს და მგონი არც მკურნალობს. თუ გახსოვს სხვა თემაში გწერდი მეც მისი პაციენტი ვარ./ვიყავი. და მეც პირველი მოშლის მერე მივედი მასთან და ვირუსებზე რომ ვკითხე ანალიზი არ ავიღოთქო, მითხრა მსგავსი სისულელეები მე არ მაინტერესებსო... მოკლედ შეგიძლია შენით გაიკეთო ანალიზებ, როგორც აქ გითხრეს არ ჭირდება მაგას ექიმის მიმართვა. დამშვიდდები მაინც და მაგას გამორცხავდი

Posted by: E_ko 23 Dec 2010, 17:28
gzaabneuli
ძალიან მეწყინა.
მეც ანემბრიონია დამისვეს დიაგნოზად.
აბორტის მერე პირველი რაც მითხრა ექიმმა ვირუსები და ფარისებრის ჰორმონები უნდა შეიმოწმოო. ძლივს მივაღწიე 4 თვის მერე ექიმთან და ავიღე ანალიზები. ორშაბათს პასუხს ველოდები და ამ მოლოდინში რაღაცნაირად მეკუმშება გული.

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 17:34

QUOTE
gzaabneuli

QUOTE
ქიმია ტუღუში ცემი


ტუღუში ვირუსებს არც იკვლევს და მგონი არც მკურნალობს. თუ გახსოვს სხვა თემაში გწერდი მეც მისი პაციენტი ვარ./ვიყავი. და მეც პირველი მოშლის მერე მივედი მასთან და ვირუსებზე რომ ვკითხე ანალიზი არ ავიღოთქო, მითხრა მსგავსი სისულელეები მე არ მაინტერესებსო... მოკლედ შეგიძლია შენით გაიკეთო ანალიზებ, როგორც აქ გითხრეს არ ჭირდება მაგას ექიმის მიმართვა. დამშვიდდები მაინც და მაგას გამორცხავდი

კი მახოსვს რომ მისი პაციენტი იყავი.

მეც ასე მითხრა ვირუსები და მსგავს სისულელეებზე არ ვამახვილებო ყურადღებას.

QUOTE
ვირუსები და ფარისებრის ჰორმონები უნდა შეიმოწმოო

ჰარისებრი შემოწმებული მაქვს და ყველა ჰორმონი ნორმაშია
დამრცა ვირუსები და ამასაც შევიმოწმებ
QUOTE
ძალიან მეწყინა.

მადლობა 2kiss.gif

Posted by: blblbl 23 Dec 2010, 17:39
gzaabneuli
იცი როგორ მიკვირს მედეაში ვირუსები რომ არ მოგტხოვეს?მე როგორც მივედი მაშინვე მაგაზე გამიშვეს,მითუმეტეს მე არ ვგეგმავდი უახლოეს მომავალში დაორსულებას.

Posted by: anuka2009 23 Dec 2010, 17:39
Unitended
QUOTE
მაგაზე რა მკურნალობა დაგინიშნეს?


დამინიშნეს გეპარინოთერაპია - ფრაგმანის ნემსი მუცელში, ახლა მოვრჩი და მინდა გადავაკონტროლო

* * *
QUOTE
ვირუსები და მსგავს სისულელეებზე არ ვამახვილებო ყურადღებას.


ამ ბოლო დროს ახალი ტენდენციაა - ყველა ზრუნავს იმუნიტეტის ამაღლებაზე, რომ ვირუსი თავისით დაამარცხოს ორგანიზმმა smile.gif ასე რომ თუ გენიტალიური ჰერპესი არაა ისე მკურნალობას არ ნიშნავენ

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 17:48
QUOTE
და ვაბშე რაღა მინდა აქ ნეტა ვიცოდე, თავის დროზე როცა ეს პრობლემა მქონდა მაშინ არ მიწუწუნია და არ გამომიკვლევია ამდენი

ეხლა წავიკითხე შენი პოსტები წეროებში cry.gif

Posted by: anuka2009 23 Dec 2010, 17:52


gzaabneuli


2kiss.gif

ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძლიერი! მეტს არაფერს გეტყვი!

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 17:55
QUOTE
ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძლიერი

სხვა გზა არაა, ან უნდა დავვარდე სულიერადაც და ფიზიკურადაც ან უნდა მოვიკრიბო ძალები და ვიბრძოლო.
anuka2009
2kiss.gif

Posted by: კორდელია 23 Dec 2010, 18:05
gzaabneuli
რა ვთქვა არ ვიცი.

ძალიან კარგი და ძლიერი გოგო ხარ, დროის ამბავია, ვიცი ლოდინი ძნელია , 1 დღე 1 წლად გეჩვენება თორემ ბავშვი იქნება.

ვირუსებს რაც შეეხება თათიამ მეც მითხრა არ გინდაო, შორენამაც არ გამაკეთებინა თავიდან (რომ დავორსულდი მაშინ გავიკეთე), მაგრამ მე ვიცი რომ ორსულობა როცა წყდება პირველ რიგში ვირუსებს აკეთებინებენ.

ის რაღაც შეუთავსებლობა თუ რაც ახსენეთ ვერ გავიგე რა შუაშია (ვიყო რა ექიმი და მესმოდეს რაღაცეები sad.gif ისე მინდა) .
ერთხელ ხომ გაიზარდა ნაყოფი უპრობლემოდ, რამე პრობლემა რომ ყოფილიყო ის ორსულობაც ნაადრევად შეწყდებოდა...

არ ვიცი არ ვიცი.

დამშვიდდი, დაისვენე, შენი ქმარიც ცოდოა, არანაკლებად განიცდის ეხლა იცის.
ყველაფერი კარგად იქნება, მართლა დროის ამბავია :*

გკოცნი ბევრს 2kiss.gif

Posted by: anuka2009 23 Dec 2010, 19:08
QUOTE
ს რაღაც შეუთავსებლობა თუ რაც ახსენეთ ვერ გავიგე რა შუაშია



ეს კითხვა მეც დავსვი და ასეთი პასუხი მივიღე - წლების განმავლობაში შეიძლება რაიმე ცვლილებები განიცადეთ შეთავსების ამბავშიო (მარტივ ენაზე). გავიკეთეტ, არაფერი საერთოდ, ნორმალური მაჩვენებელი-46

Posted by: ინფინიტი 23 Dec 2010, 19:16
gzaabneuli
ძალიან განვიცადე შენი ამბავი . ან კი, ვინ დარჩებოდა გულგრილი 2kiss.gif

კიდევ რაღაც მინდა დავწერო და არ ვიცი, როგორ გამიგებ

Posted by: კორდელია 23 Dec 2010, 19:17
anuka2009
QUOTE
წლების განმავლობაში შეიძლება რაიმე ცვლილებები განიცადეთ შეთავსების ამბავშიო (მარტივ ენაზე)


წლების რაოდენობასაც ხომ გააჩნია, შეიძლება 20 წლის მერე შეიცვალოს რამე და 3-4 წელში ესე რაღაც მარტივად მოხდეს არ შეიძლება რა...

ჯანდაბა რომ ამ ექიმებმა ნორმალური ახსნა არ იციან.
ჯანდაბა რომ ნორმალური დიაგნოზი არ ისმევა.
ჯანდაბა რომ ამდენი უვიცი დიპლომიანი გვყავს.
ჯანდაბა ყველაფერს.

Posted by: buuus 23 Dec 2010, 19:20
QUOTE
ჯანდაბა რომ ამ ექიმებმა ნორმალური ახსნა არ იციან.
ჯანდაბა რომ ნორმალური დიაგნოზი არ ისმევა.
ჯანდაბა რომ ამდენი უვიცი დიპლომიანი გვყავს.
ჯანდაბა ყველაფერს.

და ამ ყველაფრის ხარჯზე ჩვენ გვტკივა აუტანლად და მოურჩენლად


Posted by: კორდელია 23 Dec 2010, 19:24
QUOTE
და ამ ყველაფრის ხარჯზე ჩვენ გვტკივა აუტანლად და მოურჩენლად

cry.gif



Posted by: anuka2009 23 Dec 2010, 19:43
QUOTE
რომ ნორმალური დიაგნოზი არ ისმევა



სამი წელია მესმის - ნუ ასე მოხდა და რატომ მაგას ვერ გეტყვით. კითხვა : ვინ მეტყვის? პასუხი: ნუ ზოგადად ასეთი შEმთხვევები რომ ხდება ზუსტად არავინ იცის რატომ ხდება. 3 წელია სხვადასხვა ექიმებიდან (ყველა ცნობილი და "საუკეთესო") მესმის ეს პასუხი sad.gif

Posted by: gzaabneuli 23 Dec 2010, 20:18
QUOTE
gzaabneuli
ძალიან განვიცადე შენი ამბავი . ან კი, ვინ დარჩებოდა გულგრილი

2kiss.gif

QUOTE
კიდევ რაღაც მინდა დავწერო და არ ვიცი, როგორ გამიგებ

დაწერე yes.gif

კორდელია
2kiss.gif


Posted by: ინფინიტი 23 Dec 2010, 22:00
gzaabneuli
მე მგონი, რომ ტყუილად გაწვალებენ, შენ არაფერი გჭირს. ყველანაირი ანალიზები გაკეთებული გაქვს , რეპროდუქციული ორგანოები მშვენიერ მდგომარეობაში , ერთადერთი, ვირუსები დაგრჩა და ეგეც გაიკეთე, მაინც, ყოველ შემთხვევისთვის. არაფერი გჭირს და ტყულად გაწვალებენ და ხელზე გიხვევენ . ხოდა, თავი დაანებე ყველაფერს და უბრალოდ, იცხოვრე, გადაერთე სხვა რამეზე, აღარ იფიქრო მაგაზე და თავისთავად და ადვილად გამოვა ყველაფერი.
ძნელია შესასრულებლად, მაგრამ ეფექტური smile.gif

Posted by: Suleluka 24 Dec 2010, 10:09
gzaabneuli
პროლაქტინზე ანალიზი გაკეთებული გაქვს?

Posted by: gzaabneuli 24 Dec 2010, 10:38
QUOTE
gzaabneuli
პროლაქტინზე ანალიზი გაკეთებული გაქვს?

მინიმუმ 20 ჯერ smile.gif
infinity-infinity
2kiss.gif

Posted by: Suleluka 24 Dec 2010, 10:40
gzaabneuli
2kiss.gif
ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი კარგად გექნება.
შენი ბრალი არ არის სულელი ექიმების ხელში რომ მოხვდი 2kiss.gif

Posted by: gzaabneuli 24 Dec 2010, 10:42
QUOTE
gzaabneuli

ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი კარგად გექნება.
2kiss.gif

Posted by: MELO_MELO 24 Dec 2010, 10:48
gzaabneuli
რა დავწერო არ ვიცი 2kiss.gif

ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და შენც კარგად იქნები ძააან 2kiss.gif

Posted by: gzaabneuli 24 Dec 2010, 11:52
QUOTE
ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და შენც კარგად იქნები ძააან

მეც მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება.

რატომღაც ჩემი ინტუიცია მკარნახობს რომ ინ-ვიტრო მჭირდება.

Posted by: Princess 24 Dec 2010, 12:39
gzaabneuli
ურეაპლაზმაზე იმკურნალე შენ?

მე შანიძემ დავდივარ, ორივემ მეც და ჩემმა ქმარმაც ვიმკურნალეთ ამაზე და სოკოზე
მირჩია რომ სასურველია დაორსულებამდე ყველნაირი ინფექცია თუ სოკო ვიმკურნალოთ
დაახლოებით 2-3 თვე სჭირდება ამის მკურნალობოას, ჩვენ უკვე მოვრჩით
და ეხლა ვსვამ იმუნიტეტის გამაძლიერებელს, ანტივირუსულ პრეარატს ვიუსიდს, და ველოდები როდის ჩამოვა, რომ მივიდე ხელმეორე ანალიზის გასაკეთებლად. ვნახოთ რას მეტყვის...

იქნებ გეცადა შენ შანიძე?
მშვიდი, არაპანიკიორი ექიმია, ბევრი ანალიზების გაკეთება უყვარს, როგორც დავადგინე, მაგრამ მე მომწონს!
ანალიზებს მაკეთებინებს იქვე, ჩაჩავაში

შენ წინაზე ჩვეულებრივად დაორსულდი, რა შუაშია გენეტიკური შეუთავსებლობა? მაშინ არც აქამდე დაორსულდებოდი.

Posted by: Suleluka 24 Dec 2010, 14:00
gzaabneuli
QUOTE
რატომღაც ჩემი ინტუიცია მკარნახობს რომ ინ-ვიტრო მჭირდება.

კარგი რა, არ გჭირდება შენ ინვიტრო, ისედაც დაფეხმძიმდები და გეყოლება კარგი ბაიები 2kiss.gif

Posted by: Ia-forumze 24 Dec 2010, 14:07
gzaabneuli
QUOTE
რატომღაც ჩემი ინტუიცია მკარნახობს რომ ინ-ვიტრო მჭირდება.

ი-ვიტრო კი არა ვირუსებზე ანალიზი გჭირდება ჩემი აზრით
და მერე ექიმებზე ხელის დაქნევა yes.gif
არაფერი არ გჭირს შენ, დაორსულება შენი პრობლემა არ არის აშკარად.
რაც შეეხება შეუთავსებლობას, მე როგორც ვიცი, მაგ დროს ორსულობაც
არ დგება.


Posted by: arazam 24 Dec 2010, 14:09
ერთ ძაან დებილურ კითხვას დავსვავ რა, ინ-ვიტრო თუ როგორცაა რა არის?

Posted by: Ia-forumze 24 Dec 2010, 14:10
arazam
QUOTE
ერთ ძაან დებილურ კითხვას დავსვავ რა, ინ-ვიტრო თუ როგორცაა რა არის?

ხელოვნური განაყოფიერება

Posted by: kozet 24 Dec 2010, 14:13
arazam
ხელოვნური განაყოფიერება სინჯარაში

Posted by: arazam 24 Dec 2010, 14:19
Ia-forumze
kozet
მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: კორდელია 24 Dec 2010, 14:58
infinity-infinity
QUOTE
gzaabneuli
მე მგონი, რომ ტყუილად გაწვალებენ, შენ არაფერი გჭირს

100%

Posted by: gzaabneuli 24 Dec 2010, 19:59
გოგოებო ხომ არ იცით გამოტუმბვა რთული პროცედურაა?
უნარკოზოდ გავქაცავ?

Posted by: blblbl 24 Dec 2010, 20:57
gzaabneuli
არ ქნა უნარკოზოდ,ზოგისთვის ადვილია ზოგს სტკივა ძალიან,5წუთით დაგაძინებენ სულ.მედიკამენტურს რატო არ იკეთებ?

Posted by: gzaabneuli 24 Dec 2010, 21:08
QUOTE
მედიკამენტურს რატო არ იკეთებ?

გამოტუმბვა ჯობიაო, ეშინია ექიმს სისხლდენა არ ამივარდეს.

Posted by: blblbl 24 Dec 2010, 21:09
gzaabneuli
მაშინ ნარკოზით გაიკეთე,შენს ორგანიზმს დასტრესვაღა უნდა?თან გამოფხეკაც რომ გახდეს საჭირო ეგ უფრო მტკივნეულია.სად აპირებ?ჩაჩავაში აკეთებენ კარგად.

Posted by: E_ko 24 Dec 2010, 21:23
gzaabneuli
მე მაქვს გამოტუმბვა გაკეთებული უნარკოზოდ, ადგილობრივი გაუმტკივარებით. ნემსის გაკეთება ვიგრძენი, მაგრამ მტკინვეული არ ყოფილა. ერთადერთი მტკინვეული მომენტი ყელის გახსნაა, მაგრამ სულ რაღაც წამები გრძელდება (კარგად უნდა ჩაგეხველებინა და არ გეტკინებოდაო, მერე მეთხრეს). დანერჩენი მტკინვეული არ არის, უბრალოდ გრძნობ რომ მუცელი ადი-ჩადის. პროცედურა გრძელდება დაახლოებით 15 წუთი, საკონტროლო ექოს ჩათვლით, უშუალოდ გამოტუმბვა ალბათ 5 წუთი თუ გრძელდება. მე არ მტკენია, მაგრამ ხომ იცი ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.

Posted by: gzaabneuli 24 Dec 2010, 21:34
QUOTE
მე არ მტკენია, მაგრამ ხომ იცი ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.

მე ყველაფერს მძაფრად აღვიქვავ და ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ მომცემს იმის საშუალებას რომ უნარკოზოდ გაუძლო ამ ყველაფერს

QUOTE
ერთადერთი მტკინვეული მომენტი ყელის გახსნაა

ყელის გახსნა და სარკის ჩადგმა ერთია?

ვბოდავ ?

Posted by: Ssalome 24 Dec 2010, 21:36
gzaabneuli
არ გაიკეთო უნარკოზოდ რა. მე მაქვს გაკეთებული და მძიმე და საშინლად მტკივნეული იყო.

Posted by: gzaabneuli 24 Dec 2010, 21:40
QUOTE
gzaabneuli
არ გაიკეთო უნარკოზოდ რა. მე მაქვს გაკეთებული და მძიმე და საშინლად მტკივნეული იყო.

არა უნარკოზოდ კი არა ნარკოზით ვაპირებ და ცუდად ვარ.

უნარკოზოდ გამომასვენებენ

პირველი აბორტი ნარკოზით გავიკეთე და კინაღამ გადავყევი

2 კვირა ჰალუცინაციები მქონდა.
საერთოდ ვერავის ვერ ვგრძნობდი

ჩემმა დედამთილმა რომ მომაკითხა გავაგდე სახლიდან user.gif

Posted by: Ssalome 24 Dec 2010, 21:44
gzaabneuli
QUOTE
ნარკოზით ვაპირებ და ცუდად ვარ.

ცუდად იტან ნარკოზს?
QUOTE
პირველი აბორტი ნარკოზით გავიკეთე და კინაღამ გადავყევი

აუცილებელია სწორად შეგირჩიონ ნარკოზი.

Posted by: E_ko 24 Dec 2010, 22:03
gzaabneuli
არა მგონია სარკის ჩადგმა და ყელის გახსნა ერთი და იგივე იყოს.
თუ ყველაფერს ძალიან მძაფრად აღიქვამ გაიკეთე ნარკოზით, მითუმეტეს Ssalome-ს ძალიან ტკენია. და თუ ვინმემ გითხრა ამისთვის ნარკოზს როგორ იკეთებო, გავნებსო, არ მიაქციო ყურადღება.
გამოტუმბვა კი გავიკეთე ასე მაგრამ, გამოფხეკა რომ ყოფილიყო საჭირო, ნარკოზის გარეშე საპროცედუროში ფეხს ვერ შემადგმევინებდნენ.

Posted by: gzaabneuli 24 Dec 2010, 23:34
QUOTE
gzaabneuli

QUOTE
ნარკოზით ვაპირებ და ცუდად ვარ.


ცუდად იტან ნარკოზს?

პირველი ორსულობა იყო, პირველი ნარკოზი და ზალიან ცუდად გადავიტანე.

Posted by: Ssalome 24 Dec 2010, 23:41
gzaabneuli
QUOTE
პირველი ორსულობა იყო, პირველი ნარკოზი და ზალიან ცუდად გადავიტანე.

sad.gif აუცილებლად გაიარე ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია და ყველაფერი გართულების გარეშე ჩაივლის.

Posted by: ლუნა 26 Dec 2010, 14:47
არ მეგონა ამ თემაში დაწერა თუ მომიწევდა მაგრამ ფაქტია რომ ვწერ..

გუშინწინ სამსახურში ტკივილი და სისხლდენა დამეწყო, შევშინდი მაგრამ იმედი მქონდა რომ საშვილოსნო იქნებოდა ტონუსში და ნაყოფის შენარჩუნებას შეძლებდნენ..
გავქანდით მაშინვე ღუდუშაურში (ღამის 12 საათი იყო) სადაც ექოზე აღარაფერი არ გამოჩნდა..
მითხრეს უკვე ჩამოიშალა და რადგან ნაყოფი პატარაა (5-6 კვირის) გამოფხეკა საჭირო აღარ არისო..

მეორე დილით წავედი გინეკოლოგთან, ამან ორსულობის ჰორმონზე ამიღო სისხლის ანალიზი, პასუხი ორშაბათს იქნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთო..
სანამ სისხლდენა არის ვერანაერ ანალიზს ვერ გავაკეთებთო..
რადგან მსგავსი ერთხელ მოხდა შეიძლება მეორე ჯერზეც განმეორდეს და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოო..
თან დამამშვიდა პირველ ორსულოობაზე ასეთი რამ ხშირად ხდება, უკვე დიდი პროგრესია რომ განაყოფიერება ერთხელ მოხდა, თან ასაკი ხელს გიწყობს და არაფერი სანერვიულო არ არისო..
ერთი ჩემთვის გეკითხათ..
მესამე დღეა სისხლდენა არ მიწყდება.. 2 ღამე ნორმალურად არ მძინებია..

ახლა ვფიქრობ ტესტზე მეორე ხაზის ნახვისთანავე რომ მივსულიყავი ექიმთან იქნებ ასეთი რამ თავიდან ამეცილებინა..
მაგრამ პირველი ორსულობა იყო და წარმოდგენა არ მქონდა თუ მოშლის საშიშროება მქონდა..
ორსულობის გაგებისთანავე რომ დავწოლილიყავი იქნებ გადამერჩინა ჩემი პატარა..
ახლაც მეტირება მაგრამ რაღას ვუშველი უკვე..

cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: gzaabneuli 26 Dec 2010, 16:22
LUNA102
ძალიან მეწყინა.


მაგრამ მთავარია იცი რომ განაყოფიერება ხდება და აწი ყველაფერი კარგად იქნება.2kiss.gif


ისე კი გამოფხეკა რომ არ დაგჭირდა ეს დიდი შვებაა.

Posted by: ლუნა 27 Dec 2010, 01:39
gzaabneuli
QUOTE
მაგრამ მთავარია იცი რომ განაყოფიერება ხდება და აწი ყველაფერი კარგად იქნება.

შემდეგ ორსულობას უფრო მომზადებული შევხვდები..
იმედია დიდხანს ლოდინი არ მომიწევს..
sad.gif

Posted by: ქინქლა 27 Dec 2010, 12:42
LUNA102
ნუ ნერვიულობ, ვიცი რომ ძნელია არ ინერვიულო მაგრამ ამით უფრო დააზარალებ საკუთარ თავს. პირველი ზუსტად 5-6 კვირაზე მომეშალა მეც. შენგან განსხვავებით მე ექიმთან მაშინვე მივედი მაგრამ "ძვირფასი და ყურადღებიანი" ექიმის გამო სათანადო მკურნალობა ვერ დავიწყე და შედეგიც მივიღე. თუმცა მერე მეორე თვეშივე დავრჩი ორსულად და ჯანრმთელი ბავშვი მყავს ღვთის წყალობით. და კიდევ ერთი.. მე ასაკით დიდი ვარ.. ცოტაც და მოხუც მშობიარეებში ჩავეწერებოდი.
ასე რომ დაივიწყე ეს ტკივილი და ნერვიულობა და ახალი ორსულობისა და დედობისათვის მომეზადე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
gzaabneuli
QUOTE
უნარკოზოდ გავქაცავ?

არ ქნააააააააააააააა, გაიკეთე ნარკოზი აუცილებლად. მიუხედავად იმისა რომ ტკივილამტანი ადამიანი ვარ მეტ ნაკლებად, უნარკოზო გამოტუმბვაზე ლამის გონება დავკარგე ტკივილისაგან

Posted by: nino_sh 27 Dec 2010, 14:00
LUNA102
რთულია ვიცი, მეც გამოვცადე--არ ინერვიულო. და თავს ნუ იდანაშაულებ- ექიმთან რო მივსულიყავი ეგრე არ მოხდებოდაო----ძალიან ძალიან ძალიან საწყენია რაც მოხდა, არ ვიცი რითი დაგამშვიდო, შენ თავში შენვე უნდა იპოვნო ძალა--რომ "ზედმეტად" არ ინერვიულო--ისევ და ისევ იმისთვის რომ მალევე დაორსულდე, რომ ჰორმონებმა არ გიღალატონ და პროლაქტინმა არ აიწიოს სტრესის ფონზე. ეცადე ეხლა ნერვები "გაითბო", დატკბი ახალი წლით და იმედიანად შეხედე მომავალს

gzaabneuli
QUOTE
გამოტუმბვა ჯობიაო, ეშინია ექიმს სისხლდენა არ ამივარდეს.

cry.gif გაირკვა?

buuus
ძალიან მაგრად ჩამწყდა გული შენი ამბავი რომ გავიგე sad.gif ძლიერი ადამიანი ხარ. მჯერა სიყვარულით გადალახავთ ყველა პრობლემას და მალე ისევ მომავალ მშობლებში გადაინაცვლებ

ცოტახნით გასული ვიყავი ქალაქიდან და გარშემო სულ ცუდი ამბები დამხვდა-რა არის რაა cry.gif

Posted by: buuus 27 Dec 2010, 14:01
nino_sh
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Hektorinia 27 Dec 2010, 14:31
LUNA102
QUOTE
დატკბი ახალი წლით და იმედიანად შეხედე მომავალს

yes.gif
ეგ არის მთავარი, არ ინერვიულო და ყვეკაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა


gzaabneuli
ძალიან ვწუხვარ cry.gif

და მაინც, თავს უფლებას ვაძლევ გირჩიო, იქნებ მაია ჯანელიძესთან მისულიყავი? მედლაინში

Posted by: Take_Off 27 Dec 2010, 15:01
LUNA102


ძალიან მეწყინა cry.gif

Posted by: E_ko 27 Dec 2010, 15:46
LUNA102
ძალიან მეწყინა.
თავს ნუ იდანაშაულებ.
მე როგორც კი ორი ხაზი დავინახე საღამოს, მეორე დილას ექოზე წავედი, ყველაფერი კარგად იყო, როგორც მითხრეს. მეორე დღე კვირა იყო და გინეკოლოგთან ვერ წავიდოდი, ორშაბათს ექიმთან ვიყავი სისხლი რომ წამომივიდა, ხელმეორედ ექო გავიკეთე, სანაყოფე პარკი ჩანდა, წამლები დამინაიშნა და განმეორებითზე ექოზე დამიბარა. მოკლედ მაინც მომეშალა მუცელი.
ეცადე არ ინერვიულო. მალე ისევ აბრდღვიალდება ორი ხაზი!

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 15:57
მოვედი

ისევ ცარიელი და გულგატეხილი.


დღეს გავიკეთე დილით აბორტი, დავარაშვილმა გამიკეთა.
ნარკოზით გავიკეთე და არაფერი არ გამიგია, თუმცა ჩემმა ქმარმა თქვა იმხელას ყვიროდიოოოოოო

Posted by: Princess 27 Dec 2010, 16:00
gzaabneuli
cry.gif


=========

Posted by: blblbl 27 Dec 2010, 16:00
gzaabneuli
ნარკოზიდან გამოსვლისას ყვიიროდი ალბათ,ემართებათ მასე.ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 16:06
QUOTE
gzaabneuli
ნარკოზიდან გამოსვლისას ყვიიროდი ალბათ,ემართებათ მასე.ყველაფერი კარგად იქნება

არა გამოსვლისას არა, პროცესის დროს.

გამოსვლა არც გამიგია.

ძალიან მადლობელი ვარ ექთნის, ანესთეზიოლოგის და თავად დავარაშვილის.
უკარგესი ხალხია.

თბილები და ყურადღებიანები

მეგონა დამვდებოდა ეხლა საპროცედუროში ანტისანიტარია და დანგრეული ლოგინი და კრესლო

მაგრამ გაკვირვებული დავრჩი, ყველაფერი ახალია და რაც მთავარია წკრიალებდა იქაურობა.

Posted by: kozet 27 Dec 2010, 16:09
LUNA102
ამ ფორუმზე ბევრია, ვისთანაც პირველი ორსულობა თვითნებური აბორტით დამთავრდა და ერთ–ერთი მე ვარ, თუმცა 2 თვეში ისევ ორი წითელი ხაზი აბრდღვიალდა ტესტზე. ჩემზე კარგად არავინ იცის ეგ რა ტკივილია, მაგრამ ძალიან მალე იმხელა სიხარული გელოდება, ყველაფერს დაგავიწყებს

Posted by: blblbl 27 Dec 2010, 16:11
LUNA102
ვწუხვარ sad.gif .

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 16:11
QUOTE
ჩემზე კარგად არავინ იცის ეგ რა ტკივილია

სამწუხაროდ ბევრმა იცის რა ტკივილია.

სამწუხაროდ რაღაცნაირდ აეწყო ეს ცუდი პერიოდი.
მაგრამ იმედი არ დავკარგოთ გოგოებო და ყველაფერი კარგად იქნება. 2kiss.gif


Posted by: buuus 27 Dec 2010, 16:11
gzaabneuli
QUOTE
მოვედი

ისევ ცარიელი და გულგატეხილი.

cry.gif

Posted by: nino_sh 27 Dec 2010, 16:37
gzaabneuli

QUOTE
მოვედი
ისევ ცარიელი და გულგატეხილი.

cry.gif cry.gif cry.gif
მალე ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 16:42
QUOTE
მალე ყველაფერი კარგად იქნება.

ამის დიდი იმედი მაქვს.
ყველა ვიქნებით დედიკოები. love.gif

Posted by: Princess 27 Dec 2010, 16:47
gzaabneuli
წინა გვერდზე გკითხე, არ გინახავს ეტყობა
ურეაპლაზმაზე იმკურნალე?

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 16:51
QUOTE
gzaabneuli
წინა გვერდზე გკითხე, არ გინახავს ეტყობა
ურეაპლაზმაზე იმკურნალე?

კი ვნახე, და გიპასუხე. მემგონი rolleyes.gif
უი არ მიპასუხნია.

არ არისო საჭირო მკურნალობა. რდგანაც ერთხელ იმკურნალე და ისევ დადებითიაო აღარ უნდაო ჩარევა.
ეხლა უკვე ვირუსებზეც უნდა ცავაბარო და ყველაფერზე ვიმკურნალო.

Posted by: Princess 27 Dec 2010, 16:55
gzaabneuli
QUOTE
არ არისო საჭირო მკურნალობა. რდგანაც ერთხელ იმკურნალე და ისევ დადებითიაო აღარ უნდაო ჩარევა.


მე სხვანაირად მითხრა ექიმმა user.gif

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 16:57
QUOTE
მე სხვანაირად მითხრა ექიმმა

რა გითხრა?
მე უკვე არ მაინტერესებს ექიმი რას მეტყვის.
სულელივით უჯერებ ამ ექიმებს და ბოლოს რა.
არადა გაიზახიან გვენდეო, ვენდობი მერე?

ჩემით წავალ და გავიკეთებ ამ ვირუსებს.


აუუუუ ისე დავირალე რომ არაფერი არ მინდა ამ ქვეყანაზე.
არც ქმარი და არც ოჯახიიიიი

მინდა ისევ ის ცხოვრება რაც დაოჯახებამდე მქონდა.

კაცის დანახვაც არ მინდა, ვატყობ ჩემს ტავს რომ ქმარზე მაქვს აკრებილი.


ვიცი ხოლმე ასეთ რთულ მომენტებში არევა და ისევ არ მინდა რომ დავიწყო


Posted by: Princess 27 Dec 2010, 17:07
gzaabneuli
რას გაუგებ ამ ექიმებს sad.gif
მე მირჩია, რომ ჯობია ეს ინფექცია ვიმკურნალო, ეს არ არის ვირუსივით, საჭიროებს მკურნალბოასსო
თან ურეაპლაზმას დროს არაა სასურვეი დაორსულებაო

gzaabneuli
QUOTE
კაცის დანახვაც არ მინდა, ვატყობ ჩემს ტავს რომ ქმარზე მაქვს აკრებილი.


ვიცი ხოლმე ასეთ რთულ მომენტებში არევა და ისევ არ მინდა რომ დავიწყო


მესმის შენი, მეც მაქვს ხლმე ეს მომენტები
რაღაც ვალდებულებასავით ვგრძობ და ნერვები მეშლება ხოლმე
მეც გათხოვებამდე რა მშვიდი და უპრობლემო ცხოვრება მქონია, ეხლა ვხვდები. საერთოდ რა მქონდა ადრე სადარდებელი არ ვიცი რაა? ალბათ ვიგონებდი პრობლემებს და ძალით ვნერვიულბოდი smile.gif

Posted by: ქინქლა 27 Dec 2010, 17:14
gzaabneuli
QUOTE

კაცის დანახვაც არ მინდა, ვატყობ ჩემს ტავს რომ ქმარზე მაქვს აკრებილი.


ვიცი ხოლმე ასეთ რთულ მომენტებში არევა და ისევ არ მინდა რომ დავიწყო

არა ჩემო კარგო ასე ნუ ფიქრობ,. მძიმე პერიოდი გაქვს ვიცი მაგრამ ასე არ უნდა განეწყო, არც შენი და არც შენი ქმრის ბრალი არაა ასე რომ მოხდა, ასე იყო ღვთის ნება. ამიტომ ერთმანეთს ნურაფერში დაადანაშაულებთ და მაქსიმალურად ეცადეთ ტკივილს მალე მოერიოთ.

Posted by: buuus 27 Dec 2010, 17:24
gzaabneuli
QUOTE
კაცის დანახვაც არ მინდა, ვატყობ ჩემს ტავს რომ ქმარზე მაქვს აკრებილი.

მასაც ხომ შენსავით ტკივა cry.gif ერთმანეთს უნდა გადაატანინოთ და გააძლებინოთ cry.gif

Posted by: arazam 27 Dec 2010, 17:29

buuus
LUNA102
gzaabneuli
მგონია გიცნობთ გული დამეწვა sad.gif მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა მეც გავიარე იგივე და იმ მომენტში მეგონა ყველაფერი დამთავრდა მაგრამ ვცდებოდი, ღმერთი თქვენსკენ smile.gif

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 17:32
QUOTE
მესმის შენი, მეც მაქვს ხლმე ეს მომენტები
რაღაც ვალდებულებასავით ვგრძობ და ნერვები მეშლება ხოლმე
მეც გათხოვებამდე რა მშვიდი და უპრობლემო ცხოვრება მქონია, ეხლა ვხვდები. საერთოდ რა მქონდა ადრე სადარდებელი არ ვიცი რაა? ალბათ ვიგონებდი პრობლემებს და ძალით ვნერვიულბოდი

მე ვიყავი ხალისიანი და საოცრად იღბლიანი ადამიანი.
ასე მგონია რომ ეს მე არ ვარ.
ხანდახან მგონია რომალბათ მე და ცემი ქმარი რომ არ ვყოფილიყავით ერთად ასე არ იქნებოდა ყველაფერი.
მაგრამ მის გარეშე რად მინდა რამე.



QUOTE
მასაც ხომ შენსავით ტკივა

ტკივა რომელია, აღარ შემიძლია მისი ყურება. ხანდახან მინდა სადმე შორს წავიდეს.

QUOTE
ერთმანეთს უნდა გადაატანინოთ და გააძლებინოთ

რამდენჯერ. ნერვები აღარ მყოფნის.
ადამიანი კი არა ჩარხი იცვითება.
QUOTE
ამიტომ ერთმანეთს ნურაფერში დაადანაშაულებთ და მაქსიმალურად ეცადეთ ტკივილს მალე მოერიოთ.

არა, დადანასაულება არაფერ შუაშია, უბრალოდ ორივეს უკვე ნერვები გვღალატობს

Posted by: Take_Off 27 Dec 2010, 17:35
arazam
QUOTE
მეც გავიარე იგივე და იმ მომენტში მეგონა ყველაფერი დამთავრდა მაგრამ ვცდებოდი

შენ რა გჭირდა?

Posted by: buuus 27 Dec 2010, 17:42
gzaabneuli
QUOTE
ტკივა რომელია, აღარ შემიძლია მისი ყურება. ხანდახან მინდა სადმე შორს წავიდეს.

ერთად წადით სადმე, მე ექიმი არ მიშვებს და როგორც კი მომცემენ ნებას წავალთ, მე პირიქით დამემართა, სხვისი მოწოდებული წყალიც არ მინდა, და სულ სახლში უნდა იყოს cry.gif
QUOTE
ნერვები აღარ მყოფნის

cry.gif 2kiss.gif

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 17:47
QUOTE
ერთად წადით სადმე

მარტო მინდა ყოფნა.user.gif


Posted by: arazam 27 Dec 2010, 17:50
Take_Off
QUOTE
შენ რა გჭირდა?

მეც პირველი ორსულობა მოშლით დამიმთავრდა მერე მკურნალობა და დიდი დრო არ იყო გასული 3 თვეში დავრჩი მეორეთ მაგრამ ამ 3 თვეში მაინც მივიღე ტრამვა რო გგონია ვსიო აღარ გეყოლება შვილი

Posted by: Take_Off 27 Dec 2010, 17:52
arazam
უი არ ვიცოდი sad.gif
მთავარია ეხლა გყავს გოჭი smile.gif
და დარწმუნებული ვარ ვინც აქ პოსტავს ყველა ისე იქნება გახარებული როგორც ეხლა შენ ხარ 2kiss.gif

Posted by: arazam 27 Dec 2010, 17:56
Take_Off
ხოო მასე იქნება ზუსტად ვიცი , აი ყოველ მეორეზე მესმის რო მოეშალა რა უბედურებაა

Posted by: ინფინიტი 27 Dec 2010, 18:57
QUOTE
მძიმე პერიოდი გაქვს ვიცი მაგრამ ასე არ უნდა განეწყო, არც შენი და არც შენი ქმრის ბრალი არაა ასე რომ მოხდა, ასე იყო ღვთის ნება. ამიტომ ერთმანეთს ნურაფერში დაადანაშაულებთ და მაქსიმალურად ეცადეთ ტკივილს მალე მოერიოთ.


ნეტა ბრალი და განზრახვა-გაუფრთხილებლობა რა შუაშია

ადამიანი არის ჩაკლული და მიწაზე დანარცხებული. ამდენი მკურნალობა, ამდენი გადაყრილი ფული, ამდენი ნერვების წყვეტა, მოშლა, ბავშვის დაკარგვა, ამდენი ცნობისმოყვარე და მეჭორიე ხალხი, ამდენი ახსნა-განმარტებები ... ქმართან ჭიკჭიკის გუნებაზე რომ არ იყოს, რა გასაკვირია .


gzaabneuli
ხოდა მარტო ყოფნა თუ გინდა და ფიქრობ, რომ ეგ გიშველის, ადექი და მარტო წადი!
შენს ადგილას დავიხურავდი ქუდს და წავიდოდი , თუნდაც ცოტა ხნით. სადმე, სადაც არავის ვიცნობ. მე ვიცი, რომ მაგრად მიშველიდა. მერე ავდგებოდი და დავიკიდებდი ყველაფერს. აი, უნდა ადგე და დაიკიდო. სათქმელად ადვილია, მაგრამ უბრალოდ, დაიკიდე. გადაყარე ტესტები, დააპაშოლე ექიმები.
როგორ გგონია, რატომ ორსულდებიან ხშირად ის ქალები, რომლებსაც დაორსულება არ უნდათ? იმიტომ , რომ ეგრე.
რაც ექიმებში ფულს ხარჯავ, ადექი და საკუთარ თავს აპნიე, თან ხშირ-ხშირად იძახე, დაორსულება არ მინდა, ბავშვის ნერვები არ მაქვს, ძღნერიანი პამპერსები არ მინდა, ფსიტიანი პოლზუნკები არ მინდა. მეორე თვესვე დაორსულდები .

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 19:07
QUOTE
თან ხშირ-ხშირად იძახე, დაორსულება არ მინდა, ბავშვის ნერვები არ მაქვს, ძღნერიანი პამპერსები არ მინდა, ფსიტიანი პოლზუნკები არ მინდა. მეორე თვესვე დაორსულდები .

აი რომ გავთხოვდი აზრადაც არ მომსვლია ნერვიულობა და ვაი ვუი. არც კი მიფიქრია რომ ბავშვი საჭრო იყო.

ზუსტად 6 თვის თავზე დავორსულდი და არანაირად არ ვიყავი ცაციკლული ორსულობაზე.დავდიოდი სამსახურში, ვერთობოდი.


მაგრამ მერე ჯაჭვური რეაქციით რომ გადაება და გადაებააააა



მარტო ჩემი ორსულობა და ბავშვი რომ იყოს კიდევ ჯანდაბას.
იმდენი რაღაცა მაქვს გადატანილი რომ ქმარი და დაქალები და გართობა კი არა ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლის სურვილი დაეკარგება

აი თუ დამიჯერებთ არასოდეს, არასოდეს არ მილაპარაკნია არავისთან ცემს გასაჭირზე. ყველას გონია რომ უდარდელი ადამიანი ვარ.
უბრალოდ არ შემიძლია ვინმესთან გული გადავშალო, მერე უფრო ცუდად ვარ.ვერ ვიტან ვინმეს რომ ვეცოდები.

აქ რომ ვწერ ვიცი ადამიანი იფიქრებს რა გაატრაკა ამ გოგომ საქმეო მაგრამ არ შემიძლია სხვას უთხრა ვაი რა უბედური ვარმეთქი, კიდევ აქ თუ მოვიფხან გულს

მართლა გავატრაკე საქმე რა.
მე ვერ ვიტან უკვე ჩემს ტავს.

Posted by: Gogona_sterva 27 Dec 2010, 19:09
gzaabneuli
QUOTE
აი რომ გავთხოვდი აზრადაც არ მომსვლია ნერვიულობა და ვაი ვუი. არც კი მიფიქრია რომ ბავშვი საჭრო იყო.

ზუსტად 6 თვის თავზე დავორსულდი და არანაირად არ ვიყავი ცაციკლული ორსულობაზე.დავდიოდი სამსახურში, ვერთობოდი.


მაგრამ მერე ჯაჭვური რეაქციით რომ გადაება და გადაებააააა



მარტო ჩემი ორსულობა და ბავშვი რომ იყოს კიდევ ჯანდაბას.
იმდენი რაღაცა მაქვს გადატანილი რომ ქმარი და დაქალები და გართობა კი არა ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლის სურვილი დაეკარგება

აი თუ დამიჯერებთ არასოდეს, არასოდეს არ მილაპარაკნია არავისთან ცემს გასაჭირზე. ყველას გონია რომ უდარდელი ადამიანი ვარ.
უბრალოდ არ შემიძლია ვინმესთან გული გადავშალო, მერე უფრო ცუდად ვარ.ვერ ვიტან ვინმეს რომ ვეცოდები.

აქ რომ ვწერ ვიცი ადამიანი იფიქრებს რა გაატრაკა ამ გოგომ საქმეო მაგრამ არ შემიძლია სხვას უთხრა ვაი რა უბედური ვარმეთქი, კიდევ აქ თუ მოვიფხან გულს

sad.gif

Posted by: ინფინიტი 27 Dec 2010, 19:18
gzaabneuli
კარგი ახლა
არ ხარ უბედური, ეს ახლა გეჩვენება ასე smile.gif
2kiss.gif
ხოდა , როცა არ ელოდები, მაშინ ხდება ყველაფერი კარგი wink.gif

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 19:21
infinity-infinity
2kiss.gif

Posted by: EXHALATING 27 Dec 2010, 20:07
gzaabneuli
ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ხარ
ძალაც გაქვს საიმისო რომ გრძელვადიანი დეპრესია არ აიკიდო smile.gif
როგორია დაიკიდო, მაგრამ მაინც, უნდა დაიკიდო

Posted by: ლიკლიკა 27 Dec 2010, 20:25
QUOTE
ბავშვის ნერვები არ მაქვს, ძღნერიანი პამპერსები არ მინდა, ფსიტიანი პოლზუნკები არ მინდა. მეორე თვესვე დაორსულდები .

+123456789
სულ ასეა, როცა გულწრფელად არ გინდა მაშინ ორსულდები rolleyes.gif

gzaabneuli
მესმის შენი, ძალიან ,ძალიან მესმის.

Posted by: gzaabneuli 27 Dec 2010, 20:32
EXHALATING
liklika82
2kiss.gif

Posted by: anuka2009 27 Dec 2010, 23:19
infinity-infinity

QUOTE
ადამიანი არის ჩაკლული და მიწაზე დანარცხებული. ამდენი მკურნალობა, ამდენი გადაყრილი ფული, ამდენი ნერვების წყვეტა, მოშლა, ბავშვის დაკარგვა, ამდენი ცნობისმოყვარე და მეჭორიე ხალხი, ამდენი ახსნა-განმარტებები ... ქმართან ჭიკჭიკის გუნებაზე რომ არ იყოს, რა გასაკვირია


რა კარგი ადამიანი ხარ 2kiss.gif მეც მქონია ხატუნასნაირი პერიოდი და სულ მინდოდა ვინმესგან მსგავსი სიტყვები გამეგო
* * *
gzaabneuli

იცი რა კარგად მესმის შენი, დამიჯერე გაგივლის, ძალიან არ აყვე ნერვებს და ნელ ნელა გაგივლის 2kiss.gif

Posted by: ინფინიტი 27 Dec 2010, 23:39
anuka2009
2kiss.gif

ხათუნას ვუსურვებ, რომ როგორც შენს შემთხვევაში, ისე ლამაზად ყოფილიყოს მასთანაც ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება smile.gif

Posted by: niniko09 28 Dec 2010, 00:07
გოგოებო, ჩემი მაგალითი აიღეთ და ნუ ჩამოყრით ყურებს. 4 წელი მიმტკიცებდნენ ექიმები (საუკეთესო და ცნობილი), რომ ვიყავი აბსოლუტურად უშვილო! უკვე შვილის აყვანაზე ვფიქრობდი, რომ ღვთის წყალობით და ჩემი და ჩემი მეუღლის რწმენით დავფეხმძიმდი (თუმცა ტრაგიკულად უკვე იმასაც აღარ აღვიქვამდი, რომ ბავშვი ამეყვანა და გამეზარდა. ჩემი აზრით, ვისაც გაზრდი სიყვარულით, შენი შვილიც ისაა). ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. გეყოლებათ შვილები, პატარა ბაცაცოები. ვისაც ჯანმრთელობის გამო თავისის გაჩენა არ შეუძლია, ის მაინც გახდება დედა თუ მოინდომებს. დედა მაშინ ხარ, როცა ბავშვს უყვარხარ როგორც დედა! მე ასე მესმის. სიმართლე რომ ვთქვა, თავი დედად პირველად მაშინ ვიგრძენი, როცა გაბრიელმა დედა დამიძახა. მანამდე უბრალოდ მეგონა, რომ მისი დედა ვიყავი. ყველანი მიყვარხართ და თქვენი ცხოვრებით ვცხოვრობ. 2kiss.gif

Posted by: bachi1975 28 Dec 2010, 07:52
gzaabneuli
QUOTE
აქ რომ ვწერ ვიცი ადამიანი იფიქრებს რა გაატრაკა ამ გოგომ საქმეო

ამას თუ ვინმე იტყვის აქ ჩემთან გამოუშვით, ღამეებს მაინც ვათენებ და სულ ღერაღერა დავაცლი თმებს.
მე ვინ ვარ რომ რამე გთხოვო მაგრამ მაინც გთხოვ მოერიე ყველას და ყველაფერს 2kiss.gif

Posted by: gzaabneuli 28 Dec 2010, 11:55
niniko09
bachi1975
2kiss.gif

დღეს კარგად ვარ.
ყველაფერი კარგად იქნება.


Posted by: forumeli007 28 Dec 2010, 14:21
gzaabneuli
აღარ ვიცი რა გითხრა... უბრალოდ გული მტკივა ამდენი უსამართლობით! 2kiss.gif

Posted by: gzaabneuli 29 Dec 2010, 12:17
გოგოებო ხომ არ იცით აბორტის შემდეგ მენსტრუაცია როდის უნდა მოვიდეს წესით?


Posted by: nino_ninuciii 29 Dec 2010, 12:52
gzaabneuli
QUOTE
გოგოებო ხომ არ იცით აბორტის შემდეგ მენსტრუაცია როდის უნდა მოვიდეს წესით?

თვე თვენახევარი შეიძლება არ მოგივიდეს,ინდივიდუალურია.

Posted by: arazam 29 Dec 2010, 13:03
gzaabneuli
აბორტი რა დღესაც გავიკეთე მეორე თვეში ზუსთად იმ რიცხვში მომივიდა, ერთ თვეში ჩვეულებრივარ

Posted by: kozet 29 Dec 2010, 13:55
gzaabneuli
მე მითხრა ექიმმა, აბორტის დღე ჩათვალე მენსტრუაციიდ დღედო და მართლა 1 თვეში მომივიდა

Posted by: ლუნა 30 Dec 2010, 22:26
cincla
nino_sh
Take_Off
E_ko
kozet
arazam

გამხნევებისათვის დიდი მადლობა გოგოებო..
უკვე გინეკოლოგთან დავიწყე გამოკვლევების ჩატარება, ამ ეტაპზე მხოლოდ საშვილოსნოს ყელზე მცირე ანთებითი პროცესი აღმოჩნდა..
ვაგინალური ექოსკოპია გავიკეთე და ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაშია..
პაპ ტესტის პასუხს იანვრის პირველ რიცხვებში გავიგებ, შემდეგ კი ვირუსებზე გამოვიკვლევ თავს..




Posted by: khatia88 31 Dec 2010, 00:01
აქამდე მგონი არასოდეს დამიწერია. როცა დავორსულდი ეთი თვე განუწყვეტელი დენა მქონდა, უზარმაზარი გემატომებით. ორი მყავდა მე, ერთი მომწყდა. დაახლოებით 6 კვირის ვიყავი რომ დავკარგე.

Posted by: Voila 31 Dec 2010, 13:09
gzaabneuli
QUOTE
ყველაფერს. აი, უნდა ადგე და დაიკიდო. სათქმელად ადვილია, მაგრამ უბრალოდ, დაიკიდე.


+მილიონი.

ექიმმა რომ მითხრა ინსემინაცია, და ჩემი საქმეების და გეგმების მიხედვით დავგეგმე ინსემინაცია იმ მომენტიდან 3-4- თვის მერე, თავისდაუნებურად, დავიკიდე და შევწყვიტე ტესტებზე და დღეების თვლაზე ფიქრი. შევუდექი იმ საქმეების მოგვარებას, რაც მანამდე მინდოდა მომესწრო - ანუ მერე ორსულობა რომ გამეტარებინა მშვიდად.
ვინ დაგაცადა!
ზუსტად იმ თვეში დავორსულდი. რაის 3 და 4 თვე smile.gif




Posted by: ლიკლიკა 31 Dec 2010, 15:02
khatia88
თითქოს გამახსენდა ბუნდოვნად.
2kiss.gif

Posted by: khatia88 31 Dec 2010, 15:04
liklika82
ე.ი ადრეც მიხსენებია, ძალიან იშვიათად ვიხსენებ მაგას. მგონი ჩემებიდან მარტო დედამ და გიომ იცის.

Posted by: ლიკლიკა 31 Dec 2010, 15:16
khatia88
ერთხელ დაწერე და ჩამრჩა გულში,ოღონდ მგონი აქ არა.მოტჰერზე.

Posted by: khatia88 31 Dec 2010, 15:21
liklika82
კი კი იქ დავწერდი smile.gif ახლა გამახსენდა.

Posted by: gzaabneuli 4 Jan 2011, 20:36
---------------------------------------------------------------------

Posted by: blblbl 4 Jan 2011, 20:39
gzaabneuli
ნურც მაგას დაუჯერებ,მა ბუშტნამქერს უწერენ ყველა მორფოლოგიის პასუხში თითქმის.

Posted by: kozet 4 Jan 2011, 20:44
gzaabneuli
XG გაიკეთე?

-------------------

Posted by: gzaabneuli 4 Jan 2011, 20:47
---------------------------------------------------------------------------

Posted by: Ia-forumze 4 Jan 2011, 23:39
gzaabneuli
ბლს პოსტიდან მივხვდი რაზე საუბარი

kozet
QUOTE
XG გაიკეთე?

+1 ?????

შენი XG-ს პასუხებით ცოტა არ იყოს და ეჭვი მეპარება.

ერთი ვერ გავიგე, რატომ უწერენ ყველას მაგ დიაგნოზს

Posted by: Busa-BUSKA 5 Jan 2011, 12:13
gzaabneuli

იმედს ნუ დაკარგავ, ჩემო კარგო... აქ ბევრმა გითხრა, და მეც გეტყვი, ყველაფერი კარგი მაშინ ხდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი...მოერიე ტკივილს, შენს თავს, განცდებს, კარგზე იფიქრე და სულ მალე გაიხარებ... აქ იშვიათად ვწერ, მაგრამ ყოველდღიურად შემოვდივარ, გულთან მიმაქვს თქვენი ტკივილი და მინდა, ყველანი ბედნიერები იყოთ. ნუ დაიტვირთავ თავს უარყოფითი ემოციებით, ნუ იტყვი, რომ უბედური ხარ. ეცადე ყველაფერში იპოვო დადებითი მხარე(რაც ვიცი, ძალიან ძნელია).
საკუთარი თავის მეგობარიც, ექიმიც, ფსიქოლოგიც კი პირველ რიგში თავად უნდა იყო.
წარმატებებსა და ოცნებების ასრულებას გისურვებ. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: katka 5 Jan 2011, 14:11
gzaabneuli
კაი რა,ანალოგიური დიაგნოზი დამისვევ მეც პირველი,რომ მომეშალა.ზუსტად 3 თვეში დავრჩი მერე და გაჩენიდან ,^ ტვეში კიდე აღმოვაჩინე,რომ მეორეზე ვიყავი ფეხმძიმედ და კი მყავს ახლა 2 შვილი.
XG გაიკეტე აუცილებლად.მე ეგრევე გამაკეთებინა ჩემმა ექიმმა და მითხრა რომ სისულელ იკო ეგ რა დიაგნოზიც დამისვეს,არანაირი ბუშტნამქერი არ იყო.
ასე რომ დამშვიდდი და დაისვენე

Posted by: gzaabneuli 5 Jan 2011, 16:45
QUOTE
შენი XG-ს პასუხებით ცოტა არ იყოს და ეჭვი მეპარება.

რატომ?

QUOTE
ერთი ვერ გავიგე, რატომ უწერენ ყველას მაგ დიაგნოზს

იმიტომ რომ მკითხავები არიან და რამე ხომ უნდა დაწერონ.
Busa-BUSKA
2kiss.gif მადლობა.

საერთოდ არ ვარ არც ცაციკლული და არც იმედდაკარგული გოგოებო.
ვერთობი და ვისვენებ.

ხეგეს რაც შეეხება ბუშტნამქერის დროს კატასტროფულ ზღვარს აღწევსო-რაც მე არ მქონდა.
პასუხი გუშინ ავიღე და ხეგეს გადამოწმების არც სურვილი და არც ნერვები არ მაქვს.
სერგომ კი მითხრა რომ ცემი ხეგე ნორმის ფარგლებში იყო და ამ ხეგეს ემბრიონი კი არა გარსი გამოყოფს. შესაბამისად ამიტომაც იზრდებოდა ხეგეს მაჩვენებელი.



Posted by: nino_sh 5 Jan 2011, 17:00
gzaabneuli
ჩემ გარშემო ვისაც კი "აბორტი"-ს გაკეთება მოუწია ყველას აბსოლიტურად ეგ დაუწერეს-- ბუშტნამქერი--ეგრე მგონია რომ არც ამოწმებენ ისე წერენ ამ დიაგნოზს ეს ექიმები რააა sad.gif

Posted by: Ia-forumze 5 Jan 2011, 17:07
gzaabneuli
QUOTE
რატომ?


QUOTE
ბუშტნამქერის დროს კატასტროფულ ზღვარს აღწევს

აი ამიტომ yes.gif


Posted by: gzaabneuli 5 Jan 2011, 17:10
QUOTE
აი ამიტომ

ხო ეგ მეც ვიფიქრე მაგრამ ეჭვი ხეგეში კი არ შემეპარა არამედ ბუშტყნამქერის დიაგნოზში.

იმდენი ინფო გადავიკითხე ამ ბუშტნამქერზე და 10 ჯერ იზრდებაო ხეგეს მაჩვენებელიო ბუშტნამქერის დროსო.

მე კი ნორმის ფარგლებში მქონდა.
ეხლა ეჭვი მაქვს რომ მაღალმა პროტრომბინს შეიძლებოდა გამოეწვია.

მოკლეთ ეხლა მკითხავი თუ მეტყვის რა მოხდა. mad.gif
nino_sh
ხო უმეტესობას ბუშტნამქერის დიაგნოზს უსვამენ მორფოლოგიის შემდეგ.

ეხლა ისე ვარ გადაღლილი რომ ორსულობა კი არა არაფერი არ მინდა. არც ექიმი და არც გამოკვლევები.

Posted by: Ia-forumze 5 Jan 2011, 17:19
gzaabneuli
მოკლედ არაფერი არ გჭირს რა და მითუმეტეს ბუშტნამქერი არ ყოფილა ეგ
შეეშვი მკითხაობას, მოეშვი ექიმებს, დაისვენე და ყველფერი
თავისით მოხდება 5-იანზე.

დატკბი ამ ეტაპზე იმით, რომ ღამეები არ გეძინოს ბავშვის გამო, სახლიდან ვერ გადიოდე
და ა.შ.

მერეც გეყოფა wink.gif

Posted by: izabel 10 Jan 2011, 19:14
შეწყვეტილი ორსულობის დროს ქალი რამეს გრძნობს? ადრეულ ასაკს ვგულისხმობ

Posted by: ათულია 10 Jan 2011, 20:25
izabel
QUOTE
ადრეულ ასაკს ვგულისხმობ

ამაში რას გულისხმობ არ ვიცი მაგრამ მე 9-კვირის ვიყავი და ვერ ვგრძნობდი მერე მივხვდი რომ ბოლო ორი დღე გახშირებული შარდვა აღარ მაწუხებდა
სხვა არანაირი სიმპტომი რომ ორსუსლობა შეწყვეტილი იყო არ მქონია

Posted by: Temii 10 Jan 2011, 20:44
წარმომიდგენია რამხელა ტკივილია ორსულობის შეწყვეტა.......ზოგადად...და მერე შენ თვითონ რომ იკეთებ აბორტს ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე ხო საერთოდ.....

Posted by: khatia88 10 Jan 2011, 20:49
Temii
????????????????????????

Posted by: gzaabneuli 10 Jan 2011, 20:52
QUOTE
შეწყვეტილი ორსულობის დროს ქალი რამეს გრძნობს? ადრეულ ასაკს ვგულისხმობ

მე პირადად გულისრევის შეგრძნება მიქრება და მკერდი არღ მტკივა.
და თუ ყავისფერი გამონადენი მაქვს თუნდაც 1 წვეთი უკვე ზუსტად ვიცი რომ ცუდადაა საქმე

Posted by: mzi 11 Jan 2011, 11:36
QUOTE
შეწყვეტილი ორსულობის დროს ქალი რამეს გრძნობს? ადრეულ ასაკს ვგულისხმობ



ისეთი ორსულობა მქონდა არანაირი სიმპტომი არ მქონდა და არც შეწყვეტა მიგრძვნია, გამონადენსაც ვერ დავარქმევ, მოშარდვის შემდეგ, თითქოს არც მინახია, უბრალოდ იმ წუთში არ დავაკვირდი, მაგრამ თვალებიდან არ მშორდებოდა რაღაც წერტილი (ძალიან პატარა)სალფეთქზე მუქი ფერის, და მეორე დღეს, ფსიქოლოგიური ფაქტორის მოსახსნელად წავედი ეხოზე და 1 კვირის შეწყვეტილი ფეხმძიმობა დაფიქსირდა.


Posted by: ლუნა 12 Jan 2011, 01:40
მე დილით შევამჩნიე რომ მკვეთრად ცუდი ფერი მედო სახეზე.. ცუდად მენიშნა მაგრამ არ შევიმჩნიე, შუადღისას ტკივილნარევი სისხლდენაც დაიწყო..

ზუსტად ვიცი შემდეგ ორსულობას მე-4 თვემდე არავის გავაგებინებ მეუღლის გარდა რათქმაუნდა..

Posted by: keti8181 12 Jan 2011, 08:43
LUNA102
QUOTE
ზუსტად ვიცი შემდეგ ორსულობას მე-4 თვემდე არავის გავაგებინებ მეუღლის გარდა რათქმაუნდა..


თვეების მყავდა ბავშვი როცა ტესტმა მქრთალი მეორე ხაზი აჩვენა. რაღათქმაუნდა ყველას ვუთხარით და როცა რამოდენიმე დღეში ციკლი დამეწყო ძალიან განვიცადე, ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ ყველასთვის ანგარიში უნდა ჩამებარებინა რა მოხდა. მეც პირობა მივეცი თავს სანამ მუცელი არ დამეტყობა არავის აღარ ვეტყვითქო. მაგრამ მეორეზე რამდენიმე დღე ძლივს გავძელი სანამ ოჯახის წევრებს ვეტყოდი. არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: izabel 12 Jan 2011, 11:44
atulia79
თუ აქ ხარ მიპასუხე
ნარკოზით გაიკეთე მერე აბორტი?

Posted by: blblbl 12 Jan 2011, 11:50
izabel
კი ნარკოზით გაიკეთა

Posted by: ათულია 12 Jan 2011, 12:03
izabel
QUOTE
თუ აქ ხარ მიპასუხე

აქ ვარ ჩემო კარგო
ხომ მშვიდობაა?
კი ნარკოზით გამიკეთეს თუ რამით შემიძLია დაგეხმარო დამიPM-ე

Posted by: gzaabneuli 20 Jan 2011, 14:36
როდის მოვა ეს ჩემი მენსტრუაცია sad.gif

Posted by: ათულია 20 Jan 2011, 14:39
gzaabneuli
ხო იცი რომ ცოტა შეიძლება შაგვიანდეს?
მოვა აუცილებლად თუ ორუსლად არ ხარ რათამუნდა

Posted by: izabel 20 Jan 2011, 22:05
gzaabneuli
ათულია
უი აბორტის მერე დაგვიანება იცის? რამდენი?

Posted by: ათულია 20 Jan 2011, 22:14
izabel
შენი ამბები ძალიან მაიტერესებდა თავს ხომ კარგად გრძნობ?
კი იცის დაგვიანებ მე აბორტიდან 46 დღეს მომივიდა
არ შეგეშინდეს

Posted by: gzaabneuli 20 Jan 2011, 22:18
QUOTE
თუ ორუსლად არ ხარ რათამუნდა

no.gif

QUOTE
უი აბორტის მერე დაგვიანება იცის? რამდენი?

წინა აბორტზე არ დაუგვიანებია, ზუსტად მომივიდა.

ეხლა რაღაც არ ჩანს და ვნერვიულობ



Posted by: izabel 20 Jan 2011, 23:14
ათულია
პმ-ს მოგწერ ეხლა.
gzaabneuli
QUOTE
წინა აბორტზე არ დაუგვიანებია, ზუსტად მომივიდა

მეც ეგრე გამაფრთხილეს ერთ თვეში მოგაკითხავსო...თუ კლიმაქსი არ დამეწყო საერთოდ wink.gif

საკონტროლო ექო რამდენ ხანში გაიკეთეთ?

Posted by: Nightmare_Industries 20 Jan 2011, 23:16
ფარმ. აბორტის ზუსტად ერთი თვის თავზე დამეწყო ოოდნავ სისხლიანი გამონადენი. ორ დღეში კოლტი, რაც დარჩა, ჩამოიშალა და დაიწყოოოო vis.gif
საერთოდ 4 მაქს. 5 დღე მაქვს ხოლმე მენსტრუაცია. ახლა, სისხლიანი გამონადენის(აი ცოტა რომ იყო) დაწყებიდან ერთი კვირაა გასული და ისევ მომდის, დღისით ბლომად და საღმოსკენ ნაკლები. ნორმალურია თუ დავურეკო ექიმს?

izabel
მედიკამენტოზურის შემდეგ 2 კვირაში.

Posted by: izabel 20 Jan 2011, 23:41
Nightmare_Industries
QUOTE
izabel
მედიკამენტოზურის შემდეგ 2 კვირაში.

მაგას აქ არ აკეთებენ საერთოდ. ვაკუუმით გამიკეთეს.


პ.ს. ისრაელში ვარ.

Posted by: Edelweiss 27 Feb 2011, 21:02
მოგიყვებით ჩემ ისტორიას 22 კვირის ვიყავი რომ უეცრად დამეწყო ნაადრევი ორსულობა 1 კვირით ადრე ექიმთან ვიყავი და ეხო გადამიღეს და ყველაფერი ნორმაში გაქვსო ესე მითხრეს. თურმე პლაცენტაზე ჰემატომა მქონია და ახარც საკვები არც ჰაერი აღარ მიეწოდებოდა ბავშვს. სისხლმოქცევა დარღვეული იყო და მამშობიარეს ფიზიოლოგიურად კოშმარში მეგონა ჩემი თავი. საცოდავი ბავშვი შეეწირა ექიმების უყურადღებობის გამო. ჯერ კიდე შოკში ვარ არ მჯერა რომ ეს მე შემემთხვა. ეხლა ვკურნალობ და დაგეგმილ ორსულობას ვაპირებ. იმედია ყველაფერი ღვთის წყალობით კარგად იქნება. (მარი)




* * *
მოგიყვებით ჩემ ისტორიას 22 კვირის ვიყავი რომ უეცრად დამეწყო ნაადრევი მშობიარობა 1 კვირით ადრე ექიმთან ვიყავი და ეხო გადამიღეს და ყველაფერი ნორმაში გაქვსო ესე მითხრეს. თურმე პლაცენტაზე ჰემატომა მქონია და ახარც საკვები არც ჰაერი აღარ მიეწოდებოდა ბავშვს. სისხლმოქცევა დარღვეული იყო და მამშობიარეს ფიზიოლოგიურად კოშმარში მეგონა ჩემი თავი. საცოდავი ბავშვი შეეწირა ექიმების უყრადღებობის გამო. ჯერ კიდე შოკში ვარ არ მჯერა რომ ეს მე შემემთხვა. ეხლა ვკურნალობ და დაგეგმილ ორსულობას ვაპირებ. იმედია ყველაფერი ღვთის წყალობით კარგად იქნება. (MAI)





















cry.gif cry.gif user.gif user.gif [B]

Posted by: gzaabneuli 27 Feb 2011, 23:06
QUOTE
იმედია ყველაფერი ღვთის წყალობით კარგად იქნება. (მარი)

ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 24 Apr 2011, 16:27
გოგოებო მაინტერესებს გამოფხეკის მერე, როცა უკვე დაფეხმძიმეაბს გადაწყვეტ რა ანალიზები უნდა გაიკეთო? ჰორმონები, სისხლი, ნაცხი, ვირუსები... თუ რა?

გამოფხეკის მერე არაფერი შემიმოწმებია, არც მქონდა სურვილი, უკვე აღარ ჰქონდა აზრი.... sad.gif

და ისიც მაინტერესებს... ზოგი მეორე თვეშივე ორსულდება და უპრობლემოდაც აჩენს, კიდევ 4 თვე ლოდინი ისე არ მინდა... ლამის უარი ვთქვა კონტრაცეპტივაზე sad.gif

Posted by: agr_bak 24 Apr 2011, 16:43
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
და ისიც მაინტერესებს... ზოგი მეორე თვეშივე ორსულდება და უპრობლემოდაც აჩენს, კიდევ 4 თვე ლოდინი ისე არ მინდა... ლამის უარი ვთქვა კონტრაცეპტივაზე

ნუ გარისკავ, დაელოდე საშვილოსნოს კედლები მოიძლიერე. გამოფხეკვა საკმაოდ დიდი ტრავმაა საშვილოსნოსთვის.

ვიღაც აჩენს , გაუმართლა
ნუ გარისკავ ამის იმედად.


Edelweiss
QUOTE
იმედია ყველაფერი ღვთის წყალობით კარგად იქნება

აუცილებლად კარგად იქნება 2kiss.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 24 Apr 2011, 16:48
agr_bak
QUOTE
ნუ გარისკავ, დაელოდე საშვილოსნოს კედლები მოიძლიერე. გამოფხეკვა საკმაოდ დიდი ტრავმაა საშვილოსნოსთვის.


sad.gif

2თვეა ზუსტად გასული და ნორმალური მენზი არ მომსვლია mo.gif

პირველ თვეში საერთოდ 2ჯერ მომივიდა, მეორე თვეში მესამედ ძალიან ცოტა და იმის მერე 2 კვირაზე მეტია წვეთობით მომდის ძალიან ძალიან ცოტა

იმედია მაისში აღარ დააგვიანებს

Posted by: veranik 19 May 2011, 11:13
შემოგეჭერიიიიიით kiss.gifჩემი ისტორია ცოტათი განსხვავდები თქვენი ისტორიებისაგან.
არამგონია იმაზე საშინელი რამ არსებობდეს, ვიდრე ის, რომ ახალ სიცოცხლეს კარგავ sad.gif ყოველ შემთხვევაში მე ამაზე უარესი არაფერი გამომიცდია sad.gif
ე.ი. ერთი წლის გათხოვილი ვარ. გათხოვებიდან 10 დღეში კონსულტაციის მიზნით ჩავიტარე გამოკვლევები და დამიდგინეს, რომ ,,ხარივით ჯანმრთელი" ვარ.
ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა, იმ ერთ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შოკისმომგვრელ დღემდე!
დეკემბერში აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი, ანუ სიმპტომები + მენზის წყვეტა+ტესტის შედეგი....
ჩემი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, სადღაც ერთ კვირაში დამეწყო სისხლდენა. ვიფიქრე მომეშალა და პანიკური შიში დამეუფლა.
იმ დღესვე (შაბათი იყო) მე და ჩემი მეუღლე ვეახლეთ ჟორდანიას კლინიკას.
გამიკეთდა ტესტი და მითხრეს რომ ორსულად ვარ, რის შემდეგაც იმედი მომცეს, რომ შემინარჩუნდებოდა sad.gif
აი ეხომ დამშოკა sad.gif
აღმოჩნდა,რომ გარეორსული ვიყავი sad.gif მილში გავითარებული და ამავე დროს ყვითელი სხეული ღრუშიც, ანუ ტყუპები sad.gif
სასწრაფოდ გამიკეთდა ლაპარასკოპია, ამომაჭრეს მარჯვენა მილიsad.gifმიუხედავად იმისა, რომ ღრუს არც შეხებიან, წამლებმა იმოქმედეს და მეორე ნაყოფიც დავკარგეsad.gif
აქვე ხაზს გავუსვამ, რომ არცერთ ეტაპზე ტკივილი არ მიგვრძვნია. ვირუსებზე ანალიზებმა დაადგინეს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი რიგზე მაქვს და გამომიშვეს ,,ზაგადკა" ხარო sad.gif
* * *
5 თვე გავიდა ოპერაციიდან...6 თვე თავშეკავება მირჩიეს დაორსულებისგან...
ეხლა ვაპირებ მზადებას, მაგრამ + ერთი პრობლემა კიდე, სამსახურით გადმოვედი ბათუმში და აქ არავინ ვიცი სანდო sad.gif
გთხოვთ ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი რამ, იქნებ რჩევები მომცეთ sad.gif
და კიდევ, ბათუმში ხომ არ გეგულებათ კარგი ექოსკოპისტი და გინეკოლოგი? help.gif

Posted by: tamu-tam19 10 Jun 2011, 23:10
რა საშინელი ისტორიებიაsad.gif ძალიან მეტკინა გული ამ ისტორიებს რომ ვკითხულობდიsad.gif მეც საშინელება გადამხდა თავს.
2 წელი ვიყავი გათხოვილი და არ ვრჩებოდი ფეხმძიმედ, თითქოს არც განვიცდიდი რადგან პატარა ვიყავი 18 წლის და მეგონა ჯერ ამის დრო არ იყო, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის ვდარდობდი და განვიცდიდი რაც დრო გადიოდა უფრო იმატებდა დარდი ნერვიულობა.. და აი 2 წლის შემდეგ გამოჩდა ნანატრი 2 წითელი ხაზი. უბედნიერესი ვიყავი, სულ ვცდილობდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვყოფილიყავი, ვიკეთებდი ყველა ანალიზს ყველა გამოკვლევას. ასე გავიდა 5 თვე. ერთხელაც ეხოზე წავედი კახა ტატიშვილთან და მან საშინელება მითხრა... ბავშვს ქონდა მრავლობითი სიმახინჯეები. მგლის სასა, კურღლის ტუჩი, ხელებზე 6 თითიsad.gif (საშინელებაა ამას რომ ვიხსენებ) იმ დღეს 4 სხვადასხვა ადგილას გავიკეთე ეხო, ვერ ვწყნარდებოდი სანამ იუნონაში საკუთარი თვალით არ დავინახე ეს ყველაფერი. მოკლედ მე და ჩემი მეუღლე მივედით იმ დასკვნამდე რომ ორსულობა უნდა შეწყდესsad.gif და 5 თვის თავზე გამიკეთეს აბორტი.
მოკლედ ამის მერე ძალიან ცუდად ვიყავი, საკუთარ თავში ჩავიკეტე სულ ვტიროდი. მერე გამოვედი მდგომარეობიდან და კველანაირი გამოკვლევა მკურნალობა გავიარეთ მეც და ჩემმა მეუღლემაც და ზუსტად 1 წლის შემდეგ დავრჩი ისევ ფეხმძიმედ. ახლა 2 თვის ორსული ვარ, ბედნიერი ვარ მაგრამ ახალა ქმართან მაქვს პრობლემებიsad.gif ერთმანეთს დავშორდითsad.gif ძალიან მიჭირს ძალიან ვნერვიულობ და მეშინია ისევ იმ ტკივილს ალბათ ვეღარ გადავიტან. თუმცა უფლის ნებაა ყველაფერიsad.gif

Posted by: niniko09 11 Jun 2011, 00:03
tamu-tam19
QUOTE
უფლის ნებაა ყველაფერი

yes.gif
რაც მთავარია, არ ინერვიულო, დროებითია ყველა პრობლემა

Posted by: natiko22 11 Jun 2011, 02:14
veranik


ანალოგიური ისტორია გადამხდა მეც. მე6ე თვეზე დავფეხმძიმდი და 5 კვირის ორსულს დამემართა ვირუსული ბრონქიტი,40 სიცხით.დამეწყო დენა და ვიფიქრე მომეშალა მეთქი.იმ დღესვე გავიკეთე ტესტი.ტესტმა დადებითი მიჩვენა.მაშინვე მივმართე ვანო მგალობლიშვილს (როგორც ვიცი ძალიან კარგი ექიმია,მაგრამ ჩემს შემთხვევაში ბევრი შეცდომა დაუშვა).ექოში ორსულობა არ გამოჩნდა-არსად,არც მილში,არც საშვილოსნოში. ბატონმა ვანომ დამიბარა 2 დღის შემდეგ გადასამოწმებლად.ისევ ვერაფერი დაინახა.მოკლედ 5 დღე მატარა ასე წინ და უკან.ბოლოს გავხდი ცუდად,დამეწყო მუცლის არეში საშინელი ტკივილი.ლოგინიდან ვერ ვდგებოდი.ფერი დავკარგე.მთელი ღAმე საკუთარ თავს ვებრძოდი,რომ გონება არ დამეკარგა.დილით წავედი ჩაჩავაში,გამიკეთდა ხგს ტესტი ორსულობაზე ( ეს ტესტი უტყუარია.ზუსტ ვადას გაჩვენებს რამდენი ხნის ორსული ხარ). ორსულობა დამიდასტურდა.5 კვირის ფეხმძიმე ვიყავი.მივედი ისევ ვანოსთან და რომ ვუთხარი ხგს-მ ორსულობა აჩვენა,აი მაშინ დაპანიკდა უკვე და სასწარაფოდ გამიშვა ჩარექიშვილის კლინიკაში ( თუ გარე ორსულობა დამიდასტურდებოდა,იქ აკეთებენ ლაპარასკოპიას). ჩარექიშვილმა გამსინჯა თუ არა-სასწრაფოდ ოპერაციაო და ისე გამაქანეს საოპერაციოში,ვერც გავიაზრე. აღმოჩნდა მილი უკვე გახეთქილი იყო და მუცელში ნახევარი ლიტრი სისხლი მქონდა ჩაღვრილი. იმ დღეს რომ არ მივსულიყავი ჩარექიშვილთან,ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა. ასე დამღუპა ვანო მგალობლიშვილმა,1 კვირის განმავლობაში დამაქროლებდა და ვერ მიხვდა,რომ გარე ორსულობა მქონდა. თავის დროზე რომ აღმოეჩინა,შეიძლება მილი შემენარჩუნებინა კიდეც. მოკლედ ოპერაციის მერე 9 თვე თავს ვიცავდი დაორსულებისგან. ოპერაციიდან 10 თვის თავზე დავრჩი ორსულად. ყველაფერმა ფანტასტიურად ჩაიარა და ახლა 2 წლის და 8 თვის ულამაზესი შვილი მყავს smile.gif ასე რომ, არაფერია პრობლემა. მთავარია ჯანმრთელი იყო.მეც აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი გარე ორსულობამდეც და რამ გამოიწვია ვერც ერთმა ექიმმა ვერ მითხრა.

Posted by: veranik 11 Jun 2011, 13:48
natiko22 >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> გაიხარე საყვარელოოოო smile.gifვერც წარმოიდგენ როგორ გამამხნევეეეე :*

ვაიმეეე, შენ დროზე მიგისწრიაა , მე ეგრევე მიმიხვდნენ ჟორდანიაში ლალი ცხოვრებაშვილმა გამიკეთა, უძლიერესი ქალია და საერთოდ მაგათ კოლექტივს ვუმადლი რომ ფსიქოლოგიურად არ დავეციი და კვლავ მოწოდების სიმაღლეზე ვარ smile.gif
* * *
tamu-tam19 >>>>>>>>>> ყველაფერი კარგად იქნება უფლის შეწევნიით, ბაიას ძლიერი დედა ჭირდებაა smile.gif

Posted by: ლუნა 11 Jun 2011, 20:02
საშინელებაა როცა საკუთარ თავს უკვე მუცლით წარმოიდგენ, გეგმებს აწყობ, ჭკუაზე არ ხარ სიხარულით და უცებ ეს ყველაფერი წყალში გეყრება.. რაც უფრო დიდი ვადაა მით უფრო ძნელია..

Posted by: veranik 12 Jun 2011, 10:29
ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ! ამაზე დიდი დარტყმა მე არვიცი !

Posted by: Solveig 12 Jun 2011, 10:47
veranik

QUOTE
ყვითელი სხეული ღრუშიც,

spy.gif ღრუში ყვითელი სხეული ვერ იქნებოდა..

QUOTE
ვირუსებზე ანალიზებმა დაადგინეს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი რიგზე მაქვს და გამომიშვეს ,,ზაგადკა" ხარო

გარე ორსულობას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს და ვირუსები (ინფექციით გამოწვეული ანთება) შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს, მაგრამ არა ერთადერთი..

QUOTE
5 თვე გავიდა ოპერაციიდან...6 თვე თავშეკავება მირჩიეს დაორსულებისგან...
ეხლა ვაპირებ მზადებას,

არ ინერვიულო და ცუდზე არ იფიქრო წინასწარ.. smile.gif

http://mkurnali.ambebi.ge/index.php?option=com_encyclopedia&task=category&keycode=geo&id=5&key=1&Itemid=57

აქ შეგიძლია, რომ ნახო ბათუმის კლინიკების ჩამონათვალი. ექოსკოპია წესით, ყველა საავადმყოფოში უნდა ჰქონდეთ.

Posted by: ლიკლიკა 12 Jun 2011, 11:29
tamu-tam19
მაქსიმალურად შეეცადე იყიო მშვიდი და ძლიერი დედა შენი პაწაწუნასთვის, დანარჩენი კარგი თავისით მოხდება yes.gif

Posted by: veranik 12 Jun 2011, 12:58
Solveig >>>>>>>>>>>>>>>>>>>>> კარგი რეპროდუქტოლოგი არვიცი, თორე კლინიკები კი smile.gif

დიდი მადლობა ყურადღებისთვის გაიხარეე smile.gif

Posted by: sandroia 12 Jun 2011, 13:19
..................................................................

Posted by: tamu-tam19 12 Jun 2011, 13:50
ლიკლიკა
ყველანაირად ვცდილობ მაგრამ ასე მგონია სულ მარტო ვარ, მეშინია და ეს შიში დღითიდღე იზრდება . sad.gif მეშინია რომ ისევ ისეთი რამის გადატანა მომიხდება, იმდენი ვინერვიულე ამ ორი თვის განმავლობაში. user.gif user.gif

Posted by: ლიკლიკა 12 Jun 2011, 14:31
tamu-tam19
QUOTE
მგონია სულ მარტო ვარ, მეშინია

ხო, საზიზღარი შეგრძნებაა sad.gif
QUOTE
ისევ ისეთი რამის გადატანა მომიხდებ

ცუდის მერე კარგი პერიოდი დგება, ცხოვრების კანონზომიერებაა smile.gif
სათქმელად იოლია, მაგრამ მაინც უნდა ეცადო არ ინერვიულო, როგორც სერიოზულ გამოცდას ისე მიუდექი, ისევ შენ გამოგადგება ეს ყველაფერი მომავალში 2kiss.gif

Posted by: freecooler 12 Jun 2011, 14:51
მეუღლეს ჰქონდა - შეწყვეტა.... მიზეზი იყო - ვირუსი - ჰერპესი !... იმკურნალა მეუღლემ შორენა მაისურაძესთან ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში... მადლობა ღმერთს იმის მერე ყველაფერი რიგზეა...............................................

Posted by: veranik 12 Jun 2011, 14:54
QUOTE (freecooler @ 12 Jun 2011, 14:51 )
მეუღლეს ჰქონდა - შეწყვეტა.... მიზეზი იყო - ვირუსი - ჰერპესი !... იმკურნალა მეუღლემ შორენა მაისურაძესთან ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში... მადლობა ღმერთს იმის მერე ყველაფერი რიგზეა...............................................

ჰერპესი ქონდა ქმარს და შენ არა? eek.gif

Posted by: blblbl 12 Jun 2011, 14:55
veranik
ქმარი პოსტავს biggrin.gif ,

Posted by: veranik 12 Jun 2011, 14:58
QUOTE (blblbl @ 12 Jun 2011, 14:55 )
veranik
ქმარი პოსტავს biggrin.gif                                                    ,

biggrin.gif biggrin.gif და ქმარს არ ქონდა ჰერპესიი? biggrin.gif

Posted by: Solveig 12 Jun 2011, 18:21
veranik
QUOTE
კარგი რეპროდუქტოლოგი არვიცი, თორე კლინიკები კი

მოდი, ასე ვთქვათ: რეპროდუქტოლოგისათვის ალბათ სჯობს, რომ თბილისში ჩამოხვიდე...მაგრამ გჭირდება კი? პირველი ფეხმძიმობა ხომ წამლების და მკურნალობის გარეშე დადგა? შენ ნორმალური ექოსკოპისტი უფრო გჭირდება, მე მგონი, ვიდრე რეპროდუქტოლოგი...რომ ორსულობის დადგენა აწარმოოს.

ორსულობის დროს მეთვალყურეობას ნორმალური მეანიც მოახერხებს. ექოსკოპიაზე ხომ მაინც ცალკე მოგიწევს სიარული (მორიგი ქართული უაზრობა). ჰოდა, მეეჭვება, ბათუმში ისეთი მეანი ვერ ნახო, ვისთანაც ორსულობის განმავლობაში ივლი. აბა, აჭარელი ქალები როგორ აჩენენ (თან ამდენ შვილს) smile.gif

ვირუსებზე, ჰორმონებზე და ა. შ. ანალიზებს ადრე მეზღვაურების საავადმყოფოში აკეთებდნენ (ჩემი ნაცნობი მუშაობდა და იქიდან ვიცი)..მაგრამ ეგ რანმდენიმე წლის წინ იყო. იმედია, ახლაც არ შეცვლილა უარესობისაკენ.

2kiss.gif

Posted by: veranik 12 Jun 2011, 19:18
Solveig >>>>>>>>>>>>>>> ფანტაზიის უნარიც არ გეყოფა ისეთი უაზროები არიან, ნუ ვინც მე გამიგია და ვისთანაც ჩემს თანამშრომლებს შეხება ქონიათ ყველა იმედგაცრუებული დარჩა....

ერთს სიცხეები ქონდა და ამინდის ბრალიაო, არაფერი გაქვს სურათზეცო...ბოლოს ლამის რომ კვდებოდა თბ ში წამოვიდა და გაქანებული ფილტვების ანთება აქვს + გულის კუნთი თუ რაღაც მაგდაგვარი აქვს გაციებული და წევს საავადმყოფოში.

მეორეს მენზის მოსვლის პერიოდი ქონდა და მუცელი ტკიოდა, ერთმა უთხრა ბრმანაწლავი გაქვს გამსკდარიო ან ამის წინარე ეტაპიაო, მეორემ რა ბრანაწლავი ნაღვლის ბუშტიაო, ამ მარჩიელობაში მოუვიდა და ფანტასტიურადაა biggrin.gif

მესამე ნაცნობი ქალი ავარიაში მოხვდა, კარგად გაწეწეს, თბ ში არ წაიყვანოთ ვერ ჩააღწევსო და ლამის რო უკვდებოდათ წაიყვანეთ ვეღარ ვშველითო და თბ ში გაგიჟდნენ დასუსტებულია ორგანიზმი, ვიტამინები ვაფშე არ დაახმარესო და დღემდე სიკვდილს ებრძვის...

ჩემი განყოფილების უფროსს ყური დაეგუბა, დაუწელეს ყურები და ეხა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აკლია ყურში biggrin.gif
* * *
რაც შემეხება მე ვიყავი გინეკოლოგთან, ეხოც გადამიღეს ნაცხის ანალიზებიც და იმდენად სუფთა ხარ რომ წამალს ვერ გინიშნავო...ჰორმონებზეანალიზები არ გჭირდება, არაფერი საეჭვო არ გაქვსო და ეგეც მიკვირს წინასწარ როგორ განსაზღვრა....ვირუსებზე ანალიზები აღებული მაქვს და მაგ მხრივაც არაფერი დარღვევა არ მაქვს...ანუ ყველაფერი კარგად მაქვს გამოდის, მაგრამ მაინც ფრთხილი ვარ და გადავამოწმო მინდა თბ ში

Posted by: Solveig 12 Jun 2011, 19:59
veranik
QUOTE
ერთს სიცხეები ქონდა და ამინდის ბრალიაო, არაფერი გაქვს სურათზეცო...ბოლოს ლამის რომ კვდებოდა თბ ში წამოვიდა და გაქანებული ფილტვების ანთება აქვს + გულის კუნთი თუ რაღაც მაგდაგვარი აქვს გაციებული და წევს საავადმყოფოში.

მეორეს მენზის მოსვლის პერიოდი ქონდა და მუცელი ტკიოდა, ერთმა უთხრა ბრმანაწლავი გაქვს გამსკდარიო ან ამის წინარე ეტაპიაო, მეორემ რა ბრანაწლავი ნაღვლის ბუშტიაო, ამ მარჩიელობაში მოუვიდა და ფანტასტიურადაა

მესამე ნაცნობი ქალი ავარიაში მოხვდა, კარგად გაწეწეს, თბ ში არ წაიყვანოთ ვერ ჩააღწევსო და ლამის რო უკვდებოდათ წაიყვანეთ ვეღარ ვშველითო და თბ ში გაგიჟდნენ დასუსტებულია ორგანიზმი, ვიტამინები ვაფშე არ დაახმარესო და დღემდე სიკვდილს ებრძვის...

ჩემი განყოფილების უფროსს ყური დაეგუბა, დაუწელეს ყურები და ეხა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აკლია ყურში 

drug.gifdrug.gifdrug.gif
გმაოდის, რომ თბილისს ალტერნატივა არ აქვს მაგ მხრივ?...ნეტავ ქუთაისში რა მდგომარეობაა..

QUOTE
ჰორმონებზეანალიზები არ გჭირდება, არაფერი საეჭვო არ გაქვსო და ეგეც მიკვირს წინასწარ როგორ განსაზღვრა....

თუ არაფერი გაწუხებს (სისხლდენები, არეული ციკლი, გამონაყარი, თმიანობა, სისუსტე, წონაში მატება) და ფეხმძიმობაც მკურნალობის გარეშე დადგა თავის დროზე, იქნებ მართლა არ გჭირდება.

Posted by: veranik 12 Jun 2011, 20:12
QUOTE (Solveig @ 12 Jun 2011, 19:59 )
QUOTE
ჰორმონებზეანალიზები არ გჭირდება, არაფერი საეჭვო არ გაქვსო და ეგეც მიკვირს წინასწარ როგორ განსაზღვრა....

თუ არაფერი გაწუხებს (სისხლდენები, არეული ციკლი, გამონაყარი, თმიანობა, სისუსტე, წონაში მატება) და ფეხმძიმობაც მკურნალობის გარეშე დადგა თავის დროზე, იქნებ მართლა არ გჭირდება.

არა, ეგენი არაფერი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვეჭვობ ჰორმონების წინასწარ განსაზღვრა შეიძლებოდეს spy.gif

Posted by: Solveig 12 Jun 2011, 22:25
veranik
QUOTE
ვეჭვობ ჰორმონების წინასწარ განსაზღვრა შეიძლებოდეს 

მოდი, ასე ვთქვათ-თუ არაფერი გაწუხებს და დაორსულების პრობლემაც არ გაქვს, ნამდვილად არაფერში გჭირდება.
ნებაყოფლობით-ცნობისმოყვარეობის გამო თუ გინდა გაკეთება, ან ადრე გქონდა პრობლემა და ახლა გადამოწმება გსურს-სხვა საკითხია.

Posted by: veranik 12 Jun 2011, 23:23
Solveig >>>>>>>>>>>>>> არა, პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ არასოდეს შემქნია, თუ არ ჩავთვლით ე.წ. ბატონებს ბავშვობაში და გარეორსულობას...

ზოგჯერ მგონია რომ პრობლემებს ვეძებ smile.gif

Posted by: anuka2009 13 Jun 2011, 11:46
veranik

აუცილებელი არაა შეწყვეტილი ორსულობის დროს ჰორმონალური დისბალანსი გქონდეს. 3 შეწყვეტილი მქონდა და ჰორმონები ყოველთვის ოქროს შუალედში იყო.

Posted by: veranik 13 Jun 2011, 16:44
QUOTE (anuka2009 @ 13 Jun 2011, 11:46 )
veranik

აუცილებელი არაა შეწყვეტილი ორსულობის დროს ჰორმონალური დისბალანსი გქონდეს. 3 შეწყვეტილი მქონდა და ჰორმონები ყოველთვის ოქროს შუალედში იყო.

...და ეხა რა ხდება შენთან? smile.gif

Posted by: anuka2009 13 Jun 2011, 16:50
veranik
QUOTE
და ეხა რა ხდება შენთან


ეხლა ხდება ორსულობის 24 კვირა smile.gif


Posted by: veranik 13 Jun 2011, 16:52
QUOTE (anuka2009 @ 13 Jun 2011, 16:50 )
veranik
QUOTE
და ეხა რა ხდება შენთან


ეხლა ხდება ორსულობის 24 კვირა smile.gif

გილოცავ, საყვარელოოოო smile.gif ბედნიერი დედა ყოფილიყავი!
და რაზე იმკურნალე? თუ თავისით წავიდა ყველაფერი კარგად?

Posted by: anuka2009 13 Jun 2011, 17:04
veranik


მოკლედ

თავიდან რა თქმა უნდა ყველა იწყებს ინფექციების მკურნალობას, შემდეგ აღმოჩნდა რომ კოაგულოგრამაში იყო ცვლილებები, ანტიკოაგულანტზე დამსვეს, დაორსულებისთანავე გაკეთდა ჰორმონალური ანალიზები და აღმოჩნდა რომ ჩემი ოქროს შუალედში მყოფი ფორმონები ორსულობისთანავე ირეოდა - დამინიშნეს შEსაბამისი პრეპერატები. დამივდივარ ასე ღვთის წყალობით smile.gif


Posted by: veranik 13 Jun 2011, 17:22
anuka2009 >>>>>>>>>>>>> ვაიმე ე.ი. რამდენი ნიუანსია...

მეც გაკეთებული მაქვს კოაგულოგრამა და ყველაფერი კარგად მაქვს ღვთის წყალობით...

ერთადერთი ჰორმონებზე არ გამიკეთებია, თორე სხვა ყველაფერი გამომიკვლიეს ჟორდანიაში....

Posted by: blblbl 15 Jun 2011, 18:31
lashuka
მოდი ჯერ თემას გადახედე წაიკითხე და მერე დაწერე ასეთი ლექსები და დამოძღვრე ხალხი,ამ გამწარებულ ხალხს ეს ლექსიღა უნდა?mad.gif

Posted by: lashuka 15 Jun 2011, 21:10
QUOTE
აბორტი გავიკეთე საპატრიარქოში

მალადეც საპატრიარქოს biggrin.gif

Posted by: blblbl 15 Jun 2011, 21:17
lashuka
ადამიაო გადაიკითხე თემა,აქ საუბარია შეწყვეტილ ორსულობაზე როდესაც საჭირო ხდება აბორტი რადგან ორსულობა აღარ არის,მკვდარ ნაყოფს ვერ ტდატოვებენ მუცელში აბორტი უნდა გაკეთდეს.კიდევ ერთი მსგავსი პოსტი და ულაპარაკოდ ვორნი.

Posted by: lashuka 15 Jun 2011, 21:47
blblbl
PM ნახე. თემას არ გავაოფებ.

Posted by: Pumpula 5 Aug 2011, 20:39
აბორტის მერე თითქმის ერთი თვე გავიდა და გუშინ შავი გამონადენი მქონდა დღეს კი ციკლი მომივიდა ანუ დამეწყო და შეწყდა დილის მერე არა მქონია და ვეღარ მივხვდი ციკლი დავარქვა თუ არა?! sad.gifვეღარ გავიგე

Posted by: nuki-nuki 5 Aug 2011, 21:24
Pumpula
QUOTE
ვეღარ გავიგე

ეხო გაიკეთე. გადაამოწმე მაინც.

Posted by: bukuna 5 Aug 2011, 21:49
მე შემიწყდა 2 კვირაზე, ვერ გაიგეს რატომ. ყველაფერი ნორმაში მაქვს

Posted by: Pumpula 5 Aug 2011, 22:41
nuki-nuki


ეხოზე გამოჩნდება ციკლია თუ არა?ექიმმა ერთ თვეში მოგივა აბორტიდანო მაგრამ მეორედაც დამჭირდა გამოწმენდა და ამ მეორე გამოწმენდიდან მოგივა ერთ თვეშიო და გამოდის რომ პირველი გამოწმენდიდან ერთ თვეში მომივიდა და ამგიტომ დავიბენი, თან ცოტა მაქ ჩვეულებრივი გამონადენივით მაგრამ წითელი sad.gif

* * *
bukuna

2 კვირაზე ესე ადრე როგორ გაიგე ორსულად რომ იყავი?

Posted by: bukuna 5 Aug 2011, 23:34
Pumpula
გვიანი ოვულაცია მაქვს, 28 დღიან ციკლში მე-19 დღეს, ამიტომ რომ გადამიცდა ტესტმა მაჩვენა ძალიან მკრთალი და სისხლის ანალიზი გავიკეთე, ჰაგე მქონდა 2 კვირის შესაბამისი

Posted by: nuki-nuki 6 Aug 2011, 11:31
Pumpula
QUOTE
ეხოზე გამოჩნდება ციკლია თუ არა?

კი გამოჩნდება.
QUOTE
ამგიტომ დავიბენი, თან ცოტა მაქ ჩვეულებრივი გამონადენივით მაგრამ წითელი

ნუ გეშინია, ციკლი შეიძლება მალევე აღგიდგეს, შეიძლება ძალიან დიდი ხანი დაიგვიანოს. ინდივიდუალურია ძალიან. მე ხან 1 თვეში მომდიოდა, ყოფილა შემთხვევა 3 დღეშიც დამწყებია. მთავარია გამორიცხო, ნარჩენი არ იყოს რამე, ან კოლტი და საშვილოსნო იყოს შეკუმშული.

Posted by: Pumpula 6 Aug 2011, 12:28
არა ნარჩენი არაფერი მაქ ვიცი რადგან ექიმმა ორჯელ გამიკეთა მაგიტომ გამოწმენდა რომ პირველზე არ გამოვიდა ბოლომდე და მეორედაც ნარკოზით ისევ გამომწმინდა ბოლომდე და გამომიშვა სულ სუფთა ხარ ეხოთის გადავაკონტროლე პროცედურის დროსო..დღეს საერთოდ შემიწყდა მხოლოდ შავი გამონადენი მქონდა ლორწოვანი და ვსიო..არადა ორშაბათს გერგეტის სამებაში მინდოდა ასვლა ეხლა უკვე ვეღარ ვგებულობ ციკლია თუ არა უხ რა sad.gif
* * *
bukuna

მე ტესტით გავიგე, მაგრამ მკრთალი იყო მეროე ხაზი და გადაცდენამდე გავიკეთე ხეგე და ეტყობა ჩემთან ადრე მოხდა ოვულაცია და გადაცდენამდე უკვე ორ კვირაზე მეტის ვიყავი, მაგრამ რად გინდა 2 თვეზე დამეღუპა ბავშვი ლამის ზედ დავყევი

Posted by: bukuna 6 Aug 2011, 12:40
Pumpula

მე თებერვალში მომეშალა და იმის მერე არ დავრჩენილვარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს საერთოდ, არც მქონია. ექიმმა ლამის გამომაგდო, აღარ მოხვიდეო სექტემბრამდეო, ეგ ფსიქოლოგიური პრობლემა უფროა ვიდრე ჯანმრთელობისო, მეც ისე განვიცადე. ეხლა რომ ვიცი ექიმთან აღარ მივდივარ აღარც ვნერვიულობ, მესმის რთულია, მაგრამ უფრო შეაფერხებ ეგეთი განწყობით შემდეგ ორსულობას, პირველზე ხშირია მოშლა, ნუ გადაყვები თუ გინდა ისევ მარტივად დარჩე, ყველაფერი კარგად გექნება, მე როგორღაც მივაღწიე იმას რომ მომივა აღარ ვინერვიულო და ვიცი მალე დავრჩები smile.gif

Posted by: nino877 6 Aug 2011, 13:08
ჰმ რა საინტერესო თემაა ,

გუშინ ტელეფონზე შეხსენება ჩაირთო ,საჭესთან ვიჯექი და უცბათ ვერ გავერკვიე დავფიქრდი ვინმეს დაბ დრეა და დამავიწყდა?

ავფორიაქდი საღამომდე გამყვა ეს აღელვება უსაფუძვლოდ
საღამოს დავფიქრდი და ის შეხსენება გამახსენდა და ჩავიხედე ტელეფონში
”ტირუ-რირუ პაწუკაა” და გამახსენდა რომ 25 დეკემბერს აბორტი გავიკეთე
და რომ ამ კვირაში უნდა დაბადებულიყო
აბორტის მიზეზი ის იყო რომ თავიდან 2 ხაზი რომ იყო გამიკვირდა თავს ვიცავდი ყველანაირად და მეუცხოვა + გატხოვილი არ ვარ
თავიდან ვფიქრობდი აბორტზე მაგრამ მერე გადავიფიქრე (ადრე მაქვს გაკეთებული და დავიფიცე ამას მეორედ აღარ გავიკეთებდი )
დავიწყე ფიქრი რას მეტყოდა როგორ მიიღებდა და გადავწყვიტე ტუ არ ენდომებოდა მე მჩირდებოდა და ვისაც არ ჭირდებოდა დავშორდებოდი
არაფერი მითქვამს ექიმთან რომ მივედი ჯერ მითხრა რომ არ ვიყავი ორსულად 3 კვირაში მითხრა რომ 9 კვირის ვიყავი
2 კვირაში დამეწყო ტკივილი და დენა (მანამდე სხივური თერაპიას ვიკეთებდი და მითხრეს რომ შეიძლება ციკლი ამრეოდა და უფრო მაგიტომ არ მივაქციე ყურადღება
თან თავს ვიცავდი ) ნუ გრძლად რომ არ მოვყვე დავანებე სხივებს თავი დაკოშკები ავაგე 1 წლის განმავლობაში პირველად დავივიწყე რომ კიბო მქონდა
და ძლივს მომავლის სხივი ჩამიდგა
მერე ნაყოფი არ ფანვითარრდა და გავიკეთე აბორტი
5 ჯერ გამომფხიკეს არაფრიტ არ წამოვიდა საშნელი დრეები გადავიტანე უცბად ყველაფერმა დაკარგა აზრი
დავივიწყე და ისევ ვეცადე ფეხზე ავმდგარიყავი
გუშინ კი ამ შეტყობინებამ გული მომიკლა იმის გაფიქრებამ და გაანალიზებამ რომ მაჳნ როგიორ ველოდებოდი და დღეს ცარიელი ვარ
ბევრი ვიტირე მაგრამ ვერაფერს შევცვლი
პირველი აბორტის მერე მეშჳნოდა როდესაც მომინდება რომ უფალმა აღრ მომცეს შვილი თქო
და მართლაც როცა მინდოდა არაფერი არ გამოვიდა
ეხლა ქიმიას ვიკეთებ მე-6 ედ და 1,5 წელი დაორსულება ამიკრძლეს
რამხელა შვეებაა ხო ? დედაჩემი მეუბნება ეხლა ოჯახის შემნაზე არ იფიქრო ცუდად იგრძნობ თავს რომ გათხოვდე დ 1,5 წელი რომ არ შეგეძლებაო
ხშირად იმასაც ვფქრობ ნეტავ მაშინ აბორტი არ გამეკეთებინა
ეხლა 7 წლის უნდა იყოს თქო,რას ვიზამ წარსულს ვეღარ შევცვლი მაგრამ იქნებ მომავალში მაინც არ დავუშვა შეცდომა გამოუსწორებელი

დავიღალე

Posted by: Pumpula 6 Aug 2011, 13:15
bukuna


ძალიან რთულია მაგაზე არიფიქრო, უფრო ის მკლავს რომ ექიმმა 1 წელი ამიკრძალა დაორსულება ნუ 6 თვე ხომ ულაპარაკოდ, მოგკლავ რომ დაორსულდეო - ადვილია ამ დროის მოთმენა? sad.gif დღეები ასე მგონია მიიზლაზნება რა sad.gif

Posted by: nuki-nuki 6 Aug 2011, 15:58
Pumpula
წესით არაფერი არ იქნება, ალბათ ციკლია, მაგრამ მე მაინც გირჩევ ეხოს და ვინმე კარგ ეხოსკოპისტთან.
QUOTE
1 წელი ამიკრძალა დაორსულება ნუ 6 თვე ხომ ულაპარაკოდ

ძალიან მალე გავა ეს 1 წელი. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე.

Posted by: Solveig 6 Aug 2011, 17:43
nino877
sad.gif(( თავს ნუ იდანაშაულებ...ახლა მთავარია, კარგად გახდე და შვილები გეყოლება, აუცილებლად smile.gif

2kiss.gif

Posted by: tamar1586 6 Aug 2011, 20:10
nino877
1.5 წელი არაფერია, დამიჯერე wink.gif რომც გათხოვდე, ეგ დრო ისე მალე გაირბენს, ვერც მიხვდები. დედაშენის მესმის, არ უნდა რომ კიდევ უფრო დაიძაბო მაგრამ ჩემი გამოცდილებით, 1.5 წელი არაა ის დრო რომ დაოჯახებაზე უარი თქვა მაგის გამო. ოქტომბერში 4 წელი გახდება რაც გათხოვილი ვარ და ასე მგონია რომ გუშინ გავთხოვდი. ბავშვს რაც შეეხება, თავს არასოდეს ვიცავდი მაგრამ არც ვცდილობდი დაორსულებას. ამ 4 წლის განმავლობაში იმდენი რამით ვისიამოვნე ჩემს ქმართან ერთად რომ უშვილობას საერთოდ არ შეუშლია ხელი, უფრო მეტიც, ზუსტად ვიცი რომ ბავშვი რომ გვეყოლება ბევრი რამ წარსულს ჩაბარდება. ამიტომ მიმაჩნია რომ ძალიან სწორია რომ რაღაც პერიოდი შვილის გარეშე იცხოვრო ქმართან ერთად.

შენ კი მინდა გისურვო ჯანმრთელობა და მშვიდი ცხოვრება. უაზროდ იდანაშაულებ თავს. პირველ რიგში შენს თავთან უნდა იყო ჰარმონიაში და დანარჩენი აუცილებლად მოვა wink.gif წარმატებებს გისურვებ wink.gif

Posted by: agr_bak 6 Aug 2011, 20:21
nino877
ჯერ თავს მიხედე, მოძლიერდი და არ ხარ იმ ასაკში ასე პანიკურად რომ გეჩქარებოდეს შვილის გაჩენა. ახალგაზრდა გოგო ხარ წინ გაქვს ყველაფერი.
გათხოვებას რაც შეეხება გათხოვება სულაც არ ნიშნავს იმ დღესვ დაორსულებას.
პირადად მე დიდ შეცდომად მიმაჩნია გრევ ბავშვის გაჩნა, წყვილს რაღაც დრო ხომ უნდ არომ ერთმანეთით ისიამოვნონ, მარტო ერთმანეთს ეკუთვნოდნენ, ააწყონ ურთიერთობა
და მერე შვილსაც ერთად უკეთ გაზრდიან

ასე რომ გათხოვებას რა უდგას წინ? არც არაფერი 2kiss.gif

რაც შეეხება აბორტს ერთი ზრდასრული ქალი მანახე რომელსაც ეს არ შემთხვევია. ასეთები ძნელად მოიძებნება
ცხოვრებაში ყველას ინდივიდუალური სიტუაცია და მიზეზი აქვს , ზოგს აბორტი უწევს ზოგს სხვა ცოდვა...
ნუ შეაკლავ მთელ ცხოვრებას წარსულზე ფიქრს. წინ ბევრი საქმე გაქვს......

Posted by: bukuna 6 Aug 2011, 21:08
nino877
ასეთ რაღაცეებს რომ ვისმენ, მგონია მე ამას ვერ გავუძლებდითქო, მაგრამ ღმერთი ყველას იმხელა განსაცდელს გვიგზავნის რამდენის გაძლებაც შეგვიძლია, ისეთი ძლიერი და მებრძოლი ჩანხარ, ვერც მოგცემ რამე რჩევას
QUOTE
დავივიწყე და ისევ ვეცადე ფეხზე ავმდგარიყავი

ეს შენი ყველაზე დიდი სიძლიერეა და ღმერთმა უფრო მეტად გაგაძლიეროს.
პ.ს არც ისაა პრობლემა გათხოვების მერე წელიწადნახევარი თუ ვერ გააჩენ, არც ის თუ ისედაც საყვარელ ადამიანთან ცხოვრობ და მაინცდამაინც უნდა გათხოვდე ეხლა და ქმარი დაარქვა, მემგონი ეგ ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია შენთან, მთავარია ჯანმრთელი იყო და შენ თვითონ გრძნობდე თავს კომფორტულად, დანარჩენი ისედაც იქნება smile.gif
კიდევ ერთხელ მინდა გისურვო სიძლიერე და უფლის იმედი გქონდეს სულ smile.gif

Posted by: Pumpula 6 Aug 2011, 21:49
ეჰ არც ქმართან სიამოვნება მერგება, ტკივილის მეტი არაფერი მიგრძვნია გათხოვების დღიდან ქმართან ურთიერთობისას და მეთქი ორსულობაში და ბავშვში მაინც ვიპოვნი ჩემ შვებას მეთქი და ისიც აღარა მაქვს sad.gif

Posted by: Solveig 7 Aug 2011, 00:11
QUOTE (Pumpula @ 6 Aug 2011, 20:49 )
ეჰ არც ქმართან სიამოვნება მერგება, ტკივილის მეტი არაფერი მიგრძვნია გათხოვების დღიდან ქმართან ურთიერთობისას და მეთქი ორსულობაში და ბავშვში მაინც ვიპოვნი ჩემ შვებას მეთქი და ისიც აღარა მაქვს sad.gif

ტკივილის შესახებ ექიმს არ დალაპარაკებიხარ?

ჯერ გინეკოლოგი სჭირდება მაგას და თუ პრობლემა გამოირიცხა, მერე-სექსოლოგი.

Posted by: tamar1586 7 Aug 2011, 00:28
Pumpula
QUOTE
ტკივილის მეტი არაფერი მიგრძვნია გათხოვების დღიდან ქმართან ურთიერთობისას


ნამდვილად ჯობია რომ ექიმს დაელაპარაკო ამ საკითხზე, ასე ძალიან ძნელია. დიდი მნიშვნელობა აქვს ამას თქვენს ურთიერთობაში და არ დატოვო უყურადღებოდ.
შვილი აუცილებლად გეყოლებათ, მაგრამ ის ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას. ამას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.

Posted by: Pumpula 7 Aug 2011, 11:10
ვიმკურნალე - საერთოდ ვერ ვახერხებდით ურთიერთობას მილიმეტრზეც არ ვიკარებდი, შედეგი იყო ის რომ მოვახერხეთ ურთიერთობა, მაგრამ ეხლა უკვე ტკივილები შემომრჩა, ტკივილის მეტს ვერაფერს ვგრძნობ, მეცოდება ჩემი ქმარი..თვითონ კი მეუბნება არაუშავს დროთა განმავლობაში მოგვარდებაო, მაგრამ როგორია ყოველ ჯერზე რომ ეუბნები მტკივა მტკივას sad.gif

Posted by: blblbl 7 Aug 2011, 11:49
Pumpula
სხვა ექიმთანაც მიდი.სველდები აქტის დროს?იღგზნები კარგად და მაინც გტკივა?ლუბრიკატის გამოყენება არ გიცდიათ?
* * *
http://forum.ge/?showtopic=34279672&f=&st=75&#entry26807495

ამ თემაში შეგიძლია ისაუბრო ამ საკითხზე smile.gif

Posted by: Pumpula 7 Aug 2011, 16:25
blblbl

ლუბრიკანტი რა არის?ვაზელინს ვიყენებდით მაგრამ ეხლა თვდაცვის მიზნით გვიწევს პრეზერვატივის გმაოყენება, მაგაზე კი ვაზელინის წასმა არ შეიძლება არადა თითქოს ოდნავ მიმსუბუქდებოდა ტკივილი sad.gif არა არ ვსველდები იმდენად შიში მაქ რომ კიდევ მეტკინება რომ არანაირი აღგზნება..აი როცა ისე მეფერება ხოლმე რომ ვიცი აქტი არ მოყვება მაშინ უფრო ვიღგზნები, რაღც სასწაული მჭირს sad.gif

Posted by: blblbl 7 Aug 2011, 16:28
Pumpula
http://forum.ge/?showtopic=34279672&view=findpost&p=26810623 აქ გაგეცი პასუხი 2kiss.gif

Posted by: nino877 8 Aug 2011, 10:23
Solveig
tamar1586
agr_bak
bukuna
მადლობა ბავშვებო

გათხოვება იმიტომ ვახსენე რომ არის საქართველოში ეგ ტენდენცია ჯერ კიდევ რომ ქილიკკის საგანი ხდები

და ეგ კიდევ დედაჩემის ტექსტია რომ ქალი რომ თხოვდება ქვეცნობიერად მაინც ფიქრობს ბვშვზე
ისე გამხრდა რომ მითხრა არ იჩქარო გათხოვებაო იმიტომ რომ მე ისედაც არ ვჩქარობდი .ერთი სხვაობა კი რაც გათხოვების მერე მექნება ის არის რომ მასთან რომ დავრჩე ღამე ტყუილები აღარ უნდა მოვიფიქრო დეე ქეთისთან დავრჩები და ასე შემდეგ smile.gif

Posted by: Pumpula 8 Aug 2011, 10:42
nino877

მაგ საკითხში მეც ეგრე ვფიქრობ რომ როცა ქალი თხოვდება ბავშვზე მაინც ფიქრობს, არ ვიცი შეიძლება ვცდები smile.gif მაგრამ მე პირადად გათხოვებამდეც იმას ვფიქრობდი რომ გავთხოვდები ნეტა მალე დავორსულდეთქო და რომ გავთხოვდი ხომ დღე არ გავა შვილზე ვიფიქრო, ვერ წარმომიდგენია მაგაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს ჩემში რომ ახალი სიცოცხლე ჩაისახება

Posted by: anuka2009 8 Aug 2011, 11:08
Pumpula
QUOTE
მაგრამ მე პირადად გათხოვებამდეც იმას ვფიქრობდი რომ გავთხოვდები ნეტა მალე დავორსულდეთქო


მე ვფიქრობ აქედან მოდის შენი დისკომფორტი და პრობლემები. სექსოლოგზე მეტად შენ ფსიქოლოგი გჭირდება 2kiss.gif

Posted by: blblbl 8 Aug 2011, 13:07
QUOTE
მე ვფიქრობ აქედან მოდის შენი დისკომფორტი და პრობლემები. სექსოლოგზე მეტად შენ ფსიქოლოგი გჭირდება

+1

Posted by: Pumpula 8 Aug 2011, 15:03
დაორსულდებაზე ფიქრი სექსში ხელს მიშლის? biggrin.gif

Posted by: blblbl 8 Aug 2011, 15:06
Pumpula
კი და დაორსულებაშიც yes.gif

Posted by: Pumpula 8 Aug 2011, 15:15
blblbl

რიავიცი კი დავორსულდი და biggrin.gif თუმცა რა მომიკვდა პატარა ეჰ sad.gif

Posted by: anuka2009 8 Aug 2011, 15:30
Pumpula
QUOTE
დაორსულდებაზე ფიქრი სექსში ხელს მიშლის?

კი გიშლის, შEნდა უნებურად, მარტო მაგაზე ფიქრობ დააქედან მოდის შენი პრობლემები, დამიჯერე.

QUOTE
რიავიცი კი დავორსულდი და  თუმცა რა მომიკვდა პატარა ეჰ 


მომიკვდა პატარას ნუ წერ რა, ორსულობა შეწყდა, ძალიან იგრუზავ შენც თავს და სხვებისთვისაც მძიმე წასაკითხია. მე მესმის შენი ძალიან კარგად. მე თვითონ 3 ჯერ მქონდა შეწყვეტილი ორსულობა. ის 1 წელი დაისვენე და ფსიქოლოგიურ პრობლემას მიხედე smile.gif 2kiss.gif
QUOTE
მომიკვდა პატარა
ეს ფრაზაც მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებლად გესაჭიროება შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია. წარმატებებს გისურვებ და დარწმუნებული ვარ შენს პოსტებს დედების კლუბში ვიხილავ smile.gif

Posted by: Pumpula 8 Aug 2011, 15:44
anuka2009


შევეცდები მოვთოკო ჩემი თAვი ან ფიქრს რა აზრი აქ 6 თვე მაინც ტაბუ მაქ დადებული და biggrin.gif

Posted by: blblbl 8 Aug 2011, 15:47
Pumpula
QUOTE
მომიკვდა პატარა ეჰ

ღმერთმა დაგიფაროს რომ პატარა მოგკვდომოდა smile.gif კი ორივე ცოცხალი არსებაა ორივე შვილია მაგრამ აქ ორსულობა შეწყდა რაც ახლოსაც ვერ მივა შვილის სიკვდილთან,რმერთმ ყველას აშოროს.სიტყვა მომიკვდა დაივიწყე yes.gif

Posted by: nuki-nuki 8 Aug 2011, 16:50
Pumpula
დრამატიზირებას ნუ უკეთებ სიტუაციას. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ უნდა იფიქრო მომავალზე. არ გაქვს ტირილის, მოთქმის, საკუთარი თავის შეცოდების უფლება, იმიტომ რომ ამით ფსიქიკას ითრგუნავ და საფრთხეს ქმნი მომავალი ორსულობისთვის. შენ ხომ დედა უნდა იყო, ხომ ჯანსაღი ფსიქიკა გჭირდება შენი მომავალი შვილისთვის. შეეცადე მალე დაივიწყო, რაც მოხდა, დატკბი ცხოვრებით, ისიამოვნე ქმართან ურთიერთობით, ადამიანი არ თხოვდება ბავშვის გასაჩენად, არამედ ბავშვს აცენს იმიტომ რომ უყვარს ის ადამიანი ვისგანაც აჩენს. კარგზე იფიქრე მხოლოდ. მე ყველა აბორტი ნარკოზის გარეშე საშინელ პირობებში და სტრესში გავიკეთე, ღმერთმა არავის გადაატანინოს ის საშინელება რაც მე გამოვცადე. მესამედ რომ მოხდა და სკამზე ავდიოდი, ვფიქრობდი ლანცეტს გადავისვამ ვენაზე და მოვრჩები ყველაფერსთო, მაგრამ ეგრევე გამახსენდა რომ უფლება არ მქონდა რამე დამეზიანებინა საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ შემდეგ შვილს ვერ გავაჩენდი, ქმარს და ჩემი ოჯახის წევრებს გულს ვატკენდი და ა.შ. რა თქმა უნდა ძალიან მტკიოდა მეც და ეხლაც მტკივა საშინლად, ეს ტკივილი ვერსად ვერ წავა, მაგრამ მე შვილი მყავს, ქმარი, მეორე შვილს ველოდები, - მაქვს უფლება ვთქვა რომ არ ვარ ბედნიერი? ან მაშინ რომ გამომეგლოვა ყველაფერი ეხლა ვიქნებოდი ასე?
ასე რომ დაივიწყე, იფიქრე მომავალზე, ტირილიც კი არ გაბედო smile.gif და გახსოვდეს რომ ეს ტრაგედია მარტო შენი არ არის, შენი ქმრისაც არის, დაჯექით ერთი დღე გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი გრძნობები, დაივიწყეთ ეს ტრაგედია და მომავალზე ფიქრი დაიწყეთ, ოღონდ არა 6 თვის მერე, არამედ უკვე ხვალინდელზე, ერთად ეცადეთ გადალახოთ ეს ტრაგედიაც, სექსუალური და ოჯახური პრობლემებიც. და ამ 6 თვეზეც ნუ დაიციკლები, თორემ მერე იმაზე მოთქმას დაიწყებ ვაიმე 6 თვე და 1 დღეა და არ ვარ ორსულადო. ისე ოპტიმალური ვადა 6 თვე კი არა 1 წელია. ჯობია 1 წელი მოითმინო. 2kiss.gif

Posted by: Pumpula 9 Aug 2011, 11:22
nuki-nuki

ვცდილობ sad.gif 1 წელი ვნახოთ თან მინდა რომ გავქაჩო და მოვითმინო მარა თან ისეთი სულსწრაფი ვარ მტრისას biggrin.gif მოკლედ სოფლად მივდივარ დღეს და ალბათ ერთი 10 დღე აქ ვეღარ შემოვალ და მერე კი ისევ თქვენთან ვიქნები აბა კარგააად love.gif

Posted by: vinnie 12 Aug 2011, 15:20
გამარჯობათ გოგოები ახალი ვარ ამ ფორუმზე baby.gif მეც მოგიყვებით ჩემ ამბავს,მოკლედ რომ გავთხოვდი იმავე თვეს დავრჩი ორსულად,მარა გადაცდენიდან მგონი მესამე დგეს მომივიდა,მაგრამ შემდეგ თვეს კიდევ დავრჩი,არც ველოდებოდი,მეცხრე კვირაზე მივედი უბრალოდ ეხოზე და აგმოჩნდა რომ მე 7 კვირაზე შეწყვეტილა ორსულობა და ორი კვირა ისე დავდიოდი,გამოფხეკა დამჭირდა,ციტომეგალო ვირუსი და ჰერპესი მქონდა ძალიან ვმომატებული,კარგა ხანს ვიმკურნალე,მერე კონტაცეპტივს ვსვამდი,მეჩვენებოდა რომ ორსულად ვიყავი,ნერვიულობა კიდე უარესს შვრება,როცა უკვე მოვეშვი მაგაზე ფიქრს,ზუსტად მაშინ დავრჩი და ეხლა უკვე 4 თვის კაცუნა მყავს love.gif

Posted by: ese86 2 Nov 2011, 12:58
4 კვირაზე შემიწყდა ორსულობა, გამიკეთეს მინი აბორტი. მაინტერესებს აბორტიდან რამდენ ხანში მომივა მენსტრუაცია?
თუ იცით რა შეიძლება იყოს ორსულობის შეწყვეტის მიზეზი?კაცის ბრალი თუ შეიძლება იყოს ეს?

Posted by: ქინქლა 2 Nov 2011, 13:50
ese86
მენზი აბორტიდან 1 თვეში, ანუ ჩვეულებრივი ციკლის მიხედვით მოგივიდეს, როგორც გაქვს ხოლმე ციკლი ისე, ზოგს 28 დღიანი ზოგს 30 დღიანი და ასე შემდეგ.

ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს, შენ რა გითხრა ექიმმა, და კაცის ბრალი რა უნდა იყოს ვერ ვხვდები, ან რას გულისხმობ?
სხვა ჩემზე უფრო კომპეტენტური იუზერები გაგცემენ ალბათ უფრო ზუსტ პასუხებს

Posted by: ingiloo 2 Nov 2011, 14:09
QUOTE
კაცის ბრალი


ალბათ სექსი იგულისხმე. სექსი, მხოლოდ მაშინ იკრძალება, (ყოველშემთხვევაში თავშეკავებას გვირჩევენ ექიმები) როცა ტონუსშია საშვილოსნო და ზედმეტი კუმშვა აღარ ჭირდება. მაგას ექიმი გაეტყვის ზუსტად რა მოხდა შენ შემთხვევაში.

Posted by: ese86 3 Nov 2011, 11:54
არა სექს არ ვგულისხმობ. სპერმის ბრალი ან რამე ამდაგვარს. ექიმმა გვითხრა რო პირველზე ზალიან ხშირიაო, ორგანიზმი მზადებაო...

Posted by: ქინქლა 3 Nov 2011, 13:13
ese86
QUOTE
ა სექს არ ვგულისხმობ. სპერმის ბრალი ან რამე ამდაგვარს. ექიმმა გვითხრა რო პირველზე ზალიან ხშირიაო, ორგანიზმი მზადებაო.

smile.gif ხო მაგრამ ექიმი დარწმუნებული ვარ სპერმის ხარისხს არ გულისხმობდა. ზოგადად პირველ ორსულობაზე, მით უფრო თუ გათხოვებიდან/სექსუალური თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე დარჩი ორსულად, ბევრ რამეს ვერ აცნობიერებ/უფრთხილდები და თუ სათანადოდ ვერ იმკურნალებ (ვგულისხმობ სხვადასხვა ვიტამინების და ა.შ. მიღებას) მაშინ შეიძლება ასეთი სამწუხარო შედეგი მივიღოთ. მეც მასე მომივიდა. ანუ,. რაც საჭირო იყო ის რომ გამეკეთებინა და კრეტინ გინეკოლოგთან არ მივსულიყავი, არც მე მომეშლებოდა მუცელი.

Posted by: ese86 3 Nov 2011, 14:29
გათხოვებიდან სადღაც 2-3 კვირაში დავრჩი,პირველად ეხოზე რომ მივედით,2 კვირის იყო ნაყოფი და ყველაფერი რიგზეაო,გინეკოლოგთან 3 თვის რომ გახდები მერე მიდიო.მაინტერესებს რა ვიტამინებზე ამბობ?ექიმმა უნდა დანიშნოს რამე ვიტამინები?

Posted by: Dido 3 Nov 2011, 14:58
cincla
QUOTE
ხო მაგრამ ექიმი დარწმუნებული ვარ სპერმის ხარისხს არ გულისხმობდა

ისე, გააჩნია შეწყვეტილი ორსულობის დიაგნოზს თორემ ერთერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყოს. ანუ სპერმატოზოიდში არსებული ქრომოსომების ხარისხი და ასე ვთქვათ "სიჯანსაღე", რომელიც პასუხისმგებელია ემბრიონის განვითარებაზე.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს
.ese86
QUOTE
ვიტამინებზე ამბობ?ექიმმა უნდა დანიშნოს რამე ვიტამინები?

კი ექიმი ნიშნავს, ნუ 3 თვემდე (ანუ 12 კვირამდე) ფოლიუმის მჟავის გარდა არაფერს ნიშნავენ თუ ყველაფერი წესრიგშია.

Posted by: ქინქლა 3 Nov 2011, 17:35
[b]ese86
QUOTE

გინეკოლოგთან 3 თვის რომ გახდები მერე მიდიო.მ

მდააააააააააა. რა ნაცნობი სიტუაციაა. ისე გვარსაც ხო არ დაწერდი ვინ იყო ეგ გენიოსი გინეკოლოგი? რაღაც ძაან მეცნობა მეთოდი.
მაგ სამთვემდე ვერ მივაღწიე მეც, მასე შკვიანური რჩევით გამომიშვა ნაქებ-განდიდებულმა გინეკოლოგმა მეც

სამთვემდე კი არა დაორსულებამდეც უნდა სვავდე პრინციპში როცა შვილის გაჩენას აპირებ მაგ ფოლიუმის მჟავას. დაჟე ქმარიც უნდა სვავდეს. ეგ ერთი.
მეორე, საწყის ეტაპზე არცერთი ორსული არ მეგულება ვისაც უტროჟესტანი არ დაელიოს, ან სანთელი არ გაეკეთებინოს, რომელიც აშრევების, გემატომის საუკეთესო პრევენციაა

ეხო გადაიღე? რამდგომარეობა იყო?

Posted by: ათულია 3 Nov 2011, 18:26
cincla
QUOTE
საწყის ეტაპზე არცერთი ორსული არ მეგულება ვისაც უტროჟესტანი არ დაელიოს, ან სანთელი არ გაეკეთებინოს,

პირველ ორსულობაზე მივიღე მაგის დოზები


მაგრამ მეორეზე არ მიმიღია საჭიროება არ იყო

მოკლედ დღეს საქართველოში შეწყვეტილი ორსულობების დიაგნოზი გაურკვევლი რჩება

ese86
მორფოლოგია თუ გაკეთდა? (თუ მოხდა ნაყოფის გამოკვლევა?)

Posted by: blblbl 3 Nov 2011, 18:30
cincla
QUOTE
საწყის ეტაპზე არცერთი ორსული არ მეგულება ვისაც უტროჟესტანი არ დაელიოს, ან სანთელი არ გაეკეთებინოს,

ეს სულაც არაა მერე კარგი,უტროჟესტანი საჭიროა მხოლოდ მაშინ თუ ანალიზში გამოჩნდა რომ საჭიროა მაგრამ აქ ექიმები სწირდბა არ სჭრიდება მაინც ნიშნავენ.

Posted by: ese86 3 Nov 2011, 20:37
გინეკოლოგს არ ურჩევია,რომ 3 თვის მერე მოდიო,ეხოზე ვაკეში ტატიშვილის ულტრასონოგრაფიის ცენტრში ვიყავი და იქ მითხრა ეხოსკოპისტმა,სანამ გულისცემა არ იქნება გინეკოლოგთან მისვლას აზრი არ აქვსო და გულისცემის დრო რომ მოვიდა,აღარ დაიწყო ნაყოფმა გულისცემა,მიზეზი არ ვიცი,ორსულობის შეწყვეტის მიზეზს რაც შეეხება არ ვიცი,ვერ გამოიკვლევდნენ,მინი აბორტი გამიკეთეს და გამოკვლევა თუ გინდათ მაშინ უნდა გამოვფხიკოთო და გამოფხეკვა მაინცდამაინც სახარბიელო არაა, მითუმეტეს როცა პირველი ორსულობაა, სე გვირჩია გინეკოლოგმა

Posted by: ლუნა 3 Nov 2011, 20:49
QUOTE
საწყის ეტაპზე არცერთი ორსული არ მეგულება ვისაც უტროჟესტანი არ დაელიოს, ან სანთელი არ გაეკეთებინოს

არც ერთი არ გამომიყენებია არ მქონდა ამის საჭიროება.. მხოლოდ ფოლიუმის მჟავას ვსვამდი 3 თვე..

უტროჟესტანს ჭირდება თუ არ ჭირდება ლამის ყველა ორსულს უნიშნავენ გინეკოლოგები რაც არამგონია სწორი იყოს..
გარკვეული გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ პრეპარატს და თუ პროგესტერონის ანუ ყვითელი სხეულის ნაკლებობა არ ააქვს ორსულს არ არის მიღების აუცილებლობაც..

Posted by: ese86 3 Nov 2011, 20:51
რისთვის არის საჭირო ფოლიუმის მჟავის დალევა?

Posted by: anuka2009 3 Nov 2011, 21:04
LUNA102
QUOTE
უტროჟესტანს ჭირდება თუ არ ჭირდება ლამის ყველა ორსულს უნიშნავენ გინეკოლოგები


გააჩნია გინეკოლოგს, ნორმალური გინეკოლოგი პროგესტერონის ანალიზის გარეშე უტროჟესტანს არ ნიშნავს.
* * *
ese86

აუცილებლად გამოიკვლიე სისხლის მიმოქცევის საკითხი ორგანიზში, კოაგილაციას მიაქციე ურადღება, სეწყვეტილი ორსულობების დიდი პროცენტი ამ პრობლემის გამო ხდება, გაიარე ანგიოლოგთან კონსულტაცია, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები.

Posted by: sixamano 3 Nov 2011, 21:31
ათულია

მოკლედ დღეს საქართველოში შეწყვეტილი ორსულობების დიაგნოზი გაურკვევლი რჩება


არა მარტო საქართველოში , არამედ ევროპაშიც, ამიტომ სანამ 3ჯერ არ დადგება სპონტანური აბორტი მანამდე კვლევებს არ ატარებენ.მარტო ამოწმებენ იმ ძირითად ანალიზებს რაც ყველა ორსულს უკეთდება პირველ ვიზიტზე.

მე მქონდა 2 მოშლა და მოვახერხეთ რომ ამის შემდეგ ჩამეატრებინა სრული კვლევა, ყველაფერი გაამოგვიკვლიეს გენეტიკური ანალიზიც კი, აი სპერმის ანალიზი კი არც არავის არ გაუკეთებია, მე რომ ვკითხე არ არის საჭიროო-მთავარია ფეხმძიმობა დგებაო.

დიაგნოზი საბოლო კი ის იყო- ფორტუნა არ იყოვო. კინაღამ სიმწრით ვიტირე პროფესორი რომ გეტყვის ფორტუნას დაელოდეო.



Posted by: NAD 4 Nov 2011, 12:44
წეროების თემაში დავწერე მოკლედ, მაგრამ რადგან ეს თემა აღმოვაჩინე აქაც დავწერ.

28 აგვისტოს გავთხოვდი.14 ოქტომბერს მცხეთიდან დაბრუნებულმა ვიყიდე ტესტი,ისე, უბრალოდ, ვერც მოვითმინე რომ დილის შარდში გამეკეთებინა, ვეცი ესევე აბაზანას და ჩემდა გასაოცრად დადებითი პასუხი მომცა ტესტმა. თავი სიზმარში მეგონა. ჩემს მეუღლეს დავურეკე და ვახარე. ისეთი ბედნიერები ვიყავით. ციკლი 10-ში უნდა დამწყებოდა, ამ ხნის განმავლობაში ყრუ მუცლის ტკივილები მქონდა და ვაბრალებდი ალბათ უნდა მომივიდესთქო. ტკივილები ტესტის გაკეთების მერეც გაგრძელდა რასაკვირველია, ამიტომ ორსაბათსვე დავრეკე სადაზღვეოში და ჩამწერეს ხუთშაბათისთვის. საბურთალოს ლეჩკომბინატში( ნეტავ არ დავლოდებოდი და მივსულიყავი მაშინვეsad.gif ) ოთხშაბათს საღამოს დამეწყო სისხლიანი გამონადენი, ძალიან შემეშინდა. მეორე დღეს წავედი ექიმთან. ექომ აჩვენა 4 კვირის ორსულობა, მაგრამ აშრევება იყო 4 მმ-ზე. გინეკოლოგმა მითხრა 10 დღე იწექი და დამინიშნა: უტროჯესტანი,რელანტანი,ფოლის მჟავა, მაგიტრონი, დიცინოლი,პაპავერინი,რეიტოილი,ასკორუტინი. მოკლედ რჩევას პირნათლად ვასრულებდი, მაგრამ 4დღის მერე გამონადენი გამიძლიერდა, ჩემს ექიმს არ ვენდე და ციტოში წავედი, ჯანელიძესთან. მანაც დიდი არაფერიაო, გააგრძელე მკურნლობაო. დავბრუნდი სახლში და 2 დღეში დამეწყო საშინელი ტკივილები. ტკივილისგან მთელი სხეული მეკრუნჩხებოდა, წამიყვანეს ჩაჩავაში გადამიღეს ექო, ნაყოფი უკვე რამოდენიმე დღის მოცილებული იყო + ყელი არ იყო გახსნილი, ამიტომ არ მქონია სისხლდენა და ტკივილი მაგიჟებდა. შემდეგ გადამიყვანეს ბიბიდაში და გამიკეთეს ნარკოზით აბორტი.
1 კვირა ანტიბიოტიკები მივიღე, ახლა ქალაქგარეთ ვარ, ვისვენებ და ორშაბათიდან შევუდგები გამოკვლევას.


ამ თემამ დიდი სტიმული მომცა

LUNA102
QUOTE
ზუსტად ვიცი შემდეგ ორსულობას მე-4 თვემდე არავის გავაგებინებ მეუღლის გარდა რათქმაუნდა..



++++++++++++++++++


gzaabneuli

ძალიან მაინტერესებს ახლა როგორ ხარ?

Posted by: ათულია 4 Nov 2011, 15:03
NAD
ყველაფერი კარგად იქნება შენზე ბევრად დიდ ვადაზე მომიწია მე "აბორტის" გაკეთება
დღეს კი უკვე პატარას დედა ვარ

ასე რომ დაისვენე მიხედე თავს იყავი მშვიდად და კიდევ ერთხელ დაელოდე II ხაზიან ტესტ smile.gif

Posted by: NAD 4 Nov 2011, 17:48
ათულია

მადლობაsmile.gif

დღეს სახლში დაურეკავთ პათომორფოლოგიური ლაბორატორიიდან . ნაყოფის ანალიზმა აჩვენა ჩირქოვანი ანთებითი პროცესი.


გაურკვევლობაში ვარ. დაორსულებამდე რომ მქონოდა ანთება, აუცილებლად ვიგრძნობდი. ტკივილით, გამონადენით მაინც.

ანუ გამოდის, ან ორსულობის დროს დამეწყო, ანდაც რომ მომეშალა და რამოდენიმე დღე ვატარე მაშინ.



ეს დიაგნოზი ქონია ვინმეს?

Posted by: Pumpula 4 Nov 2011, 19:53
NAD

მეც ეგრე მეგონა გენაცვალე და მერე გინეკოლოგმა ამიხსნა რომ როცა ქრონიკულში გადადის ეგ ანთება, მერე აღარც გამონადენია და არაფერიო და ამ დროს რეალურად მიმდინარეობს ანთება

Posted by: Solveig 5 Nov 2011, 07:27
NAD
QUOTE
დაორსულებამდე რომ მქონოდა ანთება, აუცილებლად ვიგრძნობდი. ტკივილით, გამონადენით მაინც.

QUOTE
გაურკვევლობაში ვარ.

და გაურკვევლობაში რატომ ხარ. შენ თავაად არ დაწერე
QUOTE
ჩაჩავაში გადამიღეს ექო, ნაყოფი უკვე რამოდენიმე დღის მოცილებული იყო

?

რამდენიმე დღის განმავლობაში თუ დაღუპული ნაყოფი ატარე, რა თქმა უნდა, რომ ანთება იქნებოდა...მკვდარი ქსოვილი ხრწნას იწყებს და ცხადია, ხელს უწყობს ანთებას. ნერვის ანთების დროს კბილი რატომ ჩირქდება?

(წინასწარ ბოდიშს ვიხდი, თუ ცოტა არაკორექტულად ჟღერს ჩემი ნაწერი, როცა ორსულობაზეა საუბარი, მაგრამ ასეა და...)

ახლა მთავარია, იმკურნალო და ცოტა ხანს "შეისვენო". მერე კი ყველაფერი იქნება თავის დროზე smile.gif

Posted by: mrs LANDI 19 Mar 2012, 14:17
ჩემს ისტორიასაც დავწერ... ეხლაც შოკში ვარ sad.gif

მქონდა 2 უპრობლემო ორსულობა, მყავს 2 ჯანმრთელი ბავშვი. მეორეს გაჩენიდან 4 თვეში დავრჩი ორსულად, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, ვიღებდი ვიტამინებს და ფოლიუმს. ექოზე ზედმეტად არ მივლია, მხოლოდ გეგმიურად, დასაწყისში და პარასკევს, 12 კვირაზე. ბავშვი არ მოძრაობდა sad.gif აღმოჩნდა რომ 2-3 დღის მკვდარი ყოფილა. გავოგნდი, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. მივედი ნაყოფის მოსაცილებლად, სხვა რა გზა იყო. ორსულობა დიდი იყო, ამიტომ ყელის დარბილებიტ ხელოვნურად გამოიწვიეს მშობიარობა, შემდეგ გამომფხიკეს. ყველა ისე მიყურებდა, რომ განვიცდიდი, მეკითხებოდნენ, პირველიაო? რა მნიშვნელობა ქონდა, ჩემთვის ხომ სასურველი ბავშვი იყო. ძალიან განვიცადე. გამოსაკვლევად ჩავაბარეთ გამონაფხეკი, იქნებ რამე გამოჩნდეს. ვერაფრით ვხვდები რისი ბრალი უნდა ყოფილიყო, არც რამე სტრესი ან ფიზიკური ტრავმა არ მქონია.

ეხლა კარგახანი აგარ ვაპირებ დაორსულებას, 5 წელი მაინც ალბათ, მაგრამ იქნებ მირჩიოთ, რა გამოკვლევები ჩავიტარო, რომ მზგავსი რამ აგარ შემემთხვეს. sad.gif

Posted by: Pumpula 19 Mar 2012, 14:26
mrs LANDI

ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, შვილი პირველიც და მესამეც ერთნაირად უყვარს მშობელს, უბრალოდ მე პირველი დაკარგული მყავს და იმ მხრივ არის რთული რომ მერე შიში გაქვს, ვაი და შემდეგი ორსულობაც ასე განვითარდეს და შიში რომ შვილი შეიძლება აღარ გეყოლოს...შენ კი 2 ჯამრთელი ბავშვი გყავს და დარწმუნებული ვარ 2 თუ 5 თუ 10 წლის მერე კიდევ გააჩენ ესეთივე ჯამრთელ ბავშვს, არ იდარდო 2kiss.gif ანალიზებს რაც შეეხება, ეს ალბათ ექიმმა გინეკოოგმა თავად უნდა დაგინიშნოს რა სახის გამოკვლევაა საჭირო, პირველ რიგში გამონაფხეკიდან აიღებენ ანალიზს და ნახავენ ალბათ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი

Posted by: natia2203 19 Mar 2012, 14:33
QUOTE
ყველა ისე მიყურებდა, რომ განვიცდიდი, მეკითხებოდნენ, პირველიაო?


აი ეს არ მესმის, მეორე ორსულობაზე ბავშვი მკვდარიაო და აბორტი უნდა გაიკეთოვო რომ მითხრეს, ტირილი რომ ამივარდა ექიმი მეჩხუბებოდა, რა გატირებს, 1 ბავშვი ხო გყავს და ასეთი პატარა შუალედით რად გინდოდა მაინც მეორეო. შვილი პირველი იქნება, მეორე თუ მეათე რა მნიშვნელობა აქვს

Posted by: Springchild 19 Mar 2012, 14:51
mrs LANDI
QUOTE
რა გამოკვლევები ჩავიტარო, რომ მზგავსი რამ აგარ შემემთხვეს.


შეიძლება არც გჭშირდება არაფრის გამოკვლევა, ინტერნეტში ვკიტხულობდი, რომ 30% მიზეზს ვერ ადგენენო.. ვირუსებზე ადრე გექნება გამოკვლეული და მეტი მიზეზი არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო.. რთულია ძალიან.. როგორ მესმის შენი... sad.gif sad.gif sad.gif აუტანელი სიცარიელის გრძნობა და მუდამ იმის ქექვა, რა გააკეთე არასწორად..

Posted by: mrs LANDI 19 Mar 2012, 17:02
QUOTE
აუტანელი სიცარიელის გრძნობა და მუდამ იმის ქექვა, რა გააკეთე არასწორად..


აი ეგ მომენტი მაქვს მეც, მითუმეტეს უპრობლემო ორსულობების შემდეგ, ერთი წუთითაც ვერ დავუშვი, რომ ამას შეიძლებოდა ესეთი შედეგი მოჰყოლოდა.
ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ შედარებით, ჩემს მეუღლეს ქონდა 1,5 თვით ადრე გაკეთებული ნარკოზი. შეიძლებოდა ყოფილიყო მისი სისუსტის მიზეზი?
ეხომ, უფრო ადრე რატომ არ მოხვედიო? იმასაც ვფიქრობ, რომ მივსულიყავი უფრო ადრე და აღმომეჩინა მისი რაიმე დეფექტი, გავიმეტებდი კი მოსაკლავად? ..... არამგონია sad.gif
ძალიან ძნელი ყოფილა ;(

Posted by: elloellonatia 19 Mar 2012, 17:24
QUOTE
გოგოებო გავხსენით ახალი თემა რათა გავუზიაროთ ერთმანეთს ამ ტკივილის შესახებ, გაგვიზიარეთ ვის როდის შეემთხვა და რა მიზეზით?, როგორ იმკურნალეთ? და ყოფილა მის შემდეგ ორსულობა თუ არა?


საშინელი ტკივილია

ამაზე საშინლად არასდროს მიგვრძნია თავი მაგრამ დრომ მიშველა

მართლა ყველაფრის მკურნალია დრო და თან მალევე დავრჩი მეორეზე ფეხმძიმედ

ყველაფერი კარგად იქნება :***

Posted by: -Apple- 19 Mar 2012, 17:32
mrs LANDI

ძალიან ცუდი ამბავია sad.gif
მეორეს გაჩენიდან 4 თვეში დარჩი ხო? იქნებ ორგანიზმი იყო დასუსტებული, მაინც რამხელა სტრესია ბავშვის გამოზრდა ორგანიზმში და მშობიარობა, ექიმები ამბობენ კიდეც რომ 2 წელი მაინც საჭიროა რომ ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს და მოემზადოს შემდეგი ორსულობისთვისო.
იქნებ უბრალოდ ორგანიზმი არ იყო მზად.

Posted by: mrs LANDI 19 Mar 2012, 18:03
-Apple-
ისე მოულოდნლდად მოხდა დაორსულებაც, მენზი არც მქონდა ღდგენილი, სულ ერთხელ მომივიდა, მეთქი შემდეგს დაველოდები, მომივა და სპირალს ჩავიდგავთქო, თან თავს ვიცავდი. ჩასახვითაც ძალიან გვიანი ოვულაცია მქონდა, რაც წინა შემთხვევებისგან განსხვავდებოდა, იქ პირიქით, უფრო ადრე ვრჩებოდი ორსულად. ჩავთვალე რომ ეს დაორსულება ღვთის ნება იყო, მეშინოდა, მაგრამ მაინც ძალიან ველოდებოდი როდის დაიბადებოდა, 3 სავარძლის მანქანაში ჩატევის ხერხებასც განვიხილავდით მე და ჩემი მეუღლე.
შეიძლება მართალიც ხარ, არც ისეთი ძლიერი ორგანიზმი მქონია, როგორც მე მეგონა და აღდგენა მჭირდებოდა.
პატარა შემეცოდა ყველაზე მეტად, იქნებ ის როგორ ელოდებოდა დაბადებას ;(

Posted by: -Apple- 19 Mar 2012, 18:13
mrs LANDI

ნუ ნერვიულობ ყველაფერი ღმერთის ნებაა 2kiss.gif იქნებ დასუსტებული ორგანიზმის გამო რაღაც ვერ ქონოდა კარგად და ღმერთმა აარიდა რომ მოვლენოდა ქვეყანას.
რაც მთავარია შენ გინდოდა რომ გაჩენილიყო და არ გიფიქრია აბორტზე, ეგ არის მთავარი თორემ დანარჩენი ღმერთმა უკეთ იცის 2kiss.gif

Posted by: te-amo 5 May 2012, 02:39
რამდენი ჩემნაირი ყოფილა. ჩემს მდგომარეობაში,სამწუხაროდ. ქვენს პოსტებს, რომ ვათვალიერებდი ყველას მაგივრად ვიტირე. უფლის წყალობით ისევ გვეყოლება პატარები, მაგრამ ეს ტკივილი, ალბათ, არავის დაავიწყდება. აი, ხალხის რეაქცია ყველაზე მეტად მშლის ნერვებზე. არ ინერვიულო, არადა როგო არ აგენერვიულება? იმაზე ფიქრით, რომ ოჯახის წევრები აღარ ვანერვიულო, ვითომ, დავმშვიდდი, მაგრამ უფრო ცუდად ვარ. მარტო დარჩენას ვნატრულობ, რომ ვიტირო. პატარა ბავშვის სურათსაც კი ვერ ვუყურებ

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 21:41
აფ----------------------------------------

Posted by: nopiahopi 2 Nov 2015, 16:33
გოგოებო,მაინტერესებს წყლის დაღვრის შემთხვევაში (18 კვირაზე), ვინმეს თუ აღუდგენია ისევ წყალი? თუ კი, რამდენ ხანში? და თუ დამთავრებულა ორსულობა მშვიდობით ? (ნუ მე ამის გარდა სხვა პრობლემებიც მაქვს, მაგრამ მაინეტრესებს ასეთი შემთხვევის შედეგები).

თუ შეძლებთ, არ დაიზაროთ, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება

Posted by: north 2 Nov 2015, 16:38
sopiasopi
და ხელოვნურად ვერ ხდება ჩარევა? ჩემი ექიმი მეუბნებოდა შპრიცით შეყავთ წყალიო. შეიძლება მე ვერ გავიგე სწორად

Posted by: nopiahopi 2 Nov 2015, 16:58
north
QUOTE
და ხელოვნურად ვერ ხდება ჩარევა? ჩემი ექიმი მეუბნებოდა შპრიცით შეყავთ წყალიო. შეიძლება მე ვერ გავიგე სწორად

ეგ არ გამიგია. ვკითხავ ექიმს. წესით შემომთავაზებდა . თან პარალელურად სხვებიც არიან საქმის კურსში და არავის უთქვამს ეგეთი რამ. ნეტა მართლა თუა შესაძლებელი

Posted by: north 2 Nov 2015, 17:16
sopiasopi
მე დამიდგინდა წყლების ნაკლებობა და ესე მითხრა, ნუ ისეთი მდგომარეობაც არ გაქვს რომ ხელოვნურად შევიყვანოთო შპრიცითო. მოგწერ პმ-ში ნომერს და დაურეკე და კითხე

Posted by: natinati77 2 Nov 2015, 17:21
sopiasopi
QUOTE
ოგოებო,მაინტერესებს წყლის დაღვრის შემთხვევაში (18 კვირაზე), ვინმეს თუ აღუდგენია ისევ წყალი? თუ კი, რამდენ ხანში? და თუ დამთავრებულა ორსულობა მშვიდობით ? (ნუ მე ამის გარდა სხვა პრობლემებიც მაქვს, მაგრამ მაინეტრესებს ასეთი შემთხვევის შედეგები).

თუ შეძლებთ, არ დაიზაროთ, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება

როგორ დაღვარე წყლები? საცობი ჩამოიშალა? ეხლა როგორ ხარ? რა გითხრეს ექიმებმა? თუ სულ არ არის დაღვრილი ამოკერვაა ბოლო იმედი და მერე ნელ ნელა შეივსოს შეიძლება ( 15 კვირაზე და 21 კვირაზე დავღვარე წყლები)

Posted by: nopiahopi 2 Nov 2015, 17:26
natinati77
მთლიანად დავღვარე რაც იყო 3 დღის წინ. დღესაც ნახეს ეხოზე და 2 წვეთიც აღარაა დარჩენილიო. შევსება არ დაუწყია. თან პლაცენტას დაემართა რაღაც,ვეღარ იკვებება ბავშვი და თან დიდი ჰემატომა აწვება მეორე მხრიდან სანაყოფე პარკს. და კიდევ 6-7 კვირაზე სანაყოფე პარკმა შეწყვიტა ზრდა და აქამდე რაღაცნაირად წელავდა ბავშვი თავისით. მოკლედ ყველანაირი პრობლემა რაც არსებობს მგონი, ამ ორსულობაზე დამემართა


წყლების დაღვრის მერე გინკურნალეს? თუ დიდი რაოდენობით არ იყო დაღვრილი?
* * *
north
ოკ. მადლობთ. ვნახე ნომერი

Posted by: natinati77 2 Nov 2015, 17:41
sopiasopi
QUOTE
ყლების დაღვრის მერე გინკურნალეს? თუ დიდი რაოდენობით არ იყო დაღვრილი?

უცებ სულ დავღვარე,მერე ღუდუშაურმა არ მიმიღო რა უნდა გაგიკჯეთოთო ამ ვადაზეო.ფაქტიურად გამომაგდეს.მერე სანამ სხვა სამშობიაროში მეივედი სულ დავიცალე წყილგან.არც იქ დამტოვეს და მერე 2 დღეში სახლში დამეწყო მშობირობა.აუცილებლად დაწექი საავადმყოფოში,სახლში არ დარჩე.
ანალიზები გავიკეთე და ყველაფერი რიგზე მქონდა,ბავშVიც ძალიან ჯამრთელი იყოვო.დღემდე ვერ გაიგეს რა მოხდა ჩემთან ამ ორსულობაზე.ნუ წინაზე სტრესი და ექიმების დაუდევრობით დამემეართა 21 კვირაზე

Posted by: nopiahopi 2 Nov 2015, 17:55
natinati77
უკვე 3 დღე გავიდა და 2 დღეც იქნებ ვაცადოთთქო. ისე არც მაწვენენ. ერთადერთი ვარიანტი რომ მიგიღონო (სანამ შენით დაგეწყებაო), არაოფიციალურად ჩაგიდებენ ტაბლეტს (პროცესის დასაწყებად) და უკვე დაფიქსირდები რომ დაწყებულ აბორტზე მოგვმართეო.. მაგრამ რა ვიცი. გულისცემა რითმული აქვს ბავშვს და მაგიტომ არ ვთანხმდები ჯერ..

Posted by: natinati77 3 Nov 2015, 14:20
sopiasopi
მეც არ გავაკეთებინე აბორტი,თან ეშინოდათ მოწამვლა არ წავიდესო და მთხოვეს ბავშVის მოქმედებას დავკვირვებოდი

Posted by: nopiahopi 3 Nov 2015, 14:32
natinati77
და ერთერთი ეგეთი ორსულობა შეგინარჩუნდა? ბიჭი ხომ გყავს უკვე,? ( თუ სწორად მახსოვს )

Posted by: natinati77 3 Nov 2015, 15:28
sopiasopi
ნიკოლო პირველი ორსულობიდან მყავს,უპრობლემო ორსულობა მქონდა,მეორეზე და მესამეზე დამემართა ნაადრევი.ვერ მივედი ბოლომდე sad.gif

Posted by: nopiahopi 3 Nov 2015, 15:36
natinati77
აა, გასაგებია smile.gif უკაცრავად, რომ მოგიწია ამ ამბების გახსენება.. მაგრამ მეც მინდა გამიგო, იმის მიუხედავად რომ 5-6 კვირიდან პრობლემებით მიდის ეს ორსულობა და 10 კვირის მერე საერთოდ არანაირ იმედს არ მაძლევდნენ, ისე იმედიანად მოვედი 18 კვირამდე და ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ყველაფერს ვეჭიდები..

Posted by: natinati77 3 Nov 2015, 15:54
sopiasopi
QUOTE
აა, გასაგებია  უკაცრავად, რომ მოგიწია ამ ამბების გახსენება.. მაგრამ მეც მინდა გამიგო, იმის მიუხედავად რომ 5-6 კვირიდან პრობლემებით მიდის ეს ორსულობა და 10 კვირის მერე საერთოდ არანაირ იმედს არ მაძლევდნენ, ისე იმედიანად მოვედი 18 კვირამდე და ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ყველაფერს ვეჭიდები..

ეს ამბები სულ მახსოვს,ვისწავლე ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება,შემეკითხე თუ რამეში დაგეხმარები გამიხარდება.უბრალოდ აკონტროლე ეხოთი,ბავშVის მოძრაობას გრძნოობ?

Posted by: nopiahopi 3 Nov 2015, 16:05
natinati77
QUOTE
ეს ამბები სულ მახსოვს,ვისწავლე ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება,შემეკითხე თუ რამეში დაგეხმარები გამიხარდება.უბრალოდ აკონტროლე ეხოთი,ბავშVის მოძრაობას გრძნოობ?

დღეს არ მიგრძვნია. ისე 17 კვირიდან ვიგრძენი ამაზე. არადა პირველმა 19ზე დაიწყო smile.gif
აი ვნახოთ რა ხვალ რას მეტყვიან. თუ ისევ 1 გრამი წყალიც არ აქვს, აღარმგონია გამაჩერებინონ. უკვე დეფორმაცია იწყებაო გუშინ მკითხრეს sad.gif 6 დღე გამოვა უკვე უწყლოდ sad.gif ეს ჯანდაბა ჰემატომაც არ იწოვება და , პლაცენტამაც "გაჭედა" და მოკლედ რა sad.gif

ცუდ ამბებს რაც შეეხება, მეც მქონდა ადრე მოშლა, 2ჯერ, და თუ ვინმეს აინტერესებს, მზად ვარ ხოლმე ყველაფერი დეტალურად მოვუყვე და დავეხმარო თუ რამეში გამოადგებათ ჩემი გამოცდილება..

Posted by: tikuna22 3 Nov 2015, 16:17
რატოა ეს 18 კვირა ასეთი მეც 18 კვირაზე დამეწყო ნაადრევი მმშობიარობა sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: naniko671 15 Nov 2015, 14:15
გამარჯობა. დიდი სიხარულით ვწერდი ოსულად ვარ თქო და 3 დღის წინ უცებ... 9 კვირის ვიყავი. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ძალიან მენანებაsad.gif(

Posted by: ლუნა 17 Nov 2015, 19:18
ამ თემაში ჩემი 4 წლის წინანდელი პოსტი ვნახე და ძველი ტკივილი განმიახლდა mo.gif
მიუხედავად იმისა რომ მოშლიდან მესამე თვეს დავრჩი ორსულად და ახლა უკვე ორი შვილი მყავს გუშინდელ დღესავით მახსოვს ყველაფერი.

Posted by: nopiahopi 18 Nov 2015, 11:34
ლუნა
მე არ ვიცოდი და გვიან ვნახე ეს თემა და გამიკვირდა შენი, და კიდევ ახლა უკვე შვილებიანი გოგოების პოსტები ამ თემაში.. საბედნიეროდ უმრავლესობას უკვე გყავთ ბაია, და თან არაერთი smile.gif
საერთოდ გვიან აღმოვაჩინე, თორემ ალბათ გადავავსებდი თემას ჩემი საშინელი ანამნეზით..
3-ით (თუ 4-ით, ამერია უკვე თვლა) 1-ს ვაგებ, მარა გავათანაბრებ ანგარიშს biggrin.gif

naniko671

სამწუხაროდ ხშირია მაგ ვადაზე, მაგრამ ძირითადად პირველი ორსულობა წყდება ხოლმე პატარა კვირებზე.
ასე რომ შემდეგი აუცილებლად წარმატებული გექნება :*


tikuna22
QUOTE
რატოა ეს 18 კვირა ასეთი მეც 18 კვირაზე დამეწყო ნაადრევი მმშობიარობა

არ ვიცი. თუმცა ვფიქრობ ვადას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ასეა გადაწყვეტილი "ბედით", ვერც 18 კვირა და ვერც სხვა ვადა ვერ შველის sad.gif
ფაქტობრივად ყოველ დღეს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მშვიდად დასრულდა და იმედი ვიქონიოთ, მშვიდად გაგვითენდება smile.gif
და ასეც იქნება :*
ცუდი უკვე მომხდარია, ახლის და კარგის ჯერია smile.gif

Posted by: tikuna22 18 Nov 2015, 15:11
sopiasopi
იმედია იმედი შიშები კი მაქვს რო შემდეგი ორსულობაც ცუდად არ დასრულდს მაგრამ ვნახოთ უფალი მოწყალეა და მემგონი ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: ლუნა 18 Nov 2015, 15:43
sopiasopi

ძალიან ძლიერი გოგო ხარ, მართლა.. kiss.gif
მე სულ ორი კვირის გაგებული მქონდა ორსულობის ამბავი როცა დიდ ვადაზე ხდება ორმაგად ძნელია მითუმეტეს რამდენჯერმე..

Posted by: nopiahopi 18 Nov 2015, 16:28
tikuna22
QUOTE
იმედია იმედი შიშები კი მაქვს რო შემდეგი ორსულობაც ცუდად არ დასრულდს მაგრამ ვნახოთ უფალი მოწყალეა და მემგონი ყველაფერი კარგად იქნება

ეგ ბუნებრივია, რომ შიში გაქვს, მაგრამ გადაგივლის თანდათანობით, როგორც კი ნახავ რომ მომდევნო ორსულობა კარგად მიდის smile.gif

ლუნა
QUOTE
მე სულ ორი კვირის გაგებული მქონდა ორსულობის ამბავი როცა დიდ ვადაზე ხდება ორმაგად ძნელია მითუმეტეს რამდენჯერმე..

ნებისმიერ ვადაზე რთულია, მაგრამ როცა უკვე "კარგად იცნობ" ბავშვს, გრძნობ და გარკვევით ხედავ ეხოებზე, უფრო ამძაფრებს შეგრძნებას sad.gif

Posted by: nanuna88 23 Nov 2015, 11:33
გთხოვთ მიპასუხოთ ვარ 5 კვირის ორსული გუშინ მეუღლესთან მქონდა ურთიერთობა მის მერე მქონდა სისხლიანი გამონადენი ძალიან ვნერვიულობ მუცელი ხომ არ მომეშალათქო

Posted by: პატრიცია 23 Nov 2015, 11:39
nanuna88

იქნებ შეძლო ექიმთან დაკავშრება....ერთჯერადად სისხლიანი გამონადენი არ ნიშნავს ორსულობის შეწყვეტას....დღეს თუ შეძლებ გააკეთე ხეგეს ანალიზი, მაგ სინევოს აქვს 24 საათიანი ლაბორატორია დიღომში, რომლითაც მე თვითონ ხშირად ვსარგებლობ...

ყველაზე კარგი ექიმის კონსულტაციააა

წარმატებებს გისურვებ

Posted by: ninikei13 23 Nov 2015, 12:09
nanuna88
სისხლიანი გამონადენი საყურადღებოა.ეხოზე წადი ან ექიმს დაურეკე

Posted by: Nykusa 23 Nov 2015, 14:31
მაშინებს ამ თემის არსებობა.......................


უკვე ისე მიყვარს ჩემი 16 კვირის წერტილა,რომ რამე მსგავსის გაფიქრებაზე სიკვდილი ინდება.....


მინდა,რომ ეს თემა პრობლემური პოსტით არასდროს წამოიწიოს (((((((((((


ძალიან განვიცდიდი სოფიასოფის მდგომარეობას,მაგრამ ბედნიერებაა,რომ პატარა უკვე ყავს და ის ატანინებს ამ ყველაფერს <3 ....



ძირს ეს თემა :@

Posted by: qetusiaa_qetuu 23 Nov 2015, 15:30
sopiasopi
Sofi dawere rogor iqnebi.. dzalian ganvicdi da menerviuleba.. gmerti shensken...
26kviraze shemiwyda me da mis mrre sul natvra maqvs aravin agat gamoscados msgavsi ram..
(Mobilurit var da qartulac ver vwer)

Posted by: nopiahopi 23 Nov 2015, 18:26
qetusiaa_qetuu
სამწუხაროდ შეწყდა ორსულობა.. აი ორსულის დანახვაზე სულ იმას ვფიქრობ,რომ კიდევ კარგი უმცირესობაში ვართ ჩემნაირები და მინდა რომ ბევრი ბევრი ორსული იყოს გარშემო smile.gif
და ღმერთს მადლობა, ჩემს გარშემო უამრავი ელოდება ბაიას smile.gif

Nykusa
QUOTE
ძალიან განვიცდიდი სოფიასოფის მდგომარეობას,მაგრამ ბედნიერებაა,რომ პატარა უკვე ყავს და ის ატანინებს ამ ყველაფერს <3 ....



ხო,ჩემი კნუტი კი მიზის აგერ. გუშინ ვკითხე , გახსოვს მუცელში რომ მეჯექითქო? კიო biggrin.gif მერე რას აკეთებდი იქ-თქო? ვთამშობდიო biggrin.gif ყველაფერზე აქვს პასუხი biggrin.gif

Posted by: sesililu 12 Dec 2015, 09:35
ჰემატომა ვის გქონიათ და ამის საფუძველზე შეწყვეტილი ორსულობა?

და,რამდენადაა შანსი,რომ მომდევნო ორსულობისას ისევ წარმოიქმნას ჰემატომა?

ანალიზის პასუხები ჯერ არ მაქვს.

Posted by: nopiahopi 12 Dec 2015, 14:48
sesililu
ჰემატომა მქონია რამდენჯერმე,მაგრამ ორსულობის შეწყვეტის მიზეზი არც ერთხელ არ ყოფილა. როგორც წესი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაიწოვება. შემდეგ ორსულობაზე ალბათობა არის კიდევ ჰემატომის,მარა რა თქმა უნდა შეიძლება არც აღარასდროს წარმოიქმნას smile.gif

თუ თრომბოფილია აღმოგაჩნდება,რომლის ყველაზე ხშირი ფორმა ანტიფოსფოლიპიდური სინდრომია, შეიძლება ნემსი დაგჭირდეს,რაც სისხლის შედედებას არეგულირებს და ჰემატომის არწარმოქმნის შანს ზრდის. ეს ყველაფერი ანალიზით გაირკვევა,დაგჭირდება თუ არა მკურნალობა smile.gif

Posted by: sesililu 12 Dec 2015, 15:11
sopiasopi

ძალიან დიდი ზომის ორი ჰემატომა მქონდა და სისხლდენა დამეწყო.
გულისცემა აღარ ისმინებოდა.
ველოდები პასუხს რა იქნება მიზეზი.
დაგეგმილი ორსულობა იყო, წინასწარი ანალიზებუ ჩავიტარე და მოვემზადე ყოველნაირად.

Posted by: nopiahopi 12 Dec 2015, 15:20
sesililu
სისხლდენა რამ გამოიწვია? ჰემატომა ჩამოიშალა თუ რა მოხდა? ჰემატომა თუ იყო,ძლიან მუქი გამონადენი იქნებოდა,თუ ალისფერი სისხლი,ესე იგი სხვა სისხლდენა,რაც მუცლის მოშლის ნიშანია.

გააჩნია კიდევ ჰემატომის მდებარეობას,ეგეც განსაზღვრავს უქმნის თუ არა საფრთხეს ნაყოფს. რა ვადა იყო?

Posted by: garfield1 12 Dec 2015, 16:05
sesililu
მე მქონდა ორი დიდი ჰემატომა პატარა ვადაზე,მკურნალობით და 2 კვირიანი წოლითი რეჟიმით გაიწოვა ისე რომ დენაც არ მქონია . თუმცა ეხოს პასუხებში მოსალოდნელი აბორტი მეწერა სულ

Posted by: sesililu 12 Dec 2015, 19:19
sopiasopi
ჰემატომის ნაწილი ჩამოიშალა.

garfield1
ანუ ჩანდა თავიდანვე ორივე?

მე ექოსკოპიაზე ვიყავი ორშაბათს,ნორმალურად იყო ყველაფერი,ჰემატომა არ იყო.
ხუთშაბათს,შუადღისას , ცუდად გავხდი უცებ . მივედი ექიმთან, ექოზე გამოჩნდა ორი ჰემატომა. დამინიშნეს წამლები,წოლითი რეჟიმი,წამოვედი სახლში. პარასკევს ისევ დამეწყო სისხლდენა და უკვე შეწყვეტილი ორსულობა დადგინდა.

Posted by: ninikei13 12 Dec 2015, 19:22
sesililu
სამწუხაროდ მე მქონდა მსგავსი გამოცდილება,ქორიონის აშრევება,მეორე დღესვე შეწყდა ორსულობა.თუმცა მეორე ორსულობა უპრობლემოდ იყო,ყოველ დღე ველოდები უკვე smile.gif კარგად იქნება ყველაფერი,ხშირია მსგავსი შემთხვევები,მთავარია თუ რამე პრობლემაა გაქვს მიხედო ფეხმძიმობამდე

Posted by: garfield1 13 Dec 2015, 01:05
sesililu
კი ჩანდა ორივე , დაახლოებით 6-7 კვირაზე და ქორიონის აშრევება მეწერა ეხოს პასუხში მეც
ორ კვირაში რომ შევამოწმეთ შემცირებული იყო ზომებშI და 10-11 კვირაზე საერთოდ აღარ იყო

Posted by: anuka2009 13 Dec 2015, 01:36
sesililu
მე მქონდა ანტიფოსფოლიპიდური სინრომი და მაგის გამო წყდებოდა ორსულობები. ბოლო ორსულობაზე ფაქტიურად 9 თვე ფრაგმინის ნემსზე ვიყავი.

Posted by: DogLoverrr 13 Dec 2015, 02:37
ფიზიკური კონტაქტიდან ორ სამ დღეში შესაძლებელია ორსულობის რაიმე ნიშნების გაჩენა? გულის რევის, თავბრუს ხვევის..თუ უბრალოდ ფსიქოლოგიურა ეს შეგრძნებები და ასეთ მოკლე მონაკვეთში არ გამოვლინდება?

Posted by: glamo 13 Dec 2015, 02:59
DogLoverrr
გამორიცხულია

Posted by: del desierto 13 Dec 2015, 10:10
QUOTE (anuka2009 @ 13 Dec 2015, 01:36 )
sesililu
მე მქონდა ანტიფოსფოლიპიდური სინრომი და მაგის გამო წყდებოდა ორსულობები. ბოლო ორსულობაზე ფაქტიურად 9 თვე ფრაგმინის ნემსზე ვიყავი.

Ra mainteresebs, icit, mec antipospilipiduris gamo shemickda pirveli. problema rom gairkva, shemdegi orsulobisas kardiomagnilit da fraxiparinit damiregulirda da mkavs exla 1 clis . Eqimma mitxra, rom koveli shemdegi orsuloba mekneba isetive an ufro rtuli am antipospolipiduris gamo da mainteresebs tu meorec gkavs gachenili, realurad martla egrea?

Posted by: qetusiaa_qetuu 13 Dec 2015, 12:14
del desierto
Mec antifosfolipiduri sindromi maqvs , 26kvirashe shemiwyda pirveli da exoa 4tvis gogo myqvs.. fragminze viyavi mteli orsuloba da rogorc ginekologma mitxrq yovel orsulobqze es nemsebi damchirdeba.. sad.gif

Posted by: anuka2009 13 Dec 2015, 12:16
del desierto
მეორეზე მქონდა მე ეგ პრობლემა,პირველზე არა საერთოდ. რადგან დაორსულებია პრობლემა არ იყო, სრულიად შესაძლებელი იყო ორსულობის დაგეგმვა, ამიტომ ანალიზების და პატარა მკურნალობების მერე, ვიკეთე ნემსები ფრაგმინის, როცა დადგა და დადასტურდა ორსულობა, მერე 2 კვირაში ერთხელ ვიკეტებდი საჭირო ანალიზებს და იმის შესაბამისად ვაგრძელებდი ნემსს. მშობიარობის მერეც მქონდა დათრომბვის საფრთხე, მაგრამ გდავრჩი smile.gif.
რაც შეეხრბა კითხვას, მასეა მე როგორც ვიცი. ეს ქრონიკული პრობლემაა, რომელიც ორსულობაში მწვავდება. გასათვალისწინებელია, ის რომ სამწუხაროდ ბევრმა კონსულტაციის ექიმმა არ იცის ამ პრობლემის მართვა.

Posted by: nopiahopi 13 Dec 2015, 14:30
anuka2009
qetusiaa_qetuu
რომელიმე ანალიზის პასუხი იძლეოდა მაგ სინდრომზე ეჭვს? ანუ ცვლილება იყო სადმე?

Posted by: anuka2009 13 Dec 2015, 14:44
sopiasopi
sfmk, dimmer მიზომავდნენ მე. უბრალო კოაგულოგრამით არ ჩანს ეგ.

Posted by: garfield1 13 Dec 2015, 15:16
sopiasopi
ცალკე კეთDება ეგ ანალიზი,მე ჰემატომა რადგან მქონდა,გამაკეთEბინა თავიდან 3 პარამეტრით,თუ მანდ არ მომეწონა პასუხები მერე 12 პარამეტრით გავაკეთოთო, თუმცა არ იყო განსაკუთრებული ცვლილება ,ანგიოლოგთანაც მივედი და არაა ჩარევა საჭიროო. გაკეთებული გაქვს ეგ ?

Posted by: del desierto 13 Dec 2015, 15:28
anuka2009
gasagebia. Mec 2 kvirashi ertxel viketebdi analizebs da faqtirad mtelu 9 tve da mere mshobiarobidan 1 tve kovel dge viketebdi fraxiparibs. Eqimze ki martali xar, unda gagimartlos namdvilad.
qetusiaa_qetuu
mgoni maxsovs sheni istoria, ar vicodi, rom antipospilipiduris gamo iko. Mtavaria, rom droze gagirkvies. Gilorsav pataras !
sopiasopi
antikardiolipinebze aketeben analizs, ori formaa G da M, erti qronikulia da is tu gakvs magali, rogirc vici, ufro rtulia daregulireba (tu ar meshleba). Venidan xdeba sisxlis ageba.

Posted by: qetusiaa_qetuu 13 Dec 2015, 15:34
sopiasopi
Pirveli shewyvetili orsulobis gamo gamaketebina nemsadzem eg analizi,cvlilebebi sqkmaod didi iyo..


del desierto
Momqvlebshi tu ar vcdebi ertdroulad vpostavdit mashin.. madloba :*

Posted by: nopiahopi 13 Dec 2015, 22:51
qetusiaa_qetuu
del desierto
garfield1
ანტიკარდიოლიპინებიც გაკეთებული მაქვს, დ-დიმერებიც, კოაგულოგრამაც, ლუპუსზეც (მგლურა), ბეტა (რაღაც, სახელი დამავიწყდა) მოკლედ ყველა ანალიზი რაც მაგ სინდრომს ავლენს და არც ერთში არასდროს არ მქონია ცვლილება და მაგაზე გიჟდებიან, რომ ფაქტია მიდრეკილი ხარ მაგრამ როგორ გაქვს ყველა ანალიზი წესრიგშიო..

და რაც მთავარია, თუ ანალიზებში გამოჩნდება, რითიც უნდა უმკურნალონ ამ შემთხვევაში, მასე ვმკურნალობდი ისედაც, მაგრამ რად გინდა.. ანუ რომც დამიდასტურდეს ეგ სინდრომი, მკურნალობის სხვა გზა, რაც არ გამიკეთებია აქამდე, მაინც არ არის..

ნუ მარტო გინეკოლოგი ვერ მიწყვეტდა რა თქმა უნდა, ანგიოლოგიც იყო ჩართული, ჰემატოლოგთანაც ვიყავი..

მაგრამ უჩვეულო ის არის, რომ აი პირველი და მეორე ხო შემიწყდა (ნუ მეორეზე უფრო იეჭვეს ანტიფოლფოლიპიდური სინდრომი), იმის მიუხედავად რომ ყველა ეს ანალიზი წესრიგში იყო, მესამე ორსულობა აი უპრობლემო მქონდა საერთოდ, არანაირი ჰემატომა და გართულება და მყავს კიდეცა ამ ორსულობის შედეგი ჩემი გოგონა, ჰოდა აი მეოთხე დაორსულება ისევ პრობლემებით დაიწყო და ვერც მივიყვანე ბოლომდე..

კიდევ ერთი, რა ჭირიც მჭირს, არც ერთი ორსულობა ერთიდაიგივე მიზეზით არ შემწყვეტია, პირველი შეწყვეტა იყო ბავშვის პათოლოგიით გამოწვეული, მეორე პათოლოგიის გარეშე, მაგრამ გულისცემის გაჩერებით, და ეს ბოლო სანაყოფო პარკის დაზიანებით..
რას ვეცე აღარ ვიცი. აუცილებლად მინდა ნუცას და-ძმა გავუჩინო, მაგრამ რომ დავორსულდები (ალბათ გამკიცხავთ კიდეც რომ ვაპირებ გარისკვას), ალბათ იმაზე ვიფიქრებ კიდევ რა მიზეზით დამემართება ახალი გართულება..

გრძელი პოსტი გამომივიდა.. მაგრამ რაც მტკივა და მაწუხებს.. 2 სიტყვაში ვერ ვატევ..


Posted by: Princess 14 Dec 2015, 10:50
sopiasopi
ვისთან დადიხარ?
შანიძეს გირჩევ ჩაჩავაში. 2 პრობლემური ორსულობა მიმაყვანინა ბოლომდე. ფანჩულიძეც კარგია ძალლიან.
პირველზე სხვასთან დავდიოდი და შემიწყდა 28კვირაზე, ადრეც დავწერე აქ.

Posted by: nopiahopi 14 Dec 2015, 13:29
Princess
მე ირმა ქართველიშვილთან დავდივარ ხოლმე.
საქმეც ისაა, რომ რამდენიმე გინეკოლოგს ვკითხე აზრი და მაგაზე მეტს და განსხავებულს ვერაფერს გააკეთებ, როგორც მკურნალობო.

Posted by: პატრიცია 15 Dec 2015, 20:15
sopiasopi
დარწმუნებული ვარ შენს ნუციკოს მალე ეყოლება პატარა დაიკო...ან ძამიკო...მთავრია ფარხმალი არ დაკარგო...გქონდეს ბრძოლის უნარი....სურვილი...ყველაფერი გამოვა.....ჩემს თავსაც ამას ვეუბნებოდი და ეხლაც ამას ვიმეორებ...

ხომ არ გიცნობ, მაგრამ ძალიან დადებითი ხარ...შენი გოგუცუნა კი უსაყვარლესია (ფოტოებიდან ხომ ვიცნობთlove.gif )

ძველ ჩანაწერებს გადავხედე....რამდენი ტკივილია....რამდენი იმედგაცრუება....ერთი რომ წერს 28 ე კვირაზე ნაადრევი დამეწყო, მანამდე ყველაფერი კარგად იყოოო, ძალიან, ძალიან შევშინდი......რამდენი ძალისხმევაა საჭირო, როგორი ღვთის წყალობაა ბოლომდე მშვიდობით მისვლა და ჯანმრთელი ბაოთი შინ ბედნიერი დაბრუნება...

Posted by: nopiahopi 15 Dec 2015, 21:57
პატრიცია
QUOTE
.მთავრია ფარხმალი არ დაკარგო...გქონდეს ბრძოლის უნარი....სურვილი...ყველაფერი გამოვა

დანებებას არ ვაპირებ, და სიმართლე გითხრა ძალიან მეშინია კიდევ მეათასეჯერ იგივეს გადატანის, მაგრამ ჯერჯერობით სურვილი ისეთი დიდია, შიშს სძლევს და გადმადგმევინებს კიდევ ამ ნაბიჯს.. და იმედია წარმატებით smile.gif

ყველაზე დიდი სასწაული ორსული ქალია smile.gif და ღმერთმა ბევრი ბევრი ასეთი გახარებული სასწაული გვანახოს ოჯახებში და ქუჩებში smile.gif

Posted by: karera911 15 Dec 2015, 22:01
Warning:
სისულელეები სადმე სხვაგან პოსტე
შემდეგ მსგავს პოსტზე ბანს გავცემ პირდაპირ

Posted by: qetusiaa_qetuu 16 Dec 2015, 20:31
sopiasopi
Nemsadzestan rom mixvidev? Titqmis sul problemuri orsulebi yavs.. mec mastan davdiodi da madloba gmerts patara niniko myava exla

Posted by: eet 17 Dec 2015, 18:01
დღეს დავრეგისტრირდი და ჩემთვის საინტერესო თემებს ვათვალიერებ. ჩემს შესახებ დავწერ. ორჯერ შემიწყდა ორსულობა პირველი 8 კვირაზე და მეორე 4. პირველი ორსულობის მერე მივედი გინეკოლოგთან გამომიკვლია და არაფერი აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა რო საშიში არაფერია. სამ თვეში მეორეზე დავრჩი და ეგეც შემიწყდა. მერე გამიშვა ვაძიმ ხატიაშვილთან პოლიპი გექნებაო, მაგან იცის შეწყვეტაო.ვაძიმმაც გამიკეთა ჰისტეროსკოპია. გავიკეთე ოპერაცია და 8 თვეა აღარ დავრჩენილვარ. სამი თვეა პრეგნილს ვიკეთებ.ამ თვეში მენოპურიც გამაკეთებინა და სამ დღეში მომივა მაგრამ ტესტი კი აჩვენებს დადებითს და ექიმმა მითხრა შეიძლება ნევსის გამო დადებითი აჩვენოს იცის მაგ ნევსებმაო.მოკლედ საშინელებაა ორსულობის შეწყვეტა/მოშლაsad.gif

Posted by: sula-sula 8 Jan 2016, 20:36
sopiasopi
გენეტიკურ თრომბოფილიაზე გააქვს ანალიზი გაკეთებული? რომელიმე გენის მუტაცია არ იყოს

Posted by: nopiahopi 9 Jan 2016, 11:27
sula-sula
მაგ ანალიზის გაკეთება გადავდე,აზრი არ აქვს. თუ მუტაცია აღმომაჩნდა, და დამიდასტურდა, ერთადერთი მკურნალობა ფრაქსიპარინი ,კლექსანი და სხვა "სისხლის გამათხელებლების' მიღებაა,რომლებსაც ისედაც ვიკეთებ და არ მშველის sad.gif

Posted by: maiakh 9 Jan 2016, 15:06
sopiasopi
პლიუს მაგას ბ ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა და თევზის ქონია მკურნალობა მარტო ნემსები არა. ღმერთმა ქნას ეს ორსულობა უპრობლემოდ ბოლომდე მივიყვანო და პირველი 2 შეწყვეტილი მაქვს, პირველზე არაფერს ვსვავდი და არაფერს ვიკეთებდი, მეორეზე უკვე ფრაგმინსაც ვიკეთებდი და თან პროგესტერონის ნაკლებობაც მქონდა და პროგესტერონსაც ვიკეთებდი მარა ისიც შეწყდა, ეხლა მესამეზე ვარ 13 კვირის, კლექსანს ვიკეთებდი, რამდენიმე დღის წინ მომიხსნა ჰემატოლოგმა, ბ ჯგუფის ვიტამინებს ვსვავ, ფოლიუმს რა თქმა უნდა, თევზის ქონს და უტროჟესტანს, გენის მუტაცია მაქვს და თან უამრავი ანალიზი გამაკეთებინა ჰემატოლოგმა და სისხლის შედედების პრობლემა ყველა ანალიზში დადებითია ასე რომ თუს აშვალება გაქვს გაიკეთე გენეტიკური კვლევა, მე კიდე არამიშავს ერთი გენის მუტაცია მაქვს, ორივე გენია ცოტა საშის

Posted by: nopiahopi 9 Jan 2016, 17:00
maiakh
ყველაფერი კარგად გექნება smile.gif

ანუ ანალიზებში გქონდა ცვლილება? მე ყველა ანალიზი წესრიგში მაქვს ყოველთვის და მაგიტო ვერ მეუბნებიან დადასტურებით ვერაფერს. რამდენიც პრობლემურად წარიმართა ორსულობა,იმდენჯერ შემიწყდა. და როცა შუალედში უპრობლემო ორსულობა მქონდა,კი გავაჩინე ბავშვი ..

Posted by: natinati77 10 Jan 2016, 16:58
თემა რომელიც ძალიან მტკივა,წელს მინდა ორსულობის დაგეგმვა და ვერ ვრისკავ თან,არადა მეც sopiasopi შენსავით მინდა ჩემ ნიკოლოს და-ძმა ყავდეს

Posted by: nopiahopi 10 Jan 2016, 23:01
natinati77
მეც კი მეშინია , მაგრამ იმედიანად ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.. ცოტა დრო გავიდეს და .. რა ვქნა, უნდა ვცადო ისე მინდა კიდე პატარა ბასასო smile.gif

ჰოდა არ ვიცი, ჩვენს შემთხვევაში რთულია, მაგრამ.. ალბათ ცდად ღირს.. smile.gif პოზოტიური განწყობა, იმედი და ბედნიერი მომავლის განწყობა უნდა smile.gif

Posted by: anuka2009 14 Jan 2016, 14:16
sopiasopi
შენი პოსტი ვნახე სააც წერ რომ ყველა ანალიწო წესრიგში გაქვს. მე ანტიფოსფოლიპოდური სინდრომის გამო მეშლებოდა და როცა უკვე დადგინდა შემდეგი ორსულობა კი მივიყვანეტ ბოლომდე. საქმე იმასი იყო, რომ არაორსულ მდგომარეობაში მეც ყველაფერი წესრიგსი მქონდა, აი დადგებოფა ტუ არა ორსულობა მაშინ ირეოდა ყველაფერი, იწევდა მაჩვენებლები.

Posted by: nopiahopi 14 Jan 2016, 15:31
anuka2009
QUOTE
საქმე იმასი იყო, რომ არაორსულ მდგომარეობაში მეც ყველაფერი წესრიგსი მქონდა, აი დადგებოფა ტუ არა ორსულობა მაშინ ირეოდა ყველაფერი, იწევდა მაჩვენებლები.

არაორსულობაშიც და ორსულობის დროსაც მიკეთებენ ხოლმე მაგ ანალიზებს, მაგრამ ორივე მდგომარეობაში მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია (ანტიკარდიოლიპინები და ლუპუს და აღარ მახსოვს დანარჩენი ანალიზები, ანუ რითიც დგინდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი) და მაგიტომ ვართ გაურკვევლობაში..
მაგრამ შემდეგ ორსულობაზეც აუცილებლად ვაპირებ ისევ ანალიზების გაკეთებას (ნუ აზრი ალბათ არ აქვს , ისევ ნორმაში იქნება, მაგრამ მაინც ).

Posted by: cucacuciko 16 Jan 2016, 16:52
გუშინ გავიკეთე მინი-აბორტი,ვაკუუმით,მზია ბუსიშვილთან,ნარკოზით. ვინმეს ხომ არ გაგიკეთებიათ მასთან? საქმე იმაშია, რომ ექოსკოპია არ გამიკეთებია აბორტის მერე (არ ვიცი რატომ და ნერვები მეშლება საკუთარ თავზე) მუცელში მაქვს მოვლითი ტკივილები, სისხლი არ წამომსვლია, მაქვს 37 სიცხე, 5 დღე ანტიბიოტიკები დამინიშნა. თქვენი აზრით, საშიშია? მზიას რო კითხო არაა საშიში, მაგრამ ვერ ვენდობი.

Posted by: პატრიცია 16 Jan 2016, 17:16
cucacuciko
მზია არ ვიცი ნამდვილად, მე წლების წინ გამიკეთა მინი აბორტი გოგი ცერცვაძემ...11 კვირაზე გულის ცემა იყო გაჩერებული...ეგრევე ეხო არც კეთდება აბორტის შემდეგ, როგორც მახსოვს, აბორტი მენზად უნდა ჩამეთვალა, და მომდევნო ციკლს დავლოდებოდი, მერე კი ეხო გამეკეთებინა.....ყრუ ტკივილი რაც თითქოს მენზის მოსსვლას წააგავს, ბუნებრივია, ანტიბიოტიკების მიღება განაგრძე და სიცხეც აკონტროლე...

Posted by: anuka2009 16 Jan 2016, 20:05
cucacuciko
არ მინდა შეგაშინო, მაგრამ მაგ ქალმა ნაყოფი ჩამიტოვა, მე ისადც დასტრესილი ვიყავი, უარესი დამმართა. თვითონ რად გინდა ეხოო დაიჩემა, მე შევედი მაინც და დატოვებული ქონდა ნაწილი. ხოდა მერე გამოღვიზებულზე გამომფხეკეს თავიდან. გადაამოწმე რა. 5 კვირის შეწყვეტილი ორსულობა იყო.

Posted by: nopiahopi 16 Jan 2016, 20:15
cucacuciko
ვერ ვიტან მაგ ქალს. 4 თვეზე გამიკეთა ინსტრუმენტული აბორტი,არ გამომაძევებინა. რაც არ შეიძლებოდა. თან მოტყუებით შემიყვანა საპროცედუროში.
არაფერი ჩაუტოვებია ჩემს შემთხვევაში,მაგრამ საშინელი ინფექციები ამკიდა ,რაზეც მერე მკურნალობა დამჭირდა. იმედია არაფერია შენს შემთხვევაში ,მაგრამ მანც თუ გადაამოწმებ სხვა ექიმთან შენს მდგომარეობას,არ უქნეა ცუდი smile.gif

Posted by: cucacuciko 16 Jan 2016, 22:04
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აუცილებლად გადავამოწმებ.
* * *
მაგრამ თუ ნაყოფი ჩარჩენილია ეს ეხოზე აუცილებლად გამოჩნდება? ან საიმე სიმპტომი იქნება?

Posted by: anuka2009 16 Jan 2016, 22:16
cucacuciko
კი აუცილებლად გამოჩნდება, ზოგდად გამოფხეკვის მერე აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. დამერე როგორც ნახსოვს სადღაც 10 დღეში მოწმდება კიდევ.

Posted by: cucacuciko 18 Jan 2016, 11:43
კურაციოში გავიკეთე საკონტროლო ექოსკოპია, სადაც მითხრეს, რომ ნაყოფი კარგად არის გამოტუმბული. ასე, რომ მზია ბუსიშვილმა კარგად შეასრულა საქმე, მე მგონი. იმედია, აწი არ მექნება რაიმე გართულება.

Posted by: nopiahopi 19 Jan 2016, 00:22
cucacuciko
კარგია, რომ მაინც გადაამოწმე , უფრო მშვიდად იქნები ..

Posted by: cucacuciko 19 Jan 2016, 23:46
ისე ხომ არ იცით ვინმემ, თუ კარგად არ არის ნაყოფი გამოტუმბული, რა სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს ქალს? ან ფიზიოლოგიურად რა გართულება მოჰყვეს?

Posted by: ლუნა 20 Jan 2016, 00:06
QUOTE (natinati77 @ 10 Jan 2016, 16:58 )
თემა რომელიც ძალიან მტკივა,წელს მინდა ორსულობის დაგეგმვა და ვერ ვრისკავ თან,არადა მეც sopiasopi შენსავით მინდა ჩემ ნიკოლოს და-ძმა ყავდეს

შენი ორსულობის შეწყვეტის მიზეზი რა იყო?

Posted by: nopiahopi 20 Jan 2016, 00:34
cucacuciko
სიმპტომები არ ვიცი ზუსტად,მაგრამ მგონია რომ პირველ რიგში სიცხეები დაეწყება .. შეიძლება ვცდები. ეს ჩემი ვარაუდია

Posted by: Smurf13 27 Jan 2016, 14:35
მომატებული თსჩ (8.6) შეიძლება გამხდარიყო ორსულობის შეწყვეტის მიზეზი?

Posted by: maiakh 27 Jan 2016, 15:51
cucacuciko
7 კვირის შეწყვეტილ ორსულობაზე გამოტუმბვა გამიკეთეს და დამთავრებისთანავე კაი ხანი თვითონვე დამითვალიერა ეხოთი და არაფერი რო არ იყო გამომიშვა სახლში და მართლაც კარგად ჩაიარა მაგ ამბავმა. შემდეგი ორსულობა 9 კვირაზე შემიწყდა და ნარკოზით გავიკეთე გამოფხეკა, ამ შემთხვევაში არანაირი ეხოსკოპია არ გამიკეთეს და გამომიშვეს სახლში, რა თქმა უნდა ანტიბიოტიკები დამინიშნეს და რაღაც ნემსები აღარ მახსოვს სახელი, ყელის შესაკუმში იყო თუ არ ვცდები, ყელი მაშინვე დაიხურა სანამ ამ ნემსებს გავიკეთებდი და წესით რო უნდა მქონოდა დენა საერთოდ წვეთი არ წამოვიდა და იქ დაიწყო ჩემი ტანჯვა, სიცხე 39მდე ამდიოდა ხოლმე და ვიყავი 1 კვირა საშინელ დღეში, მერე საიტოტეკს ვსვავდი ყელს გასახსნელს რო რამე წამოსულიყო და ოდნავ მქონდა შეღავათი, დიდი არაფერი, მერე მომივიდა კიდეც და დამთავრებისთანავე ეხო გავიკეთე და ჩატოვებული მქონდა ნარჩენები რომლებიც არ გამოძევდა, ასე დავიტანჯე 3 თვე და 3 თვის თავზე როგორც იქნა საშვილოსნო გამონთავისუფლდა მთლიანად. თუ ჩარჩენილია რამე და ყელი თუ მაშინვე დაიხურა მაგან იცისსმაღალი სიცხეები. რაც შეეხება ტკივილს ეგ ბუნებრივია, მე ისე მქონდა თითქოს დასიებული მქონდა შიგნით ყველაფერი, ეგ მალე გაივლის.

Posted by: cucacuciko 27 Jan 2016, 16:04
maiakh


დიდი მადლობა პასუხისთვის. სად და ვისთან გაიკეთე თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: J&J 27 Jan 2016, 18:32
Smurf13
8,6ძალიან მაღალია. დაფეხმძიმებისათვის 1ან ნაკლები უნდა იყოს და მერე 2,5ზე მეტი მარა. ფეხმძიმეს თვეში ერთხელ უნდა უკონტროლდეს მაჩვენებელი და დაენიშნოს საჭირო დოზით ტიროქსინი. მე პირადად მქონდა ეგ პრობლემა და დავკარგე კიდეც ერთი ნაყოფი.

Posted by: Smurf13 27 Jan 2016, 22:48

J&J
ორსულობის დროს დამინიშნა ექიმმა ელთიროქსინი, მაგრამ წამალმა ვერ მოასწრო წემოქმედება sad.gif თურმე 3 კვირაში აქვს შედეგი მაგ წამალს...

Posted by: nopiahopi 28 Jan 2016, 00:00
Smurf13
საკმაოდ მნიშვნელოვანია ეგ ჰორმონი ორსულობისთვის და გირჩევ,ორსულობის დადგომამდე გაიკეთო ანალიზი,რომ თუ მაჩვენებელი არ იქნება ნორმაში,დაორსულებამდე დაარეგულირო.. ანალიზიც გაიკეთე და თუ საშუალება გექნება,ეხოც ფარისებრზე.. ადვილად მართვადია ეგ ჰორმონი თიროქსინით (სწორი დოზით) , უბრალოდ უნდა გააკონტროლო ხშირად.

წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: J&J 28 Jan 2016, 00:03
Smurf13
არა უშავს კიდე დაფეხმძიმდები. მანამდე დაიყვანე 1ზე. მე ერთზე მაღლა ვერ ვფეხმძიმდებოდი. საერთოდ რეკომენდირებულია 1თან მიახლოებული მაჩვენებელი დაორსულებისათვის. 4მდე მქონდა მე და 6თვე დასჭირდა დასავარდნად. Aსე რომ არ მგონია სამ კვირაში 8,6დიდად დაცემულიყო. მერეც სულ უნდა კონტროლი. თვეში ერთხელ მივდიოდი მაგისთვის ენდოკრინოლოგან. სხვადასხვა დოზა მჭირდებოდა ხოლმე.

Posted by: ninA26 28 Jan 2016, 00:46
მოგესალმებით 2ჯერ შემიწყდა ორსულობა წელის ტკივილის შემდეგ და რა ხდება? სანამ ექიმთან მივალ

Posted by: ninikei13 28 Jan 2016, 03:27
Smurf13
კი სამწუხაროდ...დაწიე ეგ ჰორმონი და მერე ცადე დაფეხმძიმება
* * *
ninA26
წელის ტკივილი თანმხლები სიმპტომია უბრალოდ.გამოკიკვლიე ასე ზეპირად ვერავინ გეტყვის.უამრავი მიზეზი შეიძლება არსებოვდეს

Posted by: TAK-090 28 Jan 2016, 19:09
Gamarjoba gogoebo mokled rom gitxrat orsuloba shemiwyda da eqimma mitxra polikistozuri sakvercxe rom gaqvs magan iciso da ramdenad etanxmebit tqven?

Posted by: Smurf13 29 Jan 2016, 00:01
დაიწია უკვე, ერთი თვის წინ 0,44 მქონდა და ისევ ვაგრძელებ წამალს შემცირებული დოზით, მაგრამ შიში მაქვს მაინც...

Posted by: maiakh 29 Jan 2016, 03:21
cucacuciko
საიდუმლო არაა, უბრალოდ კლინიკის სახელი თუ სწორად მახსოვს არის ახალი სიცოცხლე, დიღომშია, ექიმის სახელი არ მახსოვს და გვარი არის ნანობაშვილი, ეს მეორე აბორტი(გამოფხეკა, ნარკოზით) პირველი(გამოტუმბვა, უნარკოზოდ) ციტოში გავიკეთე მაკა ცეკვავასთან, მერე კაი ხანი ჩემი გინეკოლოგი იყო, ისე გამიკეთა გამოტუმბვა რო არაფერი არ დაუტოვებია.
* * *
ninA26
შეიძლება ვცდებოდე და არ ვიყო მართალი, წელის ტკივილი არ მგონია მიზეზი იყოს, უბრალო დამთხვევაა, 2 შეწყვეტილი ორსულობა მაქვს მეც და არც ერთზე არ მქონია წელის ტკივილი, მესამეჯერ ვარ ეხლა ორსულად და ორსულობის დღიდან მტკივა წელი იმიტომ რომ ხერხემალზე მაქვს პრობლემა და სულლმტკივა წელი არა ორსულობაშიც და ორსულობაშიც.
* * *
TAK-090
არ ვიცი შეიძლება მცდარი აზრი იყოს და დაზუსტებით ვერ გეტყვის ალბათ აქ ვერავინ თუ რომელიმე ექიმი არაა, მაგრამ პოლიკისტოზური საკვერცხეები რა შუაშია ორსულობის შეწყვეტასთან? რა გითხრა რა შუაშიაო? მე როგორც ვიცი მაგ დროს საკვერცხეები არ ფუნქციონირებს სათანადოდ და ოვულაცია არ ხდება ხოლმე, შეიძლება არაჯანსაღი კვერცხუჯრედი გადმოისროლოს და განაყოფიერდეს მაგრამ რაღაც დონეზე შეწყვიტოს განვითარება? ვითომ?

Posted by: natinati77 29 Jan 2016, 14:15
ლუნა
დღემდე გაურკვეველია რა მოხდა,ყელმა ვერ გაუძლო და ორივეზე გაიხსნა,არადა ნიკოლოზე არგამეხსნა ყელი და საკეისრო დამჭირდა.მოკლედ ძალიან მინდა მეორე მაგრამ ჯერ კიდევ

Posted by: Smurf13 29 Jan 2016, 14:37
ვინმეს ჰერპესთან ბრძოლის გამოცდილება ხო არ გაქვს? მე ვმკურნალობ და რა მეთოდები არსებობს კიდევ მაინტერესებს
* * *
მოკლედ რომ გითხრათ ჩემი ამბავი დაახლოებით 2 თვის წინ დაფიქსირდა შეწყვეტილი ორსულობა, ამის მერე ვიმკურნალე ჩტს ჰორმონზე (8,6 მქონდა და ეხლა 0,44 მაქვს) და ჰერპეს ვირუსზე (წამლები და სანთლები, პროცედურები კლინიკაში ჩავიტარე) შედეგი კარგი მაქვს, მაგრამ ექიმმა მითხრა კიდე 3 თვე უნდა სვა წამლები რადგან იმუნიტეტი დაბალი გაქვო
ველოდები კომენტარს

Posted by: annaninio 29 Jan 2016, 20:21
Smurf13
მაღალი თიესეიჩის გამო მეც მქონდა შეწყვეტა. ეხლა კარგ მდგომარეობაში გაქვს.ჰერპესთან არ მქონია გამოცდილება...დაბალი იმუნიტეთი პირიქით,ხელს უწყობს მიმაგრებას.ნაკლებად ებრძვის ორგანიზმი ნაყოფს.ალბათ ჰერპესი რომ არ გააქტიურდეს მაგის გამო გალოდინებს ექიმი.

Posted by: sopi.piranishvili 29 Jan 2016, 21:25
გოგოებო იარინას სვავთ ვინმე? მე ერთი წლის წინ მოგეშალა , 5 კვირის, მიზეზი არ ვიცი დღემდე და ვმოგზაურობ სხვა დაცვა ეკიმებთან დღემდე

Posted by: ათულია 29 Jan 2016, 22:42
natinati77
ისეთი კიკინებიანი იქნეააა <3

Posted by: tamuska27 30 Jan 2016, 13:06
მე მქონდა sad.gif
პირველი ორსულობა იყო, საშინელი განცდაა, დეპრესია დამემართა ამ შემთხვევის მერე.
მარა ეხლა 2 შვილი მყავს Dა ეს თემა რომ არა არც გავიხსენებდი.
თითქმის 12 კვირის ორსული ვიყავი, მენზისივით სისხლდენა რომ დამეწყო.
გავვარდით ჰოსპიტალში ( საქართველოში) არ ვარ, ამიღეს სისხლი და ორსულიბის ჰორმონი ვადაზე დაბალია რაც ნიშნავს რომ შეწყვეტილიაო.
ექოსკოპია რამოდენიმე (4-5) დღეში მქონდა დანიშნული, შინ წადი, დამშვიდდი-დაისვენე და მოდი ექოზეო.
დედაჩემი ლამის ტელეფონში გამოძვრა ეს რომ ვუთხარი smile.gif ჩემი ქმარიც ააგულიანა Dა ლამის ხელით შეეხო ექიმს.
მოკლეთ, ექო გადამიღეს, 8-9 კვირაზეა შეწყვეტილიო, თავისით უნდა ჩამოვიდეს რადგან სისხლდენააო და გამიშვეს შინ.
სისხლი მოგეწამლებაო, ეგრე არ შეიძლებაო, გამოფხეკვაა აუცილებელიო, მიზეზის დადგენაო, ხომ იცით საქართველოში როგორ იციან.
ვიყიდე მეორე დღის თბილისის ბილეთი და წამოვედი. Mარა გამოფრენის წინა საღამოს, ანუ ექოდან რამოდენიმე საათში მართლა თავისით ჩამოვიდა.
ჯერ წელი და მუცელი ამტკივდა, მერე წყალი დავღვარე და მერე ჩამომვარდა.
საქართველოში ვირუსოლოგიის წენტრი ჰქვია მგონი, 300 ლარის სისხლის ანალიზი ამიღეს და ციტომეგალოვირუსთან ჰქონდა შეხებაო და ეგ იქნებოდა მიზეზიო.
ეხოსკოპიაც გამიკეთეს, რამე Xომ არ არის დარჩენილიო და არაფერი იყო.
2010 წლის მარტში თU აპრილში მოხდა და იმავე წლის ნორმბერში დავორსულდი.
აქ მითხრეს ყოველ მეოთხე ქალს ემართება მსგავსი რამ პირველ ორსულობაზეო.


Posted by: Smurf13 30 Jan 2016, 14:28
tamuska27
მეც ეგრე მითხრეს, ხშირია პირველი ორსულობის შეწყვეტაო, ზუსტი მიზეზი ვერ მითხრეს,ქორიონის აშრევება თუ რაღაც მსგავსი აჩვენა ანალიზმა,მაგრამ ეგ რატომ ხდება ვერ გავიგე. ძალიან მინდა უახლოეს მომავალში დაორსულება და თან ძალიან მეშინია ....

Posted by: J&J 30 Jan 2016, 14:48
Smurf13
QUOTE
ხშირია პირველი ორსულობის შეწყვეტაო

კი, ძალიან. ჩვენს სამეგობროში თითქმის ყველას ჰქონდა ეგ შემთხვევა. ხშირად ნაყოფი არაა სიცოცხლისუნარიანი და თავად კვდება. ჩემზე გულისცემა ჩანდა უკვე ვერ გავარკვიეთ რატომ მოწყდა.
გერმანიაში სამ თვემდე არც ამხელენ ორსულობას. იციან, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ექიმიც დიდად ვერ დაგეხმარება. სამი თვის შემდეგ, როდესაც საიმედოდაა მიმაგრებული ნაყოფი, უამრავი საშუალება არსებობს შენარჩუნების. დაფეხმძიმებით კი აუცილებლად დაფეხმძიმდები, თუ თავს არ დაისტრესავ. მე ძალიან ემოციური ვარ და იმდენი ვინერვიულე ერთი წელი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად და დასაკიდებლად. ეს რომ მოხდა, ეგრევე დავფეხმძიმდი. smile.gif

tamuska27
აჰ, მეც მსგავსი შემთხვევა მქონდა, გამოფხეკით ოღონდ. თბილისში რამ წაგიყვანა მაგის გამო. რა აზრი ჰქონდა, მარტო ფულების ხარჯვა ათას ზედმეტ გამოკვლევაში. ჩემ დას ორსულობაში წამლებს ასმევდნენ, თვალები შუბლზე ამდიოდა. განსაკუთრებით ე.წ. ჟანგბადის წვეთებზე, რომლებიც მარტო საქართველოში ენიშნება ყოველ მეორეს ...
QUOTE
აქ მითხრეს ყოველ მეოთხე ქალს ემართება მსგავსი რამ პირველ ორსულობაზეო.

კი, მეტსაც. არ ამბობენ ოღონდ.


Posted by: cucacuciko 30 Jan 2016, 17:42
მინდა ყველა გოგოს მივმართო ძალიან გულწრფელად და იქნებ, ჩემი პოსტით ერთ ქალს მაინც შევაცვლევინო გადაწყვეტილება.

როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, არ ვიყავი ამისთვის მზად, ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დავდექი. ბევრი პრობლემა მექნებოდა ბავშვის გაჩენით, ჩემი შეყვარებული აქ არ ცხოვრობს, ცალ-ცალკე უნდა გვეცხოვრა გარკვეული პერიოდი, მეშლებოდა სამსახურში ხელი, ახალი დანიშნული ვარ და მალე დეკრეტში გასვლა არ იქნებოდა კარგი ტონი, მეშლებოდა სწავლაში ხელი,აკადემიური უნდა ამეღო. არ მეყოლებოდა მომხმარე და მარტოს უნდა გამეზარდა და ყველაზე მთავარი, მეგონა, არ ვიყავი მზად არც ფსიქოლოგიურად და არც ფინანსურად და გავიკეთე აბორტი...

და მე იმ დღის მერე გარდა ფიზიკურად ცუდად ყოფნისა და გართულებისა, ვარ ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ და ვაანალიზებ, რომ ყველა პრობლემა, რომელიც დავასახელე მოგვარებადი იყო, უბრალოდ შემეშინდა და არ გავიწვალე თავი. და თითქმის ყოველ ღამე მესიზმრება ბავშვი...

ნუ გაიკეთებთ აბორტს, თუ ოდნავ მაინც გაქვთ შანსი...

Posted by: mashusha 30 Jan 2016, 18:44
natinati77

ვიზეიმებთ მეორესაც <3

Posted by: Smurf13 30 Jan 2016, 20:34
J&J
მე ძალიან მეჩქარება, ექიმმა კი მითხრა 3 თვე კიდე უნდა სვა ანტივირუსული წამლები, რადგან იმუნიტეტი დაბალი გაქვსო... (ჰერპეს ვირუსიმაქვს ბავშობიდან) სხვა ექიმმა მითხრა ეგ ვირუსი ხელს არ უშლის თუ ორსულობამდე არის გამოვლნინიო. აღარ ვიცი ვის დავუჯერო, აბორტიდან 2 თვის გასვლა საკმარისია თუ ჯერ კიდევ არის რისკები

Posted by: tamuska27 30 Jan 2016, 22:48
Smurf13
ორივე ბავშვზე მთელი 9 თვე შიშში გავატარე.
სულ მეფიქრებოდა რომ ბოლომდე ვერ მივიყვანდი.
ეხლა კი მეღიმება ამაზე smile.gif
გისურვებ მალე დაორსულდე და ჯანმრთელი ბაია მალე ჩაიკრა გულში wink.gif

J&J
ხოო, თბილისში ჩავკატავდი ტყუილად ფაქტიურად biggrin.gif

cucacuciko
შეყვარებული გვერდით რომ გეყოლებათ და ფინანსურადაც მომძლავრდებით აუცილებლად გეყოლებათ პატარა რომელიც ამ ამბავს დაგავიწყებთ.
2kiss.gif

Posted by: Smurf13 30 Jan 2016, 23:09
tamuska27

მადლობა smile.gif

Posted by: nopiahopi 31 Jan 2016, 00:40
mashusha
QUOTE
natinati77

ვიზეიმებთ მეორესაც <3


მეც რა


alk.gif tan.gif jump.gif

Posted by: ninikei13 31 Jan 2016, 07:20
Smurf13
3-6 თვე აბორტიდან ჯობია თავშეკავება.პირადი გამოცდილებიდან გეუბნები

Posted by: wox1997 31 Jan 2016, 07:43
ზიკას ვირუსის არ გეიშინიათ? რო ამბობენ თუ ორსულ ქალს დაემართა ბავშვს რაღაც დაავადება ემართებაო სახელი აღარ მახსოვს, პატარა თავით იბადება ძაან

Posted by: madonna_Girl 31 Jan 2016, 11:34
მე შემიწყდა პირველ ორსულობა 10 კვირის ვადაზე.. ძალიან განვიცადე იმდენს ვტიროდი ვერ დამამშვიდეს ვერაფრით. მდუღარე წყალი გადამესხა ფეხზე და ძაან დამეწვა. თან ეგრევე ონკანის წყალს შევუშვირე ფეხი... რომ მივედი უკვე აღარ იყო გულისცემა sad.gif თუმცა მანამდეც იყო რაღაც პრობლემა. სანაყოფე პარკი უფრო უფრო მცირე იყო ზომებში ვიდრე უნდა ყოფილიყო. ანუ ნაყოფი ნორმალურად ვითარდებოდა. სანაყოფე პარკი არა..

Posted by: Smurf13 31 Jan 2016, 13:53
ninikei13
ალბათ მართალი ხარ, მე ვერ ვისვენებ უბრალოდ smile.gif

Posted by: Nykusa 31 Jan 2016, 14:30
wox1997
ეგ ვირუსი საქართველოში ნაკლებად საშიშია. ტურისტულ ზონებს აქვთ ნამცწცა საფრთხე. ეგეც არა, იმიტომ რომ შემოწმდებია რისკ ქვეყნებიდან

Posted by: TAK-090 31 Jan 2016, 18:09
maiakh
Pirdapir eg mitxra radgan eg sakvercxe gaqvs uმეტesobas pirveli eshlebao tan uaryopitiani xaro da mokled ra vegar gavige.iqneb mirchiot kargi eqiki .osidzestan dadixart vinme ?tu ki momweret raa.an nana janelidzis shesaxeb tu gagigiat rame?

Posted by: maiakh 31 Jan 2016, 18:23
TAK-090
ქეთი ოსიძესთან დადის წეროების გოგოების უმეტესობა და მე მგონი ყველა კმაყოფილია. არ იდარდო კიდე დაორსულდები მალე და პატარაც გეყოლება. პირველი ორსულობის შეწყვეტა ძალიან ხშირია, მე მესმის შენი ძალიან კარგად, მეც გამოვიარე ეგ თან ორჯერ, მართლა არ იდარდო. ხო და კიდე ერთი, პირველზე 6 თვე თავს ვიცავდი მეთქი არ შეიძლება თქო, მერე მეორეზე დავიკიდე 6 თვე და მხოლოდ 3 თვე დავიცავი თავი, 10 თვე მოვუნდი დაორსულებას, ასე რომ 3 თვე სრულიად საკმარისია თუ დიდი ორსული არ იყავი.

Posted by: TAK-090 31 Jan 2016, 18:52
maiakh
Madloba gaixare.shenc dadixar qetistan?erti tvis viyavi titqmis.xoda exla eqimma mitxra hiteroskopiaa gaviketoro vnaxot mand xo ar imaleba rameo magram ravi me ar minda jer gaketeba iqneba ise davrche.minda magito sxva eqimtan misvla maintereebs is ras metyvis.tan mgonia rom dzaan uazro mizezs meubjeba radgan polikistozuri sakvercse gaqvs magito moxda chamoshlao ar ganvitarda nayopio.

Posted by: maiakh 31 Jan 2016, 19:28
TAK-090
არა მე არ დავდივარ ქეთისთან, მე დაორსულების დიდი პრობლემა არ მქონია, შენარჩუნების პრობლემა მქონდა. ეხლა გადავიკითხე და პოლიკისტოზური საკვერცხეები მართლა იწვევს თურმე ორსულობის შეწყვეტას და საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელია, მართალს გეუბნება შენი ექიმი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო აუცილებლად იწვევს შეწყვეტას, უბრალოდ რისკი დიდია. საკმაოდ ცუდი ინფორმაცია მოგაწოდე ეხლა, მაგრამ არ იფიქრო ბევრი მაგაზე და არ ინერვიულო, გეყოლება პატარები აუცილებლად.

Posted by: natinati77 31 Jan 2016, 20:04
ათულია
კიი აუცილებლად იქნება კიკინებიანი 2kiss.gif 2kiss.gif jump.gif
* * *
mashusha

აუცილებლად ვიზეიმებთ :-*
sopiasopi
აუცილებლლად გვეყოლება ორივეს

Posted by: TAK-090 31 Jan 2016, 20:26
maiakh
Da mkurnalobis shemdeg qrebaa tu iici tu ra xdeba?

Posted by: annaninio 31 Jan 2016, 21:36
maiakh
ეგ სად წაიკითხე? შეგიძლია დაგვილინკო? მეც პოლიკისტოზიანი ვარ..მაინტერესებს კვერხუჯრედის ხარისხს უკავშირებენ მოშლას თუ ჰორმონალურ დისბალანსს?

Posted by: maiakh 31 Jan 2016, 22:05
TAK-090
ეგ არ ვიცი მაგდენი აღარ წამიკითხავს, უცებ გადავავლე თვალი.
annaninio
აუ ლინკიც არ ვიცი, გუგლში მოვძებნე და იქ წავიკითხე, აი ესე ჩაწერე და ამოგიყრის ქვეყანა ინფორმაციას,
can pcos cause miscarriage

Posted by: TAK-090 1 Feb 2016, 00:07
annaninio
შენც მოგეშალა და რა გითხრეს შენ მიზეზი?

Posted by: wox1997 1 Feb 2016, 00:55
madonna_Girl
QUOTE
მე შემიწყდა პირველ ორსულობა 10 კვირის ვადაზე.. ძალიან განვიცადე იმდენს ვტიროდი ვერ დამამშვიდეს ვერაფრით. მდუღარე წყალი გადამესხა ფეხზე და ძაან დამეწვა. თან ეგრევე ონკანის წყალს შევუშვირე ფეხი... რომ მივედი უკვე აღარ იყო გულისცემა  თუმცა მანამდეც იყო რაღაც პრობლემა. სანაყოფე პარკი უფრო უფრო მცირე იყო ზომებში ვიდრე უნდა ყოფილიყო. ანუ ნაყოფი ნორმალურად ვითარდებოდა. სანაყოფე პარკი


და მდუღარე წყლის გადაქცევა რა შუაშია მუცლის მოშლასთან ?

Nykusa
QUOTE
ეგ ვირუსი საქართველოში ნაკლებად საშიშია. ტურისტულ ზონებს აქვთ ნამცწცა საფრთხე. ეგეც არა, იმიტომ რომ შემოწმდებია რისკ ქვეყნებიდან


ეგრე ღორის გრიპიც თავიდან ამერიკაში იყო მარტო, მაგრამ დღეს მთელს მსოფლიოშია მოდებული.
ებოლაც მარტო აფრიკაში იყო მარა კი გადაიტანეს სხვა ქვეყნებშიც.

Posted by: madonna_Girl 1 Feb 2016, 11:49
wox1997
შუაში კი არა თავშია. ხალხს უბრალო ნერვიულობაზეც ეშლებათ მუცელი და მე კიდევ ისეთი შოკი მივიღე, სანამ ჩემი ქმარი აფთიაქში გავარდა გამაყუჩებელ სპრეიზე, მე ტკივილისგან ვკვდებოდი.

Posted by: annaninio 1 Feb 2016, 13:14
TAK-090
ჰორმონალური დისბალანსი იყო მიზეზი...ყველა ჰორმონი ყირაზე იდგა....ალბათ პოლიკისტოზსაც ეგ იწვევს...

Posted by: ninikei13 1 Feb 2016, 13:28
Smurf13
1წლის მერე შევწყვიტე თავდაცვა,ნუ ნერვიულობ :*

Posted by: wox1997 2 Feb 2016, 14:51
QUOTE (madonna_Girl @ 1 Feb 2016, 11:49 )
wox1997
შუაში კი არა თავშია. ხალხს უბრალო ნერვიულობაზეც ეშლებათ მუცელი და მე კიდევ ისეთი შოკი მივიღე, სანამ ჩემი ქმარი აფთიაქში გავარდა გამაყუჩებელ სპრეიზე, მე ტკივილისგან ვკვდებოდი.

და ანუ დამწვრობისგან გამოწვეულმა ტკივილმა მოგიშალა მუცელი ?
ხო არ ვიცი მე არ ვარ ქალი და პირველად მესმის ეგეთი ისტორიები რაც აქ წავიკითხე

Posted by: madonna_Girl 2 Feb 2016, 17:29
wox1997
99% კი. ჩემს ერთ ნაცნობს 3 თვის არ იყო ღამე სახლში დაბრუნებისას დიდმა ძაღლმა შეჰყეფა და შიშზე მოეშალა.
ორსული რომ არ უნდა ანერვიულო ეგ ხომ იცი ? სტრესი, ნერვიულობა და ა.შ. ბევრი მიზეზია რის გამოც შეიძლება ორსულობა შეწყდეს..

Posted by: J&J 2 Feb 2016, 19:14
madonna_Girl
ეგრეა ნამდვილად თუ არა ასი პროცენტით ვერ დავამტკიცებ ურთიერთკავშირს,მაგრამ მეც მსგავს შემთხვევევიდან მეორე დღეს ამიტყდა სისხლდენა როგორც შენს ნაცნობს. თან წინასწარ დამესიზმრა ძაღლიც და სისხლიც.

Posted by: wox1997 2 Feb 2016, 19:32
madonna_Girl
QUOTE
ორსული რომ არ უნდა ანერვიულო ეგ ხომ იცი ?


ეგ ვიცი. ისე რომ ამბობენ ხოლმე ორსულს გრიპი, თუ შეხვდა შეილება ბავშვს რაიმე დაუზიანდეს და გონებანაკლული ან რამე ეგეთი დაიბადოსო მართალია? თუ ეგ რამე ისეთ ძლიერ გრიპზეა მარტო H1N1 -ზე და ჩვეულებრივ გრიპს არ ეხება ეგ ამბავი ?

Posted by: E_ko 2 Feb 2016, 21:24
TAK-090
maiakh
annaninio
მე მქონდა პოლიკისტოზი, ვიმკურნალე და ალაგდა. მაგრამ პოლიკისტოზის შემდეგაც არის მუცლის მოშლის საფრთხე. პირველი ორსულობა მომეშალა, მეორე მივიდა ბოლომდე მშვიდობიანად, თუმცა თავიდან იყო პრობლემა რომლის მიზეზი ვერ დავადგინეთ.

Posted by: nopiahopi 2 Feb 2016, 22:31
madonna_Girl
QUOTE
სანაყოფე პარკი უფრო უფრო მცირე იყო ზომებში ვიდრე უნდა ყოფილიყო. ანუ ნაყოფი ნორმალურად ვითარდებოდა. სანაყოფე პარკი არა..

ეგ აუცილებლად შეწყვეტდა ორსულობას მაქსიმუმ 10 კვირაზე. მეც მქონდა ეგრე ბოლო ორსულობა. 10 კვირას ვერ გაცდებაო პარკის ზრდის შეჩერების გამო. ზუსტად მაგ ვადაზე დამეწყო კიდეც სისხლდენა და ყელის გახსნა,მაგრამ რატომღაც შენარჩუნდა ნაყოფი. 19 კვირამდე გაუძლო,იმდენ ექიმთან ვიყავი,არავის ჯეროდა რომ 10 კვირას გადააბიჯა. ასეთი პრაქტკაში არ გვქონიაო. მაგრამ 19 კვირაზე უკვე ბავშვმა დააზიანა სანაყოფე პარკი,7 კვირიდან პრაქტიკულად თვითონვე წელავდა. ჰოდა ალბთ ჯობდა ყველაფერი მართლა 10 კვირაზე დასრულებულიყო.. ჩვეულებრივ მშობიარობაზე ბევრად რთულია დიდ ვადაზე მშობიარობა და აბორტი როგორც მორალურად,ასევე ფიზიკურად.. წყლებს ღვრი,მშობიარობის ტკივილი გადაგაქვს, პანიკა,ნერვული აშლა,მერე ნარკოზი, ინსტრუმენტალური ჩარევაც საჭიროა, 900 ლარს იხდი ამ წამებაში და ყველაფერი ამის მერე უბავშვოდ ტოვებ სამშობიაროს.. ბავშვისთვის ნაყიდ რაღაცეებს გადადებ გვერდზე.. მაგრამ რას ვიზამთ.. ცხოვრება გრძელდება . უფალს უნდა ვუმადლოდეთ,რომ ჯანმრთელობა შეგვრჩა და კიდევ გვეყოლება ბევრი ბაია smile.gif

Posted by: xelovnebatmcodne 3 Feb 2016, 13:35
ერთი კვირის წინ შემიწყდა 7 კვირის ორსულობა, მიზეზი ვერავინ მითხრა რატომ, კარგი ორსულობა მქონდა, არც ტონუსი არც ტოქსიკოზი, უბრალოდ ერთ დღეს მცირე გამონადენი მქონდა და ეხო რომ გადავიღე არაფერი გართულება არ იყო, მხოლოდ ყვითელი სხეულის ცისტა მცირე ზომით და 2 დღეში მუცელი მომეშალა. არც მინდა მაგაზე ვიფიქრო, მაგრამ მაინც სულ ვფიქრობ რა იყო მიზეზი, თან პირველი ორსულობა იყო და უფრო მეტად განვიცდი. გადავხედე თქვენს პოსტებს და ცოტათი დავმშვიდდი რადგან პირველი არ ვარ ამ პრობლემით და რა თქმა უნდა ყველაფერი გამოსწორებადია

Posted by: eet 3 Feb 2016, 13:47
QUOTE (xelovnebatmcodne @ 3 Feb 2016, 13:35 )
ერთი კვირის წინ შემიწყდა 7 კვირის ორსულობა, მიზეზი ვერავინ მითხრა რატომ, კარგი ორსულობა მქონდა, არც ტონუსი არც ტოქსიკოზი, უბრალოდ ერთ დღეს მცირე გამონადენი მქონდა და ეხო რომ გადავიღე არაფერი გართულება არ იყო, მხოლოდ ყვითელი სხეულის ცისტა მცირე ზომით და 2 დღეში მუცელი მომეშალა. არც მინდა მაგაზე ვიფიქრო, მაგრამ მაინც სულ ვფიქრობ რა იყო მიზეზი, თან პირველი ორსულობა იყო და უფრო მეტად განვიცდი. გადავხედე თქვენს პოსტებს და ცოტათი დავმშვიდდი რადგან პირველი არ ვარ ამ პრობლემით და რა თქმა უნდა ყველაფერი გამოსწორებადია

არ ინერვიულო მე ორი ორსულობა შემიჩერდა იმდენი რამე გადავიტანე,ეხლა მესამედ ვარ და უფლის წყალობით ჯერჯერობით კარგადაა ყველაფერი

Posted by: wox1997 3 Feb 2016, 14:02
eet
QUOTE
უფლის წყალობით ჯერჯერობით კარგადაა ყველაფერი


უფლის თუ ექიმების ? biggrin.gif

Posted by: eet 3 Feb 2016, 14:13
QUOTE (wox1997 @ 3 Feb 2016, 14:02 )
eet
QUOTE
უფლის წყალობით ჯერჯერობით კარგადაა ყველაფერი


უფლის თუ ექიმების ? biggrin.gif

უფლის...და მერე წამლების ალბათ.მთავარი რწმენაა wink.gif

Posted by: Smurf13 3 Feb 2016, 14:43
xelovnebatmcodne
მეც იგივე მდგომარეობა მქონდა, არც ტონუსი, არც ტოქსიკოზი, ყველაფერი რიგზე იყო და ერთ დღესაც.... მთავარია გაიგო რა მიზეზი იყო და სულ უბრალო პრობლემაც თუ გაქვს მოაგვარო, მერე მშვიდად შეხვდები ორსულობას

Posted by: madonna_Girl 3 Feb 2016, 14:54
sopiasopi
QUOTE
ეგ აუცილებლად შეწყვეტდა ორსულობას მაქსიმუმ 10 კვირაზე

კი მითხრეს მოშლის რისკიაო, მაგრამ ექიმი მამშვიდებდა არაფერია, ჩადგება ნორმაშიო...
არა ნაადრევი მშობიარობა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ის რაც გადავიტანე ნაკლები არ იყო. მაგის მერე მეორე გავაჩინე და გეფიცები მშობიარობისას ისეთი ტკივილი არ მქონდა, როგორც მოშლისას. ფეხზე ვერ ვიდექი ისე მტკიოდა.
wox1997
გააჩნია საწყის ვადაზე თუ შეხვდება (სურდოს და უბრალო ხველებას არ ვგულისხმობ) შეიძლება რამე დაუზიანოს, არასწორად განვითარდეს.
მე მქონდა ვირუსი 17 კვირაზე 1 დღე სიცხეებიც, მაგრამ ყველაფერი რიგზეა smile.gif

Posted by: nopiahopi 3 Feb 2016, 14:56
madonna_Girl
QUOTE
მშობიარობისას ისეთი ტკივილი არ მქონდა, როგორც მოშლისას. ფეხზე ვერ ვიდექი ისე მტკიოდა.

ჰო, აი მაგას ვამბობ ზუსტად, უფრო ცუდი გადასატანია აბორტი , მითუმეტეს დიდ ვადაზე sad.gif

Posted by: anuka2009 3 Feb 2016, 15:17
xelovnebatmcodne
QUOTE
არც ტონუსი არც ტოქსიკოზი,

ტონუსი ბუნებრი ი მოვლენაა ორსულობში. ტონუსი რომ საშიშია - ამას ტუ გეუბნება ექიმი წამოდი და უფრო განვიტარებული მოზებნე. არც ტონუსი და არც როქსიკოზი მითუმეტეს არ არია ორსულობი შეწყვეტია გამომწვევი.
QUOTE
მხოლოდ ყვითელი სხეულის ცისტა მცირე ზომით

აი ეს კი ცოტა საყურადღებოა.

ნუ გეშინია, დაისცენე დაწყნარდი, გაიკეთე აყცილებელი კვლევებუ და მეორედ ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: xelovnebatmcodne 3 Feb 2016, 15:25
კი ექიმის შეცვლა ნამდვილად მინდა, რადგან ჩემს ექიმს მთელი სამი დღე ვურეკავდი რომ მეთქვა ეხოს პასუხზე, მცირე გამონადენზე და წამალზე რა დოზა და როგორ უნდა დამელია, ნუ ეგ უკვე ცალკე და სულ სხვა თემაა, ეხლა უკვე ვიცი როგორ უნდა შევხვდე ორსულობას და ვიცი რა პრობლემა მაქვს, რომელსაც თავიდანვე მივხედავ. მომწონს ეს თემა და იმდენი რამე გავიგე და გავაანალიზე თქვენი პოსტებით, მადლობას გიხდით smile.gif ერთს და მნიშვნელოვანს მივხვდი, რომ მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, მთავარია შენ როგორ შეხვდები და განეწყობი ამ პრობლემის მიმართ.
დღეს უკვე სხვა ექიმთან ვიყავი და გადავამოწმე ყველაფერი და მითხრა რომ არაფერი საშიში და სანგანგაშო არ არის და კვლავ მოვემზადო ორსულობისთვის და ამისთვის 3 თვე თავის დაცვა საჭირო არის, მაგრამ ჯერ მე თვითონაც არ ვარ მზად ამისთვის.

Posted by: wox1997 3 Feb 2016, 16:46
QUOTE (eet @ 3 Feb 2016, 14:13 )
QUOTE (wox1997 @ 3 Feb 2016, 14:02 )
eet
QUOTE
უფლის წყალობით ჯერჯერობით კარგადაა ყველაფერი


უფლის თუ ექიმების ? biggrin.gif

უფლის...და მერე წამლების ალბათ.მთავარი რწმენაა wink.gif

არა მამენტ მართალი ხარ, ქართველი ექიმი ბუნებაში არ არსებობს, მაგას ისევ ღმერთი იწამო ჯობია facepalm.gif

Posted by: TAK-090 3 Feb 2016, 17:05
E_ko
Pirvelis moshlis mizezi eg gitxres?da meoreze ramdeni xnis mere darchi?

Posted by: ninikei13 3 Feb 2016, 17:10
xelovnebatmcodne
ფარისებრი გამოიკვლიე აუცილებლად სანამ მეორეს დააპირებ

Posted by: J&J 3 Feb 2016, 18:46
QUOTE
არც ტონუსი არც ტოქსიკოზი,

ეს ორი ,,ცნება" მარტო საქართველოში რომ არსებობს. facepalm.gif


ქალების გასაღლეტად.

და ჟანგბადის წვეთები კიდევ vis.gif

Posted by: E_ko 3 Feb 2016, 20:23
TAK-090
მოშლის მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ ანემბრიონია იყოო.
პოლიკისტოზი ენდოკრინოლოგთან მქონდა წლების წინ წარმატებით ნამკურნალები და როცა ჩემს გინეკოლოგთან მივედი პირველად და რაღაცეები გამომკითხა მაშინ მითხრა რომ პოლიკისტოზის შემდეგ მეტი ყურადღებაა საჭირო ორსულობის დროსო.
შემდეგი ფეხმძიმობა სასრველია 6 თვემდე არ დადგესო. მე 6 თვეზე მეტხანს ვიცავდი თავს, აბსოლუტურად სხვა მიზეზების გამო. ყოველშემთხვევაში დაფეხმძიმება პრობლემა არ ყოფილა.

Posted by: anuka2009 3 Feb 2016, 22:00
xelovnebatmcodne
სისხლის მიმოქცევის საკითხი გამპიკვლიე და ჰორმონები. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებს გისურვებ! რომელ ექიმთან მიხვედი?

Posted by: xelovnebatmcodne 4 Feb 2016, 15:47
ჰორმონები ყველაფერი გამოკვლეული მაქვს, ვირუსებიც და ყველაფერი წერიგში მაქვს და რაც შეეხება სისხლის მიმოქცევას მართლა არაფერი მსმენია და მაგასაც გადავაკონტროლებ მადლობა smile.gif მედიქლაბში დავდიოდი და ეხლა ვისთან მივიდე არ ვიცი, ორი ექიმი მირჩიეს და ვერ გადავწყვიტე რომელთან მივიდე, თქვენ თუ იცით ეს ექიმები იქნებ მითხრათ პაციენტებთან დამოკიდებულებაში როგორ არიან. იმედის კლინიკაში მირჩიეს გიგა გურასპაშვილი და ჩაჩავას კლინიკაში ლია ფანჩულიძე

Posted by: maiakh 4 Feb 2016, 15:53
xelovnebatmcodne
შენ მაგაზე არ იდარდო ბევრი, პირველი ორსულობის შეწყვეტა ძალიან ხშირია, მე ორი ორსულობა შემიწყდა და მესამედ ვარ ეხლა ორსულად და ნორმალურად მიდის ყბელაფერი, გამოიკვლიე სისხლი და ჰორმონები და ეგაა, ყველაფერი კარგად იქნება.
* * *
xelovnebatmcodne
გამოკვლეული გქონია თურმე smile.gif სისხლის შედედების და თრომბების ამბები გამოიკვლიე, მე ეგ პრობლემა მაქვს, მაგრამ ბევრს ამ პრობლემით ისე ყავს გაჩენილი რამდენიმე რო არც კი იციან რო ეს პრობლემა აქვთ smile.gif

Posted by: Parabola 17 Feb 2016, 15:52
მოგესალმებით ყველას!
არ მეგონა ეს განყოფილება კიდე თუ დამჭირდებოდა მაგრამ ჰოი საოცრებავ მესამეზე ვარ ფეხმძიმედ smile.gif
ახლა რა ხდება: მერვე კვირის ფეხმძიმე ვარ და ყვითელი სხეული არ გამოიყო საერთოდ.
სანთლებს კი ვიკეთებ, მაგრამ არის მოშლის საშიშროება მაინც ნეტა?

Posted by: Jean-Baptist Grenouille 17 Feb 2016, 16:21
xelovnebatmcodne
პირველი ორსულობა 18 კვირაზე შემიწყდა. არანაირი კონკრეტული მიზეზი არ გამოიკვეთა, რანაირი ანალიზები არ გვაიკეთე, საბოლოო მიზეზად დასახელდა ვირუსი რომელიც 8-9 კვირაზე შემხვდა და მქონდა მაღალი სისხეეები (38 ის ფარგლებში) ძალიან რთული დღეები იყო, ყველაფერთან ერთად მეშინოდა, რომ აღარ მეყოლებოდა შვილი. ახლა 9 წლის გოგონა მყავს და ველოდები კიდევ ერთს smile.gif

Posted by: Nykusa 17 Feb 2016, 16:39
maiakh
QUOTE
სისხლის შედედების და თრომბების ამბები გამოიკვლიე, მე ეგ პრობლემა მაქვს, მაგრამ ბევრს ამ პრობლემით ისე ყავს გაჩენილი რამდენიმე რო არც კი იციან რო ეს პრობლემა აქვთ

ერთ-ერთი მეც ვარ ) სისხლძარღვების პრობლემა დამიფიქსირდა და პირდაპირ პლაცენტაზე გამოვლინდა. თრომბოზული უბნები გაჩნდა )
ეს ნაადრევ მომწიფებას განაპირობებს რაც თავის მხრივ პლაცენტას ხსნის და ნაადრევი მშობიარობის საფრთხეაო, ნაყოფის გამოძევების.
ვიმკურნალე კლექსანით და ალაგდა თრომბოზული უბნები მთლიანად.
29 კვირის ვარ ახლა და აღარ აქვს პლაცენტას პრობლემა.


war.gif

Posted by: tikuna22 17 Feb 2016, 17:45
Jean-Baptist Grenouille
18 კვირაზე რომ შეგიწყდა იმის მერე რამდენ ხანში დაორსულდი?

Posted by: Jean-Baptist Grenouille 18 Feb 2016, 15:21
tikuna22
მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი გაფრთხილებული სულ მცირე 6 თვე არ დავრჩენილიყავ და თავი დამეცვა, რაღაც სასწაულით დავრჩი 3 თვეში.

Posted by: tikuna22 18 Feb 2016, 16:04
Jean-Baptist Grenouille
მადლობა პასუხისთვის გაიხარე

Posted by: maiakh 23 Feb 2016, 13:36
Nykusa
მეც ვიკეთებდი კლექსანს ოღონდ კაი ხანი, 1 თვე ვიკეთე დაახლოებით smile.gif მეეორსულობის დასაწყისში დამინიშნეს. იმედია აწი ეხოს რო გავიკეთებ პლაცენტა კაი მდგომარეობაში იქნება და რა თქმა უნდა ბავშვიც smile.gif
* * *
Nykusa
მე ჰემატოლოგმა რაღაც ანალიზიც კი გამაკეთებინა რომელიც აშრევებას აჩვენებს და ცოტა მომატებული იყო ეგეც.

Posted by: qetusiaa_qetuu 23 Feb 2016, 14:35
maiakh
Kai xani me vikete tu vikete biggrin.gif mteli orsuloba fragminze viyavi.. sad.gif mokled rogorcchans dzalian gaxshirebulia es problema da ra samwuxaroa

Posted by: Nykusa 23 Feb 2016, 16:05
maiakh
ხომ გამოიღო მერე პირველ ორსულობაზე შედეგი?
მე მხოლოდ 10 ცალი გავიკეთე და ეხოზე სიმშვიდე იყო. კოაგულოგრამა მომდევნო კვირაში უნდა გავიკეთო და ვნახოთ იქ რა პასუხი მექნება.

Posted by: maiakh 27 Feb 2016, 15:23
Nykusa
პირველ ორსულობაზე არაფერს ვიკეთებდი, ცუდად დამთავრდა, მეორეზე კი ვიკეთებდი, მაგრამ ისიც ცუდად დამთავრდა, ეს მესამე ორსულობაა და ეხლა ჯერჯერობით კარგად მიდის და ღვთის წყალობით ბოლომდე კარგადდმივა smile.gif
qetusiaa_qetuu
აბა შენ გიკეთებია თუ გიკეთებია smile.gif მეორე ორსულობაზე ვიკეთებდი ფრაგმინს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადავცდი 9 კვირას.
* * *
Nykusa
კოაგულოგრამაში გქონდა ცვლილება? მე კოაგულოგრამაში ყოველთვია წესრიგში მაქვს ყველაფერი, დ-დიმერი მქონდა მომატებული და სხვა რაღაცეები კიდე smile.gif

Posted by: Nykusa 28 Feb 2016, 18:10
maiakh
მხოლოდ კოაგულოგრამაში ნქონდა მცირედი სხვაობები ნორმასთან.

ცუდია... ახლა წარმატებული და ბედნიერი ორსულობა გქონდეს :*

Posted by: ratom86 10 Mar 2016, 00:11
QUOTE (Parabola @ 17 Feb 2016, 15:52 )
მოგესალმებით ყველას!
არ მეგონა ეს განყოფილება კიდე თუ დამჭირდებოდა მაგრამ ჰოი საოცრებავ მესამეზე ვარ ფეხმძიმედ smile.gif
ახლა რა ხდება: მერვე კვირის ფეხმძიმე ვარ და ყვითელი სხეული არ გამოიყო საერთოდ.
სანთლებს კი ვიკეთებ, მაგრამ არის მოშლის საშიშროება მაინც ნეტა?

ყვითელი სხეული გამოიყო თუ არა ეს რომელიმე ანალიზით ჩანს?

Posted by: mashusha 10 Mar 2016, 00:20
J&J
QUOTE
ქალების გასაღლეტად.



მე მგონი გადაჭარბებული შეფასებაა.
ბიძაშვილია ჩემი ორსულად და ისეთ დღეშია წყალსაც ვერ ირგებს, არადა, ჯერ 9 კვირისაა. რა ვიცი, ნუ დაარქმევენ ტოქსიკოზს, მაგრამ, უშველონ რამე. ფაქტია ორსულობა პრობლემურად მიმდინარეობს.

Posted by: J&J 10 Mar 2016, 00:28
mashusha
მეც ეგრე ვიყავი. 9 კილო დავიკელი პირველ თვეებში. ინდივიდუალურია ეგ. არაფერი შველის დიდად. ღებინების ცენტრის მბლოკავებს ვსვამდი მაინც. პლუს ინსულინი დღეში 4 ჯერ და სიმფიზიტი. ბოლო 4თვე ღამე არ მეძინა.ამ დროს ჩემი დაქალები 9 თვე ჩიტებივით იყვნენ. მოგონილია აზიელი ექიმების ათასი უაზრო ტერმინი. ფეხმძიმობას მეტნაკლები გულისრევა ყოველთვის თან ახლავს ჰორმონალური ფონის ცვლის მიზეზით.

Posted by: ninikei13 10 Mar 2016, 11:39
ratom86
პროგესტერონზე კეთდება ანალიზი

Posted by: lucky--way 22 Mar 2016, 02:59
10 კვირის და 5 დღის ორსული ვარ, ნაყოფი კი 8 კვირის და 5 დღის უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ერთი კვირის წინ და არც დღეს გულის ცემა არ დაფიქსირდა ეხოზე, ეხოს მიხედვით 5-6 კვირისა არისო. თუმცა გაზრდილი არისო ამ ერთი კვირის განმავლობაშიო, ექიმმა მომახალა რომ როგორც ჩანს უნდა მოხდეს ბუნებრივი აბორტიო, რაზეც ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა და ამიტომ გამიკეთეს სისხლის ანალიზი, აინტერესებდათ ორსულობის ჰორმონი საკმარისად არის მომატებული თუ არაო, ერთ საათში საუბედუროდ მითხრეს რომ არ იყო ნორმალურ ფარგლებში, მითხრეს რომ უნდა დამენიშნა დღე როცა გამიკეთებდნენ აბორტს, მე ერთი კვირა მოცდა გადავწყვიტე, იქნებ განვითარდეს ამ ერთ კვირაში, ან გულის ცემა დაეწყოს ან არ ვიცი, არანაირი წამალი არ დაუნიშნავთ, ნიუორკში ვარ და ისე პირდაპირ და უემოციოდ მომახალეს არ ვიცი როგორ გადავიტანო, მირჩიეთ რამე, რა გავაკეთო, იქნებ აქვს რამე შანსი ჩემს პატარას რომ გადარჩეს..

Posted by: ratom86 22 Mar 2016, 03:10
lucky--way
არ ვიცი რა გირჩიო, მეც ანალოგიური გადავიტანე რამდენიმე დღის წინ, ერთი კვირა თუ მოიცდი, შენს ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი. დაგეთანხმენ მოცდაზე? ხანდახან მეც მგონია ხოლმე, იქნებ შეცდნენ და გულისცემა არ ისმოდა. არ ვიცი, user.gif

Posted by: lucky--way 22 Mar 2016, 03:21
კი დამეთანხმა რათქმაუნდა და გამომიშვეს, თან მე რომ ვუთხარი იქნებ ამ ერთ კვირაში შეიცვალოს რამე მეთქი, მეიბიო და ეს მეიბი მაძლევს იმედს, მაგრამ მე იმას ვდარდობ იქნებ რამე წამალით შეიძლება შველა, ასე უმოქმედოდ როგორ ვიყო?

Posted by: maiakh 22 Mar 2016, 12:12
lucky--way
ღმერთმა ქნას რამე შეიცვალოს, მაგრამ აშკარად ძალიან ჩამორჩება განვითარებას sad.gif

Posted by: annaninio 22 Mar 2016, 12:21
lucky--way
რამე პროგესტერონის შემცველ წამლებს სვამდი ან იკეთებდი მანამდე და მოგიხსნა? თუ არ იკეთებდი, ეხლა სისულელეა დაწყება.იქნება მოშლილია მართლა და უფრო მიამაგრებს ნაყოფს კედელზე.მეც მქონია ეგ შემთხვევა,ამათ ეგ მეიბიც არ უთქვიათ.თუ მოიცდი მაშინ ხელწერილი დაგვიწერე რომ ჩვენს "მკურნალობას" არ ემორჩილებიო... facepalm.gif

Posted by: natuluka 22 Mar 2016, 12:30
annaninio
QUOTE
თუ მოიცდი მაშინ ხელწერილი დაგვიწერე რომ ჩვენს "მკურნალობას" არ ემორჩილებიო...

მასეთი ხელწერილით ვარ გამოსული მე-4 სამშობიაროდან. ეგ "მკურნალობა" იყო აბორტი, და 5 წლისაა უკვე ჩემი ბიჭი

Posted by: maiakh 22 Mar 2016, 12:57
natuluka
და რა ვადაზე გითხრეს შეწყვეტილიაო? და რატოო? მე 2 შეწყვეტილი ორსულობა მაქვს, პირველი ლამის 4 კვირის შეწყვეტილი იყო 6-7კვირაზე და 2გან დამიდასტურეს და მეორე 9 კვირაზე შეწყდა და ისიც 2გან დამიდასტურეს.

Posted by: annaninio 22 Mar 2016, 13:54
natuluka
ერთადერთი გულს რითიც ვიმშვიდებ ისაა რომ ახმეტელთან გადავამოწმე და დიდხანს მსინჯა, ლამის ერთი საათი ვეწვინე და ბოლოს როგორც იქნე დაადასტურა შეწყვეტილიაო...თუმცა შენნაირი ბევრი შმთხვევა მაქვს გაგებული.
lucky--way
გისურვებ შენთანაც მომხდარიყოს მსგავსი სასწაული.

Posted by: natuluka 22 Mar 2016, 14:14
maiakh
მე-12 კვირაზე. გულისცემა აღარ ისმისო

Posted by: J&J 22 Mar 2016, 14:34
lucky--way
ჩემო კარგო. მეც გადავიტანე იგივე. 9 კვირაზე. პირველ ორსულობაზე ძალიან ხშირია. მე გერმანიაში ვცხოვრობ და აქ 3 თვემდე არც არავინ ამხელს ფეხმძიმობას. გამონათქვამიც აქვთ: 3 თვემდე ყველაფერი ან არაფერი ანუ სუსტი ნაყოფი წყდება და ვერაფერს შველიან. მეც 1 კვირა ვიცადე, რასაც ახლა დიდ შეცდომად ვთვლი. სულიერად გავნადგურდი და ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა. მერე აბორტი. 1 წლის შემდეგ დავფეხმძიმდი. მანამდე ჰორმონები მოვიწერიგე და რაც მთავარია, ნერვები უნდა დაიწყნარო. სტრესი პირველი მტერია ორსულობის.

Posted by: lucky--way 23 Mar 2016, 03:41
ჰო, აზრი აღარ აქვს, ჩემთან სასწაულები ნაკლებად ხდება სამწუხაროდ, შეგუება მიჭირს მაგრამ მომიწევს, გისურვებთ რომ მსგავსი განცდა არასდროს გქონოდეთ გოგოებო.

Posted by: soof 24 May 2016, 18:32
შემთხვევით ვნახე ეს თემა და ათმაგად მწყდება გული. 29 წლის ვარ მყავს 11 წლის ბიჭი მაგრამ ბოლო 5 წელია მინდა მეორეს გაჩენა, ამ 5 წლის მანძილზე 5 ჯერ ვიყავი ორსულად და ხუთივეჯერ 6 კვირაზე შეწყდა ორსულობა. ყოველი ორსულობის დროს ვიკეთებდი ყველანაერ გამოკვლევას მაგრამ ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს სულ სხვადასხვა ექიმებთანნ დავდიოდი და უამრავ ანალიზს ვიკეთებდი, ყოველი შეწყვეტილი ორსულობის მერეც ასევე გამოკვლევებს ვიტარებდი და არაფერი პრობლემა არ გაქვსო სუფთა ხარო მეც და ჩემი მეუღლეც. უკვე არ ვიცი ვის მივმართო რა გავაკეთო.

Posted by: north 25 May 2016, 09:06
soof
სისხლის ჯგუფი ხომ არ გაქვს უარყოფითი?

ეს თავისთავად პრობლემა არაა, თუ ნემსებს გაიკეთებ. ჩემს ნაცნობზე გამორჩათ ექიმებს

Posted by: soof 26 May 2016, 16:42
არა სისხლის ჯგუფი მეც და მეუღლესაც 3 დადებითი გვაქვს თვითონაც არ იციან რაშია საქმე 4 ექიმთან ერთად დავდივარ და არცერთმა აღარ იცის რა გამოიკვლიოს კიდე მეუბნებიას წესრიგია შეგიძლია დაფეღმძიმდეო 6 კვირამდე ყველაფერი წესრიგშია და მაგ ასაკზე წყვეტს განვითარებას და მერე მისუფთავებენ. ტყუპებზეც კი ვიყავი ორსულად და ორივემ 6 კვირაძე შეწყვიტა ცხოვრება მაგრამ მე 9 კვირამდე ვაცადე ვერ მოვიშორე ვიფიქრე იქნებ სასწაული მოხდეს და ცოცხლები იყვნენ მეთქი თუმცა რათქმაუნდა შევცდი. აღარ ვიცი რა გავაკეთო ღმერს დიდი მადლობა რომ მყავს ვაჟკაცი მაგრამ... sad.gif ვის მივმართო იქნებ მირჩიოთ თქვენც ვინმე კარგი რეპროდუქტოლოგი. უკვე მეშინია იგივეს გამოვლა საშინელებაა.

Posted by: annaninio 26 May 2016, 17:17
soof
ჰიპერკუაგოლაცია ხომ არ გაქვს? ან DHEA,17 OHP, TSH.ეს ჰორმონები ხომ არ იწევს მაღლა დაორსულებისას.?

Posted by: soof 26 May 2016, 18:37
დაორსულების პრობლემა არ მაქვს ძალიან ადვილად ვორსულდები. ჰორმონებიც წესრიგში მაქვს ნორმებშია ყველა ჰორმონი. ორსულობამდეც გავიკეთე ჰორმონები და ორსულობის დროსაც და ნორმებში იყო

Posted by: გობალა 2 Jun 2016, 14:55
Nykusa
QUOTE
ერთ-ერთი მეც ვარ ) სისხლძარღვების პრობლემა დამიფიქსირდა და პირდაპირ პლაცენტაზე გამოვლინდა. თრომბოზული უბნები გაჩნდა )
ეს ნაადრევ მომწიფებას განაპირობებს რაც თავის მხრივ პლაცენტას ხსნის და ნაადრევი მშობიარობის საფრთხეაო, ნაყოფის გამოძევების.
ვიმკურნალე კლექსანით და ალაგდა თრომბოზული უბნები მთლიანად.
29 კვირის ვარ ახლა და აღარ აქვს პლაცენტას პრობლემა.


იგივე ქონდა ჩემს დას, 1 თრომბოზული უბანი და ექიმმა კარტანი დაუნიშნა და ეს კარტანი რაღცა ვიტამინია და ხომ არ შეეშალა ნეტა?
რა შუაშია საერთოდ

Posted by: Nykusa 2 Jun 2016, 15:28
გობალა
ვიტამინი?? არ ვიცი ნამდვილად.
მე არანაირი ვიტამინი არ მიმიღია ამ დიაგნოზის გამო.


Posted by: Baskurshuqura 17 Jun 2016, 14:13
თვითნებური აბორტის მერე წელიწად ნახევარია გასული, ახლა მინდა დაორსულება, ყველაფერი რიგზე მაქვს, უბრალოდ ნერვული აშლილობა და შიშები მაქვს. ძალიან ვნერვიულობ, ვაკუუმ აბორტი იყო, გამოფხეკვა არ მომხდარა.

Posted by: mashusha 17 Jun 2016, 18:37
არ მეგონა ამ თემაში თუ დავპოსტავდი, მაგრამ რასაც არ ელი ის ხდება. 10,5 შეწყფა ჩემი ფეხმძიმობა. ვნახე ექოზე უმოძრაო პაწია ხელები და თავი...

Posted by: Nykusa 18 Jun 2016, 10:24
mashusha
აუ sad.gif
თავს ვიკავებდი დედებში კომენტარისგან.... მაგრამ რავი sad.gif
ძალიან მომხვდა გულზე sad.gif.......

Posted by: nimmer 18 Jun 2016, 10:54
mashusha
რთული გადასატანია, მარა სხვა რა გზაა. ჯანმრთელი შვილების ჯანმრთელი დედა ყოფილიყავი!!!

Posted by: she_is_ia 18 Jun 2016, 12:12
გოგოებო მეც შემიწყდა იანვარში, მეშვიდე კვირაზე sad.gif თან რაც ყველაზე ცუდია, ბუშტნამქერი ეგონა ჩემ ექიმს, რადგან ექოზე ვინც გამსინჯა ბუშტნამქერზე მიიტანა ეჭვი და გადამოწმება მოითხოვა, გამოტუმბვა გამიკეტეს და იქაც არ დაადასტურეს ბუშტნამქერი, თმცა ქორიონის ბუსუსები იყო.. ჩემმა ექიმმა დაიჟინა მაინც ბუშტნამქერიაო და ერთი წელი ამიკრძალა დაორსულება..
მაგრამ..
ეხლახანს მივედი სხვა ექიმთან და აღმოჩნდა რომ ხეგე ძალიან დაბალი იყო ბუშტნამქერისთვის და რომ უკვე შემიძლია ცდა, არადა განწყობილი ვიყავი უკვე რომ ნოემბრამდე ვერაფერზე ვიფიქრებდი...

საქმე იმაშია,რ ომ კოაგულოგრამა წესრიგში იყო და რეალურად ვერ მითხრეს მიზეზი რატომ მომეშალა, თან ტყუპები იყო ექოზე sad.gif(

ძალიან დიდი სტრესია და რაც ყველაფერს ამძიმებს არის ის, რომ არ იცი კიდევ როდის შეძლებ ცდას და როგორ დამთავრდება, ეხლაც ძალიან მეშინია..

Posted by: likalikuna 19 Jun 2016, 22:03
სამწუხაროდ ჩემი ორსულობაც შეწყდა. ექოს მიხედვით 7 კვირაზე. სავარაუდოდ ვაკუუმი დაგჭირდებაო და ვისაც გამოგიცდიათ დაწერეთ მტკივნეულია? დაგაძინებენო და რითი აძინებენ ნარკოზით? ეს მოწყობილობა საშოში შეყავთ ალბათ და საშვილოსნოშიც?

Posted by: annaninio 19 Jun 2016, 22:51
likalikuna
უი რა სამწუხაროა.რა მოხდა ნეტა?მე მქონდა მიახლოებით მაგ ვადაზე გამოტუმბვა.სავაძელზე რომ ახვალ ეგრევე დაგაძინებენ და გაღვიძებული ვერაფერს უგრძნობ.ნუ გეშინია.უმტკივნეულოა აბსოლიტურად.

Posted by: she_is_ia 19 Jun 2016, 23:43
QUOTE

likalikuna



ძალიან ცუდია, კარგად მესმის შენი, ნუ გეშინია, ერთი ის მახსოვს, რომ სავარძელზე ავედი, მერე გავითიშე, რომ გამეღვიძა ყველაფერი დამთავრებული იყო, ჩემი პირველი ნარკოზი იყო და ძალიან მეშინოდა მანამდე..

სხვათა შორის ემოციურად უფრო კარგად ვიყავი რომ გამეღვიძა, რაღაცნაირად სრულად დუნდები ნარკოზის დროს და ეტყობა მაგის ბრალია.. მოკლედ გირჩევ მაგაზე ნერვები არც დახარჯო, ნახავ რა მარტივია..

Posted by: annaninio 20 Jun 2016, 00:06
she_is_ia
მეც კარგად ვიყავი ემოციურად....რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს.რატო ნეტა?
ღმერთმა აღარასოდეს გამოგვაცდევინოს.ისე მეშინია დიდ ვადაზე რამე არ მოხდეს...

Posted by: nopiahopi 20 Jun 2016, 00:33
likalikuna
ნარკოზს გირჩევ..!!!
გარდა ფიზიკური დისკომფორტისა,მართლა ჯობია გაიღვიძო და ყველაფერი უკან გქონდეს მოტოვებული.. რაღაც წერტილი ესმევა და ეგრევე განეწყობი ახალი ეტაპის დასაწყისისთვის. მე პირველზე არ გამიკეთეს ნარკოზი,მოტყუებით შემათრიეს,დაგაძინებთო და ცოცხლად დამგლიჯეს 4 თვის ორსული.. არავის ვუსურვებ.. ფიზიკურ ტკივილს აღარ დავეძებდი,მორალურად შევირყიე..

ასე,რომ.. ჯობია დაიძინო .. ეს საშინელი ეტაპი დასრულდება მშვიდად და ახალი ენერგიით და განწყობით განაგრძობ ცხოვრებას smile.gif და მომოვალი წარმატებული ორსულობის დაგეგმვას smile.gif 

Posted by: mashusha 20 Jun 2016, 09:52
sopiasopi
რას ჰქვია მოტყუებით??????? გავგიჟი!
საშიში არაფერია. გაიღვიძებ და ცხოვრებას იწყებ თავიდან, წყალობის მოლოდინში

Posted by: likalikuna 20 Jun 2016, 09:53
annaninio
she_is_ia
sopiasopi
მადლობა გოგოებო. ჩემი წერტილი უკვე გამოვიტირე, უსაზღვრო სევდა მაინც დამრჩა sad.gif( ახლა უკვე ტექნიკური პრობლემები არ მაძლევს მოსვენებას. 10 წელზე მეტია მაწუხებს ნერვოზი, ჩაძინების პრობლემები მაქვს, ზოგჯერ აქტიურ ფაზაში, ზოგჯერ იძინებს და ეს ნარკოზი ხომ არ გაუკეთებს პროვოცირებას? იქ რომ ვიკითხო იმათ ოღონდ საბაბი მიეცი და არ გამიკეთებენ sad.gif(
* * *
mashusha
ეს გადავაგორო და უკან დავტოვებ ყველაფერს.

Posted by: mashusha 20 Jun 2016, 10:21
sopiasopi
რას ჰქვია მოტყუებით??????? გავგიჟი!
საშიში არაფერია. გაიღვიძებ და ცხოვრებას იწყებ თავიდან, წყალობის მოლოდინში

Posted by: anuka2009 20 Jun 2016, 10:27
likalikuna
QUOTE
რითი აძინებენ ნარკოზით

ეს არ არის ზოგადი ნარკოზი. მედიკამენტოზური ძილია მსუბუქი პრეპერატით. მარტივად დაიძინებ, მარტივად გაიღვიძებ. ნუ გეშინია. არავითარ სემტხვევასი არ გაიკეთო უნარკოზოდ. პროპოფოლით აძინებდნენ 3-4 წლის წინ და ახლაც მგონი.

Posted by: annaninio 20 Jun 2016, 10:38
likalikuna
რას ამბობ.მე არანაირი რეაქცია არ მქონია.არადა მაშინ მეც ისეთი ნევროზი მქონდა ღამეები რ მეძინა.პირველად მგონი იმ ღამეს დავიძინე.თანაც ცოცხლად მაგის გამოცდა უფრო დაგრთგუნავს დამიჯერე.sopiasopi
4 თვეზე რაღა მოხდა კი მაგრამ? სად გაიკეთე აბორტი? გაგუაში იციან მასე.ერთი გოგო იყო, მოშლილზე მოვიდა. მე რომ ექოზე ვიყავი და მასე შეაგდეს და აწამეს.მე ჩემმა ექიმმა მითხრა, ნამშობიარევი არ ხარ და გაგიჭირდება ისეო.თუ ნაჭამი ხარ ხვალ მოდიო'.

Posted by: likalikuna 20 Jun 2016, 11:43
annaninio
anuka2009
თქვენ გაიხარეთ და გამრავლდით smile.gif)))

Posted by: she_is_ia 20 Jun 2016, 13:00
annaninio

არ ვიცი ზუსტად რა ხდება მაგ დროს ორგანიზმში, მაგრამ რაღაცნაირად სრულად მოდუნებულმა გავიღვიძე, ეტყობა ნერვული სისტემა ისვენებდა იმხელა სტრესის მერე.. ისე რაღაც სასიამოვნო სიზმარიც კი ვნახე იმ რამდენიმე წუთში smile.gif

sopiasopi
და ვერ ვხვდები ნარკოზი რატომ არ გამოიყენეს, რამე შეუთავსებლობა გქონდა წამალთან? მე მკითხეს კვერცხზე ალერგია ხომ არ გაქვსო, ცილაზე იყო დამზადებული ის პრეპარატი რითაც დამაძინეს..

Posted by: nopiahopi 20 Jun 2016, 15:12
mashusha
QUOTE
რას ჰქვია მოტყუებით??????? გავგიჟი!

აი მაგას ქვია..

ადრეც მოვყევი ეს ისტორია: დილიდან მეუბნებოდნენ გაგიყუჩებთო და მორიგ გასინჯვაზე რომ შემიყვანეს,რამდენ თითზე ხარ გახსნილიო, კარი გადაკეტეს, მოათრიეს ინსტრუმენტები და მივხვდი რაღაც ხდებოდა,მანამდე რომ მსინჯავდბენ ხოლმე,არ რაზავდნენ კარს. ჰოდა კივილი რომ დავიწყე,ხელი არ მახლოთ გაყუჩებამდეთქო, ანესთეზიოლოგი აღარ გაძინებსო გამომიცხადეს,გამაკავეს და შეუდგნენ საქმეს


annaninio
QUOTE
სად გაიკეთე აბორტი? გაგუაში იციან მასე.ერთი გოგო იყო, მოშლილზე მოვიდა. მე რომ ექოზე ვიყავი და მასე შეაგდეს და აწამეს

კი ბატონო,მანდ ვიყავი

Posted by: annaninio 20 Jun 2016, 16:16
sopiasopi
4 თვეზე რა მოხდა? რის გამო?

Posted by: nopiahopi 20 Jun 2016, 16:18
annaninio
QUOTE
4 თვეზე რაღა მოხდა კი მაგრამ?

ე.ი. 12 კვირაზე ვიყავი ეხოზე და ნაყოფი კარგად იყო ( მე კი მქონდა ჰემატომები,მარა ხელს არ უშლიდა) მერე დაახლოებით 16 კვირაზე უკვე დაფიქსირდა,რომ 14 კვირის მერე აღარ განვითარდა,გული კი უცემდა ბოლომდე , მარა სხვადასხვა ორგანოებზე პათოლოგიები განუვითარდა და ამ პათოლოგიებმა შეაწყვეტინეს განვითარება. გაუჩერდა თირკმელები,შესაბამისად შარდის ბუშტი და წყლები დააკლდა, დიაფრაგმაც აღარ განვითარდა,კუჭი აუვიდა გულის გვერდით..

Posted by: anuka2009 20 Jun 2016, 16:21
sopiasopi
ვინ გაგიკეთა, მზია ბუსიშვილმა?

Posted by: annaninio 20 Jun 2016, 16:26
sopiasopi
მე პლაცენტის გასქელება მითხრეს...14 კვირას ვიყავი ბოლო ექოზე.ძალიან განვიცდი ექოებზე სიარულის დროს. ამ პლაცენტას თუ არ ჩავთვლით სხვა პრობლემა არ იყო.მაგრამ შეშინებული ვარ..მასე მერე ხო გააჩინე ჯანმრთელი ბაია.მთავარი ეგაა.❤

Posted by: nopiahopi 20 Jun 2016, 17:05




anuka2009
QUOTE
ვინ გაგიკეთა, მზია ბუსიშვილმა?

კი. გაგუას იმედზე კი ვიყავი,მარა შემატოვა ამ ქალს. რა ენაღვლებოდა,გავარდა კონფერენციაზე ჩაქვში. და მაგ კაცის სიტყვა კლინიკაში სულ ცალ ფეხზე კიდიათ მაგის ექიმებს sad.gif

* * *
annaninio
QUOTE
მასე მერე ხო გააჩინე ჯანმრთელი ბაია.მთავარი ეგაა.❤

კი, აბა რა smile.gif დღეს არ წავედი სამსახურში და ისე უხარია ჩემ კნუტს,მახრჩობს ფერებაში და კოცნაში :*

პლაცენტის პრობლემაზე კი იკეთებ ნემსებს და ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება smile.gif მალე მოგიკაკუნებს ბაო მუცლიდან smile.gif

Posted by: anuka2009 20 Jun 2016, 17:51
sopiasopi
QUOTE
კი. გაგუას იმედზე კი ვიყავი,მარა შემატოვა ამ ქალს. რა ენაღვლებოდა,გავარდა კონფერენციაზე ჩაქვში. და მაგ კაცის სიტყვა კლინიკაში სულ ცალ ფეხზე კიდიათ მაგის ექიმებს

მე სულ ვამბობ რომ ეს ქალი არაა ნორმალური ფსიქიკის. მე "მახვევდა" კარგა ხანი რომ - ვინ იკეთებს გამოფხეკვას დაძინებით, ახლა კიდევ მაგის 150 ლ უნდა გადაახდევინო შენს ქმარს. უტაქტო, უზრდელი და არაპროფესიონალია. უბრალოდ მე გაგუას კლინიკაში მყავს ნაცნობები და გავაგებინეთ როგორმე რომ 21 ე საუკუნეში ტკივილის გაყუჩება ფიფუნება არაა. ჯერ ხომ ჩემთან შეცდომა დაუშვა, წავრდი ეხოზე გადავამოწმებ თქო, ატეხა- ეი ახლა დაზინების თანხას ახდევინებ ქმარს და კიდევ ეხოს 10 ლ უნდა გადაიხადოო. თან სიცილით და დედაშვილურად ვითომ. უბრალოდ კულტურულად გავაგებინეთ, რომ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა იქ განხილვის საგანი არ იყო. შევედი ეხოზე და აღმოაცინა გენრიეტამ ჩატოვებული ნაყოფი რომელიც რა შედეგსაც გამოიღებდა მიხვდებით ალბატ.
სულ მინდა ვკითხო დავით გაგუას, რა ჯანდაბად უნდა ეს ქალი კლინიკაში, რომელსაც მხოლოდ გამიფხეკვებს აკეთებინებს და ამ ხარისხით მუსაობს. ამ ამბავის მერე არც გამიხედია გაგუას კლინიკისკენ. როცა არის დაძინების საშუალება რატომ უნდა ერჩივნოს ექიმს აწამოს ადამიანი. რა ცუდია რომ ამ ქვეყანაში მსგავს ქეისებს ვერსად გაასაჩივრებ.

Posted by: nopiahopi 20 Jun 2016, 19:04
anuka2009
ჩემთან გაუყუჩებლობის მიზეზი რა იყო იცი? ამესთეზიოლოგი ძაან "რელიგიური" იყო და არ გავაკეთებ სანამ გულისცემა არ სეწყდებაო და ეს რო მითხრეს დილით, უკვე ყელის გასახნელი წამლები გაკეთებული მქონდა, და სხვა სამშობიაროში გადარეკა-გადმორეკა დედაჩემმა და მელოდებოდა უკვე სხვაგან ბრიგადა, ჰოდა ამათ აიჩემეს, არ ინერვიულო კაცო, სანამ რამდენიმე საათი გავა და სულ გაგეხსნება ყელიო, საკმარის დონეზეო, გაგიყუჩებსო, დაველაპარაკებითო. არ იქნება პრობლემაო და მაგიტო აღარ წამიყვანეს სხვაგან. ჰოდა ბოლოს რო შემიყვანეს, მოდი გაგსინჯოთო და რა გასინჯვა, პირდაპირ სკამზევე რო გამაკავეს, ვერ შევაბით ანესთეზილოგიო მეუბნებიან. და თან წინა დღეს გაგუა აწვებოდა, ჯერ უნდა გამოაძევო ნაყოფიო, მერე გამოფხეკაო, ეს მზია კიდე, პირდაპირ გამოფკეა ჯობიაო და არაო გაგუამ, პირდაპირ არ გამოფხიკოთო, დიდია ნაყოფი, საშვილოსნოს დაზიანების შანსიც მოიმატებსო და რო გავიდა პალატიდან, ამ ქალმა ჩაილაპარაკა, კაი ერთი, მაინც გამოვფხიკავო, მარა მართლა ვერ წამოვიდგინე რო ამდენს გაბედავდა, დაიგულა გაგუა წასული და შემათრია. გაგუას სისუსტე ზუსტად მაგაშია, რას ქვია შენს ნათქვამს გადაუხვიონ შენს გარეშე, როგორ უნდა უბედავდნენ უბრალოდ, არ მესმის რა.

მერე ეხოზე შემოწმებაზე არავის გაუჭედია, პირიქით, დაფეთებულები იყვნენ, ცუდად რო გავხდი აბორტის დროს, იყო გადაძახილ გადმოძახილი, სხვა ექიმიც შემოვიდა და ეხმარებოდა, ბოლოს დედაჩემი შემოიყვანეს, კონტაქტზე აღარ გამოდის სოფო და იქნებ თქვენ დაგვეხმაროთო, ძაან რო გავჭედე.. მარა არც დედაჩემის დანახვა მინდოდა და არც არავის.. ერთი თვალებით ვანიშნე დედას, კარგად ვართქო, რო გასულიყო და არ ეყურებინა რა დღეშიც ვიყავი..

Posted by: tamuska27 21 Jun 2016, 04:41
sopiasopi
გული დამიწვრილდა რეები წავიკითხე.
საყვედური, პრეტენზია, საჩივარი არ დაუწერეთ?
ან სხვა ანასტეზიოლოგი არ ჰყავდათ? ასე როგორ შეიძლება.
გადავირიე რააა....

Posted by: ninikei13 21 Jun 2016, 16:42
sopiasopi
ანესთეზიის გარეშე გამოგფხიკეს? შენი თანხმობის გარეშე? გადავირიე!!! ახლა წავიკითხე წინა პოსტებიც.ბრაზი მახრჩობს.როგორ არ უჩივლე მაგ არაადამიანს?!

Posted by: anuka2009 21 Jun 2016, 17:15
tamuska27
QUOTE
საყვედური, პრეტენზია, საჩივარი არ დაუწერეთ?


რა საყვედური და საჩივარი, ვის აინტერესებს? იმ დღეს ჩემი ქეისი ყველა ექიმმა იცოდა იქ მათ შორის გაგუამაც და კიდია, მე ეს დასკვნა გამოვიტანე. ერთი - რა ცუდია ასე რომ მოხდა- არ წამოცდენია არავის. ვისთან უნდა იჩივლო, მენეჯერს არ აინტერესებს ფაქტია. სამედიცინო ეთიკას არც ვთხოვ.
ამას ემატებოდა ეს ურცხვი, ფულზე მოლაპარაკე ქალი და ენაგრძელი, ტუტუცი ექთნები. ფაქტია 2009 წელს მოხდა ეს ქეისი და იმის მერე ეს ქალი ყავს იქ გაგუას.

Posted by: glamo 21 Jun 2016, 23:44
sopiasopi
როგორ არ უჩივლე შოკში ვარ sad.gif როგორ შეარჩინე, თუნდაც იმედი არ მქონოდა არაფრის მაგას როგორ ვაპატიებდი, რას ქვია გაგაკავეს? 5 წლის ბავშვი ხარ კბილის ექიმთან თუ რა? ვაიმე ცუდად გავხდი წარმოდგენაზეც კი..
anuka2009
QUOTE
რა საყვედური და საჩივარი, ვის აინტერესებს?

რას ამბობ sad.gif უნდა საჩივარი აუცილებლად. რა მენეჯერი, პირდაპირ პოლიციაში.. აბა შემოკვდომოდათ პაციენტი? მერე ხომ ატყდებოდა ამბავი?

Posted by: Baskurshuqura 24 Jun 2016, 19:31
ეხომონიტორინგზე ვიყავი ამ თვეში ხოდა 12ე დღეს გასკდა ფოლიკული, 10ე და 11დღეს ამიკრძალა ექიმმა ქმართან კავშირი და 12ე დღეს რო ნახა გამსკდარი ასე თქვა მემგონი გვიანიაო და როგორ გავიგო? თუ გასკდომამდე არ შეიძლებოდა და გასკდომის მერე გვისნია ალბათო აბა როდისღა შეიძლება?

Posted by: maiakh 24 Jun 2016, 22:33
Baskurshuqura
წესით სანამ გასკდებაამანამ უნდა მოხდეს მაი ამბავი smile.gif რო გასკდებაამაშინაც შეიძლება მარა უფრო ნაკლები შანსია, შენ ექიმს რაღაცეები ერევა ეტყობა smile.gif

Posted by: Baskurshuqura 25 Jun 2016, 10:29
რო გასკდება ხო მაშინ ხდება განაყოფიერება და...

Posted by: mashusha 25 Jun 2016, 20:28
Baskurshuqura
კი, გახეთქვიდან 24 საათი არის ცოცხალი კვრრცხიჯრედი. მანამდე იმიტომ ურჩევენ, რომ სპერმა, რომელიც 72 სათია ორგანიზმში, ცასაფრებული დაახვედრონ კვერცხუჯრედს დდ აბა, სპერმასაც ხომ სჭირდება გზის გავლა და მიგნება დდდ არც მერეა გვიან, ეტაკე ეხლა საქმეს, სულ 24 საათი გაქვს

Posted by: maiakh 25 Jun 2016, 22:27
Baskurshuqura
აი მშვენივრად აგიხსნა mashusha -მ
ყველა ვარიანტში ჯობია გასკდომამდე გქონდეს ურთიერთობა, შენ ხო არ იცი სპერმას რა დრო ჭირდება მილამდე ასვლაში, თან არც ის იცი ზუსტად კვერცხუჯრედი 24 საათი ცოცხლობს თუ უფრო ნაკლები, თან რაც უფრო გადის დრო კვერცხუჯრედს უფრო და უფრო ეკარგება განაყოფიერების უნარი

Posted by: Baskurshuqura 26 Jun 2016, 17:44
გასაგებია ყველაფერი, მადლობა ^^
უტროჟესტანი 200 დამინიშნა ასევე ექიმმა და რო ვსვამ ერთი საათის მერე ნელ-ნელა თავბრუს მახვევს, მთვრალივით და მერე მთიშავს, მძინავს გათიშულს 2 საათი დაახოებით და ეს ნორმალურია? თან დღეში ორჯერ მაქვს დასალევი. თუ გქონიათ ვინმეს ეს წამალი გამოწერილი მაინტერესებს, თქვენს ასე გიშვებათ?

Posted by: maiakh 26 Jun 2016, 20:05
Baskurshuqura
კი ეგრე ჩვევია უტროჟესტანს smile.gif

Posted by: annaninio 26 Jun 2016, 20:19
Baskurshuqura
წეროს მოლოდინში წერე.მასეთ თემებზე მანდ ვსაუბრობთ.

Posted by: Baskurshuqura 26 Jun 2016, 22:21
მადლობა გოგოებო,
არ ვსარგებლობ ფორუმით და რა როგორ ხდება არ ვიცი, თემებსაც ვერ ვნახულობ ხოლმე შესაბამისს, შევეჩვევი ნელ-ნელა. user.gif love.gif

Posted by: natinati77 27 Jun 2016, 23:22
sopiasopi
ვაიმე რეები გადაგიტანია,ჩემი ჯოჯოხეთი გამახსენდა,გაუტკივარებას რომ არ მიკეთებდა,ამხელა გოგომ 400 გრამიანი ბავშვი ვერ უნდა გმოაგდოო sad.gif მერე უკვე რომ წამივიდა გული ტკივილებისგან იკადრეს და ისე დამარჭეს ხერხემალშინემსი,პოტრომბნ არ შემიმოწმეს და მე მეჩხუბებოდნენ დენა რომ აგიტყდა ჩვენ დაგვბრალდებაო.ესენი რომ მახსენდება,ძლივს მოიფქრებული ორსულობა ,ლამის გადავიფიქრო

Posted by: nopiahopi 28 Jun 2016, 00:07
natinati77
QUOTE
ძლივს მოიფქრებული ორსულობა ,ლამის გადავიფიქრო


არ გაბედო smile.gif ყველაფერი კარგად დაიწყება და დასრულდება, აი ნახავ :*

რაც გადავიტანეთ ცუდი, გვეყო smile.gif :ნორმაში არ ჯდება ჩემი იმედი კარგის მოლოდინისა სმაილი: biggrin.gif


Posted by: natinati77 28 Jun 2016, 11:37
sopiasopi
QUOTE
არ გაბედო  ყველაფერი კარგად დაიწყება და დასრულდება, აი ნახავ :*

რაც გადავიტანეთ ცუდი, გვეყო  :ნორმაში არ ჯდება ჩემი იმედი კარგის მოლოდინისა სმაილი:


ამ აგვისტოს დავისვენებ და აღარ დავიცავ თავს,თან წონაც მოვიცილე და იქნებ გავიყვანო ორსულობა ბბოლოში love.gif
შენ რას შვები? როგდისთვის აპირებ?

Posted by: nopiahopi 28 Jun 2016, 12:50
natinati77

ზაფხულის გადაგორება მინდა და სასექტემბროდ ვგეგმავ smile.gif

Posted by: natinati77 28 Jun 2016, 13:06
sopiasopi
QUOTE
ზაფხულის გადაგორება მინდა და სასექტემბროდ ვგეგმავ

ხოდა ვეწუწუწნოდ ერთმანეს 2kiss.gif love.gif

Posted by: nopiahopi 28 Jun 2016, 13:52
natinati77
QUOTE
ხოდა ვეწუწუწნოდ ერთმანეს   

ხო, კარგ ამბავზე კი გვექნება საწუწუნო baby.gif jump.gif

Posted by: mashusha 28 Jun 2016, 17:32
sopiasopi
natinati77


მეც მინდა სექტემბრიდან, თუ ყველაფერი კარგად წავიდა..
არ ქრება ეს ოხერი სისხლიანი ჩანართი sad.gif

Posted by: Colors123 28 Jun 2016, 18:49
გამარჯობა გოგოებო, მოკლედ 7 თვის წინ როცა გავიგე ფეხმძიმობა წავედი ბადრი შარიქაძესთან ეხოზე,ვიყავი 4 კვირის ბადრიმ ეგრევე მითხრა რომ ცუდი მდგომარეობა გაქვსო ყვითელი სხეულის ნაკლებობა და ცუდი მიმაგრება, სისხლდენა მქონდა უკვე დაწყებული და მითხრა რომ სავარაუდოდ ვერ შევინრჩუნებთო მაგრამ მაინც ვცადოთო ნუ გინეკოლოგმა დამინიშნა წამლები მაგრამ მეორე დღეს მაინც მომეშალა.მალევე წავედი გინეკოლოგტან ჩაჩავაში მაკა ჩიქოვანთან, მაკამ დამამშვიდა და მიტხრა რომ ასეტი შემთხვევები ხშირია 4 კვირამდე თვითნებური აბორტიო და არ შეგეშინდესო არც არაფეერი არ დაუნიშნავს მხოლოდ ფოლიუმის მჟავა, გამაკეთებინა ვირუსების ანალიზიი ყველა უარყოფითი იყო და გამომიშვა ბედნიერად სახლში, მას შემდეგ გავიდა ზუსტად 6 თვე და ახლახანს გავიგე რომ ორსულად ვარ, მივედი ისევ ექიმთან და ისევ დამჭირდა წამლები ამ ყვითელი სხეულისთვის და წოლითი რეჟიმი, ხოდა რაც მთავარია ეხოზე მითხრეს რომ ნაყოფი პატარა არისო 5მმ, ანუ ბოლო მენსტრუაციის თარიღი იყო 5 მაისი, წესით 6 კვიირის უნდა იყოო ნაყოფი კი ზომებით პატარა არისო, დამინიშნეს წამლები გამომიშვეს და 10 დგეა ვწევარ.. ძაან მეშინია ისევ არ მომეშალოს ან რატოა პატარა ეგ მაფიქრებს რაიმე პატოლოგიით არ იყოს ბავშვი. sad.gif( ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: ninikei13 28 Jun 2016, 20:37
mashusha
ახლა დენა შეგიჩერდა? სავარაუდოდ მენზის დროს წამოვა,არა? აბორტი ხომ გაგიკეთეს რატომ დარჩა?

Posted by: anuka2009 28 Jun 2016, 21:48
Colors123
ნუ გეშინია, ჯერ პატოლოგოებზე ლაპარაკი ნაადრევია, შეიზლება დაეწიოს განვითარებით ვადას.

Posted by: annaninio 28 Jun 2016, 22:33
Colors123
ჩემი ნაყოფის, ანუ ემბრიონის ზომა 7 კვირაზე იყო 9 მმ.და არავის უთქვია ჩამორჩენა.თან გინდაც იყოს ,ასეთ პატარა ვადაზე ხშირად აჩვენებს ჩამორჩენას ,დაეწევა მერე, გულისცემა ქონდა უკვე? შენ მახსოვს რომ მომავლებში პოსტავდი.ხო გყავს ერთი ბაია?

Posted by: nopiahopi 28 Jun 2016, 22:56
mashusha
QUOTE
მეც მინდა სექტემბრიდან, თუ ყველაფერი კარგად წავიდა..

რას ქვია "თუ" vik.gif საზაფხულოდ უნდა დავყაროთ და დავყაროთ ბავშვები biggrin.gif wink.gif wink.gif alk.gif sa.gif

Posted by: natinati77 28 Jun 2016, 23:27
mashusha
კარგად იქნება ყველაფერი :* უკვე 3 ვართ
sopiasopi
love.gif


Colors123
პროგეტერონის ანალიზი ჩაიჟეთე?? კი გაიხეთქავ გულს,ჩემიც ჩამორჩენოდა,მაგრამ მერე დაეწია ვადებს

Posted by: Colors123 28 Jun 2016, 23:51
annaninio
ვისიც არის ეს იუზერი იმას ყავს, მე მათხოვა ცოტახნით smile.gif)) გულისცემა ჯერ არაა პატარა ვადაზე ვიყავი მისული ხვალ უნდა მივიდე და ვნახავ თუ არის წინსვლა თუ გაიზარდა ჩემი ბაია.


natinati77
არაა რავიცი არ მოუთხოვია ექიმს მაგის გაკეთება რომ მომეშალა მიზეზი ისედაც მაგის ნაკლებბობა იყო ანუ როგორც დავასკვენი პროგესტერონი იგივე ყვითელი სხეულია და მაგ ჰორმონის მოსაამატებლას უტროჟესტანს ვიკეტებ

* * *
anuka2009


ხო ჯერ რათქმაუ ა ადრეა უბრალოდ ჩემთვის ვფიქრობ რახან პატარაა ეგ მაგას ხო არ ნიშნავსთქოო..მაგრამ როგორც მეუბნებიან არაოოო... smile.gif
* * *
ხხო და კიდე ერთი კითხვა მაქვს გვიანი ჩასახვა თუ გქონიათ ვინმეს ეგრე მითხრეს biggrin.gif

Posted by: mashusha 30 Jun 2016, 21:10
გოგოებო, ვისაც აბორტი გაქვთ გაკეთებული, ფამონადენი რამდენ ხანს გაგრძეკდა? ორი კვირა სრულდება უკვე და მაქვს ისევ... ვაგკნალური გავიკეთე ორჯერ და არანაირი ქსოვილი არ ჩამრჩენია

Posted by: Baskurshuqura 1 Jul 2016, 01:13
როგორც მენზი მაქვს ისე მქონდა, სამი დღე დაახლოებით, და ჩვეულებრივად შემდეგ თვეში როგორც ველოდი ისევ ისე მომივიდა.

Posted by: annaninio 1 Jul 2016, 06:14
mashusha
მე ერთი კვირა მქონდა, 10-14 დღეც შეიძლება,ჩამოვა ბოლომდე.საშიში მაშინაა როცა რამეა ჩარჩენილი.

Posted by: mashusha 1 Jul 2016, 10:22
Baskurshuqura
annaninio

გინეკოლოგმა აბორტიდან მე-3 ან მე-5 დღეს მოგივა მენზიო და იმდენ დღანი გექნება, როგორც გაქვსო. მე არაფერიც არ მომსვლია. მაქს ზუსტად ერთი რაოდენობის გამონადენი, მცირე ანუ . არც იმატებს , არც იკლებს. 14 დღეა უკვე smile.gif

ექოები გავიკეთე, აბსოლუტურად სუფთა ვარ. არაფერია ჩარჩენილი. ნუ, სისლი კი მაქვს მცირე ოდენობით საკეისროს ნაკერზე შემორჩენილი ვითომ ეგ წვეტავს?

Posted by: del desierto 1 Jul 2016, 16:25
QUOTE (mashusha @ 30 Jun 2016, 21:10 )
გოგოებო, ვისაც აბორტი გაქვთ გაკეთებული, ფამონადენი რამდენ ხანს გაგრძეკდა? ორი კვირა სრულდება უკვე და მაქვს ისევ... ვაგკნალური გავიკეთე ორჯერ და არანაირი ქსოვილი არ ჩამრჩენია

მე მქონდა 2 კვირაზე მეტ ხანს გამონადენი, ლამის თვემდე, ოღონდ 2 კვირის მერე შეცოტავდა.

Posted by: Baskurshuqura 2 Jul 2016, 00:47
mashusha
თუ სუფთა ხარ სანერვიულოც არაფერი გქონია. wink.gif

Posted by: mashusha 2 Jul 2016, 13:11
Baskurshuqura


ხო, საშვილსნო სუფთააო, ანუ არაა ცარცენილი ქსოვილიო, მაგრამ, ცამონადენი სისხლია ტქო დაგროვებული ერთ ადგილას, გზას ვერ პოულობს და ეგ მაღელვებს. ამასთან, 2 კვირაზეა მეტი გავიდა და გამონადენი ისევ არის. არ ვინერვიულო? sad.gif

Posted by: Baskurshuqura 3 Jul 2016, 00:50
mashusha
არ ვიცი რა გითხრა. mo.gif

Posted by: saloo.mee 3 Jul 2016, 09:59
გოგოებო იქნებ მირჩიოთ ან დამაკვალიანოთ..

გუშინ ეხოზე მითხრესნრომ 5 კვირის ორსულობა შეწყდა, არ არის გულის ცემაო. ორშაბათს უნდა გამიკეთონ ვაკუუმი. იქნებ მითხრათ რა პროცედურაა, რამდენ ხანს გრძელდება, მტკივნეულია თუ არა და ა.შ
მადლობა.

Posted by: mashusha 3 Jul 2016, 10:33
saloo.mee
5 კვირის ვადაზე შეწყდაო? 5 კვირის ნაყოფს არა აქვს გულის ცემა. მე გამოფხეკა დამჭირდა, ვაკუუმი არ ვიცი. ამბობენ, მარტივი პროცედურააო.

მედიკამენტოზურით არ გამოვა?

Posted by: saloo.mee 3 Jul 2016, 10:53
არ ვიცი.. ესე მითხრა ვასაძემ (ჯანმრთელობის სახლში), არ არის გულის ცემა და ვაკუუმიო ორშაბათსო.. აძინებენ ვაკუუმზე?

Posted by: natinati77 3 Jul 2016, 11:19
saloo.mee
ორშაბათს გადაამოწმე ეხოზე

Posted by: Baskurshuqura 3 Jul 2016, 12:22
saloo.mee
ვაკუუმი არის ნაკლებად უსაფრთხო, ვიდრე გამოფხეკვა, რადგანაც ნაკლებია შანსი საშვილოსნოს დაზიანების, შპრიცის მაგვარი რაღაცაა და გამოტუმბვის მსგავსად ხდება მოცილება ნაყოფის. 5-6 კვირიდ ვადაზე ხდება ვაკუუმ აბორტი, ამბობენ რი შანსია დარჩეს რამე შიგნითი და ეხოზე ამოემებენ ამიტომო და თუ დარჩება რამე მერე ხდება გამოფხეკვა, მაგრამ 5 კვირის არამგონია რამე დარჩეს.
თუ გინდა დაგაძინებენ, 5-10 წუთიანი პროცედურაა.
* * *
saloo.mee
გულის განვითარება იწყება მისი ჩანასახოვანი წარმონაქმნისაგან, რომელიც ორსულობის გინეკოლოგიური მე-4 კვირის ბოლოს ჯერ ღრუ მილაკს წარმოადგენს.
საშუალოდ ორსულობის გინეკოლოგიური მე-5 კვირის ბოლოდან ჩანასახოვანი გული იწყებს პულსირებას (ცემას).
ორსულობის გინეკოლოგიური მე-8-9 კვირისთვის გულს უკვე ოთხი „განყოფილება“ აქვს: ორი წინაგული და ორი პარკუჭი, ისევე, როგორც მოზრდილ ადამიანს.

გადამოწმების გარეშე არ გაიკეთო!

Posted by: saloo.mee 3 Jul 2016, 14:11
Baskurshuqura
გადავამოწმებ ორშაბათს სხვა კლინიკაში..

დიდი მადლობა ინფოსთვის

Posted by: blblbl 3 Jul 2016, 14:14
saloo.mee
5 კვირაze გულისცემა არ ისმინება ამიტომ დაიცადე ჯერ 7კვირამდე ვერ ისმენს ზოგი წადი კარგ ექიმნთან,რაც სეეხება ავ=ბორტს მაგ ვადაზე მედიკამენტორუზიც კეთდება და ბევრად სჯობს დანარჩენს ხოლო ტუ მაინც ვაკუუმი ან გამოფხეკა დაგჭირდა,არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთო ნარკოზია გარეშე,რაც არ უდნა გითხრან რომ აყუჩებენ არის ტყუილი და ძალიან მტკივნეულია.

Posted by: saloo.mee 3 Jul 2016, 14:22
blblbl
დიდკ მადლობა.
ხვალ გადამოწმებას ვაპირებ, ვინმეს ხომ ვერ მირჩევთ ეხოზე?

Posted by: blblbl 3 Jul 2016, 14:25
saloo.mee
მათითაშვილს გირჩევ,კი რიგებია მაგრამ სიტუაცია აუხსენი და შეგიშვებენ

Posted by: Baskurshuqura 3 Jul 2016, 15:42
ყრუ ტკვილი მუცლის ქვემოთა მხარეს და ზოგჯერ, იშვიათად საკვერცხის ნორმალურია? შეიძლება ორსულობის ნიშნად ეგ ჩაითვალოს? თან ბაზალური 21 დღეს 37.2. 25 დღიანი ციკლის დროს, 12 დღეს მოხდა ოვულაცია.

Posted by: she_is_ia 3 Jul 2016, 22:14
გამარჯობათ გოგოებო, პირველი ორსულობის შეწყვეტის შემდეგ ჰისტეროსკოპია რამდენს გაგიკეთებიათ? ექიმმა დამინიშნა ეხლა და მაინტერესებს კიდევ ვინმეს თუ აქვს მსგავსი გამოცდილება

Posted by: saloo.mee 4 Jul 2016, 12:09
დადასტურდა ჩემი ორსულობის შეწყვეტა. ახმეტელთან ვიყავი.
ვაკუუმი უნდა გავიკეთო დღეს ხო არ იცით ფასი დაახლოებით?

Posted by: blblbl 4 Jul 2016, 12:10
saloo.mee
150 ლარამდე მგონი,ნარკოზის გარეშე არ გაიკეთო

Posted by: saloo.mee 4 Jul 2016, 12:32
250 მითხრეს ჯანმრთელობის სახლში ეხლა დავრეკე.

ხო უნარკოზოდ არ გავაკეთებინებ
* * *
blblbl
რომ გაამიკეთებ3ნ 15 წუთში გამომიშვებენ? დენას იწვევს სავარაუდოდ ხო?

Posted by: blblbl 4 Jul 2016, 12:48
saloo.mee
ნარკოზიდან რომ გამოხვალ წამოგაწვენენ და რომ მიხვდები კარგად გრხნობ ტავს წამოხვალ,კი სისხლი გექნება მაგრამ რამდენად ძლიერი არ ვიცი,პაკეტი წაიღე
* * *
QUOTE
ჯანმრთელობის სახლში

აქ როგორც მახსვოს არ გაუკეთეს გოგოს ნარკოზი ამიტომ ჯერ გაარკვიე დარეკე და თუ აკეთებენ ხო კაი თუ არადა სხვაგან მიდი

Posted by: saloo.mee 4 Jul 2016, 12:54

ეხლა ველაპარაკე და ადგილობრივად გავაყუჩოთო არა? sad.gif

blblbl

Posted by: annaninio 4 Jul 2016, 13:06
saloo.mee
არათქო.ემბრიოში წადი ონიკაშვილთან.ის პირიქით მეუბნებოდა.გაგიჭირდება და ცოდო ხარ უნარკოზოდო.ხო უზმოდ ხარ.

Posted by: blblbl 4 Jul 2016, 13:16
saloo.mee
არა რა თქმა უნდა ადგილობრივად არ ყუჩდება ეგ და იტყუებიან,არ გაბედო ძალიან მტკივნეულია არ მიხვიდე მანდ,არ მიხვიდე მანდ,მოგატყუოსნ შეიძლება და ამინც უანრკოზოდ გაგიკეთონ,ბევრს უკეთებენ აბორტებზე მასე

Posted by: saloo.mee 4 Jul 2016, 20:24
blblbl
annaninio
გოგოებო, გავიკეთე დღეს. ჩემმა გინეკოლოგმაც ადგილ9ბრივით მირჩია. დაახლოებით 10 წუთი მიკეთებდნენ , არაფერი გამიგია აბსოლიტურად უმტკივნეულოდ ჩაიარა. ღიმილში და ლაპარაკში გამიკეთეს. არ მეგონა ესეთი მარტივი. თავს მშვენივრად ვგრძნობ.

Posted by: blblbl 4 Jul 2016, 23:31
saloo.mee
არ ვიცი რატომ არ გეტკინა და პირველი ადამიანი ხარ აქ ვინც ამას წერს,საშინელებბეი გადაიტანეს გოგებმა,წინა გვერდებზეც წერია,მაგრამ მაინც არ მესმის როგორ დასთანხმდი უანრკოზოდ და გარისკე smile.gif

Posted by: natinati77 4 Jul 2016, 23:55
saloo.mee
ვაკუუმი გაგიკეთეს? პირვეი არ ვისაც არ ეტკინა

Posted by: annaninio 5 Jul 2016, 00:33
saloo.mee
კარგია რომ ვერ იგრძენი.მე ღმერთმა აღარ დამაჭირვოს, მაინც ვერ გავბედავ უნარკოზოდ.

Posted by: saloo.mee 5 Jul 2016, 11:40
annaninio
natinati77
blblbl
ვაკუუმი გამიკეთეს, ჯერ კუნთში გამიკეთეს ლიდოკაინი და რაღაც (არ ვიცი) და მერე საშვილოსნოს ყელზე გამიკეთეს ნემსი. საერთოდ არაფერი მიგრძვნია smile.gif საერთოდ.. ალბათ გამიმართლა არ ვიცი.
ნარკოზი ჩემმა ექიმმა არ მირჩია არ გინდაო ,5 წუთიანი პროცედურაა და არაა მტკივნეულიო. რომ მოვრცჰით იქვე დამაწვინეს 10 წუთით, თავბრუ მეხვეოდა (ესე იქნებაო მითხრეს) მერე ავდექი და წამოვედი, საჭესთანაც კი დავჯექი smile.gif) გაგიჟდა ეს კაცი შენნაირი პაციენტი არ მყოლიაო ))) ალბათ იშვიათია რომ ჩემსავით არ ეგრძნოთ არაფერი.
ხოდა მოკლედ, გუშინ საღამომდე მქონდა ცოტა გამონადენი, სისხლი და ვსო. რო წამოვედი უკვე წელიც აღარ მტკიოდა, არც მუცელი არაფერი, ჩიტივით ვარ smile.gif) ორი კვირა აუზი და ეგეთი რაღაცეები ამეკრძალა და 3 თვე დაორსულება, სულ ესაა.

Posted by: blblbl 5 Jul 2016, 11:45
saloo.mee
ნამდვილად გაგიმართლა,ისე კი რავიცი ეგ ძალიან სუსტი ნარკოზია და როგორ გარისკე მართლა არ მესმის უნარკოზოდ ყოჩაღ შენ

Posted by: saloo.mee 5 Jul 2016, 12:53
blblbl
:დ ეხლა რო ვფიქრობ როგორ გავრისკე.. მაგრამ ეს სოფო ისეთი კარგი გოგოა და ისე ვენდობი (გინეკოლოგს), როგორც მეტყვითქო ვუთხარი smile.gif

Posted by: Baskurshuqura 5 Jul 2016, 21:01
saloo.mee
ყოჩაღ, კონდილომა ძვლივს მომაწვეს საჯდომზე ადგილობრივი გაყუჩებით. :დდ ვწიოდი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: mashusha 9 Jul 2016, 16:36
არ მინდოდა მომავლებში დაწერა, გოგოებს გულზე არ მოხვდეთ თქო, ბოლო ორი თვეა პატარა ვადაზე ბევრს შეგვიწყდა ორსულობა. დამთხვევაა ნეტავ, თუ რამდ ვირუსი შეგხვდა?

Posted by: killer 10 Jul 2016, 00:22
მე ჯერ დანამდვილებით ვერ დავწერ, რომ შეწყდა, თუმცა ვირუსის მაგვარი მქონდა ამ კვირას. ბავშვებისგან გადამედო ალბათ

Posted by: sesilia28 10 Jul 2016, 21:36
mashusha
მე მქონდა მსგავსი შემთხვევა,აბორტის შემდეგ მომდევნო ციკლამდე სულ მქონდა ცოტა გამონადენი,ექიმმა ციკლს დაელოდე და ჩამოიწმინდებაო

Posted by: mashusha 10 Jul 2016, 22:03
sesilia28
შენ გაიხარე, საშინლად ვდარდობ!

Posted by: sesilia28 10 Jul 2016, 22:36
mashusha
საშიში არაა,თუ ციკლის შემდეგ არ შეწყდა მიდი ექიმთან.არანაირი გართულება არ გამოუწვევია და ნუ ნერვიულობ

Posted by: mashusha 10 Jul 2016, 23:00
sesilia28


ხო, ეგ მითხრა გინეკოლოგმა. თუ ციკლის მერეც გაგრძელდა, მერე ვინერვიულოთო. მაინც ვერ ვისვენებ, იმიტომ, რომ თვითონაც აძაბულია ცემი გინეკოლოგი. სისხლდენა მქონდა ძლიერი აბორტის მერე და სულ მგონია რაღაცაში ეპარება ეჭვი ტქო. ან მისი შეცდომა იყო უშუალოდ აბორტის დროს, ან რაღაც ჩარჩა, ან არ ვიცი... : (

Posted by: killer 11 Jul 2016, 10:52
saloo.mee
სად გაიკეთე?

Posted by: blblbl 11 Jul 2016, 11:00
killer
შეწყდა? sad.gif სადაც მაგან გაიკეთა უნარკოზოდ აკეთებენ,დავარაშვილის კლინიკასი მივიდე სჯობს თუ დაგწირდა,იმედია არ დაგჭირდება,კარგად აკეთებენ,თან შეიძლება მედიკამენტოზურიც მოესწორს

Posted by: killer 11 Jul 2016, 12:26
blblbl
ხვალ მეცოდინება ზუსტი პასუხი, მაგრამ ვემზადები მორალურად.
ნარკოზით არ გავიკეთებ. ის კი არა, გამაყუჩებელიც შეიძლება არ გავიკეთო, ალერგიული ვარ და სინჯები და ამბები მომიწევს.
ისე, პატარა ვადაა, შეიძლება მედიკამენტოზურიც მოესწროს. ძალიან დათრგუნული ვარ.

Posted by: blblbl 11 Jul 2016, 17:53
killer
ნარკოზის გარეში სტრესია და მტკივნეულია რავიცი არ გირჩევ,თან ეგ მსუბუქი ნარკოზია და ალერგიასთან არ აქვს კავშირი როგორც ვიცი მაგ პრეპარატს,შენს შემტხცვევაში გამაყუჩებელზე უსაფრთხოა,თუმცა იმედია არ დაგჭირდება :*

Posted by: annaninio 11 Jul 2016, 18:23
killer
მე მკითხეს კვერცხზე თუ გაქვს ალერგია, დანარჩენი არ მაინტერესებსო.არა მეთქი და გამიკეთეს.არადა ისე მაქვს ხოლმე ჭინჭრის ციება ხანდახან.

Posted by: ninA26 12 Jul 2016, 02:56
მოგესალმებით გოგონებო, 3ჯერ მომეშალა 2ჯერ ანალიზმა და ტესტმა დამიდასტურა მესამედ მეთვითონ მივხვდი..წელის ტკივილი დამეწყო და 5დღიანი სისხლის დენა მქონდა მენზი კი 2დღიანი მაქვს,მოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე დამემართა,ამიტომ ვეჭვობ კიდევ აბორტი იყო..ანალიზები მწყობრში მაქვს..მოკლედ მეეჭვება ორსულობისას პროგესტერონი არ გამომუშავდება, გარდა მედიკამენტისა როგორ შეიძლება მივიღო პროგესტერონი...ამ ჰორმონს არ შეიცავს რამე?

Posted by: .ნინო 12 Jul 2016, 07:11
ninA26
ციტომეგალო, ჰერპესი და მსგავსი ვირუსები გამოკვლეული გაქვს?
პროგესტერონს სხვა რა გამოიმუშავებს არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ გინეკოლოგთან შეთანხმებით შეგიძლია ციკლის მეორე ფაზაში გაიკეთო ხოლმე პროგესტერონის სანთლები...

Posted by: mashusha 12 Jul 2016, 08:34
ninA26
პროგესტერონი ნახე ორსულიბამდე,ენდომეტრიუმი რამდე გაქვს, ეგეც ნახე. იქნებ, ანტიფოსფოლიპიდურიც დაგჭირდეს... გინეკოლოგთან გაიარე კონსულტაცია. მე პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ მეეჭვება პროგესტერონის სიმცირის ფამო მიმაგრება ვერ ხდებოდეს. უფრო მიმაფრებულის აცლა ხდება ხოლმე..

Posted by: ninikei13 12 Jul 2016, 09:17
ninA26
გამოკვლევები გინდა აუცილებლად 3 აბორტის მერე მითუმეტეს.ვირუსებზე და ანტიფოსფოლიპიდურზე.გინეკოლოგის კონსულტაციით,ასე თვითნებურად არ შეიძლება

Posted by: annaninio 12 Jul 2016, 10:08
ninA26
რუსულ საიტებზე წერია რომ თუ პროგესტერონი არაორსულზე ნორმაშია და ორსულობის დროს აღარ გამომუშავდება,ეს ნიშნავს რომ ნაყოფი არასრულფასოვანია და უნდა მოიშალოსო.მაგრამ მე არ ვეთანხმები,თავად მასე ვარ, ეხლა 18 კვირის ვარ და კიდე 3 ჯერ ვიღებ რელანტანს, შენს შემთხვევაშიც ალბათ ოვულაციის შემდეგ დაგჭირდება პროგესტერონის მხარდაჭერა, თუ სხვა პრობლემაც არაა რათქმაუნდა.

Posted by: mashusha 12 Jul 2016, 11:42
annaninio


ცემი თავისით მოიშალა და მეც ვფიქრობ, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა და მაგიტომ შეწყდა ორსულობა, თორემ პროგესტერონს ვიღებდი 5 კვირიდან. არადა, პირველზე პროგესტერონის ნაკლებობა არ მქონია, არც ბუნებრივ ციკლში არა მაქვს ნაკლებობა. მხოლოდ ორსულობის დროს დამეწყო მწვავე ნაკლებობა და ისიც ისეთი უმარტავი, რომ წამლების ფონზეც ძლივს და ცოტა მოიმატა..

Posted by: ninA26 12 Jul 2016, 14:41
გოგონებო მადლობა ყველას!! გამოკვლევები გაკეთებული მაქვს ვირუსებზე..პროგესტერონზე ექოსკოპიურადაც, ასევე ფოლიკულის მონიტორინგიც მაქვს რამდენიმე თვე ზედიზედ გაკეთებული..იყო პრობლემა ენდომეტრიუმის სისქისა, ნორმაზე თხელი იყო...ვიმკურნალე და ჩაჯდა მეორე თვესვე ნორმაში..პროგესტერონი გაკეთებული მაქვს ნორმაში იყო.მაგრამ ორსულობისას არ მაქვს გაკეთებული, რადგან პატარა ვადაზე მეშლება და ვერ მოვასწარი, არც ექოსკოპიურად მივიდა იმ ზომამდე რომ დადასტურებულიყო.უბრალოდ სიმპტომების მიხედვით მივხვდით მეც და ექიმიც რომ პროგესტერონის ნაკლებობაა..დამინიშნა მხლოდ ე ვიტამინი და ფოლიუმი ორსულობამდე სამი თვით ადრე.ახლა არ ვარ საქართველოში რამდენიმე თვით წამოვედი ამიტომ აქ ამ ორ ვიტამინს კი ვსვავ და მინდა რამე თუ შეიცავს პროგესტერონს..ეგრევე ედიკამენტი არ მინდა დავლიო იქნებ არც ვარ ორსულად wink.gif

Posted by: nikolsona 13 Jul 2016, 09:34
მეც მომატებული არმომაჩნდა ანტიფოსფოლიდები. რამდენად აუცილებელია შემდეგ ორსულაბაში თავიდან ბოლომდე კლექსანის კეთება? პირველ ტრიმესტრში ისეთი უკუჩვენებები უწერია გავგიჟდი. იგივე ითქმის კარდიომაგნილზეც

Posted by: nopiahopi 13 Jul 2016, 09:52
nikolsona
QUOTE
მეც მომატებული არმომაჩნდა ანტიფოსფოლიდები

ანტიფოსფოლიპიდები თუ ანტიკარდიოლიპინები? ცალკე ანტიფოსფოლიპიდებზე ანალიზი კეთდება?

Posted by: nikolsona 13 Jul 2016, 10:30
არ ვიცი ანტიფოსფოლიდების დანაყოფი არაა ეგ? ანტიკარდიოლიპინის ჯი ად ემ ფორმები არის 14, 6 (ნორმაა 10 ზე ნაკლები) და 11,2 (ნორმაა (7 ზე ნაკლები)
ანუ ეს იმას არ ნიშნავს რომ ადრეც და ახლაც მომატებულია?

Posted by: annaninio 13 Jul 2016, 10:53
nikolsona
რა ვიცი მე მთელი პირველი ტრიმესტრი და დღემდე ვიკეთებ,ერთადერთი სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს და მაგის შანსი ისედაც დაბალია,როცა სისხლი შესქელებულია.მე ეხლა ნორმაში მაქვს,მაგრამ მაინც არ მახსნევინებს.ამის ხარჯზეა ნორმაშიო.

Posted by: mashusha 13 Jul 2016, 10:54
sopiasopi
nikolsona
მე ძჩემს გინეკოლოგს ვუტხარი ანტიფოსოლიპიდზე ხომ არ გავიეკეთო ანალიზი ტქო და ეგ ძველი დასახელებააო. მერე რაღაც სხვა სახელი მითხრა, მგონი ის, რასაც წერთ... პირველ ორსულობაზე არ მქონია მაგ მხრვ პრობლემა, მაგრამ, ანამნეზში გაქვსო. ანუ გინდა თუ არა წინაპრები სისხლის შედედების (თრომბოზით და ინსულტით) არიიან გარდაცვლილიო. ასე ვერ ვიტყოდი(ვერ ვხდები საიდან მოიტანა), მაგრამ, კამათიც დამეზარა გაკეთება მირჩევნია არ გაკეთებას : )

Posted by: nikolsona 13 Jul 2016, 11:10
annaninio
რაც გაიგე ორსულობა იმის მერე იკეთებ დღემდე? კოლაგულოგრამაში გქონდა ალბათ ფიბრინოგენი მომატებული თუ რატომ? იმიტომ რომ 9 კვირამდე სადღაც პლანცენტა არაა ჩამოყალიბებული. mashusha
ესაა ანტიფოსფოლიდების ერთ ერთი "დანაყოფი" რასაც ვწერთ (თუ არ ვცდები)
რა შუაშია წინაპრები no.gif no.gif help.gif

Posted by: mashusha 13 Jul 2016, 11:13
nikolsona
QUOTE
რა შუაშია წინაპრები



მიდრეკილება გექნება სისხლის შედედებისკენო. არადა, პროთრომბინიც კი არ მქონია ორსულობაში მომატებული. ერთხელ დავლიე 10 დღე მგონი კარდიომანილი და ისიც იმის გამო, რო წნევა ამერია ცოტა ზემოთ..
თუმცა, მირჩევნია გამოვიკვლიო. წინაზე რომ არ გამოვლინდა, ან გადავრჩი, ეგ ხომ არაფერს ნიშნავს. კიდევ ვეღარ გავრისკავ. ამ აბორტსაც ვერ ვინელებ ვერაფერით : (

Posted by: anuka2009 13 Jul 2016, 11:13
mashusha
საერთოდ არ მაქვს ანამნეზსში, წინა სამი ტაობა არც ინსულტი არც ტრომბი, მაგრამ ეგაა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა. ასე რომ ყველაზე დიდი კვლევა რაც უნდა ჩატარდეს შეწყვეტილი ორსულობს დროს ზუსტად ეგ კვლევაა. ასე რომ მაგას მიხედე პირველ რიგში . ჰერპესი და ციტომეგალოვირუსი ორსულობას არ აჩერებს. რაც აცერებს ერტ ერტია კოაგულაციის პრობლემა.

გინეკოლოგი შეცვალე wink.gif ჩემი რჩევა იქნება.

Posted by: mashusha 13 Jul 2016, 11:16
anuka2009


აუცილებლად. ჯერ ბოლომდე ჩატავდეს აბორტის გართულებებები. სისხლი ისევ მაქვს საშვილოსნოში. მენზოსტან ერტად ცამოვაო, ნაწილიც გაიწოვებაო და ველოდები ამ ამბების დალაგებას. გამონადენი ისევ მაქვს, მართალია 1-2 წვეთი, მაგრამ, ხომ არის...

Posted by: anuka2009 13 Jul 2016, 11:20
mashusha
2 ნენზი უნდა ჩათავდეს მინიმუმ რომ დაიწყო კვლევა და მერე გამოჩნდება. იქამდე კარგად ჩამოყალიბდი. მე ვფიქრობ უფრო განოცდილი ექიმი გესაჭიროება, რომელსაც აქვს შეწყვეტილ ორსულობების შემდეგ ორსულობის მართვაზე დიდი გამოცდილება. ყველას არ აქვს. რა ტექსტიც შენ დაწერე ექიმზე - ცალსახად ჩანს რომ არ აქვს. იმიტომ რომ წესიერი ექიმი კოაგულაციას აქცევს პირველ რიგში ყურადღებას. ასაკი? რამდენი წლის ხარ?

Posted by: annaninio 13 Jul 2016, 11:20
nikolsona
სადღაც 7 კვირიდან ვიკეთებ.იქამდე კარდიომაგნილზე ვიყავი.ცვლილებები მქონდა ანალიზში, კი. თრომბოფილიის მიდრეკილება გენეტიკურად გადაეცემა , მაგიტომ აკეთებენ მაგ ანალიზს.მე არ გამიკეთებია და ამიტომ მიწერენ დიაგნოზში თრომბოფილია დაუდასტურებელი.მამის მხრიდან მაქვს მაგ გართულებების რისკი.სავარაუდოდ გენის მუტაციაც მექნება.
* * *
anuka2009
რამდენ ხანს იკეთებდი სისხლის გამათხელებლებს? მე რომ უწყვეტად ვიკეთებ ცოტა მეშინია.შეიძლება კი მარა ასე?

Posted by: nikolsona 13 Jul 2016, 11:28
annaninio
რა საინტერესოა. ჩემი მხრიდან არავის ჰქონდა. (((

Posted by: anuka2009 13 Jul 2016, 11:38
annaninio
უწყვეტად biggrin.gif
მე არ მქნდა დაორსულების პრობლემა ამიტომ როგორც მოვხსენიტ დაცვა ეგრევე დავიწყე ნემსი. მერე ორსულობაში თითქმის ყოველდღე და საკეისრომდე 1 კვირით ადრე მოიხსნა. საკეისრო იყო შესაბამისად სისხლმდენი. საკეისროდან რამდენიმე საათსი გაგრზელდა ნემსი. მაგრამ თრომბის საფრთხე მაინც წარმოიქმნა.

Posted by: annaninio 13 Jul 2016, 12:10
anuka2009
როგორ ვნერვიულობ ამ ყველაფერზე ვერ წარმოიდგენ.ნეტა დროზე გავიდე ბოლოში.ან საკეისრო როგორ იქნება ,ან მერე.....

Posted by: anuka2009 13 Jul 2016, 13:08
annaninio
ნუ გეშინია. ექი ი ვინ გყავს და სამშობუაროს რომელს ფიქრობ. ჩაჩავამ ისე მართა ეს ჩემი შემთხვევა, რომ უნაკლოდ. ფაქტიურად სიცოცხლე მაჩუქეს.

Posted by: mashusha 13 Jul 2016, 13:14
anuka2009


დიდი ვარ ასაკით..


annaninio
QUOTE
როგორ ვნერვიულობ ამ ყველაფერზე ვერ წარმოიდგენ.ნეტა დროზე გავიდე ბოლოში.ან საკეისრო როგორ იქნება ,ან მერე....



ნორმალურად იქნება დამიჯერე. ჩემი საშვილოსნო ვერ შეიკუმშა საკეისროს დროს და სისხლდენა დამეწყო. ექიმების ხელში ვიყავი და მიშველეს. საშვილოსნოც შეიკუმშა და გაისად მეორეზე გელოდებიო ამირანმა. დამშვიდდი, ტყეში კი არ იქნები, ექიმების ხელში იქნები და მიხედავენ. ისტორია იქ გექნება, ყველა რისკ-ფაქტორისთვის მზად იქნებაინ. აი, არაფერია საშიში!
40 დღე მეცვა ის საშინელი ჩულქი

Posted by: anuka2009 13 Jul 2016, 13:45
mashusha
QUOTE
40 დღე მეცვა ის საშინელი ჩულქი

რატოა საშინელი. biggrin.gif სიამოვმებით მეცვა. მსუბუქად დავდიოდი. biggrin.gif

Posted by: killer 13 Jul 2016, 15:56
blblbl
წავედი მე ისევ მომავლებში. გულისცემა გამოჩნდა ექოზე

Posted by: tikuna22 13 Jul 2016, 15:56
killer
გილოცავვვვვვვვვვვვვვ მაგრად გამიხარდაააა bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: nikolsona 13 Jul 2016, 16:09
killer
ვაიმე გილოცააააააააააააააააააააააააავვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ

Posted by: killer 13 Jul 2016, 16:11
tikuna22
nikolsona
მადლობა გოგოებო 2kiss.gif

Posted by: mashusha 13 Jul 2016, 17:11
გოგოებო,
გოგოებო, აბორტის მერე ექიმმა მირჩია 3 თვე მაინც კონტრაცეპტივი დალიეო. ასაკით დიდი ვარ. ცოტა არ იყოს სევშინდი, საკვერცხე არ გამიზარმაცოს ტქო. დაისვენებსო მიმტკიცებს. ტქვენ თუ გაქვთ გამოცილება კონტრაცეპტივის მიღებაში, ან როგორც სამკურნალო თუ გამოუყენებიათ ტქვენტან

უფრო კონკრეტულად, გინეკოლოგი მეუბნება აბორტი დიდი სტრესია და კონტრაცეპტივიტ დაისვენებს ცოტაო...


killer


გულწრფელად გეტყვი, არ ველოდი! აი, საოცრება, გილოცავ!


Posted by: Ninito_ 13 Jul 2016, 17:35
mashusha
პირიქით,კარგია ეგ,ისვენებს საკვერცხე და მერე გაათმაგებულად უტევს,კონტრაცეპტივით როცა იცავ თავს და წელიწადში ორი თვე ისვენებ,მაგ პერიოდში იმდენი ვიცი დაორსულებული,ზუსტად მაგიტომ რომ დასვენებულია ორგანიზმი

Posted by: annaninio 13 Jul 2016, 22:22
anuka2009
ექიმი ქეთი ოსიძეა,აღრიცხვაზე მეოთხე სამშობიაროში ვარ მარინა არჯევანიშვილთან.სამშობიარო ჯერ არ ამირჩევია.ამ მეოთხეში კი არიან რთულ პაციენტებს შეჩვეული მაგრამ არ ვიცი...

Posted by: she_is_ia 14 Jul 2016, 10:27
გოგოებო მეც შეწყვეტილი მქონდა იანვარში, მიზეზი თავის დროზე ვერ მითხრეს, რადგან არაფერი ჩანდა ისეთი ეხოზე და არც დიდად უკვლევიათ, მარტო ძირითადი, ვირუსები და ნაცხი,

მაგრამ ეხლახანს გავიკეთე ჰისტეროსკოპია და აღმოჩნდა T ფორმის საშვილოსნო, რომელიც გააფართოვეს, აქამდე არავის უთქვამს და როგორც ჩანს არც ეხოზე ჩანდა, დანარჩენი რიგზე მქონდა ყველაფერი

ვინმეს თუ გქონიათ ესეთი რაღაც? ანუ როცა შევიწროვებულია საშვილოსნო და ნაყოფი ვერ ვითარდება..

Posted by: annaninio 14 Jul 2016, 11:42
she_is_ia
ვისთან გაიკეთე გაფართოება, კარგი შედეგი აქვს მაგ ოპერაციას? ანუ საკმაოდ გაფართოვდა?ჩემი ახლობელი აპირებს გაკეთებას.

Posted by: anuka2009 14 Jul 2016, 13:10
mashusha
გაანებე მაგ ექიმს თავი რა smile.gif (არ გეწყინოს, გულწრფელად გეუბნები)annaninio
ქეთის ეგ არ შეეშლება და მეოთხეზე მაინც დაფიქრდი. მე რა გამოცდილებაც მაქვს მოგწერე. მამუკა ბოკუჩავასთან აუცილებლად გაიარე კონსულტაცია საკეისრომდე და ისეც. მე მაგალითად 4 იანი და ჩაჩავა მირჩებნია სხვას და ჰაი კლას ლუქსს ზუსტად სამედიცინო ხარისხით.

Posted by: saloo.mee 16 Jul 2016, 12:03
გოგოებო 4ში რომ გავიკეთე ვაკუუმი იმის მერე იმ დღეს მქონდა გამონადენი.. 18ში უნდა მივიდე პასუხზე, რომ დათესეს. ხოდა დღეს წამომივიდა ისევ დილას სისხლი და საშიშია თუ იცით?

Posted by: killer 19 Jul 2016, 10:03
შეწყდა ჩემი ორსულობა 6,6 კვირაზე
გამოტუმბვა გავიკეთე გაუტკივარების გარეშე. მე ალერგიული ვარ და შემეშინდა რეაქციის. ატანადი ტკივილი იყო 30-40 წამი გაგრძელდა.

ეხლა წესით ციკლი უნდა წამოვიდეს ხო?

Posted by: annaninio 19 Jul 2016, 10:23
killer
რა ცუდია....რახან გულისცემა გამოჩნდა აღარ ველოდი მაგ ამბავს.მე მეორე დღესვე მომივიდა, 5-6 დღეს გაგრძელდა.მერე ერთ თვეში ისევ თავის დროზე მოვიდა.

Posted by: mashusha 19 Jul 2016, 10:37
killer


sad.gif((

აუფ! სუსტი იყო ჩვენი ნაყოფები ეტყობა. ჩემიც პრობლემურად დაიწყო და ვეღარ გაუძლო ბოლომდე, თუმცა, 10 კვირამდე მივიდა. იმედია, მომდევნოები იქნებიან ყოჩაღები და ძლეიერები <3

მე ზუსტად 1 თვის თავზე მომივიდა მენზო. გინეკოლოგმა კი მითხრა ეხლავე მოგივაო, მე-3 ან მე-5 დღეშო, მაგრამ, არა... მთელი თვე მცირ 2-3 წვეთი გამონადენი მქონდა.

Posted by: saloo.mee 19 Jul 2016, 11:27
killer
ცუდია ძალიან sad.gif
მე გამოტუმბვის დღეს მქონდა ცოტა გამონადენი და მერე მე-12 დღეს დამეწყო 2 დღე. მითხრეს რომ 1 თვეში აღმიდგება ციკლი.


გოგოებო გამოტუმბვის მერე რამდენი ხანი არ შეიძლება დაორსულება და რატო? ხო არ იცით

Posted by: mashusha 19 Jul 2016, 11:30
saloo.mee
QUOTE
გოგოებო გამოტუმბვის მერე რამდენი ხანი არ შეიძლება დაორსულება და რატო? ხო არ იცით



გამოტუმბვა არის ხელოვნური ცარევა რა დროსაც ორგანიზმი, უფრო სწორედ საშვილოსნო იღებს სტრესს. ამიტომ, დასვენება სჭირდება და აღდგენა ფუნქციის. გარდა ამისა, გამოტუმბვას წინ უძრვის თვითნებური აბორტი, ანუ ორსულობის შეწყვეტა. გინეკოლოგბისგან გამიგია, იმახსოვრებს ორგანიზმი იმას, რასაც აკეთებსდა სეიძლება აბორტი ჩვეულში გადაიზარდოსო, ანუ გაიმეოროს ორგანიზმმა. შესაბამისად, საჭიროა დასსვენო, 2-3 ტვე მაინც. თუ ასაკით პატარა ხარ, 6 თვეც არ იქნება ურიგო. იქნებ, გამოიკვლო კიდეც რა გახდა აბორტის მიზეზი და მერე შეუდგე საქმეს.

Posted by: saloo.mee 19 Jul 2016, 11:33
mashusha
პირველი ორსულობა იყო. ასაკი 24 smile.gif 3 თვე მითხრეს და დამაინტერესა რა მიზეზით. ეხლა გასაგებია და მაადლობა smile.gif
ხოდა რაც შეეხება გამოკვლევას, დათესეს გამოტუმბვის მერე და ველოდები, პასუხი იქნება დღეს ან ხვალ ალბათ. კიდე რამე ანალიზები უნდა გავიკეთო ალბათ ხო??

Posted by: annaninio 19 Jul 2016, 11:49
saloo.mee
მაგ დათესვის ანალიზი ყველას ერთნაირი მოსდის, მიზეზს მაინც ვერ იგენებ.ერთადერთი ბუშტნამქერი შეიძლება ამოიცნონ. სამი თვე ჯობია შეისვენო.მე ჩემი ნებით 6 თვე დავისვენე.

Posted by: saloo.mee 19 Jul 2016, 19:37
annaninio
პასუხი არ უთქვამთ დღეს მაგრამ ხეგეს ანალიზს მაკეთებინებენ ხვალ.. რატო არ ვიცი ))) ალბათ მეტყვიან .

Posted by: annaninio 19 Jul 2016, 21:24
saloo.mee
ხოდა იმ დათესვას ბოლოში ყველას უწერია: კონტროლი ხეგეზე.მაგიტომაც გაკეთებინებენ.ჩემსასაც ეწერა,მაგრამ ექოზე მნახა ექიმმა და არ გინდაო.

Posted by: mashusha 20 Jul 2016, 11:25
გოგოებო, ზუსტად 1 თვის ტავზე მომივიდა მენზო. 3-4 დრე მქონდა და დამისრულდა. 1 დღე არაფარეი მქონდა. ამ დილას ისევ დამეწყო, გამისკდეს გული ხო?sad.gif

Posted by: saloo.mee 21 Jul 2016, 10:15
mashusha
შენც აბორტის მერე?

Posted by: killer 21 Jul 2016, 13:51
mashusha
QUOTE
მთელი თვე მცირ 2-3 წვეთი გამონადენი მქონდა.

აი ეგრეა, 2-3 წევთი ყავისფერი გამონადენი. ორშაბათს უნდა მივიდე გადამოწმებაზე.

mashusha
QUOTE
3-4 დრე მქონდა და დამისრულდა. 1 დღე არაფარეი მქონდა. ამ დილას ისევ დამეწყო,

მე მაქვს ასეთი ციკლი 1-3 დღე მომდის, მეოთხე დღეს არ მომდის და მე-5 დღეს ისევ მომდის.
იქნებ შენც ასეთი გაგიხდა? smile.gif

Posted by: Ia-forumze 21 Jul 2016, 16:40
killer
მეწყინა შენი ამბავი, აღარ მეგონა თუ ასე დასრულდებოდა.
მაგრამ არაუშავს

QUOTE
მე მაქვს ასეთი ციკლი 1-3 დღე მომდის, მეოთხე დღეს არ მომდის და მე-5 დღეს ისევ მომდის.

მეც ასეთი მაქვს, ასეთი მქონდა მშობიარობამდეც და მერეც.

Posted by: mashusha 22 Jul 2016, 15:47
killer
QUOTE
მე მაქვს ასეთი ციკლი 1-3 დღე მომდის, მეოთხე დღეს არ მომდის და მე-5 დღეს ისევ მომდის.
იქნებ შენც ასეთი გაგიხდა?



მე რაღაც სასწაული გავხდი იმიტომ, რომ იმ დღეს როცა ისევ ,,დამეწყო,, აღარაფერი მქონია მეორ საღამომდე : ((( რაღაც ცუდი მჭირს sad.gif დღეს დილიდან ისევ არაფერი მაქვს, საღამოს ისევ წამოვა, ცოტა, მაგრამ, წამოვა : ((

Posted by: annaninio 23 Jul 2016, 00:12
mashusha
ცუდი არაფერი გჭირს, ჩემს დაქალს სამჯერ მოუვიდა ამბორტის შემდგომ თვეში, იცის აბორტმა ციკლის არევა, ორი თვის მერეც თუ გაგრძელდა მერე შეშფოთდი. მეც გამაფრთხილა ექიმმა, ეხლა თუ ციკლი აგერია არ შეგეშინდესო.

Posted by: mashusha 24 Jul 2016, 15:34
annaninio


ყავისფერი გამონადენი მაქვს და არ სრულდება sad.gif ხვალ ექოზე მივდივარ, გავიგო რა ხდება : (

Posted by: sesilia28 26 Jul 2016, 20:19
mashusha
იყავი ეხოზე?რა გითხრეეეს

Posted by: mashusha 27 Jul 2016, 15:56
annaninio
sesilia28
ვიყავი ექოზე. არაფერია დარჩდნილიო. ტრამვული დაზიანებაა ნაკერისო. გამოფხეკა არ ჰნდაო, მაგრამ, ნაკერი გაქვს ძალიან გათხელებულიო (( არ ილევა სადარდებელი

Posted by: sesilia28 27 Jul 2016, 20:46
mashusha
ციკლი გქონდა მას შემდეგ ჯერ?

Posted by: annaninio 28 Jul 2016, 00:11
mashusha
პირველი გამოფხეკის დროს დაგიზიანეს?ნუ გეშინია,აღდგება ეგ. მე გამოტუმბვამ ისე დმითხელა ენდომეტრიუმი რომ ქეთიმ მითხრა,ცოტაც შევხედავ და მერე სუროგატისკენ მიგითითებო.მაგრამ აღდგა დროთა განმავლობაში.

Posted by: mashusha 28 Jul 2016, 09:19
annaninio
sesilia28
ციკლი მქონდა კი. ენდომეტრიუმი ნორმაშია 6 იყო და ომედია კუდევ გასქელდება. საკეისროს ნაკერია გათხელებული... ვნახოთ რა..

Posted by: sesilia28 28 Jul 2016, 10:21
mashusha
მე 2ჯერ შეწყვეტილი ორსულობა მქონდა,ორჯერ ვე გამოტუმბვა გავიკეთე და ორჯერვე შემდეგ გამოფხეკა დამჭირდა. ზუსტად ანალოგიური სიტუაცია მქონდა მეორედ,სულ გამონადენი მქონდა ცოტცოტა,ციკლამდე არაფერი გამიკეთეს და მერე რომ არ შეწყდა გამომფხიკეს. ენდომეტრიუმს არც არაფერი მოსვლია,ბოლოს მე9 დღეს 9მმ მქონდა. ისე არიან გაწაფულები მაგ საქმეში ჩვენი ექიმები უკვე რომ კარგად აკეთებენ

Posted by: mashusha 28 Jul 2016, 11:11
sesilia28
აბა კარგად როგორ აკეთებენ თუ სულ გამოფხეკა გჭირდება გამოტუმბვის მერე?

Posted by: sesilia28 28 Jul 2016, 11:37
mashusha
პირველად რომ შემემთხვა მეც ექიმს ვაბრალებდი. მეორედ რომ მიკეთებდნენ გავაფრთხილე წინასწარ მაგრამ იგივე მოხდა, არადა ექიმი და საავადმყოფოც სულ სხვა იყო, აბორტის მერე საშვილოსნოს ყელი ისე იყო შეკუმშული ვერ ჩამოიწმინდა და დაგროვდა.
მთელი 15წუთი დასჭირდა ექიმს ყელის გასახსნელად.

Posted by: saloo.mee 29 Jul 2016, 23:45
გოგოებო, ბუშტნამქერზე მითხარით რამე რა. ვაკუუმის მერე ხეგე გამიკეთეს 2 კვირაში და 41,6 იყო. კიდე უნდა შეამოწმონ და ბუშტნამქერი არ იყოსო და რა არის?

Posted by: annaninio 30 Jul 2016, 11:30
saloo.mee
ნაყოფის რაღაც ნაწილი იქნება დარჩენილი.არ იქნება ბუშტნამქერი.მაშინ ანალიზი ხომ გაგიკეთეს გამონატუმბის და იქაც გამოჩნდებოდა.ვაკუუმის მერე ხშირად რჩებათ ხოლმე.

Posted by: mashusha 30 Jul 2016, 17:06
saloo.mee
გამონადენი გაქვს ისევ
ექოზე არ ყოფილხარ?
* * *
annaninio
ვამჩნევ ყოველთვის რჩებათ..
პრობლემაა ეს ოხერი რა

Posted by: annaninio 30 Jul 2016, 17:45
mashusha
ეხლა აბორტზე რეკომენდაციის გაწევა რა პონტია,მაგრამ მე მეგობარმა მიმიყვანა, მასაც და მეც ძალიან კარგად გაგვიკეთა.იმ გოგოს ყავს უკვე შვილი.იმედია დეკემბერში მეც მეყოლება.ანუ არანაირი გართულება არ მოყოლია ამ გამოტუმბვას.მაგრამ ალბათ ორგანიზმზეცაა დამოკიდებული.

Posted by: E_ko 30 Jul 2016, 21:38
გოგოებო გამოტუმბვის შემდეგ მაშინვე ექოსკოპიას ხომ აკეთებენ და არ ჩანს თუ რამე დარჩენილი?

Posted by: saloo.mee 1 Aug 2016, 12:58
annaninio
mashusha
გოგოებო, არც გამონადენი მაქვს და თავსაც მშვენივრად ვგრძნობ 1 თვე ხდება რაც გამოტუმბვა გავიკეთე.

E_ko
გამოტუმბვის დროს აკეთებენ თან ეხოს და თან აკეთებენ.

რავიცი თუ რამე დარჩათ მაგრამ ხეგე 41,6 რომ ნახა ჩემმა გინეკოლოგმა პრობლემატურიაო, ბუშტნამქერს ვფიქრობო. ძალიან შემეშინდა.. sad.gif
მეც ინტერნეტში რაც ვქექე ეს ბუშტნამქერზე იშვიათიაო ყველა წერს და მართლა ამდენს რატო უწერენ.. რომ დათესეს გამოტუმბვის მერე, პასუხში მხოლოდ ხეგეს შემოწმება ეწერა სხვა არაფერი.. რავიცი რა გითხრათ.
ცოტა შემეშინდა.

Posted by: she_is_ia 1 Aug 2016, 16:09
saloo.mee


გამოტუმბვიდან რამდენ ხანში გიჩვენა ხეგე 41.6?
* * *
მე 171 მქონდა გამოტუმბვიდან ერთ კვირაში და მეორე თვეში თითქმის ნულზე ჩამოვიდა.

ისე ეს ანალიზიც ჩემი სურვილით გავიკეთე, თორემ ექიმმა არ გინდაო, და რომ ვაჩვენე მითხრა ბუშტნამქერიაო, არადა 10 000 უნდა იყოს სულ მინიმუმ და ძნელად უნდა იკლებდეს, ინტერნეტში ხალხი ვნახე 30, 40, 50 ათასები ქონდა..

თანაც გამონაფხეკის ანალიზშიც თუ არ გიწერია ბუშტნქმერი, ესე იგი არ არის, ჩემთან არ ეწერა.. ჩვენთან რატომღაც ძალიან ადვილად სვამენ ამ დიაგნოზს.. რომ არ გადამემოწმებინა რამდენიმე ექიმთან, ალბათ დღემდე მეგონებოდა, რომ ბუშტნამქერი მქონდა..

Posted by: saloo.mee 1 Aug 2016, 22:42
she_is_ia
ზუსტად ორ კვირაში მქონდა 41,6.
ზეგ ვარ დაბარებული კიდე ამ ხეგეზე, თუ არ დაიწია ესეიგი ბუშტნამქერიაო.
ვფიქრობ შევცვალო უნდა გინეკოლოგი ხო? ))
ასე როგორ შეიძლება შეაშინო ადამიანი, ისე გამოვედი მეგონა შვილი არასდროს მეყოლებოდა..

ხოო, და პასუხში მხოლოდ ხეგეს კონტროლი მეწერა სხვა არაფერი.. ჩემთვის ჩინურია ჯერჯერობით, პირველი იყო ეს ორსულობა და რავიცი აბა user.gif user.gif

Posted by: anuka2009 2 Aug 2016, 09:34
saloo.mee
ექიმი შეცვალე ჯობია. რა ბუშტნამქერი 41 ხგ ზე. ბუშტნამქწრი სწრიოზული დაავადებაა სადაც ხეგე აქვთ ათასობით ერთეული.

Posted by: she_is_ia 2 Aug 2016, 12:15
saloo.mee

მე გვიან გადავამოწმე სამწუხაროდ და ხუთი თვე დავკარგე ისე, რომ არც ანალიზი გამაკეთებინა ექიმმა რაიმესი და არც ექო რომ გადამემოწმებინა რა იყო რეალური მიზეზი, არადა თურმე ყოფილა სამკურნალო და დამატებით ორ თვეს კიდევ ვკარგავ სულ არაფერში... ესეც რომ არ გადამემოწმებინა ერთი წელი არ შეიძლებაო დაორსულებაო ბუშტნამქერის შემდეგ და ალბათ ისევ ისე ვიქნებოდი იარინაზე.. აუცილებლად გადაამოწმე და მიზეზიც დაადგინე სანამ დროა..

Posted by: saloo.mee 3 Aug 2016, 10:32
anuka2009
she_is_ia

დღეს ხეგეს პასუხი უნდა ავიღო 1 თვე გავიდა გამოტუმბვიდან.
გინეკოლოგი მინდა შევცვალო მარა ვისთან მივიდე არ ვიცი sad.gif დავიბენი უკვე აღარ შემიძლია. თან მითხრა თუ ეს ხეგე არ ჩამოვიდა უკვე მიზეზიც გასაგებია და აღარ დავიწყებ ქექვასო და აღარ დაგტანჯავ მკურნალობას დავიწყებთო. რავიცი აბა sad.gif
* * *
გოგოებო მივიღე ხეგეს პასუხი, 0,6 biggrin.gif დავმშვიდდი და ამოვისუნთქე ქვია ამას ))))

Posted by: ninA26 3 Aug 2016, 16:16
QUOTE (annaninio @ 12 Jul 2016, 10:08 )
ninA26
რუსულ საიტებზე წერია რომ თუ პროგესტერონი არაორსულზე ნორმაშია და ორსულობის დროს აღარ გამომუშავდება,ეს ნიშნავს რომ ნაყოფი არასრულფასოვანია და უნდა მოიშალოსო.მაგრამ მე არ ვეთანხმები,თავად მასე ვარ, ეხლა 18 კვირის ვარ და კიდე 3 ჯერ ვიღებ რელანტანს, შენს შემთხვევაშიც ალბათ ოვულაციის შემდეგ დაგჭირდება პროგესტერონის მხარდაჭერა, თუ სხვა პრობლემაც არაა რათქმაუნდა.

ორსულობის დასაწყსში თუ გქონდა რაიმე შეგრძნება ან მუცლის დაჭიმვა, ან გამონადენი?ვარ 5-6კვირის და ვსვავ პროგესტერონს და ვარ ძალიან შეშინებული...

Posted by: ninosixarulidze0 11 Aug 2016, 11:36
გამარჯობა, 9 ივნისს მქონდა ბოლო ციკლი, 15 ივლისს მივედი ექოზე და მითხრეს 3 კვირა მაგრამ უნდა იყო 5 კვირისო როცა ექოს პასუოხები მივუტანე ექიმს ეს მითხრა და ასევე დაამატა რომ შესაძლოა ნაყოფი ვერ ვიათარდებაო, განმერებითზე დამიბარეს ექოზე( ექოს სხვა კლინიკაში ვიკეთებ და სხვაგან დავდივარ) მითხრას 3,5 22 ივლისს დავმშვიდდი შეძლებისდაგვარად. მივედი გუშინ 10 აგვისტოს ექიმთან მოდი აქ გავიკეთოთ ექოო კარგი მეთქი შემიყვანეს და მითრეს 4 კვირა ორსულობის ... მიხვდებით ალბათ გოგოებო რა ვიგრძენი მაგ დროს.. გამოვედი გამიკეთეს ხეგე დღეს იქნება პასუხი, წამოვედი განადგურებული მგარმ გადავამოწმებთქო წავედი იმ ექოსპოპისთან ვისთანაც დავდიოდი არაფერი არ მითქვამს უბრალოდ ვუტხარი მოვედი გასაგებად ხომ ყველაფერი კარგად არისთქო გამსინჯა და 5.5 კვირის ხარ როგორც მაშინ გითხარი გვიანი განაყოფიერება მოხდაო და მაშინ ვუთხარი ყველაფერი გაოცდა ზომებით ხარ 5.5 რა 4 კვირისო დაველოდოთ ერთი კვირის მერე გავიკეთოთ განმეორებითიო თუ 6 კვირის და მეტის იქნები მასინ რიგზე იქნება და წესით არ მიკითხავს მაგრამ გულის ცემაც უნდა მესმოდეს. მე რომ ერთი კვირის მერე მითხრან რომ ყველაფერი კარგად მაქვს ეს ნერვიულობა უნდა შეარჩინო იმ ექიმს და ექოსპოპისტს. დღეს დამირეკავენ ხეგეს პასუხი რომ მოვა 5.5 კვირას რამდენი ერთეული შეასაბამისება? თუ იცით ვინმემ რომ დაწეროთ. მადლობა

Posted by: natinati77 11 Aug 2016, 11:49
[b]ninosixarulidze0[/b
დაელოდე, 7 კვირაზე უნდა ისმოდეს გულისსცემა

Posted by: ninosixarulidze0 11 Aug 2016, 11:54
QUOTE (natinati77 @ 11 Aug 2016, 11:49 )
[b]ninosixarulidze0[/b
დაელოდე, 7 კვირაზე უნდა ისმოდეს გულისსცემა

შეწყვეტილი რომ იყოს ორსულობა ან სიცხე არ უნდ ამქონდეს მარალი ან გამონადენი ან რამე, ანუ შენ ამბობ რომ 7 დღის მერე რომ დამიბარეს არ იქნება გულისცემა, დავიღალე ამდენი ექოებით .

Posted by: anuka2009 11 Aug 2016, 15:09
ninosixarulidze0
შეიძლება არ გქონდეს არც სიცხე და არანაირი სომპტომი.

Posted by: natinati77 11 Aug 2016, 15:42
ninosixarulidze0
QUOTE
შეწყვეტილი რომ იყოს ორსულობა ან სიცხე არ უნდ ამქონდეს მარალი ან გამონადენი ან რამე, ანუ შენ ამბობ რომ 7 დღის მერე რომ დამიბარეს არ იქნება გულისცემა, დავიღალე ამდენი ექოებით .



სიცხე არაა აუცილებელი გქონდეს, მე არ მითქვმს რომ არ იქნება გულისცემა.ეხლა ხომ ხარ 5.5 კვირის და 7 კვირაზე გულისცემა უნდა ისმოდეს.არ ინერვიულო ,ნერვიულობა ძლიან ცუდია

Posted by: ninosixarulidze0 11 Aug 2016, 15:52
QUOTE (anuka2009 @ 11 Aug 2016, 15:09 )
ninosixarulidze0
შეიძლება არ გქონდეს არც სიცხე და არანაირი სომპტომი.

ეგ არ ვიცოდი მადლობა, მაგრამ ჩემს ორგანიზმს საფრთხეს არ უქმნის ეგრე რომ იყოს? ანუ სხვადასხვა ვადა რომ მითხრეს ორსულობის ეგ მაკვირვებს უბრალოდ როდის გავა ეს 7 დღე რომ გავიგო.
* * *
QUOTE (natinati77 @ 11 Aug 2016, 15:42 )
ninosixarulidze0
QUOTE
შეწყვეტილი რომ იყოს ორსულობა ან სიცხე არ უნდ ამქონდეს მარალი ან გამონადენი ან რამე, ანუ შენ ამბობ რომ 7 დღის მერე რომ დამიბარეს არ იქნება გულისცემა, დავიღალე ამდენი ექოებით .



სიცხე არაა აუცილებელი გქონდეს, მე არ მითქვმს რომ არ იქნება გულისცემა.ეხლა ხომ ხარ 5.5 კვირის და 7 კვირაზე გულისცემა უნდა ისმოდეს.არ ინერვიულო ,ნერვიულობა ძლიან ცუდია

ვცდილობ ყველანაირად, არვიცი რა...

Posted by: natinati77 11 Aug 2016, 16:12
ninosixarulidze0
ჩემ შემთხვევაში ყოველთვის გვიანი ჩასახვა იყო და 8 კვირამდე არ ისმოდა გულისცემა

Posted by: ninosixarulidze0 11 Aug 2016, 16:30
QUOTE (natinati77 @ 11 Aug 2016, 16:12 )
ninosixarulidze0
ჩემ შემთხვევაში ყოველთვის გვიანი ჩასახვა იყო და 8 კვირამდე არ ისმოდა გულისცემა

ახლა დამირეკეს 4 კვირის ხარო, ხეგემ ესე აჩვენა დავურეკე ექოსკოპისტს ერთი კვირა დაველოდოთ მოდი მერე ჩემთან და ვნახოთ ნუ 5.5 თუ იქნები გასაგები იქნება ყველაფერიო. რა ჯანდაბა ვქნა ახლა 1 კვირა(

Posted by: natinati77 11 Aug 2016, 16:37
ninosixarulidze0
QUOTE
ხლა დამირეკეს 4 კვირის ხარო, ხეგემ ესე აჩვენა დავურეკე ექოსკოპისტს ერთი კვირა დაველოდოთ მოდი მერე ჩემთან და ვნახოთ ნუ 5.5 თუ იქნები გასაგები იქნება ყველაფერიო. რა ჯანდაბა ვქნა ახლა 1 კვირა(


მშვიდად იყავი,ტესტი ისევ აჩვენებს ორსულობას?

Posted by: ninosixarulidze0 11 Aug 2016, 16:47
QUOTE (natinati77 @ 11 Aug 2016, 16:37 )
ninosixarulidze0
QUOTE
ხლა დამირეკეს 4 კვირის ხარო, ხეგემ ესე აჩვენა დავურეკე ექოსკოპისტს ერთი კვირა დაველოდოთ მოდი მერე ჩემთან და ვნახოთ ნუ 5.5 თუ იქნები გასაგები იქნება ყველაფერიო. რა ჯანდაბა ვქნა ახლა 1 კვირა(


მშვიდად იყავი,ტესტი ისევ აჩვენებს ორსულობას?

არა არ გამიკეთებია ისე ვარ დაზაფრული არაფერი არ მახსენდება დრეს გავალ და ვიყიდი საღამოს რომ გავაკეთო წესიტ პრობლემა არ უნდა იყოს? შეწყვეტილზე აღარ ჩანს მეორე ხაზი?
* * *
ტესტმა დადებითი აჩვენა დღეს დილით გავიკეტე მაგრამ მითხრეს რომ შეწყვეტილზეც ცოტა ხანი დადებითი არისო

Posted by: saloo.mee 12 Aug 2016, 10:48
ninosixarulidze0
ხოო შეწყვეტილზე აჩვენებს კიდე. მე ვაკუუმამდე შეწყვეტილზე მიჩვენებდა ისევ 2 ხაზს...
არანაირი სიმპტომი არ მქონია შეწყვეტილზე sad.gif
მთავარია არ ინერვიული, ყველაფერი ღვთის ნებაა და იმედია კარგად იქნება <3 კარგ ამბებს გისურვებ და გაგვაგებინე მერე smile.gif
* * *
გოგოებო ვაკუუმის მერე ზუსტად 1 თვეში თუ არ აღმიდგა ციკლი რა ვქნა? საშიშია თუ იცით? 4ში უნდა აღმდგენოდა.. წესით :/

Posted by: mashusha 12 Aug 2016, 10:57
saloo.mee
QUOTE
გოგოებო ვაკუუმის მერე ზუსტად 1 თვეში თუ არ აღმიდგა ციკლი რა ვქნა? საშიშია თუ იცით? 4ში უნდა აღმდგენოდა.. წესით :/



მე კი აღმიდგა, ვაი, ამ აღდგენას თორემ. უკვე მეორე მენზო მაქვს და მეორეჯერვე პირველი ორი სამი დღე რაღაცას ცოდვილობს, ყავისფრად გამოდის. ვერც ვამბობ მაქვს თქო, ვერც იმას არ მაქვს თქო. მერე წამოვა ჩვეულბერივად....

ნუ გეშინია, იცის არევაო, მაგრამ, წესით გინეკოლოგთან უერთიერთობა არ უნდა შეწყვიტო

Posted by: saloo.mee 12 Aug 2016, 16:46
QUOTE (mashusha @ 12 Aug 2016, 10:57 )
saloo.mee
QUOTE
გოგოებო ვაკუუმის მერე ზუსტად 1 თვეში თუ არ აღმიდგა ციკლი რა ვქნა? საშიშია თუ იცით? 4ში უნდა აღმდგენოდა.. წესით :/



მე კი აღმიდგა, ვაი, ამ აღდგენას თორემ. უკვე მეორე მენზო მაქვს და მეორეჯერვე პირველი ორი სამი დღე რაღაცას ცოდვილობს, ყავისფრად გამოდის. ვერც ვამბობ მაქვს თქო, ვერც იმას არ მაქვს თქო. მერე წამოვა ჩვეულბერივად....

ნუ გეშინია, იცის არევაო, მაგრამ, წესით გინეკოლოგთან უერთიერთობა არ უნდა შეწყვიტო

სექტემბრამდე თავისუფალი ხარო კი მითხრა ექიმმა და )))

Posted by: ninA26 12 Aug 2016, 23:57
სამწუხაროდ მიწევს აქ დაბრუნება ჩემი კიტხვებიტ...დღეს მივირე ანალიზის პასუხი და ნაყოფი არ ვითარდება ჩასახვიდან 4კვირის შემდეგ, ექიმმა შემიწყვიტა პროგესტერონის მიღება...15დღეა უმნიშვნელო გამონადენი მაქვს...იმედები გამიცრუვდა...ექიმმა რომ ჩამოხვალ გენეტიკური კონტროლი გაიკეთეო ვეღარ ვუკავშირდები ექიმს ქვეყანა დატოვა, მეც არ ვარ საქართველოში კი გამოჩნდება რამდენიმე საატში მაგრამ იქნებ მიტხრათ კონრეტულად რა იგულისხმა გენეტიკურ ანალიზის კონტროლში?

Posted by: ninA26 16 Aug 2016, 05:08
გოგონებო იქნებ ჩამოვწეროთ რა კვლევები დაგინიშნათ ექიმმა შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ..(სრულყოფილად არ მიწერია ანალიზების დასახელებები მივაწერ ორ კვირაში)
1.ნაცხის ანალიზი
2.ექოსკოპია
3.ანალიზები ჰორმონებზე,(პროლაქტინი,პროგესტერონი,tsh,ft4,
4.ანალიზები ვირუსებზე(პაპილომა,ჰერპესი,ქლამიდია, ტოქსოპლაზმა, ციტომეგალოვირუსი...)
5.ანტიფოსფოლიპიფური სინდრომი

Posted by: ninosixarulidze0 16 Aug 2016, 10:36
QUOTE (saloo.mee @ 12 Aug 2016, 10:48 )
ninosixarulidze0
ხოო შეწყვეტილზე აჩვენებს კიდე. მე ვაკუუმამდე შეწყვეტილზე მიჩვენებდა ისევ 2 ხაზს...
არანაირი სიმპტომი არ მქონია შეწყვეტილზე sad.gif
მთავარია არ ინერვიული, ყველაფერი ღვთის ნებაა და იმედია კარგად იქნება <3 კარგ ამბებს გისურვებ და გაგვაგებინე მერე smile.gif
* * *
გოგოებო ვაკუუმის მერე ზუსტად 1 თვეში თუ არ აღმიდგა ციკლი რა ვქნა? საშიშია თუ იცით? 4ში უნდა აღმდგენოდა.. წესით :/

სამწუხაროდ შწყვეტილი აღმოჩნდა მედიკამენტური აბორტი გამიკეთეს, პირველივე ორსულობ ა აბორტიტ დამტავრდა.....

Posted by: mashusha 17 Aug 2016, 00:16
ninA26


მე მხოლოდ ანტიფოსფოლიპიდური.
პირველი ორსულობა მქონდა და ბავშვიც მყავს, სხვა დანარცენზე მგონი ორსულობის დროს იკვლევენ, ამიტომ არ გახდა საჭირო.

ninosixarulidze0
პირველი ხშირად მტავრდება აბორტით, გული არ გაიტეხო. მგონი ქალი არ არსებობს აბორტი არ ჰქონდეს გაკეთებული. მე ვერ ვინელებ ჩემს აბორტს, არადა, როგორ ველოდი, მაგრა, რას ვიზამთ, ასეთია თურმე ხვედრი...


Posted by: anuka2009 17 Aug 2016, 09:51

QUOTE
ანტიფოსფოლიპიფური სინდრომი

ამას და ჰორმონებს მიაქციეთ ყველაზე დიდი ყურადღება. დანარჩემი მეორეხაროსხოვანია.

Posted by: saloo.mee 22 Aug 2016, 20:53
ninosixarulidze0

სამწუხაროა ნინ, ჩემიც პირველი ორსულობა იყო.
ბევრმა მითხრა პირველზე ქალების 70%ს ეშლება მუცელიო. რავიცი
ღმერთმა ქნას შემდეგი ორსულობ-ებ-ი კარგად და მშვიდობიანად ჩაივლის ყველასთვის!

3 თვე თავის დაცვა-ო ექიმმა და მერე ვნახოთო.

ninA26
ეს ანალიზები ყველა ვენიდან აღებული სისხლით კეთდება? ნაცხის გარდა რათქმაუნდა.. ?

Posted by: saloo.mee 30 Aug 2016, 10:03
გოგოებო სად დაიკარგეეთ smile.gif) ზაფხული დაგვეტყოო?
მე ორშაბათიდან ვარ შვებულებაში biggrin.gif

Posted by: nopiahopi 3 Sep 2016, 00:40
saloo.mee
QUOTE
ეს ანალიზები ყველა ვენიდან აღებული სისხლით კეთდება? ნაცხის გარდა რათქმაუნდა.. ?

კი
სისხლით კეთდება და მგონი ყველა ვენიდან.

Posted by: makuna1980 7 Sep 2016, 15:17
გოგოებო, ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა - მომეშალა 3-4 კვირის sad.gif გამოფხეკა არ გინდა, პატარაა თავისით ჩამოვაო და დაველოდოთო, 1 კვირა მქონდა დენა (კოლტებით) და 1 კვირის მერე ეხოზე მითხრა გინეკოლოგმა დარჩენილიაო რაღაც პატარა და დამინიშნა საიტოტეკი, გამოასუფთავებსო მაგრამ დიდად არ მომმატებია დენა, ძალიან ძალიან ძალიან ცოტა მომდის, კონტროლზე 1 კვირაში უნდა მივიდე. შეიძლებოდა ამ წამალსაც არ ჩამოეშალა და მაინც დამჭირდეს ნეტა გამოფხეკა? sad.gif((((((

Posted by: nnnnn55555 8 Sep 2016, 15:12
გოგოებო ვისაც გეშლებათ ვინმე ხომ არ ეწევით? მე 4 ჯერ მომეშალა და რადგან მიზეზი ვერავინ დაადგინა მოწევას ვაბრალებ.. გამიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც

Posted by: nopiahopi 10 Sep 2016, 00:04
nnnnn55555
მეც მომეშალა ბევრჯერ,სხვადასხვა ვადებზე. .. არასდროს მომიწევია.

Posted by: catherina_10 10 Sep 2016, 08:28
samcuxarod dzalian moxshirda adrejl vadaze sheckvetili orsuloba. 2 dgis cin gavikete gamotumbva da chemtan ertad ddzalin bevri icva. arvici zafxulis brali tu ra xdeba

Posted by: mashusha 10 Sep 2016, 08:43
makuna1980
წინსწარ ნუ დარდობ, იქნებ ჩამოვიდა. კარგ ექიმთან დადიხარ? მე 3 თვე მქონდა მცირე გამობადენი, მაგრამ ქსოვილი არ იყო ჩარჩენილი, ჰემატომა მქინდა და ის იცლებოდა. არ გინდა გამოტუმბვაო მიტხრეს,რადგან ისედაც აბორტი გამიკეთდა და გამეორება დაფაზიანებსო.ანტიბიოტიკებს, შესაკუმშებს და რაღაცეებს ვსვამდი,სანთლებს ვიკეთებდი და ჩანოვიდა თავისით.

Posted by: nnnnn55555 10 Sep 2016, 11:04
გოგოებო შორენა მაისურაძესთან რომ ცადოთ მკურნალობა... სასწაულებს ახდენსო.. ეხლახანს შევესწარი 46 წლის ქალი დარჩა ფეხმძიმედ, თან ისეთი პრობლემური იყო ხელოვნურზეც კი ყველამ უარი უთხრა.. ცოტა ძვირიან წამლებს კი ნიშნავს მაგრამ ყველასთან აქვს შედეგი... მარტო ერთ პაციენტს ვერ ვუშველეო.
იქნებ დაგეხმაროთ თქვენ

Posted by: nimmer 10 Sep 2016, 11:24
nnnnn55555
სულ არ ვიცნოვ შორენა მაისურადძეს, მარა ძალიან ხმამაღალი განაცხადი ხომ არაა?!

დამშვიდდით გოგოებო, ჩემს მეგობრებშიც გვქონდა სამწუხაროდ 2 პირველ ბავშვზე და 1 მეორეზე მსგავსი შემთხვევა ზამთარში, ახლა ამ სამიდან 2 ორსულადაა უკვე, ერთს ცოტა ეშინია თავს იკავებს

Posted by: annaninio 10 Sep 2016, 11:42
nnnnn55555
ერთს ვერ უშველაო? მარტო მე რამდენს ვიცნობ ვისაც ვერ უშველა. ღმერთმა ქნას ყველსა უშველოს. მე ჩემს ექიმსაც, რომელიც მართლა დამეხმარა, ვერ ვაქებ და ვურჩევ სხვებს მასე თამამად.

Posted by: nnnnn55555 10 Sep 2016, 12:29
ბოდიში გოგოებო. მე 4ჯერ მომეშალა..არ ვიცოდი თუ ბევრს ვერ უშველა მე მარტო ერთზე მითხრა და რაღაცნაირად იმედი მომეცა.. მეც თქვენსავით მაწუხებს ეს პრობლემა.. იმდენი ექიმი ვცადე და მიზეზსაც რომ ვერ მიდგენენ
* * *
ისეთ ექიმს ვეძებ ვისაც გამოცდილება მაინც აქვს სხვა თუ არაფერი... ჩემთვის ძაან ძნელია უშვილობის დიაგნოზით ცხოვრება..

Posted by: anabanaankabanka 10 Sep 2016, 12:37
nnnnn55555
ეგეთინექიმი არ არსებობს, ყველა
პაციენტს უშველოს და ერთს ვერა, ნუ სულ 2 პაციენტი თუ ყავს მაშინ არ ვიცი smile.gif smile.gif ასე რომ ჩემო კარგო, ყველა ექიმს ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები, მთავარია შენ თვითონ ენდობოდე და იმედი გქონდეს ექიმის. მე მაგალითად ჩემ ექიმთან წარუმატებელი მკურნალობის ეპიზოდებიც მქონდა, თუმცა იმდენად ვენდობოდი, იმდენი მადლიერი პაციენტი ყავდა, ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ
ცუდი და უვიცი იყო, ბოლომდე ვენდე და დაგვიფასდა ორივეს ”შრომა” biggrin.gif წარმატებებიი

Posted by: annaninio 10 Sep 2016, 12:39
nnnnn55555
შენ შენარჩუნების პრობლემა გაქვს, მეც მსე ვარ, არაფერი არ იკვეთება? მე სისხლის შედედების და ანდროგენების პრობლემა მაქვს.რა ვიცი ჯერ ნეტა ბოლომდე მივიდე .
''''

Posted by: nnnnn55555 10 Sep 2016, 13:13
არაფერი არ იკვეთება და ბოლოს იმუნიტეტის უამრავ წამლებს ვსვამდი მაგრამ მაინც მომეშალა... რაგან ნეო ბლოკს ვსვამდი და იმას ვაბრალებ.. ეხლა იმუნიტრტი კი მაქ ძლიერი და კიდე ვცდი ყველანაირი წამლის გარეშე იქნებ მეშველოს
* * *
4 დღის წინ მომეშალა და 1 თვის მერე ყველანაირი ექიმის გარეშე ვცდი..
* * *
annaninio
შენ ფეხმძიმედ ხარ? რამდენი კვირის? ვისთან მკურნალობ? შენ თუ გიშველა იქნებ მეც მიშველოს

Posted by: annaninio 10 Sep 2016, 14:05
nnnnn55555
საერთოდ იმუნიტეტის გაძლიერებას არ ურჩევენ დაორსულების წინ. პირიქით, დაბალ იმუნიტეტზე უკეთესად ემაგრება ნაყოფი. საკმაოდ რთული ორსულობა მაქვს, შენარჩუნებულად მაშინ ჩავთვლი როცა გავაჩენ. ისე ქეთი ოსიძესთამ დავდივარ.27 კვირის ვარ.

Posted by: nnnnn55555 10 Sep 2016, 18:48
რა კარგია ...ყველაფერი კარგად იქნება ... მთავარია არაფერზე ინერვიულო
* * *
რამე წამალს გასმევდა დაფეხმძიმებამდე? ფოლიმჟავას გარდა

Posted by: makuna1980 10 Sep 2016, 23:02
mashusha
QUOTE
makuna1980 წინსწარ ნუ დარდობ, იქნებ ჩამოვიდა. კარგ ექიმთან დადიხარ? მე 3 თვე მქონდა მცირე გამობადენი, მაგრამ ქსოვილი არ იყო ჩარჩენილი, ჰემატომა მქინდა და ის იცლებოდა. არ გინდა გამოტუმბვაო მიტხრეს,რადგან ისედაც აბორტი გამიკეთდა და გამეორება დაფაზიანებსო.ანტიბიოტიკებს, შესაკუმშებს და რაღაცეებს ვსვამდი,სანთლებს ვიკეთებდი და ჩანოვიდა თავისით.

Posted by: annaninio 11 Sep 2016, 00:48
nnnnn55555
მე მეკითხები? სამკურნალო ვიყავი და მასმევდა აბა რაა. თუ არაფერი გჭირს არ დაგალევინებს. ეგ ინდივიდუალურია.

Posted by: ninA26 20 Sep 2016, 00:49
მოგედალმებით,გოგონებო შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ მენსტრუაცია რამდენი ხანი გაგიგრძელდათ და რა ვადაზე შეგიწყდათ ორსულობა?
ექიმს ვის გაუწევდით რეკომენდაციას?

Posted by: saloo.mee 22 Sep 2016, 14:27
ninA26
გამოტუმბვის მერე 2 დღე მქონდა. მერე 1 თვეში აღმიდგა ციკლი, ცოტა მეტში.
5-6 კვირის ვიყავი მაქსიმუმ.

სამწუხაროდ რეკომენდაციას ჯერ ვერავის გავუწევ მე smile.gif მე თვითონაც ძიებაში ვარ smile.gif)))

Posted by: sm111 23 Sep 2016, 13:56
გამარჯობა გოგოებო.პირველივე თვეში დავრჩი ორსულად სამწუხაროდ 6 კვირის ვადაზე შემიწყდა იზრდებოდა მხოლოდ სანაყოფე პარკი არც ემბრიონი იყო არც გულისცემა.გამიკეთეს მედიკამენტოზური. გამოვიკვლიე ყველა ვირუსი და ინფექცია ასევე ფარისებრი.მიზეზი ვერ დადგინდა.ექვსი თვის შემდეგ ტესტმა მიჩვენა დადებითი ეხოზე არაფერი ჩანდა და მეორე დღეს ციკლივით დამეწყო ხეგე 54 იყო.არადა ეს მეორე თითქოს დაგეგმილი იყო.ბ ჯგუფის ვიტამინებს და ფოლიოს ვსვავდი.როგორც ჩანს შენარჩუნების პრობლემა მაქვს.ვაგინალურ ექოსკოპიებზეც არაფერია საეჭვო ციკლიც რეგულარულია.თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან რომ მირჩიოთ რამე. გაგუაში დავდიოდი ეხლა შეცვლა მინდა ექიმის

Posted by: mashusha 24 Sep 2016, 16:13
sm111
წეროების თემაში დაპოსტე ან მომავალ მშობელთა კლუბში...

Posted by: saloo.mee 29 Sep 2016, 12:26
გოგოებო, 8 დღე გადაცდენა, ხეგე (იყო 0,5) ეხლა 3,7. არის შანსი ორსულობის?
ტესტი ჯერჯერობით უარყოფითია.
ექიმმა თუ ბოლო 8 დღის განმავლობაში მოხდა ჩასახვა შესაძლებელიაო მითხრა... მოკლედ არ ვიცი )

თქვენი აზრი მაინტერესებს

Posted by: Batuka 29 Sep 2016, 13:43
QUOTE
გოგოებო, 8 დღე გადაცდენა, ხეგე (იყო 0,5) ეხლა 3,7. არის შანსი ორსულობის?
ტესტი ჯერჯერობით უარყოფითია.
ექიმმა თუ ბოლო 8 დღის განმავლობაში მოხდა ჩასახვა შესაძლებელიაო მითხრა... მოკლედ არ ვიცი )

თქვენი აზრი მაინტერესებს


თუ ექიმმა გითხრა ესეიგი გაქვს შანსი მეც გადამიცდა აგერ 5 დღეა და ტესტი უარყოფითს მიჩვენებს და ორშაბათამდე ვიცდი მერე ხეგე უნდა გავიკეთო.

Posted by: saloo.mee 29 Sep 2016, 18:01
Batuka


ვაა აბა ვნახოთ რა იქნება smile.gif

ურქეთში ვიყავი და აკლიმატიზაციას ვაბრალებ მე უფრო :/ sad.gif

წარმატებები <3

Posted by: Batuka 2 Oct 2016, 11:53
saloo.mee

აბა როგორ არის შენი საქმე ? მე არ ვყოფილვარ ორსულად ...

Posted by: saloo.mee 3 Oct 2016, 12:32
Batuka
ხეგე გავიკეთე.
არც ჩემს შემთხვევაშია ორსულობა. ეხო გაიკეთე და მომიტანე და დაგინიშნავს აბს და მოგივაო :/ ვეღარ გავიგე რა გავაკეთო რა...


არაუშავს შემდეგში იქნება <3
მთავარია არ ჩავიციკლოთ ამაზე და მუდმივად არ ვიფიქროთ ))) ფსიქოლოგიური მომენტი პირველია ხო იცი...

წარმატებები <3

Posted by: saloo.mee 7 Oct 2016, 09:41
გოგოებო,

ეხო გაიკეთე და მომიტანეო ჩემმა ექიმმა.. ვისთან გავიკეთო? მითხარით ვინმე რა ნორმალური

Posted by: eka3 10 Oct 2016, 00:27
გოგოებო საშინელ დეპრესიაში ვარ, ეხლა 6 ში შემიწყდა ორსულობა 5.5 კვირაზე. ეს მეორე შემთხვევაა. პირველად აგვისტოს 7 ში და მალევე დავრჩი ისევ. ექიმს რომ ვკითხე შეიძლებოდა თუ არა ურთიერთობა მითხრა არანაირი პრობლემა არ არისო და ეს შემთხვევა მოხდა. ეხლა ისე ვარ ექიმების მეშინია. ვინმე არსებობს ვინც თავის საქმის პროფესიონალია? არ ვიცი რა ვთქვა...

Posted by: pearlgirl 10 Oct 2016, 10:34
eka3
მცირე ვადაზე რომ შეგიწყდა პირველი ურთიერთობა რა თქმა უნდა რომ შეიძლებოდა და თავისუფლად შეიძლებოდა რო დარჩენილიყავი ისევ. მეორე რომ მოგეშალა ისიც მცირე ვადაზე უბრალოდ ჩაიტარე ანალიზები, რის გამო შეიძლება ყოფილიყო. ისე არაა საგანგაშო ნამდვილად პირველი ორსულობების მცირე ვადაზე შეწყვეტა. თუ დაგამშვიდებს გეტყვი რომ მე პირველი მცირე ვადაზე მომეშალა და მეორე თვეში ჩვეულებრივად დავრჩი და გავაჩინე.

Posted by: she_is_ia 10 Oct 2016, 13:44
eka3


მეც პირველ ორსულობაზე მომეშალა, შვიდი კვირის ვიყავი, წესით სამი თვე მაინც უნდა შეიკავო თავი დაფეხმძიმებისგან, ურთიერთობა ციკლის მოსვლის შემდეგ განვაახლე, დაახლოებით ერთ თვეში.. კიდევ სხვა პრობლემა მქონდა მე, მაგრამ ზოგადად სამ თვეს მაინც ურჩევენ ხოლმე თავის დაცვას...

ვირუსები და ფარისებრი გამოკვლეული გაქვს?

Posted by: eka3 10 Oct 2016, 16:09

pearlgirl

she_is_ia
მე მერჩივნა ექიმს თავდაცვაზე ეთქვა ვიდრე ამხელა სტრესი მიმეღო ზედიზედ.
პირველი 6 წლის მყავს და მას შემდეგ ეს ორი შემთხვევა მაქვს მარტო.
ძალიან გვინდა დედმამიშვილი ყავდეს ჩემს ბიჭს.
კიდევ ერთი გინეკოლოგი მირჩიეს ნინო ჯაფარიძე იმედის კლინიკაში და თუ გსმენიათ რამე? მივიდე თუ არა უკვე ვერ გავიგე.
გამოკვლევები ჯერ არ დამიწყია. 23ის მერე ციკლი მაქვს ისევ.

Posted by: nopiahopi 10 Oct 2016, 16:39
ძალიან კარგად არის ახსნილი რა რატომ არ უნდა უთხრა შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ ქალს..

პრინციპში ყველა, მაგრამ მე-8 განსაკუთრებით მაღიზიანებს ხოლმე

http://www.alwaysladies.com/9-things-not-to-say-to-a-woman-after-a-miscarriage/

Posted by: mashusha 10 Oct 2016, 16:43
sopiasopi
QUOTE
პრინციპში ყველა, მაგრამ მე-8 განსაკუთრებით მაღიზიანებს ხოლმე



მეც!!!!

უკვე ხომ გყავს ჯანმრთელი და კარგი ბავშვი? მაგას მიხედე, დედა ესაჭიროება. ვითომ, მე სიკვდილი მქონდა განზრახული.

Posted by: goldenrose 10 Oct 2016, 20:08
გამარჯობა გოგოებო! 25 წლის ვარ... წლინახევრის წინ 31 კვირაზე შემიწყდა ორსულობა რა და რატომ მოხდა დღემდე არ ვიცი პასუხი, ვერც ექიმებმა მითხრეს ვერაფერი ნაყოფს საერთოდ არაფერი ჭირდა ზომაც და წონაც კარგი იყო ორსულობაც კარგი მქონდა არც მე მჭირდა რამე. 31 კვირაზე ჩვეულებრივად მივედი ექიმთან კარდიოგრამა უნდა გადაეღოთ ნაყოფისთვის და გულისცემა ვეღარ იპოვეს მანამდე სამი დღით ადრე კიდევ ვიყავი ექიმთან სისხლის ანალიზის პასუხები ვნახე და თან ექოსკოპია გავიკეთე (ექო იმ მიზეზით რომ წინა დღეს ბავშვი ჩვეულზე ნაკლებად მოძრაობდა და მაინც რომ არ ვინერვიულო ვნახავთქო) ყველაფერი კარგად იყო ექიმმა ტყუილად ნუ ნერვიულობ ხომ მოისმინე შენი ყურით ბავშვი კარგადააო უბრალოდ შემოტრიალდა და ეტყობა კომფორტულადაა და იმიტომ არ გაწუხებსო დავწყნარდი წავედი სახლში ეს იყო ბოლო გულისცემის მოსმენა მესამე დღეს უკვე მოხდა რაც ზემოთ დავწერე, არც ტკივილები დამწყებია არც დენა ჩვეულებრივ ვიყავი, დამაჩქარებლებით ვიმშობიარე მშობიარობა არაფერი იყო ხუთჯერ ვიმშობიარებდი რაც გამოფხეკაზე დამმართეს საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ (დამამშვიდებელს ნარკოზს და მსგავს რამეს ვგულისხმობ) ამხელა მშობიარობას გაუძელიო და ორი წუთი მოითმინეო ეს იყო მარტო და ისე გააკეთეს გასაკეთებელი ჭკუიდან კინაღამ გადავედი sad.gif მოკლედ ესაა ჩემი საშინელი ისტორია , ახლა ერთი წელი დაფეხმძიმებას ვცდილობ და არ გამომდის ყველაფერი გავიკეთე ანალიზები კარგად მაქვს ერთადერთი ანტიმიულერი ღმომაჩნდა დაბალი (სტრესის ფონზე დამივარდა) 1,75 ორჯერ გავიკეთე სტიმულაცია და არ გამოვიდა ახლა ინსემინაციისთვის ვემზადები არ ვიცი რა იქნება ვცდილობ არ ვინერვიულო მაგრად ხან გამომდის ხან არა smile.gif იქნებ მითხრათ ესეთ ანტიმიულერზე ინსემინაცია რამდენად გაამართლებს?

Posted by: she_is_ia 10 Oct 2016, 22:24
eka3

რა უცნაურია, მე ვინც ვიცი შეწყვეტილი ორსულობით ყველას უთხრა ექიმმა სამი თვე მაინცო, ექვს თვესაც ეუბნებიან, ეგრევე ცდა ვერ წარმომიდგენია, ხომ უნდა აღდგეს ორგანიზმი, თან უნდა გაგიაროს სტრესმა და მოემზადო ყველანაირად... აუცილებლად გეყოლება მეორეც, მთავარია ეხლა გადაიტანო, მეც ისე ვნერვიულობდი, მაგრამ ეხლა რომ ვიხსენებ, ჯობდა არ დამეხარჯა ნერვები...


Posted by: eka3 11 Oct 2016, 10:41
she_is_ia
ეგ დამატებით მანერვიულებს რომ ექიმმა არ ჩამაყენა საქმის კურსში, მე ვკითხე და პასუხი იყო- არ არის არანაირი პრობლემაო. სხვასთან მინდა მისვლა. ვინც თავისი საქმის პროფესიონალია და ექსპერიმენტებს არ ჩაატარებს.

Posted by: nimmer 11 Oct 2016, 11:15
გოგოებო, ამას წინათ ვკითხულობდი თანამედროვე გაიდლაინებით მსგავსი შემთხვევების შემდეგ აღარ ურჩევენ რეპროდუქტოლოგები პაციენტებს თავის დაცვას. როგორც კი ციკლი აღდგება და ორგანიზმი წესრიგში მოვა იქნება ეს ერთი თვე ან 3 თვე, უკვე შეიძლება ორსულობის დაგეგმვაო

Posted by: pearlgirl 11 Oct 2016, 11:22
nimmer
არ ვიცი, მე თათია ტუღუშთან დავდიოდი მაშინ (ვერ ვიტან მაგ ქალს) ხოდა რო მომეშალა მცირე ვადაზე აი ძაან პატარა ნაყოფი, მითხრა რომ შემდეგ თვეში ციკლი მოგივა ცოტა მეტიო, კოლტებითო და არანაირი მოცდა შეგიძლია იზრუნო დაორსულებაზეო. ანალიზები გაკეთებული მქონდა ყველაფერი, თიესეიჩი და პროლაქტინი მოწესრიგებული (ორივესთვის მუდმივად წამლებს ვსვამდი მაშინაც და ეხლაც) მეორე თვეშივე უპრობლემოდ დავორსულდი.

Posted by: nimmer 11 Oct 2016, 11:46
pearlgirl
ხო, შენს შემთხვევაშიც გაამართლა ე.ი. მეც თათიას პაციენტი ვიყავი, ჩქარ შედეგზეა ორიენტირებული და ამის ფონზე ბევრი შეცდომა მოსდის. ზოგადად მე რა გამოცდილებაც მქონია ექიმებთან მთლიანად ვერასდროს ვენდობი, მივდივარ და ვამოწმებ ყველაფერს ათასჯერ. მიუხედავად იმისა რომ თათიას მოთხოვნებიდან ყველაფერს არ ვაკეთებდი, 1-2 წამალი მაინც მაქვს ტყუილად მიღებული

Posted by: pearlgirl 11 Oct 2016, 11:53
nimmer
ხოდა მე პირველად მივედი თათიასთან და ეგ რო მომეშალა და ისევ დავფეხმძიმდი გულისცემას მოუსმინა და მერე ვიზიტზე აღარ წავსულვარ, დავეჭვდი წამლებში და თან დაუნის სინდრომის ტესტზე მელაპარაკა რომლის გაკეთებას არ ვაპირებდი და გინდა თუ არა უნდა გაიკეთოო და ეგრევე ჩემი ისტორია წამოვიღე და წავედი სხვაგან.

Posted by: eka3 11 Oct 2016, 12:00
მე ვაბრალებ მოწამვლას ზაფხულში მოვიწამლე 1 კვირა სიცხე მქონდა და თან არ ვიცოდიო, რომ ორსულად ვიყავი. ერთი მოშლა მაშინ მოხდა და მერე ისევ მალევე.

Posted by: nimmer 11 Oct 2016, 12:03
pearlgirl
კარგად მოქცეულხარ. მე ზუსტად ეგ ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის, ორსულობის დასაწყისში სულ ტყუილად ვსვამდი კარდიომაგნილს და გაკეთებული მაქვს 8 კლექსანი სულ ტყუილად, მარა მერე კი მოვეგე გონს, გადავედი სხვა ექიმთან და მომიხსნა ყველაფერი. თათია მძიმე ორსულებსაა შეჩვეული და "რაღაცის პრევენციის" მიზნით აყლაპებს უპრობლემოებსაც წამლებს

Posted by: ათულია 11 Oct 2016, 12:04
მტკივნეული თემაა


მე მაპატიეთ და საჭორაო თემად იქცა


გავალ ჩემით punch.gif

Posted by: pearlgirl 11 Oct 2016, 12:05
nimmer
ეგ კარდიომაგნილი მეც ვყლაპე smile.gif
ჩაჩავას ქალთა კონსულტაციის რიგით გინეკოლოგთან გადავედი პერო თათიამ ისე დამღალა. მშვიდად ჩამატარა მთელი ორსულობა რა.

Posted by: saloo.mee 20 Oct 2016, 11:26
eka3

მე 3 თვე აკრძალული მქონდა დაორსულება ვაკუუმის მერე.
ეხლა IQ კლინიკაში დავდივარ, ქეთი ტეფნაძესთან და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ყურადღებიანი და კარგი გოგოა smile.gif

Posted by: eka3 21 Oct 2016, 14:35
saloo.mee
ნეტა აეკრძალა ჩემს ექიმს, ასეთ სტრესში, ხომ არ ჩავვარდებოდი ზედიზედ. ველოდებოდი აქ რომ ვინმეს ერჩია კარგი გინეკოლოგი.
მე უკვე მივედი სხვა გინეკოლოგთან, ეხო გავიკეთე და სასწრაფოდ მითხრა დღესვე უნდა გაიკეთო გამოფხეკვა თორემ შეიძლებო მოწამვლა წავიდეს ორგანიზმშიო. დარჩენილი იყო ქსოვილები. ეხლა ანალიზის პასუხს ველოდები და ვნახავ რისი ბრალი იყო..

Posted by: KeP 6 28 Oct 2016, 12:19
დასრულდა ჩემი ორსულობა ტყუპიანი, ერთი თავიდავე პატარა იყო. ეგ გაჩერდა 8 კვირაზე და მერე ვიწექი, მეორესაც მიმაგრების ადგილზე ქონდა ჰემატომა.
9.5 კვირაზე ეგეც შეწყდა. ალბათ მიზეზიც ეგ იყო. თუმცა სხვა ყველაფერი იყო იდეალურად, გულისცემა. ზომები და ყვითელი სხეული. კარგია მცირე ვადაზე მოხდა.
მიზეზზე არაფერი არ უთქვამთ, ექიმების თანადგომის იმედი ნუ გექნებათ sad.gif ზრდილობის გულისთვისაც კი არავინ არ ეცდება რომ ოდნავ მხარი დაგიჭიროთ. წავედი გოგი ცერცვაძესთან (გამოცდილება აქვს აშკარად), ძალიან ნორმალურად მესაუბრა, ასპირაცია მითხრა. თვითონ სადღაც მიდიოდა და მზია ბუსიშვილი შემომთავაზა - კატეგორიულად უარი განვაცხადე biggrin.gif პოსტები რომ გამახსენდა. მერე მითხრა ირაკლი ქართველიშვილი (ბიბიდას ექიმი იყო, ეხლა სისხლის გადასხმაში არის), მივედი პატარკაციშვილის სამშობიაროს შენობაში 4 სართულზე ექოთი. ძალიან კარგად მელაპარაკა, კარგი კაცია, არააფერისტი და შეგნებული.

გამიკეთეს ნარკოზით ასპირაცია. ნარკოზით პროპოფოლის მცირე დოზით (ანესთეზიოლოგი იყო გია ჭელიძე, ძალიან კარგი კაცია, ეგეც სამშობიაროში ბიბდაში მთავარი იყო), სულ 5-7 წუთი მეძინა. ყველაფერი იყო დაფარული არაფერი დამინახავს, არავინ მომკარებია biggrin.gif დამეძინა და გამეღვიძა. არაფერი მტკენია და არც დამინახია საერთოდ. თავბრუსხვევაც არ მქონია. ცოტა ხანს ვიწექი და გამომიშვეს. 300 ლარი გადავიხადე სულ. ყველაზე საინტერესოა, რომ იმედილ ში მითხრეს დაზღვევა არ ანაზღაურებსო და შიგნით უნდა ჩავიტოვოთ, ჩემით მოვიშალე მუცელი თუ რა ვქნათ? პროფილაქტიკისთვის მხოლოდ ანტიბიოტიკი მაქვს და ციკლის მერე უნდა მივიდე. გამონადენი ცოტა მიდიმოდის, ცოტა საკვერცხეები მტკივა ხოლმე. ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ გირჩევთ ირაკლის მართლა გულით, დიდი გამოცდილებას აქვს (მთლად გოგისავით თუა არ ვიცი biggrin.gif ), ადამიანურადაც კარგია და იმედია რეკლამაში არ მეთვლება biggrin.gif

ცუდად არ გამიგოთ, ეს ჩემი ბოლო პოსტია, კი მეხმარება ფორუმი და სხვებს ვერაფერს დავავალებ, მაგრამ ემოციურად ძნელია ამდენი რამის გაზიარება. ამდენი ინფოს გადახარშვა, რაც მიჯაჭვულს გხდის აქაურობაზე, ბევრ საკითხზე ეჭვებში ვარდები, სტრესია და ა.შ. კიდე ვამბობ სხვებს არაფერს მოვიწოდებ smile.gif

Posted by: ninikei13 28 Oct 2016, 12:26
KeP 6
ვაიმე,გული ჩამწყდა sad.gif საშინლად მეწყინა..გამხნევდი რა!

Posted by: mashusha 28 Oct 2016, 12:26
KeP 6


შეწყვეტილი ორსულობა ყველა ქალის ხვედრია <3

Posted by: pearlgirl 28 Oct 2016, 12:31
KeP 6
sad.gif
გამომიცდია და ვიცი. გისურვებ მალე გაგიხარდეს ორსულობა!

Posted by: KeP 6 28 Oct 2016, 13:51
pearlgirl
mashusha
ninikei13
გოგოებო მადლობა ყველას smile.gif

Posted by: annaninio 28 Oct 2016, 14:04
KeP 6
აუ ნეტა არ წამეკითხა... როგორ გგულშემატკივრობდი.მეც გამომიცდია, ვიცი რა ტკივილია. კარგი ამბები რომ გექნება, მაშინ მაინც შეგვეხმიანე.

Posted by: Anin 30 Oct 2016, 07:04
KeP 6
ძალიან მეწყინა sad.gif თითქოს გავლილი იყო საშიში კვირები...

Posted by: xatushka 30 Oct 2016, 10:41
KeP 6
ძალიან საწყენია. მალე გექნება კარგი ამბები დარწმუნებული ვარ.
ყველა მსგავს ისტორიაზე გული მიკვდება.
mashusha
QUOTE
შეწყვეტილი ორსულობა ყველა ქალის ხვედრია <3

მაპატიეთ, მაგრამ ეს არის ყველაზე საშინელი და უადგილო პოსტი ამ განყოფილებაში. sad.gif

Posted by: Unico 30 Oct 2016, 11:13
xatushka
თავისებურად დაამშვიდა.
მაგ პოსტის ავტორსაც აქვს გამოცდილი და იმიტომ.
უნდოდა ენუგეშებინა.

თორემ სხვას, სხვანაირი გამოცდილების მქონეს, რომ დაეწერა, კი გაიწეწებოდა.

მამენტ არავის ვამტყუვნებ და არავის ვამართლებ.


აუ, როგორ არ მინდოდა ამ თემაში მეორედ შემოსვლა cry.gif
ისევ მეტირება

Posted by: mashusha 30 Oct 2016, 17:02
Unico
მადლობთ <3 სწორად მიხვდი. ჩემებურად შევეცადე, თუნდაც. არასწორად... ადამიანებს კორექტულობა გვაკლია და ვერ ვხვდებით, თუ ვინმეს ეს შემთხვევით გამოუვიდა, ჩვენ მიზანმიმართულად ვამბობთ.


ძალიან ცუდია, რის გამოც შემოსულხარ.
მიზეზს რას გეუბნებიან? ცოტა ხომ არ აჩქარდი ფეხმძიმობისთვის? მე აბორტის მერე ვინც გამიკეთა იმან მითხრა 2 თვეში დაიწყეო (ამან რასაც ჰქვია დამჯიღნა და არ უნდოდა აღიარება ალბათ), მეორემ, 6 თვე აცადეო. მე ხომ იცი გამირთულდა ძალიან და იქნებ, ამიტომაც მირჩიეს 6 თვე.. არადა, ასაკით დიდი ვარ და არც თუ ბევრი დრო მაქვს..(

გული არ გაიტეხო. ცოტა დაისვენე და იქნება პაწია მარგალიტები <3

Posted by: Unico 30 Oct 2016, 17:29
mashusha
არა, ჩემ ბავშვს არაფერი სჭირს.

სხვების გამო მიმძიმს.

KeP 6-ი ხო მომავალ მშობლების კლუბში პოსტავდა და...



Posted by: mashusha 30 Oct 2016, 18:11
Unico
QUOTE
არა, ჩემ ბავშვს არაფერი სჭირს.

baby.gif love.gif

QUOTE
სხვების გამო მიმძიმს.



კი, ძალიან არასასიამოვნოა... მართლა არ მეგონა ამ თემის სტუმარი თუ გავხდებოდი. მაგრამ, ნუ, რას ვიზამთ, უკეთესი წუთები და წლებია წინ. ამაში ეჭვი არ მეპარება <3 პაწია ხელები ყველა ჩვენგანის ყელს შემოეხვევა მალე <3

Posted by: eka3 4 Nov 2016, 10:00
ვინმემ მითხარით, ისეთი გინეკოლოგი, რომელიც თავის საქმის პროფესიონალია და ტყუილად ფულს არ მაყრევინებს. თან გამოკვლევები უნდა ჩავიტარო.
თუ ვინმე იცით ნამდვიდი წესიერი და ყურადღებიანი გინეკოლოგი გთხოვთ მომწეროთ.

Posted by: rosonera 4 Nov 2016, 13:12
KeP 6
ნეტა არ წამეკითხა sad.gif გამხნევდი,

Posted by: saloo.mee 17 Nov 2016, 16:42
აღარ შემიძლია დავიღალე უკვე...

აბორტის მერე (ალბათ ნერვიულობის გამო) 5 კილო მოვიმატე... ეხლა მინდა რო ფორმაში ჩავდგე თორე ვიტანჯები sad.gif( გული მერევა საკუთარ თავზე უკვე...
იმდენად სულ დაორსულებაზე ვფიქრობ რო მეჩვენება რაღაცეები ))) გავაფრინე...

ყველაზე მეტად ეს სანათესაოს კითხვები, სადღეგრძელოები ნერვებს მიშლის.
2017-ს არ გადააცილოთო :| ბლაჰ
................
დავიღალე sad.gif

Posted by: mashusha 17 Nov 2016, 16:49
saloo.mee


მეც მოვიმატე...
რა გითხრა, საზოგადოებას პირს ვერ ამოურეკავ, საუბედუროდ!!!!!!!!!!
რამენაირად მოიგერიე

Posted by: Baskurshuqura 17 Nov 2016, 16:59
გოგოები, აბორტის მერე მომატებას რა იწვევს? რამე გართულებასთან ხო არაა კავშირში, ჩემმა დააქალმა ძაან მოიმატა და ნერვიულობს.

Posted by: anuta 17 Nov 2016, 16:59
saloo.mee
დაიკიდე წელიწადზე მეტი მეც ტვინი მიჭამეს პირდაპირ გეტყვი მაგრამ მკიდია სანათესაოს და ანსაკუთრები ქმრის მხარე ხალხი ვითომ კეთილისმსურველები გადაებნრნ ერთმანეთს :დ ჯერ არ გვინდა და როცა გვენდომება გაგაგრბინებტქო უთXარი და მოიშორე

Posted by: nopiahopi 17 Nov 2016, 17:26
saloo.mee
QUOTE
აბორტის მერე (ალბათ ნერვიულობის გამო) 5 კილო მოვიმატე...

მე 4 კილო მქონდა მომატებული

Posted by: saloo.mee 17 Nov 2016, 20:25
ისე მაწუხებს ვერ წარმოიდგენთ. სანამ წონას არ დავაგდებ არ მინდა დარჩე ორსულად.
მგონია აღარაფერი მიხდება და სპილო ვარ sad.gif(( 53 ვიყავი ქორწილში 1 წლის წინ ზუსტად და ეხლა 63 ვარ sad.gif(
ფოლიუმს ვსვამ ეგ ხო არ იწვევს ნეტა რამეს?
ესეიგი აბორტის მერე იმატებენ? მარტო არ ვარ??
anuta
იდეაში მკიდია მაგრამ ყველა მუცელზე მიყურებს ვინც მხვდება.
ზუსტად 1 წელია გავთხოვდი.
მოქმედებს ძალიან, თან რო მოვიმატე მიზეზიც ორსლობა გონიათ sad.gif
ვნერვიულობ ძალიან

Posted by: nopiahopi 17 Nov 2016, 22:48
saloo.mee
QUOTE
ესეიგი აბორტის მერე იმატებენ? მარტო არ ვარ??

ნუ მანამდე არცერთ აბორტზე არ მომიმატებია, ბოლოს ამ ნაადრევი მშობიარობის მერე მოვიმატე . ალბათ ჰორმონალური არეულ-დარეულობა მოხდა, არ ვიცი.. იგივენაირად ვჭამდი, რასაც მანადე. საერთოდ ზამთარში 1-2 კილოს ყოველთვის ვიმატებ როგორც წესი, მაგრამ აი მშობიარობიდან ეგრევე მოვიმატე 4 კილო, სადღაც 1 თვეში.
ნუ სტრესიც ხომ მოქმედებს, ზოგი იკლებს, ზოგი იმატებს..

QUOTE
ვნერვიულობ ძალიან

აი ამის ფონზე ძნელი უფრო ძნელი იქნება დაკლება. ეცადე მშვიდი ნერვებით, სწორი კვებით და განტვირთვის დაიკლო , თუ გაწუხებს ეს ზედმეტი კილოგრამი..

ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

Posted by: SUBADARI 18 Nov 2016, 17:57
გოგოებო არ ინერვიულოთ აუცილებლად ჩაიხუტებთ თქვენს საყვარელ პაწიას გულLში...

ნერვიულობაზე კიდე ჩემი არ ნერვიულობის წყალი გადმოგსხმოდეთ. ..


პ.ს: კიდე იმათ ნუ დასძრახავთ თუ ერთი ბავშვი გყავთ და მეორე ორსულობა შეგიწყდათ რომ განუგეშებენ... შვილის ყოლის დროს შეწყვეტილი ორსულობის გადატანა ფსიქოლოგიურად არის მართლაც ბევრად უფრო მარტივი და ძალიან გთხოვთ არ შემეკამათოთ საკუთAრ თავზე გამოვცადე. ნუ რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია მარა ფაქტია რომ უფრო მარტივია

Posted by: natinati77 2 Dec 2016, 09:06
KeP 6
ყველაფერი რიგზე იყო,ანალიზები საუკეთესო,12 კვირაზე კისრის ნაოჭზე მივედი და გული დამხვდა გაჩერებული.ეს არი ჯოჯოხეთი. უბრალოდ რითი განუგეშო არ ვიცი 2kiss.gif
* * *
SUBADARI
ნიკოლო რომ არ მყავდეს ალბათ ვერ გადავიტანდი

Posted by: pearlgirl 2 Dec 2016, 09:17
natinati77
QUOTE
12 კვირაზე კისრის ნაოჭზე მივედი და გული დამხვდა გაჩერებული.ეს არი ჯოჯოხეთი.


აუ sad.gif

Posted by: mashusha 2 Dec 2016, 09:47
natinati77
აუფ, მეხი დამეცა (((((

Posted by: saloo.mee 2 Dec 2016, 14:47
natinati77
ვაიმეე კაი რა sad.gif(((

Posted by: nopiahopi 2 Dec 2016, 16:25
natinati77
არაფრის მოწერას არ ვაპირებდი, სანამ შენ თვითონ არ დაწერდი ბოლო შემთხვევაზე, იმიტომ რომ.. მეგონა იმ ცუდი მოვლენების მერე, მომდევნო ორსულობები.. ყველაფერიკარგად გვექნებოდა ..
რა გითხრა არ ვიცი.. გისურვებ მალე გადაგელახოს ეს პერიოდი, რაც ახლავს ხოლმე ამ საშინელებას..

ნიკოლო მაგარი ბიჭი გყავს smile.gif

SUBADARI
QUOTE
შვილის ყოლის დროს შეწყვეტილი ორსულობის გადატანა ფსიქოლოგიურად არის მართლაც ბევრად უფრო მარტივი და ძალიან გთხოვთ არ შემეკამათოთ საკუთAრ თავზე გამოვცადე. ნუ რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია მარა ფაქტია რომ უფრო მარტივია

კარგია თუ უფრო მარტივად გადაიტანე. მე პირიქით, შვილის მერე ორსულობის შეწყვეტა ყველაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე სანამ ბავშვი მეყოლებოდა, მანამდე შეწყვეტილი ორსულობები.

Posted by: blblbl 2 Dec 2016, 16:30
natinati77
აუ კარგი რა sad.gif(((( გამისკდა გული sad.gif რატომ კი მაგარამ sad.gif

Posted by: natinati77 2 Dec 2016, 21:07

ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ,ჯერ კიდევ ცუდი სიზმარი მგონია.
sopiasopi
ნიკოლო რომ არ მყოლოდა არ ვიცი თავს რას ავუტეხავდი,მადლობა ღმერთს რომ ეს მაინც მყავს.
pearlgirl
mashusha
saloo.mee
:2kiss

blblbl
ფრაქსიპარინი არ უნდა შეგეწყვიტაო,და მე კიდევ 7 ხღის მერე შემაწყვეტინა და ჭიპლართნ დაიტრომბა.სერგოს არ ვენდე და ჭიღლაძესთან გადავამოწმე,იმედი მქონდა შეეშლებოდა

Posted by: blblbl 2 Dec 2016, 21:31
natinati77
მასე ვერ გაიგებ შეწყვეტამ გამოიწვია თუ რამ sad.gif კარგი ექიმი გინდა ეღთი ეგ ვიცი რა ,არ ინერვიულო :*

Posted by: natinati77 2 Dec 2016, 21:47
blblbl
ანტიპოსპოლიპიდური სინდრომი მაქვს,2 კვირის.წინ შევწყვიტე წაამალი,10 კვირაზე ვიყავი ეხოზე და გული უცემდა .10.2 დღეზეა გაჩერებული,ჭიღლაძემ შენ თითქმის მთელი ორსულობა უნდა იკეთო ნემსიო. ვიღას ვენდო ატარ ვიცი.ერთი ვიცი,რომ ყველა საუკეთსო ექიმი ჩემთან შტერდება

Posted by: anuka2009 2 Dec 2016, 21:52
natinati77
QUOTE
ანტიპოსპოლიპიდური სინდრომი

მე მქონდა ეგ და მტელი ორსულობა ვიკეთებდი ფრაქსიპარინს.

Posted by: natinati77 2 Dec 2016, 22:14
anuka2009
ხოდა მე კიდევ 7 დღეში.შემიწყვიტა და კარდიოზე გადამიყვანა.ოოხ როგორ მეშლება ნერვები,არადა როგორ მმეგონა რომ ეხლა მაინც მივედი კარგ ექიმთან

Posted by: anuka2009 2 Dec 2016, 22:35
natinati77
კარდიო რას გეყოფოდა. ახლა ცოტა ხანი დამშვიდდი და მერე ისეთ ექიმთან მიდი ვისაც აქვს მსგავსი ქეისების მართვის გამოცდილება. ყველას საქართველოსი არ აქვს. აი ფაქტი სახეზეა, რა კარდიომაგნილი.
მაგრამ ახლა უმთავრესია სიმსვიდე და ემოციური წონასწორობა. რამე დაიხმარე დამამსვიდებელი. თუ რამესი გამიგადგება ჩემი შავბნელი გამოცდილება - ნებისმიერ დროს სემიზლია გაგიზიარო.

Posted by: natinati77 2 Dec 2016, 23:13
anuka2009
დამაშვიდებელი კი მინდა,ქვებს არ ვისვრი,მაგრამ არც ნაკლები მჭირს.
კი მჭირდება ნამდვილად რჩევები,ცოტას დავმშვიდდები და იქნნებ ერთიც გავრისკო,ძალიან მინდა მეორე sad.gif

Posted by: nopiahopi 3 Dec 2016, 01:13
natinati77
ნუ ადანაშაულებ თავს. ღმერთმა იცის რამ გამოიწვია. ეგრე მე სულ ვიკეთებ(დი) ნემსს,მაგრამ ჩემზე არ მოქმედებს და სულ ითრომბება იქაურობა მაინც..
დამამშვიდებელი კარგი იქნება. მე პირადად დამამშვიდებელი არ დავლიე და მაგნე ბ-6 ვსვამდი და ძალიან მიშველა. გაღიზიანებულობის გარდა,ვამჩნევდი, რომ ფსიქოლოგიური პრიბლემები მეწყებოდა და დეპრესიის შემეშინდა. დეპრესიას მაგნიუმის ნაკლებობაც იწვევს და ამიტომ მიშველა მაგნე ბ6-მა..

მეც მინდა გარისკვა,მეექვსე წრეზე წავლა მომიწევს, მაგრამ.. მინდა მაინც..

Posted by: mashusha 3 Dec 2016, 10:06
natinati77
QUOTE
იქნნებ ერთიც გავრისკო,ძალიან მინდა მეორე 



მაგარი გოგო ხარ შენ!!!!!!!!!!!!!!!!!!

ნეტავ მეც ანტიფოსფოლიპიდური ხომ არ მაქვს? ზუსტად მაგ ვადაზე შემწიყდა, 10,5 კვირაზე sad.gif

მეც ისე მინდა მეორე, ყოველ ღამე სიზმარდ ვხედავ smile.gif))

იქნება ნათი, აი ნახე, დავიხუნძლებით <3

Posted by: annaninio 3 Dec 2016, 11:25
natinati77
მეც მთელი ორსულობა ვიკეთებდი ფრაქსიპარინს..აღრიცხვაზე სადაც ვიყავი, ის ექიმი მეუბნრბოდა, ამის შეწყვეტა ხშირად გულის გაჩერებას იწვევსო.მშობიარობამდე სამი დღით ადრე შემიწყვიტეს და ნაშინაც ყოველწუთში გულისცემას ვამოწმებინებდი. გაგუაში ვიწექი მეთვალყურეობის ქვეშ.

Posted by: anuka2009 3 Dec 2016, 14:46
natinati77
რამდენად დაგეხმარები არ ვიცი მაგრამ 3 შეწყვეტილი ორსულობა მქონდა მიყოლებით. მე დიაგნოზიც არ მქონდა.
როგორც კი დიაგნოზო დაისვა სწორი მიმარტულებიტ წავუდა ორსულობის პატრინაჟი. რა დროს ფარ ხმლის დაყრაა.

Posted by: natinati77 4 Dec 2016, 12:00
sopiasopi
QUOTE
ნუ ადანაშაულებ თავს. ღმერთმა იცის რამ გამოიწვია. ეგრე მე სულ ვიკეთებ(დი) ნემსს,მაგრამ ჩემზე არ მოქმედებს და სულ ითრომბება იქაურობა მაინც..
დამამშვიდებელი კარგი იქნება. მე პირადად დამამშვიდებელი არ დავლიე და მაგნე ბ-6 ვსვამდი და ძალიან მიშველა. გაღიზიანებულობის გარდა,ვამჩნევდი, რომ ფსიქოლოგიური პრიბლემები მეწყებოდა და დეპრესიის შემეშინდა. დეპრესიას მაგნიუმის ნაკლებობაც იწვევს და ამიტომ მიშველა მაგნე ბ6-მა..

მეც მინდა გარისკვა,მეექვსე წრეზე წავლა მომიწევს, მაგრამ.. მინდა მაინც..


დამნაშავე ვარ აბა რა ვარ,როცა ვიცოდი რომ ნემსი ჩემი ჰაერი იყო,როგორ მივეცი ნება შეეწყვიტა.მაგრამ მე კარდიო მეგონა მიშველიდა.ნიკოლოზე თითქმის ფრაქსიპარინი/კარდიოზე ვიყავი მთელი ორსულობა და კი დაიბადა.

mashusha

QUOTE
მაგარი გოგო ხარ შენ!!!!!!!!!!!!!!!!!!

ნეტავ მეც ანტიფოსფოლიპიდური ხომ არ მაქვს? ზუსტად მაგ ვადაზე შემწიყდა, 10,5 კვირაზე

მეც ისე მინდა მეორე, ყოველ ღამე სიზმარდ ვხედავ ))

იქნება ნათი, აი ნახე, დავიხუნძლებით <3

ორსულობის დროს მარტო იმატებს,და ორსულობა რომ დადგება,მერე გაიკეთე აბა


annaninio
QUOTE
მეც მთელი ორსულობა ვიკეთებდი ფრაქსიპარინს..აღრიცხვაზე სადაც ვიყავი, ის ექიმი მეუბნრბოდა, ამის შეწყვეტა ხშირად გულის გაჩერებას იწვევსო.მშობიარობამდე სამი დღით ადრე შემიწყვიტეს და ნაშინაც ყოველწუთში გულისცემას ვამოწმებინებდი. გაგუაში ვიწექი მეთვალყურეობის ქვეშ.

წესით მეც უნდა მეკეთებინა
anuka2009
QUOTE
რამდენად დაგეხმარები არ ვიცი მაგრამ 3 შეწყვეტილი ორსულობა მქონდა მიყოლებით. მე დიაგნოზიც არ მქონდა.
როგორც კი დიაგნოზო დაისვა სწორი მიმარტულებიტ წავუდა ორსულობის პატრინაჟი. რა დროს ფარ ხმლის დაყრაა.

ეს უკვე მესამე იყო sad.gif ეხლა მთავარია ნორმალური ექიმი ვიპოვო

Posted by: nopiahopi 25 Dec 2016, 00:13
mashusha
QUOTE
ნეტავ მეც ანტიფოსფოლიპიდური ხომ არ მაქვს?

ამის დადგენა ანალიზითაა შესაძლებელი. რამდენიმე ანალიზი კეთდება: ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები, ლუპუს ანტისხეულები და ბეტა (რაღაც.. სახელს ვერ ვიმახსოვრებ). ნებისმიერი ანგიოლოგი,ჰემატოლოგი ან გინეკოლოგი დაგაკვალიანებს.

Posted by: del desierto 30 Dec 2016, 16:41
natinati77
არ შეიძლება ნემსის შეწყვეტა, თუ დაგიდგინდა ეს პრობლემა. მე პირველი შემიწყდა, სანამ დამიდგინდებოდა. მეორეზე სულ ვიკეთებდი მშობიარობის წინა დღემდე და შემდეგ ერთი თვეც. გინეკოლოგთანაც დავდიოდი და ჰემატოლოგთანაც ყოველ თვე კონტროლზე. ეხლაც ორსულად ვარ მეორეზე, ანტისხეულები არ აღმომაჩნდა მაღალი და ჰემატოლოგმა, რომელთანაც წინა ორსულობისას დავდიოდი (მანანა ღირდალაძე, ნამდვილად კარგი რეკომენდაციები ჰქონდა და მირჩია გინეკოლოგმა) მითხრა, რომ რადგან არ მაქვს ძალიან მაღალი ეს ანტისხეულები, წესით მხოლოდ კარდიომაგნილი უნდა მოერიოს. აღარ გადამიმოწმებია და შევდავებივარ, მაგრამ როგორც კი გინეკოლოგს ვუთხარი, თავი გაიგიჟა, რომ რადგან გაქვს შენ ეს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, არ აქვს მნიშნველობა ძალიან მაღალი თუ ძალიან დაბალი იქნება ანტისხეულების მაჩვენებელი, აუცილებლად უნდა დაიწყო ნემსი, რადგან როგორც 2*2 ოთხია, ისეა დადგენილი ეს გაიდლაინებით, რომ მკურნალობა ხდება ერთობლივად კარდიომაგნილითა და ფრაგმინი/ფრაქსიპარინი/კლექსანით. გამისკდა გული იმ დაგვიანებული რამდენიმე დღის გამო, როცა არ ვიკეთებდი ნემსს. ჯერჯერობით მე-9 კვირაში ვარ და იმედი მაქვს, მივალ ბოლომდე. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგმა ჰემატოლოგმაც კი, რომელმაც წინა ორსულობაზე მშვენივრად გამიწია მონიტორინგი და ვიყავი ძალიან კმაყოფილი, დაუშვა შეცდომა და ვერ ვხვდები ვერანაიარად, თუ ასე ცალსახადაა ეს საკითხი გადაწყვეტილი, მაინც რატომ ეშლებათ.
მე მახსოვს შენი შეწყვეტილი ორსულობები და ძალიან, ძალიან მეწყინა მართლა sad.gif მიდი ნორმალურ გინეკოლოგთან. მე ჩაჩავაში დავდივარ მაკა ჩიქოვანთან და გირჩევდი ნამდვილად. პროფესიონალი და ყურადღებიანი გოგოა. მისი დამსახურებაა, რომ ხუთასჯერ ორსულობის შეწყვეტა არ დამჭირდა და მალევე დამიდგინა პრობლემა და შემდეგ მიჰყვა ბოლომდე.

Posted by: პატრიცია 13 Jan 2017, 12:23
გთხოვთ მალე მიპასუხოს ვინმემ 10 კვირისაა ნაყოფი,მიკეთებენ აბორტს,დიდი ალბათობით გამოფხიკვა დამჭირდება ხო?ნარკოზით აკეთებენ?მიპასუხეტ რა მალე. ვინც იცით

Posted by: nopiahopi 13 Jan 2017, 12:25
პატრიცია
კი, ნარკოზით გირჩევ, გამოფხეკა დაგრჭირდება.. თუ რამე პრობლემა არ გაქვს, აუცილებლად გაიკეთე ნარკოზი.. 20 წუთით დაგაძინებენ და ვერაფერს გაიგებ

Posted by: pearlgirl 13 Jan 2017, 12:26
პატრიცია
კაი რაა sad.gif გადაგედო? აუ sad.gif
გამოფხეკვით ხოო.

Posted by: პატრიცია 13 Jan 2017, 12:29
გასკდება გული სადაცაა,ეხლა გამოვედი სერგოდან,პირდაპირი აბორტის ჩვენებაა...მერამდენედ უნდა მოვკვდე არ ვიციიი....არადა გულის ცემაც მოვისმინე....ეჰ.....

Posted by: nopiahopi 13 Jan 2017, 12:32
პატრიცია
QUOTE
აბორტის ჩვენებაა

რა მიზეზით? თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა.. გადამოწმებას არ აპირებ სხვაგან?

Posted by: ninikei13 13 Jan 2017, 12:58
პატრიცია
წითურას გამო? sad.gif ვაიმე მართლა გასკდა გული

Posted by: saloo.mee 13 Jan 2017, 13:19
პატრიცია

გადაამოწმე რა sad.gif 3 დღე არაფერს იზამს (ჩემი აზრით) და მე რომ არ გადავამოწმე და ეხლა ჩაჩავაში ფიქრიას ჩემი ვაკუუმამდე პასუხები ვაჩვენე რატო გაგიკეთეს აბორტიო მითხრა...
მაინც გადაამოწმე შენი რა მიდის sad.gif

Posted by: SUBADARI 13 Jan 2017, 14:42
რატო გვაქვს ამდენს ეს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები რა მაფიაა ვერ გავიგე cry.gif მეც გენეტიკური მუტაცია მაქვს სამი სინდრომიდან ერთ-ერთი რომელიც ორსულობის დროს აქტიურდება. მე არ ვგეგმავდი ორსულობას და შემთXვევით რო დავორსულდი უკვე მქონდა ჰემატომები და ვერ დამინიშნეს კლექსანი. იმედია როცა გავრისკავ ახალ ორსულობას მართვადი იქნება პროცესი თორე თვითონ ორსულობის პრობლემები იმდენად მაგდებს დეპრესიაში მეშინია გადავდგა ეგ ნაბიჯი ხელმეორედ. ჩემი შვილის ხათრით თუ წავალ ახალ წრეზე რო და ან ძმა ყავდეს თორე... help.gif

Posted by: nino_sh 13 Jan 2017, 14:50
SUBADARI
QUOTE
მე არ ვგეგმავდი ორსულობას და შემთXვევით რო დავორსულდი უკვე მქონდა ჰემატომები და ვერ დამინიშნეს კლექსანი.

ჰემატომების დროს არ ინიშნება?

რავი მე მთელი ორსულობა წამდაუწუმ ჰემატომები მიჩნდებოდა მაგრამ ნემსებს მაინც ვიკეთებდი ორსულობაშიც და ორსულობის შემდეგაც თვენახევარი-ანალიზებს ვაბარებდი ყოველ 10 დღეში და ყოველ 14 დღეში ერთხელ გინეკოლოგთან და ანგიოლოგთან დავდიოდი

Posted by: პატრიცია 13 Jan 2017, 19:13
ორშაბატს მზია ბუსიშვილმა უნდა გამიკეთოს გაგუაში,გსმენიათ ვინმეს მის შესახებ?ნარკოზია საჭირო და რადგან უზმო არ ვიყავი ორშაბათ გადადეს

Posted by: ninikei13 13 Jan 2017, 19:20
პატრიცია
კარგი არაფერი მსმენია.ნახე წინა გვერდები..

Posted by: პატრიცია 13 Jan 2017, 19:27
აუ ეხლა წავიკითხე რასაც მზიაზე წერდით....არადა გოგიმ გადამამისამართა მასთან, მე 2 წლის წინაც დამჭირდა აბორტი. 11 კვირაზე იყო შეწყვეტილი ორულობა, ნაყოფს უკუანვითარება გონდა და 7 კვირას აჩვენებდა, მაშინ გოგიმ გამიკეთა,ეხლა ლამის 11 კვირისაა ნაყოფი და ჩემმა ექიმმაც გოგი მაგ ვადაზე აღარ აკეთებსო, დაურეკა ელაპარაკა და დამიბარა გოგი, დავაკვალიანებო.....მოკლედ მზიასთან მიმიყვანა, მზიამ ორშაბათისთვის დამიბარა, უზმოდ, დღეს ნარკოზზს ვეღარ გავაკეთებთო....სულ ვტიროდი და რავი ძალიან თბილად კი მომექცა, დამამშვიდა, მსგავსი რამ აღარ განმეორდება ხომ იციო, ჩათვალე არ ყოფილხარო ვითომ ორსულად, შინ თუ 10 თვის პატარა გელოდება, რა გატირებს მასზე იფიქრეო....(სათქმელად რა ადვილია....)

ეხლა რა ვქნა??? არ მივიდე მასთან და სხვა ვეძებო?????+ ნაყოფი ცოცხალია, სერგომ და ჩემმა ექიმმა პირდაპირ ესე თქვე აბორტის ჩვენებაა, უნდა გაკეთდესო, სერგომ შეიძლემა რამდენიმე კვირას იცოცხლოს კიდევ ნაყოფმა და მერე დაიღუპებაო...რადგან ცოცხალია, გამოდის რომ ხელოვნურად ვწყვეტ მის სიცოცხლეს....ამიტომ რაღაც მაქინაციებს აკეთებენ მგონია....დაზღვევა არ აგინაზღაურებსო და რავი რაღაც სისულეები თქვა მზიამ, კიდევ კარგი რომ ნაზე თორემ (დაიჭყანა) ეგეტი შვილი გენდომებოდაო???? აქედან დამეწყო რაც დამეწყოოოოო....მე დედა, საკუთარ შვილს ვკლავ იმის გამო რომ მახინჯია!!!!!!!!!!!!!
გავრეკავ მგნი გოგოებო და რაღაც მიშველეთ და დამარიგეთ...მთელი დღეა ტირილის და მოთქმის მეტს ვერაფერს ვაკეთებ, ჩემს ბიჭსაც კი ვერ ვაქცევ ყრადღებას...+ჩემი დედმთილი წარბშეკრული იყრება, რა გატირებს, ბავშვს მიხედე, შენ ჭირდებიოოოო...ჩემს ტკივილსვერავინ ვერ იგებს....sad.gif

Posted by: anuka2009 13 Jan 2017, 19:32
პატრიცია
ჩაჩავაში რომ მიხვიდე ხვალვე? მორიგე ექიმი იქნება. სამედოცინო ჩვენაბა არის და ზედმეტად ემოციებში და ფიქრებში არ გადავარდე. მზიას დაწყანვა კიდე დაიკიდე, არ მიაქციო ყურადღება. სამწუხაროფ ექიმს თანაგრძნობას ვერ მოთხოვ. აუცილებლად ნარკოზით გაიკეთე. აუცილებლად გაიაზრე რომ სიმახინჯის გამო კი არ იკეთებ აბორტს, არის სამედიცინი ჩვენება და ნაყოფი არის არასიცოცხლის უნარიანი.

Posted by: პატრიცია 13 Jan 2017, 19:37
ეხლა ვნახე, რომ სერგოს ეხოს პასუხი მზიას დაუტოვებია თავისთან...ეხლა სხვასთან რომ მივალ, ჩემს ზეპირ სიტყვას უნდა ენდონ???? თუ ისევ მზიასთან წავიდე და მოვითხოვო პასუხის დაბრუნება.....

anuka2009
წინა ირაკლი ქართველიშვილს აქებდა ერთერთი, სადაა>>>>??


მაშუშამ მგონი დავარიშვილის კლინიკაში გაიკეთა ხომ??? და ვისთან???

Posted by: nopiahopi 13 Jan 2017, 19:54

პატრიცია
მზიასთან მე მქონდა შეხება წლების წინ, ნუ ის სხვა შემთხევვა იყო, დიდი იყო ნაყოფი (4 თვის), წესით ჯერ უნდა მემშობიარა და მერე გაეკეთებინათ ნარკოზი და გამოფხეკა და მომატყუეს და არ დამაძინეს და მოკლედ პირდაპირ ასე ცოცხლად გამომფხიკა მაგ ქალმა.. მოკლედ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები..

(აქვე დავამატებ, რომ ამ პროცედურის მერე ინფექციები ამკიდეს და დამჭირდა მკურნალობა )

რაც შეეხება გულისცემას.. ეს და კიდევ სხვაც მქონია ეგეთი შემთხვევა, როცა ნაყოფს გული უცემდა, მაგრამ სააბორტო იყო, იქედან გამომდინარე, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა ქონდა პატარას. ადვილი არ იქნება ამის გადახარშვა, მაგრამ რახან ექიმმა (გინეკოლოგმა) გითხრა, ე. ი. მართლა გასაკეთებელია აბორტი. ხომ დაგისაბუთეს რას გამოიწვევს შენი ნაყოფის მდგომარეობა მომავალში?

მე სხვასთანაც გადავამოწმებდი, მითუმეტეს , თუ ეხოს პასუხი არ გაქვს ხელში, სხვა ექიმთანაც და ეხოზე. შენი საქმის შენ იცი რა თქმა უნდა. მე სერგომაც მითხრა აქ რაც მოვყევი იმ შემთხვევაზე, შესაწყვეტიაო, რა თქმა უნდა პირადმა გინეკოლოგმაც მითხრა, და ისიც დააყოლა, ღმერთმა დაგვიფაროს და რამე შეცდომა არ დავუშვათ, მაინც გადავამოწმოთო და ჯოლოხავასთან გამიშვა. იმანაც იგივე რომ მითხრა, მხოლოდ მას შემდეგ მივიღე გადაწვეტილება.

QUOTE
მზიამ, კიდევ კარგი რომ ნაზე თორემ (დაიჭყანა) ეგეტი შვილი გენდომებოდაო????

არ შეეძლო უფრო ნორმალურად აეხსნა და დაესაბუთებინა? ანუ იმას კი არ ვამბობ, რომ ცდება, უბრალოდ თქმის ფორმას გააჩნია.




QUOTE
მაშუშამ მგონი დავარიშვილის კლინიკაში გაიკეთა ხომ??? და ვისთან???


დავარაშვილთანაც მაქვს აბორტის პრაქტიკა, 9 კვირაზე. გაგუას კლინიკისგან განსხვავებით არ მოვუტყუვებივარ და დამაძინეს ნარკოზით, ვერაფერი გავიგე , და არც ინფექცია შემჭრია და არც რამე დისკომფორტი მქონია

Posted by: პატრიცია 13 Jan 2017, 20:28
sopiasopi
ხოო სერგოს პასუხი ჩემს ექიმთან ერთად გადავამოწმეთ ....თავიდან ჩემიც ჭოჭმანობდა,მერე კი თქვა გასაკეთებელიაო....
მოკლედ ცალკე აბორტის გაკეთება ყოფილა პრობლემა....დაორსულება ბოლომდე მისვლაზე რომ არაფერი ვთქვა....
სად წწავიდე,ვისთან გავიკეთო?მირჩიეთ ვინმე კონკრეტული და ნორმალური,სანანებელი რომ არ გამიხდეს.....

Posted by: nopiahopi 13 Jan 2017, 20:33
პატრიცია
QUOTE
სად წწავიდე,ვისთან გავიკეთო?მირჩიეთ ვინმე კონკრეტული და ნორმალური,სანანებელი რომ არ გამიხდეს.....

დავარაშვილზე გაიკითხე აბა, გართულებები არ მოყოლია მასთან ჩემს ვიზიტს..

Posted by: nikolsona 13 Jan 2017, 22:37
პატრიცია
ზუსტად ვიცი რააც გრძნობ. მე დავარაშვილს გირჩევ. მე 19 კვირაზე მამშობიარა და მერე გამოწმინდა იდეალურად. ერთხელაც სიცხე არ მოუცია. უპრობლემოდ დავორსულდი მაშინ

Posted by: natinati77 13 Jan 2017, 22:39
ჰერაში გავიკეთე სოსოსთან 10 კვირის იყო ნაყოფი,ისე 12 კვირაზე გავიგე რომ გული ქონდა გაჩერებული.ნარკოზით გამიკეთა,ეხლა შულ გადახვალ ჭკუიდან უკარკოზოდო.ძლიან თბილად მიმიღო და იქ ექთნებიც თან გადამყვნენ,ფრთილად გამაღვიძეს და არ ამაყენეს ეგრევე

Posted by: nikolsona 13 Jan 2017, 22:40
უფრო სწორედ მერე უპრობლემოდ დავორსულდი. 1 გრამი არაფერი დაუტოვებია. ჯერ კარგად გაარკვიე. ვიცი რა სიმწარეცააა.... გახსენებასც ჭკუიდან გადავყავარ

Posted by: პატრიცია 14 Jan 2017, 09:07
natinati77
სოსო აკეთებს???/ სოსოსთან ვიმშობიარე და მართლა გამეხარდა ეხლა ეგ ამბავი....დღეს დავურეკავ და ვკითხავ...სოსომ ასე თუ ისე იცის ჩემი მწარე გამოცდილების შესახებ, იმედია უარს არ მეტყვის და ყველაფერი კარგად ჩამთავრდება....


ბოდიში გოგონებო ძალიან პანიკაში ვიყავი....დღეს ასე თუ ისე, შევეგუე...მეტნაკლებად დავწყნარდი....

მადლობა ყველას....

Posted by: pearlgirl 14 Jan 2017, 09:08
პატრიცია
:*

ყოჩაღად იყავი

Posted by: პატრიცია 14 Jan 2017, 14:57
აუ გოგოებო თუ კიდევ მომეწევდა ამ საკითხზე დაწერა ვერ წარმოვიდგენდი.....სოსომ მე არ ვაკეთებო....დავარაშვილში ვისთან უნდა მივიდე,ვინ ვიკითხო?მგონი დავრჩი მზიას იმედად.....რა ხდება....ამ ქვეყნად აბორტს აგარ აკეთებენ?ამის ზებნა თუ დამჭირდებოდა,რას წღმოვიდგენდი ოდესმე

Posted by: nopiahopi 14 Jan 2017, 18:14
პატრიცია
თვითონ დავარაშვილმა გამიკეთა მე. ოღონდ , რა თქმა უნდა, აბორტის და ნარკოზის თანხას კიდევ დავამატე, დავარაშვილი რახან მინდოდა და არა მორიგე ექიმი.

Posted by: nikolsona 14 Jan 2017, 18:16
პატრიცია
დავარაშვილი. შეიძლება სხვა ექიმი შემოგთავაზონ. შენ დავარაშვილი მოითხოვე ასე კაეგორიულად

Posted by: პატრიცია 14 Jan 2017, 18:44
sopiasopi
nikolsona
Ok მადლობა თქვენ......იქნებ სხვა მდგომარეობა დამხვდეს ორშაბათს,ეხლა მაგ მცირე იმედს ვებღაუჭები....კიდევ ერთხელ გავაკეთებ ეხოს და ჯოლოხავასაც ვნახავ,იმედუა წინასწარ ჩაწერა არ იქნება საჭირო....

Posted by: nopiahopi 14 Jan 2017, 18:51
პატრიცია
599 57 11 86 ჯოლოხავას ნომერია და დაურეკე ხვალ და შეუთანხმდი დროზე. ხანდახან რაღაც კონფერენციები აქვთ ხოლმე დილით და ტყუილად რომ არ ელოდო,პირდაპირ დანიშნულ დროს მიდი..

Posted by: პატრიცია 14 Jan 2017, 20:16
sopiasopi
კარგი ხვალ დავრეკავ.....როგორ არ მინდა იგივეს გაგონება და განცდა თავიდან......

Posted by: saloo.mee 16 Jan 2017, 09:54
გოგოებო ვინმეს იარინას დალევაზე ცუდი რეაქცია გქონიათ? გუშინ მთელი ღამე გავათენე ბოდიშით და გულისრევაში sad.gif(((

იმდენად სუსტად ვარ ეხლააც , თვალების ირგვლივ სულ სისხლჩაქცევები მაქვს კანზე. sad.gif

Posted by: natinati77 16 Jan 2017, 17:20
პატრიცია
კიკი დავურეკე და მეორე დღეს დამიბარა,ისე თბილად მიმიღო

Posted by: პატრიცია 16 Jan 2017, 19:05
მოვედო,ბოლომდე დაცლილი,განადგურებული,არაფერი მტკი ა,მაგრამ რა მჭირს ვერ გამიგია....დილით ჯოლოხავასთან ვიყავით,დაადასტურა სერგოს ვარაუდი და აბორტის რეკომენდაცია მოგვცა+დაამატა,არ მიყვარს აბორტზე გასვება,მაგრამაქ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავო....იქედან სერგოს და ჯოლოხავას დასკვნით წავედით ჰერაში ირაკლი მაჭარაძესთა ,სოსო ღოღობერიზის მითითებიტ,მაჭარაძემ ხელები გაასავსავა,ვერ გავაკეთებო,გაგვიშვა დავარაშვილსი ნინოსთან,დავრეკე ამ ნინოსთან და წავუკითხე დასკვნა,ეხლავე აბორტს ვერ გავაკეთებ 5 დღე იფიქრეო!თან საკეისრო გქონია წოტა ხნის წინ გაკეთებულიო....ეგ დასკვნა სულაცარ არის აბორტის ჩვენებაო....ღმერთო....ჩემი ტკივილი ხომ მტკიოდა ამათმა ჭკუიდან გადამიყვანეს...მივედი ბოლოს მზიასთან,გულახდილად რომ ვთქვა,ტან გადამყვა,ალბატ შევეცოდე ადამიანურად,ბოლოსაც მიტხრა,აუცილებლად დაორსულდები მალე და ჯანრთელ ბავშვებსაცგააენო....ბედივრი სისხლი დავკარგე,სუსტად ვარ,იმედია რაიმე გართულება არ დაერტვება ამ ყველაფერს თან....

Posted by: anuka2009 16 Jan 2017, 20:18
პატრიცია
მართალი გითხრა სენი დადებითი კომენტარი მზიაზე გამიხარდა. ის რომ ჩემთან შეეშალა და ამ ქალს ვასწორებ მიწასთან - ცალსახად ხომ არ ნიშნავს რომ ცუდი ექიმია. რომ არ ყავდეს კმაყოფილი პაციენტები - ხომ არ იმუშავებდა ამდენი წელი გაგუასთან. შენ კი მალე დაგავიწყდება ყველაფერი.

Posted by: natinati77 16 Jan 2017, 22:19
პატრიცია
სოსომ რატომ გითხრა უარი?

Posted by: პატრიცია 16 Jan 2017, 22:31
natinati77
აღარ ვაკეთებო,მაჭარაემ შეიძლება გააკეთოსო....მაჭარაძემ 2კვირაა მხოლოდ მედიკამენტოზური აბორტი კეთდება ჰერაში მცირე ვადებზე,სხვა აიკრძალაო.....ისეტი შტაბეჭდილება დამრჩა,აბორტი აღარსად გეთდება....მაგრამ როცა საჭიროება და ჩვენებაა,ამ დროს რა უნდა გააკეტოს სასოწარკვეთილმა ადამიანმა?მთელი ცხოვრება შვილებზე ვოცნებობ,10 თვისაა ჩემი ბიჭი და კიდევ მინდა,ძალიან მინდა 3შვილი მაინც მყავდეს.....და აბორტზე თუ ამდენს ვიწვალებდი,ვერასდროს წარმოვიდგენდი.....ღმერტმა ჯანმრთელად მიმყოფოს ჩემი ბიჭუნა და თუ აღარ მეყოლება,ვერაფერს ვიზამ.....

Posted by: SUBADARI 17 Jan 2017, 10:08
nino_sh
QUOTE
ჰემატომების დროს არ ინიშნება?

კი მარა როცა გავიგე რომ ორსულობა იყო უკვე მქონდა ცოტ ცოტა გამონადენი და კლექსანი მაგ დროს არ ინიშნება

Posted by: nino_sh 17 Jan 2017, 10:48
SUBADARI
ხო არ ვიცი მართალი გითხრა. მეც ეგრვე დამეწყო გამონადენი-მე ძალიან დაბალი მიმაგრება მქონდა თან თრომბებთან ერთად. თუმცა თავიდანვე არ მიკეთებია ნამდვილად ნემსები. 10 კვირამდე კარდიომაგნილს ვსვამდი მარტო სამაგისოდ. მერე მითხრა გინეკოლოგმა რომ რთული ქეისი ხარ და მარტო ჩემ თავზე ვეღარ ვიღებ შენ მკურნალობასო . მაგ წამლების დანიშვნა გინეკოლოგის კომპეტენცია არააო. კი შემიძლია დოზა შეგირჩიოვო მაგრამ პროფესიონალმა გიხელმძღვანელოს მაგ მხრივ ჯობიაო და გამიშვა ანგიოლოგთან და იმან ეგრევე მომარჭო ნემსიც (ლ;ექსანი ფრაქსიპარინი ფრაგმინ-სხვადასხვა დოზით სხვადასხვა დროს) და წამალიც (დეტრალექსი) და სულ ვიკეთებდი მერე და სულ ვაკონტროლებდი.
შემდეგ ორსულობაზე-თუ ოდესმე დადგა ალბათ თავიდანვე მომიწევს კეთება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი მაქვს და სხვანაირად ვერ მივიყვან ბოლომდე

კიდე მაგ სინდრომის გამო ნემსების პარალელურად თითქმის მთელი ორსულობა ვსვამდი მეთიპრედს-სხვადასხვა დოზით-ერთი ორი კვირა ვისვენებდი მხოლოდ შიგადაშიგ. ეს წამალი იმუნიტეტს თრგუნავს რაღაც პონტში და ეგეც შველის
ასე რომ გაითვალისწინეთ ვისაც ჩემნაირად ეგ სინდრომი გაქვთ-სხვათაშორის მეთიპრედს თითქმის ყოველთვის უნიშნავენ ინვიტროს დროსაც.


Posted by: saloo.mee 18 Jan 2017, 11:00
პატრიცია
გაგიკეთეს ბოლობოლო? როგორ ხარ ეხლა?

Posted by: პატრიცია 19 Jan 2017, 19:39
saloo.mee
კი გავიკეტე მზია ბუსიშვილთან.....

გოგონებო გთხოვთ მითხრათ,გამონადენი მხოლოდ იმ დღეს მქონდა მერე აღარ და ნორმალურია?თან მკერდი ჯერ კიდევ დაჭიმული მაქვს,როგორც ორსულობის დროს....

Posted by: iratta_26 19 Jan 2017, 20:43
პატრიცია
ჰორმონების ბრალია, ჩადგება ისევ მწყობრში ყველაფერი. გამონადენზე არ ვიცი ნამდვილად.

Posted by: mashusha 19 Jan 2017, 20:48
პატრიცია


მე მქონდა გამონადენი რამოდენიმე დღე როგორც მახსოვს, ოღონდ ცოტა... ჩემს დაქალსაც გაუკეთეს აბორტი და საერთოდ არ ჰქონია გამონადენი.
მკერდზე რაც შეეხება, ერთმა გაიკეთა არ უნდოდა ბავშვი და მერე ამბობდა მაგიდაზევე მომეშვა მკერსი ტკივილიო. მე ცოტა ხანი მქონდა როგორც მახსოვს, ოღონდ სულ ოდნავ. ჩამოიცლებ ჰორმონები და გაგივლის

Posted by: პატრიცია 19 Jan 2017, 20:59
mashusha
iratta_26
ოკ მადლობა.....
ეხო 10 დღეში აუცილებელია? არ მინდა ეხოს აპარატის დანახვაც კი გარკ პერიოდი :-(

Posted by: mashusha 19 Jan 2017, 21:00
პატრიცია


აუცილებლობაზე ვერაფერს გეტყვი. მე მჭირდებოდა. მე ხომ გამირთულდა მდგომარეობა და მაგიტომ...

Posted by: saloo.mee 23 Jan 2017, 13:53
პატრიცია
მე აბორტის მერე 1 დღე მქონდა გამონადენი და მერე 1 თვეში მომივიდა ჩვეულერბრივად.
რაც შეეზხება ეხოს მეც არ გავიკეთე, საშინლად ვიყავი და თავი არ მქონდა.. რამოდენიმე თვის მერე გავიკეთე

Posted by: giorgi_sarauli 26 Jan 2017, 09:52
ყველაფერი შეწყვეტილი ორსულობის შესახებ იხილეთ ლინკზე http://dedebi.ge/orsuloba/447-shewyvetili-orsuloba.html

http://dedebi.ge/orsuloba/447-shewyvetili-orsuloba.html

Posted by: sesilia28 26 Jan 2017, 22:14
პატრიცია
რამდენი გადაგიტანია, არ ინერვიულო, აუცილებლად დაორსულდები ისევ. მეც გავიკეთე იგივე ჩვენებით აბორტი. მრავლობითი მანკი ჰქონდა ნაყოფს. საკუთარ ჯანმრთელობასაც საფრტხეს შევიქმნიდი და სხვა გზა არც იყო. ვერც მე ვიტყვი მზიაზე ცუდს. მე გაგუაში დავდიოდი და ჩემმა ექიმმა და ჯოლოხავამ რომ ილაპარაკეს მზია ამ საქმეში პროფესორიაო.

Posted by: პატრიცია 27 Jan 2017, 20:47
sesilia28
კი ნამდვილად ეგრე ყოფილა....ეხლა როგორ ხარ?ფსიქოლოგიურად მალე გაგიარა?სინდისი ძალიან მაწუხებს,ჯერ იყო და არ ნახული ბავშვი მესიზმრებოდა,ეხლა კი ჩემსბიჭს რომ ვეფერები,გული მეკუმშება,ის რომ ეგრე მოვიცილე.....ბოროტი გავხდი მგონია :-(....იმ მდროს თუ ვფიქრობდი,სხვა გზა არ მქონდა,ეხლა მგონია რომ სევცდი....რაც იქნებოდა იქნებოდა,უნდა დავლოდებოდიიი....უფ....

Posted by: sesilia28 28 Jan 2017, 22:56
პატრიცია
ჩემი ისტორია უფრო რთული იმითაა რომ ჯერ შვილი არ მყავს, ამიტომ ეს თემა ყოველთვის მტკივნეული იქნება სანამ შვილს არ ჩავიხუტებ. უკვე საკუთარი ფიქრებისაც კი მეშინია. იმის დრო ვერ გამოვნახე რომ ფსიქოლოგს მივაკითხო sad.gif თავს ნუ დაიდანაშაულებ, საკუთარ თავსაც ვერჩაიგდებდი საფრტხეში :*

Posted by: პატრიცია 29 Jan 2017, 07:04
sesilia28
მაპატიე საყვარელოო....ერტი კი იცოდე, თუ ერტხელ მაინც მოხდა ორსულობა, შედეგს აუცულებლად მიაღწევ,მაგ რწმენიტ გავიარე 6 წელი და 5 ორსულიბიდან 1 ოქროსქოჩრიანი მყავს....ასე რომ ჩემი მაგალითი იყოსშენი სტიმული,ღმერტმა მალე აგისრულოს საწადელი 2kiss.gif

Posted by: sesilia28 29 Jan 2017, 11:54
პატრიცია
საყვარელო :* 5 ორსულობიდან ერთი? და რა მიზეზები იყო? მეც 2 შეწყვეტილი მაქვს და ეხლა ერთი თვის წინ გარე ორსულობაც მქონდა, 4 წლის განმავლობაში. ცალი მილი ამომაჭრეს ეხლა, ცოტა მეშინია მაგრამ ბოლობოლო ინვიტროს გავიკეთებ ერთი წელი დაველოდები და მერე

Posted by: პატრიცია 29 Jan 2017, 12:54
sesilia28
დატწმუნებული ვარ არ დაგწირდება,სულ მალე ყ ელაფერი ტავისიტ იქნება....მიზეზი ვერ ვიპოვეტ,უამრავი გამოკვლევების შემდეგ,ფსიქოლოგ ფაქტორისო,მაგრამ ფაქტია არის რარაც,ამ ბოლო ორსულობაზე ასე რომ დამემართა,ექიმმა 9კვირაზე კეტდება სრული გენეტიკური კვლევა,აუცილებლად გავაკეტოტ სემდეგო....რავიცი,იქნება კი შემდეგი...ისე ლაპარო-ჰისტეროსკოპიის სემდეგ მეყოლა ჩემი ბიწი..მიუხედავად იმისა,რომ ლაპაროს დროს არაფერი გამოცნდა...მცირე დრილინგი გააკეტა ვადიმმა და ენდომეტრიუმი "განაახლა"...ფაქტია მისველა...და კიდევ,მარტალია ანტიფოსფოლიპ სინდრომი ვერ დამიდგინდა,მაგრამ ორსულობა კარდიო მაგნილის და ფრაქსიპარინების დახმარებით მიგვყავდა....

Posted by: sesilia28 29 Jan 2017, 13:35
პატრიცია
იქნება შემდეგიც, ცხადია დაორსულების პრობლემა არ გაქვს და შენარჩუნებაზე წამლებს დაგახმარებენ, გაიკეთებ ანალოზსაც და დამშვიდდები. მე ჯოლოხავამ მითხრა რადგან ორსულობები სხვადასხვა მოზეზით შეწყდა ვერც გენეტიკურ და ვერც ანტიფოსფორლიპიდურზე მივიტან ეჭვსო. ერთხელ რომ იყო მანკი არ ნიშნავს რომ ოსევ იქნებაო

Posted by: პატრიცია 29 Jan 2017, 13:45
sesilia28
ხოოო,ზუსტად ეგ მიტხრა მეც,ამტიფოსფოლიპ გამოვრიცხავოოო,მანკის განმეორებაც აღარ მოხდებსო,ზალიან დაიმედებული გამომისვა...დაორსულებაზე კი მქონდა პრობლება,თავიდან 3 წელი სრული სტერილობა გვქონდა,მერე დავორსულდი და 11 კვირაზე შეწყდა,მერე წელიწადსი ერტხელ ვორსულდებოდი და ეგრევე ეყდებიდა,მარტო ხეგეთი ვსდგენდი რომ იყო ორსულობს,რამდენიმე დრე გადამიცდებოდა და ციკლი იწყებოდა...რაც ლაპარო გავიკეტე,ტიტქოს დაორს პრობლემა მომეხსნა,ნუ ერტი სემიწყდა ლაპაროს სემდეგ,1 ით მივედიტ რვტის წყალობიტ ბოლომდე და ბოლოს ეს იყო...

Posted by: sesilia28 29 Jan 2017, 21:21
პატრიცია
ყველაფერი კარგად იქნება არ შეგეშინდეს, ნუღარ იფიქრებ ცუდზე :*

Posted by: winipux 14 Feb 2017, 00:38
გამარჯობათ.ვაკუუმ აბორტი მტკივლეულია გოგოებოsad.gif 4 კვირის და 4 დგის ვარ ნაყოფი არააა ჩამოყალიბებული და აღინიშნება ჰემატომაცsad.gifმირჩიეთ კარგი ექიმიsad.gifძალიან მეშინია

Posted by: annaninio 14 Feb 2017, 10:43
winipux
მე ნარკოზით გავიკეთე, ყელის გახსნა მტკივნეული იქნება მგონი.კარგი ექიმი აბორტისათვის? მე არსენ ონიკაშვილმა გამიკეთა ემბრიოში, გართულებების გარეშე დავრჩი მეორეზე.

Posted by: oo la la 14 Feb 2017, 10:54
winipux
ამ ვადაზე როგორ დაადგინეს რომ ნაყოფი ჩამოყალიებული არაა?
ჰემატომაც როგორც ვიცი იწოვება,
იქნებ გადაამოწმო სხვა ექიმთანაც?

Posted by: Buso77 14 Feb 2017, 11:15
winipux
ძალიან პატარა ვადაა მაგ დასკვნისთვის.. მე გადავამოწმებდი სხვასთან..

Posted by: iratta_26 14 Feb 2017, 11:16
winipux
ჰემატომა რა ზომა გითხრეს?

Posted by: winipux 14 Feb 2017, 11:52
7მილიმეტრია ორშაბათს დამიბარა თავიდან ეხოზე...შეიძლება მოწყდეს ნაყოფი

Posted by: iratta_26 14 Feb 2017, 11:54
winipux
ჰემატომის გასაწოვად არაფერი დაგინიშნეს? sad.gif

Posted by: winipux 14 Feb 2017, 12:27
gare orsulobas varaudoben amitom mxolod dakvirveba dinamikashi

Posted by: Baskurshuqura 14 Feb 2017, 18:13
winipux
ჰემატომა მეც მქონდა თავიდან, 6 კვირაზე სისხლდენაც მქონდა 4 დღიანი, მაგრამ ახლა 21-ე კვირაში ვარ.

Posted by: saloo.mee 16 Feb 2017, 15:50
winipux
მე უნარკოზოდ გავიკეთე,
არაფერი მიგრძვნია კლინიკიდან 15 წუთში საჭესთან დავჯექი და წამოვედი სახლში.

ჯანმრთელობის სახლში გავიკეთე, თუმცა ამ კლინიკას ვერავის ვურჩევ საშინელებაა... საშინელებები მიქნეს smile.gif)

Posted by: mashusha 16 Feb 2017, 16:29
saloo.mee
QUOTE
ჯანმრთელობის სახლში გავიკეთე, თუმცა ამ კლინიკას ვერავის ვურჩევ საშინელებაა... საშინელებები მიქნეს )



ქორიძესთან?
რა გიქნეს?
მე სხვაგან ,,მიქნეს,, smile.gif))) ისეთი რომ.... მოკლედ, მადლობელ ვარ აქ რომ ვწწერ ახლა...

Posted by: saloo.mee 20 Feb 2017, 13:46
mashusha
ანალოგიურად...
არც გავივლი ახლოს smile.gif

ჯერ ამ ვაკუუმის მერე ხეგე გამიკეთა უნდა ჩამოვიდესო და 41ზე იყო. ამ 41-ზე შემიყვანა კაბინეტში დამსვა და ძალიან სევდიანი სახით მითხრა ბუშტნამქერი გაქვსო საშინელებააო, სიმსივნეა ჩვეულებრივიო (უკვე ვიცი რაც არის) მოკლედ არ ვიცი ეხლა რა გითხრაო შეიძლება შვილი ვეღარ გააჩინოო (პირველი ორსულლობა იყო თან) და გამომიშვა სახლში.
1 კვირაში აიღე კიდე ხეგეო. ავიღე ერთ კვირაში და 0.1 მქონდა და უი არ გქონია ბუშტნამქერიო.
მერე გამომიწერა წამლები ამ ვაკუუმის მერე და ჰორმონი დამინიშნა 2 კვირა. რაც რეალურად თურმე არ მჭირდებოდა. 16 კგ მოვიმატე ორ კვირაში და ეხლა ვარჯიშზე დავდივარ ვებრძვი ამ კილოგრამებს )))
ხოდა მოკლედ დედა მიტირეს ქვია ამას. ფსიქოლოგიურად თუ ისე smile.gif))

ყველაზე ცუდი რაც არის, რაზეც არ მინდა ვიფიქრო ისაა, რომ 6 კვირის ნაყოფი მომაშორეს და ფიქრია კამლაძესთან რო მივედი ჩაჩავაში იმან მითხრა რატო მოგაშორეს მოეცადათ 7-8 კვირამდეო. გულის ცემა არ არისო ეს იყო მიზეზი და იმიტომ..
მოკლედ არ ვარ კმაყოფილი და არავის ვურჩევ ალბათ smile.gif

ასეთია ჩემი ისტორია ))) ეხლა კონტრაცეპტივზე ვარ 3 თვით + წონაშიც დავიკლებ და მერედავგეგმავ ორსულობას იმედია sad.gif

Posted by: mashusha 20 Feb 2017, 13:54
saloo.mee

გარდა იმისა რაც მე მიქნეს (სისხლდენები და კინაღამ იმქვეყნად გამგზავრება, საშვილონოს ტრამვები და მერე თვეები მკურნალობა), ბუტნაქმეარზეც ჰქოდნათ ეჭვი. არადა, მე ვიცი რომ ბუშტნამქერას დროს ორსულობა არაა, ანუ, ნაყოფი არაა. ცემს შემთხვევაში, ჩვეულებრივი ბავშვი იყო, ორი ხელით და ფეხით, თავით... 12 კვირამდე ვიყავი..
მოკლედ, ტყუპებივით მუშაობენ რა..


Posted by: პატრიცია 20 Feb 2017, 16:13
გოგოებო ციკლი აბორტიდან რა პერიოდში აღგიდგათ??? თვეზე მეტი გავიდა..წონაში ვიმატებ კატასტროფულად.. ციკლი კი არ ჩანს...სანერვიულოდ მაქვს საქმე??? გთხოვთ, გამოცდილებო დამაკვალიანეთ... help.gif

Posted by: saloo.mee 21 Feb 2017, 10:10
პატრიცია
წონა მეც ეგრევე მომემატა, 5 კგ დაახლოებით და დანარჩენი მერე ჰორმონის გამო.
ციკლი 1.5 თვეში აღმიდგა smile.gif მარა ამერია. როგორც ჩაჩავაში ფიქრიამ მითხრა კონტრაცეპტივი უნდა დამელია აბორტის მერე და ჩადგებოდა ეგრევე წესრიგშიო smile.gif მოკლედ არ შეგეშინდეს დაიწყება რა. 4 ივლისს გავიკეთე აბორტი და 20 აგვისტოს დამეწყო მგონი ))

mashusha
ხო ეს ბუშტნამქერი რაც მე უცხო საიტებზე ვნახე ძალიან იშვიათია და აქ ყველას ეგ როგორ ჭირს?? რა საშინელებაა ეჭვი რომ აქვთ და რო გვეუბნებიან თან დადასტურების გარეშე.
ძალიან ვბრაზდები sad.gif

Posted by: პატრიცია 21 Feb 2017, 10:17
saloo.mee
პირველი აბორტი დაახ 4 წლის წინ გამიკეთეს, მაშინ ეჭვი ბუშტნამქერზე ქონდათ....ჩვეულებრიბ ციკლში რამდენჯერმე ავიღე ხეგე, რადგან ნორმში იყო (5ზე ნაკლები), ეგ ეჭვი გაქარწყლდა...

ასე, რომ ნუ ინერვიულებ...ყველაფერი კარგად იქნებაა

ხოო იმედია დამადგება საშველი და აღდგება ეს ციკლიც ... smile.gif...მადას ვეღარ ვაკონტროლებ, სულ მშია sad.gif

Posted by: saloo.mee 21 Feb 2017, 10:39
პატრიცია
წონამ ისე შემაწუხა ისე... ამ დექსამეტაზონის 2 კვირა დალევამ დამინგრია ორგანიზმი და ვვარჯიშობ გიჟივით ეხლა sad.gif იმედია წონაშიც დავიკლებ და შვილიც მეყოლება ოდესმე ))))

Posted by: პატრიცია 21 Feb 2017, 11:01
saloo.mee
QUOTE
შვილიც მეყოლება ოდესმე ))))

რა თქმა უნდა, სულ ვამბობ, ჩვენს დროში ყველას, ვისაც აქვს სურვილი, აუცილებლად ეყოლელება-გვეყოლება შვილები თან ბევრიიიი 2kiss.gif

Posted by: saloo.mee 22 Feb 2017, 11:12
პატრიცია
smile.gif ალბათ )) წარმატებები <3

Posted by: ათულია 22 Feb 2017, 13:48
თითქმის ყველა შეწყვეტილი ორსულობა პასუხ გაუცემელია.
რეალურად იმას თუ არ ჩავთვლით რომ, თითქმის ყველას ბუშტნამქერს უწერენ ტუგადუმები vis.gif

Posted by: mashusha 22 Feb 2017, 13:57
saloo.mee
ათულია


არანაირი ბუშტნამქერი არ დადასტურბულა ჩემმს შემთხვევაში.
შეიძლება ყველა მხრივ იკვლევენ, რომ მიზეზს მიაგნონ. არც ამაზე ვბრაზობ. უბრალოდ, ჯობია სანამ ეჭვი არ დადასტურდება , მანამ ასე არ გაჯახონ.
მე მიტხრეს, რგოორც წესი ერ დგინდება პატარა ვადაზ მოშლის მიზეზი და ტყუილად ეძებო. გამოფეკის მერე დავთესეთ ნაწილი, მაგრამ, პასუხი არავის უცნობებია. გინეკოლოგმა, ნურც ელი პასუხს, როგორც წესი ერთნაირი პასუხები მოდის, რადგან პასუხი არ არსებობს ამ ვადებზეო : )

Posted by: ათულია 22 Feb 2017, 14:02
mashusha
დაგისდასტურდა არ მიგულისხმია
უბრალოდ შეწყვეტილი ორსულობის მიზეზი არასოდეს იციან, მარტივარ მიაწერენ სავარაუდოდ ბუშტნამქერს და მერე ერთი სამი საკონტროლო ხგ- და ეგაა

Posted by: annaninio 23 Feb 2017, 12:14
saloo.mee
მე ჩაჩავაში მამცნეს უი ეს ისეა შეწყვეტილი, რაღაცა პათოლოგია გჭირს, მუცელი წყლით გებერება და ბვშვი არააო.ყველა დაორსულებაზე ასე მოგივა საარაუდოდო. მათხოვარი.არადა ახეტელთან წავედი და დამანახა ნაყოფი. უბრალოდ პატარა იყო დარჩენილი. ფიქრიას ნათქვამზე არც იფიქრო. მართალია 6 კვირის მოგაშორეს,მაგრამეგ იმიტომ მოხდებოდა რომ მაგ ვადაზე გაჩერდა ნაყოფი. მეც მასე მქონდა.8 კვირამდე როგორღა გაიზრდებოდა შეწყვეტილი. თუ ბოლო ციკლიდან იყო მარტო 6 კვირა გასული, მაშინ მართლა დანაშაული ყოფილა. შენ არ ინერვიულო. აგერ ვარ შენნაირი ისტორიით და კი მათენებინებს ღამეებს პატარა ბიჭი.

Posted by: oo la la 23 Feb 2017, 14:39
winipux

გაირკვა რამე?
როგორ ხარ?

Posted by: cucacuciko 23 Feb 2017, 17:54
1. მზია ბუზიაშვილთან შარშან გავიკეთე აბორტი. მე სიმართლე გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ. არანაირი გართულება არ მქონია და 1 წლის მერე ისევ ორსულად ვარ (ტფუი, ეშმაკს, თვალი არ მეცეს smile.gif )

2. აქ ვიღაცამ დაწერა, რა გვჭირს, რატომ გვაქვს ყველას სისხლის შედედებაო? მე ჩემმა გინეკოლოგმა მაგაზე ასე მიპასუხა, რომ ზოგადად, კავკასიელ ქალებს გვახასიათებს თურმე სისხლის შედედება. ახლახან კონფერენციაც კი იყო ამ საკითხზე თურმე და ამიტომაც უნიშნავენ ადრიდანვე კარდიომაგნილს და სხვა წამლებს.

Posted by: saloo.mee 24 Feb 2017, 10:33
annaninio
ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოს მაგარია smile.gif)
1 წელზე ცოტა მეტია რაც გავთხოვდი, მაგრამ უკვე ნელნელა მინდება შვილი )))))
არ ვიცი აღარ ვიცი ვის უნდა ვენდოთ. არი სანდო ვინმე? ჯანმრთელობის სახლში მე ესე მიქნეს მაგრამ კმაყოფილებიც ხომ არიან, ანალოგიურად ჩაჩავაში, ისე დამამშვიდა ამ ფიქრიამ და აი შენი ფაქტიც smile.gif))

მოკლედ არ ვიცი..
ალბათ მოვა მალე ჩემი დროც )))
მარტის ბოლომდე იარინაზე ვარ, მერე ვნახოთ smile.gif

Posted by: winipux 28 Feb 2017, 02:05
გამარჯობათ.მოკლედ მინდა მადლობა გითხრათ მოკითხვისთვის და გიამბოთ ჩემი ამბები.მე ტყუპებზე ვარ ორსულად და ჰემატომაც მაქვს ერთი ტყუპის ცალს არ აქვს ყვითრის პარკი ჩამოყალიბებული,ხუთშაბათს მივდივარ ეხოზე ვნახოთ განვითარება.

Posted by: oo la la 28 Feb 2017, 16:59
winipux
ჰემატომა ხშირია ორსულობისას მთავარია სწორი მკურალობა და ყურადღებით იყავი,
იმ ექიმს ახლოს არ გაეკარო რომ გეუბნეოდა 4 კვირის ნაყოფი ჩამოყალიბებული უდა იყოსოს
წარმატებები მშვიდობიან 9 თვე და ჯანმრთელ შვილებს გისურვებ 2kiss.gif

Posted by: winipux 1 Mar 2017, 00:31
oo la la madloba sxva eqimtan var:) exla wonis kontroli mCHIRDEBA rom ar davsivde .

Posted by: glamo 2 Mar 2017, 13:44
გოგოებო ვინმეს გაგიგიათ რომ ბავშვს გაეხიოს სანაყოფე პარკი? 20 კვირაზე მეგობარს წყალმა დაუწყო ჟონვა, მეორე დღეს სრულად დაიცალა წყალი და უნდა ამშობიარონ. გოგოებო ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ გამორიცხულია შენარჩუნებაზე ლაპარაკი ხო? sad.gif

Posted by: mashusha 2 Mar 2017, 14:16
glamo


კი, ხდება. ბიძაშვილს დაემართა 21-ე კვირაზე. 5 დღე აწვალეს და მერე ზალით ამშობიარეს.. წავიდა პაწია ბიჭი ცვენფგან.
აქაურ გოგოებსაც დაემართათ. ნიკოლო რომ ჰყავს ბიჭი, ნათია ჰქვია, იმას ორჯერ...
ცემს ნაცნობს 1 თვის წინ 24-ე კვირაზე... 26-დან ვუსველითო

ვიცი სემთხვევა როცა მხოლოდ წინა წყლები დაღვარა და სენარჩუნდა ნაყოფი, მაგრამ, 20 კვირის არ იყო იქ. 29 მდე მიაყვანინეს, 26 იყო მგონი, რა ვიცი ...

უწყლოდ და ღია საშოთი ინფექციის საშიშროებაა და როგორც წესი მალევე ამშობიარებენ ხოლმე. საუბედუროდ, ნაყოფიც ვერ ძლებს დიდხანს და ცერდება პაწია გული.

თუმცა, შენს მეგობარს ბედნიერ დასასრულს ვუსურვებ...

მთლიანად დაღვარა წყალი?

Posted by: glamo 2 Mar 2017, 14:55
mashusha
QUOTE
თლიანად დაღვარა წყალი?

კი მთლიანადო და აირჩიეთ აბორტი ან მშობიარობაო sad.gif გამოუცდელები არიან დაბნეულები ვართ ყველა, ალბათ მშობიარობა ჯობია ხო? გუშინ იყო ექოზე და ბავშვი კარგად იყო, ეხლაც კი ცოცხალია sad.gif აუ ისე იმოქმედა განადგურებული ვარ sad.gif ძალიან ელოდნენ, პირველი ორსულობაა..

Posted by: ათულია 2 Mar 2017, 14:58
glamo
QUOTE
აირჩიეთ აბორტი ან მშობიარობაო

აუ რა ძალიან მაგარი შეთავაზებაა ექიმების მხირდან facepalm.gif თავისი გაჭირვებია გოგოს და ... vis.gif

Posted by: mashusha 2 Mar 2017, 15:00
glamo


აბა, რა ვიცი, მაგრამ, მე პირდად მშობიარობას ავირცევდი.
აბორტი მაინც ბრმა მანიპულაციაა. მე მაპატიე და ნაწილ-ნაწილ ნაყოფის გამოჯება და იარაღების ტრიალი საშილოსნოში, ტრამვულია უფრო ...


ჩვენი პაწიაც ცოცხალი იყო და 4 საათი გაძლო კიდევ..
სამაგიეროდ, ახლა გვყას 5 თვის ციფერთვალა ბიჭი <3

Posted by: nopiahopi 2 Mar 2017, 15:24
glamo
მე დამემართა შარშან, 19 კვირაზე.

ჩემს შემთხევაში არ მოუციათ არჩევანის საშუალება. ჯერ უნდა იმშობიაროო და მერე გამოფხეკაო. ჩამიდეს წამალი, რომელმაც გახსნა ყელი, და დაიწყო რამდენიმე საათიანი ტკივილი და მშობიარობა (ჭინთვები არ მქონია ოღონდ), ანუ ხელით ხან ზემოდან აწვებოდნენ, ხან ქვევიდან ექაჩებოდნენ. მერე დამაძინეს და გამოფხეკა ჩატარდა.
ამ შემთხვევაში მშობიაარობა არის ჯოჯოხეთი. ვიხვეწებოდი , პირდაპირ გამომფხიკეთ დაძინებითთქო , არ მინდა მშობიარობათქო(თუმცა ვიცოდი რომ არ ვარგოდა ეს ვერსია) , ტკივილისგან სრულიად დავკარგე თავზე კონტროლი , მარგამ მაგ ვადაზე საშვილოსნოს დაზიანების რისკი დიდიაო და არც განიხილავდნენ.

ნუ შუა გზაში მაინც ექსტერემალურად შეწყვიტეს ჩემი მშობიარობის პროცესი, ბავშვის თავი გაიჭედა და საშინელებები მოხდა.. აღარ გავაგრძელებ.

ჩემი პირადი აზრია, აირჩიოს ის ვარიანტი, სადაც დააძინებენ. ეგ არის ტკივილი, რომელსაც ვერ ივიწყებ ვერასდროს sad.gif

ისე მე პირველ ორსულობაზე 16 კვირაზეც კი ეგრე მითხრეს, ჯერ მშობიარობა და მერე გამოფხეკაო და გამიკვირდა ამხელა ვადაზე რომ მისცეს არჩევანის საშუალება. მე რაღას მაწამეს თუ სეიძლება დიდ ვადაზეც პირდაპირ გამოფხიკონ და არ გაიარო ეს მშობიარობის პროვოკაცია..


QUOTE
ბავშვი კარგად იყო, ეხლაც კი ცოცხალია

მაგას ვეჭიდებოდი, მეთქი თუ ცოცხლობს, იქნებ რამე ვქნათთქო, მაგრამ 1 კვირის მერეც წვეთი წყალი რომ არ მქონდა.. ეეჰ..


Posted by: glamo 2 Mar 2017, 19:24
მოკლედ მოვედით ეხლა, ამშობიარეს, საშინელებაა, დათრგუნული ვარ ძალიან sad.gif უზომოდ შემეცოდნენ.. გუშინ ექპსკოპიაზე თითი ქონდა პირში, გოგოაო უთხრეს, ბედნიერები იყვნენ და ღამე დაეწყო.. ძალიან მინდა დავეხმარო, ძალიან ემოციური გოგოა და რთულად გადაიტანს. არ ვიცი რა შეიძლება გავაკეთო ასეთ დროს, არც ზედმეტი რომ არ მომივიდეს და არც დავაკლო რამე. არ ვიცი როგორ შეიძლება ანუგეშო ამ შემთხვევაში.

Posted by: nopiahopi 2 Mar 2017, 21:53
glamo
ვერაფრით ანუგეშებ. უბრალოდ თუ თვითონ მონდომებს ამ საკითხზე საუბარს,არ გააუტანოთ ყურადღება,ვითომც არაფერი მომხდარა. მოუსმინეთ, ალაპარაკეთ, კითხვაც დაუსვით.. ამოთქვას, დაიცალოს, გააანალიზოს..


Posted by: glamo 2 Mar 2017, 22:20
narkozeli
QUOTE
ეგრევე მშობიარობა/აბორტის განაჩენი რატომ მიიღეს ნეტა? უწყლოობაზე ჯერ ცდიან ხოლმე გადასხმებს

გვანც ყელი იყო გახსნილი, ჩამოსული იყო ფაქტიურად ბავშვი.. ანუ ცოტცოტა კი არა მკვეთრად დაღვარა წყლები, უცებ და დაეწყო..

Posted by: narkozeli 2 Mar 2017, 22:20
glamo

ჩემს დას დაეწყო დაახლ.21 კვირაზე ნელნელა დაღვრა (თვითონ ვერ გრძნობდა,მარტო ეხოზე ხედავდნენ) 1 კვირაში თითქმის საერთოდ აღარ ქონდა წყალი და 29 კვირამდე კი გააქაჩინეს გადასხმებით და ანტიბიოტიკებით (სიმშრალეში რომ არ წასულიყო ინფექცია) ჩემს დაზეც ვარაუდობენ რომ სანაყოფე პარკის მთლიანობა დაირღვა,ან საშვილოსნოს ნაკერი გაიხსნა (პირველი საკეისროს მერე) მოკლედ ვერ დადგინდა ბოლომდე წყლის დაღვრის მიზეზი.
ძალიან გამიკვირდა რომ არ ცადეს შენარჩუნება,იქნებ გაექაჩათ? აგერ,ნათელი მაგალითია ჩემი და,29მდე გაქაჩეს და ღმერთის წყალობით გადავრჩით.
ეგრევე მშობიარობა/აბორტის განაჩენი რატომ მიიღეს ნეტა? უწყლოობაზე ჯერ ცდიან ხოლმე გადასხმებს. მითუმეტეს თუ ცოცხალი იყო ნაყოფი sad.gif დამეგლიჯა გული რა! დამიარა ტანში. რა საშინელებაა ღმერთო,არ გამოაცდევინო არავის.

ჩვენი გოჭი აცდა უკვე 2 კილოს და ველოდებით როდის გაგვწერენ.ჩემი დაც აცდა საშვილოსნოს ამოღებას.მშვენიერი ანალიზები აქვს,ინფექცია ბოლომდე ალაგდა.
* * *
ორჯერ დაიპოსტა


glamo
QUOTE
გვანც ყელი იყო გახსნილი, ჩამოსული იყო ფაქტიურად ბავშვი.. ანუ ცოტცოტა კი არა მკვეთრად დაღვარა წყლები, უცებ და დაეწყო..


ღმერთო რა! გამძლეობა შენს მეგობარს და სულ მალე მშვიდობიანი ორსულობა,ჯანმრთელი პატარით.
არ ვიცი,ასეთ დროს რა უნდა უთხრა,რით გაამხნევებ,ასე მგონია არცერთ სიტყვას არ აქვს აზრი,როცა ასე ძალიან გტკივა..

Posted by: iratta_26 2 Mar 2017, 22:24
narkozeli
გილოცავ smile.gif სულ ვკითხულობდი შენს პოსტებს და მიხარია კარგდ რომ არიან.
გლამოს დაწერილ ამბავზე გული დამეწვა sad.gif

Posted by: narkozeli 2 Mar 2017, 22:25
iratta_26

ჰეჰ,რა დამთხვევა,მე შენსას! წლებია გბალეშიკობ და უმაგრესი ამბავი გავიგე ცოტა ხნის წინ შენზე.

მშვიდობიანი ორსულობა და ბედნიერი დედობა ჯანმრთელ პაწუკასთან ერთად. გაიგე სქესი უკვე? ♥

Posted by: iratta_26 2 Mar 2017, 22:42
narkozeli
ჯერ 5 კვირის ვარ პირველ ეხოზეც არ ვყოფილვარ smile.gif ზეგ ვნახავ რამდენი მყავს.

Posted by: nopiahopi 2 Mar 2017, 22:47
narkozeli
QUOTE
უწყლოობაზე ჯერ ცდიან ხოლმე გადასხმებს

უწყლობის ხარისხსაც გააჩნია. ნელ-ნელა დაღვრა სხვაა. შეიძლება დაღვარო, მაგრამ ახალი გამომუშავებული წყალი აღარ გამოატაროს საშვილოსნომ და შეარჩუნდეს ის მინიმალური, რაც საჭიროა.

ჩემს შემთხვევაში, და ალბათ ამ გოგოსთანაც, უცებ დაღვრა რომ ხდება, მერე აღარაფერი შველის. დილით რომ გავიღვიძე, ვცურავდი ლოგონში იმდენი წყალი იყო. და ყოველდღე დავდიოდი ეხოზე და ყოველდღე იკლებდა წყლის დარჩენილი რაოდენობაც. ხანდახან კი, ხდება ისე, რომ ნარჩუნდება რაღაც წყალი და ბავშვიც გამოიმუშავებს. მაგრამ რაც არ უნდა გამოიმუშავოს ორგანიზმა, თუ არ ჩერდება იქ, სადაც უნდა იყოს, აზრი არ აქვს..

QUOTE
ჩვენი გოჭი აცდა უკვე 2 კილოს

jump.gif

Posted by: narkozeli 2 Mar 2017, 22:55
iratta_26

პაწაწა, ჯანმრთელ(ებ)ი იქნებიან მჯერა,აბა შენ იცი!



sopiasopi
კი,ნამდვილად მასეა..: (


Posted by: mashusha 3 Mar 2017, 01:08
glamo

ჩემს ბიძაშვილს უმიზეზოდ დაეწყო. დილას ადგა, გავიდა ვანაში და ბოლომდე დაღვარა წყალი . ეს იყო შოკი! იცი როგორი ორსულობა ჰქონდა?არც წამალი, არც ვიტამინი, არაფერი დასჭირვებია. იდეალური ანალიზები, ყველაფერი კარგად. დავიშოკეთ ყველა. 5-7 დღე იწვა ღუდუშაურში, არც მახსოვს ზუსტად, შეიძლაბ ცოტა მეტიც.. გადასხმებიც გაუკეთეს, მაგრამ, უშედგოდ. ამ დროს ინფექციის გავრცელების რისკიც არის...
პატარა ცოცხალი იყო, მეტიც, 4 საათი იცოცხლა მერე. მონათვლაც მოვასწარით...

ბიძაშვილი შოკში იყო.. სახლში თუ რამე გვქონდა ანალიზის პასხები, ექოს სურატები,ყველაერი გადავყარეთ. მარტო როცა რჩებოდა მოთქმით ტიროდა თურმე, მეზობლებმა გვითხრეს... ამამნხომ განიციდა, მაგრამ, სიძემ ისეში შოკი მიიღო, აქეთ ბიძაშვილის დააწყნარებელი გადხა. ეს რომ მდგომარეობიდან გამოვიდა, სიძე კიდევ დიდხანს ვერ გამოდიოდა.

ახლა არიან ბედნიერი მშობლები ოქროსქოჩრიანი ვაჟის, მაგრამ, მას მერე 3 წელი და კიდევ 1 უშდეგო ორსულობა იყო....

Posted by: cucacuciko 3 Mar 2017, 14:27
?
ბუზიაშვილის ნომერი ხომ არ იცით
* * *
უფრო სწორად, მზია ბუსიშვილის smile.gif შემეშალა გვარი smile.gif

Posted by: annaninio 4 Mar 2017, 01:34
sopiasopi
მე რომ ყელი გამეხსნა და გამკერეს, სადღაც წაკითხული შენი სიტყვები მახსენდებოდა და ღამიდან რომ მეწყებოდა შიშებიიიი,დილით დაფეთებულს მეღვიძებოდა...ორი კოშმარული თვე გავტარე წყლის დაღვრის მოლოდინში.რა მოხდება ეს საშინელი ამბები არ გვემართებოდეს რაა... სადღაც ჯგუფში ვიყავი გაერთიანებული სადაც გოგოს 37 კვირაზე ცუდი ამბავი დაემართა,ისე იმოქმედა, 36 კვირაზე სისხლი შევნიშნე, გაგუაში დავწექი სამი დღე და ფეხი არ გამოვადგი, უბავშვოდ არ წავალთქო.

Posted by: saloo.mee 5 Mar 2017, 13:43
გოგოებო, ვინმემ არ იცით იარინა სად ვიშოვო? 1 ფირფიტა მინდა sad.gif( ვერსად ვნახე

Posted by: Nana.nanina255 13 Mar 2017, 16:28
გოგონებო, მე-13 კვირაზე შევწყვიტე ორსულობა 1 კვირის წინ. ნაყოფს ჰქონდა მრავლობითი პათოლოგიები sad.gif დაორსულების ვადებთან დაკავშირებით სხვადასხვა პერიოდები წერია.მე კი მინდა ისევ მალე დავორაულდე და არ მინდა დროში გაწელვა. ექიმი ხან 1-2 თვეს მეუბნება, ხან 1 წელს sad.gif

Posted by: ათულია 13 Mar 2017, 16:53
Nana.nanina255
ღმერთი როცა ინებებს დაორსულდები არ ინერვიულო, ჩემი ჩეწყვეტილი ორსულობიდან ზუსტად 9 თვის მერე დავორსულდი თუმცა 3 თვის მერე დამრთეს ნება

Posted by: პატრიცია 13 Mar 2017, 22:39
Nana.nanina255
მეც იგივე პრობლემის გამო მომუხდა აბორტის გაკეთება,2-3ტვე მირჩია ექიმმა თავდაცვა....თუ რაიმე დამატებით გამოკვლევა-რეკომენდაცია არ გაქვს,სცადე 3თვის შემდეგ,დაისვენებს მანამდე ორგანიზმი....აუვილებლად დაორსულდები,შენ მაგაზე არ იდარდო 2kiss.gif

Posted by: Nana.nanina255 14 Mar 2017, 10:06
QUOTE (პატრიცია @ 13 Mar 2017, 22:39 )
Nana.nanina255
მეც იგივე პრობლემის გამო მომუხდა აბორტის გაკეთება,2-3ტვე მირჩია ექიმმა თავდაცვა....თუ რაიმე დამატებით გამოკვლევა-რეკომენდაცია არ გაქვს,სცადე 3თვის შემდეგ,დაისვენებს მანამდე ორგანიზმი....აუვილებლად დაორსულდები,შენ მაგაზე არ იდარდო 2kiss.gif

მიხარია ამის მოსმენა 2kiss.gif

ჯერ არ ვიცი რა უნდა გავიკეთო.

ექოსკოპიაზე მათითაშვილთან მივალ, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი კონსულტაციაზე. აბორტი დავარაშვილში გავიკეთე. სავარაუდოდ თავიდან დარჩათ ...მეორედ დამჭირდა ნარკოზი და გამოფხეკვა. მოკლედ, მანდ მისვლა აღარ მინდა smile.gif)



* * *
QUOTE (ათულია @ 13 Mar 2017, 16:53 )
Nana.nanina255
ღმერთი როცა ინებებს დაორსულდები არ ინერვიულო, ჩემი ჩეწყვეტილი ორსულობიდან ზუსტად 9 თვის მერე დავორსულდი თუმცა 3 თვის მერე დამრთეს ნება

რა კარგია..წარმატებები smile.gif კონსულტაციაზე ვისთან დადიოდი შეწყვეტის შემდეგ ? ეხლა ვგეგმავ მისვლას და ვერ გადავწყვიტე smile.gif

Posted by: ათულია 15 Mar 2017, 09:50
Nana.nanina255
ასე რთულია რჩვეა, ყველა ექიმს ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტი

საახლობლოში სამეგობროში არავის ყავს რომ გირჩიოს?

Posted by: Re-hanna 15 Mar 2017, 10:01
სულყველას წარმატებები და ბევრი ბაიებიიიი 2kiss.gif

Posted by: nikolsona 15 Mar 2017, 10:07
Nana.nanina255
QUOTE
ორტი დავარაშვილში გავიკეთე. სავარაუდოდ თავიდან დარჩათ ...მეორედ დამჭირდა ნარკოზი და გამოფხეკვა. მოკლედ, მანდ მისვლა აღარ მინდა )

ვინ გაგიკეთა მანდ?

მეც ორჯერ შემიწყდა 19 კვირაზე , მეორე 17 ზე (((((
პირველზე 2 კვირით ადრე მუცლის ქვედა ნაწილში ძLიერმა ტკივილმა შემაწუხა, ვერ დავდიოდი--ექიმმა არფერიო. მერე ლორწოვანი გამონადენი დაიწო, და სისხლიანი, მივედი ეხოზე და ყელი იყო 10 მმზე დამოკლებული. დილამდე თუ გაქაჩავ ნაკერს დაგადებთო. გამთენიისას წყლები დავღვარე. მაგრამ თქვენ რომ ყვებით წყალში დავცურავდიო არა ნამდვილად. ვიგრძენი წყალი რომ გამოვიდა და მორჩა.

მეორედ კიდე უცებ დამაწვა ქვემოთ რაღაც, თითქოს დიდი რამე ჩამოვიდა მუცლიდან ქვევით. დავიძინე და 2 საათში საშოდან გასკდა თითქოს რაღაც და სისხლი გამოვიდა ოდნავ. გავიქეცი კლინიკაში. ყელი გადასწორებული იყო. ბუშტი იყო სანახევროდ გამოსული. მერე ძალით აგხეთქეს და წყლები დამაღვრევინეს ისე მამშობიარეს.
იქამდე წყალივით გამონადენი მქონდა, მაგრამ ეხოზე წესრიგში იყო ყველაფერი, ვერაფერს მეუბნებოდნენ.

ვერარ გავიგე მოკლედ, ყელის უკმარისობა ხდება ჩემთან როგროც ჩანს და რა გავაკეთო არ ვიცი

Posted by: mashusha 15 Mar 2017, 11:11
nikolsona
QUOTE
ყელი გადასწორებული იყო. ბუშტი იყო სანახევროდ გამოსული.



ეს ერთ დღეში ხდება?
მიკვირს რომ ექო ვერ აფიქსირებს ყელის დამოკლების და გადასწორების პროცესს.

Posted by: nikolsona 15 Mar 2017, 11:23
mashusha
კი, 5 დღით ადრე ეხოზე ვიყავი, არაფერიაო. უცებ ასე როგროც კი ვიგრძენი ჩამოსვლა გადასწორებული იყო

Posted by: mashusha 15 Mar 2017, 11:27
nikolsona


იქნებ, ვაგუნალურით უფრო გამოცენილიყო.. : (
პრინციპში რა მიკვირს, ცემს ბიძაშვილსაც იგივე დაემართა. იდეალური ანალიზების ფონზე წყალი დაღვარა და ბუშტიც სანახევროდ გამოსული იყო. ამ დროს შანსი არ არსებობს...
სამაგიეროდ, დღეს გვყავს 5 თვის ოქროსქოჩორა ბიჭი..

იმასაც პირველი მოშლის შემდეგ, მეორეც მოეშალა და ისე იყო სასოწარკვეთილი ბავშვის ხსენება არ უნდოდა...

Posted by: nikolsona 15 Mar 2017, 14:41
mashusha
ვაგინალური გამიკეთა დავარაშვილმა. უფრო სწორედ გავაკეთებინე.ამ გამოსული ბუშტით ვიწექი 4 დღე, დამაძინეს ეგებ შევწიოთ უკანო. არც ბუშტი შეიწია, ამ შეწევის ცდებით არ გასკდა და წყლები არ დავღვარე. რომ ადგე და გაინძრე შიძლება გასკდესო. ჩემით ფეხით ავხტი და წავედი ბლოკში. დამაჩქარებლები გამიკეთეს და ბოლოს ლოდინის მერე ხელით გამიხეთქეს და გამოძევეს ჩემი პატარა (((((mashusha
QUOTE
იმასაც პირველი მოშლის შემდეგ, მეორეც მოეშალა და ისე იყო სასოწარკვეთილი ბავშვის ხსენება არ უნდოდა...

მეც ასე ვიყავი, მაგრამ მიყოლებით ისეთი სტრესი გადავიტანე და ახლაც სტრესსში ვარ, ხსენება კი არა რომ დალაგდეს ჩემი პრობლემა და რომ შეიძლებოდეს ეგრევე დავორსულდებოდი (ნუ ეს გამორიცხულია ყველაფერი, სიტყვამ მოიტანა)

არ ვიცი უნდა გამოვიძიო რა იწვევს ყელის დამოკლებას ((( რომელი ჰორმონი

Posted by: Anukia198889 15 Mar 2017, 15:01
გოგოებო რაღაც მაიტერესებს. ჩემს დას მოცილდა რვა კვირის ნაყოფი. დენა აუტყდა. ათი დღე იწვა მაგრამ მაინც ჩამოშორდა. ეხლა ანალიზები აიღო და აღმოაჩნდა ციტომეგალივირუსი. აქამდე ორი ორსულობა ქონდა გადასარევი. ჯამრთელი ბაიები ყავს და მშობიარობაც გადასარევი ქონდა. მაგრამ მესამეზე დაემართა ეგრე. ეხლა ექიმმა დაუნიშნა ამ ვირუსზე მკურნალობა მაგრამ მეუღლეს არ დაუნიშნა. მხოლოდ ჩემს დას უთხრა. არც თავდაცვა უთქვია ან კონდომით გქონდეთ ურთიერთობაო. არადა მე წავიკითხე რო სქრსობრივი გზით გადამდები ვირუსია და არ ჭირდება ქმარსაც მკურნალობა?

Posted by: saloo.mee 17 Mar 2017, 10:47
Nana.nanina255
მე ვაკუუმის მერე 3 თვე ამიკრძალეს დაორსულება.
თუმცა მერეც არ დავრჩი. მერე მივედი ფიქრია კამლაძესთან ჩაჩავაში და მითხრა 3 თვე კონტრაცეპტივზე იყავიო იარინა გამომიწერა 3 თვე სვიო. თვის ბოლოს ვამთავრებ კონტრაცეპტივს და ვნახოთ მერე რა იქნება smile.gif

აბა წარმატებები <3 smile.gif

Posted by: mashusha 17 Mar 2017, 11:07
nikolsona

ღმერთი შენკენ <3
ასე მგონია დღე ყველაფერი შესაძლებელია თქო...

Posted by: nopiahopi 17 Mar 2017, 16:04
mashusha
QUOTE
ეს ერთ დღეში ხდება?
მიკვირს რომ ექო ვერ აფიქსირებს ყელის დამოკლების და გადასწორების პროცესს.


მე ბავშვი რომ გავაჩინე (38 კვირის და 4-5 დღის ვიყავი), დღისით ვიყავი ეხოზე ჩემი ინიციატივით, დავხედავ ბავშვსთქო და რადიოლოგმა მითხრა, ისე გაქვს ყელი დამოკლებული, საერთოდ არ ისინჯება, წუთი-წუთზე დაგეწყება მშობიარობაო.. არადა მე ვერაფერს ვგრძნობდი. ჰოდა იმ საღამოს მართლაც დამეწყო და გავაჩინე ჩემი გოგო smile.gif

იმის თქმა მინდა, რომ უსიმპტომოდ იყო ყელის დამოკლება ჩემს შემთხვევაში მშობიარობის დაწყების წინ. ალბათ ვადას არ აქვს მნიშვნელობა, ნაადრევი მშობიარობისთვის ემზადება საშვილოსნო თუ დროულისთვის. ხშირად ხდება ასე..

Posted by: natinati77 17 Mar 2017, 23:04
mashusha
nikolsona
პარასკევს ეხოზე ვიყავი,ექიმა მნახა და იდეალურიააო,შაბათს წყალი გავღვარე და მალევე დამეწყო,
* * *
nikolsona
რამდენი კვირის იყავი? ორულობის ხსენებაზეც ეკლები გამომდის, სიზმარში ვხედავდი ეს ბოლო პერიოდი რომ ორულად ვიყავი დსა რომ ვიღვიძებდი ისეთი ბედნიერი ვიყავი,მმივხვდი რომ არ ვარ ჯერ მზად ფსიქოლოგიურად

Posted by: პატრიცია 18 Mar 2017, 13:42
ამ თემაშიც ვიკითხავ, იქნებ დამეწხმაროთ...

2 თვის წინ გამიკეთეს აბორტი ნაყოფის მრავალმხრივი პათოლოგიის გამო...ციკლი ჯერაც არ აღმიდგა...ეხოზე ენდომეტრიუმი მხოლოდ 3 მლ-ა...ციკლს ჯერ არც ელოდოოო რადიოლოგმა...ეტყობა ჰორმონული ფონია, ბლოკავს ენდომეტრიუმის ზრდასო...

ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა???

რომ დავიცადო, თქვენი გამოცდილებით დიდად დავაშვებ??? შეიძლება პროლაქტინია მაღალი (ჩემი ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, ამ სტრესის ფონზე არ იქნება გასაკვირი)...კიდევ 1 თვე...
თუ უნდა მივქანდე ექიმთან??? sad.gif...არ მაქვს ანალიზების ჩაბარების თავი...

Posted by: natinati77 18 Mar 2017, 15:51
მესმის რასაც გრძნობ,მაგრამ ანალიზი გაიკეთერომ წმლი დგინიშნონ

Posted by: ninikei13 18 Mar 2017, 21:49
Anukia198889
ციტომეგალოვირუსი გადატანილი აქვს ალბათ და არა მწვავე ფორმა.მეც მქონია ოდესღაც და არ ჭირდება მუდმივს მკურნალობა და არც ქმარს.

Posted by: nopiahopi 18 Mar 2017, 22:32
QUOTE
რომ დავიცადო, თქვენი გამოცდილებით დიდად დავაშვებ???

ნამდვილად არ ვიცი sad.gif მე ყოველთვის ზუსტად 1 თვეში მეწყებოდა ციკლი ყველა შემთხვევის მერე.. ახლაც 4 თებერვალს რომ გამიკეთეს აბორტი, 1 მარტს დამეწყო ციკლი.. შეიძლება ეგ დაგვიანებაც ნორმაა, მაგრამ მე მაინც გადავურეკავდი ექიმს შენს ადგილზე . იქნებ მართლა არაა საგანგაშო..

Posted by: პატრიცია 18 Mar 2017, 22:37
sopiasopi
natinati77
მადლობა....დავიცდი...ფიზიკურად არ შემიზლია ყველაფრის თავიდან დაწყება....თან თავს კარგად ვგრძნობ,არაფერ მაწუყებს,ტკივილი არა მაქვს,ჩემს წონას ვუბრუნდები....აზრზე მოვდივარ...იმედია ესეც მოგვარდება თავისით...

იმედი მქონდა 1ადამიანი მაინც გამოცდებოდა მსგავსი მდგომარეობით და რჩევას მომცემდა...
:-)

Posted by: cucacuciko 19 Mar 2017, 22:05
ვინმემ მზია ბუსიშვილის ნომერი ხომ არ იცით?

Posted by: Tussie 23 Mar 2017, 13:10
გამარჯობა, გოგოებო. სამწუხაროდ, ჩემი დიდი მცდელობის შედეგად დამდგადი ორსულობა ცუდად დამთავრდა. პატარა ვადა მაქვს და ვფიქრობ ყველაზე ნაკლებად მედიკამენტოზური დამაზარალებს. ვის მირჩევთ? ან თუ იცით შემდეგ რამდენი ხანი არ შეიძლება ორსულობა? ჰორმონალურ ფონს ძალიან ურევს?
* * *
თუ ვინმეს გაქვთ აბორტის შემდგომი გამოცდილება მირჩიეთ რა სჯობს, თან მცირე ვადებში რომ შევძლო თავიდან ყველაფრის დაწყება

Posted by: პატრიცია 23 Mar 2017, 14:01
Tussie
QUOTE
პატარა ვადა მაქვს

რამდენი კვირის ხარ??

ჩვენზე უკეთეს ექიმი გირჩევს...მე სამწუხაროდ 2ჯერ დამჭირდა აბორტი, პირველი 7 კვირის ვიყავი და ე.წ. მინი აბორტი გამიკეთეს-გამოტუმბვა, მეორე 11 კვირაზე და გამოფხეკა დამჭირდა...

მცირე ვადაზე მედიკამენტოზურს მაშინ გამოტუმბვა ამჯობინა ექიმმა, ამიტომ ვფიქრომ პირადი ექიმი უფრო გირჩევს...

მცირე ვადაზე როგორც ვიცი ყველაზე კარგი გოგი ცერცვაძეა...თუ დაგჭირდა მობ მოგცემ...

პირველი აბორტიც ჩემთან 3 წლიანი მცდელობის შემდეგ დამდგარ ორსულობაზე დამჭირდა....

მთავარია არ ინერვიულო, რადგან თუ ერთხელ მოხდა ორსულობა, აუცილებლად დაორსულდები და მიხვალთ ბოლომდე.... 2kiss.gif ..

Posted by: Tussie 23 Mar 2017, 21:16
პატრიცია
6 კვირის. ნაკლებად ტრავმული მეგონა მედიკამენტოზური და იმიტომ ვფიქრობ. აბორტის შემდეგ რამდენხანში დადგა ორსულობა? და თუ უხერხული კითხვა არ იქნება, რა იყო მიზეზი?

Posted by: ninikei13 23 Mar 2017, 21:22
Tussie
მე მქონდა მედიკამენტოზური აბორტი დაახლოებით მაგ ვადაზე 6-7 კვირა.სასტიკად არ მინდოდა გამოტუმბვა,თუმცა არ იყო იოლი,საკმაოდ მტკივნეული იყო და იოლად არ ჩამოიშალა,უფრო დავისტრესე მგონი ეგრე

Posted by: Tussie 24 Mar 2017, 07:18
ninikei13
ანუ არ მირჩევთ? ვისთან გაიკეთეთ?
მინდა რომ ორგანიზმს რაც შეიძლება ნაკლები ტრავმა მიადგეს და მოკლე ვადებში შევძლო ისევ მცდელობა
* * *
ცოტა მიჭირს აღქმა და გააზრება რა ხდება ჩემს თავს. ვერც ორსულობა გავიაზრე ჯერ ბოლომდე და უკვე აბორტის სახეობებს ვარჩევ. მგონია მე არ მეხება ეს ყველაფერი

Posted by: ninikei13 24 Mar 2017, 10:05
Tussie
ვისთანაც დავდიოდი,იმის მითითებით მივიღე მედიკამენტი.შენი გადასაწყვეტია რა ვიცი.კარგად გაკეთებული აბორტიც არატრავმულია.მთავარია მიზეზის გამოკვლევა რომ იგივე აღარ განმეორდეს

Posted by: nopiahopi 24 Mar 2017, 10:23
ninikei13
Tussie
QUOTE
6-7 კვირა.


ამ ვადაზე რა მიზეზით დგება ხოლმე აბორტის საჭიროება?

Posted by: ninikei13 24 Mar 2017, 10:27
sopiasopi
თუ არ გამოიცლება თავისით.მე ძაან გამიჭირდა მაგალითად.ბოლოს მივდიოდი აბორტზე და ეხომ აღარაფერია დარჩენილიო.ყელი არ მეხსნება იოლად და მგონი მაგიტომ.სასწაული ტკივილი მქონდა 1 ღამეს და მგონი მაშინ ჩამოვიდა საბოლოოდ

Posted by: nopiahopi 24 Mar 2017, 10:36
აჰააა, ანუ როგორც მივხვდი, თუ მოშლის პროცესი თვითნებურად იწყება
ninikei13

Posted by: ninikei13 24 Mar 2017, 10:40
sopiasopi
მე აშრევება მქონდა.დამეწყო გამონადენი.არაა გულისცემაო და მიშვებდნენ აბორტზე ღუდუშაურში.ღამე დამეწყო.ექიმმა არა,დაველოდოთო და ხელად არ ჩამოიცალა.დღეები გაგრძელდა.მერე მედიკამენტიც მივიღე და თან სულ ექოზე ვიყავი.ხო და ამდენ წვალებას,ზოგი ეგრევე იკეთებს.არაა პატარა ვადა 7კვირა

Posted by: პატრიცია 24 Mar 2017, 10:54
Tussie
მიზეზი უცნობია,11კვირაზე აღმოვაცინეთ ეხოზე,ზრდა ქონდა შეწყვეტილი,გულის ცემა არ იყო...ეს პირველზე...მეორე აბორტი მრავალხმრ პათოლოგგამო დამწირდა....ჩემი შემთხვევა მაგალითად არ გამოგადგება....უბრალოდ თუ გამოტუმბვას გადაწყვიტავ,გოგი ცერცვაძესთან მიდი,საუკეთესოა.....

Posted by: annaninio 24 Mar 2017, 12:41
Tussie
მე მაგ ვადაზე თავის დროზე გამოტუმბვა ვამჯობინე., მივედი დავიძინე და 15 წუთში წამოვედი, ისედაც ნერვებ დაგლეჯილი ვიყავი, მედიკამენტოზურს რამე დაეტოვებინა, ისევ ჩარევა დამჭირვებოდა, უკვე ვეღარ გადავიტანდი. თანაც მე ნაყოფის შემანარჩუნებელ მკურნალიბას გავდიოდი მანამდე და მაგ დროს სრულად ჩამოსვლა უჭირსო გამაფრთხილეს.

Posted by: wuna 25 Mar 2017, 14:52
3 დღეა რაც მომეშალა მუცელი. 6 კვირისას. რაღაც საშინლად ვგრძნობ თავს. დამნაშავედაც და აბსოლუტურად განადგურებულად.
ჩემი ქმარი რომ არ დამდგომოდა გვერდში ასე ძალიან არ ვიცი ალბათ საშინელი დეპრესია დამეწყებოდა
გამოფხეკვა არ დამჭირვებია თავისით გამოვიდა, საშინელი ტკივილების ფონზე ისიც.
რომ გავიგეთ 4 კვირისანი ვიყავით მოშლამდე 2ჯერ იყო გაზრდილი ჩემი პაწუკა მერე რამ იმოქმედა ჯერ არ ვიცით
ჩემმა ექიმმა დაელოდე როდის ჩამოიშლება ბოლომდე და მერე გავიკეთოთ ყველა ანალიზიო. 10 ანალიზი დამინიშნა რო მომკლათ ვერ ამოვიკითხავ რა წერია თან სულ ლათინური ასოებით
27ში ისევ ეხოზე ვარ დაბარებული რომ შევამოწმოთ დარჩა თუ არა რამე (ჩემი აზრით გამოვიდა)
გოგოებო ვის გქონიათ ეს გამოცდილება იქნებ რამე მირჩიოთ, ან რავიცი რამდენ ხანში დაორსულდით რა მკურნალობა დაგჭირდათ
ყველანაირ ინფოს მივიღებ დიდი სიამოვნებით და ყურადღებით

Posted by: pearlgirl 25 Mar 2017, 14:59
wuna
ნუ ინერვიულებ შემდგომ დაორსულებაზე, პირვლი ნაყოფის მოშლა ძალიან ხშირია და ხშირად არაფერი არ არის ხოლმე მიზეზი და შესაამისად მკურნალობაც არ უნდა ხოლმე, თავისით ხდება ისევ ორსულობის დადგომა.
მე მომეშალა ეგრე პირველი და მეორე თვეში უკვე ორსულად ვიყავი.

Posted by: wuna 25 Mar 2017, 15:04
pearlgirl
ანალიზები არ გაიკეთე? ვირუსებზე და მაგდაგვარებზე?
რავი ახლა უნდა მივაფშვნიტო იმოდენა ფული მარა არ ვჩივი თუ 100000% გარანტია მექნება რო ყველაფერი კარგად წავა

ძალიან განვიცდიდი, ცუდი აზრები მომდიოდა, ცუდ სიზმრებს ვხედავდი, სამსახურშიც მანერვიულეს დავიტვირთე ძალიან, მერე სახლშიც და ალბათ ამ ემოციურმა ფონმაც თავისი ქნა sad.gif

Posted by: pearlgirl 25 Mar 2017, 15:09
wuna
მაგ ორსულობაზე, რომელიც მომეშალა, მთელი დაზღვევის ლიმიტი დამეხარჯა, გავიკეთე ორსულობისას რა ანალიზებიც კეთდება თავიდან.
ნუ არაფერი იყო, და შესაბამისად დაველოდე შემდეგ ციკლს, მომივიდა ჩვეულებრივად და ეგრევე დავფეხმძიმდი.

Posted by: wuna 25 Mar 2017, 15:14
pearlgirl
მეც ახლა დაზღვევა ცოტა უნდა მოვატყუო. 600 ლარი მაქვს ლიმიტი და ვეცდები რამენაირად გამოვიყენო ამ ყველაფერზე.
ჩემმა ექიმმა არ ჩაგიწერ რო მოგეშალა ვითომ მე მჭირდება შენი ეგ ანალიზებიო.
შემდეგი ციკლი რამდენ ხანში დაგეწყო? დაიგვიანა?

Posted by: pearlgirl 25 Mar 2017, 15:17
wuna
კი ჩვეულებრივად მომივიდა, თუმცა იცის არევაც ციკლმა.
ხო გეუბნები ეგ მომივიდა და მერე დავრჩი მალევე ორსულად.

Posted by: wuna 25 Mar 2017, 15:21
pearlgirl
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეც მალე დავრჩები და ამჯერად ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის 9 თვის მანძილზე.

Posted by: sesilia28 25 Mar 2017, 16:21
wuna
, მცირე ვადაზე ძალიან ხშირია მოშლა, თან მიზეზს ვერავინ ადგენს. ჩემს შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციიდან რომ წამოვედი გზაში დამეწყო დენა, მანკი ჰქონდა ნაყოფს და თვითონ დედის ორგანიზმი ცდილობსო გამოდევნას ალბათო. იფიქრე რომ ასე უნდა მომხდარიყო. მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ სულ არ იფიქრო :*

Posted by: wuna 25 Mar 2017, 16:25
sesilia28
ჰო გადავხედე წინა გვერდებს, მიხარია რო 2010 წლის პოსტებია და ბევრს არ აქვს გამოცდილი ეს საშინელი გრძნობა
კი იმასაც ვხვდები რო რთული დასადგენი იქნება რეალურად რა მოხდა.
მაგრამ ალბათ ანალიზები მაინც არ მაწყენს რო გავიკეთო, მეცოდინება რომ ყველაფერი წესრიგშია და ალბათ უფრო მშვიდად ვიქნები

Posted by: sesilia28 25 Mar 2017, 17:08
wuna
რა თქმა უნდა ანალიზები საჭიროა ორსულობის დაგეგმვამდე, ექიმის ყურადღების ქვეშ უფრო მშვიდად იქნები და ეჭვევი არ შეგაწუხებს

Posted by: wuna 25 Mar 2017, 17:12
sesilia28
ჩემს თანამშრომელს 2ჯერ მოეშალა და არანაირი მკურნალობა არ გაუვლია. გამოფხიკეს თან
მესამე ჯერზე (მეორე მოშლიდან 3 თვეში დარჩა, მხოლოდ წელის გასამაგრებლად რაღაც ხალხური ხერხები ცადა) დაორსულდა და ახლა პატარას ელოდებიან დღე-დღეზე

მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მაქს. 3 თვეში მეც ამომიხტება ტესტზე || ზოლი და ყველაფერი მშვიდად ჩაივლის

Posted by: sesilia28 25 Mar 2017, 17:30
wuna
მთავარია არ ჩაიციკლო, რაც უფრო უდარაჯებ უფრო მოგეშლება ნერვები. თუ ორსულობა დადგა ერთხელ მაინც აუცილებლად იქნება შემდეგიც :* მე იმ ჯანმრთელ ადამიანთა სიაში არ შევდივარ უექიმოდ რომ რამეს მივაღწიო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: wuna 25 Mar 2017, 17:37
sesilia28
რატო მასე?

რასაც ვუყურებ ზოგი გოგო იძახის რო სულ არ იმკურნალა და ისე დარჩა და მშვენივრად მიაღწიეს ბოლომდე
ზოგი პირიქით კაი ხანი ეწვალა

ჩემი თანამშრომელი ახლა თურქეთში წავიდა რო ხელოვნურად ჩაისვას ბაიები. ისე ვგულშემატკივრობთ მთელი კოლექტივი...
არადა ვფიქრობდით ერთად გავიბერებოდით, იმედია მაგას მაინც გამოუვა და ყველაფერი კარგად ექნება 6 წელია ცდილობენ sad.gif

ჩვენ 2 წელი კია რაც დავოჯახდით მარა დეკემბრიდან დავიწყეთ და გამოდის თებერვალში დავრჩი ორსულად. 1 კვირა ვიყავი მარტო მაგ ამბით ბედნიერი sad.gif(

Posted by: sesilia28 25 Mar 2017, 18:20
wuna
მე მე-5 წელია რაც დავქორწინდი. 2ჯერ შეწყვეტილი და ერთი გარე ორსულობა მაქვს ანამნეზში, ერთი შეწყვეტილი მგონი ყველა ქალის ისტორიაშია. მე ასეთი ბედი მქონდა, ექიმების უტურადღებობით და ალბათ უფლის ნებით ასე უნდა ყოფილიყო. მეც იმედით ვარ განწყობილი და ვიცი რომ ყველასთან მალე მოვა ეს სიხარული

Posted by: wuna 25 Mar 2017, 18:27
sesilia28
რავიცი აბა მართლა ვერ გაიგებ რა და როგორ ხდება
მე შეიძლება ითქვას ადვილად დავრჩი 3 თვის მანძილზე რაც ცდა დავიწყეთ თებერვალში სერიოზულად მოვინდომე და დავრჩი კიდევაც
ოვულაციის დღეები, ბაზალური ტემპერატურა რით აღარ ვაკონტროლებდი სიტუაციას და შედეგიც დაიდო მარა ვერ შევინარჩუნე
შემდეგზეც ანალოგიური განწყობა მაქვს რო ადვილად დავრჩები თუ ისევ ამ ხერხით წავალ მთავარია ხელი არაფერმა შემიშალოს და მეტად დავიკიდო რაღაცები

შენ რას გეუბნებიან რატო გეშლებაო?

Posted by: sesilia28 25 Mar 2017, 20:17
wuna
ხო დაორსულების პრობლემა არ ჩანს შენთან და მალევე იქნები. ჩემთან სულ სხვადასხვა მიზეზით ხდება, პირველად ექიმმა წამალი შემაწყვეტინა პროგესტერონი და ორსულობაც შეწყდა, მეორეზე მანკი ჰქონდა და ეგეც შეწყდა, მესამე გარე იყო და ჯერ შემდეგი არ დამიგეგმავს მაგრამ იმედი მაქვს ცუდი უკან დავტოვე და მალე მეც გავხდები დედა

Posted by: ninikei13 25 Mar 2017, 20:46
wuna
მეც მომეშალა მაგ ვადაზე,ნახავდი ალბათ...მე არ მინდოდა მალე დაორსულება,თან ორსულობისას ეხოზეც გამოჩნდა რომ მქონდა რაღაც პრობლემა და ნუ მოკლედ 1 წელი ჩემი ნებით არ დავორსულდი.მივხედე რაც იყო პრობლემა და ფსიქოლოგიურადაც დავწყნარდი.ხშირად ხდება უმიზეზოდ,თუმცა მიზეზებიც ძალიან ხშირია,მე გირჩევ მაინც რომ გამოიკვლიო,რომ იგივე არ განმეორდეს და არ დაისტრესო კიდევ ერთხელ.

Posted by: wuna 25 Mar 2017, 21:03
sesilia28
ჰო ჰო აუცილებლად გახდები !!! ყველაზე საყვარელი და ლამაზი ყუყუნა-ბუყუნა გეყოლება!
* * *
ninikei13
ჯერ თემის 39-ე გვერდამდე წავიკითხე პოსტები,შემეცოდნენ გოგოები, მაგრამ უმეტესობისა ისეთია რო მალევე დაორსულდნენ 2-3 თვეში და ყველაფერი კარგად ჰქონდათ
ახლა როგორ ხარ?
კი ეგ თავისთავად. ჩემმა გინეკოლოგმა (მიუხედავად იმისა რო მეგობარი მეუბნება დაანებე სხვასთან მიდიო) ჩამოიცალოს ეს და ანალიზები მერე ავიღოთო ვირუსებზე და დავიწყოთ ახლის დაგეგმვაო
ჩემს მეგობარს იმიტო არ მოსწონს რომ ზედმეტად ზერელედ უყურებსო, მეტად ყურადღებიანი უნდა იყოს ექიმი როცა მოშლაზეა საშიშროებაო.
რავიცი ჩემი აზრით ამ ქალმა ყველაფერი დამინიშნა რაც საჭირო იყო, უბრალოდ მე ვინერვიულე.
ახლა თითქოს ჩემში რაღაც მოხდა, არ ვიცი რა გითხრათ როგორ აღვწერო მარა სულ სხვა ადამიანი მგონია საკუთარი თავი.
მჯერა რო ძალიან მალე დავორსულდები და წარმატებით მივიყვან ბოლომდე!

Posted by: ninikei13 25 Mar 2017, 21:10
wuna
ახლა მყავს 15 თვის ბიჭი smile.gif მეორეზე კარგად იყო ყველაფერი.მთავარია კარგი გინეკოლოგი და სწორი მიმართულება/დანიშნულება და დღეს აღარაფერია პრობლემა.აუცილებლად დაორსულდები და გეყოლება ჯანმრთელი შვილი smile.gif

Posted by: wuna 25 Mar 2017, 21:17
ninikei13
გაგეზარდოს დიდი ღრუტუნიკო <3

კი კი ვიცი რო ყველაფერი ამჯერად კარგად იქნება. ერთი სული მაქვს ანალიზებმა ყველაფერი წესრიგშიაო აჩვენოს და ქმარს მოსვენებას არ მივცემ smile.gif)))
* * *
გოგოებო ვის გქონიათ პატარა ვადაზე შეწყვეტილი ორსულობა გამოფხეკვის და მედიკამენტოზურის გარეშე და რამდენ ხანში დაორსულებულხართ მერე?

Posted by: saloo.mee 27 Mar 2017, 11:00
wuna
ვაკუუმი გამიკეთეს 6 კვირაზე ივლისში, ვერანაირი მიზეზი ვერ მითხრეს... გულის ცემა არ იყო და მორჩა :/ მერე გამოკვლევები, ვერაფერი რომ ვერ აღმომიჩინეს ექიმებმა გადავწყვიტეთ მე და ჩემმა გინეკოლოგმა 3 თვე კონტრაცეპტივზე ყოფნა. აი მესამე თვე მთავრდება 2 დღეში, მერე დამეწყება და ვნახოთ რა იქნება )))) იმედი დიდი მაქვს რომ დავრჩები და ბოლომდე მივიყვან ყველაფერს კარგად! წარმატებები ყველას გოგოები და პატარა უსაყვარლესი ადამიანები ))) <3 :*

Posted by: GvanTsa1212 27 Mar 2017, 11:19
wuna
იქით ვეღარ მოგწერე ...

შენს ვადაზე ძალიან ხშირად ხდება ორსულობის შეწყვეტა, რომლის მიზეზსაც რატომღაც ძირითადად ვერ ადგენენ ...
ჩემს გარშემო ძალიან ბევრს აქვს მაგ ვადაზე მოშლილი, უმრავლესობის შემთხვევაში პირველი ორსულობა იყო და ასევე უმრავლესობას უკვე შვილი ყავს smile.gif
შენმა ექიმმა მართალი გითხრა, აცადე ცოტა ხნით ორგანიზმს და მერე ყველა კვლევა ჩაიტარე რასაც გეტყვის, რომ წინასწარ ყველა შესაძლო გართულება გამორიცხო.
ეცადე რომ კარგი ექიმი იპოვო smile.gif და ბოლომდე მიყვე დანიშნულებას smile.gif
სანერვიულო არაფერია :*
მშვიდად დაგეგმავ ორსულობას და პატარასაც მალე ჩაიხუტებ smile.gif

Posted by: wuna 27 Mar 2017, 17:41
saloo.mee
კონტრაცეპტივი აბები? სამკურნალო დანიშნულება უფრო აქვს თუ მხოლოდ როგორც გარანტი იმისა რო არ დაფეხმძიმდე?

GvanTsa1212
ჰო უბრალოდ მაინტერესებს რა წამლები დაუნიშნეს სხვებს, რა პროცედურები, რომ მერე ჩემსას შევადარო
* * *
http://radikal.ru

გოგოებო ეს ანალიზები დამინიშნეს მოშლის მერე
რა რას ნიშნავს გონზე ვერ მოვდივარ იქნებ თქვენ გამარკვიოთ




Posted by: saloo.mee 28 Mar 2017, 10:50
wuna
ამ ვაკუუმის მერე გავიკეთე ყველა ვირუსზე ანალიზები, ციტომეგალოვირუსები და ამბები სამწუხაროდ არ მახსოვს დასახელება.
ფარისებრზეც. კიდევ წითელა მქონდა თუ არა მოხდილი მაგაზე, და კიდე რამოდენიმე. ვერაფერი აღმომიჩინეს. ეხო გავიკეთე ორჯერ ციკლამდე და ციკლის მერე, ვაგინალური. ყველაფერი რიგზე იყო. ვინაიდან წონა მქონდა ამ დექსამეტაზონის და სხვა უაზროდ გამოწერილი წამლების გამო მომატებული და ორგანიზმიც სტრესში იყო )))))) იარინა გამომიწერა 3 თვით, თან საკვერცხეების ფუნქციაც აღდგებაო და დამშვიდდება ორგანიზმიო. ნუ წონა ეს მე უფრო მაწუხებდა ვიდრე ექიმს და პირველი თვე ძლივს შეეჩვია ჩემი ორგანიზმი იარინას და ორი თვეა ვვარჯიშობ smile.gif
მოკლედ ვწყვეტ კონტრაცეპტივს დღეს ვამთავრებ და ვნახოთ რა იქნება. smile.gif

Posted by: wuna 29 Mar 2017, 13:10
saloo.mee
ვნახოთ აბა მე რეებს დამინიშნავენ 31ში პასუხი იქნება



ჰო ისე 7 დღეა რაც მომეშალა და გამონადენი მაინც მაქვს, ცოტა ცოტა მარა მაინც.
ჩვეულებრივი მენზი მაქსიმუმ5 დღე მაქვს ხოლმე და ძაან შემაწუხებელია ახლა ეს sad.gif

Posted by: saloo.mee 31 Mar 2017, 11:16
wuna
ცოტა დრო უნდა დალაგდება ყველაფერი ! smile.gif

Posted by: Playful Girl 31 Mar 2017, 11:52
wuna

ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმა, მეოთხე ქლამიდიაა თუ არ ვცდები ამათი "მ" და "ჯი" ფორმა, მიკოპლაზმა და ურეაპლაზმა.


Posted by: saloo.mee 3 Apr 2017, 10:42
Playful Girl
ანუ ქრონიკული და მწვავე ფორმა ხო?
ესე მახსოვს smile.gif

Posted by: Playful Girl 4 Apr 2017, 10:14
saloo.mee

კი სწორად გახსოვსsmile.gif

Posted by: wuna 10 Apr 2017, 21:53
მოკლედ რაც ბოლოს ვიყავი ექიმტან მას მერე აღარაფერი მიმიღია წამლებიდან
როგორც მითხრა თუ გინდა დალიე ვალტრექსი და მერე კიდე შეამოწმეო. მე კიდე რატომღაც ფეხს ვითრევ
თან მითხრა თუ ამ პერიოდში დაორსულდები ისევ არც ეგაა პრობლემაო
როგორ ფიქრობთ ფოლიუმის მჯავა რო ვალტრექსი რო დავლიო ერთად დაშავდება რამე? თუ დავურეკო ექიმს?

Posted by: anuka2009 11 Apr 2017, 20:47
wuna
QUOTE
თუ გინდა დალიე ვალტრექსი

ვალტრექსი ასე თუ გინდაზე დასალევი წამალი არაა smile.gif საკმაოდ მძიმე პრეპარატია. ყველა ნორმალური ექიმი ვალტრექსის კურსის ჩატარების დროს დაორსულებას კრძალავს და რა ვიცი.

თან თავისი ლაბორატორია რომ მიუწერია smile.gif

Posted by: wuna 12 Apr 2017, 00:12
anuka2009
ho. sxva eqimtan ro wavedi mitxra awi ro waxval laboratoriashi ise midi ro arc eqimis gvari utxra da arc araferi vitom shentvis gainteresebso.


anu saboloo jamshi mainc ver chamovyalibdi rogor moviqce.
rusul forumebze da saitebze weren mag g da m formebs azri ar aqvs samkurnalodo. aqac igive dawera ertma. jobia imuniteti gaidzlieroo jansagi kvebit da normirebuli rejimito.

Posted by: annaninio 12 Apr 2017, 11:47
wuna
მე , ამდენი მოშლების შემდეგაც კი არ მომთხოვა ჩემმა ექიმმა ვირუსების ანალიზი.ჩემით გავიკეთე და არც ერთი არ მქონდა. მოშლებს უფრო მეტად ჰორმონალური დისბალანსი და ჰიპერკუაგოლაცია იწვევს.

Posted by: wuna 12 Apr 2017, 20:57
annaninio
მე ძალიან პატარა ვადაზე შემიწყდა თან პირველი ორსულობა იყო
ზოგი იძახის იმუნიტეტის ბრალი შეიძლება იყოსო.
ვიტანიმებით მდიდარი საკვები მიიღეო, ჯანსაღიო.
მე კიდე მაკდაკში ვმუშაობ smile.gif)) )ჰო წარმოგიდგენია რას ვჭამ ყოველდღე smile.gif)) ორმაგი ჩიზით (მიყვარს ეგ საქონელი) გამოტენილი მაქვს მუცელი
მარა ნელა ნელა ვცვლი რაციონს smile.gif

Posted by: chika321 15 Apr 2017, 12:11
მეც მჭირდება თქვენი გამხნევება sad.gif როგორციქნა დავრჩი ორსულად, არ გადამცდენია მაგრამ მეთვითონ ვგრძნობდი რომ ორსულად ვიყავი, გავიკეთე 2ტესტი 2დღის გამოტოვებით ორივემ დადებითი მაჩვენა, წავედი თოდუაში და ეხო გადავიღე მაგრამ არაფერი ჩანსო ალბათ 2კვირის ხარო, დამიბარა 1კვირაში მაგრამ ვინ მაცადა, 5დღეს დამეწყო დენა, მეგონა უბრალოდ მესტრუაცია იყო, მაგრამ ტკივილები რომ გაძლიერდა მეუღლემ სასწრაფო გამოიძახეს და წამიყვანეს ამტელის კლინიკაში, იქ დადგინდა რომ 6კვირის ორსული ვიყავი sad.gif და უკვე ჩამოშლილი იყო sad.gif გამოტუმბვა გამიკეთეს და გუშინ გამომწერეს sad.gif პასუხები 3დღეში იქნება sad.gif იმედია ეს რ შემიშლის შემდეგში ორსულობას sad.gif

Posted by: wuna 15 Apr 2017, 23:05
chika321
მეც 6 კვირისას მომეშალა. გავსკდი ტირილით ვერ მაჩერებდნენ
მე არ დამჭირვებია არაფერი, თავისით ჩამოიშალა, დამაცადეს ეგრევე არ დაუწყიათ გამოტუმბვა და ეგეთები და გაამართლა არაფერი არ დარჩენილა, ექოთიც გადავამოწმე
1 კვირაში 1 თვე გავა მასე მერე
მთავარია ახლა დამშვიდდე დაწყნარდე და სიტუაციას შეხედო სხვანაირად
ალბათ ნაყოფს რაღაც სჭირდა, რომ დაბადებულიყო ასეთი რაიცი როგორ გაუჭირდებოდა თვითონ და თან თქვენც.
იფიქრე იმაზე რო შემდეგი ორსულობა უპრობლემოდ ჩაივლის <3 და ყველაფერი კარგად გექნება

პირველი ორსულობა იყო?

Posted by: chika321 16 Apr 2017, 10:16
QUOTE (wuna @ 15 Apr 2017, 23:05 )
chika321
მეც 6 კვირისას მომეშალა. გავსკდი ტირილით ვერ მაჩერებდნენ
მე არ დამჭირვებია არაფერი, თავისით ჩამოიშალა, დამაცადეს ეგრევე არ დაუწყიათ გამოტუმბვა და ეგეთები და გაამართლა არაფერი არ დარჩენილა, ექოთიც გადავამოწმე
1 კვირაში 1 თვე გავა მასე მერე
მთავარია ახლა დამშვიდდე დაწყნარდე და სიტუაციას შეხედო სხვანაირად
ალბათ ნაყოფს რაღაც სჭირდა, რომ დაბადებულიყო ასეთი რაიცი როგორ გაუჭირდებოდა თვითონ და თან თქვენც.
იფიქრე იმაზე რო შემდეგი ორსულობა უპრობლემოდ ჩაივლის <3 და ყველაფერი კარგად გექნება

პირველი ორსულობა იყო?

კი პირველი იყო sad.gif თან ისე ველოდებოდით, იმედია ისევ მალე დავრჩებიი

Posted by: wuna 16 Apr 2017, 21:51
chika321
ჩემიც ... არაუშავს
ასე ამიხსნა ექიმმა რომ შენიორგანიზმისთვის ეს რაღაც ახალი იყო, აი როგორც ჩემი ხელი მოგაკერო ჰო არ მიიღებს შენი ორგანიზმი და ჰო დალპებაო, ეგრე იყო ახლაცო
50% ორსულობების მოშლით სრულდება მითუმეტეს პირველიო

მოეშვი ცუდზე ფიქრს და იფიქრე მხოლოდ იმაზე როგორი ჯანმრთელი ლამაზი და კარგი ბაია გეყოლება

Posted by: saloo.mee 19 Apr 2017, 11:38
გოგოებო,
ვინმეს გსმენიათ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ლიმონის შესახებ? smile.gif სასწაულმოქმედი ძალა აქვსო.

Posted by: annaninio 23 Apr 2017, 20:58
saloo.mee
ლიმონი არა მაგრამ, იერუსალიმიდან პალმის რტოს ნაწილი ჩამომიტანეს.

Posted by: Kato81 23 Apr 2017, 22:52
saloo.mee
კი, მე მაჩუქა ახლობელმა რამდენიმე ჩამოუტანია დააბარეს თურმე და ერთი მეც მიწილადეს, ისეთი მაგარი იყო ძლივს დავღეჭე smile.gif შედეგი ჯერ არ ჩანს...

Posted by: saloo.mee 24 Apr 2017, 10:59
Kato81
იქნება ალბათ შედეგი )))
წარმატებები <3
chika321
მეც მაგ ვადაზე გამოტუმბვა გამიკეთეს მაგრამ თვითონ არ ჩამოშლილა, გამიკეთეს თვითონ.
სტრესია საშინელი მაგრამ გამხნევდი. არ ინერვიულო.
ყველას გვეყოლება პატარა და მალე <3 <3 <3

Posted by: tamuna.ch 7 May 2017, 00:07
გამარჯობა. მოკლედ მოვყვები ჩემს ამბავს. პირველი ორსულობა იყო.რომელსაც სულმოუთქმელად ველოდი. თავიდან თავს ვიცავდი და მერე 6 თვე არ ვრჩებოდი. ბოლო-ბოლო ტესტმა 2 ხაზი რომ მიჩვენა კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ალბათ ასე ძალიანაც არ უნდა გამხარებოდა : )))
7 კვირაზე მოვისმინეთ გულისცემა. 9 კვირაზე მივედი. აღრიცხვაზე მინდოდა დადგომა და გულის ცემა ვეღარ მოისმინეს. წავედი მათითაშვილთანაც გადასამოწმებლად, მაგრამ 8 კვირაზე ჰქონდა გულის ცემა გაჩერებული. ამის შემდეგ მივედი გოგი ცერცვაძესთან, გაგუაში. და გდაწყვიტა რომ მედიკამემტოზური გაეკეთებინა.რადგან პირველი იყო. ამ მხრივ რა თქმა უნდა მე ძალიან გამოუცდელი ვარ და მაშინ მით უმეტეს.დავიბენი. გვიკეთე მედიკამენტოზურად. 3 დღის წინ დავლიე წამლები. აქ ბევრმა თქვა რომ მე-2 დღეს 2 ტაბლეტი მიიღო. მე 4 გამომატანა. და კიდევ. 9 კვირაზე გამიკეთა მედიკამენტოზური. ამ ვადაზე რამე გამოცდილება გქონიათ? როგორც ახლა ვკითხულობ მედიკამენტოზური პატარა ვადაზე კეთდება და ძალიან მეშინია. თან დღეს ისეთი ტკივილი მქონდა კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა. 19 ში ვარ ეხოზე დაბარებული და მოვითმინო 19 მდე თუ მივიდე ? ტკივილი კიდევ უნდა მქონოდა? ძალიან მეშინია. გამოფხეკა რომ დამჭირდეს კიდევ ვერ გადავიტან sad.gif
* * *
გამარჯობა. მოკლედ მოვყვები ჩემს ამბავს. პირველი ორსულობა იყო.რომელსაც სულმოუთქმელად ველოდი. თავიდან თავს ვიცავდი და მერე 6 თვე არ ვრჩებოდი. ბოლო-ბოლო ტესტმა 2 ხაზი რომ მიჩვენა კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ალბათ ასე ძალიანაც არ უნდა გამხარებოდა : )))
7 კვირაზე მოვისმინეთ გულისცემა. 9 კვირაზე მივედი. აღრიცხვაზე მინდოდა დადგომა და გულის ცემა ვეღარ მოისმინეს. წავედი მათითაშვილთანაც გადასამოწმებლად, მაგრამ 8 კვირაზე ჰქონდა გულის ცემა გაჩერებული. ამის შემდეგ მივედი გოგი ცერცვაძესთან, გაგუაში. და გდაწყვიტა რომ მედიკამემტოზური გაეკეთებინა.რადგან პირველი იყო. ამ მხრივ რა თქმა უნდა მე ძალიან გამოუცდელი ვარ და მაშინ მით უმეტეს.დავიბენი. გვიკეთე მედიკამენტოზურად. 3 დღის წინ დავლიე წამლები. აქ ბევრმა თქვა რომ მე-2 დღეს 2 ტაბლეტი მიიღო. მე 4 გამომატანა. და კიდევ. 9 კვირაზე გამიკეთა მედიკამენტოზური. ამ ვადაზე რამე გამოცდილება გქონიათ? როგორც ახლა ვკითხულობ მედიკამენტოზური პატარა ვადაზე კეთდება და ძალიან მეშინია. თან დღეს ისეთი ტკივილი მქონდა კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა. 19 ში ვარ ეხოზე დაბარებული და მოვითმინო 19 მდე თუ მივიდე ? ტკივილი კიდევ უნდა მქონოდა? ძალიან მეშინია. გამოფხეკა რომ დამჭირდეს კიდევ ვერ გადავიტან sad.gif

Posted by: annaninio 7 May 2017, 10:03
tamuna.ch
მაგ ვადაზეც კეთდება , გამიგია, და რამოდენიმე დღე გრძელდება, მაგრამ მაინც წადი რაა ექოზე, მე თავის დროზე ვერ გადავწყვიტე მედიკამენტოზური, გამოტუმბვა გავიკეთე, ისედაც დასტრესილი ვიყავი და კიდე დღეები ნერვების წყვეტა არ მინდოდა. არც გამოტუმბვა აზიანებს რამეს.შემდეგ გავაჩინე ჩვეულებრივად. გამოფხეკა არ დაგჭირდება იმედია,თუ მაინც რამე იყო, ნარკოზით გაიკეთებ .არ ინერვიულო.

Posted by: ოჩოპინტრე8 11 May 2017, 11:57
გოგოებო, არვიცი სწორ ადგილას ვკითხულობ თუ არა, მაგრამ იქნებ იცოდეთ - ბუშტნამქერას დროს ხეგე ჩვეულებრივად პროგრესირებს თუ არა?

Posted by: GvanTsa1212 11 May 2017, 12:05
ოჩოპინტრე8
QUOTE
ბუშტნამქერას დროს ხეგე ჩვეულებრივად პროგრესირებს თუ არა

კი

Posted by: ოჩოპინტრე8 11 May 2017, 12:20
GvanTsa1212
აუუ ხოო ახლა წავიკიტხე, პირიქით 10-20 ჯერ მეტად იმატებს მაგ დროსო sad.gif(

Posted by: GvanTsa1212 11 May 2017, 12:30
ოჩოპინტრე8
ჩემი მეგობრის პირადი გამოცდილებით ვიცი მე sad.gif

რატომ კითხულობ? მოხდა რამე?



Posted by: ოჩოპინტრე8 11 May 2017, 12:33
GvanTsa1212
ჩემს მეგობარზე აქვთ ეჭვი, ნაყოფი არა და არ გამოჩნდა ეხოზე, სანაყოფე პარკი კი იზრდება , მოკლედ ველოდებით ჯერ კიდევ მაგრამ , ვიფიქრე იქნებ ხეგეთი გავიგოთ მანამდე რამეთქო sad.gif

Posted by: GvanTsa1212 11 May 2017, 12:52
ოჩოპინტრე8
QUOTE
ჩემს მეგობარზე აქვთ ეჭვი, ნაყოფი არა და არ გამოჩნდა ეხოზე, სანაყოფე პარკი კი იზრდება

კი არ გაშინებ, მაგრამ ანალოგიური პრობლემა ქონდა ჩემს მეგობარსაც sad.gif
იმედია თქვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება ...
ამას რომ გაუკეთეს ჩვენებითი აბორტი, დათესეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუდასტურეს ...
ეს მოხდა 10-11 კვირაზე თუ სწორედ მახსოვს

Posted by: ოჩოპინტრე8 11 May 2017, 12:56
GvanTsa1212
გთხოვ თუ არ გეზარება უფრო დაწვრილებით მომიყევი რაა, ანუ ნაყოფი არ ცანდა მაგ ვადამდე ეხოზე? და არც სისხლდენა ჰქონდა და არც არაფერი?

Posted by: GvanTsa1212 11 May 2017, 13:10
ოჩოპინტრე8
რაც მახსოვს მოგიყვები ... დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა ...
პირველად რომ მივიდა გულის ცემის მოსასმენად, მაშინ ყველაფერი რიგზე იყო, ანუ გულის ცემა იყო და უთხრეს ყველაფერი რიგზეაო ...
მაგრამ თვითონ მერე და მერე იხსენებდა, რომ მე არ მომისმენია გულისცემაო, უბრალოდ მითხრეს და ისმინებაო,
არ ვიცი სად და ვისთან იყო, სადღაც ღვთისგან მივიწყებულ პოლიკლინიკაში ...
მერე კიდევ მივიდა და მანდ გამოჩნდა, რომ ნორმებს არ შეესაბამებოდა მისი მდგომარეობა,
გულისცემა ფაქტიურად არ ისმინებოდა და არც ნაყოფი ჩანდა, ასე უთხრეს ...
გადაწყვიტეს, რომ დინამიკაში დავაკვირდეთო, განმეორებითზე დაიბარეს ერთ კვირაში და უკვე გულისცემაც არ ისმინებოდა და არც ნაყოფი ჩანდა,
როგორც ვიცი არანაირი ანალიზები და კვლევები არ ჩაუტარებიათ ...
გადასამოწმებლად ძალით წავიყვანეთ ნორმალურ ექიმთან და რადიოლოგთან და იმათ უკვე დაადასტურეს,
რომ საჭირო იყო აბორტი, აბორტის დროს გაჩნდა ეჭვი ბუშტნამქერზე და დათესეს, პასუხები იყო ერთ კვირაში და დადასტურდა ...
არანაირი სისხლდენა ან რაიმე ნიშანი არ ქონია, საერთოდ არაფერი, რის გამოც ეჭვი შეგეტანა რამეში ...

დამავიწყდა დამეწერა, რომ ხეგეს ანალიზით დაადასტურა ორსულობა, მერე ერთხელ კიდევ გაიკეთა და მომატებული ქონდა და სხვათაშორის აბორტის მერე ზუსტად ერთ თვეში გააკეთებინეს ხეგე, რომ განულებული უნდა იყოსო ...

Posted by: ოჩოპინტრე8 11 May 2017, 13:14
GvanTsa1212
გაიხარეე sad.gif( მე კიდევ წავიკითხე , რომ 4-5 კვირაზე აუცილებლად იქნება სისხლდენაო , თითქმის 100 % შიო და მაგის იმედი მქონდა sad.gif

Posted by: bbb5 6 Jul 2017, 19:42
გოგოებო იქნებ მითხრათ გამოტუმბვის პროცედურა როგორია? ცოტა ვნერვიულობ. სამწუხაროდ თავისით მომეშალა 6კვირაზე მაგრამ გამოტუმბვა დამჭირდა. პირველი ორსულობა იყოო... და ყელის გახსნა და რაღაცეები მტკივნეულია? თუ ნარკოზით ადვილად ჩაივლის ?

Posted by: annaninio 7 Jul 2017, 09:13
bbb5
უზმოზე იყავი აუცულებლად , რომ წახვალ პროცედურაზე და ნარკოზით გაიკეთე, ვერაფერს ვერ გაიგებ.არ ინერვიულო, პირველი ორსულობა ხშირად მთავრდება მასე...

Posted by: saloo.mee 7 Jul 2017, 10:48
bbb5
ნარკოზით გავიიკეთე გუშინ და მშვენივრად ჩაიარა. 15 წუთი მეძინა და 2 საათი იქ ვიყავი კლინიკაში მაკვირდებოდნენ. არაფერი მტკენია არაფერი მიგრძვნია. ზუსტად 6 კვირაზე მომეშალა მეც
აბა წარმატებები


პ.ს წყალიც არ დალიო smile.gif

Posted by: bbb5 7 Jul 2017, 17:54

annaninio

saloo.mee
მადლობა გოგოებო

Posted by: maiakh 8 Jul 2017, 23:18
annaninio
saloo.mee
bbb5
პირველი ორსულობა მეც 6-7 კვირაზე შემიწყდა, გამოსატუმბათ სადაც მივედი იქ არანაირ ნარკოზს არ აკეთებენ ( საკმაოდ ცნობილი და ერთერთი საუკეთესო კლინიკაა) წარმოიდგინეთ არანაირი გაყუჩების გარეშე გამიკეთდა გამოტუმბვა. ჯერ იმის სტრესი რო ორსულობა შემიწყდა და მერე ის ტკივილები რაც მაგ პროცედურის დროს გადავიტანე ხო საერთოდ დამსტრესა და გამაუბედურა. შუა პროცედურის დროს კინაღამ გული წამივიდა ისე ცუდად გავხდი, ძლივს მომასულიერეს, ეს იყო კოშმარი.

არავინ არასოდეს არ გაიკეთოთ ნარკოზის გარეშე გამოტუმბვა, ღმერთმა არავის დააჭირვოს, მაგრამ მაინც, ეს შეცდომა არავინ დაუშვას.

Posted by: saloo.mee 9 Jul 2017, 01:55
maiakh
შარშან ზუსტად 4 ივლისს გავიკეთე ჯანმრთელობის სახლში უნარკოზოდ, პირდაპირ ნემსი გამიკეთეს ადგილობრივი გაყუჩებისთვის და მშვენივრად გადავიტანეთქო ვამბობდი, აააარაფერი მტკენია თუმცა ფსიქოლოგიურად დავიტანჯე.
ეხლა 2 დღის წინ გავიკეთე ნარკოზით და ნეტა ნარკოზით გამეკეთებინა მაშინაც... მშვენიერ ხასიათზე გაიღვიძე და მეც გირჩევთყველას ნარკოზს ))
მოშლის სტრესს ვერ ავცდი მაგრამ გამოტუმბვის მერე აღარ მიფიქრია ცუდზე

აბა წარმატებები გოგოებო!

Posted by: bbb5 10 Jul 2017, 12:07
maiakh
ჯერ იმდენი ნერვიულობა გამოვიარე სისხლდენა მქონდა ორსულობისას და მერე ეს ყველაფერი, კიდე უნარკოზოდ ვერ გავქაჩავდი ვწუხვარ რომ ასე იტანჯე sad.gif
saloo.mee
მეც 2 დღის წინ გავიკეთე როგორ ხარ? ეხოზეც არ გამიშვეს მე მენსტრუაციას დაველოდოთო, დენა აღარც მაქვს და ნორმალურია ალბათ ხო?



Posted by: mita 11 Jul 2017, 14:02
მე სამი კვირის ორსული ვიყავი როცა მომეშალა, ექიმმა არანაირი პაუზა არ მომცა არც ის უთქვამს თავი დაიცავიო, მეორე თვიდანვე შეგიძლია დაორსულდეო, რაიმე ანალიზის საჭიროებაც არ არისო და თქვენ 3 და 6 თვიან პაუზებს რატო გაძლევენ ? ვეღარ გავიგე :/

Posted by: nopiahopi 11 Jul 2017, 14:50
დიდი ხანი ვფიქრობდი, დამეწერა ეს პოსტი, თუ არა.. არ მინდა ვინმემ ცუდად გამიგოს და ეწყინოს, მაგრამ

QUOTE
სამი კვირის ორსული ვიყავი როცა მომეშალა


ამის მსგავს პოსტებს ვეხმაურები.

3-4 კვირაზე როცა არის საუბარი, მოშლა არ ხდება. მოშლა არის, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადავა საშვილოსნოში, მიემაგრება, იზწყებს ზრდას და ამ პროცესის შემდეგ ხდება შეწყვეტა.

როცა ამბობენ 3-4 კვირას, ათვლა ხომ ხდება ციკლის პირველი დღიდან, ამ დროს ჯერ საშვილოსნოში გადასულიც არ არის ხოლმე, ამ ვადაზე გადადის და ხან ემაგრება და იწყებს განვითარებას და იწყება ორსულობა,
ხან ვერ ემაგრება და შესაბამისად ორსულობა არ იწყება.

ხშირად, თუ ვინმეს, ვთქვათ, 10 დღის დაგვიანებით დაეწყება ციკლი, შეიძლება ზუსტად ეს შემთხვევა იყოს, მაგრამ თუ არ არის ჩასაფრებული ორსულობაზე, და ტესტი არ აქვს გაკეთებული, ვერ იგებს რომ განაყოფიერებულმა კვერცხუჯრებდმა შეაყოვნა ციკლი, რომელიც არ მიემაგრა და ჩამოიშალა, და ეს არ ითვლება, რომ მას მუცელი მოეშალა.

და არმგონია, რომ რომელიმე ექიმმა პაუზა მოგთხოვოთ ასეთი შემთხვევის მერე.


ყველას გისურვებთ მშვიდობიან და უპრობლემო ორსულობას smile.gif

Posted by: fly30 11 Jul 2017, 14:58
sopiasopi
+1
5 კვირის ვიყავი რომ "მომეშალა"
არასდროს მიცდება, გადამიცდა თუ არა მივხვდი რომ ტესტი უნდა გამეკეთებინა, რა თქმა უნდა გააწითლა მარა ვერ მიემაგრა როგორც ჩანს, არანაური ჩარევა არ დამჭირვებია..
პ.ს. "3 კვირის ორსულობა" არ არსებობს

Posted by: pearlgirl 11 Jul 2017, 15:00
sopiasopi
ხო სწორია და მეც მითქვამს ეგრე
და ისე რა უნდა თქვა ერთი სიტყვით ასეთ დროს?

Posted by: fly30 11 Jul 2017, 15:10
pearlgirl
სამედიცინო ენაზე არაა მოშლა 5 კვირაზე, თორემ ისე ჩემთვის მოშლა იყო აბა რა, ფიზიკურად არ დასტრესილა ორგანიზმი, თორემ რთულია მაინც, უკვე რომ გიხარია და გეგმებს აწყობ. არ იყო დაგეგმილი და დიდი ხანი როცა ელოდები ხომ წარმომიდგენია რა იქნება

Posted by: nopiahopi 11 Jul 2017, 16:01
pearlgirl
QUOTE
და ისე რა უნდა თქვა ერთი სიტყვით ასეთ დროს?

არ ვიცი ნამდვილად.

იმიტომ დავწერე ეს პოსტი, რომ ნაკლებად დაითრგუნონ, არ ჩათვალონ, რომ რაიმე სერიოზული პრობლემის გამო მოხდა 3 და 4 კვირაზე "მოშლა", ანუ ეს ხშირად ხდება. თუ არ მიემაგრა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იქ, სადაც საჭიროა, რანაირად დაიწყება ორსულობა, და მითუმეტეს, როგორ შეწყდება..


Posted by: mashusha 11 Jul 2017, 16:03
fly30
სხვადასხვანაირად ითვლიან ხოლმე. ზოგი მენზოს პირველი დღიდან, ზოგი სავარაუდო განაყოფიერებიდან. განსაკუტრებით, ინვიტროს გოგოევმა იციან ზუსტი თარიღი.

მე მგონია ასე ითვლიან აქაც. აბა, 3 კვირის ორსულობა საიდან იციან საერთოდ ))))

Posted by: annaninio 11 Jul 2017, 16:15
მასეთ ორსულობებს ქვია ქიმიური ორსულობა.

Posted by: maiakh 12 Jul 2017, 00:43
saloo.mee
არც ნემსი გაუკეთებიათ sad.gif

Posted by: mita 12 Jul 2017, 09:43

sopiasopi ახლობლები ზუსტად ეგრე მუბნებოდნენ, მაგრამ მეგონა უბრალოდ ჩემს დასამშვიდებლად ამბობდნენ. მადლობა, ძალიან დიდი ,დავმშვიდდი ცოტა, თან ერთი თვეც არ არის გასული რაც ეს ამბავიი მოხდა და გულის სიღრმეში ისევ ვდარდობდი.
* * *
fly30 ციკლის პირველი დღიდან 36 დღე იყო გასული როცა სისხლი ავიღე და 3 კვირა აჩვენა პასუხში და არვიცი, ანუ ლაბორატორია ჩასახვის დღიდან თვლის

Posted by: maiako_mao 12 Jul 2017, 10:00
[quote]mita[/qu

გილოცავ დღევანდელ დღეს და მინდა გითხრა არ ინერვიულო რა, ექიმის რჩევას მიყევი და ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, ყველაფერი კარგად იქნება.... smile.gif
* * *
mita


smile.gif ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: nopiahopi 12 Jul 2017, 10:14
mita
მაგიტომაც დავწერე, რომ შეეცადო დამშვიდდე, ზოგი მართლა ვერც იგებს ისე ემართება ეგ, უბრალოდ 1 კვირის ან 10 დღის დაგვიანებით იწყება ციკლი და არ აქცევენ ყურადღებას.
ასე რომ, დაელოდე მომდევნო გადაცდენას და ბედნიერ ორსულბას smile.gif წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: mita 12 Jul 2017, 10:52
maiako_mao მადლობა მეც გილოცავთ smile.gif) ასევე მადლობა გამხნევებისთვის

sopiasopi მადლობა, ძალიან დამეხმარე, სიმშვიდეს შევინარჩუნებ მეორე ორსულობამდე smile.gif

Posted by: .ნინო 12 Jul 2017, 14:13
mita
იმიტომ რომ ეგ აბორტი არაა... ვერ მიემაგრა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და ჩამოიფცქვნა ენდომეტრიუმი, როგორც სხვა ციკლში. უბრალოდ, რამდენადაც მიმაგრების მცდელობა იყო, ენდომეტრიუმი ჩვეულებრივზე მეტად გასქელდა და ამან გამოიწვია უფრო ძლიერი (ან/და ხანგრძლივი) სისხლდენა...

როდესაც აბორტი ან ვაკუუმი კეთდება, საშვილოსნოს კედლები მეტ-ნაკლებად ზემოქმედებას განიცდის, ორგანიზმიც შოკშია და ჩვეულებრივ რეჟიმში ჩასადგომად მეტი დრო სჭირდება...




უი, უპასუხიათ უკვე გოგოებს. პრინციპში, მეც იგივე დავწერე :-)

Posted by: fly30 12 Jul 2017, 14:15
mita
ე.ი. 5 კვირის ყოფილხარ. ყცელაფერი წინ გაქვს, წარმატებები!

Posted by: saloo.mee 13 Jul 2017, 09:48
maiakh
კაი რა sad.gif(( ძალიან გეტკინებოდა, ნეტა ნარკოზი გამეკეთებინა წინა წელსაც, ფსიქოლოგიურად ისე კარგად ვგრძნობდი ნარკოზის მერე თავს...

Posted by: Female User 13 Jul 2017, 10:36
სანამ ბავშვის გულისცემას არ ნახავთ ექოზე მანამდე არ ჩათვალოთ რომ ორსულად ხართ. ქიმიური ორსულობა ან ანემბრიონია ძალიან ხშირია სამწუხაროდ და იმედგაცრუების მეტი არაფერი მოაქვს. ასე რომ, ჯობია თავიდანვე ასე განაწყოთ თავი. წარმატებებიsmile.gif!

Posted by: saloo.mee 13 Jul 2017, 11:24
Female User
მეც ეგრე მგონია.. თუმცა გულის ცემამდეც რომ კოშკებს აგებ საშინელებაა sad.gif რას ვიფიქრებდი მეორედაც რომ ვაკუუმი დამჭირდებოდა.. პირველი შარშან რომ გავიკეთე ხშირიაო ეხლა მეორედ sad.gif ფსიქიკაზე მოქმედებს ეს... ძალიან რთულია

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 15:33
გამარჯობა გოგოებო სულ ვკითხულობდი ხოლმე ამ პოსტებს ახლა მაქვს ძალა რომ გაგიზიაროთ ჩემი ტკივილი sad.gif ვიყავი ორსულად ყველაფერი კარგად მიდიოდა ბოლო კონსულტაციაზე რომ ვიყავი მათითაშვილთანაც გადავიღე ეხო და ყველაფერი კარგად იყო , 10 დღეში უეცრად დავღვარე წყლები 22 კვირაზე , თან პირველი ორსულობა იყო და რა მოხდა ვერ გავიგე ისე შემეშინდა სასწრაფოთი წავედი ჰერაში იქ ვიყავი აღრიცხვაზე , რომ მივედი მორიგე ვინც იყო რა ტრიპაჩობაა შენით ვერ მოხვედი რათ გინდოდა სასწრაფოვო, ისეთ დღეში ვიყავი ვერავის ვუსმენდი სულ ვტიროდი ეხო ვერ გადამიღეს მეორე დღემდე რადგან 4 ის მერე აღარ მუშაობენ, გულისცემას მასმენინებდნენ და ეგ მაძლევდა იმედის , მეორე დღეს გადავიღე ეხო და წყლები საერთოდ არ ფიქსირდებოდა, მითხრეს დამაჩქარევბელი უნდა გაგიკეთოთ და იმშობიარებო ბავშვზე ნუ ფიქრობო შენს თავზე იფიქრეო , კიდევ გააჩენ ახალგაზრდა გოგო ხარო ადვილი სათქმელია ეგ მაგარი იციან! თან მე უნდა გადამეწყვიტა ეს ამბავი და აბაბავშვი ცოცხალი იყო და ხომ არ მოვაკვლევინებდი ძალით, მოკლედ ბევრი ფაქტორი იყო სხვა . საბოლოოდ წამოვედი მანდედან და წავედი მამუკა ნემსაძესთან ისე დამამშვიდა ადამიანურად მომიდგა , ჩარევას არ ვთვლი საჭიროდ არც ტკივილები გაქვს, არც ინფექცია არ არის წასულიო და ბავშვიც კარგად არისო , თუ მოსახდენია თავისით მოხდება ყველაფერიო , ანტიბიოტიკები დამინიშნა რომ ინფექცია არ წასულიყო და ყოველ მეორე დღეს მივდიოდი კონტროლზე , მაგრამ 23 კვირაზე დამეწყო ტკივილები მე გაზები მეგონა მაწუხებდა , დავრეკე მამუკასთან და მოდი გაგსინჯავო , ნუ მივედი და უკვე 2 /5 თითზე ვიყავი გახსნილი , გამიშვა ეხოზე და უკვე მენჯში აქვს თავიო წამოსულია ბავშვიო და ცოცხალი იყო 150 ქონდა გულისცემა sad.gif ერთი სითყვით ვიმშობიარე ჩვეულებრივად ,სამწუხაროდ ბავშვი დავკარგე sad.gif განადგურებული ვიყავი და ახლაც უცრემლოდ ვერ ვიხსენებ ამ დღეებს ალბათ ასე იქნება სანამ არ გავაჩენ და არ ჩავიხუტებ პატარას ( ბოლოს მანდაც გამაოგნეს უყურადღებობით ბავშვი მეგონა გამოკვლევაზე გადააგზავნეს პათანატომიაში მაგრამ აღმოჩნდა რომ არ იყო გადაგზავნილი , მერე არაუშავსო მომყოლი იქნება გაგზავნილიო აღმოჩნდა რომ არც ის გადაუგზავნიათ და ასე ვერ გავიგე ვერაფერი ვერც მიზეზს მეუბნებიან .. საერთოდ უნდობლობაა ჩამომიყაკლიბდა ამ ექიმების მიმართ და აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი რა მექნა საშინელებაა რა .
ამ გაურკვევლობაში საშინელი ნევროზი დამემართა ცუდად ვიყავი ძალიან და მამაოს რჩევით წავედი ლია ჯანელიძესთან მეან გინეკოლოგია ახალ სიცოცხლეში ძალიან თბილად მიმიღო და დაწვრილებით წაიკითხრა ჩემი ეს ორსულობის დაწყებული შეწყვეტამდე და მის შემდეგ გაკეთებული ანალიზები და რაც ჩათვალა საჭიროდ კიდევ გამაკეთებინა , ანალიზებში არაფერი არ მაქვს საეჭვო და ყველაფერი ნორმაშია იმის მერე გავიდა 5 თვე უკვე მითხრა შეგიძლია თავისუფლად იფიქრო დაორსულებაზეო და ისე ვნერვიულობ მეშინია არსოდეს გამომაცდევინოს უფალლმა იგივე განსაცდელი sad.gif

Posted by: nikolsona 13 Jul 2017, 15:42
Berlli7755
ორჯერ დამემართა 19 კვირაზე. პირველად ყელი იყო დამოკლებული 10 მმზე და იმ ღამესვე საავადმყოფოში დავღვარე წყლები. მეორედ 6 თვის წინ ყელი უცბად გადასწორდა მაგრამ წყლები ძალით დამაღვრევინეს. ეს მამუკაც ვერაა წყალი მთლიანად თუ დაღვარე ჯობდა ეგრევე მსობიარობა. წყალი ვერ აღდგება ბოლომდე და ვერც ვერავინ ჩაგისხავს, ინფექცია კი დიდი საფრთხე იყო.
17 ოჰ პროგესტერონი მქონდა სულ მომატებული. სასვილოსნოს ყელზე ნაკერი უნდა დავიდო შემდეგ ჯერზე, მაგრამ ვისთან არ ვიცი, ამდენი უვიცია ჩვენს ქვეყანაში

Posted by: ოჩოპინტრე8 13 Jul 2017, 15:46
Berlli7755
რომ გიცნობდე მაგრად ჩაგეხუტებოდიი, მეტი არვიცი რა გითხრა sad.gif love.gif მეც ვერ წავიკითხე ცრემლის გარეშე შენი ისტორიაა, ძალიან მაგარი გოგო ხარ და შენ რომ გინდა ისე გქონოდეს ცხოვრებაში ყველაფერი :*

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 15:50
QUOTE (ოჩოპინტრე8 @ 13 Jul 2017, 15:46 )
Berlli7755
რომ გიცნობდე მაგრად ჩაგეხუტებოდიი, მეტი არვიცი რა გითხრა sad.gif love.gif მეც ვერ წავიკითხე ცრემლის გარეშე შენი ისტორიაა, ძალიან მაგარი გოგო ხარ და შენ რომ გინდა ისე გქონოდეს ცხოვრებაში ყველაფერი :*

გაიხარე ჩემო კარგო! უფრო ძლიერი მეგოონა ჩემი თავი მაგრამ არა ! აქ ყველაფერს კიდე ვერ გადმოვცემ რა საშინელი დღეები იყო .. ყოველ ღამე ტავიდან ვმშობიარობდი რაsad.gif მერე მეგონა ძლიში გონებას ვკარგავდი და ვეღარ ვსუნთქავდი , ნუ ეს ყველაფერი ნევროზული იყო , ხლა გამოვედი მდგომარეობიდან რა შედარებაა მადლობა უფალს რომ გადამატანია ეს განსაცდელი sad.gif

* * *
ოჩოპინტრე8


ეს ლია ჯანელიძე რავიცი ძალიან მომეწონა ეხლა მე რო ვინმე მომეწონება ამდენი ვითომ კარგი ექიმების ხელში ვიყავი მაგრამ აჰა .. ჰერასაც აქებენ და მის ექიმებსაც მარა ბოლოს იქიდან გამომაგდეს ასე გამოვიდა რა კიდე ვერ ვყვები ისეთები მოხდა საზიზღრები არიან უგულოები , შენ ფიქრობ რომ ყელი მეც ამოვიკერო? ლიამ დამიბარა ეხლა მენსტრუაციიდან 9 დღეს მოდიო ყელს გავსინჯავო და 30 სი მივდივარ .. მაგასთან რომ მივდივარ იქიდან ბედნიერი მოვდივარ ხოლმე ისე მელაპარაკება და მამაშვიდებს , უკვე ველოდები შემდეგი ორსულობის დადგომას . ყელის ამოკერვა რომ არ იყოს საჭირო და მაინც რომ ამოვაკერინო ჩემი დაჟინებული თხოვნით რამე ხომ არ დაშავდება თუ იცით??

Posted by: nikolsona 13 Jul 2017, 16:25
Berlli7755
მე გიპასუხებ ამაზე. თუ ეს იყო ყელის უკმარისობა, ყელზე ნაკერი კარგია პრევენციისათვის. ოღონ 9-11 კვირაზე. მე ასე ვაპირებ შემდეგზე . ოღონდ ვისთან არ ვიცი ამ უვიცების ხელში.
15 წუთიანი პროცედურაა ნარკოზით. მარტივი. თუმცა მანამდე ნაცხი უნდა იყოს სუფთა და კონტროლია საჭირო. ასევე 17 ოჰ პროგესტერონის ანალიზი უნდა იყოს ნორმაში. ამოიკერო არა, ნაკერი დაიდო)

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 16:33
nikolsona
ხო როგორც არის ნაკერი რომ დავიიდო ნუ ექიმს ვკითხავ რას მირჩევს უბრალოდე ძალიან მეშინია და არ მინდა რამე გამომრცეს sad.gif რასაც მივხვდი საბოლოოდ თავად უნდა იყო პაციენტი ყურადღებით და ყველაფერი აკოონტროლო.. მანამდე ორსულობაში არასდროს უთქვამთ მსგავსი პრობლემა ყელის უკმარისობასთან დაკავშირებით ყველა ეხო მათითაშვილტან მაქვს გაკეთებული .. ასე გამოდის ეს ნაკერის დადებაც სახიფათოა ?>

Posted by: nikolsona 13 Jul 2017, 16:39
Berlli7755
კი ნაკერი არ არის გარანტი იმისა რომ ორსულობა მივა ბოლომდე. მაგრამ 1 ხელ რომ მოხდა მეორედ ნაკერს ვეხვეწებოდი დავარაშვილს და არ დამადო. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურიაო. და აი გამეორდა კიდეც, მიუხედავად იმისა რომ მეორე ჯერზე უფრო ვიწექი.
არ ვიცი, ძალიან უვიცები არიან... (((

Posted by: blblbl 13 Jul 2017, 16:41
Berlli7755
სამწუხაროა რაც მოხდა,ყელი მოკლება დ აიხსნება უცბათ,შეიძლება ექოზე იყო,ნორმასი გქონდეს,გამოხვიდე და სანამ სახლში მიხვალ გაიხსნას,ექიმივ ერ გაიგებდა წინასწარ სამწუხაროდ,შემდეგზე აუცილებლად თვიდანვე მიაქციე ყურადღება და კარგად იქნება ყველაფერი



Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 16:43
nikolsona
რა გავაკეთო არ ვიცი არადა წინასწარ ნერვიულობაც ცუდია იმაზე რაც არ მომხდარა მაგრამ ამ შიშს მაინც ვერაფერს ვუხერხებ , ყელი თუ დამოკლებული და სუსტი არ არის შეიძლება უეცრად მოხდეს მისი დამოკლება ხო?
მართლა დაბნეული ვარ რა უფალს უნდა მივენდოთ ალბათ უფრო დიდი განსაცდელი აგვარიდა თავიდან .

Posted by: nikolsona 13 Jul 2017, 16:52
Berlli7755
კი 42 მმ იც ყოფილა ყელი ჩემთან და მერე გადასწორდა. აუცილებლად დავიდებ ნაკერს. 17 ოჰ პროგესტერონი უნდა იყოს ნორმაში და უფრო წოლითი. შეკრულობა არ უნდა გაწუხებდეს, ნერვიულობა არ შეიძლება დაკიბეზე ასვლა ჩასვლა. არც ბევრი სიარული. ვაგინალური პროგესტერონი ჯობს.

მეც ასე ძალიან მინდა ორსულობა და შიში მაქვს. აი თითქოს რომ საშიშია პირველი 12 კვირა. მე კიდე პირიქით 16 კვირის მერე მეწყება შიში.

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 17:04
nikolsona
ზუსტად ანალოგიურად ვარ მეც .. ლია ჯანელიძე არ გაგიგია ? არ გინდა მაგასთან მოხვიდე შენც? ასაკიანი ქალია გამოცდილი
ეხლა როდის გეგმავ შემდეგ ორსულობას რას გეუბნებიან , მე მარტო ვიტამინები დამინიშნა სამკურნალო არაფერი გჭირსო არ გაგჭყიპავ წამლებითო უბრალოდ ვიტამინებს დაგინიშნავ ორგანიზმი რომ მოძლიერდესო, ომეგა 3 6 9 ს ვსვამ და პრეგნაქეა ს , 10 დღე დავლიე მხოლოდ ბ ვიტამინების კომპლექტი იყო ..

Posted by: nikolsona 13 Jul 2017, 17:07
Berlli7755
ეს ომეგა 3 ძალიან დიდი კაფსულებია ხომ? ისეთებია აფთიაქში რომ ვანხე გადაყლაპვის შემეშინდა. მ,ე ვსვავ ფოლიუმს და ვიტრუმ დ 3 ანუ დ ვიტამინს. ასევე მეტიპრედ (17 ოჰ პროგესტერონი მაქვს ცოტა მომატებული და ორსულობაში სადღაც ცაში მაქვს ხოლმე)

რომ მოგეშალა ლიასთან დადიოდი> თუ ვისთან დადიოდი?


Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 17:11
[b]nikolsona[
თავიდან ჰერაში აღრიცხვაზე, მერე 5 სამშობიაროში მამუკასთან იქ ვიმშობიარე და მერე 2 თვე იყო გასული თუარ ვცდები მერე მივედი ლიასთან, ხო ეგ არის გრძელი კაფსულებია მაგრამ ძალიან კარგია ეგ ომეგა სულაც უნდა სვას ადამიანმა . პრეგნაქეაში შენის ფოლის მჟავა და ძალიან კარგი ვიტამინია ეგ დაორსულებამდე სხვა უნდა სხვა და ორსულობაში სხვა არის კიდევ ...

Posted by: nikolsona 13 Jul 2017, 17:14
Berlli7755
ა ნუ ლიას მეთვალყურეობით არ დაგემართა ხომ ეს უბედურება?
მამუკა ძალიან არ მომეწონა მე.

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 17:24
nikolsona
არა ლია საერთოდ არაფერ შუაშია ამ ამბებთან და დიდი იმედი მაქვს ბოლოომდე მიმიყვანს , მამუკას ძალიან ბევრი ხალხი ყავს და თან ხან საკეისროზე გარბის ,ხან მშობიარესთან ,ხან გასინჯვაზე და საათობით გიწევს იქ ჯდომა რიგში, თანაც რომ შევიდოდი ყველაფერი მავიწყდებოდა რა უნდა მეთქვა თვითონ არაფერს მეუბნებოდა ,მშობიარობის მერე 10 დღეში მივედი ეხოზე ,კიდე მენსტრუაციის მერე დამიბარა ეხო გადამაღებინა და კიდე არ დაუნისჰნია არაფერი მეორე მენსტრუაციას დაველოდოტო და რავიცი აღარც მივსულვარ მერე თან გული არ მიმიწევდა იქ და სულ ეჭვებში ვიყავი )) ლიასთან კიდე სხვანაირად ვარ მშვიდად ყველაფერს თვითონმეუბნება ამომწურავად სანამ ყველაფერს არ გაარკვევს არ მიშვებს ხოლმე , ძალიან ყურადღებიანია და ეხლა მე ყურადღება მჭირდება ყველაზე მეტად

Posted by: mashusha 13 Jul 2017, 17:27
Berlli7755


ჩემმა ბიძაშვილმა დაღვარა 20 კვირაზე წყლება. ისეთი ორსულობა ჰქონდა რომ წამალი არ დასჭურვება. მხოლოდ ვიტამნს სვამდა. დილას ადგა და... 10 დღე იწვა ღუდუშაურში. დაკარგა ნაყოფი. დღეს 9 თვის ბიჭი ჰყავს. მეორეზე გაკერვა არ დასჭირვებია. ჩაჩავაში დადიოდა ვიღაცასთან. იმას არც უხსენებია ნაკერის დადება. თუმცა, თუ დაიდებ, მგონი უკეთესია. დაცული ხარ...იმის თქმა მინდა, რომ არაა აუცილებელი იგივე განმეორდეს, მაგრამ, თუ დაიდებ დაცული ხარ.

Posted by: nikolsona 13 Jul 2017, 17:28
Berlli7755
რა გითხრა რაში არის პრობლემაო? ანალიზები და გამოკვლევები არაფერი დაგინიშნა/ შემდეგ ორსულობაზე რა ვქნათო?

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 17:29
blblbl
იცი რას ვერ ვხვდები ყელი თუ სუსტია დ ადამოკლდა უცბათ ბავშვი ამდენი ხანი როგორ გაჩერდა ხო წამოვიდოდა თავისით? თუ ასეც შეიძლება რომ მხოლოდ წყლის დაღვრა გამოიწვიოს ყელის სისუსტემ , დამოკლებამ?
* * *
nikolsona
ანალიზები გამიკეთა ვირუსებზე , ნაცხის ბაქტეოროლოგია და ბაქტეოსკოპია თუ რაღაც არ მახსოვს ორი რაღაცა ეწერა, სარდის ნათესი , ნაცხში იყო ცოტა ლეიკოციტები მომატებული და ეგ არაფერიაო. მოეწონა ანალიზები , და მხოლოდ ეს ვიტამინდები დამინიშნა რაც დავწერე . არაფერი საშიში არ არისო შემდეგ ორსულობას მივხედავთ კარგადო , ეხლა ველოდები როდის დადგება ეგ დღეეეეე, ეხლა ყელსაც გასინჯავს 30 ში და ვნახოთ რას მეტყვის , ნაკერზეც უნდა ვკითხო , კიდევ მუცელში ვგრძნობ ხოლმე დარტყმებს აი თითქოს ნერვი რომ გითამაშებს დაახლოებით ეგეთი შეგრძნებაა და ეგეც უნდა ვკითხო რა ხდება, ეხო ჩაჩავაშიც გადავიღე და გაწკრიალებული გაქვს ყველაფერიო რამე რო იყოს ხო დაინახავდნენ და ეს შეგრძნებები რას მნიშნავს არ ვიცი.. თუ ჰქონია ვინმეს მითხარიით რა

Posted by: nikolsona 13 Jul 2017, 17:37
Berlli7755
ეგრევე ხომ არ გამოვარდებოდა. მე მეორე ჯერზე ყელი რომ უკვე გადასწორებული მქონდა ბუშტი მქონდა სანახევროდ გამოსული. ხოლო მცირე ნაწილი ბავშვით შიგნით იყო. ძალიან ცოტა წალი იყო იქ სადაც ბავშვი იყო. ნარკოზი გამიკეთეს ბუშტს შევწევთო უკანო, და ეგებ დაგადოთ ნაკერიო. კი მეშინოდა ჰაჰა 2 კვირა გავქაჩო და ყელსაც ჩახევსთქო მერე ასე ძალით შეწეული, მაგრამ გამეღვიძა და ვერაფერი ვერ ქნეს, არ შეიწია ბუშტი. მერე ავდექი ბლოკში ფეხით გავედი და ვერც ვერაფერი. ნუ ძალით გამიხეთქეს საბოლოო ჯამში. 4 დღე ვწვალობდი. და საბოლოოდ ძალით მამშობიარეს.

პირველად 10 მმზე იყო ყელი. გახსნაც მქონდა. მაგრამ დავარაშვილი 6 ის მერე სახლში იყ წასული და აღარ დაბრუნდა ნაკერი დაედო.

ღამით დამტოვეს კლინიკაში და გამთენისას წყლებს რომ ვღრიდი ვერ ვიჯერებდი. წარმოუდგენელი სიმწარეა.

ნამდვილად ნაკერი უნდა დავიდო 9-11 კვირაზე. მაგრამ ყველა შტერია ეს ექიმი, სად მივიდე არ ვიცი

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 17:38
mashusha
მიხარია და მამშვიდებს ხოლმე კეთილი ამბები , ღმერთს ყოველდღე იმას ვთხოვ მაშოროს მსგავსი განსაცდელი რაც გამოვიარე .. მადლობა გამხნევებისთვის <3

Posted by: mashusha 13 Jul 2017, 17:43
Berlli7755


ყველაფერი კარგად გექნებათ <3
nikolsona
ღუდუშაურში მახსოვს რომ ვიღაც გოგო იწვა ჩემს ბიძაშვლტან ერთად. ყელის პრობლემა ჰქონდა. წამოტუსტუსდა ფეხით, თვითონ წავიდა გაკერვაზე და მალევე დაბრუნდა. მე როგორც მახსოვს ტავისი ფეხით დაბრუნდა..

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 17:45
QUOTE (nikolsona @ 13 Jul 2017, 17:37 )
მაგრამ ყველა შტერია ეს ექიმი, სად მივიდე არ ვიცი

მესმის შენი საშინელი გრძნობაა როცა არ იცი სად წახვიდე ვისთან მიხვიდე ვის ენდო, ახლა კი ვარ ლიასთან ვნახოთ რა იქნება, ასე ძნელია გირჩიოს ვინმენ ვისთან მიხვიდე შენ უნდა მიენდო ვიღაცას , თუ რამით დაგეხმარები რავიცი თუ გინდა მიდი ლიასთან ისე გაესაუბრე და თუ მიგივა გული მიყევი , მე რაც მომწონს მაგ ქალის არ უყვარს უაზროდ წამლების დანიშვნა და ხელზეც არ დაგიხვევს. რაც გჭირდება იმას გაგაკეთებინებს ანალიზი იქნება თუ სხვა რამ .

Posted by: adeline 13 Jul 2017, 17:48
Berlli7755
QUOTE
მამაოს რჩევით წავედი ლია ჯანელიძესთან მეან გინეკოლოგია ახალ სიცოცხლეში ძალიან თბილად მიმიღო და დაწვრილებით წაიკითხრა ჩემი ეს ორსულობის დაწყებული შეწყვეტამდე და მის შემდეგ გაკეთებული ანალიზები და რაც ჩათვალა საჭიროდ კიდევ გამაკეთებინა , ანალიზებში არაფერი არ მაქვს საეჭვო და ყველაფერი ნორმაშია იმის მერე გავიდა 5 თვე უკვე მითხრა შეგიძლია თავისუფლად იფიქრო დაორსულებაზეო

QUOTE
ეს ლია ჯანელიძე რავიცი ძალიან მომეწონა ეხლა მე რო ვინმე მომეწონება ამდენი ვითომ კარგი ექიმების ხელში ვიყავი მაგრამ აჰა .. ჰერასაც აქებენ და მის ექიმებსაც მარა ბოლოს იქიდან გამომაგდეს ასე გამოვიდა რა კიდე ვერ ვყვები ისეთები მოხდა საზიზღრები არიან უგულოები , შენ ფიქრობ რომ ყელი მეც ამოვიკერო? ლიამ დამიბარა ეხლა მენსტრუაციიდან 9 დღეს მოდიო ყელს გავსინჯავო და 30 სი მივდივარ .. მაგასთან რომ მივდივარ იქიდან ბედნიერი მოვდივარ ხოლმე ისე მელაპარაკება და მამაშვიდებს ,

ჩემი ექიმი love.gif ჩემი საყვარელი ლია love.gif საოცარი ქალია, უსაყვარლესი, უთბილესი და უჭკვიანესი. მიყევი ლიას და ნახავ როგორ ბაიებს გამოგაჩეკინებს. ძალიან გამოცდილი მეანია. ისეთებს მიაყვანინა ბოლომდე ორსულობა, 5-6 ჯერ რომ მოცილდათ.
ვნანობ უკვე ისევ მასთან რომ აღარ მივედი და ინოვაში გავაგრძელე sad.gif
QUOTE
) ლიასთან კიდე სხვანაირად ვარ მშვიდად ყველაფერს თვითონმეუბნება ამომწურავად სანამ ყველაფერს არ გაარკვევს არ მიშვებს ხოლმე , ძალიან ყურადღებიანია და ეხლა მე ყურადღება მჭირდება ყველაზე მეტად

რა ზუსტი სიტყვებით ახასიათებ. მე დაორსულების პრობლემა მაქვს და ქეთი ოსიძესთან მივედი. მინდოდა სხვისი აზრიც მომესმინა, თუმცა ლიაკოს ვერავინ შეედრება. თავიდან იბადები მისგან რომ გამოდიხარ!
* * *
QUOTE
მე რაც მომწონს მაგ ქალის არ უყვარს უაზროდ წამლების დანიშვნა და ხელზეც არ დაგიხვევს. რაც გჭირდება იმას გაგაკეთებინებს ანალიზი იქნება თუ სხვა რამ .

++++++++++++++++++++++++++++++++++

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 17:55
adeline
ე.ი ჯერ კიდევ შემრჩა ექიმის ამოცნობის უნარი .. ვისაც ვეკითხევი ასე მაშტაბურად არავინ იცის ლია ჯანელიძე და მიხარია თუ სწორი არჩევანი გავაკეთე .. love.gif

Posted by: adeline 13 Jul 2017, 17:58
Berlli7755
იმიტომ, რომ არ არის გაპიარებული. თორემ ლიასაც ბევრი პაციენტი ყავს ძალიან. სხვათა შორის, 9 წლიანი უშვილობის მერე ქუთაისელ წყვილს 3 ტყუპი გააჩენინა, ბუნებრივად! თან ასაკოვანი იყო ის გოგო. მე ვისი რეკომენდაციითაც მივედი ლიასთან, ისინი მხოლოდ მას ენდობიან. არადა ძალიან ცნობილი ხალხია და არც თურქეთი გაუჭირდებოდათ და არც გერმანია. ასე რომ შენ გააკეთე სწორი არჩევანი და გილოცავ! დარწმუნებული ვარ, მალე ბაიასაც მოგილოცავ. აი ნახავ!

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 18:01
adeline
გაიხარე მართლა გამახარე რა .. ეხლა ჩემ ქმარუკას ველოდები გერმანიაშია და ჩამოვა აგვისტოშიიი, ისიც პანიკაში იყო და ლია ელაპარაკება ხოლმე სკაიპით ყველაფერი კარგად არის ნუ პანიკობთო მარტო შენ გვაკლიხარ და მალე ჩამოდიო )) ძალიან დადებითი ქალია რა .. დავწერე კიდეც ისეთი ბედნიერი მოვდივარ ხოლმე და იმედიანი მაგისგან ვერ გეტყვი..

Posted by: adeline 13 Jul 2017, 18:08
Berlli7755
QUOTE
ლია ელაპარაკება ხოლმე სკაიპით ყველაფერი კარგად არის ნუ პანიკობთო მარტო შენ გვაკლიხარ და მალე ჩამოდიო ))

ღმერთო ჩემო....არც კი ვიცი რა დავწერო! ამას რომელიმე ექიმი გააკეთებს ნეტავ?????! სკაიპით კი არა, იმდენი საათი ელოდები რიგში და 2 სიტყვას ძლივს მოგიგდებენ. ისიც გულგასახეთქს.
განწყობაა უმთავრესი იცოდე! დაორსულების პრობლემა არ გაქვს. ნახავ, რა მალე გაიხარებ! ღმერთმა სიკეთე და მშვიდობა მოგცეს. გამიხარდა ასეთი კარგი რამ რომ დაწერე ჩემს ექიმზე. გოგოებმა იციან, 2 დღეა სასოწარკვეთილი ვწერ წეროებში. გუშინ ვურეკავდი ლიაკოს, მთელი დღე და არ მიპასუხა. გვიან ღამით მერე თვითონ დამირეკა, აგარაკზე ვიყავი და დამრჩა ტელეფონიო. მასთან საუბრის მერე თითქოს სულ სხვა ადამიანი გავხდი და ჩემს ქმარს ჩავეხუტე. არადა მანამდე ისე ვტიროდი, ვერ მაჩერებდა!
დღეს თითქოს ამ შენი პოსტით ღმერთმა ნიშანი მომცა, რომ ჯობს ისევ მასთან დავბრუნდე და მივყვე მის რჩევებს! გაიხარე შენ ამისთვის ისე, როგორც მე გამახარე ახლა! 2kiss.gif

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 18:21
adeline
მახარებს მეც ეს ამბავი და აბა იქნებ შევხვდეთ კიდეც ლიასთან მე 30 ში მივდივარ .. love.gif love.gif

Posted by: adeline 13 Jul 2017, 18:40
Berlli7755
სერგოს ვენდობი. რამეზე ხომ არ ინერვიულე ან სიმძიმე ხომ არ აწიე ან რამე?

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 18:52
adeline
მეც სულ სერგოსთან დავდიოდი და სულ მეუბნებოდა კარგი ბიჭი გყავსო რამე რომ ყოფილიყო ხო დაინახავდა უეჭველი, ნეტა რა მპხდა ეს წყლის დაღვრა რამ გამოიწვია, ბავშვი ბოლო წუთამდე კარგად იყო უბრალოდ ძალიან პატარა იყო,ხან ფიქრები რომ ამიტანს ისე ვნერვიულობ და ისე მეშინია
* * *
ისე მოხდა ყველაფერი ვერავის და ვერაფერს ვერ ვაბრალებ ..

Posted by: nona19770 13 Jul 2017, 20:10
adeline
ვიტირე, შენს სიტყვებზე, გაიხარე დაგამრავლდი..

Posted by: adeline 13 Jul 2017, 20:43
nona19770
გაიხარე! ასევე გაგამრავლოს უფალმა!

Posted by: Anukia198889 13 Jul 2017, 20:50
გოგოებო ვინც ნაუცბედავ ყელის დამოკლებაზე რამე იცით რაღაცა მაინტერსებს ისე ვარ დაშინებული და იმდენი რამე ხდება უკვე. ესე იგი ეხოზე რომ გიწერენ ყელის სიგრძეს და ნორმაშია ეგ ყელის სიგრძე მერე უცებ შეიძლება რომ დამოკლდეს? 46 მაქვს ყელის სიგრძე და რომ დავგუგლე ძალიან კარგი მაჩვენებელი მიჩვენა მაგრამ ამ მოულოდნელობებს ვერაფრით ავირიდებთ ხომ? ძალიან დაშინებული ვარ.

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 21:19
Anukia198889
მეც სულ ნორმაში მქონდა ყელის სიგრძე მაგრამ სამწუხაროდ ასე დამემართა

Posted by: Anukia198889 13 Jul 2017, 22:05
Berlli7755
ეხლა წავიკითხე შენი ამბავი ორი გვერდის უკან და ცრემლი არ შემშრობია თვალიდან. როგორი ძლიერი გოგო ყოფილხარ. ღმერთმა ძალა მოგცეს და ბედნიერი დედიკო გაგხადოს ძალიან მალე. უფალს ებარებოდე ჩემო საყვარელო. რამხელა ტკივილი გადაგიტანია რაა
უუფ ღმერთმა ყველა დაიფაროს მასეთი განსაცდელისგან.

Posted by: Berlli7755 13 Jul 2017, 22:27
Aნუკია198889
მადლობა უფალს რომ ეხლა სრულ ჭკუაზე ვარ, საშინელებაა მშობიარობაზე დიდი ტკივილი ის იყო როცა გამომწერეს და მარტო დავბრუნდი სახლში ,უცრემლოდ ახლაც ვერ ვიხსენებ ,ვცდილობ ხოლმე ბევრი არ ვიფიქრო მაგრამ არ გამომდის , იმედი მაქვს მალე ყველაფერი კარგად იქნება და მეყოლება პატარა love.gif
შენ ბევრი არ იფიქრო ცუდზე ეცადე პოზიტიურად განეწყო , ყველაფერი კარგად იქნება!

Posted by: mashusha 14 Jul 2017, 00:40
Anukia198889


მე არ დამმოკლებია ყელი ისე გავაჩინე და ცემტან ერთად დედიკოების კლუბში ყველა სხვა გოგომ. არც ჩემს ბიძაშვილს მეორე ბავშვზე არაფერიც არ დამოკლებია. მშობიარობაც ისეთი ჰქონდა რომ აბსოლტურად უმტკივნეულო. გაყუჩებაც კი არ დასჭირვებია. ასე რომ პანიკას შეეშვი და გააგრძელე ბედნიერი ორსულობა

Posted by: annaninio 14 Jul 2017, 03:02
nikolsona
ზოგადად ჰორმონები უნდა იყოს მწყობრში,მარტო 17 ოჰპ- ს ახენებ, ეგ შეიძლება სულაც დაემთხვა, იმიტომ რომ მე ეგ ნორმაში მქონდა, მაგრამ ყელი მაინც დამოკლდა და გაიხსნა.
ეხლა ახალი ამბავი,საშილოსნოზე რაღაც სილიკონის რგოლს უჭერენ, პესარის, გაგიგია ამ მეთოდზე რამე? ღუდუშაურში უთქვიათ რაღა დროს ნაკერებია,ეხლა ასე ხდება პრვენციაო.
მეც საშინელი სამი თვე გამოვიარე, ყოველ ღამე მელანდებოდა რომ წყლებს ვღვრიდი...მერვე თვემდე ძლივს მივაღწიე, მერე მოადგა ნაკერებს გამომიშვითო. baby.gif chups.gif

Posted by: nikolsona 14 Jul 2017, 09:11
QUOTE
როცა გამომწერეს და მარტო დავბრუნდი სახლში ,

ეს და კიევ ის როცა მამშობიარეს და ასე დავრცი ცარიელი, გვერდით პალატებში კი სულ ბავშვების ტირილის ხმა ისმოდა. ჩემი ანგელოზი კი გაფრენილი მაყვდა (((Anukia198889
ყველას კი არ ემართება ასე, მშვიდად იყავი შენ თორე მასე შეიძლება გარეკო. ზოგს 12 კვირამდე აქვს პრობლემა, ზოგს ყელის , ზოგის პლანცენტა იწყებს აშრევებას დროზე ადრე, ზოგთან წიპარს იხვევს და ზოგთან 39 კვირაზე ხდება რაღაც, ზოგი კიდე დარბის დახტის და არის გადასარევად. ასე რომ ასეთ თუ ჩაიციკლე ნერვიულობით უარესს იზავ.
მე რომ გარე ორსულობა დამემართა, შემდეგ დავორსულდი ისედავ და სანამ ეხოზე გამოჩნდებოდა სანაყოფე პარკი, 1 კვირა ხეგეს მერე სულ მელანდებოდა რომ იქ სადაც მილი მქონდა გამომებერა ან მტკიოდა ის ადგილი (არადა ასეთი რამ არც ხდება))) ნუ მეჩვენებოდა არ არსებული რამეები. )))adeline
Berlli7755
იქე აქეთ ლია მეც დავფიქრდი რომ მივიდე , რატომღაც ვერ ვგუგლავ, არ მიგდებს, თუ ლინკი გაქვთ რამე შეგიძლიათ გამომიგზავნოთ? Berlli7755 ყელზე პრევენციულად ნაკერის დადებაზე თუ კითხავ მომწერე რა გთხოვ. რას გეტყვის, თვითონ თუ შეუძლია ამ ნაკერის დადება. აზრი მაინტერესებს.
mashusha
+++++++++++annaninioროგორ არის შენი კაცუნიკა? :*:* * უკვე დიდი ბიჭია ალბათ? ))პესარი არის ბებიაჩემის და იმის იქით დროინდელი )))) შეიძლება ახალი მეთოდით ან მასალით აკეთებენ ამას, არ ვიცი. რამდენი გქონდა შენ 17 ოჰ? კვლევებიც წავიკითხე რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰორმონს.

kiss.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: saloo.mee 14 Jul 2017, 11:12
Berlli7755

რეები გადაგიტანია sad.gif((( ეს ლია სად ზის ვინაა? რაღაც მეც დამაინტერესა ამ ქალმა, სიამოვნებით მივიდოდი smile.gif)
არ ინერვიულო, გამხსნევდი ! იფიქრე მომავალზე და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება!
ორჯერ გავიკეთე უკვე ვაკუუმ ასპირაცია და ძალიან მტკივა გული, მაგრამ ვცდილობ ღიმილით და საუკეთესო განწყობით გავაგრძელო ცხოვრება იმის იმედით რომ მალე ყველაფერი ამგრად იქნება და შვილ(ებ)ი აუცილებლად მეყოლება!!

გამხნევდი საყვარელო არ ინერვიულო !! 2kiss.gif
nikolsona
შენც მაგრად გიწვალია.. .აუ რამდენნი ვართ რა sad.gif( საშინელებაა...

Posted by: Berlli7755 14 Jul 2017, 11:20
annaninio
ანუ შენ პირველი გარე ორსულობა გქონდა და მეორე გააჩინე 8 თვიანო ხო? რამდენ ხანში დარჩი მეორეზე ორსულად ?nikolsona
მაგ სილიკონის რგოლზე არაფერი მსმენია რომ მივალ ვკკითხავ აუცილებლად. ლია ჯანელიძეა ახალ სიცოცხლეში რომ მიხვიდე ნახავ,ასე გაპიარებული არ არის როგორც ჩაჩავა,გაგუა,ნემსაძე და ა.შ
ყველას სჯობს თავისი ყურადღებით,მიდგომებითა და პრინციპებით. ეს ჩემი აზრია!

Posted by: annaninio 14 Jul 2017, 12:22
nikolsona
მადლობა, კარგი ბიჭია. გოგო, მერე თუ ბებიაშენის დროინდელია, მაგას მაინც არ უნდოდა ნარკოზი და გაგეკეთებინა.რუსულ ფორუმებზეც წერია რომ მაგას ისვამენ. ეხლა 100 % გარანტი არც ერთი მეთოდი არ არის.ნაკერი მქონდა მაგრამ სამი თვე ვიწექი, მარტო ექიმთან წასვლის დროს ვდგებოდი.ზოგი ჩემსავით იწვა და მაიმც დაღვარა წყალი, ზოგი კიდე ბავშვს გაყვა ცეკვიდან თურქეთში ამ მდგომარეობაში და კი გააჩინა მშვიდობით. ის ჰორმონი მქონდა იდეალურ ნორმაში.კიდე რამდენიმე გოგოს ვიცნობ,ვისაც ყელი გაეხსნა და არც იმათ ქონიათ აწეული.

Posted by: nona19770 14 Jul 2017, 13:06
Berlli7755
კი აბსოლიტურად ასეა, მასთან რომ ვიყავი, მეუღლემ დამირეკა და თავად უთხრა ყველაფერი კარაგად იქნებაო, სხვათაშორის შოთამ რომ იკითხაჩემი ექიმი, მოეწონა არჩევანი.

Posted by: nikolsona 14 Jul 2017, 13:53
Berlli7755
მე 3 თვეში დავორსულდი და გარე ორსულობა იყო. მერე ისევ 3 თვეში და ისევ საუბედუროდ დასრულდა. ახლა 6 თვე გადის თვის ბოლოს. მე დაორსულების პრობლემაც მაქვს . თუმცა ჯერ არ მიფიქრია დაორსულებაზე, აწი დავიწყებ ფიქრს. მინდოდა დამეგუუგლა და ვერ ამოვაგდე, რეზიუმე წამეკითხა))annaninio
დავარაშვილს მილიონჯერ ვთხოვე გაეკეთებინა რამე და დაიჩემა არაო. მერრე მანდ კეკუამ ახსნა რომ ეს ყველაფერი ყელს აღიზიანებსო ისაო ესაო. გონზე არ არიან. შენთან დამოკლებული იყო ყელი და მაშინ გადადეს ნაკერი. ისე როცა 9-11 კვირაზე იდება ან პესაის ჩადგმა ხდება მარტივია გაცილებით ათვისება.
ისე ეს გადაბმული წოლა მიკვირს, ზურგზე იწექი სულ? დავწექი თუ არა შეკრულობა დამწყო და შებერილი ვიყავი ხშირად. ძალიან გავწვალდი ამ კუთხით.

Posted by: Berlli7755 14 Jul 2017, 21:40
nikolsona
მეორე ორსულობა მერამდენე თვეზე შეწყდა და მიზეზს რას გეუბნებიან ( სამწუხაროდ ვერაფერს ამბობენ ხო?

Posted by: mita 14 Jul 2017, 21:41
რამდენიმე დღის წინ დავწერე რომ წინა თვეს 3 კვირის "მომეშალა" ( 3 კვირა ლაბორატორიის პასუხით და ციკლის პირველი დაწკებიდან 5ი და ცოტა მეტი კვირა), საიტებიდან გავიგე რომ "მოშლიდან" ციკლი ბრუნდება 4 ან 6 კვირაში ანუ ამ თვეში არ მომივა და ეს მართალია ? ანუ გულისრევის შეგრძნება მაქვს და სიგარეტის სუნზე ვღიზიანდები, მაინტერესებს ტესტი გავიკეთო ღიირს თუ ციკლს დაველოდო ?
* * *
ისიც კი არვიცი ამ თვეში ციკლს როდის ველოდო.

Posted by: nopiahopi 14 Jul 2017, 23:22
mita
მე ზუსტად 1თვეში მეწყებოდა ხოლმე. ჩარევა არ დაგჭირდა ხომ? ანუ თავისით ჩამოიშალა? რამდენი ხნის წინ მოხდა?

Posted by: Berlli7755 15 Jul 2017, 00:14
mita
ცემი აზრით არ იქნება ორსულიბა და ასე მალე არც გირჩევ ,ჯობია 3 თვე აცადო გაიწმინდოს ორგანიზმი და გინეკოლოგთანაც ხო უნდა მიხვიდე ,გაკეთებული გაქვს ანალიზები ვირუსებზე ა

Posted by: mita 15 Jul 2017, 02:48
sopiasopi წინა თვეში როცა მუცელი მომეშალა მქონდა 9 დღიანი ციკლი. იქიდან გავიდა 31 დღე ზუსტად. ექიმთან რომ ვიყავი 9 დღიანი სისხლდენის მერე გადამიღეს ვაგინალური ექო სადაც სუფთა ხარო და არანაირი ჩარევა აღარ დამჩირდა, არც პაუზა მოუცია, მხოლოდ კარგად იკვებეო.
* * *

Berlli7755 არა ექიმმს არანაირი ანალიზი არ მოუთხოვია, ეგ გამიკვირდა აქ წერდნენ 3 თვიან პაუზებზე და მე არანაირი პაუზა არ დამჭირდა, როგორც ექქიმმა თქვა. არვიცი.

Posted by: adeline 24 Jul 2017, 15:03
nikolsona
ლიასთანაც მიდი და გაიარე კონსულტაცია. რთული შემთხვევების მართვის უდიდესი გამოცდილება აქვს მაგ ადამიანს და ჩემი აზრით, ჯობს მისი აზრიც მოისმინო.

Posted by: mashusha 24 Jul 2017, 15:11
mita


ჩემმა მეგობარმა მოშლის მერე ექოს კონტროლზე გაიგო რომ ისევ ორსულად იყო. ანუ, მივიდა რა დგომარეობა მაქვსო მეორე თვეში და გულისცემაც მოსიმინა smile.gif) ანუ, ყველაფერი ხდება, გადაამოწმე მიანც და მერე ისე მოიქცეი როგორც ექიმი გირჩევს.

Posted by: saloo.mee 24 Jul 2017, 20:36
გოგოებო, ვაკუუმი გავიკეთე 6ში... ეხლა დამეწყო გამონადენი და აი დავიტანჯეუკვე. მუცელიც მტკივა. ვსვამ მიდიანას...
გქონიათ მსგავსი შემთხვევა? დამღალა ამ სისხლიანმა გამონადენმაუკვე. ჩემმა ექიმმა მითხრა ცოტა გამონადენი იცის კონტრაცეპტივმაო. რა ვქნა აღარ ვიცი sad.gif

Posted by: blblbl 24 Jul 2017, 21:25
Berlli7755
ყელი დამოკლდა მაგარამ ხომ არ გაიხსნა,გახსა რომ იწყებ ა მერე უკვ ე ბავშვიც მოდის,ჩვენთAნ არ ვ იცი რატომა რაკეთებენ,საზღვარგარეთ ასეთ დროს თავდაყირა წოლის მეთოდს მიმართავენ და ამართლებს ხოლმე

Posted by: Ninito_ 24 Jul 2017, 21:26
blblbl
აკეთებენ აქაც, ნემსაძის კლინიკაში

Posted by: blblbl 24 Jul 2017, 21:27
Ninito_
ფაქტია ნემსაძესთან იყო ეს გოგო და არ მიაქიეს ყურადღება როგორც წერს :\

Posted by: Ninito_ 24 Jul 2017, 21:39
blblbl
ნემსაძის კლინიკაში იწვა ჩემი ნაცნობი და მაგ მეთოდით შეაჩერეა ყელის გახსნა ზუსტად. მანამდე არც ვიცოდი ეგეთი რამე თუ არსებობდა

Posted by: nopiahopi 25 Jul 2017, 00:41
blblbl
Ninito_
ფეხებს ზემოთ რომ უფიქსირებენ,ეგ მეთოდია?

Posted by: nikolsona 25 Jul 2017, 09:07
adeline
მადლობა. კიდევ ფიქრია კამლაძეს აქებენ არ ვიცი....Ninito_
blblbl
sopiasopi
ეს ფეხები ზემოთ კლინიკაში ვიცი და ბოლო ორსულობაზე სახლში ვიწექი სულ მასე. და მაინც დამიმოკლდა ყელი 2 წამში

Posted by: nopiahopi 25 Jul 2017, 10:06
nikolsona
QUOTE
ეს ფეხები ზემოთ კლინიკაში ვიცი და ბოლო ორსულობაზე სახლში ვიწექი სულ მასე. და მაინც დამიმოკლდა ყელი 2 წამში

მეც კლინიკაში ვიცი დედაჩემისგან გადმოცემით, რაღაც პერიოდი შენარჩუნებაზე მოუწია დაწოლა საავადმყოფოში და იქ იწვნენო ეგრე, ზევით ქონდათ ფეხები დამაგრებული თვეობითო, და მერე ლამის თავიდან იწყებდნენ სიარულის სწავლას, ისეთ დღეში ქონდათ კუნთებიო. სახლის პირობებში როგორ ახერხებდი? სპეციალური საწოლი გქონდა იმ სამაგრებით, რაზეც უნდა ჩამოაკონწიალო ფეხები?

Posted by: mashusha 25 Jul 2017, 10:18
blblbl
ფეხები ყელთან რა შუაშია? შეიძლება აე უფრო დყნდება ორგანუზმუ, მაგრამ, განა ამაზეა დამოკიდებული ყელის სიგრძე?

Posted by: nikolsona 25 Jul 2017, 11:18
sopiasopi
არა, საბნები და ბალიშები მელაგა აკეცილი ფეხებთან. დავარაშვილი კლინიკაში არანაირი სპეც. საცოლი აქვთ და ზუსტად მასე დამაწვინეს პირველზე. ჰოდა მეორე ჯერზე, მე თვითონ ძირითად ასე ვწვებოდი. მაგრამ, წოლისგან შეკრულობა დამეწყო და უარესად მებერებოდა მუცელი ((((mashushaფეხების აწევით, სანაყოფე პარკი უკან ჩადის. არ აქვება ყელს, პირიქით , თავდაყირა პიოზაში რომ ხარ ნაყოფიც უკან მოდის და სიმძიმე არ აწვება ყელს.

Posted by: Berlli7755 25 Jul 2017, 12:27
blblbl
არა წყლები დავღვარე 22 კვირაზე რო მივედი სასწრაცოთი რამეტიჩრობაა ეხლა სასწრაფოთი რო მოხვედიო ,ვეხვეწებოდი ნუ მატარებთ აქეთ იქით თქო და ადექი კაცო წამოდიო ფეხით მიმიყვანეს პალატამდე და თან წყლებს ვღვრიდი და ვტიროდი და უგულოები რა როგორ მეშლება ეხლა ნერვები , კიდე იმდენი წვრილმანია ..... ერთი სიტყვით ასე უწყლოდ გავქაჩე 1 კვირა და მერე თავისით დამეწყო მშობიარობა .. 2/5 თითზეა გახსნილი ყელიო ტკივილები რომ დამეწყო და ბავშვი კიდევ კარგად იყო 150 გულის ცემა მარა პაწაწუნა იყო და ვერ გადაიტანა 500 გრ
* * *
მე ჰერაში ვიყავი აღრიცხვაზე და წყლები რომ დავღვარე იქ დავწექი 3 დღე და სულ ვიხვეწებოდი ნუტუ არაფერი არსებობს ტქო მაგრამ არააააოოო !!!განწირულია ბავშვი და ნურარ ფიქრობო ,მაინც არ დავნებდი ძალით ვერ მოვაკვლევინებდი და იქიდან წამობედი ნემსაძესთან მაგრან რაღას მიშველიდა წყლები საერთოდ აღარ მქონდა
* * *
დავაკვირდეთო იქნებ ჩადგესო ჩარევას არ ვთვლი საჭიროდ,მოსახსენნი თვითონ მოხდ3ბაო და ასე ერთი კვირა ვაკვირდებოდით მაჰრამ დამეწყო ტკივილები და ვიმშობიარე

Posted by: mashusha 25 Jul 2017, 14:09
nikolsona
მალე უნდა დასრულდეს ცუდი მოგონებები. ეს მხოლოდ გამცოდილებისთვის გამოგადგება აწი. როგორც ვიტყოდით ხოლმე, მესამე და სამართალი!

Posted by: nopiahopi 25 Jul 2017, 14:50
nikolsona
რამდენის გადატანა გვიწევს ზოგს რა sad.gif მე ზოგადად ძალიან ამტანი ვიყავი ტკივილის მიმართ, ახლა კიდე, იმდენი ფიზიკური ტკივილი მაქვს გადატანილი (მორალურზე აღარ ვამბობ), ყველაფრის მეშინია, 1წამიან ტკივილსაც ვეღარ ვიტან და ყველანაირად ვცდილობ ოღონდ არ მეტკინოს, ყველაფერს გავაკეთებ.
ბოლო ორსულობაზე ისე გავრეკე, რომ მითხრეს აბორტია გასაკეთებელიო, მეთქი ნარკოზით დასაძინებელ ვადებში ხომ ვჯდები, ანუ ჩემით ხომ არ მომიწვეს მშობიარობათქო და რომ მითხრეს პირდაპირ დაგაძინებთ, შენ არაფერის გაკეთება არ მოგიწევსო, ისე გამიხარდა facepalm.gif (და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ამის გამო) facepalm.gif



მაგრამ.. ყველაფრის მიუხედავად მჯერა და ვიცი, რომ .. ყველაფერი ისე კარგად იქნება, როგორც ჩვენ გვინდა smile.gif

Posted by: nikolsona 25 Jul 2017, 15:07
mashusha
QUOTE
მესამე და სამართალი!

ნამდვილად!!!! დასრულდა ეს შავბნელი ხაზი!!! წინ მხოლოდ ბედნიერება იქნება! ბევრი ბევრი ჯანმრთელი ბავშვი ! smile.gif sopiasopi
ნუ მე მშობაირობა მომიწია ორივეჯერ და თავიდან ბოლომდე შევიგრძენი ყველაფერი. ნაყოფის გამოსვლაც. ერთს ვთხოვდი ბავშვი არ მაჩვენოთთქო. მაგრამ სადისტი, უტვინო დავრაშვილი მეუბნებოდა: ვააა გოგააა? ავტეხე ბღავილი რატომ მეუბნებითთქო. და რა აქამდე არ იცოდი გოგო რომ იყოო? კრეტინი კაცია. კრეტინიზმის ფორმულა. მეკრთამე და უცოდინარი.

QUOTE
დილობ ოღონდ არ მეტკინოს, ყველაფერს გავაკეთებ.

ეს ნევროზულია. მეც ასე ვიყავი ამის მერე ანალიზზე ადრე თამამად თუ ვჯდებოდი ნემსის დანახვაზე ლამის კივილი დამეწყო. გაგივლის და ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: MELO_MELO 25 Jul 2017, 17:17
nikolsona
QUOTE
ერთს ვთხოვდი ბავშვი არ მაჩვენოთთქო. მაგრამ სადისტი, უტვინო დავრაშვილი მეუბნებოდა: ვააა გოგააა? ავტეხე ბღავილი რატომ მეუბნებითთქო. და რა აქამდე არ იცოდი გოგო რომ იყოო? კრეტინი კაცია. კრეტინიზმის ფორმულა. მეკრთამე და უცოდინარი.


წიხლს ჩავარტყამდი სახეში ეგრევე! აი, აბსოლუტურად გათვიცნობიერებულად, ფეხებით შევდგებოდი ისე გავიგდები წიხლ–ქვეშ!

Posted by: nikolsona 25 Jul 2017, 17:27
MELO_MELO
QUOTE
წიხლს ჩავარტყამდი სახეში ეგრევე! აი, აბსოლუტურად გათვიცნობიერებულად, ფეხებით შევდგებოდი ისე გავიგდები წიხლ–ქვეშ!

მაშინ რა თქმა უნდა არაფრის თავი არ მქონდა და ახლა თუ გადავეყარე სადმე ალბათ არ ამცდება....


Posted by: mashusha 26 Jul 2017, 11:22
nikolsona
QUOTE
ნამდვილად!!!! დასრულდა ეს შავბნელი ხაზი!!! წინ მხოლოდ ბედნიერება იქნება! ბევრი ბევრი ჯანმრთელი ბავშვი !  sopiasopi

კიიი, ნამდვილად! მე ხომ იცი როგორ ,,მიყვარს,, დავარაშვილის კლინიკა და რა მოგონებები მაქვს მაგათთან, უფრო სწორედ, მქონდა! ახლა ექოზე ვიყავ და ექოსკოპისტმა ყველაფერ ნორმაში გაქვსო, წინა პასუხებსაც შეადარა და მითხრა, ალაგებულია 100%-ით ყველაფერიო. აღარც კედელი მაქვს გათხელებული, ისიც ნორმაშია. ნუ, აბორტის შემდეგ მაინც განმივითარდა ენდომეტრიოზი, მაგრამ, ძალიან მცირე კერებია და შეძლებ დაფეხმძიმებასო. ანტრალურებიც საკმარისად არისო (მე რომ ასაკში ვარ) ასე რომ თიტქოს ის წყენაც მინელდა. მე და შენ ვიყუროთ წინ, იქ არს ბევრი ბავშვი და ბედნიერება. ნამდვილად დავიჯერე ამის!

Posted by: blblbl 26 Jul 2017, 11:34
mashusha
ფეხები ზემოთ არაა,საწოლი დახრილია და ტანით ქვემოთაა,ბავშვი ყელს რომ არ მიაწვეს და გახსნა არ დაიწყოს,ფეხებსკი არ წევ ზემოტ,მთელი ტანით ასე ვთქვათ დახრილობა გაქვს ყირამალა პოზის
https://s-media-cache-ak0.pinimg.com/originals/36/cb/35/36cb35b0e1516c685a8f6b8b96beb2a6.jpg

https://vignette2.wikia.nocookie.net/greysanatomy/images/1/1a/PP6x10-25.jpg/revision/latest/scale-to-width-down/371?cb=20150215230843

აი ასეთი პოზაა უფრო კრგი ფოტო ვერ ვნახე,რაღაც ჰქვია სამედიცინო ენაზე
Trendelenburg position ასე ჰქვია ვიპოვნე :დ
nikolsona
ეგ კაცი როგორც ვიცი,არაერთხელ სცემეს,პაციენტის ქმრება და ასკარად რაც არ ვიცი იქნება კიდე და გაგრძელდება,რა უგულო ხეპრეა ნაგავი პროსტა :@

Posted by: mashusha 26 Jul 2017, 12:13
blblbl


ეს პოზა ვიცი. ჯერ კიდევ 16-17 წლის წინ გამოიყენებოდა საქართველოშიც. ასე გააჩინა და შეინარჩუნე ადღენაკლი ბავშვ ერთმა ცემმა შორეულმა ნაცნობმა

Posted by: bbb5 26 Jul 2017, 14:26
იქმებ მითხრათ გამოფხეკა გამოტუმბვის შემდეგ 20 დღეში დამეწყო მენსტრუაცია და რამე სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს ? 6 კვირაზე მომეშალა მარა დამჭირდა გამოტუმბვა. წესით 28-30 დღეში მაქვს ხოლმე ციკლი

Posted by: blblbl 26 Jul 2017, 16:03
mashusha
ხოდა იქნებ რომ გამოეყჰეჯნებინატ ამ გოოს შემთხვევაში დახმარებოდა რამეში sad.gif((

Posted by: Berlli7755 26 Jul 2017, 16:08
ოგგოები ძალიან მეშინია იგივე არ დამემართოს და ამ შიშებს და ფიქრებს ვერ ვუხერხებ ვერაფერს ,როგორც ვხვდები არ არის გამორიცხული იგივე განმეორდეს ,რა გავაკეთო არ მინდა რამე გამომეპაროს

Posted by: nikolsona 27 Jul 2017, 10:09
blblbl
ასეთი საწოლებია ნემსაძესთან "ღია გულში"???mashusha
ძალიან კარგი რომ ნორმაშია ყველაფერი. დრო უნდოდა ორგანიზმა ამხელა სტრესი გადაიტანა. ნერვები ყველაფრის მტერია კიდევ. ნელა-ნელა მოძლიერდები და შეგიძლია იზრუნო მეორე პატარაზე. შემოდგომა ზამთრისკენ უფრო მარტივია. mashusha
QUOTE
ეს პოზა ვიცი. ჯერ კიდევ 16-17 წლის წინ გამოიყენებოდა საქართველოშიც. ასე გააჩინა და შეინარჩუნე ადღენაკლი ბავშვ ერთმა ცემმა შორეულმა ნაცნობმა

რომელ კლინიკაში იწვა? bbb5
არ მგონაი რომ საერთოდ პრობლემა იყოს. მაინც მიდი ეხოზე blblbl
QUOTE
ეგ კაცი როგორც ვიცი,არაერთხელ სცემეს,პაციენტის ქმრება და ასკარად რაც არ ვიცი იქნება კიდე და გაგრძელდება,რა უგულო ხეპრეა ნაგავი პროსტა :@

მართლაააააააა? )))))))))))))) მეტის ღირსიც არაა. აი სულ წიხლები უნდა ურტყა, სხვა არაფერს იმსახურებს.



Berlli7755
მეც მეშინია smile.gif))) მაგრამ ყვეკაფერუ თავიდან მოდის და ნერვული სისტემიდან. მოეშვი ჯობია. უნდა იბრძოლო. შიშით მტერს ვერ დაამარცხებ ))) (რა კარგად ვლაპარაკობ ნეტა ასეთი ვიყო მართლა)))))))

მოკლედ მე 10000% მწირდება პრევენციულად ნაკერი საშვილოსნოს ყელზე. ეგებ ვინმემ იცოდეს ვინ ადებს ნაკერს ყველაზე კარგად?

Posted by: natinati77 27 Jul 2017, 11:32
Berlli7755
QUOTE
არა წყლები დავღვარე 22 კვირაზე რო მივედი სასწრაცოთი რამეტიჩრობაა ეხლა სასწრაფოთი რო მოხვედიო ,ვეხვეწებოდი ნუ მატარებთ აქეთ იქით თქო და ადექი კაცო წამოდიო ფეხით მიმიყვანეს პალატამდე და თან წყლებს ვღვრიდი და ვტიროდი და უგულოები რა როგორ მეშლება ეხლა ნერვები , კიდე იმდენი წვრილმანია ..... ერთი სიტყვით ასე უწყლოდ გავქაჩე 1 კვირა და მერე თავისით დამეწყო მშობიარობა .. 2/5 თითზეა გახსნილი ყელიო ტკივილები რომ დამეწყო და ბავშვი კიდევ კარგად იყო 150 გულის ცემა მარა პაწაწუნა იყო და ვერ გადაიტანა 500 გრ
* * *
მე ჰერაში ვიყავი აღრიცხვაზე და წყლები რომ დავღვარე იქ დავწექი 3 დღე და სულ ვიხვეწებოდი ნუტუ არაფერი არსებობს ტქო მაგრამ არააააოოო !!!განწირულია ბავშვი და ნურარ ფიქრობო ,მაინც არ დავნებდი ძალით ვერ მოვაკვლევინებდი და იქიდან წამობედი ნემსაძესთან მაგრან რაღას მიშველიდა წყლები საერთოდ აღარ მქონდა
* * *
დავაკვირდეთო იქნებ ჩადგესო ჩარევას არ ვთვლი საჭიროდ,მოსახსენნი თვითონ მოხდ3ბაო და ასე ერთი კვირა ვაკვირდებოდით მაჰრამ დამეწყო
ტკივილები და ვიმშობიარე


მე ახალ სიცოცხლეში რომ მიმიყვანეს 2 დღე დამაწვინეს, მომიხსნეს ყველა წამალი,ექიმს ვეხვეწებოდი წყლებს ვღვრი და მიშველეთქო და შენ რა იცი წყლების დაღვრა,საკეისრო გაქვს პირველიო.ნუ გვასწავლიო ( ვაიმე ეს ნუ გვასწალი მკლავს,ეხლა შეიძლება კაცი მოვკლა ეს რომ მითხრას ) ხოდა რომ ავტეხე განგაში და გამსინჯეს,უი სულ დაგიღვრიაო და აწი დაგეწყება მშოიარობაო.21-22 კვრის ვიყავი .თან მამშბიარეს და ისე მტკიოდა გეციცებით სიკვდილს ვნატროვდი,ვიხვეწებოდი გაიტკივარევას და რა იყო ვერ გამოგიგდია 400 გრამი ბავშიო. ქმარს დაურეკე მოვიდეს და დაგამშვიდოსო,გადავირიერისთვის მოვიყვანო მკვდარი ბავში ვანახოთქო და ნეტა შენო .მერე უკვე გონებას რომ ვკარგადვი იკადრეს დადგამიკეთეს გაუტკივარება და მერე რომ გამიკეთეს ხერხემალში ნემსი ატეხა ყვირილი სისხლს ვერ ვაჩერებო რათ გინდოდაო .ღმერთო საღ ჭკუაზე როგორ ვარ ისეთები გადავიტანე,რას ვუძლებთ

sad.gif sad.gif

nikolsona
მეც მანახეს თან მახარა გოგოაო,ვიცოდი ისედაცთქო და თქვენი ბრალია რომ არ ტირისთქო. მაგრამ მე ახალ სიცოცხლეში

Berlli7755

QUOTE
ოგგოები ძალიან მეშინია იგივე არ დამემართოს და ამ შიშებს და ფიქრებს ვერ ვუხერხებ ვერაფერს ,როგორც ვხვდები არ არის გამორიცხული იგივე განმეორდეს ,რა გავაკეთო არ მინდა რამე გამომეპაროს

აუცილებლად აიყვანე თავი ხელში , მთავარია კარგად განეწყვე
2kiss.gif
* * *
mashusha
მაშუშააა როგორ გამიხარდა შენი ამბავი 2kiss.gif დიდი ხანია არ შემომიხედავს

Posted by: nikolsona 27 Jul 2017, 11:38
natinati77
ახალ სიცოცხლეში ნოდარ გომელაური მიქეს, ძლიერიო. მაგასთანაც ვფიქრობდი ნაკერის დადება თუ იცის ყელზე. რაები გადაგიტანი იქ მეშინია ფეხის შედგმა. მეც გაუტკივარების გარეშე მამშOბიარეს ორჯერ. არ შეიძლებაო. უარესი იქნებაო შენთვისო და მერე მომყოლზე ნარკოზი გამიკეთეს. natinati77
QUOTE
თქვენი ბრალია რომ არ ტირისთქო.

აი ასეთ ექიმს სტალინი უნდა და პირდაპირ დახვრეტა. სხვა არაფერი.

Posted by: natinati77 27 Jul 2017, 11:50
nikolsona
რომ მფხილავდნენ მერე მითხრეს ვერ გაუძლებდიო.კარგია რომ მოითხოვეო.არადა სანამ ფერი არ დავკარგე არ გამიკეთეს , მერე რომ მოვრჩი ეცნენ ფანჯარას და გააღეს ,მარტო ერთი ზეწარი მქონდა გადაფარებული და ისე ამაკანკალა მახტუნავა დაწოლილი .ისე მეზიზღება ახალი სიცოცხლე და ღუდუშაური,მეორეჯერ რომ დამემერთა ღუდუშაურში მივედი და გამომაგდეს , ერთი წიხლი არ მოუყოლებიათ ,თორემ მეტი არაფერი დაუკლიათ.ასე წყლები გამდიოდა და მივაკითხე დავარაშვისლ.ყველა ლანძღავს,მაგრამ ისე დამამშვიდა და მეფერა.ვკიოდი ამომკერეთქო დაჩემი ქმარი გაიყვანა და გააფრთხილა,წვეთი წყალი აღარ აქვს დარჩენილი და ეხლა რომ ამოვკერო ინფექცია არ წავიდეო.ისევ დაიტაჯებოა.იწვეს მთავარია და არ დაიტვირთოსო. მაგრამ ...

Posted by: nikolsona 27 Jul 2017, 13:09
natinati77
მეც მაკანკალა ამ ბოლო შემთხვევაზე. აი ისე მაკნაკალა მეგონა ძირს გადმოვარდებოდი, ვყვიროდი მიშველეთ რა მშწირსმეთქი. მშობიარობამ იცისო --არაფერიაო. წყალს რომ ღვრი გვიანია ნაკერი. მე პირველზე 15 მმ მქონდა ყელი და წყალი ადგილზე იყო, მაგრამ გინდა თუ არა ჩახევს ნაკერსო- დავარაშივლმა და არ გამკერა. არც მობრუნდა სამსახურში საღამოს 6 საათზე.
მეორე ჯერზე უბრალოდ ვერ დამადებდნენ ნაკერს, ბუშტი იყო გამოსული. არადა ექიმებმა, დავარაშვილს ბუშტი შეყავს უკანო და ისე ადებსო ნაკერსო. ბუშტი თუ შეყავს და ძლივს ეჭიდება ყელს რომ გაკეროს, 15 მმ იან ყელზე რატომ არ დაადო საკითხავია. დავარაშვილი ჩემთან მეორე შემთხვავაზე იმაშია დამნაშავე, რომ როცა პირველი შემთხვევა მქონდა ნაადრევი მშობიარობა 19 კვირაზე, მეორე ორსულობაში 11 კვირამდე აუცილებლად უნდა დაედო ნაკერი საშვილოსნოს ყელზე და 17 ოჰ პროგესტერონი მკაცრად შეემოწმებინა. ეს აზრი არაერთხელ მივაწოდე, რაზეც მკაცრი უარი მივიღე.

Posted by: annaninio 27 Jul 2017, 13:56
Berlli7755
თითქოს შენი ამბავი საიდანღაც მახსოვს, რომელიმე ჯგუფშიც ხომ არ წერდი. ფბ. ზე? რა უნდა ქნათ და საპრევენციო ნაკერი დაიდოთ.მე უკვე დამოკლებულზე დამადო ავადსახსენებელმა დავარაშვილმა.და გამიმართლა, შევინარჩუნე 8 თვემდე.22 კვირაზე დამემართა დამოკლება და 36 კვირამდე ვიწექი, ძირითადად გვერდზე ვიწექი. ეგ ტანი მაღლა და თავი ქვემოთ ჩემით მოვიფიქრე, ხანდახან როცა ძაან მაწვებოდა ბავშვი, მასე ვწვებოდი.ღამე ხდებოდა ეს ძირითადად. ყოველი ღამე ბოლო მეგონა.ჩემი გონებაც ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა და კოშმარები მედგა თვალწინ..ბოლოს სისხლი რომ დავინახე, შემეშინდა,მაგრამ თან გამიხარდა რომ რაღაცნაირად დასრულდებოდა ეს სამთვიანი ტანჯვა.მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.ყველას ასეთ კარგ დასასრულს და ჯანმრთელ ბაიას გისურვებთ.

Posted by: nikolsona 27 Jul 2017, 14:04
annaninio
ამას ვეძებ ამდენი ხანია, ნაკერი სად დავიდო და ვინ დამადებს კარგათქო ((( ესააა პრობლემა

შენ კი იმედია მეორე წრეზეც წახვალ მალე და კი იცი რა გზას უნდა დაადგე. ჯანმრთელობას ვუსურვებ შენს პატარას, ძალიან გგულშემატკივრობდი

Posted by: mashusha 27 Jul 2017, 14:31
nikolsona
მართლა არაფერი ვიცი. მახსოვს ამბიბდნენ ასეთ პოზაში დააწვინესო. 20 დღე იწვა. სხვათა შორის წყლები დაღვარა და მაგიტომ.მიიყვანეს საავადმყოფოში. როგორც ჩანს ბევრი არ დაღვარა ფა არც დაღვრა გრძელდებოდა, რადგან 30 კვირამდე მიიყვანეს. დიდი ხნის ამბავია, იმ ბავშმა სკოლა დაამთავრა წელს.
* * *
natinati77
შენკენ რა ხდება. მახსენდები ხოლმე..

Posted by: annaninio 27 Jul 2017, 15:01
nikolsona
არა,მეორეჯერ ამას ვეღარ გავუძლებ.თან როგორც ვიცი გამეორება იცის.ნესაძეც ხო ადებს მაგ ნაკერს., გაგუაც.და პინეოში ვიღაც პატიკო მაჭავარიანიო.მე ხო აღრიცხვაზე პინეოში ვიყავი და მათითაშვილმა მითხრა პატიკო კერავს და მიდიო.ნატა ფირცხალავას აქებენ კიდე ღუდუშაურში. ასეთ პრობლემურებს კურირებს კარგად.მეც ძალიან გგულშემატკივრობ.აუცილებლად გააჩენ ბავშვს. მე რომ ვიწექი და ვიტანჯებოდი, ერთი გოგო, მსგავს პრობლემა გამოვლილი.,დაქალის დაქალი, მირეკავდა და საათობით მესაუბრებოდა, ძალიან მშველოდა ეს ყველაფერი.გადამატანინა კარგად.რომ დაორსულდები შენს გვერდში მიგულე.

Posted by: natinati77 27 Jul 2017, 15:17
mashusha
QUOTE
შენკენ რა ხდება. მახსენდები ხოლმე..

არაფერი ისეთი,მესამემ უკვე გამანადგურა.ნიკოლოს ვუვლი,სკოლაში მიდის წელს love.gif

Posted by: nikolsona 27 Jul 2017, 15:48
annaninio
მადლობა, გაიხარე. დავარაშვილთან ქეთიმ გაგიშვა ხო? პიენოში რატომ არ დაიდე? კლინიკაში რამდენი ხანი დარჩი ნაკერის შემდეგ?

Posted by: annaninio 27 Jul 2017, 16:27
nikolsona
ჩემმა პინეოს ექიმმა არ მიპასუხა ზარზე.აგვისტოს დასაწყისი იყო და მეთქი შვებულებაშია.ქეთიმ დავარაშვილთან წადიო. იმ დღესვე წავედი.ეხლა.შენ ნაჭამი იქნები და ნარკოზს ვერ გაგიკეთებო.ან აქ დაწექი,ან სახლში წადი და დილით მოდიო.მე წამოვედი. დილით მივედი, დამაწვინეს,რაღაც გადასხმა გამიკეთეს ნარკოზამდე.მერე დღის ბოლომდე დამტოვეს.თავიდან რომ გავიღვიძე ბავშვი არ მოძრაობდა და ლამის მოვკვდი ნერვიულიბით სანამ გაიღვიძა.საშინელი ტკივილები დამეწყო,დღის ბოლოს გამომწერეს.მესამე დღეს საცობი ჩამივიდა, მეოთხე დღეს ექოზე წავედი და კლინიკაში დენა დამეწყო.ექოზე შეერთებული ვიწექი სამი საათი.მოკლედ სანერვიულეობი არ მელეოდა.

Posted by: nikolsona 27 Jul 2017, 16:41
annaninio
არ უნდა წასულიყავი. უნდა დარჩენილიყავი და შემანარჩუნებელი გადასხმა მოგეთხოვა. ამასაც დრო უნდა სანამ იმოქმედებს. ეს ნარკოზი იმედია ბავშვე არ მოქმედებს (((

Posted by: mashusha 27 Jul 2017, 16:49
natinati77
ეს ისეთი რამეა, ვერაფერს გირჩევ... გული გეტყვის და ზემიდან უფალი!

ნიკოლოს მოსწავლეობას გილოცავ! წარმატებილი ბიჭი გაგეზარდოს!

Posted by: annaninio 27 Jul 2017, 16:49
nikolsona
არ უმოქმედია, არაფერი სჭირს სანდროს.ისედაც, ჩემი ბიძაშვილია მასე გაჩენილი, ნაკერი ედო ბიცოლაჩემს,ნარკოზით დაადეს.უკვე დიდია ის გოგო,ბავშვი ყავს.მასზე არ უმოქმედია, ეხლა კიდევ უფრო უსაფრთხო ნარკოზებია. ასე რომ მაგაზე არ იფიქრო.

Posted by: nikolsona 27 Jul 2017, 16:52
annaninio
უნდა მოვიკრიბო მთელი ძალ-ღონე და ყველაფერი მოვიმოქმედო შვიის ყოლისთვის. მტავარია ახლა მოვძებო კარგი ექიმი ვინს ნაკერს დამადებს
* * *
annaninio
ნაცხი აგიღეს ნაკერის დაედბამდე>? ან მერე ამოწმებდი. წავიკითხე აუცილებელიაო

Posted by: natinati77 27 Jul 2017, 18:12
mashusha
QUOTE
ეს ისეთი რამეა, ვერაფერს გირჩევ... გული გეტყვის და ზემიდან უფალი!
როგორც ღმერთ უნდა სეიქნება,ფაქტია ჩემით ვერაფერს გავხდი
ნიკოლოს მოსწავლეობას გილოცავ! წარმატებილი ბიჭი გაგეზარდოს!

მადლობა :* ძალიან უნდა დაც და ძმაც,დღეს ძმა გამომიჩინე და ხვალ დაო biggrin.gif

Posted by: annaninio 27 Jul 2017, 18:12
nikolsona
არა,სად იყო ნაცხის დრო.ანტიბიოტიკი გადამისხეს მგონი. და მერე ანტიბაქტერიული სანთლები.3 დღე.არაა აუცილებელი.ნუ იგონებ ეხლა რაღაცეებს. თუ ბუშტი არაა დაზიანებული ინფექცია სხვანაირად ვერ იჭრება.ვისაც კი გაუკერია, ყველას მშვიდობით მიუყვანია თითქმის ბოლომდე.

Posted by: Berlli7755 27 Jul 2017, 20:29
annaninio
არა არსად დამიპოსტავს აქ ვწერ პირველად .. ახალ სიცოცხლეში ვარ ეხლა ლია ჯანელიძესთან დავდივარ ძალიან მომწონს და ასეთი ცუდი რაღაცეები რომ წავიკითხე შემეშინდა , მეც იგივე სიტუაციები გადავიტანე ჰერაში ... რა სჭირთ რა უგულოები არიან ღმერთოო

Posted by: adeline 27 Jul 2017, 21:04
Berlli7755
ლიასთან არ მომხდარა ეგ შემთხვევა. ასე რომ დამშვიდდი. ლია ისეთი თბილია, გამორიცხულია ის ასე მოექცეს ვინმეს. ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი.

Posted by: blblbl 27 Jul 2017, 21:06
nikolsona
არ ვიცი ნმდვილად,მე ისიც არ გამიგია საქართველოში ამ მეთოდს ვინმე იყენებდეს.

Posted by: Ninito_ 27 Jul 2017, 21:58
blblbl
nikolsona
საწოლები არ ვიცი, მაგრამ მაგ მეთოდს იყენებენ ნამდვილად. შეიძლება ხელოვნურად ქმნიან მაგ პოზას რავიცი

Posted by: Berlli7755 27 Jul 2017, 22:05
adeline
ხო მეც ძალიან მომწონს და მივენდე კიდეც ❤

Posted by: blblbl 28 Jul 2017, 00:49
Ninito_
nikolsona
საავადმყოფოს პულტიანი საწოლი რომ არის,ის იღებს მაგ პოზას, ეგ რეგულირება,ახლა გამახსენდა გრეიში,ჩვეულებრივი საწოლი დახარეს პულტიტ პირიქით

Posted by: nikolsona 28 Jul 2017, 09:41
blblbl
უი, მე მეგონა ნემსაძეზე წერდი. ესეიგი არასწორად გავიგე. annaninio
კი ეჭვს გარეშეა ნაკერი. ისე ვარ მზად ლამის დღესვე დავიდო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ვის მივაკითხო ეს არ მასვენებს

Posted by: unusual 28 Jul 2017, 10:53
ხუთი კვირის ორსილი ვარ. ტატიშვილმა მითხრა რომ გულის ცემა ნაკლებია 100-ზე, ორ კვირასი მოდი გაგსინჯავ და ისე გადაწყდებაო.
მერე გავიქეცი ღუდუშაურში, იქ ვიღაც ქალმა გამსინჯა, და გულისცემა არ არისო. დასკვნა მომცა შეწყვეტილი ორსულობა.
მერე გავიქეცით ავერსში სპარკტაკთან და იმან მითხრა გულის ცემა ფიქსირდება და ყველაფერი ნორმაშია, საიდან მოიტანა შეწყვეტილი ორსულობაო. გულისმეა 60 არისო. ჯერ პატაარაა 3მმ ემბრიონი არისო. კარგად არის ყველაფერიო.

ვინმეს გქონიათ ესეთი შემთხვევა? ორ კვირასი შეიძლება რომ შემიწყდეს? აბორტი დამჭირდება? თუ შეწყვეტის შემთხვევაში თვითონ დაიწყებს დენას?

Posted by: nikolsona 28 Jul 2017, 11:05
unusual
ჯერ კარგად გადაამოწმე. მიდი ავერსში კობა ხაჭვანთან, მათითაიშვილთან სმარტ ულტრასაუნდში ან ინოვაში ხეცურიანთა . გულისცემის პულსაცია იწყება 6 კვირის მერე. შესაძლოა 7 - 8 კვირის მერეც. კვირები გადათვალე ციკლის დაწყების დღიდან დღემდე.

Posted by: @justme 28 Jul 2017, 11:50
unusual

მე 5 კვირაზე მითხრეს 114-ია გულისცემა, დაბალია და 10 დღეში გადავამოწმთო, 10 დღის შემდეგ 160 იყო და კარგიაო, 1 კვირის შემდეგ მომიწია კიდევ ეხოს გადაღება და 180 იყო და ბევრიაო. მოკლედ გადამრიეს.
ამიტომ შევეშვი გულისცემის მონიტორინგს. შენი ექიმი ჩააყენე მაინც საქმის კურსში, რომ თუ რამე დახმარებაა საჭირო, არ გამოგრჩეს და 1 კვირაში თუ გადაამოწმებ შესაძლოა ნორმაშიც გქონდეს უკვე.

Posted by: unusual 28 Jul 2017, 12:02
nikolsona
@justme

მადლობა. ჩაჩავაში გადავწყვიტე, ქეთი შანიძესთან, მაგრამ ეხლა შვებულებაშია. ჯერ აღრიცხვაზე არ დამაყენეს, ალბათ ორ კვირაში ექოს გადამოწმებაზე რომ მივალ ტატიშვილთან მერე დამაყენებენ. (?) გვიანი ხომ არ იქნება როდის ეგ გამოვა შვებულებიდან? არც არაფერი უთქვიათ მეტი..

პულსაციას ჩემი ყურით მოვუსმინე სპარტაკტან, და ჩემი თვალით დავინახე ტატიშვილთან კომპიუტერზე. პროსტა ამ პულსაციაზე შე,აშინა ტატიშვილმა, ძაან დაბალი არისო..

Posted by: Anukia198889 28 Jul 2017, 12:17
unusual
მე 5 კვირაზე და 6 დღეზე რომ ეხო გადავიღე 106 იყო გულისცემა და არც არაფერი არ უთქვიათ რომ დაბალიაო. კარგიაო და დამშვიდებული გამოვედი. მანამ ერთი კვირით ადრე მივედი და მითხრეს ჯერ არ იქნება გულის ცემაო. რატო გაშინებენ ტყუილად? ერთ კვირაში გადაიღე და იქნება როგორც საჭიროა ისე. შენს ვადაზე მე არ მომასმენინეს ჯერ არ იქნებაო. 6 კვირიდან ისინჯება კარგადო. სამ რადიოლოგს ნორმალური დასკვნა ვერ დაუდია დებილები არიან რაა. ან მაგ ვადაზე რას გაშინებენ ჯერ.

Posted by: unusual 28 Jul 2017, 12:27
Anukia198889

ურთეერთგამომრიცხავი პასუხები მივეღე. ერთმა საერთოდ შეწყვეტილი გაქვსო, არადა გულისცემა ფიქსირდება, ორ ეხოსკოპისტთან! დაბალი ტუმცა ფიქსირდება!



მომდევნო შაბათს ჩავეწერე მათითაშვილთან.

Posted by: @justme 28 Jul 2017, 12:32
unusual

მე ახმეტელმა მითხრა 160 -ია გულისცემა და საერთოდაც ნორმალური ორსულობაა და ვინ რა დაინახა არ ვიციო, მაგრამ ახლა მგონი შვებულებაშია.
მათითშვილთან რომ ჩაეწერო?
* * *
unusual

უი გვიან ვნახე, ჩაწერილხარ უკვე smile.gif მანამდე ეცადე დამშვიდდე და არ ინერვიულო

Posted by: .ნინო 28 Jul 2017, 20:14
unusual
აუ რა მოშორებაზე ფიქრობ, დაგაპანიკეს ტყუილად!! 5 კვირისას ჩემსას საერთოდ არ ესმინებოდა გულისცემა. გვიანი ოვულაცია იყო შეიძლებაო, დამამშვიდეს. ერთ კვირაში გამოჩნდა პულსი, 80 თუ 90 ქონდა და მერე თანდათან მოიმატა....

დამშვიდდი, კარგად იქნება შენი პატარა. 10 დღეში გადაამოწმე და ეცადე ბევრი დრო გაატარო ჰაერზე სეირნობაში... სისხლის მიმოქცევას გააძლიერებს საშვილოსნოში და ბაიაც უკეთ იგრძნობს თავს

Posted by: unusual 3 Aug 2017, 13:58
გუშინ ვიყავი მათითაშვილთან. დიაგნოზი შეწყვეტილი ორსულობა, ტუმცა მაინც დასკვნა არ მომცა, შაბათს მოდი და კიდე ერთხელ გადავამოწმებო. გულისცემა არ ისმისო.



Posted by: .ნინო 3 Aug 2017, 16:38
unusual
ძალიან ვწუხვარ sad.gif

უთხარი, რომ დიდი ხანია პრობლემაა? ეხლა შენ არ მოგეწამლოს სისხლი... დიდხანს არ შეიძლება მასეთი დიაგნოზით გაჩერება....

Posted by: unusual 3 Aug 2017, 16:44
.ნინო
QUOTE
უთხარი, რომ დიდი ხანია პრობლემაა? ეხლა შენ არ მოგეწამლოს სისხლი... დიდხანს არ შეიძლება მასეთი დიაგნოზით გაჩერება....

დღეს ვიყავი ზუსტად მაგის გამო გადასული ხელახლა მათითაშვილთან. მეთქი შაბათამდე რომ გავჩერდე ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე ხომ არ ემუქრება თქო და არაო. მაგრამ რადგან ნერვიულობ ხვალ დილით მოდიო.
გინეკოლოგი არ მყავს და ალბათ თვითონ გამიშვებს ვინმესთან. არვიცი მედიკამენტოზორი დამჭირდება თუ გამოფხეკვა, მეშინია ტკივილების. ძლიერი ტკვილები იცის მედიკამეტოზურმა? გამოფხეკვაზე კი დამაძინებენ და ვერაფერს გავიგებ..

Posted by: .ნინო 3 Aug 2017, 22:49
unusual

წარმოდგენა არ მაქვს რომელი უფრო უმტკივნეულოა... ჯობია გინეკოლოგს შეუთანხმო...

Posted by: anuka2009 3 Aug 2017, 22:55
unusual
QUOTE
ძლიერი ტკვილები იცის მედიკამეტოზურმა?

საკმაოდ მძიმე პრეპერატია, რაღაცნაირად განგრევს. რა ვადაა? იქნებ არც გააკეთონ თუ ძალიან პატარა ვადა არაა.
თუ გამოფხეკა გადაწყდება,,დაძინებით გაიკეთე, სხვანაირად არ დათანხმდე, 10.წუთით დაიძინებ და ვერ იგრძნობ ვერაფერს. ნერვულ სიატრმას დაზოგავ.

Posted by: Tamu123tamu 15 Aug 2017, 17:45
unusual
ორი თვის წინ მე დამჭირდა ვაკუუმ ასპირაცია. სისხლდენა დამეწყო, მივედი იმედში. შუადღეს ჩვეულებრივად იყო გულისცემა, მაგრამ დაძრულია ნაყოფიო ეხომ. ექიმმა დილამდე მოვიცადოთო, ფიზიოლოგიური გადამისხეს და გამიშვეს სახლში, იქვე მითხრა შეიძლება კიდევ გქონდეს სისხლდენაო. ღამით დამეწყო ისევ და წავედი გაგუაში, შემხვდა ძალიან კარგი მორიგე ექიმი, რომ გამსინჯა და ნახა სიტუაცია, სასწრაფოდ შემიყვანეს და ვაკუუმ-ასპირაცია გამიკეთეს ნარკოზით, მთლიანად ჩამოშლილი იყო უკვეო და ექიმმა ცოტა დაგვიანებული იყო თუმცა კიდევ კარგი დილამდე არ მოიცადეთო. საერთოდ არაფერი გამიგია, რომ გავახილე თვალები უკვე პალატაში გადავყავდი.

Posted by: MARIMARI123 15 Aug 2017, 22:05
unusual
გირჩევ სხვა რადიოლოგთანაც გადამოწმო,მე მათითაშვილს არ ვენდობი,არც ტატიშვილს,მიუხედავად იმისა,რომ"უძლიერეს" რადიოლოგებად არიან დასახელებული.
* * *
მედიკამენტოზურმა იცის ჩვეულებრივი ტკივილები,როგორც ციკლის დროს.
ორგანიზმს ანგრევს.

Posted by: nona19770 18 Aug 2017, 15:02
makamariami
მათითაიშვილს რატომ არ ენდობით?

Posted by: MARIMARI123 18 Aug 2017, 22:43
nona19770
ჩემ ახლობელს ოსულობა დაუდგინა,ბავშვის გულისცემა მესმისო,არადა ბუშტნამქერი ქონდა.

Posted by: nona19770 19 Aug 2017, 13:58
makamariami
საინტერესოაა, ეს ახლა იყო? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, გაპიარებულია

Posted by: MmSs 26 Aug 2017, 12:17
nona19770
დიდიხნის წინ იყო....
მართალია პიარია მეტი არაფერი...
ტატიშვილმე კი 8 თვის ორსულს მითხრა ,რომ ჩემ შვილს კურდღლის ტუჩი ქონდა ,ქვედა ტუჩზე,გინახავთ სადმე ასეთი რამ?smile.gif
ყალიჩავა იყო ჩემი ფავორიტი რედგენოლოგიsad.gif

Posted by: BaiserVole 31 Aug 2017, 18:29
მთელი თემა გადავიკითხე, მაგრამ რა ვქნა მაინც ვერ გავიგე, იქნებ მირჩიოთ თქვენც (ორმა ექიმმა სხვადასვანაირად მითხრა)

6 კვირაზე ვნახე რომ ნაყოფს ზრდა შეჩერებული ჰქონია 4 კვირაზე და 4 დღეზე.
შესაბამისად, სანაყოფე პარკი არის 3.5 მმ ზომის.

ამ ვადებზე ვის რა გამოცდილება გქონიათ?

ერთი ექიმი მეუბნება რომ ციკლის დროს ჩამოიშლება უპრობლემოდ, მეორე გამოტუმბვას მირჩევს. მედიკამენტოზური არ უთქვამთ.
ჩემი მიზანია რომ ენდომეტრიუმი შევინარჩუნო მაქსიმალურად ჯანმრთელი, პირველი ორსულობაა, ძალიან ნაწვალები თან, და სამომავლოდ არ მინდა დავაზიანო კედელი.

Posted by: mashusha 31 Aug 2017, 18:39
BaiserVole

რჩევას ცხადია ვერ მოგცემ, მაგრამ, ჩემს ახლობლებს ცამოეშალათ და მენზოსავით ჰქონდათ.
ასე რჩევა რთულია...

გამოტუმბვა ვინც გაიკეთა, იმათაც მოსუმინე. რამენად ტრამვულია გაიკითხე აბა...
გამოტუმბვა რომ არ გაიკეთო, რა გართულებაა მოსალოდნელი ეგეც გაიგე. რამენად ხშირია გართულება, რას უნდა ელოდო.

პატარა ვადაა პრინციპში, ეგებ არც გინდა გამოტუმბვა...

ვინ ორ გინეკოლოგს კიტხე>? იქნებ, სხვასტანაც მისულიყავი...

Posted by: BaiserVole 31 Aug 2017, 18:43
mashusha

აი წავიკითხე ყველასი, მაგრამ ყველაზე პატარა ვადა 6 კვირის ნაყოფი იყო ვინც აქ პოსტავდა, და იმათ ბუნებრივია გამოტუმბვა დაჭირდებოდათ.

ემოციურად ნაღდად არ შემიძLია გამოტუმბვა, მირჩევნია თავისით ჩამოვიდეს.

ქეთი ოსიძემ მითხრა ჩამოვა ციკლთან ერთადო, და მეორემ, არაა ცნობილი გინეკოლოგი - გამოტუმბვა ჯობია, სუფთად გამოიწმინდება, და ნარჩენები არ დარჩება კედელზეო.


Posted by: mashusha 31 Aug 2017, 18:48
BaiserVole

რა გიტხრა აბა,,,
მოდი ქეთისთან გაარვიე რამდენად არსებობს შანსი რომ რამე დარცეს კედელზე.
სადღაც ცოტა მეეჭვება, მაგრამ, მე რა მეეჭვება რა მიშვნელობა აქვს. ქეთისთან გადაამომწე

Posted by: wuna 31 Aug 2017, 22:47
6 kviris viyavi ro momeshala da tavisit gamovida suftad arc medikamentozuri da arc gamotumbva ar damjirvebia. 5 tvis mere ki age isev orsulad var 2 tvisa da yvelaferi kargad gvaqvs

Posted by: tweety86 31 Aug 2017, 22:58
ორსულობის შემდეგ 8 დღეში დამეწყო სისხლდენა. დამჭირდა გამოტუმბვა და ძალიან ცუდად მახსოვს sad.gif
მშობიარობაზე მეტად მეტკინა...

Posted by: MmSs 31 Aug 2017, 23:01
tweety86
შენ მედიკამენტოზური უნდა ნახო რა საშინელებაა,არავის არ გირჩევთ...

Posted by: tweety86 31 Aug 2017, 23:04
MmSs
გამოტუმბვა ნარკოზითაც კეთდება, მაგრამ მე ძუძუს ვაჭმევდი და ვერ გავიკეთებდი

ფსიქოლოგიურად ჩემი შემთხვევა აბორტს ვერ შეედრება. ყველას გვაშოროს

Posted by: Anukia198889 31 Aug 2017, 23:40
BaiserVole
ქეთი თუ გეუბნება რომ გამოტუმბვა არ გინდა თავისით ჩამოვაო დაუჯერე ქეთის. თან ძალიან პატარა ვადაზე შემწყდარა. სისხლდენა ან გამონადენი ჯერ არ დაგწყებია? ჩემს მეგობარს ჩამოეშალა მასე და ქეთის პაციენტი იყო ისიც. ქეთიმ უთხრა არავითარი გამოტუმბვაო. რაღაცა წამალი უთხრა მე მგონია და იმით წამოვიდა ბოლომდე.

Posted by: annaninio 1 Sep 2017, 12:13
BaiserVole
არ გინდა გამოტუმბვა მაგ ვადაზე. მე მაინც დამითხელა შედარებით.საბოლოოდ კი გავაჩინე ბავშვი, მაგრამ სულ ემდონეტრიუმის პრობლემა მქონდა. საზღვარგარეთ არავინ არ გაგიკეთებს გამოტუმბვას მაგ ვადაზე .

Posted by: BaiserVole 2 Sep 2017, 12:42
wuna
Anukia198889
annaninio


მადლობა გოგოებო დიდი, აღარ ვიკეთებ არაფერს, ციკლს ველოდები ეხლა, პროგი სანამ ჩამოვა ნოლზე და მერე წამოვა ალბათ. მერე გადავამოწმებ ეხოზე, ძალიან პატარა ზომისაა და მემგონი ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: MySweetDaughters 4 Sep 2017, 12:55
გამარჯობა გოგოებო...
ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?მედიკამენტოზური აბორტი დამჭირდა,ციკლი მქონდა 2 კვირა,მეგონა მოვრჩი,სანთლები დამინიშნა ექიმმა უნდა დამეწყო უკვე და ხელახლა დამეწყო ციკლი,ისევ ისეთი,რაოდენობით,რაც თავიდან მქონდა,ეხოზეც ვიყავი,კარგად იყო ყველაფერი,ექიმს არ ვურეკავ,მეშინია გამოსაფხეკი არ ვიყოsad.gif

Posted by: iratta_26 4 Sep 2017, 13:09
MySweetDaughters
იცის აბორტის მერე ციკლმა არევა, დაელაპარაკე ექიმს აუცილებლად.

Posted by: Berlli7755 4 Sep 2017, 13:11
MySweetDaughters
მე 23 კვირაზე ნადრევი მშობიარობით დავკარგე ბავშვი sad.gif და იმ თვეში მეც ორჯერ მქონდა ციკლი , მშობიარობის მერე რო მოდის იმას არ ვთვლი მაგის მერე მომივიდა ჩვეულებრივად და მერე იმ თვეშივე კიდე მომივიდა გული კიი გამისკდა რომ დავინახე მაგრამ ექიმმა იცის არევა მაგ დროსო . ეხოზე მაინც მიდი ციკლიდან 9-10 დღეს და ვაგინალური გაიკეთე.

Posted by: MySweetDaughters 4 Sep 2017, 13:22
iratta_26
ცოტა მქონდა,მეთქი მიმთავრდება და ხელახლა დამეწყო ტკივილებით,თან ძალიან სუსტად ვარsad.gif
Berlli7755
მივალ აუცილებლად,ეხლა მეშინია,რამე არ დარჩეს და გამოფხეკა არ დამჭირდესsad.gif

Posted by: Berlli7755 4 Sep 2017, 13:35
MySweetDaughters
აბორტის მერე არ გადაგიჭეს ეხო? მე მშობიარობიდან მე 10 დღესაც დამიბარეს ვაგინალური გავიკეთე. სისუსტე და ტკივილი არ მქონია და თუ ეგრეა საქმე აუცილებლად მიდი კარგ ეხოსკოპისტთან.. სად დადიხარ ისე?

Posted by: MySweetDaughters 4 Sep 2017, 13:57
Berlli7755
კი გადავიღე ეხო,რამოდენიმე დღის წინ,მოეწონა რედგენოლოგს,კარგად არის ყველაფერიო,ექიმმა სანთლები დამინიშნა,უკვე ვაპირებდი დაწყებას და ხელახლა დამეწყო...
პუშკინზე დავდივარ "ესთერში",მანანა ხავთასთან.

Posted by: Tamu123tamu 5 Sep 2017, 16:41
გოგოებო ვინმემ ხომ არ იცით, შეწყვეტილი ორსულობის მერე ციკლის არევა რომ იცის კი ვიცი, მაგრამ ხანგრძლივობის გაზრდაც შეიძლება დავუკავშირო ? ანუ ვაკუუმ-ასპირაცია გავიკეთე, 2 კვირა მქონდა დაახლოებით ციკლი, შემდეგი მოსვლა ჩვეულებრივ 5 დღე და ეხლა ისევ 2 კვირა ხდება რაც მაქვს sad.gif იქეთ კვირას ვარ ჩაწერილი ექიმთან, და ვერ ვხვდები დაველოდო თუ არა

Posted by: adeline 11 Sep 2017, 23:32
Berlli7755
როგორ ხარ? რა ეტაპზე ხარ ლიასთან?

Posted by: Berlli7755 12 Sep 2017, 11:39
adeline
28 ივლის ვიყავი ლიასთან ბოლოს ელენე შათირიშვილთან გადავიღე ვაგინალური ეხო 23 ჩამიწერა ყელის სიგრძე და ფოლეკული 13მმ ,ლიამ დიდი ალბათობით ნაკერს დავადებ როცა დარჩები ორსულადო.. , არასოდეს არავის უთქვამს რომ ყელი მაქვს მოკლე, მშობიარობიდან მე- 10 დღეს ვიყავი ეხოზე ვაგინალური გავიკეთე და 35 დამიწერეს ყელის სიგრძე და რავიცი რაა , რატო ვერ ნახეს მანამდე ნერვები მეშლება ძალან, რავი ხოარ გადავამოწმო კიდე მათითაშვილთან რას მირჩევ.. ლიამ გამიხარდა მე 10 დღეს 13 მმ რომ არისო შენმა ქმარმა შეიძლება ჩამოგისწროსო 11 აგვისტოს ჩამოვიდა, ნუ მითხრა თუ მოგივა დამირეკეო , მარა წინა თვეში მხოლოდ 2 დღე ( 17-18 აგვისტო) მომივიდა და აღარ დავურეკე , ბოლოს 19 ში მქონდა ურთიერთობა და რავიცი სასწაული უნდა მოხდეს რომ ვიყო ორსულად, ეხლა ველოდები ამ დღეებში ციკლს და ვნახოთ აბა . მოკლედ ვერ ემთხვევიან ჩემი ქმარი და ოვულაციის დღეები ერთმანეთს sad.gif
* * *
adeline
adeline
შენ როგორ ხარ , მადლობა ყურადღებისთვის, ისე კი სულ ვკითხულობ თქვენს ამბებს წეროს მოლოდინში და გბალეაშAიკიბთ ყველას , იმედი მაქვს მალე მოვა ჩვენთანაც გაზაფხული ......
love.gif kiss.gif kiss.gif

Posted by: adeline 12 Sep 2017, 13:19
Berlli7755
ლიაც და ელენეც ორივენი ძალიან კარგები არიან. მაგ ადამიანებს ჯერ პიროვნულობაში ეკუთვნით უმაღლესი შეფასება და მერე პროფესიონალიზმში. ელენე კიდე ფიზიკურად როგორი ლამაზიცაა, ისევეა სულიერად. მიყევი ლიას და ყველაფერი გექნება ხუთიანზე.
მე არა მიშავს. ციკლის მოსვლას და დამთავრებას ველოდები და მივალ ლიაკოსთან. მომენატრა თან love.gif

Posted by: Berlli7755 12 Sep 2017, 15:42
adeline
ხო ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა ელენე მაგრამ არ ვიცნობდი აქამდე.. დღეს მომივიდა უკვე და დავურეკავ ლიას რას მეტყვის , სულ 30 დღიანი მქონდა და ივლისში 28 დღიანი გახდა ლიამ რომ ცხელა მაგიტო წამოვიდა ადრეო არაფერიაო და აგვისტოში 15 ში უნდა მომსვლოდა და მომივიდა 17 ში , ამ თვეში კიდევ 12 ში ? ეს ითვლება არევად ??? როგორც ვიცი 2-3 დღე არაფერია საგანგაშო ხო?
მეც ვნახოთ თუ დამიბარააა იქნებ დავემთხვეთ ერთმანეთს love.gif ეხლა 28 ში ველოდები ქმარს ისევ 1 კვირით და რავიიიიიიიიიი დამელია სული გული ..

Posted by: MARIMARI123 22 Sep 2017, 10:41
გოგოებო დამეხმარეთ!
მედიკამენტოზური გამიკეთა ექიმმა 24 აგვისტოს,მას მერე სამჯერ მქონდა ოთხ დღიანი შუალედებით,ანუ გამოდის,რომ ამ თვეში სულ მაქვს ციკლი,ეხლა კატასტროფაა უკვე,დენა მაქვს საშინელი,ვიკასოლს ვსვამ,მაგრამ დიდი არაფერი,ჩემმა გოგოებმა მითხრეს,რომ ანტიბიოტიკი უნდა დაენიშნაო,მაგრამ სანთლების გარდა არაფერი დაუნიშნია,ძალიან ცუდად ვარ,გარეთ ვერ გა დივართ,თავბრუსხვევები მაქვს და ისედაც ყოველ წამს ვიცვლი პაკეტებს...ჩემი ვარაუდით საშვილოსნო არაა შეკუმშული და მაგიტომაც მაქვს ეს დენაsad.gif

Posted by: wuna 22 Sep 2017, 10:47
makamariami
მე სასწრაფოს გამოვიძახებდი. ან სახლში თუა ვინმე წავაყვანინებდი თავს

Posted by: MARIMARI123 22 Sep 2017, 10:53
QUOTE (wuna @ 22 Sep 2017, 10:47 )
makamariami
მე სასწრაფოს გამოვიძახებდი. ან სახლში თუა ვინმე წავაყვანინებდი თავს

სასწრაფომ რა უნდა მიქნას,ერათადერათი გადამიყვანენ,რაც ძალიან არ მინდა,ექიმს დავურეკავ ეხლა და დამინიშნავს ალბათ რამე ნემსს შეაკუმშს...მეშინიაsad.gif

Posted by: wuna 22 Sep 2017, 10:57
makamariami
თუ ჭარბი დენა გაქვს ნემსმა არამგონია გაგიჩეროს, დისტანციურად რას გეტყვი ექიმი ისეთს? ან რა უფლებით როცა არ გაუსინჯიხარ
დარეკე სასწრაფოში და გადააყვანინე თავი. ვინმე გაიყოლე თან მარტოკა ნუ ჩავარდები მაგათ ხელში.

არავის უხარია საავადმყოფოში მოხვედრა მარა რატო რისკავ?

Posted by: MARIMARI123 22 Sep 2017, 11:01
wuna
გამუდმებით არ მომდის,ერთი წამომივა სასწაულად,ეხოც გადავიღე ,რამე რომ იყოს დარჩენილი,ხომ გამოჩნდებოდა?ნერვიულობაზე შეიძლება რომ დენა დამემართოს?

Posted by: wuna 22 Sep 2017, 11:23
makamariami
რავი მე თავისით მომეშალა არაფერი დამჭირვებია და 7 დღე მქონდა, ბოლოსკენ ისიც დენას რო ვერ დაარქმევ ეცხო უბრალოდ საფენზე.
შენ ადგილას მეც შიში ამიტანდა და არ მენდომებოდა წასვლა საავადმყოფოში
მარა იქნებ ასე ჯობდეს?

Posted by: Anukia198889 22 Sep 2017, 11:29
makamariami
მედიკამენტოზურის მერე ეხო გადაიღე? ანუ გამონთავისუფლებული იყო მთლიანად კარგად საშვილოსნოდან? თითქმის ერთი თვეა გასული.
* * *
და ვისთან გადაიღე კიდე ეხო მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემს ახლობელს დაემართა მასე ერთი თვე ქონდა გამონადენი და ეხოც კი გადაღებული ქონდა მაგრამ ვერ დაუნახიათ. იყო რაღაც დარჩენილი და ის იწვევდა მაგ დენას. არ მინდოდა შემეშინებიე მაგრამ თავი დაიზღვიე და აუცილებლად გადაიღე ეხო. რამდენი კვირის იყავი?

Posted by: MARIMARI123 22 Sep 2017, 11:47
wuna
რამდენი კვირის იყავი რომ მოგეშლა?
ისე მეშინია,ბავშვებით ვარ მარტო სახლში,გული არ გავუხეათქო ბავშვებს,ეხლა დავრეკავ ექიმთან...
Anukia198889
კი გადავიღე ეხო კარგადაა ყველაფერიო,რედგენოლოგმა,მეორე ეხოც მეკუთვნოდა უფასოდ,მაგრამ არაა საჭირო,ყველაფერი კარგადააო...
ეხოს მერე გამოფხიკეს?sad.gif
7 კვირის ვიყავი...
* * *
ეხლა დავურეკე ექიმს,მოდი და წამალს მოგცემო,ალბათ დარჩენილია მარათლაც რაღაც,დღეს ვერ მივალ ფიზიკურად და ორშაბათს მოდიო,მანამდე ალბათ დავიცლები სისხლისგან,
ისედაც პანიკიორი ვარ და ეს მინდოდა კიდევsad.gif

Posted by: Anukia198889 22 Sep 2017, 12:03
makamariami
უფასოდ რომ გეკუთვნოდა იმიტო გითხრა არაა საჭიროო თორე ერთი ფასიანი ყოფილიყო გეტყოდა ორ კვირაში გადაამოწმეო. კი ეხოს მერეც გამოფხიკეს მაგრამ არ იყო რთული და ბევრჯერ ჩარევა არ დაჭირვებიათ. ამას დენა რომ არ შეუწყდა და ეხო გადაიღო მედიკამენტოზურის მერე ენდომეტრიოზი გაქვსო უთხრეს და მაგაზე დაიწყო მკურნალობა. სულ ტყუკა მკურნალიბდნენ ენდომეტრიოზზე როცა ნარჩენი იყო და ვერ მიხვდნენ. შემდგ სხვაგან გადაიღო ეხო და იქ დაინახეს ნარჩენი. sad.gif ღმერთმა დაგიფაროს და უბრალოდ შესაკუმში იყოს შენთან.

Posted by: MARIMARI123 22 Sep 2017, 12:06
QUOTE (Anukia198889 @ 22 Sep 2017, 12:03 )
makamariami
უფასოდ რომ გეკუთვნოდა იმიტო გითხრა არაა საჭიროო თორე ერთი ფასიანი ყოფილიყო გეტყოდა ორ კვირაში გადაამოწმეო. კი ეხოს მერეც გამოფხიკეს მაგრამ არ იყო რთული და ბევრჯერ ჩარევა არ დაჭირვებიათ. ამას დენა რომ არ შეუწყდა და ეხო გადაიღო მედიკამენტოზურის მერე ენდომეტრიოზი გაქვსო უთხრეს და მაგაზე დაიწყო მკურნალობა. სულ ტყუკა მკურნალიბდნენ ენდომეტრიოზზე როცა ნარჩენი იყო და ვერ მიხვდნენ. შემდგ სხვაგან გადაიღო ეხო და იქ დაინახეს ნარჩენი. sad.gif ღმერთმა დაგიფაროს და უბრალოდ შესაკუმში იყოს შენთან.

ფიზიკურად არ შემიძლია გასვლა,რომ ეხო სხვაგან გადავამოწმო,ძალიან მაინტერესებს მარათლა დარჩენილი მაქვს თუ არა,დოზას დაგიმატებო,ისევ ისეთი ტკივილები თუ მექნება ვერც გადავიტან...
რავიცოდი ასე რომ დამემართებოდა,მედიკამენტოზურს არც გავიკეთებდი...

Posted by: wuna 22 Sep 2017, 12:11
makamariami
6 კვირის ვიყავი.

Posted by: MARIMARI123 22 Sep 2017, 12:46
QUOTE (wuna @ 22 Sep 2017, 12:11 )
makamariami
6 კვირის ვიყავი.

მაგ ასაკზე ადვილია უფრო...



...........

Posted by: mashusha 21 Oct 2017, 23:18
გოგოებო, 5 კვირის ფეხმძომობა შემწიყდა. ვიკეტებდი უტროჯესტანს. გინეკოლგმა ტავისით წამოვა, არ გინდა წამლებიო. მსგავსი ვინმეს გქონიათ და რამდენ დღეში წამოვიდა წამლების შეწყვეტის მერე?

Posted by: blblbl 22 Oct 2017, 00:21
mashusha
აუ sad.gif( მიზეზი?

Posted by: mashusha 22 Oct 2017, 07:35
blblbl


ნეტავ, პასუხი არსებობდეს sad.gif((
* * *
გოგოებო, ვისაც ორსულობა შეგწყვეტიატ, სიმპტომები მალევე გაგიქრათ?
მე მკერდი ისევ მტკივა. ისევ დაბინდული მაქვს გონება, გული მაქვს ცუდად, თიტქოს დაღლილი ვარ, მეძინება, ისევ მეზიზღება ყავა, ისევ ემოციები.. აბორტი ჯერ არ გამიკეთებია. ალბათ, ისევ ჰორმონები ტრიალებს ორგანიზმი და მაგის ბრალია ხო?

Posted by: north 22 Oct 2017, 18:12
mashusha
ძალიან მეწყინა sad.gif

Posted by: wuna 23 Oct 2017, 11:12
mashusha
მე მქონდა 7 კვირაზე დამეწყო. 6 კვირისა გაჩერებულა.
არაფერი დამჭირვებია. მეც მანამდე უტროჟესტანს მაგნე ბ და ფოლიუმს ვსვავდი + პაპავერინის სანთლები
თავისით გამოდევნა საშვილოსნომ. საღამოს ვარდისფერი ღია ფერის 1 ნაცხივით მქონდა
მეორე დილით სისხლი წამომივიდა რამდენიმე წვეთად
წავედი ეხოზე. მოშლააო. ეს თავისით ჩამოვაო და მასეც მოხდა, იმავე დღეს საშინელი ტკივილების ფონზე ჩამოიშალა.
დაახლოებით 5-6 დღე ნარჩენებად მოდიოდა კიდე მარა ისე აღარ
სიმფტომები ვიღას ახსოვდა მორალურად ვიყავი განადგურებული. 3 დღე ვიწექი და არავინ და არაფერი მინდდოდა. ჭამითაც ვერ ვჭამდი სუ მეტირებოდა

Posted by: oo la la 23 Oct 2017, 11:31
mashusha

აუუ sad.gif გული დამწყდა

Posted by: mashusha 23 Oct 2017, 11:32
wuna
ასპირაციაო მიტხრეს
არ არის აშრევებაო

Posted by: luxus35 23 Oct 2017, 11:36
mashusha
მე შემიწყდა მე-6 კვირაში, თავისით ჩამოვიდა... პირველი უპრობლემო ორსულობა მქონდა, მე-2 ცუდად დამთავრდა, მე მივაწერე იმას რომ ჩემი ორგანიზმი გადაღლილი იყო - ბავშვი, სამსახური, სახლის საქმეები + გაციება-ხველა

Posted by: annaninio 23 Oct 2017, 12:14
mashusha
უტროჟესტანის გამო არ ჩამოდის, მაგ დროს სარისკოა მედიკამენტოზური, ვაკუუმ ასპირაცია ყველაზე ადვილია.

Posted by: wuna 23 Oct 2017, 12:18
mashusha
sad.gif ჰმმ... მე ეგრევე შემაწყვეტინა წამლები. მარტო გამაყუჩებელი დავლიე რომელმაც მაინც არ მიშველა ისე მტკიოდა
ძნელია... მართლა ძნელია მორალურად
ფიზიკურ ტკივილს კიდე აიტან.. გაივლის და ეს კიდე... sad.gif

Posted by: mashusha 23 Oct 2017, 12:48
annaninio
wuna
გავიკეთე უკვე. არ ჩამოვიდოდა წამლით, ისე იყო მიკრული. ჯობდა 10 წუთი ამისთანა ტკვილი. ასატანია, დიდი არაფერი...
უკვე მეორედ ((

Posted by: saloo.mee 30 Oct 2017, 18:58
mashusha
შენც ჩემსავით მოგსვლია მეორედ...
ნეტა თუ გვეღირსება მალე ბავშვი ხელში.. უკვე აღარც მჯერა და არც წარმომიდგენია.. გადავიღალე

Posted by: mashusha 30 Oct 2017, 19:50
saloo.mee


იქნება კი. გამოკვლევაა ალბათ საჭირო.შენ რა გითხრეს?
მემეუბნებიან პროეგსტერონი გაქვს დაბალი და მაგის ბრალიაო.

Posted by: nopiahopi 31 Oct 2017, 10:57
saloo.mee
QUOTE
ნეტა თუ გვეღირსება

"თუ" რა არის? აბა შემოუძახეთ თავს!! smile.gif მე რომ მე ვარ, მაქვს იმედი, რომ კიდევ გავაჩენ ბავშვს და თქვენ რატომ ეჭვობთ?
პრინციპში იმედი რა, რაც დრო გადის, უფრო დარწმუნებული ვარ, რომ გავაჩენ biggrin.gif

ასე რომ, "თუ" მოისროლეთ შორს !! არ გვჭირდება არაფერში !! smile.gif

Posted by: basquiat 4 Nov 2017, 20:46
თქვენი დახმარება მჭირდება რა, ძაან გთხოვთ რაღაც კითხვები მაქვს .. მუცლის მოშლის შემდეგ ენდომეტრიუმი არის სქელი, და რა საჭიროა მაინც გამოფხეკვა? და რა რისკია რომ დავუცადო იმას რომ მენსტრუაციას გამოყვეს, ? მენსტრუაცია ჯერ არ მიწევს იმიტომ, რომ მუცლის მოშლის სისხლდენა დამთავრდა 2 კვირის წინ ,მეექვსე კვირაზე დამეწყო მუცლის მოშლა
მარა ნაყოფი 2 კვირის განვითარების იყო 2 კვირაზე შეწყვიტა განვითარება. ექიმი მითხრა 3 დღის უკან , რო 1 კვირაში მენსტრუაცია თუ არ დაგეწყო გამოფხეკვააო საჭირო. რაც არის ძაან შეუძლებელი.
.

Posted by: mashusha 5 Nov 2017, 10:55
basquiat

ვინ არის შენი გინეკოგოლი?
თუ ძალიან გაწუხებს ეჭვი, სხვა გინეკოლოგთანაც გადაამოწმე. მე მქონდა ორი აბორტი, მაგრამ, როგორ მეუბნებოდნენ სისხლდენა არ უნდა გაგრძელებულიყო ჩვეულ მენსტრუააზე მეტი ხნით. მერე, მომდევნო მენზოს მერე ვნახულობდით როგორ მიდის საქმეები და ეგ იყო. ენდომეტრიუმის სისქეზე აქცენტი არ ყოფილა.. არ ვიცი რა გიტხრა.
დედებშიც დაპოსტე აბა...

Posted by: pawu88 5 Nov 2017, 19:18
გამარჯობათ. თებერვალში გახდება 2 წელი რაც გავთხოვდი. უკვე მქონდა 3 შეწყვეტილი ორსულობა. 1.პირველად მალევე დავრჩი ორსულად, 6 კვირის ვიყავი გულისცემა არ დაფიქსირდა. გავიკეთე გამოტუმბვა ნარკოზით. მიზეზი ვერაფერი ვერ იპოვა ექიმმა... შემდეგ ექიმმა რადგან არაფერია გლანდები შეიმოწმე თუ ოდნავ მაინც არის ამოიჭერი რომ ეგეც გამოვრიცხოთ (ერთ ერთიო ბაქტერიების კერააო). ოტორინოლარინგოლოგმაც არის ჩირქოვანი კერებიო და გავიკეთე ოპერაცია. (კინაღამ გადავყევი, დენა დამეწყო და მეორედ გამკერეს).. 2) 10 თვეში ისევ დადგა ორსულობა (ექიმის ნებართვით). ეგრევე წავედი ექიმთან და გამომიშვა უკან ჯერ ადრეა ერთ კვირაში მოდიო და ეხოც მერე გადაიღეო. რომ უნდა მივსულიყავი წინა დღეს დამეწყო დენა. ეს ორსულობაც შეწყდა. თავისით ჩამოიშალა ჩარევა არ დამირვებია..მიზეზი ისევ არაფერი. ენდოკრინოლოგთან ვიზიტი მხოლოდ და დამინიშნა ლ=თიროქსინი. 3 თვის შემდეგ ისევ დავრჩი ორსულად. მეორე დღესვე ენდოკრინოლოგის დანიშნულება მივიღე დავიწყე წამლების დალევა. გინეკოლოგმა ისევ ეხო ჯერ არა ერთ კვირაშიო. რთ კვირაში გულისცემა 105 დააფიქსირა. (სუსტია ცოტაო და 5 დღეში ისევ დამიბარეს) გინეკოლოგს ამაზე რეაგირება არ ჰქონია. 5 დღეში მივედი და გულისცემა არღარ იყო. დამინიშნეს მედიკამენტოზური აბორტი. რამაც ვერ დაძია და 10 დღეში გამიკეთეს გამოფხეკა ნარკოზის გარეშე. 1 წელი დაასვენე ორგანიზმიო, სხვა ექიმებმა 3 თვეც საკმარისიაო. აღარ ვიცი რა ვქნა........ ეხლა მაგ კლინიკისკენ და ექიმისკენ არც გავიხედები. მაგრამ ძალიან დათრგუნული ვარ და უკვე დაორსულებისაც მეშინა. მზად არ ვარ თითქოს

Posted by: mashusha 5 Nov 2017, 20:00
pawu88


კარგი გინეკოლოგი მოძებნე.
წეროები იკითხე აბა, გირჩევენ გოგოები. ალბათ, გამოკვლევა და ცოტა დახმარეა გჭირდბა. მე ორი მოშლა მქონდა მიყოლებით. მანამდე ერთი გავაცინე უპრობლემოდ smile.gif)

Posted by: qetusiaaa_qetuu 5 Nov 2017, 23:43
pawu88
სად ან ვისთან დადიოდი გინეკოლოგთამ? წესით შენ ძლიერი გინეკოლოდი გინდა , 3ზ მეტი მოშლის შემთხვრვაში ანალიზი კეთდება აუცილებლად ანტიფოსფოლილიდურ სინდრომზე ,ასევე დაორსულებამდე ვირუსებზე..

Posted by: joy30 6 Nov 2017, 00:01
mashusha
ძალიან მეწყინა შენი ამბავი , წარმომიდგენია რა სტრესი გადაიტანე . არ დანებდე აუცილებლად გეყოლება მეორე , მთავარია კარგ ექიმთან მიხვიდე.

Posted by: pawu88 7 Nov 2017, 02:11
mashusha
Mashusha shen rame problema gitxres wina 2 ze? Mesameze imkurnale rame tu? Maadloba
* * *
Qtusiaaa_qetu maia mchedlidzestan davdiodi imedis klinikashi. Antifospolipiduri gavikete exla normashia. Virusebic ar aris.. axal ginekologtan mivedi. Mitxra rom sisxli cudad miewodeba placentaso. Sisxlia gamatxelebwli unda svao. Da daorsuldebi tu ara egreve nevsebis keteba daiwyo mucelahi. Esec sisxlis karvi miwodebistvis. Dekembridan ukve sheidzleba orsuloba. Imedi maqvs awi yvelaferi kargad meqneba.

Posted by: eet 7 Nov 2017, 10:01
pawu88
მე მაქვს 2 შეწყვეტილი ორსულობა, გამომიკვლია ყველაფერი ექიმმა და არაფერი არ მქონდა. ბოლოს გამიშვა ვაძიმ ხატიაშვილთან და ჰისტეროსკოპია გავიკეთე. ორი პოლიპი აღმომაჩნდა საშვილოსნოში და ხელს უშლიდა ნაყოფის გაზრდას. როგორც უცხო სხეული ისე ექცეოდა. მერ ეკი გავაჩინე უპრობლემოდ..კარგი გინეკოლოგი გჭირდება ჯერ გამორიცხოს ყველაფერი და მერე თუ საჭირო იყო ჰისტეროც გაიკეთო...ის მეც დავრჩი თუ არა ორსულად , ეგრევე სისხლის გამათხელებლები მიაშველა.10 დღე ვიკეთე მუცელში ნევსი

Posted by: anuki-anuki1990 8 Nov 2017, 11:24
eet რა ვადაზე გეშლებოდა შეგიძლია მითხრა? მეც მაქვს იგივე პრობლემა,ჰისტეროსკოპია არ შემოუთავაზებია ჩემს ექიმს ანტიკოაგულანტებით მკურნალობს
ეხოზე არ ჩანს პოლიპი? sad.gif

Posted by: pawu88 8 Nov 2017, 12:36
Eet
Gamokvlevebshi mec araferi ar maqvs. Hiteroskopia ar utqvamt ro gameketebina.. ertaderti sisxlis gamatxelevlebis nishveleba meti arafeti utqvamt.

Posted by: eet 8 Nov 2017, 22:03
ეხოზე ვერ ხედავდა და რადგან ყველაფერი მქონდა გამოკვლეული და მაინცეშლებოდა, დამაჯინა დამიხატა ფურცელზე პოლიპი და ამიხსნა ეს არის მიზეზიო. თვითონ ვერ ხედავდა. ორი აღმომაჩნდა თანაც

ერთი 8 კვირაზე შეწყდა მეორე 6

Posted by: anuki-anuki1990 9 Nov 2017, 13:00
აუ ჩემთვის არცერთ ექიმს არ უთქვამს,გამჭყიპეს ამ ანტიკოაგულანტებით და კლექსანებით აღარ შემიძლია

Posted by: Berlli7755 9 Nov 2017, 13:32
anuki-anuki1990
შენთან რა ვადაზე შეწყდა ორსულობა? აუ ნეტა ჩემთანაც ეგ პრობლემა ხომ არ არის? მე 23 კვირაზე უკვე დიდი იყო ნაყოფი და მოკლედ რააააააა sad.gif(((((

Posted by: anuki-anuki1990 9 Nov 2017, 13:56
Berlli7755
2 ჯერ შემიწყდა და ორივეჯერ 5 კვირაზე,მაგის მერე დაორსულებაც მიჭირს,რამე დაზიანება რომ მქონდეს წესით ეხოზე არ უნდა ჩანდეს?
დავიღალე რა

Posted by: ათულია 9 Nov 2017, 14:19
anuki-anuki1990
რა დაიზიანება? რეებზე ფიქრობ ამოიგდე თავიდან

მოეშვი გადაერთე ისიამოვნე და მოვა!

Posted by: anuki-anuki1990 9 Nov 2017, 14:33
ათულია
ვაიმე უკვე აკვიატებაში გადამდის ისე ვარ,ჩემს ექიმსაც ეჭვის თვალით ვუყურებsad.gif

Posted by: ათულია 9 Nov 2017, 14:35
anuki-anuki1990
არა კარგი ეს აკვიატებებ ახირებები დამიჯერე

Posted by: Berlli7755 9 Nov 2017, 14:41
anuki-anuki1990
ძალიან ადვილია თქმა მაგრამ მეც ეგრე ვიყავი , ზოგადად ისეთ დასკვნამდე მივდივარ შენ უნდა იყო ყველაზე მეტად ყურადღებით და შენ არ უნდა გამოგეპაროს არაფერი მე ორი ექიმი გამოვიცვალე , ზუსტად მას ევიყავი უნდობლობა მაქვს და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ ძალიან ძნელია რაა sad.gif(( სად დადიხარ ეხლა

Posted by: anuki-anuki1990 9 Nov 2017, 14:42
ათულია
ხო ვიცი user.gif
* * *
Berlli7755
მარინა ჯანგიძესთან,მესამე ექიმია ჩემთვის
შენ ვისთან დადიხარ?

Posted by: ათულია 9 Nov 2017, 14:58
Berlli7755
QUOTE
ძალიან ადვილია თქმა

არც შესრულებაა რთული მთავარი მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობაა

Posted by: 10-10-2017 10 Nov 2017, 19:28
ჩემს ცოლს შეუწყდა 2 წლის წინ სახლში მისულს საჭმელი გაკეთებული არ დამხვდა. და ისე ვცემე და ვაგორავე ძირს ბავშვი მუცლიდან პატრულში რეკავდა


Posted by: Berlli7755 10 Nov 2017, 22:45
anuki-anuki1990
მე ლია ჯანელიძესთან ახალ სიცოცხლეშია ეხლა

Posted by: jugelge 10 Nov 2017, 22:48

მეგობრებო ჩაჩავაში რომ კაპანაძეა ჰო არ გსმენიათ ვინმეს მასზე რამე?
Berlli7755
anuki-anuki1990

Posted by: Berlli7755 10 Nov 2017, 22:48
anuki-anuki1990
მარინა ჯანგიძე არ გამიგია სად მუშაობს ?
* * *
jugelge
jugelge


ჩაჩავაში ფიქრია ვიცი გვარი არ მახსოვს კამლაძე თუარ ვცდებიიი მაგას აქებენ და ბევრი ვიცი კმაყოფილი ოღონდ მეანი არ არის

Posted by: Nana.nanina255 13 Nov 2017, 00:15
გოგონებო, მოგესალმებით. მარტში შევიწყვიტე ორსულობა მე13 კვირაზე ( ვერ ვითარდებოდა ნაყოფი). შემდეგ ჩავიტარე ყველა გამოკვლევა და ექიმმა უკვე მეოთხე თვეა დაორსულების ნება დამრთო. იმდენად მინდა ორსულობა, უკვე მეჩვენება ხოლმე, რომ ორსულობის ნიშნები მაქვს smile.gif წინაზე მეორე თვეში უკვე ორსულად ვიყავი ( ზედმეტი ფიქრის და გამოთვლების გარეშე ). ეხლა თითქოს ყველაფერს ვითვალისწინებ და მაინც არ ვარ user.gif გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა?

Posted by: Sandra2209 21 Nov 2017, 17:56
გამარჯობა გოგოებო,თუ შეგიძლიათ პირველ ტრიმესტრში შეწყვეტილი ორსულობის სიმპტომები დაწეროთ ვინმემ

Posted by: სნუპ დოგი 21 Nov 2017, 18:22
გინდათ მეგობრული რჩევა? ქართველ ექიმებს არ გაეკაროთ

ბოლო 2 თვე სადმე უცხოეთში წადით

Posted by: .ნინო 21 Nov 2017, 22:51
Sandra2209
ძირითადად დენა იწყება მაგ დროს... თუ ეჭვი გაქვს, ეზოზე უნდა ამოწმო ხშირად და ხეგე და პროგესტერონი აკონტროლო...

Posted by: Sandra2209 22 Nov 2017, 14:29
.ნინო
დიდი მადლობა, არა ეჭვი არ მაქვს უბრალოდ ერთი თვეა ვერც ეხოს ვიკეთებ, ვერც ვერანაირ ანალიზებს, კიდე ერთი თვე ესე ვიქნები და არ მინდა რამე სიმპტომი გამომეპაროს, თან არც გულისრევები მაწუხებს და არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს. ბრმასავით ვარ ეს ორი თვე.

Posted by: sesilia28 5 Dec 2017, 16:01
გოგოებო ვისაც მედიკამენტოზური აბორტი გაგიკეთებიათ როგორ მოვემზადო? რაღაც აბებს დავლევ და დენა დამეწყება? რამდენ ხანში? სახლში გამომიშვებენ თუ გტოვებენ მეთვალყურეობის ქვეშ? დიდი პაკეტი დამჭირდება ალბათ ხომ?

Posted by: mashusha 5 Dec 2017, 16:24
sesilia28


აუფ sad.gif((( ზალიან მეწყინა!

მედიკამენტოზური გითხრეს? მე მგონი შენ ჰორმონებს იღებდი, არა?
მე ვსვამდი ჰორმნებს და ამიტომ მიტხრეს, მედიკამენტოზური ასეთ დროს წარმატებული არ არისო. ახლა ფაქტიურად ზალითაა მიმაგრებული ჰორმონების ფონზე და სრულად ვერ ჩამოვაო. გაგაწვალებსო და სეიძლება მაინც გამოსაფხეკი დარჩეო, ამიტომ, აბორტი გავიკეტე ასპირაციით


Posted by: sesilia28 5 Dec 2017, 16:51
mashusha
წინა 2 შემთხვევაში ჰორმონებს არ ვიღებდი შენარჩუნებისთვის მაგრან ყოველ ჯერზე 2-2 ასპირაცია დამჭირდა, ამიტომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იქნებ ასე უკეთ გამოვიდეს. საავილოსნოს ყელი იხურება მანიპულაციის შედეგად და გროვდება შიგნით, 2 ჯერ ხელოვნურ ჩარევას ისევ ასე მირჩევნია მგონი :-(

Posted by: mashusha 5 Dec 2017, 17:23
sesilia28


ექიმმა გირჩია?
მე მითხრა არ გამოვაო...

Posted by: sesilia28 5 Dec 2017, 17:27
mashusha
კი ექიმის გადაწყვეტილებაა, მე არაფერი მითქვამს და მიკითხავს, ვიცი ხშირად არ გამოდის და ჩარევა მაინც საჭირო ხდება, მაგრამ იქნებ გამიმართლოს

Posted by: wuna 5 Dec 2017, 17:55
sesilia28
sad.gif((((((( საშინლად მეწყინა sad.gif ძალიან ვწუხვარ

Posted by: sesilia28 5 Dec 2017, 18:22
wuna
მადლობა საყვარელო :*

Posted by: wuna 5 Dec 2017, 20:45
sesilia28
და რატო? რა მოხდა? ჰო ყველაფერი კარგად იყო

Posted by: sesilia28 5 Dec 2017, 21:07
wuna
თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ხეგე კარგად იზრდებოდა. 5კვირაზე ეხოზე რომ მივედი სანაყოფე პარკი ჩანდა მაგრამ ჩამორჩენა აქვსო და უნდა დავაკვირდეთ ვითარდება თუ არაო, 6 კვირაზე სანაყოფე პარკი უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი, ხეგეც მინიმალურით იმატა, არც ემბრიონი ჩანდა რაც ამ ვადისთვის უკვე აუცილებლად უნდა ყოფილიყო, შაბათამდე მაინც დაველოდითო იქნებ სასწაული მოხდეს რადგან ის უმნიშვნელო ზრდა იყო

Posted by: wuna 5 Dec 2017, 21:31
sesilia28
აუუუ რანაირია რაა.
მე რო მომეშალა მიზეზივ ვერ მითხრეს თავისით ჩამომეშალა.
იქნებ ცოტა კიდე დაგეცდია. იქნებ 6 კვირისა არცა ხარ

Posted by: sesilia28 5 Dec 2017, 21:36
wuna
არა ზუსტად ვიცი ოვულაციის პერიოდი, თან ხეგეც რომ იზრდებოდეს კიდევ აქვს აზრი ლოდინს. მიზეზი არც მე ვიცი, ექიმმა გენეტიკური კვლევა უნდა ჩაიტაროო, სავარაუდოდ სიახლის მიმოქცევის დარღვევაა

Posted by: wuna 5 Dec 2017, 21:41
sesilia28
აუუუ აი რატო რატო...
გაგიჟდება კაცი რა. ზუსტადაც რო ვერ გეუბნებიან რისი ბრალია და შენც რო აღარ იცი რა ქნა ადამიანმა. ყველაფერში თავს იდანაშაულებ. საშინელი გრძნობაა
ისე მიხაროდა ისე მჯეროდა რო ვსე უკვე ყველაფერი კარგად გაქვს.
არ დანებდე რა. არ ჩამოყარო ყურები. გეყოლება პაწია კნოპაჩკა. აუცილებლად

Posted by: sesilia28 5 Dec 2017, 22:00
wuna
აი აღარანაირი ემოცია აღარ შემრჩა, ეხლა იმის შიში მაქვს აბორტი როგორ ჩაივლის, რომ ვიცოდე რომ დასასრული აქვს ამ ყველაფერს ალბათ მავიდად ვიქნებოდი. ყოველ ჯერზე იმედი მქონდა რომ შემდეგში გამიმართლებდა. გამოდის რომ მთელი 5 წელი არაფერი გამიკეთებია, სულ მცდარი დასკვნები მქონდა. თავს უიღბლოს ვუწოდებდი რომ ყოველ ჯერზე რაღაც განახვავებული მემართებოდა. რამდენჯერ მიფიქრია იქნებ ვინმემ დამწყევლათქო. ყველაფერი ხომ არსებობს ქვეყნად. ვიწყებ ისევ თავიდან რომ გავჩერდე ეგეც ჭკუიდან შემშლის, სხვა გზა არც მაქვს

Posted by: wuna 5 Dec 2017, 23:08
sesilia28
არა არ იფიქრო.
მე იმის მერე აი ვერ აგიღწერ ძალიან მყარად მჯეროდა რო ამჯერად ყველაფერი ისე კარგად გვექნებოდა როგორც მზეა მაღლა. რომ არაფერი გაგვიჭირდებოდა. რომ ბოლომდე გავიდოდი და ბაოც კარგად იქნება. ახლა ამ ექიმმა ცოტა თვალები მიყვლიპა კრიოდესტრუქცია გაქვს გაკეთებული არანამშობიარებს და ვაი რო არ გაიხსნას ყელიო მარა როგორ ცალ ფეხზე მკიდია იციი? მჯერა რო ჩემით გავაჩენ და თანაც ძალიან მარტივად
შენი თავის გჯეროდეს ჩემო კარგო. სხვა ვერაფერს გაგვიკეთებს ისე როგორც ჩვენთვითონ შეგვიძლია. ფიქრებს და განწყობას ჰო იცი ბევრი რამე შეუძლია
რომ მომეშალა 3 დღე ვიწექი და ვტიროდი არც ვჭამდი. ყველაფერში სხვებს ვადანაშაულებდი. ვბრაზობდი რატო დავიტვირთე ასე სამსახურშითქო. მერე კი მეთქი გეყოს. ავიყვანე თავი ხელში და ახლა შენც ეგრე უნდა ქნა. დაიწყე ახლიდან. იფიქრე ისე როგორც უკვე ორსულმა. მოუფრთხილდი თავს და წერო კიარა კომბოსტოების მინდორში იქნები. გაუძელი უნდა ყოჩაღი იყო

Posted by: sesilia28 5 Dec 2017, 23:18
wuna
მადლობა საყვარელო, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, ყველაფერი ძალიან კარგად გექნება და ბედნიერი დედიკო იქნები. მეც გავაგრძელებ ბრძოლას, ეხლა ეს აბორტის პერიოდი და მერე ერთი თვეც დამჭირდება შესასვენებლად, ახალი წლიდან ახალი შემართებით და იმედებით დავიწყებ

Posted by: wuna 5 Dec 2017, 23:25
sesilia28
ჰო ჰო არ დაყარო ფარხმალი
8 წელია ჩემს თანამშრომელს შვილი არ ჰყავდა. იწვალეს იტანჯეს. მილები ორივე ამოაჭრეს გარეორსულობები და მოშლები.
და ახლა დღე დღეზე ელოდება ბაიას. ინვიტრო სცადეს და პირველივეზე გამოუვიდათ იმიტო რო ძალიან სჯეროდა.
განეწყვე და მოვა წერო სად წავა?! მთავარია რო არ მიატოვო ცდა

Posted by: tweety86 6 Dec 2017, 09:38
sesilia28
მე მაინც არ ვკარგავ იმედს რომ შენი პატარა კარგადაა.

Posted by: sesilia28 6 Dec 2017, 10:54
tweety86
ვფიქრობ ქალი ყოველთვის გრძნობს ორსულობას, ოღონდ ვერ ხვდება ხოლმე. მე ვგრძნობ რომ ჩემში სიცარიელეა :-( :-* არ ვფიქრობ რა იქნება და რა დამხვდება

wuna
მთავარია მიზეზი დადგინდეს და მკურნალობას ექვემდებარებოდეს და ორსულობა რომ დგება ფაქტია. მადლობა გამხნევებისთვის და გვერდში დგომისთვის, რომ არა ეს თემა ალბათ ვერ დავიცლებოდი

Posted by: mashusha 6 Dec 2017, 11:06
sesilia28
QUOTE
მე ვგრძნობ რომ ჩემში სიცარიელეა :-(



რა ნაცნობის სიტყვები და სეგრძნებაა!
ორი მოშლა ქმონდა და ორივეზე გამუდმებით ეს სიტყვები მიტრიალებდა ტავში!
მე ორსულად აღარ ვარ, ცარიელი ვარ... ეს იყო პირველ მოშლაზე, როცა ეჭვის დონეზეც კი არ იყოს მოშლის საშიშროება. მივედი და 11 კვირის ნაყოფი მკვდარ დამხვდა.
მეორეზე გულის ცემას ველოდებოდით 2 კვირა და ზუსტად ვიცოდი რომ ცარიელი ვიყავი!

ერტ ექოსკოპიაზე რადიოლოგმა მიტხრა, სანამ ემბრიონი გამოჩნდება სანაყოფე პარკში, მანამ მის არსებობას გულის ცემით ვიგებთო. შენთან ცანს ემბრიონი და გულის ცემა არაა, ნუღარ ელოდებიო... ხავსს ვეჭიდებოდი მაინც...
მომდევნოზე პრველად გულის ცემას ნახავ!

Posted by: sesilia28 6 Dec 2017, 11:41
mashusha
ორსულ ქალს გულიც სხვანაირად უცემს, თავიდან არის რომ ვერ გრძნობ ორსულობას თორემ როცა ეხოზე გამოჩნდება და გულისცემა დაიწყება მერე შინაგანად გრძნობ. სულ არ ველოდებოდი ეხლა პრსულობას და მეტავ არც მომხდარიყო, მაგრამ მიზეზი გაირკვეველი იქნებოდა და ოდესმე მაინც ასე მოხდებოდა, დადებითიც ინდა დავინახო ალბათ ამ შემთხვევაშიც. შენ იცი მიზეზები პრსულობის შეწყვეტის? ბოლოს პროგესტერონის ნაკლებობაო მაგრამ 11 კვირაზე? წინა მეც 11კვირაზე მეტი ვიყავი, როგორ მეშლება ამ ექიმებზე ნერვები. ჰემატომა წამებში ჩნდებოდა, ეხოზე არაფერი მჭირდა რომ გადავიღებდი და დერეფანში გამოსულს დენა მეწყებოდა, ჰემატომა ისე წამებში ჩნდებოდა, არცერთს იფიქრია რომ სისხლის მიმოქცევის ბრალი იყო

Posted by: mashusha 6 Dec 2017, 11:56
sesilia28


არ ვიცი. სავარაუდოდ, პროგესტორონის ნაკლბბა იწვევს. არადა, მე ხომ გაცენილი მყავს და არ მქონია არც მიმოქცევის პრობლემა, არც პროგესტერონს. მე ასაკც მაქვს და ეგებ, ესეც არის პრობლემმა, არ ვიცი...

იცი რა არის? არათუ გულის ცემიდან, ტავიდანვე ვიცი რომ ორსულად ვარ და ტესტსაც იმიტომ ვიკეთებ რომ ეს გრძნობა დავადასტურო. 5-6 დღით ადრე ვიკეთებ ხოლმე მენზომდე.. ხომ სასაცილოა, მაგრამ, ასეა. მეორე სეწყვეტილზე პირველად რომ გავიკეთე ტესტი უარყოფითი აჩვენა. ისე გამიკვირდა, მეტქი, შანსი არაა. ორსულად ვარ ნამდვილად ტქო. მეორე დღეს გავიკეთე და დადასტურდა smile.gif სამი ორსულობა მქპნდა, სამივე 5-6 დღით ადრე დამიდასტურდა და სამივეჯერ იმიტომ გავიკეთე ტესტი რომ ვიცოდი ორსულობა!

11 კვირის როცა მოისალა არ მქონია არანაირი ჰემატომა. უბარლდო გაჩერდა ნაყოფი. პირველად რომ გულის ცემა მოვისმინე, ცოტა დაბალი ჰგონდა გულის ცემა. არაფერი უტქვა გინეკოლოგს, მაგრამ, მე ვნახე ნეტში და ვიდარდე ძალიან. როცა ექოზე ვნახეთ 11 კვირაზე მეტის ვიყავი, განვიტარებიტ ცოტა ცამორცებოდა... 1 კვირისთ, ცოტა მეტით.. არ ვიცი, შეიძლება სუსტი იყო ტავიდანვე, არ ვიცი... ძალიან ინერვიულა გინეკოლოგმა , კარგად მიდიდოდა ყველაფერი და ეს არ უნდა მომხდარიყოო. მერე დავიწყეთ მსჯელობა... ალბათ ამან გამოიწვია,ა არა იმან და აშ.. პირველად, ორსულობის დასაწყისში ყავისფერი გამონადენი მქონდა, მაგრამ, არ მივქცი ყურადღება. სამსახური მქონდა ისეთი.... ცოტა გვიან წავედ გინეკოლოგთან და ისეთი დაბალი აღმომაჩნდა პროგი რომ გული გაუსკდა. დავიწყეთ დიდი დოზებით მიღება და გადამოწმება რომ გავიკეთე, თიტქმის არ იყო წეული პროგი. მაინც ვითარდებოდა ორსულობა. მერე შეწყდა. ცოტა კი აიწია პროგმა, მაგრამ, ნორმა მაიცა რ იყო როგორც მახსოვს. ვიფიქრე ყველაფერი ხდება, რაღაც პრობლემა ჰქონდა ნაყოფს ტქო. არადა, იგივე გინეკოლოგი მყავს და დღემდე იმ აზრისაა რომ არ უნდა სეწყვეტილიყო. მერე მეორე ორსულობა.. შეწყვეტილზე მაქვს აქცენტი. მეორეზე გამონადენი არ მქონდა, მაგრამ, გინეკოლოგტან მალევე მივედი. მეტქი, წინაზე ხომე ს პრობლემა მქონდა ტქო. გავიკეტე ანალიზი პროგის და მიტხრა წინაზ რომ გქონდა პროგის ანალიზი იმაზე გაცილებით დაბალიაო ახლაო. დავიწყე იევ დიდი დოზები... გავიკეთე სისხლის ანალიზი გაფართოებული დე დიმერით. ნორმაში იყო. ანუ, სისხლის მიმოქევის პრობლემა ნაკლებად რომ იყოს... ამიტომ, გინეკოლგი მაინც პროგესტერონზე ეჭვობს! არ ვიცი... მე მგონი არარ გავრისკავ. აღარ მაქვს ტავი!

Posted by: sesilia28 6 Dec 2017, 12:07
mashusha
კოაგულგრამა და დ დიმერი მეც ყოველთვის წესრიგში მქონდა, პირველი ორსულობისას მეც პროგესტერონს დავაბრალე, მეორეზე აშკარად სხვა პრობლემა იყო და ეხლა ესეც აშკარად მგონი სისხლის მიმოქცევის პრობლემაა. გადაცდენდე დავიწყე პროგესტერონის მიღება, რუსულ სტატიაში წავიკითხე ზუსტად ჩემი შემთხვევა არ მიეწოდება საკმარისი სიახლი და ნაყოფი ვერ იზრდებაო. ეს ბოლო შემთხვევა არის ზუსტად ეგრე, იზრდება მინიმალურად, ეხლა შეიძლება შეწყვეტილია მაგრამ წინა ერთი კვირის განმავლობაში სანაყოფე პარკის და ხეგეც მომატებული იყო ოღონდ არა ნორმის ფარგლებში

Posted by: mashusha 6 Dec 2017, 12:19
sesilia28
sesilia28


მ მიტხრა პირველ შეწყვეტილ ორსულობაზე გინეკოლოგმა,რომ პროგის დაგვიანება, ან დაბალი იწევს იმას რომ ნაყოფი არაა კარგად მიმაგრებული და კვება ხდება ცუდად. შესაბამისად, მისი განვიტარება ფერხდება. პირველ შეწყვეტილზე მიტხრა რომ იმ ვადაზე იყო ორსულობა როცა უფრო მეტს ითხივს ნაყოფი სისხლს, ვიდრე მანამდე. ვეღარ მიეწოდა და სეწყდა. მეორეზე გულის ცემაც არ იყო...
შენთან გულის ცემა იყო?

არ ვიცი, რა გზას დავადგეთ? თუ გადავწყვიტე, ქე მიანც ისე რომ კიდევ აბორტი არ გავიკეთო. ძალიან სატრესულია sad.gif პირველი შეწყვეტილი დეკემბერში 1წლის უნდა ხდებოდეს და სულ მეტირება როცა მახსენდება. მისი ტოლები მყავს ირგვლივ, ერთად ვიყავით ორსულად. ისინი ხდებიან ან გახდნენ 1 წლის..

Posted by: sesilia28 6 Dec 2017, 12:32
mashusha
წინა ორ ორსულობაზე იყო გულისცემა და თავიდან კარგად ვითარდებოდა, ეხლა კი გულისცემამდეც ვერ მივიდა. მე ექიმმა მაშინვე მითხრა გენეტიკური კვლევა უნდა ჩაიტაროო. არ ვიცი, კიდევ რომ განმეორდეს ალბათ ყველაფერს მივატოვებ, აღარც ქმარი მინდა და არაფერი :-) ეგრე რომ ვიფიქრო პირველი შვილი 5წლის უნდა ხდებოდეს ეხლა

Posted by: mashusha 6 Dec 2017, 13:38
sesilia28


რა კვლვები გაქვს გეგმაში და ვისტან აპირებ მისვლას?

Posted by: sesilia28 6 Dec 2017, 13:53
mashusha
გენეტიკოსთან და ჰემატოლოგთან ვაპირებ კონსულტაციას, თვითონ მეტყვიან რა გამოკვლეები მჭირდება. რაც გოგოებოსგან გავიგე ციტოგენეტიკა, ჰომოცისტეინი და თრომბოფილია. მარინა ჯანგიძე აქეს გიგოებმა ამ კუთხით, გინეკოლოგიც არის და ჰემატოლოგიც, ვფიქრობ უფრო მეტი გამოცდილებაც ექნება. ორსულობამდეც მკურნალობს და მერეცო

Posted by: annaninio 7 Dec 2017, 13:49
sesilia28
რა მაინტერესებს იცი? გამოტუმბვის მერე ოქსიტოცინს არ იკეთებდი? მე ვიკეთებდი. რომ არაფერი დარჩენილიყო და საშვილოსნო კარგად შეკუმშულიყო. მშობიარობის მერეც დამიგროვდა ღრუში, გამოტუმბვა მითხრეს, მარა ოქსიტოცინმა მიშველა.

Posted by: sesilia28 7 Dec 2017, 13:54
annaninio
არა ეგ არცერთ ექიმს არ უთქვამს, თან მეორედ რომ მომეშალა მაშინ სასტიკად გავაფრთხილე პირველზე ასე დამემართა და ეხლაც არ განმეორდესთქო. ძალიან დიდხანს წვალობდა ყელის გახსნაზე. პირველად რომ გავიკეთე მაშინ კი გამომიწერა ოღონდ დენა თუ დაგეწყო მაშინ გაიკეთეო.

Posted by: ninA26 8 Dec 2017, 01:08
QUOTE (sesilia28 @ 5 Dec 2017, 21:07 )
wuna
თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ხეგე კარგად იზრდებოდა. 5კვირაზე ეხოზე რომ მივედი სანაყოფე პარკი ჩანდა მაგრამ ჩამორჩენა აქვსო და უნდა დავაკვირდეთ ვითარდება თუ არაო, 6 კვირაზე სანაყოფე პარკი უმნიშვნელოდ იყო გაზრდილი, ხეგეც მინიმალურით იმატა, არც ემბრიონი ჩანდა რაც ამ ვადისთვის უკვე აუცილებლად უნდა ყოფილიყო, შაბათამდე მაინც დაველოდითო იქნებ სასწაული მოხდეს რადგან ის უმნიშვნელო ზრდა იყო

როგორ განმიახლდა ერთი წლის წინანდელი ტკივილი.ზუსტად ანალოგიურად ვიყავი მეც..სიმშვიდეს გისურვებ...არ გამრთულებია ნაყოფი არ არის 5კვირის დიდ,,,მე ჰორმონებს ვსვავდი(დექსას და პროგესტერონს) შემიწყვიტა თუ არა ექიმმა მეორე დღესვე ტავისით წამოვიდა...როგორ მეზიზღება იმ მომენტის გახსენება...სიმშვიდეს გისურვებ.მომავალზე იფიქრე მხოლოდ

Posted by: sesilia28 10 Dec 2017, 14:13
გავიკეთე გოგოებო ვაკუუმ ასპირაციით, სულიერადაც და ფიზიკურადაც განადგურებული ვარ. ეს იყო უკანასკნელი, მეტს ვეღარც გადავიტან

Posted by: იათო 10 Dec 2017, 14:15
sesilia28
:* ძალიან ვწუხვარ. უფალმა გაგაძლიეროს

Posted by: rosonera 11 Dec 2017, 14:14
sesilia28
ძლიერი გოგო ხარ შენ. :* ყველაფერი ძალიან მალე ძალიან კარგად გექნება 2kiss.gif

Posted by: saloo.mee 11 Dec 2017, 14:47
sesilia28
ძალიან ვწუხვარ ! sad.gif

ყველაფერი წინ გვაქვს... ნეტა როდის მოფრინდებიან ჩვენი წეროები... იქნებ 2018-ს აღარ გაცდნენ ))
მგონი მე იმედიც დამეკარგა უკვე... გადავიღალე ძალიან sad.gif

Posted by: mashusha 11 Dec 2017, 17:50
sesilia28


მესმის, მაგრამ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიგიღია. ვაკუუმი უფრო ნაკლებად ტრამვულია სასვილოსნოსთვის. მედიკამენტოზური სნს შემთხვევაში რისკი იყო. გამიხარდა რომ გადაიფიქრე. მარტალი გიტხრა სულ მქონდა იმედი, რომ ვიღაც გირცევდა ვაკუუმს. მე წამლების მიცემის წინ ამხსნეს ყველაფერი და დავტანხმდი ვაკუუმს
სულიერი ტკივილი რომ მეტია ხორციელზე, ვიციტ ეს!
მაგრამ, ახლა, ერთი მოიტირე და იმაზე იფიქრე ეს პრობლემა როგორ მოიშორო. მომდევნო ორსულობას მომზადებული უნდა დავხდე, არ დაგავწიყდეს რომ ორსულობა შენთვის პრობლემა არაა და ახლა მიზეზს ვეძებთ რა იწვევს მოშლას.
წარმატებას გისურვებ!

Posted by: sesilia28 11 Dec 2017, 17:52
იათო
rosonera
saloo.mee
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif მადლობა გოგოებო

არ მოიფრინდებიან და იქით მივაკითხავთ ისეთ ჭკუაზე ვართ უკვე :-)

mashusha
კი გავიკეთე ეს ვაკუუმი მაგრამ უკვე მეშინია რომ მეორედ დამჭირდება, საერთოდ არ მქონია გამონადენი. ექიმმა მითხრა ისე იყო ყელი დახურული ნარკოზში რომ არ ყოფილიყავი ვერაფერს გაგიკეთებდიო და დაიხურა ალბათ ისევ, საიტოტეკს ვსვამ ეხლა იქნებ თუ რამეა გამოდევნოს. ისიც მეშინოაა მდენი ჩარევით რამე არ დამემართოს ამ ყელზე

Posted by: mashusha 11 Dec 2017, 18:03
sesilia28

პირველი ორ დღე ძალიან ცოტა მქონდა დ მერე იმატა ჩემტანაც. ისეთი სუფტა გამოვედი, ექიმმა ბამბაც კი მაჩვენა , ნახე რა სუფტაა ბამბაო. მე ხომ სისხლდენის მეშინოდა პირველი აბორტის დროს რომ მომიწყვეს ასე ვიტყოდი.
მეც კი ვიფიქრე, ზედმეტად ხომ არ ამფხიკეს ტქო.
ოჰ, რა ვიცი რა, არ ილევა!

Posted by: sesilia28 11 Dec 2017, 18:37
mashusha
არა ყველანაიტად ეცადეს დაზიანების და ზედმეტი ჩარევის გარეშე გაეკეთებინათ, ისტორია რომ მახა ექიმმა ისე შეწუხდა. არ ვიცი რა იქნება ამ ჯერზე, იმედია გამიმართლებს

Posted by: galgadot 12 Dec 2017, 20:38
გოგოებო გამარჯობათ , ძალიან ცუდათ ვარ 2 წლის ნანატრი ორსულობა ძლივს დადგა და გუშინ მომესჰალა 5 კვირის ნაყოფი , განადგურებული ვარ , ახლა მესმის იმ ადამიანების ვისაც უნდათ შვილი წლები ელოდებიან და უშედეგოდ

Posted by: sesilia28 12 Dec 2017, 23:29
galgadot
დამშვიდდი ჩემო კარგო, მეც 5 წელია უკვე ველოდები და 3ჯერ გამოვცადე ეგ საშინელება, გუშინწინ გავიკეთე აბორტი. კარგად გვესმის შენი, უბრალოდ თავი ხელში უნდა აიყვანო და დამშვიდდე, ნერვიულობით არც არაფერი შეიცვლება და თავს ავნებ პირიქით. განადგურებული მსუბუქი სიტყვაა ამ შემთხვევაში. მომავალზე იფიქრე და ძალიან მალე დადგება ნანატრი ორსულობა :-*

Posted by: galgadot 13 Dec 2017, 00:38
QUOTE (sesilia28 @ 12 Dec 2017, 23:29 )
galgadot
დამშვიდდი ჩემო კარგო, მეც 5 წელია უკვე ველოდები და 3ჯერ გამოვცადე ეგ საშინელება, გუშინწინ გავიკეთე აბორტი. კარგად გვესმის შენი, უბრალოდ თავი ხელში უნდა აიყვანო და დამშვიდდე, ნერვიულობით არც არაფერი შეიცვლება და თავს ავნებ პირიქით. განადგურებული მსუბუქი სიტყვაა ამ შემთხვევაში. მომავალზე იფიქრე და ძალიან მალე დადგება ნანატრი ორსულობა :-*

ვიცი რომ თქვენ ყველას კარგად გესმით რა არის შვილის დაკარგვა თუნდაც არ იცნობდე ჯერ .. ძალიან სამწუხაროა თქვენი ამბავი ღმერთმა ბევრი და ჯანმრთელი შვილი მოგცეთ ❤️❤️

Posted by: rosonera 13 Dec 2017, 12:08
galgadot
სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი წინაა.
https://forum.ge/?f=97&showtopic=34989165&st=570
აქ მოდი ვამხნევებთ ერთმანეთს. და ერთად ველოდებით წეროებს.

Posted by: galgadot 14 Dec 2017, 16:05
გოგოებო მინი აბორტის შემდეგ გამონადენი რამდენ ხანს გქონათ??

Posted by: mashusha 14 Dec 2017, 17:40
galgadot


გინეკოლოგმა ასე ამიხსნა, თუ იმაზე მეტხანს გაგრძელდ გამონადენი, ვიდრე მენზო გაქვს, მოდიო და ვნახოთ რა ხდბაო.
ანუ, რამდენ დღიანიც გაქვს მენზო, იმდენი ხანი გაგრძელება ბუნებრივია...

Posted by: celinee 27 Jan 2018, 23:43
გამარჯობა გოგოებო გილოცავთ ნინოობას .. მაინტერესებს აქ თუ ხართ ვინმე ვისაც საშვილოსნოს ყელზე ნაკერი დაგიდიათ ორსულობის შესანარჩუნებლად და როგორი შედეგი ჰქონიაა.. პირველი ბავშვი დავკარგე ნაადრევი მშობიარობით 6 ტვეზე და მგონია რომ ყელის ამბავი იყო მიზეზი მაშინ კი ვერაფერი მითხრეს .. თუ ხართ აქ მეტად გამოცდილები გთხოვთ მირჩიე მირჩიეთ რა და როგორ გავაკეთო იგივე რო ავიცილო თაბიდან ((((

Posted by: nikolsona 28 Jan 2018, 00:16
celinee
მე ორჯერ შემიწყდა 19 კვირაზე.. ნაკერი არც ერთხელ სრ მწონია. მეორე ჯერზე დავარაშვულს ვთხივდი ნაკერს და არ დამადო. აი შედეგიც. მედსამედ სუცილებლად დავიდრბ. არ ვიცი სად. მზად ვარ თურქეთშიც წავიდე. კიდევ მითხრეს ოქსიპროგესტერონის ნემსები უნდა იკეთოო. ვინ იყო შენი ეწიმი? ვერაფრრი იგრძენი იქქმდე? როგორ მოხდს მოყევი

Posted by: celinee 28 Jan 2018, 00:33
გია თვალთვაძე იყო გინეკოოლოგი ეხოზე მათითაშვილთანაც დავდიოდი მარა არ მქონდა დამოკლებული უცბათ დავღვარე წყლები და ყველაფერი უცბათ მოხდა მანამდე 10 დღით ადრე მქონდა ეხო გაკეთებული და ყელიც კარგად იყო რავიცი არც მძიმე ამოწევია არც არაფერი პირიქით ძალიან ვფრთხილობდი.. მოკლედ ეხლა დავდვდივარ ახალ სიცოცხლეში ლია ჯანელიძესთან მითხრა დიდი ალბათობით ნაკერს დაგადებო მთავარია სედეგი ქონდეს და დამადოს მარა არ გამიგია მითხრა 16 კვირაზე დაგიბარებ და ვნახავ თუ გჭირდებაო მე ვუთხარი მაინც მინდა თავი დავიზღვიო და გთხოვთ მჭირდება თუ არ მჭირდება მინდა ნაკერი თქო. ეგ გარანტია არააო ამოიკერი და ვსოო ყველაფერი 100% იანიო უნდა გაუფრთხილდეო და რავიცო სულ სახლში ვარ ძირითადად ვწევარ და შენ რას მირჩევ რა გავაკეთო როგპრ მოვოქცე თურქეთში რა გინდა აქ ვერ გაგიკერავენ თუ რატოო ???

Posted by: annaninio 28 Jan 2018, 03:31
მე მედო ყელზე ნაკერი.100% არაფერი რ არის, მაგრამ ასე თუ ისე იცავს. 22 კვირაზე დამადეს, მათითაშვილთან დაფიქსირდა ყელის დამოკლება და მივასწარი.მას მერეც მკაცრ წოლით რეჟიმზე ვიყავი. 36 კვირაზე გავაჩინე .

Posted by: celinee 28 Jan 2018, 08:31
annaninio
ხო მე უცბათ დამინოკლდა როგორც ჩანს იმიტო რო ეხოზე მეც ნამყოფი ვიყავი დაცრას ფიქრობ ყოველშემთხვევისთვის რომ დავიდო ხოარაფერი დაშავდება ,წინასწარ უნდა რამე განსაკუთრებული მომზადებაა?? ჩემმა გინეკოლოგმა მე დაგადებ ნაკერსო. ტკივილები ხომ არ აქვს მერეე .. ყელის სიგრძე რამდენი გქონდა ნაკერი რომ დაიდეეე???? მე მითხრა 37 კვირაზე აგხსნი მაგ ნსკერებსო და შენ 36 ზე დაგეწყო მშობიარობა თუ ეგრე ადრე რატოოო ???

Posted by: annaninio 28 Jan 2018, 10:41
celinee
კი, როგორ არ შეგიძლია.მეორეზე მე მასე ვაპირებ.ერთ გოგონას ვიცნობ 2 ჯერ დაემართა ეგ ცუდი ამბავი და მესამეზე 13 კვირაზე დაადეს საპრევენციოდ. გააჩინა მშვიდობით. მომზადების დრო არ იყო ჩემთან, დილით უზმოზე უნდა იყო რომ ნარკოზი გაგიკეთონ.მერე გადასხმას გიკეთებენ. ტკივილი პირველ დღეს მქონდა ცოტა, მერე აღარაფერი. 36 კვირაზე ნაკერს მოაწვა და მე შევშინდი, თორემ შეიძლებოდა კიდე 2 კვირა გაჩერება. აღარ წამოვედი კლინიკიდა. სულ ძალით გავაჩინე.

Posted by: celinee 28 Jan 2018, 10:47
annaninio
აჰა ცოტა მომეშვა ძაან ვნერვიულობ ხოდა დავადებინებ აუცილებლად ყელის სიგრძე შენ რამდენი გქონდა ?? მე 35 მაქვს არ ითვლება მოკლედ მაგრამ 22 კვირაზე რა მოხდება არ ვიცი უცბათ რომ დამოკლდეს მაგის მეშინია და დავადებინებ ნაკერს სანამ დამოკლდება
. ნარკოზი არაა ხო საშიში ნაყოფისთვის? სად დაიდე ნაკერიი ?? ვერ მივხვდი შეიძლება ცუდად დამადონ ნაკერი ??? ნიკოლსონამ რომ დაწერა თურქეთში უნდა გადავფრინდეო მაგან დამაფიქრა ჩემმა გინეკოლოგმა მე დაგადებო და რავიცი ცუდად რატო უნდა დამადოს (((( ჩემი უაზრო ფიქრები რაააა ((

Posted by: annaninio 28 Jan 2018, 11:17
celinee
25 მქონდა სიგრძე და შიდა პირი გახსნილი, საშინელი სანახავი იყო ექოზეც, გეგონება ბავშვს თავი ძაბრში აქვს ჩაყოფილიო.მე დავარაშვილმა დამადო,ვინაა შენი ექიმი?ნუ ნერვიულობ .ნარკოზზეც არ შეგეშინდეს, სასურველი არაა მაგრამ რას ვიზამთ.ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა,მაგ მხრივ ნუ გეშინია.ბევრს დაუდია საქართველოში ნაკერი და ყველა მისულა ბოლომდე.ნიკოლსონას დაუკარგეს ნდობა,მაგისიც მესმის.

Posted by: celinee 28 Jan 2018, 11:42
annaninio
ლია ჯანელიძეა ჩემი გინეკოლოგი ახალ სიცოცხლეშია ეხლა .. მე მითხრა რომ გახსნილზე რისკიაო ნაკერი შეიძლება ინფექცია წავიდესო და ბავშვი სეფსისით დაიბადოს მერე და ხო ჯობია რომ 16 კვირაზე დავიდო.. შენს მეგობარს ვინ დაადო ნაკერიი აი როგორ ვერ ხვდებიან მიზეზს რა ლრჯერ ამის გადატანა ღმერთმა ყველას გამძლეობა მისცეს მეც ორი ექიმი გამოვიცვალე და ეხლა ლიამ მითხრა რომ შეიზლება ეგ პრობლემა იყოს და რავიცი ძალიან ყურადღებიანი ქალია მე თუ ექიმის ნდობა დამიბრუნდებოდა არ მეგონა მარა მაინც მეშინია ბოლომდე ვერა რაა (( ეტყობა რომ გამოცდილი გინეკოლოგია ასაკიანია თან და რავი ცუდად რატო უნდა დამადოს ნაკერიი

Posted by: annaninio 28 Jan 2018, 11:49
celinee
იმასაც დავარაშვილმა დაადო, რახან გითხრა,ე.ი. იცის და დარწმულებულია თავის თავში.წყლის დაღვრის მერე აღარ ადებენ ნაკერს. მაშინაა ინფექციის რისკი.

Posted by: celinee 28 Jan 2018, 11:54
annaninio
მადლობა გაიხარე .. ❤

Posted by: nikolsona 28 Jan 2018, 14:03
celinee
თურქეთი იმიტომ ვახსენე რომ საქართველოში სადაც ვიყავი ყველგან მატყუებენ და უცოდინრები არიან. ძალიან გამაწამეს. დავარაშვილთან მინდოდა ნაკერის დადება და დავდექი მასთან აღრიცხვაზე, თუმცა არ დამადო ეს ნაკერი ცოცხალი თავით. კი განეხსნა ყელი და ცალსახად ამ ამაზრზენი კაცის ბრალია. ახლა ორსულად ხარ? მე ვფიქრობ 11 კვირაზე დავიდო. + ოქსიპროგესტეონის ნემსები ყოფილა კარგი

Posted by: celinee 28 Jan 2018, 14:20
nikolsona
ხო სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება მეც ისეთი დღეები გამატარეს საზიზღარმა უგულო ექიმებმა მადლობა ღმერთს რომ გადამატანინა ეს ყველაფერი .. 11 კვირაზე რატო ფიქრობ ჩემმა გინეკოლოგმა 16 კვირაზე იდებაო და მაგ ვადაზე შევხედოთო დავაკვორდეთო მაგრამ ჩემი სურვილია მაინც დავიდო დამჭირდება თუ არ დამჭირდება და კარგიო მითხრა .. ეხლა სად დადიხარ მე კმაყოფილი ვარ ლია ჯანელოძეა ჩემი ექიმი თუ გჯნდა მიდი გაესაუბრე
* * *
შენ 19 კვირაზე დავეწყო მშობირობა თუ როგორ მოხდა.. წყლები დაღვარე ?

Posted by: nikolsona 28 Jan 2018, 15:04
celinee
16 კვირაზე გვიანია. მეორე ჯერზე თითქმის 17 ის ვიყავი ეს რომ დამემართა და ამიტომ. სხვები უფრო ადრც ღბრიან წყლებს. პირველად 17 კვირაზე მუცლის ქვედა ნაწილი ამტკივდა ისე რომ ვერ გავსწორდი. ქეთიბოსიძემ არაფერი გჭირსო. მერე 2 კვირაში, 19 კვირაზე ოდნავ სისხლიანი გამონადენი მქონდა და სულ ძალით მივედი ეხოზე. 15 მმ იყო ყელი და გახსნილი. ქეთიმ დავარაშვილთან გამიშვა არც სასწრაფოს გამოუძახა არც ის უთქვავს დაწექიო. ფეხით ბევრი ვიბოდიალე, კიბეზეც , დავარაშვილმა მეორე დილამდენდამიკიდა და დილით დავღვარე წყლები. მეორედ მივედი აღრიცხვაზე დავარაშვილთან. რამდენი ვეხვეწევე დამადე ნაკერი. არ დამადო ცოცხალი თავით . ვიყავი ეხოზე ზედაპირულად ნახულობდა სულ. არაფერიაო. თითქმის 17 კვირის ვიყავი, სულ სახში ვიწექი ეს 17 კვირა. უცებ ღამით გამაღვიძა იმან თითქოს რაღაც ჩაკივარდა ქვემოთ და ყელი ჩაიხა. გავიქეცი კლინიკაში და ყელი გადასწორებული იყო, ბუშტი გამოსული. თუმცა წყლები არ დამიღვრის ძალით დამაღვრევინეს ბოლოს

Posted by: celinee 28 Jan 2018, 16:22
ვაა გაგიჟდები რა ადამიანი ღმეერთმა ყველას აშოროს.. ეს გულქვა ექიმეები უნდა აიღო და ჩაყარო ქვაბში (( ეხლა რა ეტაპზე ხარ ან ვისთან დადიხარ

Posted by: adeline 28 Jan 2018, 19:03
celinee
ლია გადასარევი მეანია, ძალიან გამოცდილი და ძალიან ძლიერი. ნუ, პიროვნულ თვისებებზე არაფერს ვამბობ, ამ მხრივ არა მგონია რომელიმე ექიმი შეედაროს ლიას. ჩემს ახლობელს ურთულესი ორსულობა მიაყვანინა ბოლომდე.

Posted by: celinee 28 Jan 2018, 19:50
adeline
ხო მეც მომწონს ,ნაკერი ედო შენს ახლობელს ??

Posted by: adeline 28 Jan 2018, 20:42
celinee
რა ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ ძალიან რთული რომ იყო ეგ ვიცი.

Posted by: nikolsona 30 Jan 2018, 14:19
celineeჯერ არაფერს smile.gif მეც იმის გარკვევა მინდა ვინ ადებს ნაკერს ყველაზე კარგად. ინდივიდუალურია მესმის,, მაგრამ აარ ვიცი რაა

Posted by: pawu88 30 Jan 2018, 14:30
გამარჯობათ. გოგოებო. 3 შეწყვეტილი ორსულობა მაქვს. მიზეზი არაფერი მქო და იდეაში. ეხლა ეხოზე მითხრეს ონდომეტრიუმის სისქე არის ძალიან დაბალი 4 მმ. და ორსულობა გამორიცხულიაო. მეშველება რამე? ძალიან განვიცდი. შესაძლოა რომ საერთოდ არ გასქელდეს და უშვილოდ დავრჩე? შვილი არცერთი არ მყავს და ძალიან განვიცდი. დამეხმარეთ

Posted by: annaninio 31 Jan 2018, 15:01
pawu88
ვინ გითხრა ეგ? მეც დაბალი მქონდა, წამლებით ძლივს აწიეს 7 მდე 22 დღეს. უწამლოდ მასე მქონდა, სამშრიანი არ ხდებოდა, მოშლებიც მქონდა,ეგეც იწვევს,მაგრამ დროებითია. აღსდგება ისევ.

ეხლა ვფიქრობ და რა ყველა პრობლემა და გართულება მე მქონია...

Posted by: pawu88 31 Jan 2018, 15:29
annaninio
და გააჩინე ხო მაგ სისქით?
იმედი მაქვს რომ აღმოდგება და მეც ვიქნები ბედნიერი . მადლობა

Posted by: annaninio 31 Jan 2018, 15:54
pawu88
ქეთიმ მითხრა მაშინ,თუ მექანიკური დაზიანება არაა, მაშინ ფემოსტონმა უნდა გიშველოსი, თუ არ გასქელდა, მერე უკვე სუროგატზე იფიქრეო. ისე რა გასქელდა, მარა ვცადეთ მაინც და გამოვიდა.გავაჩინე კი.

Posted by: pawu88 31 Jan 2018, 15:59
annaninio
რამდენი წლის ხარ?
იმედი მაქვს გამოფხეკის დროს არ დამიზიანეს. sad.gif
ვინ არის შენი ექიმი?

Posted by: mashusha 31 Jan 2018, 16:51
pawu88
QUOTE
იმედი მაქვს გამოფხეკის დროს არ დამიზიანეს. 



მე დამიზიანეს. ასაკიც დიდი მაქვს. მუხედავად ამის, მაინც დადგა მას მერე ორსულობა
ისე დამიზიანებს რომ რადიოლოგმა მიტხრა, არც იფიქრო ორსულობაზე კედელი გაგიკდებაო. აქ საუბარი ენდომეტრიუმის სისქეზე კი არა, კედლის სისქეზე იყო. კედელი მქონდა გამოგლეჯილი. მერე აღდგა თიტქოს, მაგრამ, ენდომეტრიუმი არ იყო სამშრიანი. დავანებე ტავი. მყავს ერთი, ასაკში ვარ ტქო. ამასობაში რაღაც პროგრამიტ პაპ ტესტი და მკერდის გამოკვლევა ცავიტარე. რადიოლოგთანაც სევედი ბარემ, იქ რა ხდება ტქო, ყველაფერ კარგიო. ორ თვეში მორიგი ორსულობაც დადგა smile.gif არ მოგატყუებ, ეს ორსულობაც სეწყდა, მაგრამ, მიზეზი სხვა რამეა..


Posted by: pawu88 31 Jan 2018, 17:23
mashusha
Imedi gamichnda rom dadega orauloba.

Posted by: mashusha 31 Jan 2018, 21:05
pawu88


ორგანიზმს ძალიან სერიოზული თვითმკურნალობა შეუძლია. აღდგება თუ დაზიანდა. რა გაქვს დაზიანებული, თუ მხოლოდ გეშინია? თუ მხოლოდ გეშინია, შეგასენებ რომ ცვენი წინა ტაობა, ბებიები და უფო მეტად დედები, 20 და 40 აბროტს იკეთებდნენ, ეს 20 წლის წინ.

Posted by: pawu88 31 Jan 2018, 23:04
mashusha
Jer ar vici dazianda tu ara. Me meshinia radgan magis shansic aris. Exla ubralod vici ro endkmetriumis sisqe aris 4mm.

Posted by: saloo.mee 2 Mar 2018, 17:01
გოგოებო fb-ზე წერს ჯგუფში ერთი გოგო :

ყველას გოსურვებთ ჯამრთელობას და სიხარულს.ვეძებ ერთ ადამიანს,რომლის სახელი ვიცი მხოლოდ,ქეთი ერქვა.მე და ქეთიმ ღუდუშაურში ვიმშობიარეთ 2013 წელს ივლისში,სამწუხაროდ მას ტყუპები და მე გოგონა დამეღუპა ძალიან მაინტერესებს მისი ამბავი.იმის მერე სამი ბიჭი მაჩუქა უფალმა და კიდევ ბავშვს ველოდები უფლის წყალობით.გთხოვთ თუ იცნობთ ადამიანს რომელსაც ტყუპები დაეღუპა 2013 წელს იქნებ მომწროთ მისი საკონტაკტო ნომერი.გაიხარეთ და გამრავლდით ❤


რატომღაც წამეშლაა ტექტი...

თუ ვინმეს გეცნობათ ისტორია სახელითურთ - მიწერეთ ამ ადამიანს - ივერიია ვაკოჯეკო გაბრიელი‎ - ასე უწერია fb-ზე

Posted by: mita 20 Mar 2018, 15:09
მოკლედ რამდენიმე თვის წინ აქ ვწერდი რომ 5 კვირის ორსული ვიყავი როცა ნაყოფი მომწყდა და ძალიან ვნერვიულობდი თან მთლიან პოსტებს ვკითხულობდი რომ გამეგო როდის შევძლებდი ისევ დაორსულებას და ყველა 3 ან მეტ თვეს ამბობდა რომ საჭირო იყო პაუზა, რეალურად კი ვეძებდი ვინმე ისეთს ვისაც გადახდა ამბავი რომელიც ახლა მე უნდა დავწერო და ვწერ იმიტომ რომ ვიცი ძალიან ბევრს გავამხნევებ ^_^ მოკლედ არმიმაგრდა ნაყოფი და 10 დღიანი სისხლდენით და არანაირი ზედმეტი ჩარევით, გავსუფთავდი და გადავწყვიტე ეს ამბავი დამევიწყებინა თუმცა გულის სიღრმეში ათასი აზრი მიტრიალებდა ( რამე ხომარ მჭირს? მეორეც რომ ჩამომეშალოს რა მეშველება და მსგავსი სისულელეები) თუმცა 10 დღიანი ციკლის შემდეგ რამდენიმე დღეში (თუ ზუსტად მახსოვს 5დღეში) დავორსულდი, აზრადაც არ მომსვლია რომ ერთი დაუცველი სექსით, ამ ამბების შემდეგ, ასე მარტივად დავორსულდებოდი. ჩამოშლის შემდეგ ვიცოდი რომ ციკლი 40 დღეში ბრუნდება და მეორე თვეს ციკლს არც ველოდი მაგრამ ისე უბრალოდ ტესტი გავიკეთე და ორივე ხაზი აბრდღვიალდა, ახლა კი 9 თვეში ვარ და დღე დღეზე ველოდები პაწაწუნას. <3 ასერომ, არინერვიულოთ მთავარია ცუდმა აზრებმა არ შეგიპყროთ ..

Posted by: saloo.mee 20 Mar 2018, 16:52
mita
რა მაგარია !!ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, ჯანმრთელი პატარა და ბედნიერი მომავალი <3 bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: 2110 10 Apr 2018, 21:21
გოგოებო, დღეს 6კვირის და 1 დღის ორსულობაზე დამეწყო სისხლიანი გამონადენი.. 3 დღეა ღია ყავსფერი გამონადენი მქონდა. დღეს ეხოზე მივედი, ყველაფერი კარგად არისო, გულის ცემაც მოვისმინეთ... 1 საათია რაც სისხლიანი გამონადენი დამეწყო.. ამ ვადაზე ემბრიონი თავისით გამოდის მოშლის შემთხვევაში თუ სამედ
იცინო ჩარევა ჭირდება?

Posted by: BA84 10 Apr 2018, 22:15
2110
უი რა ცუდია, და რატომ გგონია რომ ცუდია რამე? იქნებ რამე ჰემატომაა არ ჩანდა ეხოზე?

მე მქონდა შეწყვეტა 6 კვირაზე მაგრამ ჩემს შემთხვევაში დენა არ დამწყებია, გამოტუმბვა გავიკეთე sad.gif

Posted by: 2110 10 Apr 2018, 22:49
BA84 არაფერი არ ჩანდა ეხოზე ცუდი და საგანგაშო. სიცხე გავიზომე და 37 მაქვს.. შენ სიცხე გქონდა? წითელი გამონადენი კარგს არაფერს იშნავს როგორც ვიცი..ექიმს ვერ ვუკავშირდები და ვნერვიულობ

Posted by: BA84 10 Apr 2018, 22:56
სიცხე არ მქონია, მე სხვა პრობლემა მქონდა უფრო მგონი. ყველაფერი კარგად იქნებ , მაგრამ იქნებ დაუკავშირდე როგორმე . რამეს დაგინიშნავდა

Posted by: მზე 11 Apr 2018, 01:21
2110
იქნებ ექოზე მიხვიდე კიდე ერთხელ
არის მგონი 24საათიანები

Posted by: tweety86 11 Apr 2018, 09:53
2110
შეიძლება არც იყოს მოშლა და იყოს ჰემატომა. დიცინონი დალიე რა არაფერს დაგიშავებს

Posted by: 2110 11 Apr 2018, 15:54
ვიყავი ექოზე. ჩამოშლა არ არის. გულის ცემა 105-108 უკეთესი იქნებოდა ცოტა მაღალი რომ იყოსო.. ტრანესტატი გადავასხმევინე... მადლობა გოგოებო.

Posted by: Tess 11 Apr 2018, 16:01
2110
რა კარგია love.gif
ყველაფერი კარგად ქექნებათ

Posted by: cisiqiteli 11 Apr 2018, 16:02
2110
მშვენიერი. მოუფრთხილდი აბა თავს. ისე უტროჟესტანს არ გინიშნავენ? მგონი ეგეთ დროსაც კარგია.

Posted by: 2110 11 Apr 2018, 16:10
cisiqiteli
რეაფემი(600) და პროგესტერონის 2 ამპულა მაქვს დანიშნული დღიურად.. პროგესტერონის დონე ოდნავ მაღალიც მაქვს ნორმაზე... ვერაფერს ვიზავთ ლოდინის მეტსო.. ერთადერთი ტრანესტატი გადავისხი სისხლდენის შესაჩერებლად..

Posted by: cisiqiteli 11 Apr 2018, 16:11
2110
კარგი აბა გგულშემატკივრობთ და გელოდებით გვერდით თემაში :*

Posted by: taknatuna 11 Apr 2018, 16:12
2110
ძალიან გამიხარდა რომ ყველაფერი კარგადააა. გაუფრთხილდი თავს.

Posted by: MARIMARI123 11 Apr 2018, 16:13
2110
ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება,იცის წამოსვლა,მეც ასე მქონდა

Posted by: tweety86 11 Apr 2018, 16:18
2110
ჰემატომა არის? წოლითი რეჟიმი დაგინიშნეს აბათ

მიხედე რა თავს

Posted by: nino01 11 Apr 2018, 18:21
გოგოებო, ვინმეს გარე ორსულობა გქონიათ?

Posted by: sesilia28 17 Apr 2018, 19:23
nino01
მე მქონდა გარე


2110
ცუდზე ნუ იფიქრებ, მთავარია ეხოზე ყველაფერი კარგადაა :-*

Posted by: nino01 17 Apr 2018, 21:18
QUOTE (sesilia28 @ 17 Apr 2018, 19:23 )
nino01
მე მქონდა გარე


რა იყო მიზეზი? ან რა გამოკვლევები ჩაიტარე? მას შემდეგ თუ დასგა ორსულობა? მოკლედ გთხოვ ყველაფერი მითხარი რაც გაგახსენდება რა sad.gif
* * *
sesilia28

რა იყო მიზეზი? ან რა გამოკვლევები ჩაიტარე? მას შემდეგ თუ დასგა ორსულობა? მოკლედ გთხოვ ყველაფერი მითხარი რაც გაგახსენდება

Posted by: sesilia28 18 Apr 2018, 09:59
nino01
მაგის მიზეზს საყვარელო ვერავინ ამბობს, ოპერაციის მერე მითხრეს მილი ჯანსაღი იყოო. შეიძლება სუსტი ემბრიონი იყო. მე ვაბრალებ საშინელი ბრონქიტი მქონდა ვახველებდი და ალბათ მაგანთქო. მე შენარჩუნების პრობლემა მაქვს. 10 თვეში ისევ დადგა ორსულობა. ასე რომ არ შეგეშინდეს, ეს განაჩენი არაა, თუ დარჩენილი მილი ჯანსაღია და სხვა პრობლემაც არაფერია იმდენი შვილი გეყოლება რამდენსაც მოისურვებ :-* არანაირი გამოკვლევა მაგის გამო არ გამიკეთებია, 2თვეში უკვე შეგიძლია ისევ სცადო დაორსულება, მთავარია სხვა ყველაფერი ნორმაშია.

Posted by: nino01 18 Apr 2018, 14:30
sesilia28
ძალიან დიდი მადლობა ისე მამაშვიდებს ასე რომ მელაპარაკებიან.
სხვა არ ვიცი მე მგონი ნორმაშია. ექიმმა თქვა მეორე მილი კარგად გამოიყურებოდაო. ანუ ჩემი პრობლემა ის იყო რომ გული მაქვს აჩქარებული სულ და გამიშვეს ენდოკრინოგთან, მაგრამ ნორმაში მქონდა ყველაფერი. მერე აღმოჩნდა რომ გლანდები მქონია ქრონიკულად დაჩირქებული და გულის აჩქარება მაგის ბრალია. ანუ ეგ არ იქნებოდა გარეს მიზეზი. მე უფრო სხვა რამეს ვფიქრობ. იანვარში ძაან მკრთალ ხაზს მიჩვენებდა ტესტი და ხრვე გავიკეთე 12,6 მქონდა მეორე ხეგე 18 ანუ არ პროგრესირდებოდა. ექიმმა არაფერიაო და ეს კი შეიძლებოდა გლანდევის გამო მომხდარიყო. თან ანგინა მქონდა ზუსტად მაშინ.მე ის მაწუხებს ამის მერე მეორე თვეშივე უკვე ორსულად ვიყავი და სავარაუდოდ ერთი და იგივე მილში ხდებოდა ორივე და ამან ხომ არ გამოიწვიათქო...
კი, ყველას იმდენი შვილი გვეყოლება რამდენიც გვინდა.

Posted by: sesilia28 18 Apr 2018, 15:17
nino01
სხვათაშორის გლანდების ოპერაცია რომ გავიკეთე მეორე თვეში უკვე ორსულად ვიყავი, გამოიყენე ყველა შესაძლებლობა და ამოიჭერი. დიდი ხანია ცდილობ დაორსულებას? მეც შენსავით ძალიან ვნერვიულობდი, ეხლა მშვიდად ვარ, ვიცი რომ ცალი მილითაც შევძლებ ორსულობას და ეს ხელოსშემშლელი ნამდვილად არაა

Posted by: nona19770 18 Apr 2018, 15:26
sesilia28
გლანდები ენდოკრინოლოგთან გაარკვიე? გაწუხებდა?

Posted by: nino01 18 Apr 2018, 16:08
sesilia28
კი კი აუცილებლად. უკვე რიგში ვარ ალბათ თვის ბოლოს ან იმ თვის დასაწყისში უკვე გავიკეთებ. სიმართლე გითხრა პირველივე მცდელობაზე გამოვიდა თუმცა ასე მოხდა გაირკვეველი მიზეზის გამო. ახლა მიზეზებს ვეძებ,თუმცა გულის სიღრმეში ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. შენც უნდა გჯეროდეს და აუცილებლად გამოვა.

nona19770

არა ენდოკრინოლოგმა მითხრა რომ მხოლოდ ერთი სიმპტომია გულის აჩქარება და სხვა სიმპტომი არ მქონდა ამიტომ ფარისებრიზე არ ქონდა ეჭვი. ანალიზიც ყოველი შემთხვევისთვის დამატოვებინა. გლანდები ჩემით მოვიფიქრე. შეწუხებით არ მაწუხებდა. ერთხელ მქონდა ანგინა ბავშვობის მერე. უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს მომაფიქრდა რომ გულის აჩქარება გლანდებმა იცის. გავაღე პირი და იმხელა გლანდი მქონდა, გარედან თეთრი ძარღვებივით რაღაცები აქვს და მეორე საერთოდ ორჯერ პატარა იყო. მერე ექიმმა მითხრა რომ ეს მეორე უკვე შეჭმულიაო და ამიტომ არის პატარაო.
* * *
ისე ბევრი რამე მაწუხებს გლანდების გამო, რომელიც ახლა გავიგე რომ მაწუხებს მანამდე ნორმალური მეგონა და ფვიქრობდი ყველა ასე იყო. მაგალითად თითებზე სახსრების ტკივილი, ქოშინი, პირიდან უსიამოვნო სუნი, ადვილად დაღლა, მოთენთილობა და ბევრი ბევრი სხვა რამე.

Posted by: sesilia28 18 Apr 2018, 16:42
nona19770
კი მე მაწუხებდა, შუა ზაფხულში სიცხეები მქონდა ბოლოს :-) ოტორინოლარინგოლოგთან ვიყავი და მან მითხრა, ოპერაცია აუცილებლადო. ბევრი მინახავს 2-3 თვეში ორსულადო

Posted by: nino01 18 Apr 2018, 16:50
კი მეც მითხრა ექიმმა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორიაო.

Posted by: nona19770 18 Apr 2018, 16:51
sesilia28
რეპროპოლზე ვკითხულობდი, და მგონია შენ იყავი, მეუღლე სვამდა ხო? და ამის ფონზე იყო ორსულობა?

Posted by: sesilia28 18 Apr 2018, 17:41
nona19770
კიი, ერთი 15 დღის დალევა მოასწრო მარტო :-) ვფიქრობ პროფეტილზე უკეთესია

Posted by: nona19770 18 Apr 2018, 17:50
sesilia28
კი, ალბათ, რომ გადავხედე, მხოლოდ მას აქვს მგონია შედეგი..

Posted by: Salomea2018 21 Apr 2018, 11:36
გამარჯობა გოგოებო. ორსულობა ჩემს შემთხვევაში დადგა ბუნებივად გათხოვებიდან 7 თვეში მაგრამ 4 კვირა +5 დღეზე შეწყდა უსაშველოდ დაბალი პროგესტერონის გამო. ამ თვეში ვისვენებ და შემდეგში უკვე ისე მეშIნია დაორსულების, მგონია რომ იგივე განმეორდება მიუხედავად იმისა რომ ახლა უკვე დანიშნულებც მაქვს და ვიცი როგორც მოვიქცე. ვინმეს მსგავსი შემთხვევა გქონიათ და შემდეგში წარმატებით დასრულებულა ყველაფერი? მადლობა თუ ნახავთ დროს და გამომეხმაურებით.

Posted by: sesilia28 21 Apr 2018, 11:55
Salomea2018
პროგესტერონოს ნაკლებობა მედიკამენტოზურად მოგვარებადია და სანერვიულო არაფერი გაქვს. მიყვები დანიშნულებას და ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: Salomea2018 21 Apr 2018, 14:25
QUOTE (sesilia28 @ 21 Apr 2018, 11:55 )
Salomea2018
პროგესტერონოს ნაკლებობა მედიკამენტოზურად მოგვარებადია და სანერვიულო არაფერი გაქვს. მიყვები დანიშნულებას და ყველაფერი კარგად იქნება.

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის

Posted by: annaninio 21 Apr 2018, 14:31
Salomea2018
ძალიან ბევრს მოსვლია მასე. მერე უპრობლემოდ გაუჩენიათ. შემდეგი დაგეგმე, ოვულციიდან მოყოლებული მიიღე პროგესტერონი, ექიმი უკეთ აგიხსნის.

Posted by: ემილილუ 30 Apr 2018, 19:27
გამარჯობა გოგოებო. შემთხვევით მოვხვდი ამ თემაში და გადავწყვიტე დარეგისტრირება რადგან ვერავინ გამიგებს თქვენზე კარგად.

ორსულობა მქონდა იდეალური, არაფერს შევუწუხებივარ თან პირველი იყო და ყველაფერზე ვნერვიულობდი. 14 კვირაზე შევნიშნე რამდენინე წვეთი მუქი ფერის სისხლი. ექოზე ყველაფერი კარგად იყო, ყელის სიგრძე 3.6 სმ. 1 კვირის შემდეგ დამეწყო წელის ტკივილი და ენერგია საერთოდ აღარ მქონდა. დანიშნული მქონდა ექიმთან შეხვედრა მეორე დღეს, მაგრამ დილით რომ ავდექი უცებ წყლები დავღვარე, 1 წამში. მაშინვე მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. ღუდუშაურში წამიყვანა სასწრაფომ, ნაყოფი ვერ გადაარჩინეს. მიზეზი დღემდე არ ვიცი. ყელის უკმარისობას ვფიქრობდი მაგრამ წყლების დაღვრამდე 1 დღით ადრეც მქონდა გაკეთებული ექო და ყელი არ იყო დამოკლებული. არ ვიცი, ვაგინალური უნდა მომეთხოვა? დღემდე კითხვები მტანჯავს, რა მოხდა როგორ მოხდა. მიზეზი რომ არ ვიცი, იმასაც ვერ ვხვდები რა შეიძლება გავაკეთო შემდეგშიც რომ არ განმეორდეს. ექიმები ვერ მეუბნებიან პასუხს, ღუდუშაურმა ბუშტნამქერზე მიმითითა მაგრამ არ მაქვს ეგ. სხვა არაფერი უთქვამთ. ვიფიქრე ნაკერი ხომ არ მოვითხოვო შემდეგ ორსულობაზე მეთქი თუმცა არც ის ვიცი მართლა ყელის ამბავი იყო თუ არა. 6 თვე ორსულობისგან თავი შეიკავეო ყველა მეუბნება. გამოკვლევები ყველაფერი გაკეთებული მქონდა და ნორმაში იყო. ვირუსებზე არ გამიკეთებია ერთადერთი და მაგასაც გავიკეთებ აუცილებლად. რამე რჩევა ხომ არ გექნებათ? ამაზე საშინელება არაფერი გამომიცდია ცხოვრებაში.

Posted by: annaninio 1 May 2018, 23:26
ემილილუ
ძალიან სამწუხაროა.მაგის მიზეზი რომ იცოდნენ რა გვიჭირდა. ისე ძალიან ადრე მოგსვლია. ძირითადად 21-22 კვირაზე ხდება ნაადრევები. მეც დამიმოკლდა და ტონუსი იწვევდა.ელასტიური ყელი. რა ვიცი. სხვა მიზეზი არც მე მქონია. პრევენცია არის ნაკერის ან პესარის დადება ადრეულ ვადაზე.მეორეზე მასე ვაპირებ.

Posted by: ემილილუ 3 May 2018, 10:36
annaninio

დიდი მადლობა პასუხისთვის. აუცილებლად დავიდებ ნაკერს მეორეზე. უბრალოდ ცოტა მეშინია სხვა რამე არ იყოს, რადგან 24 საათით ადრე 36 იყო ყელის სიგრძე, ესე 10 მილიმეტრამდე როგორ ჩამოვიდა 1 დღეში. სულ ვფიქრობ, რომ ჯერ წყლები დავღვარე და მერე დამოკლდა ყელი შესაბამისად და რატომ მოხდა ეს უკვე ვერ ვხსნი. თუმცა, ნაკერის გარეშე მაინც ვერ მოვისვენებ რა თქმა უნდა.

Posted by: maiakh 29 May 2018, 02:12
ემილილუ
მე როგორც ვიცი ყელის სიგრძე შეიძლება ყოველ წუთს სხვადასხვა ზომის იყოს, არაა გამორიცხული რო ერთ დღეში დამოკლებულიყო ეგრე ძალიან, სამწუხარო ამბავია, მაგრამ ეცადე არ იდარდო. პირველ შეწყვეტილ ორსულობაზე მეც 6 თვე მითხრეს თავის დაცვა, მეორე ორსულობა რო შემიწყდა მერე უკვე გუგლი გახდა ჩემი მეგობარი და იქ წავიკითხე რო 3 თვე სრულიად საკმარისია. პატარა ვადებზე საერთოდ არც აგდებენ თვეს. რო ჩადგება მენსტრუაცია ჩვეულ ფორმაში და ჰორმონებიც მოწესრიგდება მე მგონი დალოდება აღარაა საჭირო

Posted by: aeternitas 22 Jun 2018, 17:01
გამარჯობა გოგოებო, წინა კვირას შემიწყდა ორსულობა ძალიან პატარა ვადაზე ალბათ 2 კვირის ვიქნებოდი. დღეს ვიყავი ჩაჩავაში გინეკოლოგთან ეხოც გავიკეთე კვალიც აღარ არის ორსულობის ყველაფერი სუფთაა. გინეკოლოგმა მითხრა მინიმუმ 4 თვე თავი შეიკავე დაორსულებისგან რადგან რისკია რო ისევ შეწყდესო. ამდენი დრო ჭირდება მართლა თუ უბრალოდ თავს იზღვევს ექიმი?

Posted by: Salomea2018 22 Jun 2018, 17:16
QUOTE (aeternitas @ 22 Jun 2018, 17:01 )
გამარჯობა გოგოებო, წინა კვირას შემიწყდა ორსულობა ძალიან პატარა ვადაზე ალბათ 2 კვირის ვიქნებოდი. დღეს ვიყავი ჩაჩავაში გინეკოლოგთან ეხოც გავიკეთე კვალიც აღარ არის ორსულობის ყველაფერი სუფთაა. გინეკოლოგმა მითხრა მინიმუმ 4 თვე თავი შეიკავე დაორსულებისგან რადგან რისკია რო ისევ შეწყდესო. ამდენი დრო ჭირდება მართლა თუ უბრალოდ თავს იზღვევს ექიმი?

მე პირადად ერთი თვე ვიცავდი თავს ეგეც იმიტომ რომ ენდომეტრიუმი მქონდა 3მმ და რისკი იყო. მაგრამ მაისიდან ჩვეულებრივ ვაგრძელებ. 4 თვე ბევრია მით უმეტეს თუ რამე რამე პრობლემა არ გაქვს.

პ. ს. წამოდი წეროებში. smile.gif

Posted by: nino01 22 Jun 2018, 17:19
aeternitas
მე ექიმმა მითხრა სამი თვე სასურველიაო, თუმცა ორი თვე აუცილებელიო. ხოდა არ დავუჯერე და იმ თვეშივე ვცადე და გარე დამემართა. ექიმმა მითხრა შანსი არის რო ცუდად განვითარდეს მოვლენებიო თუმცა აუცილებლად არ ნიშნავს რომ ცუდი მოხდებაო. რომ დამეცადა იქნებ არაფერი მომხდარიყო. ასე რომ ჩემი რჩევაა ორი თვე მაინც დაიცადო.

Posted by: unusual 9 Jul 2018, 13:18
QUOTE
მე ექიმმა მითხრა სამი თვე სასურველიაო, თუმცა ორი თვე აუცილებელიო. ხოდა არ დავუჯერე და იმ თვეშივე ვცადე და გარე დამემართა

აი ერთი თვე რა ვერ მოგიცდიათ, ნიძლავი გაქვთ დადებული? გარისკვას ორი თვე მოთმენა არ ჯობია? და ჯანრთელობის გაფრთილება კიდევ?
პ.ს. საწყენად არ მიიღოთ, ეს პოსტი. უბრალოდ ერ მესმის.

Posted by: nino01 9 Jul 2018, 13:26
unusual
მართალია არ გესმის smile.gif

Posted by: luxus35 9 Jul 2018, 13:33
unusual
მე კიდევ შენი კომენტარი არ მესმის.. აქ სანუგეშოს ან ინფორმატიულს თუ ეტყვი ვინმეს რამეს, კი ბატონო დაწერე, მარა რამ უნდა გაიძულოს ამ თემაში შენი პოსტის მსგავსი პოსტის დაწერა, არ ვიცი და არ მესმის..

Posted by: unusual 9 Jul 2018, 13:46
მართალია ალბათ ამ საკითხში ვერ გავუგებთ ერტმანეთს. მე თქვენგან განსხვავებით ექიმის რჩევას ვითვალისწინებ. და ნუ აზვიადებთ, სიმართლე მოსმენა მტკივნეულია.

Posted by: Salomea2018 9 Jul 2018, 13:53
QUOTE (unusual @ 9 Jul 2018, 13:46 )
მართალია ალბათ ამ საკითხში ვერ გავუგებთ ერტმანეთს. მე თქვენგან განსხვავებით ექიმის რჩევას ვითვალისწინებ. და ნუ აზვიადებთ, სიმართლე მოსმენა მტკივნეულია.

რა კარგია აწყობილი რომ გაქვს ცხოვრება.
ისე გარე რომ დაემართა, ნამდვილად არ მგონია იმის ბრალი რომ არ დაუჯწრა ექიმს. ექიმი უბრალოდ გაძლევს რეკომენდაციას. მაგრამ ისიც ინდა იცოდე, რომ ქალი განსაკუთრებით მაღალი ფერტილობით გამოირჩევა მოშლიდან რამოდენიმე თვე. საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია იმავე თვეში წარმატებული ორსულობისაც. ასე რომ, ნუ განსჯი ქალს, ეომელსაც ძალიან უნხა დედობა და დროის დაკარგვა არ უნდა. თუ არ გამოგიცდია ვსრ გაიგებ. და ღმერთმა არ გამოგაცდევინოს.

Posted by: nino01 9 Jul 2018, 13:55
unusual
იცი რა არის? თუ ჩემი ნათქვამიდან აზრის გამოტანის უნარი გაქვს დაინახავდი რომ აშკარაა ჩემი სინანული მოუთმენლობასთან დაკავშირებით.,მაგრამ აშკარაა წაკითხულის გააზრება გიჭირს და ვერ მიხვდი მაგას თორემ ეგეთ გაუაზრებელ სისულელეს აქ ამ თემაში ნამდვილად არ დაწერდი. იმედია არასოდეს გამოგიცდია ეგ ტკივილი და არც გამოცდი, ამიტომ ადექი და პატივი ეცი უბრალოდ სხვა ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ეგ ტკივიც და ეგ ემოციაც!

Posted by: maiakh 9 Jul 2018, 16:55
Salomea2018 100% გეთანხმები
nino01
აუ იმ დღეს ძველი, 2007 წლის თემას ვკითხულობდი, მე მგონი კითხვა გინეკოლოგთან, ასე ერქვა, ხოდა ერთმა რა იკითხა იცით? 24 კვირის ორსულობის აბორტი თუ შეიძლებაო, აი რა უნდა ელაპარაკო საერთოდ ადამიანს როცა ქვის ხანაში ვცხოვრობთ

Posted by: unusual 9 Jul 2018, 17:01
აღარ გამოგეკიდებით.
ორგანიზმი თქვენია, სხეული თქვენია და ნებაც თქვენია! როგორც გენებოთ.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

Posted by: sesilia28 10 Jul 2018, 16:54
unusual
შეგიძლია რჩევის სახით გასცე ამ თემაში შენი აზრი და არა იმ ტონით რითაც წერ. მგონი სხვაგან მოხვდი და ვერ ხვდები. ნუღარც გამოგვეკიდები! მადლობა კეთილი სურვილებისთვის...

Posted by: tatik234 19 Jul 2018, 14:26
გოგოებო სალამი, მე აქ ახალი ვარ.
გთხოვთ ვისაც გარე ორსულობა გქონიათ გამომეხმაურეთ? რას გრძნობდით? რა სიმპომები გქონდათ? :(

Posted by: Salomea2018 19 Jul 2018, 14:36
QUOTE (tatik234 @ 19 Jul 2018, 14:26 )
გოგოებო სალამი, მე აქ ახალი ვარ.
გთხოვთ ვისაც გარე ორსულობა გქონიათ გამომეხმაურეთ? რას გრძნობდით? რა სიმპომები გქონდათ? sad.gif

წეროებში არიან გოგოები, ვისაც გარე ქონიათ. იქ დაწერე და გიპასუხებენ. smile.gif

Posted by: ინტერვიუერი 19 Jul 2018, 23:30
მოგესალმებით smile.gif მე გახლავართ ასოციაცია "ჰერა 21"-ის წარმომადგენელი. ჩვენ ვახორციელებთ კვლევას, რომლის მიზანია რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერების გამოვლენა. კვლევის ჩასატარებლად მჭირდება რესპონდენტები, ადამიანები, რომლებსაც დავუსვამ კითხვებს. რესპონდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა ჰქონდეთ გაკეთებული აბორტი, უნდა იყვნენ 20 დან 45 წლამდე ქალბატონები, (18-19 წლისებიც შეიძლება) დაქორწინებულები, ან განქორწინებულები, ან ქვრივნი. თუ ხართ ასეთი ვინმე, ან იცნობთ სხვას, იქნებ დამიკავშირდეთ ან დამაკავშიროთ მათთან, რომ ჩავატარო ინტერვიუ. ჩანაწერები ექნება მხოლოდ ასოციაცია "ჰერა 21"-ს. თუ თქვენ სიტყვებს გამოვიყენებთ სადმე, ეს იქნება წერილობით, 1-2 წინადადების სახით და ავტორის სახელის, გვარის და სხვა მონაცემების გარეშე.
თუ თანახმა ხართ, გთხოვთ, მომწეროთ პირადში და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს.

Posted by: impermeable 23 Jul 2018, 11:57
ვიწვევთ რეპროდუქციული ასაკის გოგონებსა და ქალებს გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად!
გამოკითხვის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში მცხოვრები რეპროდუქციული ასაკის ქალების დამოკიდებულება ორსულობის შეწყვეტის 5დღიან მოსაფიქრებელ ვადასთან მიმართებით.
კითხვარი ანონიმურია: https://goo.gl/Yv4hQd

Posted by: adeline 12 Aug 2018, 23:19
გოგოებო, აბორტის შემდეგ გამონადენი რამდენი დღე გქონდათ და საკვერცხე თუ გტკიებიათ? მხოლოდ 2 დღე მქონდა და ვნერვიულობ, უფრო მეტხანს ხომ არ უნდა გაგრძელებულიყო-თქო.

Posted by: minion90 13 Aug 2018, 10:12
adeline
QUOTE
გოგოებო, აბორტის შემდეგ გამონადენი რამდენი დღე გქონდათ და საკვერცხე თუ გტკიებიათ? მხოლოდ 2 დღე მქონდა და ვნერვიულობ, უფრო მეტხანს ხომ არ უნდა გაგრძელებულიყო-თქო.

მე 2-3 კვირა მქონდა, მაგრამ ინდივიდუალურია. კიდევ როგორ მქონდა იცი, რომ მეგონა შემიწყდა გამონადენი 2-3 დღის მერე ისევ მეწყებოდა ცოტცოტა და ასე.. ვაფშე არ ღირს მაგაზე ნერვიულობა ახლა. ვაკუუმით არაფერი დაზიანდებოდა, გამოფხეკვა ხომ არ არის ეგ. ასე რომ შეძლებისდაგვარად მშვიდად იყავი. მოდი განწყობაზე და შეუტიე ახლიდან :-*

Posted by: adeline 13 Aug 2018, 10:50
minion90
ხო, ახლა ერთმა კარგმა გოგომ მომწერა, მე საერთოდ არ მქონია გამონადენიო და დავმშვიდდი. ეხოზე მაინც ვნახავ ყველაფერს და ნაცხსაც გადავამოწმებ.
ჰისტეროსთვის მოვემზადები ნელ-ნელა :*

Posted by: მაკნატუნა 25 Aug 2018, 16:02
adeline
Eხო გადაიღე აუცილებლად...

Posted by: adeline 25 Aug 2018, 21:47
QUOTE (minion90 @ 13 Aug 2018, 10:12 )
adeline
QUOTE
გოგოებო, აბორტის შემდეგ გამონადენი რამდენი დღე გქონდათ და საკვერცხე თუ გტკიებიათ? მხოლოდ 2 დღე მქონდა და ვნერვიულობ, უფრო მეტხანს ხომ არ უნდა გაგრძელებულიყო-თქო.

მე 2-3 კვირა მქონდა, მაგრამ ინდივიდუალურია. კიდევ როგორ მქონდა იცი, რომ მეგონა შემიწყდა გამონადენი 2-3 დღის მერე ისევ მეწყებოდა ცოტცოტა და ასე.. ვაფშე არ ღირს მაგაზე ნერვიულობა ახლა. ვაკუუმით არაფერი დაზიანდებოდა, გამოფხეკვა ხომ არ არის ეგ. ასე რომ შეძლებისდაგვარად მშვიდად იყავი. მოდი განწყობაზე და შეუტიე ახლიდან :-*

ახლა გადავხედე კიდევ ამ პოსტს და ზუსტად ეგრე დამემართა, როგორც დამიწერე: ერთი 2 დღე შემიწყდა და მერე ისევ გამიგრძელდა გამონადენი. ყავისფერია და ეტყობა გამოდის ჰემატომის ნარჩენი კოლტები. სერგოსთან ვიყავი ეხოზე და თავიდანვე მითხრა, ჯერ არ იქნები გასუფთავებული, ჯერ ციკლი მოგივიდესო. აღმოჩნდა, რომ აბორტი კარგადაა გაკეთებული, მაგრამ ყელის სპაზმია და დარჩენილი კოლტები ვერ გამოდისო. ქეთიმ დამინიშნა რეგულონი 14 დღე, მერე ციკლი მოგივა და მე-10 დღეს ვნახავთ, ეგ კოლტები გასუფთავდა თუ არაო. 4 აბი დამრჩა ახლა. თუ არადა, თუ კიდევ აღმოჩნდა რამე, მერე 3დ-ს გადავიღებთო.
ჰისტეროს გაკეთება მინდა და უნაგირას გასწორება. ქეთიმ არ გინდაო, მაგრამ ვადიმთან მინდა გავიარო კონსულტაცია მაინც. მინდა ყოველგვარი გართულება გამოვრიცხო მომავალში 2kiss.gif minion90


* * *
მაკნატუნა
კი, გადავიღე და ახლა ციკლის მე-10 დღეს უნდა გადავიკონტროლო

Posted by: minion90 28 Aug 2018, 13:56
adeline
მეც მასე კონტროლზე სერგოსთან ვიყავი, 2 ციკლის მერე დამიბარა. მაგ დროისთვის გამოჩნდება ღრუს მდგომარეობაო, კუნთში სისხლხაქცევაც მქონდა მე საშვილოსნოზე და. ისე მე სერგომ მითხრა აბორტის შემდეგ ზოგადად ჰისტეროსკოპია კარგიაო, ღრუს განაახლებო. აბორტი გინდა არ გინდა იწვევს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას რაც შწიძლება ეხოზე არც გამოჩნდესო. მე ვაპირებ ჰისტეროს მგონი სექტემბერში.

Posted by: adeline 28 Aug 2018, 14:10
minion90
ვადიმთან აპირებ ჰისტეროს? 2 ციკლის შემდეგ რომ გადაამოწმე, გასუფთავებული იყო ხომ ყველაფერი? ქეთიმ თუ პოლიპი არ იქნა, ჰისტერო არ გინდაო, მაგრამ ეს უნაგირა მაფრთხობს მაინც. ნეტა გამოტუმბვაც იწვევს ჰიპერპლაზიას?!

Posted by: minion90 28 Aug 2018, 14:16
adeline
2 ციკლი არ გასულა ჯერ, ერთი გავიდა და მეორეს ველი სადაცაა. ხო ზოგადად აბორტა პოლიპი სჩვევია. და სერგომ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიაცო. კი თუ სერგო მირჩევს გაკეთებას ვასიმს მივაკითხავ. არაა ჰისტერო რთული პროცედურა. იმავე დღეს გიშვებენ სახლში.

Posted by: adeline 28 Aug 2018, 14:27
minion90
გაიხარე შენ. დამამშვიდებლად მოქმედებს შენი პოსტები ჩემზე. გილოცავ მარიამობას! შეგეწიოს წმინდა ღვთისმშობელი 2kiss.gif

Posted by: minion90 28 Aug 2018, 19:46
adeline
adeline
მიხარია თუ მასეა, მეც გილოცავ გფარავდეს წმინდა მარიამი. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება გული თუ გეთანაღრება გაიკეთე ჰისტერო თუნდა მშვიდად ყოფნისთვის. თუბარ გარგებს არც დაგიშავებს არაფერს.

Posted by: adeline 2 Sep 2018, 08:10
minion90
გაიხარე ჩემო ძვირფასო:* რეგულონის შემდეგ ციკლი ძაან ცოტა მომივიდა, გუშინ მქონდა მხოლოდ, მთელი ღამე წვეთი არ წამოსულა და ამ დილითაც ეგრეა. რა ხდება არ ვიცი. გული გამისკდება სადაცაა ასე. ეს ჰემატომის ნარჩენები თუ არ გამოვიდა, არ ვიცი რა უნდა ვქნა

Posted by: ma1ka 4 Sep 2018, 18:09
გამარჯობა, რაღაც კითხვები მაქვს, დიდად ვერ ვერკვევი და იქნებ გამარკვიოთ, დღეს ჩემს დას სავარაუდოდ შეუწყდა ორსულობა, 6 კვირისაა დაახლობით. ხვალ მივდივართ ექიმთან მაგრამ მანადე მინდა ინფორმაცია მქონდეს, დავურეკეთ და გვითხრა შესაძლოა არ იყოს ორსულობის შეწყვეტაო. როგორც იძახის რაღაც მოწყდა და ეხლა გამონადენი აქვს მცირე რაოდენობით. პირველი ორსულობაა, ძალიან შეშინებულები ვართ. თუ შეწყვეტილია ასეთ შემთხვევაში გამოფხეკვას აკეთებენ 6 კვირის ნაყოფზე?

Posted by: nopiahopi 4 Sep 2018, 18:20
ma1ka
შეიძლება ჰემატომის ბრალია შეგრძნებაც და გამონადენიც და არ იყოს შეწყვეტილი ორსულობა. 6კვირის ნაყოფი საკმაოდ პატარაა რომ მისი "მოწყვეტა" იგრძნო smile.gif
აუცილებლად გადაამოწმოს ეხოსკოპიაზე .

ისე 6კვირაზე მგონი არაა საჭირო გამოფხეკა, მედიკამენტოზური ან გამოტუმბვა გაკეთდება ალბათ

Posted by: ma1ka 4 Sep 2018, 18:27
sopiasopi

რამდენიმე დღის წინ გაიკეთა ეხო, მარცხენა საკვერცხეზე კისტა აღმოაჩნდა პატარა და ნაყოფთან ჰემატომა. გადავხედე თემას და იმედი გამიჩნდა რომ ჰემატომაა უბრალოდ. ეხოს განმეორებით გაკეთება შეიძლება ასე მცირე ვადაში?

Posted by: nopiahopi 4 Sep 2018, 23:52
ma1ka
თუ ჰემატომა ქონდა,დიდი შანსია რომ ნაყოფს არაფერი ჭირს და ჰემატომისაა გამონადენი smile.gif

იმედია კარგი ამბები იქნება ხვალ smile.gif

Posted by: Salomea2018 5 Sep 2018, 08:56
QUOTE (ma1ka @ 4 Sep 2018, 18:27 )
sopiasopi

რამდენიმე დღის წინ გაიკეთა ეხო, მარცხენა საკვერცხეზე კისტა აღმოაჩნდა პატარა და ნაყოფთან ჰემატომა. გადავხედე თემას და იმედი გამიჩნდა რომ ჰემატომაა უბრალოდ. ეხოს განმეორებით გაკეთება შეიძლება ასე მცირე ვადაში?

Sheidzelba ramdenic sachiro gaxdeba. 6 kviris nayopis mowyveta ramdenad namdvila digrdzni ar vici, sheidzleba ubralod shegrdzeba qonda rame msgavsi. Hematomam icis gamonadeni. Tkivilebi aqvs? Da ra feris gamonadenia?

Posted by: QISA 6 Sep 2018, 18:59
10 კვირაზე ნაყოფის გულისცემა აღარაა და მოშორება უთხრეს.
გაგუას კლინიკა თუ იმედი?
რამეს თუ მირჩევთ?
იმ მზია ბუსიშვილზე წაკითხული მაქვს აქ....

Posted by: jiuti 13 Sep 2018, 20:20
QISA
მე გამიკეთებია მზია ბუსიშვილთან, თუ ამ შემ თხვევაში შეიძლება ითქვას რომ კმაყოფილი ვარ, ვიტყვი რომ ვარ, ძალიან თანამიგრძნო, თბილად მიმიღო, მის შემდეგ რამდენიმე თვეში ორსულობაც დადგა. ჩემს შემთხვევაში ასე იყო.
* * *
QUOTE (tatik234 @ 19 Jul 2018, 14:26 )
გოგოებო სალამი, მე აქ ახალი ვარ.
გთხოვთ ვისაც გარე ორსულობა გქონიათ გამომეხმაურეთ? რას გრძნობდით? რა სიმპომები გქონდათ? sad.gif

გამარჯობა, ჩემს შემთხვევაში ასე იყო, ციკლის შემდეგ დაახლოებით 1 კვირაში მომივიდა ციკლის მსგავსი1-2 დღიანი მცირე გამონადენით, გამიკვირდა , გავიკეთე ტესტი საღამოს, დადებითს აჩვენებდა, ექიმმა დამიბარა უახლოეს დღეებში.
თუმცა დილას როგორც კი გავიღვიძე ქვემოთ არეში დამეწყო გაუსაძლისი ტკივილი, აი ისეთი, რომელიც აუცილებლად მიგიყვანს ექიმთან, გავიქეცი ეხოზე და გარეორსულობა აღმოჩნდა, 5 კვირის ორსულობა.

Posted by: whateverr 7 Nov 2018, 17:08
სალამი გოგონებო ,


სამწუხაროდ თუ საბედნიეროდო როგორც ჩემმა ექიმმა თქვა (არვიცი ესეთი დამშვიდება რატომ აქვთ) შეწყდა ჩემი ორსულობაც ტყუპებზე, 15 კვირაზე:/
ისეთ დღეში ვიყავი ძლივს გამოვაღწიე რადიოლოგის კაბინეტიდან (ვისაც გადაუტანია ესმის ალბათ ჩემი),
ორგანიზმი დაასვენეო რამდენიმე თვე, მაგრამ ყველა სხვადასხვა ვადას ამბობს და მაინტერესებს თქვენი გამოცდილებით რა ვადაზეა ასე თუ ისე შესაძლებელი
და დასაშვები დაორსულება? ზოგი 3 თვეს ამბობს, ზოგი 6 თვეს, ზოგი 2 თვეს და ზოგი 1 წელიწადს :/






Posted by: Solveig 7 Nov 2018, 17:18
whateverr
QUOTE
6 თვეს,

yes.gif
ექიმები არაუადრეს 6 თვისა ურჩევენ ხოლმე მომდევნო ორსულობას.

დადგინდა, რა იყო ორსულობის შეწყვეტის მიზეზი?

Posted by: whateverr 7 Nov 2018, 18:15
Solveig

ორი დღის წინ მივედი კიდევ ერთ გინეკოლოგთან, რომელმაც მითხრა ორი სამი ციკლის მერე მოდიო. 2 თვე გასულია ისედაც

მიზეზი ვერ დაადგინეს, ტყუპები ისედაც სარისკოაო და მოლოდინი უნდა გქონოდაო გარკვეულწილად:|
გულისცემა არ ქონდა არცერთს ეხოზე, თან 3 კვირა გასულა რაც შეწყდა და ვერც გავიგე ვერაფერი.








Posted by: teako333 24 Nov 2018, 23:36
გამარჯობათ გოგოები, ეს ჩემი პირველი პოსტია და ყველაზე საშინელი ჩემს ცხოვრებაში, პატარას გულის ცემა შეწყდა 38 კვირის ბოლოს, არავის ვუსურვებ ამის გადატანას.
პირველი ორსულობა იყო.
ყველაფერი უპრობლემოდ მიდიოდა, არანაერი გართულება და დამატებითი მკურნალობა არ გვჭირდებოდა.
ერთ დღესაც უბრალოდ მოძრაობას აღარ ვგრძნობდი, ვიფიქრე უკვე დიდია და გადაადგილება უჭირს, ადგილი არ ყოფნის მეთქი, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ორი დღე ვიარე და მესამე დღეს ვიზიტზე მითხრეს რომ ყველაფერი დასრულდა, 20 ნოემბერს მოევლინა ჩემი ანგელოზი.
ყველაზე მძიმე ის არის რომ უნდა გააცნობიერო, რომ გზა რომელსაც გაივლი, რომელმაც ცხოვრებაში დაუვიწყარი ბედნიერება უნდა მოგანიჭოს, იქნება ყველაზე უბედური და შენ იბრძვი იმისთვის რომ დაბადო უკვე ღმერთს მიბარებული პატარა.
ვკითხულობ თქვენს ამბებს და მიხარია რომ არ დანებდით და გყავთ ახალი სიხარულები.
ამ დროს მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების თანადგომა, ღმერთს მადლობა რომ მარტო არ ვარ და გვერდში მიდგანან, რომ არა ისინი, რომ არა ჩემი მეუღლე რომელიც უძლიერესი აღმოჩნდა და არაამქვეყნიურად მეხმარება რომ ჭკუიდან არ შევიშალო, ალბათ მე დღეს ამას ვერ დავწერდი. მათი წყალობით მე არ გავბოროტდი და მომავლის იმედი ჯერ კიდე მაქ.

Posted by: Tess 24 Nov 2018, 23:53
teako333
არცწრთი ქალი არ იმსახურებს ამ განსაცდელს sad.gif

ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და რა თქმა უნდა კიდევ გეყოლებათ შვილები. გამძლეობას გისურვებთ თქვენ და მეუღლეს. კარგია რომ ასეთი საიმედო ადამიანი გყავთ გვერდით

Posted by: pinny 24 Nov 2018, 23:53
teako333
სიტყვები ზედმეტია..... მე 20 კვირაზე ნაადრევად ვინშობიარე. საშვილოსნოს ყელი დამოკლდა. ნაყოფი იყო უჯანმრთელესი. მაგრამ მას მერე მე შემერყა ჯანმრთელობა სტრესისგან...... ზუსტად ვიცი რას გრძნობ. მაგრამ ვიცნიბ ადამიანებს საკეისრომდე 1 დღით ადრე რომ გაუშერდა ნაყიფრბს გულისცემა. დღეს 2 და 3 შვილი ყავთ. ერთ მშობიარობისას დაეღუპა ნაყოფი, დღეს ოთხი შვილის დედააა !!!! მეხუთეს აპირებდა , გარეორსულიბა მოხდა და ბარემ მეორე მილიც გადაიკეტა! აი ასე! აუცილებლად გავხდებით დედები

Posted by: sesilia28 24 Nov 2018, 23:54
teako333
გამძლეობას გისურვებ ჩემო კარგო, ძლიერი იყავი და გამხნევდი. ძალიან რთულია ეს ყველაფერი. გჯეროდეს რომ ძალიან მალე გახდები დედა და შენს შვილს ჯანმრთელი სჭირდები. ერთადერთი რჩევა შემიძლია მოგცე, ეცადე მარტო არ დარჩე, მაშინ მოდის ყველაზე ცუდი ფიქრები, მეუღლეზეც იფიქრე, ის ისე ვერ გამოხატავს როგორც შენ. ყველაფერი კარგად იქნება. ეს განსაცდელი ჩაივლის

Posted by: teako333 25 Nov 2018, 00:13
pinny

ასეთი ადამიანების ისტორიები მაძლიერებს, თურმე ბევრ ჩემ ახლობელს ან მათ ნაცნობებს გადახდენია იგივე, აქამდე არავისგან გამიგია. ნელნელა ბევრი გამოჩნდა.
პირველები არ ვართ და სამწუხაროდ არც უკანასკნელები.
მთავარია შენ თვითონ გადალახო შენ თავში. დრო სჭირდება რა თქმა უნდა.
აუცილებლად გავხდებით დედები
* * *
sesilia28

თავიდან პირიქით ვფიქრობდი, სულ მარტო ვიყო და არავინ დამენახოს მეთქი, მაგრამ როგორც კი გამომწერეს, მარტო არ მტოვებნდენ ოთახშიც და მივხვდი რომ ასე უკეთესია.

Posted by: Liliko1 25 Nov 2018, 02:25
გადავირიე, ანხელა ასაკზე გული რატო გაჩერდა ასეთებიც ხდება? რა დაემართა მიზეზი? ვაიმე შემეშინდააა

Posted by: teako333 25 Nov 2018, 03:28
Liliko1

მიზეზი არ ვიცით, ასეთებიც ხდება თურმე,
მაგრამ შენ ნუ შეგეშინდება, მთავარია ჯანმრთელად იყო შენც და პატარაც და ასეთი ფიქრები არასდროს გაივლო თავში.

Posted by: mashusha 25 Nov 2018, 08:40
teako333


ძალიან მძიმე დღეები გადაგიტანია. ჩემს დედას 7 თვის ორსულობისას დსემართა ეგ. ჩემს ორ თანამშრომელს ზუსტად შენს ვადაზე. თავადაც იცი რომ ცხოვრება გრძელდება და მხოლოდ ნაღვლიანი მოგონება იქნაბა სამომავლოდ. მე 2 თვეზე ცოტა მდტის ორსულობა დემიწყდა და დღემდე ვიცი დაბადების თრიღი, ქუ აში და აცლიბლებში მის ტოლებს ვეძებ და ვფიარობ ამხრლა იქნებიდა თქო. ასე რომ მარტოვი არაა, ვიცი. მაინც იცოდე რომ წინ არაერტი პატარას დედობაა და ეს ყველაფსრს დაგავიწყებს, მხილოდ პატარა ნაღველი რჩება. მესმის რომ ეს ძალიან მძიმეა შენთვის,მაგრამ იციქრე რომ უარესებიც ხდება და რომ .ომავალიც შენია.
ჩემს ბიძაშვილს 5 თვეზე მდტის მოეშალა,წყალი დაღვარა. მა სოვს ის მძიმე დღეები, სულ რაღაც ე_4 წლის წინ იყო. მეგობრების გვერდში დგომა ამ დროს უმნიშვნელოვანესია. დღეს არაჩვეულებრივი ბიჭუკელა ჰყავს. თუ რამე გაქვს შეძენილი მის სახელზე, გააჩუქე, ნუ დაიტოვებ დარდიან მოგონებად, ფუ ძალიან ძვირიანი არაა. გადამალე მაინც და მომდევნოებს გამოადგებათ. ჩემი ბიძაშვილი ეაოს სურათებს დატიროდა, ხოდა... გადავუყარეთ. ასე ჯობია, დანიჯერე..
წინ ბედნიერება გელოდება <3

Posted by: Liliko1 25 Nov 2018, 11:50
აუ ამან მთლად დააგვირგვინა Kიდე ეს Gვინდოდა....

Posted by: teako333 25 Nov 2018, 13:52
mashusha

მადლობა გამხნევებისთვის.
სანამ გამომწერდნენ ყველაფერი გაიტანეს ოთახიდან და გადამალეს, სურათების მთელი ალბომი მქონდა იმდენი იყო, ჯერჯერობით არც მაგას მაჩვენებენ და ალბათ ასე ჯობია.

Posted by: mashusha 25 Nov 2018, 14:12
Liliko1
თვიტგვემას რატომ ეწევი, აქ რაფომ ზშემოდიხარ? აქ ის წერს, ვისაც პრობლემა აქვს და ვინც უკვე გადაიტანა. მე მგონიბადამიანრბს გამხნევება სჭირდებსთ. წადი სხვა თემაში და იმაზე უფიქრე რომ ყველაცერი კარგი ან ცუდი რაც დედამიწაზე ხდება, შენ არ შეგემთხვევა smile.gif

Posted by: nopiahopi 25 Nov 2018, 15:34

Liliko1
შესაბამის თემაში შესაბამისი პოსტი იწერება.

ადამიანს ტრაგედია დაემართა და ძალიან უადგილოა შენი ეს
QUOTE
აუ ამან მთლად დააგვირგვინა Kიდე ეს Gვინდოდა....
.
მომავლებში ხომ არ დააუპოსტავს,სადაც საჭიროა, იქ დაიწერა.

უკაცრავად, რომ ვარსებობთ ასეთი ისტორიის მქონეები და შენ განწყობა გაგიფუჭეთ!!


* * *


QUOTE
. მე 2 თვეზე ცოტა მდტის ორსულობა დემიწყდა და დღემდე ვიცი დაბადების თრიღი, ქუ აში და აცლიბლებში მის ტოლებს ვეძებ და ვფიარობ ამხრლა იქნებიდა თქო.

mashusha


ანალოგირად ვარ მეც. სულ ვითვლი რომ 2018 ში პირველი 27დეკემბერს 8წლის გახდებოდა, მეორე 9მაისს 6ის, მეოთხე 31 მარტს 3ის და მეხუთე 16 აგვისტოს 1ის smile.gif


teako333

ახლა როგორმე უნდა შეძლო თავის კონტროლი, დრო ყველაფრის მკურნალი კი არის, მაგრამ არა საბოლოოდ განმკურნებელი, მთავარია ის,რომ რაღაც პერიოდის მერე ისწავლი ტკივილთან ერთად ცხოვრებას ისე, რომ ხელს არ შეგიშლის და დაგეგმავ და აუცილებლად გააჩენ მომოვალ შვილებს smile.gif

Posted by: teako333 25 Nov 2018, 16:08
sopiasopi

დღეს ყველაზე მეტად ის მანგრევს რომ ვფიქრობ რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ის რომ ახლა ხელში უნდა მჭერებოდა, დამეძინებინა, მოვფერებოდი. რა თქმა უნდა დრო ნელნელა მოაშუშებს ჭრილობას მაგრამ ნაიარევი მაინც დარჩება და ვერასოდეს დავივიწყებთ.
შენც ბევრი გადაგიტანია და ყოჩაღ რომ ასეთი ძლიერი ხარ. შენი პატარებიც ანგელოზები არიან და გზას გინათებენ.
მადლობა თანადგომისთვის

Posted by: nopiahopi 25 Nov 2018, 16:20
teako333
კი,ნაიარევი დარჩება,მაგრამ არ იქნება ღია ჭრილობა..
მე მყავს ერთი მზე-გოგო უკვე, 5წლისაა და გვინათებს ცხოვრებას მთელ ოჯახს და საახლობლოს smile.gif ამ ეტაპზე ვერც იფიქრებ ჯერ, მაგრამ აუცილებლად გახდები შენც დედა და შვილი შეგიმსუბუქებს და მიგავიწყებს ამ ტკივილს smile.gif

Posted by: Liliko1 25 Nov 2018, 17:44
Gოგოებო ბოდიშს მოვითხოვ ტუ რამე ცუდად დავწერე

Posted by: ლუქსუს 25 Nov 2018, 17:47
teako333
მალე ყველაფერი კარგად გექნება :*
Liliko1
:*

Posted by: mashusha 25 Nov 2018, 19:12
sopiasopi

ჩემიც ზუსტად, დეკემბრის ბოლოდან, 7 იავრამდე მქონდა გაჩენის დღე. 2 წლის გახდებოდა. მეორე ახლა იქნებოდა თითქმის 6 თვის. ერთი ბიჭი იყო, მეორე არ ვიცი, ალბატ უფრო გოგო.
სამაგიეროდ, ხომ მყავს ერთი გადარეული (სრული ამ სიტყვის მნიშვნლობით დდდ) გოგონა <3 ხოდა, ცოცხლებზე და წყალობაზე ვიფიქროთ ჯობია! ესენი არიან ჩვენი გულის სამყარო <3
ყველანი გოგოებო გახდებით დედებ თუ ჯერ არ ხართ. თუ არადა, მეორე, მესამე შვილების დედები გახდებით. რას იზამ, რაღაც ისტორია ყველას გვაქვს და ყველა სახელზე ციმციმებს ვარკვლავები ცაში <3

Posted by: iratta_26 26 Nov 2018, 11:57
Liliko1
QUOTE
მოვითხოვ

თუ მოიხდი0

Posted by: Aniani1995 27 Nov 2018, 19:41
teako333
ვერავინ გაგიგებს ისე ვისაც გამოცდილი არ აქვს, შენნაორად დამემართა 36 კვირაზე დამეწყო მშობიარობა და საკეისრო გამიკეთეს, მიმალავდნენ 3 დთე ბავშვი ინკუპატორშიაო მაგრამ დაბადებისას ვერ გადამორჩინეს შვილი. ვიცი რა გრძნობა გაქვს გამოვლილი 1 წელი გავიდა ჩემი ისტორიიდან და არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილი რომელიც ანგელოზია და დედიკოს და მამიკოს იცავს, მთავარია არ დაეცე ცხოვრება გააგრძელო ახლა უკვე 2 თვირ ორსული ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ პოზიტიურად ვიფიქრო. ისინი ჩვენი ანგელოზები არიან და უფალი აღარ გაგვწირავს მე ამის მჯერა
* * *
ეს ისეთი გრძნობაა მტერსაც ვერ გავწირავ გამოსაცდელად. ბევრს არ დავწერ არ მინდა უფრო დაგამძიმოთ ყველა მაგრამ თეაკო იცოდე მარტო არ ხარ სხვებიც ვართ შენნაირად

Posted by: პატრიცია 27 Nov 2018, 23:49
5 ორსულობიდან 2 ბიჭუკელას დედა ვარ.. შიში და ფორიაქი არასდროს გტოვებს...უბრალიდ სწავლობ ან ცდილობ ისწავლო ცხოვრება ამ შიშტან და ტკივილთან ერთად...მთავარია არ დანებდე...არ დაკარგო დედობის სურვილი..და გქონდეს განცდა-ყველაფერი კარგად იქნება...

Posted by: teako333 29 Nov 2018, 00:24
Aniani1995

ნამდვილად აღარ გაგვწირავს, ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგია რომ ასე პოზიტიურად ხარ და შენც და პატარასაც ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ

პატრიცია
მადლობა ამ სიტყვებისთვის

Posted by: Aniani1995 29 Nov 2018, 21:09
teako333
სხვა გზა არაა ჩემო საყვარელო თორე ისე მიჭირდა და ახლაც ისე ვარ 10 თვემდე ბავშვებს ვერ ვეკარები, იმედია ღმერთით ჩვენც ვიქნებით ბედნიერი ❤ ის ტკივილი მთელი ცხოვრება გაგვყვება და მე პირადად ვიძახი რომ მეორე შვილს ველოდები პირველი ანგელოზია მაგრამ ჩემი შვილია ჩემი ანგელოზი❤

Posted by: Mariams1 18 Jan 2019, 04:03
გამარჯობათ, არ ვიცი სწორედ ვწერ თუ არა მაგრამ მინდა მოგიყვეთ ჩემზე, მოკლედ ჯერ კიდევ ორსულად ვარ, კისრის ნაოჭი ჩემს პატარას აქვს 3,5 დანარჩენი ყველაფერი ნორმაშია, გავიპეთე ორმაგი ტესტი სადაც პასუხია მაღალი რისკი დაუნზე, ეხლა გავიკეთე კიდე სხვა ტესტი როლის პასუხი ორ კვირაში ჩამოვა და 80% მეცოდინება ჩემი შვილი დაუნი არის თუ არა

Posted by: whateverr 24 Jan 2019, 12:55
Mariams1

დაელოდე პასუხს, იქნებ განსხვავებული პასუხი იყოს. წინასწარ ნერვიულობას აზრი არ აქვს.


მე მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ აღმომაჩნდა პოლიპი (საკმაოდ დიდი) და დეკემბერში გავიკეთე ჰისტეროსკოპია, როგორც მითხრეს პოლიპის წარმოქნის მიზეზი იყო სწორედ მედიკამენტოზური აბორტი, ანუ ბოლომდე არ მოხდა ნაყოფის გამოფხეკა რომ არ დაეზიანებინათ საშვილოსნო.
ასე და ამგვარად..




Posted by: Liliko1 26 Jan 2019, 22:25
Mariams1
ნუ გეშინია იმედიანად იყავი, მეც გსვიკეთე ეგ ტესტი , პანორამა ქვია ამერიკიდან ჩამოვიდა 2 კვირაში არაფერი არ აღმოჩნდა, ჩვენთან გულზე აქვს პრობლემა ბავშვს და ამტომ გავიკეთე ეგ.

Posted by: Juventino 18 Feb 2019, 17:25
გოგოებო,
პრივეტ....
შეტყვეტილ ორსულობაზე ვინმე ნორმალური კარგი გინეკოლოგი არ იცით ? მიმასწავლეთ წინასწარ მადლობა.
არ დაიზაროთ love.gif

Posted by: whateverr 19 Feb 2019, 14:20
თიკო გაგუაზე რას ფიქრობთ?
ვინმე თუ დადიოდა მასთან.





Posted by: Tamu123tamu 19 Feb 2019, 17:28
გოგოებო ვისაც გყავთ პატარა და შემდეგი ორსულობა შეგიწყდათ, როგორ გადალახეთ, დაორსულების შიში ? ანუ მე მეორე ორსულობა შემიწყდა, აი ძალიან მინდა კიდევ ბავშვი, მაგრამ ის რომ მახსენდება რა გადავიტანე (ნუ დღესაც მაქვს სტრესი), ვეღარ ვფიქრობ დაორსულებაზე.

Posted by: teako333 2 Mar 2019, 15:01
Juventino

მე ინ ვიტროში დავდივაფ შორენა გოგოჭურთან და ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრს დაეხმარა შეწყვეტილ ორსულობაზე და ვისაც დაორსულების პრობლემა აქ იმათაც.

Tamu123tamu

მე პირველი ორსულობა შემიწყდა 38 კვირაზე, აქ დავწერე რაც გადავიტანე და როგორ ვგრძნობდი თავს, საბედნიეროდ მიზეზი ვიპოვეთ. გენეტიკური თრომბოფილია, ახლა ერთო სული მაქ შემდეგი ორსულობა როდის დადგება, არ შეგეშინდეს არაფრის.
სტრესიც და ნერვოზიც ავიკიდე მგონი მაგრამ მომავალზე ფიქრი მაძლიერებს, ასე რომ თუ გინდა მეორეც არ შეგეშინდეს,
რა მიზეზით შეგიწყდა?

Posted by: mashusha 2 Mar 2019, 15:07
Tamu123tamu
QUOTE
გოგოებო ვისაც გყავთ პატარა და შემდეგი ორსულობა შეგიწყდათ, როგორ გადალახეთ, დაორსულების შიში ? ანუ მე მეორე ორსულობა შემიწყდა, აი ძალიან მინდა კიდევ ბავშვი, მაგრამ ის რომ მახსენდება რა გადავიტანე (ნუ დღესაც მაქვს სტრესი), ვეღარ ვფიქრობ დაორსულებაზე.



არ იფიქრო, უბრალოდ, მანამდე მიდი გინეკოლოგთან და გაიარე კონსულტაცია
მე ორჯერ შემწიყდა. აგრე იუზერი გიყვება 38 კვირის შემიწყდაო. ეს შეწყვეტაც არაა.. არ დავწერ რა არის! : (

არ იფიქრო!

Posted by: Trulala 5 Mar 2019, 08:54
teako333
ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე... 25 კვირის ორსული ვარ და ავბღავლდი უსაშინლესი გამოცდილებაა. გისურვებ კიდევ დაორსულდე და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინო

Posted by: teako333 6 Mar 2019, 19:18
Trulala

დიდი მადლობა ❤️

Posted by: jiuti 2 Apr 2019, 22:22
Tamu123tamu მე ვარ ასეsad.gif საშინელი შეგრძნებაა, არავის ვუსურვებ გამოსცადოს. ახლა ველოდები მკურნალობის დასრულებას რომ დაგეგმოს ორულობა და უკვე დავიწყე გავიმხნევო თავი და ფსიქოლოგიურად ძლიერად ვიყო. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მადლობა ღმერთს მყავს შვილი, თორემ როგორ გადავიტანდი ვერ წარმომიდგენია.

კიდევ მინდოდა აღმენიშნა, რომ ბევრჯერ შემიწყდა ორსულობა და ახლახან გავიკეთე გამოკვლევა, დადგინდა რომ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მატარებელი ვარ, იქნებ ვინმეს გამოადგეს ეს ინფორმაცია ჩემნაირს (ხშირი შეტყვეტები 3 თვემდე)) და გაითვალისწინოს. როგოც მითხრეს, ეს არის შედარებით ახალი ცოდნა (ბოლო 5-7 წელ საქართველოში) , მაგალითად გაგუაში დავდიოდი, იცოდა ჩემი ისტორიები და ეს კვლევა არ მოუთხოვია, სტანდარტულად გავიკეთე ანალიზები, ამიტომ მგონია რომ იქნებ საჭიროებთ ამის კვლევას. მანამდე რომ მცოდნოდა ნამდვილად უკეთესი იქნებოდა.

Posted by: adeline 2 Apr 2019, 22:25
jiuti
ჯანმრთელობას და მშვიდობიან ორსულობას გისურვებთ :* ანტიფოსფოლიპიდურზე ანალიზები არაორსულმა ჩააბარეთ? ზოგი ამბობს ორსულობაში უნდა ჩააბაროო და ვეღარ გავიგე.

Posted by: jiuti 2 Apr 2019, 23:05
adeline
მადლობა ❤️
არაორსულმა გავიკეთე. შეიძლება ორსულობაშიც კეთდება, იმიტომ რომ ადამიანი არის ამ სინდრომის მატარებელი და გამიჩნდება ანალიზში, თუმცა მანამდე გარკვევა ალბათ იმით ჯობს რომ როცა ორსულობა დგება შემდეგ ჰემატოლოგი+გინეკოლოგი ერთად მართავენ მთელ ორსულობის პერიოდს,გაჩენამდე.

Posted by: adeline 2 Apr 2019, 23:08
jiuti
მადლობა პასუხისთვის :* მე ჰემატომა გამიჩნდა და მაგის გამო შემიწყდა 8 კვირაზე. იმ კვირში ჰემატოლოგთან მივდივარ, რომ გამოვიკვლიო გენეტიკური თრომბოფილია და ყველაფერი. აი ნახავ, უკვე მიზეზი იცი და ახლა ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის :*

Posted by: jiuti 2 Apr 2019, 23:18
adeline
შენც გისურვებ წარმატებას, კარგ ანალიზებს და მშვიდობიან ორსულობას. მერე ვაპირებ რომ დავწერო როგორ განვითარდება მოვლენები, ერთამენთს შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ აქ ❤️ ჰემატომა მქონდა პირველ ორსულობაზე, გაიწოვა და სრულიად უპრობლემოდ გავაჩინე. კარგად იქნება ყველაფერი,

Posted by: tako_91 10 Apr 2019, 21:07
მოგესალმებით,თუ შეიძლება ცოტა მალე რომ მიპასუხოთ.ვიყავი ეხოზე კახა ტატიშვილთან,დამიწერა 5 კვირის ორსულობა,სანაყოფე ბუშტის დეფორმაცია,საშვილოსნოს ყელი 3,5 სმ. დახურული,ორივე საკვერცხე ნორმალური ზომის და სტრუქტურის.ეს პასუხი ვაჩვენე ჩემს გინელოკოლგს და ცოტა არ იყოს შემაშინა,ძალიან დიდი შანსია მოშლისო, თუ შეგიძლიათ რომ გამარკვიოთ, ასეთ შემთხვევაში თუ არის შანსი რომ ყველაფეეი თავისით გამოსწორდეს? ისე დავიბენი და შემეშინდა ვეღარაფერი ვეღარ ვკითხე ექიმს და ძალიან ვნერვიულობ,რამე თუ იცით ამ თემაზე მომწერეთ რაა

Posted by: annaninio 11 Apr 2019, 23:43
tako_91
მარტო დეფორმაცია არ არის საგანგაშო, მთვარია გადამოწმებისას ვადებს მიყვეს. ბუშტიც გასწორდება . მომავალ დედებში ბევრს ქონია მაგ ვადაზე დეფორმაცია და დღეს ანგელოზებივით შვილები ყავთ.

Posted by: adeline 16 Apr 2019, 17:06
jiuti
აბა როგორ ხარ? ხომ არ დაგეგმე უკვე ორსულობა? :*
ანტიფოსფოლიპიდურზე მაინტერესებს, სად ჩაიტარე ეგ გამოკვლევა და ჰემატოლოგთან ვისთან დადიხარ?
მანანა ღირდალაძე გადავწყვიტე ჰემატოლოგი. ისე დაკა კაპანაძეა კარგი ჰემატოლოგ-გინეკოლოგიო.
მე ვაპირებ ახლა მაგის და გენეტიკური მუტაციების ჩაბარებას და მაინტერესებს ყველაფერი.

Posted by: jiuti 19 Apr 2019, 14:48
adeline
დაგეგმვა ჯერ არვიცი, რაღაც გადასაკონტროლებელი ანალიზის პასუხს ველი ჯერ.
ანტიფოსფოლიპიდურის ანალიზი ავიღე ჩაჩავაში და გააგზავნეს ჯანმრთელობის სახლში.
მანანა ღირდალაძესთან ვიყავი პასუხების გასავლელად, ჩაჩავაში მოდის გარკვეული დღეები და მაწყობდა ტერიტ.
დაკა კაპანაძე არვიცი, სად არის, რომელში?

Posted by: adeline 21 Apr 2019, 10:33
jiuti
გენეტიკურ მუტაციებზეც ჩააბარე აუცილებლად. მე ვიღებ ახლა მაგას და ანტიფოსფოლიპიდურს ჯანმრთელობის სახლში. მანანასთან თუ იყავი, კაპანაძე აღარ გინდა. მანანა ძალიან კარგია. ჩაჩავაში თუ მიდიოდა, ეგ არ ვიცოდი.
დაკა არის უზნაძეზე, ორსულთა ჰომეოსტაზის და პათოლოგიის ცენტრში

Posted by: Mariam14 29 Jul 2019, 10:07
გოგოებო გამარჯობა. ორსულობა შემიწყდა ექვს კვირაზე, საიტოტეკს მოვრჩი დღეს და ანალიზების გაკეთება რამდენ ხანში შემიძლია? უნდა დაველოდო აუცილებლად ციკლს თუ შემიძლია მანამდეც ?

Posted by: Tua 29 Jul 2019, 10:12
Mariam14
მედიკამენტოზუი აბორტის შემდგომ 2 კვირა უნდა ელოდო, შემდგომ გაიკეთო ექოსკოპია რათა გადაამოწმო რამდენად კარგად გამოსუფთავდა ყველაფერი, მხოლოდ მას შემდგომ დაელოდო ციკლს რომ დაიწყო ყველაფერი თავიდან smile.gif პირველ რიგში გამოიკვლიე თრომბოფილია (გენეტიკურიც და შეძენილიც) .

Posted by: eleonoraa12345 29 Jul 2019, 10:42
Mariam14
გამარჯობა,
ძალიან სამწუხაროა
რამდენი აბი გაწუწნე ეგ წამალი და გამონადენი გაქვს კიდევ?

Posted by: Mariam14 29 Jul 2019, 12:36
ოთხი აბი სულ, დღეში ორჯერ. ანუ ციკლამდე ვერაფერს გავაკეთებ ხო? sad.gif მაინტერესებს არადა მიზეზი რამე ვირუსი ან ინფექცია ხომ არ იყო

Posted by: eleonoraa12345 29 Jul 2019, 16:02
Mariam14
მე ჯერ 2 ჩამაწუწნინეს და 2 კვირა გავიდა მას მერე დღეს კიდე 4 დამინიშნეს ნოშპასთან ერთად თუ რამეა წამოიღებსო და მერე ნორკოლუტი და მერე დაიწყება ციკლიო, სანამ ციკლი არ დაგეწყება მშვიდად იყავი და მერე ჩაიტარე გამოკვლევები ჯობია 2kiss.gif

Posted by: ლილუ_ 3 Aug 2019, 12:11
გოგოებო გამარჯობათ,
გუშინ წინ დავლიე ეს ავადსახსენებელი წამალი, ერთიანად წამოიღო და მეორე დღიდან აღარ მომდის,
მხოლოდ ცოტა გამონადენი მაქვს, ეს საშიში ხომ არაა? დღესაც ძაან ცოტა გამონადენი მქონდა და ვსო

Posted by: Anabeli111 15 Aug 2019, 18:45
დავწერ აქაც, ვინაიდან მე როცა დამჭირდა ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვნახე.
10.4 კვირაზე შემიწყდა ორსულობა, ფოტომეტრიით 8.4 კვირაზე. გესტაციური ვადით 8.2 კვირაზე როცა ვიყავი ეხოსკოპიაზე ემბრიონი 1.4 კვირით ჩამორჩებოდა ციკლის ვადას, ხოლო სანაყოფე ემბრიონს 1.4-ით. ემბრიონის გულისცემა იყო 152, 7მმ, სანაყოფე პარკი კი საშუალოდ 13 მმ დიამეტრის. ბევრგან ვეძებე ისეთი ინფორმაცია სადაც სანაყოფე ჩამორჩებოდა ვადებს და ორსულობა კარგად დამთავრდა, მაგრამ ვერ ვიპოვე. 9კვირამდე, ხშირ შემთხვევაში, ორსულობა წყდება. 11.4 კვირაზე სანაყოფე პარკი იყო დეფორმირებული და მის ქვემოთ ჩანდა ჰემატომა 16მმიანი. ვიცოდი რომ 1 პროცენტი იყო შანსი და ყველაფერი ვცადე, სამწუხაროდ უშედეგოდ.
ძველ თემებს გადავხედე და nopiahopi-ს ჰქონდა მსგავსი შემთხვდვა მგონი, იქნებ გამომეხმაურო თუ ნახავ პოსტს ♡ ან მსგავსი შემთხვევა თუ გქონიათ ვინმეს და შემდგომი ნაბიჯები რა იყო თქვენი ♡

Posted by: nopiahopi 15 Aug 2019, 22:37
Anabeli111
მოვედი smile.gif

სანაყოფე პარკის პრობლემა რომელ ორაულობაზეც მქონდა, ასეთი სიტუაცია იყო: 6-7 კვირის მერე არ იზრდებოდა სანაყოფე პარკი, ნაყოფი ვითარდებოდა, გაკვეტებული კი იყო. არცერთ ვადაზე არ ქონია ჩამორჩენა პრობლემის მ იუხედავად. პროგნოზები იყო ის, რომ 10 კვირაზე შემიწყდებოდა ორსულობა, და ზუსტად მაგ ვადაზე მართლა დამეწყო ტკივილი , ყელის გახსნა და წყლები ჩამომივიდა აგრეთვე სისხლთან ერთად.მარა ეს სისხლი იყო ჰემატომის. ძალიან გაუკვირდათ რომ ნაყოფი შენარჩუნდა. ასე გავქაჩე 19კვირამდე, ოღონდ აი ყველა გაოცებული იყო, ყოველ ეხოზე, არ ჯეროდათ რომ ვითარდებოდა ნაყოფი. არადა სანაყოფე პარკის პატარა ზომის მიუხედავად, მთლიანად ვერ ზომავდნენ, სულ მოხრილი იყო, მაგრამ მაინც კარგი ზომები ქონდა. 19 კვირაზე, როგორც ჩანს უკვე ბავშვი უფრო მოძლიერდა და დააზიანა სანაყოფე პარკი და წყლებიც დავღვარე.ჰემატომაც ბოლომდე მქონდა sad.gif


შემდგომი ნაბიჯები ჩემთან არც არაფერი იყო, გარდა იმისა , რომ მას მერე თავს ვიცავდი.. თუ რამე დაგაინტერესებს, მკითხე smile.gif

Posted by: Anabeli111 15 Aug 2019, 22:46
nopiahopi
ჩემთან იზრდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა.. ზოგადად ემბრიონიც და სანაყოფეც ჩამორჩებოდა ვადებს, მაგრამ გვიან ოვულაციას ვაბრალებდი. სანაყოფეზე დავიწყე ნერვიულობა, რეალურად ვხვდებოდი რომ თუ ის.ვერ გაიზრდებოდა ვერც ნაყოფი შეძლებდა განვითარებას. ახლაც ეხოს მონაცემებიტ სანაყოფე გაზრდილია, მარა საშინლად დეფორმირებული იყო დ აქვემოთ ჰემატომა იყო, სავარაუდოდ შეწყბეტოს მერე გაჩენილი, იმიტომ რომ წინა ეხოზე არ იყო. რას შეიძლება გამოეწვია, რა გითხრეს? შეიძლება უბრალოდ ამ შემთხვევაში.ემბრიონი იყო სუსტი? ვაპირებ გამოკვლევების გაკეთებას, მარა რაც გავიკეთე (კოაგულოგრამა, დე დიმერი, ტსჰ, სისხლის საერთო) ნორმა.იყპ ყველაფერი.

Posted by: eleonoraa12345 16 Aug 2019, 08:49
Anabeli111
ანი ჩემი აზრით დეფორმირებული სანაყოფე უკვე შეწყვეტის შედეგად იყო, როგორც ჰემატომა, იმის მიუხედავად რომ ჩემთანაც პატარა იყო სანაყოფე (და ემბრიონი და ყვითრი მასში ძნელად ეტეოდნენ) დეფორმაცია არ ქონია, მე როგორც მივხვდი რაც წავიკითხე იქიდან გამომდინარე და რაც ექიმმა გუშინაც გამიმეორა თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით როდესაც ზომებს არ შეესაბამება რომელიმე ყვითრი ან სანაყოფე აქ უკვე საქმეა თავდაპირველი დაყოფის დროს მომხდარ ხარვეზთან რაც ან გამოსწორდება და ან არა sad.gif , შენ ყველაფერი გააკეთე რაც შეგეძლო, ახლა ძალების მოკრებვა გესაჭიროება
შენს ეხოში ყვითრი არცაა ნახსენები, ძველ ეხოებზე გიწერდნენ მის ზომას?
ჩემთან მეორე ეხოზე უკვე დიდი რომ იყო, მიუხედავად პატარა სანაყოფესი, მაგით მიხვდა ექიმი რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, უკანასკნელ ეხოზე კი უკვე 8 მმ იყო ყვითრი რაც შეწყვეტილის შედეგია.

Posted by: nopiahopi 16 Aug 2019, 10:29
Anabeli111
მიზეზს ვერ ამბობენ, სავარაუდოდ განაყოფიერების დროს არის ხარვეზი,რაც პარკია პრობლემას იწვევს. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ პარკმა გვიმტყუნა,ნაყოფი ვითარდებოდა თან საკვირველად. თავიდანვე მითხრეს გოგო იქნებაო,ამ პირობებს რომ უძლებსო და მერე უკვე დიდ ვადაზეც დამიდასტურეს სქესი. ვფიქრობ სულ ცოტა დამაკლდა ბოლომდე. 26 კვირამდე რომ გაექაჩა, გადარჩებოდა. მაგრამ ბავშვის ზრდადთან ერთად რისკიც იზრდებოდა, ან ხელს გაიქნევდა, ან ფეხს და მაინც დააზიანებდა. რამდენიმე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ერთს ვკითხე,თუ 7თვემდე მივალთ,იქნე ბ საკეისრო დავნიშნოთ ეგრევეთქო და მითხრა, რომ მაგაზე ფიქრი ჯერ ადრეა,ჩვენი მიზანი ყოველი დღის მშვიდობიანად გალახვააო (ნუ რაც იმას ნიშნავდა , რომ იმედი არ ქონდა )..


მინდა , რომ გამაგრდე და ახალი იმედებით გააგრძელო ბრძოლა smile.gif ხანდახან გამკრავს ხოლმე ფიქრი, რომ ჯობდა 10კვირაზევე დასრულებული ყველაფერი და არც ბავშვს ეწვალა, არც მე..

მომოვალ ამ დროს სულ სხვა ფიქრებით გვექნება გამოძეძგილი თავი, მაგალითად, პამპერსი,რძე, უძილობა, არიქა ასლოკინებს, არიქა გაგვიღიმა, ჩუმად, ბავშვს ძინავს და ა. შ. biggrin.gif აი ნახავ :*

Posted by: eleonoraa12345 16 Aug 2019, 10:32
nopiahopi
იშვიათია ქვეყანაზე შენნაირი ადამიანი, ბედნიერი ვარ რომ აქ გაგიცანი :* :*

Posted by: nopiahopi 16 Aug 2019, 10:34
eleonoraa12345
QUOTE
იშვიათია ქვეყანაზე შენნაირი ადამიანი

კაი ახლა რა :*

Posted by: Anabeli111 16 Aug 2019, 11:16
eleonoraa12345
წინა ეხოზე, 30ივლისს რომ ვიყავი, იმაში მეწერა ემბრიონი 7მმ, ყვითრი 4მმ და სანაყოფე საშუალოდ 13.4 .. ალბათ მართალი ხარ. გაგუაში რომ მივედი გოგისთან, მაგანაც ქრომოსომები ახსენა. თავიდანვე ექნებოდა პრობლემაო.. ჯერ ისე ვარ ვითომ ცუდი სიზმარი იყო, ხვალ მექნება ალბათ რთული დღე..

nopiahopi
მადლობა, საყვარელო ♡♡ ძალიან თბილი და კარგი გოგო ხარ ♡ მეშინია კიდევ იგივე არ მოხდეს და ამიტომ მინდა რამე მიზეზი.ვიპოვო, რასაც მიბაქცევ ყურადღებას.

რაღაც გენეტიკურ ანალიზს რომ იკეთებენ ქმართან ერთად ეგ გაგიკეთებიათ? ნ რა ჰქვია თუ იცით.

Posted by: eleonoraa12345 16 Aug 2019, 11:28

nopiahopi
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
Anabeli111
ამ დროს როდესაც თავიდანვე იკვეთება ასეთი პრობლემა, ამბობენ რომ ან კვერცხუჯრედი იყო უხარისხო ან სპერმა და დაყოფისას სათანადოდ არ დაიყო ამიტომ ხდება შემდეგ ხარვეზი sad.gif
მეუღლე შემოწმებული გყავს?
გენეტიკურ ანალიზზე არ ვიცი არაფერი sad.gif
ნუ ფიქრობ რომ ხვალ იქნება რთული დღე, ჩვეულებრივი დღე იქნება და შენც ყველაფერს გადაიტან ჩვეულებრივად, ცოტა დროში იწელება მედიკამენტოზური და ესაა რთული გადასალახი მაგრამ სხვა რამეში იპოვე შემართება და ხალისი რომ გადაიტანო ყურადღება და გადალახო ეს პერიოდი 2kiss.gif

Posted by: nopiahopi 16 Aug 2019, 11:29
Anabeli111
ეგ ანალიზი არ გამიკეთებია.

QUOTE
ამიტომ მინდა რამე მიზეზი.ვიპოვო, რასაც მიბაქცევ ყურადღებას.

რა თქმა უნდა, თუ არის რამის გამოკვლევა შესაძლებელი, ჯობია გამოიკვლიო და მომზადებული დახვდე შენს ბაიას smile.gif

შიში ბუნებრივია რომ გაქვს, მაგრამ მალე მაგ შიშს ახალი იმედები და შემართება გადაგიფარავს smile.gif დროა საჭირო, რაც მალე გაივლის :*

Posted by: Anabeli111 16 Aug 2019, 11:37
eleonoraa12345
არა, არ არის შემოწმებული და ორივენი გამოვეკვლევით აუცილებლად ♡♡

nopiahopi
მადლობა, გოგოებო ♡ გადავლახავ ამასაც, არ ვაპირებ დეპრესიაში ყოფნას :* მალე მოფრინდებიან ჩვენთან ისევ წეროები, 9თვით ♡♡

Posted by: anibani18 16 Aug 2019, 17:38
nopiahopi
ღმერთო, რა საშინელება გადაგიტანია sad.gif და ეს პატარა მებრძოლი <3 sad.gif ვაიმე, გული მომიკვდა

Posted by: eleonoraa12345 16 Aug 2019, 18:07
Anabeli111
ეს შემართება იქონიე ყოველთვის და აუცილებლად მიაღწევ ცხოვრებაში საწადელს, ყველაფერი კარგად იქნება ძალიან <3

Posted by: Anabeli111 16 Aug 2019, 19:05
eleonoraa12345
მადლობა, ელე <3 იარინა თავდაცვის გამო დაგინიშნეს თუ სხვა რამ ფუნქციაც აქვს? ახალ წლამდე არაფრის დაგეგმვა არ მინდა, გამოვიკვლევ ყველაფერს, თან უნივერსიტეტის პირველ სემესტრსაც დავხურავ. ალბათ ექიმი მეტყვის რა სჯობს, მაგრამ მაინც ჩაგეკითხები :*

Posted by: eleonoraa12345 16 Aug 2019, 20:28
Anabeli111
ანი თავდაცვის და საკვერცხეების დასვენების მიზნითაც გარეგანი მდგომარეობით ჰორმონებიც არეული მაქვს და ამიტომაც დამინიშნა
ყველას სხვადასხვა მდგომარეობა აქვს და ეს ინდივიდუალურია არაა აუცილებელი ექიმმა შენც დაგინიშნოს გეტყვის ყველაფერს თავის დროზე smile.gif

Posted by: ლილუ_ 17 Aug 2019, 14:01
გოგოებო, აი მაგალითად Anabeli111 nopiahopi
და eleonoraa12345 ქონდათ თავიდანვე დარღვევები და ივარაუდეს თუნდაც კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის ბრალიაო,
ჩემთან არაფერი ყოფილა მსგავსი, ყველაფერი იდეალურად იყო და გულისცემა მაინც გაჩერდა- მიზეზი რა გავიგო როგორ გავიგო რა იყო?

Posted by: Salomea2018 17 Aug 2019, 15:21
ლილუ_
როცა აბორტს აკეთებენ სტაციონარში, სთავაზობენ ექსპერტიზას.( ერთ ჩემს მეგობარს შესტავაზეს). მედიკამენტპზურის დროს ვერ გაიგებ ა მკითხაობენ ფაქტიურად. ან ის იქნება, ან ესო გეტყვიან ვერსიებს

Posted by: ლილუ_ 18 Aug 2019, 00:11
Salomea2018
ხო და მე ან ის და ან ესეც კი არ მითხრეს, მიზეზი არ ვიცით იმდენად იდეალური მდგომარეობა გქონდაო..
ხო და მსგავსი შემთხვევაც ვერ მივაგენი ვინმესგან რომ გავიგო რამე

Posted by: mashusha 18 Aug 2019, 02:39
ლილუ_
პატარა ვადაზე მიზეზის თქმა ძალიან რთულია. ვარაუდი პასუხი სულაც არაა. ამიტომ,ძალიან მაინტერესებს რატომ არ შემრჩა. მე არც შედედების პრობლემა მაქვს, არც ვირუსების. პირველი ორსულობა უპრებლემოდ მივიყვანე ბოლომდე. მომდევმოებს რა სჭირთ, ვერ მეუბნებიან. ეგ რომ ვიცოდეთო... ამომწურავი პასუხის, რას იტყვი...
ბიძაშვილმა 5 თვის ვადაზე დაღვარა წყალი. მანამდე ისე მიდიოდა ორსულობა, არანაირი წამალი არ დამჭირვებია. 2 კვირამდე იწვალა და იბრXოლა პატარამ სიცოცხლისთვის. დაიბადა და 4 საათი იცოცხლა,მეტი ვერა. 5 თვიანი იყო,ესეც როგორ გაძლო.. მას მერე კიდევ აბორტი დშჭურდა 2 თვეზე. შედედება დაუდგინეს და კი ჰყავს ახლა 2 წლის ენაგატლეკილი ბიჭი. შენთან ეგეც გამოირიცხა?

Posted by: civilistka 18 Aug 2019, 05:36
ლილუ_

საერთოდ, ორსულობის შეწყვეტის ყველაზე ხშირი მიზეზები რიგითობით ასეა:
1. ვირუსები;
2. არასრულფასოვანი ნაყოფი, რომელსაც ორგანიზმი იშორებს (ამის მიზეზს ვერავინ გეტყვის და ვერც მკურნალობას დაგინიშნავს);
3. სისხლის შედედების პრობლემა (გენეტიკური ან შეძენილი);
4. გენეტიკური შეუთავსებლობა.

ნუ, პროგესტერონი, ტსჰ, ესენი მგონი გაიკეთე. შენ ვირუსები გამოკვლეული გქონდა? თრომბოფილია მახსოვს, რომ არ გაქვს გამოკვლეული. ანუ, ნორმალური ექიმი ამ რიგითობას გაყვებოდა: ჯერ გამოიკვლევდა ვირუსებს, პროგესტერონს, პროლაქტინს, ჰორმონებს, ასევე, კოაგულოგრამას. აქ თუ ყველაფერი წესრიგში გექნებოდა, მერე გენეტიკურ მუტაციებს. თუ აქაც არაფერი აღმოჩნდებოდა, შენ და შენს პარტნიორს გაგგზავნიდათ გენეტიკოსთან, ქრომოსომების გამოსაკვლევად (მე აქამდე არ მივსულვარ და შესაბამისად, დიდი ინფორმაციაც არ მაქვს).

ყველაფერი შეიძლება იყოს იდეალურად და 1 დღე-ღამეში რაღაც მოხდეს, მაგალითად, წარმოიქმნას თრომბი.

ამიტომ, სჯობს, მომდევნო დაგეგმვამდე ყველაფერი გამოკვლეული გქონდეს :*

Posted by: ლილუ_ 18 Aug 2019, 13:51
mashusha
არაფერი არ მითხრეს, მაკას რომ ვკითხე რამე მაინც მითხრაი რას შეილება დავაბრალოთქო ასე მითხრა, ეს ის შემთხვევაა როცა პასუხი არ მაქვსო
იმდენად იდეალური მდგომარეობა გაქვს ვერაფერს დავაბრალებო..
მაკას თქმით ენდოკრინული სისტემის ბრალია, მაგრამ როგორც კი ორსულობა დადგა გადავამოწმე ენდოკრინული და დოზებიც მაკამ დამირეგულირა- მე გამოვრიცხავ ენდოკრინულს.
სხვებთან თუ რამე ივარაუდეს მაინც, ჩემთან ვარაუდის დონეზეც არაფერი მითხრეს.
მერეც ვკითხე მაკას რა შეილება გავაკეთო რო გავიგო მიზეზითქო და ეხლა ვერაფერს ვიზავთო და დავრჩი ასე.


civilistka
პროგესტერონი, ტსჰ, პროლაქტინი, კოაგულოგრამა ესენი ყველაფერი წესრიგში იყო.
სისხლის შედედებაზე არ მქონია პრობლემა და იმ 1 დღე-ღამეში თუ რამე შეიცვალა არ ვიცი.
ჰემატომა არცერთხელ არ დაფიქსირებულა.
ვირუსები მგონი განაკეთები მაქვს არ მახსოვს ეს. დავითთან გავიკეთე ადრე თუ არ მეშლება, დავრეკავ და წამოვირებ ჩემს ანკეტას.
რადგან პირველ ორსულობად მითვლიან ამას მეუბნებიან რომ ზოგჯერ ასეც ხდებაო და ეს არაა საგანგაშოო.
სექტემბერში დამიბვარეს და რომ მივალ უფრო დეტალურად მოვიკითხავ ყველა ინფორმაციას

Posted by: civilistka 18 Aug 2019, 14:04
ლილუ_
QUOTE
ვირუსები მგონი განაკეთები მაქვს არ მახსოვს ეს. დავითთან გავიკეთე ადრე თუ არ მეშლება, დავრეკავ და წამოვირებ ჩემს ანკეტას.
რადგან პირველ ორსულობად მითვლიან ამას მეუბნებიან რომ ზოგჯერ ასეც ხდებაო და ეს არაა საგანგაშოო.
სექტემბერში დამიბვარეს და რომ მივალ უფრო დეტალურად მოვიკითხავ ყველა ინფორმაციას


ვირუსი რომ გამოკვლეული გაქვს ადრე, ეგ არაფერს ნიშნავს. შეწყვეტისთანავე უნდა გამოიკვლიო M ფორმა, თუ დადგენა გინდა, ცხელ კვალზე. თუ მკვეთრად მომატებულია მაჩვენებელი, სხვას არც არაფერს გამოიკვლევენ.

Posted by: NatiaGull 18 Aug 2019, 14:16
QUOTE (civilistka @ 18 Aug 2019, 14:04 )

ვირუსი რომ გამოკვლეული გაქვს ადრე, ეგ არაფერს ნიშნავს. შეწყვეტისთანავე უნდა გამოიკვლიო M ფორმა, თუ დადგენა გინდა, ცხელ კვალზე. თუ მკვეთრად მომატებულია მაჩვენებელი, სხვას არც არაფერს გამოიკვლევენ.

ვეთანხმები, ბევრი ექიმისგან გამიგია რომ ვირუაის მიზეზით ხშირად ხდება მოშლა

Posted by: adeline 18 Aug 2019, 15:29
ლილუ_
ექიმი შეცვალე. რასაც გეუბნებიან გოგოები, დაუჯერე. კოაგულოგრამა იდეალური მქონდა ყოველთვის, მაგრამ თრომბოფილია მაქვს. იდეალურ მდგომარეობას რას ეძახის ეგ ქალი, არ ვიცი. ჰემატომის გაჩენა არაა აუცილებელი თრომბოფილიისთვის. თუ რჩევას გვეკითხები, დაგვიჯერე. ცივილისტკამ შესანიშნავად გირჩია და რამდენად შეასრულებ, შენი ნებაა.
მედეას დირექტორს მახსოვს ხეგეს პროგრესირებაში შეეპარა ეჭვი და ეგეც გასათვალისწინებელია ჩემი აზრით. ორსულობას კი არ გითვლიან პირველად, პირველია ისედაც: როცა ღრუში ფიქსირდება ნაყოფი, მერე ითვლება ორსულობად.

Posted by: ლილუ_ 19 Aug 2019, 00:17
civilistka
,,ცხელი კვალი'' რამდენი ხანი ითვება?
20დღე კი გავიდა უკვე მედიკამენტოზურიდან და..
არავის უთქვამს (ექიმებს) გამოკვლევა გაიკეთეო როცა ვიკითხე როგორ მოვქცეულიყავი.

adeline
საყვარელო, ექიმი თუ ყოველ თვე ვცვალე არ მგონია ეს კარგი იყოს
მაკასთან 2თვის მისული ვიყავი და შედეგი ეგრევე დადგა..
გეთანხმები რომ ღრუში დაფიქსირების მერე ითვლება ორსულობად, მაგრამ ჩემთვის 10დღიანი დადებით ტესტებიც ორსულობის მანიშნებელი იყო.
იდეალური მდგომარეობა მქონდა ექოსკოპიური სურათით და ჰორმონების ანალიზებით.
ერთადერთი რაც არ მქონდა ჩაბარებული იყო ანტი ტპო. ესეც წამლით არ ინკურნება და რაცარუნდა ყოფილიყო დიდი ვერაფერს მიშველიდნენ თუ მიზეზი აქედან მოდიოდა.

სანამ გავა 2-3თვე თავდაცვაში მივყვები ნელ ნელა თქვენს რჩევებს და დავიწყებ გამოკვლევებსაც
2kiss.gif

Posted by: civilistka 19 Aug 2019, 02:34
ლილუ_
შეწყვეტისთანავე, ლილუ. მეორე, მესამე, მეოთხე დღეს... თორემ აწი კი გადავიდოდა ქრონიკულში. შენ თუ უთხარი, მიზეზის დადგენა მინდაო და ვერაფერს გავაკეთებთო, გიპასუხეს, იმ ექიმების კვალიფიკაცია ნათელია. მაგრამ შენ თუ უთხარი, ახლა არაფრის ძალა არ მაქვს და ვერ გამოვიკვლევო, მაშინ ექიმი არაფერ შუაშია.

აწი მთავარია, გამოიკვლიო და ყველაფერი კარგად გექნება. ასე არ ხდება, ორსულობა წყდებოდეს რაღაც გაურკვეველი მიზეზით. ამ მიზეზების დადგენა დღეს სრულიად შესაძლებელია. თუ რაღაც კონკრეტული მიზეზით არ მომხდარა შენთან შეწყვეტა და ვთქვათ, ნაყოფი არ იყო სიცოცხლიაუნარიანი, მთავარია, იცოდე, რომ სხვა პრობლემა არ გაქვს და მომდევნო ორსულობას მაინც მიიყვან ბოლომდე.

Posted by: anibani18 19 Aug 2019, 06:16
civilistka
ისე ვირუსი რამდენ ხანში გადადის ქრონიკულში?
შეიძლება უაზრო კითხვა იყოს, მაგრამ ვირუსი, ქლამიდია ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის? მე რომ ვირუსებზე გავიკეთე ანალიზი, მოშლიდან 2-3 თვე იყო გასული და ემ ფორმა მქონდა.

მე ფიქრიამ მითხრა რომ მიზეზი ჩემს შემთხვევაში რამდენიმე ერთად იყო - ტრომბოფილია, მომატებული dhea-s და ქლამიდია. ორსულობისას ვერცერთი მიზეზი ვერ აღმოვაჩინეთ, ვერც აღმოვაჩენდი, რადგან ექიმს ჩემთვის არცერთი ანალიზის გაკეთება არ დაუვალებია, მხოლოდ ხეგე და ექოსკოპია.

Posted by: eleonoraa12345 19 Aug 2019, 12:33
civilistka
შეიძლება ვირუსი ქრონიკულ ფორმაში იყოს სისხლში მაგრამ ორსულობისას გააქტიურდეს?
ბოდიში სულელურ კითხვას თუ ვსვამ

Posted by: NatiaGull 19 Aug 2019, 13:22
anibani18
ჩვენ Gფორმა გვქონდა 3ერთეულზე მეტი, და 2ზე ნაკლები უნდა იყოს რომ ქრონიკული ეწოდოს, და საშიში არ არისო

აი ორსულობაში შეიძლება თუ არა რომ მწვავეში გადავიდეს, ამაზე თუ ვინმე ზუსტას გვიპასუხებს კარგია, მეც მაინტერესებს

Posted by: ლილუ_ 19 Aug 2019, 14:49
civilistka
თვითონ მითხრა ახლა ვერაფერს დავადგენთო.
მომკალით და მაკა გეგეჭკორის პაციენტი ვარ და მის კვალიფიკაციაში ეჭვი არანაირად არ მეპარება
ერთი ისაა რო ზოზინაა- ამაში ყველას ვეთანხმები..
უბრალოდ მაკას აზრით პრობლემა ენდოკრინული ხაზიდან მოდიოდა და ამიტომ მითხრა რომ ეხლა გამოკვლევით ვერაფერს დავადგენთო.

აუცილებლად გავივლი კონსულტაციებს ამ თემაზე სხვადასხვა ექიმებთან და შევაჯამებ მათ რჩევებს
მადლობა 2kiss.gif

Posted by: anibani18 19 Aug 2019, 15:11
NatiaGull
მადლობა :* მე 4.5 მქონდა.
იცი რა მაინტერესებს, თუ არ ვიმკურნალე, თვითონ გადადის ქრონიკულში თუ როგორ ხდება ეს?

Posted by: NatiaGull 19 Aug 2019, 15:19
anibani18
ეგ არ ვიცი ან
გიპასუხებენ უფრო კომპეტენტურები :*

Posted by: anibani18 19 Aug 2019, 15:21
NatiaGull
მადლობა, ნათი :*
მე ჩავაბარე დღეს და ველოდები პასუხს smile.gif

Posted by: NatiaGull 19 Aug 2019, 15:23
anibani18
რომელ ვირუსზე ? ყველაზე თუ ქლამიდიაზე ?

Posted by: ლილუ_ 19 Aug 2019, 15:42
anibani18
ვირუსებზე ნაცხი ბარდება?

Posted by: anibani18 19 Aug 2019, 16:07
NatiaGull
ყველა ჩაბარებული მაქვს, ქლამიდია არმომაჩნდა და ახლა გადავაკონტროლე ქლამიდია.

ლილუ_
სისხლი ბარდება ან შარდი

Posted by: ლილუ_ 19 Aug 2019, 16:51
anibani18
მადლობა გადავიკონტროლებ ციკლის მერე ყველა საჭირო ანალიზს გავიკეთებ ბარემ ერთიანად

Posted by: anibani18 19 Aug 2019, 17:09
ლილუ_
ჰო, ლილუ, კარგი აზრია

Posted by: civilistka 19 Aug 2019, 19:10
anibani18
QUOTE
ისე ვირუსი რამდენ ხანში გადადის ქრონიკულში?
შეიძლება უაზრო კითხვა იყოს, მაგრამ ვირუსი, ქლამიდია ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის? მე რომ ვირუსებზე გავიკეთე ანალიზი, მოშლიდან 2-3 თვე იყო გასული და ემ ფორმა მქონდა.


მე როგორც ვიცი, გააჩნია რომელი ვირუსია. სხვადასხვა ვირუსი სხვადასხვა დროით ცოცხლობს აქტიურ ფორმაში და მერე გადადის ქრონიკულში. ძალიან კარგი სტატიაა ეს და წაიკითხე, თუ გინდა :*

http://www.orsuli.ge/Snews?ns=73

ქლამიდია ისეთი ინფექციაა, რომლის გადადების შანსი, გარდა სქესობრივი გზისა, თითქმის არ არსებობს, რადგან მეორე ორგანიზმში იმ რაოდენობის ბაქტერია ვერ მოხვდება სხვა გზით, რომ ის დააინფიციროს.


eleonoraa12345

ელე, G ფორმა ხომ იმას ნიშნავს, რომ უკვე ამ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი გაქვს და მგონი, რომ ეგ გამორიცხულია. აი ციტომეგალოვირუსზე ასეთი რამე წავიკითხე იმ დღეს:

,,CMV ინფექციის ლატენტური ფორმა ფართოდაა გავრცელებული, ის მთელი სიცოცხლე აქვს ინფიცირებულს და კლინიკურად არ მჟღავნდება, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორის გავლენით შესაძლოა გააქტიურდეს და მანიფესტირებულ (კლინიკურად გამოხატულ) ფორმაში გადავიდეს. მეტწილად გვხვდება პირველადი ლატენტური CMV ინფექცია, მაგრამ ინფიცირებულთა ნაწილს უვითარდება კლინიკურად გამოხატული მწვავე ფორმა, რომლის ჩაცხრობის შემდეგ პროცესი მეორეულ ლატენტურ ციტომეგალიაში გადადის."

მაგრამ ლატენტური და ქრონიკული სხვადასხვა ფორმაა.


ლილუ_
არ გედავები, გეგეჭკორთან შეხება არ მქონია, მაგრამ ფაქტია, რომ ვირუსის გამო მოხდა თუ არა შეწყვეტა, ამის დადგენას უბრალოდ ანალიზების გაკეთება სჭირდებოდა.

Posted by: eleonoraa12345 20 Aug 2019, 08:49
civilistka

"ინფექცია „მიძინებულია“, ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც არახელსაყრელი პირობების შექმნისას შესაძლოა მწვავე პროცესში გადავიდეს."

კარგი სტატიაა, მაგრამ ეს პუნქტი არ მომეწონა,ნეტა რა არახესაყრელი პირობები იგულისხმება

Posted by: annaninio 20 Aug 2019, 11:00
ლილუ_
მაკა ძალიან ყურადღებიანია, მიკვირს რომ ჯერ ზედმიწევნით არ გამოგიკვლია და ისე მოგცა დაორსულების უფლება.

Posted by: adeline 20 Aug 2019, 12:48
ვირუსები ნაცხითაც კეთდება. გიორგიმ ნაცხის პისიარით გამიკეთა ყველაფერზე გამოკვლევა

Posted by: Mariam14 28 Aug 2019, 20:40
გამარჯობა გოგოებო, ვირუსებზე ანალიზები დაახლოებით რა ჯდება?

Posted by: Tamu123tamu 3 Sep 2019, 10:11
Mariam14
გაგუაში თითო ფორმა 15 ლარი ღირდა - ანუ 4 ვირუსზე ორივე ფორმა 120 ლარი გამოდის (ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა, ქლამიდია და ჰერპეს ვირუსი).

Posted by: Mariam14 6 Sep 2019, 09:02
ჰერპესის გადატანილ და ქრონიკულ ფორმაზე მკურნალობა დაგინიშნეს ვინმეს? მამუკა ნემსაძემ არ სჭირდება მკურნალობა და საშიშიც არააო, ჩემმა გინეკოლოგმა დამინიშნა მკურნალობა sad.gif

Posted by: Aniani1995 24 Sep 2019, 16:39
გოგოებო ამ თემაში ადრე მქონდა ჩემი ისტორია დაპოსტილი და ახლა რომ შემოვედი ახალი გვერდები დამხვდა მეთქი გადავხედოთქო. ყველაფერი არ წამიკითხავს მაგრამ ვირუსს განიხილავთ როგორც მივხვდი, ჩემს მაგალითზე გეტყვით რომ ორუსლობას რომელსაც 34 კვირაზე საშინელი დასასრული ქონდა მიზეზის ძებნა დავიწყე სამომავლოდ რომ მცოდნოდა. გავიკეთე უამრავი ანალიხი და აღმომაჩნდა ციტომეგანოვირუსი მწვავე ფოტმაში, ამას პლიუს აღმომაჩნდა ჰიპეთირეოზი (ჩიყვი) ამ 2 ძირითად დიაგნოზს მიეწერა ყველაფერი. ვიმკურნალე ვირუსზე როგორც მე ანალოგიურად მეუღლემ (ორივე აუცილებელია) და დავიწყე ელთიროქსინის დალევა. 2 თვიანი კურსი რომ ჩავიტარე გადავამოწმრ კსევ და მიძინებული იყო უკვე ვირუსი. ექიმმა დაორსულდი უკვე არაა პრობლრმაო, მეორე ორსულობაზე 3 ექიმი შევიცვალე ყველას ვეუბნებკდი ვირუსზე ანალიზები თუ გავაკეთოთქო და არცერთმა არ გამაკეთებია უკვე ეგ ვირუსი მიძინებულია მოხდილი გაქვს როგორც ბატონებიო. მთელი ორსულობა შიშში ვიყავი და ისევ 34 კვირაზე დაწყებული მშობიარობა ბედნიერად დამთავრდა. მთავარია სწორი ექიმი და სწორი მკურნალობა. ყველაფერი დაგიწერეთ შეიძლება ვინმ3სთვის ეს პოსტი სტიმული იყოს, ერთ დროს მეც ესე ვიქექებოდი ინტერნეტში იქნებ ვინმრ ვიპოვო ჩემნაირი ისტორიით და იქმებ რამრ პოზიტიური იყოსთქო

Posted by: lesila90 24 Sep 2019, 18:37
QUOTE (Aniani1995 @ 24 Sep 2019, 16:39 )
გოგოებო ამ თემაში ადრე მქონდა ჩემი ისტორია დაპოსტილი და ახლა რომ შემოვედი ახალი გვერდები დამხვდა მეთქი გადავხედოთქო. ყველაფერი არ წამიკითხავს მაგრამ ვირუსს განიხილავთ როგორც მივხვდი, ჩემს მაგალითზე გეტყვით რომ ორუსლობას რომელსაც 34 კვირაზე საშინელი დასასრული ქონდა მიზეზის ძებნა დავიწყე სამომავლოდ რომ მცოდნოდა. გავიკეთე უამრავი ანალიხი და აღმომაჩნდა ციტომეგანოვირუსი მწვავე ფოტმაში, ამას პლიუს აღმომაჩნდა ჰიპეთირეოზი (ჩიყვი) ამ 2 ძირითად დიაგნოზს მიეწერა ყველაფერი. ვიმკურნალე ვირუსზე როგორც მე ანალოგიურად მეუღლემ (ორივე აუცილებელია) და დავიწყე ელთიროქსინის დალევა. 2 თვიანი კურსი რომ ჩავიტარე გადავამოწმრ კსევ და მიძინებული იყო უკვე ვირუსი. ექიმმა დაორსულდი უკვე არაა პრობლრმაო, მეორე ორსულობაზე 3 ექიმი შევიცვალე ყველას ვეუბნებკდი ვირუსზე ანალიზები თუ გავაკეთოთქო და არცერთმა არ გამაკეთებია უკვე ეგ ვირუსი მიძინებულია მოხდილი გაქვს როგორც ბატონებიო. მთელი ორსულობა შიშში ვიყავი და ისევ 34 კვირაზე დაწყებული მშობიარობა ბედნიერად დამთავრდა. მთავარია სწორი ექიმი და სწორი მკურნალობა. ყველაფერი დაგიწერეთ შეიძლება ვინმ3სთვის ეს პოსტი სტიმული იყოს, ერთ დროს მეც ესე ვიქექებოდი ინტერნეტში იქნებ ვინმრ ვიპოვო ჩემნაირი ისტორიით და იქმებ რამრ პოზიტიური იყოსთქო

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ. ვინ არის თქვენი ექიმი?

Posted by: Aniani1995 25 Sep 2019, 20:51
lesila90
მადლობა❤ მე ბათუმში ვიმკურნალე ნინო გოგიტიძესთან, მისი დამსახურებაა სწორად რომ დამინიშნა მედიკამენტები

Posted by: itona 9 Jan 2020, 14:33
მე 18კვირის ვიყავი ერთი კვირის წინ..ახლა აღარ ვარ.ცარიელი ვარ,დაცლილი ყველაფერი კარგისგან.ვცდილობ გავიღიმო და არ გამომდის.სადაც ორსულს ვხედავ თვალს ვარიდებ.ეგეც არ გამომდის.ჩემი მაზლის ცოლია ორსულად და ჩემთან ერთად ცხოვრობს....პირველი ორსულობა იყო,მეექვსე კვირაზე გავიგე,ორი თვის გათხოვილი ვიყავი.ტყუპები იყვნენ,რაიონში ასე მითხრეს.მეცხრე კვირაზე მეორეს გულისცემა აღარ დაფიქსირდა.თან ორრქიანი საშვილოსნო გაქვსო.ყველა სხვა ანალიზი და ეხოც იდეალურად კარგი მქონდა.მეცამეტე კვირაზეც იგივე იყო პასუხი.გეგმიური ვიზიტის გარდა აღარ მივსულვარ,მატერიალური შეჭირვების გამო.მუცელი არც კი მტკენია.მეთვრამეტე კვირას მივედი,25დეკემბერს,სქესი უნდს გამეგო.როგორ მიხაროდა...დავწექი ეხოზე და სანაყოფე წყლები საერთოდ აღარ გაქვსო.ბავშვს კისტებით აქვს თავი სავსეო..წავედით მეორესთან.კისტები არა,სითხეა თავშიო...თბილისში წამოვედი,იმედის კლინიკაში..არანაირი ორრქიანი საშვილოსნო.იყო მცირეწყლიანობა,რომელსაც ვერ მიხვდნენ,გართულდა,სულ გამოელია ჩემს მოცუცქნულს წყალი და გული გაუდიდდა,ფილტვები შეუშუპდა,ხერხემალი მოეხარა..მაინც უცემდა დიდი გული,რითმულად უცემდა..ექიმს შევეცოდე,ისე ვღრიალებდი.ხელოვნურად მამშობიარა,ყველაფერი ჩვეულებრივ მეტკინა,ნაყოფის გამოსვლა არ მტკენია.მკვდარი იყო,ცხადია..გაუტკივარება გაიკეთეო,მითხრეს,რომ ვტიროდი,მაგრამ ხორცი არ მტკიოდა.სული მიდუღდა ისე,ეს ხორციელი ტკივილი მსიამოვნებდა კიდეც.ნეტავ სულის ტკივილის გაუტკივარებაც კეთდებოდეს..ნაყოფი ანალიზზე გაგზავნეს,მეორე მარტო სანაყოფე პარკი იყო და იქ ნორმაში იყო წყლები..ეხო გადავიღე ახლა,მშვენიერი საშვილოსნო გაქვსო..არ ვიცი რა იყო მიზეზი,რაიონის ექიმების უცოდინრობა,ჩემი უყურადღებობა და მოუმზადებლობა...ახლა პირველი ციკლი რომ მომივა გამოკვლევებზე მივდივარ,ისევ იმედში.ვირუსებზე ანალიზები არ მაქვს გაკეთებული..ისიც კი არ ვიცი მეორე სანაყოფე პარკში იყო თუ არა ემბრიონი.ახლა რა იქნება და რა უნდა ვქნა,არც ეგ ვიცი

Posted by: takotatuli1989 9 Jan 2020, 14:49
itona
ძალიან ძნელია შენ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გამხნევება, თუმცა სამწუხაროდ ბევრ ქალს აქვს იგივე ტკივილი გამოვლილი. ვირუსები გამოიკვლიე, ფარისებრი შეიმოწმე, ფოლიუმის მჟვა და დე ვიტამინი დალიე, ექიმიც გეტყვის და როცა ფსიქოლოგიურად მზად იქნები ორსულობისთვის მაშინ დაგეგმე. არ არის აუცილებელი დაოჯახებიდან პირველივე წელს გააჩინო შვილი. წარმატებებს და ბედნიერ დედობას გისურვებ! ყველა ქალი იმსახურებს ამას.

ყოველდღიური ეხოც კი ვერ აგაცილებს მსგავს პრობლემას ხშირად თავიდან, რადგან უფლის ნებაა ყველაფერი და ჩვენზე ბევრი რამე არ არის დამოკიდებული.

Posted by: itona 9 Jan 2020, 15:12
მადლობა გულისხმიერებისთვის..ალბათ მეტად რომ შემეძლოს საკუთარი ნაჭუჭის იქით გახედვა,ასე არ გავირთულებდი ტკივილის განცდას..ვირუსები იწვევს მცირეწყლიანობას??ნაყოფს განვითარების თანდაყოლილი დეფექტები არ ჰქონდაო და მცირეწყლიანობა გადააგვარებდა??ვერ ვიაზრებ,არ ვიცი

Posted by: Anabeli111 9 Jan 2020, 15:41
itona
ძალიან ვწუხვარ, საშინელი გრძნობაა ცარიელი რომ ხარ.. გამომიცდია.. მაგრამ მხნეობა არ დაკარგო. ახლა გაგიჭირდება თუმცა ნურც შენს მაზლის ცოლის ორსულობა დაგთრგუნავს. ყველას ჩვენ-ჩვენი დრო გვაქვს ♡♡ კარგად გირჩიეს, ჯერ დაიცადე რამდენიმე ციკლი, ორგანიზმი მოაძლიერე, დალიე ფოლიუმის მჟავა, დე ვიტამინი შეიმოწმე და ისე დალიე. რამე სისველე ხო არ გქონდა, გამონადენის სახით? როგორც ვიცი მცირეწყლიანობა ნაადრევ მშობიარობას იწვევს sad.gif შენი პაწია იბრძოდა, როგორც ჩანს.. მაგრამ ყველაფერი უფლის ნებაა. ახლა თავს შემოუძახე და ახალი შემართებით შეუდექი ამ რთულ გზას, რომელსაც სანატრელი გრძნობის განსაცდელად მივყავართ ♡

Posted by: narkozeli 9 Jan 2020, 16:42
itona

გამაგრდი, გაძლიერდი, ძალები მოიკრიბე და დაელოდე სასწაულს. აუცილებლად გახდები დედა და შეიძლება ეგ ტკივილი არ გაქრეს მაგრამ იმხელა ბედნიერება გელოდება წინ რომ წარსულისთვის ადგილი არ დარჩება. ყოჩაღად იყავი, ყველაფერი გამოგივა 2kiss.gif
* * *
Anabeli111

შენ ხარ საოცარი გოგო ❤️ შენ და ელეონორა ხართ ჩემთვის საუკეთესო და ყველაზე დიდსულოვანი გოგოების მაგალითი ♡ ♡ თქვენი პოსტების წაკითხვაც კი ამშვიდებს ადამიანს იმხელა დადებითი მუხტი მოდის.

Posted by: Anabeli111 9 Jan 2020, 17:49
narkozeli
გვანც ♡♡♡ მადლობა თბილი სიტყვებისთვის ^_^

Posted by: Redial 9 Jan 2020, 17:54
itona
გამხნევდი აუცილებლად.
გამოიკვლიე ვირუსები, სწორს გეუბნებიან გოგოები და მალე ჩაიხუტებ პატარას ^^

QUOTE
ვირუსები იწვევს მცირეწყლიანობას?

ბევრ რამეს იწვევს ეს ვირუსები, ამაში ძირითადად ე.წ. ''ტორჩ ინფექციები'' იგულისხმება და ნამდვილად ყურადღებამისაქცევია.
გამაგრდი და წარმატებებს გისურვებ

Posted by: adeline 9 Jan 2020, 19:11
ნეტავ ეს თემა საერთოდ არ არსებობდეს და არავინ გამოსცადოს ეს ტკივილი...
itona
ვიცი, რასაც გრძნობ. გამოცდილი მაქვს. მტერსაც არ ვუსურვებ მაგას, მაგრამ ახლა შეეცადე მოყოჩაღდე და ნელ-ნელა გამოიკვლიო ყველაფერი. უფალი მალე ისევ გარგუნებს დიდ სიხარულს და ბედნიერი დედიკო იქნები!

Posted by: itona 10 Jan 2020, 13:41
ალბათ ფსიქოლოგიურად მზადყოფნა უფრო მჭირდება ახლა.ყველაფერი რომ დამთავრდა და გადასამოწმებელ ეხოზე მივედი,რომ ვწვებოდი,ასე მეგონა კიდევ რამე ცუდი უნდა ეთქვათ.ჩემთვის ეხო უკვე მაგასთან ასოცირდება..როდის მომშორდება ეს განცდა...ახლა ამ ფიქრებს თუ ავყევი და წავყევი ფილოსოფიურ მსჯელობებს,რაც ისედაც მახასიათებს,ვერ გამოვეწიწკნები..თქვენ ისე მეხმარებით.დაწოლამდე იმდენჯერ გადავიკითხე პოსტები,ზეპირად ვიცი..მადლობა,გოგოებო,მადლობა..მინდა,რომ უფრო პრაგმატულად ვიფიქრო.დაახლოებით რა თანხა დამჭირდება ამ გამოკვლევების ჩატარება-მკურნალობაში??ანუ,ახლა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო,რაც აღმომაჩნდება იმაზე ვიმკურნალო და მერე ისევ გამოკვლევით უნდა გადამოწმდეს შედეგი??

Posted by: eleonoraa12345 10 Jan 2020, 14:32
itona
გულით და სულით ვიზიარებ შენს ტკივილს და განცდებს
გამაგრდი, ცუდს ყოველთვის მილიონი კარგი მოყვება
გჯეროდეს და გწამდეს ამის
აუცილებლად გახდები მალე დედიკო
შენს განცდებს შენვე უნდა მოერიო და უნდა იპოვნო ის რაც ფიქრებს და გონებას გადაგატანინებს, მეუღლის თანადგომა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია,
რადგან ახალი ამბავია ჯერ დაასვენე ორგანიზმი 2 თვე ან 3 მაინც და შემდეგ შეუდექი კვლავ მუშაობას smile.gif
ახლა შეგიძლია ვირუსებზე აიღო ანალიზები თუ რაიმე აღმოჩნდება მკურნალობის შემდეგ კვლავ უნდა გადაამოწმო რათქმაუნდა
ექიმი შეგირჩევს ყველა საწირო ანალიზს
შენ კი ეცადე განიტვირთო ცოტა ხანი, არ იფიქრო და არ ჩაეძიო ახლა არაფერს, სრულიად დაისვენე, ეს ტკივილი რომ მიწყნარდება შემდეგ დამშვიდებული გონებით აიწყე მსჯელობა, ჩემი აზრით ასე სჯობია
წარმატებები და ღმერთი შენსკენ 2kiss.gif 2kiss.gif

narkozeli
რა საყვარელი ხარ გვანც ძალიან ძალიან დიდი მადლობააა love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: nucanuca1111 12 Jan 2020, 13:24
QUOTE (itona @ 10 Jan 2020, 13:41 )
ალბათ ფსიქოლოგიურად მზადყოფნა უფრო მჭირდება ახლა.ყველაფერი რომ დამთავრდა და გადასამოწმებელ ეხოზე მივედი,რომ ვწვებოდი,ასე მეგონა კიდევ რამე ცუდი უნდა ეთქვათ.ჩემთვის ეხო უკვე მაგასთან ასოცირდება..როდის მომშორდება ეს განცდა...ახლა ამ ფიქრებს თუ ავყევი და წავყევი ფილოსოფიურ მსჯელობებს,რაც ისედაც მახასიათებს,ვერ გამოვეწიწკნები..თქვენ ისე მეხმარებით.დაწოლამდე იმდენჯერ გადავიკითხე პოსტები,ზეპირად ვიცი..მადლობა,გოგოებო,მადლობა..მინდა,რომ უფრო პრაგმატულად ვიფიქრო.დაახლოებით რა თანხა დამჭირდება ამ გამოკვლევების ჩატარება-მკურნალობაში??ანუ,ახლა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო,რაც აღმომაჩნდება იმაზე ვიმკურნალო და მერე ისევ გამოკვლევით უნდა გადამოწმდეს შედეგი??

მოგესალმებით ისე მესმის თქვენი ვერ წარმოიდგენთ 19 კვირაზე გავიკეთე აბორტი ნაყოფის ანომალიის გამო გულის მრავლობითი მანკები ჰქონდა მეც ვიმშობიარე 12 საათი ვმშობიარობდი და იმაზე საშინელი გრძნობა რომ ამხელა ტკივილს განიცდი და არაფერი გრჩება სამაგიეროდ ძალიან რთულია რთული არაა მომაკვდინებელია მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა და რასაც მივხვდი ერთია აბორტის შემდეგ მუდმივ გლოვაში და გოდებაში ვიყავი ჩემს თავს ვსჯიდი ჩემი ფიქრებით მიუხედავად იმისა რომ ყველა ანალიზი გავიკეთე არაფერი არ მქონია არც ვირურსი ჰოქრმონებიც დალაგებული იყო მითხრეს ექვსი თვე არ დაორსულდეო დამიჯერეთ ორი თვის შესვმებეაც საკმარისი იქნება თუ ვირუსების პრობლემა არ აღმოგაჩნდებათ პირველ ორსულობაზე ხდება ასეთი ცუდი რაღაცეები ფიქრი მაინც და მაინც მე რატომ მუდმივად შეგაწუხებთ მაგრამ ბევრმა ქალმა გამოიარა ეს გზა და თქვენ არ ხართ მარტო ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ჩემი რჩევა იქნება მაქსიმალურად მოერიოთ თქვენს თავს შემოუძახეთ ერთხელ რადგან უპრობლემოდ დადგა ორსულობა ყველაფერი კარგად იქნება მე იმდენი ვუქენი ჩემს თავს ნერვიულობით ხელოვნური განაყოფიერება დამჭირდა სასაცილოა მაგრამ ჩემს მაზლსაც ეხლა მოჰყავს ცოლი და იმის ფიქრში ვარ ნეტა ჩემზე ადრე არ დაორსულდესთქო შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რა ბოროტიაო მაგრამ ჩემს გზას რომ გამოივლიან მერე გამკიცხონ არც იმ ფიქრების შეგეშინდეთ რომელსაც ორსულის ან ბავშვის დანახვაზე იგრძნობთ ეს ნორმალურია ადამიანები ვართ

Posted by: itona 12 Jan 2020, 16:31
QUOTE
სასაცილოა მაგრამ ჩემს მაზლსაც ეხლა მოჰყავს ცოლი და იმის ფიქრში ვარ ნეტა ჩემზე ადრე არ დაორსულდესთქო შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რა ბოროტიაო მაგრამ ჩემს გზას რომ გამოივლიან მერე გამკიცხონ არც იმ ფიქრების შეგეშინდეთ რომელსაც ორსულის ან ბავშვის დანახვაზე იგრძნობთ ეს ნორმალურია ადამიანები ვართ


როგორ მენუგეშა თქვენი სიტყვები..მრცხვენია იმ აზრების,რომლებიც თავში მომდის.მანადგურებს ჩემი მაზლის ცოლის ორსულობა,ეს ბოღმა ბოლოს მომიღებს.ასე რომ არ შეიძლება,ვიცი,მაგრამ უძლური ვარ.თან საკმაოდ აუტანელი გოგოა,ისე იქცევა,ცეცხლზე ნავთს მისხამს..ამის ჯინაზე ხომ არ დავორსულდები,მაგას ვერ ვაკადრებ ჩემს შვილს,მაგრამ თან მინდა.მოკლედ,ისეა ჩემი საქმე,გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მოეწევაო:-)არც სამსახური არ მაქვს,გარეთ მაინც რომ გავიდე და მთელი დღე არ ვუყურო.

Posted by: nucanuca1111 12 Jan 2020, 20:50
QUOTE (itona @ 12 Jan 2020, 16:31 )
QUOTE
სასაცილოა მაგრამ ჩემს მაზლსაც ეხლა მოჰყავს ცოლი და იმის ფიქრში ვარ ნეტა ჩემზე ადრე არ დაორსულდესთქო შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რა ბოროტიაო მაგრამ ჩემს გზას რომ გამოივლიან მერე გამკიცხონ არც იმ ფიქრების შეგეშინდეთ რომელსაც ორსულის ან ბავშვის დანახვაზე იგრძნობთ ეს ნორმალურია ადამიანები ვართ


როგორ მენუგეშა თქვენი სიტყვები..მრცხვენია იმ აზრების,რომლებიც თავში მომდის.მანადგურებს ჩემი მაზლის ცოლის ორსულობა,ეს ბოღმა ბოლოს მომიღებს.ასე რომ არ შეიძლება,ვიცი,მაგრამ უძლური ვარ.თან საკმაოდ აუტანელი გოგოა,ისე იქცევა,ცეცხლზე ნავთს მისხამს..ამის ჯინაზე ხომ არ დავორსულდები,მაგას ვერ ვაკადრებ ჩემს შვილს,მაგრამ თან მინდა.მოკლედ,ისეა ჩემი საქმე,გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მოეწევაო:-)არც სამსახური არ მაქვს,გარეთ მაინც რომ გავიდე და მთელი დღე არ ვუყურო.

მე მაგ დროს სამსახურმა შეიძლეა ითქვას გადამარჩინა ჩემი მეუღლე ძალიან კარგი ადამიანი სულ მამშვიდებდა სულ ჩემს გვერდით იყო მაგრამ მასთანაც მიჭირდა ურთიერობა ხან გული მწყდებოდა რომ ასე ვატკინე გული ხან გული მისკდებოდა და ვფიქრობდი ცოლად რომ არ გავყოლოდი ასეთი რამე ხომ არ დამემართებოდათქო სამსახურში გასვლამ ძალიან მიშველა ხალხთან ურთიერთობამ ააზრზე მომიყვანა თქვენც იმავეს გირჩევთ სასწრაფოდ იშოვეთ სამსახური თუნდაც დაბალ ხელფასიანი გახვალთ სახლიდან ორი თვეც გავა და დაიწყებთ ცდას და აუცილებლად გამოგივათ აბორტის შემდეგ მომდევნო ექვს თვეში დაორსულების შანსი დიდია ასე რომ გამოგივათ აუცილებლად მთავარია ჩემსავით თვით გვემას არ შეუდგეთ მოხდა მწარეა მაგრამ უნდა გადადოთ გვერდით თავი ხელში აიყვანოთ და მომდევნო დროის განმავლობაში თქვენი თავი უნდა დაასვენოთ მაქსიმალურად იძინეთ ბევრი ისეირნეთ დაქალებთან იარეთ და გადააყოლებთ გულს ეს სატკივარი სიცოცხლის ბოლომდე გექნებათ ვერ მოიშორებთ მაგრამ შემსუბუქება შეგიძლიათ სულ ვიძახი ამის შემდეგ რამდენი შვილიც არ უნდა მეყოლოს ყოველთვის ერთით ნაკლები იქნებათქო მწარე რეალობაა მაგრამ დარდს ნუ მოაკვლევინებთ და მოაშხამინეთ თავს დამიჯერეთ პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით

Posted by: mashusha 13 Jan 2020, 10:53
itona


მე მგონი ქალი არ არსებობს, რომელსაც ეს ტკივილი არ გაუვლია. ნუ დაიტვირტავ ამის გამო გულს ცუდზე ფიქრით. ვიღაც, საერთოდ არ ტხოვდება და შვილის ნატვრაშია... რა მნიშვნელობ აქვს შენს შვილსა და მაზლიშვილს შორის სხვაობა 9 თვე იქნება, 6 თვე თუ 1 წელი, არანაირი! მთავარია, ორსულობა დგება, არ გაქვს პრობლემა. მტავარია საშვილოსნო საღია და არ გექნება ამ მხრივ პრობლემა. აგერ, ტყუპის გენეტიკაც გქონია და ვინ ციის კიდევ განმეორდეს... შენ იმაზე იფიქრე, რაც დადებითია. დასვენე ორგანიზმი, ფსიქიკა... ჩემს მეგობრების შვილები სკოლას ამტავრებდნენ მე რომ გავაჩინე, ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ. დაივიწყე ეგ ფიქრი, შენ არ გაქვს მასე საქმე.
ამხელა სტრესისი მერე, ფსიქიკასაც ჭორდება დასვენება და ორგანიზმსაც. მხოლოდ ამაზე იფიქრე რომ ძალებს იღდგენ და არა იმაზე, ვინ აჩენს შენზე 10 წუთუთ ადრე.
მეც დამჭირდა ორი აბორტი. მე ცხვირის ძგიდის გასაზომად მივედი და მკვდარი დამხვდა 11.5 კვრაზე. დიდი შოკი იყო. მერე ტრამვული აბორტი და ორსულობის აკრძალვა მოყვა ამ ყველაფერს. შვილი უკვე მყავდა.... შენ წარმოიდგინე, აღდგა საშვილოსნო, მაგრამ, მეორე აბორტი მოყვა ამ ყველაფერს... მერე ვეღარ გავრისკე ...
შენ ახალგაზრდა ხარ. არც ტრამვული აბორტი გაქვს, არც ასაკი... მიხედე თავს, ფსიქიკას და იცოდე, შენს შვილებს ერთი ანგელოზი დაყურებს ზემოდან და ყოველთვის გვერდშიეყოლებათ. შენ დამშვიდდი იქნებიან ჯანმრთელებიც და ბევრიც, სხვას ნუ უყურებ, ეს შეძელი რამენაირად, შენ შენი საქმე გაქვს, შენი გზა..

Posted by: kato17 17 Jan 2020, 20:21
სამწუხაროთ მეც ვფიქსურდები ამ თემაში განადგურებული ვარ არ ვიცო თუ რამე გამომიყვანს მდგონარეობიდან დღეს ეხოზე ჩემი ნანატრ ბედნიერებას შეწყვეტილი ქონდა განვითარება 8კვირაზე .10 კვირის და 2 დღის ორსულობით მივედი ეხოზე და ეს საშინელი ამბავი დხვდა .13 წლიანი ლოდონის შემდეგ ინვიტროთი მიღებული ორსულობა იყო .ხვალ დამიბარა გამოტუმბვაზე არ ვიცი ჩი ფეხოთ როგორ უნდა წავიდე აბოტზე
* * *
ეს რა სულის ტკივილია მტერს არ ვუსურვებ. ნინო ვეკუასთან გამაგზავნა ქეთი ოსიძებ გამოტუმბვაზე და ვინმეს შეხება გქონიათ ვეკუასთან .როგორი ექუმია ნატოფის მასალის დათესვავს აზრი არ აქვსო მაინც არ მოდის პასუხი იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია შეწყვეტაო და ესეთი რამე ხდება რო არ აგზავნიდნენ მასალას ეს ცოტა არ მომეწონა

Posted by: nopiahopi 17 Jan 2020, 20:45
kato17
QUOTE
ნინო ვეკუასთან

უმძიმესი დღე გელის ემოციურად, მაგრამ უნდა გამაგრდე. სულის ამ ტკივილს ვერასდროს დაივიწყებ, მაგრამ მასთან ერთად ცხოვრებას ისწავლი და აუცილებლად, როცა დრო მოვა შემდეგი ცდის, აუცილებლად გახდები დედა smile.gif

დავარაშვილის კლინიკაში ნინო კეკუასთან გამიკეთებია ერთერთი აბორტი 13 კვირაზე,თუ ეგ ნინო იგულისხმება. თუ ვეკუაა ნამდვილად, ვერ გეტყვი როგორია. იმ კეკუასთან ყველაფერმა გართულების გარეშე, უპრობლემოდ ჩაიარა. ერთადერთი რაც მინდა გირჩიო, სადაც არ უნდა გაიკეთო, აუცილებლად ნარკოზი მოთხოვე.

Posted by: kato17 17 Jan 2020, 21:28
nopiahopi
კი დევარაშვილოს კლონიკაშია ალბათ ეგ ნინოა.ნარკოზით ვიკეთებ ჩემი ნერვები უნარკოზოთ ვერ გაუცლებენ. როგორ არიმნა ხვალინდელი დღოს გათენების არ ვიცი როგორ გადავიტან .შენთან რა იყო 13კვირაზე აბორტის მიზეზი

Posted by: nopiahopi 17 Jan 2020, 21:42
kato17
ბავშვის პათოლოგიური დარღვევები, პლაცენტის ჩათრომბვა, ჰემატომები.. ბევრი მიზეზი ერთად.

არ ინერვიულო, პროცედურა კარგად ჩაივლის. მალევე მოძლიერდები და შეუდგები მომოვალი წარმატებული ორსულობისთვის მზადებას smile.gif გამძლეობას გისურვებ და დედობის მალევე გამოცდას :*.

Posted by: NatiaGull 17 Jan 2020, 22:02
kato17
ალბათ ის გაიგებს ახლა შენს განცდებს, ვისაც ეგ განუცდია. ღმერთმა ქნას შენი ტკივილი იყოს ბოლო და არავის არასდროს გამოეცადოს იგივე...
აუცილებლად მოითხოვე ემბრიონის ანალიზი, რომ გაიგო მიზეზი და შემდეგზე მომზადებული დახვდე.
თრომბოფილია ხომ არ გქონია გამოკვლეული ან ვირუსები ?

Posted by: kato17 18 Jan 2020, 14:47
თრიმბოფილაზე არა მაგრამ ფრაქსოპარინს ვიკეთებდი გადატაის დღიდან .ერთი ომაზე მწყდება გული თავიდან მზა შპრიცით ვიკეთებდი მერე ფლაკონი ვიყიდე ეკონოომის მიზნით და იქიდან ვიღებდი არადა ვიკოთხე ისე არ გამიკეთებია ფლაკონიდან და მაგაზე ვდარდობ ნეტა მეკეთებინა მზა შპრიცით თქო თან ხგ დროს რო ჩავაბარე კოალუროგრამა 5.5მქონდა ფიბროგენის კონცენტრაცია მერე 10 დღეში რო გადავამოწმე 4.2 კი ჩამოვიდა ამას ვნერვიულობ მგონია ამით რამე დავაკელი. ისე ცუდათ ვარ ასე მგონია სული აგარ მაქვს გაქვავებულივარ მთლიანათ ეს რა სიმწარეა
* * *
ეხლა შევალ ქეთისთან მატერე გელი უნდა შემიშვას რო რამე სინეხიები არ გაჩნდოს თან მასალიაღება რო ვთხოვა ჩასაბარებლათ მაგის გამო კოვზი ვიხმარე გამოსაფხეკათო თორე ისე გამოიტუმბა კარგათო .არადა ეს გამოფხეკაც არ მინდოდა

Posted by: Tua 18 Jan 2020, 14:58
kato17
ძალიან ვწუხვარ რაც მოხვდა იმაზე. მეც მაქვს გამოცდილი ეგ ტკივილი მაგრამ არდავნებდი და ყურები არჩამოვყარე და ახლა მყავს პატარა ბომბორა.

ეხლა რაც შეეხება ფლაკონიდნ ამოღებულ ფრაქსიპარინს ან კლეწსანს მაგაზე ტყუილად თავს ნუ დაიტანჯავ. 4 კვირის ორსულობიდან 37 ვირის ჩათვლით ვიკეთებდი ფლაკონის კლექსანს ყოველ დღე და აფსოლიტურად უპრობლემოდ მივედი ორსულობის ბოლომდე ამიტომ მზა შპრიცსა და ფლაკონს შორის სხვაობა ნაღდად არაა ფასის გარდა. შეწყვეტილი ორსულობა მაგის ბრალი არიქნება ამაში მერწმუნე ყველა ფლაკონზეა გადასული ფინანსების გამო. მე 37 კვორაზე საკეისრო მომიწია მცორეწყლიანობის გამო თორე ბოლომდე რომ მეკეთებინა მაინც ფლაკონს გავიკეთებდი. 7.0 მქონია ფიბრინოგენი მაგრამ ბავშვი სრულად ჯანმრთელი იყო და არფერი დამართნია.

ნაყოფის გულისცემის გაჩერება ან მისი განვითარების შეჩერება თავიდანვე იყო განსაზღვრული ჩასახვისთანავე მისი სისუსტისა და უჯრედული შეუთავსებლობის გამო.








Posted by: 20marimari 20 Jan 2020, 22:30
ღმერთო ჩემო, დავარაშვილისის კლინიკა ახსენეთ და სპეცაილურად დავრეგისტრირდი რომ გითხრათ,
ანგელოზი ბავშვი მომიკლეს,
მშობიარობისას მუცელში ჩამიკლეს და ზედ სეფისი დამიმატეს...
არ გაეკაროთ ამ მკვლელებს,არც მაგ ქალს არც დავარაშვილს,
ღმერთო რატო მივედი ამ კლინიკაში, რატო გამწირეს ასე, პირველი შვილი მომიკლეს, ანგელოზივით ბიჭი..

Posted by: adeline 20 Jan 2020, 22:35
kato17
მე გამიკეთა კეკუამ გამოტუმბვა 8 კვირაზე გადასარევად. ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო. ჰემატომა გამიჩნდა და მაგის გამო შემიწყდა. ჩემით გამოვიკვლიე მერე და გენეტიკური თრომბოფილია აღმომაჩნდა. სრულად კეთდება ჯანმრთელობის სახლში გამოკვლევა მაგაზე. შედეგების მიხედვით გაიარე კონსულტაცია ჰემატოლოგთან. დაკა კაპანაძეს გირჩევ. კიდევ დადგება ორსულობა და მშვენივრად მიიყვან ბოლომდე
* * *
დაკა გადატანამდეც ნიშნავს კლექსანს და გადატანის შემდეგაც. სხვადასხვა დოზებს ოღონდ. ფრაქსიპარინი ცოტა სუსტია, კლექსანი ჯობს. მაგის გარდა, მუტაციების ფორმების მიხედვითაც არჩევს დოზებს.

Posted by: kato17 20 Jan 2020, 23:49
adeline
მმადლობა დიდი გავითვალისწინებ აუცილებლათ

Posted by: adeline 21 Jan 2020, 00:10
kato17
არაფრის :* ინტრალიპიდი გადაისხი? საშვილოსნოს იმუნიტეტი როცა მაღალია, მაშინაც წყდება ორსულობა. ინტრალიპიდით თრგუნავენ მაგას. კარგი შედეგები აქვთ ვინც გადაისხა ეგ და თუ არ გადაგისხია, დაელაპარაკე მაგაზე ქეთის

Posted by: nopiahopi 21 Jan 2020, 08:49
adeline
QUOTE
მე გამიკეთა კეკუამ გამოტუმბვა 8 კვირაზე გადასარევად.

+1

პირადად დავარშვილთან მაქვს გაკეთებული 8-9 კვირაზე, კეკუასთან 12-ზე. განსხვავება არაფერი, გარდა იმისა, რომ დავარაშვილის ასაყვანად ზედმეტი თანხა გადავიხადე.

Posted by: eli2308 9 Sep 2020, 18:07
გამარჯობა საყვარელო გოგოებო <3

დიდი ხანია თვალს ვადევნებ თქვენს პოსტებს. მინდა ჩემი ისტორიაც გაგიზიაროთ. პირველ რიგში, ძალიან მჭირდება ვინმესთან ამაზე საუბარი (ძალიან ახლობენ ადმაიანებთან ვერ ვახერხებ რეალური ემოციების გადმოცემას ამ თემაზე, ალბათ არ მინდა ვეცოდებოდე მათ, არ ვიცი). მჭირდება დავიცალო ამ თემისგან და მუდმივად მასზე აღარ ვიფიქრო, პოზიტიურს მაინც რომ ვფიქრობდე რამეს, კიდევ ხო... biggrin.gif
მოკლედ, ვარ 25 წლის, დიდი ხანი არაა რაც გინეკოლოგიურ სამედიცინო სფეროსთან გადავიკვეთე, თუმცა ეს გამოცდილება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჩემი ფსიქიკის და ხასიათის კარდინალურად შესაცვლელად sad.gif

1 წელია გავთხოვდი, შვილზე წინასწარი საჭირო გამოკვლევების გარეშე არ ვფიქრობდით, ერთი წელი ვცდილობდით თავი დაგვეცვა(გეგმაში ასე გვქონდა). დეკემბერში ციკლი გადამიცდა, ტესტიც გავიკეთე რამდენჯერმე, თუმცა უარყოფითი იყო. რადგან ვფიქრობდი გინეკოლოგთან მისვლას, ეს მიზეზიც გამოვიყენე და მივედი მედიქეაში ხათუნა კერესელიძესთან. მანამდე შევედი იქვე გინეკოლოგიურ ეხოსკოპიაზე რამაზ ჭიღლაძესთან. აქედან დაიწყო ჩემი კოშმარი, რაიდოლოგი მეკითხვე ავიცოდი თუ არა რომ მქონდა ძგიდე საშვილოსნოში, ვუთახრი რომ მანამდე ინფორმაცია არ მქონდა, ვთხოვე ახსნა, თუმცა არ ამიხნსა, გინეკოლოგიც აგიხსნის და მეორედ რა საჭიროაო. ციკლის გადაცილება მნიშვნელოვანი არაფერი არ იყო, უბრალო ცისტა, რომელიც მეორე ციკლამდე გაიწოვა. ხათუნასთან შესვლისთანავე, ხათუნამ ხელები ჩამოუშვა და ეუფ- იყო მისი კომენტარი. იმ წუთას მეგონა ცა ჩამომექცა, თან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს sad.gif მერე მეკითხება, შვილი გინდა? მალე გინდა? ამ კითხვებმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამაკანკალა. მერე მიხსნის, მაჩვენებს ფოტოებს, ესაა ნორმალური საშვილოსნო, ესენი პათოლოგიურები. შენ გაქვს ესეთი პათოლოგიური საშვილოსნო, თუმცა პრობლემა არაა, გაიკეთებ ჰისტეროსკოპიას და ყველაფერი მოგვარდება, მევე შეგიყვან ვაძიმთან (ხატიაშვილს გულისხმობდა) და მოვაგვარებთ (თუმცა მე უკვე შოკურ მდგომარეობაში ვიყავი და ვერაფერს აღვიქვამდი ნორმალურად). მითხრა რომე სეთ დროს დაორსულება თითქმის არ ხდება, რადგან ნაყოფს არ აქვს ადგილი, განვითარდეს. კიდევ კარგი ვიზიტზე მარტო არ ვიყავი. იქედან წამოსული ერთადერთი ვიცოდი, რომ ჰისტეროსკოპია უნდა გამეკეთებინა დ ამხოლოდ ამ იდეის ირგვლივ ვცხოვრობდი. ჩემი ოჯახის დაჟინებული თხოვით წავედი სერგო მათითაშვილთან ეხოსკოპიაზე, სერგომ მითხრა რომ არ მაქვს სრული ძგიდე (ჩემი კითხბის გარეშე ალბათ ამაზე აქცენტსაც არ გააკეთებდა, იმდენად უმნიშვნელოდ ჩათვალა), ყველაფერი რიგზეაო, უბრალოდ მრავლობითი ფოლიკულია და პოლიკისოზის ნიშნებიაო, თუმცა სცადე და იქნებ არც გჭირდება ჩარევა და ისე ორსულდებიო.

მოკლედ, პირველივე ცდაზე გამოვიდა (თანც ისე რომ არც ველოდებოდი, ჩემი მეუღლე ოპერაციას იკეთებდა და სხვა ქალაქში იყო) უბრალოდ მანამდე არ დავიცავით თავი და ორსულობაც დადგა. მალევე მივედი ისევ სერგოსთან 5 კვირაზე, ყველაფერი კარგად იყო, 10 დღეში დამიბარა გულისცემაზე. თუმცა, სანამ 10 დღე გავიდა დამეწყო 7 მარტს ღამით სისხლიანი გამონადენი, სასწრაფომ გადამიყვანა ღუდუშაურში, შაბათ-კვირა იყო. მანამდე გინეკოლოგი არ მყავდა, ვიყავი ფიქრია კალმაძესთან ჩაჩავაში, თუმცა არანორმალური რიგის მერე რომ შევედი, ყველანაირი გამოკვლევის გარეშე გამომიშვა, აღრიცხვაზე გულისცემის შემდეგ აგიყვანო, შესბაამისად კონსულტაციისთვის ჩემით ვერავის მივმართავდი.

ღუდუშაურში რაც გადავიტანე ეს ცალკე თემაა, უაზროდ დაკარგული 1 საათი, შემდგომ უმიზეზოდ, რომ გადახრილი საშვილოსნო მაქვს გამოფხეკა და ექიმების უყურადღებობა, არც ჩემს ახლობლებს უშვებდნენ, არც ეკონტაქტებოდნენ. მე-3 დღეს გამომწერეს. შემდეგ იყო ათასი ემოცია, დანაშაულის შეგრძნება, მიზეზის ძიება, მეუღლის თანადგომა-გამხნევება. ამსობაშI მოვიდა პანდემიაც.

ამის შემგომ ისევ ჩემს თავს ვადანაშაულებდი არ ვიცი რა მოხდა. როგორც იქნა სამი თვე გავიდა, ციკლიც 2-ჯერ მქონდა, თუმცა 39-დღიანი შუალედით, მეორე ციკლის დასასრულს მივედი სერგოსთან და ვუთხარი რომ ვაპირებდი ჰისტეროსკოპიას ვადიმ ხატიაშვილთან. სერგომ დამიხატა 3დ სურათი (მითხრა რომ მაქვს ორრქიანი საშვილოსნო 8 მმ ინვაგინაციით), მითხრა რომ მე წესით პრობლემები აღარ უნდა შემქმოდა შემდეგში, აღებული ეხოსკოპიით მივედი ვადიმთან. ვადიმმა დაურეკა სერგოს და მითხრა რომ ჩემი საშვილოსნო პრობლემას არ ქმნის, რომ ასეთი საშვილოსნოთი ჩვეულებრივად აჩენენ ბავშვებს და მომავალშიც თუ განმიმეორდება, მერე გამიკეთებს ჰისტეროსკოპიას. გადამამისამართა თამარ უბილავასთან. თამართან, მისვლისთანავე, მითხრა რომ დიდი მიზეზი შეწყვეტების მოდის შეძენილ და გენეტიკურ თრომბოფილიაზე (თუმცა ინფორმაცია ამ ყველაფერზე მერე ჩემითვე მოვიძიე, ახსნით დიდად არ აუხსნია რა ანალიზებს ვიღებდი). აღმომაჩნდა 4გ/5გ მუტაცია გენეტიკური თრომბოფილიისკენ, შედარებით სუსტი მუტაცია და ბ ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობისკენ მიდრეკილება, ასევე აუტოიმუნური თირეოდიტი, ანტისხეულები მომატებული თსჩ-ზე. დავიწყე შესაბამისი ვიტამინები. ბ13, ფოლატი, სელენ200. ასვე მიუხედავად იმისა, რომ პროლაქტინი ნორმაშ მქონდა, მითხრა რომ უფრო მცირეც კაი იქნებოდა და დამინიშნა ბრომოკრიპტინი და შემეძლო დამეწყო ორსულობაზე ფიქრი. მოკლედ იმ თვესვე აღმოვჩნდი ორსულად, რადგან ეჭვი მქონდა ტესტმა ძალიან მკრთალად 2 დღით ადრე მიჩვენა და შემდგომ ხეგემ დამიდასტურა. დავიწყე მაშინვე ყველა ვიტამინი ფრაქსიპარინი ყოველდღე. თუმცა სულ მეშინოდა რომ რაღაც იქნებოდა (ამას თავს ვერ ვპატიობ, ემოციურ შიშებს). სერგოსთან ეხოკოპიაზე მისვლამდე შევნიშნე წვეთი ყავისფერი გამონადენი, თამართან დავრეკე, დამინიშნა დუფასტონი, ამ დროს ვიყავი დაახლოებით 3 კვირის. ჩემი შიშები გამიმძაფრდა. ეხოსკოპიაზე დადგინდა 4.5. კვირის ორსულობა ვაგინალური ეხოსკოპიით. დამიბარეს 10 დღეში გულისცემაზე. ამ პერიოდი გამონადენი მაინც მქონდა, თამარმა დამნიშნა დჰეა და თავისუფალი ტესტესტერონის ანალიზი, არმოჩნდა ორივე მომატებული, დავიწყე დექსამეტაზნობის სმა (რომელმაც სულა მრიია ორგანიზმი) ამ პერიოდში რამდენიმე დღე შეწყდა ის მცირე გამონადენი და გულისცემის მოსმენაზე წასვლამდე ისევ მოემატა. მივედი და დადგინდა 6.1. დღის ორსულობა, თუმცა გულისცემა არ ისმოდა (ეს რა ემოციური სტრესი იყო ვერ აღვწერ). დამიბარა 10 დღეში, თუმცა მანამდე ხეგეთი დააზუსტე რომ არ ინერვიულოო. ხეგე ავიღე, თუმცა დღეებზე გამიწერლეს, შაბათ-კვირა დაემთხვა, ამ პერიოდში უფრო მეტი ნერვიულობა. მერე ღამის 12ზე თამარმა მითხრა რომ ხეგე გაიზარდა და შანსები იყო, მეგონა თავიდან დავიბადე. მითხრა რომ თავდა უნდოდა ენახა ეხოსკოპია, მიუხედავად იმისა რომ ისევ რამაზ ჭიღლაძესთან არ მინდოდა მისვლა (მისი ქმარია და მედიქეაშ არიან ერთან), 1-ლი გამოცდილებიდან, მაინც მივედი. ჭიღლაძემ ისევ დამსტრესა, მიუხედავად იმისა რომ მზად ვიყავი მსიი მორიგი სისულელესთვის, ორსულობა შეწყვეტილიაო, თუმცა ეს ისეთი ორრქინია ამას ვაიმიც ვერ გააკეთებსო, ვუთხარი რომ მანამდე ვიყავი ვადიმთან ნამყოფი. იქედან წამოვედი და მივედი სერგოსთან გადამოწმებაზე. სერგომ მითხრა რომ შეწყვეტილიაო, თუმცა საშვილოსნო არაფერ შუაშიაო, გაიკეთოს ქმარმა ანალიზებიო (არ გვქონდა გაკეთებული, თამარმა მითხრა რომ რადგან ორსულობა დგება, ანუ არაა ამის პრობლემა და მითხრა რომ ჰისტეროსკპია გავიკეთო), ასევე შეთავსების ტესტიო, რადგან მე2 ორსულობა იყო. ამის მერე იყო მედიკამეტოზური აბორტი, თუმცა ეს რაფერი ის ფსიქოლოგიურ სტრესთან რასაც ყოველდღე ვაყენებ საკუთარ თავს, სულ ამაზე ვფიქრობ, ხელს მიშლის ეს ფიქრები ძველ ცხოვრებაში, გარშემომყოფებმა, ვცდილობ, არ შემამჩნიონ, თუმცა მაინც მეტყობა, როცა არაფერი მაწუხებს ძალიან მხიარული ფარ, ახლა კი მგონია რომ რაღაც ლოდი მაქვს გულზე, რაც ემოციებში, სიცილში, ცხოვრებაში ხელს მიშლის. სულ საკუტარ თავში ვეძებ პრობლემას.
ციკლის აღდგენას ველოდები ახლა და როგორც კი თბილისში დავბრუნდები, ჰისტეროსკოპიას, სადიაგნოსტიკოდ მაინც, პარალელურად ჩემი ემუღლეც გაიკეთებს ანალიზებს, ყველაფერი მინდა გამოვრიცხო, მინდა რომ ემოცირად დავმშვიდდე, მაგრამ ჯერ ვერ ვწყნარდები, ვერ ვხვდები რა ხდება ჩემს თავს, სულ მეშინოდა ამ პრობლემის, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ სულ მინდოდა მყოლოდა შვილი, ჩემი ემოციურობის ბრალიცაა ეს ყველაფერი, ამას ვხვდები.

მაპატიეთ, დიდი ტექსტი გამომივიდა <3 უბრალოდ ძალიან მინდოდა ყველაფერი გაზიარება, მთელი ჩემი 6 თვის საშინელი გამოცდილების. უბრალოდ გზას ვეძებ, ახსნას ვეძებ ამ ყველაფრის, რა ემართება ცემს სხეულს (დექსამეტაზონმა საერთოდ ამრიათქო ვფიქრობ). ან რატო მოიმატეს ამ ჰრომონებმა, ან რატომ ხდება ასე, შეიძ₾ება მეორეზე მიმაგრების პრობლემაც იყო (იმ გამონადენამდე, ბრომოკრიპტინი არ მომიხსნა თამარმა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვახსენებდი, ეს კიდევ მკლავს, სულ რომ ახსენებ შენს ქეისს ექიმს sad.gif)

მოკლედ გოგოებო, თქვენგან რცევას ველი, იქნებ გქონიათ გამოცდილება, რა ვქნა, როგორ დავგეგმო სწორად <3 <3 მადლობა წინასწარ ყველას, თუნდაც იმისტვის რომ ამხელა ტექსტი წაიკითხეთ <3

Posted by: narkozeli 9 Sep 2020, 19:44
eli2308

რაკარგი გოგო ხარ რომ გაგვიზიარე❤️

შემოვლენ გოგოები და აუცილებლად დაგიწერენ თავიანთ გამოცდილებას, მაგავსი ისტორიები ბევრია და საბედნიეროდ დღეს მათი უმრავლესობა უკვე დედაა.
ძალიან კარგია რომ ასაკით პატარა ხარ და აუცილებლად მალე გახდები დედა, ამის გარანტიას გაძლევ. პატარა ვადებზე მოშლის ძირითადი მიზეზი ნაყოფის ქრომოსომული პრობლემებია (ე.წ "უხარისხო" ემბრიონი) ასე რომ თავს ნუ დაიდანაშაულებ, შენ ყველაფერი კარგად გაგიკეთებია, შენი მხრიდან მაქსიმალური სცადე. გენეტიკურ მუტაციაზე კლექსანი ან ფრაქსიპარინი არ გქონდა დანიშნული?
შეხედე მაქსიმალურად პრაგმატულად, მარტივი მართლა არაა დედობა ( არც ორსულობა, არც შემდგომი პერიოდი), ამიტომ გულახდილად გეტყვი რომ ბავშვის დაგეგმვის გადაწყვეტილებიდან ცხოვრება მარტივი აღარასდროსაა. 1 წლის ხდება ჩემი შვილი და სანერვიულო სულ მაქვს, ტესტზე ორი ხაზის მოლოდინში რომ თვეები გადიოდა იქიდან მოყოლებული, დღემდე. ეს არის ის მსხვერპლი რასაც დედობისგან მიღებული ბედნიერი წუთებისთვის ვიხდით.


Posted by: helloween1995 9 Sep 2020, 21:41
გამარჯობათ. ანემბრიონის დროს. მედიკამენტური აბორტი კობია თუ გამოფხეკა? ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს. სასწრაფოდ მესაჭიროება კარგი გინეკოლოგი და ვინც კარგად აკეთებს გამოფხეკას ბევრმა იცოთ თუ რამხელა სტრესი და ნერვიულობაა. და მინდა კარგი გინეკოლოგი მადლობა წინასწარ ❤️

Posted by: Anabeli111 9 Sep 2020, 23:00
helloween1995
რომელი სჯობს არ ვიცი, მაგრამ თუ მედიკამენტოზურს გადაწყვეტთ გაგუაში დაუკავშირდით გოგი ცერცვაძეს. ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანი ექიმია.

Posted by: NatiaGull 9 Sep 2020, 23:15
eli2308
სულ ისეთი ცნობილი ექიმები ჩამოთვალე, მიკვირს ეომ ასე დაუსტრესიხარ...
ვაძიმის ხელში იმდენ საშვილოსნოს გაუვლია ,შენ ეომ რამე პრობლემური გქონდეს ეგრევე გეტყოდა, თან რჩები ორსულად, ფაქტია...
გენს რაც შეეხება, სავარაუდოდ mthfr 677t გაქვს, მეც ზუსტაც ეგ მუტაცია მაქვს და ბ12ის დეფიციტი, სწორი მიდგომით და ჰემატოლოგთან კონსულტაციით 34 კვირის ვარ ახლა, თუმცა ერთი მოშლა მქონდა 4 კვირაზე დაახლოებით.
შენს ადგილას რამდენიმე ნაბიჯს გადავდგამდი
1. ოვულაციის დადასტურებიდან 1 კვირაში გავიკეთებდი პროგესტერონის, პროლაქტინი და tsh ანალიზს.
2. მეუღლეს შევამოწმებინებდი სპერმოგრამას
3. ოვულაციის დღიდან გავიკეთებდი(ექიმის ნებართვით) საპროფილაქტიკო გამათხელებლის დოზას.


Posted by: eli2308 9 Sep 2020, 23:49
QUOTE (NatiaGull @ 9 Sep 2020, 23:15 )
eli2308
სულ ისეთი ცნობილი ექიმები ჩამოთვალე, მიკვირს ეომ ასე დაუსტრესიხარ...
ვაძიმის ხელში იმდენ საშვილოსნოს გაუვლია ,შენ ეომ რამე პრობლემური გქონდეს ეგრევე გეტყოდა, თან რჩები ორსულად, ფაქტია...
გენს რაც შეეხება, სავარაუდოდ mthfr 677t გაქვს, მეც ზუსტაც ეგ მუტაცია მაქვს და ბ12ის დეფიციტი, სწორი მიდგომით და ჰემატოლოგთან კონსულტაციით 34 კვირის ვარ ახლა, თუმცა ერთი მოშლა მქონდა 4 კვირაზე დაახლოებით.
შენს ადგილას რამდენიმე ნაბიჯს გადავდგამდი
1. ოვულაციის დადასტურებიდან 1 კვირაში გავიკეთებდი პროგესტერონის, პროლაქტინი და tsh ანალიზს.
2. მეუღლეს შევამოწმებინებდი სპერმოგრამას
3. ოვულაციის დღიდან გავიკეთებდი(ექიმის ნებართვით) საპროფილაქტიკო გამათხელებლის დოზას.

პირველ რიგში, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის <3


ხო თავიდანვე ვცდილობდი სწორად ამერჩია ექიმი, თუმცა არ ვიცი საბოლოოდ შედეგი რომ ისევ ცუდი დადგა ფაქტია sad.gif

მადლობა რჩევებისთვის, გავითვალისიწნებ აუცილებლად. კი მაგ გენების მუტაცია მაქვს, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვდა. ჰემატოლოგთან ვიზიტზე მეც ვფიქრობდი, უბრალოდ მე ძალიან ადრევე მეორეზე, გადაცდენამდე 4 დღით ადრე, როგორც კი გავიგე ორსოლობაზე, მაშინვე დავიწყე ფრაქსიპარინის კეთება. მე ამ ჰორმონებზეც მეფიქრება, მერე რომ ამეწია დეა და ტესტესტერონი. უბრალოდ ძალიან მინდა ექიმმა ნორმალურად მომისმინოს და სწორად მიუდგეს ჩემს საკითხს, თამარი თითქოს კარგი ექიმია, მაგრამ ყველა მისვლაზე რომ ახსნებე შენს ქეისს, წამლებს და ყველაფერს, თან კვირაში 2ჯერ მაინც რომ გაქვს კონტაქტი, ძალიან გსტრესავს და უფრო მოქმედებს და გგონია, რომ ხომ არაფერი გამორცა ექმის.

თუმცა გინეკოლოგის შეცვლას მაინც არ ვგეგ,ავ, სხვაგან გადასვლა მგონია კიდევ უფრო დამაბნევს და ავირევი, ვფიქრობ ახლა მე უნდა ვიყოჩაღო და თქვენი გამოცდილება და რჩევები ძალიან მეხმარება.

მადლობა ყველას <3

* * *
QUOTE (narkozeli @ 9 Sep 2020, 19:44 )
eli2308

რაკარგი გოგო ხარ რომ გაგვიზიარე❤️

შემოვლენ გოგოები და აუცილებლად დაგიწერენ თავიანთ გამოცდილებას, მაგავსი ისტორიები ბევრია და საბედნიეროდ დღეს მათი უმრავლესობა უკვე დედაა.
ძალიან კარგია რომ ასაკით პატარა ხარ და აუცილებლად მალე გახდები დედა, ამის გარანტიას გაძლევ. პატარა ვადებზე მოშლის ძირითადი მიზეზი ნაყოფის ქრომოსომული პრობლემებია (ე.წ "უხარისხო" ემბრიონი) ასე რომ თავს ნუ დაიდანაშაულებ, შენ ყველაფერი კარგად გაგიკეთებია, შენი მხრიდან მაქსიმალური სცადე. გენეტიკურ მუტაციაზე კლექსანი ან ფრაქსიპარინი არ გქონდა დანიშნული?
შეხედე მაქსიმალურად პრაგმატულად, მარტივი მართლა არაა დედობა ( არც ორსულობა, არც შემდგომი პერიოდი), ამიტომ გულახდილად გეტყვი რომ ბავშვის დაგეგმვის გადაწყვეტილებიდან ცხოვრება მარტივი აღარასდროსაა. 1 წლის ხდება ჩემი შვილი და სანერვიულო სულ მაქვს, ტესტზე ორი ხაზის მოლოდინში რომ თვეები გადიოდა იქიდან მოყოლებული, დღემდე. ეს არის ის მსხვერპლი რასაც დედობისგან მიღებული ბედნიერი წუთებისთვის ვიხდით.

ძალაინ დიდი მადლობა <3

მნიშვნელოვანია ჩემთვის ასეთი თანადგომა და ძალიან მეხმარება <3 ახლობლებისგან მირებული გამხნევება მგონია რომ იმიტომ მეუბნებიან ყველაფერი კარგად იქნება, რომ მე ვიყო კარგად, უცხო ადამიანისგან მოსმენილი თანადგომა კი კიდევ უფრო მამხნევებს და ძალას მაძლევს <3

შეიძლება ჩემიც ქიმიური ორსულობა ყოფილიყო, უბრალოდ მე ძალიან მალევე მივიტანე ეწვი, გადაცდენამდე 4 დღით ადრე და დავიწყე მაშინვე ფრაქსიპარინიც და ყველაფერი, სისხლის გასქელებაზე დ დიმერთაც გამაკეთებინა თამარმა ანალიზი, პროგესტერონზეც და ყველაფერი კარგად იყო. უბრალოდ მალევე, 1 კვირაში დამეწყო ეს ყავისფერი გამონადენი, დავიწყე დუფასტონიც, გამიკეტა დჰეაზე და თავისუფალ ტესტესტერონზე ანალიზი, მომატებუ;ლი იყო და დავიწყე დექსამეტაზონი. საბოლოოდ ემბრიონი ჩანდა, სანაყოფე პარკიც იზრდებოდა, ხეგეც იზრდებოდა, მაგრამ გულისცემა არ ფიქსირდებოდა 6.5 კვირაზე. მოკლედ არ ვიცი ალბათ ასე უნდა ყოფილიყოთქო, ამით ვცდილობ თავის გამხნევებას, რომ ღმერთმა ალბათ უფრო დიდი განსაცდელისგან დამიცვა, მაგრამ ემოციურად ძალიან რთულია მაინც პოზიტიურად ფიქრი.

ახლა მინდა ისევ თავიდან დავიწყო და გამოვრიცხო ყველაფერი, ყველაზე მეტად უპასუხო კითხვები და მიზეზის არცოდნა მაწუხებს sad.gif

Posted by: itona 10 Sep 2020, 00:12
ჩემო ძვირფასო,ამ თემაში ყველას გვტკივა და ვიცით,რა ძნელია,როცა ფიქრობ,მე რატომ....პირადად მე ისეთ დღეში ჩამაგდეს რაიონის ექიმებმა,ძლივს მოვდივარ გონზე თანდათან..ნუ გაიმეორებ ჩემს შეცდომას და ნუღა ანდობ შენთვის ყველაზე ძვირფასს მათ,ვინც არ გექცევა შესაბამისად. მე ექიმების შეცვლას გირჩევ.იმედის კლინიკა მომწონს,კარგი სპეციალისტები არიან. მაია მჭედლიძე პროფესიულად კარგი ტიპია,მაგრამ ცოტა არაემპათიური ქალია..მაია სუხიაშვილია კარგი. გია გაბრიჩიძე სუპერ ადამიანია.ეხოც კარგი აქვთ და ანალიზებიც.მე ველოდები ამჯერად ორსულობას,ვნახოთ..და ეგრევე გიასთან მივდივარ.ჩემს ახლობელს მიომებით და მთელი პრობლემებით სავსე საშვილოსნოთი ბოლომდე მიაყვანა ორსულობა და ფუმფულა გოგო ჰყავს..მე ასე გირჩევ,დაანებე მაგათ თავი.მერე რა,რომ შენი ანამნეზი თავიდანვე იციან,ახალი ექიმი სხვანაირად შეხედავს..ლიკა ლუაშვილსაც აქებენ იმედში,მაგრამ მჭედლიძესავით კუდაბზიკა ქალია და ჩვენ კი ამ დროს მეტი ადამიანობა გვჭირდება..არ იდარდო,არა და გამოგვივა,ყველას გამოგვივა,უნდა გამოგვივიდეს..

Posted by: eli2308 11 Sep 2020, 15:30
QUOTE (itona @ 10 Sep 2020, 00:12 )
ჩემო ძვირფასო,ამ თემაში ყველას გვტკივა და ვიცით,რა ძნელია,როცა ფიქრობ,მე რატომ....პირადად მე ისეთ დღეში ჩამაგდეს რაიონის ექიმებმა,ძლივს მოვდივარ გონზე თანდათან..ნუ გაიმეორებ ჩემს შეცდომას და ნუღა ანდობ შენთვის ყველაზე ძვირფასს მათ,ვინც არ გექცევა შესაბამისად. მე ექიმების შეცვლას გირჩევ.იმედის კლინიკა მომწონს,კარგი სპეციალისტები არიან. მაია მჭედლიძე პროფესიულად კარგი ტიპია,მაგრამ ცოტა არაემპათიური ქალია..მაია სუხიაშვილია კარგი. გია გაბრიჩიძე სუპერ ადამიანია.ეხოც კარგი აქვთ და ანალიზებიც.მე ველოდები ამჯერად ორსულობას,ვნახოთ..და ეგრევე გიასთან მივდივარ.ჩემს ახლობელს მიომებით და მთელი პრობლემებით სავსე საშვილოსნოთი ბოლომდე მიაყვანა ორსულობა და ფუმფულა გოგო ჰყავს..მე ასე გირჩევ,დაანებე მაგათ თავი.მერე რა,რომ შენი ანამნეზი თავიდანვე იციან,ახალი ექიმი სხვანაირად შეხედავს..ლიკა ლუაშვილსაც აქებენ იმედში,მაგრამ მჭედლიძესავით კუდაბზიკა ქალია და ჩვენ კი ამ დროს მეტი ადამიანობა გვჭირდება..არ იდარდო,არა და გამოგვივა,ყველას გამოგვივა,უნდა გამოგვივიდეს..

მადლობა დიდი <3

მეც ვფიქრობ რომ გამოვცვალო გინეკოლოგი, უბრალოდ ამ ფიქრებმა დამტანჯეს რა ვქნა და ვის მივენდო. არ მინდა ისევ ალბათობაზე ვიყო დამოკიდებული sad.gif

Posted by: itona 11 Sep 2020, 15:57
მესმის,მეც დატანჯული ვიყავი.თან როდესაც ემოციურად ამდენი გაქვს გადატანილი,პროფესიონალიზმთან ერთად თბილი ადამიანური დამოკიდებულებაც ძალიან გჭირდება.მე პირველ ორსულობაზე 18კვირამდე მივედი,მერე იმედში მივედი,უკვე გამოუვალ მდგომარეობაში და ზვიად ხოშტარიამ მამშობიარა ხელოვნურად.აი,ვერც კი გადმოგცემ როგორ მეფერებოდა და მიფრთხილდებოდა.ამხელა ვადაზე ისე პროფესიონალურად ჩამიტარა ყველა პროცედურა,იდეალურად დავამთავრეთ,თუ იდეალური შეიძლება რამე იყოს მაგ დროს..რაიონში მე ორრქიანი საშვილოსნო მითხრეს,ზვიადმა რომ გადამაღებინა ეხო იმედშივე,გელასთან,გადაირია ის კაცი,არანაირი ორრქიანობა,ჩვეულებრივი საშვილოსნოაო..უბრალოდ ზვიადს ორსულები არ ჰყავს ხოლმე.მან მირჩია გია გაბრიჩიძე,ისეთი ექიმია,როგორიც მე მინდა.საოცრად ადამიანური..მე დეკემბრის ბოლოს დამემართა ეგ.6 თვე არ მომცა რეკომენდაცია დაორსულებაზე,მერე ჩემი ქმარი იყო ჯარში და ველოდები აბა ამ თვეში, რა,,გამოგვივა".:-) 18კვირამდე რატომ ვუყურე ამ იდიოტ ექიმებს,ეგ მტანჯავს.რატომ დავიშტერე თავი...ხოდა, არ შეგეშინდეს ექიმის შეცვლის.გოგოებიც დაწერენ,ალბათ,მე იმედის კლინიკას გირჩევ მთელი გულით და გიას, ან მაია სუხიაშვილს

Posted by: eli2308 11 Sep 2020, 16:08
QUOTE (itona @ 11 Sep 2020, 15:57 )
მესმის,მეც დატანჯული ვიყავი.თან როდესაც ემოციურად ამდენი გაქვს გადატანილი,პროფესიონალიზმთან ერთად თბილი ადამიანური დამოკიდებულებაც ძალიან გჭირდება.მე პირველ ორსულობაზე 18კვირამდე მივედი,მერე იმედში მივედი,უკვე გამოუვალ მდგომარეობაში და ზვიად ხოშტარიამ მამშობიარა ხელოვნურად.აი,ვერც კი გადმოგცემ როგორ მეფერებოდა და მიფრთხილდებოდა.ამხელა ვადაზე ისე პროფესიონალურად ჩამიტარა ყველა პროცედურა,იდეალურად დავამთავრეთ,თუ იდეალური შეიძლება რამე იყოს მაგ დროს..რაიონში მე ორრქიანი საშვილოსნო მითხრეს,ზვიადმა რომ გადამაღებინა ეხო იმედშივე,გელასთან,გადაირია ის კაცი,არანაირი ორრქიანობა,ჩვეულებრივი საშვილოსნოაო..უბრალოდ ზვიადს ორსულები არ ჰყავს ხოლმე.მან მირჩია გია გაბრიჩიძე,ისეთი ექიმია,როგორიც მე მინდა.საოცრად ადამიანური..მე დეკემბრის ბოლოს დამემართა ეგ.6 თვე არ მომცა რეკომენდაცია დაორსულებაზე,მერე ჩემი ქმარი იყო ჯარში და ველოდები აბა ამ თვეში, რა,,გამოგვივა".:-) 18კვირამდე რატომ ვუყურე ამ იდიოტ ექიმებს,ეგ მტანჯავს.რატომ დავიშტერე თავი...ხოდა, არ შეგეშინდეს ექიმის შეცვლის.გოგოებიც დაწერენ,ალბათ,მე იმედის კლინიკას გირჩევ მთელი გულით და გიას, ან მაია სუხიაშვილს

ძალიან დიდი ამდლობა <3 შენკენ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც გინდა, ყველაფერი საუკეთესოდ, მალე შენს ბაიებთან ერთად <3

სრული შოკი ამ ჩემს საშვილოსნოზე დამმრთეს თავიდან, რამაზ ჭიღლაძის ხსენება აღარ მინდა biggrin.gif მერე სერგომ მითხრა ბოლოს რომ ორრქიანიაო და ამ ეხოთი რომ წავედი თამართან, ორრქიანიც კი არაა ბოლომდეო, ანუ თითქმის ჩვეულებრივი საშვილოსნოაო. მიიხედავად ამისა, ახლა მაინც მითხრა რომ გაიკეთე ჰისტეროო, გავიკეთებ აუცილებლად, რომ მომავალში კიდე ვინმემ არ მიძახოს ეს ჩემი საშვილოსნო, თორემ ისე მსტრესავს უკვე ეს და სულ შიშებში აღარ მინდა ვიყო. უბრალოდ ჰისტეროს გარდა რომ ხარ ენდოკრინოლოგი და რეპროდუქტოლოგი, სხვა მიზეზები გამოიკვლიე, როცა ნახე რომ ჰორმონებმა მომიატა ჩემთან ორსულობაში, ეგ ჰორმონები კი არ მქონდა გადამოწმებული მანამდე.

მოკლედ, ზუსტად ვიცი, რომ ისევ მე უნდა ვიყოჩაღო ახლა, ბოლომდე არ ვენდობოდი ამ ექიმებს არასდროს, მაგრამახლა უფრო ყურადსღებით უნდა ვიყო, უბრალოდ ძაან დავიღალე ამ ნერვიულობაში და ძველი მე-ს დაბრუნება მინდა, ვინც ძლიერი იყო ყველაფრის მიუხედავად და ემოციურად ბრძოლა შეეძლო <3

Posted by: itona 11 Sep 2020, 16:28
ყოჩაღი გოგო ხარ..ეგრეა,არასოდეს არ უნდა მოადუნო გონიერი განსჯის უნარი,რომელიც აუცილებლად გააპროტესტებს ყოველგვარ არაგონივრულობას..ცოტა ცუდი შედარებაა,მაგრამ შენს ფონზე მე სრულიად ჩლუნგი და უუნარო ვარ.15კვირის ორსული ერთი კვირა გათანგული ვიწექი სიცხით,ექიმი მეუბნებოდა,გაგივლის,იცის ხოლმე გაციებისასო და ვენდობოდი..სამაგიეროდ ახლა ისეთი გავხდი,კითხვების კორიანტელით და მუდმივი დაზუსტებებით შევჭამე გია:-))რაც არ კლავს,აძლიერებსო,უთქვამთ..ხოდა უნდა გავძლიერდეთ,მომავალი პაწაწუნებისთვის..სიხარულს გისურვებ

Posted by: eli2308 11 Sep 2020, 16:52
QUOTE (itona @ 11 Sep 2020, 16:28 )
ყოჩაღი გოგო ხარ..ეგრეა,არასოდეს არ უნდა მოადუნო გონიერი განსჯის უნარი,რომელიც აუცილებლად გააპროტესტებს ყოველგვარ არაგონივრულობას..ცოტა ცუდი შედარებაა,მაგრამ შენს ფონზე მე სრულიად ჩლუნგი და უუნარო ვარ.15კვირის ორსული ერთი კვირა გათანგული ვიწექი სიცხით,ექიმი მეუბნებოდა,გაგივლის,იცის ხოლმე გაციებისასო და ვენდობოდი..სამაგიეროდ ახლა ისეთი გავხდი,კითხვების კორიანტელით და მუდმივი დაზუსტებებით შევჭამე გია:-))რაც არ კლავს,აძლიერებსო,უთქვამთ..ხოდა უნდა გავძლიერდეთ,მომავალი პაწაწუნებისთვის..სიხარულს გისურვებ

არა მესმის შენი, საკუთარ ამბავში მეც ეგრე აღმოვჩნდი, ღუდუშაურში დენით რომ შემიყვანეს, 1 საათი ყურადღება კი არავინ მომაქცია და მეც ასე დებილივით ვიჯექი და ხმა არ ამომიღია, არც დამიჩქარებია არავინ, ეხოსკოპიაც არ გადავამოწმე, ისე გავყვეი მერე ღამე გამოფხეკაზე, ვფიქრობ მაშინაც ბერი შეცდომა დავუშვი.

მაგრამ ეგ ფრაზა ჩემი მოტივაციაცაა, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს <3 ასე რომ უფრო ძლიერები ვართ, უფრო ყოჩაღები და ყველაფერი იმაზე კარგად და ტკბილად იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია <3

ახლა ძალიან ველოდები ციკლს, მედიკამენტოზურის მერე თითქმის გავიდა 30 დღე

Posted by: itona 11 Sep 2020, 17:26
მე 39 დღის მერე დამეწყო პირველად მერე ციკლი და მეორედან უკვე დაუბრუნდა ჩვეულ 28დღიან რეჟიმს..ანუ,როგორ იყო იცი,კონკრეტულად,რომ არ დაგაბნიო,რაიონიდან უკვე უსაშველო მდგომარეობით რადიოლოგმა გამომიშვა იმედია კლინიკაში მაია მჭედლიძესთან,ჩემს ექიმს ეგეც კი არ უქნია. ვაიმეე,მაგ ქალმა გამაცოფა,უკვე მიბრუნდებოდა გონიერება,ოღონდ მთლად ვერა..განადგურებული ვიჯექი კაბინეტში და ეს ტუჩებდაპრუწული ქალი სახელმწიფოს ჰუმანისტურ მიდგომაზე მიკითხავდა ტექსტს.ჩემი ნაყოფი მკვდარი არ იყო,სანაყოფე წყლები ამომიშრა და გული ჰქონდა გადაგვარებული.ხოდა,მწ ცოცხალ ნაყოფს ხელს ვერ მოვკიდებ,ვაცადოთ და ასე ორ კვირაში ამ გულით თვითონ მოკვდებაო.ახლა ვბრაზობ,რატომ არ ,,დავიკიდე" ყველანაირი ზრდილობა და არ გავჩეჩე გემრიელად. მოკლედ, ზვიადთან გადამამისამართა და მივხვდი,რას ნიშნავს სიტყვა ექიმი.სულ მამიკო,შვილიკოთი მელაპარაკებოდა...ხოდა,ციკლი რომ დამეწყო მაგ დროისთვის დამიბარა მაიამ,ისევ მასთან გავაგრძელე მკურნალობა,შტერი რომ ვარ რა. არც ნაყოფის ჰისტომორფოლოგიაში იყო რამე და არც გამოკვლევებში. პაპ ტესტმა აჩვენა საშვილოსნოს ყელის სოკოვანი ცერვიციტი და მაგაზე დამინიშნა მაიამ მკურნალობა.წამლების ვსვი,ნემსები,ათდღიანი პროცედურები კლინიკაში..ბოლოს ჩამხედა ყელში(იქამდე არა) და უი,პაპილომავირუსს ჰგავს წანაზარდებია და უნდა მოვწვათო.აი,მანდ კი გავცოფდი..მერე ზვიადის რჩევით გიასთან მივედი.პაპილომავირუსი კი არა რადგან დიდი ვადის ვიყავი მცირედი დაზიანებებიაო,სანთლები დამინიშნა,ვაგიფლორის..მერე ეხო გადავიღეთ,ლაპარასკოპიაც და მშვენივრადაა ყველაფერიო.,ფოლატი გამომიწერაა და ველოდებით ახლა ორ ხაზს ტესტზე:-))ეს იყო ექიმებთან ჩემი ოდისეა
* * *
ვაი,შემშლია,კოლპოსკოპია უნდა დამეწერა

Posted by: eli2308 11 Sep 2020, 17:48
QUOTE (itona @ 11 Sep 2020, 17:26 )
მე 39 დღის მერე დამეწყო პირველად მერე ციკლი და მეორედან უკვე დაუბრუნდა ჩვეულ 28დღიან რეჟიმს..ანუ,როგორ იყო იცი,კონკრეტულად,რომ არ დაგაბნიო,რაიონიდან უკვე უსაშველო მდგომარეობით რადიოლოგმა გამომიშვა იმედია კლინიკაში მაია მჭედლიძესთან,ჩემს ექიმს ეგეც კი არ უქნია. ვაიმეე,მაგ ქალმა გამაცოფა,უკვე მიბრუნდებოდა გონიერება,ოღონდ მთლად ვერა..განადგურებული ვიჯექი კაბინეტში და ეს ტუჩებდაპრუწული ქალი სახელმწიფოს ჰუმანისტურ მიდგომაზე მიკითხავდა ტექსტს.ჩემი ნაყოფი მკვდარი არ იყო,სანაყოფე წყლები ამომიშრა და გული ჰქონდა გადაგვარებული.ხოდა,მწ ცოცხალ ნაყოფს ხელს ვერ მოვკიდებ,ვაცადოთ და ასე ორ კვირაში ამ გულით თვითონ მოკვდებაო.ახლა ვბრაზობ,რატომ არ ,,დავიკიდე" ყველანაირი ზრდილობა და არ გავჩეჩე გემრიელად. მოკლედ, ზვიადთან გადამამისამართა და მივხვდი,რას ნიშნავს სიტყვა ექიმი.სულ მამიკო,შვილიკოთი მელაპარაკებოდა...ხოდა,ციკლი რომ დამეწყო მაგ დროისთვის დამიბარა მაიამ,ისევ მასთან გავაგრძელე მკურნალობა,შტერი რომ ვარ რა. არც ნაყოფის ჰისტომორფოლოგიაში იყო რამე და არც გამოკვლევებში. პაპ ტესტმა აჩვენა საშვილოსნოს ყელის სოკოვანი ცერვიციტი და მაგაზე დამინიშნა მაიამ მკურნალობა.წამლების ვსვი,ნემსები,ათდღიანი პროცედურები კლინიკაში..ბოლოს ჩამხედა ყელში(იქამდე არა) და უი,პაპილომავირუსს ჰგავს წანაზარდებია და უნდა მოვწვათო.აი,მანდ კი გავცოფდი..მერე ზვიადის რჩევით გიასთან მივედი.პაპილომავირუსი კი არა რადგან დიდი ვადის ვიყავი მცირედი დაზიანებებიაო,სანთლები დამინიშნა,ვაგიფლორის..მერე ეხო გადავიღეთ,ლაპარასკოპიაც და მშვენივრადაა ყველაფერიო.,ფოლატი გამომიწერაა და ველოდებით ახლა ორ ხაზს ტესტზე:-))ეს იყო ექიმებთან ჩემი ოდისეა
* * *
ვაი,შემშლია,კოლპოსკოპია უნდა დამეწერა

შენც რამდენი ნერვიულობა გაქვს გამოვლილი sad.gif საშინელებაა მოკლედ რა, ექიმთან მიდიხარ და იმის მაგივრად გიშველოს, უფრო გსტერსავს და ისედაც სტრესულ მდგომარეობას ჯოჯოხეთად გიქცევს sad.gif

მთავარია ყველაფერი კარგადაა ახლა შენთან და ასეც გაგრძელდება <3 იმედი მაქვს, ჩემი ოდისეაც მალე დასრულდება და ბედნიერი შემოგიერთდები <3

Posted by: itona 11 Sep 2020, 18:18
ახლა 22-ში ველოდები ციკლს,უფრო სწორად,ციკლის გადაცდენას:-)ვნახოთ,რა იქნება.ერთი კი ვიცი,იმდენი მასწავლა ამ ყველაფერმა,ასე მგონია,ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ გაუაზრებლად და ნებისმიერს,როგორი გაპიარებული და მცოდნე ექიმიც არ უნდა იყოს,თუ რამე ოდნავ მაინც არ მომეწონება,თავის ადგილას მივსვამ,მაშინვე,იქვე..სულ ვფიქრობ,რომ მე მოვკალი ჩემი შვილი ჩემი სიჩლუნგით,გაუცნობიერებლობით და დაუფიქრებლობით..ცუდზე აღარ ვიფიქროთ და დაველოდოთ ნათელ მომავალს:-)

Posted by: Bibinini 16 Sep 2020, 14:16
გამარჯობა გოგოებო, აქ ყველას ერთი ტკივილი გვაქვს სამწუხაროდ. მეც მინდა გაგიზიაროთ და ყველანაირი რჩევა მივიღო თქვენგან. მყავს 11 წლის შვილი მთელი 9 წელი შეგნებულდ არ ვაჩენდი მეორეს, როგორც ხდება ხოლმე აი ეხლა ამას მოვაგვარებ აი ეხლა ამას ა მსბაში გავიდა 9 წელი, ორი წლის წინ როცა გადავწყვიტეთ მეორეს გაჩენა მალევე სავრჩი მაგრამ სამწუხაროდ 6 კვირაზე აღმოვაჩინე რომ გარე ორსულობა იყო და ცალი მილი ამომაჭრეს, შემდეგ ერთი წელი ვერ ვრჩებოდი , ფსიქოლოგიური კომენტიც მქონდა ისე ძალიან მინდოდა რომ სულ მაგაზე ვფიქრობდი, ბოლოს გადავწყვიტე ექიმთან კიდევ ერთხელ მისვლა რომ მივედი ექიმთან უკვე აღმოჩნდა რომ ორსულდ ვიყავი, ეს რა ბედნიერება იყო, 7 კვირაზე დამიბარა მივედი გულის ცემა მოვისმინე ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგი მისვლა 10 კვირაზე იყო , მივედი და მე და ჩემი მეუღლე გაფაციცევით ვიყურებთ ეკრანს რომ დავინახოთ და ჩემს მეუღლეს პირველად უნდა მოესმინა გულის ცემა და უცებ ტექსტი სამწუხაროდ 8 კვირაზე ორსულობა შეჩერებულია და გულის ცემაც რათქმაუნდა არ არის. მე არ ვიცი ოდესმე თუ ამომივა ყურებიდან ეს სიტყვები. და ეს ტკივილი თუ განელდება. რამდენიმე დღის წინ გავიკეთე გამოტუმბვა და უკვე ფიქრი იმაზე რა იყო მიზეზი. ბევრი მიზეზი მითხრეს რასაც შეიძლება გამოეწვია და ჰორმონები რომ ჩადგება წესრიგში ყველა გამოკვლევას გავიკეთებ , მაგრამ ყველაზე მეტად მეშინია როცა ამბიბენ შეიძლება ქრომოსომების ამბავი იყოსო, იმიტო რომ როგორც წავიკითხე მაგაზე ესე მკურნალობა არ არსებობს შეიძლება ვცდები, როგორც მივხვდი არასწორედ ხდება გაყოფა , მეშინი ძაან რომ იგივე არ განმეორდეს ქრომოსომების გამო. თუ ეგაა რათქმაუნდა მიზეზი. სწორეთაც ვერ ვსვავ კითხვას ან არც კი ვიცი რა უნდა ვიკითხო უბრალოდ ძაან მეშინი

Posted by: Katerina_N 29 Sep 2020, 11:00
ეს თემა ახლა ვიპოვე არა და ერთი თვის წინ ალბათ როგორ გამომადგებოდა... მეც იგუვე ტკივილს ვატარებ იგივე შიშებს ... 28 აგვისტოს მარიამობას გამიკეთდა აბორტი 8 კვირაზე შეწყვეტილი ორსულობის გამო.. სრულიად უმიზეზოდ არანაირი ჩივილით მივედი თითქმის 10 კვირაზე არაგეგმიურ ეხოზე და თავზარი დამეცა როცა გულის ცემა ვერ იპოვეს.. მეგონა მოვკვდებოდი მუხლები მომეკვეთა ძლივს გამოვაღწიე კაბინეტიდან.. ოქტომბერში ვგეგმავ ანალიზების გაკეთებას მაგრამ მაგრამ .. გული მეკუმშება რო ვდიქრობ შეიძლება იგივე კიდევ განმეორდეს და მიზეზი ვერ გავიგო..

Posted by: Bibinini 29 Sep 2020, 12:35
მესმის თქვენი

Posted by: Gretag 29 Sep 2020, 15:54
გამარჯობა გოგოებო, მეც ახლა აღმოვაჩინე ეს თემა და ყველას ტკივილი მესმის და დიდი იმედი მაქვს მალე იმხელა სიხარული იქნება თქვენს ცხოვრებაში რომ ყველა უსიამოვნებას და ტკივილს გადაფარავს. წეროებში უკვე დავწერე ჩემი ისტორია და მპკლედ ვიტყვი აქაც, 6 კვირაზე შეწყდა ორსულობა ჩემთან. არც რამახ ჭიღლაძის ხსენება არ მინდა და არც იმედის კლინიკის. კლინიკა, სადაც სისხლდენით მისული პაციენტი ელოდება 10-11 საათს როდის მოვა ექოსკოპისტი. ბებრი დეტალი იყო და არ მინდა გახსენება ძალიან მიჭირს დღემდე და ვერ მოვერიე. მიზეზი არც მე ვიცი ერთადერთი ექოსკოპიაზე სერგომ მითხრა რომ ჩიყვის გამო იქნებოდა დიდი ალბათობით. ჩემი ენდოკრინოლოგი ამტკიცებს, რომ 3.5 ვერ გამოიწვევდა ორსულობის შეწყვეტას, მაგრამ არ ვიცი. გარუკვევლობაში ვარ და მომავლის შიშით ვარ. ძველი ექოსკოპიები შენახული მაქვს და დღემდე მიჭირს შეხედვა. ალბათ ამ ეტაპზე ფსიქოლოგი უფრო მჭირდევა ვიდრე კარგი რეპროდუქტოლოგი ან გინეკოლოგი

Posted by: Anabeli111 30 Sep 2020, 09:50
Katerina_N
Gretag

თავის დროზე ამ თემაში მეც ვიპოვე "ნუგეში", თუ ეს სიტყვა შეიძლება ვუწოდოთ... კარგა ხანს ორსულობის არც გაგონება მინდოდა და ვერც ვგეგმავდი, დანაშაულის შეგრძნება მქონდა, მაგრამ პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ რაც მალე დაიწყებთ ორსულობაზე ფიქრს და შეუდგებით მზადებას, მით მალე გექნებათ შედეგი <3

ამ თემას თვალს თუ გადაავლებთ, ნახავთ, რამდენმა გოგომ გაიარა იგივე ტკივილი.. და დღეს უმეტესობა უკვე დედიკოა <3 ასე რომ.. ჩვენც ძალიან მალე დავწერთ აქ, რომ დედიკოები ვართ და სხვა გოგოებს მივცემთ იმედსა და სტიმულს <3

Posted by: Katerina_N 1 Oct 2020, 16:10
Anabeli111
კი გეთანხმები სანამ ჩემ თავში არ გადავლახე რო ისევ მინდა დაორულება მანამდე გაფრენილი ნევროზი მქონდა.. ისტერიულად ვტიროდი ყველა ანალიზის პასუხის ნახვისას ყველა დარჩენილი წამლების შეხედვისას.. ახლა იმედიანად ვარ რამდენიმე კვირაში ვიწყებ ბრძოლას მიზეზის გასარკვევად .. ძალიან მალე ისევ დავიწყებ მცდელიბებს და ყველაფერი კარგად იქნება ❤

Posted by: itona 16 Oct 2020, 20:13
მიყვარს ეს თემა. 9თვის წინ, სამყარო რომ თავზე ჩამომექცა, აქ ახალი ცა ვიპოვე.ახლა იმიტომ ვწერ, რომ ყველა გოგოს, ვისაც აქ არგუნებს ბედისწერა შემოსვლას, იმედი მივცე..ბევრი ნერვიულობის და უძილო ღამის შემდეგ ისევ ორსულად ვარ, დღეს ჩემი 7კვირის და 8მილიმეტრის ზომის შვილის გულისცემაც მოვისმინე, ზუსტად იმ ეხოს ტახტზე, სადაც ჩემი 18 კვირის შვილის სიკვდილი შემატყობინეს..ძლივს დავწექი იმ ტახტზე ისევ, მაგრამ ახლა უკვე მიყვარს ის კაბინეტი. ახლა სხვა სიცოცხლეს ვგრძნობ და ყველა, ყველა იგრძნობს ამას ისევ..მთავარია ხელი არ ჩავიქნიოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ, არ დავეჩაგვრინოთ ტკივილებს

Posted by: Anabeli111 17 Oct 2020, 12:17
itona
რა საყვარელი ხარ ♡♡ ბედნიერ დედაშვილობას გისურვებთ ♡♡

იმკურნალეთ? თუ ბუნებრივად დარჩით? ♡

Posted by: itona 31 Oct 2020, 22:24
Anabeli111
ვიმკურნალე ვირუსებზე და ყელზეც მქონდა პრობლემა.შენ ხარ მართლა უსაყვარლესი გოგო

Posted by: Anabeli111 1 Nov 2020, 01:35
itona
გაიხარე, საყვარელო ♡

Posted by: madomoda 21 Nov 2020, 16:37
kato17 .გამარჯობა.მაინტერესებს ეს გენეტიკური თრომბოფილია რა არის და რა შემთხვევაში კეთდება.მე პირადა 2 გადატანა მქონდა ბლატოები კარგი ხარისხის მაგრამ არცეთი გამოვიდა.მერე ჩემით დავრში ისე და შემიწკდა ნაკოფი არსად ჩანდა.გთხოვთ შემომეხმიანეთ.

Posted by: jiuti 22 Nov 2020, 19:15
madomoda
გამარჯობა,
შეწყვეტილი ორსულობის დროს ურჩევენ თრომბოფილიის გენტიკურ ანალიზს.
თქვენ რა ვადაზე შეგიწყდათ?
იქნებ პროგესტერონის ნაკლებიბა იყო მიზეზი?
გირჩევთ ძლიერ ექიმთან მიხვიდეთ.

Posted by: mashusha 1 Dec 2020, 11:05
Katerina_N
QUOTE
ეს თემა ახლა ვიპოვე არა და ერთი თვის წინ ალბათ როგორ გამომადგებოდა... მეც იგუვე ტკივილს ვატარებ იგივე შიშებს ... 28 აგვისტოს მარიამობას გამიკეთდა აბორტი 8 კვირაზე შეწყვეტილი ორსულობის გამო.. სრულიად უმიზეზოდ არანაირი ჩივილით მივედი თითქმის 10 კვირაზე არაგეგმიურ ეხოზე და თავზარი დამეცა როცა გულის ცემა ვერ იპოვეს.. მეგონა მოვკვდებოდი მუხლები მომეკვეთა ძლივს გამოვაღწიე კაბინეტიდან.. ოქტომბერში ვგეგმავ ანალიზების გაკეთებას მაგრამ მაგრამ .. გული მეკუმშება რო ვდიქრობ შეიძლება იგივე კიდევ განმეორდეს და მიზეზი ვერ გავიგო..


11 კვირაზე მეტის ვიყავი, ცხვირის ძგიდისთვის მივედი და დამხვდა გაშეშებული. თვალწინ მიდგას ეხოზე პაწია 5 თითი.. უმოძრაოდ გაშეშებული. დღემდე ვფიქორბ, ახლა ამხელა იქნებოდა... არ არის ეს სწორი, დამიჯერე!
კი, ტკივილია, სამწუხაროა, მაგრამ, ორსულობა რისკია. მეორე ტრიმესტრი ბევრი რამის გადაწმვეტა. ყველა ვერ აღწევს აქამდე. უცხოეთსი 3 თვემდე არც გეუბნებოაინ ორუსლობაზე არაფერს. ჩვენ 4 კვირიდან უკვე მსოფლიოს ვდებთ ამ ამბავს. არადა, ჯერ გაიზარდოს, გაძლიერდეს...
მე მყავს შვილი. აბორტის დროს მყავდა უკვე , შენც გეყოლება. არ ცაიციკლო, არ იფიქრო აბორტზე. მე სამწუხაროდ მეორე აბორტიც დამჭირდა... ჩემს სემთხვევაში წინა აბორტის ბრალი იყო, ვერ მოასწრო ორგანიზმმა აღდგენა... მე ასაკიც მაქვს...მოკლედ, ვერსიები ბევრია და პასუხი ნაკლები. მიდი, გამოიკვლიე მაინც და მერე დაიწყე.
დედამიწაზე ქალი არ არის, აბორტი რომ არ ჰქონდეს ისტორიაში. ასეთია ალბათ ბუნებრივი გადარჩევა. ყველა ვერ უძლებს. ახლა ცაში გყავს ანგელოზი და მომავალ და ძმებს დაიცავს ხოლმე. არ იფიქრო არასდროს რომ განმეორდება აბორტი, ან რამე ცუდი მოხდება. არაფერიც არ მოხდება. გადახედე ირგვლივ ქალებს, მილიონ ისტორიას მოგიყვებიან. რას იზამ...

Posted by: marituna 5 Dec 2020, 01:05
გოგოებო 11 კვირაზე შემიწყდა ორსულობა ( 20 ნოემბერს დავლიე წამალი... გამონადენი კიდევ მაქვს, ნორმალურია?

ეხოზე ორშაბათს ვარ ჩაწერილი..

Posted by: nopiahopi 5 Dec 2020, 11:59
marituna
ძალიან სამწუხაროა sad.gif
ნეტავ რა იყო მიზეზი? გაჩერდა გულისცემა?

წამალი გამიკვირდა მაგ ვადაზე. მე 9კვირაზეც პირდაპირ აბორტი გავიკეთე. მედიკამენტოზურისთვის დიდი იყო უკვე მაგ ვადის ნაყოფი და ძალიან საწვალებელი იქნებოდა..

Posted by: marituna 5 Dec 2020, 12:46
nopiahopi
მეც გამიკვირდა..
კი ძალიან ვიწვალე, თითქმის მთელი კვირა.. სანაყოფე პარკი იყო დარღვეული ((

ეხლა თითქოს უკეთ ვარ, მაგრამ ამდენხანს გამონადენი ნორმალურია ნეტავ?

Posted by: nopiahopi 5 Dec 2020, 13:44
marituna
QUOTE
ეხლა თითქოს უკეთ ვარ, მაგრამ ამდენხანს გამონადენი ნორმალურია ნეტავ?


არ ვიცი sad.gif კარგია ეხოზე რომ მიდიხარ, დაგაკვალიანებენ რა ხდება.

ერთი შვილი გყავს ხომ მგონი?

Posted by: marituna 5 Dec 2020, 13:51
მადლობა პასუხისთვის nopiahopi

კი მყავს შვილი smile.gif


Posted by: nopiahopi 5 Dec 2020, 13:56
marituna
QUOTE
მყავს შვილი

❤️
ჰოდა არ დანებდე, რამხელა სტიმულია!

შემდეგი უკვე წარმატებული და მშვიდობიანი ორსულობა იქნება smile.gif

Posted by: Tua 5 Dec 2020, 14:51
marituna
მედიკამენტოზურის დროს 3 კვირაზე მეტი მქონა გამონადენი... მაგრამ სადღაც 2 კვორაში ექოზე უნდა გადაამოწმო 11 კვირის ცოტა დიდია..

Posted by: marituna 5 Dec 2020, 15:54
nopiahopi
მადლობა 2kiss.gif

Tua
ანუ იცის ასე, 2 კვირა გავიდა უკვე (( ეხოზე ზეგ ვარ ჩაწერილი..

Posted by: marituna 7 Dec 2020, 20:21
მოკლედ, ვიყავი დღეს ეხლზე და პრობლემები მაქვს.. დავურეკე ექიმს ისევ წამალი დალიეო... გადავამოწმე სხვა ექიმთან და დალიეო მანაც..

მიდევს ეხლა ეს წამალი პირში და ნერვები მეშლება... მთელი კვირა საშინელ ტკივილებს გავუძელი, თუ ისევ იგივე მელოდება (((


Posted by: Tua 7 Dec 2020, 20:53
marituna
გამოტუმბვა ხომ არჯობდა ? 11 კვორა მედკამენტოზურისთვის საკმაოდ დიდია. მე ისე გამამწარა მაგ წამლებმა ვიმშობიარე ფაქტიურად ფიზიოლოიურად.

Posted by: marituna 7 Dec 2020, 20:59
Tua
კი ჯობდა, მეც ძალიან გამაწვალა. სამშობიარო ტკივილი მქონდა ფაქტიურად და მთელი კვირაც საშინლად ვიყავი... ეხლა კიდევ თავიდან უნდა დაიწყოს. ((

Posted by: nopiahopi 8 Dec 2020, 01:03
marituna
მაპატიე,მაგრამ ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცა ექიმი მედიკამენტოზურზე რომ გაგიშვა ამ ვადაზე sad.gif როცა არის საშუალება უმტკინვეულოდ, 1 საათში მოგვარდეს ეს ამბავი..

არაუშავს, გადააგორებ ამ დღეებსაც :*

Posted by: marituna 8 Dec 2020, 03:05
გეთანხმები, nopiahopi
უპასუხისმგებლოდ მომექცა ((
ჩემმა ექიმმა გამაგზავნა, მე ამ ვადაზე ვერ გავაკეთებო.. კარგი ექიმია, ევროპული განათლება აქვსო და ა. შ. პინეოში მუშაობს..

წამლებით რომ დამხვდა კი ვკითხე დაგვიანებული ხომ არ არისთქო, არა 12 კვირამდე რეკომენდირებულიაო ((


რატომ უნდა ტანჯო ადამიანი მთელი თვე, როცა უფრო მოკლევადიანი გზებიც არსებობს..

Posted by: Tua 8 Dec 2020, 10:34
marituna
კი მეც ეგეთი ტკივილი მქონდა 4 სათი ჭინთვაში გავატარე და ყელის გახსნის ტკივილში , მეც პინეოში ვიყავი მანდ ცოტა უყვართ წვალება ქალის sad.gif ჩემი 5.7 კვირა იყო

Posted by: marituna 8 Dec 2020, 22:35
Tua
არვიცი, პირველი შეხება მქონდა პინეოსთან... თუ გადავრჩი აღარ გავეკარები (((

რა პრიორიტეტი აქვს მედიკამენტოზურს ვერ ვიგებ... რატომ არის ასე პოპულარული..

გუშინ დავლიე კიდევ 4 აბი, შედეგი არაფერი...

Posted by: nopiahopi 10 Dec 2020, 16:30
marituna
როგორ მიდის საქმე, წამოვიდა რამე?

Posted by: Tua 10 Dec 2020, 17:15
marituna
ნუ პრიორიტეტი ის არის რომ ჩარევის გარეშე ხდება ყველაფერი , რაც დაზიანების რისკს ამცირებს. მაგხელა ვადაზე მე არგავიკეთებდი მედიკამენტოზურს მაინც რისკია იმის რომ დაგჭორდება გამოტუმბვა.
ნუ პინეო კიდევ სხვა განზომილებაა დღემდე.მგონია რომ შეეშალა ექოსკოპიას და ნაყოფი ცოცხალი იყო და გამიკეთეს მედკამენტოზურიsad.gif

Posted by: nopiahopi 10 Dec 2020, 17:55
Tua
QUOTE
მგონია რომ შეეშალა ექოსკოპიას და ნაყოფი ცოცხალი იყო და გამიკეთეს მედკამენტოზური

მაგაზე ახლა ნუ ფიქრობ.ჩათვალე, რომ.არ შეშლია..
მე ვამოწმებდი 2თან მაინც. იმედს ვებღაუჭებოდი უფრო.

Posted by: Anabeli111 10 Dec 2020, 20:51
marituna
11.4 კვირის ვიყავი, ნაყოფი 8.4 კვირას შეესაბამებოდა. გავიკეთე მედიკამენტოზური, მაგრამ არ დამეწყო გამონადენი, როგორც უნდა ყოფილიყო.. მეორე დღეს ცხელი წყლით მომივიდა ბანაობა და ღამე დაიწყო წამოსვლა.. იქნებ სცადო, რომ გაიხსნას ყელი...

საბოლოოდ მე მაინც ჩარევა დამჭირდა.. ძალიან მტკიოდა, ვერ მოვითმინე..

ნეტა მომეთმინათქო ვამბობ.. იქნებ ახლა არ გამჭირვებოდა დაორსულება sad.gif

Posted by: marituna 10 Dec 2020, 21:23
nopiahopi
არ იმოქმედა (( დღეს თითქმის აღარაფერი...

ორშაბათს ისევ ვნახავ ეხოზე..

Tua
პატარა ვადაზე რატომ გაგიკეთეს? გულისცემა არ იყო თუ?

როგორც გითხარი მეც გაკიკვირდა ამ ვადაზე ( ნუ, ვაღიარებ თან გამიხარდა თუ "იმ" პროცედურებს გადავრჩებიდი)), მაგრამ წამალი ყელს მოარბილებს და თუ დაგჭირდა უფრო მარტივად გავაკეთებო..
* * *
Anabeli111
მეც ნოშპა მივახმარე, თითქის წამოვიდა, მაგრამ ყოველდღე დალევაც მეშინია..

ვცდი ცხელ წყალს, მადლობა.

Posted by: Unico 10 Dec 2020, 22:12
მედიკამენტოზური კეთდება 9 კვირის ჩათვლით (იგულისხმება სამეანო 9 კვირა), მერე აღარ შეიძლება, მერე კეთდება ვაკუუმ ასპირაცია. ესეთი რამ ნორმალურ გინეკოლოგს არ უნდა შეეშალოს.

მედიკამენტოზურის პრიორიტეტი არის მისი ნაკლებად ჩარევა საშვილოსნოზე. [იგულისხმება მექანიკური, ფიზიკური ჩარევა. ინსტრუმენტების გარეშე]

თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ანამნეზზე.
მე მაგალითად, ექიმის თანდასწრებით მოცემული წამალიც მეყო. სახლში რასაც სვამენ, ისაა კუჭის წამალი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ძლიერ შეკუმშვას. მის დოზებს გააჩნია, ბევრის დალევა არ შეიძლება.

Posted by: Tua 11 Dec 2020, 12:51
marituna
5.7 კვირაზე დამეწყო სისხლდება, არვიცოდი თრომბოფილია თუ მქონდა და ჰემატომა გაჩნდა, მაშინ პირველი ორსულობა იყო შესაბამისად დაბნეული ვიყავი და ხანდახან ვფიქრობ ნეტა დამეცადა იქნებ არც არაფერიბიყო თქო მაგრამ მაჯახეს წამალი ეგრევე, კლინიკაშივე მომცეს იქ დავლიე და დანარჩენი გამომატანეს.

nopiahopi
გალოცდილება არმქონდა ისეთი მაშინ და ხანდახან ვფიქრობ ნეტა დამეცადა თქო და არდამელია , თან ღამე იყო და სად გამეკეთებინა
მეორე ექო მაშინ რავი ნუ რაც იყო იყო. facepalm.gif

Posted by: ლიკალიკა 13 Dec 2020, 22:19
მოგესალმებით.მე ახალი ვარ და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე.
* * *
დიდი ხანია თვალს ვადევნებ ამ ფორუმს.გადავწყვიტე რო ჩემი გასაჭირი დავწერო.მოკლედ 11 წელი დაოჯახებული ვარ,აქედან 5 წელი ვმკურნალობ უშვილობაზე,და როგორც იქნა მოხდა სასწაული.ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა როცა 2 ხაზიანი ტესტი დავინახე,ცხოვრებაში პირველად..ყველაფერი კარგად იყო,,,მაგრამ 9 კვირაზე ვნახე ეხოზე და გულის ცემა შეწყვეტილი იყო..მოვკვდი,ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეს საშინელი დღეები.
* * *
ვინც ერკვევით იქნებ მიპასუხოთ.ორსულობის დროს დაბალი tsh 0.04 გამოიწვევდა ნაყოფის გულის ცემის შეწყვეტას?

Posted by: marituna 15 Dec 2020, 00:03
ლიკალიკა
TSH ზომავენ და ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.. თუმცა ცალსახად თქმა რამ გამოიწვია სპონტანური აბორტი შეუძლებელია..


გოგოებო გუშინ ვესაუბრე ექიმს, ისევ დალიეო.. ნუ, დავლიე დღეს... მაციებს, ცუდად ვარ, გავიზომე სიცხე - 37,6.

წინა დალევაზეც სიცხე მქონდა სავარაუდოდ, მაშინაც მაციებდა - ამ წამლის გვერდითი მოვლენაა, თუ რამე დამიზიანდა? :/

ხვალ დამიბარა.. არვიცი შევძლებ თუ არა მისვლას (( ნუ, ამ კვირაში მივალ..




Posted by: Anabeli111 15 Dec 2020, 01:05
ლიკალიკა
თუ არ იღებდით პრეპარატს, სრულიად შესაძლებელია, რომ ტსჰ-მ გამოიწვია ორსულობის შეწყვეტა. ჰორმონები გამოიკვლიეთ, წამლებით მიეხმარეთ და ისევ დაინახავთ ნანატრ 2 ხაზს <3

Posted by: ლიკალიკა 15 Dec 2020, 11:05
მადლობა გამოხმაურებისთვის.წამლებს ვიღებდი იოდომარინი,ფოლიუმი,მაგნე ბ6,დუფასტონი,ინესტომი,და კლექსანეს ვიკეთებდი დაბალ დოზიანს,tsh გავარკვიე რომ პირველ ტრიმესტრში ქვეითდება მის მაჩვენებელი,და შეიძლება კვერცხუჯრედი არიყოს კარგი და მაგიტომ მოხდეს ნაადრევი შეწყვეტა??

Posted by: Kit-Kat1 19 Feb 2021, 18:45
გამარჯობა გოგოებო, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს, ისევ გაურკვევლობაში ვარ, ერთი თვე გავიდა რაც ჩემი ბიჭუნა დავკარგე. 37 კვირაზე მისული, სამშობიაროში მწოლიარე, ორ თითზე გახსნილი, რომ მეგონა უკვე მეც ვიგრძნობდი იმ ბედნიერებას რასაც დედობა ქვია, უცებ გულის ცემა გაჩერდა ჭიპლარში წარმოქმნილი თრომბის გამო. როცა ყველაფერი წესრიგში იყო, წნევა, გულისცემა, წონა, პლაცენტა, მდებარეობა, არც ფეხები მქონდა შეშუპებული არც დაბუჟება, ორი დღის წინ გაკეთებულ კუაგულოგრამაშიც ყველაფერი ნორმაში იყო, არ ვიცი რამ გამოიწვია საიდან გაჩნდა ეს თრომბი რამაც ჩემი პატარა მომიკლა, თუ გსმენიათ რამე იქნებ მითხრათ. ერთერთი მიზეზი მითხრეს ანტიფოლფოლიპიდური სინდრომი რომლის ანალიზიც უნდა გავიკეთო აწი, მაგრამ თუ ეგ მაქვს აქამდე რავი არ უნდა გამომჩნდარიყო?

Posted by: Anabeli111 19 Feb 2021, 21:35
Kit-Kat1
უპირველესად, ძალიან ძალიან ვწუხვარ sad.gif სიტყვები უძლურია ვიცი.. რომელ კლინიკაში იყავით?
გენეტიკური და შეძენილი თრომბოფილიის ანალიზში ჩანს ეგ. ყველას ორგანიზმი სხვადასხვანაირია. ზოგს პირველ ორსულობაზე არც ექმნება პრობლემა და მერე იჩენს თავს. კლექსანს იკეთებდით? სავარაუდოდ შემდეგ ორსულობაზე დაგჭირდებათ. გამძლეობას გისურვებთ და არ დანებდეთ! მალე გახდებით დედიკო ♡

Posted by: Kit-Kat1 20 Feb 2021, 02:25
პირველ რიგში მადლობა თბილი სიტყვებისთვის. არაფერ წამალს არ ვიღებდი მაგისთვის, იმიტომ რომ ეჭვი არ გაგვჩენია მაგაზე არც მე არც ჩემს ექიმს ორსულობის პერიოდში. რომ მოხდა ეს შემთხვევა იმის მერე მითხრეს რომ გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ატფ სინდრომი და უნდა გავიკეთო ანალიზები.

Posted by: NatiaGull 20 Feb 2021, 12:42
Kit-Kat1
ეს თემა რომ იწევს ზევით გულის კანკალით შემოვდივარ...
არ ვიცი რა გითხრა, შემძრა ამ ამბავმა.... sad.gif
ვერავინ წარმოიდგენს ახლა რა ხდება თქვენს გულში, ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ....
რაც შეეხება თრომბოფილიას, პირველ რიგში ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი გამოიკვლიეთ, 285 ლარი ღირს და 5 ანალიზის სკრინინგს შეიცავს. ასეთ დიდ ვადაზე ძირითადად ეგ არის ხოლმე მიზეზი sad.gif
ეგ სინდრომი არის შეძენილი, ანუ შეიძლება არ გქონდეს თავიდან და მერე შეგხვდეს.

Posted by: anibani18 20 Feb 2021, 13:27
Kit-Kat1
გული შემეკუმშა თქვენი ამბის წაკითხვისას... ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ! ასეთ ტკივილს არავინ იმსახურებს...

დავეთანხმები ზემოთ დაწერილს, შეძენილ და გენეტიკურ თრომბოფილიას გამოვიკვლევდი მე. სავარაუდოდ ეს იქნება მიზეზი. შეიძლება თავიდან არც გამოჩნდა და მერე ამოყოს თავი. მიდით ჰემატოლოგთან, მანანა ღირდალაძესთან ან დაკა კაპანაძესთან, მიუტანეთ თქვენი კვლევები, მოუყევით ყველაფერი და ნახეთ რას გეტყვიან.
ვინ იყო თქვენი ექიმი?

Posted by: Kit-Kat1 20 Feb 2021, 21:56
დიდი მადლობა გოგოებო, ერთი თბილი გამამხნევებელი სიტყვაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჯერ ანტიკოაგულანტებს ვიღებ, გინეკოლოგმა მირჩია რომ მოვრჩები ამის მიღებას მერე გავიკეთო ეგ ანალიზი, ჰემატოლოგი კი ლევან მახალდიანი მირჩიეს. აუცილებლად გავიკეთებ მალევე ამ ანალიზებს. საკეისრო გამიკეთდა და იქ კლინიკაში მითხრეს მინი საკეისროაო და ექვსი თვის მერე შეგიძლია დაორსულებაო და სხვა გინეკოლოგმა ერთი წელი მაინც უნდა გავიდესო, ვეღარ გავივე ან ეს მინი საკეისრო რას ნიშნავს? რაღაცის იმედი მინდა მქონდეს მაგრამ ლოდინი მკლავს sad.gif

Posted by: anibani18 20 Feb 2021, 22:14
Kit-Kat1
ახლა ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ აუცილებლად იქნებით ბედნიერი დედა, ეს ტკივილი განელდება და ადგილს დაუტმობს დიდ სიხარულს და ბედნიერებას.
მთელი დღე მახსენდებოდით... ძალიან მეტკინა გული.

ლევან მახალდიანი მირჩიეს მეც თავიდან მაგრამ მასთან აღარ მივედი ბოლოს. ახლა ვეღარ ვიხსენებ ზუსტად რატომ. მგონი კლექსანს არ ნიშნავსო თუ... არ მახსოვს ახლა ზუსტად, გადავხედავ ჩანაწერებს და დაგიწერთ მერე. მე დაკა კაპანაძესთან დავდიოდი, საკმაოდ ძვირი დამიჯდა მასთან სიარული, 3 კვირაში ერთხელ ვაბარებდი სისხლის 5 ანალიზს. მანანა ღირდალაძეც ძალიან ძალიან კარგია.
მინი საკესრო არ ვიცი რას ნიშნავს. თქვენ გჭირდებათ სანდო ექიმები ახლა, მე ასე მგონია. ვინ არის თქვენი გინეკოლოგი ან საკეისრო სად გაიკრთეთ? სისხლის ამბებს ნუ ანდობთ გინეკოლოგს.

Posted by: adeline 20 Feb 2021, 23:20
Kit-Kat1
აუცილებლად გამოიკვლიეთ გენეტიკური და შეძენილი თრომბოფილია, ასევე პროტეინ ესი, პროტეინ ცე, ანტითრომბინ 3, ბ12, ფოლატი, ჰომოცისტეინი. სისხლის საერთო, კოაგულოგრამა და დე დიმერიც. გირჩევთ კონსულტაციას შემდეგ ჰემატოლოგებთან: მაგდა ბეთანელი, დაკა კაპანაძე, მანანა ღირდალაძე.
ძალიან ვწუხვარ. უფალმა გაგაძლიეროთ და მალე გაგხადოთ ჯანმრთელი პატარას დედიკო

Posted by: Kit-Kat1 20 Feb 2021, 23:21
მინი საკეისრო როგორც დასკვნა გამოვიტანე შედარებით პატარაზეა გაჭრილი საშვილოსნო და უფრო ადრე შეხორცდება ვიდრე ჩვეულებრივ, რომლის დროსაც წელიწად ნახევარია საჭირო. თუმცა რამდენად მართალია არ ვიცი და ამდენ ხანს როგორ გავძლებ არც ეგ ვიცი.

Posted by: adeline 20 Feb 2021, 23:23
ლიკალიკა
კი, შეიძლება კვერცხუჯრედის ხარისხის პრობლემაც იყოს. დე ვიტამინი რამდენი გაქვს? კიდევ მომატებული ჰომოცისტეინიც იწევს შეწყვეტას. მეთიპრედს არ იღებდი? ფარისებრის ანტისხეულები თუ არის ნორმაში? იგივე რჩევას მოგცემდი, რაც ზემოთ დავუწერე კიტკეტს.

Posted by: Kit-Kat1 21 Feb 2021, 01:03
QUOTE
აუცილებლად გამოიკვლიეთ გენეტიკური და შეძენილი თრომბოფილია, ასევე პროტეინ ესი, პროტეინ ცე, ანტითრომბინ 3, ბ12, ფოლატი, ჰომოცისტეინი. სისხლის საერთო, კოაგულოგრამა და დე დიმერიც. გირჩევთ კონსულტაციას შემდეგ ჰემატოლოგებთან: მაგდა ბეთანელი, დაკა კაპანაძე, მანანა ღირდალაძე.
ძალიან ვწუხვარ. უფალმა გაგაძლიეროთ და მალე გაგხადოთ ჯანმრთელი პატარას დედიკო


აუცილებლად გამოვიკვლევ ყველაფერს, ნეტა შეიძლებოდეს ყველაფრისგან თავის დაზღვევა და რას არ ვიზამდი ამისთვის. მადლობა ძალიან დიდი

Posted by: nk2009 30 Apr 2021, 00:11
გამარჯობა გოგონებო,

ჩამომივიდა ფემიბიონ 1 , 2 კოლოფი მიწევს გავყიდო რადგან აღარ მესაჭიროება და იქნებ ვინმეს უნდოდეს, ამაზონზე 40$ ერთის ფასი და 100-100 ლარად მივცემდი, დამატებით საჩუქრად ტერჟინანის 5 სანთელს მოვაყოლებ smile.gif



https://www.amazon.com/FEMIBION-Pregnancy-G...ps%2C290&sr=8-2

Posted by: a-liza 10 May 2021, 12:52
გამარჯობა, დღეს დამიდასტურდა შეწყვეტილი ორსულობა. 8 კვირაზე რომ ვიყავი, გულისცემა იყო, თუმცა 2 კვირით ნაკლები დამიწერეს, ანუ 6 კვირა ფიტომეტრიით. 2 კვირაში დამიბარეს, ანუ დღეს 10 კვირაზე მისულს 6.3 კვირაზე შეწყვეტილი ორსულობა დამიფიქსირეს.
პირველი ორსულობაა, ვარ 41 წლის. ჯერ ექიმთან არ შევსულვარ, რიგს ველოდები, როგორ ხდება ემბრიონის ჩამოშლა, რომელი გზა ჯობია, მედიკამენტური თუ? ვეღარ ვაზროვნებ. ძალიან ცუდად ვარ

Posted by: Alissa 10 May 2021, 13:04
QUOTE (analiza @ 10 May 2021, 12:52 )
გამარჯობა, დღეს დამიდასტურდა შეწყვეტილი ორსულობა. 8 კვირაზე რომ ვიყავი, გულისცემა იყო, თუმცა 2 კვირით ნაკლები დამიწერეს, ანუ 6 კვირა ფიტომეტრიით. 2 კვირაში დამიბარეს, ანუ დღეს 10 კვირაზე მისულს 6.3 კვირაზე შეწყვეტილი ორსულობა დამიფიქსირეს.
პირველი ორსულობაა, ვარ 41 წლის. ჯერ ექიმთან არ შევსულვარ, რიგს ველოდები, როგორ ხდება ემბრიონის ჩამოშლა, რომელი გზა ჯობია, მედიკამენტური თუ? ვეღარ ვაზროვნებ. ძალიან ცუდად ვარ

მედიკამენტური ნაკლებ ინვაზიურია და თუ ნაყოფი პატარაა და ვადაც შესაბამისი მედიკამენტოზური ჯობია. თუმცა აქაც შეიძლება გართულდეს და ბოლომდე არ ჩამოვიდეს და მაინც ჩარევა დაგჭირდეს, ესეც ხდება. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფრის გათვალისწინებით.

მეც სადღაც მე9 კვირას შემიწყდა და იქედან გამომდინარე, რომ სანაყოფე პარკი საკმაო მოცულობის იყო მედიკამენტური აღარ გარისკეს.

ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო, მაგრამ პროცედურულად ძალიან მალე და უმტკივნეულოდ მორჩა. ნარკოზით.. მხოლოდ იმ დღეს მქონდა ტკივილი, თუმცა გასაძლები. მომდევნო 2 დღე დისკომფორტი და მცირე ტკივილი.

ჯობია მარტო არ წახვიდე, ვინმე გაიყოლე. თუ ვინმესთვის თქმა არ გინდა მეც შემიძლია გამოგყვე.

Posted by: a-liza 10 May 2021, 13:08
Alissa
დიდი მადლობა თანადგომისთვის love.gif ახლა ექიმს ველოდები, რას მეტყვის. და მედიკამენტოზურის დროს, სახლის პირობებში ხდება ჩამოშლა?

Posted by: Alissa 10 May 2021, 13:30
QUOTE (analiza @ 10 May 2021, 13:08 )
Alissa
დიდი მადლობა თანადგომისთვის love.gif ახლა ექიმს ველოდები, რას მეტყვის. და მედიკამენტოზურის დროს, სახლის პირობებში ხდება ჩამოშლა?

რამდენადაც ვიცი კი. მედიკამენტის მიღებიდან მაქს 24 საათში უნდა დაიწყოს მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა.
ხშირ შემთხვევაში უფრო მტკივნეულია ვიდრე ჩვეულებრივი მენსტრუაცია.

რისი მადლობა. ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ.

Posted by: Anabeli111 10 May 2021, 14:48
analiza
მე დამიფიქსირდა 11.4 კვირაზე 8.4 კვირის შეწყვეტილი ორსულობა. პატარა იყო ემბრიონი და ნაყოფი და გავრისკე მედიკამენტოზური. პირველ დღეს დამეწყო ოდნავი სისზლდენა.. მეგონა მაგით გადავრჩი, მეორე დღეს საერთოდ არაფერი და გვიან ვიბანავე (ცხელი წყლით ცოტა), ვემზადებოდი, მეორე დღეს წავალ ეზოზე რა ხდებათქო და მაგ ღამეს დამეწყო დენა.. ძლიერი ტკივილით.. წავედი გაგუაში და გავიკეთე ნარკოზით.... ფსიქოლოგოურად ნარკოზით მერჩივნა..

სიტყვები უძლურია. გისურვებთ გამძლეობას♡♡

Posted by: takotatuli1989 10 May 2021, 14:53
analiza
ძალიან ვწუხვარ შენი ამბის გამო sad.gif მალე მშვიდობიან ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებ <3

Posted by: metaflia2020 10 May 2021, 15:20
გამარჯობათ დღეს მიჩვენა ეხომ 8 კვირის შეწყვეტილი ორსულობა.ისეთი გაოგნებული ვიყავი მედიკამენტოზური აბორტი მითხრეს.იმედია გართულება არ მოყვება ამ ყველაფერს

Posted by: Alissa 10 May 2021, 16:08
metaflia2020

ძალიან სამწუხაროა. რადგან ექიმმა გითხრათ შეაფასებდა სიტუაციასაც. ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: Katerina_N 10 May 2021, 16:12
ძალიან მძიმეა გოგოებო ჩემ შემთხვევაში 8 კვირაზე შეწყდა მაგრამ 10 კვირის ვიყავი და მედიკამენტოზური არ გარისკეს.. სანაყოფე პარკი მთელი იყო და ვაკუუმ ასპირაცუა ჩატარდა.. ახლა აზრი არ აქვს არავის ნათქვამს სამწუხაროთ ვიცი .. მაგრამ აუცილებლად გამოხვალთ ამ მდგიმარეობიდან და ბრძოლის უნარი დაგიბრუნდებათ.. ❤❤❤

Posted by: nopiahopi 10 May 2021, 17:39
metaflia2020
analiza
ძალიან სამწუხარო ამბავია.. რა გითხრათ..
გირჩევთ ეს თემა გადაიკითხოთ. უამრავ აქ დამპოსტავ გოგოს აღმოაჩენთ, რომლებიც უკვე ბედნიერი დედიკოები არიან!! თქვენც მალე შეუერთდებით მათ სიას და ახალი სიხარული გეწვევათ!
გამაგრდით და იმედი არ დაკარგოთ! ყველაფერი თავიდან და ამჯერად წარმატებულად დაიწყება და 9თვეში დაგვირგვინდება :*

Posted by: a-liza 10 May 2021, 21:24
რა კარგები ხართ ყველანი, ეს ფორუმი ძალიან მეხმარება ემოციურად, ფსიქოლოგიურად, მორალურად <3
ექიმმა მედიკამენტოზური დამინიშნა. იმედია, ძალიან არ გავწვალდები sad.gif
* * *
user posted image მგონი პატარაა სანაყოფე პარკი და ალბათ ჯობდა მედიკამენტოზური, არა?
* * *
metaflia2020
როგორ ხარ? ემოციურად ვიცი როგორც იქნები sad.gif წამალმა დაიწყო მოქმედება? ჩემთან ჯერ არაფერი ხდება. დღის სამ საათზე გახდება 24 საათი მიღებიდან.

Posted by: metaflia2020 11 May 2021, 08:51
analiza
არა .არაფერი ჯერ.უბრალოდ კოშმარული ღამე გავატარე.ემოციურად ეს არის აუტანელი.მგონი ხვალ ორი ტაბლეტის მიღების შემდეგ უნდა დაიწყს წამოსვლა.ამას მართლა მერჩივნა ვაკუუმ ასპირაცია.ნერვები მეშლება რატმ არ მვითხოვე დაჟინებით.6 საათიდან დავდივარ თან ვცდილობ ბავშვებთან არაფერი შევიმჩნიო.თან მოსწავლეები მყავს დღეს და იქნებ გადავაგორო ეს დღე.
ანტიბიოტიკი ჩემთვის არდაუნიშნავს.ცოტა დიდიც არის ჩემი ნაყოფი 8 კვირა .
მოკლედ ღმერთი ჩვენსკენ ,<3

Posted by: a-liza 11 May 2021, 11:18
metaflia2020
უფალი გადაგვალახინებს❤

Posted by: Alissa 13 May 2021, 09:59
analiza
metaflia2020
გოგოებო როგორ ხართ?

Posted by: a-liza 13 May 2021, 15:33
Alissa
მადლობა, მოკითხვისთვის <3
10-ში რომ მივიღე წამალი, იმან მეორე საღამოსკენ იმოქმედა და ოდნავ წამოვიდა. გუშინ დავლიე დანარჩენი და ჩამოვიდა სავარაუდოდ, ჭარბად მქონდა მთელი დღე გამონადენი და ტკივილებიც მაწუხებდა. დღეს შედარებით ნაკლებია.
ვისაც გამოუცდია ეს , კითხვა მაქვს, პირველი ჩამოსვლა სანაყოფე პარკი-ემბრიონი ჩამოდის და მერე გრძელდება ციკლივით? რაც დავინახე, ვფიქრობ ეგ იყო sad.gif(

Posted by: Alissa 13 May 2021, 17:21
analiza
რისი მადლობა. ალბათ ეგრეა მე არ ვიცი sad.gif
რაც მთავარია ეხოზე გადაამოწმებ და ნახავ თუ ბოლომდე ჩამოოვიდა.
კარგია რომ მშვიდობიანად და გართულების გარეშე ჩაიარა <3

Posted by: a-liza 13 May 2021, 17:31
Alissa
❤❤
იმედია, სრულად ჩამოვა . ნეტა
არ დამჭირდეს გამოტუმბვა...
metaflia2020 როგორ მაინტერესებს როგორ ხარ? <3

Posted by: metaflia2020 13 May 2021, 17:37
Alissa
მადლოობა.დღეს უკეთესად .გუშინ სასტიკი ტკივილები მქონდა .ალბათ დიდი რომ იყოო ემბრიონი მაგის ბრალი .დღეს გაცილებით უკეთ ვარ .ვნახოოთ .
* * *
analiza
ჩამოვა არ ინერვიულოო.მეც ჭარბად მქონდა გუშინ.დღეს იმდენი აღარ.რაც ვნახე მთლიანად ჩამოოოვიდა დიდი იყო ჩემი 8 კვირაზე მეტი

Posted by: a-liza 14 May 2021, 18:18
metaflia2020
როგორ ხარ? მე ტკივილები მაქვს კიდევ და ციკლივით მოდის . ცოტა შეშუპებულივით ვგრძნობ ბოქვენის ადგილს. ტკივილია ისეთი, თითქოს მსერავს. ნეტა ასე უნდა იყოს თუ ცუდად მაქვს საქმე?

Posted by: Mia20 14 May 2021, 18:26
QUOTE (analiza @ 14 May 2021, 18:18 )
metaflia2020
როგორ ხარ? მე ტკივილები მაქვს კიდევ და ციკლივით მოდის . ცოტა შეშუპებულივით ვგრძნობ ბოქვენის ადგილს. ტკივილია ისეთი, თითქოს მსერავს. ნეტა ასე უნდა იყოს თუ ცუდად მაქვს საქმე?

მე მედიკამეტოზურით არ გამიკეთებია და ვერ დაგეხმარები sad.gif გამომტუმბეს თუ გამომფხიკეს აღარ ვიცი.. კოლტები დარჩაო და ერთი გაკეთების მერე კიდე დამჭირდა მეორე ორ კვირაში. საშინელება იყო. ვცდილობ არ ვილაპარაკო და არ გავიხსენო ეგ ამბები sad.gif

დავდევ მას მერე ენდომეტრიუმის პრობლემებს და ორი ხაზი რომ დავინახე ამ დღეებში მეგონა უფრო იმედიანად დავწერდი აქ კაი პოსტს

ნუ ორი ხაზიც იმ უბრდურების მერე მიღწევა კია

Posted by: a-liza 14 May 2021, 18:55
Mia20
ვადევნებ თვალს შენს ამბებს და ველოდები დადებით პასუხს . ყველაფერი კარგად იქნება <3

Posted by: Katerina_N 14 May 2021, 20:51
analiza
სამწუხაროდ მეც დიდი ვიყავი და გამოტუმბვა გამიკეთდა თუმცა ტკივილები მთელი კვირა მქონდა.. შებერილობასთან ერთად უფრო მძლავრი ამიტომ მე ნოშპა და ესპუმიზანი დამინიშნეს და Მსველოდა.. დაეკითხე ექიმს აბა მაგრამ მე საშვილოსნო მტკიოდა და იკუმშებაო და აწვება ნაწლავიო მაგას დააბრალეს.. მალე გადატანა ამ ამბის და დაბრუნება ისევ მომავლებში ❤

Posted by: a-liza 14 May 2021, 21:06
Katerina_N
მეც შებერილობაც მაწუხებს . ახლა ახლობელს ვესაუბრე, იმასაც ჩემს მსგავსად დაენიშნა მედიკამენტოზური და ჰქონია გარკვეული დრო ტკივილები. იმედია, არ გამირთულდება რამე.
ვიმედოვნებ მალე შემოგიერთდებით love.gif love.gif

Posted by: Katerina_N 14 May 2021, 21:07
analiza
ეხოთი გეგმიურად როცა გიწევს კონტროლი ნახავ და დამშვიდდები.. იმედია მართლა არაფერი დაგრჩება არ იყო დიდი ვადის.. ღმერთმა ხელი მოგიმართოს მძიმე პერიოდი გაქვს მეგონა ორსულობის ხსენება აღარ მინდოდა მაგრამ გაივლის ყველაფერი ❤ აუცილებლად ყველა ვიქნებით დედები

Posted by: a-liza 14 May 2021, 21:11
Katerina_N
ეგეთ განწყობაზე ვიყავი იმ დღეს. თან მარტო ვიყავი, მეუღლეც არ იყო ქალაქში, ძალიან მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.მეგონა, ამით დამთავრდა ყველაფერი.მაგრამ ისევ შევძელი ძალის მოკრება, კარგად უნდა ვიყო, რომ მალე დედა გავხდე. არ მაქვს დასაკარგი დრო, პატარა ასაკის არ ვარ...

Posted by: Katerina_N 14 May 2021, 21:18
analiza
რა თქმა უნდა .. მე დღესაც ისტერიულად მაკანკალებს ეხოს რიგში ყოფნისას .. ყველანი უმაგრესი გოგოები ხართ ვინც ეს ყველაფერი გადალახეთ ❤

Posted by: nopiahopi 15 May 2021, 03:18
analiza
QUOTE
კარგად უნდა ვიყო, რომ მალე დედა გავხდე.

აუცილებლად!!

აი 6 ორსულობიდან ( და კიდევ + 2 ბიოქიმიური) 2 შვილი მყავს. უმძიმესი ანამნეზი მაქვს,მაგრამ იმედი არ დამიკარგავს და დამიფასდა smile.gif და სამაგიეროდ "ცისარტყელა ბავშვი" (rainbowbaby) მყავს,თან ორივე smile.gif

იციან თავისი დრო ბაიებმა smile.gif

გგულშემატკივრობთ ყველას! ძალიან მალე გაპოვნინოთ შეძლება და შემართება და დედობაც მალე მომელოცოს! smile.gif

Posted by: metaflia2020 15 May 2021, 13:07
analiza
ახლა ვნახე სმს ები.მე ორი დღე მქონდა კარგად და მესამე დღიდან ცოტა მაქვს ,გუშინ ველაპარაკე გინეკოლგს და 10 დღე უნდა მოიცადო მანამდე სურათი არ გვექნებაო.და 10 დღემდე არ კეთდება არანაირი მანიპულაციაო.ცოოტა ტკივილი იცის არ შეგეშინდეს .თავისთავად ჰორმონალური ალიაქოთია ახლა ოორგანიოზმში .მე ვაგსოტაბილის დალევა დავიწყე ჩემით .არამგონია მავნოს რამე.

Posted by: a-liza 15 May 2021, 14:06

Katerina_N <3

nopiahopi
მადლობა გამხნევებისთვის <3
metaflia2020
მე ზოგადად მქონდა ჭარბი მენსტრუაცია 7-8 დღე და ახლაც ისე გრძელდება ეს გამონადენი.ახლა ტკივილები მაქვს, შებერილობაც მაწუხებს. 20-ში ვარ დაბარებული ექოზეც და ექიმთან.

Posted by: ნაჭუჭა 16 May 2021, 16:55
გამაგრდით გოგოებო, ყველაფერი კარგად გექნებათ❤️ ეს მედიკამენტოზური დამზოგველიაო ტყუილად იძახიან მემგონი უარეისა გამოფხეკვაზე, მე კინაღამ მომიღო ბოლო მაგან და, კარგა ხანს მქონდა გამონადენი, ოქსიტოცინის ნემსები ვიკეთე და ერთი თვის მერე დენა დამემართა ისევ ნემსები დამჭირდა, მაგრამ მე ენდომეტრიოზი მაქვს და სავარაუდოდ მაგის ბრალი იყო
* * *
შეასვენეთ ორგანიზმი ცოტა ხანი და მერე ახალი შემართებით აუცილებლად გამოვა ყველაფერი❤️

Posted by: a-liza 16 May 2021, 18:31
ნაჭუჭა
დიდი მადლობა <3 იმ დღეს ვიყავი სასოწარკვეთილი. ვფიქრობდი, რომ აღარასოდეს ვიფიქრებდი დაორსულებაზე, თან მეუღლეც არ იყო თბილისში. საშინელი დღე მქონდა. ფორუმელებმა გამამხნევეს, რომ დავფიქრდი, წეროებში რამდენი მებრძოლი გოგოა, რომელიც არ ნებდება, იბრძვის და აღწევს მიზანს. მეც მეორე დღიდან უკვე დავიწყე ფიქრი, რომ აუცილებლად გავხდები დედა.

პირველი მედიკამენტი 10-ში მივიღე და 12-ში დანარჩენი. მოკლედ, დღემდე მაქვს ჭარბი მენსტრუაციის მსგავსად. გუშინ საღამომდე მუცლის ტკივილებიც მქონდა, შებერილობა. ესპუმიზანს ვსვამ და ცოტა მომეშვა. ეს გამონადენი რამდენი ხანი გრძელდება? მე ზოგადად მენსტრუაცია 7-8 დღიანი მაქვს და სადღაც წავიკითხე, იმდენივე დღე გრძელდებაო. 20-ში ვარ დაბარებული ექოზე. და აქვე ვიკითხავ, ვაგინალურად კეთდება ექო თუ სავსე შარდით უნდა ვიყო?

Posted by: ნაჭუჭა 16 May 2021, 18:57
analiza
თითქმის სამი წელია გასული რაც მედიკამენტოზური გავიკეთე და სიმართლე გითხრა აღარც მახსოვს რამდენი დღე გამიგრძელა, უბრალოდ მახსოვს რომ დიდხანს მქონდა, თითქოს შემიწყდა და მერე თავიდან დამეწყო, მაგის გამო ორჯერ გავიკეთე ეხო, შიგნით არაფერი იყო დარჩენილი მაგამ მომდიოდა და მომდიოდა, მერე ალისფერი სისხლი წამოვიდა და შემეშინდა, სამი დღე ოქსიტოცინი გამაკეთდბინა ექიმმა. მე პრობლემური საშვილოსნო მაქვს , ორჯერ დამემართა ადრეც დენა . დაურეკე ექიმს და დაიმშვიდებ გულს, არამგონია საშიში იყოს თუ ძალიან ჭარბად არ მოგდის, ანუ მენსტრუაციასავით თუა არაა საშიში. ეხოც არ მახსოვს ვაგინალურად გამიკეთეს თუ ზემოდან cry.gif
* * *
analiza
წეროების გოგოების წინაშე ქედს ვიხრი, ნამდვილად ღირს ბრძოლა ისეთი ბედნიერებისთვის რასაც დედობა ქვია! დღეს შეიძლება მიზანი ძალიან რთულად და შორეულად გეჩვენებოდეს მაგრამ დამიჯერე ღირს ყველანაირი ტკივილის ატანა და დაბრკოლების გადალახვა. რას ვიზავთ ზოგს უსასყიდლოდ მიეცემა ბედნიერება და ზოგიერთებს დიდი სასყიდელის გადახდა გვიწევს❤️ მაგრამ საკუთარი და საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის არ უნდა დაკარგო იმედი, ყოველი დილა ახალი ცხოვრების დასაწყისია და ახალი შესაძლებლობები გვეძლევა ყოველი თვალის გახელის შემდეგ❤️

Posted by: a-liza 16 May 2021, 20:15
ნაჭუჭა
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის <3 :* ღმერთმა ყველას აუსრულოს ოცნება და ბედნიერი დედობა ვინც უკვე დედიკოა love.gif love.gif

Posted by: adeline 17 May 2021, 00:54
რა მტკივნეული თემაა ჩემთვის. 2 შეწყვეტილი მაქვს. პირველზე გამოტუმბვა გამიკეთეს და მეორეზე მედიკამენტოზური მირჩია ქეთიმ. გამოტუმბვა მახსოვს ძალიან მტკივნეულად; თავად პროცედურა შესანიშნავად გამიკეთეს დავარაშვილში, მაგრამ ემოციურად ძალიან მძიმე იყო; ვერ ვჩერდებოდი, სულ ვტიროდი. მედიკამენტოზურმა ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა.

Posted by: Anabeli111 17 May 2021, 00:58
adeline
პირველის მერე მეორე ორსულობა რამდენ ხანში დადგა?
უკვე ფანტასტიკის სფერო მგონია ორსულობა....

Posted by: adeline 17 May 2021, 01:16
Anabeli111
სადღაც 2.5 წლის მერე. მე გირჩევ, დრო არ დაკარგო და ინვიტროზე დაიწყო ფიქრი. სისულელეა ბუნებრივის დიდხანს ლოდინი. დროც იხარჯება, ნერვებიც და ფულზე ხო აღარაა ლაპარაკი.

Posted by: Mia20 17 May 2021, 10:29
ეს ინვიტროც რომ არაა მთლად გარანტირებული თორე არც ეგ იქნებოდა პრობლემა.. ზოგს იმდენი ცდა უწევს.

მე კიდევ ერთი წელი თუარაფერი კი ვფიქრობ, გაწელვას მირჩევნია

თან დიდი დოზებით სტიმულაცია და ფოლიკულების ამოღების თემა მაშინებს ანტიმიულერიც არ გამინულოსთქო :/

Posted by: Alissa 17 May 2021, 13:05
აბორტის მერე ორსულობა რომ არ დადგა ჰისტერო სცადეთ ვინმემ? მე ვაპირებ ამ ციკლის მერე და მაინტერესებს თუ დაგჭირდათ ან გაიკეთეთ თქვენ?

Posted by: ნაჭუჭა 17 May 2021, 13:07
Alissa
მე ვაპირებდი მაგრამ გამეწელა დროში და ერთი წლის თავზე დადგა ორსულობა

Posted by: Alissa 17 May 2021, 13:10
QUOTE (ნაჭუჭა @ 17 May 2021, 13:07 )
Alissa
მე ვაპირებდი მაგრამ გამეწელა დროში და ერთი წლის თავზე დადგა ორსულობა

მეც მოცდა მოცდაში გაიწელა და ამ ციკლის მერე აუცილებლად უნდა გავიკეთო. აშკარად სადღც დიდი პრობლემაა და უნდა ვიპოვო smile.gif
ღრუში პატარა პრობლემები ისეც ჩანს ეხოზე და ჰისტეროთი უკეთ დავინახავთ და ვუშველით.

Posted by: hatsan 18 May 2021, 22:46
კითხვა მაქვს იქნებ დამეხმაროთ ვინც იცით ძალიან მჭირდება ახლა თქვენი დახმარება
* * *
კითხვა მაქვს იქნებ დამეხმაროთ ვინც იცით ძალიან მჭირდება ახლა თქვენი დახმარება

Posted by: Anabeli111 18 May 2021, 23:50
hatsan
დაწერეთ კითხვა და თუ ვიცით, გიპასუხებთ <3

Posted by: hatsan 19 May 2021, 00:28
QUOTE (Anabeli111 @ 18 May 2021, 23:50 )
hatsan
დაწერეთ კითხვა და თუ ვიცით, გიპასუხებთ <3


მოკლედ მენსტრუაციული ციკლის დაწყებიდან(ანუ მაშინ როდესაც სისხლი პირველად მოდის) მესამე დღეს მქონდა დაუცველი სქესობრივი აქტი სულ რაღაც 7-8 წუთი და როგორ ვთქვა სხვა სიტყვებით არ ვიცი ამიტომ ბოდიში მაგრამ ბიჭს საქმე ბოლომდე არ მიუყვანია ანუ
* * *
გაგრძელება:
* * *
აუ არ იწერება ბოლომდე მოკლედ ორსულობის საფრთხე თუ არის
* * *
თუ დაიწერა დავამატებ რომ წინა ციკლი 5 აპრილს დამეწყო და 6 დღე გაგრძელდა შემდეგი კი 13 აპრილს და დღეს 18 აპრილია 2-3 წვეთით... წნევა მაქვს ცოტა მაღალი და იმედია რაიმე სიმპტომთან არ ასოცირდებაა დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად არის უბრალოდ მეშინია და გთხოვთ იმედია დამამშვიდებთ
* * *
ციკლი ჩვეულებრივად გაგრძელდა და ახლა მეექვსე დღეა ყველაფერი რიგზეა უკვე რჩება ფაქტობრივად ორი-სამი წვეთი თუ გამომდის სისხლი უბრალოდ ამ აქტის შემდეგ რამოდენიმე დღე სისხლთან ერთად გამოდიოდა სპერმაც(სავარაუდოდ სულ გამოვიდა) და მაინტერესებს არის თუ არა შანსი დაორსულების რაც ძალიან არ მაწყობს

Posted by: a-liza 19 May 2021, 09:15
hatsan
ალბათ გულისხმობდით წინა ციკლის დასაწყისი 5 აპრილს და მომდევნო 13 მაისს? აპრილი გიწერიათ. სავარაუდოდ არა მგონია ციკლს ოვულაციაც დამთხვეოდა, მითუმეტეს მესამე დღეს.თან თუ ასეთი ხანგრძლივი ციკლი გაქვთ.მე მგონი , არ უნდა იყოს ორსულობისთვის ხელსაყრელი პერიოდი

Posted by: emiblack 19 May 2021, 09:42
hatsan
დაორსულების შანსი მინიმალურია, თეორიულად არ არის, თუმცა პრაქტიკაში ხდება ხოლმე გამონაკლისები. რეალურად არცერთი დღე არ არის 100 პროცენტიანი უნაყოფო . სიმპტომები მაქედან არ არის, არც შეიძლება იყოს ( ორსულობა რომც იყოს ადრე იქნებოდა სიმპტომებისთვის)
. შეწყვეტილი სქესობრივი აქტი არ არის თავდაცვის საშუალება და მენსტრუალური სისხლდენის დროს სქესობრივი აქტი არასასურველია ( იზრდება ინფექციოს რისკი და ასევე ენდომეტრიოზის რისკი).

Posted by: hatsan 19 May 2021, 13:13
QUOTE (analiza @ 19 May 2021, 09:15 )
hatsan
ალბათ გულისხმობდით წინა ციკლის დასაწყისი 5 აპრილს და მომდევნო 13 მაისს? აპრილი გიწერიათ. სავარაუდოდ არა მგონია ციკლს ოვულაციაც დამთხვეოდა, მითუმეტეს მესამე დღეს.თან თუ ასეთი ხანგრძლივი ციკლი გაქვთ.მე მგონი , არ უნდა იყოს ორსულობისთვის ხელსაყრელი პერიოდი

ოვულაცია 13 მაისამდე მქონდა 1 კვირით ადრე და ასე მალე მგონი ვერ იქნება

Posted by: a-liza 19 May 2021, 16:53
hatsan
QUOTE
ოვულაცია 13 მაისამდე მქონდა 1 კვირით ადრე და ასე მალე მგონი ვერ იქნება

არა მგონია.
emiblack-მა დაგიწერა კიდევაც, რომ გამონაკლისები ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში , ვფიქრობ, არ დადგებოდა ორსულობა

Posted by: hatsan 19 May 2021, 16:59
QUOTE (analiza @ 19 May 2021, 16:53 )
hatsan
QUOTE
ოვულაცია 13 მაისამდე მქონდა 1 კვირით ადრე და ასე მალე მგონი ვერ იქნება

არა მგონია.
emiblack-მა დაგიწერა კიდევაც, რომ გამონაკლისები ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში , ვფიქრობ, არ დადგებოდა ორსულობა

დაა თაან სისხლთან ერთად გამოსული სპერმაც მგონი ხელს შეუშლიდა ორსულობის განვითარებას ხომ??

Posted by: nefertiti987 7 Jul 2021, 21:28
გამარჯობა,გოგოებო. მოკლედ გეტყვით ჩემს ისტორიას,აქ ბევრი ხართ მსგავსი გამოცდილებით და თქვენი რჩევა მჭირდება. 6 წლიანი უნაყოფობის,2 ინვიტროს(აქედან მეორეზე ბიოქიმიური ორსულობა იყო),შემდეგ თვეში ბუნებრივად დადგა ორსულობა. თანდათან გამოიკვეთა დისონანსი სანაყოფეს და ემბრიონის ზომებს შორის,ნელი ზრდა და გადიდებული ყვითრის პარკი. კარგი გულისცემის მიუხედავად,9 კვირაზე შეწყდა(ემბრიონი ამ დროს შეესაბამებოდა 7,5კვირას). მსგავსი ისტორიით ვინც ხართ,თრომბოფილია აღმოჩენილა ამის მიზეზი?

Posted by: a-liza 7 Jul 2021, 21:37
nefertiti987
ძალიან ვწუხვარ, ვიცი რასაც გრძნობ და განიცდი sad.gif( უფლის წყალობით ეს ცუდი დღეები ჩაივლის და მალე ოცნება აგიხდება <3 10 მაისს შემიწყდა ორსულობა . 10 კვირის უნდ ა ვყოფილიყავი და 6 კვირაზე და 5 დღეზე იყო გულისცემა შეჩერებული. 8 კვირაზე უკვე ჩანდა განვითარებაში ნელა ზრდა.დამიწერეს 6 კვირის და გულისცემა 120. განვითარება შეესაბამებოდა 6 კვირისას. მედიკამენტოზური აბორტი გაკეთდა და შემდგომი გართულებების გარეშე ჩაიარა. ჩემთვის პირველი ორსულობა იყო. დაოჯახებიდან მესამე თვეს დადგა. შეწყვეტის მერე გავიკეთე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის კვლევა. არ მაქვს. გენეტიკური არ გამომიკვლევია. ექიმმა მხოლოდ ეს კვლევა დამინიშნა. აგვისტოდან ალბათ აღარ დავიცავ თავს და იმედია წერო მოფრინდება... ექიმებს პასუხი არ აქვთ , რის გამო მოხდა. ალბათ სუსტი ემბრიონი იყოო. სპერმა ახლა გამოვიკვლიეთ და როგორც ანალიზში ჩანს, ნორმაშია ყველაფერი.

Posted by: nefertiti987 7 Jul 2021, 21:41
analiza
მადლობა,აუცილებლად “მოფრინდება”. ექიმი უფრო ქრომოსომულ პათოლოგიას აბრალებს და ტყუილად არ მინდა თრომბოფილიის ყველა ფორმაზე გავაკეთო ანალიზი,ამიტო მაინტერესებს სხვების გამოცდილებაც. გუშინ გავიკეთე მედიკამენტოზური და ისეთ შოკში ვარ,გონება რამით მინდა დავაკავო

Posted by: a-liza 7 Jul 2021, 21:52
nefertiti987
ჩემს შემთხევაში ორმა ექიმმა მითხრა, რომ ანტიფოსფოლიპიდურს მხოლოდ ორი და მეტი შეწყვეტის დროს აკეთებენო, მაგრამ ჩემი ასაკის გამო (41 წლის) გამოსარიცხად გამაკეთებინეს. საბედნიეროდ არ აღმომაჩნდა. გენეტიკურზე არაფერი უთქვამთ. ვირუსებზეც არ გჭირდებაო მითხრეს, თუმცა, მაინც მინდა გავიკეთო, მაგრამ ორუვე გინეკოლოგი ერთსა და იმავეს ამბობს და არ ვიცი, რას ვიზამ.

Posted by: ბაკო 7 Jul 2021, 22:06
nefertiti987
მე 4 კვირაზე შემიწყდა ორსულობა. თრომბოფილიის გამოკვლევას მეც ვგეგმავ, მაგრამ ექიმმა ტყუილად გაიკეთებო და ვეღარ ჩამოვყალიბდი რა ვქნა. ასეთ პატარა ვადებზე თრომბოფილია არ იწვევს შეწყვეტასო. ყველაფერი ემბრიონს ბრალდება

Posted by: nefertiti987 7 Jul 2021, 22:56
ბაკო
ძალიან ვწუხვარ და მალე გისურვებ დადებით შედეგს. მეც ვეღარ გავიგე რა გამოვიკვლიო. analiza
მე 29 წლის ვარ და 6 წელია დაორსულებას ვცდილობ. ჯერ მილების პრობლემა მქონდა, ფარისებრის,ენდომეტრიოზიც პირველი ხარისხი. თქვენთან მხოლოდ ზრდის შენელება ჩანდა? მე ყვითრის პარკიც ზომაზე მეტად გამეზარდა, სანაყოფე სითხის ნაკლებობაც არისო ექიმმა და ასე ნერვიულობაში “გავქაჩე” მთელი თვე

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 00:21
გოგოებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. მეც მაქვს 2 წლის წინ შეწყვეტილი ორსულობა, ექიმმა მითხრა თრომბოფილიაზე კვლევა არ კეთდება თუ არ არის 3ზე მეტი შეწყვეტილი ორსულობაო. ესე უბრალოდ არ ვაკეთებთო.

სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შეწყვეტილი ორსულობა პირველ თვეებში, გისურვებთ სიძლიერეს, აუცილებლად გაიხარებთ მალე და გახდებით დედა. დაგლოცოთ იოვანე ნათლისმცემელმა <3

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 00:27
margarita7
ესეიგი მთლად კარგად სანამ არ შეგერყევა ფსიქიკა,ანალიზი არაა საჭიროო? სამ შეწყვეტას ველოდოთ,როცა შესაძლოა ეგ იყოს მიზეზი და შეიძლებოდეს შემდეგში პრევენცია? რა მაგარი პასუხი აქვთ და რა მარტივია ექიმებისთვის sad.gif

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 00:33
მეც თვალები გადამიბრუნდა ეგ რო თქვა, და მითხრა, ვიცი ძაან ტრაგიკულად ჯღერს მაგრამ ასეაო.
მაგ მიზეზის ძიება შორს წაგიყვანსო, რომც იძიებენ უმეტესად ვერ პოულობენ მიზეზსო.

მე მგონია ერთი აბორტიც უკვე არყევს ქალს ფსიქიურად, გეთანხმები.

Posted by: a-liza 8 Jul 2021, 12:22
margarita7
nefertiti987
მე თუ ვიხდი თანხას, რა პრობლემებს ჰქმნიან, ვერ ვხვდები. მეც მინდა თავი დავიზღვიო და რაც შეიძლება ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გამოვიკვლიო, რომ იგივე არ განმეორდეს. ეს ისეთი სტრესია, პროლაქტინი მაისის მერე გაორმაგებული მაქვს და კიდევ რატომ უნდა ველოდო ცუდ შედეგებს მომდევნოზე, თუკი შეიძლება დასაწყისიდანვე პრევენციული ზომები მივიღო. დრო რატომ უნდა დავკარგო სხვა ყველაფერთან ერთად. ვირუსებზე არ გჭირდება ანალიზიო, ორმა გინეკოლოგმა მითხრა, მაინც ვაპირებ გაკეთებას. პსრ ნაცხით მირჩიეს გოგოებმა, თუმცა 80 ლარამდე ჯდება თითო ვირუსის კვლევა და სისხლის ანალიზით მაინც გავიკეთებ ძირითადი ვირუსების ორივე ფორმას.

Posted by: emiblack 8 Jul 2021, 12:39
nefertiti987
პირველ როგში ძალიან ვწუხვარ(( გამაგრდი, მოიკრიბე დარჩენილი ძალები და აუცილებლად მალე გახდები ბედნიერი დედიკო <3
დედების კლუბში იკითხე, მე ვიცი რამოდენიმე გოგო ვისაც ქონდა მსგავსი პრობლემა და შემდეგი ორულობა ჰემატოლოგმა უმართა და ყავთ ახლა ჯანმრთელი შვილები. დაპოსტე და შეგეხმიანებიან <3
გოგოებო, რაც შეეხება რატომ არ ინიშნება რაღაც კვლევა სანამ 2-3 შეწყვეტილი ორსულობა არ არის განპირობებული იმით რომ ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით ხელმძღვანელოემ, იქ ყველაფერს დაზღვევა ფარავს და შესაბამისად ნებისმიერი კვლევის დაფინანსება კარგად უნდა იყოს არგუმენტირებული , ანუ ერთი მოშლის გამო არც სახელმწიფოს და არც კერძო დაზღვევას არ უნდა ხარჯის გაწევა ((
მე გავიკეთებდი აუცილებლად . მოშლის გარეშეც არაა ცუდი ეგ თუ ექნება ადამინს გაკეთებული

Posted by: klubnika 8 Jul 2021, 13:15
nefertiti987
QUOTE
გამარჯობა,გოგოებო. მოკლედ გეტყვით ჩემს ისტორიას,აქ ბევრი ხართ მსგავსი გამოცდილებით და თქვენი რჩევა მჭირდება. 6 წლიანი უნაყოფობის,2 ინვიტროს(აქედან მეორეზე ბიოქიმიური ორსულობა იყო),შემდეგ თვეში ბუნებრივად დადგა ორსულობა. თანდათან გამოიკვეთა დისონანსი სანაყოფეს და ემბრიონის ზომებს შორის,ნელი ზრდა და გადიდებული ყვითრის პარკი. კარგი გულისცემის მიუხედავად,9 კვირაზე შეწყდა(ემბრიონი ამ დროს შეესაბამებოდა 7,5კვირას). მსგავსი ისტორიით ვინც ხართ,თრომბოფილია აღმოჩენილა ამის მიზეზი?

ოხ ჯანდაბა რა
sad.gif გამაგრდი
ყველაფერი გამოვა

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 14:16
klubnika
emiblack
მადლობა,გოგოებო.
რა ვიცი,ადრე რომ ვიკითხე დედების ჯგუფში,არავინ გამოჩნდა მსგავსი ისტორიით.დაკა კაპანაძესთან ჩავეწერე და იქნებ მირჩიოს აუცილებელი გენები და მუტაციები,ყველას ანალიზს ვერ გავწვდები. ან იმას მაინც მეტყვის,ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა თუ არის კავშირში თრომბოფილიასთან

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 16:38
analiza

კი, შენით როცა გადაიხდი პირიქით, კაია მათთვის რაც მეტ ფულს გააკეთებს ლაბორატორია თუ კლინიკა .

emiblack
კი მაართალი ხარ, მე არ ვარ საქართველოში და ესენი იჩემებენ ზუსტად- არ არის საჭირო თრომბოფილიაზე ანალიზიო. თუმცა გთავაზობენ გენეტიკურსაც ოღონდ შენით გადაიხადე დაზღვევა არ გადაიხდისო, ამით იმის თმქ მინდა, ანუ თრომბოფილიაზე არც გთავაზობენ, მართლა მიაჩნიათ რომ არ არის საჭირო, თორემ შემოგტავაზებდნენ მაგაზეც.

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 18:13
margarita7
გენეტიკურში რას გულისხმობ?
მე ის არ მესმის,რა მუტაცია თუ გენიც არ უნდა ამოგივიდეს მაგ ანალიზში,მგონი მაინც 0,4-იანი დოზით უნიშნავენ ყველას კლექსანს და რა აზრი აქვს ანალიზს?

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 19:03
ეს კლექსანის ამბავი პირველად მესმის, არ ვიცი რა არის.

გენეტიკურში გეტყვი რას ვგულისხმობ. მოკლედ პირველი ტრიმესტრის თავზე რასაც ყველას უკეთებენ არის სისხლის ანალიზი სადაც იგებენ ტრისომეტრიაზე. (რომელსაც დაზღვევა იხდის, ნუ მე საქართველოში არ ვცხოვრობ მანდ როგორაა არ ვიცი) აქვე გეუბნებიან თუ გინდა გაიკეთე გენეტიკურიც, რომელსაც არ იხდის დაზღვევა.
იკეთებ ტრისომეტრიაზე სისხლის ანალიზს და იმ შემთხვევაში თუ პასუხი მოითხოვს დამატებით კვლევას- მერე გიკეთებენ გენეტიკურ ანალიზს, რომელიც უფრო ზუსტია.

თრომბოფილიას იმიტომ მოვაყოლე, რომ მაგაზე როცა ვიკითხე მითხრეს რომ არ არის საჭირო სანამ არ არის 3 შეწყვეტილი ორსულობა. არ უთქვამთ შენით თუ გინდა ადექი და გაიკეთეო, ისევე როგორც დაუშვათ გენეტიკურზე მითხრეს თუ გინდა გაიკეთეო შენი გადასაწყვეტია.

საერთო გაიდლაინებით არის ასე რომ კეთდება, ის სისხლის ანალიზი ტრისომეტრიაზე, და რაგაც მაჩვენებელზე ქვემოთ თუ მოვიდა პასუხი მერე ნიშნავენ გენეტიკურს .ამ გენეტიკურში ხედავენ უფრო ზუსტად რამე ხომ არ არის პრობლემა. თუ სწორად მახსოვს როცა ამოდის მაგ ტრისომეტრიის ანალიზში რომ შანსი არის 1000ში ერთი -მაშIნ გენეტიკურს არ ნიშნავენ, თუ 1000ზე ნაკლები ამოვიდა, დაუშვათ 900-ში ერთი, მაშინ გენეიტკურს ნიშნავენ.

დარწმუნებული ვარ საქართველოშიც ასეა, ყველგან ერთიდაიგივე გაიდლაინებია, ახალს არავინ არაფერს იგონებს.

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 19:18
margarita7
კლექსანი სისხლის გამათხელებელია.
ტრისომეტრიაში ალბათ ქრომოსომული ანალიზი იგულისხმება ხო? არამგონია ჩვენთან კეთდებოდეს,არ ვიცი.

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 19:20
კი ეგ იგულისხმება, როგორ არა ყველგან აკეთებენ, დარწმუნებული ვარ. სინთეზურად ხდება მაგ ანალიზის და პირველი ტრიმესტრის ბოლოს გაკეთებული ექოსკოპიის შედეგებს აჯამებენ. ექოსკოპიაზე ზომავენ კისრის ნაოჭს, ცხვირის სიგრძეს და კიდე რაღაცას არ მახსოვს, მაგას პლიუს ანალიზი

Posted by: emiblack 8 Jul 2021, 19:25
margarita7
თქვენ საერთოდ სხვა გენეტიკურ კვლევაზე საუბრობთ. ტრისომიის ანუ დაუნის სინდრომის გამორიცხვის. აქ გენეტიკურ თრომბოფილიაზეა საუბარი .
nefertiti987
ოვულაციიდანვე ინიშნება კლექსანი ზოგ შემთხვევაში როგორც მე ვიცი, ასევე ფოლიუმს იღებენ ფოლატის სახით. არიან ამ ფორუმზეც , უკვე ბავშვებით. მე ვერ დავასახელებ თვითონ შემოგეხმიანონ ეგებ ( არაეთიკურია ჩემი მხრიდან). უბრალოდ ზუსტად ვიცი რო გააჩინეს და კარგად აქვთ ყველაფერი <3

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 19:45
emiblack
ხო,რა თქმა უნდა, ძალიან დამამშვიდებს თუ მსგავსი ისტორიით ვინმე გამომეხმაურებოდა,მაგრამ არავინ ჩანს. ფოლატს ვიღებ მე ისედაც სოლგარის და კლექსანიც დანიშნონ ანალიზის გარეშე ოვულაციის დღიდან,რამეს დამიშავებს თუ არ მაქვს თრომბოფილია? ძალიან ძვირია ანალიზები და ვეღარ გავიგე რომლით დავიწყო. ვირუსებზე და ინფექციებზეც მქონდა მანამდე აღებული ანალიზი,მაგრამ მაინც ამეკვიატა,ეგ ხო არ გამოიწვევდა შეწყვეტასთქო,ცალ მილში სითხე მაქვს და მოკლედ რა,ნათელმხილველობა მინდა შემეძლოს ))

Posted by: Anabeli111 8 Jul 2021, 20:55
nefertiti987
ჯანმრთელობის სახლში რამდენიმე მუტაციაზე გადავიხადე 360 ლარი. დანარჩენზე კვლევა აღარ გამიგრძელებია, რადგან პირველად ანალიზებში ამომივიდა თრომბოფილია. იქებ თქვენც ნაწილ-ნაწილ ჩააბაროთ?

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 21:02
Anabeli111
რის მიხედვით აარჩიეთ ჯერ რომელი გაგეკეთებინათ? დაკასთან რომ მივალ,მირჩევს იმედია ჩემი ანამნეზიდან გამომდინარე უფრო სავარაუდო რომელია.
ისე ცალცალკე 120 ლარიო და ექვსივე გენეტიკური მუტაციის ერთად გაკეთების შემთხვევაში თითო 80 ლარიო. მერე შეძენილი კიდე რამდენია…..

Posted by: Anabeli111 8 Jul 2021, 21:20
nefertiti987
ყველაზე გავრცელებულებზე გამაკეთებინა ჩემმა ექიმმა და რადგან ერთი ამოვიდა, კლექსანი მაინც გჭირდებაო და აღარ გამაგრძელებინა კვლევა ამიტომ.

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 21:26
Anabeli111
გასაგებია, კლექსანს რომელი დღიდან გინიშნავთ და რა დოზით?

Posted by: Anabeli111 8 Jul 2021, 21:31
nefertiti987
ახლა ფრაქსიპარინს ვიკეთებ 0.4იანს, როგორც კი ხეგეთი დავადასტურე ორსულობა. მანამდე მთელი ციკლი კარდიომაგნილს ვსვამდი. ჩემი მუტაცია არ არია რთული ფორმის და წესით მეყოფა ეს დოზა. 14ში ანალიზებს გადავაკონტროლებ და მაგის მიხედვით გავაგრძელებ წამლის მიღებას.

Posted by: emiblack 8 Jul 2021, 21:57
nefertiti987
ვირუსებზე როგორაა იცი? თუ ქრონიკული ფორმა გ ანტისხეულევი ანუ გქონდა, მაშინ გადამოწმებას აზრი აღარ აქვს. ორსულობაში მთავარია პირველადი მწვავე არ შეგხვდეს და დანარჩენი უსაფრთხოა. ერთადერთი ციტომეგალოვირუსის გამწვავება 1%ში იძლევა ცუდ შედეგს, მაგრამ მაგის პრევენციას წინასწარ ვერ ახდენ და ამიტო აზრი არ აქვს . კანდელაკთან მაქვს გადავლილი ეგ საკითხები. სხვა ინფექციებს რაც შეეხება , მაგალითად ქლამიდია, ტრიქომონა , მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა შეიძლება გაკეთება კი, თუმცა თუ გაკეთებული გაქვს და პარტნიორიც იგივეა და მასაც სხვა პარტნიორი არ ყოლია ნაკლებ საალბათოა.
არ უნახავთ ალბათ კითხვა თორე გამოგეხმაურებოდნენ, საკმაოდ აქტიური იუხერევი არიან . ძველ ფორუმებს და ჩაყვები ნახავ კიდეც შენით.
ჩემი აზრით უველაფერი ძალიან კარგად გექნება აწი, ბიოქიმიურის მერე მალევე დადგა , ანუ ორგანიზმი ჩაირთო გამოდის და შენდეგს აუცილებლად გააჩენ უკანმრთელესს <3

Posted by: nefertiti987 8 Jul 2021, 22:43
emiblack
ქლამიდია-გონორეას გადამოწმება მინდა,ოღონდ ნაცხის პჯრ მეთოდით კეთდება თურმე ჯანმრთელობის სახლში. ამ მილში რატო მაქვს აბა სითხე ეს მაშინებს.
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ,გისმინოს ღმერთმა

Posted by: margarita7 9 Jul 2021, 12:33
emiblack

აჰ მე სხვა თემისკენ წავედი, ხო თრომბოფილია შეძენილი და გენეტიური არსებობს. რა თქმა უნდა თუ გამოიკვლევთ დროულად და რამე მიზეზს მიაგნებთ მაგას რა ჯობს. და თუ ექიმს დაიყოლიებთ იმაზე რომ გამოგიკვლიოთ

Posted by: emiblack 9 Jul 2021, 18:13
nefertiti987
ქლამიდია მეც გავაკეთე პსრ ავერსში, გონორეა არ მახსოვს სიმართლე გითხრა . ნახე კი რო მშვიდად იყო, მაგრამ არ მგონია რამე ამოვიდეს.
გელოდებით კარგი ამბებით
margarita7
ხო აი ეგაა კი

Posted by: kekuna 12 Jul 2021, 21:18
მოგესალმებით. დაბალი მიმაგრება მოშლის მიზეზი ვინმესთან ყოფილა?

Posted by: nefertiti987 14 Jul 2021, 17:29
kekuna
რომელ კვირაზე? ან რითი დაადგინეს,რომ სუსტი მიმაგრება იყო?

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 18:00
nefertiti987
ჯერ არ შეწყვეტილა, ქვედა (დაბლა) მდებარეობაა და გარდა ამისა სისხლია ღრუში. ხეგეს პასუხით 4 კვირის ორსულობაა. ველდეობით რომ თავისით შეწყდება. ხეგე მაინც პროგრესირებს ჯერ-ჯერობით

Posted by: nefertiti987 14 Jul 2021, 18:30
kekuna
აუ მაპატიე, ცუდად გავიგე. პლაცენტის აშრევებაზე თუ არის საუბარი,ჩემს მეგობარს ჰქონდა და წოლითი რეჟიმით და გადასხმებით მიიყვანა ბოლომდე ორსულობა

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 18:36
nefertiti987
არა ეს ჯერ პატარაა

Posted by: jiuti 17 Jul 2021, 16:24
მეგობრებო,

აქ წავაწყდი მოსაზრებას, რომ არ არის საჭირო გენეტიკური თრომბოფილიის კვლევა, რაც, გთხოვთ არ დაიჯეროთ თუ მინიმუმ 1 მოშლა მაინც გაქვთ და საერთოდ, თუ გაქვთ შესაძლებლობა-გამოიკვლიოთ ჯერ და მერე დაგეგმოთ ორსულობა.
პირად მაგალითზე გეტყვით, რომ პირველი ორსულობა მქონდა მშვიდი და ჯანმრთელი შვილი გავაჩინე. ხოლო მის შემდეგ ბევრი მოშლა. ნეტავ ვინმეს ერჩია ეს კვლევა თავია დროზე. სხვადასხვა ექიმებთან გავიარე კონსულტაცია არადა, ვუხსნიდი რომ მოშლები მქონდა, არც უხსენებიათ და ორსულობაც სრულდებოდა 8-12 კვირაში...
ამდენი ამბების მერე გავერკვიე მე თვითონ, მოვითხოვე ეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ მაქვს გენეტიკური თრომბოფილია, ანტიფოსფოლიპოდურიც გავიკეთე და ეგ არ მაქვს.

სხვისი მსგავსი მაგალითებიც უკვე ბევრი ვიცი, მათ შორის ისეთი, ბევრი წლის შემდეგ დადგა პირველი ორსულობა და 6 -8 კვირაზე შეწყდა, ექიმმა კი უთხრა რავიცოდიო, რადგან სხვა ორსულობის ისტორია არ ქონია არ ჩათვალა საჭიროდ გენეტიკურის გამოკვლევა, სამწუხაროდ...

ჩემი დაკვირვებით, საქართველოში ძალიან ბევრს აქვს თრომობფილია და არ უნდა დავზოგოთ ამის კვლევაში თანხა. განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, თუ ოჯახის წევრებს აქვთ გულ სისხლძარღვთა პრობლემები...
კარგი იქნება, ან პროტოკოლში გაწერონ სხვა კვლევებთან ერთა, სავალდებულოდ.
ალბათ დამეთანხმება ყველა, ვისაც გამოცდილი აქვს რა საშინელი გრძნობაა ამდენი კვირის შემდეგ შეწყვეტას რომ გეუბნებიან....და თურმე შესალებელი ყოფილა აცილება...

Posted by: a-liza 18 Jul 2021, 15:19
jiuti
მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის <3 მე მაქვს პირველი შეწყვეტილი ორსულობა. ჩემმა ექიმმა ანტიფოსფოლიპიდური კვლევა გამაკეთებინა. პირველ შეწყვეტაზე არ ნიშნავენ , მაგრამ რადგან ასაკი დიდი გაქვსო( 41 წლის ვარ) , თავი დავიზღვიოთო. არ აღმომაჩნდა . გენეტიკურ თრომბოფილიაზე არ მეუბნებიან კვლევას და უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. ვეტყვი შემდეგ ვიზიტზე, რომელი გენის მუტაციებზე გავიკეთო კვლევა.

Posted by: jiuti 18 Jul 2021, 17:56
analiza თქვენი გადასაწყვეტია საბოლოო ჯამში.
უნდა ითქვას ისიც, რომ დაკვირვებული და ჭკვიანი ექიმები ორსულობას და ამ პრობლემას მართავენ კარგად გენეტიკურის კვლევის გარეშეც, ხშირად აკონტროლებინებენ კოაგლოგრამას, დ დიმერს, უკეთებენ დოპლერს და ა.შ. და სხვა ნიუანსებითაც ადევნებენ თვალყურს.
ზოგს მშობიარობის მერეც აქვს გამათხელებელი დანიშნული...მოკლედ არის გასათვალისწინებელი დეტალები და კარგმა ექიმმა ესენი იცის.

Posted by: nefertiti987 19 Jul 2021, 15:55
გოგოებო, მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ დღეს ეხოზე მითხრეს,რომ 4მმ ქსოვილია დარჩენილი ღრუში,რა ინფორმაცია გაქვთ? ექიმმა მგონია შემდეგ ციკლში ჩამოვაო და ციკლის მერე ვნახოთ ეხოზეო

Posted by: emiblack 19 Jul 2021, 20:39
nefertiti987
მე მშობიარობის შემდეგ დამრჩა, პლაცენტის დამატებითი წილი იყოო ასე მითხრეს, 2 კვირაში ჩამოვიდა რაღაც უზარმაზარი ქსოვილი და ექოსკოპიაზე რომ მივედი მითხრეს კიდეა დარჩენილიო მაგრამ სისხლის მიმოქცევა არ აქვსო ( ანუ თუ კედელზეა მიკრული და სისხლით მარაგდება შეიძლება გამოსაფხეკი იყოსო) , ჩემი არ იყო, ღრუში იყო უბრალოდ, დავიცადეთ და 40 დღის მერე ჩამოვიდა, თუმცე შემდეგ ციკლი რომ აღდგა ისევ წამოყვა ქსოვილი და გინეკოლოგმა ეტყობა მაგ მცირეს აონდა სისხლის მიმიქცევა და რომ ჩამოიფრცქვნა ენდომეტრიუმი გამოყვაო, ასე აკეთებს ირგანიზმიო . ამიტო დაელოდე,ერთადერთი სიცხე იკონტროლე პერიოდულად.

Posted by: nefertiti987 19 Jul 2021, 20:44
emiblack
ღმერთო რა ყველაფერი სანერვიულოა!
მადლობა პასუხისთვის <3

Posted by: a-liza 19 Jul 2021, 21:22
nefertiti987
მეც მედიკამენტოზური აბორტი დამჭირდა. მე-10 დღეს ექოზე მითხრეს, რომ 13 მმ კოლტი იყო დარჩენილი და ეგ არაფერია, ჩამოვაო. იმავე საღამოს ჩამოვიდა. შეიძლება შენიც ასე ჩამოვიდეს.

Posted by: nefertiti987 19 Jul 2021, 21:55
analiza
ვაიმე მადლობა,ცოტა დავმშვიდდი

Posted by: a-liza 20 Jul 2021, 13:47
nefertiti987
მორიგ მენსტრუაციაზე ჩამოსვლა ივარაუდეს ჩემთან რადიოლოგმა და გინეკოლოგმა, მაგრამ იმავე საღამოს უმტკივნეულოდ, არანაირი სისხლი, ისე აღმოვაჩინე ქაღალდზე.

Posted by: Unico 20 Jul 2021, 20:59
nefertiti987
აუცილებლად აკონტროლე.
ქსოვილია და არა სისხლის კოლტი. ანთებაში არ გადაიზარდოს, ამიტომ აკონტროლე.

Posted by: Anabeli111 28 Jul 2021, 11:48
წამლები დავლუე გუშინ 1ის ნახევარზე, 20-30 წუთში ჩამოვიდა საცობი და 2საათის განმავლობაში რამდენიმე ნაფლეთი. სანაყოფე, ჩემი დაკვირვებით არ ჩამოსულა. საღამოს 6 საათის მერე არც ტკივილი მაქვს, არც კოლტები, უბრალოდ შარდს მოყვება სისხლი.

წინა მედიკამენტოზურზე მეორე დღის ღამეს დამეწყო ძლიერი გამონადენუ. ახლაც ასე იქნება ნეტა? sad.gif თქვენთან რამდენ ხანში ჩამოვიდა სანაყოფე?

Posted by: a-liza 28 Jul 2021, 12:20
Anabeli111
მე პირველი წამალი კლინიკაში რომ დავლიე, მეორე საღამოს ოდნავ წამოვიდა. მომდევნო დღეს დავლიე 10 საათზე 2 აბი და 2 საათზე მგონი კიდევ ერთი. იმ დღეს ჩამოვიდა მგონი, ეგრევე, პირველივე შეტევებისას. ვფიქრობ ეგ იყო სანაყოფე პარკი. ისე, მსგავსი რაღაც კიდევ ჩამოვიდა 2 დღეში, მაგრამ უფრო ვფიქრობ პირველი იყო. თუმცა, საცობზე არ მიფიქრია, იქნებ ეგ საცობი იყო?

Posted by: Anabeli111 28 Jul 2021, 12:27
analiza
პირველი საცობია. სანაყოფე პარკი არ იყო, ნანახი მაქვს წინაზე.. და მსგავსი არაფერი. წინაზეც გაუჭირდა ჩემთან ჩამოსვლა, ეტყობა ძნელად მეხსნება ყელი, რავიცი sad.gif

Posted by: Anabeli111 29 Jul 2021, 15:36
მოკლედ.. წამალი რომ დავლიე, ცოტა ჩამოვიდა რაღაც, როგორც დავწერე და მორჩა.. გუშინ წვეთი არ ჩამოსულა. წავედი დღეს ეხოზე და ადგილზეა ისევ სანაყოფე.... დამიმატეს 4 ცალი საიტოტეკი.. ხალხო და ტკივილი არ მაქვს : )))))))))))))))))))) და არც ისეთი გამონადენი, როგორიც წესია. ყველაფერს ხო ბედი უნდა!
ახლა მაინტერესებს, გამოტუმბვასა და გამოფხეკვას შორის რა სხვაობაა?

Posted by: nopiahopi 29 Jul 2021, 15:52
Anabeli111
მგონი გამოტუმბვა პატარა ვადაზე ხდება და გამოფხეკა უფრო დიდზე. ოღონდ ეს ჩემი ვარაუდით, არ ვიცი.. მე 9კვირაზე უკვე გამოფხეკით გამიკეთეს აბორტი და პატარა ვადებზე გამიგია გამოტუმბვა კეთდებაო..


Posted by: Anabeli111 29 Jul 2021, 16:28
nopiahopi
მადლობა. ნაყოფი 6.5 კვირის იყო

Posted by: nopiahopi 29 Jul 2021, 16:56
Anabeli111
ჰო აი მაგ ვადაზე ეძახიან გამოტუმბვას ..

Posted by: a-liza 29 Jul 2021, 19:37
Anabeli111
ჩემიც მაგ ვადაზე იყო. არადა, 10 კვირის უნდა ვყოფილიყავი. ჩამოვიდა მალევე. სადღაც წავიკითხე, მგონი წამლების ანოტაციაში 80%-ში მალე ჩამოდის, 20%-ში მეტი დრო ჭირდებაო, თუ არ ვცდები 1 კვირა იყო ნახსენები
* * *
user posted image

ეს არის პირველ დღეს რომ მივიღე იმ წამლის ანოტაცია

Posted by: Anabeli111 29 Jul 2021, 23:21
analiza
10%-ში ვარ (სიმწრის სიცილი biggrin.gif).. ხვალ დილამდე თუ არაფერი, დილას მანიპულაციას ჩამიტარებენ და მაგით დამთავრდება.

Posted by: Alissa 30 Jul 2021, 10:12
Anabeli111
აბა როგო ხარ ❤️

Posted by: a-liza 30 Jul 2021, 18:26
Anabeli111
როგორ ხარ ? <3

Posted by: Ani_Floyd 30 Jul 2021, 22:05
Anabeli111
გამოჩნდი. ხო კარგად ხარ?

Posted by: Anabeli111 30 Jul 2021, 22:14
Alissa
Ani_Floyd
ისევ არაფერი. წამალი დამალევინეს კიდევ და საბოლოოდ. ორშაბათამდე დავიცადოთო. თავიდან იმ განწყობით მივედი, რომ მანიპულაცია არ მინდა-მეთქი და მაქსიმალურად ცდილობს ექიმი, ამარიდოს, მაგრამ არ გამოდის : )) ძვრა არ აქვს არაფერს.. სისხლი მომდის, მარა ისე არა, როგორც საჭიროა.. ამდენი სისხლის მერე ეს სანაყოფე რასაა მიმაგრებული, არ ვიცი.

Posted by: a-liza 31 Jul 2021, 00:00
Anabeli111
ჩამოვა. ბევრი იარე. არ წამოწვე. მე სულ დავდიოდი ოთახში და 10 დღეში ჩამოვიდა სრულად ყველაფერი. არ დამჭირვებია ჩარევები

Posted by: Anabeli111 2 Aug 2021, 17:26
analiza
მოკლედ, ყელში იყო დიდი კოლტი გაჩხერილი. ხელით გამოვაგდებო, მარა უნარკოზოდ არ მინდოდა არაფერი.. ხოდა გამოტუმბვა გამიკეთდა. დასრულდა. იმედია აღარ მომიწევს მსგავსი პროცედურის ჩატარება არასდროს ♡ ჯანმრთელობა ყველას ♡

Posted by: a-liza 2 Aug 2021, 18:36
Anabeli111
აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება <3

Posted by: nefertiti987 3 Aug 2021, 12:26
Anabeli111
ნამდვილად გისურვებ მსგავსი აღარაფერი გამოსცადო.
ეხოზე არ ჩანდა ეგ კოლტი? ციკლის მიხედვით რამდენი კვირის იყავით?
ჩემთან 4მმ ქსოვილი იყო დარჩენილი,ახლა მეორე ციკლიც დამეწყო,მაგრამ მეშინია ისევ რომ არ ჩამოვიდეს სრულად. ციკლის მიხედვით 10 კვირაზე გამიკეთეს მედიკამენტოზური, ნაყოფი შეესაბამებოდა 7,5 კვირას. წამლის მიღებიდან სანაყოფე პარკი მალევე ჩამოვიდა,სხვა ვერაფერი დავინახე sad.gif

Posted by: Anabeli111 3 Aug 2021, 13:52
nefertiti987
პირველად რო დავლიე წამალი, რამდენიმე კოლტი ჩამოვიდა და გაჩერდა.ეხოზე ვნახეთ და სანაყოფე ადგილზე იყო მეორედ რო დამიმატეს, დამეწყო გამონადენი, კოლტებით მარა სანაყოფე არ ჩამოდიოდა. ეხოზე ვნახე რო ყელში იყო გაჩხერილი. გოგიმ ხელით გამოვაგდებო, მარა ჩემი ემოციური მდგომარეობა მაგას ვერ აიტანდა და ამიტომ ჩავერიეთ. ახლა კარგად ვგრძნობ თავს.. გასახარი ისაა, რო ღრუში არ ჩარეულა, რადგან ღრუდან გამოძევებულუ იყო და ყელში იყო დაგროვებული ყველაფერი ♡ თქვენთან რადგან სანაყოფე ჩამოვიდა, დანარჩენიც გამოძევდებოდა ♡ ეს ბოლო ყოფილიყოს ორივესთვის და ყველა გოგოსთვის ♡♡ რა არის ქალი, ამ ტკივილის განცდის მერეც, რომ ერთი სული მაქვს დავვორსულდე.. ეჰ smile.gif)))

ციკლის მიხედვით 8 კვირის და ნატოფი 6.5 იყო. ემბრიონი არც იყო ფაქტობრივად, 3მმ, 9.მმ იყო ყვითრი და სანაყოფე 20მმ-მდე

Posted by: ninucanodo 3 Aug 2021, 14:45
Anabeli111
nefertiti987
გოგოებო ბოლო იყოს ასეთი ტკივილი უფალმა სიკეთე მოგცეთ

Posted by: nefertiti987 3 Aug 2021, 18:07
ninucanodo
დიდი მადლობა <3
Anabeli111
ჩემი ემბრიონი 16მმ იყო თან ისეთი კარგი გულისცემით ((
სანაყოფე გახეული იყო და ნაყოფი არ ვიცი თუ ვერ შევამჩნიე,ვნერვიულობ რას მეტყვიან ეხოზე.
სავარაუდო მიზეზი თქვენ რა გითხრეს? ასაკი და ანტიმიულერი თუ შეიძლება ვიკითხო? სპერმის დნმ ფრაგმენტაცია თუ შეიმოწმა მეუღლემ და თქვენ თუ იკეთებდით კლექსანს? ასევე, ფარისებრის მდგომარეობა მაინტერესებს,ბევრი კითხვა გამომივიდა მაპატიე

Posted by: Anabeli111 3 Aug 2021, 19:10
nefertiti987
მე 24-ის (25ის ვხდები 12ში) ვარ და მეუღლე 31-ის. ანტიმიულერის ანალიზი არ მოუთხოვიათ, რადგან ანტრალური ფოლიკულები საკმაო რაოდენობის მაქვს და დომინანტიც მუდმივად.. კარდიომაგნილს ვსვამდი ციკლის დასრულებიდან და დადებითი ხეგედან ფრაქსიპარინს ვიკეთებდი. კოაგულოგრამა, დე დიმერი მქონდა ნორმაში ციკლის 24ე დღეს და 2 კვირაში განმეორებითზეც. ფარისებრი პირველად მქომდა 2.01, ორ კვირაში 6.8 მეორე დღესვე გადამამოწმებინეს და მომივიდა 1.8 და 5 დღეში კიდე გავიკეთე და 4.10 მომივიდა, თუმცა ტსჰ-ს არ აბრალებენ შეწყვეტას, რადგან მაღალი ტსჰ თავის ტვინის განუვითარებლობას იწვევს. ჩემ შემთხვევაში ყვითრის პარკი გაიზარდა უზარმაზარი და ემბრიონი ვერ.. პირველ ორსულობაზე სანაყოფე არ იზრდებოდა, მაშინ კლექსანის გაკეთება დამაგვიანდა. დნმ ფრაგმენტაცია ჯერ არ გვაქვს გაკეთებული, ახლა მივიდა მეუღლე შოთასთან და იმოწმებს ნელ-ნელა ყველაფერს.

სავარაუდო მიზეზი ემბრიონის ქრომოსომული დარღვევა. მთავაზობენ გენეტიკოსთან კონსულტაციას, რაც არ მინდა ამ ეტაპზე.

ვფიქრობ ინ ვიტროზეც და ვნახოთ. ჯერ ექიმის მოსაზრებებს მოვისმენ.

Posted by: nefertiti987 3 Aug 2021, 19:21
Anabeli111
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის <3 პირველი ორსულობა იყო? გენეტიკოსმა ნეტა რა უნდა თქვას ხელჩასაჭიდი? კარიოტიპის ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვსო მითხრა ექიმმა, როგორც წესი წყვილს ნორმაში აქვს,მაგრამ განაყოფიერების დროს ხდება არასწორად დაყოფაო.ალბათ,ერთხელაც გაამართლებს თუ როგორი მიდგომაა ამ დროს საჭირო არ ვიცი. ჩემი ყვითრიც 7,5 მდე გაიზარდა და ნაყოფი მცირედ იზრდებოდა კვირიდან კვირამდე. ვირუსები და ინფექციებიც გამოკვლეული მქონდა,მაგრამ მე რადგან ცალ მილში სითხე მაქვს მაგაზეც ვეჭვობდი. ინ ვიტრო ორსულობაც შემიწყდა მე და ეს მოულოდნელად ბუნებრივი ორსულობა იყო 6 წლის შემდეგ sad.gif(

Posted by: Anabeli111 3 Aug 2021, 19:44
nefertiti987
არა, მეორე ორსულობაა. მქონდა 2 ბიოქიმიურიც :/
მაგ კარიოტიპირებას მთავაზობენ და მაგის მეშინია, არ მითხრან, არ გეყოლებათ შვილიო.. ფორუმზე ვიცი ერთი გოგო (ძველი იუზერია), 3 შეწყვეტილი ორსულობა ჰქონდა, გენეტიკოსთან უშვებდნენ და ინ ვიტროთი გააჩინა პატარა გოგოცუნა ♡ ეგ ისტორიაა ჩემი იმედი.

ჩემთანაც ყვითრი 7.5-ზე ავიდა, მერე 9ზე და ასე იზრდებოდა ;( ემბრიონი კიდე დარჩა 3მმ.. მოკლედ ორივეს ყვითრმა გაგვიფუჭა საქმე. კიდევ იყო ერთი გოგო, რომელსაც ყვითრის გაზრდის გამო შეუწყდა ორსულობა და დღეს ჯანმრთელი ბიჭო-ბაია ჰყავს ♡ ამიტომ არ გვაქვს დანებების უფლება ♡

Posted by: nefertiti987 3 Aug 2021, 20:02
Anabeli111
მსგავსი ისტორია ბევრია,იმედი როგორ არა მაქვს. მეც არ ვარ დიდი,29 წლის ვარ და ბოლომდე ვიბრძოლებ.ანტიმიულერი არ მოუთხოვიათ ჩემთვისაც,რადგან 12-13 ფოლეკულა მაქვს ხოლმე თითო საკვერცხეში.ახლა ფერტილითს ვსვამთ ორივე( რადგან ფრაგმენტაცია 22% მოუვიდა ჩემს ქმარს) და მჯერა,რომ მივაღწევ შედეგს ჩემი პატარას გულისცემა რომ მახსენდება. აბა მხნედ იყავი და მოემზადე დედობისთვის <3

Posted by: Anabeli111 3 Aug 2021, 20:33
nefertiti987
შოთამ დაუნიშნა მეუღლეს? აუცილებლად ♡ ბედნიერად ♡ მალე დაგეწეროს კარგი ამბები!

Posted by: nefertiti987 3 Aug 2021, 20:56
Anabeli111
შოთასთან წლების წინ იყო და თითქოს ნორმაში ჰქონდა სპერმა. ფრაგმენტაცია ახლა შეამოწმებინა ჩემმა რეპროდუქტოლოგმა და ცოტა მაღალია, მანვე დაგვინიშნა ვიტამინები

Posted by: emiblack 3 Aug 2021, 23:51
Anabeli111
კარიოტიპი ან ნიშნავს ქრომოსომთა ნაკრების შემოწმებას. შენის შემოსმების აზრს დიდად ვეტ ვხედავ, რადგან ოვულაცია. ნორმაშია და ორსულობაც დგება, აი მეუღლის კიდე შეიძლება ( თუმცა როცა ცვლილებაა ვიზუალურადაც ემჩნევზ ხოლმე ძირითადად). აი გენეტიკისი შეიძლება გამართლებული ყოფილიყო თუ კვლევას გააკეთებდი ვაკუუმ შპირახიით მიღებულ მასალაზე, რომ კარიოტიპი ემბრიონის გენახათ. რომც არ იყოს ემბრიონის კარიოტიპი ნორმაში არ ნიშნავს რომ შემდეგი ორსულობაც ეგრე იქნება და მაგითი ვერავინ ვერ გეტყვის შვილი არ გეყოლებაო, არ იდარდო ეგეთ რაღაცებს

Posted by: Anabeli111 4 Aug 2021, 01:02
emiblack
ჩემი გამამხნევებელი ♡ ამიტომ არ გავიკეთებ ამ ეტაპზე არაფერს.. მივიღებთ მხოლოდ ვიტამინებს და როცა ფიზიკურად და მენტალურად, ასევე ფინანსურად, ვიქნებით მზად, დავგეგმავთ ♡

Posted by: emiblack 7 Aug 2021, 15:25
Anabeli111
ხო აი მაგაში გეთანხმები ანი, უნდა აღიდგინო ძალები , ყველანაირად რთულია , მათ შორის ფინანსურადაც

Posted by: mziako 9 Aug 2021, 20:37
გამარჯობა გოგოებო. დღე ეხოზე ვიყავი და ციკლის მიხედვით 6+ კვირის უნდა ვიყო მაგრამ არ გამოჩდა ნაყოფი. მერე ვაგინალურით დაინახა ძალიან პატარაა და 4 კვირას შეესაბამებაო. კიდევ ჩანს მეორე ნაყოფი იმაზე პატარა ვადაც ვერ მიუთითა. ყვითელი სხეული 2. ანუ ტყუპი ნაყოფია მაგრამ შეიძლება იყოს შეწყვეტილი ორსულობაო ან იმ 4 კვირიან ნაყოფზე იყოს უბრალოდ გვიანი ოვულაციაო და ეს მეორე ნაყოფი აღარ ვიცი. ავიღე პროგესტერონის ანალიზი და მეორე ხეგეს რომ.ეძახიან. საღამოს დამირეკა ექიმმა 201 არისო მაჩვენებელი რაც ტყუპს ნამდვილად არ შეესაბამებაო მაგრამ პატარა ორსულობის ვადას კიო. ვფიქრობ ერთი შენარჩუნდა და მეორე არაო sad.gif რაც წავიკითხე ინტერნეტში 201 ძალიან პატარა მაჩვენებელია შეიძლწბა რარაცა არასწორად გავიგონე. ზეგ უნდა გადავამოწმო კიდევ და თუ მზარდია ე.ი მიდის ორსულობა კარგადო
მსგავსი გამოცდილება მაქვს პირველ ბავშვზე არ იზრდებოდა ეს ხეგე და მომეშალა მუცელი. შემდეგ 2 შვილი გავაჩინე ორივე არ ემთხვეოდა ციკლის ვადას და ასე პატარები იყვნენ და მაგიტომ ვფიქრობ ვარ 4 კვირის და ნელ ნელა გამოჩდება კარგად, მაგრამ მეორე ნაყოფი? ვინმეს თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება ესეთი პატარა მაჩვენებელი არის შეიძლება აიწოს? ტყუპებზე ხომ.არის ერთი პატარაა ხოლმე მეორე დიდი. იქნებ ეგ შემთხვევაა

Posted by: Anabeli111 10 Aug 2021, 01:55
mziako
შანსი ყველაფრის არის ♡ მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნო და კარგზე იფიქრო ♡ შეიძლება მეორე ფოლიკული გვიან გასკდა და ის ემაგრება და პირველმა შეაჩერა ზრდა და ვეღარ ვითარდება, მისი ხეგეც არ იმატებს.. უფალი თქვენკენ ♡ მოიწერეთ როგორ იქნებით♡

თითოეული ასეთი ისტორია თავისი კეთილი დასარულით, ჩვენი იმედია ♡

Posted by: mziako 12 Aug 2021, 02:32
Anabeli111
სამწუხაროდ შემიწყდა ორსულობა sad.gif რამ გამოიწვია ალბათ მიზეზს ვერ დავადგენ ხო? ესე გინეკოლოგიური ან სხვა პრობლემები არ მაქვს. წინა ორი ორსულობაც ჩვეულებრივ უპრობლემო მქონდა. სტრესი დამემთხვა, მაგრამ უფრო ტყუპი ნაყოფი რომ იყო ეგ მგონია მიზეზი. რაღაც ისე ვერ წავიდა.
დილიდან მაქვს გამონადენი უმტკივნეულო და ღამით ძალიან ამტკივდა sad.gif ექიმმა არაფერი გინდაო როგორც ციკლი ისე მოგივაო არ გეტკინებაო და ესაა? ძალიან შემეშინდა მაგრამ ალბათ ნორმალურია ამ დროს ტკივილი

Posted by: Anabeli111 14 Aug 2021, 13:17
mziako
ძალიან ვწუხვარ sad.gif მიზეზების პოვნა რომ ადვილი იყოს sad.gif( ექიმი რას გეტყვით, აბა.. მერე დასვენება და თავიდან შეუდექით გზას ♡ უფალი თქვენკენ. კარგი ისაა, რომ წამლები და ჩარევა არ დაგჭირდათ♡

Posted by: mziako 15 Aug 2021, 17:45
შეწყვეტილი ორსულობა როცაა პატარა ვადაზე. გამონადენი რომ მორჩება ეხოზე მივალ და თუ ყველაფერი წესრიგში იქნა გინეკოლოგთან მაინც უნდა დავგეგმო.ვიზიტი? ტყულად აღარ დავიხარჯებითქო ვფიქრობ. ვისაც გაქვთ გამოცდილება იქნებ დამიწეროთ. 6 წლის წინ მქონდა მსგავსი შემთხვევა და მახსოვს მაშინ მხოლოდ ეხოზე შევამოწმე რამე ნარჩენი ხომ არ იყო და მორჩა.

Posted by: nino84 16 Aug 2021, 00:43
სალამი. ამ ჯგუფშიც თუ დავპოსტავდი ნამდვილად არ მეგონა sad.gif 6.1 კვირაზე შეწყდა ჩემი ორსულობა, მედიკამენტოზურ აბორტზე გამიშვა გინეკოლოგმა. ერთი წამალი კლინიკაშივე დამალევინეს, ორი აბი შაბათს დავლიე სახლში, მალევე დამეწყო გამონადენი და ტკივილები. ექოსკოპიაზე ორ კვირაში ვარ დაბარებული, დღეს მეორე დღეა და თითქმის აღარ მაქვს გამონადენი. ექიმმა გამაფრთხილა არის ალბათობა რომ არ წამოვიდეს და მაინც დაგჭირდეს ჩარევაო და როგორ უნდა მივხდე? რაღაცა საცობივით ჩამოვიდა არ ვიცი სანაყოფე იყო თუ რა იყო ზუსტად, იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება.

Posted by: Anabeli111 16 Aug 2021, 17:42
mziako
ეხოზე თუ სუფთა იყო ყველაფერი, აღარ გინდა ვიზიტი.
* * *
nino84
ძალიან ვწუხვარ sad.gif შენი ნიკი მეცნობა, მერამდენე ორსულობაა?

ჩემ შემთხვევაში ჩარევა დამჭირდა, რადგან საცობის მერე არაფერი მოდიოდა.
სანაყოფე პარკი უნდა ჩამოვარდნილიყო, გამჭვირვალე პატარა ბურთივით.. ეხოზე გადაამოწმე. მე ეხოზე რომ გადავამოწმე, იქ კიდე ჩანდა.. მერე კიდევ დავლიე წამლები, მარა ყელში გაჩერდა კოლტებად და ბოლოს გამოტუმბვა გამიკეთდა.

თქვენი პატარა ვადაა და იქნებ ტაბლეტები რო მიახმაროთ, ჩამოვიდეს თავისით. დაურეკეთ ექიმს ♡♡

Posted by: a-liza 16 Aug 2021, 18:20
nino84
ვწუხვარ ძალიან...
მე 6.5 კვირაზე შემიწყდა. კლინიკაში ერთი აბი დამალევინეს, ორ დღეში თითო-თითო აბი დილით და 4 საათში მგონი. დილით რომ დავლიე , ეგრევე ტკივილი დამეწყო და 30 წუთში ჩამოვარდა, როგორც მერე გავერკვიე, ალბათ საცობი იყო. მერე მირჩიეს სიარული, მოძრაობა და 10 დღე კი გამიგრძელდა გამონადენი, ხან უხვად, ხან მცირე. მე-10 დღეს ექოზე ღრუ თავისუფალი იყო. კოლტი იყო დარჩენილი და ისიც იმ საღამოს ჩამოვიდა. მე მგონი მოძრაობა შველის...

Posted by: nino84 17 Aug 2021, 00:06
Anabeli111
მადლობა გამოხმაურებისთვის, მეორე ორსულობა იყო, წლინახევრის გოგო მყავს, ინვიტროს ჯგუფში ვპოსტავდი აქტიურად და შემდეგ უკვე დედების კლუბში. დავურეკავ ექიმს, გამონადენი თითქმის აღარ მაქვს.

[b]analiza[
შაბათს მქონდა ბევრი გამონადენი, კვირას ჩვეულებრივი ციკლივით და დღეს თითქმის აღარ მაქვს, მოძრაობით სულ ვმოძრაობ, შაბათს ვიწექი მარტო ძალიან მტკიოდა და არაფრის თავი არ მქონდა

Posted by: Liza12 22 Aug 2021, 21:51
nino84
მახსოვხარ .ძალიან ვწუხვარ შენს ამბავზე.ინვიტროთი დაორსულდი თუ ბუნებრივად?

Posted by: nino84 23 Aug 2021, 23:44
Liza12
ბუნებრივად, პირველი ორსულობა იყო 11 წლის განმავლობაში ბუნებრივად დამდგარი

Posted by: nino84 3 Sep 2021, 15:42
გოგოებო, სალამი. მედიკამენტოზურის მერე ჰისტერო თუ დაგჭირდათ?

Posted by: ტარა 3 Sep 2021, 18:59
გამარჯობა, მოკლედ ძალიამ გულნატკენი ვარ, გუშინ ვიყავი ეხოზე და აღმოჩნდა რომ გულის ცემა აღარ ისმოდა, 9-10 კვირაზე იყო შემწყდარი, პირველი იყო და არ ვიცი ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ აქ რატო ვწერ, მედიკამენტოზურ ხელოვმურ აბორტს ვიკეთებ, უბრალოდ ძალიან ვღელავ, ხვალ უნდა მივიღო აბები და ვნერვიულობ ამ ვადაზე თუ გამოიტანს, პრობლემა არ მქონდეს ძალიან მეშინია, ექიმმა დამინიშნა რა თქმა უნდა მაგრამ ისიც თქვა იშვიათ შემთხვევებში არ აქვს შედეგიო. თუ გქონიათ ვინმეს შემთხვევა ამ ვადაზე მედიკამენტოზური აბორტის? ან რამდენად მტკივნეულია?

Posted by: LOTUSi 3 Sep 2021, 19:13
ტარა
მე ციკლით 9 კვირის ვიყავი წინა რომ შემიწყდა, ისე 6 კვირას შეესაბამებოდა ემბრიონი. მედიკამენტოზური გავიკეთე მაგრამ დამჭირდა ვაკუუმიც. ნაწილი ისევ მიმაგრებული იყო, ალბათ 9 კვირა რომ იყო მაინც უფრო ძლიერად იყო მიმაგრებულიო,ან ნაკეისრალი რომ ხარ მაგიტოო. ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუმცა მაინც ღირს მედიკამენტოზურით დაიწყო, იქნება არ დაგჭირდეს ჩარევა. ვწუხვარ sad.gif მაგრამ ხდება ხშირად პირველ ორსულობაზეც, მაგრამ არაფერი არაა სანერვიულო სამომავლოდ. მტკივნეულია მაგრამ ასატანად. სადღაც 1 საათში გამოდის რაღაც და მერე ციკლივით გაქ და იცლება საშვილოსნო.

Posted by: ტარა 3 Sep 2021, 19:48
QUOTE (LOTUSi @ 3 Sep 2021, 19:13 )
ტარა
მე ციკლით 9 კვირის ვიყავი წინა რომ შემიწყდა, ისე 6 კვირას შეესაბამებოდა ემბრიონი. მედიკამენტოზური გავიკეთე მაგრამ დამჭირდა ვაკუუმიც. ნაწილი ისევ მიმაგრებული იყო, ალბათ 9 კვირა რომ იყო მაინც უფრო ძლიერად იყო მიმაგრებულიო,ან ნაკეისრალი რომ ხარ მაგიტოო. ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუმცა მაინც ღირს მედიკამენტოზურით დაიწყო, იქნება არ დაგჭირდეს ჩარევა. ვწუხვარ sad.gif მაგრამ ხდება ხშირად პირველ ორსულობაზეც, მაგრამ არაფერი არაა სანერვიულო სამომავლოდ. მტკივნეულია მაგრამ ასატანად. სადღაც 1 საათში გამოდის რაღაც და მერე ციკლივით გაქ და იცლება საშვილოსნო.

მადლობა, მე წესით 12 კვირის ვარ მაგრამ ნაყოფმა განვითარება 9-10 კვირაზე შეწყვოტაო, რადგან ექიმმა დამრთო ნება მედიკამენტოზურით იმედი მაქვს შედეგს გამოიღებს, სულ რაღაც 22 მმ იყო

Posted by: nopiahopi 3 Sep 2021, 20:18
ტარა
ძალიან სამწუხაროა sad.gif ექიმმა უკეთ იცის ალბათ. თუმცა მე ეგ ვადა მედიდება მედიკამენტოზურისთვის. გართულების არ შეგეშინდეს, უბრალოდ დროში არ გაიწელოს.. აბა შენ იცი, ბევრს ჰქონია შეწყვეტილი ორსულობა, მაგრამ ძალიან მალე დედიკოები გამხდარან. მალე გადაგელხოს ეს პერიოდი 2kiss.gif

Posted by: ტარა 3 Sep 2021, 20:23
მადლობა გამხნებისთვის

Posted by: ტარა 14 Sep 2021, 16:24
გამარჯობა, მოკლედ მედიკამენტოსურმა არ მიშველა, საბოლოოდ მაიმც დამჭირდა ჩარევა, გამოტუმბვა გავიკეთე და ძიან გთხოვთ ვისაც გქონიათ პრაქტიკაში, რამდენ ხანს გრძელდება სისხლდენა, ან სიმბტომები როგორი უნდა იყოს? ჩ
ჯერ დამეწყო სისხლდენა ორი დღე მქონდა, მერე შემიწყდა, უკეთ ვიყავი და სოფელში წამოვედი, მერე სიცხეები მქონდა, შემსშინდა და ანტიბიოტიკი მივიღე რომ ინფექცია არ წასულიყო, სიცხე აღარ მაქვს მაგრამ გუშინ ღამე ისევ დამეწყო სისხლდენა, გული გამისკდა მეგონა დენა ამიტყდებოდა და სად წავიდოდი მაგრამ მასე არ მოხდა, დილით ისევ შემიწყდა დენა მაგრა
ვგრნობ რომ ეს ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა, რაღაც სიმძიმის შეგრძნება მაქვს, ექიმმა კი მითხრა ნორმალურია მასეო მაგრამ მაინც მეშინია.

Posted by: Mia20 14 Sep 2021, 18:16
QUOTE (ტარა @ 14 Sep 2021, 16:24 )
გამარჯობა, მოკლედ მედიკამენტოსურმა არ მიშველა, საბოლოოდ მაიმც დამჭირდა ჩარევა, გამოტუმბვა გავიკეთე და ძიან გთხოვთ ვისაც გქონიათ პრაქტიკაში, რამდენ ხანს გრძელდება სისხლდენა, ან სიმბტომები როგორი უნდა იყოს? ჩ
ჯერ დამეწყო სისხლდენა ორი დღე მქონდა, მერე შემიწყდა, უკეთ ვიყავი და სოფელში წამოვედი, მერე სიცხეები მქონდა, შემსშინდა და ანტიბიოტიკი მივიღე რომ ინფექცია არ წასულიყო, სიცხე აღარ მაქვს მაგრამ გუშინ ღამე ისევ დამეწყო სისხლდენა, გული გამისკდა მეგონა დენა ამიტყდებოდა და სად წავიდოდი მაგრამ მასე არ მოხდა, დილით ისევ შემიწყდა დენა მაგრა
ვგრნობ რომ ეს ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა, რაღაც სიმძიმის შეგრძნება მაქვს, ექიმმა კი მითხრა ნორმალურია მასეო მაგრამ მაინც მეშინია.

2 კვირამდე იცის სისხლიანი გამონადენი.. თუ ბევრია ეხოზე გადაგეკონტროლებინა

Posted by: ტარა 14 Sep 2021, 18:45
QUOTE (Mia20 @ 14 Sep 2021, 18:16 )
QUOTE (ტარა @ 14 Sep 2021, 16:24 )
გამარჯობა, მოკლედ მედიკამენტოსურმა არ მიშველა, საბოლოოდ მაიმც დამჭირდა ჩარევა, გამოტუმბვა გავიკეთე და ძიან გთხოვთ ვისაც გქონიათ პრაქტიკაში, რამდენ ხანს გრძელდება სისხლდენა, ან სიმბტომები როგორი უნდა იყოს? ჩ
ჯერ დამეწყო სისხლდენა ორი დღე მქონდა, მერე შემიწყდა, უკეთ ვიყავი და სოფელში წამოვედი, მერე სიცხეები მქონდა, შემსშინდა და ანტიბიოტიკი მივიღე რომ ინფექცია არ წასულიყო, სიცხე აღარ მაქვს მაგრამ გუშინ ღამე ისევ დამეწყო სისხლდენა, გული გამისკდა მეგონა დენა ამიტყდებოდა და სად წავიდოდი მაგრამ მასე არ მოხდა, დილით ისევ შემიწყდა დენა მაგრა
ვგრნობ რომ ეს ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა, რაღაც სიმძიმის შეგრძნება მაქვს,  ექიმმა კი მითხრა ნორმალურია მასეო მაგრამ მაინც მეშინია.

2 კვირამდე იცის სისხლიანი გამონადენი.. თუ ბევრია ეხოზე გადაგეკონტროლებინა

ეხოზე ვაპირებ მისვლას მალე, უბრალოდ იქამდე ვნერვიულობდი user.gif

Posted by: Agnesa11 15 Dec 2021, 12:33
გამარჯობა. ცოტა ძველ თემას ამოვწევ.
ვარ გესტაციით 9 კვირის და 4 დღის. გუშინ მივედი აღრიცხვაზე დასადგომად და აღმოჩნდა რომ გულისცემა არ ისმის, ასევე ნაყოფი ზომებით 4 კვირით ჩამორჩებაო და სავარაუდოდ შეწყვეტილიაო. შაბათს უკვე მედიკამენტოზურს მიკეთებენ თუ არ გამოჩნდა დადებითი დინამიკა. 30 ნოემბერს(2 კვირით ადრე) ექოსკოპიაზე მხოლოდ 1 სანაყოფე ჩანდა (ზომებით 2 კვირიანი ჩამორჩენა იყო მაშინაც გვიანი ოვულაციის გამო), და გუშინ უკვე 2 სანაყოფე პარკი იყო თითქმის იდენტური ზომების. ექიმმა იქნებ მეორე გვიან განაყოფიერდა და ამიტომ არ ჩანსო და ამიტომ ვიცდით.
ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? შაბათამდე კი რაღა დარჩა, მაგრამ ვნერვიულობ.

Posted by: itona 30 Dec 2021, 10:29
გამარჯობათ,გოგოებო...ყოველთვის სამწუხაროა,როდესაც აქ შემოვდივარ და ვინმე ახალი მხვდება..ვიცი,რა ძნელიცაა,მე 18კვირაზე გამიკეთდა ნაყოფის გამოდევნა,ფაქტობრივად,ვიმშობიარე,ოღონდ ხელოვნურად,ბავშვს გულისცემა აღარ ჰქონდა...ეს იყო პირველ ორსულობაზე..ახლა 8თვის ბომბორიკო ბიჭი მყავს და კიდევ გოგოს ველოდები..ხოდა,ყურები არ ჩამოყაროთ,შემდეგი ორსულობები უპრობლემოდ დგება და მიმდინარეობს.ჩემსავით მძიმე ფორმით ჩარევები თქვენ არ დაგჭირდებოდათ,მაგრამ არც საშვილოსნო დამზიანებია და არც ა.შ. იყავით მხნედ,ღმერთის გარეშე ხომ თმის ბეწვიც კი არ ჩამოგვივარდება..რაც არ გვკლავს,ყოველთვის გვაძლიერებს

Posted by: nopiahopi 31 Dec 2021, 01:21
itona
QUOTE
8თვის ბომბორიკო ბიჭი მყავს და კიდევ გოგოს ველოდები

ბომბორიკო და
გოგოშკა jump.gif

Posted by: Tekoteko333 9 Apr 2022, 16:00
იმდენი ხანი ვკითხულობდი პოსტებს ამ თემაშიც და წეროების მოლოდინშიც, სად დამეწერა არ ვიცოდი მაგრამ ალბათ აქ უნდა დავწერო.
ემოციების გაზიარება იწვევს გათავისუფლებას რაღაც დონეზე მაინც.
მყავს ერთი შვილი, ბუნებრივად ვიმშობიარე უპრობლემოდ. მას შემდეგ 10 წელი გავიდა.
შარშან დავორსულდი, 9 კვირაზე მომეშალა მუცელი, როგორც კვლევების შემდეგ აღმოჩნდა ჩემში არ იყო პრობლემა, გამოვიკვლიეთ ორივემ ყველაფერი და სათანადო მკურნალობა ჩატარდა.
რამდენიმე დღის წინ 5 კვირასე მომეშალა მუცელი. მაინტერესებს როცა გამოკვლეულია ვირუსები, ინფექციები, ჰორმონები, ორივე ადამიანი ჯანმრთელია, რისი ალბათობა არსებობს?

Posted by: a-liza 9 Apr 2022, 17:05
Tekoteko333
გამარჯობა, ძალიან სამწუხაროა, მე პირველი შეწყვეტილი ორსულობა მაქვს და მას შემდეგ ველოდები, და ჯერ არაფერია... ჩემს შემთხვევაში ვერავინ ვერ მეუბნება რის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო გულისცემის შეწყვეტა. მერე გამოვიკვლიე ვირუსები, ინფექციები, თრომბოფილიები.. საბოლოოდ გენეტიკური თრომბოფილია აღმომაჩნდა, პაი1-ის 4G/5G, და Mtfhr გენის მუტაცია. მსუბუქი და მართვადია, როგორც მითხრეს, თუმცა შესაძლებელია მას გამოეწვია ორსულობის შეწყვეტა. ასევე ურეაპლაზმაზეც მქონდა მომატებული ტიტრი. საბოლოოდ მაინც ზუსტ პასუხს ვერ გვეუბნებიან...

Posted by: Tekoteko333 9 Apr 2022, 17:36
QUOTE (analiza @ 9 Apr 2022, 17:05 )
Tekoteko333
გამარჯობა, ძალიან სამწუხაროა, მე პირველი შეწყვეტილი ორსულობა მაქვს და მას შემდეგ ველოდები, და ჯერ არაფერია... ჩემს შემთხვევაში ვერავინ ვერ მეუბნება რის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო გულისცემის შეწყვეტა. მერე გამოვიკვლიე ვირუსები, ინფექციები, თრომბოფილიები.. საბოლოოდ გენეტიკური თრომბოფილია აღმომაჩნდა, პაი1-ის 4G/5G, და Mtfhr გენის მუტაცია. მსუბუქი და მართვადია, როგორც მითხრეს, თუმცა შესაძლებელია მას გამოეწვია ორსულობის შეწყვეტა. ასევე ურეაპლაზმაზეც მქონდა მომატებული ტიტრი. საბოლოოდ მაინც ზუსტ პასუხს ვერ გვეუბნებიან...

მადლობა ❤️
* * *
ყველაფერს გამოვიკვლევ რომ სწორ მიზეზამდე მივიდე და მოვისმენ ყველანაირ ვარაუდს…

Posted by: a-liza 9 Apr 2022, 19:18
Tekoteko333
შეძენილი და გენეტიკური თრომბოფილიის
ანალიზი თუ არ გაქვთ გაკეთებული, უმჯობესია ამით დაიწყოთ.

Posted by: Tekoteko333 9 Apr 2022, 19:48
კი ამით დაწყებას ვაპირებ, პრინციპში სხვა არც არაფერი დამრჩა, თუმცა ამასაც ეჭვქვეშ ვაყენებ იმ ლოგიკით რომ ანემიამიდრეკილი ვარ ბავშვობიდან და შედედებისკენ მიდრეკილი არასდროს ვყოფილვარ, პირიქით უფრო შეთხელებისკენ. დედიმერიც და კუაგულოგრამაც ნორმაში მაქვს

Posted by: a-liza 9 Apr 2022, 20:15
Tekoteko333
ანემიასთან არ ვიცი რამდენად კავშირშია.რაც შეეხება კოაგულოგრამას, რამდენიმე წელია ვიკეთებ მაგის ანალიზს
და ყოველთვის იდეალური მქონდა. თუმცა
გენეტიკური თრომბოფილია აღმომაჩნდა. დედემერი არ გამიკეთებია ნამდვილად არც ადრე და არც მერე...

Posted by: Tekoteko333 9 Apr 2022, 21:19
ვიცი რომ თრომბოფილია არ ჩანს არც კუაგულოგრამაში, არც დედიმერში, უნრალოდ მაინც ვვარაუდობდი

Posted by: a-liza 9 Apr 2022, 22:13
Tekoteko333
QUOTE
კი ამით დაწყებას ვაპირებ, პრინციპში სხვა არც არაფერი დამრჩა,
კარგი გადაწყვეტილებაა, მეუღლის სპერმოგრამაც გადაამოწმეთ.

Posted by: Tekoteko333 9 Apr 2022, 23:18
QUOTE (analiza @ 9 Apr 2022, 22:13 )
Tekoteko333
QUOTE
კი ამით დაწყებას ვაპირებ, პრინციპში სხვა არც არაფერი დამრჩა,
კარგი გადაწყვეტილებაა, მეუღლის სპერმოგრამაც გადაამოწმეთ.

გადამოწმებულია ვირუსებზეც და სპერმოგრამაც

Posted by: Anabeli111 10 Apr 2022, 11:20
Tekoteko333
2018 წელს დავოჯახდი. 2019ში დადგა ორსულობა და ეხომდეც ვერ მივედი. იმავე წლის ივნისში დადგა ორსულობა და გულისცემა შეუწყდა ნაყოფს 8 კვირაზე. მერე 2021 წელს დადგა და ისიც 7 კვირაზე შეწყდა... აღმომაჩნდა გენეტიკური თრომბოფილია, პლუს მეუღლის სპერმაც ცირფესვიანად გამოიკვლია ექიმმა. დაგვინიშნეს ვიტამინები. ახლა 14 კვირის ორსული ვარ ♡ ყველაფერი კარგად იქნება ♡

Posted by: narkozeli 10 Apr 2022, 22:52
Anabeli111

ან, სულ მავიწყდება გკითხო, მეუღლე რომელ ვიტამინს იღებსა?
ნიკა სოლგარის მეილ მულტიფლს სვამს და მინდა შევაცვლევინო.
მე კი იცი მულტიფოლიკოს ვსვამ

Posted by: Tekoteko333 10 Apr 2022, 23:21
QUOTE (Anabeli111 @ 10 Apr 2022, 11:20 )
Tekoteko333
2018 წელს დავოჯახდი. 2019ში დადგა ორსულობა და ეხომდეც ვერ მივედი. იმავე წლის ივნისში დადგა ორსულობა და გულისცემა შეუწყდა ნაყოფს 8 კვირაზე. მერე 2021 წელს დადგა და ისიც 7 კვირაზე შეწყდა... აღმომაჩნდა გენეტიკური თრომბოფილია, პლუს მეუღლის სპერმაც ცირფესვიანად გამოიკვლია ექიმმა. დაგვინიშნეს ვიტამინები. ახლა 14 კვირის ორსული ვარ ♡ ყველაფერი კარგად იქნება ♡

რა კარგია
* * *
Anabeli111

ჯანმრთელ ბაიას და სიმშვიდეს გისურვებ❤️❤️❤️ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ❤️
სპერმოგრამა გამოკვლეული აქვს მეუღლეს, აი გამოვიკვლევ უახლოეს დღეებში თრომბოფილიას
დიდი მადლობა❤️

Posted by: Anabeli111 11 Apr 2022, 07:46
narkozeli
პროფერტილს სვამდა სრული 2 თვე. მერე მე რომ მეწყებოდა ციკლი, მაგ დღეს იწყებდა ანდროზიტოლს, ოვულაციამდე. სულ2ჯერ მოუწია ამის დალევა ♡♡

Tekoteko333
ანდროლოგმა შეამოწმოს სპერმა, ასე სჯობს ♡♡ მალე შენთანაც მოვა ეს სიხარული. მეც ვწერდი ერთ დროს აქ სასოწარკვეთილი და შეშინებული ♡

Posted by: Tekoteko333 11 Apr 2022, 12:49
QUOTE (Anabeli111 @ 11 Apr 2022, 07:46 )
narkozeli
პროფერტილს სვამდა სრული 2 თვე. მერე მე რომ მეწყებოდა ციკლი, მაგ დღეს იწყებდა ანდროზიტოლს, ოვულაციამდე. სულ2ჯერ მოუწია ამის დალევა ♡♡

Tekoteko333
ანდროლოგმა შეამოწმოს სპერმა, ასე სჯობს ♡♡ მალე შენთანაც მოვა ეს სიხარული. მეც ვწერდი ერთ დროს აქ სასოწარკვეთილი და შეშინებული ♡

მირჩევთ კონკრეტულად ანდროლოგს ვინმეს?

Posted by: Tekoteko333 18 Apr 2022, 14:53
სალამი, მუცლის მოშლის შემდეგ ერთი კვირის შემდეგ რამდენად აქვს აზრი HG-ს გაკეთებას როცა ექოზე სუფთაა ყველაფერი და სისხლდენაც შეწყდა უკვე?!

Posted by: a-liza 18 Apr 2022, 15:50
გამარჯობა, ხეგეს ანალიზს გულისხმობთ? როგორც ვიცი, შეიძლება მაინც აჩვენოს 1 თვის მანძილზე და ექოსკოპიით თუ სუფთაა ღრუ, არც გჭირდებათ ეს ანალიზი

Posted by: Tekoteko333 18 Apr 2022, 16:15
QUOTE (analiza @ 18 Apr 2022, 15:50 )
გამარჯობა, ხეგეს ანალიზს გულისხმობთ? როგორც ვიცი, შეიძლება მაინც აჩვენოს 1 თვის მანძილზე და ექოსკოპიით თუ სუფთაა ღრუ, არც გჭირდებათ ეს ანალიზი

კი ეგ ვიგულისხმე, ბუშტ-ნამქერი რომ გამოირიცხოსო, ვერ მივხვდი

Posted by: a-liza 18 Apr 2022, 18:27
Tekoteko333
უი, ეგ არ ვიცი. ბუშტ-ნამქერა კი გამიგია, მაგრამ როცა ღრუ თავისუფალია, ეგ რაღა საჭიროა? გვერდით თემაში გადმოინაცვლეთ, ,,წეროს მოლოდინში"- გოგოებმა შეიძლება იციან .

Posted by: Mia20 18 Apr 2022, 20:35
1 კვირაში ფულის ყრა მგონია ხეგეს გადამოწმება ))

Posted by: Tekoteko333 18 Apr 2022, 23:04
QUOTE (Mia20 @ 18 Apr 2022, 20:35 )
1 კვირაში ფულის ყრა მგონია ხეგეს გადამოწმება ))

მეც ასე მგონია უბრალოდ ექიმმა მითხრა და გავიკეთე მაინც, ზუსტად 10 დღეა გასული მუცლის მოშლიდან

Posted by: kekuna 22 Apr 2022, 23:20
Tekoteko333
Mia20
მეც იგივე სიტუაცია მაქვს. ეხოზე სუფთაა, სოსხლდწნაც თითქმის აღარ მაქვს ვაკუუმ
ასპირაციის შემდეგ 1 კვირაში ხეგე და მერე დინამიკაში დაკვირვება ბუშტნამქერას
გამოსარიცხადო. ბევრი ცუდი წავიკითხე ბუშტნამქერაზე. გული გამისკდა უკვე ნერვიულობით ((

Posted by: Tekoteko333 23 Apr 2022, 12:56
QUOTE (kekuna @ 22 Apr 2022, 23:20 )
Tekoteko333
Mia20
მეც იგივე სიტუაცია მაქვს. ეხოზე სუფთაა, სოსხლდწნაც თითქმის აღარ მაქვს ვაკუუმ
ასპირაციის შემდეგ 1 კვირაში ხეგე და მერე დინამიკაში დაკვირვება ბუშტნამქერას
გამოსარიცხადო. ბევრი ცუდი წავიკითხე ბუშტნამქერაზე. გული გამისკდა უკვე ნერვიულობით ((

გამარჯობა, კი ბუშტ-ნამქერზე აქვს ეჭვი, მაგრამ მერე როგორც გავარკვიე ამ შემთხვევაში არანორნალურად მაღალი უნდა იყოს ხეგე, მე 156 მაქვს, ანუ რაც შეესაბამებოდა იმ ვადის ორსულობას, რა ვადაზეც მომეშალა მუცელი, დარჩა ეგ რაოდენობა. არ ინერვიულოთ, გარდა მაღალი ხეგეს პასუხის, ასევე ძალიან ძლიერი ტკივილები იცის ბუშტ-ნამქერმა, რაც საერთოდ არ მქონია, იმედი მაქვს არც ყოფილა

Posted by: kekuna 23 Apr 2022, 13:40
Tekoteko333
ჰო ტკივილი და სისხლდენა არც მე მქონდა. გაიხარეთ მადლობა ❤️ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება ❤️

Posted by: Tekoteko333 23 Apr 2022, 14:01
QUOTE (kekuna @ 23 Apr 2022, 13:40 )
Tekoteko333
ჰო ტკივილი და სისხლდენა არც მე მქონდა. გაიხარეთ მადლობა ❤️ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება ❤️

მეც დიდი იმედი მაქვს

Posted by: kekuna 26 Apr 2022, 12:02
ალბათ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ ამეკვიტა ცუდი ფიქრები. გთხოვთ მირჩიეთ თუ ვინმეს გაქვთ 2 შეწყვწტილი ორუსულობა, ვაკუუმ ასპირაციით და იმკურნალეთ. ექიმი მჭირდება ყურადღებიანი. ან როდის გავიკეთო პაპ ტესტი ყველაზე ძალიან ეგ მაშინებს. ეს ბუშტნამქერაც ვარაუდის დონეზეა და ყველაფერში რომ ვენდო ეგეთი
მინდა

Posted by: missi_i 28 Apr 2022, 19:57
მოგესალმებით გოგოებო,მცირეწლიანობაზეც ხომ არ იცით რამე,ვინმეს ხომ არ ქონია ამ პრობლემასთან შეხება? ჩემს ახლობელ გოგოს მცირეწყლიანობის გამო შეუწყვიტეს ორსულობა 3 თვის ვადაზე... პირველი ფეხმძიმობა იყო sad.gif მაინტერესებს რითი უნდა დაიწყოს კვლევები ამ პრობლემის გამო,ისეთი გინეკოლოგი მინდა ვურჩიო,რომელიც ამ ყველაფერს ინდივიდუალურად მიუდგება და ამ პრობლემაზე აქვს გამოცდილება..ვეძებ,დავძვრები ყველგან და იქნებ თქვენც მირჩიოთ და დაგვაყენოთ სწორ გზაზე

Posted by: kekuna 29 Apr 2022, 12:29
გოგოებო შეწყეტილი ორსულობის -აბორტის მერე ხეგე რამდენ ხანში დაიწია?

Posted by: libertad 19 May 2022, 22:57
არც ორსლობის და არც ბავშვის გაგონება არ მინდა sad.gif
ვცდილობ რო მარტივად შევხედო და არ გამომდის.
რამდენჯერაც ექოსკოპიის ფოტოზე იმ პატარა წერტილს ვუყურებ, ტირილი მიტყდება.
როდის გაივლის
დავიტანჯე

Posted by: Gretag 19 May 2022, 23:57
libertad

აუ როგორ მესმის შენი sad.gif აი ძალიან, ძალიან sad.gif რაც არ უნდა გირჩიო მაინც არ გიშველისზ მე როგორღაც გადავლახე კარგა ხნის მერე. ისტერიულად დავრბოდი ექიმებში და საავადმყოფოებში. ალბათ უფრო ყურადღების გადატანა გჭირდება რამეზე. რამე კურსები აიღე, დაიტვირთე, სამოგზაუროდ წადი ან უბრალოდ კარგ წიგნებს ჩაუჯექი მე თავიდან ამ ყველაფრის ნერვებიც არ მქონდა და მერე მეტი გზა არაა, ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად გრძელდება და ჩვენც მიგვაქანებს, ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებით. ან თუ ცხოველები გიყვარს ფისო ან ცუგა მოიყვანე. მე ორი ფიდო მყავს და დიდი ანტისტრესია

Posted by: Tekoteko333 20 May 2022, 00:37
QUOTE (libertad @ 19 May 2022, 22:57 )
არც ორსლობის და არც ბავშვის გაგონება არ მინდა sad.gif
ვცდილობ რო მარტივად შევხედო და არ გამომდის.
რამდენჯერაც ექოსკოპიის ფოტოზე იმ პატარა წერტილს ვუყურებ, ტირილი მიტყდება.
როდის გაივლის
დავიტანჯე

შეწყვეტილი ორსულობის მერე კისტა გამიჩნდა და ყოველი ციკლის მერე ისტერიულად დავდიოდი ექოზე, ექიმი მოითხოვდა. ეკრანზე ნაყოფის ნაცვლად რომ კისტას ვუყურებდი ისტერიკაში ვვარდებოდი… არავინ უნდა გამოსცადოს… დაორსულებამდე რაც საჭიროა და არც არის საჭირო ყველა ტიპის კვლევა უნდა ჩაიტაროს წყვილმა(ორივემ!) რომ მაქსიმალურად თავიდან აიცილონ ასეთი უსაზღვროდ დიდი სტრესი.

Posted by: narkozeli 20 May 2022, 03:49
libertad

ვაჩეზე ტესტები და ეხოები ყველაფერი მაქვს შენახული. ეხლა ყველა ეხო, ყველა ტესტი (20ზე მეტი ტესტი მქონდა გაკეთებული), ექიმთან კონსულტაციის ფურცელი და ყველაფერი სადაც ორსულობა იყო ნახსენები გადავაგდე. ფოტოებიანად. აპლიკაციებიც წავშალე რომ ორსულობის ვადაც არ მენახა.

უბრალოდ არ შეხედო, ეცადე ეხლა შენს თავზე კონცენტრირდე. როცა მზად იქნები, ამჯერად უკვე აუცილებლად მშვიდობიანად გამოვა. რაც მთავარია შენი ორგანიზმი 1%ითაც არ დაზიანებულა და ჩათვალე უბრალოდ ციკლს დააგვიანდა 2 კვირით.

❤️

Posted by: ninucanodo 22 May 2022, 12:01
narkozeli
ხო მშვიდობა გაქვს ?

Posted by: narkozeli 22 May 2022, 14:47
ninucanodo

არ ვარ საქართველოში, რომ ჩამოვალ იმ კვირის ბოლოს, გამოჩნდება

Posted by: narkozeli 27 May 2022, 12:09
გოგოებო როგორც ველოდებოდი, ვერ ვითარდება ჩემი ორსულობა, 7 კვირა და 1 დღე, გულისცემა 45-70ის ფარგლებში, სანაყოფე 5 კვირის ზომის. ემბრიონი 6 კვირას შეესაბამება.

მიწევს იმაზე ფიქრი, რისიც ძალიან მეშინოდა. ბადრისთან ვიყავი შარიქაძესთან და შენი სიმშვიდისთვის ჯობია კიდევ 1 კვირაც დაიცადოო (ანუ 1 კვირაში უკვე თავისთავად გააჩერებს გულისცემას).

ანუ გამოვალ ციკლით ზუსტად 8 კვირის. რას მირჩევთ რომელი ტიპის აბორტს? მედიკამენტოზურის ტკივილების საშინლად მეშინია sad.gif
გამოტუმბვასა და გამოფხეკას შორის რა სხვაობაა?
რეაბილიტაციის პროცესი რამდენ ხანს გრძელდება?

Posted by: matuti 27 May 2022, 12:13
narkozeli
მედიკამენტოზური არასდროს დამჭირვებია და ვერ გეტყვი.
გამოფხეკა გამიკეთეს პირველ ორსულობაზე, 10 კვირის ვიყავი მაშინ და ძალიან ცუდად იმოქმედა შემდეგ ორსულობებზე. ენდომეტრიუმი დაზიანდა ფაქტიურად და მიმაგრების პრობლემა მქონდა შემდეგში.
გამოტუმბვა უფრო უსაფრთხოა მაგ მხრივ, არ ზიანდება საშვილოსნო.
ასე რომ, თუ მედიკამენტოზური არ გინდა, გამოტუმბვას გირჩევ

Posted by: narkozeli 27 May 2022, 12:14
matuti

ჩაჩავაში ჩემმა გინეკოლოგმა მაშინ გამოტუმბვა მიხსენა, ნეტა როდის აკეთებენ გამოფხეკას და როდის გამოტუმბვას..

მეშინია ენდომეტრიუმის დაზიანებისაც.

Posted by: a-liza 27 May 2022, 12:22
narkozeli
კიდევ იმედი მაქვს სასწაულის ❤ მე 10 კვირის ვადაზე გავიგე,რომ შეწყვეტილი იყო 6 კვირა და 4 დღეზე. მედიკამენტოზური გავიკეთე. მტკივნეული იყო, მაგრამ გაუსაძლისი არა. გამონადენი მქონდა დაახლოებით 10 დღე. 10დღეზე ექოზე მისულს, ღრუ თავისუფალი იყო,პატარა კოლტი იყო დარჩენილი ყელთან და ისოც იმ საღამოს ჩამოვიდა. ზედმეტი ჩარევები არ დამჭირვებია. უბრალოდ, ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა ,რომელსაც რძლისგან ჰქონდა გამოცდილება მოშლების, მირჩია, როგორც კი დაიწყება გამონადენი, მუდმივად ეცადე იარო, სიარულში ჩამოვა და გასუფთავდება. რაც შეეხება , რომელია უფრო დამზოგველი, გამოტუმბვას ურჩევენ. მედიკამენტოზურის დროს ნაკლებად არის ჩარევა თავისთავად და ეს უპირატესობაა, თუმცა გამოფხეკვა ცალასახად არ გინდა.

Posted by: matuti 27 May 2022, 12:25
narkozeli
QUOTE
ჩაჩავაში ჩემმა გინეკოლოგმა მაშინ გამოტუმბვა მიხსენა, ნეტა როდის აკეთებენ გამოფხეკას და როდის გამოტუმბვას..

ზუსტად ვერ გეტყვი რა შემთხვევაში რომელს ნიშნავენ, ალბათ შედარებით ადრეულ ვადაზე გამოტუმვას და თუ დიდია უკვე ნაყოფი, 10-12 კვირის ზევით ალბათ გამოფხეკვას. ეს ჩემი ვარაუდია. ექიმი დაგაკვალიანებს ამაზე. რადგან უკვე ახსენა გამოტუმბვა, სავარაუდოდ მაგას გაგიკეთებენ, მაგრამ ღმერთმა ქნას არ დაგჭირდეს და გადარჩეს შენი ნაყოფი.

Posted by: a-liza 27 May 2022, 12:25
გამოტუმბვის დროს აღარაა გამონადენი
რამდენადაც ვიცი. მე გამონადენები ჭარბად 3 დღე მქონდა. სამსახურში ჩვეულებრივად დავდიოდი. რამდენჯერმე ტუალეტში წყალივით ჩამოვიდა , თან მაშინ როცა უკვე ბოლოსკენ მეგონა. მოკლედ, ექიმი უკეთ გირჩევს შენი მდგომარეობიდან გამომდინარე

Posted by: narkozeli 27 May 2022, 12:29
analiza

ამხელა ვადა არ მახსოვდა შენზე, უფრო პატარა ვადაზე მახსოვდა. მედიკამენტოზურზე ასე მგონია რომ არ ჩამოვა ბოლომდე თორე ეგ იდეალური ვარიანტია მართლა.

ტკივილზე კიდე ტორადოლის ნემსს გავიკეთებდი და ეგ იქნებოდა..

გამოფხეკა გამოვრიცხო ანუ და ვიფიქრო გამოტუმბვაზე.

matuti

არა გადარჩენის შანსი თითქმის 0ის ტოლია რადგან ფაქტიურად უკვე გაჩერებული აქვს გულისცემა, ეს დადებით გულისცემად არ ითვლება. მაგრამ მაინც გადავწყვიტე კიდევ დავიცადო სანამ საერთოდ არ გაჩერდება. ვრისკავ ვიცი მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად sad.gif

QUOTE
გამოტუმბვის დროს აღარაა გამონადენი
რამდენადაც ვიცი. მე გამონადენები ჭარბად 3 დღე მქონდა. სამსახურში ჩვეულებრივად დავდიოდი. რამდენჯერმე ტუალეტში წყალივით ჩამოვიდა , თან მაშინ როცა უკვე ბოლოსკენ მეგონა. მოკლედ, ექიმი უკეთ გირჩევს შენი მდგომარეობიდან გამომდინარე


მადლობა დიდი ♡

Posted by: unusual 27 May 2022, 12:38
narkozeli
გამარჯობა, ვწუხვარ შენი ამბის გამო.
პირველად რომ შეწყდა ჩემი ორსულობა, გამოტუმბვა გამიკეთეს. დამაძინეს, გავიღვიძე და მორჩა. ვერაფერი ვიგრძენი და არც ოპერაციის შემდეგ შევუწუხებივარ ტკივილებს. ერთი ისაა რომ მე კაი ხანი მქონდა გამონადენი.

Posted by: a-liza 27 May 2022, 12:39
narkozeli
კი, 10 კვირის იყო,თუმცა 8 კვირიდან უკვე 2 კვირით იყო ჩამორჩენა ვადებზე და 2 კვირაში რომ დამიბარეს და მივედი, მალევე შეუწყვეტია გულისცემა და კვირა ნახევარი მე მეგონა ისევ ორსულად ვიყავი sad.gif

Posted by: narkozeli 27 May 2022, 12:44
unusual

ვისთან გაიკეთე გამოტუმბვა? გამონადენი ბევრია? და დაახლოებით რამდენი დღე გრძელდება?

analiza
ხოო, ჩემიც რომ მივუშვა ალბათ მასე 10 კვირამდეც მივა, თავისით არ დამეწყება. გულისცემა ისეთია, გინდ ყოფილა გინდ არა რა. დიდი ალბათობით ესეც მასე გააჩერებს დღე დღეზე sad.gif

Posted by: unusual 27 May 2022, 12:51
narkozeli
მათითაშვილმა რომ დამიდასტურა ნაყოფის გულის ცემის შეწყვეტა, ვკითხე სად წავსულიყავი და მაშინ მირჩია დავარაშვილის კლინიკას მიაკითხეო, მეც მანდ მივედი და ერთი ყურადღებიანი და განათლებული გოგო შემხვდა. იმის მერე ის გოგო დიღომში გადავიდა. მგონი 10 დღე მაინც გამოგრძელდა , აქ რო წერენ რამოდენიმე დღე გვქონდაო, მიკვირს იმიტომ რომ ჩემი მგონი 10 დღეზეც მეტი გაგრძელდა. მაგრამ სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია გადამოწმებაზეც არ მივსულვარ. ალბათ ინდივიდუალურია.

Posted by: narkozeli 27 May 2022, 13:45
nopiahopi
Anabeli111
QUOTE
სანაყოფე პარკის პრობლემა რომელ ორაულობაზეც მქონდა, ასეთი სიტუაცია იყო: 6-7 კვირის მერე არ იზრდებოდა სანაყოფე პარკი, ნაყოფი ვითარდებოდა, გაკვეტებული კი იყო. არცერთ ვადაზე არ ქონია ჩამორჩენა პრობლემის მ იუხედავად. პროგნოზები იყო ის, რომ 10 კვირაზე შემიწყდებოდა ორსულობა, და ზუსტად მაგ ვადაზე მართლა დამეწყო ტკივილი , ყელის გახსნა და წყლები ჩამომივიდა აგრეთვე სისხლთან ერთად.მარა ეს სისხლი იყო ჰემატომის. ძალიან გაუკვირდათ რომ ნაყოფი შენარჩუნდა. ასე გავქაჩე 


გოგოებო ჩემთანაც მსგავსი ხდება. ანუ ემბრიონი იზრდება, სანაყოფე ჩამორჩება. უბრალოდ ჩემთან ემბრიონიც სუსტია რადგან 70-მდე აქვს გულისცემა
* * *
adeline

როგორ ხარ? სულ მაინტერესებს შენი ამბები..


QUOTE
ს თემა საერთოდ არ არსებობდეს და არავინ გამოსცადოს ეს ტკივილი...


წლების წინ ამ თემას როცა ვკითხულობდი, მაშინ არც მიფიქრია რომ ერთ დღეს მეც გამოვივლიდი იგივეს..

და ვხვდები რამდენს ვუძლებთ. რამდენიმე დღეში რა მელის საშინლად მეშინია.. მეშინია ტკივილის, ფიზიკურის, სულიერის. ახლა ისე ვარ, გასული ვარ თითქოს ამ სამყაროდან და ეს ყველაფერი ჩემს კი არა ვიღაცის თავს ხდება თითქოს.

Posted by: Aristochat 27 May 2022, 14:31
პირველზე გამიკეთეს იდეაში გამოტუმბვა, მაგრამ ნარკოზის მერე ექიმმა მითხრა რომ გამოფხეკაც დამჭირდა. შემდეგ დაიწყო პრობლემები, ციკლი არ აღდგა, ღრუს ფორმა შეიცვალა და ა.შ. დავრჩი ერთ წელიწადში ფეხმძიმედ და ისიც შეწყდა. გამიკეთდა მედიკამენტოზური, მძაფრი ტკივილი არის სულ ორჯერ როცა ჩამოდის სანაყოფე და + დიდი კოლტები ( არ შეგეშინდეს ზომის, ლიმონის ხელაც შეიძლება იყოს). შემდეგ უკვე გასაძლებია. შეგიძლია გამაყუჩებლის და ნოშპის დალევა. სისხლდენა მენსტრუაციია მსგავსი გამიგრძელდა 2 კვირა.
პირველივე ჯერზე ბოლომდე არ წამოიღო, 2 სანტიმეტრამდე ნაფლეთები დამრჩა მაგრამ მომდევნო მენსტრუაციამ გამოწმინდა.

ცუდი გამოცდილებაა, მაგრამ თუ დაგამშვიდებს იცოდე, რომ მარტო არ ხარ და მალე ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: narkozeli 27 May 2022, 16:31
Aristochat

გამოფხეკა არ მინდა sad.gif

მედიკამენტოზურს ვცდი ალბათ ჯერ. მოკლედ იმ კვირაში გინეკოლოგიც ვნახოთ რომელს მირჩევს უფრო.
QUOTE
ცუდი გამოცდილებაა, მაგრამ თუ დაგამშვიდებს იცოდე, რომ მარტო არ ხარ და მალე ყველაფერი კარგად იქნება.


დიდი მადლობა. ნეტა არავის არ ჰქონოდეს მსგავსი გამოცდილება არასდროს..

Posted by: nopiahopi 27 May 2022, 21:15
narkozeli
ძალიან დამწყდა გული, ძალიან sad.gif

თუ საბოლოოდ ცუდად განვითარდება მოვლენები, ყველა ვარიანტში ნარკოზით გაიკეთე. მორალურად ისედაც განადგურებულია მაგ დროს ქალი და ფიზიკურ ტკივილს ნუღარ დაიმატებ.

ენდომეტრიუმის დაზიანებას რაც შეეხება, ალბათ ინდივიდუალურია. კი იცი ჩემი ამბები, რაც მე ნაჯიჯგნი ვარ სხვადასხვა ვადებზე, მაგრამ ენდომეტრიუმზე არასდროს შემქმნია პრობლემა და იმედია არც შენ გექნება.
პირველად გაგუაში გავიკეთე (არ გაეკარო), ერთხელ პირადად დავარაშვილთან, მერე ემბრიოში ვიღაც ქალი ავიყვანე, ჯერ გამოძევება მოხდა და მერე გამოფხეკა ,არც მახსოვს გვარი, და ბოლოს ისევ დავარაშვილთან, მარა აღარ ამიყვანია დავარაშვილი და ვიღაც კეკუამ (მგონი ეგ გვარი იყო) გამიკეთა. გაგუას გარდა, ყველა ჯერზე გართულებების გარეშე გამიკეთეს. გაგუაში ინფექცია ამკიდეს და თვეები ვმკურნალობდი

Posted by: narkozeli 27 May 2022, 22:08
nopiahopi

სოფო❤️ დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის. შენ ხარ სიმბოლო ჩემთვის არ დანებების❤️

მეც მეყოლება რეინბოუ ბედნიერება იმედია❤️

Posted by: nopiahopi 27 May 2022, 22:30
narkozeli

QUOTE
მეც მეყოლება რეინბოუ ბედნიერება იმედია❤️

კი, კი smile.gif რეინბოუ ბაიები განსაკუთრებულები არიან და ყველა უარყოფით გამოცდილებაზე ფიქრს სიყვარულისკენ გაგიფერადებენ დარწმუნდები მაგაში ძალიან მალე love.gif

Posted by: Tekoteko333 27 May 2022, 23:09
QUOTE (narkozeli @ 27 May 2022, 16:31 )
Aristochat

გამოფხეკა არ მინდა sad.gif

მედიკამენტოზურს ვცდი ალბათ ჯერ. მოკლედ იმ კვირაში გინეკოლოგიც ვნახოთ რომელს მირჩევს უფრო.
QUOTE
ცუდი გამოცდილებაა, მაგრამ თუ დაგამშვიდებს იცოდე, რომ მარტო არ ხარ და მალე ყველაფერი კარგად იქნება.


დიდი მადლობა. ნეტა არავის არ ჰქონოდეს მსგავსი გამოცდილება არასდროს..

იქეთ თემაშიც დაგიწერეთ sad.gif ძალაინ გაუფრთხილდით თავს…
მე პირველად გამოფხეკვა გამიკეთეს, გაგუაში… არავის ვურჩევ მანდ მოხვედრას… საშინელება იყო, არ დავკონკრეტდები sad.gif მეორედ არფერი დამჭირდა მაგრამ ისეთი სისხლდენა მქონდა მეგონა გავგიჟდებოდი… დავიცალე ფაქტობრივად, ოქსიტოცინი გავიკეთე მაგრამ მაინც არ გაჩერდა სანამ ბოლომდე არ დაიცალა… sad.gif

Posted by: narkozeli 29 May 2022, 09:15
გოგოებო ამ დილას ოდნავ გამონადენი მაქვს შეფერილი და მუცელი მტკივა ძალიან. ხვალ უნდა მივსულიყავი ექიმთან. დღესვე რო დამჭირდეს და მზად ვიყო, გამოტუმბვაზე ვის მირჩევთ გაგუას კლინიკის გარდა?


ჩაჩავა, ჰერა, პინეო- ამათგან
* * *
nopiahopi
Tekoteko333

მადლობა გოგოებო❤️

Posted by: anibani18 29 May 2022, 12:23
narkozeli
ჩაჩავაში არა კეთებენ ზუსტად ვიცი, რადგან ნინოსგან და ფიქრიასგან ბევრჯერ მაქვს გაგონილი. ექიმს რომ ჰკითხო, იქნებ გირჩიოს, გვანც. მე ღია გულში მაქვს გაკეთებული და ვერ ვურჩევდი ვერავის იქ მისვლას, თუმცა გართულებები არ მქონია.

Posted by: Unico 29 May 2022, 13:24
narkozeli
პირველის მერე მეც მქონდა შეწყვეტილო ორსულობები.
მძიმე გადასატანია.
დრო კურნავს, უფერულდებასავით, თუმცა ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ მაგ პერიოდს.

არ დანებდე და მეორეც გეყოლება და მესამე ბავშვიც.
ცოტა დაისვენე უბრალოდ, გული გადააყოლე.

***
მედიკამენტოზური კეთდება ციკლით 9 კვირის ჩათვლით, ადრეულ ვადებზე.
გამოტუმბვა ანუ ვაკუუმ ასპირაცია, დიდ ვადებზეც ტარდება და პატარაზეც. ღმერთმა ყველაზე მწარეს გაშორა, მკვდრადშობას. ეს ყველაზე მწარე და აუტანელი რამაა. ფსიქიურად შეიძლება შეირყეს ადამიანი.

გამოფხეკას ნორმალური თავმოყვარე კლინიკა არ ატარებს. საშვილოსნოს ენდომეტრიუმი ზიანდება.

Posted by: narkozeli 29 May 2022, 18:34
anibani18

ხოო, არ ვაკეთებთო ველაპარაკე დღეს, მხოლოდ ემერჯენსი სიტუაციებშიო, ანუ სავარაუდოდ მშობიარობის მერე რამე როცა ჩარჩება ალბათ.

Unico

მიზეზი რა იყო შეწყვეტის, იცი? როგორ მოვიქცე რომ ეს აღარ განმეორდეს sad.gif

ხვალ გოგი ცერცვაძესთან მივდივარ, ჯერ ეხოზე შევალ და იმის მიხედვით გოგისითან მერე.


აღარ მინდა ცოტა ხანს ამ ყველაფერზე ვიფიქრო, უნდა ვეცადო ცუდი სიზმარივით გავიხსენო. თუმცა ვხვდები რომ ერთადერთი რაც მიშველის, ისევ ბავშვია ალბათ.
იქით კვირიდან თერაპიებზეც ვაპირებ ფსიქოლოგთან სიარულს და ალბათ ეგეც დამეხმარება.

Posted by: Tekoteko333 29 May 2022, 20:17
QUOTE (narkozeli @ 29 May 2022, 18:34 )
anibani18

ხოო, არ ვაკეთებთო ველაპარაკე დღეს, მხოლოდ ემერჯენსი სიტუაციებშიო, ანუ სავარაუდოდ მშობიარობის მერე რამე როცა ჩარჩება ალბათ.

Unico

მიზეზი რა იყო შეწყვეტის, იცი? როგორ მოვიქცე რომ ეს აღარ განმეორდეს sad.gif

ხვალ გოგი ცერცვაძესთან მივდივარ, ჯერ ეხოზე შევალ და იმის მიხედვით გოგისითან მერე.


აღარ მინდა ცოტა ხანს ამ ყველაფერზე ვიფიქრო, უნდა ვეცადო ცუდი სიზმარივით გავიხსენო. თუმცა ვხვდები რომ ერთადერთი რაც მიშველის, ისევ ბავშვია ალბათ.
იქით კვირიდან თერაპიებზეც ვაპირებ ფსიქოლოგთან სიარულს და ალბათ ეგეც დამეხმარება.

გამოფხეკვა ყელსაც აზიანებს და ენდომეტრიუმსაც, ამიტომ თუ მედიკამენტოზური “საკმარისი” იქნება და შეძლებთ, ალბათ ჯობია… გაგუაში არაფრით მიხვიდეთ sad.gif
შეეცადეთ გაძლიერდეთ! კარგად გექნებათ ყველაფერი… <3

Posted by: Unico 29 May 2022, 22:18
narkozeli
არ ვიცი დღემდე ზუსტი დადგენილი მიზეზი. პირველ შემთხვევაში ძუძუზე მყავდა უფროსი და პროგესტერონიც დაბალზე მქონდა. მე7 კვირამდე გაძლო და მერე გულისცემა შეუწყდა. არც ვიცოდი თან რომ ჰორმონი დაბალზე იყო.
მეორეზე აშრევება იყო მე4 კვირაზე.
მესამე ვერ განვითარდა 5ს იქით. სანაყოფე იყო და ემბრიონი ვერ.

აი მაგის მერე ისე გადამეკეტა, რომ ჯერ გონების გათიშვა ვცადე, მერე თრომბოფილიას მივაკვლიე და როგორც კი ციკლის დღე მოახლოვდა, ტესტი ვიტარე და მე4 კვირასა და მე4 დღეს ნემსები დავიწყე. ამათმა მიშველეს, ასე მგონია.

ბავშვი გამოგიყვანს მდგომარეობიდან, უეჭველი. დაისვენე ამ ზაფხულს, კარგად აღიდგინე ძალები, ორგანიზმი გააჯანსაღე სუფთა ჰაერით, კვებით და სიმწვანე/სილურჯეთი (ზღვა კაია) და სექტემბრიდან სასწაული მოხდება.

***
გოგი ცერცვაძესთან გაგიშვეს? ჩემი პირველი მედიკამენტოზური მაგ კაცმა მართა.
ნორმალური კაცია, გაგუაშიცაა და კიდე რომელიღაც კლინიკაში, მანდვე.

Posted by: narkozeli 30 May 2022, 18:19
Unico

ვიყავი დღეს გოგისთან. ვაკუუმით მინდა მეთქი და რა გიყვართ ეს ჯიჯგვნაო facepalm.gif ახლობლის დარეკილით მივედი და ეხლაო დავურეკავ და იმასაც ავუხსნიო რომ მედიკამენტოზური ჯობიაო, ნაკლებინვაზიურიაო. ნუ ვერაფერი ვუთხარი. მაგრამ რაც გამიკვირდა, დღეს არ დამალევინა, პარასკევს მოდიო და პარასკევს დამიბარა, რაღატო გამიწელა ამდენ ხანზე არ ვიცი sad.gif

QUOTE
აი მაგის მერე ისე გადამეკეტა, რომ ჯერ გონების გათიშვა ვცადე, მერე თრომბოფილიას მივაკვლიე და როგორც კი ციკლის დღე მოახლოვდა, ტესტი ვიტარე და მე4 კვირასა და მე4 დღეს ნემსები დავიწყე. ამათმა მიშველეს, ასე მგონია.

ბავშვი გამოგიყვანს მდგომარეობიდან, უეჭველი. დაისვენე ამ ზაფხულს, კარგად აღიდგინე ძალები, ორგანიზმი გააჯანსაღე სუფთა ჰაერით, კვებით და სიმწვანე/სილურჯეთი (ზღვა კაია) და სექტემბრიდან სასწაული მოხდება.


დღეს ველაპარაკე ჩემს გინეკოლოგს და ანტიფოსფოლიპიდურზე ჩავაბაროთ ანალიზი და თრომბოფილია გამოვიკვლიოთო. 2 თვე დაისვენე და მერე შეგიძლიაო, ზუსტად ამ ზაფხულს ზღვაზე დავისვენებ და სექტემბრიდან აღვიდგენ ძალებს იმედია.
მაიმედებს ასეთი ისტორიები 2kiss.gif

Posted by: a-liza 30 May 2022, 19:18
narkozeli
მაინტერესებდა შენი ამბები.
QUOTE
მაგრამ რაც გამიკვირდა, დღეს არ დამალევინა, პარასკევს მოდიო და პარასკევს დამიბარა, რაღატო გამიწელა ამდენ ხანზე არ ვიცი
ალბათ იმიტომ, რომ პროგესტერონმა თავისით დაიწიოს, შემდეგ ნაკლებად გაუჭირდება მედიკამენტს გამკლავება...

Posted by: xalati 30 May 2022, 20:28
narkozeli
ძალიან ვწუხვარ sad.gif
სამწუხაროდ მოშლების 90% ემბრიონის ქრომოსომული ანომალიების ბრალია. ამ ანომალიას რა იწვევს, გაურკვეველია. შეიძლება ორივე მშობელი უჯანმრთელესი იყოს და ნაყოფი არა. ოღონდ ეს იმას არაფრით არ ნიშნავს, რომ კიდევ მოგეშლება. უბრალოდ ბუნების კანონზომიერებაა და ადამიანის ემბრიონი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და არასრულყოფილია ცოცხალ სამყაროში...

შენ გამოიკვლიე თრომბოფილიის ამბები, მაგრამ შენს თავს ნაღდად ნუ დააბრალებ რამეს. ამ ვადაზე მოშლა მგონი 99% ემბრიონის ანომალიაზე მიუთითებს.
შემდეგში დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა !
მართლა ეცადე, დაისვენო, ძალები აღიდგინო და ფსიქოლოგთან სიარული რა თქმა უნდა აუცილებლად.
:*

Posted by: Unico 31 May 2022, 10:41
narkozeli
მაგასთან უშვებენ ჩაჩავადან მედიკამენტოზურზე და ასპირაციაზე. არ სიამოვნებს ეტყობა.
გოგი მეან - გინეკოლოგიცაა და რეპროდუქტოლოგიც.

მეც სანამ წამალს მომცემდა, ექოზე შემიყვანა, ცოცხალ ჯანმრთელ ნაყოფს ხო არ იშორებო.

Posted by: narkozeli 31 May 2022, 15:09
xalati

კი, ივლისში დამიბარა გინეკოლოგმა თრომბოფილიაზე ანალიზისთვის. ვირუსები და ჰორმონები მარტის ბოლოს გამოვიკვლიე და მშვიდობა იყო, აპრილში დავვორსულდი.

Unico

ჩემთან დიდად არ შემოვიდა კომუნიკაციაში, იმედი მაქვს პარასკევს უფრო მეტყვის 1-2 სიტყვას, ისედაც ძაან ვნერვიულობ მედიკამენტოზურზე.


გოგოებო ეხლა დავფიქრდი კიდევ ერთ საკითხზე, მე რეზუსუარყოფითი ვარ, მეუღლე რეზუს დადებითი, პირველი შვილი რეზუსუარყოფითი მყავს. შეიძლება რამე კავშირში იყოს ამ მოშლასთან რეზუსფაქტორი? და ეხლა ამ მოშლის მერე ანტირეზუსგლობულინი უნდა გავიკეთო? (პირველ ორსულობაზე 28 კვირაზე გამიკეთეს და გაჩენის მერე აღარ, რადგან ბავშვიც უარყოფითი იყო). იქნებ ეხლა ეს ემბრიონი იყო რეზუსდადებითი sad.gif

Posted by: a-liza 31 May 2022, 15:25
narkozeli
QUOTE
გოგოებო ეხლა დავფიქრდი კიდევ ერთ საკითხზე, მე რეზუსუარყოფითი ვარ, მეუღლე რეზუს დადებითი, პირველი შვილი რეზუსუარყოფითი მყავს. შეიძლება რამე კავშირში იყოს ამ მოშლასთან რეზუსფაქტორი? და ეხლა ამ მოშლის მერე ანტირეზუსგლობულინი უნდა გავიკეთო? (პირველ ორსულობაზე 28 კვირაზე გამიკეთეს და გაჩენის მერე აღარ, რადგან ბავშვიც უარყოფითი იყო). იქნებ ეხლა ეს ემბრიონი იყო რეზუსდადებითი
თუ ბავშვიც რეზუსუარყოფითია, ანტისხეულები არც გექნებოდა, მითუმეტეს პირველ ორსულობაზეც გაგიკეთებია.მე ჩემი რძლის მაგალითიდან ვიცი, პირველს უარყოფითი აქვს, და მეორეზე არ დასჭირდა ნემსის გაკეთება,მაგრამ მეორე დადებითი დაიბადა და მესამეზე რომ იყო ორსულად, მაშინ გაუკეთეს. გინეკოლოგთან არ გამოგრჩეს მაგის კითხვა, როცა დაგეგმავ❤

* * *
ასე მალე ანტისხეულები არამგონია აგწეოდა. უფრო დიდ ვადებზე ვლინდება რეზუსფაქტორების ამბები მე მგონი

Posted by: xalati 31 May 2022, 19:45
narkozeli
analiza
ხო, ეს ძაან ადრეა რეზუსის ამბებისთვის, მეც ეგრე ვიცი, რომ მერე ვლინდება.
მაინც კითხე ექიმს.

Posted by: narkozeli 3 Jun 2022, 18:09
გოგოებო პირველი აბი დამალევინა დღეს გოგიმ იქვე 5 საათი გავიდა და არაფერია, გამაფრთხილა დღეს არაფერი იქნებაო. ხვალ საიტოტეკს (2 აბი საიტოტეკი გამომატანა) რომ დაწუწნი მერე დაგეწყებაო. მასე იყო თქვენთანაც?

Posted by: a-liza 3 Jun 2022, 18:33
narkozeli
იქითაც დაგიწერე,მესამე დღეს 3 აბი ჩავწუწნე. 2 ერთად და 1 აბი დროის რაღაც ინტერვალით. აი,მათ რომ მიიღებ, მაშინ იწყება ჩამოსვლა. პირველი აბი ამზადებს ორგანიზმს და არანაირი დისკომფორტი არაა. შეიძლება ცოტა გამონადენი წამოვიდეს, ჩემთან მხოლოდ 24 საათში ოდნავ იყო და მერე ის წამლები მივიღე.

Posted by: narkozeli 3 Jun 2022, 19:24
analiza


მადლობა ყურადღებიანო❤️❤️❤️

Posted by: a-liza 3 Jun 2022, 19:46
narkozeli
❤❤❤ ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: Unico 4 Jun 2022, 02:37
narkozeli
მეორე არ დამჭირვებია. როგორღაც ისე მოხდა რო პირველივე აბზე მოდიოდა ციკლივით. უკან მივიტანე მერე ეგ წამალი.

საძაგელი მომენტია. მე მოკუნტული ვიწექი ლოგინში და ფილმს ვუყურებდი, ყურადღრბა რომ გადამეტანა.

რადგან წამოვიდა, აღარ დალიო ის მეორე. მგონია, ორგანიზმი გამოიტანს, როგორც ჩემთან იყო.

ყველაფერს ეშველება. მერე გადაამოწმებ, გოგი კონტრაცეპტივებს მოგცემს.
კარგად დაისვენე ამ ზაფხულს, ენერგიით აივსე. გონება ასე გაითიშება.
და დასვენებულზე, ენერგიამოსულზე, ჯანსაღ ჰაერ/საკვებზე სექტემბრიდან სასწაულს ველით ^^
თრომბიფილიებს კიდე ეშველება, მადლობა ღმერთს.

Posted by: narkozeli 4 Jun 2022, 16:32
analiza

❤️

Unico

წუხელ ღამე და ამ დილას ძაან ცოტა მქონდა და გოგიმ მოდი მაინც დალიე ის ორი აბიო. ჯერ ტორადოლის ნემსი გავიკეთე ნახევარი საათით ადრე, 4 საათი ხდება რაც მივიღე, დალევიდან 1-2საათში მოიმატა მარა მე ზოგადად ციკლის დროსაც ბევრი მაქვს ხოლმე და უცხო არაა ჯერჯერობით ეს ჩემთვის, ვერც გავარჩევდი ციკლისგან. არც მტკივა და გამონადენიც ნორმალურია ჯერჯერობით. ვნახოთ რა იქნება

Posted by: a-liza 4 Jun 2022, 16:58
narkozeli
კარგია, რომ დალიე, მხოლოდ იმ პირველის იმედზე ვერ იქნებოდი, რამე რომ დარჩეს. ჩამოსუფთავდება ახლა ბოლომდე. ტკივილის გარეშე რომ მიდის ყველაფერი, ძალიან კარგია.შეიძლება გამონადენი ცოტა იყოს და მერე უცებ ძალიან ბევრი წამოვიდეს. მე მომივიდა ეგრე, შევედი ტუალეტისთვის და უცებ ისეთი ნაკადით წამსკდა, შეშინებულმა დავურეკე ექიმს. ნახევარ საათში თუ ივსება პაკეტი და რამდენიმე დაგჭირდა დღეშიო, მაშინაა დენაო. ასე,რომ უკვე ბოლოსკენ გასულს თუ ეგეთი დაგემართოს, არ გაგიკვირდეს და არ შეშინდე, თუმცა თუ ატყობ გენერვიულება მაგის გამო, ექიმს დაურეკე.

Posted by: narkozeli 4 Jun 2022, 17:22
analiza

ნელნელა მემატება კოლტებად, თუმცა ჯამში საკმაოდ მარტივად მიდის პროცესი, არ მტკივა და ეგეც შვებაა ასეთ დროს. ემოციურადაა უბრალოდ რთული.

როდის წამოგივიდა მასე ბევრი, რამდენიმე დღის მერე? ❤️

Posted by: a-liza 4 Jun 2022, 17:30
narkozeli
მე-7-8 დღე იყო. უკაცრავად დეტალებისთვის, ოდნავ, ისიც შიშით რომ გავიჭინთე, დაგროვილი იყო ეტყობა და ნიაღვარივით წამოვიდა. გული გამისკდა, ჩავთვალე, რომ მორჩა, დენა ამიტყდა და ვკვდები smile.gif)

Posted by: narkozeli 4 Jun 2022, 19:18
analiza

ხოო ეტყობა ენდომეტრიუმის ნაწილი იყო მთლიანი. მადლობა❤️❤️ შენ დაგეწყო ციკლი?

Posted by: a-liza 4 Jun 2022, 19:21
narkozeli
ხვალ ველოდები, მაგრამ დუფასტონს ვსვამდი და შეიძლება 2 დღით დააგვიანოს.

Posted by: narkozeli 11 Jun 2022, 20:22
რადგან ყველაფერმა ჩაიარა, ახლა დავწერ.

დავგეგმე ორსულობა (ერთი შვილი მყავს უკვე), უამრავი კვლევა, ანალიზი, 3-4 თვით ადრე მულტივიტამინები ფოლიუმით და ყველანაირად ვამზადე ორგანიზმი. დადგა ნანატრი დღე, თუმცა ორსულობა თავიდანვე უცნაურად დაიწყო. ხეგე უარყოფითი მომივიდა მრჩეველიდან (2.7) და მეორე დღეს რადგან ტესტი დამუქდა, ავერსში გადავამოწმე და მომივიდა 69. გადაცდენამდე 5 დღით ადრე მოხდა ეს ყველაფერი.

ეხოზე პირველად ავერსში მივედი (გადაცდენიდან 4 დღე იყო გასული) არაფერი გამოჩნდა. ხეგე მქონდა 1500. გარე არ იყოსო და დავპანიკდით. მეორე დღეს წავედი კახა ტატიშვილთან, ეგრევე დაინახა სანაყოფე საშვილოსნოში, 3 კვირის ორსულობაა და ეს შეწყდება და დროილად შეწყვიტე ჯობიაო. 7-8 კვირამდე მიხვალ და მერე ვეღარ განვითარდებაო. კახაზე საშინლად გავბრაზდი მიზეზი არ მითხრა და მარტო შესაწყვეტიაო და ვსო.
წავედი გურგენიძესთან მეორე დღეს, ძლივს დაინახა სანაყოფე (ზემოდან ვერ ნახა, მხოლოდ ვაგინალურად) და აქო დიდი ჰემატომააო და შეიძლება ამიტომ მოგეშალოსო. არადა კახამ სანაყოფეა დეფორმირებული და აქ ემბრიონი ვერ განვითარდებაო.
ამის მერე იყო პროგრსტერონები, წოლითი რეჟიმი, კლექსანები (მაკა ცეკვავამ დამინიშნა ესენი ციტოში). 1 კვირაში ჰემატომა აღარ იყო მაგრამ ბადრი შარიქაძემ გულისცემა ისეთია, აუცილებლად შეწყდებაო. ამ ამბებიდან 1 კვირაში მართლა შემიწყდა ორსულობა, ემბრიონი 6 კვირის მერე აღარ განვითარებულა. გამოშვეს გოგო ცერცვაძესთან. ვაკუუმ ასპირაცია მინდოდა ნარკოზით რასგან ემოციურად იმდენად ცუდად ვიყავი, ვეღარ გადავიტანდი კიდევ რომ გაგრძელებულოყო ეს ტკიბილიანი კოშმარი. გოგი ცერცვაძემ ამაზე ვაკუუმს არ გირჩევ, მედიკამენტოზური ჯობიაო. ძალიან მეშინოდა მედიკამენტოზური აბორტის. საშინელებები მქონდა წაკითხული, მაგრამ დავთანხმდი.
გავიკეთე ტორადოლის ნემსი და ისე ჩავწუწნე ის საიტოტეკი. თუმცა გამონადენი პირველივე აბის მიღების დღეს დამეწყო. ჩვეულებრივად ციკლივით მქონდა 2 დღე დ ავაო, მერე წვეთები 5 დღე. მეგონა ვერ მოერია ალბათთქო, რაღაც სასწაულს ველოდი.


მივედი ეხოზე გუშინ და ორსულობის კვალიც კი არაა საშვილოსნოშიო.
მორჩა ყველაფერი.

დასკვნა: ყოჩაღ კახას, სასწაული თვალი აქვს, ტაქტში უჭირს უბრალოდ
ბადრი არის სასწაული ადამიანი❤️ იმ რთულ დღეს ბადრი ძალიან დამეხმარა რომ ემოციურად არ გავგიჟებულიყავი.
გოგი ცერცვაძე ნამდვილად სანდო პროფესიონალია. ზარებზე მპასუხობდა და კმაყოფილი ვარ რომ დავუჯერე და ვენდე.

მინდა რომ ეს ბოლო პოსტი იყოს ამ თემაში და მეტი არასდროს არავის გადაეტანოა მსგავსი რამ.

Posted by: libertad 12 Jun 2022, 01:19
18 მაისს მომეშალა მუცელი. დღეს ტესტი ისევ დადებითია. ეს იმ ორსულობის გამოყოლილი ამბავია ჰო?))) ვიცი, თეორიული შანსიც არაა, მაგრამ მაინც

Posted by: a-liza 12 Jun 2022, 02:04
libertad
აუ, ძალიან მეწყინა , მიზეზი რა იყო? რამდენი კვირის გამოდიოდა?

Posted by: Anabeli111 12 Jun 2022, 09:49
libertad
რა ვადაზე მოგეშალათ? ზოგადად ტესტი კი აჩვენებს ხოლმე დიდხანს დადებითს, მაგრამ თუ პატარა ვადა იყო, მალე ეცემა ხოლმე ხეგე.

Posted by: narkozeli 12 Jun 2022, 11:38
libertad

ჩვენ ზუსტად ტოლები ვიყავით მარა შენი მოშლიდან იმხელა დროა გასული, წესით თუ მუქი ხაზია, ორსულობა იქნება.
ჩემთან 9 დღეა გასული და გუშინწინ გავიკეთე ტესტი ძაან მუქი ორი ხაზი იყო. მერე დავგუგლე და 1-2 თვე არის ხოლმეო მარა უნდა ღიავდებოდეს.

გადაგიცდა?
* * *
Anabeli111

სადღაც 5-6 კვირის იქნებოდა, გულისცემამდე არ იყო მისული როგორც მახსოვს. წესით ამდენ ხანს უნდა დაწეულიყო ხეგე.

ჩემთან ძაან მაღალი ხეგე იქნებოდა (8 კვირის ვიყავი უკვე) და ალბათ დრო უნდა დაწევას. ორი დღის წინ აბრდღვიალებული ორი ხაზი იყო მარა გუშინწინ ეხოზე არაფერი აღარ იყო ღრუში.

დღეს გავიკეთებ ტესტს აბა კიდე. მაინტერესებს თუ ღიავდება.

ისე ჯგუფებში მიწერენ თანამედროვე გაიდლაინებით მოცდა არაა საჭიროო მარა ექიმმა (გოგიმაც და ჩემმა გინეკოლოგმაც) 2 თვე სასურველია მოცდაო და ვერ ვრისკავ

Posted by: libertad 12 Jun 2022, 11:42
analiza
მიზეზი არ ვიცი sad.gif 6 კვირის
Anabeli111
narkozeli
ძაან მეეჭვება ეს ორსულობა იყოს,
ესე მალე რანაირად.
თან ციკლიც ისე მაქვს რა, 1 კვირა სადღაც მოშლის პონტში მომდიოდა, მერე 3-4 დღეში ციკლიც მომივიდა. ჰო და ახლა შემდეგს 25სთვის ველოდები და რავიცი, იმ ამბავის შემორჩენილი ჰორმონი მგონია. მუქია საკმაოდ კი

ფოტოს დამატება როგორ ხდება აღარ მახსოვს, თორე დავდებდი
* * *
narkozeli
მე არ ვაკეთებ შუალედს.
უფროსწორად, არ მინდა თვეების ჩაგდება, მაგრამ ეგ როდის არის ჩვენზე დამოკიდებული ბოლომდე sad.gif

ფლოს მიხედვით ახლა 10ში მქონდა ოვულაცია. რავიცი, მგონია რომ გამორიცხულია ამ ეტაპზე ჩემი ორსულობა. თვის ბოლოს ვნახოთ

Posted by: a-liza 12 Jun 2022, 11:49
libertad
თრომბოფილია გამოკვლეული გაქვს? ასეთ ვადებზე ეგ არის ძირითადად მიზეზი

Posted by: libertad 12 Jun 2022, 11:54
analiza
არა, პირველი ორსულობა იყო.
2-3 და მეტი მოშლა არის ამ ანალიზის ჩვენებაო ექიმმა, პირველ ორსულობაზე მოშლა ხშირია და რეციდივი არ ახასიათებსო( თუ რამე პრობლემა არ არის).
ვნახოთ რა იქნება❤️

Posted by: Gretag 12 Jun 2022, 12:58
libertad

კი პროტოკოლით 2 მოშლა მაინც უნდა იყოს, მაგრამ როგორ უნდა დაელოდო მაგას. ამიტომ შეწყვეტილის მერე ეგრევე შევამოწმე და დამიდასტურდა ორი გენის მუტაცია. საეჭვოა 18 მაისის მერე ამდენ ხანს შენარჩუნებულიყო ჰორმონი თან იმდენი რომ ტესტო მუქი იყოს. ხეგე რომ გაიკეთოთ?

Posted by: a-liza 12 Jun 2022, 13:17

libertad
QUOTE
analiza
არა, პირველი ორსულობა იყო.
2-3 და მეტი მოშლა არის ამ ანალიზის ჩვენებაო ექიმმა, პირველ ორსულობაზე მოშლა ხშირია და რეციდივი არ ახასიათებსო( თუ რამე პრობლემა არ არის).
ვნახოთ რა იქნება❤️
ვეთანხმები
Gretag-ს, არ უნდა დაელოდო, მეც ეგრე მეუბნებოდნენ, მე დრო არ მქონდა დასაკარგი და არც ნერვები, პირველი
მოშლის მერე ჯერ შეძენილი, მერე
გენეტიკური გამოვიკვლიე,გენეტიკური აღმომაჩნდა. ნეტა დაორსულებამდეც გამომეკვლია. გირჩევ გამოიკვლიო, 800 ლარამდე დაგიჯდება, მაგრამ ღირს, მაგათ სისულელე პროტოკოლს რომ უსმინო, ჩვენ უგულო, უსულო, უემოციო რობოტები უნდა ვიყოთ, რომ ველოდოთ პირველ, მეორე მოშლას. გირჩევ გაიკეთო

Posted by: narkozeli 12 Jun 2022, 14:43
libertad

მაგის გაგების ორი გზაა : ხეგეს დაკვირვება დინამიკაში ( ანუ თუ იმატებს, ე.ი ორსულობაა) ან დალოდება გადაცდენამდე.

მეც არ მენდომებოდა მოცდა მარა მიწევს, ეხლა ჯერ კოჯორში უნდა ავიდე და იქიდან ვიარო 1 თვე, მერე ზღვაზე 1 თვე და ამდენ სიარულში ორსულობის მეშინია. მოვიცდი ივლისი აგვისტო და აგვისტოს მერე შევუდგები საქმეს❤️


მე ვიკეთებ ანტიფოსფოლიპიდურ კვლევას და გენეტიკურ თრომბოფილოას. მეუღლე სპერმოგრამას გასაამოწმებს

Posted by: Sandra2209 12 Jun 2022, 16:11
narkozeli
რეები გამოგივლია, როგორ მეტკინა გული, თუმცა იცოდე რომ წინ ყველაფერი საუკეთესო და სასიხარულო გელის 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: emiblack 13 Jun 2022, 11:21
narkozeli
რა კარგია რომ ჯანმრთელიბისთვის ნაკლები ზიანით დასრულდა ეს ამბავი . წინ ჯანმრთელი და ბედნიერი ორსულობა გელის <3

Posted by: kekuna 13 Jun 2022, 13:10
გამარჯობათ გოგოებო. 2 ჯერ შემიწყდა 6 თვის შუალედით ორსულობა. უამრავი კვლევა გავიკეთე როგორც გენეტიკური ისე სხვა დამატებით. მიზეზი ვერსად ვერ ვიპოვეთ, გარდა იმისა რომ დ ვიტამინის დეფიციტი მაქვს. კარგად მესმის რას გრძნობთ, უბრალოდ ძალიან რთულია ამ ყველაფრის მერე პოზიტიურად შეხედო მომავალს.
მოერე ვაკუმ ასპირაციის შემდეგ ეხოზე მაქვს სავარაუდოდ ენდომეტრიუმის პოლიპი ან სისხლის კოლტი რომელიც ვერ ჩამოყვა ციკლს.

Posted by: narkozeli 13 Jun 2022, 17:07
kekuna

მახსოვს შენი ამბები, თრომბოფილია გამოკვლეული გაქვს?


Sandra2209

love.gif


emiblack

მადლობა ♡
* * *
ჩემი ორსულობის ტესტი დღეს

user posted image
user posted image

არადა 2 დღის წინ ძაან მუქი ორი ხაზი იყო.

libertad

მგონი მართლა ორსულობაა შენთან, რა ქენი ხო არ გადაამოწმე?

Posted by: libertad 13 Jun 2022, 21:32
narkozeli
აუუუ))))))ძაან ცუდად ვარ
იმ დღეს გამოვაყოლე ორი ცალი ტესტი ხელს.
რომ ვნახე შენს ტესტზე მეორე ხაზი არ იყო, მეთქი ეგ არის, გავხსენი მეორე ტესტი და გადავამოწმებთქო. უცებ ორი ცალი ტესტი დევს შიგნით, გამოვშტერდი. დავხედე და ოვულაციის ტესტი მოუცია ფარმაცევტს, გამიხეთქა გული)))))
აუუუუ, მეც არ გამიკვირდა ესე უცებ რანაირადთქო)))
ვაჰ

Posted by: kekuna 13 Jun 2022, 21:40
narkozeli
კი გამოკვლეულია თრომბოფილია ორსულობაშიც და შემდეგაც. ანუ 2 ჯერ გამოვიკვლიე
* * *
libertad
ხეგე აუცილებლად აკონტროლეთ დინამიკაში ქვემოთ უნდა წამოვიდეს 1 კვირიანი შუალედებით

Posted by: libertad 13 Jun 2022, 21:42
აუ ძაან მეცინება)))))
პირველად გავიკეთე ეს ოვულაციის ტესტი, ახლა აღარ აქვს მეორე ხაზი.
ანუ როცა მუქი იყო (11ში) მაშინ მქონდა ოვულაცია?
უი აქვს მეორე, ოღონდ უკვე მკრთალი

Posted by: narkozeli 14 Jun 2022, 10:39
libertad

მოიცა ის პირველად რაც გაიკეთე, ოვულაციის იყო ანუ? biggrin.gif გამორიცხული არც ორსულობაა, ისე აგერ 1 თვე გადის შენი ამბებიდან და ხალხი მეორე თვეშივე ორსულდება))

თუ იმ დღეს იყო მუქი ორი ხაზი, ანუ მაშინ გქონდა ოვულაცია კი


* * *
kekuna
QUOTE
კი გამოკვლეულია თრომბოფილია ორსულობაშიც და შემდეგაც. ანუ 2 ჯერ გამოვიკვლიე


თრომბოფილია გამოიკვლიე ნამვდილად? ხო არ გეშლება? იმიტომ რომ თრომბოფილია მარტო ერთხელ მოწმდება მე როგორც ვიცი, 800 ლარამდე ჯდება ანალიზი


Posted by: Anabeli111 14 Jun 2022, 10:44
გენეტიკური მოწმდება ხოლმე ორსულობაშიც, გვანც.narkozeli
მე 2ჯერ გავიკეთე ორსულობაში შეძენილზე. პირველად ეაც მაღლები მომივიდა ცოტა, ისინი გადავამოწმე.
* * *
kekuna
მეუღლე გამოკვლეულია?

Posted by: narkozeli 14 Jun 2022, 10:48
Anabeli111

ორსულობამდე თუ არ იყო, შეიძლება გენეტიკური ორსულობაში აღმოჩნდეს? eek.gif

შეძენილი კიდე ჰო და გენეტიკურზე პირველად გავიგე :შ


მე გინეკოლოგმა მოშლიდან 1 ციკლის მერე გადაამოწმეო მითხრა და ველოდები მომივიდეს ციკლი და ციკლის მერე უნდა მივიდე

Posted by: Anabeli111 14 Jun 2022, 10:49
narkozeli
ვაიმეე..... ჩავასწორე ... შეძენილი უნდა დამეწერა ♡♡

Posted by: kekuna 14 Jun 2022, 10:58
Anabeli111
კი, მეუღლეც გამოკვლეულია და არც მანდ არის რამე პრობლემა

Posted by: libertad 14 Jun 2022, 11:51
narkozeli
11ში რაც გავიკეთე კი, ისიც ოვულაციის იყო თურმე biggrin.gif
ორი ცალი ტესტი ვიყიდე და ოროვე შეცდომით მომცა

Posted by: narkozeli 14 Jun 2022, 13:55
Anabeli111
♡♡

ხოო შეძენილზე მეც მითხრა გინეკოლოგმა ბარემ ზუსტად დაორსულების წინ გადავამოწმოთო (უკვე შეწყვეტილი რადგან იყო ორსულობა)

libertad

რა შტერია ზოგი ფარმაცევტი biggrin.gif მოკლედ 2 კვირაში ველოდებით აბრდღვიალებულ ტესტებს შენგან, ოღონდ ორსულობისას :დ

შემოდგომაზე მეც დაგეწევი იმედია givi.gif

Posted by: __ნიკოლოზი__ 8 Aug 2022, 22:02
QUOTE (Unico @ 29 May 2022, 13:24 )
narkozeli
პირველის მერე მეც მქონდა შეწყვეტილო ორსულობები.
მძიმე გადასატანია.
დრო კურნავს, უფერულდებასავით, თუმცა ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ მაგ პერიოდს.

არ დანებდე და მეორეც გეყოლება და მესამე ბავშვიც.
ცოტა დაისვენე უბრალოდ, გული გადააყოლე.

***
მედიკამენტოზური კეთდება ციკლით 9 კვირის ჩათვლით, ადრეულ ვადებზე.
გამოტუმბვა ანუ ვაკუუმ ასპირაცია, დიდ ვადებზეც ტარდება და პატარაზეც. ღმერთმა ყველაზე მწარეს გაშორა, მკვდრადშობას. ეს ყველაზე მწარე და აუტანელი რამაა. ფსიქიურად შეიძლება შეირყეს ადამიანი.

გამოფხეკას ნორმალური თავმოყვარე კლინიკა არ ატარებს. საშვილოსნოს ენდომეტრიუმი ზიანდება.

გამოტუმბვა და გამოფხეკა სხვადასხვა რამეა?
* * *
QUOTE (Anabeli111 @ 14 Jun 2022, 10:44 )
გენეტიკური მოწმდება ხოლმე ორსულობაშიც, გვანც.narkozeli
მე 2ჯერ გავიკეთე ორსულობაში შეძენილზე. პირველად ეაც მაღლები მომივიდა ცოტა, ისინი გადავამოწმე.
* * *
kekuna
მეუღლე გამოკვლეულია?

შეძენილი თრომბოებოლია რას ნიშნავს, რა იწვევს?

Posted by: narkozeli 22 Aug 2022, 01:37
__ნიკოლოზი__
QUOTE
გამოტუმბვა და გამოფხეკა სხვადასხვა რამეა?


კი, სხვადასხვა რამეა, გამოტუმბვის დროს ვაკუუმი იქმნება და მექანიკური შეხება არ აქვთ საშვილოსნოსთან.

QUOTE
შეძენილი თრომბოებოლია რას ნიშნავს, რა იწვევს?

https://www.aversi.ge/ka/cnobari/600/Trombofilia-%E2%80%93-Senelebuli-moqmedebis-naRmi

შეძენილი თრომბოფილიაა იგივე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი.
* * *
პ.ს აქაც დავწერ.

გავიკეთე შეძენილიც და გენეტიკურიც (მემკვიდრეული) თრომბოფილია.

შეძენილი არ მაქვს და გენეტიკურში 3 გენზე ამომივიდა ჰეტეროზიგოტული ფორმა (მუტაცია).


Posted by: matuti 22 Aug 2022, 23:22
narkozeli
QUOTE
შეძენილი არ მაქვს და გენეტიკურში 3 გენზე ამომივიდა ჰეტეროზიგოტული ფორმა (მუტაცია).

იცი რა მაინტერესებს? პირველ ორსულობაზეც გექნებოდა სავარაუდოდ ეს გენეტიკური თრომბოფილია ხო? (რადგან გენეტიკურია და არა შეძენილი) და მაშინ რამე პრობლემა არ შეუქმნია?
მგონი მართლა ყველას გვაქვს საქართველოში ამ თრომბოფილიის რაღაც ერთი მუტაცია მაინც და ზოგჯერ მჟღავნდება, ზოგჯერ არა why.gif

Posted by: narkozeli 23 Aug 2022, 13:29
matuti

კი, რა თქმა უნდა პირველზეც მექნებოდა მაგრამ გამიმართლა. რომ ჩავეძიე, აღმოჩნდა რომ ლატარიასავითაა რა, ზოგიერთ ორსულობაზე გაგიმართლებს, ზოგზე არა. გარისკვას მაინც მირჩევნია რომ ვიცოდე და ვაკონტროლო

Posted by: lika_law 9 Sep 2022, 14:54
libertad
უი, ანუ ამას წინათ რომ დადე ფოტო, ის ოვულაციის ტესტის იყო? smile.gif)) ისე, ეს ოვულაციის ტესტი არასოდეს მომიხმარია, როგორ კეთდება, ინსტრუქცია ვიცი რომ იგივე აქვს, რაც ორსულობის ტესტს, მაგრამ ყოველ დღე უნდა იკეთო? აბა ისე ოვულაციის ზუსტი პერიოდი ვინ იცის...

Posted by: narkozeli 9 Sep 2022, 15:13
lika_law

მე ვარ დიდი ოვულაციის ტესტოლოგი biggrin.gif

მოკლედ ზუსტად იგივეა რაც ორსულობის ტესტი, უბრალოდ LH აწერი hCG-ს მაგივრად.

კეთდება დღეში ორჯერ, დილა საღამოს და დადებითია მხოლოდ მაშინ, როცა ზუსტად ერთნაირი სიმკვეთრის ორი ხაზია (ნუ მეორე ხაზი ოდნავ ღია თუა- უარყოფითად ითვლება ორსულობის ტესტისგან განსხვავებით).
აი ორი ერთნაირი სიმუქის ხაზი როცაა, იქიდან 24-48 საათშია ოვულაცია))

Posted by: lika_law 9 Sep 2022, 15:19
narkozeli
აჰა, მადლობა smile.gif ერთი უნდა ვცადო მომავალ თვეებში, ვიცოდე ფლო-ს სავარაუდო განრიგს ემთხვევა თუ არა smile.gif) ვერც ვგრძნობ, არც ვიცი როდის მაქვს... იქნებ აღარც მაქვს smile.gif)) ციკლის დასრულებიდან ყოველდღე დღეში ორჯერ უნდა გაკეთდეს?

Posted by: narkozeli 9 Sep 2022, 15:54
lika_law

ციკლის დაწყების პირველი დღიდან გადათვალე მეცხრე დღე და მაშინ დაიწყე და იკეთე 5-6 დღე და "გამოიჭერ". წარმატებები <3

Posted by: lika_law 9 Sep 2022, 16:07
narkozeli
მადლობა <3 შენც წარმატებები :*

Posted by: magdalea 28 Sep 2022, 18:49
UP...............................................

Posted by: ლიკუნა@ 31 Jan 2023, 16:07
გამარჯობა გოგოებო! მედიკამენტოზური აბორტი უნდა გავიკეთო სამწუხაროდ, რამდენი დღე უნდა ვივარაუდო? საღამოს გვიან შეიძლება წამლის მიღება? ხვალ მივდივარ ჩაჩავაში და დამაკვალიანებენ, მაგრამ რას უნდა ველოდო მაინტერესებს..არც კი მჯერა ამაზე რომ ვწერ

Posted by: narkozeli 31 Jan 2023, 16:11
ლიკუნა@

ჩაჩავაში არ გაგიკეთებენ მედიკამენტოზურს. მე ჩაჩავაში დავდიოდი მაგრამ თვითონვე მითხრეს აქ ვერაო და გამიშვეს გაგუაში გოგი ცერცვაძესთან.

ამ თემის პოსტები გადაიკითხე, მე მაშინ ძალიან დამეხმარა...
წამლის დალევიდან რამდენიმე საათში დამეწყო ცოტ-ცოტა, პირველი აბი იქვე მომცა გოგიმ და თავის ოთახში დამალევინა. მეორე დღეს დავლიე მეორე აბი და აი მაშინ დამეწყო როგორც ჭარბი მენსტრუაცია. ბევრად საშინელებას ველოდი მე, მაგრამ დაახლოებით ისეთია, მენსტრუაცია რომ გქონდეს ოღონდ ცოტა მეტი გამონადენით. ტკივილისთვის წინასწარ ტორადოლის ნემსი გამიკეთა დედამ (მეორე აბის წინ) და ოდნავადაც არ მტკენია.

იმაზე მარტივად ჩაიარა, ვიდრე ველოდებოდი. გამაგრდი <3

Posted by: ლიკუნა@ 31 Jan 2023, 16:21
narkozeli
ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, დამამშვიდეთ ცოტა❤️ ალბათ მეც გაგუაში გამაგზავნიან.. ისე, მედიკამენტოზური მირჩია ყველამ, ხაჭვანმაც (ბოლო ეხო მასთან ვიყავი) დამზოგველია ორგანიზმისთვისო და კეთდება ამ ვადაზე (9 კვირის ჩათვლით)

Posted by: ლიკუნა@ 3 Feb 2023, 20:25
დღეს ვიყავი მედიკამენტოზურზე გოგისთან, დამალევინა წამალი და ხვალ 4 აბი ერთად უნდა ჩავწუწნო. 4 აბი არ ვიცოდი და შეიცვალა რამე თუ მე ვიყავი არასწორად ინფორმირებული?!

Posted by: narkozeli 3 Feb 2023, 20:30
ლიკუნა@

რა ვადის ორსულობა იყო? ემბრიონის ზომების მიხედვით ნიშნავს როგორც ვიცი.


* * *
ჯამში 3 აბი დამილევია, ეხლა გადავამოწმე.

ერთო იქვე და ორი გამომატანა. ემბრიონი 6 კვირას შეესაბამებოდა განვითარებით

Posted by: ლიკუნა@ 3 Feb 2023, 20:34
narkozeli
ჩემს შემთხვევაშიც 6 კვირა და გამიკვირდა 4-ივე ერთად უნდა ჩავწუწნო და რას მერჩის ნეტა

Posted by: Tua 3 Feb 2023, 20:50
ლიკუნა@
გამარჯობა 6.2 დღეზე მეც 4 აბი ჩავწუწნე რაღაც დროის შუალედით ოღონდ. 1 იქვე დამალევინეს სხვა აბი და 4 სახლში გამატანეს 2-2 ჩავწუწნე .

Posted by: narkozeli 3 Feb 2023, 20:56
ნეტა რაზეა აბა დამოკიდებული.

შეიძლება აღნაგობაზე?

Posted by: ლიკუნა@ 3 Feb 2023, 21:01
Tua
narkozeli
ცოტა შევფიქრიანდი, ოთხივე ერთად ჩაწუწნეო..

აღნაგობაც ვერ იქნება, გამხდარი ვარ - 1,66 ვარ და 53 კილომდე

Posted by: ნიაკო12 5 Feb 2023, 15:46
მთლიანი თემა წავიკითხე :///////

Posted by: a-liza 5 Feb 2023, 16:19
ნიაკო12
ძალიან ცუდი ჰქენი!

Posted by: lika_law 5 Feb 2023, 16:21
ნიაკო12
რატომ იზაფრავ თავს?! კარგი რაა...

Posted by: ნიაკო12 5 Feb 2023, 16:26
analiza
lika_law
რავიცი, ძალიან ცარიელად ვგრძნობ თავს:///

Posted by: Mia20 5 Feb 2023, 16:50
ნიაკო12
მეც მასე ვქენი თავის დროზე.. და ისე ჩემ ამბებსაც წაიკითხავდი(( მარა ნახე ახლა დღე დღეზე უკვე პაწუას მოლოდინში ვარ. და მგონი აქედან უკვე უმრავლესობა დედიკოა გამხდარი

Posted by: narkozeli 5 Feb 2023, 16:56
ნიაკო12

მეც მასე ვქენი თავის დროზე და სხვათაშორის ფსიქოლოგიურად ძაან მზად შევხვდი და დამეხმარა sad.gif

ჯერ შენთან არის იმედი და იქნებ არც დაგჭირდეს❤️

ლიკუნა@

როგორ ხარ?

Posted by: ლიკუნა@ 5 Feb 2023, 18:58
ნიაკო12
მეც მასე ვქენი ძალიან ადრიანადsad.gif გისურვებ შენს შემთხვევაში კარგად დამთავრებულიყოს, მაგრამ მე ვფიქრობ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად და თუნდაც ცუდი დასასრულუსთვის, ამით არაფერი მთავრდება, ყველაფერი კარგი წინ გაქვს :*
* * *
narkozeli
ძალიან ძნელად გადავიტანე, გუშინდელ დღემდე არ ვიცოდი თურმე ტკივილი რა იყო..ყველას ვურჩევდი წამლის დალევამდე გამაყუჩებელი ნემსის გაკეთებას, მე ნიმესილი დავლიე ექიმის რჩევით და არაფერი ქნა საერთოდ..დანარჩენი უფრო ფსიქოლოგიურად იყო რთული ვიდრე ფიზიკურად, 1-2 ჯერ წამომივიდა ბევრი, მერე არაფერი ისეთი, მენზზე უფრო მეტი ვიცი..ტკივილის პიკი წამლის დალევიდან მე-4 საათი იყო, სიცხე მაღალი, მერე იბუფროფრნი 600 დავლიე და ერთ საათში ცოტა შვება..პ.ს გამაყუჩებელი ნემსი არის აუცილებელი წამლის დალევამდე, დანარჩენი არაფერი ისეთი..დღეს დილით თავიდან დავიბადე ასეთი შევრძნება მაქვს, ძალიან დიდი მადლობა მოკითხვისთვის :*

Posted by: narkozeli 5 Feb 2023, 19:18
ლიკუნა@

მე აქაურმა გოგოებმა გამაფრთხილეს ნემსი აუცილებლად გაიკეთე სანამ დაწუწნი წამალსო და დავუჯერე რადგან ტკივილის მოთმენის უნარი არ მაქვს. პლიუს დექსალგინის საშეტიც დავლიე (( ნეტა გაგეკეთებინა შენც წინასწარ sad.gif

გეთანხმები, ფიზიკურზე მეტად, ფსიქოლოგიურად არის ძნელი. მეც ისე ჭარბად მქონდა მენზი მთელი ცხოვრება რომ ჩემთვის დიდად სხვაობა არ იყო, კოლტებიანი მენზი მქონდა 1 დღე და მერე არანაირი არაფერი. მე მალე შემიწყდა გამონადენი და რატომღაც მეგონა რომ არ იქნებოდა ღრუ თავისუფალი მარა ეხოზე მითხრეს ორსულობის კვალიც კი აღარ არისო. ტესტები 2 კვირა კიდე მიჩვენებდა მეორე ხაზს. ვიკეთებდი და რომ ვუყურებდი ვტიროდი sad.gif
* * *
კარგი ის არის რომ ახლა ამას რომ გიყვები, ასე მგონია ვიღაც სხვაზე გიყვები. ტკივილები დრომ გაანელა და ახლა ორმაგი ენერგიით ვიბრძვი მეორე ორსულობისთვის❤️

Posted by: ნიაკო12 5 Feb 2023, 20:53
Mia20
კი კი ვნახე და ძალიან ბევრს ბავშვებიც ყავს უკვე. :* ბედნიერი დედაშვილობა გქონებოდეს ყველა აქმყოფთათვის სტიმულია ეს.

narkozeli
ჰო ძალიან იმედგაცრუებული ვარ უკვე ვიცი რო არ მექნება კარგი ამბავი ვგრძნობ რაღაცნაირად აი როგორ ვთქვა არვიცი ვგრძნობ უბრალოდ sad.gif

ლიკუნა@
ჰო ყველაფრისთვის მზად ვარ მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდგები მაინც გავტყდები ვიცი იმ მომენტში sad.gif


დღეს დედა დამადგა თავზე ჩუმად ჩამოვიდა სოფლიდან რომ მეთქვა ჩამოვალო არ დამთანხმდებოდიო შენთან მინდა წამოსვლაო და დავსცხე ტირილი რო შემოვიდა სახლში ;( ;(

* * *
ლიკუნა@
ეხლაა უკეთესად ხაარ შენ?
გოგოებო რომელ ნემსზე ამბობთ?
* * *
აი უფროსწორად კიარ ვგრძნობ, ვერაფერს ვგრძნობ საერთოდ ეგ მიშლის ნერვებს ამ რამდენიმე დღეში 1 კილო დავიკელი სასაცილოა ხო ესეცც.. ვერ ვჭამ წესიერად მეუღლემ შენ მარტო იმდენს და იმიტო ჭამ რო იარსებოო და მართალიც არი სულ მაძალიას მარა მადაც დავკარგე რაც მეგონა რო მუცელი ნეტა ხოარ დამეტყო უკვეთქო ახლა ისიც კი გაქრა რაცმეგონა )) სასაცილოა სატირალი როარიყოს.
არ მინდა იმ კაბინეტში შესვლა ხვალ რაა არადა ვერ ავცდები :|| მარტო მაინც არ შევდიოდეე გული მისკდება რა შევა იქ

Posted by: Tua 5 Feb 2023, 22:43
ლიკუნა@
ეჰ გამოცდილი მაქვს ეგ ტკივილები სამწუხაროდ, მეც მაგ ვადაზე მომიწია დაახლოებით. ოღონდ მე არავინ გამაფრთხილა გამაყუჩებელზე საერთოდ და აბებსაც კი ვერ ვიღებდი ისეთი გილისრევა მქონდა და პლიუს ჭინთვები sad.gif ეგაა ერთერთი მიზეზი რის გამოც ფიზიოლოგიურად არვიმშობიარე , ყელის გახსნა იყო კოშმარი ჩემთვის.

Posted by: narkozeli 5 Feb 2023, 22:49
ნიაკო12

სხვათაშორის მაგ დღეებში დედა და ქმარი მინდოდა მეც გვერდით და მაგათთან ვტიროდი sad.gif

ტორადოლის ნემსზეა საუბარი. ძაან ეფექტურია

Posted by: ნიაკო12 5 Feb 2023, 23:07
narkozeli
მადლობა sad.gif :*

Posted by: libertad 5 Feb 2023, 23:55
ნიაკო12
ნიაკო, ვერ გავიგე, რა მოხდა?
გავცივდი მგონიო რომ წერდი წავიკითხე.
რაზე ნერვიულობ, მშვიდობაა?

Posted by: ნიაკო12 5 Feb 2023, 23:58
libertad
არაა მანამდე. სანამ გავცივდებოდი. 8 კვირაზე რომ ვიყავი მისული 6.1 კვირაზე იყო ემბრიონი. მანამდე 6 კვირაზე არ ჩანდა ახლა კი გამოჩნდა მაგრამ პატარა და გულისცემაც არიყო და 1 კვირაში ვნახოთო და ხვალ მივდივარ დილით ეხოზე :///
* * *
წეროებში არ დამიწერია ინვიტროს თემაში დავწერე მარტო და მაგიტო შეიძლება არიცოდი.
დიდად იმედი არ მაქ ალბათ სასწაული თუ მოხდება მხოლოდ :| მაგრამ არ ვიცი რაა...
* * *
გაციებისგან კი გამოვძვერი დღეს საერთოდ არაფერს არ შეუწუხებივარ. მარა ახლა ხვალის დღე რავიცი რა ვიცი...

Posted by: a-liza 6 Feb 2023, 00:01
ნიაკო12
იმედი მაქვს, რომ შენი წერტილი ივაჟკაცებს და ხვალ გაგვახარებს :*

Posted by: ნიაკო12 6 Feb 2023, 00:02
analiza
რავიცი სასწაულებიც ხომ ხდება თუკი ეგეთი სასწაული მოხდება ღმერთს მადლობა. მარა ძალიან მეშინია. ეგეც არი რო თითქოს შევეჩვიე უკვე რო ცუდი პასუხიმოვა :| მარა მაგ ცუდისაც ხო მეშინია ისედაც რაც არუნდა წინასწარ იცოდე ან გრძნობდე..

Posted by: libertad 6 Feb 2023, 00:04
ნიაკო12
არ ინერვიულო რა, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და გაგვაგებინე როგორც კი გამოხვალ კლინიკიდან❤️

Posted by: ნიაკო12 6 Feb 2023, 00:06
libertad
კი გაგაგებინებთ რაციქნება.. :*

Posted by: Anabeli111 6 Feb 2023, 01:38
ნიაკო12
შენთან ვართ ♡♡♡

Posted by: Unico 6 Feb 2023, 10:37
ნიაკო12
ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა. ამ ლოდინის პერიოდში ხომ იღებ პროგესტერონსა და სისხლის გამათხელებელს?


Posted by: ნიაკო12 6 Feb 2023, 14:25
მედიკამენტროზური დამინიშნა ექიმმა. არ იყო განვითარება ემბრიონის არც გულისცემა. 5 კვირა და 6 დღეზე იყო 9 კვირაზე ვიყავი მისული ახლა. მორჩა. 3 ემბრიონი მყავს კიდევ და როცაიქნება გადავიტან და გაამართლებს იმედია ერთი მაინცც.

Unico
ვირებდი კი მაგრამ ნემსების სახით არა.

ახლა ორ კვირაში უნდა შევამოწმო ეხოზე თუ იქნება გასუფთავებული.


ჰომოცისტეინზე უნდა გავიკეთო ანალიზი გადატანამდე. და კიდე რაღაცეებზე მემკვიდრული თრომბოფილია და რაღაცები. მოკლედ ესეა.. ვნახოთ რაიქნება ახლა კარგად ვარ შეგუებული ვიყავი უკვე ამსიტოაციას ესე რო იქნებოდა დღეს და არც მიტირია იქროვიყავი არც როგამოვედი მერე... ესეა. მეშინოდა აქამდე კიდე როგადავიტანო და ისევ ასე რო იყოსთქო მარა ღმერთმა იმედი არ მოგვისალოს იმედი უფრო ძლიერია უკვე ვიდრე შიში. რათქმაუნდა ბოლო მომენტში შემეშინდება ისევ როცაიქნება მაგრამ მანამდე ამხელა გამოცდილებაც მომაძლიერებს პირიქითთ წარმატებები ყველას და არარვის დაეწეროს ამ თემაში ცუდიამბავი...


Posted by: a-liza 6 Feb 2023, 14:30
ნიაკო12
რაც არ უნდა ვთქვათ, სიტყვები ვერ გამოხატავს იმას, რასაც შენ გრძნობ ახლა.. მაგრამ კარგია ის, რომ ბრძოლის განწყობა გაქვს და ყველაფერი კარგად იქნება :* ახლა გამოიკვლევ ყველაფერს და მომზადებული იქნები იმისთვის, რომ შენი 3 წერტილი გულში ჩაიკრა მალე love.gif

Posted by: Meilisi 6 Feb 2023, 14:33
ნიაკო12ყურებს ნუ ჩამოყრი ახალი ენერგიით და უფრო დიდი გამოცდილებით შეუდგები მომდევნო ცდას და გამოვა ყველაფერი კარგად იქნება
აქ ასეთი გამოცდილება უმეტესობას გვაქვს ზოგს ერთზე მეტიც.

Posted by: ნიაკო12 6 Feb 2023, 14:39
Meilisi
კი ვიცი ჩემზე მწარე გამომცდილებებიც წავიკითხე აქ. ყველანაირად შემზადებული ვიყავი უკვე :| ღამე რას ვიზავ არ ვიცი ღამით გადმოვყრი ხოლმე ცოტა ცრემლებს მარა... ნუ აწი უნდა იყოს ყველაფერი მაგრამ, ისიც ვიცი რო შეიძლება არც დადგეს ან დადგეს და ისევ იყოს მოშლის საშიშროება მარა უფლის წყალობით ადრე თუ გვიან მაინც გავხდები დედა ♡
* * *
ჯერ არდამილევია წამალი მშვიდად ვარ. მარა როცა დაიწყებს მოქმედებას.... ნუ მერე გავუძლებ რამენაირად აქამდე გავუძელი და ეს არაფერიიქნება, იქნება ორკვირაში რო მივალ იყოს გასუფთავებული უკვე.. :/

Posted by: narkozeli 6 Feb 2023, 14:45
ნიაკო12

აბა შენ იცი, ეხლა ცოტა ეგოისტურად მხოლოდ შენს თავზე იფიქრე! მთავარია ეს ცუდი გამოცდილება მშვიდად და უსაფრთხოდ გაიარო. გამაყუჩებელი ნემსი გაიკეთე გირჩევ.

და ეხოზე რომ მიხვალ გისურვებ რომ ყველაფერი სწრაფად აღდგენილი დაგხვდეს :*


Posted by: ნიაკო12 6 Feb 2023, 14:46
analiza
ხოო ანუ რა არი იცი აქამდე გამოვიტირე წინა ეხოდან სულ ტირილ ტირილით გამოვედი ვიცი რო არუნდა მენერვიულა მაგრამ უცებ რო გავიგე ესეიყო არ ველოდებოდი ცუდ ამბავს და გამოვიტირე ახლა კი რო მივედი უკვე შეგუებული ვიყავი და ვიცოდი რო ცუდ პასუხს მეტროდა გატრუნული ვუცდიდი როდის მეტყოდა, მარა დღეს რაღაცეებზე ველაპარაკე ბევრი კითხვებიც დავუსვი რაც წინაზე ხმაც არ გამირია და ვერც დავემშვიდობე ენა მქონდა ჩავარდნილი, ახლა კი გამოვკითხე კიდეც რაღაცეები, მშვიდად ვიყავი შიგნითაც და როგამოვედი მერეცც.

Posted by: Meilisi 6 Feb 2023, 14:46
ნიაკო12
მართალი ხარ ადრე თუ გვიან ყველასთან მოდის წერო❤️ არ გამოვა ვერ გამოვა არ არ აი ამაზე არ უნდა იფიქრო.

Posted by: ნიაკო12 6 Feb 2023, 14:47
narkozeli
მადლობა, ♡
მადლობა გოგოებო ყველას გისურვებთ ბედნიერ მომავალს ♡
* * *
Meilisi
კი გამოვა აუცილებლად როცაიქნება და იმედი მაქვს რომ ძალიან არ დააგვიანებს

Posted by: a-liza 6 Feb 2023, 14:48
ნიაკო12
პირველ წამალზე მე რამდენადაც მახსოვს, ტკივილები არ გექნება, შემდეგ წამლებზეა ტკივილები და მაშინ ან ნემსი გაიკეთე, ან ტკივილგამაყუჩებელი დალიე წინასწარ მინიმუმ 30 წუთით ადრე. მე ნიმესილი დავლიე მხოლოდ და მქონდა ტკივილები, ზოგჯერ ძალიან, ზოგჯერ მსუბუქად. აი, ნარკოზელმა ნემსი გაიკეთა და არ ტკენია. ჩემი რჩევაა, ბევრი იარე, არ წამოწვე, მალე რომ ჩამოვიდეს და გასუფთავდეს. ერთმა ასაკოვანმა ქალმა მირჩია და მართლა აღარ დამჭირდა ჩარევა, მაგისი წყალობით იყო თუ რაც იყო, მაინც გავითვალისწინე და ყველაფერი თავისით გასუფთავდა.

Posted by: Unico 6 Feb 2023, 15:16
ნიაკო12
გასაგებია.
ექიმი გამოცვალე. მე მქონდა 3 შეწყვეტილი უვიცი ექიმის გამო. პირველზე თან პროგი დაბალი მქონდა, 9-ის ფარგლებში და 400იან ვაგინალურ სანთელზე დამტოვა. მეც შტერმა მაშინ ბევრი არ ვიცოდი. თან მიზეზად გენეტიკას რომ იშველიებენ : /

არ დანებდე, იბრძოლე და აუცილებლად გაიმარჯვებ, მე მჯერა ამის. ოღონდ ეგ ექიმი არ გინდა, გამოცდილების მხრივ სუსტია საკმაოდ. ტყუილად დროს დაკარგავ.

Posted by: Tua 6 Feb 2023, 15:57
ნიაკო12
აუვილებლად გაიკეთე ნემსი გამაყუჩებელი იმ წამლისთვის რომელიც ლოყაში უნდა ჩაიდო და გაწუწნო. ის ერთი აბი რასაც გასმევენ ეგ ახვა რამისაა. დანარჩენებს როცა გაწუწნი მერე უკვე გვიანი იქნება გამაყუჩებელი და 1 ნემსი დაირჭე, გამოცდილებიდაბ გამომდინარე გეუბნევი მე
რომ არავინ გამაფრთხილა ძალიან მწარე და ცუდჯ გამოცდილება მქონდა...

Posted by: ლიკუნა@ 6 Feb 2023, 16:10
Tua
ნიაკო12
narkozeli
ძალიან მიკვირს ექიმები რატომ არ ურჩევენ პირდაპირ ნემსის გაკეთებას, ეტკინება თუ არ ეტკინება, არ ღირს გარისკვად, ისედაც არაა ფსიქოლოგიურად ადვილი..
ნიაკო12
ვწუხვარ ძალიან.. იგივე სურათი იყო შენთან როგორც ჩემთან და ამიტომ "ვერ" ველოდი კარგ პასუხს სამწუხაროდ.. გამაყყჩებელი გაიკეთე, დანარჩენის არ შეგეშინდეს :* გამოიტირე და დახურე! თუ ცოტა დაგამშვიდებს, მე უკვე კარგად ვარ ძალიან
* * *
ნიაკო12
თუ რამე სხვა კითხვა გაქვს მედიკამენტოზურზე, არ მოგერიდოს ❤️მე მქონდა ბევრი კითხვა გაკეთებამდე

Posted by: ნიაკო12 6 Feb 2023, 17:19
ლიკუნა@
მადლობა:* ♡♡♡ ტკივილებზე გამაყუჩებლები დამიწერა ტაბლეტები ოღონდ. მეც არ ველოდი კარგ პასუხს და აქამდე გამოვიტირე უკვე დღეს არც მიტირია დილით სანამ იქ მივიდოდი არ ამეტიროსთქო ვუჩიჩინებდი თავს გულში მარა ჩემდა გასაკვირად არ ამტირებია და არც გამკვირვებია პასუხი... აწი რაც იქნება იქნება არც მაგ ტკივილებს დავეძებ ეგეც გაივლის...

analiza
Unico
Tua
მადლობა გოგოებო ყველას :* ♡♡♡

Posted by: Anabeli111 6 Feb 2023, 18:37
ნიაკო12
აქ ჩემს ამბავსაც წაიკითხავდი.. და სიმართლე გითხრა, რომ დაწერე ჩამორჩება ვადასო 2 კვირით, უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა (მეც მასე დამემართა პირველ ორსულობაზე). ამიტომ აღარ შემოგეხმიანე... ტყუილად ვერ დაგაიმედე.

მაგრამ ახლა შემიძლია გითხრა, რომ შემდეგ ორსულობას ბოლომდე მიიყვან, იმიტომ,რომ 99%ით დარწმუნებული ვარ გამათხელებელი ნემსი გჭირდებოდა.

მეორე ტაბლეტის დალევამდე ნემსი გაიკეთე.. გადააგორე ეს რთული დღეები და ახლიდან შეუდექი დედობისკენ მიმავალ რთულ, მაგრამ ბედნიერ გზას ♡

Posted by: narkozeli 6 Feb 2023, 18:43
Anabeli111
QUOTE
99%ით დარწმუნებული ვარ გამათხელებელი ნემსი გჭირდებოდა.


და პროგი დიდი დოზით sad.gif ძაან დაბალი ქონდა ნიაკოს პროგი და მაშინაც ცუდად მენიშნა ეგ sad.gif

Posted by: emiblack 6 Feb 2023, 18:49
QUOTE (Anabeli111 @ 6 Feb 2023, 18:37 )


მეორე ტაბლეტის დალევამდე ნემსი გაიკეთე.. გადააგორე ეს რთული დღეები და ახლიდან შეუდექი დედობისკენ მიმავალ რთულ, მაგრამ ბედნიერ გზას ♡

ნიაკო <3 ვუერთდები ანაბელის რჩევას <3 ვერაფერს გეტყვი განსაკუთრებულს , მაგრამ აი უკვე 3 წელია აქ ვარ და უმეტესობა ამ გოგოებისა უკვე დედაა. შენი და შენი ემბრიონების ჯეროც სულ მალე დადგება <3

Posted by: libertad 6 Feb 2023, 18:53
ნიაკო12
ძალიან მეწყინა sad.gif ძალიან sad.gif ვიცი ეგ რა ტკივილიცაა და გამაგრდი, შენს ჯანმრთელობაზე კონცენტრირდი ეხლა და გირჩევ რომ ძველ ეხოებს, ტესტებს არ უყურო, უარესად დაგგრუზავს, მე ვუყურებდი და ვტიროდი.
აქ გოგოებს ერთხელ მაინც გამოგვიცდია ეგ კოშმარი და შენთან ვართ❤️❤️❤️

Posted by: lika_law 6 Feb 2023, 18:58
ნიაკო, არ ვიცი რა გითხრა... ძალიან მეწყინა. გამაგრდი და მიზანსწრაფულად იმოქმედებ მომავალში.

Posted by: ნიაკო12 6 Feb 2023, 19:19
Anabeli111
narkozeli
emiblack
libertad
lika_law
მადლობა გოგოებო იმედია ყველაფერი ცუდი უკვე მოვიტოვე და უკეთესობა მალე დადგება როცა კი შევიდგები ისევ გზას♡

Posted by: ლიკუნა@ 6 Feb 2023, 20:02
ნიაკო12
დაანებე თავი ტაბლეტებს, გაიკეთე ნემსი რაც ნარკოზელმა გვირჩია ❤️ ბოლოჯერ გაგცრუებოდეს იმედები!!!

Posted by: ნიაკო12 9 Feb 2023, 12:37
გოგოებო ალერგიული ფონი გამოიწვია ამ წამლებმაა ჩემზე და ბისაც გქონიათ მსგავსი თავისით გადაგიარათ თუ ალერგოლოგი უნდა ჩავრთო საკმის კურსში?
ტანი ამიჭრელდა და ქავილი დამაწყებინა საშინელი, წუხელ დექსამეტაზონი დავლიე სხვა არაფერი მქონდა სახლში და დღეს უკვე აღარ მექავება ჯერჯებობით მარა აჭრელებული ისევ ვარ მუცელზე ზურგზე და ბარძაყებზე...

Posted by: a-liza 9 Feb 2023, 13:07
ნიაკო12
არა, ნიაკო, არ მქონია მსგავსი. ექიმი ჩააყენე აუცილებლად საქმის კურსში. ისე, როგორ ხარ, ჩამოვიდა ჯერ?

Posted by: ნიაკო12 9 Feb 2023, 13:16
analiza
კიი სანამ მეორე ტაბლეტს ჩავამთავრებდი მანამდე ჩამოვიდა რაღაც ჟელეების მაგვარი და ალბათ ეგიყო, დღეს კარგად ვარ გუშინ სიცხეც მომცა მაკნკალებდა მთელიდღე მერე საღამოთი გამიარა წამლებიც მქონდა დალეული, გამაყუჩებელი მხოლოდ ტაბლეტები დავლია ძალიან არ მტკენია არაფერი, როგორც ციკლის დროს იცის დავლები ეგეთები მქონდა, დღეს ეგეც აღარმაქ და გამონადენიც მცირემაქ დღეს შედარებით. უბრალოდ ეს ალერგია რომ დამემატა ახლა. ჩემ ექიმს ვუთხარი და ჯობიაო ცვენს ალერგოლოგს დაუკავშირდეო უფრო პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ რომ იყოო თორე მეც დაგინიშნავდი რამესო მარა მაინცო. ხო და დღეს დავაკვირდები და თუ გამირთულდა ან არგამიარა დავუკავშირდები იმშემთხვევაში აქ იქ ბოდიალის თავი არამაქ ტყუილად შეიძლება გამიაროს თავისითაც წამლები რო გამოვა ორგანიზმიდანნ სრულად.
მეთქი ვინმეს ხოარ ქონია ასე და გაუარა თავისით რო არ ვიბოდიალო ისევ ექიმებში. ახლა არმექავება დღეს მარა წუხელ რომ მივიღე დექსამეტაზონი შეიძლება მაგიტომაც. დღესეც მივიღებ რამეს და გადამივლის ალბათ რა ჯანდაბას იზავს

Posted by: a-liza 9 Feb 2023, 13:26
ნიაკო12
კარგია, რომ ძალიან არ იწველე sad.gif ყველაფერი კარგად იქნება მომავალში :* ბევრი წყალი მიიღე, რომ ორგანიზმიდან ალერგიის გამომწვევი ტოქსინები მალე გამოვიდეს. გამონადენი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. მეგონა, დამიმთავრდა და ისეთი ნაკადით მოდიოდა ტუალეტში რომ შევდიოდი, ექიმს ვურეკავდი, დენა მაქვსთქო. ანუ,იმის თქმა მინდა, რომ თუ მოიმატა, არ შეშინდე. მთავარია, დააკვირდე, პაკეტები რა სიხშირით გევსება.

Posted by: ნიაკო12 9 Feb 2023, 13:55
analiza
ქუ ისე გასვლას ვაპირებდი საღამოთი დეს გარეთ და არ გავრისკოო? ძალიან რომ დამეწყოს დენაა :/ ახლა ძან ცოტა მომდის დღეს.
ხო წვალებით არ მიწვალია არაფერი სანამ დამეწყებოდა ერთი ეგ არი რო ძან შემეშინდა როგორც ციკლის მოსვლის წინა სიმპტომი მაქვს ხოლმე ის დამემართაა ანუ მთელ ტანშიაჟრუანტელმა დამიარა ცივმაა და ცივი ოფლი მასხავდა სანამ გამომივიდოდა და ასემეგონი ავკანკალდი ან რამე ეგეთი, მერე რო ჩამომივიდა ტვალეტში ვიჯექი სულ და იქ ჩამოვიდა ყველაფერი და ამ ჟრუანტელებმა გამიარა, მარა სიცხემ რომომცა მაინც მაციებდა ტანში. ეგარი რო ტკივილები დიდად არ მქონია,ცოტა წელი მტკიოდა ზურგი და დავლები მქონდახოლმე მუცელში მარა გამაყუჩებლებს ვსვავდი და როგორც ციკლის დროს იცის ზოგთანნ ეგეთები მქონდა მოკლედ რაა. ეგ არი და ეგ ://
* * *
ხო კიდე ყელის გახსნაზე რო ამბობდით, მასეთი რამე საერთოდ ვერ ვიგრძენი და ვფიქრობ მანამდე იყო გახსნილი უკვე ან მე ვერ მივხვდი ვერაფერს? მიტო ვამბობ რომმ წინა დღესს რომ ვიწექი საწოლში ჰაერები გამომდიოდა საშოდანნ. საერთოდ რაც ეს ორსულობა დამიდგა მას მერე მქონდა ხოლმე ჰაერების გამოსვლა შიგადაშიგ,და ახლა გამიხშირდა ის პირველი წამალი რომ მივიღე იმ ღამით, და ალბათ მაგან გახსნა ვითომ უფრო ?

Posted by: narkozeli 9 Feb 2023, 14:00
ნიაკო12

არანაირი ყელის გახსნა არ მიგრძვნია მეც.

ეგ აირები არაა ყელის გახსნასთან კავშირში

Posted by: ნიაკო12 9 Feb 2023, 14:03
narkozeli
ისე რის გამოაა ეს აირებიი, გადატანის მერე მალევე დამეწყო ორსულიბა როგორ კი დადგა ფაქტიურად რამდენიმე დღეში და ძალიან მეუცნაურება,წინა გადატანაზე არ მქონია. მერე გაქრა თითქოს და ახლა ამ ბოლოს მქონდა კიდე

Posted by: Anabeli111 9 Feb 2023, 14:31
ნიაკო12
ეხოზე როდის ხარ დაბარებული? რომ გადაამოწმო. ყველაფერი ერთად თუ ჩამოვიდა, კარგია, მაგრამ მაინც უნდა ინახოს :*

Posted by: ნიაკო12 9 Feb 2023, 14:38
Anabeli111
21ში ვარ დაბარებული ♡

Posted by: mashusha 9 Feb 2023, 22:33
ნიაკო12


მე ორი აბორტი მქონდა თვითნებური. ბავშვი მყავს, აბორტებამდე უპრობლემოდ გავაჩინე.
ორივე აბოეტის დროს, პროგი მქონდა აბალი. ესეც აუხსნელი იყო. პირველზე, უპრებლემოდ მვდიოდი. თუმცა, მაინც მაძლევდა ექიმი პროგს, რადგან ცოტა გვიანი პირველი ორსულობა იყო და თან გზაზე დავდიოდი ყოველ დღე. ბოლოს იმდენად მაღლა ავიდა პროგის მაჩვენებელი, კინაღამ მაგან გამოიწვია მოშლა. ხან რომ ვფიქორბ რატომ მოხდა ის ორი თვითნებური, ცოტა გინეკოლოგს ვაბრალებ. ამ ზედმეტად მიღებულმა პროგრამ ხომ არ გამიზარმაცა ორგანიზმი თქო და მიტომ რომ არ მქონდა დაბალი. პირველი ნაყოფი 11 კვირამდე იყო, საკმაოდ დიდი. ექოზე კარგად ცანდა. მოძრაობდა. სულ თვალწინ მიდგას მისი ხელები, თავი... ყველაფერი... ჯანსაღი იყო ნაყოფი, როცა გამოიკვლიეს. მეორედ შენნაირად დამემართა. ოღონდ, რა განსხვავება იყო იცი? იზრდებოდა ემბრიონი, მაგრამ, პულსაცია არ იყო. ექოსკოპსტი რომ შეეჭვდა, ყოველ სამ დღეში მიბარებდა. მივიდოდი და გაზრდილი იყო ემბრიონ, პულსაცია ისევ არა, მერე ისევ... გაგიჯდა ქალი რა ხდებაო, რატომ არ არის პულსაცია და რანაირად ზრდება ემბრიონიო. ვაგინალურადაც ვნახეთ და მაც არაფერი. მერე მიტხრა, მოდი 1 კვირის მერე და ვნახოთო. რომ მივედი,დაპატარავებული დამხვდა და ცხადია არ იყო პულსაცია. მეც ისე ვებღაუჭებოდი იმედს, იმდენნაირი ,,წინასწარმეტყველური,, სიზმრები ვახე და რაღაცნაირად მქონდა იმედი... ნუ, რას იზამ... მყავს ერთი და მორჩა, არარ გავრისკე. ორი აბორტი ბევრი იყო ჩემთვის. მესამეს ვეღარ გავუძლებდი. თან 40-ის ზემოთ ვეღარ გადავწვიტე მინდოდა თუ არა ბავშვი, თან საკეისრო მქონდა გაკეტებული და პირველ აბორტზე დამიზიანეს საკეისროს ნაკერი, კინაღამ მომკლეს. ხოდა, გარისკვაც შემეშინდა. მოკლედ, მე მყავს შვილი და შენ დამიჯერე, წინ გაქვს ეს ბედნიერება. არ განუგეშებ, უბრალოდ მჯერავს. 21-ე საუკუნეში სხვანაირად ვერც მოხდება. დღეს ჩემი შვილის ნათლიას გაუჩნა... თუ არ ვცდები 6 წელი იბრძოლა...
იქნება, შენც იცი რომ იქნება. ამ გზის გავლაა რთული და მესმის!

Posted by: ნიაკო12 9 Feb 2023, 23:13
mashusha
წავიკითხე თქვენი ამბებიც ((( ძალიან რთული გზა გაქვთ გავლილი როგორც უმრავლესობას,

კი იქნება ყველაფერი ეგ მჯერა ათასი პროცენტით უბრალოდ მალე რო გინდაა და ცდა აღარ გინდა ადამიანს კიდე ეგ არის და ამ გზაზე რა სირთულეებს გაფავაწყდებით კიდევ ეგეც რომარ ვიცით ეგეც არის თორე აუცილებლად იქნება ჩემთანაც და ყველასთან ვინც ამ რთულ გზაზე ვართ.♡
* * *
მოკლედ, ქავილით მოვკვდი ამ საღამოს რასაც ქვიაა, ამ ღამით და რაც არ ვიყავი უარესად ავჭრელდი და ავწითლდი, არ მოიქაოო მეუღლემ უარესიაო მარა როგორ გინდა გაუძლოო, ხვალ დავრეკავ კლინიკაში და ჩავეწერები ალერგოლოგთან იქნება იყოს ხვალვე რომ მივიდე და აღარ გადამედოს ჭირი მეტაკა ყველაფერთან ერთად, არა და არ გამიარაა, დღისით არ მექავებოდა და საღამოთი რომ ამიტყდა მტრისასს, ვერ ვიძინებ მიხურს ტანი sad.gif
* * *
და მიღიტინებსს მეწვის კანი რომოვიქავე უფრო ://
* * *
დავგუგლე და ზოგიერთი ადამიანიათვის ალერგიული ყოფილა ეს მედიკამენტოზური აბორტის წამლები, და ერთ-ერთიც მე ვარრ.

Posted by: narkozeli 10 Feb 2023, 10:59
mashusha

99% დარწმუნებული ვარ რომ თრომბოფილია გაქვს და მაგიტო შეგიწყდა((
პროგის დოზის ზედა ზღვარზე ყოფნა არ იწვევს შეწყვეტას, მაგ ვადაზე ხო საერთოდ, პლაცენტარული კვება იწყება და პროგი აღარაფერ შუაშია sad.gif

Posted by: mashusha 11 Feb 2023, 12:12
narkozeli


არ გამოვრიცხავ. გაფართოებული დე დიმერი კი გამაკეთებინეს და არ მქონა ცვლილება. რაღაც უნდა გამეკეთებინა კიდევ, მაგრამ, მგონი ის ორსულობაში კეთდება და ვეღარ მოვასწარი მეორეზე : ))) გაფართოებული დე დიმერი მოვასწარი მხოლოდ : ))

ისე, დედაჩემი მე-8 ტვეში იყო ორსულობის, ნაყოფი მოუკვდა მუცელში. მიფიქრია, ვინ იცის დაითრომბა პლაცენტა თქო. თუმა, ჩემი უფროსი ძმა ხომ ჰყავს უპრობლემოდ გაჩენილი და არც ცემზე ჰქონია პრობლემა.

Posted by: narkozeli 11 Feb 2023, 13:00
mashusha

კოაგულოგრამა და დ დიმერი (გაფართოვებულიც) აქ ვისაც თრომბოფილიები გვაქვს, ყველას სულ იდეალური გვაქვს ხოლმე სამწუხაროდ ((

მეც მყავს ვაჩე უპრობლემოდ გაჩენილი, მარა მეც კი 3 გენის მუტაცია მაქვს

Posted by: mashusha 11 Feb 2023, 18:35
narkozeli

რა ჰქვია მაგ ანალიზს , ჩემი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მაინც გავიკეთებდი. ისე მეორეზე მითხრეს, ენდომეტრიუმი არ გაქვს სამშრიანი და კვება შეიძლება ვერ მიმდინარეობდა კარგადო

Posted by: narkozeli 11 Feb 2023, 18:57
mashusha

სამშრიანი რომ არ ყოფილიყო, წესით ორსულობა ვერ დადგებოდა.

ანალიზს ქვია გენეტიკურ თრომბოფილიაზე კვლევა. კლინიკა გენომიქსში 380 ლარი ჯდება 7 გენზე კვლევა. ჯანმრთელობის სახლში 500 ღირს

Posted by: mashusha 11 Feb 2023, 19:12
narkozeli

უი, მაგ გენის დედგენა მე ახლა არაფერა არ მომცემს და 500 ლარი ნამდვილად მებევრება.
აბირტის შემდეგ ხომ გატხელებული მქონდა კედელი, ენდომეტრუმც თხელი მქონდა. პერიოდულად დავდიოდი ექოს კონროლზე. კედელი იყო საშინელ მდგომარეობაში, ჯიბე ჰქონდა გაკეთებული, გამობერილი იყო და ვამოწმბდი რამე ცუდი არ მომხდარიყო. რამდენიმე თვე არ მივედი. ბბოლოს მივედი ზუსტად ორსულობის წინა თვეს. მაშინ ექოსკოპისტმა მიტხრა ეონდომეტრიუმც 6 თუ 7 მილიმეტრი გაქვსო, მაგრამ, სამშრიანი არაა და აქ ალბათ ორსულობა აღარ დადგება მიუხედავად იმისა, რომ ის პრობლემა რაც გქოდა სრულად მოგვარებულაო. რალურად იმ პრობლემას გაუსვა ხაზი. აღარავინ ელოდება რომ საშვილოსნოს ედელი არდგებოდა ისეთ დღეში იყო. ასაკიც პატარა რომ გქონდეს, ისე ცუდად არს დაზიანებული, საეჭვა ამის აღდგენაო. ხოდა, ძრიტადი აქცენტი მეც და ექოსკოპსტსაც სასვილოსნოზე გვქნოდა. ძალიან გაგვიხარდა ორივეს კედლის აღდგენა, ამოვსუნტქე, ვშფოტავდი მაინც. არც ორუსლობას ვგეგმავდი. რაღაც სასწაულებრივად მოხდა ორსულობა, მაგრამ, ვერ განვიტარდა. ახლა ანალიზის ფასი რომ მიტხარი საბოლოოდ მივხვდი რომ ბოლომდე კიტხვის ნიშნის ქვეშ დარცება ჩემთვის მქონდა თუ არა გენეტიკური თრომბოფილია. გოგოს დედა ვარ და თუ 500 ლარი ზედმეტი მექნება, მაინც გავიკეთებ, ვიცოდე რა გენები გადავეცი ბავშვს smile.gif) ამ ეტაპზე მენანება..

Posted by: Anabeli111 11 Feb 2023, 19:23
mashusha
მარტო ბავშვის გამო არა. თქვენი ჯანმრთელობის გამოც საჭიროა, რომ ასაკში თავიდან აიცილოთ დათრომბვა ...

Posted by: ქეთუნა_89 10 Mar 2023, 11:13
გამარჯობა გოგოებო, ახალი ვარ ამ ჯგუფში და საერთოდ ფორუმზე smile.gif სამწუხაროდ ჩემ გარშემო არავის არ გააჩნია ჩემთან ოდნავ მაინც მიახლოებული გამოცდილება და დავიღალე უკვე უაზრო და არაკომპეტენტური რჩევებით. დიდი ხანია თვალს ვადევნებ ამ ჯგუფს და თქვენი გაზიარებული გამოცდილებებით ბევრად უფრო ვმშვიდდები და ვხვდები, რომ მარტო არ ვარ და ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთს ამხნევებთ და მხარში უდგებით.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილებაც: 3 წელზე ორდნავ მეტია რაც დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ ამ საკითხზე "მუშაობა" smile.gif 1 წელი არ დგებოდა ორსულობა. ჩავიტარე უამრავი კვლევა, ყველა ჰორმონი, ფარისებრი, ოვულაცია, ფოლიკულები, ა.შ ყველაფერი ნორმაში იყო. ჩემი მოთხოვნის საფუძველზე გამიკეთეს ასევე კვლევა თრომბოფილიებზე და აღმომაჩნდა სამი გენის მუტაცია (PAI-1, II ფაქტორი, MTHFR). დადგენის მომდევნო ოვულაციიდანვე დავიწყე კარდიომაგნილი და დადგა ორსულობა, ორსულობის დადასტურებიდან დამაწყებინეს ჰეპარინის ნემსები, ასევე ვიღებდი პროგესტერონს და კვირაში ერთხელ ვიკონტროლებდი კოაგულოგრამასაც და პროგესერონსაც, ყველაფერი იყო ყოველთვის ნორმის ფარგლებში. ნაყოფი ვითარდებოდა გადასარევად, გულისცემა ძლიერი (6 კვირაზე და 8 კვირაზე). 12 კვირაზე რომ მივედი მორიგ ეხოზე, უცებ მატყობინებენ რომ გულისცემა არ არის და ნაყოფმა შეწყვიტა განვითარება 8,5 კვირაზე. წარმოუდგენელი შოკი მქონდა, აი მიწა რო გამოგეცლება და ცა რო ჩამოგემხობა თავზე ერთდოულად. მიზეზი ვერ გავიგეთ, გამოფხეკის შემდეგ მორფოლოგიურმა კვლევამ დიდი ვერაფერი გამაგებინა.
3 თვეში ისევ დადგა ორსულობა, ამჯერად ნაყოფი 2 კვირით ჩამორჩებოდა განვითარებას და გულისცემამდე ვერც მიაღწია ისე შეწყვიტა არსებობა 6 კვირაზე, ზუსტად იგივე განმეორდა მესამე ორსულობაზე, რომელიც აქედან 4 თვეში დადგა ისევ თავისით ბუნებრივად.
სამივე ორსულობის დროს და ასევე შუალედებშიც ვიღებდი სისხლის გამათხელებლებს, ვიტამინებს, პროგესტერონს, ინგენსიურად გადავედი ჯანსაღ კვებაზე და ჯანსაღი ცხოვრების სტილზე.
მიზეზს ისევ ვერ მეუბნებოდნენ ექიმები, იქიდან გამომდინარე რომ მეუღლეს ძალიან კარგი სპერმა აქვს (რამდენიმე სპერმოგრამით და დნმ ფრამენტაციის კვლევით გადავამოწმეთ), აბრალებდნენ ჩემი კვერცხუჯრედების ხარისხს - რაშიც რა ვქნა მაგრამ ძალიან მეპარებოდა ყოველთვის ეჭვი. დამატებით ჩავიტარეთ ისევ კვლევები: კარიოტიპირება, ანტიფოსფოლიპიდები, ისევ ჰორმონები.. ისევ ყველაფერი ნორმაში იყო. ექიმების პასუხი - ვერ გეუბნებით რა არის მიზეზი, უბრალოდ მკლავდა! გამოვიფიტე, დავიღალე, გავნადგურდი sad.gif
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მივაგენი როგორც იქნა ექმს რომელიც დამეთანხმა იმაში, რომ ჩემი შეწყვეტილი ორსულობები კვერცხუჯრედების დაბალი ხარისხის გამო არ იყო და დამინიშნა დამატებით კვლევები, რის შედეგადაც აღმომაჩნდა მომატებული კარდიოლიპინები. გენეტიკურ თრომბოფილიასთან ერთად კარდიოლიპინები კიდევ უფრო ამძიმებს კოაგულაციას თურმე. თან როგორც ჰემატოლოგმა მითხრა სისხლის გამათხელებლები უშედეგოა მომატებული კარდიოლიპინების დროს. სასწრაფოდ გამაკეთებინა პლაზმოფერეზი, რათა შეგვემცირებინა ანტისხეულების რაოდენობა სისხლში.

თუ გქონიათ ვინმეს გამოცდილება პლაზმოფერეზთან და თუ მოუცია შედეგი, ძალიან დამეხმარებით რჩევებით .

ბოდიში ამხელა პოსტისთვის!

Posted by: Freni_99 10 Mar 2023, 12:57
ქეთუნა_89
ვწუხვარ თქვენი გამოცდილების გამო.
წეროების ჯგუფშიც დაპოსტეთ, იქ უფრო გამოგეხმაურებიან. პლაზმოზე ბევრი სიკეთე მსმენია.

Posted by: ქეთუნა_89 10 Mar 2023, 13:54
QUOTE
ქეთუნა_89
ვწუხვარ თქვენი გამოცდილების გამო.
წეროების ჯგუფშიც დაპოსტეთ, იქ უფრო გამოგეხმაურებიან. პლაზმოზე ბევრი სიკეთე მსმენია.


მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: narkozeli 10 Mar 2023, 15:15
ქეთუნა_89

პირველ რიგში ვწუხვარ შენი გამოცდილების გამო. სამწუხაროდ ვიცი ეს რა მტკივნეულიცაა, მეც გამოვცადე.
თრომბოფილიები ჰომოზიგოტურები გაქვს?

მე ვფიქრობ გამათხელებლები უფრო დიდი დოზა გჭირდებოდა სავარაუდოდ.

ეკა კორკოტაშვილთან მისვლას გირჩევდი.

Posted by: ქეთუნა_89 10 Mar 2023, 16:19
QUOTE (narkozeli @ 10 Mar 2023, 15:15 )
ქეთუნა_89

პირველ რიგში ვწუხვარ შენი გამოცდილების გამო. სამწუხაროდ ვიცი ეს რა მტკივნეულიცაა, მეც გამოვცადე.
თრომბოფილიები ჰომოზიგოტურები გაქვს?

მე ვფიქრობ გამათხელებლები უფრო დიდი დოზა გჭირდებოდა სავარაუდოდ.

ეკა კორკოტაშვილთან მისვლას გირჩევდი.

ჰეტეროზიგოტული მაქვს ყველა, ამის გამო არ მიმატებდნენ დოზას, თურქეთშიც კი გავიარე კონსულტაცია სტამბულში, და იქ მითხრეს ჰეტეროზიგოტულ თრომბოფილიებზე საერთოდ არ ვნიშნავთ გამათხელებლებსო. გაიგე ეხლა ვინაა მართალი sad.gif

ჰემატოლოგთან თოფურიძესთან დავიწყე სიარული ძალიან მიქეს, ეკა კორკოტაშვილსაც ვნახავ, დიდი მადლობა რჩევისთვის

Posted by: narkozeli 10 Mar 2023, 17:05
ქეთუნა_89

ხოო, ჰეტეროებზე ცოტა საეჭვოა ამდენი მოშლა sad.gif ეკას იმიტომ გირჩევ რომ მსგავსი რთული ანამნეზის ფორუმელი ვინც გვყავდა, ეკამ ყველა მშვიდობიანად გაიყვანა ბოლოში.

Posted by: ლიკუნა@ 8 Aug 2023, 14:18
გამოფხეკა ღუდუშაურში ვონმეს ლალი მელიასთან გაუკეთებია?

Posted by: Tua 8 Aug 2023, 17:19
ლიკუნა@
ლალი მელიასთან არა მაგრამ მაგ ვადაზე არ აღძრავენ მშობიარობას ? პლაცენტას ფხიკავენ მერე როგორც ვიცი ❤️ არინეევიულო ყველაფერი კარგად იქნება ❤️მე ჩემს თავს დავაჯერე , რომ ყველაფერი კარგად იქნება შესაბისად ყველაფერმა კარგად ჩაიარა ❤️

Posted by: ლიკუნა@ 8 Aug 2023, 19:14
Tua
მადლობა დიდი ❤️ სისხლდენა მქონდა საშინელი და შემეშინდა.. ჩაიარა ახლა ყველაფერმა, თავს ნორმალურად ვგრძნობ..თუ ვინმეს რამეში გამოადგება ეს ისტორია დავწერ ცოტა აზრზე რომ მოვალ დაწვრილებით.. მადლობა თბილი სიტყვებისთვის❤️შველის ამ დროს

Posted by: Tua 8 Aug 2023, 19:31
ლიკუნა@
სისხლდენა მეც მქონდა სადღაც 1-2 საათი სასწაული არშეგეშინდეს არაფერი აღრა გექნება აწი წვეთები იქნება პაკეტიც არდაგჭირდება, დღემდე მაქვს მე ხანდახან ხოლმე უცნაური გამონადენივით

Posted by: a-liza 8 Aug 2023, 19:50
როგორ არ მიყვარს ამ თემაში სიახლეები რომ გამოჩნდება sad.gif ლიკუნა@ ძალიან ვწუხვარ.. გამოცდილი მაქვს და მესმის რასაც გრძნობ... ყველაფერი კარგად იქნება... <3

Posted by: ლიკუნა@ 8 Aug 2023, 20:49
a-liza
გაიხარე მადლობა❤️
Tua
მე გამოფხეკამდე მქონდა, საიტოტეკი ჩავწუწნე ერთი აბი და 20-30 წუთში დაიწყო საშინელება, საპირფარეშოდან ვერ გამოვდიოდი, უწვეტი ნაკადი..მერე გადაწყდა გამოფხეკა

Posted by: Tua 8 Aug 2023, 20:55
ლიკუნა@
ვაკუუმ ასპირაცია რატომ არა? კი საიტოტეკმა იცის ეგრე გამოცდილება მაქვს მაგისი 2 ჯერ სამწუხაროდ..

Posted by: ლიკუნა@ 8 Aug 2023, 22:16
Tua
არც განუხილავთ.. მეც ჩამიწუწნია აქამდეც და ნორმალურად წავიდა პროცესი.. ახლა ცუდი ის იყო რომ კლექსანზე და პლეირისზე ვიყავი, დილით მქონდა გაკეთებული, თან სისხლიანი გამონადენიც მქონდა უკვე და საიტოტეკის ჩაწუწვნა არ იყო მგონი სწორი გზა
ეგ კი არა, მაწვალეს კარგად, ამ სისხლდენის მერეც, სარკე ჩამიდგეს, ხელით გამსინჯეს და მერე გამომფიხიკეს პ.ს ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ეხო და ნაყოფი გამოძევებული იყო

Posted by: ნიაკო12 8 Aug 2023, 22:24
ლიკუნა@
ღმერთმა აღარ გამოგაცდევინოს ასეთი ცუდი დღეები, ახლა როგორ ხარ ისევ გაქვს სისხლდენა?

Posted by: ლიკუნა@ 8 Aug 2023, 22:40
ნიაკო12
მადლობა❤️ არა, ახლა კარგად ვარ, გამონადენი მაქვს მენზისმაგვარი, სისხლდენა აღარ

Posted by: narkozeli 8 Aug 2023, 22:50
ლიკუნა@

ყველაზე რთული გადაგიგორებია❤️

წინ ბევრი საინტერესო ამბები გაქვს დარწმუნებული ვარ❤️ შენს ორ ლამაზ და ჭკვიან შვილთან ერთად❤️❤️❤️❤️

Posted by: ლიკუნა@ 8 Aug 2023, 23:40
narkozeli
❤️❤️❤️ მეც მჯერა.. შეიძლება გაგიკვირდეს და ამ 5-6 კვირამ ბევრი რამე შეცვალა, ბევრი რამე გადავაფასე, ადამიანებიც კი, ჩემი კარგად ყოფნის აუცილებლობაც სხვანაირად დავინახე, თავს რომ უნდა გავუფრთხილდე, ბევრი რამის შეცვლას ვაპირებ, მწარე მარა გაკვეთილი იყო..

აქ მაინც დავწერ, ხათუნა შაიშმელაშვილს რომ არასწორად არ ემართა ჩემი ტოქსიკოზი და ყველაფერზე არ ეძახა (გაფასხმაზეც კი) 12 კვურაზე გაგივლის გაიჭირვე ცოტა, რას იზამ ორსულად ხარო, დიდი შანსი იყო ეს ინფექცია დამემარცხებინა.. მე მაღალ სიცხეებს ფაქტიურად 0 იმუნიტეტით დავხვდი.. პ.ს. ყველაზე მთავარი, კვირას დავურეკე 40 სიცხით სისლდენით, ხვალ ეხო გსიკეთეო, კლექსანს იკეთებო და მეტი რა ვქნაო, იმის მერე არ მოვუკითხივარ..რაც არის არის, სხვამ
მინდა გაითვალისწინოს❤️

Posted by: narkozeli 9 Aug 2023, 15:05
ლიკუნა@
QUOTE
❤️❤️❤️ მეც მჯერა.. შეიძლება გაგიკვირდეს და ამ 5-6 კვირამ ბევრი რამე შეცვალა, ბევრი რამე გადავაფასე, ადამიანებიც კი, ჩემი კარგად ყოფნის აუცილებლობაც სხვანაირად დავინახე, თავს რომ უნდა გავუფრთხილდე, ბევრი რამის შეცვლას ვაპირებ, მწარე მარა გაკვეთილი იყო..


ზუსტად მასეა.

ეს რთული დღეები რაღაცეებს სხვანაირად გვაფასებინებს, მე მეუღლესთანაც სხვანაირად დამაახლოვა, ვისაც შვილი/შვილები გვყავს- იმათთანაც სხვანაირი ურთიერთობა მოდის თითქოს ამ მძიმე დღეების მერე...


QUOTE
აქ მაინც დავწერ, ხათუნა შაიშმელაშვილს რომ არასწორად არ ემართა ჩემი ტოქსიკოზი და ყველაფერზე არ ეძახა (გაფასხმაზეც კი) 12 კვურაზე გაგივლის გაიჭირვე ცოტა, რას იზამ ორსულად ხარო, დიდი შანსი იყო ეს ინფექცია დამემარცხებინა.. მე მაღალ სიცხეებს ფაქტიურად 0 იმუნიტეტით დავხვდი.. პ.ს. ყველაზე მთავარი, კვირას დავურეკე 40 სიცხით სისლდენით, ხვალ ეხო გსიკეთეო, კლექსანს იკეთებო და მეტი რა ვქნაო, იმის მერე არ მოვუკითხივარ..რაც არის არის, სხვამ
მინდა გაითვალისწინოს❤️


აბსოლუტურად გეთანხმები, ადრეც ვთქვი და დავწერ კიდევ, ჩემი სტილი არაა ვიღაცეების ლანძღვა გინება. ხათუნამ მიმაყვანინა პირველი ორსულობა 38 კვირამდე მაგრამ მეორეზე როგორც კი პრობლემას შევეჩეხე, აღმოჩნდა სრულიად უუნარო, უსუსური და პიროვნულადაც არც ისე კარგი ადამიანი.
მეც აღარვის ვურჩევ ხათუნას ჩემი გამოცდილების მერე, არადა პირველ ორსულობაზე სხვებთანაც გავუწიე არაერთხელ რეკომენდაცია მაგრამ სირთულეების წინაშე გამოაჩინა რეალური სახე.
ჩავლილზე ლაპარაკი არ ღირს მაგრამ შანსი არსებობს რომ ძლიერ ექიმს, უკეთ ემართა შენი შემთხვევაც...

Posted by: emiblack 9 Aug 2023, 16:42
ლიკუნა@
ძალიან ვწუხვარ (( აუცილებლად ჩაივლის ეს ცუდი დღეები . ტოქსიკოზს რაც შეეხება , მე მქონდა და ლამის ყველაფერი მაქვს გადაკითხული . არ არსებობს არაფერი რომლის ეფექტურობა დადასტურრბულია, ან რომლის უსაფრთოებაც დადასტურებულია . თუ სხეულის მასის კრიტიკული პროცენტს იკლებს ორსული, მაშინ კეთდება გადასხმა და ხდება მედიკამენტის ჩართვა, თუმცა სამწუხაროდ ეფექტი დადასტურრბული არ არის . სისხლდენის დროს უყურადღებობა ხო კატსტროფაა ((( მე მშობიარობის შემდგომ პლაცენტის ნარჩენი რომ დავბადე და ნაწილი კიდევ ჩარჩა , ისე გამოვაძევე ბოლოს რო მეანს არც მოუკითხავს . მანამდეც გულგახეთქილმა რომ დავურეკე და მეშინოდა დღეების ბავშვი უდედოდ არ დარჩენილიყო ასე მითხრა ორშაბათს გაიკეთე ექოსკოპია თუ არ იშლიო ((( არ ვიცი, მართლა არ ვიცი რანაირად შეუძლიათ ასეთი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა . კიდევ კარგი უკან დარჩა ახლ ყველაფერი და წინ ბევრი სიხარული გელის <3

Posted by: ლიკუნა@ 9 Aug 2023, 17:06
emiblack
მადლობა დიდი ❤️ კი, მესმის და ვიცი რასაც ამბობ და კონკრეტულად ტოქსიკოზის წამალს მეც ვუფრთხოდი და არ მითხოვია, მარა რაც ცოტა აზრზე მოვედი ახლა, რაღაცეები მახსენდება და ვბრაზდები, გემოგლობინი დაბალი მქონდა და მაინც ტოქსიკოზი გაქვს და რა დაგინიშნო რკინას მაინც ამოიღებ უკანო, კიდევ მითხრა მსგავსად სხვა წამალზე.. ამ დროს ნემსს ან გადასხმას არ ნიშნავენ?! ტოქსიკოზიანები დაბალი გემოგლობინით მოკლა უნდა?! ორ ნაბიჯს ვერ ვდგამდი დიდი ძალისხმევის გარეშე, იცოდა ეს მან..

Posted by: Freni_99 9 Aug 2023, 17:23
ლიკუნა@
ძალიან ვწუხვარ ამ ცუდი გამოცდილების გამო sad.gif
ვადევნებდი შენს ამბებს თვალს და რატომღაც მეგონა, არ დამთავრდებოდა ასე.
ექიმი ცალსახად ცუდად იქცეოდა ყველა ეტაპზე, ჩემი, არაპროფესიონალი თვალითაც კი ასე ჩანდა ნამდვილად.
თან, როცა ცუდად ხარ, ყველაფერს ვერ აქცევ სათანადო ყურადღებას და ნელ-ნელა უფრო ბრაზდები ეხლა, ეგ ბუნებრივია.
ბოლო ცუდი ამბავი ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში <3

Posted by: blear_witch 9 Aug 2023, 18:45
ლიკუნა@

რა იდიოტიზმია ახლა ეს, სობერიფერზე რო გულისრევები დამეწყო, შემიცვალეს გალფერით და დავისვენე. ყველა რკინა ერთნაირად არ მოქმედებს და ყველაპაციენტი ერთნაირად არ რეაგრებს, ხომ უნდა ეცადა მაინც?

Posted by: emiblack 9 Aug 2023, 20:34
ლიკუნა@
უო რას ამბობ ((( კო როგორ არა მე მე4 კვირიდანვე მომიწია მიღება . არ ამომქონდა სხვათაშორის. ძაან რთულია როცა ასეთ უპასუხისმგებლობებს ხვდები((

Posted by: ლიკუნა@ 12 Aug 2023, 12:28
Freni_99
მადლობა ❤️ კი მასე იყო ზუსტად, საკუთარ თავზეც ვბრაზდები, მარა დაკარგული მქონდა საღად აზროვნების უნარი..
blear_witch
ზოგადად ადვილად არ ვლანძღავ ექიმს, ხათუნა ნამდვილად არაპროფესიონალურად მოიქცა ჩემს შემთხვევაში თან ერთჯერ არა.. ამ გადასახედიდან ბევრ რამეს შევცვლიდი, მაშინ თავი არ მქონდა სამწუხაროდ..
emiblack
თან მე საკმაოდ დაბალი მქონდა და 12 კვირას ელოდებოდა..


პ.ს. ღუდუშაურშიც ბევრი შეცდომა იყო მერე, დაწვრილებით გარკვეული მიზეზების გამო აქ ვერ დავწერ..ერთი რჩევა ღუდუშაურში ან არ უნდა შეხვიდე ან ე.წ. სერიოზული პატრონი (ნაცნობი ექიმი არ შველის ოღონდ) გჭირდება, იმ წამსვე შეიცვალა დამოკიდებულებიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული.. ბოლო ყოფილიყოს ჩემი ცუდი ამბავი აქ და ბედნიერ დედობას გისურვებთ ყველას ❤️

Posted by: a-liza 26 Dec 2023, 16:08
მეორედ მომიწია აქ დაპოსტვა სამწუხაროდ.. ახლა ვზივარ და ვწუწნი
4 აბ საიტოტეკს და ველოდები ...

Posted by: narkozeli 26 Dec 2023, 16:20
a-liza

წესით საკმაოდ მარტივად ჩაივლის ( ფიზიკურ სიმარტივეს ვგულისხმობ) ძაან პატარაა ზომაში. გამაყუჩებელი ხომ დალიე/გაიკეთე? მზად გქონდეს ყველაფერი❤️ ბევრი საფენი, გამაყუჩებელი და ყველაზე საყვარელი ადამიანები გვერდით.
ბოლო ტკივილი იყოს ეს და 2024დან ახალი ცხოვრება, ახალი იმედებით❤️ გოგიმ თავისდაცვაზე გითხრა რამე? ახალი გაიდლაინებით არაა აუცილებელი დალოდება მარა გოგი რატომღაც 6 თვეს ეუბნება, მეც მასე მითხრა და ძაან მებევრება.

Posted by: lika_law 26 Dec 2023, 16:25
sad.gif ძალიან კარგად იქნები, ანალიზ. უკანასკნელი გულისტკივილი და ფიზიკური ტკივილი ყოფილიყოს ეს ყოველივე შენთვის. შენს გვერდით ვართ

Posted by: a-liza 26 Dec 2023, 16:34
narkozeli
კეტანოლ დუო დავლიე 15 წუთით ადრე . ეგეც დეფიციტში ყოფილა და ბოლოს სახლში აღმოვაჩინე. მედროლგინი მაქვს ნემსი დანიშნული ძლიერი ტკივილის დროს. ვფიქრობდი ,პირდაპირ ნემსს გავიკეთებთქო, მაგრამ გავჩერდი. გოგიმაც მითხრა, ეს თუ უფრო პატარაა, მაშინდელივით არ გეტკინებაო. თავის დაცვაზე არ გვისაუბრია. არაფერი უთქვამს , არც მე მიკითხავს. ეგ იყო, გამოტუმბვა თუ დამჭირდა, ორსულობაში ხელს ხომ არ შემიშლისთქო და არ შეგიშლისო. თავიდან არც ამოუღია ხმა, ასისტენტთან მქონდა კომუნიკაცია. მერე უფრო წამოვიდა კონტაქტზე. დაზღვევა გაქვსო? კი, მაგრამ არამგონია აანაზღაუროსთქო. ჩავწერ შეწყვეტილს და რატომ არაო, . ძალიან გაწვალებენ არაო? არადა, გამრავლებისკენ მოგიწოდებენო. საბოლოოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. აი, ახლა გავიდა ზუსტად 30 წუთი, და ერთი ორჯერ მუცელში ცოტა გამკრა ტკივილმა. ისე, გუშინდელიდან ღია ჩალისფერი გამონადენი მქონდა . როგორც ჩანს, უკვე დაწყებული იყო ჩამოშლა. მერე საღამოსკენ გამუქდა, მენსტრუაციის დასაწყისში რომ იცის ეგრე. დღეს ძალიან შავია.. მაგრამ რაოდენობა ბევრი არ იყო.
* * *
narkozeli
lika_law
მადლობა გოგოებო❤❤ ნეტა არავის უწევდეს ამ გზის გავლა, რასაც ახლა გავდივარ და უმრავლესობას გავლილი აქვს.

Posted by: Iceicebaby 26 Dec 2023, 16:40
a-liza
მაზეჟიკი არის ძალიან ძლიერი და ეფექტური გამაყუჩებელი, ჩემი გამოცდილებით, აბა ეგეც დალიე თუ დაგჭირდა მერე.

Posted by: a-liza 26 Dec 2023, 16:41
narkozeli
QUOTE
გოგიმ თავისდაცვაზე გითხრა რამე? ახალი გაიდლაინებით არაა აუცილებელი დალოდება მარა გოგი რატომღაც 6 თვეს ეუბნება, მეც მასე მითხრა და ძაან მებევრება.
რა ამბავია 6 თვე, მე ალბათ არც მეტყვის თავის დაცვას ასაკის გათვალისწინებით, 6 თვე კი არა, ალბათ გულში ფიქრობს, მალე ქენიო...

* * *
მაჟრიალებს ტანში და არ მახსოვს, იცის ამ წამალმა? თუ უბრალოდ, მე ვარ ახლა ნერვებზე
* * *
Iceicebaby
ავერსის აფთიაქში ვიკითხე კეტონალ დუო რომ არ ჰქონდათ და რამე სხვა ძლიერითქო. რისთავის გინდაო და რომ ვუთხარი, ეგ წამალი ახსენეს მგონი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მერე არაო, კუმშვის საწინააღმდეგოაო, თუ რაღაც...

Posted by: ნიაკო12 26 Dec 2023, 16:45
a-liza
ბოლო ცუდი ამბავი ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში და ამის მერე სულ ფერად-ფერადი დღეებით გაგელამაზოს დღეები ❤️

Posted by: mashusha 26 Dec 2023, 17:31
a-liza


ლიზა, შენთან გვიგული.
მე ორჯერ გავიკეთე გამოტუმბვა, თან ერთხელ 11 კვირის ნაყოფი იყო, ანუ საკმაოდ დიდი, არ შეუშლია ხელი მომდევნო ორსულობისთვის. არ შეშინდე არც მაგაზე.
მომავალში სხედან შენი შვილებიდ აგელოან როდის მიხვალ. ხომ იცი რომ ასეა. ახალი წლის ჯადოსნური ღამისთვის, ყველა ტკივილი უკვე უკან იქნება <3

Posted by: adeline 26 Dec 2023, 23:07
a-liza
არ შეგეშინდეს; უმარტივესად ჩაიარა ჩემთან მედიკამენტოზურმა. არც ტკივილი არ მქონია. ორივე შეწყვეტილი ორსულობა უპრობლემოდ ამინაზღაურა დაზღვევამ: პირველზე გამოტუმბვა იყო და მეორეზე მედიკამენტოზური. აბორტი, როგორც წესი, არ ანაზღაურდება, მაგრამ შეწყვეტილი თუა ორსულობა, უპრობლემოდ ანაზღაურებენ მაგ შემთხვევაში.

Posted by: Watermelon_Sugar_Hi 27 Dec 2023, 12:38
a-liza
როგორ ხარ? როგორ ჩაიარა?

Posted by: narkozeli 27 Dec 2023, 13:16
a-liza

დღეს გექნებოდა წესით ყველაზე მეტო გამონადენი (ჩემთან ასე იყო)
კი ჟრიალით ზუსტად მასე მაჟრიალებდა მეც, ნორმაა.

Posted by: a-liza 27 Dec 2023, 14:18
გოგოებო, მადლობა ყველას ❤ ტკივილები არ მქონია, ოდნავ დამიარა მუცლის
ტკივილმა რამდენჯერმე, მერე ჩამოვიდა რაღაც სქელი მრგვალი და შიგნითაც თითქოს პარკივით ჩანდა, მუქი. მერე საფენზე იყო გამჭვირვალე მასა, ჭიპლარივით გაგრძელებული და მასზე მიბმული მუქი , 3 მმ-იანს კი ჰგავდა , ან ცოტა მეტი. ვფიქრობ, ეგ ხომ არ იყო ემბრიონი და სანაყოფე კიდევ ის გამჭვირველეთქო. არც წუხელ და არც დღეს არ მაქვს ბევრი გამონადენი. დღეს თითქმის არაფერია და მეშინია, ასე ცოტა რატომ იყო გუშინაც და დღეს საერთოდ. სამსახურში ვარ, ვმოძრაობ, მაგრამ არც არაფერი.. ასე შეიძლება შეწყდეს გამონადენი? ოდნავ მაქვს საფენი დასვრილი.

Posted by: narkozeli 27 Dec 2023, 14:31
a-liza

ჩემი პოსტები გემახსოვრება, ერთი დღე მქონდა ფაქტიურად გამონადენი. მე5 დღეს ( თუ სწორად მახსოვს) წავედი ეხოზე ( არადა 2 კვირაში დამიბარა გოგიმ). გვასალიამ გადამიღო და ღრუ თავისუფალია არაფერი აღარააო.

Posted by: a-liza 27 Dec 2023, 15:04
narkozeli
პირველი გამოცდილებიდან მეტს ველოდი, ასე ცოტა გამონადენით მეეჭვება რამე გამოსუფთავდეს, რა ვიცი... რატომ არ მოდის მეტი? დავურეკო ვითომ? დღევანდელ დღესაც შევხედავ..

Posted by: ნიაკო12 27 Dec 2023, 16:21
a-liza
მეც არ მქონია ბევრი, პირველ დღეს იყო ერთიანად და მეორე დღიდან ცოტ ცოტა. სრულად როდის გამიარა არ მახსოვს მაგრამ ის პაკეტები შეკვრა რაც მქონდა ნაყიდი დიდები შემომრჩა ისე, არ დამჭირვებია. აწ უკვე მშობიარობის შემდეგ გამოვიყენე. გულით გისურვებ 9 თვეში შენც ეგრე გამოგეყენებინოს კარგი საქმისთვის ❤️ და ცუდი ამბები უკან მოგეტოვებინოს. ❤️
* * *
a-liza
დღეს უკეტესად ხარ?

Posted by: narkozeli 27 Dec 2023, 17:46
a-liza

არის დიდი შანსი რომ არც არაფერი იყოს დარჩენილი, ეხოზე როდის ხარ დაბარებული? ცოტა ადრე მიდი


Posted by: a-liza 27 Dec 2023, 18:38
ველაპარაკე დღეს გოგის ასისტენტს. გოგისთან მომერიდა დარეკვა. ალბათ ჩამოვიდაო და არააო პრობლემა . ცოტა ადრე მოვალმეთქი ექოზე. 8-ში მიწევდა, და 5-ში მოდიო. მანამდე მაინც სულ უქმეებია, ისე თუ მივალ და გავიკეთებ ჩემით ან ისევ გაგუაში ან სადმე.

Posted by: narkozeli 28 Dec 2023, 17:50
a-liza

ღმერთით, მშვიდობა დაგხვდება!❤️

Posted by: adeline 30 Dec 2023, 00:38
a-liza
აბა რიგორ ხარ? :*

Posted by: a-liza 30 Dec 2023, 15:38
narkozeli

adeline არამიშავს. ბოლოსკენ მივდივარ მგონი, მაგრამ რომ ველოდი იმდენი გამონადენი არ მქონია და ეგ ცოტა მაფიქრებს. პირველისგან განსხვავებით ძალიან მარტივად ჩაიარა, მენსტრუაციასავით. მხოლოდ წნევები მქონდა არეული. 5 დღე თავი მტკიოდა და 140/90-ზე მქონია წნევა. 110/70-ს ვატარებ... 5-ში ვნახავ ექოზერა ხდება...

Posted by: Mia20 30 Dec 2023, 22:41
a-liza
მეც მასე ცოტა მქონდა პირველ დღეს რაც წამოვიდა ეგ იყო.. მეორე დღიდან ფაქტიურად წვეთები მქონდა.
რაღაც მრგვალი პარკივით თუ იყო ეგაა და ჩამოსულა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)