ვებ საიტებზე რეკლამის პრობლემა როგორც ვატყობ ბევრს აქვს.
მოკლედ, ავხსნი რა შეიძლება გაკეთდეს:
1. ყველაზე მარტივი გზაა ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (მარჯანიშვილზე).
2. იმისათვის რომ აირიდოთ დამატებითი ხარჯები, ანგარიშსწორება განახორციელეთ მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე და უნაღდო ანგარიშსწორებით. ამ შემთხვევაში თავიდან აირიდებთ სალარო აპარატის შეძენის ვალდებულებას.
3. მიკრო თუ მცირე ბიზნესად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამისთვის გადახედეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსს და აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია საგადასახადო სამსახურშიც (შემოსავლების სამსახური)
რაც შეეხება დანარჩენს:
1. ხელშეკრულების დასაწყისშივე მიუთითეთ მხარეების პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის ნომერი (რომელიც აქვს). არ დაგავიწყდეთ თარიღის მითითება. პირადი მიზნებისთვის რეკომენდირებულია აწარმოოთ დანომვრა (თუნდაც წელიწადში ერთი ხელშეკრულება იყოს, მაინც)
2. რეკლამის შესახებ ხელშეკრულებაში, აუცილებალად ჩაწერეთ მუხლი, რომლითაც იხსნით პასუხისმგებლობას რეკლამის შინაარსზე.
3. აუცილებლად ზუსტად გაწერეთ სარეკლამო ბანერის თუ ტექსტის მდებარეობა და ზომა.
4. აუცილებლად გაითვალისწინეთ უნაღდო ანგარიშსწორება. ამისთვის დარეგისტრირდით თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელ ბანკში (მაგალითად იმაში რომელიც ყველაზე ახლოა). აჯობებს თუ ამ მიზნებისთვის ანგარიში გექნებათ ცალკე. აუცილებლად მოსთხოვეთ კლიენტს თანხის გადარიცხვისას მიუთითოს დანიშნულება (ეს შეიძლება იყოს ხელშეკრულების ნომერი, ხელშეკრულების დადების თარიღი, ან რამე თქვენი ფანტაზიის ნაყოფი რაც გაგიიოლებთ მომავალში დეკლარაციის შევსებას)
5. ხელშეკრულების გარეშე არ იმოქმედოთ, ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.
6. ყოველთვის გადაამოწმეთ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილება საჯარო რეესტრის საიტის მეშვეობით.
7. ხელშეკრულება, რომლითაც აპირებთ იხელმძღვანელოთ, ერთხელ მაინც ანახეთ იურისტს
8. წლიური დეკლარაციისას იხელმძღვანელეთ საბანკო ამონაწერით. დეკლარაციაში გაატარეთ მხოლოდ ამონაწერის ინფორმაცია და აუცილებლად სრულად.
9. გაითვალისწინეთ, რომ ხარჯებად შეგიძლიათ გაიტაროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯები, ანგარიშ ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და საგადახდო დავალებები. სალარო აპარატის მიერ ამორტყმულ ჩეკებს ხარჯებში ვერ გაიტარებთ.
ასევე, კარგი იქება, თუ:
1. ზუსტად გაწერთ გადახდის პერიოდს და ვადაგადაცილებისთვის დააწესებთ პირგასამტეხლოს (მაგალითად დღეში 0.2% დაგვიანებული თანხის)
2. ყოველი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეადგენთ მიღება-ჩაბარების აქტს.