Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > შემოთავაზება პირადად ჩემგან


Posted by: ALFAtruealpha 12 Mar 2017, 20:46
გამარჯობათ, თუ თქვენ გაქვთ საკუთარი ნაკვეთი საკმაო ფართის სადაც შესაძლებელი იქნება სოფლის მეურნეობის წარმოება , მაგრამ თქვენ ვერ აბავთ თავს ან ვერ ახერხებთ თავისუფალი დროის უქონლობის გამო და ეს მიწა გაქვთ გამოუყენებელი მაშინ ზუსტად თქვენთვის მაქვს საუკეთესო შემოთავაზება , ჩვენ ნოტარიუსში დამოწმებული საბუთით ვდებთ ბიზნეს ხელშეკრულებას სადაც შემოსავლის 50/50 % გაყოფაა მითითებული რაც იმას ნიშნავს რომ თქვე უბრალოდ გჭირდებათ რომ იქონიოთ თავისუფალი მიწა , მიწასთან არანაირი შეხება არ გექნებათ ნუ ეს სურვილისამებრ ,ყველაფერს ვაკეთებ მე რა ხეხილიც არ უნდა იყოს ვუვლი მე ყურადღებას ვაქცევ მე და პასუხისმგებლობას ვარ მე , და როცა შემოსავლის დრო დადგება იღებთ 50 % რადგან თქვენი ნაკვეთია ასეთი შემოთავაზება იშვიათია ,გიჩნდებათ ვიცი ბევრი კითხვები რატო 50 % ი და საერთოდ ეს რა შემოთავაზებაა რაღაც სისულელე იქნება , მაგრამ ცდებით . რატომ ? ახლავე ყველაფერს ნათელს მოვჰპოვებ , მოკლედ მე მაქვს ძალიან ბევრი ნერგი ამა თუ იმ ხილის , ნაკვეთში ხილს ვყრი შესაბამისად , რამდენადაც მოუხდება იმ გარემოებას , ახლა რაც შეეხება თვითონ შემოთავაზებას როგორც გითხარით მაქვს უამრავი ნერგი , მაგრამ არ მიწა , კი ცალკე სამსახურიც მაქვს , მაგრამ საღი მოაზროვნე ადამიანი ამ შანს გამოიყენებდა და მინდა მეც და თქვენს ის საღი მოაზროვნე ადამიანები ვიყოთ , მიწა რომ მქონდეს ეს განცხადება ეს აზრები საერთოდ არსად არ გამოჩნდებოდა , შესაბამისად მომივიდა თავში აზრი რატომაც არა ? თუ ვინმე არის ვინც მიწას ვერ იყენებს და უწევთ გაყიდვა მოდი შევთავაზებ ასეთ რამეს რამდენადაც უნდა გაყიდო მაგ თანხას 2-3 წელში ამოიღებ და შემდეგ უსასრულობამდე შემოსავალი გექნება შენ, შენ შვილებს და შვილისშვილებს მოკლედ დაინტერესებულმა პირებმა დამირეკეთ შევხვდეთ და უფრო დეტალურად ვისაუბროთ 555 46 58 46 მიხეილი

Posted by: Ultimate 12 Mar 2017, 21:08
ნაკვეთი რამხელა უნდა იყოს?

ავჭალაში მაქვს 830 კვადრატული მიწა. ადრე ხეხილი ერგა ბაბუაჩემს. თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ. მაინც არ ვიყენებ.

Posted by: niina 12 Mar 2017, 21:21
ALFAtruealpha
და ეგ ნერგი რომ მომყიდო არ გაწყოობს?

Posted by: TSILIKISHVILI 12 Mar 2017, 22:42
კარგი შემოთავაზებაა ვისაც აქვს ნაკვეთი და ეზარება რამის გაკეთება (არავის ეწყინოს) . მეც მაინტერესებს რა ჯიშის ნერგები გაქვს და თუ ყიდი ?

Posted by: Link 12 Mar 2017, 22:42
ALFAtruealpha
მაგალითად... სამეგრელოში რომ იყოს, მაინც?

Posted by: guroguroguroguro 12 Mar 2017, 23:01
მეც მაქვს დუშეთის რაიონში თუ დაინტერესდები პმ ში შემეხმიანე.მაწყობს ეგ პირობა

Posted by: ALFAtruealpha 13 Mar 2017, 00:20
თხილის ნერგების ჯიშია თუ გაგიგიათ ბერძნულა , ამჟამად თხილის ნერგები მაქვს და ყოველდღე ემატება მარაგს , ყიდვით არ ვყიდი ნერგებს მაგაში სარფიანს ვერაფერს ვხედავ , მირჩევნია დავრგო მოვუარო ვიწვალო წლები გავიდეს მაგრამ ნერგის გაყიდვაც შეგვეძლება ნაკვეთიდან და პლიუს ყოველ სეზონზე შემოსავალი თან როგორც ცნობილია თხილის ბიზნესი სარფიანია მინიმუმ 5 ლარში კილო გარანტრიებულია , ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია ყველაფერში იყენებენ დაჟე ნაჭუჭსაც ასე რომ ჭკვიანი ადამიანი გამოიყენებს ამ ინფორმაციას .

Posted by: prikola 13 Mar 2017, 00:27
Nakveti minimum ra kvadratuloba gesachoroeba? 500 kvadrati maq tbilistan axlos

Posted by: ALFAtruealpha 13 Mar 2017, 00:37
QUOTE (guroguroguroguro @ 12 Mar 2017, 23:01 )
მეც მაქვს დუშეთის რაიონში თუ დაინტერესდები პმ ში შემეხმიანე.მაწყობს ეგ პირობა

შორია მართალია , მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები ამ დღეებში მაგ ადგილისთვის რაიმეს მოძებნას რაც მაგ ადგილისთვის სარფიანი იქნება და შეგეხმიანებით სასურველი იქნება თქვენი ნომერი დამიტოვოთ პმ ში ან მომწეროთ ნომერზე
* * *
QUOTE (prikola @ 13 Mar 2017, 00:27 )
Nakveti minimum ra kvadratuloba gesachoroeba? 500 kvadrati maq tbilistan axlos

500 კვადრატულიც კარგია ასე თუ ისე დიდ თანხებს არ უნდა ველოდოთ , მაგრამ მიწა გამოუყენებელი რომაა გული მიწუხდება ასეთი პიროვნება ვარ , რამეს მოვიფიქრებ , მინდა ყველას ვისაც სურვილი აქვს დავეხმარო ამგვარად , და ამით ჩემ თავსაც ვეხმარები და მიხარია , მოგწერთ ზუსტ პასუხს პმ ში ამ 2 დღეში აუცილებლად

Posted by: mobi_diki 13 Mar 2017, 04:04
პირდაპირ ტემას არ ეხება მარა ბარემ ცალკე თემის გახსნას აქ დავწერ სოფლის მეურნეობაა მაინც და კონკურენტიც არ ვარ და ერთჯერადი განცხადებაა თან და , მოკლედ, ვინმეს ხომ არ გეგულებათ ადამიანი რომელმაც იცის ტალავერის გასხვლა (ასე 20 ნაბიჯი იქნება ალბათ შეიძლება ცოტა ნაკლები) და ერთი დღე მოიცლის და წამომყვება? ვამწვადავებ და თან გადავუხდი რავიცი რამეს

ძალიან არ მინდა ჩემი ტალავერი გაფუჭდეს sad.gif

კი ვნახე ვიდეოები მარა ასე იუტუბში ნასწავლი გასხვლით ისე არ გავაკეთო სულ გავახმო ვაზი smile.gif


თემას რაც შეეხება და ფანტასტიური წინადადებაა ვისაც გამოუყენებელი მიწა გაქვთ. წარმატებები თემის ავტორს up.gif

Posted by: guroguroguroguro 14 Mar 2017, 12:21
Ar ari shors zma.dushetis raionia tore ise tbilistan axloa.35 kilometrshia zustad tbilisidan.sopeli choporti.gagebuli geqneba choportuli pamidori

Posted by: ALFAtruealpha 14 Mar 2017, 13:49
QUOTE (guroguroguroguro @ 14 Mar 2017, 12:21 )
Ar ari shors zma.dushetis raionia tore ise tbilistan axloa.35 kilometrshia zustad tbilisidan.sopeli choporti.gagebuli geqneba choportuli pamidori

ძალიან კარგი , ეგ ფაქტი ბევრს ცვლის

Posted by: guroguroguroguro 15 Mar 2017, 11:51
Zustad arvici ramdenia fartobi mara patarac araa.

Posted by: dimaopena 15 Mar 2017, 23:39
ALFAtruealpha
1500 კვადრატი მაქვს თბილისიდან 25 კილომეტრია ზუსტად, თხილის რამოდენიმე ნერგი დარგულია და კარგად მოდის ხოლმე, ერთხელ მაქვს გადახნული , უბრალოდ არის შემოსაღობია ერთი მხარე სამი მხარე შემოღობილია,მომიჯნავე მეზობლების მიერ, საინტერესოა მაგალითად რა პერიოდით უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება? 5 წლით? 10 წლით? ანუ ამას იმიტო ვამბობ,სახლის აშენება რო მომინდეს მერე რამოხდება , თუ მხოლოდ 1000 კვადრატზე დავრგოთ?

Posted by: di_onise 16 Mar 2017, 13:02
ALFAtruealpha

1500 მაქვს ზღვაზე


1500 მაქვს ტაბახმელაში

ორივე თბილისია, წყალი არსად არაა, დაბურღვა მოგვიწევს.

თუ დაინტერესდები უფრო დეტალურად დავილაპარაკოთ

Posted by: kavafis.kote 16 Mar 2017, 13:16
di_onise
პმ პლზ
//////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: m-kasper 16 Mar 2017, 14:28
კითხვა არ გიჩნდებათ მარტო მიწის საკუთრებაში მთელი შემოსავლის 50% რატომ უნდა გადაგიხადოთ ვინმემ? გამოდის რომ მიწას აქირავებთ შემოსავლის 50%-ად და იქნებ ნოტარიულად დამოწმებულ ბიზნეს გეგმასი ისიც იდება რომ მიწის გაყიდვა არ შეგიძლიათ 50 წელი და თუ მაინც გაყიდით 50%-ს უთმობთ როგორც მრავალწლოვანი ნარგავის გამშენებელს?

პ.ს.
რაღაც ძალიან ილად ნაშოვნ ფულს გაქვს და ეჭვი მეპარება რეალობაში

პპ.ს.
პირობები ჩამოწერე რა პირობიტ ფორმდება ნოტარიუსთან

Posted by: ALFAtruealpha 16 Mar 2017, 21:25
ზუსტად ეგ ვთქვი ვიცი ყველასთვის მოულოდნელი იქნებოდა და საეჭვო ეს გზა , მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ასეთი შემოთავაზება ჩვენს რეალობაში არ მოხდება და შეუძლებელია , ჩემთვის 50 % სრულიად საკმარისია ყველა ხარჯების და პლიუს თქვენი 50 % იმიტო რომ არა მარტო ერთ ადამიანთან მსურს ხელშეკრულების დადება და ერთ გარკვეულ ნაკვეთზე და ჩემთვის საერთო ჯამში სრულიად საკმარისია ყველა ნაკვეთებიდან 50% წილის აღება და რათქმაუნდა ვისთანაც ხელშეკრულებას დავდებ მინიმუმ 10 წელი ვერ შეძლებს ვერც მიწის გაყიდვას და ვერც თხილის ამოყრას ხოლო 10 წლის შემდეგ თავისი სურვილისამებრ გადავწყვეტთ თუ მიწას გაყიდის 40 % ს ავიღებ გაყიდული ნაკვეთიდან რადგან 10 წლიანი თხილის გაყიდვა ნაკვეთით უფრო ძვირია ვიდრე ცარიელი ნაკვეთის , მემგონი ლოგიკურია და ყველა ანალოგიურად მოიქცეოდით ჩემს ადგილზე , რადგან უმეტესობა ვინც მირეკავს უკვერ ფიქრობს რომ მოვიყვან თხილს როგორ გადამაგდონ მომიშორონ იმაზე მადლობლები არ არიან 50% ს რომ ვთავაზობ და 100 % ის მითვისება სურთ , რადგან ასეთი იდეის მამოძრავებელი ხალხიც არსებობს მე მაქსიმალურად ვცდილობ ამ ფაქტის აღმოფხვრას , ყველაფერი სიმარტივეშია ხო ? , და ვისაც 50 % გებერვებათ შეგვიძლია ცალკე დავილაპარაკოთ მოვრიგდეთ თქვენ აზრსაც მოვისმენ , ხო და კიდევ იმ შემთხვევაში თუ მიწის გაყიდვა არ გსურთ მაგრამ თხილის ამოყრა გინდათ , კონტრაქტის თანახმად მექნება გარკვეული ვადა 1 თვე მინიმუმ თუ ზამთარს დაამთხვიეთ 2-3 თვე რადგან ნაკვეთიდან ნერგები ამოვიღო და ჰაერზე არ გავუშვა ნაშრომი , აი ამ ყველაფერის მერე თუ კიდე რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ არა სანდოობასთან დაკავშირებით მითხარით და სრულიად გაგცემთ პასუხს , ასევე ვიმეორებ პირობები შეგვიძლია შევადგინოთ ჩვენით როგორც მოგვიხერხდება ოღონდ ის სისტემა უნდა აღმოვფხვრათ რომ მე არ დავრჩე ჰაერზე , ანუ ჩემი სანდოობა კი არა მე უფრო ის მაღელვებს თქვენ თუ ხართ სანდოები , მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: afcika 16 Mar 2017, 21:32
ვისაც გაქვთ ნაკვეთები და გინდათ ბიზნესი
მოგება 50/50 ზე:დ

დავრგოთ პლანი მოვუაროთ ერთად გავყიდოთ ერთად
თუ დაგვენძრა და გაგვსროკეს ჩაგვსვან ერთდ <3

პ.ს ახლა მარგალიტებში გავიჩითები(ან არ გავიჩითები) :დ

Posted by: imereliaznauri 16 Mar 2017, 21:58
სადაური კაცი ხარ ძმა საით გაწყობს მიწა რო იყოს .თბილისთან ახლოს ეგ თხილი იხარებს? უფრო დასავლეთისკენ ხარობს და კახეთში. რუსთავისკენ ფონიჭალიდან რო გადიხარ მანდვე მაქვს 2800 კვ ეგ გამოდგება რისთვისაც გინდა .დააკონკრეტე ადგილი და მხარე საით უფრო გაწყობს.

Posted by: ALFAtruealpha 16 Mar 2017, 22:16
QUOTE (imereliaznauri @ 16 Mar 2017, 21:58 )
სადაური კაცი ხარ ძმა საით გაწყობს მიწა რო იყოს .თბილისთან ახლოს ეგ თხილი იხარებს? უფრო დასავლეთისკენ ხარობს და კახეთში. რუსთავისკენ ფონიჭალიდან რო გადიხარ მანდვე მაქვს 2800 კვ ეგ გამოდგება რისთვისაც გინდა .დააკონკრეტე ადგილი და მხარე საით უფრო გაწყობს.

უფრო აღმოსავლეთით კახეთისკენ მაწყობს , მაგრამ სამეგრელოში ვუშვებ ხალხს ვინც მიხედავს ვცდილობ მაქსიმალურად გავაფართოვო ეს იდეა , და შენ სადაც იძახი წყალის ამბავი როგორაა მითხარი .

Posted by: jjj 17 Mar 2017, 18:57
ALFAtruealpha
მარტო თხილზე გაქვს აქცენტი? PM-ში მოგწერე, არ გინახია ჩემი მესიჯი?

Posted by: dimaopena 6 Apr 2017, 17:45
დაიკარგა ეს კაცი?მეც მივწერე არ მოუწერია

Posted by: bouma 7 Apr 2017, 00:36
რა ნერგები გაქვს ამისთანა რომ 2-3 წელში მიწის საფასურს იღებს? პირდაპირ მსხმოიარე ხეებს რგავ? smile.gif

2-3 წელიწადში რომელი ხეხილი იძლევა ნაყოფს. თან შესაფერისი ადგილის შესაფერის ნერგს რგავ?

ერთადერთი მგონი ატამია რომელიც მალევე იძლევა ნაყოფს და ისიც ცოტას და ყველგან ატამს ვერ მოიყვან

Posted by: Rezzik0 7 Apr 2017, 14:39
Ultimate
ხო არ გაყიდი ამ მიწას? )) ავჭალა დიდია ძმაო ))

Posted by: ALFAtruealpha 8 Apr 2017, 01:13
QUOTE (bouma @ 7 Apr 2017, 00:36 )
რა ნერგები გაქვს ამისთანა რომ 2-3 წელში მიწის საფასურს იღებს? პირდაპირ მსხმოიარე ხეებს რგავ? smile.gif

2-3 წელიწადში რომელი ხეხილი იძლევა ნაყოფს. თან შესაფერისი ადგილის შესაფერის ნერგს რგავ?

ერთადერთი მგონი ატამია რომელიც მალევე იძლევა ნაყოფს და ისიც ცოტას და ყველგან ატამს ვერ მოიყვან

1 წლიანი ნერგები მაქვს მეგობარო , + 3 წელი 4 წლიანი ნერგი თხილის იძლევა ნაყოფს მაგრამ არ იღებს იმ ხარჯებს შესაბამისად ჩემი შემოთავაზება არის არა ხანმოკლე არამედ ხანგრძლივი ვადით )

Posted by: dimaopena 19 Apr 2017, 11:19
ALFAtruealpha
რავქნათ?2000 კვადრატი გვინდა?თუ მეტი?

Posted by: dokeri 19 Apr 2017, 11:36
სიღნაღის რაიონში რომ იყოს ნაკვეთი გაწყობს? საათნახევრის სავალია. თუ გაწყობს მომწერე პმ-ში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)