forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაღალი დონის ანტიგმირი
sanfol
night rider


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9967
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12

გამოგზავნილია: 20 Jan 2019, 22:57  #54097278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგეხსენებათ კომიქსების წარმატება სუპერგმირების ბოროტებაზე გამარჯვებას ეყრდნობოდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი პირიქითაა, ანტიგმირები იპყრობენ ბაზარს და ამას რაც უფრო გონივრულად აკეთებენ მით უფრო ანტიგმირობენ და იწვევენ მიმბაძველობას მაგალითისთვის მხოლოდ ჯოკერიც გამოდგება.

ამიტომ მიჩნდება კითხვა ხომ არ არის ადამიანის საწყისში ჩადებული ბოროტება რომელიც დაჩაგრულია და მიჩქმალული?


--------------------
მე ბევრი ვიფიქრე და მინდოდა რაღაც უსქესო და აბსტრაქტული ნიკი მქონოდა, რომ ძნელი ყოფილიყო იმის გარკვევა გოგო ვარ თუ ბიჭი © killer
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 516
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 21 Jan 2019, 11:48  #54098895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanfol

საერთოდ გმირები პრინციპულად უფრო ერთგანზომილებიანი სუბიექტები არიან ხოლმე ვიდრე ანტიგმირები. ანუ უმეტეს შემთხვევაში ანტიგმირები მოქმედებენ და გმირები მათი მოქმედების შეჩერებას ცდილობენ. ტერმინები იდეალურ პირობებში ამას უნდა ასახავდეს, ანტიგმირები უნდა იყოს X და გმირები ანტი-X.

არიან რათქმაუნდა ანტიგმირები რომელთა მიზანიც ყველაფრის განადგურებაა მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათია, მოსაწყენია ასეთი "ბრტყელი" პერსონაჟები და შესაბამისად ნაკლებად პოპულარულიც. "ანტიგმირების" დიდი ნაწილის მიზანი არის სამყაროს შეცვლა ისეთი გზებით ან მიმართულებით რომლებსაც "გმირები" არ ეთანხმებიან.

ჯოკერიც ერთი შეხედვით ქაოსის აგენტია მაგრამ ის ამ ქაოსში ხედავს "უკეთეს" სამყაროს, უბრალოდ მისი ღირებულებები განსხვავდება. მას არ აინტერესებს ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლე, კომფორტი, დ.ა.შ. მაგრამ ასეა თუ ისე, ის მაინც რაღაც ცვლილების აგენტია.

კონტრასტში, იმ სტრუქტურაში სადაც ანტიგმირები ცვლილების აგენტები არიან, გმირები კოლექტიურად უბრალოდ არსებული რეალობის იმუნური სისტემაა.


--------------------
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH
Dimitry762
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 234
წევრი No.: 247489
რეგისტრ.: 24-December 18

გამოგზავნილია: 22 Jan 2019, 01:52  #54102918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanfol

დავეთანხმები Damnoc-ს. მეტი მკაფიობისთვის, მარტო იმას დავამატებ, რომ ადამიანი ბუნებით არ არის დესტრუქციული და მას არ სურს მკვლელობები მკვლელობებისთვის. მცნება "ბოროტი"იც არ არსებობს, არსებობს მხოლოდ განსხვავებული ფასეულობათა სისტემები და ხშირი ურთიერთშორისი გაუგებრობა. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერშიც არის გამონაკლისი და მას პათოლოგიის სახელწოდებით მოვიხსენიებთ.


--------------------
თუ უსათაუროს ბედი აქვს ჩაღლევების, მე მინდა ვიყო იარაღი რომელმაც მოკლა ბრენდონ ლი
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11872
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 23 Jan 2019, 00:10  #54107868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
sanfol

QUOTE
მაღალი დონის ანტიგმირი...


უნებლიედ მახსენდება ეს მაგალითები: ჰეროსტრატე, ჯეკ-მფატრავი (რეალურად არსებობდა ასეთი მოუხელთებელი დამნაშავე), პროფესორი მორიარტი (კონან დოილის ლიტერატურული გმირი, შერლოკ ჰოლმსის მთავარი მოწინააღმდეგე). ჩვენს ლიტერატურაში: მუშნი ზარანდია, ყვარყვარე თუთაბერი.

დიდი ფილოსოფია არ უნდა უმეტესად, უმრავლესობის ფასეულობათა სისტემა იოლად იჭერს ამ ანტიგმირების ამორალურ ბუნებას. ზოგი, როგორც ჯეკ-მფატრავი, თვალსაჩინოდ და ცხადად დესტრუქციულია, ხოლო ზოგი, როგორც მუშნი ზარანდია, ფარულად, სხვისი ხელით ამჯობინებს მოქმედებას, მაგრამ შედეგი მაინც დესტრუქციაა.

კონკრეტული მაგალითები მნიშვნელოვანი მგონია ამ თემის უკეთესი გაგებისათვის.


Damnoc

QUOTE
კონტრასტში, იმ სტრუქტურაში სადაც ანტიგმირები ცვლილების აგენტები არიან, გმირები კოლექტიურად უბრალოდ არსებული რეალობის იმუნური სისტემაა.


აქამდე რაც ეწერა, დავეთანხმე, მაგრამ აქ უკვე პირიქით მგონია, ანტიგმირები კოლექტიური რეალობის იმუნური სისტემა, ხოლო გმირები _ პროგრესისკენ ცვლილების აგენტები. ეს უფრო ჯდება ევოლუციის სულისკვეთებაში.

რომ ვთქვათ პირიქით, რომ გმირი ტრადიციონალისტი და კონსერვატორია, ხოლო ანტიგმირი რეგრესული ცვლილებისკენ გვექაჩება (თან უმეტესად ანტიგმირები იმარჯვებენ!), გამოვა, რომ საზოგადოება რეგრესისკენ მიდის და არა პროგრესისკენ, რაც მშვიდობიან დროში არ მგონია მართალი. მსოფლიო ომების დროს იქნება კიდეც მართალი იყოს ეს...


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 30507
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 23 Jan 2019, 00:48  #54108049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აჰჰ..აჰჰ....არააა საჭირო ღრმად ჩასვლა

როგორც წესი მაგის მიზეზი მსახიობის კარგი თამაში და კარგად გახსნილი პერსონაჯია


მოიყვანე ანტიგმირის მაგალითი და ვიმსჯელოთ


--------------------
"Is this a dagger which I see before me?"
Damnoc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 516
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08

გამოგზავნილია: 23 Jan 2019, 10:48  #54108946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა

მგონი სადღაც ტერმინებში ან რაღაც ელემენტარულ აქსიომაში ავცდით და მაგიტომ ვერ მოვარგე ჩემს კომენტარს ეგ პასუხი.

პარალელურად ამ საკითხზე დავფიქრდი და შეიძლება გარკვეულწილად ამის ბრალიც იყოს ეს გაუგებრობა:

ისტორიულად გმირები და ანტიგმირები გამოხატავენ საზოგადოების მეტა რეალობას და სულსიკვეთებას. ხშირად ისინი წარმოადგენენ მათ კრისტალიზაციას შედარებით მარტივ კარიკატურულ ფორმატში.

მეოცე საუკუნეში, ინდუსტრიული რევოლუციდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ერთერთი პრინციპული გარდატეხა მსოფლიოს დიდი ნაწილის მასშტაბით ისტორიაში პირველად - გაჩნდა იმაზე მეტი პროდუქტი ვიდრე ადამიანებს ჭირდებათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (ცოტა ხანი "ნი ვიჟუ" ჩავურტყათ აფრიკას biggrin.gif). ჩემი აზრით ამ ფაქტმა არსებითად შეცვალა მეტა რეალობა და შესაბამისად ნახა ასახვა თანამედროვე "ზღაპრებში".

სიმარტივისთვის გარდატეხამდე პერიოდს დავარვათ პირველი და თანამედროვეს მეორე.

პირველი პერიოდის მითოსში პირდაპირ ჩანს ფონი სადაც ადამიანების ცხოვრება იყო დეფიციტური, ანუ იმის დიდი ნაწილი რაც მათ ჭირდებოდათ/უნდოდათ იყო დეფიციტში და გმირი თავისთავად ის გამოდიოდა ვინც პროაქტიულ ნაბიჯებს გადადგამდა ამ დეფიციტის შესავსებად.

პრომეთემ ცეცხლი მოპარა ღმერთებს რომლებიც ადამიანების გაჭირვების მიმართ გულგრილობას იჩენდნენ, ბევრმა გმირმა გველეშაპი დაამარცხა რომელიც წყაროზე იყო შემოხვეული, კიდევ სხვამ დევები რომლებიც ხალხს ატერორებდნენ და ხშირად იტაცებდნენ.

ანუ ცხოვრება "ცუდი" იყო და გმირი იყო ის ვინც პროაქტიულად ცხოვრებას შედარებით გაუუმჯობესებდა ხალხს.

სხვა სიტუაცია გვაქვს მეორე პერიოდში.

აქ იმ ფაქტმა რომ ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ქრონიკულად თითქმის აღარავის უჭირს და სიტუაციაც ზოგადად თავისით მიგორავს პოზიტიური მიმართულებით, მეტა გმირს "ჩამოეჭრა" პროაქტიულობის თვისება. ანუ აღარ არის საჭირო რომ გმირმა ცეცხლი მოგვიტანო ან გველეშაპს გამოაშვებინოს წყალი, თავისთავად კარგად მიდის საქმე და გმირს დაევალა ამ სიტუაციის დაცვა.

გარკვეულწილად გამოდის რომ პირველი პერიოდის გმირის თვისებები მეორე პერიოდში გადანაწილდა გმირებზე და ანტიგმირებზე, იმის გამო რომ ერთმანეთს ჩამოშორდა ადამიანებზე ზრუნვის და პროაქტიულობის პოზიციები. გმირები გახდნენ ისინი ვინც ადამიანებზე ზრუნავენ "კონსერვატიულად". ცხოვრება უკვე თავისთავად "კარგი" გახდა და გმირის მოქმედება აღარ არის საჭირო ცხოვრების "სიკარგის" მისაღწევად. ანუ იმას არ ვამბობ რათქმაუნდა რომ პოზიტიური გმირობები აღარ ფასობს საერთოდ მაგრამ ჩემი აზრით მათი ღირებულება არსებითად შემცირდა ზოგად ფონზე. თუ ბავშვის ცხოვრების მანძილზე ყოველთვის მოდის ონკანიდან წყალი, ის ვერ დაინახავს ღირებულებას იმ ტიპში რომელმაც მითიური ცხოველი მოკლა წყლისთვის, a la "აგერ ონკანში მოდის შეჩემა".

მაგრამ ზღაპარი სუბიექტის გარეშე ვერ დაიწერება ალბათ და ამიტომ თავისთავად პროაქტიულობის "მოვალეობამ" გადაინაცვლა ანტიგმირებზე. ახლა ისინი მოქმედებენ, ზოგი ცვლილებისთვის, ზოგი განადგურებისთვის, ზოგი საყვარელი ადამიანისთვის და ზოგიც ეგოისტური მიზნებისთვის, მაგრამ ასეა თუ ისე მოქმედებენ.

ყველა ახალგაზრდა თაობის თვისებაა არსებული რეალობის მიმართ აჯანყება, მოქმედება სხვა მიმართულებით და დღეს ეგ პოზიცია თანამედროვე ზღაპრებში უფრო ანტიგმირებს ახასიათებთ.

თავიდან რაც ვახსენე იმას რომ დავუბრუნდე: მგონი უნდა გავითვალისწინოთ რომელ პერიოდის სიტუაციას განვიხილავთ რომ არ ავცდეთ ერთმანეთს. მე უბრალოდ პირველ პოსტში ერთადერთ მაგალითად ჯოკერი დავინახე რომელიც მეორე პერიოდის ანტიგმირია და თავისთავად ჩავთვალე რომ მეორე პერიოდის კონტექსტში იყო კითხვა დასმული.

narmonana

QUOTE
არააა საჭირო ღრმად ჩასვლა

კაი წაშალე მაშინ ფილოსოფიის განყი და დავიშალეთ biggrin.gif

This post has been edited by Damnoc on 23 Jan 2019, 10:49
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 2186
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 00:02  #54113315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მას შემდეგ, რაც 6 წლის ასაკში, ,,მაკდონალდსის" ,,ჰეფი მილში" ,,არიელის" ბოროტი გმირი ამომივიდა, ანტიგმირები უფრო მომწონს,
რომ გავაანალიზოთ, მათ აქვთ ცხოვრებისეული მიზანი, არიან მიზანდასახულები და ამბიციურები, სამყაროსადმი მკვეთრად გამოხატული პოზიციით და ღირებულებებით. ხშირად ყველაფერთან ერთად ინტელექტუალებიც არიან.
კეთილი გმირები კი რა? რაღაც ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობენ, ეფემერული იდეებით საერთო წესრიგზე, ბედნიერებაზე და იმის კეთების აუცილებლობაზე რაც ,,ვიცით, რომ ასე და ასე უნდა გაკეთდეს".
კეთილ გმირებში მე ვხედავ კონფორმისტული ქცევის საფუძველს,
ვფიქრობ, ,,მამათა და შვილთა" ისტორიულ დაპირისპირებაში ისინი მამების როლს დაიკავებდნენ, რომლებიც ურჩ შვილებს იმ ნორმების და ღირებულებების პატივისცემას და მორჩილებას სთხოვენ, რომელიც ,,ასე მოგვდგამს".
აი, ანტიგმირები კი არიან ინდვიდიუალები. რომლებსაც სამყაროსადმი საკუთარი პოზიცია აქვთ, მათთვის ის ღირებულებები, რომელიც საზოგადოა, არ მნიშვნელობს. ისინი არიან პიროვნებები. ცდილობენ ამაღლდენ საზოგადოებრივ ღირებულებებზე და თავისი იდეის უპირატესობა დაანახონ სამყაროს.
,,ჰეფი მილს" რაც შეეხება, ყველაზე მაგარი ფუნქციები ჩემს ,,ბოროტ სათამაშოს" ჰქონდა. ყველაფერთან ერთად სიბნელეში ფოსფორისფრად ანათებდა. ,,არიელი" კი უბრალოდ ლამაზი თოჯინა იყო, რომლის ძირითადი ფუნქცია ხმის გამოცემით შემოიფარგლებოდა.
* * *
ვიპოვე ეს სათამაშო ამომივიდა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Onyx′



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10923
წევრი No.: 97183
რეგისტრ.: 4-August 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 00:26  #54113446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narmonana
QUOTE
მოიყვანე ანტიგმირის მაგალითი და ვიმსჯელოთ

user posted image

დავიწყოთ

პ.ს თან დავფიქსირდები chups.gif

This post has been edited by Onyx′ on 24 Jan 2019, 00:27


--------------------
“The way he walked. Very self-contained, not loosely. Such a nice old pilot-coat. He said hardly anything, I knew he really didn’t want to be with us.”
musick
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 30
წევრი No.: 247707
რეგისტრ.: 7-January 19

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 00:51  #54113561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sanfol

ჯოკერი როგორაა ანტიგმირი???
Dimitry762
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 234
წევრი No.: 247489
რეგისტრ.: 24-December 18

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 01:36  #54113729      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
QUOTE
აქვთ ცხოვრებისეული მიზანი, არიან მიზანდასახულები და ამბიციურები, სამყაროსადმი მკვეთრად გამოხატული პოზიციით და ღირებულებებით. ხშირად ყველაფერთან ერთად ინტელექტუალებიც არიან.

QUOTE
აი, ანტიგმირები კი არიან ინდვიდიუალები. რომლებსაც სამყაროსადმი საკუთარი პოზიცია აქვთ, მათთვის ის ღირებულებები, რომელიც საზოგადოა, არ მნიშვნელობს. ისინი არიან პიროვნებები. ცდილობენ ამაღლდენ საზოგადოებრივ ღირებულებებზე და თავისი იდეის უპირატესობა დაანახონ სამყაროს.

ჰო, ანუ მე ენა არ მიტრიალდება მათ რომ ბოროტი ვუწოდო. ძალიანაც კეთილები იყვნენ ჩემს გაგებაში.
Onyx′ რორშახი ყველაზე კეთილია, უბრალოდ საკუთარი მიდგომები აქვს
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 30507
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 01:45  #54113760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Onyx′ @ 24 Jan 2019, 00:26 )
narmonana
QUOTE
მოიყვანე ანტიგმირის მაგალითი და ვიმსჯელოთ

user posted image

დავიწყოთ

პ.ს თან დავფიქსირდები chups.gif

რორშახს რა განხილვა უნდა,

იმიტომ მოგვწონს,რომ სამართლიანობას აღასრულებს,კომპრომისზე არ მიდის..

არ აქვს უარყოფითი ....რაც იმ კინოდან ვიცი


ისეთი მაგალითი მოიყვანე,ბოროტი რომაა,მაგრამ მაინც შეიძლება თანავუგრძნობდეთ
Onyx′



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10923
წევრი No.: 97183
რეგისტრ.: 4-August 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 02:13  #54113814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯოკერი ცალსახად არის უარყოფითი(ბოროტი) პერსონაჟი და არა ტიპური anti-hero
იგივე სუპერმენი არის სუფთა გმირი, უნაკლო, და მასთან შედარებით ბეტმენი უფრო გამოდის ანტიგმირი

narmonana
როგორ არ აქვს უარყოფითი თვისებები რორშაკს? :დ

მაგ სამართლიანობის აღსრულებისას არავის ინდობს, ყველაზე არაჰუმანური გზებით უხდის სამაგიეროს ყველას
ერთი მახსოვს, ვიღაც უწყინარი ტიპი რომელიც პროსტა თავს აბეზრებდა თხრილში ჩააგდო და მოკლა

რორშაკი, ფანიშერი, დედპული, ვოლვერაინი, ჰალკი, დაჟე რატო არა აირონ მენი და ბეტმენი. ყველა Anti-Heroა
სუფთა Hero ები არიან სუპერმენი, სპაიდერმენი, ამერიკა და ა.შ

QUOTE
ისეთი მაგალითი მოიყვანე,ბოროტი რომაა,მაგრამ მაინც შეიძლება თანავუგრძნობდეთ

თანოსი მარა
არაა ანტიგმირი და ჰა :დ
ყველა უარყოფით პერსონაჟს შეიძლება უთანაგრძო ეგრე მაშინ, თავიდანვე ცუდები ხომ არ იყვნენ, რაღაცამ ხომ გააბოროტათ და აქციათ ცხოვრებამ ცუდებად

This post has been edited by Onyx′ on 24 Jan 2019, 02:15
Dimitry762
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 234
წევრი No.: 247489
რეგისტრ.: 24-December 18

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 02:31  #54113858      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე ჯერ რომ ჩამოვყალიბდეთ და ვთქვათ რა არის გმირებში "ბოროტი" ?

ონიქსმა - დაუნდობლობა, არაჰუმანურობა, სისასტიკე

ჩემი მხირდან დავამატებ რომ არასახარბიელოა როდესაც მთავარი გმირი: მეტიჩარა, სულსწრაფი, ზედაპირული, სანგვინიკია.

კიდევ ?

narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 30507
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 11:00  #54114460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Onyx′
QUOTE
რორშაკი, ფანიშერი, დედპული, ვოლვერაინი, ჰალკი, დაჟე რატო არა აირონ მენი და ბეტმენი. ყველა Anti-Heroა

ამათ მოწონებას არანაირი ქვეცნობიერი და ლიბიდო არ სჭირდება biggrin.gif

მარტო ახლა კი არა ყველა დროში მოსწონდათ ბეტმენი და რკინის კაცი

კითხვა არასწორად მგონია ვაბშე დასმული ანტიგმირის ნაცვლად ვილინი უნდა იყოს.......

იმიტომ რომ ჯოკერი ყავს ნახსენები სანფოლს,ჯოკერი კიდე იავნად ვილინია..

sanfol
night rider


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9967
წევრი No.: 143756
რეგისტრ.: 29-February 12

გამოგზავნილია: 24 Jan 2019, 12:41  #54115023      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narmonana
ვილიანი ანტიგმირი არაა მერე იგივე?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0238 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]