ხელში ჩამოვარდა ასეთი დოკუმენტი
(ექიმი ვარ მაგრამ ეხლა მაგას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ლოგიკურია რომ ასეთი დოკუმენტი მენახა
)
პაციენტის თანხმობა
სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის ოპერაციაზეხოდა ვკითხულობ
ეს არის შესავსები ფორმის ნაწილი
"დანართი 11
სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-300-10/ა
დამტკიცებულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2009 წლის ____________
N ----- ბრძანებით
პაციენტის თანხმობა
სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის ოპერაციაზე
მე --------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
მივიღე ინფორმაცია სისხლის და მისი კომპონენტების გადასხმის შესახებ.
მკურნალმა ექიმი გამაცნო გადასხმის მიზანი, მისი აუცილებლობა, ხასიათი და
პროცედურის თავისებურებანი, გადასხმის შემდეგ შესაძლო რეაქციები და
გართულებები, რომლის განვითარების შემთხვევაში თანახმა ვარ ყველა საჭირო
სამედიცინო ჩარევაზე. ასევე ჩემთვის ცნობილია დაავადების მიმდინარეობა
სისხლის და მისი კომპონენტების გადასხმაზე უარის შემთხვევაში.
პაციენტს პასუხი გაეცა ყველა საინტერესო შეკითხვაზე, რაც შეეხება მის
ჯანმრთელობას, დაავადებას, მკურნალობას. ასევე მიიღო პასუხი მკურნალობის
ალტერნატიულ მეთოდებზე და მის ღირებულებაზე.
გაესაუბრა ექიმმა ----------------------------- ხელმოწერა ________
(სახელი, გვარი)
,,---------------------“-------------------------200--- წელი...."
ეს დანართი კიდე გრძელდება მაგრამ ეს არ არის მთავარი საინტერესოა ეს მონაკვეთი
"ასევე
ჩემთვის ცნობილია დაავადების მიმდინარეობა
სისხლის და მისი კომპონენტების გადასხმაზე უარის შემთხვევაში.
პაციენტს პასუხი გაეცა ყველა საინტერესო შეკითხვაზე, რაც შეეხება
მისჯანმრთელობას, დაავადებას, მკურნალობას. ასევე
მიიღო პასუხი მკურნალობის
ალტერნატიულ მეთოდებზე და მის ღირებულებაზე."
ხან პირველ პირშია ხან მეორე პირში...
ასევე
გაესაუბრა ექიმმა ...
სხვა თუ არაფერი სირცხვილია მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაციის ასეთი შეცდომებით დაბეჭდვა
ჩემი მთავარი მიზანია ეგება საჭირო ყურამდეც მივიდეს ეს თემა და რა ვიცი "რამე" ქნან თორემ სულ დაგვავიწყდა ქართული...