გამარჯობათ თანაფორუმელებო მინდა მოგითხროთ ჩემი პატარა ისტორია რომელიც ამ 2 თვის წინ გადამხდა თავს.
მოკლედ რა ხდება?!
ამაწლის 29 ივნისს გამოვიწერე ebay-დან გრაფიკული კარტა 375$ ღირებულების. დარეგისტრირებული ვარ usa2georgia-ში და შესაბამისათ მათი სერვისით ვსარგებლობ. ვიდეოდაფა გამოიგზავნა და ზუსტად 5 დღეში იქნა მიტანილი usa2georgia-ს ამერიკულ ოფისსში რის შემდეგაც გამოიგზავნა საქართველოში ვიდეო დაფის ჩამოსვლის შესახებ იმეილი მივიღე და წავედი ოფისში გასაბაჟებლად და გამოსატანად, ყუთი გაბაჟდა და გახსნის შემდეგ აღმოჩნდა ცარიელი....
აქედან იწყება ყველაფერი.
ეს არის გამოწერის დამადასტურებელი სკრინი
ესეც სელერის და უპს-ის მიერ მოწოდებული ინვოისი
ყუთის ტრანსპორტირებაში გადამახდევინეს 95 ლარი
ამის შემდეგ usa2georgia მეხმარება დეკლარაციის ანულირებაში რასაც წარმატებით ახორციელებს!
ეხლა რაშია საქმე ყუთს UPS-ის მიერ დაკრულ ლეიბლზე აწერია 5LB ანუ 2.36 კგ ჩამოსვლისას ყუთი არის 1.3კგ ზუსტად ის წონა აკლია რასაც ვიდეო კარტა იწონის
ამის შემდეგ usa2georgia მეუბნება რო ამანათი დაზღვეული არ იყო ცვენთან და პასუხს არ ვაგებთო. რადგან ამანათი არ დავაზღვიე უფლება აქვთ რო გააქრონ ამანათი??
აგრეთვე წონაში სხვაობასაც არ აქცევენ ყურადღებას
ებაიზე ქლეიმი ვერ გავხსენიტ რადგან სელერი პირდაპირ კონტაქტზე გამოვიდა და უპს-ში ჩივილი შემოგვთავაზა ნომერიც დაგვიტოვა და დამიკავშირდით და ერთად მივიდეთ უპს-შიო.
ამის მერე უსას ვაჩვენებ ამ სკრინს სადაც ნათლად ჩანს რო ამანათი მიტანილია უსას ოფისში უვნებელი და სრული წონა!
რაზეც გამცა შემდეგი პასუხი.
ინფორმაცია საჯაროა და არ წარმოადგენს ოფიციალურ საბუთსო!
W.T.F
ამის მერე მეუბნება უსა2გეორგია რომ ჩვენ ჩავატარებტ გამოძიებასო და ვიჩივლეთ უპს-შიო რის შემდეგაც 2 თვე გავიდა კიდევ მეუბნებოდნენ არაფერი ახალი მენეჯერი არ გამოდის კონტაქტზეო.
ამ ყველაფრის მერე მეთვითონ ვიჩივლე UPS-ში და საკმაოდ წარმატებულადაც წარმატებულად იმიტომ რომ როდესაც ერტხელ გააკეთებ საჩივარს ტრექინგით საშუალებას აღარ გაძლევს რომ მეორედ იჩივლო იმავე თრექინგით. აქედან გამომდინარე უსა2გეორგიას არ ქონდა საჩივარი შეტანილი უპს-ში და მატყუებდა მთელი 2 თვე.
შემდეგ ვრეკავ და უსა2გეორგიას მენეჯერი მეუბნება იცით უპს-ის ოფ საიტზე განახლდა ინფოო და შეგიძლიათ ნახოთო?! ამ ყველაფერს მეუბნება ჩემს მოძიებულ ინფოზე რასაც ყოველი ახალი საფეხურზე გადასვლისას სკრინებს ვუღებდი , კიდევ ერთი ტყუილი უსას მხრიდა.
ესეც ჩემი მოპოვებული ინფო ჩემს მიერ გასაჩივრებული საქმიდან
რასაც ასე ძალიან ცდილობდა უსა2გეორგია რომ მიეთვისებინა!
საჩივარზე გამცეს პასუხი ზუსტად 5 სამუშაო დღეში რასაც უსამ 2 თვე მოანდომა (ოღონდ ვითომ მოანდომა 2 თვე)
ეს სკრინები და პასუხები ნათელს ხდის რომ ამანათი უსა2გეორგიას ტრანსპორტირების დროსაა დაკარგული!
ამ ინფოს ჩვენების შემდეგ უსადან მომდის პასუხი ამანათი დაზღვეული არ იყო და ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლებიო + ყველაფერთან ერთად usa2georgia არ ცნობს თავს დამნაშავედო!
მე ვეღარ გავიგე რაღა უნდა მივაწოდო და როგორღა უნდა დავამტკიცო რო მაგათი ტრანსპორტირების დროს დაიკარგა ტვირთი????
იქნებ თქვენ გაქვთ უფრო მეტი გამოცდილება და დამეხმაროთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე.?????
This post has been edited by fuck dieesel on 20 Sep 2012, 11:50