მოკლედ დავბრუნდი ტანზანიიდან 2 დღის წინ და ვინაიდან ინფოს გაზიარების მსურველი ბევრია, ცოტა ვრცლად აღვწერ ჩემს მოგზაურობას და ემოციებს.
ფრენას რაც შეეხება ვერ ვნახე Flydubai-ზე იაფად ბილეთი ვერსად. მე ვიყიდე გამგზავრებამდე 3 კვირით ან 1 თვით ადრე და დამიჯდა კაცზე $ 650 (სტანდარტულ ბილეთში კვება არ შედის მაგრამ ისედაც არ ვგიჟდება საჰაერო მენიუზე და სნექებით და ფილებით ისე გავიდა ჰაერში ჯამში 10 საათი რომ ვერც გავიგე).
ვიზა:
ვიზას რაც შეეხება წინა გვერდზე მიწერია ინფო, მოკლე შეჯამება:
* ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე წერია რომ წინასწარ გვჭირდება.
* ვიკიზე წერია რომ წინასწარ გვჭირდება (ადრე არ ეწერა როგორც მახსოვს).
* ტანზანიის საემიგრაციო საიტებზე ვერ ვნახე საქართველო იმ ქვეყნებს შორის რომელთა მოქალაქეებსაც ვიზა წინასწარ ჭირდებათ.
* უპრობლემოდ ავიღე ზანზიბარის აეროპორტში. შთაბეჭდილება დამრჩა რომ შესაძლოა ზოგიერთი იმ ქვეყნის მოქალაქემაც აიღოს (მაგ. აზერბაიჯანი), რომლებზეც ტანზანიის საემიგრაციო საიტებზე წერია რომ წინასწარ ჭირდებათ. მემგონი კარგად უნდა გაარკვნიონ ჩვენმა საგ. საქმეთა სამინისტრომ და ტანზანიის მთავრობამ ეს ამბავი ერთმანეთში რომ ტურისტისთვის ავანტიურაზე წასვლა აღარ იყოს საჭირო, ისე როგორც ჩემს შემთხვევაში.
აცრები და დაავადებებიბევრი ყვითელაზე იკეთებს აცრას. მე
https://wwwnc.cdc.gov-ით ვიხელმძღვანელე და ასევე შევეკითხე ჩვენს ბაქტერიოლოგიური დაავადებების სააგენტოს (ზუსტად აღარ მახსოვს რა ქვია), მაგრამ ისინიც cdc-ით ხელმძღვანელობდნენ, სადაც წერია Generally not recommended for travelers to Tanzania თუ მიდიხარ მოკლე ვადით. ასევე, ყვითელას გავრცელების რუკა ვნახე სადაც მხოლოდ ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ხვდებოდა სადაც მე არ მიწევდა წასვლა ასე რომ დავიკიდე ეგ აცრა.
ზოგი ასევე იცრება სხვა რაღაცეებზე, სია აქაა რაც მანდ გავრცელებულია:
https://wwwnc.cdc.gov/travel/destinations/c...n/none/tanzania ზოგი მალარიის ტაბლეტებს სვამს (რადგან აცრა არსებობს), მაგრამ არ ვიცი რამდენად არის ეგ გავრცელებული ამ რეგიონში. ეგრე cdc-ზე საქართველოზეც წერია რაღაც დაავადებები მაგრამ არ მგონია ვინმე ტურისტი იკეთებდეს აცრას სანამ აქ ჩამოვა. მოკლედ მე ისედაც დიდი ფანიკიორობით არ გამოვირჩევი ასეთ რაღაცეებზე და ყველანაირი აცრა დავიკიდე და რავიცი, მგონი არაფერი მჭირს (2 დღე გავიდა ჩამოსვლიდან და რამე თუ გამომივლინდა დავწერ
)
ქვეყანაში ინგლისური ძალიან ბევრმა იცის, ძველი გავლენის გამო, თუმცა ოფიციალური ენა Swahili-ა და ჯობია გამგზავრებამდე რამდენიმე სიტყვა ისწავლოთ, რადგან მისალმებით ყველა ამ ენაზე გესალმებით, მადლობას გიხდით და გეუბნებათ რომ არ არის პრობლემა/არ იდარდოთ (ანუ Swahili-ზე "Hakuna Matata").
ზანზიბარში რამდენიმე ადგილია პოპულარული: ჩრდილოეთით Nungwi, აღმოსავლეთ სანაპიროებზე კი Matemwe და Paje/Jambiani.
მე ჩემი დაივინგის სერტიფიცირების ამაღლება მინდოდა და ამიტომაც Nungwi ავირჩიე რადგან რომელ დაივინგის ცენტრსაც შევუთანხმდი მანდ იყო. ასევე წავიკითხე რომ მიქცევ-მოქცევა ყველაზე ნაკლებად Nungwi-ს ეხებოდა განსხვავებით აღმოსავლეთ სანაპიროებისგან + ყველაზე მეტად ეს ადგილია """"განვითარებული"""" (მოგვიანებით ტურისტებიც გავიცანი აღმოსავლეთ სანაპიროებიდან და მათაც დამიდასტურეს, მიქცევის დროს +100 მეტრს გადიოდნენ სანაპირომდე).
ამინდებს რაც შეეხება ტიპიური ტროპიკული ჰავაა, არა წვიმიან სეზონზე სულ ღრუბლები რო დაინახოთ და წვიმდეს არ უნდა იდარდოთ რადგან რამდენიმე საათში მზე გამოვა. ჩასვლით თავიდან ცოტა შოკი მივიღეთ, ჩემმა მეუღლემ განსაკუთრებით, რადგან ძალიან გაჭირვებაა. ნუ პასპორტ კონტროლიდან და აეროპორტის ინფრასტრუქტურით ეგრევე მიხვდებით სადაც ჩახვედით, თუმცა ეს პირველადი ემოციაა და ჩვენთვის წამოსვლის დროს უკვე "ნორმა გახდა" და თვალი მიეჩვია. ტიპიური სახლები და გზა Nungwi-ში:
რაც შეეხება ზღვას, პლაჟებს და ქვიშას. ასეთი თბილი ზღვა და თეთრი ქვიშა არსად არ მინახავს (მალდივებზე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ბალის პლაჟებს ჯობდა). ზღვის ფერებია კიდევ სასწაული, და ადგილობრივი "წარმოების" იალქნიანი ნავები ხომ საერთოდ ალამაზებს აქაურობას. ამ ყველაფრის გადმოცემა სურათებით შეიძლება:
free photo website hostingphoto gallery onlinepaste image hostსაჭმელს რაც შეეხება ზანზიბარზე იყო რამდენიმე ნორმალური ადგილი , სადაც შეიძლებოდა ჭამა (გადასარევი რესტორანი მთელი ქვეყნის მასშტაბით არ შემხვედრია, მაგრამ ყველაფერი შედარებითია და რა თქმა უნდა არ ღირს ბანძ ადგილებში ჭამა). თვითონ საჭმელი იაფი იყო, საშუალოდ $ 20-ად 2 ადამიანი კარგად მივირთმევდით სი ფუდს. ახალდაჭერილი ლობსტერი, rock ლობსტერი, კალამარი, ბარაკუდა ან კრევეტები თავისი გარნირით სადღაც $8 ღიდა ნუნგვიში. სი ფუდი იაფი იყო და ძალიან გემრიელი, ზანზიბარზე ძირითადად სულ მაგას ვჭამდი.
ტაქსი აეროპორტიდან ნუნგვიმდე $ 65-ს აფასებს თავიდან (რაღაც ბილბორდს ჩითავენ მეტი დამაჯერებლობისათვის სადაც ფრაის ლისტია). მე $ 40-ად წამოვედი, მაგრამ როგორც ხალხი ამბობს $ 25- $ 30-ია ფასი. ანუ ყველაფრის ფასებს ბერავენ მაგრამ ვაჭრობის მერე ანახევრებენ ან კიდევ უფრო ქვემოთ წევენ, ნუ ასეთ ადგილებში ეს არაა გასაკვირი. ყველაზე შემაწუხებელი ისაა რომ ყველა მოდის და ტვინს გიჭამს, რაღაც სერვისს გთავაზობს, ან ტაქსი, ან ტური, ან მარიხუანა. ტვინს ჭამენ. ბალიზეც გთავაზობდნენ რაღაცეებს მაგრამ ასე ტვინის ბურღვით არა. მაგრამ თვითონ ხალხი გაჭირვების და მიუხედავად მაინც კეთილია, ზოგს უბრალოდ ლაპარაკი უნდა, სიამოვნებს უცხოსთან კონტაქტი, მოდის გეკითხება რაღაცეებს, კრიმინალი ძალიან დაბალია როგორც შევატყვე. უბრალოდ ყველაფერში tip-ის აღება უნდათ ან ფასების გაბერვა და დაგოიმება, ნუ გაჭირვების ამბავი ესეც...
---- აფრიკაში წახვიდე და საფარი არ გააკეთო, იგივეა რაც ნიუ იორკში წახვიდე და მანჰეტენი არ ნახო ალბათ. ასე რომ თავიდანვე განსაზღვრული მქონდა საფარის გაკეთება და ზანზიბარიდან ტანზანიის მატერიკზე გადასვლა. ინტერნეტიდან ტურებს ცეცხლის ფასი ეკიდა - ძირითადად ევროპული კომპანიები გვთავაზობდნენ საფარის გაკეთებას ($ 1,500 დოლარები კაცებზე და ა.შ. : D ). სხვა ვერაფერი მოვიძიე ინტერნეტით. ასე რომ ზანზიბარში სასტუმრო მხოლოდ 5 ღამით დავჯავშნე და ვიფიქრე დანარჩენს ადგილზე გავარკვევ მეთქი. ვიცოდი გული დამწყდებოდა თუ ეროვნულ პარკებს ვერ ვნახავდი და შევეცადე ბიუჯეტური ტური მენახა ადგილზე. მოკლედ ნუნგვიში კარგი 6 ღამის beach holiday მოვიწყვე, დანარჩენი 2 ღამე ტანზანიის მატერიკზე და ბოლო 2 ღამე stone town-ში გავატარე. ამათზე შემდეგ პოსტში დავწერ
* * *
წინა პოსტში დამავიწყდა - ზანზიბარი სავსეა რუსი ტურისტებით. და მე ნორმალური რუსი ტურისტი არ მინახავს - ან იყვნენ ძალიან კარგი ხალხი (~15%) ან ძალიან გამოქლიავებულები (85%). კიდევ 1 მომენტი - სერფინგი ან kite სერფინგი თუ გინდათ აღმოსავლეთ სანაპიროებზე უნდა წახვიდეთ, ისევ სანაპიროს დახრის და ქარის გამო, იქ უფრო განვითარებულია მოკლედ.
რაც შეეხება მატერიკზე გადასვლას თავიდან ვფიქრობდი ჩაფრენას Arusha-ს რეგიონში (2 აეროპორტია, არუშას აეროპორტი და კილიმანჯაროს აეროპორტი). შიდა ფრენებს ახორციელებს რამდენიმე ავიაკომპანია (Auric Air & Coastal Air თუ სწორად მახსოვს). მაგრამ გასათვალისწინებელია რომ არარეზიდენტებისთვის თვითმფრინავის და ბორანის ბილეთები ორჯერ უფრო ძვირია. მოკლედ 2 გზის ავიაბილეთები $ 300 + ჯდებოდა. დედაქალაქთან შედარებით "ახლოს" არის 1 ეროვნული პარკი - Mikumi National Park რომელსაც ძალიან კარგი რივიუები ქონდა და შედარებით ბიუჯეტურიც გამოდიოდა ასე რომ გადავწყვიტე მანდ წასვლა. საბოლოოდ Nungwi-ში ვიპოვე ტიპი ვინც დაგვთანხმდა 2 დღიან ტურს კაცზე $ 300-ად (ოღონდ ბორანის ბილეთები ჩვენ უნდა გვეყიდა), ასევე მსურველი იყო 2 რუსი ტურისტი და საბოლოოდ 4ნი წავედით.
ბორანს რაც შეეხება საკმაოდ კომპორტული და მოწესრიგებულია, - ე.წ. speed boat-ია და არ იგრძნობა ტალღები (ვისაც ზღვის დაავადების გეშინიათ). 2 საათში ხარ ზანზიბარის პორტიდან დარ ეს სალამში (ზანზიბარში პორტი მხოლოდ stone town-შია). გადის დღეში რამდენჯერმე, 2 საათის ინტერვალით დილის 7:30-დან საღამოს 16:00-ზე ბოლო გასვლით თუ სწორად მახსოვს. მაგრამ ბილეთები წინასწარ ჯობია ვინმეს აყიდინოთ ან ადრე მიხვიდეთ პორტში რადგან შეიძლება გათავდეს. არარეზიდენტისათვის 1 მხარეს მგზავრობა $ 35-დან იწყება ეკონომ კლასით (ბიზნეს კლასს და ეკონომ კლასს შორის სხვაობა თითქმის არაა ოღონდ). დარ ეს სალამში დაგხვდა ჩვენი ტურის ტიპი და მიცუბიში დელიკათი წავედით ეროვნული პარკისკენ 8 (!) საათიანი მგზავრობით (თავისი გაჩერებით). იქ ღამე ჩავედით და მოვთავსდით სასტუმროში, სადაც დაგეგმილი 2 ღამის ნაცვლად მხოლოდ 1 ღამით მოვთავსდით რადგან სასტუმრო ამ ტურის ტიპმა აარჩია და მაგარი ბანძი იყო, ისე რომ მეორე ღამეს აღარ გავჩერებულვართ და საფარის მერე წამოვედით დარ ეს სალამში. ბუქინგზე შეიძლება წინასწარ რაღაცის დაჯავშნა და არც მგზავრობა უნდა ღირდეს ძვირი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ტურის აღება არ ღირდა, 4ნი თუ მაინც ხართ ჯობია თავად შეუთანხმოთ და დაჯავშნოთ ყველაფერი. ახალგაზრდა რუსები შეგხვდნენ და ყველაფერი თვითონ გააკეთეს, მემგონი მთელი საფარი ზანზიბარიდან მგზავრობიანად ~ $ 250 დაუჯდათ კაცზე.
საფარის რაც შეეხება დაუვიწყარი იყო ნამდვილად, საერთოდ განსხვავებული გამოცდილება და ემოციებით. ეგეთს აფრიკის გარდა რომ სხვაგან ვერსად ნახავ. მიუხედავად დიდი მგზავრობისა რომ იტყვი რომ ღირდა და კიდევ კარგი გავაკეთე
რამდენიმე ჩემი მობილურით გადაღებულ სურათს დავდებ რომ შეგექმნათ წარმოდგენა:
დილით ასეთი მანქანები დაგხვდა სასტუმროსთან. ჩვენთვის ტურში შედიოდა მაგრამ ქირაობა არ უნდა დაჯდეს ბევრი, ალბათ ჯამში $ 150-200 მაქს (?). 4 კაცი ძალიან კარგად და თავისუფლად ვისხედით. ამას ემატება პარკში შესვლის თანხა - 1 ადამიანზე $ 35:
upload hosthow to post images onlineროგორც გვითხრეს, გაგვიმართლა რომ 2 ლომი ვნახეთ
რადგან ზოგს არ უმართლებს საერთოდ.
websites for upload imagesbest image hostingpic uploadამ პარკში ე.წ. დიდი ხუთეულიდან არ არის მხოლოდ მარტორქა, ლეოპარდი სამწუხაროდ არ შეგხვდა - მაგის ნახვაც იშვიათობა ყოფილა, ხშირად ხეებზე დაძვრებიან
დანარჩენი უამრავი რამ ვნახეთ და ძალიან ემოციებით დატვირთულები ვიყავით
საფარის შემდეგ დარ ეს სალამისკენ გავემგზავრეთ სადაც ღამე ჩამოვედით. დილით, ბორანის გამგზავრებამდე დრო გვქონდა მაგრამ ვერაფერი საინტერესო ვერ ვნახეთ ამ ქალაქში, არ ღირს საერთოდ გაჩერება ჩემი აზრით.
პორტში იგივე პროცედურას გადიხარ რასაც აეროპორტში, პასპორტ კონტროლით დაწყებული ბარგის დასკანერებით დამთავრებული ორივე მხრიდან. ერთი ქვეყანა კი არის, მაგრამ როგორც ჩანს ზანზიბარს ფართო ავტონომია აქვს (ფეხბურთის გუნდიც კი ცალკე ყავთ მგონი) და მიგრაციას აკონტროლებს მკაცრად.
საღამოს სთოუნ თაინში ვიყავით სადაც 2 ღამე გავათენეთ და შემდეგ გამთენიისას უკან გამოვფრინდით.
სთოუნ თაუნს რაც შეეხება, იგრძნობა ახლო აღმოსავლეთის გავლენა (ომანის სულთანი იჯდა კაი ხანი) და არის ლამაზი ადგილები ქალაქში. ასევე სუვენირების ყიდვა გამგზავრებამდე აქ შეგიძლიათ და აეროპორტთან 10 წუთის გზაზეა ასე რომ ბოლო დღეს კარგი აზრი იყო აქ გაჩერება. უბრალოდ ის არის რომ არც პლაჟია ნორმალური და იმდენიც არ არის სანახავი, ასე რომ 1 დღეში ყველაფერი ძალიან თავისუფლად მოსწრებადია და უფრო მეტ ხანს ამ ადგილს არ გირჩევთ:
upload imageshow do you upload a photoget a url for an imageსხვა საკითხია Arusha-ს და კილიმანჯაროს რეგიონი, სადაც მე ფიზიკურად არ ვყოფილვარ. იქ ძალიან ცნობილი კონსერვაციის პარკები და თვითონ კილიმანჯაროს მთაა, სადაც ბევრი ჰაიკერი მიემართება.
ზანზიბარზე და მასთან ახლოს ტანზანიის mainland-ზე კითხვები თუ გაქვთ სიამოვნებით გიპასუხებთ