forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფორუმის აპლიკაცია (ბეტა ტესტირება)
web_nts
EVERYBODY LIES


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11772
წევრი No.: 11840
რეგისტრ.: 28-July 05

გამოგზავნილია: 2 Aug 2017, 04:23  #51071461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
----------------------------------------------------
ეს არის დაუსრულებელი სატესტო აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება ტესტირებისთვის, არ მუშაობს ბევრი ფუნქცია და ტაგები.

გადმოწერეთ აპლიკაცია თუ გსურთ მიიღოთ ტესტირებაში მონაწილეობა, ხოლო თუ სრულფასოვანი აპლიკაციის დაყენება გსურთ, დაელოდეთ ოფიციალურ დასრულებულ ვერსიას!

ამჟამად მხოლოდ Android აპლიკაციის ტესტირებაა შესაძლებელი, iOS ვერსია დაემატება მოგვიანებით.
----------------------------------------------------


აპლიკაციის დასაყენებლად Play Store-ის საძებნ ფორმაში ჩაწერთ "Forum.ge" ან პირდაპირ გახსნით ინსტალაციის გვერდს ამ ლინკზე დაჭერით https://play.google.com/store/apps/details?id=com.forumge


თუ ზემოთ მოცემული მეთოდით ვერ მოიძებნა აპლიკაცია, მიყევით ქვემოთ მოცემულ ტესტირებაში ჩართვის ინსტრუქციას.

ტესტირებაში ჩართვის ინსტრუქცია:
შედიხართ ამ ლინკზე https://play.google.com/apps/testing/com.forumge ;
თუ უკვე არ ხართ შესული გუგლის ექაუნთით, გაიარეთ ავტორიზაცია ექაუნთით რომელიც მიბმულია თქვენს ანდროიდ მოწყობილობაზე;
დაეთანხმებით ტესტირებაში მონაწილეობის მიღებას;
დაელოდებით 10-15 წუთი;
Play Store-ის საძებნ ფორმაში ჩაწერთ "Forum.ge" ან პირდაპირ გახსნით ინსტალაციის გვერდს ამ ლინკზე დაჭერით https://play.google.com/store/apps/details?id=com.forumge

user posted image



ამჟამად აქტიური ფუნქციების და ტაგების ჩამონათვალი:
პირველი გვერდი განყოფილებების ჩამონათვალით;
თემების ჩამონათვალი განყოფილებებში;
პოსტების წაკითხვა უმეტესობა პოპულარული ტაგების მხარდაჭერით;
YouTube ვიდეობის აპლიკაციაშივე გახსნა მთელ ეკრანზე;
YouTube ვიდეობის დაპატარავება და ვიდეოს ყურების/მოსმენის პარალელურად თემაში ნავიგაცია;
ფორუმის ყველა სმაილი სრულყოფილად მუშაობს;
[img] ტაგი მუშაობს გამართულად ახალი მეთოდით ატვირთულ ფოტოებზე და ანიმაციებზე;
[img] ტაგი ასევე მუშაობს ძველი მეთოდით ატვირთულ ფოტოებზე, მაგრამ ყველა სურათი მოთავსებულია ერთი ზომის ჩარჩოში რაც იწვევს ფოტოს ნაწილის ჩამოჭრას (crop);
ყველა ტექსტზე სტილის მისანიჭებელი ტაგები ([ B][ I][ U][ SIZE][ COLOR]) მუშაობს გამართულად ფონტის ტაგის გარდა;
[quote] ტაგი დამატებულია და მუშაობს გამართულად;
[spoiler] ტაგი დამატებულია, მაგრამ სპოილერი დაკეტილი არ არის, ყოველთვის ღიაა;
ლინკები ანუ [url] მუშაობს გამართულად, ასევე თუ ლინკი გადადის ფორუმზე არსებულ სხვა თემაზე, ეს ლინკი იხსნება აპლიკაციაშივე;

მნიშვნელოვანი ფუნქციების და ტაგების ჩამონათვალი რაც არ მუშაობს, მაგრამ დაემატება უახლოეს მომავალში:
ავტორიზაცია დროებით გამორთულია და აპლიკაცია დროებით მუშაობს მხოლოდ "წაკითხვის" რეჟიმში;
ყველა ავტორიზირებული იუზერის პრივილეგია შესაბამისად არ მუშაობს ზედა პუნქტიდან გამომდინარე (დაპოსტვა, თემის გახსნა, პმ და ა.შ.);
არ მუშაობს YouTube-ს გარდა სხვა ვიდეო და აუდიო ტაგები;
[spoiler] ტაგი არ არის დასრულებული და დასამატებელია დახურვა/გახსნის ფუნქცია;
არ შეგიძლიათ ნახოთ გამოკითხვის კითხვები და პასუხები (გამოკითხვაში არსებული პოსტების წაკითხვა თავისუფლად შეგიძლიათ);
არ მუშაობს პირველ გვერდზე ფავორიტებში დამატების ფუნქცია;

* ზემოთ მოცემული აქტიური/არააქტიური ფუნქციების ჩამონათვალი სრულყოფილი არ არის.

** ფავორიტების ფუნქციის მსგავსად, ბევრი ფუნქცია იქნება დამატებული ექსკლუზიურად მხოლოდ აპლიკაციისთვის, საბოლოო მიზანია რომ ფორუმის მოძველებულ ძრავს ქონდეს თანამედროვე, სრულფასოვანი და მოსახერხებელი ალტერნატივა მობილური მოწყობილობებისთვის.


ტესტირების და შეცდომის დარეპორტების პირობები:
გთხოვთ სრულად დაწეროთ თქვენი ტელეფონის ბრენდი და მოდელი (მაგალთად არ დაწეროთ "ს6" თუ გულისხმობთ "Samsung Galaxy S6"-ს);
დაწერეთ თქვენი ანდროიდის სრული ვერსია (მაგალითად არ დაწეროთ 4 ან 6, დაწერეთ სრული ვერსია 4.4.4 ან 6.0.1);
აღწერეთ პრობლემა რაც შეიძლება მოკლედ მაგრამ გასაგებად;
თუ შესაძლებელია დაურთეთ სქრინშოტი;
თვალყური ადევნეთ ამ თემას და ჩაურთეთ ავტომატური განახლება ამ აპლიკაციას ახალი ვერსიების დროულად მისაღებად;


შეცდომების გარდა, თუ გსურთ რჩევების და რეკომენდაციების დაწერა, გთხოვთ ორიენტაცია გააკეთოთ ისეთ ფუნქციონალობაზე რაც გამოყენებადი იქნება ყველა იუზერის მიერ და არა პერსონალურად თქვენზე მორგებული.

ნუ მოითხოვთ ისეთი ფუნქციების დამატებას რაც ისედაც მნიშვნელოვანია და ჩვენც ვიცით რომ უნდა დავამატოთ smile.gif ავტორიზაცია, გამოხმაურება, პმ და ასე შემდეგ.


--------------------
სპლიყვი გამოუშვით ფარჩაკებო!
Roofus
chi


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6076
წევრი No.: 366
რეგისტრ.: 6-October 01

გამოგზავნილია: 2 Aug 2017, 04:44  #51071473      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
up.gif




--------------------
ხელმოწერის მოსაფიქრებლად კრეატიულობა არ მყოფნის...

http://saba.longevity.ge - სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი
პითონი



********
ჯგუფი: Members
წერილები: 29786
წევრი No.: 140199
რეგისტრ.: 9-December 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2017, 08:14  #51071567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მარცხნივ არ ჩანს კარგად მოცისფერო რაღაცეები
რეზოლუციის ბრალია?
Galaxy a3 2016
7.0

ასევე ზემოთ რო აქვა გვერდების გადამრთველი რაღაში უნდა? ანუ ჩამოსქროლვისას ავტომატურად ხო იწევა ქვევიდანაც

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Screenshot_20170802_081458.png
პითონი



********
ჯგუფი: Members
წერილები: 29786
წევრი No.: 140199
რეგისტრ.: 9-December 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2017, 08:19  #51071574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სიგნაჩა უფრო კარგ ფერშია მგონი ვიდრე პოსტი
კარგი იქნებქ თუ სიგნაჩის ფრას იქნება პოსტი და სიგნაჩა უფრო ღიად
წხლა სიგნაჩა უფრო გამოკვეთილ ფერებში ჩანს...
ასევე იუზერის გასწვრივ სამი წერტილო უფუნქციოა
ნუ ეგ ქლბათ ავტორიზაციის მერე მოქმედებს

This post has been edited by პითონი on 2 Aug 2017, 08:20

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Screenshot_20170802_081937.png
პითონი



********
ჯგუფი: Members
წერილები: 29786
წევრი No.: 140199
რეგისტრ.: 9-December 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2017, 08:24  #51071584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გადმოტრიალებურ ეკრქნზე იკარგება თითქოს ფორუმი
ზევიტ სახელწოდება და ქვევით გვერდებია ხოდა ძალიან დიდას ჩანს...
წაკითხვისთვის.ცოტა.ცუდია

დანარჩენი თუ რამე ვნახეთ დავწერ

ისე კარგად მუსაობს
მსუბუქი ჩანს და მალე იტვირთება საკმაოდ გვერსები

This post has been edited by პითონი on 2 Aug 2017, 08:26

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Screenshot_20170802_082519.png
erfiro
kid & Freud


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11943
წევრი No.: 81045
რეგისტრ.: 1-January 09

გამოგზავნილია: 2 Aug 2017, 09:50  #51071770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ფერები დასვით იგივე, რაც ვებინტერფეისს აქვს.

პოსტები ოფტოპიკის შეგრძნებას ტოვებენ biggrin.gif
* * *
თემის ავტორი არ ჩანს ჩემთან.
ბოლო პოსტის ავტორი კი.



--------------------
- ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს, მისი დალაგებული მოვსდღან!!!

ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.

აქციას ველოდები იმიტო კი არა რო რამე კაის მოლოდინით იმიტო რო რამე ყლ ეობა არ ქნათ ლიჟბი © Mogadishu
პითონი



********
ჯგუფი: Members
წერილები: 29786
წევრი No.: 140199
რეგისტრ.: 9-December 11

გამოგზავნილია: 2 Aug 2017, 23:42  #51076501      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დრო არეულია მგონი 4 საათით
ქვედა განყები ცუდად ჩანს

ჯობია მთავარ განყში შესვლის მერე გამოჩნდეს ეგენი
erfiro
kid & Freud


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11943
წევრი No.: 81045
რეგისტრ.: 1-January 09

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 17:02  #51080103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
თემიდან ფორუმის მთავარ გვერდზე დაბრუნება რომ შეიძლებოდეს.
ან სულ უკეთესი იქნება, თუ პირდაპირ სასურველ განყში გადასვლა რომ შეიძლებოდეს.

როგორც აქაა...

user posted image
Andy Warhol
Pop Art Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14401
წევრი No.: 9335
რეგისტრ.: 11-March 05

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 22:34  #51081674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პირველ რიგში მადლობა აპლიკაციისთვის up.gif
რომ დაემატოს: სწრაფად ჩამოსვლის ისარი. ზემოთ ასვლის არის უკვე smile.gif


--------------------
* * *
ძველი გუბურა
ბაყაყი ჩახტა წყალში:
ტყაპ ! გაისმა სიჩუმეში.
web_nts
EVERYBODY LIES


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11772
წევრი No.: 11840
რეგისტრ.: 28-July 05

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 22:52  #51081778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Andy Warhol
QUOTE
რომ დაემატოს: სწრაფად ჩამოსვლის ისარი. ზემოთ ასვლის არის უკვე

სამწუხაროდ ჯერ ვერ დაემატება ეს ფუნქცია ვინაიდან თემის გვერდის ერთდროულად გენერაცია არ ხდება. ანუ როდესაც თემას ხსნი, იტვირთება მხოლოდ რამოდენიმე პოსტი რომელიც ეკრანს შეავსებს + პირველ დასქროლვაზე ეყოფა, ხოლო დასქროლვის შემდეგ იწყება რენდერი ნაწილ-ნაწილ სხვა ქვედა პოსტების.

ეს მეთოდი უზრუნველყოფს გვერდების სწრაფ ჩატვირთვას, ელემენტის დაზოგვას და ზოგ შემთხვევაში ინტერნეტ ტრეფიკის დაზოგვასაც. ბოლოში დასქროლვის დამატება ტექნიკურად მარტივი დეტალია, მაგრამ ამისათვის საჭიროა მთლიანი თემის რენდერი გვერდის ჩატვირთვისას რაც ოპტიმიზაციისთვის არ არის კარგი (თანამედროვე ძვირიან ტელეფონებს არ ექნებათ პრობლემა მაგრამ ფორუმელების უმეტესობას მოძველებული ან დაბალ ბიუჯეტიანი ტელეფონი აქვს).

erfiro
QUOTE
ფერები დასვით იგივე, რაც ვებინტერფეისს აქვს.

პოსტები ოფტოპიკის შეგრძნებას ტოვებენ

გასწორებულია ფერები, ცოტა ხანში განახლება დაიდება და მუქი ტექსტი იქნება.
QUOTE
თემიდან ფორუმის მთავარ გვერდზე დაბრუნება რომ შეიძლებოდეს.
ან სულ უკეთესი იქნება, თუ პირდაპირ სასურველ განყში გადასვლა რომ შეიძლებოდეს.

იდეაში <- back ღილაკზე დაჭერით თემის განყოფილებაში გადადიხარ და მეორედ დაჭერით მთავარ გვერდზე, მაგრამ სათაურის ზემოთ დაემატება მთავარ გვერდზე და თემის განყოფილებაში გადასვლის შესაძლებლობაც. სასურველ კატეგორიაში გადასვლის დამატება არ მოხდება, უნდა გაითვალისწინოთ რომ ვებ ინტერფეისისგან განსხვავებით ტელეფონის ეკრანის სივრცე შეზღუდულია და მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისის გამოყენება და რაც შეიძლება ნაკლები დამატებები ქონდეს.

თემის ავტორის სახელსა და ბოლო პოსტის ავოტრს შორის არჩევანი მომიწია და ბოლო პოსტის ავტორი ვარჩიეთ ზემოთ ხსენებული შეზღუდული სივრცის გამო. თემის ავტორის დამატება გამოიწვევს ერთი ხაზის დამატებას რაც ძალიან აგრძელებს თემის სახელისთვის გამოყოფილ სივრცეს პატარა ეკრანიან ტელეფონებზე.

პითონი
QUOTE
დრო არეულია მგონი 4 საათით

დრო არ არის არეული, დრო აპლიკაციას მიეწოდება UNIX TIMESTAMP ფორმატში (რაც ყველასთვის საერთოა) და ტელეფონის TIME ZONE-ის მიხედვით წერს დროს. თუ დროს არასწორად აჩვენებს ეს ნიშნავს არასწორი დროის სარტყელი გაქვს ტელეფონზე არჩეული. ავტომატური საათის გასწორება ჩართე ან +4 დააყენე დროის სარტყელში.

QUOTE
ქვედა განყები ცუდად ჩანს

ბევრი იუზერი მარტო ქვედა განყოფილებებს იყენებს და მოუხერხებელია და მეტი ინტერნეტ ტრეფიკი მიაქვს ჯერ მთავარ განყოფილებაში შესვლას და მერე ქვე განყოფილებაში. მაგალითად ბევრი ვინც შედის სერიალებში, საერთოდ არ შედის მთავარ მასმედიის განყოფილებაში.

ამ პრობლემას მოაგვარებს ფავორიტების დამატება (მთავარ გვერდზე განყოფილებების მარჯვენა მხარეს ვარსკვლავის ღილაკი). ვარსკვლავზე დაჭერის შემდეგ ვარსკვლავის ფერი ხდება ყვითელი და ყველა სასურველი კატეგორია ემატება სიის დასაწყისში, ანუ ყოველ შესვლაზე ჯერ იუზერის სასურველი განყოფილებები იქნება რასაც ხშირად სტუმრობს და ქვემოთ სხვა დანარჩენი.

QUOTE
მარცხნივ არ ჩანს კარგად მოცისფერო რაღაცეები
რეზოლუციის ბრალია?

არა, ეგ მოცისფრო რაღაცეები თემის აქტიურობის მაჩვენებელია, ანუ ვებ ვერსიაზე თემის სახელის მარცხენა კუთხეში არსებული კონვერტების შემცვლელი.

user posted image

ღია ცისფერი ნიშნავს არა აქტიურ თემას და ყველა თემას ეს ფერი აქვს იმიტომ რომ ავტორიზაცია ჩართული არ არის. ვებ ვერსიაზეც ღია ცისფერი კონვერტები ჩანს თუ არ ხარ ავტორიზირებული.

ავტოირიზირებულ იუზერებზე გამოჩნდება აქტიურობის მაჩვენებელი სხვა ფერებიც, გამოკითხვები ეხლაც განსხვავებული (მწვანე) ფერია.

user posted image

(აჰა, iOS სკრინიც დაიდო დაინტერესებულთათვის smile.gif )

This post has been edited by web_nts on 3 Aug 2017, 23:09
web_nts
EVERYBODY LIES


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11772
წევრი No.: 11840
რეგისტრ.: 28-July 05

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 23:10  #51081893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იუზერის გასწვრივ სამი წერტილი დროებით უფუნქციოა, მაგრამ დაჭერისას დაემატება ჩამონათვალი საიდანაც შეგეძლებლათ პოსტის პირდაპირი ლინკის გაზიარება (share), იუზერის პროფილის ნახვა და რამოდენიმე სხვა ფუნქციაც.

ცოტას დაგასპოილერებთ და მაგ სამი წერტილიდან დაემატება არასასურველი იუზერების დაბლოკვაც bis.gif ანუ ყველა დაბლოკილი იუზერის პოსტი იქნება დამალული, ფიზიკურად გამოჩნდება რომ პოსტი დაწერილია, მაგრამ ტექსტი და იუზერის სახელი არ გამოჩნდება თუ სპეციალურ ღილაკს არ დააჭერთ.

ანუ ამ თემაში რასაც ითხოვენ Hide Unwanted Users

ასევე დაემატება ტაიმერი სადაც შეძლებთ დროის ნახვას თუ რამდენი წამი/წუთის შემდეგ შეგიძლიათ დაპოსტოთ შემდეგი პოსტი და ბევრი სხვა ისეთი გამოსადეგი ფუნქცია რაც ფორუმის ძრავს არ გააჩნია.

This post has been edited by web_nts on 3 Aug 2017, 23:11
erfiro
kid & Freud


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11943
წევრი No.: 81045
რეგისტრ.: 1-January 09

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 23:17  #51081925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
თემის ავტორის სახელსა და ბოლო პოსტის ავოტრს შორის არჩევანი მომიწია და ბოლო პოსტის ავტორი ვარჩიეთ

თემის ავტორი დაამატეთ.
ბოლო პოსტის ავტორი ვის რაში სჭირდება user.gif

ახრევას და კოდექსას თემებში რა მინდა?! gigi.gif
web_nts
EVERYBODY LIES


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11772
წევრი No.: 11840
რეგისტრ.: 28-July 05

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 23:24  #51081970      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
erfiro
ამდენი წელია აქ ხარ და მაგათ თემებს სათაურით თუ ვერ ცნობ, არ ყოფილხარ გამოცდილი იუზერი biggrin.gif

თემის ავტორზე მოსაფიქრებელია რამე, ჯერ არ გამოდის დამატება, იმდენი დეტალია თითო თემაზე საჭირო რომ მორბენალ სტრიქონს ხო არ გავაკეთებ კაცო biggrin.gif
david999
Premium Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1055
წევრი No.: 205063
რეგისტრ.: 14-July 15

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 23:31  #51082000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
web_nts
იოსზე მალე ველოდოთ?
web_nts
EVERYBODY LIES


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11772
წევრი No.: 11840
რეგისტრ.: 28-July 05

გამოგზავნილია: 3 Aug 2017, 23:40  #51082053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
david999
არ არის ეფლის ტვინის ღუნვა ვერიფიკიაციისთვის მზად ჯერ. მთლიანი აპლიკაცია გადაწყობილია react-native-ზე რაც ნიშნავს რომ iOS-ზეც იგივე პროგრესია რაც ანდროიდ ვერსიაზე. ნებისმიერი ფუნქცია რაც ანდროიდზე იქნება, ხელმისაწვდომი იქნება iOS ვერსიაზეც როდესაც გაეშვება.

ამის გარდა საერთოდ ხვალ რომ ვუშვებდე, არანაირ თარიღს აღარ ვასახელებ აპლიკაციაზე biggrin.gif გამოჩნდება რამე ტექნიკური პრობლემა, გადაიწევს დრო და დამდევთ მერე მთელი ფორუმი ხმალ ამოღებული sa.gif

This post has been edited by web_nts on 3 Aug 2017, 23:42
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0201 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]