#45263154 · 26 Jul 2015, 14:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით არა, იმიტომ რომ სამშენებლო კომპანიებიც ხომ ძირითადად იმპორტირებულ მასალებზე მუშაობენ და იმათაც გაუძვირდებოდათ მასალები, შესაბამისად მოგებას არა მგონია დააკლონ. ძველ აშენებულზე და მიწის ნაკვეთებზე ვერ გეტყვი, მაგრამ გაიაფება ნაკლებად მოსალოდნელია. წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც მე ან თქვენ გვინდა სახლის ან მიწის გაყიდვა, რა ფასადაც აქამდე ფიქრობდი გაყიდვას, იმ ფასს რატომ დაუკლებ? ერთი ვარიანტია, თუ კრედიტორები გახრჩობენ და პროცენტები და ჯარიმები ემატება ყოველ დღე და ნორმალურ ფასად გაყიდვას და ლოდინს გირჩევნია სწრაფად გაყიდო ან თუ სხვა რამე გადაუდებელი მდგომარეობა არ არის, ასეთი შემთხვევები ალბათ ბევრი არ იქნება უძრავი ქონების ბაზარზე საერთო მოცულობაში. ეს ჩემი აზრია მხოლოდ, და შეიძლება ვცდებოდე
|