Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > სოკო


Posted by: ShadowCat 11 Dec 2006, 17:20
სოკო ღვინითა და არაჟნით
© WOMAN IN LOVE

200 გრ.სოკოს ვწვავთ კარაქში 5 წუთით,+20 გრ.თეთრი ღვინო,ძალიან დაბალ ალზე ვაჩერებთ 5 წთ, +მარილი, პილპილი, 100 გრ არაჟანი და 30 გრ.გახეხილი ყველი.რომ გასქელდება, მზადაა.

* * *
ჟულიენი
© gvirila

ვიღებთ აუცილებლად ქამა სოკოს ცოცხალს (და არა მარინადს) ვარჩევთ და ვშუშავთ ხახვთან ერთად, მერე 2 კოვზი პურის ფქვილი უნდა მოვშუშოთ ტაფაზე, რომ გაყავისფრდება გადმოვდგათ გავაციოთ და შევურიოთ შავი პილპილი და მარილი ავურიოთ ეს ყველაფერი უკვე მოშუშულ სოკოში და გადავიღოთ თიხის ჭურჭელში, ზემოდან დავასხათ ერთი ჭიქა არაჟანი და გახეხილი ყველი. შევდგათ დუხოვკაში ყველი რომ შეფერადდება მზადააა!!!

* * *
Жареные лисички в картофельных корзинках
© DODI

лисички (свежие) - 500г; лук-порей (белая часть) - 1 шт.; сметана (жирность не менее 30%) - 150г; масло растительное для обжаривания; соль - по вкусу
Лук нарежьте тонкими кольцами. Лисички промойте, отбросьте на дуршлаг, дайте воде стечь. Крупные грибы нарежьте на четвертинки, мелкие - оставьте целиком.
В глубокой сковороде с толстым дном прогрейте растительное масло (2 ст.л.), добавьте лук и обжарьте его до появления легкого золотистого оттенка. Теперь отправляйте в сковороду грибы, которые сразу же перемешайте с луком, чуть-чуть посолите и продолжайте обжаривать до тех пор, пока не испариться вся жидкость и грибы начнут подрумяниваться.
Добавьте всю сметану, перемешайте. Уменьшите огонь и оставьте грибы под крышкой примерно на 10 минут. Грибы готовы, теперь их можно разложить и подать как самостоятельное блюдо. Кстати, вы легко можете заменить в рецепте порей на репчатый лук, а сметану - на сливки.
შამპინიონითაც შეიძლება
user posted image

Posted by: Breaky 11 Dec 2006, 20:10
სოკო ყველით
© მია

ალყა-ალყა დაჭრილ ხავხს მოშუშავთ ზეთში,კარგად რომ შეწითლდება,ჩაყრით სოკოს,(ყუთებში რომ იყიდება) ცოტა ხანს დატოვებთ და შემდეგ დააყრით მარილს,პილპილს (რაღაც არ მეხერხება რეცეპტების წერა user.gif gigi.gif ) და შუშავთ კიდევ გაკეთებამდე biggrin.gif როცა გამზადდება,ზემოდან მოაყრით ნადნობ ყველს (მაგ. "ვიოლა") და გადმოდგავთ smile.gif უუგემრიელესია
შენიშვნა Vika-სგან: ქინძიც დაამატე და ტაფიანად შეჭამ, მე ხმელ ქინძს ვამატებ
შენიშვნა Antigone-სგან: მოშუშვისას მე მაიონეზს ვასხამ ზემოდან და რეჰანი და ტარხუნა უხდება ძალიან

* * *
სოკო ნიგვზით
© Kesi

აიღებ ერთ დიდი ქილა სოკოს (კონსერვები როა იმას), ადუღებული წყალი გადაავლე ერთი 10 წუთი გააჩერე ადუღებულ, ცხელ წყალში.
ტაფაზე ცოტა ზეთში მოშუშე 2-3 საშუალო ზომის ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატე წვრილად დაჭრილი სოკო და გააგრძელე შუშვა. როცა მზად იქნება, გამორთე, გადაიტანე ჯამში და გააციე. შემდეგ ამ ყველაფერს დაუმატე 3-4 სუფრის კოვზი (ბევრი ნიგოზი არ უხდება) გატარებული ნიგოზი, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, ცოტა ძმარი და მარილი გემოვნებით (შეგიძლია ერთი პატარა კბილი ნიორიც დაუმატო). კერძი მზადაა.

* * *
ქამა სოკო
© DODI

საჭიროა 2 კგ ქამა სოკო. მოაცლიტ ქუდებს, თუ დიდი ზომისაა, დაჭრით ნახევრებად ქუდსაც და ფეხსაც. 5 თავ ხახვს გაფცქვნით, დაჭრით რგოლებად, სოკოს ჩაყრით ღრმა ტაფაში და დაიწყებთ შუშვას. ნახევრამდე რომ გამზადდება, დაამატებთ ერბოს (რამე კარგ ერბოს, შვეიცარიული ან ავსტრიული, მოჟნა ბეზ ხოლესტერინა), გააგრძელებთ შუშვას. ამასობაში დაჭრით ქინძს, მწარე წიწაკას და დაამატებთ. 10 წუთში გამორთავთ და დაამატებთ შავ პილპილს და მარილს გემოვნებით. დახურავთ თავს და 10 წუთში მიიტანთ სუფრაზე. უხდება მაიონეზი ან არაჟანი. ესენი მერე თეფშზე უნდა დაამატოთ.

Posted by: ლაბუ 11 Dec 2006, 20:16
QUOTE
ჟულიენი

მე ვაკეთებ ასე: უმ ქამა სოკოს (400-500 გრ.) ვჭრი და ვშუშავ აუცილებლად კარაქში, რომ მოიშუშება გადმოვდგამ, ცალკე ტაფაზე ვაყრი 1 ს.კ. პურის ფქვილს, რომ გაშრება (არ უნდა გაყავისფრდეს) ვამატებ კარაქს (2-3 ს.კ.), ვურევ და ვამატებ 1:1ზე არაჟანს და წყალს (ან ბულიონს, ან რძეს), მარილი, შავი პილპილი, ვამატებ სოკოს, მიღებულ მასას ვასხამ ჟულიენის ფორმაში (ან პატარა ტაფაზე) და ზემდან მოვაყრი ცოტა გახეხილ სულგუნს, და მოვასხამ სუუულ ოდნავ კარაქს, შევდგამ ღუმელში და რომ მოიბრაწება ზემოდან - მზადაა.

კიდევ ასეთი რამ:

სოკო კვერცხით
სოკო დავჭრათ ძალიან წვრილად, მოვშუშოთ ხახვთან ერთად, დავამატოთ შავი პილპილი, მარილი, კამა, ნიორი.
ცალკე მოვხარშოთ 10 კვერცხი, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გულები, და ჩავდოთ სოკოს ფარში, სუფრასთან მიტანისას მოასხით მაიონეზი, და გააფორმეთ როგორც გენებოთsmile.gif


Posted by: Breaky 13 Dec 2006, 16:34
© Zohar
დავწერ ერთ პორციაზე...

200 გრამი კარტოფილი... გათლილი და დაჭრილი მრგვლად...
100 გრამი სოკო...
100 გრამი ყველი... გატარებული...
კარტოფილს გადავასხათ ადუღებული წყალი... შემდეგ კეცში ჩავდოთ და ზემოდან მდუღარე წყალი დავასხათ ისე, რომ კარტოფილი დაიფაროს...
ზემოდან დავდოთ სოკო, რომელიც წინასწარ უნდა მოითუშოს...
და ბოლოს ზემოდან ვუკეთებთ ყველის ქუდს (ქათმის გრიპამდე ყველს ვურევდით კვერცხთან)...
ვაგდებთ ღუმელში 250 გრადუსზე... ყველი რომ ოდნავ ყავისფერი გახდება - ღუმელი გამორთეთ...
8-10 წუთში მიირთვით...
იდეალურია მწვანე "გოროშეკთან" და პომიდორთნ...
გაამოთ...

Posted by: unicode 16 Dec 2006, 15:36
სოკოს მოყვარულებს!

სოკო მდოგვის მარინადით.

ვიღებთ ქამას(ან სხვა ნებისმიერ სოკოს) დაახლოებით იმდებს, რომ ერთლიტრიან ქილაში ჩაეტიოს.(ამ პორციაზეა მარინადი გათვლილი, მაგრამ ერთისაც და მეორის პორციის გაზრდაც შეიძლება) wink.gif
სოკოს ვწვავთ ტაფაში, მერე ამოვალაგებთ ლანგარზე და ვუმატებთ წვრილად დაჭრილ ნიორს (გემოვნებით). მოვასხათ მარინადი ავურიოთ და შევდგათ რამოდენიმე ხნით მაცივარში(ისე, რამოდენიმე დღეც ინახება).
მარინადი კი ასეთია: 3 ს/კ მწარე მდოგვი, ცოტა ნიორი, ოხრახუში, კამა, პილპილი, 50 მლ ზეთი, 1 ს/კ 8% ძმარი(ღვინის ან ვაშლის) ,1/2 ჩაის კოვზი მარილი.

smile.gif
ისე, ეს მარინადი სხვა სალათებისთვისაც შესანიშნავია.

Posted by: Breaky 16 Dec 2006, 16:18
სოკოს ტოლმა:
ზეთში მოხრაკავთ ხახვს, გახეხილ სტაფილოს, წვრილად დაჭრილ სოკოს, დაამატებთ ძირას, შავ პილპილს, წვრილად დაჭრილ ქინძს, შეგიძლიათ სვანური მარილის გაუკეთოთ. შემდეგ ამ ყველაფერს დაამატებთ წინასწარ მარილწყალში მოხარშულ მრგვალ ბრინჯს, დაახლით კვერცხს და კარგად აურევთ.
კომბოსტოს ფოთლებს მოწალავთ და დანით აათლით სქელ ნაწილებს. შემდეგ გაახვევთ ფოთლებში ფარშს, ჩააწყობთ ქვაბში, დაასხავთ ანადუღარ წყალში გახსნილ ტომატს (პომიდორიც თუ გაქვთ, ეგეც დაამატეთ), დაახურავთ თეფშს, შემდეგ ქვაბის თავსახურს და მოხარშავთ ნელ ცეცხლზე.
მადლობა auau-ს smile.gif

Posted by: Solveig 17 Dec 2006, 23:13
მიქლიო (სოკო) მოხარშეთ მარილწყალში, წყალი გადაწურეთ, დაჭერით წვრილად.

ალყად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ სოკო და კიდევ შუშეთ ასე 10 წუთი, შემდეგ დაამატეთ ქინძი, პილპილი (გემოვნებით) და თუკი აკლია, მარილიც.

წერეწო (სოკო) შეწვით ერბოში,
მოამზადეთ სოუსი: წყალში გაქენით ნიგოზი, შეანელეთ ნივრით, ხმელი ქინძით, უცხო სუნელით და ყვითელი ყვავილით (ზაფრანასაც ეძახიან, მაგრამ არაა ზაფრანა), დაუმეტე ცოტა თეთრი ძმარი.

სოუსი მოასხით ტაფაზე, წამოადუღეთ, მარილი-გემონებით.

Posted by: BadbadGirl 23 Dec 2006, 23:00
ცინცხალი კერძი შამპინიონებისაგან ( თეთრის სოკოსაგან)

5 წუთის წინ მივირთვით და ძალიან მაგარი გემრიელი იყო, ამიტო რომ არ დამეწერა ვერ გავჩერდიsmile.gif
ადვილია და მარტივი, ნიგვზიან ბადრიჯანს ან სტაფილოს თუ ამზადებთ შეგიძლიათ ცოტა "პასტა" მოიტოვოთ და გააკეთოთ სოკო, ბევრი არ ჭრდება და საკმაოდ ეფექტური და ორიგინალური გემო აქვს.
მოკლეთ ვიღებთ სოკოს,ვასუფთავებთ კანისაგან, ფრთხილად ვაცლით"ფეხს " ისე რომ ქუდი არ გაგვიტყდეს.
შემდეგ შიგნით (სოკოს ქუდში) ვდებთ წვრილად დაჭილ ყველს და ყველზე ზევიდან ნიგვზის "პასტას" (ნიგვზიანი ბადრიჯნისათვის რომ ვაკეთებთ ნიგოზს ზუსტად ისეთივეს,) ხოდა ჩვენ სოკოებს ვდებთ გაზქურაში ან კიდე მიკროვალნოვკაში-6 -5წუთით და ვაცხობთ მაღალ ცეცხლზე
მნია მნია მაგარი გემრიელია.

Posted by: masha 25 Dec 2006, 23:23
"სოკო კეცზე", სახლში და უკეცოდ შეიძლება გაკეთდეს?

Posted by: Breaky 25 Dec 2006, 23:27
masha
QUOTE
"სოკო კეცზე", სახლში და უკეცოდ შეიძლება გაკეთდეს?

ალბათ კი, დააწყობ ჟარონაზე და შეაგდებ ღუმელში, მარა ეგ ”სოკო კეცზე” აღარ იქნება და გემოც სულ სხვა ექნება biggrin.gif

Posted by: masha 25 Dec 2006, 23:32
QUOTE (Breaky @ 25 Dec 2006, 22:27 )
masha
QUOTE
"სოკო კეცზე", სახლში და უკეცოდ შეიძლება გაკეთდეს?

ალბათ კი, დააწყობ ჟარონაზე და შეაგდებ ღუმელში, მარა ეგ ”სოკო კეცზე” აღარ იქნება და გემოც სულ სხვა ექნება biggrin.gif

სახლშიც იგივეს მეუბნებიან, რა ვიცი, ტაფაზე რომ ვცადო? აბა კეცი არა მაქვს. ხვალ სტუმრებს ველოდები და ყველა მარხვაზეა.

Posted by: Breaky 25 Dec 2006, 23:34
masha
QUOTE
სახლშიც იგივეს მეუბნებიან, რა ვიცი, ტაფაზე რომ ვცადო? აბა კეცი არა მაქვს. ხვალ სტუმრებს ველოდები და ყველა მარხვაზეა.

გააკეთე სახლში ღუმელში, მერე რა. მაინც გემრიელი იქნება. ბოლოსკენ გახეხილი სულგუნი დააყარე ზემოდან ქუდებს და მაგარი გამოვა.
ისე, მე პატარა კეცები მაქვს ნაყიდი და ღუმელში ვაცხობ ხოლმე ამ კეცებით რაღაცეებს და ნუ ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს, მარა წავა რა.
სამარხვო თემაშიც შეიხედე და იქნებ რამე სხვაც იპოვო კარგი: http://forum.ge/?f=82&showtopic=33695330

Posted by: Peppi 26 Dec 2006, 00:16
masha
კი მე ვაკეთებ კეცის გარეშე, ისე რაიმე ჯამი თუ გაქვს რომელიც ღუმელში შეიძლება შეიდოს იგივე ფუნქციას ასრულებს რაც კეცი. თუმცა ჟარონაც არანაკლებია. მოკლედ სოკოს მოამზადებ: გაასუფთავებ, ფეხებს მოაჭრი, ჩაყარე ჯამში აი რისთვის: მოაყრი მარილს და მოასხამ ზეთს და აურევ ფრთხილად, მაგრამ სოკოს კარგად უნდა ეტყობოდეს ზეთი . შემდეგ უკვე შეგიძლია გადაიტანო ჟარონაზე. მართალი გითხრა ტემპერატურა არ მახსოვს, რადგან ყოველთვის ხორცთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად ვამზადებ, პრინციპში ალბათ მაღალზე.
ისე ელექტრო გრილი თუ გაქვს იმაზეც მშვენიერი გამოდის, მემგონი ეს ერთადერთია, რისი შეწვაც გრილზე შეიძლება ნორმალურად, ნუ სასისკი კიდევsmile.gif

Posted by: masha 26 Dec 2006, 00:47
QUOTE (Peppi @ 25 Dec 2006, 23:16 )
masha
კი მე ვაკეთებ კეცის გარეშე, ისე რაიმე ჯამი თუ გაქვს რომელიც ღუმელში შეიძლება შეიდოს იგივე ფუნქციას ასრულებს რაც კეცი. თუმცა ჟარონაც არანაკლებია. მოკლედ სოკოს მოამზადებ: გაასუფთავებ, ფეხებს მოაჭრი, ჩაყარე ჯამში აი რისთვის: მოაყრი მარილს და მოასხამ ზეთს და აურევ ფრთხილად, მაგრამ სოკოს კარგად უნდა ეტყობოდეს ზეთი . შემდეგ უკვე შეგიძლია გადაიტანო ჟარონაზე. მართალი გითხრა ტემპერატურა არ მახსოვს, რადგან ყოველთვის ხორცთან და სხვა ბოსტნეულთან ერთად ვამზადებ, პრინციპში ალბათ მაღალზე.
ისე ელექტრო გრილი თუ გაქვს იმაზეც მშვენიერი გამოდის, მემგონი ეს ერთადერთია, რისი შეწვაც გრილზე შეიძლება ნორმალურად, ნუ სასისკი კიდევsmile.gif

ყველას დიდი მადლობა!

ისე კი ნაღდ კეცზე ასე კეთდება,: ცხელ კეცზე იდება მარილმოყრილი ქუდები, ზემოდან მეორე კეცი უნდა დაადო და ნაკვერჩხალი დააყარო. აუფ! რა გამოვა.

მე კი ვეცდები სახლის პირობებში გავაკეთო, რამე ხომ გამოვა.

Posted by: Vika 3 Jan 2007, 21:17
გავაკეთე სოკოს კუჭმაჭი და მაგარი გამოვიდა up.gif Breaky.


Posted by: Kesi 4 Jan 2007, 12:33
გილოცავთ ახალ წელს...
ესეც ერთ-ერთი ჩემი საახალწლო სუფრის კერძის რეცეპტი:
ქამა სოკოს მოვააცალოთ ფეხები ისე რომ ქუდები არ დაზიანდეს, ქუდები კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში, შემდეგ გარეცხილ- დაწრეტილ-ოდნავმარილწასმული ქუდები დავაწყოთ კარაქწასმულ ჟარონაზე, თითუელი ქუდი ამოვავსოთ გახეხილი ყველით და დავფაროთ მაიონეზით, მზადდება საშუალოზე მაღალ ცეცხლზე თავისი წვენის თითქმის ამოშრობამდე...
ისეთი ლამაზები და საყვარლები გამოდის, რომ შეიძლება ჭამაც დაგენანოთ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: annak 4 Jan 2007, 13:03
Kesi
QUOTE
ისეთი ლამაზები და საყვარლები გამოდის, რომ შეიძლება ჭამაც დაგენანოთ

არაა ჭამა ნამდვილად არ დამენანება.

Posted by: BlackRose 4 Jan 2007, 13:56
QUOTE (Kesi @ 4 Jan 2007, 12:33 )
გილოცავთ ახალ წელს...
ესეც ერთ-ერთი ჩემი საახალწლო სუფრის კერძის რეცეპტი:
ქამა სოკოს მოვააცალოთ ფეხები ისე რომ ქუდები არ დაზიანდეს, ქუდები კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში, შემდეგ გარეცხილ- დაწრეტილ-ოდნავმარილწასმული ქუდები დავაწყოთ კარაქწასმულ ჟარონაზე, თითუელი ქუდი ამოვავსოთ გახეხილი ყველით და დავფაროთ მაიონეზით, მზადდება საშუალოზე მაღალ ცეცხლზე თავისი წვენის თითქმის ამოშრობამდე...
ისეთი ლამაზები და საყვარლები გამოდის, რომ შეიძლება ჭამაც დაგენანოთ biggrin.gif biggrin.gif

cry.gif ძალიან გემრიელად ჟღერს cry.gif gigi.gif

Posted by: Breaky 4 Jan 2007, 16:02
Vika
QUOTE
გავაკეთე სოკოს კუჭმაჭი და მაგარი გამოვიდა up.gif  Breaky.


spy.gif რეცეპტი რომ არ დამიწერია?
ხოდა მოდით აქვე დავწერ. მეც გავაკეთე და ძაან ვისიამოვნეთ მეც და ჩემმა ქმარმაც. ახალი წლის ღამეს სულ შევჭამეთ და მეორე დღეს სტუმრებს მარტო ვუყვებოდით, თუ რა გემრიელი იყო lol.gif

მოვხარშე სოკო (მგლის ხროვა ქვია, ისე სხვა სახელიც აქვს და რომ გავიხსენებ, დავწერ), დავჭერი პატარა კუბიკებად და მოვშუშე. ცალკე გავაკეთე ასეთი ნაზავი:
დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაფხვნილი ხმელი ქონდარი, გატარებული ნიგოზი, ცოტა ანადუღარი წყალი, მარილი, პილპილი. ეს ნაზავი სქელი ფაფის მასასავით უნდა იყოს, ძაან არ გაათხელოთ, რადგან სოკო ისედაც ცოტა წყლიანია და მერე ძაან წყლად არ წავიდეს.
ავურიე ეს მასა ჯამში გადმოღებულ სოკოს, დავახურე თავზე და გავაჩერე მაცივარში რამდენიმე საათით (რომ კარგად გაუჯდეს არომატები).
ამ სოკოს რომ მოხარშავ, ნამდვილი ღვიძლი გეგონება და გემოთიც ძაან წააგავს ხორცს. რომ არ მცოდნოდა, რომ სოკოსგან გავაკეთე, ვერც მივხვდებოდი, რომ ხორცის კუჭმაჭი არ იყო.

Posted by: Vika 4 Jan 2007, 18:00
Breaky
QUOTE
რეცეპტი რომ არ დამიწერია?

იდეა ხომ მოგვაწოდე? smile.gif

Posted by: auau 14 Jan 2007, 12:38
QUOTE
მგლის ხროვა ქვია, ისე სხვა სახელიც აქვს და რომ გავიხსენებ, დავწერ

мокруха пурпурная - ასე ჰქვია მაგ სოკოს. კიდევ ერთი სახელიც აქვს, უფრო პოპულარული, მაგრამ უცენზუროა და ვერ დავწერ!
შავნაბადაზე ვკრეფთ ხოლმე. მაგისი ტოლმა გამოდის გადასარევი.კატლეტშიც შეგიძლია იხმარო მოხარშული და წვრილად დაჭრილი ხორცთან ერთად და საოცარი კარგია. სასარგებლო რჩევებში და გამოცდილების გაზიარებაში დავდე სოკოს შენახვის მარტივი და უვნებელი წესი. ეს სოკო მასე მაქვს ყოველთვის შენახული და მთელი ზამთარი მყოფნის!

Posted by: Doloress 20 Jan 2007, 17:55
სოკოზე მიბნელდება გონება! biggrin.gif

ამასწინათ გავაკეთე ჟულიენი ასე:
1კგ. ქამა სოკო დავჭერი გრძლად და მოვშუშე ხახვში.
1 ქათამი მოვხარშე, კანი გავაცალე და თეთრი ხორცის გარდა ყველაფერი პატარა კუბიკებად დავჭერი. ესეც კარგად მოვხრაკე ზეთში.
მერე დავამატე სოკოს და 3-4 წუთის მერე დავამატე ცოტა მიონეზი და [B]ბევრი არაჟანი[/B](დაახლ. 1 პატარა ქილა).
მერე ბეევრი შავი წიწაკა და მთავარი ინგრედიენტი - ე.წ. პიცის სუნელები(ანუ ნარევი რომ იყიდება ერთად) - რომელიც ფანტასტიურ გემოს აძლევს.
ბოლოს ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი.
მარილი გემოვნებით. smile.gif
PS. მდნარი ყველი არ დამიმატებია, ისედაც ძალიან გემრიელი იყო.. tongue.gif

PS. თეთრი ხორცი კი, რომელიც არ გამოვიყენე, მეორე დღეს კუბიკებად დავჭერი, კარაქში შევბრაწე და მარილი და "პიცის სუნელები" დავამატე. უუუუუუუუგემრიელესი იყო.

Posted by: ShadowCat 21 Jan 2007, 13:44
QUOTE
სოკო ყველით
© მია
ალყა-ალყა დაჭრილ ხავხს მოშუშავთ ზეთში,კარგად რომ შეწითლდება,ჩაყრით სოკოს,(ყუთებში რომ იყიდება) ცოტა ხანს დატოვებთ და შემდეგ დააყრით მარილს,პილპილს (რაღაც არ მეხერხება რეცეპტების წერა  ) და შუშავთ კიდევ გაკეთებამდე  როცა გამზადდება,ზემოდან მოაყრით ნადნობ ყველს (მაგ. "ვიოლა") და გადმოდგავთ  უუგემრიელესია
შენიშვნა Vika-სგან: ქინძიც დაამატე და ტაფიანად შეჭამ, მე ხმელ ქინძს ვამატებ
შენიშვნა Antigone-სგან: მოშუშვისას მე მაიონეზს ვასხამ ზემოდან და რეჰანი და ტარხუნა უხდება ძალიან

აი, ამ რეცეპტსა და შენიშვნებზე დაყრდნობით გავაკეთე იმ დღეს სოკო:
მოვშუშე ხახვი ("მსხვილად" დაჭრილი), ჩავამატე სოკო, შემდეგ ნიორი (გახეხილი) და კარგად მოვშუშე.
შევაზავე მარილით, ხმელი ქინძითა და კამით (კამა - წინასწარ დაჭრილ-გამომშრალი).
მერე მაიონეზი ცოტა გავათხელე ანადუღარი წყლით, დავუმატე გახეხილი შებოლილი სულგუნი, სოკოს მოვასხი და გამოვრთე.

ნუ, სოკოზე მართლა არ ვგიჟდები, მარა.. ამაზე მართლა დევეცი! biggrin.gif

Posted by: Barry 5 Feb 2007, 22:19
აბა, დამარილებული სოკოსაგან რა შეიძლება გააკეთოს კაცმა?

Posted by: Barry 6 Feb 2007, 11:44
პატარებია და წვრილ-წვრილ. მუქი ფერის. სახელიც კი არ ვიცი.

აი ცოტათი ამას გავს.


Posted by: Vicki 7 Feb 2007, 12:41
Barry
QUOTE
დამარილებული სოკოსაგან რა შეიძლება გააკეთოს კაცმა?

მე ვწვავ(დაახლოებით 10 წუთი კარაქში), მერე დაკონსერვებულ სიმინდს ვაყრი(მცირე რაოდენობით), შემდეგ ჰოლანდიურ გახეხილ ყველს და ბოლოს არაჟანს. ნუ, რა თქმა უნდა მარილი და სულ ცოტა ჩორნი პერეც. მაკარონზე ძალიან გემრიელია.

Posted by: Springchild 7 Feb 2007, 15:59
მოკლედ, მარხვა ახლოვდება და ბოსტნეულებისა და სოკოს თემა აქტუალური ხდება!

Breaky

სოკოს ფლავი რომ მასწავლე დღემდე შენი მადლობელი ვარ! smile.gif

Posted by: Breaky 7 Feb 2007, 16:05
Springchild
QUOTE
სოკოს ფლავი რომ მასწავლე დღემდე შენი მადლობელი ვარ!

2kiss.gif მუდამ მზად ვარ biggrin.gif

Posted by: Antigone 9 Feb 2007, 19:49
მოკლედ:

შამპინიონები არაჟნისა და ხაჭოს კრემით*

შამპინიონებს დააცალეთ ფეხუკები, დაყარეთ ტაფაზე ტაკოთი ქვემოთ, მოაყარეთ ცოტა მარილი და დაახურეთ თავზე ცოტა ხანი. უნდა დაიბრაწოს და წვენი გაუშვას, მაგრამ ბევრი წვენი არ უნდა.

ამასობაში ათქვიფეთ მიქსერით ხაჭო, შემდეგ დაამატეთ არაჟანი, კარგად ათქვიფეთ, ჰაეროვანი რომ გამოვიდეს. მერე დააყარეთ კამა (სასურველია მშრალი), სუუულ ოდნავ ნიორი ან უნივროდ, როგორც გირჩევნიათ, ოღონდ ბევრი არ შეიძლება, მარილი.

თეფშზე დააწყვეთ, გვერდით კრემი მოუდეთ და გემრიელად მიირთვით smile.gif

ამ ყველაფერს ძალიან უხდება ზეთიანი** სალათა ცუკინით, ფეტათი, კამითა და ბაზილიკოთი


*საკუთარი გამოგონებაა (ამ წუთას გეახლებით biggrin.gif) და რამდენჯერაც მოამზადებთ, მახსენეთ ხოლმე. ეს თქვენს სიამოვნებას გაახანგრძლივებს. biggrin.gif
** მე სულ ზეითუნის ზეთს ვხმარობ


Posted by: @SOPO@ 16 Feb 2007, 00:59
სოკო სუნელებში!!!

შამპინიონის სოკო უნდა შევწვათ ზეთში.მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ეს შემწვარი სოკო, ხახვი,ყვითელი ყვავილი, ქინძი,შავი პილპილი, მარილი და გემოვნებით ყველანაირი სუნელი ავურიოთ ერთმანეთში. მორჩა!!!! გემრიელად მიირთვითsmile.gif

პ.ს. ეს ჩემი დის რეცეპტია, გაკეთებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ იმას კი ნამდვილად გეტყვით რომ ძალიან გემრიელიაsmile.gif

Posted by: Doloress 26 Feb 2007, 00:11
მომინდა სოკო....
---------------------------------------------------------------------------

Posted by: paranoidis_dzma 28 Apr 2007, 07:28
დღეს გავაკეთე მააგრი სოკო boli.gif
თუ სოკო მაგრად ? biggrin.gif tongue.gif


დაჭრილი სოკო შევწვი, მერე ხახვიც მივაყოლე, მოვაყარე გახეხილი ყველი, არაჟანი, შავი პილპილი, მარილი თავისთავად, დაფქვილი ქინძის თესლი, აჯიკა.
ავურიე შიგნით და ძალიან მაგარი გამოვიდა boli.gif

Posted by: killer 6 Jun 2007, 00:36
ესე იგი ასე: smile.gif

მოხარშავთ ხის სოკოს და დაწრიტავთ.
დაჭრით საშუალო ნაჭრებად.
აურევთ მოხარშულ ბრინჯს, სოკო, წვრილად დაჭრილს კიტრს, მწვანე ხახვს, კამას, მარილს. ცოტა მაიონეზს და ლიმონის წვენი გემოვნების ამბავია.
ცოტა ქონდარი და შავი წიწაკა.

იჭმევა ცივად smile.gif

Posted by: BadbadGirl 14 Jun 2007, 19:57
უადვილესი კერძი 10 წუთის უკან მოვრჩი ჭამას tongue.gif

1 ეტაპი : ვიღებთ თეთრ სოკოს(იგივეა რაც შამპინიონი ) ასე 8 ცალი 2 პერსონაზე (ან რამდენიც გინდათ გააჩნია რამდენად გიყვარს სოკო) მოვაცლით ფეხებს, ქუდებში ჩავდებთ ყველს , ფეხებს კი დავჭრით.
ღრმა ტაფაზე დავასხავთ ზეთს (ვისაც გინდათ კარაქი იხმარეთ) და ჩავყრით ერთ მოზრდილ თავ წვრილად დაჭრილ ხახვს, სულ ოდნავ რომ მოიშუშება დავამატებთ დაჭრილ სოკოს ფეხებს + ჩავაწყობთ ჩვენს ყველიან სოკოს ქუდებს, დავუკლებთ ცეცხლს და შევცვავთ 5-8 წუთი.
2 ეტაპი ვიღებთ 4-3 კვერცხს (2 სოკოზე 1 კვერცხი უნდა გათვალოთ) დავამათებთ ასე 50 გრამ რძეს , მარილს შავ წიწაკას გემოვნებით, ავთქვიფავთ კარგად და დავასხავთ მოშუშულ სოკოებს. ტაფას მჭიდროდ დავახურებთ თავს.
როცა კვერცხი 90% მზად იქნება მოვაყრით შემდეგ ნარევს:
1 პატარა თავი წვრილად დაჭრილი ხახვი+ 2 კბლი ნიორი+ ქინძი + თუ გაქვთ 2 საშუალო ზომის წვირლად დაჭრილი მჟავე კიტრი + 1 ცალი რგოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ან თუ გიყვართ მწარე წიწაკა .
ამ მასას მოაყრით ტავზე კვერცხს და სოკოს, დაახურავთ თავსახურს და გამორტავთ გაზს. დაელოდებით ასე 5-წუტი და შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ smile.gifsmile.gif

Posted by: ShadowCat 14 Jun 2007, 21:24
BadbadGirl
კარგი ბრექვესთია.. ოღონდ ბოლო ეტაპს ხახვის გარეშე ჩავატარებ მე (მოშუშული ხახვი მიყვარს მაგრამ თითქმის უმი - no.gif)

ვცდი აუცილებლად უიქენდზე up.gif

p.s. უი, მაშინ რომ მასწავლე ქათმის ფილეთი.. მაგარი გამოვიდა biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 14 Jun 2007, 22:53
ShadowCat
QUOTE
p.s. უი, მაშინ რომ მასწავლე ქათმის ფილეთი.. მაგარი გამოვიდა biggrin.gif

მართლა? მოგეწონა? შენ ქმარს თუ მოეწონა?


მე მომწონს მაგრად ის ქათმიანი smile.gif უბრალოდ ვერ ვაკეთებ ყოველთვის, ჩემს ქმარს მრაცვალფეროვანი საკვები უყვარს vik.gif ხოდა ხშირხშირად ვცვლი მენიუს. ამ ღოჭს რომ მოშივდეს რა მეშველება მერე , ხო გადამჭამს თავს vis.gif

Posted by: ShadowCat 15 Jun 2007, 14:08
BadbadGirl
QUOTE
შენ ქმარს თუ მოეწონა?

yes.gif ჩემს ქმარს ყველაფერი მოწონს, რაც გემრიელია biggrin.gif
და გემრიელი კი აშკარად იყო smile.gif

Posted by: Doloress 29 Jun 2007, 21:07
სალამი მშობლიურო კულინარიავ!!! bis.gif


რომელიღაცა რესტორანში ვჭამე და გავაკეთე:

მასალა:
1. ქამა სოკო
2. კარტოფილი
3. ტარხუნა
4. მწვანე ხახვი
5. ჩვეულებრივი ხახვი
6. მწვანილი
7. პიცის სუნელები და მარილი.

მომზადება:
კარტოფილს დაჭრით სქლად და გრძლად და შეწვამთ ბევრ ზეთში ცოტ-ცოტას, ისე რომ ერთმანეთს არ მიედოს და გადატრიალებაც არ დაჭირდეს. *როგორც ჩიფსებს წვავენ)
გარეცხავთ და ოთხად გაჭრით ქამა სოკოს, ისე, რომ ფეხები არ მოაცალოთ.
სოკოს ჩაყრით უზეთო ქვაბში და საშუალო ცეცხლზე დაადგამთ. წყალს თუ შეიყენებს გადაუწურეთ.
ამასობაში გაამზადებთ დაჭრილ ტარხუნას, მწვანე ხახვს, ჩვეულებრივ ხახვს(არც ისე წვრილად დაჭრილს) და მწვანილს.
სოკო რომ მოიშუშება დააყრით პიცის სუნელებს, შავ პიმპილს და მარილს.
მერე ხახვს(მწვანესაც და ჩვეულებრივსაც).
მერე ტარხუნას. ცოტა ხანი ერთად იშუშოს თავდახურული მაღალ ცეცხლზე და ბოლოს დაამატეთ მწვანილი.

შენიშვნა:ტარხუნა სხვა მწვანილებთან შედარებით მეტი უნდა ქონდეს...

როგორც მიხვდით, კარტოფილი გარნირია. smile.gif
მე თეფში სალათის ფოთლებით გავაფორმე, შუაში სოკო ჩავაწყვე, გარშემო კარტოფილი და მაიონეზი მოვასხი ცოტა. smile.gif

ესეც ფოტო. მნიამ.. გემრიელად მიირთვით smile.gif

Posted by: BadbadGirl 29 Jun 2007, 21:55
სოკოს სალათა - ცხელ-ცხელად
ესეიგი ვიღებთ 500გრ სოკო , გასუფთავებული და საშუალო ზომებად დაჭრილი, 2 დიდი ტავი ხახვი, წვრილად დაჭრილი, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი + 200მგრ სმეტანა, ქინძი, +ქონდარი +მარილი/შავი წიწაკა გემოვნებით. ამ ყველაფერს ერთმანეთში ავურევთ, ჩავდებთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში , დავახურებთ თავსახურს და შევდგავთ დუხოვკასი 200-180 გრადუსზე. სჭირდება 20 წუთი
სუფრაზე მიტანისას გადაიღებთ ღრმა თეფშზე, მორთავთ ლიმონებით და პაწუა პამიდორებით

ესეიგი ხალხო, სოკოო გამოდის უუუგემრიელესი, უნაზესიი, მეც კი სმეტანის არმოყვარულმა მივირთვი ეს საჭმელი smile.gif smile.gif

მოკლეთ გაამოთ smile.gif smile.gif

Posted by: Princess 2 Jul 2007, 10:18
dolores

სოკოს ცხიმი არ უნდა არანაირი? რა მწვანილები უნდა დავამატოთ? smile.gif

Posted by: Doloress 2 Jul 2007, 12:58
Princess
QUOTE
სოკოს ცხიმი არ უნდა არანაირი? რა მწვანილები უნდა დავამატოთ? 

თავიდან, რაცო ქვაბში ჩაყრი, არ უნდა, წვენს გამოუშვებს ბევრს და მაინც უნდა გადაუქციო. მე მერეც არ ვამატებ. შენ, თუ გინდა, როცა წყალს გადაუქცევ რამდენჯერმე, ზეთი დაამატ, ან რამე სხა, რასაც ხმარობ ხოლმე... smile.gif
მწვანილი რომელიც გიყვარს, ის დაამატე. ემ ქინზი და ოხრახუში დავამატე და კიდე რეჰანი(ნუ ტარხუნა და მწვანე ხახვი, თავისთავად) wink.gif

Posted by: gabarzgaleba 8 Jul 2007, 15:48
ყველაზე მაგარი სოკოა მიქლიო, რაჭაში რო ქათამბარკალას ეძახიან, რუსულად ლისიჩკა. ეგაა სუპერი, რაჭულად მომზადებული, ანუ ბაჟეში ჩაწყობილი, ასე გეგონება ინდაურის ხორც ჭამ.

Posted by: BadbadGirl 23 Aug 2007, 02:11
სოკოს საჭმელი (შვედური ნაციონალური)
გვჭირდება :
1 კილო ცოცხალი სოკო
200გრამი გამხმარი სოკო
2 კბილი ნიორი
1 კონა მოზრდილი თავი პეტრუშკა
500 გრ მაკარონი . ტრუბებივით რომაა აი ის
2 ლიტრი რძე
140 გრ ფქვილი
200გრამი გახეხილი ყველი უმარილო ყველი
მარილი, შავი წიწაკა, წიტელი წიწაკა , ყვითელი ყვავილი ქონდარი.
200 გრ კარაქი

თავიდან ვხარშავთ მაკარნს , და სანამ მაკარონი იხარშება შეგვიძლია სოკო მოვამზადოთ აი ასე:
ვიღებთ 1 კილო ცოცხალ სოკოს , რაც შეიძლება მრავალფეროვანს (თუ მარტო შამპინიონია ეგეც წავა) ასევე 200გრამ გამხმარ სოკოს , რომელსაც ვრეცხავთ და ვალბობთ 400გრ წყალში. როცა სოკო კაი დამბალია, ვჭრით ცოცხალ სოკოებს საშუალო ზომებად და ვყრით ქვაბში, რომელშიც 100გრამი დამდნარი მაგრამ ოდნავ ცხელი კარაქია , ამ ყველაფერს ვამატებთ მარილს, დაჭრილ პეტრუშკას,(ერთი მოზრდილი კონის ნახევარ ნაწილს) ქონდარს , წიწაკას , დაჭყლეტილ ნიორს და გამხმარ სოკოს. ვახურებთ თავსახურს და ვდგავთ საშუალო ცეცხლზე ზუსტად 10 წუთი, ხანდახან ამოურევთ. 10 წუთის შემდეგ დავასხავთ გამხმარი სოკოს წვენს, (უნდა იყოს 400მგ )ამის შემდეგ ცეცხლზე დავტოვებთ 5 წუთი და გადმოვდგავთ. სოკოს წვენი ექნება და არ იდარდოთ ამაზე
შემდეგ ეტაპზე ვაკეთებთ თეთრ სოუს. ვიღებთ 100გრამ დარბირებულ კარაქს და ვდებთ ქვაბში, ვაქრიტ ფქვილს და ნელ ცეცხლზე ვურევთ რომ ერთიანი სმეტანისებური მასა მივიღოთ , შემდეგ ვასხავთ 2 ლიტრა რძეს და ვურევთ კარგად. როცა მასა შესქელდება და ადუღდება გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ცაყარეთ მარილი გემოვნებით , ოდნავ მუსკატის კაკალი.
ბოლო ეტაპზე ვიღებთ ღრმა ჟარუნას, ვყრით მოხარშულ მაკარონს, ვასხავთ ზემოდან სოუსს, ვაყრით დაფშხვნილ ყველს და ზემოდან ჩვენს მოერ მომზადებულ სოკოს. სულ ბოლო ეტაპზე კი დარჩენილ პერტუშკას. ყველაფერ ამას კარგად ავურევთ და აირღუმელში 200 გრადუსზე შევდგაბთ 30 წუთით .

ძალიან გემრიელი გამოდის, ეს საQმელი შეგიძLიათ გამოიყენოთ გარნირად, რომლის ძირითადი იქნება შემწვარი ვიჩინა.
უადვილესია, ვიღებთ ვიჩინის მოზრდილ ნაჭერს , ვსერავთ ზედაპირს ღრმად სიგრძე - სიგანეზე , და ხაზების გადაკვეთის ადგილას ვტენით მიხაკის ყვავილს, ოდნავ წითელ წიწაკას, ზედაპირზე გადაუსმევთ ოდნავ ლიმონის წვენს . შემდეგ ვახვევთ ფოლგაში და ვდებთ აირღუმელში 200 გრადზე 30 წუთით. როცა მზად იქნება გამოიღებთ და დაჭრით თხელ ნაჭრებად და მიირთმევტ ზემოთ დაწერილ კერძთან ერთად.


აი უგეეემრიეესი გამოდის smile.gif
გირჩევთ ყველას smile.gif

მერე სვედურ სალათასაც დავწერ, რომელიც ძალიან მარტივია მაგრამ იმდენად გემრიელი რომ მე პირადად უზომო რაოდენობით ვჭამ smile.gif

Posted by: Doloress 31 Aug 2007, 11:55
მასალა:
სოკო,
ქათმის ფილე,
ჰოლანდიური ყველი,
მაიონეზი,
პამიდორი,
ხახვი,
იტალიური სუნელების ნაკრები, ან ორეგანო,
მარილი, შავი წიწაკა.


მომზადება.:
მოხარშავთ ქათმის ფილეს და დაჭრით ოთხკუთხედებად, მერე შებრაწავთ ზეთში და დაამატებთ ცოტა ორეგანოს.
პარალელურად ბრტყლად დაჭრილ შამპინიონებს შებრაწავთ ცოტა ხახვში.
სოკოს დავამატებთ კანგავლილ და გალგამოცლილ და დაჭრილ პამიდორს(რა ვანდალიზმია, ღმერთო ჩემო! givi.gif)
მერე დავამატებთ ფილეს და დაჭრილ ჰოლანდიურ ყველს.
ერთმანეთში არევიშ მენდეგ დიდხანს არ უნდა იდგეს ცეცხლზე, ყველი დნობას რომ დაიწყებს, დავამატებთ მაიონეზს, იტალიურ სუნელებს, მარილს, წიწაკას და ვსო...
შეგიძლიათ მიირთვათ! bis.gif

Posted by: Vika 31 Aug 2007, 18:34
dolores
მეც ასე ვაკეთებ, მართლაც გემრიელია. ოღონდ ბულგარულ წიწაკას, ხმელ ქინძს და უცხო სუნელს.

Posted by: BadbadGirl 31 Aug 2007, 21:52
შვედური სალათი

(სალათი რომელიც არასდროს არაა ჩემთვის საკმარისი რადგან ძალიან მიყვარს )

გვინდა 20მგ ზეითუნის ზეთი
2 ცალი მოზრდილი ხახვი
500 გრ სოკო (თეთრი სოკო, შამპინიონი, ქამა, ანუ სულერთია რომელიც გაქვთ )
2 დიდი სუფრის კოვზი ტომატის პასტა
მარილი, დაფქვილი შავი წიწაკა , 1 ცალი დაფნის ფოთოლი, ლიმონის ცედრა ან კიდევ ლიმონის წვენი. შაქარი

მომზადების წესი:
ცხელ ზეთში ჩავყრით წვრილად დაჭრილ ხახვს, როცა ხახვი გამჭირვალე ფერის გახდება დავაყრით დაჭრილ სოკოს , დავასხავთ 30-40 მგ წყალს , ქვაბს დაახურავთ თავსახურს და დადგავთ ნელ ცეცხლზე . როცა სოკო თითქმის მზადააა დაამტებთ ტომატის პასტას. ადუღებთ 2-3 წუთი და გემოვნების მიხედვით დაამატებთ მარილს, შავ წიწაკას. ასევე ლიმონის ცედრას ან ლიმონის წვენს, 1/2 ჩაის კოვზ შაქარს. დაფნის ფოთოლს .
ეს სალათი იჭმევა ცხელიც და ცივიც. მთავარია რომ სუფრასთან მიტანამდე ის მორთოთ მოხარშული და თხლელ ფენებად დაჭრილი კვერცხით, და თხლად დაჭრილი ლიმონით. ზემოდან მოაყარეთ ოხრახუში.



Posted by: არჩიბალდ 7 Oct 2007, 04:01
სოკო არის უმაგრესი რამ.

მგონი არ ვაფასებთ ჯეროვნად.

ალბათ შიშის ბრალია, მაგრამ თავისი დადებითი და სასარგებლო თვისებებით ბევრი ბოსტნეულობის 'წარმომადგენელი' ვერ დაუდგება გვერდით.

მე ჩაშუშულს ვანიჭებ უპირატესობას.

Posted by: BadbadGirl 7 Oct 2007, 13:23
ხალხო , აგი სოკო რაა ხომ არ იცით?

Posted by: Dr_Zuzumbo 7 Oct 2007, 13:55
QUOTE (BadbadGirl @ 7 Oct 2007, 11:23 )
ხალხო , აი სოკო რაა ხომ არ იცით?

მანჭკვალის, რუსულა Опёнок ის ნაირსახეობაა.
მისი სახეობა ხის ჯიშის მიხედვით გაირკვევა. მანჭკვალა შესანიშნავია წვნიანში.
გამოშრობასაც შესანიშნავად ექვემდებარება და მთელი ზამთარს გასიამოვნებთ

P.S.
სოკოთა შორის შხამიანი სოკოები უმცირესობას წარმოადგენენ- ორი ხელის თითებზე შეიძლება გადაითვალოს კაცმა. დიდი ნაწილი შხამიანი არაა, მაგრამ კულინარიულად უვარგისია- არასასიამოვნო გემოთი.
ძირითადი შხამიანი სოკოებია ბილწა სოკოების , ამონიტების ოჯახის. ყველაზე საცნაურია, რომ ნიყვი ე.ი. "კეისრის სოკოც" ამ ოჯახს ეკუთვნის მაგრამ შხამიანი კი არა კეისრისა ჰქვია ევროპაში.

Posted by: BadbadGirl 7 Oct 2007, 14:05
Dr_Zuzumbo
QUOTE
ანჭკვალის, რუსულა Опёнок ის ნაირსახეობაა. მისი სახეობა ხის ჯიშის მიხედვით გაირკვევა. მანჭკვალა შესანიშნავია წვნიანში. გამოშრობასაც შესანიშნავად ექვემდებარება და მთელი ზამთარს გასიამოვნებთ


ჰმმმმ, ნეტა ბოტანიკურ ბაღში სოკოები რომ დავკრიფო ვინმე რამეს თუ მეტყვის ? ? ???

დავიღალე უაზრო მაღაზიის სოკოთი, არაფრის გემო არ აქვს sad.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 7 Oct 2007, 14:11
QUOTE (BadbadGirl @ 7 Oct 2007, 12:05 )
ჰმმმმ, ნეტა ბოტანიკურ ბაღში სოკოები რომ დავკრიფო ვინმე რამეს თუ მეტყვის ? ? ???

დავიღალე უაზრო მაღაზიის სოკოთი, არაფრის გემო არ აქვს sad.gif

არა მგონია ვინმემ რამე გითხრას, მაგრამ კარგად გადაამოწმე- მანჭკვალის მაცილობელა სოკოც არსებობს და იმაში არ უნდა აგერიოს. კარგი მანჭკვალა იცის არყის ხის კუნძმა- ძალიან გემრიელია.

Posted by: Solveig 7 Oct 2007, 14:20
QUOTE
მანჭკვალის მაცილობელა სოკოც არსებობს და იმაში არ უნდა აგერიოს.

მაგის გარჩევა ადვილია.

ნამდვილ მანჭკვალას ქუსზე "მეჭეჭები" აყრია და ფირფიტები ყავისფერი აქვს, ცრუ მანჭკვალა კი უმეჭეჭოა და ფირფიტებიც მომწვანო ფერისაა.. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვკრეფდით, ვაკონსერვებდით კიდეც...არ მიყვარს sad.gif

მაგისი კეთება იყო ჩემი ტანჯვა. ეგ რომ იხარშებოდა, ვიგუდებოდი სუნით, მერე მაგის რეცხვა..და არც გამო მომწონს. მოკლედ, 2 წელი იქნება, არ მიჭამია და ნაღდად არ მენატრება.

Posted by: Dr_Zuzumbo 7 Oct 2007, 15:44
QUOTE (Solveig @ 7 Oct 2007, 12:20 )
მაგის გარჩევა ადვილია.

ნამდვილ მანჭკვალას ქუსზე "მეჭეჭები" აყრია და ფირფიტები ყავისფერი აქვს, ცრუ მანჭკვალა კი უმეჭეჭოა და ფირფიტებიც მომწვანო ფერისაა..  მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვკრეფდით, ვაკონსერვებდით კიდეც...არ მიყვარს sad.gif

მაგისი კეთება იყო ჩემი ტანჯვა. ეგ რომ იხარშებოდა, ვიგუდებოდი სუნით, მერე მაგის რეცხვა..და არც გამო მომწონს. მოკლედ, 2 წელი იქნება, არ მიჭამია და ნაღდად არ მენატრება.

შენ რომელზეც ამბობ ზედა სურათზეა- ახალ მოკრეფილს რომ გაუსინჯავ გემოს, მომწარო თაფლის გემო გაჰკრავს.

ქვედა სურათზე არყის ხის კუნძის "მანჭკვალაა". მიახლოებით მასეთივეა ნაძვის კუნძის "მანჭკვალა"
რადგან BadbadGirl შვეციაში იმყოფება, სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანთან ჰქონდა საქმე, თუმცა, "ჩვენი" მანჭკვალაც იზრდება აქაურ ტყეებში.

Posted by: killer 8 Oct 2007, 11:35
ძალიან მიყვარს მანჭკვალა (ჩვენტან მაჭკვნარას ეძახიან).

მოხარშული და ნივრით შეკმაზული. ოდნავ წვრილად დაჭრილი ქინძით

Posted by: F_R_E_Y_A 8 Oct 2007, 13:55
ვგიჟდები ისე მიყვარს სოკოს სუპ-პიურე
და კიდევ შამპინიონები სალათებში
არავინ იცით გემრიელი სალათების რეცეპტები?

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Oct 2007, 17:06
ამ სოკოსათვის ალბათ ბევრს წაუკრია ფეხი ზიზღით- გასაკუთრებით უკვე მობერებული არაესთეტურად გამოიყურება, როცა შავი ლორწოთი იფარება.

ნუ წამოარტყავთ ფეხს, შესანიშნავი საჭმელი სოკოა- ტაფაზე ხახვთან ერთად ჩახრაკული და ნაღებ მოსხმული.

Posted by: BadbadGirl 8 Oct 2007, 17:08
Dr_Zuzumbo
QUOTE
ნუ წამოარტყავთ ფეხს, შესანიშნავი საჭმელი სოკოა- ტაფაზე ხახვთან ერთად ჩახრაკული და ნაღებ მოსხმული.

უი,იმდენჯერ მინახია ეგ სოკო, დარწმუნებული ვიყავი რომ შხამიანია sad.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Oct 2007, 18:16
Gyromitra esculenta, ერთ-ერთი უგემრიელესი და ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სოკო, რომელიც იმათაა განსაკუთრებული, რომ ადრეულ გაზაფხულზე ამოყოფს ხოლმე თავს.

გურმანები(მეც მათ შორის) თვლიან უგემრიელეს სოკოდ, მაგრამ დაუმუშავებელი მომაკვდინებლად შხამიანია. მისი შხამის 90% შეიცავს გირომიტრინს, რომელიც მომაკვდინებელი უჯრედა შხამია, მაგრამ ასევე ადვილად აორთქლებადია.
99.5 შხამისა 10 წუთით წყალში ადუღების შედეგად სოკოდან გამოიდევნება. შემდეგ ცივ წყალში კარგად უნდა გაავლოთ. 1 კგ სოკოზე 6 ლიტრა წყალი. კარგად გავლებულ სოკოს დავკეპავთ და შემდგომ უკვე კარგი რეცეპტის საქმეა, რამდენად გემრიელს მოამზადებთ.

Posted by: killer 8 Oct 2007, 19:34
F R E Y A
QUOTE
ვგიჟდები ისე მიყვარს სოკოს სუპ-პიურე

როგორ კეთდება? baby.gif

Posted by: F_R_E_Y_A 8 Oct 2007, 20:14
killer
აბა მე რა ვიცი smile.gif ნეტში მოძებნე და იქნება

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Oct 2007, 14:36
Lactarius deterrimus, ჩვენებურად "მიქელა" (რაჭაში ასე უხმობენ)
ჩემი, ერთ-ერთი საყვარელი სოკო. მარილ მოყრილი, ნაკვერჩხლებზე, ან კეცებში შემწვარი.... მმმ... ნერწყვი მომადგა.
განსაკუთრებით გემრიელია მიქელას მწნილი. მწნილდება ქილაში- ქვამარილისა და მიქელას ფენა-ფენად ჩაწყობით და თავზე სიპი ქვის დადებით. ზამთარში, ბუხართან, არაყის დასამგზავრებელ უკეთეს "ზაკუსკას" ვერ ინატრებ yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Oct 2007, 18:34
არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი სიამაყე, სოკოთა მამა და მეფე- ნიყვი.
ლათინური სახელი Amanita caesaria
მართლაც მეფური სოკოა და ტყუილად არ ეძახიან ევროპაში "კეისრის სოკოს"
საინტერესოა, რომ ნიყვი შხამიანი ამონიტების იჯახის წევრია. თეთრი ბილწა, მათ შორის ყველზე შხამიანია- გამოუცდელი სოკოს მოყვარულები ხშირად ქამა სოკოში ურევენ. ამ სოკოთი მოწამლვა უმეტეს შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება- მოწამლვის სიმპტომების გამომჟღავნების მომენტში, რომელიც 20-40 საათის შემდეგ ხდება, ორგანიზმი იმდენადაა ქსოვილოვანი შხამით დაზიანებული(შლის ღვიძლსა და თირკმელებს), რომ სისკდილისაგან ხსნა შეუძლებელია.

სურათზე: ნიყვი

ვინმემ თუ იცით ნიყვის კერჭის მომზადების რეცეპტი დადეთ- მადლობელი ვიქნები

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Oct 2007, 20:54
ერთ-ერთი უგემრიელესი სოკო- რაჭაში საჩეჩელას უწოდებენ. ლათინურად Ramaria flava

შესანიშნავი ჩახოხბილი გამოდის
როგორ მომენატრაა... cry.gif

Posted by: Nina_lee 25 Feb 2008, 20:56
აუ მეც მასწავლეთ კულინარობა რაა! კარგია აქ რეცეპტები რომ წერია, ჯერ თვალებით ვჭამ, და მერე თუ თვალმა ისიამოვნა, დეიდაჩემს გავაკეთებინებ smile.gif :food:
* * *
Dr_Zuzumbo
შენ სოკოებში მაგარი გარკვეული ჩანხარ, შხამიანი სოკოები როგორ უნდა გამოვარჩიო კარგისგან?

Posted by: ILG 27 Feb 2008, 22:21
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 9 Oct 2007, 18:34 )
არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი სიამაყე, სოკოთა მამა და მეფე- ნიყვი.
ლათინური სახელი Amanita caesaria
მართლაც მეფური სოკოა და ტყუილად არ ეძახიან ევროპაში "კეისრის სოკოს"

სურათზე: ნიყვი

ვინმემ თუ იცით ნიყვის კერჭის მომზადების რეცეპტი დადეთ- მადლობელი ვიქნები

უმაგრესი სოკო !!!
და ყველაზე გემრიელი რაც მიჭამია
განსაკუთრებით მახსენდება ჩემით ნაპოვნი და ჩემივე ხელით მოკრეფილისგან გაკეთებული სადილი
იF
მოგიყვებით ჩემს ისტორიას თუ არ გეწყინებათ:
მოგეხსენებათ ეს იშვიათი სოკოა და ყველგან არ მოდის
და ერთხელაც, სოფელში ყოფნისას, დილის 6საათზე გამაღვიძა ბიძაჩემმა, წამოდი ტყეში სოკოს საკრეფად მივდივარ და შენ კენკროვანი მოაგროვეო კალათით
ნაწვიმარზე ყველაზე სასიამოვნო სუნია ტყეში smile.gif
ძალიან ბევრი ვიარეთ
ბევრი სოკოც მოაგროვა ბიძაჩემმა მაგრამ რაღაცას მაინც ეძებს
და გამიმხილა რომ ნიყვი იქნებაო აქ სადმე, ვიცი რომ იმალებაო
მე გავაგრძელე ჟოლოს კრეფა და ცოტა ხანში ვხედავ, რაღაც წითელი ანათებს ქვემოთკენ ფერდობზე
ჩავედი ნელ-ნელა, სველი ფოთლები სრიალებდნენ ჯერ კიდე, და
მივაგენი იქვე დასკუპებულ უუუდიდეს ნიყვს
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა:
ტყეში პირველად ვიყავი და ნიყვი ვიპოვე smile.gif

Posted by: kanonika 27 Feb 2008, 22:51
Dr_Zuzumbo
QUOTE
Lactarius deterrimus, ჩვენებურად "მიქელა" (რაჭაში ასე უხმობენ)

შემთხვევით ამ სოკოს იმერეთში "მიქლიოს" ხომ არ ეძახიან?


მდაა.... რაჭის ტყეები შეუდარებელია თავისი სოკოთი, მაგრამ ნიყვი მგონი იმერეთის ტყეებში უფრო ხშირია.

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Feb 2008, 23:08
QUOTE (Nina_lee @ 25 Feb 2008, 20:56 )
შენ სოკოებში მაგარი გარკვეული ჩანხარ, შხამიანი სოკოები როგორ უნდა გამოვარჩიო კარგისგან?

შხამიანი სოკოს გამოსარჩევად კარგად ილუსტრირებულ წიგნს არაფერი ჯობს.
ნამდვილად შხამიანი სოკოები არც თუ ისე ბევრია ბუნებაში. სოკოთა ძირითად მასას უგემური, კერძებში გამოუსადეგარი სოკოები შეადგენენ.

სასიკვდილოდ შხამიანი სოკოებიდან უნდა გამოყოს თეთრი, ბილწა სოკო. რუსულად- "ბლედნაია პაგანკა", რომელიც გამოუცდელ, სოკოების შემგროვებელს შესაძლოა ქამა სოკოში შეეშალოს. ამ სოკოთი მოწამლვა ძირითად ფატალური შედეგით მთავრდება.

ამონიტების ოჯახის(ბილწაც ამ ოჯახს მიეკუთვნება) ყველა წევრი, გარდა ნიყვისა- შხამიანია.

წიგნის წაღება ტყეში, სოკოს გროვებისას, სასურველია, მაგრამ როგორც ყველა სხვა საქმეში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას- ხშირად უნდა იაროთ ტყეში ჯერ წიგნით, ხოლო როცა გამოცდილებას დაიგროვებთ, წიგნიც აღარ დაგჭირდებათ.

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Feb 2008, 00:37
Dr_Zuzumbo
სოკო დანით უნდა მოიჭრას ძირში, არა? თუ ამას მნიშვნელობა არა აქვს?

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Feb 2008, 01:10
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 28 Feb 2008, 00:37 )
Dr_Zuzumbo
სოკო დანით უნდა მოიჭრას ძირში, არა? თუ ამას მნიშვნელობა არა აქვს?

არავითარ შემთხვევაში არ მოჭრათ- დარჩენილი ნაწილი ლპება და აფუჭებს სოკოს მიწისქვეშა ნაწილს, რომელიც გაცილებით დიდ სივრცეზეა მოდებული, ვიდრე სოკოს ძირი.
სოკოს მოკრეფის სწორი ხერხია, მისი პირდაპირ, ხელით ამოღება მიწიდან. მხოლოდ ამის შემდეგ მოაჭერით მიწიქვეშა ნაწილი.

Posted by: atinnati 20 Mar 2008, 10:43
აქ სადღაც ეწერა რომელიღაც (მგონი მგლის ხროვაო) სოკოსგან გაკეთებული კერძი "კუჭმაჭს" ჰგავდაო, ჰოდა რაჭაში მჭადას ეძახიან სოკოს (დაჟე უმადაც კი ჭამენ), აი მაგ სოკოსგან და საჩეჩელა სოკოსგან სუნელებით და ნიგვზით გაკეთებულ კერძს ნამდვილად ვერ გაარჩევთ ხორცის კუჭმაჭისგან.... უგემრიელესია

Posted by: Breaky 20 Mar 2008, 15:21
atinnati
QUOTE
აქ სადღაც ეწერა რომელიღაც (მგონი მგლის ხროვაო) სოკოსგან გაკეთებული კერძი "კუჭმაჭს" ჰგავდაო


კი, მე დავწერე, იმიტომ რომ მართლაც

QUOTE
ვერ გაარჩევთ ხორცის კუჭმაჭისგან


ქართულად შეიძლება სხვა სახელიც ქვია, ნამდვილად არ ვიცი, ვერ ვერკვევი სოკოებში საერთოდ.

Posted by: Zmuzu 22 Mar 2008, 19:45
Dr_Zuzumbo
მართალია, რომ ხახვით შეიძლება მოწამლული სოკოს გარჩევა? როგორ?

Posted by: mia110 22 Mar 2008, 20:07
Zmuzu
QUOTE
მართალია, რომ ხახვით შეიძლება მოწამლული სოკოს გარჩევა? როგორ?

სადღაც წავიკითხე, მგონი ფერს იცვლის, მწვანდებაო, თუ რაღაცა.

Posted by: მამაო ენუქი 22 Mar 2008, 20:14
QUOTE
ერთ-ერთი უგემრიელესი სოკო- რაჭაში საჩეჩელას უწოდებენ. ლათინურად Ramaria flava

ერთადერთი სოკო რომლის ცნობაც ვიცი biggrin.gif
ისე სოკო იმდენად მიყვარს საკუთარი მოგროვებულიც კი მიჭამია gigi.gif

Posted by: Alfa_Omega 24 Mar 2008, 15:15
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 28 Feb 2008, 01:10 )
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 28 Feb 2008, 00:37 )
Dr_Zuzumbo
სოკო დანით უნდა მოიჭრას ძირში, არა? თუ ამას მნიშვნელობა არა აქვს?

არავითარ შემთხვევაში არ მოჭრათ- დარჩენილი ნაწილი ლპება და აფუჭებს სოკოს მიწისქვეშა ნაწილს, რომელიც გაცილებით დიდ სივრცეზეა მოდებული, ვიდრე სოკოს ძირი.
სოკოს მოკრეფის სწორი ხერხია, მისი პირდაპირ, ხელით ამოღება მიწიდან. მხოლოდ ამის შემდეგ მოაჭერით მიწიქვეშა ნაწილი.

war.gif baby.gif ჰმ.... მე პირიქიტ ვიცოდი

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Mar 2008, 15:25
QUOTE (Zmuzu @ 22 Mar 2008, 19:45 )
Dr_Zuzumbo
მართალია, რომ ხახვით შეიძლება მოწამლული სოკოს გარჩევა? როგორ?

არ დაიჯეროთ ასეთი ლეგენდების- ბავშვობისას ისიც მსმენია, რომ ვერცხლის კოვზს აშავებს შხამიანი სოკოსაგან დამზადებული კერძიო.

არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ ასეთი ლეგენდებისა და მითუმეტეს, არ ენდოთ.

ყველაზე კარგი სახელმძღვანელო არის კარგი ხარისხის სურათებით დასურათებული წიგნი და ტყეში, სოკოებზე, წიგნით ხელში, თვალის გავარჯიშება.

Posted by: annak 24 Mar 2008, 15:42
ვგიჟდები სოკოზე ისე მიყვარს. რუსეთში ტყეში ჩვენით ვაგროვებდით ხოლმე თითქმის ყოველ დღე, განსაკუთრებით გემრიელი იყო ე.წ. ბელი გრიბ
ძალიან დიდი და გემრიელი.
ჩვენთან ტყეში გორაკებზე უნდა იარო აღმა დაღმა და ძალიან იღლები იქ კი მიდიხარ და თითქმის ყოველი ხის ძირში სოკოებია.

Posted by: Alfa_Omega 24 Mar 2008, 15:45
QUOTE (annak @ 24 Mar 2008, 15:42 )
ვგიჟდები სოკოზე ისე მიყვარს. რუსეთში ტყეში ჩვენით ვაგროვებდით ხოლმე თითქმის ყოველ დღე, განსაკუთრებით გემრიელი იყო ე.წ. ბელი გრიბ
ძალიან დიდი და გემრიელი.
ჩვენთან ტყეში გორაკებზე უნდა იარო აღმა დაღმა და ძალიან იღლები იქ კი მიდიხარ და თითქმის ყოველი ხის ძირში სოკოებია.

ოხრადაა რუსეთში მართალია. ყველაზე მეტად მე პროცესი მიყვარს შეგროვების love.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Mar 2008, 15:49
საქართველოს ტყეები ბევრად უფრო მდიდარია სოკოების ნაირსახეობებით, ვიდრე, რუსეთის ტყეები. პრაქტიკულად რაც კი რამ სახეობაა სოკოსი ევროპაში და აზიაში, საქართველოში ხარობს. უბრალოდ, არ დაიზაროთ და თუ ტრანსპორტირების პრობლემა აქა გაქვთ, "უიკენდზე" აუცილებლად მიაშურეთ ტყეებს.

Posted by: Alfa_Omega 24 Mar 2008, 15:56
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 24 Mar 2008, 15:49 )
საქართველოს ტყეები ბევრად უფრო მდიდარია სოკოების ნაირსახეობებით, ვიდრე, რუსეთის ტყეები. პრაქტიკულად რაც კი რამ სახეობაა სოკოსი ევროპაში და აზიაში, საქართველოში ხარობს. უბრალოდ, არ დაიზაროთ და თუ ტრანსპორტირების პრობლემა აქა გაქვთ, "უიკენდზე" აუცილებლად მიაშურეთ ტყეებს.

ნაირსახეობით შეიძლება.... მაგრამ არა რაოდენობით.

ისე თიანეთში ძალიან ბევრი შემხვედრია და მრავალფეროვანი არჩევანიც იყო biggrin.gif "პაგანკებიდან" დაწყებული...

კი მინდა და არც დავიზარებდი... მაგრამ... ახლა შეუძლებელია boli.gif

Posted by: liluu 10 Apr 2008, 22:28
ინგრედიენტები:
სოკო 400 გრ
კარტოფილი მოხარშული 4-5 ცალი (საშუალო ზომის)
კიტრის მარინადი
მაიონეზი


მოხარშეთ სოკო, დუმატეთ მსხვილად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, კიტრის მარინადი, მოასხით მაიონეზი. მარილი და პილპილი გემოვნებით. ძალიან უხდება ქინძი და კამა

გემრიელად მიირთვით tongue.gif

P.S. ჩემი საყვარელი სალათია chups.gif

Posted by: tos-ka 21 Apr 2008, 15:43
ეჰ, ვეძებე, ვეძებე და სოკოს სუპის რეცეპტი ვერ ვიპოვე . . .
ისევ ჩაქაფულის გაკეთება მომიწევს sad.gif

Posted by: Anie 21 Apr 2008, 15:53
QUOTE
ისევ ჩაქაფულის გაკეთება მომიწევს



როგორ აკეთებ სოკოს ჩაქაფულს tongue.gif
* * *
QUOTE
ყველაზე კარგი სახელმძღვანელო არის კარგი ხარისხის სურათებით დასურათებული წიგნი და ტყეში, სოკოებზე, წიგნით ხელში, თვალის გავარჯიშება.


არც ეგაა სანდო wink.gif (ია ტაკ დუმაიუ)

Posted by: annak 21 Apr 2008, 15:58
tos-ka
QUOTE
ეჰ, ვეძებე, ვეძებე და სოკოს სუპის რეცეპტი ვერ ვიპოვე . . .

რა უნდა სოკოს სუპს, ისე მზადდება როგორც ჩვეულებრივი სუპი.
დედაჩემი აკეთებს ხოლმე დაჩირებული სოკოსაგან სუპს და უზომოდ გემრიელია.
QUOTE
ისე თიანეთში ძალიან ბევრი შემხვედრია და მრავალფეროვანი არჩევანიც იყო

თიანეთი სავსეა სოკოთი. ყოველწელს დავდივარ და ერთხელ ვერ წავედი რო ჩემი ხელით დავკრიფო.

Posted by: Rebecca 21 Apr 2008, 16:08
ხის სოკოს კვერცხით და ქონდრით დამზადების კახური რეცეპტი ხო არავინ იცის შემთხვევით? შედევრი კერძია, არადა სულ ერთხელ თუ ორჯერ მაქვს გასინჯული

თემას გადავხედე და თვალში არ მომხვედრია, შეიძლება გამომრჩა - ყოველი შემთხვევისათვის ბოდიში...

Posted by: tos-ka 21 Apr 2008, 16:22
Anie
QUOTE
როგორ აკეთებ სოკოს ჩაქაფულს


ისევე, როგორც ხორცის ჩაქაფული კეთდება. ვინაიდან და რადგანაც ეს უკანასკნელი გემოთი არასოდეს გამისინჯავს, სოკოსი ძალიანაც მეგემრიელება smile.gif

თუჯის სქელძირიან კარდალაში მორიგეობით ჩააწყვე სოკოს და დაჭრილი მწვანილის (ხახვი, ტარხუნა, ქინძი, ოხრახუში) ფენები.
ჩააყოლე მწვანე ტყემალი ან ალუჩა, რომელიც უფრო მოგწონს. მოაყარე მარილი და დაასხი წყალი, ისე, რომ ზემოდან ოდნავ დაადგეს. შემოდგი ცეცხლზე. თავიდან მაღალი უნდა, ასე 10-15 წუთი, მერე ცეცხლის ალს დაუწიე მაქსიმუმ 20 წუთში მზადაა.

annak
QUOTE
რა უნდა სოკოს სუპს, ისე მზადდება როგორც ჩვეულებრივი სუპი.


არც არაფერი, მე არაჩვეულებრივი რეცეპტი მინდოდა და მივაგენი კიდეც, ოღონდ მარხვის შემდეგ გავაკეთებ.

Posted by: annak 21 Apr 2008, 16:27
tos-ka
QUOTE
არც არაფერი, მე არაჩვეულებრივი რეცეპტი მინდოდა და მივაგენი კიდეც, ოღონდ მარხვის შემდეგ გავაკეთებ.

რადგან არაჩვეულებრივია, მაშინ ჩვენც გაგვიმხილე , გავაკეთებ აუცილებლად და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ yes.gif .
* * *
სოკოს სუპი ჩემი ფავორიტია სუპეპს შორის თან ძალიან არომატულია.

Posted by: Doloress 21 Apr 2008, 17:15
ხახვი+სოკო+პამიდორი+მწვანე ხახვი+მწვანილი+ყველი+მარილი+ორეგანო... მნიამ tongue.gif

მეორე:
ტაფაზე სოკოს ქუდები დააწყვეთ, რომ შეიბრაწება მდნარი ყველი დაამატეთ, მერე ორეგანო მოაყარეთ, მერე მარილი ცოტა და მწვანე ხახვი..

tongue.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2008, 19:20
Dr_Zuzumbo
QUOTE
ყველაზე კარგი სახელმძღვანელო არის კარგი ხარისხის სურათებით დასურათებული წიგნი და ტყეში, სოკოებზე, წიგნით ხელში, თვალის გავარჯიშება.

ამას წინათ ვნახე ზუსტად წიგნის მაღაზიაში ეგეთი წიგნი ქართულად, ასე რომ, სოკოს მოყვარულებო, გაითვალისწინეთ!

QUOTE
თიანეთი

love.gif

tos-ka
annak
სოკოს სუპის რეცეპტი მეც მინდა, სქელი სუპის... smile.gif

Posted by: tos-ka 21 Apr 2008, 19:26
WOMAN IN LOVE
QUOTE
სოკოს სუპის რეცეპტი მეც მინდა, სქელი სუპის...


ზუსტად მასეთს ვეძებდი. რატომღაც ვერ ვიპოვე რუსულ საიტებზეც კი.
სამაგიეროდ ჩემმა მსუნაგებმა გაიგეს სოკო რომ მოვიტანე და შემოთვალეს "ხელი არ დაადოთ - ტარხუნა მოგვაქვსო" smile.gif

Posted by: Alfa_Omega 21 Apr 2008, 19:51
აგერ ორნაირი რეცეპტი ვიცი და ორივენაირად უგემრიელესია!!!

პირველი
5-6 კარტოფილი (დიდი) დაჭერი გათალე და ცოტა ხნიტ გადადე.
სოკო ნახევარი კილო მოშუშეთ კარაქში მწვანე ხახვით და ჩვეულებრივი ხახვით. (ერთი დიდი ხახვი, ერთი კონა მწვანე ხახვი) მარილი პილპილი.
მერე სოკო გადადეთ ერთ დიდ ქვაბში, (უკეთესია თიხის, მაგრამ მე არ მაქვს და ჩვეულებრივ ქვება ვიყენებ რკინის ყურებით, მნიშვნელოვანია) უმატებ კარტოფილს და ამატებ წყალს ისე რომ დაიფაროს და ასცდეს რამოდენიმე თითით. (თუ ბულიონია ხორცის კიდევ უკეთესი) და შედგავ ღუმელში 20-25 წუთით საშუალო ცეცხლზე. გამოიღებ დაუმატებ მარილს პილპილს არაჟანს მწვანე ხახვს კიდევ ერტ კონას და კამას. უგემრიელესია.

და მეორე სუპია ესეც

ადუღებ სოკოს, უმატებ დაჭრილ კარტოფილს, მაკარონს (ლაპშას რომ ეძახიან) წვრილად დაჭრილ ხახვს, დახეხილ სტაფილოს, და ერტ კოვზ კარაქს. კარტოფილი მზად რომ იქნება ვუმატებ დამდნარ ყველს (ვილოა მაგალიტად) და მერე მარილს და პილპილს. თეფშში უკვე კამა და თუ სურვილია მწვანე ხახვი.

Posted by: WOMAN IN LOVE 21 Apr 2008, 19:56
Alfa_Omega
ქამა სოკო რომ იყიდება, მაგით გამოვა ეგ სუპი?

Posted by: Alfa_Omega 21 Apr 2008, 20:03
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 21 Apr 2008, 19:56 )
Alfa_Omega
ქამა სოკო რომ იყიდება, მაგით გამოვა ეგ სუპი?

კი რატომაც არა. მაგრამ პირველი ანადუღარი წყალი გადაასხი. როგორც კი წამოდუღდება მაშივე და მერე თუ კიდევ მოიკიდებს ქაფს უბრალოდ მოაშორებ

მრ ოგორც წესი კონსერვებით ვაკეთებ user.gif

Posted by: n@tia 21 Apr 2008, 21:52
ავიღოთ დაკონსერვებული სოკო, გავრეცხოთ გადავწუროთ და ხახვთან ერთად მოვთუშოთ, შემდეგ დავამატოთ მარილიან წყალში მოხარშული ბრინჯი, კარგად ამოვურიოთ თან ისევ დაბალ ცეცხლზე გვედგას, მოვაყაროთ შავი წიწაკა და ბლომად ტარხუნა... მაგარი რამე გამოდის. ისეც შეიძლება ამის ჭამა და თუ ამ მასას მოვათავსებთ, მაწვნიან ნახევრად ფენოვან ცომში ხო ვაFშე სასწაული კეთდება. ხო მართლა მერე ხაჭაპურივით გამოვაცხოთ ღუმელში... დიდხანს და საფუძვლიანად gigi.gif და აუცილებლად მოვუსვათ თავზე კვერცხის გული რო კარგად დაიბრაწოს....

Posted by: Fe_male 21 Apr 2008, 22:00
...სოკო შემოვიდა თუ არა?.......)))) რაღაცის გაკეთება მინდა და კონსერვებით არ გამოვა..........(((( user.gif

Posted by: n@tia 21 Apr 2008, 22:29
Fe_male დაკონსერვებულის გარდა არის სხვა, დაფასოებული სოკოებიც... ან კიდევ ხის სოკოები

Posted by: Fe_male 21 Apr 2008, 22:32
ხო ხო მგონი პოპულში მინახავს........))))

ოდნავ მოგვიანებით კიდევ დამჭირდება თქვენი დახმარება, რეცეპტის დასაზუსტებლად..........)))) smile.gif

Posted by: n@tia 21 Apr 2008, 23:16
Fe_male მზად ვარ შრომისა და თავდადებისთვის wink.gif

პოპულში და ყველა დიდ სუპერმარკეტში იყიდება ასეთი სახით შეფთული სოკო smile.gif

Posted by: unknown lady 21 Apr 2008, 23:34
QUOTE
სოკოსგან მომზადებული კერძები, ყველაფერი, რაც სოკოს ეხება



სოკოს სუპი მიყვარს მე love.gif

Posted by: tos-ka 22 Apr 2008, 11:36
Alfa_Omega
QUOTE
აგერ ორნაირი რეცეპტი ვიცი და ორივენაირად უგემრიელესია!!!


ორივე რეცეპტი კარგია, მაგრამ კარაქი, ცხიმი და ყველი მაინც ჭირდება, ანუ მარხვაში ვერ მივირთმევთ sad.gif მით უმეტეს ბოლო კვირას . . .


Posted by: Alfa_Omega 22 Apr 2008, 13:53
tos-ka


ზეთი დაუმატე კარაქის მაგივრად ზეითუნის. და არ გაუკეთო მდნარი ყველი smile.gif

მძიმე მარხვაში უზეთო გააკეთე და ეგ იქნება smile.gif სუპის მეორე ვარიანტი გამოვა...

Posted by: Anie 22 Apr 2008, 17:05
QUOTE
ისევე, როგორც ხორცის ჩაქაფული კეთდება. ვინაიდან და რადგანაც ეს უკანასკნელი გემოთი არასოდეს გამისინჯავს, სოკოსი ძალიანაც მეგემრიელება smile.gif

თუჯის სქელძირიან კარდალაში მორიგეობით ჩააწყვე სოკოს და დაჭრილი მწვანილის (ხახვი, ტარხუნა, ქინძი, ოხრახუში) ფენები. ჩააყოლე მწვანე ტყემალი ან ალუჩა, რომელიც უფრო მოგწონს. მოაყარე მარილი და დაასხი წყალი, ისე, რომ ზემოდან ოდნავ დაადგეს. შემოდგი ცეცხლზე. თავიდან მაღალი უნდა, ასე 10-15 წუთი, მერე ცეცხლის ალს დაუწიე მაქსიმუმ 20 წუთში მზადაა.




გმადლობ! გაიხარე 2kiss.gif
* * *
QUOTE
არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი სიამაყე, სოკოთა მამა და მეფე- ნიყვი.



ეგ სოკო უმადაც იჭმება მე მიჭამია მაგალითად


QUOTE
ერთ-ერთი უგემრიელესი სოკო- რაჭაში საჩეჩელას უწოდებენ



მართლა უგემრიელესია ეგ სოკო, რაჭაში მიჭამია tongue.gif

Posted by: dzuku21 28 Apr 2008, 17:26
QUOTE
არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი სიამაყე, სოკოთა მამა და მეფე- ნიყვი.

გადასარევია,მარამ ხომ არ იცი სად იშოვება?ბაზარში ადრე იშვიათად შემხვედრია ,ეხლა არც ბაზარია და არც ნიყვი

Posted by: faustina 5 Dec 2008, 17:32
გოგოებო სოკო კეცზე როგორ კეთდება ???
ისე როგოც რესტორნებში აკეთებენ , თავის გემრიელ წვენში ???
მე რომ ვაკეთებ შრება და სოკო პატარავდება sad.gif

Posted by: rtuli 5 Dec 2008, 18:37
faustina
QUOTE
სოკო კეცზე როგორ კეთდება ???

ქამა სოკოს დიდი დრო არჭირდება მომზადებისთვის,მე უმსაც ვჭამ.

მოკლედ ,კეცზე დაალაგე თავებ ამობრუნებული ,მარილი ჩააყარე და კარაქის ნაჭერი ჩააგდე კეცში.
წვენს როგორც მოიგდებს და შიშხინს დაიწყებს მზადარის yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 9 Dec 2008, 18:17
ყველა სოკო, რომელიც საჭმელი სოკოა, უმადვე შეგიძლიათ ჭამოთ. ქამა სოკო ძალიან გემრიელია უმად. განსაკუთრებით კარგი სალათა გამოდის. ფრანგები ხშირად აკეთებენ ასეთ სალათას- ხშირად მიმირთმევია პარიზში.

Posted by: Abnormalia 9 Dec 2008, 20:13
QUOTE (Solveig @ 17 Dec 2006, 23:13 )
წერეწო (სოკო) შეწვით ერბოში,
მოამზადეთ სოუსი: წყალში გაქენით ნიგოზი, შეანელეთ ნივრით, ხმელი ქინძით, უცხო სუნელით და ყვითელი ყვავილით (ზაფრანასაც ეძახიან, მაგრამ არაა ზაფრანა), დაუმეტე ცოტა თეთრი ძმარი.

სოუსი მოასხით ტაფაზე, წამოადუღეთ, მარილი-გემონებით.

ეს სადმე იყიდება ?

სოფლიდან ჩამოაქვთ მარა ძალიან იშვიათია.

უგემრიელესია. მომზადების შემდეგ კაი გოჭის ხორცისგან შეიძლება ვერ გაარჩიოთ ვერც ფაქტურით ვერც გემოთი !

Posted by: westsider 10 Dec 2008, 04:34
სოკოზე ჭკუა მეკეტება
რამდენჯერ წავსულვარ ტყეში და პროსტა ისე მოკრეფილი სოკო შემიწვავს და მიჭამია biggrin.gif
მერე კი გავიგე ,რომ თურმე ძალიან გამიმართლა ბევრჯერ და გავჩერდი biggrin.gif

Posted by: gentoo 10 Dec 2008, 06:37
QUOTE
რამდენჯერ წავსულვარ ტყეში და პროსტა ისე მოკრეფილი სოკო შემიწვავს და მიჭამია

ბიჭო ყველაზე სწრაფები მსოფლიოში არ გაქვს ნანახი? spy.gif

რაჭველი მაინც არ იყო boli.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Dec 2008, 15:52
Dr_Zuzumbo
QUOTE
ყველა სოკო, რომელიც საჭმელი სოკოა, უმადვე შეგიძლიათ ჭამოთ. ქამა სოკო ძალიან გემრიელია უმად. განსაკუთრებით კარგი სალათა გამოდის. ფრანგები ხშირად აკეთებენ ასეთ სალათას- ხშირად მიმირთმევია პარიზში.


მოყრილი მარილი და ღვინო. იფ რა კაია...

Posted by: westsider 10 Dec 2008, 16:19
gentoo
შენ საიდან იცი კი მარა რო რაჭველი ვარ biggrin.gif

Posted by: GITANA 30 Dec 2008, 19:47
სასწრაფოდ მინდა სოკოს ოსტრის რეცეპტი, დამეხმარეთ რაა

Posted by: Gio100 28 Feb 2009, 21:33
მოკლედ "ვგიჟდები" შემწვარ სოკოზე! yes.gif

აი, რესტორნებში, რომ შემოაქვთ სუფრაზე, კეცზე შემწვარი,
"ამოტრიალებული"! givi.gif როგორსაც ვგულისხობ მიმიხვდით
ალბად...

"კულინარებო", სახლის პირობებში, როგორ შევწვა
ტაფაზე სოკო ისე, რომ "რესტორნისას" არ ჩამოუვარდებოდეს
არც გემოთი და არც შეხედულებით. smile.gif

ეხლა, ცოდვა გამხელილი სჯობსო, რამოდენიმე ხნის
წინ "პოპულში" ვიყიდე სოკო, შევწვი, მაგრამ "ახლოსაც
ვერ მოვიდა" კეცზე შემწვარ სოკოსთან.... no.gif

აბა, ველი გამოცდილი კულინარების რჩევებს!
წინასწარ დიდი მადლობა. smile.gif

Posted by: rtuli 28 Feb 2009, 21:45
Gio100
QUOTE
კეცზე შემწვარი,

შეN თვითონ უპასუხე შენს კითხვას,ანუ ჯერ კეცი სეიძინე და მერე შეწვი სახლის პირობებში.ამოატრიალე სოკოს თავები ,მოაყარე მარილი და კარაქის ნაჭერიც ჩაუგდე love.gif

Posted by: Gio100 1 Mar 2009, 08:26
QUOTE (rtuli @ 28 Feb 2009, 21:45 )
Gio100
QUOTE
კეცზე შემწვარი,

შეN თვითონ უპასუხე შენს კითხვას,ანუ ჯერ კეცი სეიძინე და მერე შეწვი სახლის პირობებში.ამოატრიალე სოკოს თავები ,მოაყარე მარილი და კარაქის ნაჭერიც ჩაუგდე love.gif

QUOTE
სოკოსგან მომზადებული კერძები

POMPADOUR MADAM DE
გადავხედავ, ეგება ვნახო რამე... user.gif

QUOTE
კეცი სეიძინე და მერე შეწვი სახლის პირობებში.

rtuli დავიჯერო საქმე, მხოლოდ კეცშია? spy.gif

უფრო ნაბიჯ-ნაბიჯ "ინსტრუქცია" მესაჭიროება. yes.gif
კეცს შევიძენ, "დუხოვკის" ამბავიც გასაგებია, მაგრამ
სად ჯობია სოკოს შეძენა, როგორ უნდა დამუშავდეს კეცზე დადებამდე, რადენი გრადუსი უნდა იყოს ღუმელში,
მარილის მოყრა და კარაქის ჩადება, რომ შეიწვება მერე
უნდა თუ მანამდე, რამდენი ხანი იყოს ღუმელში და ასე
შემდეგ.
ყველაფერი დაწვრილებით მაინტერესებს, "კულინარები"
უმნიშვნელო წვრილმანად, რომ თვლით ისიც კი...


აბა, ველი გამოხმაურებას... jump.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Mar 2009, 12:13
სოკო, როგორც ვიცით, თავისი მასის დიდი ნაწილით წყალს წარმოადგენს. როცა ტაფაზე იწყებთ მის შეწვას, მითუმეტეს მარილსაც თუ მოაყრით, მისგან იწყება წყლის გამოდინება და სანამ სოკო ლამაზად დაბრაწვას დაიწყებს, მანამდე ჩაიშუშება.
ეს რომ არ მოხდეს, ამისათვის დაყარეთ სოკო ტაფაზე, უცხიმოთ და უკარაქოთ და საშუალო ცეცხლზე გაახურეთ ტაფა. სითხე რომ გამოედინება შიგადაშიგ გადმოასხით ხოლმე, ბოლოს კი აცადეთ რომ სულმთლად აორთქლდეს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩააგდეთ ცხიმი და ლამაზად შეწვით. ცხინის შემადგენლობა: ნახევარი ზეთი და მეორე ნახავარი კარაქი იძლევა საუკეთესო შედეგს

Posted by: Gio100 1 Mar 2009, 13:05
Dr_Zuzumbo
გმადლობთ, ეგ მაინტერესებდა ზუსტად!
პირველ ცდაზე წყლად იქცა... user.gif

კიდევ მითხრეს, შეწვის წინ აუცილებელია მდუღარე, მარილიან
წყალში გაავლე ან 2-3 წუთით ჩააგდო ცხელ წყალში და წამოადუღეო...
ცოტა გაუგებარია რა საჭიროა ცხელი წყალის "გადავლება" ?

Posted by: rtuli 1 Mar 2009, 13:31
Gio100
მე მაგალითად ვყიდულობ საშვალო ზომის სოკოს,ვრეცხავ უბრალოდ,ქუდებს ვაცლი,ფეხებს ვჭრი და ცალკე ვშუშავ კარაქში,ხახვში და ქინძში.
ამ ქუდებს ვაყრი მარილს,ვაგდებ კარაქს და გრილზე უცბათ ვწვავ.ასე ბევრ წვენს არკარგავს,წითლდება და გემრიელია.მმე მიყვარს შიგნით ქუდებში წვენი რომ უგროვდება.

სოფელში მაგალითად,ჩემი ბავშვები ფეჩზე(ზემოდან) ალაგებდნენ ქამა სოკოს თავებს და მარილს აყრიდნენ,როგორც კი სოკოს თავი გაივსებოდა წვენით და ქვემოდან დაიბრაწებოდა ეგრევე მიირთმევდნენ smile.gif

Posted by: Gio100 1 Mar 2009, 13:40
QUOTE (rtuli @ 1 Mar 2009, 13:31 )
მე მიყვარს შიგნით ქუდებში წვენი რომ უგროვდება.

rtuli
მეც! yes.gif yes.gif yes.gif
-----------------------------------------------------------
QUOTE
გრილზე უცბათ ვწვავ

ელექტრო ღუმელს გულისხმობ? რადენ წუთში იწვება
და რა ტემპერატურაზე? rolleyes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Mar 2009, 14:46
ცოტა რამ მარილის შესახებ: მარილი, როგორც ცნობილია, სითხის აბსორბირების ძალინ მძლავრი ნივთიერებაა, ამიტომ მისი მოყრის მომენტი საკვებ პროდუქტებზე, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მარილს წვის საწყის პერიოდშივე მოვაყრით სოკოს, ან კიდევ თუგიდა ხორცს, მაშინ პროდუქტიდა ხდება სითხის სწრაფი გამოდევნა და პროდუქტის გამოშრობა. ამიტომ მარილთან ყოველთვის ფრხილად უნდა ვიყოთ.

P.S.
ხშირად მინახავს სამწვადე ხორცს წინასწარ რომ მოაყრიან მარილს და ისე წვავენ. აბსოლუტურად მცდარი მეთოდია- მწვადი მშრალი და ამიტომ ცუდი გამოდის.

Posted by: miau 9 Mar 2009, 21:46
ამადეუსის "თიხის ოსტატის" შესახებ ცნობები რჩევებში გადავიტანე, დანარჩნზე კი (კერძოდ - კეცები, ქოთნები, კარავი, არაყი, რაჭველები და გურულები...) შეგიძლიათ ისაუბროთ შესაბამის თემებში wink.gif


Posted by: შაბეშა 13 Mar 2009, 21:58
ახლა ვაკეთებ სოკოს არაჟანში ვნახოთ რა გამოვაsmile.gif)))))

Posted by: sofia-jio 21 Mar 2009, 23:23
ბახმაროში ვისვენებდი წელს და იმდენი სოკო ვჭამე და იმდენი ჯიშის (თან ცნობაც არ ვიცოდი წესიერად) მართლა კარგი გადარჩენილი ვარ smile.gif თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო როგორც მოგროვების პროცესი და მომზადება და ჭამაც

Posted by: kodeqsi 22 Mar 2009, 08:36
QUOTE (sofia-jio @ 21 Mar 2009, 23:23 )
თან ცნობაც არ ვიცოდი წესიერად) მართლა კარგი გადარჩენილი ვარ smile.gif

sofia-jio
მოგილოცავ "გადარჩენას", მაგრამ სხვა დროს ექსპერიმენტს
ნუღარ გაიმეორებ... eek.gif
http://grib.niv.ru/
http://www.gribnikam.ru/index.php?option=com_content&task=section&id=2&Itemid=45

Posted by: sofia-jio 30 Mar 2009, 14:21
ვა რა კარგი ლინკებია გაიხარე smile.gif



ეს სოკო ვიპოვეთ ბახმაროში, მოვხარშეთ სხვა სოკოებთან ერთად და ჭამის დრო რო მოვიდა რაღაც ძალაინ უგემური აღმოჩნდა, რა სოკოა ხო არ იცით?

Posted by: rtuli 30 Mar 2009, 14:29
sofia-jio
QUOTE
რა სოკოა ხო არ იცით?

მე მგონი მჭადა სოკოს გავს.
რაღაცნაირი მწარე-ობის გემო აქვს.

მე ვერ გავუგე ამ სოკოს,მაგრამ ბევრი იძახის გემრიელიაო.

Posted by: sofia-jio 30 Mar 2009, 14:31
ხო არც მე მომეწონა მართლა მწარე იყო

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Mar 2009, 15:53
QUOTE (sofia-jio @ 30 Mar 2009, 14:21 )
ვა რა კარგი ლინკებია გაიხარე smile.gif



ეს სოკო ვიპოვეთ ბახმაროში, მოვხარშეთ სხვა სოკოებთან ერთად და ჭამის დრო რო მოვიდა რაღაც ძალაინ უგემური აღმოჩნდა, რა სოკოა ხო არ იცით?

ქუდის ქვედა ნაწილი რომ გამოგეჩინა, ბევრად უფრო გაადვილდებოდა გამოცნობა.
ამ სურათიდან იმას დავასკვნიდი, რომ ძალიან საეჭვოდ ერთ, საკმაოდ საშიშ სოკოს მაგონებს და ასეთ სოკოს პირს ნაღდად არ დავაკარებდი

Posted by: sofia-jio 30 Mar 2009, 16:02
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 30 Mar 2009, 15:53 )



რომ ძალიან საეჭვოდ ერთ, საკმაოდ საშიშ სოკოს მაგონებს და ასეთ სოკოს პირს ნაღდად არ დავაკარებდი

მე დავაკარე და ცოცხალი ვარ biggrin.gif, ე.ი ის არ არის lol.gif lol.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Mar 2009, 16:05
QUOTE (rtuli @ 30 Mar 2009, 14:29 )
sofia-jio
QUOTE
რა სოკოა ხო არ იცით?

მე მგონი მჭადა სოკოს გავს.
რაღაცნაირი მწარე-ობის გემო აქვს.

მე ვერ გავუგე ამ სოკოს,მაგრამ ბევრი იძახის გემრიელიაო.

ე.წ. ჭადასოკოები(сыроежки)საკმაოდ ვრცელი ოჯახია და მხოლოდ ერთი სოკო არაა.
კილინარული თვალსაზრისით საუკეთესო სოკოების რიცხვს არ მიეკუთვნებიან. პირადად მე, სოკოს შესაგროვებლად როცა მივდივარ ტყეში, მათ გვერდს ვუვლი.

Posted by: nanana 30 Mar 2009, 16:06
ყველაზე გემრიელი სოკო რომელიც გამისინჯავს არის პორჩინი - porcini.

არომატული, ხორციანი და ნოყიერი. გოჭივით არის chups.gif chups.gif

Posted by: sofia-jio 30 Mar 2009, 16:07
QUOTE (nanana @ 30 Mar 2009, 16:06 )
ყველაზე გემრიელი სოკო რომელიც გამისინჯავს არის პორჩინი - porcini.

არომატული, ხორციანი და ნოყიერი. გოჭივით არის chups.gif chups.gif

ეგ რომელია შეგიძლია სურათი დადო?

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Mar 2009, 16:08
QUOTE (sofia-jio @ 30 Mar 2009, 16:02 )
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 30 Mar 2009, 15:53 )



რომ ძალიან საეჭვოდ ერთ, საკმაოდ საშიშ სოკოს მაგონებს და ასეთ სოკოს პირს ნაღდად  არ დავაკარებდი

მე დავაკარე და ცოცხალი ვარ biggrin.gif, ე.ი ის არ არის lol.gif lol.gif

ცოცხალი რომ ხარ კარგია, მაგრამ ნამდვილად არ გირჩევ ისეთ სოკოებზე პირის დაკარებას, რომლის ავ-კარგიანობაშიც დარწმუნები არა ხარ.
იმისდა მიუხედავათ, რომ სკოების ცნობაში ჭიპი მაქვს მოჭრილი, თუ რომელიმეში ეჭვი შემეპარა, ბევრს არ ვფიქრობ- ვტოვებ ტყეში.

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Mar 2009, 16:14
QUOTE (sofia-jio @ 30 Mar 2009, 16:07 )
QUOTE (nanana @ 30 Mar 2009, 16:06 )
ყველაზე გემრიელი სოკო რომელიც გამისინჯავს არის  პორჩინი - porcini.

არომატული, ხორციანი და ნოყიერი. გოჭივით არის chups.gif  chups.gif

ეგ რომელია შეგიძლია სურათი დადო?

ეს არის ე.წ. Белый грыб, ბოლეტისებრი სოკოების ოჯახიდან, რომლის მეფეც ეს სოკო გახლავთ. რუსები იმიტომ უწოდებენ მას თეთრ სოკოს, რომ არც გახმობისა და არც კულინარული დამუშავების შედეგად მისი ხორცი ფერს არ იცვლის- ქათქათა თეთრადა რჩება.
სასწაულად კარგია, როგოც სუპებში, ასევე მარინადში და შემწვარი. განსაკუთრებით კარგი გამხმარის გამოყენება სუპში(გახმობის შედეგად არომატი ათმაგდება)

სურათზე, თეთრი სოკო

Posted by: annak 30 Mar 2009, 16:19
Dr_Zuzumbo
QUOTE
თეთრი სოკო

ბავშვობა მახსენდება თეთრ სოკოზე როცა პალენოვოში სოკოებს ვაგროვებდი და თუ 1 ასეთს მაინც ვიპოვიდი იმ დღის "გმირი" ვხდებოდი.
ძალიან მიყვარდა სოკო, მაგრამ ბოლოს რომ ვიყავი რუსეთში ისეთი რაოდენობით მივირთვი (ყოველდღიურად) რომ სიყვარული შემინელდა იშვიათად თუ "მომენატრება".
ეხლა უფრო წვნიანებში მომწონს ვიდრე შემწვარი. yes.gif

Posted by: sofia-jio 30 Mar 2009, 16:21
ესეთებს ვნახულობდით ხშირად ბახმაროში მართლა კარგი იყო, კიდე ლისიჩკებს,, საჩEჩელას და ნიყვს. კიდევ იყო ერთი წითელქუდას ეძახდნენ იქაურები, ნენთი ფეხი და მოიისფრო მოვარდისფრო Qუდი ქონდა უგემრიეელსი რამ გახლდათ

Posted by: rtuli 30 Mar 2009, 16:50
Dr_Zuzumbo
QUOTE
განსაკუთრებით კარგი გამხმარის გამოყენება სუპში(გახმობის შედეგად არომატი ათმაგდება)

ყველაზე გემრიელი სოკოს სუპი გამოდის რაც გამისინჯავს,გამხმარი თეთრი სოკოს გამოყენებით.

ნუ ღვეზელები კი საოცარ სურნელს აფრქვევენ და დიდხანს გაბრუებული დაიარები smile.gif

Posted by: kobakoba 30 Mar 2009, 18:49
გურმანებო!!!
ნიყვის ლათინური ან რუსული სახელი თუ იცით, მეც მითხარით.

წინასწარ გმადლობთ

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Mar 2009, 21:41
QUOTE (kobakoba @ 30 Mar 2009, 18:49 )
გურმანებო!!!
ნიყვის ლათინური ან რუსული სახელი თუ იცით, მეც მითხარით.

წინასწარ გმადლობთ

Amanita caesarea
ანუ კეისარის სოკო, ასე უწოდებდენ ძველ რომში ამ ღვთაებრივ სოკოს, რომელიც ამანიტების ოჯახიდანაა.
უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ოჯახის სხვა სოკოები ძალიან შხამიანებია, ამიტომ დიდი ალბათობით გამოუცდელ მესოკოვეს შეიძლება წითელ ბილწაში აერიოს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ჰალუცინოგენებს- შამანები ამ სოკოს იყენებდენ საკულტო რიტუალების დროს.
თეთრი ბილწა კი ყველაზე საშიში სოკოა სოკოთა შორის- გამოუცდელ მესოკოვეს ქამა სოკოში შეიძლება შეეშალოს. ამ სოკოს შხამი თავის საზარელ სიმპტომებს, მაშინ ამჟღავნებს, როცა ადამიანს აღარაფერი ეშველება- თირკმელების ფუნქციონირება მთლიანად განადგურებულია.

სურათზე: კეისარის სოკო, ანუ ნიყვი

Posted by: Jamdudum 30 Mar 2009, 22:16
მაგარი რეცპტებია, ყველას უღრმესი მადლობა.

Posted by: kobakoba 31 Mar 2009, 17:01
Dr_Zuzumbo

მადლობა ვრცელი ინფორმაციისთვის.

Posted by: Doloress 1 Apr 2009, 14:12
მაქვს სოკოს კონსერვი და მდნარი ყველი, კიდევ ხახვი და მწვანილი და სიმინდის კონსერვი. კიდევ რაღაცეები იქნება მაცივარში war.gif

რა გავაკეთო, მირჩიეთ რაა.. baby.gif

ნუ უკანასკნელი პასადკა ჩაშუშული სოკოა, მაგრამ რამე სხვა მინდა.

წვნიანი არ გამოვა?
არასოდეს არ გამიკეთებია და რეცეპტი მითხარით ვინმემ..

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Apr 2009, 15:38
QUOTE (Doloress @ 1 Apr 2009, 14:12 )
მაქვს სოკოს კონსერვი და მდნარი ყველი, კიდევ ხახვი და მწვანილი და სიმინდის კონსერვი. კიდევ რაღაცეები იქნება მაცივარში war.gif

რა გავაკეთო, მირჩიეთ რაა..  baby.gif

ნუ უკანასკნელი პასადკა ჩაშუშული სოკოა, მაგრამ რამე სხვა მინდა.

წვნიანი არ გამოვა?
არასოდეს არ გამიკეთებია და რეცეპტი მითხარით ვინმემ..

მე ასე მოვიქცეოდი:
დაბალ ცეცხლზე, ტაფაზე დავაფიცხებდი რამოდენიმე დიდ კოვზ ფქვილს, ლამაზ, ღია ყავისფრამდე.
ხახვს წვრილად დავჭრიდი და ლამაზ, ოქროსფრად მოვშუშავდი, დავამატებდი სიმინდს, სოკოს და ამასაც მოვშუშავდი. შუშვისას მოვაყრიდი ფქვილს. შემდეგ ყველაფერს ჩავუძახებდი ქვაბში და ნელ-ნელა, რევით დავასხამდი ადუღებულ წყალს. პატარაზე წამოვადუღდები და თუ არაჟანი გაქვს, ფრთხილად დავიწყებდი მის შერევას წვნიანთან. ბოლოს მარილი, პილპილი და მწვანილი. მდნარი ყველი არც კი ვიცი რაში უნდა გამოგადგეს. თუ შეძლებ ყველის ისე ათქვეფას წვენთან, რომ მთლიანად გაიხსნას მასში, მაშინ გემრიელ რამე გამოვა.

P.S.
არაჟნის მაგივრად სამი კვერცხის გული მაგრად გათქვიფე, ლიმონის წვენი ან ცოტაოდენ ძმარს კარგად შეურიე და სუპს ფრხილად მიუერთე ისე, როგორც ჩიხირთმას.

Posted by: Doloress 1 Apr 2009, 15:59
Dr_Zuzumbo
ჩიხირთმა არ ვიცი, მარა სოკოს წვნიანის იდეა მომეწონა tongue.gif


* * *
Dr_Zuzumbo
ტაკ,
გადავწყვიტე, შენი რეცეპტით გავაკეთო სოკოს წვნიანი.
მაგრამ აი ეს ვერ გავიგე
QUOTE
დაბალ ცეცხლზე, ტაფაზე დავაფიცხებდი რამოდენიმე დიდ კოვზ ფქვილს, ლამაზ, ღია ყავისფრამდე. ხახვს წვრილად დავჭრიდი და ლამაზ, ოქროსფრად მოვშუშავდი, დავამატებდი სიმინდს, სოკოს და ამასაც მოვშუშავდი. შუშვისას მოვაყრიდი ფქვილს.

ხახვი ცალკე უნდა მოვშუშო, დავამატო დანარჩენები და მერე ფქვილი, რომელიც ცალკეა დაფიცხებული?
თუ ჯერ ფქვილი და მერე ზემოდან ხახვი.. baby.gif

* * *
Dr_Zuzumbo
თემას გადავხედე და.. შენ მარტო სოკოებში ერკვევი ასე კარგად თუ ყველაფერში?? baby.gif

ნერწყვი მომდის, სოკოს ხსენებაზე biggrin.gif


Posted by: taknatuna 15 Apr 2009, 20:09
QUOTE
სოკო ყველით © მია ალყა-ალყა დაჭრილ ხავხს მოშუშავთ ზეთში,კარგად რომ შეწითლდება,ჩაყრით სოკოს,(ყუთებში რომ იყიდება) ცოტა ხანს დატოვებთ და შემდეგ დააყრით მარილს,პილპილს (რაღაც არ მეხერხება რეცეპტების წერა user.gif gigi.gif ) და შუშავთ კიდევ გაკეთებამდე biggrin.gif როცა გამზადდება,ზემოდან მოაყრით ნადნობ ყველს (მაგ. "ვიოლა") და გადმოდგავთ smile.gif უუგემრიელესია შენიშვნა Vika-სგან: ქინძიც დაამატე და ტაფიანად შეჭამ, მე ხმელ ქინძს ვამატებ შენიშვნა Antigone-სგან: მოშუშვისას მე მაიონეზს ვასხამ ზემოდან და რეჰანი და ტარხუნა უხდება ძალიან


ისა ხო მეც ეგრე ვაკეთებ და კიდევე რთი კვერცხ შეგიძლიათ მოასხათ და პიტნა(დაქუცმაცებული)
აიი უძაან მაგრესიაა

Posted by: manchoo 16 Apr 2009, 23:02
nanana
QUOTE
ყველაზე გემრიელი სოკო რომელიც გამისინჯავს არის პორჩინი - porcini.

არომატული, ხორციანი და ნოყიერი. გოჭივით არის

სად იყიდება ეგ სოკო?

Posted by: nanana 17 Apr 2009, 11:12
QUOTE
სად იყიდება ეგ სოკო?

საქართველოში არ ვიცი

Posted by: მამაო ენუქი 17 Apr 2009, 11:16
QUOTE
ყველაზე გემრიელი სოკო რომელიც გამისინჯავს არის პორჩინი - porcini.

არომატული, ხორციანი და ნოყიერი. გოჭივით არის


სად იყიდება ეგ სოკო?

დუშეთის ტყეებში მოდის, შეგიძლია დაკრიფო biggrin.gif

Posted by: Nemoi 19 Apr 2009, 19:43
QUOTE (მამაო ენუქი @ 17 Apr 2009, 11:16 )
QUOTE
ყველაზე გემრიელი სოკო რომელიც გამისინჯავს არის პორჩინი - porcini.

არომატული, ხორციანი და ნოყიერი. გოჭივით არის


სად იყიდება ეგ სოკო?

დუშეთის ტყეებში მოდის, შეგიძლია დაკრიფო biggrin.gif

მე მეგონა მარტო რუსეთში იზრდებოდა ეგ სოკო... აუცილებლად წავალ დასაკრეფად. ოღონდ კონკრეტულად სად? baby.gif

Posted by: westsider 19 Apr 2009, 22:01
ევროპაში ვცხოვრობ და რა სოკოც არ ვჭამე გემო არა აქ რაა
სოკო შემძულდა აქ უკვე


ჩვენებური სოკო ღრაჭუნაა
გემო აქ
სუნი ასდის ტყის

სულ სხვაა რა

Posted by: კორდელია 20 Apr 2009, 22:43
სოკოს სუპს ამ თემაში დავწერ smile.gif

მოვთუშოთ ხახვი, დავასხათ წყალი და ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, კარტოფილი რომ მოიხარშება ჩავაყაროთ ცალკე მოთუშული სოკო, სტაფილო, მწვანილები. შავი პილპილი, მარილი და მაიონეზის ნახევარი (მაიონეზთან ერთად სმეტანაც შეიძლება).
ამის შEმდგომ ვხარშოთ კიდევ 5-10 წუთი და მივირთვათ ცხლად smile.gif

გემრიელობაა smile.gif


Posted by: Dr_Zuzumbo 4 May 2009, 18:51
ახლა ამ სოკოს დროა Gyromitra esculenta, სამწუხაროდ ქართული სახელი არ ვიცი.
სურათზე: რამოდენიმე წლის წინანდელი ჩემი ნადავლი.
ყურადღება: კულინარული დამუშავების გარეშე, ეს სოკო არის მომაკვდინებელი.
შეიცავს დიდი რაოდენობით გერომიტრინს- ძლიერ შხამს.
საბედნიეროდ, 10 წუთი დუღილი საგმარისია რომ მთლიანად გამოიდევნოს შხამი. 1 კილო სოკოზე 1 ლიტრა წყალი. ნადუღარი წყლის გადსხმის შემდეგ უნდა გაივლოს კარგად ცივ წყალში.
ხარშვის დროს სამზარეულო კარგად უნდა ნიავდებოდეს, რადგან აორთქლებული გირომიტრინის შესუნთქვაც საშიშია

Posted by: Doloress 4 May 2009, 19:01
Dr_Zuzumbo
სულ რომ უკვდავების წამალი იყოს, მაინც არ შევჭამ მაგას biggrin.gif

რომ არ ეყოს ის 10 წუთი?

Posted by: Dr_Zuzumbo 4 May 2009, 19:13
QUOTE (Doloress @ 4 May 2009, 19:01 )
Dr_Zuzumbo
სულ რომ უკვდავების წამალი იყოს, მაინც არ შევჭამ მაგას biggrin.gif

რომ არ ეყოს ის 10 წუთი?

ჰყოფნის, ბევრჯერ მიჭამნია და საიქიოდან ნაღდად არ ვპოსტავ gigi.gif
ძალიან გემრიელი სოკოა და რაც მთავარია ისეთ დროს მოდის, როცა სხვა სოკოს ვერ ნახავთ ტყეში- გაზაფხულზე

Posted by: Unfinished_Sympathy 4 May 2009, 19:37
ხის სოკო როგორ უნდა გავაკეთო? sad.gif

მოშუშვით, ხახვით და მწვანილით და მერე მოხრაკვით რომე კეთდება ეგ მეც ვიცი, მომბეზრდა.

სხვა რეცეპტი გაქვთ?

დედაჩემი მარტო ხის სოკოს ყიდულობს sad.gif

და ის, დაკონსერვებული რომ არის.

სხვას არ ვენდობიო, არა და ქამაც რომ მიყვარს cry.gif

Posted by: miau 10 Jul 2009, 00:53
nat_nat777

ჟულიენის რეცეპტები ამ თემის დასაწყისშიც აწყვია და ამ საიტზე რამოდენიმე საინტერესო ვარიაციაა :

http://www.parmalat.ru/Rus/recipes/snacks/julienne/

მე ასე ვამზადებ:
ხახვს ვშუშავ, ვამატებ დაჭრილ ახალ სოკოს (ჩვენ ტყეში ვკრეფთ და არაჩვეულებრივი არომატი აქვს ტყის ქამას love.gif ), შეიძლება შუშვისას დაამატო ცოოოტა კონიაკი - არომატს აძლევს. შემდეგ ვდებ ქოთანში, ვასხამ არაჟანს ისე, რომ სოკოს მასას ნახევრამდე მოადგეს, ვაყრი გახეხილ ყველს და ჰაიდა გახურებულ ღუმელში შესაბრაწად! smile.gif
* * *
Unfinished_Sympathy
QUOTE
ხის სოკო როგორ უნდა გავაკეთო?


ხის სოკის ჟულიენი გააკეთა rtuli - მ დაძალიან გემრიელი იყო. შეგიძლია ღვეზელი გააკეთო. smile.gif
ხის სოკოს წიწმატით, ქინძით, მწვანე ხახვით და კვერცხით აკეთებ? - თუ არ იცი და დაგაინტერესებს, ბებიას რეცეპტს მოგაწვდი, გემრიელია smile.gif
ჰოო - ძალიან გემრიელია ხის სოკოს ჩაქაფული - ხორცის მაგივრად ხის სოკო უნდა გაუკეთო.

Posted by: Unfinished_Sympathy 10 Jul 2009, 11:03
miau
მაინტერესებს yes.gif ბებიას რეცპტიც და ჩაქაფულის რეცეპტიც.

ჟულიენს კი ვეცდები გავაკეთო ამ დღეებში, თან ადვილი გასაკეთებელიც ჩანს smile.gif

Posted by: gabarzgaleba 10 Jul 2009, 12:45
Dr_Zuzumbo
QUOTE
ახლა ამ სოკოს დროა Gyromitra esculenta, სამწუხაროდ ქართული სახელი არ ვიცი.


ახლა გავარკვიე, მაგას ქართულად ნაოჭა სოკო რქმევია.

Posted by: nat_nat777 11 Jul 2009, 00:56
miau


ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif ქოთნის გარეშე არ გამოვა ? chups.gif აი სხვა, ღრმა ჭურჭელში ?

Posted by: vampiria 11 Jul 2009, 11:23
მარინირებული/დაკონსერვებული სოკოები რომ არის, ეგენი პირდაპირ იჭმევა ხო??

და ისე რისი გაკეთება შეიძლება ამ სოკოებით? (შეწვა, მოხრაკვა, მოშუშვა, სალათი)

იქნებ დაწეროთ რა
user.gif

Posted by: miau 11 Jul 2009, 11:56
nat_nat777
Unfinished_Sympathy

ჟულიენი ქოთანში განუმეორებელია - Johnnie Walker დამეთანხმება. თუმცა, ტამამად შეიძლება ცეცხლგამძლე თიხის და მინის ჭურჭელში, ასევე სქელძირიან ქვაბში მომზადება. smile.gif

სოკო ბებიას რეცეპტით

3 კგ. სოკო
5 კვერცხი
წიწმატი, ქინძი - 2-2 კონა
პიტნა და ტარხუნა - თითო კონა
ხახვი - 5-6 მოხრდილი ხახვი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
ბლომად კარაქი (ნუ დაინანებთ ცხიმს, რაც მეტი აქვს, მით უფრო გემრიელია)
მემარხულეებს შეუძლიათ ისარგებლონ მცენარეული ერბოთი და კვერცხი არ გაუკეთონ.

სოკო დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ წყალი ისე, რომ მოადგეს და ვხარშოთ, სანამ არ დაშრება, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ბლომად კარაქი ან ერბო და ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ მწვანილი და შევაზავოთ მარილ-პილპილით, როცა სოკო მზად იქნება, მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი და რამოდენიმეჯერ ამოვურიოთ.



ჩაქაფულს რაც შეეხება - ზუსტად ისე, როგორც ბატკნისა, ოღონსდ მთავარი მოქმედი პირი იქნება სოკო. 


vampiria
QUOTE
მარინირებული/დაკონსერვებული სოკოები რომ არის, ეგენი პირდაპირ იჭმევა ხო??

და ისე რისი გაკეთება შეიძლება ამ სოკოებით? (შეწვა, მოხრაკვა, მოშუშვა, სალათი)


გამოიყენება სალათებში, გარნირად...
ჩემი ახლოებლი მარინადს წამოადუღებს ხოლმე წყალში და გასდის ძმირსა და სანელების გემო, ამის შემდეგ რასაც უნბდა, იმას აკეთებს. smile.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
საქართველოს ტყეები ბევრად უფრო მდიდარია სოკოების ნაირსახეობებით, ვიდრე, რუსეთის ტყეები. პრაქტიკულად რაც კი რამ სახეობაა სოკოსი ევროპაში და აზიაში, საქართველოში ხარობს. უბრალოდ, არ დაიზაროთ და თუ ტრანსპორტირების პრობლემა აქა გაქვთ, "უიკენდზე" აუცილებლად მიაშურეთ ტყეებს.


ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე ტყეში, ბევრს სოკოს ვკრეფთ და საერთოდ აღარც მინდა დაკონსერვებული და სათბურში მოყვანილი სოკოსკენ გახედვა smile.gif

Posted by: vampiria 11 Jul 2009, 19:25
miau
დიდი მადლობა პასუხისთვის -) ანუ როგორც მივხვდი უმადაც შეიძლება ჭამა სალათებში

Posted by: kanonika 12 Jul 2009, 08:18
miau
ჟულიენს ნიორი არ უნდა?


ხი სოკოს მომზადებისას მე ბევრ ნიორს ვუშვრები, აი ბორჯომის სოკოს დარბაზიდან მომყვება ამ გემოს სიყვარული biggrin.gif

იქ მგონი მარტო ხახვი და ნიორი იყო ხოლმე biggrin.gif

Posted by: miau 12 Jul 2009, 10:04
kanonika
QUOTE
ჟულიენს ნიორი არ უნდა?


იმდენი ვარიაცია არსებობს... ნიორიც შეიძელბა და ბევრი სხვა პროდუქტიც biggrin.gif - ზემოთ ლინკები რომ დავდე, კრაბებიანი ვერსიაცაა. smile.gif

Posted by: Neo777 19 Jul 2009, 17:32
შეიძლება დავწერო ?

გუშინ პირველად ვჭამე ჟულიენი smile.gif

chups.gif chups.gif chups.gif chups.gif chups.gif chups.gif chups.gif

უგემრიელესი იყო, ისეთი გემრიელი იყო, რომ ძნელია სიტყვებით გადმოცემა smile.gif

Posted by: ლაბუ 20 Jul 2009, 11:21
QUOTE
ხის სოკო


ხის სოკო ძალიან მიყვარს და ხშირად ვამზადებ კიდევაც. ჟულიენიც გემრიელი გამოდის, ფლავიც, სუპიც, ჩაშუშულიც, ლაზანიაც, ბანალური სოუზიც. მოკლედ ხორცის მაგივრად ხშირად ვხმარობ ხოლმე. ძალიან მომწონს ტარხუნით, როგორც miau-მ დაწერა რეცეპტი, უგემრიელესია

Posted by: miau 20 Jul 2009, 11:46
Neo777
QUOTE
შეიძლება დავწერო ?

გუშინ პირველად ვჭამე ჟულიენი

     

უგემრიელესი იყო, ისეთი გემრიელი იყო, რომ ძნელია სიტყვებით გადმოცემა



აქ უფრო რეცეპტებს ვწერთ biggrin.gif - სხვა დროს გაითვალისწინე.

Posted by: კორდელია 26 Jul 2009, 16:43
სოკოს სუპი არაჟნითა და მაიონზით


ცხიმში მოთუშეთ ხახვი, დაამატეთ წინასწარ რგოლებად დაჭრილი სტაფილო და თუშეთ ხახვთან ერთად, შემდეგ უკვე ვაყრით კუბიკებად დაჭრილ ქამა სოკოს და ვთუშავთ 10 წუთი.
მიღებულ მასას ვასხამთ წყალს და ვუმატებთ ძალიან ცოტა კარტოფილს, კარტოფილი რომ მოიხარშება სუპს ვუმატებთ კამას, მარილსა და მაიონეზისა და არაჟნის ნაზავს (200 გრ არაჟანი, ნახევარი მაიონეზი).

უგემრიელესია smile.gif

Posted by: rockataka 27 Jul 2009, 00:48
თქვენ თუ გაგისინჯიათ, წიფელის სოკოს ხინკალი? smile.gif
ერთხელ სანადიროდ ვიყავი გუდარეხის(თეთრი წყარო) ტყეებში.
თითქმის დაწყებული არ გვქონდა, რომ წავაწყდით რამოდენიმე ძალიან დიდ მორებს, რომლებიც სულ გადათეთრებული იყო ქორფა სოკოთი.
ნადირობა მეორე დღისთვის გადავდეთ და მთელი სოკო ავაჭერით მორებს. გამოგვივიდა ძალიან ბევრი. სადღაც 200 კილო gigi.gif
ნუ, მივიტანეთ ბებია/პაპას სახლში. დავურიგეთ მეზობლებს/ნათესავებს. დანარჩენი თბილისში წამოსაღებად გადავდეთ. ჩვენთვისაც შევიწვით დიდ ტაფაზე, მაგრამ რამდენს შეჭამ კაცი?!
კაკრას ბებიაჩემს წინა დღის ხინკლის ცომი ქონდა შემორჩენილი და მოგვივიდა აზრი, რომ ხინკალი გაგვეკეთებინა სოკოთი.
გეფიცებით, ისეთი გემრიელი გამოვიდა, რომ მიმიქარავს ხორცის smile.gif

Posted by: ramzes II 2 Aug 2009, 03:59
წიფელის ხინკალი პირველად გავიგე... არ შეგეშინდათ მაინც რო ან მოეწამლეთ ან რაღაც.. თუ იცოდით რასაც კრეფდით? smile.gif

Posted by: sophya 20 Aug 2009, 21:04
ნიყვის რეცეპტი მინდა ვინმეს თუ გაქვთ?
როგორ გავაკეთო მარტივად და გემრიელად? smile.gif

Posted by: 098 20 Aug 2009, 21:46
როგორ ავარჩიო სოკო ველურ ბუნებაში დაწერთ???

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Aug 2009, 21:55
QUOTE (098 @ 20 Aug 2009, 21:46 )
როგორ ავარჩიო სოკო ველურ ბუნებაში დაწერთ???

დაგუგლე საჭმელი სოკოები და სურათები ამობეჭდე კარგი ხარისხით. მერმე აიღე კალათა და ტყისაკენ ჰერი-ჰერი. ახლა კაკრაზ ის დროა, რომ ტყე სავსე იყოს სოკოთი. თან რამდენადაც ვიცი წვიმა არ მოჰკლებია ამ ზაფხულს საქართველოს. წესით ბლომად უნდა იყოს

Posted by: 098 20 Aug 2009, 22:01
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 1 Mar 2009, 14:46 )
ხშირად მინახავს სამწვადე ხორცს წინასწარ რომ მოაყრიან მარილს და ისე წვავენ. აბსოლუტურად მცდარი მეთოდია- მწვადი მშრალი და ამიტომ ცუდი გამოდის.

თემიდან გადახვევაა მაგრამ აბა წინასწარ ჩაბასტურმება როგორ ხდება??? spy.gif spy.gif
Dr_Zuzumbo
QUOTE
დაგუგლე საჭმელი სოკოები და სურათები ამობეჭდე კარგი ხარისხით. მერმე აიღე კალათა და ტყისაკენ ჰერი-ჰერი. ახლა კაკრაზ ის დროა, რომ ტყე სავსე იყოს სოკოთი. თან რამდენადაც ვიცი წვიმა არ მოჰკლებია ამ ზაფხულს საქართველოს. წესით ბლომად უნდა იყოს

მადლობა მაგრამ მასე ადვილია???
ლაბუ
QUOTE
ხის სოკო ძალიან მიყვარს და ხშირად ვამზადებ კიდევაც. ჟულიენიც გემრიელი გამოდის, ფლავიც, სუპიც, ჩაშუშულიც, ლაზანიაც, ბანალური სოუზიც. მოკლედ ხორცის მაგივრად ხშირად ვხმარობ ხოლმე. ძალიან მომწონს ტარხუნით, როგორც miau-მ დაწერა რეცეპტი, უგემრიელესია

ლაზანიას რეცეპტი ვეძებე აქ და ვერ ვიპოვე...

P.S. სოკო ასუქებს???მაღალკალორიულია???

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Aug 2009, 22:10
QUOTE (098 @ 20 Aug 2009, 22:01 )
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 1 Mar 2009, 14:46 )
ხშირად მინახავს სამწვადე ხორცს წინასწარ რომ მოაყრიან მარილს და ისე წვავენ. აბსოლუტურად მცდარი მეთოდია- მწვადი მშრალი და ამიტომ ცუდი გამოდის.

თემიდან გადახვევაა მაგრამ აბა წინასწარ ჩაბასტურმება როგორ ხდება??? spy.gif spy.gif
Dr_Zuzumbo
QUOTE
დაგუგლე საჭმელი სოკოები და სურათები ამობეჭდე კარგი ხარისხით. მერმე აიღე კალათა და ტყისაკენ ჰერი-ჰერი. ახლა კაკრაზ ის დროა, რომ ტყე სავსე იყოს სოკოთი. თან რამდენადაც ვიცი წვიმა არ მოჰკლებია ამ ზაფხულს საქართველოს. წესით ბლომად უნდა იყოს

მადლობა მაგრამ მასე ადვილია???
ლაბუ
QUOTE
ხის სოკო ძალიან მიყვარს და ხშირად ვამზადებ კიდევაც. ჟულიენიც გემრიელი გამოდის, ფლავიც, სუპიც, ჩაშუშულიც, ლაზანიაც, ბანალური სოუზიც. მოკლედ ხორცის მაგივრად ხშირად ვხმარობ ხოლმე. ძალიან მომწონს ტარხუნით, როგორც miau-მ დაწერა რეცეპტი, უგემრიელესია

ლაზანიას რეცეპტი ვეძებე აქ და ვერ ვიპოვე...

P.S. სოკო ასუქებს???მაღალკალორიულია???

ლასანიეს რეცეფტი მე დავდე რომელიღაც თემაში- ან ცომეულშია, ან კიდევ იტალიურ სამზარეულოში.

კარგი ხარისხის სურათებითა და განმარტებებით არ უნდა გაგიჭირდეს სოკოს ცნობა.

ჩაბასთურმებისას ხორცს მარილი ნაღდად არ უნდა მოაყარო- სხვა კომპონენტები პაჟალსტა, თუ გინდა, რომ "ცვრიანი" გამოვიდეს

სოკოში არავითარი კალორიები არაა. უბრალოდ, თუ კარგა ბლობა კარაქში შეწვი და მერმე ნაღებიც მოასხი, მაშინ ქე მიიღებ კალორიებს

Posted by: Breaky 20 Aug 2009, 22:20
098
ლაზანიას რამდენიმე რეცეპტი დევს, სარჩევშიც წერია.
ბასტურმნა კიდევ სულაც არ ნიშნავს მარილს, პირიქით, მარილი არაფრით არ შეიძლება სანამ არ შეიწვება

Posted by: rtuli 20 Aug 2009, 22:31
Breaky
Dr_Zuzumbo
QUOTE
ჩაბასთურმებისას ხორცს მარილი ნაღდად არ უნდა მოაყარო

აი ზუსტად ეგ მომენტია მთავარი და ბევრს ეშლება!შედეგი: მშრალი, უგემური მწვადი yes.gif

Posted by: sophya 20 Aug 2009, 22:50
QUOTE
ნიყვის რეცეპტი მინდა ვინმეს თუ გაქვთ? როგორ გავაკეთო მარტივად და გემრიელად?



ის მაინც არ იცით, ინგლისურად როგორაა ნიყვი?
დავგუგლავდი... rolleyes.gif

Posted by: chaPPek 20 Aug 2009, 22:56
sophya


მმმ. მეც მაქვს ნიყვი biggrin.gif რა დამთხვევაა ..
ისა და
მე პირადად სულ სამი ცალი მაქვს და შენიც იგივე რაოდენობა თუა რამის გაკეთება არ გამოვა, სამწუხაროდ, ანუ რამე განსაკუთრებულის smile.gif
შეგიძლია გარეცხო, დაჭრა, მერე ნახევრად კარაქში და ნახევრად ზეთში მოხრაკო, ოდნავ რო შეწითლდება დაუმატე ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, დააგრძელე თუშვა და ეგაა smile.gif

ისე, ნიყვის ინგლისური სახელი ამავე თემაშI წერია რომელიღაცა გვერდზე, თუ არ გეზარება გადაქექე

Posted by: rtuli 20 Aug 2009, 23:03
sophya
chaPPek
QUOTE
ნიყვის რეცეპტი მინდა ვინმეს თუ გაქვთ? როგორ გავაკეთო მარტივად და გემრიელად?

მე მქონდა ნიყვი და კარტოფილთან ერთად მოვშუშე.
ანუ ჯერ კარტოფილი დავაწითლე,ცოტა რომ დააკლდა (კარტოფილის მზადებას) დავაყარე მოშუშული ნიყვი(არმომიხარშია!).
მოვაყარე შავი პილპილი,ნახევარ რგოლებადდაჭრილი ხახვი და დავასრულე შუშვა.
გამოდის მწვადივით smile.gif

პ.ს. ბაზარში ვნახე ნიყვი ,კილო 20 ლარი დამიფასეს sleep.gif


ნიყვი-масленок-Suillus

Posted by: 098 20 Aug 2009, 23:05
Dr_Zuzumbo

Breaky

მადლობა!!!

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Aug 2009, 23:10
QUOTE (sophya @ 20 Aug 2009, 22:50 )
QUOTE
ნიყვის რეცეპტი მინდა ვინმეს თუ გაქვთ? როგორ გავაკეთო მარტივად და გემრიელად?



ის მაინც არ იცით, ინგლისურად როგორაა ნიყვი?
დავგუგლავდი... rolleyes.gif

აუფ, ძებნა რომ გეზარებათ.
დავდე ამ თემაში უკვე ნიყვის შესახებ ბევრი რამ.
აჰა, ისევ გავიმეორებ

http://en.wikipedia.org/wiki/Amanita_caesarea

Posted by: chaPPek 20 Aug 2009, 23:14
rtuli
QUOTE
მქონდა ნიყვი და კარტოფილთან ერთად მოვშუშე.



კაი იდეაა, კარტოფილით გავაბევრებ კიდეც,, თორე ამის შეწვის მეშინოა, ტაფაზე არაფერ დარჩება მეთქიsmile.gif
დანარჩენს კიდე მეც ისევე ვაპოირებდი როგორც შენ აღწერე smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Aug 2009, 23:16
QUOTE (rtuli @ 20 Aug 2009, 23:03 )
ნიყვი-масленок-Suillus

no.gif
სოკოს ორი, ძირეულად განსხვავებული ოჯახის წევრებია ნიყვი და "მასლიონოკი".
მასლიონოკი არის "ბოლეტისებურთა" ოჯახიდან, რომელთა დამახასითებელი ნიშანია ქუდისქვეშა ნაწილის ღრუბელისებური შემადგენლობა.

ნიყვი, იგივე კეისარის სოკო კი ამანიტათა ოჯახიდანაა, რომელ ოჯახშიც ძირითადად სასიკვდილოდ შხამიანი სოკოებია მაგ. თეთრი ბილწა, წითელი ბილწა(კრასნი მუხომორ) და ა.შ.

P.S.
სოკოს კერძებში კართოფილის გამოყენებას არასოდეს არ გირჩევთ- კართოფილი მთლიანად ფარავს სოკოს განუმეორებელ არომატს.
სოკოს სუპშიც კი არ ვიყენებ კარტოფილს.

შორს კარტოფილი სოკოსაგან!!! vik.gif

Posted by: rtuli 20 Aug 2009, 23:16
Dr_Zuzumbo
წავიკითხე თქვენი პოსტი.
მაშ მასლიონოკ როგორ არის ქართულად?
მე ბარძგალამ მითხრა ნიყვიაო.

ისეარგამიკვირდა ბაზარში 20ლარი რატომ ედო ფასი rolleyes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Aug 2009, 23:20
QUOTE (rtuli @ 20 Aug 2009, 23:16 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
http://en.wikipedia.org/wiki/Amanita_caesarea

ესრაცთქვენ დადეთ ნიყვია?

რუსულად მასლიონოკია ნიყვი
http://www.radikal.ru

თქვენ სურათზე არაა ნიყვი- ეგ არის მასლიონოკი, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს ნიყვთან, რაც ზემოთ ავღნიშნე კიდეც.

თუ რომელიმე რუსმა ეგა თქვა, შეგიძლიათ თამამად აიგდოთ აბუჩად gigi.gif

P.S.
მასლიონოკს იმიტომ ეძახიან რუსები მასლიონოკს, რომ ქუდი დაფარული აქვს წებოვანი ლორწოთი. სად გინახავთ ასეთი ნიყვი?

მასლიონოკი, თავისთავად კარგი სოკოა- განსაკუთრებით გემრიელია დამარინადებული, ორაყთან ზაკუსკად gigi.gif

Posted by: rtuli 20 Aug 2009, 23:22
Dr_Zuzumbo
QUOTE
სოკოს კერძებში კართოფილის გამოყენებას არასოდეს არ გირჩევთ- კართოფილი მთლიანად ფარავს სოკოს განუმეორებელ არომატს.
სოკოს სუპშიც კი არ ვიყენებ კარტოფილს.

შორს კარტოფილი სოკოსაგან!!!

biggrin.gif
ეგ როცა ცოტა გაქვს სოკო და გაბევრება გინდა მაშინ კარგია კარტოფილთან შეხამება smile.gif
თორე მხოლოდ სოკო შემწვარი კარაქში და გემრიელად შენელებული მეც მიყვარს.
თან ძალიან მიყვარს სულგუნ მოყრილი+კეცზე შემწვარი სოკო love.gif


chaPPek
QUOTE
დანარჩენს კიდე მეც ისევე ვაპოირებდი როგორც შენ აღწერე 

2kiss.gif



QUOTE
მასლიონოკს იმიტომ ეძახიან რუსები მასლიონოკს, რომ ქუდი დაფარული აქვს წებოვანი ლორწოთი

ოოოოოოო,კი დაფარული აქვს და სლიკინებს biggrin.gif

მე ავიღე და გავფცქვენი ქუდი smile.gif ,აღარც სლიკინებდა და არც ლორწო გამოუვიდა biggrin.gif

Posted by: barbera 21 Aug 2009, 09:17
მართალია ზუზუმბო ამ სურათზე რომ სოკოა ნიყვი არაა, ნიყვს მეორენაირად სოკოწითელსაც ეძახიან, მოწითალო თავი აქვს. და ისიც მართალია რომ კარტოფილი და სოკო ვერ ძმაკაცობენ.

Posted by: annak 21 Aug 2009, 10:10
Dr_Zuzumbo
QUOTE
ნიყვი

ნიყვი ხო უმადაც იჭმევა?

და სუნი მიყვარს ნიყვის ძალიან. smile.gif

Posted by: barbera 21 Aug 2009, 10:14
კი უმადაც იჭმევა ნიყვიც და ქამაც. და საერთოდ ბევრი რამე იჭმევა უმად

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Aug 2009, 11:21
ნებისმიერი, საჭმელი სოკო იჭმევა უმად. გამონაკლისია მხოლოდ ეს სოკოა.
თუ თერმულად არ დამუშავდა, სასიკვდილოდ შხამიანია- 10 წუთი წყალში დუღილი და მერე წყალი უნდა გადავაქციოთ და გავავლოთ გამდინარე წყალში.
90% გირომიტრინს შეიცავს მისი შხამი

Posted by: annak 21 Aug 2009, 11:23
Dr_Zuzumbo
QUOTE
მხოლოდ ეს სოკოა.

პირველად ვხედავ ასეთ სოკოს.
რა ჰქვია?
QUOTE
თუ თერმულად არ დამუშავდა, სასიკვდილოდ შხამიანია- 10 წუთი წყალში დუღილი და მერე წყალი უნდა გადავაქციოთ და გავავლოთ გამდინარე წყალში.

ძალიან უნდა გშიოდეს რომ ესეთი რამ გააკეთო.
ან დიდი გურმანი უნდა იყო.

QUOTE
აკრძალვა მართებულია- ხელის შეხების შემდეგ, თუ პირში მოგხვდათ ხელი, მაშინ სასწრაფო დახმარება ავტომატურად უნდა გამოიწროთ

ხელთათმანებით კრეფენ? smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Aug 2009, 13:15
QUOTE (annak @ 21 Aug 2009, 11:23 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
მხოლოდ ეს სოკოა.

პირველად ვხედავ ასეთ სოკოს.
რა ჰქვია?
QUOTE
თუ თერმულად არ დამუშავდა, სასიკვდილოდ შხამიანია- 10 წუთი წყალში დუღილი და მერე წყალი უნდა გადავაქციოთ და გავავლოთ გამდინარე წყალში.

ძალიან უნდა გშიოდეს რომ ესეთი რამ გააკეთო.
ან დიდი გურმანი უნდა იყო.

ეს სოკო, რომელსაც ქართულად ნაოჭა სოკო ჰქვია, სხვანაირადაც არის უნიკალური- სხვა სოკოებისაგან განსხვავებით გაზაფხულზე იცის მიწიდან თავის წამოყოფა.


სურათზე, ჩემი ათი წლის წინანდელი ნადავლია.
ძალიან მაღალი ხარისხის საჭმელი სოკოა, ოღონდ როგორც ზემოთ ავღნიშნე, კულინარულად უნდა დამუშავდეს

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Aug 2009, 13:21
აუუ, ეს მაგარი სურათია- ჰელსინკის ბაზარზეა გადაღებული ნაოჭა სოკოები.
აკრძალვა მართებულია- ხელის შეხების შემდეგ, თუ პირში მოგხვდათ ხელი, მაშინ სასწრაფო დახმარება ავტომატურად უნდა გამოიწროთ biggrin.gif

Posted by: sophya 21 Aug 2009, 14:23
chaPPek
ჩემიც არაა ბევრი, კარტოფილით გავაკეთებ yes.gif

Posted by: chaPPek 21 Aug 2009, 14:39
sophya

QUOTE
ჩემიც არაა ბევრი, კარტოფილით გავაკეთებ


მივხვდი რაოდენობას, და იმიტო გითხარი. ისე, კარტოფილთან ერთად ერთ ტაფაში არ ჩაყარო. მართლა უკარგავს სოკოს გემოს, ნიყვი კიდე ძალიან გემრიელია. კარტოფილი ცალკე დააწითლე, სოკო ცალკე შეწვი ბევრ ხახვთან ერთად smile.gif

Posted by: sophya 21 Aug 2009, 14:54
chaPPek
მასე ვშვრები smile.gif უკვე ტაფაზეა biggrin.gif

Posted by: rtuli 21 Aug 2009, 16:08
Dr_Zuzumbo
ეგეთ საშიშ სოკოს ხელს არც მოვკიდებდი დაარცსურვილი გამიჩნდებოდა გასინჯვის,როგორიცგემრიელი არუნდა ყოფილიყო მომზადების მერე.

ისე მასლიატა ქართულად როგორ არის.
უკვე მეორეჯერ აუაუმ მიწილადა მასლიატა,ცოტა შევწვი და საყინულეში შევინახე კიდეც,მაგრამ რა ქვია ქართულადხომ უნდა ვიცოდე sad.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Aug 2009, 19:04
QUOTE (rtuli @ 21 Aug 2009, 16:08 )
Dr_Zuzumbo
ეგეთ საშიშ სოკოს ხელს არც მოვკიდებდი დაარცსურვილი გამიჩნდებოდა გასინჯვის,როგორიცგემრიელი არუნდა ყოფილიყო მომზადების მერე.

ისე მასლიატა ქართულად როგორ არის.
უკვე მეორეჯერ აუაუმ მიწილადა მასლიატა,ცოტა შევწვი და საყინულეში შევინახე კიდეც,მაგრამ რა ქვია ქართულადხომ უნდა ვიცოდე sad.gif

ბევრი მიჭამია ნაოჭა სოკო და საიქიოდან ნაღდად არ ვწერ ამ პოსტს gigi.gif

რაც შეეხება მასლიონოკს- ნამდვილად არ ვიცი მისი ქართული სახელი. ისე კი, დარწმუნებული ვარ, რომ ბოლეტისებრთა ყველა სახეობაა საქართველოში. რაჭაში ხშირად შემხვედრია ამ ოჯახის ერთი კოლორიტული წარმომადგენელი- სატანას სოკო. დათვის სოკოს ვეძახდით- ფეხს რომ გაჰკრავდი და გატეხავდი სხვადასხვა ფერებს ღებულობდა გატეხილ ადგილას. შხამიანი გვეგონა. არადა, შხამიანი თითქო არ არის, მაგრამ არც საჭმელი სოკოა.

ბოლეტისებრთა შესახებ შეგიძლია აქ ნახო
http://en.wikipedia.org/wiki/Boletaceae

Posted by: marki 25 Aug 2009, 22:07
QUOTE
რჩევა მჭირდება თქვენი. მოკლედ ჩემი სახლის გარშემო ერთი სოკოა, ქვემოდან "გუბკა" აქვს (მგონი დათვის სოკო ჰქვია) და მოკლედ ვკრეფთ და ხახვში ვშუშავთ. ჯერ ცოცხლები ვართ  biggrin.gif
ძალიან მინდა ვცადო კრემ-სუპის  გაკეთება და როგორ კეთდება ვინმემ ხომ არ იცით?


* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
ბოლეტისებრთა შესახებ შეგიძლია აქ ნახო
http://en.wikipedia.org/wiki/Boletaceae



უი, თქვენს დადებულ ლინკსი რომ პირველი ფოტოა, ზუსტად ეგეთი სოკოები დავკრიფეთ დღეს. დაბლიდან ზოგს ყავისფერი, ზოგს შინდისფერი "გუბკა" აქვს და ქუდებიც სხვადასხვა ფერი აქვს. რამდენიმე დღეა ხახვში ვშუშავთ. ადგილობრივებმა გვასწავლეს.
ეგებ იცოდეთ ამ სოკოთი სუპი თუ გამოდის?

Posted by: auau 25 Aug 2009, 23:33
Dr_Zuzumbo
rtuli
QUOTE
მასლიატა

ზეთა სოკოდ მოიხსენიებენ

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 02:17
QUOTE (marki @ 25 Aug 2009, 22:07 )
QUOTE
რჩევა მჭირდება თქვენი. მოკლედ ჩემი სახლის გარშემო ერთი სოკოა, ქვემოდან "გუბკა" აქვს (მგონი დათვის სოკო ჰქვია) და მოკლედ ვკრეფთ და ხახვში ვშუშავთ. ჯერ ცოცხლები ვართ   biggrin.gif
ძალიან მინდა ვცადო კრემ-სუპის  გაკეთება და როგორ კეთდება ვინმემ ხომ არ იცით?


* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
ბოლეტისებრთა შესახებ შეგიძლია აქ ნახო
http://en.wikipedia.org/wiki/Boletaceae



უი, თქვენს დადებულ ლინკსი რომ პირველი ფოტოა, ზუსტად ეგეთი სოკოები დავკრიფეთ დღეს. დაბლიდან ზოგს ყავისფერი, ზოგს შინდისფერი "გუბკა" აქვს და ქუდებიც სხვადასხვა ფერი აქვს. რამდენიმე დღეა ხახვში ვშუშავთ. ადგილობრივებმა გვასწავლეს.
ეგებ იცოდეთ ამ სოკოთი სუპი თუ გამოდის?

რომელ სურათზე, ხელმარჯვნივ როა?
ეგ ე.წ. თეთრი სოკოა- ბოლეტისებურებიდან საუკეთესო. თეთრს იმიტომ უწოდებენ, რომ გადატეხვისას ან დანით გაჭრისას მისი "ხორცი" ფერს არ იცვლის და თეთრი რჩება. ამ სოკოსაგან საუკეთესო სუპი მზადდება. კიდევ უკეთესია მისი გახმობა. გახმობის შედეგად არომატი ათმაგდება და ზამთარში უგემრიელესი სუპების მოხარშვა შეგიძლიათ.

შინდისფერ "გუბკიანს" არ გირჩევ- სატანის სოკო არ იყოს- მაგ ვიკიპერიის გვერდის ხელმარცხენა სურათზე კაკრაზ ეგაა.

ჰო, თეთრ სოკოს ჰყავს თავისი "მაცილობელაც" ე.წ. ნაღვლის სოკო, რომელსაც ძალიან საზიზღარი გემო აქვს და ერთი ნაჭერიც გაგიფუჭებთ მთელ კერძს. ძალიანა ჰგავს თეთრ სოკოს, მაგრამ გადატეხვისას, ცოტათი ვარდისფერდება და ფეხზე, თეთრი სოგოსაგან განსხვავებით მუქი ფერის ბადის ნახატი აქვს.


სურათზე, თეთრი სოკო.

P.S, სუპის ჩემეულ რეცეპტს გეტყვით
ქვაბში კარგა მოზრდილი ნაჭერი კარაქი ჩააგდეთ და წვრილად დაჭრილი ხახვი ოქროსფრად მოშუშეთ. დააყარე საშუალო ნაჭრებად დაჭრილი სოკო და ესეც მოშუშეთ. ამის შემდეგ 2-3 კოვზი პურის ფქვილი მოაყარეთ(კარგია თუ ფქვილი წინასწარ იქნება ტაფაზე შეწითლებული) და ესეც ნელა მოთუშედ. დაიწყეთ წყლის ნელნელა დამატება და თან ისე მორევა, რომ კოშტებად არ შეიკრას. ქვაბს იმდენ წყალს დაამატებთ რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით. როცა წამოდუღდება ძალიან ნელ ცეცხლზე გადაიყვანთ და ნაღების, ან არაჟნის ნელა გარევას დაიწყებთ. არ დაიშუროთ არაჟანი. ბოლოს კი თქვენი გემოვნებით მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

Posted by: masha 26 Aug 2009, 11:12
QUOTE
ნიყვი, იგივე კეისარის სოკო კი ამანიტათა ოჯახიდანაა, რომელ ოჯახშიც ძირითადად სასიკვდილოდ შხამიანი სოკოებია მაგ. თეთრი ბილწა, წითელი ბილწა(კრასნი მუხომორ) და ა.შ.

აი კიდევ ერთი Amanita crocea, ზოგიერთი კლასიფიკაციით შხამიანია, ჩვენ კი მივირთმევთ უკვე წლები; ერთი ის არის რომ ადვილად ფუჭებადია, სანამ სახლში მიიტან იშლება ფირფიტები, დაილოცოს ბოლეტუსებრთა ოჯახი, განსაკუთრებით თეთრი სოკო, რომელსაც ჩვენში მუხის ძირასაც ეძახიან.
* * *
QUOTE
რაც შეეხება მასლიონოკს- ნამდვილად არ ვიცი მისი ქართული სახელი.

ეგ არის დუმასოკო, ინგლისურად მაგრად უხდება სახელი ”სლიპერი ჯეკ”.
მაგრამ რაღაც მიზეზით (როცა ჯერ მისი სეზონი არ არის) ტყეში ცოტა არის და რამდენიც შემხვედრია ყველა დაჭიანებული იყო.
ძალიან გემრიელია დამუჟუჟებული, და მჭადთან, რაც არ უნდა გასკვირი იყოს, კარგად მიდის.

Posted by: August 26 Aug 2009, 11:25
Dr_Zuzumbo
QUOTE
რაც შეეხება მასლიონოკს- ნამდვილად არ ვიცი მისი ქართული სახელი


ზეთიანა ჰქვია

ჩემი ქმარია დიდი მესოკოვე და ამტკიცებს რომ შხამიანი სოკოს ჭამაც შეიძლება და არც არაფერს გიზამს თუ ჯერ მოხარშავ და იმ ნახარშს გადაღვრი ... მერე როგორც გინდა ისე მოამზადეო

Posted by: masha 26 Aug 2009, 11:27
QUOTE
თუ რომელიმე რუსმა ეგა თქვა, შეგიძლიათ თამამად აიგდოთ აბუჩად gigi.gif

რუსები ზოგადად არ ჭამებ ნიყვს, მიზეზი არ ვიცი, ეტყობა ამანიტები ყველა შხამიანად მიაჩნიათ.
ნუ რა უჭირთ, როცა აქვთ ბელიი, პოდოსინოვიკ და პოდბერიოზოვიკ, ეგეც ყოფნით.
* * *
QUOTE
ზეთიანა ჰქვია

ეგ ეტყობა უფრო ხალხური სახელი უნდა იყოს, ეგრე ჩემს ზემოთ დადებულ სოკოსაც ეძახიან ბერძნულა სოკოს, მაგრამ ეგ არამეცნიერულია.

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 11:58
QUOTE (August @ 26 Aug 2009, 11:25 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
რაც შეეხება მასლიონოკს- ნამდვილად არ ვიცი მისი ქართული სახელი


ზეთიანა ჰქვია

ჩემი ქმარია დიდი მესოკოვე და ამტკიცებს რომ შხამიანი სოკოს ჭამაც შეიძლება და არც არაფერს გიზამს თუ ჯერ მოხარშავ და იმ ნახარშს გადაღვრი ... მერე როგორც გინდა ისე მოამზადეო

ეუფ, რამ გააგიჟა ვიქტორი?
შეგიძლია მეორე ქმრის ძებნა დაიწყო gigi.gif

სოკოს შხამთან თამაშს ნამდვილად არ გირჩევთ, მითუმეტეს, რომ ამაში არავითარი საჭიროება არ არსებობს.
სოკოების უმეტესობა, უბრალოდ საკვებად უვარგისია გემოს უქონლობის გამო.
მაგრამ შხამინის მოდუღება და მერე საკვებად გამოყენება რუსულ რულეტსაც არა ჰგავს- შაჰიდის ქამარი და თავის აფეთქებაა.
ზოგიერთი სოკოთი მოწამლვის სიმპტომები მხოლოდ მას შემდეგ მჟღავნდება, როცა ნერვული სისტემა ან თირკმელები შეუქცევადად არის განადგურებული.
* * *
QUOTE (masha @ 26 Aug 2009, 11:27 )
QUOTE
თუ რომელიმე რუსმა ეგა თქვა, შეგიძლიათ თამამად აიგდოთ აბუჩად gigi.gif

რუსები ზოგადად არ ჭამებ ნიყვს, მიზეზი არ ვიცი, ეტყობა ამანიტები ყველა შხამიანად მიაჩნიათ.
ნუ რა უჭირთ, როცა აქვთ ბელიი, პოდოსინოვიკ და პოდბერიოზოვიკ, ეგეც ყოფნით.

ჩახეთქვას ვერ დაასწრებდით, იქ რომ იზრდებოდეს.
ნიყვი, ყოფილ სუსურუკუს ტერიტორიაზე, საქართველოში და კარპატებში გვხვდება.
კი ამბობენ, რომ კავკასიის სხვა ნაწილებშიცაო და დალნი ვოსტოკშიო, მაგრამ ალბათ კურიოზიტეტის სახით.

საქართველოშიც კი არ ხარობს ყველგან- მაგ. რაჭაში არსად შემხვედრია, აღარას ვამბობ აღმოსავლ;ეთ საქართველოზე. იმერეთში რამდენიც გინდა.

Posted by: masha 26 Aug 2009, 12:33
QUOTE
სოკოს შხამთან თამაშს ნამდვილად არ გირჩევთ, მითუმეტეს, რომ ამაში არავითარი საჭიროება არ არსებობს.

აქ შეიძლება ის იგულისხმება, რომ ზოგიერთი სოკოს ნედლად ჭამა არ შეიძლება და თერმულ დამუშავებას საჭიროებს. მაგალითად წეროსწვივას მე უმად მივირთმევ ხოლმე, ნიგვზის გემო აქვს.

Posted by: marki 26 Aug 2009, 12:38
Dr_Zuzumbo

დიდი მადლობა smile.gif
თეთრი სოკო დაჭრისას მართლაც არ იცვლის ფერს. დანარჩენი "გუბკიანები" ფერს იცვლიან, რამდენიმეჯერ გავაკეთეთ ხახვში და ძალიან გემრიელი გამოდის. ინგლისური არ ვიცი და ვიკიში ვერ ვკითხულობ ინფორმაციას და როგორც მივხვდი, ამ "შინდისფერგუბკიანების" არევა შეიძლება შხამიანში?

sad.gif

დიდი მადლობა რეცეპტისთვის, დღეს ვცდით. (ერთად დავჭერით "თეთრი სოკოც" და "შინდისფერგუბკიანებიც") და ვნახოთ რა გამოვა.

ხომ ვერ მეტყვით, როგორ ხდება თეთრი სოკოს გახმობა? და მარტო თეთრი ხმება?

QUOTE
შინდისფერ "გუბკიანს" არ გირჩევ- სატანის სოკო არ იყოს- მაგ ვიკიპერიის გვერდის ხელმარცხენა სურათზე კაკრაზ ეგაა.


ამ ფოტოს რაც შეეხება, ასეთი არ შემხვედრია. "შინდისფერგუბკიანში" ვგულისხმობ გარეგნულად ზუსტად თეთრის სოკოსნაირ სოკოს, რომელსაც ქუდის ქცეშ არქვს შინდისფერი "გუბკა". ფეხი კი ჩვეულებრივი აქვს, ოდნავ შინდისფერი ელფერით. გაჭრისას ხდება მელნისფერი - მაგრამ ძალიან გემრიელია, ხახვში მოშუშული.

Posted by: masha 26 Aug 2009, 12:39
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით, როგორ ხდება თეთრი სოკოს გახმობა? და მარტო თეთრი ხმება?


ბავშვობაში ხშირად ვისვენებდი კარელიის ტყეებში, უბრალოდ ძაფზე აცმულს ვახმობდით.

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 12:56
QUOTE (marki @ 26 Aug 2009, 12:38 )
ამ ფოტოს რაც შეეხება, ასეთი არ შემხვედრია. "შინდისფერგუბკიანში" ვგულისხმობ გარეგნულად ზუსტად თეთრის სოკოსნაირ სოკოს, რომელსაც ქუდის ქცეშ არქვს შინდისფერი "გუბკა". ფეხი კი ჩვეულებრივი აქვს, ოდნავ შინდისფერი ელფერით. გაჭრისას ხდება მელნისფერი - მაგრამ ძალიან გემრიელია, ხახვში მოშუშული.

ძნელი სათქმელია უნახავად ამის თქმა- ბოლეტისებურთა დამახასიათებელი თვისებაა გაჭრის, ან გადატეხილზე ფერის ცვლა. მელნისფრად ძირითადად ე.წ. "პოდბერიოზოვიკები" და "პოდასინოვიკები" იცვლიან.

გაშრობით კი სადაც კარგად განიავდება და მზეც თუ მიადგება ხომ საუკეთესოა. ძაფზე წამოაცვავ სოკოს ნაჭრებს და ასე გაფენ. გამოშრობის შემდეგ შეგიძლია დანაყო, ან დაფქვა კიდევაც და ასე შეინახო მინის ქილაში. ოღონდ კარგად უნდა იყოს გამომშრალი რათა ქილაში დაობება არ დაიწყოს.

p.s.
ბოლეტებისებურებიდან მხოლოდ თეთრს ახმობენ, მასლიონოკის გარდა სხვებიც შეიძლება, მაგრამ სახლაფორთოა ფერს იცვლიან და არ ღირს შრომად.

გახმობის სხვა კანდიდატები ძირითადად ხის კუნძებზე პარაზიტირებული სოკოს ჯიშებია. მაგ მაგ. მანჭკვალა.
ასევე აი, ეს შავი სოკო, რომელიც გვიან, ზამთრის დადგომამდე არის ტყეში- შესანიშნავი სასუპეა. ასევე მელიისკუდას მონათესავე ერთი სოკოც, რომელიც ასევე გვიანობით ამოდის და შუაში ხვრელი აქვს, ძაბრივით

Posted by: marki 26 Aug 2009, 13:14
masha
Dr_Zuzumbo

ასეთი რამე მითხრეს, სოკოს ჭია თუ უჩნდება და ლოკოკინა ჭამს არ შეიძლება შხამიანი იყოსო და ნეტა რამდენად მართალია?



Posted by: masha 26 Aug 2009, 13:19
QUOTE
და ლოკოკინა ჭამს არ შეიძლება შხამიანი იყოსო და ნეტა რამდენად მართალია?

არ არის მართალი, საერთოდ გამიგია, რომ შხამიანი სოკო კი არ ემსგავსება კარგს, არამედ პირიქით, რომ ჭიამ არ შეჭამოს. ისე კი, სოკოს სად აგროვებ?

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 13:20
QUOTE (marki @ 26 Aug 2009, 13:14 )
masha
Dr_Zuzumbo

ასეთი რამე მითხრეს, სოკოს ჭია თუ უჩნდება და ლოკოკინა ჭამს არ შეიძლება შხამიანი იყოსო და ნეტა რამდენად მართალია?

სიცრუეა,
არ დაიჯერო- მშვენივრად უჩნდება წითელ ბილწას და თეთრ ბილწასაც ჭია.
ჭიები იმ ბუზების ჭუპრებია, რომლებიც კვერცხსა დებენ სოკოში.

ჰოდა, თეთრი და წითელი ბილწა სოკოების გასინჯვას არ გირჩევ, გინდ მრავალჯერ მოადუღე.

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 13:25
ეს, ჩემი ფავორიტი სოკოა- ძალიან განსაკუთრებული და პიკანტური გემო აქვს

http://en.wikipedia.org/wiki/Cortinarius_caperatus


Posted by: mamalo 26 Aug 2009, 13:28
კვირას დასავლეთიდან მოვდიოდი და ნიყვის შეძენა გადავწყვიტე, მაგრამ ფასებმა გამაგიჟა, "ოსობი" 25 ლარი დამიფასეს, ისე რა 15-20, ხოდა გავუშვი ყველა ძალიან შორს და აღარ ვიყიდე.

Posted by: marki 26 Aug 2009, 13:32
masha
QUOTE
ისე კი, სოკოს სად აგროვებ?

მსხალდიდიში ვარ ახლა. მუხათწყაროს შემდეგი სოფელი და არაჩვეულებრივი ტყეები აქვს. სოკოს შეგროვებით ვიქცევთ თავს biggrin.gif გუშინ კიდევ დავკრიფეთ ერთი ტიპის სოკო, ვერაფრით ვერ ვახერხებ სურათის დადებას. ჩემი წინანდლელი ბიძაშვილი ამბობს ეს "ხოხბისყელა" არისო. ერთი ვედრო გვაქსვ სავსე და არ ვიცით რა ვქნათ. თუმცა ორი ცალი გუშინ ნაკვერჩხალზე შეწვა ერთმა და შეჭამა. ჯერ ცოცხალია biggrin.gif

vcdi fotos dadebas

Posted by: marki 26 Aug 2009, 13:41
კიდევ ერთი ფოტო ე.წ "ხოხბისყელასი"


Posted by: masha 26 Aug 2009, 13:43
მე სიროეჟკას მაგონებს, ძალიან ბევრია ტყეში და ქუდიც სხვადასხვა ფერი აქვს ხოლმე, მოყავისფრო, სტაფილოსფერი, რატომღაც არ ვწყალობთ მაგ სოკოს, არ ვაგროვებთ, ისე კი იჭმევა და შხამიანი ნამდვილად არ არის.

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 13:43
QUOTE (marki @ 26 Aug 2009, 13:32 )
masha
QUOTE
ისე კი, სოკოს სად აგროვებ?

მსხალდიდიში ვარ ახლა. მუხათწყაროს შემდეგი სოფელი და არაჩვეულებრივი ტყეები აქვს. სოკოს შეგროვებით ვიქცევთ თავს biggrin.gif გუშინ კიდევ დავკრიფეთ ერთი ტიპის სოკო, ვერაფრით ვერ ვახერხებ სურათის დადებას. ჩემი წინანდლელი ბიძაშვილი ამბობს ეს "ხოხბისყელა" არისო. ერთი ვედრო გვაქსვ სავსე და არ ვიცით რა ვქნათ. თუმცა ორი ცალი გუშინ ნაკვერჩხალზე შეწვა ერთმა და შეჭამა. ჯერ ცოცხალია biggrin.gif

vcdi fotos dadebas

ე.წ. ჭადა სოკოების ე.ი. რუსსულათა ოჯახის წარმომადგენელია. http://en.wikipedia.org/wiki/Russula
ეს ოჯახი ძალიან დიდია და მასში სხვადასხვა შეფერილობის სოკოებია.
როგორც ვიცი ამ ოჯახის ყველა წარმომადგენელი უვნებელია, მაგრამ გასაკუთრებული კულინარული თვისებებით არ გამოირჩევიან. კარგად გამოსახული თხილის გემო გაჰკრავთ.

Posted by: masha 26 Aug 2009, 13:46
QUOTE
მაგრამ ფასებმა გამაგიჟა, "ოსობი" 25 ლარი დამიფასეს, ისე რა 15-20, ხოდა გავუშვი ყველა ძალიან შორს და აღარ ვიყიდე.

კი ეგრე ღირს, მაგრამ მე არ ვგიჟდები მაგ სოკოზე, ჩვენში კი ითვლება საუკეთესო სოკოდ.

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 13:50
ჩემი ფავორიტი, რომელსაც რაჭაში მუსრს ვავლებდი ლაქტარიუსების ოჯახიდან- მიქელას ეძახიან რაჭაში
უგემრიელესია როგორც ნაკვერჩხალზე შემწვარი, ასევე მისი მწნილი. გადატეხვისას ნარინჭისფერი რძე გამოსდის

აუფ როგორ მომენატრა- არადა აქ სულ ჭიანები მხვდება ტყეში. რაჭაში ჭიას ვერ უპოვიდი cry.gif

Posted by: marki 26 Aug 2009, 13:50
Dr_Zuzumbo
masha
მადლობა smile.gif
მოკლედ აქ სოკოს ექსპერტები ყოფილხართ, მე კი წელს პირველად "დავმუღამდი". სოკო ძალიან მიყვარს, მაგრამ თან საოცრად მეშინია, ამიტომ გატაცებით დავდივარ შესაგროვებლად და მე თვითონ არ ვჭამ biggrin.gif . დანარჩენი დამსწრე საზოგადოება კი ერთი თვეა ამ "გუბკიან" სოკოებს მიირთმევს და მაგრად ვხალისობთ.
ისე სოკოს შეგროვება, ძალიან აზარტული რამე ყოფილა არა? და მაგარი სახალისოა. smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 13:57
და ბოლოს, კიდევ ერთი ჩემი ფავორიტი Ramaria flava, რაჭაში საჩეჩელას ეძახიან.
უგემრიელესია ჩაშუშული,
* * *
QUOTE (marki @ 26 Aug 2009, 13:50 )
Dr_Zuzumbo
masha
მადლობა smile.gif
მოკლედ აქ სოკოს ექსპერტები ყოფილხართ, მე კი წელს პირველად "დავმუღამდი". სოკო ძალიან მიყვარს, მაგრამ თან საოცრად მეშინია, ამიტომ გატაცებით დავდივარ შესაგროვებლად და მე თვითონ არ ვჭამ biggrin.gif . დანარჩენი დამსწრე საზოგადოება კი ერთი თვეა ამ "გუბკიან" სოკოებს მიირთმევს და მაგრად ვხალისობთ.
ისე სოკოს შეგროვება, ძალიან აზარტული რამე ყოფილა არა? და მაგარი სახალისოა. smile.gif

კი, შეგროვების პროცესი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოა და ჯანმთელობისათვის სასარგებლოც.
აზარტულია- ნაპოვნ სოკოს ხელში იღებ და ამავ დროულოად თვალებით შემდეგს ეძებ gigi.gif

ჰო, სოკო მთლიანად ამოიღე მიწიდან, რათა მისი მთავარი ნაწილი- ის, რომელიც მიწაშია დარჩენილმა ფეხის ნაწილმა არ დაალპოს და მომავალ წელს ისევ ლაღად იხაროს.

Posted by: masha 26 Aug 2009, 14:01
QUOTE
ისე სოკოს შეგროვება, ძალიან აზარტული რამე ყოფილა არა? და მაგარი სახალისოა.

კი, მაგარი, თან ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ბავშვობაში როცა ”ბაიდაროჩნი პახოდებში” დავდიოდი კარელიაში, სოკოს საერთოდ არ ვჭამდი, მაგრამ მოგროვება-გახმობა კი მაგარი ჰობი მქონდა. თან იქ იმდენი იყო, რომ ”დათვისსოკოს” (ბელი გრიბის) გარდა სხვას არც კი ვკადრულობდით.

* * *
QUOTE
მიქელას ეძახიან რაჭაში

ჩვენ ტყეში ძალიან ბევრია და რატომ არ ვაგროვებთ არ ვიცი, მომავალ წელს გამოვასწორებ ამ შეცდომას.

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 14:14
ბავშვობაში ამ სოკოს ფეხს ამოვკრავდით ხოლმე- განსაკუთრებით, თუ დაბერებული იყო- კვამლი გასდიოდა.
გუდაფშუტას ვეძახდით.
არადა მოგვიანებით გავიგე რომ შესანიშნავი საჭმელი სოკო ყოფილა და ახლა გვერდს არასოდეს არ ვუვლი- ყოველთვის პოულობს ჩემს ტაფაზე თავის ადგილს gigi.gif

Posted by: masha 26 Aug 2009, 14:19
QUOTE
გუდაფშუტას ვეძახდით.

ჩვენ კი ფშუკურას ვეძახით, კიდე ერთი სოკოა, მაგრად რომ ყარს და ბუზები ეხვევიან, ამ დროს თურმე იჭმევა და შემწვარს თევზის გემო აქვს, რაღაც არ მიმდის გული მაინც.

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 14:27
QUOTE (masha @ 26 Aug 2009, 14:19 )
QUOTE
გუდაფშუტას ვეძახდით.

ჩვენ კი ფშუკურას ვეძახით, კიდე ერთი სოკოა, მაგრად რომ ყარს და ბუზები ეხვევიან, ამ დროს თურმე იჭმევა და შემწვარს თევზის გემო აქვს, რაღაც არ მიმდის გული მაინც.

ამაზე ხომ არ ამბობ?
შესანიშნავი სოკოა.
ამ ოჯახიდანაა კიდევ ერთი- რო ბერდება შავ ლორწოდ იქცევა ხოლმე.
ჰოდა, იმ სოკოს მიღება ალკოჰოლთან ერთად ან ალკოჰოლის შემდეგადაც საწამლავივითაა- პირღებინება იცის სასტიკი. ადრე ჭკვიანი ხაზიაიკები ხმარობდენ ალკაში მეუღლეების საწინააღმდეგოდ- მაგ სოკოს შეაპარებდენ საჭმელში, რომ ალკოჰოლისადმი ზიზღი გამოეწვიათ.
ქმედითი მეთოდია.

Posted by: masha 26 Aug 2009, 15:17
QUOTE
ამაზე ხომ არ ამბობ? შესანიშნავი სოკოა.


Dictyophora indusiata
არა, მგონი ეს უნდა იყოს, ქართულ დასახელებას თუ გავიხსენებ დავწერ.


Posted by: marki 26 Aug 2009, 15:26
Dr_Zuzumbo
QUOTE
ჰო, სოკო მთლიანად ამოიღე მიწიდან, რათა მისი მთავარი ნაწილი- ის, რომელიც მიწაშია დარჩენილმა ფეხის ნაწილმა არ დაალპოს და მომავალ წელს ისევ ლაღად იხაროს.

ვახ, ჩვენ კიდე ვჭრიდით, რომ ფესვის ბუდე დარჩეს და მომავალ წელს ისევ იყოს.


QUOTE
გუდაფშუტას ვეძახდით.
არადა მოგვიანებით გავიგე რომ შესანიშნავი საჭმელი სოკო ყოფილა და ახლა გვერდს არასოდეს არ ვუვლი- ყოველთვის პოულობს ჩემს ტაფაზე თავის ადგილს

ვააახ! რასაც ვერ ვიფიქრებდი. ფეხს, რომ ადგამენ ბავშვები ისეთ ცუდ სუნს უშვებს.
რა რეცეპტით კეთდება?

Posted by: sevdiani 26 Aug 2009, 15:32

ხალხო, მირჩიეთ რამე: კონსერვის სოკო, მიუხედავად იმისა, რომ ვწურავ და ისე ვყრი ტაფაზე, საშინელ ტკაცუნს და ზოგჯერ გახეთქვასაც იწყებს და ტაფის თავსახურის ახდის მეშინია. გამოცდილო დიასახლისებო, იქნებ იცოდეთ რა მოვახერხო, რომ ასე აღარ იტკაცუნოს. მადლობა წინასწარ 2kiss.gif

Posted by: masha 26 Aug 2009, 15:46
QUOTE
კონსერვის სოკო, მიუხედავად იმისა, რომ ვწურავ და ისე ვყრი ტაფაზე, საშინელ ტკაცუნს და ზოგჯერ გახეთქვასაც იწყებს და ტაფის თავსახურის ახდის მეშინია

არ მქონია საქმე ეგეთ რამესთან, იტკაცუნოს რას გიშლის.

Posted by: marki 26 Aug 2009, 15:57
აი ამ სოკოს ვგულისხმობდი "გუბკიანებში", ესენი ცოტა შელახულია, მაგრამ მგონი მაინც მიხვდებით რა უნდა იყოს. სპეც. გავედი ფოტოს გადასაღებად.
აქ მითხრეს ზოგი თეთრი სოკო და ზოგი დათვის სოკოაო:

ზოგს ქუდის ქვეშ ამაზე უფრო მუქი, ძალიან მუქი შინდისფერი ღრუბელი აქვს.
http://www.radikal.ru

ზოგს ამფერი
http://www.radikal.ru

და ეს ორივე სოკო გრანდიოზული ზომების გვხვდება.

ესეც "ღრუბლისებრთა' ჯიშისაა: ყვითელი ღრუბელი აქვს ამასაც.
http://www.radikal.ru

-----------------








Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 15:57
QUOTE (marki @ 26 Aug 2009, 15:26 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ჰო, სოკო მთლიანად ამოიღე მიწიდან, რათა მისი მთავარი ნაწილი- ის, რომელიც მიწაშია დარჩენილმა ფეხის ნაწილმა არ დაალპოს და მომავალ წელს ისევ ლაღად იხაროს.

ვახ, ჩვენ კიდე ვჭრიდით, რომ ფესვის ბუდე დარჩეს და მომავალ წელს ისევ იყოს.


QUOTE
გუდაფშუტას ვეძახდით.
არადა მოგვიანებით გავიგე რომ შესანიშნავი საჭმელი სოკო ყოფილა და ახლა გვერდს არასოდეს არ ვუვლი- ყოველთვის პოულობს ჩემს ტაფაზე თავის ადგილს

ვააახ! რასაც ვერ ვიფიქრებდი. ფეხს, რომ ადგამენ ბავშვები ისეთ ცუდ სუნს უშვებს.
რა რეცეპტით კეთდება?

ცუდ სუნს არ უშვებს- უბრალოდ როცა დაბერდება ზემოთ ხვრელი უჩნდება და რო დააბიჯებ მტვერი ე.ი. სპორები ამოდის ღრუბელივით.
როცა ახალგაზრდაა მაშინ უნდა დაკრიფო- "ხორცი" ზეფირივითა აქვს. ტაფაზე ხახვთან ერთად მოშუშულია გემრილი.

Posted by: marki 26 Aug 2009, 16:02
ეს საიტი იცით?
http://coko.uuuq.com/gvinio.html

Posted by: masha 26 Aug 2009, 16:11
QUOTE
ზოგი თეთრი სოკო და ზოგი დათვის სოკოაო:

ეგ ერთი და იგივეა ანუ "ბელიი გრიბი" უთარგმნიათ პირდაპირ, ხოლო ქართულად დათვის სოკოა.
რამოდენიმე სახეობაა, ზოგჯერ მსგავს სოკოს მუხისძირასაც ეძახიან.
ბევრია ეგეთი?

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 16:14
ეგ წითელ ღრუბლიანი მგონი Boletus hemichrysus-ი არის.
ჭამა კი შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებული კულინარული ღირებულებით არ გამოირჩევა.
ასევე სხვა სურათებზე გადაღებული ბოლეტისებრებიც

Posted by: sevdiani 26 Aug 2009, 16:15
masha


გული მისკდება, სანამ ავურ-დავურევ biggrin.gif

Posted by: masha 26 Aug 2009, 16:22
QUOTE
გული მისკდება, სანამ ავურ-დავურევ

ისე, დარწმუნებული ხარ, რომ მისი შეწვა შეიძლება, ეგებ ისე უნდა იჭამოს?
დამუჟუჟებული ხომ არ არის?

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Aug 2009, 16:22
საერთოდ სოკოს შეფერილობას მისი გარემო განაპირობებს- ძალინ ხშირად ერთი და იგივე სახეობის სოკო, სხვადახვა ტყეში ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ სხვა სახეობა გეგონებათ

Posted by: sevdiani 26 Aug 2009, 16:36
masha


ის სოკო, კაცო, შავი ფერის კონსერვებში, წყალში რომაა. არა, ნამდვილად შესაწვავია.

Posted by: masha 26 Aug 2009, 16:42
QUOTE
ის სოკო, კაცო, შავი ფერის კონსერვებში, წყალში რომაა. არა, ნამდვილად შესაწვავია.

ა, შამპინიონი? არასდროს მიყიდია ეგეთ მდგომარეობაში.

Posted by: Solveig 26 Aug 2009, 21:25
Dr_Zuzumbo
QUOTE
ამაზე ხომ არ ამბობ?
შესანიშნავი სოკოა.

ეგ წერეწოა.

შესანიშნავობაში-კი გეთანხმები.
marki
დათვის სოკო არის სულ ზედა..ძირბუკასაც ეძახიან.

ქვედას ჩვენ ბებერა სოკოს ვეძახით...

Posted by: miau 26 Aug 2009, 23:17
ამ 2 კვირის წინ ვიყავი თელავში და ჩემმა ძმამ წაგვიყვანა შუამთის ტყეში, უამრავი წითელქუდა, მელაკუდა და ირმის ჩხა იყო, ასევე დათვა, მტრედიო, ჭადა. იყო სხვანაირი სოკოებიც, რომლებიც არ ვიცი, იყო კი შხამა? smile.gif არ გავდა, მაგრამ რისკად არ ღირს არანაირად biggrin.gif
თბილისში როდესაც ვართ, შავნაბადას ტყეს ვსტუმრობთ და მართლა ძალიან ბევრ სოკოს ვკრეფთ, ძირითადად "მასლიატა" , წითელქუდა, "რიჟიკი", "მოკრუხა პურპურნაია", ქამა, მელანა და შავჩოხა არის., შიგადაშიგ შეიძლება წააწყდე "გრიბ ზონტიკ პიოსტრის". smile.gif ეს უკანასკნელი გამშრალია ძალიან კარგი smile.gif

* * *
masha
QUOTE
მე სიროეჟკას მაგონებს,

მეც smile.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
აუფ როგორ მომენატრა- არადა აქ სულ ჭიანები მხვდება ტყეში. რაჭაში ჭიას ვერ უპოვიდი


ახლა დაიწყება მაგისი სეზონი შავნაბადაზე biggrin.gif მარინადი გამოდის არნახული.

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Aug 2009, 11:18
QUOTE (miau @ 26 Aug 2009, 23:17 )
QUOTE
აუფ როგორ მომენატრა- არადა აქ სულ ჭიანები მხვდება ტყეში. რაჭაში ჭიას ვერ უპოვიდი


ახლა დაიწყება მაგისი სეზონი შავნაბადაზე biggrin.gif მარინადი გამოდის არნახული.


არაა, ძმარს არ გავაფუჭებიებ მაგის ბაჟესვენნი გემოს- მიქელა იგივე ოჯახიდანაა, რასაც რუსები გრუზდს ეძახიან- ჰოდა მხოლოდ მარილი ე.ი. მწნილი.

რეცეპტი ძალიან ელემენტარულია:
მოიმარაგე ბლომად მსხვილი მარილი.
ქილის ფსკერზე ალაგებ შავი "სმაროდინის" ფოთლების შრეს(შეგიძლია მუხის ფოთლებით შეცვალო, თუ ვერ იშოვნე) მერე კი მიქელას თავებისა და მარილის მონაცვლე ფენებით გაავსებ ქილას. სულ ბოლოს ხის დისკოსა და მძიმე ქვას დაადებ და დაელოდები ჩამწნილებას.
ორაყთან მაგას არაფერი ჯობს ზაკუსკად.

Posted by: masha 27 Aug 2009, 14:41
Dictyophora indusiata
არა, მგონი ეს უნდა იყოს, ქართულ დასახელებას თუ გავიხსენებ დავწერ.

შემშლია, სოკო ყოფილა Phallus impudicus- ქვეყნის გული. ძალიან მალე იზრდება და სულ ორი დღე ცოცხლობს, და სამკურნალო თვისებებიც აქვს ბევრი.

Posted by: nanana 27 Aug 2009, 14:48
1 საათის წინ წამს ვჭამე ფორებიანი შავი ჩინური სოკო და ცოტა ზიზღით და ეჭვით განვიმსჭვალე რომ ვჭამდი. ეხლა კიდე თითქოს თავბრუ მეხვევა. ვიწამლები თუ ფსიქოლოგიური ფაქტორია biggrin.gif


Posted by: masha 27 Aug 2009, 14:58
QUOTE
1 საათის წინ წამს ვჭამე ფორებიანი შავი ჩინური სოკო

ეგ რომელი შიიტიაკი? სად იშოვე?

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Aug 2009, 16:43
QUOTE (masha @ 27 Aug 2009, 14:41 )
Dictyophora indusiata
არა, მგონი ეს უნდა იყოს, ქართულ დასახელებას თუ გავიხსენებ დავწერ.

შემშლია, სოკო ყოფილა Phallus impudicus- ქვეყნის გული. ძალიან მალე იზრდება და სულ ორი დღე ცოცხლობს, და სამკურნალო თვისებებიც აქვს ბევრი.

უჰუ,
ეგ სოკო ე.წ. "სმარჩოკების" ოჯახიდანაა, რომლებიც გაზაფხულზე ხარობენ.
იჭმევა მხოლოდ მაშინ, როცა ჯერ კიდევ დამცველი, კვერცხისებური აპკის შეგნითაა.

ზემოთ ნაოჭა სოკოს სურათებიც დავდე, რომელიც აგრეთვე გაზაფხულზე ამოდის.

Posted by: masha 27 Aug 2009, 17:07
QUOTE
იჭმევა მხოლოდ მაშინ, როცა ჯერ კიდევ დამცველი, კვერცხისებური აპკის შეგნითაა.

მაშინ რა მოძებნის მაგას, არა და წამოზრდილი რომ არის ეგევე სუნით მიაგნებ.

Posted by: catherina_10 27 Aug 2009, 17:24
nanana
როგორ ხარ სოკოს წამის შემდეგ?
ისე ჭყლინტი ყველია კარგია სოკოს მერე და არაფერი დაგემართება

პს "ბებიაჩემი ასე გვაჭმევს ხოლმე"

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Aug 2009, 17:39
QUOTE (catherina_10 @ 27 Aug 2009, 17:24 )
nanana
როგორ ხარ სოკოს წამის შემდეგ?
ისე ჭყლინტი ყველია კარგია სოკოს მერე და არაფერი დაგემართება

პს "ბებიაჩემი ასე გვაჭმევს ხოლმე"

გვეკაიფები? gigi.gif
ყველაზე ქმედითი, პირში ორი თითია gigi.gif
კრიტიკულ შემთხვევაში მამაო ჯობია სასთუმალთან... აღსარებისათვის gigi.gif

Posted by: masha 27 Aug 2009, 17:53
QUOTE
ისე ჭყლინტი ყველია კარგია სოკოს მერე და არაფერი დაგემართება

ეგ რძიანი მარწყვის სერიიდან იქნება.

Posted by: like no other 27 Aug 2009, 18:20
იცით რა მანინტერესებს ,ადრე (,ადრე იმიტომ რომ დიდი ხანია წამოსული ვარ საქართველოდან) ,იყიდებოდა სოკო,მგონი წყალში ქონდათ როგორც მახსოვს და გამზადებული ლორწოვანი იყო,რაღაც საშინლად მენატრება ეგ სოკო და რომელია ხომ ვერ მეტყვის ? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: masha 27 Aug 2009, 18:29
QUOTE
იყიდებოდა სოკო,მგონი წყალში ქონდათ როგორც მახსოვს და გამზადებული ლორწოვანი იყო,

შეიძლება მანჭკვალაზე ამბობ?

Posted by: Fobos_4L 27 Aug 2009, 18:45
masha
მანჭკვალა ყვითელია ეს კაცი თეთრზე იძახის აუ არც მე არვიცი სახელი sad.gif ვიკითხავ ბაზარში და დავწერ....

Posted by: nanana 27 Aug 2009, 18:57
Dr_Zuzumbo
არ გეკაიფებით, მართლა ვერ ვიყავი, მაგრამ უბრალოდ შემეზიზღა მგონი. მოწამლული რომ ვიყო წავიღებდი აქამდე წერილს ერთი 4 საათი გავიდა უკვე. როგორც ვიცი 2 სთში გამზადებული ხარ სოკოსგან biggrin.gif

catherina_10
ჭყინტი ყველი სად ვნახო სამსახურში. ლიმნიანი წყალი დავლიე biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 27 Aug 2009, 19:13
nanana
QUOTE
როგორც ვიცი 2 სთში გამზადებული ხარ სოკოსგან biggrin.gif

სოკოს გააჩნია smile.gif

Posted by: like no other 27 Aug 2009, 19:16
masha
Fobos_4L
აზრზე არვარ ,შეიძლება ესეც არის,მე მხოლოდ ნაყიდი მაქვს ნანახი ,კი ქონდა მგონი ისე ასეტი ფერი,თეთრი ნამდვილად არ იყო,ეგ კარგად მახსოვს და ის რომ მშრალი არასოდეს მინახია.ყოველტვისწყალში ნადები იყო,მარილიანი არა ოგონდ ,უბრალოდ წყლიანი და ლორწოვანი

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Aug 2009, 19:16
მანჭკვალასნაირი კუნძებზე პარაზიტირიბული სიკოები უთვალავი სახისაა. მანჭკვალას მე, პირადად საუკეთესოდ არა ვთვლი.

ეს უფრო მიყვარს- არყის ხის კუნძებზე იზრდება- სასწაულად გემრიელი სუპი გამოდის

Posted by: like no other 27 Aug 2009, 19:19
BadbadGirl
როგორ დააწყნარე lol.gif

Posted by: nanana 27 Aug 2009, 19:26
BadbadGirl
QUOTE
სოკოს გააჩნია

ნუ მაშინებ თორემ გადავირევი ეხლა. უარესად არ ვარ, უკეთ ვარ. მაგრამ ნიტო ვარ რაღაც


Posted by: achiko17 27 Aug 2009, 19:32
ნაკვერჩხალზე შემწვარი არყა მაგარია

http://www.radikal.ru

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Aug 2009, 19:39
მეგობრებო, ამ სურათზე ასახულ სოკოს კარგად დააკვირდით- თეთრი ბილწაა, ყველაზე საშიში სოკო.
გამოუცდელ სოკოს შემგროვებელს ქამა სოკოში ადვილად ერევა. შედეგი ძალიან ტრაგიკული იცის.
დღევანდელ აქაურ ცენტრალურ გაზეთში არის ცნობა, რომ ჰელსინკის სავადმყოფოში ოთხი პაციენტია ჰოსპიტალიზებული, რომლებიც ახლა რეანიმაციაში წვანან და მათი მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. ერთი ისეა, რომ მხოლოდ ღვიძლის იმპლანტაცია გადაარჩენსო. ყველა პაციენტები აზიელი, აქ დასახლებული ემიგრანტები არიან


ამ სოკოს შხამი შეიცავს ძალინ საშიშ ამატოქსინებს- ბოჭკოვან შხამს, რომელიც დამანგრეველია ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებისათვის

Posted by: Francis 27 Aug 2009, 19:56
QUOTE
სოკო


ეს თემა http://forum.ge/?showforum=43 -ში უნდა გაგეხსნათ
მოდერ გადაიტანე

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Aug 2009, 20:28
Francis
ამ თემას თავი გაანებეთ- სოკოს საჭმელად ვიყენებთ.
ზოგიერთი შეიძლება დასაბოლებლადაც იყენებდეს, მაგრამ ამის გამო ნარკუშებს გადავუტანოთ? biggrin.gif

Posted by: miau 27 Aug 2009, 21:13
Dr_Zuzumbo
QUOTE
ორაყთან მაგას არაფერი ჯობს ზაკუსკად.

smile.gif ძალიან გემრიელია smile.gif
დრეს მადამ მოდერთან ვიყავით სტუმრად ცხვარიჭამიასკენ, მისმა ფრიად პატივცემულმა მეუღლემ ტყეში წაგვიყვანა და უამრავი სოკო დავკრიფეთ, ბევრი იყო ქათამ-ბარკალა, ირმის ჩხა და ბოლოს ყველაზე მეტი - რძიანა smile.gif
ხომ ვერ გვასწავლით მისი დამუშავების წესებს? smile.gif

Posted by: BadbadGirl 27 Aug 2009, 21:14
nanana
მართლა ნუ გეშინია smile.gif :* მთელი დღის განმავლობაში მაგ სოკოს გარდა არაფერი გიჭამია? რატომ გგონია რომ მაინცდამაინც სოკოა? ისე ჯობია კუჭი ამოირეცხო smile.gif დამშვიდდები smile.gif

ზემოთ მართლა უკბილოდ ვიხუმრე sad.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Aug 2009, 21:24
QUOTE (miau @ 27 Aug 2009, 21:13 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ორაყთან მაგას არაფერი ჯობს ზაკუსკად.

smile.gif ძალიან გემრიელია smile.gif
დრეს მადამ მოდერთან ვიყავით სტუმრად ცხვარიჭამიასკენ, მისმა ფრიად პატივცემულმა მეუღლემ ტყეში წაგვიყვანა და უამრავი სოკო დავკრიფეთ, ბევრი იყო ქათამ-ბარკალა, ირმის ჩხა და ბოლოს ყველაზე მეტი - რძიანა smile.gif
ხომ ვერ გვასწავლით მისი დამუშავების წესებს? smile.gif

ალბათ რძიანა სოკოს ეხება დამუშავებაზე შეკითხვა
სოკოები, რომელსაც მიქელაც ეკუთვნის და Lactarius ოჯახს მიეკუთვნება- გამოირჩევიან მწარე გემოთი (მიქელა ერთადერთი მგონი რომელსაც ეს თვისება არა აქვს)
სიმწარის გასანეიტრალებლად უნდა მოხდეს მათი სწრაფი წამოდუღება- მოფუფქვა და ცივ, სუფთა წყალში გავლება.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენოთ. ამ ოჯახის სოკოებს ძირითადად ამწნილებენ.

Posted by: gabarzgaleba 27 Aug 2009, 21:35
Dr_Zuzumbo
QUOTE
ალბათ რძიანა სოკოს ეხება დამუშავებაზე შეკითხვა
სოკოები, რომელსაც მიქელაც ეკუთვნის და Lactarius ოჯახს მიეკუთვნება- გამოირჩევიან მწარე გემოთი (მიქელა ერთადერთი მგონი რომელსაც ეს თვისება არა აქვს)
სიმწარის გასანეიტრალებლად უნდა მოხდეს მათი სწრაფი წამოდუღება- მოფუფქვა და ცივ, სუფთა წყალში გავლება.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენოთ. ამ ოჯახის სოკოებს ძირითადად ამწნილებენ.


არყა სოკოც ხო მწარეა? ძალიან მიყვარს მწარე სოკოები, აი ეგარი თუარი არაყთან, განსაკუთრებით ცივ კერძებს ვაფასებ მწარე სოკოებიდან.

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Aug 2009, 21:52
QUOTE (gabarzgaleba @ 27 Aug 2009, 21:35 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ალბათ რძიანა სოკოს ეხება დამუშავებაზე შეკითხვა
სოკოები, რომელსაც მიქელაც ეკუთვნის და Lactarius ოჯახს მიეკუთვნება- გამოირჩევიან მწარე გემოთი (მიქელა ერთადერთი მგონი რომელსაც ეს თვისება არა აქვს)
სიმწარის გასანეიტრალებლად უნდა მოხდეს მათი სწრაფი წამოდუღება- მოფუფქვა და ცივ, სუფთა წყალში გავლება.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენოთ. ამ ოჯახის სოკოებს ძირითადად ამწნილებენ.


არყა სოკოც ხო მწარეა? ძალიან მიყვარს მწარე სოკოები, აი ეგარი თუარი არაყთან, განსაკუთრებით ცივ კერძებს ვაფასებ მწარე სოკოებიდან.

yes.gif
უჰუ, ეგეც ლაქტარიუსების ოჯახიდანაა.
ზოგიერთი ადამიანების კუჭნაწლავი ვერ უძლებს მათ სიმწარეს და მოწამლვის მაგვარად რეაგირებს მათი ორგანიზმი. ამიტომაა რეკომენდებული მათი წამოდუღება.

Posted by: gabarzgaleba 27 Aug 2009, 22:31
Dr_Zuzumbo
QUOTE
უჰუ, ეგეც ლაქტარიუსების ოჯახიდანაა.
ზოგიერთი ადამიანების კუჭნაწლავი ვერ უძლებს მათ სიმწარეს და მოწამლვის მაგვარად რეაგირებს მათი ორგანიზმი. ამიტომაა რეკომენდებული მათი წამოდუღება.


ზოგადად ქათამბარკალისტი ვარ smile.gif მარა არყა თუ მხვდება, ყოველთვის ვაგროვებ. თუმცა ჩემს მეტი არავინა ჭამს ოჯახში biggrin.gif განსაკუთრებით რაღაც მოცისფრო-ლეგა ფერს რო იღებს ხოლმე, ეგ აშინებთ ჩემებს. არადა დაუვიწყარი გემო აქვს.

სხვათა შორის, ამასწინათ ვჭამე პორჩინის სუპი. ძალიან სპეციფიური, გემრიელი და ჯიგრიანი სოკოა. დათვის სოკოს ბიძაშვილია, ან მამიდაშვილი.

http://spannocchia.org/blog/wp-content/uploads/porcini-mushrooms.jpg

Posted by: rtuli 27 Aug 2009, 22:53
gabarzgaleba
QUOTE
ზოგადად ქათამბარკალისტი ვარ

რამდენი ვკრიფეთ ერთი გენახა smile.gif

ნეტა თუ იცი რაქვია ან რუსულად ან ინგლისურად?
ვერ მოვძებნეsad.gif

Posted by: gabarzgaleba 27 Aug 2009, 23:18
rtuli
QUOTE
ნეტა თუ იცი რაქვია ან რუსულად ან ინგლისურად?
ვერ მოვძებნე


ქატამბარკალას რაჭველები ეძახიან, ისე მიქლიოა (საერთოქართველურად), რუსულად ლისიჩკა, ლათინოზურად Cantharellus, ინგლეზურად - chanterelle.

სხვათა შორის, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ-თანამედროვე რესტორანს ქვია ეგრე smile.gif

http://www.chanterellenyc.com/

Posted by: rtuli 27 Aug 2009, 23:51
Dr_Zuzumbo
ეს რა სოკოა

http://www.radikal.ru

gabarzgaleba
QUOTE
რუსულად ლისიჩკა, ლათინოზურად Cantharellus, ინგლეზურად - chanterelle.

რო არგავს?

Posted by: picaso2008 28 Aug 2009, 00:02
rtuli

მაგ სოკოს ინგლისურად chanterelle ქვია.
სოფელში ბავშვები "მელაკუდა" სოკოს ეძახდნენ როგორც მახსოვს

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Aug 2009, 00:06
QUOTE (rtuli @ 27 Aug 2009, 23:51 )
Dr_Zuzumbo
ეს რა სოკოა

http://www.radikal.ru


Ramaria flava,
რაჭაში საჩეჩელას უწოდებენ- შესანიშნავი საჭმელი სოკოა. 2-3 ცალს თუ იპოვი სადილიც მზადაა. ხორცი აქვს ბლომად.
ხახვთან ჩახოხბილია საუკეთესო- ჩემი ფავორიტი სოკოა

აჰა, მთელია გალერეა gigi.gif
http://www.picsearch.com/pictures/food%20!!%20drink/mushrooms/po-r/ramaria%20flava.html

Posted by: gabarzgaleba 28 Aug 2009, 00:07
rtuli
QUOTE
რო არგავს?


რა არ გავს, არ გადამრიო...
* * *
Dr_Zuzumbo
QUOTE
Ramaria flava,
რაჭაში საჩეჩელას უწოდებენ- შესანიშნავი საჭმელი სოკოა. 2-3 ცალს თუ იპოვი სადილიც მზადაა. ხორცი აქვს ბლომად.
ხახვთან ჩახოხბილია საუკეთესო- ჩემი ფავორიტი სოკოა

აჰა, მთელია გალერეა 
http://www.picsearch.com/pictures/food%20&...ia%20flava.html


ზედა შავრაში ზოგიერთ წელს ბლომად იყო ხოლმე ეგ სოკო.

სხვატა შორის, შარშან, ჩემს სოფელში ისეთი სოკოები ვნახე, აქამდე არასდროს რომ არ მინახავს smile.gif (ბიძაჩემიც კი დაიბნა)

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Aug 2009, 00:14
Hydnum repandum ქათმისბარკალას რაჭაში ამ სოკოს უწოდებენ- ძალიან გემრიელი სოკოა
ორი შეფერილობისაა- მოყვითალო და თეთრი

P.S.
ვიკიპედიაში ირმისტუჩა მიუწერიათ- არადა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ერთიდა იგივე სოკოს სხვადასხვა სახელები ჰქივია.
ისე, საშური საქმე იქნებოდა მათი მეცნიური სისტემატიზირება.
რავი, თითქო ნახუცრიშვილის წიგნიდან არისო- ვინმემ თუ იცით ეს წიგნი?

Posted by: BadbadGirl 28 Aug 2009, 00:23
კანტარელებს აქა ტყის ოქროს ეძახიან smile.gif
____________________________

Posted by: gabarzgaleba 28 Aug 2009, 00:26
Dr_Zuzumbo
QUOTE
Hydnum repandum ქათმისბარკალას რაჭაში ამ სოკოს უწოდებენ


დარწმუნებული ხარ?

აი ესაა ქათამბარკალა

http://en.wikipedia.org/wiki/Cantharellus


user posted image

user posted image

Posted by: rtuli 28 Aug 2009, 00:26
Dr_Zuzumbo
QUOTE
Hydnum repandum ქათმისბარკალას რაჭაში ამ სოკოს უწოდებენ- ძალიან გემრიელი სოკოა

2kiss.gif
ეგ არის რაც მე მაქვს bis.gif

პ.ს.ხვალ სოკოთი ვქეიფობ biggrin.gif




picaso2008
QUOTE
მაგ სოკოს ინგლისურად chanterelle ქვია.

no.gif

Ежовик жёлтый -ირმისტუჩა(ზღარბასოკოების ოჯახიდან)-Hedgehog mushroom-ქათმისბარკალას ეძახდნენ ცხვარიჭამიაშიც yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Aug 2009, 00:33
QUOTE (gabarzgaleba @ 28 Aug 2009, 00:26 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
Hydnum repandum ქათმისბარკალას რაჭაში ამ სოკოს უწოდებენ


დარწმუნებული ხარ?

აი ესაა ქათამბარკალა

http://en.wikipedia.org/wiki/Cantharellus


user posted image

user posted image

საქმე იმაშია, რომ სოფელის მოსახლეობა ძალიან არც არჩევდა ქათმიბარკალას ქვედა ნაწილს ზემოდან კი რუსული "ლისიჩკა" ძალიანა ჰგავს ცემს მიერ დადებულს.
ჰოდა, ამასაც ქათმიბარკალას ვეძახდით. gigi.gif

მოკლედ: "ლისიჩკა" არის ქათმიბარკალა ასე იყო- და ზა ადნო ირმისტუჩასაც ზედ ვაყოლებდით biggrin.gif
* * *
QUOTE (rtuli @ 28 Aug 2009, 00:26 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
Hydnum repandum ქათმისბარკალას რაჭაში ამ სოკოს უწოდებენ- ძალიან გემრიელი სოკოა

2kiss.gif
ეგ არის რაც მე მაქვს bis.gif

პ.ს.ხვალ სოკოთი ვქეიფობ biggrin.gif

ძალიან კარგი სოკოა და ხორციანიც- კარგი ჩახოხბილი გამოვა მაგისაგან

Posted by: gabarzgaleba 28 Aug 2009, 00:39
ქათამბარკალა (ვიმეორებ – Cantharellus biggrin.gif) ბაჟეშია იდეალური. პროსტო გენიალური, ინდაურის თეთრ ხორცზე უკეთესია. თუკი რაჭული ცოლიკოურიც გაქვს, გრილი და მკრთალი, ხო საერთოდ...

Posted by: rtuli 28 Aug 2009, 00:39
Dr_Zuzumbo
QUOTE
ძალიან კარგი სოკოა და ხორციანიც- კარგი ჩახოხბილი გამოვა მაგისაგან

პამიდორით მოვამზადო rolleyes.gif და კვერცხი+ქინძით+პილპილით rolleyes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Aug 2009, 00:39
სხვათა შორის, ეს სოკოც კანტარელების, ქათმიბარკალათა ოჯახიდანაა და თითქმის შობამდეც კი იზრდება ტყეში. პარიზის ბაზარზე საშობაოდ შემხვედრია გასაყიდი.

ძნელი შესამჩნევია ხავსში, მაგრამ ერთი თუ შეამჩნიე, მერე იცოცხლე- უზარმაზარ კოლონიებადაა.
ამ სოკოზე მაკრატლით დავდიოდი ტყეში. gigi.gif
შესანიშნავად ხმება და უგემრიელესი სუპი გამოდის
* * *
QUOTE (rtuli @ 28 Aug 2009, 00:39 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ძალიან კარგი სოკოა და ხორციანიც- კარგი ჩახოხბილი გამოვა მაგისაგან

პამიდორით მოვამზადო rolleyes.gif და კვერცხი+ქინძით+პილპილით rolleyes.gif

არააა, პომიდორი არ გააკარო biggrin.gif
უბრალოდ ჩახოხბილი იმიტომა ვთქვი, რომ ჩათუშო. რუსულად- "ტუშიწ".
ნელ ცეცხლე.
ხახვი და ეგა. მარილი პილპილი და ოხრახუში გემოზე

Posted by: rtuli 28 Aug 2009, 00:46
Dr_Zuzumbo
ეეეეეეეე,დღეს იმდენი სოკო იყო და ვერ ვკრეფდით უცოდინარობის გამო sad.gif

სამაგიეროდ მწარე თეთრი სოკო უხვად დავკრიფეთ biggrin.gif
ამაღამ წყალში უნდაჩავალბო და დავტოვო,ხვალ წამოვადუღებ და წყალს გადაუღვრი.
იმედი მაქვს გაუვა სიმწარე.კიდევ მითხრესქუდის უკან ფორები მოაფხიკეო და სიმწარეც გაუვა.


"ტუშიწ".
gigi.gif yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Aug 2009, 00:48
QUOTE (rtuli @ 28 Aug 2009, 00:46 )
Dr_Zuzumbo
ეეეეეეეე,დღეს იმდენი სოკო იყო და ვერ ვკრეფდით უცოდინარობის გამო sad.gif

სამაგიეროდ მწარე თეთრი სოკო უხვად დავკრიფეთ biggrin.gif
ამაღამ წყალში უნდაჩავალბო და დავტოვო,ხვალ წამოვადუღებ და წყალს გადაუღვრი.
იმედი მაქვს გაუვა სიმწარე.კიდევ მითხრესქუდის უკან ფორები მოაფხიკეო და სიმწარეც გაუვა.

პაწა წამოდუღება ჰყოფნის
******************************

Posted by: BadbadGirl 28 Aug 2009, 00:49
rtuli
მაგ კანტარელებით შვედური სალათა გამოდის უმაგრესი smile.gif

ძალიან მაგარი სოკოა smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Aug 2009, 00:52
კანტარალების დიდი მოყვარული არა ვარ- ფინელები გიჟდებიან.
მე კი ამ სოკოზე ვაფანატებ- სხვა ყველა სოკოსაგან გამორჩეული, ძალიან პიკანტური და განსაკუთრებული გემო აქვს

ვინმეს თუ შემოგხვდათ საქართველოში, გამაგებიეთ.
არადა, რა ბანძი სახელი ჰქონია ინგლისურად- ბოშური სოკო gigi.gif http://botit.botany.wisc.edu/toms_fungi/nov99.html

Posted by: rtuli 28 Aug 2009, 00:54
BadbadGirl
QUOTE
მაგ კანტარელებით შვედური სალათა გამოდის უმაგრესი 

რეცეპტი დაიდოს smile.gif


პ.ს. დიდი მადლობელი ვარ რომ ფორუმი არსებობს და მითუმეტეს ჩვენი განყოფილება yes.gif smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 28 Aug 2009, 01:03
კიდევ ერთი, საკმაოდ შეუხედავი, პატარა, მაგრამ უგემრიელესი სოკო. შავი ქუდი ცვილისმაგვარი შემადგენლობითა აქვს დაფარული. Hygrophorus camarophyllus

Posted by: BadbadGirl 28 Aug 2009, 01:17
სულ ადვილია smile.gif ამ სალათის გაკეთება კანტარელებისა და სხვა სოკოების შერევითაც შეიძლება smile.gif

1. 1 კგ სოკო გაასუფთავე და დაჭერი საჭუალოზე დიდ ნაჭრებად.
2. 2 დიდი ზომის ხახვი დაჭერი წვრილად, და მოშუშე ერბოში, დაამატე მწიკვი წითელი წიწაკა ჩაყარე სოკო და მოთუშე. შეეცადე რომ ტავისი წვენი არ დაიშროს. თუ დაიშრო მაშინ ოდნავ ბულიონის ან წყალის დამატება მოგიწევს.
3. როცა სოკო თითქმის მზად იქნება უნდა დაამატო 2 ს.კ ტკბილი ტომატის სოუსი. ან თავად გააკეთე პომიდვრისაგან სოუსი (კუკები გამოაცალე და მხოლოდ ხორცი დააბლენდერე. ასეთი სოუსი 4-5 ს.კ დაგჭირდება)
4. დაამატე 2.კ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში, შავი პილპილო გემოვნებით.

ეს სალათა იჭმევა ცივად, მირთმევის წინ თავზე ადებენ ლიმონის ნაჭრებსა და ასევე რგოლებად დაჭრილ მოხარშულ კვერცხს smile.gif

გემრიელად მიირთვი smile.gif

Posted by: miau 28 Aug 2009, 10:17
gabarzgaleba
QUOTE
არყა სოკოც ხო მწარეა? ძალიან მიყვარს მწარე სოკოები, აი ეგარი თუარი არაყთან, განსაკუთრებით ცივ კერძებს ვაფასებ მწარე სოკოებიდან.


ძალიან კარგი, გვაქვს და მობრძანდი biggrin.gif

Dr_Zuzumbo

დიდი მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Aug 2009, 17:39
gabarzgaleba
არყას რომ შევხედე, გადავირიე, ისე მომეწონა, გარჩევისას არც მატლი ჰქონდა და არაფერი, მაგრამ გაკეთებული ძალიან მწარეა sad.gif რა მოგწონს მაგისი?

rtuli
miau
რამე გამოვიდა იმ სოკოსგან? biggrin.gif

Posted by: miau 28 Aug 2009, 18:58
WOMAN IN LOVE
ჯერ წყალში გვეყარა მთელი ღამით, შემდეგ წამოვადუღეთ და გავრეცხეთ smile.gif
რომ ვთქვა სიმართლე, დანარჩენი არ გამისინჯავს და სოკოს კრემ-სუპი გამომივიდა უგემრიელესი smile.gif
erekleIII აღშფრთოვანებული მიირთმევდა biggrin.gif
ირმის ჩხა, მეფისვე შეკვეთით, შევწვით კარაქში, დანარჩენით აუაუმ სოკოს ღვეზელი გააკეთა და კიდევ ბლომად დარჩა, ძალიან მინდა მარინადის ან მწნილის გაკეთება, ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნები smile.gif
დღეს მიქლიოც მივიღეთ, ამჯერად tos-ka - მ დაგვიპადაგრევა biggrin.gif
ძალიან სოკოობა მიდის მოკლედ smile.gif
სოკოს სუპი

ერთად ვხარშავთ კარტოფილს, მოშუშულ ხახვს, წამოდუღებულ სოკოს და სტაფილოს ისე, რომ ბოსტნეული ბლომად იყოს, როცა მოიხარშება, ვაბლენდერებთ, ვუმატებთ არაჟანს, კურკუმას, ძალიან ცოტა მუსკატსა და შავ პილპილს, ბუნებრივია, მარილიც საჭიროა biggrin.gif თან გამუდმებით ვთქვეფთ, რომ არაჟანი არ აიჭრას, ერთს წამოვადუღებთ რევა-რევით და მივირთმევთ ახალდაჭრილ კამასთან ერთად. smile.gif
არომატი აქვს ძალიან საინტერესო, საერთოდ არ იგრძნობა სიმწარე, თავიდან მაინც სკეპტიკურად ვუყურბდი, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. smile.gif
http://img196.imageshack.us/i/picture049m.jpg/

Posted by: Makulatura 29 Aug 2009, 02:23
ე.ი. ამასწინათ მოვკრიფე ბევრი შხამიანი სოკო
ვფიქრობ რომ კარაქში შემწვარი უკეთესი იქნება თუ წვნიანში გავაკეთო? smile.gif


user posted image

Posted by: rtuli 29 Aug 2009, 02:30
Makulatura
QUOTE
ე.ი. ამასწინათ მოვკრიფე ბევრი შხამიანი სოკო
ვფიქრობ რომ კარაქში შემწვარი უკეთესი იქნება

კარაქში უგემრიელესი გამოდის yes.gif + ანდერძიც დატოვე biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 29 Aug 2009, 10:47
QUOTE (Makulatura @ 29 Aug 2009, 02:23 )
ე.ი. ამასწინათ მოვკრიფე ბევრი შხამიანი სოკო
ვფიქრობ რომ კარაქში შემწვარი უკეთესი იქნება თუ წვნიანში გავაკეთო? smile.gif


user posted image

ამ სოკომ კაი ზმანებები იცის gigi.gif
*********************************

Posted by: miau 29 Aug 2009, 10:57
Dr_Zuzumbo
QUOTE
ამ სოკომ კაი ზმანებები იცის


წიტელი მუხამორი... smile.gif ანუ, თუ es გაიგეს თბილისელმა ნარკომანებმა, ტყეში ადგილი აღარ დარჩება? gigi.gif

Posted by: BadbadGirl 29 Aug 2009, 13:06
QUOTE
ამ სოკომ კაი ზმანებები იცის gigi.gif

არადა რა ლამაზია smile.gif
პრინციპში ლოგიკურია სილამაზე და ზმანებები biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tasikuna-taso 29 Aug 2009, 19:01
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 8 Oct 2007, 18:16 )
Gyromitra esculenta, ერთ-ერთი უგემრიელესი და ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სოკო, რომელიც იმათაა განსაკუთრებული, რომ ადრეულ გაზაფხულზე ამოყოფს ხოლმე თავს.

გურმანები(მეც მათ შორის) თვლიან უგემრიელეს სოკოდ, მაგრამ დაუმუშავებელი მომაკვდინებლად შხამიანია. მისი შხამის 90% შეიცავს გირომიტრინს, რომელიც მომაკვდინებელი უჯრედა შხამია, მაგრამ ასევე ადვილად აორთქლებადია.
99.5 შხამისა 10 წუთით წყალში ადუღების შედეგად სოკოდან გამოიდევნება. შემდეგ ცივ წყალში კარგად უნდა გაავლოთ. 1 კგ სოკოზე 6 ლიტრა წყალი. კარგად გავლებულ სოკოს დავკეპავთ და შემდგომ უკვე კარგი რეცეპტის საქმეა, რამდენად გემრიელს მოამზადებთ.

რა საჭიროა მაგ სოკო მივირთვათ. ძალიან სარისკო ყოფილა.

მოდი და ჯეროვნად არ იყოს მომზადებული

მე გირჩევთ არ მიირთვათ

Posted by: auau 29 Aug 2009, 21:11
masha
like no other
QUOTE
გამზადებული ლორწოვანი იყო

ლორწოვანი არის ზეთა (маслята)

აი ეს კი ჩვენი ნამუშევარია.უფრო სწორედ მცირედი ნაწილი ცხვარიჭამიას ტყეში შეგროვილი სოკოდან. ესთ საათში საბარგული გაივსო...

Posted by: auau 29 Aug 2009, 21:20
კიდევ ასეთი სოკოებით იყო სავსე ტყე. შეგროვებას რა უჭირს, მერე მაგის დამუშავებამ მოგვინელა. ყველა წამოვადუღეთ. მერე ნაწილი გავყინეთ, ნაწილისგან კი მოვამზადეთ - კრემ-სუპი, შევწვით, ღვეზელები გამოვაცხეთ, კარტოფილთან ერთად შევწვით, ხახვში ჩავხრაკეთ და დღეს სოკოს ვეღარ ვიტანთ ვერცერთი...
ჰო, მეზობლები და ახლობლებიც მოვიკითხეთ...

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Aug 2009, 21:21
auau
QUOTE
ცხვარიჭამიას ტყეში

no.gif საბადურის ტყეში 2kiss.gif

Posted by: rtuli 29 Aug 2009, 21:51
WOMAN IN LOVE
QUOTE
რამე გამოვიდა იმ სოკოსგან? 

მე ნაწილი შევწვი,ნაწილი მოვხარშე და საყინულეში გავყინე yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 29 Aug 2009, 21:54
QUOTE (tasikuna-taso @ 29 Aug 2009, 19:01 )
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 8 Oct 2007, 18:16 )
Gyromitra esculenta, ერთ-ერთი უგემრიელესი და ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სოკო, რომელიც იმათაა განსაკუთრებული, რომ ადრეულ გაზაფხულზე ამოყოფს ხოლმე თავს.

გურმანები(მეც მათ შორის) თვლიან უგემრიელეს სოკოდ, მაგრამ დაუმუშავებელი მომაკვდინებლად შხამიანია. მისი შხამის 90% შეიცავს გირომიტრინს, რომელიც მომაკვდინებელი უჯრედა შხამია, მაგრამ ასევე ადვილად აორთქლებადია.
99.5 შხამისა 10 წუთით წყალში ადუღების შედეგად სოკოდან გამოიდევნება. შემდეგ ცივ წყალში კარგად უნდა გაავლოთ. 1 კგ სოკოზე 6 ლიტრა წყალი. კარგად გავლებულ სოკოს დავკეპავთ და შემდგომ უკვე კარგი რეცეპტის საქმეა, რამდენად გემრიელს მოამზადებთ.

რა საჭიროა მაგ სოკო მივირთვათ. ძალიან სარისკო ყოფილა.

მოდი და ჯეროვნად არ იყოს მომზადებული

მე გირჩევთ არ მიირთვათ

სრულებითაც არ მოგიწოდებთ მიირთვათ. უბრალოდ, ძალიან გემრიელი სოკოა და იმ დროს არის ტყეში, როცა სხვა სოკოს ვერ ნახავთ.
ძალიან ადვილი დასამუშავებელია და თუ ზუსტად ისე გააკეთებთ როგორც დავწერე, რისკის დონე არის 0%.

Posted by: auau 29 Aug 2009, 22:21
WOMAN IN LOVE
QUOTE
საბადურის ტყეში

ერთი ტყუილიც აღარ შემარჩინო,აბა შენ იცი! 2kiss.gif

Posted by: anatoreli 29 Aug 2009, 23:02
auau
QUOTE
აი ეს კი ჩვენი ნამუშევარია

კარგი ნამუშევარია biggrin.gif უკაცრავად და როდინდელი ნამუშევარია?კაი ჟუჟუნა წვიმა კაი ხანია არ ყოფილა...ველი biggrin.gif

Posted by: auau 29 Aug 2009, 23:13
anatoreli
27 აგვისტოსია. სოკოს მიაქვს იქაურობა

Posted by: anatoreli 29 Aug 2009, 23:43
auau
QUOTE
27 აგვისტოსია. სოკოს მიაქვს იქაურობა

კარგია...


რავიცი მე კი წვიმას ველოდები....უფრო კიკეთისკენ ვაპირებთ წასვლას smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 29 Aug 2009, 23:46
anatoreli
კალათებში რაც ვერ ჩაეტია, საბარგულში მიუჩინეს ადგილი

http://www.radikal.ru

Posted by: anatoreli 30 Aug 2009, 00:02
WOMAN IN LOVE
QUOTE
კალათებში რაც ვერ ჩაეტია, საბარგულში მიუჩინეს ადგილი

ძაან მაგარია....და რა სოკოებია?


ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ და ეხლა რაღაც ძალიან მომინდა....წავალთ ალბათ,თუმცა წვიმას ველოდებითო biggrin.gif


საჩეჩელა და მგონი მჭადა ვიცანი.... smile.gif

Posted by: The Game N.W.A. 30 Aug 2009, 00:43
QUOTE (miau @ 29 Aug 2009, 09:57 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ამ სოკომ კაი ზმანებები იცის


წიტელი მუხამორი... smile.gif ანუ, თუ es გაიგეს თბილისელმა ნარკომანებმა, ტყეში ადგილი აღარ დარჩება? gigi.gif

user posted image

Posted by: rtuli 30 Aug 2009, 00:49
[anatoreli
QUOTE
და რა სოკოებია?

Ежовик жёлтый -ირმისტუჩა(ზღარბასოკოების ოჯახიდან)-Hedgehog mushroom-ქათმისბარკალას ეძახდნენ ცხვარიჭამიაში.
საჩეჩელა ან Ramaria flava.
რძიანაა ის თეთრი სოკო.

Posted by: kokogorgo 30 Aug 2009, 01:30
rtuli

სტუმრად არ მიმიღებთ? ვაფრენ სოკოზე.

up.gif love.gif

Posted by: tasikuna-taso 30 Aug 2009, 13:36
QUOTE
მე ნაწილი შევწვი,ნაწილი მოვხარშე და საყინულეში გავყინე 


საყინულეში შენახვა არასდროს არ მიცდია.

აუცილებლად მოხარშული უნდა გაიყინოს?

და რამდენი დღე ინახება საყინულეში

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Aug 2009, 13:46
QUOTE (tasikuna-taso @ 30 Aug 2009, 13:36 )
QUOTE
მე ნაწილი შევწვი,ნაწილი მოვხარშე და საყინულეში გავყინე 


საყინულეში შენახვა არასდროს არ მიცდია.

აუცილებლად მოხარშული უნდა გაიყინოს?

და რამდენი დღე ინახება საყინულეში

წინასწარ დიდი მადლობა

საყინულეში შენახვამდე სოკო უნდა გაიფუფქოს და წყალი დაიწრიტოს.
ეგრე გაყინული დიდი ხანი შეგიძლიათ შეინახოთ- ძალიან არ მხიბლავს გაყინული სოგო. სოკოს გაყინვას, დამწნილება, ჩამარინადება და გამოშრობა ჯობია. სხვადასხვა სოკოს ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთით მუშავდება უხდება.

Posted by: auau 30 Aug 2009, 15:38
Dr_Zuzumbo
ადრე მარინადს ვაკეთებდით სტერილიზაციით, მაგრამ შემაშინეს და ახლა სტერილიზაციის გარეშე ვდებ მარინადში.უბრალოდ კორპუსის პირობებში, ცხელ დღეებში ცოტა რთულია ისე შეინახო, რომ არ გაგიფუჭდეს, ამიტომ გაყინვას ვამჯობინებ.
რუსი მეზობელი მყავს, სუფთა "სოკოს ექსპერტი" და იმან მითხრა, დამარილებული რომ არ გაგიფუჭდეს, ზემოდან მუხის ფოთლები დააწყეო. წელს უკვე მოვიმარაგე მუხის ფოთლები.
ისე, დამარილებულიკ სახით უფრო კარგად ინარჩუნებს სოკო ნატურალურ გემოს.

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Aug 2009, 15:54
QUOTE (auau @ 30 Aug 2009, 15:38 )
Dr_Zuzumbo
ადრე მარინადს ვაკეთებდით სტერილიზაციით, მაგრამ შემაშინეს და ახლა სტერილიზაციის გარეშე ვდებ მარინადში.უბრალოდ კორპუსის პირობებში, ცხელ დღეებში ცოტა რთულია ისე შეინახო, რომ არ გაგიფუჭდეს, ამიტომ გაყინვას ვამჯობინებ.
რუსი მეზობელი მყავს, სუფთა "სოკოს ექსპერტი" და იმან მითხრა, დამარილებული რომ არ გაგიფუჭდეს, ზემოდან მუხის ფოთლები დააწყეო. წელს უკვე მოვიმარაგე მუხის ფოთლები.
ისე, დამარილებულიკ სახით უფრო კარგად ინარჩუნებს სოკო ნატურალურ გემოს.

მარინადს სტერილიზაცია რად უნდა?
ძმარი ყველაფერ სულიერსა კლავს.
მუხის ფოთლები ზემოდან კი არა, ქილის ფსკერზე უნდა მოაფინო. მუხის ფოთოლი შენახვის პროცესისთვის არაა, არამედ იმისთვის, რომ სოკომ სიმკვრივე შეინარჩუნოს)მუხის ფოთოლზე უკეთესია შავი "სმაროდინას" ფოთლები, თუ იშოპვე). შენახვას მარილი ემსახურება, რომელიც ფენა-ფენა ეყრება სოკოს

Posted by: masha 30 Aug 2009, 16:05
QUOTE
მარინადს სტერილიზაცია რად უნდა? ძმარი ყველაფერ სულიერსა კლავს.

აჰა, ქართულად დამუჟუჟება თუ ჩამუჟუჟება ყოფილა.
მე ვაკეთებდი, მაგრამ დროის გამოცდა ვერ მოუწყვე, რადგან ხალხი სპეციალურად სოკოზე და არაყზე მოდიოდა. 1 კვირაში აღარ მქონდა.

Posted by: rtuli 31 Aug 2009, 01:13
tasikuna-taso
QUOTE
აუცილებლად მოხარშული უნდა გაიყინოს?

უბრალოდ კომპაკტური ხდება შესანახად.
მაქსიმუმ 5 წუთი ვადუღე და გადავწურე,მოვათავსეპლასტმასის ყუთში დაშევინახე.
QUOTE
რამდენი დღე ინახება საყინულეში

6 თვე შეიძლება შეინახო.
Dr_Zuzumbo
QUOTE
ჩამარინადება

მე მხოლოდ опятаს მარინადი მომწონს ძალიან.
ისეარც მე ვარ გაყინულის მომხრე(ახალი სოკო უფრო გემრიელია)მაგრამ,ბევრი იყო და ადვილად მოვიცილე თავიდან biggrin.gif

Posted by: masha 31 Aug 2009, 19:40
წეროსწვივა, ---------------------------
* * *

Posted by: masha 31 Aug 2009, 19:44
ეს ლამაზი სოკო არ იჭმევა. Amanita muscaria,

Posted by: chaPPek 31 Aug 2009, 19:44
masha


წერეწო ხო??
აბასთუმანში წერეწოებს კალატებს ვაფარებდით ხოლმე, თავსახურად, როცა გაგვიწვიმდებოდა სოკოს კრეფისას smile.gif იმხელა ქოლგები იყო. და ძააალიან მალე იზრდებოდა. შეიძლება დაჯდე და უყურო პატარა ქუდი როგორ იშლება და იზრდებაsmile.gif

Posted by: masha 31 Aug 2009, 19:47
QUOTE
წერეწო ხო??

ალბათ, ჩვენ წეროსწვივას ვეძახდით, რუსულად გრიბ ზონტიკ, საინტერესო და გემრიელია, მე უმს ვჭამ ხოლმე.

Posted by: auau 31 Aug 2009, 20:31
masha
QUOTE
გრიბ ზონტიკ

მაგისი სუპია მაგარი.შავნაბადაზეა ბევრი შემოდგომაზე
აი, ესეც гриб зонтик

Posted by: auau 31 Aug 2009, 20:37
гриб зонтик გაუშლელი. ძალიან არომატული და ხორციანი სოკოა.

Posted by: auau 31 Aug 2009, 20:43
აი ეს კი ქოლგაგაშლილია. ასეთი სოკოები მრავლადაა ჩვენს ტყეებში. შავნაბადა სავსეა. კარგად ინახება გამშრალი

Posted by: masha 1 Sep 2009, 10:22
ძალიან კარგი ფოტოებია, მეც მაქვს კიდევ სხვა, ბავშვებს ახურავთ თავზე ქუდებივით.

Posted by: ხორხე 1 Sep 2009, 10:33
auau
არადა ეგ გრიბ ზონტიკი ნაღდად შხამიანს გავს yes.gif

Posted by: masha 1 Sep 2009, 11:54
QUOTE
არადა ეგ გრიბ ზონტიკი ნაღდად შხამიანს გავს

რა შხამიანი, უმად ვჭამ. რაც იმას ნიშნავს რომ საერთოდ არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ეს მაშინ, რომ საჭმელად ვარგისი აღიარებული ზოგი სოკო რაღაც დოზით შეიცავს შხამს და ამიტომ სჭირდება დამუშავება, მოხარშვა და მხოლოდ შემდეგ შეწვა და მირთმევა.

Posted by: amadeus 1 Sep 2009, 15:18
რაც არ უნდა იყოს ნიყვი მაინც ლომია ამ ცხოველთა შორის.

Posted by: auau 1 Sep 2009, 20:09
ხორხე
QUOTE
არადა ეგ გრიბ ზონტიკი ნაღდად შხამიანს გავს 

მუხამორი კიდევ ულამაზესია და ჰალუცინაციებში იპარება, ვინც გაბედავს ჭამას.
მოკლედ, სოკო ლამაზი ქალივით არის, ვერ ენდობი... biggrin.gif

amadeus
დიდება შენს დაბრუნებას ოჯახში! bis.gif


ბელორუსი ახლობელი მყავს და სოკოს ასორტით აკეთებს სუფსაც და მარინადსაც. სუფის აუცილებელი ინგრედიენტი ქოლგებიც არის

Posted by: anatoreli 1 Sep 2009, 20:18
QUOTE
гриб зонтик გაუშლელი. ძალიან არომატული და ხორციანი სოკოა.

როგორც ვიცი მხოლოდ მაგის ქუდი იჭმევა...


QUOTE
რაც არ უნდა იყოს ნიყვი მაინც ლომია ამ ცხოველთა შორის.

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: auau 1 Sep 2009, 20:21
anatoreli
რა ვიცი, მე მთლიანად ვაკეთებ და ჯერ არ დავხოცილვართ! biggrin.gif

Posted by: anatoreli 1 Sep 2009, 20:26
auau
QUOTE
რა ვიცი, მე მთლიანად ვაკეთებ და ჯერ არ დავხოცილვართ! 

ხოო დაიხოცებითთქო არც მე მითქვავს,ჯვარი გწერიათ...უბრალოდ მიირთვთ მხოლოდ ქუდიო,ამოკითხული მაქვს ადრე სადღაც biggrin.gif

Posted by: rockataka 1 Sep 2009, 20:28
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 28 Aug 2009, 01:03 )
კიდევ ერთი, საკმაოდ შეუხედავი, პატარა, მაგრამ უგემრიელესი სოკო. შავი ქუდი ცვილისმაგვარი შემადგენლობითა აქვს დაფარული. Hygrophorus camarophyllus

თუ არ ვცდები, ამას საქართველოში შავ ჩოხას ეძახიან და იზრდება წიწვოვანი ხეების მიდამოში.
ძალიან ფაქიზია და გემოთი ცოტათი მომწარო. ასევე, ძალიან უხვ მოსავლიანიsmile.gif

Posted by: anatoreli 1 Sep 2009, 20:34
QUOTE
შავ ჩოხას ეძახიან და იზრდება წიწვოვანი ხეების მიდამოში.

რკინიგზის რიკოთის გვირაბის თავზე,ოქტომბერში იმდენია რო ვერ გაივლი....

Posted by: miau 1 Sep 2009, 21:45
შავჩოხა ძალიან გემრიელია, მაგრამ უბარაქო, აი, წიწვოვან ტყეში მაკრუხასა და ზეთას შეგროვება გაცილებით კარგია, ასევე "რიჟიკი" (მგონი ქართულად მიქლიო ჰქვია, არ მახსოვს ზუსტად smile.gif )

Posted by: anatoreli 1 Sep 2009, 23:18
miau
QUOTE
ასევე "რიჟიკი" (მგონი ქართულად მიქლიო ჰქვია, არ მახსოვს ზუსტად  )


მჭადა....

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Sep 2009, 23:38
QUOTE (anatoreli @ 1 Sep 2009, 23:18 )
miau
QUOTE
ასევე "რიჟიკი" (მგონი ქართულად მიქლიო ჰქვია, არ მახსოვს ზუსტად  )


მჭადა....

არა no.gif
მიქელა

ხოლო მიქლიო არის ლისიჩკა

Posted by: Bubbly 1 Sep 2009, 23:41
აუ სოკო რო წავიკითხე ნერწყვები მომადგა ვგიჟდები სოკოზე.... შამპინიონები მიყვარს ძააან.... ახლა ზღვაზეც რო ვიყავი სოკოს გარდა არაფერს ვჭამდი.... სულ სხვადსხვანაირი სოკო.... აუ მინდა......... sad.gif ჟულიენი... love.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 1 Sep 2009, 23:44
Bubbly
შამპინიონს ქართულად ქამა სოკო ჰქვია

Posted by: BadbadGirl 1 Sep 2009, 23:53
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე ქამა სოკოზე უგემური სოკო არ მეგულება. სამწუხაროდ უგემურობასთან ერთად ყველაზე იაფიცაა და ამიტომ ხშირად ვყიდულობ.

Posted by: anatoreli 1 Sep 2009, 23:56
მჭადაა....Dr_Zuzumbo
QUOTE
მჭადა....


არა 
მიქელა

spy.gif მჭადა სოკო (Lactarius deliciosus), .....Рыжик настоящий, деликатесный
(Lactarius deliciosus)
Männynleppärousku, Leppä-rousku (FINNISH)


BadbadGirl
QUOTE
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე ქამა სოკოზე უგემური სოკო არ მეგულება. სამწუხაროდ უგემურობასთან ერთად ყველაზე იაფიცაა და ამიტომ ხშირად ვყიდულობ.

კალმახა იყიდე,უფრო გემრიელიცაა და იაფიც wink.gif biggrin.gif

Posted by: Bubbly 1 Sep 2009, 23:56
Dr_Zuzumbo
ვიცი .... user.gif user.gif

Posted by: xachapuridze 2 Sep 2009, 00:03
BadbadGirl
QUOTE
მე ქამა სოკოზე უგემური სოკო არ მეგულება.

იმიტომ, რომ სათბურისაა!

Posted by: auau 2 Sep 2009, 00:15
xachapuridze
QUOTE
იმიტომ, რომ სათბურისაა!

გეთანხმები. მინდვრის და ტყის შამპინიონებს სულ სხვა არომატი აქვს. რაც მინდვრის ქამას გემო გავუსინჯე, სათბურისას არ ვეკარები

Posted by: BadbadGirl 2 Sep 2009, 00:21
QUOTE
კალმახა იყიდე,უფრო გემრიელიცაა და იაფიც

ეგ არ ვიცი რაა.
ინგლისურად დამიწერე სახელი აბა smile.gif

auau
xachapuridze
მინდვრისას და ტყისას აქ მე ვერსად ვნახავ. კანტარელები კია ძააალიან ბევრი.

Posted by: anatoreli 2 Sep 2009, 00:34
BadbadGirl
QUOTE
ინგლისურად დამიწერე სახელი აბა

Вешенка обыкновенная (лат. Pleurotus ostreatus


The Oyster mushroom, or Pleurotus ostreatus

Posted by: ხორხე 2 Sep 2009, 00:40
auau
QUOTE
მუხამორი კიდევ ულამაზესია და ჰალუცინაციებში იპარება, ვინც გაბედავს ჭამას. მოკლედ, სოკო ლამაზი ქალივით არის, ვერ ენდობი...

biggrin.gif

მუხამორს აშკარა მკვეთრი ფერები აქვს

ადრე სადღაც წამიკითხავს რომ სიმკვეთრე, წვრლი ღერო დამახასიათებელია შხამიანებისთვის, ხოდა ეგ ზონტიკიც მაგიტომ მივამსგავსე

წაღვერში ვიყავი ერთი კვირის წინ, ბლომად იყო იქაც სოკო, სამწუხაროდ გარჩევა არვცი, მასპინძელს კი რაღაცა შეემთხვა და არ იყო ადგილზე, ისე წამოვედი ბევრი მეცადინეობის მიუხედავად ვერ დავაგემოვნე user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 2 Sep 2009, 00:46
agaricus silvaticus
ქამა სოკოებს შორის საუკეთესო- ქუდი მოწითალო-აგურისფერისა აქვს.
საერთოდ ქამა სოკოს, აგარიკუსების ოჯახიც საკმაოდ დიდია და რამოდენიმე სახეობის გვხვდება

Posted by: BadbadGirl 2 Sep 2009, 00:50
anatoreli
უიი, ხის სოკო. მაგრად მიყვარს მაგისგან მომზადებული პეროგი, მაგრამ აქა ქამა მაინც უფრო იაფია ვიდრე ეგ smile.gif

Posted by: rtuli 2 Sep 2009, 01:00
BadbadGirl
QUOTE
უიი, ხის სოკო

ხის სოკოცმოყავთ საქართველოში ხელოვნურად და რათქმაუნდაზალიან განსხვავდება გემოთი ტყის ხის სოკოსგან.
ჯულიენი მოვამზადე ერთხელ მაგ ტყის სოკოთი ,არომატი ქონდადაგემო აუღწერავი yes.gif

ისე მიკვირს ხოლმე ზოგი დაკონსერვებულ ქამა სოკოს როგორ იყენებს,ფაკტიურად ნულოვანი გემო აქვს sad.gif yes.gif

მე კი მიყვარს ქამა სოკო უმად სალათებში love.gif

Posted by: anatoreli 2 Sep 2009, 01:05
rtuli
QUOTE
ხის სოკოცმოყავთ საქართველოში ხელოვნურად და რათქმაუნდაზალიან განსხვავდება გემოთი ტყის ხის სოკოსგან.

მე ვაპირებ "დაჩის"გვერდით ტყეში მიცელიუმით გავამდიდრო რამოდენიმე ხე და მოსავალიც მივიღო...იმედია ტყის სოკოს გემო ექნება

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Sep 2009, 01:10
anatoreli
QUOTE
მე ვაპირებ "დაჩის"გვერდით ტყეში მიცელიუმით გავამდიდრო რამოდენიმე ხე და მოსავალიც მივიღო...იმედია ტყის სოკოს გემო ექნება

გაგვიზიარე გამოცდილება smile.gif)



პ.ს. ეხლა აუაუ და რთული მცემენ, იმხელა ტყე, სოკოთი სავსე გვერდზე მაქვს და რა მიცელიუმი მინდა :

Posted by: rtuli 2 Sep 2009, 01:17
anatoreli
QUOTE
იმედია ტყის სოკოს გემო ექნება

გაგვასინჯებ და გაგიზიარებთ რამდენად მიეცემა ტყის სოკოს გემო biggrin.gif smile.gif
ისე კარგი იდეაა.
WOMAN IN LOVE
QUOTE
იმხელა ტყე

სიმართლე გითხრა მწარე სოკოს ფანად ვერ ჩამოვყალიბდი biggrin.gif yes.gif

Posted by: anatoreli 2 Sep 2009, 01:21
WOMAN IN LOVE
QUOTE
გაგვიზიარე გამოცდილება )

აუცილებლად...ძალიან ადვილია,თუმცა მოჭრილ მორებზე მასწავლეს,მაგრამ ტყეში მინდა ვცადო....

QUOTE
პ.ს. ეხლა აუაუ და რთული მცემენ, იმხელა ტყე, სოკოთი სავსე გვერდზე მაქვს და რა მიცელიუმი მინდა :

ჩემთანაცაა ბლომად სოკო,მაგრამ მუღამი მაქვს დავთესო...მაინტერესებს რა გამოვა...

Posted by: WOMAN IN LOVE 2 Sep 2009, 01:24
rtuli
მახო კიდე თურმე გიჟდება, ისე მოწონს, რას გაიგებ biggrin.gif არადა, ფაქტურა კაი აქვს ძაან მაგ სოკოს biggrin.gif

Posted by: auau 2 Sep 2009, 09:16
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეხლა აუაუ და რთული მცემენ, იმხელა ტყე, სოკოთი სავსე გვერდზე მაქვს და რა მიცელიუმი მინდა :

მაგას ცემა კი არ უნდა, ლაშქართან ერთად ორი ნაბიჯი უნდა გაიარო, მადამ!
რაც შეეხება რძიანას, რა ვიცი, მთლიანად გაუვიდა სიმწარე და ძალიან გემრიელადაც გეახელით.
2 დღე ვუცვლიდით წყალს, მერე წამოვადუღე და გავავლე ცივ წყალში.

Posted by: amadeus 2 Sep 2009, 10:52
auau
2kiss.gif
BadbadGirl
QUOTE
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე ქამა სოკოზე უგემური სოკო არ მეგულება.

სათბურის ქამა მართლაც უგემურია, ხოლო მინდორზე ველურად ამოსული სულ სხვაა yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 3 Sep 2009, 00:32
ერთი პაციენტი, რომელიც თეთრი ბილწათი მოიწამლა, დღეს გარდაიცვალა აქაურ საავადმყოფოში. sad.gif

Posted by: auau 3 Sep 2009, 00:40
Dr_Zuzumbo
QUOTE
თეთრი ბილწათი

ეს რომელია, ბლედნაია პაგანკა?
ეგ ძალიან ჰგავს ქამა სოკოს, მაგრამ სუნით და ქათქათა სითეთრით მაინც განსხვავდება

Posted by: Dr_Zuzumbo 3 Sep 2009, 00:43
QUOTE (auau @ 3 Sep 2009, 00:40 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
თეთრი ბილწათი

ეს რომელია, ბლედნაია პაგანკა?
ეგ ძალიან ჰგავს ქამა სოკოს, მაგრამ სუნით და ქათქათა სითეთრით მაინც განსხვავდება

yes.gif
მგვანებით კი ჰგავს, მაგრამ იმდენად დიდი განმასხვავებელი ნიშნები აქვს, რომ თუ სოკოებთან საქმე გქონია, იდიოტი უნდა იყო, რომ ქამაში აგერიოს.
არადა, ახალ ამბებში თქვეს დამწყები არ იყოო.

Posted by: rtuli 3 Sep 2009, 00:55
Dr_Zuzumbo
QUOTE
ერთი პაციენტი, რომელიც თეთრი ბილწათი მოიწამლა, დღეს გარდაიცვალა აქაურ საავადმყოფოში. 

sad.gif
რამდენად ჩემთვის ცნობილია მაგ თეთრ ბილწას ქუდი სლიპინაა, ქამა სოკოსგან განსხვავებით.

Posted by: Dr_Zuzumbo 3 Sep 2009, 01:05
QUOTE (rtuli @ 3 Sep 2009, 00:55 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ერთი პაციენტი, რომელიც თეთრი ბილწათი მოიწამლა, დღეს გარდაიცვალა აქაურ საავადმყოფოში. 

sad.gif
რამდენად ჩემთვის ცნობილია მაგ თეთრ ბილწას ქუდი სლიპინაა, ქამა სოკოსგან განსხვავებით.

არა, სლიპინა ნამდვილად არა აქვს.
განსხვავება პირველი: ბილწას ფერი არის ფოსფორისებულად მკრთალი, თეთრი.
ბილწას ფეხზე იშვიათად რჩება გამსკდარი აპკის რგოლი.
და რაც მთავარია- ბილწას ქუდის ქვეშა ფირფიტები თეთრი ფერისაა, როცა ქამა სოკოს ფირფიტები ყოველთვის მუქია.

Posted by: rtuli 3 Sep 2009, 01:13
Dr_Zuzumbo
გველის ნაკმენზე შველიან ადამიანს,ეს რა უბედურებაა სოკოსგან სიკვდილი sad.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 3 Sep 2009, 01:23
QUOTE (rtuli @ 3 Sep 2009, 01:13 )
Dr_Zuzumbo
გველის ნაკმენზე შველიან ადამიანს,ეს რა უბედურებაა სოკოსგან სიკვდილი sad.gif

საქმე იმაშია, რომ ბილწათი მოწამლვის სიმპტომების გამოვლინების შემდეგ ღვიძლი და თურკმელები უკვე თითქმის დაბრედილია. თანაც გველი როცა უკბენს ადამიანს, მაშინათვე იცის, რომ თუ არ მიიღო ზომები დაიბრიდება. სოკოს შეჭმის მომენტში ადამიანი დარწმუნებული რომ იყოს, რაღაცა ცუდი ჭამა, მაშინ გადარჩენაც შეიძლება, მაგრამ სიმპტომების გამოჩენამდე ყველა არხეინადაა.


Posted by: Dr_Zuzumbo 3 Sep 2009, 01:30
აი, ეს ორი სოკოა ყველაზე შხამიანი
მარცხნივ, პანტერისებური ბილწა
მარჯვნივ, ფერმკრთალი ბილწა

Posted by: macaco-fast65 3 Sep 2009, 16:57
წელს ძალიან ბევრი სოკო მოვიდა და განსაკუთრებით ნიყვი.



http://www.radikal.ru

Posted by: annak 3 Sep 2009, 17:12
macaco-fast65
QUOTE
წელს ძალიან ბევრი სოკო მოვიდა და განსაკუთრებით ნიყვი.

რა ლამაზია smile.gif
ისე მომწონს "უმად" შევჭამდი

QUOTE
კი ნამდვილად ძალიან ლამაზია,განსაკუთრებით კუკურები სანამ გაიშლება.

მინდა.. .. user.gif user.gif

Posted by: macaco-fast65 3 Sep 2009, 17:28
annak
კი ნამდვილად ძალიან ლამაზია,განსაკუთრებით კუკურები სანამ გაიშლება.

Posted by: Breaky 3 Sep 2009, 17:51
macaco-fast65
QUOTE
წელს ძალიან ბევრი სოკო მოვიდა და განსაკუთრებით ნიყვი.


აუ აი ეს სოკო მინდა, სასტიკად და საშინლად მინდა user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Sep 2009, 00:53
ამისათვის ცალკე თემას არ გავხსნი, იმიტომ რომ გვიმრას ისეთივე შესანიშნავი გემო აქვს, როგორც კარგ სოკოს.
პირველად ქ.ხაბაროვსკში, რესტორანში ვიგემე გვიმრისაგან გაკეთებული კორეული კერძი, რომელიც თიხის ქოთანში, ზემოდან ცომგადაფაებული იყო გემრიელად ჩამცხვარი. შემდგომ ჩემ იაპონელ მეგობართან ერთად ხშირად წავსულვარ ფიურ ტყეში გვიმრაზე და მრავალჯერ გამიკეთებია შესანიშნავი კერძი.

გვიმრის ორი სახეობაა საჭმელი.
Pteridium aquilinum, ეს არის საუკეთესო, იაპონურ და კორეულ სამზარეულოებში დელიკატესად ითვლება.
გვიმრა უნდა დაიკრიფოს გაზაფხულზე, როცა მიწიდან ჩითილი ამოიწვერება- ამ პერიოდშია კარგი.
სურათზე როგორცა ჩანს. უკვე დიდი და გაშლილი არ იჭმება


Posted by: anatoreli 4 Sep 2009, 01:17
QUOTE
წელს ძალიან ბევრი სოკო მოვიდა და განსაკუთრებით ნიყვი.

ვაიმე გული user.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
შემდგომ ჩემ იაპონელ მეგობართან ერთად ხშირად წავსულვარ ფიურ ტყეში გვიმრაზე და მრავალჯერ გამიკეთებია შესანიშნავი კერძი.

გვიმრას მიაქ საქართველო,რეცეპტს ხო არ გაგვიზიარებდით?....ეგ ჯიში არის ნეტა აქ?დავსერჩო აბა...
* * *
ეწრის გვიმრა Pteridium Tauricum (presl). V. Krecz



ეს არ წავა? smile.gif

http://ecopharm.sangu.ge/teqn/MEDPL/ewris_gvimra.htm

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Sep 2009, 01:48
QUOTE (anatoreli @ 4 Sep 2009, 01:17 )
QUOTE
წელს ძალიან ბევრი სოკო მოვიდა და განსაკუთრებით ნიყვი.

ვაიმე გული user.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
შემდგომ ჩემ იაპონელ მეგობართან ერთად ხშირად წავსულვარ ფიურ ტყეში გვიმრაზე და მრავალჯერ გამიკეთებია შესანიშნავი კერძი.

გვიმრას მიაქ საქართველო,რეცეპტს ხო არ გაგვიზიარებდით?....ეგ ჯიში არის ნეტა აქ?დავსერჩო აბა...
* * *
ეწრის გვიმრა Pteridium Tauricum (presl). V. Krecz



ეს არ წავა? smile.gif

http://ecopharm.sangu.ge/teqn/MEDPL/ewris_gvimra.htm

მხოლოდ ახალგაზრდა ჩითილები(გაზაფხულზე ამოდის). დაკრეფვის შემდეგ ჩააწყობ საჭმელ სოდა გახსნილ წყალში და მთელი ღამით დატოვებ მაცივარში.
შემდეგ წყალს გადაასხამ, პატარაზე წამოადუღებ და როგორც სოკოს კერძებს ამზადებ ისე რასაც გინდა იმას უზამ. კარგი გამოდის ხორცთან და კარტოფილთან ჩაშუშული.

მშვენიერი მუჟუჟი გამოდის ზამთრისათვის.

P.S.
ეგ სხვა გვიმრაა, როლის ბმულიც შენ დადე

Posted by: anatoreli 4 Sep 2009, 01:54
Dr_Zuzumbo
QUOTE
მხოლოდ ახალგაზრდა ჩითილები(გაზაფხულზე ამოდის). დაკრეფვის შემდეგ ჩააწყობ საჭმელ სოდა გახსნილ წყალში და მთელი ღამით დატოვებ მაცივარში.
შემდეგ წყალს გადაასხამ, პატარაზე წამოადუღებ და როგორც სოკოს კერძებს ამზადებ ისე რასაც გინდა იმას უზამ. კარგი გამოდის ხორცთან და კარტოფილთან ჩაშუშული.

მშვენიერი მუჟუჟი გამოდის ზამთრისათვის.


მადლობა...

QUOTE
ეგ სხვა გვიმრაა, როლის ბმულიც შენ დადე

ხო ვიცი...აბა ეგ ვერც ნეტში და ვერც წიგნში ვერ ვნახე...(ქართულ რესურსებს და წიგნებს ვგულისხმობ)

Posted by: tos-ka 4 Sep 2009, 18:29
წაღვერის ტყეში "აყვანილი" სოკოები . . . ერთი წერეწოაო და მეორეს სახელი არ მახსოვს, თუმცა უგემრიელესი იყო ორივე . . . პირველად ვიყავი სოკოზე და რა სახალისო ყოფილა, თურმე smile.gif

Posted by: Makulatura 4 Sep 2009, 20:50
rtuli
QUOTE
კარაქში უგემრიელესი გამოდის  + ანდერძიც დატოვე 

რა ანდერძი, მშვენივრად მივირთვი,კიდევ მოვკრიფავ და გამოვაგზავნინებ აუცილებლად
შხამიანი სოკოები რულზ! smile.gif

Posted by: BadbadGirl 10 Sep 2009, 16:22
ხალხო, აი ამ სოკოებიდან ერთი მაინც თუა ვარგისი?
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: chaPPek 10 Sep 2009, 17:00
BadbadGirl

პირველი და ბოლოდან მეორე ვარგისია მგონი, მარა თავს ვერ დავდებ მაინც :F

Posted by: miau 10 Sep 2009, 17:16
BadbadGirl
მეოთხე თეთრ სოკოს გავს ძალიან, კარგად არ ჩანს და თავს ვერ დავდებ და მეხუთე ნამდვილად სიროეჟკა არის (წითელქუდა). smile.gif


Posted by: Neo777 12 Sep 2009, 19:45
ხალხო, აქ სუპერმარკეტებში რომ იყიდება სოკო, ცელოფანში შეფუთული
ინდობა იმაზე ??

ხომ არ გამისტუმრებს მერე მარილის მოსატანად ??

Posted by: xachapuridze 12 Sep 2009, 19:55
Neo777
QUOTE
ხალხო, აქ სუპერმარკეტებში რომ იყიდება სოკო, ცელოფანში შეფუთული
ინდობა იმაზე ??

ხომ არ გამისტუმრებს მერე მარილის მოსატანად ??

ეგ სათბურისაა. მშვიდად იყავი.

Posted by: Neo777 12 Sep 2009, 20:13
xachapuridze

მადლობა smile.gif

ახლა აქ რეცეპტებს ვკითხულობ და რომელიმეს ავარჩევ,
მერე იმედია შედეგსაც გაგაცნობთ, თუ კარგი გამოვიდა smile.gif)

Posted by: taknatuna 12 Sep 2009, 20:19
აიიიიი ხის სოკო .

Posted by: irinol-ka 15 Sep 2009, 23:54
ესეც რაჭის ტყეში სოკოს საკრეფად
http://www.radikal.ru

წერეწო ვიპოვეთ
http://www.radikal.ru

ეს არ ვიცი რომელი სოკოა
http://www.radikal.ru

Posted by: hirondelle 16 Sep 2009, 03:02
ადრე სადღაცა მაქვს წაკითხული თეთრი ტრიუფელი გვხვდება რაჭაშიო მართალია?

Posted by: Dr_Zuzumbo 16 Sep 2009, 08:56
irinol-ka
ეუფ, ცელოფანის პარკებით დადიხართ სოკოზე?! spy.gif
სოკოს შემგროვებელის პირველი და ურყევი წესი- არავითარ შემთხვევაში არ შეაგროვოთ სოკო ცელოფანის პარკებში.
ყველაზე კარგი ამისათვის არის ხის კალათა, რომელიხ კარგად ნიავდება.

სურათზე შევნიშნე, რომ სოკოს მიწიდანვე ჭრით. ესეც შეცდომაა- სოკო მთლიანად უნდა ამოიღოთ მიწიდან და იქვე გასუფთავებისა და ძირის წაჭრის შემდეგ ჩადოთ კალათაში, რათა ზედმეტი საქონელი და მწერები არ ათრიოთ სახლში. ასეთი ოპერაციისათვის აქაურ მაღაზიებში იყიდება დანა, რომლის ტარის ნაწილი ფუნჯით ბოლოვდება. რადგან მანდ, ასეთი დანები, მეეჭვება რომ გაყიდვაში იყოს, გირჩევთ პატრა ფუნჯი ყოველთვის იქონიოთ თან.

Posted by: irinol-ka 16 Sep 2009, 09:48
Dr_Zuzumbo
ისეთ დროს ვიყავით სოკოზე რომ ჯერ სეზონი არც იყო, ყოველი შემთხვევისთვის წავიღეთ პარკები და მხოლოდ 3 წერეწო და რამოდენიმე არყა ვიპოვეთ... წერეწოები კი იყო დიდი თეფშის ხელებიsmile.gif

გავითვალისწინებ სამომავლოდ შენიშვნებს 2kiss.gif smile.gif
* * *
hirondelle
QUOTE
ადრე სადღაცა მაქვს წაკითხული თეთრი ტრიუფელი გვხვდება რაჭაშიო მართალია?

არ ვიცი ნამდვილად

Posted by: August 16 Sep 2009, 10:36
BadbadGirl
ნუ მენდობი biggrin.gif მაგრამ მესამე მე მგონი ესაა
user posted image
პოლონურად კურეკ და რუსულად ლისიჩკა ჰქვია და როგორც ამბობენ იმდენად სუფთა სოკოა, არანაირი პარაზიტები და მწერები არ ეკარება, ამნიტომ ებრაელები კოშერულ სოკოდ თვლიანო

მეოთხე მე მგონი ესაა
user posted image
ამას მაშლიაკს ეძახიან ანუ რუსულად მსალიატა ძალიან პოპულარული სოკოა ყველანაირად გამოიყენება

user posted image
ეს ნამდვილად პოლონური გოლომბეკია რუსულად სიროეჟკაა

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Sep 2009, 13:34
როგორც იტყვიან, თუ მთა არ მიდის მუჰამედთანო...
ჩემ შემთხვევაში პირიქითაა: დიდი ხანია ტყეში არ გავსულვარ(არადა, 50 მეტრში ტყე იწყება ჩემი სახლიდან/ მეტროს სადგური კი 10 წუთის ფეხით სავალზეა)
და "მასლიატებმა" თვითონ მომძებნეს- ჩემს ეზოში ამოყვეს თავები.
ერთი სადილის სამყოფი დავკრიფე და ტაფაზე ვუკარი თავი.

P. S.
ჰო, ადრე არ გამხსენებია თქვენთვის მერჩია, რომ "მასლიატებს", კულინარული დამუშავებისას "გატყავება" უნდა. ქუდის კიდიდან წაავლებთ სლიკინა ტყავს დანის წვერს და ასე აატყავებთ- ძალიან ადვილად ტყავდება. წყალში გარეცხვასაც აიცილებთ თავიდან, თორემ "მასლიონკები" ღრუბელივით ისრუტავენ წყალს.

Posted by: MANASE 20 Sep 2009, 13:41

QUOTE
ამას მაშლიაკს ეძახიან ანუ რუსულად მსალიატა ძალიან პოპულარული სოკოა ყველანაირად გამოიყენება

ჩვენთან დამუშავებისას კანსაც აცლიან და ქუდის ქვემოდან რბილობსაც.
QUOTE
ეს ნამდვილად პოლონური გოლომბეკია რუსულად სიროეჟკაა

ეს კი როგორც ვატყობ ღვინუა უნდა იყოს მწარე გემო აქვს.

Posted by: macaco-fast65 20 Sep 2009, 14:12
August
პირველი სოკო მიქლიო არაა?

Posted by: amadeus 20 Sep 2009, 14:54
macaco-fast65
კი ეგაა რაჭველთა სიამაყე smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Sep 2009, 15:22
ძალიან საინტერესო და კარგი სტატია:

http://www.kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1236870

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Sep 2009, 16:13
QUOTE (MANASE @ 20 Sep 2009, 13:41 )
QUOTE
ეს ნამდვილად პოლონური გოლომბეკია რუსულად სიროეჟკაა

ეს კი როგორც ვატყობ ღვინუა უნდა იყოს მწარე გემო აქვს.

თუ ბებერი არაა ბულეტისებური და მწერების კვერცხები არაა ჩადებული, მაშინ რბილს მოჭრა არ უნდა.

Posted by: WOMAN IN LOVE 20 Sep 2009, 19:38
Dr_Zuzumbo
MANASE
კანგაუცლელი ,,მასლიატის" ჭამა არ შეიძლება? თუ ეგ პროცესი მხოლოდ გარეცხვის თავიდან აცილების მიზნით უნდა ჩავატაროთ?
QUOTE
მწარე გემო აქვს.

მწარე არის არყა sad.gif არადა, რამდენია...

Posted by: MANASE 20 Sep 2009, 19:48
"მასლიანკას"სლიპინა კანი აქვს და ადვილად ძვრება, რომ დაიჭერ ხელში ეგრევე მიხვდები რომ კანი უნდა გააცალო.
პატარა სურათია და თუ სწორად ვატყობ ბოლო სოკო ღვინუა უნდა იყოს, ყოველშემთხვევაში ტყიბულის რაიონში გავიგე რომ საჭმელი სოკო იყო. მწარე გემო აქვს, მაგრამ თუ ერთს წამოადუღებ, წყალს გადაღვრი და ხახვში შეწვავ მაგარი პიკანტური გემო აქვს. იზრდება ფიჭვნარებში.

Posted by: BadbadGirl 20 Sep 2009, 21:42
აიიიიიიი რა მაგარი სოკოები ვიპოვეთ გუშინ biggrin.gif
user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Sep 2009, 22:13
QUOTE (BadbadGirl @ 20 Sep 2009, 21:42 )
აიიიიიიი რა მაგარი სოკოები ვიპოვეთ გუშინ biggrin.gif
user posted image

მარჯვენას არა უშავს-подосиновик , ცოტა ზედმეტად კია გაზრდილი, მარცხენა კი იჭმევა, მაგრამ მე ტაფაზე ასეთის ალაგს ვერ ვხედამ- ძროხის ბოლეტს უწოდებენ მაგას- ძროხებს უყვართ ენის გამოსმა gigi.gif

Posted by: Solveig 22 Sep 2009, 03:39
WOMAN IN LOVE
რომ მოხარშო არყა და წყალი გადაუღვარო, მაინც მწარეა?BadbadGirl
მარცხენა ბებერასოკოა და მარჯვენა-არყისძირა.
იჭმება ორივე, მაგრამ დიდი არაფერია.

ერთ დროს რამდენ სოკოს ვჭამდი და რამდენიმე წელიწადია, ახლოსაც აღარ ვეკარები, არ ვიცი, რატომ. ჭამის სურვილი აღარ მაქვს.

Posted by: WOMAN IN LOVE 22 Sep 2009, 09:36
Solveig
აუაუმ მითხრა, მთელი ღამე წყალში გავაჩერე, მერე წამოდუღებული წყალიც გადავუწურე და აღარ იყო მწარეო. მე კიდევ პირდაპირ ტაფაში გავუშვი, არ ვიცოდი მომზადების წესი rolleyes.gif drug.gif

Posted by: rtuli 22 Sep 2009, 13:53
WOMAN IN LOVE
QUOTE
მე კიდევ პირდაპირ ტაფაში გავუშვი, არ ვიცოდი მომზადების წესი 

რომ გცოდნოდა ბარძგალას სიმპატიები მწარე სოკოს მიმართ,წამოუღებდი biggrin.gif

Posted by: sati 20 Oct 2009, 23:55
მე სოკოს კონსერვი ვიყიდე იმ დღეს, შამპინიონი რომ აწერია, მაკარონში გავუშვი და სიმართლე ვთქვა დიდად არ მომეწონა. ვინც ხართ სოკოს სპეცები მითხარით რომელი უფრო გემრიელია? ცოცხალზე არ ვამბობ, აი როცა ბაზარში ვერ მიდიხარ და მარკეტში ყიდულობ, კონსერვებიდან?
და ისე ბაზარში არ მახსენდება როცა გამივლია დამენახოს სადმე? თუ რამე სპეციალურ ადგილას დგანან?

Posted by: miau 21 Oct 2009, 02:18
sati

sad.gif მთელ-მთელი სოკოები რომ აწყვია, ეგენია კარგი. smile.gif საერთოდ, ცოცხალი ჯობია, რა თქმა უნდა... smile.gif

Posted by: anatoreli 21 Oct 2009, 02:25
ეს რა სოკოა......................გადავრჩები რო ვჭამო? biggrin.gif

Posted by: Neo777 21 Oct 2009, 04:49
anatoreli
QUOTE
ეს რა სოკოა......................გადავრჩები რო ვჭამო?

მე არ გავრისკავდი smile.gif)

Posted by: anatoreli 21 Oct 2009, 17:09
Neo777
QUOTE
ეს რა სოკოა......................გადავრჩები რო ვჭამო?


მე არ გავრისკავდი )

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Andy Warhol 21 Oct 2009, 18:52
anatoreli
QUOTE
ეს რა სოკოა......................გადავრჩები რო ვჭამო? biggrin.gif



ვიდზე ეტყობა რომ ვარგისია საჭმელად biggrin.gif

Posted by: rtuli 21 Oct 2009, 19:43
sati
QUOTE
კონსერვი ვიყიდე იმ დღეს, შამპინიონი რომ აწერია,

დაკონსერვებული შამპინიონები საერთოდ არვარგა,ანუ უგემურებია,საერთოდ არ აქვს სოკოს გემო.
QUOTE
ისე ბაზარში არ მახსენდება როცა გამივლია დამენახოს სადმე? თუ რამე სპეციალურ ადგილას დგანან?

თუ ახლომახლოს ,,პოპული,,არის თითქმის ყველგან იყიდება შამპინიონები(პარნიკის).

Posted by: auau 21 Oct 2009, 21:31
anatoreli
სოკოს კრეფისას უნდა ერთი წესი დაიცვა - არ მოკრიფო ის, რაც ნამდვილად არ იცი, რომ საჭმელად ვარგისია!
* * *
sati
შამპინიონის კონსერვი, რომელსაც შავი ქაღალდი აქვსშემოკრული (ფირმა არ მახსოვს, ფერით კი დამახსომდაააა!), ისეთი საზიზღრობა გამოდგა, რკინის გემო ჰქონდა და საძაგელი იყო. არა! ამდენი სოკოს პატრონს, რა ჯანდაბად მინდოდა დაკონსერვებული?

Posted by: criminal20 21 Oct 2009, 21:52
QUOTE
ეს რა სოკოა......................გადავრჩები რო ვჭამო?

მიმაგრებული სურათი

ერთი შეხედვით ქამას გავს მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვი

Posted by: anatoreli 21 Oct 2009, 22:03
auau
QUOTE
სოკოს კრეფისას უნდა ერთი წესი დაიცვა - არ მოკრიფო ის, რაც ნამდვილად არ იცი, რომ საჭმელად ვარგისია!

არ მომიკრეფია ტყეში...პირდაპირ ეზოში ამოვიდა ბლომად biggrin.gif


criminal20
QUOTE
ერთი შეხედვით ქამას გავს მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვი


შენ ტყეში არ დაკრიფო სოკო და არ ჭამო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

შავჩოხაა ეგ ისე...

Posted by: criminal20 21 Oct 2009, 22:09
QUOTE
ერთი შეხედვით ქამას გავს მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვი



შენ ტყეში არ დაკრიფო სოკო და არ ჭამო

შავჩოხაა ეგ ისე...

თუ იცოდი რაღას გვაწვალებდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Oct 2009, 22:12
QUOTE (anatoreli @ 21 Oct 2009, 02:25 )
ეს რა სოკოა......................გადავრჩები რო ვჭამო? biggrin.gif

არავითარ ქამას არა ჰგავს- ცუდი სურათია და ამიტომ მიძნელდება შეფასება. ქვედა სურათზე რომ სოკოა, თუ ასეთია, მაშინ ჭამა შეიძლება, მაგრამ დელიკატესი ნაღდად არაა.
თუ ასეთი მოყავისფროა, რომელიც ზედა სურათზეა, მაშინ ძალიან შხამიანი სოკოა

user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Oct 2009, 22:22
თუ ეს სოკოა, რომელის ქუდსაც, სანთლისმაგვარი ზედაპირი აქვს შეხებისას, მაშინ ძალიან კარგი საჭმელი სოკოა

Posted by: anatoreli 22 Oct 2009, 01:47
criminal20
QUOTE
თუ იცოდი რაღას გვაწვალებდი   

გამეორება ცოდნის დედაა... biggrin.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
ქვედა სურათზე რომ სოკოა, თუ ასეთია, მაშინ ჭამა შეიძლება, მაგრამ დელიკატესი ნაღდად არაა.

რიადოვკაა,მაგრამ თითქოს ერთ ფოტოში,შხამიან რიადოვკასაც მივამსგავსე და ეჭვი შემეპარა....


ბოლო ფოტოზე როა ეგ რაა...tricholoma portentoum...?

Posted by: Dr_Zuzumbo 22 Oct 2009, 08:32
QUOTE (anatoreli @ 22 Oct 2009, 01:47 )
ბოლო ფოტოზე როა ეგ რაა...tricholoma portentoum...?

არა, ეგ მეორე სურათზეა.
ბოლო სურათზე არის Hygrophorus camarophyllus

Posted by: tasikuna-taso 23 Oct 2009, 18:02
QUOTE
შამპინიონის კონსერვი, რომელსაც შავი ქაღალდი აქვსშემოკრული (ფირმა არ მახსოვს, ფერით კი დამახსომდაააა!), ისეთი საზიზღრობა გამოდგა, რკინის გემო ჰქონდა და საძაგელი იყო. არა! ამდენი სოკოს პატრონს, რა ჯანდაბად მინდოდა დაკონსერვებული?


მართლაც საშინელებაა. არადა ადრე კარგი იყო
* * *
ხომ ვერ მეტყვით ''მანჭკვარა''- სგან რისი მომზადება შეიძლება.

შემწვარის და პამიდორში ჩაშუშულის გარდა

წინასწარ დიდ მადლობას გიხდით

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Oct 2009, 20:02
QUOTE (tasikuna-taso @ 23 Oct 2009, 18:02 )
QUOTE
შამპინიონის კონსერვი, რომელსაც შავი ქაღალდი აქვსშემოკრული (ფირმა არ მახსოვს, ფერით კი დამახსომდაააა!), ისეთი საზიზღრობა გამოდგა, რკინის გემო ჰქონდა და საძაგელი იყო. არა! ამდენი სოკოს პატრონს, რა ჯანდაბად მინდოდა დაკონსერვებული?


მართლაც საშინელებაა. არადა ადრე კარგი იყო
* * *
ხომ ვერ მეტყვით ''მანჭკვარა''- სგან რისი მომზადება შეიძლება.

შემწვარის და პამიდორში ჩაშუშულის გარდა

წინასწარ დიდ მადლობას გიხდით

მანჭკვალა, მხოლოდ წვნიანში- საუკეთესოა.
შეგიძლიათ ნიგოზითა და ხმელის სუნელი შეკაზმოთ- სუპი ვერ აჯობებს.

Posted by: hirondelle 23 Oct 2009, 21:31
ხახვში ჩაშუშულს ვჭამდით მანჭკვალას ბაკურიანში, ოღონდ ბევრი უნდა იყოს ტაფაზე მთლიანები თავის კუდებით დაყრილი, თან არ უნდა გააშავო წვისგან თავის ყვითელი ფერი და ხორციანობა უნდა შერჩეს და უგემრიელიესია smile.gif
მარილი და პილპილი უნდა ნელნელა პახოდუ yes.gif

Posted by: sati 23 Oct 2009, 22:53
auau
QUOTE
შამპინიონის კონსერვი, რომელსაც შავი ქაღალდი აქვსშემოკრული (ფირმა არ მახსოვს, ფერით კი დამახსომდაააა!), ისეთი საზიზღრობა გამოდგა, რკინის გემო ჰქონდა და საძაგელი იყო. არა!



აი ზუსტად მაგაზე ვამბობ მეც, საშინლად არ მომეწონა, რაღაც რეზინა იყო, სულ ვერ მიხვდებოდი რას ჭამდი. ბაზარში თუ გამივლია მარტო ხის სოკო შემინიშნავს რომ ყიდდნენ ხოლმე და აბა სად შოულობთ ამდენნაერ სოკოს აქ რომ სურათები დაალაგეთ? ანუ ვინც თვითონ ვერ დადის ტყეში მოსაკრეფად, სადმე ხომ არაა ცალკე სოკოს ბაზრობათქო?

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Oct 2009, 23:22
Dr_Zuzumbo
auau
როგორ იმახსოვრებთ ასე სოკოებს? ჩემი აზრით, ეს ურთულესი საქმეა, ერთი შეცდომა და sad.gif

Posted by: auau 24 Oct 2009, 10:46
sati
QUOTE
სად შოულობთ ამდენნაერ სოკოს აქ რომ სურათები დაალაგეთ?

ჩვენ დავდივართ ტყეში სხვადასხვა ადგილას, ძირითადად კი შავნაბადაზე. ისე კი,სამგორის ბაზარში, რკინიგზის გვერდით, ანუ "ნავთლუღის ზედა ბაზარში" აქვთ ხოლმე ხანდახან


WOMAN IN LOVE
QUOTE
როგორ იმახსოვრებთ ასე სოკოებს?

ეგ გაცილებით ადვილია, ვიდრე 5 შვილის (თან რა შვილების!) მოვლა და გაზრდა! 2kiss.gif
http://smajliki.ru/smilie-771433671.html http://smajliki.ru/smilie-500805159.html http://smajliki.ru/smilie-852686535.html http://smajliki.ru/smilie-500923431.html

აბა რა ვქნათ, არ გვაღირსე შენი რაზმის ფოტოები!

Posted by: anatoreli 25 Oct 2009, 20:49
sati
QUOTE
აი ზუსტად მაგაზე ვამბობ მეც, საშინლად არ მომეწონა, რაღაც რეზინა იყო, სულ ვერ მიხვდებოდი რას ჭამდი. ბაზარში თუ გამივლია მარტო ხის სოკო შემინიშნავს რომ ყიდდნენ ხოლმე და აბა სად შოულობთ ამდენნაერ სოკოს აქ რომ სურათები დაალაგეთ? ანუ ვინც თვითონ ვერ დადის ტყეში მოსაკრეფად, სადმე ხომ არაა ცალკე სოკოს ბაზრობათქო?

შამპინიონს მიაქვს ბაზარი biggrin.gif

Posted by: liziko 18 Nov 2009, 11:38
განათლებულნო სოკოების ამბავში..!!!!!!!!!!
მოგმართავთ თხოვნით...
როგორ მოვამზადო შავჩოხა სოკო გემრიელად?.....

Posted by: fermina 25 Nov 2009, 11:30
ამას წინათ "პურპურში" ძალიან გემრიელი სოკოს კრემ-სუპი მივირთვი. როგორც მივხვდი, შამპინიონისგან იყო, დაბლენდერებული და ბევრი არც არაფერი ინგრედიენტი ჩანდა.
ჰოდა რა მინდოდა მეკითხა, ხომ არ იცით, როგორ მზადდება? სქელი მასა იყო, ჩვეულებრივ სუპზე სქელი, ბლანტი, და ცოცხალი სოკოს არომატი და გემო ჰქონდა.

Posted by: Peppi 25 Nov 2009, 13:34
fermina
QUOTE
ხომ არ იცით, როგორ მზადდება?


მრავალი წესია, თუმცა აი, ყველაზე მარტივი -
სოკო და ხახვი ითუშება, ემატება სოტა წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი და ბლენდერდება
შემდეგ ემატება არაჟანი ან ნაღები და მარილი, წიწაკა (ეს ბოლო სურვილის მიხედვით)
თეფშზე ამოღებული ფორმდება ცალკე მოხარშული რომელიმე უფრო "დახვეწილი" და ლამაზი მომცრო ზომის სოკოთი, შეიძლება მოეყაროს გახეხილი ყველიც . .
უხდება გახუხული პური, ან წვლირად დაჭრილი ბატონი

Posted by: kriketi-1985 26 Nov 2009, 01:53
ნიყვი მიყვარს საშინლად! წვნიანი და ცხიმიანი სოკოა და თავის წვენში რომ ითუშება ტაფაში ხახვთან ერთად, გასაგიჟებელია!
ისე კი დაკონსერვებულ შამპინიონს ბრინჯთან ერთად ჩაშუშულს სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე, იშვიათად, მაგრამ მაინც,
ტარხუნა უფრო გემრიელს ხდის კიდევ......

Posted by: anatoreli 26 Nov 2009, 02:08
kriketi-1985
QUOTE
ნიყვი მიყვარს საშინლად! წვნიანი და ცხიმიანი სოკოა და თავის წვენში რომ ითუშება ტაფაში ხახვთან ერთად, გასაგიჟებელია!


ნიყვს ხახვი რათ უნდა არ გადამრიო... biggrin.gif ისედაც საშინლად მაგარია... wink.gif

Posted by: kriketi-1985 26 Nov 2009, 02:35
QUOTE (anatoreli @ 26 Nov 2009, 02:08 )
kriketi-1985
QUOTE
ნიყვი მიყვარს საშინლად! წვნიანი და ცხიმიანი სოკოა და თავის წვენში რომ ითუშება ტაფაში ხახვთან ერთად, გასაგიჟებელია!


ნიყვს ხახვი რათ უნდა არ გადამრიო... biggrin.gif ისედაც საშინლად მაგარია... wink.gif

უი, შემეშალა biggrin.gif მართალია, ხახვი რამ მომაგონა... cry.gif gigi.gif

Posted by: LIKA-KHATIA 26 Nov 2009, 18:27
fermina
QUOTE
ამას წინათ "პურპურში" ძალიან გემრიელი სოკოს კრემ-სუპი მივირთვი. როგორც მივხვდი, შამპინიონისგან იყო, დაბლენდერებული და ბევრი არც არაფერი ინგრედიენტი ჩანდა. ჰოდა რა მინდოდა მეკითხა, ხომ არ იცით, როგორ მზადდება? სქელი მასა იყო, ჩვეულებრივ სუპზე სქელი, ბლანტი, და ცოცხალი სოკოს არომატი და გემო ჰქონდა.

არის აქ მაგის რეცეპტი, ადრე დამიდო რთულმა.
ეგ სოკოს კრემ-სუპი მეც მაგრად მომწონს.
კი დაბლენდერებულია .
მოიცა მოვძებნი სად დევს.


Here You Are.

სოკოს სუპი გავაკეთე და ოჯახის ყველა წევრი თავ-ფეხიანად ქვაბში ჩაძვრა.არ მიქნია მხოლოდ ორეგანო, რომელიც ვერ გავარკვიე რომელი სუნელია
Крем-суп из шампиньонов

300 гр. свежих шампиньонов
350 мл. сливок жирностью 20-25%
1 небольшая луковица
1 ст.л. муки
1/2 ч.л. орегано
1 ст.л. сливочного масла
соль,перец

Шампиньоны порезать на 4 части.Лук порезать мелко.
Обжарить шампиньоны и лук на сливочном масле минут 5-7.
Отправить лук и грибы в блендер и измельчить до состояния кашицы.
В кастрюлю налить сливки,добавить измельченную смесь и поставить на медленный огонь.Добавить муку,тщательно размешать и помешивая греть минут 10 не доводя до кипения.
Подавать суп горячим с гренками.

Posted by: lost_for_words 27 Nov 2009, 16:30
არადანაყრების მიზნით სოკოებზე საუბარი ამ თემაში არ მიდის ?

არის ვინე აქ ვინც კარგად იცნობს საქართველოში გავრცელებულ სოკოებს ?

Posted by: LUCKY7 27 Dec 2009, 16:26
მაინტერესებს ხის სოკოს რამდენი სახეობა არის smile.gif
ისე არცერთი ხის სოკო შხამიანი არ არის ხომ?

Posted by: auau 28 Dec 2009, 16:35
lost_for_words
QUOTE
არის ვინე აქ ვინც კარგად იცნობს საქართველოში გავრცელებულ სოკოებს ?

ახლა, ვერ გეტყვი, რომ ექსპერტი ვარ, მაგრამ 20-მდე სახეობის სოკოს ოჯახის წევრები ვცნობთ (შეიძლება ცოტა მეტსაც).
ვაგროვებთ ძირითადად შავნაბადაზე, თეთრი წყაროს მიდამოებში, თელავის ტყეებში, ცხვარიჭამიასა და საბადურას ტყეში... მოკლედ, სადაც დავინახავთ, ყველგან ვაგროვებთ, ეს უკვე აზარტად იქცა. ხანდახან იმდენი მოგვაქვს, რომ აქეთ-იქეთ ახლობლებს ვჩუქნით. ზამთრისთვის ვიმარაგებთ - მარინადის სახით, გაყინულსა და დამარილებულს. შავნაბადაზე ძალიან ბევრია "სიროეჟკების" სხვადასხვა სახეობები წითლიო, ღვინიო, ხრაშუნა და მტრედიო, ლურჯანა, მელანა, მგლის ხროვა (макруха пурпурная),რიჟიკები, ზეთა (маслята), ბატკნები(ამას არ ვეკარები, გუდაფშუტაა, ზოგი ჭამს), შავჩოხა, ქათამბარკალა, ქამა სოკოს მინდვრის და ტყის სახეობები. რძიანა, ირმის ჩხა(ირმის რქა),მჭადა, დათვა არის თელავის და ცხვარიჭამიას ფოთლოვან ტყეებში. ნუ, მანჭკვალა და ნიყვი იმერეთის პრეროგატივაა. კახეთში პოპულარულია ხის სოკოს სახეობები, განსაკუთრებით კალმახა. რა ვიცი, რა ჩამოთვლის და რა გაიხსენებს ყველას. უბრალოდ, რაც არ ვიცით, იმას არ ვეკარებით, რადგან სოკოსთან ხუმრობა არ შეიძლება.
* * *
სოკოს სალათა

სოკო მოვხარშოთ წყლის დაწმენდამდე, დაახლოებით 15-20 წუთი. დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანე ხახვი, ცოტა დაკეპილი (და არა დანაყილი) ნიორი, მწვანილი - ქინძი, კამა, ოხრახუში, მოვასხათ შავი ღვინის ძმარი ან ლიმონის წვენი, ზეთი (სასურველია ზეითუნის ექსტრა ვირჯინი ან ნებისმიერი კარგი რაფინირებული). ერთი ღამე გამოიაროს, რომ გაუჯდეს და მიირთვით! მუნდირში გამომცხვარ ან მოხარშულ კარტოფილს და არაყს უხდება!

Posted by: auau 28 Dec 2009, 22:52
lost_for_words
QUOTE
არადანაყრების მიზნით სოკოს ჭამას საქართველოს მასშტაბით მოვახერხებთ

არ მესმის აზრი. თავის მოკვლას თუ აპირებ, ბლედნაია პაგანკა და მუხამორები ნამდვილად მოიძებნება.
სხვა რისთვის შეიძლება სოკო მოგინდეს... lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Solveig 28 Dec 2009, 22:55
auau

QUOTE
მანჭკვალა და ნიყვი იმერეთის პრეროგატივაა.

უი, რას ამბობთ smile.gif

ახალციხეშიც იმდენია მანჭკვალა, შემოდგომაზე. თუმცა, მე დიდად არ მიყვარდა, საძაგელი სუნი ჰქონდა ხარშვის დროს biggrin.gif მერე კი კარგი იყო-მოხარშული, გარეცხილი და ჩახრაკული, ან პომიდვრით..მაგრამ ხარშვის ატანა არ გინდოდა? biggrin.gif

ჩემი ძმა იძახდა, მოხარშული ფეხსაცმლის სუნი აქვსო biggrin.gif

QUOTE
ბლედნაია პაგანკა და მუხამორები ნამდვილად მოიძებნება.

უფ, არავის ვურჩევ მაგის ჭამას.

შეიძლება, მოგკლას და თუ გადაურჩი, ღვიძლს აზიანებს ძალიან....

Posted by: BadbadGirl 28 Dec 2009, 23:04
QUOTE
მუხამორები

არდა რა ლამაზები არიან smile.gif
და რა გემრიელი სუნი აქვთ smile.gif

თუმცა მუხამორების ჯგუფშიც არის შეჭმადი სოკო, მაგრამ ცნობა უნდა smile.gif და არ ღირს გარისკვა, (ასე დამარიგა ჩემი ქმრის მამამ tongue.gif tongue.gif )

Posted by: forumeli007 29 Dec 2009, 09:51
გოგოებო საახალწლოდ რადგან თევზით ხსნილია მინდა გავაკეთო დაფარშირებული თევზი... მაინტერესებს თევზი და სოკო როგორ მიდის ერთმანეთთან??? მინდა გატარებული თევზის ხორცითა და სოკოთი გამოვტენო და ისე დაბვრაწო... როგორ ფიქრობთ როგორი იქნება??? ძალიან მაინტერესებს თევზი და სოკო თუ მიდის ერთმანეთთან...


უი და კიდევ.... ძალიან გთხოვთ მასწავლეთ ნიყვი როგორ უნდა გავაკეთო რა (უცოდინაააარ)

Posted by: Dr_Zuzumbo 29 Dec 2009, 10:10
QUOTE (BadbadGirl @ 28 Dec 2009, 23:04 )
QUOTE
მუხამორები

არდა რა ლამაზები არიან smile.gif
და რა გემრიელი სუნი აქვთ smile.gif

თუმცა მუხამორების ჯგუფშიც არის შეჭმადი სოკო, მაგრამ ცნობა უნდა smile.gif და არ ღირს გარისკვა, (ასე დამარიგა ჩემი ქმრის მამამ tongue.gif tongue.gif )

ნიყვია, ნიყვი შეჭმადი, რომელიც "მუხამორების" ე.ი. ამონიტების ოჯახიდანაა 2kiss.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 29 Dec 2009, 10:19
QUOTE (LUCKY7 @ 27 Dec 2009, 16:26 )
მაინტერესებს ხის სოკოს რამდენი სახეობა არის smile.gif
ისე არცერთი ხის სოკო შხამიანი არ არის ხომ?

ხის სოკოებს შორის არის აგრეთვე შხამიანი, თანაც ძალიან შხამიანი. ეს სოკო ისეთივე შხამს შეიცავს, როგორსაც ფერმკრთალი ბილწა სოკო

Posted by: lost_for_words 29 Dec 2009, 10:23
QUOTE (auau @ 28 Dec 2009, 22:52 )
lost_for_words
QUOTE
არადანაყრების მიზნით სოკოს ჭამას საქართველოს მასშტაბით მოვახერხებთ

არ მესმის აზრი. თავის მოკვლას თუ აპირებ, ბლედნაია პაგანკა და მუხამორები ნამდვილად მოიძებნება.
სხვა რისთვის შეიძლება სოკო მოგინდეს... lol.gif lol.gif lol.gif

სადაა აბა მუხამორები? user.gif
---------------------------------

Posted by: rtuli 3 Jan 2010, 22:38
ერთ ღამეში დამარინადებული სოკო

1 კგ. სოკო,გავრეცხოთ და თუ დიდი ზომების არის გავჭრათ
125 მლ.ზეთი
125მლ.ძმარი
4 კბილი ნიორი(დანაყილი)
10 ცალი სავი პილპილის მარცვალი
10 ცალი სურნელოვანი პილპილი(душистого перца )
2-3 ცალი მიხაკი
2 ჩ.კ. მარილი
4 ჩ.კ. შაქარი
5 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ს.კ. ქინძის თესლი

ყველაფერი მოვათავსოთ ქვაბში და წამოვადუღოთ 3 წუთით,ჩავყაროთ სოკო,ვადუღოთ 5 წუთი თავდახურული+თან ვურიოთ ყოველ 1 წუთში ერთხელ.
გადმოვდგათ ცეცხლიდან,გადავიტანოთ შუშის ქილაში,გავაგრილოთ და მაცივარში დავივიწყოთ მთელი ღამით.
მშვენიერი დამარინადებული სოკო გარნირად გამოვიყენოთ,ან სულაც არაყზე მივაყოლოთwink.gif

პ.ს. მე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკაც დავუმატე.
http://www.radikal.ru

Posted by: n_j 4 Jan 2010, 10:44
ერტი იდეა ამეკვიატა და არ ვიცი როგორ განვახორციელო, იქნებ ვინმე დამეხმაროთ.მოკლედ, ერთმა ადამიანმა, რომელიც ავადსახსენებელ მოსკოვში ცხოვრობს, მითხრა რომ იქ ნახა რამდენიმე სახლში, ფანჯრის რაფაზე, ქოთნებში რომ აქვტ დარგული სოკო.ძალიან მინდა მეც მეც მქონდეს ასე სახლში მაგრამ არ ვიცი სად ვიშოვო სოკოს სპორები ქოთანში დასათესად.
მაქვს რამე შანსი, ჩემი იდეა რომ რეალობად ვაქციო?

Posted by: macaco-fast65 4 Jan 2010, 10:47
rtuli
რა სასიამოვნოდ დარა ლამაზად გამოიყურება ,და საერთოდ შენი ყველა კერძი თუ საკონდიტრო ნაწარმი ულამაზესია შესახედაობით.მარტო ისეთი სურათები გაქვს გადაღებული რომ შედევრია პირდაპირ. up.gif up.gif

Posted by: auau 4 Jan 2010, 19:38
rtuli
მე ასე ვამარინადებ სასწრაფო წესით და განსაკუთრრებით, თუ სოკოს სალათისთვის მინდა:
სოკოს ვხარშავთ 5 წუთი (განაყინს ვადუღებთ 2-3 წუთი), გადავავლებთ ცივ წყალს და დავყრით საწურზე.
ადუღებულ წყალში, რომელშიც გახსნილია მარილი, შაქარი, მოთავსებულია შავი პილპილი და ბაჰარი მარცვლებში, ვხარშავთ სოკოს, სანამ წყალი დაიწმინდება, ანუ 15-20 წუთი. ვაწყობთ ქილებში, ვასხავთ თავის წყალს და ძმარს. შეგიძლიათ ერთი დღის შემდეგ გამოიყენოთ, შეგიძლიათ დატოვოთ, რომ კარგად გაუჯდეს.
თუ ამას სალათისთვის ვაკეთებთ, მაშინ მარინადიდან ამოწურულ სოკოს ვჭრით, ვაყრით დაჭრილ მწვანე ხახვს, ვუმატებთ ძმარსა და ზეთს გემოვნებით.ასევე უხდება ცოტაოდენი დაჭრილი კამა
1 ლ წყალზე 1.5-2 ს/ კოვზი მარილი (მარილს ზეპირად არ ვენდობი, რადგან ხანდახან სიმლაშე აკლია, ამიტომ გემოთი ვსინჯავ)
1 ს/კოვზი შაქარი
6-7 ცალი შავი პილპილი
4-5 ცალი ბაჰარი
მიხაკს არ ვუკეთებ, რადგან სპეციფიურ რკინის გემოს აძლევს და არ მიყვარს
1 დაფნის ფოთოლი
1 ს/კოვზი ძმარი
სალათისათვის ძმარი და ზეთი უკვე დამატებით, გემოვნებით გაუწყეთ. მწვანე ხახვის ნაცვლად შეიძლება ჩვეულებრიბი ხახვი დავჭრათ რგოლებად და ის გამოვიყენოთ

ასე კარგი გამოდის "სიროეჟკების" ნებისმიერი სახეობა, "მაკრუხა" და განსაკუთრებით "მასლიატა"

n_j

QUOTE
მაქვს რამე შანსი, ჩემი იდეა რომ რეალობად ვაქციო?

გაქვს! დიდუბეში, სამთო ქიმიასთან არის მემამულის სახლი თუ რაღაც ამგვარი ჰქვია, მიხვდები, გვერდითაა, და იქ დაგეხმარებიან

Posted by: Maykuna 4 Jan 2010, 22:59
auau

და ქამა სოკოსთვის წავა ეს ვარიანტი? საყინულეში მაქვს და ვფიქრობ საშობაოდ გამოვიყენო თან არასამარხო ვარიანტი მინდა რამე მირჩიეთ ერთი ვარიანტია სულგუნით კეცზე

Posted by: rtuli 5 Jan 2010, 00:01
macaco-fast65
QUOTE
რა სასიამოვნოდ დარა ლამაზად გამოიყურება

მადლობაsmile.gif 2kiss.gif

auau
QUOTE
სოკოს ვხარშავთ 5 წუთი (განაყინს ვადუღებთ 2-3 წუთი), გადავავლებთ ცივ წყალს და დავყრით საწურზე.

ამას მხოლოდ სხვა ჯიშის სოკოზე ვიყენებ,რაც შეეხება ქამა სოკოს წინასწარ წამოდუღება არჯირდებაsmile.gif ეგ სოკო უმადაც იჭმევა+ნაზია ძალიან.

მე როცა მოვამზადე(ჩემი რეცეპტით) არნახულად ბევრი წვენიც გამოყო yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 5 Jan 2010, 10:49
სოკოს დაბრაწვა თუ გსურთს მოიქეცით შემდეგნაირად.
დაჭრილი, ან დაუჭრელი სოკო დაყარეთ ტაფაზე უცხიმოდ და შემოდგით საშუალო ცეცხლზე.
დაელოდეთ გამოდენილი სითხის აორთქლებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ ცხიმიც დაამატატოთ და ლამაზად შებრაწოთ

Posted by: auau 5 Jan 2010, 18:21
Dr_Zuzumbo
QUOTE
სოკოს დაბრაწვა თუ გსურთს მოიქეცით შემდეგნაირად.
დაჭრილი, ან დაუჭრელი სოკო დაყარეთ ტაფაზე უცხიმოდ და შემოდგით საშუალო ცეცხლზე.
დაელოდეთ გამოდენილი სითხის აორთქლებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ ცხიმიც დაამატატოთ და ლამაზად შებრაწოთ

ჩემმა რუსმა მეზობლებმა სწორედ ასე მასწავლეს და თან მირჩიეს კარაქის გამოყენება. ასე შემწვარი რიჟიკები და სიროეჟკები რაღაც შეუდარებელია. უკვე სხვანაირად შემწვარი აღარც მომწონს, ნატურალურ გემოს ასეთი წესი უფრო უნარჩუნებს.

Maykuna
QUOTE
და ქამა სოკოსთვის წავა ეს ვარიანტი? საყინულეში მაქვს და ვფიქრობ საშობაოდ გამოვიყენო თან არასამარხო ვარიანტი მინდა რამე მირჩიეთ ერთი ვარიანტია სულგუნით კეცზე

ჟულიენი მშვენიერი ვარიანტია. კიდევ ქათამთან ერთად შემწვარი. არის კიდევ ერთი ვარიანტი - დაჭრილი, მარილ-პილპილმოყრილი შამპინიონებით გატენე ქათამი, კარაქის პატარა კუბიკები ჩაუდე. ჩხირებით ამოკერე და შეწვი

Posted by: BadbadGirl 5 Jan 2010, 19:18
QUOTE
ოკოს დაბრაწვა თუ გსურთს მოიქეცით შემდეგნაირად. დაჭრილი, ან დაუჭრელი სოკო დაყარეთ ტაფაზე უცხიმოდ და შემოდგით საშუალო ცეცხლზე. დაელოდეთ გამოდენილი სითხის აორთქლებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ ცხიმიც დაამატატოთ და ლამაზად შებრაწოთ

ასეა ნამდივლად .
ორი წყაროდან ვიცი:
1. საკუთარი გამოცდილებიდან biggrin.gif
2. ჩემი ქმრის მამამ მასწავლა


პ.ს. და ვფიქრობ კარაქში შემწვარი სოკო ბევრად არომატული და გემრიელი გამოდის ვიდრე ზეთში შემწვარი.

Posted by: nini29 31 Jan 2010, 13:46
სოკოს სუპის გაკეთება მინდა, ოღონდ არა კრემ-სუპის, ჩვეულებრივი რომაა შიგნით რო დაცურავენ სოკოები smile.gif
როგორ გავაკეთო იქნებ მასწავლოთ


Posted by: fermina 26 Apr 2010, 08:51
QUOTE (LIKA-KHATIA @ 26 Nov 2009, 18:27 )
fermina
QUOTE
ამას წინათ "პურპურში" ძალიან გემრიელი სოკოს კრემ-სუპი მივირთვი. როგორც მივხვდი, შამპინიონისგან იყო, დაბლენდერებული და ბევრი არც არაფერი ინგრედიენტი ჩანდა. ჰოდა რა მინდოდა მეკითხა, ხომ არ იცით, როგორ მზადდება? სქელი მასა იყო, ჩვეულებრივ სუპზე სქელი, ბლანტი, და ცოცხალი სოკოს არომატი და გემო ჰქონდა.

არის აქ მაგის რეცეპტი, ადრე დამიდო რთულმა.
ეგ სოკოს კრემ-სუპი მეც მაგრად მომწონს.
კი დაბლენდერებულია .
მოიცა მოვძებნი სად დევს.


Here You Are.

სოკოს სუპი გავაკეთე და ოჯახის ყველა წევრი თავ-ფეხიანად ქვაბში ჩაძვრა.არ მიქნია მხოლოდ ორეგანო, რომელიც ვერ გავარკვიე რომელი სუნელია
Крем-суп из шампиньонов

300 гр. свежих шампиньонов
350 мл. сливок жирностью 20-25%
1 небольшая луковица
1 ст.л. муки
1/2 ч.л. орегано
1 ст.л. сливочного масла
соль,перец

Шампиньоны порезать на 4 части.Лук порезать мелко.
Обжарить шампиньоны и лук на сливочном масле минут 5-7.
Отправить лук и грибы в блендер и измельчить до состояния кашицы.
В кастрюлю налить сливки,добавить измельченную смесь и поставить на медленный огонь.Добавить муку,тщательно размешать и помешивая греть минут 10 не доводя до кипения.
Подавать суп горячим с гренками.

კითხვა გამიჩნდა ამ რეცეპტთან დაკავშირებით. ნაღები მე მაქვს საკონდიტრო, ანუ ფხვნილია, რომლითაც კრემი კეთდება და თავისთავად შაქარს შეიცავს და აქ გამოდგება? rolleyes.gif მე მგონი მართლა ჯობს არაჟნით ჩავანაცვლო.

Posted by: rtuli 26 Apr 2010, 11:58
fermina
QUOTE
ნაღები მე მაქვს საკონდიტრო, ანუ ფხვნილია

უგემურია ეგ ფხვნილის ნაღები და არ გამოდგება კრემ-სუპში.
არაჯნით არა მდნარი ყველით ვიოლათი გირჩევ ჩანაცვლებას+ცოტაოდენ რძის დამატებით შეათხელე yes.gif
ასე მოამზადე 350 მლ. რომ გამოგივიდეს: 200გრ. ვიოლას მდნარ ყველს დაამატე 150 მლ. რზე 3,5%(წითელი სანტეს რძე).
მოგეწონება smile.gif

Posted by: fermina 26 Apr 2010, 13:44
QUOTE (rtuli @ 26 Apr 2010, 11:58 )
fermina
QUOTE
ნაღები მე მაქვს საკონდიტრო, ანუ ფხვნილია

უგემურია ეგ ფხვნილის ნაღები და არ გამოდგება კრემ-სუპში.
არაჯნით არა მდნარი ყველით ვიოლათი გირჩევ ჩანაცვლებას+ცოტაოდენ რძის დამატებით შეათხელე yes.gif
ასე მოამზადე 350 მლ. რომ გამოგივიდეს: 200გრ. ვიოლას მდნარ ყველს დაამატე 150 მლ. რზე 3,5%(წითელი სანტეს რძე).
მოგეწონება smile.gif

დიდი დიდი მადლობა 2kiss.gif

ჰო თან შაქრიანი... user.gif მაგრამ კრემისთვის არ ვარგა? ფხვნილი იმიტომ ვიყიდე რომ 1) სუნელების კაცმა მირჩია პასაჟში და 2) უფრო პრაქტიკულია იმ მხრივ, რომ გახსნილი შეკვრა უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე სითხე, რა ვიცი... მგონი თურქულია ისე, მერე წავიკითხე, დიანა თუ რაღაც ამდაგვარი ქვია მგონი.

გული მიგრძნიბს, ძალიან გემრიელი გამოვა ეგ სუპი chups.gif
* * *
ერთსაც ვიკითხავ, ანუ დაბლენდერებულ მასას ქვაბში რომ ჩავუშვებ, მერე დავამატო რძე და ვიოლა და ერთიანად გავაჩერო 10 წუთი, თუ ჯერ ვიოლა გავხსნა/ შევათხელო რძით ნელ ცეცხლზე (მთლად სითხისებრი მასა ხომ არ არის მდნარი ვიოლა) და მერე დავამატო სოკოს მასა?

Posted by: tasikuna-taso 26 Apr 2010, 17:09
QUOTE
მაგრამ კრემისთვის არ ვარგა?


კრემისთვის კარგია, თანაც მარხვაშიც გამოიყენება.

Posted by: rtuli 26 Apr 2010, 18:44
fermina
QUOTE
ერთსაც ვიკითხავ, ანუ დაბლენდერებულ მასას ქვაბში რომ ჩავუშვებ, მერე დავამატო რძე და ვიოლა და ერთიანად გავაჩერო 10 წუთი,

yes.gif
ჯერ მოშუშულ ხახვს+სოკოს დააბლენდერებ და ჩაუშვებ რძეში გახსნილ მდნარი ყველის(ვიოლას)სითხეში,თუ სქელი მოგეჩვენა მასა შეგიძლია რძის ოდნავ დამატება.

ფხვნილის ნაღები პრაკტიკულია მაგრამ,მე არასოდეს გამომიყენებია,თხევადს როცა ვყიდულობ ვხმარობ ნაწილს,ნაწილი გახსნილი ერთი კვირა ძლებს,მე ყავაშიც მიყვარს ცოტა დამატება,უგემრიელესი გამოდის smile.gif

Posted by: lily 29 Apr 2010, 12:20
გამარჯობა

იცით რა მაინტრესებს? ასაწონი ქამა სოკო რომ იყიდება (დაფასოებული არა) ხშირ შემთხვევაში ტალახიანია ხოლმე და ფეხს რომ მოაძრობ შიგნითა მხრიდან შავი ზოლები აქვს. მოკლედ იქნებ მითხრათ ვინმემ როგორ უნდა დავამუშაო ასეთი სოკო რომ საჭმელად ვარგისი გავხადო
user.gif

წინასწარ დიდი მადლობა კეთილო ხალხო 2kiss.gif

Posted by: n_j 29 Apr 2010, 12:46
მე ქამას გადავცქვნი ხოლმე და მერე ცივი წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ ვრეცხავ, მიწა შორდება ადვილად.

Posted by: tasikuna-taso 29 Apr 2010, 13:13
ნაყიდი ქამა სოკო ზოგი სილიანია. ზოგი მიწიანი.
სილიანი უფრო ადვილად ირეცხება და გემოთიც ჯობია მიწიანს.

Posted by: lily 29 Apr 2010, 13:51
n_j

ანუ ქუდს ფცქვნი ალბათ, ეს გასაგებია, მაგრამ აი ქუდის შიგნითა მხარეს რას უშვები ფეხს რომ მოაცლი მერე?

Posted by: n_j 29 Apr 2010, 14:13
ვრეცხავ სხვა რა უნდა ვქნა, შავი ზოლი თუ მიწაა მოშორდება და თუ სოკოსია იმას ვერ მოაშორებ, თუ არ მოაჭერი. მაგრამ ვერ მივხვდი რა ზოლებზე ამბობ, თუ უბრალოდ ასეთი ფერისაა სოკო, ე.ი. ასეც უნდა იყოს, რატომ უნდა მოაშორო? ეს ხომ არ მოგწამლავს

ამ ზოლებზე ამბობ?

Posted by: lily 29 Apr 2010, 14:42
n_j

ხო მაგაზე ვამბობ. მე მცდელობა მქონდა გამომეფხიკა wink.gif მაგრამ მივხვდი რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი და ამიტომაც ვიკითხე

დიიიდი მადლობა ჩემო კარგო

Posted by: n_j 29 Apr 2010, 14:45
მაგის გამოფხეკვა საწირო არ არის ნამდვილად biggrin.gif თამამად მიირთვი

Posted by: fermina 4 May 2010, 00:03
QUOTE (rtuli @ 26 Apr 2010, 18:44 )
fermina
QUOTE
ერთსაც ვიკითხავ, ანუ დაბლენდერებულ მასას ქვაბში რომ ჩავუშვებ, მერე დავამატო რძე და ვიოლა და ერთიანად გავაჩერო 10 წუთი,

yes.gif
ჯერ მოშუშულ ხახვს+სოკოს დააბლენდერებ და ჩაუშვებ რძეში გახსნილ მდნარი ყველის(ვიოლას)სითხეში,თუ სქელი მოგეჩვენა მასა შეგიძლია რძის ოდნავ დამატება.

ფხვნილის ნაღები პრაკტიკულია მაგრამ,მე არასოდეს გამომიყენებია,თხევადს როცა ვყიდულობ ვხმარობ ნაწილს,ნაწილი გახსნილი ერთი კვირა ძლებს,მე ყავაშიც მიყვარს ცოტა დამატება,უგემრიელესი გამოდის smile.gif

სოკოს კრემ-სუპი გავაკეთე რთულის რეცეპტით, ანუ მდნარი ყველი+რძე, და არაჩვეულებრივი გამოვიდა, ზუსტად ისეთი კონსისტენციის, როგორიც გამისინჯავს და მინდოდა, მხოლოდ ჩემმა სტუმარმა აღნიშნა, ცოტა მძიმეაო თუ რაღაც biggrin.gif ანუ მე ყველს არ ვუზამდი შიგნით, უფრო მერე ჩავახეხავდიო, მაგრამ მე ძალიან მომეწონა ზუსატდ ისეთი, როგორიც გამოვიდა.

Posted by: rtuli 4 May 2010, 00:32
fermina
QUOTE
მაგრამ მე ძალიან მომეწონა ზუსატდ ისეთი, როგორიც გამოვიდა.

მე ბევრჯერ მაქვს სხვადასხვა ინტერპრეტაციებით მომზადებული სოკოს წვნიანი მაგრამ,მდნარი ყველით ყველაზე მეტად მომწოონს მეც yes.gif
ნაღებიან კრემ-სუპს აჯობა ,ნუ ჩემი გემოვნებით yes.gif

ამ დღეებში მეც მოვამზადებ,ხვალ მეგრული სამზარეულოს დღე მაქვს smile.gif

Posted by: rockataka 4 May 2010, 10:15
rtuli
QUOTE
ხვალ მეგრული სამზარეულოს დღე მაქვს

მწარე gigi.gif

მე "ცოცხალ" შამპინიონს, სალათებსაც ვამატებ chups.gif

Posted by: მაკ-კი 4 May 2010, 10:29
rtuli
QUOTE
ხვალ მეგრული სამზარეულოს დღე მაქვს 

კონკრეტულად რა უნდა მოამზადო? smile.gif

Posted by: nadin 8 May 2010, 20:17
auau
QUOTE
ლურჯანა

დღეს შევიძინე სოკო დუშელისგან, მითხრა ლურჯანააო, თუ შეძლებთ იქნებ მომაწოდოთ მისი მომზადების წესი, თავად სოკო კი ასე გამოიყურება

user posted image
user posted image
user posted image

სპეციფიური სუნიც აქვს

Posted by: miau 9 May 2010, 13:38
nadin

არა, ეს ის სოკო არ არის, auau რომ წერდა. ეს უფრო ტყის შამპინიონს გავს.

Posted by: nadin 9 May 2010, 13:41
დიდი მადლობა, მაგრამ საბოლოოდ დავიბენი, როცა არ (ვერ ) ვერკვევი ალბათ არ უნდა შემეძინა, უბრალოდ იმდენად მომეწონა ვიზუალურად baby.gif sad.gif

Posted by: miau 9 May 2010, 13:55
თავს ვერ დავდებ ისე, რფა სოკოა, ძნელი სათქმელია მაიც. აი, დოქტორ ზუზუმბო არის პროფესორი ამ საკითხში და ის უკეთ ჰაჰვარკვევს smile.gif

Posted by: Domaci 8 Jul 2010, 19:09
ხალხნო ეხლა შევიძინე და არვიცი როგორ გავაკეთო,

ეს სოკო ჯერ უნდ ამოვხარშო და მერე უნდა მოვშUშO თუ რა უყო მიხთხარით რა მააგრი მშიაააა sad.gif





თუ არიცოდი რაგას ყიდულობდიო არ დაწეროთ , აბა კვერცი როდემდე მეჭამა ამოვიდა ყელში


აუ აქ არავინაა შემომსვლელი cry.gif

Posted by: rtuli 8 Jul 2010, 19:15
Domaci
QUOTE
ეს სოკო ჯერ უნდ ამოვხარშო და მერე უნდა მოვშUშO თუ რა უყო მიხთხარით რა მააგრი მშიაააა 

მე პირდაპირ ოთხად ვჭრი(გარეცხილს!) და კარაქში ვწვავ,თუ გინდა წვრილად ხახვიც დააჭერი და მოშუშე კარგად.შეანელე პილპილით და მარილით ბოლოს...ქინძსაც აჭრიან,თუ გინდა დააჭერი...მე ცოტა ძმარს ან სოიოს სოუს ვამატებ ასე უფრო მომწონს....
თუ გინდა ბოლოს სულგუნი მოახეხე კიდე და მერე დაგრილე სულგუნი ზემოდან ღუმელში ,გემრიელია ძალიან love.gif

მოკლედ ბევრი ვარიანტი დაგიწერე და აბა შენ იცი+გგემოვნებამაც smile.gif

Posted by: BadbadGirl 8 Jul 2010, 19:19
Domaci
რთულიმ როგორც დაგიწერა ამსე ხომ კარგია კდიევ ერთ ჩემ უსაყვარლეს რეცეპტს გეტყვი smile.gif

სოკოს მოაცილე ფეხი და გაასუფთავე ქუდი.
წინასწარ გახეხე ან წვრილად დაჭერი უმარილი ყველი, - ხაჭოც შეგიძლია გამოიყენო. შეანელე ოდნავ პილპილით smile.gif და ამოტენე ეს შენი სოკოები კარგად smile.gif

აიღე რამე ჭურჭელი (სასურველია ტაფა რომ ღუმელში შედგა, თუ არ გაქვს არაუშავს ზევიდანაც გამიკეთებია) ჩააგდე კარაქის ნაჭერი და კარგად გააცხელე. მხოლოდ მაშინ როცა აკრაქი კარგად აშუშხუნდება ჩააწყე სოკოები ან მხურვალე ღუმელში შედგი 10-8 წუთით ან გაზზე დატოვე ასე 5-8 წუთით ოღონდ ტაფას თავსახური დააფარე smile.gif

Posted by: Domaci 8 Jul 2010, 19:25
არ მ,აქვს ქინძები და რაგაცეები. აქ არიყიდება

მოკლედ მაქვს , ტაფა, სოკო, მარილი, ზეთი, ხახვი , ნიორი და არაჟAნი sad.gif

ეხლა დავჭერი წვრილებად გავასუფთავე და ტაფას ვაცხელებ

Posted by: hirondelle 8 Jul 2010, 19:29
Domaci
ჩაყარე ეგ ყველაფერი ერთად და მოშუშე, ჯერ ხახვი შეაყვითლე ცოტა
აი შავი პილპილიც რომ გქონდეს, უფრო გემრიელი გამოვიდოდა
მეზობელს არ ექნება? rolleyes.gif

Posted by: Domaci 8 Jul 2010, 19:30
hirondelle


შეიძლება აქვს მაგრამ რასა გავაგებინებ. მოკლედ ვშუშავ და რამდენი ხანი უნდა მოშუშVას? როდის მივხვდები გავსინჯო? მე რომ გავსინჯო ისე მშია ყველა პონტში შევჩამ მერე უმსაც

Posted by: rtuli 8 Jul 2010, 19:30
Domaci
QUOTE
მოკლედ მაქვს , ტაფა, სოკო, მარილი, ზეთი, ხახვი , ნიორი და არაჟAნი

ზეთში მოშუშე+ხახვიც დააჭერი და შუშე,მარილი მოაყარე და პილპილი+არაჟანიც მოასხი,3 წუთში მზად იქნება smile.gif



QUOTE
ყველა პონტში შევჩამ მერე უმსაც

უმი არის არაჩვეულებრივად გემრიელი,განსაკუთრებულად ლიმონ მოსხმული smile.gif

Posted by: BadbadGirl 8 Jul 2010, 19:33
Domaci
იშ, მშვენიერი რამეები გქონია
მაშინ ასე სცადე აბა smile.gif

გაასუფთავე სოკო, დაჭერი ოთხად ან ორად. ტაფაზე დაასხი ზეთი, ჩაააყარე 2-3 წვირლად დაჭრილი ხახვი და სოკო. მოშუშე კარგად მაღალ ცეცხლზე თან ურიე (5 წუთზე ემტი არ უნდა). მარილი მოაყარე გემოვნებით.

ახლა აიღე არაჟანი, ჩააყარე მარილი, ერთი პატარა წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი (200 გრამ არაჟანზე ერთი დიდი კბილი ნიორი). ამოურიე და გემოზე გასინჯე ნიორი და მარილი ხომ არ აკლია

ეს სოუსი შეგიძლია უკვე მომზადებულ სოკოს მოასხა, თეფშზე რომ გადმოიღებ smile.gif


Domaci
ქამა სოკო უმიც იჭმევა, ამიტომ რაც უფრო ცოტა ხანს შუშავ უკეთესია რადგან სტრუქტურას ინარჩუნებს smile.gif
5 -8 წუთი გაზზე სრულიად საკმარისია smile.gif

Posted by: Domaci 8 Jul 2010, 19:34
rtuli
hirondelle
BadbadGirl


დიდი მადლობა 2kiss.gif აი უკვე წამოიგო სუნი ჰეჰეეეეე


ხშირად შემოვალ ხოლმე რაა რაგაცეებს ვიყიდი და დამეხმარეთ biggrin.gif
* * *
QUOTE
ქამა სოკო უმიც იჭმევა, ამიტომ რაც უფრო ცოტა ხანს შუშავ უკეთესია რადგან სტრუქტურას ინარჩუნებს smile.gif 5 -8 წუთი გაზზე სრულიად საკმარისია smile.gif



ოო კიდევ კარგი დაწერეეე .


მადლობა ხალხნო

Posted by: vajaanubis 14 Jul 2010, 01:07
ამ სოკოს ლათინური სახელი მაინტერესებს კახეთში ხოხბისმკერდას ეზახიან ძაან მაგარია

Posted by: Charlotte_ Sometimes 24 Jul 2010, 14:41
QUOTE (lost_for_words @ 28 Dec 2009, 17:53 )

არადანაყრების მიზნით სოკოს ჭამას საქართველოს მასშტაბით მოვახერხებთ ? smile.gif თუ არ იშოვება აქ ეგეთები.

რაჭაშია ერთი სოკო სულელი ქვია და რო შეჭამ მთელი დღე იცინი და სასაცილო გლუკები გაქვს biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Jul 2010, 16:01
QUOTE (Charlotte_ Sometimes @ 24 Jul 2010, 14:41 )
QUOTE (lost_for_words @ 28 Dec 2009, 17:53 )

არადანაყრების მიზნით სოკოს ჭამას საქართველოს მასშტაბით მოვახერხებთ ? smile.gif თუ არ იშოვება აქ ეგეთები.

რაჭაშია ერთი სოკო სულელი ქვია და რო შეჭამ მთელი დღე იცინი და სასაცილო გლუკები გაქვს biggrin.gif

ამსტერდამში ხომ არ აგერია რაჭა
****************************** gigi.gif

Posted by: Charlotte_ Sometimes 24 Jul 2010, 16:59
Dr_Zuzumbo
არა ლოლ,ნაჭამი მაინც არ მქონდეს cry.gif

Posted by: erwin_rommel 24 Jul 2010, 17:35
QUOTE (Charlotte_ Sometimes @ 24 Jul 2010, 14:41 )
QUOTE (lost_for_words @ 28 Dec 2009, 17:53 )

არადანაყრების მიზნით სოკოს ჭამას საქართველოს მასშტაბით მოვახერხებთ ? smile.gif თუ არ იშოვება აქ ეგეთები.

რაჭაშია ერთი სოკო სულელი ქვია და რო შეჭამ მთელი დღე იცინი და სასაცილო გლუკები გაქვს biggrin.gif

არის საქართველოში ჯადოსნური სოკოები yes.gif თუ არა და სპორები ფსილოციბინს არ შეიცავს, შესაბამისად ყიდვა გაყიდვა არაა დანაშაული, უბრალოდ გაზრდაა პრობლემა smile.gif) თან როგორც ამბობენ თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება... მე ჯერ არ მინახავს სამწუხაროდ user.gif

http://en.wikipedia.org/wiki/Psilocybe_semilanceata

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Jul 2010, 18:29
აჰა, ეს სოკო ჩაკბიჩეთ და ისეთ ბარხატნი პრიხოდს დაგაჭერიებთ, რომ მთელი ცხოვრება გაღიმებულები ივლით, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ ტარტაროზოვიჩს ჩაებარებით gigi.gif

Posted by: erwin_rommel 24 Jul 2010, 20:27
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 24 Jul 2010, 18:29 )
აჰა, ეს სოკო ჩაკბიჩეთ და ისეთ ბარხატნი პრიხოდს დაგაჭერიებთ, რომ მთელი ცხოვრება გაღიმებულები ივლით, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ ტარტაროზოვიჩს ჩაებარებით  gigi.gif

მაგას მართლა მძიმე შედეგები მოსდევს user.gif ისინი არც მასეთი საშიშია http://www.shroomery.org/9122/How-many-dried-mushrooms-would-I-have-to-eat-to-die-from-an-overdose-of-psilocybin

აუჰ, მშია, წავედი ვჭამო biggrin.gif თან თქვენს დადებულ სურათებს შევხედავ და თავს მოვიტყუებ lol.gif user.gif

Posted by: rockataka 24 Jul 2010, 22:58
Dr_Zuzumbo
QUOTE
ეს სოკო

ვა, რა ლამაზი რამ არის love.gif

შხამიანია?

Posted by: Dr_Zuzumbo 25 Jul 2010, 00:52
QUOTE (rockataka @ 24 Jul 2010, 22:58 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ეს სოკო

ვა, რა ლამაზი რამ არის love.gif

შხამიანია?

უჰუ, ძალიან მოშნი ჰალუცინოგენს შეიცავს. პატარა ნატეხი ნირვანაში გაგიშვებს, მარა თუ ვერ მოზომე, მერმე ლუციკა ტარტაროზოვიჩიც შეიძლება გეახლოს biggrin.gif
შამანები მაგით ბოლდებოლდენ.

რუსულად: კრასნი მუხამორ. ქართულად: წითელი ბილწა

Posted by: auau 25 Jul 2010, 04:20
Dr_Zuzumbo

მუხამორია?biggrin.gif
რა ლამაზია ოხერი... რუსეთში ჭამენ და კაიფობენოოოო... wink.gif biggrin.gif

მიაუ ვარ

Posted by: kila 25 Jul 2010, 10:11
Dr_Zuzumbo
უმი უნდა მოვკბიჩო პატარაზე და ვჭამო? love.gif


ნეტა შემხვდეს სადმე biggrin.gif


არა ლეგალური არ იქნება ხო? mo.gif

Posted by: erwin_rommel 26 Jul 2010, 18:05
kila
ტყუილად გაქვს იმედი biggrin.gif

Posted by: iRRa 26 Jul 2010, 18:17
Dr_Zuzumbo
ეგეთი მინახია ჩემ სოფელში,ოღონდ თეთრი კოპლები ეგრე ხორკლიანი არ ქონდა,რაღაც იქაურ შერქმეულ სახელს ეძახიან და არც კრიფავენ.

Posted by: Dr_Zuzumbo 26 Jul 2010, 20:03
QUOTE (iRRa @ 26 Jul 2010, 18:17 )
Dr_Zuzumbo
ეგეთი მინახია ჩემ სოფელში,ოღონდ თეთრი კოპლები ეგრე ხორკლიანი არ ქონდა,რაღაც იქაურ შერქმეულ სახელს ეძახიან და არც კრიფავენ.

ხორკლივით იმიტომაა, რომ ნორჩია. ეგ თეთრი წინწკლები არის აპკის ნარჩენები. მიწიდან რომ ამოდის, როგორც ნიყვი ისეა გახვეული აპკში და როცა აპკი სკდება ეპკის ნარჩენები ეგრე რჩება ქუდზე. ნიყვიც იმავე ოჯახს ეკუთვნის, რომელსაც ეს სოკო, ოღონდ ნიყვის ქუდზე აპკის ნარჩენები არ რჩება და ქვემო ფარფლებიც ნიყვს მოყვითალო ფერისა აქვს. წითელ ბილწას თეთრი ფერის ფარფლები აქვს.

Posted by: rockataka 26 Jul 2010, 21:04
Dr_Zuzumbo
როგორც ვხედავ, მაგ სოკოს უკვე მოკბეჩილი აქვს პატარათი biggrin.gif

Posted by: S_H_I_N_Y 26 Jul 2010, 22:17
rockataka
QUOTE
როგორც ვხედავ, მაგ სოკოს უკვე მოკბეჩილი აქვს პატარათი biggrin.gif


მეც ეგ ვიფიქრე, რომ შვეხედე lol.gif

Posted by: sogne 28 Jul 2010, 01:32
QUOTE
აჰა, ეს სოკო ჩაკბიჩეთ და ისეთ ბარხატნი პრიხოდს დაგაჭერიებთ, რომ მთელი ცხოვრება გაღიმებულები ივლით, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ ტარტაროზოვიჩს ჩაებარებით

ლენინს ყვარებია ცხონებულს. კომუნიზმი მაგის კაიფში მოიგონა lol.gif

Posted by: Makulatura 30 Jul 2010, 03:14
ყველაზე შხამიანი სოკო რომელია, იქნებ მომაწოდოთ ინფო

P.s. მინდა გავსინჯო smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 30 Jul 2010, 09:05
QUOTE (Makulatura @ 30 Jul 2010, 03:14 )
ყველაზე შხამიანი სოკო რომელია, იქნებ მომაწოდოთ ინფო

P.s. მინდა გავსინჯო smile.gif

აჰა, ფერმკრთალი ბილწა- მარა სანამ გასინჯავ, სასახლე შეუკვეთე- დიდი ალბათობით, в ящик сыграешь
user posted image

Posted by: kazeshini 14 Aug 2010, 14:11
ქამა სოკოს ფანატიკური მანიაკი ვარbiggrin.gif , შემიძლია ტონა ვჭამო მარა ძვირი ღირს ეს ოხერი biggrin.gif

Posted by: BadbadGirl 14 Aug 2010, 21:41
დღეს ვნახე ეს სოკოები smile.gif
კანტარელები smile.gif
user posted image

ამ სოკოს სახელი არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ იჭმევა smile.gifuser posted image

ესეც მუხამორები smile.gif
user posted image

ბეიბი მუხამორი smile.gif
user posted image

Posted by: Charlotte_ Sometimes 28 Sep 2010, 13:14
BadbadGirl
სად კრიფავ სოკოებს ? : )



.

Posted by: irmaco 28 Sep 2010, 15:01
BadbadGirl
ეგ ყველა სოკო პირველის გარდა ხშირად დამიმზადებია, ძალინა გემრიელიაsmile.gif

Posted by: chaPPek 28 Sep 2010, 15:38
irmaco
QUOTE
ეგ ყველა სოკო პირველის გარდა ხშირად დამიმზადებია, ძალინა გემრიელია


კი, განსაკუთრებით ბოლო ორზე ჩაიკვნეტ თითებს. მუხამორებს ვაკეთებ ხოლმე ხახვით და ტარხუნით უუფ user.gif

Posted by: gixoni 2 Oct 2010, 15:12
მოკლედ დღეს მოვკრიფე ... საკმაოდ დიდი ზომის სოკოა, ქვემოდან "გუბკა" აქვს ამოკრული, ზემოდან მოწითალო ფერისაა. რომ გავჭერი ლურჯდება მელანივით და წვენიც ისეთივე ლურჯი ფერის აქვს...
ვინმემ იცის რამე ამ სოკოზე?

Posted by: anatoreli 2 Oct 2010, 16:37
gixoni
QUOTE
მოკლედ დღეს მოვკრიფე ... საკმაოდ დიდი ზომის სოკოა, ქვემოდან "გუბკა" აქვს ამოკრული, ზემოდან მოწითალო ფერისაა. რომ გავჭერი ლურჯდება მელანივით და წვენიც ისეთივე ლურჯი ფერის აქვს...
ვინმემ იცის რამე ამ სოკოზე?

ესეთი?!

Posted by: irmaco 2 Oct 2010, 18:05
gixoni
თუ ეგეთია როგორიც მაგ სურათზეა , ფანტასტიური სოკოა მე ესე ვიცი მის სახელი "დათვა" უგემრიელესია.

Posted by: gixoni 2 Oct 2010, 18:37
irmaco
არაა დათვა მეც ვიცი. ვნახე უკვე ნეტში "დუბოვნიკი" ქვია რუსულად, ისე გავს დათვა სოკოს.
აი ლინკი: http://www.toadstool.ru/spisok-rodov/boletus/boletus-luridis/
მაგარი სოკოა.

Posted by: irmaco 2 Oct 2010, 19:08
gixoni
მე შეიზლება ითქვას სოკოს ფანი ვარ smile.gif. სად კრეფთ სოკოს? სურათზე რო აქვს anatoreli-ს მე მაგ სოკოს ვეძახი დათვას, ეგ სოკო ხშირად მოუტანია ჩემ მეუღლეს, თუმცა "დუბოვნიკიც" ხშირად შემხვედრია,ეგეც ძალაინ გემრიელია.

Posted by: gixoni 2 Oct 2010, 19:24
irmaco
"საღორიის ტყე" გაგიგიათ? smile.gif) ისე მუხნარის ტყე ქვია , ქუთაისთანაა.
ნიყვზე ვიყავი ამ დილით და ცოტა იყო, სამაგიეროდ ამ სოკოს წავაწყდი რამოდენი ცალს.
რაც შეეხება დათვას, მაგ სოკოს მე წაღვერში ვკრეფ ხოლმე. ოღონდ დათვა უფრო მოყავისფროა და რომ გაჭრი ლურჯი მელანივით არ ხდება...

Posted by: irmaco 2 Oct 2010, 21:43
gixoni
ჩვენ დავდივართ ამ სეზონზე თეთრიწყაროს რაიონში, იქ ზემოთ ტყეებში უამრავი სოკოა, ზაფხულში კი ბორჯომში,ზემო აჭარაში სადაც ვართ ხოლმე ყველგან სოკოს დავეზებთ. ჩემი ოჯახი "სოკოზე მონადირეები" ვართ,

Posted by: BadbadGirl 2 Oct 2010, 21:55
Charlotte_ Sometimes
უბანში პარკი გავქვს და იქ დავკრიფე smile.gif მის შემდეგ არც წავსულვარ. იმდენი ტკიპა ავიკიდე შარვალზე, აღარ გავრისკე.
gixoni
რა სოკოსაც ამბობ, მაგ სოკოს ხშირად ვკრიფავ მაგრამ!!!
მაგათ ქუდებს აქვთ სხვადასხვა ფერი და არის ფერი რომელიც არ უნდა მოკრიფო, იმიტომ რომ მომწამლავია!
ფერის სახელი არ ვიცი მხოლოდ შეხედულებით ვცნობ.

დათვა სოკო ძალიან მიყვარს. კარგი ხორციანი და გემრიელი სოკოა.

Posted by: gixoni 3 Oct 2010, 12:10
BadbadGirl
QUOTE
მაგათ ქუდებს აქვთ სხვადასხვა ფერი და არის ფერი რომელიც არ უნდა მოკრიფო, იმიტომ რომ მომწამლავია!

გუშინ ვჭამე და ჯერ ცოცხალი ვარ smile.gif
ისე ვინ როგორ ამზადებთ მაგ სოკოს დაწერეთ რა... მეუღლეს ვასწავლი smile.gif
irmaco
QUOTE
ჩემი ოჯახი "სოკოზე მონადირეები" ვართ

გაიხარე, მიყვარს მასეთი ხალხი ! smile.gif

Posted by: mouse 5 Oct 2010, 21:48
ნიყვი როგორ კეთდება დაპოსტეთთთთთთთთთთთთთ

Posted by: rtuli 5 Oct 2010, 22:45
mouse
QUOTE
ნიყვი როგორ კეთდება დაპოსტეთთთთთთთთთთთთთ

კარაქში+ზეთში სანახევროდ და ხახვში შეწვი,მარილი და პილპილი მოაყარე ...ისიამოვნებ smile.gif
ნუ ზოგი ქინძს აჭრის მაგრამ,ეგ სოკო ისედაც უგემრიელესია baby.gif

Posted by: murzakani 5 Oct 2010, 23:51

rtuli
QUOTE

კარაქში+ზეთში სანახევროდ და ხახვში შეწვი,მარილი და პილპილი მოაყარე ...ისიამოვნებ
ნუ ზოგი ქინძს აჭრის მაგრამ,ეგ სოკო ისედაც უგემრიელესი

რას ამბობთ, არ გადამრიოთ! ნიყვია ეს, მანჭკვალა კი არა!

ნიყვს არ გააკარო არაფერი! კარაქში შეწვი და მარილი ცოტა! გემოს ნუ დაუკარგავ! ეს ესაა გეახელით, რიკოთზე ვიყიდე გუშინ!

Posted by: anamch 6 Oct 2010, 00:17
QUOTE
ნიყვს არ გააკარო არაფერი! კარაქში შეწვი და მარილი ცოტა! გემოს ნუ დაუკარგავ!

გესმის გესმისსსსსს..... ბიოლოგია!

არ უქნა ხახვი არაააააა!

Posted by: rtuli 6 Oct 2010, 01:34
murzakani
QUOTE
რას ამბობთ, არ გადამრიოთ! ნიყვია ეს, მანჭკვალა კი არა!

smile.gif

მე მგონი დავწერე ბოლოში:
QUOTE
ეგ სოკო ისედაც უგემრიელესია

ანუ ვიგულისხმე ურაფროდ smile.gif

ქამა სოკოც ასეა გემრიელი,მხოლოდ კარაქი და მარილი ....თუმცა უმი უფრო მეგემრიელება smile.gif

Posted by: faustina 6 Oct 2010, 01:45
რა არის ნიყვი???
drug.gif drug.gif

Posted by: rtuli 6 Oct 2010, 01:47
faustina
QUOTE
რა არის ნიყვი???

http://es.wikipedia.org/wiki/Amanita_caesarea 2kiss.gif

Posted by: faustina 6 Oct 2010, 02:01
rtuli
დიდი მადლობა smile.gif
აქ სამეფო სოკოსაც ეძახიან და უმსაც მიირთმევენ smile.gif

მომზადების წესი კი , რაც ზევიტ აღნიშნე, თითქმის იგივეა მაგრამ ხახვისა და კაეაქის გარეშე..
ანუ ზეთშI იწვება და შემდეგ მზად რომ იქნება ზევიდან აყრიან წვრილად დაჭრილ ხახვის ფოჩებს smile.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Oct 2010, 11:23
ქათამბარკალა ბაჟეში. ინდაურის ხორცივითაა smile.gif
-----------------------------

Posted by: annak 6 Oct 2010, 11:41
anatoreli
QUOTE
ესეთი?!

ვაიმე რა სოკოა
სოკოების მეფე
ისეთი სურათია სოკოზე წასვლაც კი მომინდა biggrin.gif

Posted by: amadeus 6 Oct 2010, 12:51
murzakani
QUOTE
ნიყვს არ გააკარო არაფერი! კარაქში შეწვი და მარილი ცოტა!

up.gif
QUOTE
რიკოთზე ვიყიდე გუშინ!

სამწუხაროდ რიკოთზე ფასებია ნუ იტყვი ზოგჯერ ერთ თეფშს 20 ლარად ყიდიან. არადა ზესტაფონის ბაზარში რომ შეხვიდე კილოგრამს, გაურეცხვ ნიყვს,
იყიდი 5-6 ლარად smile.gif
rtuli
eek.gif

Posted by: miau 6 Oct 2010, 12:53
gabarzgaleba
QUOTE
ქათამბარკალა ბაჟეში. ინდაურის ხორცივითაა
-----------------------------


yes.gif biggrin.gif ძალიან გემრიელია
anatoreli

ეგ თეთრი სოკო არ არის? smile.gif უფ, რა გემრიელია თან biggrin.gif

gixoni
რასაც შენ აღწერ, მაგ სოკოს კახეთში "ლურჯანას" ეძახიან, მე არ გამირისკავს, მაგრამ სოკოს ენციკლოპედიაში წერია, რომ მხოლოდ გარკვეული თერმული დამუშავების ემდეგ შეიძლება მისი ჭამა. smile.gif

* * *
irmaco

ჰო, თეთრ სოკოს კახეთშიც დათქვს ეძახიან biggrin.gif

ჩვენც გიჟები ვართ სოკოს კრეფის საკითხში - რა ვქნა, კრეფა მირჩევნია ჭამას ნაღდად!

Posted by: miau 6 Oct 2010, 12:56
mouse

საერთოდ, არსებობს ამისი თემა და იქ დაპოსტე!

უერთდება სოკოს თემას!
გარეცხე, მარილი მოაყარე, დაყარე კეცებზე და პირდაპირ შეწვი. - ესაა ყველაზე მარტივი, მაგრამ ყველაზე გემრიელი. smile.gif შეგიძლია შამფურებზეც.

Posted by: amadeus 6 Oct 2010, 12:57
gabarzgaleba
QUOTE
ქათამბარკალა ბაჟეში. ინდაურის ხორცივითაა

+1 მით უმეტეს რაჭაში არც კაკალი ჭირს და არც ქათამბარკალა smile.gif

Posted by: gixoni 6 Oct 2010, 13:22
miau
QUOTE
gixoni
რასაც შენ აღწერ, მაგ სოკოს კახეთში "ლურჯანას" ეძახიან, მე არ გამირისკავს, მაგრამ სოკოს ენციკლოპედიაში წერია, რომ მხოლოდ გარკვეული თერმული დამუშავების ემდეგ შეიძლება მისი ჭამა.

"პოდდუბნიკი" ქვია რუსულად, გემოთი თეთრ სოკოს არ ჩამოუვარდებაო.
ჯერ მოვხარშე, და მერე ხახვში მოვხრაკე, ძაან გემრიელი იყო smile.gif

Posted by: miau 6 Oct 2010, 13:26
gixoni
QUOTE
"პოდდუბნიკი" ქვია რუსულად, გემოთი თეთრ სოკოს არ ჩამოუვარდებაო.
ჯერ მოვხარშე, და მერე ხახვში მოვხრაკე, ძაან გემრიელი იყო


ძალიან კარგი, მაშინ მეც დავკრეფ ხოლმე biggrin.gif

Posted by: rtuli 6 Oct 2010, 13:28
amadeus
QUOTE
rtuli

boli.gif

QUOTE
ქათამბარკალა

არმომეწონა....

ნუ ისევ ნიგოზს მიმართეს გასაგემრიელებლად yes.gif

Posted by: miau 6 Oct 2010, 13:53
rtuli
QUOTE
არმომეწონა....

ნუ ისევ ნიგოზს მიმართეს გასაგემრიელებლად


ნუუუ, რა ვიცი, მე ძალიან მომწონს უნიგვზოთაც, ჩაშუშულიც და სხვა კერძებშიც smile.gif

Posted by: anatoreli 6 Oct 2010, 16:08
annak
QUOTE
ვაიმე რა სოკოა
სოკოების მეფე
ისეთი სურათია სოკოზე წასვლაც კი მომინდა

დათვაა...
QUOTE
ნიყვს არ გააკარო არაფერი! კარაქში შეწვი და მარილი ცოტა!

yes.gif

QUOTE
სამწუხაროდ რიკოთზე ფასებია ნუ იტყვი ზოგჯერ ერთ თეფშს 20 ლარად ყიდიან. არადა ზესტაფონის ბაზარში რომ შეხვიდე კილოგრამს, გაურეცხვ ნიყვს,
იყიდი 5-6 ლარად

თბილისში ბაზარშია 15 ლარად,მარა ცოტაა და ეგევე თავდება....მე მირეკავენ ხოლმე....
miau
QUOTE
ეგ თეთრი სოკო არ არის?  უფ, რა გემრიელია თან

არა,მარა გავს biggrin.gif

Posted by: t e o n a 6 Oct 2010, 16:35
QUOTE
სამწუხაროდ რიკოთზე ფასებია ნუ იტყვი ზოგჯერ ერთ თეფშს 20 ლარად ყიდიან. არადა ზესტაფონის ბაზარში რომ შეხვიდე კილოგრამს, გაურეცხვ ნიყვს,
იყიდი 5-6 ლარად



უი, რამდენიმე დღის წინ ვიყიდეთ, მართლა თეფშში რვა ლარი გადავიხადეთ. სულ 5-6 სოკო ეწყო ზედ.

და მერე რაჭისკენ ვიკითხეთ ფასი, უბრალოდ გვაინტერესებდა და ერთი კალათა , სადღაც 2,5-3 კილოგრამი ეტეოდა, ღიღდა 15 ლარი.

Posted by: rtuli 6 Oct 2010, 16:48
t e o n a
QUOTE
და მერე რაჭისკენ ვიკითხეთ ფასი, უბრალოდ გვაინტერესებდა და ერთი კალათა , სადღაც 2,5-3 კილოგრამი ეტეოდა, ღიღდა 15 ლარი.

არმიდიხართ კიდე rolleyes.gif ....მინდა sad.gif smile.gif

Posted by: amadeus 6 Oct 2010, 18:13
t e o n a
QUOTE
და მერე რაჭისკენ ვიკითხეთ ფასი

უფრო ტყიბულისკენ არა? smile.gif

Posted by: anatoreli 7 Oct 2010, 02:48
დღეს შაგულ ვაკეში ვიყიდე 2 კილო......ვაიმეეე....არ ვიცი ეს რა იყო,სიტყვებით ვერ აღვწერ!! biggrin.gif

Posted by: gixoni 7 Oct 2010, 10:30
აი ხვალ დილით... იმედია ამაღამ ვარსკვლავებიანე ღამე იქნება.... მოკლედ ხვალ სოკო წამოვა ტყეში ! smile.gif

Posted by: amadeus 9 Oct 2010, 11:39
rtuli
QUOTE
ქათამბარკალა


არმომეწონა....

ეგ იგივეა არ მოგეწონოს მიქლიო sad.gif

Posted by: irmaco 11 Oct 2010, 15:42
miau
QUOTE
ჩვენც გიჟები ვართ სოკოს კრეფის საკითხში - რა ვქნა, კრეფა მირჩევნია ჭამას ნაღდად

ჩვენც smile.gif გუშინ ჩემი მეუღლე იყო წასული თეთრიწყაროსკენ, მოიტანა დათვა, და მჭადო, მტრედო ,სამწუხაროდ უკვე გავაკეთე, სურათის გადაღება დამავიწყდა, შემდეგ შაბათ-კვირას მიდის ისევ და მეც წავყვები ალბათ ისევ თეთრიწყაროსკენ და წალკისკენ, იქ ტყეებში იმდენი სოკოა რო ფეხის დადგმა შეგეშინდება არ გასრისო.(ადგილები უნდა იცოდე რა ტქმაუნდა)


ვამზადებ , ძალიან მარტივად, ვარჩევ, ვამუსავებ, ვრეცხავ გამდინარე წყალში, ვადურებ ცალკე ქვაბში წყალს და კარგად გარეცხილ სოკოს ვადუღებ 10 -15 წუთი(ვაგდებ ხოლმე ტეთრ ხახვს, შემოწმებისთვის, თუ ხახვი გაშავდა,(და არა ოდნავ ფერი შეიცვალა) რავი ამბობენ სოკო არ ვარგაო, მე არასდროს გამშავებია, ), შემდეგ გადავუწურავ წყალს და , ტაფაზე ვხრაკავ ზეთში ან კარაქში(შეიძლება სანახევროდ კარაქი, ზეთი)ხახვტან ერთად, კარგად რო მოიხრაკება, ცალკე მაქვს ხოლმე გახსნილი სმეტანა წყალში, და დავასხამ ხოლმე და ადუღებისტანავე მარილი , შავი წიწაკა და მზადააsmile.gif
ესე ვაკეთებ შერეულ სოკოს ხოლმე, ხოლო ნიყვს სმეტანა არ წირდება მხოლოდ მოხრაკულია ძალიან გემრიელიsmile.gif

Posted by: gixoni 11 Oct 2010, 15:47
იმერეთში სოკოს ამინდი დაიკარგა, წვიმა და ღრუბელი აირია ერთმანეთში. . .

Posted by: anatoreli 12 Oct 2010, 03:09
irmaco
QUOTE
ვაგდებ ხოლმე ტეთრ ხახვს, შემოწმებისთვის, თუ ხახვი გაშავდა,(და არა ოდნავ ფერი შეიცვალა) რავი ამბობენ სოკო არ ვარგაო, მე არასდროს გამშავებია, )

ზღაპარია ეგ biggrin.gif

Posted by: MANASE 12 Oct 2010, 12:00
ხბოსტუჩა
http://www.radikal.ru

Posted by: gixoni 12 Oct 2010, 12:08
MANASE
ვაჰ რა "აპეტიტნად" გამოიყურება.......

anatoreli
QUOTE
irmaco
QUOTE
ვაგდებ ხოლმე ტეთრ ხახვს, შემოწმებისთვის, თუ ხახვი გაშავდა,(და არა ოდნავ ფერი შეიცვალა) რავი ამბობენ სოკო არ ვარგაო, მე არასდროს გამშავებია, )

ზღაპარია ეგ


ჰო რა ვიცი ჩემთანაც სულ ეგრე ხახვს აგდებენ მოხარშვისას, კიდევ ვერცხლის კოვზის ცადება იციან....

Posted by: MANASE 12 Oct 2010, 12:10
gixoni
QUOTE
ვაჰ რა "აპეტიტნად" გამოიყურება.


ზუსტად ხბოს ტუჩის ასლია, გარეცხვა და გაწმენდა შრომატევადია, მაგრამ თუ ჩაშუშავ ნამდვილად ღირს.

Posted by: gixoni 12 Oct 2010, 12:16
MANASE

ღირს კი არადა ნერწყვი მომადგა, კარაქში ან ერბოში იქნება ძაან მაგარი... ხახვიც არ აწყენს smile.gif

Posted by: amadeus 12 Oct 2010, 12:31
MANASE
QUOTE
ხბოსტუჩა

ცოცხალი ხარ?

Posted by: MANASE 12 Oct 2010, 12:38
gixoni
QUOTE
ხახვიც არ აწყენს

აწყენს კიარა ხატავს.

amadeus
QUOTE
ცოცხალი ხარ?

კი jump.gif

Posted by: anatoreli 12 Oct 2010, 13:05
gixoni
QUOTE
ჰო რა ვიცი ჩემთანაც სულ ეგრე ხახვს აგდებენ მოხარშვისას, კიდევ ვერცხლის კოვზის ცადება იციან....

ადვილი შესამოწმებელია,შხამიანი მოხარშე,შიგ ხახვი ჩააგდე და ნახავ არაფერიც არ გაშავდება...

Posted by: amadeus 12 Oct 2010, 14:38
MANASE
QUOTE
კი

დავლიოთ? givi.gif

Posted by: gixoni 13 Oct 2010, 10:42
anatoreli
QUOTE
ადვილი შესამოწმებელია,შხამიანი მოხარშე,შიგ ხახვი ჩააგდე და ნახავ არაფერიც არ გაშავდება...


კი, მართალი ხარ, მაგრამ არის სოკოების კატეგორია რომელზეც შავდება და რომელზეც არაო, იქ რაღაც ქიმიურ რეაქციებზეა საუბარი.

Posted by: miau 14 Oct 2010, 22:07
თეთრწყაროს ტყეში ბლომად სოკო დავკრიფეთ, მერე კიდევ ვაპირებთ გასეირნებას. გული მწყდება, სამღერეთის ტყეში ისეთი ლამაზი ადგილები იყო, მე კიდევ კამერა სახლში დავტოვე sad.gif არაუშავს, სხვა დროს გადავიღებ და განახებთ smile.gif

ეს ჩვენი ნობათი. 40 კგ. გამოვიდა

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: gixoni 14 Oct 2010, 22:37
miau
მაგარი ნატურმორტია... smile.gif
ცოტა დიდები რომაა დათვა სოკოა? (ხაკისფერი "გუბკით")

Posted by: miau 14 Oct 2010, 23:07
gixoni
QUOTE
ცოტა დიდები რომაა დათვა სოკოა?


არა, ეგ ზეთაა. "მასლიატა." დათვა, ანუ თეთრი სოკო სხვანაირია, ძირითადად ფოთლოვან ტყეში მინახავს smile.gif

Posted by: gixoni 15 Oct 2010, 10:45

miau

ამ შერეულ სოკოს ყველას ერთი წესით (ანუ ერთმანეთში არეულს) ამზადებთ თუ გადაარჩევთ და სახეობის მიხედვით?

Posted by: miau 15 Oct 2010, 11:36
gixoni
QUOTE
ამ შერეულ სოკოს ყველას ერთი წესით (ანუ ერთმანეთში არეულს) ამზადებთ თუ გადაარჩევთ და სახეობის მიხედვით?


ძირიტადად ვარცევთ ხოლმე დაკონსერვებისას, ხანდახან მაგისთვისაც არ ვარჩევთ. ანუ ისეც ვაკეთებთ და ისეც. გამონაკლისი "გრიბ ზონტიკია" (თეთრი ყავისფერი კოპლებით), რომელიც ჩვენს ოჯახში მკაცრად არის განსაზღვრული სუპისთვის biggrin.gif და უგემრიელესიც გამოდის.

Posted by: annak 15 Oct 2010, 11:57
miau
QUOTE
ეს ჩვენი ნობათი. 40 კგ. გამოვიდა

love.gif love.gif
რა სოკოებია +
რა არომატი ექნებოდა ამ ყველაფერს
miau
QUOTE
ზამთარში გაგასინჯებ მარინადს

bis.gif
alk.gif

Posted by: anatoreli 15 Oct 2010, 13:07
miau
QUOTE
გრიბ ზონტიკია" (თეთრი ყავისფერი კოპლებით), რომელიც ჩვენს ოჯახში მკაცრად არის განსაზღვრული სუპისთვის  და უგემრიელესიც გამოდის.

ანუ "წერეწოს სუფი"?! biggrin.gif

Posted by: miau 15 Oct 2010, 13:34
annak
QUOTE
რა სოკოებია +
რა არომატი ექნებოდა ამ ყველაფერს


ზამთარში გაგასინჯებ მარინადს wink.gif smile.gif

anatoreli
QUOTE
ანუ "წერეწოს სუფი"?!


biggrin.gif ჰოო

Posted by: anatoreli 15 Oct 2010, 14:56
miau
QUOTE
ანუ "წერეწოს სუფი"?!



:დ ჰოო

იფ კაი იქნება smile.gif


წელს მეგონა ნიყვს ვეღარ გავსინჯავდი ისეთი გვალვები იყო,მაგრამ ამ კვირას იმდენი მქონდა რო მგონი მომბეზრდა კიდეც.....მხოლოდ ნიყვი და კარაქი,წვნიანს ვაკეთებ და ყველას მოსწონს...

Posted by: taktakuna 15 Oct 2010, 15:12
ეხლა რაშია საქმე smile.gif მამამ მოიტანა დაახლოებით ოთხი კილო ქამა სოკო, დიდი ზომებია და როგორ გავაკეთო? კვრისთვის მინდა გავაკეთო და როგორ შევინახო მანამდე?

Posted by: anatoreli 15 Oct 2010, 17:58
taktakuna
QUOTE
ეხლა რაშია საქმე  მამამ მოიტანა დაახლოებით ოთხი კილო ქამა სოკო, დიდი ზომებია და როგორ გავაკეთო? კვრისთვის მინდა გავაკეთო და როგორ შევინახო მანამდე?

ტყის ქამაა თუ სათბურის?!ჩვეულებრივად მაცივარში შედე,არაფერი მოუვა....მერე გინდა მარტო ხახვში ჩახრაკე,გინდა პომიდორში,გინდა არაჟანთან ერთად.... wink.gif

Posted by: taktakuna 15 Oct 2010, 18:22
anatoreli
ტყისაა მგონი, სოფელში იყიდა და სათბურისას არ გავს. ეგრევე შევდე მაცივარში, იმედია არ გაფიჭდება

Posted by: datogoga 15 Oct 2010, 18:24
taktakuna
ტუ მშრალად შეინახავ ანუ ცკალში არ გარეცხავ შეინახება არაა პრობლემა. ტუ ცკალი მოახვედრე მალევე გაფუჟდება

Posted by: miau 15 Oct 2010, 19:12
taktakuna
QUOTE
ვრისთვის მინდა გავაკეთო და როგორ შევინახო მანამდე?


ორი ვარიანტია: - ან გრილად ინახავ ისე, როგორც datogoga - მ გასწავლა, ან დღესი სამჯერ წყალს უცვლი - ეს რუსების ნასწავლები მეთოდია და ამართლებს. მაცივარი მაინც ჯობია, ჩემი აზრით. smile.gif მეც მასე შევიუნახე გარკვეული ნაწილი ზეგამდე biggrin.gif

მომზადებას რაც შეეხებე - ზომით რამხელ;ებია? არსებობს გიგანტური ზომის ქამასოკოები, არსებობს უფრო გავრცელებული - სათბურის სოკოზე ერთნახევარჯერ დიდი. ამ უკანასკნელს არაფერი უნდა, პირდაპირ შეწვავ კეცზე ან ღუმელში ქუდით ქვემოთ და გუშლში მარილს ჩააყერი, შეგიძლია ყველი მოახეხო. პირველი ვარიანტი კი საუკეთესოა ჟულიენში და მის მომზადებასაც გირჩევ. (ჩვენი გამოცდილებით, თორემ შეწვაც შეგიძლია, თუ დაჭრი)

Posted by: Peppi 15 Oct 2010, 20:22
taktakuna
ცოცხლად გაყინულიც ინახება, ოღონდა უნდა დაჭრა. მე ხახვშI ვთუშავ და ისე ვინახავ, რამდენიმე დღისთვის - მაცივარში, რამდენიმე კვირით - საყინულეში; მთელ-მტელად შემახვაზეც გითხრეს, მშრალად - მაცივარშიsmile.gif


***
ეს დღევანდელი სოკოს სოუსი პიპას რეცეპტით, პურში ყველიც ჩავახეხე, პურისვე პატარა ხრაშუნები ჩავყარე და მერე სოუსი დავასხიsmile.gif
სამწუხაროდ, ყველი როგორ იცელება, იმის სურათი არ მაქვს.

პ.ს. გერმანული სოკოს და კარტოფილის სუფი მოვამზადე ამას წინათ, კიდევ, სუპერ.. მაგრამ რეცეპტის დაწერას ვერ მოვაბი თავი.. საზამთრო წვნიანია ისე და იმედია მოვახერხებ დეკემბრამდე

http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=463&Itemid=55 ეს რეცეპტია, მხოლოდ ფქვილის ნაცვლად 200 გრ ნაღები გამოვიყენე.

Posted by: miau 15 Oct 2010, 20:26
anatoreli
QUOTE
წელს მეგონა ნიყვს ვეღარ გავსინჯავდი ისეთი გვალვები იყო,მაგრამ ამ კვირას იმდენი მქონდა რო მგონი მომბეზრდა კიდეც.....მხოლოდ ნიყვი და კარაქი,წვნიანს ვაკეთებ და ყველას მოსწონს...


ჰო, ჩემი ძმა და რძალი საჩხერეში არიან და ძალიან ბევრი ნიყვი დაუკრეფიათ smile.gif

Peppi
QUOTE
ტეფტელები სოკოს სოუსში ეს რეცეპტია, მხოლოდ ფქვილის ნაცვლად 200 გრ ნაღები გამოვიყენე.

up.gif

Posted by: taktakuna 15 Oct 2010, 21:21
miau
არა სათბურის სოკოს ვყიდულობ ხოლმე და ღუმელში ვწვავ ქუდებს, ესენი დიდი ზომისებია. დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, მაცივარში შევინახე და ზეგ გავაკეთებ smile.gif

Posted by: tekle555 21 Oct 2010, 14:55
გამარჯობატ გთხოვთ მითხრათ როგორ კეთდება სოკოს შიდა ფლავი და სოკოს სუპი დეტალური რეცეპტი დამიწრეთ რა გთხოვთ მადლობთ წინასწარ

Posted by: ბესიკის26 21 Oct 2010, 21:20
ნახეთ რა მოსავალი ავიღე კალმახა სოკოსი წელს!
მორებზეა კულტივირებული.
2დღეში 15 კგ.
http://pix.ge/

http://pix.ge/

გავაკეთე სოკოს ჩაქაფული!

Posted by: westsider 22 Oct 2010, 00:55
ბესიკის26
და ეგ შენიტ დათესე თუ როგორ მოხდა ? smile.gif მაგარია ყოჩაღ
ბაზარზე კონკურენტია რ იქნება
იოლად გაიყიდება ეგ სოკო
არ მგონია 15 კილო შენვე შეჭამო smile.gif

Posted by: rockataka 22 Oct 2010, 00:58
ბესიკის26
QUOTE
ნახეთ რა მოსავალი ავიღე კალმახა სოკოსი წელს!

ოპაა!! baby.gif რა სილამაზეა love.gif

ეგ მორები, ფლორა და ფაუნიდან მახსოვს spy.gif

Posted by: miau 22 Oct 2010, 01:17
ბესიკის26
წარმატებები და წარმატებები! smile.gif
გადასარევისაქმეა smile.gif)

Posted by: tekle555 23 Oct 2010, 23:15
გამარჯობატ გთხოვთ მითხრათ როგორ კეთდება სოკოს შიდა ფლავი და სოკოს სუპი დეტალური რეცეპტი დამიწრეთ რა გთხოვთ მადლობთ წინასწარ

Posted by: anatoreli 25 Oct 2010, 03:18
tekle555
QUOTE
გთხოვთ მითხრათ როგორ კეთდება სოკოს შიდა ფლავი

ფლავს გააკეთებ და შიდ ჩადებ სოკოს,ეგაა რა... 2kiss.gif biggrin.gif

Posted by: tekle555 25 Oct 2010, 12:19
ოკ გასაგებია მადლობ\თ იმედია გამომივა კარგი

Posted by: Björk 6 Nov 2010, 23:41
QUOTE
განათლებულნო სოკოების ამბავში..!!!!!!!!!!
მოგმართავთ თხოვნით...
როგორ მოვამზადო შავჩოხა სოკო გემრიელად?.....

დაწერეთ რა, ვინმეს თუ მოუმზადებია შავჩოხა.

Posted by: anatoreli 8 Nov 2010, 04:29
Björk
QUOTE
დაწერეთ რა, ვინმეს თუ მოუმზადებია შავჩოხა.

შემწვარს არაუშავს,დიდი არაფერი სოკოა....მარინადი გააკეთე ჯობია!

Posted by: Björk 8 Nov 2010, 20:16
anatoreli
QUOTE

შემწვარს არაუშავს,დიდი არაფერი სოკოა....მარინადი გააკეთე ჯობია!

გმადლობ, უკვე გაკეთებულ-შთანთქმულია smile.gif

Posted by: anatoreli 8 Nov 2010, 21:11
Björk
QUOTE
გმადლობ, უკვე გაკეთებულ-შთანთქმულია 

შეგარგოს biggrin.gif

Posted by: miau 8 Nov 2010, 22:21

შავჩოხა არომატული სოკოა, მაგრამ ძალიან უბარაქო smile.gif
მარინადიც კარგია, ხახვთან ჩაშუშულიც, სხვადასხვა კერძში კარგად და უპრობლემოდ მიდის ზეთასგან განსხვავებით.

Posted by: rockataka 8 Nov 2010, 22:40
QUOTE
შავჩოხა

წყალში უნდა დატოვოთ ერთი ღამით, რომ თავისებური სიმწარე დაკარგოს.

Posted by: miau 8 Nov 2010, 23:14
rockataka
QUOTE
წყალში უნდა დატოვოთ ერთი ღამით, რომ თავისებური სიმწარე დაკარგოს.


არ ვიცი, მე მომწარო გემო არ შემიმჩნევია smile.gif აი, მუქი წითელი ქუდიანი წითელქუდა კი იცოცხლე smile.gif

Posted by: upwave 9 Nov 2010, 22:03
tekle555
QUOTE
შიდა ფლავი

და შიდა რატომ? rolleyes.gif
QUOTE
სოკოს სუპი დეტალური რეცეპტი დამიწრეთ რა გთხოვთ მადლობთ წინასწარ

აუ ეს მეც მინდა რაა? smile.gif

Posted by: Peppi 10 Nov 2010, 19:22
upwave
QUOTE
სოკოს სუპი დეტალური რეცეპტი დამიწრეთ რა გთხოვთ მადლობთ წინასწარ


როგორი გინდა? ბოსტნეულით დამზადებული (გამჭირვალე)

კრემ-სუპი,დაღებით თუ რაიმე სხვა?



პ.ს. ეხლა ავტვირთავ გერმანულ უგემრიელს ბოსტნეულის და სოკოს სუფს

მანამდე აი, ეს ნახე კრემ-სუფია, საკმაოდ დეტალური რევეპტია მემგონი

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=242

Posted by: upwave 10 Nov 2010, 19:41
Peppi
სოკო ყველანაირი გამოვლინებით მიყვააარს :მნიამ:
მადლობა smile.gif

Posted by: Peppi 10 Nov 2010, 20:25
ბესიკის26
QUOTE
ნახეთ რა მოსავალი ავიღე კალმახა სოკოსი წელს!

როგორ შემშურდა შენიsmile.gif
სუპერsmile.gif



tekle555
QUOTE
სოკოს სუპი დეტალური რეცეპტი დამიწრეთ

აი ეს ლინკი ნახე და წინა ჩემს პოსტშიც დევს სხვა ლინკი,

upwave
QUOTE
სოკო ყველანაირი გამოვლინებით მიყვააარს :მნიამ:
მადლობა 


ხოდა, თU წვნიანიც გიყვარს, ესეც უნდა მოგეწონოს წესით - ჩემთვის აღმოჩენა იყოsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=507&Itemid=55

Posted by: upwave 10 Nov 2010, 21:32
იფ, იფ ეს რა იქნებააა smile.gif
ეხ, ეხლა ქათმისბარკალა მაჭამა შებრაწული ხახვთან ერთად sad.gif

Posted by: Baltimore 11 Nov 2010, 00:40
ამ განყოფილებაში დავწერ ჩემს თხოვნას:
სოკოს მოყვარულები უფრო კარგად იქნებით გარკვეული ასეთ წვრილმანებში და თქვენთვის უფრო იოლი იქვენა ერთი კარგი საქმის წამოწყება:

ეგება ჩვენთვის ასე თუ ისე ნაცნობი (ქართული ფლორიდან გამომდინარე) სოკოს სახეობების პატარა ლექსიკონი შეგვედგინა მათი შესატყვისებით ინგლისურ და სხვა ევროპულ ენებზე?!
მე, პირადად, ქამა სოკოს მეტი არც ერთი სოკოს სახეობა არ ვიცი სხვა ენაზე.
ასეთივე სიტუაციაში ვარ ჩვენი თევზეულის და ევროპულ ენებზე მათი სახელწოდებების შესახებ.

Posted by: anatoreli 11 Nov 2010, 13:53
Baltimore
QUOTE
ეგება ჩვენთვის ასე თუ ისე ნაცნობი (ქართული ფლორიდან გამომდინარე) სოკოს სახეობების პატარა ლექსიკონი შეგვედგინა მათი შესატყვისებით ინგლისურ და სხვა ევროპულ ენებზე?!
მე, პირადად, ქამა სოკოს მეტი არც ერთი სოკოს სახეობა არ ვიცი სხვა ენაზე.
ასეთივე სიტუაციაში ვარ ჩვენი თევზეულის და ევროპულ ენებზე მათი სახელწოდებების შესახებ.

არსებობს წიგნი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სოკოების შესახებ,სადაც დასახელება მოყვანილია 3 ენაზე...

Posted by: ლეონტი 11 Nov 2010, 14:50
მაგ წიგნის შოვნა ალბათ ძნელია, რადგან ძველად გამოიცა.
ვინმე ხომ არ გააელექტრონულებდა?

Posted by: Watanabe 11 Nov 2010, 15:26
არ გეშინიათ ?
------:O).........

Posted by: Baltimore 11 Nov 2010, 21:08
QUOTE (anatoreli @ 11 Nov 2010, 13:53 )
Baltimore
QUOTE
ეგება ჩვენთვის ასე თუ ისე ნაცნობი (ქართული ფლორიდან გამომდინარე) სოკოს სახეობების პატარა ლექსიკონი შეგვედგინა მათი შესატყვისებით ინგლისურ და სხვა ევროპულ ენებზე?!
მე, პირადად, ქამა სოკოს მეტი არც ერთი სოკოს სახეობა არ ვიცი სხვა ენაზე.
ასეთივე სიტუაციაში ვარ ჩვენი თევზეულის და ევროპულ ენებზე მათი სახელწოდებების შესახებ.

არსებობს წიგნი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სოკოების შესახებ,სადაც დასახელება მოყვანილია 3 ენაზე...

სამწუხაროდ, არ ვიცნობ მაგ წიგნს. მე არ ვამბობ სოკოებზე მეცნიერული კვლევის ჩატარებაზე, მაღაზიაში რომ შევა ადამიანი და სოკოს სახელს წაიკითხავს, ანდა, რეცეპტში მითითებულ სოკოს სახეობას რომ ნახავს, მიხვდეს რა სოკოზეა საუბარი. ასეთი, ყოველდღიურ მოხმარებაში გავრცელებული არა მგონია 15-20 სახეობისაზე მეტი იყოს. ასევე, თევზეულიც.
ამასთან, ერთია მცენარის სამეცნიერიო, ლათიკური სახელწოდება და მეორე - სალაპარაკო ენაში გავრცელებული. ჩინებულია ადამიანმა ეს ლათინური სახელიც თუ იცის, მაგრამ ხშირად ამ სახელით მაღაზიაში პროდუქტს ვერ მოიძიებს ადამიანი.

Posted by: anatoreli 11 Nov 2010, 23:53
Baltimore
QUOTE
სამწუხაროდ, არ ვიცნობ მაგ წიგნს. მე არ ვამბობ სოკოებზე მეცნიერული კვლევის ჩატარებაზე, მაღაზიაში რომ შევა ადამიანი და სოკოს სახელს წაიკითხავს, ანდა, რეცეპტში მითითებულ სოკოს სახეობას რომ ნახავს, მიხვდეს რა სოკოზეა საუბარი. ასეთი, ყოველდღიურ მოხმარებაში გავრცელებული არა მგონია 15-20 სახეობისაზე მეტი იყოს. ასევე, თევზეულიც.
ამასთან, ერთია მცენარის სამეცნიერიო, ლათიკური სახელწოდება და მეორე - სალაპარაკო ენაში გავრცელებული. ჩინებულია ადამიანმა ეს ლათინური სახელიც თუ იცის, მაგრამ ხშირად ამ სახელით მაღაზიაში პროდუქტს ვერ მოიძიებს ადამიანი

არაა სამეცნიერო წიგნი,მოკლე და საჭირო ინფორმაციაა მხოლოდ,ილუსტრაციასთან ერთად...

Posted by: NinaNoir 26 Nov 2010, 17:07
ბესიკის26
QUOTE
ნახეთ რა მოსავალი ავიღე კალმახა სოკოსი წელს!
მორებზეა კულტივირებული.
2დღეში 15 კგ.

ვაიმე რა სასწაულია, მეც მყავდა სახლში სოკოები მაგრამ ნაკლოვანად გაიზარდნენ, ასე არ გაუხარიათ.

Posted by: natN 11 Jan 2011, 21:21
ყველაზე გემრიელი რეცეპტი რაც კი კეთდება სოკოსგან რომელია????
* * *
QUOTE (ბესიკის26 @ 21 Oct 2010, 21:20 )
ნახეთ რა მოსავალი ავიღე კალმახა სოკოსი წელს!
მორებზეა კულტივირებული.
2დღეში 15 კგ.
http://pix.ge/

http://pix.ge/

გავაკეთე სოკოს ჩაქაფული!

ვაიმეეეე რა მაგარიააააა. ალვის ხის მორებია ხო??? 1 წელია მინდა მაგის გაკეთება და ეს მორები ვერ ვიშოვე ვერსად. სადც ვიკითხე ალვის ხე არსად არ აქვთ... სად ნახე შენ???

Posted by: sasacilo 12 Jan 2011, 21:26
ძალიან მიყვარს სოკო!!! განსაკუთრებით კალმახა სოკო (ხის სოკოა, კახეთში ასე ეძახიან), კიდე ლისიჩკა (ეს რუსულად, ქართულად არ ვიცი რა ქვია)

Posted by: ბესიკის26 13 Jan 2011, 00:23
sasacilo
QUOTE
ლისიჩკა (ეს რუსულად, ქართულად არ ვიცი რა ქვია

მელაკუდა

Posted by: მიშკა 12 Mar 2011, 15:41
გამარჯობათ
ხის სოკოს ლათინურად რა სახელი აქვს ხო არავინ იცით?

Posted by: rafster 6 Apr 2011, 20:24
აუ ვინმემ დაწერეთ ხის სოკო ან ქამა სოკო როგორ მოვამზადოოოოო

წინასწარ დიდი მადლობაა

Posted by: aalt 18 Apr 2011, 02:10
უუუხხხხხხხ როგორ მიყვარსსსს!!! jump.gif

ყველაფერი მიყვარს სადაც სოკო ურევია gigi.gif gigi.gif

Posted by: gvancuka123 20 Apr 2011, 09:35
როგორ მომშივდააააა biggrin.gif
მიყვარს სოკო და ძალიან ხშირად ვამზადებ ხოლმე smile.gif

Posted by: SeleneS 20 Apr 2011, 16:52
QUOTE (aalt @ 18 Apr 2011, 02:10 )


ყველაფერი მიყვარს სადაც სოკო ურევია gigi.gif  gigi.gif



მეც gigi.gif up.gif

Posted by: vajaanubis 20 Apr 2011, 18:48
როდის შემოდის მიწის სოკო ?.......................

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Apr 2011, 19:04
ახლა ამ სოკოს სეზონია. თუ სადმე შემოგხვდათ გვერდი არ აუაროთ. ძალიან გემრიელი, მაგრამ ჯერ ყურადღებით უნდა დამუშავება- ადუღება, ნადუღარი წყლის გადასხმა და გრილ წყალში კარგად გავლება, თორემ ტყავს გაჭიმავთ.

user posted image

Posted by: masha 20 Apr 2011, 19:42
Dr_Zuzumbo
ეს რა უცნაური არსებაა, რა არის?

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Apr 2011, 20:13
QUOTE (masha @ 20 Apr 2011, 19:42 )
Dr_Zuzumbo
ეს რა უცნაური არსებაა, რა არის?

სოკო, რომელიც გაზაფხულზე ამოდის
***************************

Posted by: SeleneS 20 Apr 2011, 20:30
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 20 Apr 2011, 19:04 )
ახლა ამ სოკოს სეზონია. თუ სადმე შემოგხვდათ გვერდი არ აუაროთ. ძალიან გემრიელი, მაგრამ ჯერ ყურადღებით უნდა დამუშავება- ადუღება, ნადუღარი წყლის გადასხმა და გრილ წყალში კარგად გავლება, თორემ ტყავს გაჭიმავთ.

user posted image


vis.gif wow.gif

Posted by: Angel1 20 Apr 2011, 20:31

rafster

ქამა სოკო - სოკოს ვაკეთებ ასე: ქამა: გაასუფთავებ, გარეცხავ, დაჭრი, ხახვი უხდება ბლომად აგრეთვე ცხიმიც. ხახვს მოშუშავ ბლომად ცხიმში და ცოტა რომ მოიბრაწება დააყრი სოკოს, მოაყრი მწარე წიწაკას, ცოტა გამხმარ ქონდარს, გამხმარ რეჰანს, შავ პილპილს, უხდება მწვანე კამა და ქინძი, რომ მომზადდება დაუმატებ მაიონეზს .
სპილოს ყურები ანუ კალმახა სოკო: გაასუფთავებ , გარეცხავ, მოხარშავ და შემდეგ ზუსტად იგივე, რაც ქამა სოკოს მომზადებისას.

Posted by: masha 20 Apr 2011, 20:48
Dr_Zuzumbo
QUOTE
სოკო, რომელიც გაზაფხულზე ამოდის ***************************

ასე გასაიდუმლოებულად?
ენძელა ხომ არ არის?
რა ქვია?

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Apr 2011, 21:19
QUOTE (masha @ 20 Apr 2011, 20:48 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
სოკო, რომელიც გაზაფხულზე ამოდის ***************************

ასე გასაიდუმლოებულად?
ენძელა ხომ არ არის?
რა ქვია?

ქართულად არ ვიცი მისი სახელი- ლათინურად Gyromitra esculenta
რუსულად-строчок

Posted by: miau 20 Apr 2011, 21:49
ნაოჭა სოკო - gyromitra esculenta

მე პირადად ნამდვილად მეშინია, ვერ შევაგროვებ ასეთ საორჭოფო სახეობას. smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Apr 2011, 22:46
დიდი ხნის წინანდელი ჩემი ნადავლი. როგორც ხედავთ ცოცხალი ვარ 2kiss.gif gigi.gif

Posted by: DarkPrince 20 Apr 2011, 23:25
კეცზე შემწვარ შამპინიონებს ვერაფერი შეედრება smile.gif ან კიდე მელია სკოლოს smile.gif იფფ ჩაიკვენტ თითებს...უბრალოდ ვერ ვიხსენებ იმ სოკოს სახელს...უმად იჭმევა და რომ მოტეხავ ან ჩამოჭრი გვირგვინის ნაწილს მოდის რძე...

Posted by: upwave 20 Apr 2011, 23:44
DarkPrince
QUOTE
კეცზე შემწვარ შამპინიონებს ვერაფერი შეედრება  ან კიდე მელია სკოლოს  იფფ ჩაიკვენტ თითებს...უბრალოდ ვერ ვიხსენებ იმ სოკოს სახელს...უმად იჭმევა და რომ მოტეხავ ან ჩამოჭრი გვირგვინის ნაწილს მოდის რძე...

რაჭაში მჭადა სოკოს ეძახიან და ისე არ ვცი რა ქვია rolleyes.gif

Posted by: masha 20 Apr 2011, 23:59
Dr_Zuzumbo
მადლობა, წავიკითხე და დაახლოებით "პირობითად საჭმელად ვარგის"სოკოებს მიეკუთვნება თურმე
სტროჩოკ არ გამიგია, მისი ნათესავი "სმორჩოკ" კი.

Posted by: Angel1 21 Apr 2011, 12:12
ისე, როცა რადიაციული ფონი აწეულია, სოკო მუტაციას განიცდის და საკვებად ვარგისი სოკო შეიძლება მოწამვლის საბაბი გახდეს.

Posted by: DarkPrince 21 Apr 2011, 16:34
ANGEL1 თქვენ ალბათ გულისხმობთ ჩერნობილში და აწე ფუკუშიმაში მოსულ სოკოებზე ხომ ???

Posted by: faverliki 21 Apr 2011, 19:59
თუ იცით სოკოს ხინკალში გული მოთუშული უნდა იყოს თუ უმე ?

Posted by: miau 21 Apr 2011, 21:40
faverliki
QUOTE
თუ იცით სოკოს ხინკალში გული მოთუშული უნდა იყოს თუ უმე


მე პირადად მოშუშული სოკო ვიცი. შეგიძლია ხახვთან ერთად მოშუშო ცხიმში, დაუმატო მწვანილები და ისე ჩადო გულში.
ისე, საინტერესო იქნება, მოშუშული სოკო + გახეხილი სულგუნი

Posted by: DarkPrince 21 Apr 2011, 21:54
შხამიანი სოკოს გასარჩევად ვარგისიანიდან გასარცევად ტაფაზე შეწვის დროს ხახვი უნდა დააჭრაო და ხახვი გაშავდებაო თუ შხამიანიაო !!! მართალია ეგ მოსაზრება ???

Posted by: miau 21 Apr 2011, 22:20
DarkPrince
QUOTE
შხამიანი სოკოს გასარჩევად ვარგისიანიდან გასარცევად ტაფაზე შეწვის დროს ხახვი უნდა დააჭრაო და ხახვი გაშავდებაო თუ შხამიანიაო !!! მართალია ეგ მოსაზრება ???


სისულელეა ეგ ყველაფერი, დამიჯერე smile.gif
ამავე თემაში Dr_Zuzumbo-მ მთელი სალექციო კურსი წაიკითხა სოკოების თემაზე და თუ არ დაგეზარება გადაიკითხე, ბევრ საინტერესოს შეიტყობ.

Posted by: marisha-mari 22 Apr 2011, 15:48
QUOTE
შხამიანი სოკოს გასარჩევად ვარგისიანიდან გასარცევად ტაფაზე შეწვის დროს ხახვი უნდა დააჭრაო და ხახვი გაშავდებაო თუ შხამიანიაო !!! მართალია ეგ მოსაზრება ???

ეგ პირველად მესმის მე საერთოდ მართლა გადაიკითხეთ სოკოების თემა მე სიამოვნებით წავიკითხეsmile.gif

Posted by: buzuzu1 2 Jun 2011, 14:19
დათვის სოკოს შენახვასთან დაკავშირებით ან გამოშრობასთან ინორმაცია მაინტერესებს და ვერ დამეხმარებით?

Posted by: Irisi 2 Jun 2011, 17:24
QUOTE
რაჭაშია ერთი სოკო სულელი ქვია და რო შეჭამ მთელი დღე იცინი და სასაცილო გლუკები გაქვს

QUOTE
ამსტერდამში ხომ არ აგერია რაჭა

არ არევია, ჩვენსკენ მაგიჟარას ეძახიან rolleyes.gif წითელი და თეთრწინწკლებიანი
უუუ მალე მოვიდეს აგვისტოო!!!!! ბავშვობაში ვარჩევდი სოკოებს და ეხლა მთლად დარწმუნებული აღარ ვარ, სურათები უნდა ამოვბეჭდო ან რამე ვქნა და ისე წავიდე რაჭაში smile.gif
Dr_Zuzumbo
ისე თქვენ ხომ არ გაქვთ რაჭაში გავრცელებული საჭმელად ვარგისი სოკოების ფერადი ფოტოები? smile.gif ანდაც პირიქით არასაჭმელად ვარგისის ფოტოები biggrin.gif ორივე გამოდგება

Posted by: mzi 3 Jun 2011, 10:39


მაღაზიაში რომ ქამა სოკო იყიდება, როგორ გამოვიყენო?, როგორ გავიგო ახალია თუ არა, უნდა გადავარჩიო? ყველაფერი მაინტერესებს tongue.gif tongue.gif tongue.gif

Posted by: Makulatura 7 Jun 2011, 03:42
ყველაზე შხამიანი სოკო რომელია?

იქნება მიმასწავლოთ სად ვეძებო. მინდა გავსინჯო smile.gif

Posted by: mia_nano 12 Jun 2011, 16:57
mzi
ბევრნაირად შეგიძლია გამოიყენო, მე ბიფსტროგანოვსაც ვაკეთებ, ყველთანაც, სალათებში და ისე ტაფაშიც, უგემრიელესია

faverliki
მე დუშეთში მასწავლეს ხის სოკოთი ხინკალი და მოხარშვა არ უნდა

Posted by: mia_nano 14 Jun 2011, 14:35
სოკოს ხინკალი

2 კ.გ. ახალი საღი ხის სოკო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავყაროთ საწურზე. დავჭრათ წმინდად.
3 დიდი თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, წითელი მწარე წიწაკა გემოვნებით, ახალი ქინძი ერთი კონა(სურვილის მიხედვით, აუცილებელი არ არის),გავატაროთ მანქანაში
შავი პილპილი, მარილი და ნახევქრი ჭიქა წყალი შევურიოთ ერთმანეთში, დავაყაროთ წმინდად დაჭრილი სოკო, გატარებული მასა და ავურიოთ კარგად.

მობზილოთ ხინკლის ცომი და ფარში გამოვიყენოთ ისე, როგორც ხორციანი ფარშის შემთხვევაში.

ნიორიც გემოვნებით, ბევრს არ უყვარს როცა ნოირი კბენს.

Posted by: Dr_Zuzumbo 14 Jun 2011, 15:12
QUOTE (Makulatura @ 7 Jun 2011, 03:42 )
ყველაზე შხამიანი სოკო რომელია?

იქნება მიმასწავლოთ სად ვეძებო. მინდა გავსინჯო smile.gif

თეთრი ბილწა სოკო. რუსულად- Бледная поганка.
გავს ქამა სოკოს. არ გირჩევ ამ სოკოს მიღებას. მოკვტები yes.gif

Posted by: mia_nano 14 Jun 2011, 18:49
Dr_Zuzumbo
ძალიან მიყვარს სოკო და თან მეშინია, ამიტომ ვყიდულობ ხის სოკოს, როგორც ვიცი ორეული არ ყავს. ქამა სოკოს რაც შეეხება სათბურისას ვყიდულობ პოპულში და ბაზარში, ხომ არ ვცდები ასე გულადად რომ ვიქცევი rolleyes.gif თუ იცი საშიშია? სათბურშიც ხო არ შეიძლება ორეული შეყვეს?

Posted by: Dr_Zuzumbo 14 Jun 2011, 20:06
mia_nano
სათბურში ნაღდად ვერ შეყვება ბილწა, ამიტომ შეგიძლია მშვიდად მიირთვა

Posted by: mia_nano 15 Jun 2011, 17:02
Dr_Zuzumbo
მადლობა, სხვა სახეობისის არ ვაკარებ ოჯახში, ნუ გარეთაც ვიცი რომ ქამას ხმარობენ და მშვიდად ვიყავი. არ გეგონოს ვაჭარბებდე, ადრე მეზობლის ნათესავის ოჯახი ამოწყდა სოკოს გამო იმერეთში, საშინელებაა, ვერავინ გადაარჩინეს sad.gif

Posted by: cicatridina 28 Jun 2011, 23:52
სოკო ისე მიყვარს რომ ვიცოდე შხამიანიათქო მგონი მაინც შევჭამო biggrin.gif ყველანაირი მიყვარს-შემწვარიც და მოხარშულიც.

Posted by: cicatridina 30 Jun 2011, 20:03
mia_nano
QUOTE
ხინკალიც

ხინკალზეც თანახმა ვარ yes.gif

Posted by: patriota17 4 Jul 2011, 20:10
სოკოოოოო კეცზეეეე....sad.gif((((((((((((((((((((((((((((((((((

Posted by: cicatridina 5 Jul 2011, 23:02
Geo77
QUOTE
გოჭიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი შემწვარიიიიიიიიიიი


სოკო გოჭით? ეგ უკვე მეტისმეტია lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: LTB1948 18 Jul 2011, 12:36
მოკლედ, ამ თემამ გამაბედინა და ტყის სოკო მაჭამაsmile.gif)

ძალიან გემრიელი იყო, აქამდე მხოლოდ დაკონსერვებულს, ან შამპინიონს, კალმახას და ხის სოკოს თუ ვბედავდი....


ახლა გავბედე და მიქლიო ვიყიდე, როკოთის უღელტეხილზე.... უფ ჯერ მანქანაში ისეთი სასიამოვნო სურნელი დააყენა, თბილისამდე ძლივს მოვითმინე....

სახლშI კარგად გავრეცხეთ და დიდი ტაფაში ჩავყარე (იქნებოდა ასე კილონახევარი).... ბლომად წვენი კი გაუშვა, მერე ჩიაშრო, ცოტა ვხრაკე და კარაქი, მარილი და პილპილი დავუმატე.... არომატი ჰქონდა მაგრამ რაღAც აკლდა....

მოვუშუშე ხახვი და გადავურიე.... მივირთვით არაჟAნთAნ ერთAდ, უგემრუიელესი გამოვიდა....

ცოტა კი მეშინოდა არ მოვიწამლო-თქო, მაგრამ მშვიდობით ჩაიარაsmile.gif

Posted by: cicatridina 20 Jul 2011, 00:00
LTB1948


მეც მინდააააა, cry.gif რა დავაშავეთ?

Posted by: GLADI 20 Jul 2011, 04:38
LTB1948
QUOTE
მოკლედ, ამ თემამ გამაბედინა და ტყის სოკო მაჭამა)

ძალიან გემრიელი იყო, აქამდე მხოლოდ დაკონსერვებულს, ან შამპინიონს, კალმახას და ხის სოკოს თუ ვბედავდი....


ახლა გავბედე და მიქლიო ვიყიდე, როკოთის უღელტეხილზე.... უფ ჯერ მანქანაში ისეთი სასიამოვნო სურნელი დააყენა, თბილისამდე ძლივს მოვითმინე....

სახლშI კარგად გავრეცხეთ და დიდი ტაფაში ჩავყარე (იქნებოდა ასე კილონახევარი).... ბლომად წვენი კი გაუშვა, მერე ჩიაშრო, ცოტა ვხრაკე და კარაქი, მარილი და პილპილი დავუმატე.... არომატი ჰქონდა მაგრამ რაღAც აკლდა....

მოვუშუშე ხახვი და გადავურიე.... მივირთვით არაჟAნთAნ ერთAდ, უგემრუიელესი გამოვიდა....

ცოტა კი მეშინოდა არ მოვიწამლო-თქო, მაგრამ მშვიდობით ჩაიარა

მეც მინდა, მიყვარს სოკო, შემწვარი.. მაგრამ მხოლოდ დაკონსერვებულს თუ ვბედავ ხოლმე :|

ნამდვილი სოკო არც მიჭამია... ნეტა როგორია user.gif

user posted image

user posted image

Posted by: cicatridina 20 Jul 2011, 23:39
GLADI
QUOTE
მხოლოდ დაკონსერვებულს თუ ვბედავ ხოლმე



ესე იგი ნამდვილი სოკოს გემო არც გცოდნია

Posted by: GLADI 21 Jul 2011, 02:18
cicatridina
QUOTE
ესე იგი ნამდვილი სოკოს გემო არც გცოდნია

ხო და მაინტერესებს ;ს კაია ნეტა? ;ს

თან ისეთი სოკო მინდა ვჭამო პირველად ძალიან რომ მომეწონოს biggrin.gif

Posted by: cicatridina 21 Jul 2011, 11:42
GLADI


QUOTE
კაია ნეტა?



გადასარევ!!!!!!! chups.gif

Posted by: LTB1948 21 Jul 2011, 14:03
ეჰ, სოკოს სიყვარულს თბილისში შამპინიონებით ვიკლავsmile.gif)

ამ ბოლო დროს რაღაც საშინელი შამპინიონებია, მალე შავდება და რომ ამზადება ისეთ შავ წვენს უშვებს ჭამა არ მოგინდება... იმ დღEს სოკოს კრემ-სუპი გავაკეთე და რაღაც რუხი გამოვიდა, ვიდზე კატასტროფა გემოთი არ იყო ცუდი....
ოჯახის წევრებმა არ შეჭამეს ისეთი ცუდი შესახედავი იყო... მე კი ვჭამე მაინც და გემოთი არა უშავდა, მაგრამ ფერი უჯას....

Posted by: GLADI 23 Jul 2011, 07:10
cicatridina
QUOTE
გადასარევ!!!!!!!

შხამიანი რომ შევჭამო ეგრევე ტრუპი ვარ? sad.gif

Posted by: manchoo 23 Jul 2011, 22:39
GLADI
QUOTE
მეც მინდა, მიყვარს სოკო, შემწვარი.. მაგრამ მხოლოდ დაკონსერვებულს თუ ვბედავ ხოლმე :|

ნამდვილი სოკო არც მიჭამია... ნეტა როგორია


ადიგენის რაიონში მივირთვი სოკო, ეტყობა ადგილსაც გააჩნია სად მოდის, უგემრიელესი იყო. აქეთაც ვყიდულობ ხოლმე ახალი სოკოა დაფასოებული, მაგრამ გემოს ვერ ვატან. ნუ არაუშვს მაინც ამლეტი სოკოს გარეშე და პიცაც წარმოუდგენელია smile.gif გუდ ლაკ.

Posted by: BadbadGirl 31 Jul 2011, 20:42
ხალხო, ეს სოკო რომ ვჭამო მომკლავს? თუ ჯობია გადავყარო?
user posted image

user posted image

user posted image

Posted by: gio_zizou 31 Jul 2011, 20:58
BadbadGirl

მე მგონი მაგის ადგილი ნაგავშია და არა კუჭში... :|

Posted by: gixoni 2 Aug 2011, 22:21
გამარჯობათ, ქუთაისის შემოგარენში თუ იყო ვინმე ამ ბოლოს სოკოზე, არის რამე?

Posted by: oto_terabyte 6 Aug 2011, 18:18
ქამა სოკო ვიყიდე წეღან და რა ვუყო? როგორ გავაკეთო? რეცეპტი არ იცით ვინმემ გემრიელი?

Posted by: Dr_Zuzumbo 6 Aug 2011, 18:50
QUOTE (BadbadGirl @ 31 Jul 2011, 20:42 )
ხალხო, ეს სოკო რომ ვჭამო მომკლავს? თუ ჯობია გადავყარო?
user posted image

user posted image

user posted image

საშუალო დონის კარგი საჭმელი სოკოა. ხახვთან ერთად ჩაშუშე და არაჟანი მოასხი. ნიამ...

Posted by: chaPPek 10 Aug 2011, 18:41
Dr_Zuzumbo

ბატონო ზუზუმბო, აბასთუმანში მივდივარ ერთ კვირაში. კარგი წვიმებია დაპროგნოზებული და იქედან სავარაუდოდ ბევრ სოკოს წამოვიღებ.

ხომარიცით როგორ შევინახო რომ არ გამიფუჭდეს? (წამოღებამდე მაცივრის საშუალება არ მექნება).

წერეწოს, ქამის, თეთრი სოკოს, სირაეშკების და რიჟიკების შეგროვებას ვგეგმავ.

Posted by: Dr_Zuzumbo 10 Aug 2011, 22:05
QUOTE (chaPPek @ 10 Aug 2011, 18:41 )
Dr_Zuzumbo

ბატონო ზუზუმბო, აბასთუმანში მივდივარ ერთ კვირაში. კარგი წვიმებია დაპროგნოზებული და იქედან სავარაუდოდ ბევრ სოკოს წამოვიღებ.

ხომარიცით როგორ შევინახო რომ არ გამიფუჭდეს? (წამოღებამდე მაცივრის საშუალება არ მექნება).

წერეწოს, ქამის, თეთრი სოკოს, სირაეშკების და რიჟიკების შეგროვებას ვგეგმავ.

სამწუხაროდ ერთი, რაიმე საერთო რეცეპტი ყველა სახეობის სოკოსათვის არ არსებობს. ხის კუნძზე რომლებიც იზრდებიან, ისინი ან მარინადში, ან გამოშრობა. მჭადა(სიროეშკა) გამოშრობით ინახება. ბოლეტისებურები ე.ი. რომელთა ქუდის ქვეშა ფენა ღრუბელივითა ძირითადად მარინადში. დათვა(ბელი გრიბ) კარგად შრება. მიქლიოს ჭიშისებს, რომელთაც რძესავით სიხე გამოსდის გადატეხილზე, დამწნილება უხდებათ მარილწყალში. მოკლედ, ყველას თავისი მეთოდი უხდება. გაყინვით კი თითქმის ყველა იყინება- ჯერ უნდა წამოდუღდეს, წყალი დაიწრიტოს, შემდეგ ცელოფანის პაკეტებში და საყინულეში.

Posted by: chiburashka111 10 Aug 2011, 22:58

Dr_Zuzumbo

QUOTE
მჭადა(სიროეშკა) გამოშრობით ინახება

ჩვეულებრივად გამოფენ და შრებაა? თუ როგორ? შოვში ვიყავი წელს და უამრავი სოკო იყო განსაკუთრებით მჭადა

Posted by: Dr_Zuzumbo 11 Aug 2011, 01:25
QUOTE (chiburashka111 @ 10 Aug 2011, 22:58 )
Dr_Zuzumbo

QUOTE
მჭადა(სიროეშკა) გამოშრობით ინახება

ჩვეულებრივად გამოფენ და შრებაა? თუ როგორ? შოვში ვიყავი წელს და უამრავი სოკო იყო განსაკუთრებით მჭადა

შაშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერი, ნემსით ძაფზე აკინძე და ჩამოკიდე მზიან ადგილას, კარგი განიავება იყოს.

Posted by: chaPPek 11 Aug 2011, 08:16
Dr_Zuzumbo

ეჰ, ესეიგი მაინც გაყინვაა მათი ბოლო. მე წერეწოსაც და თეთრ სოკოსაც დიდი"პაჩკა" აქვთ ქვემოდან. ქამასაც.

მოკლედ, წამოვადუღებ, წყლისგან დავწრეტ და გავყინავ სადმე სასტუმროს მაცივარში :/. დიდი მადლობა

Posted by: uefa08_geo 22 Aug 2011, 13:13
ქამა შეწვი და ეგაააააააააააააააააააააა

Posted by: chiburashka111 23 Aug 2011, 00:22
uefa08_geo
QUOTE
ქამა შეწვი და ეგაააააააააააააააააააააა

ეგ ტყის ქამა თუა კიი, ამ სათბურის სოკოს არაფრის გემო არ აქვს sad.gif

Posted by: rockataka 23 Aug 2011, 10:11
QUOTE
რიჟიკები

ამ სოკოს მარინადს, არაფერი შეედრება. ამასწინად ჩამომიტანეს 3 ლიტრიანი ბანკით და ნეტა გენახეთ, როგორი გაბრწყინებული თვალებით ვჭამდი biggrin.gif

Posted by: Today 23 Aug 2011, 10:36
chaPPek
QUOTE
ეჰ, ესეიგი მაინც გაყინვაა მათი ბოლო. მე წერეწოსაც და თეთრ სოკოსაც დიდი"პაჩკა" აქვთ ქვემოდან. ქამასაც.

მოკლედ, წამოვადუღებ, წყლისგან დავწრეტ და გავყინავ სადმე სასტუმროს მაცივარში :/. დიდი მადლობა


წერეწოს გაყინვა მკრეხელობაა.. biggrin.gif


Posted by: hackster 2 Sep 2011, 00:33
ეს ძალიან კარგ რაღაცას გავს. აუცილებლად გავსინჯავ.

Posted by: masha 2 Sep 2011, 13:44
BadbadGirl
ეგ არყა არ არის ?
Подосиновик.
კარგი გემრიელი სოკოა.
დამუჟუჟებული მთლად მაგარი იქნება.

Posted by: Dr_Zuzumbo 2 Sep 2011, 18:33
masha
Подосиновик-ი კი არის, მაგრამ არყა სოკოსთან Подосиновик-ს არანაირი კავშირი არა აქვს

Posted by: masha 2 Sep 2011, 23:51
Dr_Zuzumbo
კი, მართალია, იმიტომ ვიკითხე.
ამერია არყისძირაში ეგ ვერხვისძირაა

Posted by: BadbadGirl 3 Sep 2011, 00:22
masha
არ ვიცი რაა smile.gif
სოკოს გემო კი მომეწონა smile.gif

Posted by: amadeus 3 Sep 2011, 22:48
ბევრი მჭადიო ყოფილა თბილისის შემოგარენში. ეხლაც სასოკოედ წვიმს ვისაც საშუალება გაქვთ გადით ქალაქგარეთ.

Posted by: Lazarilio 3 Sep 2011, 23:42
გუშინწინისწინ ვიყიდე 1 კილო სოკო. სოფლიდან ჩამოტანილი იყო. რაღაცა წინწკლები ჰქობნდა. ხოდა გავაკეთე და ვჭამე. ბავშვებმა არ ჭამეს კიდევ კარგი. შემდეგი 2 დღეა გულისრევა და საშინელი გამონაყარი გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს. რა გავაკეთოთ არ ვიცითY. წითელი სოკო საშუალო ზომის, რაღაცა წინწკლებით. რა არის და რითი ვუშველოთ თავს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: guruliqali 4 Sep 2011, 07:48
Lazarilio
აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ, დღესვე მიდით

Posted by: masha 4 Sep 2011, 11:28
Lazarilio
QUOTE
წითელი სოკო საშუალო ზომის, რაღაცა წინწკლებით. რა არის და რითი ვუშველოთ თავს ხომ ვერ მეტყვით?

აღწერილობით ნაღდი "მუხამორია", მაგრამ ეგ ეგრევე კლავს.
თან არც არავინ არ გაყიდიდა, სავარაუდოდ.
მაინც სჯობდა საავადმყოფოში წასვლა, კუჭის ამორეცხვა და გადასხმები.

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Sep 2011, 13:39
ერთი კოლო მოხამორი გეჭამათ, უკვე ჭურჭელი მზად უნდა გქონოდათ და სახლიდან კლასიკური მუსიკის ჩანაწერების ხმა უნდა მოდიოდეს biggrin.gif
არადა, აპკის ნარჩენები მხოლოდ წითელ ბილწაზე რჩება წინწკლებად.

P.S.
ერთ საათში ტყეში გავდივარ- სურათებს მერმე დავდებ, თუ რამე მოვინადირე
P.S. P.S.
თუ ასეთი სოკო ჭამეთ, სასწრაფოდ ექიმთან
user posted image

Posted by: ladybug 4 Sep 2011, 14:46
Dr_Zuzumbo
QUOTE
თუ ასეთი სოკო ჭამეთ, სასწრაფოდ ექიმთან

არადა რა ლამაზია... jump.gif

Posted by: Lazarilio 4 Sep 2011, 15:13
მადლობა რჩევებისთვის თუ კიდევ დამჭირდა დახმარება კიდევ შემოვალ ხოლმე აქ.
ვიყავი ექიმთან. არ ვკვდები biggrin.gif მაგამ სოკოს ჩემით აღარ ავარჩევ, თქვენ გკითხავთ ხოლმე.


Dr_Zuzumbo
ისე მართლა რა ლამაზია. მაგრამ ალბათ ეგ არ იყო და მე ავღწერე არასწორად. ცოცხალი ვარ ჯერჯერობით და..

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Sep 2011, 18:54
მოკრძალებული ნადავლი. სადილად საკმარისია- ახლა შევუდგები კულინარულ დამუშავებას user.gif
user posted image

Posted by: masha 4 Sep 2011, 20:47
Dr_Zuzumbo
რა სილამაზეა!
მიქლიო მგონი ვიცანი და მანჭკვალა.
მარცხვნივ ყველაზე განსხვავებული სოკო რა არის?

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Sep 2011, 21:10
masha
მარცხნივ შავი რომელიცაა, მას ქართულად მგონი შავჩოხა ჰქვია. ცენტრში რომაა შავი ძაბრივით, "შავ საყვირს" უწოდებენ აქ და ძალიან კარგი სოკოა
აი, ესაა http://ru.wikipedia.org/wiki/Вороно

Posted by: Navy Blue 4 Sep 2011, 21:16
Dr_Zuzumbo
QUOTE
მოკრძალებული ნადავლი. სადილად საკმარისია- ახლა შევუდგები კულინარულ დამუშავებას

რა სილამაზეა smile.gif
შავი სოკო არასდროს მინახავს, ალაბათ ვერც გავბედავდი შეჭმას, თუმცა სოკოს მიმართ შიში არ მქვს.

Posted by: Dr_Zuzumbo 6 Sep 2011, 17:12
ესეც დღევანდელი მონაგარი. სპეცილურად სასუპე სოკოები იყო დღევანდელი მიზანი user.gif
user posted image

Posted by: masha 6 Sep 2011, 17:17
Dr_Zuzumbo
სუპზე მაინტერესებს:
რამეს ბურღულეული, კარტოფილი და ა.შ. დებთ სოკოს სუპში?
გავაკეთე ასე 3 კვირის წინ (ტყეში დაკრეფილი სხვადასხვა სოკოს სუფი) უარაფროდ
და ეგრე სჯობს მგონი.
ასორტი იყო მიქლიო და მანჭკვალა, ერთ-ორი დათვის სოკოც გამოერია.
გემრიელი ძალიან, თან სოკოს სხვადასხვა ფაქტურაც სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებდა.

Posted by: Dr_Zuzumbo 6 Sep 2011, 17:41
სუპში ისეთი პროდუქტები, რომელიც გადაფარავს სოკოს განუმეორებელ გემოს, არ გამოიყენოთ. კარტოფილი არავითარ შემთხვევაში- თრგუნავს სოკოს გემოს.
სოკოსა და ხახვს კარგად მოშუშავთ კარაქში. შემდეგ მოაყრით წინასწარ გაფიცხებილ ფქვილს(3-4 სუფრის კოვზე), ცოტა ხნით გააგგრძელებთ თუშვას და მერმე ცივი წყალი იმ რაოდენობით, რაც სუპს უნდა. ნელ ცეცხლზე მოხარშვა და ბოლოში არაჟანი, ან ნაღები საკმაო რაოდენობით. ბოლოში, როცა ხარშვას დაამთავრებთ ოხრახუში ჩააჭერით. მარილი და პილპილი გემოვნების მიხედვით.

Posted by: masha 6 Sep 2011, 17:53
Dr_Zuzumbo
მადლობა დაახლოებით მეც ეგრე ვაკეთებ.
ფქვილის გარდა.
+ არაჟანი მქონდა გადასარევი -სოფლის.
თან ბოსტნეულს ყოველთვის მცენარეულ ზეთში ვწვავ.
არადა ვიცი რომ სოკოს კარაქი ძალიან უხდება, განსაკუთრებით ნიყვს.

Posted by: BadbadGirl 17 Sep 2011, 20:45
Dr_Zuzumbo
ამ სოკოზე რას ფიქრობთ?
user posted image

user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 17 Sep 2011, 21:24
BadbadGirl
კარგს ვფიქრობ smile.gif
განსაკუთერებით ზედა სურათის ზემო მარჯვენა კუთხეში რომაა.
ქვედა სურათზე თეთრ სოკოს ვერა ვცნობ. ხის სოკოა?
ზედა სურათის, ქვედა კიდეში რომ სოკოა ე.წ. "ნაღვის სოკო" ხომ არაა, კიდე მოტეხე და გემოზე გასინჯე, თორემ თუ ეგაა, მთელ სადილს გაგიფუჭებს

P.S.
ქვედა ეს თუა, მაშინ საჭმელი სოკოა
http://en.wikipedia.org/wiki/Pleurotus_pulmonarius

Posted by: BadbadGirl 17 Sep 2011, 21:34
Dr_Zuzumbo
გმადლობ.
ეჭვი მაქვს ქვედა სურათზე ეს სოკოა + http://en.wikipedia.org/wiki/Pleurocybella გადაყრა მომიწევს. არადა ისეთი კარგი სოკოს სურნელი აქვს. მორზე იზრდებოდა.



ზედა სურათზე, დიდი სოკო რომაა იმას ვერ ვცნობ. თან გავს კარლ იოჰანს, თან არა. არადა კაი მკვრივი შეკრული სოკოა. ზედა სურათის ქვედა კიდეში კანტარელები არიან :) მაგათკარგად ვცნობ უკვე smile.gif user posted image
* * *
კიდევ აი ასეთი სოკო იყო ძალიან ბევრი მაგრამ არ მომიკრეფია. ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდნენ . თუმცა უდაოდ ლამაზები არიან smile.gif

user posted image

კიდევ აი ეს სოკო, ნორვეგიაშI ვნახე. ასეთი რამ აქ არ მინახავს. ხელი რომ მოვკიდე ქუდზე მტვერი გადმომედო. თითქოს სპორები ქუდზე ქონდაო.
user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 17 Sep 2011, 21:57
ქვედაზე აზრზე არა ვარ. მაგრამ შუაში რომ არის საჭმელ ხის სოკოსა ჰგავს. არ მინდა რომ შეგცდეს იმიტომ, რომ მაცილობელაც ყავს. არ გირჩევ. რეალში რომ ვხედავდე ვიცნობ, მაგრამ სურათზე ძნელია

Posted by: BadbadGirl 17 Sep 2011, 22:01
Dr_Zuzumbo
გმადლობ.

შუაში რომ ყვითლებია ხეზე არ იყო ამოსული, ჩვეულებრივ ნიადაგზე იყო. არც მომიკრეფია smile.gif ისე გადავუღე სურათი smile.gif

თეთრები გადავყარო ხო?

სუუუულ პირველი სურათი რომ დავდე, ბუხუნ სოკოთი გავჭერი წეღან და მატლებით იყო სავსე sad.gif არადა მეთქი დავჭრი და გავახმობ.

Posted by: mrevli 19 Sep 2011, 16:44
გამარჯობათ : )
თბილისთან ახლოს სად შემიძლია მიქლიოს და მასლიატას დაკრეFვა ??

Posted by: reziko17 19 Sep 2011, 23:11
წელს პირველად გავსინჯე ნიყვი
და აღფრთოვანებული ვარ
კიდევ სოფლიდან ჩამოგვიტანეს წერეწოს ეძახიან იმერეთში ისიც ძალიან გემრიელი იყო. თეთრი სოკო იყო
მაგისგან ნახევარი გამოვიყენე სუპში, ხახვთან ერთად მოვშუშე შემდეგ დავასხი წყალი, დავამატე მდნარი ყველი , მარილი, შავი წიწაკა.....და აი უგემრიელესი გამოვიდა
ერთი დიდი ქვაბი საღამოსვე გაქრა smile.gif))
გირჩევთ...
კიდევ რაჭაში ვჭამე ქათამბარკალას ეძახიან იქ. ყვითელი პატარა სოკოები უგემრიელესიააა
აუ როგორ მომინდაააა სოკოო sad.gif

Posted by: Makulatura 20 Sep 2011, 04:14
უკვე რამდენი ხანია შხამიან სოკოს ვეძებ და ვერ ვნახე ვერსად
ჩემთან სოფელში წავაწყდი რაღაც ამდაგვარს მემგონი ეს იყო

მემგონი მეღირსა ბედნიერება გასინჯვის! smile.gif

http://pix.ge/

Posted by: chiburashka111 20 Sep 2011, 12:00
Makulatura
QUOTE
უკვე რამდენი ხანია შხამიან სოკოს ვეძებ და ვერ ვნახე ვერსად
ჩემთან სოფელში წავაწყდი რაღაც ამდაგვარს მემგონი ეს იყო

მემგონი მეღირსა ბედნიერება გასინჯვის!

სერიოზულად ამბოობ? eek.gif

Posted by: Makulatura 20 Sep 2011, 15:40
chiburashka111
QUOTE
სერიოზულად ამბოობ?

კი

რაღაც ატეხილი მაქვს დიდი ხანია
ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, რავიცი ჰო არ მომკლავს თუ მომკლავს და აგერ
ჩემი ნიკის სამახსოვრო ბანერი დაკიდეთ ფორუმის თავზე და ეგ არის

Posted by: BadbadGirl 20 Sep 2011, 19:14
Makulatura
წესით არ უნდა მოგკლას გააჩნია რამდენს შეჭამ.
ალკოჰოლი არ დააყოლო არაფრის დიდებით.

პ.ს. რაღა სოკოთი მოგინდა ექსტრიმი?!

Posted by: Makulatura 20 Sep 2011, 21:23
BadbadGirl
QUOTE
წესით არ უნდა მოგკლას

მადლობთ biggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Sep 2011, 21:35
BadbadGirl
ადრენალინის მოზღვავება იცის დაკრეჭილთან კუკუ-დამალობიის თამაშმა biggrin.gif
ალკოჰოლთან ერთი ჯიშის სოკო რეაგირებს, სხვაობა არაა ალკოჰოლამდე მიიღებ იმ სოკოს, თუ ალკოჰოლის შემდეგ- რამოდენიმე დღე რწყევით გაგხევს(შხამიანი არაა, პირიქით, საჭმელი სოკოა) დიასახლისების საიდუმლო იარაღი იყო ალკოჰოლის მოყვარული ქმრების წინააღმდეგ.

Posted by: mekaaa 8 Oct 2011, 08:17
თუ შეგიძლიათ რომ მითხრად "რიჟიკა" სოკოს სეზონი უკვე აღარ არის? თუ ჯერ ჯიდევ იქნება?
და კიდევ რა ქვია ქართულად რიჟიკა სოკოს?


წინასწარ დიდი მადლობა?

Posted by: potpers 14 Oct 2011, 01:15
ხო, ეს რაღაც უფრო გემრიელობა იქნება... დიდი მადლობა რჩევისთვის...

Posted by: maiko_mao 24 Oct 2011, 16:47
კეცზე ქუდები რომ იწვება, ზეთი უნდა? არ ვიცოდიიი

Posted by: fsevdokacobrioba 27 Oct 2011, 16:39
პლიუს უცხო სუნელი? არ მოუხდება?

Posted by: mosaubre 27 Oct 2011, 18:46
ყველას დიდი მადლობა საუკეთესო რეცეპტებისთვის
* * *
განსაკუთრებით ჯულიენის რეცეპტი მომეწონა
* * *
ისე მეგრული ხაჭაპურის კარგი რეცეპტი იქნებ მომაწოდოთ?
* * *
ზეთი უნდა აბარა, უცხო სუნელიც უხდება

Posted by: leribaraba77 30 Oct 2011, 16:17
1 კვირის წინ ვჭამე მაგარი სოკო. ასე სოკო არ მომწონებია არასდროს. მარა რესტორნის სახელი არ მახსოვს. სადგაც დიგომში იყო. smile.gif

Posted by: DarkPrince 30 Oct 2011, 18:41
მეგობრებო აი რაღაც სოკოა, ბავშვობაში მაქვს ნაჭამი და სახელი არ ვიცი...შეიძლება მისი უმად ჭამაც, არის ნარინჯისფერი და რომ მოატეხავ ნაჭერს მოდის თეთრი სითხე, ნუ რძე რა smile.gif რა სოკოა ხო ვერ მეტყვით !!! მადლობთ

Posted by: Nemoi 31 Oct 2011, 16:00
http://ru.wikipedia.org/wiki/Сыроеж

Posted by: shtori 31 Oct 2011, 16:50
ქამა სოკოს ქუდს გაფცქვნა სჭირდება?

Posted by: chiburashka111 31 Oct 2011, 19:54
shtori
QUOTE
ქამა სოკოს ქუდს გაფცქვნა სჭირდება?

არანაირად. გარეცხე და ვსიოო.

Posted by: shtori 31 Oct 2011, 21:28
chiburashka111
მადლობა.
---------------

Posted by: tipu-sultani 1 Nov 2011, 15:04
ქამა სოკოს კერძების რეცეპტები ვინც იცით დაწერეთ რა

Posted by: _Levaniko_ 5 Nov 2011, 04:57
გეხვეწებით ვინმემ თუ იცით მირჩიეთ სად შეიძლება წითელი მუხამორის მოძიება საქართველოში?

Posted by: mettalmag 5 Nov 2011, 07:05
Makulatura
ეგ წითელი მუხამორია ზურ
გემრიელი შემწვარიც გამშრალიც და უმიც
და ალკოჰლიც არაფერს არგიზავს პირიქით
უხდება

Posted by: mirzagu 7 Nov 2011, 23:59
soko magari miyvars raa... gansakutrebit sulguntan ertad kecze shemcvari biggrin.gif
* * *
ise daijerebt rom niyvi ar maqvs najamii? arada sokos giji var, magram niyvze bavshvobashi damashines raa biggrin.gif

Posted by: upwave 8 Nov 2011, 00:32
DarkPrince
QUOTE
მეგობრებო აი რაღაც სოკოა, ბავშვობაში მაქვს ნაჭამი და სახელი არ ვიცი...შეიძლება მისი უმად ჭამაც, არის ნარინჯისფერი და რომ მოატეხავ ნაჭერს მოდის თეთრი სითხე, ნუ რძე რა  რა სოკოა ხო ვერ მეტყვით !!! მადლობთ

ჩVენსკენ მჭადა სოკოს ეძახიან,
მე ძალიან მიყვარს smile.gif

Posted by: zura-zuriko 10 Nov 2011, 14:23
აუ მინდა სოკო, ოღტონდ არ მომწამლოსსსსსსსსსსსსსს biggrin.gif

Posted by: Christmas Santa 12 Nov 2011, 23:15
შემწვარი სოკო მიყვარს ძალიან გემრიელიიია up.gif up.gif up.gif

Posted by: madona111 14 Nov 2011, 16:17
ძალიან მაგარია სოკო, მაგრამ სამწუხაროდ გაკეთება არ ვიციიიიიიიიიიიიიიიიიიიიი jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: rezi-rezi 15 Nov 2011, 13:36
აგვისტოში ნიყვის ჭამას არაფერი ჯობიააააააა

Posted by: taliko 15 Nov 2011, 15:41
ქამა საკო კეცზე იდიალურ!!!!!!!!!!!!!

Posted by: ბაღა 15 Nov 2011, 16:06
საქართველოში ფსიქოდელიური სოკოები იზრდება? და თუ კი-სად? biggrin.gif

ე.წ magic mushroom

Posted by: Andy Warhol 15 Nov 2011, 18:12
ბავშვობაში სულ დავდიოდით მე და მამაჩემი სოკოს საკრეფად ბორჯომის ტყეში
არაფერი შეედრება ახლად დაკრეფილ სოკოს სუნს smile.gif

Posted by: saly 16 Nov 2011, 03:06
კი მართლა უგემრიელესია .
* * *
სოკოს ღვეზელის რეცეპტი თუ ვინმემ იცით გამომეხმაურეთ..........................................................
* * *
სოკოს ღვეზელის რეცეპტი თუ ვინმემ იცით გამომეხმაურეთ .

Posted by: thunderhead 21 Nov 2011, 17:59
ჩვენი მეგობარი აკეთებს ძალიან გემრიელად, ყოველთვის მრავალფეროვანი და გემრიელი სუფრა აქვს.

Posted by: thug 30 Nov 2011, 10:40
ამ დღეებში უნდა ვიყიდო სოკოს გაკეთება მინდა რაღაც მუღამზე ვარ biggrin.gif
ქამა სოკოს მეტი ვერცერთს ვერ ვცნობ არც სახელები ვიცი...

რომ ვიყიდი თქვენ იმედზე ვარ სურათს დავდებ და მირჩიეთ როგორ მოვამზადო biggrin.gif

Posted by: Zidan46 30 Nov 2011, 17:40
???????????????????????????????????????????????????????????????

Posted by: natia tyabladze 28 Dec 2011, 16:26
უკაცრავად, ვინმემ თუ იცის არსებობს თუ არა რაიმე წიგნი საქართველოში გავრცელებულ სოკოებზე, ოღონდ დასურათებული მინდა...და თუ იცით სად სეიძლება ვიყიდო???

Posted by: chiburashka111 28 Dec 2011, 18:12
natia tyabladze
მეც ვეძებ და თუ სადმე ნახვ დაწერე რააა

Posted by: prokofi1 6 Jan 2012, 17:55
კეცზე გაკეთებული სოკო მომწონს..............

Posted by: ValenTine_Kelly 6 Jan 2012, 17:58
natia tyabladze
QUOTE
უკაცრავად, ვინმემ თუ იცის არსებობს თუ არა რაიმე წიგნი საქართველოში გავრცელებულ სოკოებზე, ოღონდ დასურათებული მინდა...და თუ იცით სად სეიძლება ვიყიდო???

ახლახანს წავიკითხე რომელიღაც გაზეთში სტატია სწორედ ამაზე

რამდენიმე მკვლევარს ააქვს გაკეთებული დაახლოებით მაგრამ სრულყოფილი და დასურათებული არ არსებობს

თან რაიონებში სხვადახსვა სოკოებს ერთიდაიგივე სახელებს უწოდებენ და ამის გამოც არეულია ეს მონაცემებიცო.და პირიქითაც


Posted by: Barolo 8 Jan 2012, 16:59
აი სოკო !

http://postimage.org/

Posted by: prokofi1 9 Jan 2012, 12:00
პიცებს რომელი სოკოთი აკეთებენ იცით ?????

Posted by: Barolo 9 Jan 2012, 12:20
QUOTE (prokofi1 @ 9 Jan 2012, 12:00 )
პიცებს რომელი სოკოთი აკეთებენ იცით ?????

ყველანაირით

მაგრამ სტანდარტულს, ქამა სოკოთი

Posted by: LTB1948 9 Jan 2012, 12:21
prokofi1
შამპინიონი მშვენიერია პიცაში, ისე ალბათ ნებისმიერი სოკო შეიძლება, ნუ ალბათ შიტაკე არ მოუხდება, უმცა არ მიცდია, შეიძლებ ეგეც წავიდეს

Posted by: prokofi1 9 Jan 2012, 15:03
გასაგებია სპასიბა.................................

Posted by: thug 16 Feb 2012, 09:10
ამ სოკოზე გსმენიათ რამე? ნახევარი კილო 1000 დოლარი ღირსო

Matsutake Mushrooms


user posted image

Posted by: pandora85 18 Feb 2012, 09:48
QUOTE
სოკო ყველით
ბლომად მრგვლად დაჭრით ხახვსი მოვშუშოთ ზეთში შემდეგ, რომ შეწითლდება დავამატებთ ქამა სოკოს (ბანკებში, რომ არის.) ერთად მოვშუშავთ კარგად,დავამატებთ გახეხილ ყველს (თუ სულგუნი იქნება უკეთესია) დავამატებთ მარილს,შავ პილპილს,უცხო სუნელს და არაჟანს 2-3 სუფრის კოვი.კარგად მოურევთ გადმოვდგამთ და გემრიელად მივირთმევთ.

Posted by: mawerati 20 Feb 2012, 15:49
ახალი კარტოფილის და ქამა სოკოს სალათი

მოსამზადებლად დაგჭირდებთ:
ახალი ქამა სოკო – 200 გრ. ახალი კარტოფილი – 4 ბოლქვი. მწვანე ბარდა (დაკონსერვებული) – 5-6 ს/კ. მაიონეზი (სამარხვო)– 5-6 ს.კ. მწვანილი.
მომზდების წესი:
გარეცხეთ ქამა სოკო, მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ, გააგრილეთ და დაჭერით თქვენთვის სასურველ ზომებათ. გაუფცქვნელი, სუფთა კარტოფილი მოხარშეთ, შეაგრილეთ, გაფცქვენით და დაჭერით ნაჭრებათ.
გადაურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ მწვანე ბარდა, შეკმაზეთ მაიონეზით.
საფრაზე გაიტანეთ შეგრილებული (მაცივარში გააჩერეთ 5-7 წუთი),მორთეთ მწვანილით.

Posted by: kiki25 12 Mar 2012, 18:00
pandora85
ბლომად მრგვლად დაჭრით ხახვსი მოვშუშოთ ზეთში შემდეგ, რომ შეწითლდება დავამატებთ ქამა სოკოს (ბანკებში, რომ არის.) ერთად მოვშუშავთ კარგად,დავამატებთ გახეხილ ყველს (თუ სულგუნი იქნება უკეთესია) დავამატებთ მარილს,შავ პილპილს,უცხო სუნელს და არაჟანს 2-3 სუფრის კოვი.კარგად მოურევთ გადმოვდგამთ და გემრიელად მივირთმევთ.
ეს ძალიან მაგარია, ადვილათ მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი, ვგიჟდები სოკოზე.

Posted by: buka79 22 Mar 2012, 14:45
სოკოს ჯერ ვხარშავ და მერე ტაფაზე კვერცხთან ერთად ვწვავ.ვუმატებ მწვანილებს და ძალიან გემრიელი გამოდის.

Posted by: maiami001 22 Mar 2012, 14:52
Breaky
ვგიჟდები სოკო ისე მიყვარს

Posted by: davitka 26 Mar 2012, 20:39
ვინმემ სოკოს შაურმის გაკეთება იცით?

თუ კი მომცერეთ გთხოოოვთ.......

Posted by: Plainview 3 Apr 2012, 17:07
smile.gif




You must enter a message to post! Minimum 30 chars!

Posted by: TT-KK 7 Apr 2012, 23:58
ბავშვებო, ძვირფასებო, სასწრაფო დახმარება, კალმახა სოკო შემომეყიდა და როგორ და რა გავაკეთო, მირჩიეთ რა?

Posted by: caucasica 11 Apr 2012, 13:54
სოკოს კატლეტის რეცეპტი ხომ არ შეგხვედრიტა? სამარხვოც და არასამარხვოს.
ეხლა მააქვს ძერანა სოკოო

Posted by: ინფინიტი 11 Apr 2012, 13:59
davitka
QUOTE
ვინმემ სოკოს შაურმის გაკეთება იცით?

თუ კი მომცერეთ გთხოოოვთ.......



სოკოს გაასუფთავებ , კალმახა სოკო თუა, უნდა მოხარშო , თუ ქამაა, არ უნდა , დაჭრი საშუალო ზომაზე , და მობრაწავ ტაფაზე ზეთში ცოტა ხახვთან ერთად . გაშალე ლავაში, მოასხი მაიონეზი და კეტჩუპი, დაალაგე თხლად დაჭრილი კიტრი და პამიდორი, რგოლებად დაჭრილი ცოტა ხახვი და ბულგარული, მოალაგე შემწვარი სოკო, მოაყარე მწვანილები, მარილი, წითელი წიწაკა , გადაახვიე და მიირთვი. სასტიკად გემრიელია smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 23 Jul 2012, 00:10
Dr_Zuzumbo
QUOTE
საქართველოს ტყეები ბევრად უფრო მდიდარია სოკოების ნაირსახეობებით, ვიდრე, რუსეთის ტყეები. პრაქტიკულად რაც კი რამ სახეობაა სოკოსი ევროპაში და აზიაში, საქართველოში ხარობს. უბრალოდ, არ დაიზაროთ და თუ ტრანსპორტირების პრობლემა აქა გაქვთ, "უიკენდზე" აუცილებლად მიაშურეთ ტყეებს.

ჩვენთან ტრიუფელის პოვნის შანსი არსებობს? rolleyes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Jul 2012, 00:21
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 23 Jul 2012, 00:10 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
საქართველოს ტყეები ბევრად უფრო მდიდარია სოკოების ნაირსახეობებით, ვიდრე, რუსეთის ტყეები. პრაქტიკულად რაც კი რამ სახეობაა სოკოსი ევროპაში და აზიაში, საქართველოში ხარობს. უბრალოდ, არ დაიზაროთ და თუ ტრანსპორტირების პრობლემა აქა გაქვთ, "უიკენდზე" აუცილებლად მიაშურეთ ტყეებს.

ჩვენთან ტრიუფელის პოვნის შანსი არსებობს? rolleyes.gif

ვერფაფერს გეტყვით. თუ ჰავას და გეოგრაფიულ პირობებს გავითვალისწინებთ, არაა გამორივხული.

Posted by: <DADA> 1 Aug 2012, 14:00
თბილისის გარსჰემო ტყეებში უკვე არის სოკო?

Posted by: Dr_Zuzumbo 8 Aug 2012, 08:21
სოკოს სეზონიც წამოგვეპარაა...
თადარიგი ჩემი ახალი შენაძენით დავიჭირე.
ფინელი უსინათლოების მიერ ხელით ლამაზად დაწნული ეს კალათა გუშინ შევიძინე user.gif

user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 20 Aug 2012, 18:34
მსუბუქი მოთელვა მქონდა დღეს gigi.gif

user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Sep 2012, 20:37
ასეთი განძი ვიპოვე დღეს.
უძაანმაგრესი სუპი მოიხარშება gigi.gif

Posted by: Felisa 4 Sep 2012, 21:21
Dr_Zuzumbo
QUOTE
ასეთი განძი ვიპოვე დღეს.
უძაანმაგრესი სუპი მოიხარშება 

ეს ხის სოკოა? გაქვთ სოკოს სუპის თქვენეული ვერსია? smile.gif თუ კი გაგვიზიარეთ, პირადად მე ძალიან მაინტერესებს yes.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 4 Sep 2012, 21:35
QUOTE (Felisa @ 4 Sep 2012, 21:21 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ასეთი განძი ვიპოვე დღეს.
უძაანმაგრესი სუპი მოიხარშება  

ეს ხის სოკოა? გაქვთ სოკოს სუპის თქვენეული ვერსია? smile.gif თუ კი გაგვიზიარეთ, პირადად მე ძალიან მაინტერესებს yes.gif

განსაკუთრებული არაფერი.
ხახვი, კარაქი, მარილი, შავი პილპილი, ლიმონის წვენი, ნაღები და ოხრახუში.
კარტოფილი არავითარ შემთხვევაში, რათა სოკოს გემო არ გადაფაროს.
სოკო ბლომად.
ხახვს მოშუშავ მერე სოკოს ჩაყრი და მასაც მოშუშავ. მერე წყალს დაასხავ და ხარშავ. ბოლოს ლიმონის წვენი, ნაღები თანდათან შეურიე რომ არ შეიკოშტოს. მარილი და პილპილი გემოვნებით და ბოლოს ოხრახუშს ჩააჭრი.

P.S.
სურათზე არყის ხის მანჭკვალაა. მანჭკვალებს შორის საუკეთესო.

Posted by: Felisa 5 Sep 2012, 13:46
Dr_Zuzumbo
QUOTE
ხახვი, კარაქი, მარილი, შავი პილპილი, ლიმონის წვენი, ნაღები და ოხრახუში.

საინტერესოა. ოხრახუში გამიკვირდა, მე ქინძით ვიცოდი. კარტოფილი მეც მგონია რომ არ მოუხდება. ვაპირებ გაკეთებას და მაინტერესებს ნაღები რამდენპროცენტიანი უნდა და რა რაოდენობის? ლიმონის წვენი?
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: kivilee 5 Sep 2012, 13:49
კაი სოფლის მანჭკვალას რა ჯობია


იფ როგორ მიყვარს

Posted by: Dr_Zuzumbo 5 Sep 2012, 14:36
QUOTE (Felisa @ 5 Sep 2012, 13:46 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
ხახვი, კარაქი, მარილი, შავი პილპილი, ლიმონის წვენი, ნაღები და ოხრახუში.

საინტერესოა. ოხრახუში გამიკვირდა, მე ქინძით ვიცოდი. კარტოფილი მეც მგონია რომ არ მოუხდება. ვაპირებ გაკეთებას და მაინტერესებს ნაღები რამდენპროცენტიანი უნდა და რა რაოდენობის? ლიმონის წვენი?
დიდი მადლობა smile.gif

ქინძს ძალიან სპეციფიკური და მძლავრი სურნელი აქვს. ფარავს სოკოსას, ამიტომ ასეთ რამეებს არ ვაკარებს სოკოს
ნაღებს 15 პროცენტიანს ვხმარობ. რაოდენობა გემოვნებაზეა დამოკიდებული. ლიმონიც გემოვნების მიხედვით

Posted by: Felisa 5 Sep 2012, 14:54
Dr_Zuzumbo
QUOTE
ქინძს ძალიან სპეციფიკური და მძლავრი სურნელი აქვს. ფარავს სოკოსას, ამიტომ ასეთ რამეებს არ ვაკარებს სოკოს
ნაღებს 15 პროცენტიანს ვხმარობ. რაოდენობა გემოვნებაზეა დამოკიდებული. ლიმონიც გემოვნების მიხედვით

დიდი მადლობა smile.gif უახლოეს მომავალში გავაკეთებ და ფოტოებს გაგიზიარებთ smile.gif

Posted by: felooon 6 Sep 2012, 02:15
davitka
არ ვიცი რამდენად ჰქვია ამას შაურმა.მაგრამ შემიზლია გითხრათ რომ უგემრიელესი და სამარხოა.რაც ჩემს მაცივარში ბოსტნეული ვიპოვე ყველაფერი ჩავუძახე ლავაშში...სოკო+მოხარშული ხმელი ლობიო მოვბრაწე+სულ ცოტა პომოდორი(კანგცლილი და გახეხილი)+პილპილი+მარილი+ცოტა სუნელი(ქინძი) ეს მასა მოვათავსე ლავაშზე და +ბოსტნეული.აგერ ფოტო კოლაჟი.ბოლოს კი დავაგვირგვინე სალათის სოუსით(სოუსი მაიონეზიც გამოდგება ალბათ არ ვიცი)
* * *
უიიი წიწაკის წნილი დამავიწყდააა...მე უზომოდ მომეწონამისი გემო ამ შაურმაში.პირობითად მაინც დავარქმევ შაურმას tongue.gif
http://imageshack.us/photo/my-images/221/img2512m.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
* * *
http://imageshack.us/photo/my-images/651/img2513tz.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
* * *
http://imageshack.us/photo/my-images/195/img2514pm.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
* * *
http://imageshack.us/photo/my-images/442/img2515d.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
* * *
http://imageshack.us/photo/my-images/441/img2516pb.jpg/

Uploaded with http://imageshack.us
* * *
http://imageshack.us/photo/my-images/51/img2519eg.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

Posted by: Dr_Zuzumbo 6 Sep 2012, 13:53
სოკოს დანა.
დღეს შევუკვეთე
***********************
user posted image

Posted by: Charlotte_ Sometimes 7 Sep 2012, 16:27
Dr_Zuzumbo
სად შეიძლება თბილისის ახლომახლო სოკოებზე ნადირობა?

Posted by: Dr_Zuzumbo 7 Sep 2012, 18:56
QUOTE (Charlotte_ Sometimes @ 7 Sep 2012, 16:27 )
Dr_Zuzumbo
სად შეიძლება თბილისის ახლომახლო სოკოებზე ნადირობა?

მანდ არა ვარ და ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ ნებისმიერ ადგილას, სადაც ტყე იზრდება

Posted by: Dr_Zuzumbo 13 Sep 2012, 18:27
ჩემი დღევანდელი მონაგარი
*************

user posted image

Posted by: Felisa 13 Sep 2012, 18:28
Dr_Zuzumbo
QUOTE
ჩემი დღევანდელი მონაგარი

რა მაგარიააა smile.gif ვერ დავაყენე საშველი, რომ სოკოს სუპი გავაკეთო sad.gif

Posted by: Basmacha 14 Sep 2012, 20:50
user posted image

love.gif

Posted by: BadbadGirl 18 Oct 2012, 22:30
ამ სოკოზე რას იტყვით?
http://2.bp.blogspot.com/-_t7EGYTpAF0/UIBJOALS7fI/AAAAAAAAELw/D57xcy31raw/s1600/2012-10-10+15.52.01.jpg

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Oct 2012, 17:04
QUOTE (BadbadGirl @ 18 Oct 2012, 22:30 )
ამ სოკოზე რას იტყვით?
http://2.bp.blogspot.com/-_t7EGYTpAF0/UIBJOALS7fI/AAAAAAAAELw/D57xcy31raw/s1600/2012-10-10+15.52.01.jpg

საჭმელი სოკოა, ოღონდ ძალიან ახალგაზრდა- როცა გადაჭრი შუაგული ზეფირივით უნდა იყოს. თეთრი და რბილი. არის ამ ჯიშის ისეთი სახეობაც რომელიც საკმაოდ დიდი იზრდება და და დელიკატესად ითვლება. რამოდენიმეჯერ შემხვედრია და მიგემია.

user posted image

Posted by: popusha 26 Oct 2012, 16:51
სოკოს სუფის რეცეპტი დამილინკეთ რა 2kiss.gif

Dr_Zuzumbo
QUOTE
ჩემი დღევანდელი მონაგარი

ვაიმე რა ლამაზია და ალბათ რა გემრიელი იქნებოდა love.gif საქართველოშია თუ სხვაგან?

Posted by: Makulatura 26 Oct 2012, 17:07
რამოდენიმე დღეში ჩამომივა სოფლიდან შხამიანი სოკოები
როგორც იქნა ამიხდა ოცნება და დავაგემოვნებ bis.gif

Posted by: BadbadGirl 26 Oct 2012, 21:02
Makulatura
წითელი მუხამორები?
___________________________
Dr_Zuzumbo

QUOTE

საჭმელი სოკოა, ოღონდ ძალიან ახალგაზრდა- როცა გადაჭრი შუაგული ზეფირივით უნდა იყოს. თეთრი და რბილი

კი ასეთი იყო ნამდვილად. ჩვეულებრივი ზომის იყო, დიდი არაფერი, ან მე ვერ მოვამზადე კარგად. შევწვი კარაქში.

Posted by: ქეთუ 26 Oct 2012, 23:58
QUOTE (ინფინიტი @ 11 Apr 2012, 13:59 )
davitka
QUOTE
ვინმემ სოკოს შაურმის გაკეთება იცით?

თუ კი მომცერეთ გთხოოოვთ.......



სოკოს გაასუფთავებ , კალმახა სოკო თუა, უნდა მოხარშო , თუ ქამაა, არ უნდა , დაჭრი საშუალო ზომაზე , და მობრაწავ ტაფაზე ზეთში ცოტა ხახვთან ერთად . გაშალე ლავაში, მოასხი მაიონეზი და კეტჩუპი, დაალაგე თხლად დაჭრილი კიტრი და პამიდორი, რგოლებად დაჭრილი ცოტა ხახვი და ბულგარული, მოალაგე შემწვარი სოკო, მოაყარე მწვანილები, მარილი, წითელი წიწაკა , გადაახვიე და მიირთვი. სასტიკად გემრიელია smile.gif

ამას დაუმატეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი სულგუნი. დადეთ ეს გადახვეული ლავაში 9შაურმა ანუ) ტაფაზე, დააფარეთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე აქეთ-იქედან შეაცხელეთ კარგად.



აი ეს არის სასწაული user.gif

Posted by: Makulatura 27 Oct 2012, 04:40
BadbadGirl
QUOTE
წითელი მუხამორები?

არ აქვს მნიშვნელობა წითელი მუხამორები იქნება თუ ლურჯი იასამნები
მთავარია იყოს შხამიანი

Posted by: BadbadGirl 27 Oct 2012, 12:55
QUOTE
არ აქვს მნიშვნელობა წითელი მუხამორები იქნება თუ ლურჯი იასამნები
მთავარია იყოს შხამიანი

მნიშვნელობა როგორ არ აქვს,
ზოგი პირდაპირ ღვიძლისკენ მიდის და ზოგიც ტვინისკენ, და ზოგი სხვა ორგანოსაკენ.
გოდ ლაქ ენივეი.

Posted by: ხორხე 29 Oct 2012, 11:14
გუშინ დავკრიფე ბებეროები თუ არვიცი რა ქვია

სადღაც ერთ კილომდე და კიდე დაახლოებით ამდენი შავჩოხა მგონი (წვრილი ღეროები ქონდა და შავი იყო biggrin.gif )

სახში მაქვს და ველოდები სოკოებში გათვითცნობიერებული მეზობლის ჩამოსვლას biggrin.gif

ხოდა სად შემიძლია სოკოს ჯიშის შესწავლა? ძალიან კარგი პროცესი ყოფილა სოკოს ძებნა ტყეში love.gif

Posted by: westsider 29 Oct 2012, 22:16
Makulatura
QUOTE
რამოდენიმე დღეში ჩამომივა სოფლიდან შხამიანი სოკოები
როგორც იქნა ამიხდა ოცნება და დავაგემოვნებ

ხო არ გადაირიე biggrin.gif
შენ ყველა შხამიანი ჰალუცინოგენი არ გეგონოს
და არც ეგეთი მაგარია ჰალუ მაშრუმსი
გასინჯული მაქვს და ეფექტი იყო სადღაც ნულის მიმართულებით
გრამზე მეტი არ ჭამოო მიტხრეს და 10 10 გრამი დავაყუდეთ ამსტერდამში

ხოდა თუ მაგის მუღამი გაქ მაშინ ჯერ ერთი მასტერკა ფარფლ ჰეიზი გინდა და მერე უნდა ჭამო ეგ სოკო

შხამიანებს კიდე ტავი დაანებე რამე არ მოიწიო
რაჭაში იციან ერთი სოკო ჩვენტან ცოტა აგიჟებსავიტ რამდენიმე დღე
თუ გინდა გაგიგებ მაგას მაგრამ ეგ არაა ჰალუცინოგენი
ეგაა მოწამვლის ეფექტი IMO


ჰალუ მაშრუმს დაჰკრავს საზიზღარი მიატნი გემო
ყელში მენთოლივით მიდის

Posted by: BadbadGirl 29 Oct 2012, 22:23
ხორხე
QUOTE
სადღაც ერთ კილომდე და კიდე დაახლოებით ამდენი შავჩოხა მგონი (წვრილი ღეროები ქონდა და შავი იყო biggrin.gif

ამათი სურათი დადე აბა.

Posted by: ხორხე 30 Oct 2012, 10:41
BadbadGirl
სამწუხაროდ ისევ მაცივარში დევს და საღამოს მომიწევს გადაყრა

ის ჩემი მეზობელი სოკოს ექსპერტი არ გამოჩნდა და მე ვერ გავრისკე sad.gif


საღამოს დავდებ ფოტოს :დ

Posted by: masha 30 Oct 2012, 11:41
Dr_Zuzumbo
QUOTE
საჭმელი სოკოა, ოღონდ ძალიან ახალგაზრდა- როცა გადაჭრი შუაგული ზეფირივით უნდა იყოს.

ეს რომელია, ბოლს რომ უშვებს?

Posted by: mzi 30 Oct 2012, 13:44
სასწრაფოდ მაინტერესებს: ხის სოკოს რა დრო ჭირდება მოსახარშად???

Posted by: Teа 31 Oct 2012, 00:02
GLADI
QUOTE
მეც მინდა, მიყვარს სოკო, შემწვარი.. მაგრამ მხოლოდ დაკონსერვებულს თუ ვბედავ ხოლმე :|


სულ ტყუილად.

დაკონსერვებული რომ უფრო მეტ ბაქტერიას შეინახავს და გაამრავლებს ამაზე არ გიფიქრია ალბათ : ))

სხვა არაფრის კონსერვი არ არის სასურველი და მაინცადამაინც სოკო რატომ გეიმედება ? : ))
* * *


http://www.facebook.com/pages/Tea-Gorduladze-Photography/471165156257380



http://www.facebook.com/pages/Tea-Gorduladze-Photography/471165156257380



Posted by: ჰერმიონ 31 Oct 2012, 11:44
გოგოებო, სოკოს სოუსი მასწავლეთ როგორ კეთდება რა, ნაღებთან ერთად. სპაგეტის აკეთებენ ხოლმე მასთან ერთად user.gif

Posted by: chiburashka111 7 Nov 2012, 12:01
რიჟიკა სოკო ვიყიდე და იქნებ ვინმემ მითხრათ როგორ მოვამზადოოოოო, სასწრაფოდ მჭირდება რააააა

Posted by: mrevli 12 Nov 2012, 22:15
ტყეში მოვკრიფე შავჩოხა და მჭადა შევწვი დავჭამე ველოდები სიკვტილს : ))

პ.ს. სოკოს ჩირის გაკეთება მინდადა ყველაზე მარტივად როგორ მზადდება ??

Posted by: BadbadGirl 12 Nov 2012, 22:21
mrevli
დიდი ხანი მოგიწევს ლოდინი smile.gif (რაც ჩემი აზრით კარგია)

სოკოს ჩირს შემდეგნაირად აკეთებს ჩემი მეგობარი და ჩემი ქმრის მამა: ასუფთავებს, მერე ალაგებს მაგიდაზე გადაშილი ფურცლებზე და აშრობს. თუ ხორციანი სოკოა, სიგანეზე თხელ ნაჭრებად ჭრის, აწყობს და აშრობს.

ჰერმიონ
კიდევ გაინტერესებს თუ უკვე აღარ?

Posted by: mrevli 12 Nov 2012, 23:14
BadbadGirl
: )))
შავჩოხა დავჭერი და მთელ ოთახში გავშალე ძაან ბევრი გამოვიდა იმედია გამოშრება მალე user posted image

Posted by: BadbadGirl 12 Nov 2012, 23:16
mrevli
გვითხარი მერე როგორ ჩაიარა პროცესმა.

Posted by: ჰერმიონ 13 Nov 2012, 10:04
BadbadGirl

კიდევ მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: aks75 2 Dec 2012, 17:22
------------------------------------------------------------------------------------------------
მანჭყვალას რუსულად რა ქვია ???
-------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: mettalmag 2 Dec 2012, 17:25
Makulatura
QUOTE
რამოდენიმე დღეში ჩამომივა სოფლიდან შხამიანი სოკოები

?!

Posted by: Dr_Zuzumbo 3 Dec 2012, 22:43
ნოემბრის ბოლოს დავკრიფე რაჭაში
user posted image
* * *
QUOTE (Dr_Zuzumbo @ 3 Dec 2012, 22:43 )
ნოემბრის ბოლოს დავკრიფე რაჭაში

user posted image

Posted by: BadbadGirl 8 Dec 2012, 22:46
ამ შუა ზამთარში სოკოს თუ ვნახავდი არ მეგონა. რა ვქნა დავკრიფო და გავსინჯო, თუ ჯობია თავი შევიკავო? biggrin.gif

user posted image

Posted by: Garnison 10 Dec 2012, 01:49
ნიყვზე გემრიელი ამ ქვეყანაზე არაფერია sad.gif(((

Posted by: KalaSha1 20 Dec 2012, 21:48
გამარჯობათ
ესეიგი რა ხდება მამაჩემს აქვს ხის მორებზე გაკეთებული სოკო მაგრამ პრობლემა არის ესეთი სოკოები ერთდროულად არ ამოდიან ამიტომ მაგალითად 1 მორზე რო დიდი სოკოებია მეორეზე პატარებია ისევ
მორები დევს დახურულ ოთახში რომელშიც არის გათბობა ასევე ატენიანებს ამ მორებს მაგრამ ვერადა ვერ გააკეთა ისე რო ერთდროულად ამოვიდეს ეს სოკოები იქნებ იყოთ აქ ვინმე დაინტერესებული ამ საქმით
ან რამე რჩევები მომცეთ ან კიდევ თუ დაინტერესება გექნებათ შევხვდეთ და ადგილზევე განახებთ რა და როგორ არის
მადლობა წინასწარ

Posted by: KalaSha1 29 Dec 2012, 20:37
არ შემოდის ამ თემაში არავინ? sad.gif

Posted by: Pink_ Panther 26 Jun 2013, 21:04
ეს მაქვს სახლში და რა გავუკეთო ხომ ვერ მირჩევთ?
ცოტაა ძალიან და ალბათ უფრო წვნიანი თუ გამოვა

http://radikal.ru/fp/c258303e78404d9eab4798d1713fd286

Posted by: BadbadGirl 26 Jun 2013, 21:06
Pink_ Panther
წვნიანისათვის ცოტააა, მაინც არ ექნება სოკოს გემო.
სალათაში გამოგადგება.

Posted by: Pink_ Panther 26 Jun 2013, 21:17
BadbadGirl
ხო, სალათი...
როგორ ვერ მოვიფიქრე smile.gif

Posted by: BadbadGirl 28 Jun 2013, 20:26
პირველი პარტია კანტარელები დავკრიფე უკვე smile.gif
ჩემ საიდუმლო ადგილა ქონდათ ყვითლად ამოყოფილი თავი, დილას სამსახურში რომ წავედი მაშინ შევამჩნიე. Fოთლები წავაყარე რომ არავის ენახა და მერე სახლში რომ მოვდიოდი დავკრიფე smile.gif

უნდა შევწვა და შევახრამუნო smile.gif

Posted by: Jaavaaxaa 29 Jul 2013, 19:50
სოკოს სალათი ძალიან მიყვარს.

ესეიგი : გავასუფთაოთ სოკო .. გავრეცხოთ და თითო-თითო შევწვათ.. შემდეგ რომ გაცივდება დავხიოთ თხლად..
შემდეგ მოვხარშოთ 1 ჭიქა ბრნჯი (100 გრამიანი) .. გავაციოთ ბრინჯი და სოკოს დავაყაროთ.. მაღლიდან მოვასხათ მაიონეზი.. დავუმატოთ ქინძი, პილპილი, მაილი და ავურიოთ..
გემრიელად მიირთვით ! smile.gif

Posted by: tikusha 2 Aug 2013, 11:53
სოკოები რომ იყიდება პაკეტებში ცელოფან გადაკრუელბი, ის რა სოკოა?? და საშიში არაააა??

Posted by: masha 6 Aug 2013, 17:46
tikusha
ქამა სოკოზე აკა შამპინიონზე ამბობ?
საშიში არაა.

ახლა მაქვს მაგის სუპი- ძალიან გემრიელია არაჟნით და ჩემივე გაკეთებული ორცხობილით.

გუშინ გამომიგზავნეს ტყეში დაკრეფილი ბერძნულა სოკო, მომიწია მისი გაკეთება, სამწუხაროდ
ძალიან ნაზი სოკოა და მალევე ფუჭდება (იფშვნება რა)

Posted by: holden kolpildi 6 Aug 2013, 18:14
masha
მდაა სულ მაინტერესებს სოკოს სუპი არ მიჭამია დედაჩემს არ უყვარს სოკო და მინცდამაინც არ წყალობს
რეცეპტი დადტე თუ შეიძლება

წერეწო სოკო მიყვარს ძალიან მამჩემს მოაქვს ხოლმე უგემრიელესია...
მაგრამ იშვიათად თუ იყიდება
user posted image

Posted by: masha 6 Aug 2013, 23:37
holden kolpildi
ძალიან მარტივად ვაკეთებ: ვხარშავ წყალში კარტოფილს(პატარა კუბიკებად დაჭრილს) ქამა სოკოს ქუდებს ორად ვჭრი
და ვშუშავ ხახვში, კარტოფილი რომ მოიხარშება ამ სოკოს ვყრი და ვამატებ ცოტა კამას.
კრემ-სუპიც მიჩალიჩია, მაგრამ ნაკლებად მომწონს, როცა სოკოს "ხორცი" არ იგრძნობა.

http://radikal.ru/fp/8a2cf7b12aa44829afaefb1eb434ed71

ამ სოკოს კი წეროსწვივას ვეძახი (ორივე სახელი ჰქვია). მე უმადაც კი ვჭამ- ნედლი ნიგოზის გემო აქვს.
ისე უხეში სოკოა და კლასიკურად შემწვარი მე არ მომწონს. სადაც მე ვკრიფავ ხოლმე (ბაკურიანის მიდამოებში) იქ იღებენ,
მარილს აყრიან და პირდაპირ უცხიმო ტაფაზე დებენ, ძალიან გემრიელია. რა თქმა უნდა, მისი ფეხი არ იჭმევა

Posted by: tikusha 7 Aug 2013, 14:09
masha
ქამა სოკო ღუმელში რომ გავაკეთო ლანგარზე რომ მოვაწო და სულგუნი რომ მოვაფინო და ცოტა მარილი, შეიწვებააა?? ანუ უზეთოდ მინდა რომ მოვამზადო და ჟარუნაზე ცოტა წყალი ხომ არ უნდა მოვასხააა?

Posted by: masha 7 Aug 2013, 14:17
tikusha
მე არ გამიკეთებია ეგრე, ალბათ გამოვა.

Posted by: tikusha 7 Aug 2013, 14:25
ანუ როგორ ფიქრობ წყალი დაჭირდებაა რომ ორთქლი შეიქმნას ღუმელში და სოკოები კარგად მოთუშოს/??

Posted by: fermina 7 Aug 2013, 14:29
tikusha
QUOTE
ჟარუნაზე


საწყენად არ მიიღო და ეს რა სიტყვაა? sad.gif

Posted by: masha 7 Aug 2013, 14:31
tikusha
შენც ოდნავ ზეთი წაუსვი რომ არ მიიკრას.
ადრე მაქვს კეცზე ღუმელში შემწვარი ნიყვი, სხვა დროს სულ ტაფაზე ვწვავ

Posted by: tikusha 7 Aug 2013, 14:44
ისე ბადზეც შეიძლება მოვაწყო ქუდებში სულგუნები ჩავულაგო, მემგონიგამოვა ეგრე smile.gif უნდა ვცადო smile.gif

Posted by: fermina 7 Aug 2013, 14:52
tikusha
QUOTE
რავი, მე ამ სახელით ვიცი, აბა როგორ ქვია ?


არ ვიცი biggrin.gif

ანუ, ჟარუნა რომ არ ქვია ქართულად, ეგ ზუსტად ვიცი (არც რუსულად სხვათაშორის).

ალბათ უფრო ლანგარი smile.gif

Posted by: tikusha 7 Aug 2013, 14:57
fermina
ჩავასწორე biggrin.gif ვიფიქრე ვიფიქრე და სანამ დაწერდი გამახსენდა რომ ლანგარი ქვია biggrin.gif

მადლობა smile.gif

Posted by: ValenTine_Kelly 14 Aug 2013, 14:04
ნიყვი ვიყიდე გუშინ და როგორი მომზადებულია ყველაზე გემრიელი? მირჩიეს უბრალოდ შემწვარიც ძალიან კარგიაო მაგრამ ჩაშუშულის გარდა სხვანაირად მომზადებულ სოკოს დიდად არ ვწყალობ.

ექსპერიმენტებიც არ მიდნა,10 ლარი გადავიხადე ერთ პატარა თეფშში user.gif

Posted by: ინფინიტი 14 Aug 2013, 14:18
ValenTine_Kelly
მეც მხოლოდ შემწვარს ვაღიარებ ნიყვს, მხოლოდ ცოტა მარილი და კარაქი სულ ოდნავ
ღვთაებრივად გემრიელია , ვსულელდები რომ ვჭამ sad.gif

ჩაშუშე მაშინ, მხოლოდ ქინძს ნუ უზამ და ბევრ ხახვს ან ცხიმს, მით უმეტეს- სანელებელს. სულ ოდნავ კარაქში და მწვანე ხახვში მოხრაკე, დაამატე ცოტა წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ასევე ცოტა წყლით გათხელებული ნაღები, ოდნავ პირპილი, მარილი და მორჩა. ჩემი აზრით, მეტი არაფერი უნდა .

Posted by: rtuli 14 Aug 2013, 14:26
ValenTine_Kelly
ინფინიტი
QUOTE
მეც მხოლოდ შემწვარს ვაღიარებ ნიყვს, მხოლოდ ცოტა მარილი და კარაქი სულ ოდნავ
ღვთაებრივად გემრიელია , ვსულელდები რომ ვჭამ 

+1
არაფერი სხვა არუნდა დამატებით,ისეთი სოკოა უნდა დატკბე მისი გემოთი love.gif

Posted by: ValenTine_Kelly 14 Aug 2013, 17:36
ინფინიტი
rtuli
გმადლობთ smile.gif

შევწვავ,ყველამ ასე მირჩია user.gif

Posted by: G_stile 3 Oct 2014, 02:18
მუხამორები რომ კლავს ეგ ბაზარი აჭამეთ კატას ))) https://www.youtube.com/watch?v=v_q9roIeegs

Posted by: ushuaia 7 Oct 2014, 00:28
ნოყვი იყიდება სადმე თბილისში............?

Posted by: VATATO 12 Oct 2014, 17:22
მითხარით ეს რა სოკოა? იჭმევა?....

Posted by: wrangler7 12 Oct 2014, 17:45
QUOTE
ნოყვი

no.gif

ნიყვი

Posted by: dzaocom 14 Oct 2014, 18:01
VATATO
იმედია არ შეგიჭამია smile.gif ესე ძნელია გარკვევა საჭმელია თუ არა, ცოტა ინფორმაცია უნდა მომაწოდო: სად იზრდება, როგორი ტიპის ტყეში ნახე ან სხვა ადგილას, ფეხის ზომა, ქუდის ზომა, ფერის შეცვლა ხელის დაჭერისას, ქუდის ხასიათი (აქედან სლიპინა ჩანს), ფორმა, სუნი (ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია!), გემო (რა თქმა უნდა სოკოს პატარა ნაწილის გასინჯვა არაფერს გავნებს), სპორების ფერი და ანაბეჭდი (ამის გაკეთებაც ასევე ადვილია). მე რამდენიმე ვარაუდი მაქვს: 1). Tricholoma fracticum - რომელიც საჭმელად არ ვარგა. 2). Tricholoma ustale - არც ეს ვარგა. ინფორმაციის სიმწირის გამო მეტი ვარაუდის გაკეთება არ შემიძლია. ისე, საჭმელად უვარგისი არ ნიშნავს შხამიანს. უბრალოდ არის ძალიან მწარე, მჟავე ან უგემური. თუ ინფორმაციას მომაწვდი აუცილებლად დაგეხმარები smile.gif

Posted by: BadbadGirl 14 Oct 2014, 18:08
VATATO
არ იჭმევა!
-------------------------------------------------

Posted by: dzaocom 14 Oct 2014, 18:16
BadbadGirl
რატომ ხარ ეგრე დარწმუნებული? smile.gif დაგიკრეფავს შენც ეგ სოკო და იცი რომ არ იჭმევა?

Posted by: Code_49 14 Oct 2014, 18:55
მეგობრებო ეს სოკო მოვკრიფე ცხვარიჭამიას ტყეში, ცოტა ზემოთ. თიანეთის გზატკეცილზე. შეგიძლიათ ზუსტად მითხრათ რა სოკოა და იჭევა თუ არა? დამატებითი ინფორმაციისთვის გეტყვით რომ ამ სოკოს ფეხზე აქვს თეთრი ზეთოვანი სითხე.

https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9U05YNFViUlNlVFk/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9VFR0UVpUNWNXQ28/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9VjdPX2thbnFqWUE/view?usp=sharing

Posted by: dzaocom 14 Oct 2014, 19:01
Code_49
სიმართლე გითხრა ეგეთი სოკო ნამდვილად არ შემხვედრია smile.gif ისე უფრო მეტი ინფორმაცია რომ მომაწოდო კარგი იქნება smile.gif

Posted by: BadbadGirl 14 Oct 2014, 19:07
dzaocom
ჩემი ქმრის მამას გადავუგზავნე სურათი. ის კიდევ ექსპერტია სოკოში.

Posted by: dzaocom 14 Oct 2014, 19:11
BadbadGirl
აჰა გასაგებია smile.gif იქნებCode_49-საც დაეხმარო

Posted by: BadbadGirl 14 Oct 2014, 19:12
Code_49
ეგ შენი სოკო ძალიან გავს Amanita virosa -ს. გირჩევ არ გასინჯო.

Posted by: Code_49 14 Oct 2014, 19:13
dzaocom[

წვრილი ღერო აქვს, დაახლოებით 6-8 სმ, თავები დიდი არ აქვს. აი რაც სურათებშია დაახლოებით მახელებია სულ. ყველა სოკოს აქვს გაუშლელი თავები, ანუ მრგვალი და ცენტრისკენ ამობურცული. არიან სულ თეთრი ფერის. მხვდებოდნენ მოვარდისფრო ფერის მაგრამ თეთრებს ვკრეფდი. აი რა სურათებსაც ვდებ ცოტა მოზრდილია, ძირითადად მაგის ნახევარი ზომისანი არიან. თან ყველას რაღაც ლორწოვანი თეთრი სითხე აქვთ ღეროებზე. ქვემოდანაც აქვს დაზოლილი ფარფლები.


* * *
[b]BadbadGirl

QUOTE
Amanita virosa


არაა ეგ იმიტომ რომ ქუდის ქვემოდან ის გაფურჩქნული რაღაც არა აქვს... თან ღეროებიც თხელი აქვს ამას და სრიალა, ანუ ხაოიანი და უსწორმასწორო არაა.

https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9RVNfbWZobEd4eUU/view?usp=sharing

Posted by: BadbadGirl 14 Oct 2014, 19:24
Code_49
არც ამას აქვს გაფურჩქნული როცა ძველდება. ღეროც წვრილდება და ხაოიანი არ რჩება. შეიძლება ეგაა შეიძლება არა.

ერთი ვიცი, ჩემი ქმრის მამა სულ ამბობს რომ თეთრ, მსგავსი კონსტრუქციის სოკოს განსაკუთრებით მოვერიდო. მეც ვერიდები, შენც გირჩევ.

Posted by: dzaocom 14 Oct 2014, 19:31
არა Amanita virosa არ არის. Code_49-ის სურათში სოკოს ფირფიტები ფეხთან შეზრდილია რაც არცერთ ამანიტას ოჯახის წევრს არ ახასიათებს. ასევე არ ჩანს ბეჭედი და ვოლვა შესაბამისად ამანიტა გამორიცხულია. Code_49 გასაგებია ეგ მაგრამ სად იზრდებოდა, როგორ ტყეში: ფოთლოვანი, წიწვოვანი. მარტო იზრდებოდა თუ ჯგუფურად? ასევე ფერი ხომ არ შეცვლია როცა ხელი შეახე? როგორი სუნი აქვს? ან გემო? სპორების ფერიც მითხარი ისე, გამომადგება.

Posted by: rock in rose 14 Oct 2014, 19:31
რას შემოვდიოდი sad.gif ნერწყვი მომადგა mad.gif

ახლა სად გავიქცე სოკოს საყიდლად და ხვალ წავალ.
ქამა არ მიყვარს, ამიტომ მოვივლი ბაზარს, რომ იქნებ ნიყვი ვნახო, თუ არა და ხის (კალმახა) სოკოც წავა.

Posted by: dzaocom 14 Oct 2014, 19:34
Code_49
სურათში კი არ ჩანს მაგრამ ბეჭედი ან ვოლვა ხომ არ ჰქონდა მაგ სოკოს?

Posted by: Code_49 14 Oct 2014, 20:01
dzaocom
მამკოდას რომ გასცდები ცხვარიჭამიას დაჩებია. ტყეში მოვკრიფე. სხვა ძალიან ბევრი სახეობებიც იყო უბრალოდ ერთ ქალს დავუნახე კალათაში ესენი და მეც ესენი მოვკრიფე. ფოთლოვანი ტყე იყო ნესტიანი. იზრდებოდა მარტოდაც (მოზდილები შედარებით) და ჯგუფურადაც (ოღონდ პატარები). მოწყვეტიდან საათნახევარში შეეცვალა სოკოს თავის გვერდები. გაყავისფრდა და გამუქდა. წყლის შეხებაზე კიდევ უფრო ლორწოვანი გახდა თავიც და ღერიც. ძალიან სუსტი არის ეგრევე ტყდება მოუხეავად იმისა რო ახალი სოკოა. სუნს რაც შეეხება აქვს მიწის სუნი. რამე განსაკუთრებული არაფერი. სპორებიც იგივე ფერია რაც თავად სოკო. თეთრი ფითქინა.

დავდებ იმ სოკოების სურათებს რომლებთანაც ეს ვნახე.

https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9MFZnV0FOS3YweXM/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9MVpHeElUdFpzOFk/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9MnlvQ0lqN3BCTWM/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9Q0xfUm1UWXhQeUU/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9SzFqbHhzbDgzY0E/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9T1hjVjl1cUF2S2M/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9TW5hUTZuSVJxLW8/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9UkZzVFBiSk5GclU/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9V21HVWUwUTRhYVU/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9WG10bGc2S2ZMYkk/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9WWJsdGRCX2VQQ0E/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9alNRaGp2UDJWYU0/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9bGtweFpwR0hNSXM/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/0B_ypxkumgnl9dWN6aHRWUGRRRnM/view?usp=sharing


QUOTE
ბეჭედი ან ვოლვა ხომ არ ჰქონდა მაგ სოკოს?


ეგ რეებია არ ვიცი ნამდვილად sad.gif

Posted by: dzaocom 14 Oct 2014, 20:11
Code_49
საინტერესოა.. ისე ამ სურათებში რაც სოკოებია ეგენიც მოკრიფე? smile.gif იმედია მოკრიფე და ეგ დელიკატესები არ გამოგრჩენია... რაც შეეხება ამ უცნობ სოკოს, აი სურათი http://www.infovisual.info/01/img_en/024%20Mushroom.jpg აბა ნახე ეგეთი ვოლვა და ბეჭედი (ring) აქვს თუ არა? ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზუსტად არ იცი როგორ ტყეში იზრდებოდა? ან რა ხეები იყო გარშემო? ისე გემოც რომ გაგესინჯა ცუდი არ იქნებოდა smile.gif

Posted by: Code_49 14 Oct 2014, 20:20
dzaocom
არც ვოლვა და არც ბეჭედი არ აქვს არც ერთს... ერთი 200 ცალი მოვკრიფე. ყველა მაგეების გარეშეა. რაც შეეხება ტყეს, ჩვეულებრივი ტყეა. წიწვოვანი არა. ფოთლოვანი ტყე არის მანდ. ნუ სხვები იმიტომ არ დავკრიფე რომ იმ ქალს ეგენი ქონა ძირითადად კალათი სავსე. მეც გავავსე ერთი კალათი და წამოვიღე. მარტო ის წამოვაყოლე უცნაური ფორმის, წყლის მცენარეს რომ გავს სტაფილოსფერი smile.gif. გემო როგორი უნდა ქონდეს... რო გავსინჯო და მოვიწამლო? biggrin.gif

Posted by: dzaocom 14 Oct 2014, 20:26
Code_49
კიდევ კარგი ეგ მაინც წამოაყოლე smile.gif არადა სურათებში ბევრი მანჭკვალა ჩანდა, ასევე წერეწოც. ეჰ რა სადილი გამოტოვე biggrin.gif ეგ სტაფილოსფერი სოკოც გემრიელია სხვათაშორის ქართულად "ირმის ჩხა"-ს ეძახიან - Ramaria flava ლათინურად, შეგიძლია ნახო სურათები და შენ თვითონ დარწმუნდე. smile.gif მხოლოდ გასინჯვით არ მოიწამლები რათქმაუნდა თუ არ გადაგეყლაპა. მაგრამ არც ეგ პატარა ნაჭერი მოგწამლავს. ჩვეულებრივ, შხამიანი სოკო მხოლოდ 0.001% შხამს შეიცავს, გარდა რამდენიმე ოჯახისა სადაც შხამის დოზა 1.3% აღემატება. ეგ ოჯახები კი გამორიცხულია ამ სოკოს შემთხვევაში. ასე რომ კარგად დააგემოვნე biggrin.gif

Posted by: Code_49 14 Oct 2014, 20:39
dzaocom
კარგი, დიდი მადლობა smile.gif. ჩავყარეთ და იხარშება უკვე... შევწვავთ და დავაგემოვნებთ smile.gif. დიდი მადლობა დახმარებისთვის :


და ისე გემოთი როგორ უნდა მივხვდე იქნებ მითხრა სოკო შხამის შემცველია თუ არა?

მანჩხვალა და წერეწო რომლებია biggrin.gif?

Posted by: dzaocom 14 Oct 2014, 20:52
Code_49
ჰაიმეე! მე არ მითქვამს რომ შეწვი და ჭამე მეთქი! არამც და არამც, არასდროს არ შეჭამო უცხო სოკო, თუ არ იცი მისი ვარგისიანობა მე უბრალოდ გირჩიე პატარა ნატეხი გაგესინჯა და გადაგეგდო, რომ გემო გამეგო, მწარე იყო თუ არა. გემოთი ვერაფერს გაიგებ. ზოგ შხამიან სოკოს მწარე გემო აქვს, ზოგი კიდე ტკბილიცაა biggrin.gif უბრალოდ უნდა აღწერო გემო, რაც გაადვილებს სოკოს იდენტიფიკაციას. წერეწო - Macrolepiota procera ერთ-ერთი გემრიელი სოკოა. ამ დღეებში ძალიან ბევრი დავკრიფე და კიდე დამრჩა გასაკეთებელი biggrin.gif მანჭკვალა - Armillariella mellea ხის სოკოა რომელიც იხარშება ან შრება და შემდეგ კეთდება კერძი. ეს სოკოც ძალიან მიყვარს smile.gif ასე რომ შემდეგში როცა წახვალ სოკოებზე, ეს ორი აუცილებლად წამოაყოლე და ასევე სხვა უცნობი სოკოებიც smile.gif ოღონდ ყველა არ დაკრიფო, რაიცი იქნებ გადასაყრელი აღმოჩნდეს.

Posted by: Code_49 14 Oct 2014, 21:20
dzaocom
პრობლემა ისაა რო არ ვიცი გარჩევა არც ერთი იმ სახეობის რომელიც ჩამოოთვალე... ას რომ უნდა გადავშალო სოკოთა ენციკლოპედია biggrin.gif
* * *
dzaocom
ვჭამეთ გუშინ, სიმართლე გითხრა არ მომეწონა. მიწის გემო და არომატი ქონდა.

Posted by: dzaocom 15 Oct 2014, 11:41
Code_49
მათი გარჩევა ძალიან ადვილია. ორივე ადვილად გასარჩევი სოკოა და თავიანთი თვისებები აქვთ. დროთა განმავლობაში დააკვირდები და შეეჩვევი smile.gif ისე ცოცხალი ხარ მაგ სოკოს მერე? biggrin.gif მე თავიდანვე არ მომეწონა ეგ სოკო, არ გავდა საჭმელს. არადა წერეწოები რომ წამოგეღო გაიგებდი ნამდვილი სოკოს გემოს yes.gif

Posted by: Code_49 15 Oct 2014, 13:22
dzaocom
ცოცხალი კი ვარ, მარა მაინც მთელი ღამე მანდრაჟში ვიყავი რამე არ დამმართვნოდა smile.gif))

Posted by: sul ertia 15 Oct 2014, 16:16
ნიყვი მივირთვი ახლახანს კეცზე შეწვარი, ცოტა ხახვთან ერთად chups.gif მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ასეთი ძვირიც არ უნდა ღირდეს

Posted by: VATATO 15 Oct 2014, 22:43
dzaocom
დიდი მადლობა პასუხისთვის smile.gif სანამ შენს პოსტს წავიკითხავდი მაქამდე მოვხარშე და პატარა გავსინჯე და ნამდვილად ცუდი საჭმელია ბოლოში მწარეა biggrin.gif

Posted by: z g a r b i 16 Oct 2014, 17:46
მეგობრებო, გუშინ მომიტანეს მასლიატა, ქართულად მგონი ზეთურა ქვია.
როგორც გავიგე მაგისგან კარგი მარინადი გამოდისო. ვინც იცის როგორ უნდა გაკეთდეს იქნებ გამიზიაროთ

ოღონდ დეტალურად მინდა დოზები, აქამდე არასოდეს გამიკეთებია მარინადი და არ მინდა რამე შემეშალოს.

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Charlotte_ Sometimes 17 Oct 2014, 02:46
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=14-10-2014%2021:42

დღეს მაინც დავკრიფე წერეწოები და მელანები : /

Posted by: masha 17 Oct 2014, 10:16
z g a r b i
QUOTE
მეგობრებო, გუშინ მომიტანეს მასლიატა, ქართულად მგონი ზეთურა ქვია.
როგორც გავიგე მაგისგან კარგი მარინადი გამოდისო. ვინც იცის როგორ უნდა გაკეთდეს იქნებ გამიზიაროთ

გავაკეთე- ოღონდ დოზების გარეშე
აადუღებ წყალს, ჩაყრი მარილს, ოდნავ ზეთს, ძმარს, სუნელებს (გვაზდიკა, დაფნის ფოთოლი, პილპილის ბურთულები)
ცოტას ადუღებ, გადმოდგავ, გააცივებ და მერე მაცივარში
შევსანსლეთ უკვე

დ ა მ ა ვ ი წ ყ დ ა:
შაქარიც უნდა 1 სუფრის კოვზი მგონი
მე ბოლო დროა ტკბილს არ ვჭამ, ჩაიც უშაქრო და ვაბშე დამავიწყდა მგონი შაქრის არსებობა
მარინადიც უშაქროდ გავაკეთე- რა ვიცი, ცუდი არ გამოვიდა

Posted by: dzaocom 17 Oct 2014, 13:06
QUOTE
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...10-2014%2021:42

როცა არ იცი სოკოს ცნობა, არ უნდა დაკრიფო!! არ მესმის რატომ "იკლავს" ხალხი თავს ეტანება ტყის სოკოს როდესაც არ იციან ცნობა. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო არის ხალხში სოკოსადმი უნდობლობა და შიში :/

Posted by: Charlotte_ Sometimes 18 Oct 2014, 00:52
dzaocom
აბა მუტაცია განიცადაო? ხო ხდება ხოლმე ეგრეც, ერთ წელს მახსოვს წერეწომ მთელი ჩემი სოფელი დაწამლა, არადა მაგ სოკოზე იყო ხალხი გაზრდილი ანუ შეშლით არ შეეშლებოდა ყველას ერთად...

უფროსწორად მუტაცია ცუდი ნათქვამია, სოკოს ხო აქვს ის თვისება რო ცუდი ნივთიერებები შეიწოვოს, აი მაგალითად გზის პირას დაკრეფილმა სოკომ შეიძლება მოგწამლოს, ნაგავი თუ ყრია ტყეში ეგეც არ არის კარგი და რავი კიდე ათასი მამაძაღლობა შეიძლება იყოს

Posted by: merciamercia 18 Oct 2014, 01:07
ვგიჟდები სოკოზე, ნომერ პირველია ჩემთვის საჭმელებში <3
დღეს გავაკეთე ჩაშუშლი და უგემრიელესი გამოვიდა chups.gif
რამე კარგი რეცეპტები დადეთ აბა სოკოთი რომ კეთდებოდეს biggrin.gif

Posted by: akkai 18 Oct 2014, 17:50
ნიყვი შევიძინე ეხლა რიკოთზე და როგორ დავამზადო ?
ვინმეს გეცოდინებათ დამზადებუს ყველაზე კაი მეთოდი, გემრიელი რო გამოვიდეს.

Posted by: ushuaia 19 Oct 2014, 20:01
akkai
რა ღირდა..................?

ყველაზე კარგივარიანტი გარეცხე და მოაყარე მარილი 2 წუთის მერე შეწვი კარაქში........

ნიყვს საკმაზები არ ჭირდება.....

Posted by: dzaocom 19 Oct 2014, 20:15
Charlotte_ Sometimes
რა მუტაცია რის მუტაცია! facepalm.gif ხალხს აპანიკებენ სპეციალურად რომ სოკოს არ მიეკარონ არავითარ შემთხვევაში. სოკოს მუტაცია მხოლოდ რადიოაქტიური ნივთიერებების შედეგად დაბინძურებულ გარემოში არის შესაძლებელი და ხშირად ისიც კი არ არის საშიში. მთავარი პრობლემა საქართველოში ის არის, რომ ხალხმა არ იცის სოკოს ცნობა, მაგრამ დარწმუნებულები არიან რომ იციან, და შესაბამისად მათ მიერ დაკრეფილი "წერეწო" შესაძლებელია თეთრი ბილწა ან სხვა მაგდაგვარი შხამიანი სოკო აღმოჩნდეს. მერე მოიწამლებიან, იტყვიან რომ საჭმელი სოკო დავკრიფეთო, მაგრამ მიანც მოგვწამლაო, ეტყობა მუტაცია განიცადაო. მერე ვრცელდება ეს ხმები ხალხში და ჰა, მედიაშიც აღწევს! რაც შეეხება გზის პირას დაკრეფილ სოკოს: მე დიდი ხანია ვკრეფ გზასთან ახლოს სოკოს, მაგრამ არაფერი მომსვლია. მართალია, სოკოს შეუძლია შეიწოვოს საშიში ნივთიერებები მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიწა არის დაბინძურებული ქიმიური ნარჩენებით. მაგას არავითარი კავშირი არ აქვს მუტაციასთან და სხვა გენურ ცვლილებებთან. ნაგავშიც დამიკრეფავს სოკო, ექსკრემენტებშიც და მრავალ ბინძურ ადგილას მაგრამ მე სოკოს ყოველთვის ვენდობი, რადგან ის მხოლოდ მისთვის საჭირო ნივთიერებებს აგროვებს smile.gif

Posted by: akkai 19 Oct 2014, 21:10
ushuaia

QUOTE
რა ღირდა..................?

1.8 კგ გამოვიდა და საერთო ჯამში 20 ლარად ვიყიდე.
საღამო იყო, დაბნელებული და იაფად გაყიდეს.
ნიყვისთვის კაი ფასია ხო ?

Posted by: სუფთა*დაფა 19 Oct 2014, 22:55
საღამო მშვიდობისა, გურმანებო და კულინარებო smile.gif

კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ თემაში.

სამწუხაროდ, კულინარობით თავს ვერ მოვიწონებ, ჯერ დამწყებიც არ ვარ...
სამაგიეროდ, გურმანი ვარ smile.gif))

სოკოს თემა რომ დავინახე, მეც მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის გუშინდელი ამბავი - სულ შემთხვევით აღმოვჩნდი რიკოთთან ახლოს მდებარე იმერულ სოფელში , ერთ-ერთ რესტორანში (რეალურად სასადილოა) და მივირთვით ნიყვი.

ნიყვი -ეს იყო უგემრიელესი, ენით აუწერელი საოცრება smile.gif)) მხოლოდ მარილით და ცოტა ცხიმით, კეცზე მომზადებული. თავისუფლად შეიძლება მოვიაზროთ ხორცის შემცვლელად. თითქოს, თევზის ნაზ ხორცს მივირთმევდი love.gif

მომსახურე პერსონალს ( ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თავიდან ზედმეტად მომთხოვნი, საზიზღარი, პრეტენზიული სტუმარი ვეგონე, რადგან მომენტალურად გამოვაცვლევინე დალაქავებული სუფრა, მერე "დავძმაკაცდით" smile.gif)) ) გამოვკითხე საიდან შემოჰქონდათ პროდუქტები და აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ ტყეში კრეფენ ამ სოკოს, ბაზარში კილო 20-25 ლარი ღირს და მაქსიმუმ 2 კეცი მომზადდეს ამ რაოდენობითო.

თბილისში ნიყვი არასოდეს მიჭამია.
ისედაც, სოკო ბავშვობაში არ მიყვარდა, მოგვიანებით გავსინჯე.

თუ იცით, თბილისში სად შეიძლება შევიძინოთ და მივირთვათ ნიყვი, გაგვიზიარეთ smile.gif

გმადლობთ, ყურადღებისთვის.

Posted by: ushuaia 20 Oct 2014, 00:03
akkai
კი კარგი ფასია 20 ლარი ღირს კილო..... wink.gif

Posted by: მამაო ენუქი 20 Oct 2014, 00:07
არყა როგორ უნდა გაკეთდეს , არ იცით ვინმე ჭვიანმა ?

სუფთა*დაფა
ლორდში აქვთ ხოლმე, სეზონზე.

Posted by: სუფთა*დაფა 20 Oct 2014, 00:21
მამაო ენუქი

მადლობა, ინფორმაციისთვის.

დავიმახსოვრებ smile.gif

Posted by: ushuaia 20 Oct 2014, 00:43
მამაო ენუქი
ორჯერ უნდა მოხარშო სიმწარე გაუვა და მერე შეწვი კარაქში ან ზეთში ქინძიც იხდება.

Posted by: მამაო ენუქი 20 Oct 2014, 08:20
ushuaia
1 საათი ვხარშავდი, წყალი ორჯერ გამოვუცვალე მარა მაინც მწარე გამოვიდა.

Posted by: ushuaia 20 Oct 2014, 09:35
მამაო ენუქი
2 საათი ხარშო უნდა 2 ჯერ.............

Posted by: მამაო ენუქი 20 Oct 2014, 10:57
ushuaia
ოკ სპასიბა, ჩემთან აირს ძალიან ბევრი, ერთ კამაზს აავსებ რო მოინდომო biggrin.gif

Posted by: ushuaia 20 Oct 2014, 11:05
მამაო ენუქი
კარგია საკმაოდ მაგრამ დიდი ხანი უნდა მომზადებას..........
ისე პატარა უფრო კარგია.

Posted by: elchi 20 Oct 2014, 12:01
QUOTE (z g a r b i @ 16 Oct 2014, 17:46 )
მეგობრებო, გუშინ მომიტანეს მასლიატა, ქართულად მგონი ზეთურა ქვია.
როგორც გავიგე მაგისგან კარგი მარინადი გამოდისო. ვინც იცის როგორ უნდა გაკეთდეს იქნებ გამიზიაროთ

ოღონდ დეტალურად მინდა დოზები, აქამდე არასოდეს გამიკეთებია მარინადი და არ მინდა რამე შემეშალოს.

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

ეს ლინკი გახსენით:

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=477&st=60

/მაგ გვერდის შუაშია სურათებიც და რეცეპტიც./

ჩემის აზრით მაგისგანაც კარგი გამოვა ასეთი წესით დამზადებული.

Posted by: BadbadGirl 22 Oct 2014, 03:06
დიდი და შეჭმული სოკო smile.gif
ლოკოკინებს რას დაასწრებ აქ biggrin.gif გინდა კაი სოკო იყოს და გინდა ცუდი, ყველაფერს ჭამენ.
http://www.radikal.ru

Posted by: dzaocom 22 Oct 2014, 11:49
BadbadGirl
ჰო ეგენი ყველაფერს ეტანებიან. ეგ რა სოკოა? აქედან რძიანა ჩანს biggrin.gif

Posted by: trendy 22 Oct 2014, 15:52
akkai
QUOTE
ნიყვისთვის კაი ფასია ხო ?

25 ლარი ღირს ეხლა 1 კგ

Posted by: BadbadGirl 22 Oct 2014, 16:03
dzaocom
აზრზე არ ვარ.
კაი სუნი კი ქონდა.

Posted by: rock in rose 22 Oct 2014, 17:11
შავჩოხა მაქვს ბაზარში ნაყიდი, ოჯახის წევრმა იყიდა, მე მაინც მეშინია მისი მომზადების და ჭამის.
რამდენად უსაფრთხო ბაზარში ნაყიდი? როგორც გავიგე გზის პირას არ უნდა იყოს სოკო მოკრეფილი და რა გავიგო ახლა სად მოკრიფეს sad.gif

Posted by: dzaocom 24 Oct 2014, 13:02
rock in rose
თუ სოკოს ცნობა არ იცი არც ბაზარში ნაყიდს უნდა ენდო და არც დაკრეფილს! თუ ოჯახის წევრმა იცის ცნობა და ერკვევა მაშინ შეგიძლია მშვიდად მიირთვა biggrin.gif რაც შეეხება გზის პირას კრეფას, არანაირ საშიშროებას წარმოადგენს. სოკო ნივთიერებებს მხოლოდ მიწიდან იღებს და ასევე ფილტრავს მას, რადგან სჭირდება გარკვეული დოზით და რაოდენობით. მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც, მაგ: დუმასოკო რომელიც აგროვებს ნივთიერებებს ულიმიტოდ და შესაბამისად მის მოხმარებას შეიძლება ცუდი რეაქცია მოჰყვეს გარკვეული ადამიანების მხრიდან. მაგრამ მე პირადად ბევრჯერ დამიკრეფავს კდიეც და მიჭამია გზის პირას დაკრეფილი სოკო და არაფერი მომსვლია smile.gif ყველაზე კარგი ვარიანტია შენთვითონ დაკრიფო სოკო, მაინც სხვა მუღამი აქვს შენი ხელით დაკრეფილი სოკოს მომზადებას smile.gif

Posted by: 死海. 9 Dec 2014, 17:50
ერთმა დადო ადრეული სოკოს, იგივე წინაპრის ფოტო და მის მერე ცუდად ვხდები სოკოზე.

mo.gif

Posted by: kuchu 22 Mar 2015, 11:16
ჩემი 2 ფავორიტი.

როდის მოვა ზაფხული :-/

Posted by: BadbadGirl 22 Mar 2015, 11:56
kuchu
მეორე კი ვიცანი, მგონი ნიყვია. პირველი რა სოკოა?

Posted by: dzaocom 22 Mar 2015, 19:40
kuchu
ეს პირველი მანჭკვალაა ხო?

Posted by: kuchu 23 Mar 2015, 03:08
კიბატონო, პირველი მანჭკვალაა, მეორე ნიყვი. ზემო იმერეთში უხვად მოდის ხოლმე ორივე. ასევე ეს ულამაზესი სოკოებიც : )

Posted by: ushuaia 23 Mar 2015, 08:50
QUOTE (kuchu @ 23 Mar 2015, 03:08 )
კიბატონო, პირველი მანჭკვალაა, მეორე ნიყვი. ზემო იმერეთში უხვად მოდის ხოლმე ორივე. ასევე ეს ულამაზესი სოკოებიც : )

ყველა იჭმევა ეგენი მაგარია ძაან............................ირმის რქაა განსაკუთრებით

Posted by: kuchu 23 Mar 2015, 09:21
უF იჭმევა და ძალიან გემრიელია. მომდევნო სერია ზემო იმერეთიდან

Posted by: dzaocom 23 Mar 2015, 11:34
kuchu
მაგარია! ირმის რქა არასდროს შემხვედრია, არადა აქებენ. ხრაშუნა სოკოები აქეთ ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ზაფხულში.. ისე მანჭკვალას როგორ ინახავთ? მე მარინადი გავაკეთე მაგრამ ობი მოედო.. გაშრობა შეიძლება?

Posted by: MasterJC 13 Jun 2017, 09:45
ამოვწევ თემას

რა კარგი თემაა და როგორ მიგივიწყებიათ ხალხო

Posted by: beqno 28 Jun 2017, 00:35
ქამა სოკო მოვკრიფე საღამოსკენ და პარკით მაცივარში შევდგი მომზადება დამეზარა და ხვალ რო გავაკეთო ხო არაფერი უჭირს? გამიგია კარგი სოკოც კი გამოყოფს შხამს თუ სათანადოდ არ შეინახავო და რას მირჩევთ ვჭამო?

Posted by: Makulatura 3 Jul 2017, 16:17
მოკლედ აი ესენი მოვინადირეტ გუშინ ბევრეთში
ნეტა ვარგისია რომელიმე?


http://picsee.net/
http://picsee.net/
http://picsee.net/
http://picsee.net/
http://picsee.net/
http://picsee.net/
http://picsee.net/
http://picsee.net/
http://picsee.net/

Posted by: WP-Rex 3 Jul 2017, 16:35
კალმახა სოკო რომ იყიდება მაღაზიებში, ისეთივე უსაფრთხოა, როგორც შამპინიონები?
გემოთი რომელი ჯობია?

Posted by: beqno 3 Jul 2017, 22:04
Makulatura

თუ ცნობა არ იცი არ გაეკარო საშიშია თან კარგ სოკოს ორეული ყავს შხამიანი და ძალიან გავს ეგრე სურათით ძნელია რამის თქმა
* * *
WP-Rex

კი უსაფრთხოა კალმახაც გერიელია და ქამაც უფრო გემოვნების საკითხია მე ქამა უფრო მომწონს(ქამა იგივე შამპინიონია).. მე უფრო სპილოსყურა მიყვარს უგემრიელესია
* * *
WP-Rex

კი უსაფრთხოა კალმახაც გერიელია და ქამაც უფრო გემოვნების საკითხია მე ქამა უფრო მომწონს(ქამა იგივე შამპინიონია).. მე უფრო სპილოსყურა მიყვარს უგემრიელესია

Posted by: maiako_mao 6 Jul 2017, 16:56
QUOTE
beqno



პირველა ვჭამე მიქლიო, მსგავსი არ მიჭამია, სესთი გემრიელი სოკო, ესეთი პიკანტური გემოთი ხალხო გადავირიე, რითი ვიწამვლავდი თავს აქამდე sad.gif მიირთვით სოკო მიქლიო smile.gif
* * *
QUOTE
Makulatura


მასლიატა ვჭამე ადრე ჩაქვში ისიც სასწაული იყო, იმდენი ცხიმი ქინდა ცხიმის გარეშე მოამზადა მასპინძელმა, სხვთაშორის მერე ეგ სოკო ვნახე ბარსელონასი ბაზარში ალპებიდან იყო შემოტანილი და ძალიან ძვირი ღირდა კილო 40-50 ევრო, თუ არ ვცდები. ძალიან გემრიელია აი მართლა მოგეწონებათ smile.gif

Posted by: severuss 12 Jul 2017, 01:41
maiako_mao

ეგ იგივე ნიყვია თუ სხვაა რამე?



სად ჭამე?

თუ იყიდება - სად იყიდება.... ინტერესნო smile.gif)

Posted by: maiako_mao 13 Jul 2017, 11:24
severuss
QUOTE
severuss



მე ვიყიდე საჩხერიდან მოვდიოდი და გზაზე ქონდათ გლეხებს და სახლში გააკეთეს მართალ მაგარი იყო smile.gif

Posted by: severuss 13 Jul 2017, 23:28
maiako_mao

იფ იფ

მიყვარს ნიყვი. სახელიც გემრიელი აქვს ))
* * *





ადრე მქონდა სოკოებზე წიგნი. აღწერილი იყო როგორ გავარჩიოთ შხამიანი სოკო საჭმელი სოკოსაგან. მაგრამ ვეღარ ვპოულობ წიგნს.

ინტერნეტში ვეძებდი და ერთი ეს აღმოვაჩინე, მარა მთლად უსაფრთხო არ უნდა იყოს:
როდესაც სოკოს კარგად გარეცხავთ და შემდეგ, როცა მოშუშვის პროცესზე გადახვალთ, ტაფაზე ხახვის პატარა თავი მთლიანად დააგდეთ და თუ ხახვი გაშავდა, ესე იგი, სოკო შხამიანია.


ვინც იცით თუ როგორ გავარჩიოთ შხამიანი სოკო დაწერეთ...

Posted by: Gio_G83 26 Jul 2017, 13:29
QUOTE
პირველა ვჭამე მიქლიო, მსგავსი არ მიჭამია


ნიყვიც გასინჯე, ამბობოენ უკეთEსიაო, მარგამ მეც მიქლიოსკენ ვარ

Posted by: maiako_mao 1 Aug 2017, 10:55
Gio_G83
ხოო, მითხრეს ნიყვიც მოგეწონებაო, დიდი ფანი სოკოსი არ ვარ, მაგრამ მომზადებულ ზოგიერთ კერძს პიკანტური გემო აქვს და ეგ მევასება wink.gif

Posted by: Gio_G83 2 Aug 2017, 13:33
maiako_mao
QUOTE
დიდი ფანი სოკოსი არ ვარ, მაგრამ

მეც იმის მიხედვით თუ როგორი მომზადებულია

სოკოს "კლავს" ნიორი, სხვა ყველაფერს შეუხამებ - კარგი სოკო კარგია
ზოგადად სოკო იმერული სამზარეულოსთვის ყველაზე ახლობელია, შესაბამისად იმერეთზე უკეთსად მომზადებულ სოკოს რთულად სადმე რომ გადააწყდე

მჭადა-სოკოც (მჭადიო) არააა ცუდი

Posted by: a_k_o 10 May 2018, 17:07
გამარჯობა, არის აქ ვინმე ვინს სოკოს აგროვებს გასაყიდად?

ვეძებ - Boletus Edilus იგივე Porcini.

მჭირდება 40 კილომდე.

Posted by: Charlotte_ Sometimes 29 May 2018, 01:28
QUOTE (a_k_o @ 10 May 2018, 17:07 )
გამარჯობა, არის აქ ვინმე ვინს სოკოს აგროვებს გასაყიდად?

ვეძებ - Boletus Edilus იგივე Porcini.

მჭირდება 40 კილომდე.

დათვის სოკო ანუ, ეგ უფრო ზაფხულის ბოლოდან იწყებს ამოსვლას და შემოდგომაზე, ძირითადათ წიწვოვანებში მინახავს

Posted by: Geotrg025001 7 Jul 2018, 10:54
სოკო ყველით love.gif

Posted by: tavtologia88 11 Jul 2018, 14:31
ეს ბოლო პერიოდი სერიოზულად მომწონს ჩაშუშული სოკო მარა 4 - 5 კილოზე რა ამბავია? ქათმის ხორცი არ ღირს მაგდენი...

Posted by: mareim-mia 3 Sep 2018, 08:26
QUOTE (tavtologia88 @ 11 Jul 2018, 14:31 )
ეს ბოლო პერიოდი სერიოზულად მომწონს ჩაშუშული სოკო მარა 4 - 5 კილოზე რა ამბავია? ქათმის ხორცი არ ღირს მაგდენი...

სოკო ქათმის ხორცს ჯობია .

Posted by: Lasha244 3 Sep 2018, 11:47
Geotrg025001

QUOTE
სოკო ყველით


საინტერესო იდეააა. როგორ შევაზავო? boli.gif

Posted by: beqno 10 Sep 2018, 17:45
მინდვრის ქამა არის მეგობრებო უკვე?

Posted by: zigmundi32 28 Oct 2019, 21:39
შავჩოხა როგორ მოვამზადო მარტივად და გემრიელი რომ იყოს?

Posted by: elchi 29 Oct 2019, 15:34
ხშირად ვაკეთებ PORTOBELLO-ს სოკოს ამგვარად.
ძირებს ფრთხილად ამოვიღებ და გულში ვდებ უკვე ცხელ ფარშს, შეწვამდე ცოტა რომ აკლია ისეთს, თქვენც სცადეთ, ნებისმიერი ფარშით, თუნდაც მოზრდილი შამპინიონებისგან, ვახურებ მეორე სოკოს ზემოდან და ვდებ გაცხელებულ კარაქში, ტაფას ვახურებ თავსახურს, ფარში შეზავებულია ყველაფრით, რაც მომწონს, ამიტომ სოკო შეიწოვს ამ წვენს და აღარაფერს ვამატებ. ძირი რომ შეიწვება, შეგიძლიათ გადააბრუნოთ მეორე მხარეს.
ასე იმიტომ ვაკეთებ, სოკო მალე იწვება და ფარში უმი დამრჩებოდა, მივმართე ასეთ ხერხს და კაი რამე გამოდის.

Posted by: DMC-12 4 Jul 2023, 16:00
იმდენი მჭადა და მიქლიო ვხეთქე, მოვიბეზრე ერთ კვირაში. არყაც.
წელს აღარ მომინდება ალბათ biggrin.gif

Posted by: westsider 7 Jul 2023, 10:22
QUOTE
არყაც.

ამას ევროპაში არ განიხილავენ საჭმელ სოკოდ საერთოდ

QUOTE
მიქლიო

ეს ადვილი საშოვნია

QUOTE
მჭადა

მხოლოდ უიქენდ გლეხების ბაზარზე


და ასევე ნიყვი აქ აკრძალული ყოფილა...სიმცირის თუ გადაშენების გამო არ ხდება მისი გაყიდვა არსად

Posted by: DMC-12 7 Jul 2023, 10:55
westsider
QUOTE
ამას ევროპაში არ განიხილავენ საჭმელ სოკოდ საერთოდ

მიზეზი? rolleyes.gif
მძაფრი გემო რომ აქვს ალბათ რაღაცას შეიცავს ზედმეტს. პატარებს არ აჭმევენ ხოლმე.

QUOTE
ნიყვი აქ აკრძალული ყოფილა...სიმცირის თუ გადაშენების გამო არ ხდება მისი გაყიდვა არსად

ნეტა shიგ არ ჰქონდეთ rolleyes.gif

Posted by: westsider 7 Jul 2023, 12:36
DMC-12
QUOTE

მიზეზი? rolleyes.gif
მძაფრი გემო რომ აქვს ალბათ რაღაცას შეიცავს ზედმეტს. პატარებს არ აჭმევენ ხოლმე.

ფაქტიურად ნახევრდ შხამიანის კატეგორიაში გაყავთ
გამონაყარი იცისო,მწარეა და დიდი ხანი ხარშვა უნდაო უსაფრთხოებისთვის.არ ეკარებიან არც იყიდება

QUOTE
ნეტა shიგ არ ჰქონდეთ rolleyes.gif

კი ბატონო მარა რომც იყოს ეღირებოდა კილო 100 ევრო
დაცულია სახეობათა დაცვის კანონით

Posted by: DMC-12 7 Jul 2023, 14:26
westsider
ალბათ ადგილსაც გააჩნია სად იზრდება. ზოგადად სოკოს ბევრი ცუდი რაღაცის ათვისება შეუძლია მიწიდან, ჰაერიდან და ადამიანის ნაწლავებიდანაც იწოვსო ამბობენ. წარმოიდგინე სადაც ქიმიური ან რადიაციული დაბინძურებაა რამდენ საძაგლობას შეიცავს იქაური სოკო. საქართველოს მთებში ანგელოზივით სოკოებია ალბათ, თუმცა მაგის კვლევით არც არავინ იწუხებს თავს biggrin.gif

Posted by: westsider 7 Jul 2023, 15:56
DMC-12
მე ისე მიყვარს სოკო პრინციპში შხამასოკოსაც შევჭამ ჩერნობილში გაზრდილს
თუმცა აქ კვების პროდუქტების გაყიდვა რეგულირდება სასტიკად რა

Posted by: DMC-12 7 Jul 2023, 17:18
westsider
up.gif biggrin.gif

მჭადა უმი გამისინჯავს ბავშვობაში, უბრალოდ გარეცხილი. აი ნიყვი ცოტა ახვარი როჟაა, კარგად უნდა დამუშავდეს თერმულად. ადრე ბიჭები მოიწამლენ მაგით, ტყეში მიირთვეს ზერელედ მომზადებული. ვითომ რას გვიზამსო. თან ნასვამები იყვნენ drug.gif
ქამას რა არომატი აქვს იფ, იფ... ქათამბარკალას რო ეძახიან ეგეც ძაან გემრიელია. ზამთრის პირზე იცის ხოლმე, ბევრჯერ მიპოვია თოვლისგან მოყინულიც.

Posted by: foreign3r 8 Jul 2023, 16:11
მარტო მე ვარ ეგრე, უმეტესად სოკოს ჭამის მერე უსიამოვნოდ რომ ვგრძნობ თავს ან უფრო უარეს შემთხვევაში რომ ცუდად ვხდები? biggrin.gif
არადა ხანდახან თვითონ ჭამა მაგრად ასწორებს.

Posted by: westsider 11 Jul 2023, 15:34
foreign3r
QUOTE
მარტო მე ვარ ეგრე, უმეტესად სოკოს ჭამის მერე უსიამოვნოდ რომ ვგრძნობ თავს ან უფრო უარეს შემთხვევაში რომ ცუდად ვხდები? biggrin.gif
არადა ხანდახან თვითონ ჭამა მაგრად ასწორებს.

ალბატ ვერ ინელებ რამეს სოკოში
არასოდეს მქონია ეგ

DMC-12
QUOTE
ქათამბარკალას რო ეძახიან ეგეც ძაან გემრიელია

მიქლიო

აქ იოლად წვდომადია ეგ

ქამა ტეთრი მუქი
ხეთამხალი იგივე კალმახა
მიქლიო იგივე ქატამბარკალა
შიტაკე
Pleurotus eryngii ქართულად არ ვიცი რა ქვია


ესენია ბეიზიქ სოკოები რაც მუდამ იშოვება

Posted by: DMC-12 11 Jul 2023, 17:33
მჭადას ყუნწს რომ გადატეხავ, რძესავით სითხეს რა სუნი აქვს მაგიჟებს chups.gif

westsider
QUOTE
ხეთამხალი იგივე კალმახა

ტყუმპლა biggrin.gif


Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 08:45
QUOTE
სოკო

კიბოს ნატურალური წყარო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)