#50879359 · 1 Jul 2017, 18:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს დავამტავრე სტივენ კინგის წიგნი – "უიმედოთა ქალაქი", 555 გვერდია. მაგარი უაზრობა და სისულელე წიგნია. წიგნი დებილობა, წიგნი არაფერზე! გამიჩნდა უხერხულობის განცდა, მე შემრცხვა ავტორის მაგივრად. მე გამიჩნდა დანაშაულის გრძნობა მკითხველის წინაშე. როგორ მოხვდა ეს წიგნი ამ 50 წიგნში?! ნუთუ მეტი უკეთესი წიგნი აღარ არსებობს ლიტერატურაში? წიგნი სადაც 2 გვერდიანი სიუჟეტი უაზრობებითაა გაბერილი და ასეა 555 გვერდამდე. ერთი ლამაზი მეტაფორა, მხატვრული ნათქვამი ან ბრძნული აზრი ვერ ამოვიწერე წიგნიდან და ვერ ჩავინიშნე. გამახსენდა ფრაზა ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტიდან" – " თუ უვარგისი სონეტების კრებული გამოსცა ვინმემ, ბევრს სწამს, რომ მისი ლექსები ხელოვნების გასაოცარი ქმნილებაა. მეორენი კი შედევრებს ქმნიან და გამბედაობა გამუდმებით ღალატობთ მზის სინათლეზე, ცხოვრების წინაშე წარმოადგინონ ისინი". ასე მე რამდენჯერ დამიწერია და შემიქმნია ამაზე ალბათ ბევრად უფრო ღირებული და დიდებული ნამუშევრები მარა არ გამომიტანია სახალხოდ, სააშკარაოზე, გამბედაობა არ მეყო, ჩავთვალე არ იყო ის საზოგადოების წინაშე წარდგენის ღირსი, ეს სისულელე კი როგორ გამოაქვეყნა იმან ან როგორ შეიტანა სხვა გამომცემელმა მის ტომეულშიც?!
--------------------
Email: ceco-83@mail.ru mobile: 595629391
|