2024 წლის 5 მარტს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაანგრია ყველა ობიექტი, რომელიც სართო სარეკრეაციო, სატყეო სივრცეში უკანონოდ იყო აშენებული
დიღმის ჭალებში აღსრულების ბიურომ და მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო საწარმოებისა და ობიექტების დემონტაჟი დაიწყო.
ადგილობრივი მოსახლეობა დიღმის ჭალებში ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავების უკანონო საწარმოების წინააღმდეგ და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, რამდენიმე წელია, იბრძვის.
2021 წელს გარემოს სამინისტრომ კომპანიებს ქვა-ღორღის მოპოვება-გადამუშავებისთვის საჭირო ნებართვა გაუუქმა, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ კი ჭალებში სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების გამო კომპანიები დააჯარიმა და სამუშაოების დემონტაჟი დაავალა, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ამ დრომდე არ იწყებოდა.
https://publika.ge/dighmis-chalebshi-ukanon...KV4VCqydlPDgZiM მალე ტენდერი გამოცხადდება დიღმის ჭალების პატარა პარკის პროექტზე, რომელიც 8 ჰექტარს ითვალისწინებს; პარალელურად, თბილისის მერიის დაკვეთით, გასული წლის ივლისიდან მუშაობენ დიღმის ჭალების აღდგენის სტრატეგიაზე.
https://www.facebook.com/Dighomimeadows/pos...?ref=embed_post This post has been edited by Kublicha on 8 Mar 2024, 16:14