საქართველოს უნივერსიტეტის ისტორია 2002 წლიდან იწყება, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა, გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ, ამერიკათმცოდნეობის ცენტრი დააფუძნა.
2004 წლის 21 ივლისს ცენტრის საფუძველზე შეიქმნა შ.პ.ს. „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა“ (სმს), რომელმაც ამერიკათმცოდნეობისა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე პირველი 36 სტუდენტი მიიღო. იმავე წელს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე, დაფუძნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი“ (სსმუ). შემუშავდა უნივერსიტეტის წესდება, სტრუქტურა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანო - მეურვეთა საბჭო.
2005 წლის 24 მარტს ჩატარდა მეურვეთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორად კი – მანანა სანაძე.
2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. უნივერსიტეტმა შეიძინა და კეთილმოაწყო რამდენიმე სასწავლო კორპუსი, სპორტული დარბაზი და მოედანი. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები, 117 სტუდენტი, უნივერსიტეტმა 2005 წლის სექტემბერში მიიღო. 2006 წლის შემოდგომიდან კი უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებიც ამუშავდა.
მოგვიანებით, საერთაშორისო კავშირები დამყარდა და საერთაშორისო პროგრამები ამუშავდა ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: სკრენტონის უნივერსიტეტი, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი, ლეიკლანდის კოლეჯი (აშშ), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია) და ლა საპიენსას უნივერსიტეტი (იტალია).
2010 წელს საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმშიც ამუშავდა. ამავე წელს, პირველად, პოსტსაბჭოთა სივრცეში, OPIC-ის მიერ (“ამერიკის საზღვარგარეთული კერძო საინვესტიციო კორპორაცია”) “საქართველოს უნივესრსიტეტში” განხორციელდა 8 მილიონი ა.შ.შ.-ის დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას მოხმარდა. სწორედ OPIC-ის მიერ, მიღებული სესხით განხორციელდა ახალშეძენილ შენობაზე თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტების შესაბამისი სარემონტო სამუშაოები. თანამედროვე სტანდარტები გულისხმობს სრულად აღჭურვილ აუდიტორიებს, კომპიუტერულ ოთახებს, ლაბორატორიებს, მედია ცენტრებს, სიმულაციურ ოთახებსა და მოსახერხებელ გარემოს, რაც დასვლური უნივერისტეტებისთვისაა დამახასიათებელი.
2012 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტმა საერთაშორისო სტუდენტებიც მიიღო. ამჟამად აქ 4000-მდე სტუდენტი სწავლობს.
სკოლები
სოციალური ქსელები მისამართი მისამართი: საქართველო, თბილისი, 0171, მ. კოსტავას 77ა.
ელ.ფოსტა: info@ug.edu.ge; ug@ug.edu.ge
ტელ/ფაქსი: 2-55-22-22; 2-24-11-44 მისამართი: საქართველო, ბათუმი, ი. ჯავახიშვილის 5
ელ.ფოსტა: p.kakhidze@ug.edu.ge
ტელ: 8 422 277 557, 8 422 271 361წინა თემები1.
საქართველოს უნივერსიტეტი2.
საქართველოს უნივერსიტეტი3.
საქართველოს უნივერსიტეტი (ალასანია)პ.ს სტიპენდიები არ მოგკლებოდეთ This post has been edited by Miralem Pjanić on 16 Oct 2014, 11:02