Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > საავტომობილო ბაზარი საქართველოში

Posted by: ჯუღაშვილი 22 Mar 2024, 10:37
old.gif

როგორც ჩანს შარშანდელი კრიზის შემდეგ მაინც ვერ ისწავლა ბევრმა ჭკუა....

რას ფიქრობთ რაარის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს?

popcorn.gif

Posted by: l.k 22 Mar 2024, 14:53
პოლიტიკაში გადასატანი თემაა ჩემი აზრით...

Posted by: Luka251 22 Mar 2024, 16:28
ბევრი ხამივით მოიქცა 4 და 5 მანქანა ჩამოიყვანეს , პროცენტიანი ვალები აიღეს , ბანკის ზალოგში ბინები და ა.შ.

აპრილიდან როგრც ვიცი ყაზახებს განბაჟება უძვირდებათ.

Posted by: Z-owner 22 Mar 2024, 16:43
QUOTE
რას ფიქრობთ რაარის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს?

ჰიბრიდი კამრის 8 ცალი ძარიდან ერთის გამოყვანა და "დაზაზორება" ისე რომ არ შეეტყოს.

Posted by: GEORGEXIII 22 Mar 2024, 17:16
მანქანების სფეროში ჯობია ცხვირები ჩამოიოტანო, ყველაზე მომგებიანი ეგ არის.

ნაწილები ტაივანს ეწვიო.

პ.ს ასეთი დაზიანებით რომ ჩამოიყანო ძვირი ჯდება და აზრიც არ აქვს გასაყიდად ჩამოსაყვანად.

შენთვის თუ ჩამოიყვან.

https://www.copart.com/lot/82504113/salvage-2018-honda-civic-si-ct-hartford

Posted by: Nemiroff 22 Mar 2024, 20:16
2-3 ტიპია ჩემს გარშემო, ჩამოყვანილი ყავდათ მანქანები ზოგს 1 ზოგს 2, იწვალეს და ძლივს გაყიდეს 3-4 თვის მერე. თან ზოგი ზარალზე გაყიდეს ზოგი თავსი ფასში. აღებული ფულით ისევ წამოიყვანეს მანქანები და გზაში ყავთ ეხლა. რა ფენომენია ვერ მივხვდი.

Posted by: Guro_ 22 Mar 2024, 22:07
QUOTE
ჰიბრიდი კამრის 8 ცალი ძარიდან ერთის გამოყვანა და "დაზაზორება" ისე რომ არ შეეტყოს.

ცხვირის ოკლაჰომაში ყიდვა, ტრაკის არიზონაში, ნაწილების ტაივანში და ამ ყველაფრის მიწეპება ელიავაზე.

Posted by: georgia2009 22 Mar 2024, 23:11
QUOTE
შენთვის თუ ჩამოიყვან.

ჩემთვის მინდოდა რავ4 ჰიბრიდის ჩამოყვანა და ვერანაირად მისაღებ ფასში ვერ ვიყიდე. სულ საქართველოს დროშებით ხოცავდა მყიდველები აუქციონზე ერთმანეთს, ალბათ 80% ქართველი მყიდველი იყო და დანარჩენი ხ.ე.ზ. არადა ფეისბუქზე ტირიან თავის ფასში ვერ ვყიდითო, სულ ტყუილი. რა ფასებსაც აბრახუნებენ 2-3000$ მაინც უდევთ მოგება, მანქანის ფასი რომ გადაამოწმო და რემონტიც იანგარიშო. მესმის მოგება უნდა დარჩეთ, ცოდოა ხალხი, მაგრამ ტვინი არ აქვთ და სიხარბე თავისას შვება, იოლ ფულს გამოკიდებულები ვეღარ ზომავენ და უაზროდ ყიდულობენ აუქციონებზე ყველაფერს. ამ ქვეყანაში ხალხის აზროვნებიდან და საქციელიდან ხელისუფლების აზროვნება-საქციელამდე ყველაფერს დედა აქვს მოდღნული. დ---აც მო----ან ასეთ ქვეყანაში ცხოვრების.

Posted by: idallgo 22 Mar 2024, 23:24
რატომ შეგვცეს ამ მანქანების იმპორტით? რაიმე სხვა საქმე წამოიწყონ ან პროფესია შეიცვალონ ბოლო-ბოლო... up.gif

Posted by: samtrediel90 23 Mar 2024, 00:10
QUOTE
საავტომობილო ბაზარი საქართველოში, დღეს

შესანიშნავ მდგომარეობაშია :დ
ახლა რო იყიდება მანქანები ასე როდის იყიდებოდა. ზაფხულიდან კიდე უფრო მოიქოქება. იდეალური დროა ამ საქმეში შემოსასვლელად

Posted by: Z-owner 23 Mar 2024, 02:31
Nemiroff
QUOTE
რა ფენომენია ვერ მივხვდი.

"სასტავმა გაურისკა".

Posted by: DORO 23 Mar 2024, 15:30
ადრე თუ გვიან მაინც ყველაფერი იყიდება.

Posted by: ჯუღაშვილი 23 Mar 2024, 18:47
GEORGEXIII
QUOTE
პ.ს ასეთი დაზიანებით რომ ჩამოიყანო ძვირი ჯდება და აზრიც არ აქვს გასაყიდად ჩამოსაყვანად.

ნაკლები დაზიანებით აღარც რეექსპორტის სასტავს უნდა უკვე.... განსაკუთრებით რუსებს. (რუსების თემა ვაბშე ჩაიკეცა მგონი)

Nemiroff
QUOTE
2-3 ტიპია ჩემს გარშემო, ჩამოყვანილი ყავდათ მანქანები ზოგს 1 ზოგს 2, იწვალეს და ძლივს გაყიდეს 3-4 თვის მერე. თან ზოგი ზარალზე გაყიდეს ზოგი თავსი ფასში. აღებული ფულით ისევ წამოიყვანეს მანქანები და გზაში ყავთ ეხლა. რა ფენომენია ვერ მივხვდი.

ნარკოტიკივითაა
pop.gif

Posted by: პითონი 23 Mar 2024, 19:39
პასატს ვუყურებ B7-ს.
2.5 ძრავები ღირდა 6000$ სადღაც
ეხლა გააძვირეს და 7.5-8 იძახია.
2.5 უკვდავი არისო...
კი კარგი ძრავია, მაგრამ მაგ ფასში უკვე 1.8 რესტი მოგდის 16-17 წლიანი ან საერთოდ ქემრიც, მაზდა 6-იც.

მოკლედ ეს "მაგარი ძრავია" ბრატ თემები ვერ მოვიშორეთ.
თვეებია უდევთ და ვერ ყიდიან თან.

თან მაგათ რაც დაუჯდათ კიდე იმაზე მეტად გაყიდვა უნდათ + იხმარეს მაგრად biggrin.gif

Posted by: Gursona 23 Mar 2024, 20:01
QUOTE
რას ფიქრობთ რაარის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს?

სხვის ნალაპარაკებს რო უსმენენ და მერე "ლიჟბი" მოვიგო აუქციონზე... ეგაა მიზეზი. რუსთავში რო ჩახვიდე მანქანა არ მოგეწონება 70% ან მეტი სახე გამძვრალი არის ნაყიდიი, კარგი მანქანები რაცაა ისენი ისედაც იყიდება და გაიყიდება idea.gif

ტიპები ისეთ მანქანებს ეთამაშებიან გაგიჟდები ადამიანი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: არიგო 23 Mar 2024, 21:09
ქართველი ავტობარიგები დედამითესლილი განდონები რო არიან ეგ არის მთავარი გამოწვევა.

Posted by: poker_man 23 Mar 2024, 23:36
წესით ეს დალეწილი მანქანების ჩამოყვანა უნდა აიკრძალოს. ამას ჯობდა ეს სირობა კანონი არ მიეღოდ 10 წლის შეზღუდვა რომ დააწესეს, და აზელილი მანქანების ჩამოყვანა აეკრძალათ.
მარჯვენა საჭიანებს გადახედეთ. 1 მინუსია საჭე, დანარჩენი მანქანის მდგომარეობა როგორი ჩმოდის ნებისმიერ კოპარტის მანქანას ბევრად ჯობია, მდგომარეობას ვგულისხმობ. საჭე გასაგებია ეს მინუსია, მაგრამ ყველასთვის არა. ტექ.ინსპექტირების საბუთში (გრინვეი) CO დაწერა 0 წარმოიდგინეთ 2004 წლიან მანქანას. ასევე სხვა 2011 წლიანზეც 0-ა. და ესეთი ბევრია. განბაჟება კი გააძვირეს, მაგრამ, იყიდება კარგად რასაც მე ვხედავ. მე არ ჩაომყავს მანქანები, ფასებუკ კლუბებში რასაც ვხედავ იმას ვწერ.

Posted by: idallgo 24 Mar 2024, 09:10
poker_man

+1

იაპონური 2003-იანი, ანუ 21 წლის მანქანა მყავს 5-ე წელია. ვფიქრობ გაყიდვას და მანქანის გამოცვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რაიმე გაუფუჭდება ან ტექდათვალიერებას ვერ გაივლის... ხოდა არ უფუჭდება ჯერჯერობით არაფერი და ვარ ესე... ველოდები რომ ვერ გაივლის ტექდათვალიერებას-თქო რომ ბარემ გამოვცვალო, მაგრამ ჩემი ღლე... ლიწინით გადის ყოველ წელს... ხოდა შემრჩა ამის გამო. smile.gif

Posted by: poker_man 24 Mar 2024, 16:28
idallgo
QUOTE
იაპონური 2003-იანი, ანუ 21 წლის მანქანა მყავს 5-ე წელია. ვფიქრობ გაყიდვას და მანქანის გამოცვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რაიმე გაუფუჭდება ან ტექდათვალიერებას ვერ გაივლის... ხოდა არ უფუჭდება ჯერჯერობით არაფერი და ვარ ესე... ველოდები რომ ვერ გაივლის ტექდათვალიერებას-თქო რომ ბარემ გამოვცვალო, მაგრამ ჩემი ღლე... ლიწინით გადის ყოველ წელს... ხოდა შემრჩა ამის გამო.

თუ გაყიდვა გინდა გაყიდე, რაღას ელოდები სანამ პრობლემა გაუჩნდება. მეც ვაპირებ გაყიდვას.

Posted by: playstation 24 Mar 2024, 18:03
poker_man
ჰო აბა რა ავკრძალოთ ნაავარიაბი და დაზიანებულების ჩამოყვანა. არ ჯობია პირდპაირ ცენტრიდან გამოყვანილი ლადა კალინა, ან უაზ პატრიოტი ამერიკულ ან გერმანულ დალეწილს.

დავემსგავსოთ დედა რუსეთს. სზვა ყველაფრით უკვე ლამისაა პროვინცია ვართ მანქანებიღა გვაკლია რუსული და ეგაა.
ნივა ლეგენდა

Posted by: GEORGEXIII 24 Mar 2024, 18:24
QUOTE
ჰო აბა რა ავკრძალოთ ნაავარიაბი და დაზიანებულების ჩამოყვანა. არ ჯობია პირდპაირ ცენტრიდან გამოყვანილი ლადა კალინა, ან უაზ პატრიოტი ამერიკულ ან გერმანულ დალეწილს.

დავემსგავსოთ დედა რუსეთს. სზვა ყველაფრით უკვე ლამისაა პროვინცია ვართ მანქანებიღა გვაკლია რუსული და ეგაა.
ნივა ლეგენდა

მეორად საბურავებს ვერ გავცდით მანქანაზე ხომ ფიქრიც ზედმეტია, არადა რა გრძნობაა შენ რომ გამოაგორებ ცენტრიდან მანქანას.

Posted by: poker_man 24 Mar 2024, 20:29
playstation
QUOTE
დავემსგავსოთ დედა რუსეთს

რაღა რუსეთს rolleyes.gif ბრიტანეთს, იაპონიას, კვიპროს, ავსტრალიას, ახალ-ზელანდიას. ყველა გადავიდეს მარჯვენა საჭეზე. lol.gif

Posted by: Z-owner 24 Mar 2024, 20:51
poker_man
ბოლოს ბანი როდის გქონდა?

Posted by: poker_man 24 Mar 2024, 21:02
Z-owner
QUOTE
ბოლოს ბანი როდის გქონდა?

არ მქონია ბანი არასდროს, რა ხდება?

Posted by: Z-owner 24 Mar 2024, 21:40
poker_man
არაფერი, ისე, გადავამოწმე, მაინც.

Posted by: burzgla 25 Mar 2024, 08:15
georgia2009
ისედაც პოპულარული მოდელია საქართველოში , მაგრამ მაგ ქართული დროშით საქართველოს გარდა თამაშობს ხაზახი ყირგიზი ,რომლებწაც უღირთ ძვირის გადახდა

Posted by: Nescafe13 25 Mar 2024, 08:49
ეგ ვერ გამიგია , იაპონიაში დაუზიანებელი და ამერიკაში დამტვრეული ერთი ფასი რატომ ღირს ?
იაპონიის ბაზარი ყველაზე მაგარია , თუ მართლა საჭე არაა პრობლემა , ლიფები გაიაფდა ძალიან და ქალაქისთვის იდეალური რამეა
აშშდან ტრანსპორტირება და მერე აღდგენა ძალიან ძვირი ჯდება და ახლა 2კ რომ უწერია ზემოდან სულაც არაა ბევრი , ვიცი რა შრომასაც მოითხოვს , ხელოსნები ხო ცალკე
აგერ ნაცნობს ორი კრილო ქონდა შესაღები , ტიპმა 5 დღეში გაგატანო , რომ არ დაურეკა მერე მივიდა და ისევ ისე დგას მანქანა :დ

Posted by: poker_man 25 Mar 2024, 17:46
Nescafe13
QUOTE
აგერ ნაცნობს ორი კრილო ქონდა შესაღები , ტიპმა 5 დღეში გაგატანო , რომ არ დაურეკა მერე მივიდა და ისევ ისე დგას მანქანა :დ

ერთ-ერთი მიზეზიც ეგ არის, და მაგიტომ არ მინდა ამერიკული დალეწილი მანქანა. biggrin.gif ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ეტეთი ხელოსანია. შეგაზიზღებს გამქანას.

Posted by: Z-owner 25 Mar 2024, 18:38
poker_man
იაპონური ამერიკულთან, ფასში როგორ არის? სადღაც მესამედით იაფი ჯდება?

Posted by: mind_auger 25 Mar 2024, 19:24
რავი ძმაო მე აგერ რასაც ვუყურებ 17-18-19-20 იანი მანქანები ბევრი დევს 10ის ფარგლებში,ვინ კოდიც უდევთ და ყველაფერი,ფაქტიურად იდეალური მანქანებია 100-მდე გარბენით,კროსოვერებზე ვამბობ
რომ დაიანგარიშო ტიპები მაქსიმუმ 500-1000$ მოგებას აკეთებენ მეტს ვერა. ზოგი მაგასაც ვერ აკეთებს
ფორესტერებზე და აუთლენდერებზე ვამბობ რომლებიც კონფორტითაც,მართვით,გამძლეობით და რავი ყველაფრით რავ4-ზე უკეთესი მანქანებია მაგრამ მაინც არ იყიდება ეგენი მასეთ ფასებშიც კი.
სამაგიეროდ ეგ წლოვანება რავ4-ები მიდის ლიწინით წელის შესაბამის ფასში ანუ 17-იანი თუა 17000$ ღირს 18-იანი 18000$ და ა.შ.

Posted by: poker_man 25 Mar 2024, 20:45
Z-owner
QUOTE
იაპონური ამერიკულთან, ფასში როგორ არის? სადღაც მესამედით იაფი ჯდება?

მაგალითად, რაც ვიცი honda fit 2014 1.5 ძრავით, ჩამოყვანა განბაჟება , თუ შენ ჩამოიყვან და არა გადამყიდველისგან იყიდი რეინჯი არის 6000 -7000, დაბალი გარბენით, გარბენი კილომეტრებშია კი იცით.
ამერიკიდან ამ ფასში ვერ ჩამოიყვან, ამ ფასში ვერც იყიდი იქ ესეთ მანქანას. მე ვადარებ იგივე მდგომარეობით რაც იაპონიაშია, თე რეალურად გინდა იყიდო მანქანა ამერიკაშ, მაშინ გადახედე Ebay-ზე ფასებს, და Craiglist-ზე, იმიტომ რომ მანდ დალეწილი მანქანები ნაკლება იდება. შეხედეთ ფასებს, 8-9 დან იწყება იქ ადგილზე ფასი. user posted image
* * *
user posted image

ეს მაგალითად, ამ ფასს + შიდა გადაზიდვა+ კონტეინერი+ განბაჟება. ამ ფასში რატომ ვიყიდო ფიტი? იმიტომ რომ მარცხენა საჭე აქვს? მე პირადად რომ მქონდეს საშუალება ამხელა თანხის გადახდა მანქანაში, მაშინ სხვა მანქანას ვიყიდი ფიტი რატომ ვიყიდო.

Posted by: DORO 25 Mar 2024, 21:07
რახამ საერთაშორისო რეგიონალური ჰაბ ობა იკისრა საქართველომ შესაბამისად იმ ქვეყნების კანონმდებლობაზეა დამოკიდებული ეს ბიზმესი სადაც რეექსპორტი ხორციელდება.

იქ კიდევ კანონები წარამარა იჭრება და იკერება როგორც აწყობთ ისე.

მაინც კაია რაღაც რომ ასე თუ ისე ეყიდებათ ხალხს.
ხვალ რომ საქართველოდან აკრძალონ შეყვანა მერე რას ვშვებით ..

ბალახი ამოვა რუსთავის სექტორებში ..;დ

Posted by: poker_man 25 Mar 2024, 21:15
DORO
QUOTE
ხვალ რომ საქართველოდან აკრძალონ შეყვანა მერე რას ვშვებით ..

ბალახი ამოვა რუსთავის სექტორებში ..;დ

რუსთავის ავტოდრომს გაადიდებენ, და უფრო მაგარი საგონკაო / სადრიფტაო ტრასა გვექნება. biggrin.gif

Posted by: Z-owner 25 Mar 2024, 21:28
poker_man
ანუ 10,000 დოლარით იაფად გამოგდის მანქანა ხომ? ამხელა შეღავათის მერე, 500-800 $ გადაიხდი ევროპული ან ამერიკული მოდელის ფარებში?

Posted by: poker_man 25 Mar 2024, 21:34
Z-owner
QUOTE
ანუ 10,000 დოლარით იაფად გამოგდის მანქანა ხომ?

შეღავათი გამოდის კი.

QUOTE
ამხელა შეღავათის მერე, 500-800 $ გადაიხდი ევროპული ან ამერიკული მოდელის ფარებში?

ფარების თემას რაც შეეხება, ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ უკვე. და ის თემა დაიხურა, იმიტომ რომ ყველაფერის გასაგები იყო, და დასახური იყო. 500-800 გადახდა არხ არის საჭირო, იმიტომ რომ ბევრ მოდელს აქვს რეგულირება, რომელსაც არ აქვს, შეიძლება იმის გადაკეთება 250 ლარის ბაზარია.

და იაპონიიდან მარტო ჩვენ არ ვყიდულობთ მანქანებს, ევროპელებიც ყიდულობენ. ეს ვიდეო რუსულად კი არის, თუ გაინტერესებთ უყურეთ.

https://www.youtube.com/watch?v=XFcQqMK66Z4

Posted by: Z-owner 25 Mar 2024, 21:42
poker_man
კი ასეა, მაგრამ ამ ხალხის უკუღმართობა ისაა რომ 250 კი არა, 70% 20 ლარს არ იხდის გასწორებაში. კი ბატონო, იყიდე და მშვიდობაში მოიხმარე რასაც იყიდი. აი ჩემზე რომ იყოს, მარჯვენა საჭიანის ყოლას და მართვის მოწმობის აღებას ისეთს გავხდიდი რომ ამ ბანგლადეშს 2 თვეში მოვაგვარებდი, ტექდათვალიერებასაც მართლა ტექდათვალიერება ერქმეოდა.

Posted by: poker_man 25 Mar 2024, 21:55
Z-owner
კი გეთანხმები, ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, ყველაფერი ერთ ადგილზე რომ ჰკიდიათ, და საჭიროა ძალიან მკაცრი კანონები იყოს ამ ქვეყანაში, მაგრამ, თუ იმ ჩინოვნიკი და პოლიციელი კანონს არ იცავს, ხალხი ამას უყურებს და რავი, ხო ხედავ რაც ხდება.

1. ბევრს ეწყინება, და ეს კოპარტის მანქანები რომელსაც უტულიზაციის სტატუსი აქვს არ უნდა შემოდიოდეს.
2. მაეჯვენა საჭიანის შემოყვანა ავკრძალოდ.
3. მართვის მოწმობა 21 წლიდან
4. ტექ.ისპეკტირება არ უნდა იყოს რაღაც შ.პ.ს, როგორც იაპონიაშია უნდა სახელმწიფო აკონტროლებდეს.
5. საწვავის ხარისხი, ზეთეის ხარისხი, და ა.შ. მკაცრი კონტროლი.
მაგრამ, როცა იქ ზევით ვიღაც რაღაც წილში ზის, მანამდე ბანგლადეშის ნაირი ჭაობი იქნება.

საწყენად არ ვწერ Z-owner შენ ცოტა დიკტატორს წააგავხარ givi.gif

Posted by: Z-owner 25 Mar 2024, 22:33
poker_man
რა წყენა, კომპლიმენტია. love.gif love.gif love.gif

1. პირიქით, ნაგვის შემოტანა საწყენი არ უნდა იყოს, მააგრაამ, რადგან განვითარებადი კი არა, ერთერთი განუვითარებელი ქვეყანა ვართ, შემოვიდეს ასეთი მანქანა ოღონდ ისეთი არა ისეთი დაზიანებით, რომელიც საბოლოოდ 4 სხვადასხვა ფერის ლანჟერონისგან "აიწყობა". მაგალითად ძმაკაცს ჩამოყავს და პრიუს ც ჩამოათრია, რომელსაც მხოლოდ ორი კარი ქონდა შესაცვლელი, მეტი არაფერი. იყიდა ფერში და მორჩა.

2. ნუ ავკრძალავთ, მაგრამ მარცხენა საჭიანის შემოყვანა გავაიაფოთ, რომელიც იჯდება ადეკვატური კრიტერიუმების ჩარჩოში.

3. ადეკვატური სწავლის შემდეგ და იყოს სიმძლავრე/ლიტრაჟის ლიმიტი.

4. 1000%

5. 1000%

Posted by: poker_man 25 Mar 2024, 22:55
Z-owner
QUOTE
რა წყენა, კომპლიმენტია. 

lol.gif lol.gif

კიდე რაზე ვღადაობ იცი? ტიპები მანქანას რომ ყიდიან, და აი ყველას უწერია სასწრაფოდ givi.gif და ისეთ ფასებს ადებენ, რომ ნამდვილად არ ეჩქარება, მე ვიცი სასწრაფოდ გაყიდვა თუ გინდა მაშინ ფასიც უნდა იყოს სასწრაფო, 5თუ ღირს, 3.5 ყიდი,და ესენი 6-7 ათას დაადებს და არიქა, სასწრაფოდ.

Posted by: Z-owner 25 Mar 2024, 22:59
poker_man
ფული უნდა სასწრაფოდ, ფული. არ გაგიგია, მომეცით ბევრი ფული და დედამიწას გადავატრიალებო, ეგ ადრე საყრდენ წერტილზე იყო და ეხლა ფულია ეგ საყრდენი წერტილი. ან ისეთი ნაგავი ყავს რომ გული უსკდება კიდე პროფილაქტიკა არ დაჭირდეს და უცებ მოშორება უნდა, იშვიათად რომ ვინმეს უჭირდეს და რეალურად თანხა ჭირდებოდეს რამე პრობლემაზე, არიან ეგეთრბიც, მაგრამ ცოტა.

Posted by: Luka251 25 Mar 2024, 23:01
poker_man

ვიღაცა გოიმი ყოველთვის გამოჩნდება და მაგიტო უწერიათ biggrin.gif ჩისტიტელების წყალი აანთებს და ტიპები კითხულობენ რატო ანთებსო და ეგეთი იყიდის 3ათასაინ მანქანას 5 ად აბა რას იზამს biggrin.gif იმ დღეს როჟას ტორპედოს სურათი ედო ზედ ტელეფონის სამაგრით და ეს რისიაო biggrin.gif ასე რო ნუ გიკვირს biggrin.gif
* * *
Z-owner

მოშორება მაგარია იყიდის ვიღაცა და მერე დედის პროჭს იგინებიან ეს რა მომყიდაო biggrin.gif შეჩემისა თუ ჭირს რამე თქვი რა მარტო ფული ხო არააა.

Posted by: poker_man 25 Mar 2024, 23:10
Luka251
QUOTE
იმ დღეს როჟას ტორპედოს სურათი ედო ზედ ტელეფონის სამაგრით და ეს რისიაო  ასე რო ნუ გიკვირს

lol.gif lol.gif
* * *
ფორუმელებო, ერთი ამ მანქანას შეხედეთ რა

https://bid.cars/en/lot/0-37423367/2015-Honda-Fit-3HGGK5H8XFM776658

ეს მანქნა არის თბილისში, და იყიდება განბაჟებით7900$ აფასებს. ღირს ამის ყიდვა? კი არის ჩაძირული, biggrin.gif
* * *
user posted image
ისე კარგ ვიდზეა, და ტიპი მეუბნება არაფერი პრობლემა არ აქვს მერე რა რომ ჩაძირული იყო. givi.gif facepalm.gif

დარტყმული არ იყო და გაუბედურებულიო help.gif

Posted by: DORO 26 Mar 2024, 18:06
Z-owner
QUOTE
70% 20 ლარს არ იხდის გასწორებაში.

თეგეტაში 12 ლარი ღირს ფარების გასწორება .

* * *
ევროპაში რა ხრაპავიკა ფასებია ბლიად .
ერთიდაიგივე მანქანა ამერიკაში და გერმანიაში.

user posted image

user posted image

Posted by: Kambucha78 26 Mar 2024, 19:13
poker_man
QUOTE
1. ბევრს ეწყინება, და ეს კოპარტის მანქანები რომელსაც უტულიზაციის სტატუსი აქვს არ უნდა შემოდიოდეს.
2. მაეჯვენა საჭიანის შემოყვანა ავკრძალოდ.
3. მართვის მოწმობა 21 წლიდან
4. ტექ.ისპეკტირება არ უნდა იყოს რაღაც შ.პ.ს, როგორც იაპონიაშია უნდა სახელმწიფო აკონტროლებდეს.
5. საწვავის ხარისხი, ზეთეის ხარისხი, და ა.შ. მკაცრი კონტროლი.
მაგრამ, როცა იქ ზევით ვიღაც რაღაც წილში ზის, მანამდე ბანგლადეშის ნაირი ჭაობი იქნება.

1. ევროპის არცერთი ქვეყანა არ კრძალავს დაზიანებული ავტომობილის აღდგენას. უემტესს აქვს რეგულაციები, რომლებიც ადგენენ ლიცენზირების პირობებს ავტო შემკეთებლებისთვის, ვინ შეიძლება აღადგინოს მაგალითად სტრუქტურული დაზიანება. მაგრამ აკრძალვა არ არის. აშშ-ში სტატუსის მინიჭებას ახდენს სადაზღვევო კომპანია, სახელმიწოს მიერ დადგენილი სტანდარტების გარეშე. ანუ რასაც როგორ თვლის საჭიროდ. როგორც წესი ეს მოლაპარაკებადია. ჩვენ უნდა დავყრდნოთ იმას თუ როგორ მოელაპარაკა ძველი პატრონი სადაზღვევოს? რა შუაშია აკრძალვა?
2. მარჯვენა საჭიანი ავტომობილები პოლონეთის გარდა ევროპაში არავის აუკრძალავს. იყო ამაზე ევროპის სასამართლოში დავა და ვერავინ შეძლო დაემტკიცებინა რომ უსაფრთხო არ არის ან რამე პრობლემას იწვევს. აშშ-ში ამერიკის ფოსტა დღემდე იყენებს მარჯვენა საჭიან ავტომობილებს. საქართველოში რატომ ვკრძალავთ? რა იცვლება საქართველოში ისეთი, რაც არ ეხება განთვითარებულ სამყაროს (პოლონეთის გარდა)?
3. საფრანგეთში მართვის მოწმობა შეგიძლია აიღო 15 წლისამ და დაოუკიდებლად იარო ავტომობილით 17 წლის ასაკიდან. ფრანგები უარესი მძღოლები არიან?
4. ტექ. ინსპექტირებას იაპონიაში ახდენს კერძო შპს. ისევე როგორც ეს ხდება ბრიტანეთში და გერმანიაში (TUV-ს რომ იძახის ნახევარი გერმანია, კერძო კომპანიაა). საქართველოში უბრალოდ არავინ გაკონტროლებს (მამენტ არც ინგლისში). ეს არ არის მიზეზი რატომაც ვინმე იდიოტივით ატარებს მანქანას.
5. საწვავის ხარისხზე ძალიან ბევრი ვიკვლიე და ვერაფერი ვერ ვნახე კანონშეუსაბამო. რეგულაციები კიდევ ნამდვილად არ გვაქვს ცუდი. ზეთის ხარისხზე იგივე თემაა - უმეტესწილად დიდი კომპანიების შემოტანილი ზეთი იგივეა რაც დანარჩენ სამყაროში იყიდება.

განათლებაა ამომავალი წერტილი, მეტი არაფერი. განათლების დონეს თუ არ ავამაღლებთ, საერთოდ არაფერი შეიცვლება.

poker_man
QUOTE
ისე კარგ ვიდზეა, და ტიპი მეუბნება არაფერი პრობლემა არ აქვს მერე რა რომ ჩაძირული იყო. 

მეც არ ვიყიდდი, მაგრამ ჩაძირული რომ იყო მაგის გამო კი არა, იმიტომ რომ მაგის გამკეთებელს არ ვენდობი. რომ იყო არწმუნებული რომ სწორად არის გაკეთებული, მაინც დაფიქრდებოდი?

Posted by: poker_man 26 Mar 2024, 20:32
Kambucha78
QUOTE
1. ევროპის არცერთი ქვეყანა არ კრძალავს დაზიანებული ავტომობილის აღდგენას. უემტესს აქვს რეგულაციები, რომლებიც ადგენენ ლიცენზირების პირობებს ავტო შემკეთებლებისთვის, ვინ შეიძლება აღადგინოს მაგალითად სტრუქტურული დაზიანება. მაგრამ აკრძალვა არ არის. აშშ-ში სტატუსის მინიჭებას ახდენს სადაზღვევო კომპანია, სახელმიწოს მიერ დადგენილი სტანდარტების გარეშე. ანუ რასაც როგორ თვლის საჭიროდ. როგორც წესი ეს მოლაპარაკებადია. ჩვენ უნდა დავყრდნოთ იმას თუ როგორ მოელაპარაკა ძველი პატრონი სადაზღვევოს? რა შუაშია აკრძალვა?
2. მარჯვენა საჭიანი ავტომობილები პოლონეთის გარდა ევროპაში არავის აუკრძალავს. იყო ამაზე ევროპის სასამართლოში დავა და ვერავინ შეძლო დაემტკიცებინა რომ უსაფრთხო არ არის ან რამე პრობლემას იწვევს. აშშ-ში ამერიკის ფოსტა დღემდე იყენებს მარჯვენა საჭიან ავტომობილებს. საქართველოში რატომ ვკრძალავთ? რა იცვლება საქართველოში ისეთი, რაც არ ეხება განთვითარებულ სამყაროს (პოლონეთის გარდა)?
3. საფრანგეთში მართვის მოწმობა შეგიძლია აიღო 15 წლისამ და დაოუკიდებლად იარო ავტომობილით 17 წლის ასაკიდან. ფრანგები უარესი მძღოლები არიან?
4. ტექ. ინსპექტირებას იაპონიაში ახდენს კერძო შპს. ისევე როგორც ეს ხდება ბრიტანეთში და გერმანიაში (TUV-ს რომ იძახის ნახევარი გერმანია, კერძო კომპანიაა). საქართველოში უბრალოდ არავინ გაკონტროლებს (მამენტ არც ინგლისში). ეს არ არის მიზეზი რატომაც ვინმე იდიოტივით ატარებს მანქანას.
5. საწვავის ხარისხზე ძალიან ბევრი ვიკვლიე და ვერაფერი ვერ ვნახე კანონშეუსაბამო. რეგულაციები კიდევ ნამდვილად არ გვაქვს ცუდი. ზეთის ხარისხზე იგივე თემაა - უმეტესწილად დიდი კომპანიების შემოტანილი ზეთი იგივეა რაც დანარჩენ სამყაროში იყიდება.

განათლებაა ამომავალი წერტილი, მეტი არაფერი. განათლების დონეს თუ არ ავამაღლებთ, საერთოდ არაფერი შეიცვლება.

up.gif 100% იყო რაღაცეები რაც მე არ ვიცოდი, ნუ ეხლა გავიგე.

Posted by: Z-owner 26 Mar 2024, 20:38
Kambucha78

1. მაგ რეგულაციის ხარჯზეა ზუსტად ქვეყნები რომ ნაგავს იშორებენ, თორემ არ მგონია, გერმანელიც 4 ცალი ძარისგან აწყობილ "მანქანაში" იჯდეს. რა შუაშია აკრძალვა, არის ადეკვატური აკრძალვა, კარები რომ აქვს მანქანას შესაცვლელი და მეორე შუაზეა გახეული, ეგ იგივე ხომ არაა. რომელი სტანდარტი გვაქვს? რუსული гост-?

2. საქართველოში მანქანა არის ძალიან იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რაც ქართველის ტვინში ეგრევე ნიშნავს, პირველ რიგში უპასუხისმგებლობას და მეორე რიგში აბსოლიტურ იდიოტიზმს, რაც გამოიხატება იმაში რომ ვერ ხვდება რასთან აქვს საქმე და ის პირობითად - ჰონდა ფიტი, რომელიც მაგრად უსწორებდა, შეიძლება გადააქციოს მკვლელობის იარაღად, რაც არც თუ ისე იშვიათია.

3. ფრანგი, გერმანელი, შვეიცარიელი, ავსტრიელი და ქართველი, ერთნაირები არ არიან და არასოდეს არ იქნებიან, არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა ერთეულებს.

4. აქაც იგივე, რაც მესამე პუნქტშია, პლიუს არ მგონია გერმანიას ან იაპონიას, ტექდათვალიერების ცენტრები იმიტომ გაეხსნათ რომ "ფულსა სწერამს ეგა".

5. გერმანიში მეორად, გადამუშავებულ და ისევ დაფასოებულ ზეთს ვერც გაყიდი და ვერც იყიდი. მინიმუმ მაგათნაირი ზეთი არ გვაქვს.

ერთეულებისთვის, დღესაც კაი განათლებაა, მასას კო ისევ საჭეგადატანილი ფორესტერი ურჩევნია და "ტრი ი ნოლი სოროკ შესტი".

Posted by: Kambucha78 26 Mar 2024, 21:44
Z-owner
რა შუაშია რუსული გოსტი? ავტომობილის დაზიანების შეფასება სადაზღვევოს არ შეუძლია, ეგ ზღაპარია. თუ კვალიფიციური ხელოსანი გეუბნება რომ ავტომობილი აღდგენას ექვემდებარება, ე.ი. უსაფრთხოა.
ავტომობილები დღეს ყველგან იაფია. სად არის ძვირი?
და კი, ქართველია თუ შვედი, უმნიშნელოა. გაუნათლებელი უკონტროლო შვედი და გაუნათლებელი უკონტროლო ქართველი, ორივე ჩVეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივი მენტალიტეტით. განათლებაში გვჯობნიან, მეტში არაფერში. იმიტომაც გვაქვს სხვაობა.

რაც შეეხება ტექ. ინსპექტირებას, დიახ, მხოლოდ ფულის კეთებაა ნებისმიერი კომპანიის მიზანი. არაფერ შუაშია აქ ქვეყანა. სახელმწიფოს მიერ კონტროლია მთავარი. არ აკონტროლებს საქართველოში და კერძო კომპანია ფულზე რატომ იტყვის უარს? გერმანიაში და იაპონიაში აკონტროლებენ, შესაბამისად იმ კომპანიამ იცის, რომ თუ რამე გამაზა, ზუსტად ფულის კეთებას ვეღარ გააგრძელებს, ლიცენზიას ჩამოართმევენ.

QUOTE
5. გერმანიში მეორად, გადამუშავებულ და ისევ დაფასოებულ ზეთს ვერც გაყიდი და ვერც იყიდი. მინიმუმ მაგათნაირი ზეთი არ გვაქვს.

https://www.motul.com/es/en/products/ngen-hybrid-0w-20
50% გადამუშავებული ზეთია ახალ ზეთში. ეს არის სტანდარტი 2024 წელს. ნავთOბისგან დამზადებული ზეთი, რაც იყიდება მაღაზიაში, არ შეიძლება იყოს 100% ახალი. დღევანდელი რეგულაციებით, ყველა მწარმოებელი ვალდებულია გამოიყენოს გადამუშავებული ზეთი კონკრეტული პროპორციით (არ მახსოვს რამდენია).
ის რასაც მაღაზიაში ყიდულობ თბილისში, იგივეა რაც იყიდება სხვაგან. შეგიძლია მიწერო ნებისმიერ ზეთის მწარმოებელს და დაელოდო პასუხს. მაგალითად რაც ზუსტად ვიცი, ადინოლის ზეთი მთელს მსოფლიოში ერთი და იგივე იყიდება, მათ შორის საქართველოში.

თუ გულისხმობ რომ ფალსიფიცირებული ზეთია გაყიდვაში, კი ბატონო, შეიძლება. მაგრამ ეგ ფინანსური პოლიციის საქმეა და არა რეგულაციების. რეგულაციებით ეგ აკრძალულია. ნორმალური მაღაზია დღეს აღარ ყიდის ფალსიფიცირებულ პროდუქტს. იმის გამო რომ ვიღაც კანონს არღვევს, მე რატომ უნდა ამიკრძალოს სახელმწიფომ რამე?

მოკლედ, ვიღაცაზე ხელის გაშვერა და აკრძალვების შემოღება გამოსავალი არ არის. მარჯვენა საჭიანი ავტომობილზე შეზღუდვა მხოლოდ ერთ ქვეყნას აქვს - პოლონეთს. მეტი არავის. პოლონეთსაც ევროკავშირისგან მითითება აქვს რომ ეს შეზღუდვა გააუქმოს, მაგრამ პოლონეთი იკიდებს (ნუ ჯერ ჯერობით). ნონსენსია ეს შეზღუდვები.

და რომ წერ რომ რეგულაციებით იშორებენ ნაგავსო, ეგრე არ არის. რეგულაციებით იშორებენ მეორად მანქანებს რომ ახლები გაყიდონ, მეტი არაფერი. ჩვენ არ ვაწარმოებთ მანქანებს, ჰოდა რატომ უნდა ავკრძალოთ? იმიტომ რომ უნარი არ გვაქვს პროფილაქტიკა გავაკონტროლოთ და ტექ. ინსპექტირება გავამკაცროთ? ანუ თუ ქვეყანას პოლიცია არ უვარგა, ვარჯიში უნდა აკრძალოს რომ ვიღაცამ სხვა არ ცემოს? რა ლოგიკაა ეს ვერ ვიგებ

Posted by: GEORGEXIII 26 Mar 2024, 21:48
ქართული ბაზარი არის, იყიდე წელში გაწყვეტილი მანქანა კაპიკებში და მერე ბირჟაზე იბლატავე ნახე რა მანქანა რა ფასსში დავსვიო boli.gif boli.gif

Posted by: Z-owner 26 Mar 2024, 22:29
Kambucha78
საქართველოში სად არის კვალიფიციური ხელოსანი, რომელიც იტყვის რომ კი, ძარას ნახევარი "ბაკავინა" თავის ლანჟერონიან "პოლიანად" უნდა მოეჭრას, ისევ მეორადი გინდაც ახალი, "ჩაკერდეს" და ამ მანქანას პრობლემა არ ექნება? ამასთან ვიტყვი რომ მე არ ვარ აღდგენილი მანქანის წინააღმდეგი მაგრამ სადაც შემხვედრია, სახელისნოებში რასაც აკეთებენ, იმას მანქანა აღარ ერქმევა. ამას აკონტროლებს ვინმე? აქაც დადებულა ეგეთი მანქანის ფოტო და მოვძებნი.
QUOTE
და რომ წერ რომ რეგულაციებით იშორებენ ნაგავსო, ეგრე არ არის. რეგულაციებით იშორებენ მეორად მანქანებს რომ ახლები გაყიდონ, მეტი არაფერი

კოპ არტ-ი რა არის აბა? გატოტალებულ და შუაზე გახეულ მანქანებს რომ ეზიდებიან, მხოლოდ იმ კრიტერიუმით რომ ოღონდ იაფი დაჯდეს, აბა სხვა რაღაა,თუ არა ნაგვის მოშორება?

გასაგებია რომ კომპანიის იდეა არის მოგება, მაგრამ აქაურ კონტროლს და დონეს, გერმანულს ადარებ? აქ რომ დებილი დაჯდება მანქანაზე, ბაბარბნებზე მიბუქსავებს, ვერ გადაყავს, 4 კაცი აწვება და თუ გადაიყვანეს რამის შიგ "იამაში" ჩააგდეს და გამომიყვანეს მანქანა დასირებული დსც ანთებული, ეგ არის სახელმწიფოს მიერ კონტროლი და იგივე ხდება ან გერმანიაში ან იაპონიაში?
QUOTE
გაუნათლებელი უკონტროლო შვედი და გაუნათლებელი უკონტროლო ქართველი, ორივე ჩVეულებრივი ადამიანია,

1000 საშუალო სტატისტიკური შვედიდან რამდენია გაუნათლებელი, უკონტროლო და იგივე 1000 ქართველიდან რამდენია მასეთი?

ნამდვილად არაა გერმანული და ქართული მენტალიტეტი იგივე.

ზეთზე, ლიქვი მოლიზე წავიკითხე ეგ რომ გერმანიის გარეთ იყიდებოდა მეორადი ზეთი, გერმანიის ფარგლებში არა. დღეს რა ხდება და რა შეიცვალა არ ვიცი.

QUOTE
ჩვენ არ ვაწარმოებთ მანქანებს, ჰოდა რატომ უნდა ავკრძალოთ? იმიტომ რომ უნარი არ გვაქვს პროფილაქტიკა გავაკონტროლოთ და ტექ. ინსპექტირება გავამკაცროთ?

მერე ვაწარმოოთ, რა გვიშლის ხელს?
პროფილაქტიკა, ვაკონტროლოთ, ამაში სადღაა პრობლემა? გავამკაცროთ ტექდათვალიერება, რატომ არ ვამკაცრებთ? ვინმე გვეუბნება არ ქნათო?

რამდენი წელია საქართველოში მეორადი და ჩამიწერილი მანქანა შემოდის? რით ვეღარ დადგა კონტროლის დასაწყისის დღე? რამდენი წელია ტექდათვალიერებაა? რატომ არ არის ისეთი კონტროლი, როგორიც ზევით ვთქვით?

მოკლედ, რეალობა გვაქვს ის, რაც გვაქვს, ხოლო როგორიც უნდა გვქონდეს ეგ ვიცით, გასაგებია. მაგრამ ეს რეალობა რომ არ იცვლება ათწლეულების მანძილზე, ზუსტად ეს არი პრობლემა.

QUOTE
თუ ქვეყანას პოლიცია არ უვარგა

რამდენი წელი არ უნდა ივარგოს პოლიციამ?

Posted by: Kambucha78 27 Mar 2024, 18:02
Z-owner
QUOTE
საქართველოში სად არის კვალიფიციური ხელოსანი, რომელიც იტყვის რომ კი, ძარას ნახევარი "ბაკავინა" თავის ლანჟერონიან "პოლიანად" უნდა მოეჭრას, ისევ მეორადი გინდაც ახალი, "ჩაკერდეს" და ამ მანქანას პრობლემა არ ექნება? ამასთან ვიტყვი რომ მე არ ვარ აღდგენილი მანქანის წინააღმდეგი მაგრამ სადაც შემხვედრია, სახელისნოებში რასაც აკეთებენ, იმას მანქანა აღარ ერქმევა. ამას აკონტროლებს ვინმე? აქაც დადებულა ეგეთი მანქანის ფოტო და მოვძებნი.

ეს მერე რეგულაციის პრობლემაა თუ განათლების?

QUOTE
კოპ არტ-ი რა არის აბა? გატოტალებულ და შუაზე გახეულ მანქანებს რომ ეზიდებიან, მხოლოდ იმ კრიტერიუმით რომ ოღონდ იაფი დაჯდეს, აბა სხვა რაღაა,თუ არა ნაგვის მოშორება?

გასაგებია რომ კომპანიის იდეა არის მოგება, მაგრამ აქაურ კონტროლს და დონეს, გერმანულს ადარებ? აქ რომ დებილი დაჯდება მანქანაზე, ბაბარბნებზე მიბუქსავებს, ვერ გადაყავს, 4 კაცი აწვება და თუ გადაიყვანეს რამის შიგ "იამაში" ჩააგდეს და გამომიყვანეს მანქანა დასირებული დსც ანთებული, ეგ არის სახელმწიფოს მიერ კონტროლი და იგივე ხდება ან გერმანიაში ან იაპონიაში?

კოპარტზე უამრავი ამერიკელი ყიდულობს მანქანას და აღდგენს. კიდევ უფრო მეტი მოლაპარაკებით აგვარებს სადაზღვევოსთან რომ მანქანა არ გაუტოტალონ. რა თქმა უნდა ამერიკელები ისევ ფულს ეძებენ და ისეთ მანქაებს არჩევენ, რომლის გაკეთებსაც ეკონომიკური აზრი აქვს, ამიტომ ნაკლები გვევაჭრება ქართველებს.

კონკრეტული დებილის სხვა კონკრეტულ დებილთან შედარება სიმართლე რომ გითხრა არ მიცდია. შტერი ხალხი ყველგან არის და სამწუხაროდ ცოტა არა.

QUOTE
მერე ვაწარმოოთ, რა გვიშლის ხელს?

განათლება. დავუშვათ გავაკეთე საწარმო. ვინ მუშაობს იქ? ჩინელები ჩამოვიყვანო?

QUOTE
პროფილაქტიკა, ვაკონტროლოთ, ამაში სადღაა პრობლემა? გავამკაცროთ ტექდათვალიერება, რატომ არ ვამკაცრებთ? ვინმე გვეუბნება არ ქნათო?

რამდენი წელია საქართველოში მეორადი და ჩამიწერილი მანქანა შემოდის? რით ვეღარ დადგა კონტროლის დასაწყისის დღე? რამდენი წელია ტექდათვალიერებაა? რატომ არ არის ისეთი კონტროლი, როგორიც ზევით ვთქვით?

მოკლედ, რეალობა გვაქვს ის, რაც გვაქვს, ხოლო როგორიც უნდა გვქონდეს ეგ ვიცით, გასაგებია. მაგრამ ეს რეალობა რომ არ იცვლება ათწლეულების მანძილზე, ზუსტად ეს არი პრობლემა.

QUOTE
თუ ქვეყანას პოლიცია არ უვარგა

რამდენი წელი არ უნდა ივარგოს პოლიციამ?

ვერცერთ ამ კითხვაზე მე ვერ გაგცემ პასუხს. იგივეს ვკითხულობ/ვიძახი. პოლიცია არაფერ შუაშია. მშვენიერი პოლიცია გვყავს. პოლიტიკური გადაწყვეტილება რაზეც არ გვაქვს, იმას ვერ შეცვლის რიგითი პოლიციელი და ვერც მოვთხოვთ.
აქ რაც დავწერე ის არის, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება კიდევ მეტი კანონით და შეზღუდვით არ ხდება. ეს ხდება მხოლოდ განათლების დონის აწევით, რაც მერე უკვე პოლიტიკოსებს აიძულებს გაამკაცროს კონტროლი რომ ეს ყველაფერი არ ხდებოდეს.

ხელოსნების ლიცენზირება მაგალითად ბრიტნეთში არ არის საჭირო, თუ მანქანა MOT-ის გადის. აქაც შეგვიძლია ამის გაკეთება. უბრალოდ არ არის პოლიტიკური ნება. არ არის პოლიტიკური ნება იმიტომ, რომ მასას, რომელიც არჩევნებზე დადის, ეს არ აწუხებს და პოლიტიკოსს ამას არ სთხოვს. შესაბამისად, სანამ ამ მასას არ ვასწავლით რომ უნდა მოსთხოვოს, მანამდე იქნება ეს ყველაფერი ისე როგორც არის და არ წავა წინ.

ამის მაგლითია ღვედების გაკეთება, სდექ ხაზთან გაჩერება და კიდევ ბევრი რამ რაც შეიცვალა დროთა განმავლობაში. არ ვიცი მოგიწია თუა რა 2000-იანი წლების დასაწყისში ავოტომობილით სიარული თბილისში, როდესაც არავის ესმოდა რა არის სდექ ხაზი, არ ეკეთა ღვედი, ხაზების შინაარსი არავინ იცოდე და იმ დროინდელი გაი-საც სულ ფეხებზე ეკიდა ეს ყველაფერი, მაგრამ იქიდან ძალიან ბევრი გავიარეთ. ეს კიდევ მხოლოდ კონტროლით და განათლებით მოხდა.
* * *
QUOTE

QUOTE
გაუნათლებელი უკონტროლო შვედი და გაუნათლებელი უკონტროლო ქართველი, ორივე ჩVეულებრივი ადამიანია,

1000 საშუალო სტატისტიკური შვედიდან რამდენია გაუნათლებელი, უკონტროლო და იგივე 1000 ქართველიდან რამდენია მასეთი?

ნამდვილად არაა გერმანული და ქართული მენტალიტეტი იგივე.

ზეთზე, ლიქვი მოლიზე წავიკითხე ეგ რომ გერმანიის გარეთ იყიდებოდა მეორადი ზეთი, გერმანიის ფარგლებში არა. დღეს რა ხდება და რა შეიცვალა არ ვიცი.

მერე მე რამე სხვა ვთქვი? smile.gif)) ასწავლეთ ამ ხალხსთქო, აკრძალვას აზრი არ აქვს თუ არ ასწავლითქო smile.gif))

ლიქუიმოლისაც დარწმუნებული ვარ იგივე აქვს დღეს. ზეთის გადამუშავებით ისევ ჩვეულებრივ ზეთს იღებ, რომელიც ხარისხით არ ჩამოუვარდება "ახალ" ზეთს. ისიც გადამუშავებულია ნავთობიდან. პროცესია უბრალოდ განსხვავებული, მეტი არაფერი.

Posted by: Z-owner 27 Mar 2024, 20:23
Kambucha78
პოლიტიკურ ნებას რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ამ ხალხს სწავლა არ უნდა და ეს სწავლა სავალდებულო ჯარი ხომ არაა რომ უნივერსიტეტებში ძალით გავყაროთ?
და თუ განათლების პრობლემაა, მე არ დამიწვია წიგნები არავისთვის.

QUOTE
კონკრეტული დებილის სხვა კონკრეტულ დებილთან შედარება სიმართლე რომ გითხრა არ მიცდია. შტერი ხალხი ყველგან არის და სამწუხაროდ ცოტა არა.

გერმანიის სერტიფიცირებულ სერვის ცენტრებში უფრო მეტი დებილია, თუ საქართველოს სერტიფიცირებულ სერვის ცენტრებში?

Posted by: poker_man 28 Mar 2024, 09:49
Z-owner
QUOTE
თუ საქართველოს სერტიფიცირებულ სერვის ცენტრებში?

რომელია სერტიფიცირებული სერვის ცენტრი საქართველოში? თეგეტა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)