მოკლედ ეს დღეებია ჩავუჯექი და ვსწავლობდი იდიომებს. ვორდში ჩემთვის ჩავინიშნე და გაგიზიარებთ თქვენც, თუ გამოგადგებათ ხომ კარგი.
პ.ს. ზოგი შეიძლება არაკორექტული თარგმანი იყოს და თხოვნა იქნება არ შევიმჩნიოთ, მეც ვიცი რომ უკეთესად შეიძლებოდა
ვორდის ფაილი -
https://mega.nz/#!lF9n3Tza!mmjaRjuQ...ypbOqvhsclQf7N01) All Greek to me - ვერ გავიგე, არ მესმის, არ ვარ ამ საქმეში გარკვეული.
მაგალითები
He tried to explain the rules of the game to me, but it was all Greek to me – მან ცადა აეხსნა ჩემთვის თამაშის წესები, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე.
I tried reading that science journal, but it was all Greek to me - ვცადე იმ სამეცნიერო გაზეთის წაკითხვა, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე.
იდიომის წარმოშობა - შუა საუკუნეებში ინგლისელებისთვის ბერძნული ენა რთული გასაგები იყო როგორც ჩვენთვის ჩინურია დღეს, შემდეგ შექსპირმაც გამოიყენა „იულიუს კეისარის“ ერთ-ერთ თეატრალურ წარმოდგენაში და ხალხმაც აიტაცა ეს ფრაზა.
2) All bark and no bite - მხოლოდ ლაპარაკი შეუძლია, ბევრს ლაპარაკობს მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ხელის განმძრევი არ არის.
მაგალითები
I heard he threatened you with dire consequences if you do not stop construction. Don’t worry he is all bark and no bite. - გავიგე რომ სიკვდილით დაგემუქრათ თუ მშენებლობას არ შეწყვიტავთ. ნუ გეშინიან მას მხოლოდ ლაპარაკი შეუძლია.
He looks rough and dangerous, somewhat like a gangster and talks tough, but he is all bark and no bite. - მას საკმაოდ უხეში და საშიში შესახედაობა აქვს, რაღაც განგსტერის მაგვარი და ლაპარაკიც მკაცრად იცის, თუმცაღა საბოლოოდ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს ხელის განმძრევი არ არის.
იდიომის წარმოშობა - იდიომა შექმნილია მეტაფორის საფუძველზე, ძაღლი რომელიც ბევრს იყეფება მაგრამ არ იკბინება.
3) A bird in the hand is worth two in the bush - დღევანდელი კვერცხი გერჩივნოს ხვალინდელ ქათამს. ჯობია ცოტა გქონდეს მაგრამ გარანტირებული.
მაგალითები
You may not like your job, but don’t quit merely on the hope of finding a better one. A bird in the hand is worth two in the bush. - მართალია ცუდი სამსახური გაქვს, მაგრამ იმ იმედით ნუ წამოხვალ რომ უკეთესს იშოვი. ჯობია გარანტირებულს დაჯერდე.
He decided not to sell his small business to start a big one. He realized that a bird in the hand is worth two in the bush - მან გადაწყვიტა აღარ გაეყიდა მცირე ბიზნესი დიდი საქმის დასაწყებად. ის მიხვდა რომ ჯობდა გარანტირებული საქმე შეენარჩუნებინა.
იდიომის წარმოშობა - იდიომი შუა საუკუნეებიდან მოდის, იმ დროს ხელში დაჭერილი ერთი ჩიტი, კონკრეტულად შევარდენი უფრო ძვირად ფასობდა ვიდრე ორი რომელიც ხეებში იყო შემალული.
4) Ask out - დაპატიჟება, მოწვევა.
მაგალითები
He finally asked Jain out - როგორც იქნა მან დაპატაჟია ჯეინი გასასეირნებლად.
I was thinking to ask her out, but I can’t decide where to take her. - დიდი ხანია ვფიქრობ სადმე დავპატიჟო, მაგრამ ვერ გადავწყვიტე სად წავიყვანო.
5) All is fair in love and war - სიყვარულისთვის ადამიანი ყველაფერზე მიდის.
მაგალითები
He kept asking her out although she had said no several times – all’s fair in love and war. - მიუხედავად იმისა რომ უკვე ბევრი უარი მიიღო, ის ისევ სთხოვდა მას მასთან ერთად გასეირნებას. ადამიანი სიყვარულისთვის ყველაფერზე მიდის.
იდიომის წარმოშობა - იდიომა მსაგვსი ფორმით პირველად ფრანკ სმედლის ნოველაში „ფრანკ ფაირლე“-ში იყო გამოყენებული.
6) As nice as ninepence - სუფთა, წკრიალა.
მაგალითები
Bob’s home is as nice as ninepence ever since he got married - მას შემდეგ რაც ბობი დაქორწინდა, მისი სახლი მუდამ სისუფთავისგან წკრიალებს.
7) A little bird told - ჩიტმა ამბავი მომიტანა, როდესაც არ ამჟღავნებ ვისგან გაქვს ინფორმაცია.
მაგალითები
A little bird told me that it is your wedding anniversary today. - ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ დღეს თქვენი ქორწილის წლისთავია.
A little bird told me all about your journey to New York - შენი ნიუ-იორკში მოგზაურობის ამბების შესახებ ჩიტმა ამბავი მომიტანა.
8) As bold as a coot - მელოტი.
მაგალითები
She is in remission now but Chemo Therapy has left her as bald as coot - დღეს უკვე უკეთესად არის, თუმცაღა ქიმიო თერაპიის შედეგად სულ გამელოტდა.
იდიომის წარმოშობა - Coot არის ფრინველი რომელსაც აქვს თავზე ისეთი ლაქა, რომელიც მას მელოტად აჩენს.
9) All singing, all dancing - ხალისიანი, სიცოცხლით სავსე.
მაგალითები
His stand-up comedy is amongst the best I have seen. Everyone goes home all singing, all dancing. – მისი სტანდ-აპ შოუ ერთ-ერთი საუკეთესოა. მის მერე სახლში ყველა გამხიარებული მიდის.
10) A Whale of - ძალიან დიდი, ბევრი, დიდი რაოდენობით.
მაგალითები
This book is a whale of fun - ამ წიგნით კარგად გაერთობი.
11) Turn Turtle - ამოყირავება, ამოტრიალება.
მაგალითები
The ship turned turtle and no one was able to survive - გემი ამოტრიალდა და ვერავინ გადარჩა.
12) As calm as the toad in the sun - დაძაბულ სიტუაციაშიც სიმშვიდის შენარჩუნება.
მაგალითები
He is as calm as the toad in the sun about his business. I have never before seen anyone as content with what he has - ის სრულიად დარწმუნებულია თავის ბიზნესში. აქამდე მსგავსი პიროვნება არ შემხვედრია.
13) A little knowledge is a dangerous thing - გამოიყენებენ იმ შემთხვევაში როდესაც უნდათ მიანიშნონ რომ, საქმის ზედაპირულმა ცოდნამ რის გამოც გვგონია რომ საქმე კარგად ვიცით, შეიძლება ცუდ შედეგებამდე მიგვიყანოს.
მაგალითები
She cut her own fringes and ended up making her face look ridiculous. A little knowledge can be a dangerous thing when dealing with the intricate art of hair cutting. – მან თავისით შეიჭრა თავის კიკინები და საბოლოოდ ძალიან დაიმახინჯა თავი. თმის შეჭრასაც კარგად ცოდნა ჭირდება.
14) A miss is as good as a mile - მართალია მიზანთან ახლოს ხარ/იყავი, მაგრამ ფაქტია რომ ვერ მიაღწიე.
მაგალითები
Although they scored the last goal, that one was as good as a mile - მართალია ბოლოს გოლი გაიტანეს, მაგრამ ფაქტია რომ ვერ მოიგეს.
15) A penny saved is a penny earned - თითო შენახულ თეთრას კი აქვს ფასი, გამოიყენება უმეტესად იმ შემთხვევაში როდესაც გინდა აღნიშნო ეს ფაქტი ან გინდა ვინმეს ურჩიო რომ გაუფრთხილდეს იმას რაც აქვს და დაზოგოს ფული.
მაგალითები
Now that he has financial difficulties, he will realize that a penny saved is a penny earned - მას შემდეგ რაც ფინანსურად გაუჭირდება, მიხვდება რომ თითო თეთრსაც აქვს ფასი.
16) A rolling stone gathers no moss - უთავბოლოდ ხეტიალს კარგი არაფერი მოაქვს/შედეგი არ აქვს.
მაგალითები
It was time for you to settle down at least five years back. You should find a place you like and build a home there because a rolling stone gathers no moss - წესით ხუთი წლის უნდა მორჩენილიყავი უაზროდ ხეტიალს, დროა უკვე იპოვო ისეთი ადგილი სადაც სახლს ააშენებ და ცხოვრების დარჩენილ დროს გაატარებ. ეს უაზრო ხეტიალი შედეგს არ მოგიტანს.
17) A bunch of fives - მუშტი
მაგალითები
One must be able to control his anger and not bring their bunch of fives to every event. - ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარი თავის კონტროლი და სულ მუშტებზე არ უნდა იყურებოდეს.
18) At sea - რაღაცის ვერ გაგება, რაღაცის არ ცოდნა.
მაგალითები
I was at sea when he started discussing quantum physics during dinner. - ვერაფერი ვერ გავიგე როდესაც მან სადილე კვანტურ ფიზიკაზე დაიწყო საუბარი.
19) Dab hand -გამოცდილი, საქმის მცოდნე/ექსპერტი.
მაგალითები
Mary is a dab hand at chopping onions fast and without tears. - მერი ხახვის ჭრის ოსტატია, ის ხახვს სწრაფად და აცრემლების გარეშე ჭრის.
20) At a discount - სანთლით საძებარია, იშვიათია.
მაგალითები
Freedom fighters are at a discount at present politics. - დღევანდელ პოლიტიკაში თავისფულებისათვის მებრძოლები სანთლით საძებრები არიან.
21) Like a duck to water - რაღაცის უცებ ათვისა, მალე გაკეთება, ჩვევაში ქონა.
მაგალითები
She started skating and she learned how quickly, like a duck takes to water. - მან დაიწყო სკეიტინგი და მალევე ისწავლა.
22) A damp squib - რაღაც მოვლენა რაც ყველას გონია რომ კარგი იქნება და კარგად ჩაიშვლის და საბოლოოდ იმედს გაუცრუებს.
მაგალითი
This new movie was a damp squib, I thought It would be good. - ახალმა ფილმა იმედები გამიცრუა, მეგონა უკეთესი იქნებოდა.
23) At the crack of the dawn - დილა უთენია, ალიონზე.
მაგალითები
I always wake up at the crack of the dawn - ყოველთვის დილა ადრიან ვიღვიძებ.
24) A bed of roses - ადვილი საქმე, ადვილი გამოსავალი, ადვილი ვარიანტი.
მაგალითი
She found out that taking care of elder people is not a bed of roses. - ის მიხვდა რომ მოხუცების მოვლა ადვილი საქმე არ არის.
25) All hell will let loose - საქმის არევა, საქმის ორომტრიალისკენ წასვლა, ორომტრიალის დაწყება.
მაგალითები
This big guy walked up in the bar and hit Freddie and suddenly all hell broke loose - მას მერე რაც იმ დიდმა ტიპმა ფრედის დაარტყა ბარში ორომტრიალი დაიწყო.
26) Adam’s ale -წყალი
მაგალითი
If he feels tired, let him have Adam’s ale from the tap - თუ დაიღლება, ონკანის წყალი დაალევინეთ.
27) Baker’s dozen -13
მაგალითი
I always carry a baker’s dozen chocolates in my purse - ჩანთაში მუდამ მაქვს 13 ცალი შოკოლადი.
28) Beauty is in the eye of beholder - ყველას თავისი გემოვნება აქვს, ყველას თავისი შეხედულება აქვს.
მაგალითი
I don’t see why George finds Kat attractive, I think she is downright ugly; but, beauty is in the eye of beholder, as they say. - ვერ ვიგებ რა მოეწონა ჯორჯს კეტიში, მე პირადად ძალიან მახინჯად მიმაჩნია, მაგრამ როგორც ამბობენ ყველას თავისი გემოვნება აქვს.
29) Beyond the pale - მიუღებელი, უწესო, არა მისაღები.
მაგალითი
They broke up because her behavior was simply beyond the pale - ისინი დაშორდნენ რადგანაც მისი ქცევები უკვე მიუღებელი გახდა.
30) Between a rock and a hard place - ორი რთული არჩევანის წინაშე ყოფნა.
მაგალითები
I hate my job but cannot quit owing to my economic situation. I’m stuck between a rock and a hard place - არ მომწონს ჩემი სამსახური და ერთი სული მაქვს როდის წამოვალ, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ მოვდივარ. რთულ სიტუაციაში ვარ გაჭედილი.
31) Burst at the seams -გადავსებული, გადაძეძგილი, გადაჭედილი.
მაგალითი
All the movie halls were burst at the seams with release of new block buster. - ახალი ბლოკ ბასტერის გამოსვლის შემდეგ ყველა კინო დარბაზი გადაძეძგილია.
The meal was absolutely delicious but now I am burst at the seams - ძალიან გემრიელი სადილი იყო, მაგრამ ახლა მუცელი გასკდომაზე მაქვს.
32) Brownie points - კარგი შეფასება, კარგი შთაბეჭდილების დატოვება.
მაგალითი
You’re not going to get many brownie points for submitting a report like this - ასეთი რეპორტის მომზადებისთვის კარგ შეფასებას არ მიიღებ.
33) Betwixt and between - ვერ გადაწყვეტა, არჩევანის წინაშე ყოფნა.
მაგალითი
I am betwixt and between these two dresses to wear for the party tonight. - ვერ გადავწყვიტე ამ ორი კაბიდან რომელი ჩავიცვა დღეს საღამოს.
I am betwixt and between with regards to the party invitation - ვერ გადავწყვიტე წავიდე თუ არა წვეულებაზე.
34) Buzz word - ახალი ჟარგონი
მაგალითი
I don’t know all this buzz words you use - არ ვიცი ეს ახალი ჟარგონები რასაც შენ იყენებ.
35) Build bridges - ურთიერთობის გაუმჯობესება
მაგალითი
Government is trying to build bridges with citizens - მთავრობა ცდილობს მოსახლეობასთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.
36) Bitter medicine - რთულად მისაღები სიახლე/ფაქტი.
მაგალითი
His favorite food is not available so he has to take bitter medicine of having what he doesn’t like - მისი საყვარელი საჭმელი ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ მოუწია იმ ფაქტის მიღება რომ უნდა ეჭამა ის რაც არ მოწონდა.
37) Be in bed with - საქმეში ერთად ყოფნა.
მაგალითი
All those 5 people were accused of being In bed with the terrorists responsible for 7th, July, 2005 London bombing. - ხუთივე ადამიანს ბრალს წაეყენა იმაში რომ, ისინი 2005 წლის 7 ივლისს ლონდონის ტერაქტის მომწყობ ტერორისტებთან იყვნენ შეკრულები.
38) Boson friend - განუყრელი/ტრუსიკის მეგობრები
მაგალითი
I really miss Jack, he was my boson friend - ძალიან მენატრება ჯეკი, ის ჩემი ტრუსიკის მეგობარი იყო.
39) Burn the midnight oil - მთელი ღამე მუშაობა, ღამის გათენება საქმის გასაკეთებლად.
მაგალითი
My brother has really hard exam next week, so he is already burning the midnight oil. - ჩემს ძმას შემდეგ კვირას რთული გამოცდა აქვს და უკვე ღამეებს ათენებს მოსამზადებლად.
40) Burn bridges - უკან დასაბრუნებული გზის არ დატოვება.
მაგალითი
She has already burned her bridges with her previous employer by publicly criticizing her marketing policy. - ყოფილი უფროსის მარკეტინგული სტრატეგიის საჯაროდ გასაჩივრებით, მან უკან დასაბრუნებელი გზა არ დაიტოვა.
41) Bread and butter - მოწოდება, სტიქია.
მაგალითი
Teaching classical music to young boys and girls is her bread and butter - ახალგაზრდა გოგო-ბიჭებისათვის კლასიკური მუსიკის სწავლება მისი მოწოდებაა.
42) Be on the same boat - ერთი გასაჭირის/პრობლემის ქონა.
მაგალითი
I really hate my job, I guess I am on the same boat with John - ვერ ვიტან ჩემს სამსახურს, ეხლა უკვე კარგად მესმის ჯონის.
43) Bite the dust - სიკვდილი, დანებება.
მაგალითი
The solder bit the dust after a very long fight and even at that he managed to take many enemy soldiers with him. - ხანგრძილივი ბრძოლის შემდეგ ჯარისკაცი მიწას მიებარა, თუმცაღა, თან ბევრი მოწინააღმდეგე გაიყოლა.
44) Back to the drawing board - თავიდან დაწყება, ახლიდან დაწყება.
მაგალითი
My experiment failed, so I am back to the drawing board. - ჩემი ექსპერიმენტი ჩაიშალა ასე რომ თავიდან მიწევს დაწყება.
45) Bide time - შესაფერისი დრო, შესაფერისი დროის ლოდინი.
მაგალითი
The lion sat quietly biding his time to attack the prey - ლომი წყნარად ელოდებოდა შესაფერის დროს თავდასხმისათვის.
46) Bark up the wrong tree - ტყუილად დადანაშაულება.
მაგალითი
I am not the person who spread rumors about you, you are barking up the wrong tree - მე არ გამივრცელებია შენზე ჭორები, ტყუილად მდებ ბრალს.
47) Cup of joe - ყავა
მაგალითი
Nothing energizes me more than a cup of joe in the morning - არაფერი არ მმატებს ისე ენერგიას როგორც ფინჯანი ყავა დილით.
48) Come hell or high water - სირთულეების , წინაღობების მიუხედავად.
მაგალითი
I want to complete this report today, come hell or high water. - სირთულეების მიუხედავად მინდა რომ ამ რეპორტს დღეს მოვრჩე.
49) Cupboard love - მოჩვენებითი სიყვარული, დაქორწინება/ცოლად გაყოლა იმის გამო რომ რჩეული შეძლებულია.
მაგალითი
It’s cupboard love for sue between those two, but let’s hope it is good while it lasts. - ეჭვი არ მეპარება იმაში რომ მათი სიყვარული მოჩვენებითია, თუმცაღა იმედი ვიქონიოთ რომ დიდხანს შეძლებენ მის შენარჩუნებას.
50) Clam up - თავის თავში ჩაკეტვა, ხმის არ ამოღება, დამუნჯება
მაგალითი
She clams up every time I walk in, it’s worrisome - რამდენჯერაც მასთან მივდივარ მუდამ საკუთარ თავში იკეტება, ეს მე ძალიან მანერვიულებს.
51) Cry over spilt milk - ტირილი ისეთ საკითხზე რომელმაც უკვე ჩაიარა, აღარაფერი ეშველება.
მაგალითი
Dianna was unable to accept the reality of her divorce, she was crying over spilt milk - დიანა ვერაფრით ეგუებოდა განქორწინების ფაქტს და მუდამ ტიროდა მიუხედავად იმისა რომ იცოდა რომ არაფერი ეშველებოდა.
52) Come a cropper - არ გამოდგომა, საქმის ცუდად წარმართვა, საქმისთვის თავის ვერ გართმევა
მაგალითი
She seemed to come a cropper shortly after her promotion as cabinet minister. - საქმისთვის თავის ვერ გართმევის გამო ის მალევე დაითხოვეს მინისტრის კაბინეტიდან.
53) Cloak and a dagger - ფარული, მალული.
მაგალითი
Do we need to go for cloak and a dagger way? Why can’t we just meet in a café like everyone else. - აუცილებელია მალულად შევხვდეთ? არ შეიძლება კაფეში ვნახოთ ერმანეთი როგორც ყველა ნორმალური ადამიანი აკეთებს?
54) Cool heels - შესვენება, დასვენება
მაგალითი
You will burn yourself out if you do not cool heels when you can - შესვენებებს თუ არ გააკეთებ მალე გადაიღლები.
55) Come to grief - ამაო გარჯა, საქმის არ გამოსვლა/ჩავარდნა.
მაგალითი
It would be a great pity to see all that sincere work come to grief - დასანანი იქნება თუ ეს გულითადი შრომა საბოლოოდ წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება.
56) Chime in - საუბარში ჩართვა.
მაგალითი
I cannot just chime in when I don’t know what you are talking about - არ შემიძლია საუბარში ჩავერთვა როცა არც ვიცი რაზე ლაპარაკობთ.
57) Count chicken - გეგმების აწყობა როდესაც გარანტირებულად არ იცი შეძლებ თუ არა მათ მიღწევას.
მაგალითი
It is not good to start counting your chickens when you do not even have the cash to start your own venture. - არამგონია სწორი იყოს მომავალზე ფიქრი როდესაც იმის ფულიც კი არ გაქვს რომ შენი ფირმა დაარსო.
58) Cut the cord - აღარ იყო დამოკიდებული ვინმეზე/რამეზე, გახდე დამოუკიდებელი.
მაგალითი
In order to achieve true independence, developing countries must cut the cord and stop asking financial aid from the developed countries. - იმისათვის რომ განვითარებადი ქვეყნები გახდნენ დამოუკიდებელნი, საჭიროა შეწყვიტონ განვითარებული ქვეყნებისაგან ფულადი დახმარების თხოვნა.
59) Cool as cucumber - წყნარი მშვიდი, არაფერზე რეაქცია რომ არ აქვს, არაფერი რომ არ აწუხებს.
მაგალითი
How could the murderer be as cool as cucumber after doing such serious sins like murder, robbery, assault - როგორ შეუძლიათ მკვლელებს იყვნენ ასე წყნარად მას შემდეგ რაც ისეთ ცოდვილ საქმეებს სჩადიან როგორიცაა მკვლელობა, ძარცვა და თავდასხმა.
60) Cock and bull story - ტყუილი ისტორია, მონაგონი ისტორია, მოგონილი ისტორია, ფანტაზია, ზღაპარი.
მაგალითი
I don’t believe one bit of your cock and bull story - შენი ზღაპრების არ მჯერა.
61) Cloud nine - მეცხრე ცაზეა სიხარულისგან.
მაგალითი
She’s been on cloud nine since she heard the news of her engagement. - მას შემდეგ რაც გაიგო რომ მალე ნიშნობა ექნებოდა, სიხარულისგან მეცხრე ცაზეა.
62) Come clean - სიმართლის თქმა
მაგალითი
You need to come clean to your parents about this girl that you have been dating. - დროა შენს მშობლებს უთხრა იმ გოგოს შესახებ ვისაც ხვდები.
63) Castles in the air - ოცნების კოშკები, ოცნება.
მაგალითი
Don’t build castles in the air and just find a real job already - ოცნებებს შეეშვები და რეალური სამსახური იშოვე.
64) Clear the air - ეჭვების გაქარწყლება, ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, ეჭვებისგან გასუფთავება
მაგალითი
I thing Susan got the wrong message about what I said. I’ll speak to her and try to clear the air. - მგონი სუზანმა სწორად ვერ გაიგო ჩემი მიწერილი. ჯობია დაველაპარაკო და ყველაფერი ავუხსნა.
65) Drop like flies - მასიური ეპიდემია, ბევრი ადამიანის ერთდროულად ცუდად გახდომა/სიკვდილი, მკვეთრი შემცირება.
მაგალითი
It was flu season and people in our office were dropping like flies - გრიპის სეზონი იყო და ოფისში თანამშრომლები ერთი მეორეს მიყოლებით ხდებოდნენ ავად.
66) Down to the wire - ბოლო წუთამდე გაურკვეველი, ბოლო წუთს გადაწყდება, ბოლოს გადაწყდება, დაძაბული ორთაბრძოლა.
მაგალითი
Since the both candidates are equally popular, this year’s election looks to be going down to the wire. - გამომდინარე იქიდან რომ, ორივე კანდიდატი ერთნაირად პოპულარულია, წლევანდელი არჩევნები საკმაოდ დაძაბული იქნება.
67) Don’t look a gift horse in mouth - ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება, საჩუქრის დაწუნება არ არის კარგი საქციელი.
მაგალითი
He gave me his old car, I know it’s not great, but I won’t look a gift horse in mouth - მან მე თავისი ძველი მანქანა მაჩუქა, ვიცი რომ ძალიან კარგი არ არის, მაგრამ დაწუნებას არ ვაპირებ.
68) Dog days - ცხელი დღეები, ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეები.
მაგალითი
We don’t expect much of the repair work to be done during the dog days of summer - არ გვაქვს იმის მოლოდინი რომ ზაფხულის გაგანია დღეებში ბევრი სარემონტო სამუშაო მოესწრება.
69) Dead ringer - ორეული.
მაგალითი
She is a dead ringer of one of my friends, I in fact walked up to her at an event mistaking her for my friend - ის ჩემი მეგობრის ნამდვილი ორეულია, ერთხელ წვეულებაზეც შემეშალა ჩემს მეგობარში.
70) Dry run - რეპეტიცია
მაგალითი
Today is only a dry run so we will not be using the actual costumes - დღეს მხოლოდ რეპეტიცია გვაქვს ამიტომ კოსტიუმებს არ გამოვიყენებთ.
71) Doozy - გამორჩეული, უნიკალური, განსხვავებული.
მაგალითი
It’s a doozy of a painting, she is so creative - განსაკუთრებული ნახატია, ის ნამდვილად ძალიან ნიჭიერია.
72) Drink like a fish - უზომოდ დალევა, ბევრის დალევა.
მაგალითი
Pass that bottle to me, I can drink like a fish cause it is my favorite drink - ბოთლი მომაწოდე, ეს ჩემი საყვარელი სასმელია და უზომოდ შემიძლია დავლიო.
73) Dish fit for the gods - ძალიან გემრიელი საჭმელი.
მაგალითი
She is such a great cook, the cakes that she bakes are dish fit for the gods! - ძალიან კარგი მზარეულია, მისი გამომცხვარი ნამცხვრები ძალიან გემრიელია.
74) Drive up the wall - გაბრაზება, ჭკუიდან გადაყვანა, შეწუხება.
მაგალითი
The loud music played by my neighbors is driving me up the wall - ჩემი მეზობლების ხმამაღალ მუსიკას ჭკუიდან გადავყავარ.
75) Don’t put all your eggs in one basket - ერთი რამის იმედზე ნუ იქნები.
მაგალითი
Why are you putting all your money in one company? Don’t put all your eggs in one basket - რატომ დებ მთელ ფულს მხოლოდ ერთ კომპანიაში? მხოლოდ ერთი კომპანიის იმედზე ნუ იქნები.
76) Do the trick - მიზნის მიღწევა, გამოდგომა, საქმისთვის წადგომა.
მაგალითი
If the lemonade tastes bit sour, add a teaspoon of sugar that should do the trick. - ლიმონათი ძალიან მჟავე თუა ერთი ჩაის კოვში შაქარი ჩაყარე, წესით უშველის.
77) Deals with - გამკლავება, გადალახვა, პრობლემის მოგვარება.
მაგალითი
Don’t be afraid of this project, this is easy and we can deal with it. - ნუ გეშინია ამ პროექტის, ის საკმაოდ ადვილია და შევძლებთ გამკლავებას.
78) Dribs and drabs - ცოტ-ცოტა.
მაგალითი
The water is coming dribs and drabs from pipe - წყალი მილიდან წვეთ-წვეთ მოდის.
79) Drop a bombshell - მოულოდნელი სიახლე, გასაკვირი/გასაოცარი სიახლე.
მაგალითი
My sister dropped a bombshell when she told us she is pregnant - ჩემმა დამ ყველა გაგვაოცა იმ სიახლით რომ ის ფეხმძიმედაა.
80) Double whammy - ცუდს ცუდი მოყვება.
მაგალითი
Boss fired me from my job, and I lost my wallet too, what a double whammy - უფროსმა სამსახურიდან გამომიშვა და ამასთან ერთად საფულეც დავკარგე, ცუდს ცუდი მოყვა.
81) Doldrums - უმოძრაობა, უმოძრაოდ ყოფნა.
მაგალითი
My horse is in doldrums, I cannot take part in horse racing this week - ჩემი ცხენი სულ გამოიფიტა, ამ კვირაში დოღში მონაწილეობას ვერ მივიღებ.
82) Dab hand - გამოცდილი, ექსპერტი, საქმის კარგი მცოდნე
მაგალითი
George is a dab hand at tennis, he always wins the game - ჯორჯმა ძალიან კარგად იცის ტენისი, ის სულ იგებს.
83) Dirt cheap - ძალიან იაფი (უმეტესად მიანიშნებს უხარისხობაზე)
მაგალითი
In United Kingdom, the carrots are dirt cheap - ინგლისში სტაფილო ძალიან იაფი ღირს.
84) Devil may care - დიდი ყურადღების არ მიქცევა, დიდი მნიშვნელობის არ მინიჭება.
მაგალითი
He has a rather devil may care attitude to his studies - ის სწავლას დიდ ყურადღებას არ აქცევს.
85) Down in the dumps - მოწყენილი, დადარდიანებული, ცუდ ხასიათზე მყოფი.
მაგალითი
She’s bit down in the dumps because she’s got to take exams again - ის ცოტა არ იყოს ცუდ ხასიათზეა რადგანაც თავიდან უწევს გამოცდების ჩაბარება.
86) Drop a line - დარეკვა, შეხმიანება.
მაგალითი
I dropped aunt Kelly a line last Thanks giving - დეიდა კელის ბოლოს წინა მადლიერების დღეზე დავურეკე.
87) Dressed to kill - ძალიან ლამაზად/კარგად ჩაცმული, გამომწვევად ჩაცმული.
მაგალითი
She arrived at reception dressed to kill - ის მიმღებში ძალიან გამომწვევად ჩაცმული მოვიდა.
88) Draw the line - შეწყვეტა, ერთხელ და საბოლოოდ უარის თქმა. (ხაზი გავუსვი)
მაგალითი
I draw the line at giving them more money - მათთვის მეტი ფულის მიღებას ხაზი გავუსვი.
89) Down the drain - შრომის წყალში ჩაყრა, ამაო შრომა.
მაგალითი
Our work went down the drain when NGO stopped funding the project in the halfway. - ნგო-მ ჩვენი პროექტის დაფინანსება შუა გზაზე შეწყვიტა და ჩვენი შრომაც წყალში ჩაყრილი გამოდგა.
90) Dragging feet - არ ჩქარობს, ფრთხილობს, ფეხს ითრევს.
მაგალითი
I have been dragging my feet about marriage - ქორწილზე ისევ ფეხს ვითრევ.
91) Down the road - ოდესღაც მომავალში, რამდენიმე წელში, რაღაც პერიოდში.
მაგალითი
Somewhere down the road I think he’ll make it big - მგონია რომ ოდესმე მიაღწევს დიდ წარმატებას.
92) Down and out - უსახლკარო, უფულო.
მაგალითი
I just assumed he was a down and out, begging on the street corner - მე ის უსახლკაროდ მივიჩნიე, რომელიც ქუჩის კუთხეში მათხოვრობდა.
93) Doubting Thomas - ეჭვიანი ადამიანი, ეჭვის ბუკეტი.
მაგალითი
He’s such a doubting Thomas, that he won’t believe unless he sees things through his eyes - ისეთი ეჭვიანია, რომ სანამ თავის თვალით არ ნახავს, არაფრის არ ჯერა.
94) Dot the I’s and cross the t’s - ყველაფრის დეტალურად მიხედვა, სრულყოფილად გაკეთება, დაკვირვებით გაკეთება.
მაგალითი
I had dotted the I’s and crossed the t’s, so I wondered why my application was rejected - ყველაფერი კარგად მქონდა გაკეთებული და გამიკვირდა როცა ჩემი განცადება უარყვეს.
95) Done In - გადაღლილი
მაგალითი
I think you are really done in, you better go to bed. - ვფიქრობ ძალიან გადაღლილი ხარ, კარგი იქნება თუ დაიძინებ.
96) Dog’s life - რთული/ცუდი ცხოვრება.
მაგალითი
I have been working so hard, I am tired of this dog’s life - ამდენი ხანია მძიმედ ვმუშაობ, დავიღალე ასეთი ცხოვრებით.
97) Dog in the manger - არც თვითონ იყენებს და არც სხვას აძლევს გამოყენების უფლებას. (ძუნწი ძაღლი)
მაგალითი
Why be a dog in the manger? If you are not going to use this tickets, let someone else have them - ნუ მოიქცევი ძუნწი ძაღლივით, თუ ბილეთებს ვერ იყენებ სხვას მიეცი.
98) Dog eat dog - ძალიან კონკურენტიანი გარემო (ჯუნგლების კანონი)
მაგალითი
The only rule of marketplace was dog-eat-dog. - ბაზარზე მხოლოდ ჯუნგლების კანონი მოქმედებს.
99) Dig up dirt - ცუდი ინფორმაციის მოპოვება ვინმეზე.
მაგალითი
No effort is being spared to dig up dirt on the rival candidate - მოწინააღმდეგე კანდიდატზე ცუდი ინფორმაციის მოპოვებისთვის ძალას არ იშურებენ.
100) Every cloud has a silver lining - ყველა ცუდ სიტუაციაში შეიძლება რაღაც კარგის პოვნა
მაგალითი
I know your job is not good, and you are stressing out, but don’t worry, things will be better soon. Every cloud has a silver lining - ნუ ინერვიულებ, მიუხედავად იმისა რომ ცუდი სამსახური გაქვს რომელიც ძალიან გღლის, ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს აქვს თავის კარგი მხარე.
101) Foaming at mouth - ძალიან გაბრაზებული
მაგალითი
The boss was foaming at mouth when the team could not deliver the work on time - უფროსი ძალიან გაბრაზდა როდესაც ნახა რომ გუნდმა საქმე დროზე ვერ დაასრულა.
102) Flip the bird - შუა თითის ჩვენება
მაგალითი
When the police signaled him to stop, he flipped the bird and sped off - როდესაც პოლიციამ გაჩერება უბრძანა, მან მათ შუა თითი აჩვენა და სიჩქარეს მოუმატა.
103) Field day - გართობა, მხიარულება, რამის ხალისით კეთება, გახალისება.
მაგალითი
The children had a field day when they were taken on a trip to the museum - ბავშვები მუზეუმში გასეირნებით კარგად გაერთნენ.
104) Fancy free - უდარდელი, აღვირახსნილი
მაგალითი
I was fancy free until the time I got married - ქორწინებამდე აღვირ ახსნილი ვიყავი.
105) Face the music - თვალის გასწორება, ფაქტის აღიარება.
მაგალითი
If you have done something wrong, you have to face the music. There’s no escaping out of it. - რამეს თუ არასწორად გააკეთებ, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო, სხვანაირად არ გამოდის.
106) Flog a dead horse - დროის უაზროდ კარგვა.
მაგალითი
There is no use trying to keep this business going. We are flogging a dead horse - მგონი ტყუილად ვცდილობთ ბიზნესის გადარჩენას. ჩემი აზრით უაზროდ ვკარგავთ დროს.
107) Find feet - შეგუება, ადაპტირება
მაგალითი
I’m new to this city, so I’m still finding my feet - ქალაქში ახალი ვარ, ასე რომ ჯერ კიდევ ვეგუები.
108) Feel under the weather - ცუდად ყოფნა, გაციება.
მაგალითი
I did not go to work today, as I was feeling a bit under the weather - დღეს სამსახურში აღარ წავედი რადგანაც თავს შეუძლოდ ვგრძნობდი.
109) Far cry from - ძალიან განსხვავებული, განსხვავებული იმისგან რასაც ელოდი.
მაგალითი
The apartment they are now living in is far cry from mansion they used to live - სახლი სადაც ეხლა ისინი ცხოვრობენ სრულიად განსხვავდება იმ სასახლისგან სადაც ისინი ადრე ცხოვროდნენ.
110) Fit as fiddle - ჯანმრთელი, გაკაჟებული ადამიანი.
მაგალითი
My grandfather is 90 years old, but he is as fit as a fiddle - ბაბუაჩემი 90 წლისაა, მაგრამ ჯანმრთელობას არ უჩივის.
111) Third wheel – (მესამე ზედმეტი), თავის ზედმეტად გრძნობა.
მაგალითი
I am going, I don’t want to be third wheel - მე წავალ, არ მინდა ზედმეტი ვიყო.
112) From the cradle to the grave - მთელი ცხოვრების მანძილზე.
მაგალითი
This health plan provides protection from the cradle to the grave - ამ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით, სიცოცხლის ბოლომდე დაცული იქნებით.
113) Fill the bill - სიტუაციის შესაბამისი, შესაფერისი, მორგებადი.
მაგალითი
He fills the bill for the job that you were speaking to me about yesterday in the restaurant. - ის ყველანაირად ერგება იმ სამსახურს რომელზეც გუშინ მელაპარაკებოდი რესტორანში.
114) From A to Z - თავიდან ბოლომდე, სრულად, დეტალურად.
მაგალითი
Steve job’s latest book tell the story of his from A to Z - სტივ ჯობსის ბოლო წიგნი დეტალურად აღწერს მის ცხოვრებას.
115) Gut feeling - წინათგრძნობა, ინტუიცია, ეჭვი მაქვს.
მაგალითი
I had a gut feeling that he had been lying, and sure enough, it was later proved that he had been. - თავიდანვე ვფიქრობდი რომ ტყუილს ამბობდა რაც შემდეგში დამტკიცდა კიდეც.
116) Go for broke - ბოლომდე გარისკვა, ბოლომდე დახარჯვა, თავისდადება ბოლომდე საქმისთვის.
მაგალითი
This is my last chance to achieve what I want. I am going to go for broke - ეს ჩემი ბოლო შანსია მივაღწიო იმას რაც მინდა, ამისათვის თავს არ დავზოგავ.
117) Go down like a lead balloon - ცუდი გამოძახილის ქონა, ხალხისგან ცუდად მიღება.
მაგალითი
His idea about the new product went down like a lead balloon - მის იდეას ახალი პროდუქციის შესახებ ცუდი გამოძახილი მოჰყვა.
118) Give the slip - გაქცევა.
მაგალითი
The police were on the criminal’s trail but in the end he managed to give them a slip - პოლიცია დამნაშავეს კვალდაკვალ მისდევდა, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც მოახერხა გაქცევა.
119) Get over it - ფაქტის მიღება, სიტუაციის მიღება ისე როგორც არის, გაანალიზება იმის რომ საქმეს ვეღარ უშველის.
მაგალითი
I know that you are bitter about losing that job, but try to get over it and find another one. - ვიცი ნაწყენი ხარ იმ სამსახურის დაკარგვის გამო, მაგრამ ცადე ფაქტს შეეგუო და ახალი სამსახური იპოვო.
120) Get down to brass tracks - მნიშვნელოვან საკითზე ლაპარაკი, მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.
მაგალითი
They finally got down to brass tracks and discussed the issue that was really bothering them - როგორც იქნა დაიწყეს მნიშვნელოვან თემაზე ლაპარაკი და განიხილეს ის საკითხი რაც აწუხებდათ.
121) Get hitched - დაქორწინება, ქორწილი.
მაგალითი
Have you heard? Marge and Sam are getting hitched this weekend - გაიგე? მარჯი და სემი ამ კვირას ქორწინდებიან.
122) Ginger up - აღელვება, აღტაცება, გახარება, მოლოდინი, გახარება.
მაგალითი
As soon as they heard about the picnic children in the class gingered up - ბავშვები კლასში სიხარულით აღივსნენ როდესაც გაიგეს რომ პიკნინკზე აპირებდნენ წასვლას.
123) Go extra mile - ყველაფრის გაკეთება მიზნის მისაღწევად, თავდაუზოგავი შრომა, თავის არ დაზოგვა.
მაგალითი
She is a very nice person and is always willing to go extra mile to help others - ის ძალიან კარგი ადამიანია და თავს არ იშურებს სხვების დასახმარებლად.
124) Go down in flames - საქმის ჩავარდა, გაუქმება, გაკოტრება, დახურვა.
მაგალითი
The company went down in flames after reports came out that it had been financing illegal activities - კომპანიამ კრახი განიცადა მას შემდეგ რაც გაირკვა რომ, ის არალეგალურ საქმიანობებს აფინანსებდა.
125) Gone to the dogs - გაუარესება, საქმის ცუდისკენ წასვლა, უკანსვლა.
მაგალითი
It seems that reputation of your business has gone to the dogs - როგორც ჩანს შენი ბიზნესის რეპუტაცია უკან-უკან მიდის.
126) Go with a bang - წარმატებული, საინტერესო.
მაგალითი
We take part in the events organized by Jack and Rose events company, because they go with a real bang. - ჩვენ მუდამ ვიღებთ მონაწილეობას ჯეკი და როუზის ივენტების კომპანიის მიერ მოწყობილ საღამოებში რადგანაც ისინი მუდამ საინტერესოებია.
127) Go bananas - გაგიჟება, გაბრაზება.
მაგალითი
She will go bananas if she sees house in this dirty condition - ძალიან გაბრაზდება თუ სახლს ესეთ დანაგვიანებულ მდგომარეობაში ნახავს.
128) Get on the bandwagon - მოდის აყოლა
მაგალითი
Why are you wearing this ugly shoes? Are you trying to get on the bandwagon? - ეს უშნო ფეხსაცმლები რატომ გაცვია? მოდის აყოლას ცდილობ?
129) Haste makes waste - მოჩქარეს მოუგვიანდესო, სიჩქარეში შეიძლება ბევრი შეცდომა გაიპაროს.
მაგალითი
You need to check this files very carefully. Do not try to finish them quickly – remember, haste makes waste - ეს ფაილები ძალიან ყურადღებით არის შესამოწმებელი. ნუ იჩქარებ, გახსოვდეს - მოჩქარეს მოუგვიანდესო.
130) Had a soft spot - ვინმეს ძალიან მოწონება, კარგი რეპუტაციის ქონა.
მაგალითი
She was a very bright student and most teachers in her school had a soft spot for her - ის ძალიან კარგი მოსწავლე იყო და ბევრი მასწავლებლს მოსწონდა.
131) Have the hots for - სექსუალური ლტოლვა ვინმესადმი
მაგალითი
My friend has the hots for the new girl who has recently joined his team - ჩემ მეგობარს სექსუალური ლტოლვა აქვს გოგოსადმი რომელიც ეხლა შეუერთდა მათ ჯგუფს.
132) Harp on - მონოტონური/უინტერესო საუბარი, ჩიჩინი.
მაგალითი
He kept harping on about something. I had stopped paying attention a long while back - მან რაღაცაზე განაგრძო ბლუყუნი, კარგა ხანია არც ვაქცევდი ყურადღებას რაზე საუბრობდა.
133) Happy as a clam - ძალიან გახარებული, ბედნიერი.
მაგალითი
He always does a job on time, no wonder his boss is happy as a clam - ის ყოველთვის დროზე ასრულებს სამუშაოს, არაა გასაკვირი რომ მისი უფროსი ასეთი ბედნიერია.
134) Hive of activity - გადატვირთული ადგილი, ადგილი სადაც ბევრი აქტივობა ერთდროულად ხდება.
მაგალითი
The restaurant on this weekend will be a hive of activity - ამ უქმეებზე რესტორანი გადატვირთული იქნება.
135) Hold your horses - მოიცადე, მოითმინე.
მაგალითი
Hold your horses! We have not won yet, so don’t start celebrating - მოიცადე! ჯერ არ მოგვიგია
This post has been edited by MRlurch on 23 Mar 2017, 16:05